შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სოხუმსკი (10 თავი)


10-01-2018, 00:05
ავტორი tatiachelo
ნანახია 3 538

დაღამებული იყო ბიჭები, რომ ჩამოვიდნენ. პირველი გუკა შემოვიდა და უკან მოყვა მისი მამიდაშვილი და ჩემი პოზიტივი თომა. გუკა მაშინვე ნელიკოს მივარდა და ქალი გულში ისე ჩაიხუტა ვინმე იფიქრებდა მისი ბებია იყო და არა ბოკუჩავასი. შემდეგ უცნობი ბიჭებიც შემოლაგდნენ და მომესალმნენ. მათე ისეთი გახარებული იყო ორი წლის ბავშვს გავდა, რომელსაც კამფეტს მისცემ და გიცინის. მის შემხედვარეს მეც მესახებოდა სახეზე ბედნიერება. მანქანიდან პროდუქტიც გადმოიღეს და სამზარეულოში დააწყვეს. ფეჩთან ვიჯექით შავგვრემანი ბიჭი მათეს, რომ მიუბრუნდა.
-რას გამოგვაქციე თბილისიდან რა საჩქარო საქმე გქონდა?
-ცოლი მომყავს.
-თავი რამეს მიარტყი? ერთი კვირის წინ არავინ გყავდა და ახლა ციდან ჩამოვარდა თუ რა პონტია? ცისფერთვალება ბიჭმა თვალი ჩემსკენ გამოაპარა.. -ესაა ტო? ჯერ გაიოცა და მერე გაეცინა. მათემ თავი დაუკრა და ტუჩის კუთხე აწკიპა.
-ესაა ხო.. თვალი ჩაუკრა ბიჭებს -გაიცანით დიანა ჩემი მომავალი მეუღლე. გვერდით მომიჯდა. -ეს კაკია.. შვაგვრემანი ბიჭისკენ მანიშნა. -ეს დაჩი.. ცისფერთვალებაზე მიმანიშნა -და ეს ჩუმად მჯდომი და მეტად დასტოინი ოთო.
-ანუ რაძალია უკვე ? დაჩი წამოხტა ფეხზე.
-რა თქმა უნდა . დაეთანხმა ბოკუჩავა. .
-გილოცავთ. ფეხზე წამოდგნენ და მათეს გადაეხვივნენ. მე ხმას ვერ ვიღებდი.. აბა იმას ხომ არ ვიტყოდი ყველაფერი ამან გააჩალიჩათქო.
-ნუ მოგერიდება დიანა ჩვენი შენი ძმები ვართ უკვე. კაკიმ თბილად გამიღიმა.
სუფრის გაშლაში მივეხმარე ნელიკოს და ოთახებიც გავამზადეთ მეორე სართულზე.
-აი ეს არის ბებია შენი ოთახი.. კუთხისკენ პატარა ოთახში შემიყვანა. -მე დავწვები შვილო ძაან დავიღალე და თუ რამე დაგჭირდებათ გამაღვიძეთ..ლოყაზე მომეფერა .
-თქვენ დაისვენეთ მე მივხედავ იმათ. გავუღიმე ქალს და პირველ სართულზე ჩავედი. მანქანის ხმა მომესმა და იმ წუთასვე გავარდი სახლიდან. ძაღლის ყეფა სმენას მიხშობდა, სიცივე კი თბილ სხეულს ეპატრონებოდა. ეზოში მდგომი ლევანის დანახვაზე თვალები გამიბრწყინდა და მისკენ გავიქეცი.
-ერთი დღეც არ გასულა და უკვე მოგენატრე? გამიცინა და ხელები უფრო მჭიდროდ შემომხვია წელზე.
-რა ვქნა შეჩვეული ვარ შენთან ერთად ყოფნას. ამოვიბურტყუნე.
-მზითებში წამოგყვება ლევანი და ეგ იქნება. ხითხითით თქვა ლობჟანიძემ.
-შემოდით სახლში თორე ეგ გაგყინავთ მანდ.. მათეს ხმა მომესმა, უკან მივიხედე კარებთან იდგა. ნიკა, ვატო და ანუკი სახლში შევიდნენ. აკომ მანქანიდან რაღაცეები გადმოიღო და ისიც თან მიყვა მეუღლეს. მე და ლეოც შევედით.
-გაიცანით ჩემი დიანას სასტავი.. ლევნი, რომელიც დიანას ჩემზე მეტად უყვარს..ჩაიღიმა -ნიკა და ვატო.. აკო და ანუკი.. ისინიც მალე დაქორწინდებიან. ხო ეს კი ჩემი ძმები.. ბიჭები სათითაოდ წარუდგინა ჩემებს.
ყველა სუფრასთან ვისხედით. მე თავის თავად მათეს გვერდით. შუა ღამე იყო, მაგრამ დაშლას არ აპირებდნენ..
-წადი დაწექი. მათემ, ისე მითხრა არც შემოუხედავს ჩემთვის. -მე მივხედავ ამათ, დაიძინე შენ. ისეთი დაღლილი ვიყავი უყოყმანოდ დავთანხმდი. ანუკიც ამომყვა ზევით . მე ჩემთვის განკუთვნილ ოთახში შევედი, ის ჩემს გვერდითა ოთახში განვათავსე.
გამთენია იყო ოთახში მათე, რომ შემოვიდა. კარების ხმაზე გამეღვიძა და მისკენ გადავბრუნდი.
-მე მეგონა გაბრაზებული იყავი.
-ვაარ კიდეც. საწოლზე ჩამოჯდა და ზედა გადაიძრო.
-თუ ხარ აბა აქ რატომ შემოხვედი?.
-მარტო ვერ ვიძინებ. საბანში შემოძვრა.
-მერე მიწოლილიყავი ვინმესთან.
-მივუწექი კიდეც. გაეცინა. -რა თბილი ხარ.. მიმიხუტა.
-არყის სუნი აგდის.
-დავლიე და. შუბლზე მაკოცა.
-სიგარეტის სუნიც ურევია და შენი ადიკალონისაც.. კაი ნაზავია.
-და ამ ნაზავს უერთდება იასამნის სურნელი. ზევიდან მომექცა და თვალებში ჩამხედა. - ცოლად ხომ მომყვები?
-ახლა მეკითხები? ცოტა დაგვიანებული ხომ არაა? გაეცინა, ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა და გვერდით გადაწვა. ორივე ჩუმად ვიყავით, ასე გულაღმა ვიწექით და ჭერს მივჩერებოდით .
-ორი თვის მერე იყოს? თავი ჩემსკენ მოაბრუნა.
-რა?
-ქორწილი.
-მარტში?
-ხო. მანამდე გრძნობებშიც გაერკვევი.
-ვინმეს, რომ ეთქვა 19 წლის გათხიცდებიო სიცილით მოვკვდებოდი.
-თებერვალში უკვე 20ის იქნები. გაღიმებული გადმობრუნდა და ჩამიხუტა. -ვერც მე ვიფიქრებდი გუკას დედინაცვლის გიჟი გოგო თუ შემი.. ხველება აუტყდა.. -ცოლად თუ მეყოლებოდათქო. უცებ შეასწორა.
-თან გუკას კარგად ვეყოლებოდი ახწერილი. მოიცა შენ საიდან იცი მე როდის მაქვს დაბ დღე?
-მაგის გაგებას რა უნდოდა?.. გაეღიმა.. -გუკას არაფერი არ უთქვია ცუდი.. უბრალოდ თავის ცხოვრებაზეა გაბრაზებული, არეულია.. ადვილი არაა მისთვის ეს ქაოსი..დედამისი ძაან უყვარდა და ახლა გიორგის გვერდით ნანას დანახვა ტკენს.
-ვიცი. არც ჩემთვის არ იყო ადვილი.
-ილიკოსნაირი გეყოლება მალე და გაადვილდება.
-ხო ნანას და გიორგის შვილი.. გავიღიმე.
-ნანა და გიორგი რა შუაშია? მე და შენზე ვამბობ. ღიმილი სახეზე მიმეყინა. -მალე პატარა გვეყოლება..
-აუ რა ილუზიაებში ხარ..
-ცოტა მაცადე და მაგ ილუზიას ხელში დაგაჭერინებ. გაეცინა.
-მათე გადი ახლა აქედან. გაბრაზებულმა შევუტიე.
-ნუ ფსიხობ რა.. სიცილით გამიკავა ხელები და უფრო, მაგრად მიმიკრა თავის სხეულზე. -დავიძინოთ.
-როგორ მინდა გცემო..
-მერე რა გიშლის ხელს? ახითხითდა
-გოგოობა.. ბიჭი ვიყო გაგიფენდი კარგად. მუჭი შევკარი და ცხვირთან მივუტანე. გადაბჟირდა.
-გადარჩენილი ვარ გოგო, რომ ხარ.
-შეწყვიტე ახლა სიცილი მეძინება. სხვათაშორის შენ გამაღვიძე და გამიტეხე ძილი. გვერდით გადავბრუნდი, ისიც გადმობრუნდა, ზურგზე მომეკრო და ყელში მაკოცა.
-ხვალ წავიდეთ სადმე?
-არ ვიცი, ვნახოთ. ოღონდ ახლა დავიძინოთ.
დილით ისევ მათემ გამაღვიძა ოღონდ ამჯერად ფანჯარასთან მყოფმა, რომელიც ვიღაცას ელაპარაკებოდა ტელეფონზე.
-კაი რა ზურა ეს ერთხელ გამომაძვრინე და ვსო... ისედაც ითამაშებენ.. კონტრაქტს არ მოვაწერ ხელს და ეგ იქნება... მხოლოდ ეს თამაში... ჯიგარი ხარ.. წინასწარ მოგილოცავ გამარჯვებას ვიცი არ გამაზავენ... კაკაბას იმედი მაქ.. სპასიბა.. მობილური გათიშა და ჩემკენ შემობრუნდა -მე გაგაღვიძე ხო? სახე დამანჭა.
-არაუშავს.. რომელი საათია?
-პირველის ნახევარია.
-ამდენხანს მეძინა? ფეხზე წამოვდექი.
-ძილისგუდა ხარ.. გაღიმებული მოვიდა, ცალი ხელი წელზე მომხვია, ცალით კი ლოყაზე მეფერებოდა. -მოწესრიგდი და ჩავიდეთ ქვევით.
-მომაცილე მერე ეს ხელი. ხელის კვრით მოვშორდი.
-მეგრული აჯიკა. თვალები დააწვრილა და ისეთი გამოხედვით ამოთქვა, გეგონებოდათ წინ საჭმელი ედო. საწოლის ალაგება დავიწყე.. მათე ფანჯარასთან დადგა , სიგარეტს ეწეოდა და თან მე მიყურებდა.
-მეოჯახე გოგო.. აშენებული ვიქნები მოკლედ შენს ხელში.. აცანცარდა.
-რა იცი? იქნებ დაგაგციო.
-ხო და ვიქნებით დაქცეულები.
-აუ შენი თავი არამაქვს ჩავედი მე ქვევით. ოთახიდან გავედი.
-ვერ მიგებ სიტყვებში და მაგიტომაც გარბიხარ. უკან ამედევნა.
-არ აგყვები.
მისაღებში შევედით.. ყველას მივესალმე და ლევანის გვერდით დავჯექი. ნელიკო სამზარეულოში ტრიალებდა. ანუკი და აკო საახალწლოდ აწყობდნენ სახლს.. დაჩი ნაძვისხეს დგამდა. ოთო მობილურში იყო ჩამძვრალი.. კაკი და თომა რაღაცაზე გაცხარებით საუბრობდნენ.. გუკას ისევ ეძინა..ნუ ყველა თავის სტიქიაში იმყოფებოდა.
-სად მიდიხარ? ლევანს გავხედე.
-ეზოში გავალ სიგარეტს მოვწევ. თავი დავუქნიე და ნელიკოსთან შევედი.
კეკელიძე ეზოში იდგა არემარეს გაჰყურებდა და სიგარეტს ეწეოდა.. ჩაფიქრებული იდგა ვიღაცის წკრიალა ხმა, რომ მოესმა. მაშინვე მისკენ მიბრუნდა. ქერათმიანი ანგელოზი, გოგოს დანახვაზე სიგარეტი გადააგდო და მისკენ წავიდა.
-სამეგრე"ლ"ოშიც თუ ჩითავდა ასეთი ნაშობა რას წარმოვიდგენდი.. პირდაპირ აჯახა თვალებ გაფართოებულ ლიაკოს. -რა იყო გევასე და ხმა დაკარგე? დასცინა გაოცებულს.
-იცი, რომ უზრდელი ხარ?
-ოჰ.. გადავედით შეტევაზე?
-რომელ შეტევაზე მელაპარაკები? უცნობი ადამიანი მოხვედი და შეურაცხყოფა მომაყენე.
-მერე აღშფოთდი ხო?
-შენ ბიჭო თვალში ხომ არ გეპატარავები.
-იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ შენზე ორი თავით მაღალი ვარ სასაცილოა ეგ კითხვა..
-უზრდელი.. მეტი რო ვერაფერი მოიფიქრა ბიჭს გვერდი აუარა და სახლში გულ აჩქარებული შევარდა.
ლევანს იმდენად ევასა ლიაკო, რომ ახლა ეგ თავის დამნებებელი არ იყო, ამიტომ უკან მიყვა გაწიწმატებულს.
-ლიაკოც მოსულა.. სამზარეულოდან გამოვიდა დიანა და გოგო გადაკოცნა. ლევანის ეშმაკური ღიმილიც შენიშნა. ახლად გაღვიძებული გუკაც გამოჩნდა ჰორიზონტზე.. გუკას კი იცნობდა ლიაკო მარა სხვებს არა.. ამიტომ მათემ იკისრა თავის თავზე და ყველა გააცნო.. აი ლევანთან, რომ გაჩერდა მანდ ცხვირი აიბზუა გოგომ და ზედაც არ შეხედა ბიჭს.
-ეს ვინაა? ლეომ, ჩუმად უჩურჩულა დიანას.
-მეზობელია.
-მაგარი ნაშაა. ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია.
-ლევან. თვალები ვუბრიალე.
-რა გინდა გოგო?
-წესიერად იყავი.. სხვა ვინმეში არ აგერიოს.
-ამერია უკვე.
-კეკელიძე რაიმე, რომ აწყენინო არ ვიც....
-აუუ მორჩი რა.. წადი შენ მეუღლეს მიხედე.
-მეუღლეს არა რა..
-რაცაა. ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ მიმავალ ლიაკოს აედევნა.
-ქორწილი როდისთვის დაგეგმეთ? ოთომ ჩუმად მყოფ მათეს კითხა. ბოკუჩავამ მე შემომხედა.
-ორ თვეში.
-და სად იხდით? თომაც ჩაერთო საუბარში.
-არ ვიცით ჯერ.. მათეს პასუხის გაცემა დავასწარი.
ლიაკოს და ლევანის კამათით უკვე თავი მტკიოდა. ცალკე მათეს ბურდღუნს ვიტანდი. აივანზე გავედი, რომ დამესვენა, მაგრამ აქაც ძაღლის ყეფამ დამირღვია სიმშვიდე. ისევ სახლში შევედი და პირდაპირ ოთახში ავედი. საწოლზე წამოვწექი და ფანჯრისკენ გავიხედე. ნელ ნელა ღამდებოდა. ამ სიმყუდროვეში ჩამეძინა. თვალები, რომ გავახილე მათე გვერდით მეწვა და მშვიდად ფშვინავდა. გამეღიმა. თითებით ნაზად ვეხებოდი სახეზე. საათს გავხედე, ღამის პირველი იყო. ქვევით ჩავდიოდი წყლის დასალევად, გუკას რო შევასკდი.
-რას დაბოდიალობ მთვარეულივით? შევუბღვირე.
-არ მეძინებოდა და.. შენ?
-მე გამოვიძინე უკვე. სიცილით ვუთხარი და სამზარეულოში შევედი. -შეურიგდი გიოეგის?
-არ მილაპარაკია. რომ ჩავალთ მივალ რა მერე. დიანა მათე და შენ მართლა შეეფერებით ერთმანეთს. გამიღიმა.
-ხო რავი..მხრები ავიჩეჩე და წყალი მოვსვი.
-წავე მე დავიძინებ, შენც ადი თორე შეგცივდება ფეჩი ჩამქვრალია. თავი დავუქნიე.
ოთახში ფრთხილად შევედი, მათე რომ არ გამეღვიძებინა, მაგრამ არ გამიმივიდა.
-სად იყავი ? ნამძინარები ხმით მკითხა, საწოლზე წამოჯდა და სახეზე ხელი მოისვა.
-წყალზე ვიყავი ჩასული.
-ფეხშიშველი იყავი წასული? როგორც კი შეამჩნია ჩემი აკანკალებული სხეული მაშინვე შემომიბღვირა -მოდი აქ.. ძაღლს, რომ უბრძანებ ძვალი მომიტანეო აი იმ ტონით მიბრძანა მეც. თავდახრილი მივედი და საწოლში ავძვერი. საბანი დამაფარა და ჩამიხუტა -გაყინული ხარ..
-შენ ხარ თბილი სამაგიეროდ. მის ყელში ჩავმალე სახე და თვალები დავხუჭე.
-ხვალ ახალი წელია.
-ხო 31ია. რა მალე მოვიდა არა?
-დრო სწრაფად გადის.
-მიქრის.
-დიანა ნახე თოვს. ფანჯრისკენ მანიშნა.. თვალები ვჭყიტე და ფანჯრისკენ გადავბრუნდი.
-დადებს?
-ასე თუ ითოვა მთელი ღამე ალბათ კი. თავზე მაკოცა. -ჩემს პატალას რა უნდა, რომ მიუტანოს თოვლის ბაბუამ? ენა მოიჩლიქა.
-არაფერი არ მინდა.
-ეგ როგორ?
-მხოლოდ სიმშვიდე მინდა მეტი არაფერი.
-არც მე? ნაწყენმა შემომხედა.
-შენ? შენც. გავუღიმე.
დილით ადრე ავდექი. ნელიკოს მინდოდა მივხმარებოდი. ბიჭები მეზობელთან იყვნენ გადასულები ღორის დაკვლაში ეხმარებოდნენ. ანუკი და მე ქათამს ვწვავდით. 6სთვის ყველაფერი მზად გვქონდა, მაგრამ ნახევარი საჭმელი ბიჭებს უკვე გადაეჭამათ და სუფრაზე დადებას არც უცდიდნენ.
-მათე დაანებე მაგას თავი და შეშა დაჩეხე.
-ოთომ დაჩეხა უკვე.
-ღვინო ჩამოასხი მაშინ დოქებში.
-ჩამოასხა კაკიმ.
-გადი აქედან მაშინ და მაცადე სუფრაზე დავაწყო საჭმელი. ხელიდან ავაცალე ხაჭაპური -მათე.
-აუ უკვე მაშიმშილებ და ჩემი ცოლი, რომ იქნები ვაფშე ტრუპი ვარ.
-ნუ დუდღუნებ რაღაცას.. წადი მიდი.
-შენ როდის გამოხვალ?
-მაცადე ჯერ ელარჯი უნდა გავაკეთო.
-შეენ? გასასვლელთან მისული ისევ მობრუნდა და სიცილით მკითხა.
-ნელიკომ უნდა მასწავლოს. ვიწყინე დაცინვა.
-აი თავი რო მომაწონო რას არ აკეთებ. მომიახლოვდა ეშმაკური ღიმილით.
-მომშორდი. მუცელზე მივარტყი ხელი. რამდენიმე წამი მიყურა, მერე სწრაფად მომაკრო ტუჩები საფეთქელზე და ხელები სუროსავით შემომხვია. -ვეღარ ვსუნთქავ მათე.
-ბუზღუნა. ტუჩებზე მაკოცა და გავიდა.
გრძნობები იმდენად იცვლებოდა ვერც კი ვხვდებოდი სოხუმსკის მიმართ რას ვგრძნობდი. ერთ დღეს სულ სხვანაირი იყო, მეორე დღეს კი მისი ხასიათი ამინდივით იცვლებოდა. მათესთან ყოფნისას იმდრნად ვივსებოდი, რომ მარტოობის შეგრძნება ქრებოდა. სულ სხვანაირი დიანა ვხდებოდი მასთან. ხასიათებიც მეცვლებოდა, გემოვნებაც და სულიერი მდგომარეობაც. მომწონდა ეს ცვლილებები. იმდენად მომწონდა რამდენადაც მათეს ღიმილი. გონებიდან ვეღარ ვდევნიდი და სიმართლე გითხრათ სულაც არ მინდოდა მისი განდევნა. შევეჩვიე. ერთ დღეს თავი გამოვიჭირე იმაში, რომ მათე ბოკუჩავაზე დამოკიდებული გავხდი. დილით მისი სახის დანახვა იმდენად მაბედნიერებდა, რამდენადაც ღამით მასთან ერთად ძილი. ჩემსა და მათეს შორის არსებული ზღვა უკვე დაცლილი იყო და ორივე ერთ ნაპირზე ვიდექით. სოხუმსკი ჩემეული იყო.. სულ ჩემეული.. სულ ჩემი.
სუფრაზე ვიჯექი ლევანისა და მათეს შორის. თავი ლეოს მხარზე მედო.
-არ მოვა?
-ვინ?
-ის ტუტუცი.
-ლიაკო?
-ჰო.
-გადმოვლენ ალბათ.
-გადმოვლენ?
-თავისი ძმა და თვითონ.
-აუ რაც იცი მომიყევი რა მაგაზე.
-მოგწონს?
-რაღაც ეგ პონტია.
-23 წლისაა.
-მეღადავები?
-ნწ.. მართლა 23საა. არ ეტყობა უბრალოდ.
-ჩემზე პატარა მეგონა მე. ხო რაო კიდე ჩამოარაკრაკე.
-სამედიცინოზე სწავლობს, ყავს ძმა და ახლა ცხოვრობს თბილისში ისე არის სამეგრელოდან.
-უფ რამდენი გცოდნია. ეგ რა არი გოგო რამე ისეთი მითხარი.
-მე რა გითხრა? ორი დღეა რაც ვიცნობ..
-თბილისში სად ცხოვრობს ის გამიგე შენ.. ეშმაკურად გაიღიმა.
ჩემი და ნელიკოს მომზადებული ელარჯი, რომ გადაიღო მათემ მაშინვე თავი წამოვყავი. ველოდი კომენტარს როდის გააკეთებდა ჩემს მზარრულობაზე.
-ნუ მიყურებ მასე თორე დავიხრჩობი. გაიცინა. -კაია .. ხედავ გამოგდის მზარეულობაც. შენს ხელში არ მოვკვდები მშიერი. ლოყაზე მაკოცა და ხელი გადამხვია.
სულ რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი ახალი წლის მოსვლამდე. აივანზე ვიდექი და ცას ვუყურებდი.
-ჩემი ბავშვიც აქ ყოფილა. მოაჯირს დაეყრდნო და სიგარეტს მოუკიდა. ჩუმად ვიდექით.. მათემ ჩამწვარი სიგარეტი მოისურლა, ჩემსკენ შემობრუნდა და თვლა დაიწყო.-10..9..8..7..5..4..3..2..1.. მიყვარხარ. ფეიერვერკების ხმამ გადაფარა ბოკუჩავას ნათქვამი და დიანას სმენამდე ვერ მივიდა ეს ერთი მნიშვნელოვანი სიტყვა. სამაგიეროდ ვერცხლისფერი ბეჭედი დაინახა მათემ, რომ ამოიღო ჯიბიდან. გოგოს გაუღიმა და თითზე ისე წამოაცვა არც არაფერი უკითხავს. ან რათ უნდოდა კითხვა? ისედაც ყველაფერი გარკვეული ქონდა სოხუმსკის.
ის დღე ისე გავიდა არც ერთს არ უთქვამთ სიტყვა ერთმანეთისთვის. დიანას მისაღებში დივანზე მიეძინა, ამიტომ მათემ აიყვანა ოთახში. სხვები ვინ სად იწვნენ და ვინ ვისთან თვითონაც არ იცოდნენ. მეორე დღეს თოვლი კარგად იყო დადებული, ამიტომ გუნდაობა გადაწყვიტეს. ლევანი გამხიარულებულ საზოგადოებას უყურებდა შორიდან აბა ახლა გაიყინავდა ხელებს? უფ მეტი დარდი არ ქონდა, მარა ლიაკოს დანახვისთანავე გადაიფიქრა მშრალად ყოფნა.. გუნდა გააკეთა და ლიაკოს მიმართულებით ისროლა, რომელიც გოგოს აცდა და მის უკან მყოფ ბიჭს მოხვდა, სავარაუდოდ ძმას. მათე გუნდის სროლის მაგივრად დიანას იცავდა გუნდებისგან. ეს დღეც ასე განვლეს, სრულ მხიარულებაში. ბედობას ყველა დაიშალა და გაემართნენ თავიანთ ოჯახებში. მათე და დიანა დარჩნენ მხოლოდ. არ უნდოდათ ნელიკოს მარტო დატოვება, თანაც ბედობას.. ნუ მეორე დღეს მაინც მოუწიათ წასვლა.
-დამირეკეთ ბებია თბილისში, რომ ჩახვალთ. თვალცრემლიანი გვაცილებდა ნელიკო.
-დაგირეკავ ჰო.. თავს მიხედე და ჩამოგივლი ამ თვეში კიდევ. შუბლზე აკოცა ქალს და გაღიმებული მოსცილდა. დიანაც გადაეხვია მოხუცს გულაჩუყებული.
-თბილისში, რატომ არ გადმოდის? მათეს ვკითხე მანქანაში ჩაჯდომისთანავე.
-არ უყვარს ნელიკოს თბილისი. გამიცინა და ლოყაზე მიჩქმიტა..
-ნუ მომაგლიჯე ეს ლოყა.
-ნუ ჯუჯღუნებ.
-ნუ ჯუჯღუნებ.. გამოვაჯავრე.. -საჭეს მიხედე შენ არ გადამჩეხო სადმე.
თბილისში დაბრუნება ისევ იგივობას დაემსგავსა. თითქოს არაფერი არ იყო შეცვლილი. ერთი კვირა გავიდა.. მათე არ გამოჩენილა, არც დაურეკია და არც მოუწერია... მიკვირდა მისი ასეთი გაუჩინარება, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ საქმეები ქონდა. ერთ საღამოს, როცა მონატრებამ პიკს მიახწია, გუკას დავურეკე და მათეს სახლის მისამართი გავიგე. აი მათეს სახლის კარები ვიღაც გოგომ, რომ გამიღო ლამის გავაფრინე..
-მათე ბოკუჩავა აქ ცხოვრობს?დაბნეულმა ძლივს მოვახერხე თქმა და მოკლე კაბაში მყოფი ავათვალერე.
-კი სახლშია მე მისი მეზობელი ვარ.. მობრძანდით მე დაგტოვებთ.. სწრაფად გამოვიდა ბინიდან. საჩხუბრად მოვემზადე და შევაჭერი სახლში.
-ასეთი უსინდისო როგორ ხარ ადამიანო? ცოლი მოგყავს და შენ კიდე ვიღაც ნაშასთან გორა...ვაიმე მათე.. დივანზე მწოლიარე ფერ დაკარგული ბოკუჩავას დანახვაზე გული გადამიქანდა. -რა მოგივიდა? ხომ კარგად ხარ? მათე ამოიღე ხმა.
-არ მაცდი ხმის ამოღებას და..
-ნუ ბუზღუნებ მითხარ რა გჭირს?
-გავცივდი.
-არაუშავს მორჩები.. ის ვინ იყო?
-ნანუკა.
-მერე აქ რა ჯანდაბა უნდოდა?
-მომიკითხა.
-მათე
-ტყუილად ეჭვიანობ. აი შემომხედე არაფრის თავი არ მაქვს ახლა.
-ხო ეგეც მართალია..შუბლზე ხელი მივადე- სიცხე გაქვს.
-წამალი დავლიე და დამიწევს.
-რატომ არ დამირეკე?
-არ მინდოდა შენი შეწუხება.
-შეწუხება ის არაა ამდენი ხანი, რომ მანერვიულე და გაქრი ოკიანეში ჩაძირული ტიტანიკივით?
-მოდი რა ჩემთან. პლედი აწია.. მეც მივუწექი. -როგორ მომნატრებიხარ.
-ვაიმე რა ცხელი ხარ მათე... იყავი ექიმთან?
-ნანუკამ დარეკა სასწრაფოში და დამაყენა თავზე.
-რა გყოლია ეს ნანუკა რა..
-მე რა მყოლია? ვისაც ყავს იმან თქვას. მე პროსტა დამეხმარა. აბა მომაკვდავს ხომ არ დამტოვებდა?
-ჯობია დაეტოვებინე.
-დიანა ნერვებს ნუ მიშლი.
-პირდაპირ გასაოცარი.. თურმე მე ვუშლი ნერვებს.. დამეწყება უნი და გიორგაძესთან ერთად, რომ გავიჩითები მერე ნახე ნერვების აშლები.
-ჯერ მხოლოდ გაბედე და მერე ნახე ნერვები ვის როგორ აეშლება. შენ აქ საჩხუბრად მოხვედი?
-მოსანახულებლად, მაგრამ ჩემი მომავალი ქმრის ბინაში მყოფი გოგოს დანახვაზე ჩხუბიც მომინდა.
-ხო და იჩხუბე უაზროდ თუ ჩემი არ გჯერა.. მე ვიძინებ. მისკენ მიმწია, ტუჩები ყელზე მომაკრო და ჩემს ყელში ჩამალა სახე. მალე ჩაეძინა. გოგას მივწერე დღეს არ მოვალ და არ ინერვიულოთქო. ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოსი გავედი. გასარეცხი ჭურჭელი დავრეცხე, საჭმელი მოვამზადე, იმ პროდუქტისგან რაც მაცივარში აღმოვაჩინე და მათესთან გავედი. ჯერ კიდევ ეძინა, ამიტომ სახლიც მივალაგე.
-როგორ ხარ? გამოღვიძებულს შევხედე.
-კარგად ვარ დიანა დამშვიდდი გაციებული ვინ არ ყოფილა. გამიცინა. -წყალი მომიტანე რა..
-მოიცა ახლავე.. სამზარეულოში გავედი.. ლანგარზე დავაწყვე საჭმელიც და წყლით სავსე ჭიქაც და გავუტანე. -სიცხე გაიზომე ჯერ და მერე შეჭამე.
-აუ რა კაი მყავხარ.. დივანზე წამოჯდა. -ჯერ შევჭამ და მერე გავისინჯავ. სინი მუხლებზე დაიდო. -ისე ჩემი მისამართი საიდან?
-გუკას გამოვართვი.. ერთი მაგან არ იცოდა ცუდად, რომ იყავი?
-არა არ მითქვამს. ბარემ აქ ხარ და მოდი რა ქორწილის ადგილი შევარჩიოთ.
-ოოო.
-არ უნდა მაგას ოო.. მიდი ის ლეპტოპი მომაწუდე.
-სუ არ მინდა მე ქორწილი. ლეპტოპი გვერდით დავუდე.. ჭამას, რომ მორჩა ლეპტოპს მიუბრუნდა.
-შენ არ გინდა მე მინდა. ნახე ეს რესტორანი მგონი კაია.
-არ მომწონს.
-რა არ მოგწონს? მაგარია..
-კაი რა მათე. რას გავს.. დიზაინია ვაფშე კატასტროფა.
-ხო კაი .. აბა ეს?
-არა..
-ეს ?
-არა. მე რამე გიჟური მინდა.
-ეგ რამე ახალი რესტორანია?
-ხმას არ გაგცემ ახლა.
-თქვი მიდი ჰა.
-მოკლედ.
-გრძლად თქვი.
-აბა თუ დამაცდი.
-გაცდი.
-ისევ მეჩრები.
-მაგ კაპასობას აქამდე ათასჯერ იტყოდი.
-რომ მაცადო ვიტყვი.. მათემ ხელები ზევით აწია დანებების ნიშნად. -გადავიხადოთ ღია ცის ქვეშ სა...
-მარტში? გამაწყვეტინა სიტყვა ისევ.
-მარტში.
-წვიმის სეზონზე გიჟურ თვეში?
-გიჟური ქორწილი გამოვა მერე.. წარბები ავათამაშე.
-ღია ცის ქვეშ არ გამოვა.
-მე მასე მინდა.
-იწვიმებს დიანა.
-შენ რა იცი ?
-ვიცი.
-მაშინ ივნისში გადავიტანოთ.
-შანსი არაა. თერმომეტრი ამოაცურა და დახედა..
-რამდენია.
-37.2.. რა დროს ესაა.. გვერდით გადადო.. - მარტში, თან ღია ცის ქვეშ და ადგილი?
-ხო ადგილი? ყაზბეგში?
-მეფე დედოფლის ყინულის ქანდაკებები გავიჩითებით.
-უიმეეე.. ხო კაი.. ორითვია წინ რამეს მოვიფიქრებ, შენ არ დაძაბო გონება მაინც ისე იქნება, როგორც მე მინდა. გავუცინე.
-კაბას შეიკერავ თუ იყიდი?
-ვიყიდი..
-მეც წამოვალ რა.
-წამო.
-მართლა?
-არა ტყუილა.
-ანუ ერთად ვიყიდით?
-რა დაუჯერებელი ეგაა?
-გოგოების უმეტესობას წიკები გჭირთ და..
-წიკიანი შენახარ..
-მიდი რა ის დისკი ჩართე.
-ვა ჩარლი ჩაპლინი? გამეღიმა.
-ხო.. ამასწინ ვიყიდე.. შენ ხო გიყვარს?
-დაგიმახსოვრებია..
-რძიანი ყავაც მაქვს.. გამიცინა. თავი გავაქნიე და მის გვერდით ჩამოვჯექი..
ღამის სამი საათი იყო მობილური, რომ ახმაურდა. მათეს მკლავებიდან ძლივს დავახწიე თავი და მობილურს ვუპასუხე.
-დიანა ლიაკო ვარ.. ნამტირალები ხმით თქვა. -დიანა გესმის? სლუკუნით მკითხა.
-კი. მესმის..ხომ მშვიდობაა?
-ლევანი მოვიდა ჩემთან დაჭრილია.
-რაა? ფეხზე ისეთი სისწრაფით ავდექი ლამის იატაკზე გავადინე ბათქვანი. -მოვდივარ ახლავე. ტელეფონი გავთიშე.
-რა ხდება? მათეც წამოდგა.
-ლევანია ცუდად..უნდა წავიდე.. თავი ვერ შევიკავე და ავტირდი.
-მე წაგიყვან. გვერდით მიგდებული პერანგი გადაიცვა.
-შენც ცუდად ხარ, მე წავალ და დაგირეკავ..
-არ ვარ ცუდად წამო მალე.. საავადმყოფოშია?
-ლიაკოსთანაა.
-ოჰ.
-ახლა არ დაიწყო შენებურები.
-ჩუმად ვარ. კარები გამოხურა და კიბეებზე ჩემთან ერთად ჩამოვიდა.
-ყოჩაღ..
-ე რაზე ამბობ? წარბები შეკრა.
-მშვენივრად შეგიძლია სიარული და მთელი ერთი კვირა ისე გავიდა, რომ არც მნახე. გაეცინა.
-მინდოდა შენ გაგჩენოდა ჩემი ნახვის სურვილი.
-აუტანელი ხარ.. თავი გავაქნიე და სადარბაზოდან გავედით. ისევ ხითხითებდა. -ხომ არ ჯობია დეიდაჩემს დავურეკო?
-ტყუილად უნდა ანერვიულო.. ტაქსს ხელი დაუქნია.. -ჯერ ჩვენ ვნახოთ არამგონია მასე ცუდად იყოს საქმე.. ჩაჯექი მიდი. კარი გამიღო.
-ჩემი ჯელტმენი ბიჭი.
-შენი?
-ხო არა?
-ხო ხო.
-საით? სარკიდან გამოგვხედა ახალგაზრდა მძღოლმა..
-თემქისკენ ძმაო.
საშინლად წვიმდა. პლიუს ქარი ქროდა და ეს წყლის პატარა წვეთები მინაზე ისე ეხეთქებოდა, როგორც აღელვებული ტალღები ნაპირს. მათეს გავხედე.. კანკალებდა. ხელი შუბლზე მივადე.
-იწვი..
-გადამივლის. ხელი გადამხვია და მიმიხუტა.
-წამალი ხომ დალიე?
-შედეგი ნული.
-ჯობდა დარჩენილიყავი.
-ვერ მოვისვენებდი ამ ღამით მარტო, რომ გამომეშვი, თან ახლა ლევანი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მე.
-ჩემთვის ორივე მნიშვნელოვანები ხართ. გამიღიმა და შუბლზე მაკოცა.
სირბილით ავირბინე კიბეები და მათეს მიერ მითითებულ კარებზე დავაკაკუნე. ფერ დაკარგული ლიაკოს დანახვაზე ნერვიულობამ ამიტანა. გიჟივით შევარდი მისაღებში. ლევანი დივანზე იწვა გულაღმა, წელს ზემოთ შიშველი იყო და მუცელზე ბინტი ეხვია. სახეზე ჩალურჯებები უფრო მეტად ამძიმებდა მის მდგომარეობას.
-რა გჭირს ადამიანო? ცოცხლად დავტიროდი.
-ამ ჩერჩეტმა დაგირეკათ ხო? ლიაკოს გახედა.
-რა მნიშვნელობა აქ ? ხელები გავშალე.. - შენ რა მოგივიდა ის თქვი. მასზე დაკვირვება განვაგრძე.
-კაი ნუ დამჩხავი ცოცხალი ვარ და არაა პანიკები საჭირო.
-დაჭრილი ხარ? მათემ დახედა ზემოდან და გვერდით მდგომ დივანში, მოწყვეტით ჩაეშვა.
-გეგი სამსონიძე და თავის ს*რი საძმო.
-მაგას მოვუტ.. ფეხზე წამოხტა ბოკუჩავა.
-მათე. თვალები დაუბრიალა დიანამ. -დაჯექი ახლა ისედაც ცუდად ხარ.
-შენ რაღა გჭირს? კეკელიძემ კითხა.
-გაციებულია..
-ოჰ.. მერე მომლელად აგიყვანა?
-ოჰ.. მერე აქ, რომ მორბოდი ლიაკო შენი მომლელი იყო? იგივე ტონით დაუბრუნა კითხვა.
-კი კარგად მომხედა და.. გაიცინა. -ეს რისი ექიმი უნდა იყოს გაფიცებ ამ პატარა ჭრილობაზე ლამის ხელში ჩამაკვდა.. დაცინა ნამტირალებ ლიაკოს.
-შემაშინე.
-ჩემი პატარა..
-ვინაა პატარა ეტყობა ჩვენს ასაკს.
-მე სიმაღლე ვიგულისხმე.
-ჟირაფი.
-პინგვინი.
-მგონი კარგად ხარ და ჯობია წაბრზანდე.
-არაა.. იყოს ვიქნები.. ცუდად ვარ უკვე..
-კაი დაანებე ლიაკო ამას თავი თორე გამოგიყვანს წყობიდან..
-უკვე გამომიყვანა.
-უკვე გამომიყვანა.. გამოაჯავრა ლეომ.
-ლევან.. გაჩერდი ახლა.. ლიაკო, სიცხის დასაწევი წამალი არ გაქვს?
-კი.. მოგიტან.
დიანა აღელვებული დასჩერებოდა ხან ლევანს და ხანაც მათეს.
-აი აიღე. წამალი და წყალი გაუწოდა სოხუმსკის.
-ეს მთასავით კაცი რამ გაგაცია? ახარხარდა კეკელიძე.
-შენ მგონი მართლა კარგად ხარ ხო იცი.. დიანამ დოინჯი შემოირტყა..
-ცუდად ვარ.. უცებ დასერიოზულდა ლიაკოს სახეს, რომ გადააწყდა.
იმ ღამით ლიაკომ შეიფარა ლევანი, წყვილთან ერთად. მათეს და დიანას ერთად ეძინათ გვერდითა საძინებელში. კეკელიძეც რის კეკელიზე იყო აიჩემა ეს დივანი კომფორტული არაა ჭრილობა მტკივაო და ასე შეუძვრა ლიაკოს ოთახში. სულ გადარია ის საწყალი გოგო..
მეორე დღისით ლევანი ისევ "ავად იყო" მისი ნათქვამით " უმძიმესად", ამიტომ ლიაკომ ვერ გაიმეტა გასაგდებად. მათე და დიანა სახლში წავიდნენ. ბოკუჩავა უკვე კარგად გრძნობდა თავს. ანდა, რატომ არ იგრძნობდა? გვერდით ხომ მომავალი მეუღლე ყავდა.
ორი კვირა უსწრაფესად გავიდა. თითქმის არაფერი შეცვლილა, მაგრამ ოდნავი ცვლილებები მაინც იყო. ლევანი და მათე სრულიად გამოჯამთველებულები დააბიჯებდნენ დედამიწაზე. გუკამ მამამისთან ურთიერთობა მოაგვარა და ნანას ბოდიში მოუხადა. ირაკლიმ თაბაშირს დაახწია თავი და სიარულიც დაიცწო..ანუკის და აკოს ნიშნობა შედგა. ქორწილიც დანიშნეს იანვრის ბოლოს, რომლამდეც რამდენიმე დღე იყო დარჩენილი. კეკელიძისა და ლიაკოს ურთიერთობა ნელ-ნელა თბებოდა.. ლევანი რასაც ქვია თემქაზე გადაცხოვრდა. დედამისმა გაიგო მისი ბიჭის სიყვარულის ამბები და ლამის გადაირია. რას ქვია ჩემი რძალი ჩემს ბიჭზე დიდი იყოსო. ნუ ამაზე ცალკე ლეომ გაჭედა და ცალკე დიანამ. კეკელიძე სახლიდან წავიდა და თავის ძმაკაცს შეეკედლა. მთელი ორი დრე არ გამოჩენილა სახლში. დედამისი გიჟს გავდა.
მათე და დიანა? ოოო აი ეგენი საერთოდ სხვა თემაა. ერთ დღეს მიაკითხა ბოკუჩავამ უნივერსიტეტში და თავისი მომავალი მეუღლე ვიღაც ბიჭთან ერთად მოკისკისე, რომ დაინახა ჭკუიდან გადადგა. ახსნა განმარტებაც არ აცადა გოგოს იმ ბიჭს ისე ატაკა მუშტი. ამ საქციელის გამო რამდენიმე დღე გაბუტული იყო ქალბატონი. განა მათე ხრიდა თაავს რო? არა.. რის მათე იყო ახლა თავისი საქციელი შეცდომად ეღიარებინა? ხო და ისიც არ ურეკავდა გაბუტულს. ბოლოს ყელში ამოუვიდა ეს ბავშვობა და დიანას პირდაპირ სახლში მიაკითხა.
-თუ ბოდიშის მოსახდელად მოხვედი შემოდი და თუ არა მიბრძანდი. გამარჯობის თქმა არ აცადა ისე მიახალა სიტყვები.
-ელოდე შენ ჩემს ბოდიშს. ტუჩის კუთხე ჩატეხა და სახლში შესვლა სცადა.
-არაფერი გვქონია მაშინ სალაპარაკო. კარი მიხურა, მაგრამ მათეს სიძლიერემ სძლია და კარებზე მიკრული დიანა გაასრიალა და უპრობლემოდ შევიდა სახლში. -ნადირო. დაუბღვირა ღიმილით მიმავალ მათეს.
-ვა მარტო ხარ სახლში? ნახე რა კაი დროს მოვსულვარ. დივანში ჩაეშვა. -ყავა არ უნდა დამალევინო?
-საწამლავს დაგალევინებ შენ.. ფეხები ჩამოწიე მაგ მაგიდიდან და საერთოდ წაბრძანდი აქედან.
-ვით ვერ დაივიწყე იმ ს*რის ცემა ტო?
-წესივრად ილაპარაკე..
-რაც არის იმას ვამბობ.
-საერთოდ ხმა არ გამცე რა.
-გოგო კიდე შენ ხარ გაბრაზებული? ვიღაც პი*არასტთან ერთად დაბოდიალობ, იღრიჭები და მე ამას ჩვეულებრივ უნდა შევხვდე?
-ჩემი კურსელიათქო გითხარი და არ იყო ეს გასაგიჟებელი.
-იყო. იღრიალა და ფეხზე წამოდგა.
-ხმას დაუწიე... მინდორში კი არ ხარ მეზობლები მყავს მე აქ..
-ერთი მაგათი დედაც მოვ***.... ორივე გაჩუმდა მერე მათემ დაიწყო წყნარად. -ახლა მომისმინენ! შენი ბუტიაობა სუ ფეხებზე, ხვალ ადგები და გამზადებული დამხვდები დილით.. კაბის საყიდლად მივდივართ და ხმა არ ამოიღო ზედმეტად.
-არსად არ წამოვალ.
-შენი ნებით თუ არა ჩემით წაგიყვან კაცობას გეფიცები..
-მოდიხარ ბოდიშსაც არ იხდი და კიდევ მემუქრები?
-რაზე უნდა მოვიხადო გოგო ბოდიში? იმას, რომ სიფათი გავუერთიანე?
-თუნდაც..
-დავუჩოქებ არ უნდა?
-უნდა.. ეს სიტყვა და დიანას კედელზე აყუდება ერთი იყო.
-მაგიჟებ.
-უკვე მერამდენედ გიმეორებ შენ ისედაც გიჟი ხაართქო სათვალავი ამერია.
-და შენ ამ გიჟის დამაწყნარებელი, რომ ხარ იცი? თან ძალიან ტკბილი დამამშვიდებელი.. გოგოს სიტყვის თქმაც არ აცადა ისე წაეტანა ტუჩებზე. როცა დიანას მოცილდა მის მინაბულ თვალებს ღიმილით შიავლო თვალი. -მეც კაი დამამშვიდებწლი ვარ ხო? ეშმაკურად გაუცინა.
-საზიზღარი ხარ. ბიჭს მოეხვია და მის ყელში ჩამალა სახე. ბოკუჩავამ ყელში აკოცა და გულზე მიიხუტა. იდილია კარების ხმამ დაურღვიათ.
-ვაიმე გოგა მოვიდა... გადი იქით.. სწრაფად მოცილდა ბიჭს და კარი აწითლებულმა გააღო.
-ლიკა და ილიკო სად არიან?
-ირაკლისთან.. გადმოვლენ ცოტახანში. ოხ მათეც აქ ყოფილა.
-გამარჯობათ..
-გაგიმარჯოს.. რამე ხდება თუ უბრალოდ მოაკითხე ჩემს გოგოს? ღიმილით გადმოგვხედა.
-ხვალ კაბის საყიდლად მივდივართ და მაგაზე მოვედი, რომ მეთქვა.
-ტელეფონი არ არსებობს მერე? გაეცინა მამაჩემს და მათესაც გამოესახა სახეზე ღიმილი.. -მეც ვიყავი თქვენ ხელა მე რას მატყუებთ.. სად იხდით ეგ გაარკვიეთ?
-არ აურჩევია დიანას ჯერ.
-ეხ ეს სანამ არჩევს. ხელი ჩაიქნია გოგამ. -სტუმრებზე რას შვებით?
-თქვენ ვინც გინდათ ის დაპატიჟეთ არ გვაქვს პრობლემა.
-რას ქვია არ მაქვს პრობლემა? მაქს! ვიღაც დამიპატიჟო, რომელსაც გულზე არ ვეხატები რაში მინდა? თუ ჩვენი დღეა ჩვენი უნდა იყოს.. ვისაც მე მინდა იმას დავპატიჟებ.. ჩაერთო დიანაც მამაკაცების საუბარში.
-ჰოჩაღ შვილო.. მოწონების ნიშნად ტაში დამიკრა.. მათეს გაეცინა.
-წავალ მე არ შეგაწუხებთ ხვალ დილით გამზადებული დამხვდი შენ. ლოყაზე აკოცა მის დედოფალს და სახლიც დატოვა..
დილითვე ახმაურდა დიანას მობილური. მათე ურეკავდა მალე გაემზადე 20 წუთში სადარბაზოს წინ იყავიო.. საწოლიდან ამდგარიც არ იყო.. ნუ დიდისამბით კი დაეთანხმა ავდგებიო მარა ტელეს გათიშვისთანავე გადაიფიქრა და ძილი გააგრძელა, მაგრამ კარებზე კაკუნმა გამოაღვიძა.
-არ ამდგარხარ? ოთახში შემოსული მათე დაადგა თავზე.
-ავდგები.
-ადგები აბა მა რას იზამ. სკამზე ჩამოჯდა.. -რომ გითხარი გამზადებული დამხვდითქო არ მიგულისხმია ლოგინში იწექი მოისვენეთქო..
-ნუ ბურდღუნებ.. მინიმუმ 45 წუთში მზად ვქნები.
-რაა?
-ჰო კაი გატყუებ. მაქსიმუმ 1 საათში.
-დიანა!
-კაი 59 წუთში.
-შეღავათია.
-თანაც როგორი. წადი გადი ლიკა ყავას დაგალევინებს მანამდე და მეც გამოვალ.
-მალე ქენი.
სანამ ბოკუჩავამ სამჯერ არ შეაკითხა მანამდე ვერ მიხვდა, რომ უნდა გასულიყო. ბოლო შესვლაზე მათეს ნერვები აღარ ეყო და ძალით გაათრია ოთახიდან.
კვლავ გუკას მანქანაში ისხდნენ ნუ ამჯერად სამეგრელოსკენ კი არა, საქორწინო კაბების მაღაზიისკენ მიდიოდნენ.
-ეს ნახე მგონი კაია. მათემ წელში გამოყვანილი კაბა მოიწონა.
-მგონი გავიწყდება ჩემი პარამეტრები. მაგ კაბაში ცალი ფეხი არ ჩამეტევა.
-ნუ აბუქებ, არახარ ეგეთი მსუქანი.
-წიხლს მაჭერ პირდაპირ მაზოლზე რა..
-ვაიმეეე.. ოღონდაც ნუ დაიქოქები და აარჩიე რამე.
-მე ეს მომწონს. შავ კაბაზე მიანიშნა, რომელიც ტყავისა და შიფონის ნაჭრით იყო გაწყობილი.
-ვინმე გარდაიცვალა და პანაშვიდზე მიდიხარ?
-ეგ რა შუაშია?
-აბა შავი კაბა უნდა გეცვას ქორწილში?
-მე ასე მინდა.
-მე კი აი ეს თეთრი კაბა მინდა, რომ გეცვას.
-მაგას არ ჩავიცმევ.
-აუ რა ტვინს ჭამ.. ერთი წუთით.. კონსულტანტს ანიშნა ჩვენთან, რომ მოსულიყო. -კაბას ვეძებთ რაიმე ორიგინალურს და განსხვავებულს, თანაც თეთრს.. დაამატა.
-კატალოგს მოგიტანთ და აარჩიეთ თქვენ თვითონ.. გოგომ ღიმილით დაგვტოვა.
-რას აიჩემე ეს თეთრი? ან საერთოდ ახლა, როტომ ვყიდულობთ ?
-ხმა არ გაიღო.
-ოჰ გაიბუტა.
-დიახ გავიბუტე.. ერთ სურვილსაც არ მისრულებ და მაგიტო. ზურგი მაქცია.
-კაი ჯანდაბა ჩავიცმევ იმ შენს მოწონებულ კაბას და თავად ხომ დაინახავ ჩაკვეხებული, რომ ვიქნები. კაბა ავიღე და გასახდელისკენ წავედი.
-ჩაიცვი ?
-ვიცმევ მათე მაცადე.
-15 წუთია უკვე მანდ ხარ..
-გამოვდივარ უკვე.
თეთრ კაბაში გამოწყობილი საყვარელი ქალის დანახვაზე მათეს სისხლი აუჩქარდა. ტუჩის კუთხეები ნელ ნელა აეწია და სიხარულის სხივებიც გამოესახა თვალებში. პირველად გრძნობდა ბედნიერების არომატს, რომელიც ისე ათრობდა, როგორც მათრობელა სასმელი.. სიყვარულის აღწერაც კი შეეძლო იმ წამს და დიახ ამ სიყვარულს დახატავდა კიდეც.. გული იმდენად ქონდა აჩქარებული, რომ თითოეული დარტყმა ესმოდა, ტანში დავლილი ჟრუანტელი სიამოვნებდა და მთლიანად იძირებოდა უსაზღვრო გრძნობებში.. თავი გვერდით გადახარ. ცოტახანი უყურა ასე ჩუმად, მერე ვეღარ მოითმინა, დიანასთან მიიჭრა და ტუჩებზე ისე დააცხრა არც მორიდებია იქ მყოფი ხალხის.



№1  offline წევრი blondeangel631

ვაიმე რა საყვარები არიან heart_eyes

 


№2 სტუმარი მარიამმი

როგორც ყოველთვის იდეალურია.არდააგვიანო მალე დადე ველი მოუთმენლად????????????????????????????????????????????????????????????????????????????❤❤❤❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი თაკო

აი მესმის ძან მაგარია ველი შემდეგს

 


№4  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

რა კარგოაა საყვარლობაა და საბოლოოოდ იდეალური ისტორიაა ♥♥♥♥ ძალიაან მიყვაარს ♥♥ ყველაფერი კარგად გაქვს აღწერილი და მომწოონს ძალიან ♥♥♥ იმედია არ დააგვიანებ დადებას მოუთმენლად გელოდები და წარმატებები ჩემო კარგო ♥♥

 


№5  offline წევრი naniko mindia

Zalian kargia warmatebebs gisurveb ♥♥♥♥♥imedia dges dadeb ♥♥♥♥
--------------------
lomidze

 


№6 სტუმარი მარიამმი

როდის დადებ შემდეგს?♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent