შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Hidden Feelings (თავი პირველი)


15-01-2018, 18:15
ავტორი forever _young
ნანახია 1 408

ყველაფერი ცამეტი წლის წინ დაიწყო.

მე, მარი და ლუკა ერთ სადარბაზოში ვცხოვრობდით 15 წლის განმავლობაში. მარი ჩემი კარის მეზობელი იყო ლუკა კი ჩვენს ზემოთ, მეექვსე სართულზე ცხოვრობდა. მარისთან ყოველთვის საუკეთესო ურთიერთობა მქონდა და ამას ისიც იწვევდა რომ ჩვენი ოჯახებიც ახლოს იყვნენ. ბაღში ერთ ჯგუფში ვიყავით. სულ ერთმანეთს ვიცავდით და არავის ვაძლევდით ერთმანეთის დაჩაგვრის უფლებას. მოგვიანებით ლუკა შემოგვიერთდა. ეს კი პირველ კლასში მოხდა. მარი და მე რა თქმა უნდა ერთ მერხთან ვიჯექით სიამის ტყუპებივით. ჩვენი დაშორება შეუძლებელი იყო მაგრამ ნათია მასწავლებელმა ეს მაინც შეძლო და მე ნიკასთან დამსვა. მე როგორც ცნობილმა მტირალამ რათქმაუნდა ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი და ტირილი დავიწყე მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო და მომიწია მთელი პირველი კლასის ლუკას გვერდით გატარება. ამ ამბავს მარი უფრო მშვიდად შეხვდა. მას არც ტირილი დაუწყია და პირიქით ჩემი დაწყნარებაც კი დაიწყო. მპირდებოდა რომ მარიკა დეიდას სთხოვდა მასწავლებელს დალაპარაკებოდა და მომავალ წელს აუცილებლად ჩემს გვერდით დაჯდებოდა. მეც დავკმაყოფილდი ამ პირობით და გავჩუმდი. თავიდან ლუკა დიდად არ მომწონდა ის კი ამის გამოსწორებას ცდილობდა. როდესაც დათო თმებს მწიწკნიდა პირველი ლუკა იჭიმებოდა ანის ხელი გაუშვიო და ამის გამო ხშირად მათემატიკის წიგნიც მოხვედრია თავში მაგრამ ამან შედეგი გამოიღო და მე ლუკას მიმართ გული მომილბა. რაც იმაში გამოიხატებოდა რომ ლუკა როდესაც კალამს მთხოვდა, არ ვლანძღავდი და ნივთს მშვიდად ვაწვდიდი. ეს ურთიერთობა ნელნელა დალაგდა და მე მარი და ლუკა მეორე კლასში უკვე განუყრელი მეგობრები ვიყავით.
მეექვსე კლასიდან ნელნელა ჩვენმა ტრიომ დაშლა დაიწყო და მეშვიდე კლასში უკვე აღარ ვიყავით ანა მარი და ლუკა. ვიყავით მარი და ანა. ნიკასთან ისევ გვქონდა ურთიერთობა მაგრამ არა ძველებური. ის თავის ძმაკაცებთან იყო სულ ჩვენ კი ჩვენთვის ვიყავით.
მეთერთმეტე კლასში ვიყავით და მე და მარი სკოლიდან მოვიდოდით . შემთხვევით ლუკას მოკრა მარიმ თვალი და ჩუმად მითხრა
- ნახე სალომესთან ერთად დგას
- ხო ვხედავ. ლამაზი გოგოა.
- კარგი რა ანა ვერ ხედავ რას გავს? ფოტოებში ლამაზია კი გეთანხმები მაგრამ ისე საფრთხობელაა
- კარგი რა მნიშვნელობა აქვს ლუკას მოწონს და ჩვენ ვერ დავუშლით.
ლაპარაკი ის-ის იყო შევწყვიტეთ როცა წინ გიორგი გადამიდგა. გიორგი ის ბიჭია რომელიც მარის უკვე სამი წელია უყვარს და მალავს. გიორგი ჩემი ძმის ალექსანდრეს ძმაკაცია. ისინი კლასელები არიან და ვიფიქრე სანდროსთან დაკავშირებით აინტერესებდა რაღაც და ასეც აღმოჩნდა. ჯერ გადამკოცნა, მარისაც მიესალმა და შემდეგ მკითხა
- ანა, სანდროს ვეძებ. ტელეფონი გათიშული აქვს და სახლში რო მიხვალ უთხარი გამოვიდეს სასწრაფო საქმე მაქვს.
- ხო გუშინ დამტენი გადაიწვა ეტყობა ეხლა დაუჯდა და სადღაც მიაგდო. მივალ 10 წუთში და ვეტყვი. მარი მთელი დიალოგის განმავლობაში გაშეშებული იდგა რაზეც გიორგის ეღიმებოდა მაგრამ ვითომ არ იმჩნევდა. მე როგორცკი ლაპარაკი დავამთავრე გიორგის დავემშვიდობე, მარის ხელი ჩავავლე და სახლისკენ წავათრიე. გონს კიდევ არ იყო მოსული და უცებ შემოვუძახე
- რა გჭირს გოგო აღარ დგას აქ უკვე მორჩა ნუ დადებილდი.
- არ დავდებილდი ძალიან ჩვეულებრივად მივესალმე.
მიესალმა გოგო
-კი კი მიესალმე და მე ვერ გავიგე ალბათ.
-შენ რო მინუსი გაქ ყველაფერში ეგ ახალი ამბავი არაა.
ხუთი თითივით ვიცნობ ამან ვინ უნდა მოატყუოს მე? ანა? ადამიანი რომელმაც ისიც კი იცის როდის შედის ტუალეტში და როდის იფხანს თავს? ( ჰო კარგი ეს ცოტა გადავამეტე)
- მარი ვის ატყუებ?
- ჰო კაი რაიყო უფ. ხელი ამიქნია და გზა გააგრძელა. მეც გავჩუმდი რადგან მივხვდი რომ ჩაციკლვას აზრი არ ქონდა და სადარბაზოშიც შევედით მარის ფეხით სიარული არ უყვარს და ლიფტი გამოიძახა მე კი არც დავმშვიდობებივარ ისე დავიწყე კიბეებზე ასვლა რადგან მეცადენეობის შემდეგ მაინც ერთმანეთის სახლებში ვიყავით და აზრი არ ქონდა ლაპარაკს. სახლის კარი როგორცკი შევაღე სანდროს ვუთხარი
- სანდრო. გიორგი შემხვდა გამოვიდეს საქმე მაქვსო.
ვაჟბატონი თავისი ოთახიდან გამობრძანდა და სახლიდან გასვლისას მომაძახა ჭკვიანადო. არა მითხარით როდის იყო მე არაჭკვიანად ვიქცეოდი? აი მიპასუხეთ. იმას თუ არ ჩავთვლით რომ სახლი კინაღამ გადავწვი სამჯერ. ნუ კარგი ამას შევეშვათ. წიგნები დავალაგე და ინტერნეტში შევიჭყიტე. ლუკას ფოტო ვნახე სალომესთან ერთად. რომელიც რამდენიმე დღის წინ სალომეს ედო. გავშეშდი. გული გამიჩერდა. სალომეს დადებული ფოტო რომ ვნახე დიდი შეშფოთება არ გამომიხატავს მაგრამ ლუკა თუ დადებდა არ მეგონა. ჩვენი კლასის გოგოებს სალომე საშინლად არ მოწონდათ. სადაც გოგოები ვახსენე იქვე მთელი კლასი უნდა ვახსენო. ჩვენნაირი შეკრული და მეგობრული კლასი არსად მეგულება. და ვერავინ დამარწმუნებს რომ ისე როგორც ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი სხვებსაც უყვართ. მოკლედ გოგოებს დიდად არ ეხატებოდათ სალომე გულზე და სულ ლანძღავდნენ, მაგრამ ლუკა შეპყრობილი იყო უკვე სალომეთი და აზრი არ ჰქონდა მასთან ლაპარაკს. ფოტოს ვაკვირდებოდი როცა მარიმ მომწერა წამოდი სასეირნოდ გავიდეთო. მეც მეზარებოდა სახლში ჯდომა და მივწერე 15 წუთში გამოვალთქო. უცებ შევჭამე, გამოვიცვალე და 15 არა მაგრამ 20 წუთში მზად ვიყავი. მარი სადარბაზოსთან დამხვდა ერთი ყურსასმენი გავუწოდე და სკვერისკენ დავიძარით. დაახლოებით ნახევარი საათი ვსეირნობდით და განვიხილავდით ყველაფერს. უცებ რაღაცამ შემარყია. დავხედე ხელს და თურმე მარი მანჯღრევდა და თან ხელს სადღაც იშვერდა
- გოგო ამათ შეხედე
- მარი ხელი დაწიე. უზრდელობაა
- შენი ჭირიმე რა. გაიხედეთქო რო გეუბნები
- უიმეე ხო რაარი ასეთი. გავიხედე და დავინახე გიორგი და ალექსანდრე რომლებიც ჩემი სკოლელების წინ ისხდნენ.
- არ არსებობს. ეს ალექსანდრეა? მარი გამიშვი უნდა დავახრჩო
- არ გინდა მე ნუ გადამახტები. მარის ამ რეპლიკაზე გამეცინა მაგრამ მერე გამახსენდა რომ ჩემი ძმა რომელიც ახლა ძმაკაცთან ერთად წესით "რაზბორკაზე" უნდა იყოს, სწორედ ზემოთხსენებულ ძმაკაცთან ერთად არის სკვერში. და არამარტო ძმაკაცთან არამედ იმ ორ უსვეცკეს გოგოსთან ერთად რომელსაც მთელი სკოლა იცნობს. ვიფიქრე მივალ და პაემანს ჩავუშლითქო მაგრამ მერე გამახსენდა რომ იქ ჩემი სკოლის მარგალიტები იჯდნენ და თავი გავანებე.
- მაიცა მოეთრეს სახლში.
- გოგო ალექსანდრეს თავი დაანებე გიორგის შეხედე რა თვალებით უყურებს თათას.
- კაი მარი არ ინერვიულო ხოიცი რომ ერთჯერადი ხელსახოცივით იცვლის ამ გოგოებს და არც თათა იქნება გამონაკლისი.
- იმედი მაქვს. როგორც ჩანს ჩემი ნათქვამი ჭკუაში დაუჯდა და დაწყნარდა. ძალიან კარგი. ანუ ამაღამ იმაზე არ მომიწევს ნერვიულობა მარი კვდება ტირილით თუ არა. ლაპარაკი გავაგრძრლეთ და ბილიკსაც გავუყევით მაგრამ ვგრძნობდი რომ მარი გონებით ჯერ კიდევ გიორგისთან იყო, ამიტომ სახლში გავუშვი და მე მაღაზიაში შევედი რომ დედას დაბარებული რაღაცები მეყიდა. პურს, კვერცხს, ბორჯომს და კიდევ რამდენიმე ნივთს დავავლე ხელი და გამყიდველ გოგონას გავუღიმე. მან ყველაფერი გაატარა მე პარკებს ხი დავავლე და გამოსვლისას ლუკას შევეჩეხე. გავუღიმე, თავი დავუკარი, მისალმების ნიშნად და გზა გავაგრძელე. უკვე ჩემს სადარბაზოსთან ვიყავი როდესაც მხარზე შეხება ვიგრძენი. მივტრიალდი და იქ ლუკა დამხვდა. ხელში ჩემი ტელეფონი ეჭირა და მიღიმოდა. მხოლოდ ამის შემდეგ ამომიტივტივდა თავში რომ მაღაზიის დახლთან დადებული ტელეფონის აღება დამავიწყდა და გზა ისე გავაგრძელე რომ ამისთვის ყურადღება არც მიმიქცევია.
- თინამ მითხრა ანის დარჩა და მიეციო. მითხრა ლუკამ.
- მადლობა. დაბნეულმა ვუთხარი, ტელეფონი გამოვართვი და ლიფტის გამოსაძახებლად ღილაკს თითი დავაჭირე.



№1 სტუმარი სტუმარი Mariaaam G

ვაააიმეეეე რაკარგიააააა ❣????????????????

 


№2  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

უკვე მომწონს ეს ისტორია თანაც ძალიან♥♥
საინტერესო ჩანს ♥♥♥
იმედია მალ-მალე დადებ და არ დააგვიანებ ხოლმე♥♥♥
სხვა ყველაფერი კარგია♥
კარგად და სუფთად წერ♥♥♥
შეცდომებიც არ გაქვს ♥♥
წარმატებები და თავებიც გაზარდე ♥♥♥

 


№3  offline წევრი forever _young

სტუმარი Mariaaam G
ვაააიმეეეე რაკარგიააააა ❣????????????????

მადლობა ❤❤

ტკბილიწიწაკა
უკვე მომწონს ეს ისტორია თანაც ძალიან♥♥
საინტერესო ჩანს ♥♥♥
იმედია მალ-მალე დადებ და არ დააგვიანებ ხოლმე♥♥♥
სხვა ყველაფერი კარგია♥
კარგად და სუფთად წერ♥♥♥
შეცდომებიც არ გაქვს ♥♥
წარმატებები და თავებიც გაზარდე ♥♥♥

შეფასებისთვის ძალიან დიდი მადლობა. ❤❤შევეცდები მალ-მალე დავდო მაგრამ ამას ვერ შეგპირდები❤❤❤

iname123
Racar unda ikos sataurma ise momxibla namdvilad ver ,,gavatareb" am istorias❤ar mikvars lodini tanac intrrnetit dzalian ishviatad vsargeblob da amitom rodesac daamtavreb mashin cavikitxav da shegipaseb❤❤❤geligeli geli❤❤❤

დიდი მადლობა ❤❤❤ შევეცდები მალე დავამთავრო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent