სიმშვიდემდე შეშლილი(სრულად)
ისტორია რომელიც ერთ-ერთია ჩემი შემოქმედებიდან რომლითაც ვბედნიერდები, რომლის წაკითხვაც შემიძლია და რომლის ყველა გმირი მიყვარს. მართალია დიდი გამოვიდა,იმაზე მეტად დიდი ვიდრე ვგეგმავდი... მე ხომ სულ ასე მემართება,მაგრამ მაინც გადმოვეცი ის რაც მინდოდა. ისტორია ორ საუკეთესო მეგობარზე, მათ სიყვარულზე და არა მხოლოდ შეყვარებულობის პერიოდზე. ეს არ იყო ქორწილამდე ამბავი, რომელიც უცებ გაწყდა. მიყვარს როდესაც ქორწინების შემდეგაც აღვწერ ამბებს,როდესაც მხოლოდ ცოლ-ქმრობაზე არაა ისტორია და მგონი ძალიან ქედმაღლურად გამომდის ,მაგრამ მაინც ეს ისტორია ზედმეტად მომწონს ხოდა ვიფიქრე რომ ასე სრულად უნდა დამედო კარგად დავიწყებული ძველი ამბავი კიდევ ერთ მარიამზე და დამიანეზე ...თამარაზე და დაშნიანზე პ.ს მაპატიეთ შეცდომები და იცოდეთ რომ მომენატრეთ და ასე გადავწყვიტე თქვენთან "დაკავშირება" .გპირდებიიით მალე დავბრუნდებიი ჩემოო სიყვარულებოოო მაგვიანდება .... პირველ ლექციაზე ვიგვიანებ. ღმერთო რა საშინელებაა, ნორმალურად ვერ ვიხედები ტანსაცმელს ვეძებ ვერ ვპოულობ კაბას რომელიც უდნა ჩამეცვა. ზირს დაგდებულ სარვალს და დაჭმუჭნულ მაისურს ვიღებ . თმას ძლივს ვიკრავ და ფეხსაცმელებში ფეხს სადარბაზოში ვუყრი. კიბეზე მივრბივარ, ფეხი მიბრუნდება და ვგორდები... კივილი ჩამესმის საწოლიდან ვვარდები და იატაკს რომ ვეხუტები ისე როგორც ქორწინების პირველ ღამეს ცოლ-ქმარი ერთმანეთს მერე ვხვდები რომ სიზმარი იყო. ისევ ვაფართხალებ ხელ-ფეხს და დალურჯებები რომ ჩნდება მერე ვჩერდები. ხელები ისე მაქვს გაშლილი თიტქოს ცურვას ვაპირებ. მკერდი ისე მივაკარი პარკეტს ნიკაპს მოხვდება მალე ...ჯანდაბა ! ირგვლივ ვიხედები ვრწმუნდები რომ რეალობაში ვარ,ამჯერად სიზმარი არ არის. საერთოდაც გარეთ ახლა ამოდის მზე...ადგომა მინდა,მაგრამ როგორ გინდა ახლა მოშორდე ამ გრილ იატაკს, ჩემი ცხელი სხეული ითხოვს დავრჩე ასე გაშოტილი,ტვინი მთხოვს ავდგე და შევეშვა უკვე პრიალა პარკეტის წმენდას. ბოლოს, როგორც ყოველთვის ჩემი საოცარი ტვინი იმარჯვებს. კრუსუნით ვდგები იატაკიდან ,ყველაფერი მტკივა განსაკუთრებით ჩემი ბურთები რომლებსაც თავსიუფლების სურვილი ის ეკლავთ პენუარი ნახევრად დაუტოვებიათ. ჯანდაბა რა დროს ესააა როგორ ვიწყებ დღეს შემდგე რა იქნება წარმოდგენაც არ მინდა. -რა დავაშავე ასეთი ყველაფერი მე როგორ უნდა დამემართოს... არასდროს გადმოვვარდნილვარ საწოლიდან ... რა დილით როდის ვვარდები? შუაღამით რამე კოშმარს რომ ვხედავ მხოლოდ მაშინ - საკუთარ თავს ვესაუბრები და სააბაზანოში შევდივარ. შხაპის მიღების დროს ვივიწყებ მომხდარ ინციდენტს, ხალათს ვიცვამ და მშვიდად ვჯდები ტელევიზორის წინ . „მოანა“ გადიოდა რომელიღაც არხზე და ჩავუჯექი აჰ ეს მე ვარ წლის სერიოზულობა ქალბატონი, სამედიცინოს სტუდენტი,მომავალი ექიმი? დედა რომ მიყურებდეს დამცინებდა . აი ვახსენე და მირეკავს კიდეც, გული სალტოებს აკეთებს ზუსტად ამ დროს -გისმენ ეკუშ -გესზიმრა რო გაგვიანდებოდა და წამოვარდი ხომ? -კარგი რა დეე -დაებერტყე იატაკზე და მინი მიწისძვრა მოუწყვე ქვედა მეზობლებს თუ მხოლოდ ცალი ფეხი წაიტეხე -დილიდან მხიარულდები ხომ? - ვბუზღუნებ ,მაგრამ მეღიმება . ღმერთო როგორ მიყვარს ეს ქალი სიგიჟემდე , უკიდურესობამდე მიყვარს - შენ რას შვები ემზადები ? -მამაშენს ვამზადებ ჯერ ! სკოლაში მივყავარ და წამოფრინდა დილიდან რომ წარმოვიდგინე ჩემი ღიპუცა მამიკოს წამოფრენა სიცილი ვერ შევიკავე და ისე ავხარხარდი ეჭვი მაქვს კორპუსი ზანზარებს . აშკარად გამაგდებენ მეზობლები ...ნეტავ რამდენ ხანს გამიძლებენ? არ ვიცი არ ვიცი მაგრამ მამა რომ წარმოვიდგინე როგორ ეძებს თავის ნივთებს ორ სართულზე ანუ სხვადასხვა რამე ახსენდება და დედას აგზავნის და მერე ჯუჯღუნებს ამდენ ხანს სად ხარო როგორ არ გამეცინებოდა . -ვაიმე მარიამ გაჩუმდი თორე დატყდება ფანჯრები...აღარ აპირებ მომზადებას? სენ რომ იცი ისე არ დაიწყო ყველაფერზე ნერვიულობა დამშვიდდი და გაერკვიე სიტუაციაში ნურავის დაამტვრევ, წინ იყურე კიბეზე არ დაგორდე, ვინმე არ გაიყოლო რა იცი როგორი ადამიანი შეგხვდება ჩხუბს ნუ დაიწყებ.... თუ დაეჯახები ბოდიში მოუხადე და უცებ გაეცალე -ასეთი დაბდურა ნუ გამოგყავარ ახლა... ვის უნდა დავეჯახო ! წავედი მე ჩავიცვამ -ტუჩსაცხი მაინც წაისვი თორე ფერმკრთალი და თმააწეწილი სეასინებ ვინმეს -კარგი ხომ მითხარი არა? -შეგახსენე ... გკოცნი,მიყვარხარ და მამიკომ გადმოგცა წარმატებულ დღეს გისურვებოოო -მეც გკოცნით- მეღიმება ისევ. ასე გაბადრული ვიცვამ ლურჯ კაბას, შავ ფეხსაცმელს. ჩანთას თვალს ვავლებ და თმას ყოველი შემთხვევისთვის ისევ ვივარცხნი ,მაგრამ მეეჭვება რამე იცვლებოდეს. წითელ ტუჩსაცხს დიდი მონდომებით ვისვამ სათვალეს ვიღებ და ისევ ვებერტყები სავარძელში. სანამ არ დასრულდება მუწიკი არსად მივდივარ.თან ცემს მძინარე მზეთუნახავს მომავალი სტომატოლოგიის დედას უნდა დავურეკო და შევუთანხმდე -გისმენ ... -მითხარი რომ არ გძინავს -რა დროს ძილია... ვიცვამ დ აგამოვალ მალე. -ანუ წამოვიდე? -აჰააამ ყავას დავლევ და გამოვალ. ჩაიდე რამე პირში ქალო შენც არ შემიწუხდე სადმე -პირში ჩავიდო რას ნიშნავს -ფუუუუუ დილიდან რა აზრები გაწუხებს მე ტოსტი ვიგულისხმე, კარაქინი პური .ყველაფერი ოთხკუთხედი და თხელი -რა ვიფიქრე გოგო შენ ხო არ გიქრის...უიმე წავედი მე და დროზე გამოაღწიე -პუნქტუალურობის ქალღმერთო მარიამ ... ხომ იცი მაინც მოგიწევს ხუთი წუთი დაცდა ისეთი ნაბიჯებით ივლი და რაღატო მაწუხებ? ასწიე შენი ფიცრული უკანალი და წაკუსკუსდი -ვის აკადრე- სიცილი მიტყდება მის კისკისს რო ვისმენ.ორივე დაქალები ერთნაირად რომ ვიცინით ანუ ვჭიხვინებთ ეს აღსაღნიშნი ფაქტია და საერთოდ ჩემი გოგო მგავს... ძალიან და ამიტომ ვუძლებთ ერთმანეთს. თამრო მართალი იყო , ნამდვილად პუნქტუალური ვარ. დაგვაინებას ვერ ვიტან , შესაბამისად ვერც ლოდინს თუმცა ლოდინი მაინც მიწევს ხოლმე და გაღიზიანებაც არ მცდება. ბინას ბოლოჯერ ვათვალიერებ, შუქი გამორთულია,ტელევიზორიც, გაზიც, წყალიც არ მოდის ქვედა მეზობელი რომ დავტბორო ასე რომ შემიძლია მშვიდად წავიდე. კარს ვკეტავ, კარგად ვამოწმებ ,რა ვქნა ამ ბინას არ ვარ შეჩვეული . საერთოდ ლიფტსაც და მეზიზღება ამ ოთხკუთხედში შებიჯება. სარკეში მაინც შევათვალიერე თავი, ერთადერთი არსება ვარ რომელიც არასდროსაა მოწესრიგებული , მაგრამ მაინც ხშირად იხედება სარკეში .რატომ? გგონიათ ვიპრანჭები? სელფს ვიღებ ან რამე მსგავსი? უბრალოდ უკუღმა რომ არ მეცვეს მაისური, ნახევრად ჩახსნილი ან ცუდად შეკრული ღილებით რომ არ ვიყო, თმა რომ აწეწილი არ მქონდეს გიჟივით ან კიდევ კაბის ელვა არ მქონდეს გახსნილი ზურგზე. ათასი რამ შეიძლება დამემართოს,თავს ვიზღვევ. უნივერსიტეტთან მისულს რა თქმა უნდა თამარა არ დამხვდა . დავურეკე ხუთ წუთში მიპასუხა -ვაიმეეე მარიამ ყავა გადავისხი პერანგზე, მეორე დასაუთოებელი იყო... რომ გავაუთოვე თურმე ღილი არ ჰქონდა...და მოვედი ხუთ წუთში ავიჭრები მალეეე-კივის და აღარ ვიცი გავიცინო თუ ვიყვირო.ან იქნებ ვიტირო ? -კარგი დამშვიდდი მთავარია შენ ხარ საღ-სალამათი თუ დაიწვი რამე ... -არა არაფერი აუუ რა დროს დამშვიდებაა როგორ ვარ ასეთი მოუხერხებელი გავგიჟდები მალეე ...წავედიიი -კივის ისევ და მობილურს მითიშავს ხუთ წუთში ნამდვილად ჩნდება. გაბრაზებული დანერვებმოშლილია,მაგრამ რომ ვუცინი ისიც მეკრიჭება და მეხვევა -პირველ დღეს გილოცავ... -დამშვიდდი მეც ცუდად დავწყე...ისე დავებერტყე საწოლზე ნეტავ გენახე -დამამშვიდე ხო დამამშვიდე...მოიცა მართლა გადმოვარდი?- უცებ იწყებს სიცილს და ყველა ჩვენ გვიყურებს -აბა თუ გაჩუმდე ... გიჟი ეგონები ყველას და გაგვაგდებენ...გეყოფა ახლა მეც გავიცინებ -ვაიმეე ცუდად ვარ ... საღი ხარ თუ გაგისკდა ეგ სილიკონები -უცებ ჩუმდება და „სერიოზული“ სახით მიცხადებს. თან კაბაში მიძვრება თვალებით -დამპალო! - თვალებს ვუბრიალებ, მაინც მეცინება მერე ხელს მხვევს და ერთად მივაბიჯებთ ეზოს ცენტრისკენ სადაც უამრავი სტუდენტია შეკრებილი. ესაა პირველი დღე? ღმერთო მოწყენილობისგან ვკვდები ახლა ამ სიცხეში უნდა დავეყუდო და ცეკვა-სიმღერას ვუსმინო? არ მინდა იყოოოოს -აუუ გავაფრენ ამისთვის მოვედი? ლექტორებს დღეს არ ვხვდებით? -ხვალ გოგო...ჩემმა დამ მითხრა დღეს მხოლოდ შეხვედრები იქნება რექტორი, დეკანი გაგესაუბრებათო ბავშვები გაიცანიო .მოკლედ უპონტობააა რა ... ხვალიდან ცხრილის მიხედვით შემოვლენ ლექტორები. -ცხრილი არ ვნახოთ? სია ბავშვების ვინები არიან -მოიცადე სად გეჩქარება...ნახე რა კარგად ცეკვავენ. ეს ბიჭი მაგიჟებს -გიჟი ხარ ისედაც ბიჭს ნუ დააბრალებ...- ვეჩურჩულები და უკან ვიღაც ახმახი რომ მიდგება დისკომფორტს განვიცდი. დამჩრდილა ჩვეულებრივად რა ჯანდაბაა . ისეთი ჭედვაა ვეღარც ვუყურებ მოცეკვავეებს ახლა კიდევ წინაც ვიღაც ორმეტრიანი ამესვეტა...მგონი მიტაცებენ და მე ვერ ვხვდები . თამუნა მოცეკვავე ბიჭს უყურებს და იბადრება , ცეკვის სიყვარული შეიწირავს ! ფეხები ამტკივდა უკვე არა რა სულ სულ დაბლები უნდა მეყიდა ფეხები ამტკივდა სად შემიძლია ამდენ ხანს დგომა. ისე ვხვანცალებ და ვანაცვლებ ფეხებს ორჯერ გადავქანდი ერთხელ უკან მდგომ ბიჭს მივეჯახე, ორჯერ თამუნას მერე ჩანთა შევისწორე და ისე მოვიქნიე პირდაპირ ცენტრში გავარტყი . საწყალმა ისე დაიღმუვლა მგონი შევიწირე მისი გვარი . არ გინდა ახლა მარიამ უკან შებრუნდე? მის გვერდით მდგომების ფხუკუნი მესმის ის საწყალი მხოლოდ სუნთქვას ახერხებს . მარიამ შებრუნდი ექიმობას აპირებ ქალი და ასე გინდა გაჭირვებული დატოვო? თამუნა ხომა რ გამომადგება არაფერში ისევ იმ მოცეკვავეს ადევნებს თვალს დიდი მოთვალთვალე... მარტო ვარ ანუ? შეიძლება მომკლას და ბარემ შევბრუნდები და სახეზე მაინც შევხედო მკვლელს -მე ... არ მინდოდა მაპატიეთ უბრალოდ ...უბრალოდ - ბიჭს სანამ ვუყურებ და სინანულის გამოხატვას ვცდილობ ის არაადამიანები ისევ იცინიან -უკაცრავად და თქვენ რა გაცინებთ ? შემთხვევით ჩანთა რომ უკან გავწიე და ამ ჭედვაში უკან მდგომს მოხვდა თუ თქვენი მეგობარი არასახარბიელო მდგომარეობაში რომ არის... ძალიან საინტერესოა რომელი მათგანია სასაცილო ! -პასუხს არ ველი ისევ დაზარალებულს ვუყურებ- მაპატიეთ კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს - თამუნას ხელს ვავლებ და გზას ვიკვლევ ბრბოში. ლამის კისერი მოვამტვრიე ,ჩანთა დაუვარდა და აიფოფრა -სად მიმარბენინებ გოგო...რა დაგემართა ! გავიგე რომ არ გინდა ყურება მადროვე ერთიც თქო ხომ გითხარი უუუფ -ლამის იმპოტენტი გავხადე კაცი და შენ რა ცეკვაზე მელაპარაკები რამე ახალს ასრულებდა თუ რა ! ვეღარ ვსუნთქავ იქ და ცუდად ვარ ... ღმერთო როგორ შევრცხვი . როგორ ვერ ვიტან ასეთ სიტუაციებში რომ ვვარდები -დამშვიდდი ისუნთქე. ხელები გააჩერე და დაჯექი - ჩამომსვა და მერე გაიცინა- ვინ დააიმპოტენტე გოგო ისეთი ჭედვა იყო ყველაფერი შეიძლებოდა ,მაგრამ დავიჯერო კრუტუნებდი და ვერ გავიგე? არ მეგონე ასეთი გარყვნილი შევცდი შენში დავიჯერო? -ვაიმეეე ენას ამოგაცლი... ჩემი წესებით ნუ მეთამაშები ! -გაიცინე...აი ხომ ხედავ ჭრის შენი წესები ყოველთვის ,ყოველგან ვუყურებ და ერთ ხმაში ვიცინით. მერე სენობისკენ მივიწევთ. ჩვენს -ჩვენს ცხრილს და ჯგუფელების სიას ვპოულობთ ვიწერთ, ვაკვირდებით და გული მისკდება -რვა საგანი? რვაააააააა რა ამბავია სად გავყავი თავი ,რა შარში გავეხვიე . გაარკვიე გაიგე ყველაფერი და მერე დაწერე .მოუნდა გოგოს ბავშვობის ოცნების ასრულება -ნუ ბუზღუნებ... ერთნაირი საგნები გვაქ პირველ სემესტრში ...ლექტორებიც -შენი და ყველას იცნობს ამათ ხო? იმედია საზიზღრები არ იქნებია -შენ ყველაფერს შეძლებ ხო იცი არა? - თვალს მიკრავს და ფოტოს მიღებს -ერთი ფოტო არ გადავიღოთ? - ტუჩებს წინ სწევს და გვერდით მიდგება . მეცინება და მეც ვიღებ სელფის გამომეტყველებას, ბოლომდე ვერ ვძლებ და ამ ჩემს გამოწეულ ტუჩებზე მეცინება . მერ ეისეთ ფორმას ვაძლევ ტუჩებს ფოტოების დანახვსიას სიცილი მიტყდება ისევ,ამჯერად ჩუმად ვიცინი რადგან შენობაში ხალხია- მეტი ტუჩიიი გიჟოოო - თამუნა ჩუმად მეუბნება და თვითონ იკრიჭება. ბოლოს მართლა გადავირეთ ერთი ნორმალრი ფოტო რომელსაც სამახსოვროდ შევინახავ და ვინაიდან მეტის გაძლება აღარ შემეძლო ხელი ჩავკიდე თამარას და გავისეირნე მასთან ერთად. ქალაქის ცენტრალური ნაწილისკენ ფეხით მივუყვებოდით გზას და ვლაპარაკობდით. ნუ ქოთქოთი უფრო ერქვა ამას. მერე დედიკოსაც ვეჭორავე , თამარაც მერთვებოდა შიგადაშიგ და ბოლოს სახლში წავედი. ვინაიდან მარტო ვცხოვრობ,თან ბინაში და თან მეცხრე სართულზე და პირდაპირ მდგომი შენობაც ძალიან ახლოს არ არის. ნახევრად შიშველი დავტანტალებდი, მიყვარს თავისუფლად სიარული , სიმღერა ცავრთე და ისე დავიწყე სადილის მომზადება. რ აიქნებოდა სადილი ჩემს მიერ მომზადებული დიდი მზარეულის მიერ, კულინარიიის დედოფალი , სამზარეულოს მბრძანებელი რას მოამზადებდა თუ არა შემწვარ კარტოფილს. უნდა ვაღიარო , ამაყი ვარ რომ საოცარ კარტოფილს ვამზადებ ხან უმია, ხან ძალიან დაბრაწული ანუ დამწვარი ხანაც საოცრება ხდება და კარგი გამოდის. დღეს ნამდვილად გემრიელი გამომივიდა, მგონი რაც მარტო მიწევს ყოფნა მას მერე ანუ ოთხი დღეა გემრიელ საჭმელებს ვამზადებ. ხომ მეუბნებოდა ეკუნა მე რომ არ გეყოლები კარგად გააკეთებ ახლა გეზარებაო, მოინდომეო და გამოგივაო აჰააა დედიკოს სიტყვები ყოველთვის ჭეშმარიტებააა... დედიკოოოო მომენატრააააააა ,სახლში მინდააა მამიკო მინდააა ჩემი იდიოტი ძმა მინდა ვნახო ხისთავიანი არც კი დამირეკა გაუხეთქო უნდა თავი წაეთრა სკოლაში და გიჟობს ახლა თავის კლასელებთან.ვის ახსოვს ერთი წლით დიდი და. დანაყრების შემდეგ კუჭიც აღარ გაჰყვიროდა , ხასიათიც გამომიკეთდა სებრაწული კარტოფილის დამსახურებით და მივხვდი რომ ოთაიხ უნდა მიმელაგებინა. საძინებელში შევედი . გასწორებულ საწოლს თვალი მოვავლე , მერე კარადას შევხედე და ნივთების მილაგება დავიწყე. სუნთქვა რომ შემეკრა ფარდა გადავწიე ბოლომდე და ფანჯარა გამოვაღე. ასე თმააწეწილი, სახეე ახურებული, მუსიკის რიტმზე აყოლილი თეძოთი და მოღეღილი სხეულით პირდაფჩენილი პირდაპირ წინა კორპუსში აიანზე მდგომს ვუყურებ .თვალებში კი სევხედავდი ,მაგრამ ის აშკარად პირველად ჩემს მკერდს უყურებს და არც ფიქრობს თვალის მოშორებას, სიგარეტი კი უჭირავს უკვე ხელში გაუკიდოს ახლა ბარემ და ეგაა...იდიოტი. უცებ ვიფარავ მკერდს და ისიც წამსვე წევს თავს მაღლა .შეიძლება სულ წითელი ვარ, მრცხვენია და საერთოდ არ მახარებს ეს მდგომარეობა მეტად უხერხულად მეჩვენება ,მაგრამ ამას დავემალები ახლა თქვენი აზრით? გაბრაზებული ვუყურებ ის კი სახეზე მაკვირდება ,მიცნობე ეგრევე იდიოტო. თხელ ფარდას ისევ ვაფარებ ფანჯარას და საქმეს ვაგრძელებ. მერე დივანზე ვჯდები და შოკოლადის ფილას ვსანსლავ. ნამდვილი ნეტარებააააა ... ..... დილით ისევ ადრე მეღვიძება ამჯერად მშვდიად ვიწყებ საწოლში ნებივრობას, ვიცი რომ დრო მაქვს. ლეპტოპში სიმღერას ვრთავ ისე რო მეზობლები არ გავაღვიძო, შემდეგ საწოლზე ვდგები ვიხრები და ფარდებს ვწევ , მზის სხივები კარგ განწყობას მიქმნიან ვიღიმები , ვიკრიჭები და პირდაპირ ვეშვები საწოლზე. დედიკოსთან ვსაუბრობ ცოტას მერე წარმატებულ დღეს ვუსურვებ და ვიწყებ დღეს... მობილურში ცხრილის ფოტოს დავყურებ როგორც ვხვდები პირველი ბიოლოგია მაქვს 5202 აუდიტორიაში და მეც იქეთ მივიჩქარი. ნომრებს ვაკვრიდები და ვპოულობ კიდეც საჭირო აუდიტორიას. ოთახში რამდენიმე ბავშვს ვხედავ და ვესალმები -აი კიდევ ერთი ჩვენი ჯგუფელი... შენ მარიამი უნდა იყო -დიახ ... თქვენ? -მე გიორგი... ესენი თეკლა, მაშო და თაკო არიან კიდევ რამდდენიმეა უკვე მოსული და იმათაც გაგაცნობ ყველა ვიპოვე სოციალურ ქსელში და ვიცი ვინ ვინაა- უცებ მიცხადებს და მერე წარბს მაღლა სწევს- მზად ხართ დოხტორი გახდეთ ქალბატონო მარიამ? -თქვენ მზად ხართ? სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ვიმედოვნებ მომავალი ექვსი წელი ერტად ვიქნებით და კარგი ურტიერთობა ჩამოგვიყალიბდება მეტ საუბარს არ ვაპირებ. არ მიყვარს ადამიანებთან პირდაპირ კონტაქტში შესვლა. თუ არ გავიგე როგორები არიან ,მერე რომ დავუახლოვდები გულისტკენა და იმედგაცრუებები ზედმეტად მოქმედებს ჩემზე. ემოციური ფონი კი ყველაფერს ცვლის ჩემს ყოველდღიურობაში ... ოთახი მალე შეივსო , ყველაზე ჩემი პირველადი წარმოდგენით ვიჯექი და ლექტორის გამოჩენას ველოდი . თამუნას ვწერ და ისიც ლექტორს ელის ჩემგან განსხვავებით პირველი ქიმია აქვს ანუ ორ ლექტორზე ინფორმაცია მექნება მალე. ქალბატონი ჩნდება ოთახში და ყველას გვესალმება. იწყება ჩვეულებრივი მისალმება, მილოცვა, სურვილები და გაცნობის ცერემონია. ყველა თავის სახელს ამბობს და ქალბატონი მარინაც ცდილობს დამახსოვრებას. ერთი შეხედვით უჟმური ,სწერვა ქალი არ ჩანს და იმედია არ ვცდები. არც ლათინურის, ქიმიის, ფიზიკის და ჰისტოლოგიის ლექტორები ჩანდნენ მონსტრები. ლატინური ძალიან ქლაური და ჩემთვის ზედმეტად „ გადაპრანჭული“ ქალია, ფისტო და ქიმია ძალიან საყვარელი ფუმფულა ქალები არიან. ფიზიკის ლექტორი კაცია და როგორც გავიგეთ ჰისტოლოგიის ლექტორის მეუღლეა , ძალიან ბუნჩულა და მშვიდი ადამიანი ჩანს. ზოგადი ფიზიკით ვიწყებ რაც სკოლაში უკვე ნასწვალი მაქვს ასე რომ ამ საგანში პრობლემები არ შემექმნება. ბოლო აუდიტორიასაც ვტოვებ, ერთი ლექცია გვქონდა და ყველანი ერთად ვიყავით. იმდენი ვართ ყველა რა თქმა უნდა ვერ გავიცანი, ვისი შესაძლებლობაც მქონდა მხოლოდ ისინი. ვინაიდან სახელებს კარგად ვიმახსოვრებ ყველანი ვიცი უკვე,აი გვარებზე რა მოგახსენოთ. სწრაფად გავიარე დერეფანი, კიბეზე დავეშვი და როგორც იქნა ეზოში მდგომ თამარას შევხედე. ჰაერივით მჭირდებოდა საუბარი -როგორ ჩაიარა ცხოვრება? -კარგად... შენთან? როგორი კურსელები გყავს? -რავი ჩვეულებრივი არაფერი განსაკუთრებული ზოგი გენიოსია, ზოგს ეტყობა პროსტა დიპლომი უნდა, ზოგს ეგეც ჰკიდია ... მხიარულები არიან გავერთე კიდეც. -კარგიაა ... ჩემებიც კარგები არიან. არ მოვიწყენ ვფიქრობ! ბერვი ძალიან ჭკვიანია და კონკურენციაც იქნება. რაღაცეები უკვე დასაქსეროქსებელი მაქვს... წიგნები ბიბლიოთეკიდან უნდა გამოვიტანო და არ წამოხვალ? -აუუ მეზარებაა...ჩემ დას გამოვატანინებ. -კარგი მაშინ წავედი მე დავრეგისტრირდები და ავირებ წიგნებს...სახლში რომ მივალ დაგირეკავ ვკოცნი და ისევ შენობისკენ მივდივარ. ამჯერად სხვა განყოფილებაში ვინაცვლებ, როგორღაც ბიბლიოთეკამდე მივაღწიე ,მაგრამ იმხელა რიგი იყო მარტო ოტახი კი არა დერეფანიც სავსე იყო. გადავწყვიტე წიგნების ნომრები ამომეწეერა და მომზადბეული შევსულიყავი. ორი საათი რიგში დგომას არ ვაპირებდი, ვინაიდან უსირცხვილო ადამიანი ვარ გავძვერი ,გამოვძვერი, ჩავჭერი რიგები და მივაღწიე კიდეც მიზანს .მართალია არსებული 6 წიგნიდან რომლის ავტორიც ვიცოდი მხოლოდ 3 მომცეს და დანარჩენი აღარ იყო ,მაგრამ მაინც კმაყოფილი წამოვედი. ჩანთა უკვე ხელს მტეხდა ,ძლივს შევძვერი ავტობუსში, ფეხზედგომა მომიხდება ვატყობ . ძლივს ვიმაგრებ თავს და მინას ვეკვრი. იმდენი ხალხია ვინ მეხუტება აღარც ვიცი. ჩანტას ხელს ვუჭერ ვინმემ რომ არ გაიყოლოს ხელთ ჩემი საფულე და სუნთქვას ვცდილობ...ისეთი სურნელი ტრიალებს არც უნდა მინდოდეს საერთოდ ჰაერის ცასუნთქვა ,მაგრამ რა ვქნა არ შეგვიძლია ადამიანებს ჟანგბადის გარეშე. როგორღაც ჩავაღწიე, დასვრილი ფეხსაცმლით,ტანზე შემოტრიალებული კაბით, წონასწორობა დაკარგული ვიდექი და ვცდილობდი დაბუჟებული ფეხების ამოძრავებას წინ გადავდგი ნაბიჯი და მაშინვე მანქანის ხმა გავიგე. მივიხედე და ჩემი „მოთვალთვალე“ მეზობელი რომ ამოვიცანი ღვთის სასჯელს მივაწერე. სწრაფად გადავჭერი გზა ,ის აშკარად ვერ მცნობს . მე მაქვს სახეების დამახსოვრების ნიჭი.იმხელა ხმაზე აქვს მუსიკა ჩართული წონასწორობა მერღვევა, ფეხი მტკივა არა რას შეევვარდი იმ მარშუტში დავლოდებოდი მეორეს. მობილურიც აზუზუნდა ამჯერად მამიკო მირეკავდა , საუბარმა მიშველა ფეხისტკივილიც დამავიწყდა და ბინამდეც ავაღწიე . სამი დღე ისე გავიდა საინტერესო არაფერი მომხდარა. კურსელები უკეთ გავიცანი, ლექტორებმა მასალის ახსნა დაიწყეს ,მაგრამ ჯერ კიდევ წიგნებთან დაკავშირებული ამბები ირკვეოდა. ჩვეულებრივი მოწესრიგების ერთი კვირა გვქონდა. ყველგან სადაც გავჩერდებოდი ისმოდა ჭორები ლექტორებზე, სტუდენტებზე. ჩვეულებრივი სიტუაცია, მიმდინარეობს ჭორაობა ზურგს უკან ზოგჯერ შეიძლება აერიოს ჭორიკანას სასტავი და არასწორ პირზე დაიწყოს ამბების თხრობა . ამჯერად ყველა ანატომიის ლექტორზე საუბრობს „ყველა მარტივია ,მაგრამ ანატომია ჩაგვრჩება!“ „ნამდვილი ტირანია“ „არადა წინა ლექტორი რა მაგარი იყო , ეს გაგვატყავებს“ ამას ძირითადად ბიჭები ამბობდნენ ,რომელთაც სწავლა სურდათ. აი გოგონები რომლებსაც მაკიაჟის სამი ფენა ედოთ თვალებიდან გულებს ისროდნენ და ერთხმად აცხადებდნენ რომ „შოკი ტიპია“ ვერ გავარკვიე რატომაა შოკი, ალბათ ქერა ცისფერთვალა სიმპატიური ბიჭია რომლის მოფერება მოგინდება აი ისე პატარა ბავშვის რომ გინდება. ან რა ვიცი ძაან გადამპარნჭულია ამათ მსგავსად . მოკლედ მე ის მაშინებს ტირანად რომ შერაცხეს. არ შემიძლია როცა მთრგუნავენ , ხელს მიშლის ეს სწავლაში . თუ ვერ მოვისმენ მერე ავითვალწუნებ საგანს, გულს ავიცრუებ და დამეზარება სულ მეცადინეობა. ასეთი ვარ ხასიათზე დამოკიდებული ... სამწუხაროდ თამუნასგანაც ვერაფერი გავიგე, მას ჩემს მერე ჰქონდა ლექცია,მისმა დამაც არაფერი იცოდა რადგან მას არ ასწავლიდა პატივცემული ანატომიის ექტორი,რომლის სახელიც ვერ გავიგე. ცხრილში მითითებული სახელის მიხედვით „დ.დადიანი“ თავადი გვასწავლისთქო პირველი ეს გავიფიქრე ჯერ საერთოდ ქალი მეგონა ლექტორი ასე ვიცოდი თათასგან . „დ“ დოდო ,დალი ან დიანა მეგონა . ახლა კაცია და დიდი ალბატობით დათო ერქმევა ან დიმა ყველაზე გავრცელებული სახელები ესაა იმედია დურმიშხანი არაა და ამიტომ არააქვს ცხოვრება გამწარებული. ჩემ ფიქრებზე ემცინება და ისე ვიკრიჭები ლექტორს თვალში ვხვდები .წამსვე ვმშვიდდები და თავს ვხრი სახე რომ დავასერიოზულო. -რა გაცინებს ... - გევრდით მჯდომი თეკლა მეჩურჩულება -არაფერი რაღაცაზე ჩავფიქრდი და ... -როდის შევალთ ანატომიაზე ვეღარ ვითმენ უკვე -ხვალამდე რა მოხდება ვინ იცის- მართლა არავინ იცის რა მოხდება იქნებ ბატონმა პრაქტიკულების გაცდენის შემდეგ ლექციაც გაგვიცდინოს. განუცხადებია სემინარზე მოსვლას აზრი არ აქვს ყველას ერთად გავესაუბრებიო . ცალ-ცალკე არ კადრულობს ბატონი... არა ის ემართალია რატო უნდა იწვალოს მაინც არაფეირ გვაქვს ჩასაბარებელი,მასალა ლექციაზე უნდა ახსნას და მერ ეტყუილად ჯდომას ბარემ ერთად ილევს საქმეს. ჭვიანური სვლაა სხვებიც ასე რომ მოქცეულიყვნენ ამდენი დროის ფლანგვა არ დამჭირდებოდა. -ვფიქრობ,ყველას ვაკვირდები და ვერ ვხვდები ვინ შეიძლება იყოს- თამარა მსჯელობს და უკვე ცუდად მხდის -ხომ გითხარი ნუღა მესაუბრბეი მაგაზე თქო -აბა შენს წინა მეზობელზე მომიყევი სიმპათიურია? იქნებ ისტორიის გმირი ხდები გოგო და შეგიყვარდეს? კიდე გიყურებდა იმის მერე? -არა,უბრალოდ დამთხვევა იყო ავადმყოფი ხომ არაა ჩამისაფრდეს . ჩემი მკერდის გამო ღამეებს არ გაათენებს აივანზე ... თუ ღმერთი გწამს თამარა! ხვალისთვის რამე გაქვს სასწავლი? -ბიოლოგიის პირველი სემინარი მაქვს. ჩემი დის თქმით თუ კარგად მოვუყვები უპრობლემოდ დაწერს ქულას... ჩავუჯდები დღეს. მარტივი თემაა -მე ზეგ მაქვს და მინდა ბარემ ვისწავლო...რამდენიმე მასალა მაქვს უკვე ლექციები მქონდა დღეს . ანატომიის წიგნი ვიშოვე როგორც იქნა ,შენ რას შვები -იყიდე? -ხოო და იმედი მაქვს ისაა რაც დაგვჭირდება -პროგრამას ხომ ვერ შეცვლიდა....იქნებ შეცვალა რა გეჩქარებოდა -მაინტერესებდაააა -საყვარლად რომ წუწუნებ ვგიჟდები- იცინის და ლოყაზე მკოცნის -კუსკუსაა ყავა დავლიოთ არ გინდა? -ყავას არ ვსვამ და შენ წრუპე ყავა მე წყვენს მივაწვები - ვეკრიჭები და კაფესთან ვჩერდები. -ოოოოკ - წელავს სიტყვას და მიკუსკუსებს შესასვლელისკენ. თამარამ ყავის „ლომკა“ მოიხსნა, მე საუბრის და ბოლოს ისევ მარტო აღმოვჩნდი სახლში. არ მჯერა, ვერ ვიჯერებ რომ ყველაფერი მოწესრიგებული მაქვს. თავად ვალაგებ, არ ვშიმშილობ და ისე ვაკეთებ ყველაფერს რომ არ ვიღლები. ნუ ვცეკვავ ,ვმღერი და რა დამღლის . დედაჩემს მობილურით გავესაუბრე და ღომის მომზადებაც მოვახერხე . რა მექნა მომინდა ,მე კიდე რამე რომ მინდება დეპრესია მეწყება რამდენიმე საათით . ის იყო გეგმა უნდა შემესრულებინა და მეცადინეობა დამეწყო ქვემოდან სიმღერის ხმა რომ ამოვიდა. ვიფიქრე შეწყდებოდა,მაგრამ უფრო გაძლიერდა. რუსული ჰიტები წამლეკავად მოქმედებდნენ ნერვებზე. „ულეტაიწე ვორანი“ რომ გავიგე ჯერ სიცილით გავიგუდე და მერე ბოლომდე ავუწიე ჩემს ტელევიზორს . კიდევ კარგი ხმა გადავფარე ,მაგრამ რა აზრი აქვს მაინც ვერ ვკითხულობ. მეზობლები უნდა გამეცნო! ვინ ამბობდა არ დამჭირდებაო? ახლა ვიღაც უცნობს ჩავუვარდე? ასეთ სიმღერას რომ უსმენს ალბათ ვიღაც 40 მიღწეული ან უფრო დიდი კაცია და ეს პატარა გოგო სად შევუვარდე იქნებ მომისროლოს მერვედან. სახლის დატოვება ვარჩიე. ისედაც მჭირდებოდა რაღაც-რაღაცეები და მარკეტში წავედი. რიგებში დავდიოდი და ვფიქრობდი რა მჭირდებოდა გვერდით რომ ამომიდგა ვიღაც,ჩემკენ გადმოიხარა და სუნამოს სურნელმა რომ უფრო მძაფრად მომიღიტინა ცხვირში სახე თავისით მომემანჭა -ჩემი ახალი მეზობელი აშკარად მალე ვერ იღებს გადაწყვეტილებას...-უკან ვიხევ პირდაპირ რომ არ შევეჯახო და ისევ იმ დამანჭული ცხვირაბზუებული გამომეტყველებით ვუცქერ -თქვენ შეგიძლიათ მალე აირჩიოთ და წაბგრძანდეთ- ზურგს ვაქცევ და ხელში მოქცეულ პატარა კალათში თეთრ ხელსახოცების შეკვრას ვდებ .შემდეგ სარეცხი საშუალების არჩევას ვიწყებ და არიელის კოლოფს ვაკვირდები რომ გავიგო ხელით რეცხვისთვისაა თუ არა. -რა საოცარი გამოსვლაა საკუთარი მაღაზიიდან რომ მაგდებ - ისევ მესმის მისი ხმა და ტვინი რომ იაზრებს ნათქვამს ნერვები მაწყდება.იმდენი მაღაზიაა ირგვლივ და რაღა ამის საკუთრებაში შემოვაბიჯე. ვერ ვიტან თავსატეხს სახელად“ მამაკაცი“ ზედმეტად პატარა ვარ ამ თავისტკივილისთვის. -ყველა კლიენტს თქვენ უწევთ კონსულტაციას? კურსები აშკარად არ გაგივლიათ , დახმარების ნაცვლად თავს მაბეზრებთ- ჯანდაბა ეს ნამდვილად ვუთხარი? არა ჩვეულებრივ რასაც ვფიქრობ იმას არ ვლაპარაკობ თუ უტაქტოდ გამოდის, ისეთი ბუნებრივი ტონით ვთქვი მგონი ძალიან უხეში არ გამოვიდა და არ მომკლავს. არ მჭირდება ვინმე გადვაიკიდო,მითუმეტეს ადამიანი რომელიც ჩემს პერიმეტრზე ცხოვრობს. სწრაფად ვიღებ პირველივე კოლოფს - უკაცრავად- დავემშვიდობე თუ რა იყო ეს ღიმილით გასვლა. ის რატო მეჭყანება ვითომ რაო ლამაზი ღიმილი მაქვსო? ახლა ისე მომინდა შოკოლადი ახლავე უნდა ვიყიდო . მივაღწიე როგორც იქნა, მერე რამდენიმე ფილა „ალპენ გოლდი“ ვითრიე და იქვე მოთავსებულ ნუსის ქილასაც დავწვდი . დილით მივეჩვიო უნდა საუზმობას,თორემ მერე „სწავლამანია“ რომ დამეწყება პარალელურად“ ავადომანია „ მეწყება და „მკვდარსულად მოძრაობის სინდრომი „ დაერთვის . ნევროპათოლოგების, თერაპევტებისა და მრავალი სხვათა რჩევით მჭირდება კარგი კვება, განსაკუთრებით საუზმე . ასე რომ წინასწარ ვიწყებ მზადებას. ამისთვის ჩემი საძულველი ,მაგრამ სასარგებლო კარაქის ყიდვაც მომიხდება. აზრზე არ ვარ რომელი უკეთესია იქნებ ხალვა ვიყიდო? თხილით ღმერთოოო მინდააა -თვალები მიბრჭყვიალებს ალბათ ერთ შეკვრას ვიღებ და მერე კარაქს ისე ვაკვირდბეი თითქოს ხელისმთხოვნელია რომელიც უნდა დავიწუნო. ბოლოს ნაცნობი „სანტე“ რომ ამოვიკითხე ავიღე აბა რა მექნა.თუ არ მომეწონება მერე სხვას ვიყიდი. -მომავალმა ექიმმა არ უნდა იცოდე ამდენი ტკბილი ჯანმრთელობას რომ ვნებს? -ისევ მესმის ყურთან ხმა და „მაკარონის“ არჩევით დაკავებულს ყველაფერი ხელიდან მიცვივდება კივილის თანხლებით -შეგაშინე...მაპატიე . მეგონა იცოდი რომ აქ ვიყავი ისევ - დაბნეული მიყურებს მე კი ჩემი დამემართა. გული ცუდად მაქვს, მკერდზე ხელს ვიჭერ და სუნთქვას ვცდილობ-კარგად ხარ პატარავ?მართლა არ მინდოდა -ისე მიყურებს იცის ჩემზე რომ ჭრის მონანიება თუ რა არის. არ შემიძლია იმ ადამიანს გავუბრაზდე ვინც დანაშაულს ხვდება,თანაც არც ისე დიდ დანაშაულს. -არაუშავს... უბრალოდ როცა ვფიქრობ მალე გამორკვევა არ შემიძლია. - სწრაფად ვიხრები იატაკიდან რომ ავკრიფო ყველაფერი. ისიც მეხმარება და მერე ისევ დამნაშავის გამომეტყველებით მიმზერს-ახლა სანამ მეტყვი დანაშაულს გამოვისყიდიო მივალ დავასრულებ“შოპინგს“ და სალაროსთან გადავინაცვლებ ! -არ ბრაზდები? არც მეჩხუბები ?-ისევ უკან მომყვება. კონსულტანტების ყურადღება მისკენაა მიპყრობილი და ისე არიან დამფრთხალი რომ მეღიმება წამით - მარიამ! -გაბრაზებულს ვგავარ? - მოლარეს თანხას ვაწვდი. პარკებს ვიღებ და გასასვლელისკენ ვბრუნდები- ზედმეტად აქცევ დეტალებს ყურადღებას ....სისულელა! ჩემი გულწრფელობა შემიწირავს. ბინამდე რომ მივაღწიე და ყველაფერი ამოვალაგე, გამოვიცვალე და თამარას სახეც გამოჩნდა კომპიუტერის ეკრანზე გავიკრიჭე -რას შვები პაწაწო? იმეცადინე? მე უკვე დავასრულე. მარტივი იყო ძაან ხვალ დილას გადავიკითხავ და პირველი შთაბეწდილებაც ჩემიაა-საწოლზე კოტრიალებს და მერე მუცელზე წვება -რას შვები მარიკოო? -მეზობელს სიმღერა ჰქონდ აბოლო ხმაზე ემრე მაღაზიაში ცავალთქო ვიფიქრე და წავედი. ხო იცი მშველის გავლა...მერე ის ბიჭი შემხვდა- დავიწყე მოყოლა და ყვეალფერი დეტალურად რომ ვუთხარი,როგორც მჩვევია მერე გავიაზრე რომ ჩემის ახლეი იცოდა, ისიც რაზე ვსწავლობდი და დასრულებისთანავე წამოვიყვირე- ვაიმეეე საიდან იცოდა ეს ყველაფერი -შენ ნორმალური არ ხარ ხომ? მე რომ მეკითხბეი იმას რომ ეკრიჭებოდი იქ ვერ კითხე?ახლა იფიქრე საიდან გიცნობს -ალბათ ჩვენთან სწავლობს და გაიგო რაზე ვსწავლობ რა პრობლემაა...პატარა ქალაქია ყველა ყველას იცნობს. -დაიმშვიდა თავი გოგომ...მითხარი სიმპათიურია? -ჩვეულებრივი ბიჭია... ბევრს მოეწონება . ლამაზიც შეიძლება ითქვას ვაიმე რა ვიცი მე ახლა თვალის ფერი და თმის არ დამიმახსოვრებია. ვერ მიმიზიდა იმდენად რომ დავკვირვებოდი -ყველას აკვრიდები და რაღა მაგას არ დააკვირდი გოგო...მოსწონხარ აშკარად! -რატომ უნდა მოვწონდე -შენი მკერდის გამო...ალბათ გონებიდან ვერ ამოიგდო- ხარხარებს და ბალშიში მალავს სახეს -ახლა არ თქვა არ მოვწონვარ არავის მეო...და არ დაიწყო შენებურები. დედაშენი მართალია, რომ გეუბნება ბოთე ხარ ვერაფერს ხვდებიო. ტიპი უკან დაგყვებოდა და მეგობრობა უნდა ვითომ? -მე არ მინდა მეგობრობაც და შესაბამისად მორჩა! მეორედ რომ ვნახავ ვკითხავ საიდან იცის ჩემზე ეს ყველაფერი ... -ეგრე ამბობდი იმ ბჭზეც უნარებზე რომ დადიოდა ჩვენს მასწთან უბრალოდ ვიცნობო. შენ გგონია ისეთივე ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს ყველას როგორც შენ ,მაგრამ არაა ეგრე! -მინდა რომ იყოს და შესაბამისად ზედმეტი ფიქრი არაა საჭირო! პრობლემები ფიქრთან ერთად მოდის... ბუზს სპილოდ არ გადავაქცევ არასდროს . წავედი ახლა დავიწყებ მეცადინეობას... ბანანის ყიდვა მინდოდა და დამავიწყდა -ბიჭს ელაპარაკებოდა და დაავიწყდა ბანანი -ავადმყოფო ქალო შენ...-წამის მერე ვიაზრებ რატომ ხარხარებს და ვებუტები- აუუ ხილი არ მაქ არაფერი ! შოკოლადი ხომ მაქვს სამაგიეროდ- თვალები მიციმციმებს და ფილას ვირებ-წავედი ,გკოცნი - ტუჩებს ვწევ კოცნის იმიტაციას ვაკეთებ და ლეპტოპს ვხურავ. მეცადინეობა რომ დავიწყე ისე გაფრინდა დრო აზრზე მხოლოდ კუჭის ყმიულმა მომიყვანა. წიგნები გადავდე და სამზარეულოსკენ დავიძარი. ღამის 9 საათი რომ იყო ეგ ფაქტი დავაიგნორე ,რა თქმა უნდა და ქაბაბის შეწვა დავიწყე. სამმა ცალმა ისე დამანაყრა მეგონა ვეღარც ვიმოძრავებდი, შემდეგ ერთი საათი დედაჩემს ვეჭორავე. რა გამაჩუმებდა და მოვუყევი ყველაფერი, ისე არ შემიძლია. მასთან რამე საიდუმლო რომ მაქვს ერთი საათიც კი ცუდად მხდის სანამ ვეტყვი ყველაფერს. ასე მგონია დანაშაულს ჩავდივარ! შეიძლება იმის დამსახურებაა რომ არასდროს მეჩხუბება, ყოველთვის ჩემს მხარესაა და ამავე დროს მასწავლის როგორ მოვიქცე თან არც მახვევს თავის აზრს. დედაჩემი საუკეთესო რომაა ვთქვი უკვე? ყველაზე მეტად რომ მიყვარს ეგ? ! დედა არ არის ,მეგობარია .საუკეთესო რომელიც ჩემი ნაწილია და სულ ჩემთან იქნება. მოყოლა რომ დავასრულე დაველოდე რას მეტყოდა -მოგეწონა? -არა... უნდა მომწონებოდა? ასეთი ხმა რატომ გაქვს,მგონია რომ რაღაცის თქმას აპირებ იმასთან დაკავშირებით რომ უკვე მარტო ვცხოვრობ, ქალაქში, უცხო ადგილას, უცხო ხალხის გარემოცვაში და ბიჭები საშიშები არიან.განსაკუთრებით ისინი ვისაც ცალმხრივად მოვწონვარ. მე კი ისევ დაგამშვიდებ და გეტყვი რომ არ მოვწონვარ,მეორე მოძალადეს არ ჰგავს და მესამე ყველაფერი კარგადაა. მამას არ მოუყვე ახლა თორემ ხვალვე გადამიყვანს ახალ ბინაში -მარიამ ! -ეკუნაააააააააააა ეკოო ეკუ ეკუნააა მომენატრე სიგიჟემდე ! -მეც...შაბათს არ მოხვალ სახლში? -ალბათ კი ... ჩემი ბედოვლათი ძმა რას შვება -მასწავლებელთან იყო ახლა მოვიდა და ჭამს -მაგიტო ისმის ყბს მოქნევის ხმა? -ისეთი დაღლილია ადამიანის ფერი არ აქვს -მოუხდება! მე რომ მაწამებდა მეცადინეობსი დროს ხომ იყო კარგი...რა გაწუწუნებსო . ნახოს ახლა ...ვაი გრანტი არ აიღოს კი წავაცლი თავს ! -კარგი რა მარიამ ხომ იცი რომ ნერვებს გიშლიდა უბრალოდ... -ნუ იცავ შენ სულ მაგას.... -ნუ ეჭვიანობ ! -აღარ მინდა ლაპარაკი საერთოდ წავედი მე დავიძინებ აწი...ხვალ დიდი დღეა . -რომ გამოხვალ დამირეკე იცოდე მაინტერესებს ვინაა ასეთი ეს ანატომიის ლექტორი ! ყველას აინტერესებს მოკლედ. აღარ შემიძლია ამდენი ლაპარაკი მკლავს,თან ისე არ შემიძლია. საწოლში ვწვები და ვერ ვიძინებ, რა თქმა უნდა როგორ შეიძლება მშვიდად გამოვიძინო როცა ვფიქრობ ! ნევროზი მაქვს-თქო რომ ვამბობ არცერთი ექიმი მიჯერებს ! მე თუ გადავარჩენ ჯანდაცვის სისტემას ... .... აუდიტორიის კარს ვხსნი და მშვიდად მივაბიჯებ. ბავშვები ფუსფუსებენ, ყველა ლექტორს ელის. ფურცელზე ხატვას ვიწყებ , გაურკვეველ ფიგურებს ვხაზავ და ნერვებს ვიმშვიდებ. უცებ ყველაფერი ბურუსში ეხვევა და საიდანღაც მანათობელ თვალებს ვხედავ,მხოლოდ მე და ის ვართ . მერე ხმა ჩამესმის ისაა ...ესააა ლექტორი? ლუციფერია ლექტორი? ვკივი და ისევ მეღვიძება. არა უკვე ვფიქრობ რომ ეს ბინა ჩემს სიზმრებზე ცუდად მოქმედებს, ადრე ასე არ ვიყავი . დაცვარულ შუბლზე ხელისგულს ვიდებ და ისევ ვეშვები საწოლზე. ცოტა ხნით ჭერს ვუყურებ, მერე საწოლიდან ვდგები ,მომზადებას ვიწყებ და უნივერსიტეტში მივდივარ. დრო ისე გადის აღარც კი მახსოვს მესამე ლექცია. მხოლოდ მერე ვიაზრებ ცხრილს რომ ვუყურებ და ანატომიას ვკითხულობ. აუდიტორიას ბავშვებთან ერთად ვეძებ ,მესამე სართულზეა ,რა უბედურებაა სხვაგან ოთახი არ იყო? რა ავა მესამეზე . დამძვრა ფეხები სად შემიძლია ამდენი ჩემი ბიოლოგიური ასაკი 98 წელია ... წინ არავინ ჯდება ...უკან სად მივიმალო-თქო ვიფიქრე და წინ მოვკალათდდი. კიდევ შემოვიდნენ ბავშვები და რამდენიმე მომიჯდა გვერდით. უკვე საათს ვუყურებდი და წამებს ვითვლიდი, როდესაც რამეზე ვღელავ მირჩევნია დროზე მორჩეს ის კი არადა არ მოდის. -მგონი გადაგვაგდო ... - ვიღაც ამბობს და კარის დახურვის ხმაც წყდება სმენას. შემდეგ ყველა ერთად ისუსება და მძიმე ნაბიჯების ხმა ისე კარგად მესმის მგონი ყური იატაკზე მიდევს . მეც ვინებე შებრუნება და....ო ღმერთო ეს ბერძენი ღმერთკაცი ვინაა. რაღაცას ლაპარაკობს, რა ტუჩები აქვს საუბრის დროს საოცარ ფორმას იღებს... შავი წვერი სიეთ ზომაზე აქვს დაყენებული მინდა ხელი გავწიო და თითები ავუსვა ლოყაზე ....ეს თვალები ნამდვილია? შეუძლებელია ...წარმოუდგენელია არარსებულია ასეთი შავი თვალები ჰქონდეს. მუქი ყავისფერი მესმის ,მაგრამ შავი? სულ შავიაა , სქელი საოცარი ფორმის წარბები...ნამდვილად გაკეთებული აქვს . ეს ყბებიც ჩაისვა ვითომ? აბა ასეთი ფორმის ნაკვთები რატომ აქვს. რა არის ...ვინ არის ისევ არ მესმის ხმა. ჯანდაბა 98 ბიოლოგიურად ავრ თუ რეალურად და სმენა დამიქვეითდდა. თვალებს ვახამხამებ, კბილებს ერთმანეთზე ვაჭერ ...ეს ფანქარი როდის ავიღე ..ხელში არ მქონდა? ტუჩთან როდის მივიტანე. ფანქარს ძირს ვწევ და მაგიდაზე ფრთხილად ვდებ . ხმა მესმის ... აშკარად რარაც მოწყობილობა აქვს თორემ ასეთი ხმა ვერ ექნება... ნამდვილად სიგარეტს ეწევა და იმის ბრალია ...ან ანგინა აქვს აბა ამდენი ხრინწი საიდან -შევუდგეთ გაცნობის ცერემონიას...სახელებს და სახეებს კარგად ვიმახსოვრებ ასე რომ გაითვალისწინეთ- ამბობს ,ჩუმდება და ტუჩის კუთხეს ოდნავ ტეხავს. მე მიყურებს? ხოო პირდაპირ მე მიყურებს - თქვენგან დავიწყოთ გოგონა იისფერში- იისფერი მაცვია? ტანზე ვიყურები და ჩემი საოცარი, გასაღმერთებელი გონებაც წამსვე ინთება. არასდროს დამტოვოო...არასდროს თორემ ერთხელაც იქნება გავიჭედები ასეთ გამოუვალ სიტაციაში . მაგიდის ზედაპირს ოდნავ ვეყრდნობი მშვიდად ვდგები და ტუჩებს სწრაფად ვისველებ იმის შესამოწმებლად რომ საუბრის დროს სიტყვა არ გამიწყდება . -მე მარიამ სიხარულიძე ვარ - უუჰ კიდევ კარგი არც მომაკვდავი კატასავით დავიკრუტუნე და არც დავიყვირე . ეს ურეაქციო ურჩხული, გამიღიმე მაინც ან რამე მითხარი . დავჯდე ვიდგე ვთქვა კიდევ რამე თუ რა გავაკეთო . აღარც მიყურებს,თუმცა არც მანამდე მოუკლავს თავი , ძალიან დამიმახსოვრებ ასე! ვჯდები და ვუსმენ ჩემი კურსელების მემილიარდე გაცნობას. მათი სიტყვები ის ეისმის როგორც უაზრო მელოდია თვალი კი მხოლოდ ლექტორს აღიქვამს...მაგიდაზე მიყრდნობილი დგას ხელები მკერდთან აქვს გადაჯვარედინებული და მგონი ამ ცისფერ პერანგს გაგლეჯს მისი კუნთები მკლავზე. ესეც ნამდვილად ბოტოქსის დამსახურებაა...სად ჯანდაბასი მიდიან ჩემი თვალები რა მინდა მის პრესთან , ჯანდაბა ეს პერანგი ბავშვთა განყოფილებიდანაა თუ ასე რატომ აქვს მოტმასნილი ტანზე. სული არ ეხუთება ვითომ? კიდევ კარგი ყელთან ღილი გახსნილი აქვს, ჯანდაბა იქ რომ ვაკოცო არ შეიძლება? თავს რომ აბრუნებს ისე ებურცება ყელზე ძარღვი მგონი ჩემში არსებული ვამპირი ცოცხლდება ,რომლის არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ მქონდა და იმ ადგილას კბენა მინდება. მოიცა ახლა ტუჩზე ვიკბინე? ნამდვილად მე ვიყავი? ცხელა თუ მე მეჩვენება, მთელი სხეული მეწვის და კონდიციონერ გაფუჭდა თუ ცხელი ჰაერი გამოდის ცივის ნაცვლად. ასკარად ვიღაცამ იმაიმუნა ! მოიცა სად მიდის... უკვე დასრულდა ლექცია? ასე უცებ? კარგით რა როგორ შეიძლება 50 წუთი ასე სწრაფად გავიდა? არ წავიდეს რა უთხარით ვინმემ დარჩეეს სულ ცოტა ხანსაც შევხედავ ... ძლივს ვდგები და ბანცალით მივაბიჯებ დერეფანში. ყველა მასზე საუბრობს,მოსმენაც არ მინდა სწრაფად მივდივარ კიბისკენ და კი არ მივაბიჯებ მივრბივარ, ჰაერი მჭირდება . ფეხი მიცდება და ვიღაცას ვეჯახები, ჰაერში ფრენა გამომრჩა, მერე დავეჯახე თუ დამიჭირა...არ არსებობს ! გამორიცხულაი ის იყოს? კარგია ცოცხალი რომააა -ჩანთას თავად ცვლი უკვე? -მე... მადლობა რომ დამიჭირე თორემ ცხივრს მეტად გავიტეხდი და ნამდვილად არ მაწყობდა. - უცებ ვეუბნები და ვიკრიჭები .ისიც იცინის და ხელს ფრთხილად მიშვებს -კარგად ხარ? -მე კი და შენ კარგად ხარ?- კიდევ კარგი იქ არ შევხედე თორემ მერე გენახა მარიამ აწითლება -იმ დღისთვის მაპატიე ...ჩემს მეგობრებს ცუდად გამოუვიდათ უბრალოდ ხომ გესმის მართლა სასაცილო იყო -ცუდად მე გამომივიდა... გახსენებაც არ მინდა ! -მთავარია გადავრჩით მე და ჩემი გვარი - იცინის და ხელს მიწვდის- მე ირაკლი ვარ მეორე კურსელი ... -სასიამოვნოა...მარიამი -პირველკურსელი ხარ ხო? უეჭველი - კიბეზე სვლას ერთად ვაგრძელებთ . ეზოში კი ვიღაც გოგო ელოდა აშკარად, მაშინვე მისკენ წამოვიდა -ასე გვეტყობა პირველკურსელებს? -არცისე დიდი ხნის წინ ვიყავი პირველკურსელი ... ეთო -გოგონას უღიმის და წიგნს ართმევს -მადლობა რომ მათხოვე...გადამარჩინე- გოგო მადლიერ მზერას ავლებს მე კი ეჭვისთვალით მათვალიერებს და მერე ემშვიდობება- წავედი ,ხვალამდე ! -ხვალამდე ... -მეც წავალ...ლექცია მაქვს არ მინდა დავაგვიანო -ნახვამდის ... ისე მივიწევ მეორე შენობისკენ თამუნას ხმა არც მესმის სანამ არ ჩამაფრინდა მკლავში და შემანჯღრია- რომ გეძახი გოგო ყურებში ბამბა გაქვს? ამომივარდა გული ის ... ზე სექსი არსება ვინ იყო რომ გიღიმოდა ერთობ მომაკვდინებლად და ლამის ამიფოფრა ჰორმონები და ვეტაკე -რომელი... კი არადა აა ის ბიჭი? მე რო ჩანთა მოვარტყი ის იყო...ირაკლი -ვაიმეე ხო კარგად ვარო...ამის შთამომავლობის არარსებობა შეიძლებოდა? ამან ბავშვების მეტი არაფეირ უნდა აკეთოს... ერთზე მეც არ ვიტყოდი უარს -შენ ლექცია არ გაქვს? -კი ანატომია..უი მართლა როგორია ? ძალიან უხეში და ბოროტია მართლა? -არ ვიცი... -რა არ იცი გააცნიდე ლექცია? რა ჯანდაბა გჭირს გოგო მოგაწევინეს რამე შენმა ოხერმა კურსელებმა? კვდები? რა ხდება -ის ...ის ისეთია უბრალოდ უნდა ნახო -რაო რა თქმა მომიყევი ახლა რა ილაპარაკა ...წიგნის სახელი ჩაიწერე? ისაა რომელიც იყიდე? -არაა ვაიმე საერთოდ არ მომისმენია... -უცებ ვირტყავ თავში ხელს. ყველა ინფორმაცია გამოვტოვე ... რა დამემართა რა ჯანდაბაა ხამი ქალივით ვიქცევი ! -წადი არ დაიგვიანო -მივდიავრ ხო... მერე მომიყევი ნორმალურად რა მოხდა ლექციაზე შესვლის შემდეგ კიდევ კარგი საქმეზე გადავერთე და ლექტორზე ფიქრებმა არ შემომიტიეს. მომდევნო ორი სემინარი უღიმღამოდ გავიდა და როგორც იქნა სახლში წავედი. ბავშვებისგან ინფორმაცია მივიღე, ყველა მასზე საუბრობდა და გავიგე რომ ჩემი „გამოშტერების“ პერიოდში ყველაფერზე ისაუბრა რაც შეიძლება დაგვჭირვებოდა. გამოცდების ტიპზეც კი , წიგნი კიდევ კარგი სწორად მქონდა შეძენილი. ისღა დამრჩენია მომდევნო ლექციას დაველოდო და შევუდგე სწავლას. სახლში ვიჯექი და ვკითხულობდი, უკვე ღამის 10 საათი იყო კარზე კაკუნის ხმა გავიგე, ჯერ მეონა მეზობელტან იყვნენ, მერე ზარის ხმაც გაისმა და ლამის სული განვუტევე. არავის ველოდი,არავინ იცის ჩემი მისამართი და ვინაა ამ დროს. ეზოში ვიღაცეები ჩხუბობდნენ და ახლა იქნებ აქ ამოვიდნენ. -მაროოოო გააღე კარი გოგო -ლამის ურო ავიღე თავში რომ ჩამერტყა ჩემი კარის შემომტვრევისთვის ,იდიოტი სანდროს ხმა რომ გავიგე. კართან მივვარდი უცებ გავაღე და ის იყო უნდა ავფეთქებულიყავი და ჩემი იდიოტი ძმა გამომელანძღა ვებერთელა მკლავები რომ მომხვია და გულზე მიმიკრა, სახლში ჩემიანად შევიდა და კარიც მიხურა. ხმას კი არ იღებს თავზე მკოცნის ეს იდიოტი ...კრეტინი...ვაიმეეე როგორ მომენატრაააააა სადისტი ეს...ეს ეს ურჩხული ეს . ხელებს წელზე ვხვევ და ვიტრუნები -მაროოო არ გინდა ახლა ეს სინეტიმენტები...ნუ დადგავ ცრემლების ზღვას მეზობელთან რომ ჩავიდეს წყალი რემონტს გაგვაკეთებინებს და ისედაც ამდენი ფულიდ ახარჯა მამაჩემმა შენს გამო -დამპალო ... ორაგუტანგო ! ჩემ გამო რა დახარჯა შენ არ გიტოვებს ამ სახლს? უგვანო ხეპრე... - წინ წასულს წიგნს ვუქანებ თავში და ისიც იკრიჭება. დამპალი! ხელს ისევ მხვევს და ჰაერში მწევს-დამსვი ...დამსვი შე ცხოველო რა დღეში ხარ! საერთოდ აქ რა გინდა ამ დროს... არ მითხრა და გამახსენდაო... რამე დააშავე და გინდა მამასთან გიშუამდგომლო ხო ? ერთხელ მაინც დაგერეკა შე საზიზღარო იქნებ ვკვდები ! -დედაჩემს ორი საათი რომ ელაპარაკები საკმარისია ინფორმაციის მისაღებად... არაფერი მჭირდება. უბრალოდ ზედმეტად ლამაზი იყო ეს რამდენიმე დღე უშენოდ და ვიფიქრე ვნახავ-თქო -ამ დროს როგორ ჩამოხვედი -მანქანით ! -შენ ვინ დაგსვა მანქანაზე ბატის ჭუკო ... ან ამ დროს ვინ გამოგიშვა იქნებ შეასკდე რამეს და გადმოგეყაროს მაგ თავიდან ჩალა - ისევ ვქაქანებ ის კი მიყურებს,ხელს არ მიშვებს და იღიმის. -მომენატრე...- დამპალი...გველი, იცის ...ისიც როგორ იმოქმედებს ჩემზე და იმიტომ მეუბნება. არ იტირო მარიამ...განგებ გიკეთებს, ნერვებზე თამაშობს, უნდა მერე დაგცინოს... არ იტიროოოოო -მეეეეც - არა არააა არ შეიძლება ასე როგორ ქიცევი.ნუ ეხუტები ...ნუ ეხუტები არაა ღირსი , გაბრაზებულია რ იყავი? არ თქვი არასდროს დაველაპარაკებიო? რომ დაგცინოდა უჭკუო ხარ როგორ ვერ აიღე გრანტიო... არ გაგიჟებდა? სისხლია რ გაგიშრო? ახლა როგორ ასე უცებ შეურიგდი? - ნუ ტირი რა ... დამილპა მაისური . გაიწიე გავწურავ მაინც დამემართება ანთება - იცინის და თავზე მეფერება- აუ მაგისთვის მოვედი რო გეტირა გოგო? ასე თუ გაგიჭირდებოდა დარჩენილიყავი სახლში ვიყიდდით ცხვრებს, თხებს ,ძროხებს და მიგეხედა ფერმისთვის -უბრალოდ... კაგრი ხო აღარ ვტირი არ ხარ შენ ღირსი- უცებ შევიმშრალე ცრემლები და იატაკზე დავხტი -ძაან მშია პირდაპირ მასწავლებლიდან მოვდივარ და რამეს არ მიწილადებ? -წავალ...დაჯექი მანდ მაღაზიაში ჩავალ და უცებ მოვალ - საძინებელში შევვარდი საფულე ავიღე და გავვარდი სახლიდან. პირველივე მაღაზიაში შევედი და სანდრიკოს საყვარელი სოსისი ვიყიდე. ცელოფანი ჩავბღუჯე და სწრაფად გავვარდი მაღაზიიდან. მეზიზრება გარეთ ღამით სიარული-თქო არ მითქვამს ხომ? ვიღაც გლუვტვინიანების ხროვა იდგა იქვე და ისე დაუსტვინა ერთმა მინდოდა ქვა გამექანებინა. რაღაც რეპლიკები გავიგე და ის იყო უკან უნდა მივბრუნებულიყავი მაქანა რომ გაჩერდა იქედან ჩემი“მეზობელი“ გადმოვიდა და ბიჭებს გადახედა. ისინიც წამსვე გაჩუმდნენ ბიჭი კი ჩემკენ წამოვიდა -საღამომშვიდობისა მარიამ -საღამომშვიდობის...მაპატიე მეჩქარება. -სწრაფად ვახლი ხელს ვუქნევ და გზას ვაგრძელებ. -შორს თუ მიდიოდი გეთქვა და მე ჩავიდოდი...ამ შუაღამით ტიტლიკანა რომ წაცუნცულდი მოგეცვა რამე- სარაფანზე მითითებს კარში აყუდებული ჩემი ძმა და კაბის ბრეტელს მისწორებს- ამათი ამოლაგება როდიდან დაიწყე შენ- წარბებს კრავს და მკერდზე მანიშნებს -სოსისი არ უნდ ამეყიდა ნავთი უნდა მომენატნა და ცეცხლი დამეყოლებინა ზედ! - სამზარეულოში შევდივარ, ყველაფერს ვულაგებ მაგიდაზე, სოსისიც მალე იხარშება ის კი ზის და მიყურებს -კარგი ხო ... ნუ ბრაზდები ! -აბა რა იყო ეს... არ იცი როგორ დავდივარ და როგორ არა? - სკამზე ვჯდები და ცანგლისკენ წაღებულ ხელზე ვურტყავ- ხელები დაიბანე? -არა ისე ვიზივარ ! ბურტყუნებს და საკუთარ თავზე ემცინება. ბავშვობიდან ვერ იტანდა ხელების დაბანას და მე როგორც წლის სუფთა ბავშვი დედიკოს ვეხმარბეოდი ჩემი ძმის მოთვინიერებაში. ისე გამომყვა ეს ჩვევები ხშირად სულელურად ვარიგებ ჭკუას . არადა ორი თავით ცემზე მაღალია და ისეთი ჭკვიანია ეს იდიოტი მშურს კიდეც ,ხანდახან. სულ ცოტა ... ვახშმობის შემდეგ თითონ ალაგებს თეფშებს და თავზე მკოცნის . იცის როგორ მომთაფლოს, გველი ! -სამეცადინო არ გაქვს შენ? ხვალ მასწავლებელთან არ ხარ? -ნუ ჯუჯღუნებ მარო ... არ მაქვს სამეცადინო ვისვენებ ხვალ . -დივანზე ჯდება და ტელევიზორს რთავს. რაღაც ფილმი იყო იმდენი ვიცინეთ ალბათ მთელს კორპუსს ესმოდა ჩემი ხმა. მერე დივანზე ვერ დავწვებიო და რა მექნა დავუთმე საწოლის ნახევარი. სიშველი რომ დაიძინა ნახევრად მაგაზე აღარაფერს ვამბობ, პირუტყვი ასე იძნებს სულ. ზამთარშიც , სიცივის სეგრძნება არ გააჩნია ბავშობიდან.მე რომ ვიყინებოდი ეს ფეჩივით თბილი იყო,მოსიარულე ღუმელია. მივეხუტებოდი ხოლმე და მერე თბილად ვიძნებდი. გაწვა მუცელზე ბალიშს ხელები მოხვია და წამში დაიძინა. მე სულ არ დამიტოვა ადგილი,იმხელა ხელები აქვს დამპალს ჩემს მაგივრად გაიზარდა მგონი, ნახევრად ზემდოან ვაწექი , დილას რა თქმა უნდა ჩემზე ადრე გაიღვიძა, ჩემი სპორცმენი ძმა . ცხოვრების ჯანსაღი წესი და ამბები , ახლა სად ირბენდა დილით ამიტომ ფანჯარაზე იყო შემოსკუპული,მეცხრეზე რომ ვარ ავღნიშნე ხომ? ეს რომ დავინახე მაშინვე წამოვვარდი ფეხზე -რას აკეთებ ...სად ზიხარ არანორმალურო...ფანჯარა მაინც დახურე. ეს სიგარეტია? ეწევიი? -ფუი ეშმაკს... გამისკდა გული და გინდა გადავვარდნილვარ გინდ აარა....- ახარხრადა სიგარეტი მოისროლა ხელი მომხვია ,საწოლის ნახევარზე გამასრიალა და ჩამეხუტა- თავი აწეწილი გაქვს- უარესად ამირია მერე თიტები გადამისვა და შუბლზე მომაწება თავისი თხელი ტუჩები - საუზმე მომიმზადე და წავალ... საკონტროლო უნდა დავწერო დღეს -როდის დაიწყე მოწევა? მამამ იცის? მიგაწვავს ტუჩებზე ხო იცი -შენ ეტყვი? -იცი ჩამშვები რომ არ ვარ და გინდა გამოიყენო? რატო ეწევი ...როდის დაიწყე . რა სადარდებელი გქონდა ასეთი თუ კაი ტიპობ -რა კაი ვტიპობ...პროსტა ვეწევი ! ათასში ერთხელ შენ თავს ვფიცავარ ! - ისევ მკოცნის ამჯერად ლოყაზე და მერე ფანჯრიდან იყურება- ის ტიპი გიცნობს? -ვინ ტიპი... -ჩვენს წინ ვინ არის ... დილით გამოვიდა და რომ დამინახა ისეთი სახე ჰქონდა აშკარად არ ელოდა აქ კაცის ნახვას! -გენიოსობის პიკზე ხარ... ვიცნობ ოღონდ სახელი არ ვიცი -სქელი ფარდები უნდა იყიდო... აქედნა ყველაფერი ჩანს- მშვიდად მეუბნება. ფანჯრის რაფიდან ჩამოდის, და მაისურს იცვამს.- რამე მაჭამე გთხოვ... და წავედი ! -გამიყვანს უნიში? -სწრაფად თუ მაჭმევ კი -მუცლის მონავ - ვეჭყანები და სააბზანოში შევდივარ.თავად ბრძანდებოდა აშკარად უკვე რადგან მთელი იატაკი სველია- ცხოველოოო იატაკის ჩვარი არ იყო აქ რო მოგეწმინდა ეს? -დამავიწყდა... -მობილური აქვს ყურზე მიდებული სადღაც რეკავს-გიგლუშ მე ვარ... ცოტა დამაგვიანდება და უთხარით რა მაკას მოვა და დაწერს-თქო ...კაი ძმა ხარ ! არა რა პრობლემა ჩემ დასთან ვარ და ...კაი . საუზმეს სწრაფად ვუმზადებ. მიირთმევს და ამ დროის განმავლობაში მე მოწესრიგებას ვახერხებ. მერე სახლს ერთად ვტოვებთ . მანქანაში ვსკუპდები და ისიც ნელა ტოვებს ეზოს. წინ რომ ჩაგვიქროლა ჩემი „მეზობლის“ შავმა რაშმა შეიკურთხა -მიქელასთან მიდის თუ სად ეჩქარება ნეტავ ასე ... -უიმე ღმერთმა დაიფაროს.გვეჩქარება ისე ჩვენც. -მივდივარ! ის ემე უფრო ვიგვიანებ! ხო მართლა ფული გაქვს ? -მაქვს! -საკმარისად? მამამ გამომატანა და თუ აღარ გაქვს დაგიტოვებ რომ ვერ ჩამოვიდეთ ან შენ ვერ წამოხვიდე ... ბარათს გაგიკეთებთ მერე -ჩემი მზრუნველი ბიჭიიი ვინ არისოოო ვინოოოო -ნერვებს ნუ მიშლი მარო !- წარბებს კრავს და მანქანას უნივერსიტეტის შესასვლელტან აჩერებს. მერე ჩემკენ იხრება და მეხვევა- ჭკვიანად... ხვალ ხო წამოხვალ სახლში -არ ვიციიი ... ნელა იარე. რომ ჩახვალ მომწერე კაი? -კარგი ხო... - ბუზღუნებს და მერე თვალს მიკრავს ღიმილით- გკოცნი -მეც...გორილა - ბოლოს მაინც ვშხამავ და ის ისაა უნდა გადავიდე თამუნა რომ ჩნდება ჰორიზონტზე და მოქრის ჩემი ძმის მიმართულებით. ისიც გადადის და ეხვევიან ერთმანეთს -სანდრიკოოო ბიჭოო აქ რა გინდა შენოოო.... ვინ ყოფილაოოო აქაოო ვინაოოო ვის მოენატრა უფროსი დაიკოოო ვისოოო- თმას უჩეჩავს და იცინის -მე კარგად შენ? -აუუ ნუ ხარ ბუზღუ ბიჭო... მე არ მოგენატრე ? -უუჰ საოცრად...ვაპირებდი შენს აივანთან მოსვლას ,მაგრამ შენი დაც ხო იქ და გადავიფიქრე -დამპალო ბავშვო შენ - ეკრიჭება სევ თამუნა -კაი წავედი ახლა დაგვაგვიანდება ლექციაზე. მანქანა კარგად რომ გაჩერდება მერე ჩამოდი ხო იცი სანდრო თვალებს ატრიალებს ,მაქნანაში ჯდება და მიდის. ჩვენ კი ეზოში შევდივართ და მშვიდად მივუყვებით გზას შენობისკენ. სანამ წინ არ მეღობება „მეზობელი“ -გამარჯობა მარიამ?!- ელამი თუ იყო არ ვიცოდი,მე მესალმება და თამუნას რატომ უყურებს რომელიც მობილურში იქექება? -როგორ ხარ? -კარგად... გუშინდელისთვის მადლობა ალბათ იმათთან პრობლემა შემექმნებოდა -გახსნებადაც არ ღირს...-მიყურებს თვალს მიკრავს და იღიმის . თამუნამ რომ შეხედა მაშინ რატომ გამომხედა მაინცადამაინც?- ჩათვალე აღარ არსებობენ ისინი შენს სიახლოვეს...- უკან იხევს და მიდის. თამუნა კი ისევ დგას და უყურებს -არ მოდიხარ? -ეს ვინ იყო? როდის მერე იცნობ შენ სიმპატიურებს და მე არა? ჯერ ის ვიღაც ხელში რომ დააჭერინე თავისი კვერც*ები და ახლა ეს ! ქალაქმა შეგცვალა მარიამ იზიდავ ხალხს-ისევ მიმავალს უყურებს და ბლუყუნებს-ვინააო რა მითხარი?ეს მოძრაობა როგორ ისწავლა/ სიარულის კურსები არსებობს რამე? ღმერთო როგორ მიაბიჯებს ზევსის ერთ-ერთი შვილია ხო? უნივერსიტეტია თუ რომელიმე საბერძნეთის პოლისი ... -რა გწირს გოგო ... ჩემი მეზობელია აი ის -იის? ხო ვიცოდი რა ხო ვიცოდი სიმპათური იქნება თქო ! მოსწონხარ? გაიგე საიდან გიცნობდა? აქ სწავლობს ანუ? თმაზე რომ გადაისვა ხელი როგორი საყვარელი იყო იმ დროს შეამჩნიე? -ვერა... ვერ შევამჩნიე. არც ის ვიცი საიდან მიცნობს. არც მოვწონვარ და მგონი დროა ლექციაზე შეხვიდე ! -ეს მანქანა მისია? -როგორც ვიცი ხო...რა არის? -აა არაფერი უბრალოდ მეცნობა საიდანღაც. ვერ ვიხსენებ ახლა! წავედი თორე დავაგვიანებ მართლა ..-ლოყაზე მკოცნის და გარბის . პირველად მქონდა სემინარი ბიოლოგიაში და ქიმიაში. ორივეს ჩავაბარე მასალა და საკმაოდ მაღალი ქულებიც დამიწერეს. გახარებული გამოვედი ქიმიის ლაბორატორიიდან და რომ გავიაზრე ანატომიაზე შევდიოდი ისევ გული სადღაც ჩავარდა,მგონი პირველი სართულის იატაკი ჩატეხა და სადღაც მიწაში ჩაიმალა. ისე მივიზლაზნებოდი ყველა შევიდ აჩემ გარდა და წინ დაჯდომა მომიხდა ისევ. როგორც კი შემოვიდა მაშინვე ჩანთიდან ლეპტოპი ამოიღო მონიტორს შეუერთა და დაიწყო პირველი ლექციაც. ისე მაინტერესებდა როგორ ახსნიდა თითქოს რამე სასიამოვნოზე ისაუბრებდა არადა საყრდენ -მამოძრავებელ სისტემას იწყებდა. არაფერი უთქვამს , უბრალოდ მოგვესალმა ერთი სიტყვით და დაიწყო. ისე საუბრობდა ამჯერად ერთი სიტყვა არ გამომიტოვებია. ფოტოებზე ყველაფერს გვაჩვენებდა და ნახევარი დავიმახსოვრე სად რა იყო. ისე დავეყრდენი მკერდით მერხს ლამის გავწექი ზედ, მაგრამ რა მექნა ისე მოვდუნდი გაჯგიმული ვერ დავჯდებოდი. ამტკივდა წელი ,ხერხემალიდ ა ეს როგორ არ დაიღალა. ამდენი ხანია საუბრობს , ყველა ჩუმადაა . ზოგი არც უსმენს, უბრალოდ მობილურში იყურება. მერე ჯოხის ხმა მესმის რომელსაც საჩვენებლის ფუნქცია ჰქონდა და უცებ ვხტები. -ვისაც მოსმენა არ გსურთ მობილურების მოხმარება ნებისმიერ ადგილას შესაძლებელია...-ისეთი ხმა აქვს რომ არ დაემორჩილო უბრალოდ შეუძლებელია. სხვა არაფერს ამბობს არ კონკრეტულად რომელიმეზე საუბრობს. მერე წარბს ოდნავ სწევს ისიც წამით. თავს გვერდით ხრის და ვიღაცას უყურებს ესეც წამიერად -ოცნებებში ფარფატიც ყველა ტერიტორიაზეა შესაძლებელი ქალბატონებო - ჰმ ,აშკარად ვიღაც აშტერდებოდა. ჯანდაბა მე რომ ვიჯექი წინა ლექციაზე გათიშული რა თქმა უნდა შეამჩნია. ღმერთო რა სირცხვილია, რას იფიქრებდა ! რაც იყო იმას ! ...მშვიდად ბრუნდება მონიტორისკენ ნახევარი სხეულით და აგრძელებს ახსნას . მენჯის ძვალს ხსნის და ორ ფოტოს გვაჩვენებს შემდეგ ქალისა და მამაკაცის მენჯის განსხვავებებზე საუბრობს , თან მაჯაზე მორგებული საათისკენ აპარებს მზერას , როგორი თითები აქვს, წამით მზერა მიშტერდება და ისეთი შეგრძნება მაქვს რომ უნდა შემეხოს. გავგიჟდი მგონი! ნამდვილად შევიშალე ! მაგრამ მაინც რა სასიამოვნო იქნება ამ საოცარი თითების შეხება ...სანამ წარმოსავაში გამხდის და მერე იმაზე ვიფიქრებ მისი ტუჩების შეხება რა გასაგიჟებელი იქნება და აქვე დავიწყებ კვნესას ისევ ძვლებზე ვიფიქრო სჯობს. ზუსტად დროულად ასრულებს საუბარს და ბრუნდება ჩვენკენ -ორშაბათს პირველი სემინარი გვაქვს ... ყველაფერ ამას ჩამაბარებთ რაზეც ვისაუბრე!-გვიცხადებს. ლეპტოპს ხურავს ჩანთაში დებს და ისევ ისე ქრება აუდიტორიიდან რომ მე აზრე ვერ მოვდივარ. ხომ შეიძლება სადმე შემხვდეს მაინც. იმდენი ვინმე მეჩეხება გზაში და ის არსადააა . კუსელებთან ერთად მივდივარ დერეფანში . ბავშვები აჟიტირებულები არიან.ყველას მოეწონა ლექცია აშკარად,იმათ გარდა ვინც არ უსმენდა -ისეთი მუხტი აქვს საუბარს ვერ ვბედავ ლექციაზე. ნეტავ რას გააკეთებს ამ შემთხვევაში! მეეჭვება სხვებივით გაძევებით დაგვემუქროს და წიკვინი დაიწყოს. ნეტავ საერთოდ გამოდის მდგომარეობად? ისეთი დინჯია...რა მაგრად ხსნიდა დააკვირდი? -მოგვაყოლებს თუ როგორ გამოიკითხავს ნეტავ -არ ვიცი... თქვა რომ ზოგჯერ მოვყვებოდით, ზოგჯერ კითხვებს დაგვისვამდა ან დაგვაწერინებდა. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ...შენ რას იტყვი მარიკო? -მეეჭვება ისე მარტივად გამოვიეთ როგორც ბიოლოგიის და ქიმიის შემთხვევაში. ალბათ მაღალ ხარისხს მოითხოვს...ისე კარგად ახსნა რომ შესაბამისად გამოიკითხავს -ზუსტად ეგრე ვფიქრობ მეც- გრიგოლი გვერთვება საუბარში და თვალს მიკრავს- აბაა რომელი ჩამოდნით ჩვენი ლექტორის დანახვისას? დაგეწყოთ ტემპერატურის მატება ბოქვენის ძვალს რომ ხსნიდა? -ისე საუბრობ ვფიქრობ თავად მოიხიბლე - თვალს ვუკრავ და უცებ კრავს წარბებს -ერთს გვეტყვის უცებ და გვაჩუმებს! რა ქცევაა მარიამ? მისალმებაც კი არ დამიმთავრებია ჯერ მაცადე რას გეუბნები -აუ გრიგოლიკოოოოო გეყოფა ბურდღუნი...ყველას მოგვწონს ,მაგრამ გამოცდას ეგ ჩვენ არ ჩაგვიბარებნებს ...დიდი დიდი იმ სამიდან რომელიმემ შეაბას და ისიც საეჭვოა ქულებს დაწერს თუ არა! ძალიან მეეჭვება ტყუილად დაგვიწეროს წულები ... -ოხ ოხ რა დღეში ხართ გოგონებოოო იქნებ გეცადათ რა იცი რა ხდება -მე შეყვარებული მყავს და როგორი სიმპათიურიც არ უდნა იყოს არ შემიძლია- თაკომ განაცხადა და გრიგოლმა ამჯერად თეკლას გადახედა -ჩემი სტილი არ არის... ზედმეტად სერიოზულია! -შენ არაფერს იტყვი?- მე მიყურებს წარბების თამაშით -იმის თქმა საჭიროა რომ ქულის გამო არავის დაკერვას შევეცდები? ისედაც მეეჭვება შესაძლებელი იყოს ვინმესთვის ამათგან - წინ მიმავალ გოგონებს გადავხედე და მშვიდად განვაგრძე გზა-რატომ მაქვს ეჭვი რომ ინფორმაციას გვტყუებ გრიგოლ? -აუ რა გაატ** ამ გრიგოლით გიგიიი ვარ მე გიგი -კარგი გიგიკო დამშვიდდი - თეკლა ეფერება დემონსტრაციულად და ისიც ინაბება -შეყვარებულს რა ჰქვია თეკლუნა? -უიმე უიმე ცანცარა ასე სიცილ კისკისში მივაღწიეთ მომდევნო აუდიტორიამდე ,თუმცა მაინც ვერ მოვისვენე. ლექციებს ვერასდროს ვუსმენ ბოლომდე, ყურადღება მეფანტება ნახევარი საათის შემდეგ,რაღაც დაზეპირებული სიტყვებით მეტყველებენ,მოვალეობის მოხდის მიზნით საუბრობენ და სხვა არაფერი ! დაქანცული მივაბიჯებდი ეზოში კურსელებთან ერთად . გიორგი რაღაცაზე საუბრობდა, გიგიც აჰყვა და ბოლოს სიცილი ვერ შევიკავე და ისე ავკისკისდდი ბავშვები გავაგიჟე . -ღმერთო მაღალოოო ეს იცინის ? ჰააა აღიარეთ ახლა რო საოცრება ვარ ამის სერიოზულ იმიჯს ხომ მოვუღე ბოლო და გავატანე წყალს...მასე შე ქალო რა იყო გაგვიცინე ხანდახან.მართალია სინაზეს კარგავ მაგრამ - აჭიკჭიკდა იმ წმასვე და მომხვია ხელი.ვერ ვიტან მხარზე რომ მეკიდებიან და მიხუტებენ ისეთი შეგრძნება მიჩნდება რო შუბლზე უნდა მაკოცოს მპა მპა მპა იძახოს და იმ წამსვე მეცინება. - გამექცა- როგორც კი ხელი მოვიშორე და სევბრუნდი მაშინვე დაიმანჭა- ჩემზ ეუკეთესის ჩახუტება არ გეხირსოს შენ - ქაქანებს მე კი უკანსვლით მივდივარ მერ ეუცებ ვბრუნდებიდ ა ისევ ვიღაცას ვეჯახები . ვფიქრობა ხლა ეს კიდევ ირაკლი თუ არის აქვე მოვკვდები-თქო . მუცელზე მხვევს ხელებს ეს ვიღაც და ყურში ჩამყვირის -მარიამოოო გოგოოოოო თვალები კი ვიცოიდ უკანაც რომ გქონდა მაგრამ ასე სიარული როგორ შეიძლება? ვინმეს რომ დაასკდე ზემოდან მერე სად მიდიხარ- ეს რა ჩემი ხისთავიანი კლასელი ანრია? არ არსებობს . უცებ ვბრუნდები ჩემ გაოგნებულ კურსელებს ვივიწყებ და ყელზე ვეხვევი ბიჭს მის გევრდით მდგომ მეორე კლასელს რომ ვხედავ ვკივი უკვე ოღონდ ჩუმად -ვაიმეე არ არსებობს ...როგორ გამიხარდა თქვენი დანახვა. რამდენი ხანია დავბოდიალებ აქ და ვერ შეგხვდით მოკლედ. მომენატრეეთ -ჩვენც-ერთად მეუბნებიან და იკრიჭებიან -ტქვენ ერთად ხართ თუ რა მაფიაა?- წარბებს ვათმაშებ და ლოყას ვუწელავ ანრიკოს . ტატო წითლდება წამსვე და პასუხი აღარც მჭირდება-ქორწილს როდის გეგმავთ? მოამზადა სენმა დედიკომ რძლის დასანიშნად ოქრო?- ვხითხითებ და ანრიც მიბრიალებს თვალებს -ჯერ შენ გაგათხოვებ და მერე მოვიყვან - ენას მიყოფს პატარა ბავშვივით და თმას მირევს-ისევ არ გაქვს გოგო თმა? რა არი რა ორი ღერია სულ -შეეშვი ჩემს თმას...აუუუ როგორ გამახარეეთ. ლექციები გაქვთ? -არაა... გვცალია ორივეს. წამო სადმე დავსხდეთ ვილაპარაკოთ . მე დაგპატიჟებ - მეკრიჭება ბიჭი -რაც მე ოცთეთრიანები მაქვს შენთვის მოცემული ერთხელ კი უნდა დამპატიჟო სადმე- ხელზე ვჩქმეტ და წამსვე მიბღვერს -გოგოოო... სად წავიდეთ? მე მაგრად მშია და სადმე სახინკლეში რომ დავჯდეთ არ გინდა? ვიცი შენ არაამქვეყნიურო არსებავ ხინკალს რომ არ ჭამ მაგრამ ხაჭაპურს ხო გაიქანებ ყბისკენ - უცებ აყოლებს ხელს მხვევს, მერე ტატას თითებს ეხება ნაზად და ორივე მივყავართ-შეგიკრიბო მთელი კლასი გინდა? -დაურეკავს ახლა თორნიკეს... გოგას, გიორგის და დაიწყებენ როხროხს -არ გინდა გოგო?! ვეტყვი მე იმათ და მოგკლავენ ჯუჯღუნით ჩავსხედით ბატონის მანქანაში, ახლაი შენაძენი მივულოცე თან და სულ გაღიმებული მივედი სახინკლემდე. მერე კარში შეგვატარა. მაგიდასთან დავსხედით შეკვეთა მსიცა და სამი ულაყიც შემოვარდა . მომეხვივნენ და ხან რომელი მკოცნიდა ხან რომელი. ყველას ყურადღება მიიქციეს ველურებმა. მომენატრა ყველა რა მექნა ვერ ვერევი სენტიმენტებს. ხაჭაპურიც გავუქანე ყბისკენ ბოლოს, მწვადიც, ქაბაბიც და იმდენი ახალი ამბავიც რომ ემოციურად დახუნძლული დავრჩი. მეათასეჯერ მკოცნიდა თავზე თორნიკე მობილური რომ ამრერდა, დედაჩემი იყო. სწრაფად ავდექი და გარეთ გასასვლელად სევბრუნდი მოშორებით მაგიდასთან მსხდომები რომ დავინახე. დროზ ერომ არ მეპასუხებინა დედაჩემი მოკვდებოდა ამიტომ დაკვირვების დრო არ მქონდა. სწრაფად დავტოვე შენობა -გისმენ დე -სად ხარ ამდენ ხანს? სახლში მიხვედი უკვე? -რომ იცოდე ვინ შემხვდა ანრი და ტატო... მერე სახინკლესი დამპატიჟა ბიჭები მოვიდნენ ჩვენი თოკო, გიო და გოგა . -მაგათთან ხარ? მომიკითხე... ძაან გვიანაც ნუ წახვალ სახლში რა. ან არ დათვრნენ ეგენი და ჩხუბია რ დაიწყონ ვაიმე მარიამ ჭკვიანად იყავი რა -აუუ დედააა გეყოფა ! არ იცი რა ტიპები არიან? გოგონები როცა ვართ ახლოს არასდროს ჩხუბობენ ესენი ... მანქანითაა თან ანრი და არ სვამს . სახლში მიმიყვანს ასე რომ მშვიდად იყაი ეკუნა. გკოცნიი -მეც გკოცნი..სახლში რომ მიხვალ დამირეკე. მანამდე ორმ დაგირეკო მიპასუხე იცოდე ! მობილურს ხელში ვათამაშებ და შენობაში შესული ვაკვირდები მაგიდასთან მსხდომ ბიჭებს. რომელთა შორის თამარას დის შეყვარებულს, ჩემს „მეზობელს“ და კიდევ რამდენიმე ნაცნობ სახეს ვამჩნევ. მათი სახელები არ ვიცი უბრალოდ ჩემი კურსელები არიან ორნი და ერთი უბრალოდ დამინახავს უნივერსიტეტში . მაგიდასთან დაბრუნების შემდეგ მალე გავდივართ იქედან. ბიჭები ტაქსით წაბრძანდნენ ანრიმ მე გოგონები უნდა გავიყვანო თქვენი ნერვების სად მაქვსო და მოიშორა. ისე მოხდა რომ მარტო ვიდექი შენობის წინ და ველოდი როდის გამოიყვანდა მანქანას სადგომიდან ანრი. მანქანა რომ გაჩერდა ჩემს ფეხებთან და აშკარად არ იყო ანრის ვერცხლისფერი მერსედესი ,ფანჯრიდანაც „მეზობელი’ მიღიმოდა -სად მიდიხართ ქალბატონო მარიამ? შემიძლია გაგიყვანოთ -არა გმადლობ...მომაკითხავენ -დარწმუნებული ხარ? -სრულებით... აი მოვიდა უკვე - უკან მდგომ მანქანაზე ვანიშნებ და სწრაფად მივდივარ იქეთ. -მოკლედ ლამის ამახიეს შენი თავი...ვინ იყო?-ჩაჯდომისთანავე მახლის ანრი -ნაცნობია... გაგიყვანო ,მაგრამ ხომ იცი მხოლოდ კარგ ნაცნობებს ვაწუხებ -ჰო აბა რა ... აბა გავქუსლოთ.ბინა არ შეგიცვლია ხო? ვიცი სადაცა-უცებ მიაყარა და პირველად მე მიმიყვანა სახლში. დავემშვიდობე ორივეს და კორპუსისკენ დავიძარი. იქვე შეკრებილ ბიჭები რომ სევნისნე მეგონა ისევ რამეს იტყოდნენ, მაგრამ თითქოს არც გამივლია. სიტყვაც არ უთქვამთ . თამარას დავურეკე მოვუყევი ამბები და მანაც ერთიანად ამოაფრქვია ყველაფერი. ბოლოს გაგიჟდა ხომ ვთქვი საიდანღაც მეცნობაო .. ჩემ კორპუსთან მყავს მისი მანქანა დანახული და იმ დაბურულ მინებში რას გავიგებდი ვინ იყოო . სალომეს შეყვარებული მოჰყავდა ალბათო დაასკვნა და მერე თავის დას დაემუქრა ასეთი ძმაკაცი თუ ჰყავდა იმის გამოწკიპულ ბიჭს ვერ გამაცნოო? ძილის წინ დედიკოს ველაპარაკე,მამიკოსაც და ბოლოს ისე ჩამთვლიმა ვერც კი გავიგე. შაბათს სახლში წავედი, ისე მიხაროდა მშობლიურ გარემოსთან მიახლოება სანამ ცავედი მარშუტიდან სალტოები აკეთა ჩემმა მეორე მემ. ჭიშკარი რომ გავაღე და შევედი დედიკო მაშნვე გამოვიდა და ჩემკენ წამოვიდა. ძალიან მაგრად მოვევხიე მერე მამიკო მოვიკითხე ,მაგრამ როგორც ყოველთვის სახლში არ იყო. ჩემი გორილა ძმა მასწავლებელთან იყო წაბრძანებული და გვიან მოვიდოდა. მარტო ყოფნა მაინც არ გამოვიდა მეზობლები მოვიდნენ და მათთან ერთად ვსაუბრობდი. გამომკითხეს ამბები და ძირითადად ის აინტერესებდათ ვინმე „პაკლონიკი“ თუ გამომიჩნდა. რაზეც სიცილი ვერ შევიკავე. ყველაფერი იმდენად მქონდა მონატრებული აღარც კი მინდოდა წასვლა. ჩემი ბატონი ძმა რომ მობრძანდა პირველი რაც თქვა იყო“მშია“ მეორე მოსალმება და მესამე უკვე მე ვიყავი გავახსენდი ბატონს და ზერელედ მაკოცა თავზე. არა სხვისი თანდასწრებიტაც რომ გამოიჩინოს გრძNობა ღმერთი გაუწყრება, ორაგუტანგი . რამხელაა..მალე აღარც შემოეტევა სახლში . ისე ამიარა გვერდი და წავიდა მეორე სართულზე სამეცადინოდ მეგონა არც ვარსებობდი. ეს ნამდვილად ჩემი ძმა იყო? ასეთი ბეჯითი? უნდა გადავამოწმო ერთი რას მეცადინეობს ასეთს . კიბე ჩუმად ავიარე სახლში შევიპარე და მის ოთახში შევიჭყიტე ვიღაცას სკაიპით ელაპარაკებოდა ...ჯერ ვიფიქრე რამე საოცრებას სანამ ჩაიდენს ჩემი 17 წლის ძამიკო გავეცლებითქო ,მაგრამ მერე მივხვდი რომ საქმესთან დაკავშირებით ესაუბრებოდა იმ გოგოს .დავალებები ჩააწერინა , კიდე რაღაც მოუყვა და მერე დაემშვიდობა. ისე უცებ შეიცვალა მშვიდი ტონი და იღრიალა ხალიჩას წამოვდე ფეხი და ავყირავდი -მარიაააამ რა უფლებით დგახარ ჩემს საძინებელთან და მისმენ? -თავზე მადგას და მგონია რომ მომკლავს- მარიამ მიპასუხე - დავიღუპე ,მარიამს რომ მეძახის და არა მაროს ძალიან ბრაზობს. რა დავაშავე ასეთი ხომ ვაპირებდი წასვლას ... -მე ...მე კი მაგრამ კარგი რა პრიმატო მოვედი საუბრობდი ვიფიქრე წავალთქო მერე რომ მივხვდი ისეთს არაფერს ეუბნებოდი გადვაწყვიტე შემოვსულიყავი ამის გამო უნდა მომკლა? რანაირი ძმა ხარ შენ - სადააცაა ტირილს დავიწყებ. იატაკს ისევ ვერ ვშორდები უარესად გაბრტყელდა ჩემი საწყალი უკანალი, ხერხემალი დამემსხვრა კისრის შვიდი მალა, გულმკერდის 12 ერთმანეთშია არეული . -გაჩუმდი...- ხელში ავყავარ ბუმბულივით და თავის საწოლზე მაწვენს - რომ გარბოდი სად გარბოდი... გტკივა რამე? -ყველაფერი... -ვკრუტუნებ და აცრემლიანებული თვალებით ვუყურებ -სულელი ხარ შენ - მამშვიდებს და გვერდით მიჯდება მერე მეხუტება და თავზე მკოცნის-გაბრაზებული ვარ უბრალოდ! შენთვის არ უნდა მეყვირა...ბოდიში -ბურტყუნებს და მეც ვიტრუნები . -რატომ ხარ ცუდ ხასიათზე? რამე პრობლემა გაქვს? - უცებ ვჯდები ვკრუსუნებ და ძვლების ტკაცუნს ყურადღებას არ ვაქცევ - სანდრო ხომ იცი რომ შეგიძლია ჩემთან დალაპარაკება -როდის მიდიხარ- წვება და თავს მხარზე მადებს . მართლა ცუდადაა მგონი, რა სჭირს ჩემ ბიჭს ! -კვირა საღამოს ... სწავლასთან დაკავშირებით გაქვს პრობლემა თუ ვინმესთან -არაფერია ..დაიკიდე- ხელისგულზე მკოცნის და თვალებს ხუჭავს- მაგრად მეძინება არადა სამეცადინო მაქვს. დამბრიდავს მანანა ხვალ ჰაგიოგრაფია რო არ ჩავაბარო . -ხო იცი ყველა ... -კი მარა დეტალები აღარ მახსოვს და ტესტებზე მჭირდება ...ანალიზიც მაქვს დასაწერი მოკლედ რა . შენ რას შვები გიჭის ძალიან მეცადინეობა თუ ისე რა -არ ვიცი ჯერ მარტივებია... -ანატომია ჩააბარე ჯერ? დედა ამბობდა არ იცის ლეტორი როგორიაო -არ ვყოფილვარ ჯერ ... ახსნა და ორშაბათს უნდა ჩავაბაროთ -ეს ოხვრა რა იყო ! ქალია ვაფშე თუ კაცი -ბიჭი ... -ბიჭი? - თავს სწევს მაშინვე და მიყურებს- ანატომიის ლეტორი ბიჭია? რამდენი წლისაა -რა ვიცი ალბათ 30 მდე ნუ ბიჭია რა... -30 ბებერია შენთის - ისე ამბობს ვითომ ხვალვე მთხოვდა ცოლობას. დადო დასკვნა ბიჭმა-კაი ტიპია? -გარეგნულად თუ ისე -გარეგნობა რაში მაინტერესებს ! -კი ...კარგად ხსნის და მკაცრი კი ჩანს ,მაგრამ სამართლიანიც იქნება ისეთი მზერა აქ -მაროოო ... ხო არ გევასა ლექტორი? -აუ ნუ ხვანცალებ რა ან გაჩერდი ან კიდევ მომშორდი საერთოდ. წავეიდ მე ქვემოთ იმეცადინე შენ - უცებ ვხტები საწოლიდან და გავრბივარ. სწორედ ამ დროს მოდის მამიკოც. ჭიშკარს ვაღებ და სანამ მანქანას აყენებს ვხურავ. შემდეგ მისკენ მივდივარ და მაგრად ვეხვევი... -ჩემი გოგოო ...როგორ მომენატრე -მეც მომენატრე მააა ოჯახთან ერთად გატარებული შაბათ-კვირის შემდეგ ორშაბათს უნივერსიტეტში აღმოვჩნდი. ყველაფერი კარგად მქონდა ნამეცადინები,მაგრამ მაინც ვღელავდი. პირველად ჩვენ გვქონდა ანატომიის სემინარი და ისე შეეწყვნენ ბავშვები თითქოს გილიოტინაზე ავდიოდით. მე ამჯერად მეორე რიადში დავჯექი და ისევ გადავავლე თვალი მასალას. ვლოცულობდი ისევ „გამოშტერება“ არ დამწყებოდა ლექტორის დანახვისას .ნერვიულობისგან ყელი გამიშრა, ტუჩებიც და საერთოდ სიტყვის თქმას როგორ მოვახერხებ არ ვიცი. როგორც ყოველთვის ზუსტად დროულად შემოვიდა, ზარის ხმას შემოჰყვა. თავის მაგიდასთან დადგა და წამსვე გავითიშე.შავი ფერი იმდენად უხდება შეიძლება გული გამიჩერდეს. თვალები უფრო მუქი უჩანს . სიას კითხულობს და ძლივს ვამბობს“ვარ“ -კარგია ყველანი რადგან ხართ... პირდაპირ გამოკითხვაზე გადავალ! - კალამს დებს და დგება. თვალს ავლებს ბავშვებს და ისე უცებ გადმოაქვს ჩემზე მზერა თითქოს ზუსტად იცოდა სადაც ვიყავი - მარიამი დაიწყებს - ბავშვების ღრმა ამოსუნთქვა და სიბრალულით სავსე მზერა აშკარად ვიგრძენი. თითები ავამოძრავე შეუმჩნევლად, დაბუჟებულ კიდურებში სისხლს მოძრაობა რომ დაეწყო. წამოვდექი და მაშინვე მაჯახა წინ გამოდიო .მაგიდაზე ძვლების მთელი „კრებული“ ეწყო . ვცდილობ არ შევხედო. მაგიდასთან ვდგები მის გვერდით, ის უკან იხევს კედელს ეყრდნობა ოდნავ და ხელებით მანიშნებს დაიწყეო . ტუჩებს ენისწვერით ვისველებ და ვიწყებ. კიდევ კარგი ჩემი მეტყველების უნარი იმდენად განვითარებულია ყველა გარემოფაქტორს უგუნებელყოფს და მაინც იმარჯვებს. თავიდან კი ჩავარდნილი ხმით დავიწყე , ვბლუკუნებდი თითქმის,მაგრამ მერე თვალები დავხუჭე გონება დავძაბე და სწრაფი ტემპით, საშუალო ტემბრით განვაგრძე მოყოლა. როცა ზოგად შესავალს მოვრჩი პირველი ძვლისკენ წავიღე ხელი რომელიც წიგნში იყო ახსნილი ის იყო უნდა შევხებოდი ლავიწის ძვალს ,რომ გამაჩერა -მხრის ძვლით დაიწყე ... მარჯვენა აიღე და თან აგვიხსენი რატომაა მარჯვენა - ჯანდაბა! ყველაზე რთულს და ჩახლაფორთებულს რატომ მიადგა? იმდენი ძვალი იყო. მისი სიტყვები მახსენდება ლექციაზე რომ თქვა და ორ მხრის ძვალს ვაკვირდები. მათ შორის მარჯვენას ვიღებ და კარგად ვაკვირდები -გელოდებით მარიამ... თუ არ შეგიძლია -ისე ამეშალა ნერვები მინდოდა ეს ძვალი თავში მერტყა სულ. მაშინვე გავხედე ,ოდნავ შევბრუნდი და ისე დავიწყე თითქოს მას ვუხსნიდი- მხრის ძვალი „humer” გრძელ ლულოვან ძვლებს მიეკუთნება,მასზე განარჩევენ : სხეულს ანუ დიაფიზს, ორ ბოლოს პროქსიმალურ და დისტალურ ეპიფიზს. ზედა ეპიფიზი ქმნის სფერული ფორმის დაბოლოებას რომელსაც მხრის თავი“caput humeri” ეწოდება - საუბრის თანხლებით მზერას არ ვაშორებდი, ავტოატურად აღნიშნულ ნაწილძებს ძვალზე ვაჩვენებდი თითების მარტივი მოძრაობით და კისევ ვაგრზელებდი ისევ რომ არ გავეჩერებინე. ადგილიდან დაიძრა და ისე უცებ მომიახლოვდა მგონი ელმავალზე დგას . მაგიდისკენ ისე დაიხარა წამით მეგონა მეხვეოდა, ისე უცებ ვიგრძენი მისი სურნელი ,მოტკბო და ჰაეროვანი ისევ გამიქრა აზროვნების უნარი. გულისცემა საგრძნობლად გამიხშირდა. მაგიდიდან ძვალი აიღო და ხელსი ჩაბღუჯული მხრის ძვალი ამართვა და მენჯის ძვალი მომაწოდა -რა არის, რომელია და რა ნაწილებისგან შედგება ...დაზუთხული სიტყვები არ მჭირდება,მხოლოდ კითხვაზე მიპასუხე !- დაზუთხულიო? ანუ დაიზეპირეო? არა ნამდვილად გადავაყლაპებ ამ მენჯის ძვალს ან იქნებ თავისი ჩავულეწო ასე კარგად რომ ეტყობაამ მოწკეპულ შარვალში. -მენჯის ძვალია... მარცხენა -ლათინურად განგვანათლე მარიამ ! - უკვე ოთახის მეორე მხარეს მყოფი მეუბნება და გაყურსულ ბავშვებს ავლებს მზერას- ჩაეძინათ შენს კურსელებს...შეიბრალე ისინი მაინც- ეს რა მეუბნება რომ ნელა ვსაუბრობ? ეს ..ეს ცინიკოსი..როგორ მიყურებს...ისეთი სიჩქარით დავიწყე საუბარი ყველა სიტყვას გამოვკვეთდდი, რატომღაც ძვალი შევაბრუნე . ხელი დამეღალა და წამში გამაჩერა -ბოქვენის ძვალი მაგ მიმართულებით გაქვს ვითომ? -რა...მე უბრალოდ -ანატომია ზედმეტად ზუსტია ამ შემთხვევაში და წარმოდგნაც არ გვინდა სად გვექნებოდა სასქესო ორგანო ეგრე რომ იყოს თეძოს ძვალი ...ალბათ პირდაპირ ბარძაყის ძვალზე - ბავშვები სიცილს ვერ იკავებენ,თავად მხოლოდ ტუჩის კუთხეს ტეხავს და ისე მიყურებს თითქოს სამაგიეროს მიხდის. -ნებას მომცემთ განვაგრძო?!-მგონი ზედმეტად ხმამაღლა და მკვახედ მომივიდა ნათქვამი.წამში ყველა დაიძაბა ,ლექტორს მიაპყრეს მზერა . ის კი ისევ მაგიდისკენ დაიძრა. ძვალი ხელიდან გამომართვა მაგიდაზე დადო და ამჯერად მთლიანად მენჯი მომაწოდა -კიდევ ერთი შანსი...ზომების გარდა უბრალოდ შემადგენელი ნაწილები და განსხვავებები მითხარი... ქალისაა ეს მენჯი თუ კაცის -ისე უჭირავს ხელში რა გავიგო ნეტავ. ხელიდან გამოვართვი და სწორად დავიჭირე -კაცისაა და ორი მენჯის ძვლის , გავისა და კუდუსუნისგან შედგება. ზედა და ქვედა შესავალი აქვს.... - სწრაფად ჩამოვუთვალე განსხვავებები და თავად დავდე ძვალი მაგიდაზე -შეგიძლია დაჯდე ... -ქულა? რამე მაინც მითხარი ლუციფერ! ამდენი ვილაპარაკე ენაზე ტყავი გადამძვრა, ბოლი ამივიდა, ნერვები დამაწყდა , გული გამიჩერდა დამამცირე და შეფასებასაც არ მეუბნები? პირდაპირ მიაყოლა გრიგოლი განაგრძობსო და ყველამ გიგის მიაპყრო მზერა. რაღაც სწორად ვერ თქვა და მაშინვე გააჩერა . დაჯექიო უთხრა და სხვაზე გადავიდა. ყველას ორ ორი თემა ჰკითხა და მე რატომ მალაპარაკა ამდენ ხანს რით ვერ დაადგინა ვიცოდი თუ არა ! ყველას გამოკითხვა ვერ მოახერხა ,ზარი დაირეკა -გასვლამდე ქულებს გეტყვით... მარიამი 8, გრიგოლი 6 , თეკლა 6, ნინი 7 , გიორგი 7 , მაკა 9 იმედი მაქვს მეორე სემინარზე ნამდვილი ცოდნით მოვა ვინმე ! - ბოლოს დააყოლა და სკამზე მოკალათდდა . ჩვენ გამოვედით, ვაი ისეთ გამოსვლას, ცოფებს ვყრიდი. მეორე ჯგუფი შევიდა ჩვენ კი ჰისტოლოგიის სემინარი გვქონდა. ისე ცუდად ვიყავი ლაპარაკის სურვილიც აღარ მქონდა. დიდი სიამოვნებით შევვარდებოდი და მივახრჩობდი...რატომ ვერ წარმოვიდგენ როგორ ვახრჩობ. ის ხო კარგად წარმოვიდგინე როგორ ვკოცნიდი ყელზე. ნამდილი ცოდნით მივლენ თურმე ... ყალბი რა დაინახა ჩემს ცოდნაში ! მაკას ორი კითხვა დაუსვა ისიც იგივე რაც მე მოვუყევი უკვე და რა განსხვავება იპოვა ძალიან მაინტერესებს! მთელი დღე გაგიჟებული და ნირწამხდარი დავდიოდი. ძლივს ჩავაბარე ლექტორებს ნასწავლი მასალა და გასასვლელისკენ წავლასლასდი. საიდანღაც „მეზობელი“ გამოჩნდა -მარიამ...გამარჯობა ! სახლში თუ მოდიხარ წაგიყვან -გამარჯობა...თუ არ შეგაწუხებ- ისე ცუდად ვიყავი კიდე ავტობუსში ჭედვის თავი არ მქონდა. კარი გამიღო მაშინვე და მეც ჩავჯექი. ღვედი შევიკარი და სავარძელს მივეყრდენი -დაღლილი სახე გაქვს...რთული დღე იყო? -საკმაოდ! - წამით გავჩუმდი მერე გავხედე და დიდი ხნის გაჩენილი კითხვა დავუსვი- შენი სახელი არ ვიცი და იქნებ მითხრა -მიშო ... მიშო დაშნიანი ! -სვანი? -წარმოშობით მხოლოდ... -არ მეტყვი საიდან იცი ჩემი სახელი? -მეც აქ ვსწავლობ...მეექვსეზე ვარ ოღონდ უკვე ,მაგრამ ბევრი ნაცნობი მყავს რომელთაგან რამდენიმე საერთო გამოდგა ! -გასაგებია ... -ცუდი არაფერი იფიქრო...უბრალოდ ვერ ვიტან როცა ჩემს ირგვლივ ვინმე უცნობი ტრიალებს! ხომ ხვდები -ვხვდები -ოუუ შენ ნამდვილად რთული დღე გქონდა.. სულ არ იღიმი .ვინმემ გაგაბრაზა? იქნებ დახმარება შევძლო -არაფერია ნამდვილად...უბრალოდ დავიღალე ! -ჯერ სად ხარ - გაიცინა და თითები საჭეზე აათამაშა .მალე მივუახლოვდებოდით ჩვენს უბანს -ზოგჯერ მაგრად ვნანობდი სამედიცინოზე ჩაბარებას...ლამის საგნებიც შემეტენა ახლაც მიკვირს როგორ გამოვძვერი! მერე კლინიკაში რომ იქნება პრაქტიკები გაისწორდება ,საკაიფოა ძაან- თვალს მიკრავს ,მანქანას ჩემს კორპუსთან აჩერებს და მიღიმის -გავიქცე და შევეშვა თუ -უნდა იბრძოლო იასნა ... შენ ის გოგო ხარ ვინმემ ან რამემ რომ შეაშინოს? -მადლობ გამხსნევებისთვის ,მოყვანისთვის და პოზიტიური განწყობისთვის- ვუღიმი და მობილურიც ზუზუნებს.გადასვლამდე ვუპასუხე-გისმენ თამარა -აუუუ მარჩოოოო მარტო უნდა ვიყო დღეს სახლში ხომ იცი მეშინია და გამოვალ რა შენთან. არ ვყოფილვარ ნორმალურად ...მიმიღებ ცუნცულ? -პიჟამა წამოიღე ჩემსას არ მოგცემ- ვიცინი და კარგად ვხედავ როგორ მისმენს ცალი ყურით მიშო . შემდეგ აგრძელებს სვლას თავისი კორპუსისკენ . ისევ მშვიდად ავდივარ ბინაში და ველოდები ჩემს გიჟს. მერე მივხვდი რომ მაცივარში არაფერი მქონდა და სწრაფად ჩავირბინე მაღაზიაში. ტკბილეული ვიყიდე, თამარას საყვარელი“კულას“ მაყვლის კომპოტიც ავიღე , ჩემთვის შოკოლადები და ჩემი „ყავისტი“ დაქალისთვის ყავაც შევიძინე. ხილის სექციაში ვიყავი მიშო რომ შემოვიდა. ზუსტად ჩემკენ გამოიხედა,მერე სადღაც გავიდა და სალაროდან პარკებით ხელში რომ მოვბრუნდი შოკოლადის ტორტით ხელში წინ ამესვეტა -ეს შენი სტუმრისთვის წაიღე... უნდა მოეწონოს წესით - ისე უცებ მახლის და მაჩეჩებს ხელში გააზრებას ვერ ვასწრებ -მიშოოო... მიშოო ! ახლა გავეკიდო თუ რა გავაკეთო ,მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. დავაბრუნებ თქო ვიფიქრე,მაგრამ ისე შემომხედა გამყიდველმა ,წამსვე გავბრუნდი სახლისკენ. ყველაფერი დავაწყვე და დაველოდე თამარას, ხუთ წუთში მოვიდა. შემოქოთქოთდდა და ყველა კუთხე კუნჭული უჩემოდ დაათვალიერა, მერე სამზარეულოს მაგიდაზე ტორტი რომ დაინახა შეჰკივლა -ვაიმეე ჩემი საყავრელი ტორტიიი შიგნით მარწყვები აქ ხო? ვგიჟდები...რათ გინდოდა გოგო ამ სტუდენტ ბავშვს რომ დაიხარჯე ყავა და ქადაც მეყოფოდა -ლაპარაკობს და თან დანას ეძებს, პლასტმასის თავსახურს ხდის და ტორტის ნაჭერს ისე ჭრის თითქოს ხელები უნაკნალებს სანამ გასინჯავს. თეფშზეც არ გადაუღია ისე გაიქანა პირველი ლუკმა. მერე გადაიტანა თეფსზე დაჯდა და გატრუნული ჭამდა მანამ სანამ სიტყვის თქმა არ მოვახერხე -მე არ მიყიდია...ჩემმა მეზობელმა გამომატანა. თან დამაბარა შენი სტუმრისთვის წაიღეო -რაა? ვინ იმ...იმან? იქ როა?-ხელი ფანჯრისკენ გაიშვირა და აბლუყუნდა- მართლა ასე გითხრა? ჯანდაბაა ... როგორ ნერვებს მიშლის რა უნდა.ავადმყოფი ! გიჟი...შენთან რაღა უნდა- ისე დაახურა თავი ტორტს და დაავლო ხელი აზრზე ვერ მოვედი. მერე კარი გამოგლიჯა და ასე ნახევრად შიშველი მაისურის და შორტის ამარა გავარდა გარეთ. მეც უკან მივყვებოდი ,მაგრამ გავაცერე? ქუჩაში შეკრებილი ბიჭები ჩვენ გვიყურებდნენ, უცებ მათკენ დაიძრა მერე მივხვდი რომ იქ იდგა მიშო მხარში რომ ჩაავლო და შემოაბრუნა- დაშნიანო ! - ერთად გაიელვა მისმა ხმამ და ლამპიონების შუქზე კარგად დვაინახე როგორ შეეზილა შოკოლადის ტორტი , შიგნიდან კრემი, მარწყვი და ბისკვიტის ნარჩენები სახიდან პერანგზე ეცემოდა .ვიდექი გაშეშებული, ყველა ჩუმად იყო ქალბატონი კი იდგა ათამდე ბიჭის წინ, მუშტებსეკრული დაშნიშნიანი ჯერ ქანდაკებად იქცა,მერე ხელი ჩამოისვა სახეზე და რომ მეგონა მოკლავდა ჩემს საწყალ დაქალს, და გონებაში შავი კაბის ძებნა დავიწყე დაკრძალვისთვისთ . მხოლოდ ის დავინახე როგორ შემობრუნდა თამარა, მშვიდად ჩამკიდა ხელი და წამიყვანა ბინისკენ . მიშოს საერთოდ არაფერი უთქვამს, მხოლოდ სადარბაზოში შესულმა გავიგე მანქანის ხმა და მერე ბიჭების ჩოჩქოლი. ზოგი იცინოდა, ზოგი ლაპარაკობდა. ლიფტში რომ შევსულიყავით ხურდა არ გვქონდა და კიბეს მიადგა გიჟი . ლამის გული ამომივარდა მეცხრზე ასვლამდე. ის კი ისე იყო გაბრაზებული თითქოს თავად არ ჩაიდინა სიგიჟე -ბოლოს და ბოლოს მეტყვი რა იყო ის? რას ნიშნავდა შენი ქცევა...- ბოლოს დავუყვირე ქალბატონს და ინება გამოხედვა -ეგ შენი საყავრელი მეზობელი არის ნამდვილი ტირანი...პირდაპირი მნიშვნელობით! მაგის ღიმილმა არ დაგახვიოს შენ თავბრუ! სალომეს ველაპარაკე და ყველაფერი ვიცი მაგის შესახებ. მონსტრია ... შხამი, გველი კობრა დამპალი ...გარეწარი. ციხეშია მილიონჯერ ნამყოფი ხულიგნობისთვის გარჩევებისთვის, იარაღის უკანონო ხმარებისთვის. სამედიცინოზე რომ სწავლობს ეგ არც კი გაითვალისწინო , ნამდვილი რეციდივისტია. რა უნდა იმ იდიოტს მაგასთან მეც არ ვიცი... სალომემ მეგობრობენო , როგორც კი ვეტყვი რამეს მაშინვე მაჩუმებს საბაო და მეგობრის არჩევაში მე ხო არ დავეხმარებიო. -არც იცნობ და რაღაც ამბების გამო იქცევი ასე? ვიღაც რომ ცემა და საპატმროსი გადაიყვანეს მაგის გამოა მონსტრი? -შენ რა მოგწონს? ხომ ამბობდი არ მომწონსო...არა ისეთი სახე აქვს ანგელოზის იმიჯი როგორ არ მოგეწონებოდა ადამიანი ხარ შენც! გიღიმის და გევლება თან აბა რა იქნება. მე რომ მეტაკა და ველურივით მომექცა ისე ხომ არ გააკეთებს შენთანაც...ტორტი გამომიგზავნა ბიჭმა! დამპალი! ცხოველი...გარეწარი ჩემს დაქალს ეკურკურება და მეც არ მანებებს თავს ! ნეტავ ვიცოდე როდის გადამეკიდა ...ნეტავ ვიცოდე იმ დღეს გავაქრობდი ჩემი ცხოვრებიდან! - გაჰკიოდა,მერე ტიროდა და სულ გავგიჟდი - არ გაეკარო მარიამ ... ცუდი ,ძალიან ცუდია. პრობლემებს შეგიქმნის ვიცი -დამშვიდდი...რა დღეში ხარ ხვდები? პანიკაში ხარ თამუნა! ასეთი არასდროს მინახიხარ...ნუ გამაგიჟებ,რის გამო ტირი. მე რა პრობლემა უნდა შემიქმნას უბრალოდ ვესალმები. რა ვიცი ცუდად არ მოქცეულა ჩემთან და ...მასთან მეგობრობას მე არ ვაპირებ .მისალმებითაც არ მივესალმო? ასე როგორ შეგასინა რა მოგიყვეს ასეთი... ან რა მოქცევაზე მელაპარაკები.პირველად უნიში არ დაინახე? ჩემთან რომ მოვიდა და მომესალმა? -შაბათ კვირას შენ რო წასული იყავი ... ჩემმა დამ აიჩემა სოფელში მიდიან ბავშვებიო ...საბასთან მინდა ვიყოო და არ გამიშვებს მამიკო შენც თუ არ ეტყვი რომ მეგობრები მივდივართო . წავყევი რა მექნა,ხომ იცი საბა მომწონს ჭკვიანი ბიჭია და უყვარს ამ ჩემს დას . წავყევი მაგათ მეგობრის სახლში, დაიწყეს იქ საჭმელებსი მზადება, ლოთობა და ერთი ამბები. მე არ მქონდა ნერვები და ეზოში ვიჯექი. ჰამაკი ვიპოვე გავწექი და ვკითხულობდი. უკან რომ დავბრუნდი იმათთან ერთად ეგეც იჯდა...გამიკვირდა რომ დავიანხე ,მითხრეს რო სხვას არავის ელოდნენ. გამაცნეს ,მეც ჩამოვჯექი უკვე ისე მიბრიალებდა სალომე თვალებს მარტო ვეღარ დავტოვე იმ სწერვა გოგოებთან. სვამდა ისიც ,მთელი საღამო თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. გავხედე ,მაგრამ წარბიც არ შეუხრია ისევ მიყურებდა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს შიშველი ვიჯექი. ჭკუიდან გადამიყვანა... სულ ავირიე. მერე აივანზე გავედი, სიგარეტის კვამლზე სულ ამეწვა თვალები. ერთ-ერთი ბიჭი გამომყვა. მელაპარაკებოდა ის რომ გამობრძანდა, ბიჭი მასინვე გაიძურწა და რა ჩასჩურჩულა ასეთი ყურში არ ვიცი. მერე ხომ იცი ვერ გავჩუმდი და მივახალე რა გინდა-თქო. ჩაიცინა და ისე უცებ მწვდა მკლავში გეფიცები თვალი ვერ დავახამხამე,თავისკენ მიმიზიდა და ...- უცებ გაჩუმდა ისე იკბინა ტუჩზე მეთქი ვსიო აკოცა-თქო და ლამის ვიკივლე - ცხვირი ლოყაზე გამისვა...იმდენად ახლოს იყო მისი სუნთქვა სახეს მწვავდა. მეორე ხელი თმაში შემიცურა ,მხარზე გადმომიყარა და სახე შიგ ჩარგო . სულ ხუთი წუთიც არ იქნებოდა გასული ამ მოქმედებების განმავლობაში , სწრაფად მოვიშორე და შევუტიე. აბა რა უფლება ჰქონდა რომ მეფერებოდა, ვინ მისცა უფლება ჩამხუტებოდა და ხელების ფათური დაეწყო ... ერთი საათის გაცნობილ ბიჭს მაგის უფლებას მივცემდი? რა ვუტხარი ზუსტად აღარ მახოვს ხომ იცი რომ მოვიქოქები მერე მეკეტება ჭკუა გონება. მარტო ის მახსოვს როგორ აენთო თვალები და კედელს მიმანარცხა, სახეზე ისე მომიჭირა თითები მეგონა ყბას მომაცლიდა „ჩემი ხარ შენ და შენი ყველა საქმეც მე მეხებაო“ მითხრა და წავიდა. მთელი კვირა დღე მაგაზე ვფიქრობდი, ყველაფერი დავაკავშირე ერთმანეთს, მაგის მანქანის ჩემ სადარბაზოსთან ყურყუტი , ზაფხულში ზღვაზეც იყო . საბა რომ ჩამოვიდა რამდენიმე დღით და თქვა ძმაკაცებთან ერთად ვარო .მერეც იყო ეგ ... ახლა იმასაც ვფიქრობ რომ ის ვიღაც სადარბაზოში რომ დამხვდა ღამით ეგ იყო. უბრალოდ მაშინ კაპისონი ეფარა და სახე არ უჩანდა რომ დაასრულა საუბარი იმის მერე შოკოლადის ჭამა დაიწყო , საწოლში ვიწექით ყვებოდა რაღაც ამბებს მიშოზე და მე ვერ ვიჯერებდი რომ ის ბიჭი აკეთებდა ყველაფერს. რა გავაკეთო არ მჯერა რომ ცუდი ადამიანია ! ფაქტია თამარა პირველად იყო ასეთი აღელვებული, უკონტროლო და გაგიჟებული. მიუხედავად იმისა რომ ხშირად ბრაზდება და ჩემს მსგავსად „ნერვისტია“ მაინც არ იქცევა ასე გიჟივით. აშკარაა რომ ზედმეტად იმოქმედა ბატონმა დაშნიანმა ჩემს გოგოზე. ჩემზე მიხუტებულს რომ ჩაეძინა საბანი ფრთხილად დავაფარე და შუქი ჩავაქრე. მობილური რომ აზუზუნდა ლამის გადავვარდი საწოლიდან სიე სწრაფად ვუპასუხე. ოთახიდან გავედი თამარა რომ არ გამეღვიძებინა ,უცხო ნომერი იყო ჯერ ვიფიქრე არ ვუპასუხებ_თქო ,ალბატ ვინმეს შეეშალა და ტყუილად უნდა ვილაქლაქოთქო მერე მაინც ვუპასუხე რომ არ გაჩერდა -გისმენთ -დაიძინა? -უკაცრავად? -მარიამ ... დაიძინა თამარამ? -რატომ უნდა გითხრა... -აუუ შენც ნუ გამიტ*** ახლა ძმურად ... მაგარი გაგიჟებული ვარ ისედაც ! უბრალოდ მითხარი კარგადაა თუ არა ... -შენ არ იდარდო მივხედავ მე ჩემს მეგობარს... მისი ამბავი თუ განაღვლებდა მოქცეულიყავი ნორმალურად -კარი გააღე რა...არ მინდა დაკაკუნება -აქ ხარ? - ლამის აბაზანაში ავყირავდი -არ შეგესინდეს ...გევედრები ნუ წამიშლი შენზე შთაბეჭდილებას -მე წაგიშლი შთაბეჭდილებას? რა გინდა ამ დროს აქ ! მე რა ვიცი შეურაცხყოფილი რას დაუშავებ თამუნას -გჯერა ახლა შენ მაგის? მარიამ ... -არ გავაღებ კარს... რამის თქმა თუ გსურს სხვა დროს დაელაპარაკე და თან ბოდიშიც მოაყოლე -ტორტი მე შემაზილეს სახეზე მთელი უსაქმურების ხროვის წინ ..ამას გარდა ქუჩასი ათასი ვინმე იყო და ბოდისი მე უნდა მოვუხადო?- ჩუმად ლაპარაკობდა ,მაგრამ ხმაზე ეტყობოდა როგორი გაბრაზებული იყო-მარიამ ნუ მაიძულებ ჩემით გავაღო კარი ...არ მინდა შენთან დამეძაბოს ურთიერთობა,გთხოვ ნუ მაიძულებ ! ცოტა ხანს დუმდა, მერე რატომღაც გულმა მიკარნახა გონებასთან ერთად რომ კარი უნდა გამეღო. ხალათი გავისწორე და ფრთხილად გავედი დერეფანში. საკეტები გავხსენი და კარის წინ აყუდებულ დაშნიანს მზერა გავუსწორე. ტანზე გამოეცვალა, ხელში ისევ ტორტი რომ დავუნახე ამჯერად ზედ დაკრული ბარათით გამეღიმა -რომეოოო ტორტი ქვემოდან უნდა ამოგეგზავნა... - ვეკრიჭები და ისიც იღიმის. - მხოლოდ ამის გამო ამოხვედი? კიდე რომ გამოგიქანოს ეს ტორტი მერე რას იზავ -გავიქცევი და ვერ მიპოვის- მშვიდად მეუბნება და ხელში მაჩეჩებს ყუთს..მერე თიტქოს იფიქრა შევალო,მაგრამ უკან დაიხია მადლიერი მზერა მომაპყრო - სახლში დაბრუნდი...სიცივეა გარეთ წავიდა.. ასე მშვიდად წავიდა. ეს არის საშიში? ვაიმე ტამარა შენ თუ ვინმეს ხასიათი იცი და აღარ ყოფილა საშველი დედამიწაზე. არა ვერ ვიტან მუშტი კრივის მოყვარულ ხალხს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და გამართლება. მთავარია ხასიათი და გრძნობები. ეს ბიჭი კიდე ზუსტად ისეთია ამ გიჟს რომ მოსწონს ,მაგრამ როგორ გინდა ახლა ამან ეს აღიაროს . როგორ გინდა დააჯერო რომ მისი საოცნებო რომანის გმირი გაცოცხლდა. შეიძლება ცუდად მოვიქეცი კარი რომ გავუღე და თან არ ვეჩხუბე, მაგრამ ვგრძNობ რომ მიშო ბატონს სერიოზული გრძნობები აქვს. ჩემი წინათგრძნობა არასდროს ცდება! საწოლში ფრთხილად დავწექი და მალევე ჩამეძინა. დილით რომ გავიღვიძე ჯერ კივილის ხმა გავიგე. მერე თმაარეული ტამარა შემოვარდა წერილით ხელში -ისტერიკა არაფერს შეცვლის შენ მაინც ჩემი გოგო ხარო...ვინაა მაგის გოგო ვინააა მეე? საქონელი ვარ ნივთი წიგნი თუ ფანქარი რა არი მისიი ვინაა საერთოდ ვინ მიგდია იდიოტი შტერი - ფანჯარას მივარდა ფარდა გადასწია და აივანზე მყოფი რომ დაინახა ნახევრად შიშველი როგორ ეწეოდა სიგარეტს და პერანგის ღილებს იკრავდა ლამის მეცხრედან გადავარდა- მისტერ ხისთავინოოო - ისე დაუყვირა მიშომ გამოიხედა,მიშომ კი არა მტრედები აფრინდნენ, ხალხი გადმოვარდა აივნებიდან, მოძრაობა შეწყდა, ქალაქი გაჩერდა და დაყრუვდა-კიდევ რომ მომიახლოვდე ან რამე გამომიგზავნო...საერთოდ ახლოს გამეკარო მოგკლავ ! წაგაცლი მაგ გლუვტვინიან თავს -ყოჩაღ... სერიოზული განაცხადი იყო..პირდაპირ დააშინე და ენა ცააგდებინე. სახლიდან აღარ გამოვა იმის შიშით რომ შენ არ გადაგეყაროს -შენ ცალკე მოგივლი...როგორ მოხვდა ის ტორტი აქ... ტორტს რას დავეძებ წერილი როგორ მოხვდა. უტვინოოო ეს ეს... ეს ცხოველი...უზნეო... ზნედაცემული კაცი ! რას მოვეიდ ვყოფილიყავი მარტოო ამას ტუ გადავეყრებოდი რა მეგონა...სულ გარეთ აგდია? მერე რომ ჰკითხო ხალხს მაგარი ექიმი გამოვა ამისგან.მკვლელი თუ გამოვა სხვა რა... ან მკვდარი ჩემი ხელით გავხდი მკვდარს! -რომ დამშვიდდე და იაზროვნო ცოტა არ გინდა? ვერ ვხვდები რა გაგიჟებს -ვერც მიხვდბეი ...იმიტომ რომ შენ არ გიგრძვნია ის რაც მე . ვერ აგიხსნი და იმიტომ ... მაგს სათამაშო ვგონივარ მე . მოუნდა ბიჭს , ნახოს ვინმე თავისნაირი გლუვტვინიანი ლამაზმანი რა უნდა ჩემგან . შენც იმიტომ გაგაბრუა რომ ჩემამდე მოეღწია იდიოტი რა ჰგონია ნეტავ გეგმებით მოძრაობს ბიჭი ... ხედავ შენ? -თუ არ დამშვიდდები და დაიკიდებ ასე ვერც სწავლას მოახერხებ,ნევროზსაც აიკიდებ და ტყუილად აირევ ცხოვრებას -ტყუილადაა მარიამ ეს? -და რას გიშავებს...არის თავისთვის. შენს ადგილას მშვიდად მივირთმევდი ამ ტორტს და საერთოდ დავივიწყებდი მის არსებობას..ნუ თუ არ მოგწონს უკვე და ამიტომ არ ხარ გაგიჟებული- ეს რომ ვუთხარი კარში გაიყინა,მერე ისეთი სახით შემომხედა აშკარად სჯობდა თავად გადავმხარიყავი მეცხრედან. - მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი...სწორედ ისეთი გარეგნობა აქვს და ხასიათი შენ რომ გიზიდავს . -რომანის გმირები და რეალური ხისთავიანი ერთია მარიამ? როგორ შეიძლება ის ..ის მომწონდეს. -შენ რომ გიცნობ ნამდვილად გიჟდები მასზე...მოწონება აღარ ჰქვია ხომ? -მარიაამ შენ ვისკენ ხარ? დავიჯერო უფრო იმასთან მეგობრობ? ვისში გამცვალე იმ პრიმატში? ერთუჯრედიანში? იმ უმარტივესში? -კარგი ...შეგიძლია ასე დაიცვა თავი ,მოიტყუო და მშვიდად იყო. ამას თუ სიმშვიდეს ეძახი ან უბრალოდ ჩემი რჩევა გაითვალისწინო.დამშვიდდე და ყველაფერს საღ გონებაზე დააკვირდე. -არ მინდა დამშვიდება...მისი გაქრობა მინდა მხოლოდ -რატომ... ხელი რომ მოგიჭირა ყბაზე და გითხრა ჩემი ხარო მაგიტომ? იმდენად მოგიჭირა რომ დარტყმის ტოლფასი იყო? ტყუილად გეტაკა და შეურაცხყოფა მოგაყენა ხალხის თვალწინ დაგამცირა? შეგარცხვინა? უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდო და სხვების თვალწინ დაგიწყო შებმა და უზრდელური გამოსვლები თუ რა ...რა გააკეთა ასეთი.თავი ვერ შეიკავა მთვრალმა სურვილმა სძლია და თმაზე მოგეფერა, კოცნითაც არ უკოცნია ხო? -არაა...არაფერი ეგეთი. მე ისე ავიფოფრე გაგიჟდა მერე .მანამდე მშვიდად იყო ,ჩუმად იყო და სულ არაფერი უთქვამს ჩემთვის ოთახში რომ ვიყავით. -აბლუყუნდა და საწოლზე ამოღოღდა ისევ- სიგიჟემდე მიზიდავს. იმდენად რომ თუ არ ვიყვირე და ვეჩხუბე ვითიშები მისი მოახლოებისას...სახელის გაგებაც კი ცუდად მხდის. მაშინაც უბრალოდ რომ მიყვებოდი ისე დამაინტერესა თითქოს ვგრძნობდი რომ ნაცნობი იყო! რა დროს ეს იყო ... საიდან გამოჩნდა ყველაფერი საბას ბრალია...დარწმუნებული ვარ მაგასთან მნახა ან ფოტო ან რა ვიცი ჯანდაბა.ჩემ სიძეობას არ ეღირსება ისე მოვკლავ ... რატო არ ჰყავს თავისნაირი წიგნისჭია ძმაკაცები სად გამოჩხრიკა იმ სათვალიანმა წიგნის ჭიამ ეს ველურთა მეფე. -ისევ არ ჩერდები ... -ვერ ვჩერდები -ლექციები გვაქ იცი?ჩვენ კი ვაგვიანებთ და ვფიქრობ არაფერი ღირს ამად... -ვაიმეე გუშნ სულ ვერ მოვახერხე მეკითხა...რანაირი მეგობარი ვარ მეე იმ იდიოტი ხერე შტერი კაცის გამო ვერც კი გავიგე როგორ ჩაიარა შენმა დღემ...რაო მისტერ სიმპატიურობამ რა დაგიწერა. მოგაყოლა საერთოდ? -პირველივე მე გამომიძახა ...ყველაფერი მოვუყევი რაც მკითხა და მაინც 8 დამიწერა გახსენებაც არ მინდა. ეგ მიშოზე უარესია და სადაც ის ცინიკოსი არსებობს მიშოს როგორ ლანძღავ. რა გამიკეთა რომ იცოდე ...ჯერ ჩაეძინათ ბავშვევსო წარმოგიდგენია? ჩემს ლაპარაკს უსმენდა ხალხი მეუბნება ცოტა ნელა გვესაუბრე ვერ ვიგებთ რას ლაპარაკობო,როგორ სუნტქავო და ამ ყეყეჩმა ჩაეძინა ბავშვებსო... ნამდვილი ცოდნით მოვა იმედია ვინმეო... მერე სულ მარტმევდა ხელიდან ძლებს...არადა არაფერი შემშლია მართლა. უკვე რომ დავირალე და ნერვები დამაწყდა მენჯის ძვალი ვეღარ დავიჭირე ნორმალურად და ვერ წარმოიდგენ რა მითხრა უზრდელიიი -ოჰოოო რაო რა გითხრა?-წამის წინ არ ბრაზობდა ეს? ახლა ისე კაკანებს ყურები მატკინა საზიზღარი მე ვიცინოდი? მოვკლავ ამას -მანდ რომ გქონდეს ბოქვენის ძვალი სასქესო ორგანოები ლაბთ ბარძაყზე იქნებოდაო -ვაიმეეე ცუდად ვაარ აუუუ - საწოლზე იხოხა ...აქამდე მომეყოლა ამდენს თუ იცინებდა. რაა სასაცილო იმ ავადმყოფმა კაცმა შეურაცხყოფა მომაყენა ფაქტობრივად. ჩაცმა დავიწყე დავასრულე ის კი დამყვებოდა იცინოდა და კიდე მეკითხებოდა როგორ გითხრაო მერე იძახდა ვიცოდი რო ჯმუხი არ იქნებოდაო ...რა შხამი ენა ჰქონია შენ გგავსო .პირველი კაცი ვინაც გაგაჩუმაო და რა ვიცი იმდენი რამე მითხრა ბოლოს მინდოდა დამეხრჩო -ახლა თუ არ გაჩუმდები იცოდე მიშოს დავურეკავ და დაგტოვებ იმასთან ! მოვა ხუთ წუთში შეიძლება თავისი სახლიდან ბაგირი ისროლოს და ისე გადმოძვრეს... -დამპალო! -უცებ გაბრაზდა, გაიბუტა და პატარა ბავშვივით წაპლატუნდა. სანამ იცვამდა ყავა გავუმზადე, ტკბილეული კარაქიანი პური და რომ მოვიდა ისაუზმა. მეც მომინდა და დავეწვიე . ბოლოს კისრის ტეხვით დავეშვით კიბეზე, მაინცადამაინც მაშინ გაითშა დენი ,დატრიალდა ქარიშხალი და ამდენი ხნსი მზიანი ამინდების შემდეგ გაწვიმდა. ქოლგა უკვე ზემოთ მქონდა დატოვებული. მალე ცხრა გახდებოდა,ამიტომ ავტობუსს უნდა დავლოდებოდით. -ღმერთო მეთამასები თუ რა არის...წიწილივით გავიწუმპები მალე...როგორ წვიიიმს . ეს მოსაცდელია საერთოდ? ყველა მხრიდან უბერავს ქარი და მოაქვს წვიმის წვეთები -სანამ თამუნა წუწუნებდა მიშოს მანქანა გამოჩნდა. ვიციიი ვიცი რომ გველი ვარ ,მაგრამ რა ვქნა უნდა ვისარგებლო შემთხვევით. ვიცი რომ გააჩერდება და იქ არ დაგვტოვებდა,მითუმეტეს თამუნას . ასე რომ როგორც კი გააჩერა მაშინვე ჩავავლე ხელი თამუნას და ისე ჩავსვი უკანა სავარძელზე კიდევ ლაპარაკობდა. მერე კარი რომ მოვხურე უცებ დადუმდა, თვალები ისე გაუფართოვდა და პირი ისე დააფჩინა გეფიცებით ახარხარებას არაფერი მერჩივნა. მიშომ სარკიდან გამოხედა და გაიცინა ამაზე თვალები მიენაბა და მერე ისევ გამოფხიზლდა.ღმერთო რა საყვარელია ... -უთხარი გააცეროს მანქნქანა...მირჩევნია გავიწუწო ..ფეხით გავიარო მთელი გზა ვიდრე ამის ...ამის იაფფასიანი სუნამოთი აქოთებულ მანქანაში ვიყო.. მალე დეტოქსიკაცია მექნება -მარიამია ცოდო თორემ შენ დიდი სიამოვნებით გადაგსვამდი ძირს. მაგაზე როგორ დაგწყვეტდდი გულს პატარავ -ვინ არის პატარა და მეორეც შეგიძლია შენი მეგობარი წაიყვანო ! ჯადო გაუკეთე თუ რა არის! -ჯადოს გაკეთება რომ შემეძლოს რაღა მარიამს გავუკეთებდ- მე აქ არ ვარ ? გავქრი თუ რა ხდება? მალე დახოცავენ ერტმანეთს . თამუნა ტყავის სავარძლებს კაწრავს ისეა ჩაფრენილი ფრჩხილებით . მიშო საჭეს მოტეხავს და მე ყველა ვარიანტში რამე დამემართება ამათტან ერთად -ჩემზე შენი მწვანე თვალების ბრიალი არ გაჭრის ...არც ეგ სულელური ღიმილი სულ რომ იკრიჭები. მაგარი ბიჭი რომელიც სულ გაკრეჭი დადის დიდი საოცრებაა არ მეთანხმები? ალბათ არავინ გცემს პატივს და შენც მუშთი კრივზე გადადიხარ როგორც 5 წლის ბავშვი რომელსაც რაღაცის დამტკიცება სურს ან ყურადღების მიქცევა- ეს ასე თუ ელაპარაკა იმ ღამითაც როგორ არ მოკლა მიშომ მიკვირს. -აიი მოვედით...მადლობააა მიშიკოო.აბა ერთად ვთქვათ თამაააღ „მიშოოო მადლობაა“ -კიდევ რა გინდა რომ ვუთხრა ... ვაკოცებ ერთს კიდევ არ გინდა?- უცებ გამოგლიჯა კარი და გადავიდა. მიშოც მიჰყვა და თავისი ქურთუკი რომ დააფარა თავზე ცოტა მაკლდა აქვიტინებამდე. რა საყვარლები არიააან ! გიჟი ,ჩემი გიჟი ,როგორ გატყდებოდა. ისევ შეუბღვირა და სანამ არ მოხვია ხელი მიშომ მანამ არ გაჩერდა.მერე სკანდალისთვის ზედმეტად ბევრი ხალხი ირეოდა და უბრალოდ უბღვერდა. მე ვის ვახსოვარ ! მოვიბუზე ჩემს ტყავის ქურთუკში და სწრაფად წავედი შენობისკენ. უცებ ვიღაც გამოჩნდა და ქოლგა დამაფარა. უკან რომ მივიხედე უკვე გვერდით მიდგა პატივცემული ლექტორი . პირდაპირ განგსტერია რომ შეხედავ. შავი ტყავის მოსაცმელი, შარვალი, ქოლგაც შავი .ხელში ლეპტოპის ჩანთა უჭირავს და მიყურებს -დილამშვიდობისა მარიამ ! - ღმერთოო ჩემოო რა ხმა აქვს... წვიმასთან სერეული მისი სურნელი ეს რაღაც ღვთაებრივია. რა უნდა საქართველოში ბერძენ ღმერთკაცს? ვინმე ვერ მიპასუხებთ მანდ ზემოთ? რატომაა ზევსის უკანონო შვილი აქ ? სხვაგან ვერ გაუშვით? -დილამშვიდობისა პატივცემულო... -საკუთარ თავს თუ არ მოუფრთხილდი სხვებს ვერ მიხედავ ... გაციებული გაწუწული ექიმი ,სიცხით დაავადებს ყველას- შენი ნოტაციები მაკლდა სრული ბედნიერებისთვის. ის იყო უნდა გავცლოდი ხელი რომ მომიჭირა გაყინულ თითებზე, ასეთი ცხელი როგორ აქვს ხელები...მგონი დამწვა კანი. ჩანთასთან ერთად ჩემი ხელი ეჭირა წამით მერე გამიშვა და ისე შემომხედა მივხვდი მასთან ერთა დუნდა მევლო შენობამდე. არც ნელა მიდიოდა არც ჩქარა, როგორ იცავდა ამ შუალედს ვერ ვხვდები,მგონი რობოტია,პროგრამა აქვს „იდალური“ ჩატვირთული და სანამ არ გადაიწვება მანამ ასრულებს. შენობაში როგორც კი შევედით ქოლგა დახურა ქურთუკის ელვა შეიხსნა და ოდნავ დანამულ თმაზე ხელი გადაისვა მე კი მოვკვდი იქვე და ის სადაც უნდა იქ წაბრძანდეს. თავს ოოდნავ მიკრავს და მიდის, დამემშვიდობა თუ რა იყო. დარეტიანებული შევდივარ პირველ ლექციაზე და სველ ქურთუკს სწრაფად ვიხდი. ბავშვებს ვესალმები და ლექტორიც სემოდის. ფიზიკა მაქვს ...პირველი რომ ფიზიკა გექნება. ტესტით გამოიკითხა მასალა. ისე დაწვრილებით იყო ყველაფერი ლამის ტვინი გამებურღა ბოლოს როგორღაც დავწერეთ და ლექციაც დასრულდა. ლათინურისთვის მზად არ ვიყავი, დამეზარა და უბრალოდ ვისმენდი. შემდეგ ქიმია გვქონდა , მოვუყევი რაღაცეები სემესალა დიდად გენიოსი არ ვარ ქიმიაში და ცოტა დაბალი დმაიწერა,მაგრამ პრობლემა არ მქონდა. სემდგე კიდ ადგა ანატომიის ჯრიც. მე გუშინ გამომკითხა და დღეს მშვიდად ვიქნები იმედია. რომ შევედით იქ დაგვხვდა, მშვიდად იჯდა და ჟურნალში რაღაცას წერდა. ბავშვები მიესალმნენ ,მე ისევ წინ გამაგდეს და დამსვეს -რა მინდა წინ... -მიდი რა შენ უკვე გამოგკითხა...მიდი მარიამ ჩვენო გულადო - მეჩურჩულებოდა შოთა და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მიმარბენინებდა პირველი მერხისკენ. -მოგკლავ აქედან რომ გამოვალ ! -მშვიდად პატარაავ მშვიდაად- თვალს მიკრავს და ჩემს უკან ჯდება. - დღეს უეჭველი გამიყვანს და იცოდე მიკარნახებ ,გთხოოვ -ნუ მიყურებ ასე -შენ ხო კეთილი გოგო ხარ... ტყუილად აპირებ ექიმობას? ჩემზე გაჭირვებული მეორე ვინ არის. -მეჩურჩულება და ისე ახლოსაა ლამის გადმოწვეს ჩემკენ -თქვენ ორნი ასე აპირებთ ჯდომას? თუ რაც არის- ბატონის ხმაც ისმის, კალამს იქნევს და ისე გვანიშნებს. -უკაცრავად პატივცემულო- შოთიკო მაშინვე სკამზე ბრუნდება და საწყლად იღიმის. რა ჯანდაბაა ყველას როგორ ეშინია ამის. კაცები არ ხართ? თუ დაგიწერს დაალს დაწეროს მერე რა ხდება ...სტიპენდიაზე მაინც არ იკლავენ თავს . ზარიც დაირეკა, ყველა გაისუსა და პატივცემულმაც დაიწყო სიის ამოკითხვა. შემდეგ მაგიდაზე დააწყო ხელები და აათამაშა -აბაა დღეს ვის სურს მასალის ჩაბარება?--სურსოოო? ამას მოვკლავ კი ნამდვილად მოვკლავ. გუშნ სურვილები არ გვქონდა ჩვენ? რომ ამაგდო და მომაყოლა? ახლა გაჩნდა სურვილები სხვებისთვის? - დავიჯერო არავის სურს ნიშანი ანატომიაში? - არხეინად აკაკუნებს თიტებს, ვეღარ გავიგე თიტებზე ვიფიქრო თუ...სხვაზე რაზე ვიფიქრო ჯანდაბა როგორი ლამაზი თითები აქ მე უნდა ვიყო ქალი და ეს კაცი? ჩემი დაჯღვარკული გამრუდული თითები ინსტიქტურად მოვმუშტე .-სურვილი რადგან არ გაქვთ ვერაფერს დაგაძალებთ... - არა ისევ მომესმა ხომ? - დღეს ვწერთ ასე რომ...- მოიცა მეც უნდა დავწერო? კაგრი რაა არ გადამიმეორებიააა ამ კაცს ჩემი სიკვდილი უნდა მგონი. ფურცლები მოგვაწოდა და მშვიდად დაიწყო სიარული თავისუფა ადგილას. ყველას სხვადასხვა ძვლის დაწერა დაგვავალა ჩემამდე რომ მოვიდა შეჩერდა და ზუსტად ის მითხრა რასაც ვერ ვიტანდი „წინამხრის ძვლები . იდაყვისა და სხივის ძვალი“ -მხოლოდ ეს მარიამ... -მხოლოდ? რა ცოტაა - ენას რომ ვერ გააჩუმებ . მაშნვე შემობრუნდა და ზემოდან დამხედა -რადგან ბევრი გინდა დაწერო ... მალებზეც დაწერე . განსხვავებები და აგებულება -ჩემო ენავ ძირში მოსაჭრელოოო რა მინდოდა. ყველას ცოტა აქვს დასაწერი მე როგორ მოვასწრო - ვერ მოვასწრეებ! -ეს ხმამახლა ვთქვი? არ არსებობს. -50 წუთში ერთ ფურცელს თუ ვერ დაწერ მომაკვდავის გადარჩენას ორ წუთში როგორ მოასწრებ! - მე მითხრა? ამ ტონალობაში? ვინ მისცა უფლება მიყვიროს? ამას ჰგონია რომ რადგან ლექტორია არაფერს ვეტყვი? სადაა ზრდილობა?! და ისევ ყველა ჩვენ გვიყურებს ,რა ენაღვლებათ თავად კი არიან მშვიდად არც რეპლიკები აქვს მათი მოყოლის დროს არც შენიშვნა ! თუ აქვს და ხმას არ იღებენ ,მონები ესენი! -ექვსი წელი მაქვს სასწავლად ..პატივცემულო! -ზოგი რამ შეუძლებელია ისწავლო ! ექიმი ან ხარ ან არა... მოწოდებით უნდა იყო ექიმი და არა რობოტი დაზუთხული ცოდნით - არც მიყურებს ისე საუბრობს და თან დადის . ვაიმე ისე მექავება ვფეხები ის ემინდა წამოვფრინდე და რამე ვესროლო. ხეში მოქცეულ პასტას ისე ვუჭერ მისხლტება თითებს შორის და იატაკზე ვარდება . სადღაც კუთხისკენ მიდის და კარადის ქვეშ ვარდება...ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის . სახეში ისე მომაწვა სისხლი ალბატ სულ წითელი ვარ. ვერ ვახერხებ ბრაზის კონტროლს! -უფს პასტა დავკარგე... მხოლოდ გუშინდელი შეფასებაღა დამრჩება ! - რა მეგონა მოვიგე დავისვენებ და მშვიდად ვიქნები.-თქო? შევახსენე ჩემი წკუით რო უკვე გამომკითხა? იდიოტოოო ეს გველი არსება ამას გაპატიებდა? პასტას ჯერ მშვიდად გააყოლა თვალი მერე ზურას მაგიდაზე დადებული ფანქარი აიღო -ზურა დახმარება გავუწიოთ გაჭირვებაში მყოფ სიხარულიძეს! თუ წინააღმდეგი არ ხარ რა თქმა უნდა-ისე ჰკითხა ზრდილობისტვის თორე მაგარი ფეხებზე ეკიდა რას ეტყოდა ზურა -რა თქმა უნდა პატივცემულო...კალამიც მაქვს მგონი- უიმეე ეს შკოლნიკი. ელაქუცება ახლა მოუნდა მაღალი ქულა და სტიპენდია . მივახრჩობ ! -კალამთან პრობლემები აქვს და როგორც კეთილი ლექტორი ,მეც ხომ ვიყავი სტუდენტი არა? მარიამი დახატავს სხივისა და იდაყვის ძვლებს. მერე ჩამოწერს შემადგენელ ერთეულებს და მალებსაც არ დაივიწყებს ბავშვებს ელაპარაკება თუ მე? მოვკლააავ ღმერთო რაო? დახატვაო? -მეგონა სამედიცინო კორპუსში შემოვდიოდი....სამხატვროში ვარ? - შევიცხადე და სამსახიობო ნიჭი რომ გამოვავლინე ეგ ვიცი ნამდვილად ! სად არიან რეჟისორები...პუბლიკა დამიკარით ტაში . მომეცით ოსკარიიი ფანქარს პირდაპირ ხელში მიდებს და ისე მიყურებს სახე მეყინება. ტუჩები გამიშრა. ასე ახლოს რატომაა . ჩემს მაგიდაზე რატომ უდევს თავისი ტორიიი ვაიმეე ახლა ამ დაძარღვულ ხელზე თიტებს გადავუსვამ... ცუდად ვარ ! მიშველეთ კორვალოლი არავის გაქვთ? ვალერიანი...? -დაიწყე ! 30 წუთი დაგრჩა- ისე მეუბნება უკვე მიბრძანებს,არადა ჩუმად ამბობს. პერანგის საყელოსკენ მიმაქვს გაყინული თითები და ღილს ვხსნი როგორც კი აგრძელებს სიარულს. მისი ნაბიჯების ხმა თავგზას მირევს. უკვე სახელიც არარ მახსოვს რა იდაყვის ძვალზეა საუბარი! დავხატოოო თან უნდა დავხატო ... მაგიდაზე დადებულ ძვალს ვიღებ და მაშინვე მიყურებს -როგორ დავხატო აბა... -მაშინვე ვლუღლუღებ...ეს ხმა ჩემი იყო? ვაი შე საცოდაო საწყალო...რას ტლიკინებდი მაგარი გოგო ვარო? ახლა რა გეშველება -წარმოსახვით ... თუ გაგაჩნია!- წარმოსახვა გამაჩნია კი და უკვე მოგკალი მაგ წარმოსახვაში,მარტალია ჯერ მაგ ტუჩზე გიკბინე ირონიულ ღიმილებს რომ ახორციელებს . უკვე ცუდად ვარ...სუნტქვა მეკვრის, მეორე ღისაც ვხსნი მაგიდისკენ ვიხრები მხოლოდ მე და წინამხრის ძვლები ვრჩებით. ხატვას ვიწყებ ,ყველა ნაწილს ვიხსენებ და შეძლებისდაგვარად ვხატავ. მერე სწრაფად ჩამოვწერე და მალებზე გადავედი. ზურგში ოფლის წვეთების სვლას ვგრძნობ, ტუჩებს ვისველებ მაგრამ არ მშველის ,პირი ისევ მიშრება. ეს რომ არ დავწერო მოვკვდები! უნდა დავწერო უნდა მოვასწრო. გავიხსენო ყველაფერი და დავწერო! მაგიდაზე ;2დამხობილი ვწერ, ასე ვარ მიჩვეული ბავშობიდან, ხერხემალი რომ მეღლება ვიხრები და ისე ვწერ. -ახლომხედველი გახდები სიხარულიძე ეგრე... გასწორდი- უკვე წინ მჯდარა ბატონი , ინსტიქტურად დავიხედე მკერდზე და თურმე წამის წინ წითელი არ ვყოფილვარ! არ გამიხედავს მისკენ ისე დავქაჩე პერანგი და მკერდის გამოჩენილი ნაწილი დავმალე. ისევ განვაგრძე წერა. თავი მაღლა რომ ავწიე ყველას დატოვებული ჰქონდა ფურცლები და უბრალოდ ისხდნენ უკან, ზოგი ჩურჩულებდა. ბატონი კი უკვე კითხულობდა ნაწერებს. ფანქარი მაგიდაზე დავდე წამოვიწიე მისკენ გადავიხარე და ფურცელი წინ დავუდე. მაშინვე ამომხედა, არადა ხმაური არ გამომიწვევია -დავასრულე პატივცემულო ! შემიძლია გავიდე? -მიბრძანდით ...-ისევ სხვებს გადახედა და მერე ნახატს დახედა-სამხატვროში აშკარად არ მიგირებდნენ ...ახლოსაც არ ჩაიარო !- ჩაილაპარაკა მშვიდად და ისე ცავაგდე ჩანტაში წიგნი მერხის ზედაპირზეც დაეხეთქა . არაფერი მითქვამს, მხარზ ემოვიგდე ხელჩანთა, ქურთუკი ავიღე, თმებუ უკან გადავიყარე და გასასვლელისკენ წავედი. კართან შევდექი და ოდნავ მივბრუნდი -ნახვამდის პატივცემულო ... -ნახვამდის მარიამ ! - ამ მარიამს როგორ ამბობს... შემომხედა? ჯანდაბა ეს თვალები ... როგორი შავია და თან როგორი ნათელი. შავია და ბნელი ა რუნდ აიყოს? ამისი თვალები რატომ ანათებს რა უნდათ? დერაფანში გავრბოდი კი არ მივდიოდი. ბოლოში ირაკლი იდგა და შევჩერდი რომ გამიღიმა. აასე ხო არ ავუვლიდი გვერდს. მეგობრებს გამოეყო და გადამკოცნა -როგორ ხარ მარიამ? ებრძვი საგნებს? -ნამდვილად ვებრძვი - ვიღიმი და მის მეგობრებს ვუყურებ ,მიცნეს დამპლებმა ამათ! -ვაა ვააა ვინ გაგვეჩითა ... კონპენსაცია მიიღე ირუშ ზარალის სანაცვლოდ? - ერთი ყეყეჩი გვიახლოვდება და იკრიჭება- მე ტატოო შენ მარიამი ხომ? -ხელს მიწვდის და ოდნავ წელში იხრება - ბენდენა აკლია ყელზე და ეგაა... -ხომ არ გინდა მისი ბედი გაიზიარო ტარიელ? -თვალს ვუკრავ და წამში ისე წევს წელს უკან თიტქოს ჩემი ჩანთა მისი მიმართულებიტ მიდიოდა უკვე- არ შეგეშინდეს ტატოო თავს არავის ვესხმი...მშვიდი გოგო ვარ მე- ამჯერად ბიჭები ხარხარებენ , ირაკლი ცუდადაა აი ტატო კი ტლიკინის ხასიათზე ნამდვილად აღარაა -ვაახ ჩემიი ეს ვინ ყოფილა ეე ! ბიჭები გავიცანი. მითხრეს ჩარჩენილი არ გვაქ არაფერი და თუ რამე დაგეხმარებითოო მაინც გამოცდილება გვაქ პროსტა იმ ანატომიის ლექტორს არ ვიცნობთ რა მასტიაო. ამ ლაპარაკში ვიყავით რაღაცაზე ვკისკისებდი იმათთან ერთად ლექტორი რომ გამოჩნდა ! ერთი მზერა შემავლო, კუშტი გამოხედვა ჰქონდა, წარბებს შორის ღარი ჩანდა ისე იბღვირებოდა. გზა განაგრძო ჩვეული დინჯი ნაბიჯებით ერთი ის შევამჩნიე როგორ ჰქონდა დაჭიმული ჩანთის სახელურზე ჩაკიდებული ხელი და ისე უჭერდა ხელში გაულღვებოდა მალე ტყავის ნაგლეჯი. მალე დავემშვიდობე ყველას და სწრაფი ნაბიჯებით გავუყევი დერეფანს. კიბე ჩავირბინე და მეორე სართულზე წავედი ბიოლოგიის აუდიტორიისკენ . დედაჩემს რომ ვუთხარი ნაწილი იმ ყველაფრიდან ლამის გადმოძვრა მობილურში. კარგად გამომლანძღა ამდენი როგორ ელაპარაკეო, რა გეგნაო მოკლედ ღირსი იქნები ქულას რომ ვერ მიიღებო. მერე მოტკბა და სხვა ამბები გამომკითხა, ბოლოს გაიხსენა ისევ და სიცილი დაიწყო. ყველა რატომ იცინის ვერ გავიგე რა ნახეს სასაცილო. ოთხშაბათს და ხუთსაბათს ვისვენებდი ანატომიისგან. პარასკევს ლექცია მქონდა და უბრალოდ ბოლო რიგიდან ვუსმენდი. ნიშნები გამოგვიცხადა ლექციის ბოლოს და 10 ქულაო რომ თქვა ლამის სკამიდან ავყირავდი. შეფასების სისტემა მშლილი აქვს? წერით უკეთესად დავწერე ვიდრე მოვყევი? იდიოტი. შემდეგ ისევ სოფელში წავედი და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა . ......... ერთი კვირაა სტუდენტი ვარ და იმდენად არეული მაქვს ყველაფერი თავში ასე მგონია ვერასდროს შევეჩვევი ამ გარემოს. თითქოს ახალი გარემო, კურსელები ,ლექტორები და ეს ურტულეს საგნები არ მყოფნიდა ღმერთმა ერთი დემონიც გამოგზავნა ჩემთვის. ალბათ იფიქრა რომ საკმარისად არ მქონდა ნევროზი და ბოლო ნერვული დაბოლოების გასანადგურებლად მიხეილ დაშნიანი გადმომცა ხელში . ასე აიღო და პირდაპირ ნერვზე დასვა. რა საშინელებაა როცა ხვდები რომ გვიან გაახილე თვალები. რამდენი ხანი ტრიალებდა ჩემს ირგვლივ მე კი მხოლოდ მაშინ შევამჩიე როცა თავად მოისურვა. ახლა რა როგორც თავად მოინდომებს ისე უნდა იყოს ყველაფერი? ნურას უკაცრავად ! ვინ დასვა ეგ უფროსად როცა მე ვარსებობ! ჯანდაბა ! რამდენს ვლაპარაკობ ...თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორია რომ ვუყურებ გული მიგიჟდება. ყველა უჯრედი გიჟდება და ერთიანად ვიშლები! ჩემმა საშინელმა დამ რაღაც იცის და არ მეუბნება... მარიამიც მის მხარესა. არ სჯერა რომ ცუდია ,არ სჯერა რომ პრობლემას შემიქმნის. მე კი ვიცი რომ თავბრუს დამახვევს, ხელში ჩამიგდებს და მერე ისე გამიშვებს ,დამტოვებს მარტო . მე კიდე არ ვაპირებ ვინმეს სათამაშო გავხდე! არასდროს ... ისე წვიმს მთელი დღეა ყველა თბილი ამინდი ერტად აანაზრაურა. იმხელა წვეთები ცვივა ერთიანად მისველებს მთელს სხეულს. ჩემი და და მისი პრინცი მიახლოვდებიან. კურსელები არიან რა ენაღვლებად დადიან გუგულებივით ,ჟღურტულებენ და უხარიათ ცხოვრება. მალე დაასრულებენ სწავლას და გამიფრინდება ჩემი დაიკო . წარმოდგენაც არ მინდა რა მეშველება მის გარესე ვინ გარეცხავს,ვინ დაალაგებს, ვინ დამანაყრებს? ფიქრიც არ მინდა! ჩემი მომავალი სიძე არის პირდაპირი მნისვნელობით ბულკი...წყნარი,მშვიდი, უპრობლემო. წესიერი ზრდილი ,განათლებული აი რომ ჩამოწერ თვისებებს სუპერ პრინცისთვის ეგაა ზუსტად. გარეგნულადაც კარგი ბიჭია ყველაფერთან ერთად მართალია მიშოს მსგავსად ...რა შუაში იყო მიშო? არა რა შუაში იყო ტვნო შენ გეკითხები?! მიპასუხეეე რა დროს ის ვამპირი იყო ... ის ის მუტანტი... მონსტრი ! -მოგესალმები ცოლისდავ..როგორ ხარ- ლოყაზე მკოცნის და მიღიმის -კარგად საბა თავად? -მეც კარგად! -კლინიკაში მივდივართ ჩვენ და წამოდი გაგიყვან სახლში- შემომთავაზა მაშინვე. არა როგორი კარგია ხედავთ? ჩემზეც ზრუნავს ... -უ;2არს ვერ გეტყვი ნამდვილად- თავშესაფარიდან გავდივართ და სწრაფად მივდივართ გასასვლელისკენ. უცებ ვიღაც ურეკავს სიძეს ისიც ეუბნება კაი ვიჩქარებთო და სანამ მის მანქანამდე მივაღწევ სალომე მეძახის -გვეჩქარება ჩვენ ძალიან...გვაგვიანდება და ვერ გაგიყვანთ რა! -რაა? აქამდე ტყუილად გამომიყვანე სიძე? ასე მტოვებ? ტყუილად გეკრიჭებოდი მადლიერი კნუტივით ამდენ ხანს? -როგორ გეკადრება... ჩემი მეგობარი მოვა და წაგიყვანს.- უცებ მკოცნის და მიაქროლებს მანქანას გზაზე. დავრჩი ასე ნერვებაწყვეტილი და ვინ დაიჭერს ახლა ამათ? მანქანა უნდა ვიყიდო ! სადა გაქვს ფული საწყალო თამარა საად?! ფეხებს ვაბაკუნებ წყალში ,რა უბედურებაა გზაზე რომ მდინარე გადადის სულ არაა არხები გაწმენდილი? მანქანაც რომ არსად ჩანს? რა ხდება ასეთი ! აი მოდის ვიღაც...ფარები ანათებს და თვალები სიე მიჭრელდება პირდაპირ ვაღებ წინა კარს და ჩაჯდომამდე ცოტა მაკლი.ცალი ფეხი მანქანასი მაქვს კაბა გადამეხსნა შუაზე ,მაგრამ დღეს მეორედ ჩავუჯდე ამ ქაჯს მანქანაში? გამორიცხულია -დასველდა სალონი ! დაჯდები თუ არა-რაოოო? სალონი დასველდაო? ამაზე წუხს? და ამას მე მოვწონვარ? ასე უნდა დამკეროს? უტაქტო გორილა! კარს ფართოდ ვაღებ ჩანთიდან ბოთლს ვიღებ თავს ვხდი და პირდაპირ მისი მიმართულებით ვასხავ -მაპატიე საყვარელო ...წყალი არ არის ფანტაა მაგრამ გესიამოვნება ვიცი - ვუღიმი ,კარს ვხურავ სწრაფად რომ არ მომწვდეს და იქვე არ ჩამაგდოს კანალიზაციის ხვრელში და სწრაფად მივრბივარ ავტობუსისკენ. იმდენი ხალხია ასვლას ვერ ვასწრებ,უცებ უწონობის მდგომარეობაში გადავდივარ. მოხრილი ვარ გადაკიდებული რაღაცაზე და ეს რაღაც მოძრაობს. სხეულზე ცივი წვეთები მეცემა, კანი მეყინება და ფართხალსაც ვერ ვახერხებ ისე მაგდებს მანქანაში ის დემონი! რაოო ვინოოო? ახლა ამან დამიჭირა მე წამომათრია მხარზე გადებული და ახლა მანქანაში ჩამტენა? დაჯდა კიდეც და მიდის? არ არსებოოობს ! მოვკლავ -ხმა არ გავიგო შენი !- სახეზე ყვითელ წვეთებსაც ვამჩნევ წვერზე წვიმის წვეთებთან ერთად გადადის. ჯანდაბა ახლა რომ ვაკოცო ფანტას გემო ექნება? ტკბილი იქნება ვითომ? ენა რატომ ჩავიგდე? დავუჯერე? ახლა მე ამას ვუჯერებ და არ ვაწუხებ? სად ოხრობაში მიდის ქვესკნელში...თუ ბნელ სასახლეში! დემონი ეს ...ვამპირი .არადა ზედმეტად კარგი კბილები აქვს ..სად დავინახე კბბილები..ისე იკრიჭება როგორ ვერ დვაინახავდი! 32 კბილს მილაგებს წინ მომავალ დენტისტს ! -ჩემი ხმა არ მოგწონს? აქამდე ვერ მითხარი? საერთოდ აღარ გავჩუმდებბოდი -გეფიცები ენას ამოგგლეჯ ...ნუ მაიძულებ გავგიჟდე! მერე ერთად ავასრულებ ყველა სენს ნათქვამ სიტყვას დემონიც გავხდები, ურჩხულიც და კიდევ მკვლელიც! დაგახრჩობ იცოდე ! -მუქარა...მუქარა და ისევ მუქარა.ასე აშინებ სენ ყველას? რა მხდალები გყოლია ირგვლივ! ჩემზე ,ერთ სუსტ საყვარლე გოგოზე არ ჭრის და დავიჯერო მამრობითი სქესის წარმომადგენელზე მოქმედებს? - ეს რომ ვთქვი ისე შემოაბრუნა მანქანა ვიფიქრე რამეს შევასკდებითთქო. გარეთ ისევ ისე საშინლად წვიმდა, ხალხი გარბოდა ქუჩებში, წყალი ფარავდა გზას ის კი ისეთი სიცქარით მიდიოდა ამ ღრუბლიან ბნელ ამინდში ნამდვილად ვიფიქრე რომ სადმე ხრამში გადავიცეხებოდით.ეს ისეთია იპვიდა შუა ქალაქში ხრამს ! სად მიდის... ჩემი სახლი მეორე მხარესაა. სად ჯანდ...მოიცა რა? ეს რა ეს ...ეს თავის სახლში მივყავარ? ამ ავადმყოფს .ახლა ნამდვილად მომკლავს...კი მომკლავს. მირჩევნია მომკლას ვიდრე თითი დამაკაროს ! ძალადობაშიც არ ცაეთვლება ერთი რომ მაკოცოს ჩემით ჩავადნები ხელებში ! მოიცა რა უკვე გადავედით? რა საჭიროა ჩქარა წაყვანა ჩემითაც წამოვალ.ლიფტში შემსვა და ღილაკს მიაჭირა. ხელს მაჯიდან არ მისვებს, გაყინული აქვს თითები ხელი დაჭიმული აქვს მაგრამ მაინც არ მიჭერს ისე რომ მატკინოს.-არ მითხრა ახლა რომ ჩემზე ძალადობით აპირებ შენი შესაზლებლობების გამოვლენას... რა ეგო გაქვს ასეთი პატარა . ეს ..რა ხმაა?-შეუძლებელია ოღონდ ეს არა...ოღონდ სუქი არ წავიდეს...ოღონდ ლიფტი არ გაჩერდეს! არააა არა და არა ! არ შეიძლება მე და ეს ერთად ვერ ცავიკეტებით ამ პატარა ლიფტში გამორიცხულია.მერე რა რო ახალია სენებული კორპუსია,მერე რა რო მსვენიერი ლიფტია არაააა ! ჯანდაბა უკვე გაჩერდა? ისეტი ხმა იყო და ისე შემაქანა პირდაპირ ავეკარი მკერდზე. მკერდია თუ ლოდი რა არის ცხიმი სულ არააქ ? პირდაპირ კუნთია ძვალზე? -ამის დედას ***ცი რა დროს ეს იყო !- კედელს ისე ურტყავს მუშტს მგონი მეორედაც რომ დაარტყას კედელსაცგაიტანს და შევალთ ვინმესთან ბინაში . -ოჰ მე ხო მიხარია აქ შენთან ერთად ყოფნა-ჩუმად ვბუზღუნებ და კედელს ვეყრდნობი. სარკისკენ არც ვიყურები დარწმუნებული ვარ სასინლად გამოვიყურები . ტანზე მოკრული ტანსაცმელი უკვე ნერვებს მისლის. ქურთუკს ვიშორებ და სველ კაბას დავყურებ. ის სადღაც რეკავს... ვიღაცას ეუბნება მისამართს .ალბათ ხელოსანს მერე ღრიალებს და აგინებს! რა კულტურული ახალგაზრდაა საოცრებაა -რას ნიშნავს შუქი არაა... *ლეზე . ყველას მოგხსნით სამსახურიდან. რამე მოიფიქრეთ და გაგვიყვანეთ აქედან. იქნებ სადმე ბავსვია ჩაკეტილი, ფეხმძმე ქალი ან მოხუცი ასე პასუხობთ იმათაც? როდის ჩართავენ შუქს ...გესმით? ფუ ამის დედაც გაითიშა. მობილური მომეცი- მიბრუნდება უცებ და ისე დაფეთებული მაშორებს მზერას მგონი ჩემი ეშინია ! -შენ წარმოიდგინე ლიფში არ ვიდებ მობილურს! ჩანთა კი მანქანაში დამრჩა კულტურულად რომ მთხოვე გადმოსვლა აი მაშინ!- მშვიდად ვეუბნები რადგან სიედაც ვაღიზიანებ და დროა დვატკბე! ყბები ეჭიმება...-მოიმოქმედე რამე ტყუილად ხარ ყოვლისსემძლე დაშნიანი? - კედელს უფრო მოხერხებულად ვეყრდნობი, ფეხებს ერთმანეთზე ვიჯვარედინებ , კომფორტულ პოზას ვიღებ და გაღიმებული ვუმზერ ბატონს. რომელიც თვალს არ მაშორებს, იმ ნადირს ჰგავს მსხვერპლის დაწერის წინ სიამოვნებას რომ განიცდის. მსხვერპლი მე გამოვდივარ? ასე რატომ მიყურებს -ლოდინი მოგვიწევს... სანამ ქალაქსი ელექტროენერგიას არ ჩართავენ. გარეთ ქარისხალია- მიახლოვდება...რატომ? რა უნდა. მერ ებრუნდება სარკეში იხედება ჩემს წინ დგას, რა კარგი პროფილი აქვს, ცხვირზე ოდნავ კეხი ჰქონია . ალბათ გაუტეხეს ,ეს უფრო უხდება მეტ ხიბლს მატებს. სახეზე ხელს ისვამს მერე სველ პერანგს დაჰყურებს ლაქები კარგად ჩანს... ფანტას ვაღმერთებ დღეიდან. მოიცა რააა? იხდის? ახლა მოვკვდები აი ამ წამს... ბოლო ღილსაც იხსნის მეორე კედელსაა მიყრდნობილი ზუსტად ისე როგორც მე ....ზედმეტად ახლოსაა. პატარაა ლიფტი რატომაა ასეთი პატარა. სველი ვარ და რატომ მცხელა ასე ძალიან. არ შეხედო თამუნა... რა გესაქმება მის სხეულთან. თვალები როგორ გაბრუებს და შიშველი რომ დაინახო რამე საშინელებას ჩაიდენ. თავი ხელში აიყვანე..მართალია ჯერ 18 წლის ხარ გებრძვის ჰორმონები,მაგრამ ასეც არ შეიძლება ! ღმერთო სადმე თუ არსებობ დაეხმარე გასაჭირსი მყოფ შენს შვილს.მიეცი ძალა თავი შეიკაოს. როგორ მიყურებს ... რა მზერა აქვს სული მეხუთება. კლასუტროფობია დამემართა უკვე.აშკარად პატარა სივრცის გამოა! ტუჩებს ვისველებ, მცხელა, ყელზე ჩამოგორებულ წვიმის წვეთი ნერვებს მისლის ხელს ვისვამ და თმების აწევას ვცდილობ. ისე მაქვს ჩამოშლილი და აპუწული იქნებ ეშველოს რამე თან ყურადღებას გადავიტან. კოსას ვიკეთებ და გაყინულ თითებს დავყურებ. ვცახცახებ ...მთელი სხეულით. ქურთუკის ჩაცმას აზრი არ აქვს ისეთი სველია. კიდევ კარგი კაბა ტყავისაა ნახევრად. სანამ თიტებს დავყურებ უკვე ჩემს წინაა,მის ხშირ სუნთქვას ვგრძნობ. პირდაპირ პრესს დავყურებ და ახლავე ძალა გამომეცლება ფეხებში და ჩავიკეცები! შესანისნავი გამოსავალია,გონება რომ დავკარგო ისე გავალ აქედან ვერაფერს გავიგებ! რატომ ვხედავ ისევ? რატომ ვგრძნობ მისი თითების შეხებას ყელზე? სად მისრიალებს რა უნდა ჩემს ყელთან? უნდა დამახრჩოს ?რა ახალგაზრდა ვარ,სიცოცხლით სავსეეე ახლა უნდა მოვკვდე? კიდევ კარგი უსიმპატიურესი არსება მკლავს! ვიტრაბახებ მაინც იქ მაღლა. მეორე ხელს ლოყაზე რატომ მისვამს? ეს როგორი დახრჩობაა? შევხედო დავიჯერო? ღირს? თავს ოდნავ მაღლა და უკან ვწევ. ნეტავ არ შემეხედა ჯობდა მისი შიშველი სხელისთვის მეყურებინა ვიდრე ეს მწვანე თვალები დამენახა. როგორი მწვანეა...ნამდვილი მწვანეა. მგონი ჩავიძირე...არადა ჭაობისფერი არ არის.მაგრამ მაინც ვიძირები მის თვალებსი ვიძირები. თითებს კანზე მისვამს, არ ამოძრავებს უბრალოდ ცერა თითს მისვამს ლოყაზე. შემდეგ ტუჩებზე გადადის. ისე ნაზად აწვება ქვედა ტუჩს მეშინია კვნესა არ წამსკდეს.როგორ მინდა ვაკოცო...ამ ცხელ ხელისგულზე,მერე თითებზე. თვალები არ დახუჭო! არ გაბედო თამუნა ! სად მოდის ... როგორ შეუძლია მხოლოდ ხელებით შემეხოს მხოლოდ ყელზე და ლოყაზე და ასე დამწვას..მთელი სხეული მიხურს. გულისცემა ისე გამიხსირდა მკერდი საოცარი სისწრაფით მოძრაობს? სულ რომ ყრუ იყოს და ბრმა მაინც მიხვდება . მალე ჩემი მკერდი დაარღვევს მის შექმნილ ბარიერს და თავად შევეხები. სახე ახლოს მოქვს ,მგონია რომ მაკოცებს,მაგრამ ტუჩებს სცდება ლოყაზე მეხება, როგორი ცხელია, მწველი .როგორ შეიძლება ლოყაზე შეხებამ ასეთი სიამოვნება მოგანიჭოს.მგონი მოვკვდი და ფრთები შევისხი...ანგელოზად ვიქეცი ვითომ? რეალური არსება რომ არ ვარ ფაქტია... ტუჩებს ლოყაზე ნელა ასრიალებს. არ მკოცნის, ცხვირის წვერითაც მეხება,მერე ყურის ძირში მკოცნის . ყელზე ინაცვლებს .ღრმად ოხრავს ,ახლა ვგრძნობ როგორი დაჭიმული აქვს სხეული. თითქოს აქამდე აწამებდნენ. ხელი ყელიდან სხეულზე გადააქვს,ისე მისრიალებს წელისკენ დენი ივლის ყველა ნაწილში და უჯრედები ხორუმს ცეკვავენ. ყელში მკოცნის. სველი კოცნის კვალს მიტოვებს შემდეგ წელზე ხელისგულით მაწვება და სხეულზე მიკრავს. ზღვარს არღევს .იმდენად ახლოს ვარ ფაქტობრივად არც არსებობს დაშორება. მისი წვერიანი ლოყა კანზე მეხება. მის სურნელს ვგრძნობ, წვიმის მოტანილ სურნელს. ხელი რომ ავამოძრაო მეშინია, ვიცი მოვეხვევი . სიტყვის თქმა მინდა...მინდა მოვიშორო ,მაგრამ არ შემიძლია. არ მინდა და თან ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ცუდად იქნება რომ მოვიშორო.ახლა რომ სულლური სიტყვები ამოვუსვა...ისევ რომ ვეჩხუბო თავად გამისკდება გული. სულ არაფერი მითქვამს...არც მას უთქვამს. უბრალოდ ვიდექი მოდუნებული, თითქოს დავფარფატებდი.მისი ხელები მიჭერდნენ ვიცოდი არ დავეცემოდი . შემდეგ ლიფტი სეირხა, ისევ განათდდა ბოლომდე და მოძრაობაც დაიწყო. სიცივე ვიგრძენი, თითქოს ყველა უჯრედი გამეყინა. დავცარიელდი. იმდენად ძლიერად დავენარცხე იატაკზე რომ ნამსხვრევებად ვიქეცი. მომშორდა , უბრალოდ აი ასე მშვიდად მომშორდა კარი როგორც კი გაიღო გავიდა და თან გამიყოლა. კართან შევჩერდი...არ მინდოდა სესვლა. გამომხედა ....ისე მიყურებდა თავისთავად გადავდგი ნაბიჯები. -სალომე არ მოვა დღეს- ეს იყო პირველი რაც მითხრა ბინაში შესვლის შემდეგ! უკვე სუფთა ტანსაცმელი ეცვა .მე მის დივანზე ვიყავი მოკალათებული მსიაღებში და გაფართოებული თვალებით ვუყურებდი- ვიცი რომ მარიამიც არ არის სახლში! ისიც რომ მარტო დარჩენა ასეთ ამინდში არ შეგიძლია...მინდოდა შენთან დავრჩენილიყავი უფრო კომფორტულად რომ გეგრძნო თავი ,მაგრამ გამაბრაზე და ახლა აქ დარჩები! რადგან არაფრის მომზადება გეხერხება მე გავაკეთებ ვახშამს ... - ასე მშვიდად მტოვებს თავისთან...კიდევ რამე ხომ არ უნდა? სახლშ წავალ მეც სულ არ დავრცები ქალაქში . დადო დასკვნა ბატონმა! დასვა წერტილი,გამოიტანა განაჩენი! -სადგურზე წამიყვანე... სოფელში მივდივარ! -ასეთ ამინდში არსად წახვალ...ვერ ხედავ გარეთ რა ხდება?! -შენთან დარჩენა არ მინდა! უსამართლობაა...ჩემთვის არაფერი გიკითხავს.არ შემიძლია აქ ვერ დავრჩები ! -ხომ იცი რომ დარჩები მაინც,რაღატო წუწუნებ ? გიხარია რომ მეწინააღმდეგები? ასე საკუთარ ძალებს ამოწმებ? რაც უფრო მეტჯერ დაიწყებ სულელურ ჩხუბს მით უფრო დაკაარგავ ძალას! -დაყვავებით დაგიმორჩილო? პატარა ბავშვივით მოგეფერო დედას რომ დაუჯერო? -ერთ წინადადებაში ამდენი შეცდომა ... -სამზარეულოში გადის რომელიც იგივე ოთახშია და მაცივრიდან პროდუქტებს ალაგებს. ყველაფერი მზაა ..უბრალოდ აცხელებს ან წვავს. არც ეს ყოფილა დიდი მზარეული... ერთი მინუსი შენ მიშიკო! უცებ ტვინი ირთვება და მახსენდება“სალომე არ იქნება“ -სალომე სად არის? რატომ არ იქნება -საბასთან! -საბასტანაა სულ... -აწი ღამეც იქნება -რას ნიშნავს... მოიცა რა იმ წესიერების განსახიერებამ მოიტაცა? არ არსებობს- სიცილს ვერ ვიკავებ და ვეღარ ვჩერდები . გაოგნებული მიყურებს - ვაიმეე ნუთუ შესაძლებელია ეს ... ნამდვილად შენ ურჩიე ...აბა ის ? ის მოიტაცებდა? გამორიცხულია -საბა შენ ზედმეტად იდიოტი გგონია! დრო აღარ იყო? კიდევ ერთი წელი მოცდა რა უბედურებაა დაიტანჯა ბიჭი! -შენ რას გაუგებ მაგას...როცა ერთგულია ადამიანი -ეგ უკვე იდიოტობაა...ერთგულება კი არაა საცოდაობაა- ჩუმად ფხუკუნებს .თავდახრილია და რაღაცას ჭრის ,მაგრამ მერე ფართოდ ეცინება.რომ მივხვდი რაზეც თქვა ხელმეორე ნაკადი წამსკდა სიცილის. -აუუ ოღონდ ახლა არ მითხრა რო ვაჟიშვილია.... არ მითხრა თორე გავგიჟდები-უკვე დივანზე ვხოხავ. მოვკვდები მალე -თითქოს კითქვა არ გამიგია -კაგრი რა... მითხარი გთხოოვ ხო უნდა დავცინო მოვკვდები ახლა- ფეხზე ვდგები ისე უცებ მივდივარ და ვეხვევი ვერ ვიაზრებ- მითხარი რა ...მითხარი რო მართალი ვარ! ჩემი და რომ გაიცნო 17 წლის იყო იმის მერე უყვარს და სულ თუ არ უღალატია ...აუუ მითხარიი რა მიშო -კიდე გაიმეორე რა...- გათიშული დამყურებს და ხელს მსუბუქად მხვევს წელზე -რა... - ხელებს ვწევ მისი მხრებიდან მაგრამ გასაქცევი აღარ მაქვს. უკან მაგიდაა წინ დაშნიანი -მიშოო...თქვი კიდე - ისე მიყურებს მიუსაფარი ლეკვი მგონია! კარგი რა ეს ვინმეს რამე უშავებს? ან მე ვყოფილვარ ჯადოქარი! -რა გინდა დემონო? გირჩევნია ტაფას მიხედო დაიწვა- ხელიდან ვუსხლტები და უკან ვიხევ.-და გამითხოვდა... დედაჩემი გაგიჟდება.ვაიმე მამაც ! არადა როგორ ევასებათ საბა...მარა გადაიტანენ არაუშავს.დავურეკო ახლა თუ ჯერ არა..იმათ ვადრვო? კიდევ კარგი სამედიცინოზე რომ სწავლობს თორემ ვაჟიშვილის და ქალიშვილის პირველი ღამე პირდაპირ წამება იქნება- ისევ სიცილი მიტყდება ისიც ვერ იკავებს თავს...ჩემს სიცილზე უფრო ეცინება. რა საყვარლად იცინის... -ჯერ არ დაურეკო... თითონ დაურეკავენ და ნუ იძახი ამ ვაჟიშვილს ! რომც იყოს შენ რა პრობლემა გაქვს , გარყვნილს მე მეძახი და -არ ვაპირებ შენთან საუბარს -აქამდე რას აკეთებდი ... -უბრალდო საჭიროება მოითხოვდა... ქორწილს გადაიხდიან თუ არა? კაბა ყველა ვარიანტში უნდა ვიყიდო ... თუ არ გაგიჯდა მამიკო ! ამ ქარიშხალში ისე რა დროს მოტაცება იყო !სად წავიდნენ...სადმე შორს არიან? რამე არ დაემართოთ -დამშვიდდი! მეგობრის სახლში არიან . მომწერა საბამ რომ ჩავიდნენ და ახლა დაურეკეო ნუ მეტყვი -იცინის და მაგიდის გაწყობას იწყებს. იტრიალე , იფუსფუსე ...ვივახშმებ და მერე კი ავვორთქლდები აქედან. ეგღა მაკლია აქ დავრჩე! -სააბაზანო სად არის ? -მარჯვენა კარია -ხელით მანიშნა მიმართულება და მეც წავკუსკუსდდი. ხელები დავიბანე, თმა შევისწორე და მშვიდად მოვათვალიერე იქაურობა. კომფორტულად ცხოვრობს ბიჭი მარტო რა ენაღვლება! კალათა კი ჰქონდა ტანსაცმლით სავსე. საძინებელი ალბათ თავდაყირა აქვს. მაგიდასთან მშვიდად ვჯდები , თხოვნა არ დამჭირდა საჭმელად. ჩემი საყვარელი ტორტი ჰქონია და მაყვლის კომპოტი. ინფორმატორი ჩემი სიძეა! მაინც ვაზღვევინებ დამაცადოს... გემრიელად მივირთვი, ისმან გადაჭამა ყველაფერი,კიდევ კარგი ხმაურით არ ჭამდა თორემ ისეთი მადა აქვს მეც რომ არ დამაყოლა ზედ კარგია. ყელი რატომ ამეწვა? არ გაბედო და კოცნა არ გაიხსენო! ჯანდაბა ტვინო რეებზე ფიქრობ როგორ შეიძლება.დიდი ამბავი ერთი კოცნა რა უჭირს მერე... -ჩუმად რომ ხარ პირდაპირ ანგელოზი ხდები... -ისე არა? -ისე არაორდინალური ანგელოზი ხარ! - აფერისტი... -ბანალური ...ბანალური ყველაფერი ბანალური ! რამე ახალი მაინც მითხარი ანგელოზი, ფერია, ბაჭია ,კნუტი ,პატარა კიდე რა ვიცი ჩიტო დამიძახე კიდევ და სრული ბანალურობა იქნება - მშვიდი რომ ვარ მიკვირს..უბრალოდ ქაქანმა დამღალა, არაა ღირსი ამდენი ჩხუბისაც. ყელიც მეტკინა ცოტა ,მართალია არ ვკიოდი მაგრამ მაინც. დივანზე დავჯექი და ტელევზორი ჩავრთე...რამე უნდა მოვიფიქრო...მალე ისეთი გვაინი ქინება ტაქსსაც ვერ გავაჩერებ. დროუალდ უნდა გავიდე ! ოთახი მოვატვალიერე. ერთ კუთხესი ფანჯარასთან მაგიდა იდგა ზედ წიგნები იყო დახვავებული, სანათი იდგა და ლეპტოპი. დავიჯერო მეცადინეობს კიდეც? მაგიდა აულაგებია სანამ მე ვფიქრობდი და აივნისკენ მიდის სიგარეტის მოსაწევად. იცის ალბათ თვალებს რომ მიწვავს კვამლი და იმიტომ გადის ამ ყინვაში გარეთ. -მეძინება და არ მაჩვენებ ოთახს? -ხო რა თქმა უნდა...- უცებ ჩერდება სიგარეტის კოლოფს ჯიბეში იცურებს და მანიშნებს გასასვლელისკენ-მზადაა ყველაფერი...თუ რამე დაგჭირდება ეს ოთახი ჩემია და უბრალოდ დამიძახე - გვერდით საძინებელზე მითითებს და უკან ბრუნდება. რა დამფრთხალი პატარა ბიჭივით იქცევა. კარში შევდივარ და ვხურავ. მერე რომ ვრწმუნდები მისაღებში გავიდა ფრთხილად მივიპარები, აივანზე დგას ეწევა და ვიღაცას ელაპარაკება. მის გასაღებს ვიპარავ და ფრთხილად მივიპარები კარისკენ. ტელევიზორს მაღლა აქვს ხმა აწეული და ვერ გაიგებს კარის ხმას. მშვიდად ჩავდივარ ძირს , მანქანის კარს ვაღებ ჩემს ჩანთას ვიღებ და კარს ისევ ვხურავ. გასაღები რომ წავიღო არ გაბრაზდება იმედია...ან იქნებ გაბრაზდეს კიდეც.საკუთარი აზრით მოხიბლული გასაღებს ცანთასი ვაგდებ.იქვე მდგომ ტაქსისტთან ვჩერდები მისამართს ვეუბნები და მშვიდად ვჯდები მანქანაში. 15 წუთში სახლში ვარ. შუქს ვანთებ ყველა ოთახში , შემდეგ ტელევიზორთან ვჯდები და მარიამს ვურეკავ. მოკლედ მოვუყევი ყველაფერი ,იცინა,მეჯუჯღუნა,ვაიმე საყვარელიო იძახა და ბოლოს ნომრის კარნახი დაიწყო -რა ჯანდაბაა ... -შენი აზრით რომ არ დახვდები იქ არ ინერვიულებს? მიწერე რა ჩემი ხათრით ! -რა სისიულელე სმეუბნები. ინერვიულოს ...მანქანის გასარები მე მაქვს დ აიყურყუტოს იქ. გაგიჟდეს და ყაროს ცეცხლი თვალებიდან.მშვენივრად ვბრუდნებოდი სახლში. -აშკარად დაგეგმილი ჰქონდათ რომ მარტო არ დარჩენილიყავი. საბამ კარგა დიცოდა და დაგტოვა მიშოსთან.შენ კიდევ გამოიპარე -უნდა დავრცენილიყავი ? -არა ..არ ვიცი მაგრამ. მანდ მაინც ვიყო რა ვერ მითხრეს? დავრჩებოდი -მერე ვინ შემიტყუებდა სახლში -შეტყება რას ნიშნავს ...შენ არ თქვი კარამდე მიმიყვანა და გაიძურწაო? კოცნითაც არ გაკოცა მიუხედავად იმისა რომ დარწმუნებული ვარ სურვილით კვდებოდა! არაფერს აფასებ რა ...სულ არაფერს -მარიამ შემეშვი! არ მივწერ...დავწვები ახლა და დავიძნებ.მელაპარაკე შენ სანამ დავიძინებ. -კარგი ...ხო არ შეგეშინდება -უიმეე მართლა ბავშვი ხო არ ვარ. უბრალოდ ვერ ვიტან მარტო ყოფნას მაგრამ იმასთან ყოფნას ასე მირჩევნია.შენ აქ არ მყავხარ? - მარიამს ვესაუბრებოდი დაძინებამდე. შემდეგ გადავეში სიზმრების სამყაროში და დილამდე არც შევტოკებულვარ. შემდეგ სწრაფად წამოვფრინდი. დედაჩემთან აუცილებლად უნდა დამერეკა...ასე ვერ გავჩუმდებოდი! თმაზე ხელი გადავისვი და მსიაღებში გავედი მობილურს ვატრიალებდი და ვფიქრობდი დამერეკა თუ არა. უცებ დივანზე მოკეცილ მძინარე დაშნიანს რომ შევხედე წონასწორობა დამერღვა. დილის ექვსი საათი იყო მას კი ჩემს ბინაში დივანზე ეძინა ,ხელი თავის ქვეშ ედო და პატარა ბავშვივით მშვიდად ეძინა. პლედიც არ ეფარა იწვა ასე მოკეცილი და მშვიდად ფშვინავდა. საერთოდ არ გამჩენია კითხვები, არც ის მაინტერესებდა როგორ შემოვიდა ,არც ის რატომ მოვიდა მხოლოდ მისკენ მივდიოდი. მერე ხალიჩაზე დავჯექი და დიდხანს ვუყურებდი მძინარე დაშნიანს. რომ მივხვდი იღვიძებდა ფეხზე წამოვდექი და ზემოდან დავხედე .თვალები ნელა გაახილა მზერა ამოაყოლა ჩემს სხეულს სწრაფად და პირდაპირ თვალებში ჩამაშტერდა. უცებ წამოდგა თითქოს დანაშაულს ჩადიოდა , სახეზე ხელი ჩამოუსვა და მერე თავზე გადაისვა -კარში შემოძვერი თუ როგორ აღმოჩნდი აქ...საერთოდ რა გინდა აქ -შენი სიმშვიდისთვის მოჩვენებადაც ვიქცევი ! - მხოლოდ ეს მითხრა ,თავზე მაკოდა და წავიდა! აი ასე ადგა და წავიდა . საღამოს უკვე მშობლებმაც იცოდნენ ჩემი დის გათხოვების ამბავი, გამოგლოვებულიც ჰქონდათ, დამშვიდებაც მოასწრეს. მათი ადგილსამყოფელიც შეატყობინათ სიძემ და ყველანი იქეთ გავემართეთ. მერე აღარ ვიცოდი სიცილი დამეწყო თუ მეტირა დედამ ისე გამოიგლოვა სალომე..თითქოს არ იცოდნენ დღეს თუ ხვალ რომ გათხოვდებოდა. ოჰ ეს დედები! სიძეს მაინც უსაყვედურეს...რა საჭირო იყო ეს გაპარვაოო ქორწილით წაგეყვანა ბარემ ასე თუ გეჩქარებოდათო ვინ დაგიშლიდათო! შემდეგ სუფრასთან დავსხედით, სალომე ისე ინაზებოდა სიცილს ვერ ვიკავებდი. როგორღაც გამოვტაცე დედაჩემს და პირველივე საძინებელში შევკეტე -რა გინდა ახლა არ მითხრა გავბრაზდიო ! -რა გავბრაზდი რა გამაბრაზებდა... ჩემთვის გათხოვილი ხარ შენ 5 წელია ! აბააა -რა აბა -დაატრიალა გუშინ სიძემ ქარიშხალი? -რა არანორმალური ხარ- ლოყები ისე აუფერადდა სიცილი ამიტყდა -ორივე ერთნაირი მუდოები ხართ! სულ არ გამიკვირდება წუხელ ჩახუტებულებს რომ დაგეძინებიათ -ხუთი წელია არაფერი გვქონია და წუხელ რა შეგვიშლიდა ხელს -ასეთი ვნებასმოკლებული წყვილი მეორე არ მინახავს..რომელი სუაკუნეა! სად ნახე ეს ტრადიციული ახალგაზრდა- ჩვეულ ფრაზას ვიმეორებ და სალომეს გაწითლება უკვე მახარებს . საუბარს ხმაური გვაწყვეტინებს. აშკარად სტუმრები დაემატნენ სუფრას. ჩემი დაც გადაარჩინეს და ორივე დავბრუნდით ოთახში. დაშნიანი რომ დავინახე სიძის გვერდით წამოჭიმული მამაჩემთან მოსაუბრე ლამის იქვე ჩავიკეცე. როგორც ყოველთვის უბრალოდ მიყურებდა, არაფერი უთქვამს,არაფერი გაუკეთებია ისეთი რაც ოდნავ მაინც შემიქმნიდა დისკომფორტს. გვიან წამოვედით უკან ...წყვილმა იქ დარჩენა გადაწყვიტა. სიძის მშობლებმა და ჩემებმა ქორწილზეც ისაუბრეს და გადაწყვიტეს რომ უახლოეს ერთ თვეში იქნებოდა. მანქანაში ჩაჯდომა და დედაჩემის აჭიკჭიკება ერთი იყო...რამდენიმე საათის წინ რომ მოთქვამდა ის ქალი სად გაქრა ვერ გავიგე...განგებ მიკეთებენ მგონი ორივე -დედიიი იცნობ იმ ბიჭს? -ვის... -ვისზე ვლაპარაკობთ გოგო ახლა ჩვენ ... აი იმ ლამაზ ბიჭზე საბუკას ბავსვობის მეგობარზე მიხეილზე... როგორი წარმოსადეგი ბიჭია . დინჯი,ზრდილობიანი, სამედიცინოზე სწავლობს თურმე ამთავრებს წელსო... მუშაობას დაიწყებს მალეო ლალიმ ასე თქვა. -მერე მე რა გავაკეთო დედა? ერთი გოგო გაგიტხოვდათ და ჩემთვის ადრეა ჯერ...ნუ მირჩევ სასიაძოებს ! -შენ თვალებში ვერ იხედებ შვილოო ?! შენც ხომ მოგეწონა? -ნუ დაღალე ბავშვი მე რომ მომეწონა და კარგი ბიჭია იმას არ ნიშნავს რო ცოლად უნდა გაყვეს! -გაიხარე მამა რა... რამ მოაწონათ, რა ზრდილობა რის ზრდილობა ნეტა იცოდეთ რა ცხოველია! ჩემთან დარჩნენ იმ ღამით. მეორე დღეს წავიდნენ. დაიწყო იმ დღიდან მზადება,აბარგება ჩემი დის გადასვლა და დავრჩი მარტო ... .******* სალომეს გათხოვებამ პოზიტიური განწყობა კიდევ უფრო ამიმაღლა. მომწონს,საშინლად მომწონს საბას და სალოს წყვილი.იმდენად უყვართ ,იმდენად კარგები არიან რომ ნამდვილად ბედნიერი ვარ მათი ამბის გამო. თამარა უნივერსიტეტთან მხვდება ვეხვევი და კიდევ ერთხელ ვულოცავ. ამ შაბათ კვირას იმდენი რამ მოხდა ისეც არ გვაწყენდა საუბარი. მასთან ერთად ვიცინი ,მიყვება სალომეს როგორ აწვალებდა ,საბას როგორ უშლიდა ნერვებს და სიცილს ვერ ვიკავებ. სანამ ლექტორი არ ჩნდება დერეფანში. თამარა მაშინვე ესალმება -გამარჯობა ... წარმატებულ კვირას გისურვებთ -ეკრიჭება ყურებამდე და თვალებს უჟუჟუნებს. ამას მოვკლავ მე ...რა იყო ეს რა გამოსვლა იყო რა არიო ვითომ..მოიცადეთ? კადრი გააჩერეთ შეაცერეთ იცინის...გაუცინა გაეკჭირა კი არ გაუცინა . არ მოკუმო ტუჩები არ გაბედო...კიდე ცოტა ხანს გაიცინე რა სულ ცოტა ხანს რა იქნება. თამარა უთხარი რამე უთხარი და ისევ გაიცინოს. მგონი მეც მეუბნება რაღაცას -გაგიმარჯოს თამარ ქალო... გმადლობ, შენც წარმატებულ კვირას გისურვებ . მარიამი მგონი შეუძლოდაა ...მარიამ- მიყურებს და მკლავზე ხელს ფრთხილად მკიდებს. არა ვარ კარგად! -უკაცრავად...ლექციაზე მაგვიანდება- ხელს ვითავისუფლებ და ვშორდები. ხო როგორ არა შენ მაწამო ლექციაზე, აჭორაო ჩემი კურსელები, ათასი რამ დამავალო , ყველაფერი გააკეთო და მე გაგიღიმებ და დაგიტკბები. ისე წავედი თამარაც უკან ჩამოვიტოვე -სად გარბიხარ გოგო! -ლექცია მაქვს... ვიგვიანებ .უნდა გადავიმეორო -მშვიდად ვუთხარი და ყელში მობჯენილი ბურთი გადავაგორე. ანატომიაზე მშვიდად ვიჯექი. წელში გამართული ,ხელში ფანქარი მეჭირა და ვათამაშებდი. შემდეგ რვეულის თავისუფალ კუთხეში ყვავილის ხატვა დავიწყე ,ინსტიქტურად ვხაზავდი... როგორც კი შემოვიდა მაშინვე შეუდგა საქმეს. არც ერთი სიტყვა ზედმეტი. რომ თქვა ვინაა მსურველიო ხელი ავწიე . აშკარად სხვას ეძებდა ,მაგრამ არავინ სწევდა ხელს -კიდევ დიდხანს ველოდოთ მსურველს პატივცემულო? -ხელის მტევანი და ტერფით დაიწყე ... - მითხრა და ოდნავ გვერდით გაიწია. სიტყვა არ უთქვამს. მადროვა საუბარი, ბოლომდე მოვუყები ორივე ლათინურებით და მერე ძვლები უკან დავდე. გავხედე, მიყურებდა - “femori” - მეთამაშება? ამდნეი რამე ვუთხარი და ამ ელემენტარულს ვერ ვიპოვიდი? ბარძაყის ძვალი ავიღე მხოლოდ ნაწილები ჩამოვთვალე - დაჯექი - დააყოლა მშვიდად და მეც წავედი ჩემი ადგილისკენ. ყველად გამოჰკითხა, პირველივე შეცდომის შემდეგ სვამდა ბიჭებს. გოგონებმა ისე იცოდნენ ყველაფერი ჰკითხა მგონი და მაინც არ დაუშვეს შეცდომა. ჩამეცინა, თავი ვერ სევიკავე უბრალოდ. პირველმა დავტოვე აუდიტორია .არ მინდოდა მათთან საუბარი... ამინდივით მომეღრუბლა ხასიათი. ლექციაზე ვიჯექი, ვუსმენდი ლექტორის შემოსვლამდე როგორ ჭორაობდნენ გოგონები. რამდენიმეჯერ ჩემი გვარიც მომხვდა ყურში, ერთმანეთს ანიშნებდნენ ჩემზე. ბიჭები ამბობდნენ თქვენ რომ ეპრანჯებით და ეკურკურებით ის ეჩხუბებაო . მოუნდათ გოგონებს სწავლაო ... სხვა რამეებსაც ეგრე რომ სწავლობდეთ რა იქნებოდაო . გოგონები იდიოტურ ამბებს იგონებდნენ....ანატომია გვიყვარსო რომ თქვეს ჩამეცინა. საოცარი იყო შედეგები...ყველა გოგოს მაღალი შეფასება ჰქონდა მხოლოდ ანატომიაში ! ნუ იმ გოგონებს რომლებიც თვაისუფლები იყვნენ და ლექტორის სებმის სურვილი ჰკლავდათ. მთელი კვირა გაგრძელდა ეს ამბავი.შემდეგ ყველას სასწრაფო კოლოქვიუმი დაგვაწერინა პირდაპირ ლექციაზე პარასკევს და ლამის გაგიჟდნენ. ყველა წუწუნებდა ის კი იდგა ორი წუთი უყურებდა აზუზუნებულ დარბას შემდეგ მაგიდაზე ხელები დააწყო თავი გვერდით გადახარა სულ ოდნავ და ბავშვებს მზერა მოავლო“პრეტენზიებით შეგიძლიათ დეკანს მიმართოთ ახლავე ! დანარჩენებმა დაიწყეთ. დრო ცოტაა „ არავინ გასულა... იცოდნენ რომ ლექტორის გადასაწყვეტი იყო როგორ გადაანაწილებდა დროს. ისედაც ასე აშკარად ვერავინ გაბედავდა გამოსვლას. გაღიმებულმა მშვიდად დავიწყე წერა, პირველი საკითხის დასრულების შემდეგ გვერდიდან ჩურჩული მომესმა , დახმარებას მთხოვდნენ. გადავხედე და კარნახი დავიწყე. ორი წინადადება არ მქონდა ნათქვამი ჩემი გვარი რომ გავიგე ...ისე გაისმა სიჩუმეში ლექტორის ხმა ინსტიქტურად შევხტი -სიხარულიძე ! აუდიტორია დატოვე -უკაცრავად?- ლამის ამოვიკნავლე..მეგონა მომესმა -გინდა შენი კურსელი ცუდი ექიმი იყოს...კარნახობ! საშუალებას არ აძლევ საკუთარი ცოდნა გამოამჟღავნოს ! -კი მაგრამ მე... -უარყოფ?! თუ არ კარნახობდი მაშინ თიკუნას გავუშვებ ... ხელს გიშლიდა ალბათ -გოგოს გავხედე რომელიც გაფითრებული მიყურებდა. მშვიდად წამოვდექი , ხელები მიკანკალებდა ბრაზისგან. ფურცელს ხელი ვკარი და იატაკზე დავაგდე. სწრაფად გავიარე მანზილი კარამდე,სისხლი თავში მომაწვა,ყურებში საშინელი ხმა ჩამესმოდა. ვეღარ ვარჩევდი სიტყვებს,უბრალოდ იქედან გასვლა მინდოდა. მინდოდა ამ საშინელ არსებას მოვშორებოდი. უზარმაზარი კარი ძლივს გავაღე, თითქოს ძალა სულ მთლად გამომეცალა. როგორც კი დერეფანში გავედი მაშინვე გავიქეცი გასასვლელისკენ, გარეტ ისევ წვიმდა. სწრაფად წავედი გაჩერებისკენ მარშუტში ავედი და პირველივე თავისუფალ ადგილას დავჯექი. ყველაფერი ტრიალებდა ირგვლივ, ვერასდროს წარმოვიდგენდი ამას! ასობით კაცის თვალწინ ასე მომექცა , თან რის გამო! სახლში როგორც კი სევედი მაშინვე საძინებლისკენ წავედი. ისე დავეცი საწოლზე თითქოს უსულო საგანი ვიყავი. მინდოდა გავთიშულიყავი...გონება არ მუსაობდა საერთოდ გაითიშა მთელი ტვინი. თავს დამცირებულად ვგრძნობდი,მე მასწავლებელსაც კი არ გავუგდივარ გაკვეთილიდან არასდროს! საყვედურიც არ მიმიღია მან კი ლექციიდან გამომაგდრო რომელიც გამოცდის ტოლფასი იყო. იმდენად ვიყავი გაბრაზებული იმაზეც კი ვფიქრობდი რომ აღარ მივსულიყავი მის სემინარებზე. მხოლოდ გამოცდაზე და ლექციაზე...იქნებ ლექციაზეც არ შევსულიყავი . დავჯდებოდი წავიკითხავდი საკითხებს გავიგებდი ბავშვებისგან და გამოცდაზე მვიიდოდი. არ შემიძლია...სტრესულია უკვე ის სიტუაცია ჩემთვის.მე კი ამის გადატანა როცა სწავლა და აზროვნება მჭირდება არ შემიძლია. ამისთვის ზედმეტად სუსტი ვარ. არ ვიცი რამდენი ხანი ვიწექი ასე, რამდენ ხანს ვფიქრობდი. მხოლოდ მობილურის ხმამ გამომაფხიზლა და თამუნას სახე რომ დავინახე ვუპასუხე -გისმენ ... -სად ხარ მარიამ? გიგიმ მითხრა ლექციდან გააგდო ანატომიამ და სხვებზე აღარ შემოსულაო -სახლში ვარ... -კარგად ხარ? მოვიდე? -არ მინდა! კარგად ვარ... -გიგიმ თქვა რომ შენს მერე მთელმა შენმა ჯგუფმა დატოვა დარბაზი პროტესტის ნიშნად ... -რაა? -არ უნდა გაეგდო მარიამიო..უსამართლობა იყოო. ის გოგო გასულა პირველი თიკუნა ფეხმძიმე ხო ეგაა... მერე დანარჩენებიც -არ გაუბრაზდა? -არაფერი უთქვამ...-თამუნას ხმა გაწყდა და გიგის გაისმა -მარიკუნა საქეიფოდ მივდივართ დღეს და არ წამოხვალ? ავღნიშნოთ პირველი ჯგუფური გადაწყვეტილება არ გინდა? -დეკანმა რომ გაიგოს იცით რას იზამს? -მაგრად რო გვკიდია არა? წამო რა ...მოგაკითხავთ ბიჭები საღამოს კაი? -მეე არ დამპატიჟებთ?-თამარას ხმა გავიგე -იასნა...აი თამარაც მოდის ხო წამოხვალ ? მარიააამ გთხოოოვ -წამოვალ ... რომელ საათზე მოხვალთ? -რავი რვაზე ცხრაზე... რო დავამთავროთ მეცადინეობა ისე თორე ხვალ მოგვკლავს ჰისტო -კარგიი მზად ვიქნები მე... მისამართს თამუნა გეტყვით -ოოოკ ...გკოცნიიით ყველანიიი საშინლად მშიოდა, წამოვბობღდი სამზარეულოში შევედი ვისადილე.შემდგე ვიმეცადინე და ბოლოს მოვემზადე. დედასთან საუბრის შემდეგ რომელსაც ლამის გული გაუსკდა რომ ვუთხარი ლექციიდან გამომაგდო-თქო.ათასი კითხვა მომაყარა,..სულ აღარ დაგიშვებს თუ როგორ გამოგაგდოოო ... გამოცდა იყო თუ ერთ ნიშანს წერდა მხოლოდო. ბოლოს დამშვიდება დამიწყო როგორც იცის და მითხრა წადი გაერთე ცოტა და დაიკიდეო. ცხრის ნახევარზე გიგი ჩემს სადარბაზოსთან იდგა. მანქანაში თამარა იჯდა და დაბნეული აცეცებდა თვალებს. ვერ გავიგე რა ხდებოდა, მერ ემობილურში რომ ჩაიხედა მივხვდი საიდანღაც რაღაც საოცრებას სწერდა მიშო.სხვა ვერ დააბნევდა ასე ძალიან. რესტორანი სავსე იყო, ჩვენი მაგიდისკენ წავედით. ბავშვები წამოიშალნენ და შეგვეგებნენ. სემდეგ ისე კარგად გავატარე დრო აღარაფერი მახსოვდა. ბევრი მუდარის მიუხედავად სასმელს მაინც არ გავეკარე. ტამარამ ორი ჭიქა დალია წყლუპ ყლუპობით მთელი საღამოს განმავლობაში . ვცეკვავდით , შემდეგ ვიღაც ბიჭები მოვიდნენ მეზობელი მაგიდიდან და ჩვენი გოგონები წაიყვანეს საცეკვაოდ. ესენი ისე უყურებდნენ ლამის ვიფიქრე ჩხუბის მუზაზე არიან-თქო ,მაგრამ შვიდად დასრულდა ყველაფერი. იმას თუ არ ჩავთვლით გასულებს მანქანაზე მიყრდნობილი დაშნიანი რომ დაგვხვდა. უხმმოდ გააღო მანქანის კარი და გვანიშნა ჩავმჯდარიყავით -თქვენთან არის? -მაშინვე გვკითხა გიორგიმ და გიგიმაც გამოგვხედა -ხო ჩვენტან არიან...გიგი გიორგი წაიყვანე ჩვენ გათავისუფლებთ- გავუღიმე დავემშვიდობე და თამარა მანქანისკენ წავიყვანე- არ გაგიჟდე ახლა -მოვკლავ... აქ იყო ხედავ? -აბა როგორ გაატარეთ დრო? - მანქანის დაძვრის შემდეგ მომიბრუნდა მიშიკო -რომ გვიყურებდი ვერ გაიგე?! -მარიამ მთელი უნივერსიტეტი შენზე ლაპარაკობს...პოპულარული გოგო გახდი იცი? -რატომ? რას ამბობენ? -ბევრ რამეს...თუმცა მთავარი შენი ლექციიდან გამოსვლა და მთელი ჯგუფის გამოყოლა იყო. ვინაა ასეთი მთელი ჯგუფი რომ წავიდა მის გამოო -დეკანთან იყო ლექტორი? -არაა... ბავშვებმა გააბაზრეს..სხვებმა . იმას ვაფშე არაფერი გაუკეთებია! -სხვას რას ამბობენ მიშო? -არაფერს საინტერესოს... -თვალი ჩამიკრა და გამიღიმა- დაიკიდეე -წლის დამრიგებელი ! მარიამთან მივდივარ მეც ! მიშოს არააფერი უთქვამს . მე მელაპარაკებოდა და თამუნა გაგიჟდა.ბოლი აუვიდოდა მალე. მანქანიდან მაშნვე აგდავიდა როგორც კი გააჩერა მიშომ . მე დავემშიდობე და უკან მივყევი თამარას. უკვე გვიანი იყო საკმაოდ დავიქანცეთ ამიტომ საწოლში შევწექით და დილამდე არ გავტოკებულვართ. სოფელში არ მივდიოდი,სამეცადინო საკმაოდ ბევრი მქონდა... მთელი შაბათი დღე ჩემთან გაატარა ქალბატონმა. ლექტორს იცავდა და ლამის თმით ვითრიე -კიდევ გიმეორებ კარნახობდი და სრული უფლება ჰქონდა გაეგდე...სხვები ორივეს აგდებენ იმან შენ გაგიშვა იმიტომ რომ... -ხო აი რატომ... -კარგი უნდა შენთვის... სხვას კი არ უნდა აწერინებდე შენს საქმეს უნდა მიხედო -ისე ამბობ ვითომ შენ არ ზიხარ და არ კარნახობ ყველას ვისაც დასჭირდება -ის სხვა ტიპია ... ჩვენთან მაგალითად ვერავინ ბედავს ვერაფერს შენი შესვლის მერე ისეთი ამბები გამოდის. კანკალებენ ... რა გადაწერაზეა საუბარი . რა ქულებს წერს იცი? დგას და კითხვებს სვამს მხოლოდ... ერთი ის იცის თავში თუ რამე არის ისეთი რაც ვერ გაიგეთ ავხსნი თავიდან. თუ გავიგეთ იასნა უნდა ჩავაბაროთ -დამღალე უკვე! ახლა ისიც მითხარი ბოდიში მოუხადეო -ბოდიში რატომ უნდ ამოუხადო... დედა აგინე? დააშავე და დაგიწერს სესაბამის ქულას ...ანუ 0 ჩამოგიწერს ალბათ რა ვიცი. -ან არ დაგვიშვებს ლექციაზე...ან გამოგვლანძრავს ან ახლა ყველას წაკბენს -ვნახოთ მე რა ვიცი ეგ რას იზამს ...რას მოიფიქრებს თავისი მრავალნაოჭიანი ტვინით ...აი ეს რომ გლუვტვინიანი და პრიალა აქ მთელი ფემისფეროები ზუსტად ვიცი! რა უნდა ამ სიცივეში იქ ... ბირჟავიკი ექიმი! ამას ვინ დაამთავრებინა უნივერსიტეტი ვინ აძლევს დიპლომს....სადაა სამართალი - უყურებდა ეზოში მდგომ დაშნიანს და ქოთქოთებდა ჩუმად- ოჰ წაბრძანდა რას აკეთებს- რომ ამოხედა და ტან ტამუნას მობილური ამღერდა მივხვდი ურეკავდა. არ უპასუხა. მერ ემე დამირეკა ისევ უყურებდა ქვემოდან ის ზემოდან ეს... -გისმენ მიიშიკოო -უთხარი ასე თუ მოსწონს ჩემი ყურება ახლოდანაც შეუძლია დატკბეს... -შორიდან ადამიანს გავხარ-თქო უთხარი -ასე ძალიან თუ უნდა თავად ამოვალ ! ორივე გაგიჟდა. მე მობილური მიჭირავს ხელში ისინი ლაპარაკობენ ... -ჯანდაბაში ...ქვესკნელში ლუციფერ! -ზეცაში ანგელოზებთან მირჩევნია ... მაარ შოკოლადები გინდა? -არაა..არ შეწუხდე მაქვს -მოიცა გინდა ამოვიდეს? მაშინ მე წავალ-მაშინვე აიფოფრა -უბრალოდ მე..არ ამოხვიდე-თქო ხო არ ვეტყოდი. უზრდელობა არ იქნება ? საბას მეგობარია უკვე და-ვბლუყუნებ საცოდავად ის კი მალე მიმახრჩობს. თუმცა კარზე უკვე ზარი ისმის ,დაფრინავს დაშნიანი! პირდაპირ გარბის , მე ზედმეტად შიშველი ვარ ასე რომ გავტანტალდე ამიტომ ვიცვამ და თან სწრაფად რომ იმათ ერთმანეთი არ დახოცონ. არ ვიცი რა ხდება ,მაგრამ მშვიდად ზის სამზარეულოში მიშო ,ქალბატონიც იქვე დგას კარადაზე აყუდებული.ამას არ ახსოვს ხო პიჟამაში რომაა გამოწყობილი ? -დილამშვიდობისა მარიამ... -პრივეტ...რა საჭირო იყო ამათი ამოტანა -პირველად ვარ შენთან და ხელცარიელი ხომ არ მოვიდოდი- მშვიდად მეუბნება და თითებს მაგიდაზე ათამაშებს- აბა? ყავას არ დამალევინებ? -კი რა თქმა უნდა... -ჩემთვისაა ეგ - ბურდღუნებს თამუნა და გაბუტული უყურებს როგორ ვანაწილებ მისი ადუღებულ წყალს ჭიქებში . ფინჯანს მაგიდაზე ვდებ. მერე უცებ საუზმესაც ვწყობ და თამარს პირდაპირ მაგიდასთან ვდებ სკამზე. როგორ უყურებენ ერთმანეთს ან აქვე უნდა ჰქონდეთ პირველი ღამე ან ყელი გამოჭრან ერთმანეთს, დასწრებაზეა ეს უკანასკნელი.მე ჩემი წვენით ვჯდები შუაში და რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ თვალებს ვატრიალებ -ახლა ასე უნდა ისხდეთ? -ამის მეგობარი შენ ხარ და ეჭუკჭუკე - თამარა მიცხადებს,ამას გავცლი თმებისგან ...გამახსენეთ რომ წავა დაშნიანი. -მაინც შენთან სასაუბროდაა მოსული -ნწ ნწ ნწ საკუთარ დაქალზე რომ ეჭვიანობ ნუთუ არ გრცხვენია-თავს აქნევს მიშო და თამუნას ბოლი ასდის -ნამდვილად ვეჭვიანობ! გეთანხმები... მართმევ აშკარად მეგობარს .სულ არ მინდა შენნაირთან მეგობრობდეს,სადაც საბა მიიზიდე მარიამი როგორ შეგეწინააღმდეგება ეს ზე კომუნიკაბელური და გულღია გოგო ! ბარემ ყველა ჩემს მეგობარს და ნაცნობს მოაწონე თავი -რა გავაკეთო შენებს თუ სასიძოდ მოვეწონე ...ჩემი ბრალია? -რაო? ვინ ჩემებს...მეტი საქმე არ აქვთ რა ! -დამშვიდდი ახლა...არ აიფოფრო. ხო თქვი შენი ცქერა მინდაო ხოდა მოვედი გაჩუმდი და მიყურე -იდიოტო ! ხისთავიანო სვანო, ყეყეჩო ... დემონო,ტირანო - ლუღლუღებს და მაგიდას ეყრდნობა, თვალბს კი ვუბრიალებ ,მაგრამ სულ ვერ ამჩნევს როგორ ვანიშნებ ბურთები დამალოს. მიშო მაინც ისე უყურებს თითქოს ნახევრად შიშველი არც არის. მისი თიტების დანახვისას ლექტორი მახსენდება...ისიც ასე ათამაშებს თითებს მაგდიაზე... ის დღე გამახსენდა“ახლომხედველი გახდები...“ იდიოტი! ახლომხედველი გავხდები თურმე“ -მარიამ აქ ხარ? რა დაგემართა გოგო - თამუნა ხელს მიტრიალებდა სახის წინ და წარბებაწეული მიმზერდა -არაფერი ჩავფიქრდი უბრალოდ... -რაო მაგ ფიქრმა მერე...შეგიშვებს ლექციაზე ვითომ? -მიშო ყავას სვამს და ქვემოდან მიყურებს. -ოჰ ამან ყველაფერი რომ არ იცოდეს ისე როგორ შეიძლება...შენ მისტერ ლექტორსაც იცნობ შესაძლოა ! არ გინდა საქმე ჩაგვიწყო ბრატ? -არ ვიცნობ... -აჰ შენ მხოლოდ ქუჩის ბიჭებს იცნობ...ეს შეცდომა როგორ დავუშვი -ჩუმად საუბრობს და ირონიულად იღიმის. მიშო ისევ აიგნორებს, არაფერს პასუხობს და მე მიყურებს -შემიძლია გავიცნო...თუ ზედმეტად შეტოპავს. თამროს სმენია როგორი კომუნიკაბელური ვარ- თამარას უყურებს და თვალს უკრავს.ის კი წითლდება და ბრაზდება -თამრო არ ვარ მე ! -გემრიელი ყავა იყო..გმადლობ მარიამ!- მშვიდად დგება და გასასვლელისკენ მიდის. -როგორ მოხდა რომ მოიფიქრე წასვლა- სანამ მე მივყვები თამარა ოთახიდან ეძახის -დაკავებული ვარ შაბათ-კვირას შენგან განსხვავებით თამრო - ისე ეუბნება არც უყურებს. კარსი რომ გადის მერე ბრუნდება და ზემოდან დამყურებს- ვერ ვიტან ამ სიტყვებს,მაგრამ შენ ვიცი სწორად გაიგებ . უბრალოდ როცა მიხვდები რომ პრობლემა გაქვს და ვერ აგვარებ შემატყობინე -იმედია არასდროს მექნება მოუგვარებელი პრობლემა ... -იმედია ...მაგრამ მაინც შემდეგ წავიდა . მე კი ქალბატონთან გადავინაცვლე. მისი დამსახურებით მხიარულად გავატარე შაბათ-კვირა. ვიმეცადინე კიდეც და მოვემზადე დაძაბული ორშაბათისთვის. შაბათ კვირას საერთოდ არ გამოჩენილა მიშო ჰორიზონტზე, სახლშიც არ იყო მგონი. მხოლოდ კვირა საღამოს მოვიდა .თამარა რაფაზე იყო შემომჯდარი და ლამის ხტუნვა დაიწყო რომ დაინახა მანქანა -მოვიდააა....ის რეგვენი მობრძანდა . საავადმყოფოს ფორმა აცვია თუ მე მეჩვენება მოდი აქ- უცებ დამიძახა და მეც მივედი .მწვანე შარვალი და ზედა ეცვა, ხელში ჟაკეტი ეჭირა და ნელა მიდიოდა სადარბაზოსკენ. აშკარად დაღლილი იყო - საავადმყოფოში იყო ვითომ? -მორიგე იყო ალბათ ... -უხდება არა? თეთრი ხალათი უფრო მოუხდება...რომ ვბორავ მისმენ? -უხდება კი ნამდვილად... -ოო რატომ იცინი ასე -აღიარე რომ მოგწონს... -ხომ ვაღიარე უკვე -რაღატომ ეჩხუბები სულელი ბავშვივით . გინდა მაინცადამაინც გააგიჟო? რა სისულელეს აკეთებ ხვდები? -მემილიონეჯერ მიმეორებ მაგას... რამდენჯერ უნდა გიპასუხო რომ თავისთავად ხდება ეს და ვერ ვივიწყებ მის ხასიათს ,არაფერს ცვლისი მისი ჩემთან ქცევა. ის არაა ასეთი ტკბილი და მომთმენი -ზოგჯერ მოთმენა ძნელია... ყველასგან რომ გამოირჩევი უნდა გიხაროდეს -ისე მარიგებ თითქოს შენ ჩემს ადგილას სხვანაირად მოიქცეოდი...არა ასე არ ესაუბრებოდი პირდაპირ მოშხამავდი და მიგაკლავდა სადმე ნამდვილად. ეგ არ აგცდება ისედაც უბრალოდ მისტერ ლექტორის მსხვერპლი იქნები და არა ჩემი დემონის -შენი დემონი ... -ნუ დამცინიი ისე წამომცდა რას მეკიდები ერთ სიტყვაზე უუჰ - იბუსხება და მინას ადებს თავს- გამოჩნდა... იხდის?- ისე მიიწია კიდევ კაგრი ფანჯარა საიმედოდ მაქვს დაკეტილი თორემ იფრენდა მეცხრედან-ასე კარგად რატომ ჩანს? -საერთოდ არ ჩანს ნუ გამაგიჟე შენ როგორ უყურებ ...მე აივანზე როცაა მხოლოდ მაშინ ვარჩევ სახეს ფანჯარაში სად ხედავ -სააბაზანოში შევიდა -ბარემ ადი მასთან და ახლოდან უყურე...ნება დაგრთო ბიჭმა მაინც -აუუ ყელს გამოგჭრი იცოდე -მიშიკოს ემსგავსები ხედავ? როგორ მემუქრები - ცრემლი შვეიმშრალე რომელიც არ არსებობდა და ის გიჟი პირდაპირ თავზე დამახტა . ბალიში მომიქნია და ლამის ჩამმარხა საწოლში-ააააააა თამარა ნუ ძალადოობ თამარააა....ნამდვილი ველური გახდი თუ ხედავ ვაიმეეეე რა ჯანზე ხარ გოო -სიცილს და კივილს ერთმანეთს ვურებვდი ბოლოს მომშორდა და საწოლზე დაემხო -დამპალოოო -დამპალოოო- გავაჯავრე და არეული თმა უარესად ავუჩეჩე- გადმო რა ჩემთან თამარა... -ნწ... მარტო მინდა მივეჩვიო ყოფნას. ასე მირჩევნია! ვცდი და თუ ვერ გავძლებ გადმოდი შენ -მეე? -ხო აბა მე აქ ვერ გავძლებ...ვერ ვსორდები ფანჯარას ხომ ხედავ...გადავვარდები ერთხელაც ან გავექანები და ჩავუსახლდები სახლში. შეიძლება სიყვარულიც ავუხსნა რაღაც მაზოხისტური ჩნდება ჩემში -აჭარბებ გეფიცები -არ ვაჭარბებ! შემდგე წავიდა... მე კი მეორე დღისთვის მზადდება დავიწყე. ძლივს დავიძინე, მარტო დარჩენილს შიში მომერია. ათასი რამ ვიფიქრე...ბოლოს კი დადგა ანატომიის ლექციის ჯერიც! ყველა დერეფანში იდგა ,ზოგი ეწეოდა, ზოგი კევით ირთობდა თავს.ზოგიც წრეებს არტყავდა ბოლოს გიორგიმ წამოიძახა -ბოლოს და ბოლოს შევიდეთ თუ არა...ვერ გავიგე -რომელიმე შევიდეთ და გავიგოთ გვიშვებს ლექციაზე თუ არა -ვინ შევა? - ყველა ერთმანეთს უყურებდა. ბოლოს მე გამომხედეს ,ვიცოდი ველოდი რა თქმა უნდა ვალშიც კი ვიყავი ჩემ გამო გაეხვნენ შარში. -ცოცხალი თუ ვერ გამოვედი ჩემს გორილა ძმას უთხარით რო მაგრად მიყვარს ...მშობლებს გადაეცით რომ მომენტრებიან და თამუნას უთხარით ჩემ გამო უფრო მაგარი გახდეს ყველგან და ყველაფერში - ჩუმად ჩავიბურტყუნე,მერე ბავშვები რომ დაიგრუზნენ და სერიოზულად მიირეს გავიკრიჭე და სანამ მომკლავდნენ კაბინეტისკენ წავედი. კარი გავაღე და შევედი. ფანჯარასთან იდგა და ვიღაცას ელაპარაკებოდა. ერთი წუთი დამელოდეო მანიშნა და მეც იქვე გავჩერდი. გაბრაზებული იყო, ვიღაცას ლამის უყვირა მე ხომ გითხარითო ეუბნებოდა, ახლა ჩემი პრობლემა აღარ არის და ბატონმა შალვამ იზრუნოს მე აღარ შემაწუხოთო და სწრაფად გაუთიშა. მერე მობილური ჯიბეში ჩაისურა და შემობრუნდა -დანარჩენები სად არიან?-მაჯაზე მორგებულ საათს რომ დახედა წარბები მაღლა აზიდა -გვრთავთ სემინარზე დასწრების ნებას? -პროტესტის გამოვლენის უფლება ყველას აქვს,მითუმეტეს ცივილიზებული გზით! ყველაფერს თავისი საზღაური აქვს და მგონი ამდენი საუბარი არ უნდა მჭირდებოდეს მარიამ... გელოდებით - სკამზე დაჯდა და ხელით მანიშნა გადი და მოიყვანე ბავშვებიო. ყველა მშვიდად შელაგდა ოთახში და თავიანთ ადგილებზე დასხდნენ. მე ისევ წინ ვიყავი და ისეთი შეგრძნება მქონდა რომ მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით პირისპირ -ვინაიდან კოლოქვიუმი არ დაწერეთ ყველას შესაბამისი შეფასება გაქვთ ცარიელ ფურცელზე იცით რომ ნული იწერება! მიუხედავად იმისა რომ ქალბატონ მარიამს ბოლო ორი საკითხის გარდა ყველა ეწერა ალბათ ხვდებით რომ მასაც ნული აქვს. არ ვიცი სხვები როგორ იქცევიან, არც მაინტერესებს რადგან მე მხოლოდ ანატომიის სწავლებაზე ვაგებ პასუხს და ჩემს ლექციებზე სრული უფლება მაქვს ჩემი წესებით ვიმოქმედო. ახსნა -განმარტებებს ვერ ვტან ,არ მეგონა თქვენთან ამის თქმა თუ მომიხდებოდა საერთოდ. წესით ისედაც უნდა იცოდეთ რომ კარნახი ,მითუმეტეს წერის დროს დანაშაულია! ჩემთვის კი მოკარნახეა დამნაშავე ! იმედია გასაგები იქნება დღეიდან... ინფორმაციას მარტივად ავრცელებთ ასე რომ სხვებსაც გადაეცით - ბოლოს დაამატა ,ირონიულად ჩაიცინა და ვიღაცას სტყორცნა მზერა ბოლო მერხისკენ. - ახლა საქმეს დავუბრუნდები... დრო რადგან წაგართვით საუბრის გამო დასვენების ხუთ წუთს დაგიმატებთ ... ძვლოვანი სისტემა მთლიანად დავასრულეთ და ამჯერად ტესტები მაქვს თქვენთვის - მაგიდიდან ფურცლები აიღო და ჩემ გვერდით მჯდომს მიაწოდა დასარიგებლად- როგორც იცით ერთ კვირაში პირველი შუალედური იწყება ... ამ კვირაში შუალედურის რეპეტიციას გავივლით - მაგიდაზე ოდნავ ჩამოჯდა და ფეხები გადაიჯვარედინა. ხელებით ხის ზედაპირს დაეყრდნო ,თითებს ათამაშებდა და ბავსვებს უყურებდა- დაიწყეთ ! ხუთი წუთი გონების მობილიზებისთვის დამჭირდა. კითხვებს თვალი გადავავლე. 50 ტესტი იყო . იმ საკითხებიდან დავიწყე რომელიც კარგად მახსოვდა ბოლოს ისინი მოვიტოვე რომელიც მეეჭვებოდა და როგორც იქნა დავასრულე დიდი ტვინის ჭ....ტვისა და საწყალი ფანქრის წამების შემდეგ. მეგონა დიდი დრო იყო გასული,თურმე ყველაზე ადრე დავასრულე -დავასრულე... -მომეცი -.წამოიწია და მაშინვე ამართვა ფურცლები.მეოთხე ფურცელზე გადავიდა პირდაპირ და კითხვა დაიწყო . მხოლოდ რამდენიმეს გადაავლო თვალი შემდეგ ამომხედა და ალბათ ისე ვიყავი გაწითლებული ,თმაგაწეწილი ტუჩებშორის ფანქრით მომავალი ექიმის იერი ნამდვილად არ მექნებოდა. ყოველთვის როცა სწრაფად ვაკეთებ რამეს, ან ვღელავ, ბევრს და ჩქარა ვსაუბრობ ლოყები მიწითლდება. ზედმეტად თეთრი ვარ-თქო ვერ ვიტყვი არ ვიცი რაღაც ისეთი ფერის კანი მაქვს საოცრად მემჩნევა სიწითლე. ბავშვებმა მალე დაასრულეს, ზოგი ბოლომდე წერდა და ბოლო წამზე დადეს ნაშრომები. ისვე პირველმა დავტოვე ოთახი და ახლა იმაზე ფიქრებში ვიყავი სწორი პასუხები მეწერა თუ სისულელეები მოვჯღაპნე. რამდენიმეში ვერაფრით გავიხსენე ზუსტი პასუხი და ვიცი ტყუილები მეწერება. ნეტავ როდის გვეტყვის ქულას... იმდენჯერ გადავიმეორე მთელი ძვლოვანი სისტემა ლამისაა ღამეც დამესიზმროს...ვინმემ რომ წამომაგდოს და მკითხოს ნებისმიერ ძვალსმოვუყვები. დღის დარჩენილი ნაწილი მხიარულად გავატარეთ,ბავშვები აღარ ღელავდნენ და ლაზღანდარობდნენ როგორც ყოველთვის. ყველა ლექტორმა იცოდა ჩვენი ლექციის დატოვების შესახებ და რომელიმე მონაკვეთში მაინც იწყებდნენ ამ თემაზე საუბარს. ყველა ამატებდა ეტყობა ახალი რომ არის და გამოცდილება არ აქვს თორემ დეკანთან უნდა ეყურყუტებინეთო... პატარაა ჯერ და ისევ სტუდენტი ჰგონია თავიო ზოგმა განაცხადა. ზოგმაც ლოიალურია იცის რა რტულია სტუდენტობა გუშინ იყო სტუდენტიო ...ისე ამეშალა ნერვები ლამის ყველა გამოვლანძღე. რა უფლება ჰქონდათ რომ ლანძღავდნენ,ჭორაობდნენ და თან ზურგსუკან. მათ ათასჯერ სჯობს ახსნის ,გამოკითხვის და საერთოდ ლექციის წარმარტვის სტილით. მერე რა თუ სისხლს მიშრობს,როგორც ლექტორს ვერცერთი შეედრება! -აუუ არ გაატ*** ტო ვითომ თითონ ატარებენ უკეთესად ლექციებს! შპიონები რომ არიან უსწორდებათ! ტიპმა ჯიგრულად გაგვიტარა და ამათ არ მოტ** ტვინი? - ზურა იძახდა ბიჭებთან იყო მაგრამ ჩვენს იქვე ვიყავით-იზვინი გოგოებო რა პროსტა მაგრა მომაწვა -თქვენ რას იტყვით ძევაჩკი?- გიგიმ წარბები აგვითამაშა- საკაიფოდ გაგვიტარა არა? მიუხედავად იმისა რომ არ უნდა გაეგდო მარიკუნა...რას იტყვი მარო? -ექიმობას აპირებ შენ თუ ჟურნალისტობას..რა გამოკითხვებს ატარებ!- თავი ვერ შევიკავე და მოვშხამე -რა გითხარი ასეთი რამ გაგაბრაზა ტო -შენ არაფერი! უბრალოდ ვერ ვიტან უსამართლობას. ის ადამიანები რომ აკრიტიკებენ სხვებს რომლებსაც ყველაზე ნაკლებად აქვთ ხმა ამოსაღები! გულისამრევია ეს სიტუაცია...თავად მხოლოდ დავალების მოცემა იციან ორ სიტყვას გადმოგვიგდებენ ახლა საჭორაო თემა მიეცათ და იქავებენ ენას ! აი ამათაც... ჭორიკნების ბრბო ნეტავ სამეცადინო მაინც თუ არ აქვთ ერთ კვირაში გამოცდებიე წყებათ და იმაზე საუბრობენ რაც საერთოდ არ ეხებათ ! - ირგვლივ მყოფ სტუდენტებს გადავხედე და საუბარი განვაგრძე. დერეფანს მივყვებოდი ხმას ძლივს ვაკონტროლებდი , ვგრძნობდი როგორ მეჭიმებოდა ყელზე ძარღვები.კონტროლი დავკარგე...მერე რა რომ არ მიყვირია და არავის მოუქცევია ყურადღება ჩემს გვერდით მყოფების გარდა! ეს ყველაფერი არ უნდა მეთქვა არ იყო საჭირო ჩემი დამოკიდებულების გასაჯაროება ! მითუმეტეს როცა იმ კაცს ვიცავდი ვინც ჩემგან ყველაზე ნაკლებად იმსახურებდა ამას. -დამღალა ამ სიყალბემ ! მაპატიეთ უნდა წავიდე- ხელი დავუქნიე სანამ რამეს მეტყოდნენ და წინ გავიჭერი. სახლში მისული შოკოლადებით დამშვიდებული ,შხაპმა უფრო კარგ განწყობაზე მომიყვანა ,სიმღერის თანხლებით სახლი დავალაგე. შემდეგ მაგიდასთან მოვკალათდდი და მეცადინეობა დავიწყე. მართალია უკვე იმდენი მასალაა თავი მისკდება, მეზარება და ცუდადაც ვხდები,მაგრამ სხვა ყველაფერი მავიწყდება და კარგიცაა ერთი მხრივს. საწოლთან რომ მივაღწიე გათიშულს დამეძინა. მე ხომ ერთდაერთი ადამიანი ავრ დედამიწაზე რომელსაც დაგვიანება არ შეუძლია. ისე ღრმად ჩამეძინა ლექციის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გამეღვიძა. საათს რომ შევხედე წამოვფრინდი,საბანში ფეხი ამებლანდა, ერთი ფეხი იატაკზე დამრჩა მეორე ჰაერში საბანთან ერთად. ბოლოს იმდენი მოვახერხე იატაკზე გავიშხლართე საბანში გახვეული და ლამის იქვე განვაგრძე ძილი. მერე გამახსენდა პირველი ფიზიკა მქონდა და ცოცხლად გამატყავებდა ბატონი მერაბი რომ დამეგვიანა. გული გამიჩერდებოდა, რადგან დაგვიანებას ვერ ვიტან ! მეზიზღება... სწრაფად ამოვიცვი შარვალი, კედები , მაისური გადავიცვი . ცალიხ ელით პირს ვიბანდი ცალით კბილებს ვიხეხავდი და ბოლოს გზაში ვიცვამდი ქურთუკს და ვკრავდი ჩანთას. სირბილით გავუყევი გზას და კიდევ კაგრი მაშინვე შევფრინდი ავტობუსში. შემდეგ სირბილით წავედი შენობისკენ და ბოლოს რომ დავჯექი მივხვდი ხუთი წუთით ადრე ვიყავი მისული და გადამეორებასაც მოვასწრებდი სუნთქვას თუ დავარეგულირებდი -რა დაგემართა მარიამ? ხო მშვიდობაა -მე..კი კი რა არი? -ისე სუნთქავ ან კაცს გამოგაცალეს ან ძაღლები მოგდევდა ავჩალკის ჯიშის ხუთი - ლოგიკის შემქმნელი,აღმომჩენი და მფლობელი ბატონი რეზი იყო ეს! -აუუ შე ჩემა კაცის გამოცლა რაღა იყო - ახარხარდა გიორგი გოგოებიც კისკისებდნენ-არითმია აქ იქნებ რა იყო ბიჭო სულ რა მაგაზე ფიქრობ შენ მერაბი შემოვიდა და დაიწყო... არც გვისმენდა ნორმალურად რას ვლაპარაკობდით პირდაპირ წერა ნიშნები. არა ფიზიკაში ნამდვილად საოცარ ცოდნას ვიღებთ! უდავოა... ანატომიაზე რომ შევედით მონიტორი ყველაფერი ჩაბნელებული იყო და ეკრანი ეკიდა კედელზე . პატივცემული მაგიდაზე იყო შემოსკუპული ნახევრად და გველოდა. ზედმეტად კარგ ხასიათზე იყო, ისე გამიღიმა რომ მივესალმე ლამის იქვე ჩამოვდნი და ჩამოვიღვენთე -აბა სწრაფად მოეწყვეთ....დღეს ფილმს ვუყურებთ -რაა?-ყველა ოვაციებში იყო სანამ ძვლები არ დაინახეს-აუუ ესაა ფილმი პატივცემულო? -კიდევ ერთხელ დააკვირდებით ყველა ნაწილს... შესანიშნავი ვიდეოებია ...ვინც ჩემი ახნის დროს ვერ დაინახა ძვლაზე ნაწილები აქაა ყველაფერი მკაფიოდ ! ვისაც მოსმენა არ შეუძლია ან ჩუმა დუნდა იყოს და შეყვარებულს ეჩათაოს გავიდეს ... ახლავე. არავის გინდათ გასვლა? როგორი ახალგაზრდები ხართ პირდაპირ ვგიჟდები...ჩემთვსი რომ ვინმეს ეთქვა წადი შეყვარებულთანო ხო გავიქცეოდი სირბილით იმ წამსვე თქვენ კიდე არ იცით როდის უნდა გახვიდეთ და როდის უნდა დარჩეთ- ეს რომ თქვა გადმომხედა და თავი გვერდით გადახარა. დროზე გასწორდი თორემ მაგ ყელზე ისე გიკბენ 32 კბილი გაჩნდეს . თვალებს აჟუჟუნებს...ოჰ სეყვარებული ჰყოლია ბატონს! ახლაც ჰყავს ალბათ..იქნებ საცოლეც ჰყავს. ბეჭედი არ აქვს იმ ლამაზ თითებზე,მაგრამ შეიძლება ცოლიც ჰყავს და უბრალოდ ბეჭედს არ ატარებს! მისი შესაფერი ქალი დადის ნეტავ სადმე? რაზე ვფიქრობ ...სულ გავგიჟდი...გადავირიე ჯობს მოვუსმინო და დავიმახსოვრო ყველაფერი თორემ გული მიგრძნობს გამოცდაზე ჩავფლავდები! მაგიდაზე იდაყვით ვარ დაყრდნობილითავი ხელისგულზე მაქვს ჩამოდებული და ისე ვუყურებ ეკრანს. ჩემ გვერდით თავისუფალი სკამი იწევა და ლექტორი ჯდება. ისაა თიტქმის ზურგს უკან მიზის ისე ვარ შებრუნებული და გადახრილი მაგიდისკენ .ისიც ეყრდნობა მაგიდას და იმდენად ახლოსაა რომ მისი ფერი ჩემსას ეხება. სუნთქვას ვგრძნობ სადღაც ყელთან მეფრქვევა და გონებას მიფანტავს. წამით მგონია რომ ჩემკენ იწევა და ღრმად ისუნთქვას სურნელს...მომეჩვენა ,მოჩვენებები დამეწყო.ისეთი შეგრძNება მაქვს თითქოს ეკლებზე ვზივარ . ერთი სული მაქვს როდის გავალ, სუნთქვა მეკვრის. ქურთუკს ფრთხილად ვიხდი და ისე ვიქცევი თითქოს ვერ ვამჩნევ მის იქ ყოფნას. ეს განათებაც ისეთ გარემოს ქმნის თავი ბარში მგონია, სიმღერა და სასმელი გვჭირდება მხოლოდ. ხერხემალში ნემსები მესობა, რომ არ გავსწორდე ცუდად გავხდები.ამ პოზაში ჯდომა უკვე აღარ შემიძლია. სკამის საზურგეს ვეყრდნობი და მხრებში ვსწორდები. ის ისევ ისე ზის, ეკრანისკენ შებრუნებული და წინ გადმოხრილი .ფეხები მაგიდის ქვეშ აქვს შეწყობილი, ერთი ხელით ხის ზედაოურს ეყრდნობა მეორე სკამზე აქვს ჩამოდებული . ეკრანს ვუყურებ ის კი მე ! ამდვილად მე მიყურებს, ვგრძნობ და არ მეჩვენება. იმდენად უხერხულად ვგრძნობ თავს ,აღარც კი ვიცი რა ხდება, რის გამოა ასე.ალბათ თავი მაქვს აჩეჩილი, ისე სწრაფად გამოვვარდი დილას თმის დავარცხნა ნრომალურად ვერ მოვასწარი. იქნებ სახეზე მაცხია რამე ... ან იქნებ ბლუზა მაცვია არასწორად. კარგად მახსოვს რომ გადავიცვი სწორად იდო... რომ გადავიცვი ჯანდაბა! არ არსებობს.შეუძლებელი წარმოუდგენელია. მე ეს არ დამემართებოდა ამ ყელიან, ტანზეგამოყვანილ ზედაში ლიფს აუცილებლად ჩავიცვამდი. რატომ ! რატომ? ! რატომ გაქვს სკლეროზი! ფილმი რომ სრულდება წამსვე ნატდდება ოთახი. ჩემს გვერდით მჯდომი არხეინად დგება და ბავშვებს ემშვიდობება. მე რა ჯანდაბა მემართება დავეჭედე სკამზე? ძლივს ავეფხიკე, ქურთუკი სწრაფად მოვიცვი , ჩანთა მხარზე მოვიგდე და ის იყო უნდა გავსულიყავი მკლავზე რომ შემომეხვია მისი თითები -მოიცადე ... -გისმენთ - თავი არ წაიქციოოო სიხარულიძეეე მყარად იდექი იცოდე. გაუღიმე,თვალები უჟუჟუნე აი ასე.თითქოს არ განაღვლებს,თითქოც გული არ მიგდის მისი შეხებისას, არც მკერდი მოძრაობს ასე სწრაფად და არც გულისცემაა ასეთი ხშირი -რამე უნდა გეთქვათ? იცით მე ლექცია მაქვს და თუ სასწრაფო არ არის- არ გაჩუმდე ილაპარაკე, ასე უფრო არ დაიწვები,მეტი სილაღე ჩართე მარიამ აი ასეე კარგი გოგო ხარ. ხელს მაჯიდან ქურთუკის შიგნით მიაცურებს, სად მიდის. ღმერთო ცუდად ვარ! ახლა გული ამოხტება და გაფრინდება! თვალებში მიყურებს, მაგრამ მისი თითები რაღაც მოძრაობას აკეთებენ, არ ვიცი რას,მაგრამ ფაქტია იმდენად ახლოს არიან ჩემს მკერდთან იმათ ამ ზედის მოშორებაც უნდათ მგონი .ელვის ხმა მესმის, ქურთუკი ყელამდე მეკვრება ლექტორი კი წამსვე მაშორებს ხელებსაც და მზერასაც -შეგიძლია წახვიდე! თავისუფალი ხარ -ეს რა... რა -როგორი ცუდი გოგო ხარ მარიამ? ჯერ იყო და კარნახობდი გოგონას და არ აცადე ცოდნის გამომჟღავნება და დამოუკიდებელი აზროვნება ახლა ბიჭების ცოდნა გინდა გააქრო? ისედაც დაშტერებულები დადიან- აი ...აი რატომ არ ქრები ახლა დედამიწიდან მარიამ სიხარულიძე რატოოომ? ხომ შეიძლება გაიხსნეს ჭერი და ამიყვანოს რამე ძალამ მაღლა გამაქროს.. მიწა გაიხსნეს და ჩავიმარხო არც მაგაზე ვიტყვი უარს ოღონდ მისი ბოხი, ხრინწიანი ,მშვიდი ბარიტონი არ მესმოდეს, ასე ირონიულად არ მიღიმოდეს და ეს შავი თვალები ასე ძლიერ არ უნათებდეს ! -უფლებას ვერ მოგცემ ყურადღება გაუფანტო სწავლას მოწყურებულ სტუდენტებს - მოწყურებული ისე თქვა მეგონა სულ მთლად შიშველი ვიყავი.არადა მხოლოდ ზედაში კარგად გამოკვეთილი შიშველი მკერდი და სიცივისგან „ყალყზე დამდგარი ძუძუსთავებზე“შემიძლია საუბარი... რას დგახარ ლოდივით? რას გიშვება ხვდები საერთოდ? როგორ გეთამაშება იაზრებ? ამოიღე ხმა ,რამე უთხარი მოაკეტინე ქალი არახარ? ასე პატარა ბავშვივით უნდა დაგადუმოს? მერამდენედ მარიამ?! შერცხვი და ესააა .მორჩა დასრულდა შენი სიამაყის დროს დასრულდა აწი როგორ გინდა რამე უთხრა ! ან ახლა დადექი მყარად ან საერთოდ გაქრი მართლა... -დასაფასებელია თქვენი მზრუნველობა სტუდენტების მიმართ, მაგრამ ვფიქრობ პირადი გადმოსახედიდან მსჯელობთ „დაშტერების“ მიზეზე ...ახლა კი მომიტევეთ ლექციაზე ვიგვიანებ - ქურთუკის ელვა ერთი ხელის მოსმით გავიხსენი გავუღიმე მთელი ჩემი სინაზითა და ქალურობით მისტერ ლექტორს და უკან შევბრუნდი. როგორ მინდოდა გაქცევა,მაგრამ სასუალო სიცქარით წავედი. აი დერეფანშ რომ გავედი ისე გავიქეცი ლამის ავყირავდი. ბოლოში ირაკლი, ტარიელი(ტატო) და მაგათი სასტავი შემხვდა . გოგონებიც იყვნენ იმათ გამოეყვნენ და გაღიმებულები მომეხვივნენ. ისე ჩამეხუტა ერთი ისედაც მიყინული და აბობორებული გულმკერდი სულ დამიბუჟდა . შეგრძნება დავკარგე მგონი... -მარიააამ გოგო მარიაამ როგორ ხარ? სად დაგვეკარგე... -ძვირფასოოო მარიამ როგორ ბრზანდებიით არ მოგიწერიათ რამდენი ხანიააა პირველი შუალედური მოგვადგა კარზე და როგორ ხარ მარიამ?- ვაიი შენს პატრონს ირაკლი? ის ჩანთა მეგონა ქვემოთ მოგარტყი ან ტვინის ლოკაცია გაქვს არეული ანდა თავში გაგარტყი პირდაპირ. -კარგად ვარ...არაჩვეულებრივად . ლექცია მაქვს მეჩქარება ძალიან თან- უკან ვიხევ. სანამ ჩემს მკერდს შეამჩნევს ვინმე ქურთუკის შეკვრას ვიწყებ. უკან ვბრუნდები სწრაფად და ვიღაცას ვეჯახები. არაა ოღონდ ის არა ოღონდ ის არა .... არაა დღეისთვის საკმარისი არ იყო? ამდენი სითამამე სად მაქვს 18 წლის ბავშვს! ხელები...რა უნდათ იმათ ურჩ თიტებს ჩემს წელზე? თან ქურთუკის ქვეშ? ან რატომ მიჭერს? მაიძლებს გავსწორდე გვერდით დავუდგე და გვერდით გავყვე. ხელი მშორდება წელიდან წამსვე მაგრამ ისევ სწრაფად მივყავარ -პატივცემულო... -ლექციაზე გაგვიანდება მარიამ! - ისეთი ხმა აქვს მგონი ვიღაც ხელს უჭერს ყელზე...არადა თითებს ვერ ვხედავ რა ხდება? იხრჩობა? ცუდადააა? - სიცივეა , შეიკარი! - ისევ ბოლომდე მიკრავს ქურთუკის ელვას . ისეთ ადგილას ვართ ირგვლივ არავინაა , ყველა ლექციებზეა უკვე ზარი დარეკილია. ის კი მაინც ისე ქრება თითქოს ყველაფერი გადაჭედილი იყოს. მეც მივდივარ და დაგვიანებით შევდივარ ლექციაზე. თუმცა ლექტორი ჯერ არაა და საყვედურიც არ მხვდება. გულისცემა რომ მიმშვიდდება მერე ვხვდები როგორ მიხურს მთელი სხეული, თითქოს ცეცხლი მძვინვარებს მთელს არსებაში , ტკივილს ვგრძნობ მაგრამ არ ვიფერფლები. მსგავსი არაფერი მიგრძნია, ერთბაშად ბრაზი და ბედნიერება. სასიამოვნო შეგრზნება და დისკომფორტი მეხვევა თავს... ვხვდები რამდენად სულელური,ბავშვური და უაზრო იყო ეს ყველაფერი . საკუთარი თავი მაშინებს ,კონტროლს ვერ ვახერხებ ეს კი ჭკუიდან მშლის. სწორედ ამ დროის მეშინოდა,როდესაც აზროვნებას ვერ შევძლებდი, საკუთარი თავის კონტროლს დავკარგავდი და ემოციებს ვეღარ დავიმორჩილებდი. ალბათ შეამჩნია როგორ ვუყურებდი, მიხვდა როგორ მოქმედებდა ჩემზე და გადაწყვიტა ჩემი გასულელებით გაიყვანოს დრო ორ კურდღელს მოკლავს ერთად, თუმცა მეორე მხარეც არსებობს. როცა ამდენი გოგო ეხვევა გარს, აშკარა გამოხატული გრძნობებით და ყველაფერზე თანახმა არიან ჩემგან რა უნდა. გართობა რომ სურდეს ათობით კანდიდატი ჰყავს მაგისთვის,მე კი ისეთი გოგოს შთაბეჭდილებას არ ვტოვებ ვისი სათამაშოდ ქცევაც შეიძლება. იქნებ უბრალოდ ჩემი სიჯიუტე აგიჟებს, ბევრჯერ გამოვიწვიე ჩემი ქცევით და იმან გააღიზიანა რომ სხვების მსგავსად ჩუმად არ ვხვდები მის ქმედებებს. ..კიდევ ბევრი ჰიპოთეზა წამოვაყენე, ბევრი აზრი დამებადა, ბევრი მიზეზი და ვერცერთ მათგანს მივანიჭე უპირატესობა. ფაქტი მხოლოდ ერთი იყო, მე ზედმეტ დროს ვუთმობდი ლექტორზე ფიქრს. ერთი კვირა იმდენად სწრაფად გავიდა აზრზე ვერ მოვედი. ისე აღმოჩნდა რომ ყველა ლექტორმა გადაწყვიტა საგამოცდო მასალები არ მოეცათ და დავრჩით ხელცარიელები. ყველა დასტრესილი და გაგიჟებული იყო. სამი დღე რჩებოდა გამოცდების დაწყებამდე ჩვენ კი საკმაოდ დიდი მასალა გვქონდა მხოლოდ ის ვიცოდით რომელ საგანში რა ტიპის გამოცდა გვექნებოდა. ბოლო ლექციიდან როგორც კი გამოვედი მაშინვე მესამე სართულისკენ ავიღე გეზი. იქ სადაც ირაკლი მეგულებოდა, ყველაზე ხშირად მესამეზე ჰქონდათ ლექციები და არც შევმცდარვარ. დერეფანში იყვნენ ჰანჯარასთან და ეწეოდნენ. რომ დამინახა მაშინვე ურნასი ჩააგდო სიგარეტი და გამეკრიჭა -ეს ვინ მოსულაოო ვინაოოო... რა ხდება როგორ გაგახსენდით ქალბატონო მარიამ? -მჭირდებით... -კაიიიი?- გამეკრიჭა ტარიელი და თვალები აუციმციმდა- რაში გჭირდებით ფისო? -ამას ენა რომ ამოვაცალო გამახსენე მერე კაი?- ირაკლის მივუბრუნდი და მართლა კნუტის თვალები მივიღე,როგორც კი შეეძლო ეს ჩემს ჩვეულებრივ თაფლისფერ თვალებს. რა უბედურებაა დედა ლურჯი, მწვანე ან ცისფერი თვალები მაინც მქონდეს - ლექტორებმა მასალები არ მოგვცეს საერთოდ არაფერი ...ვიცით რო იშვიათად ცვლიან საკითხებს და იქნებ დაეხმაროთ გაჭირვებულ პირველკურსელებს და იპოვოთ შარშანდელი ტესტები -აუ ახლა სად გაგიჩითო ტო...გუშინ ვერ მითხარი? მოკლედ დავძებნი მე და ხვალ ლექცია მაქვს თუ მოხვალ მოგცემ. ან მისამართი მომეცი და მე მოგიტან -ვაიმეეე რა ოქროო ბიჭიიი ხარ შენ არ იცი- ისე უცებ მოვეხვიე ლამის აყირავდა. წამსვე მოვშორდი და ტატოს გავხედე -მეც მაქ ტესტები ...მე არ მომეხვევი? - ხელები გაშალა და გამეკრიჭა -არა ... -აუ რატო არ ვევასები ტოოო.პროსტა რას მიწუნებ -გეყოფა ტარიელ! ხვალ მოვალ მე..დილით რომელზე გაქვს ლექცია? -10-ზე მაქ -კარგიი ათზე აქ ვარ... -მაინც ნომერი დაგვიტოვე და რო რამე დაგირეკავთ იქნებ რა მოხდეს- ტატო მეუბნება და მობილურს იმარჯვებს - 555 25 60 60 ავეჯის გადაზიდვის სერვისი -ბოლოს მივაყოლე და გაბრაზებულმა ამომხედა -კაი რა ...რატო მტკენ გულს მარიამ? -გეყოფა ნუ ცანცარებ რაა ! წავედი მე ხვალ გნახავთ- ორივეს დავემშვიდობე და სწრაფად წავედი გასასვლელისკენ. საღამოს ჩატში დავწერე რო მოსულიყვნენ შაბათს უნიში ტესტებისთვის.მეორე დღეს მთელი კურსი იდგა ეზოში და მელოდა. ბატონმა ირაკლიმ შვიდი საგნის ტესტები მომიტანა და ხელებში მომაჩეჩა მერე მიუბრუნდა გოგონებს და გაიკრიჭა -აბაა ვინ რას იკისრებთ ასეთი საჩუქარისთვის? ჩემი გოგონები ისე იყვნენ გახარებულები ვინ რომელი მხრიდან მოეხვია ირაკლის ვეღარ დავინახე. ყველა აქსეროქსებდა ტესტებს მე ლოდინის ნერვები არ შემწევს და პირველი ავიღებ-თქო მაგაზე როგორ მეტყოდნენ უარს მაშინვე გამიშვეს. ყველა სათიტაოდ მიხდიდა მადლობას ნუ ვინც კუდაბზიკა, ცხვირაბზეკილი ქედმაღალი ქალბატონი არ გახლდათ . იმ სამ დღეში მივხვდი რა იყო მიწიერი ჯოჯოხეთი! შაბათი და კვირა გადავატენე. მგონი 46 საათი ვიმეცადინე და მხოლოდ ორი საათი დავხარჯე სიცოცხლისთვის საჭირო ქმედებებისთვის. ფაქტია პირველ გამოცდაზე რომ შევედი ცოტა ხანს ვფხიზლდებოდი. შემდეგ გამახსენდა ყველაფერი და წერას შევუდექი. კიდევ კარგი საკითხები იგივე იყო , წერასტან ერთად ირაკლის ვლოცავდი . სამშაბათს ორი გამოცდა მქონდა . ორშაბათის გათენებაც მომიხდა,ამჯერად უფრო დიდხანს მეძინა ,რადგან საბათ კვირას ნაწილობრივ ნასწავლი მქონდა . ანატომიის გამოცდა ხუთშაბათს მქონდა ,ისეთი დაღლილი და გათიშული ვიყავი სულიერად,მორალურად ფიზიკურად რომ ლამის ყველაფერი ავურიე. -მალე შევიშლები..აღარ შემიძლია. ყველაფერში ჩავიჭრები. რისთვის ვიკლავდი თავს ...ვერაფერს ვწერ დავიღალე დედააააააააააააა- გავკიოდი ტელეფონში და ის იქედან მისმენდა. მერე თამარას ვურეკავდი და ერთად მოვთქვამდით ერთ ხმაში. ანატომიაში ქულის მიღების იმედი საერთოდ აღარ მქონდა. წესიერად ისიც არ მახსოვდა რა საკითხები შემხვდა. უბრალოდ ყველა რომ დავწერე და არ გავჩერებულვარ ვიცი. თამარას ყველაფერთან ერთად ისიც აგიჟებდა რომ მთელი კვირით დაიკარგა დაშნიანი! როგორც კი გამოცდიდან გამოვიდოდა და დასასვენებლად დრო ჰქონდა სულ იმაზე ლაპარაკობდა. საბასაც კი ვკითხე სად აგდია შენი ლუციფერი ძმაკაცი-თქო და ასე მიპასუხა არ ვიციო. მალე ქორწილი იქნება და როგორ იქ მაინც არ მოეთრევაო? გაჰკიოდა და მერე ისეთ საყვარელ გამომეტყველებას იღებდა მინდოდა ჩამეკოცნა. ბიოლოგიის გამოცდა გვქონდა ბოლოს... ორივე მკვდრებს ვგავდით იმდენი საკითხი იყო აზრი არ ჰქონდა ირაკლის ტესტებს. თან „ტესტი“ უბრალოდ სახელია თორემ ყველაფერში კითხვები იყო უზარმაზარი პასუხებით. ბიოლოგიამდე გამოგვადგა,მაგრამ ბიოლოგიაზე მთელი ფურცლები იყო დასაწერი ერთ კითხვაზე. გამოცდაზე მაჯა გადამტყდა ისე ჩქარა ვწერდი დროში რომ ჩავტეულიყავი. ბოლსო ფურცელი რომ დავდე და გამოვედი მეგონა ცხოვრება თავიდან დავიწყე. თამარას ველოდი თავისი საგამოცდო ოთახის წინ,რომ გამოაბიჯა და ჩამეხუტა მერე გაიცინა კიდეც და ერთად დავტოვეთ შენობა. ეზოდან გასულებს მიშოს მანქანა რომ დაგვხვდა წინ ძალაგამოცლილი თამარ ქალი სიე დაიმუხტა და გაქანდა პირდაპირ შავი რაშისკენ გონს ვერ მოვედი. სად იყო პრინცი, მხოლოდ რაში იყო რომლის საჭესთან დაშნიანის კურსელი აღმოჩნდა. გადარია ბიჭი თამარამ ,ძლივს გამოვაცალე იმს აწყალს იმდენჯერ უთხრა არ ვიცი სად არის მანქანა დამიტოვა უბრალოდო ! -არა სად წავიდა...სადაა ქვესკნელში ჩაძვრა მართლა? იქნებ რამე დაემართა მაგ ნადირს.იქნებ ვინმემ ვისაც ადრე თვითონ გაუერტიანა თავ ყბა ახლა სამაგიერო გადაუხადა და ჩააგდო სადმე თხრილში აჩეხილი ....ვაიმეეეე მიშო მომიყვანეთ! მომიყვანონ თორე მოვკლავ...მე უნდა მოვკლა ის მარტო მეე- სახლში მიმოდიოდა და კიოდა- ერთ კვირაში იმათი ქორწილია და თუ ცოცხალია იქ მაინც მოეთრევა სად წავ! სულ ნაწილებად ავკუწავ კანს გავაცლი და ჩანთას შევიკერავ...კბილებისგან ყელსაბამს გავიკეთებ -და რეალურად? -რომ დავინახავ ისე შევაფრინდები კაცი ვერ მომაშორებს...ღმერთ რომ ჩამოვიდეს ისიც კი ვერ მომაშორებს დავახრჩობ დავგუდავ იმდენს ვაკოცებ...ეს რო არ გავაკეთო იქვე იყავი და დამიჭირე -უცებ აყოლებს ისეთი საყვარელია მეღიმება. სად წავიდა ნეტავ ის ბიჭი... -ისე რომ დაურეკო არ გინდა? -არა...შენ რომ დაურეკო არ გინდა? -და რა ვუთხრა -რამე ...მიდი გთხოოოოვ -კარგი ...დავურეკავ- მობილური რომ ავიღე კნუტივით დაუმრგვალდა თვალები და დაცქვია ყურები . ნომერი რომ ვიპოვე დაიკივლა -არ დარეკო მოიცადე... მოვიფიქროთ რას ეტყვი ეგ ისეთ დამპალია მიხვდება მე რომ გთხოვე -გამიხეთქე გოგო გული ... მაინც მიხვდება ამიტომ აზრი არ აქვს ტყუილის მოფიქრებას ვერ ვიტან ტყუილებს ხომ იცი -აუუ მარიამ რა ტყუილი ესაა...ურეკავ? აუუ უკვე? გაისუსა უცებ..გადიოდა არ პასუხობდა შემდეგ ვიღაც ქალის ხმაც. თამარა კი გაიყინა -გისმენთ ... -უკაცრავად მიშოს სთხოვეთ თუ შეიძლება -მიშუნა გასულია დედი ტელეფონი სახლში დარჩა და რა გადავცე?-დედიო? ასეთი წკრიალა ხმა დედასააქ? -მალე დაბრუნდება? პირადად მინდოდა საუბარი -არა დედი ... სამი დღეა უშგულში წავიდა ერთი კვირა კიდევ არ ჩამოვა ალბათ ! ტყეშია სანადიროდ...ტელეფონი იქ არ იჭერს თორე მინდიას ნომერს მოგცემდით -აჰ კარგით...კარგით ქალბატონო -დედი რამე მნისვნელოვანი საქმე გქონდა? -არაა არა უბრალოდ მოკითხვა მინდოდა... ნახვამდის -კარგად შვილო ... მობილური გავთიშე და თამარას გავხედე. რამდნეიმე წუთი ჩუმად იჯდა -სვანეთშია სანადიროდ და მე აქ ნერვიულობისგან ვკვდები? ხისთავიანი პრიმატი ეგ საფრთხობელა...ეგ კლდე ლოდი კაცი ეგ . დედაოო? დედიიი ... ეს ტკბილად მოესაუბრე ქალი იმის მშობელი დედა იყო ნამდვილად? გამორიცხულია...მამას ჰგავს აასე ძალიან ვითომ? საბა ბატონს რომ ეთქვა სად ბრძანდებოდ ამოკვდებოდა? ამოვდღლიზავ ენას ეგ არ ეღირსა ჩემი დის შიშველ მკერდზე თავის დადებას....ნადიროობსოოო ნადირობს რას კლავს ნეტა... დამპალი ეგ რომ მიეთრეოდა ვერ მითხრა? ! -ღმერთო შენ უშველე... რა უნდა ეთქვა გოგო რამდენჯერ დაგელაპარაკა იმდენჯერ გააგიჟე და რომ ეთქვამივდივარო ეტყოდი რაში მაინტერესებს სენ სად მიდიხარ ქვესკნელსი ჩადიო ან რამე ეგეთ სისულელეს მოუთხრიდი გიჟი ქალივით -ვიით? გიჟივით კი არა სტაჟიანი გიჟი ვარ უკვე. მაინც ეთქვა არ იცის იმან მე რო ტყუილად ვქანებ? კარგად იცის რომ ვნერვიულობ მაგრამ კაიფობს იქ ... სამაგიერო გადამიხადა არ ვიცი რა ტრიალებს მაგის თავში? რაც მითმინა აქამდე ახლა გამაგიჟა ასე იცის სულ. თითსაც არ ანძრევს ისე აკეთებს საქმეს! სადაც ამდენი წელი შეუმჩნეველი იყო და ვერაფერი გავიგე ეგ გაუჭირდება? თვალდახუჭული ხვდება როდის რას ვფიქორბ განა არ ვიცი? -ვეღარაფერი გავიგე! ჩიხი ხართ რა ჩიხიიიი .დიდი ლაბირინთი ... -ვერაფერს იგებ შენ არ გესმის ახლა ჩემს თავს რა ამბავი ტრიალებს...ქაოსიც აღარაა ეს უკვე არც ვიცი რა ჯანდაბაა ! მთლიანად არეული ვარ ... აღარ ვიცი უკვე რა გავაკეთო ვერც ვფიქრობ ვერც იმას ვაკეთებ რაც მინდა საერთოდ აღარ ვიცი როგორ მოვიქცე როცა რეალურად ის მართავს სიტუაციას. მშვიდად ვიყავი სანამ ის ითმენდა, გამჩნდა და ავირიე, ბედნიერი და წყნარი ვარ როცა უნდა, როცა მოუნდება გამაგიჟებს მერე წავა გაქრება ...ახლა საერთოდ გაქრა აქამდე პასუხს არ მცემდა და უბრალოდ უსმენდა როგორ ვქოთქოთებდი ახლა წაბრძანდა. ქორწილში გვეახლება ბატონი პირდაპირ! ვაიმე ეგ თუ წყობიდან არ გამოვიყვანო მოვკვდები და ერთხელ მაინც გავაგიჟებ ისე რომ მთელი ჩემი წამება ერთიანად ამოვანთხევინო ! გვრიტები ქალაქში ბრძანდებიან. მარტო და ანგრევენ სახლს ალბათ ! უიმე ხამები რა იყო რით ვერ მოითმინა ერტი თვე ...ოსულიყო ეთხოვა ხელი და მოეტმინა ქორწილამდე... წელია არ გაკარებია და ერთი თვე რა გაუჭირდა აასეთი ...მოკლეეეედ დავღჩი ჩემებს მხოლოდ მე ეული სნეული ქალიშვილი - ამდენი ქოთქოთის შემდეგ ისევ გაიყუჩა ნუ აქამდეც ჩუმად ლაპარაკობდა მაგრამ ემოციები ჩაუცხრა =არა რა შენ უნდა მოგიყვანო ცოლად -ო ისევ სემოგიტია სიგიჟემ..რაც აქამდე არ გაუფრენია შენს გონებას ახლა აიწყვიტა ერთად? -დამცინე დამცინე... გააქტიურდება ჩვენი მისტერ ლექტორი და ვნახავ როგორ იჭიკჭიკებ -შედარება არც კი ღირს! ის ლექტორია ჩემი ...სხვათაშორის შენიც ალბათ მინიმუმ 10 წლითაა უფროსი და კიდევ ბავშვები თუ იზიდავს პედოფილი ყოფილა -ახლა შენ სულელობ- აკისკისდა და მართლა გავჩუმდი თორემ სიეთ აფსურდს ვახეთქებდი შემრცხვა. მომდევნო სამი დღე სახლში საოცრება იყო. ისე მქონდ ყველაფერი მონატრებული სახლიდან არ გავსულვარ. სამაგიეროდ ღამით შავი თვალები მესიზმრებოდა მიახლოვდებოდა და მთლიანად მშთანთქავდა...ხანაც თავად ბატონი მეჩვენებოდა და ჭკუიდან ვიშლებოდი. უკვე გაძლება აღარ შემეძლო , ჩემი ბედოვლათი ძმა სულ ჩემს ირგვლივ ტრიალებდა . ისე უცებ მომვარდებოდა და მომეხვეოდა ცოტა მაკლდა მიწას ჩახუტებამდე. ...... მიშო ყოველდღიურობად მექცა.... ყოველთვის სადღაც ახლოში იყო და მის არსებობას ვგრძნობდი. მხოლოდ მარიამთან იწყებდა საუბარს და იქაც ჩვეულ ფორმაში ვიყავი, უფრო მაგიჯებდა როცა მშვიდად მაიგნორებდა და ერთ ორ სიტყვას თუ მეტყოდა ისიც საკამრისი იყო რომ დავედუმებინე. მარიამთან დარჩენის შემდეგ გავიგე რომ მართლა მუშაობს კლინიკაში. პრაქტიკებიც კლინიკაში აქვთ ძირითადად ,მაგრამ შაბათ-კვირას მორიგეობს კიდეც ყმაწვილი. ისე უხდებოდა საოპერაციოს ფორმა თიტქმის გადავვარდი ფანჯრიდან. შემდეგ გაქრა...აი ასე უბრალოდ ადგა და გაქრა. არსად იყო... არც წვიმის დროს ჩნდებოდა მისი მანქანა. არც მაშინ როცა სადმე მივდიოდი ...არც სახლთან ახლოს.არსად იყო. მარიამთან გადავსახლდი ,მაგრამ არ ჩანდა სახლშიც.დარაჯად დავაყენე სიხარულიძე და ლამის ყოველნახევარ საათში ვურეკავდი ვეკითხებოდი გამოჩნდა თუ არა-თქო . მერე კი გავარკვიე რომ სანადიროდ ბრძანდებოდა წასული უშგულში. ჩემი დის ქორწილი,გამოცდები, მიშოს დაკარგვა. ყევლაფერი ერთად დამატყდა თავს . სალომემ ჭკუიდან გადამიყვანა...კაბა ძლივს შეარჩია. სამაგიეროდ მე საბა გადვაიყვანე ჭკუიდან, შევშალე , მოთმინება დავაკარგვინე , გავაწითლე ,გავამწვანე და გავალურჯე ისეთებს ვეუბნებოდი. ბოლოს მამამ და დედამ ამიკრძალეს სიძის წამება და გავჩერდი. პირველი გამცოდის შედდეგებს ველოდით მე და მარიამი. პირველი გამოცდა უნივერსიტეტში.ისიც ასეთი სატანური. კიდევ კარგი მარიამმა ირაკლი გაიცნო და მე და მას ერთი პროგრამა გვაქვს ამ სემესტრში თორემ რა მეშველებოდა არ ვიცი. ლექციებზე გათიშული ვიჯექი და ველოდი როდის იტყოდნენ ქულებს .სამკმაოდ კმაყოფილი დავრჩი ნიშნებით და მარიამთან შესახვედრად გავვარდი. ........ გამოცდების ქულები უნდა გაგვეგო... ლექციაზე აცხადებდნენ ნიშნებს . ეს პროცესი არ მომეწონა რადგან სულ ა რმხიბლავდა ჩემი ქულები სხვამ რომ გაიგო. მართალია მაღალი მქონდა ყველაფერში მაგრამ მაინც.როგორც იქნა ანატომიის ჯერი დადგა. მობრზანდა მისი აღმატებულება ისეთი გამომეტყველება ჰქონდა მეგონა რომელიმე ნაბიჯის გადადგმსიას წონასწორობას დაკარგავდა და დაეცემოდა. თვალები ჩაშავებული ჰქონდა , აშკარად გამოუძინებელი იყო. ხმაც კი შეცვლილი ჰქონდა, გაციებულია? ყელზე კაშნე აქვს მოხვეული ,როგორ უხდება. ხალათს ირგებს და ჩვენც გველის როდის ჩავიცვამთ ხალათებს. სიას კითხულობს და შიგადაშიგ გვიყურებს. -ქულები გაინტერესებთ ალბათ ხომ? ხვალ გამოგიგზავნიან მაილზე -ახლა ვერ გვეტყვით პატივცემულო?ყველამ გვითხრა და გთხოვთ რა -ვნახავ... მეორე ჯგუფი .სხვათაშორის არ გქონდათ ცუდი ნაწერი...-ჩუმად ლაპარაკობდა,ძალაგამოცლილი. რამდენჯერმე დაახველა კიდეც. თვალები ელულებოდა კითხვის დროს, შუბლზე იმდენჯერ მოისვა ხელი მივხვდი რომ ცხელოდა, სუნთქვა გასირებული ქონდა,თვალები წითელი. ეტყობოდა რომ სიცხე ჰქონდა ,მაგრამ მაინც არაფერს იმჩნევდა. -სიხარულიძე 18 ... - რომ გავიგე გამეხარდა. ისე ვიყავი დაბნეული ამდენსაც არ ველოდი 2 შეცდომა ჯანდაბას. -რა გიხარია !- ისე შემომხედა სახეზე ღიმილი მიმეყინა- უპრეტენზიო და უამბიციო ექიმი ვერ გახდებით- სხვებსაც გადახედა მაქსიმუმი უნდა გინდოდეთ და არა მინიმუმი ქულები რომ თქვა შემდეგ დახურა წიგნაკი და ხელები სახეზე ჩამოისვა. -პატივცემულო ჩასაბარებელი არაფერი გვაქვს და არ შეიძლება რომ წავიდეთ?- შეაპარა გიორგიმ და დაელოდა პასუხს -ახსნას ვიწყებ დღეს... -ცალ -ცალკე აგვიხსნით? -ხო რამე პრობლემაა ? ხვალ ჩამაბარებთ იმას რასაც დღეს ავხსნი - წამოდგა და მაგიდას ხელით დაეყრდნო . სხვა დღეებისგან განსხვავებით ძლივს ლაპარაკობდა, თვალები ეხუჭებოდა ხოლმე წამით . მალე დაასრულა ახსნა და გაჩერდა-შეგიძლიათ წახვიდეთ...ხვალ ჩამაბარებთ ამ ყველაფერს... არ ვიცი პირველმა რატომ არ დავტოვე ოთახი,მაგრამ ფაქტია ყველანი გავიდნენ მე კი ისევ იქ ვიჯექი და ვუყურებდი. -რა ხდება მარიამ? რამე პრობლემაა -კარგად ხართ? -პრაქტიკების დაწყებას ჩემზე აპირებ? -შემიძლია დაგეხმაროთ? კიდევ სამი ლექცია გაქვთ როგორც ვიცი და თუ რამე შემიძლია შეგიძლიათ მითხრათ - ჩანთას ვიღებ და გაკვირვებულ ლექტორს ვუახლოვდები .აშკარად არ ელოდა ,არც მე ველოდი რომ ამას გავაკეთებდი,მაგრამ ფაქტია რომ ვღელავ და თამასს არ ვაპირებ. ექიმი უნდა გავხდე და ახლა გვერდს ვერ ავუვლი ადამიანს რომელიც აშკარად ცუდადაა - სიცხე გაქვთ... წამალი დალიეთ თუ თვითმკურნალობა არ გიცდიათ- შუბლზე ხელისგულს ვადებ,ისეთი ცხელია რომ ხელისგული მიცხელდება -ყურადღებიანი ექიმი იქნები...-იღიმის ,მაგრამ ისეთი გრძნობიტ ვერა როგორც ახასიათებს-ახლა წადი ლექციაზე არ დაიგვიანო რ აუნდა მეთქვა..უნდა დავრჩენილიყავი? ვიცი მაინც გამომიშვებდა. ამიტომ შემოვბრუნდი და წამოვედი. ლექციაზე უნდა შევსულიყავი , სევედი მოვყევი ქულა დამწიერა ,მაგრამ ვერ ვისვენებდი სულ მისი დაღლილი სახე მახსენდებოდა, წითელი თვალები და გასვლა ვითხოვე. ჩანთა ავიღე და წავედი, აფთიაქში წამალი ვიყიდე. წყალი და ლექციის დასრულების დროს როცა ოთახი დაცარიელდა ისევ შევედი ანატომიის კაბინეტში. მაგიდასთან იჯდა მაგიდაზე ედო ხელები და მასზე დაყრდნობილი თავი. ვიღაცას ელაპარაკებოდა თან -ორი ლექცია მაქ კიდე და წავალ მერე სახლში...ხო რა ასე რო მოვიდე საოპერაციოში მაინც ვერ შევალ რა აზრი აქ. ძმურად ჩემ მაგივრად მიდი რა ...კარგად ვარ ბიჭო ,ვირუსია რაღაც ჯანდაბა. მაშინ წვიმაში რომ დავსველდი იქედან დამეწყო . არ მაქ ამდენი დრო ... ძმა ხარ. სახლში ვიქნები სად წავალ... მოდი მერე კარს გაგიღებ . გათიშა და მაშინვე დადო მობილური სულ არ შეუმჩნევია ჩემი შესვლა. წყლის ბოთლი და წამალი დავუდე მაგიდაზე მაშინვე წამოსწია თავი -მარიამ... -ლექციაზე მაგვიანდება ...-უცებ ვუთხარი და ისე გავქრო როგორც თავად იცის. ახლა მშვიდად მაინც ვიქნები. სახლში მშვიდად მივედი მეცადინეობა დავიწყე ანატომია პირველად მოვილიე როგორღაც დავიმახსოვრე, ეს როგორ ახსნა სიცხიანმა მიკვირს. მეორე დღეს უკეთ იყო აშკარად. უბრალოდ გავბრაზდი სულ რომ არ მომაქცია ყურადღება, გამოკითხვითაც ბოლოს გამომკითხა ორი კითხვა მომიგდო რაღაც ვერ გავიხსენე და მაშინვე დამსვა. უკვე ბრაზისგან ვიწვოდი ისე მინდოდა მიმეხრჩო ერთი გამოხედვა რ აიყო, მაიგნორებს ჩვეულებრივად. დადის და უსმენს სტუდენტებს. შემდეგ ყველანი გადიან და მივაბიჯებ მეც გასასვლელისკენ. კარი ზუსტად ცხვირწინ მეხურება და ლამის ვეჯახები . წინ ხელი მხვდება და ადგილზე ვეყინები მისი სუნთქვა რომ მეფრქვევა ყელზე -მკურნალობისთვის გასამრჯელოს არ ითხოვთ ექიმო? -მეეჭვება რაიმე ისეთი მჭირდებოდეს რისი მოცემაც თქვენ შეგიძლიათ ასე რომ...- ტუჩის კუთხეს ტეხავს და ისე მიღიმის ახლა ნამდვილად ვერ შევიკავებ თავს -ლექტორს ,ჩემნაირს თან არაფერს რომ არ თხოვ ორი აზრი მებადება -ხოო?- რატომ ამოვიღე ხმა? ისე ვუყურებ ალბათ დავიწვი უკვე ...მიხვდება რა თქმა უნდა რომ მაბნევს.ვიღაც აპირებდა რომ შორს დაეჭირა მისგან თავი,რომ საერთოდ არ გასცდენობა ზღვარს ესაა ზღვარი? რა მინდოდა? დალევდა ოდესმე წამალს და გამოკეთდდებოდა -ან ზედმეტად თავდაჯერებული და ქედმაღალი ხარ ან მე უნდა გამოვიცნო შენი სურვილი -სურვილები არ მაქვს ! მხოლოდ მიზნები რომლის შესასრულებლად უბრალოდ ვიბრძვი! და პასუხი რა იყო? ისევ ჩაიცინა ისევ ისე მე რომ მირევს თავ გზას,მე რომ მეჩვენება ყველგან . კარი გახსნა და აასე მშვიდად მანიშნა რომ გავსულიყავი. -მომავალ შეხვედრამდე...მარიამ მივდიოდი და მისი „მარიამ“ ჩამესმოდა. სხვა არაფერი მაინტერესებდა, შესანისნავ მელოდიას ქმნიდა მისი ხმა ჩემს გონებაში.... ****** ქორწილის დღეს რომ დაიწყო ალიაქოთი სად ვიდექი, რას ვაკეთებდი რა ხდებოდა ვერაფერი გავიგე. ინსტიქტურად დავდიოდი, ვაკეთებდი ყველაფერს . ბოლოს სარკის წინ ვიდექი ხუთ წუთს და საკუთარ ანარეკლს ვაკვირდებოდი. არ ვიცი ჩემი დის ქორწილი უფრო მახარებდა, ის კარგ დროს რომ გავატარებდი და მოვილხენდი თუ მიშოს რომ ვნახავდი ამდენი ხნის შემდეგ. -თამუნაააა ჩამოდი მივდივართ -მოვიდვააარ აი მერე აღმოვჩნდით ტაძართან . ჩემი და ისეთი ლამაზია რომ ვუყურებ გული მიჩუყდება. -ძლიივს თქვენს მრუშობასაც მოერება ბოლო და ამიერიდან კანონიერი ცოლ-ქმარი გახდებით- მათ შორის ვდგები და ჩუმად ვეჩურჩულები სიძეს -თამუნა გეყოფა ,გთხოვ -კაგრი რა რა იყო ... დაატკბე ამაღამ მე მადროვე გავერთო რა- სალომეს ვუღიმი და ალბათ წითლდება,ოოო დიდო ვიზაჟისტო ვინც იყავი რა კარგი მაკიაჟი აქვს სულა რ ეტყობა ფერის ცვლილება. კარგია ანუ მეც არ დამეტყობა მიშოს რომ ვნახავდ ა ფერები გადამივა...მიშოოო ვაიმეეე მიშოოო მოვიდა? სად არის?- წყვილი ტაძრისკენ მიემართება. მეც უკან მივყვები ,თან ვათვალიერებ გარემოს. უნდა მოვიდეს , გავიგონე როგორ ურეკავდა საბას მეჯვარე სად ხარ დაშნიანო ამდენ ხანსო ...არ ვიწყებთ ხო გავიგეო ესეც უთხრა ანუ მოვა ჯვრისწერამდე. ტაძარში ვართ. ცერემონია იწყება, მე ვეღარ ვფიქრობ უბრალოდ წყვილს ვუყურებ და ისევ ეს ემოციები . სულ ხომ არ მითხოვდება ერთადერთი და... ვიღაც მიახლოვდება, სანთელი ჩემს სანტელთან მოაქვს და ანთებს -კარგად დააკვირდი და დაიმახსოვრე ცერემონია...გამოგვადგება -მიშოს ხმა რომ მესმის გული მიჩერდება, მერე ერთიანად დიდი სიჩქარით იწყებს მუშაობას და ინსტიქტურად მეღიმება მისი სიტყვების გააზრებისას . ყველაფერი ჩერდება,მგონია რომ მხოლოდ მე და ის ვართ. სანთლებით ხელში , ღვთის წინაშე,მამაოს ხმა მესმის და ვმშვიდდები,ვგრძნობ როგორ ქრება ჩემსი არსებული ქაოსი ერთიანად. ყველაფერი ლაგდება ,ისევ მე და მიშო ვრჩებით..მხოლოდ ის სხვა არავინ ! წყვილს ვულოცავ, სხვებიც ულოცავენ. დედა რამდენიმე ცრემლს ისევ აგდებს .ბედნიერია და თავს ვერ იკავებს...მეც ნუ ამატირებთ მაკიაჟი გამიფუჭდება! -ძალიან მოგენატრე ?- ისევ ეს მშვიდი ხმა .ჩემს გვერდით დგას და წყვილს უყურებს რომლებიც ფოტოგრაფის წინ პოზირებენ. -ისე როგორც შენ -შეგეშინდა რომ არ გამოვჩნდი? -ისე არა როგორც გგონია! -მაგრამ მაინც შეგეშინდა ხომ? -ტაძარში რომ ვართ სარგებლობ ...იცი ცუდს რომ არაფერს გეტყვი რომ არ მოგატყუებ ხომ? -სხვა დროს რომ მატყუებ აღიარებ?- იღიმის , ვხედავ როგორ იღიმის და მერე ჩემკენ ბრუნდება . ისეთი სიმპათიურია ამ პიჯაკსა და თეთრ პერანგში წამით სუნტქვა მეკვრის. -შენს მოტყუებას მოტყუებას რომ ვახერხებ აღიარებ? -დედაჩემის ხმა რომ გაიგე იეჭვიანე ხომ? -როდის ... -ნახე სად ვართ... ამხელა ცოდვას ნუ დაიდებ შენს ლამაზ მხრებზე.როგორი იყო ეჭვიანობის მცირე ტალღა? კიდევ კარგი დამიძახეს ფოტოებისთვის თორემ ჩავაკვდებოდი ხელში დაშნიანს. წყვილთან პოზიორობა ისე გამიტკბა ყურებამდე გაკრეჭილი ვუღიმოდი კამერას. სხვადასხვა კომობინაცია იცვლებოდა ჩემს ირგვლივ. სიძის მეგობრებთან რომ გადავიღე ის ბატონიც იდგა. ბოლო ფოტო უნდა ყოფილიყო წესით რომ დავაპირე წასვლა წელზე მომეხვია ხელი და ვინ იქნებოდა თუ არა დაშნიანი. მისკენ გავიხედე დაბნეულმა ფოტოაპარატის შუქმა რომ მომჭრა თვალი -ჩემთან ერთად მოდიხარ... შენები ფოტოების გადასახებად არ მოდიან ამიტომ შენი თავი ჩამაბარეს- ისე მეუბნება სულ მავიწყდება ფოტო . მანქანისკენ მივყავარ. უკვე ყველა სხდება და იქაურობას ვტოვებთ. ბოლოს გავდივართ ჩვენ ... სიძის გიჟი ძმაკაცები რა თქმა უნდა იკლებენ არემარეს. კოლონაა მთელი მანქანების... -სხვას გავყვებოდი ვინმეს... -რა გირჩევნია ჩემს გვერდით უსაფრთხოდ ყოფნა თუ შენი სიძის გიჟ ძმაკაცებთან როგორც შენ ამბობ -ყველაზე გიჟი შენ ხარ “ ჩემი სიძისგიჟი ძმაკაცებიდან“ -რადგან გიჟი ვარ ამის უფლებაც მაქვს...გავერთოთ ცოტა -ეს მანქანა შენი არ არის და ...რატ- სიტყვის თქმა ვერ დავასრულე ისე გაიჭრა წინ. უკან მივდიოდითო ვინ თქვა? იმ „რბოლაში“ ჩაება რაც წინ იმართებოდა . კივილი მინდოდა ,მაგრამ ენა გადავყლაპე მგონი. ღვედს მთელი ძალით ჩავეჭიდებითქო ვიფიქრე ,მაგრამ თითები ავამოძრავე საერთოდ? ისე უცებ მოატრიალა მანქანა მეგონა ავყირავდებოდით. ვუყურებდი როგორ ბრუნავდნენ ირგვლივ ხეები და თანდათან კვამლით იფარებოდა ყველაფერი, გვერდით რამდენიმე მანქანა ასრულებდა იგივე მოძრაობას .საბურავების ხმა , სიგნალები ,შეძახილები და მე ახლა ამ მანქანაში ვზივარ? ყურებაც რომ შიშისმომგვრელი იყო ჩემთვის ახლა თავად ვზივარ მანქანაში რომელიც დრიფტის უმაღლეს კლასს ასრულებს მგონი. მერე უცებ წყდება ადგილს და გზას აგრძელებს. საერთოდ მანქანას მოზრაობა ისევ შეუძლია? საბურავები დარჩა თუ მათ გარესე ვმოძრაობთ ? არც კი ვიცი როგორ გამოვიყურები ,ალბათ იმდენად ცუდად ვიყავი შეეშინდა და მანქანა გააჩერა -თამარა... თამარა ამოიღე ხმა -სუნთქვა მეკვრის. ღვედს ვიხსნი და მანქანიდან სწრაფად გადავდივარ. ცივი ჰაერი ერთიანად ივლის სხეულს და გონს მოვდივარ. ცახცახს ვერ ვიკავებ ,მთელი სხეული მიკანკალებს ის კი შეშლილი სახით დგას ჩემს წინ ,უფრო მიახლოვდება მე კი უკან ვიხევ -არ შემეხო! არც კი გაბედო....უპასუხისმგებლო , არანორმალური კაცი ხარ! სულ არ იფიქრე ხომ ჩემზე? სულ ოდნავადაც რომ გადარდებდე ამას არ გააკეთებდი კარგად იცი როგორ მეშინია სისწრაფისაც კი,მაგრამ შენ...შენ არ გადარდებ საერთოდ არაფერი მხოლოდ შენი თავი ხომ მიიღე სიამოვნება არ შემეხო... შეგიძლია წახვიდე თავად მოვალ ! -რა შიშზე მელაპარაკები რა გავაკეთე ასეთი...არც კი გითქვამს გაჩერდიო თორემ მაშინვე შევწყვეტდდი შენ...არ გაბედო ნაბიჯის გადადგმა ! როგორ მეუბნები რომ არ მადარდებ...შენს გარდა საერთოდ ვინმე მადარდებს? რაც გამოჩნდი მას მერე ნორმალურად ვეღარც ვსუნთქავ - ღრიალებს და უკან წასვლის საშუალებას აღარ მაძლევს. მკლავში მწვდება და თავისკენ მიზიდავ - არ გებედო მეტჯერ ჩემთან ასე საუბარი , შენს ბრალდებებს არ მივიღებ ! მორჩა გესმის? აღარ შემიძლია შენი ბავშვური გამოხტომების მოთმენა ! წამით რომ არ ვიყო ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებული , წამით რომ დაგმუქრებოდა ჩემი საშუალებით საფრთხე იმ წამსვე უკან დავიხევდი ! რატომ მიწევს ამის თქმა...რატომ ვერ ხვდები რატომ - სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდ აბოლოს თვალებში მიყურებდა მისი მწვანეები ისეთი ღრმა იყო თითქოს თვალის ბუდეებში ჩაიკარგნენ , ჩაცვივდნენ სადღაც უფსკრულში და მეც თან გამიყოლეს. დავიღალე...მასთან უაზრო არაფრისმომცემი ომით დავიღალე! დღესაც კი ,როცა ბედნიერი უნდა ვიყო ჩემს საყავრელ დასთან ერთად ვიზიარებდე მათ ბედნიერებას ვდგავარ ყველასგან მოშორებით და მასთან კატა-თაგვობანას თამაშით ვარ დაკავებული. -წავიდეთ -ხელს მსუბუქად მიიჭერს იდაყვზე და თავს გვერდით ხრის -აღარ მელაპარაკები?-მიღიმის და ლოყაზე ხელს მისვამს, ისე მეფერება როგორც პატარა გაბუტულ ბავშვს.მის ღიმილში ვიკარგები,მთლიანად მშთანთქავს - შეგაშინე ! მაინც მოვახერხე ,იმით რითაც ყველაზე ნაკლებად ვიფიქრებდი -თვალებს ხუჭავს .მე კი უბრალოდ ხელებს ვშლი და პირველად ვეხვევი. მისი სურნელით ვივსები, მისი ტემპერატურა მთელს სხეულზე მედება და მათბობს.მის გულისცემას საკუთარი მკერდით ვგრძნობ, ერთი სიჩქარით ძგერს ჩვენი გულები. ვეხვევი დასულ პირველად მე ვმალავს სახეს მის ყელში. მე ვეხები მის კანს და ვგრძნობ იმას რასაც ის ყოველი ჩემი შეხებისას,მეტი მინდა. მინდა ვაკოცო,მინდა არასდროს გავუშვა.მინდა ძლიერად მომხვიოს ხელები და მითხრას რომ არსად წავა,არასდროს გამიშვებს ... მიჭირს, სისხლი მიდუღს,თითქოს ნარკოტიკს ითხოვს ჩემი სხეული რაღაც სიეთს რისგანაც შორს ყოფნა წამებაა. მეორე მხარე კი იმით ტკბება რაც მაქვს, ეგოისტი ვხდები,დაუკმაყოფილებელი, ღორი რომელსაც არ ჰყოფნის...მხარზე მკოცნის და ვგრძნობ როგორ იღიმის, მშვიდად სუნთქავს და თავის ხელებით მფარავს -წავიდეთ...- ძლივს ვშორდები და ჩუმად ვლუღლუღებ, თვალებს ვაცეცებ,მაგრამ მაინც მის გაბრწყინებულ სახეს ვუყურებ .თითქოს ანათებს,ისევ იწევს ჩემკენ,სუნთქვა მეკვრის ისევ მგონია რომ მაკოცებს,მერე კი სუბლზე ვგრძნობ მისი ცხელი ტუჩების შეხებას და თხემით ტერფამდე მივლის ჟრუანტელი. ხელს ნაზად ასრიალებს მაჯისკენ -დავიჯერო ეს ყველაფერი იმას ნიშნავს რასაც მე ვფიქრობ? -ხანდახან ვფიქრობ რომ იმაზე კარგად მიცნობ ვიდრე მე საკუთარ თავს... პასუხს ორივე ვიპოვით იმედია .ახლა უბრალოდ მომეცი ნება დავტკბე ჩემი დის ქორწილით მანქანაში ვჯდები.კარს ხურავს თავადაც ჯდება და სწრაფად მიდის. რამდენჯერმე აპარებს მზერას ჩემკენ და ბოლოს ისევ თავად მეხმარება გადმოსვლაში. ისე უბრწყინავს თვალები როგორც პატარა ბავშვს. გვერდით მომყვება, თითებზე ოდნავ მეხება მისი ხელი მოძრაობისას. მარიამიც გვიერთდდება,როგორც იქნა მოაღწია . სანდრიკომ მოიყვანა,ერთი შეხედეთ ბატონ სიხარულიძეს როგორ გამოიყურება? -თამარაააა - მეკრიჭება და მკოცნის.უიმე რამხელაა მართლა წელში იხრება რომ მაკოცოს არადა მაღლები მაცვია. -გილოცავ დაიკოს მოშორების ოფიციალურ დღეს... შენი წყალი გადმომსხმოდესო როგორც ამბობენ -არ უსმინო! ნერვებზე უკრავს დილიდან- მარიამი თვალებს ატრიალებს და მეხვევა.მერე წყვილისკენ მიიწევს და ულოცავს. სანდროც მოდის სიძეს ვაცნობთ და მის გიჟ მეგობრებსაც. -ფოტკა არ გადავიღოთ სიცოცხლე?- მარიამს ვუყურებ და ფოტოგრაფს ვთხოვ გადაგვიღოს -მხოლოდ ერთი ... -ლამაზად გამოიყურები ფისოოო- ვეუბნები და თვალების ბრიალიც არ ავიწყდება . რამდენიმე ფოტო მაინც გადავაღებინე და შემდეგ ისევ მიშიკოზე გადავიტანე მზერა.თიტქოს იგრძნო, წამში გამომხედა და გამიღიმა . სანდროს მანქანისკენ მივდიოდი ისევ რომ მომეხვია მკლავზე მისი თითები ‘2-სად მიდიხარ ? -მარიამთან ერთად მინდა წასვლა..არ შეიძლება? -მე რომ შენთან მინდა? მარიამი არ გაბრაზდება - ყურში მეჩურჩულება და გონებას მირევს- წამოხვალ ჩემთან ხომ? -მიშოოო -ტამარა -მიყურებს და ოდნავ მიღიმის -ვიცი გავიგე...გხედავთ. მივდივართ ჩვენ -მარიამმა უცებ მიაყარა მიშოს გაეკრიჭა და სანდროსთან ერთად მანქანაში ჩაჯდა. -მოღალატე- ამოვიბურტყუნე და ფეხისთქრევით წავედი მისი მანქანისკენ. შენც ა რმომიკვდე, მაინც ჩქარა მიდიოდა. უბრალოდ მიუყრებდა ხოლმე და თითებზე მეფერებოდა შიგადაშიგ. ისე გამაბრუა სულ ვერ გავიგე როგორ მივედით. ბოლო ნაწილიღა დარჩა და როგორც იქნა დასრულდებოდა ეს ცერემონიები...ისევ ჩემ გვერდით იდგა , მარიმი მეორე მხარეს მიმშვენებდა,გამოგვხედავდა და იღიმოდა ჩუმ-ჩუმად. -რამხელა შესავალია დავიღალე..კითხოს პირდაპირ - ვბურტყუნებ და გვერდიდან ფხუკუნის ხმა რომ მესმის მარიამს ხელზე ვჩქმეტ. კრუსუნებს საწყლად ,რა ქნას ხომ ვერ მიყვირებს ახლა მაინც მივაღწევ რესტორნამდე ,სევჭამ, დავლევ, ვიცეკვებ, დავჯდები მაინც ცოტა ხანს თორემ დვაიქანცე. მოსაღამოვდა უკვე რა არის რა...უუჰ . ჩემი და ისეთ ჯანზეა სულ ატყობა დაღლა, დავიჯერო ასე მოქმედებს ჩემი სიძე? მე რატო ვარ ასეთი სუსტი ?! არ მჯერა რომ მივდივართ...კულმინაციას ვუახლოვდებით. ჩემი საყავრელი ნაწილი იწყება...იმას თუ არ ჩავთვლით რომ იქ უამრავი უცხო ადამიანი იქნება სიძის მხრიდან . კიდევ ერთხელ ამიჩუყდა გული შემოსვლის დროს. ისეთი ლამაზები იყვნენ.ყველა ტასს უკრავდათ, ულოცავდათ. ისინი კი იღიმოდნენ , რა საყვარელები არიააან. დასხდნენ და მეც მივაშურე ჩემს ადგილს . მარიამიც დაიღალა როგორც ჩანს , ლიმონატს წრუპავს და სანდროს ეძებს თვალებით. -მე დავინახე ბიჭებთან ერთადააა ...მიშო სადაცაა -სეხედეთ ერთი ამ კომუნიკაბელურ აყლაყუდაას? -გაიცინა და მერე მე გამომხედა-რა მოხდა დღეს? -მერე მოგიყვები... -დაზავდით? ერთად ხართ?-ჩუმად ჩურჩულებს ,მაგრამ ისე უნდა ყვირილი ლამისაა წამოფრინდეს -არაფერი მსგავსი...უბრალოდ დღეს ვისვენებ ! სულ გიჟი ქალივით ხო არ ვეჩხუბები არა? დაიწყო ქორწილიიი ...თამადა , სმა-ჭამა. მერე პირველი ცეკვა. ყოჩაღ სიძის მეჯვარეეს რა საოცრად ცეკვავს? აბა სიძე ვნახოთ რა შეგიძლია. არა ცეკვა ხო არ იცის ,მაგრამ მაინც რო იხერხებს ეს მაიმუნი ბიჭი? ჩემი და კი მოზრაობს გედივით,ნარ ნარად. და ისევ სიძის ძმაკაცები ფრინდებიან ... ესენი სუხიშვილებიდან არიან და მე არ ვიცი? შემდეგ ისევ სადღეგძელო ...თამადა ბიძაჩემია . სადღეგრძელოს შიგადასიგ ლექსს აყოლებს და სანამ სეთვრნენ მანამ სასიამოვნო მოსასმენი იყო. შემდეგ როგორც ხდება ხოლმე არავინ უსმენს თამადას. სიძე-დედოფალთან ფოტოებს იღებენ ისევ. ულოცავენ ,ყველა იქაა და მოსვენებას არ აზლევენ. მივდივარ და გვერდით ვუჯდები სიძეს -აბაა ... სიძევ ბატონო როგორ გრძნობთ თავს? -ცოლისდავ აქამდე სად იყავი? ლამის მეგონა დავისვენებ თქო -ოოო დიდო ღმერთო რატომ არიან ადამაინები ასეთი მეამიტებიი? გეგონა არ მოვიდოდი? -ისე იქნევდი ყბას წეხან ვიფიქრეთ არ მოხვიდოდი- სიძეს ძმაკაცი ეხმარება რომელიც თავზე წამომდგომია და იცინის -შენც გშიოდა და იმიტომ მიხვედი ბიჭებთან ხომ? თქვე საწ....ბო კიდევ კარგი პირველი ღამე არ უნდ აგქონდეთ დღეს თორემ სიძე ისეთი ფერდაკარგულია კი ჩააკვდებოდა სალომეს მკლავებში -თამარაა შენ ქორწილში მე ვიზრუნებ რო სიძეს პრობლემები არ შეექმნას... როგორ გიმართლებს გოგოოო ისეთი ბიჭი დაითრიე არაფერი ღლის მაგას...აშიმშილე თუ გინდა ორი კვირა ქორწილამდე ...მაინც არ აგცდება - ჩუმად მეუბნება მეჯვარე და ის დროა რომ გაქვრე იქედან. მადლობა დედა ვიზაჟისტს. წითელი მაინც არ ვიქნები... -სხვაზე იმიტომ საუბრობ რომ თავად ვერ ტრაბახობ ?- მარიამის ხმა მესმის და ბიჭი წამსვე იხედება უკან. მარიააამ შენ ყოფილხარ ჩემი გადამრჩენელი...მაშინვე ვდგები და ქალბატონს მივყვები -ენას რომ არ აჩუმებ მეტის ღირსი ხარ...იცავენ მეგობარს ხომ ხედავ -გავიდეთ გარეთ რა... დავიხრჩე აქ- აივანზე გავდივართ ,საკმაოდ ცივა უკვე ქალაქში. ლამპონები ანათებს ქალაქს.გარედან ვუყურებ დარბაზს, ყველა მთვრალია ... ცეკვავენ და ერთობიან-მეც მინდა ცეკვა -არ დაიღალე? -კარგი რა ნუ ხარ ასეთი წამო ვიცეკვოთ- ხელს ვკიდებ და მიმყავს დარბაზისკენ. მოცეკვავე წყვილს ვუერთდდებით. განათება ინთება მალევე და სიმღერაც წყდება. მალევე იწყება მეორე და ისევ იწყება ახალგაზრდების შეძახილები. დედოფალს ცენტრში ვხედა, მისკენ მივიწევ. დასთან უნდა ვიცეკვო აბა ისე როგორ. მარიამს სანდროს ვუტოვებ და ჩემს სალომეასთან ვცეკვავ -ვაიმე თამარაა...შეეშვი საბას..რა დაგემართა ასე როდის იყავი -კარგი ხო... დავჭკვიანდები - ვუღიმი და ისიც მშვიდდება -რაღაც უნდა გითხრა... მერე გამომყვები გარეთ? -ცუდად ხარ/ ისეთი დამღლელი დღე იყო მიკვირს კიდე როგორ დგეხარ ფეხზე... რამდენი იცეკვე მაინც ჰა? -თამუნა... -გავიდეთ გოგო რას მიბრიალებ თვალებს ... -ასე არა...ისე გავიდეთ რო ვერ შეგვამჩნიონ.ახლავე -გადაიფიქრე გოგო?რა იყო არ გამოდგა ქმრად საბუკა?- ვეჩურჩულები და უკან მივყვები. სადღაც გადის და შამპანურის ჭიქას ბოლომდე ცლის- რა დაგემართა გოგო! -უუჰ ეს ლაითია რამე ისეთი მინდა ცოტა რო შემაბრუოს -რათ გინდა შებრუება კი მაგრამ -არ დამცინო ახლა იცოდე თორე მოვიკლავ თავს ან შენ მოგკლავ- ბურტყუნებს რაღაცას და კაბის კუდს ეწვალება -მე ...მე ანუ მე და საბას ისევ არ გვქონია -რაა? რა იყო ქალო პრობლემა აქ რამე იქ? - ჩუმად ვიცხადებ და პირზე ვიფარებ ხელს რო არ ვიკივლო -არა გოგო ...მე ვუთხარი რომ მომიტაცე თუ არ გინდა გაბრაზებულ გულზე დაგშორდე-თქო სანამ სადედოფლო კაბას არ მეცმევა მანამ არ გვექნება სექ*ი-თქო და ხომ იცი რა საყვარელია ხუთი წელია არ გავიჟებულვარ და ერთი თვე მოვიცდი უბრალოდ შენ გარეშე გაძლება აღარ შემიძლია და ჩემთან იცხოვრებო ეს ერთი თვეო ... -სად იშოვე ეს ბიჭი საად.ასე ხელის გულზე ატარებდეს ქალი კაცს და ყველაფერს ისე აკტებდეს როგორც იმას სიამოვნებს არ მინახავს მეორე. მოკლედ რა ... მე კიდე იმდენი რამე ვუთხარი აქამდე ვერ მომიყევი ქალო?- ვებურტყუნები და თან აქეთ იქით ვიყურები ვინმე რომ არ გვისმენდეს- აქ რა სალაპარაკო იყო ეგ -ახლა მივხვდი რომ ვნევრიულობ ... -უჰ რა კარგი დროა ... რა გინდა ემოციური იქნება სხვა მუღამი ექნება ამხელა კაბის გახდას რომ დაიწყებს.სანამ ამ კაბას მოგაშორებს კი მოგინდება დამშვიდდი შენ -როგორ იკავებ სიცილს შე საწყალო თამუნა ჰა? მე ეს მაგარი მეგონა და თურმე სად ხარ. საოცარია მოკლედ,ქალის ფენომენი არის საოცარი. ასეთი ბიჭი გყავს 5 წელი გვერდით და აქამდე რო არაფერი ჰქონდათ ეს ხო საოცრებაა და ახლა ძლივს გათხოვდა და ეშინია . ცაო დამსეტყვე ! -თამუნაა კაი რაა ... სულ არ გესმის დავიჯერო? წარმოიდგინე ერთ წუთს -რა წარმოვიდგინო გოგო ხო არ გაგიჟდი...-ეგ რო წარმოვიდგინო ხო მივაფრინდები ახლავე მიშოს. დედა ღმერთო რატო გავხდი ასეთი ტუტუცი? არადა სულ არ მქონდა ამდენი ცოდვები მე ახლა რაც დავაგროვე. მრუში ქალი ვარ ხო? მაპატიე რა იქნება ადამიანი ვარ მეც ! -მე პატარა ვარ ჯერ ვერ ვიაზრებ შენს მდგომარეობას. რათ გინდოდა შეყვარებული მიყვარსო და იყავით ახლა ასე დაქალებივით აბა...უბრალოდ გაიჩუმე ენა და აცადე იმ ბიჭს. რომ ასწრებ სულ და ეუბნები ეს არ მინდა ის მინდა. მერე ისეთი ბუნჩულიკოა და ისე აკეთებს როგორც შენ ეტყვი. -აუუუ შენ ხო არაფერში გამოადგები ადამიანს- ფეხებს აბაკუნებს და კაბას მაღლა სწევს ნაბიჯის გადადგმა რომ შეძლოს- სამუდამოდ ამოშალე გონებიდან ეს რამდნეიმე წუთი თორემ ჩემ ადგილას ყოფნას არ გაღირსებ! ეს მშიშარა ქალი სიკვიდლით მემუქრება? ამან ვინ უნდ ამოკლას პირველი ღამის ეშინია გავგიჟდბეი ახლა . როგორ მინდა ერთ ცემებური გადახარხარება მარა დაინგრევა ეს რესტრანი და ამდენი ხალხი როგორ შევიწირო. სალომე მიდის მე ფეხსაცმელი ისე მიჭერს ცუდად ვარ უკვე და წამით ვწევ ფეხებს. კედელს ვარ მიყრდნობილი მკლავით და კიდე იმაზე ვფიქრობ როგორ შეიძლება ვნებას დაემორჩილოს..ან იქნებ არაა ქიმია მათ შორის.აბა მე რა ჯანდაბა მემართება ლოყაზე მაკოცა და ჩამოვდნი...აშკარად ჩემი ასაკის ბრალია. მერე დავმშვიდდები დავლაგდები და ასე აღარ ავდუღდები და ჩავიფერფლები...რაო რას ვამბობდი? რა ჯანდაბაა ეს ვიღად ზურგიდან მეკრობა, მუცელზე მკლავს მხვევს, მეორე ხელს კი მოშიშვლებული მხრიდან მტევნისკენ მიაცოცებს ...მის თითებს მიჰყვება ჟრუანტელი, წიანჭველები, პეპლები და რა ვიცი რას ამბობენ კიდევ ამ დროს . მე ვერ ვხვდები რა არის პარალელების ნერვები სად მაქვს. ცუდად ვარ ... ისე ამოვისუნთქე მგონი გაიგო მთელმა რესტორანმა და გაჩერდა ცეკვა-სიმღერაც. დაშნიანის თავხედმა ცხვირმა ხომ გადამიყვანა ქალი ჭკუიდან,რა უნდა სად მიცოცავს, რა დარცა ამ ყელში -ქორწილის ემოციებს გიზიარებდა სალომე? -მიზიარებდა ნუ იტყვი ... მიზიარებდა რომელია -შენ ის გოგო ქორწილზე სთაბეჭდილებებს გიზიარებდა ვალსი რომ ეცეკვე?- ეს სად გაამხსენდა.როდის დავინახე...რომელ ეპიზოდში. რა აცინებს რა უნდა, ისევ მხარზე მეხება ამჯერად ტუჩებით -ჩემი კურსელია ...საბას ბიძაშვილიც ამავე დროს-როგორ დავმშვიდდი ! ვინც გინდა ის იყოს ხომ ეცეკვებოდი და ეკრიჭებოდი ზოროს ცხენივით ! -იდენტობა არ მიკითხავს! -რაოო სალომემ კარგია გათხოვებაო? -უუჰ საოცარიო... აქამდე თუ მინდოდა სულ ოდნავ ახლა საერთოდ გადამინდა - ვწყვეტ გადნობას და მისკენ ვბრუნდები. ისე იცინის ჭკუიდან მშლის. კედელს მიეყრდო საფეტქლით ,ზუსტად ისე როგორც მე . ხელს ისევ არ მიშვებს. მკლავზე დაატარებს, ნელა მიჰყვება მხრისკენ და შემდეგ იგივე გზას იმეორებს. -რატომ გაიცინე ასე? -როგორ ასე ? საოცრად ხომ? -მთვრალი ხარ დემონო?! -ცხვირს ვიბზუებ სასმლის სუნი რომ ერევა მის არომატს -ცოტა ... -რაო რატომ ვიცინოდიო? -რაო როგორ იცინოდიო? -გველურად -საიდან მოიტანე..ჩვეულებრივად გავიღიმე- ისუელელბს თავს! დავიჯერო ამანაც იცის ის რაც მე გავიგე ცოტა ხნის წინ? კარგი რა ჭორიკანა ბიჭების მოკვლა მინდება -ვის გავატანე ჩემი და ! წორიკანა კაცს ... უუხ საბა ენა გაქვს ამოსაწყვეტი ძირში -ცოლიანი კაცისთვის ენის ამოგლეჯვა პირველ რიგში მის მეუღლეზე იმოქმედებს ... -იმოქმედებს არა ის ..ეგეც ახლა ბევრს არ ლაპარაკობდეს რამეს.მაინც ისე აკეთებს როგორც სალომე ეტყვის და სულ ნუ ამოუღებს ხმას - გულუბრტყვილოდ ვრაკრაკებ ის კი ისევ ისე გველურად იღიმის . თვალები უწვრილდება ...ვაიმეე ახლა ვაკოცებ აი იმ ტვალებზე ზუსტად -პირველ რიგში ჩემი ბავშვობის მეგობარი ჭორიკანა არ არის და ცილს ნუ სწამებ! მეორეც კი ვიცი პატარა ბავშვი რომ ხარ ,მაგრამ დავიჯერო მეტყველების გარდა სხვა ფუნქციებს რომ ასრულებს ზემოთ ხსნებეული ენა არ გაგვიგია ჯერ? - ისე ახლოს მოდის თვალები ჯერ მიმენაბა მერე გამიფართოვდა და ბოლოს და ვრჩი ასე კეფაზე გადატყორცნილი თვალებით-თამროოო -რომ მგონია რამე საოცრება უნდა მითხრას ისევ იმეორებს ჩემს სახელს- თამრო არ გინდა ... -რა...-ეს ხმა ჩემია თუ სხვა კნავის საიდანღაც. -არ გინდა ....ვიცეკვოთ? - თიტებს ჩემს თითებში ხლართავს და ისე გავყავარ იქედან აზრზე ვერ მოვდივარ. შემდეგ მისი მეორე ხელი წელზე მეხვევა. მელოდიას ვაყოლებ სხეულს მასთან ერთად. მიკვირს როგორ არ ვაბიჯებ ფეხს,როგორ არ ვეცემი მე ხომ ნომერ პირველი ხე ვარ მსოფლიოში როცა ცეკვას ეხება საქმე. რა დროს ესაა...მიშო დაშნიანს ვეცეკვები . ეს რაღაც სხვაა სულ არ ჰგავს ცეკვას... თითქოს მეფერება,მეალერსება, თვალებით, იმ მოძრაობით, ღიმილით...მაბრუებს ისე როგორც არაფერი !-ისუნთქე თამარა... ისუნთქე მშვიდად -წამიერი მოახლოებისას როცა მანძილს არღვევს ყურში მეჩურჩულება და მეც მისი ბრძანებისამებრ ვიწყებ სუნთქვას. აქამდე რა არ ვსუნთქვდი?...თვალები მენაბება, მისი სიახლოვე მადუნებს, ერთიანად მერთმევა ზალა სხეულსი.მინდა არასდროს გამიშვას ხელები და ჩემს საყრდენად იქცეს. მსუბუქად მატრიალებს და სწორედ იმ დროს მეხება ლოყაზე მისი მხურვალე ტუჩები როცა მუსიკა წყდება . იპირებს ასე დამტოვოს? არა ხელს არ მიშვებს უნდა სკმამამდე მიმიყვანსო არ მინდა მე დაჯდომა კიდე მინდა ცეკვა. ჩემს ბედად მეორე მელოდიაც მალევე ირთვება. მხარზე ხელს ვხვევ და ისიც ჩერდება-რატომ ხარ ასეთ საყვარელი...რატომ - ისევ იგივე პზიციას იკავებს. ხომ შეიძლება მომეხვიოს და ისე მეცეკვოს.არა ! ვგრძნობ,რომ ისიც ისევე განიცდის ყველაფერს როგორც მე . ეს კი მაბედნიერებს. არ ვიცი რამდენ ხანს ვცეკვავდით,არც მელოდია მესმოდა. ვერც ხალხს ვამჩნევდი ირგვლივ. განათებაც იცვლებოდა და ხალხიც ჩვენს ირგვლივ. მე მხოლოდ დაშნიანის მწვანე სფეროებს ვხედავდი და მის ღიმილს რომელიც მე მეკუთვნის! შემდეგ მასთან ერთად ვიჯექი ბიჭებთან მაგიდასთან. მარიამი და სანდროც იქ იყვნენ. თაიგულის სროლის ჯერი რომ დადგა ბიჭები წამოიშალნენ -დაშნიანო არ წამოხვალ თაიგული და ამბები არ გინდა ? კაიი გავდივააარ აბაა დადექით თუ ბიჭები ხართ. საბას მერე ცოლი მომყავს მე ...გოგოებოო შეყვარებული არ მყაავს შემიძლია გიბოძოთ ჩემი თაიგული მერე ვისაუბროთ ხოო?- გოგონებს თვალს უკრავს ვაჩე და ისინიც იპრანჭებიან -მარიამ ...თამაღ თქვენ არ მიდიხართ? სამუდამოდ ასეთი შხამიანები უნდა იყოთ ? - სანდრო ორივეს გვშხამავს. მიშო რომ იცინის ნერვები მეშლება -შენ ვინ დაატკბე ერთი ასე რომ ხარ დარწმუნებული გათხოვება მიშველის! -მართლა არ გადიხარ გოგო გინდა სამუდამოდ სახლში მყავდე? ღმერთმა დამიფაროს - უცებ წამოვარდა და შეკრებილებისკენ იმ დროს დაიძრა თაიგულს რომ ისროდა ქალბატონი ერთი ისკუპა ახმახმა ხელები გაშალა და თაიგულიც აართვა მოწადინებულ დაუოჯახებლებს. მერე დაიყვირა შეძახილები მოჰყვა, ოვაციები და ყველას ყურადღება მიიპყრო -მოვკლავ! -დამშვიდდი მარიამ ...თავად დაიწირა ე.ი რძალი გეყოლება მალე-უშედეგოდ ვამშვიდებ მარიამს რადგან ბატონი სანდრო მაგიდასთან მოდის -ძვირფასო მეგობრებო ... მინდა ეს თაიგული გადავცე ჩემს უფროს დაიკოს რომელიც მინდა რომ მალე გათხოვდეს და ასე უსიყვარულოდ არ იაროს დიდხანს... ქალის განწყობა ისედაც მრავალფეროვნად დაძაბულია კაცის გარეშე ხომ საერთოდ . ჩემო საყვარელო მარიამ იმედი მაქვს მალე იპოვი შენს გულის სწორს- მთელი ცერემონიის დაცვით მოიხარა წელში და გაუწოდა თაიგული მარიამს. ყველა ტაშს უკრავდა, უშტვენდა მარიამი კი ისე იყო ახურებული მალე ცეცხლი წაეკიდებოდა. კიდევ კარგი მისი სიტყვები არ ესმოდათ და უბრალოდ თაიგულის გადაცემას უყურბდნენ. მე რომ ვყოფილიყავი ჩავაყლაპებდი იმ თაიგულს მან კი გამოართვა და ორი თითით ეჭირა ყვავილები. ისე თითქოს ბომბი იყო და მალე აფეთქდებოდა. უყურებდა გაშეშებული და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა ,ნამდვილად მეგონა რომ ცუდად გახდებოდა ან სანდროს მოკლავდა. -ვიცეკვებთ მე და თაიგულის მფლობელი - ვაჩე უცებ დატრიალდა თაიგული გამოართვა ხელი ჩაავლო და ხალხის ყურადღებაც გაფანტა-გათიშეთ განათება ტოო და რამე საკაიფო ჩართეთ რაა- როგორც ყოველთვის სწრაფად, პოზიტიურად და უპრობლემოდ მოაგვარა საქმე . ყველაფერი ჩაბნელდა, განათებამ თვალები მომჭრა, ისეთი მელოდია იყო სხეული თავისტავად იწყებდა მოძრაობას. -რა იყო სანდრო ეს? -კაი რა თამაღ ... გავერთე ცოტა -ამდენი ხალხის წინაშე? -არაუშავს ხანდახან თუ გამოჩნდება და მიიპყრობს ყურადღებას შენ არ იდარდო თამაღ -მართლა გლუვტვინიანი ორაგუტანგი ხარ , მართალია მარიამი ცეკვამ არ უსველა რა თქმა უნდა. სანდროს მზერით ბურღავდა და ერთი სული ჰქონდა როდის დარცებოდნენ მარტონი. ცოცხალი თავით არ ეტყოდა ხალხის თანდასწრებით რამეს. ტორტიც მალე გაჭრეს , შემდეგ რამდენიმე ცეკვა ყველამ ერთად ვიცეკვეთ. განათება აღარც ჩაურთავთ რომ განათდდა ყველაფერი სიძე პატარძალი გამქრალი იყო უკვე. ახალგაზრდებს სულ არ სჭირდებოდათ სიძე და პატარძალი სიედაც მშვენივრად ერთობდონენ კიდევ ორ თუ სამ საათს. შემდეგ კი ყველანი სახლებისკენ დავიზარით. ზოგი მიჰყავდათ, ზოგი მიღოღავდა, მიბობღავდა, ფხიზელს ვერავის ვხედავდი.სასაცილო სანახავები იყვნენ... -რა გამიკეთა...არა რა გამიკეთა . დამპალი , იდიოტი , ესეც თუ ძმაა რა .რას წამოვიყვანე ,მეთქი ამხელა ახმახი ძმა მყავს და მარტო რატო წავიდე გამიწიოს კომპანიონობა-თქო ამდენი უცხო ხალხი იქნება მაინც და იყოს ჩემს გვერდით-თქო და ამან რა გამიკეთა -ყვავილს უყურებდა მარიამი და გაბრაზებას ჩემთან ანთხევდა- რა ვუყო ახლა მოვკლა? -კარგი რა მარ..იხუმრა უბრალოდ. ბიჭებმა დაიკიდეს ხო იცი სერიოზულად არ მიუღიათ.ხალხს კიდე ძაან მოეწონა შორიდან შენმა სიმპო ძმამ რომ დაიჭირა თაიგული -სიმპო კი არა გლუვტვინიანი მამონტია ეგ ...რა მნიშვნელობა აქვს რ აიფიქრეს ეგ ხო მოიქცა სულელურად. რად მინდა ეს თაიგული -შეინახე გოგო ლამაზია... ბოლო-ბოლო ყველა გავთხოვდებით -ამ ცრურწმენის არც მჯერა მე ..ჩემ მეზობელ ნათიას ეგრე არცერთი ქორწილი აქ გამაზული ყველა თაიგული მოხსნა ჩემპიონია ,მაგრამ 40 წლისაა და კიდე არ გატხოვილა -აუუ ეგ რომელია მე არ ვიცი? -არა შენ საიდან... -საწყალიი რატო არ გათხოოვდა უშნოა თუ ცუდი ხასიათი აქვს ‘2-ყველას იწუნებს...თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცები სოფელში ვერ ჩამოუქროლებს და არის ასე...რას მოვაყოლე ახლა ეს უუფ! -ხოდა მოკლედ თუა რ გჯერა რა გადარდებს გქონდეს ისე ეგ თაიგული. გათხოვება კი არა შეყვარებული არ გყავს შენ და ასე უცებ ვინ მოგიტაცებს ახლა -აუ როგორ მამშვიდებ რა..წამოდი ვიცეკვოთ ამ „ჩოკოლატაზე“ თეძო არ გამირხევია გადავიდა მომდიდან და ახლა მაინც წავუცეკვოთ გოგო- იცინის და მიმარბენინებს. ისე მოვიხოდე სულ არ მაინტერესებდა სიმღერა მელოდიას ვყვებოდი და მარიამთან ერთად ვერთობოდი. -იმედია სალომე გადარჩება- სიცილით ვუთხარი მარიამს როცა დავსხედით ისიც აკისკისდდა -კაი რა თუ ღმერთი გწამს...მართლა გამოუცდელი ბიჭი ან ვიღაც ველური ხო არაა ? საერთოდ არ უნდა ფიქრობდე მაგაზე, უბრალოდ სალომეს ჩვეულებრივი ქალური მომენტი აქვს . სანდრო მოგვიჩოჩდა მერე. რაც ვიცნობ ამათ სულ ასეა, მარიამი როცა რამეს მიყვება ვხვდები რომ ყოველი გაბრაზების შემდეგ სანდრო ურიგდება სულ თავადაა დამნაშავე და აბა რა უნდა ქნას. იცის როგორ მოთაფლოს, ჩაეხუტა, აკოცა გაუღიმა მოეფერა დაუყვავა და დაკერა გოგო. როგორ შეუძლია ასე მალე შერიგება ვგიჟდები! მე სანამ არ გავამწარებდი მანამ ვერ მოვისვენებდი ,არა ის საერთოდ არ შეურიგდებოდა სხვა რომ იყოს და ცხოვრების ბოლომდე ნორმალურად არც დაელაპარაკებოდა ,მაგრამ ვინც უყვარს იმათთან ზედმეტად უცებ აგვარებს საქმეს. -წაგართმევ დას უნდა ვეცეკვო ერთი ...მერე მივდივართ და ერთს წავუცეკვებ - სანდრო მირაკრაკებს და მიჰყავს მარიამი. მიყვარს ეს და ძმა, გვანან საოცრად ერთმანეთს, უბრალოდ სანდროს ცისფერი თვალები აქვს და მაღალია . მარიამი და სანდრო მართლაც წავიდნენ. სხვებიც აიშალნენ და მეც დარჩენა აღარ მინდოდა...ვინაიდან ჩემი მშობლები უკვე დიდი ხნის წასულები იყვნენ მარტომ დავტოვე რესტორანი. რა თქმა უნდა დიდხანს არ დავრჩენილვარ მარტო . ბიჭების ხმა მომესმა ზურგს უკან .ერთად მოაბიჯებდნენ ,მიშოს ეკიდა ორი მხარზე დანარჩენები ერთმანეთზე იყვნენ დამხობილები -რძ... თამარჩიკ საით გაგიწევია? ჩვენ გვყავს ერთი გადამზიდი და იქნებ შემოგვიერთდდე ჰა? მალე ჩამოგვსვავს სახლში ჩემთან და მერე სულ შენი იქნება -იქნებ ყველანი აქ დაგტოვოთ და ისე იყოს სულ ჩემი? -ოჰოოო თამარჩიიიკ აღარ ხუმრობ შენ ხომ? ხედავ ბიჭო? სულ ჩემი იყოსო დაგვაგდებ ახლა აქ და წაყვები? -ნუ ტლიკინებ ვაჩე...დაჯექით მანქანაში ... უცებ ტო რას ზოზინებთ -კაი შე ჩემა რა შეგვე*ი -წავალთ ჩვენი მანქანით რა შენ თამარჩიკა წაიყვანე-ცალ-ცალკე წუწუნებდნენ -რას მებაზრები ამდენ ხანს შე ჩემისა დაეგდე მანქანაში ნუ გამომიყვან მწყობრიდან ! სენ კიდე რო ლაპარაკობ დაუკვირდი რას იძახი -რას ვიძახი რა გინდა... -გეტყოდი ახლა,მაგრამ მოვითმენ ცოტა ხანს - თვალები გადაატრიალა და გამომხედა- არ დაჯდები? გთხოვ ახლა არ დაიწყო -არაფერს ვიწყებ... ისე ვარ დაღლილი ფეხზე ძლივს ვდგავარ და უარს ნამდვილად არ გეტყვი მომსახურებაზე-მანქანას მოვუარე და წინ დავჯექი. ბიჭები უკან ჩაესვენენ და მიშო საჭესთან მოკალათდდა. ღვედი შეიკრა და სწრაფად დაიძრა. სახლთან გააჩერა და სამივე გადაიყვანა -ამათ დავტოვებ და მოვალ ხუთ წუთში ხო? -ძაან რო მინდოდეს ვერ გავიქცევი - გავუღიმე და თვალები დავხუჭე. მალე გათენდებოდა მე კი ისე მტეხდა ძვლები მეგონა სიარულს ვეღარ შევძლებდი. ერთი სული მქონდა როდის მოვიშორებდი ამ კოშკებს ფეხზე რომ მქონდა მორგებული და საწოლზე გავწვებოდი. მიშო მალე გამოვიდა ,მანქანაში ჩაჯდა და გადმომხედა -წავედით? -წავედით... -შენც რომ სვამდი რატომ არ ხარ მთვრალი? -მალე ვფხიზლდები...იმათ უფრო მეტი დალიეს -შენ რატომ არ დალიე უფრო მეტი - თავი მისკენ შევაბრუნე და გავუღიმე. მანაც გამომხედა და ჩაიცინა-რა -რა გგონია რომ თუ გავილეშები ნებისმიერს გამოვიყვან და ცემაში მოვკლავ? ახლა კი იმიტო არ დავლიე რო შენ გეპრანჭები? -მე ეგ არ მითქვამს -დღეს ზავი დავდეთ...ისედაც დაღლილი ხარ თორემ უარესს მეტყოდი -ეგეც მართალია და დასაშვებია ,მაგრამ მაინც არ მითქვამს -ძალიან დაიღალე ზედმეტად სუსტი ხარ... საკუთარ ქორწილში რას იზამ ,როცა წინ პირველი ღამეც გექნება? - შენ არ იდარდო ...ჩემმა მომავალმა ქმარმა იდარდოს და იზრუნოს ჩემს გამოფხიზლებაზე -ძალიან შესუსტდდა ჩემს ნერვულ დაბოლოებებზე შენი დაკვრის ხარისხი -ვითომ? წარბები ავათამაშე და გავეკრიჭე- მოვედით კიდეც. კარგად ბრძანდებოდე...იმედი მაქვს მომდევნო შეხვედრა ბავშვის დაბადების დროს იქნება ან კიდევ უკეთესი ნატლობა ან ქორწილი... ჩემი დისშვილი ცოლს რომ მოიყვანს ან გათხოვდება იქ რომ შემხვდე პირდაპირ არ გაწყობს?-მანქანიდან გადავედი. ისიც გადმოვიდა და ჩემს წინ დაგდა-რა გინდა... მემშვიდობები? ნამდვიალდ დიდი იქნება დრო და ..მოიცა რა რას აკეთებ. დაშნიანო არ გაბედო ჩემს კორპუსში ფეხის შედგმა... -არ მოდიხარ?-სადარბაზოში დგას და მიყურებს -დაივიწყე ზავი... -მეგონა უკვე დავივიწყეთ ...-უდარდელად ამბობს და ჰაერში მწევს. ვკივი და უცებ ვჩუმდები როცა ვხვდები როგორ ისმის ხმა-გინდა მეზობლები გამოვიდნენ და იჭორაონ ? ნწ ნწ ნწ რა ცუდი გოგო ხარ გამტენიისას მოჰყავხარ ვიღაც ბიჭს! -დამპალო..გაიძვერა დემონო!-ისევ ჰაერზე ვისვრი სიტყვებს თორემ ეგ მადარდებს რას იტყვის? მტელ სხეულზე ეკლები მაყრის ისე მსიამოვნებს მისი სიახლოვე. -ჰმ...რა უცებ ყოფილა შენი გამოფხიზლება შესაძლებელი -რაა...-დაიშტერე ახლა თავი ვითომ ვერ მიხვდი რას გეუბნება. ნეტა ქორწილს ვეღირსო და გამოვფხიზლდები კი არა დავიღლები საერთოდ? რა ჯანდაბაზე ვფიქრობ თუ ვიაზრებ საერთოდ ... -შეგვეძლება ქორწილის დღეს ბევრი რამ დავგეგმოთ - მშვიდად სუაბრობს. ლიფტიც ჩერდება, გადის. გასაღებსაც იღებს კარსაც აღებს შევყავარ სახლში და საძინებელში მსვავს-არ ვიცი მინდა რომ გამიშვას თუ არა -მეოცნებე ბიჭი მიშუნა დაშნიანი -მიშუნა რომ ვთქვი გაჩერდა და წარბები შეკრა -ხო რა თქმა უნდა დედაჩემს რომ ესაუბრებოდა მარიამი ხმამაღალზე ჰქონდა და შენ უსმენდი სუნთქვაშეკრული ... -ძალიან დაღლილი ვარ... ფეხზე ძლივს ვდგავარ .გადამზიდის დროს უტვინო ერთუჯრედიანი მშვენივრად ითვისებ ახლა შეგიძლია წაბრძანდე-ვაიგნორებ მის სიტყვებს და თემას ვცვლი -რა თქმა უნდა წავალ...შენგან დასვენება სანამ შემიძლია უნდა შევირგო.შემდეგ სულ ჩემტან იქნები და აღარც მომშორდები- მაგიჟებს! ახლა მივახრჩობ როგორ იღიმის. ამის ირონიას და ამ ყეყეჩს ერთად მოვგუდავ . ლოყაზე მკოცნის და მიდის ისეთი დაღლილი ვარ ვეღარც კი ვფიქრობ.კარს ვკეტავ საიმედოდ. შემდეგ სასწრაფობ ვისორებ სხეულიდან ყველაფერ ზედმეტს. სწრაფად ვივლებ წყალს და საწოლში ვწვები გათიშული ,მალევე მეძინება და სიზმრადაც ჩვენს ცეკვას ვხედავ. ამჯერად მხოლოდ ცვენ ორნი ვართ და ტანგოს ვცეკვავთ,როგორ ეტყობა რომ სიზმარია სად მე და სად ტანგო. ბოლოს მკლავზე გადაწვენილს უნდა ეკოცნა და ისევ გვერდი აუარა ტუჩებს. ბედი არ გინდა? ტანგო ვიცეკვე და კოცნას ვერ ვეღირსე ამასაც თუ სიზმარი ჰქვია რა ! ************ სალომეს და საბას ქორწილის შემდეგ თავს მეხვეოდა სანდრო. მიხვდა რომ ძალიან გამაბრაზა ,არც ინანიებდა ,მაგრამ მაინც შემორიგებას ცდილობდა.იცოდა ბოლომდე რომ ვერ ვაპატიე. ხომ არაფერი,მაგრამ არ მიყვარს როცა ასე ბავშვივით იქცევა. უნივერსიტეტში ვარ...მახსენდება რომ ანატომიის ლექცია გავცდინე პარასკევს ქორწილის სამზადისის გამო. ნეტავ მიკითხა? რა რეაქცია ქონდა.ბოლოს რომ ვნახე ისე დავემშვიდობე ... სემინარზე შევდივარ ,ჩემს ადგილს ვიკავებ და ბატონიც სიის ამოკითხვას იწყებს. ჩემი ჯერი რომ დადგა ამომხედა ერთ წამს და ისევ განაგრძო. კალამი არ ჰქონდა დადებული რომ გაიმეორა ჩემი გვარი .რა ჰგონია რომ რადგან არ ვიყავი ვერ მოვუყვები? კარგად არ ვიცი მაგრამ რამეს მოვახერხებ იმედია. -მუხლის სახსარი... -მუხლი? -დიახ მუხლი- ჯანდაბა იცოდა რაც არ ვიცოდი თუ რა არის. ჯერ საერთოდ ეს არ აუხსნია -არ აგიხსნიათ მუხლი პატივცემულო ... თუ ჩემი ინფორმატორი არ მატყუებს რაშიც ეჭვი მეპარება -შენმა ინფორმატორმა ვერ გაიგო ეტყობა ბოლოს რომ ვთქვი მუხლის სახსარი თავად მოამზადეთ-თქო .ამიტომ უნდა იყო სიხარულიძე ლექციაზე რომ გაიგო რა გაქვს დავალება ! დაჯექი -როგორ სხვას არაფერს მკითხავთ? ნულიანს მიწერთ? -არ იცი და ის გადარდებს ნულიანს მიიღებ თუ არა? როცა პაციენტები მოგაკითხავენ იქ ქულას აღარავინ დაგიწერთ და ანუ რა არ დაგაინტერესებთ როგორ იქნებიან ? - მოვკლავ! ნამდვილად ყელს გამოვჭრი როგორ ირონიულად მიღიმის ბავშვებს გადახედა და ისინიც გააცინა. ხო გოგონებო ეკრიჭეთ აბა რა ისე როგორ შეიძლება. ყველამ იცოდა ჩემს გარდა ...შანსს ხომ არ გაუშვებენ ,გავგიჯდები მალე! სიმშვიდემდე კიდევ დიდხანს მომიხდება ენერგიის მოკრება...შევიშლებიიიი ლექციიდან ისევ პირველი გავდივარ. გიგი მეწევა და მეკრიჭება -რატო არ იყავი მართლა წინა ლექციაზე... გიკითხა -რაო რა თქვა... -კონკრეტული არაფერი... -აბა როგორ მიკითხა -თვალებით გეძებდა..დიდხანს შეჩერდა შენი გვარი რომ ამოიკითხა და მთელი დარბაზი მოათვალიერა. გეძებდა რაა -რატომ უნდა მოვეზებნე -უღიმღამოდ წაიკითხა ლექცია სხვათაშორის...გვაკლდი მარიამ. შენს გარესე ანატომიის ლექციას მუხტი არ აქვს. -ნუთუ არ გბეზრდება ეს გაუთავებელი ღლაბუცი ამხელა კაცს -მე? ხო არ გაგიჟდი სერიოზულად გეუბნები. გოგონებმა რაღაც უთხრეს სადღაც მივდივართ და გეპატიჟებითო თუ რაღაც და ისე გახედა მგონი ცისფერია იცი? იქნებ მე ვეჩალიჩო და დამიწეროს ქულა ჰა? -მაგაზე დიდი სისულელე ცხოვრებასი არ გითქვამს...ყოჩაღ! რა ცისფერი ავად ხო არ ხარ ! -შენ რა იცი იქნებ კარგა დმალავს ...აბა ამდენი ნაშა მეხვეოდეს თავს და არცერთს გავუღიმო? -მისი სამსახური თუ გახსოვს! რ აუფლება აქვს თავისზე რამდენიმე წლით უმცროს სტუდენტებს ეფლირტაოს და მითუმეტეს რომანი გააჩაღოს . მაშინვე გაუსვებენ სამსახურიდან - ისე ვბრაზდები თითქოს მე მეხებოდეს -კაი დამშვიდდი ... -მშვდიად ვარ ! -გეტყობა-ისევ იცინის და აგრძელებს-ხო მოკლედ ასე იყოოო და რას მოვაყოლე ეს ამბავი? ა ხო მოგვიანებით იმართება წვეულება პირველკურსელებისთვის რა...დეკანატი აწყობს. შუალედურიც მოვილიეთ და მოკლედ რესტორანსი მივდივართ.ლექტორებიც არიან დაპატიჟებულები და ხო წამოხვალ? პარასკევს გვითხრეს და შენ რო არ იყავი -არ ვიცი არამგონია... -აუცილებელია! -რატომაა აუცილებელი რას იგონებ...მეყო ქეიფები.ათასი საქმე მაქვს...ელიტის ნერვები არ მაქვს ხომ იცი არა? -აუ კაი რა მარიააამ...ასეთ ამინდებში რა საქმე გაქვს სულ წვიმს -სახლიდან გასვლა არ მინდა ზუსტად მაგიტომ...ძილის ამინდია. მხართეძოზე ძილი კითხვის შემდეგ შესანიშნავია -გამიგია...გამომიცდია,მაგრამ მაინც უნდა წამოხვიდე -არ ვიცი...ვნახოთ თამუნამ ცალკე ამიკლო სახლში მივდივართ მე და ჩემი კურსელები შენც წამოდიო. მამაჩემმა რა გინდაო იქო, დედაჩემმაც რა საჭიროა დაისვენე სახლშიო . როგორ წახვალ ვინ წამოგიყვანსო არ ვიცნობ მე მაგ შენს კურსლებსო,ათასი ვინმე იქნებაო ყველა უცხოო და შუაღამეს რატო უნდა იბორიალოო მაინც ვერ გაერთობი უცხოებთანო და მოკლედ გადაწყვეტილება არწასვლის შესახებ გამყარებული მქონდა . როგორც კი შევედი აუდიტორიაში მაშინვე მომიჯდა გიგი -ხომ მოდიხარ ხვალ? ყველა უნდა იყოთო დეკანმა -რატომ? -აბა მე რა ვიცი -მართლა ეგრე თქვეს თი მატყუებ -რატო უნდა გატყუებდე ...ვიღაც სტუმარი იქნებაო და სასურველია ყველა იყოთო ნუ არ მოგკლავენ,მაგრამ ...მოკლედ წავედი მე მოვიდა ლექტორი იმედია საღამოს გნახავ ბოლოს გადავწყვიტე წასვლა ,მართალია ვერ ვიტან ამდენჯერ გადაწყვეტილების შეცვლას და ყოველთვის ცუდად სრულდება ეს ამბავი ,მაგრამ მაინც წავედი. რესტორანში რომ შევაბიჯე და სეკრებილ საზოგადოებას მოვავლე თვალი წამსვე ვინანე იქ მისვლა. ეს პირველი და ყველაზე მარტივი ამბავი იყო. ერთადერთი გოგო ვარ რომელიც რესტორანში თან ასეთ დროს მიდის უმაკიაჟოდ, ღია ფერის ტუჩსაცხის ამარა ისიც იმიტომ რომ ამ ქარების გადამკიდე ტუჩები გამიუხეშდა , აცვია უბრალო კაბა არც მოკლეა, არც გახსნილი, არც მკერდმოღეღილი ვარ არც ზურგი აქვს ამოღებული და საერთოდ რა საოცარი შეგრძნება ყოფილა როცა ხვდები რომ განსხვავებული ხარ . არა აქამდეც ვიცოდი ეს ,მაგრამ ახლა აშკარად შევამჩნიე. იმედი მაქვს არ ჩამქოლავენ ჩემი ტონალურში ამოვლებული კურსელები,რომლებიც ათასჯერ ჩემზე ლამაზები არიან და ამდენი მაკიაჟით რატომ იმძიმებენ კანს ვერ ვხვდები. ხო სად გავჩერდი? მოკლედ ჩემები რომ შევნიშნე და ხელიდ ამიქნია გიგილომ იქეთ წავედი -როგორ გამიხარდა შენი დანახვა ხო არ იცი რა...- ისე მკოცნის გიგი ლოყა მეწვის -რა ხდება? -მაგარი ბანძ სიტუაციაა ამათ კიდე ტვინი მო...შეჭამეს -ჩუმად მეუბნება და სახეს მანჭავს -რატოო ?- ვერ ვიგებ რაზე ამბობს მერე გოგონებს ვუყურებ რომლებიც ათვალიერებენ სხვა სტუდენტებს და გაცხარებით საუბრობენ იმაზე თუ ვის როგორი კაბა აცვია , როგორი მაკიაჟი უკეთია. ვინ ვისი შეყვარებული,საყავრელი, ნაშა და ამასთან ერთად ლექტორებზე საუბრობდნენ -აჰ რა თქმა უნდა გასაგებია თქვენი მდგოამრეობა ბატონო გრიგოლ! და ვინ ამბობდა რომ აქ ყოფნა აუცილებელი იყო? რატომ ვარ აქ? - იწურება წამში და თავზე ხელს ისვამს -აუ მეგონა კაი პონტი იქნებოდა...ვინმეს გავიცნობდი ახალს რამე პონტში გავიჩითებოდი რა და აქ უცხოს ვერავის ვხედავ -ყველას იცნობ და რა გავაკეთო? -ყველას არ ვიცნობ ისე აი თამარას კურსლებს არ ვიცნობ შენ? -არც მე -რა იყო გოგო რა მოსაწყენი ტიპი ხარ ! -ნახევარ საათში წავალ... დეკანი მოვიდა უკვე? -არა მობრძანდება მალეოო თვითმართველობის დიდმა პრეზიდენტმა -ეგ რომელია? -აუუ შენ ვაფშე ტყემალზე ხარ და ბალს ჭამ ხო? ერთი მაგაზე გიჟდება მთელი უნივერსიტეტის სვეცკობა გოგოები და მეორე ჩვენს ანატომიაზე ანატომიაო რო თქვა სიცილი ვერ შევიკავე. ისე რეალურად ყველა პატივცემული, ანატომიის ლექტორი, მონსტრი, დემონი დაახლოებით ასეთს ეძახიან და სახელით არავინ მიმართავს . -მოკლედ ჩვენი თვითმართველობა კოტიკოო ჩვენი ანატომიისგან განსხვავებით არცერთ გოგოს მაზავს ,მაგრამ არ ხსნიან თანამდებობიდან რადგან რექტორის შვილია რა ... ახლა ვაფშე რატო გეჭორავები ამაზე ვიცი შენ არ მიაქცევ ყურადღებას ეგ ეგრევე შეგამჩნევს და ჩალიჩი რო დაგიწყოს წინასწარ რო იცოდე რა -აგიწყვია მოკლედ მთელი ისტორია... -აუ რა მაგრა გკიდია შენ მთელი საკაცეთი?- ახარხარდა და ისევ დამანჭა სახე ვიღაცის დანახვისას -ვის უყურებ გიგლიკო? -ნუ მეძახი გოგო ეგრე ! გაგებუტები იცოდე... იმ მანჭია მაკაკას ქეთას -რა მიმართვაა...გოგოს როგორ ეძახი ეგრე -არაა თუ ნახე პროსტა როგორ იქლანჯება...თავისი თავი ჰგონია ყველაზე ქუულ არსება დედამიწის ზურგზე . -შენ გიყვარს თუ მოგწონს ეგ გოგო -რაა? რა სისულელა ...საიდან მოიტანე მე და ის? ის ის როგორ უნდა მიყვარდეს -რატო არ უნდა გიყვარდეს -ისე აელეწა სახე და ისეთი სისწრაფით გადაუშვა ყელში სასმელი შეემსინდა არ დამხრჩვალიყო -გოგო ხარ და მაინც ცუდად გაიგებ და საერთოდ ...იმიტო ვერ გეტყვი რო დამიწყებ ახლა ეს აზიატებიო, ეს უაზრო მენტალიტეტიო ამიტო საერთოდ ჩუმად ვარ ! -რა საყვარელია ეს ბიჭ ხანდახან მინდება ჩავეხუტო ,აი ისე როგორც სანდრიკოს ჩახუტება მინდება ხოლმე რამე საოცარს რომ მეტყვის. - რატო მიცინი მარიჩუი? -საყვარელი ხარ იცი? -ოფ ქორს აი ნოუნ ით - იჯგიმება მე კიდე სიცილს ვერ ვიკავებ მის ვითომ ინგლისურზე-.თან ვიღაც ახალ შემოსულ გოგოს ისე აყოლებს თვალს და თან თავს ლამის ყელი გადატყდა -არ წაიქცე ბიჭო -ვაიიიჰ ეს ვინ იყო? ფეხების ოპერაციასაც აკეთებენ გოგო თუ ეს ორი ნამდვილად მაგისია ნეტა- ჭორიკანა ქალივით ჩუმად მეუბნება და ისევ ვიცინი . ბოლოს ვეღარ სევიკავებ თავს და ავხარხარდები- უკანა ორი ბურთი ,კალათბურთის ბურთი აშკარად გაკეთებულია -მომავალო პლასტიკურო ქირურგო ...საიდან იცი ეგ შენ? -იმდენს გამოუვლია ჩემს ლამაზ თითებში ეგ არ ვიცი? აბა რა ვიცი -აუუ გიგიკოოო მაგიჟებ ... -მღალატობ? თან ამასთან? - თამროს ხმა რომ მესმის და ჩვენ შორის დგება. გიგი წარბებს კრავს და ისე უყურებს ჩემს თამარას -ოოჰ იმდენ ხანს იპრანჭებოდი ქალბატონო ვეღარ გამოაღწიე ხომ?- ხელს ხვევს და თამროს წამოკიდებას ცდილობს,მაგრამ ნურას უკაცრავად ჩემი თამრიკო ასე მარტივად კი არ ეჩხუბება ყველას-მაინც ისეთი ხარ როგორც ყოველთვის -შენც მაგიტო გაიჩითე ჩვეულებრივი ზმანით რო ისედაც იცი არავინ მოგაქცევს ყურადღებას ხომ? -უი უი ორი შხამი ერთად...განსხვავებული მინარევებით.მე შენ გოგო ბულკი მგონიხარ...მარმელადი და შაქარყინული და ამაზე უარესი არ ყოფილა?- ჩემკენ ისვერს თითს და თამუნაც მსუბუქად კისკისებს -წავალ ახლა მე ჩემებს მივესალმები და მოვალ მერე ისევ...- გიგის თვალს უკრავს და მიკუსკუსებს. ჩემი ლამაზი გოგოოო იცის ზუსტად როგორ უნდა გამოიყურებოდეს კარგად ...ზღვარი დაიცვას და არც ძალიან გადაპრანწული იყოს და არც ჩემსავით გიჟივით გამოვარდნილი . მეც ვავლებ საზოგადოებას თვალს. ბევრი ნაცნობია,ზოგი უცნობი. ძირითადად ლექტორებით ვინტერესდდები და ცნობათა ბიურო გიგიკოს ვეკითხები ინფორმაციას. არა ალბათ ჩვენც ვჭორაობთ,მაგრამ მე მხოლოდ სტატუსი მაინტერესებს. -ხოდა მოკლედ ესენი ყველანი გვასწავლიან ჩვენ ადრე თუ გვიან... ესენი გაგვიმწარებენ სიცოცხლეს! სიცოცხლის გამწარებაზე გამახსენდა ნეტავ ჩვენი პატივცემული არ მოვა? -ეგ როგორ არ იცი შენ! ალბათ მოვა ... რატომაც არა - პირველად ვფიქრდები რომ ისიც უნდ ამოვიდეს. პირველად ვნახავ ასეთ გარემოში, ნეტავ სულ ისეთი სერიოზულია თუ ახლა მაინც მოიქცევა თავისუფლად. გიგი მტოვებს,ვიღაც ნაცნობი დაინახა და წავიდა. გოგონები მესაუბრებიან და მეც ძალაუნებურად ვერთვები განხილვაში. ბოლოს ვეღარ ვისმენ და პირდაპირ ვახლი სათქმელს -ახლა ჩემზეც თქვით ერთი ორი სიტყვა...იქნებ უკვე განმიხილეთ,მაგრამ მეც გამაგონეთ და მერე დაველოდოთ ახალ მსხვერპლს -კარგი რა მარიამ...აბა როგორ გავირთოთ თავი.აღიარე რომ იმ კაცების მუსუს , პლასტიკური ქირურგიის პირველად აღმომჩენს იმდენად მოკლე კაბა აცვია ყველა ბიწი დადორბლილი უყურებს ... -არ ვიცი ...ბიჭის აზროვნებას ვერ ვწვდები -შენზე რა უნდა ვთქვა არასდროს იკლავ თავს მაკიაჟის გამოყენებით საერთოდ იცი რა ხილია? -არ ვიცი... -ნუ მოკლედ არც გეტყობა ბევრი არაფერი...უბრალოდ ცოტა რამე რომ წაგესვა უფრო ლამაზი იქნებოდი ახლა თითქოს რაღაც გაკლია...ნუ საჭორაოდ არ გამოდგები რა თემას გვიგდებ- ხელი აიქნია თიკუნამ,მაგარი ტიპია რა ვგიჟდები. შეყვარებულმა რომ დაურეკა და ყველა დეტალი მოუყვა რამდენი წიქა დალია, იცეკვა თუ არა. სად იდგა და ვინ უყურებდა მეგონა გული წმაივიდოდა. -ეს სულ ასე გაკონტროლებს? -აუუ რა გავაკეთო ღელავს ჩემზე... განა ბრაზდება და რამე -არა სულა რ ბრაზდება იმხელა ხმაზე ღრიალებდა ამასწინათ რაღაც სისულლეზე მეგონა მობილურიდან გადმოხტებოდა - თეკლამ თვალები აატრიალა და თიკუნაც მოიღუშა -მიყვარს და რა გავაკეთო ასეთი ხასიათი აქვს! აბა შენი ბიჭი რომ არ ინტერესდდება საერთოდ ეგაა კარგი? -ახლა სანამ დახოცავთ ერთმანეთს ტურნირის გამო „ვისი ბიჭი უფრო ფსიხია“ თემა შეცვალეთ -მერე გვიკვირს რატომ არ გყავს ვინმე...ისეთი მწარე ხარ და ისეთი არასტანდარტული ვინ გაეხვევა ამ შარში -ჩემი ინტერესის სფერო არ ეხება ბიჭებს...მხოლოდ სწავლას და როცა მომინდება თავსატეხის გაჩენა სახელად“შეყვარებული“ ვიპოვი ვინმეს არ იდარდოთ თქვენ... -მოვედი... გაგაბრუეს ხო ამათ- გიორგი მოდის ამჯერად და გოგონებიც იწყებენ ბუზღუნს ასე გავიდა დაახლოებით 40 წუთი შემდეგ კი პატივცემული დეკანიც გამოჩნდა. მოგვესალმა მოგვილოცა დაგვიანებით ცხოვრების ახალ და საინტერესო ეტაპზე გადასვლა. უნივერსიტეტზე ისაუბრა რა საოცარი გადაწყვეტილება მივიღეთ როცა ამ კონკრეტულზე შევაჩერეთ არჩევანი,მოკლედ რაც უნდა ეთქვა ყველაფერი ჩამოარაკრაკა და შემდეგ დავსხედით . მაგიდა სიე ლამაზად იყო გაწყობილი თითის დაკარება დაგენანებოდა. საერთოდ გამიკვირდა ალაფურსეტი რომ არ იყო ... თამარა დამიბრუნდა, ჩემ გვერდით მოკალათდდა.მეორე მხარეს გიგი მიუჯდა და ორივე ერთად საოცარ სინთეზს ქმნიდა. იმდენად კარგ განწყობაზე დავდექი მათი დამსახურებით რომ შექმნილი გარემო აღარ მოქმედებდა. მალევე დაიწყო გართობა, კლუბურიმუსიკა,განათებები და კოქტეილები .მოკლედ კარგი იყო ყველაფერი პირველი ორი საათის განმავლობაში. თამარასთან ერთად ვცეკვავდი. ჩემი ჯგუფელებიც იქვე იყვნენ, სიმღერა რომ შეწყდა ,დავმშვიდდით და ყველაფერი განათდდა შემდეგ დავინახეთ დეკანთან და რამდენიმე „უურჩხულეს“ ლექტორთან მდგომი მიშო დაშნიანი. ძალიან მშვიდად რომ საუბრობდა და ქალები ისე უღიმოდნენ დნებოდნენ ასკარად. ვინ აინთებოდა თუ არა ჩემ გვერდით მყოფი ,მითუმეტეს ისეთი ღიმილით გამოხედა მიშიკომ ლამის მეც ამეწვა მხარი თამარა ისე წამოხურდა -ამას ...ის ...ისაა იქააა ახლა და ამას ეკურკურება ის ორი ცნობილი ესმაკი ...უცოცხო ალქაჯები არიანო რომ ამბობენ თუ ჩემი ორი თვალი მატყუებს -მზერა გაქვს არწივს შეშურდება ტამარა -როგორ ეკურკურებიან თუ ხედავ.. ეს დემონი როგორ მოხვდა მეექვსე კურსზე ჩარჩენილი საგნების გარეშე გასაგებია უკვე. უსირცხვილო და უნამუსოა-თქო რომ ვამბობდი არ გჯეროდა -და რას ხედავ ისეთს? სადაც შენ დნები ამ საყვარელ ორ გაუთხოვარ 50 წლის ქალს რომა რ მოეწონოს ხომ იქნებოდა გასაოცარი -ჭრილობაზე რომ მარილს მაყრი ხვდები? არა ნახე უყურე ... როგორ მოეფერა ხელზე .მოვკლავ იმ ქალს იქამდე სანამ ჩვენთან შემოვა და დავისვენებთ ყველანი! როგორ გაბედა -აბაა როგორ გაბედა როგორ..>შენ დემონს როგორ შეეხო -დიახაც არ აქვს უფლება არავის- პატარა საყვარელი ბავშვია ამ წამს და მეღიმება.ჩემი საყვარელი გოგოოო -არა ეს ამხელა დეკანი ქალი რამ გადარია მაგას მაინც ჰყავს ქმარ-შვილი. მისი შვილია მიშოს ტოლი -დავსხდეთ ან ვიცეკვოთ თორე ცუდად არ გამიხდე მეშინია -რ აიყო შენი ლექტორი არაა და ერტობი ხო ჩემი საცოდაობით -თამარააა ნუ გამაგიჟებ ახლა...წამოდი ვიცეკვოთ- გიგის ვიჭერ უცებ ხელს ვავლებ ორივეს და საცეკვაოდ ვუსვებ.გიგი როგორ გამაზავდა ამ ამბავს თამარა წააკუსკუსა და ისე სიცილ-კისკისში კი მიიქციეს ყურადღება. ატრიალებდა და აფრიალებდა თამრიკოს ნუ ცეკვის ფარგლებში ,მაგრამ მიშო ცეცხლს ისროდა გეფიცებით. ვაი საცოდაო მარიამ ეს რა ჩაიდინე, ახლა ამან თუ მართლა ისე ველურივით ქცევა დიაწყო როგორც თამუნა ამბობს მერე სადმე მიიმწყვდია ჩემი საწყალი გრიგოლი და ამოხადა სული ცემაში ხომ იქნება შენი ბრალი არა? მიდი ახლა ეცეკვე შენ ...არა ნაბიჯს არ დგმას. ისევ აგრძელებს საუბარს, შემდეგ სხვა საზოგადოებაში ინაცვლებს, აშკარად ყველა სიხარულით ხვდება, ბოლოს ახალგაზრდების ჯერი დგება გოგონები ისე ტკბებიან როგორც დათვი თაფლის დანახვისას და ცოტა აკლია მისიკოს რომ არ „გადასანსლონ“ ერთად. მგონია რომ მთელი საღამო თამარა ,მიშიკოს დუეტით ვიქნები გატაცებული ლექორი რომ ჩნდება ჰორიზონტზე. ყველა ქრება და რჩება მხოლოდ ის, პირველი ორი წუთი როგორც ყოველთვის.შემდეგ სხვები ბრუნდება, ყველაფერი ისევ აღქმადი ხდება, გულისცემაც მესმის და საერთოდაც აზროვნებაც შემიძლია! შემიძლია აბა რა მერე რა რომ ასეთი მოხდენილია,მერე რა რომ ასე მკლავს მისი გადადგმული თითოეული ნაბიჯი,ყველა სმინდა თვალები დავთხარო ვინც უყურებს ნერწყვის ყლაპვით. შინაგანი ალქაჯი იღვიძებს და ათას საშინელებას ვფიქრობ, ალქაჯთან ერტად შინაგანი ქალღმერთი ფხიზლდება ინთება და მინდება ლექტორთან გავჩნდე განიერ მხრებზე ხელები მოვხვიო და მისი სურნელი შევიგრძნო ახლოდან . მის კოცნაზეც არ ვიტყოდი უარს, ყელში ცისფერ ძარღვზე ვაკოცებდი ერთს და მერე ალბათ მოვშორდებოდი. -რაოო ჩიტო აღარ ხარ ჭიკჭიკის განწყობაზე? -თამარა გეყოფა...ხომ იცი რომ აგდავწყვიტე დისტანციის დაცვა. ისე მოვიქცევი როგორც სხვა ლექტორებთან -ჰო ჰო როგორ არა...ერთად რომ არიან ის ორნი თუ ხედავ. აბა არ ვიცნობო მიშომ მოგვატყუა? -როდის მოუტყუებიხარ...ვერ ხედავ ახლა გააცნეს ერთმანეთს -ყველაფერს ვხედავთ ,მაგრამ სიტყვებიც რომ მემსოდეს საოცარი იქნებოდა დიდხანს მიშტერება უკვე უზრდელობაა და საერთოდ არ მაწყობს გასტერება ახლა . გადამაქვს ყურადღება და მხოლოდ შიგადაშიგ ვუყურებ ისიც მხოლოდ ლექტორს. სვამს,ლაღად იღიმის. საუბრობს ,მაგრმა არ ცეკვავს. არც გოგონებთან არშიყობს. -ვიცეკვოთ ...-თამარას ისევ მივყავარ. ჩემ გოგონებთან ერთად ვცეკვავთ ...ისეტი მელოდიაა სხეულს ვერ ვიმორჩილებ,მუსიკა მიმონებს როგორც მჩვევია და ლექტორი კი არა არაფერი მადარდებს სიამოვნების გარდა . ვიღაციც მწველ მზერას ვგრძნობ და არ მსიამოვნებს, ვიცი რომ ის არ მიყურებს .ან იქნებ მიყურებს ,მაგრამ მეორე მზერა უფრო იქცევს ყურადღებას ვიხედები და ვხედავ იმ ბიჭს გიგი რომ მეუბნებოდა. ისე მიყურებს ყველა სიტყვა მართლდება რაც მასზე მოვისმინე, გულისრევის შეგრძნება მიჩნდება, მინდა გავჩერდე,ა რ მინდა საერთოდ მიყუროს. მეზიზღება როცა ისე მიყურებენ როგორც ხორცის ნაჭერს რომელზეც სამოსის სემოხევა სურთ და შიგნით დამალული ფორმების შესწავლა. იქნებ მეჩვენება და უბრალოდ გიგის სიტყვებმა იმოქმედა, არ შეიძლება ასე შეიქმნა ადამიანზე წარმოდგენა ! ცეკვის დასრულების შემდეგ ბავსვებთან ერთად ვდგავარ. თამარაც ჩვენთანაა..მიშოს ვუღიმი და ისიც ჩვენკენ მოდის. მკოცნის ნაზად როგორც იცის ხოლმე და ვმშვიდდები რაღაცნაირად. -საღამომსვიდობისა - ყველას ესალმება და ფრთხილად მადებს წელზე ხელს ისიც ცოტა ხნით შემდეგ თამარაზე აჩერებს მზერას და ისევ ბავსვებს უბრუნდება- მარიამს წაგართმევთ ცოტა ხნით -სად მივდივართ? -ვიღაც უნდა გაგაცნო... ეს ქალი მომავალ სემესტრში გასწავლის-ჩუმად მეუბნება და ლექტორების საზოგადოებისკენ მივყავარ. თავს უხერხულად ვგრძნობ,არ მიყვარს როცა გამორჩეული ვხდები ....მორცხვი ვარ ამ დროს და ამას ვერ ვიტან.იქ იმდენი ვინმეა-დამშვიდდი არ შეგჭამენ -არ მინდა რა... თამარას ვერ გააცანი? -თამარას არ დასჭირდა ამათი ცნობა ... აუ მარიამ ნუ ახურებ- მიცინის და საფეთქელზე მკოცნის .შემდეგ უკვე მათთან ვართ -ვინ მოგვიყვანე ამჯერად მიშო? -კიდევ ერთი ნიჭიერი სტუდენტი უნდა გაგვაცნო?-კიდევ ერთიო? ანუ სხვებსაც უწევს კონსულტაციას თუ რა ... -ყველასგან გამორჩეული ამჯერად....არ ვაჭარბებ ! -მშვიდად ამბობს ,ისევ ისეთის ერიოზული გამომეტყველებით - მარიამ სიხარულიძე ,მიზანდასახული და პერსპექტიული გოგონა -როგორ მოხდა რომ შენ ამდენ სიტყვას იყენებ ერთის დასახასიათებლად...არ იყო საჭირო ჩვენ ისედაც ვიცით რომ ტყუილად არ გამოიჩენდი ინიციატივას-დეკანი ამბობს და ხელს პირველი მიწოდებს-იმედი ამქვს ისეთივე წარმატებული იქნები როგორც მიშოა და ისევე გვასახელებ როგორც მან -მიშიკო ნუთუ ეს გოგონა უბრალოდ ნაცნობი არ არის შენთვის- ამ ქალს მოვკლავ რა დროს ეს იყო ახლა! მიშო მიშველე რამე..ისე გამომიყვანე აქედან როგორც შემათრიე - ვუყურებ ის კი ისევ ისეთი მშვიდია -უბრალოდ ნაცნობი ნამდვილად არ არის ქალბატონო მაკა ,თუმცა არც ის ვინც თქვენ გგონიათ! -მაკა კარგი რა... არ იცი რომ მიშო სხვა მიზეზის გამო არ გაგვაცნობდა ამ გოგონას? ქალები მორიგეობით საუბრობენ. გაცნობა და სახელების თქმა არც უცდიათ,თითქოს ყველა უნდა მცოდნოდა. ისეთი დაძაბული ვიყავი, ყოველ სიტყვას ვაკვირდებოდი რას ვიტყოდი და იმასაც ისინი რას ამბობდნენ. მაქსიმალურად ვცდილობდი ჩემი ლექტორის მზერა ამერიდებინა, დიდად არც იკლავდა თავს ჩემი ცქერით. -დამიანე გვეტყვის როგორი გოგონაა მარიამი...ჩვენგან მხოლოდ ის ასწავლის - დეკანი აცხადებს და ყველას ლექტორზე-დამიანე... სახელიც როგორი უცხო და ლამაზი აქვს. კარგია აქამდე რომ არ გამირკვევია . ახლა კიდე ერთი პლიუსი მიემატა უმნიშვნელო ,მაგრამ მაინც. რა დროს ესაა ჯანდაბაა ! ვხოცავთ ერთმანეთს, ლექციაზე მიმწარებს სულს და კარგს რას იტყვის. მიშოს ის ემოვუჭირე ხელი მკლავზე მოვტეხე მგონი ხელი. როგორ შევარცხვენ ახლა...ის ისაა გონება უნდა დავკარგო მისი ხმა რომ მესმის. ასე არასდროს მინერვიულია მისი სიტყვების მოსმენის მოლოდინში -მიშოს , როგორც ჩანს არჩევნის გაკეთების ნიჭი აქვს! მარიამი ერთ-ერთი გამორჩეული სტუდენტია კურსზე ... სხვას ვერაფერს გეტყვით , მიშო უკეთესად იცნობს აშკარად -ამას რომ ამბობს მგონია რომმმზერით მკლავს. რატომ არ მიკეტია მაკიაჟი,რატოოომ ახლა რომ დავკარგე ფერი ხომ ვერ გაიგებდა ვერავინ! ცუდად ვარ...ძალიან ცუდად ვარ ! -მე არ გამაცნობთ ამ მშვენიერებას?- ის ბიჭი რომ ჩნდება არსაიდან სულ მთლად ვიბნევი.მგონი კოტეო ასე თქვა -კონსტანტინე ... გაიცანი მარიამ სიხარულიძე - ერთ-ერთი აცნობს ჩემს თავს ისიც ჩემს ხელს იღებს მკოცნის ხელის ზურგზე და ისეთი შეგრძნება მაქვს რომ რარაც ბანალური ფილმის მონაწილე ვარ. -სასიამოვნოა მარიამ..სახელიც როგორი ლამაზი გაქვს -ჩემთვისაც ...- ხელს ვაცლი ისე რომ მთლად უხესადაც არ გამოჩნდეს და მიშოს ვუყურებ რომელიც ყბებდაჭიმული უცქერს ამ უკანასკნელს -მიშიკო აქამდე რატომ არ გამაცანი მარიამი? -შენი გაცნობა არ სჭირდებოდა და იმიტომ!- ისე მიახალა ლამის სიცილი ამიტყდა- დაგტოვებთ ჩვენ ... -რა თქმა უნდა საყვარელო...აბა კარგად წარმატებებს გისურვებ -ნახვამდის ...სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი-ვიღიმი და მიშოს მივყვები-რა იყო ეს...ამისთვის გეფიცები თამუნას ხელში დაგტოვებ....ახლა როგორი გაბრაზებული იქნება წარმოდგენაც არ მინდა. მეც მეჩხუბება ... -ეგოისტია თუ რატომ! არ უნდა შენი წარმატება დავიჯერო? ისინი არცერთი ასწავლის მაგას.ნუ მახსნევინებ გთხოვ -მაინც გაბრაზდება...შენ არ გაინტერესებს ხომ? -არ ბრაზდება,იბუტება...გაბუტვები კი მახალისებს და არ მანერვიულებს-მეუბნება და მაგიდდიდან ჭიქას იღებს. სვამს და უკან იყურება იქეთ საიდანაც კოტე გვიმზრს .ჩუმად ბურტყუნებს რაღაცას.მერე მიყურებს- მე გავდივარ...დროში ვიწვები და შენს დაქალს უთხარი მეტჯერ იმ შენს ტინგიცას აღარ ეცეკვოს თორემ ამაღამ მარტო არ იქნება სახლში- მიბარებს და მიდის. თამუნას არ ნახავს? არც დაელაპარაკება? ასე როგორ მიდის. რა გიჟია ესეც , მართლა დემონია რა! თამარას ხელს ვკიდებ და გარეთ გამყავს -სად მივდივართ -ნუ მებუტები რა...მე რა ვიცოდი სად მივყავდი ! -არ გებუტები...შენ რა შუაში ხარ ის ყურადღებას არ მაქცევს ისევ იგივეს აგრძელებს ითამაშოს და იყოს.კარგია რომ წავიდა... -იმათ გამაცნო ვინც მე მასწავლის...ვერ წარმოიდგენ როგორ დახვდნენ. ეტყობა სხვა ვირაცეებიც გააცნო ასე ადრე. ტიპი ავტორიტეტია და ასკარად უყვარს ყველას შენ კიდე უზრდელიო,ქუჩისბიჭიო ხეპრე და რას არ ეძახი. -დიდი ამბავი... უზრდელიცაა, ველურიც და სწავლობდ აკიდეც ალბათ ! -აუუ თამუნა როგორ იცი ხოლმე რომ გაიბუტები -გული მეტკინა..ყურადღება არ მომაქცია საერთოდ. არა ერტი საქმე კი გააკეთა ,მაგრამ რატომაა უფრო კარგი მეგობარი ვიდრე .. -ვიდრე რა -არაფერი...პრინციპსი ვინ ვარ არც შეყვარებული და არც არავინ- ისე უცრემლიანდება თვალები მგონია რომ მალე იტირებს...-შევიდეთ რა ვიცეკვოთ გავერთოთ თორე მალე კი უნდა წავიდე -დამიბარა რაღაც...მეტჯერ იმ ტინგიცას აღარ ეცეკვოს თორემ ამაღამ მარტო არ იქნებაო -რაოო? ეგ ეგ მონსტრი..ლუციფერი ესმაკი რგოორ ბედავს.ცეკვას მიკრზალავს? სადაა მერე რატომ წავიდა. ძალიან გაიგებს ვიცეკვე თუ არა. ახლა საერთოდ არ დავჯდები. გიგიზე ეწვიანობს ბიჭი..კი არ ეჭვიანობს გიჟი ხისთავიანი სვანია და იმიტომ ! -უცებ იფოფრება..გამოცოცხლდა მგონი. მოკლედ არ არის და მაინც ახერხებს ამ გოგოს ხასიათის სეცვლას ვგიჟდები ! შენობაში ბრუნდება და ცეკვას იწყებს. მართლა არ ცერდება, მეც არ ვტოვებ ,ნუ სანამ ფეხზე დგომა შემიძლია მანამ. შემდეგ თამარა მეკარგება თვალთახედვიდან და მარტო გავდიავრ სუფტა ჰაერზე თორემ სიგარეტის კვამლი ეს განათება და ხმაური უკვე ცუდად მოქმედებს. თამარას მოვკიდებ ხლეს დ ამალე წავალ აქედან. დედაჩემსაც უნდა დავურეკო თორემ ვიცი არ ძნავს და ათას საშინელებაზე ფიქრობს,ნეტავ მეორე თუ არსებობს ასეთი მშობლები სადმე. -ხო დე სახლსი ხარ უკვე? ამდენ ხანს რას აკეთებ რა ხდება მანდ? -არა ჯერ არ წავსულვარ...მერე მოგიყვები ყველაფერს. რომ მივალ დაგირეკავ...მალე წავალ მაქსიმუმ ერთ საათში სახლში ვიქნები -კარგი დე ..>ჭკვიანად გკოცნი -მეც გკოცნი დე... მობილურს ვთიშავ და ჩანთასი ვდებ. -ჭკვიანი გოგო...დედიკოს ელაპარაკე? - ეს საიდანღა გაჩნდა. რა უნდა ვერ გავიგე ! - მიშოს დამსახურებით საუბარი ვერ მოავხერხეთ ნორმალურად... სამედიცინოზე სწავლობ ხომ?პირველკურსელი ალბათ...ძალიან გიჭირს ხომ?შემიძლია დაგეხმარო ყველას ვიცნობ არ მოგერიდოს -არ არის შეწუხება საჭირო კოტე ...მარიამი დამოუკიდებლადაც ართმევს თავს ყველაფერს...დახმარების გარეშე-კონსტანტინესგან თავის დარწევაზე რომ ვფიქრობდი და საგრძNობლად რომ შეამცირა მანძილი ჩვენს სორის მხსნელივით მომევლინა დამიანე...რა კარგად ჯღერს ასე მისი სახელი. როგორ გამიხარდა მისი ხმის გაგონება ვერ წარმოიდგენთ. კოტემ უკან დაიხია და სახე დაეძაბა -ლექტოროოო საინტერესო სვლაა...როგორ თავგამოდებით გიცავს ყველა მარიამ! საინტერესო ვინმე ხარ ნამდვილად - იღიმის მერე ჩემს უკან მდგომს უყურებს და მიდის- მომავალ შეხვედრამდე აღარ ვიცი შევბრუნდე უკან თუ არა, ვერ ვახერხებ ფაქტია ადგილზ ევარ გაქვავებული. მისი ხშირი სუნთქვა მესმის, ვგრძნობ რომ გაბრაზებულია. არაფერს ამბობს, დამშვიდებას ცდილობს. ვერ ვხვდები რამ იმოქმედა ასე -ახლა მესმის სურვილები რატომ არ გაქვს...უბრალოდ მეგონა მიზნისკენ გზას სხვა გზით იკვლევდი...შენი ბრძოლის მეთოდში მწარედ შევციდ -არ მესმის რას გულისხმობთ ...- ახლა ნამდვილად ვერ ვიკავებ ტავს. მისკენ ვბრუნდები ,ღამეშიც კი ანათებს მისი შავი სფეროები. ირონიულად მიღიმის , ქარს მისი რურნელი მოაქვს -რჩევას მოგცემ ... ორი დიდ კურდრელს შორის ერთი აირჩიე თორემ ბოლოს ორივე გამოგეცლება ! არა არ შეიძლება ასე ვერ წავა...რას გულისხმობს.კურდღლებში ვის გულისხმობს...არა შეუძლებელია ის იყოს რაზეც ვფიქრობ არ შეიძლება ცემზე ასე ფიქრობდეს.ამის უფლება არ აქვს! -შეუძლებელია რჩევა მომცეს ადამიანმა რომელსაც სინამდვილე ვერ დაუდგენია! რჩევას ვერ მომცემთ იმ საქმესთან დაკავსირებით რომელშიც არაფერი გაგეგებათ - ისე უცებ ვამბობ ყველაფერს ,სიტყვები თავსითავად მიფრინავს . დამიანეს გაჩერებას ვახერხებ , მეტიც ჩემკენ ბრუნდება,ისეთი მზერა აქვს რომ სხეული მიკანკალებს, ეს ნამდვილად არაა სიცივის ბრალი. არც იმ წვეთის წამის წინ რომ დამეცა. ერთს მეორე მოჰყვა,მეორეს მესამე და უკვე წვიმაში ვიდექი. ნაბიჯის გადადგმა არ დამცალდა, ვერც კი მოვიფიქრე შენობაში შესვლა ისე გადმოკვეთა მანძილი და მკლავში მწვდა, თავსიკენ მიმიზიდა ისე სუნტქვადა, ისე მიცქერდა დამფრთხალ ბაჭიას თავად ვგავდი ალბათ- რა ხდება... გაბრაზდით? ახლა რას მეტყვით,რაში დაარწმუნებთ საკუთარ თავს ,რომ გეთამაშებით? აჰ იქნებ იმასი რომ ორი „კურდღელი“ არ მყოფნის და მესამესაც ვიმატებ რეზერვში - საიდან ამხელა გამბედაობა,როგორ ვახერხებ სიევ აზროვნებას და საუბარს, როგორ ვარ ისევ მყარად როცა რეალურად ძალა მეცლება სხეულიდან. იცინის...ისე როგორც მე მიყვარს. მე რომ მაგიჟებს, მრავლისმეტყველი რომაა და რაღაცას რომ ნისნავს ყოველთვის -წვიმს მარიამ... უკან დაბრუნების დროა- მეუბნება და შენობისკენ მივყავარ. შეიძლება გავგიჟდე! როგორ შეუძლია ასე მქოცევა. წამის წინ შეურაცყოფა მომაყენა ,არაპირდაპირ მაგრამ მაინც. მერე გაიცინა და ახლა არ უნდა რომ დავსველდე და გავცივდე. გაოგნებული ვრჩები , თამარასთან მივდივარ რომელიც აშკარად მეძებდა -დალიე? -ორი ჭიქა როგორ სემატყე -მივხვდი ... მთვრალი არ ხარ ნუ რელავ- მეღიმება ძლივს -სად იყავი შენ? წვიმს ხო გარეთ უკვე... აუ როგორ არ მიდნა ტაქსით გასვლა. ამ ცემს კურსელებს კიდე ცოცხალი თავით არ ჩავუჯდები მანქანაში. ისე ვერ ატარებენ და ნასვამები ხომ მიმახატავენ მიანზე ... -წავიდეთ მალე ხო? -ხო ... ახლავე წავიდეთ თუ გინდა. მგონი სენი მობილურია - აზრზე ვერ მვოედი რომ მირეკავდნენ. ჩემი ძმა იყო,გავვოცდი და გავვოგნდი. მშვიდა აგდილას გავედი რომ ხმა გამეგო -რატო არ იღებ ამდენ ხანს? -რა ხდება რამ გაგახსენა ჩემი თავი -სად ხარ -რესტორანსი არ გითხრა დედამ? -ისევ მანდ ხარ?მალე გამოხვალ -კი რამდენიმე წუთში...რა ხდება -არაფერი! ჭკვიანად...-მითიშავს. ეს ახლა ნორმალურია? საპირფარეშოში გავდივარ უცებ. შემდეგ უკან ვბრუნდები , ბავშვებს ვეუბნები რომ მვიდივარ.თამარაც მოდის და ერთად გავდივართ შენობიდან..უკანასკნელად ვგრძნობ ჩემი ლექტორის მზერას ,ისევ ისე იღიმის თითქმის შეუმჩნევლად, მხოლოდ მე მიღიმის-თქო ზოგჯერ ამასაც კი ვფიქრობ. სისულელეა! საშინლად წვიმს...ეზოში გავდივართ. ტაქსი სად გავაჩერო წარმოდგენაა რ მაქვს. გზაზე გასვლა მოგვიწევს. სწრაფად მივკაკუნებთ და უცებ ფარები რომ ინთება გაოგნებული ვუყურებ მამაჩემის მანქანას. მეჩვენება ? ის ისაა თამარა უნდა წავათრიო იქეთ რესტორნის ეზოში დიდი სისწაფით მოქრის მანქანა პირდაპირ ჩვენს ფეხებთან ცერდება იქედან კი მიშოს სახეს ვამჩნევ -ამას რაღა უნდა...არ არსებობს-თამარა ლუღლუღს ასწრებს ის გადმოდის და მკლავში წვდება -მარიამ ჩაჯექი ... წამომყევი - ჯერ მე მეუბნება მერე თამარას ქაცავს ოდნავ -მე ..ჩემმა ძმამ მომაკითხა და -მეც მოვდივარ- უცებ კნავის თამრო და ადგილზე ვქვავდები რა გავეკთო ახლა დავტოვო? -არსად წახვალ შენ! მარიამი გაყვება სანდროს შენ მე გამომყვები -მიშო... -მარიამ -ისე მიყურებს ვეღარ ვეუბნები ვერაფერს ვიცი გაბრაზდება და სისულელეც იქნება, ხომ ვიცი რომ არაფერს დაუშავებს. ისე წვიმს სულ მთლად დავსველდი. სწრაფად მივდივარ მანქანისკენ და ვჯდები-რა გინდა შენ აქ -ღამის პრველამდე რომ არ დარცენილიყავი ისე ვერ წამოხვიდოდი? რომ გეკითხა არ უნდოდა წამოსვლა -სანდროოო ჩემ გამო ჩამოხვედი? -არა შენი მეზობელი ციური უნდა მენახა- თვალებს ატრიალებს და მანქანას ძრავს მე კიდე ვეხვევი და მაგრად ვკოცნი ლოყაზე- მომშორდი გოგო სველი ხარ და ცივი გაქ ტუჩები. რას დაეყუდე იმ წვიმაში -ყველაზე კარგი ორაგუტანგი ხარ შენ -დიდი მადლობა...აფერისტკა. ტაქსისტის ყბედობას, მანქანის საშნელ სუნს, უარეს სიმღერას გადავარჩინე და მეაფერისტება მიყვარს....მიყვარს ეს ჩემი მამონტი ძმა ! ......... ქორწილის მეორე დღეს თავი რომ ავწიე საწოლიდან საათის დანახვა სევზელი მობილურზე და მივხვდი რომ ნახევარი ლექციებისა გაცდენილი მექნებოდა ისევ გავწექი და ძილი განვაგრძე. აი შემდეგ უკვე იმას მივხვდი რომ სეიძლებოდა ახალდაქორწინებულებთან დარეკვა და მცირე გამოფხიზლება. მოუნდათ გენაცვალე მარტო ყოფნა და გაყარეს მშობლები სახლიდან. საქართველოა აქ ვის გაუგია ახალდაქორწინებულების მარტო ყოფნა,ახლა იქ უნდა ირეოდეს ცალკე ბიჭის და ცალკე გოგოს ხალხი. მზითევი აქ მისატანი ბებიას მაინც ...ეგკარგი გამახსენდა მაგაზე ბევრს ვიხალისებ მეც უნდა გავყვე აუცილებლად. მობილურში უკვე ვიპოვე ჩემი სალუკიას ნომერი, მწვანესაც დავაჭირე და გადის კიდეც. როგორც ქინა მიპასუხა -იმდენი ხანია გოგო არ მპასუხობ ორი ვარიანტი ამომიტივტივდა წუხელ ვერ გადაურჩი სიზეს და ჩააკვდი ხელებში ან კიდევ წაგლეკა ცხოვრებაში პირველად ორგაზმის ზეაღმატებულმა სიამოვნებამ და ახლა საერთოდ იმდენ ხანს არ მპასუხობ მგონი წუხელს მერე მეხუთე წრეზე მიდის ეგ შენი ნაწამები ტარიელი -ტარიელი გესაუბრება ზუსტად ... -ვაააიიი დედააა გამისკდა გული შე კაცო რა იყო ...-ვაიი რატო ვარ ცოცხალი რამდენი რამე ვუთხარი სირცხვილო და ტავის მოჭრა. იცინის თუ რა ჯანდაბაა დამპალი ეს,ვისი ძმაკაცია იმის ბრალია ყველაფერი!-სადაა ჩემი და? შემოგაკვდა ხო? -სააბაზანოშია...რომ გამოვა ვეტყვი და დაგირეკავს -არაა არ მჯერა...სებრძანდი და გამაგონე ჩემი დის ხმა. თუნდაც კვნესა ოღონდ მისი ხმა გავიგო და მივხვდე რომ ისევ სუნტქავს -არასდროს მორჩები ხომ? როდის დაგაჭკვაინებს მიშიკო ერტი სული მაქვს პირველად ჩემს გათავისუფლებას ვთხოვ შენგან -შენი მისიკოს დასაჭკვიანებელი რა მჭირს ჯერ ეს ერთი...მეორეც მაგან ვინ უნდა დააწკვიანოს და მესამე მაგას ვინ დააჭკვაინებინებს თავს -უუჰ როგორ მიყვარხარ დაშნი შენ ხო არ იცი ამის გაბრაზების საშუალებას რომ მაძლევ -რომ გამოვა ჩემი და დამირეკოს იცოდე თორემ მოგაკითხავ მანდ ისე გამოგაცლი ცემს დას მკლავებიდან მეორედ ქალი აღარ მოგინდება - უცებ ჩავყვირი ტელეფონში და ვუთიშავ. ამის სასაცილო რომ გავხდი...მოსდო ქვეყნიერებას დემონმა იმან. უნივერსიტეტის გზას ვადგავარ, ბოლო ლექციას მაინც რომ დავესწრო და გავიგო ვინ რა ახსნა ჩემი დის სახეს რომ ვხედავ მობილურზე და მაშინვე ვჩერდები -ცოცხალი ხარ? -რა უთხარი ასეთი საბას ერთი საათი რომ ხარხარებდა გიჟია შენი დაო მაგას დაშნიანიც ვერ უშველის როგორ გამიუბედურებს ძმაკაცსო -ქალო რა დროს ეგაა მითხარი ის რისი მოსმენაც მინდა...თუმცა ისეთი ხმა გაქვს აშკარად ორი ვარიანტი მაქვს ისევ ან ისევ არაფერი გქონიათ, ან კიდევ მეც უნდა ვიპოვო ვინმე და დროულად -ახლა რამე რომ გითხრა ვიცი ჭკუიდან შემშლი რომა რ გითხრა იდიოტი ვარ და ამდენ ხანს რა ჯანდაბად დავკარგე დრო-თქო მოვკვდები -გაჩუმდი ერთი არ მჭირდება დეტალები აქ ... როდის იბრუნებს სახლში მშობლებს ბატონი სიძე? -ამ საღამოს ანუ რამდენიმე საათში მოვლენ ... დედამ გამოვალო -დაგირეკეს უკვე? უიმე რა იყო რა თითონ როგორც გაწამდა ისე უნდა გაგაწამონ? მე რომ გავთხოვდები ერთი კვირა არავინ დამენახოს ... მეც შეიძლება ანუ მოვიდე? -ვახშმის მომზადებას ვიწყებ და -აუუუ აუუუ გავგიჟდები მეზიზღება ყველაა რატო უნდა ამზადებდე ახლა ვახშამს... შენი ბრალია ხომ გითხრა საბამ წავიდეთ სადმეო არააო სეჯექი ვირზე შუა სემესტრიდან ვესად წავალო... ნიშნები გაგვიფუჭდებაო და თუ გინდათ გენაცვალე ისევ ორივეს სტიპენდია .იყავი ახლა სახლში იტრიალე ,იბზრიალე დედამთილს და მამამთილს მიხედე მერე ... საბას ზმაკაცებიც ამოლაგდებიან შენი დაქალებიც შეყარე ხვალვე -ისე რომ მელაპარაკები თითქოს ამ ყველაფრის წინააღმდეგი იყო -არ ვარ...მაგრამ არა ასეთ დროს . ემოციურობას კარგავს ყველაფერი ჩემთვის კი იცი რა დატვირთვა აქვს ემოციებს. ჩემს ბულკიტო სიძეს უფუჭებ შრომას -საღამოს მოდი გელოდები -კარგი წავედი მეც უნიში ახლა მივედი..გკოცნი -მეც... უნიში მისვლის სემდეგ სევიტყე სეხვერრაზე. რესტორანში საღამო ეწყობა თურმე, აუცილებლად წავალ ჩემს კურსელიტოებთან ერთად. იმედია მარიამსაც წავათრევ ის ვიცი უარს იტყვის და აჯუჯღუნდება. საღამოს ჩემი დაიკოს ახალ სახლში აღმოვჩნდი. კიდევ კარგი ისეთივე ბულკი მშობლბი ჰყავს ჩემს სიძეს როგორიც თავადაა და ჩემი სალიო მშვიდად იქნება,ბედნიერი თავის საბუკოსთან. რომ მივედი უკვე იქ იყვნენ ყველანი. მზითევიც მათ შორის ანუ ბებოც...აუუ რატო გამოვტოვე ეს მომენტი მოვკვდებოდი სალომეს გაოგნებული სახის დანახვისას რომელსაც ეს ყველაფერი ჩემი ეგონა მე კიდე ბებო დავარწმუნე რომ სჯობდა უფროსი შვილიშვილისთვის მიეცა ყველაფერი მე დავუთმე ანუ... -საღამომშვიდობისაა როგორ ხართ?-ვიბადრებიდ ა ყველას სათითაოდ ვკოცნი. სიძეს ფერი მიდის ჩემი დანახვისას ვეხვევი და ლოყაზე მაგრად ვკოცნი-ვაჟიშვილის პირობაზე გიმარჯვია გავიგე - ჩუმად ვეუბნები და თვალები უფართოვდება -ვისი? რისი რა? ჰა? -რა ხდება რა უთხარი- გამოჩნდა ჩემი დაც და ლოყაზე მაკოცა-მოგკლავ -რა ვუთხარი არაფერი -რატომ აქვს ისეთი გამომეტყველება თითქოს სიცილის დაწყება უნდა და რცხვენია გიჟივით ხარხარის -გავალ მე ხო? უკაცრავად - სალომეს თვალით ანისნებს და ძლივს მოკუმული ტუჩებით გადის. -როგორ ხარ დაოოო..აბა მოგეწონა მზითევი? - თვალებს ვუციმციმებ წამში ხვდება ყველაფერს ჩემი ჭკვიანი ხელს მავლებს და გავყავარ იქეთ საითაც საბა წავიდა. იმის ხარხარი რომ გავიგე ცუდად გავხდი ..ვიღაცას ელაპრაკებოდა -დედას გეფიცები მოგკლავ შენ თუ რამე უთხარი რო იტყუები ბიჭო რამე ადამიანური მაინც მოატყუე .... წარმოუდგენელი რა არის? შენ იყავი ვაჟიშილი არ გინდა? ეგ ხოა წარმოუდგენელი აბა რატო ვიცინი რა გიკვირს ...ვერ უთხარი მერე? მოკლედ მოკიდე იმათ ხელი და მოდი აქამდე ...ოოო ძვირფასო ცოლის დავ -მადროვე უნდა მოვკლა დაგვტოვე მარტო გთხოვ -კაი რა სალომე ცოდოა ...დაშნიანი ხო იცი როგორ უყვარს ეს სულელი გოგო-ჩუმად ეუბნება და გადის -ამან ენა როდის ამოიდგა -წუხეელ... -იცინის და ისე მეუბნება გასვლამდე მერე ხარხარებს ისევ -აუუ დამპალი იმას ჰგავს ესეც...გატყუებს მგონი ესეც იმისნაირი ცხოველია! უიმეე ესენი რა არის? საწოლზე დაწყობის საბნებს, გადასაფარებლებს, ტეთეულს რომ ვხედავ ყველაფერს მოქარგულს, ახალთახალს და ბწყვილა თვალისმომჭრელს .ისე ლამაზები კი არის და ზვირადღირებული, სულ აბრეშუმებია . იატაკზე ყუთები აწყვია ყველაფერი ბრწყვიალა ქაღალდებში სეფუთული,მაგრამ მე ხომ ვიცი კასსრულების, ტაფების და ათასი სამზარეულოს აღჭურვილობითაა სავსე . იატაკი კი დაუფარავს თიტქმის იმდენია. ხომ არ დავუბრუნო ყველაფერი უკან? რას იტყვით? არ ღირს ამ ყველაფრის დაკარგვა .-რამდენი ყუთებიააა რა აწყვია ნეტავ? ვეფხისტყაოსანია ეს? ამას წავირებ მე ეს ჩემია -ხო კარგად უთხარი ვუთმობ ყველაფერს სალომეს მე ჯერ არ ვთხოვდები და მანამდე მეორე ახალ პარტია მზითევს გაამზადებო ... გოგოო ესენი რომ ამოაწყობინა მამაჩვენს მანქანიდან ლამის გული გადამიქანდა ისეთი სახე ჰქონდა ჩემს დედამთილს . უხერხულად იგრძნო თავი მგონი... კიდევ კარგი „საძინებელი“ არ მოიტანა მანქანამ -მოიცა არ მოუტანიატ ჯერ? იცი რა ტახტი იყიდეეს? უუფ შვის ბავსვს გააკეთებ ერთ ღამეში და არაფერი დაეტყობა -თამარააა...მეხუმრები ხომ? -კარგი არ შეწუხდე მოდი აქ დაჯექი ...ისედაც ველაფერი არაომანტიული და ჩვეულებრივია და არ გაბრაზდე.არაფერი მოაქვთ ნუ ახლა ბინაში თუ არ გადახვალთ...თუ გადავლენო ოდესმე და ცოცხალი ვიქნები მერე ვუყიდიო მაშინო -ანუ ყიდვა უნდოდ ამართლა? -დავარწმუნე რომ საჭირო არ იყო ...კი ამბობდა შევრცხვებით რას იფიქრებენო ,მაგრამ მოვახერხე -ასე ნუ მიყურებ...არაფრის მოყოლას ვაპირებ -ისე გაწითლდი არ მინდა ...ჭარხალი გახდები ბოლოს. წამოდი გავიდეთ ისევ მისაღებში დავბრუნდით. დედამთილი ტრიალებდა , ახალგაზრდაა ისეთი თავად ჰგავს გასათხოვარ გოგოს სიმართლე რომ ვთქვათ საოცრად მომხიბვლელი ქალია. დედა და ქალბატონი დედამთილი ჭუკჭუკებდნენ. მამა და მამამთილიც ჟღურტულებდნენ ბებოს კიდე სიძე ჰყავდა ხელში ცაგდებული მეთქი ვუსველითქო და იქეთ წავედი. ადგილზე რომ გავქვავდი და ისე დავებერტყე დივანზე -ბებოოო შენ გეყოლება კაი ძმაკაცები და უნახე ამ ჩემს თამუნიას ვინმე თვარა ქალი 18 წლის მერე კაცის გარეშე ცოდვაა ბებია -დედაა მიშველეეეე ....დედიკოოო საბას ყბასიი ჩამაგდე ბებია? რა გამიკეთე ეს. ისეთი სახით ზის თიტქოს ძაან სერიოზულად უსმენს -ბებო რეებს ეუბნები სიზეს? სირცხვილია რას იფიქრებს -რა უნდა იფიქროს ... 18 რო ვიყავი ბოვვში მყავდა უკვე. ეს კიდო იმფერი გაწამებულია სულ ჯუჯღუნებს რაცხაზე...სულ რაღაცა ტკივა და აწუხებს ექიმი კი არა ქმარი უნდა ამას.-სანამ სირცხვილით ვიფერფლებოდი და ბებოს გაჩერება მინდოდა დაშნიანის ხმა გავიგე და აი მანდ მივხვდი რომ მოვკვდებოდი. -საღამომშვიდობის...როგორ ბრზანდებით- მამს მიესალმა და ბებოს სიტყვები არ გაუგია...არ შეიზლება.ისეთი გამომეტყველება აქვს ასკარად არ გაუგია. მხოლოდ საბა ფხუკუნებს და ისე ესალმება ბიჭებს . ვაჩე მეხვევა და ლოყებს მიკოცნის -როგორ ხარ რძალ..ის დავ?- იკრიჭება -კარგად შენ როგორ ხარ ვაჩე? -საკაოფოდ ... ერთმა ზმაკაცმა მოიყვანა როგორც იქნა ცოლი სანამ დაბერდებოდა...ახლა მეორე ცოტა მოხუცის ჯერია და იმედია მამაშენი მეორე ქორწილსაც გაქაჩავს- თვალს მიკრავს თან ჩუმად მეუბნება მაგრამ დაშნიანის ყურებს რა გამოეპარება ისე ურტყავს მხარზე ხელს უჭერს და აბრუნებს მგონი ხელებში რაღაც საოცარი ძალა აქვს -მორჩი! -მოკლედ უჭრის და ისიც წამსვე ჩუმდება. რატო ჩუმდება ყველა ერთ ამის გახედვაზე და მიგდებულ სიტყვაზე ვერ ვიგებ... ვიცოდი რომ არაფერს მეტყოდა ,მაგრამ მაინც ველოდი რომ ბებოს სიტყვები გაიგონა და შესაფერის მომენტს ელოდა ჩემს მოსაშხამად. სუფრასთან ვისხედით უკვე, სალომე გააწითლეს ამდენი ქება დიდებით, არ უყვარს ამდენი ქება დიდება მართლა და თავს უხერხულად გრძნობს. სიძე კი ისე უღიმის და ეფერება სიგადაშიგ თითქმის შეუმჩნევლად გული მიჩუყდება, რა საყვარლები არიან. ამათ ყურებას არაფერი სჯობს ,მაგრამ ხვალაც თუ არ მივედი ლექციებზე ჩავიჭრები..ს.ამეცადინოც მაქვს შარში ვარ.როგორ გინდა ახლა თამრიკო აქედან წახვიდე,ხომ გაგიჟდება ყველა. მამაჩემს რომ არ დაელია ხომ გაუსკდებოდა გული. წავიდა მამაპაპური ქეიფი,სიძემ რომ დალია თვალები გამიფართოვდა -აი ხო ხედვა ნელ ნელა ავლენს ნამდვილ სახეს...რომ გეკითხა არ სვამდა ახლა კი ეჯიბრება მამიკოს -იცის სალომემ რომ შემიძლია დალევა როცა საჭიროა და ნუ ხარ შარზე...მალე ვიფიქრებ რო არ გევასები - ჩუმად მითხრა სიძემ სანამ სალომე მორჩებოდა თვალების ბრიალს -კაი ახლა ეგ გჯერა ნამდვილად? ასეთი არაჩვეულებრივი როგორ ხარ... ის მიკვირს უბრალოდ - გავუცინე და თვალი ჩავუკარი -ეგ რომ არაჩვეულებრივია გენაცვალე ამის დამსახურებაა- ვაჩემ საიდანრა გაიგო რა ვთქვი მე უცებ გამოყო თავი და მიშოზე რომ მანისნა რომელიც მამაჩემთან საუბარში იყო გართული ლამის თვალები გადმომცვივდა -რაო ამან ? ვისი დამსახურებააო? -სიმართლე თქვა... ოდესმე გაიგებ ყველაფერს -როდის ოდესმე ...სალომე შენ მაინც მითხარი რა არსებაა ის -ჩემგან რისი გაგებაც შეიზლებოდ აუკვე იცი... ახლა მისი ჯერია -აუ რა წესია შენ ამაზე ყველაფერი იცი და მე არაფერს მეუბნები -მე უნდა ვიცოდე მხოლოდ და იმიტომ.შენ მისგან უნდა გაიგო -ის რას მომიყვება...არც მაინტერესებს საერთოდ- ჩავიბბურტყუნე და ბებოს გადავხედე მიშოს რომ ეჭუკჭუკებოდა -ბებოს მიშიკო დაევასა ხედავ? -ყველას როგორ ევასება ეგ...რას უკეთებს ხალხს- ისევ ჩუმად ვთქვი იმედია არავის გაუგია.იმდენს ვფიქრობ ზოგს ხმამაღლა ვამბობ უკვე,რა დღეში ვარ! მამა მოხიბლული იყო სიძის და მისი ძმაკაცების ქცევით. უყვარს ეს მამაპაპური ელემენტებით ახალგაზრდა ბიჭები და ისეთი გახარებული დარჩა სიძეს მარტო წიგნის კითხვა რო არ ეხერხებოდა აღარ იცოდა როგორ გამოეხატა. დედა გაბრაზებული იყო ამდენი რომ დალია , დედამთილიც სალომესი...მოკლედ ჩვეულებრივი მომენტი იყო..აი სალომეს რეაქცია არ ჰქონია. მგონი პირველად დალია ამდენი საბამ მასთან ყოფნის დროს და მის ადგილას კარგად დავაკვირდებოდი. ისინი ისე ენდობიან ერთმანეთს არც კი ვიცი ვერ ვხსნი იმდენად იდიალურია მათი კავშირი. უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის, ერთი მთლიანობა არიან. როგორღაც თავი დავაღწიე ყველაფერს და სახლამდე მივაღწიე.... ძლივს ვიმეცადინე რაღაც რომ ჩამებარებინა ლექტორისთვის. თან მომზადება მიწევდა მეორე საღამოსთვის. მოკლედ რამდენიმე დღეა ნორმალურად არ დამისვენია. დავიღალე... რესტორანში ყოფნისას მიშოს მოსვლამ და ქცევამ გამოგნა. რომ არ მომაქცია ყურადღება და მარიამთან ერთად წავიდა გული შემეკუმშა ლამის იქვე ავქვითინდი. შემდეგ სასინლად მესიამოვნა მარიამი რომ გააცნო ყველას და მასზე იზრუნა. რატომაა კარგი მეგობარი, რატომაა კარგი სტუდენტი ლექტორეისთვის და მაინც რატომაა ამდენი ფაქტი მის წინააღმდეგ.რატომ აქვს უკონტროლო ქცევები...როცა ჩემთან კონტროლს არ კარგავს. როცა საზოგადოებაში ასეთი დინჯი,მშვიდი და პატივცემული ტიპის სახით ჩანს თან არ თამაშობს . როგორ შეიძლება ასეთი იყყო...ამდენ გრძნობას, ამოციას თვისებას როგორ იტევს... გავბრაზდი,გავგიჟდი რომ წავიდა და თან მარიამს დაუბარა არ იცეკვოსო. ჭკუა გადამეკეტა, რა უფლება აქვს ასეთი სისულელე დამავალოს. რა თქმა უნდა როგორც კი მომინდა ცეკვა მაშინვე ვიცეკვე,კარგადაც გავერთე და ვეჭვობ ამდენი ცეკვის შემდეგ ფეხზე ვერ დავდგები,თითქოს ქორწილის კვალი მოშორებული მქონდა . მარიამთან ერთად დავტოვე რესტორანი და ისე წვიმდა კაბა სულ შემომეტმასნა ტანზე. გრზელი მოსაცმელი უნდა ჩამეცვა ....სწრაფად მივდივართ მარიამი რომ ჩერდება და რაღაცას აკვირდება, როგორც ჩანს სანდრომ მოაკითხა მიხარია რომ ტაქსით სიარული არ მოგვიწევს . რა ტყუილად გამიხარდა ის ვირი გამოჩნდა საიდანღაც ისე გადმოვარდა ჩამავლო ხელი და გამაქვავა ადგილზე ამ თავსხმა წვიმაში მგონი ნამდვილად არამიწიერი ქმნილებაა,როც აუნდა ჩნდება, ყველაფერი იცის, ყველას იცნობს, ყველას აგიჟებს,თავბრუსახვევს ... თავზე მაწვიმს, თმაც ჩამომეშალა, მაკიაჟიც და ეს გიჟი ველური ისე მიჭერს ხელს ძვლებიც ჩამემსხვრა მგონი. მარიამი რომ წავიდა მინდოდა მომეკლა,მოღალატე! -წამოდი- ისე უცებ ჩამსვა მანქანაში და მოწყდა ადგილს ჩხუბის დაწყებაც ვერ მოვასწარი. ყველაფერი ანატებდა ირგვლივ, წვიმის წვეთების ხმა, ერთმანეთში ირეოდა და გონებას მითიშავდა. -სად ჯანდაბაში მიგყავარ...რა გინდა საერთოდ არ წახვედი შენ? ახლა რამ მოგანდომა მოსვლა მძღოლად თუ დაგიქირავე და არ მახსოვს მაშინ მეტი ყურადღება გმართებს... ჩემთან მოდიხარ მართლა? -გიხარია ხომ? მაგიტომ მოიქეცი ისე როგორც არ უნდა მოქცეულიყავი -როგორ არ უნდა მოვიქცე შენ უნდა განმისაზღვრო დემონო? -არა ! საკუთარმა თავმა ,მაგრამ მე რომ მხედავ მერე აზროვნების უნარს კარგავ...ამიტომ გეხმარები,მაგრამ არ ირგებ -შენ..შენ -არაა სიტყვები საჭირო ისედაც ვიცი როგორ ვმოქმედებ შენზე- მიღიმის გველაძუა ეს . ხელს მისწერს თიტებზე და მკოცნის. ვაიმეე კიდე ერთხელ რომ შემეხოს შენი სხამიანი ტუჩები და მიმალღოს ადგილზე ავვორთქლდები დედამიწიდან.რა ჯანდაბა და ოხრობა აქვს ასეთი ამ ტუჩებზე ეგრევე რომ სიამოვნების ზენიტში ავდივარ. ხელზე მაკოცა ...ლოყაზე მკოცნის, შუბლზე დიდი დიდი ყელზე და ისეთებს მმართებს იმედია არ ტერიტირიებს არ გაცდება თორემ ერთადერთი ქალი ვინქები ვინც სექსის დროს მოკვდება. არადა კი ღირს ...არა რააა ნამდვილად არ ვარ ნორმალური ... ეს პატიოსანი გოგო რეებზე ვფიქრობ! - გადმოხვალ თუ დაგეხმარო თამრო?- თავზე მადგას ხელსი პარკები უჭირავს,როდის გააცერა, როდის გააცინა ეს პარკები ან საერთოდ რატო მიღიმის ისე თითქოს ჩემი აზრები ესმოდა და ახლა უნდა „მომკლას“ -მე კი გადავალ და წავალ სენ სად მოდიხარ თორე -როგორ გიყვარს ზედმეტი ლაპარაკი დაბნეულობის ნიადაგზე - ისე მაფრიალებს ხელში მეც ერთ-ერთი სავსე ცელოფანი ვარ მგონი არადა ასკარად უფრო კომფორტულად ვარ მის მკლავებში.რომ არ დამსვას საერთოდ და სულ ასე მატაროს არ უნდა? აშკარად არ აწუხებს ჩემი წონა... ჰმ,ანუ დიდი არ ვარ და ტყუილად ვწუწუნებ ხოლმე მარიამთან. ისე სუნთქავს მგონი ფილტვების პრობლემა აქვს... მიდი ექიმთან სე კაი ადამიანო კლინიკასი ტყუილად ხარ? რას მანერვიულებ ამ პატარა ,თითისსიგრზე გოგოს. როგორი სურნელი აქვს ვგიჟდები, წვიმის არომატიც რომ მიემატა რაღაც საოცრებააა . აი ახლა შეიძლება მართლა ვაკოცო...რა მე უკვე მის ყელში დავაცოცებ ცხვირს? არადა მეგონა პატარა ცხვირი მქონდა როგორ მოხვდა საერთოდ იქ რა უნდა...ეს ბუსუსები იყო კანზე ნეტავ სიცივის ბრალია თუ ჩემი? არა ტუჩებიც რომ გაიქც აუკვე,...ვერ გავიგე ეს კუნტები ავტონომიურად მოქმედებენ თუ რა ჯანდაბა! როგორი ტკბილიაა...ღმერთო აქამდე არ ვცხოვრობდი მე? რატომ მეგონა სოკოლადის ტორტი მარწყვით ყველაზე გემრიელი რამ დედამიწის ზურგზე? სად ყრია თურმე სიამოვნება! მორჩა ვეშვები საჭმელებს გადავდივარ მიშოზე...კი როგორ არა იოცნებე! ნებას ვინ გაძლევს მე ვარ აქ მთავარი! არა ტვინი რო ცალკე გაჰყვირის რა უბედურებაა -თუ არ მორჩები ჩემს წამებას გეფიცები სამაგიეროს გადახდას მოვინდომებ...არ ღირს ჩემი გამოწვევა - ხმაა აი ესეც ჩემი დამსახურებაა ვითომ თუ ანგინა აქვს. რატომ დამსვა ამ დემონტა შორის ყველაზე სიმპათიურმა და მომხიბვლელმა . არ გამიშვა რა ხელი მე სულ არ გეცოდები? -მაინტერესებს როგორ უხდი ხოლმე სამაგიეროს ....-რა მატლიკინებს,ენავ რატომ მისწრებ წინ? შენც აღარ ემორჩილები ტვინს? მგონი ნერვული სისტემაც მოისალა კუნთოვანიც და საერთოდ ანატომიის ყველა წესს ვარღვევ. -ხოო? ასე რომ არავისთვის გადამხიდია სამაგიერო? ასე არავინ მაწამებს და მაბრაზებს- ხელის წელზე მოხვევას, კარის გაღებას სესვლას და ჩემს შეყვანას როგორ ახერხებს ვერ ვიგებ! არც მაინტერესებს რა დონის გატიშლი ვარ რომ გასაღების ამორებაც ვერ გავიგე, ვერც ის როგორ მიხურა კარი როგორ მომაჰრქვია თავისი ცხელი სუნთქვა რომ გავიდა შემდეგ მოვეიდ გონს...მოიცა სად გავიდა გასასვლელი აკრი ჩემს უკან არაა? აბა მე რაჯანდაბას ვეყუდები ზურგით. უკან ვიხედები ,ასკარად რკინის სემოსასვლელი აკრია რომელშიც გასაღები აღარა...სადაა გასაღები კარი ღიაა? არა ჩაკეტილია. გასაღები ჯიბესი ჩაიდო? რას მიპირებს ვითომ მართლა უნდა „მომკლას“ არაა გამორიცხულია ერთი კოცნა ვერ ვეღირსე ...რა ჯანდაბაზე ფიქრობ ქალო დადუმდი და ხმა აღარ გავიგო საერთოდ. მოდი ცოტა გონს...ილაპარაკე მაინც ხოხ ედავ ნელ-ნელა ითიშები -რამე ხომა რ გეშლება შემთხვევით აი მაგალითად მისამართი...გარემო... ქცევა სხვაგან ხომ არ ხარ .ჩემ სამზარეულოში რა გინდა....ტორტიიიიიიი -ხო ხო გაები პატარა ბავსვივით.მოგთაფლოს. იდიოტი ტორტით გთაფლავს მესამედ უკვე! არ დააცხრე ახლა როგორც იცი სიე თორე ჩათვალე ზედაც არ სემოგხედავს და მართლა ეგ ხო არ გინდა ახლა შენ. სანამ მივალ მანამ მაცლის და მაცივარში დებს -ჯერ არა ! -აუუუ ნუ ხარ სატანა...ეს უკვე წამებააა -ტორტი თუ მე - რა თქმა უნდა ...ტორტი-ვუახლოვდები მხარზე ვხვევ ხელს ამ ცერცეტა კაცს და ისე უცებ ეცვლება გამომეტყველება მგონი ტორტის გადაყლაპვას ვერ მოვახერხებ თავად გავხდები ტორტის ადგილას. -ჩემი გემო არ გაგიგია ...დამნაშავე ვარ - ხელებს წელზე მხვევს, ჰაერში ვარ შემდეგ ჩემი საკმაო ფართობის საჯდომი მაგიდის ცივ ,მყარ ზედაპირს შეიგრძნობს, ფეხბეი ისე სწრაფად განესორნენ ერთმანეთს მათ სორის განხეთქილება მოხდა მგონი...რა უნდაა სად მოძვრება ...ახლა მოვკვდები არ შემიძლია ასე ახლოდან მისი შეგრძნება. სხეულზე ისე მეკვრის მგონია რომ მომენტი წებო მომასხა და ვეღარ მომშორდება -არაა საჭირო ... მაინც ტორტს ავირჩევ! -როგორი ხარ...ხელში მადნები და მაინც არ ნებდები - იღიმის და ლოყაზე მეფერება -კიდევ ერთი მიზეზი რატომაც შენ და არა სხვა ...ტორტი ვჭამოთ-წამში მშორდება ისევ იღებს ტორტს. დანას პოულობს თეფშებს ,ჩანგლებს. ჩემი მაყვლის კომპოტიც აქვს .ტორტის კიდეები ოდნავ შელანძღულია ისე მოათრევდა აბა რა იქნებოდა რას უშველიდა კოლოფი... მაგიდიდან ისე გადავდივარ და ვუჯდები მუხლებზე თვალებს აფართოებს -ასე მინდა ... -ჰმ, ერთადერთი რომ ხარ იცი? -რას გულისხმობ გააჩნია თორე ერთადერთი რომ ვარ ვიცი ისედაც -ჩემთან რომ არის და მაინც მის სურვილი სრულდება და არა ჩემი ..ვერც კი ხვდები რა ძალა გაქვს და არ იყენებ -რომ მომინდება გამოგიყენებ.... -ასეთებს რომ მეუბნები იცი ხასიათს რომ მიფუჭებ და განგებ მიკეთებ ხო? -მიყვარს როცა ხასიათს გიფუჭებ ...ვმშვიდდები - ტორტს მივირთმევ და ისე ვყვები მშვიდ საუბარში ვერც ვიაზრებ. სკამზე მსვავს და ისე იწყებს ტორტის დაგემოვნებას. -ვიცი,მაგრამ უსამართლო ხარ ჩემს მიმართ და საერთოდ არ გინდა ამაზე იფიქრო...იცი რომ დანებდები და იმიტომ -დანებებაზეა საქმე? -სიტყვის მასალად ვთქვი და არა პირდაპირი მნიშვნელობით თორემ ბრძოლა არ გვაქვს გაჩაღებული თამუნა -ხო შენთან ვინც იბრძვის ვიცი რაც ემართებათ...მინახავს კიდეც რამდენიმე.იმედია ჩემთან კავსირში არ იყო მათი სახის გალურჯება -არა რა თქმა უნდა ! იმ დონის კაცს ვგავარ ქალის მოწონების გამო ვინმე ეგრე ვცემო? მითუმეტეს შენ არცერთი მოგწონდა...არც ისინი იკლავდნენ დიდად თავს თორემ მარტივად არ მოგშორდებოდნენ. თუმცა მე მაგ თემაზე არც მისაუბრია მათთან -შენ საიდან იცი რომ არ მომწონდა...საბა გიყვებოდა ყველაფერს? -საბას არ უყვარს ბევრი ლაპარაკი,მითუმეტეს სხვების ცხოვრებაზე და არასდროს იჭორავებს! ისეთი ამბების გაგება რომელსაც სიტყვები არ სჭირდებათ გაგიგია? მე არ მჭირდება ზოგჯერ სიტყვები თორემ მაგით რომ ვმსჯელობდე დიდი ხნის წინ დავიხევდი უკან და არც არასდროს გამოვჩნდებოდი შენს ცხოვრებაში -ხალხის გრძნობების კითხვა შეგიძლია? ფიქრებისაც? -მიახლოებით ... როცა ჩუმად ხარ და აკვირდები ყველაფერი შესაძლებელია ! ვერ გაიგებ შენ იმდენად ემოციური ხარ - მიღიმის და მათბობს...გული მითბება -ცუდია ემოციური რომ ვარ? -კარგია მედიკოსობა რომ არ გადაწყვიტე...სტომატოლოგია საშენოა. ჩვენთან კი ბბევრი იღუპება შენ ვერ გაუძლებდი -მარიამზე რას იტყვი დიდო ექიმო? კარგი დავივიწყებ შხამს ცოტა ხნით...მართლა რას ფიქრობ -შეიძლება შენზე მეტად ემოციურიცაა , თვითშეფასებაც არ აქვს მაინცადამაინც სახარბიელო ,მაგრამ იმდენად უნდა გახდეს ექიმი და იმდენად შეუძლია საკუთარი თავის მართვა რომ შრომის შემდეგ აუცილებლად გახდება ექიმი... კონკურენტს ვხედავ მასში -ის ბიჭი ვინ ჯანდაბა იყო იქ რომ გაჩნდა... -არავინ! -აშკარად ცუდი დამოკიდებულება გაქვს მის მიმართ... მაინც გავიგებ ვინ არის და უბრალოდ სტატუსი რომ მითხრა არ გინდა? -მართალი ხარ... თვითმართველობის პრეზიდენტია და რექტორის შვილი. წესით ორი წლის წინ უნდა დაესრულებინა ჩემთან ერთადაც იყო კურსზე ჩარჩა ისევ და ახლა მეხუთეზეა-ჩაეცინა და წვენი მოსვა- იმედია გულს არ გამიხეთქავ და ჩემს გასაბრაზებლად არ დაუმეგობრდები ...უბრალოდ მას შენთან შეხება არ უნდა ჰქონდეს- ისე გამომხედა ფაქტობრივად მთხოვდა -სულელი ხომ არ გგონივარ ... -არა ... უბრალოდ იმპულსური ხარ ,ზედმეტად გულუბრყვილო და მეამიტი -საიდან იცი ამდენი ჩემზე...როგორ დავიჯერო რომ ის არაფერს გიყვებოდა -სანამ არ გამიცნობ მანამ ვერ დაიჯერებ და სიტყვებსაც აზრი არ აქვს -ზოგჯერ საჭიროა სიტყვები იმისთვის რომ შემდეგ გაგიცნო...მხოლოდ ქცევა არაფერია. ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება მე მართალია ვერტობი როცა გშხამავ შენი მიმიკები მაგიჟებს და ცოტა ექსტრიმიცაა როცა მგონია რომ ყელში მწვდები და დამგუდავ- ისე ვარაკრაკებ ყველაფერს აზრზე ვერ მოვდივარ. არ უნდა მეთქვა ეს ყველაფერი ბარემ იმასაც დავამატებ რომ ვგიჯდები მასზე და ეგაა .ისევ იღიმის ... -სხვა არაფერი გგონია ხოლმე? -საბა როდის გაიცანი ეგ მაინც მითხარი... -ყოჩაღ თამაღ შესანიშნავად სეცვალე თემა, კი ჩაიცინა ,მაგრამ არაუშავს -მომენტით სარგებლობ და ერთად გინდა ყველაფერი გამომტყუო ხომ? პატარა ეშმაკუნა ხარ შენ - ცხვირზე თითი დამკრა და გამიცინა- საბაა გავიცანი სკოლაში... ძალიან ჩვეულებრივი ამბავია როცა სვანეთიდან ქალაქში გადმოვედით პატარა ვიყავი. სკოლაში აქ შემიყვანეს. მაშინაც ასეთი ვიყავი , თითქმის არ შემცვლია ხასიათი . საბა მხოლოდ წიგნის ჭია იყო... მე მეხუთეში ვიყავი საბა მეოთხე კლასში. მაშინაც სათვალე ეკეთა და ხომ იცი ბავსვებმა როგორ იციან დაცინვა, მითუმეტეს ზედმეტად დინჯ და ჭკვიან ბავშვებზე აქვთ აქცენტი გლუვტვინიანებს. შუა ეზოში წრეში ჰყავდათ მოქცეული რამდენიმე ბიჭს და ხელს ჰკრავდნენ. რამდენჯერაც წამოდგა და ხელის დარტყმა სცადა იმდენჯერ თავიდან დაარტყეს. იმ კვირაში მეხუთეჯერ მიწევდა ჩხუბი იმ სი** და ვიცოდი დედა გაგიჟდებოდა,მაგრამ იმდენად გავცეცხლდი გონს რომ მოვედი უკვე დათრუელი მყავდა და ვურტყავდი.ნუ იმასაც თუ ცხუბი ექრქვა მაგრამ მისთვის საკმარისი იყო ცხვირი გაუტყდა დაცემის დროს და სისხლით ისე იყო მოთხვრილი ყველას ეგონა სისხლისგან დაიცლებოდა. -მხსნელად მოევლინე სიძეს? -რეალურად ერთმანეთს დავეხმარეთ... მე ცოტა სიმტკიცე მივეცი მან კონტროლი მასწავლა, მეცადინეობას მიმაჩვია და ცოტა ქცევა ვისწავლე ... მერე მომეწონა დედა რომ არ ღელავდა და ყოველ-დღე სკოლაში აღარ იბარებდნენ და თავად დავჭკვიანდი -დაჭკვიანებას რას ეძახი მხოლოდ იმას რომ წარმატებით დაასრულე უნივერსიტეტი და ზოგადად წარმატებული სტუდენტი იყავი? -დაჭკვიანებაში ბევრი რამ იგულისხმება...პირდაპირი მნიშვნელობით არა -მესაუბრები ,მაგრამ მაინც გამოცანებს მიტოვებ -შენ კი მაინც უკმაყოფილო ხარ... გავებუტე...წარბებშეკრული ვუყურებდი ისიც მიყურებდა. შემდეგ გაიცინა ხელი სწრაფად მომხვია და ჰაერში აღმოვჩნდი ისევ.უკვე მესამედ მე კი მაინც იგივე გრძნობა მაქვს. ვერ ვეჩვევი ... -თუ უნდა ვისაუბროთ...კომფორტულად მაინც მოვკალათდდეთ არ მიყვარს ჯდომა ,წოლა მირჩევნია -უჰ მართლა? ალბატ იმდენად სუსტი გაქვს ასაკის გამო ძვლები რომ ვერ ძლებ ხომ? -რამდენი წლის გგონივარ...ყველაფერი მკითხე და ასაკი სულ არ გაინტერესებს? - რა არასტანდარტულები ვართ ხვდები?... რამდენი წლის ხარ მიშო?-პაუზის შემდეგ ვეუბნები,მაგრამ მიმართულებას რომ ვხედავ ვენთები- სად მიდიხარ? რა გვინდა იქ? -გამოიცვალე...მოწესრიგდი და მერე ვისაუბროთ.მე არსად მეჩქარება ლოყაზე მკოცნის ოთახში მსვავს მტოვებს და გადის. მართალია რას ვერჩი, სწრაფად ვიშორებ მაკიაჟს, თმებს ვიწესრიგებ,ნახევრად სველ კაბასაც ვიშორებ სპორტულებს ვიცვამ თმას მაღლა ვიწევ და სწრაფად გავდივარ მისაღებში. ბატონი დივანზეა მოკალათებული და მის გვერდით ვჯდები მეც ფეხებს ვკეცავ და ვუყურებ -აბაა...რამდენი წლის ხართ მიშო? -უნდა ვთქვა რომ მიყვარს როცა სახელით მომმართავ...ვინაიდან მიშო დაშნიანი თქვენი მონა მორჩილი ვერ იტანს საქმის ცუდად გაკეთებას არცერთი საგანი ჩარჩენია და დროუალდ ასრულებს სწავლას -უნდა გამოვიცნო? 18 წლისამ თუ ჩააბარე 23 წლის ხარ? -17 წლისამ ჩავაბარე და 22 ვარ -კაიი? ბავში ყოფილხარ სულ მთლად შენ ვაფშე ვის ებლატავები ეეე - ვკისკისებ და ისიც ვერ იკავებს სიცილს - კაი მართლა 22 წლის ხარ? -პირადობა გაჩვენო რომ დამიჯერო? -მიბღვერს -რა გეწყინა ... -ვერ ვიტან როცა არ მიჯერებ მიუხედავად იმისა რომ სიმართლეს გეუბნები ყოველთვის სასიამოვნოა თუ არა მოსასმენად -ისევ უნდა შეგახსენო რომ მე შენ არ გიცნობ... როცა არ იცნობ ძნელია დაუჯერო -არადა სხვა დროს არ გიჭირს ადამიანების ნდობა ... მე როგორ მოგწონვარ ასე ძალიან რომ გეშინია ამ გრძნობის აღიარების -ყველაფერს თუ ხვდები და გგონია რომ იცი რაღატო ვსაუბრობთ...რაღას ელი ჩემგან -მომენტს როცა მივხვდები რომ მზად ხარ ! -მზად რისთვის... -ყველაფრისთვის...პირველ რიგში ჩემთვის -შენთვის? -ჩემთან ,ჩემთვის, ჩემ გამო... აღარ მიკითხავს...შემეძლო ,მაგრამ სულ არაფერი მიკითხავს. არ ვიცი როდის ჩამეძინა, უბრალოდ მშვიდად ვიყავი .მისი სიახლოვე,მისი არსებობა მამშვიდებდა. რა თქმა უნდა დილით აღარ იყო... სამზარეულოში ჩემი საყვარელი ყავა რომ დამხვდა და ყველაფერი რასაც დილით მივირთმევ ლამის გულები გადმომცვივდა თვალებიდან. მაგიდაზე ფერადი ფურცელიც იდო ჩემ კალამთან ერთად ფრთხილად ავიღე და გამეღიმა მისი ნაწერის დანახვისას „გემრიელად მიირთვი და ხშირად გაიღიმე ვგრძნობ ,რადგან შენში ვარ , მარცხნივ რომ გიფეთქავს ჩემია ეგ მე მომპარე !“ არ შეიძლება შეუძლებელია როგორ შეიძლება უბრალოდ საუზმეს ამხელა დატვირტვა ჰქონდა, ხშირად კი არა გაბადრული ვვიჯექი ის რამდენიმე წუთი ხელი ვერ ავამოძრავე უბრალოდ ვუყურებდი ფურცელზე დაწერილ ბოლო სიტყვებს და ვგრძნობდი მარცხნიდან მომავალ ხმას ,გული ისე ძლიერ ფეთქავდა ყოველი დარტყმა ისმოდა … ........ რესტორანში მომხდარის შემდეგ საბოლოოდ გადავწყვიტე დამიანე დადიანი უბრალოდ ლექტორი გამხდარიყო . პირველი დღე წარმატებით გავიდა. საერთოდ არ მიმიქცევია ყურადღება გავაკეთე ის რაც დამავალა ყოველგვარი შეწინააღმდეგების და საუბრის გარეშე. დავდე ფურცელი დავტოვე აუდიტორია და ძალიან მშვიდად წამოვედი. დღეც ჩვეულებრივად გავატარე , ქიმია არ ვიცოდი ვერ მოვყევი დანარჩენი ჩავაბარე და სახლშიც მშვიდად დავბრუნდი. მთელი დრო მეორე შუალედურამდე მშვიდად გავატარე, ერთფეროვნად მაგრამ მაინც კაგრი იყო როცა არაფერზე ვღელავდი და ნერვიც არ მიტოკდებოდა. როცა მე არ ვესაუბრებოდი თავად სხვას არავის უტევდა და შესაბამისად რუტინა იყო სისის ამოკითხვა შემდეგ კი ბავშვების გამოძახება, ან სიის ამოკითხვა და წერის დაწეყება . რამდენჯერმე ისე შემომხედა დერეფანში ბიჭებთან ერთად რომ ვიყავი მეგონა რამეს მეტყოდა,მაგრამ გზა განაგრძო და ზედაც არ შემოუხედავს მას მერე. -რა ხდება შენსა და ლექტორს შორის? იჩხუბეთ რამეზე და მე არ ვიცი? -რა ხდება რას ნიშნავს გიგი? სხვებთან რა ხდება რო? -ხო მაგრამ...ვერაფერი გავიგე რაღაც მაკლია თქვენი დიალოგები ლექციაზე -ხოდა შეგიძლია ჩემი ადგილი შეცვალო და შენ მოხვდე მის სამიზნეში -რა სამიზნეზე ამბობ... მარიამ დავიჯერო რამე შეეშალა შენთან -არაფერი ...ვერ ვიგებ გიგი რა გინდა და შეგიძლია პირდაპირ მითხრა ჩვენი საუბრები ლექტორით რატომ იწყება და მთავრდება? - დაიბნა აშკარად, მე კი ყელში ამომივიდა მასზე საუბარი- რატომ მგონია რომ დაკითხვაზე ვარ და გინდა საიდუმლო ინფორმაცია გამომტყუო რომელიც არ არსებობს! -დამშვიდდი რა იყო რატო ხდები აფთარი „კიიფ კალმ ბეიბეეე“ -გიგი ან საერთოდ ჩემთან საუბარს შეწყვეტ ან მის ხსენებას... მხოლოდ სწავლა მჭირდება და ყველაფერი რაც არ ეხება გამოცდებს, სემინარებს და უნივერსიტეტს არ მაიდარდებს გასაგებია? -კარგიიი გასაგებიააა აუდიტორიაში შევედი და უკან დავჯექი. სულ ბოლო მერხთან ვიყავი ყველაზე ხმაურიან ბავსვებთან ერთად ,რომლებიც როგორც წესი სასაუბროდ სხდებოდნენ უკან . რვეული და კალამი ამოვიღე ყოველი შემთხვევისთვის რაიმეს ჩანიშვნა რომ დამჭირვებოდა და დაველოდე ლექტორის შემოსვლას. -გამარჯობა ...დრეს არაფერს ვხსნი..სიასაც არ ამოვიკითხავ ტესტს ვწერთ და თუ შეიძლება ყველაფერი აიღეთ მაგიდებიდან მხოლოდ კალამი და ტესტის ფურცელი იდოს-წინიდან მესმის მისი ხმა ,მაგრამ ვერ ვხვედავ იმდენი ვინმე ზის ჩემწინ . ფურცელს მაწოდებენ და მეც მისი მითიტებისამებრ ჯერ სახელსა და გვარს ვაწერ ჩარჩოში და შემდეგ როცა ყველა მშვიდდება აღარც კომენტარებს აკეთებენ გონების მობილიზებას ვახერხებ როცა ვხვდები რომ მომავალი საგამოცდო თემების გარდა ბევრი სხვა რამეც წერია ხელს მაღლა ვწევ და ვდგები -უკაცრავად პატივცემულო -გისმენ... -შეიძლება გავიგო რასთან დაკავშირებით ვწერთ ტესტს? მგონი უფლება გვაქვს ვიცოდეთ -რომ დაასრულებთ გეტყვით...მიღებული ქულა თქვენს ნიშნებზე არ იმოქმედებს - მიყურებს და მაიძულებს უკან დავბრუნდე ,არ ღირს შეკამათება. წერას ვიწყებ,ბევრირ ამ არ მახსოვს არც კი ვიცი რას ვწერ, ეს მაგიჟებს, თავი ყველაზე დიდი იდიოტი მგონია.როგორ შეიძლება ასე მალე დაგავიწყდეს ნასწავლი მასალა. ლამის შევჭამე კალამი იმდენი ვაწვალე ხელში ბოლოს როგორც იქნა დავასრულე . თითქმის ბოლომ დავდე ჩემი ნაშრომი სხვა ნაწერების გროვაში და უკან დავბრუნდი. ნერვები დამაწყდა სანამ უკანასკნელმა სტუდენტმა დაასრულა წერა და პატივცემული დამიანეც სასაუბროდ მოემზადა -როგორც ვთქვი ამ ტესტის ქულა არ შეცვლის თქვენს ნშნებს რადგან რეალურად არც შევიტან ჟურნალში. ტესტი ზოგადი ანატომიიდანაა ძირითადად ჩვენი განვლილი მასალა და ახლანდელი საკითხები იყო როგორც ნახეთ. ამ ტესტით ერთი პიროვნების ცოდნას არ ვადგენთ,არამედ მთლიანად კურსის. ყველა კურსს ჩაუტადრდება მსგავსი ტესტი დღეს ...ეს ასე ვთქვათ შემოწმებაა ჩვენი,ლექტორების რამდენად ადექვატური ვართ თქვენი შეფასებისას და ხართ თუ არა იმ ნიშნების ღირსი რასაც იღებთ. იმედი მაქვს იმედებს არ გამიცრუებთ და ამჯერადაც გაართვით თავი დავალებას ... თავისუფლები ხართ მომდევნო ლექციაზე გამოცდის საკითხებს მოგცემთ აუდიტორიას სწრაფად ვერ ვტოვებ,რადგან ჩემს წინ ჩვეულებრივი საცობი იქმნება.ბოლოს კი ჩემს წინ იხურება კარი ხელს ვუყურებ და ბოლოს ლექტორის სახეს ვეჩეხები.ჩანთას მხარზე ვისწორებ და მისკენ ვბრუნდები -რამე დავაშავე პატივცემულო თუ ლექციის შემდეგ რატომ მტოვებთ?- მაქსიმალურად ვიკავებ თავს , უემოციოს იმიჯს საოცრად ვირგებ შინაგანად კი ყველაფერი მეწვის, თითები მექავება ისე მინდა შევეხო,მოვეხვიო თუნდაც ვეკამათო არ ვიცი ყველანაირ კავშირზე თანახმა ვარ ...თავს უნდა მოვერიო,სულ ცოტაც და საერთოდ აღარ მივაქცევ ყურადღებას -დააშავე...თუმცა აქ ვერ გეტყვი -რაღაც მეეჭვება არ ვიცოდე საკუთარი დანაშაულის შესახებ ასე რომ ვერაფერს მეტყვით ...ადგილი არაფერ შუაშია. დაგტოვებთ...- კარის სახელურს ვწვდები ,მაგრმა მისი თითები ისე მეხვევა ხელზე საერთოდ წამის გაჩერებაზეც თანახმა ვარ ოღონდ დიდხანს შვეიგრძნო მისი შეხებით გამოწვეული ემოციები. -იმედებს მიცრუებ... აი შენი დანაშაული -ჩემთან დაკავშირებით იმედები არ უნდა გაგაჩნდეთ... სტუდენტი ვარ თქვენი...მხოლოდ ორი წლით შემდეგ რომ მოგესალმოთ ვერც კი გამიხსენებთ რადგან ათასობით გეყოლებათ ჩემნაირი... - ხელს მისი თითებისგან ვითავისუფლებ ,მაგრამ ისევ მაჩერებს ,ამჯერად თვალები ენთება და კარზე ისე სწრაფად მარავს ხელებს ვერ ვიმორჩილებ ,ჩანთა იატაკზე მივარდება მისი ხმა მთელს ოთახში ვრცელდება. მე კი მის სუნთქვას აღვიქვამ სახეზე და ვგრძნობ როგორ მეცლება ძალა, მისი მორჩილებისკენ მიმიწევს მთელი არსება -რას აკეთებთ... -არ ვიცი...ვერ ვხვდები უკვე ! შენი ამოცნობა მარტივია, მაგრამ რას მოიმოქმედებ გაუგებარი -თვალებში მიყურებს და ისე მეუბნება . აღარ ვიცი რა ვიფიქრო, რა ვუთხრა,რა გავაკეთო ...ვნებდები.ვგრძნობ როგორ ვძლევ საკუთარ თავს და მას ვემორჩილები-რა გინდა მარიამ? რას ითხოვ ჩემგან -არ მინდა გგრძნობდე...გამათავისუფლე -არ შემიძლია... -უბრალოდ გამიშვი და მადროვე დამოუკიდებლად ვიპოვო ხსნა ! ამას მაინც გავაკეთებ და აზრი არ აქვს თქვენ რას მოიმოქმედებთ-იღიმის ..მისმენს დ აისევ ისე იღიმის როგორც ჩვევია. „ჩემი ღიმილი“ უკან იხევს. სულ მთლად მსორდება მიუხედავად იმისა რომ არც აქამდე მეხებოდა,ახლა სიახლოვესაც ვეღარ ვგრზნობ, სული მეყინება. კარს ვაღებ და გავდივარ... უბრალოდ მივაბიჯებ დერეფანში და არც კი ვცდილობ ვიფიქრო. ვიცი ახლა ვერ შევძლებ...შემდეგ ,აუცილებლად! მე და თამარა ერთად ვსხედვართ ბაღში და ვერცერთი ვიწყებთ საუბარს. -რა უნდა გავაკეთო? -არ ვიცი...მე ? -არც მე ვიცი ... -გამოცდები იწყება...ახლა ამის დრო იყო? ჩავიჭრები და მერე ლექტორი მიშველის? დამიწერს ყველა საგანში ქულას? ან შენ მიშო გიშველის? რა უნდათ? რატომ გამოჩნდნენ? ღმერთო რატო მიშლი ხელს სწავლაში? რატომ მირევ გონებას? -ამოისუნთქე ... -ცუდად ვარ თამარა -მეც...კი არ გამოჩნდება.უნდა გამაბრაზოს რომ კიდევ ვეჩხუბო -არ სცალია ალბათ... ისე ვსაუბრობთ თითქოს პროგრამაა ჩაწერილი ... რეალურად ის მომენტია როცა საკუთარი თავიც ვერ მომცემს რჩევას,სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება. მეცადინეობას ვიწყებთ...ამჯერად მასალები გვაქვს.მაგრამ ქიმია კატასტროფულად რთულია,იმდენად რომ ვერცერთი ვიგებთ ნორმალურად. მე ხომ ადამიანების ცოდნის გამოყენების ნიჭი მაქვს, ხოდა ვის გამოვიყენებდი თუ არა წინა მეზობელს. კარზე დიდხანს ვაკაკუნე და როგორც იქნა გააღო.სპორტულ შარვალზე მაისურს იცვამდა და ამთქნარებდა -მარიამ? მშვიდობაა? -რომელი საათია იცი ბატონო მიხეილ? -აზრზე არ ვარ...- იწევა უკან და სახლსი შესვლის სასუალებას მაძლევს.კარს ხურავს და მიყურებს- რა ხდება? -პრობლემა მაქვს...ხომ მითხარი დახმარებას სულ შევძლებო -რა პრობლემა? -ქიმია...- კონსპექტებს ვაკრავ გულ-მკერდზე და ვუღიმი -კაი ღადაობ? ესაა სულ? ბიოლოგებმა ქიმია ვერ გაქაჩეთ? სირცხვილოო- თავს აქნევს და იკრიჭება. მასხარაა ესეც დავიჯერო?-იმას არ უნდა რო მოვიდეს? -ის შენს მისვლას ელის... -ვიცი... მაგრამ გამოუძინებელი რომ ვენახე მართლა მონსტრს ვგავარ მაგ დროს და ვიფიქრე სჯობს გამოვიძინებ და მერე ვნახავ_თქო -მე ავუხსნი არ იდარდო მაგაზე...ახლა რომ ვუთხრა აქ ვარ თმით მითრევს -ყავას დალევ? -არააა... -წვენს? მინერალურს რა ვიცი ყველაფერი მაქვს თუ არ მაქვს გაგიჩენ უცებ -არ მინდა არაფერი ხვალინდელი ქიმიის გამოცდის ჩაბარების გარდა -ხვალ გაქვთ?რამდენი საკითხია სულ? -200 -უჰ არაუშავს მალე ისწავლით... -ცოტაა 200 საკითხი?-მე რომ შვეიცხადე წარბები აწკიპა- ვიცი ხო ვიცი რო უარესები მელის- ავბუზღუნდი და თვალი მივადევნე ყავას როგორ ამზადებდა. უზარმაზარი ფინჯანი აავსო და დივანზე დაჯდა ჩემ გვერდით. ფურცლებს გადახედა სადაც მხოლოდ ტესტები იყო და ყავის წრუპვა-წრუპვით დაახლოებით ხუთი წუთი გაიყვანა. შემდეგ მომაპყრო მზერა -პირდაპირ ტესტები აგიხსნა როგორ უნდა გააკეთო თუ მთლიანად თემები--თვალები გადავიდა კეფაზე,მერ ეუკან დაბრუნდნენ , ჩამოვარდნილი ყბა ავკეცე როგორღაც და მერე ამოვილუღლუღე -ტესტები იყოს მხოლოდ... -კარგიი მოკლედ აქ არეულადაა და ერთ თემაზე რაცაა ისინი ვიპოვოთ აგიხსნი და მერე გადავიდეთ სხვაზე რო არ აურიო -ისე დაიწყო ახსნა თან პასუხებს წერდა თან მიხსნიდა .ეს ბიჭი მგონი ყოვლისშემძლეა,თამარა არ ცდებოდა არაა ეს ამქვეყნიური და იმიტომ გააგიჟა ის გოგო თორემ აბა თამრიკოს აფორიაქება ასეთი მარტივია? -აბა? დავიწყო თავიდან? დიდი ახნის უნარი არ გამაჩნია ლაპარაკს რომ ვერ ვიტან ... -ოქროს ბიჭი ხარ სენ ...ბაჯაღლოო რაც გინდა მთხოვე თუ გინდა გავყიდი დაქალს მოვიტაცებ მე თითონ და დაგისვამ სახლში. შენზ ეუკეთესს ვის იპოვის -ეს რომ ვუთხარი სიცილი დაიწყო -მოტაცება და ძალადობა არ მინდა იყოს... -წავედი ახლა თამარას განვანათლებდ ა მერე ჩავუჯდები კიდე რო დავიმახსოვრო ყველა -არ გინდა ... -არა? შენ მიხვალ? -ნუ ღელავ მაგაზე...მიდი სახლში დაჯექი და იმეცადინე -თვალს მიკრავს და ტუჩის კუთხეს ტეხავს. -წავედი ....კარგად- ლოყაზე ხმაურით ვაკოცე და სახლი დავტოვე. თამარამ რომ დამირეკა და გაჰკიოდა ვერაფერი დავიმახსოვრეო გავჩუმდი. არაფეირ მითქვამს მეტი ეფექტისთვის. უფრო გაუხარდება მიშიკოს გამოჩენა. მულტიფუნქციური თაყვანისმცემელიც ასეთი უნდა ….. .... ყველაფერი ერთად მანერვიულებს. ქიმიაში ჩაჭრა მაქვს გარანტირებული,ისეთი საკითხებია ვერაფერი გავუგე. პასუხები ვერ ვიპოვე თორემ დამახსოვრებას მოვახერხებდი . უკვე მესამე ჭიქა ყავას ვსვამდი და მეათეჯერ ვქექავდი ერთ აბზაცს პასუხის საპოვნელად. ვიღაც აკაკუნებდა, სწრაფად წამოვდექი და ისე გავაღე არც გამიხედავს ვინ იყო. თვალები გამიფართოვდა მიშოს დანახვისას -მიშოო -თამარა - ოდნავ მიღიმის და ლოყაზე მკოცნის, ხელს წამით მადებს წელზე და შემდეგ მიყურებს-არ შემომიშვებ? -მე ...ხო რა თქმა უნდა - როგორ მომნატრებია ერთი კოცნა რა იყო არ შეიძლება ჩამეხუტოს? სახლში შემოდის, ქურთუკს იხდის და საკიდზე კიდებს. ყოელთვის ასე მშვიდად რატომაა როცა მე ავრ აღელვებული -ასე უნდა იდგე შემოსასვლელში? -რატომ მოხვედი მიშო/ასე რატომ მიღიმი -პირველ კითხვაშია მეორეს პასუხი ... რატომ მოვედი და გულმა მიგრძნო ქიმია რომ არ იცი და ვიფიქრე ჩაჭრილი გოგო რომ არ მყავდეს დავეხმარები_თქო -რა იფიქრე... კი არადა რას იზამ...არა უფრო სწორად პასუხი როგორაა -აშკარად გადაღლილი ხარ...რამე ენერგიის მოსამატებელი გჭირდება...რამე ჭამე დღეს საერთოდ? -ყავა... -ასე გაოცებულმა დიდხანს უნდა მიყურო? -ასე დამაბნევლად საყვარელი სახე დიდხანს უნდა შეინარჩუნო? -ისევ იწყებ? -თავს ნუ ისაწ....ბ ნერვებს მაწყვეტ ასე ... იცი შესანიშნავად რომ გამოგდის ადამიანების მანიპულირება...თავი მარიონეტი მგონია ხოლმე რაც გინდა და როგორც გინდა ისე ხდება ჩემს ტვინშიც ყველაფერი ზუსტად გაქვს გათვლილი თუ რა ხდება - მშვიდად ვსაუბრობ და ისევ ისე ვუყურებ...მისი თვალები უკვე სულს მიხუთავს. ისეთი მზერა აქვს მგონია რომ ვატკინე... ცუდად ვარ ! იდიოტი ვარ...ნამდვილი იმპულსური იდიოტი რომელიც რას ლაპარაკობს თავადაც არ იცის . მითხარი რამე გთხოვ...გთხოვ მიყვირე მაინც ან რა ვიცი რამე ისეთი რომ გამაჩუმო გთხოოვ არ გაჩუმდე რა არ გააკეთო ეს არ მაქციო ზურგი არაა რა არ შემიძლია ვკვდები ... -დავწერ ამას და წავალ ... ან მარიამს დაურეკე ავუხსენი და აგიხსნის ...- დგება და მიდის . არც მიყურებს აი ასე უბრალოდ აპირებს ოთახიდან გავიდეს -სად მიდიხარ -კარგი ბიჭის ნიღაბი მომბეზრდა და ვინმესთან მონსტრად უნდა ვიქცე... -ისევ არ მიყურებს ქურთუკს იღებს საკიდიდან და კარს აღებს .არა არ აქვს წასვლის ნება ამდენი ხანია არ მინახავს -მოიცადე -რამე დარჩა კიდევ სათქმელი? - ჩერდება და მიყურებს -მიდი გამოუშვი ბარემ -მომენატრე...არ წახვიდე არ მჯერა რომ მე ეს სამი სიტყვა ასეთი ჩამწყდარი და განადურებული ხმით,მაგრამ მაინც ვთქვი და ის ახლა მეხვევა ,ისე როგორც მინდოდა,ისე როგორც მიყვარს . მიყვარს ვგიჟდები , მავსებს რომ მეხვევა სამყარო ჩემი მგონია,მისი მკლავები იმდენად დიდ ენერგიას მანიჭებს თან მგონია რომ მშთანთქავს .მის გულისცემას ვგრძნობ ყურთან და ვიბადრები... ყველა უჯრედი ცოცხლდება , როგორ მჭირდება ღმერთო ...თავზე მკოცნის იმდენად ნაზად რომ თითქმის არც მეხება,მხოლოდ მუხტს ვგრძნობ .ფრთხილად ვაცურებ ქურთუკის ქვეშ წელზე თითებს და ვხვევ, ვგრზნობ როგორ კრთება წამიერად და მეღიმება ისევ... შემდეგ ქურთუკს ვხდი და ისე ვაბრუნებ საკიდზე ფაქტობრივად არც ვშორდები. მერე ხელზე ვუჭერ თითებს და პატარა სულელი ბავშვივით ვეკრიჭები...დიდხანს გამიგრძლედა რაღაც ... -წამოდი ახლა თორე ჩავიჭრები ხვალ და არ მიმატოვო ქიმიის ნიშანთან ერთად წარმატებულო სტუდენტო- ენას ვუყოფ და ვეკრიჭები. იცინის ....ღმერთკაცია რომ იცინის .მეორე ხელს წელზე მავლებს თავისკენ მიზიდავს და ლოყაზე ისე გემრიელად მკოცნის ცეცხლის ალი მივლის მთელს სხეულში -ქიმია მახსოვს ახლა მე შენი აზრით? - წარბებს მაღლა სწევს და ისე მიყურებს. წამში ვკრავ წარბებს და გაბრაზებული ვუყურებ- ისე არ მიმიღებ? -მიშოოო -უკვე მეოთხედ ... -რა მეოთხედ -დამიძახე მიშო ...ერთი როგორ არ გაკოცო - თვალებს აწვრილებს და ისე მიყურებს თითქოს აქამდე სულ მეკითხებოდა შეიძლებოდა თუ არა კოცნა. არც ახლა უკითხია ისე პირდაპირ მეორე ლოყა დააგემოვნა და წამით მეგონა თავს ვეღარ იკავებდა და კოცნას განაგრძობდა- ქიმიააა ხოო? ქიმია უნდა ამეხსნა -ყავას დალევ? -აიი ხო რაღაც მავიწყდებოდა...- უცებ თქვა და ისევ წამოდგა. იჯდეს მაინც რომ დგება და სამზარუელოსკენ მიდის ცუდად მხდის... -რა დროს საჭმელია გამოცდა მაქვს ხვალ 11 საათზე -მე 10-ზე მქონდა სულ და არასდროს ვიყავი ამ დროს სახლში ასე რომ ... ჯერ შეჭამ დაიბრუნებ ფერს, ნახშირწ....ბით გამოკვებავ ტვინს და მერე აქ არ ვარ მე ? -ამდენ სიტყვას რომ ამბობ როგორ დავიმსახურე-მის გვერდით სკამზე ვჯდები - გიხდება სამზარეულოში ფუსფუსი ... პირდაპირ ვის ოჯახშიც შენ შეხვალ -მსოფლიოში საუკეთესო მზარეულები კაცები არიან... -როგორც ყოველთვის არ წამოეგო ჩემს ანკესზე და შეინარჩუნად გაბრწყინებული გამომეტყველება. არ იცინის ,მაგრამ სახე მაინც უცინის . რატომ მინდება მისი ჩახუტება ისევ. იმედია არ წამოვარდები ,დაეტევი მაგ სკამზე და უბრალოდ უყურებ. ხუთ წუთში რაღაც გაურკვეველი გააკეთა და წინ დამიდო -რა არის ეს? -ბოსტნეულის სალათი ... შველის -რას შველის -ტვინის გადაღლას -სკამზე ჯდება და მიყურებს-ჭამე -ვერ ვიტან...შენ ამას ჭამ ხოლმე? -ჯანსაღი ცხოვრების წესზე რამე გსმენია? -მეტყობა ხო ? აუუ რა დროს ეს იყო კაგრი რა ... დედაჩემი რატო ხდები ხანდახან არ მინდა ეს -ასე რომ ბუზღუნებ იცი როგორი საყვარელი ხარ და განგებ მიკეთებ ხომ? -რას გიკეთებ უუფ ...საშინელებაა ამას ვერ შევჭამ. არ გინდა კარტოფილი შემიწვა? -არ ვიცი... -წლის ტყუილი - წარბებს მარლა ვწევ და სიცილს ვერ ვიკავებ-სვანეთში გემრიელი კარტოფილი აქვთ -მე არ მაქვს... -არაფერს აკეთებ ჩემს მოსახიბლად მოკლედ -შენ კი ყველა ხერხს ხმარობ ყურადღების გასაფანტად... ბოლოს რომ ვჭამდი ხვდებით ალბათ. შემდეგ დივანზე ვისხედით მე ჩემი წვენით ხელში მიშო კონსპექტით. ნახევარი დრო გათიშვები მქონდა, ვუსმენდი და გაბადრული ვუყურებდი. არა ეს დღე უნდა დავივიწყო თორემ აშკარად ბევრს ვუცინი ... -ისევ არ მისმენ... -მე უბრალოდ -ტაქტიკა რომელიც მარიამთან გამოვიყენე შენზე არ ჭრის... რთული ფენომენი ხარ ყველანაირად- აცხადებს ხელს მხვევს და ისე მაჩოცებს დივნის ბოლოსკენ სადაც ტავად ზის თითქოს რაღაც მსუბუქი ნივთი ვარ. -პირველი 50 გაიგე უკვე და ამიტომ ეს ისწავლე ჯერ ...მერე მეორეს აგიხსნი და გავალთ ფონს შენ 300 გაქ ხო?- ბოლო ფურცელს დახედა და თვალი ჩამიკრა- ჩემი ყოჩაღი გოგო ვინ არის? -არ ვიცი მე... რამე უკეთესი მოიფიქრე გასამხნევებლად...ვაიმეე ცხრა საათია სად იყავი აქამდე? ! -უმადურო ადამიანო...მადროვე ცოტა ერთად გადამიხდი -მეტი საქმე არ მაქვს...იოცნებე -რამდენს ლაპარაკობ გოგონი?- ისევ მაიგნორებს ,დამპალი ეს! როგორ იცინის გამომწვევად,ტუჩის კუთხეს მითამასებს ქა თუ იცინი გაიცინე რას მკლავ. როგორრაც პირველი 50 რომ ცავაბარე მივხვდი დარხეული მქენებოდა თუ არ მოვიკრებდი გონებას და მერ ეისე მალე ვისწავლე დანარჩენი 200 ჭკუაზე აღარ ვიყავი. მალე რა 11 საათი იყო უკვე რომ დავიქანზე და დივანზე გავწექი თავზე ტესტების ფურცლები მეფარა და საოცარ ხმას გამოვცემდი -მეზიზღებაააა რათ მინდა ქიმიაააა -50 დარჩა..ნუ ხარ ზარმაცი- მეუბნება და წრუპავს მშვიდად ყავას.თან ვირაცას ემესიჯება. ამას თიტები რომ წავაცალო და შევინახო მითხარით. გადასაყრელად ვერ გავიმეტებ. უცებ ვიწევი მისკენ ერტი ხელით მობილურს ვაცლი მეორეს თითებზე ვუჭერ და ვაკვირდები -ქირურგობა გინდა? -არა პედიატრობა... -ჰა? ბავშვები გიყვარს?- მგონი გადავვარდი დივნიდან ისე წამოვიწიე და სახეზე მივასტერდი.ახლა ისევ დებილივით ვიცინი ის კი ტუჩის კუთხეს ტეხს და თავს გვერდით ხრის-არადა ქირურგისთვის დამახასიათებელი თითები გაქვს -ვიცი რომ მოგწონს ჩემი თითებიც საქმეს მიხედე...ჩემ მობილურს შეეშვი - ხელიდნა ისე მაცლის ვერ ვიაზრებ და ვიბუტები - ზარმაცი გოგო ხარ შენ -შენი ბრალია...ყურადღების გამფანტველი ხარ - მის „ც“ ვაიგნორებ თიტქოს არც გამიგია და ოთახში სიარულს ვიწყებ -ამასთან ერთად იარე- ხელში იჭერს ფურცლებს და მაჩვენებს -უნდა გამოვფხიზლდე -წავიდე? -დამპალოოო -ძალიან მალე იღლები...სუსტი ხარ -ბევრს ლაპარაკობ! -ისე ვეუბნები ჩემი თავი და მერე მისი ხარხარი მაოცებს. მობილური სად მაქვს უნდა გადავიღოო აა უკვე ვიღებ? ყოჩაღ თამაღ რა სწრაფი ხარ? ბოლოს დავყურებ დივანზე მოკალათებულ ფეხებგადაშლილ უკან თავგადაწეულ მოხარხარე ღმერთკაცს. ნუ კიდევ რამდნეიმე იყო მაგრამ ამაში ყველაზე საოცრად გამოვიდა. მობილური უცებ მოვაქციე ფურცლებს შორის მაგრამ ისე მიყურებდა მივხვდი დავიწვი და ძააან საწყლად გავუცინე -რომ ვეუბნები ჩემი ყურება გიყვარს-თქო ბრაზდება ...ჩამისაფრდა აქ და მირებს ფოტოებს- ვაიმეე ახლა ამას ჩავყლაპავ... ასეთი საყავრელი რატოა რა ჯანდაბა უნდა რა უნდა უნდა შემიწიროს ეს პატარა ბავშვი>უნდა გამიხეთქოს გული და დარცეს მატრო? აბა მე იქედან არ მოვასვენებ და -რომ ვეუბნები დემონი ხარ საზიზღარი,ბოროტი და ველური-თქო არ ესმის -იმეცადინე გოგო ! -აუუუ გამისკდა გული რა იყო რააა საერთოდ აღარ მიდიხარ? -ნწ...ვრჩები ამაღამ შენთან -კიდე რა გინდა მითხარი არ მოგერიდოს- ისე ვეუბნებია რც ვაქცევ ყურადღებას კითხვას ვაგრძელებ თან დავდივარ -შენ -ჰა?- ისე ვეუბნები ჟანგვა-აღდგენაზე ვკითხულობ მაგალითს და მერე ისე ვყირავდები მივფრინავ ჰაერში -აი მესმის სურვილის ასრულებაში მონდომება პირდაპირ გამოფრინდა - საიდანღაც ჩამესმის მისი მოგუდული სიცილი და ხელები რომ მეხვევა წელზე და მაყენებს იატაკზე აკრულს მინდა თვალებ ამოვთხარო -უსაზიზღრესი პიროვნება ხარ -მაგ უსაზიზღრესს სულ რატომ აკლებ უსიმპატიურესი,უსაყვარლესი,უნიჭიერესი ,უსექსუალურესი, უმაგრესი... -თავდაჯერებული იდიოტიც რომ იყავი ვიცოდი ,მაგრამ ნარცისიი? - ისევ იცინის და ყელში რომ მკოცნის ისე ვსუნთქავ ეღიმება ვგრძნობ -დამშვიდდი ... ისუნთქე და გონებას გათიშუვის საშუალებას ნუ აძლევ - მეჩურჩულება მკოცნის ერთ ადგილას და თითებსაც კი არ ამოძრავებს წელზე.ახლა რომ დვაიკვნესებ ძალიან დამცინებს ხო? აღარ არის...წავიდა.ისევ დივანზე ზის ისევ ისე ფეხებგადაშლილი წინ წამოწეული და მობილურში ჩამძვრალი. როცა მე ვარ მის წინ რატომაა მისი მწვანე სფეროები სხვა მხარეს მიმართული ... დაიწყე მეცადინეობაა თამარა დაიწყე რას ელოდები... ფურცლებს მაგიდაზე ვისვრი როცა ვხვდები რომ ვისწავლე ბოლო 50 ტესტიც და ხტუნვა-ხტუნვით მივდივარ დივნისკენ. არ მიყურებს ისევ რაღაცას აკეთებს და უკვე ჭკუიდან მშლის. რო არ გავიგო ვის წერს ამდენ ხანს მივაკლავ. მისკენ ვიწევი, ფეხზე ხელს ვადებ და მანამ ვიჭყიტები მობილურში სანამ გონს მოვა . ამ გორილას ფეისბუქის მოხმარება ვინ ასწავლა? კაი ვიხუმრე მეყოს. -დავასრულე...მორჩა -ვითომ? - წარბს მაღლა სწევს უცებ ტოვებს გვერდს, თიშავს მობილურს და ჯიბესი იცურებს. ჩემი ხელი მის ფეხზე სულ არაფერს ნიშნავს? მე რო სემხებოდა ჩავდნებოდი და ამაზე სულ ვერ ვახდენ დავიჯერო გავლენას? ისევ იღესბს იმ წყეულ ფურცლებს თუ მე მეჩვენება. რაღაც კითხვას მისვამს რომელიღაც გვერდიდან და ვერ ვპასუხობ- არ იცი... -კაგრი რა...