შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩუპაჩუპსი


9-02-2018, 20:09
ავტორი Sleeping Cinderella
ნანახია 1 030

-ნატ! ადექი-მომესმა დედის ხმა და თვალები გავახილე.
-ჯერ ნახევარიც არაა,ხუთი წუთიც გთხოვ..
-არავითარი ხუთი წუთი,დაგაგვიანდება.-არ დამინდო დედამ და ოთახის კარი შემოაღო. ოთახში  ჩემი 4 წლის ძმა შემოტყაპუნდა შიშველი ფეხებით,მას კი ჩემი ძაღლი,კლაუსი მოყვა. როგორც კი შემოვარდა,საწოლზე ამოხტა და მეც სხვა რა გზა მქონდა,ამოვიოხრე და ავდექი.
-მეც წამიყვან სკოლაში?-მკითხა პატარა ტომიმ.
-ეჰ,ნუ გეშინია,წინ გაქვს ეგ "სიამოვნება".
 სულ რაღაც ნახევარ საათში მზად ვარ.
-აბა შენ იცი,არ იჩქარო,კარგად დაფიქრდი და ისე დაწერე.
-კარგი დე,კარგი.-პატარა ძმას შუბლზე ვაკოცე და სახლიდან გავედი.მზის შუქმა თვალი მომჭრა. გამოცდის ცოტათი მეშინოდა,მაგრამ ჩემი თავის იმედი,როგორც ყოველთვის მქონდა,ამიტომ მხნედ მივაბიჯებდი სკოლისკენ.

ერთი მოსახვევიც და სკოლაც გამოჩნდა.სკოლაში შესვლისთანავე მომხვდა ის თვალში.კიბეზე ჩამოდიოდა ბავშვებთან ერთად,მაგრამ მე ისე დავინახე როგორც ფილმებშია,მის გარშემო თითქოს ჰაერი ბრწყინავდა და სხვა ბავშვებს ვერ ვხედავდი.ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს ადრე სადღაც მენახა,მაგრამ ვერ ვიხსენებდი სად.ალბათ სკოლაშიც ვხედავდი,მაგრამ კიდევ სად?

სანამ გამოცდა დაიწყებოდა მოაჯირს დავეყრდენი და ბავშვების თვალიერება დავიწყე.ისევ მას მოვკარი თვალი,წაბლისფერი თმა ჰქონდა,კალათბურთის რომელიღაც გუნდის მაისური ეცვა და დირექტორის კაბინეტთან გამოკრულ ცხრილს ათვალიერებდა.მინდოდა გამოეხედა,მაგრამ არ იხედებოდა.როცა გამოეხედა გავწითლდი,კედლებს დავუწყე თვალიერება და მინდოდა ისევ გაეხედა,შემდეგ კი ისევ ველოდებოდი როდის გამოიხედავდა.
გამოცდა დაიწყო და კედელთან მდგომ მერხთან დავჯექი.ამ დროს ის ბიჭი მოვიდა და ჩემი მერხის გვერდით წინა მერხზე დაჯდა.რატომ გამეღიმა არ ვიცი,და იმასაც გაეღიმა.მისი ყავისფერი თმა..ისეთი სიმპატიური იყო ზურდგიდანაც,რომ გადამავიწყდა რისთვის ვიყავი მოსული აქ,სანამ მასწავლებელმა საგამოცდო ფურცელი არ დამიდო მერხზე და გამოაცხადა-შეგიძლიათ დაიწყოთ,დრო ერთი საათი გაქვთ,არ იჩქაროთ,გადალაპარაკება არ შეიძლება,მობილურები შეინახეთ და სხვამრავალი..

ყველაფერი ძალიან მალე დავწერე,მაგრამ არ ვდგებოდი..ვიჯექი და ველოდებოდი "ის" როდის ადგებოდა.არ ვაპირებდი მის გაცნობას,არც იმაზე ვფიქრობდი რომ ის მოისურვებდა გავეცანი,უბრალოდ მომწონდა ეს "თამაში" (სხვა სიტყვები უბრალოდ ვერ მოვიფიქრე) რამე გასართობი ხომ უნდა იპოვო ისეთ მოსაბეზრებელ დაწესებულებაში როგორიც სკოლაა.შეიძლება ეს იყოს ბუზი,კედლებზე არსებული წარწერები.მაგრამ მე "ის" ვიპოვე.მსიამოვნებდა მისი ყურება,როცა შემომხედავდა ვწითლდებოდი და თვალს ვერ ვუსწორებდი,მაგრამ ყოველ შეხედვაზე მტკიცედ ვპირდებოდი ჩემს თავს,რომ თვალს არ ავარიდებდი,მაგრამ ვერ ვახერხებდი.

მალე ის წამოდგა,ფურცელი მასწავლებელს მაგიდაზე დაუდო და ოთახიდან გავიდა. მეც ვითომ იმ წამს მოვრჩი,საქმიანი სახით "გადავამოწმე" ჩემი ფურცელი,კალამი გვერდზე გადავდე და მასწავლებელს თავაზიანად გავუღიმე-დავამთავრე.

კიბეზე დინჯად,ზომიერი ნაბიჯებით ჩავედი,რაც ადრე არასდროს გამიკეთებია და კინაღამ ყურებამდე გამეღიმა მის დანახვაზე..დერეფანში იდგა,მეგობართან ერთად და მომეჩვენა რომ წამით თითქოს ღიმილმა გადაურბინა სახეზე.

მეორე დღეს ისევ დედის ხმამ  გამაღვიძა და იმწამსვე კლაუსი დამახტა თავზე.
-ვდგეებიიიიი!!
-წამიყვან სკოლაში?დღეს მაინც წამიყვანე-მეხვეწება ტომი.
-ეს იგივეა,ბილეთი აიღო საშინელ ციხემდე,სადაც წამების მეტი არაფერი გელის.
ოც წუთში მზად ვარ.

მათემატიკის გამოცდა.
"ის" იქ დამხვდა. ისევ ამოტივდივდა გაურკვეველი მოგონებები ჩემს გონებაში.
"სად მყავს ნანახი,სად..მგონი მეთი ქვია..უფროსწორედ.." მაინც ვერ გავიხსენე საიდან მახსოვდა ეს ყავისფერთმიანი,სიმპატიური არსება.  ახლა უფრო ხშირად ვიხედებოდი მისკენ,და უფრო ვწითლდებოდი თუ მის მზერას დავიჭერდი.
 -რა გჭირს გოგო!გამოფხიზლდი ცოტა-ვუთხარი ჩემს თავს და ფურცელს დავხედე.ამჯერად აღარ დავლოდებივარ,როგორც კ იწერა დავამთავრე,ავდექი და ფურცელი მასწავლებლის მაგიდაზე დავდე. მის მერხს რომ ჩავუარე,სითბომ დამიარა სხეულში.

მესამე დღეც გათენდა. სკოლაში მიმავალმა შორიდან დავინახე კალათბურთის მაიკა და სახე გამინათდა-"ეე,ეს ხომ ისაა",და ნაბიჯს ავუჩქარე.ბიჭი სკოლაში შევიდა,და როცა შევყევი ამ დროს ნამდვილი "ის" გამოვიდა და თავი შევიკავე რომ არ შევჯახებოდი.მას ოდნავ გაეღიმა და გზა დამითმო.ისევ დამიარა სხეულში სითბომ და მომინდა დავლაპარაკებოდი,მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე.თეთრი მაისური ძალიან უხდებოდა.თვითონაც ფერმკრთალი სახე ჰქონდა,ყავისფერი თვალები და რომ იღიმოდა ლოყა ეჩხვლიტებოდა.

მთელი გამოცდის განმავლობაში ვერსად მოვკარი თვალი."იქნებ სხვა ოთახში ზის,ან ჯერ არ არის მისი გამოცდა" თვალი წამდაუწუმ მისი მერხისკენ გამირბოდა,რომელზეც ახლა ჭორფლიანი მერვეკლასელი იჯდა და კევს იცოხნებოდა სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

გზაში მის სახელზე ვფიქრობდი-იქნებ სულაც სემი ქვია,ან ენდი..ნიკი..ჩემი ტოლია?თუ ჩემზე დიდია..ან სად ცხოვრობს.-ეს რომ გავიფიქრე მეხსიერებაში ბავშვობისდროინდელი მოგონებები ამოტივტივდა-ძველი სახლი,ძველი ქუჩა,ბავშვობა..და მეთი..ნუთუ ბავშვობაში ვიცნობდი?ან მხოლოდ ვხედავდი მას?

 სახლში რომ მივედი დედაჩემს ვკითხე-დე ადრე ჩვენს მეზობლად ვინმე მეთი ცხოვრობდა?
-არა,არ მახსოვს,რაში გაინტერესებს?
-რავი ისე.

ღამით წვიმდა.
დილით ისე ციოდა გრძელსახელოიანი მაისური ჩავიცვი და სკოლაში წავედი.
ქუჩაში დამცხა,მზე ანათებდა.სკოლასთან ბავშვები იდგნენ,საკმაოდ თხლად ჩაცმულები და მომეჩვენა რომ გაკვირვებულემბა შემომხედეს,სიცხეში რომ ასეთი მაისური მეცვა.
"იდიოტები"-გავიფიქრე მე და სკოლის კარი შევაღე..
ის კედელთან იჯდა სკამზე.მისი შავი კეტები რომ დავინახე მაშინვე მიხვდი რომ ის იყო და უნებურად შევხედე მას.. გრძელსახელოიანი მაისური ეცვა..ამდენ ხალხში,სიცხეში,მხოლოდ მე და მას გვეცვა გრძელსახელოიანი მაისური და ისე გამიხარდა კინაღამ მივედი და ჩავეხუტე,მაგრამ არც გამიღიმია,არც შემიხედავს მისთვის ისე ჩავუარე გვერდით.
მასწავლებელმა ფურცლები დაარიგა და უკანა მერხს დაუყვირა-ნიკ! წინ გადმოჯექი,რიმსკის გვერდით.
ნიკი? რაღაც მენიშნა ამ სახელის გაგონებაზე და სუნთქვაშეკრული დაველოდე როდის გადმოჯდებოდა ჩემს გვერდით ნიკი. ძირს დავიხედე-თუ მისი შავი კეტები გამოჩნდება,ესე იგი მეთს ნიკი ქვია!
შავი კეტებიც გამოჩნდა.გამართლა ჩემი მოლოდინი.ესე იგი ამ სიმპატიურ არსებას მეთი კი არა ნიკი ჰქვია..ჰო,ნიკი! აქამდე როგორ ვერ გავიხსენე "პატარა ნიკი" (რომელიც რათქმაუნდა მაშინაც ჩემზე დიდი იყო) ბურთით რომ თამაშობდა ხოლმე ქუჩაში.გამახსენდა მისი ყავისფერი თმები და გამოხედვა. პატარა რომ ვიყავი,მაშინაც მიზიდავდა ყველანაირად,მაგრამ მაგდენს ვერ ვხვდებოდი.

მასწავლებელი მერხებს შორის მიმოდიოდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა როგორი მადლობელი ვიყავი მისი,ნიკი რომ ჩემს გვერდით გადმოსვა.

წერა რომ დავამთავრე ავდექი და ისიც ადგა.
ხელი მოაწერა ფურცელზე,და ჩემი ჯერი რომ დადგა,რაც შეიძლება სწრაფად დავუწყე ძებნა მის გვარს და ვიპოვე კიდეც ნიკი...
-აი აქ მოაწერე.-მითხრა მასწავლებელმა და სათვალის ზევიდან გადმომხედა ამდენი ხანი რას უყურებო,ასე რომ მხოლოდ პირველი და შუა ასოების დანახვა მოვასწარი "ლი" და "რი"-ს მეტი ვერაფერი დავინახე
 სახლში რომ მიევდი დედას ვკითხე-დე,ვინმე ნიკი ცხოვრობდა ჩვენს მეზობლად?
-კი,ნიკ ოლივერი.რატომ მეკითხები?
-რავი ისე.-გავწითლდი.
-ჰო,ნიკ ოლივერი.-გააგრძელა ისევ თან თვალს არ მაშორებდა,-კარგი ბიჭი იყო,მგონი შენს სკოლაში სწავლობს..

საღამოს,სახლში რომ დავბრუნდი დავჯექი და ასეთი წერილი დავწერე:"ეჭვი მეპარება,მაგრამ რადგან ცხოვრებაში ყველაფერი ხდება,დავუშვათ რომ ნიკი ჩემი შეყვარებული გახდება,ოდესმე ამ წერილს ერთად წავიკითხავთ. აი,უკვე ვხედავ მის მომღიმარ სახეს..ეს ღიმილი ჩემია,ჩემი და მხოლოდ ჩემი.
  
ნიკ.. წარმოიდგინე,რომ არ გიცნობდი მაშინ მიყვარდი,და ეხლა რომ ერთად ვართ,როგორ მიყვარხარ ვერც წარმოიდგენ.
დღეს გაგიცანი,პირველად ვისეირნე შენთან ერთად..
ჯერ კიდევ გამოცდების დროს შემიყვარდი.მახსოვს,თეთრი მაიკა რომ გეცვა,როგორ გიხდებოდა. შენს გამო მიხაროდა გამოცდებზე სიარული. გთხოვ,არასდროს დამშორდე კაი? შეყვარებულები ყოველთვის შორდებიან ერთმანეთს,მე კი მინდა რომ ჩვენი ურთიერთობა განსაკუთრებული იყოს. შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ ნიკ..აი იმ ნიკს მივმართავ,რომელიც ახლა ჩემს გვერდით დგას,თუ ზის,დარწმუნებული ვარ რომ გეღიმება. მეც მეღიმება. გახსოვდეს,ყოველთვის მოგისმენ როცა ჩემთან ლაპარაკი მოგინდება. შემპირდი რომ არასდროს დამშორდები და მითხარი რომ გიყვარვარ.
არ ვიცი რატომ ვწერ ამ სისულელეებს,ალბათ იმიტომ რომ მიყვარხარ,ჯერ არც კი გიცნობ,მხოლოდ ერთხელ გელაპარაკე..

 ახლა კი,(მომავალზე ვამბობ) ერთად ვარ და ერთმანეთი გვიყვარს.იმედი მაქვს რომ ასეა. მართლა კი არ წაგაკითხებ ამას.თუმცა შეიძლება წაგაკითხო კიდეც.

  რას ვფიქრობ ეხლა? ვზივარ ჩემს ოთახში და nightwish - while your lips are still red-ს ვუსმენ,რადგან ეს სიმღერა შენს თავს მახსენებს,შენზე ვფიქრობ და მომავალში ვხედავ რომ ერთად ვართ..გვაქვს ჩვენი სახლი,და გვყავს შვილები.. თუმცა ბედისწერის არ მჯერა,და ჩვენი მომავალი ჩვენი სურვილების მიხედვით იცვლება. ახლა კი მხოლოდ შენთან მინდა და ჩემს მომავალს ასე ვხედავ-შენ და მე..სამუდამოდ.

 მადლობას გიხდი თუნდაც იმ ერთი წამისთვის,შენს გვერდით როგორც ვგრძნობდი თავს.
შენ ჩემი ჩუპა-ჩუპსი ხარ!" წერილი დავკეცე და უჯრაში ჩავდე.

დილით დედაჩემი ძახილს აღარ გავუღვიძებივარ,ჩემით გავახილე თვალები და საათს რომ დავხედე კინაღამ თვალები გადმომივარდა გაოცებისგან.
 -დეე! გამოცდაზე აღარ მივდივარ?-გავედი სამზარეულოში და დედას ვკითხე,რომელიც გაზქურასთან ფუსფუსებდა.
-არა,შენი გამოცდები უკვე დამთავრდა.ხელი დაიბანე და დაჯექი,სპაგეტს გაჭმევ.
წარმოუდგენელია! შეუძლებელია! გამოცდა ისე დამთავრდა ნიკის გაცნობა ვერ მოვასწარი,რატომ,რატომ,რატომ.
-უი დღეს წიგნები უნდა წაიღო და ჩააბარო.
-რა წიგნები?
-სკოლის წიგნები,უფასოდ რომ დაგირიგეს ისევ უნდა დაუბრუნო.
-ვა მართლა?-გამიხარდა მე-როდის?
-როცა გინდა.
-ეხლავე წავალ!
-მოიცა ჯერ არ გიჭამია.
-აარ მშია,არა!-გახარებული წამოვვარდი სკამიდან და ოთახში შევვარდი.

"დღეს ისევ ვნახავ..თუმცა უკანასკნელად,მაგრამ მაინც ვნახავ,აუცილებლად ვკითხავ სად ცხოვრობს ან გავიცნობ ან რამე"-გახარებულმა ჩავაწყე წიგნები ჩანთაში და მტკიცედ გადავწყვიტე რომ ამ ბოლო შანსს გამოვიყენებდი.

გამოცდა უკვე დაწყებული იყო.კლასში ხომ არ შევუვარდებოდი,ან დაველოდებოდი გამოცდის დამთავრებას..წიგნები უხალისოდ შევუტანე მასწავლებელს,და რომ გამოვბრუნდი გულმა ვერ მომითმინა და იმ კლასს ჩავუარე..მხოლოდ თვალი მოვკარი,ჩემსკენ გამოიხედა და ისევ ნაცნობმა სიმხურვალემ დამიარა სხეულში.
მორჩა ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა ნიკ.

 გზაში სულ მასზე ვფიქრობდი..
"როგორი საყვარელია..ვეღარ ვნახავ..რა მოხდებოდა მივსულიყავი მასთან და მეთქვა-გამარჯობა ნიკ,მე ნატა ვარ.იცი,ბავშვობაში ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით..ბარემ ისიც დამემატებინა-იცი ნიკ,შენ ჩემი ჩუპაჩუპსი ხარ.."
ჩუპაჩუპსი-კანფეტებს შორის ყველაზე მეტად მიყვარდა და ჩავთვალე რომ ნიკიც ჩუპაჩუპსივით ტკბილი და სასურველი იყო,და ამიტომ დავარქვი მას-ჩუპაჩუპსი!
"იცი ნიკ,სულ შენზე ვფიქრობ..შენ ჩემი ჩუპაჩუპსი ხარ.დამესიზმრა რომ შვილი გვყავს,რომელიც შენ უფრო გგავს ვიდრე მე."-წარმოვიდგინე ამას რომ ვეტყოდი და სიცილი ამიტყდა.

ვერ გამოვყენე ეგ შანსი.
გამოცდები დამთავრდა,სკოლა ისევ დაიწყო.

სკოლაში სულ ორჯერ ვნახე.ერთხელ კინაღამ შევეჯახე და რომ ავიხედე და დავიანხე,რომ ეგ იყო გული ისე გადამიბრუნდა,ერთი საათი დამჭირდა აზრზე მოსასვლელად.
მეორედ კი კიბეებზე ჩავდიოდი და მეგობარს ვწერდი რაღაც ფილმზე და ამ დროს ის შემხვდა და ოდნავ გამიღიმა.მე კი ხელებზე კონტროლი დავკარგე და მოგვიანებით ვნახე,თუ რა მივწერე ჩემს მეგობარს: "jshdq hsydan sdgyuawgef aegfqwn egw"

სკოლა ისევ დამთავრდა დამას შემდეგ ნიკი აღარ მინახავს.
მიუხედავად იმისა,რომ თითქმის ერთ უბანში ვცხოვრობდით,არსად შემხვედრია.
არადა ხშირად მომჩვენებია,რომელიმე გამვლელი რომ მას ჰგავდა და არ ვიცოდი გამარჯოაბ მეთქვა თუ არა,რადგან არასდროს გვილაპარაკია,მაგრამ ის გამვლელი უბრალოდ უცნობი აღმოჩნდებოდა ხოლმე.

გავიდა თვეები.ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ.რა თქმა უნდა ნიკი არ იყო ერთადერთი ბიჭი რომელიც მომწონდა,მაგრამ ერთადერთი იყო,რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მახსოვდა,მიუხედავად იმისა,რომ ერთი სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის.

ხოდა,ძალიან მეშინოდა ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვის,მაგრამ ის სახლს რომ ჩავუარე (სტალკერი არ ვარ,უბრალოდ მასავლებელთან დავდიოდი,რომელიც ნიკის მეზობლად ცხოვრობდა) გავიფიქრე,ნიკი რომ ჩემს გვერდით ყოფილიყო,ვეფხვის საერთოდ არ შემეშინდებოდა მეთქი.

ხოდა მერე დავფიქრდი,ამდენი ხანი გავიდა,თბილისი პატარა ქალაქია,ერთ უბანში ვცხოვრობთ და ამდენი ხნის მანძილზე ერთხელაც არ შევხვედრივართ ერთმანეთს,ესე იგი სამყაროს არ უნდა,რომ ერთმანეთს შევხვდეთ მეთქი. და ასეთი პაწუკა წერილი დავწერე,cutieობა (and pathetic too)

"I know youare near,somewhere...where I spent my childhood.I always knew you were there.
Maybe I was feeling...or not...that you and I...would meetin the future.
I wish that destiny was real and you were my destiny.
and if you're my destiny,we will surely find each other.But if destiny is not real? then you are an ordinary boy from my school...but you're not,you are NOT!

Only time will show us,if you and I are destiny for each other...or not."

ერთი თუ ორი წლის შემდეგ,სიამაყე გადავლახე და ფეისბუქზე დავიმატე. (კი,ორი წელი დამჭირდა იმისთვის,რომ მიმეწერა.)
ყველაფერი საყვარლად დაიწყო.ხშირად არ ვწერდით,მაგრამ როცა მწერდა სულ მეღიმებოდა.თუმცა არასდროს უხსენებია გნახავო და სადაც ორი წელი დამჭირდა უბრალოდ მისაწერად,10 წელი მაინც დამჭირდებოდა იმისთვის,რომ მეთქვა გნახავთქო,მაგრამ მან შემდეგ ფეისბუქი გააუქმა და ვინანე,რომ არ ვუთხარი გნახავ თქო და დავიფიცე,რომ როცა აღადგენდა,აუილებლად ვეტყოდი.

გავიდა თვეები.არ აღადგინა ფეისბუქი.

ერთ წვიმიან საღამოს ვიჯექი ჩემს ოთახში და ვუყურებდი სერიალს,სადაც ერთი ქალი ამბობდა "როცა საყვარელ ადამიანთან ერთად ვიყავი,მაშინ ვერ ვუთხარი რომ მიყვარს და ეხლა გვიანიაო." ამან ჩემი თავი გამახსენდა.
მერე ჩემმა ძველმა მეგობარმა მომწერა,რომელსაც უკვე წლებია ფეისბუქი გაუქმებული ჰქონდა და ვიფიქრე,რომ ეს ნიშანი იყო და არ ველოდი,მაგრამ ნიკის სახელი მაინც ჩავწერე და....
მანამდე თითქმის ყოველდღე ვამოწმებდი,აღადგინა თუ არა,მაგრამ არა...
ახლა კი...აღდგენილი ქონდა ფბ!!!
რათქმაუნდა არაფერი მივწერე.

ორი თვის შემდეგ,მანამდე რა მოხდა არ მახსოვს,ვიჯექი და ვუყურებდი სხვა სერიალს და გავიფიქრე,ვაიმე ეს ბიჭი როგორ გავს ნიკს-მეთქი და და ფეისბუქი შევამოწმე და ეს მოხდა ზუსტად 1 წამში-გავიფიქრე აი ეხლა იქნება შემოსული მეთქი და მართლა იმ წამს შემოვიდა და იმ წამს მომწერა და იმხელა შოკი იყო ჩემთვის,ნახევარი საათი დავდიოდი აქეთ იქით უაზროდ.

მეორე დღეს მე მივწერე "ზანგი როგორ უნდა გადაარჩინო დახრჩობას" მეთქი.
და მომწერა "არ უნდა გადაარჩინო,რამე უნდა ესროლო"-ო.
და "არა,ფეხი უნდა აიღო მისი თავიდან" მეთქი.
და ასე დამპატიჟა პაემანზე სამი წლის შემდეგ.

შემდეგ ჩამოვწერე დეითის გეგმები-რომელი ჯობია ჩემი ორი საუკეთესო კაბიდან,რომელი ფეხსაცმელი უხდება თითოეულს,პომადის გარეშე ჯობია თუ პომადით,და შემდეგ ცალკე ამ თემაზე ჩამოწერილი იყო ყველაფერი დეტალებში,მაგალითად თუ პომადა არ გისვია,უბრალოდ საყვარელი გოგო ხარ,და თუ პომადა გისვია,მაშინ ყველაზე ლამაზი გოგო ხარ,ვინც კი უნახავს.
კიდე ჩამოწერილი იყო პომადის დადებითი და უარყოფითი მხარეები,მაგალითად,პომადით ვერ აკოცებ პირველ დეითზე ბიჭს,მაგრამ თან ჯობია,რომ პირველ დეითზე არ აკოცო,რადგან უფრო მეტი მოუნდება,მაგრამ თან ჯობია,რომ პირველ დეითზე აკოცო,რადგან შეიძლება მეორე დეითი აღარ გქონდეს და ვეღარასდროს აკოცო.
(კი ვიცი,გთხოვთ არ დარეკოთ პოლიციაში.)

გადავწყვიტე ჩემთვის კაბა შემეკერა,უფროსწორედ გადამეკეთებინა და ხელები ისე მიკანკანკალებდა,უსწორმასწორო გამომივიდა.

მერე მაღაზიაში წავედი და 08:15 წუთი იყო და უბრალოდ გავიფიქრე,ნეტა ნიკს თავისი სახლიდან მაღაზიაში ჩამოსასვლელად 15 წუთი თუ ეყოფა მეთქი,არადა იქ აღარ ცხოვრობდა სადაც მეგონა და არც ამ უბანში აღარ დადიოდა,მაგრამ...
მაგრამ,მაღაზიაში რომ წავედი და შემდეგ სახლში,ბავსვების ჯგუფს ჩავუარე და არცერთის სახე არ დამინახავს,მაგრამ ვიღაცის მზერა ვიგრძენი,თან უბრალდო მზერა კი არა,იმენა ვიგრძენი.
შემდეგ სახლში მივედი და ნიკი მწერს "შენ იყავი მაღაზიაში?"
ისე შემეშინდა ორი საათი ვეგდე,ადგომას ვერ ვბედავდი. :დდდდ it was really creepy.
და შემდეგ მთელი ღამე ვწერდით ერთმანეთს and that's where my nightmare begins.

მოკლეედ,მოვიდა შეხვედრის საღამო.არანაირი კაბა არ ჩამიცვამს,რადგან ცოტა ხნით ადრე სპორტულები გამომიგზავნა,სადაც სერი შარვალი ეცვა და მეც სერი შარვალი ჩავიცვი. see what I did there? matching outfits,couple goals.

შემდეგ 5 ჭიქა კაპლი დავლიე და ავტობუსში რომ ავედი,ისე ვნერვიულობდი,არ ვიცოდი ატობუსი თვითონ ჯაყჯაყებდა,თუ ჩემი ბრალი იყო.
ფრჩხილებს ისე ვიკვნეტდი,აქეთ იქით ცვიოდა და ვინემს თავში რომ მოხვედროდა,თავის ქალას გაუჭრიდა. :დ

და როგორც იქნა მას შევხვდი. ისთი საყვარელი და ისეთი ლამაზი იყო...

მოკლედ,წავედით ბარში,სადაც თავისი მეგობრები გამაცნო. მის მეგობრებს რომ ხელი ჩამოვართვი,გამიხარდა რომ გარშემო სიბნელე იყო და არავინ დაინახა,ხელი როგორ მიკანკალებდა. სიცივესაც ვერ დააბრალებ თან,ზაფხულია.

ბარში რომ შევედით,ყველამ ისე დამიწყო ყურება,მეგონა ყველა ხვდებოდა რომ ყურებამდე ვიყავი შეყვარებული.

მოკლედ,beer-pong ვითამაშეთ. მანამდე მოვატყუე,რომ ძალიან მიყვარდა ეგ თამაში,არადა აზრზე არ ვიყავი რა იყო და youtube-ზე ვუყურებდი,რამე რომ გამეგო,მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე,რადგან ძალიან ვნერვიულობდი. არადა,ძალიან ადვილი აღმოჩნდა.

ხოდა,ჩემზე ბედნიერი არავინ არ იყო,ასე ახლოს რომ ვიდექი მასთან ,ვხედავდი მისი თვალების ფერს,მის ღიმილს,მის ყავისფერ თმას...

ხოდა,იქ ბევრ ბიჭს მოვეწონე,but I was like "naah,I'm with that guy" და მერე ვიღაც ტიპი გაეძრო და ძაან გეივით ეწეოდა სიგარეტს და მეთქი მოშორდი ჩემ ბიჭს!

ხოდა ისე ნაზად მეხებოდა ხოლმე ბურთს რომ მაწვდიდა ჯელტმენურად,შენ ჩააგდე პირველმაო და ჩვენი თითები ოდნავ ეხებოდა ერთმანეთს.

ხოდა მერ ეიმდენი ვითამაშე და წავაგე,რომ ცოტა დავთვერი,თან რომც არ დავმთვრალიყავი,ვერც მივხვდებოდი ვინ მოიგო და ვინ წააგო,რადგან მთელი ჩემი ყურადღება ნიკზე იყო მიპყრობილი.

მერე ყველანი გარეთ გავიდნენ და ჩვენ მარტო დავრჩით ოთახში.
ისეთი საყვარელი იყო..მერე გარეთ გავედითო და წავედით,კიბეზე დავჯექით ხალხისგან მოშორებით,ვლაპარაკობდით,მაგრამ ისეთი დაბნეული ვიყავი,მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემაც არ შემეძლო,არ მახსოვს რას ვეუბნებოდი,
მოკლედ მან მაკოცა.
კიბეზე რომ არ ვმჯდარიყავით,ალბათ წავიქცეოდი.
სიტყვებითაც ვერ აღვწერ რა გრძნობა იყო.

შემდეგ ისევ შევედით ბარში,ისევ ვთამაშობდით,სულ ხელიხელჩაკიდებულები დავდიოდით,შემდეგ ვსეირნობდით.მერე უკვე ძალიან გვიანი იყო და ტაქსით სახლში გამაცილა და დამშვიდობებისას ვაკოცე,მაგრამ როცა ტაქსიდან გადმოვედი,მივხვდი,რომ ძალიან სწრაფად დავემშვიდობე და კიდე მინდოდა,რომ დავმშვიდობებოდი,მაგრამ ის უკვე წასული იყო.

მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო,რა მოხდა შემდეგ რომ ვნახე,ბლა ბლა ბლა.

არ დავშორებულვართ,არაფერი მომხდარა,არც სხვა შეყვარებული ყავდა და მიმალავდა,არც ჩემი გამოყენება უცდია...თუმცა კი,ჩემი გამოყენება უნდოდა და გამოუვიდა კიდეც.
ალბათ ფიქრობთ,რაში სჭირდებოდა ჩემი გამოყენება,უბრალოდ ნაშა ააგდო და მერე ვსო?
ნეტა ეგრე ყოფილიყო.
ნეტა მისთვის უბრალოდ გასართობი ვყოფილიყავი,ან შეყვარებული ყოლოდა,ან უბრალოდ ეფიქრა რომ დებილი ვარ და ჩემთან ურთიერთიერთობა აღარ მოსდომებოდა.
ეხლა ალბათ ფიქრობ,რა გააკეთა ისეთი...
სინამდვილეში არაფერი გაუკეთებია. ნეტა გაეკეთებინა კიდეც...

მოკლედ.

ის გეია.

დიახ.სამი წლის ლოდინის შემდეგ,სახლების აშენების,ბავშვების ყოლის,ქორწილის კაბების და ადგილების შერჩევის შემდეგ,საბოლოოდ მართლა შევხვდი ჩემი ოცნების პრინცს,გვქონდა გასაოცარი პაემანი და ისტორიაში ყველაზე ტკბილი კოცნა.
და ის გეია.
იმისთვის გამომიყენა,რომ სხვებისთვის ენახებინა,რომ გეი არ ვარ და გოგოსთან ერთად ვარო.

იმის მიუხედავად,რომ ყურებამდე შეყვარებული ვიყავი,ამის მიხვედრა მაინც შევძელი.
თუმცა რა მოხვედრა,უბრალოდ დანახვაც საკმარისი იყო.

მოკლედ,ის და მისი მეგობარი (რა თქმა უნდა ბიჭი) რომელიც სულ ჩვენთან ერთად დადიოდა...
მოკლედ ისინი...
იმედი მაქვს,რომ თავიანთ ქორწილზე არ დამპატიჟებენ.

პ.ს. თუ ეს ისტორია მოგეწონათ,დააკომენტარეთ და ჩემს შემდეგ non-gay love storyს დავდებ.



№1  offline წევრი For Love

დასასრულმა შოკში ჩამაგდო...
პ.ს ძალიან მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent