შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რიტა (თავი მერვე)


12-01-2018, 13:45
ავტორი TrustYourSoul
ნანახია 1 262

12.01.2018 7:47
თვალების გახელის თანავე ვამჩნევ ჩემზე მოშტერებულ სესილის,წელზე შემოხვეული ხელით უფრო ახლოს ვიკრავ და მის ყელში ვრგავ თავს,ჩემთვის სასიამოვნო ენძელის სურნელს,მძაფრად შევიგრძნობ და ყელიდან ნელ-ნელა ვუყვები კოცნით,ყური,ლოყები,შუბლი,ცხვირი და აი მივადექი ჩემ ღია ბორდოსფერ ტუჩებს,ნაზად ვუკოცნი ბაგეებს და ხელებს ზურგზე დავაცოცებ.
- დილის ასე მსუყედ დაწყება შეიძლება? - ისევ განვაგრძობ კოცნას და თან ვბუტბუტებ,სიამოვნების მწვერალს მიღწეული,მსუბუქად მკრავს ხელს და ფეხზე დგება,გაოგნებულს წინ დოინჯ-შემორტყმული მიდგება
- სირბილიი? - გაბუშტულ ტუჩებს ბრიცავს და ამღვრეულ თვალებს მანათებს
- აუ ღადააობ? - თავს ლოგინზე ვაბრუნებ და ზემოდან ბალიშს ვიფარებ,ლოგინის მარცხენა მხარე მანიშნებს,რომ ობიექტი ჩამოჯდა და შემიძლია თამამად განვაგრძო საყვარელი სხეულის ფერება,თავს ვწევ და ვაკვირდები
- დამპირდი მე შენ - ძლივს გასაგონად ბურტყუნებს და ხელებს აჯვარედინებს,ახლოს მივდივარ,წელზე ვხვევ ორივე ხელს და თავს კალთაში ვუდებ
- ხვალ,რომ წავიდეთ? სესილია რადგან დაგპირდი ანუ ვირბენთ,ხომ იცი არა? უბრალოდ ჩამეძინა
- ახლაც შეგვიძლია სირბილი - ტუჩებს ისევ,რომ ბუშტავს ნერვიული სისტემა განგაშს რთავს და გასათიში ღილაკი დაღვრემილი დამყურებს,ვიწევი,ახლოს ვიზიდავ და ისევ ვეხები სასურველს - ცოლად,რომ მომყვებოდე სულ ჩემს გვერდით დაიძინებდი და სანატრელი არ მექნებოდა შენთან ერთად გაღვიძება - ჩუმად ვებუტბუტები,უცებ ხტება და აალებულ თაფლისფერ თვალებს მიშტერებს
- ჩვენ ამაზე უკვე,ხომ ვისაუბრეთ? - მეც მას ვბაძავ,ვდგები,სკამზე გადაფენილ სვიტრს ვიცვამ და ვტრიალდები
- ამაზე სულ ვსაუბრობთ სესილი
- ნოე მე შენი მხარდაჭერა მჭირდება,რატომ არ გესმის? ოჯახი სწავლაში ხელს შემიშლის და.... - უცებ ჩუმდება,ცუდ საქციელში გამოჭერილ ბავშვს გავს,მე კი გონებაში ათასჯერ დატრიალებულ მის სიტყებზე ვფიქრობ - ეს არ უნდა მეთქვა,ნოე ეს მართლა არ უნდა მეთქვა - მიახლოვდება და ცდილობს შემეხოს,სიგარეტის კოლოფს და სანთებელას ვიღებ და უკან მოუხედავად გავდივარ ოთახიდან,მისაღებში ჩავდივარ,ერთ ღერს ვუკიდებ,ახლად გამოსულ ცოტნეს,რომ ვამჩნევ,გაბრაზებული მასზე ვიყრი ჯავრს და ჩვენ ხმაურზე გამოვარდნილ ბავშვებს ყურადღებას არ ვაქცევ.
- რა მოხდა? - სესილი მიახლოვდება და მხარზე ხელს მადებს - ნოე
- უბრალოდ ვიკამათეთ
- რავი უბრალო კამათს არ გავდა და - მხიარული ტონით ნათქვამი ჩემი ძმის სიტყვები უფრო მაღიზიანებს,სიგარეტის ნამწვავს საფერფლეში ვსრეს,ქურთუკს ვიღებ და გარეთ გავდივარ,სუფთა ჰაერი ყოველთვის მშველოდა,საშინელი ქარია მაგრამ სახეზე მაინც სასიამოვნოდ მელამუნება, ზურგს უკან ნაბიჯების ხმა მესმის,სესილია,ვჩერდები და უკან ვტრიალდები.
- მარტო ყოფნა მინდა რა - ვიცი ახლა ყველაზე მეტად ვტკენ,მაგრამ ცოტახნით მართლა მჭირდება მარტო დარჩენა.
- კარგი მაგრამ,საქმე ჩვენ დილანდელ საუბარს ხომ არ ეხება?
- მარტო მინდა მეთ...
- უბრალოდ პასუხი გამეცი და წავალ ნოე.
- ჩვენი დილანდელი საუბარი არაფერ შუაშია სესო - ყველაზე მეტად ამ მიმართვას ვერ იტანს,'სესო',სულ ამობობს,რომ აკომპლექსებს და თვითშეფასების უნარს უზღუდავს,გაგეცინებათ,იფიქრებთ სახელი როგორ უზღუდავს თვითშეფასების უნარსო,მაგრამ,რომ კითხოთ თვითონაც ვერ გიპასუხებთ,უბრალოდ ასეა და მორჩა,არც კი ვიცი ახლა ასე რატომ მივმართავ,მაგრამ სულ ასეა,როცა გაბრაზებული ვარ ჩემდაუნებურად სცდება ბაგეებს მისი სახელის ასეთი 'დამახინჯებული' ფორმა,ამღვრეული თვალებით მაშტერდება,შემდეგ ტრიალდება და მიდის,რა თქმა უნდა,ორივემ ვიცით ყველაფრის თავი ჩვენი დილანდელი საუბარია,ერთ საათს ვყოფ გარეთ ყოფნაში,ამასობაში ცოტნესაც ვწერ, მოკლედ ვაყლოებ რა ხდება და ფიქრს განვაგრძობ,ვიცი თუ სესილის შენარჩუნება მინდა უნდა მოვითმინო და ასეც მოხდება,სახლისკენ მიმავალი გარეთ მდგარ მანქანებს ვამჩნევ და კართან მდგომ აჩის სწრაფად ვუახლოვდები.
- საით?
- ქეთოსთან მივდვიართ,წამოხვალ?
- გამოვიცვლი და თვითონ მოვალ
- კაი მაშინ,სესილის აღარ დაველოდებით და შენ წამოიყვანე - უხმოდ ვუქნევ თავს და სახლში შევდივარ,მისაღებში არ არის,ანუ საძინებელშია,ღიღინით მივიწევ ოთახისკენ,გარდერობთან მდგარს ყურადღებას არ ვაქცევ,პირსაწმენდს ვიღებ და და სააბაზანოს კართან ვჩერდები, ვატყობინებ,რომ ერთად წავალთ საავადმყოფოში,15 წუთში აბაზანიდანაც გამოვდივარ და ვიცვამ,წევს და წიგნს კითხულობს.
- მოდიხარ? - მანქანის გასაღებს ვიღებ და ვაკვირდები,დგება და უკან მომყვება,გასასვლელთან წინ მეღობება და წარბ აწეული მიყურებს.
- გარეთ ცივა ნოე
- მერე?
- მერე ის,რომ ამ ყინვაში სველი თმით არ გახვალ - კაპიუშონს ვიფხატავ თავზე და ვუღიმი
- ახლა შეიძლება გასვლა?
- ფენი ჩემოდანშია
- სესილი გვაგვიანდება
- გინდა ცოლად გამოგყვე?.......ნუ ახლო მომავალში - თვალებ გაბრწყინებულს ისევ ყველაფერს მიშხამებს - ჰო და ახლა ახვალ და თმას გაიშრობ!
- დაგტოვო აქ თუ წამოხვალ? - ჩემ ასეთ ტონზე უკვე იცის,აზრს,რომ ვერ შემაცვლევინებს,მიახლოვდება და შრეკის თვალების მანათებს
- კარგი,მოდი მე გაგიშრობ მაშინ....კაი? - თვალებს მომაბეზრებლად ვატრიალებ და თავს ვუქნევ,ახლოს მოდის და ხელებს კისერზე მხვევს,მეც ვერ ვითმენ,ხელებს წელზე ვუცურებ და ყელში გემრიელად ვკოცნი - ცოტათი მშორდება,ცერა თითს მისვამს ლოყაზე და შუბლს შუბლზე მაბჯენს - მოდი დღეს სადმე დავსხდეთ და ვივახშომთ...გაწყობს?
- მაწყობს - მისი აზრით კმაყოფილი,თმებს უპრობლემოდ ვიშორობ,საერთოდ ბავშვობიდან ვერ ვიტან ფენის გამაყრუელებელ ხმას,ზაფხული ამიტომ მიყვარდა ხოლმე,სულ სველი თმით დავრბოდი მაგრამ მშობლებს რეაქცია არ ჰქონდათ,უკვე საავადმყოფოში მყოფს კი სულ მავიწყდება დაგეგმილი ვახშამი,თან შებინდდა,არა მგონია სესილის ახსოვდეს,ბუფეტში მსხდარ ბიჭებს ვეუბნები სესილის ვნახავ მეთქი და პალატაში ავდივარ.
- აბა მიმიღებთ? - კარს ნახევრად ვაღებ,ვეყრდნობი და ოთახში მხოლოდ ქეთო და რეზი,რომ ვხედავ ვიბნევი - სესილი სად არის?
- ნახევარი საათია რაც გამოვიდა უკვე
- და სად მივდვიარო არ გითხრა ქეთო?
- ბიჭო რატო ღლი,ისედაც მთელი დღეა გიძლებთ,მე,რომ შემოვედი მაშინ გავიდა,არაფერი არ უთქვამს,ან რა უნდა ეთქვა? ალბათ ბუფეტში..
- იქედან ამოვდივარ რეზი
- მაშინ არ ვიცი
- კაი წავალ მოვძებნი - ბუფეტში ჩასვლამდე ოთხჯერ ვურეკავ,მინის კარში ვიჭყიტები და იქაც,რომ ვერ ვამჩნევ გარეთ გავდივარ,ბუფეტში არაა,გარეთ არაა,სად წავიდა? საავადმყოფოს ეზოში გაგიჟებული დავიარები,ხელში მოქცეული ტელეფონის ეკრანი ნათდება,მესიჯია...სესილისგან.
'' ვახშამი დაგავიწყდა არა? რესტორან ''მეგობარში'' მოდი,იქ ვარ''
მანქანაში ვჯდები და ვქოქავ,დანიშნულების ადგილზე მისული,ჩემკენ წამოსულ ბიჭს მანქანის გასაღებს ვუწვდი და ჩქარა შევდივარ რესოტრანში,წყნარი და მყდრო ადგილია,საკმაოდ ხალხმრავალი,თითქმის ყველა მაგიდა დაკავებულია,მაგრამ გაბრწყინებულ სესილის მაინც მარტივად ვამჩნევ,შარვალ-კოსტიუმი აცვია,გაკვირვებული ვუახლოვდები,სიცილს ძლივს ვიკავებ.
- შეიძლება ქალი ყველა სამოსში სექსუალური იყოს? - ჩემკენ მოდის და სკამს მიწევს - სესილი კარგად ხარ? - თვალებით მანიშნებს,რომ დავჯდე,coldplay - yellow სწვდება ყურთასმენას,ბედი არ გინდა? ჩემი საყვარელი სიმღერაა,რაღაც ხდება აქ,ეშმაკურად მომღიმარ სესილის ვაკვირდები.
- ვიცი,მშობლები გაგიჯავრდებიან მაგრამ - მიახლოვდება,მუხლებზე დგება და სარკასტულად მიღიმის,ყველა ჩვენ გვიყურებს,ჯიბიდან შინდისფერ ყუთს იღებს - პირობას ვდებ ცივ ნიავს არ მოგაკარებ - ჩემ დაწერილ ტექსტს მიმეორებს,ჯანდაბა! სად ნახა? ორი წლის წინ დავიწყე ამის წერა და დღემდე დაუმთავრებელი მიდევს საფულეში...ხოო ნეტა სად ნახაა? საფულე შენ გამოთაყვანებულო - ვიცი ძალიან ბანალურია ყველაფერი და ბოდიშს გიხდი,ცოტა დრო მქონდა დასაგეგმად,ისე ეს ხაზი ამოსაშლელი გქონდა,ქალს ასე ვინ თხოვს ხელს ნოე? - ჩუმად მეჩურჩულება,ყუთს ხსნის და პატარა ფურცელზე დაწერილ 'ქმრად გამომყვები' - ს ვუშტერებ თვალს,დებილივით ხან მას და ხან ყუთს დავყურებ,ვდგები,ისიც მე მბაძავს,გარეთ გავდივარ,მანქანის სადგომზე ჩავდივარ,მანქანიდან წითელ ყუთს ვიღებ და უკან ვბრუნდები,სახე წაშლილ სესილს ვუახლოვდები,ხელში მოქცეულ ყუთს აკვირდება,მიღიმის,მარჯვენა ხელის არა თითზე ბეჭედს ვარგებ, ერთი ცრემლი,ორი, სამი და მთელი ძალით მეხუტება,ყუთასმენას დახშულად მაგრამ მაინც სწვდება ხალხის ომახიანი შეძახილები - ისე ბეჭედი მანქანით არ უნდა ატარო - ნამტირალევი ხმით მებუტბუტება და გავარვარებულ ტუჩებს ყელზე მაწებებს.



№1  offline წევრი TrustYourSoul

გვრიტებოო <3 კომენტრის სახით გიწერთ მიმოხილვას :დდ დამავიწყდა იქ მიწერა და <3 მოკლედ იმედია ისიამოვნებთ, კი ვთქვი ძველით ახალ წლამდე არა მგონია დავდო მეთქი მაგრამ გუშინ ღამით მუზამ შემომიტია და :დდდ <3 იმედია ისიამოვნებთ <3 ველი კომენტარებს <3 ფოტოზე არიან ნოე და სესილია <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

ამ ისტორიას არ დაასრულებთ?
--------------------
ლანა

 


№3  offline წევრი TrustYourSoul

La-Na
ამ ისტორიას არ დაასრულებთ?

ვაიმე
აღარც კი მეგონა ვიბნმე თუ ელოდა,ახალ ისტორიას ვწერ და რა თქმა უნდა ესეც გაგრძელდება,მუზამ მიმატოვა დიდი ხნით :( და ძალიან დიდი მადლობა შენ! ისევ რომ მელოდები❤️❤️❤️თან დიდიდიდიდიდიდიდი ბოდიშიც❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent