შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკეთესო მეგობრები სამუდამოდ (2)


4-02-2018, 02:22
ავტორი smsamudamod
ნანახია 1 332

ნია

ნია ცამეტი წლის იყო მანქანის ტარება რომ ისწავლა, მერე ერთი სული ქონდა ჩვიდმეტი წლის გამხდარიყო რომ მართვის მოწმობა აეღო. გახდა და აიღო კიდეც. უკვე მანქანაც ყავს და ქუჩაში თავისთვის მდგარი რამდენიმე ხეც დააზიანა ოდნავ.
რომ კითხოთ, გაჩერებულ ხეს როგორ დაეჯახეო, გიპასუხებთ, რა ჩემი ბრალია თუ ცუდ ადგილას დარგესო.
ნიას უკვე თვეებია ერთი ბიჭი უყვარს, რა თქმა უნდა ეს თემო არ არის. ნიამ თავისი სიყვარული ზღვაზე გაიცნო, ორი დღით იყო წასული ჩვენს გარეშე და როგორც კი ჩამოვიდა მაშინვე გვახარა ახალი ამბავი.
- ძაან საყვარელია, დამამატა და ჯერ არ მოუწერია. სურათებში დიდი ვერაფერი, ისე უფრო სიმპათიურია.
- მოგწერს, სად წავა - დაამშვიდა ლილემ.
- ხოდა სანამ მომწერს, თემომ გნახავო და გამოვიყან - ნია მაშინ უკვე იცნობდა თემოს.
- ტიპი ორ კურდღელს რო დასდევდა ერთად ეგ ისტორია იცი თუ მოგიყვე? - უპასუხა ლილემ, როგორც ყველაზე წინდახედულმა.
იმ დღეს მე და ლილემ პირველად ვნახეთ თემო, კარგ ტიპებს გაცნობის დღიდანვე ვუმეგობრდებით, ასე მოხდა თემოს შემთხვევაშიც. ერთი სიტყვით მოგვეწონა.
ნიასაც მოწონდა თემო, მაგრამ სულ ცდილობდა ისეთი რამ აღმოეჩინა მასში, რაც აღაფრთოვანებდა.

ლილე

ერთი წლის წინ გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ლილეს უყვარდა. როგორც იძახის, ის ერთადერთი იყო ლილეს ცხოვრებაში, ვინც შეიძლებოდა რომ ყვარებოდა.
2016 წლის 17 აპრილი.
დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, ნია რეკავდა ლილეს ნომრით:
- აუ, რაღაც უნდა გითხრა
- რა ხდება, ხო მშვიდობაა? - ნიას აკანკალებულმა ხმამ გამომაფხიზლა
- დღეს ბექა ავარიაში მოყვა...
- მერე?
- ...
- იტყვი როგორ არის?!
- და გარდაიცვალა
- მოიცა, ვინ ბექა? ჩვენი? ლილესი? გარდაიცვალა?
- ჰო
- ...
- მე ლილესთან ვარ უკვე, აქამდე ვერ გაგაღვიძეთ და გამოდი რა.
ნია და ლილე ლოგინზე იწვნენ, ლილე არ ტიროდა, გაშტერებული თვალებით უყურებდა ჭერს და ღრმად სუნთქავდა, ნიას მისი ხელი ეჭირა და თვალს არ აშორებდა. მე საძინებლის კართან ვიდექი და ვფიქრობდი რა მეთქვა. ათასი გაცვეთილი წინადადება მომდიოდა თავში ერთდროულად, რომელი ამომერჩია, რას ამბობენ ხოლმე ამ
დროს? მივედი და ჩემს მეგობრებს მეორე მივუწექი. მერე ვიყავით ესე ჩუმად და ლილესთან ერთად ვუყურებდით ჭერს.
ჩვენ სამივეს ძალიან გვიყვარდა ბექა, ლილეს განსაკუთრებით.

***
- როდის უნდა დაკრძალონ?
- ხვალ.
- ვერაფრით ვერ ვნახავ ბექას მანდ, გული გამისკდება - ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებდი რომ აღარ იყო.
- მეც არ შემიძლია, ვიცი რომ უნდა წავიდეთ მაგრამ გავგიჟდები - თქვა ნიამ.
- მე არ ვიცი რას ვიზამ, მინდა ბოლოჯერ ვნახო, თუნდაც იქ - ლილე ძლივს ლაპარაკობდა.

***

ჩვენ მაშინ პირველად ვიგრძენით, რას ნიშნავდა საყვარელი ადამიანის დაკარგვა. შოკირებულები და დაბნეულები ვიყავით, სულ გვეტირებოდა. ლილეს არც უცდია სიტყვებით გამოეხატა თავისი გრძნობები, ჩვენ ამას ვერ გავიგებდით. ძნელია წარმოიდგინო თავი სხვის ადგილზე, თუნდაც საუკეთესო მეგობრის. ლილეს მომავლის შიში გაუჩნდა.

***

- ამდენი არასდროს მიტირია, თავზე გადახდილი ქონდა, რომ წამოსულიყავით ალბათ ვერც იცნობდით, თითქოს სხვა ადამიანი იწვა იქ. მთელი გულით მინდოდა მივსულიყავი და შუბლზე მეკოცნა მაგრამ მომერიდა და ვერ გავბედე - ლილე დაკრძალვაზე ჩვენს გარეშე იყო.

***

ბექას გარდაცვალებამ თავდაყირა დააყენა ლილეს ცხოვრება. ამას დაემატა მისი ჯანმრთელობის პრობლემებიც. ლილეს ოპერაცია ზუდტად ბექას დაბადების დღეზე დაუნიშნეს.
- საერთოდ არ მეშინია ოპერაციის, რომც მოვკვდე არ მადარდებს, მჯერა რომ ბექა იქ დამხვდება და დაბადების დღესაც პირადად მივულოცავდი რა - ამბობს ცრემლნარევი სიცილით
- რას ბოდავ ნეტა თუ იცი? მოკვდე არა ის!

***

ლილე ძალიან შეიცვალა. ყველაფერში ცუდს ხედავდა, ყველაფრის ხალისი დაკარგა. ჩვენც იშვიათად გვეკონტაქტებოდა. გვეგონა თანდათან შეეგუებოდა ამ
ამბავს, მაგრამ ყველაფერი უარესობისკენ მიდიოდა. თითქმის ორი თვე გავიდა ბექას გარდაცვალებიდან, ოპერაციაც ახლოვდებოდა. მე და ნიამ გადავწყვიტეთ დავლაპარაკებოდით.
ჩვენი ლაპარაკიდან ლილემ მხოლოდ ის აზრი გამოიტანა, რომ მისი ატანა მოგვბეზრდა და ვერ ვუგებთ. ადგა, და კარი გაიჯახუნა, წავიდა. მე და
ნია ჩუმად ვისხედით, გაბრაზებულები ვიყავით ლილეზე, რადგან იმ პერიოდში თავისი ქცევებით ბევრჯერ გვაწყენინა. მერე ავდექით და გავეკიდეთ, ვხედავდით, ვეძადით, მაგრამ უკან არც იყურებოდა, მერე ძლივს დავეწიეთ. ყურსასმენები ეკეთა და ტიროდა.
- გაგიჟდი? რას გავარდი?
- მარტო მინდა ყოფნა და რა გინდათ? ისედაც ხო მოგბეზრდათ ჩემი ატანა? ხოდა გამანებეთ თავი რა.
- აჰა და შენ ესე ტოვებ ყველაფერს? არაფრის გარკვევას არ აპირებ ჩვენს შორის?
- სხვა დროს გავარკვიოთ, ეხლა მაგრად და მარტო ყოფნა მინდა - ლილემ ყურსასმენები
გაიკეთა და გზა გააგრძელა.
მე და ნია ვიდექით და ვუყურებდით სანამ თვალს არ მოეფარა. სახლში ავედით და რამდენიმე ღერი მოვწიეთ.
- დაურეკე რა - ვეღარ მოითმინა ნიამ.
დიდი ხნის რეკვის შემდეგ ლილემ როგორც იქნა გვიპასუხა:
- სად ხარ?
- ქიაჩელზე, სიგარეტი ვიყიდე და ბარში შემოვედი დასალევად.
- სიგარეტი იყიდე? - უარესად გავბრაზდით, ნიას ექიმმა მოწევა აუკრძალა.
- ჰო, რა გინდათ?
- არაფერი, მოვდივართ და მანდ დაგვხვდი იცოდე.
რამდენიმე წუთში ლილესთან გავჩნდით, მარტო იჯდა და სვამდა, თვალები დახუჭული ქონდა და რაღაცას ბუტბუტებდა. რა აღარ ვუთხარით, მაგრამ არაფერი ესმოდა. მერე ადგა და წავიდა, მანქანების გვირაბში შევიდა და შემაღლებულ ადგილზე დადიოდა, ნიას მის პალტოზე ეკიდა ხელი და უკან მიყვებოდა, მე ნიას მეორე ხელი მეჭირა და ძლივს ვაანალიზებდი რას ვაკეთებდით. გვირაბი გავიარეთ, სადღაც ეზოში შევიყვანეთ და კიბეზე დავსვით. ლილე მდგომარეობიდან ვერ გამოდიოდა. ისევ თვალდახუჭული რაღაცას ბუტბურებდა. ჩვენ ძალიან შეგვეშინდა, ვიფიქრეთ რომ
გაგიჟდა, შემდეგ ისტერიული ტირილი დაიწყო და თან
ბექაზე ლაპარაკობდა, როგორ მიმატოვეო, მეც წამიყვანეო, რატო მოხდა ესეო, ეხლა რა იქნებაო...
ჩვენ ლილეს სახიდან თმებს ვუწევდით, ვეხუტებოდით და ვცდილობდით რამე ისეთი გვეთქვა რაც ოდნავ მაინც დაამშვიდებდა. არაფერმა არ გაჭრა, თითქოს ჩვენი საერთოდ არ ესმოდა.
ბოლოს როგორც იქნა გამოფხიზლდა და ცოტა დამშვიდდა.
იმ საღამოსვე შევრიგდით.

***
ლილე საოპერაციოში ისე დაწვა არც გაგვაფრთხილა. მოგვატყუა ბებიაჩემთან ვიქნები ეს დღეები და ცოტა ხანი ვერ გნახავთო. ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერს მივხვდით. არ მინდოდა გენერვიულათ და იმიტომ არ გითხარითო. სინამდვილეში ესე უფრო ვინერვიულეთ.
ამ ამბებიდან უკვე წელიწადზე მეტია გასული, ლილე თავს გაცილებით უკეთ გრძნობს მაგრამ მაინც აღარ არის ისეთი, როგორიც იყო.
ლილეს წელიწადზე მეტია ნაღვლიანი თვალები აქვს.

ბექა

მეათე კლასი რომ დავხურეთ, მშობლები დავითანხმეთ და დასასვენებლად მარტო წავედით. იმ ზაფხულს გავიცანით ბექა. მე და ლილემ რატომღაც დავგეგმეთ, ეს ბიჭი ნიას უნდა დავაჯახოთთქო. მერე ბექა შუაში იჯდა, მარჯვნივ ნია ეჯდა, მარცხნივ - ლილე. ბექა და ლილე გაუჩერებლად ლაპარაკობდნენ.
ლილეს მაშინ პირველად იგრძნო, რომ ბექა განსაკუთრებული იყო. მერე მთელი დღე და ღამე ერთად ვიყავით, მე, ნია, ლილე და
ბექა. ლილეს გრძნობები დღითიდღე იზრდებოდა. ბექაც არ აკლებდა ყურადღებას.
- მე ესეთი ჩემმა მშობლებმა გამზარდეს და შენ რომ ეგეთი ხარ ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა, ჩემს იდეალს ხატავ - უთხრა ერთხელ ბექამ ლილეს.
ლილე აღფრთოვანებით ყვებოდა ამას ჩვენთან.
ბექა განსაკუთრებული იყო, როცა ღამე სახლში გვაცილებდა ერთმანეთს ძლივს ვშორდებოდით, რა გაძლებდა ხვალამდე ბექას გარეშე? იქ ბევრი მეგობარი შევიძინეთ და ბევრიც შევიყვარეთ, მაგრამ ბექას მიმართ ისეთივე განსხვავებული დამოკიდებულება გვქონდა, როგორიც თვითონ იყო. სხვა შემთხვევაში ლილეს არც შეუყვარდებოდა.
ბექას შეეძლო ტალახში ჯოხით დაეხატა მართკუთხა სამკუთხედი და თავისი ფორმულებით დაემტკიცებინა, რომ ჰიპოტენუზა კათეტის ტოლია. ყოველთვის კარგ ხასიათზე იყო და იღიმოდა, ნელა
ლაპარაკობდა, ან სად ეჩქარებოდა? მთელი ცხოვრება წინ ქონდა მაშინ. ყველგან ზურგჩანთით დადიოდა, შიგნით ყოველთვის ედო პლანშეტი, რომელიმე წიგნი და მწვანე ვაშლი.
ლილეს და ბექას პირველი პაემანიც იქ შედგა, ფენოვან ხაჭაპურზე და კოკაკოლაზე, ანუ იმაზე, რისი საშუალებაც იმ
სოფელში იყო. ლილე იძახის, რომ არასოდეს ყოფილა ფენოვანი ხაჭაპური იმაზე გემრიერი, ვიდრე მაშინ.
ბექას დიდი გეგმები ქონდა, საერთოდ არც განიხილავდა რომ ოდესმე უნდა გარდაცვლილიყო.
თბილისში რომ ჩამოვედით ძველ და ახალ ნაცნობებს, ყველას ვუყვებოდით ბექაზე, ის იყო ადამიანი, რომლის არსებობის შესახებ მთელ მსოფლიოს უნდა ცოდნოდა. ასეც იქნებოდა, რომ არ...

***

2016 წლის 17 აპრილს ბექა ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა.



№1  offline წევრი მოცინარი

საოცრად წერ!
იმდენად კარგად გაქვს გადმოცემული თითეული გრძნობა, პერსონაჟებთან ერთად განვიცდი ყველაფერს.
იმედია, ლილე ოდესმე შეხვდება ისეთ ადამიანს, რომელიც ბექას 'ჩაანაცველებს'.
იმედია, შემდეგ თავს არ დააგვინებ <3

 


№2  offline წევრი smsamudamod

დიდი მადლობა ძალიან მიხარია <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent