შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ის თავიდანვე მომეწონა.


15-01-2018, 18:56
ავტორი zoesag
ნანახია 1 137

მე ის თავიდანვე მომეწონა... ეხლა რომ ვუფიქრდები, არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან, ძალიანმეწონა... შეძლება თავისი ბავშვური გულუბრყვილობით... რაც ძალიან იშვიათია ამ ასაკის ბიჭებში...
ალბათ, ამიტომ...
ჩავედით, დავბინავდით...
მერე იყო ბევრი სიცილი, ბევრი ბავშვები, სმა, მხიარულება...
... კანატკაზე ერთად აღმოვჩნდით... სიცივისგან ვკანკალებდი... უნებურად თავი დავადე... სიჩუმე...
მერე იყო თოვლში წოლა... ერთად... თავი მის მუცელზე მედო და ცას ვუყურებდი... თოვდა...
იმ დღეს ვიფიქრე... ალბათ მალე ერთად ვიქნებით... რა კარგია... მასაც მოვწონვარ...
მერე იყო ხელჩაკიდებულები რომ ვსეირნობდით... ხან აქ, ხან იქ, ხანაც უბრალოდ...
მეც ველოდი...
აი, დღეს იტყვის, ან ხვალ...
და მიხაროდა, რომ ის არსებობდა... მიხაროდა, რომ ესე კარგად ვიყავით...
... შუა სრიალის დროს უცებ გავაჩერებდი, ვეხუტებოდი, ვკოცნიდი და ვკოცნიდი...
და მიხაროდა...
... წამოსვლის წინა ღამეა... ანუ ბოლო ღამე...
დავლიეთ... მთელი საღამო ვცდილობდი მასთან ყოფნას, ის კი რატომღაც – არა... გამიკვირდა, მაგრამ არ შევიმჩნიე...
მე ხომ ისევ ველოდი...
კოტეჯში წამოვედით... ხელი რომ ჩამკიდა... უცებ გავთბი... და ყველაფერი დამავიწყდა... მერე ისევ გამიშვა და კოტეჯში შევიდა... ცოტა ხანი გარეთ დავრჩი... მერე მეც შევედი...
ცოტა ხანში მე და ის მარტოები გამოვედით გარეთ...
თოვლში დავჯექით...
მე მციოდა და ვკანკალებდი... ის ჩამეხუტა და ხელებს მითბობდა...
უბედნიერესი ვიყავი...
მკოცნიდა ლოყაზე და კისერში და მეჩურჩულებოდა... მაჟრიალებდა...
მაშინ ვგრძნობდი, რომ მარტო ნამდვილად არ ვიყავი ამ უსასრულო სამყაროში... რომ გვერდით მყავდა ის... ვინც მინდოდა...
მაგრამ არც ერთი სიტყვა... მიკვირდა... და მაინც არ ვიმჩნევდი...
მერე წავედით...
მერე ისევ ბევრი ბავშვები, ისევ სმა, ისევ ცეკვა, ისევ მხიარულება...
... ჩვენ ცალკე გადავჯექით... მე ვიწექი და თავი მის მუხლებზე მედო... ის თმაზე მეფერებოდა... ეს უკვე ბოლო წვეთი იყო... აი, ახლა მეტყვის...
არც ერთი სიტყვა...
მხოლოდ კოცნა... ჯერ ლოყებზე, მერე თვალებზე, მერე მთელს სახეზე, მერე კისერში...
უცებ, ტუჩებშიც...
გამიკვირდა...

ჯერ ხომ უნდა მითხრას და მერე არ უნდა მაკოცოსი??
მაგრამ ისე მესიამოვნა მისი კოცნა, რომ იმ წუთში ყველაფერი, ყველაფერი დამავიწყდა... არ ვფიქრობდი, ვინ მიყურებდა, ვინ რას იფიქრებდა, ან საერთოდ, რას ვაკეთებდი...
ერთი ვთქვი მარტო... აუ, რას ვაკეთებ – მეთქი? და მერე... მეც ვაკოცე...
არ მახსოვს, რამდენი ხანი ვკოცნიდით ერთმანეთს... მგონი დიდი ხანი...
... უკანა გზაზე ისევ ხელჩაკიდებულები წამოვედით... მაშინ უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ მისთვის ეს უბრალო კოცნა იყო და მეტიც არაფერი... მე კი...
მთელი ღამე ამაზე ვფიქრობდი...
დილით თვალებში ვერ ვუყურებდი...
არც ერთი სიტყვა...
ერთი გამიღიმა წასვლის წინ... მე არც შემიხედავს...
... განადგურებული ვარ...
იმის მერე სულ ამაზე ვფიქრობ...
ეს რა გავაკეთე...
მერე ჭორებიც გავრცელდა ჩვენზე... ერთად ყოფილანო ზამთარში...
ეს ჭორი რომ მას ვუთხარი, მხრები აიჩეჩა... და მორჩა...
როგორ უსუსურად ვიგძენი მაშინ თავი...
ეს რა გავაკეთეი სრულიად უცხო ადამიანს ფეხქვეშ გავათელინე ჩემი გრძნობები...
და მაინც ვერავინ ვერაფერს მიხვდა...
ის ყველას უყვარს...
არადა, რა გამიკეთაიი?
გადამიარა და გული გამიტეხა... რამდენს ვტიროდი... და ეხლაც... როცა მახსენდება, ეხლაც ვტირი ხოლმე...
... ყოველ დღე ვხვდები... ვითომ არაფერი... ისე ჩამივლის, თითქოს არ ვარსებობ... თითქოს არაფერი არ იყო... ზამთარში... თოვლში...
და მაინც... მე ისევ ველოდები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent