შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ევა (სრულად)


4-02-2018, 17:57
ნანახია 14 702

ოფისში ყველა აფორიაქებული იყო, ყველა გაფაციცებით დარბოდა აქეთ იქით და ცდილობდნენ რაც შეიძლება მალე მოწესრიგებულიყვნენ, მიმოფანტულ საბუთებს ალაგებდნენ და ყველა თანამშრომელი თავის ადგილს ასუფთავებდა, ჰო ვიღაცას ელოდნენ ვისიც ასე ეშინოდა ყველას, რომ მთელი ოფისი განერნვიულებული თვალებით უცქერდნენ ერთმანეთს და რაიმე შეცდომა , რომ არ დაეშვათ ყველაფერს აგვარებდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ, გგონიათ აქ სიკეთე იცოდნენ? ანდაც შებრალება? ერთი პატარა შეცდომის გამო სამსახურიდანაც კი გააგდებდა ისეთი იყო.. არ აინტერესებდა ახსნები თუ რატომ დაუშვეს შეცდომა, სულ მცირე საბუთებში სიტყვა რომ შეშლოდათ იმაზეც კი გაცოფდებოდა... მუდამ პრეტენზიულია, არასდროს არაფერი არ მოსწონს, ყოველთვის უნდა რომ ყველაფერი წესრიგში და ისე იყოს როგორ მას სურს... განა არ შეეძლოთ სამსახურიდან წასვლა და მისი დატოვება? შეეძლოთ , მაგრამ თითქოს მათაც გადაედოთ უფროსის ცივი ხასიათი და შეეგუვნენ, ანდაც რომ წასულიყვნენ რა? რამე დააკლდებოდა? სულაც არა იმდენად ძლიერი იყო ყველა რომ წასულიყო მარტო შეძლებდა მართვას, არასდროს დაეცემოდა და თავსაც არასდროს არავის დაუხრიდა, შეიძლება მიზეზებიც ჰქონდა! თან ძალიან დიდი რის გამოც ასეთი უემოციო, მკაცრი და ცივია...ჰოდა სად შევჩერდი, როგორც ჩანს უდროო დროს გაიგეს რომ ურჩხულმა გადაწყვიტა შვებულებიდან ადრე დაბრუნებულიყო და ეს სულ რაღაც 1 საათში გააგებინა, რომ გზაში იყო და ოფისში ბრუნდებოდა, აი სწორედ აქედან დაიწყო ოფისში ქაოსი ... კორპუსთან შავი ფერის Range Rover Velar გაჩერდა, საიდანაც ჯერ მძღოლი გადმოვიდა და უკანა კარები გამოაღო საიდანა ქალბატონი ევა გადმობრძანდა თავისი მოხდენილობით,დიადობით და სექსუალურობით.. ჯერ ფეხები გადმოიღო სექსუალური მოძრაობით შემდეგ კი ტანიც თან მოაყოლა და მხრებშ გასწორდა, თავ აწეულმა აიარა კიბე და კარის დაცვის მისალმებაც არაფრად ჩააგდო, სიამაყით და ამავდროულად თვითდაჯერებული ღიმილით მიიწევდა და თავის აბრეშუმივით შავ თმებსაც მიაქროლებდა, შავი მოტკეცილი კაბა იმდენად ლამაზად გამოჰკვეთდა მის სხეულს ძნელი იყო თვალი მოგეცილა, მანტოც კი ლამაზაც შეუსაბამა ამ ყველაფერს და შავი ქუსლიანებიც, რომლითაც მიკაკუნობდა და თითქოს მთლიან ოფისში მხოლოდ მისი კაკუნების ხმა ისმოდა, ყველა დადუმდა და უღიმოდა, გაუხარდათ კიდეც უფროსის დანახვა, განა ეზიზღებოდათ? არა უბრალოდ ძალიან მკაცრი იყო, რასაც ვერ ეგუებოდნენ, თორემ როგორ შეიძლება ასეთი შრომის მოყვარე ქალი, რომელმაც მთელი ოფისი ფეხზე დააყენა და თავისი ძლიერება ყველას დაუმტკიცა არ უყვარდეს... მხოლოდ იმ გამონაკლისებს ეზიზღებათ და ვერიტანენ, რომლებსაც თავად არ შეუძლიათ მუშაობდა და ეზარებათ,მაგრამ ეს თავადვე იციან, და ისიც იციან თუ ასე გააგრძელებენ მალე დატოვებენ ოფისსაც... ლიფტში შესულს რამდენიმე თანამშრომელი შეხვდა, რომლებმაც მოწიწებით მოიკითხეს ქალბატონი, მანაც ოდნავი ღიმილით თავი დაუკრა და მიხვდნენ ესეც საკმარისი იყო, ალბათ ფიქრობთ რა გულცივია, ხმის ამოღებასაც არ კადრულობსო,დიახაც მასეა.. რაც უფრო დაანახებს მათ თბილ სახეს, მით უარესია თავად მათთვისვე, რადგან ზედმეტი ყურადღება ყველას ვნებს... ქმარი? ნუ იმას ქმარიც არ ერქვა...ამას შემდგომში თავად გაიგებთ... თაყვანისმცემლებს არასდროს უჩიოდა, განა სიყვარული არ იცოდა? რასაკვირველია სჯეროდა და წმინდად სწამდა კიდეც, თუმცა არ უნდოდა.. რადგან ერთხელ უყვარდა და ისიც საკმარისი იყო მისთვის ზედმეტი ტვირთი, მითუმეტეს ამდენი სამუშაოს შემდგომ...ლიფტიდან გამოსული თავისი კაბინეტისკენ მიიწევდა და თან თვალსაც კიარ ავლებდა დანარჩენებს, მხოლოდ ხმა ესმოდა, რომელებიც ესალმებოდნენ კაბინეტში შესულმა მდივანს გადააწოდა თავისი კლაჩი და მანტო და უბრძანა არავის შეეწუხებინა..თავად კი სავარძელში მოკალათდა და თავი უკან გადააგდო, როგორ მოენატრა თავისი ოფისი , შეიძლება გაგიკვირდეთ, თუმცა ის დაღლაც მოენატრა რასაც ოფისი, საბუთების მოგვარება და შეხვედრებზე სიარული ღლიდა...წუთი არ იყო გასული კარებზე, რომ მოაკაკუნეს და უკვე ჩხუბს აპირებდა წეღანდელ გაფრთხილებისთვის არავინ შემაწუხოთო , რომ თავისი მდივანი მარიამი დაინახა, რომელსაც ყავით ხელში ევასკენ მიემართებოდა... იცოდა ამ გოგომ, რომ ქალბატონს ესიამოვნებოდა მგზავრობით დაღლილს ყავის მირთმევა და ამ დროის განმავლობაში კარგადაც შეიცნო ქალბატონი ევა, ან მას ეგონა რომ გაიცნო იმაში მაინც რაც თავად ევალებოდა...
-ყავა მოგიტანეთ ქალბატონო ევა
-მადლობა მარიამ,ყოველთვის იცი რა მესამოვნება, რასაც ვაფასებ! ოფისში რა ხდებოდა ჩემს აქ არ ყოფნამდე? ყველაფერი რიგზეა? იმედია რაიმე შეცდომა არ დაგიშვიათ და ყველაფერს წმინდად ასრულებდით..ყავა მოსვა და საბუთებს ჩახედა, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს არც უსმენდა, მაგრამ ხმაში სიმკაცრე აშკარად ერია...
-ყველაფერი რიგზეა ქალბატონო ევა, ყველა საბუტი მოწესრიგებულია, როგორც დაგვავალეთ ისე მივხედეთ, რაც შეეხება შეხვედრებს ჯერ-ჯერობით ასეთი არაფერია, კიდევ ბატონმა კოტემ დარეკა და მადლობა გადმოგცათ ბავშვთა ფონდის დახმაებისთვის, ხოლო დანაჩენს კომპიუტერში გამოგიგზავნით, კიდევ რამე გნებავთ?
-გასაგებია... არაფერი, თუ რამე დამჭირდება შეგატყობინებ..ახლა შეგიძლია გახვიდე და გადაეცი არავინ შემაწუხოს
-კარგით ქალბატონო ევა..უთხრა და ოთახიდან გავიდა, თავად კი საბუთებს თავი ანება და თავი სკამის საზურგეზე გადასწია და თავის ფიქრებში გადასწია, საიდან დაიწყო ყველაფერი, როგორ გახდა ადვოკატი და რამდენს მიაღწია და რა ძვირად დაუჯდა ყველაფერი...საადვოკატო ოფისი ჰქონდა, თავად ადვოკატი გახლდათ, როგორც კი სწავლა დაამთავრა მაშინვე სამართალზე ჩააბარა და გადაწყვიტა ადვოკატი გამხდარიყო, ყოველთვის მთავარი იყო მისთვის სიმართლის გამარჯვება, მაგრამ მას ვერ გაუგებდით, გახდა კიდეც ადვოკატი, თან ყველაზე ძლიერიც კი ! მისთვის მთავარი იყო თავისი დამნაშავე პირი დაეხსნა და გამოეყვანა, იზიდავდა საშიში საქმე, ძნელად გამოსაძიებელი... რა გასაკვირიც არუნდა იყოს დამნაშავეებს იყვანდა მუდამ და მათ ამართლებდა, მისთვის რომ გეკითხათ რატომ? გიპასუხებდათ ,,ეს ჩემი სამუშაოა და ჩემი ვალდებულებაა გავამართლო ჩემს მიერ დაცული პირი, ხოლო დანებება არ მჩვევია“ ძვირადაც დაუჯდა ეს ყველაფერი, ყოველი დამნაშავის გამოსვლით ანახებდა, რამდენად ძლიერი იყო,მაგრამ თავისთვის საუბედურო.უკვე ეჭვი ეპარებოდათ, მართლა ადვოკატი იყო, თუ ქალაქისთვის ბოროტმქომედი...იმ დროის გახსენებსას ყოველთვის აკანკალებს და სიმწრისგან აღარც კი იცის რა ჰქნას, აანალიზებს რაში დაუშვა შეცდომა, თავსაც ადანაშაულებს, მაგრამ სჯერა რომ ისევ იპოვის და როგორც გამოიყვანა ისევ ისე დააბრუნებს.. ახლაც ცხადად ახსოვს მისი საქმე, ყველაზე მეტი დრო მასზე დახარჯა, იმასაც კი ფიქრობდა რას ვაკეთებ, დამნაშავეს ვამართლებო, თუმცა უკან ვერ დაიხევდა... ზეპირად ჰქონდა მისი საქმე შესწავლილი ზურა მენაბდე!
**5 წლის წინ**

-ევა ჩემს კაბინეტში შემოდი სასწრაფოდ! სამსახურში მისულმა გაიგო უფროსის ხმა და როგორც ყოველთვის გაბეზრებულმა შეაბიჯა მის კაბინეტში
-გისმენთ ბატონო თამაზ!
-შენ სულ გადაირიე? რას ნიშნავს ზურა მენაბდის საქმეს იძიებ? გაგიჟება გინდა ჩემი?
-ეს ჩემი საქმეა ბატონო თამაზ და თავად გადავწყვეტ ვის საქმეს მოვკიდებ ხელს! უკვე გაბრაზებულმა და იმაზე დაღლილმა, რომ მისი უფროსისგან ისმენდა ასეთ რეპლიკებს ყელში ამოიყვანა
-ევა არც გაბედო მაგ არაკაცის დანდობა და გათავისუფლება გესმის! არ იცი როგორი საშიში ხალხია! არ გაბედო მისი გამართლება დამიჯერე ევა! და საერთოდაც შეეშვი მაგ საქმეს!
-ასეთი რთულია გაიგოთ რომ ჩემს საქმეს ვაკეთებ და უკან არაფრით დავიხევ? ყველაფრისთვის ამდლობელი ვარ ბატონო თამაზ! მესმის რომ ჩემზე ზრუნავთ მაგრამ საჭირო არარის! თავად მოვაგვარებ ამ საკითს და თავად მივხედავ!
-რატომ არ გესმის შვილო? ორივე მხრივ შენთვის სარისკო და საშშია! როგორც იქნა შეეძლებათ დაიჭირონ და ჩასვან ციხეში და შეეში გაანებე თავი მაგ საქმეს! იცოდე ინანებ ევა !
-ძალიან გთხოვთ შემეშვით! მე ჩემს საქმეს ვაკეთებ ისევ გიმეორებთ! არაფერი მაშინებს და არც მაბრკოლებს!
-იძულებულს მხდი სამსახურიდან დაგითხოვო! მისი სიტყვების მოსმენისას თითქოს ფერიც დაკარგაო, ვერ ხვდებოდა რამხელა რისკზე მიდიოდა, განა არიყო ძლიერი ან არ შეეძლო, რისთვის ამტკიცებდა ამ ყველაფერს თავადაც ვერ ხვდებოდა,მაგრამ უკან არაფრით არ იწევდა! ასეთი იყო რასაც იტყოდა ისე უნდა გაეკეთებინა, შეიძლება სჯეროდა კიდეც თავად უფროსის მაგრამ არ შეეძლო ასე მიეგდო უკვე აღებული საქმე...
-დამითხოვეთ! მე უკვე ავიღე ეს საქმე და დავასრულებ კიდეც!
-ეჰჰ ევა ევა, არ გესმის ვისთან გაქვს საქმე! იცოდე ინანებ! გაფრთხილებ გაიხსენებ ჩემს სიტყვებს დამიხვდები რომ დამნაშავე უნდა დასჯილიყო!
-მადლობა ბატონო თამაზ გაფრთხილებისთის,მაგრამ ჩემი საქმის მე ვიცი! ნახვამდის

კაბინეტიდან უკვე გადაღლილი გამოვიდა, რადგან ყოველდღე უწევდა, უფროსისგან ამდაგვარი კომენტარების მოსმენა, ამიტომ შეჩვეული იყო, მართალია ზურა მენაბდეზე ყველამ დაუწყო კამათი , რომ შეშვებოდა მაგრამ ესეც თუ ვირზე შეჯდა უკვე ვსო...თავის კაბინეტში შევიდა და საქმეს გადახედა..როგორც ჩანს ბატონ ზურა მენაბდეს ადანაშაულებენ ცოლ-შვილის მკვლელობისთვის.ასევე ნარკოტიკების შესყიდვა-გაყდვისთვის... ოჯახების დაყაჩაღებისთვის და ა.შ...წარმოუდგენელი იყო ევასთვის, როგორ შეიძლებოდა ყველაფერი ამ ადამიანს ჩაედინა, მითმეტეს ცოლ-შვილის მკვლელობა? შეიძლება სჯეროდა კიდეც, ისეთებს შეხვედრია არც იყო მისგან გასაკვირი, უბრალოდ თავს არ აჯერებდა, მაინც სწამდა , რომ დამნაშავეებს არ იყვანდა ციხიდან,თუმცა მწარე რეალობას ვერ უყურებდა... როგორც ჩანს ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი სამხილი არსებობდა,რაც უფრო რთულს ქმნიდა იმ კაცის ციხიდან გამოყვანა, მაგრამ უკან არ დაიხევდა..საბუთებს კიდევ გადაავლო თვალი, თავისი ვერსიები დაწერა რას აპირებდა, ასევე გადაწყვიტა დამნაშავეც ენახა, რასაც ხვალ შეძლებდა..უკვე მოსაღამოვებულიყო საბუთებს რომ შეეშვა და სახლისკენ წავიდა, მარტო ცხოვრობდა, როგორც კი სასწავლებელი დაამთავრა წარმატებით და ადვოკატი გახდა, ბავშვობიდან აგროვებულ ფულს, მშობლებმაც დაუმატეს და ბინა უყიდეს, მაშინ ბედნიერებისგან ასხივებდა, მაგრამ ახლა თითქოს ცარიელია, მშობლებიც ენატრება,მართალია სამსახურის გადამკიდე ვერ ახერხებდა მისვლას მაგრამ მაინც ნახულობდა ხოლმე... სახლში მისულს კარები ღია დახვდა, თითქოს შეეშინდა, მაგრამ შემდეგ გაახსენდა ვინც შეიძლებოდა მოსულიყო...
-კაი კიდე რამდენჯერ აპირებ ჩემს შეშინებას ? გასაღები მაგიდაზე დადო და ხელებ გაშლილი საქმროსკენ წავიდა
-მალე აღარ, რადგან ჩემთან გადმოცხოვრდები საყვარელო...მხურვალედ აკოცა და მიიხუტა-გშია? პიცა გამოვიძახე, სამწუხაროდ არ მეხერხება კუხნაში მზადება, ასე რომ..
-არაუშავს! მთავარია ერთად მივირთმევთ ..გაუცინა და სამზარეულოში შევიდა, ყავა მოამზადა და მისაღებში ტელევიზორის წინ მოკალათდნენ...
-სამსახურში რახდება? ყველაფერი რიგზეა?
-აჰამ...პირგამოტენილმა ძლივს უპასუხა და ტელევიზორს მიაშტერდა, იცოდა რაზეც იწყებდა საუბარს ,ამიტომაც თავს არდებდა...
-ევა, ვიცი რომ ზურა მენაბდის საქმეს შენ მოკიდე ხელი!
-გთხოვ რაა...ახლა შენც არ დამიწყო, ისედაც ტვინი ამხადა თამაზიც! ძალიან დაღლილი ვარ სხვადროს გიო..
-კარგი კარგი! ამჯერად თავი დაიძვრინე, მაგრამ იცოდე ამაზე ლაპარაკი არ დაგვისრულებია! კარგად იცი, რომ შენთვის კარგი გვინდა და ამ ბანდიტების გამოყვანით შენვე დაიზიანებ თავს!
-კარგი მესმის! მაგრამ ჩემს საქმეს თავად მივხედავ და მორჩეს ამაზე საუბარი! გააწყვეტინა მკაცრად და ისევ ტელევიზორს მიაჩერდა..იცოდა გიორგისაც რომ გაეგო რამდენად საშიშ ადამიანთან ჰქონდა საქმე აიძულებდა თავი დაენებებინა..ამიტომაც, ყოველთვის თავს არიდებდა ამაზე საუბარს...

***

-ქალბატონო ევა გესმით? ფიქრებიდან მარიამის ხმამ გამოიყვანა, უეცრად გონს მოვიდა და სკამზე გასწრდა, შემდეგ კი მარიამს შეხედა..
-რამოხდა? ხომ გაგაფრთხილე არ შემაწუხოთთქო?
-ბოდიში ქალბატონო ევა.. ვაკაკუნებდი,მაგრამ არ გესმოდათ,მინდოდა გადმომეცა,რომ უკვე ყველაფერი დავასრულეთ, მზადაა ყველა საბუთი და ასევე მოწესრიგებულია, და ქალბატონი მაკრინე გირეკავდათ და ეტყობა ვერ გაიგეთ, გადავეცი, რომ დაკავებული იყავით და შემდეგ თავად დაურეკავდით
-აჰამ კარგი გიქნია! რა დრო გასულა.. მაშინ თუ მორჩი შეგიძლია წახვიდე, მეც წავალ ცოტას დავისვენებ, კიდევ ერთხელ გადაამოწმე ყველაფერი რიგზეა თუ არა შემდეგ კი ყველა სახლებში გაუშვი! სავარძლიდან წამოდგა, მარიამმაც უცბათ აიღო ქალბატონის მანტო და კლაჩი და მაიწოდა..კაბინეტიდან გამოსულმა ყველას თვალი შეავლო და შემდეგ ისევ თავაწეული წავიდა გასასვლელისკენ, ისევ ახსენებდა წარსული თავს, ისევ ტანჯავდა მენაბდის პოვნის სურვილი! გამოსულმა მღოლს ანიშნა ჩემით წავალო და მანქანაში მოკალათებულმა გზა უკვე აწ ახალი, უფრო მდიდრული თავისი სახლისკენ დაადგა, იქ სადაც არავინ ელოდა...ანდაც სად უნდა წასულიყო სხვაგან! მას ხომ არსად არავინ ელოდა, ერთი დაქალის მეტი, რომელიც მაშინ დაეხმარა, როდესაც ყველას უჭირდა... ეგრევე აკრიფა მიას ნომერი და დაურეკა
-გისმენ ჩემო ღვთაებავ!
-შეგიძლია ჩემთან გამოხვიდე?
-მოვდივარ! უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის, ანდაც რაიყო სათქმელი? ერთმანეთს სჭივდებოდნენ და ავსებდნენ კიდეც, განა რაარის იმაზე ბედნიერება, როდესაც ამ უსულო ქალაქში დარჩა ადამიანი ვისიც სწამს, და იცის რომ არასდროს დატოვებს...გაზს უფრო მიაჭირა და სახლისკენ წავიდა...

-შემოდი .. კარები გააღო და დაქალი შემოუშვა
-რა სახე გაქვს მატარებელმა გადაგიარა? სცადა ეხუმრა, თუმცა ევას სახის დანახვისთანავე გაჩერდა - რახდება ევა? ისევ წარსული?
-მოდი და მაგაზე სახლში ვილაპარაკოთ... კარები მიკეტა და მისაღებ ოთახისკენ უბიძგა
-ყავას ან ჩაის დალევ მია? ჰკითხა და სამზარეულოსკენ წავიდა
-კი დავლევ და მოიცა ბარემ მანდ მოვალ და ვიალაპარაკოთ.. ფეხზე წამომდგარი დაეწია
-როგორც გინდა..სკამი გამოუწია თავად კი ყავის გაკეთებას შეუდგა, მიასაც ხმაარამოუღია ისე მოკალათდა და დაელოდა ევა როდის დაიწყებდა მოყოლას, თუმცა როგორც ჩანს არ აპირებდა
-ევა!
-გისნენ
-არაფერი გაქვს სათქმელი?
-ნწუ
-აბა ისე უბრალოდ ამომიყვანე აქ? ხვდებოდა რაზეც უნდა ელაპარაკათ, მაგრამ ამ შემთხვებაში უნდოდა თავად ევას დაეწყო საუბარი და არ გაქვეოდა ამ თემას, იციდა როგორ უჭირდა,მაგრამ არ შეეძლო ასე ეყურებინა და დაენახა როგორ იტანჯებოდა დაქალი, საბოლოოდ უნდა აღმოეფხვრათ ეს თემა
-მომენატრე.. ჩაიცინა და მომზადებული ყავა დაუდგა და თავისთვისაც დაიდგა და სკმაზე მოკალათდა...
-როდის აპირებ ყველაფრის დავიწყებას? როდემდე უნდა იტანჯო თავი და ადანაშაულო? ნუთუ ვერ ხვდები რომ არაფერი ეშველება თავის დადანაშაულებით?
-მია მხოლოდ ერთი რამ მინდა! იმ ნაბი**ის დაჭერა და ციხეში ამოლპობა! მართალია ამით სულს ვერ შევიმსუბუქებ თუმცა მათ სულს დავასვენებ!
-ევა მესმის შენი, მაგრამ კარგად უნდა დაფუქრდე! ასე შურის ძიებით თავადვე არ ამოითხარო ძირი!
-გგონია რამეზე მეფიქრება? თვალებს როგორც კი დავხუჭავ ყველაფერი თვალწინ მიდგება მია! ვეღარ ვძლებ იმდენად სულის შემძვრელია ჩემთვის ყველაფრის გახსენება! კოშმარებიც კი არ მასვენებენ ... სანამ ამ ყველაფერს არ გამივასწორებ იქამდე ვერ მოვისვენებ
-ყველაფერი კარგად იქნება ევა! ხომ იცი რომ დაიჭერ და აზღვევინებ კიდეც, მაგრამ ასე თავის დადანაშაულებით ვერაფერს უშველუ, მითუმეტეს იცი რომ არაამთლად შენი ბრალი! არ იცოდი რამდენად ნაგავი პიროვნება იყო, და მითუმეტეს შენ შენს საქმეს აკეთებდი!
-მაფრთხილებდნენ მია მაფრთხილებდნენ! აი აქ შევცდი რომ არ დავუჯერე!


**5 წლის წინ**


-მხოლოდ 1 საათი გაქვთ დრო სანახავად! როგორც იქნა ორ საათიანი ლოდინის შემდეგ შეძლეს და შეუშვეს ქალბატონი ევა ზურა მენაბდესთან გასაუბრებაზე
-გასაგებია! ჩაილაპარაკა მტკიცედ და უკან გაჰყვა ერთ-ერთ პოლიციის ოფიცერს ..

-აქ დაელოდეთ მალე მოიყვანენ! ჩაილაპარაკა კაცმა და ოთახიდან გავიდა, კარებთან კი ორი დაცვა დატოვეს, თავად მიბრუნდა და ოთახს მოავლო მზერა, რკინის მაგიდები და სკამები ნაცრიაფერ ფერებში ასევე კედლებიც ნაცრისფერი ოთახის თვალიერებაში იყო უეცრად რომ გაისმა რკინის კარების გაღების ხმა საიდანაც, ორმა პოლიციელმა შემოიყვანა სოლიდურად გამოწყობილი პიროვნება და სკმაზე დასვეს , ხელებზე ბორკილები დაადეს და ოთახის კარებთან დადგნენ.. თავადაც მოკალათდა მის პირდაპირ და საბუთები ამოალაგა და მაგიდაზე დადო, შემდეგ კი ხელები ერთმანეტს დააწყო და დამნაშავეს შეხედა

-გამარჯობა.. სიტყვა წარმოთქვა და დაინახა , როგორ აწია თავუ მაღლა და ევას მზერა გაუსწორა, წამით შეკრთა კიდეც იმდენად შეაძრწუნა მისმა მზერამ, თითქოს სიბოროტით სავსემ და ძლევამოსილებით დამკულმა
-შენგან მხოლოდ ერთ რამეს მოვითხოვ! სასამართლოდან ეგრევე გამიყვან! როგორც გინდა ისე მოახერხე და აქედან გამიყვანე! ხმამ კი საბოლოოდ დაანგრია მისი თვითსეკავების უნარი და თითქოს სახის ფერიც კი იცვალა იმდენად შიშისმომგვრელად და საზარლად გაისმა, თუმცა თავი ხელში აიყვანა და თავადვე შეუბრუნა პასუხი
-სანამ მაგას მოვაგვარებ, მანამდე უნდა ამიხსნათ ყველაფერი და ამასთანავე კითხვებზე პასუხიც გამცეთ, რადგან შეუძლებელია ასე ჰაერზე ადამიანის გამოყვანა ციხიდან,რომელსაც ამდენი დანაშაული ედება ბრალა! ჩაილაპარაკა მკაცრად და საბუთებს ჩახედა .. წამიც არ იყო გასული მაგიდაზე რომ დააბრახუნეს ხელი და საზარლად არ დაიღრინეს მის წინ მომართულმა საზიზღარმა პიროვნებამ
-კარგად მომისმინე ქალბატონო ევა გედენიძევ! შენთვუსვე აჯობებს აქედან გამიყვანო! ტყუილად არ ამიყვანიხარ და ჯობია იმედები გამიმართლო! გაფრთხილებ გამიყვანე აქედან! ...
გეგონებოდათ ხმა გაუწყდაო სათქმელის დასასრულს მცველებს მიუბრუნდა და ოთახიდან გაყვანა სთხოვა, ისინიც მალე მიუბრუნდნე და თითქოს დაბარებულივით გაიყვანეს, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა თითქოს აქაც უფროსობდა და ანახებდა რომ ძლევამოსილიყო
ევაც გაშეშებული ძლივს მოვიდა გონს და ოთახიდან გამოვიდა და ოფისისკენ გზას გაუყვა, თითქოს უკვე ეჭვიც ეპარებოდა ამ კაცის უდანაშაულობაში, მაგრამ ეს მისი საქმე არიყო! მან აიღო ეს საქმე და უნდა გამოეყვანა, მორჩა და გათავდა! უკან ვერაფრით დაიხევდა, მითუმეტეს ამ კაცის გამო...ხვდებოდა რომ ძლიერი იყო და შეძლებდა კიდეც, მანქანაში ჯდებოდა ზარის ხმა რომ გაისხმა და დახედვისთანავე სახეზე ღიმილმა კოჰგვარა და ნაჩქარევად უპასუხა

-ევა სად ხარ?
-ამ ოფისში მივდივარ გიო რახდება? არ უნდოდა ყურადღება გაემახვილებინა ზურა მენაბდეზე ამიტომაც ასე მოახერხა თავის არიდება თუმცა საქმროს მკაცრი ტონი არ გამოჰპარვია
-მაგას მე მეკითხები? მგონი ქორწილი ვიღაცას ერთ თვეში აქვს და საინტერესოა კაბის არჩევას როდის აპირებს ჩემი ქალბატონი? ჯანდაბა! ჯანდაბა! სასაცილოც კია ქორწილიაქვს ერთ თვეში და ამას ქმარი ახსენებს! იმდენად გადაჰყვა ამ სამსახურს უკვე აღარც კი გახსენებია საქორწინო სამზადისი! მაინც და მაინც ახლა გამოჩნდა ეს ზურა მენაბდეც და მაგის საქმეც!
-აუ გიო უბრალოდ ცოტა გადავიღალე და ამიტომ, მაგრამ შემიძლია ახლა გამოვიდე და გავიდეთ ერთად გინდა? თან კაფეშიც გავისეირნებთ... მომთბარი ხმით ჩაილაპარაკა, თითქოს არუნდოდა მისი წყენინება არ შეემჩნია ...
-ჯობია ხვალ წავიდეთ, ახლა მეც სამსახურში ვარ , მაგრამ 2 ზე შესვენება მაქვს და კაფეტერიაში დავჯდეთ და რაღაცეებზე მოვილაპარაკოთ
-აჰამ კარგი! მისამართი მომწერე და აუცილებლად მოვალ, ახლა წავედი მიყვარხარ და გკოცნი.. უცბათ ჩაილაპარაკა და მანქანაში მოკალათდა
-მეც ! გაიგო საყვარელი ხმა და მობილურიც ჩანთაში ჩაიდო, აბედნიერებდა მუსნაირი ადამიანი და ესეც საკმარისი იყო მისთვის


*******

ბურუსში მოცულიყო გარემოება, ბნელოდა გზასაც ვერ ხედავდა, თავად ქორწილის კაბაში იდგა და ტალახიან მიწაზე მიაბიჯებდა

-ევა
გვერდიდან ხმა მოესმა, უკვე კანკალს აეტანა, ვერავის და ვერაფერს ხედავდა , თითქოს ვიღაც შველასაც სთხოვდა...
-ევა რატომ მაქციე ზურგი?
ისევ მოესმა კაცის გამაყრუებელი ხმა, ისევ შებრუნდა, კაბაც ხელს უშლიდა გადაადგილებაში, დაინახა სილუეტი, მაგრამ ვერ იცნო
-ევა რატომ დამივიწყე?
-რა? არდამვიწყებიხარ ? ვინხარ? თითქოს ყვუროდა, მაგრამ ყელიდან ხმა არ ამოსდიოდა, ვეღარც ნაბიჯებს ადგამდა
-რატომ დამივიწყე ევა! თითქოს იცნო კიდეც ხმა იცნო და მისკენ გაიქცა, მაგრამ უფრო შორდებოდა სილუეტი
-არა არწახვიდე! გთხოვ არდამტოვო! არ დამვიწყებიხარ! არწახვიდე არააა...

და უეცრად ყურებში გამაყრუებელი ზარის ხმა გაისმა, საწოლიდან გულაჩქარებული წამოვარდა და გვერდზე მაღვიძარას ხმა გამოურთო, სუნთქვააჩქარებული გულზე ხელს იდებდა და ცდილობდა გამოფხიზლებულიყო, რამდენი ხანია ეს კოშმარები აწუხებს, მთელი შუბლი ოფლით ჰქონდა დაცვარული...წამოდგა და აბაზანაში შევიდა თავი მოიწესრიგა და სამსახურში წასასვლელად მოემზადა...

-საკმარისია! უნდა შევძლო! უნდა ვიპოვო და ვიცი ყველაფერი დალაგდება და მოისვენებენ! თავის თავს შემოუძახა ჩანთას ხელი მოკიდა და გარეთ გავიდა, სუსხიანი დღე იყო, ისეთი როგორიც თავად გახლდათ, მასსავით ცივი და მკაცრი..მძღოლს გასაღები გადააბარა თავად კი უკან დაბრძანდა, არ სურდა საჭესთან დაჯდომა, ჯერ კიდევ აფორიაქებული იყო...

***

-ქალბატონო ევა შეიძლება? ოთახში მარიამმა შემოჭყიტა , ხელში კი საბყთების დასტა და ერთი ფინჯანი ყავა ეჭირა
-მოდი მარიამ მოდი..ჩაილაპარაკა მშვიდად საბუთები გამოართვა და სავარძელში მოკალათდა
-აბა რახდება? გამაცანი დღევანდელი გეგმები
-დღეს ქალბატონო თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირი გაანთავისუფლეს, გამართლდა მისი უდანაშაულობა ასე,რომ აღარ ჩათვალეს საჭიროდ სასამართლო, როგორც ჩანს სარჩელი გამოიტანეს
-როგორ მაოცებს ეს ხალხი.. ჩაილაპარაკა თავისთვის და ყავა მოსვა
-კი მაგრამ მე რატომ არ შემატყობინეს?
-თქვენი შეწუხება არ სურდათ ქალბატონო ევა, მაგრამ ერთკა პირმა დარეკა და ასე გადმოგცათ რომ თქვენთან შეხვედრა სურს , რომ ვკითხეთ რაზე არაფერი უპასუხია გათიშა..ჩამიარაკრაკა და უფროსს შეაჩერდა
-რას ნიშნავს შეხვედრა ითხოვა? არიცით ვინარის და ისე დანიშნეთ შეხვედრა? აშკარად გაბრაზება დაეტყო სახეზე, ასეთი უპასუხისმგებლობა ცხოვრებაში არავუსგან გაუგია, ან რა წესია ასე მნახოს და მორჩა? რასაკვირველია არ აპირებს წასვლას და შეხვედრას, თუ საქმე აქვს თავად მობრძანდეს
-იცით ქალბატონო, არ გვაცადა რამე გვეთქვა, მხოლოდ მისამართი და დრო ჩაგვაწერინა და გადაეცით აუცილებლად მოვიდესო და გათიშა
-ჰაჰ რა უზრდელობააა!
-რას აპირებთ წახვალთ?
-რასაკვირველია არა! თუ საქმე აქვს თავად მოვა! არ ვაპირებ ვიღაცის ხუშტურებზე გავლას!!
-გასაგებია, კიდევ რამე გნებავთ?
-არა შეგიძლია გახვიდე..საბუთებს მიუბრუნდა და გადაამოწმა, როგორც ჩანს ყველაფერი სისწორეშია მოყვანილი და შეცდომა არსადაა დაშვებული, შემდეგ თავის უკვე გათავისუფკებულ პირის დაბუთებსაც გადახედა კიდევ ერთხელ და დამტკიცდა ,რომ უდანაშაულო იყო და ამაში ეჭვიც არ ეპარებოდა... უკვე გადაღლილმა და იმის გახსენებამ, რომ გუშიდან არაფერი უჭამია გასაწყვუტა სამსახურთან ახლოს კაფეტერიაში ჩასულიყო და წაეხემსა, მანტო მოიცვა ჩანთასაც ხელი მოკიდა და კაბინეტიდან გავიდა, გასასვლელთან თავისი მდივანი მარიამი შეეჩეხა
-სადმე მიდიხართ ქალბატონო ევა?
-დიახ!
-ამ.. თუ რამე შეგატყობინებთ.. მოწიწებით უთხრა და თავის ადგილს დაუბრუნდა, თავად კი გზა განაგრძო, ოფისიდან გასულმა ღრმად ამოისუნთქა, როგორ უხუთავდა სულს ეს სამსახური, მაგრამ არ შეეძლო შეეწყვიტა, ეს მისი ცხოვრება იყო...გზას ფეხით გაუყვა კაფეტერიამდე, გზაზე გადადიოდა გვერდზე მიხედილმა შავ მანქანას, რომ მოჰკრა თვალი, მინებიც დაბურულიყო და საერთოდ არაფერი ჩანდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს გამოყვა, მაგრამ ფიქრები უკუაგდო დაბკაფეტერიაში შეაბიჯა, ნამცხვარი და ყავა იყიდა და ფანჯარასთან მოკალათდა, ქუჩაში გახედილმა ისევ შავ მანქანას მოჰკრა თვალი, გაუკვირდა თითქოს ჯერ სხვაგან ეყენა ახლა კი აქეთ აყენია, ცოტა არ იყოს არ ესიამოვნა, მაგრამ ყურადღება აღარ გაუმახვილებია, მიას დაურეკა ცოტახნით ელაპარაკა შემდეგ კი სამსახურში დაბრუნდა, დანარჩენი მოსაწესრიგებელი საბუთებიც მოაწესრიგა, თავის დაცვის ქვეშ მუყოფ პირს გაესაუბრა და დარწმუნდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, შემდგომ კი სახლიში წასვლა გადაწყვიტა, უკვე საკმაოდ მოსაღამოვებულიყო, არცაა გასაკვირი, ზამთარია და მალ-მალე ბნელდება, მძღოლი სახლში გაუშვა, რადგან ჯერ მიასთან აპირებდა გავლას შემდგომ კი სახლში...ოფისიდან გამოსული მანქანისკენ მიიწევდა და კარებიც გამოაღო, უეცრად ისევ შავი მანქანა რომ შენიშნა ქუჩის მეორე მხარეს, უსიამოვნო შეგრძნებამ დაუარა ტანში , თითქოს მზერა სწვავდა რაც უარესად აფორიაქებდა, მალევე მოკალათდა მანქანაში და დაძრა კიდეც ტელეფონის ზარი რომ მოისმა, უცხო ნომერი იყო, არასდროს უყვარდა უცხოებთან საუბარი, ამიტომ გათიშა თუმცა ზარი განმეორდა, მანაც მომაბეზრებლად გადაატრიალა თვალები და უპასუხა

-როგორ გიკითხოთ ადვოკატო ევა? ხმის გაგონებისას თითქოს რეტი დაესხაო...აშკარად ეცნო ეცნო მაგრამ ვერბიხსენებდა საიდან... იცოდა ვიც იყო გულის სიღრმეში ახსოვდა მაგრამ ბოლომდე ვერ იხსენებდა, მხოლოდ წარსულის მოგონებებში გადაიჩეხა თავიდან


**5 წლის წინ**

-ევა რახდება? უკვე ერთი კვირაა რაც ზურა მენაბდე დაიხსენი ციხიდან და იმის მაგივრად ზეიმობდე და გიხაროდეს სახე ჩამოგტირის და აფორიაქებულიხარ
-არ ვიცი, უბრალოდ... მართლა არ ვიცი მია,ცუდი წინათგრძნობა მაქვს, თითქოს სულაც არ მინდოდა მისი ციხიდან გამოყვანა! არ ვიცი რატომ მაგრამ მგონია რომ შეცდოა დავუშვი!
-ევა მომისმინე! აქ შენ არაფერში ხარ დამნაშავე! მართალია გეუბნებოდით შეეშვი მაგ საქმესო ,მაგრამ ვსო მორჩა ყველაფერი! შენ რაც გევალებოდა გააკეთე და დამთავრდა ეგ საქმე! ახლა ნყღარ ნანობ, ვერ ვხვდებირ ა გემართება, ეგ კიარა ახალი დავალება მოგივიდა, და იმის მაგივრად იმაზე იყო კოცენტრირებული სხვარამეზე ფიქრობ!
-ჰო მართალი ხარ! ჯობია ახალ საქმეს მივხედო! კი მაგრამ ეს ალექსანდრე ბურდული ვინღა ჯანდაბაა! ...ამოიხვნეშა და საბუთებს დააშტერდა ,რომელიც მაგიდაზე ეყარა
-ვინ და კიდევ ერთი დამნაშავე, რომელსაც ისევ მოკიდე ხელი და ისევ იბრძვი გამოსაყვანად!
-ჰო მაგრამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირია, მითხრეს და მეც ავიღე ეს საქმე მორჩა და გათავდა! ამასაც გამოვიყვან, შემდეგ კი ერთი-ორი თვით შვებულებაში გავალ! აშკარად დამეტყი გადაღლა !
-ოხ, როგორ მოხდა ვიღაცამ აღიარა რომ გადაიღალა, ნეტა უდანაშაულოების გამოყვანაში იღლებოდე და არა ამ ბანდიტების...აღარ მოუსმენია, სიცილით გადააქნია თავი და ისევ საბუთებს დააშტერდა, ახლა ალექსანდრე ბურდულის გამოყვანაღა აკლდა, არც უნახავს ეს პიროვნება, არც იცის ვინაა ან რაში სდებენ ბრალს, არც არსად გაუგონია, მაგრამ ფურცლებზე აშკარად წერია რომ კარგი ბანდიტი ბრძანდება ესეც, რომელიც საბუთებს აყალბებდა, და ასევე კაცი ჰყავს მოკლული, ისეთი შთაბეჭდილებაც კი დარჩა,რომ ყველაფერი გაჩალიჩებული იყო და დაგეგმილი, თითქოს ვიღაცამ მოუწყო და სპეციალურად უნდოდათ ჩაესვათ ციხეში, მართალია ყველა ბორიტმოქმედს ამართლებდა, თუმცა ამასთან საქმე უფრო მარტივად იყო, რადგან სხვებზე თუ რწმუნდებოდა რომ დამნაშავეები იყვნენდა მაინც ამართლებდა , ამაზე შეეძლო დარწმუნებით ეთქვა რომ უდანაშაულო, იყო, მაშინ, ვერ ხვდება ვის რაში სჭირდება ეს ყველაფერი! მაგრამ ზედმეტ გადაღლას სულაც არ აპირებს დაიხსნის ამ პიროვნებასაც და მოშორდება ერთი თვით სამსახურს ...

-შეხვედრას ვითხოვ!
-ბოდიში მაგრამ შეუძლებელია!
-რას ნიშნავს შეუძლებელია? ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დახსნას ვცდილობ, მისი ადვოკატი ვარ და უფლება მაქვს ვნახო და კითხვები დავუსვა!
-მესმის ქალბატონო, მაგრამ ვერ ნახავთ, დღეს მაინც! ასეთი იყო ბოლო პასუხი და გამწარებულ იგამოვიდა პოლიციის განყოფილებიდან! რას ნიშნავს არ ნახავს, აბა როგორ დაეხმაროს? ეს უჯვე მეტის მეტია! გამწარებული მიაბიჯებდა, უეცრად მის წინ მანქანა, რომ გაჩერდა, ორი შავ სოლიდურ თანსაცმელში ჩაცმული ტიპი მიუახლივდა და მანქანაში ჩატენეს ევა
-თქვენ სულ გააფრინეთ?! რა უფლებით...
-მოკეტე! უფროსს შენი ნახვა უნდა და ჯობია არ გააღიზიანო! შენთვისვე აჯობებს!
-ვინაა თქვენი ფროსი და საერთიდაც რა უფკებაა აქვს ასე შუა ქუჩაში ადამიანი გაიტაცოს? უკვრ პანიკებში იყო, მაგრამ როფორც ჩანს არც ერთს ესმოდა და ხეებივით იჯდნენ სკამებზე და ხმის ამოღებასაც არ აპირებდნენ, ევამაც თავს მოუწოდა დაწყნარებუსკენ და დაელოდა, როდის მიიყვანდნენ დანიშნულების ადგილას ...როგორც იქნა ,ერთ-ერთ გარეუბანში გააჩერეს მანქანა და კაფეტერიის შესასვლელთან მიიყვანეს, შემდეგ კი სკამზე დასვეს და უკან დაუდგნენ, უეცრად ნაბიჯების ხმა გაისმა, უკან მიხედილმა კი ცხადად იცნო ზურა მენაბდე! ჰაჰ! აქამდე როგორ ვერ მიხვდა? განა ვის შესწევს ძალა და ძალაუფლება.
-გამარჯიბა ევა
-შეგიძლიათ ამიხსნათ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? და საერთოდაც რა უფლება გაქვთ ასე მოქცევის?
-დამშვიდდი დამშვიდდი, ყველაფერუ ჯარგადაა, მე უბრალოდ დალაპარაკება მინდა შენთან!
-შეგეძლოთ ნორმალურად გეთქვათ!
-კარგად მომისმინე ევა გედენიძევ! დაიგვირგვინა ამაზრზენმა ხმამ და ძალაუნებურად თვალები გაუსწირა მას...
-შეეშვი ალექსანდრე ბურდულის საქმეს! არავითარ შემთხვევაში არ გაბედო მისი გამოყვანა, თორემ...
-თორემ რა? იცით რას გეტყვით ბატონო ზურა? შემიძლია გიჩივლოთ დამუქრებისთბის და ასევე არასასიამოვნო გზით გასაუბრებაზე შეხვედრისთვის, და არამგონია ადვოკატთან გსურდეთ გადაკიდება, და პლიუს ამას, მე გადავწყვეტ ვის გამოვიყვან და ვის ჩავსვამ, ასევე არ გაქვთ უფლება მიბრძანით რა გავაკეთო გასაგებია! ახლა კი თქვენის ნებართვით წავალ და ამის შემდეგ გაითვალისწინეთ რას როგირ ჩასდიხართ! მიახალა ნიშნისმოგებით და სკამიდან ადგომას აპირებდა შუბლზე ცივი იარაღის მიდება რომ იგრძნო და გაშეშებულმა, ჯერ გვერდზე მიიხედა შემდეგ კი წინ გველის თვალებს წააწყდა ირონიული ღიმილით რომ დასჩერებოდნენ
-ჰაჰ, მგონი რაღაც ვერ გაიგე, არაუშავს... ახალბედა ხარ და ყველაფერს გაიგებ, ალბათ ისიც არიცი ვინვარ, არადა მეგონა ჭკვიანი ადვოკატ იყავი ,მაგრამ იმედები გამიცრუვდა, ხელი წვერზე გადაისვა, შემდეგ კი ხელი მაგიდას დაეყრდნო და ევასკენ გადაიწია
-ევა გედენიძევ! მეტჯერ არ გავიმეორებ! იმ ტიპს დაეხმარები და გამოიყვან! და ტვინს გაგასხმევინებთ! ესიყო და ეს ფეხზე წამოდგა და წავიდა, ევა კი გაშეშებული, და შეცბუნებული ადგილს მიყინულიყო და აზრზე ვერ მოდიოდა, წუთის წინ რა მიხდა, ირგვლივ მიიხედა, თუმცა აშკარა იყო ,რომ არავინ არიყო კაფეში და არავის შეემჩნია წეღანდელი სცენა, თავად ოფიციანტიც კი ისე იქცეიდა თითქოს არაფერი მომხდარიყოს, ნუთუ ეს ხალხი ისეა დაშტერებული და დაშინებული,რომ ყველას ბრძანებას პირნათლად ასრულებენ...გონზე მოსულმა, მხოლოდ ტაქსის გაჩერება და სახლში წასვლა შეძლო, გვიანობამდე შოკურ მდგომარეობაში იმყიფებოდა, ზარებსაც არავის პასუხიბდა, მხოლოდ ალექსანდრე ბურდულის საქმეზე და ზურა მენაბის მუქარაზე ფიქრიბდა, ახლა რაუნდა ექნა? თავი დაენებებინა ამ საქმისთვის და ცხოვრება განეგრძო? თუ ეჩივლა? მაგრამ რას მოახერხებდა ამით? განა ასეთი ვინიყო ბურდული ასე, რომ არ სურდა მისი
ციხიდან გამოყვანა? მაგრამ ერთი რამ დაზუსტებით იცოდა! ვერ შეეშვებოდა ამ საქმეს, რაღაც იმალებოდა, რის გამოც არაფრის დიდებით არ დაუშვებდა ბურდულის ციხეში დატოვებას, ხვალდილით შეეცდებოდა რამდენად ძვირადაც არუნდა დაჯდომოდა ბურდულის ნახვას შემდეგ მასთან გასაუბრებას და საბოლოოდ გაარკვევდა ყველაფერს, ზეგ უკვე სასამართლოა, მას კია საკმარისი ცნობები არააქვს რომ გაამართლოს, ხვალ კი აუცილებლად შეხვრებოდა მას! მართალია მუქარაზე ისევ ფიქრიბდა, მაგრამ უნდა გაერკვია საბოლოოდ, ასე შიშში ყოველდღე ვერ იცხოვრებდა და ვერ დაელოდებოდა, როდის რას მოოქმედებდა მენაბდე!

***5 წლის წინ***

პოლიციის შენობასთან იყო ბურდულის საბუთებით ხელში და ფიქრობდა შესულიყო თუ არა, იმდენად დაზაფრა მენაბდის მუქარამ, რომ აღარ იცოდა რომელი აერჩია, უბრალოდ დამორჩილებოდა და მერე ყოველდღე შიშში ეცხოვრა, როდის მოაკითხავდა კიდევ და დაეუმუქრებოდა, თუ შესულიყო ენახა ბურდული და გაერკია ყველაფერი, თუმცა არიყო დარწმუნებული თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი იტყოდა თუ არა რაიმეს და ამით უარესად არ შეექმნა პრობლემა, მაგრამ თავის თავს შემოუძახა ,, რაც არის არის“ და განყოფილებაში შევიდა, რამდენიმე თანამშრომელი მიესალმა, რადგან იცნობდნენ ადვოკატ ევა გედენიძეს...

-აუცილებლად უნდა ვნახო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი! ხვალ სასამართლოა და სრული უფლება მაქვს, რომ გავესაუბრო! ამიტომ ახლავე ვითხოვ,რომ გამოიყვანოთ და შემახვედროთ! მკაცრად ჩაილაპარაკა და სკამზე ჩამოჯდა პოლიციის უფროსის წინ, იცოდნენ რამდენად ჯიუტი გახლდათ ქალბატონი ,ამიტომ ყოყმანის შემდეგ დათანხმდა და უბრძანა გამოეყვანათ პატიმარი, თავად კი დაკითხვის ოთახისკენ წაიყვანა..
-კარგი მაგრამ 1 საათზე მეტს ვერ მოგცემთ ქალბატონო ევა, მეტი არაფერი შემიძლია, ისიც აკრძალულია ახლა,რომ განახებთ
-კი მაგრამ რატომ? რატომაა მაინც და მაინც ალექსანდრე ბურდულზე ასეთი წესები? უკვე ზედმეტად აღიზიანებდა ყოველი წინადადება, რომელიც მთავრდებოდა ასე, რომ არ შეიძლებოდა ალექსანდრე ბურდულის ნახვა, თუმცა მიზეზს არავინ ასახელებდა
-ბოდიშით, მაგრამ ამაზე საუბარი გვეკრძალება...
მკაცრად ჩაილაპარაკა,რაზეც უარესად მოეშალა ნერვები და კითხვის დასმას აპირებდა უეცრად კარის ხმა რომ გაისმა, იქით მიიხედა და დაინახა შავ ტანის სამოსში ჩაცმული პირი, რომელიც ისე მოდიოდა, თითქოს დამნაშავე კიარა უფროსი ყოფილიყო, რომელიც დიდად შეწუხებული გახლდათ დაბარებისთვის, უფროს შეხედა წამით, რომელმაც თავი დაუკრა და უჩვენა მისულიყო და ელაპარაკა თავად კი გაბრუნდა და დაცვის თანამშრომელბიც გაიყვანა... ევაც გონს მოვიდა, კიდევ ერთხელ მოავლო თვალი წინ მჯდომ პირს, რომელსაც თავი ჩახრილი ჰქონდა, ხელები კი მაგიდაზე დაეწყო, ცხადად ეტყობოდა ხელებზე ძარღვები, როგორ გამობერვოდა და დროთა-დრო მუშტავდა.. მიუახლოვდა და წინ მიუჯდა, მაგრამ რეაქცია ნოლი

-არაფრის თქმას არა აპირებ? უკვე მოთმინებიდან გამოსულმა და ლოდინით დაღლილმა ჰკითხა, შემაჩნია როგორ ჩაიცინა და თავი უკან გადასწია, ამოიოხრა და გასწორდა, ერთი კისერიც გაიტკაცუნა და მომაკვდინებელი მზერით შეხედა, რაზეც წამით გაშეშდა და ვერც მიხვდა, რომ მზერა უნდა მოეშორებინა
-კი ვაპირებ! შეეშვი ჩემს საქმეს და მოშორდი აქედან! დაისისინა მკაცრად და მამისმკვლელი თვალებით გაბურღა წინ მჯდომი.. ევამ ნერწყვი ძლივს გადაყლაპა, ჯერ კიდევ დაზაფრული იყო მისი ხმის ტემბრის გამო, შემდეგ კი როცა გაიაზრა რაც უთხრა, გაკვირვებულმა მზერა გასუწორა და ძლივს დაიბრუნა თავისი თავი
-სამწუხაროა,მაგრამ უკვე მოვკიდე ხელი და ვეღარ შევეშვები, აი შენკიდე გირჩევ ყველაფერი დაფქვა, და აღიარო, რადგან ხუმრობის ხასიათზე ნამდვილად არ ვარ, ისიც მეყოფა რა გზა დამჭირდება აქ მოსასვლელად და შენი საქმის ასაღებად ამიტომ, დროზე თქვი რაც იცი, რადგან ხვალ სასამართლო გაქვს მე კიდე სულაც არ ვაპირებ დამარცხებას! ჩაილაპარაკა მკაცრად და აშკარად ნერვებ მოშლილმა, ცდილობდა სიმკაცრე შეენარჩუნებინა და არ ენახებინა წინ მჯდომისთვის, როგორ აბნევდა მისი მზერა, წამით გონს მისმა გადახარხარებამ მოიყვანა, აშკარად ეტყობოდა როგორ ცინიკოსობდა და ერთობოდა კდიეც, ისიც გაიფქრა,ხომ არ დავტოვო და შევეშვაო,მაგრამ ახლა ვერანაირად ვერ დატოვებდა
-აჰაჰ, და შენ მეუბნები, რომ მე ციხიდან გამომიყვან? შენი აზრით სულელს ვგავარ? უეცრად სახე დაუსერიოზულდა და ახლა უფრო დაუბოხდა ხმა, რაზეც დააჟრჟოლა -შენ! რომელმაც ზურა მენაბდე ციხიდან გამოიყვანე, გგონია დაგიჯერებ, რომ ჩემი გამოყვანა გინდა? კბილებში გამოსცრა და მაგიდას დაეყრდნო ხელის გულებით და ევასკენ გადაიწია, რაზეც ამ უკანასკნელმა უკან დაიწია და გასწორდა
-საერთოდ არ მესმის რაზე ლაპარაკობ! ჩემი ვალდებულებაა ციხიდან გაგიყვანო და საერთოდაც რა შუაშია ამ საქმესთან ზურა მენაბდე?? მაგრამ რასაკვირველია თავშია...თავსთვის ჩაილაპარაკა და დაინახა წინ მჯდომმა როგორ დააწვრილა თვალები და უფრო გაბურღა მზერით..
-შუაში კი არა თავშია ქალბატონო ევა! იმდენად იდიოტი გგონივარ რომ ვერ მივხვდებოდი ვინ გამოგგზავნა ჩემთან? გგონია დავიჯერებ , რომ შეეენ! რომელმაც ჩემი მოსისხლე მტერი ციხიდან გამოიყვანე მე გამომიყვანს? წადი და შენს მენაბდეს გადაეცი ცოტა ტვინის განძრევა უშველიდა!
-რეეებს ბოდავ! არავის გამოგზავნილი არ ვარ! და საერთოდაც რა გაკავშირებს ზურა მენაბდესთან? უნდა მომიყვე რადგან მხოლოდ შენ არ ხარ საფრთხეში ბატონო ალექსანდრე ბურდულო! მაგრამ იცი რა? მგონი ჯობდა დამეჯერებინა და შენი საქმისთვისაც თავი დამენებებინა! დაუნახავები ხართ ყველანი! კბილებში გამოსცრა უკვე ზედმეტად გაღიზიანებულმა, და ნივთების ჩალაგება დაიწყო უეცრად მაჯაში,რომ წაუჭირეს ხელი და ახლოს მისწიეს
-ვიზე ლაპარაკობ? რას ნიშნავს მხოლოდ მე არვარ საფრთხეში? ხმა ამოიღეე! მწყობრიდან გამოსულმა ხმას აუწია რაზეც მცველები მოვარდნენ და ხელი გააშვებინეს
-იმას რომ დამემუქრნენ, თუ შენ გამოგიშვებდი ციხიდან მომკლავდნენ შენ კი იდიოტო და კრეტინო არსებავ მადლობელი მაინც იყავი, რომ უკან მოვბრუნდი და შენი დამხარება ვცადე! უკანაც დავიხევდი ახლა, მაგრამ უკვე გვიანია! ხვალ სასამართლოზე შევხვდებით!

ჩაილაპარაკა მტკიცედ და ოთახიდან ნაჩქარევად გამოვიდა, მაგვამ ხმა აშკარად მოესმა რომელმაც მწარედ დაიღრიალა და შემდეგ მაგიდა ან სკამი გადაატრიალა ,,არც გაბედო სასამართლოზე ჩემი დაცვა გედენიძეევ! არ გაბედოო!“ თუმცა ყურადღება აღარ მიუქცევია და შენობიდანაც გამოვიდა, მანქანაში მოკალათდა ზარის ხმა რომ გაისმა, ტელეფონს დახედა და ნაცნობი ნომრის ამოკითხვისას თავიდ დაიწყევლა.. ,,ჯანდაბა! როგორ დამავწიყდა! დღეს ხომ კაბაზე მივდიოდით! ჯანდაბა“

-გისმენ გიო!
-ევა სად ხარ? ხომ ვთქვით რომ 3 ისთვის კაბაზე წაგიყვანდი
-ამ..ხო გიო..ბოდიში რა საქმეზე ვიყავი და გადამავიწყდა, მაგრამ ახლა მცალია და გავიდეთ კაი? გთხოვ რა
-კაი კაი გელოდები ! ჩვენს კაფეტერიაში ამოდი..
-კაი მოვდივარ, გკოცნი და მიყვარხარ! ჩაილაპარაკა და მანქანა დაძრა, 2 კვირაში ქორწილი აქვს, მას კიდევ ჯერ კაბაც არ აურჩევია, რა ეშველებოდა დაქალი, რომ არ ყოლოდა, რომელიც გვერდში უდგას და ქორწლის ამბებს აგვარებს..თხუთმეც წუთში უკვე ადგილზე იყო, საქმროს მოეხვია აკოცა და საქორწინო კაბებისკენ გზას დაადგნენ
-აუუ გიოო...
-რამოხდა?
-ქორწილის კაბა სიძემ ქორწილამდე რომ არ უნდა ნახოს?
-კაი რაა ევა! რა სისულელეა! იმედია მაგის არ გჯერა, მითმეტეს ქორწილი ორ კვირაში გვაქვს!
-ჰო კაიკაი! წავიდეთ და ავარჩიოთ.. ღიმილით ჩაილაპარაკა და გზას გახედა, ორი კვირა და მისი ცოლი გახდება, ერთმანეთი მეგობრის კორპორატიულ საღამოზე გაიცნეს , სადაც ერთმანეთი აშკარად მოეწონათ და მას შემდეგ ერთად არიან, რომ გეკითხათ, როდის შეუყვარდა ვერ აგიხსნიდათ, რადგან თვითონაც არ იცოდა, მართალი არ იყო მზად ასეთი ურთიერთობისთვის, მაგრამ მშობლების დაჟინებულმა მოთხოვნებმა,რომ უკვე დიდია და დრო იყო ოჯახი შეექმნა, დაარწმუნა თავის გადაწყვეტილებაში და ცოლობაზეც დათანხმდა...ახლა მხოლოდ იმაზე ეშლებოდა ნერვები, რატომ ჰქონდა ასეთი ემოციები, ალექსანდრე ბურდულის ნახვისას,ისეთი შტაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ღალატობდა ამით თავის საქმროს, მაგრამ ფიქვები უკუადო და მორიგ საკორწინო კაბაზე გაამახვილა ყურადღება... ბევრი იარეს თუ ცოტა, კაბაც აარჩიეს,მართალია სადა იყო, მაგრამ ფაქტია ევას მოხდენილ ტანს ყველა მოუხდა , მაგრამ ამან საოცრად დახატა..უკვე მოსაღამოვებულიყო და სახლში დაბრუნდა, მართალია გიოს დარჩენა უნდოდა, მაგრამ ევამ აუხსნა,რომ ხვალ ზედმეტად მნიშვნელოვანი დღე ჰქონდა და უნდა მოესვენა, ისიც დათანხმდა, ევა სახლში შესვლისას ეგრევე სახლის ფორმაში გამოეწყო და საბუთებს ჩააჩერდა, მართალია ნერვები ეშლებოდა და მიგდებასაც აპირებდა, მაგრამ არ ახასიათებდა ასეთი ქცევები, რის გამოც გადაწყვიტა, რომ ბოლომდე მიეყვანა ეს საქმედა ციხიდან დაეხსნა ბატონი ალექსანდრე ბურდული...

********

-ვერ მიცანი? თუ რატომ ხარ ჩუმად? ისევ ხავერდოვანი ხმა გაისმა, და გონს მოვიდა , ღრმად ჩაისუნთქა და ძლივს შეკავებული კანკალი დააიგნორა
-რა ჯანდაბა გინდა?
-დღეს რომ მოსულიყავი შეხვედრაზე გაიგებდით გედენიძევ!
-არც ვაპირებ შენთან შეხვედრას! და დატკბი თავისუფლებით და შემეში
-არა არა! არანაირად არ ვაპირებ ახლა შეშვებას მითუმეტეს! მაგრამ ერთს გირჩევ! შეწყვიტე ზურა მენაბდის ძებნა ევა! შარში ნუ გაყოფ თავს!
-აჰაჰაჰ გამაცინე! შენ ვინ გეკითხება საერთოდ? რაიყო თანამზრახველის დაჭერა არ გსიამოვნებს?
-ის არარს ჩემი თანამზრახველი და დაუფიქრდი რას ამბობ!
-ფეხებზე ! შემეშვი და მეტჯერ არ დამირეკო!

ჩასძახა და მანამ გათიშა სანამ რაიმეს იტყოდა, ზარი რამდენჯერმე განმეორდა, მაგრამ უთიშავდა, შემდეგ კი საერთოდ გათიშა და გვერდით სიდენიაზე მიაგდო , თავად კი მოკანკალე სულის დაწყნარება დაიწყო..ვერ იჯერებდა, რომ გამოჩნდა იმ ყველაფრის მერე! მართალია მასაც ადანაშაულებდა, მაგრამ რომ უფიქრდებოდა, არაფერში არიყო დამნაშავე და უბრალოდ თავის თავს ვერ პატიობდა, რომ გამოიყვანა ციხიდან...ანდაც რას ნიშნავდა შეეშვი ძიებასო, რატომ უნდა შეშვებულიყო? ფიქრები ალბათ ჭკუიდან გადაიყვანდა, ამიტომ მანქანა დაძრა და სახლისკენ წავიდა, ახლა აღარც მია ახსოვდა და არავინ, მხოლოდ დასვენება და ფიქრი უნდოდა, ხვალიდან კი ყველაფერს კალაპოტში ჩაუდგებოდა და ამ ზარსაც დაივიწყებდა, მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა მოეძებნა ზურა მენბდე და ციხეში ამოელპო, და ამასაც შეასრულებდა.. სამსახურში გამოუძინარი და დაღლილი მივიდა,მანქანის გასაღები მძღოლს მისცა და გასარეცხად წააღებინა, თავად კი შენობაში შევიდა, თავი უსკდებოდა, მთელი ღამე ფიქრობდა გუშინდელ ზარზე და საერთოდაც წარსულზე, კაბინეტში შესულს კარებზე მოუკაკუნეს

-შემოდით
-გამარჯობათ ქალბატონო ევა, ყავას დალევთ?
-აუ კიი მარიამ, და პლიუს წამალი გამომიყოლე რაიმე ტკივილ გამაყუჩებელი თავი მისკდება
-ახლავე ...ნაჩქარევად უპასუხა და ოთახიდან გავიდა.. ევამ თავი სკამის საზურგეს მაიყრდნო და თვალები წამით დახუჭა, ისევ წარსული წარუდგა წინ
-ჯანდაბა! დავიღალე უკვე! ამოთქვა გამწარებულმა და სავარძელში გასწოვდა, სწორედ ამდროს შემოვიდა მარიამიც, ყავა წინდ აუდგა და წამალიც მიაწოდა...
-მადლობა მარიამ, ახლა გისმენ რა ხდება ?
-ესეიგი, ახალი საქმეა რაზეც დარეკეს და ითხოვეს თქვენთან გასაუბრება, მაგრამ გვიანი იყო და აღარ შეგაწუხეთ, ვიღაც თორნიკე გეგეშიძეა, რომელსაც ადანაშაულებენ ძმაკაცის დაჭრისთვის, თუმცა დამნაშავე ამას არ აღიარებს და ადვოკატს ითხოვს...
-გასაგებია,კიდევ რაიმე არის ახალი?
-დიახ.. ისს.. ანუ დღეს დილით დარეკეს.. ის იყო.. ვინც გუშინ დაგვირეკა და თქვენთან შეხვედრა ითხოვა... ამის მოსმენისას საბუთებზე თვალი გაუშტერდა და კალამი მაგიდაზე დააგდო
-რაუნდოდა???
-გადმოგცათ რომ, ისევ ითხოვს შეხვედრას, არაარა მოვითხოვო ასე თქვა... ჰოდა ჩვენ ვუთხარით, რომ თავად გადმოგცემდათ პასუხს, მაგრამ გაგვითიშა ისევ
-ჯანდაბა! რაუნდა რატომ არ მანებებს თავს?

გამწარებული სავარძლიდან წამოდგა და ბოლთის ცემას მოჰყვა, მარიამს ანიშნა შეგიძლია წახვიდეო თავად კი ფანჯარასთან დადგა და გადაიხედა, უეცრად თვალი ისევ შავ ჯიპზე გაუშტერდა, დაუჯერებელი იყო მისთვის, ეს დამთხვევა არ იქნებოდა, ვიღაც უთვალთვალებდა, წამით გაჰკრა კიდეც გულში იქნებ ალექანდრეაო, მაგრამ ფიქვები უკუაგდო, აღარ უნდოდა ბევრი თავის ტკივილი, გუშინაც უაზროდ დახარჯა დრო, შეხვდებოდა ამ ტიპს და საბოლოოდ გაარკვევდა, შემდეგ კი მოისვენებდა და თავის საქმეს მიხიედავდა.. ბრალდებულის ოჯახთან გადარეკა და შეატყობინა, რომ დასახმარებლად მზად იყო, მისი საბუთებიც მოითხოვა და შესახვედრად ბრალდებულის სანახავად დროც დათქვა..შენობიდან გასულს ისევ თვალში მოხვდა შავი ჯიპი, თუმცა აღარ გაუმახვილებია ყურადღება, მანქანაში მოკალათდა და პოლიციის შენობისკენ წავიდა

-თორნიკე გეგეშიძის ნახვა მინდა!
-ახლავე ქალბატონო ევა, შეგიძლიათ დაკითხვის ოთახში შებრძანდეთ მალე მოიყვანენ..

უთხრეს ისიც ოთახში შევიდა და დაელოდა, როდის შემოიყვანდნენ, ისიც გამოჩნდა, სახეზეც ეტყობოდა რომ უდანაშაულო იყო, შეშინებულს ვერ ვიტყოდი, მაგრამ როგორც ჩანს ცდილობდნენ დაეშინებინათ, ინფორმაცია მოისმინა, ასევე ყველაფერი ჩაიწერა რა როგორ იყო, და დაპირდა რომ უახლოეს მომავალში ანუ სასამართლოზე მას გაიყვანდა იმ შემთხვევაში თუ ყველაფერს სწორად გააკეთებდა, ბრალდებულიც დათანხმდ ადა საკანში დააბრუნეს, თავად გამობრუნდა სადაც მშობლები დახვდნენ

-გთხოვთ ქალბატონო გამოიყვანეთ ჩემი შვილი, ვიცი არარის მასეთი ბიჭი, არავის არაფერს დაუშავებდა ...დედამისი ცრემლმორეული ევედრებოდა, მისი სახის შემხედვარე გულში რაღაცამ მწარედ გაწიწკნა, გაახსენდა თავისი მშობლის სახე,როგორ სთხოვდა რომ არ დაეხსნა ის ბანდიტი ციხიდან, მაგრამ არაფრით არ მოუსმინა...
-დიახ ქალბატონო! ყველანაირად ვეცდები და თქვენს შვილს გავანთავისუფლებ, მჯერა რომ დამნაშავე არარის..ახლა კი უნდა წავიდე თქვენის ნებართვით, დანარჩენზე გავარკევვ და ტელეფონით შეგატყობინებთ..

ჩაილაპარაკა და ნაჩქარევად გაეცალა იქაურობას, ძალიან ცუდად ახსოვდა ყველაფერი, დიდ ტკივილსაც აყენებდა, მაგრამ არ შეეძლო მიეტოვებინა ყველაფერი! იქამდე მაინც სანამ იმ ნაბი**არს არ დაიჭერდა და ციხეში არ ამოალპობდა...მანქანაში გულაჩქარებული მოკალათდა და არ მისცა ცრემლებს ნება რომ დაედინა, არ იტირებდა არაფრის დიდებით! ჯერ შურს იძიებდა შემდეგ კი დაისვენებდა...მაგრამ უნდა გაეძლო! უნდა გაეძლო! თავის თავს უმეორებდა და ასე იწყნარებდა...

**5 წლის წინ**

-დღეს სასამართლოა ევა, რას აპირებ?
-გამოვიყვან!
-კი მაგრამ სულ არ გეშინია? ვიღაცეების გამო თავს საფრთხეში რატომ იგდებ?
-მია უნდა გამიგო, არ შემიძლია ასე შუა გზაში მიგდება ყველაფრის, და მითუმეტეს ვერ დავტოვებ და ვიღაცის ნებაზე ვერ ვივლი, ბურდულს უნდა ველაპარაკო, მან იცის ყველაფერი მენაბდეზე, და თუ საჭირო იქნება ციხეშიც დავაბრუნებ მუქარის გამო და თუ ყველა ბრალდებას გავუხსნი მითუმეტეს!
-ევა ძალიან ვნერვიულობ, არ მინდა რაიმე მოგივიდეს, მითუმეტეს ერთ კვირაში ქორწილი გაქვს..მაგრამ ვიცი აზრი არააქვს შენთან ლაპარაკს ამიტომ წარმატებებს გისურვებ, შენი მჯერა და ვიცი რომ გაამართლებენ მაგრამ ფრთხილად იყავი ევა!

ეს სიტყვები იყო რაც მოსიმინა დაქალისგან და სასამართლო პროცესზე წავიდა, სამწუხაროდ არ შეახვედრეს დამნაშავეს, მაგრამ იქნებ ასეც ჯობდა, მეტჯერ ნახვა რა საჭირო იყო, თავის საქმეს მოათავებდა და წამოვიდოდა, რაც შეეხება მენაბდეს, მართალია ჯერ კიდევ ნერვიულობდა მუქარაზე, მაგრამ რამის გამკეთებელი, რომ ყოფილიყო აქამდე გააკეთებდა.. სასამართლო პროცეზე ალექსანდრე ბურდულის შემოყვანისას, დაინახა როგორ გაუფავთოვდა, თვალები, შემდეგ კი გამწარებით აევსო , ევამ მზერა მოარიდა, მხოლოდ ერთი უცნობი ტიპი დალანდა, რომელიც არასდროს ენახა.ყურადღება აღარ გაუმახვილებია მასზე, მხოლოდ ბურდულის მზერა სწვავდა, და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორმე დაეხსნა ციხიდან.. ბევრი მიკიბ-მოკიბვის შემდეგ სასამართლომ განაჩენი გამოიტანა, რომ 1 კვირაში ბურდულს გაანთავისუფლებდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ კვლავ გაიმარჯვა ევამ! კვლავ დაიხნა, თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, საბოლოოდ უკვე გამოსვლას , რომ აპირებდა დაინახა,როგორ მოჰყავდათ ალექსანდრე ბურდული, ამიტომაც ნაბიჯს შეუნელა და დაელოდა, როდის მიახლოვდებოდა, ელოდა რომ მადლობას ეტყოდა, ანდაც ამ მზერას მოიშორებდა, თუმცა თქვენც არ მომიკვდეთ, მეტი სადარდებელი არ ჰქონდა ისე მკაცრად და საშინელი ტონით წარმოთქმული სტყვები მოისმინა, მოუნდა უკან დაებრუნებინა ეს იდიოტი და საქმეს შეშვებოდა

-ხომ გაგაფრთხილე საქმეს შეეშვი მეთქი! შენ აზრზეც არ ხარ რა შარში გაყავი თავი პატარა თავნება გოგოვ!
-რრ..აა? იმის მაგივრად..ჯერ ეს ერთი წესიერად მელაპარაკე! ეტყობა არ იცი ვინ დგას შენს წინაშე! და მეორე, მადლობა მითხარი, რომ იმ სოროდან გამოგაბრძანე!
-და შენ თუ იცი ვინ ვარ მე? შე სულელო! სოროში დატოვება მერჩივნა იმას რაც შემდგომ მოხდება! გაეცალე აქაურობას სანამ გამოვალ, შემდეგ კი თავად მოგძებნი! გამოსცრა კბილებშორის და მზერა გაუსწორა
-აჰაჰა ..გამაცინე ბურდულო.. ,,დაჟე“ მომძებნის..ცინიკური გამიხდა ხმა, რაზეც აშკარად უკმაყოფილება გამოესახა და ძარღვები ებერებოდა ყელზე...-კარგად მომისმინე ბურდულო! შენ გამოხვალ აქედან და დაიკარგები, მე მხოლოდ ჩემი საქმე შევასრულე..ასე რომ არანაირად არ ვაპირებ არსად გაცლას გასაგები იყოს ეს შენთვის! კარგად ბრძანდებოდე და ჰო...არაფრის! უკვე გამობრუნებას ვაპირებდი ხელი რომ გაინთავისუფლა და იმდენად მომიჭირა ხელზე, გაუცნობიერებლად მივბრუნი და ვცადე გამომეგლიჯა, თუმცა ტყუილუბრალოდ, ამის არც ძალა მქონდა და მითუმეტეს არც ჯაჯგურის თავი...
-ჭკუიდან არ გადამიყვანო ევა! გეუბნები აქაურობას გაეცალე, თორემ დამიჯერე ჩემი გაბრაზება არ გაწყენს..ხელი გამიშვა და წასვლას აპირებდა, ისევ რომ მობრუნდა და მომიახლოვდა-და ჰო, კინაღამ დამავიწყდა! ეს ჩემგან ქორწილის საჩუქარი
-რა? რასაჩუქ...

სანამ მისი სიტყვების აზრს გამოვიცნობდი უკვე ჩემს ტუჩებზე მოწებებულიყო და ვნებიანად მიკოცნიდა ჯერ ზედა ტუჩს შემდეგ ქვედას, გაგაშეშებული და ნირწამხდარს აზრადაც არ მომსვლია შემეჩერებინა, იმდენად დაშოკილი ვიყავი, გონს მოსულმა უნდა მეცალა, მაგრამ გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე მომშორდა და ტუჩები გაილოკა

-ცოტა დამუშავება გაკლია,მაგრამ არაუშავს..მაგასაც ეშველება...ჩაიცინა და წამის შემდეგ სერიოზული სახე დაიჭირა -ხოდა რაც გითხარი გაითვალისწინე ევა!

მიბრუნდა და პოლიციელებს გაყვა, მართალია სასამართლო დარბაზში აღარავინ იყო, იმ ორი პოლიციელის გარდა, თუმცა ესეც ბევრს ნიშნავდა ევასთვის,მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კიდევ ვერ მოსულიყო გონს და გაშეშებული ერთ ადგილას ჰორიზონტს გასცქეროდა, რომ არა ერთ-ერთი თანამშრომლის შემოძახილები, ალბათ დილამდე აქ იქნებოდა...

-ქალბატონო ევა კარგად ხართ?
-ჰა? რა? აამ კი კი ყველაფერი რიგზეა კარგად ვარ! მადლობა
-დარწმუნებულიხართ? კიდევ ერთხელ გაუმეორა კითხვა, აშკარად დაბნეულმა და ხელი მხარზე დაადო..
-კი, დიახ კარგად ვარ..უკაცრავად უნდა წავიდე..ჩაილაპარაკა ძლივს გონზე მოსულმა და სახეც დაილაგა
-კარგით, კარგად ბრძანდებოდეთ...

შენობიდან აფორიაქებული გამოვარდა, კიდევ ვერ იჯერებდა , რომ წამის წინ! საქმროს უღალატა, მართალია ამას არ უკოცნია,მაგრამ არ უნდა მიეცა ამის უფლება, უნდა შეწინააღმდგომოდა, მანქანაში ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ, მობილურის ზარის ხმაც კი არ ესმოდა, მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მოვიდა გონს და ისე უპასუხა, საერთოდაც არ დაუხედავს ნომერზე, მაგრამ აშკარად ნაცნობი ხმა მოესმა

-მე გაგაფრთხილე ევა გედენიძევ! დანარჩენზე შენ აგე პასუხი!

ხმის გაგებისთანავე კანკალმა აიტანა, ვერ მიხვდა ეს რას ნიშნავდა, მხოლოდ გაბმული წუილის ხმა ისმოდა, რამაც მიახვედრა, რომ ტელეფონი გათიშა..ისევ შოკირებული აზრზე ვერ მოდიოდა, რას ნიშნავდა ეს გაფრთხილება? ალექსანდრეს სიტყვები, აქედან გაეცალეო? ან ეს ზარი? ნუთუ მუქარის ასრულება ეწერა?ან ეს კოცნა? ამდენი ფიქრისგან ალბათ ტვინი აუდუღდებოდა, ერთადერთი გამოსავალი მიას ნახვა იყო, ის უშველიდა, მართალია იტყვით საქმრო ჰყავსო, მაგრამ არავის არ ესმის მისი ისე, როგორც დაქალს, თანაც ჯერ კიდევ დამნაშავედ თვლის საკუთარ, თავს...მიას დაუვეკა და შეხვედრაზე დაითანხმა, მანაც შეატყო აფორიაქებული ხმა, და დაპირდა რომ ევასთან ამოვიდოდა ნახევარ საათში..ბოლოჯერ გახედა პოლიციის შენობას და მტკიცედ ჩაილაპარკა

-ვსო ეს ბოლოა! დასვენების დროა! მანქანა დაქოქა და სახლისკენ წავიდა...

*******

უკვე ოფისთან იყო,რომ გაახსენდა ალექსანდრე ბურდული, უნდა ენახა და საბოლოოდ გაერკვია რა ჯანდაბა უნდოდა და თავს რატომ არ ანებებდა? ან ახლა რატომ გამოჩნდა..ნაჩქარევად აკრიფა მდივნის ნომერი და პასუხის მოლოდინში გაიყუსა

-გისმენთ ქალბატონო ევა
-მარიამ სასწრაფოდ მომწერე სად ითხოვა შეხვედრა და რომელ საათზე იმ ტიპმა დღეს დილით რომ შემატყობინე
-ამ ახლავე ქალბატონო ევა
-გელოდები!
ჩაილაპარაკა მკაცრად და დაელოდა მესიჯს, რომელიც 2 წუთში მოუვიდა, მისამართი, როგორც კი წაიკითხა, თვალები ლამის შუბლზე აუვიდა
-რა ჯანდაბაა? მაგას ჰგონია სახლში მივაკითხავ? ტორტიც ხომ არ მივართვა, დეგრადიული, იდიოტი არსება!
მის ლანძღვაში იყო ტელეფონის ხმა, რომ მოემსა, ისევ მარიამი ეგონა ამიტომ ნომრისთის არ დაუხედია ისე უპასუხა ნერვებმოშლილმა

-ახლა რაღა ჯანდაბა გინდა?
-მხოლოდ შენი ნახვა ევა!

გაისმა ხავერდოვანი და ამავდროულად მდიდარი ხმა, რაზეც ჟრუანტელმა დაუარა მთელ სხეულში, კიდევ ვერ ხვდებოდა, რატომ ემართებოდა ასე ამ კაცის ხმის გაგონებისას, მაგრამ უნდა მოეთოკა ემოციები

-ბოდიში სხვა მეგონე, მაგრამ არა იცი რას გეტყვი ჯანდაბამდეც გზა გქონია შენი ნახვიანად ბატონო ალექსანდრე!

უკვე გაცხარებულმა ჩაყვირა ტელეფონში და გათიშვას აპირებდა, ბურდულის მკაცრი ხმა, რომ მოესმა

-ევა გაფრთხილებ არ გამითიშო! ..წამით შევყონდი და დავაცადე...კაია ესეიგი მისმენ! ჯერ პირველი! როდესაც მელაპარაკები ტონი აკონტროლე!
-კი მაგრ...შეკამათებას აპირებდა ისევ მისი სუსხიანი ხმა რომ მისწვდა ევას ყურთა სმენას
-ხმა! როდესაც ვლაპარაკობ მაცადე დასრულება! და მეორეც ეს შენ გინდა ჩემი ნახვა! და შენთვისვე აჯობებს ამ მისამართზე მოხვიდე! არამგონია არ გაინტერესებდეს რაღაც-რაღაცეები, ამიტომ გელოდები ევა!

მისი სახელი ისე ხავერდოვნად გამოკვეთა, კიდევ ერთხელ განიცადა, სხეულში დავლილი ჟრუანტელი, მაგრამ თავი ხელში აიყვანა და ტელეფონი პასუხის დაუბრუნებლად გაუთიშა. არაფრის დიდებით არ აპირებს მის ნახვას! წარმოუდგენელია, საქმე თავად აქვს და კიდევ აქეთ იბარებს! მეტი საქმე არააქვს ვიღაცის ჭკუაზე გაიაზროს, საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ არ ნახავდა, ამიტომ სახლში წავიდა , მიამ მოაკითხა, ცოტა ილაპარაკეს, უკვე საღამო იყო, თორნიკე გეგეშიძის საქმესაც გადახედა, დარწმუნდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და მის დახსნას შეძლებდა, კაბინეტიდან გამოვიდა და სააბაზანოში შევიდა, ერთადერთი სტრესს და მთელი დღის დაძაბულობას, ერთ წუთში ხსნიდა.. აბაზანიდან გამოსულმა პირსაწმენდი მოიხვია და ოთახში შევიდა, რადგანაც მარტო ცხოვრობდა არაფრის არ ერიდებოდა..საწოლზე დადო პენუარი და ჩაცმას აპირებდა კარებზე ზარის ხმა , რომ გაისმა.. მიხვდა მიას დარჩა ისევ რაღაც და უკან ამობრუნდა, პირველი შემთხვევა არიყო, ამიტომ არც არაფერი მოუცვამს ისე გაფლატუნდა და კარები გამოხსნა

-ახლა რაღა დაგრჩა მია?

სიცილით ჩაილაპარაკა მაგრამ მზერა ერთ ადგილას მიეყინა და ცივმა ოფლმა დაასხვა წინ მიას ნაცვლად ალექსანდრე ბურდული რომ დაინახა

-ასე თუ აპირებდი დახვედრას, აქამდე მოვიდოდი!
ჩახრინწული ხმით წარმოთქვა, რამაც კიდევ შეახსენა დაბუსუსების პერიოდი ევას..
-ახლავე დავბრუნდები!
ჩაილაპარაკა მკაცრად და კარების მიხურვად აპირებდა ისევ ის ხავერდოვანი ხმა რომ მოესმა...
-ასეც არ მაწუხებ ევა!

ნერვებმა უმტყუნა, ისიც იფიქრა სახეს მივათხლიშავ ამ კარებზეო, მაგრამ თავადაც იცოდა, როგორი გაწონასწორებული ქალბატონი გახლდათ, არ უყვარდა უაზრო კამათი და მითმეტეს თავს არასდროს მისცემდა იმის უფლებას ისტერიკებში ჩავარდნილიყო, ამიტომაც თავში უაღრესად კმაყოფილმა იდეამ იჩინა თავი, კარები უფრო ფართოდ შეამოაღო და ანიშნა შემოსულიყო, რაზეც ბურდულის გაოცებული მზერა მიიღო

-რადგან შენ არ გაწუხებს, მე მითუმეტეს! ამიტომ შემობრძანდით ბატონო ალექსანდრე!

ირონიულად ჩაიცინა და შებრუნდა, რა ეგონა თავის ჭკუაში აჯობებდა ევას? იმდენს იზავს ნერწყვებს აყლაპინებს...სასტუმრო ოთახში შელასლასდა, ხვდებოდა ძლივს რომ უფარავდა უკანალს პირსაწმენდი ,მაგ რამ უკან დახევას არ აპირებდა, მთელი ზურგი აუწვა მისმა ხარბმა მზერამ, ცოტახანი უნდა გაეძლო შემდეგ კი ანახებდა ვაჟბატონს ვინაა აქ უფროსი! მოუნდა თვალიერება ჰოდა ათვალიეროს და ყლაპოს ნერწყვები! შემობრუნებულს იმდენად ახლოს დახვდა, ძლივს მოახერხა რამდენიმე ნაბიჯის უკან დახევა, ახლა არ უნდა დაეკარგა თავის თავზე კონტროლო! არავითარ შემთხვევაში, არ უნდა აჩვენოს თუ რამდენად მოქმედებს ევაზე!

-ყავას დალევ? შეეკითხა და კინაღამ ადგილზევე დაიწვა თვალებში ჩახედვისას...
-რატომაც არა? ორმაგად უკეთესი ჩემთვის!

ირონიულად ჩაილაპარაკა და მზერა ააყოლ-ჩააყოლა, მართალია ყველასგან იყო ამ მზერას მიჩვეული ჩვენი ქალბატონი, მაგრამ ბურდულზე რაღაც სხვა და ამოუცნობი ემართებოდა..ფეხაკრეფით შევიდა სამზარეულოში და ყავის მომზადება დაიწყო, თან ალექსანდრეს მწველ მზერას გრძნობდა, რაც უფრო უშლიდა ხელს კონცენტრირებაში, თუმცა უკან დახევას არ აპირებდა...

-აბა გისმენ რასთან დაკავშირებით უნდა მელაპარაკო?
ყავა გააკეთა და წინ დაუდგა, თავად კი მაგიდასთან ჩამოჯდა და თვალებში ჩახედა, როგორც იქნა დაიბრუნა თავისი ჩვეული იერსახე, თუმცა ალექსანდრეს მზერას თუ შევხედავთ, ძნელია გონზე მოსულიყო..
-ევა მე სერიოზულად უნდა დაგელაპარაკო და ძალიან კარგს იზამ თუ ოთახში შეხვალ და წესიერად ჩაიცვამ, რადგან არამგონია ჩემმა ნერვებმა გაძლონ და არც ის მგონია შენ აღმოჩნდე კარგ დღეში!

სერიოზული ტონით წარმოთქვა და ამავედროს ირონიულადაც ჩაიღიმა, არა რამდენს უბედავს თავის თავს? მაგრამ ისიც ხომ უნდა აღიაროს, რომ გამოიჭირა ვაჟბატონი

-რაიყო ნუთუ თქვენი თავის კონტროლი არ გაგაჩნიათ ბატონო ალექსანდრე?
ფეხზე წამომდგარი ნელ-ნელა უახლოვდებოდა და თან თვალს არ აშორებდა, აი ხომ ვამბობ ცუდად მოქმედებს მეთქი, წინ დაუდგა და თვალებში ჩააშტერდა
-რაიყოთ? ცუდად გამოიყურებით ბატონო ალექსანდრე...
საჩვენებელი თითი ლოყიდან ყელის მიდამოსკენ დაუსვა და იგრძნო მამაკაცის რეაქცია, გულში ხალისობდა და ამავე დროს ძლივს იკავებდა თავს თავადაც არ გადაშვებულიყო ვნებების მორევში...უკვე გამოწევას აპირებდა, ალექსანდრემ ხელი რომ ჩაავლო წელში და კედელთან მიიმწყვდია, ძლივს ცდილობდა აფორიაქებული გულის დამშვიდებას თუმცა ამაოდ

-რაო ქალბატონო ევა? თამაში გადაწყვიტეთ? ნუთუ არიცით ბურდულს თამაშები, რომ ზემდეტად იზიდავენ?
სახე ახლოს მიეწია და ისე ეჩურჩულებოდა, სახეზე ლამობდა მამაკაცის თბილი ჰაერი და მისი ბოხი ბარიტონი მთელ სხეულში ჟრუანტელად მიმოდიოდა..ხელის განთავისუფლება სცადა თუმცა ამაოდ, უფრო ძლიერად მიიკრა სხეულზე და ტუჩები ყურთან მიუტანა..

-თამაშები მეც მიყვარს ევა, თან ძალიან! მაგრამ დამიჯერე სასტიკი მოწინააღმდეგე ვარ ამიტომ არ გირჩევ ჩემთან თამაშს!
ყურის ძირში დაუტოვა კოცნა და ქალის რეაქციისას ჩაცინა და მოშორდა, წამით გაშეშებულები უყურებდნენ ერთმანეთს, მაგრამ გონზე მოვიდა ქალბატონი და ხელის კვრით გასწია, დაიბარა მალე მოვალო და ოთახში შეიძურწა, არა რა რამდენის უფლებას აძლევს ამ თავნება იდიოტს? რა ჰგონია რადგან ასეთი სიმპათიურია ვნებებს ვერ გააკონტროლებს? თუ დადნება? არა დნება კიდეც დანახვისთანავე, მაგრამ არაფრის დიდებით არ აპირებს მასთან თავის დაკარგვას! თამაში გადაწყვიტა? და ჰგონია მოიგებს? ნურას უკაცრავად! ეტყობა ვერ იცნობენ კარგად ევას! უსწრაფესაც გადაიცვა ტანსაცმელი და უკან მიბრუნდა, მორჩა ხუმრობა და ლოიალობა,ახლა მხოლოდ საქმეზე დაილაპარაკებენ და მიაბრძანებს ამ იდიოტს აქედან.. ვაჟბატონი უკვე სასტუმრო ოთახში ბრძანდებოდა და თაროზე დაწყობილ ფოტოებს ათვალიერებდა, ხმაურზე აქეთ გამოიხედა და ევა კიდევ ერთხელ აათვალ-ჩაათვალიერა და ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა, შემდეგ კი სერიოზული სახით წამოვიდა და დივანზე ევას წინ დაიკავა ადგილი..

-ევა! ახლა კარგად მომისმინე ! გავიგე რომ იმ ნაბი**არს ეძებ! და ისიც გავიგე სამხილებს, რომ აგროვებ!
-და მერე? ამასთან შენ რა კავშირში ხარ? საერთოდ თუ არ ჩაერევი და გზიდან ჩამომშრდები კარგს იზამთ ბატონო ალექსანდრე!
-დამამთავრებინე როდესაც ვსაუბრობ!
დაიგრუხუნა მისმა ავის მომასწავლებელმა ხმამ და წამით გაყინა კიდეც ქალბატონი
- ახლა რასაც გეტყვი კარგად გაიგე! რადგან მეტჯერ გამეორებას არ ვაპირებ! შეეშვი ამ საქმეს ევა! არავითარი გამოძიება და ასე შემდეგ გასაგებია? ვერ ხვდები რამდენად საშიში ტიპია? არ მინდა საფრთხეში ამოყო თავი! და პლიუს ამას ეს შენ არ გეხება, მას მე უნდა გავუსწორდე ამიტომ გეყოფა სამხილების ძიება და უარესად ნუ ხდი საქმეს!

თითქოს ახლა გამოიყვანეს სიზმრიდანო, იმდენად გაამწარა ბურდულის სიტყვებმა, არა საერთოდ ამას ვინ ეკითხება? რამის იყო აფეთქებულიყო, თუცმა თავს დამშვიდების უფლება მოუწოდა და წელში გამართულმა მკაცრად მიმართა

-ხვდები მაინც რას მეუბნები? ან შენ ვინ გეკითხება საერთოდ? მან მე დამიშავა და მევე უნდა გავცე ამაზე პასუხი! ასე რომ თავად ნუ ერევი და საერთოდაც ხელს ნუ მიშლით ბატონო ალექსანდრე! შენი საქმე არაა მე რას გამოვიძიებ ასე, რომ თუ ლაპარაკი დაამთავრეთ შეგიძლიათ აქედან მიბრძანდეთ და თვალით აღარ დამენახოთ! ფეხზე წამოდგა და კარისკენ წავიდა უეცრად ხელზე რომ მოქაჩეს და შემოაბრუნეს

-ევა უკვე ჭკუიდან გადაგყავარ! არ მაიძულო ოთახში გამოგკეტო ! რადგანაც ვამბობ , რომ უნდა შეეშვა ესეიგი უნდა შეეშვა! გასაგებად აგიხსენი და მეტჯერ თქმას არ ვაპირებ! იცოდე კიდევ რამეს გავიგებ და მკაცრად დაგსჯი! ახლა კი დაიძინეთ ქალბატონო ევა, ტკბილ სიზმრებს გისურვებთ, რასაკვირველია ჩემთან ერთად!
ჩაილაპარაკა და ტუჩებზე დააკვდა, კი სცადა შეწინააღმდეგება, თუმცა ტყუილად, იმდენად ძლიევად იჭერდა ალექსანდრეს ხელები,მთელი სიუხეშით და ჟინით უკოცნიდა ტუჩებს და უარესად იკრავდა სხეულზე,რომ მოშორდა ისიც კივერ მოასწრო მისი სიტყვები გადაეხარშა შემდეგ კი კოცნისთვის სახეში არ გაერტყა... იმდენად ცივი და მკაცრი იყო მისი ხმა, გონზე ვერ მოდიოდა, საერთოდაც რაშუაში იყო ამ ყველაფერთან ბურდული, ან რატომ უშლიდა ასე ევას? რა უფლება ჰქონდა? კდიევ შოკში მყოფი დაკეტილ კარს უყურებდა და უკვე ნერვები პიკს აღწევდა, მზად იყო გავარდნილიყო და ყველა ნეკნი სათითაოდ დაემტვრია ამ გაუზრდელისთის, თუმცა ეს ხომ ევა იყო? თავს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა და ჯერ კიდევ ცდილობდა დაწყნარებულიყო, უკვე ამ ყველაფერს ჭკუიდან გადაყავდა, ამდენის ატანა და მოთმენა აღარ შეეძლო! ჯერ წარსულიდანაც არ დაუღწევია თავი და ახლა ეს ალექსანდრე ბურდული არ ეშვება! მაგრამ დაზუსტებით იცოდა, არ შეარჩენდა ამ ვაჟბატონს ამდენის გაბედვის უფლებას და მითუმეტეს არ აპირებდა დაეჯერებინა და ასე გაეკეთებინა ყველაფერი რასაც ეტყოდა! ნურას უკაცრავად ბატონო ალექსანდრე! მეტი ჩემმა მტერმა მოგართავს! გაცოფებულმა იატაკზე დააბაკუნა ფეხები და თავის ოთახში გავარდა, კოცნაზე ფიქრობდა, მაინც რა მწველი ტუჩები აქვს ამ გველს! თითქოს სიამოვნების მორერში გადართულიყო გონს, რომ მოვიდა და თავის თავს შემოუძახა ვიზე ფიქრობო!

***5 წლის წინ***

დღეს ქორწილიაქვს, დიახ ქორწილი! როგორც იქნა დადგა ეს უმშვენიერესი დღე! სასამართლოს დასრულებიდან უკვე ერთი კვირა დაიწყო, თუცმა არაფერს და არავის არ შეუწუხებია, დღეს საბოლოოდ გამოდიოდა ალექსანდრე ბურდული ციხიდა, თუცმა საერთოდ არ აპირებდა დახვედრას და გასაუბრებას, ძლივს დაითანხმა უფროსი ორ თვიან შვებულებაზე, თანაც მოცილდებოდა ამ ქალაქსაც და დაისვენებდა თავის ქმართან ერთად, მართალია ჯერ კიდევ გონებაში ჰქონდა ალექსანდრეს კოცნა , მაგრამ არ აპირებდა ქორწილის დღეს ამაზე ეფიქრა, სარკის წინ გამოწყობილიყო, თეთრ ულამაზეს კაბაში და საკუთარ თავს უღიმოდა, არიცის რატომ მაგრამ ბოლომდე ვერ იყო ბედნიერი, თავს იმით ანუგეშებდა, რომ ნერვიულობდა...ოთახში მია შემოვიდა და აღფროვანებულმა კომპლიმენტებით აავსო დაქალი, თანაც უთხრა რომ საქმრო უკვე მოსულიყო და დაბლა ელოდებოდა, პირველად იგემა მშობლების ხილვა და მათი გულ-თბილი შეხვედრა...როგორ მონატრებია ეს ორი ადამიანი ისე ეხვეოდა ეგონა ემშვიდობებოდა სამუდამოდ, თავადაც არ იცის რატომ.. თავადაც ვერ ხვდებოდა ასე რატომ იყო აფორიაქებული, საქმროს დანახვისას ღიმილმა გადაურბინა სახეზე, მისმა კომპლიმენტამც კი გამოუკეთა გუნება, ყველაფერზე ფიქრობდა, უხაროდა სასწაულდა, მაგრამ ფიქრები ისევ იმ მუქარაზე და ალექსანდრესთან მიდიოდა, რას იფიქრებდა ეს სამსახური ასე თუ ჩაითრევდა , რომ ქორწილის დღესაც თავის დაცვის ქვეშ მყოფ პირზე და სასტიკ ადამიანზე ეფიქრა, თავად ეკლესიისკენ დაიძრნენ, მშობლები სხვა მანქანით წამოვიდნენ, მია თავის პარტნიორთან ერთად წამოვიდა..

-ევა ყველაფერი რიგზეა? ფიქრებიდან გიოს თბილმა ტონმა გამოიყვანა
-კი კი , ყველაფერი კარგადაა..უბრალოდ ცოტას ვნერვიულობ..
ღიმილით ჩაილაპარაკა და ხელი მის ხელს დაადო, ისევ ფანჯრიდან დაიწყო ყურებდა და ეცადა ღიმილი აღარ მოშორებოდა სახიდან, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მანქანიდანაც გადმოვიდნენ და ეკლესიისკენაც მიიწევდნენ, ყველა სტუმარს თავი მოეყარათ, ყველა ბედნიერი და გაღიმებული აკვირდებოდა, როგორც იქნა ყველა ეკლესიაში შევიდა, და დადგა მათი ჯერიც , რომ შესულიყვნენ, მშობლებზე გაიგო, რომ შეაგვიანდებოდათ და მათ გარეშე დაეწყოთ, მართალია არ უნდოდა ,მაგ რამ ქმრის უკმაყოფილო სახის შემხედვარე დათანხმა, ეკლესიისკენ მიიწევდნენ უკვე შესასვლელში იყვნენ უეცრად გვერდზე გახედილს ნაცნობ თვალებს,რომ მოკრა მზერა, ვერ იჯერებდა,რომ ალექსანდრე ბურდული იდგა მის გარშემო და უყურებდა, უნდოდა ყურადღება სხვარამეზე გადაეტანა, მაქანის გამაწრუებელმა ხმამ,რომ მიიქცია მათი ყურადღება და ნახევრად შესულები უკან მობრუნდნენ,უკვე გული აჩქარებოდა და თითქოს ელოდა კიდეც, რაღაც საშინელებას, მანქანიდან შენიღბულიი ტიპი რომ გადმოვიდა და იარაღი დაუმიზნა, წამით გონება გაეთიშა, მხოლოდ მისი სიტყვები ესმოდა და ტოფის გასროლის გამაყრუებელი ხმა გაიგო

-ესეც ქორწილის საჩუქარი იმისთვის სხვის საქმეში რომ ერევი!

გაშეშებულმა, წამის შემდეგ აღიქვა წინ მდგომი სხეული, მაშინ აღიქვა წინ მდგომი გიორგი და წამის შემდეგ ძირს დავარდნილ გულ-მკერდის არეში დაჭრილ ქმარს უყურებდა და სრულიად გონ გათიშულს, არ ესმოდა არც აყალმაყალი, არც ხალხის წივილ-კივილი და არც პოლიციის სირენების ხმა, ქმრის უსულო სხეული ჩაებღჯა ხელებში და გარე სამყაროს გათიშულიყო, ცრემლები ღაპა-ღუპით მოსდიოდა და მხოლოდ ის სიტყვები ესმოდა...მხოლოდ შემდეგ ძლივს მოაშორეს მის სხეულს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პოლიციამ მშობლების ავტოკატასტროფაში დაღუპვის ამბავი გაიგო, მაშინ მთლად მოკვდა ევა...მხოლოდ ის ხმები ესმოდა, შენი ბრალია ჩემი შვილი რომ მკვდარიაო, რამაც უარესად შეურყია ფსიქოლოგია, მხოლოდ მია ყავდა გვერდით, მხოლოდ მია ედგა გვერდით და ის არ ტოვებდა, მთელი ერთი წელი სრულიად გათიშული იყო გარე სამყაროს, რას არ ამბობდნენ ექიმები,მაგრამ გონზე ვერ მოჰყავდათ...მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ ისიც მიას დამსახურებით შეძლო ფეხზე დადგომა, და მის დამსახურებით შეძლო ისევ ის ევა დაბრუნებულიყო! ექიმები იმას უმეორებდნენ, რომ მასთან მოდიოდა ვიღაც ტიპი, მაგრამ არ იცოდნენ ვინ, არც აინტერესებდათ.. რადგან მხოლოდ ერთმანეთი ჰყავდათ და სხვა არავინ! სრულიად გონზე მოსულმა, მაშინ დაიფიცა,რომ მწარედ ანანებდა ზურა მენაბდეს! ზუსტად იცოდა ვინც იყო დამნაშავე! მაგრამ ყველაზე მეტად თავის თავს ადანაშაულებდა მომხდარში, განა მასე არიყო!

*********

მას შემდეგ გავიდა 5 წელი! დაწყველილი 5 წელი! მას შემდეგ აწუხებდა კოშმარული სიზმრები, მას შემდეგ ხედავდა მშობლებს და საქმროს , რომლებიც დახმარებას სთხოვდნენ, ახსოვს კიდეც ახსოვს, როგორ უთხრა გიომ შენი თავის რწმენა არ დაკარგო და უკან არ დაიხიოვო! ახსოვს ყველაფერი ახსოვს, მართალია, გათიშული იყო,მაგრამ ყველაფერი დაზუსტებით ახოსვს, მკვლელის მზერას და დანარჩენების ყვირილიც, ისიც ახსოვს,როგორ გაეკიდა ბურდული მათ, შეიძლება გაქცევაც ყოფილიყო,მაგრამ დაზუსტებით იცოდა რომ მათ გაეკიდა! შეიძლება მისი დადანაშაულებაც სურდა, მაგრამ მან გააფრთხილა! ყველა აფრთხილებდა,მაგრამ დამნაშავე აქ მხოლოდ ევა იყო! ევას უნდა ეგო პასუხი! არ უნდა დანებებულიყო, მართალია ახლა ხვდება,რომ არ უყვარდა გიორგი, ან მაშინაც ხვდებოდა, მაგრამ უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი ყველაზე მეტად სძულდა! მის გამო მოკვდა ის ვისაც ყველაზე მეტად უყვარდა! განა ძლიერი არიყო? მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ ცხადად დაინახა ყველას სახე! ყველა ნათესავის და იმ ადამიანის ნამდვილ სახე ვინც ეუწყებოდა, რომ ყოველთვის მის გვერდით იქნებოდა!მაგრამ ყველაფერი ფარსი აღმოჩნდა, სწორედ მაშინ მიატოვა ყველამ, როდესაც დასჭირდათ, მხოლოდ ის ადამიანი ედგა გვერდით ვისიც ყველაზე მეტად სწამდა და სწორედ მან გადაატანინა ყოველივე ეს! და ალბათ იმ შურისძიების გრძნობამ ახლაც რომ ვერ ასვენებს! არა არაფრის დიდებით არ დაიხევს უკან! მშობლების და გიორგის სიკვიდილს არ შეარჩენს! სულ რომ კვდებოდეს ამას ასე არ დატოვებს! ისევ ფიქრებში იყო , ეტირებოდა ,მაგ რამ თავს ამის უფლებას არ აძლევდა! ის ხომ ევა იყო! ევა,რომელმაც ამდენს გაუძლო და ისიც მეგობრის დახმარებით! რომელიც წინ ეჯდა და ასე უთქმელად , გასუსულები ერთმანეთს ამშვიდებდნენ და ერთმანეთის არსებობით ძლიერდებოდნენ...
-ბატონო ალექსანდრე გვეძახდით?
ოთახში გაისმა ორი ბიჭის ბოხი ბარიტონი
-შემოდით!
უბრძანა ალექსანდრემ და სავარძელში გასწორდა
-ალბათ ხვდებით რატომაც დაგიბარეთ! თქვენგან დიდ ყურადღებას მოვითხოვ! არაფერი არ უნდა შეგეშალოთ და არც უნდა შეგამჩნიოთ! თქვენი დავალებაა, რომ დაიცვათ ის გასაგებად ვლაპარაკობ?
-დიახ ბატონო ალექსანდრე! გპირდებით იმედებს არ გაგიცრუვებთ !
-იმედია! ახლა გადით და საქმეს მიხედეთ!
უბრძანა და ორი დაცვის თანამშრომელი ევას დასაცავად და მის სათვალთვალოდ გაგზავნა...
ალბათ გაინტერესებთ ვინაა ალექსანდრე ბურდული, დიახ ეს ის პიროვნებაა, რომელსაც მსოფლიოს მეოთხედი ქონება უჭირავს ხელთ, არ გეგონოთ ,რომ ქურდია ან რაიმე მსგავსი, არა ყველაფერს თავისი შრომით მიაღწია და აქამდეც თვითონ მოვიდა, არასდროს არავისთვის უთხოვია დახმარება და არც არავის სთხოვდა, ბევრიც გაჭირვებია და ბევრჯერაც დაცემულა ,მაგრამ არ დანებებულა, მგონი მთელმა მსოფლიომ იცოდა მის შესახებ, 15 წლის იყო მშობლები, რომ დაუხოცეს , რასაც საკუთარი თვალით შეესწრო და მტრის სახეც კარგად დაიზეპირა, რადგან დაზუსტებით იცოდა, რომ ბოლოს მოუღებდა. ბიძამისმა წაიყვანა ამერიკაში და იქ გაზარდა, სრულწლოვანი, რომ გახდა თავად გაუძღვა თავის საქმეს და თავად გადაწყვიტა პატარა ბიზნესო აეშენებინა, ბავშვობიდან ჭკვიანი იყო, იცოდა , რომ ჯერ შესაძლებლობები და ძალები უნდა ჰქონოდა, აი შემდეგ კი მტერსაც სათანადოდ გაუსწორდებოდა, მას მერე ეძებდა და იპოვა კიდეც, ხოლო აქამდე უკვე იმპეროაც აიწყო ჩვენმა ალექსანდრე ბურდულმა და ხალხმაც გაიცნო, ალბათ მტერი ვინ იყო გაინტერესებთ ხო? ვინ დაუხოცა თვალწინ მშობლები დიახ, სწორედ მენაბდე იყო ის ადამიანი, ის ცივსისხლიანი ბოროტმოქმედი ვინც მშობლები დაუხოცა, რომელმაც ციხეში გაისტუმრა, როგორც კი გაიგო მისი ვინაობის შესახებ და ტყუილი განცხადებით მისი დაჭერა განიზრაღა, სწორედ ის ადამიანი, რომელიც ევამ იხსნა და სწორედ ის ადამიანი, რომელმაც ევასაც მიაყენა ზიანი! განა ამას აპატიებდა? ახლა უარესად მოუნდა მისი მოკვლა და სურვილი მისი ტანჯვის და უკან არც დაიხევდა. პირველად ევა თავის დაკითხვაზე ნახა, არ დაავიწყდება ამ გოგოს თვალები და რეაქცია ალექსანდრეს დანახვისას, როგორ კრთოდა, თავიდანვე ეგონა ბურდულს ,რომ მენაბდის მოგზავნილი იყო თუმცა ევას ბოლო სიტყვებმა და მისმა დაბნეულმა სახემ დააფიქრა და მიხვდა, რომ არაფერ შუაში იყო, თავიდანვე ევას სიჯიუტე მოეწონა, წესიერად არც ულაპარაკიათ, მაგრამ ამ გოგომ თითქოს სულ სხვა სამყარო დაანახა, იმდენად შეუპოვარი და მამაცი ჩანდა, არადა სულიერად დაუცველ ბაჭოას ხედავდა..თავიდანვე მიხვდა,რომ შარში გაეხვეოდა ეს გოგო ,მაგრამ ციხიდან ვერანაირად შეძლო თავის ძალების გამოყენება, მერე გაიგო საქმრო,რომ ყავდა და თითქოს დასწყდა კიდეც გული, რასაკვირველია ალექსანდრემ თავიდანვე იცის ვინ უნდა მისთვის, მაგრამ ამჯერად წინ ვერ აღუდგებოდა უკვე აშენებულ სიყვარულს...ბოლო საუბრიდან ეგონა, რომ ევა გაანებებდა საქმეს თავს ,მაგრამ შეცდა , როგორცკი სასამართლოზე დაინახა, სულ გააცია სხეულში, მიხვდა რამხელა შარში გაყო თავი და რამხელა პრობლემაში გაეხვა, მისი დაცვაც სცადა ,მაგრამ ვინ მოუსმინა? ამ ჯიუტმა გოგომ? რა სისულელეა, იმწამს მართლა უნდოდა მიეტყიპა და მიეხვედრებინა, არც კოცნა დავიწყებია, რა დაავიწყებდაბმის გახურებულ და სისხლივით გაბუჭტულ ტუჩებს ,ასე რომ სძლია ვნებამ და თავი ვერ შეიკავა დაგემოვნებისგან, ახლაც ახსოვს მის სახეზე წაშლილი ემოციები, მაგრამ მაშინაც არ მიუქცევია ყურადღება, არც ნანობდა, მერერა, რომ სხვისი ცოლი უნდა გამხდარიყო, კოცნა ხომ მიანც მას ეკუთვნოდა, დიახ ეგოისტი იყო და არც მალავდა ამას..ზუსტად ერთი კვირა გაატარა იმ დასაწვავ საკანში და ვერანაირად ახერხებდა ევას დაკავშორებოდა, რომ გასცლოდა აქაურობას, მხოლოდ ის ესმოდა შორიდან, რომ ქორწილისთვის ემზადებოდა, ბოლო დღეს კი, როგორც კი გამოვიდა ეგრევე გაიგო მისამართი და ტაძარს დაადგა გზა, იცოდა, რომ მენაბდე უკან არ დაიხევდა და შეეძლო ტაძარშიც ჩაედინა რაიმე საშინელება, მისი ხალხი უკვე მას ეძებდა და დაცვაც კი გამოგზავნილი ჰყავდა, თუმცა გვიან, არ დაავიწყდება მზერა, როგორ შეხედა ტაძრისკენ მიმავალმა ალექსანდრეს, არ დაავიწყდება რა იგრძნო იმ მომენტში და მზად იყო ქორწილიც კი ჩაეშალა, რომ არა გამაყრუებელი ხტყვიის ხმა, მხოლოდ იმაში დარწმუნებულმა, რომ ევა კარგად იყო მას მერე გაეკიდა მსროლელს, თუმცა ტყუილად, ვერ მოასწრო, ყველანაირად ცდილობდა ეპოვა და დაესაჯა, მაგრამ ვერ შეძლო, ახსენდენოდა ევას წაშლილი სახე, რომ გეკითხათ როდის დაიპყრო ამ გოგომ ამ ბიჭის სულიო ვერც გიპასუხებდათ, თავადაც არ იცოდა, ალბათ მაშინ პირველად ,რომ შეხედა თვალებში ... მთელი ის პერიოდი რაც საავადმყოფიში იწვა ევა აკითხავდა და ექიმისგან ინფორმაციას იღებდა, დაცვაც კი დაუყენა, მაგრამ შეუმჩნევლად, არავინ იცოდა ,რომ ალექსანდრე ბურდული მას აკითხავდა ყოველ ღამე თავზე კოცნიდა და ისე მიდიოდა...დღემდე მკვლელს ეძებდა, სანამ საბოლოოდ არ მიაგნო მის კვალს ,მაგრამ ახლა ისევ ევა უშლის ხელს! მისი სიჯიუტე, ახლა უარესად შეცვლილია, უარესად გამწარებული და უკან არაფერზე დაიხევს, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა ,რომ ალექსანდრე ვერ მისვემს კიდევ საფრთხეში ჩაგდების უფლებას, მითუმეტესბახლა, როდესაც უფრო შეისისლხორცა ევა.. ახლა კი უფრო არუჯერებს და ჭკუიდან გადაყავს ალექსანდრე , შეიძლება ეჩვენება ან თავად უნდა ,რომ ასე იყოს, მაგრამ დარწმუნებით იტყვის, რომ არც ევაა მის მიმართ გულგრილი, რამდენად ცივ სახესაც არ უნდა აჩვენებდეს, გრძობები მაინც აქვს და მაინც გამოტეხავს ამ უდრეკ ქალბატონს, ახლა უფრო ცხადად შეიგრძნო მისი დაკარგვის შიში, როდესაც მენაბდე ისევ დაბრუნდა და შეიძლებ ბა ევას რაიმე დაუშაოს, სწორედ ამიტომ თავისი დცვიდან ორი ყველაზე კარგი თანამშრომელი აიყვანა და მის დასაცავად და სათვალთვალოდ გააგზავნა, ახლა დარწმუნებით იცოდა, რომ ევას არ დათმობდა და არც მისი სიჯიუტე უშველიდა ამ საქმეს, ამიტომ სულ, რომ გამოკეტვა მოუწიოს გამოკეტავს კიდევაც და ფეხსაც არ გაადგმევინებს, დიახ ასეთია ალექსანდრე ბურდული, მესაკუთრე უხეში და ეგოისტი... მას მერე ცივი გახდა რაც მშობლების სითნო მოაკლდა, ეამაყებოდა მშობლები, მათი წარსულიც კი იმდენად აფასებდნენ ალექსანდრეს და ყოველთვის უმეორებდნენ, რომ საკუთარი მიზნებისთვია მიეღწია და არასდროს დანებებულიყო, კარგად ახსოვს ეს სიტყვები და დღემდე ასე მიჰყვება, დედის ერთა იყო, მაგრამ იმდენად ღირსეულად აღზრდილი არც ეტყობოდა და არც არავინ ამბობდა, მამიკოს გატუტუცებული ბიჭია, განა გარეგნობა არ ჰქონდა? ან გოგოების რაოდენობას უჩივოდა? არაფერიც პირიქით, გარეგნობა ყველასგან შესაშური ჰქონდა, სწორედ ამიტომ ესეოდნენ გოგოები სვავებივით... ძმაკაცებიც ჰყავდა, რომლებიც ყოველთვის გვერდში ედგნენ და მის ყველა ქმედებას დადებითად უყურებდნენ..ჰოდა სწორედ ახლა მოაკითხა მისმა ერთ-ერთმა უახლოესმა ძმაკაცმა ვაჩე ამაშუკელმა , რომელიც პატარაობიდანვე ერთად მოდიან და უკვე ნამდვილ ძმებად მიიჩნევენ ერთმანეთს, სწორედ მან შეაკითხა სასახლეში და კაბინეტში ვისკით ხელში მოკალათებულ ალექსანდრესთან შევიდა

-ვაა ვაა ალექს ძმაო, შენ პოზიციებს არ კარგავ ხოიცი!
გაუღიმა და მხარზე ხელის დარტყმით გადაეხვივნენ ერთმანეთს..
-აბა გისმენ რახდება?
-მოკლედ ძმაო, ცუდათაა საქმე ! მენაბდე გამოჩნდა
-და მერე ეგ ცუდია ვაჩე? ძლივს ვიპოვე ეგ ნაბი**არი და ყველაფრისთვის პასუხს ვაგებინებ!
- ბიჭოო მაცადე აბა ჯერ ბოლომდე ვთქვა ვაახ, მოკლედ გამრეკელები ხო იცი? მაგათმა კომპანიამ ხო მოიგო ტენდერი და აპირებენ რა წვეულების გამართვას, ყველა კომპანიის მაშტაბით, და რადგანაც მათ გამარჯვებაში ყველაზე მეტი ხელი შენი ურევია დაგპატიჟეს, და პლიუს ევას კომპანია მათ ადვოკატობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევაც მიწვეულია
-და მერე რაარი მაგაში ცუდი?
უკმაყოფილო მზერით შეხედა და იმის წარმოდგენაზე, რომ ევა შეიძლებოდა ყოფილიყო წვეულებაზე, არმისვლა გადაიფიქრა და უკვე გეგმებიც დააწყო, მაგრამ ვაჩეს ხმამ გააწყვეტინა
-მაცადე თქო ვაახ რა სულსწრაფი ხარ ტოო! მერე ვერ ხვდები, რომ ყველა კომპანიაში მენაბდეც იგულისხმება? მასაც აქვს კომპანია ანუ ეგეც იქნება! და წარმოიდგინე მანდ თუ ევა გაიჩითება, რა შეიძლება მოხდეს! ევამ იცის უკვე, დარწმუნებულივარ ყველაფერი გათვლილიაქვს და ჯობია ეგ გოგო ჭკუაზე მოიყვანო ძმაო, თორე ისევ შარში გაეხვევა!
მკაცრად გააფრთხილა ვაჩემ და ჩაფიქრებულ და ძარღვებდაბერილ ალექსანდრეს გახედა, რომელსაც ჭიქას იმდომეზე უჭერდა ხელს, ლამისაა შემოფშხვნეოდა
-ამი დედაც****** რით ვერ შეიგმო მაგ გოგომ, რასაც ვეუბნები? მაინც და მაინც ჭკუიდან უნდა გადამიყვანოს!
გამოსცრა კბილებში და გამერნვიულებული ბოლთის ცემას მოყვა, ახლა მართლა უნდა დაფიქრდეს რაუყოს ამ ტუტუც და ჯიუტ გოგოს უკვე ასე,რომ უშლის ნერვებს
-კაი ბიჭო დამშვიდდი ,მომისმინე ახლა უნდა დაფიქრდე, როგორ შეაჩერო და ვაფშე შენ რას აპირებ? წახვალ? იცოდე იქ თავის შეკავება უნდა შეძლო ლექსო, თორემ გეგმები ჩაგვეშლება, რაც აქამდე ავაწყვეთ!
გამაფრთხილებელი ტონი გაისმა რაზეც ალექსანდრემ ამოიოხრა და სკამზე ჩამოჯდა
-მართალი ხარ! მაგრამ არ ვიცი, როგორ შევიკავო თავი იმ ს**რს იქვე, რომ არ გავასხმევინო ტვინი, აი რაც შეეხება ქალბატონ ევას, ერთხელ კიდევ გავაფრთხილწბ და თუ არაფრად ჩააგდეს ამ გაფრთხილებას ,უკვე ჩემი წესებით ვიმოქმედებ, რაც ძალიან არ მოეწონება, მაგრამ უკვე სულ ფე***ზე!
ირონია ნარევი ტონით ჩაილაპარაკა და სივრცეს გაუღიმა, ძმაკაციც კი მიზვდა, რომ საქმე იმაზე რთულად წავიდოდა ვიდრე, ფიქრობდა, რადგან დაზუსტებით იცოდა ევა უკან არ დაიხევდა და მაინც წავიდოდა..

-რას აპირებ ალექსანდრე?
-მაგას მალე გაიგებ ძმაო! სულ მალე!

*******

გუშინდელიდან მუშაობდა და საქმეებს აგვარებდა, ამიტომ მხოლოდ ერთი საათით შეძლო წაძინება და ისიც ძლივს, შემდეგ, როგორც ყოველთვის მოემზადა და სამსახურისკენ წავიდა, გარეთ გასულს ისევ ის შავი მანქანა მოხვდა თვალში, ღმერთო ჩემო ნუთუ ალექსანდრეა? კი მაგრამ რით ვერ შეიგნო ამ კაცმა, რომ თავი უნდა დამანებოს? გაცოფებული მანქანაში მოკალათდა და სამსახურისკენ დაიძრა, გზაში მიას ელაპარაკა, რაღაცეები გამოკითხეს ერთმანეთს, საღამოთი ნახვას დაპირდნენ და გათიშეს, თავად სამსახურში ავიდა და ,როგორც ყოველთვის ისევ ისე მოწიწებით დახვდნენ თანამშრომლები, თითქოს ეცინებოდა კიდეც, როგორ შეითვისა ამ ხალხის ხასიათი, ან ამ ხალხისთვის თავისი ხასიათი, არასდროს უფიქრია ამაზე, რამდენს მიაღწია და თითოეული თანამშრომელი, ყოველგვარი ევას სიცივისავდა სიმკაცრის მიუხედავად არ ტოვებდნენ, ან რა გასაკვირია ხალხს სამუშაო და ხელფასი სჭირდებათ, მაგრამ ამ შემთხვევაში ევას არ ტოვებენ, იციან რამდენად ძლიერი პიროვნებაა და ღმთავადაც ეამაყებათ სამსახური, გაღიმებული კაბინეტში შევიდა და მარიამის გაოგნებული მზერაც დაიმახსოვრა, უყვარს ეს გოგოც და მისი რეაქციებიც, შეიძლება მკაცრადაც ექცევა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ბევრს მიაღწევს და მხოლოდ თბილი სიტყვები და მოფერება არ უშველია... უკვე შუადღე იყო, ლანჩზეც არ ჩავიდა, შიმშილსაც არ შეუხსენებია თავი, მხოლოდ ყავა დალია და ისევ საქმეებს მიუბრუნდა კარებზე კაკუნი რომ მოისმა

-შეიძლება ქალბატონო ევა?
-მოდი მარიამ, რახდება მშვიდობაა?
-დიახ ქალბატონო, უბრალოდ გამრეკელების კომპანიიდან უფროსმა გამრეკელმა მოსაწვევი გამოგიგზავნათ ხვალინდელ წვეულებაზე, სადაც ყველა კომპანიის მთავარი თანამშრომელი შეიკრიბება
-აჰ გასაგებია, მადლობა მარიამ შეგიძლია გახვიდე
კონვერტი გახსნა და მოსაწვევი თავიდან წაიკითხა, ან
უ რაგამოდის ყველა კომპანიის მთავარი თანამშრომელი ანუ უფროსები, და ეს იმას ნიშნავს, რომ ბურდულიც იქნება? ან რატომ არ უნდა იყოს, ნახევარი კომპანიების მმართველი თავად გახლავთ, მაგრამ ყველაზე მეტად ახლა იმან მიიქცია ყურადღება, რომ შესაძლოა მენაბდეც ყოფილიყო, ან რომელ შესაძლოაზეა საუბარი, განა ამ შანს გაუშვებს ხელიდან,რომ ყველას წარუსდგეს წინ და აჩვენოს რომ ისევ დაბრუნდა, მისი გახსენებისას ისევ ზოზღის და გულის რების გრძნობამ შეაწუხა, მაგრამ დაზუსტებით იცოდა,რომ ამ წვეულებას არაფრის დიდებით არ გამოტოვებდა, წამით ალექსანდრს სიტყვები გაახსენდა, და მისი გამაფრთხილებელი ტონი, ალბათ არც იმას დაუშვებდა, ამ წვეულებაზე წასულიყო, მაგრამ მაგას ვინ ეკითხება? ან საერთოდაც რატომ ფიქრობს ალექსანდრეზე? გაბრაზებულმა კონვერთი შეინახა, თავად ჩაიცვა და სახლისკენ გაუდგა გზას, უკვე გვიანი იყო, საქმწც დაასრულა, უაზრო ფიქრს ჯობია, მივიდეს მიას წლაპარაკოს, ცოტა დამშვიდდეს და ხვალიდელი საღამოსთბის მოემზადოს, როგორც ყოველთვის ისევ შავი ჯიპი იდგა გარეთ, უკვე ნერვები პიკს აღწევდა და მზად იქნებოდა, ალექსანდრესთვის დაერეკა და კარგადაც გამოელანძღა, მაგრამ ამას არგააკეთებდა, მშვიდი ქალი იყო და არ აყვებოდა ნერვებს, ამას სხვანაირად გაუსწორდებოდა ხვალ დილიდან... სახლში მისულს მია უკვე მიაული დახვდა და საჭმელიც გაემზადწბინა, იცის ამ გოგომ ყველაფერი და რა ქნას, ევამაც მოშიებულმა გემრიელად შეექცია საჭმელს და დრო მასთან ჭორაობაში გაატარა, მართალია მიას დიდად არ მოსწონებია ის ფაქტი, რომ წვეულებაზე გაეშავა დაქალი, სადაც მენაბდე იყო, და პლიუს ალექსანდრეს წინააღმდეგ წასულიყო, მაგრამ რას გახდებოდა ევას სიჯიუტის წინაშე, ვერც ვერაფერს ,ამიტომ დანებდა და საშუალება მისცა მომზადებულიყო, დაქალი გააცილა თავად შხაპი მიიღო და დასაწოლად მოემზადა, ტელეფონზე მეაიჯი რომ მოუვიდა, ნომერი არ ეცნო,მაგრამ მესიჯის წაკითხვის შემდეგ მიხვდა ვინც იქნებოდა

,,Shentvisve ajobebs xval saxlshi darche da pexi arsad ar gaadga) dzneli misaxvedri arikneba vinvar Eva!"

ოო როგორ აღიზიანებს უკვე მისი ქცევები და მუქარები, ჰგონია ესეც ფინია ძაღლივით დაუჯერებს და სახლში დარჩება კიი აბა მეტი საქმე არააქვს, ტეფონი აიღო და თავადაც გააგზავნა მესიჯი

"Samcuxaroa magram shen ar dagekitxebi me ras da rogor gavaketeb, amitom sheni mukarebi shentvis sheinaxe, da rac sheexeba shens cugebs jobia ukan daabruno, torem cudad dagibruneben!"

გამარჯვებული ღიმილი აიკრა, მაგრამ მესიჯსაც არ დაუგვიანია და ისევ მოშხამა ხასიათი

"me gagafrtxile! chkuit ikavi! ise gamacine xoici :დ"

დეგრადიული არსება! ოოო რა დიდი სიამოვნებით აიღებდა ამ პიროვნებას და თითოეულ ჩაწყობილ კბილს გამოუღებდა, მხოლოდ მას შესწევს ასე ნერვების მოშლა, მაგრამ უნდა დაწყნარდეს ,თავის თავს სიმშვიდე შემოუძახა და დაძინება სცადა მართალია ფიქრები ამ ბოლო დროს ბურდულზე აეკვიატა, მაგრამ მაინც ჩაეძინა... დილით ადრიანად წამოდგა და მზადება დაიწყო, დღეს 7საათზე წვეულებაზე უნდა იყოს! დილით მოწესრიგდა და გადაწყვიტა სამსახურში შეევლო, იქიდან კაბის საყიდლად წავიდოდა, ხოლო შემდეგ წვეულებაზე, გარეთ გასულს, როგორც ყოველთვის ცუგები ისევ იმ ჯიპში დახვდა, ამიტომაც ეშმაკურმა აზრმა გაუელვა, მანქანაში მოკალათდა და პოლიციაში დარეკა

-გისმენთ!
-გამარჯობათ! განცხადების შემოტანა მინდა, ჩემს კორპუსთან შავი Audi-ს ჯიპი დგას, სადაწ წამალს ინახავენ და თუ შეიძლება, რომ ახლავე მიხედოთ !
-მისამართი გვითზარით ქალბატონო და 5წუთში მანდ გავჩნდებით!
ევამაც გამარჯვებული ღიმილით მისამართი და მანქანის ნომერი ჩააწერინა და იქამდე არ დაძრა მანქანა, სანამ პოლიციის სირენების ხმა არ გაისმა, მართლაც ხუთ წუთში მოვიდნენ და მანქანის გარშემო დაეწყვნენ..

-ესეც ერთით ნული ბურდულო!

ოფოსში ყველაფერი დალაგებულად და მოწესრიგებულად იყო, ამიტომ მარიამს გადააბარა ყველაფერი და თავად კაბის ასარჩევად წავიდა, სადა ოქროსფერი წელში გამოყვანილი კაბა აირჩია, რომელიც წელზე ნახევრად მოშიშვლებული იყო, ბარძაყამდე ჩახსნილი და არც მკერდს ტოვებდა უნახავს, შიფონისნაჭრით, ამას ფეხსაცმელებიც შეუხამა და სახლისკენ გზას გაუდგა, ნახევარ საათში წვეულებაზე უნდა იყოს, რა საკვირველია, რომ ბურდულისგან არაფერი ისმის, ცოტა აკვირვებს კიდეც, მაგრამ ყურადღება აღარ გაამახვილა , შხაპი მიიღო , კაბა ჩაიცვა, მაკიაჟიც გაიკეთა და უკვე გასასვლელად მომზადებულს კარებზე ზარი გაისმა, ახლა ეს თუ ალექსანდრწს რაიმე ოინია, დარწმუნებიატ იტყვის,რომ ვერ გადაურჩება, კარები მობეზრებულმა გამოაღო და მის წინ მდგარი ალექსანდრე, რომელიცშავ შარვალ კოსტუმში გამოწყობილოყო, და იმდენად სიმპათიურად გამოიყურებოდა, რომ აქეთ დაატყვევა ევა, მაგრამ არ გამორჩენია, როგორ აათვალიერა თავიდან ფეხებამდე და როგორი ვნებიანი მზერა დაასო

-უკვეზად ყოფილხარ წავიდეთ?
მოესმა მისი ხრინწიამი ხმა და ახლა მოვიდა გონს
-აქ რას აკეთებ? იცოდე თუ რამე გაქ..
-უბრალოდ მინდა, რომ ჩემი პარტნიორი იყო, მეტი არაფერი! დამიჯერე ამჯერად არაფერს ვაპირებ! უბრალოდ მიგიყვან და პარტნიორობას გამიწევ!
-არ იყო საჭირო!
გაეპასუხა ჯიუტად, მაგრამ ალექსანდრს მზერის დანახვისთანავე, ხმა აღარ ამოუღია მოსაცმელს და კლაჩს ხელი მოკიდა და სადარბაზოს ჩაუყვა, ალექსანდრემ შავი BMW X6ს კარი გამოუღო და ანიშნა ჩაჯექიო, მანაც ადგილი დაიკავა და ღვედი გადაიჭირა

-არაჩვეულებრივად გამოიყურები!
მოესმა ბოხი ბარიტონი და ადგილზე გაშეშდა, ესიამოვნა თან, როგორ !
-მადლობა შენც!
ცივად დაუბრუნა პასუხი რაზეც ბურდულმა ჩაიფხუკუნა და მანქანა დაძრა, მაინც არასვენებდა ეჭვო,რომ ბურდული რაღაცას გეგმავდა, ან გზას გადაუხვევდა ან შუა გზაში დატოვებდა, თუმცა ფიქრები უკუაგდო, როგორც კი შენობას მიუახლოვდნენ, მანქანა გააჩერა და ანიშნა გადადიო, ხეპრე! არ უსწავლებიათ,რომ ქალს კარები უნდა გაუღოს? ფიქრებში იყო წელზე მისი ცხელი ხელი, რომ იგრძნო და თხემიდან ტერფამდე დააჟრჟოლა, რაც არც ალექსანდრეს გამოპარვია და ღიმილით უბიძგა შესულიყვნენ, აშკარად ბევრი ხალხი შეკრებულიყო, ყველას ესალმებოდნენ და როგორც ჩანს გამოჩნდა გამრეკელი და მასთან ერთად რამდენიმე ახალი თანამშრომელი

-ოხ როგორ გიკითხოთ ჩემო პარტნიორებო!
- კარგად ბატონო თორღვა თქვენ?
ღიმილით მიესალა ევა და დანარჩენი ორის მზერა დააიგნორა ასებუტეხად,რომ უყურებდნენ, ალექსანდრეც მიესალმა მათ

-ბატონო თორღვა არ გამაცნობთ ამ ულამაზეს ქალბატონს?
გაისმა ერთ-ერთის ხმა და სწორედ ამ დროს გავიგე ბურდულის ხმაც
-რასაკვირველია მე გაგაცნობთ! და არამარტო თქვენ! გაიცანით ჩემო საცოლე ევა გედენიძე! დამეფიცება მათზე მეტად მე მქომდა გაქვავებული სახე და სწორედ მაშინ ალექსანდრეს მზერაში დავინახე ის გამარჯვება, რაც წინა ღამით გაფრთხიკებად მომივიდა!
გაქვავებულიყო ერთ ადგილას და ისიც ვერ მოიფიქრა შეწინააღდეგებოდა მხოლოდ ბატონი თორღვას გახარებულმა ხმამ მოიყვანა გონს

-ოჰოო გილოცავთ ! ძალიან გამიხარდა იმედია ქორწილიც მალე იქნება..
თითქოს ახლა ჩასწვდაო ამ სიტყვების შინაარს და სცადა სიტუაცია აეხსნა, მაგრამ სათქმელად გაღებული პირი წელზე ალექსანდრეს ხელის მოჭერამ დაახურინა რაზეც გამწარებულმა ახედა მომღიმარ ბურდულს თვალებში ,რომ შესციცინებდა ვითომ საყვარელ ადამიანს!

-რასაკვირველია არც ქორწილა დავაგვიანებთ და აუცილებლად შეგატყობინებთ ახლა კი თქვენის ნებართვით..
-რათქმაუნდა მიბრძანდით..
ღიმილით მოშორდნენ თორღვას და ერთ-ერთ დახლს მიუახლოვდნენ
-ამიხსნი რას ნიშნავდა წეღანდელი შენი საქციელი?
გამწარებული ცდილობდა ნერვებს არ აჰყოლილიყო და ისე ეკითხა ბურდულისთვის, თუმცა კარგად ნამდვილად არ გამოსდიოდა
-რა საქციელი?
ისე თითქოს არაფერიო გაკვირვებულმა შეხედა და მიმტანს შამპანიურის ორი ჭიქა გამოართვა ერთი ევას მიაწოდა ერთი კი თავად მოსვა
-ალექსანდრე ხუმრობის და თამაშის ხასიათზე არვარ! მესმის სამაგიერო გადამიხადე,მაგრამ უნდა ხვდებოდე ვის უთხარი ის სისულელე !!
-დამშვიდდი ევა დამშვიდდი, ნერვებს ნუ აყვები საყვარელო.. კარგადაც ვხვდები ვის რა ვუთხარი და ეს საკუთარ თავს უნდა დააბრალო გუშინდელი გაფრთხილება არაფრად რომ არ ჩააგდე და ზედმეტ ლაპარაკს ჯობია ქორწილისთვის მზადება დავიწყოთ ძვირფასო!
ირონიულად ჩაიღიმა და თვალი თვალში გაუსწორა
-უკვე ყელში ამოხვედი შენი ცინიზმით! და მგონი თავად მოგიწევს აუხსნა ბატონ თორღვას და დანარჩენს რომ ქორწილი არ შედგება ! ხოლო დანარჩენზე გაფრთხილებ ჩემს საქმეში აღარ ჩაერიო!
გამაფრთხილებელი ტონით ელაპარაკებოდა, უეცრად მის სახეზე სრულიად გაქვავება რომ დაინახა, თვალები როგირ ჩაუშავდა და კისერზეც ძარღვები ამოებერა, მზერა ერთ ადგილზე ჰქონდა მიმართული და თვალებსაც არ ახამხამებდა , ხელები მოემუშტა და ჭიქას იმდონემდე უჭერდა ცოტაღა აკლდა დამსხვრევამდე, ვერ მიხვდა რამ გააღიზიანა ასე ამიტომ თავადაც მიბრუნდა იმ მხარეს სადაც მზერა ჰქონდა გასწორებული და თავადაც გაშეშდა და სხეულში ცივმა ტალღამ დაუარა, როდესაც თვალწინ მენაბდეს მოჰკრა თვალი, რომელსაც გამარჯვებული ღიმილი აესახა სახეზე და თვალს უსწორებდა ორივეს, სხეულში ისევ გულის რევის შეგრძნება დაეუფლა, წუთით ისიც წარმოიდგინა როგორ კლავდა ამ კაცს და ახლა მიხვდა ბურდულის რეაქციასაც, ახლა ცხადად შეისისლხორცა მისი შეგრძნებები, თვალწინ კადრებივით გაურბინა ხუთმა წელმა და ყველაფერი დაუდგა, ყველა სცენა, მასთან ლაპარაკი, მისი ციხიდან დახსნა მისი მუქარა და მისი შესრულებული საქმე, სხეული კანკალს მოეცვა იმდენ ზიზღს განიცდიდა წინ მდგარი კაცისკენ.. წამით წელზე ძლიერი ხელის მოჭერა იგრძნო, რამაც ამ სამყაროს დააბრუნა და მიხვდა სადაც იმყოფებოდა და ახლა არ ღირდა აურზაურის ატეხვა, ისევ გონიერება უნდა გამოეჩინა, ალექსანდრეს ახედა და ღიმილი შენიშნა, ის ღიმილი დაინახა რიმელიც მას ამშვიდებდა და მოუწოდწბდა, რომ მასთან იყო და არაფრის არ უნდა შეშინებოდა

-წამოდი მივიდეთ და მივესალმოთ ალბათ მოვენატრეთ ..
კბილებში გამოსცრა ბურდულმა და ირონიული ღიმილით დაიძრა მენაბდისკენ, და ევაც თან წაიყოლა, ფეხები ძლივს ემორჩილებოდა და ძლივს მიაბიჯებდა, არ შეეძლო ასე ახლოს მისულიყო და მისთვის შეეხედა , თითქოს ახლა იგრძნო ძალის გამოცლა, თითქოს ხვდებოდა რომ ის სიმშვიდე, ის სიძლიერე და სიმკაცრე სადღაც დამალულიყო , ძალა აღარ შესწევდა ფეხი გადაედგა და ალექსანდრეს ძლიერ ხელს დაეყრდნო, ბურდულმაც შეამჩნია მისი აფორიაქება და გაჩერდა ევას მიუბრუნდა და მისი სახე თავის დიდ ტორებშიცმოიქცია
-ყველაფერი კარგადაა ევა! მე შენს გვერდით ვარ! ნუ გეშინია დაგიცავ და არ მივცემ უფლებას ზედმეტი გაბედოს გესმის ჩემი?
თავი ააწევინა და კატეგორიული ტონით მიმართა რაზეც ევამ თავი დაუქნია, ბურდულმაც დრო არ დაკარგა უფრო მეტად მიიკრო და მასთან ერთად დაიძრა..
-ოჰო ამათ ვის ვხედავ! როგორ შეცვლილხართ! და თან თქვენ ერთად? გასაკვირია.. გაისმა მისი ღვარძლიანი ხმა რამაც უარესი ზიზღის გრძნობა მოჰგვარა ორივეს
-შენ კი დაბერებულხარ მენაბდევ! როგორც ჩანს საფლავის მომზადების დრო დაგდგომია! აი მე და ჩემი მეუღლე კი აუცილებლად გესტურმებით წითელი ვარდებით ხელში!
ცინიკურად ჩაიცინა ბურდულმა და ევას გადახედა ღიმილით, შეამჩნიეს როგორ დაიძაბა მათ წინ მდგომი და ხელების ზელვას მოჰყვა
-შენ რა მემუქრები! რამე არ შეგეშალოთ! თქვენი გაერთიანებული ძალები მე ვერაფერს დამაკლებთ! იცოდეთ რაც ხუთი წლის წინ ვქენი არც ახლა გამიჭირდება!
-მე კი მგონია რომ რაც ხუთი წლის წინ ქენი დღეის მერე მიგეზღვება ამისთვის პასუხი და ჯობია შენი შიშისგან აკანკალებული სხეული როგორმე დაიმშვიდო, თორემ ყველა მიხვდება რამდენად მშიშარა ბრძანდებით!
მისი შემხედვარე თუ როგორ ანერნვიულდა, თითქოს ახლა იგრძნო ალექსანდრეს ამხელა მხარდაჭერა და მიხვდა რომ საკუთარ თავს დაუბრუნდა და ისე მხიარულმა მიახალა საერთოდ არ ეტყობოდა წეღანდელი შეშფოთება, თანაც მას ხომ ბურდულის გვერდით ყოფნაც ამშვიდებდა
-რამდენს ბედავ ! ხომ არ გავიწყდება ვინ ვარ!
ახლა აშკარად დაეტყო გაბრაზება რაზეც ბურდული მიუახლოვდა მხარზე ხელი მოუჭირა და ჩუმად უჩურჩულა..
-ამჟამად არავინ ხარ ამიტომ კიდევ ერთხელ აუწევ ჩემს საცოლესთან ხმას და გპირდები სულ მთელი ქვეყნის სპეცრაზმი რომ გიცავდეს ტვინს გაგასხმევინებ! შემდეგ ღიმილით მოშორდა ევას წელზე ხელი მოხვია და გაეცალა, მართალია წვეულება უკეთესი იქნებოსა, რომ არა ერთი სულიერი რომელიც თვალს არ აშორებდა მათ, ალექსანდრემაც შენიშნა ევას დაძაბულობა, ამიტომ ბევრი აღარც გაუჭიანურებია ისე დაემშვიდობა სტუმრებს, ბატონ თორღვას და გასასვლელისკენ დაიძრა ევასთან ერთად, ჰაერზე გასულს თითქოს მოეშვა წეღანდელი დაძაბულობა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ალექსანდრეს მიუბრუნა
-მადლობა!
შეამჩნია როგორ გაუკრთა ღიმილი და გაკვირვებ სახეზე და ევას კითხვისნიშნიანი მზერით გახედა
-რისთვის?
-წეღან გვერდით რომ ამომიდექი და ..მოკლედ მადლობა
-სამადლობელჯ არაფერი გაქვს ევა! როგორც შენ ისევე მე დამიშავა მენაბდემ! ასე რომ აღარ ვაპირებ კიდევ ერთხელ მიაყენოს ზიანი ვინმეს!
-მართალია მაგრამ ეს არაფერს ცვლის ალექსანდრე! არ გაქვს უფლება ჩემს დაუკითხავად მართო რაღაცეები და გადაწყვეტილებები მიიღო!
-ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ! მითუმეტეს უკვე გარკვეული მაქვს ყველაფერი და წესით შენც უნდა გაგეგო!
მკაცრად მიმართა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო მოუკიდა და ღრმა ნაპასი დაარტყა
-არა მეთქი! ვერ ხვდები რომ ასე უფრო საფრთხეში ვიგდებთ თავს! ახლა მას ჰგონია რომ დანიშნულები ვართ და ეცდება ორივე ერთად მოგვიშოროს!
-ევააა!
მწყობრიდან გამოსულმა ხმამაღლა მიმართა..
-მისმინე ახლა რასაც გეტყვი და შეუშვი მაგ ტვინში! ჭკვიანი ქალი ხარ და ასეთი უაზრო ლაპარაკი არ შეგშვენის! თავადაც უნდა ხვდებოდე რომ ასე ერთობლივად დავამარცხებთ მას! ვერ ხვდები რომ ახლა უფრო ძლიერი მხარე ვართ? ვერ დავუშვებ კიდევ რამე დაგიშაოს ნუთუ ვერ ხვდები?
ნერვებ მოშლილმა მიმართა და ნამწვავი სანაგვე ყუთში ჩააგდო
-რატომ? ასე რატონ ფიქრობ ჩემზე?რა გინდა ალექსანდრე გამაგებინე! თავს რატომ არ მანებებ?!
თავადაც ვეღარ იკავებდა თავს, ყველაფერი ახლა მოაწვა, ყველაფერზე ახლა ეშლება ნერვები და ძლივს ამოხეთქმა ამდენმა ნაგროვებმა ბრაზმა
-ასეა საჭირო და მორჩა! რადგანაც ვთქვი ესეიგი ესე იქნება! დანარჩენს სხვადრის გავარკვიოთ ახლა სახლში წავედით!
მშვიდად ჩაილაპარაკა და მანქანისკენ დაოძრა, არ გაუმახვილებია ყურადღება ევას გაოცებული სახისთვის და გაშეშებული ერთ ადგილას..
-კიდევ ბევრჯერ გავიმეორო ევა? წამოდი და ჩაჯექი მანქანაში!
-იცი რა უკვე ყელში ამოხვედი! ჯანდაბამდე გზა გქონია !
მიახალა და გზა საპირისპირო მხარეს განაგრძო, გაიგონა ბურდილის ჩუმი გინება და გზას ჩქარა გაუყვებოდა კიდეც ხელზე მწარედ მოჭერილ ხელს რომ არ შეებრუნებინა
-ახლავე გამიშვი ხელი!
მკაცრად ჩაილაპარაკა და სცადა ხელის განთავისუფლება, არ მიუქცევია ბურდულის ანთებული თვალებისთბის
-უკვე ძალიან მაღიზიანებ და სანამ რამე გატკინე დროზე ფეხი გამოადგი და მანქანაში ჩაჯექი! დროზეე!
დაუყვირა რასაც ევა არ მოელოდა და შეხტა, არა რამდენადაც არუნდა შეძლოს მკაცრი იერის დაჭერა მაინც ეშინია ამ ბურდულის და რა ქნას, თავს ისევ სიმშვიდისკენ მოუწოდა, მაინხ არ გატყდება და არ ანახებს ამ ვაჟბატონს რომ ასე მოქმედებს მასზე, მაგრამ წეღან უკვრ დაანახა კიდევაც და მწარედაც მიიღო პასუხი! ხელი გააშვებინა და თავად დაიძრა მანქანისკენ და კარგად გაიგონა როფორ ამოიოხრა ალექსანდრემ და იაიც მანქანისკენ დაიძრა და საჭესთან მოთავსდა.. გზაში არცერთს ამოუღიათ ხმა, ორივე დღევანდელ დღეზე ფიქრობდა, მაგრამ როფორც კი გზა ევას სახლის გზიდან სხვაგან შეუხვია მაშინ გაბედა ხმის ამოღება
-სად მივდივართ?
გაკვირვებულმა მიმართა ალექსანდრეს რაზეც ძალიან ჩვეულებრივი ტონით მიიღო პასუხი
-სახლში
-აქეთ ჩემო სახლი არარის ალექსანდრე!
-და ვინმემ გითხრა რომ შენს სახლში მიმყავხარ?
ისე გაკვირვებულმა შეხედა თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყოს და ყოველდღე ხდებოდეს ასე
-შენ რა მეღადავები?
-სად შემატყვე რომ ვღადაობ? ისე ორი წუთია რაც გელაპარაკები და უკვე თავი ამატკიე და წარმოიდგინე მთელი ცხოვრება რომ მეყოლები რა მეშველება?
ისე აუღელვებლად იკითხა წამით ისიც კი დაუსვა თავის თავს რაიმე მოხდა ჩვენს შორის და არ მახსოვსო
-და ვინ გითხრა რომ მთელი ცხოვრება შენთან გატარებას ვაპირებ??
ცინიკურად კითხა რაზეც ძაან ჩვეულებრივად გამოხედა ბურდულმა
-უბრალოდ ვიხუმრე ევა რათქმაუნდა არ ვაპირებ!
ღიმილით ჩაილაპარაკა და გზას გახედა, არადა გულში ხალისობდა ევას წაშლილ სახეზე... იმდენად გააბრაზა ბურდულის სიტყვებმა მზად იყო მანქანიდან ესროლა, თუმცა რა აბრაზებდა თავადაც ვერ ხვდებოდა.. ამჯერად ისევ იმ აზრმა რომ სახლისკენ არ მიდიოდა გაბრაზებამ თავიდან წამოუარა და სერიოზული ტონით მიმართა
- ალექსანდრე ახავე მოაბრუნე მანქანა და სახლში წამიყვანე! ან აქვე გააჩერე და ჩამოვალ!
-შენი ხმა აღარ გავიგო ევა!
მანაც მკაცრად დაუბრუნა პასუხი და გზა გააგრძელა. არა ასე მოთმენას მაინც არ აპირებდა, ხომ მივიდოდნენ დანიშნულების ადგილას, ხოდა ადგებოდა და წამოვიდოდა იქიდან ტაქსით, კი აბა მეტი საქმე არააქვს ამ ვაჟბატონის მითითებები ასრულოს და დაემორჩილოს!
როგორც იქნა ასე გაწელილი გზაც დასრულდა და დიდ ჭიშკარს მიადგნენ, რომელიც ელექტრონულად გაიხსნა, გვერდზე მდგარმა დაცვის თანამშრომლებმაც მიდმსალმების ნიშნად თავი დაუკრეს, ეზოში შესულს წინ ულამაზესი ხედი გადაეშალა, იმისდა მიუხედავად რომ ბნელოდა, ეზო ლამპიონებით განათებულიყო და ლამაზად მოჩანდა ლამაზად გაფორმებული კედლები, წინ კი ულამაზესი სახლი არა სასახლე უფრო ერქვა ამას, აშკარად გააოცა ევა , კი იცოდა რომ მდიდარი იყო, მაგრამ ამასაც არ მოელოდა და წუთის წინდელი ფიქრი, და გეგმა როგორც აპირებდა წასვვლას წამებში ჩაუშალა იმ დიდმა ჭიშკარმა და ამდენმა დაცვის თანამშრომელმა ყოველ კუთხესთან რომ დგარიყვნენ..
-გადმოსვლას არ აპირებ?
უკვე გადასულიყო ალექსანდრე და გაღებული კარიდან მას მიუბრუნა
-უბრალოდ სახლში მინდა! მორჩა და გათავდა!
მკაცრად ჩაილაპარაკა და მზერა წინ, უსასრულობას გაუშტერა, კიდევ ერთხელ გაიგონა როფორ ამოიოხრა ბურდულმა და მანქანაში როგორ მოკალათდა ისევ, გაიფიქრა ისაო და მეშველაო მისი ხმა რომ გაიგო
-ევა შენი აზრით სახლში არ წაგიყვანდი? ვერ ხვდები რომ ახლა მენაბდის რომელიმე კაცი უკან გამოგვყვა და უთვალთვალებს ჩვენ ერთობლივ ტკბილ ცხოვრებას? არ გგონია რომ ცოტა ტვინი უნდა გაანძრიო და მიხვდე რომ ახლა აქედან ფეხს ვერ მოიცვლი! რადგან შეიძლება ყოველ ნაბიჯზე მისი კაცი იყოს და ყველაფრისთბის მზად უნდა ვიყოთ! და ჩვენთვისვე ჯობია ახლა ამ სახლში დარჩე იქამდე მაინც სანამ ყველაფერი არ მოგვარდება!
აუხსნა მშვიდი ტონით და მანქანიდან გადაბიდა, დაფიქრდა ევა და მიხვდა რომ მართლას ამბობდა, უბრალოდ არ შეეძლო სხვის სახლში, მითუმეტეს ალექსანდრე ბურდულის სასახლეში საცოლია სტატუსით დარჩენილიყო! თან უკვე იმდენად აღიზიანებდა ეს კაცი რომ მზად იყო ყველაფერი ჩაეშალა, ახლა ამ დღესაც გადააგორებდა და ხვალ მკაცრად დაელაპარაკებოდა ამ ყველაფერზე და სახლში დაბრუნდებოდა
-კარგი გასაგებია! მაგრამ ეს იმას არნიშნავს რომ ამ დღის იქით მე აქ დავრჩები გასაგებია? ხვალ აქედან წავალ და სულ არ მაინტერესებს არც ეგ მენაბდე და არც ჩვენი ერთობლიობა! არავის უთხოვია შენი დახმარება!
კარები გამოაღო და სახლისკენ დაიძრა, ბურდულმა კი მის ქცევაზე ჩაიცინა და უკან მიყვა, ფიქრობდა ევაზე და მის გულუბრყვილობაზე როგორ ცდილობდა ნერვიულობას მკაცრი სახით დაფარვას .. სახლში შესულებს ფუმფულა ქალი შემოეგებათ
-მოხვედით შვილო?
კი მაგრამ ამან საიდანღა იცოდა რომ ევაც უნდა მოსულიყო? ფიქრები ჭამდა და მოსვენებას არ აძლევდა... წინ მდგომ ქალს მიესალმა და თავაზიანად გაუღიმა
-ნუნუ გაიცანი ჩემი საცოლე ევა , ევა ეს კი ნუნუა ჩემი ძიძა და არაჩვეულებრივი მზარეული!
ღიმილით შეაქო და მხრებზეც მოეფერა რაზეც ქალმა ღიმილით გაუწელა ლოყები და ახლა ევასთან მივიდა და მხრებზე ხელები მოხვია
-ძალიან მიხარია ჩემო კარგო შენნაირი ულამაზესი რძალი რომ მეყოლება!
იმდენად თბილი ეჩვენა ეს ქალი მშობლების სითბო გაახსენდა და თავს ძალა დაატანა არ ატირებულიყო , ღიმილით მოშორდა და გაუღიმა წინ მდგომს
-ალბათ მოშიებულები იქნებით! აბა იმ წვეულებაზე ფოთლების და წყლის გარდა არაფერს მოგცემდნენ, საჭმელი მალე მზად იქნება და 5წუთში ჩამოდით ჩემო კარგებო!
-კარგი ნუნუ ჩვენ ოთახში ავალთ და ხუთ წუთში სასადილო ოთახში გავჩნდებით! ღიმილით უთხრა ხელი ევას მოხვიაბდა კიბისკენ დაიძრა მასთან ერთად, როგორც კი ნუნუ კარებს მოეფარა ეგრევე მოიშორა ბურდულის ხელი და დაუღრინა
-არ გრცხვენია ? ძიძას როგორ ატყუებ?
-და ვინ თქვა რომ ვატყუებ?
მობეზრებული სახით სახით შეხედა და კიბეებს აუყვა, არა გააგიჟებს ეს კაცი, ერთ წუთს რასამბობს და მეორე წუთს რას! კიბეებზე გაშეშებულს ბურდულის ხმა მოესმა
-ამობრძანდებით თუ მიეწებე მაგ კიბეებს?
-მოვდივარ!
მკაცრად მიახალა და აუყვა, კალიდორი გაიარეს და უზარმაზარ ოთახში შევიდნენ, აი გემოვნებაც ამას ჰქვია, რაიყო ბურდულო მეტი სივრცე არ გინდოდა, ოთახს თავისი აივანი ჰქონდა, ნაცრისფერ ფერებში იყო, საწოლი შუაში იდო გვერდზე დიდი კარადა ხოლო კარადის გვერდით კიდევ ერთი კარი ანუ სააბაზანო, მეორე მხარეს დიდი მდოვან იყო და პატარა შუშის მაგიდა, საბოლოო ჯამში ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა
-მიდი გამოიცვალე და ჩავიდეთ..
ალექსანდრეს ხმა გაიგო და მისკენ მიბრუნდა, ადგილზე ნანახმა კი გააშეშა, თუ როგორ იხსნიდა სარუჩკის ღილებს
-რრ.ას აკეთებ?
თავი გვერდით მიატრია და აღშფოთებულმა ჰკითხა რაზეც ბურდულის ჩაცინება მიიღო
-ვიცვლი! და ჯობია შენც გამოცვალო საყვარელო, რაიყო ხოარ გრცხვენია?
-ცნობისთვის ჩემი ტანსაცმელები სახლშია სადაც წესით ახლა უნდა ვიმყოფებოდე! მკაცრად მიგო და როგორც შეძლო მზერა გაუსწორა თვალებში და მისი შეხსნილი პერანგიდან გამოჩენილი კუბიკები დააიგნორა
-არა შენი ტანსაცმელები აი იმ კარადაშია და შეგიძლია შენი თვალით ნახო! ღიმილით მიუგო და გახდას შეუდგა, წამით გაუკვირდა კიდეც და კარადასთან მივიდა, გამოაღო და ახალი ტანსაცმლის დანახვისთანავე გაკვირვება გამოესახა, ამას რა თავიდანვე დაგეგმილი ჰქონდა ჩემი აქ გადმოცხოვრება? აღარ უფიქრია ისე აიღო ტანსაცმელი და სააბაზანოში გაუჩინარდა, სადაც მაინც მისწვდა ალექსანდრს ჩაცინება
დაბლა ჩასულებს სუფრა უკვე გაშლილი დახვდათ, მართლაც მოშიებოდა, მთელი დღეა არაფერი უჭამია და თან ასეთი გემრიელი სუნები და კერძების დანახვაზე უფრო მეტად იგრძნო შიმშილი და აღარც დაუმორცხვებია ისე დაიწყო ჭამა ალექსანდრესთან ერთად, მართლაც არაჩვეულებრივი ხელი აქვს ნუნუს, უკვე მორჩნენ საუზმობას და წამოდგომას აპირებდა ალექსანდრეს რომ დაურეკეს და ანიშნა მალე მოვალო და სადღაც გაუჩინარდა, თავად კი ჭურჭელი აიღო და თავისი გათვლებით სამზარეულსოკენ წავიდა, და სწორადაც მიაგნო, ნუნუ ფუსფუსებდა და თან რაღაცას მღეროდა, ყოველთვის ასე იყო მიჩვეული რომ თავის აწეწილს თავად ალაგებდა, მითუმეტეს არც ყოლია მოსამსახურე, მხოლოდ მშობლები ყავდა, რომლებიც იქამდე ზრუნავდნენ მასზე სანამ მარტო არ გადაცხოვრდა, ისევ მშობლები გაახსენდა მაგრამ ნუნუს მხის გაგონებისთანავე ფიქრები უკუაგდო, უყვარდა უკვე ეს ქალი იმხელა სითბოს გამოსცემდა, ძნელი იყო მასთან მკაცრი ყოფილიყავი
-ვაიმე შვილო რათგინდოდა თავი რომ შეიწუხე მე გამოვიტანდი!
მიუახლოვდა და თეფშები გამოართვა
-რას ამბობთ ქალბატონო ნუმუ არ შევწუხებულვარ..
-რასამბობ?! არანაირი ქალბატონო ნუნუ! უბრალოდ ნუნუ დამიძახე შვილო არ მიყვარს ოფიციალურობა, თანაც უცხო არ ხარ ჩემთვის ჩემი ალექსის საცოლე ხარ და მალე ცოლიც და შვილებჯს დედაც გახდები,
ღიმილით გადაუსვა თავზე ხელი, რაზეც ევას მთლიანად წამოაწითლა და რაღაცის თქმას აპირებდა ბურდულის ხმა რომ მოესმა უკან
-მართალია ნუნუ! ის უკვე ოჯახის წევრია ჩვენი ამიტომ შეგიძლია სახელითაც მიმართო საყვარელო..
თმა ყურს უკან გადაუწია და სახეზე მოეფერა რაზეც წამით დააჟრჟოლა და ბურდულის ღიმილიც მიიღო
- და თან ჩვენი შვილების ძიძაც ნუნუკა იქნება ჰო?
-ოხ ალექს! ჯერ მანამდე მაცოცხლა შვილო!
-აბა მეორედ ეგეთი რაღაც არ გავიგონო! ახლა წავედით ჩვენ დავიძინებთ, დღეს ძაან დავიღალეთ ნუნუ.. ტკბილი ძილი შენც დაისვენე თავს ნუ გადაიღლი!
შუბლზე აკოცა ქალს და დაემშვიდობა, ხელი მოხვია ევას და გზას გაუყვა ოთახამდე, ოთახიდან გასულს ხელი მოაშორა და ევას გახედა ღიმილით, რაზეც უცნაურად შეიშმუშნა გედენიძე
-რაიყო?
-არა არაფერი..
ღიმილით უპასუხა და გზას გაუყვა, ოთახში შესულებს უნდა ეთქვა იმედია აქ არ ვიძინებთ ორივეო ალექსანდრეს ხმა რომ გაიგო
-გეგამ დამირეკა!
როგორც კი კითხვის ნიშნიანი მზერით გახედა თუ ვინ იყო გეგა გააგრძელა
-ჩემი დაცვის თანამშრომელია, დაინახა ჩვენ რომ მოვედით 10 წუთში სხვა მანქანამაც ჩაიარა ნელა შემდეგ კი გზა განაგრძო, ალბათ ხვდები რასაც ნიშნავს ეს? უკვე თვალთვალი დაიწყო ევა! მზად უნდა ვიყოთ, უკეთესი იქნება თუ სამსახურიდან დაეთხოვები და სახლში იქნები შენივე უსაფრთხოებისთბის, მე კიდე საქმეს მივხედავ და რაღაცეებს კიდევ ვიპოვი მის წიააღმდეგ!
-ალექსანდრე მომისმინე! გასაგებია ყველაფერი მაგრამ აქ დარჩენას არ ვაპირებ! ჩემს პრობლემას თავად მოვაგვარებ და პლიუს ამას ასე არ გავჩერდებჯ, რაღაც რაღაცეები მეც მოვიძიე მის წინააღმდეგ და ვერ მოქცენ უფლებას ასე შენს ნებაზე მატარო!
-მორჩი? ახლა შეგიძლია დაიძინო მე მეორე ოთახში ვიქნები, თუ რაიმე დაგჭირდა შეგიძლია მოხვიდე! ახლა კი ტკბილი ძილი!
მივიდა და თავზე აკოცა,რაზეც გაბრაზებული უმალვე ჩაცხრა, არა მაინც რას უკეთებს ეს ადამიანი? კარების დაკეტვის ხმამ გამოაფხიზლა, აბაზანაში შევიდა წყალი გადაივლო და ღამის პერანგი ჩაიცვა, არა მაინც არ აპირებდ ამ სახლში გაჩერებას! რამდენიც არ უნდა ეჯუჯგუნოს მაინც წავა და თავის საქმეს მიხედავს! და ამას ხვალ დილიდან დაიწყებს! ლოგინში ჩაწვა და ფიქრებს მიეცა, ბალიშსაც ალექსანდრეს სურნელი ასდიოდა, და მთელ ოთახში ისეთი სიმყუდროვე იყო წამით ისიც გაიფირა აქ დავრჩებიო, მაგრამ ფიქრები უკუაგდო და სცადა დაეძინა, არ ასვენებს ალექსანდრე ბურდულზე აკვიატებული ფიქრები და რა ქნას, დარწმუნებულაი სიზმარშიც მას ნახავს, არა დღეს ზედმეტად ბევრი რამ მოხდა და დასვენება სჭირდება! ხვალ დიდი დღეა და ძალები უნდა მოიკრიბოს! გულში ბურდილსაც უსურვა ტკბილი ძილი და ნელ-ნელა ძილს მიეცა თავადაც, და მგონი დაიფიცებს რომ ცხოვრებაში პირველად ეძინა ასე ტკილად
დიდ საქორწინო კაბაში გამოწყობილიყო და ბედნიერი ტაძრისკენ მიაბიჯებდა, გარემოს მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკის ხმა არღვევდა, მზეც ამოსულიყო და მთელ არემარეს ანათებდა და ათბობდა, ბედნიერი დატრიალდა და იასამნის სურნელი, რომელიც გარემოს მოეცვა ღრმად ჩაისუნთქა და გზა განაგრძო, სახიდან ღიმილი არ შორდებოდა, ქარის ნელი სიო თმებს არხევდა და სხეულზე სიამოვნებად ეფინებოდა ...ტაძრის კარები გაიღო და შიგნით შესულს ხალხის ჟრიამული და ნაზი მელოდია გაისმა, გარშემო ყველას უყურებდა და მათი ღიმილიანი სახე ევასაც გადაედო, მია და მის გვერდით მდგარი ყმაწვილი, რომელიც იხუტებდა მას ისე ბედნიერები უყურებდნენ ევას თითქოს წარსული გამქრალიყო, მარჯვნივ კი მშობლები დახვდა, ჰო არ მოსჩვენებია მშობლებ იდგნენ და ბედნიერებას ასხივებდნენ, მეორე მხარეს კი გიორგი იყო, გაუკვირდა კი ძალზედ გაუკვირდა თუ რატომ იყო სტუმრების ადგილას და არა საკურთხეველთან, მაგრამ მისგანაც ღიმილი მიიღო ბედნიერი ღიმილი...გზა გააგრძელა საკურთხევლამდე ძირს იყურებოდა, თითქოს გრძნობდა რაღაცას, მაგრამ არ უნდოდა დაჯერება, წინ მისულს გვერდზე მიტრიალდა და საქმროს წინ თავჩაღუნული იყო, იქამდე სანამ მისი ხელები ფატის წვეროებს არ მისწვდა და სახიდან არ გადაუწია, მაშინ ინება თავის აწევა და ბაგეეებიდან მხოლოდ ერთი სიტყვა წამოსცდა
-შეენ?
-მე ვარ ევა შენი მომავალი ქმარი!
უყურებდა მომღიმარ ბურდულს და ვერ იჯერებდა რაც ესმოდა...

-ღმერთო ჩემო!!
სიზმრიდან გამოსული ძლივს მოეგო გონს და ოთახი მოათვალიერა და მზერა მის წინ სკამზე დამჯდარ ალექსანდრეს გაუსწორა, გაკვირვებული ღიმილი რომ ასახვოდა სახეზე
-რამე მოხდა ევა? ასეთი რა დაგესიზმრა ?
წამოდგა და გვერდით მიუჯდა, რაზეც ევა უარესად აეკრა საწოლის თავს
-არრა არაფერი! უბრალოდ... და საერთოდ შენ აქ რას აკეთებ?
როგორც იქნა გონს მოვიდა და მოშიშვლებული მკერდი საბნით დაიფარა, შემდეგ კი თვალები ალექსანდრეს გაუსწორა, რაზეც ირონიულად ჩაიცინა ბიჭმა და საუბარი გააგრძელა
-შენს გასაღვიძებლად მოვედი, თუმცა ისე ბედნიერად იღიმოდი დამენანა იქნებ რას ხედავს თქო, თუმცა უკვე გღვიძავს ასე რომ შეგიძლია ადგე და დაბლა ჩახვიდე ნუნუსთან ის გაგაცნობს დღევანდელ დღეებს, დღეს გვიან მოვალ ბევრი საქმე მაქვს, რაც შეეხება შენს გარეთ გასვლას ალბათ გეცოდინება რომ დაცვა გავაფრთხულე და ვერსად ვერ გახვალ, თუ რაიმე გინდა ნუნუს დააბარე და დაცვის თანამშრომელს გააგზავნის თუ სხვა რამ დაგჭირდება ჩემი ნომერი გაქვს ამიტომ შეგიძლია დამიკავშირდე! ახლა კი დროებით ძვირფასო!
მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა შემდეგ კი ნაჩქარევად დატოვა ოთახი და გაშეშებული ევა, რომრლიც ჯერ კიდევ მისი სიტყვების გადახარშვას ცდილობდა, არა ეს უკვე მეტისმეტია, თავი ვინ გონია, ქმარი კიარაა მართლა! ახლა სიზმარი ამოუტივტივდა თავში, მაგრამ ფიქრები უკუაგდო და საწოლიდან წამოდგა, მაინც არ გაატანინებს ამ ვაჟბატონს თავისას, ევასაც აქვს თავისი გეგმები და არ აპირებდ ბურდულისბგამო უკან დახევას! აბაზანაში შევიდა და სწრაფად მოემზადა, დაბლა ჩასულს ალექსანდრე წასული დახვდა, ნუნუმ თბილად მოიკითხა , სუფრაც გაუმზადა და სამზარეულოში გაუჩინარდა, ახლა მხოლოდ იმაზე უნდა იფიქროს აქედან როგორ გავიდეს! თუმცა ბევრი არც უფიქრია მოემზადა და ნუნუსთან შევიდა
-ნუნუ ალექსანდრემ დამირეკა გარეთ ვაპირებთ ვახშმობას ამიტომ უნდა წავიდე, ბოდიში რომ შეგაწუხე და დიდი მადლობა ყველაფრისთვის..
თბილად დაემშვიდობა და ლოყაზე აკოცა,როგორ არ უნდოდა ამ ქალის მოტყუება თუმხა მეტი გზა არ დაუტოვა ბურდულმა
-რისი მადლობა ჩემო გოგო, არარის პრობლემა , ალექსანდრე მოგაკითხავს?
-არა ნუნუ ტაქსით წავალ გამოვიძახე და კარებთანაა , თან უკვე მელოდება ალექსანდრე კაფეში და არ მინდა დავაგვიანო
-კარგი ჩემო კარგო წამოდი გაგაცილებ
-ჭიშკართან გასულებს დაცვა გადაეღობათ
-ბოდიში ქალბატონო ევა მაგრამ ვერ გახვალთ!
-რას ამბობ შვილო? რას ნიშნავს ვერ გავა? ალექსანდრე ელოდება და გინდა სამსახურიდან დაგითხოვოს საცოლესთან ასეთი მოქცევისთვის?
ნუნუმ დატუქსა და გვერდით გასწია, მაგრამ დაცვა უკან მაინც არ იხევდა
-მესმის ქალბატონო ნუნუ მაგ...
-არავითარი მაგრამ! გამატარე ერთი! ხომ არ გავიწყდება რომ შენი უფროსი გამოდის ევა და არ ღირს მისი გაბრაზება!
შეუტია, რაზეც დაცვის წევრმა ხელები დაუშვა და გზა დაუთმო მიმავლებს, შემდეგ კი ნაჩქარევად აიღო ტელეფონი და სადღაც გადარეკა, რა მიხვედრა იმას უნდოდა ვისთან რეკავდა..
-არ მიაქციო შვილო ყურადღება, უბრალოდ ზედმეტად იცავენ ტერიტორიას და ვერ ხვდებიან ვისთან როგორ ილაპარაკონ!
ჭიშკრიდან გასულებს ნუნუ მიუბრუნდა და ღიმილით აუხსნა სიტუაცია
-არაფერია ნუნუ დეიდა, მესმის ამათიც ამათი სამსახურია, ახლა კი წავალ..
კიდევ ერთხელ გადაეხვია და ტაქსში მოთავსდა, გულში ლოცულობდა ასე რომ გამოძვრა, თუმცა სინდისი ქენჯნიდა ნუნუს რომ მოატყუა, თანაც შეიძლება ამის გამო ბურდულმა მას უსაყვედუროს, სასწრაფოდ მოიმარჯვა ტელეფონი ესემესი აკრიფა და ნაცნობ ნომერზე გააგზავნა

-,,Albat shegatkobinebda dacvis cevri kvelapres amitom cinascar gafrtxileb nunus rom gaubrazde an xma auwio ver gadamirchebi burdulo!!"

არა მაინც ვის ემუქრება? რა სულელი გოგოა მაგრამ რამხელა გულიაქვს , ჩაეცინა და სწორედ ამ დროს გაისმა ტელეფონზე ზარი, მობეზრებულმა უპასუხა და წინასწარ მოემზადა ბურდულის ღრიალისთვის
-შენ ნორნალური ხარ გოგო????!! სად წახვედი? ევა ჭკუიდან არ გადამიყვანო და დროზე სახლში დაბრუნდი გესმის!
-ჯერ ერთი ხმა აკონტროლე და მეორეც ნერვები დაიმშვიდე და შემდეგ მელაპარაკე! მე გაგაფრთხილე და არც ვარ ვალდებული შენს ჭკუაზე ვიარო! აღარ ჩაერიო ჩემს საქმეში გასაგებია? ბოლოს ჩაყვირა და ყურმილიც გაუთიშა, რამდენჯერმე განმეორდა ზარი
თბითონ კი ტელეფონი გათიშა და ტაქსიდანაც გადავიდა, ნაცნობ ადგილს მიადგა და არც უფიქრია გაეფრთხილებინა ისე დარეკა ზარი მიას სახლის კარზე
-ამ დილაადრიან ხაშია? ვაიმეე ევაა ეს შენ ხარ? სად ხარ გოგო ეს ბოლო დღეები არც ტელეფონზე მპასუხობდი, ხომ მშვიდობაა?
აფორიაქებულმა შეუშვა სახლში და გახარებული მოეხვია მონატრებულ დაქალს
-მაცადე ადამიანო ამოვისუნთქო და მოგიყვები ყველაფერს!
-ყავას დალევ? ახლავე მოვადუღებ, თან სასუსნავენიც მაქვს!
-კარგი მიდი და მანამდე მეც დავლაგდები ცოტა ,თორე ტვინში ყველაფერი არეულად მაქვს! ამოიხორა და მდივანზე გადაწვა , ყველაფერს თავში ალაგებდა, ამ ბოლო დღეებში მომხდარს და ცდილობდა დასკვენი გამოეტანა. მიამაც მალე გაამზადა ყავა და სასუსნავები გამოიტანა, შემდეგ წინ ჩამოუჯდა და მოყოლა დააწყებინა, იმის მაგივრად რომ ენუგეშებინა, ან ალექსანდრე გაელანძღა სიცილი წასკდა
-მია სერიოზულად? რაგაცინებს გოგო?
-ვაიმეეე ევააა, ცუდათ ვაარ.. ვგიჟდები უკვე მაგ ბიჭზეე.. ნუთუ ვერ ხედავ პირველი ადამიანია ამ ხუთი წლის მანძილზე ვინც შენი ნერვების მწყობრიდან გამოყვანა შეძლო! და თანაც ასეთი სიმპათიური დავიჯერო არაფერს გრძნობ? როგორც იქნმა მორჩა სიცილს მაგრამ ახლა უფრო დიდი სისულელე დააკვეხა რაზეც ევასგან თვალების დაქაჩვა მიიღო
-რას ვგრძნობ გიჟი ხოარხარ? ამ ბოლო დღეებში რამე დალიე? ადამიანს ვერ ვიტან! თავის თავში დარწმუნებული იდიოტია!
გამწარებულმა უპასუხა და გაბრაზებულმა ყავა მოსვა
-კაი ერთი! და შენ ვინღა გამოდიხარ!
ღიმილით შეეპასუხა, არა რაც არუნდა სისულელეს ამბობდეს ეს გოგო ევამაც კარგად იცის რომ სიმართლის მარცვალი არის მის სიტყვებში, ახლა ალექსანდრეს გადმოსახედიდან რომ შევხედოთ ევა ალბათ ქაჯიც კი გამოდის მსიი ქცევებიდან გამომდინარე, მაგრამ რას უნდა ელოდო აბა ისეთებს უკეთებს ეგ გადასარევი კაცი! ვიზუალურადაც რომ არააქვს ხმა ამოსაღები, განა თვითონ ვერ ხვდება ნერწყვებს რომ აყლაპინებს ეს აპოლონივით ბიჭი, მაგრამ თავის თავს ებრძვის, საერთოდ უნდა აუკრძალოს მასზენფიქრები! მთელი საღამო მასზე საუბარში გალიეს, არ აპირებდა სახლში წასვლას, კარგად ხვდებოდა რომ ვაჟბატონი მიაკითხავდა, მისთვის რომ გეკითხათ არც ეშინოდა და ვერც წამოიყვანდა, მაგრამ გულის სიღრმეში სულ სხვარამეს ფიქრობდა და იმაშიც დარწმუნებული იყო წინააღმდეგობასაც ვერ გაუწევდა... დაწოლის წინ საბუთებს გადახედა, სამსახურიდანაც არაფერი ისმოდა, როფორც ჩანს მარიამი უმკლავდებოდა ყველაფერს, მაგრამ ხვალ აუცილებლად მივიდოდა და საქმეს ბოლომდე მიიყვანდა, რაღაცას მაინც იპოვიდა მენაბდის წინააღმდეგ და ციხეში ამოალპობდა! თბილად ჩაწვა ლოგინში და ფიქრები ისევ ბურდულისკენ წავიდნენ, ყველანაირად ცადა უკუეგდო თუმცა კარგად არ გამოსდიოდა


****

-სერიოზულად ბიჭო? გოგო სახლიდან როგორ გაგექცა შენს ძმობას ვფიცავარ..
ახლა ვაჩე დასცინოდა თავის ძმაკაცს და მის დაკერილ როჟებზე კარგად ხალისობდა
-ვაჩე შენი ნერვები არ მაქვს ისედაც ისე ვარ ჭკუიდან აწეული! სახშიც არ დამხვდა ტიპი ისეთი ეშმაკია!
-კაი რა ძმაო მესმის რომ ნერვიულობ მასზე, მაგრამ მასაც უნდა გაუგო ღმერთმა იცის როგორ ეშინია ახლა შენი, ცოტა ჭკუას მოუხმე, ან ეს ძალით წამოყვანა რაღა იყო! იქნებ დაქალთანაა არავის იცნობ?
დაეჭვებულმა იკითხა და სკამზე გასწორდა
- აუ ეგ როგორ არ მომაფიქრდა! რათქმაუნდა მაგის დაქალთან მიასთან იქნება!
-ახლა იმედია მასთან მიკითხვას და აჯანყებას არ აპირებ! მოასვენე ერთი ორი დღე და მერე წამოიყვანე შენც ან ხვალ ერთად მივიდეთ და ავუხსნათ სიტუაცია მის დაქალსაც, რომ იქნებ ის იყოს ჭკვიანი და გაიგოს!
-მართალი ხარ ეგრე ჯობია! უბრალოდ ნერვებს მწიწკნის ტიპი! დაჟე ზარწბზეც რო არ მპასუხობს! გინდა თუარა ჩემს საქმეა მეთვითონ მივხედავო! არადა თავს საფრთხეში იგდებს!
-კაი ძმაო დამშვიდდი ხოიცი ყველაფერი მოგვარდება! შენ ის მითხარი მენაბდეზე რამე გაარკვიე?
-კი რაღაცეები ამოვქექე, მალე ჩემს ხელში იქნება ეგ ნაბი**არი! როგოე მინდა ტვინი გავასხმევინო მაგრამ არ მინდა მისი ბინძური სისიხლით ხელების დასვრა!
-ალექსანდრე მომისმინე ჯობია პოლიციას ჩააბარო და ისინი მიხედავენ! ევას გამო მაინც არ ღირს ხელების გასვრა! მას სჭირდები!
ბურდულიც ხვდებოდა რომ ვაჩე მართალი იყო და ასეც აპირებდა, უბრალოდ ვერ უძლებდა რომ არ გასწორებოდა მას და ყველაფრისთვის პასუხი არ მეოთხოვა, ვისკი ისევ ჩამოასხა ჭიქებში და ვაჩეს გაუწოდა, თავადაც მოკალათდა სკამზე და სივრცეს გაუშტერა თვალი..

მეორე დღისით კარებზე ბრახუნმა გამოაღვიძა ორივე, მიამ გაკვირვებულმა გახედა ხალათში გამოწყობილ ევას და თვალებით ჰკითხა ვინ შეიძკება იყოსო, ევა კიდე უკვე გულში ლოცულობდა, რომ ალექსანდრე არ ყოფილიყო, მიამაც არ დააყოვნა და კარების გაღების თანავე შწმოვარდნენ ალექსანდრე და მის გვერდით მდგარი ყმაწვილი, რომელიც ღიმილით აკვირდებოდა თვალებგაფართოებულ თმა აწეწილ მიას
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ ალექსანდრე?
-მგონი ეს კითხვა აქეთ უნდა დაგისვა ევა! დროზე ჩაიცვი და წავედით!
მკაცრად მიმართა და მდივანზე მოკალათდა სწორედ ამ დროს არ დააყოვნა მიას ხმამაც
-უკაცრავად? ისე ცნობისთვის ჩემს სახლში იმყოფებით და სანამ ხმას აუწევთ ჩემს დაქალთან ზრდილობა იქონიეთ! და ევა არსად წამოვა!
-აუ ვაჩე ეგ ბავშვი გააჩუმე სანამ ნერვები მწყობრში მაქვს!
-ზუსტად ეგ ვიფიქრე მეც ძმაო!
ღიმილით მიმართა ბურდულს და ხელი ჩაავლო გვერდით მდგომ გაოცებულ ქალბატონს და კუხნისკენ წაიყვანა საიდანაც ცალკე ისმოდა მიას წიკვინი და ვაჩეს ხმამაღალი ლაპარაკი
-რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს ალექსანდრე?
უკვე მწყობრიდან გამოსული მიუახლოვდა ბურსულს და მკაცრად მიმართა რაზეც ბურდულმა თვალები აატრიალა წამოდგა და ევას წინ დაუდგა
-ევა ჭკუიდან არ გადამიყვანო შენთვისვე ვამბობ ჩაიცვი და წამოდი სახლში ვბრუნდებით!
-ალექსანდრე ახლა კარგად მომისმინე! არსადაც არ ვბრუნდები და უკვე ყელში ამოვიდა შენი ასეთი ლაპარაკი ან ახლავე წაბრძანდები ამ სახლიდან ან პოლიციას გამოვიძახებ!
მის სიტყვებზე ისეთმა გადაიხარხარა ეგონა სახლში შეზანზარდებოდა
-კარგად გამაცინე ხოიცი! გგონია პოლიცია რაიმეს დამაკლებს ევა?
ახლა შეძლო სერიოზული იმიჯის დაჭერა
-გაიგე ადამიანო რომ არ წამოვაალ და წადიიი აქედაან ახლავეეე!
მწყობრიდან გამოსულმა დაუღრიალა და რაც ხელში მოყვა ყველაფერი ესროლა,რაზეც ჯერ გაკვირვებული მზერა შეავლო ბურდულმა, შემდეგ კი სიცილი წასკდა,
-გადარეულო გეყოფა!
დაუღრიალა და ხელები დაუჭირა,
-ახლა წავალ , მაგრან არ გეგონის ასე დავტოვებ ყველაფერს! შენთვისვე აჯობებს ბარგი შეაგროვო რადგან სულ მალე ჩემს სახლში გაჩნდები! მანამდე კი რაღაცას წავიყოლებ!
მადიანად შეათვალიერა გახსნილი ხალათიდან მომზირალი მკერდი და მზერა დაბუშტულ ტუჩებზე შეაჩერა
-არც გაბედ...
სიტყვის დამთავრებაც არ აცადა ისე დაეტაკა ტუჩებზე გაძალიანება დააპირა თუმცა ერთი ხელით ხელები კარგად დაუჭირა მეორეთი კი წელზე მოხვია და უარესად აიკრო სხეულზე, მონაცვლეობით უკოცნიდა ჯერ ზედა შემდეგ ქვედა ტყჩს, ევასაც ცდუნებამ სძლია და დაღალმა ამდენმა ჭიდილმა, თავადაც მოხვია მხრებზე ხელი და მეტად აეკრო ბურდულს, რასაც მისი ჩაცინება და წელზე ხელების მოჭერა მოჰყვა, ალბათ უფრო მეტზეც გადავიდოდნენ, რომ არა სამზარეულოდან რაღაცის ლეწვის ხმა და მიას განწირული კივილი, სწრაფად მოშორდნენ ერთმანეთს და ევას გონება წეღანდელს ხარშავდა...რა ჯანდაბა გააკეთა როგორ გაბედა რომ აჰყვა, ფიქრებში იყო იქიდან ვაჩე რომ გამოვიდა ლოყაზე სამი ფრჩხილის ნათითურით
-გიჟია ეს ჩემი, წავედით?
ახლა ბურდულს მიმართა რაზეც ალექსანდრე ევას აწითლებულ სახეს არ აშორებდა თვალს შემდეგ მომაჯადოებლად ჩაიღიმა და ძმაკაცს ანიშნა წავედითო, კარების დახურვის ხმაზე მოვიდა გონს და გაჩუმებული დაქალს შეაკითხა სამზარეულოში და ალბათ სხვა სიტუაციაში გაეცინებოდა კიდეც მაგრამ ამჯერად საერთოდ არ ეცინებოდა წინ მდგარ, სრულიად გაწითლებულ თმებ-ხალათ აჩეჩილ მიაზე
-რაიყო ეს ჰა?
თავის თავს ჰკითხა და სივრცეს თვალი გაუშტერა, ხოლო საიდანღაც მიას სასოწარკვეთილი ხმა მოისმა
-მაკოცა..
-მეც!
მთელი დილა მათ ლანძღვაში გაატარეს და სახლის დალაგებაში, შემდეგ კი ისტერიკული სიცილი აუტყდათ და მთელი ოცი წუთი ვერ გაჩერდნენ


**

-და კიდე შენ ამბობდი ევა ქაჯიაო? ეტყობა დაქალს არიცნობ შენ?
ბუზღუნით იძახდა და ლოყაზე წითელ ანაბეჭდებს სალფეთკით იწმენდა.. ბურდულს კი ეცინებოდა ამ ყველაფერზე, მეორე მხრივ კი სიამოვნების მწვერვალზე იყო ევას კოცნა რომ შეძლო და ამჯერად წინააღმდეგობაც არ გაუწევია, იცოდა რომ გულგრილი არ იყო მაგრამ ამჯერად საბოლოოდ დარწმუნდა, საღამოს კი სამსახურიდან გამოსულს აუცილებლად წააბრძანებდა სახლში აი თავის დაქალს კი ძმაკაციც ჯარგად მიხედავდა, თუ პირიქით არ მოხდა


დალაგებულ სახლს მოავლეს თვალი და თავის ამღერებულ ტელეფონს დასწვდა, უცხო ნომერი იყო, გაუკვირდა ალექსანდრე ნამდვილად არ იქნებოდა ამიტომ ბევრი არც უფიქრია ისე აიღო ყურმილი და ადგილზე გაშეშდა მისი ხმის გგონებისას
-როგორ გიკითხოთ ქალბატონო ევა?
ხმაში მენაბდე ამოიცნო და ზიზღის ტალღამ დაურია მთელს სხეულში
-რრა გინდა?
კბილებში გამოსცრა და მორიგ საზიზღარ ხმას დაელოდა
-მხოლოდ ერთი რამ! თუ სიმართლე გაინტერესებს ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები რატომ მაინც და მაინც შენ და შენს ბურდულს გადაგეკიდეთ! ამისთვის უნდა შემხვდე! იცოდე არავის არაფეტი უთხრა თორემ ყველაფერი ძალიან ცუდად დატრიალდება და მგონი ამის ახსნა არ უნდა მინდოდეს შენთვის!
-რატომ უნდა დაგიჯერო? ან ამ ყველაფერს რისთვის აკეთებ?
-მალე აქედან წავალ და ისე არმინდა სიმართლე არ იცოდე ამიტომ დროს და ადგილს მოგწერ! შენი ნებაა დამიჯერებ ატუ არა მაგრამ სინდისი არ მოგასვენებს როცა გეცოდინება სიმართლის გაგებას ზურგი აქციე!
მხოლოდ ეს სიტყვებიღა გაიგონა და გაუთიშა, ყურიდან ტელეფონი ნელა მოიძრო და მდივანზე ძალაგამოცლილი ჩამოჯდა, წამშიც ესემესი მოუვიდა სადაც მისამართი და დრო ეწერა, საერთოს არ ეცნობოდა, მხოლოდ ის იცოდა რომ მიყრუებული ადგილი იყო, სწორედ ამ დროს გამოვიდა მიაც სამზარეულოდან და ფერწასულ დაქალს მიუახლოვდა
-ევა კარგად ხარ? რა მოგივიდა? ვინ დაგირეკა ასე რომ გაფითრდი?
-ის იყო მია! მენაბდე! ჩემი ნახვა და ყველაფრის მოყოლა უნდა!
-რაა? იმედია წასვლას არ აპირებ! ალექსანდრეს უთხარი ევა ამის შესახებ და წასვლა არც გაბედო!
-კი მაგრამ..
-არანაირი მაგრამ არ წახვალ!
მკაცრად მიმართა მიამაც და ანიშნა რომ ამით საუბარი დასრულებული იყო
-ჰო კარგი კარგი.. ოთახში შევალ თავს ცუდად ვგრძნობ..
წამოდგა და ოთახისკენ გზას გაუყვა, ლოგინის კიდეზე ჩამოჯდა და ფიქრი დაიწყო, რომ წავიდეს შეიძლება ეს ყველაფერი დაგეგმილი იყოს, მაგრამ ამით შანს გაუშვებს ხელიდან ყველა აღიარება მოისმინოს და ჩაიწეროს! ასე შეძლებს მის დაჭერას მაგრამ მეორე მხრივ რაღაც აკავებს, დარწმუნებით იცის რომ ბურდულს ვერ შეატყობინებს, რადგან ამის წინააღმდეგი იქნება, უკვე საღამოვდებოდა და დროც იწურებოდა, არა ამჯერად შანს ხელიდან ვერ გაუშვებდა უნდა ენახა, ცდის რაც არის არისო ჩაილაპარაკა და მიასთან გავიდა, ახლა როგორმე უნდა გაიყვანოს სახლიდან, თორემ დარწმუნებულია უფლებას არ მისცემს წასვლის
-აუ მია თავს ცუდად ვგრძნობ მე ვერ ჩავალ მაღაზიაში და შეგიძლია ჩემი საყვარელი ყავა ამომიტანო?
-კიი გოგო არაა პრობლემა, მიდი შენ წამოწექი და ამოვიტან მე..
ღიმილით უთხრა და კარისკენ დაიძრა, თავად მისამართი გადაიკითხა ტელეფონი ტუმბოზე დადო და ოთახში შევიდა, ნაჩქარევად მოემზადა და სადარბაზოდან ჩუმად გავიდა, უნდა მიასწროს,
უკვე ტაქსიში იჯდა როცა გააცნობიერა ტელეფონი სახლში დარჩა, მაგრამ ჩამწერი თან ჰქონდა რომელიც მანტოს შიგნით დაიმაგრა და ხელებ აკანკალებულმა ჩანთას ხელი მოუჭირა...
როგორც იქნა მიაღწია , უკვე კარგად ჩაბნელებულიყო, გარშემო არაფრის ხმა არ ისმოდა, მანქანებიც არ დადიოდნენ, ტაქსის მძღოლს ფული მისცა და თავად გვირაბში ჩავიდა გვერდით კი კარები იყო რომელიც შეაღო, მკრთალი შუქი ანათებდა არე მარეს, ნესტიანი ადგილი იყო და საგრძნობლადაც ციოდა, უკვე ხმის ამოღებას აპირრბდა უკნიდან ამაზრზენი ხმა რომ მოესმა
-ოჰო, არ მეგონა თუ მოხვიდოდი ევა და როგორც ჩანს ისევ შეცდი...
ამაზრზენად ჩაილაპარაკა და გვერდზე მდგომ დაცვებს გადახედა
-რა თქვი? შენ უნდა მომიყვე ყველაფერი გასაგებია!!!
-რათქმაუნდა სიკვდილამდე მაგ სურვილს აუცილებლად შეგისრულებ !!
თვალი მოჰკრა როგორ გამოართვა იარაღი ერთ-ერთს და თვალიერება დაიწყო
-ყცელაფერი ბურდულის მშობლებიდან დაიწო ევა, აქ შენ არაფერ შუაში ხარ მაგრამ როგორ შეიძლება შენს დიყვარულზე რამდენიმე რაღაც არ მოგიყვე! მოკლედ ვპარტნიორობდით ასე ბედნიერად, ხოდა ერთხელაც გადავწყვიტე მეტი დამრჩენოდა და საბუთებში რაღაც ავურ-დავურიე, სამწუხაროდ მიხვდა ბატონი შოთა ყველაფერს და პარტნიორობაზე უარი თქვა მეც მეტი გზა არ მქონდა ორივეს შუბლი გავასხმევინე! სამწუხაროა პატარა ბურდულზე არაფერი ვიცოდი, თორემ მას როგორ დავტოვებდი ცოცხალს! შემდეგ დიდი დრო გავიდა თუმცა ციხეში ჩამსვეს, ვიღაცამ გაარკვია რაღაც ჩემზე და დამადანაშაულა რის გამოც თქვენ გამოჩნდით, და როფორ კი გავიგე შენზე ყველაფერი ევა, ვიფიქრე რატომაც არა იქნებდა ჭკვიანია დამეხმაროს თქო და ჩემს ადვოკატადაც ავიყვან თქო, მაგრამ ყველაფერი გააფუჭე როდესაც ბურდულს დაეხმარე ევა! ყველაფერი ისე მოვაწყვე რომ ბურდულს დაბრალბოდა რაღაც რაღაცეები მაგრამ სულ ტყუილად ისიც იხსენი! რის გამოც მწარედ დაისაჯე! ახლა არ თქვა ჩემი ბრალი არიყოვო ... არ მოგეკიდა და არაფერი მოხდებოდა ჩემო კარგო ..
-ანუ აღიარებ რომ ალექსანდრს მშობლები შენ დახოცე?
ხმის კანკალით ძლივს მოაბა სიტყვებს თავი, ვერ იჯერებდა მოსმენილს შოკში იყო, იცოდა რომ ასეთი იყო მაგრამ ამდენს ვერ წარმოიდგენდა
-რათქმაუნდა ევა რათქმაუნა მე მოვკალი ალექსანდრე ბურდულის მშობლები და შენი მშობლებიც ევა ! სპეციალურად მოვაწყვე რომ ვითომ ყველაფერი შემთხვევით მოხვდა! შენი საქმროც ტაძრის წინ მე მოვაკვლევინე! მაგრამ იცი რა! შვცდი ! აქ მხოლოდ შენ და ბურდული იყავით მოსაკლავები და ამასაც ახლა ავიხდენ! ჯერ შენ მოგიშორებ და შემდეგ ბურდულს!
იარაღი პირდაპირ ევას დაუმიზნა და ღვარძლიანად იღიმოდა, ევა კი მხოლოდ მის მონაყოლზე ფიქრობდა, ყველა სიტყვას გონებაში ხარშავდა.. აზრზე პოლიციის სირენების ხმამ მოიყვანა
-რა გააკეთე ? შენ რა პოლიციას დაურკე?
უეცრად დაიღრიალა მენაბდემ და ნერვიულად სიარულს მოყვა, იარაღიან ხელს აქეთ იქით აქნევდა და დაცვის წევრებს მანქანის მოყვანას უბრძანებდა
-არა მე არ დამირეკია მაგრამ დიდი სიამოვნებით ვიხილავ შენს თავს ციხეში მკვლელო!
-საინტერესოა ამას როგორ შეძლებ რადგან სრულიად ორ წუთში სიცოცხლეს გამოგასალმებ! გადაიხარხარა და იარაღი ევას დაუმიზნა წუთიც არ უყო გასული კარებიდან ბურდულის ღრიალი რომ გაიგონა და შემდეგ წინ ამოფარებულის ხეული იგრძნო, რომელსაც ტყვიის სწრაფი გასროლა მოჰყვა...
თითქოს დრო გაჩერებულიყო, თვალები დაეხუჭა და გულში ლოცულობდა რომ ტყვია მას მოხვედროდა ოღონდ არა ხმის პატრონს! ოღონდ არა
ალექსანდრეს!
ბურდულს!
მის ალექსანდრეს!
მის ბურდულს!
დიახ მისი იყო! იმდენად შეისისლხორცა ამ დროში რომ მისმა დაკარგვის შიშმა მთელს სხეულში ჟრუანტელად დაუარა...მთელი სხეული ცახცახს აეტანა, ვერ ახელდა თვალებს, არ უნდოდა დაჯერება რომ რაღაც, მოხდა რაღაც საშინელება..
მხოლოდ ისევ სროლის ხმამ მოიყვანა გონს, არემარე არეულიყო, ირგვლივ პოლიციის თანამშრომლები დარბოდნენდა ცეცხლს ხსიდნენ, მიხვდა რომ თვითონ ჩაკეცილიყო, ძირს დახედილს კი მთელი სხეული გაეყინა, ხელებზე სისხლი ჰქონდა, ხოლო მუხლებზე ალექსანდრეს თავი ედო
-არა არაა არა ალექსანდრე! თვალები გაახილე! ბურდულო თვალები გაახილე! გესმის ჩემი? შენ ვეღარ დაგკარგავ ვეღარ! ადამიანო ნუმაშინებ გთხოვ გაახილე თვალებუ და შემომხედე! ისევ ისე გამირიმე ალექს.. გთხოვ! ვერ დაგკარგავ! ჩემთვის ზედმეტს ნიშნავ გესმის? ყველაფერს ნიშნავ! შემიყვარდი ადამიანო გთხოვ გამოფხიზლდი რაა...
თავი კისერზე ჩაემხო და ქვითინებდა და თაბ რაღაცას ეჩურჩულებოდა, წელზე და თავზე ვიღაცის ხელი რომ იგრძნო შემდეგ კი ყურში ჩუმი ჩურჩული მაშინ მოვიდა გონს და თვალებ გაფართოებულმა ისევ მომღიმარ ბურდულს დახედა
-მაინც და მაინც რაღაც უნდა მომსვლოდა რომ გამომტყდომოდი ჩემო ანგელოზო? ღიმილით ჩაილაპარაკა და ლოყაზე ხელი ჩამოუსვა შემდეგ კი ევას გაფითრებული სახის დანახვისთანავე დასერიოზულდა და სცადა წამომდგარიყო, ტყვია მხარზე გაუარა, თუმხა ტკივილმა გონება დაუბინდა რის გამოც ვერ მოდიოდა გონზე, თუმცა ახლა თავს უკეთ გრძნობდა, თან უნდა ენახა მენაბდე ისე ვერ მოსივენებდა, მეორე მხრივ კი ევა ადარდებდა ასე რომ ინერნვიულა მასზე
-კარგად ხარ? ღმერთო მხარში ხარ დაჭრილი! ალექსანდრე ახლა ხუმრობის დროა?! ახლავე მოვა სასწრაფო ! რას აკეთებ?ნუ დგები ადამიანო! არშეიძლება!
აფორიაქებული ძლივს აბამდა სიტყვებს და საყვედურობდა, თუმცა საერთოდ არ ეტყობოდა რომ ესმოდა ან იგებდა მის რომელიმე სიტყვას
-არ მინდა სასწრაფო! კარგად ვარ! უბრალოდ ნაკაწრია! ახლა წავიდეთ შენ სახლში წახვალ მე კიდე საქმე მაქვს!
მკაცრად ჩაილაპარაკა, ევას ხელი მოკიდა და უკვე დაცარიელებული ადგილიდან მანქანოსკენ წაიყვანა ისე თითქოს არაფერი სჭირდა, ევა კი შოკიდან ჯერ არც გამოსულიყო, ისევ დაძაბული და დაზაფრული მიჰყვებოდა ბურდულს და ვერ ხვდებოდა რა მოხდა წამის წინ, როგორ არ ესმის ამ ადამიანს რომ დაჭრილია და მკურნალობა სჭირდება თორემ ინფექცოა შეეჭრება, მაგრამ შეაგნებინე ახლა ამას შენ რამე! ჯერ კიდევ გაცოფებული იყო მაგრამ მაინც ეშინოდა , მანქანასთან მისულებს ვაჩეს მანქანაც გაჩერდა და იქიდან გადმოსულმა უსწრაფესად მოირბინა ალექსანდრესთან, როგორც კი შენიშნა რომ დაჭრილი იყო მასაც შეეცვალა სახე
-ალექსანდრე ჯერ ექიმთან წავიდეთ დაჭრილი ხარ!
-არა ვაჩე! ახლა შენ ევას ჩემს სახლში მიიყვან შემდეგ კი მოგწერ და სასწრაფოდ გამოდი საქმე მაქვს!
იმდენად სერიოზულად ლაპარაკობდა შეწინააღმდეგებაც ვეღარ გაუბედეს..
-გაგიჟდი რა საქმე? სად მიდიხარ ? ასე ვერ გაგიშვებ!
აფორიაქებული ძლივს მოვიდა აზრზე და სცადა შეწინააღდეგებოდა, რადგან ხვდებოდა ახლა სადაც მიდოდა და ვეღარ დაუშვებდა საფრთხეში ჩაბარდნილიყო
-ევა მომისმინე! ყველაფერი კარგად იქნება! ახლა შენ წახვალ ჩვენს სახლში! მე რაღაც საქმეს მოვაგვარებ და მოვალ გესმის? დამშვიდდი ყყველაფერი კარგად იქნება! ხო გჯერა ჩემი?
ამ დროსი განმავლობაში მისი სახე ხელის გულებში ეჭირა და თვალებში უყურებდა, ხვდებოდა რომ აზრი არ ჰქონდა შეწინააღმდეგებას და თავი დაუქნია რაზეც ბურდულმა ხელები მოხვია და გულზე მიიკრა, შიგადაშიგ თავზე კოცნიდა და ხელებს უფრო მეტად უჭერდა, შემდეგ მოშორდა შუბლზე აკოცა და მანქანაში ჩასვა თავად კი თავის მანქანისკენ დაოძრა და ადგილს მოსწყდა, ვერ მშვიდდებოდა, ისიც კი არ გაუაზრებია რომ ალექსანდრეს სახლში მიყავდა, ან ახლა შეწინააღმდეგების დრო იყო ან სურვილი? საერთოდაც არა! შეიძლება ბევრ რამეში არ ეთანხმებოდა მაგრამ ვეღარ დაკარგავდა! დარწმუნებით იცოდა რომ ბურდულმა ფესვები გაიდგა მასში და ზედმეტად მიეჯაჭვა ამ პატარა დროში, ფიქრებშკ იყო სახლს რომ მიუახლოვდნენ, ნაჩქარევად გადავიდა, არუნდოდა ალექსანდრე მარტო ყოფილიყო, თუმცა გზაში რაღაც გაახსენდა და ვაჩეს მიუბრუნდა
-ვაჩე! ეს აიღე, დღეს ყველაფერი აღიარა მენაბდემ და აქ ჩავწერე, შეიძლება დაგეხმაროთ მის დაჭერაში და კიდევ... გთხოვ ალექსანდრეს არ მისცე უფლება რაიმე სისულელე ჩაიდინოს და თავა მიხეოდს გთხოვ!
სასოწარკვეთილმა ძლივს ამოილაპარაკაბდა მზერა ვაჩეს გაუსწორა, მანაც გამოართვა ჩამწერი და მიუგო
-ევა დამიჯერე ალექსანდრე ჭკვიანია და მისთვის იმდენად ძვირფასი ხარ თავს უფლებას არ მისცემს რომ რაიმე არასწორი გააკეთოს! და კიდევ! შენ მიას მიმიხედე! ახლა აქაა სახლსკ აქ მოვიყვანე, როგორც კი მოვალფ წავიყვან მანამდე დრო ლაპარაკში გაიყვანეთ..
ღიმილით უთხრა მანქანაში მოთავსდა და ადგილს მოსწყდა, თავად კი იმაზე გახარებულმა და დამშვიდებულმა რომ მია სახლშკ იყ ნაჩქარევად შევიდა და სახლისკენ აიღო გეზი, შიგნით შესულს აფორიაქებული მია და ნუმი დახვდნენ ერთმანეთს რომ რაღაცას ელაპარაკებოდნენ, ევას დანახვისთანავე ორივე მისკენ წამოვიდა და ძლიერად ჩაეხუტნენ ერთმანეთს
-დიდება უფალს შვილო კარგად ხარ!
-ევა როგორ შემაშინე ასე აღარასდროს მოიქცე გასაგებია?!
არც აცადეს ხმის ამოღება ეგრევე დააყვავეს
-დამშვიდდით ყველაფერი კარგადაა ..
ღიმილით აუხსნა და უბიძგა დივნისკენ დავჯდეთ და მოგიყვებითო, ყველაფერი დაწვრილებიტ მოუყვა, რაზაც ხან ნუნუს წამოყვირება ხანაც მიაზ შეშფოთებულო ხმა არღვევდა, საბოლოოდ ნუნუ დაამშვიდეს ,რადგან არანაკლებ ნერვიულობდა ალექსანდრეზე და დასაძინებლად გაუშვეს, თავად კი ოთახში ავიდნენ და ნერვიულობას მოჰყვნენ, ახლა რა დააწყნარებდათ, როცა ხვდებოდნენ სადაც შეიძლება ყოფილიყვნენ ბიჭები
-ევა ვაჩეს რომ მოუვიდეს რამე?
-დამშვიდდი ორივე კარგ...მოიცა რათქვი?
უეცრად მოწვა მიას ვაჩესადმი ყურადღების გამახვილება და მიზვდა რომ ამათ შორის რაღაც ხდებოდა, ჯერ მაშინ ვერ გაიაზრა ის კოცნაც და საერთოდაც დღევანდელი ვაჩეს სიტყვები მიას მიმიხედეო!
-რავთქვი?
დაბნეულმა სცადა სხვარამეზე გაემახვილებინა ყურადღება თუმცა ძნელი აღმოჩნდა ან ევას რას გამოაპარებდა
-ახლავე გამოტყდი ქალბატონო ვაჩეს მიმართ გრძნობები გაქვს ჰო?
-აბა ასე რო გაკოცებს ადამიანი როგორც სამზარეულოში ძნელია დავიწყება..
მის სიტყვებზე ჯერ გაოცება გამოესახა შემდეგ კი სიცილი აუტყდა რაზეც დაქალი გაიბუსხა და სწორედ ამდროს გაისმა კარზე ზარი, ნაჩქარევად წამოდგა და იმის იმედით რომ ბურდული იქნებოდა კარების გაღებისას წინ ვაჩე დახვდა
-ვაჩე?
-ჰო მე ვარ! მიას წასაყვანად მოვედი..
-კი მაგრამ.. ალექსანდრე??
ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა და კარებს მიეყრდნო
-დამშვიდდი გზაშია და მალე მოვა მე სხვაგან ვიყავი, მითხრა მია სახლასი მიიყვანე მე მალე მივალო ამიტომ ყველაფერი რიგზეა
ამ სიტყვების გაგებისას ცოტა მოეშვა და მომზადებულ მიასაც გადაეხვია დასამშვიდობებლად
-მიდი და თავს მიხედე
-კარგი დაგიკავშირდები..
ბოლოს მოაძახა და ვაჩესთან ერთად დატოვა სახლი, ახლა იმაზე უნდა იფიქროს სად არის ბურდული? ან აქამდე რატომ არ მოვიდა? რასნიშნავს ის ახვაგან იყოვო ? ეს ფიქრები ალბათ ჭკუიდან გადაიყვანდა! დივანზე ჩამოჯდა და საათს გახედა უკვე ორი დაწყებულიყო და ჯერაც არ ჩანდა... ასე საათის ყურებასი თვალები ნელ-ნელა მიებლინტა და შემდეგ მორფეოსის სამყაროში გადაეშვა..სახეზე ნაზ შეხებას მოჰყავა გონს, თვალებს ძლივს ახელს და ალექსანდრეს დანახვისთანავე სწორდება და თვალებ გაფართოებული მის მომღიმარ სახეს შეჰყურებს
-მოხვედი? ამდენ ხანს სად ხარ? ყველაფერი რიგზეა? ხელი..ხელი როგორ გაქვს? ექიმთან იყავი?
ისე ღელავდა ვერც კი მიხვდა ისე მიაყარა კითხვები
-ამოისუნთქე ევა..ყველაფერი რიგზეა და მოგვარებულია დამშვიდდი! მოდი ჩემთან!
ეცინებოდა ევას გულიბრყვილობაზე და მის ბავშვურობაზე, ხეით ანიშნა მასთან მიწეულიყო, თუმცა როგორც კი მიხვდა რომ უხერხულად იგრძნო თავი აღარც გაუწელია ისე მოკიდა ხელი და გვერდით მიისვა, ხელი მაგრად მოხვია და ნიკაპი თავზე დააყრდნო, ევასთვის ეს ჩახუტებაც საკმარისი იყო შინაგანი აფორიაქება ოდნავ მაინც რომ დაეწყნარებინა, დამშვიდდა როგორც კი იგრძნო ბურდულის გვერდით არსებობა და იმის გააზრება რომ ყველაფერი დასრულდა
-ანუ..ანუ ყველაფერი დამთავრდა?
-ჰო ევა მორჩა..მენაბდე პოლიციის ტყვიამ იმსხვერპლა ამიტომ გადარჩენა ვერ მოახერხეს! სამწუხაროა რომ პირადად ვერ გავუსწორდი!
კბილებშიბგამოსცრა და უფრო ძლიერად მოხვია ხელები ევას
-მთავარია დამთავრდა და ყველაფერი მორჩა! ახლა მშვიდად ცხოვრებჯს საშუალება გვაქვს ევა! მე და შენ!
თავი ააწევინა და თვალებში შეხედა, არც გაკრვირვებია დაბნეულობა და აფორიაქება რომ ეწერა სახეზე, თითქოს ეს არ იყო წეღან სიყვარულს რომ უხსნიდა და ეფიცებოდა!
-ალექსანდრე იცი მე...მეე.. მეძინება!
წამით თვალი გაუშტერა და შემდგომ სიცილი აუტყდა, მაინც როგორი ჯიუტი იყო რომ ახლაც კი არ აპირებდა გამოტყდომას, მაგრამ არ ჩქარობდა ყველაფერს თავისი დრო ჰქონდა! ფეხზე წამოდგა და ხელი გაუწოდა ევასაც, ისიც მის ნებას დაჰყვა და ოთახში ავიდნენ, სწორედ ამ დროს გაახსენდა ევასაც მტკივანი ხელი
-ალექსანდრე მოიცა! მოდი დაჯექი აქ! ხელს დავხედავ იქნებ გადასახვევია..
ბურდულსაც აღარ გაუჭიანურებია საწოლზე ჩამოჯდა და მაისური გადაიძრო ევა კი აბაზანაში შევიდა ღამის თეთრეული ჩაიცვა და აფთიაქის ყუთი აიღო და ოთახში შებრუნდა სადაც ნახევრად შიშველი ბურდული დახვდა და დიდი ნერწყვის გორგალიც ძლივს გადაუშვა სასულეში, არც ბურდულს ჰქონდა მშვიდი სახე ევას ჩამოსხმული ფეხების შემხედვარეს, ვნებიანად ააყოლა თვალი და ევას გადაწითლებული სახის დანახვისთანავე ჩაეღიმა და ხელით აჩვენა მოდიო
-ჭრილობას გაგისიფთავებ ყოველი შემთხვევისთვის ..
უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა, ბინტი მოხსნა და გასუფთავებას შეუდგა თვალი მისი დაკუნთული სხეულისკენ ეპარებოდა, მაინც რა იყო ეს ჰორმონები ორივესი რომ ათუხთუხებულიყო, თავის ფიქრებზე ჩაეღიმა რაც ალექსანდრესაც არ გამოპარვია და მისი მოშიშვლებული მკერდის შემხედვარეს ღიმილიც ზედ შეახმა
-ვსო მოვრჩი! შეგიძლია დაიძინო მე გავალ..
ნივთები აიღო და სააბაზანაშო შევისა უკან დადო, ხოლო დანარჩენო ნაგავში ჩაყარა, გამოსვლისას კარები მიკეტა და შემოტრიალებულს რაღაც მაგარს ან უფრო მკვრივს შეასკდა, თვალების ფახუნით აიხედა და ალექსანდრეს ვნებისგან წაშლილი სახის დანახვისთანავე თავადვე გადაედო მუხტი
-მაგიჟებ!
მხოლოდ ეს სიტყვა იყო საჭირო იმისთვის რომ ორივეს რაღაც მუხტი ეგრძნოთ ისე დაეწაფნენ ერთმანეთს, ალექსანდრემ ერთი ხელი წელზე მოხვია და კარებს ააკრო მეორეს კი ხან ფეხზე ხან ყელზე ასრიალებდა, ტუჩებით ყელს რომ ჩაუყვა და ხელი მაისურის შიგნით რომ იგრძნო მაშინ მოვიდა გონს ევაც
-მოიცა..გაჩერდი..ალექსანდრე
თავსაც ძლივს იკავებდა რომ ხმები არ ამოეშვა პირიდან
-არ შემიძლია!
ხრინწიანი ხმით ამოილაპარაკა და ისევ ტუჩებს დაეტაკა, აი აქ კი ევასაც აღარ ეყო ძალა შეწინააღდეგებოდა, ან რა საჭირო იყო სიამოვნებაზე უარი ეთქვა, თან იმ კაცთან ვინც უყვარს მთელი არსებით, მას მიენდო..ტანსაცმელი საწოლამდე გზადაგზა შემოაძარცვეს ერთმანეთს და საცვლების ამარები დაეშვნენ საწოლზე, მთელ სხეულს უკოცნიდა ბურდული, სადაც კი მიწვდებოდა ყველგან და ამავდროულად საალერსო სიტყვეს ეჩურჩულებოდა..ევაც აღარ იკავებდა თავს და ვნებისგან გაგიჟებულს კვნესა სწყდებოდა ტუჩებიდან რაზეც ალექსანდრე უფრო ხელდებოდა, ბოლო საცვალიღა მოაშორეს სხეულზე და წამით თვალი გაუშტერა ევას აკიაფებულ მზერას
-მიყვარხარ!
-მეც!
აი შდეგ კი მთლაინად დაეპატრონა მის სხეულს ყრუ ტკივილის მიუხედავად სიამოვნებას გრძნობდა და ორივე ვნებების მორევში გადაეშვნენ სადაც ღამის სიჩუმეს მათი ოხვრა და კვნესა არღვევდა...

არ იცის რა დრო იყო ან რა ხდებოდა დედამიწაზე გონს სასიამოვნო ტუჩების შეხებას გამოჰყავს, რომელიც ხან ყელზე ხანაც ლავიწებზე დათარეშობს, სახეზე ბედნიერმა ღიმილმა გადაჰკრა და თვალებიც გაახილა...
-ჩემმა მძინარე მზეთუნახავმა გაიღვიძაო...
უფრო დაბოხებული ხმით ამოიჩურჩულა და ტუჩებზე კოცნის კვალი დაუტოვა
-შენი ტუჩების შეხების მერე რომელ ძილზეა საუბარი..
ღიმილით ჩაილაპარაკა და მის ტუჩებს ახლა თავად დაეწაფა, ჰოდა ასე ვნებიანად დაიწყეს დილა..
უკვე შუადღე იყო ადგომა რომ ინებეს თან შიმშილმაც შეაწუხათ, ჯერ ხელზე საფენები გამოუცვალა და თავიდან გადაუხვია შემდეგ კი ნუნუს მომზადებული საჭმელიც დააგემოვნეს...თუმცა იდილია კარებზე ბრახუნმა დაურღვია ორივეს, ნუნუმ მეგავაღებო და სამზარეულოში მსხდრომებს კარებიდანვე ესმოდათ ორი ნაცნობი ადამიანის კინკლაობის ხმა და სწორედ ამ დროს ჩაეღიმა ორივეს თუმცა მოას და ვაჩეს შემოსვლისთანავე სახეები დააყენეს
-გამარჯობათ..
ღიმილით ჩაილაპარაკა მიამ და ევას გადაეხვია ხოლო ვაჩემ ორივე მოიკითხა
-თქვენი ჩხუბის ხმა ეზოდანვე გავიგე და ხო მშვიდობა გაქვთ?
ეჭვისთვალით ჩაილაპარაკა ბურდულმა და ვაჩეს გახედა მიას რო უბღვერდა
-ჰო მეც გე მაინტერესებს მია! ევამაც არ დააყოვნა და თავჯს დაქალს გახედა, რომელიც ზუსტად იმავეს აკეთებდა რაც ვაჩე
-რახდება ჩემო რძალო და ეს პატარა ტრიპაჩა ნერვებს მიშლის და რომ ვეუბნები გადამეკეტებათქო არ ესმის და მერე ჩემი ბრალი არ იყოს რაც აქ დატრიალდება!
-ამას დამიხედეთ რა! შენს თავს ზედმეტის უფლებას ხომ არ აძლევ შემთხვევით! იმუქრება მაგარი ბიჭივით აქ!
-ააპ აპპ ახლა ორივე დაოკდით თუ შეიძლება! გარეთ დაგიხოციათ ერთმანეთი მაგრამ ძალიან გთხოვთ ჩვენს სახლში მე და ჩემს ცოლს იდილიას ნუ გვირღვევთ!
მკაცრად ჩაილაპარაკა ბურდულმა რაზეც ორივემ მოკეტა, მართალია ხალისობდა კიდევაც მათზე , ევას კი ახლა უარესად ესიამოვნა ბურდულის სიტყვები მისი სახლი და მისი ცოლი, რა კარგად ჟღერს, საღამოს გადაწყვიტეს დღე ერთად გაეტარებინათ და ფილს ჩაუჯდნენ, პიცა გამოიძახეს ნუნუ ადრე გაუშვეს დაისვენეო და ასე კინკლაობა და მხიარულებაში გალიეს ეს დღეც ,უკვე გვიანი იყო და ორივემ წასვლა გადაწყვიტა
-ევა დროა წავიდე უკვე გვიანია..
-ჰო მეც მოვდივარ და ბარემ
გაგიყვან!
-არ მჭირდეა ტაქსით გავალ!
მკაცრად ჩაილაპრაკა და გზას გაუყვა რაზეც ამაშუკელმა ამოიოხრა და ჩაეცინა
-ევა არ იდარდო ამას მე მივხედავ! ეშმაკურად ჩაიცინა და მას გაჰყვა, ალბათ კოდევ დიდხან უყურებდა მიმავლებს რომ არა ალექსანდრეს ხელები ჰაერში რომ აიფრიალეს
-დროა ჩვენც დავიძინოთ პატარავ!
ღიმილით ჩაილაპრაკა დავნება ოთახში შევიდნენ...
-ისე ქალბატონო ევა თქვენი ბარგია ჩემთან გადმოსატანი!
სერიოზულად ჩაილაპარაკა და კარადა ისევ მიხურა..
-ბარგი? მოიხა ადრე არარის?
-რა სისულელეა! რა ადრე ევა, შენ ჩემო ცოლი ხარ! მალე ცოლადაც გამომყვებო და დიიდ ქორწილიც გვექნება! ამიტომ ჯობია უკვრ ბარგიც გადმოიტანო რადგან აქედან არსად გაშვებას არ ვაპირებ!
ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა და ,,ცოლის" ტუჩებს დასწვდა
-ცოტა რომანტიულად რომ გეთხოვა ცოლობა ურიგო არ იქნებოდა ალექსანდრე!
-რა საჭიროა როგორ გთხოთ მაინც ჩემი ცოლი იქნები!
ღიმილით ჩაილაპარაკა და ამ ღამესაც გადაეშვნენ ვნებებში...

შემდეგ რა მოხდა? ისეთი არც არაფერი.. უბრალოდ იყო ბევრი
სიყვარული
კიდევ
სიყვარული
კიდევ, კიდევ, და კიდევ
უფრო მეტი და დიდი სიყვარული!!!
პატარა დემეტრე და ანამარია...
მიას და ვაჩეს
ტასუნა
და ბედნიერებით სავსე
ბურდულის და ევას ოჯახი!
მათი სიყვარული
დიდი სიყვარული
და
დიდი ბედნიერება
....



ჩემოო შოკოლაადებოოო კარამელეებოო ტკბილეებო და ძვირფაასებოოო ♥♥♥♥როგორ მომენატრეთ ნეტავ იცოდეთ♥♥♥მომენატრა თქვენი თბილო და ტკბილი კომენტარები ♥♥♥ რატომღაც გადავწყვიტე ეს ისტორია სრულად დამედო რადგან უფრო ადვილი წასაკითხი იქნებოდა და თან ბოდიშს გიხდით რომ ასე გადავიკარგე ♥♥რავქნა მუზამ მიმატოვა დროც არ მრჩება ჯერჯერობით მაგრამ გპირდებით მალე დავბრუნდები ახალი ისტორიით!❣❣❣❣



№1 სტუმარი სტუმარი shalo

mwyurixar....

 


№2 სტუმარი სტუმარი E k a

Mokled ra gogo xar ???????????? da es istoria udzalianmagresi iyo nu rogorc yoveltvis ???????? warmatebebi ????????

 


№3  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

სტუმარი E k a
Mokled ra gogo xar ???????????? da es istoria udzalianmagresi iyo nu rogorc yoveltvis ???????? warmatebebi ????????

ძალიააან დიდი მადლობაა ????????????

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან მომეწონა , კარგად წერ.

 


№5  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

lalita
ძალიან მომეწონა , კარგად წერ.

მადლობაა ძალიაან დიდი ????????????

 


№6  offline მოდერი ენემი

როგორ მიხარიხარ heart_eyes გავგიჟდი ისეთი მოთხრობაა heart_eyes kissing_heart

 


№7  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ენემი
როგორ მიხარიხარ heart_eyes გავგიჟდი ისეთი მოთხრობაა heart_eyes kissing_heart

მადლობააა უდიდესიი ♥♥♥გავბედნიერდიი ♥

 


№8  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ენ ბლექი
ევა. ვგიჟდები ამ სახელზე. შენ კი ძალიან საინტერესო ავტორი ხარ ❤
ნელ-ნელა უფრო კარგად გაგეცნობი ❤

იმდენი ხანი გავიდა ვერც კი ვიფიქრებდი ჩემს ისტორიაზე ვინმე თუ შემოირბენდა :დდ ძალიან გამახარე და დიდი მადლობა ♥️♥️
სიმართლე გითხრა უფრო აქტიური მკითხველი ვარ წერას აღარ ვაგრძელებ თუმცა მუდამ აქვარ და დამიჯერე უკეთესადაც გამიცნობ ♥️♥️♥️♥️

 


№9 სტუმარი Legenda2014

Kargi iyo momecona

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent