ცხელი სურნელი (მეოთხე თავი)
ქორწილი გრძელდებოდა, ცეკვა სიმღერა ,სიცილი ,სადღეგრძელოები და საუბრები ნეფე-დედოფლის ირგვლივ. შემდეგ უბრალოდ ხელი ჩაკიდა იოანემ ტაისას და თანიანთ სახლში წაიყვანა მანქანა რომ გააჩერა და გადავიდა ტაისას კარი გაუღო. გადმოსვლაში დაეხმარა -ღამით უფრო მომწონს ეს სახლი, ეზო უფრო ლამაზი ჩანს -კიდევ ბევრი რამაა საჭირო,თუმცა ლამაზია მაინც -მოიცა -რა ხდება -კარგი რაა ასე უნდა შევიდეთ სახლში? - კართან გააჩერა იოანე და მკლავზე ჩამოეკიდა- აბა თუ მიხვდე და ხელში ამიყვანო -შენ იქ ვარდის ფურცლებსაც ხო არ ელოდები -ნწ, მარტო ხელში აყვანას ვითხოვ. ამიყვანე და გაკოცებ - გაიცინა და უფრო აეკრო სხეულზე. იოანემ ჩაიცინა ხელი ყეფაზე მიადო და ტუჩებზე დააცხრა.მერე უცებ მოსწყდა და ტუჩები გაილოკა -გაკოცე უკვე და ახლა რომ აგიყვანო? -ცუდი კაცი ხარ ...ცუდი -შენ კიდე მთვრალი ქალი - ხელში აიყვანა და მკერდზე მიიკრა. მაშინვე აათამაშა ქალმა ფეხები, თავი უკან გადასწია და ხელი გაშალა -მთვრალი არ ვარ...ცილს ნუ მწამებ -როგორც შენ იტყვი -კიბეზე ცოტა ნელა უნდა ახვიდე, თორემ ვიფიქრებ რომ ჩემი გაშშვლება გეჩქარება და სხვა არაფრის გამო შემირთე ცოლად -ახლა შენს ოცნების პირველ ღამეს იხსენებ და გინდა დავამსგავსო? -აჰაამ -პირველი ღამე რომ აღარაა? -თეთრი კაბა მაცვია ,რომელიც უნდა მოვიშორო -მრთელი თუ -არ გაბედო და რამე არ დაუშაო...ეს კაბა სულ უნდა მქონდეს- როგორც კი დასვა კაცმა და ხელი წელზე შეუცურა მაშინვე გააფრთხილა და პერანგის ღილების გახსნა დაიწყო- ეს პერანგი გვჭირდება ? -ასე წარმოგედგინა პირველი ღამე? აუცილებლად უნდა შემომახიო პერანგი? -არ წარმომედგინა,მაგრამ ძნელი ყოფილა გახსნა და უფრო ძნელი მოთმენა მითუმეტეს როდესაც იცი რა დაგხვდება კაბის ბრეტელი ნელა მოაშორა მხარს, ორივე ერთად მისრიალებდნენ მკლავზე მოშიშვლებულ ზურგზე თითები ჩაასრიალა და ელვა გახსნა შემდეგ ხელი მოაშორა ნაჭერს და ისიც წამსვე დავარდა იატაკზე. ტაისამ სწორედ ამ დროს მოაშორა პერანგი და პირველმა აკოცა -მაინც რას აკეთებ ტაისა -ისე ცუდად გკოცნი რომ ვერ ხვდები რას ვაკეთებ? -გინდა ჩემი პირველი ღამის ეფექტი გადაფარო? ნწ არ გამოგივა -მაინც ვცდი ,რა იცი რა ხდება.იქნებ უკეთესადაც შეგიძლია მეც თუ დაგეხმარები - თითები შარვლისკენ ჩაასრიალა და ქამარი გაუხსნა. მერე საწოლისკენ დაიძრა და მომღიმარ მესხს ტუჩები დაუსაქმა- გეყოფა,თორემ წავალ -უკვე ვერსად წახვალ - თითები ლაჯებშორის შეუცურა და კოცნაც უფრო გააღრმავა. მაშინვე წასკდა კვნესა ანჯაფარიძეს. სხეულზე ტკიპასავით აეკრო მესხს და ალკოჰოლისგან გამოწვეული თრობა ვნებით ჩაანაცვლა. თითქოს ისევ პირველად ეხებოდა მესხის თითები, პირველად სწავლობდა მის სხეულს. სრულიად სხვა განცდა ჰქონდა, თითქოს თავად მართავდა სიტუაციას როდესაც მოულოდნელი არაფერი ხდებოდა. თუმცა სრულიად სხვა გრძნობა ჰქონდა, მხოლოდ ვნება ,ჟინი და სურვილი . რაღაც მეტის, ვერ კმაყოფილდებოდა. თითებს დაასრიალებდა მესხის განიერ მხრებზე, წელზე. კოცნიდა ყელში ,კბენდა. კვნესოდა და მთელი სხეულით გამოხატავდა სურვილს. ასე უბრალოდ და ბრალიანად უნდოდა იოანე მესხი . მისი ალერსი ,მისგან წამოსული გრძნობა და მზერა რომელიც ყოველი შეხებისას სიყვარულს უხსნიდა ყველაზე კარგი წამალი აღმოჩნდა, წამალი იმ ტკივილისა რომელსაც ვერასდროს იყუჩებდა. ახლა კი სხვაზე ვერაფერზე ფიქრობდა, იოანე არ აძლევდა საშუალებას ,არ უშვებდა ...ზემოდან მოექცა კაცს, ხელისგულებით მკერდზე დაეყრდნო და ტუჩებზე დაეკონა. უცებ სიმსუბუქე იგრძნო ჰაერში აღმოჩნდა წამით, ფეხები წელზე შემოხვია მესხს და მასთან ერთად აჰყვა ბიძგებით გამოწვეულ რიტმს ბოლო აკორდამდე. შემდეგ საწოლზე დაეშვნენ, იოანეს სხეულს არ შორდებოდა, ღრმად სუნთქავდა და გამშრალ ტუჩებზე ენისწვერი გააისვა და სახეზე ჩამოყრილი თმმა ყურს უკან გადაიწია. -სულ ვიცოდი რომ შენ საუცხოო საყვარელი იქნებოდი -გაიცინა და ლავიწზე უკბინა მესხს- მე ხო არასდროს ვცდები შეფასებაში -შეფასება და სიტუაციის გამოყენება შეგიძლია საუცხოოდ შენ! -როგორ თქვი? სხეულზე შემორჩენი ჩემი სურნელიო ?- კანზე ცხვირის წვერი გაუსვა და გაიცინა- ახლა მივხვდი რას გულისხმობდი -ახლა ,როგორ არა - თითები თმაში შეუცურა და თავისკენ მისწია , ქვედა ტუჩზე აკოცა - ჩემი გემო აქვს შენს ტუჩებს -ნუ იგონებ ...შენ გაქვს ჩემი გემო პირდაპირი მნიშვნელობით . ეს ოთახი მომწონს, საწოლიც კარგია ბრილია და ცუდი ხმა არ აქვს მოძრაობისას .ასე გაკვირვებული რატომ მიყურებ -უფრო გაოცებული, სულ გაოცებული ვრჩები როდესაც ჩემს გამოყენებას ახერხებ -უკმაყოფილო ხარ ? რაღაც ვერ გატყობ საკუთარი მდგომარეობა გაწუხებდეს - კომფორტულად მოეწყო,თვალები დაეხუჭა და მალე გადაეშვა მორფეოსის სასუფეველში. მალე შებრუნდა და იოანეს ზურგი აქცია. დილით თავის ტკივილმა გამოაფხიზლა, ჩვეულებისამებრ გამთენიისას გაიღვიძა. მუცელზე იწვა, სასმელის ზედმეტი დოზა მთელს სხეულზე მოქმედებდა. წარბები შეჭმუხნა და წინა ღამე გაიხსენა,პირველი გონებაში რაც ამოუტივტივდა ფეხმძიმე კესო იყო . კადრები ისევ ერთმანეთს ენაცვლებოდა. სუნთქვა შეეკრა, წელზე მოხვეული ხელი მოიშორა და საწოლიდან სწრაფად წამოდგა. იატაკზე დაგდებულ თეთრ კაბას გადააბიჯა და სააბაზანოში შეიკეტა. წყლის ქვეშ იდგა და თვალებს არ ახელდა. შემდეგ არათითზე მორგებულ ბეჭედს დახედა და სააბაზანოც დატოვა. სხეულზე პირსახოცი მოიხვია, შემდეგ ხალათი იპოვნა სწრაფად ჩაიცვა და ოთახიდან გაიპარა. სახლში დააბოტებდა, ყველა ოთახი დაათვალიერა.ბოლოს სამზარეულოში შევიდა თავი ისევ საშინლად სტკიოდა. მაცივარში მინელარული წყალი იპოვნა და სწრაფად დალია. შემდეგ საძინებელში დაბრუნდა და ტანსაცმლის დალაგება დაიწყო. გარდერობში პუფზე იჯდა და ჩემოდნებიდან ფეხსაცმელს იღებდა ისე აწყობდა რომ კაკუნის ხმა საწოლზე გაწოლილ მესხსაც ჩაესმოდა. გვერდი იცვალა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ბოლოს თვალები გაახილა , სახეზე ხელი ჩამოისვა და ცარიელ საწოლს შეხედა. მერე სწრაფად წამოდგა და იქეთ წავიდა საიდანაც ხმა ისმოდა, ჯერ კიდევ არ იყო გამოფხიზლებული. ტაისას ყურსასმენები მოერგო ხელში მობილური ეჭირა და ვიღაცას ესაუბრებოდა. -ერთი კვირა...მერე დავბრუნდები. გამოდით რა ჩემთან,მე ძალიან მეზარება ახლა ორ ადგილას სიარული. მაქსიკოს დავურეკავ და მოდით კარგი? -ტაისა რატომ მაღვიძებ დილის 7 ზე? -რა გინდ...ვაიმე - უცებ შებრუნდა და მობილურიც შეატრიალა წინ რომ შიშველი მესხი აესვეტა უცებ დაიყვირა და მობილური მოისროლა- ჯანდაბა შენ ... რა უბედურება -რა გეტაკა -ბავშვს ველაპარაკებოდი... იმედია არ დაგინახა...სადაა ტელეფონი.მოშორდი აქედან თორე გავაფრენ ახლა - უხებ აიქნია ხელი და ჩემოდანშ ჩავარდნილ მობილურს დაუწყო ძებნა - აქ ხარ? მითხარი რო არაფერი დაგინახავს...რა გაცინებს შე პატარა ეშმაკო -რატო კიოდი? ვერ შეეჩვიე -გოგო ვიფიქრე ბავშვმა დაინახა ჩემი შიშველი ქმარი_თქო და შენ კიდე დამცინი? -მხოლოდ ნიკაპი და ლავიწი დავინახე მაღლა გქონდა ხელი აწეული ასე რო დამშვიდდი -ყველაფერი უბედურება მე როგორ უნდა დამემართოს..მოკლედ მოხვალ დღეს თუ არა -მოვაალ ... დავურეკავ მაქსიკოს და მოვალთ -გკოცნი. მიყვარხარ -მიიი თუუუუ მობილური როგორც კი გადადო მაშინვე შებრუნდა უკან და საძინებელში შეუვარდა მესხს -შენ ასე დადიხარ სახლში? -შენ 7 ზე უნდა გაიღვიძო სულ? 3 საათი მეძინა მხოლოდ და შენგან განსხვავებით მჭირდება ძილი -მე გკითხე სიშიშვლეზე -რომ ვიარო შენ რა პრობლემა გაქვს -ბალიშიდან მაინს ასწიე თავი რომ მელაპარაკები -ვცდილობ ძილი შევიბრუნო და თუ არ მაცლი იცოდე ხასიათზე მოსასვლელად გამოგიყენებ -როგორ შემაშინე, დღეს ჩემები მოვლენ -მოვიდნენ... -ოჰ შენ რო ნება არ დაგერთო ხო რას ამბობ კარს არ გავუღებდი ... თუ გინდა ბიჭებს დავურეკავ -გიგისთან იქნებიან დღეს კესომ ყურადღების ცენტრი წაგართვა. -ფეხმძიმე ქალს დასვენება არ სჭირდება? იქ უნდა იყვნენ? -მეც დიდი სიამოვნებით წავიდოდი, მაგრამ ახალდაქორწინებული კაცი სახლიდან რო გავიქცე ნიკოლოზს შენ გააჩუმებ? -ძაან მეზარება ყველაფრის ამოლაგება ... გაიწიე მეც დავწვები -საწოლზე ავიდა, მუხლებზე დამდგარი მიდიოდა მერე მხარზე ჰკრა ხელი მესხს ,მაგრამ არ შეტოკებულა ბატონი- გაიწიე-თქო -კიდე ერთხელ გამაღვიძებ ამ დროს და საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ- უცებ მოხვია ხელი და საწოლზე დააგდო. ზემოდან მოექცა ხელები გაუკავა და ხალათი გაუხსნა -არც იფიქრო... მე დაძინებას ვაპირებ -აა წუხელ გეღვიძა მე რომ გეფერებოდი? რა საინტერესოა მე რატომ ვერ მივხვდი? -შე ..შენ მაგას როგორ მეუბნები - აფართხალდა გაბრაზებული და მუშტები დაუშინა - რა საზიზღარი კაცი ხარ -კარგი გეყოს ფართხალი, ვიძინებ და მეტი არ მინდა გამაღვიძო - მოშორდა ისევ დაებერტყასაწოლზე, ზურგი აქცია ბალიში მკლავებშორის მოიქცია და თვალები დახუჭა. ბევრი იწრიალა ანასტასიამ,მაგრამ დაძინება ვერ მოახერხა.ასე იყო შეჩვეული და ახლა თავისუფალი დრო რომ ჰქონდ აუბრალოდ არ გამოსდიოდა ნორმალური ადამიანივით გამოძინება. ნერვები მოეშალა მესხს მშვიდად რომ ეძინა და გადაწყვიტა ისევ გაეღვიძებინა. რომ წამოიწია და ზემოდან დახედა ისე ეძინა დაენანა გასაღვიძებლად, ტუჩები დაბრიცა და საწოლიდან წამოდგა. ჩუმად გაეცალა იქაურობას და ამჯერად ეზოში სეირნობა დაიწყო.ქორწილის ფოტოებს ათვალიერებდა, მრავალი ჟურნალი იყო აჭრელებული ტაისას ფოტოებით. მის კაბაზე საუბრობდნენ,იოანეს აქებდნენ. ზოგი კიცხავდა, ლანძღავდა, ათასი კომენტარი იყო. ყველა არც ჩაუკითხავს, უბრალოდ სიტუაციას გაეცნო. ლოტოსის ფორმაში იჯდა სავარძელში და აიპადში იყურებოდა. ნაბიჯების ხმა რომ გაიგო მიხვდა ვინც უახლოვდებოდა ,ყურადღება არ მიუქცევია, სანამ იქვე არ დაჯდა -უჩემოდ ვერ დაიძინე ქმარუკა? -შენ რომ ხარ მაშინ ვერ ვიძინებთ -ღმერთო შენ ისევ შიშველი ხარ? შეიძლება ბავშვები მოვიდნენ რა სიველურეა რა არი -შორტი მაცვია, ცხელა თუ გრძნობ და შენც შიშველი ხარ . მაგ ხალათის ქვეშ მხოლოდ ტანგა გაცვია -არაესტეთიურია ასე ტარზანივით მოძრაობა და შენ არ შეგშვენის ბატონო იოანე. გადარიე ნახევარი საქართველო,ასე წერენ ეს გოგო როგორ მოიყვანა ამ ანგელოზივით ბიჭმაო -რომელზე მოვლენ ბავშვები? - ყურადღება არ მიაქცია ტაისას სიტყვებს - მაქსიკო რომ გაიღვიძებს მოვლენ... -მაქსიმეს თუ სზინავს ემილიანა რამ გააღვიძა ამ დილადრიან ან შენ როგორ დაგირეკა -მე დავურეკე ჯერ ეს ერთი მერე მეორეც მადლობა თქვი რო ვერ დაგინახა თორე ბავშვის ფსიქიკა რომ გაგენადგურებინა მოგკლავდი -15 წლის გოგო ბავშვი თუ იყო არ ვიცოდი -მოიცა რა რომ დაენახე გეკიდა? -არა რა თქმა უნდა,მაგრამ ვერ ვიფიქრებდი თუ ვინმეს ესაუბრებოდი იმ დროს -კარგი ხო...ძაან არ მინდა ახლა ამ სულელურ ამბავზე საუბარი. ხატოსაც დავურეკავ რააა... -ხატო არ დაუძახო თორე ჩათვალე რომ გადაგემტერა.კნინობით სახელებზე ალერგია აქვს. ხატია დაუძახე და არა საჭირო -შენი და რომ არის როგორ ეტყობა...შენ გიყვარვარ ის ვერ მიტანს -გეშლება, ხატიას არავინ სძულს უბრალოდ გრძნობს რომ მტანჯავ -ტყუპებივით ხართ თუ რა ხდება...გტანჯავ? რა საინტერესო აღმოჩენაა. აიი მირეკავს -უცებ წამოიძახა და მობილურს უპასუხა- გისმენ ემი... კი აბა სად ვიქნებით. გოგო ნუ ხარ შენ ტუტუცელა თორე მოგცხებ იცოდე. გელოდებით, გკოცნიიი აუუ მაქსიკოს უთხარი საჭმელები წამოიღოს ძაან მშია ხოო ჩემო სიცოცხლე? კაი ,მიკალქალ - გაუთიშა და უცებ წამოდგა, ხელი ჩაავლო იოანეს და სახლისკენ დაიძრა- მოვლენ მალე, ჩავიცვათ ვუაიმეეე როგორ გიხდება შორტიიი . აუზზე არ გიშვებ ,მორჩა ასე რომ დაგინახონ ხომ მომტაცებენ ერთადერთ კაცს დედამიწაზე რომელსაც ვუყვარვარ ისეთი როგორიც ვარ - უცებ მიაყარა, თვალები ააფახუნა. უცებ ჰაერში რომ არმოჩნდა კივილი წასკდა მერე აშკარად სვლას აგრძელებდნენ ოღონდ იოანეს მუცელზე იჯდა და კოცნიდა-იო..ნე რა გაგიჟ..დი- კოცნისას ამოთქვა და უკვე საწოლზე დაცემული აფართხალდა- მოვლენ ადამიანო -უნდა გაჩუმებულიყავი, უკვე გვიანია -ხოო ...მართლა გვიანი ყოფილა,მაგრამ ზედმეტად ფხიზელი ვარ პრესექს*ს პერიოდის გადასატანად -სულ მთვრალს ვერ გაგ***ავ -ახლა არა ,არ შემიძლია - მკერდზე მიაბჯინა ხელები და დაუძვრა. ხალათი გაისწორა უცებ შევიდა გარდერობში კარი მიხურა და სწრაფად ჩაიცვა რაც პირველივე მოჰყვა ხელში. მერე მკერდზე მიდო ხელი და ამოისუნთქა- ღმერთო შენ მიშველე... იოანე საძინებელში აღარ დახვდა, ქვემოთ ჩავიდა და ეზოში შემოსული ბავშვებიც დაინახა. მაშინვე მათკენ გაიქცა და ორივეს მოეხვია -ჩემი პატარებიი...რა უცებ მოხვედით. რა მომიტანეთ? -ახალგათხოვილი ქალი რო საჭმელს არ გააკეთებს -რაღაც სხვანაირი მეჩვენები -შენ პატარა ხარ ჯერ მაგის გასაგებად...გამომართვი ესენი მძიმეა. ათასი რამე იყიდა.ისე წამომაგდო საწოლიდან მეც მშია . რა უბედურება ამ დროს სტუმრობა,მიტყდება იმ კაცთან რას იფიქრებს -ნუ სულელობ...მალე წახვალთ და მე როდის გნახავთ კიდე. ის სულ ჩემი ქმარი არ იქნება? -იცი მე სიურპრიზი მააქვს შენთვის -რა სიურპრიზი გაქვს პაწაწო?- თვალებაბრჭყვიალებულ გოგოს გაუცინა და სახლში შეაბიჯა -მამამ გადაწყვიტა თბილისში დავბრუნდეთ , ვინაიდან ახლა ზაფხულია მე ვრჩებიი ისინი წავლენ. მოაგვარებენ ყველაფერს სახლს იქ გაყიდიან აქ იყიდიან ნუ მოკლედ ყველაფერს და მერე დაბრუნდებიან -მართლა? ანუ ჩემთან იქნები? აქამდე რატო არ მითხარი -ქორწილშ ხო არ გეტყოდი... ვაიმე ისე მიხარია შენთან რო ვიქნები - ერთმანეთს ეხვეოდნენ მაქსი იდგა და იცინოდა -დაახრჩო... მომიგუდა და -ნუ ხარ საზიზღარი ,გშურს შენ ჩემი -მე იქაც მშვენივრად ვარ , რა მინდა აქ მოწყენილობაა. სად არის შენი ქმარი? -ჩემი ქმარი ... აი აქ არის.მოდის შენი არ იყოს ძილი უყვარს და ახლახანს გაიღვიძა -გამარჯობა ,როგორ ხართ -ჩვენ კარგად, ჩემი იდეა არ ყოფილა მოსვლა. ტასომ დაიჟინა -ვიცი და არაა პრობლემა, მაგაზე ნუ სწუხარ. კარგიცაა რომ მოხვედით, ტაისა შიმშილით მომკლავდა ახლა რამეს მაინც მოამზადებს -რა საყვარელი ხარ ქმარუკავ...შენ როგორ მოგკლავდი რას ამბობ - ლოყაზე უჩქმიტა გაუცინა და სწრაფად გაიქცა სამზარეულოსკენ- მალე მოვამზადებ ყველაფერს და ვისაუზმოოთ -სამზარეულოს გადაწვავს... -შენი დის შესაძლებლობებს ვერ აფასებ, საკუთარი თავისთვის და თქვენთვის მოინდომებს. -ესეც მართალია...აუ მართლა ძაან მიტყდება აქ რო ვარ. რო წარმოვიდგინე ცოლი შევირთე და მეორე დღეს მისი და -ძმა დამადგა მაგრა ვჭედავ -მაქსიმეე სექს*ე დახამებული ნუ გამოგყავართ რა იყო - სამზარეულოდან აუძახა და გააცუმა ბიჭი. იოანე ჩვეულ ამპლუაში იყო,თვალს ადევნებდა ცოლს, საუბრობდა.არაფერი განსაკუთრებული, აი კარი რომ გაიღო და ხატია გამოჩნდა ნამდვილად გაბრაზდა. ტაისას მიესალმა, ბავშვებსაც და ბოლოს სუფრასთან დაჯდა -აქ რა გინდა -მაქსიკო შემხვდა სავაჭრო ცენტრში მითხრა თქვენთან რომ მოდიოდნენ და ბარემ მეც მოვედი . სახლს თავიდან დავათვალიერებ იქნებ რამე შეცვალეთ -არაფერი შეგვიცვლია -ნუ მიბღვერ -მერე ვილაპარაკებთ მე და შენ - შეუღრინა და შემდეგ გაჩუმდა. ბოლოს შემთხვევით ისარგებლა და ხატია მარტო მოიხელთა -უბრალოდ მოვედი -შენ უბრალოდ არაფერს აკეთებ, გიკრძალავ ჩემს ცხოვრებაში ჩარევას! -აჰ თქვენს საყვარელ მეუღეს ვაწუხებთ? მე ბოდიში რა ჯანდაბა გჭირს გამაგებინე . გუშინ გქონდ აპირველი ღამე ნუ აშკარად არ იყო პირველი, ან საერთოდ არ გქონია, მაგრამ ეგ ცემი საქმე არაა. დღეს სტუმრებს იღებ. ესაა 32 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი? -ნუ მაიძულებ გავჭედო ... ნუ გამაბრაზებ ხატია. ბევრი მოვითმინე უკვე, ცხვირს წაიმტვრევ იცოდე ზედმეტად დაგრძელდა უკვე -კიდევ უფრო დავრწმუნდი რომ აქ რაღაც ამბავი იმალება...ეს ლამაზმანი და შენ საიდუმლოს მალავთ . არ უყვარხარ, რომ უყვარდე ბედნიერი იქნებოდა და გვერდიდან არ მოგშორდებოდა -ხატია გიკრძალავ -არ მიყვარს, მართალი ხარ ხატია. სამაგიეროდ ვიცი რომ ერთად კარგად ვიქნებით და მხოლოდ ჩემთან შეძლებდა ცხოვრებას,სხვა არავინ სჭირდება და იმიტომ. სიყვარული დროთა განმავლობაში მოვა, მე არ ვარ რომანტიკოსი რეალისტი ვარ და დარწმუნებული ვარ რომ შენი ძმა საუცხოო ქმარი იქნება. დავიჯერო ასეთი ცუდი ვარ ყურებამდე შეყვარებული რომ არ ვარ? თვლი რომ საერთო მიზნები, ხასიათი ,ემოციები ,პატივისცემა და დამოკიდებულება არაფერია ? - ტაისა მშვიდად მიუახლოვდა ქმარს, ხელი ჩაკიდა და მულს ისე ესაუბრებოდა- სხვა საიდუმლო არ გვაქვს...ნუ გააბრაზებ იოს ,თორემ ხომ იცი შემდეგ ვულკანს დაემსგავსება და რა იცი ვინ შეიწიროს მისმა გაბრაზებამ -რა პირდაპირი ხარ, შესანიშნავია. აქამდე უნდა გეთქვათ ეს, ვერ ვიტან იდუმალებას. რომანტიკოსი არც მე ვარ. იმედია გაუქრობ ჩემზე წყენას დამეხმარები რძალო...მე ახლა წავალ და იმედია მომდევნო შეხვედრისას ასე დასაჭერად გამზადებული მსხვერპლივით არ შემომხედავ ძამიკო- მონოლოგი დაასრულა, ორივეს აკოცა და წავიდა. -რა საჭირო იყო ეს გამოსვლა, შეგეშინდა რო სიმართლეს გაიგებდა? -არა, უბრალოდ მისი მოტყუება არ მინდოდა. ნაწილი სიმართლის ხომ ვუთხარი ... -რომელი სიმართლის პატივს რომ მცემ თუ კაგრი დამოკიდებულება რომ გაქვს, ა იქნებ ვეწყობით ....ა არა მე რომ სხვასთან ვერ ვიცხოვრებდი.შენ ხო საკუთარ თავში ხარ დარწმუნებული -ახლა ბრაზი ჩემზე უნდა ანთხიო? მხოლოდ იმიტომ რომ შენი და არ დაგემორჩილა? აჰ არა .. მე ვიცი რატომაც ბრაზობ , უარმა გაგაგიჟა ასე ძალიან გინდოდი - მაისურის საყელოზე მოუჭირა თითები და სახესთან მიუახლოვდა-ცუდი შეგრძნებაა როცა გინდა და ვერ იღებ? -უფრო არ , ვიდრე ვერ -ვითომ? - აკოცა, თითები თმებში შეუცურა და სხეულზე აეკრო- რომ გითხრა არ მინდიხარ_თქო რას გააკეთებ , ძალას გამოიყენებ -არ დამჭირდება, თავად ჩამადნები მკლავებში - მოიშორა და ოთახი დატოვა -თავკერძა იდიოტი... თვითონ ჩამადნები ხელებში ,როგორ არა. და-ძმა რომ გააცილა და სახლში დაბრუნდნენ. იოანე ზემოთ ავია პირდაპირ. თვითონ მიალაგა მისაღები და შემდეგ მესხს მოჰკრა თვალი. რომელიც გამოწყობილი სადღაც მიდიოდა -სადმე მიდიხარ? -საქმე მაქვს -დღეს? -რამე გეგმა გქონდა და არ მახსოვს? -არა ,შეგიძლია მიბრძანდე .სულ კარგად ბრძანდებოდე ერთი ფლაკონი სუნამოს დასხმა რა საჭირო იყო ვინმე უნდა გააბრუო? -შეიძლება -გაუღიმა და წავიდა. ანასტასია ჯერ უბრალოდ იდგა,მერე ეზოში გავარდა და უკვე ასულ მანქანას გააყოლა თვალი. -შანსი არაა ქალთან არ წავიდოდა, რა სისულელეა.რას ვფიქრობ საერტოდ. ჯანდაბაში უვლია, არა რა ჯანდაბაში მერე მე რა ვქნა მარტომ? ქვრივობაღა მაკლია სრული ბედნიერებისთვის. არა დღეს რა საქმე გამოუჩნდა ასეთი , უზრელი, განგებ გამიკეთა, ტუტუცი.მოხვალ სახლშ ნახე როგორ უნდა დაკიდება ,მარტო დატოვება და გაქცევა. უნამუსო.. რამდენიმე საათი გაუძლო, დრო გაჰყავდა.ბოლოს მოიწყინა. იოანეც არ ცანდა და სალომეს დაურეკა. რამდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა ქალბატონმა. ისიც ძლივს ისმოდა მისი ხმა აშკარად კლუბსი იყო -როგორ ხარ პატარზალოო სად ხარ სალიოო -მე და ლუკა კლბში ვართ ...აუუ ზაან მაგარი მუსიკაა აი ძააან -მომწერე მისამართი რაა -გამოხვალთ? -ხოოო ...მომწერე უცებ -ახლავეე...გელოდები აიწყო მზადება, ლამაზი გკაბა ჩაიცვა, მაკიაჟი გაიკეთა და წავიდა. კლუბში შესულს სასიამოვნო მელოდია მოესმა და სხეული ააყოლა რიტმს. მერე წყვლი დაინახა. სალომეს ეხვეოდა ბიჭი და კოცნიდა. გაეცინა მათი დანახვისას, ეს გოგო ჭკუას კარგავდა ლუკაზე, მაგრამ ეს აშკარად არ იყო სიყვარული. მათ შეუერთდდა, აშკარად დაურღვია სიმყუდროვე ბიჭს,მაგრამ ძალიან არ აინტერესებდა ეს ამბავი. სალომესთან ერთად ცეკვავდა. მხოლოდ ერთი ჭიქა ვისკი აიღო და ნელ-ნელა აგემოვნებდა. რიტმში დაკარგული გონს რომ მოვიდა ვიღაცის ხელები ეხვეოდა სხეულზე ,წამსვე გამოფხიზლდა უკან შებრუნება სცადა მაგრამ არ გამოუვიდა -რატომ ერთობა კლუბში მეუღლის გარეშე ახლადდაქორწინებული ანასტასია ანჯაფარიძე ,რა ხდება ცნობილი ჟურნალისტის პირად ცხოვრებაში . ნუთუ ისიც მისი რეპორტაჟებივით რთული,ჩახლართული და ცეცხლოვანია -ანასტასიას მეუღლე საქმიანი კაცია, ცოლი დატოვა და საქმეზე წავიდა . ცოლმაც გადაწყვიტა გართობა -საინტერესო ფორმაა გართობის ... ეს კაბა მომწონს - ბეჭზე აკოცა და თითები ფეხზე ააყოლა. ზურგიდან მიეკრო და ისე ააყოლა სხეული მელოდიას. თანდათან აბრუებდა ქალს, ხელებს მის სხეულზე დაასრიალებდა, ცეკკვავდა თავბრუდამხვევ მელოდიაზე ჩაბნელებულ დარბაზში და მონოტორულად უკოცნიდა ყელს -ეს ერთი კვირა როგორ გავუძლო უსაქმურად ყოფნას -მოვიფიქროთ რამე ... -წავიდეთ გთხოვ... აქედან რომ წავალ იქნებ ყველაფერი დამავიწყდეს -წავიდეთ,მაგრამ ფუჭ ილუზიას იქმნი. მე ყველგან მახსოვდი ,მხოლოდ შენ და სხვა ვერავინ მავიწყებდა შენს სახეს -მე ასე არ ვარ, ნუ ამძაფრებ ჩემს მდგომარეობას. -ღმერთმაც ქნას რომ ვამძაფრებდე -ასეა, დამიჯერე გთხოვ -მჯერა -მართლა? -წავიდეთ? -წავიდეთ...მართლა გჯერა ჩემი? - დაიჯერე ?- სახეზე თითები ჩამოუსვა და ჩაიცინა. ზურგი აქცია ,წავიდა. ანასტასია ბრბოში იდგა, ირგვლივ ყველა ცეკვავდა ფერები ერთმანეთს ენაცვლებოდა ის კი ქანდაკებას ჰგავდა, მალე ამოძრავდა უყურებდა წინ მიმავალი კაცის ზურგს და უბრალოდ მიაბიჯებდა. მანქანაში ჩუმად იჯდა, გზას უყურებდა. უსიტყვოდ გადავიდა , სახლში შესვლისთანავე მეორე სართულისკენ დაიძრა. სააბაზანოში შეიკეტა ,მოწესრიგდა და საძინებელში დაბრუნდა. იოანე პერანგის ღილებს იხსნიდა , გიგის ესაუბრებოდა და იცინოდა . -ხვალ მოვალ მეც , უკვე წუწუნებს თუ ჯერ არა . გახსოვს ნატა როგორ იყო? -უცებ ახარხარდა.მერე ჩუმად იყო და უსმენდა მხოლოდ კის და არას ამბობდა. ანასტასიას თვალი გააყოლა, გაიხადა და შუქი ჩააქრო. მხოლოდ სანათის მკრათალი შუქი ანათებდა ოთახს. მობილური ტუმბოზე დადო და დაწვა. ანასტასიამ მაშინვე ზურგი აქცია ბალიში ააფუმფულა და ხელები მოხვია -სანათი ჩააქრე არ მეძინება თუ სიბნელე არ არის -აჰ ანუ დაძინებას აპირებ -დიახ, მე ხო წუხელაც მეძინა როცა შენ მეფერებოდი -გამებუტა ცოლუკა? -ავადმყოფო -უცნაურად არ გეჩვენება ჩემი ერთი სიტყვის გამო ასე ცუდად რომ ხარ? -იქნებ ვთამაშობ და თავიდან გიშორებ -ერთხელ მომიშორე თავიდან ისე რომ ცუდად ყოფნა არ მოგიმიზეზებია და მეეჭვება მიზეზები ეძებო თუ არ გინდა რომ შეგეხო -სამსახურში უნდა დავბრუნდე...მომდევნო 5 დღე ვერ გაგიძლებ გამორიცხულია. მოწყყენილობისგან მოვკვდები.ასე ცხოვრება მე არ შემიძლია. შენ რომ სახლში რჩებოდე კიდევ ხო ,მაგრამ ხვალ საერთოდ ფეხმძიმე კესარიას მონახულებას აპირებ და იქ უნდა იყო ალბატ. მე კიდე არ ვაირებ იქ წამოსვლას არ მაქვს აფერიზმის ნერვები . საერთოდაც არაა ნორმალური სახლში ჩემნაირი ცოლი გყავდეს და ძმაკაცის ფეხმზიმე ცოლთან გარბოდე -გერევა საყავრელო... კესარიაზე რომ ეჭვიანობ გიგიზე ეჭვიანობ მაშინ. მე რა შუაში ავრ -სად იყავი დღეს, რომ გამოეწყვე და წაბრძანდი -ვმუშაობდი -კაბინეტში იჯექი და მუშაობდი როცა მე მოწყენილობისგან ვკვდებოდი? ძალიან კარგი, კიდე დიდხანს არ შემეხები, ხელებს მოგამტვრევ- ისევ გადაბრუნდა და საბანი დაიფარა- მცხელა,რა უბედურებაა. კონდიციონერი ჩართე - ფეხი ჰკრა თხელ საბანს და მოიშორა, -ჩართულია -აუწიე -გაიყინები -ნუ იცინი -რატომ ბრაზობ ნეტავ ვიცოდე -ძალიან კი ხალისობ და გსიამოვნებს. თითქოს ჩემი გაბრაზება და გულისტკენა,დამცირება და გამოყენება შეცვლის იმ ფაქტს რო შენი საუკეთესო მეგობარი მიყვარს -სწორედ აქ ცდები ჩემო ტაისა - ხელი ჩაავლო და თავისკენ შეაბრუნა- მე არაფერს ვაკეთებ, ჩემი ცოლი რომ გახდი და ყველაფერი მითხრა გიგიმ იქედან თავად გაეხვიე საკუთარ აალებულ ცეცხლში. გრძნობ უკვე როგორ იწვი, სურნელს გრძნობ თუ ჯერ ვერ -ხელი გამიშვი -ტკბილი ძილი ტაისა- თითები ყბაზე მოუჭირა და ტუჩებში აკოცა .მერე თავად აქცია ზურგი და თვალები დახუჭა. დიდხანს ვერ გაუძლო, ტაისამ როგორც კი იცვალა გვერდი და სუნთქვა დუამშვიდდა მაშინვე წამოდგა . აივანზე გავიდა , აკანკალებულ თითებშორის სიგარეტის ღერი მოიქცია ძლივს მოუკიდა ,სწრაფად მოიქცია ტუჩებშორის და ღრმად შეისუნთქა მხუთავი ჰაერი. ხელით მოაჯირს დაეყრდნო და სახე გრილ სიოს შეუშვირა. ბოლოს მაინც შეიკურთხა, თავი დახარა და მოაჯირს რამდენჯერმე დაარტყა ხელი -წყეულიმც იყავ იოანე, ამ ჯოჯოხეთში მოხვედრისთვის. ვერ გაუძლო,მაინც შებრუნდა . კარს მიყრდნობილი ტაისა რომ დაინახა თვალები აეწვა. სისხლი ისე ჩქარა მოძრაობდა კაპილარებში ,ისეთი სექსუალური იყო მოკლე პენუარში გამოწყობილი სიცივისგან კანი დაუბუსუსდა, თხელი ნაჭერი ძლივს უფარავდა მკერდს.მრგვალი თვალები, გრძელი წამწამები რომლებიც მოძრაობისას საოცრად ეხებოდნენ ერთმანეთს -მხოლოდ ჩემი ქმარი თუ ისურვებდა ამას ქორწილიდან მეორე ღამეს - სხეულს ისე მიარხევდა თითქოს ტალღებსშორის მიიკვლევდა გზას. თითებშორის მოქცეული ღერი გამოართვა და თავად მიიტანა ტუჩებთან- შევურიო შენი ტუჩების გემოს ჩემი? -მეგონა დაძინებას აპირებდი- გვერდი აუარა და სავარძელში დაჯდა. ანასტასიამ რამდენჯერმე გამოუშვა კვამლი ტუჩებშორის, შემდეგ სიგარეტის ღერი მოიშორა და მისკენ დაიძრა -არ დამეძინა , როცა მშვიდად არ ვარ ვერ ვიძინებ . შენ რატომ არ დაგეძინა - გაშლილ ფეხებშორის დადგა, შემდეგ მარჯვენა ფეხზე ჩამოჯდა და მზერა გაუსწორა -ნუ მიწვევ -შენი ხმა მომწონს, ხრინწი უხდება- მუცელზე დააჯდა, მუხლები თეძოებს მიაბჯინა და ხელები ყელზე მოხვია -აი ახლა გიწვევ -ცხვირის წვერი შეახო კანზე და გაიღიმა- მაკოცებ? -ხვალ რაჭაში წავალთ - თითები პანუარის ქვეშ შეუცურა და ზურგზე აასრიალა- გაყინული ხარ -რატომ არ მკოცნი ...გინდა მე გაკოცო? -არა -არა? - თბები - თითებს ხერხემალზე დაატარებდა,მალებს ისე ეხებოდა თითქოს კლავიშები იყო -ვთბები -ლოყა ლოყაზე მიადო ,თითები თმაში შეუცურა და თვალები დახუჭა. ნელ -ნელა მოდუნდა. ცახცახი შეწყვიტა, თავი მხარზე დაადო და გაიტრუნა-შენ მათბობ -ამოილუღლუღა ჩაძინებამდე და ბოლოს ძილს მიეცა. იოანემ პლედი მიაფარა ზურგზე , ხელები შემოხვია და თავი სავარძლის ზურგს მიაყრდნო. არ დაბრუნებულა საძინებელში , მთელი ღამე სავარძელში ეძინათ. იმდენად ახლოს ჰყავდა ვერ შეელია, თავი მასთან ახლოს ედო და მისი სუნთქვა სახეზე ეფრქვეოდა. სხეულით გრძნობდა მის გულისცემას, ირგვლივ მხოლოდ მისი სურნელი იყო . მზე რომ ამოვიდა და სხივები სახეზე დაეცა დაბუჟებული სხეული აამოძრავა. ფეხები გაშალა გვერდულად დაჯდა და ისე მიეყრდნო კაცს . სახე მის ყელში ჩამალა მზის სხივებსაც დაემალა, ცხვირის წვერი კანზე გაუხახუნა და დილის სიგრილით შემცივნული უფრო მიეტმასნა მესხს. ცოტა ხანს წასთვლიმა ისევ,მაგრამ მაინც ვერ გამოიძინა. თვალები გაახილა და მძინარე ქმარს ქვემოდან შეხედა. თავი ისე ედო აშკარად არაკომფორტულად იყო. შიშველი ტერფები ცივ მეთლახის იატაკზე ჰქონდა გაშლილი მაინც თბილი იყო და რაღაც ცხელი არომატი ჰქონდა მის სხეულს -იოანე - ჩუმად დაუძახა და ხელი სახეზე ჩამოუსვა- გაიღვიძე -ხო -თავი შეაბრუნა, თვალები გაახილა და ჩაახველა ხმის გასაწმენდად -სავარაუდოდ ისევ 7 საათია ან უფრო ადრეა ,მაგრამ გაიყინები აქ - ჩუმად ელაპარაკებოდა და თვალებს აფახუნებდა- ასე რატო მიყურებ, გაიღვიძე ნამდვილად თუ ისევ ძილ ბურანში ხარ -გავიღვიძე - თავი დახარა , კოცნას აპირებდა მაგრამ გაჩერდა. ხელი მუხლებქვეშ ამოსდო და აიყვანა - მომეხვიე არ დამივარდე -კარი მივხუროთ...ფარდებს ჩამოვაფარებ და მზე აღარ შემოვა - შესასვლელში გააჩერა თავად გადასწია ფარდა და ისევ ხელი მოხვია. მერე საბნის ქვეშ შეძვრა და იოანე როგორც კი დაწვა მაშინვე კნუტივით მიეხუტა. ტერფები მის წვივებს ჩამოუსვა და შეამცივნა თვითონ თბილი იყო იოანეს კი გაყინული ჰქონდა ფეხები- რატომ შე შემოხვედი ...გაყინული ხარ -გავთბები- ნიკაპით თავზე ეხებოდა . ქალი მის მკლავებში იყო ჩამალული -ახლა მე გაგათბობ - პატარა ბავშვივით ამოიტიტინა და ხელები მკერდზე მიადო-ნუ დამცინი -გამათბე ,გამათბე მომიარე და იზრუნე ჩემზე რა იცი რაში გამოგადგები არა? -ვერ გიტან ასე რომ მიმწარებ განწყობას- მაშინვე მოშორდა ,ზურგი აქცია და კიდეში დაწვა. -წამოხვალ რაჭაში თუ მარტო წავიდე -მიბრძანდი და უთხარი ბებოს რატომ არ გახლავს თან ცოლი -მაგრად რო შენთან დაკავშირებით სხვების აზრი რით ვერ გაიგე, მეტს არაფერს გავაკეთებ სხისი თვალის ასახვევად -ხოდა მე საერთოდ არ მადარდებს,მაგრამ რაჭაში მინდა. მაინტერესებს უკეთ ბებოს გაცნობა. ქორწილში არც ყოფილა, როგორ არ ჩამოიყვანე მიკვირს -არ დადის ქორწილებში ბაბუ რაც გარდაიცვალა მას შემდეგ საერთოდ იშვიათად ჩნდება მსგავს ხალხმრავალ ადგილებში. მარტო ან ოჯახთან ყოფნა ურჩევნია -ინტრიგაში მაგდებს ბებია უკვე -ბებია არ დაუძახო -რატო ? -მარტივი მიზეზის გამო , შენი ბებო არ არის -დედაშენი დედას არ ეძახის? -ბოლო რამდენიმე წელია ,მანამდე სახელით მიმართავდა . საერთოდ ვერ იტანს მლიქვნელობას და მართალია უსაყვარლესი ქალია,მაგრამ თავისი წესები აქვს.დაუწერელი კანონები ისეთი რო შეიძლება საერთოდ გაყრა მომთხოვოს -როგორ მაშინებ ყოველთვის...სააბაზანოში პირველი მე შევალ -უცებ წამოვარდა საწოლიდან. ჯერ ლოგინზე გადაირბინა მერე იატაკზე გაკუსკუსდდა და იოანეს წინ გადაუდგა- დამითმე -ჩემს შარდისბუშტს რა ვუთხრა სანამ შენ იბანავებ -პირველ სართულზე ჩადი და ისაუბრე მის შიკრიკს - ოთახში შევიდა და კარი ცხვირწინ მიუხურა. გასაღების გადატრიალების ხმაც კარგად გაიგო იოანემ -ქმარი მაინც არ ვიყო .რა წესია,რა სიქაჯეა -ნუ ყვირი მაქ... მშვიდად მინდა შხაპის მიღება და საკუთარ თავთან დარცენა წყლის ქვეშ -არანორმალური...ხოა ღირსი გავაღო ახლა ეს კარი და გამოვაგდო იქედან- პირსახოცი აიღო კარადიდან და პირველ სართულზე ჩავიდა. მთელი მომზადების, აბარგების პერიოდი ერთმანეთს უბღვერდნენ. თავიანთი ბარგი გაამზადეს და ბოლოს იოანე აჯუჯღუნდა -საუკუნით მიდიხარ? -ხო უნდა გავითვალისწინო ამინდის ცვალებადობა,რომ შემცივდეს,ან რომ დამცხეს,ან რომ დავსველდე მერე? -გარეცხავ და გაშრება -ხელით ცივ წყალში ხო? გმადლობთ არ მხიბლავს -სვეცკ ტასიკოს ჰგონია რომ სოფელი აუცილებლად ტალახთან და მინგრეულ სახლთან ასოცირდება სადაც ხალხს სარეცხი მანქანაც არ აქვთ? -ნერვებს ნუ მიშლი -შენ ნუ მიშლი ნერვებს ამ შენი კუდაბზიკობით...დიდი გზა გვაქვს გასავლელი და თუ დააღირსებ ამ წელში გამოსვლას კარგი იქნება -რა აუტანელი ხარ ...რამე დამავიწყდება და იცოდე შენ ტანსაცმელს ავიღებ -კარგი მე შიშველი ვივლი -რომ არ გაქვს პრობლემა გუშინ გავიგე -მგონი გინდოდა დღესაც ასე დაგხვედროდი,ვერ მითხარი აქამდე? ახლა ამ ჯინსს რა გაიხდის -ფუ უზრდელი - ცხვირი შეჭმუხნა და ჩანთა უცებ შეკრა- აჰა წაიღე -როგორც იქნა,დიდება ღმერთს -ასეთი წუწუნა არ მეგონე -ხო არა? აქამდე ცოლს არ ველოდებოდი ხოლმე. უცებ ავიღებდი ჩანთას და მივდიოდი სადაც მინდოდა -მე ბოდიში -გამახსენე ბებიას რომ ნახავ ფოტო გადაგიღო და აღვბეჭდო შენი განცვიფრებული სახე კამერაზე -იოანე რატო მაშინებ რა გინდა? თუ არ გინდა წამოვიდე მითხარი და დავრჩები მართლა.არ შეიძლება უბრალოდ მითხრა? -სულ ერთია -ხოდა წამოვალ- კარი გააღო და დაჯდა. ღვედი შეიკრა და გაბუსხული ელოდა მესხს. მერე მობილური აიღო და ინტერნეტ სივრცეში ჩაიკარგა. მანქანაში საშუალო ხმაზე ჟღერდა სიმღერები, ყველაფერი პრიალებდა და იოანეც ისე კარგად ატარებდა არც შიში ჰქონდა რამეს შევასკდებითო და არც ძალიან ნელა მიდიოდა. -თუ გინდა მე დავჯდები -არა , ჩემი მანქანის საჭესთან არავინ ჯდება -ეს კაპრიზი შენც გაქვს? მანქანაზე შეყვარებული ტიპია ჩემი ქმარი? -დიახ -სულ არავის ანდობ მანქანას?არც მეგობრებს? -გიგი ცუდი მძღოლია, რომ სვამს სიჩქარე უყვარს და შვიდჯერ დაამტვრია მანქანა შენი აზრით მანქანასთან დავსვამ რო ვკვდებოდე მაინც? ვახო კიდე შეიძლება ,მაგრამ მე როცა მთვრალი ვარ ისიც გალეშილია .დამაკმაყოფილებელი იყო პასუხი თუ -ასე ნუ მელაპარაკები -შენი ჟურნალისტის კარიერა დაივიწყე ...რესპოდენტი არ ვარ მე -ქმარი ხარ რომლის შესახებ ისიც არ ვიცოდი რომ მანქანები უყვარს...რო რამე გაფუჭდეს შეკეთაბასაც შეძლებ? -კარგმა მძღოლმა იცის რა სჭირდება მის მანქანას -ანუ მე ცუდი მძღოლი ვარ? -სხვათაშორის არა,მაგრამ ქალი ხარ და საბურავსაც ვერ გამოცვლი რო რამე -გამოვცვლი,მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში . ფრჩხილების დამტვრევა რომ არ დამენანება და მაშველი არავინ იქნება მაშინ -რა თავდადებაა -გიგი როდის შეემთხვა ეგ შვიდი ავარია -წლები და ადგილები ჩამოგითვალო? მნიშვნელოვანი არაფერი ,მოტეხილობები ჰქონა ხოლმე თვითონ -და სხვას? -არავინ მოუკლავს ნუ ღელავ , შენი საყვარელი კაცი დამნაშავე არ არის. უბრალოდ ადრენალინი უყვარს ძალიან -შენ არ გიყვარს? -როცა ფხიზელი ვარ და გზაც შესაბამისია კი -მე მეშინია ხოლმე სიჩქარის, თუ დარწმუნებული არ ვარ რომ მძღოლმა თავისი საქმე იცის. -ვისთან ერთად მიიღე ადრენალინი ცოლო? -ერთხელ რეპორტაჟი ჩავწერე ცნობილ მრბოლელთან და ის ისე ატარებდა რომ ჩამოვედი ემოციებისგან გავშეშდი, ვლაპარაკობდი და ვკანკალებდი. საოცარი შეგრძნება იყო მართლა... სხვა არ მახსენდება -გახსენდება... -არა არაფერია -კარგი ნუ მეტყვი ,უბრალოდ ნუ მატყუებ -სკოლაში რომ ვსწვალობდი ერთ იდიოტს ვუყვარდი, აი ისეთს თავი ძაან კაი ტიპი რომ ჰგონია ჩემი მოტაცება უნდოდა 15 წლის ვიყავი , ვკიოდი ვწიოდი ჩქარა მიდიოდა და საჭე ვეღარ დაიმორჩილა . თავი დავარტყი რომ გამოვფხიზლდი მე არაფერი მჭირდა ის კიდე სულ სისხლიანი იყო. მეგონა მოკვდა და საშინელ მდგომარეობაში ვიყავი. ახლა ეს რატო გამახსენდა არ ვიცი -მერე? გეშინოდა მანქანაში ჩაჯდომის -არა, ასე მარტივად არ მემართება ფობიები. უბრალოდ ცოტა ხანს შოკში ვიყავი მერე გადამიარა და მას მერე უვიც მძღოლებს არ ვენდობი -კაცი გიტაცებდა რა უვიცი მძღოლი გოგო -შენ რა გაგიჟებს, მიტაცებდა ხო არ მომიტაცა. თბილისიდანაც არ გასულა, ეგღა მაკლდა ახლა ჩემი ნების წინააღმდეგ გააკეთებდა რამეს. კი იწვა შეხვეული თვეობით საავადმყოფოში მერე ჩემმა შეყვარებულმა დაუმატა კიდე ... აუუ რეებს ვიხსენებ - გაიცინა და გზას გახედა- კიდევ დიდხანს ვერ მივალთ ხო? -15 წლის ბავშვს რატო გყავდა შეყვარებული -გატაცება იყო უბრალოდ, არ მიყვარდა. ისე ძალიან საყვარელი ბიჭი იყო და მშვენიერი კოცნა იცოდა 16 წლის ბავშვისთვის -ცოდვილი ქალი მყავს ცოლად -სერიოზულად? 15 წლის ვიყავი 10 ის ხო არა...თუმცა მაშინაც მყავდა თაყვანისმცემელი. ერთადერთი არ ხარ ასე რომ -ერთადერთი ვარ ,ქმარი მხოლოდ მე ვარ და ერთადერთი კაცი ვინც გყოლია და გეყოლება ასე რომ დაფიქრდი რას ამბობ -ეგ ამბავი ჯერ კიდევ გაურკვეველია, მთელი ცხოვრება წინ მაქვს ვინ იცის რა მოხდება -იოცნებე საყვარელო ტაისა -შენ თუ სამუდამოდ ჩემთან ცხოვრებისთვის გაწირავ თავს მე პრობლემა არ მაქვს -ახლა დარდობ ჩემზე ? რა მზრუნველი ცოლი მყავს -შენზე რომ ვდარდობდი იმიტომ აგირჩიე -რამხელა ბედნიერება მხვდა წილად ალბათ ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ -ოდესმე მიხვდები ისევ მობილურს მიუბრუნდა და დიდხანს ჩუმად იჯდა. ბოლოს სიმღერა ვერ დააიგნორა და წაიღიღინა. იგრძნო როგორ გამოხედა მესხმა და უცებ გაჩუმდა -მღერი ? -შენ არ იცი რა ნიჭით დახუნძლული ცოლი გყავს -როგორ არ ვიცი , ნიჭიერი და მოხერხებული. გამღერებ მაინც ძლის წინ -ნახა ჩემი გამოყენების გზა...მე ასე უბრალოდ არ ვმღერი -ერთ კოცნას გამოგიქვითავ -ერთი კოცნა ერთ სიმღერაზე? -არ ვიცოდი ასე თუ გაწუხებდი ალერსით , აქამდე როგორ არ მითხარი -რა საზიზღარიი ხარ -შენს გარდა არავის უთქვამს ... პირველი ხარ -უკანასკნელიც ვიქნები , ეგღა მაკლია ჩემი ქმარი ვინმემ გალანძღოს -ხმალსა და ფარს აიღებ და დამიცავ დარწმუნებული ვარ -ეჭვი არ შეგეპაროს, ჩემ საკუთრებას ვერავინ შეეხება -ეგოიზმსაც ჰქონია დადებითი მხარეები -რა შუაშია -თავს იტყუებ თუ ჩემ მოტყუებას ცდილობ. ჩემთან რაც გაკაშირებს ყველაფერი მაგ ეგოიზმის დამსახურებაა -სისულელეა, უბრალოდ -უბრალოდ ნუ მედავები და გაჩუმდი -ასე უმიზეზოდ გაბრაზება როგორ შეგიძლია... ადამიანურად გელაპარაკები შენ კიდევ უცებ ენთები -შენთან ჭორაობა მღლის -არ მაძლევ საშუალებას დაგიახლოვდე -თუ ტვინში შემომიძვრე -როგორ გიყვარვარ არაფერი იცი ჩემზე -ჩვენი საუბრების განმავლობაში ინფორმაციას მძალავ , თუ გინდა რომ შენზე რამე გავიგო გისმენ -არ შემიძლია უბრალოდ საუბარი იმ თემაზე რომელიც არ აინტერესებთ -მე მხოლოდ სიმართლე მაინტერესებს შენი მოსმენისას უნდა ვიფიქრო რას მატყუებ და რას არა -ისიც არ იცი რომ არ ვიტყუები -უნამუსობასაც საზღვარი არ ჰქონია... შენ რომ მაგას იტყვი -დაივიწყე ყველაფერ რაც გიგისთან დაკავშირებით მითქვამს სხვა ყველაფერი მართალი იყო და საერთოდ -რა საერთოდ გოგო შენ როგორ უნდა გენდო და დაგიჯერო თავიდანვე იცოდი ვინ ვიყავი და მხოლოდ იმიტომ მოხვედი ჩემტან რომ გიგისთან ახლოს ყოფილიყავი, რა არ გააკეთე,როგორ არ გამითიშე ტვინი .ახლა როგორ უნდა დამარწმუნო რომ მართალს ამბობ საერთოდ რომ გელაპარაკები არ გიკვირს?- მანქანა გზიდან გადაიყვანა. და ისე დაუღრიალა ტაისა შეხტა. -შენი ხმა არ გავიგო სოფელში მისვლამდე რამე მნიშვნელოვანი თუ არ გენდომება თორემ გადაგაგდებ გეფიცები! ყელში ამომივიდა უკვე ამდენი თეატრალური დადგმა,მსახიობი ხარ თუ ჟურნალისტი ისიც ვერ გამირკვევია.ორივეს უნდა ათავსებდე ისეთი ნიჭიერი ხარ ჩემო მეუღლევ - ცდები ჩემი შეფასებისას და ამას ოდესმე აუცილებლად მიხვდები -ხო ნამდვილად ვცდები,დარწმუნებული ვარ იმაზე უარესი ხარ ვიდრე მე ვფიქრობ -ბრაზი იმდენად გიბინდავს გონებას რომ ყველაფერს ერთი იარაღით ხვდები, რომ მე ცუდი ვარ და ეს ყველაფერს ხსნის .შენც ყალბი ხდები როდესაც იმას არ აკეთებ რაც რეალურად გსურს. შენ არ ხარ ყალბი,შენ ყოველთვის ისე იქცევი როგორც გსურს და სწორია . ნუ შეიცვლი ცხოვრების წესს ჩემს მიმართ განცდილი ბრაზის გამო -ბრაზის... ბრაზი რა მარტივი სიტყვით ხსნი ყველაფერს -ახლა საუბარს აზრი არ აქვს...გზა განაგრძე გაჩუმდა და სოფელში შესვლამდე არაფერი უთქვამს. თავი სავარძელს მიაყრდნო ,ხედებს აკვირებოდა და ჩუმად ღიღინებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.