შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არანორმალური (10)


5-02-2018, 08:20
ავტორი Lily Morgan
ნანახია 2 016

სანდრო წავიდა. გვითხრა, მამაშენის წართმევის გამო ალბათ უკვე მეძებენო და უნდა დავიმალოვო. ლუკას ერთი ნაცნობი მოხუცი ქალი ჰყავს, რომელიც ადრე ჩვენი მეზობელი იყო, შემდეგ კი გადავიდა. მაგრამ გიჟდება ლუკაზე და ლუკაც პატარაობიდან გიჟდება ამ ქალზე. ჩემი ძმა ყველანაირად მფარველობს და არაფერს არ აკლებს ამ ქალს და მოკლედ რა ცოტა ახალგაზრდა რომ იყოს, ალბათ ცოლადაც მოიყვანდა. ხოდა სანდროს მისამართი მისცა ამ ქალის, აქ მიდიო,ერთი მოხუცი ქალი ცხოვრობსო და შეგიფარებსო. თან მოკლე წერილი დაწერა დიდი ასოებით, ესეც მისცა და დაარიგა, ეს გადაეცი და უთხარი ლუკას რჩევით ვარ მოსულითქო. მოკლედ დააკვალიანა და ისე გაუშვა სანდრო. ლუკამ ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთა, რომ სანდრომ მე და მამა გადაგვარჩინა.
-დააკვირდი ბაბლი, სანდროსაც ისეთი ცისფერი თვალები აქვს, როგორც შენ და ლუკას. – ჩუმად მითხრა მამამ, ისე რომ კარებისკენ მიმავალი სანდროსთვის თვალი არ მოუშორებია.
-ნახვამდის! – გვეუბნება სანდრო ღიმილით მე და მამას.
-შეხვედრამდე! – ღიმილითვე უპასუხა მამამ.
-დედათქვენივით ცისფერი თვალები გაქვთ სამივეს. ის უდავოდ თქვენი ძმაა.
ნუთუ მართლა ჩემი ძმაა?! თან მისი მონაყოლიც ხომ მოვისმინე. ბერდოს უთქვამს, რომ უბრალოდ მისი მორიგი საყვარელის შვილია. ანუ დედაჩემზე არ მოუყვა და ასე უაზროდ მოიშორა.
ნოე და ლუკაც დივანზე დაჯდნენ დაღლილები.
-ბიჭებო რაღაც უნდა მოგიყვეთ – ეუბნება მამა და თვალებზე ცრემლები ადგება.
-გისმენთ მამი! – ეუბნება ლუკა და დაღლილი, მაგრამ ინტერესით სავსე თვალებით უყურებს მამას.
მამამაც დაიწყო მოყოლა. ყველანი ჩუმად ვუსმენდით. ლუკას რამდენიმე ცრემლი წამოუვიდა, მაგრამ მერე თავის შეკავება შეძლო. მალე მამაც მორჩა მოყოლას. ნოე და ლუკა შოკირებულები იჯდნენ და არ იცოდნენ რა ეთქვათ. მეც ჩუმად ვიჯექი და მათ რეაქციას ველოდებოდი.
-იმ ბერდოს ჩემი ხელით მოვკლავ, მაგის დედა შევე*ი – დაიწყო გამწარებულმა ლუკამ – დედაჩემს რა პონტში შეეხო?! ან მერე ჩემი ძმის მოტაცება როგორ გაბედა?! მაგის დედა... – მაგრამ მერე აღარ დაამთავრა. სახე ხელებში ჩარგო, რამდენიმე წამი ასე იყო, მერე კი ისევ გასწორდა. – სანდროს უნდა ვუთხრათ! დღეს იყოს, თვითონაც დაისვენებს, ხვალ კი მე თვითონ მივალ და ჩვენთან წამოვიყვან, მერე დავჯდებით და ყველაფერს მოვუყვებით!
ყველანი დავთანხმდით. არავინ შევწინააღმდეგებივართ. ყველანი ძალიან დაქანცულები ვიყავით. თან უკვე ძალიან გვიანი იყო.
-ნოე! შენ დღეს აქ დარჩი. უკვე გვიანია და თან ისეთი დაღლილი ხარ მანქანას ვერ ატარებ. ამაღამ აქ იყავი.
ნოეც დასთანხმდა, რადგან მართლა ძალიან დაღლილი იყო. პირველი მამა წავიდა დასაძინებლად, მერე ლუკაც მიჰყვა და წასვლამდე მთხოვა გეხვეწები ლოგინი გაუშალეო. ძალიან დაღლილი ვარ და თვალებს ვეღარ ვიჭერ, თორემ მოგეხმარებოდიო. მეც წუწუნი აღარ დამიწყია, უსიტყვოდ დავთანხმდი, რადგან ლუკას ისე ეძინებოდა მალე წაიქცეოდა ალბათ.
დავრჩით მე და ნოე. ნოეს სტუმრების ოთახში გავუძეხი( ჩემი ოთახის გვერდით) და თეთრეული დავუგე.
-მადლობა! – მითხრა და გამიღიმა.
-რისი მადლობა კაცო. მიდი დაისვენე! ძილინებისა!
-შეიძლება რაღაც რომ გითხრა? – მკითხა და საწოლზე ჩამოჯდა.
მეც გვერდით მივუჯექი.
-შეიძლება.
-ძალიან მამაცი გოგო ხარ! ასეთი სიმამაცე და თავდადება ბევრ ბიჭს არ შეუძლია, შენ კი ამ პაწაწინა გოგომ, ამდენი შეძელი! ძალიან მაგარი ხარ!
-მაშ! ჩემნაირ გოგოს მეორეს ვერსად ვერ შეხვდები! – თავმომწონედ გავაქნიე თავი.
-მართლა ვერ შევხვდები! – მითხრა და თითი ცხვირზე დამკრა.
ორივე გავჩუმდით და ერთმანეთს ვუყურებდით. ვცდილობდი მისი თითოეული ნაკვთი შემესწავლა. იცოდით, რომ წარბთან პატარა და შეუმჩნეველი ხალი აქვს?! მეც არ ვიცოდი! მხოლოდ ამ წამს შევამჩნიე ამდენი ხნის განმავლობაში.
-აბა ჩემთან ერთად აპირებ ძილს თუ მომცემ უფლებას დავიძინო?! – მეუბნება სიცილით.
-ბოდიში, ბოდიში! – ვუთხარი, გავეკრიჭე და თან სირცხვილისგან გავწითლდი – ძილინებისა! – ვუთხარი და მეც დაღლილი დასაძინებლად გავეშურე.
* * *
დილით ნოეს ხმა მაღვიძებს.
-ბაბიიი! გაიღვიძეეეე! – ყურში ჩამყვირის.
-თუ წესიერი მიზეზი არ გექნება ჩემს გასაღვიძებლად გაგისვრი ფანჯრიდან – ვეუბნები გაბრაზებული და მეორე მხარეს ვტრიალდები.
-კაი, მუშაობა თუ გადაიფიქრე, მაშინ წავალ და ახალ მენეჯერს ვიპოვი! – მითხრა და კარისკენ წავიდა.
-ვაიმე სამსახური! – წამოვფრინდი ელდანაკრავი.
მერე მივხვდი, რომ ერთი თხელი ზედის ამარა ვიყავი და ისევ დავწექი და საბანში გავეხვიე.
-ნოე გადი და 15 წუთში გამოვალ გამზადებული. სამზარეულოში დამელოდე, კარგი?!
-ოქეიი – მითხრა და ოთახიდან გავიდა.
ჯერ აბაზანაში შევედი, იქიდან გამოსულმა კი სასწრაფოდ ჩავიცვი ნოეს ნაყიდი შავი შლაქსი შარვალი, ხაკისფერი კლასიკური სტილის ზედა, შემოვიცვი შავი პიჯაკი და მაღალქუსლიანებზე შევდექი. ნოუთბუქის ჩანთას მოვკიდე ხელი, შიგნით ჩავაწყვე რამდენიმე ბლოკნოტი, კალამი, ტელეფონი, დამტენი, ნოუთბუქი და ნოუთბუქის დამტენი. მსუბუქი მაკიაჟით შემოვიფარგლე, თმა გავიშალე და თმის უთოთი გავისწორე. მერე კი ელვის სისწრაფით შევვარდი სამზარეულოში.
-ვაუ! ძალიან კარგად გამოიყურები! – მითხრა პირღია ნოემ.
მართლა ძალიან მესიამოვნა მისი კომპლიმენტი.
-მადლობელი – ვუთხარი თავის დაკვრით – შენ როდის ან სად მოასწარი გამოცვლა?
-მე მოვატანინე დღეს დილით სახლიდან ჩემი ტანსაცმელი.
-ჰმმმ...– დავაკვირდი მის მუქ ლურჯ პიჯაკს, ასეთივე ფერის შარვალს და მივხდი, რომ კლასიკური ტანსაცმელი სასწაულად უხდება – შენც არაგიშავს.
-მადლობა – მითხრა და ცალყბად გაეღიმა.
-მამა და ლუკა სად არიან?
-მამაშენი სამსახურში, ლუკა კი სანდროსთან.
-გასაგებია! ყავა დავლიოთ? – ვეკითხები, მაგრამ პასუხს არ ველოდები ისე მივდივარ მადუღარასთან.
როდესაც ყავის დალევას მოვრჩით, სახლი ჩავკეტეთ და დაბლა ჩავირბინეთ. უკვე მის მანქანასთან მივდიოდით, რომ რაღაცამ გამიელვა თავში და ნოეს მივუბრუნდი:
-ახლა იქ, რომ დაგვინახავენ ერთად, არ იტყვიან ესენი ერთად არიანო და ბაბი აქ მისი შეყვარებულის წყალობით მოხვდაო?!
-თუ ამის საბაბს არ მისცემ, მაშინ არ იტყვიან!
-შენთან ერთად, შენი მანქანით მოვდივარ სამსახურში, მეტი საბაბი რაღა გინდა? – ვეუბნები ირონიული ღიმილით.
-დაგავიწყდა, რომ ეს შენი საცდელი ორი კვირაა? ასე რომ, თუ ცუდად იმუშავებ, შენც ისე გაგდებ, როგორც სხვებს. თუ გინდა თავიდანვე ვეტყვი ყველას, რომ ჩვენ მეგობრები ვართ, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის და ეს ორი კვირა ისეთივე მკაცრი ვიქნები შენთან მიმართებაში, როგორც სხვებთან ერთად ვიქნებოდი!
-კი ბატონო, თქვი! ასე იმასაც დავადასტურებთ, რომ შეყვარებულები არ ვართ და უბრალოდ მეგობრობა გვაკავშირებს ერთმანეთთან. და უი ხო: იქ ბარბარეთი მომმართე! ასე ჯობია. უფრო ფორმალურია და ამით შენს სიტყვებს სიმტკიცეს შესძენ, რადგან მე ყველას ბაბითი ვეცნობი!
-კარგი, ბარბარე, კარგი! – მეუბნება სიცილით, მანქანის კარს მიღებს და ღიმილით მითითებს მანქანაში ჩაჯდომას.
* * *
უკვე კომპანიის შესასვლელთან ვიდექით მე და ნოე.
-აუ იქნებ არ ღირს? სხვაგანაც ვიშოვი სამუშაოს!
-ბაბი მეგონა ამაზე უკვე შევთანხმდით – გამომხედა მკაცრად.
-კაი ხო, ჩუმად ვარ! – ვთქვი და ხმის ამოუღებლად გავყევი ნოეს უკან.
შევედით ლიფტში და მალე მეათე სართულზე ვიყავით.
-ჯერ სანამ ხალხს შენს თავს გავაცნობ, წამომყევი კაბინეტში, იქ რაღაც საბუთებზე უნდა მომიწერო ხელი, რომლის მიხედვითაც, შენ აქ ორი კვირით ანუ საცდელი ვადით ხარ და ამის მერე გადაწყდება შენ დარჩები თუ არა, რა თქმა უნდა შენი სურვილის მიხედვით.
-კაი წავიდეთ! – ვეუბნები და კვლავ უკან მივყვები კისერზე ბაწარგამობმული ბოჩოლასავით.
კაბინეტში რომ შევედით, უჯრაში დაიწყო ქექვა. მეც იქვე სავარძელში მოვკალათდი. ამ დროს კარების ხმაა. გავიხედე და ქერა თმიანი, მოკლეკაბიანი, მაღალი და ტანადი გოგო შემოდის, ტონა ნახევარი მაკიაჟით სახეზე.
ეს ალბათ ანკაა, გავიფიქრე ჩემთვის, თვალები ავატრიალე და ფეხზე წამოვდექი.
-ნოიკო! – ჯერ ნოეს დაუძახა ღიმილით, მერე კი მე შემომხედა და სახე მოეღუშა – შენ ხარ ნოეს შეყვარებული? – გამომხედა უკმაყოფილომ ტუჩები მოპრუწა.
უკვე ვაპირებდი თქმას, რომ არა არ ვართქო, მაგრამ ნოემ დამასწრო ლაპარაკი.
-კი, ეს არის ჩემი შეყვარებული! – თქვა და სასწრაფოდ ჩვენკენ წამოვიდა, თან წელზე მომხვია ხელი. მერე კი გამომხედა და ძალით გამიღიმა
-ვაიმე საყვარელოო, სასიამოვნოა – მითხრა და ხელი ჩამომართვა – მე ნოეს ახლო მეგობარი ვარ.
მე კი ამ დროს გაშტერებული ვიდექი და აღარ ვიცოდი რა მეთქვა, მერე კი ძალით გავუღიმე ანკას.
-მიხარია, რომ პირადად შეგხვდი! სხვათაშორის ძალიან საყვარელი და ლამაზი ხარ! – მითხრა და თბილად გამიღიმა – ძალიან უხდებით ერთმანეთს.
-მადლობა ანკა! – ვუთხარი და გავუღიმე.
-კაი მე უნდა წავიდე ახლა და გნახავთ უეჭველი!
მოვიდა და ჯერ ნოეს მაგრად ჩაეხუტა და ლოყაზე ვნებიანად აკოცა, მერე კმაყოფილმა გამომხედა და გადამკოცნა, გადამკოცნა კი არა ჰაერს აკოცა. ძალიან უსიამოვნო შეგრძნება დამიტოვა მისმა ასეთმა ქცევამ, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე.
-პაკაააა – დაიძახა და ღიმილით წავიდა.
კარები მიიხურა თუ არა ნოეს მკვლელი თვალებით შევხედე, მაგრამ არაფერი მითქვამს, სავარძელში მოვთავსდი და საბუთები გამოვართვი. კალამიც გამოვართვი და მალე უკან დავუბრუნე ის საბუთები.
-პაკააა – გამოვაჯავრე ანკა და ისე გავვარდი კაბინეტიდან.
უკვე ლიფტი იხურებოდა, როცა ნოე შემოვარდა.
-სერიოზულად?! – მეუბნება და იმ საბუთს მაჩვენებს, რომელზეც ხელი უნდა მომეწერა.
ხელის მოწერის მაგივრად წარწერა მივაწერე : ’’წადით თქვენი’’.
-შენს შეყვარებულად რატომ გამასაღე?! შენც ხომ იცი, რომ ამის სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი?! – დავუწყე ჩხუბი და ხელების ქნევა. ეს უკვე პიკი იყო ჩემთვის. სერიოზულად ვიყავი გამწარებული – ყველაზე მეტად მეზიზღება, როცა პირობას არ ასრულებენ!
-ბაბი, მაპატიე! უბრალოდ იმ წამს ძალიან დავიბენი და ჩემდაუნებურად აღმომხდა ეს სიტყვები.
-კარგი რა ნოე, კარგი რა! ყველაფერს აქვს საზღვარი! არც აქ ვაპირებ მუშაობას და არც შენი ნახვის სურვილი მაქვს აწი!
ამ დროს ლიფტიც გაიღო, გარეთ გავვარდი, პირველივე ტაქსი გავაჩერე და სასწრაფოდ მოვწყდი იქაურობას. დავინახე როგორ მორბოდა ტაქსისკენ ნოე, მაგრამ ტაქსი დაიძრა და მალევე დაიკარგა თვალთა ხედვიდან.
* * *
სახლში გამწარებული მივედი. მეგონა მარტო ვიყავი, მაგრამ სამზარეულოში ლუკა და სანდრო დამხვდნენ. სანდრომ რომ დამინახა, გამომხედა, თვალებზე ცრემლები მოადგა და გამიღიმა.
-ბაბი! – წამოდგა და მომღიმარი მიყურებდა.
იმდენი გრძნობა მომაწვა ერთად. გაბრაზებული ხომ ისედაც ვიყავი, სანდროს დანახვისას კი, შეცოდების, სიყვარულის და თანაგრძნობის გრძნობაც დაემატა და უეცრად, ჩემდაუნებურად წამსკდა ცრემლები. მივედი და მაგრად ჩავეხუტე სანდროს.
-დაიკო! – მითხრა და ისიც მაგრად ჩამეხუტა.
ღმერთო ის ხომ ჩემი ძმაა. მართალია სხვადასხვა მამის შვილები ვართ, მაგრამ ჩვენ ერთი დედა გვყავს, რომელიც ბავშვობიდან მაკლდა და ვფიქრობ, რომ დედისგან გამოგზავნილი საჩუქარია ჩვენთვის. ასე რომ მე მას ამ მძიმე მომენტებში არანაირად არ ვაქცევ ზურგს. არ მაინტერესებს, რამდენ ხნიანი მტრობა აკავშირებს ჩვენს მამებს. რაც არ უნდა იყოს ის მაინც ჩემი სისხლია, ჩემი ძამიკო!
-გამარჯობა ძამიკო! – ვუთხარი და აქვითინებული კიდევ უფრო მაგრად მოვეხვიე.

###
აბა აბა როგორ მოგეწონათ ახალი თავი? <3 <3 <3 მადლობა თქვენი თბილი კომენტარებისთვის <3 <3 <3 მახარებთ და მაბედნიერებთ! <3 <3 <3



№1 სტუმარი ani

ძალიან კარგი იყო მომეწონა მაგარია უკვე მეათე თავია რაც მახარებს ეხლა მშვიდად შევუდგები მეცადინეობას და გული აღარ გამომექცევა ვაიმე ხო არ დადოთქო მადლობა მაგარიააა

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

სანდრო მიყვარს <3

 


№3 სტუმარი მარი. ელ❤

მაგარია მაგარია მაგარიააა❤ ეს გოგო მაოცებს და მაოცეებს ბოლო მომენტმა მეც ამიჩუყა გულიი სანდრო კარგი ადამიანია:) ბაბის და ნოიკოს:დდდ კამათიც რაღაც მხრივ სასაცილო იყო ნუ მაგის გამომწვევი მაინც:) ძაან საყვარლები არიაან❤❤❤

 


№4  offline წევრი ქეთიtaisia

ვაიმეეეეეე ????
ძალიან გამიხარდა ახალი თავი ი❤მომეწონა ზუსტადაც რომ ასეთს ველოდი????❤ მაგარი გოგო ხარ ძალიან ❤ მიყვარხაარ❤ ველი ახალ თავს ❤

 


№5  offline წევრი blondeangel631

ძალიან კარგი იყო შემდეგს ველოდები heart_eyes heart_eyes

 


№6  offline წევრი Lily Morgan

ani
ძალიან კარგი იყო მომეწონა მაგარია უკვე მეათე თავია რაც მახარებს ეხლა მშვიდად შევუდგები მეცადინეობას და გული აღარ გამომექცევა ვაიმე ხო არ დადოთქო მადლობა მაგარიააა

მადლობა შენ რომ დროს ნახულობ ჩემი მოთხრობის წასაკითხად <3 <3 <3 საღამოს ალბათ იქნება ახალი თავიც <3 <3 <3

ანი ანი
სანდრო მიყვარს <3

თავიდან არ მეგონა სანდროს პერსონაჟი თუ ამდენ პოპულარობას მოიპოვებდა... :დ ასე რომ ვეცდები მისი როლი გავზარდო ამ მოთხრობაში <3 <3 <3

მარი. ელ❤
მაგარია მაგარია მაგარიააა❤ ეს გოგო მაოცებს და მაოცეებს ბოლო მომენტმა მეც ამიჩუყა გულიი სანდრო კარგი ადამიანია:) ბაბის და ნოიკოს:დდდ კამათიც რაღაც მხრივ სასაცილო იყო ნუ მაგის გამომწვევი მაინც:) ძაან საყვარლები არიაან❤❤❤

რახან მოთხრობაც კომედიური სტილისაა, ამიტომ მათი ჩხუბიც რაღაც კომედიაში გადასულია :დდდ

taisia
ვაიმეეეეეე ????
ძალიან გამიხარდა ახალი თავი ი❤მომეწონა ზუსტადაც რომ ასეთს ველოდი????❤ მაგარი გოგო ხარ ძალიან ❤ მიყვარხაარ❤ ველი ახალ თავს ❤

ვაიმეეეე შენ ჩემო ტკბილოოოო! მეც ძალაინ მიყვარხარრრ! <3 <3 <3 <3 მადლობები!! <3 <3 <3 <3

blondeangel631
ძალიან კარგი იყო შემდეგს ველოდები heart_eyes heart_eyes

მალე იქნება ახალი თავიც!! <3 <3 <3

 


№7 სტუმარი სტუმარი ნატალი

აუუ მალე დადეერა

 


№8  offline წევრი Lily Morgan

სტუმარი ნატალი
აუუ მალე დადეერა

ავტვირთე და მალე დაიდება ალბათ <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent