შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოახლოება (XI თავი)


8-02-2018, 17:22
ავტორი teddy))
ნანახია 1 692

XI თავი

,,ისე შენს ადგილას რომ ვიყო, ამავე დროს შეყვარებული, ვინანებდი ნახევრად მკვდარი ადამიანი, რომ დამეტოვა და საზღვარგარეთ გავქცეულიყავი.“
უკვე ერთი საათი არის, რაც ჩემს მობილურზე მოსულ შეტყობინებას დავყურებ. ვერ გამირკვევია რა უნდა, რატომ თამაშობს ჩემს გრძნობებზე? თანაც ნახევრად მკვდარი... ღმერთო ჩემო... იცით, თამთას ველაპარაკებოდი და რა მითხრა? არ უნდა წასულიყავი, ცუდათ მოიქეციო... აპირებდა საუბრის გაგრძელებასა, თუმცა გაჩერდა და ბოდიშებით ამავსო, ეს არ უნდა მეთქვაო... რა აქვს საბოდიშო, არც არაფერი. მართალს ამბობს. მე ის ადამიანი ვარ, რომელმაც ზიზღი (რომელსაც შესაძლებელია არასწორ სახეს ვარქმევდი) დავივიწყე და ნიკასგენ გადავდგი ნაბიჯები, რომელიც ჩემ ადამიანად გავიხადე, ვფიქრობ, ისიც ისე იქცეოდა, მაგრამ მე რა გავაკეთე? ის გავაკეთე, რასაც სხვა არ გააკეთებდა... ყველაზე სამწუხარო კი ის არის, სინდისის ქენჯნა მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, როდესაც თვითფრინავი უკვე აფრენილი იყო... მანამდე რომ მეგრძნო, უკან ჩამოვბრუნდებოდი? ტყუილია ეს... აი ასე უბრალოდ ავდექი და ის ადამიანი დავტოვე, რომელსაც მთელი ცხოვრებას დავუკავშირებ.
ჩემს პრინციპებს ვერ გადავაბიჯე, არ ავირჩიე ის წუთები, რომელიც ნიკასთან ერთად მელოდა, მხარში არ დავუდექი, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა და უჭირს... ხუთი თვე გავიდა და მე ისევ ყოველ დილით გერმანიის ცას შევყურებ, მის მიწაზე დავაბიჯებ და არ ვცდილობ ჩემი შეცდომა გამოვასწორო. რამდენჯერ მითქვამს ხომ არ დავბრუნდე საქართველოში ? მაგრამ არა თაია, რამდენიმე თვეღა დაგრჩა და გამოჯამრთელებულ ნიკასაც იხილავ. ხო, მე ის თაია ვარ ვინც სწორ არჩევანს არასდროს აკეთებს...

-წამოხვალ უნივერსიტეტში?-მეკითხებება ბრეტა.
-არა, ვერ!-ვპასუხობ გაშეშებული.
-რატომ, ცუდათ ხარ?
-საქართველოში უნდა დავბრუნდე!
-მერე სწავლა? რა დროს მიდიხარ რა...
-სწორი არჩევანი უნდა გავაკეთო!
-თან ედუარდსაც ისე ტოვებ?!-თვალს მიკრავს და ჯინსის ქურთუკს კარადიდან იღებს.
-ბრეტა, აღარ მიდიხარ უნივერსიტეტში? დაუჩქარე!

***
საქართველოში გასამგზავრებელი ბილეთი ჩემს ხელშია. რამდენიმე საათში აეროპორტის გზას დავადგები და ვიამაყებ რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ხო, სამწუხაროდ სიამაყისგან განსხვავებით, ხანდახან სინანულის გრძნობა მტოვებს ხოლმე. ვაღიარებ, გერმანია შემიყვარდა და იქ მცხოვრები ადამიანებიც, რომლებიც ჩემს გარშემო ყოველდღიურად ტრიალებდნენ. განსაკუთრებით რობის დატოვება მიჭირდა, ის ვინც უცხო ქვეყანაში პირველად მოვუშვი ჩემთან ახლოს...
ლიფტიდან ძლივს გამომაქვს სავსე ჩემოდანი. ჯერ კიდევ მაქვს დრო, მინდა ცოტახანი ფეხით გავიარო, ქუჩები (ვინ იცის მერამდენედ) დავათვალიერო და თითოეული დეტალი გონებაში ჩავიბეჭდო. უკვე დაღამებულია, ლამპიონები და ავტომობილის ფარები გარემოს ანათებენ.
-უკან არ მოიხედო, ისე გადმოდგი ჩემკენ ნაბიჯები!-მესმის ქართულად ნათქვამი სიტყვები. ადგილზე ვქვავდები, მინდა გავიქცე, თუმცა ვიცი რომ ამდროს რაიმე სახიფათო დამემართება, მაშინაც თუ აქ დავრჩი. კივილს ვაპირებ, თუმცა ამისთვის ვემზადები თუ არა, კვლავ ბოხი ხმა მაჩერებს:
-ყვირილი არც გაბედო, შენთვის უარესი იქნება!
უკან რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ, ვცდილობ, როგორმე მისი სახე დავინახო, თუმცა ამაოდ.
-ახლა შეუმჩნევლად ამ მანქანაში ჩავდებით.-მეუბნება და თვალებზე ნაჭერს მაფარებს.
-რა იყო რამხელა ჩემოდანი გაქვს, საქართველოში ხომ არ აპირებდი წასვლას?-ახლა მეორე უცნობი ადამიანის ხმა მესმის.
- რა გინდათ ჩემგან? ვინ ხართ?-ვყვირი და გვერდზე მჯდომი პირზე მაფარებს ხელს.
-თუ არ გინდა ჩვენით მოგაკეტინოთ, გაჩუმდი!-იძახის და სიგარეტს უკიდებს. ხველება მიტყდება და და ვცდილობ დაბმული ხელებით კვამლი გავფანტო.
-ჩვენ პრინცესას სიგარეტის კვამლი არ სიამოვნებს?
-მოვედით, , გადმოიყვანე!
-გთხოვთ, მადამ!
-მადამ კი არა, წმაოიყვანე ერთი მალე, თუ ძმა ხარ!
კარების გაღების ხმა მესმის, ერთ-ერთ მათგანს შიგნით შევყვარ და სკამზე მაჯენს.
-გამიშვით, რა გინდათ?-ვყვირი ბოლო ხმაზე.
საფეთქელთან იარაღის შეხებას ვგრძნობ:
-თუ ერთხელ ნათქვამი არ გესმის, კიდევ გაგიმეორებ, თუ შენით არ გაჩუმდები, ძალიან მარტივად მოგაკეტინებთ, აი ამით...-იარაღს გვერდზე წევს და შემდეგ ისევ მადებს.

რაღა ახლა, მაშინ როდესაც საქართველოში მივდიოდი. ღირსი ხარ თაია, ღირსი!
-აბა მოყევი, ძალიან გენატრება ნიკა?-ხმას იწვრილებს რომელიღაცა.-ოღონდ ხმადაბლა რა!
-ესე იგი ნიკა არა? რა თქმა უდნა ისევ თქვენ...-ყოველი ის წუთი გონებაში მიელვებს, რაც ამათ გამოჩენას მოყვა: ჩხუბი, სროლა, შეტყობინებები და ნიკას დაჭრა...-ნაძირლებო, თქვენს გამო ახლა ნიკა კომაშია, იცით?!
-ახლა კომაშია, მაგრამ არაუშავს მალე ისიც ირაკლის გზას დაადგება...
-იცნობდი ირაკლის?-მეკითხება მეორე.
ირაკლი, მისი ბიძაშვილი... აი, თურმე რა უნდათ მისგან... ნიკა, რა შარში გაეხვიე, რა შარში!
-ირაკლის სიკვდილი არ გეყოთ და ახლა ნიკასი მოინდომეთ?-ამის გაფიქრებაში ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ჯერ კიდევ, ნიკა უგონოდ წევს და შემდეგ, რომ... არა, არა...
- ჩვენ არაფერი, დაიკო, უბრალოდ შენი ნიკა მეამბოხე და მამაცი სულის ადამიანი აღმოჩნდა.-ბოლო სიტყვებს ირონიულობას მატებს.-ის გადაგვეკიდა, თორე ჩვენ? ჰა, რას იტყვი ზაზუშ?
-თვალებიდან ნაჭერი მომხსენით!
-კიდევ რას გვიბრძანებთ, თქვენო უმაღლესობავ?
კიდევ რაღაცის თქმას აპირებს, მაგრამ მობილურის ხმა აწყვეტინებს.
-გისმენ.
ვინ ელაპარაკება არ მესმის, მხოლოდ ამის ხმა მესმის.
-ამის დედაც! რა გონს მოვიდა? რეებს ბოდავ? აქამდე უნდა ჩაგვეძაღლებინა! როგორც გინდათ ისე უნდა მოკლათ, სანამ ღამურა რაიმეს გაიგებდეს, თორემ ჩვენ მოგვკლავს ხო იცი?!
-ნიკა გონს მოვიდა?-მასთან ერთად ვიწყებ ყვირილს.-არაფერი დაუშავოთ, არც გაბედოთ... ნიკა გონს მოვიდა, ნიკა გონს მოვიდა...-ზედიზედ ვიმეორებდი ამ სიტყვებს.
-პანიკაშია, დააწყნარე, რა!-ეუბნება რომელიღაცა მეორეს.
-ნიკას არაფერი დაუშავოთ, გეხვეწებით, ოღონდ მას არა...
-გაჩუმდი მეთქი!-ბოლო ხმაზე ყვირის და სახეში ხელს მარტყავს.
-საქართველოში უნდა წავიდე!
-მერე ეს?-სავარაუდოთ მე მგულისხმობენ
-ამას შენ მიხედავ, ახლა იქ უნდა ვიყო!
-რით ვერ ჩაძაღლდა...
-მაგის დროც მალე მოვა!-

***
დილით საშინელი რეზინის სუნი მაღვიძებს.
-ვინმე არის აქ?
-რა გინდა? მხოლოდ მე და შენ დავრჩით.-სავარაუდოთ ეს ხმა ზაზუშას ეკუთვნოდა.
-ძალიან მშია შეგიძლია რამე საჭმელი მომიტანო?
-ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო ხომ არ გგონია?!
-ასე მოვკვდები...
-რომეოც მოკვდება, ჯულიეტაც თან მიჰყვება... .ჩაფიქრებული ამბობს ამ სიტყვებს. -კარგი, რაღაცა გვექნება და მოგიტან.
-ამას შეჭამ!-მეუბნება ის.
-ხელებიც შეკრული მაქვს და თვალებზეც აფარებული, ასე როგორ ვჭამო?!
-ახლავე!-დანით ხელებზე თოკებს მიხსნის, თვალებზეც ნაჭერს მხსნის, შემდეგ დანას ისევ ჯიბეში იდებს, ცეცხლსასროლ იარაღს კი ჩემს გვერდზე მდგომ სკამზე ინსტიქტურად დებს. გარშემო ყველაფერი ნაცრისფერია, ადრე საწყობი იქნებოდა, მხოლოდ ჩვენს გარშემო დგას მოძველებული დივანი და პატარა მაგიდა.
თეფშზე რამდენიმე ნაჭერი ძეხვი და პური დევს.
-შენ ჭამე და ჩემთვისაც მოვიტან საჭმელს!-თავისთვის უფრო ამბობს ამ სიტყვებს. მოშორებით გადის და მაგიდიდან პლასტმასის თეფშე ილაგებს რაღაცებს. კარგად ვაკვირდები, თან ხელს გვერდზე ვწევ და იარაღს შეუმჩნევლად შარვალში ვიდებ.
-ტუალეტში მინდა!-ჩემკენ მოსულს ვეუბნები მას.
-ჯერ ჭამე და მერე!
-ძალიან მინდა!
დანით ფეხებზე თოკს მიხსნის და კარებისკენ მივყავარ. კარი ხმაურით იღება და გარეთ გასულები მარჯვნივ მივდივართ. ტუალეტისკენ მიმითითებს და მეც იქითკენ ვდგამ ნაბიჯს. კარები ჭრიალით იღება.
-კარი ბოლომდე არ მიხურო, თან ჩაიკეტები, თან რა ვიცი რას მოიმოქმედებ.
-მაშინ შეტრიალდი!
-შევტრიალდები!-ამბობს და ზურგს მაქცევს. იარაღს ჯიბიდან ვიღებ და მაღლა ვისვრი. შემოტრიელუბული ჯერ ქამარზე იტაცებს ხელს და შემდეგ ჩემკენ წამოსვლას ცდილობს, თუმცა ადგილზე ვაჩერებ:
-იცოდე არ მომიახლოვდე, თორემ მოგკლავ, გაიგე? შედი ტუალეტში დროზე!-იარაღით ვანიშნებ მას.
-დააგდე იარაღი, შენთვის აჯობებს!
-შედი მალე!-ვცდილობ ხელები კანკალისგან, როგორმე დავიმორჩილო. ხელების მოძრაობით მანიშნებს რომ დავმშვიდდე, თან ტუალეტში შედი.
-ცოტა დროზე!-კვლავ ვუმეორებ და შიგნით შესულს, როგრც კი ვიგულებ, კარებს სასწრაფოდ ვხურავ და გარეთა ჩასაკეტით ვკეტავ.
-თაია ეს შენ გამოგივიდა!-ღრმად ვისუნთქავ და იარაღს ვინახავ.
-გააღე დროზე, გააღე მეთქი!-ყვირის კარს უკან.
ვცდილობ როგორმე გასასვლელი დავინახო და ვიწრო, ასფალტის ბილიკზე გავრბივარ. გზაზე გასული, ვერავის ვხედავ ვერც მანქანებს, ვერც ადამაინებს. სირბილით გზას განვაგრძობ და დაღლილი, უკვე რომ ვხდები აღარ შემიძლია ძირს ვჯდები. ამასობაში მომავალ ტაქსის ვხედავ, რომესაც უკან ვიღაც უზის, შუა გზაზე ვჩერდები და ხელების ქნევით ვანიშნებ რომ გააჩეროს. ასეც იქცევიან, ჯერ მსაყვედურობენ, შემდეგ კი ავტომობილს აჩერებენ. გზადაგზა ეჭვნარევი მზერით მიყურებენ მძღოლი და ჩემს გვერდით მჯდომი შუახნის ქალბატონი. ვცდილობ, ცრუ ამბავი გამოვიჰონო, თუმცა არაფერი მაფიქრდება.
-რაღაც უნდა გთხოვოთ, შეგიძლიათ აეროპორტში რომ წამიყვანოთ და იქ ჩემი მეგობარი დაგვხდება და ფულს გადაგიხდით, ამისთვის კი დარეკვა მჭირდება!
-გაგიმართლათ გოგონა, მეც აეროპორტში მივდივარ!-მეუბნება ქერათმიანი ქალბატონი.
-შეგიძლიათ დამარეკინოთ?
-აიღე!-ხელჩანთიდან მობილურს იღებს, შემდეგ მე მაწვდის. რობის ნომერზე ვრეკავ, თუმცა არ იღებს. ზარს კვლავ ვამეორებ და საბედნიეროდ მპასუხობს.
-რობი მე ვარ, თაია!
-საქართველოში არ წახვედი?
-გეხვეწები, გერმანიის აეროპორტში წადი ახლავე და იქ დამხვდი!
-რა მოხდა?-გაკვირვებული ხმით კითხულობს რობი.
-კარგი რობი, იქ გელოდები!
ზედმეტი ეჭვები რომ არ გამომეწვია რისი თქმაც კიდევ მინოდა შეტყობინებას ვწერ და ისე ვუგზავნი, შემდეგ კი მობილურიდან ვშლი.
,, რობი, აეროპორტში ახლავე წადი, თან შენი ბარათი წამოიღე, სადაც დანაზოგი გაქვს. მერე მოგიყვები, რაც მოხდა, გემუდარები ახლა ის გააკეთე, რასაც გეუბნები. პასუხი აღარ დამიბრუნო.“
მობილურის პატრონს მადლობას ვუხდი და საზურგეს ვეყუდები. ვიცი, რობი ამას გააკეთებს, ისე არ დამტოვებს, ამის იმედი რომ არ მქონოდა მას არც დავურეჯავდი.
შიშით უკან ვიყურები, ვინემ ხომ არ მოგვყვება, მაგრამ საეჭვო არავინ ჩანს.


***
აეროპორტისგან მოშორებით ვაჩერებინებ, მადლობას ვუხდი და მანქანიდან გადმოვდივარ. გარშემო ყველაგნ ხეებია, იარაღს ჩემი მაისურით ვწმენდ და ხეებს შორის ვაგდებ.
აეროპორტში შესული, რობის ვეძებ, თუმცა ვერ ვხედავ.
-თაია!-ზურგსუკან მესმის ხმა და დაბნეულ რობის რომ ვხედავ ვეხუტები.
-რობი, როგორ გამახარა!
-არ იტყვი რა მოხდა?
-მომიტაცეს, მოსაყოლი დრო არ მაქვს, გეხვეწები საქართველოში გასამგზავრებელი ბილეთი მიყიდე და აუცილებლად დაგიბრუნებ ფულს, გპირდები!
-ვერაფერი გავიგე, მაგრამ კარგი!
ჩემდა საბედნიეროდ ბილეთი მხვდება და სან გაფრენის დრო მოვა, რობის ყველაფერს ვუყვები.
-იქაც დიდი საფრთხე გემუქრება.-მეუბნება რობი.
-ვიცი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს!

თვითფრიანვი ფრინდება და ყოველი ის წამი, წუთი მახსენდება, როდესაც გერმანიაში წამოვედი. თავიდან მაიხლდება ის ჭრილობები, ის ტკივილი, როდესაც ნიკას უგუნო მდგომარეობის დროს ვიგრძენი და მაშინ, როდესაც ნიკას კომიდან გამოსვლის დროს ვირგძენი.
ნეტავ რა იქნება, მაშინ როდესაც საქართველოში ჩავალ?





№1  offline მოდერი Eleniko13

მოწყენილობის ჟამს დავიწყე ამის კითხვა,
ზოგადად აქ იშვიათად შემოვდივარ
უკვე და
მხოლოდ 2-3 ნაცნობი ადამიანების
ისტორიებს ვკითხულობ,
მოკლედ,
ტუზი დაგეცა რა. (ხუმრობაა ეს).

ძალიან მირბიხარ, ვინმე გეკიდება?
არ არის საჭირო მთელი ისტორიის აზრი ხუთ სიტყვაში ჩაატიო.
ბევრად საინტერესო იქნებოდა ცოტა ვრცლად წერდე,
რადგან მისშაბათებულივით ჩანს
ეს ნაწერი.
პატარა თავებს რომ დებ, გეცოდინება.
ანუ კი, ცუდია ლოდინი,
მაგრამ მესმის ძალიან კარგად, როცა არის დღეები,
როცა ორ სიტყვას ვერ წერ,
მაგრამ არის დღეები როცა ვერ ჩერდები იმდენს წერ.
შენ თუ შუალედში იჭედები,
ანუ არ ხარ მწერალი და ვერ გახდები ვერასდროს,
ვერ გაცდები ფორლავის ფორმატს.
ეს ცუდია.
დიალოგებში ყვირიან ხოლმე?
სულ ძახილის ნიშნები რა უბედურებაა,
წერტილები არსებობს,
თან ბევრიიიი წერტილი გვაქვს რომლის გამოყენება ხიხი არ არის.

სხვა მხრივ საინტერესოა,
პერსონაჟებიდან ნიკა მომწონს მხოლოდ,
ისიც იმიტომ რომ უბრალოდ რაღაცნაირი ტიპია,
თორე ეს თაია ჩამოუყალიბებელი,
უნიჭო,
დებილი გოგოა და არაფერი ეშველება.
წარმატებები და უკეთესად ეცადე, რა
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№2  offline წევრი teddy))

Eleniko13
მოწყენილობის ჟამს დავიწყე ამის კითხვა,
ზოგადად აქ იშვიათად შემოვდივარ
უკვე და
მხოლოდ 2-3 ნაცნობი ადამიანების
ისტორიებს ვკითხულობ,
მოკლედ,
ტუზი დაგეცა რა. (ხუმრობაა ეს).

ძალიან მირბიხარ, ვინმე გეკიდება?
არ არის საჭირო მთელი ისტორიის აზრი ხუთ სიტყვაში ჩაატიო.
ბევრად საინტერესო იქნებოდა ცოტა ვრცლად წერდე,
რადგან მისშაბათებულივით ჩანს
ეს ნაწერი.
პატარა თავებს რომ დებ, გეცოდინება.
ანუ კი, ცუდია ლოდინი,
მაგრამ მესმის ძალიან კარგად, როცა არის დღეები,
როცა ორ სიტყვას ვერ წერ,
მაგრამ არის დღეები როცა ვერ ჩერდები იმდენს წერ.
შენ თუ შუალედში იჭედები,
ანუ არ ხარ მწერალი და ვერ გახდები ვერასდროს,
ვერ გაცდები ფორლავის ფორმატს.
ეს ცუდია.
დიალოგებში ყვირიან ხოლმე?
სულ ძახილის ნიშნები რა უბედურებაა,
წერტილები არსებობს,
თან ბევრიიიი წერტილი გვაქვს რომლის გამოყენება ხიხი არ არის.

სხვა მხრივ საინტერესოა,
პერსონაჟებიდან ნიკა მომწონს მხოლოდ,
ისიც იმიტომ რომ უბრალოდ რაღაცნაირი ტიპია,
თორე ეს თაია ჩამოუყალიბებელი,
უნიჭო,
დებილი გოგოა და არაფერი ეშველება.
წარმატებები და უკეთესად ეცადე, რა

გმადლობ, ელენე! არა შუალედებში არ ვიჭედები, უბრალოდ დრო არ მაქვს და როცა კი დრო გამომიჩნდება ახალ თავს ვწერ. ხო, ნიკა მეც ძალიან მიყვარს, თაიას კი რაც შეეხება არ ვფიქრობ რომ დებილი და უნიჭო გოგოა, უბრალოდ არსებობენ ისეთი ადამიანები, თუნდაც ისეთი მომენტები, როდესაც ვიღაც/რაღაც გაბნევს და არც იცი რა გააკეთო, გამოუვალ მდგომარეობაში ხარ და საშინლად დაბნეული...

 


№3  offline მოდერი sopiko

teddy))
Eleniko13
მოწყენილობის ჟამს დავიწყე ამის კითხვა,
ზოგადად აქ იშვიათად შემოვდივარ
უკვე და
მხოლოდ 2-3 ნაცნობი ადამიანების
ისტორიებს ვკითხულობ,
მოკლედ,
ტუზი დაგეცა რა. (ხუმრობაა ეს).

ძალიან მირბიხარ, ვინმე გეკიდება?
არ არის საჭირო მთელი ისტორიის აზრი ხუთ სიტყვაში ჩაატიო.
ბევრად საინტერესო იქნებოდა ცოტა ვრცლად წერდე,
რადგან მისშაბათებულივით ჩანს
ეს ნაწერი.
პატარა თავებს რომ დებ, გეცოდინება.
ანუ კი, ცუდია ლოდინი,
მაგრამ მესმის ძალიან კარგად, როცა არის დღეები,
როცა ორ სიტყვას ვერ წერ,
მაგრამ არის დღეები როცა ვერ ჩერდები იმდენს წერ.
შენ თუ შუალედში იჭედები,
ანუ არ ხარ მწერალი და ვერ გახდები ვერასდროს,
ვერ გაცდები ფორლავის ფორმატს.
ეს ცუდია.
დიალოგებში ყვირიან ხოლმე?
სულ ძახილის ნიშნები რა უბედურებაა,
წერტილები არსებობს,
თან ბევრიიიი წერტილი გვაქვს რომლის გამოყენება ხიხი არ არის.

სხვა მხრივ საინტერესოა,
პერსონაჟებიდან ნიკა მომწონს მხოლოდ,
ისიც იმიტომ რომ უბრალოდ რაღაცნაირი ტიპია,
თორე ეს თაია ჩამოუყალიბებელი,
უნიჭო,
დებილი გოგოა და არაფერი ეშველება.
წარმატებები და უკეთესად ეცადე, რა

გმადლობ, ელენე! არა შუალედებში არ ვიჭედები, უბრალოდ დრო არ მაქვს და როცა კი დრო გამომიჩნდება ახალ თავს ვწერ. ხო, ნიკა მეც ძალიან მიყვარს, თაიას კი რაც შეეხება არ ვფიქრობ რომ დებილი და უნიჭო გოგოა, უბრალოდ არსებობენ ისეთი ადამიანები, თუნდაც ისეთი მომენტები, როდესაც ვიღაც/რაღაც გაბნევს და არც იცი რა გააკეთო, გამოუვალ მდგომარეობაში ხარ და საშინლად დაბნეული...


ელენიკო, იცი შენ ჩემი დამოკიდებულება შენდამი და შენი ისტორიებისადმი, მაგრამ ამ შემთხვევაში მაგას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ “მოახლოება” მე ფორლავზე ატვირთულ ყველა ისტორიას მირჩევნია ერთად აღებულს მთელი რიგი მიზეზების გამო.
რაღა თქმა უნდა, ეს შენ ვერ გეცოდინებოდა, მესმის და ამაზე პასუხს ვერსია გთხოვ, რომც გცოდნოდა, რა ვალდებული ხარ, რომ ჩემს აზრს პატივი სცე, მაგრამ... მაგრამ!
იმასთან ერთად, რომ შესანიშნავად წერ, მომწონს შენი ხედვა, ისიც მსმენია, რაოდენ მკაცრი და “შენებური” მკითხველი ხარ. ეს რომ კრიტიკა იყოს, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ეს კრიტიკა არაა. კრიტიკის ყველა კრიტერიუმს ეწინაამღდეგება (და არამარტო ახლა, უბრალოდ პირადად მე შემეხო) და საშინლად უსიამოვნოა.
ფორლავია ეს, პეტრე, პავლე თუ ივანე, არავის აქვს უფლება დამწყებ მწერალს უთხრას, რომ შენ ეს არ გამოგივა, შენ უკეთესი ვერ იქნები, მეტს ვერ მიაღწევ და ა.შ. ეს ყველაზე საწყენი და ყველაზე შეურაცხმყოფელია. შენც წერ და ზუსტად ვიცი, რომ ამის ახსნა არ გჭირდება, როგორც არ უნდა გეკიდოს ხალხის აზრი.
გულზე მომხვდა თაიას შეფასებაც (რომელსაც არ ვამართლებ), მაგრამ ეს შენი გადასაწყვეტია, მე ვერ ჩავერევი ;დდდ
ჰო, მე მოვრჩი და იმედია სწორად გამიგებ.
რატომღაც მგონია, რომ ასე იქნება.

 


№4  offline მოდერი Eleniko13

მანდ წინ თუ წერია,
სოფაჩკა,
თორემ ღმერთმა დაიფაროს,
მტერს არ ვუსურვებ ფორლავის ფორმატს “ვერ გაცდომას”.

და საერთოდ არ ვარ არც მკაცრი,
არც ისეთი,
არც ასეთი.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent