უსასრულო ღამე და უსასრულო სიბნელე
ღამეა, ბნელა. გარეთ რომ გახვიდე, ვერაფერს დაინახავ. მის გულშიც ისეთივე სიბნელეა ჩემს მიმართ, როგორიც გარეთ. ერთადერთი ნათელი რამ იმედის შეუმჩნეველი სხივია, რომელსაც მხოლოდ მე ვხედავ. ეს სხივიც ნელნელა ქრება და სამუდამო სიბნელეში მტოვებს. ქარია, თოვს, ყინვაა და იმ ერთადერთის გულსაც უფრო და უფრო მეტად ყინავს. მისი სახელის თქმა შეიძლება მისთვის საწყენი აღმოჩნდეს, ამიტომ ამას საიდუმლოდ დავტოვებ და მას სიყვარულს დავუძახებ. ჩემი სახელი კი გიორგია. 2016 წლის ზაფხულის ერთი მზიანი დღე იდგა, თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, როდესაც დედამ მითხრა, რომ აგვისტომდე ვერსად წავიდოდით, რადგან არ ეცალა. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან არ მესიამოვნა ეს ფაქტი. მოწყენილი გავედი ჩემს ოთახში და ლექსების წერას შევუდექი. მოგვიანებით დედაც შემოვიდა ჩემს ოთახში და შემომთავაზა საზაფხულო ბანაკში წასვლა. მე დავთანხმდი ამ წინადადებას. ივნისის შუა რიცხვებში უკვე ბორჯომისკენ ავიღე გეზი და 20 დღით გავექეცი თბილისის საშინლად მცხუნვარე მზეს ამ 20 დღის განმავლობაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამაღიზიანებელ ადამიანს, სახალისო გაკვეთილებს, მცირე გართობას, ორ-სამ ახალ მეგობარს და მათგან ერთერთი ბიჭის, ლუკას დაწყებულ სასიყვარულო ისტორიას ხატიასთან. გავიდა ეს 20 დღე, გაიარა არდადეგებმა და დაიწყო სასწავლო პროცესი. მიუხედავად რამდენიმე ადამიანისა, მოუთმენლად ველოდი მომდევნო ზაფხულის მოსვლას. და აი მოვიდა 2017 წლის ზაფხული და წინა წლის მსგავსად, ისევ იმ პერიოდში წავედი საზაფხულო ბანაკში. გავიდა 2-3 დღე, თითქმის ყველა გავიცანი შეძლებისდაგვარად. ზოგთან გამოვნახე საერთო ენა, უმრავლესობასთან კი ტრადიციულად წარუმატებლად დასრულდა ეს მცდელობა. შევხვდი რამდენიმე ძველ მეგობარ ბიჭს, დავუმეგობრდი რამდენიმე ადამიანს და წინა წლის მსგავსად განვლო ამ წელმაც. რამდენიმე თვე გავიდა და სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანი ერთი ადამიანი, რომელიც ზაფხულის სწორედ იმ პერიოდში იყო სწორედ იმ ბანაკში სადაც მე. თავიდან განსაკუთრებული არაფერი. დღეები ერთმანეთს მისდევდა და ცხოვრებას ვაგრძელებდი. ძალიან იშვიათად მქონდა კონტაქტი ბანაკელებთან. და არ ვიცი რატომ ან როგორ, მაგრამ ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ მიყვარდა ფაქტიურად სოციალური ქსელით გაცნობილი ადამიანი. შოკში ჩავვარდი რადგან ესეთი რამ ჯერ კიდევ არ მქონდა გამოცდილი. გადიოდა დრო და ვიყავი ჩემთვის ჩუმად, მარტო. სულ ამ სიყვარულზე ვფიქრობდი, ვწერდი და ასე შემდეგ. ერთ დღესაც, გადავწყვიტე ყველაფრის თქმა და ახსნა მისთვის. და სწორედ ჩემი მიწერილი ტექსტის შემდეგ დაღამდა ჩემთვის. დაღამდა, ყველა ლამპიონი გაითიშა ჩემთვის და მზემაც უარი მითხრა ამოსვლაზე და ჩემს მცირედით გათბობაზე. იმის მერე ვარ ასეთი გაყინული, ამ სამუდამო სიბნელეში, რომელსაც მე სიყვარული ვუწოდე, რომელზეც მე ბევრი ლექსი დავწერე და რომელმაც მაქსიმალურად ბევრჯერ და მაქსიმალურად ყველგან დამარტყა ის ყველაზე ბასრი დანა სადაც კი შეეძლო. დაჭრილ გულზე კი აღარც არის საუბარი, რადგან მასში ყველაზე მეტი ჭრილობაა. იმდენი და ისეთი მძიმე ჭრილობებია, რომ მათი მოშუშება უკვე არარეალურად მიმაჩნია. პ.ს. ალბათ თქვენგან ძალიან მწარე კრიტიკას მივიღებ, მაგრამ მერჩივნა დამედო და თქვენი აზრი გამეგო. და თუ რამეს მირჩევთ მადლობელი დაგრჩებით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.