შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუფასებელი გრძნობა.თავი 1


11-02-2018, 04:39
ავტორი zia-maria
ნანახია 3 307

-ლილიანა როგორ ხარ?
-კარგად გაგა.თავაზიანად მოიკითხა გოგონამ მის წინ მღგარი ახალგაზრდა ბიჭი.
-მეც ვარ რა.ლილიანა ძალიან,ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა გითხრა.
-გისმენ გაგა.ლილიანას არ მოსწონდა გაგა მაგრამ ქაჯივით ვერ მოიქცა,დაელოდა რას ეტყოდა.
-მინდა გითხრა რომ.....  რომ....
-რისი თქმას ცდილობ გაგა ასე რომ გიძნელდება თქმა,ისე დაიბენი,შენც ახლა სიყვარულს არ მიხსნიდე.გადაიკისკისა ლილიანამ.
-შენ ვერ წარმოიდგენ,როგორ გამიადვილე სიტყვის თქმა ლილიანა.მართალია,შენ სწორად მიმიხვდი.მე შენ მიყვარხარ.
-რას ამბობ,მეც ამ წუთში დაგიჯერე.უთხრა ლილიანამ ირონიულად.
-მართალს ვამბობ,მართლა ძალიან მიყვარხარ.
-ჩემგან რას ელოდები,ხომ არ გგონია სიხარულით შემოგეხვევი კისერზე?არა,ჩემი პასუხია არა.სამწუხაროდ,მე არ მიყვარხარ.
-მე შენ დღემდე ჩუმად შეგტრფოდი,ცხოვრებაში დღემდე შენსავით არავინ მყვარებია.ვნანობ,რომ დღემდე არაფერი არ გითხარი.ძალიან მიჭირდა აღიარება და თან მეშინოდა.როგორც გავიგე ჩემმა შიშმა გაამართლა.
-ვიცი,ჩემს შეხედვაზე ყოველთვის გაკანკალებს შიშისგან.გაგა იცი რა ვქნათ?როცა კარგად დარწმუნდები შენს გრძნობებში,მაშინ მოდი და ვისაუბროთ.ვინ იცის,იქნებ მეც იგივე გრძნობით გიპასუხო,მაგრამ ახლა არა,არ შემიძლია რადგან ეს ყალბი სიტყვებია,ისე როგორც ჩემს წინაშე შენ ხარ ყალბი ამ წუთში.თვალი ჩაუკრა ლილიანამ ბიჭს და წავიდა
-გასაგებია.თქვა გაგამ.რამოდენიმე დღე ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ,მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდნენ. ერთ დღეს კი გაგამ მოწყენილმა უთხრა ლილიანას. 
-ლილიანა პრობლემები მაქვს,შეიძლება რაღაც გთხოვო?ნუ მეტყვი უარს,მხოლოდ შენ დამეხმარები,შენ შეგიძლია ჩემი გადარჩენა.
-რა მოხდა,რა პრობლემები გაქვს.კითხა გაკვირვებულმა.
-100$ მჭირდება სასწრაფოდ,მხოლოდ სამი დღით.ლილიანას გაეცინა და ჩანთა გახსნა.ორი თითით ამოიღო ერთი მწვანე,გაუწოდა და თან უთხრა.
-შეგიძლია არ დააბრუნო,მარტო შენ არა,სამეგობროს გჩუქნით და გაერთეთ,მაგრამ კარგი იქნება თუ ცუდ ჩვევებს და თავის შეცოდების ჟესტებს მოიშლი,არ გიხდება გაგა.ეს მოძველებული ჩვევებია უკვე.
-რა გავაკეთე ლილიანა ცუდად.გაიკვირვა გაგამ.
-თუნდაც ის,რომ ახლა ტელეფონი გაქვს ჩართული და ჩვენს საუბარს ვიღაცას ასმენინებ.ახლა კი გადადი მანქანიდან.გაგა გაფითრდდა სახეზე და სიტყვის შეუბრუნებლად გადავიდა მანქანიდან.ლილიანამ კი თავაწეული შევიდა სასწავლებელში.იგრძნო,რომ ირონიულად უყურებდნენ,მაგრამ არ მიაქცია ყურადღება არავის და მის ადგილზე დაჯდა.ცოტა ხანში ერთადერთი მეგობარი ლინდა მიუახლოვდა და უთხრა.
-ლილიანა ვერაფერს ვერ  მიხვდი?
-რაზე ამბობ,რას უნდა მივმხვდარიყავი ლინდა.
-გაგას სანაძლეო დაუდვია ბიჭებთან,რომ შენ  მწვანეს აგართმევდა.თქვენი საუბარი კი მთელ სასწავლებელს მოასმენინა.
-მივხვდი ტელეფონი ჩართული რომ ჰქონდა,მაგრამ სანაძლეო?არა,ეს მეტისმეტია.ჯერ კიდევ არ იყო ლექცია დასრულებული,რომ წამოდგა და ყველაფრის აუხსნელად გავიდა გარეთ.გაგა  მოიძია,შორიდან დაინახა მეგობრებთან ერთად იდგა და იცინოდა,თან სიცილით ამბობდა.
-ბიჭებო მუქთაა მაინც და დავლიოთ ლუდი,განა ყოველ დღე არის ასეთი მუქთა მწვანეები?
  სასწავლებლის წინ ,გზის მეორე მხარეს,ერთი პატარა და მყუდრო ბარი იყო,საიდანაც სასწავლებლის ეზო კარგად ჩანდა.ერთ-ერთ განაპირა მაგიდასთან ,სამი ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა და წყნარად საუბრობდნენ.ერთ-ერთ მათგანს თვალი გზისკენ ეჭირა და ინტერესით უყურებდა გოგო-ბიჭის კამათს.ჯერ ღიმილით უცქერდა წყვილს და შემდეგ,როცა გოგონამ ბიჭს უთავაზა სახეში გაშლილი ხელი,მაგრამ ბიჭმაც დაუბრუნა საპასუხო უკან, გამწარდა და ფეხზე წამოხტა,ზემოდან გადაევლო მის წინ მდგარ მაგიდას და წუთში გაჩნდა გოგონას გვერდით,რომელსაც თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და ხელი ჯერ კიდევ გაწითლებულ ლოყაზე ჰქონდა მიდებული.ტირილნარევი ხმით კი ბიჭს ეუბნებოდა.
-მე შენი ერთი სიტყვაც არ დამიჯერებია და იცი რატომ?შენს ნათქვამ სიტყვებს გულწრფელობა აკლდა.გეგონა მომატყუილე,მაგრამ შენ,შენი თავი მოატყუილე და მაგ არამოსაწონი საქციელით კიდევ ერთხელ დაამტკიცე შენი არაკაცობა.უიღბლო მაჩო ხარ და სულ ასე უიღბლო იქბები.
-მადლობა მითხარი,მთელი ეს დრო ჩემს გვერდით ყოფნის შანსი რომ მოგეცი.ნუთუ ვერ ამჩნევ,რომ არავინი ზედ არ გიყურებს?
-უთავმოყვარეო ხარ და სხვისი ტკივილით გიხარია ცხოვრება.ერთ დღეს,შენივე სინდისი გაზღვევინებს შენს უმსგავსო საქციელს.
-ენას ნუ მიტლიკინებ გოგო,მეორე ლოყაში მიიღებ მისაღებს.ხელი ასწია დასარტყმელად და იმ წუთში მოსულმა უცნობმა ხელი ჰაერში დაუკავა.
-უსუსურ და სუსტ გოგოებთან გერჩის შენი ძალა?ქალს თუ ხელს დაარტყამ და ატკენ,მისი ცრემლები თავს ძლიერად გაგრძნობინებს?
-შენ ვინღა ხარ,აქ საიდან გაჩნდი ტო?გაკვირვებულმა უთხრა მის წინ მდგარ გაბრაზებულ უცნობს გაგამ.
-არ გაგიგია წუხელ რომ იწვიმა?ჰოდა ნაწვიმარზე მეც სოკოსავით ამოვედი ტო.ირონია არც უცნობმა დააკლო გაგას.
-შენ წარმოდგენა არ გაქვს,მე როგორ მიყვარს სოკოების გასრესვა.
-ხოდა მოდი მაგარო გამსრისე,რას უყურებ.ამ საუბარში ისე უცებ ამოუტრიალა ხელი გაგას უცნობმა განძრევაც ვერ მოასწრო.უცნობმა კი ის თავმოყვარე მეტიჩარა ბიჭი ლილიანას წინაშე მუხლებზე დააყენა.
-ბოდიში მოუხადე მანდილოსანს.
-ხელი გამიშვი.სიბრაზისაგან აწითლებული გაგა კბილებს აკრაჭუნებდა.
-პატიება თხოვე მანდილოსანს.
-ხელი გამიშვი.
-თხოვე პატიება იმ ტკივილისთვის რაც მიაყენე,რა გეპაზორება?ის არ გეპაზორება ხელი რომ ასწიე ქალზე?ჩქარა,არ მესმის.უღრიალა ბოლო ხმაზე.გაგას სიმწრისგან და სიბრაზისგან ყელზე დააჩნდა ლურჯად ძარღვები,სხვა გზა არ ჰქონდა და ჩუმად ჩაიჩურჩულა.
-მაპატიე.
-ვერ გაიგონა რა თქვი,ხმას აუწიე.
-ბოდიში.უთხრა ხმამაღლა.უცნობმა ხელი უშვა და კბილებში გამოცრა.
-ახლა წადი და შენი ძალა მამაკაცბთან მოსინჯე.შემდეგ მოიქნია და ზედ მიწაზე გააკრა.ირგვლივ მიმოიხედა ისე რომ ვითომ არაფერიც არ მომხდარა,ხელები გაშალა და მის გარშემო თავმოყრილ ცნობისმოყვარე ხალხს დაუტია.
-უფასო წარმოდგენას ყურობთ?რას ხედავთ აქ გასართობს,ცირკში წადით და იქ უფრო კარგად გაერთობით.უეცრად გოგონა გაახსენდა და იქვე მდგარ მეგობარს მივარდა რომელიც გაოცებული უცქერდა.
-ჩქარა გადმოდი,მანქანა მჭირდება.გაოცებულმა მეგობარმა გადასცა გასაღები და ისიც გოგონას გაყვა უკან.გოგონა უკვე ქალაქიდან გადიოდა როცა დაეწია და უეცრად წინ მყოფმა მოულოდნელად გააჩერა,მანაც ძლივს მოსწრო  დატორმუზება.გაცეცხლებული გადმოვიდა ლილიანა მანქანიდან და უცნობის წინ დადგა.
-რატომ გამომყევი,საქმე სხვა არაფერი არ გაქვს?იდიოტო.
-სხვაზე გაბრაზებული მე რატომ მიწოდებ იდიოტს.რატომ გამოგყევი?მაინტერესებს შენი გაბრაზება რას გაგაკეთებინებს.აქ რატომ მოხვედი,რა გინდა გააკეთო. უთხრა და თავადაც გადმოვიდა მანქანიდან.
-შენი საქმე არ არის.უცნობმა ხელზე მოკიდა ხელი და გაბრაზებულმა უთხრა.
-წამოდი.ლილიანა გაუძალიანდა,მაგრამ უცნობმა იქვე გაიყვანა მდინარეზე გადებულ ხიდზე და უთხრა.-გაიხედე აქედან ჯერ პირდაპირ და შემდეგ დაბლა ჩაიხედე,გინდა თავი მოიკლა?მიდი გადახტი,არაფერს არ მოვიმოქმედებ შენს შესაჩერებლად.ეს შენი გადაწყვეტილებაა,შენი სურვილია და შენ ამბობ თავად სიცოცხლეზე უარს და არა მე.
-მე არ ვარ გიჟი,არაკაცების გამო თავი მოვიკლა.წადი და მარტო დამტოვე,მარტო მინდა ყოფნა.
-დარწმუნებული ხარ,რომ მარტო გინდა ყოფნა?
-დარწმუნებული ვარ,ბევრ რამეზე უნდა დავფიქრდე.
-მე გოგი ვარ გოგიტიძე.მივდივარ,გტოვებ და არ გაბედო რამე სისულელე არ ჩაიდინო.მკაცრად უთხრა,შემდეგ უკან ხევით დატოვა და ხიდზე გადადიოდა თავისი სახელი რომ შემოესმა.
-გოგი.გოგი მიბრუნდა და შეხედა.-მე ლილიანა ვარ ლილუაშვილი.შემდეგ გაუღიმა და ხიდიდან გადახედა წყნარად და მშვიდად დამდგარ მდინარეს.მაღლა ცაში კი ორი თეთრი მტრედი ერთმანეთს ეთამაშებოდა,მზე ღრუბლებს მოეფარა,მაგრამ მაინც მწველი იყო გარშემო მიდამო.მაინც არ დატოვა მარტო გოგიმ და შორი-ახლოდან უთვალთვალებდა ლილიანას.როგორ გავიდა დრო და დილა ბინდმა შეცვალა გოგიმ ვერც კი შეამჩნია.არასოდეს უტკეპნია ასე დიდი ხნით ერთი ადგილი,მაგრამ დღეს არ გასჩენია სურვილი იმ ადგილს მოშორებოდა სადაც სულ ახლოში ლილიანა იდგა ტკივილით სავსე.ტკივილზე ხუმრობს ის,ვისაც არასოდეს ტკენია.ლილიანა ცრემლიანი თვალებით მიუახლოვდა გოგის და მის წინ დამნაშავესავით დადგა თავდახრილი.თავი ასწია და გოგის გულზე მოხვდა,მისი საოცრად ლამაზი თვალები ტირილისაგან დაწითლებული და დასიებული.ძლიერად მომუშტა ხელები და თანდათან მოეშვა,დაწყნარდა.ლილიანამ კი ჩუმი და ნაზი ხმით უთხრა გოგის.
-ადამიანის ხასიათში არის ოთხი ფასდაუდებელი თვისება.მოთმინება,ზომიერების გრძნობა და დუმილის უნარი.ხანდახან ცხოვრებაში ადამიანს ეს თვისებები უფრო ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში ვიდრე ჭკუა,ნიჭი და სილამაზე.მადლობა,რომ დღეს მთელი დღე ჩემს გვერდით გაატარე.მადლობა,რომ დღეს შენით არ შეწყდა ჩემი სიცოცხლის წუთები.მადლობა გოგი ყველაფრისთვის.
-სამადლობელი არაფერია ლილიანა.მე უფრო დაგრჩები მადლობელი თუ დამშვიდდები და წყნარად წამოხვალ სახლში.მე უკან გამოგყვები,ალბად მეც მეძებენ უკვე,მეგობარს წავართვი მანქანა,ფაქტიურად ბიზნესმენი კაცი უმანქანოდ დავტოვე და თუ არ დამინახა რომ ცოცხალი და საღი ვარ,ალბად მსოფლიო ძებნა გამოცხადდება გოგი გოგიტიძეზე. ლილიანას გაეცინა და უთხრა.
-კარგი წავედით,ვინ იცის დღეს რა მნიშვნელოვან საქმეზე მოგწყვიტე.
-ლილიანა ხომ გაგიგონია ძველი ანდაზა.უმადურ ადამიანს მთელი ქვეყანა რომ აჩუქო,ჩათვლის რომ ის ღირსი იყო ამ საჩუქრის.ამიტომ დაივიწყე დღევანდელი დღე და ცხოვრება გააგრძელე ჩვეულებრივად ისე, რომ თითქოს ეს ცუდი წუთები არც მომხდარა შენს გარშემო.დამპირდი,რომ ამას შეძლებ.
-მიუხედავად იმისა დღეს პირველად გხედავ,შენს თვალებში წმინდა და სუფთა ადამიანურ გრძნობებს ვხედავ.ვხედავ რომ შენი გრძნობები გულწრფელია და თითოეული სიტყვა გულიდან მოდის.გპირდები,რომ დღეიდან ყველაზე ძლიერი ვიქნები და ვერავინი ვერ დაინახას სუსტ და დაუცველ ლილიანას.
-და კიდევ ერთი პირობა მჭირდება.ვფიქრობ აქ არ უნდა დასრულდეს ეს ჩვენი უჩვეულო გაცნობა.იმედია მომცემ საშუალებას უკეთესად გავიცნოთ ერთმანეთი.
-ნაცნობობა აუცილებლად გავაგრძელებთ,უკეთესადაც გავიცნობთ ერთმანეთს,მაგრამ არა ხვალ და არა ზეგ.დრო მჭირდება ამისათვის.
-ვიცი და არაფერს არ დაგაძალებ.მე თავად შევარჩევ უკეთეს დროს,ახლა კი წავიდეთ ალბად სახლშიც გელოდებიან.წავიდნენ,ლილიანა წინ მიდიოდა და გოგი უკან მიყვებოდა.სახლამდე მიაცილა და სიგნალით დაეშვიდობნენ ერთმანეთს.გოგიმ გაიღიმა და ჩაილაპარაკა.-საოცარი გოგონაა და თან უცნაურიც,მაგრამ უნდა ვაღიარო,რომ ქალად არ იბადებიან ქალები,ისინი ჩვენზეა დამოკიდებული მამაკაცებზე,როგორ ჩამოვაყალიბებ მათ ქალებად.
-კახა მოსკოვში გასამგზავრებად ყველაფერი მზად არის.
-მადლობა მაკუნა.სერიოზული საუბარი მაქვს უფროსთან და არავინ არ შემოუშვა კაბინეტში.
-არც გოჩა?
-არც გოჩა და ბიჭები დღეს არ მოვლიან.
-კარგი,მშვიდად იყავით.კახა კაბინეტში შევიდა თუ არა კომპიუტერი ჩართო და აციმციმდა თუ არა მონიტორი ბოხი და მკაცრი ხმა გაისმა ოთახში.
-გამარჯობა მეგობარო როგორ ხარ.
-გამარჯობა გაბრიელ თავად როგორ ხარ,რას შვრები.
-კახა ძალიან ცოტა დრო მაქვს და მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.
-კარგი,გისმენ გაბრიელ.
-ადამიანის ცხოვრებაში,ყველაფერს ფასი აქვს კახაბერ მაგრამ მე შენთან და ბიჭებთან ერთად მუშაობას ფასს ვერ დავადებ მეგობარო,რადგან შეუფასებელია შენს,ანუ თქვენს გვერდით მუშაობა,თქვენი გენიალური იდეებით.ადამიანი მე რომელიც წლების განმავლობაში ვეძებე,ეს შენ ხარ კახა.
-ოოოჰ,დიდი მადლობა გაბრიელ ასეთი ნდობისთვის,ეს ჩემთვის ძალიან დიდი და დადებითი შეფასებაა რომელიც კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობისკენ მიბიძგებს.
-ძალიან გთხოვთ,უფროს არ სცალია ვერ შეგიშვებთ.მას მნიშვნელოვანი საუბარი აქვს უფროსთან,ამიტომ ვერ მიგიღებთ.
-შეუძლებელია,მე ვერ მიმიღებს?
-დიახ ვერ მიგიღებთ,ვერც თქვენ და ვერც სხვას.
-ვისთან საუბრობს კიდევ დიდი ხანი უნდა ველოდო?
-სამწუხაროდ ლოდინი მოგიწევთ,მოსკოვიდან არის სასწრაფო ზარი.
-ხოოოო?და რაო,რამე პრობლემები გვაქვს?
-ეს მე არ მეხება და არ ვიცი,ამიტომ ვერ გიპასუხებთ.
-საინტერესოა,რატომ არ ვიცით ამ ზარის შესახებ.
-ეს არც თავად ბ-ნმა კახამ იცოდა,მოულოდნელი იყო.
-მომისმინე მაკა რას იტყვი ამ საღამოს ერთად რომ ვივახშმოთ,მე და შენ?
-არ შემიძლია,სამწუხაროდ სხვა გეგმები მაქვს.
-სამწუხარო ის არის რომ დამასწრეს,ვინ არის ის ბედნიერი?
-სკოლის მეგობარი და ბავშვობის დაქალი.
-აააა,რადგან ასეა მეგობარს არ უნდა აწყენინო,მაგრამ თუ შენსავით ლამაზია შენი მეგობარი,მე ორივეს გეპატიჟებით ვახშამზე.
-ბ-ნო გოჩა დიდი მადლობა,მაგრამ ვფიქრობ ზედმეტებში გადაგდით თქვენი ვითომდა თავაზიანობა.
-ვერ ვგებულობ რატომ ასე უხეშად და რატომ თქვენობით?რა გგონია მე გაბრიელზე და კახაბერზე ან ლევანზე და გოგიზე უფრო დიდი ასაკის ვარ?
-არ მინდა უხეში ვიყო,მაგრამ უნდა შეგახსენოთ ბ-ნო გოჩა რომ ასე მომემართა თქვენთვის ეს თავად თქვენ გამაფრთხილეთ,როცა აქ ამიყვანეს სამსახურში ორი წლის წინ.ასე რომ,აწი აღარაფერი აღარ შეიცვლება.გოჩამ უცქირა მაკას და შემდეგ სიბრაზე მორეულმა უთხრა.
-შენ,ძალიან ბრაზიანი გოგონა ხარ და ეს თავად შენთვის არ ვარგა მაკუნა დამიჯერე.უთხრა გაბრაზებულმა ფეხზე დამდგარ გოგოს,რომელიც უფროსის კაბინეტის კარს ქორივით აეფარა.ერთი ბრაზიანი მზერა შეავლო და ოფისიდან გავიდა.მაკამ თვალი გააყოლა და ზიზღით ჩაილაპარაკა.
-ღმერთო რა აუტანელია ეს ადამიანი.კაბინეტში კი სერიოზული საუბარი ჯერ კიდევ ისევ გრძელდებოდა.
-ამ საქმისთვის რაც გამიზნულია,ყველაფერი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს.ეს კი ორივესთვის საუკეთესო იქნება.
-მაინც რამდენ ხანში.
-ეს შენზე მომინდვია კახაბერ.ველოდები ახალ იდეებს,ახალი წარმატებებით.ახლა კი დროებით შეხვედრაზე ვერ დავაგვიანებ.
-დროებით და მალე ჩამოდი,უშენოდ მკვდარი საათია საძმოში.გაეცინა ორივეს.
-მომიკითხე ბიჭები და გპირდები მალე დავბრუნდები.
-კი,კი როგორ არა დაგიჯერე.მაგასაც ვნახავ,შენი მალე კიდევ რამდენ წელს დაითვლის გაბრიელ.გაბრიელს გაეცინა ისევ და კომპიუტერიც გაითიშა.გოგი ჩაფიქრებული მიუყვებოდა ქუჩას,რომ წინ ციგნის ლამაზი ეშხიანი გოგონა დაუდგა.გაუცინა,მაგრამ მერე სერიოზული ხმით უთხრა.
-ლამაზო,შენი გული მალე სიყვარულის მორევში გაეხვევა.აბა მაჩვენე შენი ხელი,ნუ გეშინია მე შენს თვალებში ძალიან ბევრ რამეს ვხედავ.შენი ხელი კი დამეხმარება და მეტყვის იქ რაც უნდა ამოვიკითხო.ხელზე მოკიდა მისი მზისაგან გაშავებული ხელი და სერიოზული ხმით უთხრა.-სერიოზული პიროვნება ხარ,პერსპექტიულიც და წინ დიდი ბრძოლა გელოდება სიყვარულის გამო.
-არა უშავს,ბრძოლის გარეშე ცხოვრებას აზრი არ აქვს, თავად ლამაზო.
-დაიმახსოვრე,ცხოვრება დიდი მოთმენაა და შენ ამ მოთმენით ძალიან მოგებული დარჩები.წინ დიდი სიყვარული გელოდება,მაგრამ ორი გველი დასრიალობს თქვენს შორის.იბრძოლებ, არ დათმობ და გაიმარჯვებ.ფრთხილად იყავით შენს სიახლოვეს მტერია და ის მტერი ისეთი ახლობელია ყოველ დღეს თვალებში გიყურებს.
-არ მჯერავს ეს ყველაფერი.უთხრა გოგიმ გოგონას.
-დაიჯერებ სულ მალე,სიყვარულთან ბრძოლას კი ორი წელი დასჭირდება,ასევე მეგობარი ებრძვის სიკვდილს და ფრთხილად იყავი,მეგობარი უნდა იხსნა სიკვდილისგან და დიდი ნერვიულობა მოგიწევს.
-26 წელია ველოდები სასწაულს და არაფერია,ორი წელიც მალე გაივლის,ორი წელი ვეღარ მომითმენია?გაეცინა გოგის მაგრამ დააფიქრა ბოლო სიტყვებმა,რადგან ყური მართლა ჰქონდა მოკრული ჭორის დონეზე რაღაც უსიამოვნოს და ასე დაფიქრებულმა შეაღო კომპანიის კარები,მაგრამ სევდა უეცრად გააქრო მისი გონებიდან და როგორც ყოველთვის მისი ღიმილი ყველას გაუნაწილა.კახამ და ლევანიმ გაოცებულებმა ერთმანეთს შეხედეს ყურებამდე გაღიმებულ გოგის და ლევანიმ უთხრა.
-რა გაცინებს,გიხარია ცოცხალი რომ ხარ?რომელი საათია,ამ დროს უნდა მოხვიდე სამსახურში?
-მართალი ხარ,მიხარია ცხოვრება,მიხარია რომ ცოცხალი ვარ და მიხარია თვით სიცოცხლეც.ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და კახამ უთხრა.
-რაღაც საინტერესო გაქვს სათქმელი,აბა მოყევი ჩქარა.გოგი კარგად მოემგვანა სავარძელში და თქვა.
-რაღაც მოვიფიქრე,მაგრამ თქვენც უნდა დამეხმაროთ.
-გისმენთ გოგი.დაინტერესდა ორივე და მოემზადნენ მოსასმენად.
-რამდენი წელია რაც გაბრიელი არ გვინახაბს,სადღაც ხუთი წელი ან უფრო მეტიც,ხომ არის ასე.
-კი ასე იქნება.დაემოწმა ორივე გოგის.
-მაშ ასე,მის დაბადების დღეს მოვუწყოთ სიურპრიზი და ჩამოვიტანოთ ჩვენ აქ თავად,ის თუ ვერ ჩამოდის ჩვენი დახმარება არ აწყენდა.
-როგორ ჩამოვიტანოთ,რას ბოდავ გაგიჟდი?
-თქვენ მომეხმარეთ და სხვას ყველაფერს მე გავაკეთებ.
-რაღაც გაქვს ჩაფიქრებული და ისე ნუ იზამ,რომ ყველა დაგვწყვიტოს ერთად.
-ვიცი ძალიან გაბრაზდება,მაგრამ ეს სიურპრიზი დიდი ხნით არა მარტო მას,არცერთს არ დაგავიწყდებათ.ერთი სიტყვით,მოსკოვში მივდივარ და ეს მხოლოდ ჩვენ სამმა ვიცით.რომ დარეკოს და მომიკითხოს,არ იცით სად ვარ,არ იცით რას ვაკეთებ და საერთოდ ავუშვი აფრები,არ მაინტერესებს არაფერი,საერთოდ ვეღარ მხედავთ და ერთი სიტყვით მლანძღეთ და მაგინეთ.
-გაგვაგებინე რას აპირებ,ზოგადად ჩვენც რომ ვიცოდეთ.
-მადლობა თქვით,ეს მცირე ინფორმაციაც რომ გითხარით.ვსიო,ათი დღეა გაბრიელის დაბადების დღემდე და გპირდებით,იმ დღეს გაბრიელს აქ ნახავთ,თბილიში.წავედი მე და უკვე ვიწყებ ჩემს გეგმაზე მუშაობას.
-რადგან არ გვეუბნები,მხოლოდ ისღა დაგვრჩენია წარმატებები გისურვოთ და გელოდებით შენი გასაოცარი გეგმით.უთხრა კახამ.
-გოგი თუ რამეში დაგჭირდე რა დროც არ უნდა იყოს,შემეხმიანე.წარმატებები.უთხრა ლევანიმ.გოგი გავიდა და კახამ უთხრა ლევანის.
-ლევან რამდენი ხანია არ გაგვივლია,გავიაროთ ხვალ.დიდი ხანია არ გვისიამოვნებია აკრძალული ხილით.ჰე რას იტყვი,არ გავინავარდოთ?
-გავინავარდოთ და რატომ ხვალ,დღეს რა გვიშლის ხელს?ლევანი წამოდგა და კახას უთხრა.12 სთ-ზე ჩვენს ადგილზე გელოდები ან მელოდები.
  იმისათვის,რომ ზღვის ზედაპირზე მზე დავინახოთ,იგი მშვიდი უნდა იყოს.ნუ დაემსგავსებით ცხოვრების ქარიშხლიან ღამეს,სადაც მხოლოდ კოშმარები მეფობენ.გულში,მხოლოდ მთვარესავით უნდა ენთოს სული და თვით გული მზესავით უნდა ბრწყინავდეს.ამ წყნარ ღამის სიმყუდროვეში დანავარდობდა ორი მეგობარი და უსაზღვრო იყო მათი ხალისი და მხიარულება.ისინი იმ წუთებში სკოლიდან გამოპარულ პატარა ბიჭები იყვნენ.
-ლევან არ დაინტერესებულხარ,რა ჩაიფიქრა გოგიმ?მოულოდნელად სიჩუმე კახას ხმამ დაარღვია.
-არ დავინტერესებულვარ?თავი გამისკდა ფიქრით,მაგრამ ვერ ამოვხსენი რას ფიქრობს თან მარტო, არ მინდა დახმარებაო.
-მეც მასე ვარ.მოდი როგორც ძველად გავეჯიბროთ ერთმანეთს,ისე როგორც ბავშვობაში.
-არა,არ მინდა.
-რატომ?გაუკვირდა კახას.
-ნიძლავის გარეშე მუღამი არააქვს.
-მოდი ამ ერთხელ ასე იყოს.ხო მართლა,ხვალ გაბრიელს ჩვენთან უნდა სამივესთან საუბარი და რა ვუთხრათ,ის თავღია ბავშვი სად არისო რომ იკითხავს.დასერიოზულდა ისევ კახა.
-რაღაცას მოვიფიქრებთ,ნეტა მის თავში ჩამახედა რას ფიქრობს და მერე თუ გინდა მოვკვდე.თქვა ლევანიმ.
-ან სტარტზე დავდგეთ ან წავიდეთ,უკვე გვიანია.
-წავიდეთ.გაეჯიბრნენ ბიჭები ერთმანეთს და სიცილით შეხვდნენ ბავშვობის ადგილს.
-უფ,უფ,უფ იცი რა კარგ დროში ვიყავი დაბრუნებული?
-ვიცი,განა იგივეს არ ვგრძნობ მეც?
-რა პატარები ვიყავით, არ გვეკითხებოდა არაფერი.
-ეეჰ,დასრულდა ბავშვობა და ახლა მართლა უნდა წავიდეთ თორემ დარწმუნებული ვარ გურამის არ ძინავს და მელოდება.აბა ხვალამდე.ერთმანეთს დაემშვიდობნენ და თავიანთი ბაიკების ბღუილით გაუდგნენ გზას.ლევანი სახლში ისე ჩუმად შევიპარა,შუქიც კი არ აუნთია. ფრთხილად და ჩუმად მოძრაობდა და ასე ჩუმად მიიპარა მაცივართან,გააღო კარი და თითქოს სიცილით შემოანათა წითლად დაბრაწულმა კატლეტებმა.აიღო და გემრიელად ჩაკბიჩა,ახლა უფრო იგრძნო შიმშილი და სიბნელეში შეუდგა კუჭის დანაყრებას,ნახევრად მაცივარში შემძვრალი.
-ხელები მაინც დაგებანა შვილო და უკეთესი იქნება ჯერ აბაზანა მიიღო.ლევანიმ გულზე მიიდო ხელი შიშისგან და მის წინ მდგარ მამას უთხრა.
-მამაააა,იცი როგორ შემაშინე?რატომ არ გძინავს,მე ვიფიქრე ამ საღამოს გადავურჩი სასამართლოს სხდომასთქო.
-ნეტავ შენს თავში ჩამახედა,რა გიდევს.ან ის ვიცოდე,სად დადიხარ ამ დრომდე.
-მამა,შემომხედე კარგად,ვგავარ მკვლელს ან ყაჩაღს?
-არა,არ გავხარ.მაგრამ ხარ და არ იმჩნევ?მე განა ვიცი სად დადიხარ ამ დრომდე?მხოლოდ იმას ვხედავ,ადვილი ცხოვრება გინდა.იცოდე შვილო,ადვილად ნაშოვნი ფული,ძალიან ადვილად იხარჯება,ქრება ისე როგორც საპნის ბუშტი.სწავლა,განათლება,ცოდნა და ადამიანობა ამ ყველაფერთან ერთად რჩება მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე.სიკვდილის შემდეგ კი ადამიანს რჩება სახელი და კეთილად გაკეთებული საქმეები.მხოლოდ ამ ყველაფერს ბრძოლა უნდა,დიდი ბრძოლა.ბიზნესსაც გაძღოლა უნდა და შენარჩუნება.ლევანი მამასთან მივიდა ახლოს და ჩამწყდარი ხმით უთხრა.
-მამა დღეს მე და კახა ვიყავით ერთად და ბავშვობა გავიხსენეთ,უბრალოდ გავერთეთ.ასე ვაკეთებთ,როცა ძალიან დაღლილები ვართ,რომ ცოტა განვიტვირთოთ.ნუ ნერვიულობ გთხოვ,მე ჩემსას მივაღწევ და გპირდები იამაყებ ჩემით.ჩვენ უკვე ვფართოვდებით ჩვენს საქმეში და მჯერავს მალე დიდი და წარმატებული ბიზნესი გვექნება.
-ფრთხილად იყავით,ყველა ბიზნეს შიგა მტერი ჰყავს,ყველა ბიზნესი ბინძურია შვილო რაცარუნდა სუფთად იმუშაოვო,მტრებითაა ეს სამყარო სავსე.ფრთხილად იყავით,თქვენს ირგვლივ,თქვენს სიახლოვეს ყველას მეგობრად ნუ ჩათვლით.ბიზნესს მტრები შიგნით ჰყავს,ცხვირის წინ.
-შენ დაწყნარდი და გულს გაუფრთხილდი და კიდევ გიმეორებ,შენ ჩემით არასოდეს არ გაწითლდები.მირჩევნია მოვკვდე,ვიდრე ეს გავაკეთო.
-ვიმახსოვრებ შენს სიტყვებს და ეს დაფასება,რასაც ჩემს მიმართ გამოხატავ,იგივეს მიიღებ ჩემგან,გასაგებია?ხო,ლინდას მიეხმარე მეცადინეობაში.ლევანიმ თავი დაუქნია და ჭამა გაარძერელა.შემდეგ წამოდგა და ფრთხილად დააკაკუნა ერთ-ერთ კარზე.კარი შეაღო და ღიმილით თქვა.
-შეიძლება შემოვიდე?
-უუუფ,შემაშინე მამა მეგონა.შემოდი,შემოდში.
-ნუ გეშინია,აქ ყველა შენიანები ვართ.რატომ არ ძინავს ამ დროს ჩემს პრინცესას?ლინდამ ძმას შეხედა და ტირილნარვი ხმით უთხრა.
-მიჭირს ძალიან ფიზიკა.
-მანახე რა ვერ გაიგე.
-მამამ გითხრა?
-ხო მითხრა,მიეხმარე მეცადინეობაშიო.ასე გვიან რატომ მეცადინეობ.
-ზეგ გამოცდა მაქვს.
-ეს ტანისამოსი რატომ გაქვს გადმოწყობილი?წარბს აწევით შეეკითხა დას და ტანისამოსზე ანიშნა.
-გამოცდის შემდეგ კლუბში მიდიან გოგოები,ლევან უთხარი რა მამას გამიშვას.
-ლინდა არ მომისმენს,ხომ იცი ,,კლუბი'' ცუდად ესმის ეს სიტყვა და რატომ არ ვიცი.
-მიდი რა გთხოვ.ცრემლიანი თვალებით შეხედა ლინდამ ძმას.
-კარგი,ნუ ტირიხარ მე შევეცდები,მაგრამ ვერ დაგპირდები.აი შეინახე ფიზიკა გამოყვანილია და ეს შენ უნდა იწვალო და გამოიყვანო,გამოცდაზე მე არ შემოგყვები.გესმის?დაწექი ახლა და დილით მოვეაფირისტებით ორივე მამიკოს.გავიდა და დასაძინებლად მიდიოდა,რომ შეხედა მამა იჯდა და გაზეთს კითხულობდა.
-მამააა,რატომ არ წვები გვიანია უკვე,გათენდება სადაცაა.
-რა მოხდა,დაეხმარე?არც შეუხედია მამას ლევანისთვის ისე შეეკითხა.
-კი ლინდას დავეხმარე და რადგან აქ ხარ გეტყვი,ხვალ რა გეგმები გვაქვს.
-ხვალინდელ გეგმებს შეეშვი ლევან და მითხარი რაც გინდა,რა გაწუხევს.ლევანს გაეცინა და უთხრა.
-როგორ ხვდები ხოლმე ყველაფერს,მოციქულად ვარ გამოგზავნილი.ლინდას უნდა ზეგ გამოცდის შემდეგ ამხანაგებთან ერთად წავიდეს.
-არ დაასრულო ლევან უმჯობესია იმეცადინოს.
-მე ვამეცადინებ და აი ნახავ რა კარგი შედეგები ჰქონდეს.გაუშვი ამ ერთხელ,განა ყოველ დღე გთხოვს სახლიდან გასვლას?
-შენც იქნები მასთან ერთად?
-მამა მე რა მინდა ლინდას ამხანაგებთან.
-სად მიდიან.
-ალბად კლუბში წავლენ.
-არა,კლუბში არ გაუშვებ.იქ ალკოგოლური სასმელებია და არ მინდა ჩემმა შვილმა არასრულწლოვან ასაკში დაიწყოს დალევა,შენ რა გეგმები გაქვს ხვალისთვის.შეეკითხა ლევანს.
-მე ხვალ არ მცალია,შესაძლებელია დამაგვიანდეს,არ ვიცი რა დროს მოვალ სახლში და ისევ არ ინერვიულო.
-რა ხდება,რამე პრობლემაა ჩემი დახმარება გჭირდებათ?
-არა,ხვალ გაბრიელს უნდა ჩვენთან საუბარი სამივესთან,რაღაც სერიოზული საკითხია გადასაჭრელი.
-ოჰ,მძიმე დღეა.კომპიუტერით უნდა ისაუბროთ?
-ხო კომპიუტერით და დაძაბული ვარ,რადგან არცერთმა არ ვიცით რა თემაზეა საუბარი.
-როდის ბრუნდება ეს ბიჭი,აღარ უნდა საქართველოში ცხოვრება?
-ათ დღეში გაბრიელის დაბადების დღეა.ვერ ჩამოდის,მაგრამ კომპანია ავღნიშნავთ მაინც და ისიც ჩაგვერთვება კომპიუტერით.
-ჰოდა იქ წაიყვანე ლინდა,შენს გვერდით იქნება და მეც არ ვინერვიულებ,მშვიდად ვიქნები.
-მე არავარ წინააღმდეგი თავად თუ მოისურვებს,წამოვიდეს.ლინდა გამოსულიყო თავის ოთახიდან და უსმენდა მათ საუბარს.ღიმილით შეხედა ძმას და მამას.მამამაც შეხედა საყვარელ ქალიშვილს და უთხრა.
-არასოდეს არ დაგიშლი იქ წასვლას,სადაც შენი ყოფნის არ შემეშინდება.ფულს მოგცემ ხვალ და იყიდე კარგი კაბა,როგორც ჩემს შვილს შეეფერება ისე წახვალ ძმასთან ერთად.
  გურამ ჭრელაშვილი ბიზნესმენი.აქვს თავისი მანქანების სერვისი,უცხოეთიდან ჩამოდის მანქანის ნაწილები და აქვს მაღაზიების ქსელი.მეუღლე ადრეულ ასაკში გარდაეცვალა.ლევანი უფროსი ვაჟი 25 წლისაა,ლინდა მამას პრინცესა და ასევე ძმის დიდი სიამაყე 19 წლისაა, სტუდენტი.ამ ორი ანგელოზისთვის ცხოვრობდა გურამ ჭრელაშვილი.
 დილით ადრე ადგა,თავი მოიწესრიგა და დაფიქრებული სახით კომპანიაში წავიდა.დილით,იმდენად სუთა იყო ქალაქი,ღრმად შეისუნთქა სისუფთავის სუნი და ესიამოვნა ირგვლივ არსებული სიმშვიდე,მანქანა გამოიყვანა,წყნარი მუსიკა ჩართო და გზას გაუყვა მუსიკის თანხლებით.ბიზნესმენი ადამიანი ცხოვრების იმ ეტაპზეა როდესაც ან იმას აკეთებს,რაც უნდა,ან დაუღალავად მუშაობს მისი მიზნის  მისაღწევად.დილა დიდი მუშაობის სურვილით და სტიმულით დაიწყო.კახას კაბინეტში,ლევანი და თვით კახა მოუთმენლად ელოდნენ გაბრიელის ზარს და აი ისიც,როგორც იქნა გაისმა მისი ზარი კომპიუტერში..
-როგორ ხართ ბიჭებო.მესამეს ვერ ვხედავ და სად არის?იკითხა გაბრიელმა.
-შენ ჯერ ის გვითხარი,ხომ მშვიდობაა.
-მშვიდობაა და მინდა მოგილოცოთ ჩემო ლომებო,თქვენმა შექმნილმა პროექტმა გაიმარჯვა,ყველაზე დიდი რეიტინგი აიღო და პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრათ ასეთი თავდაუზოგავი შრომისთვის.
-გაბრიელ ეს მართალი სასიხარულოა,ეს ერთობლივი მუშაობა იყო და ყველას გამარჯვებაა.
-მინდოდა გოგიც ყოფილიყო თქვენთან ერთად,სად არის.ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს,გაბრიელს არ მოეწონა მათი სიჩუმე და ცოტა ხმამაღალი ხმით იკითხა.-რა ხდება,რატომ ხართ ჩუმად.გოგის რამე უჭირს?
-არაფერი არ უჭირს კარგადაა,მაგრამ ჩვენც არ ვიცით სად არის.რამდენი ხანია არ მოსულა,სულ გაუბერა და თავის ჭკუაზე დადის.თუ ასე გააგრძელა გადავწყვიტე სულ ჩამოვაშორო კომპანიის საქმეებს.
-რას ნიშნავს ჩამოაშოროთ კომპანიის საქმეებს,გოგი ასე უაზროდ დადიოდა სულ,მაგრამ სამსახურში საქმით ყოველთვის ყველას ჯობდა.რას შვრებით თქვენ,ნორმალურები ხართ?იქნებ რა უჭირს,იქნებ რამე შეემთხვა,იქნებ რამე შარშია გახვეული ეს თავღია ბავშვი არ უნდა კითხოთ?გაბრაზდა გაბრიელი.ამ დროს კარები გაიღო და გოგიც შემოვიდა.შვებით ამოისუნთქა სამივემ,მისი მხიარული ხმა რომ გაიგონეს.
-სად იყავი,ამ დროს უნდა მოხვიდე სამსახურში?სად უნდა გეძებოთ,სად დადიხარ. გაუბრაზდა კახა.გოგიმ წარი აუწია და ღიმილ შეპარული ხმით უთხრა.
-ნუ გაჯეჯილდები ახლა,მე იქ ვარ სადაც უნდა ვიყო.მე არავინი მეძებს და მე კი  ვეძებ ძებნილებს.თქვა გოგიმ და კომპიუტერთან მივიდა ახლოს.
-ახლა დავრწმუნდი,რომ ზოგიერთი ადამიანის თავიდან ჩალის შრიალი ისმის და ეს ადამიანი შენ ხარ გოგილო.
-გაბრო შე ძველო,აღარ ჩამოდიხარ?
-მეგონა ცოტა დაჭკვიანებული დამხვდებოდი.
-გოგილო მიდი წადი ლუდი ამოიტანე და ავღნიშნოთ,ჩვენმა პროექტმა გაიმარჯვა.უთხრა ლევანიმ.
-შენ თავად რატომ არ წახვალ?მე სად მაქვს ფული,ვინ მომცემდა ფულს.დედაჩემს საღამოს პური რომ მოაქვს ოვაციებით ვხვდები წინ მთელი ოჯახი.
-გოგი მართლა ვერაა შენი საქმე კარგად,ტვინზე გაქვს სასწრაფო გამოკვლევა გასაკეთებელი.უთხრა გაბრიელმა სიცილით.წავედი მე და მალე შეგეხმიანებით.
-დაიცა რომ მიდიხარ სად მიდიხარ,ვინ გაგიშვა ჯერ.მეგობარო,მალე შენი დაბადების დღე არის,26 წლის ხდები ძმაო და რას ვშვრებით,ჩამოხვალ?ეს ისეთი თარიღია უნდა ავღნიშნოთ აუცილებლად.
-ძალიან მინდა ბიჭებო თქვენთან ერთად ვიყო,მაგრამ ვერ დაგპირდებით.ერთი დღის გამო,აქ ძალიან ბევრი საქმე გამიფუჭდება და ასე რომ,ვერაფერს ვერ დაგპირდებით საიმედოს.
-კარგი შენი საქმეა,ჩვენ მაინც ავღნიშნავთ და ალბად ვირტუალურად მაინც ჩაგვერთვები.გაბრომ დიდი სიყვარულით დაემშვიდობა მეგობრებს და სამივე უცქერდა ჩამქვრალ მონიტორს.შემდეგ ლევანი მიუბრუნდა გოგის და უთხრა.
-აბა მივდივარ და არ მეძებოთო?
-ხოდა ახლა მივდივარ.მაგარი პონტი მაქვს მოფიქრებული და გპირდებით,გაბრიელს აქ ნახავთ იმ დღეს.მასთან სახლში იციან რასაც ვაკეთებ,ასე რომ წინ მაგარი სიურპრიზი ელის.არავინმა იცის სად ვარ,მათ შორის თქვენც.იმ დღეს აქ შევხვდებით ერთმანეთს.
-არ ვიცი რა გაქვს ჩაფიქრებული,მაგრამ თუ რამე გაგიჭირდეს შეგვეხმიანე.
-ეს რა თქმა უნდა ასე იქნება,მაგრამ ახლა რაღაც უნდა გითხრათ მნიშვნელოვანი.სწორედ ამის გამო გადავდე წასვლა ამ დილით,ჯერ თქვენი ნახვა მინდოდა.ამ დროს კაბინეტში გოჩა შემოვიდა და გოგი გაჩუმდა.
-რა ხდება როგორ ხართ,რამე ახალ საქმეს ეჭიდებით უჩემოდ?
-ხო ვსაუბრობთ.დღეს ქვეყნის სარეკლამო ბაზარი გადაჯერებულია სხვადასხვა კომპანიით,რომელთაგან ხარისხიანი მარკეტინგული მომსახურეობის გაწევა მხოლოდ რამდენიმეს შეუძლია.ჩვენც დღეს გავიგეთ,ამ უძლიერეს კომპანიებს შორის ერთ-ერთი ჩვენც ვართ.ეს უნდა ავღნიშნოთ.კახამ ამაყად და თავაწეულად შეხედა ბიჭებს.
-მართლა როგორ გაიზარდა.მახსოვს გაბრიელი რომ ჩამოვიდა მოსკოვიდან,სულ არაფლის მცოდნეებმა შევუდექით ბიზნეს 19-20 წლის ბიჭები.ყველას დახმარების გარეშე,ხუთ წელიწადში რამდენს მივაღწიეთ.ოთხი თანამშრომელი გვყავდა თავიდან და მთელი ორი წელი ასე ვიმუშავეთ.გაიხსენა განვლილი წლები ლევანიმ.
-ხომ გაგიგონიათ ,,კარგი საუკეთესო მტერია''-ო.ჩვენს დაარსებულ კომპანიას დღეს 40-მდე თანამშრომელი ყავს.წინსვლა ჩვენს ბიზნესში შემთხვევითობა ნამდვილად არ ყოფილა.ამ ხუთ წელიწადში გვეგონა ნელა-ნელა მივიწევდით წინ,მაგრამ დღეს გავიგეთ,რომ ერთ-ერთი ძლიერი კომპანია ვართ.გოგი წამოდგა და თავისი უჩვეულოდ მტკიცე ხმით თქვა.
-იცით რატომ ვართ დღეს ასეთი გახარებულები?თავიდან 19 წლის ბიჭებმა,გამოუცდელებმა ერთმანეთის სწავლით ვისწავლეთ საქმის კეთება,სწორედ მივუდექით ერთმანეთს და რაც მთავარია,ერთმანეთში იყო ერთგულება.რისკზე წავედით შიშველი ხელებით და ცარიელი ჯიბით და არც თუ ზედმეტად მცოდნეები.ბევრი რამ გადავლახეთ,ბევრი რისკი გავიარეთ.ვიყავით არაცნობადი პირები და სულ მთლად ბავშვები.გაბრიელი მოეკიდა ამ საქმეს ჩვენს შორის ზედმეტად სერიოზულად,მაგრამ ცოტა ავარდნილი ჭკუაც საჭიროა ხანდახან.არ შეიძლება სულ დაძაბული იყო და სულ შიში გქონდეს.ამ სამ სერიოზულობას მე ვახალისებდი,ამიტომ შემომრჩა სახელი ,,თავღია''.ვხალისობდით,მაგრამ მეც ვცდილობდი ზედმეტად წინ გამეხედა.ვფიქრობდი,როგორი იქნება ხვალინდელი დღე და ასე მივიწევდით წინ ნაბიჯ-ნაბიჯ.ყველაზე მთავარი ჩვენმა ბიზნესმა დამანახა ის რომ უნდა ვიყოთ პრინციპულები და ინტეგრირებული ჩვენს საქმეში,დღეს კი სულ ცოტა ხნის წინ დავრწმუნდი,რომ ჩვენმა დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო და აღარაფერი გვემუქრება,თუ არ შემოგვერია შიგნიდან მტერი.გაოცებული უსმენდნენ გოგის და გაუკვირდა კახას და ლევანის რატომ ახსენა გოგიმ მტერი,რატომ გაჩუმდა გოჩას კაბინეტში შემოსვლისას.გოგი კი აგრძელებდა საუბარს.-ბიჭებო,მოდით დღევანდელი ჩვენმა წარმატებამ  გაგვახედოს ახალი მიზნებისაკენ და ახალი იდეებისაკენ.ჩვენ შეგვიძლია ეს და ჩვენი დონე,ჩვენი ცოდნა და ჩვენი ერთგულება იყოს ჩვენი მტერი მხოლოდ.გოგი აცნობიერებდა რას ამბობდა და კარგად მიხვდა,გოჩამ თითქმის რომ მიუხვდა სათქმელს,სიტყვა ,,მტერი''-ის გაგონებისას,მარტივ-მამრავლებად დაიშალა და გააცნობიერა,როცა ასეთი მტერი გყავს ახლოს და თან ასეთი ახლობელი,ჭკუაც გაცილებით მეტი უნდა გქონდეს,რომ არ უნდა ჩაება მის მიერ წამოწყებულ ომში და ვერასოდეს ვეღარ მიაღწევ დასახულ გეგმას,თუ ყველა ძაღლს,რომელიც ყეფს ქვებს ესვრი.ჭკვიანი ადამიანი ყველა შეცდომას თავად არ სჩადის,ის შანსს სხვასაც უტოვებს.საუბრისას გოჩას მიჩერებოდა დრო და დრო და მისი მზერით ბურღავდა და თან გულში ფიქრობდა.,,ომი გინდა?ვიომოთ,მაგრამ არ მოგცემ ამ ომში უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის უფლებას''.ბოლოს კი ხმამაღლა დასძინა.-როცა არწივები ჩუმად არიან,თუთიყუშები ლაპარაკობენ.აქ ამ კომპანიაში კი არწივი არასოდეს არ იქნება ჩუმად.ჩვენ არ ვიცით მომავლის შესახებ,თუ რა იქნება ერთი საათის,ერთი თვის თუ ერთი წლის შემდეგ,მაგრამ სანამ აქ ვართ ამ კედლებში შეგვიძლია ზრუნვა მასზე,რომ ეს კედლები მყარი იყოს.ამიტომ გარკვეულ წილად ჩვენზეა დამოკიდებული როგორც ჩვენი მომავალი,ისე ამ კომპანიის მომავალიც და აქ მომუშავე ხალხის ბედიც.ჩვენ ხუთეულმა უნდა დავიცვათ ჩვენი კუს ნაბიჯებით შექმნილი კომპანია.
-უნდა ვაღიარო,რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და თან ძალიან სერიოზული.მეც მახსოვს ის თეთრად გათენებული ღამეები,მახსოვს თუ როგორი ცარიელი იყო ეს კედლები და ექოდ ისმოდა ჩუმად ნათქვამი სიტყვები ირგვლივ.მიხარია და ვამაყობ რომ ვუყურებ როგორები ვართ ახლა,ვამაყობ,რომ ჩვენი მეგობრობა დღემდე ერთგულებითაა სავსე.ჩვენ შევქმენით ეს სასიამოვნო სამყარო და უნდა ჩავუჯდეთ,ეს უნდა ავღნოშნოთ დღეს.
-მე ვერ წამოვალ,საქმეები მაქვს უჩემოდ გაერთეთ.ახლაც შემორბენით შემოგიარეთ,მოგინახულეთ.
-ხომ მშვიდობა გაქვს გოჩა.უთხრა ლევანიმ.
-კი,კი რაღაც პირადულია და მალე მოვაგვარებ ჩემით.გოჩა წავიდა და ორივემ გოგის შეხედა.
-რისი თქმა გინდოდა,ამხელა ლექცია რომ მოაყოლე.ისე უნდა ვაღიარო,იდეალური მოსაუბრე ხარ,მხოლოდ მაშინ,როცა შენს გულს უნდა.უთხრა ლევანიმ გოგის.
-რას ეძებ,რა გინდა არ ჯობია პირდაპირ შემეკითხო?
-რა გაქვს ჩაფიქრებული,რატომ არ გვეუბნები.
-მაგას ვერ გეტყვით.

-სად არის შენი გონება გოგი შენს სხეულში,თუ მის გარეთ.
-რომ ვიცოდე,გეფიცები იქ მისვლას ვერავინი მომასწრებდა.ერთ სერიოზულ საკითხზე უნდა დაგელაპარაკოთ და იმედი მაქვს,ახლა რასაც გეტყვით ჩვენს სამში დარჩება.
-რა ხდება თქვი.მოთმინებიდან გამოსვლას ცოტა უკლდა კახას.
-ინფორმაცია სანდო წყაროებიდან არის.თქვა ჩურჩულით და შემდეგ ფეხზე წამოდგა,კარები გააღო და ღიმილით უთხრა კახას მდივანს,რომელსაც გოჩა ჯერ კიდევ იქ იყო და საუბრობდა.
-მაკუნა გთხოვ რა სამი ყავა შემოგვიტანე.
-ახლავეს გოგი.ღიმილით წამოდგა მაკა ყავის მოსადუღებლად.
-შენ მეჩქარება თქვენთნ ერთად ვერ გავჩერდებიო ასე არ თქვი?რა ხდება გოჩა ჩვენ გაგვირბიხარ?უთხრა გოჩას და საინტერესოდ შეათვალიერა.
-უკვე მივდივარ.დროებით შენ და ხვალამდე მაკა.როცა დარწმუნდა გოჩა წავიდა,ისევ ბიჭებს მიუბრუნდა.
-ძალიან გთხოვთ ფრთხილად იყავით,გოჩასთან მოერიდეთ საუბარს კომპანიის საიდუმლო საქმეებზე.ამის თქმა მინდოდა,ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენს მიერ აშენებულ ოჯახში მტერი გვყავს და ეს მტერი ისევ ჩვენიანია.ამიტომ მინდა გაბრიელი ჩამოვიდეს აქ და უფრო ძლიერები ვიქნებით.
-მოიცა,ვინ გითხრა ეს ყველაფერი.დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ ისე,როგორც მე ახლა შენს წინ ვზივარ და ვარ ნამდვილი.
-არ შეიძლება,ვერ დავიჯერებ ამ ყველაფერს გამიზნულად აკეთებდეს.
-ან აგვიხსნის რატომ გადაგვიდგა?თუ არანაირი მიზეზი არააქვს და ჩვენი განადგურება უნდა,მაშინ რად გვინდა მასეთი მეგობარი გვერდით.აღშფოთებული საუბრობდა ლევანი და კახა.
-მოიცადეთ,დააკვირდით შეცდომისგან არავინი არაა დაძღვეული.მართალია სიტყვა ,,მეგობარი''ჩემთვის ძალიან ძვირფასია,მაგრამ მე ვფიქრობ ჯერ გავარკვიოთ რა ხდება,იქნებ ტყუილია,იქნებ ვინმე აშინებს,ან აშანტაჟებს.ამდენი წლის მეგობრობას სხვისი მოტანილი ენით ნუ შევაფასებთ უარყოფითად.დავაკვირდეთ მის ქცევებს,მის საქციელს და მერე ვუთხრათ გაბროს.თქვა ლევანიმ.
-მე ერთსაც გეტყვით და წავალ.მასთან ერთად იყავით ჩემს მოსვლამდე აკონტროლეთ,კიდეც გაერთეთ,დრო ატარეთ,მაგრამ კომპანიის საქმეებთან ახლოს ნუ მიუშვებთ.იცოდეთ,ძალიან ძნელია როდესაც ენდობი და უცებ,მოულოდნელად იგებ,რომ სანდო სულაც არ ყოფილა.ძალიან ძნელი მოსასმენია როცა გეტყვიან, ,,შენი მეგობარი გღალატობს,ფრთხილად იყავი''.იმ წუთებში თითქოს ჩემთვის სიცოცხლე შეწყდა,ჩემს ირგვლივ უფერო სივრცე გადაიშალა და უეცრად შიგნით ჩავიძირე,ჩვენი ფერების ძიებაში,მაგრამ ვერ ვიპოვე ნათელი ფერები. ჩემზე უკეთ იცით თუ რა დიდი სიამაყეა როცა ერთმანეთს ვენდობით და გვჯერა ერთმანეთის.ვთვლი, რომ ბევრმა არ იცის ნდობის ფასი,ნდობის დაკარგვის შემდეგ არ ვიცი როგორ უნდა ვემეგობრო მას და როგორ გავაგრძელო მასთან ყოფნა ისე,თითქოს არაფერი არ მომხდარა.ღმერთმაც ქნას ვცდებოდეთ,გეფიცებით სიხარულით მოვალ თქვენთან და ამ ნერვიულობისთვის ბოდიშს მოგიხდით.გითხარით იმიტომ რომ სიფრთხილე გამოიჩინოთ მასთან ყოფნის დროს,ინფორმაცია გადის ამ კედლებიდან და აწვდის სხვას,ის სხვაა მოსაძებნი.დავბრუნდები და ამ საქმესაც მივხედავ და გეფიცებით თავს დავახრევინებ ზუსტად აქ ამ კედლებში ყველას წინაშე,სადაც მე მშიერი და ფეხშიშველა დავრბოდი დღე და ღამ ამ კედლების ასაღორინებლად,სახლშიც არ მივდიოდი დასაძინებლად.ახლა წავედი და შეხვედრით ისევ აქ შევხვდებით ერთმანეთს.გოგიმ ორივეს დაემშვიდობა და ისე გავიდა კახას კაბინეტიდან ორივე გაოცებული დატოვა კაბინეტში
-ლევან ნუთუ დღეს გავიცანი მე გოგი?
-იგივე მინდა გითხრა მეც ძმაო.არ მჯერავს,მაგრამ გოგი რასაც ამბობს ხომ იცი სულ მართალი რომ არის და ყოველთვის როცა არ დაუჯერეთ წინ დაგვხვდა მისი სიტყვები.
-ვიცი,თითქოს წინასწარ გრძნობს საფრთხის მოახლოვებას.
-რა ვქნათ,როგორ მოვიქცეთ.
-ისე გავაკეთებთ ყველაფერს,როგორც თავღიამ დაგვიბარა.ლევანს გაეცინა და კახას უთხრა.
-თავღიას ვეძახით,მაგრამ ყველაზე ჭკვანია.
-კატინკა მანქანა იყოს მზად,მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივდივარ.
-უკვე გელოდებათ ბ-ნო გაბრიელ.გაბრიელი მისი მკაცრი სახით და მოზომილი ნაბიჯებით გამოვიდა კომპანიიდან და იქვე მასზე მომლოდინე მერსედესში ჩაჯდა.
-ძალიან სიცივეა დღეს,მიუხედავად აპრილისა, მოსკოვს არ ეტყობა ჯერ გაზაფხულის სითბო.
-ასეა უფროსო,აქ მაისის ბოლოდან იწყება გაზაფხული და პირდაპირ ზაფხულში გადავდივართ.
-შაბათ-კვირას რას საქმიანობ ვადიმ.
-არაფერს უფროსო,ვისვენებ.მთელი კვირა ცოლს ვერ ვნახულობ ნორმალურად და იმ ორ დღეს ოჯახის სიყვარულში ვატარებ.სად უნდა წავიდე,როცა უგემრიელესი ჩაის მომზადება იცის ჩემმა ანგელოზმა ცოლმა.გაბრიელმა ჩაიღიმა მძღოლის გულწრფელ აღიარებაზე.-არ გინდათ გაგასინჯოთ ჩაი უფროსო?
-არა,მადლობა.
-არა უნდა გაგასინჯო და ერთ დღეს ოჯახშიდაც უნდა მეწვიოთ.მძღოლმა თერმოსი მიაწოდა გაბრიელს და გაბრიელმა მოწონების ნიშნად წარბი აწია და თერმოსიც უკან დაუბრინა ვადიმს.
-ააა,მოგეწონა?ხომ გითხარი ვერ დამიწუნებთქო.მანქანა შუქნიშანთან გაჩერდა და ძალიან ლამაზი ბოშა მიუახლოვდა მანქანას.თითით დააკაკუნა სარკმელზე და გაბრიელმა ფანჯარა ჩაწია.
-ლამაზო კაცო,გინდა ყველაფერი სიმართლე გაიგო შენს თავზე?
-არა,მადლობა არ მინდა. არ მიყვარს მოულოდნელობები და არც მჯერავ მკითხაობის.უთხრა გაბრიელმა.
-მეგობარი გიღალატებს და ძალიან გეტკინება ეს მოულოდნელი ღალატი. მაგრამ მოულოდნელად გეწვევა სიყვარული.
-თუ მეწვევა უკვე დროც არის,მეძებდა ალბად აქამდე.გაეცინა გაბრიელს და უკვე მწვანეც აინთო.სულ მალე გაბრიელს ჩაეძინა,მძღოლმა კი ტელეფონი ამოიღო და გადარეკა,მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლა.
-მზად არის.რამოდენიმე საათში გაბრიელმა თვალი გაახილა და ვერ იცნო ოთახი სადაც იყო,მის ახლო-მახლო კი არავინ იყო.უნებურად გაიფიქრა,ეს რა ხდება ჩემს თავს,სად ჯანდაბაში ვარ.ვერ გარკვეულიყო თუ სად იმყოფებოდა,ჯიბეში ჩაიყო ხელი ტელეფონს ეძებდა,მაგრამ ვერ იპოვა.გაჩერდა,მაგრამ მოთმინების ფიალა დაეცალა და რამოდენიმე საათის შემდეგ კედელი ნელა-ნელა გაიხსნა გაბრიელი თვალებგაფართოვებული იდგა და უცქერდა მის სამეგობროს,თანამშრომლებს რომლებიც მის წინ ხელში უზრმაზარი ტორტით იდგა და იღიმოდნენ.გაბრაზდა,სასწაულად გაბრაზდა და დაიქუხა მისი მტკიცე ხმით.
-რა ხდება,ვინ მოიფიქრა ეს ყველაფერი.ვინ არის ამ თეატრის რეჟისორი.მის წინ ღიმილით წარსდგა გოგი.
-მე რად მინდა სიმდიდრე და ქონებააა,თუ ჩემი გაბრო გვერდით არ მეყოლებაააა.ჩემო მონატრებულო მეგობარო,შენზე ფიქრებს გულიდან ვერ ვიშორებ და რადგან დაგაგვიანდა საკუთარი ადგილის მონახულება დაგეხმარე.შემდეგ თანამშრომლებს მიუბრუნდა და ხმამაღლა განაცხადა.-ქალბატონებო და ბატონებო,ჩემო ძმებო,დებო და მეგობრებო.მე დაგპირდით ჩვენი გაბრო აქ იქნება მისი დაბადების დღეზეთქო და აი,კიარ ჩამოგიყვანეთ,მე ის ჩამოგიტანეთ დიდი ყუთით.გილოცავ ძმაო დაბადების დღეს.
-არ მომეკარო,თორემ გეფიცები დაგასახიჩრებ.ასეთი უაზრო როგორ ხარ,როგორ.თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა გაბრიელი.
-ახლა ნუ იღრინები,დამშვიდდი და დაწყნარდი.შენს ქალაქში ხარ,შენს კომპანიაში და საღამოს სახლში გავაგრძელოთ.ნუ გრცხვენია,ეს ხალხი ყველა ჩვენიანია და ნუ დაიმორცხვე ბუჩქებში ამოსული იასავით.
-გააჩუმეთ ვინმემ თორემ მოვკლავ და მკვლელი გავხდები დღეს.ეს რა გამიკეთა,ამ თავღიამ.შეუღრინა და ხელები მომუშტა,მზად იყო ძვლებში დაემტვრია,მაგრამ  გაბრიელი ის კაცი არ იყო მეგობარზე აეწია ხელი.გოგი კი არა და არ ჩერდებოდა.
-ნუ დაკარგავ ღირსებას ეს ღირსეული კაცი და ხელები ჯიბეში ჩაიწყვე,ნუ გექავება თორემ მიგამტრევ იცოდე.
-მე უნდა დავლეწო და აქეთ მემუქრება,ეს ახლა ნორმალურია ხალხო?ყველა იცინოდა და ყველას უხაროდა გაბრიელის ნახვა.
-იცი,რომ მართლა გამაოცე?შენ ხარ ყველაზე თბილი,ყველაზე სათნო,ყველაზე კეთილშობილი,ყველაზე სანდო,ყველაზე გულკეთილი,ყველაზე ღვთიური,ყველაზე გულთბილი,ყველაზე ყურადღებიანი მეგობარი.უთხრა კახამ გოგის და გადაეხვია.
-გავრისკე მაგრად,მაგრამ ხომ შევასრულე დანაპირები.შეახსენა კახას თავისი სიტყვა და ორივეს გაეცინა გულიანად.
-ხომ გაგიგონიათ მეგობრებო,იყავი ისეთი მეგობარი,როგორსაც შენი თავისთვის ინატრებო.ხოდა მე თქვენთვის მემეტება ყველაფერი საუკეთესო,მე გულში მიზიხართ ყველა,იმ გულში რომელმა გულმაც შეგისისხლხორცათ ბავშვობიდან.ომახიანად თქვა გოგიმ.სწორედ გოგიზე იყო ნათქვამი ,,ატირე მეგობარი სიხარულისგანო''.სიხარულს ვერც ლევანი ფარავდა,არც შეეძლო და არც უცდია დაეფარა.სიხარულით ანთებულმა სავსე ბოკალი აიღო ხელში და ხმამაღალი ხმით თქვა.
-უაზროდ ბედნიერი ვარ დღეს.მეგობრებო,მეგობრობის ორი წრე არსებობს,მერცხლები და ბეღურები.მერცხლები,რომლებიც ჭირშიდაც კი გვტოვებენ მარტო და ბეღურები,რომლებიც სულ ჩვენთან არიან,ჭირშიც და ლხინშიც.მოდით ჩვენს ოჯახში დაბრუნებულ დიდ ბეღურას გაუმარჯოს.
-გაუმარჯოოოოს.შესძახა ყველამ ერთად.ყველა ადრე გავიდა კომპანიიდან და ყველა ცდილობდა განსაკუთრებულად ლამაზები ყოფილიყვნენ.როგორც ყველა ლევანიც ემზადებოდა საღამოსთვის და ასევე ლინდაც.უკვე რამდენი ხანია ელოდება და უკვე  მოთმინების ფიალაც კი ამოეწურა.როგორც იქნა გაიღო კარი და ლინდაც გამოვიდა ოთახიდან და მამასა და ძამიკოს წინაშე წარსდგა.ორივე ღიმილით უცქერდა მათ ფერიას და ბოლოს გურამმა უთხრა ლევანს.
-ლევან დღეს სიფრთხილე გმართებს,ჩემი ფერია სახლში უნდა მომიყვანო არავინ მოგტაცოს.ლევანიმ გახედა ლინდას და მის გასაჯავრებლად თქვა.
-აი,ამიტომ არ მიმყავხარ ხოლმე არსად.დღეს შენ უნდა გითვალთვალო თუ გავერთო.ლინდას ცრემლი მოერია და ჩუმად უთხრა.
-შენ თუ იმას ფიქრობ,რომ მე მხოლოდ ხელს გიშლი და გაწუხებ მე მაშინ სახლში დავრჩები.ლევანს გაეცინა და დამთბარი ხმით უთხრა.
-არაფერი არ მოგაქვს?საღამოს სიცივეა ჯერ ისევ აპრილია და რომ შეგცივდება მე ჩემს საოცნებო პიჯაკს არ გათხოვებ.
-ოხ ლევან,ოხ ლევან როდის უნდა გაიზარდო შენ.ღიმილით გადახედა შვილებს გურამმა.
-კარგი რა მამა ვხუმრობ,ვეღარ გამიცანი შენ რა 25 წელია.შემდეგ ისევ ლინდას მიუბრუნდა.მე ბაიკით მივდივარ და ასე დაჯდები?
-კარგი რა,იქ დალევ და დღეს ჩემი სიკვდილი გაქვს განზრახული?მანქანით წავიდეთ და იქედან მე წამოგიყვან.
-კარგი წამოდი.ლევანიმ მანქანა გამოიყვანა და სულ მალე გაბრიელის სახლთან იყვნენ.საჩუქარი გადმოიღო და ლინდასთან ერთად ხელი-ხელ ჩაკიდებული შეუერთდა ხალხის ნაკადს.ყველამ თვალი გამოაყოლა ლინდას და გაბრიელმაც შორიდან შეამჩნია საოცარი სილამაზის მქონე გოგონა და თვალს არ აშორებდა.იქვე მდგარ გოგის მიუახლოვდა და უთხრა.
-გოგი გაიხედე პირდაპირ რომ გოგონა დგას შავი ზურგ მოხდილი კაბით,ხედავ?
-ვხედავ,მერე რა.ეშმაკურად შეხედა გოგიმ.
-ვინ არის ის გოგო.უთხრა გოგის მაგრამ გოგონას თვალს არ აშორებდა.
-ჯერ ერთი ამ საოცრად ლამაზი გოგონას,არ გესიამოვნება,მაგრამ სიმართლე უნდა გითხრა ძია გაბრიელით შეეფერები.მეორე უნდა გითხრა,ის რომ თავღია მე არა და შენ ნამდვილად ხარ.
-ნუ ამომხადე სული და თქვი დღეს,დამაღირსე ვინ არის.შეუღრინა გაბრიელმა.
-ნუ იღრინები,არ დამცოფო.ის ჩვენი ლინდაა ვერ იცანი?ლევანის და. შეუყვირა გოგიმ გაბრაზებულმა.
-რომელი ლინდა და რომელი ლევანი.სულ დაიბნა გაბრიელი.მას ლინდა ჯერ კიდევ ისევ ის პატარა კიკინებიანი გოგონა ეგონა დახვდებოდა,ძამიკო თავზე ორ კიკინას რომ უკეთებდა ერთი ზემოთ ჰქონდა გაკეთებული სასაცილოდ და მეორე ქვემოთ,მაგრამ მაინც ძალიან უხდებოდა ის ორი კიკინა ლინდას.
-გაბრო გამოფხიზლდი,ჩვენს ლევანიზე გეუბნები.უუუუუ,აქ ხარ?
-ვერ ვიჯერებ,რომ ეს გოგონა ის პატარა ლინდაა.არ მატყულებ გოგი მართლა ლინდაა?ღმერთო ჩემო ეს ხომ უკვე ქალია,მამაკაცის სასურველი ქალი.
-მართალია,ეს ის ქალია,რომელმაც მე ვფიქრობ მატორი რომ დაგისტუკა უკვე.
-გოგი ნუ მეთამაშები.გაბროს ოფლით შუბლი დაეცვარა  და მალ-მალე იწმენდდა.მაგრამ არც უფიქრია სხვისთვის შეეხედა ისე,როგორც შეხედა ლინდას.ამ საუბარში როგორც იქნა მიაღწია იუბილართან ხელი-ხელ ჩაკიდებულმა და-ძმამ და ლინდას სილამაზით გამოშტერებულ გაბროს დაბადების დღე მიულოცეს.
-როგორც იქნა მოვაღწიე შენამდე,რამდენი ხალხია.თქვა ლევანიმ.
-გოგის უნდა ვუმადლოდე ამ აურზაურს რომელიც არასდროს არ მიყვარდა.თქვა გაბრომ და გოგის დაუბრიალა თვალები.
-ნუ მიბრიალებ თვალებს საჩუქრებს კარგად იღებ.ლევანს გაეცინა და თავისი საჩუქარიც გადასცა გაბროს.
-გილოცავთ ძმაო,ძალიან მიხარია ამდენი წლის შემდეგ ისევ აქ ხარ და ესეც გოგის მოხერხებით.გაბროს გაეცინა და თვალს ლინდასკენ აპარებდა.
-გილოცავ გაბრიელ.მორცხვად მიულოცა ლინდამ და მისი ნაზი ხელი გაბროს ხელში ჩაიმალა.
-მადლობა,ძალიან გამიხარდა რომ მოდი.გზაში რომ შემხვედროდი მარტო,ნამდვილად ვერ გიცნობდი.უთხრა გაბრიელმა.
-სამაგიეროდ მე გაგაჩერებდი და მოგესალმებოდი,გვერდს ნამდვილად ვერ აგივლიდი.ღიმილით დაუბრუნა პასუხი ლინდამ.
-ხოდა კიც შევრცხვებოდი.გაეცინა გაბროს.
-გაბრო 26 წლის ვირი გახდი დღეს და დროა იფიქრო შენს მეორე ნაწილზე,თორემ ბერდები  ნელა-ნელა.
-იგივე რომ უნდა გითხრა შენც,შენ მართლა ვირო?არც გაბრიელი ჩამორჩა იუმორში ლევანს და თან შიგადა შიგ ლინდას აკვირდებოდა.ლევანიმ შეამჩნია გაბროს უცნაური ქცევები ლინდას მიმართ და ჩაეღიმა.უეცრად ხალხისგან და მუსიკისგან მოშორებით საუცხოოდ ლამაზი გოგონა შეამჩნია,რომელსაც ღვინიანი ბოკალი ეჭირა ხელში და ხალხს შორიდან ათვალიერებდა.ლევანიმ ნელა-ნელა დაიძრა გოგონასკენ და ახლოს მისვლისას პირდაპირ უთხრა.
-როგორც შეგატყვე არც შენ გიყვარს ხალხმრავალი ადგილები,თუ ნებას დამრთავ გაგასეირნებ და ისევ აქ მოგიყვან.
-დიდ მადლობად ჩაგითვლი აქაურობას თუ გამარიდებ.
-ლევანი მქვია,გავალ და მალე მოვალ.
- ჩემი სახელი ნატალი,ნატა.ლევანიმ გაუღიმა ნატას და ჩქარი ნაბიჯით გაბრუნდა უკან.გაბროსთან მივიდა და ყურში რაღაც უჩურჩულა.გაბრიელმა ჯერ გაოცებულმა შეხედა და შემდეგ ღიმილით გახედა,იქვე მორცხვად მდგარ ლინდას.მიუახლოვდა,ხელი გადახვია და ყურში უჩურჩულა.
-ლინდა გაუშვი ლევანი მგონი ნატა მოეწონა,იქნებ და კი გამონახონ საერთო ენა.ლინდას გაეცინა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და თან უთხრა.
-მხოლოდ ერთი პირობით.მეგობრებმა გაკვირვებულმა შეხედეს ერთმანეთს და შემდეგ ლინდას მიუბრუნდნენ,ლინდამ ისე ლამაზად შეანათა სამივეს ეშმაკურად აციმციმებული თვალები,ბიჭებს გაეცინათ.
-რა პირობებს მიყენებ,აბა ვუსმენ ჩემს პრინცესას.
-გვერდიდან არ მომშორდეს გოგი და გაბრო აქ ყველა უცნობია ჩემთვის და შემდეგ სახლშიდაც წამიყვანს.
-უუუუუ,დამშვიდდა გული.გაბრიელმა გულზე მიიდო ხელი და შემდეგ თქვა.-თანახმა ვარ  მის შენს გვერდით ვიყო,არა მარტო ამ საღამოს,არამედ მუდამ.ლევანიმ წარბები შეკრა და გაბროს უთხრა.
-შენ რაღაც სხვანაირ ენაზე აბულბულდი და ახლა არ მცალია,შემდეგ დაგელაპარაკები და აგაჭიკჭიკებ უფრო კარგად.
-წადი,წადი საქმეს მიხედე.ღიმილით უთხრა გაბრომ და თვალი ჩაუკრა.ლევანიმ ერთი შეუბღვირა,თითი დაუქნია და შებრუნდა,ჩქარი ნაბიჯით გაეცალა უკვე სიმთვრალით არეულ ბრბოს,ნატას მიუახლოვდა და ხელი ჩაკიდა,ასე ხელჩაკიდებული შეიყვანა გაბრიელის გარაჟში და მისი დიდი ხნის დაყენებული მერანი გამოიყვანა.ნატას მოეხმარა ბაიკზე დაჯდომაში და თავადაც შემოჯდა,შემდეგ თავი მიაბრუნა და უთხრა.
-მზად ხარ ჩემთან ერთად ფრენისთვის?ნატამ თავი ასწია და ისინი თითქოს ერთმანეთს ეხებოდნენ ათრთოლებული ბაგეებით.-მზად ხარ დიდი გასეირნებისთვის?ზედ ბაგეებზე უჩურჩულა ლევანიმ.
-მზად ვარ,მაგრამ გაბრიელმა რომ გვიყვირის?
-თუ იყვირებს,ისევ მოვაკეტინებ.არც გაბრიელის და არც ჩემი არასოდეს არ შეგეშინდეს,ახლა წავედით.ნელა ნელა წავიდა და თანდათან სიჩქარეს უმატებდა და ნატას გაშლილი თმები სახეში ედებოდა და მისი სუნი აბრუებდა.ლევანს მთელი მისი შინაგანი სამყარო ამოუტრიალა ნატას გამოჩენამ.უცნაურმა გრძნობამ დაუკითხავად მოაკითხა და ეს იყო გრძნობა სიყვარულის,გრძნობა შეუფასებელი.დააქროლებდა ცარიელ ტრასაზე და სულ სხვანაირი იყო,უფრო ძლიერი და ამოუცნობი ენერგიით შევსებული.რამოდენიმე საათის ხეტიალის შემდეგ ნატას უთხრა.
-როგორ გრძნობ თავს,გინდა დავბრუნდეთ?
-დავბრუნდეთ,უკვე ძალიან გვიანი არის ლევან.
-წავედით,ჩემი პრინცესა ინერვიულებს.გაუცნობიერებლად თქვა ლევანიმ და ნატას სახე შეეცვალა,გულმა კი ერთი ძლიერი დარტყმა მიიღო.არ შეიმჩნია და გულნატკენი წავიდა ლევანთან ერთად,სახლში დაბრუნებულებს ლინდა მართლა ნანერვიულები დახვდა ლევანს და გაბრაზებულმა უთხრა.
-სად ხარ ლევან,იცი რამდენი ვინერვიულე?
-რად ინერვიულა ჩემმა პატარამ,არ მოგაქცია ყურადღება ამ ვირებმა?უთხრა ღიმილით და გულში ჩაიკრა ცრემლებამდე მისული ლინდა.
-მამას ტყუილი ვუთხარი და ვიცი,რომ მიმიხვდა.თან შემეშინდა ტელეფონი გათიშული რომ გქონდა,მამამ დარეკა და ვუთხარი დალია და ძინავს,ვერ წამოვალთთქო.შემდეგ გაბრომ ელაპარაკა.
-ვაააა,გამეზარდე პატარავ?რამოდენიმე საათი დაგტოვე ორ ვირთან და უკვე ტყუილებიც ისწავლე?იცინოდა ლევანი და ნატა მათ შორიახლოს იდგა და საუბარს უსმენდა.
-ლევან გურამი ძიას ველაპარაკე და დღეს აქ დარჩებით.არ წამოვიდესო ასე თქვა.ლინდამ უთხრა ისეთი მთვრალია,ჯერ რომ არ  მინახავსო.
-როგორ დაგიჯერათ,მე ხომ არ ვსვამ?
-მეგობრის დაბრუნების სიყვარულმა დაგალევინა ჟუჟუნ.მოსაუბრეებს გოგი შეუერთდა.ლევანიმ გაბრაზებულმა მიუტრიალდა გოგის და წელში შეუხტა,ლამპიონებით განათებულ ეზოს მეგობრების სიცილი და ხარხარი ახმიანებდა.
-რამდენჯერ გითხარი ეგ სახელი არ დამიძახოთქო,შენ მართლა ჟუჟუნა.ლინდა და გაბრიელი გულიანად იცინოდა და ნატას ვერ გაეგო რა ხდებოდა.კახამ შეატყო ნატას ინტერესით სავსე თვალები,რაღაცის ახსნას რომ მოითხოვდნენ მიუახლოვდა და ღიმილით უთხრა.
-გინდა შენი ინტერესი გავაქრო?
-რა ინტერესი.დაბნეულმა შეხედა კახას.
-ის ინტერესი,რომ მართალია არ გვანან ერთმანეთს,მაგრამ ლევანი და ლინდა და-ძმა არის.ნატამ გაოცებულმა შეხედა კახას და არეულად უთხრა.
-მე,მე,არ ვეჭვიანობ,ან რატომ უნდა ვიეჭვიანო,მაქვს ამის მიზეზი?
-შეიძლება ახლა ამ წუთში არ გაქვს,მაგრამ სულ მალე გექნება რძალუკა.ნატას ტანში გააცხელა რძალუკას გაგონებაზე და უნებურად ლინდას გახედა,რომელიც წარბებშეკრული იჯდა და ნატას უცქერდა.-მე წავალ თორემ ვატყობ აქ კარგი არ მოხდება და ნამდვილად არ ვარ ძიძგილაობის ხასიათზე.აბა წარმატებები რძალუკა.ის ღამე ძალიან ბედნიერი ღამე იყო ყველასთვის.დაღლილებს გამთენიისას მიეძინათ სად-სად.დილით ყველაზე ადრე ნატას გაეღვიძა,ყავა მოიდუღა და ეზოში განმარტოვებით იჯდა ბუნების წიაღში.ფიქრობდა წინა ღამის მიერ მოტანილ გრძნობებზე.აფიქრებდა რა იქნებოდა ხვალ,რა იქნებოდა ზეგ და რა იქნებოდა მომავალში.გოგი ვერანდაზე გავიდა,სიგარეტს მოუკიდა და შეხედა ღრმა ფიქრებში ჩაძირულ ნატას და უნებურად გაეღიმა.ოთახში შებრუნდა და ლევანის დაადგა თავზე.
-რა გინდა,რას დამადექი თავზე.
-ადექი.
-რატო ავდგე შენს სიტყვაზე.
-მიტომ უნდა ადგე,ნუ მისცემ შენს გრძნობებს სულერთიას მნიშვნელობას.შენთვის არ მემეტება,მაგრამ მომწონს მე ეს გოგო.მიხვდა ლევანი გოგი რაზე და ვისზე ამბობდა და დაბოხებული ხმით უთხრა.
-ვიცი გოგი და წუხელს შემდეგ რაღაცნაირად ვგრძნობ თავს,ვხვდები რომ ჩემში რაღაც ახალი იწყება და არ ვიცი,ვარ თუ არა ამ გრძნობის საპასუხოდ მზად.
-ლევან მის თვალებს შეხედე,თვალებს არ შეუძლია ისაუბრონ ენის მსგავსად,მაგრამ ისინი ენაზე მეტს ამბობენ და თან უხმოდ.გუშინ რომ შევხედე,როგორ გიცქეროდათ შენ და ლინდას,გავიფიქრე,რომ ვსიო ლევანს უკვე მისებურად დაერხათქო.წარმატებებს გისურვებ.ადექი და სანამ სხვები ადგებიან მწვადები გავამზადოთ.ცოტა ხანში თვალებდაწითლებული გაბრიელიც გამოვიდა გარეთ და ცას ახედა,ცას რომელმაც ბავშვობაში დააბრუნა და უნებურად გაიფიქრა ,,ჩემი ბავშვობის ცა'',ხან ღრუბლიანი და ხან კაშკაშა.ირგვლივ კი გაზაფხულის სურნელით გაჟღენთილი მიდამო.სადაც არ უნდა ვიყო,მდიდარ და უზრუნველ ქვეყანაში,ერთი სული მაქვს როდის გავიარ ჩემს ქუჩაზე,ჩემს უბანში და გაზაფხულის ფერებით შეღებილ ცას შევხედო,რომ სიმშვიდე ვიპოვო.ასეთია განუმეორებელი სიყვარული დედა-სამშობლოსი,დედა-ქალაქის და მონატრებული ახლობლების.სხვა ქვეყნის ბუჩქებს და მიწას არააქვს ის უნიკალური სურნელი,რომელიც აქვს ჩვენს სამშობლოს,ჩვენს საქართველოს,მაგრამ დღეს ქართველები უკიდურესი სიდუხჭირის გამო იძულებულები არიან დატოვოს ეს სილამაზე და სხვისი ცას და მიწას მოეფეროს.კარგად ვხვდები,თუ რას გრძნობს სამშობლოს და ოჯახს მოწყვეტილი ადამიანი.ღრმად შეისუნთქა მონატრებული ჰაერი და ნელი ნაბიჯით დაიძრა მეგობრებისაკენ,სადაც უნებურად მოკრა ყური მათ საუბარს.
-როგორ ფიქრობ,ლევან ისევ წავა გაბრიელი უკან?
-ვერ დავაკევებთ,მაგრამ ვფიქრობ რომ არ წავიდეს,უნდა ვიზრუნოთ და დავაქორწინოთ.
-ვინ დაქორწინდება გაბრიელი?ვარიანტი არ არის,ეს ასე გამოშტერებული დაბერდება და მთელ მის ახალგაზრდობას მის ბიზნეს შესწირავს და ამხელა სახლ-კარი საძირკველის გარეშე დარჩება.ლევანს გაეცინა გოგის სიტყვებზე და უთხრა.
-დაქორწინდება და ვფიქრობ ძალიან მალე.
-რატომ ხარ ასე დარწმუნებული.
-ვარ და შეწყვიტე ეს დაკითხვა დილაუთენია.
-ჩემს საუკეთესო მეგორებად გთვლიდით.მე თქვენ უნდა შეგეკითხოთ როდის მომივა დაქორწინების სურვილი?გოგიმ შეხედა გაბრიელს და თქვა.
-აი,გაუღვიძია და მოვიდა ჩვენს შორის უფროსი თავღია.
-ნუ ტლიკინებ ჭორიკანა დედაკაცივით შე მართლა თავღია.
-იცი ყველას რა გვაკვირვებს?რატომ არ გინდა დაქორწინდე.
-ცოტა ხნის წინ ვიღაც ამბობდა, გაბრიელი არასდროს არ დაქორწინდებაო?ახლა მე გეკითხებით,რატომ ხართ ასე დარწმუნებული რომ არ დავქორწინდები?
-არ მიყვარს როცა ზეპირად ამბობ რამეს,რაც არ გინდა გააკეთო და თითქოს ძალისძალად გაკეთებინებენ.
-ნუ ხტუნავხარ და გეკითხები,რას იკისრებ რომ დავქორწინდე?შენ გეკითხები გოგი როგორც ამ საუბრის წამომწყები.
-შენ დაქორწინდი და ქორწილზე მე ვარ პასუხისმგებელი.
-სერიოზული თემა წამოიჭრა,მე არ ვერევი თქვენს საუბარში შორიდან გიყურებთ.ღიმილით თქვა ლევანიმ და ჯერ გოგის და შემდეგ გაბრიელს შეხედა.
-შენ სულ ნუ მაიმუნობ,წამოიწყებ საკამათო თემას და მერე გარბიხარ,შენი ბრალია ეს ყველაფერი.შეუღრინა გოგიმ ლევანს.
-ნუ იღრინებით თქვენ და შენ დაიმახსოვრე ყმაწვილო,შენი დაქორწინება ერთ წელიწადში უნდა მოხდეს.ოოოოხ,როგორ მიყვარს მე მოგება და უფრო მიყვარს წაგებულის შეშლილი სახის ყურება.წაუმღერა კახამ.
-და მე როგორ მიყვარს მოულოდნელი და დაუგეგმავი ქეიფიიიი.საზარლად ჩაიქირქილა გოგიმ.მწვადი გაამზადეს და გოგოებიც შემოუერთდა ბიჭებს.ნატა და ლინდა გვერდიგვერდ დასხდნენ,ნატას მეორე მხარეს კი მისი და ნანა იჯდა და წინა ღამის გამოყოლილი ნაბახუსევზე ვერაფერი ვერ შეჭამა.გოგიმ უცქირა მის ჩიტივით კიკნას და ვითომ გულისტკივილით უთხრა.
-ეს რაა ნანა ასე იკვებები შენ და ასე ცოტა საჭმელით კმაყოფილდები?
-ცოტა-ცოტას ვჭამ რადგან დიეტაზე ვარ.
-კუჭი დაგიავადდება გოგო.
-ნუ ნერვიულობ უკვე მიჩვეულია.ერთ კვირაში სამი კილო მოვიკელი,არ მეტყობა?
-ვერაფერს ვერ ვხედავ განსხვავებულს, ადექი და დატრიალდი.გაკვირვებულები უსმენდნენ გოგის.ნანაც წამოდგა და გოგის წინ დატრიალდა.
-შემხედე,არ მეტყობა?
-კი გეტყობა და ახლა რადგან ადექი და ფეხზე ხარ,იქ სალათა რომ დევს ის მომაწოდე.ყველას გაეცინა და ნანას სიბრაზისაგან ცეცხლი ეკიდა.უკვე მოსაღამოვდა,სახლებში წასასვლელად მოემზადნენ და ახალმა დამეგობრებულებმა ტელეფონებიც გაცვალეს.განსაკუთრებული დამშვიდობება გამოუვიდა გაბრიელს ლინდასთან.გოგი ყველას აკვირდებოდა და ჰოპ,უცებ მისმა მახვილმა თვალმა ძალიან საინტერესო კადრი დააფიქსირა.
-ვახ,ვახ,ვახ გულის ფიცარი შეგინგრია ლინდას სილამაზემ?უკვე ვიცი ერთი წელიწადი არ დააგვიანდება შენს ქორწილს და მომიწევს შენთვის ქორწილის გადახდა.რას ვერჩოდი ჩემს თავს,რა მატლიკინებდა.ჩაიცინა გოგიმ და სიგნალით დაემშვიდობა სამეგობროს.ძალიან კმაყოფილები და მხიარულები დაბრუნდნენ სახლში ლევანი და ლინდა მაგრამ,სახლში მათ მოულოდნელი სიურპრიზი დახვდათ.ისინი უჩვეულო და ჯერ არ გაგონილი საუბრის მომსმენი გახდნენ.ლევანიმ კარები თავისი გასაღებით გააღო ფრთხილად,რადგან ეგონა მამას ეძინა და ორივე და-ძმა გაოცებულებმა შეხედეს ერთმანეთს,რადგან მკვეთრად და გარკვევით ესმოდათ მამის ხმა მათთვის უცნობ ქალბატონს გაბრაზებული რომ ესაუბრებო



№1  offline წევრი mia15

როგორ გამიხარდა.შენი ახალი ისტორია რომ დავინახე.კარგია.....ველი შემდეგ თავს

 


№2  offline მოდერი zia-maria

mia15
როგორ გამიხარდა.შენი ახალი ისტორია რომ დავინახე.კარგია.....ველი შემდეგ თავს

ჩემო ჩემო ტკბილო,გაიხარე. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent