შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კონი კორლეონე (თავი პირველი )


14-02-2018, 17:42
ავტორი მანჯგალაძე
ნანახია 1 200

კონი კორლეონე დაიბადა 2017 წლის 12 აპრილს,
-ამ ლეკვის დედამ მხოლოდ სამი იმშბიარა!
-ანუ ეს რას ნიშნავს?
-იმას რომ იმუნიტეტი უფრო ძლიერი ექნება ძაღლს... ის ენერგია რაც წესით მეტზე უნდა დახარჯულიყო მხოლოდ ამ სამს ექნება...
-მოკლედ კაი ვინმეა ხო?
-კი ძალიან კარგი....
ამ ძაღლის დედა დაბალი და ჩაფსკვნილი იყო ხოლო როგორც პატრონი ამბობს მამა მაღალი იყო... ყმაწვილს ბევრი არ უფიქრია კიდევ ლეკვის სურათის დანახვის დროს ჰქონდა გადაწყვეტილი ეყიდა, ამიტომ თანხმობა მალევე განუცხადა...
***
13 ივნისი იყო ჩემს შეყვარებულთან ერთად ბორჯომში წავედი სადაც უნდა დავრჩენილიყავით და გეგმის მიხედვით ჩასულზე უნდა გვესეირნა (ჩემი გეგმის).მაგრამ ბინის ძებნაში შემოგვაღამდა თან გაწვიმდა... გადავწყვიტეთ დაგვეძინა... რომ გათენდა მაინც ვერ მოვახერხეთ გვესეირნა... მხოლოდ მისაუზმეთ შემწვარი კვერცხით და ჩაით რომელიც ერთ ერთ სასადილოში შემოგვთავაზეს... მანქანაში ჩავსხედით სავარაუდოდ თბილისში უნდა ჩავსულიყავით რასაც რათქმაუნდა ჩემი მხრიდან წუწუნი მოყვა,როგორც მჩვევია ხოლმე...დათომ ტელეფონი გამომიწოდა:
-მოგწონს? -სურათზე ჩემი ოცნების კანე კორსო იყო...
-კი ძალიან, რა საყვარელია...
-შენია...
-აუუ, მართლა ჩემია? სადაა?! -ავფორიაქდი ჩემთვის ამხელა საჩუქარი არავის უჩუქებია, დავიბენი ძალიან მინდოდა ესეთი ძაღლი ჩემი ოცნება იყო... ყოველთვის მინდოდა ესეთი ძაღლი მყოლოდა...
-ჰო სამეგრელოშია, ახლა წავიდეთ და იქ და წამოვიყვანოთ!
სანამ სამეგრელოში მივიდოდით ალბათ ერთი ასჯერ მაინც ვკითხე მართლა ჩემი იყო თუ არა...
რომ ჩავედი ჩემს დედულეთში ბებია და ბაბუასთან დამტოვა დათომ, გაუკვირდათ რომ ჩავედი მე ხო ასე იშვიათად ჩავდივარ სახლში...
ცოტახანი ჩემს ბავშვობის დაქალთან გადავედი ვეჭორავე, საღამოს უკვე დათო მოვიდა თბილისში უნდა წამოვეყვანე... მანქანაში ლეკვი დამხვდა ძალიან საყვარელი. კალთაში მეჯდა ხან ხან უკანა სავარძელზე.
რომ ჩამოვიყვანე სახლში მალევე მომიწია სამ დღეში სახლიდან ლეკვის გაშვება რადგან ჩემს დიასახლისს არ უყვარს ძაღლები... რაც მთავარია მოვასწარი სახელის დარქმევა და დაერქვა კონი კორლეონე...
რა ბედი ეწია კონი კორლეონეს ამას უკვე მე-2 თავში მოგიყვებით




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent