შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოთხი მეგობარი - II -


28-01-2018, 09:26
ნანახია 1 274

ცოტა რამე ნატალის შესახებ

ოთხ მეგობარს შორის სილამაზით ნატალი გამოირჩეოდა. სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ თვალს პირველი ის მოგჭრიდათ. მაღალი, ღია წაბლისფერი თმით, ჭაობისფერი მწვანე თვალებით, აპრეხილი ცხვირით, ზომიერად შევსებული ტუჩებით, ვარდისფერი ღაწვებით, მოღერებული ყელით, ჩამრგვალებული(ესეც ზომიერად) მკერდით, გამოყოფილი თეძოებით, აზიდული უკანალითა და წვრილი მუხლისთავებით აუცილებლად მიიპყრობდა თქვენს ყურადღებას. ამის შემდეგ ალბათ არც გაგიკვირდებათ რომ გითხრათ მისი პროფესია მოდელობა იყო-მეთქი. თუმცა მოდელობის გარდაც ახერხებდა ხან მსახიობობას მოსდებოდა, ხან წამყვანობას, ხან რას და ხან რას. უარს თითქმის არაფერზე ამბობდა. პოპულარობა ბავშვობიდანვე უნდოდა და საწადელს თითქმის მიაღწია კიდეც, ყოველ შემთქხევაში მის წრეში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანი იცნობდა და წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ კარიერაში.
16 წლის იყო პირველად რომ გადაიღეს რომელიღაც ფილმში, სადაც უმნიშვნელო როლი ერგო, თუმცა საბოლოოდ დარწმუნდა რომ კამერები მისი საქმე იყო. რა თქმა უნდა ბევრი არ უფიქრია იმაზე თუ სად ჩაებარებინა. 20 წლამდე თეატრალურზე სწავლობდა. შემდეგ სამოდელო კარიერას მიჰყო ხელი და სწავლას შეეშვა. ფიქრობდა რომ მსახიობობას თეატრალურის გარეშეც შესძლებდა როცა უკვე საკმაოდ ცნობილი გახსებოდა. მერე რამდენიმე კონცერტის წაყვანაც სთხოვეს, გადაცემაშიც ყავდათ მიწვეული, რომელიღაც პროდუქტს რეკლამას უკეთებდა, რამდენიმე მუსიკალურ კლიპშიც გადაიღეს, მოკლემეტრაჟიან ფილმებშიც, თუმცა ფოტომოდელობა მისი რეგულარული საქმე იყო.
გოგონებიდან მართას ბავშვობიდან იცნობდა. მეზობლები, მეგობრები და კლასელები ყვნენ. შემდეგ მართას მეშვეობით გაიცნო ტასიაცა და ანოც, თუმცა ამაზე მოგვიანებით მოგიყვებით. ისე კი, როგოც მართა, თვითონაც საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო და რა თქმა უნდა ეს დიდ როლს თამაშობდა მის კარიერაში. საქართველოში ხომ ბოლოს ჯერი მაინც ნაცნობობასა და ფულზე მიდის. მოკლედ რომ ითქვას ძალიან გაუმართლა ნატალის რომ განგებამ მდიდარი ოჯახითა და უნაკლო გარეგნობით დაასაჩუქრა.
22 წლის იყო პირველად რომ აკოცა ბიჭს (თუმცა ამაზეც მოგვიანებით მოგითხრობთ). მიუხედავად მისი კარიერისა, სასიყვარულო ცხოვრებაში ზედმეტად მკაცრი იყო. მოდელებისთვის დამახასიათებელი თავქარიანობა საერთოდ არ სჩვეოდა და ყოველთვის თავშეკავებული იყო. ტატო, პირველ კოცნამდე დაახლოებით სამი თვით ადრე გაიცნო. ერთად გადაიღეს რომელიღაც კონკურსისთვის. ტატო, რა თქმა უნდა აღფრთოვანდა ნატალის სილამაზით და მოსვენებას არ აძლევდა გოგონას. საჩუქრებით აავსო, სიურპრიზებს უწყობდა, თუმცა ნატალისთის ეს საკმარისი სულაც არ ყოფილა. მოკლედ ბოლოს და ბოლოს რომ ვერაფერს გახდა, ტატომ გადაწყვიტა თხოვნით მიემართა ნატალისთვის რომ შანსი მიეცა და ურთიერთობაში გამოეცადა თუ რამდენად კარგი ბიჭი იყო. ბევრი ყოყმანის შემდეგ ნატალი დათანხმდა და უკვე 2 თვე იყო რაც ერთმანეთს ხვდებოდნენ. ტატო გაოცებული იყო იმ ფაქტით რომ მოდელი ნატალი და ნამდვილი ნატალი ასე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ერთი სიტყვით ახასიათებდა ხოლმე - უკარება.
_როდემდე გამექცე?_იკითხავდა ხოლმე ტატო.
_სანამ არ გადავწყვეტ რომ სერიოზული ურთიერთობა გვაქვს!_მოკლედ მოუჭრიდა ნატალიც.
აქამდე ასეთ გოგოსთან არასოდეს ჰქონია ურთიერთობა ტატოს და ვერც წარმოიდგენდა რომ ნატალის ხასიათებისა თუ მენტალიტეტის გოგო მოეწონებოდა. თუმცა თვლიდა რომ სულ რამდენიმე თვის საქმე იყო და მაინც თავისას გაიტანდა.
***
ნატალი საშინლად ნაწყენი იყო ტატოზე ტყუპების დაბადების დღეზე რომ არ წაყვა. აპირებდა კიდეც დაშორებოდა და მეორე დღესვე, დილაადრიან დაურეკა, სალაპარაკო მაქვს და უნდა შევხვდეთო.
_მეც…_ახლადგამოღვიძებული ხმით უპასუხა ტატომ._რომელზე მოგაკითხო?
_ახლა სალონში მივდივარ, გადაღებები მაქვს და სტუდიის ბუფეტში შევხვდეთ 3-ისთვის.
_კარგი…_უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ტატომ._მაგრამ კარგი ამბავი მაქვს იცოდე და ხასიათი არ გამიფუჭო გუშინდელის გამო.
_დროებით!_უხასიათოდ უპასუხა ნატალიმ და ტელეფონი გათიშა.
მართალია დილის 7 საათი იყო, მაგრამ უკვე ევარჯია მისი სახლის სარდაფში განთავსებულ ტრენაჟორებზე (სარდაფს რომელსაც თამამად შეგეძლოთ გეწოდებინათ სპირდარბაზი). გაოფლილმა სასწრაფოდ მიაშურა სააბაზანოს. სააბაზანოდან გამოსული კი სალონისკენ გაემართა.
თითქმის ყოველი დღე გაწერილი ჰქონდა და გადარბენაზე იყო. ზოგჯერ თვითონაც უკვირდა როგორ ახერხებდა ამდენს. მაგრამ, იმდენად უყვარდა ის რასაც აკეთებდა დაღლას ვერ გრძნობდა.
როგორვ იქნა სამი საათიც მოვიდა. რთული გადაღებების შემდეგ ყავის დალევის დროც მოსულიყო. ყოველდღიური ტანსაცმელი გადაიცვა და ბუფეტში ჩავიდა.
ტატომ, როგორც ყოველთვის დააგვიანა და 5 წუთით ადრე მოვიდა სანამ ნატალის შესვენება დამთავრდებოდა.
_მაპატიე რა ნატ…_გულამოვარდნილი მიუახლოვდა მაგიდას._ჩამეძინა შენ თავს ვფიცავარ.
_არ მიკვირს…
_კაი რა, არ გაბრაზდე, კარგი ამბავი მოგიტანე.
_ზემოთ უნდა ავიდე, დამიმთავრდა შესვენება._ფეხზე წამოდგა ნატალი.
_წამო…_წამოდგა ტატოც და გადასაღები ოთახისკენ გაემართნენ._მოკლედ ხომ გახსოვს ჩვენი მონაცემები რო გადავგზავნეთ მამაჩემის კამპანიაში.
_მერე?
_მერე აგვირჩიეს და პარიზში მივდივართ!_სიხარულისგან თვალები უბრწყინავდა ტატოს.
_რა?_ადგილს მიეყინა ნატალი._სერიოზულად? მართლა ჩვენ აგვირჩიეს?
_რატომაც არა, რას დაგვიწუნებდნენ რო?!
_აუ ძაან მაგარია ტატო! ძაან!_ამჯერად სიხარულისგან ხტუნავი დაიწყო ნატალიმ და ტატოს ყელზე შემოეხვია._დღეს თუ რამე ხასიათს გამომიკეთებდა ნამდვილად არ მეგონა.
_ვიცოდი რომ გაბრაზებული იყავი, მაგრამ ახლა მაგის დრო არ გვაქვს!_ნიშნის მოგებით უთხრა ტატომ.
***
სულმოუთქმელად ელოდა როდის მოსაღამოვდებოდა და გოგოებს შეხვდებოდა. ახალი ამბავი უნდოდა პირადად ემცნო ყველასთვის. ასეთი ბედნიერი მგონი აქამდე არასოდეს ყოფილა. მის 6 წლიან კარიერაში როგორც იქნა პირველად საქართველოს საზღვრებს გასცდებოდა. დროც იყო უკვე…
_შემოდი გადარეულო!_კარი ტასიამ გაუღო.
_აქ არიან?_მაშინვე იკითხა ნატალიმ და სასტუმრო ოთახისაკენ გაემრთა.
_ყველანი აქ ვართ!_დაიძახა ანომ._ნანაჩო, ტყუპები და მათეც კი ელოდება შენს დიდ ამბავს!
შევიდა თუ არა სასტუმრო ოთახში მათეს სახე შეეფეთა. არ იცოდა მისი იქ ყოფნა რამდენად უნდოდა. ან საერთოდ რატომ არ უნდა სდომებოდა, ან რატომ უნდა სდომებოდა. წამიერად აეხლართა ფიქრები მაგრამ არაფრი შეიმჩნია. მისთვის გამოყოფილ სკამზე მოკალათდა და ოთახში მყოფთ აჟიტირებულმა მოავლო თვალი.
_ჰე, ახლა!_ვეღარ ითმენდა ტასია.
_პარიზში მივდივარ!
_რა? როდის?_შეიყვირა ანომ.
_მე და ტატომ მოვიგეთ კონკურსი და გადაღებებზე მივდივართ. ერთ თვეში.
_შენ და ტატომ?_ირონიულად გაეღიმა მართას._შერიგდით?
_გუშინ უბრალოდ ვიკამათეთ…_თავი გაიმართლა ნატალიმ.
_საშინლად ბინძური ქალაქია პარიზი._ნატალის ზურგსუკან, დივანში მოკალათებულმა მათემ სხვათაშორის ჩაილაპარაკა, ისე რომ ტყუპებთან თამაში არც შეუწყვეტია და არც ნატალისკენ გაუხედავს.
_ჰო არა?_აქოთქოთდა ნანაჩო._მეც გამიგია ეგ. ხალხიც ბინძურია და უბნებიც სულ ნაგვით არის სავსეო.
_კი ასეა…_დაეთანხმა მათე._თუმცა ნატალის გადაღებები ალბათ ეიფელთან, ან ეიფელზე ექნება, მერე საშოპინგოდაც გაივლის და აუცილებლად აღფრთოვანებული დაბრუნდება.
ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. არცერთი ხმას არ იღებდა. მხოლოდ ტყუპების ტიტყინი ისმოდა. ნატალი საშინლად გაღიზიანდა. ტასია კი ცდილობდა მათესთვის თვალებით ენიშნებინა ზედმეტი მოგდისო.
_რა კონკურსი იყო ნატალი?_ბოლოს ნანაჩომ განმუხტა სიტუაცია.
_სიმართლე გითხრა დეტალურად არც კი ვიცი რა და როგორ._შედარებით ნაკლებად აჟიტირებული ხმით განაგრძნო ნატალიმ საუბარი._ტატოს მამა ატარებდა. ახალი რესტორანი გახსნა, ფრანგული, და უნდა რომ რეკლამა გადაიღოს. ჰოდა ტატომ გადააგზავნა ჩვენი მონაცემები და ამ რეკლამის კამპანიამ ჩვენ აგვირჩია.
_რა დამთხვევაა არა?_ისევ ჩაერია მათე.
_რა?_ამჯერად მისკენ მიბრუნდა ნატალი.
_შენ და შენი შეყვარებული რომ აგირჩიეს, შენივე შეყვარებულის მამის რესტორნის რეკლამაში._ჩაეცინა მათეს, თუმცა ნატალისთვის ისევ არ შეუხედავს.
_ოცდამეერთე საუკუნეში ჩაწყობით აღარაფერი ხდება._გაბრაზება შეეპარა ნატალის.
_რაო?_გახედა მათემაც და გულიანად გადაიხარხარა._რომელ ზღაპარში ცხოვრობ?
_საქართველოში ბოლოს როდის იყავი?
_მაგას არ აქვს მნიშვნელობა… ინფორმაცია ყველგან მიდის, მითუმეტეს ზემოთ ხსენებულ ოცდამეერთე საუკუნეში.
_არ ვიცი შენთან რა ინფორმაცია მოდიოდა, მაგრამ ეს კონკურსი სამართლიანად მოვიგე.
_მერე ვინ თქვა რომ ასე არ არის? მე უბრალოდ ავღნიშნე რომ ფაქტები ერთმანეთს დაემთხვა…_მხრები აიჩეჩა მათემ და ისევ ტყუპებს მიუბრუნდა.
ნატალიმ ჩანთას ხელი დაავლო და ფეხზე წამოდგა.
_ახლა გამახსენდა, ხვალ დილით ადრე გადაღება მაქვს და კარგად უნდა გამოვიძინო._უნიჭოდ იცრუა და კარისაკენ გაემართა.
ტასიამ გააცილა თუ არა ნატალი განრისხებული სახით შემობრუნდა სასტუმრო ოთახში.
_მწარე ენით აშკარად ნანაჩოს გავხარ!_შეუბღვირა მათეს.
_რას ამბობ!_წამოქოთქოთდა ჩვეულებრისამებრ ნანაჩო._მე მწარე ენა მაქვს, უზრდელი კი არ ვარ!
_ან სიმწარე რა შუაშია, ან უზრდელობა?_გაიკვირვა მათემ.
_იმ შუაშია რომ აწყენინე ნატალის._ჩაერთო ანო.
_არც მიფიქრია… ეტყობა სიმართლე გულზე მოხვდა…_ისევ ჩაეცინა მათეს.
_ეგ არაფერ შუაშია._მთელი სერიოზულობით დაიწყო მართამ._ნატალის დაბადებიდან ვიცნობ, ზედმეტად ამაყი და თავმოყვარეა. სულელი არ გეგონოს რადგან მოდელია. ეს უბრალოდ სტერეოტიპია. იოლად სწყინს ხოლმე და უბრალოდ მოერიდე მასთან ასეთ საუბარს.
_მაპატიე, მაგრამ ჩემ აზრს ყოველთვის დავაფიქსირებ თუ ამას საჭიროდ ჩავთვლი._არ ნებდებოდა მათე._იმას სწყინს ვისაც საწყენად აქვს საქმე.
_ნუ შეჯდები ვირზე დედაშენივით!_სამზარეულოდან გამოჰყო თავი ნანაჩომ._სწყინს ადამიანსო და მოერიდე უბრალოდ.
_ოოო!_წამოყვირა მათემ._წავედი მე!_ფეხზე წამოხტა და სახლიდან უმისამართოდ გავარდა.
_რამ წამოუარა?!_მხრები აიჩეჩა გაკვირვებულმა ტასიამ.
_მამაშენს გავს, დაარტყა ჯიშმა!_ჩაილაპარაკა ნანაჩომ და სამზარეულოში შებრუნდა.
***
გაბრაზებული მიუყვებოდა ქუჩას ნატალი. მთელი სხეული დასძაბვოდა. ვინ იცის გულში რა სიტყვა აღარ მოიშველია მათეს გასალანძღად. მერე ათასმა აზრმა გაუელვა თავში თუ როგორ უნდა გაეცა პასუხი, როგორ გაეჩუმებინა, როგორ დაერწმუნებინა რომ სამართლიანად მოიგო კონკურსი. იმდენად აიბნა და გაიხლართა ფიქრებში რომ სახლამდე როგორ მივიდა არც კი ახსოვდა. კიდევ კარგი ან მანქანამ არ გაიტანა ან სადმე თავფეხი არ მოიტეხა.
ხმაურიანად შეაღო სახლის კარი. ოჯახის წევრებს არც კი მისალმებია, ოთახსიკენ გაემართა და იქ შესულმა კარი საგულდაგულოდ გადაკეტა. აქაო და არავინ შემაწუხოთო. დიდიხანი იარა წინ და უკან, ხან საწოლზე ჩამოჯდა, ხან აივანზე გავიდა, ხან სააბაზანოში შევიდა მაგრამ ვერაფერს გახდა, გაბრაზებისგან ლამის ყურებიდან ბოლი გამოეშვა.
ბოლოს ტელეფონს ხელი დასტაცა, ტატოს კონტაქტები გახსნა და მესიჯი გაუგზავნა:
“მე არ მოვდივარ პარიზში”.


_________________

მადლობთ მეგობრებო რომ კითხულობთ და თქვენს აზრს აფიქსირებთ. მიხარია თუ მოგწონთ. იმედია ეს თავიც მოგეწონებათ. შემდეგსაც აუცილებლად დავდებ! <3 <3



№1  offline წევრი ქეთიtaisia

მომეწონაა????❤ მალე დადე რაა????❤❤

 


№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ოხ მათეე წიწაკა აბია მგონი ენის მაგივრად.

 


№3 სტუმარი სტუმარი anouki

Male Dade ra dzaan magaria ❤❤❤

 


№4  offline წევრი ქეთი:)

ველოდებიი სულმოუთქმელაად :) ძალიან მაგარიია
--------------------
ITEQ..!

 


მიხარია რომ მოგწონთ, მალე დავდებ შემდეგსაც <3 <3

 


№6  offline წევრი tatutatuli

უკაცრავად ეს მალე დავდებ რას ნიშNავს ამდენი ხანია გელოდებით საინტერესოა

 


დიდი ბოდიში მეგობრებო. ვაპირებდი მალევე დადესბას მაგრამ მშობიარობა დამეწყო და ცოტახანს პაუზის გაკეთება მომიწევს. ჯერჯერობით დრო არ მრჩება გასაგრძელებლად. ბოდიში კიდევ ერთხელ და მადლობთ რომ წაიკითხეთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent