წერილები.(მესამე თავი)
3თავი. * “ვცდილობდი არ მომეწერა, კალი ხელში არ ამეღო და მეთქვა ჩემი თავისთვის, რომ უნდა შემდწყვიტა ეს, მაგრამ არ შემიძლია. გეტყვი, რომ მომენატრე, მაგრამ ეს ისედაც ცხადია. იცი ხანდახან დავხუჭავ თვალებს და უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს შენ წარმოგიდგინო. როგორ გეხები, როგორ გეფერები, როგორ გკოცნი და როგორ შევიგრძნობ შენს სურნელს. ყველაზე რთული რა მომენტია? როდესაც თვალებს გავახელ და ვხვდები, რომ ეს ყველაფერი ჩემს ილუზიაში ხდებოდა. მინდა ჩავალაგო და უკან დავბრუნდე, კარადას ვაღებ და ჩალაგებას ვიწყებ, შემდეგ ჩემი არაკაცობის შესახებ მახსენდება და მინდა ყველაფერი დავლეწო. მინდა ვიღრიალო! ყველაფერი გავაფუჭე. ჩვენი იდეალური ურთიერთობა გავაფუჭე, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ვაშენებდით. სრულიად დავცარიელდი, სიცარიელისგან მაკანკალებს ხოლმე. გეძებ, ყველგან და ყოველთვის. ყველაში შენ გეძებ, მაგრამ ვერსად გპოულობ. ელენა, შენი არსებობა მენატრება ჩემში. ელენა, შემავსე რა. * ალბათ ასეთი შემთხვევები ხშირია, მაგრამ მისთვის პირველი იყო. გამალებული აცეცებდა თვალებს, დათას ჟაკეტს ეძებდა. უნდოდა მოეცვა და მასში გამოწვეული გრძნობები ჩაეხშო. ტელეფონა ‘დაიზუზუნა’. “შენს სუნთქვას ვგრძნობ ჩემს ყელზე, შენც გრძნობ ჩემს მკლავებს შენს სხეულზე?!” დააჟრჟოლა. ხელები სწრაფად დაისვა იმ ადგილას სადაც სავარაუდოდ დათა ეხებოდა. ისევ აზუზუნდა ტელეფონი. “ეგ ჟრუანტელი ყველაზე მეტად მიყვარს!” სიგიჟეა ეს ყველაფერი, თანაც როგორი სიგიჟე! მთელი სხეული აეწვა, სიგიჟემდე მოუნდა დათას ჩახუტებოდა. მგონი გიჟდება, არა, აშკარად გიჟდება. როგორი სასიამოვნოა მაინც ეს გაგიჟება. კვლავ აზუზუნდა ტელეფონი. “შენი ნახვა, რომ მომინდეს სიგიჟემდე, ისევ რომ შეგხვდე, კვლავ გამექცევი?” გაუაზრებლად მოწყდა ელენას ტუჩებს “არა”. “გაფრენდე მინდა შენი ნახვა, მაგრამ ახლა მე გაგაწვალებ.” ღმერთო, როგორი ბიჭია დათა! ყველანაირ ემოციას, რომ იწვებს ელენაში. ერთადერთია ვინც მისი აფორიაქება შეძლო. თანაც როგორი უცნაური და ამოუცნობია. როგორი ბიჭი ხარ “ხალიანო”.. * დილას გამოღვიძებული ვერაფერს იაზრებდა. გაუჩერებლად უყყურეებდა ესემესებს და ვერ ხვდებოდა ეს რა იყო. პასუხი, რომ ვერ მიიღო ბავშვივით ტუჩები დაბრიცა და ტელეფონი საწოლზე მიაგდო. “ფიქრები წამართვა! იმაზეც ვერ ვფიქრობ რაც მე მინდა.. ხალიანო, ფიქრები მომპარე.” ტელეფონს დაწვდა და ესემესებს თავიდან დაუყვა. დააჟრჟოლა, სიგიჟემდე მოუნდა იმ მომენტში შეხებოდა. რას გიშვება ელენე ეს ბიჭი, გაფრენინებს? თითქოს საკუთარ თავზე გაბრაზდა, მაგრამ ღიმილს ვერ წყვეტდა. უბდოდა მთელი დღე ასე წოლილიყო და მისთვის მნიშვნელოვან მაგრამ სხვისთვის უმნიშვნელო ესემესები კიდევ მრავალჯერ წაეკითხა. რომ არა უნივერსიტეტი, რომ არა შუალედურები აუცილებლად დარჩდბოდა ლოგინში და მილიონჯერ წაიკითხავდა წერილებს. ნელა, ზლაზვნით წამოიმართა. არც იმაზე უფიქრია დიდი რას ჩაიცვმდა, არც სააბაზანოში დახარჯვია დიდი დრო. -ელენე, მოდი საუზმე მზად არის. გამოსძახა სამზარეულოდან დედამ. არც პასუხი გაუცია, არც დაუყოვნებია, მაშინვე გავიდა. -დიდი ხანია გღვიძავს საყვარელო? ჰკითხა დედამ და ყავით გავსებული ფინჯანი წინ დაუდო. -ჰო დე. არ მშია რა, მარტო ყავას დავლევ. საჭმელი გვერძე გადადო და ყავის ჭიქას მოხვია ხელები. -ნენ, ხდება რამე? საჭორაოთ მოთავსდა ქალბატონი ლელა. -რატო? გაკვირვებულმა გახედა დედას. ისე, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო და სრულიად უადგილოდ დაუსვა კითხვა. -ნენ, ჩემი შვილი ხარ შენ. როდესაც შენს ცხოვრებაში რაღაც ხდება მე აუცილებლად ვგრძნობ. გეყოლება შვილი და გაიგებ ეს როგორ ხდება. თუ არ გინდა მოყოლა ხო იცი არ დაგაძალებ, მაგრამ მინდა იცოდე რო აქ ვარ. ნელა გადაუსვა ელენეს ხელს ხელი. -ლელაკო, უბრალოდ არ ვიცი. მეც არ ვიცი, როდესაც გავიგებ შენც აუცილებლად გაიგებ. უბრალოდ ჯერ სრული ქაოსია. ახლა მეჩქარება, გკოცნი. სკამზე დადებულ ჩანთას ხელი დაავლო და კარისკენ წავიდა. თავის თავთან არ აღიარებდა, თორემ ყველასთვის ნათელი იყო მის ცხოვრებაში რაღაც ძალიან დიდი გადატრიალება რო მოხდებოდა. * “ვცდილობდი გამეხსენდბინა ჩვენი პირველი კოცნა. გახსოვს? სულ მეცინება, რომ მახსენდება. ელენა, შენ თავს გეფიცები შენი პირველი ჩემი პირველიც იყო. ახლა გაგეცინება ვიცი, იმიტომ რომ სულ გეცინებოდა როდესაც ამას ვამბობდი. სულ იმას მიმეორებდი, რომ იცოდი ჩემი “ბნელი წარსული”, იცოდი როგორ დავეხეტებოდი გოგოებში, მაგრამ გეფიცები შენ, რომ გაკოცე? ეგ პირველი იყო. მაშინ და კიდევ უფრო ადრე მოკვდა ყველა გოგო ვისაც კი შევხებივარ. შენ იყავი გოფო, რომელსაც მთლიანი ჩემი გრძნობით შევეხე. შენ იყავი გოგო, რომელსაც პირველად ვაკოცე რეალურად. იცი კაცია გრძნობების ახსნა რა რთულია? არ იცი. ისე “ჩესნად” რო ვთქვათ, გოგოებს არასდროს გესმით ჩვენი. კაცი უნდა იყო რო გაიგო შენი შეხებისას რა ვიგრძენი. შენი პირველი ჩემიცაა. შენი ბოლოც ჩემია. “ * -ჰო ლენკა. შუალედურებიდან გამოსულმა დაღლილი ხმით უპასუხა. -რას შვები? როგორ დაწერე შუალედურები ქალბატონო? -რავი რა ლენ, ძაან გათიშული ვიჯექი და იმედია რამე მაინც მივაბოდიალე. შენ რას შვები? უნივერსიტეტიდან გამოსული უკვე ტაქს აჩერებდა. -ვატოსთან ვარ, გოგოები ამოდიან, ბიჭები აქარიან, თან დათას ველოდებით ამო რა შენც. დათას გაგონებაზე დააჟრჟოლა. -დათას? -ჰო, ამოხვალ ხო? -დათას რა უნდა მანდ? დაბნეულმა იკითხა. -ელენე, რა კითხვებია! -დათა.. წინადადება უნდა დაემთავრებინა ხმა, რომ გაუწყდა და მის წინ გაჩერებული მანქანა, რომ დაიმახა. -ვაა, ელენე? მახსენებდი?! უნდოდა მიწა გასკდომოდა და შიგ ჩაეტანა. უნდოდა აგური დასცემოდა თავში. უნდოდა უცებ აღელვებულს გაღვიძებოდა. -კარგად ლენ, ამოვალ. სწრაფად დაუკიდა ლენუკას და ვერც გაიაზრა როგორ დაასხა ცივმა უფლმა. -უი.. დათა, გამარჯობა. სიტყვებს ძლივს აბამდა ერთმანეთს და ეს არ გამორჩენია ხალიანს. ეცადა არ გაეღიმა, მაგრამ მაინც შეეპარა ტუჩებს შორის ღიმილი. -გამარჯობა. მახსენებდი-მეთქი? რათქმაუნდა, კითხვა ისევ შემოუბრუნა. -ააა, არა. სხვას ვახსენებდი, შენ ხო არ გავია მარტო დათა? სხვადაც ჰქვია, ბევრს ჰქვია, მარტო შენ ხო არ ხარ ერთადერთი? ამჯერად ღიმილი ნამდვილად ვერ შეიკავა და პირის გახევამდე გაიღიმა. -იცი თუ დაუკვირდი მთელ ქუჩას ვკეტავთ. ჩაჯექი, როგორც ჩანს ერთ ადგილას მივდივართ. გადმოიწია და კარები გაუღო. -იცი.. აა.ჰ. მმე.. სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. სწრაფად დაუსერიოზულდა დათას სახე. ღიმილიც წაეშალა სახიდან. -ისევ გამირბიხარ?! ბოხი ბარიტონი უფრო დაბოხებოდა. სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და მანქანის კარი მოხურა. -არა, მე არავის გავურბივარ. წავედით. სწრაფად თქვა და დათასკენ არც გაუხედავს ისე მოიხსნა ჩანთა და ფეხებში ჩაიდო. -ჯერ ვერ წავალთ. სიმკაცრე მოკლებოდა ოდნავ ხმას. -რატომ? აღელვებულმა კითხა, გაბედა და პირდაპირ სახეში შეხედა. ნელა გადმოიწია დათა მისკენ, სწრაფად ეცა მოლეკულას სურნელი და გაეღიმა. დათა იმ რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნებოდა ჯერ კიდევ ფარენგეიტს რო აღმერთებდნენ. არადა ჩვეულებრიცი დუხია, არაფრით გამორჩეული. “ცვეტში” იყო ერთ დრო რა, მერე ვეღარ “გადააცვეტეს”. შემორჩა დაშემორჩა. დათას სახე ძალიან ახლოს, რომ იგრძნო მაშინ მოვიდა გონს. დაეფიცდბა მის სუნთქვას გრძნობდა. სუნთქვაც კი სხვანაირი ჰქონდა ამ ბიჭს! -რ.ა.. რას აკეთთ..ებ! ხმის კანკალით ამოიკნავლა. დათამ კი ხელი ნაზად წაითო მისკენ. საოცრად დაიძაბა ჰაერი მანქანაში. იმდენად სწრაფად მოშორდა ვერც კი გაანალიზა. -რემენი არ გეკეთა ელენე. ასე ვერ წავიდოდით. ისე ამოისუნთქა ფირანიშვილმა თითქოს რაღაცით იყო უკმაყოფილო, თითქოს ეს ის არ იყო რაც უნდა ყოფილიყო. -ააჰ, ჰო, რათქმაუნდა. ხმამაღალი სიცილი გაისმა მანქამაში. გამოგიჭირეს ელენე, ნამდვილად გამოგიჭირეს. რულზე დადებული მარჯვენა ხელი სწრაფად აიღო და ელენეს თმას დაუსვა. შემდეგ მხარზე მოეფერა და წუთიც არ იყო გასული ხელი დამფრთხალმა დაადო რულს. -ყველაფერს იმაზე სწრაფად მაკეთებინებს ვიდრე მინდა. ჩუმად ჩაილაპარაკა, ისე მის გვერდით მჯდომ გოგონას არაფერი, რომ არ გარგო. -ჯერ არა ელენე, ადრეა მაგისთვის. გაუღიმა და მანქანა ადგილიდან დაძრა. -რისთვის? -კოცნისთვის. * “იცი შენში პირველად რა მომეწონა? სიმორცხვე. იმდენად ბუნებრივად იყავი მორცხვი, იმდენად ბუნებრივი იყო ეს და არა ხელოვნური ჭკუიდან გადამიყვანა. მახსოვს თავიდან ჩვენი “თემა”, რომ დაიწყო რაიმე ისეთ თუ გავაკეთებდი ვერასდროს მისწორებდი თვალებს. რაიმე ისეთს თუ გეტყოდი მაშინვე გილურჯდებოდა ხელები და გეკარგებოდა სახეზე ფერი. მაღიზიანებს სიმორცხვე, მაგრამ შენ ეგეც კი შემაყვარე. ყველაფერი შემაყვარე რისი შეყვარებაც მინდოდა და არ გამომივიდა და რისიც არ მინდოდა. ჩემი ფიქრები შენზეა და შენია. ჩემი ტვინი შენია, გულიც შენია. ყველაფერი შენია. გახსოვს ლენუკას რო ეჭორავებოდი ფიქრები მომპარაო? გახსოვს ის დრო მე, რომ ვიყავი შენი ფიქრების ქურდი? ახლა შენ გაორმაგებულად, გაასმაგებულად ხარ ჩემი ფიქრების მომპარავი. მთელი ჩემი ცზოვრებატრიალებს შენს გარშემო ელენა. მენატრები და მეშინია, რომ ახლა შენს ფიქრებს სხვა იპარავს. ჩემი ყველაფერი - შენია. შენი ყველაფერი’ც იყოს რა ჩემი. ელენა...” * მთელი გზა არც-ერთს ამოუღია ხმა. იჯდნენ მთელი გზა ჩუმად. არც “ლიფტი” ყოფილა გავსებული საუბრით. იმდენად დაძაბული იყო ელენე, იმდენად აბნევდა, იმდენად რევდა, უნდოდა კვლავ გაქცეულიყო. კარი ანკამ გაუღო. გაკვირვებული სახე ვერ დამალა დათა და ელენე ერთად , რომ დაინახა. -თქვენ..? წინადადება არც დაუმთავრებია ნატას დათამ, რომ უპასუხა. -ლიფტში შევხვდით. - გადაკოცნა, ქურთუკი აიღო და საკიდზე ჩამოკიდა. - როგორ ხარ? -კარგად, შენ? შედი, ბიჭები სასტუმრო ოთახში არიან. ვერ აღწერს მაშინ რა იგრძნო. ლიფტში?! რატომ მოიტყუა? რატომ არ თქვა ყველაფერი? ღმერთო! როგორ აბნევდა ეს ბიჭი. -ელუ, რა გჭირს? ხელები სახესთან აუფრიალა ნატამ. ნატას კითხვას მიყვა დათას ოდნავ ხმიანი ჩაცინება. -გადავიღალე, შუალედურები ვწერე. სად არიან გოგოები? ტელეფონი აუზუზუნდა. “ძალიან საყვარელი ხარ, როცა იბნევი”. ცოტა აკლდა კივილამდე! ეს რა იყო? -მოდი, ყველა სასტუმრო ოთახში ვართ. ყველა გადაკოცნა და ადგილი თათას გვერდით დაიკავა. იმდენად გაიწელა ეს რამოდენიმე საათი. იმდენად უნდოდა სახლში, იმდენად უნდოდა ახლა ბევრი ეფიქრა. ოდნავ, რომ მოსაღამოვდა ფეხზე წამოდგა მივდივარო. როგორ არ თხოვეს, მაგრამ ცოცხალი თავით არ დარჩა. -ელენე, დამელოდე მეც მომწერეს ახლა უნდაგავიდე, გაგიყვან. -არ მინდა! ზედმეტად მკაცრი იყო ფირანიშვილი. -ეეე, ელენე ახლა უკვე ატრაკებ. გაგიყვანს რა დათა. თან ბნელა უკვე, მარტო ხო არ გაგიშვებთ? სიტყვით გამოვიდა ბექა. -კარგი. -წავედით? ქურთუკი მოიცვა დათამ და და ელენეს კარისკენ ანიშნა. ბავშვებს დაემშვიდობნენ, კარი გამოხურეს და ის ის იყო დათას ლიფტის კნოპკაზე უნდა მიეჭირა ელენემ კიბეებზე რო დაიწყო სვლა. არაფერი უთქვამს, ხმის ამოუღებლად გაყვა. თან სიგარეტს გაუკიდა და მის წინ მყოფ ლამაზ სხეულს აკვირდებოდა. სადარბაზოდან გასული ელენე არც გაჩერებულა, ისე გაუყვა ფეხით ფალიაშვილს. -ელენე? მანქანა აქეთ დგას. სიგარეტს ბოლო ნაპასი დაარტყა და გასრისა. -ფეხით წავალ. მადლობა. ხმის ამოუღებლად გაყვა. მგონი ძალიან გააბრაზა, არადა სულ არ უნდოდა ეს. სახლამდე მიყვა, უყურა სანამ ბოლომდე არ ავიდა. მერე ნელ-ნელა ფეხით დაუყვა ქუჩებს და ფიქრობდა ჭორფლიან გოგოზე, რომელიც მისთვის ყველაზე ლამაზი იყო მთელ დედამიწაზე. “ჩემს ჟაკეტს როდის ჩაიცვამ?” გაუაზრებლად გაუგზავნა შეტყობინება. “მაშინ, როცა მომენატრები.” |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.