შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილმისჯილი(მეორე თავი)


14-01-2018, 17:40
ავტორი gulia
ნანახია 1 117

-აუ ეს რა ჯიუტი ყოფილა ტოო!_ამის თქმა იყო, ხელში მიტაცა და გასასვლელისაკენ წავიდა.
დაბლა გაჩნდა. იოანემაც დაბლა დამსვა იმის იმედით, რომ ფეხსაცმელებს ჩავიცმევდი, მაგრამ მია რა მია იყო რომ გაქცევა არ მეცადა და გავიქეცი. კორპუსში არ მქონდა ფეხი შედგმული, რომ იოანემ ისევ დამიჭირა და მანქანაში ჩამსვა. ნია უკან დაჯდა და ფეხსაცმელები და ჩანთა მომაწოდა.
მთელი გზა ხმა არავის ამოგვიღია, მხოლოდ იოანემ ჩაიცინა ჩემს გაბუტვაზე და დაბღვერილ სახეზე.
მანქანა ნახეევარ საათში სადღაც დიდი ორსართულიანი სახლის წინ გაჩერდა, საიდანაც ხმამაღალი მუსიკის ხმა გამოდიოდა.
მანქანიდან, რომ გადმოვედით ნია წინ გაიჭრა. მე კი იოანე გვერდზე მომიდგა და ხელი ხელში მომკიდა. გაშვება ვცადე, მაგრამ მან შემომხედა და მითხრა:
-ჯობია ჩემთან ახლოს იყო_აი ისევ მისი გამოცანა.
სახლში უამრავი ხალხი იყო. თითქმის იგივე სიტუაცია იყო რაც კლუბში, ყველას სასმელი და სიგარეტი ეჭირა ხელში. იოანემ სასმელი მეც შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი და გზა გავაგრძელეთ. მას უნდოდა სადმე შედარებით წყნარ ადგილას დავმსხდარიყავით და გამოუვიდა კიდეც. სახლის ბაღში ერთ სკამზე ჩამოვსხედით. ლაპარაკი ისევ იოანემ დაიწყო, ალბათ მიხვდა, რომ ხმის ამომღები არ ვიყავი.
-ისე არ მეტყვი რატომ არ გინდოდა აქ წამოსვლა?
-არ მიყვარს ასეთ ადგილებში სიარული!
-აბა კლუბში რომ იყავი დღეს?
-ჰმ, ეგ პირველად ვიყავი, არც ვიყავი წამომსვლელი ნიას რომ არ დაეჟინა!
-ვაა, გამიკვირდა!
-რატომ?
-რავიცი, პირველად შევხვდი ისეთ გოგოს რომელსაც კლუბში გარტობას სახლში ყოფნა ურჩევნია!
-ხო რავიცი. მე ასეთი ვარ და სხვა მე არ მეხება!
-კარგია, ძალიან!_ და გამიცინა.
თვალებით ანას ვეძებდი, როდესაც ყელში სითბო ვიგრძენი, რომელიც ზევით ზევით მიიწევდა. აზრზე რომ მოვედი მივხვდი რომ ეს იოანეს კოცნა იყო. შევუტრიალდი, სიბრაზით სავსე თვალები შევანათე და კარგი სილაც ვტკიცე. რა ვქნა თვი ვეღარ შევიკავე.
ფეხზე წამოვვარდი, ხალხის ბრბოში ნია ვიპოვნე, ხელი დავავლე და გასასვლელისკენ გავაქანე.ისიც დავინახე, რომ უკან იოანე მოგვდევდა და ნაბიჯს უფრო ავუჩქარე. ტაქსს ვაჩერებდი ნიამ გაოცებული სახით მკითხა:
-რა მოხდა, ასე უცებ რას გამოვარდი?!
-სახლში, რომ მივალთ მოგიყვები ოღონდ ახლა ტაქსში ჩაჯექი!_ და ორივენი მანქანაში ჩავსხედით.
უკვე შუა გზაში ვიყავით, რომ უკან ადევნებული იოანე დავინახე, რომელიც მანქანი გაჩერებას ცდილობდა, მაგრამ ტაქსის მძღოლს შევეხვეწე როგორმე თავი დაეძვრინა.
გზაში ის ფიქრი არ მშორდებოდა ნეტავ ასე გაცხარებით რატომ მომდევდა იოანე მაგრამ ამ საქციელს ახსნა ვერ მოვუძებნე. მანქანიდან გადმოვედით და სახლში სწრაფად ავედით.
ცოტა ხანში კარზე ზარის ხმა გაისმა, არც გამკვირვებია ეხ ხომ იოანე იყო, მაგრამ კარი არ გავუღე. ასე რომ ვერაფერს გახდა შემდეგ ლამის ტელეფონი ამიფეთქა რეკვით და ესმესებით, მაგრამ ჩემი სიჯიუტე ხომ იცით არც ტელეფონზე ვუპასუხე.
აბაზაში შევედი, წყალი გადავივლე და აივანზე გავედი. იქიდან, რომ გადავიხედე იოანეს მანქანა ისევ კორპუსის წინ იდგა. ამის დანახვაზე თითქოს გული გამითბა და გამეღიმა. ცოტა ხანში ნიაც გამოვიდა აივანზე, ჯერ დაბლა იოანეს მანქანას გადახედა შემდეგ მე შემომხედა და მითხრა:
-მია არ მეტყვი რა მოხდა იმ წვეულებაზე შენსა და იოანეს შორის?
თავი ჩავხარე და აქა-იქ ყველაფი მოვუყევი. ნუ ყველაფერში ჩემი ფიცხი ხასიათი იგულისხმება.
მეორე დილით ადრე ავდექი და სამსახურში წასასვლელად დავიწყე მზადება. დიდხანს ვიქექე გარდიროვში და ბოლოს არჩევანი ჩემს ერთადერთ კაბაზე და მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე შევაჩერე. ჩანთა ავიღე, ნიას დავემშვიდობე და სამსახურში გავექანე.
ოფისის კარში უნდა შევსულიყავი როდესაც თვალი იოანეს მოვკარი. თვალები დავხუჭე, გავიფიქრე ალბათ მომეჩვენათქო და ჩემს კაბინეტში შევედი, მაგრამ ჩემი ასისტენტი ნინი არსად შემინიშნავს, რომელიც ყოველ დილით ღიმილით მეგებებოდა ხოლმე.
სტატიის ფურცლებს ჩავყურებდი, როდესაც ერთ-ერთმა რედაქტორმა კაბინეტში შემოიჭყიტა და მითხრა:
-მია დირექტორი გეძახის! საქმე აქვს შენთან!
სასწრაფოდ მივედი მასთან და სკამზე მოვკალათდი.
-გამარჯობა, მითხრეს საქმე აქვსო!_ღიმილით ვუთხარი
_გამარჯობა! მართალია მინდა გითხრა რომ შენი თანაშემწე ნინი დღეს სამსახურიდან წავიდა, ხოლო მის ადგილას სხვა უკვე ავიყვანეთ! იმედი მაქვს მოგეწონება!_ ეს თქვა და კარი ბრთხილად გაიღო, თავი კარისკენ მივატრიალე და ხელში იოანე მელქაძე შემრჩა- აი ეს არის შენი ახალი თანაშემწე!
-შენ!_ ამომხდა გაოცებულს.
-ხო რაიყო გაგიკვირდა?!_ეშმაკური ღიმილი ჩააყოლა.
-მაშ, როგორც მივხვდი ერთმანეთს უკვე იცნობთ. მაშნ მე ბევრს აღარ ვილაპარაკებ. ორივენ იცით თვენი საქმე და ერთმანეთში მორიგდებით!_გაიცინა და ოთახიდან გამოგვისტუმრა.

ჩემი კაბინეტის წინ ვიყავით, როდესაც შემოვტრიალდი და იოანეს ვუთხრი:
-მაშ ასე! ანუ შენ იქნები ჩემი ახალი ასისტენტი, ძალიან კარგია, ძალიან!_და გავიღიმე.
-ხო იმედია ჯოჯოხეთში არ მომიწევს მუშაობა!
ხმაც არ გამიცია ამაზე, უკანმოუხედავად შევედი ჩემს კაბინეტში და იმაზე დავიწყე ფიქრი როგორ მეწვალებინა იოანე დღეს და როგორ დამესაჯა თავისი გუშინდელი საქციელისთვის. ამიტომაც, მთელი დღის განმავლობაში აქეთ-იქით დავარბენინებდი, ხან რას ვავალებდი და ხან რას. მე კი სეირს ვიყურებდი და სიცილით ვიგუდებოდი.
ექვსს საათზე სამსახურს მოვრჩი, ჩემი ნივთები ჩანთაში ჩავალაგე და გარეთ გავედი, სადაც იოანე იდგა. მე რომ დამინახა, გაიცინა და ჩემსკენ წამოვიდა.
-გელოდებოდი!
-რატომ?!
-იმიტომ, რომ მე და შენ სადღაც მივდივართ!
-მე არსად აღარ მოვდივარ!
-მია!_ხმაში სიმკაცრე გაურია.- არ გინდა აქ სცენების მოწყობა. უბრალოდ წამოდი მანქანაში ჩავსხდეთ, ცოტა გავისეირნოთ და ვილაპარაკოთ.
-კარგი! _ და უკან მოუხედავათ მანქანისკენ წავედი.
მანქანში ჩავსხედით და ჩუმად ვისხედით, სამან იოანემ არ მითხრა:
-გუშინ სილა რატომ გამარტყი?
-იმიტომ, რომ არ მიყვარს, როდესაც ჩემზე დაუკითხავად ძემოქმედებენ თანაც ასე!_ხმას ნელ-ნელ ვუწევდი.
-ბოდიში არ მეგონა თუ არ იქნებოდი თანახმა და არ მოგეწონებოდა!
აღარაფრის მოსმენა აღარ მინდოდა, გადასვლა დავაიპირე, მაგრამ იოანემ კარი ჩაეტა და მანქანა დაძრა.
-სად მივდივართ?!
-გაიგებ!_ხმაზე დაეტყო, რომ ძალიან გაბრაზდა.
-გააჩერე არ მინდა არსად წამოსვლა!-ვეხვეწობოდი მაგრამ ამაოდ ის ისე იჯდა თითქოს მე არც ვლაპარაკობდი. ვერაფერს რომ ვერ გავხდი ცრემლები წამომცვივდა პატარა ბავშვივით. ამაზე ხომ სულ გაგიჟდა და სიჩქარეს უფრო მოუმატა. ამაზე ხომ ჩემი დამამერტა და ახლა ამზა დავუწყე ხვეწნა რომ შეენელებინა:
-გთხოვ შეანელე!
-რაიყო გეშინია არაფერი დაგემართოს?!_მაგრამ იმ წამს ჩემზე მართლა არ ვდარდობდი, იოანე უფრო მაღელვებდა, რადგან მე ჩავაგდე ასეთ მდგომარეობაში.
უცებ სიჩქარეს იკლო და მანქანა გზის ნაპირას მიაყენა და მე შემომხედა.
-მია იცი... იცი შენს წასვლას მირჩევნია აქ და ახლავე ერთად დავიხოცოთ, რადგან უშენოდ ისედაც ვერ ვიცოცხლებ. არ ვიცი, მე თვითონაც ვერ ვხვდები რამდენიმე დღეში ასე გაგიჟებით როგორ შემიყვარდი, მაგრამ რა ვქნა._ეს რომ თქვა ადგილზე გავქვავდი. ამას ნამდვილად აღარ მოველოდი. დავიბენი არ ვიცოდი რა მეთქვა, ეს ყველაფერი, ვიღცას რომ ასე უყვარხარ უცხო იყო ჩემთვის.- მე არ გეუბნები რომ შენც ახლავე უნდა მითხრა თანხმობა, მაგრამ მოდი ყველაფერი დროს მივანდოთ. გთხოვ!
-მე... მე... კარგი_მხოლოდ ესღა დამცდა, ამის მეტი არც იონეს უთქვია რამე.



№1  offline წევრი gulia

drogardasuli
კარგი იყო მომეწონა <3 გააგრძელე აუცილებლად <3

აუ კიდე დიდი უნდა დამედო მაგრამ ხელი დამეჭირა და აიტვირთა disappointed_relieved cold_sweat

 


№2 სტუმარი ????????

Araushavs kargia magram ase male rogor sheuyvarda ?

 


№3  offline წევრი gulia

????????
Araushavs kargia magram ase male rogor sheuyvarda ?

ხდება ხოლმე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent