მთვარის დაბნელება (1) [საცდელი]
პირველ რიგში,მინდა ვთქვა,რომ ისტორიაში არსებული მოვლენები არის რეალური.ანუ ამბავი რეალობაზეა დაფუძნებული და პერსონაჟებიც რეალურია.არ მინდოდა დამედო,სანამ მთლიანად არ დავწერდი,მაგრამ ცდუნებას ვერ გავუძელი.ასევე მინდა გითხრათ,რომ დასაწყისში იქნება ნაკლები "ექშენი",რადგან ქრონოლოგიურად მინდა განვითარდეს მოვლენები.სწორედ ისე,როგორც დაიწყო და გაგრძელდა.ასევე ვიცი,რომ ნაწერი ცოტაა და თავებს გაზრდა სჭირდება. ეს არის ამბავი მზისა და მთვარისა,თუ როგორ შეუყვარდა მთვარეს მზე,როდესაც დედამიწაზე მზის სრული დაბნელება მოხდა.ეს არის ამბავი სიყვარულისა,რომელიც აქამდე არასდროს სმენიათ მოკვდავთა ყურებს. ------------------------ -ნინო,ნინო გოგო! მე ვისთვის ვლაპარკობ?-გაცხარებული სოფო მკლავებში ჩამფრენოდა და რაც ძალა ჰქონდა მანჯღრევდა-გამეცი ხმა,როგორი ეგოისტი ხარ,როგორი საზიზღარი ხარ-უკვე ტირილამდე მისული ცდილობდა ჩემს სააქაოს დაბრუნებას.მე კი ერთ ადგილს მიყინული ჩემ ძველ კორპუს თვალს არ ვაშორებდი.მერე უცებ,თითქოს ნაპას ვარტყამო, ღრმად ჩავისუნთქე ჩემი ბავშვობის წლები,ის ჰაერი რომელიც მთელ ჩემს ცხოვრებას იტევდა.ჩავისუნთქე და ვეღარ გავბედე,რომ ესეოდენ საყვარელი და ძვირფასი ჟანგბადი კვლავ ამომესუნთქა.მომინდა,რომ ამ სურნელში გახვეულს სამუდამოდ დამძინებოდა. -ნინო,შეწყვიტე ეს მაზოხიზმი,გთხოვ! თუ შენი თავისთვის არა,ჩემთვის გააკეთე.დამიბრუნე ძველი დაქალი,ისეთი როგორიც წლების წინ ამ სახლში ცხოვრობდა-განწირული ხმით ტიროდა სოფიო,ღონეგამოცლილი ჩემს ფეხებთან ჩაცუცქულიყო და ცრემლიანი თვალებით შემომყურებდა. -კარგი,წავედით. -რა წავედით,სად წავედით?რა,განა თუ ავდქებით და წავალთ,ხვალიდან უკეთ გახდები?ახალი ფურცლიდან დაიწყებ ცხოვრებას? -სოფიო მორჩი ქვითინს,ჩემი ცხოვრების უკანასკნელი ფურცელი დიდი ხნის წინ დაიწერა და ეს შენც კარგად იცი! -საკმაოდ ახალგაზრდა ხარ იმისთვის,რომ ახალი ბლოკნოტი აიღო,სადაც მრავალი ახალი ფურცელი იქნება ცხოვრების თავიდან დასაწყებად. -შენი აზრით,ამ ლიტერატურული ფრაზებით ჩემში რამე ცვლილებას გამოიწვევ? ნუ მაფიქრებინებ,რომ ცუდად მიცნობ!-გაღიზიანებულმა ტაქს დავუქნიე ხელი,მანქანა გაჩერდა თუ არა შიგ ჩავხტი.სანამ სოფიო გონს მოვიდოდა,მე უკვე გაცილებული ვიყავი მასაც და იმ უბანსაც. --------------------------------------- წლების წინ... ჯერ კიდევ თვრამეტი წლის ვიყავი,პირველად რომ შევამჩნიე.მიუხედავად მისი შარმისა,ყურადღება დიდად არ მიმიქცევია,რადგან აბიტურიენტი ვიყავი და ბიჭებზე ფიქრის გარდა ყველაფრისთვის მეცალა.სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და როგორც წარჩინებულ მოსწავლეს,მთელი სანათესაო,სკოლა,ოჯახი და საერთოდ თუ კი ვინმე მიცნობდა ჩემგან ჯავახიშვილის 100%-იან გრანტს ელოდებოდა.მეც სხვა რა გზა მქონდა,დღე და ღამე წიგნებთნ ვიჯექი.ჩემი პირველი უბედურება სწორედ მაშინ მოხდა,ამდენი წვალება რომ წყალში ჩამეყარა და მხოლოდ 50%-იანი დაფინანსება ავიღე.სიმართლე გითხრათ ეს დიდად არ მადარდებდა,მხოლოდ იმიტომ მტკიოდა გული,რომ მათ იმედები გავუცრუე.ჩემ ახლობლებს,ჩემს საყვარელ ადამიანებს,მაგრამ როგორც პირველ ცხოვრებისეულ დარტყმას შეშვენის მარტივად გადავაგორე.ჯავახიშვილში ჩავირიცხეთ მეც და სოფიოც,მართალია სხვადასხვა ფაკულტეტზე ვიყავით,მაგრამ ახალი ცხოვრების დასაწყისი ისეთი მადისაღმძვრელი გეჩვენებოდა,რომ ჩვენ ბედნიერებას ხელს ვერაფერი უშლიდა. მეორედ ერთმანეთს სწორედ იმ დღეს შევხვდით,მე რომ ჩარიცხვის ამბავი გავიგე.პაპანაქება სიცხე იყო,მაგრამ,კარგად მახსოვს,ჯინსის შარვალი და თეთრი ბრეტელებიანი ზედა მეცვა.იმ წელს ზღვაზე ვერ წავედით და ჩემი გაფითრებული კანი მზეზე კიდევ უფრო უფერული ჩანდა,მისი გარუჯული სხეული კი ისე ანათებდა,მთელ უბანს თვალს სჭრიდა.მოულოდნელად გაიღიმა და მაშინ მივხვდი,რომ ის იყო მზე,რომელიც თავისი სიკაშკაშით ყველას თვალს სჭრიდა.თუმცა,მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი,რომ თუ ძალიან მიუახლოვდებოდი,დაგწვავდა და ფერფლად გაქცევდა.მას შემდეგ თითქმის ყოველ დღე ვხედავდი და თითქოს ყოველ დღე უფრო სიმპატიური მეჩვენებოდა.ვის არ მოეწონებოდა ნავარჯისები სხეული,პატარა ცხვირი და ქარიზმატული ღიმილი.ბევრი ნიუანსი იყო,რაც ჩემთვის სასურველ მამაკაცს უნდა ქონოდა.ის კი ყველა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებდა,ზედმეტადაც კი. ----------------------------- 20 სექტემბერი იყო,ჩემი ძმა თექვსმეტი წლის ხდებოდა.სახლი ქაოსსა და ნიკას ბედნიერ შეძახილებს მოეცვა.ოთახებს შორს გიჟივით დაქროდათქო ვიტყოდი,მაგრამ სულ ერთოთახიანი სახლი გვქონდა და ძალიანაც,რომ სდომოდა ვერ ირბენდა.ამ რამოდენიმე კვადრატულ მეტრში ვცხოვრობდით მე,დედა,მამა და ნიკა.შეიძლება სახლი პატარა გვქონდა,მაგრამ არასდროს მოგვკლებია რამე მე და ჩემ ძმას.არ არსებობდა ჩვენთვის სურვილი,რომელსაც მამა ვერ შეასრულებდა.სახლში ყოველთვის სითბო და ბედნიერება ტრიალებდა.ჩვენ ვიყავით ოჯახი პატარა სახლით და დიდი გულით. მოკლედ ნიკას დაბადების დღისთვის ვემზადებოდით,დედა ხაჭაპურებს აცხობდა,მე კიდევ ტელეფონში თავჩარგული ვიჯექი და სოფიოს ვეჭორავებოდი. -ნინი დეე.. -ხოოო -რამდენჯერ უნდა გასწავლო,როდესაც გეძახი,უნდა თქვა ბატონო და არა ხო.ქალაქელი გოგო ხარ,ბოლოს და ბოლოს!-მობეზრებულმა გადაატრიალა თვალები და ცომიანი ხელები დაიფენთხა. -აუუ დედააა,რა გინდოდა შენ ის თქვი? -რა მინდა და მაღაზიაში ჩადი და რაღაცეები ამომიტანე,სიას დაგიწერ. დედამ ათფურცლიანი სია დამიწერა და მეც შუბლშეჭმუხნული დავეშვი მეოთხე სართულიდან.თან გზაში ვდუდღუნებდი,ამ სიცხეში რომ უნდა მეთრია ამდენი რაღაც.მაღაზიაში შევედი და გულიც იქვე გამიჩერდა.წელში გამართული ერთ-ერთ დახლთან იდგა და ინტერესით კითხულობდა პროდუქტის ინსტრუქციას.საშინლად ავნერვიულდი,ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი მთელ სხეულში და მივხვდი,რომ ეს ბიჭი ჩემთვის უბრალო უბნელი აღარ იყო.თავს შემოვუძახე და წელში გამართულმა გვერდით ჩავუარე,სანამ ჩავუვლიდი გვერდულად ამომხედა და შევამჩნიე ტუჩის კუთხეში ღიმილი როგორ შეეპარა.ამან საერთოდ გადამრია,ნერვიულობისგან ვიგრძენი ხელის თითები როგორ მიკანკალებდა.ჩავუარე თუ არა,ჩემკენ შემოტრიალდა და უკან გამომყვა,ვცდილობდი არ შემემჩნია და ცხვირი ათ ფურცლიან დასტაში ჩავრგე.ისეთი დაბნეული ვიყავი,ზეთსაც ვეღარ ვპოულობდი,გიჟივით აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს. -ზეთი შენს უკანა დახლზე დევს,პაწუ-მისი ხმის გაგონებამ,საერთოდ გამაშეშა.მხოლოდ გვერდულად გავხედე და ზეთი ავიღე.მას გავშორდი და სხვა სექციისკენ წავედი,რომ კაკაო მეყიდა.თუმცა ვგრძნობდი,ისევ უკან რომ მომყვებოდა.ამჯერად უფრო მოვბილიზდი და შევეცადე ყველაფერი მალე ამეღო,თან შიგადაშიგ გავხედავდი და წარბშეკრული მზერით ვაგრძნობინებდი,რომ მომშორებოდა. -რა იყო პაწუ,რამე გაწყენინე? ეგრე რატო მიყურებ?-კვლავ დავაიგნორე და რომ მიხვდა პასუხის გაცემას არ ვაპირებდი,მხარი გამკრა და რაც ხელში მეჭირა ძირს დამაყრევინა. -ვაიმეე...-ისე ოსტატურად გაიცინა,თითქოს ძალით არ გაუკეთებია-მაპატიე! -მოძველებული ხერხია,მაგრამ არაუშავს!-უფრო ჩემთვის ჩავიბურტყნე და დაყრილი პროდუქტის აკრეფა დავიწყე. -კაკაო არ დაგრჩეს-ირონიულად მომაძახა,პროდუქტებს გადააბიჯა და მაღაზია დატოვა. ამ ქცევამ სულ გამაგიჟა,უფრო საკუთარ თავზე ვბრაზობდი,რომ ასე დავიბენე და დებილივით ხმაც არ ამომიღია მის კომენტარებზე.საშინლად გავბრაზდი,რომ უფრო მეტი სითამამე ვერ გამოვიჩინე.მაგრამ იმდენად ბედნიერი ვიყავი,რომ გავედი თუ არა მაღაზიიდან სოფოს დავურეკე,თან ერთ ადგილზე ვხტუნაობდი სიხარულით. -სოფოოო,არააა,სოფოო,ღმერთო,არ არსებოოოოობს.ვაიმე სოფო ცუდად ვარ! -იქნებ მორჩე წიოკს და გამაგებინო რა ხდება? -ვერც კი წარმოიდგენ ვის ველაპარაკე,სოფოო ახლა გული მხევს დაოო! -თუ არ მეტყვი,ვერ გავიგებ იდიოტოო-მოუთმენლად ჩაყვირაა ტელეფონში. -იმასს,აი იმ ბიჭს,მზესავით რომ ანათებს. -რა მზე და რა ბიჭი? რა მოწიე ასეთი? -აუუ გოგო,ადრე რომ ბიჭი დაგანახე.რა გჭირს,ძაან სიმპატიური რომაა,ლამაზი ღიმილით.სულ ზაგარი,რომ აქვს! -არააააა-აწიოკდა და აღარ გაჩერდა-ვაიმეე არააა,თუ მჯეროდეს ნიინს,ვაუუ.ცუდად ვარ,ეს დღე კარგად დაიმახსოვრე,შენი ცხოვრების ახალი ფურცელი იწყება და რომ იცოდე,მაგ მზესავით ბიჭს სახელი აქვს. -მერე აქამდე რატო არ მითხარი გოგო? -რავი არც გამხსენებია,ჩემი ძმისგან გავიგე იმ დღეს შემთხვევით.თურმე არც მეტი არც ნაკლები,მევლუდი ქვია. -არააა? რას მეღადავები სოფიო,კაი რაა? -დედას გეფიცები,პროსტა უბანში მელოს ეძახიან თურმეო. -რა მევლუდიი ახლა ცუდად გავხდები-აჟიტირებული სიცილით ვიხეოდი. -სახელი არ გვკიდია? მთავარია ბიჭია კანფეწივით და რაც მთავარია,ჩემი მთვარესავით გოგო შემჩნეული ყავს უკვე. ამ დღემ ჩემში დიდი ცვლილებები გამოიწვია.სწორეს,იმ ღამით მივხვდი,რომ მელო ჩემს ცხოვრებაში კიდევ ბევრ რამეს შეცვლიდა.მეორე დილის გათენებას ველოდი,ერთი სული მქონდა სადმე მენახა,რომ კიდევ ერთხელ მომცემოდა მასთან საუბრის საშუალება.ტექსტიც კი მოვამზადე,რომ ისევ არ შევრცხვენილიყავი და თავი ამაყად დამეჭირა.მაგრამ,რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი ისე მარტივად არ ხდება,როგორც წიგნებში.მეორე დღეც დადგა და მესამეც,მაგრამ არსად მინახავს.მთელი დღე გარეთ დავწოწიალობდი,ხან მაღაზიაში ჩასვლას ვიმიზეზებდი,ხან გასეირნებას მაგრამ ვერსად ვნახე.ბოლოს იმ ამბიდან მეოთხე დღეს შევნიშნე,მანქანაზე მიყუდებული იდგა და ალბათ ვინმეს ელოდებოდა.იმ მხარეს საქმე არ მქონდა,მაგრამ გზაზე სპეციალურად გადავედი,ნევრიულობამ ისევ შემომიტია,მაგრამ მაქსიმალურად შევეცადე თავდაჯერებული ვყოფილიყავი.და აი,რამდენიმე წამში შემამჩნია კიდევაც,მეგონა რომ მომესალმებოდა მინიმუმ,მაქსიმუმ კი ისევ შეეცდებოდა უკან გამოყოლას.მაგრამ,იმედები გამიცრუვდა.დამინახა და არც კი შემიმჩნია,ყურადღებაც კი არ მოუქცევია,თითქოს ხორციელ არსებას არც კი გაევლოს მის გვერდით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.