შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძინარე მზეთუნახავო, პრინცი მოვიდა! (10)


6-02-2018, 00:56
ავტორი Mtirala
ნანახია 2 248

მთელ ოთხაში სიჩუმე გამეფებულიყო. ვაჩე ხმას არ იღებდა, არ სურდა ახლახანს ჩაძინებული კატო გაეღვიძებინა. ულამაზესი იყო კატო, იმაზე ბევრად ლამაზი, ვიდრე მძინარე. მისი ლამაზი თვალებით მოხიბლული დარჩა. მუქი, მაგრამ ძალიან ლამაზი მწვანე თვალები ჰქონდა. ძალიან სევდიანი თვალები მიანათა შემოსვლისას. ვაჩეს არასდროს დაავიწყდებოდა მისი ასეთი სევდიანი და აწყლიანებული თვალები. მიუხედავად ამისა, მაინც იღიმოდა.იღიმოდა და ღიმილის დროს საყვარლად ლოყა ეჩხვლიტებოდა. იმაზე უფრო საყვარელი და ნათელი გოგო იყო კატო, ვიდრე ელოდა. ელოდა ძალიან დეპრესიულ, სუსტ ადამიანს, მეტს არც მოელოდა, მაგრამ ძლიერი გოგონა იყო კატო. უფრო მეტად და მეტად უყვარდებოდა ვაჩეს ულამაზესი, მზეთუნახავი გოგონა. თავის თავზე და კატოზე მძინარე მზეთუნახავი და პრინცი ახსენდებოდა. თითქოს წლების შემდეგ, ისევ გააღვიძა პრინცმა მძინარე მზეთუნახავი და ისევ განმეორდა ულამაზესი ზღაპარი. გოგონა შეირხა, თითქოს მალე აპირებდა გამოღვიძებას. მართლაც... მალევე დააშორა წამწამები ერთმანეთს და თავისი ულამაზესი თვალები ვაჩეს მიანათა. გაუკვირდა ბიჭის ისევ იქ ხილვა. ეგონა მალევე წავიდოდა და მის გაღვიძებას არ დაელოდებოდა, მაგრამ სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა. გულის სიღრმეში ძალიან გაუხარდა და ოდნავ, შეუმჩნევლად გაიღიმა. ვაჩეც წამოდგა და საწოლთან ახლოს მდგომ სავარძელზე ჩამოჯდა.
-როგორ გეძინა? - საუბარის წამოწყების მიზნით ჰკითხა ბიჭმა, თან ფრთხილად გაუღიმა. გოგონას ვაჩეს ყურადღება ესიამოვნა, მიუხედავად იმისა, რომ გაღიმების თავი არ ჰქონდა, მაინც შეეცადა, ოდნავ გაეღიმა.
-მადლობა, ნორმალურად, მაგრამ უკეთესადაც შეიძლებოდა. - ბიჭს კატოს პასუხზე გაეცინა. ხელი თმაზე გადიასვა, ტიპიური ბიჭივით შეეცადა გოგოზე შთაბეჭდილება ამ ხრიკით მოეხდინა, მაგრამ სიმართლე გითხრათ ურიგოდ გამოუვიდა. გოგონა ჩანაფიქრს მიუხვდა და გადაიკისკისა. არ უხდებოდა ვაჩეს ასე მოქცევა, მაგრამ ერთხელ ვაპატიებო. გულში თავისთავს ესაუბრებოდა და ჩუმ-ჩუმად მზერას გააპარებდა, ხოლმე ბიჭისკენ. მომენტებში თავისი ძამიკოც ახსენდებოდა, მაგრამ ცდილობდა წარსული უკან მოეტოვებინა.
-შენ, რომ არა ალბათ არც გავიღვიძებდი. - ჩაფიქრებული ხმით უთხრა კატომ ვაჩეს და კიდევ ერთხელ შეანათა მადლიერი თვალები.
-თუ კიდევ ერთხელ გადამიხდი მადლობას, ისევ იქ დაგაბრუნებ, სადაც იყავი. - ხუმრობით უთხრა ვაჩემ. ვერ იტანდა, როცა მადლობას უხდიდნენ. სძულდა... ეს ყველამ იცოდა და ისინიც, დამჯერი ბავშვებივით პირობას ყოველთვის ასრულებდნენ. გოგონასაც გაეღიმა ბიჭის რეაქციაზე. ისევ თავის ბლოკნოტებს მოჰკრა თვალი, ახლა აღარ გაბრაზებულა. ვერ ბრაზდებოდა, ვერ უბრაზდებოდა ვაჩეს. თან გაბრაზებით რას შეცვლიდა. ფაქტი ერთი იყო... ვაჩეს სულიერად და ფიზიკურად ზეპირად ჰყავდა შესწავლილი. კატო ახლოს, გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ქრისტინასაც კი არ უშვებდა. მხოლოდ ფურცლებს ანდობდა მათ ტკივილს და წარმოედგინა, რომ ვერავინ ვერასდროს ვერ გაიგებდა მისი ტკივილის შესახებ, მაგრამ შეცდა... უცნობი ბიჭი მის ცხოვრებაში დაუკითხავად შეიჭრა, მაგრამ გაბრაზებული არ იყო, პირიქით გულის სიღრმეში ძალიან უხაროდა. გული კარნახობდა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.
-ბოდიში, რომ შენს ცხოვრებაში დაუკითხავად შემოვიჭერი... - გაუბედავად ამოილაპარაკა ბიჭმა და ბლოკნოტებს გახედა. - ვიცი... ვიცი არ უნდა წამეკითხა. ისიც ვიცი, რომ ცუდია საქციელია, მაგრამ სხვანაირად ვერ იქნებოდა, ხომ გესმის? - ხმა არ ამოუღია კატოს, მხოლოდ თავი დაუქნია და სთხოვა ბლოკნოტები მიეწოდებინა. ბიჭიც მის ნებას დაჰყვა და ფერად-ფერადი რვეულები მიაწოდა. ახლა მარტო შენიშნა, თუ როგორი ლამაზი თითები ჰქონდა ვაჩეს. თხელი, გამოკვეთილი, თლილი და მამაკაცური. დაიბნა... ბიჭის თითებმა დააბნიეს. როცა მიხვდა, რომ დიდი ხანი აშტერდებოდა ოდნავ წამოწითლდა და ყურადღების გადასატანად ბლოკნოტები გადაშალა.
-აქ მთელი ჩემი ცხოვრებაა, ჩემი ტკივილი... მთელი გული აქ დევს, ჩემი პატარა გული. - თვალები ცრემლებით აევსო გოგონას, გული მწარედ შეეკუმშა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ეთქვა თავისი სათქმელი, შემდეგ კი გიორგის და მასთან გატარებულ დღეებს სადმე გულის კუნჭულში მიჩმალავდა, შეეცდებოდა მაინც. თუმცა ასე ადვილი არ იყო კატოსთვის, მთელი 3 წელი გული საშინლად სტკიოდა. წუთი არ გადიოდა, მასზე რომ არ ეფიქრა. ასე არავის სიკვდილი არ ეტკინებოდა, ძალიან ეგოისტობდა მუდამ... მაგრამ ასეთი იყო გოგონა, ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა გიორგი, მისი სულის ნაწილი იყო და დარწმუნებული იყო ასე არასდროს არავის შეიყვარებდა. მაგრამ... ხომ, გსმენიათ, არასდროს თქვა არასდროსო. ჯერ არ იცოდა რას უმზადებდა წუთისოფელი, მაგრამ ცხოვრებაში უეცრად შემოჭრილი მზის სხივი, რომელასაც ვაჩე ერქვა, მომავალს ძალიან ფერადს და ნათელს უხატავდა.
-გთხოვ, თუ ამაზე ლაპარაკი არ გსურს... - სიტყვის დამთავრება არ აცალა გოგონამ ვაჩეს, ხელით ანიშნა კარგად ვარო და ცრემლები შეიმშრალა. იქვე მდგარი წყალი მოსვა და ჩახველებით შეეცადა ხმა ჩაეწმინდა.
-გიორგი ჩემი ტყუპი იყო, ჩემი სულის ნახევარი... არა, ნახევარი კი არა ნახევარზე მეტი იყო. მთლიანი სხეული მისით ცოცხლობდა და არსებობდა. ხომ, გესმის ჩემი, ვაჩე? იცი, როგორ მიყვარდა? ჩემზე რამდენიმე წუთით დიდი იყო, მაგას გადამაყოლა, შენზე დიდი ვარ და დამიჯერეო. - ფერმკრთალად გააეღიმა და ცრემლები შეიმშრალა. - სულ ვებუტებოდი ამის გამო, მაგრამ ახლა აქ მყავდეს და მაგაზე ვაწყენინებ? მთელი 3 წელი გავიდა, არც ერთი დღე არ გასულა მასზე რომ არ მეფიქრა. ეგოისტურად ვუკრძალავდი სხვას მის საფლავზე ასვლას, ქრისტნასაც კი არ ვაძლევდი ამის უფლებას, ეგოისტურად მინდოდა მხოლოდ მე დავტანჯულიყავი მისით და მისი წასვლით. ყოველთვის ასეთი ეგოისტობით გამოვირჩეოდით... ხანდახან ქრისტინასაც არ ვიკარებდით, ბავშვები ვიყავით მაშინ, ძალიან ბავშვები. იცი, ახლა გიყურებ და სულ გიორგი მიდგება თვალწინ. - ბოლო სიტყვები ძლივს-ძლივობით ჩაამთავრა და ისტერიული სიცილი აუტყდა, სიცილი ტირილში გადაუვიდა, ხმით ატირდა. ვაჩე დაბნეული უყურებდა ორი წამი, შემდეგ ფეხზე წამოდგა და საწოლზე ჩამოჯდა. სახეზე საკუთარი ძლიერი ხელები მოჰკიდა და მაღლა ააწევინა, სახიდან გოგონას წვრილი თითები მოაშორა და კატოს სახე გულ-მკერდზე მიიკრა. გოგონას თავის დახსნა არ უცდია, ძალიან სჭირდებოდა გამხნევება. ვერც ვერავინ გაამტყუნებდა. თავისი წვრილი მკლავები ზურგზე მოჰხვია და თავი კომფორტულად მოათავსა დაკუნთულ გულ-მკერდზე. კარგად გრძნობდა აუჩქარებელ გულის ცემას, უკვირდა ჩემმა ტირილმა როგორ არ დააფრთხოო, მაგრამ არ იცნობდა კარგად ვაჩეს. ბიჭი ყოველთვის განსაკუთრებული სიმშვიდით გამოირჩეოდა. მართალია გოგოსთან სიახლოვე აშთოდებდა, გულს ძალიან უხაროდა, მაგრამ გული არ აჩქარებია... გული მაშინ უცემდა ძალიან სწრაფად, როცა ეშინოდა, როცა სტკიოდა, მაგრამ ახლა მშვიდად გრძნობდა თავს. გოგონას თავი ბალიშზე დაადებინა და წამოდგა, ძილში ხელი შეეშლებაო. ფანჯარას მიუახლოვდა და გადაიხედა. ლამაზი ხედი იშლებოდა საავადმყოფოს ერთ-ერთ ჩვეულებრივ პალატიდან. კატოს პალატა მესამე სართულზე იყო, კარგად მოჩანდა არც თუ ისე მაღალი შენობები. იქვე პატარა სტადიონი იყო, ბავშვები თამაშობდნენ ხოლმე ფეხბურთს. ხშირად შეუმჩნევია ვაჩეს მორბენალი ბავშვები, მათი ლაღი სახეები და მუდამ ეღიმებოდა. გულში მწარედ გაკაწრავდა ხოლმე პატარა ბიჭებს მამებთან ერთად რომ ხედავდა. ხანდახან წარმოიდგენდა როგორ ეთამაშებოდა მამა მას, მაგრამ ეს მხოლოდ წარმოდგენად რჩებოდა. უსუსური იყო, არ შეეძლო მამასთან მისულიყო, მას ჩახუტებოდა. ადრე გარდაეცვალა მამა ვაჩეს, უმამოდ გაზრდილ ბიჭს გული დასერილი ჰქონდა და საშინლად სწყდებოდა გული უმისოდ გატარებულ დროზე. ისევ გახედა მძინარე კატოს, დღეს უკვე მესამედ ეძინა. კომიდან ახალ გამოსულ გოგონას ისედაც დაღლილი სახე ჰქონდა, ამას მთელი სტრესი ემატებოდა და გასაკვირი არც იყო მისი ჩაშუპებული თვალები. მაინც ულამაზესი იყო, ნათელი ღიმილი ჰქონდა. "გიყურებ და გიორგი მახსენდება" ამოუტივტივდა თავში კატოს ნათქვამი სიტყვები... ნუთუ მართლა ჰგავდა გიორგის?! არა, საერთოდ არ ჰგავდა. გარეგნულად არ ჰგავდა, სულიერად კი ერთადერთი მსგავსება ჰქონდათ. ორივეს შეეძლო მუდამ გაეღიმებინათ კატო, გიორგისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი, უკვე ვაჩესთვისაც.
-ვაჩე, - გაიგონა მძინარე ხმა ბიჭმა, ხმის პატრონისკენ მიბრუნდა და მისკენ გაემართა. მხოლოდ 20 წუთი ეძინა კატოს. - სახლში არ გელოდებიან?! - უცნაური ტონით იკითხა გოგონამ, თითქოს ეგოისტობამ შემოუტიაო, მაგრამ არ ეთმობოდა ვაჩე სხვისთვის... მართალია არ იცოდა, რომ მას სახლში პატარა დაიკო და დედიკო ელოდნენ, მაგრამ მაინც ეჭვობდა, იქნებ შეყვარებული ჰყავსო, ან საერთოდ ცოლიო. ჩემზე უკეთ მოგეხსნებათ, რომ კატოს ფიქრები აბსურდული და გაუაზრებელი იყო. რომელი შეყვარებული ბიჭი გაათენებს მის საწოლთან ღამეს?! რომელი "მოცლილი" დარჩება მასთან?!
-ხო, ალბათ, მელოდება ელზა... - თავისთვის ჩაიბურტყუნა, ეგონა კატო ვერც კი გაიგებდა, მაგრამ უხეშად მოხვდა ყურში გოგონას "ელზა". ვაჩე არ აპირებდა არაფრის ახსნას, არც იყო ვალდებული, მაგრამ თითქოს საუბარი სურდა. ჩაახველა და ოდნავ ხმამაღლა დაიწყო. - სახლში ალბათ ელზა მელოდება, ჩემი პატარა და. ელზა და ჩემი დიდი დედიკოც... სხვა არავინ მყავს, ჩემი ცხოვრების მთავარი ორი ქალი და ჩემი ბიჭები.
-დაც გყავს?! - გაოცებულს აღმოხდა კატოს. ეგონა ბიჭი დედისერთა იყო, მაგრამ ასეთი დასკვნა სადიან გამოიტანა თვითონაც არ იცოდა.
-კი, სადაცაა 15ის გახდება... დაქალდა უკვე, მე კი ისევ პატარა ბავშვად აღვიქვამ. - ნოსტალგიურად ჩაეცინა და პალატის სავარძელზე ჩამოჯდა. -იცი, როგორი ლაღი და ბავშვურია? მისხელა გოგოებს, რომ ვუყურებ მიკვირს, ასე დაქალებას როდის ასწრებენ... მაკიაჟის წასმის სურვილიც კი არ გასჩენია ელზას. არც ტელეფონით მარიაჟობს, არც ძმით. - თავისავე სიტყვებზე გაეცინა ვაჩეს, მომღიმარ კატოს გახედა და თვალებში სევდასთან ერთად, ჩამდგარი სითბოც ამოიკითხა. ისეთი მზერით იყურებოდა, თითქოს ელზას იცნობდა.
-აბა, უკვე დაქალდაო?! - გაეცინა კიდევ ერთხელ გოგონას და ვაჩეს ინტერესიანი მზერით გახედა.
-ანუ... აღარაა ძალინ პატარა, მე რომ მახსოვს... უფრო წამოზარდა, მაგრამ სხვას არ გავს... ხო, ხვდები?! იცი, როგორია? უბრალოდ ასაკს ირგებს... არც ძალიან ბავშვობს და არც ძალიან ქალობს. აუუ... რამდენს მალაპარაკებ?! - სიცილით დაამთავრა ბოლო წინადადება, თლილი თითები მოკლე თმაზე გადაისვა და გულწრფელად გაეღიმა. ვაჩეს თვალებში უდიდესი სითბო იგრძნობოდა, იგრძნობოდა როგორი სიყვარულით ლაპარაკობდა.
-ამდენს არ ლაპარაკობ, ხოლმე?! - რაღაცნაირად, აი, "არშიყულად" გაიღიმა კატომ.
-არასდროს, - ვაჩესაც გაეცინა. - არასდროს ვლაპარაკობ ბევრს, ამის გამო უჟმურობაც დამწამეს, მაგრამ ეს მხოლოდ მათი მოსაზრებებია.
-შენ და უჟმური?! არ გეტყობა, ვაჩე, საერთოდ.- ისე სასიამოვნოდ ხვდებოდა ბიჭის ყურს, გოგონას მიერ დაძახებული "ვაჩე". მთელ სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა და მუდამ ეღიმებოდა.
-ძალიან ლამაზი ღიმილი გაქვს. - მულოდნელი იყო კატოსთვის ასეთი კომპლიმენტი, უცებ შეცბუნდა, ლოყები საგრძნობლად აუხურდა... თითქოს ვაჩესი შერცხვაო, ასეც იყო. მაგრამ... მაგრამ ძალიან ესიამოვნა გოგონას კომპლიმენტი, უნებურად გაიღიმა და ჩამოშლილი თმა ყურს უკან გადაიწია. ბიჭიც შეაცბუნა საკუთარმა სიტყვებმა, უნებურად, სრულიად გაუაზრებლად წამოიძახა გულიდან წამოსული სიტყვები. ორი წამით მაინც, რომ დაფიქრებულიყო... სულ, ორი წამით, არ ეტყოდა. არ იქნებოდა ასეთი გულწრფელი, მაგრამ ერთი წამით არ ნანობდა ნათქვამს. მგონი, კატო მართლაც უყვარდებოდა და ეს მხოლოდ ბავშვური ახირება არ იყო.

***
-კაი რა, ოთო. - ბუზღუნებდა მანქანაში მჯდომი გოგონა. - საავადმყოფოში ასეთ დროს არ უნდა ვიყო?!
-ელზა, შენმა ძმამ მთხოვა სახლში წაიყვანეო, ნუ წუწუნებ, ალბათ ასეა საჭირო. - მკაცრად ამოილაპარაკა ბიჭმა და თვალებით ანიშნა ღვედი შეიკარიო.
-ოთარ, ძალიან გთხოვ, არ გამაბრაზო. - ისეთი ტონით ამოილაპარაკა, თითქოს პატარა ბავშვი თვითონ კი არა, ოთო ყოფილიყო. წარბები უკმაყოფილოდ შეკრა და ტუჩის კუთხეში ღიმილი მაინც გაეპარა.
-ოთარი არა ის, ბარემ ბიძიაც დამიძახე. - უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა ბიჭმა და გოგონას ოდნავ გახედა. მასზე 4 წლით იყო უფროსი, მაგრამ მასთან ყოფნის დროს ვერ ამჩნევდა. ასეთი განსხვავება ასაკს შორის არაფერია, მაგრამ ელზა ჯერ მხოლოდ 14 წლის იყო.
-ბიძია ოთარ... ბიძია ოთარ... არა, სასტიკად არ მომწონს. - გადაიკისკისა ელზამ და თვალი ჩაუკრა ბიჭს, თუმცა ეს თვალის ჩაკვრის გარდა ყველაფერს ჰგავდა. - ოთო, იცი შენი თვალები როგორ მომწონს?!
მოულოდნელად შეცბუნდა ოთო, გზას გახედა. არ იცოდა რა ეპასუხა... იმდენად გულწრფელი იყო გოგონას სიტყვები, იმდენად დამუხტული ფერადი ენერგიით. გაეღიმა, ცდილობდა შეუმჩნეველი ყოფილიყო, მაგრამ რას გამოპარებდა ელზას?! გოგონამ თავი ფანჯრისკენ მიატრიალა, მასაც გაეღიმა და თვალი არემარეს მოავლო. სახლისკენ მიმავალი გზა არ იყო ჩაბნელებული, ირგვლივ ყველაფერი კარგად ჩანდა, მიუხედავად იმისა, რომ მთვარიანი ღამე არ იყო. სახლამდე ძალიან ცოტა მანძილი იყო, დედას მისწერა გზაში ვარო და თავი ისევ ამოყო მობილურიდან. სადარბაზოსთან გააჩერა მანქანა ოთომ და ელზას გადაყვა.
-ელზა, მოდი აქ. - უეცრად კორპუსისკენ წასულ გოგონას მაჯაზე ხელი მოკიდა და მოაბრუნა. ელზას სახეზე დაბნეულობა შეეტყო, არ იცოდა რა სურდა ოთოს, მაგრამ უნებურად მაინც გაეღიმა. - ელზა, იცი შენი თვალები როგორ მიყვარს?!
დაიბნა... გოგონა არ მოელოდა ასეთ კითხვას. თავი ოდნავ დახარა, ბიჭის სუნთქვას სახეზე გრძნობდა. ლოყები ოდნავ შეუწითლდა, ხელები დაბლა ჩამოუშვა და ხმის ამოღება არც კი უცდია. ბიჭმა მისკენ მიწია, ხელები მკლავებზე მოჰხვია და თავი საკუთარ გულ-მკერდზე მიადებინა. ელზა კარგად გრძნობდა ოთოს გულისცემას, ყოველ წამს ჩაესმოდა "მიყვარს" და მთელ სხეულში უცნაური ჭიანჭველები დაუდიოდა.
-ელზა, შენც ხომ ხვდები, რომ მე და ბექა, ან მე და ვაჩე ერთნაირად არ უნდა გიყვარდეთ... მე სხვა ვარ, გესმის, ელზა?! ალბათ, ვერასდროს შევძლებ იმის თქმას, რასაც ვგრძნობ. - ღრმად ამოისუნთქა, თითქოს ამ ამოსუნთქვას მთელი გული და სული ამოაყოლა. - ჯერ პატარა ხარ, ხომ გესმის?! ძალიან პატარა... აი, იცი როგორი პატარა?! მეშინია, როცა გეხები. მეშინია, რამე არ გატკინო... შენ ყველაზე კარგად გამიგებ. ახლა, ადი, შენი ძილის დროა. - ოთომ ხელები შეუშვა, მაგრამ ელზას არ გაუშვია. მთელი ძალით ეძუტებოდა, თითქოს სურდა ბიჭის სხეულში შემძვრალიყო და იქ დაედო ბინა. ოთო მიუხვდა... მიხვდა, როგორ დაიბნა გოგონა, მიხვდა როგორ სჭირდებოდა ახლა გამგები. ხმას არ იღებდა, არცერთი.
-მეძინება, ავალ. - ჩაიჩურჩულა გოგონამ, ხელების შეშვება ძალიან გაუჭირდა მაგრამ შეეცადა. ოთომ შუბლზე აკოცა პატარა გოგონას... თვალი მანამ არ მოუცილებია, სანამ თვალს არ მიეფარა.



სიტყვა ძალიან გამიგრძელდება... ამიტომ არ გავალდებულებთ ამის წაკითხვას.
პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მრცხვენია...
გასამართლებელი საბუთი კი არ არსებობს.
მიუხედავად ამისა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მძიმე პერიოდი მქონდა.
ისეთ ადამიანს ვატკინე გული, ვინც არ იმსახურებდა...
ისეთმა ადამიანმა მატკინა გული, ვისგანაც არ მოველოდი, მაგრამ ეს ყველაფერი უმნიშვნელოა...
წერის მომენტში, იცით, როგორ დავიცალე?! როგორ დავიცალე, და მერე დადებითით ავივსე.
ბოლო ნაწილს უდიდესი ემოციით ვწერდი, სახეზე ღიმილი არ მშორდებოდა.
ამ თავზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ, მგონია რომ მოგეწონებათ... :)) აღარ დავიკარგები, მთელი საიტის წინაშე პირობას ვდებ.
2017 წლის აპრილს დავიწყე ეს მოთხრობა და ჯერაც არ დამისრულებია... აი, როგორია უპასუხისმგებლო "მწერალი".
მადლობა, თითოეული სიტყვისთვის, თითოეული წერტილისთვისაც კი.
თქვენ, რომ არა... არ იარსებებდა "მტირალა" :)
მიყვარხართ, უზომოდ <3



№1 სტუმარი ♡))

ვაიმეეეე იმდენი ხანი გელოდებოდიიიი ისე გამეხარდა რომ დავინახე აი ემოციებში ვარრრ.... აიი მოთხობა ხომ შეუდარებელი იყო ♡♡♡♡♡♡

 


№2 სტუმარი kati

mec gelodebodi da axali tavi minda male Ra...

 


№3  offline წევრი Mtirala

♡))
ვაიმეეეე იმდენი ხანი გელოდებოდიიიი ისე გამეხარდა რომ დავინახე აი ემოციებში ვარრრ.... აიი მოთხობა ხომ შეუდარებელი იყო ♡♡♡♡♡♡

ახლა, მე ჩავვარდები ემოციებში <3 როგორ გამახარე და როგორ გამაღიმე <3 მთელი დღე გაბრწყინებული ვივლი შენი წყალობით <3 მადლობა <3

kati
mec gelodebodi da axali tavi minda male Ra...

გამიხარდა, რომ ელოდი <3 ახალი თავიც მალე იქნება გპირდებით <3
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№4  offline წევრი ანუშირვანი

ძალიან ემოციური თავი იყო :'( დიდი ხანი ველოდი ახალ თავს , მადლობა რომ გამოჩნდი ველი შემდეგს :*

 


№5  offline წევრი Mtirala

ანუშირვანი
ძალიან ემოციური თავი იყო :'( დიდი ხანი ველოდი ახალ თავს , მადლობა რომ გამოჩნდი ველი შემდეგს :*

ძალიან დიდი მადლობა ❤ მიხარია რომ მელოდი და მიხარია რომ ახლაც კითხულობ ❤ სკოლიდან დაღლილი მოვედი და შენმა კომენტარმა მომიხსნა დაღლილობა ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№6 სტუმარი ანააა

მალე დადე რა იმდენი ხანია ველი უუუ

 


№7  offline წევრი Mtirala

ანააა
მალე დადე რა იმდენი ხანია ველი უუუ

ვაუმეე <3 მეც დიდი ხანია ველი კომენტარებისგან მიღებულ სიამოვნებას <3 მადლობა <3
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№8 სტუმარი A

Tvalebs ver vujerebdi satauri rom davinaxe. Ragacnairad miyvars es istoria da masze uars ver vambob. Agar daikargo da gaiyvane ra boloshi amjerad mainc. Warmatebebi. Gaxsovdes cxovrebashi yvelaperi xdeba. Mtavaria uplis rwmena ar dakargo da bolos mainc yvelaperi kargad iqneba.

 


№9  offline წევრი Mtirala

A
Tvalebs ver vujerebdi satauri rom davinaxe. Ragacnairad miyvars es istoria da masze uars ver vambob. Agar daikargo da gaiyvane ra boloshi amjerad mainc. Warmatebebi. Gaxsovdes cxovrebashi yvelaperi xdeba. Mtavaria uplis rwmena ar dakargo da bolos mainc yvelaperi kargad iqneba.

იცი, ახლა როგორი გაჯგიმული ვარ?! <3 ისე მიხარია შენნაირი ადამიანები ჩემს ცხოვრებაში რომ არიან და მთელ ცხოვრებას თუ არა, ერთ დღე თუ არა, წამს მაინც მიბედნიერებენ. <3 მართლა, აღარ დავიკარგები <3 ახლა, ყველაფერი კარგადაა... მადლობა შენ! <3
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№10  offline წევრი მოცინარი

ა ნ ტ ო ნ ი მ ო ! ! !
გუშინ რომ ვნახე, თვალები შუბლზე ამივიდა. სერიოზულად. უკვე ვფიქრობდი აღარ გააგრძელებს-თქო.
მაგრამ!
შენ ხარ ყველაზე ტკბილი, საყვარელი გოგო <3
ისე დადებითათ ამავსო ისტორიამ <3
ელზას და ოთარი ბიძიას ვბალერშიკობ :დდ <3! ქრისტი არ დამივიწყო!
და აღარ დაგვეკარგო!
<3

 


№11  offline წევრი Mtirala

მოცინარი
ა ნ ტ ო ნ ი მ ო ! ! !
გუშინ რომ ვნახე, თვალები შუბლზე ამივიდა. სერიოზულად. უკვე ვფიქრობდი აღარ გააგრძელებს-თქო.
მაგრამ!
შენ ხარ ყველაზე ტკბილი, საყვარელი გოგო <3
ისე დადებითათ ამავსო ისტორიამ <3
ელზას და ოთარი ბიძიას ვბალერშიკობ :დდ <3! ქრისტი არ დამივიწყო!
და აღარ დაგვეკარგო!
<3

წიგნები თავზე მაყრია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით :)
ხოდა, შენმა კომენტარმა ისე გამაბედნიერა,
ანტონიმო, ვერც კი წარმოიდგენ <3
ძალიან უნამუსო ვიქნებიდი, ეს ისტორია რომ არ დამესრულებინა...
დასასრულს ნამდვილად იმსახურებს.
აღარ დავიკარგები, შენ კი დიდი მადლობა! <3
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№12  offline წევრი kaisha13

ახლა სამსახურშივარ და ვიფიქრე შევიხედებითქო,მართლა მაგრად გამახარა ამ ისტორიის დანახვამ,ვიცოდი იმედს არ გაგვიმტყუნებდი მაგრამ ასეთ უმაგრეს თავს მართლა არ ველოდი სიტყვები მეზედმეტება და არმინდა გავაუფერულო ის განცდა რაც ჩემი ელზა და ოთოთი მომენტებმა მომანიჭა,უკვე მეოთხედ ვკითხულობ და კმაყოფილი სახით ვიღიმი,ვგიჟდები ამ წყვილზე...შენკი ოქრო გოგო ხაარ:* გეპატია ჩემგან ამდენხანს დაკარგვაა ;) :*

 


№13  offline წევრი Mtirala

kaisha13
ახლა სამსახურშივარ და ვიფიქრე შევიხედებითქო,მართლა მაგრად გამახარა ამ ისტორიის დანახვამ,ვიცოდი იმედს არ გაგვიმტყუნებდი მაგრამ ასეთ უმაგრეს თავს მართლა არ ველოდი სიტყვები მეზედმეტება და არმინდა გავაუფერულო ის განცდა რაც ჩემი ელზა და ოთოთი მომენტებმა მომანიჭა,უკვე მეოთხედ ვკითხულობ და კმაყოფილი სახით ვიღიმი,ვგიჟდები ამ წყვილზე...შენკი ოქრო გოგო ხაარ:* გეპატია ჩემგან ამდენხანს დაკარგვაა ;) :*

უაზროდ ბედნიერი ვარ, ახლა <3 იცი როგორ გამაბედნიერე?! ან წარმოდგენა შეგიძლია როგორ გამაღიმე?! არ ვიცი, რა ვთქვა... საერთოდ არ ვიცი. ასეთი სიტყვების იმედანდ დიდ ბედნიერებას მანიჭებს ვდუმდები... მაგრამ მაინც ბევრს ვლაპარაკობ :) <3 ოთოს და ელზას წყვილი ძალიან გიყვართ, მეც ეს მინდა <3 მადლობა, მადლობა, მადლობა <3 <3
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent