შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სუნთქვა ღრმად. (სრულად)


16-01-2018, 19:01
ნანახია 8 813

უყვარდათ ერთმანეთი.
ერთსაც და მეორესაც.
თვითონაც იცოდნენ და ყველამ მათ გარშემო.
მაგრამ ამაზე არავინ საუბრობდა,
რა საჭირო იყო.
ისედაც ყველაფერი ნათელი იყო.
მათი ერთი გამოხედვაც საკმარისიიყო და ყველაფერი ცხადი ხდებოდა.
შვიდი წელია ერთმანეთი უყვარდათ და არასდროს ყოფილან ერთად.
არცერთს დასცდენია სიტყვა სიყვარულზე.
უყვარდათ უსიტყვოდ.
ალბათ იფიქრებთ რანაირი სიყვარული ეგ არისო?!
მაგრამ ასე უყვარდათ, აი ასე უსიტყვოდ და უერთმანეთოთ უნდოდათ ერთამენთი.
სიამაყეს ვერცერთმა გადააბიჯა.
ვერ გაბედეს.
ეშინოდათ.
ეშინოდათ იმის, რომ მეგობრობაც გაქრებოდა.
მხოლოდ სოფი კითხულობდა მის გამოხედვაში იმას რაც უნდოდა, რომ დაენახა.
და ესეც საკმარისი იყო.
ერთს შეხედავდა სიყვარულით სავსე თვალებით და ყველაფერი ბედნიერების ფერებით იმოსებოდა.
ხანდახან სოფისაც ვერ გაერკვია გიორგი უყვარდა თუ მისი გამოხედვა.
მაგრამ ფაქტია, რომ უყვარდა !
პირველად მაშინ შეამჩნია მისი ანთებული თვალები, როცა სკოლის გამოცდების წინ სოფის დამშვიდებას ცდილობდა.
სახიდან ცრემლები მოწმინდა და მაშინ პირველად შეხედა თვალებში, თავისი ანთებული და სიყვარულით სავსე თვალებით.
მაშინ გაიაზრა სოფიმ როგორია, როცა თვალები გითამაშებს და თვალებში ვარსკვლავები გყავს.
გიორგის მზერაში დაინახა ეს და იმის მერე რაც დღე გადიოდა უფრო და უფრო უყვარდა ეს მზერა.
მალე ისე შეუყვარდა, რომ
ეს მზერა გახდა სოფის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
მთელი ბავშვობაც და ახალგაზრდობაც სიცოცხლეს უმწარებდნენ ერთმანეთს, ყველანაირად ცდილობდნენ ერთმანეთი გაემწარებინათ სიტყვით თუ საქმით.
ახლა უკვე ზდასრულები არიან. გიორგიც და სოფიც .
თუმცა მაინც არ ივიწყებენ ერთმანეთის გამწარებას, ოღონდ იგივე სიხშირით არა.
ახლა უფრო დასტოინად ექცევიან ერთმანეთს, ანთებული თვალების დამსახურებით.
რთულია ერთი სამეგობრო წრე გყავდეს, ერთად ხშირად გიწევდეთ დროის გატარება და სიყვარული დამალო.
სოფის რთულად ეჩვენებოდა და ხანდახან თავს იქიდან გაქცევით შველიდა.
გიორგი კი მარტივად უყურებდა ამ საქმეს.
ერთი შეხედვით ასე ჩანდა.

სოფიმ ყველაზე მეტი ტკივილი იცით როდის იგრძნო? როცა გიორგი ტუსოვკაზე ვიღაც გოგოსთან ერთად “გაეძრო” და მას შემდეგ ოთხი თვე გვერდიდან არ იშორებდა.


“ ნინა ავალიანი”

ზუკა ძიძიგურის ჩამოსვლას აღნიშნავდნენ მთელი სასტავი, ყველა იყო რათქმაუნდა გიორგის გარდა.
უკვე პირველი ხდებოდა გიორგი ვიღაც “ნაშოჩკასთან” ერთად, რომ შემოვიდა ამაყი სახით და ზუკას გვერდით დასხდნენ.
- გაიცანით ნინა
- სასიამოვნოა.
ერთხმად უთხრა ყველამ და ბიჭებმა “ხელი ჩამოართვეს”.
მაშინვე გამომხედა გიორგიმ და ჩემი გამომეტყველების დანახვაზე გაეღიმა.
ვუყურებდი ჩემს წინ მჯდარ გოგოს და მინდოდა მივსულიყავი და თმები გადამეპუტა, ან სახე დამეკაწრა ან ბარიდან ტროტუარამდე ძირს მეთრია. დავიძაბე და სახიდან ზუკას ჩამოსვლით გამოწვეული სიხარულიც გამიქრა.
კიდევ უფრო მძაბავდა ის ფაქტი, რომ მთელი სხეულით ეტმასნებოდა გიორგის. და სურვილი მინდოდა სახე ამეძრო.
მოთმინების ფიალა მაშინ ამევსო, როცა საცეკვაოდა გავიდნენ.
ალბათ სახეზე წიწაკის ფერი მედო და ცოტახანანიც და ბოლს გავიშვებდი ყურებიდან.
სასწრაფოდ წამოვხტი და ბარიდან გამოვვარდი.
არც მიმიხედავს უკან. მივხვდი, რომ ყველანი გაოგნებულები მიყურებდნენ.
გარეთ გასულმა მაშინვე ვიგრძენი ზამთრის სუსხი სირბილით გავეცალე იქაურობას და როცა ბარს დიდი მანძილით მოვშორდი ძლივს გავაჩერე საბედისწეროდ შემხვედრი ტაქსი და დავმშვიდდი.
სახლის კარებში შევედი თუარა მაშინვე ტელეფონი ავიღე და ყველა სოციალური ქსელი გადავქექე, რომ გამეგო ვინ იყო ნინა და რა ურთიერთობა ქონდა გიორგისთან.
ისეთი გაბრაზებული ვიყავი ცოფებს ვყრიდი, ლამის კედლებზე ავსულიყავი.
ტელეფონი ამიფეთქეს ბავშვებმა.
ყველა მიხვდა რა შეიძლება დამმართნოდა მომხდარის შემდეგ, განსაკუთრებით ლიკა, რომელმაც დანამდვილებით იცოდა, რომ გიორგი გაგიჟებით მიყვარდა.
არავის ვპასუხობდი.
მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი ჯერ გიორგისთვის დამემკვიდრებინა ცათა სასუფეველი თუ იმ ნინასთვის.
ამაზე ფიქრში ჩამეძინა.
დილით თვალებ დასიებულმა გავიღვიძე.
ოთახიდან გავედი ყავის გასაკეთებლად.
ჩემი ძმა მდივანზე იჯდა და ეწეოდა.
მაგიდაზე დადებულ სიგარეტის კოლოფს მოვკიდე ხელი, რომელიც ცარიელი ყოფილა.
- მეტი აღარ გაქვს?
- არა
- На всех?
- დააა. ჩადი ამოიტანე.
- მეზარებ
- მაშინ იყავი ეგრე
- კაი ჯანდაბას.
- თვალებზე რა გჭირს? იტირე?
- არა ნაბახუსევი.
მაღაზიაში ჩავედი.
სიგარეტი ვიყიდე.
სადარბაზოსკენ მივდიოდი და თან სიგარეტს ვხსნიდი.
- სოფი - ნაცნობი ხმის გაგებამ დამაბნია და გავჩერდი.
- გიორგი
- რას შვები? - მკითხა და გადამკოცნა, თავი ცივად გავწიე და სიგარეტის კოლოფს მივუბრუნდი
- რა გჭირს ტო?
- არაფერი რა უნდა მჭირდეს.
- რაღაც ვერ ხარ ხოდზე, გუშინაც ისე გამოვარდი ბარიდან, რო რავიი ტოო.
- შენ მე მიყურებდი თუ ნინას ეცეკვებოდი.
- არ გიყურებდი, ნინას ვეცეკვებოდი. ზუკამ თქვა უბრალოდ და გავიმეორე.
- კაი.
- რა კაი
- წავედი
- კაი
- კაი.

ბიჭები მეუბნებოდნენ ნაშად ყავსო, არ უყვარსო, მამშვიდებდნენ გიორგი და შეყვარებული წარმოგიდგენიაო?
მაგას ერთ დღიანი ურთიერთობები აქვს მარტოო, მაქსიმუმ ერთი კვირა გაქაჩონ და დაშორდნენო.
მაგრამ ერთი კვირა კი არა ოთხი თვე იყვნენ ერთად.
ოთხი თვე გიორგის ნაშა, რომ ყოლოდა გამორიცხული იყო.



————————————————
მთელი ოთხი თვე ვაიგნორებდი გიორგის და გული მეკუმშებოდა ყოველ მის დანახვაზე. უფრო მიყვარდებოდა, სულ მინდოდა მივსულიყავი და მეთქვა,
რომ მიყვარს,
რომ ასე აღარ შემიძლია,
რომ მასთან ყოფნა მინდოდა მინდა და ყოველთვის მენდომება,
რომ ჭკუიდან ვიშლები, როცა სხვასთან ერთადაა !
მაგრამ არა ! უფროსწორად ვერა !
ვერ ვეუბნებოდი.
სიამაყე არ მაძლევდა ამის საშუალებას.
ალბათ უფრო მეშინოდა უარის.
მეშინოდა, რომ მეტყოდა ერთად ვერ ვიქნებითო.
მეეშინოდა.
მეშინოდა თქმისაც და შედეგისაც !

ღამის ორი საათი ხდება.
მე ვწევარ,
რაღაც გაურთულებელი სიმშვიდით,
რაღაც ჩემი და რაღაც ძალიან მახლობელი სიჩუმის გარემოცვაში და ვფიქრობ:
რა შემიძლია გითხრა ისეთი რაც ჩემ თავს შეგაცოდებს.
მე მინდა წარმოვიდგინო შენი შემოსვლა ოთახში.
მე მინდა წარმოვიდგინო ჩემი დახვედრა.
მე არ მინდა შეგაცოდო თავი ჩემი ძველი ტკივილებით.
არც ძველი სისულელეებით.
ერთ დროს საშინელ წვიმაში დგომით და
ერთ დროს ტირილით.
***
ჩემი ტელეფონი აწკრიალდა და ეკრანზე გამოსახულმა წარწერამ “გიო” გული ამიჩქარა და სისხლი გამეყინა.
ვიფიქრე არ მეპასუხა, მაგრამ ოთხ თვიანი დაიგნორების შემდეგ ვიფიქრე რომ არ ვუპასუხო ტეხავს თქო.
ვის ვატყუებ !?
მისი ხმის გაგონება მინდოდა !
ძალიან !
რომ არ მეპასუხა, გავგიჟდებოდი!
- გისმენ
- სახლში ხარ?
- კი
- ჩამოდი ქვემოთ, სადარბაზოსთან ვარ
- შუაღამე სად უნდა ჩამოვიდე?!
- კაი რა ვითომ ჯერ არ მისულხარ შუა ღამეს სახლში ან ჯერ არ გამოსულხარ შუა ღამეს სახლიდან
- არა. ვერა.
- საქმე მაქვს
- რა საქმე?
- ტელეფონში თქმა, რომ მინდოდეს არ გეტყოდი დაბლა ჩამოდი თქო
- კარგი მოვდივარ.

კიბეები ჩავირბინე. მანქანა სადარბაზოსთან ყავდა გაჩერებული, მინა ჩამოწეული ქონდა და ეწეოდა.
კარი გავაღე და უკან დავჯექი მის მხარეს.
- რახდება? - ვკითხე და სიგარეტი გამოვართვი
- როგორ ხარ?
- მოსაკითხად ჩამომიყვანე?
- რა გჭირს ტო?
- რას მატყობ?
- ზუკას ჩამოსვლის მერე არ გამოჩენილხარ. სადმე დამინახავ თვალს მარიდებ, გირეკავ არ მპასუხობ. გაწყენინე რამე?
- არა. შენ რაშუაშიხარ უბრალოდ საქმეები მაქვს და ვეღარ ვახერხებ.
- ეგ ტყუილები მოუყევი ხოლმე შენ ძმას კაი?
- .....
- კაი შენ რახან არ ამბობ მე გეტყვი მაშინ. მაგ ყველაფრის მიზეზი ნანა ხოარაა შემთხვევით?
- ეგ რაშუაშია
- თავშია !! - ტონს აუწია და ღრმა ნაპასი დაარტყა
- ვერ ხარ მემგონი!
- რა ქვია შენ საქციელს ?
- რამე დავაშავე?
- კიი ფეხებზე დაგვიკიდე მთელი სასტავი იმის გამო რო ჩემი ნაშა არ დაგევასა ან იეჭვიანე!
- ნაშაა? ნააშაა გიორგი? ნაშაა 4 თვე?
კაი მე მატყუებ მარა რა საჭიროა ვერ ვხვდები.
- ხო ნაშააა ნაშა
- ერთ დღეზე მეტი არავინ გყოლოა გიორგი და რავი რამ მოგხიბლა ნინაში ისე რომ ცოლად მოყვანა გადაწყვიტე.
- რა ცოლად მოყვანა გოგო!? შენ კარგად ხარ ტოო?
- ხორავი აბა ამდენი ხანი.
- და მერე რა?
- არაფერი მაინც ვერ გაიგებ !
- რატო ეჭვიანობ? ზუკამ ან სანდრომ ან გიგამ რო ვინმე გოგო მოიყვანოს ეგრე უნდა გაიბუტო?
- არა .
- და აბა ახლა რა დაგემართა?
- ნინა არ მომეწონა.
- კაიი რეებს მეზღაპრები ტოო - გადაიხარხარა და ჩემსკენ შემობრუნდა.
- რას ხედავ სასაცილოს.
- ეს უკან დაჯდომა ახალი პონტია რამე?
- ასე მომინდა.
- კაი მეჯიბრე და რას მოიგებ მაგით დაგანახებ.
- არავის არ ვეჯიბრები.
- სანამ ნინას არ დავშორდები მასე უნდა იყო?
- დიახ!
- შეგიძლია აღარ იყო.
- ვერ გავიგე
- დავშორდით
- ღადაობ? - თვალები გამიცისკროვნდა მაგრამ შევეცადე სიხარული დამემალა
- არა
- რატო დაშორდთ?
- ჩაძიება რა საჭიროა? ხო გინდოდა რო დავშორებოდი ხოდა დავშორდით შეგიძლია მშვიდად იყო ხოლმე და შეგიძლია ახვიდე.
ამის სათქმელად ჩამოგიყვანე.
- და ახლა?
- ახლა რა?
- ახლა რა იქნება?
- რა გინდა რო იყოს?
- არვიცი. გეკითხები.
- ყველაფერი ძველებურად, ნინას გარეშე.
- ყველაფერი ძველებურად.. გასაგებია.
- არაფრის თქმა არ გინდა?
- არა. წავედი.
მანქანიდან გადმოვედი და სახლში ავედი.
გამახარა მათი დაშორების ამბავმა მაგრამ გული მატკინა გიორგის სიტყვებმა : “ყველაფერი ძველებურად, ნინას გარეშე”.

***
შუადღით გამეღვიძა.
ტელეფონს დავხედე და ლიკას ზარები, რომ ვნახე მაშინვე გადავურეკე.
პახოდუ სიგარეტს მოვუკიდე .
- სად ხარ ? ცოცხალი ხარ საერთოდ? ამ ნინას გადამკიდე ყველა დაგვივიწყე ხო? რაგჭირს ყველა შენზე ლაპარაკობს?
ან იმ დღეს სად გავარდი? და
საერთოდ რა ჯანდაბა
გემართება ?! - მომაყარა ერთიანად
- თუ არ გაჩერდები გავთიშავ!
- კარგიიი კარგიიი! ნინა და გიო დაშორდნენ იცი?
- მაგის გამო ამაფეთქე?
- ხო რაიყო არ გაგიხარდა? მე დილიდან გირეკავდი მეთქი ჩქარა გავაგებინო თქო !
- ვიცოდი ისედაც
- ვინ გითხრა?
- გიორგიმ
- როდის მოასწრო? მთელი დღე გძინავს და!
- გუშინ ღამე
- უკაცრავად?
- ხო ღამე ვნახე ორ საათზე და მითხრა. მაგიტო მძინავს მთელი დღეა !
- შე საცოდაო ! მე რატო არაფერი მითხარი?
- და როდის მეთქვა შუაღამეს გამეღვიძებინე?
- კაი ხო მომიყევი რა ილაპარაკეთ
- გამოდი რა ჩემთან
- შენი ძმა სახლშია?
- კიი !
- მაშინ არამინდა
- ვაიმე გამოდი რა ! გავუშვებ სადმე.
- გაუშვი და მერე გამოვალ
- რას ბავშვობ ლიკა? ნეტა ოდესმე ეტყოდე რომგიყვარს და მეც დავისვენებდი !
- შენ რატო არ ეუბნები გიორგის?
- მოდიხარ თუ არა?
- კაი ხო ჩავიცვამ და გამოვალ !
- მიდი კაი.


“გიგი და ლიკუნა “
ლიკუნა ერთი წელია გიგიზეა უიმედოდ შეყვარებული.
პირველად მაშინ გაიცნო ჩემი ძმა, როცა საქართველოში დაბრუნდა და მე და ლიკუ აეროპორტში დავხვდით.
იმ ღამეს ერთად დავლიეთ და ლიკუ ჩემთან დარჩა.
დილით 6 საათზე გამაღვიძა და მეუბნება მგონი შენი ძმა შემიყვარდაო.
მე ხუმრობაში გავუტარე და ძილი გავაგრძელე.
დილით როცა ერთად ვისაუზმეთ და ლიკუნა გავაცილე კარებში მითხრა
შენი ძმა ნამდვილად მიყვარსო !
ისევ ხუმრობაში გავუტარე და გავუშვი.
გიგის ნახვის შემდეგ “შენი ძმა მიყვარსო” ამის თქმამ ტრადიციულუ სახე მიიღო და რომ აღარ დასრულად მივხვდი, რომ ლიკუნა მართლა შეყვარებული იყო გიგიზე.
ერთი წელია რაც უყვარს.
ერთი წლის მანძილზე სულ ვეუბნებოდი შეეშვი გიგის და ვინმე ნახე გადაერთობი თქო? მაგრამ დაიჟინა მე გიგის გარდა არავინ მინდაო და მეც შევეშვი .
მართლა ასე იყო.
გიგი უნდოდა და რა ექნა?!
ახლა კი ყოველ ჩემთან მოსვლაზე ასეთი მაბებია სანამ გიგი სახლშია ლიკუნას ჩემთან ვერ ნახავთ და თუ ერთმანეთს შემთხვევით გადააწყდნენ ლიკუნა ლურჯდება და ხელს ვაშველებ, რომ არ დაეცეს.


***
გიგი სახლიდან გავუშვი, ლიკუნა უნდა მოვიდეს და ვიჭორაოთ თქო.
ძლივს დავითანხმე რო წასულიყო.
ლიკუნას გუშინდელზე რო მოვუყევი გადაირია, პირველი რაღა შენ გითხრაო. და კაროჩე.
მივხვდით, რო დალევა საჭირო იყო და უნდა დაგველია.
ლიკუნას რომ ვუთხარი გიგის დავურეკავ რაღაცეები წამოიღოს თქო გადაირია, გაგიჟდა.
ლამის ვენები გადაიჭრა.
ფეხები გაფშიკა არა არა და არაო !
- ლიკუ ! დავიღალე ამდენი ხვეწნით გთხოვ რა ! არ გინდა დალევა?
- მინდა მარა გიგისთან ერთად არა!
- კარგი რა ოდესმე მაინც ხომ შეხვდები? ნუ შეიმჩნევ ნურაფერს !
ასე უფრო იეჭვებს რამეს !
- არა არ მინდა.
- მიდი რა ლიკუ ! მე არ ვარ იმასთან ვინც მიყვარს და შენ მაინც იყავი ! არ ჯობია მასთან ერთად იყო ვიდრე არ ნახულობდე და უფრო დაიტანჯო? გთხოვ რა ! მჭირდება დალევა ! ჩემთვის გააკეთე
- არა ! მორჩა აღარ გვინდა ამ თემაზე.
- რა იყო ქალი ხარ თუ ვირი?!
- კარგი ჯანდაბას დაურეკე !
- ეგრე რა გოგო !
გახარებულმა ავკრიფე გიგის ნომერი და ვახარე პონტი ავაგდოთ თქო და არყები და საკიშკაოები წამოიღე ბოლომდე ვსვამთ თქო !
გიგისაც მეტი რა უნდოდა მაშინვე წამოვიდა.
უკვე 12 ხდებოდა.
მე ლიკუ გიგი და გიგის ორი ძმაკაცი ვსვამდით.
კარგად “გავატრაკეთ” .
ლიკუ ისეთი მთვრალი იყო პატრონს ვერ ცნობდა ! ბიჭები ხომ საერთოდ გონზე არ იყვნენ !
მე ვიყავი ცოტა ლაითად, მაგრამ მეც არანაკლებ.
ტელეფონმა დამირეკა.
ისე ვუპასუხე არც დამიხედავს:
- რას შვები სოფაჩკა? - გიორგის ხმა, რომ გავიგე სიგარეტი გავიყოლე და აივანზე გავედი.
- არაფერს გიიიიიოოოოო შეეენ? - გავეწელე ტელეფონში და ნაპასი დავარტყი
- არაფერს. ვიცი დაიწყებ გვიანიაო და მსგავს ტრუხა ბაზარს მარა მაინც გეტყვი ვამოხვალ დაბლა? მოვწიოთ !?
- კი
- მთვრალი ხარ ტოო?
- კიი . ჩამოვალ ხუთ წუთში . - ვუთხარი და გავუთიშე. სიგარეტით ხელში შევქანდი ოთახში ლიკას ვუჩურჩულე გიო უნდა ვნახო და უნდა წავიდე თქო, თავი დამიქნია და გაიცინა.
გიგის ვუთხარი ქეთისთან უნდა გადავიდე სასწრაფოდ ახლა დამირეკა თქო და კაიო.
არავის ქონდა ზედმეტი კითხვების თავი. ამ ღამე რა მინდოდა ქეთისთან?
როგორ უნდა დამეტოვებინა ლიკა და სხვა დაქალთან წავსულიყავი?
კითხვები არიყო შესაბამისად ლაღად გავეშურე კარებისკენ.
გიგის ძმაკაცებმაც დაიცა ჩვენც წამოვალთ სახლში ხო უნდა მივიდეთო.
თავი გავიგიჟე არა ცოტახანსნდარჩით თქო და ვის ქონდა შეწინააღმდეგების თავი?!

“პრიხოდები”

სწრაფად დავეშვი კიბეებზე და ისეთი მქონდა აკრეფილი გიორგის მანქანის კართან ძლივს “წავატორმუზე”
- პრივეტ გიიი - ლოყაზე ვაკოცე და კომფორტულად მოვთავსდი.
- საკაიფოდ ხარ მთვრალი !
- გეხვეწები სადმე წავიდეთ რა!
- სად?
- სადმე ოღონდ აქ არ ვიყოთ.
- კაიი ტოო.
სიგარეტს მოუკიდა და მანქანა დაქოქა . ქალაქიდან გავედით და მანქანა გააჩერა.
მშვიდი ღამე იყო.
ცივი და სუსხიანი.
მხოლოდ ჩვენ ვიყავით.
სამნი .
მე გიორგი და მთვარე.
მხოლოდ ჩვენ.
ირგვლივ სიჩუმე და მხოლოდ ჩვენ !
ნეტარება იყო ნამდვილი !
- ბოთლი გააქვს?
- კი
- კალკა?
- ყველაფერი!
- მაშინ ჩავყაროთ ! - ტაში დავუკარი და გავიცინე.
- არ მოვწევთ
- ღადაობ? მაგის გამო ჩამოვედი
- არა მაგის გამო არ ჩამოსულხარ !
- მაგის გამო ჩამოვედი !
- ჩემ გამო ჩამოხვედი!!
- შენ რა შუაში ხარ?
- ჩემი ნახვა გინდოდა და ჩამოხვედი , ნუ უარყოფ !
- არარის მასე !
- არგინდა ტრუხა ბაზარი ეგრეა ! ვიცი !
- კარგი ! თუნდაც ეგრე მერე რა ?
- მერე არაფერი, ჩემთვის ისიც საკმარისია რაც მოვისმინე!
- ხოო არა?
- ხოო ხოო !
- ჩემთვის არარის ეგ საკმარისი
- აბა რა არის შენთვის საკმარისი? - მისმა კითხვამ დამაბნია, მიუხედავადიმისა, რომ მთვრალი ვიყავი, მაინც ვერ ვუთხარი ყველაფერი !
- მივწიოთ რა !
- თემას ცვლი ესეიგი? კარგი.
- მოვწიოთ?
- ცუდად გახდები, ნასვამი ხარ !
- არ გკიდია მერე?
- არ
- რატო?
- იმიტორო არ !
- მითხარი
- რა სისულელეებს მეკითხები სოფი ?!

აღარაფერი მითქვამს.
გავჩუმდი მეც და ისიც
ერთმანეთს ვუყურებდით თვალებში.
ნაცნობი მზერით.
ნაცნობი სიყვარულით.
და უცნობი ქცევით.
ისე სწრაფად აღმოჩნდა ჩვენი სახეები ერთმანეთის პირისპირ, ვერ კი გავიაზრე.
“ ღმერთო ახლა მაკოცებს ! “
გავიფიქრე და მთელ სხეულში ტაომ დამიარა.
სუნთქვა გამიხშირდა.
გულისცემა ამიჩქარდა.
ვსუნთქავდი ღრმად !
სახეზე ალბათ აღელვება დამეტყო
და ფერები გადამივიდა.
გიორგი მშვიდი იყო .
მხოლოდ ღრმად სუნთქავდა.
ღრმად სუნთქავდა ისიც
და მეც.
“წამის მეასედიც და მაკოცებს ! ღმერთო მაკოცებს ! “ - ვფიქრობდი და გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა, ისე ძლიერად, რომ ხმაც კი მესმოდა.
ღრმად სუნთქავდა ისიც
და მეც.
კიდევ ერთხელ.
ღრმად სუნთქავდა ისიც
და მეც.
და მისი ტუჩები ჩემსას შეეხო !
ისე ნაზად და ფაქიზად!
ისე ამაღელვებლად !
მეგონა დედამიწას მოვწყდი და სადღაც ავფრინდი !
ისეთი საოცარი გრძნობა დამეუფლა მეგონა ბედნიერებისგან გული გამისკდებოდა !
ბედნიერების განცდა წამიერი იყო თუმცა საოცარი !
გიორგის ხელი მხარზე მივადე, რომ შემეჩერებინა.
- არ შეიძლება. - ვუთხარი ხმადაბლა და თვალებში შევხედე.
- არაფერია აკრძალული, რაც კანონში არ წერია. - მითხრა და კოცნა გააგრძელა.

სურვილი უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე სიამაყე, ამას დაერთო სიმთვრალე და ყველაფერი გამარტივდა.
კიდევ დიდხანს ვსუნთქავდით ღრმად.
კიდევ დიდხანს ვგრძნობდით ერთმანეთს
და
კიდევ დიდხანს ვტკბებოდით ერთმანეთით.
მთელი ღამე ასე გავატარეთ.
ერთად.
არ გვისაუბრია
ან სიტყვები რა საჭირო იყო?!
ჩუმად ვისხედით.
მხოლოდ ჩვენი სუნთქვის ხმა ისმოდა.
ღრმად სუნთქვის.
ჩემი თითები გიორგის თითებში იყო ახლართული.
ისეთ სიმშვიდეს ვგრძნობდი, რომელიც არასდროს მიგრძვნია.
იმდენად ბედნიერი ვიყავი ამ ბედნიერებას ვეღარ ვიტევდი.
მინდოდა მეყვირა, რომ ისეთი ბედნიერი ვარ როგორც არასდროს
რომ მხოლოდ გიორგია საჭირო ჩემი ბედნიერებისთვის.
რომ ყველაზე მეტად მიყვარს გიორგი !
მიუხედავად სურვილისა ვდუმდი და ემოციების მოთოკვას ვცდილობდი.
სულელივით ვიღიმოდი.
და მაინც როგორი ბედნიერებაა საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნა, თუნდაც დუმილში !
- სოფი არ წავიდეთ? - მკითხა და ხელზე მაკოცა.
საშინლად ჩამწყდა გულში რაღაც, მთელი ღამე ამ სიტყვების მეშინოდა. მაგრამ რეალობას ვერ გავექეცი.
ყველაზე ნაკლებად ამ სიტყვების გაგება არ მინდოდა !
- უკვე? - სახე მომემანჭა
- ჰო. მთელი ღამეა აქ ვართ, მარა დაიკიდე თუ არ გინდა ვიყოთ ჩვენი რა მიდის . - გაიცინა და გადმომხედა.
- ჰო მაგრამ სულ აქ ხო არ ვიქნებით. რაც უფრო დიდ ხანს ვიქნებით, უფრო გამიქრება წასვლის სურვილი. ჯობია წავიდეთ
- გამოხვედი ხო უკვე?
- მგონი ხო
- ხოდა მოდი ყველაფერი დავიკიდოთ
- რას გულისხმობ ?
არაფერი უთქვამს, უკანა სავარძლიდან ბოთლი აიღო და პლანის ჩაყრა დაიწყო.
- გიჟი ხარ
- რაიყო არ გინდა?
- კი, მარა ჩემ ძმასთან მოწეული მივიდე?
- ნუგეშინია ნახევარ საათში გამოხვალ და დალშე პრიხოდები გექნება. გამოიძინებ და ეგ არის რა !
- კარგი ჯანდაბას.
ერთ ნაპასს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ასე, სანამ სხვა მიმართებით არ ავიღე ბილეთი.
15 წუთი ვიყავი კაიფში არც მეტი არც ნაკლები.
მაგრამ მეგონა მთელი ცხოვრება ასე ვიყავი და ვერასდროს გამოვიდოდი.
არც პირველი იყო და არც ბოლო.
უბრალოდ იმაზე ძლიერი მოსაწევი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა.
თავიდან პანიკამ მომიცვა, როცა ყველაფერი დამავიწყდა და ყველაფერს ფერად ზოლებად ვხედავდი.
ფერადი ზოლებიდან გიორგის ხმა მესმოდა “არ დაიგრუზო და პანიკას არ აყვეო”.
ხოდა გიორგი მეგულებოდა ჩემ გვერდით და მეც დავმშვიდდი.
გავჩუნდი და კაიფს მივყევი.
ნელ-ნელა გამოვდიოდი.
და პრიხოდები უკან მანრუნებდა.
ყველაფერი უცხო იყო!
და საინტერესო !
სხვა სამყარო .
და არაფერი ამ ქვეყნად.
მეგონა რაღაც პორტალში ვიყავი და იქიდან ვერასდროს გამოვაღწევდი.
ტანის სიმსუბუქეს ვგრძნობდი.
საერთოდ მეგონა, რომ არც კი ვარსებობდი.
ვერ აღვიქვამდი რეალობას.
სხვა განზომილებაში ვიყავი, სადაც მხოლოდ ჭრელი სივრცე იყო და მეტი არაფერი.
საბოლოოდ, როცა გამოვედი
მხოლოდ ერთი კითხვის თქმა მოვასწარი:
- რამდენი ხანია კაიფში ვარ?
- 15 წუთია ზუსტად.
მითხრა გიორგიმ და ისეთი პრიხოდი მქონდა მეგონა ყველაფერი თავიდან დაიწყო.
აჩქარებული გულისცემა.
აჩქარებული პულსაცია.
სუნთქვა ღრმად.
პირის სიმშრალე.
ჯერ კანკალმა ამიტანა, შემდეგ თანდათან დამცხა.
გაბრუება.
შიმშილის საოცარი შეგრძნება !
ჩაწითლებული თვალები.
- გიორგი ! სანამ პროხოდი მექნება მინდა, რომ თქმა მოვასწრო. ახლა, რომ არ ვჭამო შეიძლება მოვკვდე !
- წავედით ! - მითხრა და მაკოცა.
მანქანა დაძრა, მთელი გზა არაფერი მახსოვს პრიხოდებით გაბრუებულს.
პირველივე სწრაფი კვების ობიექტთან გაჩერდა.
ყველაფერი იყიდა რაც კი შეიძლებოდა ეყიდა.
მანქანა მოაბრუნა და ისევ იმ გზისკენ წავიდა საიდანაც დავბრუნდით.
მანქანა გააჩერა, შეგიძლია დაიწყოო მითხრა და მაშინვე პარკებში დავიწყე ქექვა.
იმდენი ვჭამეთ, ალბათ მთელი ცხოოვრება თუ არა მაქსიმუმ ერთი კვირა საჭმელი აღარ უნდა გვეჭამა.
რაც უფრო ბევრს ვჭამდით, უფრო მეტი გვინდოდა.
მოკლედ “მაგრად ვიკიშკავეთ”
ბოლოს “გამძღარზე” ლაპარაკის თავიც, რომ არ მქონდა მხოლოდ ძილი მინდოდა.
- წავიდეთ ხო? - გიორგიმ მკითხა და მხოლოდ თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
თვალები დასიებული და ჩაწითლებული მქონდა.
მანქანა ბინასთან გააჩერა.
კარები გავაღე, რომ გადმოვსულიყავი.
მერე ისევ მივხურე.
ვაკოცე!
და წამოვედი.
ბევრი რამე მქონდა გადასახარში და გასაანალიზებელი, მაგრამ ჯერ არაფრის თავი არ მქონდა.
ჯერ უნდა დამეძინა.
სასწრაფოდ !
სახლის კარი გავაღე და ჰოლში შევედი.
მდივანზე ლიკუ და გიგი იწვნენ.
ჩახუტებულები თანაც შიშვლები.
ოთახისკენ წავედი და ითახის კართან შევჩერდი.
დაიცა !
ახლა რა ვნახე?
დაიცა ეს რა იყო?!
შევბრუნდი და კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი ჩახუტებულ გიგის და ლიკუს.
- ღადაობთ? - ხმამაღლა ვიკითხე და ოთახში შევედი.
- ჯერ დავიძინებ და მერე გავარკვევ ყველაფერს . თქვენ ამბავსაც და ჩემ ამბავსაც.- საკუთარ თავს ველაპარაკებოდი.
ბიუსჰალტერი მოვისროლე და ტანსაცმლით დავეხეთქე საწოლზე.
საბანში გავეხვიე და დავიძინე.

***
თვალები ძლივს გავახილე.
საღამოს შვიდი საათი იყო.
ფაქტიურად მთელი დღე ძილში გავატარე.
სამაგიეროდ კარგად ვიყავი,
ყოველგვარი თავის ტკივილისა და “სუშნიაკის” გარეშე.
უცბად ხველაფერი გადავხარშე და ტელეფონზე ლიკას ნომერი ავკრიფე?
- გაიღვიძე - ჩამესმა ლიკუს ხმა.
- კი. სად ხარ?
- მისაღებში ტელევიზორს ვუყურებ.
- გიგი?
- წავიდა.
- სად?
- არ უთქვამს.
- ყავა გააკეთე რა და შემოდი ჩემ ოთახში.

15 წუთში ბედნიერი ლიკუ შემოვიდა, ორი ყავის ფინჯნით ხელში.
- პრივეეტ
- აბა მოყევი რა მოხდა გუშინ?! დილით რაც ვნახე მგონი უნდა ამიხსნა.
- ხო მოკლედ. მე და გიგი. ანუ. ჩვენ.. ხო ხვდებირა?
- დილით რომ გაიღვიძეთ რა რეაქცია გქონდათ?
- ყველაზე შოკი ეგაა ! პირველი გიგიმ გაიღვიძა და თმაზე მეფერებოდა, მერე მეც გავიღვიძე და მაკოცა მერე..
- კარგი აღარ გააგრძელო დეტალები არ მინდა. ანუ ერთად ხართ?
- ეგრე გამოდის! - მახარა სიხარულით და ტაში შემოკრა.
- რას მოვესწარით ღმერთო ! - პირჯვარი გადავიდახე და გავიცინე
- და თქვენ?
- რა ჩვენ? ვინ ჩვენ?
- ვითომ ვერ ხვდები ! შენ და გიორგიმ
- მე და გიორგიმ რა?
- მთელი ღამე რომ დაიკარგეთ რა მოხდა?
- მაკოცა გიორგიმ
- აააააარაააააარსებოოოოოობსსსსსსსსსსსსს - იმხელა დაიკივლა, მგონი გიგის კოცნა არ გახარებია ასე ძალიან.
- ნუ ყვირი!
- კიდე რამოხდა?
- დავბოლდით ! ძლივს გამოვედი, მერე ბევრი ვჭამეთ და სახლში მომიყვანა . მეტი არაფერი
- არ გითხრა მიყვარხარო ან ერთად ვიყოთო?
- არა ! არ უთქვამს საერთოდ არაფერი და ეგ მაკვირვებს. არეული ვარ. ვერ ვხვდები უნდა მიხაროდეს თუ არა. არვიცი.
- აუუ რა მაგარია ! რა ბედნიერები ვართ ორივე !



***
ახლა უნდა ვთქვა, რომ იმ დღის მერე ბედნიერები ვიყავით?
სამწუხაროდ არა !
ყველაფერი ისევ ისე აირია, როგორც ამ დღემდე იყო.
ის ბედნიერი წუთები უბრალოდ მოგონებად დარჩა.
ტკბილ მოგონებად.
იმ დღის მერე გიორგი აღარ მინახავს.
გაქრა ! თითქოს მიწამ ჩაყლაპა!
არცერთი ზარი,
არცერთი მესიჯი.
ხომ იცოდა, რომ მასზე ვიღელვებდი
ხომ იცოდა, რომ მომენატრებოდა.
სად წავიდა?
ან რატომ წავიდა?
ორმა თვემ იმის ლოდინში გაიარა, რომ მეგონა დაბრუნდებოდა.
დღეებს ვითვლიდი.
ვითვლიდი საათებს.
ვითვლიდი წუთებს.
ვითვლიდი წამებს.
ვითვლიდი ამინდებს.
ღრუბლებს და წვიმას.
მაგრამ არ ჩანდა.
საათობით ვიჯექი ფანჯარასთან და ქვემოთ ვიყურებოდი, რომ მისი მანქანა დამელანდა.
საათობით მივშტერებოდი ტელეფონს და ველოდი როდის დარეკავდა.
ერთმა თვემ ლოდინში გაიარა.
ისე გაიწელა ეს დრო, რომ საუკუნედ მეჩვენე.
დავიღალე ლოდინით.
ამ ერთ თვეში რამდენი კარგი რამ მოხდა, მაგრამ არაფერი მახარებდა.
არავინ არაფერს ამბობდა გიორგის გაუჩინარებაზე.
დავიჯერო არავინ არაფერი იცოდა?
იცოდნენ! უბრალოდ არ ამბობდნენ !
მე კიდევ დავიღალე !
დავიღალე !!
ლოდინით!
დავიღალე გაურკვევლობით!
და დავიღალე გიორგის მონატრებით !

“ანასტასია ყიფშიძე”

გიგი და ლიკუ იმ დღის შემდეგ ერთად იყვნენ.
თურმე მარტო ლიკუ კი არ იტანჯებოდა ჩემი ძმის სიყვარულით,
თურმე გიგიც იგივეს განიცდიდა და დღეებს ითვლიდა, რომ მისთვის ყველაფერი ეთქვა.
ხოდა ერთმანეთსაც გამოუტყდნენ და ბედნიერები იყვნენ ერთად.
როცა ჩემს წინ ჩახუტებულ გიგის და ლიკუს ვუყურებდი გიორგი მახსენდებოდა და ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.
მაშინვე გულისცემა მიჩქარდებოდა და ღრმად სუნთქვას ვიწყებდი.
სიგიჟემდე მენატრებოდა !
ერთ დილით ლიკუმ სიხარულით დამირეკა ტესტი გავიკეთეო.
- პასუხი?
- ორსულად ვარ
- ვაიმეეე მამდაა ვიქნები ! ვაიმეეე რამაგარიააა !!! - სიხარულით ხტუნვა და ყვირილი დავიწყე ოთახში .
- დედა გავხდებიიიიი რამაგარიააააა !!!! - მეორე მხარეს ლიკუნამ დაიწყო ხტუნვა და ყვირილი
- ნუ დარბიხარ მუცელი მოგეშლება - ჩავყვირე ტელეფონში და ხტუნვა გავაგრძელე
ყვირილზე გიგიმ შემოყო თავი:
- რაიყო დაო სუ გამოდებილდი?
- გიგიიიიიიი - დავიწყე ყვირილი
- ჩემიიი გიგიიი მოვიდაააა - ამყვა ტელეფონში ლიკა
- რა ჯანდაბა გაყვირებს?
- ფშიუუუუუუ პწიუუუუუ აეეეეჰეეეეეეე - გავაგრძელე წივილი
- სოფი ბოდიში ამას რომგეუბნები კი ჩემი და ხარ და ვიცი არ უნდა გეუბნებოდე მაგრამ გოგო შიგ ხო არ გაქვს?
- მამა გახდები - ვუყვირე სწრაფად და რეაქციას დაველოდე
- გთხოვ დაიძინე ! თუ გიყვარვარ.
- სოფიიიი დამალაპარაკეეე ჩემიი სიცოცხლე - ჩამყვირა ლიკუმ და ტელეფონი გიგის გავუწოდე
- გიგიიი მამა გახდები ! - ლიკუს ყვირილი მეც კი გავიგე.
გიგიმ ტელეფონი ყურს მოაშორა და ხმამაღლა, სერიოზული სახით იკითხა:
- სულ გამო....ვდით? - სიცილი ამიტყდა და ტელეფონი ხელიდან გამოვდღლიზე.
- ლიკ მიდი ჩვენთან გამო, ნამცხვრებს ამოვიტან და ყავა დავლიოთ, თან იქნებ ამ ვიგინდარას რამე გავაგებინოთ !
- კარგიიი დამელოდეთ.

დაიყვირა ლიკამ და ვიგრძენი როგორ დაიწყო ჰაერში ჩაცმა.
გიგის ყველაფერი, რომ ავუხსენით რა ნამცხვრები თქვენ შიგ ხომ არ გაქვთო და ტელეფონი აიღო ყველას გადაურეკა და მთელი სასტავი შევიკრიბეთ ჩვენთან და რათქმაუნდა წავიდა დალევა და ამბები !
გიორგი არც მაშინ მოსულა.
იმ დღეს უგონოდ დავთვერი !
ისეთი ამბები იყო დედა შვილს არ აიყვანდა ხელში !
ნუ მოკლედ მას შემდეგ ლიკუ ჩვენთან ცხოვრობს და სრული ოჯახური იდილია შეიქმნა !
დედა და მამა ისეთი ბედნიერები იყვნენ შვილიშვილის ამბით, რომ ლამის ფეხით ჩამოვიდნენ ამერიკიდან.
ქორწილი არ გვინდაო განაცხადეს ნეფე- დედოფალმა.
ჯერ მხოლოდ თვენახევრის იყო ლიკუ და დაადგინა აუცილებლად გოგო იქნება და ანასტასიას დავარქმევო.
მას შემდეგ არ შეწყვეტილა ჩვენ სახლში ღრეობა და დალევა.
ყველა მოუთმენლად ველოდით სამეგობროში პირველ პატარას.
ყველა ველოდით ანასტასია ყიფშიძის დაბადებას !

***
ერთ დღესაც მივხვდი, რომ ლოდინი დაუსრულებლად გაგრძელდებოდა და სანამ დრო იყო უნდა შემეწყვიტა ასე უსუსურად ყოფნა.
აღარ ვგავდი იმას ვინც ადრე ვიყავი.
გავხდი ის ვინც არასდროს მინდოდა, რომ ვყოფილიყავი.
ძალა მოვიკრიბე და გადავწყვიტე წავსულიყავი.
სამუდამოდ თუ არა ცოტა ხნით მაინც !
გადავწყვიტე და გავაკეთე კიდეც!
წავედი მშობლებთან.
დავაბიჯებდი ნიუ იორკის ქუჩებში ყავით ხელში და მაინც გიორგიზე ვფიქრობდი.
მაინც გიორგი მიტრიალებდა თავში და თავიდან ვერ ვიგდებდი.
ყველაფრის ამოსავალი წერტილი გიორგი იყო.
ორი წელი ვიყავი ამერიკაში.
ვისწავლე,
ჩემი საქმე დავიწყე,
კარიერა ავიწყე და ისეთი სიხშირით არა თუმცა მაინც მეფიქრებოდა გიორგიზე.
საკუთარი მაღაზია გავხსენი,
საკუთარი ატელიეც და საკუთარი ხელით შექმნილ ტანსაცმელს ვყიდდი.
წარმატებული იყო ჩემი გზა დიზაინერობამდე.
ყველა ამერიკული თუ ქართული ჟურნალი ჩემზე დაწერილი სტატიებით იყო აჭრელებული.
ერთი თვალის დახამხამებაში პოპულარული გავხდი.
რაც უფრო მეტი ადამიანი იგრბდა ჩემს შესახებ მით უფრო იზრდებოდა თაიგულების და საჩუქრების რაოდენობა ჩემს კართან.
ისევ სუსხიანი ზამთარი იყო თბილისში, როცა გადავწყვიტე, რომ უკან დავბრუნებულიყავი რამოდენიმე კვირით.
ზუსტად ის ზამთარი იყო როცა ნიუ იორკში ჩამოვედი.
და ახლა ორი წლის შემდეგ დრო იყო, რომ ისევ გამეხსენებინა ძველი ცხოვრება.
ცხოვრება, როცა არავინ მიცნობდა
და ცხოვრება, როცა გაგიჟებით მიყვარდა გიორგი.
მაგრამ ყველაზე სამწუხარო თუ სასიხარულო ის იყო, რომ ახლა უფრო მეტად მიყვარდა გიორგი ვიდრე მაშინ, როცა თვეში ორჯერ მაინც მქონდა მისი ნახვის ბედნიერება.
ჰოდა მოკლედ ავდექი და წამოვედი.
წუთებს ვითვლიდი თბილისში ჩაფრენამდე, როცა ჩემ საყვარელ ადამიანებს ვნახავდი და გულში ჩავიკრავდი მონატრებულებს.
მთელი გულით მეგონა, რომ გიორგიც იქ დამხვდებოდა, აეროპორტში, ზუკაზე გადაფსკვნილი იდგებოდა და ჩემი დანახვისას ისევ იმ სიყვარულით სავსე თვალებით შემომხედავდა !
შორიდან მომავალს ხელს დამიქნევდა და მასთან მისულს გულში ჩამიკრავდა, ხელებს ძლიერად შემომხვევდა და მეტყოდა აღარასდროს გაგიშვებო.
მე ისევ ძველებურად ამიჩქარდებოდა გული და ისევ დავიწყებდი სუნთქვას ღრმად.
მაგრამ ასე არ მოხდა.
როცა ესკალატორით ქვემოთ ჩავდიოდი ჩემებს შევავლე თვალი და კიდევ ერთხელ გამიცრუვდა იმედი.
გაფაციცებიყ დავუწყე გიორგის თვალებით ძებნა, მაგრამ არსად იყო .
მაშინვე გადამეწურა იმედი, რომ ოდესმე კიდევ შევხვდებოდი გიორგის.


“ საბედისწერო შეხვედრა “

მშვიდი საღამო იყო,
ბინდდებოდა.
გადაუღებლად თოვდა.
ბარდნიდა.
ყველაფერი თეთრი იყო და ნათელი, სუფთა და სპეტაკი.
ორი დღეღა იყო დარჩენილი ვიდრე თბილისს დავტოვებდი.
მინდოდა კარგად ჩამებეჭდა ყველა დეტალი გონებაში.
მინდოდა კარგად დამემახსოვრებინა ჩვენი უბნის თითოეული კუთხე.
უბანში მოვაბიჯებდი მშვიდად და ვიხსენებდი ყველაზე ბედნიერ პერიოდს.
ყველაზე ბედნიერ დღეებს, რომლებიც ამ უბანში გავატარე გიორგისთან და ჩვენ სასტავთან ერთად.
თამამად ვამბობ, რომ ყველაზე კარგი ბავშვობა ჩვენ გვქონდა !
საშინელება იყო იმის წარმოდგენა, რომ ყველაფერი წარსულში დარჩა და აღარ განმეორდებოდა.
გული საშინლად მტკიოდა და ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, რომ მიწაზე არ დავმხობილიყავი და არ მეტირა რატომ გავიზარდე თქო !
რაც დრო გადიოდა უფრო საშინლად მტკიოდა გული, რომ ვიზრდებოდი და ვეღარასდროს დავიბრუნებდი ძველ წლებს.
ყველაზე ბედნიერ წლებს.
საშინლად მინდოდა წუთით მაინც დავბრუნებულიყავი უკან.
ერთუ წუთით მაინც მეთამაშა წრეში ბურთი, დამალობანა ან ხეზე ჩიტობანა ან თუნდაც თოჯინებით მეთამაშა ჩემ “დაქალებთან” ერთად.
ამის გახსენებაზე საშინლად ამეწვა გული, უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა და ყელში გაჩხერილი ბურთი ძლივს გადავყლაპე.
ცოტა მაკლდა და ტირილით გავსკდებოდი.
ალბათ სიამოვნებით ვიტირებდი ისე , როცა გიორგიმ კევი ნანუკას გაუყო და მე არ მომცა.
გულამოსკვნილი ვტიროდი და მთელი უბანი შეშინებული დამეხვა თავზე.
ამ ფიქრებზე გამეღიმა.
და ისევ მომინდა ძალიან მაგრად მეტირა.
- ღმერთო ჩემო ! ნუთუ არ მეჩვენება ?! ეს ნამდვილად ის ცნობილი სოფი ყიფშიძეა? მთელი ქვეყანა, რომ გადარია და აალაპარაკა? - ნაცნობი ხმის გაგონებამ ისე შემაკრთო, წამით მეჩვენა, რომ მელანდებოდა.
შიშით მივბრუნდი უკან და გიორგი, რომ დავინახე ერთ ადგილს მივეყინე,
ვეღარც წინ წავედი და ვეღარც უკან. ლაპარაკის უნარი წამერთვა და ისე გავიყინე წამიერად, როგორც მიცვალებული.
- გამარჯობა სოფი ! - ღიმილით მითხრა და შემომხედა !!! შემომხედააა იგივე მზერით !
ისეთივე სიყვარულით სავსე მზერით, რომელიც ამჯერად სევდიანი მეჩვენა.
გიორგიც სხვანაირი მეჩვენა.
უფრო გამხდარი,
ფერდაკარგული,
მაგრამ მაინც სიმპატიური !
უფრო მშვიდი იყო
და უფრო თბილი.
- გიორგი.. - ძლივს გასაგონად ვთქვი და მივხვდი როგორ დამეძაბა მთელი სხეული.
- სულაც არ შეცვლილხარ, უფრო გალამაზებულხარ, მაგრამ ისევ ისეთი ხარ. ისევ ძველი სოფი ხარ.
- ხო.
- როდის ბრუნდები უკან?
- ალბათ ზეგ.
- კარგია, კარგი ის კიარაა, რომ ბრუნდები, კარგია, ის, რომ შენი ცხოვრება აიწყე და ყველაფერი კარგად გაქვს. - ისე თამამად საუბრობდა გეგონებოდა ძველ სიყვარულს კი არა ვინმე ნაცნობს ელაპარაკებაო.
- ხო. კარგი უნდა წავიდე, ბევრი საქმე მაქვს.
- კარგი დროებით.
გამოვბრუნდი, მაგრამ ფეხები უკან მრჩებოდა. არმინდოდა კიდევ ერთხელ წავსულიყავი ისე, რომ არაფერი მეთქვა. ვიცოდი არაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ მინდოდა ყველაფერი გაეგო.
ძალა მოვიკრიბე და გავჩერდი.
უკან მივბრუნდი.
გიორგი ისევ იქ იდგა, გაუნძრევლად.
- იცი რა? - დავიწყე გაუბედავად
- რა?
- ამ ორი წლის მანძილზე გონებაში ყოველთვის ვფიქრობდი ჩვენ შეხვედრაზე, ყოველთვის სხვანაირი წარმომედგინა.
არვიცი, როგორი მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ასეთ არა !
ასეთი ცივი და უხეში.
ხომ იცი, რომ ისევ მივდივარ და აღარასდროს დავბრუნდები?
ხომ შეგიძლია შემაჩერო და მითხრა, რომ არ წავიდე ! ხომ შეგიძლია, რომ ეს გააკეთო ? რატომ არ მიწევ წინააღმდეგობას?! დავიჯერო არ გინდა? რაც არ უნდა მარწმუნო არ მინდაო ვიცი, რომ გინდა !
ვიცი გინდა, რომ დავრჩე !
მაგრამ არ ამბობ! რატომ?!!!
კარგად იცი, რომ ახლა, შენი ნახვის შემდეგ უფრო გამირთულდება წასვლა, რატომ მნახე? თუ ორი წელი გაძელი ჩემს გარეშე ახლა მაინცდამაინც წასვლის წინ, რატომ მოხვედი? რატომ გინდა, რომ გამაგიჟო?
რატომ გინდა, რომ ისევ შენზე ვფიქრობდე? ამიხსენი !
აღარ შემიძლია ასე ! ასეთი გაურკვევლობა მჭამს და შიგნიდან მანადგურებს ! ვერ ხვდები მაინც?!
- ყველა გთხოვდა არ წახვიდეო და მაინც მიდიხარ. განა შეიძლება ჩემმა ერთმა სიტყვამ ის გადაგაფიქრებინოს რაც მთელმა დუნიამ ვერ შეძლო?
- შეიძლება კიიი !!! გეცადა მაინც და მაგის კითხვა აღარ დაგჭირდებოდა!
- ახლა, რომ ვცადო შანსი კიდევ მაქვს?
- გააჩნია როგორ ცდი ! შანსი ყოველთვის არის.
- კარგი. მინდა, რომ დარჩე.
- სულ ეგ არის? სხვა არაფრის თქმა არ გინდა?
- აუ დამაცადე რაა ! ვაწყობ აზრებს რა გჭირს ტოო ! - გამეცინა და დაველოდე რას მეტყოდა.
ამდენი ხნის შემდეგ,
ვიდექი და ველოდი, როდის მეტყოდა იმ სიტყვებს რასაც ალბათ მთელი ცხოვრება ველოდი !
- კაი, მისმინე. მინდა, რომ დარჩე ! ალბათ მთელი ცხოვრება მინდოდა, რომ დარჩენილიყავი, მაგრამ არ გამოვიდა.
არცერთხელ !
ვიცი, ვიცი, რომ შენ ყოველთვის მელოდებოდი და ყოველთვის მე მივდიოდი, მივდიოდი და ღმერთმა იცის როდის ვბრუნდებოდი.
ეხლა კიდე ყველაფერი პირიქით მოხდა.
იმდენად მივეჩვიე, რომ ყოველთვის მელოდებოდი, მეგონა, რომ ახლაც დამელოდებოდი, მაგრამ ასე არ მოხდა ! წახვედი და მე მომიწია ლოდინმა.
რათქმაუნდა ყველაფერი ისევ მე გავაფუჭე და ჩემს გამო წახვედი.
გელოდებოდი.
ახლაც გელოდები.
ისედაც მთელი ცხოვრება გელოდებოდი და აღარ მინდა მეტი ლოდინი.
აღარ შემიძლია ვიყო !
აზრზე ხარ რამდენი ხანი გავიდა?
და მაინც ერთმანეთი გვიყვარს !
და ყოველთვის ასე იქნება !
ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელიც მინდოდა, რომ ყოველთვის ყოფილიყო ჩემ ცხოვრებაში.
და ახლა ვეღარ გაგიშვებ.
ვიცი რო აღარ დაბრუნდები.
ბოლო შანსი გვაქვს გესმის?
შენ უნდა აირჩიო, ან დარჩე ან წახვიდე.
სოფი აღარ მინდა ასე.
ვიცი ყველაფერი აქამდე უნდა მეთქვა, მაგრამ თავს ვიკავებდი რო არმინდოდა ჩემ გვერდით ყოფილიყავი. იმიტო რო დაგღლიდი, ცუდად იქნებოდი ჩემს გვერდით.
ისეთი ცხოვრება ვერ გექნებოდა, როგორსაც იმასუხერებ. ხედავ რა გაცვეთილი სიტყვებით ვბაზრობ?!
ამ ორმა წელმა შემცვალა და დალშე მინდა, რომ ჩემს გვერდით იყო მთელი დარჩენილი ცხოვრება .
კაროჩე.
კაროჩე ხოიცი რა რო მიყვარხარ და რატო ელოდები მაინცდამაინც ამ სიტყვის თქმას? ხოიცი არ შემიძლია ეს სენტიმენტალური და რომანტიკული ბაზარი?! რატო მაწამებ ტოო??!
- მენატრებოდი. - გაუბედავად ვუთხარი და მივუახლოვდი, ცხოვრებაში პირველად მოვისმინე სიტყვები, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდი !
ნელა მაკოცა და ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ნანატრი შეხება ისე მესიამოვნა მეგონა გონებას დავკარგავდი. მერე მხარზე თითები დამისვა, ცალი ხელი წელზე შემომხვია, ჯერ ტუჩებზე მაკოცა, შემდეგ ლოყაზე ნაზად, ბოლოს კი ცხელი კოცნა დამიტოვა ყელში და შემომხედა ნაცნობი სიყვარულით სავსე თვალებით ! რომელშიც ამჯერად უსაზღვრო ბედნიერება იგრძნობოდა !

ხომ არ გჯერათ, რომ ამბობენ ოცნებები ხდებაო? ხოდა აწი დაიჯერეთ !!
დაიჯერეთ ისიც, რომ ადამიანს რაც გულით უნდა ყველაფერი ხდება აუცილებლად ! თუნდაც თვეების და წლების შემდეგ მაგრამ აუცილებლად !!
მეც მჯერა, ხოდა ველოდები.
უყვარდათ ერთმანეთი.
ერთსაც და მეორესაც.
თვითონაც იცოდნენ და ყველამ მათ გარშემო.
მაგრამ ამაზე არავინ საუბრობდა,
რა საჭირო იყო.


***
მოკლედ იმედია მოგეწონებათ :)
გეტყვით, რომ ისტორია ნამდვილ ამბავს “ეფუძნება” . ამიტომ თქვენც დაიჯერეთ სასწაულების.
მეც მჯერა, რომ ოდესმე გიორგის შევუყვარდები. ხოდა მე ველოდები.
თქვენც დაელოდეთ აუცილებლად.



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ძაან სისულელე

 


№2 სტუმარი nana

Aრ მომეწონა

 


№3  offline წევრი ფარვანა

აუ მე მომეწონა ძალიან კარგი იყო და აზრიც იდო შიგნით ამ ისტორიაზე ვერ ვიტყვი რომ სისულელეა იმიტომ რომ მაშინ სულელი მე გამოვალ უბრალოდ ასე არ უნდა დაგესრულებინა მეტი შეგეძლო <3 თუმცა მე მომეწონა

კარგი იყო ძაან საყვარლობა მე მომეწონა და სისულელე არ ყოფილა აზრი იდო შიგნით
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


Nisa Sa
შენი ნაწერები ძალიან მიყვარს. მეც მჯეროდა სასწაულების, მაგრამ ჯერ არ ამხდენია

აუცილებლად მოვა მაგის დროც ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი lali

პლანის მოწევის სცენა იყო ძალიან ცუდიი,დანარჩენი ისე რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent