შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლი...(ნაწილი 1)


18-01-2018, 22:25
ნანახია 1 273

ნოებრის ცამეტს დაიბადა ლი.ნოებრის სიო უწეწავს თმებს ლის.ნოემბრის წვიმა ასველებს ლის.ნოემბრის მზე ეცემა ლის ჭორფლიან სხეულს.ლის უყვარს ყოველღამ ვარსკვლავების თვალთვალი.წვიმიან ამინდში დაიბადა ლი...ანაბელი...
ლი იყო ის,ვისზეც მღეროდნენ,წერდნენ და ოცნებობდნენ.მიტკალივით თეთრ სახეზე ამოსულიყო უამრავი საპოვნელა,რომლებიც ნელ-ნელა მიიპარებოდნენ ზურგისკენ,რათა გეპოვნა და სათითაოდ დაგეკოცნა.ბროლის ჩათლილი თითები ჰაეროვნად დაფარფატებდნენ როიალის კლავიშებზე.
ეს იყო ნოემრის თვე,ბევრი წლის წინ...
ის იჯდა და უკრავდა როიალზე სევდიან მუსიკას,მე ვერ ვიგებდი ვისი ნაწარმოები იყო,მაგრამ ვიცოდი,რომ ეს გოგო იყო ის,ვის გამოც შევცვლიდი ჩემს თავს და შემდეგ მთელს სამყაროს.
წვიმს...ტირის თბილისის ზეცა...ბრბო ხან ერთ კუთხეს აწყდება,ხან მეორეს,ეშინიათ წვიმის,გარბიან,ეჩქარებათ,ენანებათ ტანისამოსი თუ საკუთარი თავი,ამ ქალაქში ხომ სიამოვნებისთვისა და ბედნიერებისთვის აღარავინ ცხოვრობს,მაგრამ...წვიმს და ტროტუარს მიუყვება ლი...ოო,ლი...ნოემბრის წვიმა ასველებს ლის,თუმცა ანაბელისთვის ეს სასიამოვნო წკაპუნია.ლი ხომ ნოემბრის შვილია,ლის უყვარს ნოემრის წვიმა.
ახალგაზრდა ქალბატონია ლი,გარეთ გამოსულს მუდამ აცვია მოკლე კაბა,მუხლზემოთშეხსნილი გრძელი წითელი მანტო,მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და კაშნე.არასდროს არსად არ ეჩქარება ლის.ტკბება ყოველი მზერით,ხედებით,შეხებით,საუბრებით,უყვარს ყველა და ყველაფერი.

* * *
ლის უყვარს ვარსკვლავების ცქერა,ამიტომ მისი სარეცელი ფანჯარასთან დგას...ზაფხულის მზე ელამუნება ლის ჭორფლებს...ლი შეიშმუშნა,ხელით აირიდა მზე,თუმცა ვნებით გაგიჟებული მზე მაინც განაგრძნობდა ლის კოცნას...ლი გაექცა მზეს!
ცხელა.ბუღი ასდის ქალაქს,ტროტუარზე კი გამოჩნდა ის,ყველა მას უყურებდა: საქმიანი თუ უსაქმური.ის იყო ლი,პატარა,უსუსური,სუფთა და უცოდველი,მოდიოდა მისი ფერადი ფიქრებითა და ოცნებებით,თუმცა ის იყო ლი და პატარა ანაბელის მაინც ყველას შურდა.მეზობლის ქალებს თვალში არ მოსდიოდათ ლი,ჭორაობდნენ და ბრაზობდნენ მასზე.მე კი,მე უნიათო და უსაქმური ვუყურებდი მას როგორც ღვთაებას,რომელმაც ჩემი ცნობიერება მოაქცია.ჩემი ოცნებებიც ფიქრებითურთ გააფერადა.
ლი ფიქრობდა რომ,როგორც მას უყვარდა ყველა და ყველაფერი,ასევე უყვარდათ ისიც,თუმცა... მან არ იცოდა,რომ ის იყო ჩემი ღვთაება ,,ლი’’ .
* * *
ვინ ვიყავი მე? სახელშებღალული და გალოთებული არისტოკრატი,რომელსაც მრავალი წელია ლოგინში არ სძინებია.ვინ ვიყავი მე ლისთან?არავინ!ის საშუალო ფენის ადამიანი იყო,რომელიც გამოირჩეოდა საუცხოო მანერებით,სულიერებითა და სილამაზით.მე კი-ოდესღაც სახელგანთქმული არისტოკრატი ვიყავი,ჭკუაჯიბეგამოფხეკილი და პლიუს ამას მახინჯი,როგორც სულიერად,ისე გარეგნულად.და მე შემიყვარდა ლი...ლი ანგელოზთა ქვეყნიდან.
ლის სახლში მუდამ მოკლე გამჭვირვალე კაბა ეცვა,ნაზად მოძრაობდა,არასდროს ჩქარობდა,ნელი მოძრაობით გვიდა და შემდეგ წმენდდა იატაკს.ღიღინით იღებდა მტვერს თაროებიდან,სადაც სუვენირებთან ერთად ლის პატარაობის სურათები ელაგა,ლის სურათების გვერდით მუდამ მშობლების სურათები ეწყო.მტვირს საწმენდი ჩვრით გადაწმენდავდა მათ ფოტოებს,ხატებივით ემთხვეოდა და მათ ადგილებზე დააბრუნდებდა.დანაღვლიანდებოდა ლი,მიუჯდებოდა როიალს და უკრავდა სევდიან მუსიკებს,რომლებიც ქუჩაში სასიამოვნოდ იღვრებოდა.თავბრუდამხვევი იყო ლი,როცა ფეხს პედლებზე აჭერდა,თუმცა მე ლის სახეს შევცქეროდი,თუ როგორი ემოციებით უკრავდა,თვალდახუჭული მიჰყვებოდა და მოჰყვებოდა მელოდიას,ხან ზღვაში შეცურდებოდა,ხან კი-გვირილებიან მინდორში კოტრიალებდა.
ერთხელ ცდუნებას ვეღარ გავუძელი და ლის ვესტუმრე,მინდოდა ეს ყოველივე უფრო ახლოდან მენახა,ფრთხილად დავაკაკუნე
-კარზე არიან?! -შეიცხადა ფიქრებში ლიმ.
კარებში უხერხულად მდგარს ლიმ განცვიფრებული თვალები შემომანათა
-მობრძანდით -მითხრა და გულიანად გამიღიმა.ღიმილითვე ვუპასუხე და ფრთხილად გადავდგი ნაბიჯი.
უხმოდ მიმიძღვოდა წინ,მისაღებ ოთახში შემიძღვა.აი ის როიალი,რომელსაც ლი ყოველდღე ეფერება და ეალერსება,რომელთან ყოფნის დროსაც ლი კარგავს თავის თავს.
-დაბრძანდით- ხელით მანიშნა ლიმ.
-მადლობა
-ყავა თუ ჩაი ?-მკითხა ხალისიანი ტონით.
-ყავა -დავიბენი,თუმცა ვეცადე არ შემემჩნია.
გულიანად მიმიღო ლიმ,ვიცოდი,რომ ჩემი ლი კარგი იყო,თუმცა...მთელი საღამო ვსაუბრობდით ისე,თითქოს საუკუნის მეგობრები ვყოფილიყავით.საოცარი ხმა აქვს ლის:ბოხი,თუმცა დაბალი და დახვეწილი.მე მისი ხმაც შემიყვარდა და მისი კისკისიც.როცა ის იცინის მავიწყდება ქვეყნად თუ რამ დარდია,მინდა მხოლოდ ლი კისკისებდეს.მე შემიყვარდა ლი...ლი ბედნიერების ქვეყნიდან.



№1  offline წევრი mimimimo

დასაწყისისთვის ცუდი არ არის.
გამართული ტექსტი
მრავალფეროვნება
მომეწონა.
სასვენი ნიშნის შემდეგ ადგილი გამოტოვე და ისე გააგრძელე წერა.
ეცადე გაზარდო მოცულობა.
წარმატებები!

 


მადლობა,საყვარელო...სასვენი ნიშნის მერე წესით ადგილი არ უნდა გამოტოვო,არ ვიცი აქ როგორი წესია,მაგრამ ასეა გრამატიკულად...
ეს ჩემი ძველი ნაწარმოებია და შარშანდელი სასკოლო შემოქმედებითი კონფერენციის ლაურეატია,თუმცა მინდა უფრო ფართო წრეს გავაცნო ჩემი ნამუშევრები,რადგან წინ უფრო დიდი მიზნები მაქვს...

მადლობა ისევ და ისევ <3

 


№3  offline წევრი mimimimo

ალექსანდრა წანარი
მადლობა,საყვარელო...სასვენი ნიშნის მერე წესით ადგილი არ უნდა გამოტოვო,არ ვიცი აქ როგორი წესია,მაგრამ ასეა გრამატიკულად...
ეს ჩემი ძველი ნაწარმოებია და შარშანდელი სასკოლო შემოქმედებითი კონფერენციის ლაურეატია,თუმცა მინდა უფრო ფართო წრეს გავაცნო ჩემი ნამუშევრები,რადგან წინ უფრო დიდი მიზნები მაქვს...

მადლობა ისევ და ისევ <3

უბრალოდ თვალს უფრო სასიამოვნოდ ხვდება და უკეთესად "იკითხება", თორემ, რა თქმა უნდა, არ მითქვამს, რომ ეს შეცდომაა.
გისურვებ შენი მიზნები აგსრულებოდეს.
სიამოვნებით წავიკითხავ შენს ნამუშევრებს.

 


მადლობა,ჩემო საყვარელო...
კი,მივხვდი ,რასაც გულისხმობ,უბრალოდ ასე მაქვს ხელი უკვე მიჩვეული წერას...
დიდი მადლობა...შენც ასევე <3 წარმატებებიი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent