შეუმჩნეველი ცრემლი.დასასრული
-სიყვარულიდან სიძულვილამდე მართლა ერთი ნაბიჯია?ნუთუ მართლა ჩამოკრა განშორების ზარმა,ნუთუ ეს ტკივილი სამუდამოდ დასახლდება ჩემში.შეგხედე თუ არა ჩემს დაუკითხავად შემოდი ჩემს გულში,სული დამიფრთხე და ჩემი არეული თუ დაწყობილი ცხოვრება რაც მქონდა ისიც წამართვი.დარინამ თავი ასწია და მის წინ თვალებ ჩასისხლიანებულ უჩას შეხედა,თავი ხელში აიყვანა და რაც შეეძლო უხეშად და მკაცრად უთხრა. -მიუხედავად შენი უხეში და უცნაური საქციელისა,ამ ყველაფერთან ერთად შენი მექალთანეობაც კი არ ჩამითვლია სერიოზულ და მოუგვარებელ პრობლემად და მაინც შემიყვარდი.რაო გიკვირს?ხო,შემიყვარდი ისეთი აუტანელი და ცინიზმით სავსე,ისეთი თავში ავარდნილი როგორიც ხარ.გული არ ირჩევს,გულს უყვარდება და ჩემს გულშიც შემოვიდა ეს გრძნობა,მაგრამ შეცდომის შემდეგ მივხვდი,რომ შენ ამ გრძნობის არაფერი არ გაგეგებოდა.მაინც არ ვკარგავდი იმედს,გიძალიენდებოდი კიდეც,მაგრამ ჩვენი ბოლო შეხვედრისას,მეგონა ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იმის მომასწავებელი იყო სულ ერთად ვიქნებოდით.იმ ღამის შემდეგ რამოდენიმე დღე გაქრი,შემდეგ გამომეცხადე და ვიღაც გოგო წარმომიდგინე და ცინიზმით სავსემ მითხარი, ,,დარინა გაიცანი ეს ჩემი საცოლეა''.არ დაფიქრებულხარ რას ვიგრძნობდი მე და როგორ მეტკინებოდა. -დარინა მინდოდა გეეჭვიანა,ეს მხოლოდ ამის გამო გავაკეთე. -საეჭვიანოდ გააკეთე და დღემდე შენს გვერდითაა,არა უშავს ჩემთვის უკვე სულერთია,რადგან მე ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი,რომ მე და შენ ძალიან გავნსხვავდებით ერთმანეთისგან.ადამიანი,რომელთანაც მინდოდა მთელი ჩემი ცხოვრება დამეკავშირებინა,ის არ არის ადამიანი,ყოველ შემთხვევაში მე ვერ აღვიქვამ ადამიანად.მაპატიე ასეთი პორდაპირობისთვის,მაგრამ რაცარუნდა გეტკინოს ეს სიმართლეა. -დარინა ნუ ხარ ასეთი შეუბრალებელი,შენ არ ხარ ასეთი ცივი და ასეთი მკაცრი.უბრალოდ გინდა,რომ მეტკინოს და გამოგივიდა,მატკინე იმ ვიღაც ირაკლიზე რომ ინიშნები.გადაიფიქრე გთხოვ,ისე გადაიფიქრე როგორც მე. -ისევ შენს თავზე ფიქრობ,ხვდები მაინც ის 15 დღე მე როგორ ვიყავი,როგორ მატკინე და როგორ გადამთელე,როგორ გადამიარე?არ იცი,მაგრამ ცხოვრება აქ არ დასრულებულა უჩა.ჩემი ცხოვრება აწი იწყება ბედნიერებით და სიხარულით სავსე და შენ?შენ კი დარწმუნებული ვარ ტკივილი დაგტანჯავს ჩემი შორიდან ყურებით. -რა ჩაიფიქრე,რას გულისხმობ მწარედ ტკივილში. -მე გავუმკლავდები ამ დამცირებას და ამ ტკივილს. -როგორ,შეძლებ და უჩემობასაც გაუმკლავდები?ვერ შეძლებ დარინა. -შევძლებ და ძალიან ადვილად,ისე კარგად რომ შენი არსებობაც დამავიწყდება.თუმცა უნდა ვაღიარო თავიდან გამიჭირდა,ჩემი თავი შემზიზღდა,მთელი დღეები ტირილში ვათენებდი,შენ?შენ სად იყავი ამ დროს,ერთი ზარი,ერთი შეტყობინებით გამოგზავნილი მოკითხვა არ შეგეძლო გაგეგო სად ვიყავი?მაგრამ არა,რა შტერი ვარ რას ვითხოვ შენ ხომ შენი ჩანაფიქრი აისრულე როგორც დაგეგმე. -დარინა არც მე მინდოდა არავის დანახვა,გვიან გავაანალიზე რა მოხდა,ძალიან გვიან.ახლა ვხვდები,რამხელა შეცდომას ვუშვებთ,მეც და შენც. -მართალია,ძალიან დიდხანს გადავხარშე ჩემი დამცირება,მაგრამ არ დავეცემი და ყველაფერს საღი აზრით გადავწყვიტავ.ხვალ,ბოლო და უკანასკნელად ვნახავთ ერთმანეთს.ბევრი რამ ვისწავლე ამ ორ წელში,ახლა აღარც შენთან სიახლოვე მტკივა ისე მწარედ,როგორც მაშინ პირველ ხანებში,რადგან ჩემს გვერდით შენზე უკეთესი მამაკაცი დგას,მამაკაცი რომელმაც იცის ქალის ფასი.წადი,წადი უნდა ვიმუშავო.უჩამ თავი დახარა და გადიოდა კაბინეტიდან,მაინც შეუბრუინდა დარინას და უთხრა. -არ გადაიფიქრებ და მაინც იქნება ნიშნობა? -არა მგონია გადავიფიქრო,შენ? -არ ვიცი,ვერანაირ სიხარულს ვერ გრძნობს გული,არ მაქვს ის ხალისი რაც უნდა მქონდეს ამ დღესთან დაკავშირებით.გთხოვ,მოდი დავივიწყოთ ყველაფერი და შევეშვათ ამ ბავშვურ თამაშს და ერთმანეთის ჯიბრზე იმის გაკეთებას რაც მთელი ცხოვრება შეგვახსენებს ჩვენს დაუფიქრებლობას და სიჯიუტეს. -მე არ ვთამაშობ,შენ?შენ რატომ არ გინდა ეს ნიშნობა,რამე გქაჩავს უკან? -რამ უნდა დამქაჩოს,არაფერმა.მაგრამ ერთი ჯიუტი გოგო მქაჩავს და ის ჩემზე მეტი ჯიუტია და თავის თავის უბედური ჩემს გამო ხდება,ეს კი მართლა არ მინდა. -უჩა წადი,უკვე გვიან არის სხვაგვარად ფიქრი. -გატეხილი გულის გამრთელება შესაძლებელია დარინა,ცხოვრების ამრუდებულ გზას ვეღარ გაასწორებ.თქვა უჩამ და გავიდა,დარინა კი დარჩა თვალებამღვრეული.დაჯდა,თავი ხელებში ჩარგო და ცრემლებს მისცა გზა,მაგრამ უეცრად ხელი მუცელზე მოისვა და ბედნიერი ღიმილით გაიღიმა.ჩაფიქრებული უჩას მყუდროება მირანდამ დაურღვია რომელიც გიჟივით შევარდა შვილთან და მრისხანე თვალებით შეხედა.უჩამ შეხედა სიბრაზით ანთებულ დედას და ერთი ღრმად ამოისუნთქა და მოემზადა მოსასმენად. -უჩა რაც მითხრა ლევანიმ ეს მართალია? -კი,მართალია და არ მითხრა,ისე ძალიან მეწყინა თავს მოვიკლავო,იცოდე მაინც არ დაგიჯერებ.უთხრა ირონიულად და ფანჯარაში გაიხედა. -ხვალ ნიშნობა არ ჩაიშლება,შენი სათამაშო არ ვართ ჩვენ არცერთი. -რომ არ შედგეს ეს ნიშნობა, რას მიზამ. -კომპანიას დატოვებ და გადაიხდი შენი ჯიბიდან იმ ზარალს,რაც ამ წლებში შენგან მიიღო კომპანიამ. -ნუ ნერვიულობ დედა,ნიშნობა შედგება.მე დავაშავე და მევე უნდა გადავიხადო მწარედ,ჩემი შეცდომის საფასური.შეხედა დედას და საერთოდ წავიდა კომპანიიდან. -სად მიდიხარ,გინდა კიდევ დაიკარგო რამდენიმე დღე როგორც ადრე?უჩა არც მიუბრუნდა დედას,ხელი მაღლა ასწია და უკან მოუხედავად თქვა. -ხვალამდე ჯერ კიდევ თავისუფალი ვარ,სადაც მინდა იქ წავალ,ვისაც მინდა შევხვდები და რასაც მინდა გავაკეთებ. -დღეს თავს დაკარგავს და შესაძლებელია არც მოვიდეს სახლში,ამიტომ მე უჩას გავყვები.თქვა პაატამ.მიდიოდა ფეხით ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და ფიქრობდა,რა იქნებოდა ხვალიდან არა,ზეგინად. -სამწუხაროდ უკვე აირჩიე შენი ცხოვრების მეგზური და ხვალიდან რაცარუნდა დაუჯერებელი იყოს ცხოვრებას გავაგრძელებთ ერთმანეთისგან შორს,ერთმანეთის გარეშე.ვიცი,რომ ორივეს დაგვტანჯავს უერთმანეთობა,ხედავ სადამდე მიგვიყვანა ჩვენმა ჯიუტობამ?ჩვენი გზები გაიყარა,არა,არ შემიძლია ხვალ ფხიზელი გონებით შევხვდე იმ მომენტს როგორ გიკეთებს სხვა საქორწინო ბეჭედს ხელზე და ეს ვიღაცა მე არ ვიქნები.უეცრად ვიღაცამ სტაცა მკლავში ხელი და გააჩერა.გაოცებულმა შეხედა და მის წინ პაატა იდგა. -სად მიდიხარ ფეხით მანქანის გარეშე. -შორს,აქედან რაც შეიძლება შორს პაატა. -უჩა ვიცი რაც გინდა,მაგრამ დამიჯერე ალკოგოლში შვებას ვერ ნახავ ძმაო,არც ცრემლის ღვრა შველის ამ ყველაფერს. -რა გავაკეთო,მითხარი და გავაკეთებ. -ორი არჩევანი გაქვს. -თქვი,გისმენ. -პირველი არის ის,რომ უნდა გამოტოვო შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი და უნდა გაყინო ის ერთ ადგილზე.მეორე ის არის,რომ პირიქით ცხოვრება უნდა გააგრძელო,მაგრამ ამისთვის ვინც და რაც გჭირდება დასახმარებლად,მხოლოდ და მხოლოდ შენი საკუთარი თავია.კმარა,ზოგჯერ მივტირით წარსულს,ზოგჯერ ჩადელის შეცდომას,................................ -მე წარსულს მივტირი და ჩემს მიერ უაზროდ თუ გააზრებულად ჩადენილ შეცდომებს.უეცრად პაატა გაჩერდა და უჩას კრა ხელი და უჩამაც თვალი გააყოლა პაატას ხედვას და გაოცებული და პირდაღებული დარჩა.მათ წინ,რამოდენიმე მეტრის მოშორებით იდგა ირაკლი და ულამაზეს შავთმიან გოგოს ესაუბრებოდა,თვალებიდან კი უზარმაზარ ვნებას ასხივებდა. -რა ხდება,ეს რაა უკვე ღალატობს დარინას ეს ნაბ...ი?თქვა უჩამ. -იქნებ სულ სხვაგვარადაა საქმე,ჩვენ არ ვერევით არაფერში,მივდივართ სახლში და არ დაგვინახავს არაფერი,არც არაფერი ვიცით.თქვა პაატამ და შორიდან მოვლით გაარიდა უჩა იმ ადგილს.მთელი ღამეს ფიქრებში დაათენდა და როგორც იქნა გათენდა მისი ცხოვრების დამანგრეველი დილა,უჩა ადგა თავის ტკივილით და ნერვიულობისაგან ხელების კანკალით.საშინელ სისუსტეს გრძნობდა მთელ ორგანიზმში და პირველი რაც გააკეთა სიგარეტის ღრმა ნაპასი მიაღებინა ორგანიზმს.მირანდამ შემოაღო კარები და უჩას შეხედვისას გული მოეწურა,თითქმის ჩამწვარი სიგარეტი ხელიდან აართვა და მკაცრად უთხრა. -კარგად გამოიძინე? -კი,მთელი ღამე უშფოთველად მეძინა,დედა მაღადავებ?ვგავარ გამოძინებულს? -გეტყობა და კარგადაც ვხვდები, ხარ თუ არა გამოძინებული.ცუდად ხარ? -ძალიან,თავი მისკდება. -თათია?გასძახა მის მიერ მოყვანილ დამხმარე გოგონას. -გისმენთ ქ-ნო მირანდა. -ჩემო გოგო,მოუტანე უჩას მჟავე კიტრის წვენი. -არ მინდა,არ დავლევ.მტკიცედ თქვა უჩამ. -დალევ,რადგან შენი ისედაც მომჟავებული სიფათის ყურებას არ ვაპირებ დღეს. -დედაააა,ეს ძველ-ბიჭური საუბარი როდის მერე დაიწყე?გაეცინა უჩას. -შენს ხელში ქვებს რომ არ ვისვრი,არ გიკვირს? -დედა ჯერ ადრეა და ასე ადრიანად რატომ მოხვედი. -არ გიხარია დედაშენის შეხედვა? -კი,კი როგორ არა.დედა ხომ ერთია,ერთად-ერთი. -უჩა რატომ მკბენ,შენ არ თქვი უნდა დავინიშნოო?შენ არ მომიყვანე,ვიღაც აყუდებული ცხენივით ორი თავით შენზე მაღალი და არ მითხარი სიხარულით სავსემ, ,,დედა გაიცანი ეს ირმაა შენი სარძლო''.ახლა რა სახე ჩამოგტირის,რას გავხარ. -დღევანდელ დღეს,ვიღაცა მწარედ ინანებს.თქვა უჩამ. -შენს მეტი არავინ ნანობს დღევანდელ დღეს,მხოლოდ შენ ნანობ.შვილი ხარ ჩემი,მაგრამ იმ ცხოვრების მიხედვით,როგორადაც ცხოვრობდი ახლა მიხვდები რას ნიშნავს იყო მართალი ადამიანი ყველას წინაშე.ნუ დუმხარ,ნუ ხარ ჯიუტი თქვი,თქვი რომ სხვა გიყვარს და ამიტომ გინდა ეს დღე ჩაიშალოს,ამიტომ არ გაქვს ხასიათი არავის და არაფლის გამო.თქვი და ამ წუთში ვაუქმებ ყველაფერს,მე კი თანახმა ვარ მომიყვანო ის,ვინც შენ მართლა გიყვარს,ვინც შენ გაგაბედნიერებს.უჩამ შეხედა მირანდას ცრემლით სავსე თვალებს და სევდით სავსე ხმით უთხრა. -აღარავინ,აღარავინ არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში,რადგან მე ის დავკარგე.ახლა დამტოვე,უნდა ჩავიცვა და კომპანიაში მივდივარ. -ნუ წახვალ დღეს,დარჩი სახლში. -არ შემიძლია დედა,ვიხრჩობი და უნდა გავიდე სახლიდან.უჩა მოემზადა და წავიდა,კომპანიაში მისი მისვლა ყველას გაუკვირდა,დღეს ხომ მისი ნიშნობაა.კაბინეტში იყო,რომ დარინას ნომერზე დარეკა,არ ელოდა თუ ისიც იყო მოსული კომპანიაში და გაუკვირდა. -გისმენთ.მოესმა დარინას ხმა და გული აუჩქარდა.დარინამ უხმოდ დადო ტელეფონი და ფრთხილი ნაბიჯებით წავიდა უჩასთან. -დილა მშვიდიბის,დღეს არ გელოდით აქ ბ-ნო უჩა. -არც თქვენ გელოდით ქ-ნო დარინა.არ ვიცოდი აქ თუ გნახავდი,როგორც ჩანს მარტო მე არ მაღელვებს დღევანდელი დღე. -დღეს ბოოლო დღეა ჩემი აქ ყოფნის,ძალიან არ მინდა,მაგრამ უნდა ვაღიარო რომ მომენატრება ეს კედლები. -მარტო კედლები? -სამწუხაროდ,მარტო კედლები.დღეს მნიშვნელოვანი დღეა და დღესვე დასრულდება ყველაფერი.უჩა გიყვარს ის გოგო? -შენ გიყვარს ის აყლაყუდა? -უკეთესია სიმშვიდეს თუ შეინარჩუნებ და ენას ნუ იბინძურებ,არ გაქვს უფლება ირაკლის შეურაცყოფის. -შეურაცყოფა არ მივაყენო ადამიანს რომელმაც წამართვა ყველაზე ძვირფასი?კარგი აქ საქმის გამო დაგიძახე,ეს ქაღალდები დააწყვე და ერთად შეინახე. -მე კი ვფიქრობ,სულ სხვა რამის გამო დამიძახე ბ-ნო უჩა. -მაინც რის გამო,შეგიძლია მითხრა?დარინამ ჩაიცინა,ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და უჩას წინ დადგა ფეხის წვერებზე და ფრთხილად,ძალიან ფრთხილად შეეხო უჩას ბაგეებს.უჩას გააკანკალა,წელზე ხელი შემოხვია გულში ჩაიკრა და უთხრა. -რატომ აკეთებ ამას. -მინდა,ძალიან მინდა რომ ვერ შეძლო ჩემი დავიწყება. -დარინა ამ სუნს ვერასოდეს ვერ დავივიწყებ,წამოდი წავიდეთ,წავიდეთ აქედან შორს და 10 წლის შემდეგ დავბრუნდეთ შვილებთან ერთად. -მართლა?გაუკვირდა დარინას. -გეფიცები,მართლა გულით გეუბნები. -უჩა,უჩა,უჩა შენ 10 წლის მერე კი არა,10 წუთის შემდეგ აღარ დაგიჯერებ.ხელი კრა და უკან დაიწია,ამ დროს კარი გაიღო და მირანდა შემოვიდა. -რა ხდება აქ ისევ ჩხუბობთ? -არა ქ-ნო მირანდა რა გვაქვს საჩხუბარი,დღეს ხომ დიდი დღეა და ორივე ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს სიხარულს.დარინამ ერთი ხელი მუცელზე მიიდო და თან უჩას თვალებში უცქერდა,მირანდა კი ხან დარინას მისჩერებოდა და ხან მის მუცელს.ძალა მოიკრიბა და ორივეს გასაგონად მკაცრად თქვა. -მომისმინეთ ორივემ,დღეიდან თქვენი ცხოვრების ახალი ფურცელი იშლება და ეს უნდა შეიგნოთ.მინდა,ძალიან მინდა ორივე იყოთ ბედნიერები. -ვიქნებით დარინა ბედნიერები?შეეკითხა დარინას უჩამ. -ვიქნებით კი ბ-ნო უჩა ბედნიერები?კითხვა იქით დაუსვა უჩას და თავდახრილი გავიდა კაბინეტიდან,მაგრამ უეცრად უჩამ თვალი შეასწრო მის თვალიდან ჩამოვარდნილ ცრემლს,ცრემლი რომელიც უჩას გულს სიმადივით დააჩნდა. -რა გავაკეთო,მითხარი რომ დაგიბრუნო.მე ხომ ჩემივე მიზეზით დაგგკარგე,შენ,მხოლოდ შენ ხარ ქალი ჩემი ცხოვრების.შენ ყველაფერი ხარ ჩემთვის და ამას დაგიმტკიცებ,სულ მალე დაგიმტკიცებ.არ შემიძლია გაგიშვა სამუდამოდ ჩემგან,არ შემიძლია.დარინა ცალკე იქით განიცდიდა და ტიროდა და ამ ნელა ნელა ერთმანეთის ტანჯვაში დღეც შემოეძარცვათ ხელში და ორივემ ერთდროულად დატოვა კომპანია,მაგრამ განსხვავება ის იყო,რომ დარინა ტაქსით წავიდა სახლში და უჩა თავის მანქანით.დარინამ სახლში მისულსმა ფატის დაძალებით მხოლოდ სალათა,ყველი და პური შეჭამა ისიც უღიმღამოდ.შემდეგ თავი მოიწესრიგა და ფატის და ირაკლის თანხლებით გავიდა სახლიდან.როცა უკვე ადგილზე მივიდნენ ირაკლიმ შეამჩნია ფერმა როგორ გადაუარა სახეზე და უთხრა. -დარო გთხოვ,მთავარია სიმშვიდე შეინარჩუნო.აბა,შემომხედე და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქე და ამოისუნთქე.უკეთ ხარ?დრინამ თავი დაუქნია და იკამას ღიმილით უთხრა.-მაშ,წავედით.ფატიმ მხარზე დაადო ხელი და უთხრა. -შენ არ უნდა შეგრცხვეს იქ მისვლის შვილო,შენ თავი ასწიე მაღლა და შენი სიამაყე გამომაჟღავნე. -წავედით,მზად ხართ? -წავედით,რაც მოხდება,მოხდება.მთავარი მარტო არ ვარ და თქვენ ხართ ჩემს გვერდით.ირაკლიმ საფეთქელზე აკოცა და გაუღიმა. -მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები ჩემო ჩურჩუტელა.ყველა ადგილზე იყო,მხოლოდ დარინას და ირაკლის ელოდნენ და აი კარზე ზარია.უჩა ადგილზე დარჩა,ისე რომ პირდაპირ კარში შემოსულ სტუმრებს ხედავდა.კარი თათიამ გააღო და სახლში შემოვიდა მისი ჯადოსნური ღიმილით,ცისფერ კაბაში გამოწყობილი,თმები დახვეული და უჩვეულო სილამაზით გაბრწყინებული დარინა. -მობრძანდით.სტუმრებს მირანდა შეეგება.უჩამ ჩაიცინა და ხმამაღლა თქვა. -მიხარია,რომ მოხვედი დარინა.მეგობრებო,დრინა უკვე ჩვენს კომპანიაში მუშაობს ორი წელია და ძალიან მიხარია,რომ ისიც აქ არის დღეს,რადგან დღეს არ არის მხოლოდ ჩემი და ირმას ნიშნობა,დღეს ასევე ინიშნება დარინა და ირაკლი.მივულოცოთ ერთმანეთს და იმედია დღევანდელი დღე დიდი ხნით დარჩება სამახსოვროდ.ირმას ხელზე ხელი მოკიდა ხელი ნაზად,კიდევ ერთხელ შეხედა დარინას და თან ირმას ბეჭედი წამოამცვა თითზე,რომელმაც მირანდას ამაყად გადახედა და უჩას ბაგეებზე დააკვდა.დარინამ ირაკლის ხელს ჩააფრინდა,რადგან გული აუჩქარდა.ყველამ მიულოცა უჩას და ირმას და დადგა წუთი ძალიან ამაღელვებელი,მაგრამ დარინას უეცრად თვალთ დაუბნელდა და ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა,ფერი დაკარგა და სადაც იყო ძირს დაეცემოდა,რომ წელზე ძლიერი ხელის შემოხვევა იგრძნო. -რას შვრები,დარინა შენ არ ხარ ასეთი სუსტი და გამაგრდი,ახლა მჭირდება შენი სიძლიერე.ყურში ჩასჩურჩულა იკამ. -არ ვიცი შენ რას ფიქრობ,მაგრამ მე გული ამიჩუყდა ჩემი ძმაკაცი ქორწინდება.უთხრა პაატამ ირაკლის. -გულის ამაჩუყებელს ვერაფერს ვერ ვხედავ,მაგრამ სულ მალე ეს სიხარული ნამდვილად შეიცვლება გულის აჩუყებით. -რას გულისხმობ ირაკლი.შეეკითხა პაატამ და თან უჩას მიაჩერდა. -სულ მალე გაიგებთ ყველა.რომ დარწმუნდა დარინა ცოტა უკეთ იყო უჩას შეხედა და ხმამაღლა თქვა. -მეგობრებო,რადგან დარინას მდგომარეობა სერიოზულია და მისი დიდი ხნით ფეხზე დგომა არ შეიძლება,მინდა ჩემს გოგოს ბეჭედი გავუკეთო.თქვა ფატიმ და ახლა შეამჩნია უჩამ ფერწასული დარინა. -რას ნიშნავს ეს,რა სერიოზული ჭირს დარინას.ეჭვნარევი ხმით იკითხა მირანდამ და უჩას გახედა,რომელიც ასევე ფერწასული უცქერდა დარინას.იკამ ხელი შეუშვა დარინას ჯიბიდან რაღაც ამოიღო და დარინას უთხრა. -ძვირფასო არ მჭირდება არავინის წინაშე ახსნა და მტკიცება,თუ როგორ ძლიერ მიყვარხარ.ეს ორი ბილეთი არის,რომელიც სულ მალე აქედან შორს წაგვიყვანს და ერთად ვიცხოვრებთ სიკვდილამდე.აი ამ მესამე ქაღალდზე კი ძალიან,ძალიან სასიხარულო რამ უნდა გაცნობო.აქ არის იმის ახსნა,თუ რა არის შენი ამ ბოლო დროინდელი თავბრუსხვევები,უხასიათობა,შუაღამეზე ადგომა და მაცივრის დალაშქვრა,და რატომ ხდება ეს ყველაფერი? -რა ხდება,რა უნდა მითხრა ირაკლი. -ის ხდება რომ აქ,შენს სხეულში შენნაირი პატარა ზის,ჯერ კიდევ სულ პატარა და უსუსური,მას კი ძლიერი დედა ჭირდება. -დარინა?შენ ეს იცოდი?ხმაჩამწყდარმა უთხრა უჩამ. -არა,დარინამ არაფერი არ იცოდა,როგორც ქირურგმა-გენეკოლოგმა ეჭვი შევიტანე მის ამ ყველა სიპტომებში და სისხლის აღება ვაიძულე,რათა უნდა გამეკონტროლებინა მისი ჯამრთელობა,პასუხი კი მე იმ დღესვე ვიცოდი. -მაგრამ არაფერი არ თქვი.იყვირა უჩამ.იკამ შეხედა უჩას და მკაცრად და ცივად უთხრა. -შენ,შენ საერთოდ არ გაქვს ხმა ამოსაღები. -გაჩუმდით,ნუ ჩხუბობთ.იყვირა დარინამ.იკას შეხედა და უთხრა.-რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ეს ყველაფერი და გამიყვანე აქედან.საჩქაროდ გაუკეთა იკას ბეჭედი,ჩაიცინა და უჩას შეხედა. -აი ესაა შენი სასჯელი,რომელიც მთელი ცხოვრება გაგტანჯავს.ახლა ვიცი,რომ ჩემზე მეტად გტკივა და უნდა გეტკინოსიმაზე მწარედ,როგორც მე მეტკინა. -შენ ამას არ გააკეთებ,ასე არ გამიმეტებ და ასე ძალიან არ გამწირავ.უთხრა უჩამ გაპარული ხმით დარინას. -არ გინდა გაგწირო?შენ როგორ გამწირე,როგორ გადამიარე,როგორ მატკინე რომ შედეგებზე არც კი იფიქრე.შენ გამხადე ასეთი დაუნდობელი და შეუბრალებელი.უჩამ თვალები მაგრად დახუჭა და ცრემლს მისცა გზა,არ რცხვენოდა.დიახ,ის ტიროდა და იმ წუთში მართლა გულით განიცდიდა ყველა იმ განვლილ ტკივილიან წუთებს,რაც მიაყენა დარინას.მიარანდა კი ფეხაკლებით მიუახლოვდა და ეს ამაყი ქალი ისე დაპატარავდა,რომ დარინას შეეცოდა,მაგრამ ისე იყო გამწარებული და გაბრაზებული არავის არ ინდობდა. -დარინა ეს,ეს,ეს პატარა არსება ჩემი შვილიშვილია? -მაპატიეთ ქ-ნი მირანდა ძალიან მიყვარხართ და გაფასებთ,მაგრამ ჩემს შვილს არ ჰყავს მამა,ყავს მაგრამ მას არ სჭირდება მამა არაკაცი.მადლობა დღევანდელი საღამოსთვის,მაგრამ ჩვენი ნაცნობობა აქ მთავრდება. -სამ დღეში მივფრინავთ,მოსამზადებელი ვართ.ყველარისთვის მადლობას გიხდით ქ-ნო მირანდა.თქვა ირაკლიმ და დარინას ხელი მოხვია. -არა,არსად არ წახვალ დარინა. -ვწუხვარ,რომ არ შემიძლია შენი თითების ტკაცუნზე ვიარო,როგორც დაგყავდა სხვები.დარინა წავა მის საქმროსთან ერთად და ალბად 10 წლის შემდეგ დაბრუნდება შვილთან,ან შვილებთან ერთად.ბედნიერებას გისურვებთ.უთხრა უჩას დარინამ და ირაკლის და ფატის თანხლებით სახლიდან გავიდა. -როცა გითხარი კარგად დაფირდი რასაც აკეთებთქო, რატომ გაჯიუტდი უჩა რატომ.დარინა შენს შვილს გააჩენს და სად,შენგან-ჩემგან და ჩვენგან შორს.ხვდები მაინც ეს რას ნიშნავს? -არ მეგონა ასე თუ ჩამწიხლავდა. -როგორც ვიცი შენ ჩაწიხლე პირველმა და საპასუხოდ მან უკეთესად მოემზადა,უფრო ძლიერი დარტყმა მან მოგაყენა.დარინა უხმოდ შევიდა სახლში,ასევე უხმოდ გამოიცვალა და ჩაწვა.თავზე ბალიში დაიფარა და შეეცადა დაეძინა,მაგრამ შეძლებდა კი დაძინებას?თვალწინ უჩას ცრემლიანი თვალები ედგა და ვერა და ვერ ამოიგდო თავიდან.არ უძინია მთელი ღამე და როცა მიხვდა რომ ეძინა სხვებსაც,ჯერ ერთი ცრემლი ჩამოუგორდა თვალზე,შემდეგ მეორე და ასე ტიროდა დილამდე.უჩა?უჩა ბარში იჯდა მარტოდ-მარტო და ჭიქას-ჭიქაზე ცლიდა.რამოდენიმეჯერ მოსინჯა დარინას ნომერი,მაგრამ ნომერი გათიშული იყო და როგორ მივიდა სახლში არ ახსოვს.ასე გაუხდელად ჩაესვენა სავარძელში და თვალებდახუჭული იჯდა დილამდე.ძალიან ადრე 6 საათზე დაადგა მირანდა თავზე და შეშინებულმა დახედა შვილს,თავი გააქნია და შეაღვიძა. -უჩა,ადექი შვილო წყალი გადაივლე. -მესმის დედა არ მძინავს,მაგრამ გთხოვ რა ნელა ილაპარაკე თავი მისკდება. -სალაპარაკო გვაქვს. -ვიცი და ისიც ვიცი,რომ რაცარუნდა მითხრა მართალი ხარ. -ხვდები რა გააკეთე,რა მოყვა შენს მექალთანეობას?უჩა დარინა შენს შვილს გააჩენს. -რომ გააჩენს მის გვერდით ვიქნები მეც და შენც,დღეს კი ბეჭედი დაუბრუნე უკან ირმას და გაუშვი,ვეცდები,დარინა დავიბრუნო. -ამ ცხენს კი გავუშვებ თავის გზაზე,მაგრამ შენ როგორ ფიქრობ დარინას დაბრუნებას,სამ დღეში მიფრინავენ. -ოხ,როგორ გაგიხარდა ამ ნიშნობის ჩაშლა?გიყურებ და ფრთები არ გაქვს თორემ იფრენდი სიხაულისგან.გაეცინა უჩას და მირანდაც გააცინა.რაც შეეხება დარინას არ ვიცი რას გავაკეთებ,მაგრამ გპირდები დარინა ჩემთან დარჩება. -შენმა ეგოისტობამ და შენმა ჯიუტობამ მიგვიყვანა ამ ზომამდე,სწორედ ჯიუტობამ.მე გაფრთხილებ,თუ რამე გაქვს ჩაფიქრებული,24 საათი გაქვს დრო,უჩა 24 საათი.ათვლა იწყება ამ წუთიდან. რას გრძნობთ,როცა გულში სიცარიელეა.როცა ვერ სუნთქავს გული,როცა ნელა-ნელა იყინება სხეულში სისხლი,თვალები ცრემლით დამშრალია,მის ირგვლი კი სიცარიელე,სიცივე და არანაირი სითბოს გრძნობა აღარ იკითხება.უინტერესო,არაფლის მთქმელი სახით იდგა,კომპანიიდან გავიდა და თავში მხოლოდ ერთი ფრაზა უტრიალებდა. -ნეტავ როგორ ხარ ახლა,ნეტავ გამოვნახავ გზას ამ არეულ და დარეულ სიტუაციას რომ დავეხსნა მშვიდად.როგორ შემომიტრიალდა უცებ ყველაფერი,შენ,მხოლოდ შენ იქეცი ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.გეფიცები ყველაფერს გავაკეთებ რომ შენს თვალებში ისევ დავინახო ბედნიერების სხივი.გეფიცები,რომ შენი ბედნიერების და უსაფრთხოების გარანტი ვიყო.მხოლოდ შენ შეძელი ჩემი შეცვლა,შენ დამიკარგე მოსვენება.დროს ვერ დავკარგავ,წინ ძალიან მცირე დრო მაქვს და დალაგებულად უნდა ვმართო ჩემი გონება და მივიღო სწორი გადაწყვეტილება.სახლში შევიდა და სულ ცოტა ხანში პაატაც უკან მიყვა,უეცრად პაატას წინ დადგა გაღიმებული. -რატომ მიცინი,რა ჩაიფიქრე ან რა გიხარია.გაუკვირდა პაატას. -მთელი ეს დრო დღევანდელი დღით ვცხოვრობდი და არ ვფიქრობდი,არ მადარდებდა რა მოხდებოდა ხვალ.უნდა ვიმოქმედო,მოქმედებისთვის კი ფიქრია საჭირო. -არ ვიცი რა ჩაიფიქრე,რას ფიქრობ და რის გაკეთებას ცდილობ,მაგრამ იმედია ხვდები,რომ შეცდომის დაშვების უფლება აღარ გაქვს და უნდა გაიაზრო ის,რომ ყველაფერი ლოგიკურად უნდა გაიაზრო და გააზრებულად იმოქმედო. -წყალს გადავივლებ და მალე გამოვალ.თითქმის საათზე მეტი იყო ცხელი წყლის ქვეშ,სანამ წყალი ნელა-ნელა არ გაცივდა და ყინულივით ცივმა წყალმა არ გამოაფხიზლა საბოლოოდ.სააბაზონოდან გამოსულს პაატას ტელეფონი მიაჩეჩა ხელში და უთხრა. -დაურეკე,შვიდჯერ დარეკა დედაშენმა და შვიდივეჯერ ვუთხარი რომ აბანოში არისთქო.უჩამ არც შეხედა ტელეფონს და ანთებული თვალებით უთხრა პაატას. -მოვიფიქრე.ხვალ მივალ,დარინას ხელს მოვკიდებ და საერთოდ გავქრები ქვეყნიდან. -ასე უბრალოდ მიხვალ,ხელს მოკიდებ და წამოიყვან და გაქრები საერთოდ ადამიანის თვალთახედვიდად.შენ ბიჭო ში...... ხომ არ გაქვს,ესაა გააზრებულად ვიმოქმედებო?მიხვალ,ხელს დაავლებ და წამოიყვან. ვისტავკაში დადებული კუკლაა ასე ადვილად რომ წაავლო ხელი და წამოიყვანო?გაბრაზდა პაატა.აჰა,უპასუხე ისევ რეკავს,დედაშენია. -უთხარი,რომ ჯერ არ გამოვსულვარ. -გაგიჟდი?არ მეტყვის იქნებ თავი დაიხრჩო და სასწრაფოდ ნახეო?მერე კი აქ დაგადგება თავზე. -მაგიჟებს,მაგიჟებს მისი სიჯიუტეეე.რა უნდა ამ ქალს,რომ შემჭამა მე მხოლოდ დარინაზე ვფიქრობ ახლა და არა დედაჩემზე. -მარტივია მეგობარო ისაუბრო სხვაზე,როცა თავად არ იცი რა გინდა ამ ცხოვრებისგან ან რას ელი,ან შენგან რას ელიან.დაწყნარდი,ასე არეული ფიქრებით არაფერი არ მოგვარდება,მაგრამ დარწმუნებული ვარ,გული მიგრძნობს რომ სულ მალე ყველაფერი კარგად იქნება.გათენებამდე საუბრობდნენ მეგობრები და უძილობისაგან,ფიქრებისგან დაცლილი წავიდა კომპანიაში ისე რომ პაატა არც კი გააღვიძა.კომპანიაში შესულს თვალი გაექცა დარინას კაბინეტისკენ და კარი ღიად იყო,მოულოდნელად დაიბნა,აირია და ყველაფერი ნაცრისფერმა შეცვალა როცა დარინას გამოყვანილ კაბაში ოდნავ წამოზრდილი მუცელს შეხედა.უკვალოდ არ ჩაუვლია იმ ღამეს და ახლა ნათლად შეიგრძნო დარინას მწარედ ნათქვამი სიტყვები ,,შენ გეტკინება ჩემი შეხედვა ამიერიდან'' და მართალია,თუ რამე არ იღონა გადის დრო,წლები მოემატება და ტკივილს ტკივილი დაემატება,როცა იმ ჩიხში შევა,რომელ ჩიხის თავსაც ვერ დააღწევს.როგორ მოუნდა შეხებოდა და შეეგრძნო ის პაწააწუნა არსება რომ მისი იყო,რომელიც იქ იჯდა თბილად და არხეინად.თავის კაბინეტში შევიდა და ვერ გარკვეულიყო ეშინოდა,რცხვენოდა თუ ტკივილი არ აძლევდა საშუალებას მიახლოვებოდა იმ ქალს,რომელიც სიგიჟემდე უყვარდა.უეცრად კარი გაიღო და პაატა კი არ შემოვიდა,შემოვარდა და გაოცებული თვალებით შეხედა უჩას. -უჩა მოვიდა,მოვიდა აქ არის. -ვიცი,დავინახე და ისე ავუარე გვერდი,რომ ახლოს ვერ მივედი.არადა შევხედე მის პატარა მუცელს და გული მეტკინა,რომ არ მაქვს ძალა მივიდე ახლოს და შევეხო. -მოიცადე,ვისზე ამბობ შენ დარინაზე?გაუკვირდა პაატას. -ხო,აბა ვისზე ვიტყვი პაატა. -უჩა მე სხვაზე გეუბნები,ვის ვეძებდით? -ვის ვეძებდით,ხომ იცი რომ ვერ ვაზროვნებ კარგად,მითხარი პირდაპირ რისი თქმა გინდა პაატა. -უჩა მამაშენს ხომ ვეძებდით. -კი ვეძებდით,მერე? -მერე,ის რომ ვიპოვეთ. -სად,სად იპოვე.გაუხარდა უჩას და ფეხზე წამოდგა. -აქ არის,სულ ახლოს. -სად აქ,თბილიში? -უფრო ახლოს,აქაა აქ. -შენ რა იცი,რომ აქ არის. -ლევანის ელაპარაკება და გავიგონე რომ უთხრა,შენი შვილი არაფლით ჩამოგრჩება სულ შენ გგავს,შენსავეთ მექალთანე არისო. -ოუჰ,მოუსწრია.თქვა უჩამ.კარი გაიღო და შემოვიდა მაღალი,საფეთქლებში ოდნავ ვერცხლისფერი შერეოდა რომელიც ძალიან უხდებოდა,მაგრამ უჩას წინ იდგა მეორე უჩა,მხოლოდ ის უფრო ასაკიანი.მამა-შვილი ერთმანეთს გადაეხვია და გიას ცრემლიც კი მოერია შვილის შეხედვისას.უჩამ ყველაფერი მოუყვა მამას,გაუხსნა გული და დარინას შესახებაც სევდიანად ესაუბრა. -მიყვარს მამა,ახლა მითუმეტეს როცა ჩემს შვილს ატარებს მისი ლამაზი სხეულით. -შვილი?შენ,შენ მამა უნდა გახდე და მე ბაბუა?მე შვილიშვილი მეყოლება? -შვილიშვილი მამა და მიხარია,რომ ასეთი ახალგაზრდა ბაბუ ხდები.გიას გაეცინა,მაგრამ უეცრად სახე დაუსერიოზულდა და უჩას შეხედა. -უჩა შვილო ეს იარაღი შენსკენაა მომართული,შენში არის ახლა ქაოსი და ერთი საკონტროლო გასროლა უნდა მოახდინო,მაგრამ რადგან შენი ტვინის უჯრედები ახლა ცოტა გათიშულია,მოდი ეს საქმე მე მომანდე. -რა ჩაიფიქრე,არაფერი არ გამოვა ყველაფერი სხვაგვარადაა მამა.ის სხვაზეა დანიშნული და ჩვენ სულ სხვადასხვა გზებით წავედით. -არ ვიცი შენ რას ფიქრობ,მაგრამ შენს ადგილზე მე მასე ადვილად არ დავნებდებოდი.ამასთან ერთად,უნდა გითხრა რომ შენ სცდები,იცი რატომ?თქვენთვის,ოროვესთვის ეს გრძნობა რომელსაც მალავთ უსახელოდაა,ჯერ კიდევ არ ჰქვია სახელი თქვენს გრძნობას და მე ვფიქრობ დროულად ჩამოვსულვარ,დროა დავარქვათ სახელი ამ ყველაფერს საბოლოოდ. -ვერ გავიგე რას ფიქრობ,რა უნდა გააკეთო. -დაუძახე,შემოვიდეს და მე კი მანდ დავჯდები,შენ კი გაქრი აქედან.უჩა ადგა გაკვირვებულმსა და გიას სავარძელი დაუთმო,დარინას ნომერი მიუთითა და თავად გავიდა კაბინეტიდან.გიამ კი დარინას ნომერზე დარეკა,დარინამ ყველაფერი ჩაალაგა და უკვე გასვლას აპირებდა,რომ საბოლოოდ უპასუხა ტელეფონს,ალბად იმიტომ რომ თავადაც უნდოდა უფროსის ნახვა კიდევ ერთხელ ენახა და მისებურად დამშვიდობებოდა.თითქოს გაახარა კიდეც ამ ზარმა და ოდნავ ღიმილ შეპარულმა უპასუხა. -გისმენთ -შემობრძანდით უფროსთან.დარინას არ ეცნო ხმა და გაუკვირდა.დაბნეული და არეული ნაბიჯებით შევიდა უჩას კაბინეტში და იქ უცხო მამაკაცის დანახვაზე შეცბა. -მობრძანდით,ახლოს მინდოდა თქვენი გაცნობა შვილო. -უკაცრავად,თქვენ?გია ფეხზე წამოდგა და დარინას წინ დადგა. -მე ამ კომპანიის სულის ჩამდგმელი ვარ,გია თურმანიძე დგას თქვენს წინ. -თქვენ,თქვენ....... -დიახ,მე უჩას მამა ვარ.ღიმილით აუხსნა და შემდეგ მის ლამაზ მუცელს მიაჩერდა,სითბო ჩამდგარი თვალებით შეათვალიერა დარინა და უთხრა.-პატარას ველოდებით? -დიახ.მაგრამ წინ შვიდი თვე გვაქვს. -სქესი არ ვიცით? -არა,ჯერ სულ ციცქნა არის.უჩას ყური კარზე ჰქონდა მიდებული გარედან და ღიმილით უსმენდა დარინას და გიას ჟღურტულს.როგორ უნდოდა,ახლა მის გვერდით დამდგარიყო ამაყად სიყვარულით სავსე. -კარგია,რამდენიმე თვე მეც აქ ვიქნები,დაველოდები ჩემი შვილიშვილის დაბადებას და შემდეგ წავალ,მანამდე კი როდემდეც შეძლებ ერთად მოგვიწევს მუშაობა. -მაპატიეთ,მაგრამ მე დღეიდან მივდივარ აქედან,აქ ჩემი ყოფნის ბოლო დღე არის დღეს. -რატომ?გაუკვირდა გიას ვითომ არ იცოდა. -დანიშნული ვარ და საერთოდ მივდივათ ქვეყნიდან. -კარგი,არ გაკავებ შვილო და არც შენს პირადში ვიჭრები,მაგრამ რამდენიმე დღე შეგიძლია მაჩუქო? -ჩვენ ბილეთები აღებული გვაქვს და ხვალ საღამოს უკვე მივფრინავთ. -ეს არ არის ძნელი მოსაგვარებელი,მე აგინაზღაურებთ ბილეთის ფასს და მე აქ მჭირდებით მხოლოდ რამდენიმე დღე,სხვას ვერ ვენდობი. -არ ვიცი,მართლა არ შემიძლია რამე გიპასუხოთ. -მაშინ,მხოლოდ ხვალინდელი დღე მაჩუქე,მხოლოდ რამოდენიმე საათი. -შევეცდები,რომ მოვიდე. -მადლობა,ხვალ დილით გელოდები დარინა.დარინა გავიდა და გაკვირვვებული წავიდა რადგან ძალიან უკვირდა გიას დაჟინებული თხოვნა,რა ჩაიფიქრა?გიამ კი მისი გამოცდილი თვალით დააკვირდა დარინას და მიხვდა,რომ ამ ორი ადამიანის გულში გაჩენილი გრძნობას რაღაც იდუმალი ძალა ჰქონდა და შესაძლებელი იყო ნელა-ნელა გამქრალიყო თუ არ იღონებდა რამეს. -წადი შენ სახლში და მეც მალე მოვალ.უთხრა უჩას.უჩას გასვლის შემდეგ ადგა და დარინასთან შევიდა,რომელიც უკვე ლევანს ემშვიდობებოდა. -ლევან დამტოვე დარინასთან ცოტა ხნით მარტო.სერიოზული იყო გიას ხმა. -დაბრძანდით.ხელით ანიშნა გიამ დარინას სკამისაკენ და თავადაც მის წინ დაჯდა. -გსმენთ ბ-ნო გია. -არ ვიცი რა მოხდა თქვენს შორის,მაგრამ ის ვიცი რომ ორივე ცალ-ცალკე იტანჯებით.შვილო შეიძლება გაექცე სახლის კედლებს,გაექცე ქვეყანას,სამეგობროს,საახლობლოს და მიატოვო ყველა და ყველაფერი.მოწყდე კიდეც შენს რეალურ ცხოვრებას,მაგრამ საკუთარ თავს ვერსად ვერც დაემალები და ვერც გაექცევი.დაფიქრდი,გინდა კი იქ წასვლა,სადაც მიდიხარ? შენს თავს დაუსვი კითხვა,მაგრამ მე შენს თვალებში ვკითხულობ პასუხს,შენ კი ვერასოდეს ვერ იპოვი ამ ყველაფერზე პასუხს,რადგან პასუხი აქ არის ამ კედლებში და უკვე შენს სხეულში.ალბად ფიქრობ,ახლა რა ასჯობს წახვიდე ინანო,არ წახვიდე და აქ ყოფნა გაგიხდეს სანანებელი.მე კი გეტყვი,მხოლოდ საკუთარ გულს ენდე,რა უნდა მას და ვისთან უნდა.გია წამოდგა დარინას შუბლზე აკოცა და წავიდა.დარინამ ბევრი იფიქრა,სახლში მისულმა იკას ყველაფერი მოუყვა და მასთან ერთად განიხილა ეს საკითხი,მაგრამ მაინც გადაწყვიტა წასულიყო ქვეყნიდან.გიას კი ბოდიშის წერილი დაუტოვა,რომელსაც ფატი იმ დროს გადასცემდა როცა ის და იკა უკვე ძალიან შორს იქნებოდნენ საქართველოდან.ლანამ და ქეთიმ რომ გაიგეს დარინას წასვლა ძალიან ბევრი იტირეს და თავად დარინაც აატირეს.ირაკლი კი ჩაფიქრებული იჯდა,ფეხზე წამოდგა და დარინას უთხრა. -მალე დავბრუნდები და მოემზადეთ,დღეს გამოსამშვიდობებელ საღამოს ბარში ავღნიშნავთ.კარებისკენ წასულს კი ფატი გაყვა და იკამ რაღაც უჩურჩულა და ფატის თვალებში იმ წუთში ბედნიერების სხივი აინთო და იკას ღიმილით უთხრა. -ესაა სწორი გადაწყვეტილება შვილო.უკვე კარგად შებინდებული იყო,რომ სახლში დაბრუნდა უჩვეულოდ მხიარული და გოგოები ფეხზე წამოყარა ბარში წასასვლელად. საკუთარ თავში ჩაკეტილი ვისკით სავსე ჭიქა ხელში და ცრემლიანი თვალებით გასცქეროდა სივრცეს,გაღიზიანება ვერ დაფარა,რომ სახლში მირანდა,ლევანი და გია შემოვიდნენ. -რა მოხდა,ასე ერთიანად რომ აიყარეთ და მოხვედით. -დალევით და თავის დაკარგვით გინდა გაუმკლავდე პრობლემებს?კითხა წარბის აწევით გიამ შვილს.მირანდამ შეხედა უჩას და უთხრა. -დარინა ხვალ მიფრინავს. -შეუძლებელია,ხვალ დილით კომპანიაში უნდა მოვიდეს.თქვა გიამ გაოცებულმა. -არა,არ მოვა.გია მან უკვე მიიღო გადაწყვეტილება და მიდის. -წავალ,უნდა დაველაპარაკო,უნდა ვნახო,ასე ვერ გამიმეტებს.წამოდგა ფეხზე უჩა.გიამ ხელი მოკიდა და შეაჩერა. -სახლში არ არის.თქვა ლევანიმ. -აბა სად არის,თქვენ რა იცით.მიაჩერდა ორივეს უჩამ. -ირაკლი იყო მოსული ჩემთან,მათ არანაირი ურთიერთობა არ აქვთ.ეს ყველაფერი ირაკლის დადგმული სცენა იყო ისე,რომ დარინამაც არ იცოდა თავიდან.შემდეგ აქედან წასვლის მიზნით აყვა თამაშში,რადგან უნდოდა შენგან შორს ყოფილიყო და შენ ეს ყველაფერი გტკენოდა.უჩას გაეღიმა და უთხრა ლევანის. -ეს ყველაფერი მართალია?მართლა ირაკლიმ გითხრა? -ირაკლი და დარინა ერთად გაიზარდნენ,ბავშვობის მეგობრები არიან და როგოც და ისე უყვარს დარინა.მოაგვარე დარინასთან საქმე და კომპანიასაც მიხედე,მალე,სულ მალე მამა გახდები,შვილი გეყოლება შვილო.უთხრა მირანდამ და უჩას ჩაეხუტა.-მაპატიე,მაპატიე რომ უხეში ვიყავი,მაგრამ ძალიან მინდოდა დარინა შენს გვერდით მენახა,საოცრად უხდებით ერთმანეთს. -თუ არ იჩქარებ,თუ ახლა არ დიბრუნებ მას მართლა დაკარგავ და დაკარგავ სამუდამოდ.შენი შვილი და ჩვენი შვილიშვილი სხვა ქვეყანაში ჩვენგან შორს დაიბადება და გაიზრდება.უთხრა ლევანიმ ცრემლ-მორეულმა. -სად ვნახო,სად იქნებიან.იკითხა დაბნეულმა. -ნაცნობ ბარში.მხოლოდ ეს მითხრა ირაკლიმ. -ესეც ირაკლიმ გითხრათ,რომ ნაცნობ ბარში იქნებიან?რატომ ჩემთან არ მოვიდა. -შენთან მოვიდა,მაგრამ შენ წასული დახვდი და მე მითხრა ეს ყველაფერი,მე კი მირანდას დავურეკე და მირანდამ გიას დაურეკა და ახლა კი აქ ვართ და წავიდეთ,დრო აღარაა დასაკარგი.ყველამ გავიდა სიხარულით სავსე სახლიდან და სულ მალე ორი მანქანა მიადგა ნაცნობ ბარს.იქ მისული ჯერ გაღიზიანდა,შემდეგ გამხიარულდა,შემდეგ იდგა და დიდხანს იცინა თავისთავზე ეს ხომ ყველაფერი მოულოდნელობით იყო სავსე. დარინამ ბარს მოავლო თვალი და გაახსენდა აქ განვლილი წუთები,ამოიოხრა და თქვა. -ეს ბარი ძალიან ბევრ მოგონებებს ინახავს. -კარგს თუ ცუდს?უთხრა ირაკლიმ. -ორივეს იკა.კარგსაც და ცუდსაც და ვერცერთ რომ ვერ ივიწყებ,ძალიან ცუდი აი ეს არის. -დარო ახლა რომ კარი გაიღოს და უჩა შემოვიდეს,რას იზამ? -რა უნდა ვქნა,არ მოვა მაგრამ თუ მოვიდა დარწმუნებული ვარ,ისევ ვიჩხუბებთ,ისევ ვატკენთ და დავჭამთ ერთმანეთს და მე ისევ ჩემი ,,შეუმჩნეველი ცრემლი''-თ მთელი ღამე თვალებს დავიწითლებ ტირილით. -ვაიმეეეეე.იყვირა უეცრად ქეთიმ და პირზე ხელი აიფარა იკას დაბრიალებულ თვალებს რომ წააწყდა. -დარო საბოლოოდ გეკითხები და ამის შემდეგ გადავწყვიტავ,ხვალ წავალთ თუ არა აქედან. -რა გინდა,რატომ მახსენებ ამ ყველაფერს. -იმიტომ,რომ ის ამ ბავშვის მამაა,ეს არ დაგავიწყდეს და შენ არ გაქვს უფლება ეს ბავშვი მას გულზე მოწყვიტო და შორს წაიყვანო.რომ მოვიდეს წაეჩხუბები? -არ ვიცი,არ ვიცი რას ვიზამ. -გინდა რომ მოვიდეს?ისევ ისე ძლიერად გიყვარს? -მიყვარს, ხო მიყვარს და აი აქ მყავს ჩემი ბარტყვი,რომელიც მის გარეშე ცხოვრებას მიმაჩვევს და გადამატანინებს ტკივილს. -ესე იგი არ განელებულა გრძნობა და ისევ ისე გიყვარს.ჩაილაპარაკა იკამ და უჩას თვალი ჩაუკრა. -მიყვარს,მიყვარს ეს ხისთავიანი როგორც დედამისი ამბობს, ორფეხა ფიტული და იდიოტი,მაგრამ...... -არ არსებობს აქ სიტყვა,მაგრამ დარო.უჩა დარინას უკან იდგა და უეცრად შემოხვია ხელები,უკნიდან აიკრა გულზე,მუცელზე დააწყო ხელები და სწორედ იმ წუთებში შეიგრძნო უზარმაზარი ბედნიერება.დარინა შემობრუნდა მის ხელებში,ჯერ სახეზე დააცქერდა და შემდეგ მის ათთოლებულ ბაგეებს დააკვდა. -მაპატიე საყვარელო,მაპატიე შენი თითოეული ჩუმი და ,,შეუმჩნეველი ცრემლი''.მიყვარხარ დარინა და უშენოდ ჰაერიც კი არ მყოფნის. -მეც მიყვარხარ და თან მეზიზღები.უთხრა და უჩამ ღიმილით დაუკოცნა მთელი სახე. -დაიწვა ჯიგარი.თქვა იკამ და ყველას გაეცინა,მირანდა კი სიხარულის ცრემლს იწმენდდა. -საოცრება ხარ,ჩემს წინ იდექი და ცდილობდი ჩემს გულში შესვლას და ჩემს მთავარ არტერიას ვერ მიაგენი. -მივაგენი იდიოტო,მაგრამ შენ არ გამიღე კარი და ამის გამო ვიტანჯებოდი ჩემი ჩუმი ცრემლებით. -ყველა სათქმელი სიყვარულმა თავად თქვა ძვირფასო. ................................................................................. აი ესეც დასასრულიიიიი. უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას,მადლობა იმ საოცრად ლამაზი და სითბოთი სავსე სიტყვებისთვის,რომლითაც მანებივრებდით და ამ სითბოს მოცემით კი დიდ სტიმულს მაძლევდით.მადლობა ყველას,იმედია გამოვიდა ისეთი როგორსაც ელოდით.ნუ დაგეზარებათ აზრის დაფიქსირება,თუნდაც კრიტიკის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.