ქვეყანა საქართველო-სექსის თაობა. მეორე თავი !
არასოდეს მდომებია მრქმეოდა "პრასტიტუტკა". არასოდეს მდომებია მეცხოვრა ცხოვრებით, რომელიც ახლა გამაჩნია. ყველა კაცი ჩემს ირგვლივ სიამოვნების პიკის მისაღებად თუ მოდის. არასოდეს არ ვკოცნი მე მათ ტუჩებში და იცით რატომ?! მე მისი ტუჩების გემოს სხვის ტუჩებზე ვერასოდეს გავცვლი. მე შეიძლება მერქვას ან გულის ამრევი, თავგზა-აბნეული პერსონა, თუმცა არასოდეს მერქმევა უსიყვარულო, ნაგავზე მოსროლილი ჭია. მინდოდა მისთვის დიდი საფეხბურთო გუნდი შემექმნა, ისეთი როგორსაც ვოცნებობდით. უამრავი შვილი, თბილი სახლი და ულევი, ულევი სიყვარული. არ გამჭირვებია მისი მიტოვება და მერწმუნეთ, არც დეპრესიაში ჩავვარდნილვარ მისგან წამოსვლით, უბრალოდ სული მეწვოდა, ისე მეწვოდა რომ ვერც კი ვგრძნობდი, ჩემი სხეულის გოდებას. რამდენი მამაკაცი ყოფილა ცხოვრებაში?! მოდი არ დავთვლი. ბოზს ხომ საკუთარი ცხოვრებაც კი არ გააჩნია. დილით ვიღვიძებ და მხვდება გულის ამრევი ნარკოტიკებზე გადამკვდარი მამაკაცი საწოლში. ერთ ღამეში ხუთასჯერ რომ მოუნდა ჩემთან სექსი. ამჩნევდა რამდენად მეზიზღებოდა ეს ყველაფერი და გაღიმებული სახით მეუბნებოდა : "დაგიმატებ, არ არის პრობლემა" ... სახლში დაბრუნებული კი ყოველთვის ვიკეტები რამდენიმე საათით აბაზანაში, ვცდილობ მოვიშორო ის აყროლებული სუნი რომელიც მათ ასდით. ეს სექსის სუნია, დაუოკებელი ვნებების, ქალზე ძალადობის. არის შემთხვევები როცა კაბის ჩაცმაც კი არ შემიძლია, მრცხვენია ნაიარევების, ნაკბენების. მათ ხომ არ ანაღვლებთ ის რომ შენც ადამიანი ხარ. თქვენ ვიცი შემეკითხებით, რატომ არ ვცდილობ შევიცვალო ცხოვრება. იმიტომ რომ, ეს ცხოვრებაა, ეს შეუცვლელია, ცხოვრების შეცვლა იგივეა რომ მოკვდე და ახლიდან გაცოცხლდე. ამიტომაც ვითხოვდი გამუდმებით სიკვდილს, შევთხოვდი უფალს რომ წავეყვანე, მაგრამ სიკვდილსაც არ სდომებია ჩემი დანახვა. სახლში დაბრუნებისთანავე ვყვირი გიჟივით რომ მეზიზღება, კაცი მეზიზღება, როცა გეუბნება რომ იკვნესო ამოიღო ხმა შენ კი აგდიხარ საწოლზე, როგორც ნივთი, უსულო საგანი. ახლა საავადმყოფოში ვარ. უკვე მერამდენედ გავხდი ძალადობის მსხვერპლი. გიჟი პაციენტი შემხვდა წინა ღამეს, საკმაოდ გიჟი. ცოლიც საკმაოდ გიჟი ჰყოლია. ლამბაქი ისროლა და მომხვდა. ექიმმა მითხრა რომ გამოვჯანმრთელდები მალე, თუმცა მესმოდა მისი დამცინავი საუბარი კარს იქეთ. მე ხომ ყოველთვის დაცინვის საგანი ვიქნები, ადამიანი რომელსაც გადაუვლიან და არც კი დაფიქრდებიან, მე ხომ ყოველთვის მეტკინება, მე ხომ ყოველთვის "ქუჩის ქალით" მომიხსენიებენ. დილიდან ნაზიმს ვურეკავ. ნაზიმი ერთერთი ჩემი თანამშრომელია, სტუმარი თურქეთიდან. ერთად ვმუშაობთ, ხან მე მტკივა ხან მას და ასე გვყავს ერთმანეთი. გადაწყვიტა ჩემთან გადმოსვლა და ველოდები რომ მოვიდეს. მჭირდები ვიღაცის ხელი რომ ვიგრძნო მხარზე... ნაზიმის ლოდინში მივხვდი რომ გამოძინება ცუდი არ იქნებოდა ფსიქოპათების ცემა-გლეჯვის შემდეგ. მინდა დედა მყავდეს აქ, თავზე გადამისვას ხელი და გავიგო მხოლოდ რამდენიმე სიტყვა: -დედი, საყვარელო. დაიძინე, დაისვენე, ხვალ ხომ ისევ მზე ამოვა... ვახელ თვალებს და ის მიყურებს მოციმციმე თვალებით. -ნაზიმ მოხვედი?! სად იყავი, მჭირდებოდი. -ბილეთების ასაღებად -რა იყო სულელო ფული იშოვე და სამოგზაუროდ მიგყავარ?! -არა მიჭირს მაგრამ უნდა გითხრა... მივხვდი რომ რაღაც მოხდა, მივხვდი რომ ვიღაც დავკარგე, ვიგრძენი როგორ მეწვოდა გული და ჩემი სახე სრულიად წაშლილი გამკრთალი როგორ ეხეთქებოდა ნაზიმის მზერას... -საყვარელო არ იდარდო, ის ახლა ზემოდან გიყურებს. მე მესმის შენი. დედაშენი... დედაშენი აღარ არის... ქალი რომლის ჩახუტებასაც ვოცნებობდი იმ მომენტში ნარკოტიკებმა შეიწირა. დედი საყვარელო, როგორ გატკინეს დედი, როგორ დაგაჩოქა ცხოვრებამ და გადაგიშვა იმ მორევში რომელშიც, ახლა მე მე უნდა ვიყო. პალატაში ჩამიჩუმი აღარ ისმოდა, ცრემლები კი კვლავ დარბოდნენ ჩემს სახეზე როგორც უგზო უკვლოდ დაკარგული მე, ამ ცხოვრებაში...და ახლა მე თავისუფლად შემიძლია ვთქვა: -გამარჯობა საქართველო, შენი შვილი დაბრუნდა. სახლში ფეხის დადგმისთანავე მივხვდი რომ დედის სუნით გაჟღინთულიყო ყოველივე. სიგარეტის ბოლო ღერი ტელევიზორის გვერდით იდო... ახლა ვხვდები რომ ანა ცოცხალია, რომ ბრძოლა ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის კვლავ საჭიროა ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.