შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავხედი სანტა (სრულად)


9-01-2018, 22:10
ავტორი _LiLia_
ნანახია 25 256

მშვენიერია! ასეთ ხალისიან ახალ წელსაც არ ველოდი!.... მამას მაინცდამაინც დეკემბრის ბოლოს უწევს ერთი თვით მივლინებაში წასვლა, დედაც თან მიჰყვება. ჩემს დას და სიძესაც ზუსტად ახლა უნდებათ პარიზში ახალი წლის შეხვედრა, რეზი ორკვირიან ტურის ბილეთებს ყიდულობს და მოულოდნელი სიუპრიზით უხარებს მართას გულს, ბოლო წამს კი ჩემი დიშვილის დატოვებასთან დაკავშირებით პრობლემა იქმნება და ორივე ცოლ-ქმარი 27 დეკემბერს მადგება უთენია სახლში, შრეკის კატის მსგავსი თვალებით მიყურებენ და უკვე ვხვდები, რომ რაღაც საოცრება უნდა მთხოვონ.. აი ჩემი მოლოდინიც მართლდება და ჩემს სმენას განაჩენი წვდება...
-მარუს გთხოვ... ახლა გაცივდა ნელი მაინცდამაინც..... ნენეს ვერაფრით დავუტოვებ..არადა 2000 დაუჯდა რეზის ეს ტური..
-ცოლისდავ ნენეს თავს გეფიცები, ახლა გადაგვარჩინე და რომ ჩამოვალთ ნებისმიერ სურვილს შეგისრულებ - მპირდება სიძე.
-ჰო, მაგრამ....-სიტყვებს ვეძებ, ვფიქრობ რით გადავირჩინო თავი.. ჩემი დისშვილი მთელ ქვეყნიერებას მირჩევნია, მაგრამ... ბავშვთან მე მარტო... მთელი კვირით.... ო არა! წარმოდგენაც კი მიჭირს, პირდაპირ გული მირტყამს ამის გაფიქრებისასაც კი, მაგრამ როცა მახსენდება, რომ ეს მათი ჩაშლილი თაფლობის თვის ანაზღაურებაა და ისიც, რომ რეზი ნახევარი წელი აგროვებდა ამ ფულს სიუპრიზისთვის, მართლა გულით მეცოდება ორივე და ჩემი ენა, გონებისგან დაუკითხავად თანხმდება. მერე ორივე მაგრად მკოცნის, სიძე წინასწარ გამზადებულ ფრანგულ შოკოლადს იღებს ქურთუკის შიგა ჯიბიდან და ხელში მაჩეჩებს, მადლობების კორიანტელის მერე კი მიდიან და მიბარებენ, ნენეს ხვალ საღამოს აეროპორტში წასვლამდე მოგიყვანთ თავისი ბარგითო.
ახლაღა მახსენდება, მშობლების წასვლის შემდეგ, 31-ში ღამით მეგობრებს რომ შევუთანხმდი საახალწლო კარნავალზე წასვლაზე, კიდევ კარგი ტანსაცმლის მოგვარება მხოლოდ ბოლო მომენტში ვიცი ხოლმე. ჩემებს ვურეკავ და ჩემს საახალწლო გეგმებზე უარს ვამბობ.
მთელ ორ დღეს ნენესთან ერთად ვატარებ, დეკემბრის ბოლო დღეს პატარასთან ერთად ,,მაკდონალდს’’-ს ვსტუმრობ, მერე შოკოლადის ტორტს და სასუსნავებს ვყიდულობ, სახლში მისული დისშვილის ,, დახმარებით" ჩვენს საყვარელ ქათმის სალათსაც ვაკეთებ და ისევ თამაშით ვერთობით. ცოტა ხანში ნენე იწყენს, თამაშს თავს ანებებს და თოჯინასთან ერთად ჯდება დივანზე, ვცდილობ რამით გავამხიარულო, ის კი მოულოდნელად ტირილს იწყებს და აცხადებს, რომ დედა უნდა. ვცდილობ ბავშვი დავამშვიდო, ხან მულტფილს ვურთავ, ხანაც შოკოლადით ვცდილობ,, მოვთაფლო", მაგრამ სულ ტყუილად, უფრო და უფრო უმატებს ტირილს. ცოტა ხანში დაღლილს ეძინება, მე არეულ სახლს ვალაგებ და ჩემს ლეპტოპს ვრთავ, რაც ბავშვი ჩემთანაა, სოციალური ქსელების არსებობაც კი დამავიწყდა... სიახლეების გვერდს ზერელედ ვათვარიელებ და მოულოდნელად ერთ-ერთი მეგობრის მოწონებული ფოტო და რეკლამა იქცევს ყურადღებას.
,, ყველა ბავშვი ოცნებობს ჯადოსნურ ახალ წელზე.... დაიქირავეთ სანტა ჩვენთან და გაულამაზეთ თქვენს პატარებს ახალი წლის საღამო"... ვუალა! მემგონი ჩემს ხსნასაც მივაგენი, სწრაფად ვკრეფ რეკლამის ქვეშ მითითებულ ნომერს და სულ მალე ოპერატორი გოგონა ხალისიანი ხმით მპასუხობს.
-გამარჯობა.. სანტის გამოძახება მინდა.
- თქვენი მისამართი მითხარით და ასევე დროც, როცა გინდათ რომ სანტა თქვენს პატარას ესტუმროს-ორივეს სწრაფად ვკარნნახობ-კარგი, ხომ არ გნებავთ რაიმე განსაკუთრებული საჩუქარი ბავშვისთვის, თუ მხოლოდ ძირითად ღირებულებაში შემავალი სერვისით ისარგებლებთ?
-დიახ, დიახ.. კარგი იქნება, თუ დიდ ტკბილეულის კალათასაც მოიტანთ.. ნენეს საყვარელი ტკბილეულების სახელებს ვუთვლი და კმაყოფილი ვთიშავ ტელეფონს.
ახალგაღვიძებული, პირველად დედას კითხულობს, მეც ტირილის დაწყებამდე ვასწრებ და ვაცნობებ, რომ დღეს ღამით ნამდვილი სანტა გვესტუმრება მისი საყვარელი ტკბილეულით და ბევრი საჩუქრით. ბავშვს მოწყენილი სახე ერთიანად ებადრება და თვალებაციმციმებული მაყრის კითხვებს, ვისღა ახსოვს დედა ან მამა?! ნამდვილი მუცლის მონაა ჩვენი პატარა ნენე და სამწუხაროდ ვხვდები, რომ ამით თავის საყვარელ დეიდა,, მალოს" ჰგავს.
შუაღამემდე კიდევ სამი საათია, ნენეს დაძინება გეგმაშიც არ აქვს, მე კი საშინლად დაღლილი ვარ. ამწამს ის სიმღერა მახსენდება ,, მხიარული რომანი"-დან..,, არ ეძინა მას, არ მეძინაა მეც..." რა დამაძინებს, როცა სახლში ეს პატარა ენერგო ვაპმპირი მყავს. როგორღაც ვახერხებთ და გაგვყავს გათობაში ეს სამი საათიც. ზუსტად შუაღამეს ნენესთვის ნაყიდ ფოიერვერკს ვისვრი, ის ფანჯრიდან აკვირდება აღფრთოვანებული, მერე ჩვენს საახალწლო სუფრას ვუსხდებით და თითო ნაჭერი შოკოლადის ტორტით ვიგემრიელებთ პირს. ამასობაში ნახევარი საათიც გადის და კარზე ზარს რეკავენ. მეც გასაღებად მივდივარ და პატარა ჭინკაც ხტუნვა-ხტუნვით მომყვება უკან.
კარს ვაღებ და ნენეს ნანატრი სანტაც იქ გვხვდება.
-გამარჯობა-ამბობს ხმადაბლა. მეც ღიმილით ვუბრუნებ სალამს და მზერას ვუსწორებ. უზარმაზარი თეთრი წვერის , გაბურძგნული ამავე ფერის წარბების და თმებს იქიდან ფართე შავი რგოლები პირდაპირ ანათებს.. ღმერთო, როგორ მიყვარს ასეთი უკუნივით შავი თვალები! ახლა ჩემს ყურადღებას იქცევს, მისი აღნაგობაა, საკმაოდ, მაღალი და მხარ-ბეჭიანია, სანტას წითელი კოსტიუმიც კი საოცრად მოხდენილად ადგას ტანზე. ამას წამებში ვივლებ გონებაში და საკუთარ თავზე თავადვე მეცინება. ვინ აფასებს სანტას ასე მარიამ?! ირონიულად ვკიცხავ ჩემს თავს და თავი საახალწლო მელოდრამის მთავარი გმირი მგონია, შემდეგ ყურადღება მისკენ გამოქცეულ ჩემს დისშვილზე გადამაქვს. სანტაც გულიანად უცინის და ნენესკენ იხრება, სახელს ეკითხება და ამჯერად ხმით ვინუსხები.. რა ჯანდაბა გჭირს მარიამ?! ამჯერად მართლა ვუწყრები თავს. იქნებ სულაც 45-50 წლის თოვლის ბაბუა, შენ კი რაებზე ფიქრობ?! ამჯერად სიცილით მტუქსავს მეორე მე და სანტას სახლში ვეპატიჟები. ნენეს საჩუქრებს აძლევს, მერე სავსე ხურჯინიდან ტკბილეულის ამოლაგებას იწყებს და კიდევ უფრო უბრწყინდება თვალები ჩემს დიშვილს. მე იქვე დივანზე მოკალათებული ვუყურებ გახარებულ პატარას და ზოგჯერ თვალი საოცრად მომხიბვლელი თოვლის ბაბუსკენ გამირბის.
ერთ წამს მის კუნაპეტივით შავ წრეებსაც ვეჩეხები, დარცხვენილი და ერთიანად აწითლებული ვარიდებ მზერას. სანტა და ნენე ცოტა ხანს ერთობიან, მერე ის ბავშვს ემშვიდობება, თავის ნივთებს აგროვებს, მეც ღიმილით მიკრავს თავს და კარისკენ მიემართება, მეც უკან მივყვები. რა ელეგანტურად დადის, როგორ მოხდენილად მოძრაობს... მგონი სულ გაგიჟდი მარიამ! ლამისაა ერთი ნახვით შეგიყვარდეს სანტა! სადარბაზოში გასვლისას კიდევ ერთხელ მემშვიდობება თავისი რბილი, სასიამოვნო ხმით, ბედნიერ ახალ წელს მისურვებს და კიბეზე ჩადის. ნენესთან ვბრუნდები, რომელიც ნაძვის ხის ქვეშ ხალიჩაზე დასკუპებულა და ახალი საჩუქრებით ერთობა. მე ისევ სუფრასთან ვჯდები, სალათს და ხაჭაპურის ერთ ნაჭერს ვიღებ და ის ისაა, სანატრელი გემო უნდა შევიგრძნო, რომ კარზე ისევ ზარი რეკავს. სანამ გავაღებ, ჯერ სათვალთვალოდან ვიხედები და ვოცდები. ისევ ჩვენი შავთვალება სანტა დგას სადარბაზოში. გაკვირბებული ვხსნი საკეტს და კარს ვაღებ. იმ შავი თვალებით დატკბობის ბოლო შესაძლებლობას ხელიდან ვერაფრით ვუშვებ და პირდაპირ ვუსწორებ მზერას, ის ჩემს უკან სივრცეს ათვარიელებს, მერე ოდნავ მიახლოვდება და.... ერთადერთი რასაც ვგრძნობ ისაა, რომ მთელ სახეზე და ყელზე მისი ხელოვნური წვერი და თმა მიღიტინებს.. არა!! კიდევ ტუჩებზე ვგრძნობ რაღაც თბილის შეხებას.. ჰო.. კიდევ ძალიან ძლიერ მარწუხებს წელზე, რომელიც ისე მიჭერს, რომ სადაცაა ხერხემალში გადავტყდები. გონება ერთიანად,, კვდება", მეთიშება და ასტრალში გავდივარ.
მერე.. არ ვიცი რამდენი ხნის შემდეგ.. მაგრამ ყველა ეს შეგრძნება ერთიანად მშორდება და მათი გამომწვევი მიზეზი ისევ სწრაფი ნაბიჯით ეშვება კიბეზე. ამას მხოლოდ თვალი აფიქსირებს, გონება ვერა! აზრზე ნენეს ძახილს მოვყავარ.. თვალებგაფართოებული ვათვარიელებ დაცარიელებულ სადარბაზოს და ჩემი გულის საშინლად აჩქარებულ ფეთქვას ახლაღა ვგრძნობ, იმდენად ძლიერად, რომ წამით სუნთქვაც მეკვრის და პირით ღრმად ვისუნთქავ ჰაერს. დაპროგრამებულივით ვკეტავ კარს და სანამ მისაღებში შევაბიჯებდე , გონება წამებში იმეორებს მომხდარს.. ახლაღა ვაანალიზებ ყველაფერს და.... ღმერთო ჩემო!! შავთვალება სანტამ მაკოცა!! ამის გააზრება და ნენეს კითხვა ერთად ეჯახება ჩემს გონებას.
-ეს ვინ მოგცა მალო? - მზერა ჩემს ხელებისკენ მიუმართავს, მეც ზედ ვიხედები და ხელში ჩემი უსაყვარლესი ფრანგული შოკოლადი მრჩება.. ჯანდაბა!!! ახლა მართლა გავგიჟდები!!სანტას კოცნა და საიდანღაც გაჩენილი მაინცდამაინც ჩემი საყვარელი შოკოლადი! ესეც შენი ჯადოსნური ახალი წელი მარიამ!!!
მომდევნო ორი დღე სრულიად გაბრუებული დავდივარ, ან ნენეს ვუვლი, ან 31-ში ღამით მომხდარზე ვფიქრობ და რაც უფრო ვიაზრებ სიატუაციას, მით უფრო მიპყრობს სასოწარკვეთილების გრძნობა. ჩემთვის სრულიად უცხო მამაკაცმა მაკოცა, ხელში ის ერთადერთი შოკოლადი დამიტოვა რომლის გამო ალბათ სულსაც კი გავყიდი და უბრალოდ აორთქლდა! როგორია ამის გააზრება?!
ხუთ იანვარს რეზი და მართა ბრუნდებიან საფრანგეთიდან, უამრავი საჩუქრით ხელში მადგებიან კარზე და ჩემი ენერგო-ვაპმპირი გოგოც შინ მიჰყავთ. აქამდე თუ ნენეს ვუთმობდი ძირითად ყურადღებას, ახლა უკვე მთელი დღეები მიწევს იმ ყველაფერზე ფიქრი, უბრალოდ სხვა ვეღარაფერს სწვდება ჩემი გონება.. ჩემდა ბედად საშობაოდ და და სიძე წყნეთის სახლში ასვლას მთავაზობენ, რამოდენიმე მეგობართან ერთად გადაუწყვეტიათ დღესასწაულთან შეხვედრა და მეც სიხარულით ვთანხმდები. ეს ამბავი ხსნასავით მევლინება, იქნებ ახლა მაინც გადავიტანო სხვა რამეზე ყურადღება. მე, მართა,მისი მეჯვარე და ჩვენი დეიდაშვილი ნინი ყველაფერს წინასწარ ვამზადებთ, მერე ცისკარზე მივდივართ ყველა ერთად და იქედან დაბრუნებულები, ყველა კუთვნილ ოთახს და საწოლს მივაშურებთ გემრიელად გამოსაძინებლად..
ერთიანად გადათეთრებულ მინდორში ვდგავარ.. ირგვლივ არავინ და არაფერია, ზურგს უკან თოვლის ჭრაჭუნის ხმა მესმის, უცებ ვიხედები და მხოლოდ შავ თვალებს ვხედავ.. დაჟინებით მიყურებს, მზერას არ მაშორებს და თან მიახლოვდება. თვალები ნაცნობია, სანტასი….ამჯერად ფორმა არ აცვია, მაგრამ სახეს მაინც ვერ ვხედავ, ჩემს წინ დგება, ძალიან, ძალიან ახლოს და მერე ისევ იმ შეგრძნებების ზღვა იბუდებს მთელ სხეულში, რაც ახალი წლის ღამეს....
ელდა მაღვიძებს, სუნთქვააჩქარებული ვჯდები საწოლში და ოფლით დანამულ შუბლზე თითებს ვისვამ. რა ჯანდაბაა?! უკვე სიზმრებშიც მსტუმრობს ის საძაგელი სანტა!!! გაცოფებული ვხტები საწოლიდან, სწრაფად ვიცვამ ჩემს თბილ სპორტულებს, დათუნია ბაჩუჩებს და ქვემოთ ჩავდივარ,სადაც უკვე გაღვიძებული სამეგობრო და ხმაური მხვდება. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას და სამზარეულოსკენ მივაბიჯებ.
-მარო ერთი წამით მოდი-მეძახის სიძე.
-რაო რეზი? - ინტერესით ვბრუნდები მისკენ.
-მოდი, მოდი. ვიღაც მინდა გაგაცნო-ჩემთან მოდის, ხელს მხვევს და ბუხართან ახლოს ჩემი საყვარელი სავარძლისკენ მივყავარ, როლმის გვერდითაც, ჩემთვის უცხო ადამიანი ზურგით მიბრუნებულა და იქვე დახრილი მონდომებით უკეთებს თითქმის ჩამქრალ ცეცხლს.
-უტა გაიცანი, ეს მარიამია, ჩემი საყვარელი ცოლის და.
უცხო სილუეტი სწრაფად სწორდება წელში, ჩვენკენ ბრუნდება და ღიმილით მაჩერდება. ვუყურებ და ვხვდები რომ მეცობა, მაგრამ არ ვიცი საიდან.
-მარუს ეს კი ჩემი მეგობარია უტა ქადაგიძე-მაცნობს რეზი.
-ძალიან სასიამოვნოა მარიამ-მეუბნება ეშმაკური ღიმილით და სასწაულად ნაცნობი ხმით, მომენტალურად თვალებში ვაშტერდები და.... ისეთი შეგრძნება მაწვს, თითქოს მთელი ცისტერნა ცემენტი გადამასხეს და აქვე დამაბეტონეს. ერთიანად ვშრები, ვხევდები, მთელი სხეულით ვიძაბები და საცრისოდენა თვალებით მივშტერებივარ რეზის ,, ახალგაცნობილ" მეგობარს, ის კი ირონიულ ღიმილს და მზერას არ მაშორებს. ,, ღმერთო ისაა!! კი ნამდვილად ის სანტაა!!" სწრაფად ასკვნის გონება და ვგრძნობ რომ, ამის მიხვედრის გამო შეიძლება გულიც გამისკდეს.
-ჩემთვისაც-არ ვიცი რამდენი ხნის მერე ვიდგამ ენას და მოგუდული ხმით ვამბობ- წავალ ყავას მოვადუღებ-ვბურდღუნებ ჩემთვის და ისევ სამზარეულოსკენ მივაბიჯებ დარეტიანებული....
-ღმერთო, როგორ შეიძლება, რომ ყველაფერი საოცრება მე მემართებოდეს? აი რა დაგიშავე ასეთი? კარგი გოგო ვარ, კარგად ვსწავლობ, დედიკოს და მამიკოს არ ვაბრაზებ და ცუდი არავისთვის მინდა...... არა ვის რაღა უნდა ვუსურვო, როცა ყველაფერი ცუდი მე მემართება???? - ვბურდღუნებ მშიერი დათვივით და მხოლო მაშინ ვხვდები, წყალი რომ ადუღდა, ჩაიდნიდან ამოსული მდუღარე ორთქლი რომ მხვდება სახეში. ყავას ვიმზადებ, ოდნავ შეგრილებულს ვსვამ და მთელი სხეულით დაჭიმული ისევ ბავშვებთან გავდივარ.
მთელი დღე მის მზერას ვგრძნობ და ისედაც დაბდურა, უარესად ვდაბდურობ ყოველ ნაბიჯზე. კისერს რომ მოვიტეხ, მერე მოისვენებს ალბათ და მომაშორებს იმ უკუნეთ თვალებს... სადილის დროსაც ლუკმა სამჯერ მცდება სასულეში, ამასაც მამადლის და ალბათ მისი ნაჩუქარი შოკოლადი რომ მეჭამა, სულ დამახრჩობდა და მომიღებდა ბოლოს, მაგრამ რა გადამიყვანდა ამის შოკოლადს ყელში, იმ ამბების მერე?! მართალია სანაგვეში გადასაგდებად ვერ გავიმეტე, მაგრამ სამაგიეროდ საგულდაგულოდ დავმალე უჯრის კიდეში.
-საახალწლოდ ვინ რა საჩუქარი მიიღეთ აბა? - კითხულობს ინტერესით ჩემი დის მეჯვარე ანა.
-ჩემი საჩუქარი იცით უკვე-აცხადებს სიამაყით გაბერილი მართა და გაბადრული უყურებს თავის ქმარს.
-ჰო, ჩემიც იცით, საკუთარ თავიც გავიყვანე მეუღლის საჩუქარში- იცინის რეზი.
-მე ნანატრი პროფესიონალი მისახსოვრეს მშობლებმა და უკვე 3000-ზე მეტი ფოტო გადავიღე ერთ კვირაში-გვამცნობს ჩვენი დეიდაშვილი ნინი.
-მარუს იმ შენმა გამოძახებულმა სანტამ მარტო ნენე დაასაჩუქრა? თუ შენც მოგიტანა რამე? - მეკითხება რეზი და მე უკვე მეოთხედ მეჩხირება ლუკმა ყელში, საშინელი ხველა მიტყდება და ვიღაც წყალს მაწოდებს ერთიანად აწითლებულს. აი ყოჩაღ სიძევ, შენმა ძმაკაცმა ვერ მომიღო ბოლო და ახლა ჩემივე ბანაკის წევრი მცემ ზურგში მახვილს ხომ? ახლა ვხვდები რას გრძნობდა მეფე ერეკლე, როცა თავისიანმა გასცა მტერთან , ერეკლეს მეზარბაზნეები აღარ ჰყავსო. როგორც იქნა ვსულიერდები, მაგრამ ამდენი ხველით ყელჩახეხილი ჭამას ვეღარ ვაგრძელებ და მეზობლის ბავშვივით მორიდებული შევყურებ, როგორ იგემრიელებენ სხვები პირს.
ნასადილევს ჩემივე ინიციატივით ვიღებ საკუთარ თავზე ჭურჭლის დარეცხვას, იქნებ ცოტა ხანს მაინც მოვიშორო ამის მზერა. ჩემი და ერთხანს კი მიყურებს გაოცებული, მაგრამ მერე გახარებული მითმობს ასპარეზს და სამზარეულოს ნიჟარასთან მარტოს მტოვებს.
წყლის ხმაში მანამ ვერ ვგებულობ, ვიღაც რომ შემოდის ოთახში,სანამ გულიანი ჩახველების ხმა არ მესმის და მოულოდნელობისგან ადგილზე ვხტები. უკან ვიხედები და ხელში ბატონი,, თავხედი სანტა" მრჩება. წარბს დემონსტრაციულად ვწევ მაღლა და ისევ ზურგს ვაქცევ იმის მისანიშნებლად, რომ არ მინდა საერთოდ დამელაპარაკოს, მაგრამ ხვდება რამეს?! კომფორტულად ეყუდება სამზარეულოს დახლს და უტეხად მიწყებს ყურებას.
-რატომ არ უთხარი იმათ, რა გაჩუქა სანტამ? - რაო? ამის კითხვას მართლა ბედავს, თუ მე მეჩვენება რამე? ცოტა მაკლია, რომ სიბრაზისგან ალი არ ამივიდეს, თუმცა როგორღაც თავს ვიკავებ და მის თავხედ საქციელს უბრალოდ ვაიგნორებ, მაგრამ გგონიათ ჩერდება?! უფრო ახლოს იწევა და ამჯერად უფრო ხმამაღლა იწყებს ლაპარაკს.
-ხმას თუ არ გამცემ, სანტა მეტ საჩუქარს აღარ მოგიტანს! - მემუქრება თავის ჭკუით-შენ გელაპარაკები სხვათაშორის- ოდნავი გაღიზიანება ეტყობა ხმაში და მეც მევსება მოთმინების ფიალა.
-ჩემთვის სანტას არც არაფერი უჩუქნია, პირიქით, იქეთ წამართვა! - გაცეცხლებული ვბრუნდები მისკენ და სახეში ვახლი.
-რა? პირველი კოცნა? - სასინელი ირონიითაა გაჟღენთილი მისი ხმა და ახლა მხოლოდ იმის სურვილი იცავს მთელ ჩემს არსებას, რომ ამწამს გარეცხილი დანით ავკუწო.
-არა! თავმოყვარეობა და ღირსება! - გაწიწმატებული ვუბრიალებ თვალებს და ვატყობ როგორ ეცვლება გამომეტყველება, სახე უსერიოზულდება და წამის წინანდელი ირონიაც აღარ ემჩნევა.
-ზედმეტად რთულად აღიქვამ ყველაფერს-მეუბნება მერე და მისი ზერელე ტონი უარესად მამწარებს.
-რას მელაპარაკები, სახლში მივარდება ვიღაც უცხო კაცი, დაუკითხავად მეტაკება, მკოცნის … მიდის.. და მეუბნები რომ ზედმეტად რთულად აღვიქვამ ამ ყველაფერს?!
-სამაგიეროდ შოკოლადი ხომ დაგიტოვე? - მიცინის უდარდელად.. არა, ამას მართლა ჩავარტყამ ახლა იმ დანას!!
-ახლა აქედან თუ არ გახვალ....... - სამზარეულოს ვავლებ თავს და რამე ბლაგვ საგანს ვეძებ.
-შენ რა გგონია, რეზის საიდან მოჰქონდა ის ფრანგული შოკოლადები შენთვის? მაშინ სიგიჟემდე რომ მოგეწონა, მას შემდეგ მაგზავნინებს მე-მამცნობს ახალ ინფორმაციას. აი თურმე საიდან იცოდა, ჩემ საყვარელ შოკოლადზე, ძლივს ერთი გაურკვევლობით და საფიქრალით ნაკლები რჩება ჩემს გონებას.
-დიდი მადლობა, შეგიძლია აღარ შეწუხდე-ვუღრენ უკვე ნერვებდაწყვეტილი - ახლა შეგიძლია მიბრძანდე!
-არ შემიძლია! სანტას მხოლოდ საახალწლო საჩუქარი არ ჰკმარა-იღიმის ეშაკურად და ისევ ისე მეტაკება ტუჩებზე, როგორც იმ დღეს.
მაშინვე გამწარებული ვიწყებ ფართხალს, მაგრამ საგულდაგულოდ მხვევს ხელს წელზე, მეორეს კისერზე მკიდებს და ჩემი ყველა მოძრაობის დაბლოკვას ცდილობს. მე საცრისოდენა მიხდება თვალები, იმას კი ნებიერად დაუხუჭავს და ვატყობ მოშორებას არც აპირებს.
როცა უკვე მგონია, რომ უჰაერობისგან გავიგუდები, ბატონი უტა როგორც იქნა კადრულობს და ჩემს ტუჩებს შორდება, ორი ნაბიჯით უკან იხევს და ის-ისაა რაღაცის თქმას აპირებს, რომ დაუფიქრებლად მიდის ჩემი მარჯვენა ხელის გაშლილი ხუთი თითი და პირდაპირ მის ლოყას ეჯახება.. ვგონებ ეს ,, შეხვედრა" საკმაოდ მწარეც უნდა იყოს მისთვის და ღირსიცაა!
-კარგი, კარგი.. დავზავდეთ- შეწუხებული სახით იზელს აპილპილებულ ლოყას.
-სიკვდილთან დაგაზავებ მე შენ! - ვუყვირი გაბრაზებული და სამზარეულოდან გავრბივარ. ნაბიჯების ხმაზე ვხვდები, რომ უკან მომყვება.
-ასე მალე დარეცხე ყველა? - მისაღებ ოთახში შესულს მეკითხება მართა და უცებ საკმაოდ კარგი იდეა მიჩნდება გონებაში.
-არა, დარჩა კიდევ ცოტა და უტამ შემომთავაზა, მე დავასრულებო- კმაყოფილი ღიმილით ვბრუნდები ,,სანტასკენ’’.
-რას ამბობ, მე დავასრულებ, თუ დაიღალე- ისე იცხადებს ჩემი და, გეგონება ჩემი გათხოვების ამბავი გაეგოს.
-მართა მართლა მე შევთავაზე, მარტო ქალი საქმე კი არაა, რეცხვით ხელების გადატყავება- ამბობს უცებ ბატონი შოკოლადის დისტრობუტორი და სამზარეულოში ბრუნდება, ჩემი გონება კი ას გასროლიან ფოიერვერკს უშვებს ჰაერში. იმ დაბალ ნიჟარასთან რეცხვით გაწყდეს ახლა წელში ის აყლაყუდა სანტა, მე კი გემრიელად მოვკალათდები ჩემს საყვარელ სავარძელში.
სადღაც ოც წუთში, როგორც ვვარაუდობდი, წელში ოდნავ მოხრილი გამოდის და დივანზე ძლივს ჯდება.
,, მწარე არის სანტავ შენი ბედი,
ცხელ-ცხელ ხრიკებს მოგიფიქრებ მუდამ.
საშობაო დასვენების დღე კი,
წელ მტკივანმა გაატარო უნდა."
სულ თავისთვის იფიქრებს ჩემი გენიალური გონება ცნობილი სიმღერის უახლეს ინტერპრეტაციას და ბედნიერი ღიღინებს თავისთვის.
ცოტა ხანში რეზის მეჯვარე მათეს გიტარა ჩამოაქვს და ოთახი სხვადასხვა საშობაო, თუ არასაშობაო სიმღერების ჰანგებით ივსება. მე კი სულ მავიწყდება ჩვენი რადიკულიტიანი სანტა და მხიარულად ვყვები მუსიკას.
,,სიზმრად ვნახე ,გარეთ თოვდა , მაგრამ სულ არ ციოდა,
თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად, კამფეტები ცვიოდა. ეზოში შემომეგებნენ მოსეირნე წყვილები,
კანფეტების ჭამისაგან შავი ჰქონდათ კბილები.
გარეთ თოვდა ,თოვდა, თოვდა, მაგრამ სულ არ ციოდა,
თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად, კამფეტები ცვიოდაა..’’
ვმღერით ერთ ხმაში და ვინ სად ურევს სიმღერას, ვინ სად...

,,თოვლის ფანტელებო, თოვლის ფანტელებო
თეთრად რომ დაფარეთ მთები
ყველგან თუ ჩერდებით
ჩემს ხელისგულებზე ასე მალე რატომ დნებით?
.ფიფქებო, ფიფქებო .. ქათქათა ფიფქებო ...
.ფიფქებო, ფიფქებო .. ქათქათა ფიფქებო ....
თქვენი მოსვლა მე რომ ასე მიხარია
არ იცით, არ იცით ალბათ ,
მინდა მოგეგეროთ ქათქათა ფიფქებო ,….
ცოტა ხნით ნურსად ნუ წახვალთ. ‘’

,,ესა-მესა, ესა-მესა
ვეთხოვებით ძველსა წელსა
და ყველანი ველით ახალს
საოცნებოს, სანატრელსა
არც დღესა და არც ღამესა
დღის და ღამის შუა წელსა
ახალ წელსა, ახალ ფერსა
სულ რომ მუდამ განათდესa
ახალ-ახალ სიმღერებსა……
ალერსი და სითბო უნდა
ყველასა და ყველაფერსა
დღის და ღამის შუა წელსა
ახალ წელსა, ახალ ფერსა
სულ რომ მუდამ განათდესა
ახალ-ახალ სიმღერებსა.
..ოცდახუთსა დეკემბერს
ქრისტე იშვა ბეთლემსაო….’’

,,თოვლი მოსულა, და კარს შემოაღებს ახალი წელი მალე,
რაღას უცდი გელოდები გამოდი გარეთ..
ერთად ავიხდინოთ ოცნება..’’
სათითაოდ გვახსენდება ახალ-ახალი ქართული საახალწლო სიმღერები, მათეც არ იზარებს და მორიგეობით უკრავს შეკვეთებს.

შუაღამისას უკვე საშინლად გადაღლილები, სიმღერისგან ხმაჩახლეჩილები და ნახევრად მძინარენი ვიშლებით და ჩვენ-ჩვენ ოთახებს მივაშურებთ. შესანიშნავ განწყობაზე მყოფი სწრაფად ვიხდი ტანსაცმელს და ჩემ ღუნღულა პიჟამაში ვეხვევი. ის-ისაა საბნის ქვეშ უნდა შევძვრე, რომ კარი იღება, ბატონი უტა მოურიდებლად აჭრის ჩემს კუთვნილს ტერიტორიაზე და ერთადერთ ,, ავარიულ" გასასვლელს გასაღებით კეტავს. ,,მემგონი წეღანდელი წელის ტკივილისთვის ახლა უნდა აგო პასუხი მარიამ’’- ვფიქრობ შეშინებული და ჩემკენ წამოსულს თვალებგაფართოებული ვაჩერდები.
-რა გესაქმება ჩემს ოთახში? - ვეკითხები და თან უკან ვიხევ. ბევრი სიარული არ მჭირდება, რადგან ისედაც საწოლთან ვიდექი და სწრაფად ვეცემი ზურგით ზედ. ვცდილობ ფეხზე წამოვხტე, მაგრამ ვინ გაცდის?! თავადაც ჩემკენ იხრება, ხელებს აქეთ-იქედან მიწყობს და ლოგინზე მუხლებით ამოდის. გული ისეთი სიჩქარით იწყებს ფეთქვას, მგონია სადაცაა სადმე გაიქცევა.
-კმაყოფილი ხარ შენი დღევანდელი მიღწევით? - მეკითხება საკმაოდ ავისმომასწავებელი ღიმილით.
-საკმაოდ! - იხტიბარს არ ვიტეხ მე.
-აჰ, ანუ კმაყოფილი ხარ.
-ზუსტად! - ამას ჰგონია უკან დავიხევ?!
აღარაფერს ამბობს, მაგრამ ნეტა ამბობდეს, საპასუხოდ ისეთ რამეს აკეთებს. მარცხენა ხელის იდაყვით ეყრდნობა საწოლს, მარჯვენას კი საბნიდან იღებს და ჩემი საღამურისკენ მოაქვს. უკან დახევა კი არა, ახლა საერთოდ სულს განუტევებ და ამ ქვეყანასაც დავტოვებ მგონი. გული ისევ გაქცევას ლამობს, ფილტვები ერთიანად მეხშობა და ვეღარ ვსუნთქავ, ან რა ჰაერით გინდა ისუნთქო, როცა თავზე ეს ჟირაფი გადგას და მთელ ჟანგბადს თვითონ შთანთქავს, მე კი ცხვირში მხოლოდ მისი საშინლად სასიამოვნო სურნელი მიღიტინებს. საღამურის სულ ზედა ღის ხსნის და მე შოკისგან, მოძრაობის, ფიქრის, ლაპარაკის და საერთოდ ყველანაირ უნარს ვკარგავ. უფრო ახლოს იხრება ჩემსკენ და ყელზე ლავასავით მდუღარე ტუჩებს მაწებებს, მაგრამ ისე მწვავს მისი კოცნა კანს, ნამდვილად არ მგონია, რომ ლავა ასე ცხელი იყოს. სუნთქვაშეკრულს თვალები იმხელაზე მიფართოვდება, სადაცაა ბუდეებიდან ამომცვივდება, ვაჟბატონი კი ტკბილად განაგრძობს ჩემს ყელში ბოდიალს, უფრო მოხერხებულად კალათდება საწოლზე .... მარჯვენა ხელს პიჟამას ქვეშ წელზე აცურებს და თითებს ოდნავ მიჭერს. რა ჭიანჭველებზე და პეპლებზე მელაპრაკებით?! მუცელში მთელი ფლორა და ფაუნა იბუდებს მგონი და ჯოგებად დარბიან აქეთ-იქეთ. ჩემი გაშტერებით გახალისებული, რამოდენიმე წამს სასწაულად კმაყოფილი მზერით დამყურებს, პიჟამას ქვეშ კი რაღაც შანთივით ცხელი წელიდან ზურგისკენ მიცოცავს თამამად, ტუჩებს ჯერ მკერდის ძვალზე უტიფრად მაწებებს, მერე კი ისევ ყელის მიმართულებით მიაცოცებს და სახეზე გადმოდის. ცხვირით ლოყაზე მეთამაშება და მერე ტუჩებისკენ აპარებს მზერას. არ ვიცი რა ძალა მიბიძგებს, მაგრამ აქ კი ინთება წითელი ნათურა ტვინში. მთელი ძალით ვკრავ აქამდე საბანზე უღონოდ დაყრილ ხელებს და გვერდზე ვაგდებ, მე კი სწრაფად ვხტები საწოლიდან.
-ყველაზე დამპალი და უტიფარი ადამიანი ხარ! ჩემს საკუთარ სახლში და საძინებელში, რამდენის უფლებას აძლევს საკუთარ თავს? ვინ ხარ? რას წარმოადგენ? - ვაყრი გამწარებული და მთელი ძალით ვცდილობ, რომ აქვე მის თვალწინ პატარა უსუსური ბავშვივით არ ავქვითინდე- გრცხვენოდეს, რეზის ასე ახლო მეგობარი, მის დასთან ასე მოქცევის უფლებას რომ აძლევ საკუთარ თავს...
-ცოლის დასთან-მისწორებს თითის აწევით და წინ მიდგება.
-თავხედო ვირო! დად ვითვლები, მისი ცოლის და ხომ ვარ? ოჯახის წევრი არა ვარ?
-მერე ეგ რა შუაშია იმ გეგმებთან, რაც მე შენთან დაკავშირებით მაქვს? - გულით იოცებს.
-შენ ნორმალური ხარ? რა გეგმები გაქვს? საერთოდ ახლავე მოშორდი ჩემი სახლიდან! უტიფარო, გაუზრდელო, თავხედო!! - გამწარებული ვუშენ მკერდზე ხელებს. ის კი ხელის ერთი მოსმით მიკავებს ორივე მაჯას, საგულდაგულოდ ბღუჯავს მარცხენა ტორში, მარჯვენას კი წელზე ძლიერად მხვევს, რომ თავის დასახსნელად აფართხალებული გამაჩეროს. გაცოფებული ვაშტერდები თვალებში და ვცდილობ მთელი ის ზიზღი დავანახო მზერით, რასაც ამწუთას მის მიმართ ვგრძნობ. ღიმილით აქნევს თავს, მარჯვენა ხეელს წელიდან მაშორებს. ჩემსკენ სწრაფად იხრება, ტუჩები ყურთან ახლოს მოაქვს..
-რეზი სულაც არაა ჩემი გეგმების წინააღმდეგი! - მამცნობს უაღრესად კმაყოფილი, სანამ მე გაოგნებული მისი ნათქვამის გააზრებას ვცდილობ, ორივე ხელს მიშვებს, ნელი მოძრაობით მიკრავს პიჟამას ზედიზედ სამ ღილს და ოთახიდან გადის. მე კი მომხდარ-მოსმენილისგან შოკირებულ-დაბნეული, კიდევ დიდხანს ვდგავარ ადგილს მილურსმული. ბოლოს ზამთრის სუსხი ერთიანად მიყინავს წვივებს და თხელი წინდების ამარა დარჩენილ ტერფებს და სწრაფად ვძვრები საბნის ქვეშ.
,, რეზი სულაც არაა ჩემი გეგმების წინააღმდეგიო, ანუ ჩემ სიძესთან ჩემზე უკვე ნასაუბრებია, მაგრამ, რატომ უნდა ელაპარაკათ რეზის და უტას ამ საკითხზე? " გაურკვევლობა ერთიანად მრევს ხელს. შუაღამემდე ასეთ ფიქრებში ვარ გართული და თვალს ვერაფრით ვხუჭავ, მერე როდის, როდის მეძინება....
დილით გაღვიძებისთანავე წინა ღამეს მომხდარი მახსენდება, კარგა ხანს ვყურყუტებ საწოლში, რომ საკუთარ თავს უტასთან შესახვედრი გამბედაობა შევძინო. ბოლოს მართა მაკითხავს ოთახში და მამცნობს, რომ საუზმე უკვე მზადაა. სწრაფად ვწესროგდები და მეც ქვემოთ ჩავდივარ. მთელი დღე მაქსიმალურად ვარიდებ თავს, ვცდილობ ზედმეტად არ შევხედო, არ დაველაპარაკო, თვალში არ შევეჩხირო,თვითონ კი პირიქით, ხან ყავის გაკეთებას მთხოვს, ხან რამის მიწოდებას, ხან რაღაცას მეკითხება.
საღამოს ყველა ბუხართან ვსხედვართ ძველ ამბებს ვიხსენებთ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მოყოლილი კურიოზების უმრავლესობა ჩემზეა, მაგრამ მაინც გულიანად მეცინება.
-აუ ახლა კარგ კოლას და შაურმას გეახლებოდით - აცხადებს უცებ მათე და ყველა გაოცებული ვუყურებთ, იმის, შემდეგ რაც ამან ჭამა, კიდე შაურმა უნდა.
-კოლა და შაურმა არა, მაგრამ თითო ბოკალი კარგი წითელი ღვინო სასწაულად მოუხდებოდა ახლა ჩვენს სიტუაციას-ამბობს ნინი
-რა გჭირს ნინაჩკა შენ, სულ დალევა და ალკოჰოლი როგორ გაკერია პირზე? - დასცინის რეზი.
-გამილოთეს დეიდაშვილი-ეცინება მართასაც.
-აუ ლოთობაზე გამახსენდა,,, საქართველოს ბანკის" სეკრეტ სანტაში, ძალიან უცნაური ადრესატი შემხვდა-სიცილით იწყებს ბატონი უტა- უყვარდა მუსიკა, ფოტოგრაფია და გიჟდებოდა თაფლის არაყზე.
ამის გაგონებისას ასე მგონია მეხი დამეცა, მძიმედ ვყლაპავ ნერწყვს და თვალებდაქაჩული ვანიშნებ ჩემზე არანაკლებ გაოცებულ დეიდაშვილს, რომ არაფერი თქვას. მე და ნინიმ ერთად შევავსეთ საიტზე ჰობის და სურვილების ველი და თაფლის არაყის ჩაწერაც, საერთო გიჟური იდეა იყო, მაგრამ ღმერთო, მართლა რა ცოდვა დავიდე გასულ წელს ასეთი, ასე მწარედ რომ მსჯი 2018 წლის პირველივე საათიდან?! გონებაში მოვთქვამ ჩემთვის.
-აუ მარიშკა მეორე შენნაირიც გაიჩითა-მესმის ჩემი სიძის ხმა. ჯანდაბა რეზი, ეს ორი დღეა რით ვერ აჩუმებ ენას?-უტა როგორმე იპოვე ეგ შენი ადრესატი და გავაცნოთ მარიამს, იქნებ გაეხსნას ბედი.
-არ გამოვა 21 წლის გოგო იყო ვიღაც-ეცინება ჩემს,, სანტას კვადრატში".
-ეე. მართლა შენ ხომ არ ხარ მარო? - არაფრით არ ჩუმდება რეზი და გულიანად ხარხარებს.
-მერე რა ქენი, გაუგზავნე თაფლის არაყი? - ძლივს მათე მშველის და რეზის სიტყვას აწყვეტინებს.
-კი აბა რა, ნუგზარის ვთხოვე და ორი ლიტრი გავუგზავნე-ძლივს რაღაც კარგი მესმის, ანუ დღე-დღეზე შესანიშნავ საჩუქარს მივიღებ ამ სანტის ირემისგან. ამჯერად მე და ჩემი დეიდაშვილი თვალებაციმციმებულები შევყურებთ ერთმანეთს და ეშმაკურად ვიღიმით.
მეორე დღეს ყველა ვბარგდებით და თბილისში ვბრუნდებით. ყველა მათეს მინივენში ,, ვიპრესებით ", გზაშიც რომ გავიხანგრძლივოთ გართობა. პირველს მე მაცილებენ სახლამდე, მაგრამ, ის-ისაა სადარბაზოში უნდა შევიდე, მამა რომ მირეკავს.
-მარო მამა ამოიყვანე მაგ ბავშვები ჩვენთან და ვიქეიფოთ ერთი გემოზე.
-დაღლილები არიან მამა, თან რაც ჩვენ ორი დღეა ვქეიფობთ...
-რომ გეუბნები დაპატიჟე, დედაშენს უკვე გაწყობილი აქვს სუფრა და გელოდებათ.
-კარგი ვეტყვი-ვუთიშავ .. მანქანისკენ ვბრუნდები, წინა კარს ვაღებ და ყველას ვეპატიჟები. სიტყვა დამთავრებული არ მაქვს, მათე ძრავას რომ რთავს და ყველა ერმანეთის მიყოლებით ლაგდება მანქანიდან.
სახლში ასულებს მისაღებ ოთახში გაშლილი სუფრა გვხდება, ისეთი სურნელი ტრიალებს, ვატყობ კარგა ხანს ვერ მოვშორდებით სუფრას. დედას გაკეთებული კერძებს სულ სხვა სუნი და გემო აქვს. ჩემები ვისაც არ იცნობენ, იმათ მე და მართა ვაცნობთ, მათ შორის ჩემ ,, კვადრატში სანტასაც. " მაკო ისე კმაყოფილი სახით ათვარიელებს უტას, ვხვდები რომ, აი ახლა მაქვს საქმე ცუდად და სტუმრების წასვლის შემდეგ აუცილებლად ჩამირტყამს არაერთ ნამიოკს ამ ,, ახოვან ჭაბუკზე". შუა გაჩაღებულ ქეიფში ვარ უცხო ნომრიდან რომ მირეკავს ვიღაც, მეც სუფრიდან ვდგები და გვერდით ოთახში გავდივარ საპასუხოდ.
-გისმენთ.
-გამარჯობა. მარიამ ინწკირველი ხართ?
-დიახ მე ვარ.
-საქართველოს ფოსტის კურიერი ვარ, თქვენს სადარბაზოსთან ვარ და თუ შეგიძლიათ ჩამობრძანდით, თქვენი სეკრეტ სანტას საჩუქრის ასაღებად.
-რა?.. ა დიახ.. ჰო.. ახლავე-ვიწყებ ლუღლუღს და ვუთიშავ. ახლა რა ვქნა? საჩუქარი ახლა რომ შემოვიტანო სახლში, ხომ ყველა დაინტერესდება, მე კი მირჩევნია ახლავე სადმე ავორთქლდე, ვიდრე იმ სანტას ირემმა გაიგოს, რომ მისი ადრესატი მე ვიყავი. ჯანდაბა, ისე დავიბენი, იმის თქმაც არ მომაფიქრდა, სახლში არ ვართქო. სწრაფად ვიცვამ ფეხსაცმელს და ქურთუკს და ქვემოთ ჩავდივარ. ამანათს ვიღებ, ბლანკნზე ხელს ვაწერ, კურიეს ბედნიერ შობა-ახალ წელს ვუსურვებ და სახლში ავდივარ. კარის შეღება და ოპერაცია ,,უჩინარი საჩუქარი" - ს დაწყება ერთია, რომელიც ორი ნაბიჯის გადადგმის თანავე მთავრდება, რადგან სამზარეულოდან გამოსული დედა მეფეთება დერეფანში.
-სად იყავი მარიამ? - მეკითხება ინტერესით, თან ჩემს ხელში არსებულ პარკს ავლებს მზერას-უი, სეკრეტ სანტას საჩუქარი მოგივიდა? წამოდი ერთად ვნახოთ რა არის.
დასაკლავი კრავივით მიმაპორწიალებს მისაღები ოთახისკენ.
-ნახეთ მარიამს სეკრეტ სანტას საჩუქარი მოუტანეს-ამცნობს შეკრებილ საზოგადოებას. კარგი რა დედა, მე მიკეთებ ამას?!
-აუ მარო გახსენი რა, როგორ მაინტერესებს რა არის-აჟიტირებულია ჩემი და.
-აუ ჰო, მიდი რა გვაჩვენე-მხარს უბამს მათე. მე კი სადაცაა, აქვე მივაღებ პირს და ავტირდები! მორჩა! საუკუნო ტანჯვისთვის ვარ განწირული! იმ ვაჟბატონის დასაცინი ვიქნები მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება.
-გახსენი მამა, ნუ დაგვაინტრიგე საზოგადოება-მამაჩემიც კი ჩემს წინააღმდეგაა. მე რომ საშველი აღარ მადგება, მართა მოდის და პარკს მართმევს, სწრაფად ხსნის და იქედან ლამაზად შეფუთულ მოგრძო ყუთს იღებს. მე ჩემდა უნაბურად თვალები უტასკენ გამირბის და პირველს საჩუქრის დანახვისგან გამოწვეულ გაოცებას ვხედავ მის სახეზე, მერე საზიზღად ირონიულ მზერას მისწორებს. ღმერთო, ნეტა ახლა მიწა გასკდეს და შიგ ჩამიტანოს! მეტი ხსნა მაინც არ მაქვს მე! ერთხელ ვავლებ მზერას ყუთს და უკანმოუხედავად გამოვრბივარ ოთახიდან.
საწოლზე გაშოტილი, ბავშვობის დროინდელ დათვის ფორმის ბალიშს ვეხუტები, თითქოს მისგან ველოდე შველას. მე თვითონაც არ მესმის, რა მჭირს. გაეგო მერე, ისევ თვითონ რომ იყო ჩემი სანტა, მერე რა? მაგრამ უბრალოდ პრინციპის საკითხია. მისი ირონიული მზერა თვალებიდან არ ამომდის და უარესად გამოვდივარ წყობიდან.
ცოტა ხანში ოდნავ ვმშვიდდები და ოთახიდან გავდივარ.
- თუ ჩემზე სიცილ-ხარხარს მორჩით, შემოგიერთდებით ისევ- ვამბობ ცხვირაბზუებული და ის-ისაა სკამზე უნდა დავჯდე, ერთ ხმაში იწყებენ ფხუკუნს. გამწარებული ვავლებ მზერას მთელ სუფრას და ნერვებმოშლილი ისევ უკან გამოვრბივარ. ამჯერად ქურთუკს და უგებს ვიცვამ და გარეთ გავდივარ. ჩემი კორპუსის უკან არსებულ სკვერს მივაშურებ ამ ზამთრის სუსხიან ღამეში და იქვე სკამზე ვჯდები. არ ვიცი რამდენ ხანს ვზივარ ასე, არც არაფერზე ვფიქრობ, უბრალოდ ერთი წერტილისთვის გამიშტერებია თვალი და ადგილიდან არ ვიძვრი. ეს ჩვევა ბავშვობიდან მაქვს, ცუდ ხასიათზე მყოფი, ხშირად ვიცლებოდი ხოლმე ამ გზით უარყოფითი ემოციისგან. მოულოდნელად გვერდით ვიღაც მიჯდება, შეშინენული ვატრიალებ თავს და ხელში ბატონი უტა მრჩება.
-გაიცინე, თორე დავიწვი შენი საცოდაობით-ვუღრენ ნერბემოშლილი, როცა მის მოკუმულ ტუჩებს ვამჩნევ. ისიც ,, მიჯერებს" და კარგა ხანს გულიანად იცინის. .
-დედას გეფიცები, შენ არ დაგცინი, უბრალოდ სიტუაციაა საოცრად კომიკური.
-ჰოდა ყველაფერი მასეთი მე უნდა დამემართოს-შევჩივი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მისი განწყობა თანდათან მეც მედება, მაგრამ ცოცხალი თავით არ ვიცინი მაინც.
-აი რა არ მოგწონს მითხარი, როგორი გულუხვი, თან სიმპათიური სანტა შეგხვდა.. თან ორჯერ.
-მაოცებს შენი თავმდაბლობა-ღიმილი მეპარება ტუჩის კუთხეში.
-გადამეტებული თავმდაბლობა არ მესმის მე, სარკეში ვიხედები და ვხვდები მახინჯი რომ ნამდვილად არ ვარ, რაც შეეხება გულუხვობას.. - ქურთუკის ელვას იხსნის, შიგა ჯიბიდან შოკოლადს იღებს და მიწვდის-აჰა შენ.
-ამ შოკოლადს ასე წინ და უკან არიგებ შენ? - ამჯერად მოურიდებლად ვხსნი ბაგეს და ვიცინი.
-თუ ჭკვიანად იქნები კიდევ ბევრს მოგცემ,თანაც მართლა ყველას კი არ ვურიგებ მე ამ შოკოლადს, მხოლოდ შენ გერგო მაგ პატივი.
-კი მჯერა, როგორ არა-დაეჭვებით ვუყურებ და გულის სიღმეში საოცრად მსიამოვნებს მისი სიტყვები.
-მართლა, მართლა.. ჰოდა აიღე ახლა და შევრიგდეთ- მაჩეჩებს ხელში.
-ამით გულს ვერ მომილბობ, შენი საქციელების შემდეგ, ერთი შოკოლადის გამო შეგირიგდე?
-მაშინ 10 შოკოლადის ხათრით-იჩეჩავს მხრებს.
-ცოტა ნაგლი ხომ არ ხარ შენ? - თვალებმოჭუტული ვუყურებ, უსიტყვოდ მიტარებს და გაშლილ ნეკა თითს იწვდენს ჩემკენ.
-ნეკი ნეკისა, შერიგებისა, ვინც არ შერიგდეს, თავი გაუტყდეს-არაკრაკებს ბავშვობის დროიდელ შესარიგებელ ტექსტს.
-ჰო, თავის გატეხვაღა მაკლია ახლა, ისე შესანიშნავად მიდის ეს ახალი წლის დღეები-ვიცხადებ მე.
-როგორი უმადური გოგო ყოფილხარ შენ. ახალი წლის ღამეს მოდის სანტა, გჩუქნის კოცნას და შოკოლადს, კი მიაქვს თან შენი გულიც, მაგრამ მერე სამაგიეროდ ისეთ თაფლის არაყს გჩუქნის.. კანფეეტ. - სამ თითს ატყუპებს და ზედ კოცნის.
-გეუბნები, მაგ თავმდაბლობა მოგიღებს ბოლოს და სხვათაშორის მაგ თავხედ სანტას, ჩემი გული კი არა შელახული თავმოყვარეობა მიაქვს! - გაბრაზებული ვუწევ ხმას და ვამჩნევ, როგორ უსერიოზულდება სახე.
-მაგას თავხედი სანტა აუცილებლად გამოისყიდის-მიკრავს თვალს, სკამიდან დგება და კორპუსისკენ მიდის. კიდევ ცოტა ხანს ვჩერდები სკვერში, მერე სიცივე მაწუხებს და მეც თავხედი სანტას გზას მივუყვები.
სახლში ასულს სტუმრები უკვე სუფრიდან აშლილები მხვდებიან. თბილად გვემშვიდობებიან. მათ ვაცილებ,დედას ალაგებაში ვეხმარები, მერე მშობლებს ტკბილ ძილს ვუსურვებ და აფორიაქებული მივაშურებ ჩემს საძინებელს. საბანში თბილად გახვეული დიდხანს შევყურებ აივნის კარიდან მოთვალთვალე სავსე მთვარეს და თვალს ვერა და ვერ ვხუჭავ. მთელი ჩემი გონება უტაზე და მის ქცევებზე, სიტყვებზე ფიქრს აქვს მოცული. სათითაოდ ვცდილობ ამ რამოდენიმე დღეში მომხდარი ამბების გაანალიზებას. მერე მახსენდება პირველივე დანახვისას როგორ მომნუსხა მისმა შავმა უფსკრულებმა. ღმერთო მართლა როგორი უცნაური.. ფართო, ღრმა, თბილი და მეტყველი თვალები აქვს, ან რა ღიმილი, ან როგორი მრავლისმთქმელი მზერა. ,, მარიამ სულ მთლად გამოშტერდი? " რომანტიკულ ფიქრებში თავით გადაშვებული, წამში ვფხიზლდები.
მაგრამ დიდი ხნით არა, ისევ იგივე მორევში ვეშვები ფსკერამდე და მოგონებებისგან სუნთქვა და გულაჩქარებულს უარესად მიფრთხება ძილი. ტუმბოზე ხელების ფათურს ვიწყებ, ტელეფონს ვიღებ, საათის გასაგებად და ანთებულ ეკრანზე გამოჭიმული ახალი შეტყობინება მხვდება. ეტყობა ისევ ხმა მაქვს გათიშული და ვერ გავიგე როდის მოვიდა, ან უფრო ტვინი მაქვს მოთიშული და მომსახურების ზონიდან გასული.
,, საწოლის ქვეშ რომაა, ეგ თაფლის არაყს ,,ჩააყოლე’’ " მწერს სიცილით ჩემი სანტა. გაოცებისგან ორივე წარბს ერდროულად ვწევ მაღლა, მერე თვალებმოჭუტული დაეჭვებით დავყურებ მობილურს, რამე ხომ არ შემეშალათქო ... მეათედ წაკითხვის შემდეგ სწრაფი მანევრით ვხტები ჩემი ჩამთბარ-ჩაღუნღულებული საწოლიდან და მის ქვეშ ვიხედები, სადაც პატარა ყვითელი ყუთი მხვდება. გაოცებული ვიღებ და თავს ვხდი და......
- ღმერთო ჩემო, ეს ბიჭი სანტა კი არა, მართლა შოკოლადის დისტიბუტორია-ვკისკისებ ჩუმად. დამეფიცება, რომ ასეთი უცნაური შობა-ახალი წელი ჩემი არსებობის 21 წლის განმავლობაში პირველად მაქვს. ღამის 4 საათის მიუხედავად ერთ შოკოლადს ვხსნი და პატარა ნატეხით პირს ვიგემრიელებ, მერე სანტას საჩუქარს ტუმბოზე ვდებ და საოცრად კმაყოფილი და სიხარულისგან მეცხრე ცაზე მყოფი საწოლში გემრიელად ვკალათდები.

,, სამართალი რომ არსებობდეს დედამიწაზე, ახლა შოკოლადზე და თაფლის არაყზე უნდა გეპატიჟებოდე"- გაბადრული ვუბრუნებ პასუხს და ტელეფონს გვერდზე ვდებ, ერთი საათის წინ აქვს მონაწერი, ანუ ახლა სავარაუდოდ ეძინება და დილით მომწერს. მაგრამ, ამის გაფიქრება და ეკრანის განათება ერთია.
,, შენ მხოლოდ დღე და საათი მითხარი"
ოჰ მოუნდა ბიჭს!
,, უნდა გპატიჟებდეთქო, გპატიჟებთქო, ის კი არ მითქვამს!" წამში ვუკლავ იმედს და კმაყოფილი ვდებ თავს ბალიშზე. ცოტა ხანს ველოდები პასუხს, მაგრამ ამაოდ.. მერე კი ძილი მრევს ხელს და ისე ვითიშები, უტას შეტყობინება კი არა, ბომბის ხმაც ვერ გამაღვიძებს.
,, ეს ხუმრიბით თორემ, ზეგ ისედაც ვბრუნდები უკან" მხვდება დილით მისი მოწერილი პასუხი და ჯერ კიდევ ძილ-ბურანში მყოფი სწრაფად ვფხიზლდები. აჰა, აბა გეგმებიო, გამოსწორებაო, სანტა გამოისყიდისო... ესაა?! ზეგ მიფრინავს თურმე.. წუხელს მერე გამოყოლილი აჟიტირება წამში ცხრება. მართლა სანტა ხომ არაა კი მაგრამ, გაიარა შობა-ახალმა წელმა და ბრუნდება ლაპლანდიაში. ბრუნდება და დაბრუნდეს, აი დარდი! ვიბზუებ ცხვირს და საწოლიდან ნერვებმოშლილი ვდგები.

-----------------------------------------
სანტა როგორც გაჩნდა, ისევე ქრება ჩემი ცხოვრებიდან, ყოველდღიურობაც ნელ-ნელა ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება და უტა ქადაგიძეც, მისი შოკოლადების გამოლევასთან ერთად, თანდათან ტოვებს ჩემს ფიქრებს. მხოლოდ მაშინ მიტევს სენტიმენტალური მოგონებები, მისი ნაჩუქარი თაფლის არაყით გემრიელად რომ ვთვრებით მე, ნინა, მართა და რეზი.

მომდევნო თერთმეტი თვე ისე, თვალის დახამხამებაში მიჰქრის, როგორ ბარათაშვილის მერანი და ისევ საახალწლოდ ირთვება ქალაქი, თუმცა ირგვლივ გამეფებულ განწყობას გამოცდებში ჩაფლული მაინც ვერ ვგრძნობ თვის ბოლო რიცხვებამდე. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, შარშანდელი ამბები მახსენდება და გული მიფორიაქდება, არადა, თითქოს ყველანაირი ემოცია უნდა გამნელებოდა. მინდა რეზის ან მართას უტაზე რამე ვკითხო, მაგრამ ვერ ვბედავ. თვითონ კი გეგონება, ჩემს ჯინაზე ცოცხალი თავით არ იღებენ ხმას ამ საკითხზე. 30 დეკემბერს დილით მთელი სამეგობრო ბაკურიანში მივდივართ და მათეს მამის საოჯახო სასტუმროში ვრჩებით.
მეორე დღეს დილიდანვე ვუშვებთ ბიჭებს პროდუქტების საყიდლად, ჩვენ კი ოთახის მორთვას ვიწყებთ. ჯერ ნაძვის ხეს ვაწყობთ, მერე კედელზე ნათურებს და წვიმებს ვკიდებთ, ფანჯრებზე ფიფქებს ვაწებებთ.
-რა ცუდია, უტა რომ ვერ ასწრებს ჩამოსვლას- მესმის უცებ ჩემი დის წუწუნი.
,, რატომ ვერ ჩამოდის ვითომ, ირემი მოუცურდა გზაში? " ვსისინებ ჩემთვის, არადა ვგრძნობ, გულის სიღრმეში იმ უტაქტო სანტას ვერ ჩამოსვლის ამბავი როგორ მწყინს.
ის - ისაა ბოლო სათამაშოს ვკიდებ ნაძვის ხეზე, კარზე ზარი რომ რეკავს. ღიღინ-ღიღინით მივდივარ და ვაღებ, რეზის ორ პარკს ვართმევ ხელიდან და ბიჭებს სამზარეულოსკენ მივუძღვები. პროდუქტებს მაგიდაზე ვაწყობ და გონებაში საღამოს მენიუს,, ვწერ".
პირველად ცივი კერძების გაკეთებას ვამთავრებთ, მერე პიცისთვის და ხაჭაპურისთვის ვზელ ცომს და გოგონებისგან ნახევარ საათიანი დასვენების აბონიმენტს ვითხოვ.
დაღლილი ჩემთვის განკუთვნილ ოთახში ავდივარ და ის-ისაა საწოლზე მოწყვეტით უნდა დავეშვა, ჩემი პერიფერიული მხედველობა ბალიშზე დადებულ ყავისფერ ნივთს რომ აფიქსირებს. გაოცებული სწრაფი მანევრით ვაბრუნებ თავს გვერდზე და ეჭვნარევი მზერით ვათვარიელებ საწოლზე დადებულ შოკოლადს.
-ახლა მოჩვენებებიღა მაკლდა! - ვბურდღუნებ გაოგნებული. მერე ძალიან ნელა მიმაქვს ხელი და ჯერ საჩვენებელ თითს ვადებ, რეალურობაში დასარწმუნებლად.
-აქ რამ მოგიყვანა შე მადლიანი, შენა? - ვდუდღუნებ გაოცებული, ხელში ვიღებ და ქვემოთ ჩავრბივარ.
-რეზი ეს შოკოლადი შენ დამიდე საწოლზე? - აშკარაად ვერ ვაკონტროლებ ხმას.
-არა მარო, შენ გამიღე კარი და არ მოგცემდი პირდაპირ?!
-კაი.....
-ნენეს გეფიცები.
-გინდათ გამაგიჟოთ?
-სიყვარულმა შენ კი არა გადარია ტარიელიო, არ გაგიგია შენ? - იცინის მართა და ვერ ვხვდები რას გულისხმობს.
უკვე შუაღამე ახლოვდება, დარჩენილ საქმესაც ვინაწილებთ, ბიჭები სუფრის გაწყობაში გვეხმარებიან და ბოლომდე მზად ვხვდებით 12 საათს. ცოტა ხნით ადრე ყველასთვის გამზადებულ საჩუქრებს ჩემოდნიდან ვიღებ , ცოტა ხნის წინ ნაყიდ სანტას ფორმასაც ვირგებ ტანზე და უკანა კარით ვიპარები სახლიდან.
ცხვირაწითლებული ვიორთქლავ თეთრ ხელთათმანიან ხელებს და კედელთან ატუზული ვუყურებ საათს, როდის გავა დარჩენილი 3 წუთი.
ძლივს ციფერბლატი 00:00-ს აჩვენებს, სახლიდან ახმაურებული ბავშვების ხმა მესმის, მეც აჟიტირებული ვაღებ კარს და საჩუქრებით სავსე ხურჯინს ძლივს მივათრევ შიგნით.
-სანტა გილოცავთ ახალ წელს-გავყვირი ბოლო ხმაზე და ყველას ყურადღებას ვიქცევ და ღიმილით ვიხსნი ხურჯინს მხრებიდან.
-მაგის ხელა თუ ხარ საერთოდ? - დამცინის რეზი და სავარძრლზე დადებაში მეხმარება.
როგორც იქნა, ყველას კუთვნილ საჩუქარს ვურიგებ. მერე ერთად გავდივართ და ფოიერვერკს ვისვრით. სუფრასთან მოკალათების თანავე ტრადიციულად მომავალ წელს ვლოცავთ და მერე გემრიელობებს ერთად ვუტევთ. ჩვენი მხიარულება დილამდე გრძელდება, მუუხედავად ამისა, მაინც არცერთს გვეძინება. დანაყრებულები ბუხრის წინ ვინაცვლებთ და მათე ისევ გიტარას ამღერებს. ცოტა ხანში რეზი სადღაც ქრება და მალე დიდი ჩანთით ხელში ბრუნდება.
-აი, უტა სანტა ვერ გვესტუმრა, მაგრამ საჩუქრები გამოგიგზავნათ ყველას -სიცილით გვამცნობს და ფრანგი თოვლის ბაბუის ხურჯინს უხნის თავს. გულით ველი, რომ მთელი წლის მონატრებულ შოკოლადს ვნახავ ჩემს კუთვნილ ყუთში, მაგრამ თვალები შუბლზე ამდის, როცა ის ყველას ხვდება წილად ჩემს გარდა. და რას მჩუქნის მე ?! სანტას ბრელოკს და,, გომის" ლარიან არაყს. ხომ უნდა აანცო ახლა თავისივე ირმის რქებზე, ეს სანტის პროვოკაცია კაცი?! თავის დამშვიდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტით შემიძლია, რომ ჩემგან სულ არაფერი მიუღია საჩუქრად....თუმცა მისი სინაგლის გამო აწიოკებულ ნერვებს ეს სულაც არ მიმშვიდებს და ცოტა მაკლია რომ,სადაც არ უნდა იყოს, არ ჩავაკითხო და თავზე არ დავასხა ის არაყი.
გართობაში მთელი ღამე ისე გადის, ვერც კი ვგებულობთ. ბოლოს ის მამახსოვრდება ერთიანად გამოფიტული და გათიშული საათს რომ დავყურებ და ყველას გასაგონად ვაცხადებ,
გათენდა, ვიძინებთ ყველათქო და ოთახისკენ მივლასლასებ, ტანსაცმლის გაუხდელად ვიშოტები ლოგინზე, დიაგონალურად და მგონი იმ წამსვე ვითიშები.
გაღვიძებულზე, პირველად გარემოს ვათბარიელებ და ვცდილობ გავიხსენო სად ვარ, ნაბახუსევის გამო თავის ისე მისკდება, მგონია ათ ჩაქუჩს ერთად მირტყამენ, თავზე საბანს ვიფარებ.
-ხუთი ლიტრი ნაბეღლავი მინდა! - მჭექარე ხმით ვაცხადებ, ქვემოთ ჩასული, მაგრამ სულ ტყუილად, არავინ არ არის ოთახში, იძულებული ვხდები, სამზარეულოში გავიდე და თავად გადავარჩინო საკუთარი თავი.
მაცივარს ვაღებ და,, ნაბეღლავი"-ს ბოთლთან დიდი ასოებით დაწერილი მართას წერილიც მხვდება.
,, შუადღემდე გელოდეთ და რომ აღარ გაიღვიძე, სასრიალოდ წავედით.’’ - გახარებული ვკითხულობ და ანთებული ბუხრის წინ, სრულს სიწყნარეში ვკალათდები.
ბაკურიანში გატარებული დარჩენილი ოთხი დღე საშინლად მიიზლაზნება, არადა საჩუქრით ნერვებმოშლილს აღარც ახალი წლის განწყობა შემრჩენია და აღარც სამეგობროსთან მხიარულების. ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდებით თბილისში, რომ ჩემს ოთახში მშვიდად შევიკეტო და ყველას და ყველაფერს მოვშორდე..
ზლაზვნით გასული ახალი წლის დღეებსაც უკან ვიტოვებთ და ჩაბარგებულები, სახლისკენ ვიღებთ გეზს. ნაძალადევად ვერთვები მათ მხიარულებაში, არ მინდა უხასიათობა შემამჩნიონ და კითხვებით ამავსონ, მითუმეტეს რეზიმ, ვიცი არაფრით მომეშვება და მაინც გამომტეხს, ვერაფრით იტანს, ჩემს ცუდ განწყობას. არადა რა უნდა ვუთხრა, შენი უაზრო ძმაკაცის საქციელებმა ჩამაშხამა მთელი ამდენი ხნის ნაგეგმი დღესასწაულის დღეებითქო?! თბილისში ვბრუნდები და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საჩუქარი, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა მომესროლა ნაგავში, ახლაც ბარგში მიდევს.
შინ დაბრუნებისთანავე ბარგს ვალაგებ, ყველა ნივთს თავის ადგილს ვუჩენ, სანტას ბრელოკს ცინიკური ღიმილით ვიღებ ყუთიდან და ჩემი მანქანის გასაღებზე ვკიდებ, მინდა რომ, როცა მნახავს, შეამჩნიოს და ვერ მიხვდეს, როგორ საზიზღრად მომიწამლა ნერვული სისტემა, მოვკვდები და ქადაგიძესთან ამას არაფრით შევიმჩნევ! მგზავრობისგან დაღლილი და მოშიებული დედას გაკეთებულ გემრიელობებს ვაკითხავ სამზარეულოში. საყვარელი სალათი და შოკოლადის ტორტი, სულ ოდნავ მიუმჯობესებს განწყობას, სრული განტვირთვისთვის მარტო სეირნობა მაკლია და ამჯერად ჩემ ,, შავტუხა გოგოს" ვსტუმრობ ავტოფარეხში.
მშვიდად ვატარებ მანქანას და ნახევრად ცარიელ ქუჩებს ვათვარიელებ. კიდევ უფრო ვმშვიდდები, უკვე სიმღერასაც ვრთავ .. გამათბობლის გამო სალონში გამეფებული დახუთული ჰაერის გამო ფანჯარას ოდნავ ვწევ და... მოულოდნელად მზერა ქუჩის პირას მდგარი პატარა, კოხტა ორსართულიანი სახლისკენ გამირბის. მაშინვე ვცნობ ადგილს, ზუსტად მახსენდება, რეზის ნათქვამი, აქ უტა ცხოვრობსო. თვალებმოჭუტული, გულმკერდში ბრაზ და ბოღმა აბუყბუყებული ვაკვირდები მსოფლუოში ყველაზე თავხედი და ცუდი სანტას სახლს. ვერც კი ვამჩნევ მანქანას როდის ვაჩერებ, ჩემს ყურადღებას მეორე სართულის ერთ-ერთი ფანჯრიდან გამომავალი შუქი იპყრობს.
"ბიჭებმა თქვეს, აქ მარტო ცხოვრობსო, ანუ ჩამობრძანებულია." ვფიქრობ და მანქანის კარს ვაღებ, ტროტუარზე გადავდივარ და მიდამოს ვათვარიელებ, კაციშვილის ჭაჭანება არ არის. სახლთან უფრო ახლოს მივდივარ და პროფესიონალი აგენტივით ვზვერავ სიტუაციას.
დიდი სიამოვნებით დავუშენდი ახლა ტროტუარის გვერდით დალაგებულ ამ ფერად ქვებს და მეც გავუკეთებდი კარგ საშობაო საჩუქარს, მაგრამ პატრონი თუ უჯიშო ჰყავს, სახლმა რა დააშავა?! გამწარებული ვხსნი გასაღებიდან მისივე ნაჩუქარ რკინის ბრელოკს, დაუფიქრებლად ვისვრი კედლის მიმართულებით და სწრაფად ვბრუნდები მაქანისკენ. ნაბიჯის გადასადგმელად გამზადებული ფეხი ჰაერშივე მიშეშდება, ზურგს უკან მსხვრევის ხმა რომ მესმის, დაზაფრული მძიმედ ვყლაპავ ნერწყვს და კართან ახლოს განთავსებული ფანჯრისკენ ვაპარებ მზერას. ჯანდაბა მარიამ! რა ძალით ისროლე, ან რაღა მინას დაუმიზნე?! შეშინებული ვიხედები კარისკენ და რადგან, ჯერ არავინ გამოსულა იქედან, ვწყვეტ, რომ სასწრაფოდ უნდა გავეცალო აქაურობას.
ლამის სინათლის სიჩქარით ვბრუნდები ქუჩისკენ და სრულიანდ მოულოდნელად ვეჯახები ჩემზე მაღალ და ძლიერ სხეულს.
-ოჰ, ძვირფასო მარიამ, როგორ ბრძანდებით? - მეკითხება ნაცნობი ხმა და მისკენ ახედილს ხელში არც მეტი, არც ნაკლები, თავად წლის საუკეთესო სანტის ნომინაციააში გამარჯვებული ბატონი უტა ქადაგიძე მრჩება.
- მე... ისა.. მე მეგობართან მივდიოდი და.. სახლი შემეშალა- ვახეთქებ ყველაზე უაზრო და სულეურ ტყუილს.
-არადა მე მგონია, რომ ზუსტ მისამართზე მოხვედი, ამას ჩემი სახლის ჩამსხვრეული ფანჯარაც მოწმობს.
-მე რა შუაში ვარ? ეს ასე იყო რომ მოვედი- უკვე მეორე ზეპროფესიონალურ ტყუილს ვაცხობ.
-ჰო?! - ზედმეტად ხელოვნურად გამოსდის ჩაფიქრება-2 წუთის წინ მაღაზიაში გასულს მინა ჩამტვრეული რომ არ დამიტოვებია?! - წარბებს ირონიულად წკეპს და ზემოდან დამყურებს.მე კი თანდათან ვხვდები, რომ ჩემი საქმე წასულია!
-კარგი, მე მეჩქარება- მის ტორში ჩაბღუჯული მკლავის დახსნას ვცდილობ, რომ აქედან ავორთქლდე, მაგრამ ამაოდ. უფრო მაგრად მიჭერს ხელს და სახლისკენ წასული, მეც თან მიმიყოლებს.
-დღეს ჩემი სტუმარი იქნები! - მიცხადებს ზედმეტად კმაყოფილი ტონით. ჯიბიდან გასაღებს იღებს და საკეტს არგებს, მეორე ხელს კი ცოცხალი თავით არ მიშვებს.
-გამიშვი, თორემ ვიყვირებ და მეზოობლებს შეგიყრი! - ვემუქრები სასოწარკვეთილი. ეცინება, გასაღებს ატრიალებს და კარს აღებს.... ამასთან ერთად ერთ სახლში მარტო დარჩენა, თვითმკვლელობის ტოლფასია, ამიტომ სხვა გზა აღარ მრჩება, დაუფიქრებლად ვაღებ პირს და ის-ისაა ბოლო ხმაზე უნდა მოვრთო ყვირილი, ხელს რომ მაფარებს პირზე, სახლში მიმაპორწიალებს და კარს კეტავს.
-რა ჯანდაბას აკეთებ? გამიშვი გარეთ! - ვუყვირი და ვცდილობ როგორმე დავუსხლტე.
-რა გჭირს მარიამ?! კი არ შეგჭამ, მოდი აქ, მშვიდად დაჯექი და ვისაუბროთ- დივნისკენ მივყავარ.
-არაფერი არ მაქვს მე შენთან სალაპარაკო და გამატარე! - ვცდილობ გვერდი ავუარო, მაგრამ გზამ მიღობავს.
-გეყოს უკვე, დაჯექი, მართლა კი არ გჭამ! - გაღიზიანება ერევა ხმაში და მეც ოდნავ ვკრთები, მორჩილად ვჯდები დივანზე და მომლოდინე მზერით ავყურებ ჩემს თავზე თავისუფლების ქანდაკებასავით აყუდებულს. სიმაღლე კი უჩუქებია განგებას და ახლა ერთი ჩირაღდანიღა აკლია ხელში.
-არა მართლა უნდა წავიდე! - ისევ ფეხზე ვხტები და ვამჩნევ ჩემ საქციელზე, როგორ ატრიალებს უკმაყოფილოდ თვალებს.
-სხვათაშორის ქალბატონო, შენ ჩემი საკუთრება განზრახ დააზიანე და ამისთვის შემიძლია გიჩივლო- აშკარად სიბრაზის ნოტებს ვამჩნევ მის ხმაში.
-სანტასაც ხომ უნდა საჩუქარი?! - უდარდელად ვიჩეჩავ მხრებს და ვამჩნევ მის თვალებში სიბრაზეს, როგორ ცვლის უცნაური ჭინკები.
-მართალია, სანტასაც უნდა საჩუქარი - იმეორებს ჩემს ნათქვამს-მაგრამ უფრო საინტერესო რაღაცასაც გეტყვი, ხუთუ წუთის წინ შენ შენი მომავალი სახლის ფანჯარა ჩაამტვრიე და იცოდე შენვე შეცვლი! - მიღიმის რაღაც არაამქვეყნიურად მომხიბვლელად. მერე ნელა იხრება ჩემსკენ, ტუჩებს ლოყაზე ძალიან, ძალიან ნაზად მაკრავს და ისევ სწორდება, მე კი სუნთქვა მიგუბდება, ვგრძნობ, როგორ მეცლება ფილტვები ჰაერისგან და მგონი ბევრი არც მაკლია, რომ უჟანგბადობისგან და ემოციებისგან გავიგუდო.
არ ვიცი რამდენი ხანი შევყურებ დაჰიპნოზებულივით მის უცნაურად აციმციმებულ თვალებს, მაგრამ გონზე მაშინ მოვდივარ, როცა ჩემი ტვინი მის ნათქვამს აანალიზებს და გაოცებული ვუსწორებ ისევ მზერას
-რა ჩემი მომავალი სახლის? - მართლა ვერ ვწვდები სიტყვების შინაარსს.
-რა და სანტამ გადაწყვიტა საახალწლოდ თავის თავს,, სნეგურაჩკა " აჩუქოს- ისეთი სახით მიყურებს, გეგონება მისი,, განმარტებიდან" რამე გამეგოს. უარესად ვიბნევი.... - რა გაოცებული მიყურებ მარიამ?! - სიცილს ვერ იკავებს, ჩემს ალბათ რაღაც გამოთიშული გამომეტყველების შემხედვარე- გინდა უფრო მეტად დაგაბნიო? - მეკითხება ეშმაკური ღიმილით. მეტად რაღა უნდა დამაბნიოს?! მე თუ დაბნევა და გაურკვევლობა მაკლია ახლა...
ისევ ნელი მოძრაობით იხრება ჩემსკენ, წამით თვალებში ჩამყურებს, მგონი ამას იმისთვის აკეთებს, რომ დამაჰიპნოზოს და უარესად გამთიშოს! ტუჩები ჩემს ყურთან მოაქვს და ცხელი ჰაერი და ამაზე უფრო მდუღარე ბგერები ერთად მეფქრქვევა კანზე.
-მიყვარხარ მარიამ..... - გაწელილად, რაღაც სასწაულად, არამიწიერად თბილი ტონით ამბობს და ისევ სწრაფად სწორდება - უკვე ოთხი წელია- ამჯერად თავად აუკრავს ცოტა არ იყოს დაბნეული ღიმილი ბაგეზე და ისე იჩეჩავს მხრებს, მე კი მოსმენილისგან სრულიად შოკირებული ვდგავარ ერთ ადგილას, ყველაზე ლამაზ შავ თვალებს ვუყურებ და ფეხის წვერიდან თმის ღერებამდე, ერთიანად ვთბები. გონება ჩემდაუნებურად აანალიზებს, რომ ყურებმა ორიოდ წამის წინ ყველაზე სასურველი ინფრომაცია მოისმინა.
-ეგ.... ეგ როგორ? - ვლუღლუღებ რამოდენიმე წუთის შემდეგ,მაგრამ ადგილიდან მაინც ვერ ვიძვრი და ასე მგონია ემოციისგან სადაცაა გავსკდები- ოთხი წლის წინ სად მნახე? - მართლა ვცდილობ გავიხსენო, მაგრამ გონება ისე მაქვს გათიშული, ვერაფრით ვახერხებ.
-აი, არც კი გახსოვს! - ვითომ მსაყვედურობს, მაგრამ ვამჩნევ, როგორ ეპარება ღიმილი ტუჩის კუთხეში- შენი დის ქორწილში!
დავიჯერო მართას ქორწილში მე ეს თვალები ვნახე და დამავიწყდა?! გამორიცხულია! სანტად რომ გამომეცხადა შარშან, მაშინ რა დამმართა და, რა ამომიშლიდა გონებიდან ამ უკუნეთივით შავ წრეებს?
-ისე გადარბენაზე იყავი იმ დღეს, არც მიკვირს რომ ვერ შემამჩნიე, სამაგიეროდ, ჩემი ყურადღების მიპყრობა სულ იოლად მოახერხე და გონებიდანაც ვეღარ ამოგიგდე მერე. არადა სხვებისგან რომ მესმოდა ხოლმე მსგავსი რამ, გულიანად დავცინოდი, მაგრამ ხომ გაგიგონია, ნუ დასცინებ სხვასაო..... - აღფრთოვანებული შევყურებ მოლაპარაკე ქადაგიძეს პირდაპირ თვალებში, მერე ძლივს ვაშორებ მზერას, რომელიც ოთახის რომელიღაც კუთხისკენ გადამაქვს.
-აქ დავდგამ ,,სტენკას’’ - სრულიად არაადეკვატურ პასუხს ვცემ და ცამდე ბედნიერი, ალბათ საოცრად ანთებული თვალებით და ყურებამდე გაღიმებული შევყურებ... ისევ თვალებში!
ორი წამით მიყურებს და მერე სასწაული ხმით იწყებს ხარხარს, მე ჯერ კიდევ სიტუაციით დაბნეულს და გაბრუებულს, მხოლო მეღიმება. მგონი მთელი ათი წუთი ვერ მშვიდდება, მერე თვალებიდან წამოსულ ცრემლებს იწმენდს, მხრებზე ხელებს მაწყობს და რაც შეუძლია, სერიოზული ხმით ამბობს.
-როდესაც ვუთხარი მიყვარხართქო, ის უბრალოდ კი არ ჩამეხუტა და მითხრა-მეცო, მიპასუხა, აქ დავდგამ,, სტენკასო".. აი რატომ ავირჩიე ის! - ამაზე უკვე ერთ ხმაში ვიცინით კარგა ხანს. არამგონია მსოფლიოს ასეთი მხიარული სიყვარულის ახსნის ისტორია ახსოვდეს.მაგრამ რა გასაკვირია, ეს ხომ ჩემ ცხოვრებაში და ჩემს თავს ხდება, ჰოდა უცნაურობები მთელ სიუცნაურეს კარგავენ!
-სხვათაშორის ერთი წლის წინ, ერთი თავხედი სანტა დამპირდა, რაღაც-რაღაცეებს გამოვასწორებო- ვეუბნები ცოტა ხანში და ნიშნისმოგებით ვუღიმი.
-კარგი მეხსირება კი გქონია ჩემმა მზემ-მიცინის ისევ- სხვათაშორის სანამ შენ ბაკურიანში ერთობოდი, სანტა ზუსტად მაგ დროს ცდილობდა პირობის შესრულებას-მამცნობს ამაყად.
-საინტერესოა, მაინც როგორ ცდილობდა? - მეღიმება ტუჩის კუთხეში და ინტერესით ვაკვირდები პასუხის მოლოდინში.
-შენს მშობლეთან ვიყავი და ყველაფერი ავუხსენი. სხვათშორის, აღმოჩნდა, რომ დედაშენი მაშინვე მიმიხვდა შენს მიმართ გრძნობებს და ძალიანაც მოხარული არის ამ ამბით.
-ვაიმე, ვინ დამიჯერებს რომ, გოგომ, რომელმაც უბრალოდ დუტის ქურთუკის საყიდლად მგონი ხუთჯერ მოვიარე ყველა სავაჭრო ცენტრი, ქალაქის მასშტაბით, შეყვარებული სამ ნახვაში გავიჩინე- ვკისკისებ გულიანად.
-მერედა ვინ გითხრა, რომ შეყვარებულობას გთხოვ?! - ძალიანაც ცდილობს სიხარული ჩამაშხამოს, მაგრამ სულ ტყუილად!
- ოთხი წელია მიყვარხარო და მთოხვდე კი არა, უნდა მეხვეწებოდე კიდეც-უდარდელად ვიჩეჩავ მხრებს.
-ყველაზე ენამწარე და ყველაზე ტკბილი საჩუქარი თავად სანტას ერგო- ამბობს უცნაური ღიმილით, კმაყოფილებას, ბედნიერებას და სიხარულს რომ ერთად იტევს. ჩემს სახეს ხელებში იქცევს და თვალებში კარგა ხანს მიყურებს. ჩემი მაჰიპნოზირებელი შავი წრეები ვარსკვლავებივით ბრწყინავენ. ჯერ ცხვირზე მკოცნის, მერე ლოყებზე მაკრავს სათითაოდ ტუჩებს, თვალებზე, ყვრიმალებზე, შუბლზე, ყველგან მიტოვებს შანთივით ცხელი ტუჩების კვალს. მე კი თვალებმინაბული ვტკბები მისი ყოველი ქმედებით, საოცრად სასიამოვნო სურნელით და ვგრძნობ გული როგორ გახშირებულად მიცემს.
-შენ თუ გგონია, იმ საჩუქრის ჩუქებას ასე იოლად გაპატიებ, ძალიან ცდები- ბედნიერების ბურანიდან ოდნავ გამორკვეული ვუცხადებ მოულოდნელად.
-კარგი, კარგი, შენც გაჩუქებ შოკოლადებს-მიცინის.
-ათმაგად გაზღვევინებ მაშინ არ ჩუქებას იცოდე! - ვუქნევ თითს.
-ანუ 20 ცალი შოკოლადი მაქვს შენი ვალი?! - ეღიმება ეშმაკურად.

შინ ბედნიერებისგან ერთიანად გაბრუებული ვბრუნდები. ყურებამდე გაბადრული შევდივარ სახლში.
-ცოლის დას გაუმარჯოს-გამომძახის რეზი მისაღები ოთახიდან, საიდანაც ნენე გამორბის და მთელი ძალით მხვევს პატარა ხელებს მუხლებზე. კისკისით ვიტაცებ ჩემ ტკბილ გოგონას ხელში და ოჯახის წევრებს ვუერთდები.
-დედამ დამირეკა, დღეს ბებოსთან ვრჩებით და მარიამთან გადით, არ მინდა მარტო იყოსო-მიხსნის მართა თავიანთი აქ ყოფნის მიზეზს.
-დედასთვის 21-ის კი არა ისევ ერთი წლის ვარ - მეღიმება თბილად მის ტრადიციულ დედობრივ მზრუნველობაზე.
-მეც ეგრე მეგონა, მაგრამ გათხოვებამ მიახვედრა, რომ გავიზარდე-ეცინება ჩემს დას.
-ჰოდა შენც გაგათხოვებთ მარო- მხარზე მხვევს რეზი ხელს-ისე ერთი ოჯახის მუჭუჭი ბიჭი მყავს შენთვის შერჩეული-მიჩურჩულებს ყურში.
-ჩემი და რა, იმაზე ნაკლები ოჯახის მუჭუჭია?! უკვე იმაზე ფიქრობს ,,სტენკა’’ სად დადგას- ამბობს მართა და გულიანად იწყებს ხარხარს,მხოლოდ ქმრის თვალების ბრიალის შემჩნევის შემდეგ ხვდება, რომ ზედმეტი ინფორმაცია დააყრანტალა და წამში ახმება სიცილი სახეზე.
-,,სტენკის’’ დასადგმელ ადგილს ყველა გოგო არჩევს - ამაოდ ცდილობს რეზი ცოლის სიტუაციიდან გამოყვანას.
-მაგ თქვენ ოჯახის მუჭუჭს, საკადრის პასუხს გავცემ ჩემი ჩაშვებისთვის- ვითომ გაბრაზებული ვზიდავ წარბებს მაღლა და ჩემი ოთახისკენ მივდივარ. შიგნით შესვლის თანავე ყურადღებას საწოლზე დადებულ კალათს ვაპყრობ, ახლოს მივდივარ და საიდანღაც გაჩენილ შოკოლადებს გულის ფანცქალით ვითვლი.. ისეთი ხომ არაფერი, მაგრამ, საშინლად მინდა, რომ ზუსტად 20 ცალი აღმოჩნდეს. იმედი მიმართლდება და ყურაბამდე გაღიმებული კალათიანად ვბრუნდები ჩემს დასთან და სიძესთან.
-ეს საიდან გაჩნდა აქ? - ვკითხულობ და თან ტუჩებს ვერაფრით ვუყრი თავს.
-შენმა სანტამ განმიცხადა, ათმაგად მაზღვევინებს, თქვენთვის ნაჩუქარ შოკოლადებსო და შენთან გამომატანა-ეშმაკური ღიმილით მამცნობს რეზი. მერე ჩემი დის სიხარულით გაცისკროვნებულ თვალებსაც ვეჩეხები და ამ წამს ვხვდები და ვიაზრებ ბოლომდე, რომ უტა სულ ჩემი და ჩემიანია, ჩემი სულის მეორე ნახევარია, მთელი შიგნეული ერთიანად მითბება, კანში ვეღარ ვეტევი. ღრმად ვისუნთქავ ჰაერს, რამოდენიმე წამით ადგილზე ვცმუკავ, არ ვიცი ახლა რა უნდა გავაკეთო... თუმცა... მგონი მართლა უნდა ღირდეს იმ სახლში,, სტენკის" ჩადგმა..
მოულოდნელად ერთი იდეა მომდის თავში. თუ სიგიჟეა, ბოლომდე სიგიჟე იყოს.... სწრაფად ვიღებ მობილურს და დედას ბიძაშვილს ვურეკავ. სახლში თუ რამე კარადის მსგავსია, ყველა ბიძია ზურას გაკეთებულია. მეც მაშინვე ძველი კონტაქტები მახსენდება. მოკითხვის და მილოცვის შემდეგ, დარეკვის მიზეზსაც ვეუბნები, ისიც თავისთან სამსახურში მიბარებს, ერთად ვარჩევთ კარადის დიზაინს.. მპირდება, რომ ზუსტად ერთ კვირაში მისი მუშები დანიშნულების ადგილას მომიტანენ.
შობას მართას და რეზისთან ავღნიშნავთ სახლში და ძველით ახალი წლის ორიგინალურად აღნიშნვნის გეგმებსაც ვაწყობთ თან.

13 იანვარს უკვე მოსაღამოვებულზე განსაკუთრებით ვიწესრიგებ თავს, საგანგებოდ ნაყიდ ახალ კაბას ვირგებ ტანზე, თმას ვიშლი, სადა მაკიაჟს ვიკეთებ. მერე ბიძია ზურას ვურეკავ და მის მუშებს ზუსტად ნახევარ საათში უტას სახლთან ვიბარებ.

ის-ისაა ზარი უნდა დავრეკო, რომ კარი მოულოდნელად იღება. უტა გაოცებული მაშტერდება, მე კიდევ ვუღიმი და მხრებს ვიჩეჩავ.
-,,სტენკის’’ დასადგამად მოვედი- სიცილით ვუჩვენებ ჩემს უკან დადგმულ დიდ კედლის კარადას. ვამჩნევ, წამით როგორ იბუდებს გაურკვევლობა მის თვალებში, მერე უცნაური სხივი უკრთება , ჭინკები უხტის. უაღრესად კმაყოფილი ვწევ გვერდზე ბატონ უტას და მუშებს სახლში ვუძღვები, მითითებებს ვაძლევ და ისევ ქადაგიძეს ვუბრუნდები. რაღაცის თქმას ვაპირებ, მოულოდნელად რომ მავლებს ხელს და წამის მეასედში გვერდით ოთახში მიხურულ კარზე ვარ აკრული.
-თუ ხვდები მაინც რას აკეთებ? - მეკითხება ვერშეკავებული ღიმილით დაწამით მაკრავს ტუჩებს ბაგეებზე, მერე ისევ მიღიმის და მთელი ჩემი არსება გრძნობს მისი მზერიდან გადმოფქრვეულ ბედნიერებას, მეც იგივე გრძნობით და ემოციით ვივსები.
-გილოცავ სანტა- ვეუბნები თვალის მოუშორებლად, სუნთქვაშეგუბებული.
-მეც გილოცავ ახალ წელს.
-არა, მე ახალ წელს კი არა , დაოჯახებას გილოცავ-ვუცხადებ აწ უკვე ,, ქმარ-სანტად" ქცეულ თავხედ სანტას და კისერზე ვეკიდები. ისიც არ აყოვნებს, ძლიერად მხვევს წელზე ხელებს და ყელში საოცრად ტკბილად მკოცნის. ვგრძნობ,როგორ ვთბები ერთიანად ფეხის ტერფებიდან თხემამდე მის მკლავებში ნებიერად ვიტრუნები.

ახალი წლის ღამეს სასწაულები ხდებაო გამიგია, მაგრამ არასდროს მჯეროდა, თუმცა მეტი სასწაული კიდევ ვინმეს შეიძლება შეემთხვეს დუტის ქირთუკსაც რომ 5 ნახვაში აარჩევ ახალგაზრდა გოგო და ქმარსაც?! მაგრამ საოცარი ამბები ხომ ჩემი ტრადიციაა და ასე ტრადიციულად მრჩება ხელში ჩემი სანტაც და მისი ხურჯინით მოტანილი დიდი ბედნიერებაც.



შობა-ახალ წელს გილოცავთ, ულევ სიტკბოს, ბედნიერებას და სიხარულს გისურვებთ.
ესეც პატარა საახალწლო ისტორია..სულ რაღაც კვირა-ნახევარში დაწერილი. რა და როგორი გამოვიდა, მაგის შეფასება თქვენთვის მომინდვია ჩემო ტკბილო როშენებო. იმედი, მაქვს მოგეწონებათ.



№1 სტუმარი სტუმარი გრაფინია

იფ იფ❤️
ჩავუჯდები ახლა.
მომენატრა შენი სიახლე

 


№2  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

სათაურმა დამაინტერესაა :დდდ ჰოდა დავიწყებ ახლა კითხვას და დარწმუნებულივარ არც ვინანებ ისე გემრიელად გამოიყურება ისტორია და თამაც შენი *-*

 


№3  offline წევრი blondeangel631

აუ მაგარი იყო რა kissing_heart heart_eyes

 


№4  offline წევრი გრაფინია

***
გრამატიკული მხარე,შინაარსი,პერსონაჟები, მოვლენათა განვითარება და უმნიშვნელო დეტალები კი იდეალურია.
თითოეულ სიტყვას ეტყობა ფიქრი, ჩანს შენი უსაზღვრო ფანტაზია და თბილი გრძნობები.
______
მიყვარს ასეთი ისტორიები და ვეტრფი ყველას,ვისაც ასეთი სიყვარულობის მოფიქრება და ჩემამდე მოტანა შეუძლია.
გილოცავ და შენს წილ სანტუკას,ბედნიერებას,წარმატებას და სითბოს გისურვებ!

 


№5 სტუმარი A

ვაუ უმაგრესია... თბილი და ტკბილი ისტორიაა ძალიზნ მომეწონა მართლა. მეც გილოცაძთ შობასაც, ახალ წელსაც ცზ მომავალ ძველით ახალ წელსაც.

 


№6  offline მოდერი Maiaabuladze

ბაუნტო ❤
იცი როგორი იყო? ერთი ამოსუნთქვით რომ წავიკითხე და არ მეყო...
ბევრი მინდოდა მე, ისე მყავდი მონატრებული ეს ცოტა იყო ამიტომ ველოდები ახლა დიდი ისტორიით როდის დაბრუნდები რომ მონატრება გამიქრეს ❤
მართლა ღვთაებრივი ნეტარება ხარ ❤

 


№7  offline მოდერი zia-maria

ძალიან კარგი საახალწლო საჩუქარი იყო. kissing_heart

 


№8  offline მოდერი _LiLia_

ტკბილიწიწაკა
სათაურმა დამაინტერესაა :დდდ ჰოდა დავიწყებ ახლა კითხვას და დარწმუნებულივარ არც ვინანებ ისე გემრიელად გამოიყურება ისტორია და თამაც შენი *-*

ველი შეფასებას heart_eyes
გეგე მარიშკა
აუ მაგარი იყო რა kissing_heart heart_eyes

დიდი მადლობა <3
გრაფინია
***
გრამატიკული მხარე,შინაარსი,პერსონაჟები, მოვლენათა განვითარება და უმნიშვნელო დეტალები კი იდეალურია.
თითოეულ სიტყვას ეტყობა ფიქრი, ჩანს შენი უსაზღვრო ფანტაზია და თბილი გრძნობები.
______
მიყვარს ასეთი ისტორიები და ვეტრფი ყველას,ვისაც ასეთი სიყვარულობის მოფიქრება და ჩემამდე მოტანა შეუძლია.
გილოცავ და შენს წილ სანტუკას,ბედნიერებას,წარმატებას და სითბოს გისურვებ!

უღრმესი მადლობა, ყველაზე დიდი საახალწლო პოზიტივი თქვენ და თქვენი შეფასებებია ჩემთვის heart_eyes heart_eyes
Maiaabuladze
ბაუნტო ❤
იცი როგორი იყო? ერთი ამოსუნთქვით რომ წავიკითხე და არ მეყო...
ბევრი მინდოდა მე, ისე მყავდი მონატრებული ეს ცოტა იყო ამიტომ ველოდები ახლა დიდი ისტორიით როდის დაბრუნდები რომ მონატრება გამიქრეს ❤
მართლა ღვთაებრივი ნეტარება ხარ ❤

ვაიმე.. ჩემი ერთგული მკითხველი.. ჩემი მართლა ბაუნტი და როშენი.. უღრმესი მადლობა ტკბილო heart_eyes იწერება ერთი ,მაგრამ როდის იქნება არ ვიცი :დ ამის წერაზეც უცებ წამომიარა და დამეწერინა, არც ველოდი laughing

zia-maria
ძალიან კარგი საახალწლო საჩუქარი იყო. kissing_heart

დიდი მადლობა heart_eyes kissing_heart heart_eyes

 


№9  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუუუ რა მაგარი იყო.. ღმერთო რამდენი ვიცინეეეეე.. მაგარი იყო თბილო და საყვარელი ძალიან გამახალიასა და გამათბო ... სასწაულად მომეწონა <3 მიყვარს ასეთი ისტორიები რა.. აი ზედმეტი ჩახლართობები რო არ არის, უბრალოდ რო გათბობს გაღიმებს და გაცინებს ძალიან მიყვარს <3

ძალიან ვისიამოვნე და მადლობა ამოსთვის შენ <3

 


№10 სტუმარი სტუმარი ნატა

აუ ძაან მაგარი იყო, გაიხარე,ასეთი პოზიტივით რომ ამავსე, ყოჩაღ! <3 <3

 


№11  offline წევრი deep

რამდენი ვიცინე
კაი იყო
მეხ მინდა ასეთი სანტა

 


№12  offline წევრი Laliashvili009

ვაიმეეე ეს რაიყოოო heart_eyes heart_eyes როგორი "ტკბილი" და "სასიამოვნო" წასაკითხი ისტორია იყოო heart_eyes ძალიან ვისიამოვნეეე heart_eyes ბევრიი ასეთი ისტორია სჭირდება ამ გვედს heart_eyes

 


№13  offline წევრი Jupiter

ისეთი საყვარლობა იყო და ისე უცებ შემომეკითხა, სულ ღიმილით ჩავიკითხე❤️❤️
რამდენიმე პატარა შეცდომა დავაფიქსირე, მაგრამ მთლიანობაში გამართული იყო. ძალიან მსუბუქად და ჰაეროვნად გეწერა და ამან კითხვის პროცესი ძალიან სასიამოვნო გახადა ❤️
წარმატებები!

 


№14  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ვაიმეე იმედები გამართლდა*---* რა ტკბილობაა და საყვარლობაა იყოო ♥♥♥ ძაალიამ ვისიამოვნე ამ ისტორიის წაკითხვით მართლა ♥♥ მხიარულიც იყო და ემოციურიიც ♥♥♥ ძალიაან მომეწონაა და ძალიაან კარგად წერ♥♥♥ მომანდომე და ახლა შენი სხვა ისტორიების წაკითხვასაც ვაპირებ ♥♥♥ იმედია არ დაიკარგები და ახალი ისტორიით კიდევ გამახარებ და გამაბედნიერებ ♥♥ წარმატებები ♥♥♥

 


№15  offline მოდერი _LiLia_

ტკბილიწიწაკა
ვაიმეე იმედები გამართლდა*---* რა ტკბილობაა და საყვარლობაა იყოო ♥♥♥ ძაალიამ ვისიამოვნე ამ ისტორიის წაკითხვით მართლა ♥♥ მხიარულიც იყო და ემოციურიიც ♥♥♥ ძალიაან მომეწონაა და ძალიაან კარგად წერ♥♥♥ მომანდომე და ახლა შენი სხვა ისტორიების წაკითხვასაც ვაპირებ ♥♥♥ იმედია არ დაიკარგები და ახალი ისტორიით კიდევ გამახარებ და გამაბედნიერებ ♥♥ წარმატებები ♥♥♥

Jupiter
ისეთი საყვარლობა იყო და ისე უცებ შემომეკითხა, სულ ღიმილით ჩავიკითხე❤️❤️
რამდენიმე პატარა შეცდომა დავაფიქსირე, მაგრამ მთლიანობაში გამართული იყო. ძალიან მსუბუქად და ჰაეროვნად გეწერა და ამან კითხვის პროცესი ძალიან სასიამოვნო გახადა ❤️
წარმატებები!

Laliashvili009
ვაიმეეე ეს რაიყოოო heart_eyes heart_eyes როგორი "ტკბილი" და "სასიამოვნო" წასაკითხი ისტორია იყოო heart_eyes ძალიან ვისიამოვნეეე heart_eyes ბევრიი ასეთი ისტორია სჭირდება ამ გვედს heart_eyes

deep
რამდენი ვიცინე
კაი იყო
მეხ მინდა ასეთი სანტა

deep
რამდენი ვიცინე
კაი იყო
მეხ მინდა ასეთი სანტა

სტუმარი ნატა
აუ ძაან მაგარი იყო, გაიხარე,ასეთი პოზიტივით რომ ამავსე, ყოჩაღ! <3 <3

ანი ანი
აუუუ რა მაგარი იყო.. ღმერთო რამდენი ვიცინეეეეე.. მაგარი იყო თბილო და საყვარელი ძალიან გამახალიასა და გამათბო ... სასწაულად მომეწონა <3 მიყვარს ასეთი ისტორიები რა.. აი ზედმეტი ჩახლართობები რო არ არის, უბრალოდ რო გათბობს გაღიმებს და გაცინებს ძალიან მიყვარს <3

ძალიან ვისიამოვნე და მადლობა ამოსთვის შენ <3

უღრმესი მადლობა ყველას.. საოცრად მახარებთ და სასწაული პოზიტივით მავსებთ მე თქვენ
❤️❤️❤️❤️

 


№16  offline წევრი Chameleon ))

საყვარლობა იყო heart_eyes heart_eyes დიდი მადლობა შენ იმ სიამოვნებისთვის რაც ამ მოთხრობის კითხვისას მივიღე kissing_heart

 


№17  offline წევრი Tskrialashvili Mariami

როგორ მომნატრებია შენი ისტორიები ნეტა იცოდეეე :*
რა სასწაულად კარგი და ტკბილი ისტორია იყოო .
მეც მინდა ერთი ეგეთი სანტა :დ :დ
#კარგიხარძალიან :*
ხო და რა უნდა გთხოვო შენი ისტორია ხო არის "მადლობა გადაუხდელი ვალისთვის" ? და არ მოგეპოვება რომ დადო საიტზე????

 


№18  offline მოდერი ენემი

გავგიჟდები heart_eyes ყველაზე მხიარული და სიყვარულით აღსავსე მოთხრობაა, მიყვარს ყველაფერი სადაც თოვლია ნახსენები და ახალი წელი heart_eyes გამიხარდა რომ შენ ეს პატარა მაგრამ საოცრად ტკბილი ისტორია დაწერე და მე მერგო პატივი წაკითხვის heart_eyes heart_eyes კიდევ ველი ასეთ საოცრებებს kissing_heart

 


№19  offline წევრი Mari-Mariami.16

აი არ ვიცი რა ვთქვა... ყველაზე თბილი, ტკბილი, საყვარელი ისტორია იყო რაც წამიკითხავს, ახლაც გაღიმებული ვარ და "სანტაზე, მის სნეგურაჩკაზე და სტენკაზე" ვფიქრობ :D აი ამ წუთიდან ეს ისტორია ჩემს ფავორიტ ისტორიათა შორის ჩაიწერა, როგორც ყველაზე საყვარელი ისტორია უსაყვარლესი პერსონაჟებითურთ ❤❤❤
--------------------
"One choise can transform you" M.G

 


№20 სტუმარი ემი

ძალიან მიყვარს მე შენი ტკბილი და თბილი ისტორიები. ხოდა ხშირად გაგვანებივრე რააა relaxed relaxed

 


№21  offline მოდერი _LiLia_

ემი
ძალიან მიყვარს მე შენი ტკბილი და თბილი ისტორიები. ხოდა ხშირად გაგვანებივრე რააა relaxed relaxed

დიდი მადლობა ???? ვეცდები მალე დავდო ახალი
Mari-Mariami.16
აი არ ვიცი რა ვთქვა... ყველაზე თბილი, ტკბილი, საყვარელი ისტორია იყო რაც წამიკითხავს, ახლაც გაღიმებული ვარ და "სანტაზე, მის სნეგურაჩკაზე და სტენკაზე" ვფიქრობ :D აი ამ წუთიდან ეს ისტორია ჩემს ფავორიტ ისტორიათა შორის ჩაიწერა, როგორც ყველაზე საყვარელი ისტორია უსაყვარლესი პერსონაჟებითურთ ❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა, მახარებთ საოცრად ❤️❤️❤️
ენემი
გავგიჟდები heart_eyes ყველაზე მხიარული და სიყვარულით აღსავსე მოთხრობაა, მიყვარს ყველაფერი სადაც თოვლია ნახსენები და ახალი წელი heart_eyes გამიხარდა რომ შენ ეს პატარა მაგრამ საოცრად ტკბილი ისტორია დაწერე და მე მერგო პატივი წაკითხვის heart_eyes heart_eyes კიდევ ველი ასეთ საოცრებებს kissing_heart

დიდი, დიდი მადლობაა თქვენ❤️❤️❤️❤️
Tskrialashvili Mariami
როგორ მომნატრებია შენი ისტორიები ნეტა იცოდეეე :*
რა სასწაულად კარგი და ტკბილი ისტორია იყოო .
მეც მინდა ერთი ეგეთი სანტა :დ :დ
#კარგიხარძალიან :*
ხო და რა უნდა გთხოვო შენი ისტორია ხო არის "მადლობა გადაუხდელი ვალისთვის" ? და არ მოგეპოვება რომ დადო საიტზე????

მეც მომნატრებია ჩემი ტკბილი მკითხველი.. უღრმესი მადლობა
???????? ეგ ისტორია ძალიან ძველია და ვეცდები ვიპოვო ❤️
kaxelo
საყვარლობა იყო heart_eyes heart_eyes დიდი მადლობა შენ იმ სიამოვნებისთვის რაც ამ მოთხრობის კითხვისას მივიღე kissing_heart

დიდი მადლობა თქვენ ამ კომენტარების და პოზიტივისთვის
❤️????????

 


№22 სტუმარი kusa13

ისეთო საყვარლობა იყოო გამიბრწყინა ერთიანად ეს ახალი წლის დღეები ^__^ სათაურმა რო მიმიზიდაა ტყუილად არ უქნია მასეე :დდ ძალიან კარგი იყოო<3 მადლობა შენ ამ საყვარლობისთვის ❤❤

 


№23 სტუმარი Nati

Gamarjobat tu shegidzliat damexmaret ert motxrobas vedzeb zapxulshi wavikitxe da saxeli agar maxsovs shinaarss getyvit da tu icit damikomentaret dzalian gtxovt ,,Anu metormete klaselebi gaagzavnes sazgvar garet turit xoda mtavari gmirs ragac chauyares barshi da im gamit tavis klaseltan iwva nu ertmanrti ki mowondat magram bichs sul sxvanairi egona es gogo da turme gamit ragaceebi chautarebia mere dashordnen eseni gogo tavs aridebda da ragaca da es gogo agmochda orsulad ojaxma rom gaigo uaryves es gogo da am bichs dauwyes dzebna da mere dzalit gaatxoves nu cemes.da erti ambebi raa xoda bolos sheuyvardat ertmaneti '' ar dagezarot gtxovt

 


№24 სტუმარი chikita

სახალისო საინტეესო ერთი ამოსუნთქვით ჩასაკითხი ძალიან კარგი ისტიორია იყო მომეწონა heart_eyes

 


№25  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ძალიან ვისიამოვნეე კარგი იყოო მომეწონაა ძალიანნ

 


№26  offline ახალბედა მწერალი -venus-

კარგი იყო. ყოველ მათ სიახლოვეზე და ტკბილ სიტყვრბზე ჩემს მუცელშიც იბუდებდნენ ადგილა მთელი ფლორა და ფაუნა და ჯოგებად დარბოდნენ აქეთ იქით <3 :* მომეწონა ძალიან

 


№27  offline მოდერი _LiLia_

kusa13
ისეთო საყვარლობა იყოო გამიბრწყინა ერთიანად ეს ახალი წლის დღეები ^__^ სათაურმა რო მიმიზიდაა ტყუილად არ უქნია მასეე :დდ ძალიან კარგი იყოო<3 მადლობა შენ ამ საყვარლობისთვის ❤❤

-venus-
კარგი იყო. ყოველ მათ სიახლოვეზე და ტკბილ სიტყვრბზე ჩემს მუცელშიც იბუდებდნენ ადგილა მთელი ფლორა და ფაუნა და ჯოგებად დარბოდნენ აქეთ იქით <3 :* მომეწონა ძალიან

ნარჩიტა
ძალიან ვისიამოვნეე კარგი იყოო მომეწონაა ძალიანნ

chikita
სახალისო საინტეესო ერთი ამოსუნთქვით ჩასაკითხი ძალიან კარგი ისტიორია იყო მომეწონა heart_eyes

დიდი მადლობა ყველას ბაუნტებო
❤️❤️❤️❤️❤️ ძალიან მიხარია, თუ გამომივიდა ჩანაფიქრი და ოდნავ მაინც გაგახალისეთ
❤️❤️❤️

 


№28  offline წევრი Mariam Shengelia_3

ეს ისტორია 2 დღის წინ ვნახე. წავიკითხე და ძალიან ძალიან მომეწონა, მაგრამ არაფერი დამიწრრია, იმის მერე ჩავუჯექი შენს ყველა ისტორიას, 2დღეში 10ვე წავიკითხე. და პირრდაპირ გეტყვი რომ საოცრება ხარ!!!
ყველა შენი პერსონაჟი (ბიჭები მითუმეტეს:დდდ) საოცრად მომწონს, აი ყველა ისტორიის!
გავგიჟდი ნუ, ყველა ისტროიის ბოლოს გაკრეჭილი და ბედნიერი ვრჩები.
ძაააალიაან მომწონს აი ძალიან და საოცარი გოგოხარ!!!❤❤❤❤❤❤

 


№29  offline წევრი teona184

სასაცილოდ თბილად გემრიელად წასახითხი ისტორიაა და თან ჩემს გემოვნებაში სასწაულად ჯდება საუკეთესო მოთხრობაა ხვალ უნდა ჩავუჯდე შენს სხვა მოთხრობებსაც რომ დავტკბე <3

 


№30  offline მოდერი _LiLia_

Mariam Shengelia_3
ეს ისტორია 2 დღის წინ ვნახე. წავიკითხე და ძალიან ძალიან მომეწონა, მაგრამ არაფერი დამიწრრია, იმის მერე ჩავუჯექი შენს ყველა ისტორიას, 2დღეში 10ვე წავიკითხე. და პირრდაპირ გეტყვი რომ საოცრება ხარ!!!
ყველა შენი პერსონაჟი (ბიჭები მითუმეტეს:დდდ) საოცრად მომწონს, აი ყველა ისტორიის!
გავგიჟდი ნუ, ყველა ისტროიის ბოლოს გაკრეჭილი და ბედნიერი ვრჩები.
ძაააალიაან მომწონს აი ძალიან და საოცარი გოგოხარ!!!❤❤❤❤❤❤

მე კიდევ თქვენი კომენტარებით ვრჩები ბედნიერი და გაკრეჭილი❤️❤️❤️❤️ დიდი მადლობა ❤️❤️
teona184
სასაცილოდ თბილად გემრიელად წასახითხი ისტორიაა და თან ჩემს გემოვნებაში სასწაულად ჯდება საუკეთესო მოთხრობაა ხვალ უნდა ჩავუჯდე შენს სხვა მოთხრობებსაც რომ დავტკბე <3

ძალიან გამიხარდა რომ მოგეწონა ❤️❤️❤️მადლობა ჩემო კარგო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent