შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდს ყოველთვის მოსდევს კარგი ( 8 თავი )


18-01-2018, 02:10
ავტორი CRAZY GIRL 2
ნანახია 1 858

8 თავი

ერთი კვირა იტალიაში გავატარეთ. ერთხელ პიკნიკიც მოვაწყვეთ ყველამ ერთად მშობლების ჩათვლით. ქალაქშიც გავისეირნეთ. წყვილებმა ერთი ღამე კლუბშიც გავატარეთ მხირულად. სრულყოფილებისთვის მხოლოდ გიგა და სანდროს იქ ყოფნა გვაკლდა. გიგამ თავისი შეყვარებული, რომელზეც აპოდებდა უკვე, ბათუმში წაიყვანა ამიტომ არ ეცალა. სანდრომ კი თქვენ იჟღურტულებთო იქო და მე რა გავაკეთოო, თქვენ წადით გვრიტებიო. ვეცადეთ, მაგრამ მაინც ვერ დავითანხმეთ. მე და სალი ვეჭვობდით რომ სანდროსთანაც გოგოს ამბავი იყო. ქალურ ინტუიციას რომ ეძახიან აი ის გვაწუხებდა ჩვენც.
თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ვიგრძენი და გავაანალიზე თუ რამდენად ჩემია ეს ქალაქი.ვერცერთი ქალაქი ვერ შეედრება შენს მშობლიურ ქალაქს. ჰაერიც კი მონატრებული მქონია.

სახლში მისვლისთანავე დავიწყეთ დალაგება. მალეც დავასრულეთ და სამზარეულოში და მისაღებში გავნაწილდით მე და სალი. მე ფილმს ვარჩევდი ის კი როგორც ყოველთვის ცივი ყავის მზადებას შეუდგა.
- აკეთებ? - სამზარეულოში შევიჭყიტე და ფეხსაცმელს ვიცმევდი თან.
- კიი. - არც გამოუხედავს ისე მიპასუხა. - სად მიდიხარ?! - მკითხა შემოტრიალებისთანავე.
- მაღაზიაში, რაღაცეებს ამოვიტან.
- კაი მიდი გელოდები. აარჩიე ფილმი? - უკვე გავდიოდი როცა სამზარეულოდან გამოიჭყიტა.
- კიი- სირბილით ჩავიარე კიბეები და მაღაზიისკენ წავედი, როცა პირდაპირ დიტოს შევეჩეხე. არ ვიცი რა დამემარა, ადგილიდან ვერ ვიძროდი და უაზროდ მივშტერებოდი. შევამჩნიე რომ ცუდად გამოიყურებოდა. დამიძახა. ხმა ვერ გავიგე, მაგრამ ტუჩების მოძრაობით მივხვდი რომ ჩემი სახელი წარმოთქვა. მე კი უბრალოდ ვიდექი და ყოველგვარი ემოციის გარეშე შევყურებდი. რა ვიგრძენი? არაფერი! მხოლოდ მეცოდებოდა, ვიცოდი რომ მის შეცდომას მიხვდა და სწორედ ამიტომაც მეცოდებოდა. ჩაწითლებული თვალებით მიყურებდა და ნელ-ნელა მიახლოვდებოდა.
- ნინა... - ზემოდან დამხედა და ხელი ჩემი ხელისკენ წაიღო რომ ჩაჭიდა, მაგრამ ხელი გავწიე და უკან გადავდგი ნაბიჯი.
- ნინა...
- არაფერი თქვა დიტო! ვერც ვერაფერს მეტყვი. უბრალოდ გთხოვ, წადი აქედან და შეეცადე არსად არ მომხვდე თვალში. - გვერდის ავლა ვცადე მაგრამ მკლავში მწვდა და შემაბრუნა ისევ.
- ნინა გთხოვ მაპატიე. შეცდომა დავუშვი და ვნანობ, ძალიან ვნანობ. გთხოვ მაპატიე და შანსი მომეცი რომ შენთან ვიყო.
- არა დიტო! შემეშვი! არ გაპატიებ იმას რომ ჩემზე ასეთი რამ იფიქრე და ვიღაც ბოზს დაუჯერე. შენც გარეშეც კარგად ვარ და არ მინდა ისევ იმ მდგომარეობაში ჩავვარდე. დიტო დამივიწყე! და ცხოვრება გააგრძელე... იქნებ კიდევ შეგხვდეს ვინმე რომელთანაც ასეთ შეცდომას არ დაუშვებ და ბედნიერი იქნები.
- ნინა მე შენ მიყვარხარ… - ხმაჩამწყდარმა მითხრა და ხელი ნელა გამიშვა.
- არა, არ გიყვარვარ- თავი გავაქნიე და ნერვიულობის დასაფარავად თავი გვერდზე მივაბრუნე.
- მიყვარხარ! და ეს შენც კარგად იცი. ისიც იცი რომ შენც გიყვარვარ!- როგორც კი ეგ გავიგე მისკენ შევბრუნდი და მრისხანე მზერით ჩავაშტერდი თვალებში.
- არ მიყვარხარ ! გასაგებია?! სხვა მიყვარს! შენ არ ხარ ის ვინც მე მჭირდება! და მადლობა რომ ამაში მიმახვედრე.
- სხვა?!
- დიახ, სხვა! ის ვინც ნამდვილად მჭირდება, შენ კი გაქრი აქედან შენს ნაშასთან ერთად და არ დამენახოთ არსად არც შენ, და არც ის კახ*ა. - მაღაზიაში შევვარდი და ყველააფერი ვიყიდე რაც მჭირდებოდა.როცა გამოვედი დავინახე როგორ მიაბიჯებდა ქუჩის ბოლოს, რაღაცნაიად ჩამწყდარი. წამით შემეცოდა კიდეც ,მაგრამ ეს მისი ბრალი იყო. მატკინა! მე კი არ შემიძლია იმ ადამიანს ისევ ისე ვუყურო როგორც ადრე. მე ასეთი ვარ და ამას ვერ შევცვლი. თანაც, მე ალექსანდრე მყავს, ადამიანი რომელიც ყველას და ყველაფერს მირჩევნია.
სწრაფად ავირბინე კიბეები მესამე სართულამდე. არ მინდოდა ლიფტის დახურულ სივრცეში ყოფნა , ქოშინით შევაღე კარები და პირდაპირ სამზარეულოში შევედი.
- მოდიი მალეე - მისაღებიდან სალიმ გამომძახა, მე კი ტკბილეულის დაწყობა დავიწყე ჭურჭელში.
- მოდი რა დამეხმარეე
- ახლავე
- შენ ეს ბოთლი და ჭიქები გაიტანე, ამათ მე გამოვიტან - წამით შეჩერდა და შემდეგ ამოძრავდა.
ყველაფერი მოვამზადეთ და დივანზე მოვთავსდით. მაგრამ სალი არ რთავდა ფილმს და მე მომშტერებოდა.
- მიდი ჩართე! - გაკვირვებულმა გავხედე და პულტის გამორთმევა ვცადე მაგრამ ვერ მივწვდი.
- მიდი ახლა მოყევი რა მოხდა.
თავი ჩავხარე და ტკბილეულის ფრცქვნა დავიწყე.
- დიტო იყო მოსული… შერიგება უნდოდა. - თითქმის ჩურჩულით ვუთხარი და თვალი გავუსწორე.
- მერე?! - წარბაწევით მიპასუხა და უკვე დაფრცქვნილი შოკოლადი თეფშზე დამადებინა.
- რა მერე?! არაფერი! ვეჩხუბე და გავუშვი. ცოტა შემეცოდა. იცი რა ცუდად გამოიყურებოდა, სალი?!
- მეტის ღირსია! რა ეგონა აბა?! კისერზე ჩამოეკიდებოდი იმ ნაშასავით? რა ჰქვია კატო, კატუშა თუ რავიცი… ზურმუხტი! ნინა ის არ არის შენი ღირსი- ხელზე მომეფერა და თბილად გამიღიმა.
თავი მის კალთაში ჩავრგე და სივრცეს დავუწყე უაზროდ ყურება.
- აუ სალ, ბოდიში რა, არ ვარ ფილმის ხასიათზე. ძალიან მინდა დავიძინო - ქვემოდან ავხედე ლეკვის თვალებით, რომელიც დაღლასაც მეტყველებდა.
- რა თქმა უნდა, ჩემო სიცოცხლე - ლოკაზე მაკოცა., მე კი გემრიელად ჩავკოცნე.
- კაი გოგო არ შემჭამო!
- შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა?!
- არც არაფერი! - მხრები აიჩეჩა და საყვარლად გამიღიმა.
- ვაიმე ანდრო რომ წაგიყვანს მერე რაღა ვქნა მე?!
- რადა გაყევი შენც ალექსანდრეს!
- არა! არ გაგიშვებ შენ! კოშკში გამოგკეტავ და დრაკონს დავაყენებ დარაჯად - მსგრად შემოვხვიე ხელები, თითქოს ვინმე მართმევდა.
- კა ოღონდ მანამდე არ დამახრჩოო…
- კაი ცქნაფ წავედი თვალები მტკივა ისე მეძინება
- მიყვარხარ მე შენ! - ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა და ოთახში შევარდა. ჩემი თხოვნის შემდეგ დამთანმხდა დარჩენაზე.
ლოგინისთვის მოვემზადე და ჩავწექი.
ბოლოს ალექსანდრეზე გამიელვა ფიქრებმა, გამეღიმა და ასე გაღიმებულს ჩამეძინა.

ვიცი დიდი არაა მაგრამ არაფრის დადებას ვამჯობინე ეს დამედო blush
მიხარია რომ რამოდენიმეს მაინც მოგწონთ heart_eyes



№1  offline წევრი ფარვანა

კარგი იყო ველი ახალ თავს
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№2 სტუმარი სტუმარი კატო

ძალიან მაგარია ველი შემდეგ თავს და მალე დადე რა ტხოვ და ცუდად არც გააგრძელო და არც დაამთავროოოოო მომწონს ძალიან ეს მოთხრობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent