შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდს ყოველთვის მოსდევს კარგი (დასასრული )


27-01-2018, 01:24
ავტორი CRAZY GIRL 2
ნანახია 2 821

12 თავი

ჩემს ოთახში ვიყავი დამალული, როცა კარების ხმა გავიგე. ალექსანდრე მოვიდა!
ჩემმა გულმა გაორმაგებულად დაიწყო ფეთქვა, ხელს ვინიავებდი და დამშვიდებას ვცდილობდი. ნეტავ რა რექცია ექნება?!
ჩუმად გამოვედი ოთახიდან და ამ დროს წამოძახილის ხმაც გაისმა.
- ეე ნახე რა საყვარლობაა!
მოიცა ეგ ვინაა?! სანდრო! ოხ სანდროო… არადა როგორ ვინერვიულე.
მისაღებში შევედი სადაც სანდრო ღიმილით დაჰყურებდა ბავშვის ფეხსაცმელს.
- ვერ იტყვი რომ შენ ხარ?! გული გამისკდა ნერვიულობისგან, ალექსანდრე მეგონე.
სანდრო შეწუხებული სახით მომიტრიალდა, მე კი დაბნეული შევყურებდი მის სახის გამომეტყველებას.
რაღაც ისე ვერ იყო.
- აუუ ბოდიში რა - ამოიწუწუნა სანდრომ და ჩემს უკან გაიხედა. ოღონდ უკან ალექსანდრე არ იდგეს, ოღონდ ეს არაა… ნელა მივტრიალდი და სამზარეულოს კარებთან გაშეშებულ ალექსანდრეს გაფითრებულმა გავუსწორე მზერა. ყველაფერი ჩამეშალა. ოხ სანდროო!
- ალექსანდრე - ძლივსგასაგონად ამოვიჩუჩულე და ვიგრძენი რომ ჩემი გულის ცემა თავში მირტყამდა.
- დაგტოვებთ სამეულს - ღიმილით წავიდა ალექსანდრესკენ და ფეხსაცმელი გაუწოდა. რამოდენიმე წამი უყურა ალექსანდრემ და ხელისკანკალით აიღო ხელში. სანდრომ კი დაგვტოვა. აცრემლიანებული თვალებით დაჰყურებდა ალექსანდრე და იღიმოდა. თვალებით გამიღიმა და შემდეგ ჩემს მუცელს შეხედა. ნელნელა მომიახლოვდა და დაიჩოქა. ცაში ავფრინდი როცა მისი ტუჩები ვიგრძენი ჩემს შიშველ მუცელზე. მეგონა ფრთები გამომესხა და წამიც და სამყაროს მოვწყდებოდი “თ” . ეს “თ” იყო ჩემი ცხოვრება! და ალექსანდრე, რომელიც უკვე სახეს მიკოცნიდა.
- მაბედნიერებ ნინა! მაბედნიერებ “თ “ !
- შენ ხარ ჩვენი ბედნიერება, ალექსანდრე!
ნეტა არსებობს ქვეყნად ამაზე დიდი ბედნიერება?! როცა იცი რომ მალე შენი ცხოვრების ადამიანისგან გააჩენ ახალ სიცოცხლეს, რომელიც თქვენი სიყვარულის ნაყოფი იქნება. მე უკვე მქონდა სრულფასოვანი ცხოვრება. მყავდა ადამიანი რომლისთვისაც თავს გავწირავდი და მალე “ადამიანი” “ადამიანებად” გადაიქცეოდა.

ამის მერე რა იყო?! რა თქმა უნდა , იყო ალექსანდრეს წვალება, როცა მე შუა ღამით ბროწეული ან მანდარინი მინდებოდა. მანდარინი ზაფხულში! ალექსანდრეც არ გამოდგა ზარმაცი და წუწუნის გარეშე მოჰქონდა ყველაფერი. მეცოდებოდა მაგრამ რა მექნა?! თავს ვიმართლებდი იმით რომ ეს ყველაფერი მე კი არა, მის შვილს უნდოდა.

ყველაზე მხიარული ჩვენი მეგობრებისათვის ახალი ამბის გაცნობა იყო. რა თქმა უნდა, სანდრომ იცოდა. რადგან, პირველად მე შეგიშალეთ ხელიო ახლაც მე უნდა შეგიშალოთო და შუა სიტყვაში შეგვაწყვეტინა და წამოიძახა ნინა ორსულად არისო. პირველად ვირავინ გაიაზრა ეს ყველაფერი, ყველა ერთად წამოცვივდა და ვინ ვის ეხუტებოდა ღმერთმა იცის . ეს იყო რაღაც საოცრება!
ცხრა თვემ მალე ჩაიარა. არც ჩვენს “თ” - ს შევუწუხებივარ. მე და ალექსანდრემ გადავწყვიტეთ რომ სქესი არ გაგვეგო წინასწარ. ბოლომდე გაურკვევლობაში ვიყავით. ორივეს გვინდოდა რომ ბიჭი ყოფილიყო, გვინდოდა ჩვენ გოგონას უფროსი ძმა ჰყოლოდა.საერთოდ არაფერი გაგვიკეთებია ბავშვისთვის. ალექსანდრე მპირდებოდა რომ საავადმყოფოდან დაბრუნებულს ყველაფერი მზად დაგვხვდებოდა. უკვე ველოდებიდით დაბადებას, მაგრამ მაინც მოუსვენარი ორსული გამოვდექი. ვარჯიშს ვერ მომწყვიტა ალექსანდრემ. არც დიდი ხნით შემეძლო დაწოლა. მხოლოდ ალექსანდრეს ჩემს მუცელზე მოსეირნე ხელებს შეეძლოთ ჩემი გაჩერება და ისიც სულ ჩემთან იყო. მშიშარა აღმოჩნდა ალექსანდრე. სულ ეშინოდა რომ რაღაც მოხდებოდა. ისეთ სასწაულებს ამბობდა რომ გაოცებული ვუყურებდი. უკვე ისტერიკაში გადასდიოდა. სულ მისი დამშვიდება მიწევდა ცხრა თვე და მშობიარობის დროსაც მგონი იქეთ ვამხნევებდი. ალექსანდრე დასწრო მშობიარობას. მითხრა რომ ისე მოიქცეოდა როგორ მე მერჩივნა. ვუთხარი რომ არ იყო საჭირო, მაგრამ იგრძნო რომ ამას არ ვფიქრობდი და მინდოდა მისი გვერდით ყოფნა.

30 მაისს, ღამის 22 საათსა და 18 წუთზე დაიბადა პატარა დემეტრე. მამის ტუჩებით და თვალებით, დედას ცხვირით. საოცრება იყო დემეტრე! არაამქვეყნიური იყო ალექსანდრეს სახე როცა დემეტრე პირველად დაიჭირა ხელში. ვუყურებდი და მინდოდა რომ ეს წამი საუკუნედ გაგრძელებულიყო. მაბედნიერებდა ალექსანდრეს ამაფორიაქებელი მზერა და დემეტრეს მინაბული თვალები.

სახლში მისულს ბავშვის ოთახი საოცრად ლამაზი დამხვდა. მაგრამ თავიდან პატარა დემეტრე მაინც ჩვენს ოთახში მოვათავსეთ.
- ბავშვი ტირის - თვალების ფშვნეტით წამოვჯექი საწოლზე.
- იყავი, მე დავამშვიდებ - საფეთქელზე მაკოცა და წამოდგა.
- ალბათ, შია - ალექსანდრეს ხელებში მოქცეულ დემეტრეს გავხედე, რომელიც ალექსანდრეს შეხებისთანავე დამშვიდდა მაგრამ რამოდენიმე წუთში ისევ ატირდა.
- მომიყვანე - დემეტრე ხელში ავიყვანე.
ალექსანდრე საწოლზე გადაწოლილიყო და ჩვენ გვიყურებდა. გავხედე და ამაფორიაქა ისეთი თვალებით მიყურებდა.
- ასე რატომ მიყურებ?!
- ზოგადად ადამიანები საოცრებას ასე უყურებენ, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ მე უკეთესი საოცრება მყავს. უფრო სწორად მყვანან - თვალი ჩამიკრა და თმებში ხელი შემიცურა. დემეტრეს დახედა და გაიბადრა. მისი უძიროდ შავი თვალები ახლა სინათლეს ასხივენდა. ჩემი თვალები კი ალექსანდრეს სახეზე დათარეშობდნენ და გულს წესიერად ფეთქვის საშუალებას არ აძლევდნენ.
- ალექსანდრე - ქვემოდან ამომხედა და თმებში თითები შეათამაშა - მინდა რომ სულ ასე ვიყოთ, ყოველგვარი პრობლემების გარეშე. დამპირდი რომ ასე იქნება. - ხელით ლოყაზე მივეფერე.
- ნინა… გპირდები რომ ყველაზე ბედნიერები იქნებით - მაკოცა და ამატირა. არ ვიცოდი რატომ ვტიროდი. უბრალოდ, დაუკითხავად გაიკვლია გზა ცრემლმა ჩემს სახეზე, - ნინა, რატომ ტირი? - შეშინებულმა შემომხედა ალექსანდრემ და თმა ყურს უკან გადამიწია.
- რომ არ შეგხვედროდი რა მეშველებოდა ალექსანდრე?!
- მაგიტომ ტირი სულელო?
- აუუ არ ვარ სულელი - დემეტრეს დავხედე და ვერ შევიკავე თავი გამეღიმა.
- უღმერთოდ ნინა! - ჩემს კისერში ჩარგო სახე და სველი კოცნა დამიტოვა.
- უღმერთოდ ალექსანდრე! - თავი უკან გადავწიე და მის ტუჩებს გზა მივეცი. ამ დროს კი დემეტრეს მშვიდად ეძინა საწოლის გვერდზე.
ალექსანდრემ შეასრულა მისი პირობა. არაფერი შეცვლილა, ისევ ისეთი ბედნიერები ვიყავით, ისევ გვყავდა მეგობრები, რომლებთანაც დიდ დროს ვატარებდით.შეიცვალა მხოლოდ სალის და ანდროს სტატუსი. ისინი არა შეყვარებულები, არამედ უკვე ცოლ- ქმარი იყვნენ. ორივე წყვილმა ერთად დავიწერეთ ჯვარი, თუმცა ქორწილი მხოლოდ მათ ჰქონდათ. ჩვენ რატომღაც ჩავთვალეთ რომ არ იყო საჭირო. გიგა და ია ოფიციალური წყვილი იყვნენ.სანდრომ კი როგორც იქნა გაგვაცნო მისი სატრფო ანი, რომელიც სანდროსავით გიჟი აღმოჩნდა და რომელიც ისე დაგვიმეგობრდა როგორც ბავშვობის მეგობარი. ია, ანი, სალი და ნინა! ჩვენ ოთხი განუყოფელი მეგობრები გავხდით. დიდი სიახლე ჩემს, უფრო სწორად ჩემს, ალექსანდრეს და დემეტრეს ცხოვრებაში იყო პატარა ლენა. ხელში ციცქნა ლენა მეჭირა და გავყურებდი იატაკზე მჯდომ ალექსანდრეს, რომლისკენაც დემეტრე ბაჯბაჯით მიიწევდა. ოჯახში უკვე თანაბრად ვიყავით და არ ვიყავი დაჩაგრული კაცებში. დემეტრესგან განსხვავებით ლენა ჩემი თვალები ჰქონდა, თუმცა ცხვირი და ტუჩები ალექსანდრესი გამოჰყვა.
როგორც ზემოთ ვახსენე, ალექსანდრემ მისი პირობა შეასრულა და უფრო ბედნიერიც გამხადა. რა თქმა უნდა , იყო პრობლემებიც. მის გარეშე ხომ არავის უცხოვრია, მაგრამ ალექსანდრე ყველა გზით ცდილობდა რომ ეს პრობლემა მე და ჩვენს შვილებს არ შეგვხებოდა. ყველაფერს ჩვენგან მალულად აგვარებდა და შემდეგ მოცინარი შემოაბიჯებდა ჩვენთან ოთახში, სადაც მე ლენა და დემეტრე საწოლზე ვიყავით წამოგორებულები და სათამაშოებს ვაცოცხლებდით. მისი ჩვენთან ყოფნა სულ სხვა იყო. შემოდიოდა და მის ბნელ მაგრამ ნათელ თვალებს შემომანათებდა, გამანათებდა და გვიერთდებოდა.

ის ბედნიერება იყო ჩემთვის ეს სამი, რომელზეც ოცნებობენ, როლისთვისაც იბრძვიან და რომლისთვისაც კვდებიან.


უკვე თორმეტის ნახევარი იყო, სუფრა გაწყობილი, ნაძვის ხე მორთული და არა მხოლოდ ნაძვის ხე.
- ალექსანდრეე, ბავშვებს მიხედე რა მოვალ მალე მეც - ოთახიდან გავიხედე და გავძახე , მაგრამ უკვე ბავშვებთან იჯდა და წითელ ბურთს იმაგრებდა ცხვირზე. გამეცინა და ისევ ოთახში შევბრუნდი.
23:50
ბუშტის გასკდომის ხმა. მე და ალექსანდრე შევშინდით და დაფეთებული გავვარდით, მაგრამ მისაღებში შესვლისთანავე დავინახეთ ლენაზე მიხუტებული დემეტრე. იატაკზე დავარდნილი შეშინებული ლენა ცრემლს იწმენდდა , დემეტრე კი მიბაჯბაჯებულიყო და ხელები შემოეხვია. ცდილობდა აეყენებინა დაიკო, მაგრამ ვერ მოერია და თვითონაც გვერდზე მიუწვა. მოწყენილმა ლენამ მაშინვე კისკისი დაიწყო და ძმას ფეზე დაარტყა ხელი. მე და ალექსანდრე გაბრწყინებული ვუყურებდით და ვერ ვმოძრაობდით. ალექსანდრემ ხელი შემიცურა შიშველ წელზე, ჟრუანტელმა დამიარა. ტუჩები ყურებთან მომიახლოვა.
- ახალ წელს გილოცავ, ნინა! - ბიბილოზე მაკოცა და ცხვირი გამიხახუნა. მისკენ შევბრუნდი და ხელები კისერზე შემოვაწყვე.
- ახალ წელს გილოცავ, ალექსანდრე! - მის ტუჩებთან დავიჩურჩულე და ტუჩებს დავეწაფე. ცაში ფეიერვერკებმა გაანათა. ფანჯარასთან ვიდექი ლენათი ხელში, წინ კი ალექსანდრე მედგა დემეტრეთი. ფეიერვერკს ვუყურებდით და ვიცინოდით. ალექსანდრემ წელზე მომხვია ხელი.
- უღმერთოდ!
- უღმერთოდ!
და ჩვენი ტუჩები შეერთდა, ჩვენს სახეებს ათასი ფერი ანათებდა და ბედნიერებას ალამაზებდა.
ჩვენ ერთმანეთს თვალებში შევნათოდით, ლენა და დემეტრე კი ფეიერვერკს აჰყურებდნენ და ხელებს ცაში იქნევდნენ.

როგორ გავიცანით ერთმანეთი? ალექსანდრე ანდროს ძმაკაცია , აი როგორ! მაგრამ სალის რომ არ გაეცნო ანდრო?! ანდრო რომ არ დამეგობრებოდა ოდესღაც ალექსანდრეს?! საზრვარგარეთიდან რომ არ ჩამოსულიყო ალექსანდრე?!
და ამის მერე როგორ დავიჯერო რომ ეს შემთხვევითობა იყო?! და რომ ამ შემთხვევითობის დამსახურებაა ჩემი ბედნიერება?!
არა! ვერ დავიჯერებ! ბოლომდე მჯერა რომ იქ, ზევით ყველაფერი დაწერილია.
მჯერა რომ ყველა ჩვენგანისთვის ქვეყნად დაბადებულია ადამიანი, რომელიც ჩვენი ცხოვრების თანამგზავრია! ჩემთვის ეს ადამიანი ალექსანდრეა! თქვენთვის? იპოვეთ უკვე ის? თუ იპოვეთ გაუფრთხილდით მას, რადგანაც მუდმივი არაფერია.არც ჩვენ ვიყავით უკვდავები. ჩვენი ცხოვრებაც დამთავრდა ოდესღაც, მაგრამ ჩვენ ვუფრთხილდებოდით ერთმანეთს, ამიტომაც ისევე ბედნიერები წავედით აქედან, როგორიც აქ ვიყავით.
არც იმათმა გაიტეხოთ გული, ვისაც არ შეგხვედრიათ ეს ადამიანი. გჯეროდეთ, რომ ოდესღაც, მაშინ როცა საერთოდ არ მოელით, შეხვდებით იმ ერთ ადამიანს რომელიც თქვენი თანამგზავრი გახდება და რომელიც ჯოჯოხეთსაც კი სამოთხედ გადაგიქცევთ.

სიყვარულით, ალექსანდრეს ნინა!



დავამთავრე და დიდი იმედი მაქვს მოგეწონათ heart_eyes მალე ახალი ისტორიით დაგიბრუნდებით, მანამდე კი ეს ისტორია შემიფასეთ kissing_heart blush



№1  offline წევრი triniti

Ai axla ki gavtbi dzalian momewona sheni istoria dzalian kargad wer .imedia male axalsac shemogvtavazeb

 


№2  offline წევრი ქეთიtaisia

ყველა თავი ერთად წავიკითხე ❤ ძალიან მომეწონა მაგარი ისტორია იყო ????❤ დასასრულიც არაჩვეულებრივი ჰქონდა ❤ გელი ახალი ისტორიით წარმატებები საყვარელო❤❤❤

 


№3  offline წევრი CRAZY GIRL 2

triniti
Ai axla ki gavtbi dzalian momewona sheni istoria dzalian kargad wer .imedia male axalsac shemogvtavazeb


მადლობა heart_eyes კი მალე დავბრუნდები, მაგრამ შემდეგს ვფიქრობ სრულად დავდებ, იმიტომ რომ იდეაში დიდი ისტორია აქ მაქვს. blush

taisia
ყველა თავი ერთად წავიკითხე ❤ ძალიან მომეწონა მაგარი ისტორია იყო ????❤ დასასრულიც არაჩვეულებრივი ჰქონდა ❤ გელი ახალი ისტორიით წარმატებები საყვარელო❤❤❤


მადლობა heart_eyes

 


№4 სტუმარი სტუმარი shalo

transi xar ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent