შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუფასებელი გრძნობა. დასასრული.


16-02-2018, 01:27
ავტორი zia-maria
ნანახია 2 844

   ბუნებას თუ გადახედავთ და მახვილი თვალით დააკვირდებით აშკარად მიხვდებით,რომ შემოდგომა ათასჯერ სჯობს გაზაფხულს.შემოდგომა,წელიწადის ოთხივე დროში ყველაზე ლამაზი და განსაკუთრებული დროა და ეს განსაკუთრებული დრო ოქტომბერში ალამაზებს გარემოს.ეს არის დრო,როდესაც არის ზომიერი კლიმატი,ცისფერი ზეცა,ზოგჯერ დაწყნარებული თბილი დღეებიც რომ გამოერევა ამინდებს და ზოგჯერ არეული.ტყით შემოსილი ბორცვებზე თანდათან იწყება ფოთოლცვენა,ირგვლივ ყვითელი,ნარინჯისფერი და წითელი ელფერი ამკობს ყოველდღიურობას.მარადმწვანე ნაძვებს,ფიჭვების მწვანე ფერებს,თავიანთი მონათესავე ფოთოლცვენიანი ხეების ხასხასა წითელი და ყვითელი ფერი ჩაანაცვლებს ალაგ-ალაგ.შემოდგომა ცოტა ცივია,რადგან ის გვამზადებს ზამთრისთვის მისი ხშირი წვიმებით.მაინც ლამაზია რადგან შემოდგომას აქვს თავისი ხიბლი,თავისი სილამაზე,რომელიც ფერადია,ჩაფიქრებულია და ოდნავ სევდიანიც.ლევანი გამოჯამრთელდა,ლინდამ დაიწყო სასწავლებელში სიარული,ნატალიც დაუბრუნდა სამსახურს და ერთი სიტყვით,ყველა და ყველაფერი მის ადგილზე დადგა. ვერავინმა შეძლო დაეშალა მჭიროდ შეკრული სამეგობრო,რომლებიც უკვე მყარად იდგნენ ფეხზე,დაენაკუწებინათ და გაენადგურებინათ.ზოგი ჭირი მარგებელიაო,ნანამ გოგის ყველა ნათქვამი სიტყვა გაანალიზა და სტილი,ჩაცმულობა,იმიჯი შეიცვალა.უფრო საინტერესო გახდა და კახამ უფრო ახლოს დაიწყო მასთან მეგობრობა,ისინი დღითი-დღე უახლოვდებოდნენ ერთმანეთს.ყველა დაკავდა თავიანთი პირადი საქმეებით,მაგრამ გოგი არ ჩქარობდა პირადის აწყობას.ტკივილით სავსე დღეებმა კიდევ უფრო მჭიდრო გახადა სამეგობრო.ბედნიერი იყო ლინდა უხაროდა მეგობრებში ყოფნა და გვერდით საყვარელი ადამიანის ყოლა.უფრო ბედნიერი გახდა,როცა ერთ საღამოს სიურპრიზი დაახვედრა სახლში საყვარელ მეუღლეს.საღამოს სახლში დაღლილი გაბრიელის დაბრუნება და ლინდას ღიმილის შეხედვა სულ ავიწყებდა მთელი დღის პრობლემებს და უსიამოვნოდ გავლილ საათებს.
-ლინდა მოვედი,სად ხარ?გაუკვირდა რომ არ შეხვდა კარებში და პირდაპირ საძინებელში შევიდა.ლინდას ეძინა და მათი საწოლის გვერდით პატარა საბავშვო ეტლი იდგა,შიგ კი ულამაზესი თოჯინა იწვა.ეტლში კი წერილი იყო გაკრული ხელით ნაწერი, ,,გამარჯობა მამიკო''.გაბრიელს ქაღალდი ხელიდან გაუვარდა და ლინდას ღიმილით შეხედა.ფრხილად მიუწვა უკნიდან და მის სხეულზე აიკრა საყვარელი სხეული.ლინდამ შეიღვიძა,გადაბრუნდა და გაბრიელის ყელში ჩადო თავი,გაეღიმა მის სხეულზე სარტყელივით შემოხვეული ხელები რომ შეიგრძნო და მშვიდად გააგრძელა ძილი.გაბრიელი არ ინძრეოდა,დარაჯობდა ლინდას სუნთქვას და თმებზე ეფერებოდა.უკვე დაღამებული იყო რომ გაიღვიძა და გაბრიელს საყვარლად გაუღიმა.
-როდის გაიგე,რომ დედიკო გახდები ლამაზო დედიკო?
-დღეს დილით.უთხრა ღიმილით.
-ამიტომ იყავი ძილად მიგდებული ეს დღეები?გინდა სასწავლებლიდან გაგანთავისუფლო,ეს პირველი პერიოდი?
-არა,არა გავივლი ხოლმე ეს უკეთესიც არის.
-ამათი ყიდვა რამ მოგაფიქრა.გაუღიმა გაბრიელმა.
-მინდოდა სიურპრიზი მომეწყო.
-და კიდევაც გამოგივიდა.ისეთი დაღლილი ვიყავი,ერთიანად მომიხსენი დაღლილობა.ხომ არაფერი არ გინდა?
-არა,არაფერი არ მინდა,ჯერ-ჯერობით.
-მაშინ დაურეკავ ყველას და აქ ამოვიყვან.
-კარგია გოგილოს დაურეკე რა პირველი.
-რატომ?გაუკვირდა გაბრიელს.
-რა რატომ,გაგვახალისებს.
-ხოოო,ის ხომ ჩვენი კლოუნია.გაბრომ ჯერ ლევანს დაურეკა.ტელევიზორს ყურობდნენ ლევანის ტელეფონი რომ ახმაურდა,დახედა და მაშინვე უპასუხა.
-გისმენ გაბრო.დაღლილი ხმა ჰქონდა ლევანს.
-ყველანი სახლში ხართ?
-კი რაა,ხო მშვიდობაა.
-კი,კი მშვიდობაა.მოემზადე ლევან 8 თვეში დიშვილი შეგეძინება,ძია გახდები.
-მეხუმრები ხომ?აღელდა ლევანი.
-არა,რა გეხუმრები.მეც თავად შოკი მივიღე ცოტა ხნის წინ,ბიჭებს დავურეკავ და გამოდით,მაგრამ შენ არავის არაფერი არ უთხრა,აქ ვეტყვით.
-წამოვალთ,რა წამოვუღო ჩემს პატარებს,რას ინებებენ?
-ჯერ არაფერი,მხოლოდ თქვენ მოდით.მოესმა ლინდას ხმა ლევანს და გაეცინა,ტელეფონი გათიშა და გურამს შეხედა ღიმილით.
-გილოცავ მამა,შვილიშვილი შეგეძინება 8 თვეში.
-ოოოჰოოო,ჰოოოო.ეს რა სასიხარულო ამბავია.ახლა კი წავედი სიბერისკენ და ყოჩაღად უნდა იყო გურამ არ დაბერდე ბიჭო.შემოუძახა თავის თავს მხიარულად და ლევანს გადაეხვია.
-არ წამოხვალ?შეეკითხა ლევანიმ როცა წამოდგა ნატაც ფეხზე.
-არა,თქვენ წადით მე ხვალ ვნახავ ლინდას.
-კარგი მამა,შეიძლება არ მოვიდეთ და დაწექი ადრე,ნუ დაგველოდები.გურამიმ გაუღიმა შვილს და თბილი მზერით გააცილა კარებში ორივე.მალე მივიდნენ გაბრიელთან და ჯერ ცრემლი მოერია ლინდას რომ შეხედა და შემდეგ ფრთხილად,ძალიან ფრთხილად ჩაიხუტა გულში და მთელი სახე დაუკოცნა.როგორც იყო ყველამ მოიყარა თავი და გოგიმ ვერ გაიგო რატომ დაურეკეს და რატომ არ მისცეს საშუალება დაწოლილიყო და დაეძინა.ჯერ ჩუმად იყო გაბუსული და მოთმინება რომ დაელია, გაბრაზებულმა უთხრა გაბრიელს.
-რა ხდება, აღარ იტყვით რომელიმე?ვატრიალებ სოჩიკივით თვალებს და სადაცაა გადმომცვივდება ძირს. გიყურებთ დებილივით ხან ერთს,ხან მეორეს და ხან მესამეს.გაბრიელს გაეღიმა და ლინდა გვერდით დაიყენა,გოგის შეხედა და ღიმილით თქვა.
-როგორც იცით,ეს ჩვეულებრივი მოვლენაა წყვილს შორის,მაგრამ ჩემთვის მაინც მოულოდნელი იყო.ვიცი რომ ძალიან გაგახარებთ,აგრეთვე მკაცრად გაფრთხილებთ აქედანვე,რომ მასთან მარტოებს არ დაგტოვებთ,რადგან გამიგიჟებთ და გამიველურებთ შვილს.ასე რომ,სულ მალე გოგო ან ბიჭი ძმიშვილი გეყოლებათ.გოგი უსმენდა და გაბრიელის ბოლო სიტყვებზე გაოცებულმა წარმოთქვა.
-რა თქვა ახლა ამან,როგორც გავიგე ამ ხისთავიანმა რამეს მოაბა თავი და მამა გახდება?უეცრად წამოდგა და ვერანდის კარები ფართოდ გააღო, მაღლა ცას ახედა,ხელები აღაპყრო და ხმამაღალი ხმით იყვირა. ,,მშვიდობით თავისუფლებავ და გამარჯობა პამპერსებო''.გაბრიელის სახლიდან გულიანი სიცილის ხმა დიდი ხნით არ შეწყვეტილა.
-შემოეთრიე სახლში, შე მართლა თავღია.
-ჩემო პატარა,რომ რამე მოგინდეს მარტო მე დამირეკე და სადაც არ უნდა ვიყო მოგირბებინებ.
-მოგეცა შენ საქმე,ოღონდ კომპანიაში ნუ გაგაჩერებს მთელი დღით ვინმე და ირბინე ახლა.უთხრა სიცილით ლევანიმ.
-გაბრიელ ლანას დაურეკავ იქნებ გამოვიდეს.
-დაურეკე ლინდა და მაკას და ნანასაც დაურეკავს ნატა.
-გოგი შენ დაურეკე რა?
-ვის?ვის დაურეკო?ვერ გაიგონა გოგიმ ნატას ნათქვამი.
-მაკას და ნანას.გაუმეორა ნატამ.
-მაკას დაურეკავ და ნანას შენ  დაურეკე ხისთავიანო. უთხრა კახას და თვალი ჩაუკრა.კახას გაეცინა და სიცილით თქვა.
-მე მოვკვდე კომპანიის ბაბაიაკა თუ არ იყოს,ყველაფერს როგორ ხვდები ასე უთქმელად.
-ხოდა მე მეძახით თავღიას,თქვე მართლა თავღიებო თქვენ.ასევე სიცილით თქვა გოგიმ.მალე მოვიდნენ მაკა და ნანა და ვახშმის კეთება დაიწყეს.ლანას ცოტა დააგვიანდა,მოვიდა მოგვიანებით,მაგრამ ეტყობოდა უხასიათოდ იყო.
-რა დაგემართა ლანა.შეეკითხა შეშინებულმა ლინდამ მეგობარს.გოგიმ გაიგონა ლინდას ხმა და დენდარტყმულივით შემობრუნდა,შეხედა მის წინ ტირილამდე მისულ გოგონასას და გაოცებული მიაჩერდა,ბოლოს კი გაუბედავად დაუძახა.
-ლანა?გოგონა შებრუნდა და მასაც გაოცებული სახე ჰქონდა და ცრემლით სავსე თვალები.
-გოგი?ასევე გაოცებული იყო ლანაც.
-სადაურსა სად წაიყვან ღმერთო,აქ ნამდვილად არ ველოდი შენს ნახვას.
-იგივეს გეტყვი მეც გოგი.რას შვრები,როგორ ხარ.
-მე კარგად ვარ,შენ როგორ ხარ.
-ლან ყავას დალევ?
-არა ლინდა არ მინდა,დღეს არ ვიცი რამდენი დავლიე და ნერვების დამშვიდების მაგიერ უფრო ამიწეწა და ჭკუაზე გადავალ სადაცაა.
-რა ხდება,რამე გიჭირს?მითხარი იქნებ შევძლო შენი დახმარება.უთხრა გოგიმ.
-ჩემი ლეპტოპი მომპარეს სასწავლებელში,არადა ძალიან მჭირდება,შიგ ძალიან მნიშვნელოვანი მასალები მაქვს შენახული.იქ ვწერდი ყველაფერს.
-ოპაააა,გაქვს ვინმეზე ეჭვი?
-კიც და არაც,მაგრამ ვიცი დაახლოებით ვინც დგას მის უკან.
-მივხვდი უკვე ვიზედაც ამბობ,ეს ის პიროვნებაა მაშინ რომ მოხვდა.
-კი ისაა,დარწმუნებული ვარ.
-კარგი,მომეცი შენი ტელეფონის ნომერი და არავის არ უპასუხო არც მესიჯზე და არც უცხო ზარზე,შესაძლებელია ფულის ართმევის მიზნით წაიღეს,ჩემი ნომერი ეს არის.თავად ჩაუწერა ტელეფონში თავის ნომერი და ვერანდაზე გავიდა.ცოტა ხნით იყო განმარტოებული და ყველა მის საახლობლოში გადარეკა,ყველა გააფრთხილა და სახლში იმ დროს შევიდა მაგიდა უკვე გაწყობილი იყო.კარგად მოულხინეს და მოულოდნელად ლინდამ წამოდგა.
-ერთი რაღაც მინდა ვთქვა.
-ლინდა სვამ?კითხა გაოცებულმა გაბრიელმა მაგრამ ღიმილიც შეეპარა ღაწვებზე.
-მხოლოდ ერთი ჭიქა,მინდა ძალიან დავლიო.
-არ გაწყინოს თორემ,მე რა,კი არ გიშლი.
-თუ უნდა და სურვილი აქვს,დალიოს.თქვა ნატამ.
-ის ექიმია არ დაგავიწყდეს და ახლა მომისმინე.ყველას გადახედა სათითაოდ და თქვა.-მიჭირს თქმა,ის რაც ახლა უნდა ვთქვა,ეს თქვენ გეხებათ.ლევანის და კახას გვერდით როცა ვარ,მეც მათსავით სერიოზული ვარ.გაბრიელის გვერდით როცა ვრჩები ეშმაკი და ხალისიანი.აი როცა გოგილოს გვერდით ვარ,მავიწყდება ვინ ვარ,სად ვარ და რამდენი წლის ვარ, რადგან მასავით გიჟი ვარ მეც.თქვენ მთელი ჩემი სამყარო ხართ,მთელი ჩემი 21 წლის ცხოვრებით რომ ვარ შევსებული.თქვენ თავად არ იცნობთ თქვენს თავებს თუ ვინ ხართ თქვენ,თქვენ ხართ ადამიანები ძალიან თბილები,ძალიან მეგობრულები და ძალიან ერთგულები,ასევე ძალიან მზრუნველები.სიკეთით რომ გაქვთ გულები სავსე და როგორ უზომოდ მიხარია,რომ ამ სამყაროს ნაწილი ვარ მეც და უზომოდ მიყვარს თითოეული თქვენთაგანი.დუმილი,სიჩუმე,არაფრის თქმა, ხმის ამოუღებლობა და მდუმარება გამეფდა რამოდენიმე წუთით.ლევანიმ აცრემლიანებული თვალებით მიუახლოვდა ლინდას და უთხრა.
-ასე როდის გაიზარდე,რომ ვერ შევამჩნიე ლინდა.ნუთუ ასე ძალიან ვიყავი დაკავებული,რომ არ მეცალა შენთვის?
-გენათალა შენი თავღია ძამიკო.უთხრა გოგიმ სიცილით და ჩაიხუტა ლინდა გულში,ის ხომ მათ ხელში გაიზარდა,მათ სიახლოვეს.ლევანიმ მოულოდნელად გოგის შეამჩნია როგორ დაჯინებით უყურებდა ლანას და მიხვდა,რომ გოგიც მალე დაავადდებოდა სიყვარულის განუკურნებელი სენით.ხმამღლა კი უთხრა.
-გოგიიიი მე სიზმარი ვნახე წუხელ,რომ შენი აპოკალიფსი იწყება დღეიდან და უკვე ჩემი დროც დგება.
-რა აპოკალიფზე ამბობ ლექსო?შეეკითხა გაბრიელმა ღიმილით.ლევანიმ გაბრიელს შეხედა და უთხრა.
-ის აპოკალიფსი იწყებს მოახლოებას რაც შენც და მეც გვეწვია.
-რა სიზმრებში დაბოდიალობ,ანგელოზივით ქალი გიწევს გვერდით,ნუთუ გრჩება სიზმრებისთვის დრო?სიცილით უთხრა გოგიმ.ლევანიმ გულიანად გაიცინა და უთხრა.
-შენ წამოიდგინე და მრჩება.იმ ღამით გვიან დაიშალნენ და არცერთი არ გაწეულა წასასვლელად,ყველა იქვე დარჩნენ.დილით ადრე გოგის ტელეფონი ახმაურდა და ყველას შეუმჩნევლად გავიდა სახლიდან.სამი საათის შემდეგ კი დაურეკა ლანას.
-გისმენ გოგი.მოწყენილი ხმა ჰქონდა ლანას.
-ტირიხარ?ვინმემ დაგირეკა?
-რეკავდა უცხო ნომერი და არ ვუპასუხე,შემდეგ კი შეტყობინება მომივიდა იმავე ნომრიდან.ფული მოიტანე,შენი კომპიუტერი მე მაქვსო.
-არავის დაუჯერო,მოვდივარ და მომაქვს კომპიუტერი,მე მაქვს ხელთ ლანა.დილით დამირეკეს ადრე და ახლა მომიტანეს.
-მართლა?სიხარულისგან იყვირა ლანამ და ლინდამაც გაიგონა მისი სიხარულით სავსე ხმა.
-სად ხარ,წახვედი თუ ისევ ლინდასან ხარ.გაუხარდა გოგის ლანას მოწყენილობის გაქრობა რომ შეძლო და გული აუფრთხიალდა თავადაც.
-არა არ წავსულვარ,ჯერ ისევ აქ ვარ.
-კარგი მოვდივარ,20 წუთში მანდ ვარ.გოგიმ გულზე მიიდო ხელი და ღიმილით თქვა.
-დაგერხა გოგიიიიი,მართალი თქვა ლევანიმ.მგონი, მართლა აპოკალიფსი იწყება ჩემში.ლანა ადგა თავი მოიწესრიგა და მოუთმენლად დაელოდა გოგის მოსვლას.გოგის ნაქვამი 20 წუთი ერთი საათი გაგრძელდა,მაგრამ კარები გააღო თუ არა ლინდამ, ლანა ღიმილით გაცისკროვნებული შეხვდა გოგის.
-როგორ მიხარია,რომ ღიმილიანს გხედავ.უთხრა გოგიმ ლანას და კომპიუტერი მიაწოდა.
-მართლა კარგად ვარ,რომ დამირეკე მის შემდეგ.
-შენი ღიმილიანი სახის შეხედვის მერე,უნდა გითხრა რომ მეც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.უთხრა გაოცებულ ლანას და თვალი ჩაუკრა.-რა მეკუთნის საჩუქრად?
-ერთი გემრიელი მადლობა.უთხრა ლანამ.
-მარტო მადლობა?კოცნას არ ვიმსახურებ?თითი მიიდო ლოყაზე ლექსომ და დაელოდა როდის აკოცებდა ლანა.ლანა დაიბნა და დაბნეულად წაიწია გოგის საკოცნელად,ფეხისწვერებზე აიწია და ლოყაზე უნდა ეკოცნა,რომ გოგიმ თავი მოაბრუნა და ლანას საკოცნელად გამობურცულ ტუჩებს შეეხო ნაზად,თან წელზე ხელი შემოხვია და მისკენ მიიზიდა.აცახცახებული ლანა არ ელოდა პირველი კოცნას ასე უეცრად თუ მოპარავდა და დაბნეულობისაგან წინააღმდეგობაც ვერ გაუწია და თავადაც აყვა კოცნაში გოგის.ზედ ტუჩებზე კი გოგიმ დასჩურჩულა.-არ მეგონა ასეთი გემრიელი თუ იქნებოდი,კარგი მადლობის გადახდა იცი.ლანას შერცხვა და გოგის ხელებიდან თავის დახსნის შემდეგ,კომპიუტერის თემას შეეხო.
-ფული როდის უნდა მივუტანო,სახლში გავალ და გამოვიტან.
-ფული?მე ფული გითხარი მომეცითქო?მოიცადე,შენ რა იფიქრე,მე იმიათვის დაგეხმარე,რომ შენგან ფული ავიღო?დაიბნა ლანა და გაოცებულმა უთხრა.
-არა, შენზე არც მიფიქრია გეფიცები.უბრალოდ გამიკვირდა,ფულის გარეშე რომ გამოგატანეს.ამ დროს ლანას ტელეფონმა ისევ დარეკა და ლანას უსიამოვნოდ შეკრულ წარბებზე მიხვდა გოგიმ ვინც რეკავდა გამოართვა ტელეფონი,ჯერ მოუსმინა და შემდეგ უთხრა.
-მომისმინე მეგობარო.ახლავეს ქონიან ნიჩაბზე დაჯექი და დაღმართში გასრიალდი,გესმის?კომპიუტერი ჩემს ხელთ არის,ასე რომ ტყუილად ცდილობთ გამოსტყუოთ ფული ლანას.
-შენ ვინ ხარ საერთოდ.მოესმა ნაცნობი ხმა გოგის და ჩაეღიმა.
-მე ლანას საქმრო ვარ და თქვენთვის ჯობია,რომ ეს თემა აქვე და ახლავეს დაიხუროს.ლანა და ლინდა გაოცებული უსმენდა გოგის.გათიშა თუ არა ტელეფონი გოგოებს შეხედა და მათი გაოცებისაგან ღიად დარჩენილ პირზე გაეცინა.
-რა მოგივიდათ,რამ გაგაშეშათ დამუწეთ პირი.ძალიან ულამაზო ხარ პირდაფჩენილი.უთხრა ლანას და კიდევ მოულოდნელად დააცხრა მის ტუჩებს.
-მოიცადე რა,რა,რა უთხარი?
-რა,წინააღმდეგი ხარ?გაშტერებულ ლინდას შეხედა და უთხრა.-ლინდა შენ აქ მოჩერებას ყავა მომიმზადე ჯობია.თვალი ჩაუკრა და სამზარეულოსკენ უბიძგა.შემდეგ ისევ ლანას მიუბრუნდა და უთხრა.-მომისმინე, ერთი საჩუქარი ხომ მეკუთნის შენგან.
-ხომ მიიღე? წარბი აუწია ლანამ.
-ის კომპიუტერისთვის და ეს ხალხი რომ ჩამოგაშორე?
-კი,მაგრამ დღეს არა.
-კარგი,ხვალ იყოს.უთხრა და ამჯერად ლოყაზე აკოცა.ლინდას მოდუღებული ყავა მოსვა თვალი ჩაუკრა მის წინ მომღიმარ ლინდას რომელმაც ცერა თითით მოუწონა არჩევანი.ცოტა ხანში კი მასაც დაემშვოდობა ლოყაზე კოცნით, კარებში გასვლისას კი ლანას კიდევ ერთხელ შეხედა და წავიდა.გოგის გასვლისთანავე ლანა იქვე სავარძელში ჩაესვენა.
-ლან რა მოგივიდა ცუდად ხარ?შეეკითხა ლინდა ღიმილით.
-ყველა წასულია ხომ?მარტო ჩვენ ვართ სახლში?
-კი ყველა წავიდა და მარტო ჩვენ ვართ სახლში,რაშია საქმე?
-რაღაც რომ გთხოვო მომიყევითქო,მომიყვები?
-იმედია,პირველი ღამის დეტალებს არ გულისხმობ.გადაიკისკისა ლინდამ.
-ნუ იცინი ლინდა და ძალიან გთხოვ მითხრა,როგორია მამაკაცთან ერთად ცხოვრება.იმედია მიმიხვდი რისი თქმაც მინდა.
-ეეეხ, საყვარელო ამის აღწერა არ შეიძლება.ასე უბრალოდ ვერ აღწერ როგორია შენი საყვარელი მამაკაცის გვერდით ყოფნა.ეს სულ სხვა რამაა,მისი სუნის შეგრძნება და მისი სხეულის შეხებას რომ ჭკუიდან გადაყავხარ.
-არ შეიძლება,ამ ყველაფერს რაღაც ახსნა ექნება.როგორმე უნდა შეძლო და უნდა ამიხსნა ლინდა.
-როგორმე?როგორმე გეტყვი,ნუ ზოგადად.აი მაგ დროს,მისი შეხებისას იკარგები,გიჟდები,თითქოს სუნთქვა გეკვრება.სისხლი გაწვება და სადღაც მიყავხარ სასიამოვნო წუთებს.დაფრინავ,დაფრინავ ისე თითქოს ფრთები გაქვს გამოსხმული.
-როგორ,ისე როგორც ბალერინა?
-არ იცი სად ხარ ლანა.აქ ხარ,იქ ხარ.მიდიხარ,მიდიხარ,მიდიხარ და ეს გზა არ გინდა დასრულდეს.
-და სად მიდიხარ.შეეკითხა ლანამ გულუბრყვილოდ.
-გგონია კვდები და ეს შენი დასასრულია.არის წუთები,რომ არ ფიქრობ არავისზე და არაფერზე.იმ წუთში,არ გინდა სხვა არაფერი,გარდა იმისა მოგეფეროს მისი ლამაზი თითებით.ყურში ჩაგჩურჩულოს ლამაზი სიტყვები და სახეზე მისი ცხელი სუნთქვა გეფრქვეოდეს.
-ვერაფერი ვერ გავიგე ლინდა.იკარგები,გიჟდები,დებილდები,გგონია კვდები და არ კვდები.შეგიძლია ამიხსნა წესიერად?ეს რაც მითხარი,ჩემთვის თითქოს მიწისძვრაა.
-ვაიმეეეე,ცუდად ვარ.სხვსაგვარად,სხვა ენაზე მე ვერ აგიხსნი ლანა.ისე იცოდე,ეს ყველაფერი პრაქტიკულად რომ გამოსცადო ამისათვის მამაკაცი გჭირდება საყვარელო,მარტო ამ ყველაფერთან უძლური ხარ და ვერ გაიგებ სიამოვნების ფასს.
-იცი,რომ ხანდახან აუტანელი ხარ?
-ხანდახან არა უშავს,ამიტან როგორმე.უთხრა კისკისით და ენაც კი გამოუყო საყვარელ მეგობარს.
-კარგი იყო საყვარელო შენთან საუბარი,მაგრამ უნდა წავიდე.გუშინს მერე გამოსული ვარ სახლიდან და ხომ იცი მამაჩემის ამბავი.
-წადი და იცოდე გაფრთხილებ,ჩემს გოგილოს არ აწყენინო.ლან ის მართლა კარგი ადამიანია,ძალიან გამიხარდება თუ მართლა გამონახავთ საერთო ენას.თვალი ჩაუკრა და გააცილა მეგობარი. 
-შენ არ გამოგეპაროს არაფერი.ღიმილით უთხრა ლანამ.წავედი და თუ ჩემს პაწიას რამე მოუნდეს ნათლიას დაურეკე,რომ მოუცუნცულოს,კარგი?
-კარგი,აუცილებლად შეგაწუხებთ.ღიმილით დაემშვიდობა ლინდა.ლანა წავიდა გახარებული და სახლში ყვირილ-ყვირილით შევარდა.
-დედააააა,მამაააა მოვედიიი და მოვიტანე ჩემი კომპიუტერიც.
-ნახე?ვინ მოგიტანა შვილო.თბილად შეეკითხა მამამ.
-ლინდას ძმის მეგობარმა,ასევე გაბრიელის მეგობარიცაა.
-მერე ფული რომ არ წაგიღია?
-მას ბევრი ნაცნობები ყავს მამიკო და იპოვა ვისაც ჰქონდა და დაიბრუნა მისი ნაცნობებით.
-წაშლილი ხომ არ არის რამე შიგნით.
-არა,მე კოდი მიდევს და ალბად ვერ გახსნეს,ან ვერ მოასწრეს პროგრამის წაშლა.
-კარგია,მიხარია და მადლობა ეკუთნის იმ ბიჭს.ლანას უეცრად ტანში გაცრა,მადლობის გახსენებაზე და ის დაუვიწყარი უტკბილესი წუთები გაახსენდა.
-ერთ დღეს ყავაზე დავპატიჟებ და მადლობასაც გადავუხდი,კიდევ ახალი ამბავი მაქვს თქვენთვის.
-ლანა რა ხდება,ცუდი ამბაბი უნდა მითხრა?
-არა,პირიქით კარგი ამბაია.8 თვეში ჩემი ნათლული დაიბადებააა,ლინდა ფრეხმძიმედაა.
-ოოო,ეს მართლა სასიხარულოა.დავურეკავ და მივულოცავ,დაიზარდეთ ბავშვები დედას სიხარულო,ლინდა მალე დედა გახდება,შენ?შენ არაფერს არ ფიქრობ?შეეკითხა დედამ ლანას და სახეზე დააკვირდა შვილს,უეცრად რომ გადაუარა ფერებმა.
-სიმართლე გითხრა დედა,ჯერ ამ საკითხზე არც მიფიქრია.თუ დადგება ის წუითი,რომ ვინმე ჩემს გულში შემოაღწევს ისე როგორც ლინდას გულის კარი გაბრიელმა შეაღო,ნამდვილად არ ვიტყოდი ასეთ სიყვარულზე უარს.კარგი,მე ჩემს ოთახში ვიქნები სამეცადინო მაქვს.ავიდა,მაგრამ ვერ იმეცადინა,თავში არაფერი არ შედიოდა,მის წინ გოგი იდგა მისი ჯადოსნური ღიმილით.თავზე დაათენდა ფიქრებში გაღიმებულს და ასე გაღიმეგულს ჩაეძინა.დილით სასიამოვნოდ გაიზმორა და სიამოვნება უფრო დიდხანს გამყოლი გახდა მისთვის,როცა ტელეფონზე შეტყობინება მიიღო და ღიმილით ჩაიკითხა.
-დილა მშვიდობის მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ გოგონას და ჩემი გულის მომპარავს.ბრალი უნდა წაგიყენო ჩემი გულის დასაკუთრებისთვის.დღეს გელოდები იმ ხიდზე,საიდანაც მე გადახტომას გადაგარჩინე და შუადღეა უკვე გაიღვიძე ძილის-გუდა,მე დავიღალე უკვე მუშაობით.გაეცინა,11-სთ-ზე ლექცია ჰქონდა და სასწრაფოდ მოემზადა,პრაქტიკულად ჩაიცვა და სასწავლებელში წავიდა.მთელი დღე მოუსვენრად იყო,როგორც იქნა დასრულდა ლექციები და უკვე ეზოში გამოსულს იქ გოგი დახვდა მოტოციკლეტით.შემოუჯდა უკან და ჯერ იმ ხიდზე მივიდნენ,შემდეგ კი დასეირნობდნენ თბილისის ქუჩებში.უბედნიერესები იყვნენ და უჭირდათ ერთმანეთთან შორი-შორს ყოფნა.ყოველდღიურმა დაგვიანებებმა ლანას მშობლები დააეჭვა და პრობლემებიც შეექმნა და ერთ დღეს მოწყენილმა უთხრა გოგის.
-გოგი დროებით უნდა შევწყვიტოთ შეხვედრები.
-რატომ?გაუკვირდა გოგის.
-სახლში ვაგვიანებ,ბევრი გაცდენები დამიგროვდა და არ მინდა პრობლემები ჩემს მშობლებთან.
-გინდა მე მივიდე და დაველაპარაკო?
-არა,არა სულ აღარ გამომიშვებენ გარეთ.
-ვაუუუ,ასეთი მკაცრია შენი მშობლები?რომელ საუკუნეში ცხოვრობენ თუ აქვთ ეს გათვალისწინებული,თუმცა ვერც ვერაფერს ვერ იტყვი,ისეთი დრო მოვიდა საჭიროა სიმკაცრე.
-ბავშვობიდან მკაცრი რეჟიმით ვიზრდბი,რომ იცოდე როგორი დამღლელია ეს ყველაფერი.
-ლანა სადაცაა 27 წლის გავხდები,ბავშვი აღარ ვარ რომ არ ვიცოდე რა მინდა და რას ვაკეთებ.
-ვიცი,მესმის გოგი მაგრამ ეს დროებით ასე უნდა გავაკეთოთ.
-კარგი,როგორც შენ იტყვი,მაგრამ ძალიან რომ მომენატრები,აი ისე გაუსაძლისად,ხომ შემხვდები?ზედმეტს ხომ არ ვითხოვ რამეს.ლანას გაეცინა და უთხრა.
-კარგი შეგხვდები,მაგრამ ახლა უნდა წავიდე.აბა შეხვედრამდე.
-შეხვედრამდე ჩემო ფერიავ.ძალიან ძნელად გაიარა მათთვის ზამთარმა,უჭირდათ ერთმანეთის გარეშე,მაგრამ უძლებდნენ.ხან ტელეფონით საუბრობდნენ და ხან კომპიუტერით.ასე წვალებით გავიდა ზამთარი და ნანატრი,ლამაზი გაზაფხულიც დადგა.ლინდა იბერება და ძალიან ლამაზი ორსული გახდა,მაგრამ ყოველი ახალი დღის დადგომასთან ერთად ახალი ჭირვეულობა ეწყება.ეცოდება ღამენათევი გაბრიელი და მორიგეობით ურეკავს ბიჭებს თან თხოვს რომ გაბრიელმა არ გაიგოს,ხან რას მოატანინებს მათ და ხან რას.ყველაზე მეტად გოგის უხაროდა ლინდას ნომერის დანახვა მის ტელეფონზე,თქმაც არ უნდოდა მანქანის გასაღებს ხელს დაავლებდა და გარბოდა,გულამოვარნილი მივიდოდა მიუტანდა რასაც ეტყოდა და რომ შეხედავდა აღარ უნდოდა,გულის რევის შეგრძნება ქონდა,ამის გამო კი ტიროდა,მის ტირილს კი ვერცერთი ვერ იტანს,ყველაზე მეტად გაბრიელს აგიჟებს მის თვალზე ცრემლს რომ შეხედავს.ერთ დილით,ლინდას მორიგი ჭირვეულობის შემდეგ გაბრიელმა უთხრა ლევანის.
-ლევან სადაცაა გავაფრენ,როდის გავა დარჩენილი სამი თვეც.
-რა დღეში გაქვს ნერვები,რა გემართება კიდევ გაგაფრენია?
-სულ ცოტა დამაკლდა ამ დილით და ფანჯრიდან ვისროდი.რომ დაიწყებს ტირილს,არც მოფერება შველის და არც გაბრაზება.აღარ ვიცი რა მოვუხერხო,უკვე ხმამაღლა დალაპარაკების მეშინია სახლში ისევ არ ატირდეს.
-სულ სამი თვეც და დასრულდება ორივეს წამება,რაღაც ვატყობ ნატაც შეიცვალა ამ ბოლო დროს.მგონი მეც შენს დღეში მომიწევს ყოფნა სულ მალე,არ მიმხელს და ველოდები როდის მეტყვის.გაეცინა ლევანს და გაუკვირდა მის ამღერებულ ტელეფონს რომ დახედა და მაკას ზარი ამოიცნო.
-გისმენ მაკა რა ხდება.კითხა შეშფოთებულმა.
-ლევან არ მინდოდა შენთვის დამერეკა და გენერვიულებია,მაგრამ ნატას გული წაუვიდა.
-მოვდივარ,ახლა როგორაა.
-დამამშვიდებელი აქვს გაკეთებული და ჯერ ისევ წევს,არ იცის რომ დაგირეკე.
-ანალიზი აუღეთ სისხლის?
-კი და პასუხიც მოვიდა,მაგრამ არ მინახავს.
-ნახე მე უკვე ვიცი რაც არის, შენი ნათლული მოევლინება სამყაროს.
-შენ იცოდი?გაუკვირდა მაკას.
-მივხვდი,ამ ბოლო დროინდელმა მისმა უცნაურმა ქცევებმა მიმახვედრა.უთხრა გაღიმებულმა და გაბრიელს გადახედა ღიმილით და უთხრა.,,ერთ ბედ ქვეშა ვართ გაბრო მე და შენ''.
-ვააა,მაგარია გილოცავ.იზრდება ოჯახი და პატარა ეშმაკუნები გვემატება.გოგი გაკვირვებული იდგა კარებში და თითი გაიშვირა ლევანისკენ და გაოცებულმა უთხრა გაბრიელს.
-არ მითხრათ ახლა,რომ ეს ხისთავიანიც ემზადება მამობისთვის,თორემ მეც მკაცრად დავსჯი ჩემს თავს.
-მე წავედი,ნატას ვჭირდები.
-რას ჰქვია შენ წახვედი,ჩვენც მოვდივართ.უთხრა გაბრიელმა და ყველა წავიდა ერთად.გოგიმ მაღაზიაში გაიარა და დიდი დათუნია იყიდა ბუშტებთან ერთად და ხელდამშვენებული შევიდა ნატასთან.ასე ემზადებოდა სამეგობრო კიდევ ერთი პატარას შემომატებას ჭირვეულ ორსულთან ერთად.ამ სიცილ-მხიარულებაში ზაფხულიც დადგა ივლისის უსაშველო სიცხეში ლინდა ღამით საშინელმა ტკივილმა გააღვიძა.გაბრიელმა გაიგო ლინდას წრიალი და ადგა,ჩაიცვა და ლინდას შეხედა.ლინდას შუბლი ოფლით დაცვაროდა,ნელა-ნელა გაახილა თვალები,ხელი გადაწია გაბრიელის მხარეზე და სიცარიელე რომ შეიგრძნო სუსტი ხმით წამოიტირა.
-გაბრიელ სად ხარ.
-აქ ვარ ლინდა.
-მტკივა, გაბრიელ ძალიან მტკივა.
-ნუ გეშინია,სასწრაფო უკვე გამოვიძახე,შეგატყვე რომ წრიალობდი საყვარელო.
-წამომაყენე რა.გაბრიელმა დაავლო მისი ძლიერი ხელები და წამოაყენა,ამ დროს ლინდამ წ....ბიც დაღვარა უკვე და ამან პანიკაში ჩააგდო.
-მეშინია,გაბრიელ ბავშვს არაფერი არ დაემართოს.
-ნუ გეშინია,ცუდზე ნუ ფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება.სასწრაფოც მოვიდა და ლინდა წაიყვანეს,გაბრიელმა ყველა დააღვიძა და ყველა მის გვერდით დადგა.ბედნიერი წუთები იდგა,სამეგობროს დიდ ოჯახში პირველი პატარა იბადებოდა,არცერთმა არ იცოდნენ ვის ელოდნენ,ვინ გაჩნდებოდა.ეს თავად ლინდამაც არ მოინდომა გაეგო და სულ მალე დედასავით ლამაზი კულულებიანი გოგონა მოევლინა სამყაროს.
-დასრულდა ერთის ჭირვეულობა.ხანდახან როგორ ჭედავდა ტვინს,მინდოდა მეტკუცა,მაგრამ ვდგებოდი და უხმოდ ვტოვებდი.თქვა სიცილით გოგიმ.როგორ უნდოდა ლანაც მის გვერდით ყოფილიყო და შეტყობინება გაუგზავმნა.არ ეძინა ლანას და შეტყობინება რომ წაიკითხა ყვირილით წამოხტა ფეხზე და მშობლები დააღვიძა.
-დედაააა,მამაააა მე მივდივააარ.
-სად მიდიხარ ამ შუაღამით გოგო.
-მამა ლინდა მშობიარობს,ჩემი ნათლული იბადება.
-მერე მარტო სად მიდიხარ,მე წაგიყვან შვილო.წამოდგნენ ნამძინარევი ხალხი და რაც მოყვათ ხელში ის ჩაიცვეს.უკვე გამოყვანილი ყავდათ ბავში ექთნებს და სპეციალურ ბავშვთა ოთახში ყავდათ,ფანჯრიდან უცქერდნენ და ეფერებოდნენ პატარა საოცრებას,ლანა რომ მივიდა მათთან.
-გაბრიელ გილოცავ, ვინ გვყავს?
-პატარა,საოცარად ლამაზი ქალი გვყავს ლანა.უთხრა გაბრიელმა და ლანას მოეხვია.
-ვიცოდი,ვიცოდიიიი,ჩემი ციცქნა გოგო.გილოცავ გაბრიელ.შემდეგ ლევანს და გურამს მიულოცა.
-გილოცავთ გაბრიელ ჯამრთელი გოგო გაიზარდოს.
-მადლობა,თქვენ რატომ შეწუხდით.უთხრა მორიდებით ლანას მშობლებს.
-ისე კიოდა და ყვიროდა სახლში, დააღვიძა მეზობლები და ეს დილამდე გაჩერდებოდა აქ მოუსვლელი?ამ შუაღამეს კი მარტო ნამდვილად ვერ გამოვუშვებდი.ღიმილით თქვა ლანას მამამ ამირანმა.ცოტა ხანი გაჩერდნენ და წავიდნენ.
-რომ გეხვეწო სახლში წამოდითქო,მაინც არ წამოხვალ და დღეს მოხვალ სახლში?შეეკითხა ღიმილით ლანას დედამ.
-არ ვიცი,ვერ შეგპირდები.დღეს ლინდასთან ვიქნები რა.თხოვა დედას.
-რომ დაგირეკო მიპასუხე.შეახსენა მამამ მისი სიმკაცრე
-აუცილებლად,მაგრამ სად მიდიხართ,ფული მინდა რაღაცეები ვუყიდო პატარას.ამირანმა ფული მისცა ლანას და შუბლზე აკოცა,ყველას დაემშვიდობა და წავიდნენ.გოგი სუნთქვა შეკრული იდგა და რომ შეხედა წავიდნენ ლანას მშობლები თავისუფლად ამოისუნთქა,ლანას ხელი დაავლო და სირბილით ჩაარბენინა კიბეებზე,გარეთ დაზვერა წასულები თუ იყვნენ და მისი მანქნაში ჩააჯინა.
-სად მიგყავარ ,შენ გაგიჟდი?
-ჩუმად იყავი,თორემ შენზე ამოვიღებ იმ სიბრაზეს რაც ამ ერთ საათში დამიგროვდა.ერთი სული მქონდა როდის წავიდოდნენ,მომენატრე, ძალიან მომენატრე რა ეს დანაშაულია თუ მომენატრე?ცოტა გავისეირნოთ,დავმშვიდდები და მოვიდეთ ისევ.
-შენ რა გგონია,მე არ მომენატრე?რომ მოვდიოდი პატარა ხომ გამიხარდა,მაგრამ შენ რომ გნახავდი ის უფრო მახარებდა.
გოგის ჩეცინა ლანას ბავშვურობაზე და ღიმილით უთხრა.
-მაშინ წავიდეთ და ცოტა ხანი ვიყოთ ერთად,მონატრება ამოვივსოთ.უთხრა ეშმაკურად.
-არა,ჯერ არა.შუადღისით წავიდეთ სადაც გინდა,საღამომდე შენთან ვარ.
-დღეს რომ იყო დილამდ ჩემთან?ლანა ცუდად ვარ,მოფერება მინდა შენი,შენი კოცნა მინდა.
-წავიდეთ,გავიაროთ მაგრამ აქ მოვალთ.
-მართლა?არ შეცვლი იცოდე სიტყვას არ გამაგიჟო.
-არა,არ შევცვლი.უთხრა ბედნიერებისგან გაბადრულმა.უნდა წასულიყვნენ,რომ ვიღაცამ ძლიერად დააკაკუნა მინაზე.გოგიმ ფანჯარა ჩასწია და კახას ღიმილიანი სახე შერჩა ხელში.
-იდიოტო და ხისთავიანო შემაშინე,მეგონა ლანას მამა დაბრუნდათქო.
-ოჰოჰოოოო,ბეღურებო საჟღურტულოდ გამოდით გარეთ?
-წადი მაღლა და მალე მოვალთ ჩვენც.უთხრა და ნელი სვლით დატოვა საავადმყოფოს ეზო.ღიმილით გააყოლა თვალი მიმავალ მანქანას და ასევე ღიმილით შებრუნდა ისევ ბიჭებთან.
-ლევან მეჩვენება თუ გოგის დაეწყო უკვე ელეთ-მელეთი?
-ახლა შეამჩნიე?ამდენი ხანი გეძინა?გოგი უკვე ჩაძირულია სიყვარულის ჭაობში.უთხრა ლევანიმ ღიმილით გაბროს.
-ეს რაც დაოჯახდა,მის მერე ფეხზე ძინავს.თქვა სიცილით კახამ და ორივემ გულიანად აროხროხდა.
-რა გახარხარებთ,დაიღვიძა ბავშვებმა.მიუახლოვდა მოხარხარე მეგობრებს გოგი ლანასთსნ ერთად.
-ოჰ,ასე უცებ მოხვედი?შეეკითხა კახამ.
-რა გაცინებდათ.თვალი მოავლო სამივეს სათითაოდ.
-შენზე ვიცინით რომეო.ჰა,აგიფართხალდა თუ არა გულის პარკუჭები.
-მეტი სასაცილო ვერაფერი ნახეთ?შეუბღვირა ბიჭებს გოგიმ.
-რატო მობრუნდი,რამე დაგრჩა?სერიოზულად კითხა კახამ.
-არა,ლინდას ვნახავთ და მერე წავალთ.უთხრა ლანამ მაგრამ გოგიმ ხელი ჩაავლო და ისევ მისი მანქანისკენ წაიყვანა.ჩქარა მიდიოდა და თბილისის ზღვაზე გავიდნენ,ჯერ კიდევ ადრე იყო და ცა იყო ულაამზესი,ადგილი?ადგილი რაღაც საოცარი და განსაკუთრებული.მანქანა ისეთ ადგილზე დააყენა სადაც მარადმწვანე კორპიანი მუხები იდგა და უფრო მოშორებით, არყისა და ძეწნის ნარგავები იყო.ჯერ კიდევ ღამეში მუქად მოჩანდა მწვანე სერები და ფერდობები,შესანიშნავი ადგილი შეარჩია გოგიმ დასასვენებლად და ისეთი საოცრად კარგი აურა იდგა გარშემო შეეძლო დილამდე იქ მსხდარიყვნენ და დამტკბარიყვნენ ამ ჯადოსნური სილამაზით.
-შეხედე რა წყნარი და რა მშვიდია ზღვა.
-გინდა გავცუროთ?რაღაც ეშმაკურმა აზრმა გაუელვა თავში გოგის და ჭინკები აციმციმდა მის თვალებში.
-ბაააა,არა.ასე ვერ ჩავალ წყალში.უეცრად გოგიმ ხელი დაავლო და მასთან ერთად წყლის ფსკერისკენ წავიდა.ლანა ჯერ გაოცებული იყო და წყლიდან ამოყვინთა თუ არა სიჩუმეში მისმა ხმამ შორს გაიჭრა და ექოდ მოედო გარემოს.
-ყოჩაღ,ყოჩაღ ეს რომ შეძელი.
-ვახახახახაააა.გოგის ხარხარიც შეერწყმა ამ სიმშვიდეს.
-ვერ ვიჯერებ რომ ეს გააკეთე გოგი.შენ ნორმალური ხარ?
-კარგი,კარგი დამშვიდდი ნახევარი საათის საქმეა და მალე გაშრები.
-ნუ მესმის ახლა შენი ხმა.შეუბღვირა ლანამ.
-გინდა რომ წავიდე?
-მე რომ მინდოდეს შენი წასვლა შენც ადგები და წახვალ და ასე დამტოვებ აქ ასეთ მდგომარეობაში?
-არა რა გტოვებ,მოვიფიქრე რა უნდა გავაკეთოთ.
-არა,არ მინდა შენ გისმენდე.
-კარგი.გოგიმ მაისური გაიხადა და იქვე ხის ტოტზე გადააფინა.ლანამ შეხედა და თავადაც გაიხადა,დარჩა საცვლების ამარა,იქვე ჩაჯდა და გოგისკენ არც იხედებოდა რდგან რცხვენოდა.
-თავიდანვე მოფიქრებული გქონდა ეს გეგმა და იმიტომ მომიყვანე აქ ხომ?
-არა,არა შენს თავს გეფიცები.მულოდნელად თვალებში შეხედეს ერთმანეთს და ორივემ ჩაიძირა ერთმანეთის თვალთა სიღრმეში.ვერ შეძლო,ვერ დაიხია უკან ვერცერთმა და პირველი გოგი მიიწია ახლოს,ჯერ მხარზე აკოცა.ლანა შეცბა მის შიშველ სხეულზე რომ გოგის ხელი ასრიალდა.მოდუნდა,მოითენთა და რადგან გოგიმ წინააღმდგობა ვერ იგრძნო,უფრო გათამამდა,ყელში აკოცა.არ შეეძლო შეჩერება გოგის ხელებს მას ლანა სწყუროდა,მისი სხეული ეძახდა,მისი ტუჩები იწვევდა,ამას ორივე კარგად ხვდებოდა და არიდებდნენ თავს ამ ყველაფერს,მაგრამ ახლა ვერა,ახლა ვერ შეძლეს,ახლა ორივეს სხეული ერთმანეთის შევსებას ითხოვდა.დაჰყურებდა ზემოდან უმანკო და ნატიფ,მაგრამ დიდი ენერგიით სავსე სხეულს და ცდილობდა მისი გულის დარეგულირებას და კონტროლს.მაგრამ არა,უნდოდა რაც შეიძლებოდა უფრო მალე გაერთიანებულიყვნენ სხეულებით და მიეღოთ ორივეს ის სიამოვნება,რომელსაც სხეულის მჭიდრო ერთიანობა ჰქვია,ეს ხომ ყველაფერი,სურვილსა და განწყობაზეა დამოკიდებული. მთელი სახე დაუკოცნა ვნებით,მის გემრიელ ტუჩებს დააკვდა და უეცრად თვალებში ჩახედა,რადგან პასუხი იქ უნდოდა ენახა.პირველი შეხება,პირველი სექსი ორივესთვის ისეთი რამ უნდა ყოფილიყო,რაც სამყაროში ყველასთვის ცნობილია, მაგრამ მათი გრძნობები ბევრად ძლიერი აღმოჩნდა,აქ იყო უნატიფსეი ენერგია, რომელმაც ლამის ჭკუიდან გადაიყვანა ლანა და ბევრად ღრმად შეაღწიეს ერთმანეთში.ორმა გავარვარებულმა შიშველმა სხეულმა რაღაც ამოუცნობ ენაზე ალაპარაკდა,მოხდა ერთმანეთის შერწყმა და ლანამ პირველივე ჯერზე იგრძნო ძლიერი ორ.....მი.დაიღალნენ,მაგრამ დაიმუხტნენ და შეივსნენ ერთმანეთით.ნელა-ნელა დამშვიდდა ორივე,ვნება ჩაცხრა.გოგიმ შეხედა თვალებ მინაბულ ლანას კიდევ ერთხელ აკოცა ვნებიანად და უთხრა.
-გამოფხიზლდი,დამიბრუნდი.ლანამ თვალი გაახილა და გოგის შეხედა.
-იცი რომ დაკარგული იყავი?შენ მე ბედნიერება მაჩუქე დღეს,შენ მე შენი თავი მაჩუქე.არასოდეს,არასოდეს ეს დღე დავიწყებას არ მიეცემა.მხოლოდ და მხოლოდ ვართ ჩვენ,მე და შენ.მე ამიერიდან მხოლოდ შენთვის ვიცოცხლებ,რომც მოვკვდე სიკვდილის წინ შენ გინატრებ და ჩვენს ,,შეუფასებელ გრძნობას''შენში ჩავდებ.
-ამიერიდან უშენოდ სუნთქვაც კი გამიჭირდება.დილამდე ერთმანეთის ფერებაში იყვნენ დაკავებულები,როცა მტრედისფრად შეიფერა ცა და უკვე საგნების გარჩევაც შეეძლოთ,გოგი წამოდგა და ჩაიცვა.ლანაც წამოიწია ასადგომად,მაგრამ მუცლი ტკივილმა არ მისცა საშუალება ადგომის და ცოტა ხანი ისევ ისე დარჩა ადგილზე.გოგის შეეშინდა მის გაფითრებულ სახეს რომ შეხედა და ხელში აიყვანა,გულზე მიიკრა და მოეფერა.
-კარგად ხარ?ისევ გტკივა?
-არა,გამიარა უკვე.
-ჩემი ხელის შევლებამ უშველა?უთხრა ღიმილით.
-ნუ ხარ საზიზღარი,არ წავიდეთ?
-წავიდეთ,ნუ გეშინია,ეს ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა,პირველ ჯერზე იცის ასე.
-ბევრთან ხარ პირველ ჯერზე ნამყოფი?გოგის გახედა და წარბი აუწია.გოგის გაეცინა, უკვე ეჭვიანობდა მასზე და გულს გაუხარდა ქალური ეჭვიანობა.
-ნუ ბუზღუნებ,საავადმყოფოში წავიდეთ.საავადმყოფოში მისულებმა ლინდაც ნახეს,პატარასაც მოეფერა ლანამ და სურათებიც ბევრი გადაიღეს.წასვლისას კი ძალიან გაუჭირდათ ერთმანეთის დათმობა.გოგი და ლანა ყოველ დღე ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ ბედნიერ წუთებს და წამებს.ერთ საღამოს,სახლში რომ მიაცილა გოგის მახვილ თვალს არ გამოპარვია როგორ უთვალთვალებდა სამი პიროვნება.უკვე ყოველ დღე მის ახლოს ხედავდა ამ სამ უცნობს და ლანას უთხრა.
-ლანა გადადი მანქანიდან,არ წამოიწიო ჩემსკენ და ისე წადი უკან არ მოიხედო.მე დაგირეკავ თავად საღამოს.
-რა ხდება.შეეშინდა ლანას.
-დაგირეკავ და გეტყვი.არ მაკოცო,წადი.ლანამ კარები გააღო და შორიდან დაემშვიდობა გოგის.წავიდა ისე,როგორც გოგიმ უთხრა,უკან არც კი მოუხედია.დაიმალა თუ არა ლანა გოგიმ გადავიდა მანქანიდან და იმ სამი უცნობთან მივიდა.ერთ-ერთი წინ დაუდგა და სიგარეტის კვამლი სახეში მიაბოლა,თან ირონიულად უთხრა.
-მართალია დაგვიგვიანდა შეხვედრა,მაგრამ ,,სჯობს გვიან ვინემ არასდროს''.იმ დღეს ძლიერი იყავი გოგილო,ახლა ვნახოთ რა სიძლიერის ხარ.გოგის ჩაეცინა და უთხრა.
-ერთი-ერთში ვერ მომერიე და ახლა შენი ლეკვებით მისაფრდები?გოგიმ ამ საუბარში ისე უცებ წაავლო ხელი მის წინ მდგომს,რომ არავინი არ ელოდა,ვერცერთი ვერ მოვიდა აზრზე რამოდენიმე წუთი.ერთმა დანა იშიშვლა,გოგიმ კი ბრაზიანად უთხრა.-ძირს დააგდე ეს დანა თორემ ძვლებში დაგამტვრევ და უნდა იცოდეთ ვის უნდა დახვდეთ ქუჩაში ცივი იარაღით.გოგი ლანას ვითომ თაყვანისმცემლებს ჭკუას ასწავლიდა,რომ ლანა მამასთან მორიგ ჩხუბს ვერ ასცდა.
-სად იყავი,რა დროა.რამდენჯერ მყავხარ გაფრთხილებული,რომ დაგირეკო მიპასუხეთქო.გირეკავ და არ მპასუხობ,გინდა ჭკუაზე შემშალო?რა ხდება შენს თავს,ეს ბოლო თვეებია ვეღარ გცნობ.შენ ლანა არ ხარ,არ ვიცი ვინ ხარ.
-რა დავაშავე,ხომ იცი სადაც ვიყავი მამა.
-ნუ მეუბნები ტყუილს,არ გეხერხება ტყუილის თქმა.არ იყო მიჩვეული მამისგან ყვირილს და ვერ აიტანა მისგან ხმამაღალი ნათქვამი სიტყვა.ჯერ ბევრი იტირა,შემდეგ აბაზანაში შევიდა.ამირანმა ლანას საძინებელში შევიდა და ჩუმად ნახა მისი ტელეფონი.თვალები გაუფართოვდა,როცა გოგისთან ერთად გადაღებული ფოტოები ნახა და მეუღლეს დაუძახა.
-მარინააა მოდი ჩქარა აქ.შეხედე,ამას შეხედე აი სად დადის და ვისთან ერთობა შენი შვილი,კიდევ დაუსვი თავზე ხელი.მიდი,მიდი დაიცავი შენი სათაყვანებელი დედისერთა.მოკლედ,მე ყველაფერი მოგვარებული მაქვს,უკვე ყელში ამოვიდა მაგის მოფერება და სანამ სწორი გზიდან არ გადაუხვევია,მანამ უნდა ვუშველოთ.რამდენიმე წუთი დაწყნარებას მოუნდა და შემდეგ ლანასთან შევიდა და უთხრა.-ხმა არ გამაგონო შენი,არცერთი სიტყვა არ თქვა.ყველაფერი მოგვარებულია და შენ ინგლისში მიდიხარ.ეს იყო უეცარი და მოულოდნელი განაჩენი ლანასთვის.ჯერ გაოცებულმა შეხედა მამას და შემდეგ მთელი ხმით იყვირა.
-აააარააააა,არავითარ შემთხვევაში ეს არ მოხდება.შენ რა,სახლიდან მაგდებ?
-ნუ ყვირიხარ,ყველაფერი მაინც ისე იქნება,როგორც მე ვიტყვი ლანა.სახლიდან კი არ გაგდებ,უნდა გიშველო და დროზე მოგიყვანო ჭკუაზე.
-დაივიწყე შენი პრინციპები მამა,ეს ჩემი ცხოვრებაა და მე დავგეგმავ მას.მე არ ვაკეთებ არაფერს ცუდს.
-შენ ცხოვრებას შენ მაშინ დაგეგმავ,როცა შენი სამსახური გექნება,შენი ხელფასი და შენით შეგეძლება საქმის მოგვარება.მანამდე კი,კეთილი ინებე და ნუ დაგავიწყდება ვინ ვარ მე შენი.
-მამაააა,რატომ მიკეთებ ამას,რატომ.
-ეს იმიტომ,რომ არ მინდა გზიდან გადაუხვიო.აი ეს ბილეთი,ეს კი შენი საბუთები.ყველაფერი დაგეგმილია,იქ ჩახვალ და დაგხვდებიან.
-არ შეგიძლიათ გამიშვათ იქ,სადაც მე არ მინდა წასვლა,სადაც ყველაფერი უცხოა ჩემთვის.
-წახვალ და ყველაფერს შეეჩვევი.
-არ წავალ.
-მე გითხარი წახვალთქო და წახვალ,თან ხვალვე.ჯინში ნუ მიდგები ლანა.იმ ღამესვე დაურეკა გოგის და ტირილით უთხრა ყველაფერი.გოგი ცოფებს ყრიდა და გიჟივით გადი-გამოდიოდა.
-ლანა არ დავუშვებ,რომ ჩემგან კილომეტრების მოცილებული სუნთქავდე.თუ მაინც ვერაფერს გავაკეთებთ,არ ინერვიულო,მე იქ ჩამოვალ სადაც იქნები და გეფიცები ვერავინ,ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენს დაშორებას.გოგის სიტყვების შემდეგ იმედიანად იყო,მაგრამ მაინც ტიროდა მთელი ღამე,იცოდა,დარწმუნებული იყო გოგი მას ყველგან მოძებნიდა.დილით უხასიათოდ ადგა თვალებდასიებული და ჩაშავებული თვალის უპეებით.უხმოდ ისაუზმა,ამირანმა გამზადებული ჩემოდანი გაიტანა,დედა ტირილით დაყვებოდა უკან ერთადერთ შვილს,თავად კი უხმოდ მოძრაობდა და მამას არც კი უყურებდა.
-ბილეთი,პასპორტი,საბუთები ხომ გაქვს ჩანთაში.ლანამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.-ნუ ხარ მამაზე ნაწყენი,ჯერ კიდევ პატარა ხარ ლანა გაიზრდები და გაიგებ,რომ მართალი ვარ და სწორად გავთვალე ყველაფერი.ცრემლიანი თვალებით შეათვალიერა აეროპორტში კუთხიდან-კუთხე,უკვე ჩასხდომის დრო იყო,თითქოს იმედი ჰქონდა რომ საბოლოოდ ნახავდა გოგის და კიდევ ერთხელ მოავლო თვალი გარშემო და ჩურჩულით ნათქვამი მისი სახელიც გაიგონა.მოელანდა?არა,მართლა გაიგონა.
-,,ლანა''ლანა უნდა შებრუნებულიყო,მაგრამ იმავე ხმამ გააჩერა.-არ შემობრუნდე,არ შემომხედო,გზა გააგრძელე ასე ჩვეულებრივად.მე შენს უკან ვდგევარ,მამაშენი გვიყურებს და ეს არცერთს არ გვაწყობს ახლა რომ დამინახოს და უკან დაგაბრუნოს.ლანამ მამას გაუღიმა და ხელი დაუქნია,დაემშვიდობა მამამაც და გოგის უჩურჩულა.
-აქ რას აკეთებ გოგი.
-არ მინდა შორს ვიცხოვრო ჩემი საყვარელი ქალისგან და უძილობამ დამტანჯოს.მირჩევნია,მასთან ერთად მეძინოს,მშვიდად და გემრიელად.რა იყო,კარგად ხარ?
-კარგად ვარ,მაგრამ.............
-მაგრამ არ ელოდი,აქ თუ მნახავდი მეც და რა თქმა უნდა დღესვე.ველოდი,შენს ასეთ რეაქციას.რას იზამ,როცა საუკეთესო და ცნობილი მეგობრები გყავს,ასე აგვარებენ კარგ საქმეებს მოულოდნელი სიურპრიზებით.ხომ გინდოდა სულ ახლოდან მოგესმინა ჩემი ხმა,ჩემგან ნათქვამი მიყვარხარ და ხოდა მეც შენს სიახლოვეს ვარ.შენ ჩემი სუნთქვა ხარ ლანა და უშენოდ,როგორ გამეძლო,როგორ მესუნთქა.თვალცრემლიანი უცქერდა ლანას მშობლები,მაგრამ ნელა ნელა მათი სახე გაოცებამ შეცვალა,როცა ლანას წელზე ხელი შემოხვია გოგიმ.ორივემ ერთდროულად შემობრუნდა და ბედნიერებით სავსეებმა დაუქნია ხელი მშობლებს და მეგობრებს.გოგი სიხარულისგან ფრთებშესხმული იყო და კიდევ ერთხელ დააგემოვნა საყვარელი ქალის ბაგეები.მარინა ტიროდა,ამირანი ბრაზობდა,მაგრამ გაბრიელმა და ლევანიმ ღიმილით მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაარტყა მსუბუქდ და გამრომ უთხრა.

-,,შეუფასებელი გრძნობ''-ის შეჩერება არავის ძალუძს,თვით უმკაცრეს მშობელ მამასაც კი.დამშვიდდი ჩვენი გოგი უმაგრესი ბიჭია.
შემსვი,როგორც თასი
 ღვინით ავსებული,
როცა სადღეგრძელოს
სვამენ სიყვარულზე,
შემსვი, შეერიოს
სისხლში ჩემი სისხლი,
შემსვი რომ ვიჩქეფო,
ძარღვებში ავდუღდე,
შემსვი, რომ ვენები
უფრო გაფართოვდეს
და გულმა შეიგრძნოს
ჩემი გულის ფეთქვა,
რომ ჩემს სიყვარულში
ბოლომდე დაითვრე
და მოგზაურობა
დაიწყონ ხელებმა,
ვნებით შემომძარცვე
სამოსი სხეულზე,
ტუჩებით დანამე
სხეული მწყურვალი,
აღმიღზნე ვნებები,
ზეცაში მაფრინე
თან არ მომაცილო
თვალებზე თვალები,
შემსვი, სწრაფად შემსვი
ორივე დავითვრეთ,
აუშვათ ვნებები და
უფრთებოდ გავფრინდეთ.

(ავტორი ნარგიზი ჯაფარიძე)


ესეც დასასრული და მინდა მადლობა გითხრათ ყველას ჩემო ძვირფასო მეგობრებო.ცოტაც და ისევ დაგიბრუნდებით.



№1  offline წევრი mia15

მართლა კარგი იყო.მომეწონა.

 


№2  offline მოდერი zia-maria

mia15
მართლა კარგი იყო.მომეწონა.

kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№3  offline წევრი mia15

♡♡♡♡♡
ველი ასეთივე კარგ ისტორიას შენგან.

 


№4  offline წევრი goddess

ძალიან კარგი იყო სასიამოვნო დასასრულით❤❤❤
ველი შენ ახალ ისტორიებს❤

 


№5  offline მოდერი zia-maria

goddess
ძალიან კარგი იყო სასიამოვნო დასასრულით❤❤❤
ველი შენ ახალ ისტორიებს❤

heart_eyes მალე,სულ მალე დავბრუნდები. kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent