სისხლიანი ვახშამი (IV თავი)
IV თავი ღამით კოღოს წუილმა გამომაღვიძა. შუქს ვანთებ და გაალმასებულ მზერას კედლებზე დავასრალებ . კოღო მიიმალა . რომც ვიპოვო ვერ მოვკლავ , შპალერს წითელ ლაქად დარჩება სისხლის ანაბეჭდი , სხვათა შორის , ჩემი სისხლის ... , სადაც ახლა ვცხოვრობ , ადრე აობი იყო, ალბათ იმიტომაც ეტანებიან კოღოები, გენეტიკური მეხსიერება მოაქანებთ. ჯანდაბას მაგის თავი, ოღონდ გაჩუმდეს და გაუშვი, მიკბინოს , მიჩუქნია ორიოდე მილიგრამი. კოღოს წუილს უნაური ხმა ერთვის. ჭრიჭინა კუთვას ჰგავს. ჩემ სახლში მწერების პარადია ! უი, მგონი , ხელჩანთაში დატოვებული მობილური კუთავს ! უნდა ავდგე , სხვა რა გზა მაქვს . ხელების ცეცებით მივიწევ დერეფნისკენ , სადაც ჩანთა მეგულება . ჩემი „ნოკია“ წითლად მიკრავს თვალს - მესიჯი მოგსვლიაო. „ღამე მშვიდობისა , ბზიკო“, - ვკითხულობ გაოგნებული. გაომგზავნი დაბლოკილია . ვიღაცას ძალიან უნდა ფსიქოლოგიურ ტერორში მამყოფოს . მე არ მივეკუთვნები იმ ქალებს , ვისაც ჩიტუნიებს , ფისუნიებს და ამუნიებს ეძახიან . „ბზიკოს“ მხოლოდ სუსიკო მეძახდა , მაგრამ სუსიკო მკვდარია ! თუ მაინცდამაინც ჩემთან ურთიერთობა სურს , ფანტომის სახით გამომეცხადებოდა , სულაც სიზმარში... აი, მესიჯი მეტისმეტია, თუმცა ... თუმცა გამორიცხული არაფერია. მობილური გამოვრთე და ისევ ლოგინში შვყვინთე. რომის იმპერატორი გაიუს ავგუსტუსი დამესიზმრა, ვითომ ჩემი ფანჯრების ქვეშ გრუხუნით დააბიჯებდა მისი მარმარილოს ორეული. * * * რატომღაც მეგონა ლალიკოზე ნაწყენი ვიყავი , მაგრამ როცა ტელეფონში მისი კლდემამოსილი მისალმება გავიგონე , წყენამ თვალის დახამხამებაში გადამიარა. - ისაუზმე ? - მეკითხება ლალიკო. - ჯერ არა . - მაშინ გელოდები. გუშინდელი ტორტის ნარჩენი ,თავის კოლოფიანად ,მოვიმარჯვე და ლალიკოსთან გავწიე. თუ გასუქებაა , ლალიკოც გასუქდეს ჩემთან ერთად. ფერი და ხორცი ისედაც არ აკლია . თმას თუ გაიშლის და მეწამულ ქსოვილზე წამოწვება , ოფიქრებ , რობენსის ვენერამ განიცადა რეინკარნაცია . მიკვირს , აქამდე როგორ ვერ გასაღდა ! ან კაცები დაბრმავდნენ , ან ლალიკო ვერ აწოდებს შესაფერისად თავის ღირსებებს. ჰმ , რაღა ვერ აწოდებს , აგერ , გოჭივით გერმანელი დაუთრევია . აბა, თუ გამომიტყდება ?! - რა კარგია, რომ მოხვედი ! - გულში მიხუტებს ლალიკო, - უი, ტორტი !რატომ შეწუხდი ? - არ შევწუხებულვარ , ერთმა წითურმა უცხოელმა გამომატანა შენთან . ლალიკო ყაყაჩოსავით წითლდება , ლამის ხელიდან გაუვარდეს ტორტიანი კოლოფი . ძაღლი ადამი გრძნობს პატრონის შეცბუნებას და გამაფრთხილებლად მიღრენს. კატა ბაბილინა აპრეხილი კუდით მიემართება მყუდრო სამზარეულოსკენ , იცის, გოგომ , ადრე თუ გვიან ჩვენც შევუერთდებით. - იაკო , რას ამბობ რომელი უცხოელი ?.. - დაბნეული ბუტბუტებს ლალიკო. - რომელმაც გუსინ ფეხდაფეხ შემომასწრო და პირდაპირ კარზე აგაკრა , - აგდებულად ვპასუხობ. ვატყობ , ზედმეტი მომდის . ორიდან ერთია. ან ბოროტი ვარ , ან შურიანი . ლალიკოს კაცი ჰყავს , მე - არა . რაღაც რეაქციას ველოდებოდი , მაგრამ ტირილს - არამც და არამც . აი, სულელი ! - რა გატირებს , გოგო , სიხარულით უნდა ბზრიალებდე , ძლივს კაცი გეღირსა ! - ვამშვიდებ ცრემლმორეულ მეგობარს და სამზარეულოსკენ ვუბიძგებ , სადაც უკვე გველოდება სფინქსივით წამომჯდარი ბაბილინა . - არავის უთხრა ,იაკო, დედა დაიფიცე , რომ არავის ეტყვი! თუ უკვე უთხარი ? - შეშინებული მაცქერდება , ოქროსფერ წამწამებზე ცრემლი უბრწყინავს და ნესტოები უცახცახებს . - ხო, ბრიფინგი გავმართე გერმანიის საელჩოსთან , სამსაათიან საინფორმაციო გამოშვებაში იქნება , - მხრებზე ხელს ვხვევ და ყურსუკან სისხლჩაქცევას ვამჩნევ . რაღა ჩემი წუხანდელი კოღო , რაღა წითური გერანელი ! - ნუ მაშაყირებ ! - მაშინ ნუ მოთქვამ ! - შენთვის ადვილი სათქმელია , ორჯერ ხარ გათხოვილი, არ გამიკვირდება , მესამედ გარისკო , მე რა მექნა , როდემდე ვყოპილიყავი ქალიშვილი ?! მართლაც , როდემდე შეიძლება შინახოს სიქალწულე ჯამრთელმა ახალგაზრდა ქალმა ? ოცდაათ წლამდე , ორმოცამდე თუ სიკვდილამდე? თუ როგორც ბებიაჩემი იტყოდა : „მანამ , სანამ არ ჩაბარდები პატრონსო“. მაგრა თუ არ გამოჩნდა ის უპატრონო პატრონი ? - არ უნდა ტოპილიყავი , აქამდეც უნდა გაგესინჯა . ლალიკო ცრემლებს იწმენდს და შეურაცხყოფილი მიყურებს : - ნუ იცი ეგეთი ლაპარაკი, იაკო, ტორტო ხომ არ არის, გამესინჯა! - მგონი, ტორტხე უკეთესია, არა ? ჰო, კარგი , კარგო მორჩი მაიმუნობას და მომიყევი , ვინ არის , საიდან გაჩნდა . წითური გერმანელი აღმოჩნდა ავსტრიის მოქალაქე, კლაუს კოლი, რომელიც გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცამოჰყვა რომელიღაც საერთაშორისო მისიას და ერთ შვენიერ დღეს ლალიკოს მაღაზია - სალონს მიადგა საყვავილე მიწის შესაძენად . რამდენიმე წინადადების შემდეგ ავსტრიის მოქალაქეს მიწაც დაავიწყდა და ყველა საერთაშორის მისია ერთად . ოთხი შვის განმავლობაში მისსავე სალონში ნაყიდი ყვავილებით ბომბავდა უკარება ქალიშვილს. ბოლოს და ბოლოს , ლალიკო გატყდა და დანებდა. თუმცა წინასწარ იცოდა - ერთ მშვენიერ დღეს უცხოელი ხელს დაუქნევს და თავის ავსტრიაში გაქუსლავს . ასეთი დღე მართლაც დადგა , მაგრა კლაუსი არსად აპირებდა გამგზავრებას შეყვარებულის გარეშე. მისი სურვილია, ლალიკო გახდეს , „დიდი სახლის პატარა დიასახლისი“. დიდი სახლი ტიროლში ჰქონია, რამდენიმე აკრი ნოყიერი მიწითა და მამაპაპირი სათბურით, სადაც კოლების წინაპრები საუკუნეზე მეტია , ვარდებს აშენებენ . - მერე რას ელოდები ? - ვეკითხები სულმოუთქმელად . - არ ვიცი, - მხრებს იჩეჩავს ლალიკო. - წადი , სანამ გეპატიჟებიან . - ტიროლში მეპატიჟებიან, ვენაში კი არა ! იცი ,რა არის ტიროლი ? პროვინცია. უყურე შენ ცხვირსაც რომ იბზუებს ?! ვენა მომინდომა, თითქოს ვენის ყოველწლიურ საოპერო მეჯლისზე ეპატიჟებოდეს ვინმე . - მაშინ იჯექი იმ შენს მაღაზიაში და თვალე ყვავილები - ერთი პიონი ერთ ლარად . ვარდი უფრო ძვირი ღირს , შავი - განსაკუთრებით. მაგრამ თუ თაიგულს ინებებთ, ლარს დაგიკლებთ... - მორჩი ღადაობას , ისედაც ჩიხში ვარ . - ბედი კარს მოადგა , ამან ჩიხიო - დაუჩემებია. დღესვე დათანხმდი , აი , ჩემი რჩევა . ლალიკო მზერას მარიდებს და სევდიანი ღიმილით ეფერება ფანჯარაზე დასკუპებულ ბაბილინას . ბაბილინა ხარბად ყნოსავს ჰაერს და ჯრუტუნით გვანიშნებს ტორტზე . მეტი რა ქნას კატამ , ხვეწნას ხომ არ დადვიწყებს - ტორტი გამასინჯეთო ? - შენ არ იცი მთავარი... - ძლივს გასაგონად ამბობს ლალიკო . - რა ?!- გულგახეთქილი ვეკითხები. იმპოტენტი რო არ არის ,მივხვდი , მაგრამ იქნებ სხვა ნაკლი აქვს ?ორი სასქესო ორგანო მაგალითად , ან ცალი სათესლე ჯირჯვალი. - არავის ეტყვი ? - ნუ გამიხურე. მიდი, ამოღერღე. - კლაუსი ჩემზე უმცროსია . მთელი ექვსი წლით. შვებით ამოვისუნთქე და იმ საბედისწერო ვახშის შემდეგ პირველად ვიცინი გულიანად , უკან გადაგდებული თავითა და 32 გადოყრილი კბილით. - სულაც არ არის სასაცილო , სად გამოვყო თავი სირცხვილით ! მე , რომელმაც საკუთარ ძმას სამი წლით უფროსი გოგო დავუწუნე ! არადა უყვარდა ის გოგო... ახლა სხვა ცოლი ჰყავს , ახალგაზრდა და ენაგატლეკილი. სულ ჩხუბობენ - სულელი ! - ვინ ? - შენი ძმა. - რატომ ? - შენ რომ დაგიჯერა . - ეგ კი, - სევდიანად მეთანხმება ლალიკო, - შენ ფიქრობ დავკიდო ? - კი არ ვფიქრობ , დარწმუნებული ვარ . არც კლაუსია პამპერსიანი ცვილი, არც შენ მყავხარ სკოლის ასაკში , რომ ასაკობრივი სხვაობა თვალშისაცემი იყოს . და საერთოდ, ჯერ უნდა იცხოვრო და მერე იფიქრო . უფრო სწორად , ისე უნდა იცხოვრო , რო საფიქრალი დრო არ დაგრჩეს. - შეიძლება ასეცაა, უჰ, არ ვიცი, არ ვიცი ... - თავს აქნევს ლალიკო და უცებ სერიოზულდება ,- მთავარი არ მითქვამს იაკო ! - ახლა არ მითხრა , სექსუალური გადახრა აქვსო . - ნუ გადაგყავს ყველაფერი ინტიმურ ჭრილში . კლაუსი საერთოდ არაფერ შუაშია . ბინა გამიტეხეს . იმიტომაც დაგირეკე დილაუთენია . - ვაი! წაიღეს რამე ? - საქმეც ისაა, რომ არაფერი . - როგორ თუ არაფერი , მაშინ რაღას შემოდიოდნენ ? - მგონი , რაღაცას ძებდნენ , მთელი სახლი გადაქოთებული დამხვდა . წკრიალაშილებთან იყვნენ , ლალიკოსთან იყვნენ , ვინ არის შემდეგი ? * * * სოფო კანკავა და მისი ქარი , ლადო, ბაგებში ცხოვრობდნენ , კერძო სახლში, რომელსაც ინგლისური ფანჯრები და ნაცრისფერი ფასადი აქვს . ეზოში ხეივანია გაშენებული, იქვე - მყუდრო ფანჩატური. აღარ მახსოვს, როდის შევიკრიბეთ უკანასკნელად ამ ფანჩატურში. სუსიკოს ამერიკაში ყოპნის პერიოდსი კლასელები პრაქტიკულად დავიშალეთ, პანაშვიდებზე თუ გადავეყრებოდით ერთმანეთს. მე და სოფო არც არასოდეს ვყოპილვართ თავგადაკლული დაქალები , სკოლის დამთავრების შემდეგ ინერციით ვურთიერთობდით ხანდახან . ერთადერთი ვისაც არასოდეს დავვიწყებივარ არის, წკრიალა . გარკვეულწილად , მერკანტილური მოსაზრებით - პერიოდულად ბინის გასაღებს მენათხოვრება . მაგალითად , წინა თვეში ოთხჯერ მაინც გამომართვა , რაც უკვე თავხედობად მიმაჩნია და რისთვისაც უკვე გვარიანად შევჯორე. რასაკვირველია, წკრიალას შეეძლო , სასტუმროში წაეყვანა თავისი ვნების მორიგი ობიექტი , მაგრამ სასტუმროში გაშიფვრის ალბათობა უფრო მეტია , ვიდრე ჩემს ერთოთახიან ბინაში . ირას მთელი თბილისის მასშტაბით ჰყავს მსტოვრები . სხვა ვერც შემომბედავდა ქალის გასა**მად გასაღების თხოვნას ,მაგრამ მერაბს უარს ვერ ვეუბნები. ისიც ბოროტად სარგებლობს . სასაფლაოს ინციდენტის შემდეგ ლადოსთან სტუმრობა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია , მაგრამ პასუხგაუცემელი კითხვები მოსვენებას მიკარგავს და სარისკო ნაბიჯის გადასადგმელად მიბიძგებს . თანაც , არასოდეს მესიმპატიურებოდა ეს ლადო . ჩემთვის დღესაც გაუგებარია, რამ გააჩერა სოფო ამდენი წელი კაცთან , რომელიც არც გარეგნობით გამოირჩევა , არც იუმორით. ერთხელ სუსიკომ ანეგდოტი მოყვა ,სიცილით დავიხოცეთ ყველანი , ლადოს კი წარბიც არ შეუხრია , მხოლოდ აღნიშნა : „რაც მეტია ანეკდოტი, მით ცუდ დღეშია ქვეყანა“. მიდი და იცხოვრე ასეთ სნობთან ! სოფო კი ცხოვრობდა . ვერ ვიტყვი,რომ ბედნიერი იყო, მაგრამ ეტყობა რაღაც აკავშირებთ. ვითომ , სექსი ? არა მგონია . თხუთმეტწლიანი თანაცხოვრების შემდეგ რბილტანიანი ლადო კი არა ბრედ პიტი მოგბეზრდება . რჩება ფული. რასაკვირველია, ფსიქოლოგის ხელფასით სოფო ვერც ბოლო მოდელის „ბეემვე“-ს მოახტებოდა, ვერც პარიზში იშოპინგებდა. ლადო სამი ინტერნეტ-კაფის და ღამის კლუბის პატრონი იყო , ასე რომ, ფინანსურად არ უჭირდათ. შვილი არ ჰყავდათ და ამას ორივე განიცდიდა. ერთი პერიოდი ბავშვის აყვანაც უნდოდათ, რაღა ბავშვის, 12 წლის გოგონა იყო , რომელიც სოფომ უპატრონობავშვთა თავშესაგარში გაიცნო და შენ მოიყვანა . სამწუხაროდ , გოგონა ქურდი აღმოჩნდა . თუმცა , სოფო ირწმუნებოდა კლეპტომანიაო, მაგრამ ბოლოს თვითონაც ვერ გაუძლო სახლიდან ნივთების გაქრობას და მოზარდი ისევ თავშესაფარში დააბრუნა. ზარს ვრეკავ და თვალით ბეტონის გალავანს ვზომავ . ლადოს მტაცებელი ცხოველივით მოუნიშნავს საკუთარი ტერიტოტია , თითქოს ვინმე რამეს ედავება . კარს რუსი ვერა მიღებს , სოფოს გამზრდელი ძიძა. ის მზითევსი გამოყვა თავის გაზრდილს „ლუდოვკოს“ თეთრ საძინებელთან და „მეისენის“ ვარდისფერ ფაიფურთან ერთად . სოფო დიდი ხანია გამოვიდა ფაფების ასაკიდან , მაგრამ ვერას მაინც ვერ შეელია . ბავშვობიდან იყო მიშვეული მომსახურებას , ვერასაც მზე და მთვარე თავის „სოფოჩკაზე“ ამოდიოდა , მეტი არც არავინ ჰყავდა . როგორც ჩანს , ვერც ლადო შეელია ვერას . ამხელა სახლს დალაგება სჭირდებოდა , დაქვრივებულ ლადოს - კარგი მზარეული. ჩემს დანახვაზე ვერას ნიკაპი უცახცახებს და თვალები ცრემლებით ევსება . გადახვეულები ვდგევართ გამოღებულ კარიპჭესთან , ცხვირთან ვერას ჭაღარა თმის ღერი მიღიტინებს , თივასავით გამომშრალი და მაინც რაღაცნაირაირი მშობლიური . ბავშვობაში ვერა ნერვებს გვიშლიდა , უკვე დიდი გოგოები ვიყავით - ბიჭებს ვეპრანჭებოდით - ის კი სოფოს გაკვეთილების შენდეგ ყარაულობდა .- თითქოს სკოლიდან სახლამდე ვინმე მოიტაცებდა მის „კრასავიცას“. სოფო ვერას ეჯუჯღუნებოდა; ვერა - ჩვენ ; ჩვენ - სოფოს. რა კარგი დრო იყო ... ვერას დიდსა და ნათელ სამზარეულოში შევყავარ . კრიალი გაუდის ქრომირებულ მაცივარს , ჩაიდანს , ბლენდერს... არც ერთი ზედმეტი ნივთი , სამარილეც კი ვიტრინაში დევს . ფანჯრიდან მიჯრით სამი საცხოვრებელი კორპუსი მოჩანს - საშინლად აუშნოვებს მწვანეში ჩაფლულ დასახლების მყუდრო პეიზაჟს. - გშია , იაჩკა ? - რუსული აქცენტით მეკითხება ვერა. - არა . - შჩი მაკვს , პო დონსკი. - პოდონკი ? - არა გოგო, დონსი, დონი არ იცი ? მდინარე . - არ მინდა ვერა , გმადლობ . - ვაშლის პიროგი ? - არა. დაჯექი ვილაპარაკოთ. ვერას უბრალო, გლეხურ სახეზე ღილივით მრგვალი თვალები ცახცახებს . დაბერებულ თოჯინას ჰგავს . - რაზე ვილაპარაკოტ, მორჩა იაჩკა ცხოვრება ! აღარ არის ჩემი სოფოჩკა . ჩემი დჟეირანი გოგო . დავდივარ მარტოკა ამხელა სახლში, კედლებს ვაწკდები ...ყველგან მაგისი თავი მელანდება . ბავშვის გაჩენა მაინც მოესცრო, იმას გავზრდიდი , გული გადავაკოლებდი. - როგორ ბავშვის ? რომელი ბავშვის ? - ყური ვცქვიტე . - სოფოჩკა ორსულად იყო. - ორსულად ? - არ იცოდი ? თავს ვაქნევ უარყოფის ნიშნად . თან მიკვირს , თან მიხარია ,თან გული მწყდება . სოფო, რომელიც ამდენი წელი ოცნებობდა შვილზე , ფეხმძიმობის დროს გაოასალმეს სიცოცხლეს . რა უსამართლობაა?! - მერე რატომ არ იცოდი , რატომ ? - მსაყვედურობს ვერა ,- სოფო ისეთი მარტოსული იყო , ისე უნდოდა გვერდით ამხანაგი . არც შენ გამოჩნდი , არც ლალიკო, სუსიკო ამერიკაში დაიკარგა - რატომ იყო მარტოსული , ლადო გვერდით არ ჰყავდა ? - ნუ , არ ვიცი. კავდა ვითომ ?- ოხრავს ვერა . - რას სულისხმობ , ვერა ? გაირკვა , რო ვიდრე ფეხმძიმობის ამბავს შეიტყობდა , სოფო დეპრესიაში იყო. ჩაიკეტებოდა თავის ოთახში და ძიძასაც არ უშვებდა . ვერა ეხვეწებოდა - კარი გამიღე, ოთახს მაინც გავანიავებო, მაგრამ გაზრდილი უხეშად იშორებდა თავიდან . იყო მომენტები, როცა ხასიათი ეცვლებოდა , ხალისიანად გამოვარდებოდა ოთახიდან , მოიკაზმებოდა და სადღაც გარბოდა. ვერა კი სარგებლობდა მომენტით და მის ოთახს ალაგებდა . დასალაგებელი ბევრი იყო - აშლილი ლოგინი, მიმოფანტული ტანსაცმელი, ჟურნალები, წიგნები, სიგარეტის ფერფლით გაპიპინებული საფერფლეები... ერთხელაც სოფო აღფრთოვანებული დაბრუნდა შინ , ლამის კოცნით დაახრჩო ვერა. თურმე ორსულად დარჩა. გაიხარა ლადომაც , ვერას განსაკუთრებული კერძის მომზადება უბრძანა , შამპანური გახსნა . სოფომ იმ დღესვე დაანება თავი სიგარეტის მოწევას , რეჟიმში ჩადგა , ვიტამინების მიღება დაიწყო ... ოჯახური იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა . ერთხელაც ცოლ-ქმრის საძინებლიდან ჩხუბის ხმა გამოვიდა . საერთოდ , ლადო შორს იყო ქუჩური ლექსიკონისგან , არ უყვარდა ბილწსიტყვაობა , იმ საღამოს კი ისეთი უშვერი სიტყვებით იგინებოდა , ვერას ყურები დაუხუჭუჭდა . ღამით ლადომ ლოგინი თავის კაბინეტში გაშალა . სოფოს საძინებლიდან კი თამბაქოს კვამლი გამოვიდა . - რატო იჩხუბეს ? - დაინტრიგებული ვეკითხები ვერას. - არ ვიცი. - ვერა, გამიგე ამას დიდი მნიშვნელობა აქვს გამოძიებისთვის. - მართლა არ ვიცი, დიდი ამბავი იაჩკა ცოლი და ქმარი თუ იჩხუბა ! - ხელები გაასავსავა ვერამ . - ლადო მალე მოვა სამსახურიდან ? - არც წასულა და რანაირად მოვიდოდა ? - შინაა? -ჭერზე ვანიშნებ , იქ , სადაც საძინებლები მეგულება. - არა, ბუნკერში. დილაუთენია გავიდა და ჯერაც არ მოსულა . გაცივდა სადილი. ტუალეტში მაინც არ უნდა ? - რა ბუნკერში, ვერა , სად არის ბუნკერი ? - კვევით, პადვალში. უცინ სადაც მარანი იკო. მთელი წელი თხრიდა მიწა. ბუნკერმა ჰიტლერი და ჩვენი უახლესი ისტორია გამახსენა . გასაგებია, რომ სახელმწიფო მეთაურები ფორსმაჟორულ სიტუაციაში ბუნკერს აფარებენ თავს , მაგრამ საცხოვრებელ სახლში ვინმე პირად ბუნკერს აშენებდეს, პირველად მესმის . და ამის შემდეგ ლადო ქაჯს კიდე მე მეძახის ! - რა ჯანდაბად უნდა ბუნკერი ? - ვინიცობაა ოი დაიწყოს , თავი უნდა შევაფაროთო. - მაშაყირებ , ვერა ? - საშაკიროს არის ჩემი საკმე ?- ვერას ხმაში წყენა დაეტყო . არუმრობს. ლადოსი არ იყოს, არც ვერას აწუხებს იუმორის გრძნობა . ჩემი დაკვირვებით, მეტისმეტად მობილიზებული, პედანტიზმისკენ მიდრეკილი ადამიანები ქრონიკულ დაძაბულობაში იმყოფებიან , რაც ხელს უშლით მსუბუქად შეხედონ მოვლენებს , ოეშვან და გახალისდნენ. გასაგებია, რო დღეს არავინაა სახალისო ხასიათზე, მაგრამ ვერა ყოველთვის ასეთი იყო - დადარაჯებული და უარყოფითზე ორიენტირებული. პრინციპში , აუხდა. - კარგი მაშინ , მითხარი რას აკეთებს ლადო ბუნკერში, ჯერჯერობით ოის საფრთხეს ვერ ვხედავ . - ვერ გეტკვი, მე იკ არასდროს ვკოფილვარ, გასაღებით კეტავს ხოლმე , მარტო სოფოჩკას უშვებდა , ისიც , ყოველთვის არა . როცა ხოში კონდა მაშინ. სოფოჩკამ თკვა , ლადომ იქ ფოტოატელიე მოაწკო და სურათებს ამჟღავნებსო . ლადოს ფოტოგრაფიით გატაცება რაღაც ახალია , არასოდეს მომისმენია მისი მოსაზრება რაიმე კომპოზიციაზე - არც ცუდზე, არც კარგზე. დავიჯერო ბუნკერის კედლებს აღბეჭდავს ფოტოფირზე ეს მგლოვიარე კაცი ? აქ რაღაც სხვა ამბავია. - ხშირად ჩადის ხოლმე ? - ახლა უფრო ხშირად , ვიდრე ადრე. უხასიათოდაა საწკალი , დანახვა არავისი უნდა . აი , გასკდა რეკვით მობილური, ეგ კი ჯერაც არ გამოჩენილა . ვინ იცის, სამსახურიდან ურეკავენ,- ვერა კარადის თაროზე შემოდებულ მობილურზე მანიშნებს . მობილური ვიბრირებს , პატრონს უხმობს. - წყალს დავლევ ,- ვაბობ ხმამაღლა და ვიდრე ვერა ადგომას მოასწრებს , ორი ნახტომით ვჩნდები ონკანთან , იმ იმედით, რომ მობილურზე დაფიქსირებულ ნომერს დავინახავ . მერეც იტყვიან , ქალური ინტუიცია არ არსებობსო! განათებულ ეკრანზე მკაფიოდ იწერება ნაცნობი სახელი - ირა . ასეც ვიცოდი, რომ შემთხვევით არ გადაყრიან ერთმანეთს სასაფლაოზე . წყლით სავსე ჭიქას მაგიდაზე ვდგამ და ვერას თვალებში ვუყურებ : - ვერა , გინდა გაიგო , ვინ მოკლა სოფო ? - დურაცკი ვაპროს, - ამბობს ვერა, რაშიც სრულიად ვეთანხმები . - მისმინე , ვერა , მე აქ თქვენს მოსაკითხად არ მოვსულვარ , მკვლელის ვინაობის დადგენა მსურს . მაინტერესებს , ვინ დახოცა ჩემი მეგობრები. - მე რომ არ ვიცი , ვინ დახოცა ?! - თავს იმართლებს მეამიტი ვერა . - გასაგებია, რომ არ იცი, მაგრამ რომ გავიგოთ , უნდა დამეხმარო. - როგორ ? უკანა ფლანგს ვამოწმებ , ყოჩაღი პარტიზანივით და ტუჩები ვერას ყურთან მიმაქვს : - ბუნკერის გასაღები უნდა დაითრიო. - მოვიპარო ? შენ ანამიოკებ, რომ მე ლადოს გასაღები მოვპარო ?- ვერა ხშირ-ხშირად აფახურებს ღილივით მრგვალ თვალებს . - კია არ ვანამიოკებ , პირდაპირ გეუბნები. - არა, როგორ შეიძლება, ქურდი კი არა ვარ ? - და თუ ლადომ მოკლა სოფო ? - რას ამბობ , გოგო , ლადო როგორ მოკლავდა , გიჟდებოდა ცოლზე. - თუ გიჟდებოდა , ცალკე რატომ იწვა , კაბინეტში ? - დიდი ამბავი ! ცოლ - ქმარის ჩხუბი სულელს მართალი ეგონაო. - ვერა, მე მეგონა , შენ გიყვარდა სოფო ... - ახლა სხვა კუთხით ვცადე მიდგომა . - გაიგე, ლადო გასაღები ჯიბით ატარებს , სხვის ჯიბეში ხელი როგორ ჩავყო ? - სოფოს სულის დასამშვიდებლად უნდა ჩაყო კიდეც და გასაღებიც ამოაყოლო . ე არ ვამტკიცებ , რომ ლადო დამნაშავეა , მაგრამ თუ მისი ხელი ურევია სოფოს მკვლელობაში , შენ ვინ გამოდიხარ ? - მე წესიერი კალი ვარ , ცხოვრებაში სხვისი კაპიკი არ ამიღია. - არც მე ვარ უწესო ადამიანი , ჩემთვის კი არ მინდა ის გასაღები , საქმეს ჭირდება, საქმეს! - ბოჟე მოი , ბოჟე მოი , არ ვიცი , ვერ დაგპირდები, - გატყდა ვერა, - ნა ვსიაკი სლუჩაი დამიტოვე შნი ტელეფონი . - მალადეც , ვერა შენი იმედი მაქვს . ხმა, კრინტი არავისთან დაძრა . სულ ნუ ეტყვი ლადოს ჩემი ვიზითის შესახებ . ფურცელზე ჩემი მობილურის ნომერს ვწერ და ვერას წინსაფრის ჯიბეში ვუდებ . უცერემონიოდ ვიღებ ლადოს მობილურს , ვამოწმებ გასულ და შემოსულ ზარებს , საეჭვო ნომრები ჩემს მობილურში გადამაქვს და გამამხნევებლად ვუღიმი ვერას . ის არ მპასუხობს, ისეთი სახე აქვს , თითქოს ეს- ესაა, კანონი დაარღვია და ახლა პასუხი უნდა აგოს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.