რომ დავინახავ ტესტს მივხვდები -ქულის ასაღებად მიდიხარ თუ სწავლა გინდა?- ისე მიბღვერს მრცხვენია ჩავიფერფლები ახლა -კარგი რა რაში მჭირდება სტომატოლოგ ქალს ზოგადი ქიმიის შესავალი კურსი ... -რაც გჭირდება იმას ვერ ისწავლი ეს თუ არ გეცოდინება...გირეკავენ უპასუხე - მობილურს იღებს და მაწოდებს უცხო ნომერს რომ ვხედავ მიკვირს. ვინაა ნეტავ. სწრაფად ვპასუხობ და ველოდები -გისმენთ... -თამარა ქალბატონო სათნოებავ მარიამის ნომერი დავკარგე და ვერ მიბოძებთ ჩემო სულის კოკობო?-რატომ ისმის გიგის ხმა ყველგან? მეტყვსი ვინმე? რატომაა ხმამაღალზე .მომკლავს მიშოოო? ვითომ/ როგორ მიყურეეებს ასე უცებ როგორ ენთება ეს თვალები რა არის მწვანეა თუ წითელი უუფ-გესმის თამარა? -ჩემი ნომერი სად ჯანდაბაში გქონდა ...მარიამის როგორ დაკარგე -რა ვიცი მე სად მახსოვს ახლა ნომერი როდის გამოგართვი ... თამარა მეჩქარება მიკარნახე ნომერი გოგო თუ საიდუმლოების პონტში მიმალავ-იცინის ის გიჟი და მეც აღარ ვაგრძელებ ლაპარაკს ნომერს ვკარნახობ -მადლობა ტკბილოოო უი მართლა რომელზე გაქ ხვალ გამოცდა? ჩვენამდე თუ ჩვენს მერე? -11 მაქ -მე 10 საათზე მაქ რა სიდებილეა ეს რა უბედურებააა ამტკივდა ტვინი საიდან მოთხარა ეს კიტხვები იმ ქალმა ნეტა - ბურტყუნებს და ცოტა აკლია შეგინებამდე- წავედი მოკლედ გკოცნი სიცოცხლეეე ხვალ გნახავ-სანამ ენა მოვაბრუნე პირში გათიშა უკვე და მხოლოდ თვალებანთებული მიხეილი შემრცა ცხვირ წინ. როგორ წყალში ჩამეყარა მთელი ოთხი საათის შენარჩუნებული სიტკბო და სიმშვიდე? ახლა მე კი არა ის მეჩხუბება -წაიკითხე „სულის კოკობო“ - ირონიულად იცინის და ფურცლებს ჩემი მიმართულებით უშვებს. ისევ იღებს მობილურს და სადღაც რეკავს.დგება და აივანზე გადის. სიგარეტს იღებს თან და ისე ელოდება როდის უპასუხებენ. -სად ჩემ ფეხებში გაქ ეგ ტელეფონი ბიჭო წეხან არ მწერდი? ... აუუ ვაჩე რა *ლე ხარ რო იცოდეე . არ ვარ დღეს კლინიკაში-თქო არ გითხარი? ვისვენებ ... არ ვარ სახლში.რა ნაშასთან თავი ხო არ მიარტყი რამეს ენას ამოგაცლი რომ გნახავ და მერე რაზე იხუმრებ ვნახავ... საბას არა იმას რანაირად ვემსგავსები საბას შემეშვი საერთოდ იმდენი მელაქლაქე დამავიწყდა რისთვისაც დაგირეკე ... კაია თუ მისმენ მოკლედ მაშინ რომ გითხარი ვიღაცაზე მაინტერესებს ვინაა-თქო გაიგე რამე? კაი ორ საათში სახლში ვიქნები და გამოდი. არაფერი გინდა მაქ ყველაფერი ნუ მოტ*** ტვინი მაგ შენი ნატათი -აქამდე ჩუმად ელაპარაკებოდა ,მაგრმა ბოლოს ლამის დაუყვირა .მობილური ჯიბეში ჩაიდო, მოაჯირს დაეყრდნო და სიგარეტი ტუჩებშორის მოიქცია. მოწევაც რომ უხდება ეს ჩემი წარმოდგენის ნაყოფია ალბათ... ორ საათში ნამდვილად აღარ იყო ჩემ გვერდით. მე კი ვიჯექი და ვფიქრობდი ...იმედია ხვალ გალამაზებული გიგი არ შემხვდება უნივერსიტეტში.ღმერთო გევედრები სხვა ვინმეს გულისხმობდეს და ამ სისულელის გამო არ დამართოს რამე იმ ბიჭს ვის შესახებ აინტერესებდა ინფორმაცია ჩემს დემონს... ღამე ძლივს დავიძინე ,რომ გავიგე მარიამსაც ნასწავლი ჰქონდა და იძნებდა ველაპარაკე როგორც ყოველთვის მალევე ჩამეძინა მეორე დღის მოლოდინში ......... იმედია მიშიკოს წვალება წყალში არ ჩაიყრება და კარგ ქულას მივიღებ. თუმცა დიდად არ ვდარდობ პირველში მაღალი ქულა მაქვს. არა ვის ვატყუებ როგორ არ ვდარდობ.როდის იყო მე გამოცდებია რ მადარდებდა. უბრალო საკონტროლოზე მიფანცქალებს გული. სანამ დავამთავრებ სამედიცინოს მანამდე დამემართება ინფარქტი ან რამე გულის დაავადებას ავიკიდებ ... გამოცდების ცენტრში მივდივარ და შესვლისთანავე ჩემი კურსელებისკენ მივიწევ. ყველა ღელავს, იმეორებენ მე კი უბრალოდ ფანჯარასტან მივედი და დამშვიდებას შევეცადე. ვერ ვიტან რამდენიმე წუთით ადრე მეცადინეობას,მერე ყველაფერი მერევა ტვინში. -ლამასოოოო შეიძლება შენი გაცნობა?- გიგის მოგუდული სიცილშეპარული ხმა რომ ჩამესმის ყურთან გაკრეჭილი ვბრუნდები და ერთიანად ქრება ნერვიულობა -გიგიკოოო როგორ ხარ? -კარგად ანგელოზო შენ? ისე მართლა ღმერთის ნომერს უფრო გავიგებდი ვიდრე შენსას...შევაწუხე თამაღი გუშინ -უიი თამარას დაურეკე? რა ქენი ბოლოს მიაგენი იმ წიგნს? -კი ...მეორე ჩანთაში მქონია- თვალები აატრიალა და მერე ისევ გაიცინა- აუუ მაგრად ვიმეცადინე იმენა დავგლიჯავ -მე ძლივს დავწერე და შენ ქიმიკოსი როდის გახდი?- რომ ვკითხე ეგრევე დაიბნა -დამაწერინეს პასუხები -ვინ ? აბა გუშინ მითხრეს ჩვენც ახლა ვწერთო? -რა დაკითხვაზე გაგყავარ მარიამ? მქონდა პასუხები და ვიმეცადინე. გადაწერა არ დამჭირდება არ გიხარია რო არ შეგაწუხებ? ამას აქ რა უნდა- უცებ ბურტყუნებს მიშოს რომ უყურებს და წამში მშორდება. რა მხოდა ახლა ვინმე მეტყვის? ან მიშოს რა უნდა აქ -როგორ ხარ მარიამ? -კარგად...შენ რა გინდა აქ? -რაღაც საქმე მაქვს ლექტორია აქ და მერე მეც კლინიკაში მივდივარ ...გავიქეცი აბა წარმატებები - მკოცნის და მიდის. მალე ვხედავ როგორ ტოვებს შენობას ,მაგრამ მანამდე ისიც შევამჩნიე როგორ გახედა გიგის მანაც წარბები შეკრა და ვიღაცას რაღაც მიწერა. იქნებ არ იყო მიშოსთან დაკავშირებული,მაგრამ ფაქტია რომ მისი დანახვა არ ესიამოვნა. თამარას მონათხრობი გამახსენდა და აკრგად დავაკვირდი მართლა ხომ არ ჰქონდა მუშტის კვალი სახეზე,მერე საკუთარ თავზე გავბრაზდი მიშო ასე ტყუილად არამგონია ვინმეს ურტყავდეს. გამოცდაზე რომ შევედი ჯერ ავნერვიულდი,მერე დავმშვიდდი წერა რომ დავიწყე და ბოლოს ქულა რომ დავინახე ლამის ავყირავდი სკამიდან ისე გამიხარდა. ხელი მოვაწერე და სწრაფად გამოვედი. თამარა კართან იდგა და რომ დამინახა თვალები ჭყიტა -აბა? -90 % ავიღე რაღაცეები მაინც დამავიწყდა მაგრამ რა უჭირს ჩაბარებული მაქვს უკვე...ფინალური აღარ მჭირდება - ვიკრიჭები და ვეხვევი. გიგიც მალე გამოდის და რომ აცხადებს 85 % ავიღეო მაინტერესებს სერიოზულად ვინ დააწერინა პასუხები. თამარა შედის ჩემს შემდეგ და თან მიბარებს რომ არ დაველოდო რადგან მომდევნო გამოცდისთვის მომზადება მჭირდება,მაგრამ მაინც ვუცდი ვიცი მალე გამოვა. დერეფანში ვიდექი მარტო რომ გამოვარდა. ჭკუაზე არ იყო ასე პირველად გაუხარდა მგონი მაღალი ქულა -ჰა ქალო ამოიღე ხმა რა მიიღე -100% იმენნნა დავაჯინე - კისკისებს და ლოყებს მიკოცნის -მე რას მკოცნი გოგო მე გასწავლე? -ვინც მასწავლა ის არ ვიცი სადაა და აბა რა ვქნა -მე ვიცი... -საიდან იცი... სად არის? -კლინიკაში მივდივარო ლექციები ექნება იქ და მერე სამუშაოდ დარცება ალბათ... -რომელ კლინიკაში არიან რომ არ ვიცი? კაი მოკლედ რომ ვნახავ მერე გადავუხდი მადლობას...წავედით ახლა ხვალ ანატომია გვაქვ კაშმააარ მე სახლში წავედი თამარაც თავისი ბინისკენ დაიძრა. ანატომიის კონსპექტები რომ ავიღე და დავხედე საკითხებს მივხვდი რომ ყველაფერი არეული მქონდა ტვინში და ისევ უკანასკნელ დებილად შევრაცხე თავი,მერე საერთოდ თავად ლექტორზე რომ დავიწყე ფიქრი ორი საათზე მეტი ტყუილად ჩავჩერებოდი წიგნს. ბოლოს ნერვებმა მიმტყუნა და კივილით მოვიფრიალე ყველაფერი იატაკზე.თიტქოს ეს მისველიდა. ბოლო საუბრის დავიწყება ვერ მოვახერხე. რა იყო ის ...ან საერთოდ როგორ შეიძლება ასე არაფერი ხდებოდეს და თან ყველაფერი იყოს . მერე საერთოდ დამეზარა მეცადინეობა... დავწექი და დავიწყე ფილმის ყურება დასამშვიდებლად. დამშვიდება კი არა ისე შევყევი სულ დამავიწყდა ყველაფერი ,ბოლოს მაშინ შემესინდა დედაჩემმა რომ დამირეკა და მკითხა რას შვები დამთავრე მეცადინეობაო? ისე ჩავაფრინდი წიგნებს იატაკზე რომ იყვნენ მიხუტებულები ხელი აღარ გამიშვია, ორ საათში ტვინმა გათიშვა დაიწყო, მერე ვჭამე, ვიცეკვე სიმღერას ავყევი და გამოვფხიზდი. უკვე ღამის 12 საათი იყო სახლში დავბორიალებდი წყალს მეათეჯერ ვისხავდი სახეზე და კიდევ არ მქონდ აყველაფერი გადაკითხული. რომ ვიწყებდი მოყოლას მავიწყდებოდა და ისევ ვიფრიალებდი წიგნს.ბოლოს მივხვდი რომ ერთი მოფრიალება ჭირდებოდა დახევამდე და საწოლისკენ დავიწყე სროლა ,რბილად ეცემოდა უფრო. მერე საწოლში შევწექი და ისე გავითიშე სიზმარში ვნახე ის წყეული კაცი...მისი შავი თვალები რომ დარჩნენ გამოსახულებიდან მხოლოდ და ჩემს შთანთქმას ცდილობდნენ კივილით გამეღვიძა. დილის ექვსი საათი იყო,წიგნი საწოლის მეორე მხარეს იდო...ჯერ ვუყურებდი მერე ვფიქრობდი წამეკითხა თუ არა. მერე სიზარმაცემ მძლია და ძილი განვაგრძე. გამოცდა 10 საათზე მქონდ აისევ. რომ ავდექი და წავედი მერე გავიაზრე რომ არაფერი ვიცოდი კარგად. საკითხებს რომ დავხედე მინდდოა მეყვირა ... წერა დავიწყე ,მაგრამ რას ვწერდი არ ვიცოდი. მახსენდებოდა სემინარებზე მოყოლილი და მორჩა. კალამი რომ დავდე და ფურცელი ჩავაბარე მეგონა წონასწორობას ვერ დავიცავდი. მივდიოდი და თავბრუსხვევა მიმყვებოდა. თუ არ დავმშვდიდდი მე ნევროზს გავიმწვავებ ასე,დიდი ამბავი დაბალ ქულას მივირებ და მორჩება. დანარჩენი საგნები პრობლემას არ მიქმნიან მარტივად მოვაგვარებ ასე რომ ყველაფერი კარგადააა... ...... ვერ ვისვენებ... მეცადინეობას ვერ ვახერხერებ. ჩანთაში ვაგდებ ანატომიის წიგნს და გარეტ გავდივარ. დიდხანს მივბოდიალებ ბოლოს ვხვდები რაც მჭირდება და გადაწყვეტილებასაც ვირებ. სალომეს ნომერს ვკრეფ და საყვარელ დაიკოს ვურეკავ -საღამომშვიდობის ქალბატონო -როგორ გაგახსენდი -შენ რომ გაგხსენებოდი რ აიქნებოდა... -არ გირეკავ და არ ვკითხულობ გამოცდების ამბებს? შენ როდის დამირეკე უსინდისო ქალო იქნებ და რა მჭირს -რა უნდა გჭირდეს საბასთან დიდი დიდი ვნება ვერ მოთოკოთ და ძალიან გადაგღალოს...მაგისგან არავინ კვდება.ხო მართლა სად ბრძანდება სიძე ბატონი? -ჩვენც გვაქ გამოცდები...ვმეცადინეობთ -უიმეე რა უინტერესო ხალხი ხართ...იმის მაგივრად ლოგინში გასწავლოს რამე ამ უცოდინარ ქალს წიგნებთან ზიხართ? -ღამემდე ვასრულებთ კითხვას- იცინის ,საზიზრარი -ოოოოჰ მაიმუნობთ ხო? იმედია ხმა არ გადის თქვენი ოთხაიდან და დედამთილ -მამამთილს არ სტრესავთ -ნუ ღელავ შენ... არ მეცადინეობ ტავად? -დავასრულე ნახევრად... კარგად ვიცოდი ისედაც. კარგად ხსნის მარიამის ლუციფერ -ვინ? -არავინ...მოკლედ რა მინდა გკითხოთ. პრაქტიკებზე რომელ კლინიკებში დადიხართ ხოლმე? -რაში გაინტერესებს...გააჩნია რას გავდივართ -დემონი სად მუშაობს -ჰა?მომესმა? რაში გაინტერესებს ეგ? -მეტყვი თუ არა...რა მნიშვნელობა აქვს უბრალოდ მანტერესებს -მარიამის ბინასთან რომ კლინიკაა იქ -ოოჰ შორს არ დადის ბატონი თურმე იმიტომაა ყველგან ორ წუთში ...კაი წავედი მე იცელქეთ ბევრი დისშვილი მინდა- ვამატებ და ბედნიერი ვაჩერებ ტაქსს.რამდენიმე წუთში კლინიკის წინ ვდგავარ. ხალხი ირევა ეზოში, როგორც ყოველთვის კლინიკა სავსეა. შენობისკენ მივიწევ და ერთიანად მივლის ისევ ის სიხარული რაც გამოცდიდან გამოსვლის დროს მქონდა. ათას რამეზე ვფიქრობ სანამ მიმღებში მჯდომ გოგონასთან მივალ და ვკითხავ სად შეიძლება იყოს ბატონი მიხეილი. ჯერ თავდახრილია და რაღაცას წერს მერე ამომხედა მიხეილი რომ ვთქვი და შემათვალიერა -მიშოს შესვენების საათი აქვს ახლა და კაფეტერიაშია დერეფნის ბოლოს უნდა გახვიდეთ და მერე დაინახავთ -ხელით მანიშნებს და მეც იქეთ მივიწევ. კაფეტერიაში უამრავი თეთრხალათიანია, ზოგი გამოდის ზოგი სედის. სასიამოვნო ატმოსფეროა , სურნელს ვგრძნობ ნაბიჯის შედგმისთანავე. ოტახს ვატვალიერებ და ბოლოში ვხედავ ზურგით მჯდომ დაშნიანს. მის წინ მჯდომ გოგონასაც კარგად ვხედავ,როგორი მინაბული იღიმის და რაღაც ცხელს აგემოვნებს პარალელურად.როგორ მინდა ვირაც გადაპრანჭული ბოტოქსის დედოფალი იყოს,მაგრამ ისეთი საყვარელი გოგონაა სულ მიქრება გამბედაობაც და დაშნიანთან მიახლოების სურვილიც. შემდეგ ერთიანად მაწვება რაღაც ძალა და მაგიდისკენ სწრაფად მიდვივარ, გონს მაშინ მოვდივარ ჩემი დემონის გულ-მკერდზე რომ ვაცურებ ხელებს და ზურგიდან ვეკრობი. ლოყაზე ვკოცნი და ერთიანად ვბრუვდები...ამ წამის შემდეგი ჩემი ნათქვამი თითოეული სიტყვა არ ექვმდებარება განხილვას. -მიშოოო -თამარა?- დგება და ისე რომ არ მშორდება გაკვირვებული მიყურებს.არ ვაცლი სიტყვსი თქმას ისევ ვეხვევი ამჯერად უფრო მოხერხებულად და ლოყაზე ისევ ვკოცნი -100% ავიღე და ვიფიქრე რომ უნდა მეთქვა მადლობა რომ მამეცადინე - მშვიდად ვურაკრაკებ და ვუღიმი. ისიც მიღიმის და თვალები უბრწყინავს -ყოჩაღ ..კარგი გოგო ხარ- პატარა ბავშვივით მიყვავებს და თმაზე მეფერება მერე ლოყაზე მისვამს თითებს და ვინაბები. რა უცებ ქრება ხალხი ჩემს ირგვლიივ ახლა გავითშები-ისე დარეკვაც შეგეძლო -მაგრამ დანახვა უფრო გაგიხარდებოდა ჩემი ვიდრე ხმის გაგება -ჰმ, საინტერესო თავდაცვაა-თვალებს აწვრლებს ისე მიღიმის და შემიძლია დარწმუნებით გითხრატ რომ უსაზღვროდ უხარია ჩემი იქ მისვლა -ჩემთან ყავის დალევაც გაგიხარდება გული მიგრძნობს...შეიძლება საჩემო ნამცხვარიც ვიპოვოთ კაფეტერიაში -აქ დაჯექი - უცებ მშორდება სკამს წევს და მეც მაშინვე მივიწევ იქეთ .მის ხმა არ აყოვნებს და სახეწაშლილ ქალბატონს ჩემს თავს აცნობს- თამარ გაიცანი ეს ლიკაა ჩემი კოლეგა ... ორ წუთში მოვალ- მიღიმის და მიდის. -სასიამოვნოა შენი გაცნობა... -ჩემთვისაც- ცდილობს გამიღიმოს მაგრამ დიდად არ გამოსდის. შემძლებია თურმე ემოციის გამოცნობა ტყუილად მეჩხუბება მარიამი ვერასდროს იგებ შენ ხალხი რას ფიქრობსო. ზალიან კარგად ვხედავ როგორ ეჭვიანობს ეს გოგო და უსაზღვრო კმაყოფილებას ვგრძნობ. -შენი საყვარელი ყავა და შოკოლადის ნამცხვარი ...ისეთი არაა როგორც გიყვას ,მაგრამ-უცებ მეუბნება და თავის ადგილას,ანუ ჩემ გვერდით ჯდება. -შენც ჩვენი კოლეგა უნდა გახდე თამრიკო?-ეს მოიხოდა თუ რა ხდება -სტომატოლოგობას ვაპირებ ლია და შენ დასრულებული გაქვს უკვე სწავლა თუ ჯერ არა -ორი წელია დავასრულე... -უი და ახლა დაიწყე მუშაობა? -ახლა დავბრუნდი საქართველოში... გერმანიაში ვიყავი აქამდე . მიშოსაც შევთავაზე ზაფხულში ჩემთან ერთად წამოსვლა ბევრი ნაცნობი მყავს და გაუმარტივდება იქ სწავლა პერსპექტივაც დიდი ექნება შემდეგ -მიშოს თუ არ სურს მის გადაწყვეტილებაზე გავლენას ნამდვილად ვერავინ და ვერაფერი მოახდენს ასე რომ თუ აქამდე არ დაგთანხმდა არც არასდროს შეიცვლის აზრს ასე არ არის მიშოო?- ახლა ვხვდები როგორ მიყვარს ეს პაექრობა. მიშოს რომ ვუყურებ ისეთი გამომეტყველება აქვს მგონი ბრაზობს,მაგრამ ვერ გავიგე ჩემზე ბრაზობს თუ მასზე. -მიშო მე დაგტოვებ...ჩემი შესვენება დასრულდა პაციენტთან უნდა ავიდე - უცებ დგება და გადის. მე კი ყავას ვაგემოვნებ -რა იყო ეს ! -რა ? -სულელურ პროვოკაციაზე წამოგება და სიტყვებით უაზრო თამაში არ შეგეფერება ! მაშინ როცა კარგად იცი შენი ადგილი ჩემ ცხოვრებაში...უფრო სწორად უნდა იცოდე - ბოლოს ამატებს და ისე მიყურებს მინდა თვალები დავუკოცნო -რა ვთქვი ისეთი მხოლოდ ორი სიტყვა იმის შესახებ რომ აზრს მარტივად არ იცვლი...საერთოდ რაზე ვსაუბრობთ დიდი დრო გაქვს დასაკარგად ? -რაში გაქვს ხვალ გამოცდა -ანატომიაში...მარიამს არც ვურეკავ ვიცი ისე იქნება ჩამძვრალი წიგნში თავს არ აწევს.მე ბევრი არც არაფერი მაქ სასწავლი. წინა კვირაში დაგვაწერინა კოლოქვიუმი და იგივე საკითხები იყო -უცებ ვურაკრაკებ ,მაგრამ ის ისევ წარბშეკრულია და თითებს მაგიდაზე აკაკუნებს-ასე მარტივად თუ უნდა გამიბრაზდე ყველაფერზე?მე შენსავით ორ სიტყვაში მოგვარებას არ ვარ მიჩვეული და შენ ძალიან კარგად იცი ვინ დაიწყო, ვინ გამომიწვია და რაც ხდება საერთოდ -ეჭვიანობა სისულელეა და სულ არ მსიამოვნებს ეს სხვებისგან განსხვავებით არ ვარ ბედნიერი ამ ამბით. კი არ უნდა ეჭვიანობდე და ბრაზდებოდე უნდა მენდობოდე და დარწმუნებული იყო საკუთარ ადგილში ჩემს ცხოვრებაში -ვერაფერში ვიქნები დარწმუნებული ... ორი დღის წინ ვჩხუბობდი თუ გახსოვს ზედმეტად ბევრს ითხოვ ხოლმე ჩემგან -ასე ნუ მიყურებ...არც ეგრე ვბრაზობ ჩემი მოთაფვლა რომ დაგჭირდეს უბრალოდ მწყინს - ჩუმად მეუბნება და ჩემკენ იხრება- დაიკიდე...მთავარია რომ აქ ხარ ,ჩემთან და შენი სურვილით მოხვედი- ხელს ოდნავ მხვევს წელზე ისე რომ იდაყვს ფეხზე მადებს ლოყაზე მკოცნის და ცხვირის წვერს მივამს იმდენად სეუმჩნევლად აკეთებს ყველაფერს ვერც ვერავინ დაინახავს რომ მკოცნის. მერე ჩემს ხელს თავის ტორში იქცევს და მკოცნის. ისევ სწორდება სკამზე,ჩემ ხელს არ უშვებს ცერას ხელსიზურგზე ატარებს და შიგადაშიგ მკოცნის -როგორ გიყვარს ჩემი გაბრუება... უნდა წავიდე.შენი შესვენებაც დასრულდება მალე ალბათ და მეც სამეცადინო მაქვს -დარჩი ... -როგორ ... -12 ზე ვამთავრებ დღეს მორიგე არ ვარ ღამით . -ხელს არ შეგიშლი? არ მინდა პრობლემა შეგიქმნა -რთული პაციენტი არ მყავს ...უბრალოდ უნდა დავხედო ყოველ ნახევარ საათში შევდივარ ...მოკლედ თუ გინდა დარჩი -მინდა ,მაგრამ არ მინდა პრობლემა -პრობლემას შენ ვერასდროს შემიქმნი- მეუბნება ისეთი ტკბილი ხმით ჩამოვდნი და ესაა. ისევ მკოცნის ხელზე ამჯერად ხელისგულზე და მიყურებს -აბა? დარჩები თუ სახლში გაგიყვანო 15 წუთი შემიძლია გამოვიყენო სახლში მიგიყვან ზედმეტსაც არ მოვინდომებ -სამეცადინო მაქვს ...წავალ .არ მინდა გაყვანა ტაქსით წავალ- ვბურტყუნებ და ვდგები -მე გაგიყვან ..წამო -არ მინდა ... -მე მინდა ! გვერდით მომყვება და ვგრძნობ როგორ გვიყურებენ. დავიჯერო ყველა იცნობს? დერეფანშიც ესალმებიან აქეთ-იქით სწრაფად მორბენალი ექიმები და ექთნები. მისაღებში დგას ქალბატონი ლია და მიმღების გოგონას ესაუბრება.რომ დაგვინახა რაღაც ანიშნა და შემდეგ გაგვიღიმა. მიშოს გავხედე,მე მიყურებდა და საერთოდ არ გაუხედავს მისკენ. -მიდიხარ უკვე თამრო? სასიამოვნო იყო შენი გაცნობა -ჩემთვისაც... ნახვამდის -ერთი საათი კლინიკაში იქნები ხო?- უკან რჩება მიშო და ვიგებ როგორ ეუბნება ქალბატონს -მიდიხარ? კი მაგრამ ექიმი რომ ჩამოვიდეს გაბრაზდება მიშო... არ ღირს- უცებ ეცვლება გამომეტყველება და მე ისევ მიშოს ვუყურებ - მარტო რომ წავიდეს მოიტაცებენ? შეიძლება პრობ... -ლიკა კითხვა დაგისვი რჩევა არ მითხოვია -ისეთი ხმა აქვს ტანსი მცრის .გოგო ბრაზება და კბილებში ცრის პასუხს. მიშო მშვიდად ბრუნდება ჩემკენ და თავით მანიშნებს წავიდეთო -აბა პრობლემა არ იქნებაო? -ჩემი გჯერა თუ მისი..-ისევ ეს მოკლე პასუხები ვერასდროს შევეჩვევი ამას-ქურთუკი მოიცვი ცივა გარეთ- ხელში ჩაბღუჯულ მოსაცმელზე მითითებს და მეც ინსტიქტურად ვიცვამ -დარჩენაზე შემოთავაზება ძალაშია? -არა! -რატომ... -იმიტომ რომ რაღაც მიზეზის გამო რჩები და არა იმიტომ რომ გინდა -არადა თითქოს ყველაფერს ხვდები ... შენი აზრით იმიტომ ვრჩები რომ არ წამიყვანო? მე რომ მნახონ იქ მაგაზეც შეიძლება გისაყვედურონ ასე რომ გინდა შენთან ვიყო თუ არა -სამეცადინო გაქვს..რომ შემოგთავაზე დარჩენა მაგაზე არ მიფიქრია.ზეპირად აღარ მახსოვს დეტალები რომ მოგიყვე ასე რომ უნდა წახვიდე -წიგნი მაქვს...-მოკლედ ვუჭრი და აშკარად ჩემ გამარჯვეულ გამომეტყველებაზე ეღიმება. როგორ მიყვარს ბედნიერ გამომეტყველებას მის სახეზე მე რომ ვქმნი. ისევ მფარავს მისი მკლავები და პერანგზე ვეკვრი რომელსაც წამლების სურნელი ასდის, საავადმყოფოს სურნელი მაგრამ მისი სიტკბო მაინც დაჰკრავს. ოდნავ მაღლა ვწევ თავს და ყბაზე ვკოცნი -დროს ვკარგავ უკვე...მაჩვენე აბა სად ბრძანდები ნახევარი ღამე ხოლმე ბატონო დემონო -აქეთ გთხოვთ- იღიმის და ისე მითავისუფლებს გზას. მეც მივკუსკუსებ და ჩემდა გასაოცრად საერთოდ არ მადარდებს ქალბატონი ლიკა, არც სხვა ვინმე და საერთოდ არაფერი მიშოს გარდა. ანატომია კიდე აბა ჩავიჭრები და ამხელა ავტორიტეტ კაცს როგორ დავენახო მერე სირცხვილით. მესამე სართულზე ერთ-ერთ ოთახში შევყარავ .საკიდზე მის ქურთუკს ვხედავ, რამდენიმე საწოლი დგას ტყავის ზედაპირით და სკამები. წყლის აპარატი და ესაა სულ...საწოლზე ვსკუპდები,ჩანთიდან წიგნს ვიღებ ბატონი კი მტოვებს . ამ სათულზე ვიქნები და თუ რამე მიპოვი რომელიმე პალატაში ვიქნებიო განმიცხადა და წავიდა. ვკითხულობდი კარი რომ გაიღო და ვიღაც გოგო შემოვიდა -გაამრჯობა...შენ ვინ ხარ? - ისე მიღიმის მეც ინსტიქტურად ვიბადრები -მე ... -ჩემთანაა ქეთუში - მიშო შემოდის გოგოს ხმაურით კოცნის ლოყაზე და ისიც კისკისებს= სად ხარ ამდენ ხანს ქალბატონო? -შენთანაა? მე რომ მითხარი შენი ბიჭები აქ არ დამახვედრო გული არ გამიხეთქო ლაპარაკის დროს კვნესი და ისე რას იზამ წარმოდგენა არ მინდაო შე დამპალო არსებავ ახლა ხო ხარ სამაგიეროს გადახდის ღირსი? -ამოისუნთქე ჯერ...გაგაცნო თამარ კიკნაძე -თამაღ ოოოო სიცოცხლე შენ ხარ თამარი? ჰმ შე რეგვენო აქამდე ვერ მითხარი? ახლა არ მიკვირს მე რატო არ დამიწყე შებმა თურმე სვეცკებს და ორმეტრიან ფეხებზე მდგომ ქალღმერთებს არ გვაწვები და უბრალოდ საყვარელ ანგელოზებს დევნი შე ქოფაკო კაცო მე რომ ჩუმად ვარ ხედავთ ამჩნევთ ხო? შოკში ვარ და იმიტომ.... ეს არსება საერთოდ რა არის? ესეც არამიწიერია რამე? ჩემ სიგრძელ ცალი ფეხი აქვს, ენა ხომ საერთოდ . ჩემ გარდა ამას ვინმე რომ ლანძღავს კი გამიტყდა ცოტა მაგრად სასაცილო მოსასმენი კი არის და საყურებელიც მიშოს თვალების ბრიალს რომ ვუყურებ -აუუ ქეთუში ერთხელ იქნება ენას ამოგაცლი და ნახავ მერე -კაი ბაბუუუუ გოგოზე ხელის დაკარება და შენ ? ხო არ ღადაობ სიცოცხლე - წითელტუჩსაცხიანი ლამაზმანი ჩემკენ მოდის უცებ მავლებს ხელს და მიშოს გვერდით მაყენებს -აუუ იმენნა ზე წყვილი ხართ.... ია ხაჩუუუუ ლუბოოოვ -რატომ მახსენდება ამ გოგოს მოსმენისას ის გიჟი გიგი არ ვიცი ,არადა რომ შეხედავ გაჩუმებულს ერთი გადაპრანჭული გოგოა. ისეთი მაკიაჟი უკეთია მგონი სამუშაოდ კი არ მოდიოდა კლინიკაში წითელ ხალიჩაზე უნდა გაევლო -ღმერთო რა შეგცოდე ... რა სიამოვნებით ამოვაცლიდი ენას შენ ხო არ იცი -ვიცი ვიციიი ჩემო სიცოცხლე...სასიამოვნო იყო შენი გაცნობა პატარა სტომატოლოგო - მკოცნის მერე მიშოს ეხვევა ყელზე ნიკაპზე ხელს უჭერს და შუბლზ ეისე აწებებს ტუჩებს წითელი კვალი რჩება - ჩემო მუჩაჩოო მოხიბლული ვარ შენი გემოვნებით...კიდევ ერთხელ გაღიარეებ ახლა კი წავედი გინდა შენ გოგოსთან დარჩი და მე ვიქნები შენ მაგივრად -ხვალ გამოცდა არ გაქვს? -ვიმეცადინე უკვე მიშიკო ! წადი ...გიშვებ სანამ ესმაკის კუდიანი ანგელოზი ლია მოვა- ჩუმად ამბობს და მერე თვალებს ატრიალებს -ცოტა დარჩა ბარემ დავრჩები შენ სიედაც ბევრი საქმე გაქვს -უიმეე რატო ხარ ასეთი ტკბილოოო- ისევ კრუტუნებს და მერე მიკაკუნებს- იმედია ესეც ტკბილოა თორე მე დაგაშორებთ იცოდე - ჩუმად უთხრა და ამჯერად მართლა წავიდა. -ეს გოგო ვინ იყო? -ხო ვიცი უცნაურია ... საერთოდაც ერთი დიდი ამოუცნობი არსებაა . რომ თქვა რატომ არ მოგეწონეო არ გეგონოს ვუყვარვარ ან რამე . მეგობარია მართლა ... სხვათაშორის მეორეკურსელია და მასზე რომ გაბრაზდე მართლა მეწყინება მოკლედ - გასაგებია და ნუ ლაპარაკობ ამდენს... რაღაცეები მესმის მეც- მისკენ მივდივარ და პირზე თიტებს ვაფარებ .მაშინვე მკოცნის და მერე ლოყაზე გადადის -ლიკა აქ არ შემოდის ქეთუსიაც აღარ შემოვა ასე რო შეგიძლია იმეცადინო მერე ატლასი მაქვს კარგი სახლში და იმაზე აგიხსნი თუ რამე აგრევა ...გავედი ასე შემოვიდა და გავიდა რამდენჯერმე. მე კი მეცადინეობა მოვახერხე დადებით განწყობაზე დარჩენაც და დაღლილობაც ვერ ვიგრძენი. პირველად მეცადინეობის შემდეგ ენერგია არ დამიკარგავს. ქეთის კაკუნი დერეფნის ბოლოდან ისმოდა -ექიმის თანამდებობაზეა? -არა მეორე კურსელი რადგანაა ჯერ ექთნის ფუნქციას ასრულებს . ცოტამ იცის უნივერსიტეტში ამის შესახებ,რაგდან ხანდახან დადის -არავის ვეტყვი ...ჩათვალე აქ არ მინახავს -მაშივნე ვეუბნები და დერეფანში სვლას ვაგრძელებ. გარეთ გასულს სიცივის გამო კანკალი მეწყება და სწრაფად მეხვევა მიშო. მანქანაში ვსხდებით. მალევე თბება მანქანა და გზაზეც სწრაფად გადის... -ისწავლე ხო? თუ რამე ვერ დაიმახსოვრე აგიხსნი -ვისწავლე ... -ამ დროს გძინავს ხოლმე მე კიდე დაგქანცე იქ ჯდომით ... -ექიმობას ვაპირებ...კლინიკები ცუდად არ მოქმედებს ჩემზე და საერთოდაც არ ვარ დაღლილი .შენ რა გეგმები გაქვს ?უნდა დაიძინო სახლში წახვალ? -რას ვჩერჩეტობ ნეტა, ეჭვიანი სეყვარებულივით ვეკითხები რა ჩემი საქმეა სად წავა -სახლში შევირბენ ხუთი წუთი გამოვიცვლი და მერე წაგიყვან კარგი? ამოდი-თქო გეტყოდი ,მაგრამ ცუდად მახსოვს შენი ჩემ სახლსი დარჩენის მცდელობა -დავიცდი რა პრობლემაა... და ნუ მელაპარაკები ასე დაფეთებული სანამ ნერვებს არ მომიშლი მანამ არ მოგშხამავ- სიცილი მიტყდება რა გავაკეთო ,მართლა ისე მელაპარაკება გეგონებათ ელის როდის შევუტევ. ხუთ წუთში ადგილზე იყო 15 წუთში კი უკვე ჩემ ბინასთან ვიყავით როგორც ყოველთვის ჩემი ტორტი უკანა სავარძელზე იდო . მანქანა გააჩერა და გამომხედა -კარგად გამოიძინე გამოცდაზე ფხიზლად რომ იქნები უკეთესად დაწერ - ლოყაზე მკოცნის და ელის როდის გადავალ ,მაგრამ არ ვაპირებ -არ მეძინება და ვინაიდან შენც მეეჭვება დაგეძინოს და ისიც მეეჭვება ჩემზ ეუკეთესი პარტნიორი იპოვო დამეწვევი ტორტზე? მითხრეს ახალიაოო მაყვლის კომპოტიც მაქვს და შენთვის მწვანე ვაშლი -მწვანე ვაშლი? - ისე ეღიმება საკუთარი თავით კმაყოფილი ვრჩები -მოვდივარ - სწრაფად გადადის მანქანიდან და ტორტსაც მართმევს. ხუთ წუთში დივანზე ვსხედვართ ის თავის მწვანე ვაშლს მიირთმევს მე კი ჩემს ტორტს და მაყვლის წვენს. -საიდან მიხვდი რომ ეს მიყვარს? -მთელს სახლში ყველა კუთხეში იდო ერთი ცალი..ისეთ შეგრძნებას ტოვებდა თითქოს როგორც კი მოგინდებოდა მაშინვე უნდა გეჭამა. -სასარგებლოა თან გემრიელი და მიყვარს ბავშვობიდან -კიდე რა გიყვარს... -გაინტერესებს? -ერთი ხომ გამოვიცანი ასე ფონს ვერ გავალთ -გულღია საუბრები ორი იწყება?ხვალ გამოცდა აქვს ერთ გოგონას რომელზეც ჩაეძინება -რომ დავამთქნარებ წადი - ვეკრიჭები და კომფორტულად ვკალათდდები -რა გიყვარს -რა ,ვაშლი ..ვინ შენ - მიშოო -რა ვაშლი მიყვარს და შენ არ შეიძლება? სხვათაშორის ვაშლთან 23 წლიანი კავშირი მაქვს ჩვენი სიყვარული მუდმივია ვერავინ ჩადგება ჩვენს შორის -როდის გაცუღლუტდდი შენ ასე? -ჩემ განწყობას შენ ქმნი ... -სვანეთში დაიბადე? ვაშლი სად გქონდა იქ ანუ მთლად 23 წელი არ გაგიტარებიათ ერთად -აქ დავიბადე...ამ ქალაქში . სვანეთში არ ცხოვრობდნენ ჩემები მაშინ...საერთოდ წამოსულები იყვნენ აქეთ უბრალოდ ბაბუა რომ გარდაიცვალა მამამ იქაურობის მოტოვება ვერ მოახერხა და დედაც გაჰყვა უპრობლემოდ. -სვანეთში უპრობლემოდ გაყოლა ქალაქში ცხოვრების შემდგე არც ისე მარტივია -დედასთვის ყველაფერი მარტივია თუ ახლოს მამაა ... უბრალოდ მამა უნდა იყოს -ხშირად ჩადიხარ ხოლმე? -ადრე ზაფხულობით მივდიოდით...შემდეგ რაც სამედიცინოზე ჩავაბარე მხოლოდ განსაკუტრებულ დღეებში დღესასწაულებზე ან დაბადებისდღეებზე. ახლა როცა მცალია მივდივარ. -ასე რატომ მიყურებ ხოლმე -მარტო შენ არ გიყვარს ყურება...მეც მიყვარს -ვინ გითხრა რომ მიყვარს... შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ვინ არიან მიშო? და რას ნიშნავს შენთვის ეს -მნიშვნელოვანი ადამიანები ? ისინი არიან ვის გამოც ყველაფერს გავაკეთებ და ყველაფერში ყველაფერი იგულისხმება. ჩემი ოჯახისწევრების გარდა სულ რამდენიმე ადამიანია პირველი საბა იყო რომელიც შევიძინე, შემდეგ ვაჩე დაგვემატა -როგორ გაიცანი მითხარი რა -ვაჩეეე?- მაშინვე გაეცინა - ცურვაზე შემიყვანეს ჩემებმა მე . საბა ავიყოლიე იმასაც უყვარს წყალი და იქ გავიცანით. ადრეც ასეთი გიჟი იყო... მე ველური, საბა წიგნისჭია, ვაჩე არანორმალური სამი მუშკეტერი გავხდით. მოკლედ არაფერი გვაკლდა ... შეუძლებელია ვაჩესთან იყო და სერიოზულობა შეინარჩუნო,მისი ხასიათი გადამდებია. როგორც საბას სიდინჯე და დაფიქრებული ქცევა ... მერე დიდხანს არავინ გამოჩენილა სანამ გათიშული საბა არ დაგვადგა და არ მივხვდით რომ ყურებამდე იყო შეყვარებული. სალომე რომ ვნახე პირველად როგორც ყველასთან არც მასთან დამიჭერია ძალიან ახლო ურთიერთობა მაგრამ ავტომატურად გახდა ჩემთვის მნისვნელოვანი ადამიანი ,გადარეულ ვაჩეს არავინ უყვარს ზოგადად ქალი უყვარს როგორც თვითონ ამბობს- მიყვებოდა და იცინოდა. ერთ რამეს ვამჩნევ ყოველთვის,მატზე რომ საუბრობს თვალები უნათებს-კიდევ ერთი გოგოა ,რომელიც თავ გზას მირევს და რა უნდა ჩემგან კიდევ ვერ გავიგე ყველაზე ძვირფასი რაც მქონა მივეცი უკვე - ჩემკენ იწევს და თავისკენ მივყავარ -არ მეტყვი რა გინდა ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესო ქალო ყველაზე ძვირფასო და ერთადერთო? - სახეზე მეფერება და მეც წამსვე ვინაბები.თავს მხარზე ვადებ და ვეხვევი -სიყვარულს მიხსნი დაშნიანო?რა არარომანტიული ხარ -რაც შეგხვდი მას მერე სიყვარულს გიხსნი და ყველაზე რთული ასახსნელი ყოფილა თურმე,რადგან რეაქცია და პასუხი უფრო მნიშვნელოვანია -და შენ ისევ ისე მაბრუებ როგორც ყოველთვის- მის ყელში ვმალავ სახეს და თვალებს ვხუჭავ -ეძინება ჩემს თამარას -ნწ... არ მეძინება არ წახვიდე ჯერ -არ მივდივარ...- იღიმის ვიცი. ტმაზე მეფერება და შიგადაშიგ მკოცნის -ჩემი თამარა - ჩუმად მეჩურჩულება და ბოლოს რასაც ვგრძნობ მისი ტუჩების სიმხურვალეა ჩემს ლოყაზე . კიდევ ერთი საღამო რომელიც ტკბილი ძილით დასრულდა იმდენად ტკბილით რომ დილამდე გამყვა. გაღიმებული რომ ვახელ თვალებს და ისე ვათვალიერებ გარემოს ეს დღე საოცარ დღეთა ნუსხაშია შესატანი . საწოლში რა თქმა უნდა ტანსაცმლით ვწევარ ,მაგრამ დისკომფირტი წამით არ მიგრძვნია. სწრაფად წამოვდექი სააბაზანოში შევვარდი გამოვიცვალე,მოვწესრიგდი და ისე გავედი მისაღებში მერე ლამის ხტუნვა დავიწყე მიშო რომ დავინახე აივანზე . იდგა და ეწეოდა, ზურგით იდგა ვირაცას მობილურზე ესაუბრებოდა.იმ წამს გაუთიშა მე რომ გავვარდი და ზურგიდან მოვეხვიე -დილამშვიდობისა....- ლოყაზე ვაკოცე და თავი მხარზე დავადე- მეგონა წახვიდოდი -ვიფიქრე ჩემი დანახვა გაგიხარდებოდა...-მითხრა და ჩემკენ შემობრუნდა,სიგარეტი მაშინვე გადააგდო და შეუბლზე მაკოცა-მშვიდად გეძინა არადა ამბობენ ვერასდროს იძინებს გამოცდის დროსო...- მელაპარაკება და თან სახეს მიკოცნის. ღმერთო ამაზე დიდი სიამოვნება რამე არსებობს? -სიმშვიდეს შენ ქმნი ჩემ ირგვლივ- ეს ნამდვილად ვუთხარი? სულ შვეიშალე მგონი რამდნეიმე დღის წინ დემონს, გიჟს, ავადმყოფს და რას არ ვეძახდი,ის ინფორმაცია რაც მქონდა ახლაც არ გამქრალა ჩემი გონებიდან და რა ანუ დავნებდი უკვე და აღარ მაინტერესებს სხვას რას გაუკეთებს? რატომ ვიდანაშაულებ თავს იმას ვეუბნები რასაც რეალურადგანვიცდი და სრულ სიმსუბუქეს ვგრძნობ... ვბედნიერდები როცა ვხედავ როგორ ვახარებ მას. მსგავსი რამ არასდროს განმიცდია,ყველა დეტალი მოქმედებს ჩემს განწყობაზე- ვისაუზმოთ? დღეს რა გეგმები გაქვს? კლინიკაში მიდიხარ ალბათ ხო? -12-ზე უნდა ვიყო ... შენ გაგიყვან გამოცდაზე . გინდა მე მოვამზადო? -ნწ... ეგეთი ზარმაციც არ ვარ...თან დღეს კარგ განწყობაზე ვარ - მაგიდასთან ვაჯენ და ისეთი ენთუზიაზმით ვიწყებ მზადებას თითქოს პრიზს მომცემენ . მალევე ვჯდები მის გვერდით და მობილურის ხმა რომ მესმის ლამის გული მისკდება-გისმენ სალო -მიშო შენთანაა? -ხო რა ხდება? -ჰმ... რომ ეძებენ მერე რას უხეთქავს ხალხს გულს - კისკისებს და ყვირის მოვიგე ნიძლავი ქმარო ჩამაბარე წაგებულიო -გაგიჟდი შენ? -დიდი ხანია ჩემო სიცოცხლე...სენ ვერ ამჩნევ სენი სიგიჟის ფონზე თორემ. გკოცნით და მადროვე იცოდე ჯერ მე უნდა გავაჩინო ბავშვი და მერე რამდენიც გინდა ქალბატონო -რაა... შენ - რომ მივხვდი ისევ ესმოდა ხმა მიშოს სულ გავწითლდი. ჯანდაბა რატო არ ვისვამ ტონალურს! როგორ გინდა ახლა გახედა. მობილური ყურიდან მოვიშორე და დავდე -სამაგიეროს გიხდის... რაც შენ საბა გაამწარე გიკვირს კიდე რამე? -ხო მაგრამ... -რა უარესები არ გითქვამს მისი ქმრისთვის? -და ვარ მე...- ვბურტყუნებ პატარა ბავშვივით რაზეც როგორც ყოველთვის თბილად იღიმის. საუზმობის შემდეგ რაღაცეებს მეკითხება და უნივერსიტეტთან მისვლამდე ყველა საკითხი გავიმეორე ამდენ სიცილში და ღლაბუცში. მანქანის კარი თვითონ გამიღო,მარიამს ვნახავო და ისიც წამომყვა. შენობაში რომ შევედით ვიღაც ბიჭებს მიესალმა შემდეგ ვიგრძენი როგორ შეეცვალა გამომეტყველება მარიამთან მდგომ გიგის რომ შეხედა -გიგისთან რა საქმე გაქვს მიშო? -რა? -გტხოვ ახლა თავს ნუ ისულელებ...მე მართლა არ მოვწონვარ მაგას.ეგეთი ლაპარაკი იცის აი ეგრე როგორც ქეთიმ რა ....ტყუილად გაბრაზდი მაშინ-მე რომ ველუღლუღები ის იღიმის -ხომ გითხარი ერთხელ რომ სულელურ ეჭვიანობას არ ვაპირებ! ზედმეტად დიდი ვარ იმ საქმისთვის რაც 16 წლისას არ გამიკეთებია თამარა -აბა რატომ უბღვერ? -მიზეზი რომელიც შენთან არაა კავშირში ავტომატურად არ გეხება! ნუ ფიქრობ მაგაზე ...გამოცდა გეწყება ათ წუთში მარიამთან მივდივართ. გიგიც ისევე უყურებს როგორც დაშნიანი, ნუ რა თქმა უნდა მუდამ მომღიმარი გიგის სახეზე ცანს ეს ბრაზი თორემ დაშნიანის სიბრაზეს რა შეედრება. მზერით კლავს! -პრივეტ მარ...რა ქენი? -დავწერე ... -ასე განადგურებული ხმა რატომ გაქვს -ვერ დავწერე კარგად... ვერ ვიმეცადინე გუშინ-ისეთი გამომეტყველება აქვს აშკარად ცუდადაა. მაგრამ საუბარი აღარ უნდა ამიტომ კითხვებს აღარ ვაყრი -წარმატებები თამარ ქალო...მივდივარ მე მარ ხო არ გაგიყვანო? -მე გავიყვან ! შეგიძლია წახვიდე -აჰ ნებას მრთავ , სპასიბა ძმა - ირონიულად უღიმის დაშნიანს და მხარზე ხელს უთათუნებს რაზეც ისეთი გამომეტყველება აქვს ამ უკანასკნელს მგონია რომ ხელს მოატეხს. ყბა ეჭიმება და ისე უყურებს მიმავალ ბიჭს. შემდეგ მარიამს უბრუნდება -რატო ვერ იმეცადინე? ხო კარგად ხარ მარ? -კი ყველაფერი რიგზეა..დამეზარა უბრალოდ მეც მეზარება ხოლმე რაღაცეები -და სხვებიც გეზარება რაც დარჩა? -ისინი ნასწავლი მაქვს უკვე - ისეთი შეგრძნება მაქვს თიტქოს მარიამის გამოჭერა უნდა და ისიც არ ტყდება. ეს ორი გამაგიჟებს მე... -წავედი...შენ უნდა დამელოდო? -არ ვიცი შეიძლება წავიდე ... წარმატებები - ლოყაზე მკოცნის და ისე მიშვებს -მე აქ ვიქნები ...-მარიამი მეუბნება დ აისევ ფანჯარას ეყრდნობა თავით. ყველა საკითხი დავწერე და მალევე გამოვედი. ორივე დერაფანში იყო,მარიამს სახე ჩამოსტიროდა მიში კი ვიღაცას ესაუბრებოდა დერეფნის ბოლოს და თან ეწეოდა. რომ დამინახა ჩემკენ დაიძრა -რა ქენი თამრო? -დავწერე...წავიდეთ -ჩემი ჭკვიანი გოგოოო ვინ არისოო ვინოოო ნეტა ვისი დამსახურებაააოოო - მარიამი მეკრიჭება და მიშოს უყურებს -მოკლედ შხამი არ გავიწყდება...გაგებუტე -შემოგირიგებ -მაქვს ტორტი ... -მიშიკო გიკრძალავ ტორტის მიტანას... შენ ისედაც დაგიტკბა და მე რა ვქნა ახლა? მიშო არაფერს პასუხობს. წინ მიდის გზაშიც არ ელაპარაკებიან ნორმალურად ერთმანეთს. მარიამს ტოვებს და მეც მასთან ვრცები.თავად გვემსვიდობება და მიდის თან ისე სწრაფად რომ თვალიც ვერ მოვკარი ნორმალურად. ....... გამოცდის შემდეგ დერეფანსი ვიყავი გიგისთან ერთად. -რა გჭირს მარიამ? -არაფერი დამეზარა უბრალოდ რა ხდება ხალხო უნდა ჩამქოლოთ? -რას სულელობ მაია კრასავიცა ...პროსტა არ გამოიყურები კარგად...არ გიძინია ნორმალურად? თვალები დაწითლებული გაქვს და საერთოდაც რაღა ანატომია დაგეზარა -აბა მე რა ვიცი სიზარმაცეს რას გაუგებ... არ უნდა გიკვირდეს ეგ შენ -ნუ იასნია მარა მაინც...ყველა თავს აკლავს ანატომიას რო გაეპრანჭონ და შენ რა გჭირს ვაფსე არ გევასება პატივცემული ლექტორი? თუ გყავს ვინმე და მიმალავ -არავინ მყავს და არც მინდა მყავდეს...ისედაც არ მაკლია პრობლემები კაცი დავიმატო კიდევ! -ანუ კაცებს პრობლემად გვთვლი? ოო მაი გუდნეს პირდაპირ გული მომიკალი კიდევ მელაპარაკა ,მაგრამ მაინც ვერ მოვედი ხასიათზე. თამარას ველოდი მაინც არ მინდოდა სახლში მარტო ყოფნა . მიშოსთან ერთად მოვიდა, კიდევ ერთხელ დავინახე აშკარა დაზაბულობა მათ შორის და მიშოს ქცევამ უკვე გამაღიზიანა ვერ ვხვდები რა პრობლემა უნდ აგქონდეს გიგისნაირ ადამიანთან. თამარა როგორც კი შევიდა გამოცდაზე მაშინვე მივუბრუნდი -რა ხდება დაშნიანო? რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ ტამარა მართალი იყო და ნამდვილად ცხოველური ქცევა გახასიათებს ზოგჯერ -რა ქცევაზე მელაპარაკები -ვერ ვიტან როცა თავს ისულელებენ ! კარგად გამოგდის,მაგრამ მე არ ვტყუვდები უემოციო გამომეტყველებით -ემოციური მოგატყუებს სამაგიეროდ და კარგად დაფიქრიდ სანამ ვინმეს დაუმეგობრდები და გადაუშლი გულს! -რაზე მანიშნებ ვერ ვხვდები! მე შენც გენდობი და თამუნასაც ვარწმუნებ ამდენი ხანია რომ საშიში არ ხარ და შენთან მშვიდად იქნება...მაგრამ აწი არ ვიცი რა მოხდება. მე აღარ მჯერა უკვე ამის -ვერც ვერაფერში დაგარწმუნებ...-მშვიდად განმიცხადა და გავიდა. ვიცი გაბრაზდა,მერე ისიც გავაიზრე რომ ჩემი ნერვული აშლილობის ბრალი იყო ყველაფერ.გაუგებრობის რაც ჩემ თავს ხდებოდა და იმ ქაოსის რასაც ვერ ვაკონტროლებ.ყოველ დღე ვიღაცაზე ვიყრი ჯავრს ,მაგრამ ეს უფრო ამძიმებს ჩემ მდგომარეობას. თამარა რომ გამოვიდა მადლობა ღმერთს მან მაინც დაწერა კარგად . მშვიდად წავედი მათტან ერთად,მაგრამ მიშო იყო ნაწყენი. არც დამელაპარაკა ფაქტობრივად,არადა არ მინდოდა თამარას თანდასწრებით მესაუბრა ამაზე. არ მინდა მათ ურთიერთობა ტყუილად დავზაბო როცა არაფერზე ადექვატური აზრი არ გამაჩნია ისეთ მდგომარეობაში ვარ. სახლში ასვლამდე ლამის წავიქეცი. რაღაც მტკიოდა და ვერ ვიგებდი რა,უბრალოდ ცუდად ვიყავი -მარიამ კარგად ხარ? ფერი დაკარგე -არ ვიცი სააბაზანოში შევალ...მშიერიც ვარ ალბათ მაგის ბრალია. შხაპს მივიღებ...გამოვფხიზლდები სწრაფად შევედი სააბაზანოში შხაპმა ცოტა მიშელა. რაიმე ხერხი უნდა მეპოვნა თავის დასახსნელად. მსიაღებში რომ დავბრუნდი თამარა კარტოფილს წვავდა,გამეცინა და სწრაფად ჩავეხუტე.იცის რა მშველის ... -ჩემი გოგოოო ...არ დაგეზარა ამის მომზადება? -შენ თუ ეს გჭირდებოდა გასაცინებლად გეთქვა და კარტოფილის გროვას დაგდავდი ...კარგად ხარ? -კი ... უბრალოდ ემოციურად გადაღლილი ვარ და ხომ იცი ამ დროს რა მემართება . შენ არ მომიყვები გუშინ რა მოხდა? -ვაიმეეე იმდენი რამე მოხდა ისეთი ბედნიერი ვარ როგორც არასდროს. ასე მგონია პრობლემა აღარ არსებობს ამქვეყნად. ცოტა ხნით,მაგრამ მაინც -ყველაფერი რომ მომიყვა და ვუყურებდი როგორ უნათებდა თვალები კიდევ უფრო ვინანე მიშოს რომ ვაწყენინე. ბოლოს ერთად დვაიწყეთ მეცადინეობა, მარტივი იყო და მალევე დავასრულეთ შემდეგ შენთან ვრჩებიო განმიცხადა და ჩემი პიჟამა მოიპარა. ძილის წინ ფილმს ვუყურეთ და ორივეს მშვიდად დაგვეძინა. გამოცდები მშვიდობით დავასრულე,ანატომიის შემდეგ აღარც მიდარდია . პარასკევს დასრულდა და შაბათ-კვირა თავისუფალი მქონდა.მაშნვე ჩავალაგე ჩანთაში საჭირო სამოსი და სოფლისკენ გავვარდი. მიყვარს ყველაფერი რაც აქაა ეს ქვიანი გზა და უბრალოდ მინდვრებიც მიყვარს . იმდენად ჩემია ყველაფერი,იმდენად ნაცნობი და საყვარელი ყველა ქალაქს მირჩევნია. ნეტავ შემეძლოს სამუდამოდ იქ დარჩენა . სახლში რომ შევედი მამაჩემის ხმა ისმოდა რაღაცაზე ხმამაღლა საუბრობდა, დედას ეძახდა რაღაც მომიტანე მეჩქარებაო. კარი რომ გავაღე და შევედი სამივე ჩემკენ დაიძრა. სათითაოდ მეხვეოდნენ და მსაყვედურობდნენ რატო არ გაგვაფრთხილე თუ მოდიოდიო. მამას ეჩქარებოდა ამიტო მალე წავიდა , თურმე რესტორანში მიდიოდნენ ძმაკაცები და ხომ არ ალოდინებდა. დედაჩემი წუწუნებდა ამხელა კაცმა რით ვერ მოიშალა ეს ყოველკვირას ქეიფიო ისინიც ლოთები არიან სუყველაო თან ყველა რო უყვარს და გიჟდება იმათი სტუმრობისას.მე და ჩემი აყლაყუდა ძმა ვიცინოდით , ბოლოს მაგრად მოვეხვიე და დიდხანს არ მოვშორებივარ. სახლში ვახშმობას არაფერი სჯობს ,დედაჩემზე გემრიელად ვერავინ ამზადებს. მისი ხელით გაკეთებული ყველაფერი განსხვავებულად კარგია. იმდენი ვჭამე ჩემი ძმა დამცინოდა მე მეჯიბრება მგონი და არ მიმაყოლოს დედა ზედ ამ საჭმელსო. ტელევიზორის ყურებაც კი მომინდა, დივანზე დავსკუპდი და „ვანოს შოუს „ მოლოდინში ჩემი ძმის ნერვებზე ვთამაშობდი. ბოლოს რომ ამოუვიდა ყელში და ზემოდან დამეცა ჩემი კივილის ხმა ისმოდა მთელს სახლში დედაჩემის წივილიც დაერთო დამშვიდებას რომ გვთხოვდა და ბოლოს ორივეს ძალა რომ გამოგვეცალა თმები დაგვეწეწა და სიცილი-ყვირილისგან ხმა ცაგვიწყდა გათიშულები მივესვენეთ . -მომნატრებიხარ- ჩუმად ვუთხარი და ლოყაზე მაგრად ვაკოცე.თავი მხარზე დამადო და ტელვიზორის ეკრანზე გამოსახულ ჯავახიშვილს მიაპყრო მზერა. შაბათ დილით მისმა ბოხმა ხმამ გამაღვიძა,ვიღაცას ელაპარაკებოდა მობილურით და ამ სიჩუმეში ხმა ზარივით ჩამესმოდა -მე რა ვიცი ბიჭო...არ მაქ გადავქექე მთელი ჩანთა. მე დაგიწერო არა კვატი .... დაწერე თავიდან.აუ გაა*** ახლა დროზე აეგდე დაწერე და წამოეთრიე მასწავლებელთან. -რა ჯანდაბა გადოდღინებს სანდროო -ოოჰ პრინცესას ძილი უნდა? დიდი ბოდიში მე 8 ზე ვარ მასწთან - ოთახში შემოდის ჩანთამოკიდებული,მკოცნის და მიდის. მერე მეზობელი მოდის ეზოდან ისმის ლაპარაკის ხმა როგორ იოცებს მარიამი აქო? მერე გადმოვალო რაღაც უნდოდა ოსტანში ქინძი თუ ოხრახუში ან ორივე და მერე წავიდა. მე ვეღარ დავიძინებდი ამიტო ჩავიცვი და ჩავფლატუნდი ქვემოთ. აბაზანაში თვალებდახუჭული შევედი. შემდეგ მამაჩემის ბუზრუნი გავიგე და გაღიმებული შევედი სახლში. დივანზე იწვა და ბორჯომს სვამდა -ეკააა მომიტანე რა ის -რა ის ... -რა მინდა ახლა მე შენი აზით -ცეცხლი ? -აუუ თუ ავდექი ამოგაცლი ენას რა იყო შე ჩემა რას მიტრაკებ პირველად დავთვერი? მიდი მომიტანე ის -ამდენ რამეს ამბობ და ის რა ჯანდაბაა -კაი შეჩვეული ხარ ჩემი ტრუსიკში ყურებას მარა შარვალი რო მინდა არა? -ფუუ უზრდელი...შენ როგორ გამოგყევი რაა.რომ გამოხვედი ვერ ჩაიცვი შარვალი? -მარტო ზედა ეგდო იატაკზე და შარვალი ვეღარ დვაინახე -სკამზე იდო -თავი ხო უნდა შემებრუნებინა და მაგი შემეძლო მე?- დუდრუნებდა ისევ მე კიდე სიცილს ვეღარ ვიკავებდი და ვკისკისებდი-ჩუმად მარიამ გასკდა თავი -აუუ როგორ მომენატრაა შენი პახმელიააა -ნორმალურები არ ხართ თქვენ- ეკას შარვალი მოაქვს და კი არ აძლევს ესვრის. მერე ისევ საქმეს აგრძელებს,თან საჭმელს აკეთებს თან ალაგებს. მამა იცვამს და სადღაც რეკავს.ნუ რა თქმა უნდა ახლა მამიკოს ძმაკაცები მოვლენ გამოსაფხიზლებლად . ალბათ დედა ხორცის წვნიანს აკეთებს დიდი ალბათობით „ხაშლამას“ . რამდენიმე წუთში მამიკოს ძმაკაცები მოდიან ცემი დანახვა ახარებთ -ვააა ჩვენი ექიმი მოსულა...სად ხარ მარიკო ამდენ ხანს მოგვენატრე ბიძიკო -მეც მომენატრეთ ,მაგრამ რა ვქნა ევრ მოავხერხე გამოსვლა -გამოცდები აქო ეკუნამ გვითხრა ...რა ქენი მოუღე ბოლო? -შეძლებისდაგვარად -კაი ლექტორები ჩითავს მარიკო იქ? - ყველაზე ახალგაზრდა და თან უცოლო მეკრიჭება როგორც შეუძლია ბახუსზე მყოფს -შენ რომ მოგეწონოს ისეთები არა... ნახევარი დღე მათთან ერტად ვიყავი ,ისევ დალევა რომ დაიწყეს და პარალელურად ეკას ქება დიდება მივხვდი როგორ მომნატრებოდა ეს სულელური „ლოთობაც“ მერე ყველას გაახსენდა რო საქმე ჰქონდა და წავიდნენ ასე შეზარხოშებულები. ბატონი სანდროც მობრძანდა და მაგიდასთან დასკუპდა, ღვინო რომ დალია წარბები აწკიპა ეკამ და მანაც უცებ მიიღო გაოცებული გამომეტყველება -კომპოტი მეგონაა... -პატარა ლოთი ... -წავედი მე ათასი საქმე მაქ -მამა გადის და გასვლამდე სანდროს აცლის ჭიქას ხელიდან-სამეცადინო არ გაქ შენ? არც დალოდებია პასუხს ისე წავიდა. დედას ალაგებაში მივეხმარე მერე მეზობლები მოვიდნენ ყავა მოადუა, ტკბილეული და ხილი გამოიტანა და ისევ სუფრასთან აღმოვჩნდი. იმდენ კითხვას მისვამდნენ ვერ ავცდი ლექტორზე ფიქრებს. რომ მკითხეს ანატომიას ვინ გასწავლისო რა მეთქვა აღარ ვიცოდი -მკაცრია ძალიან? მთავარია ანატომია იცოდე კარგად -მკაცრი არის ... თუმცა ობიექტურიცაა ძირითადად -ქალია თუ კაცი... -კაცია.. -კაცი კი არაბიჭია 30 წლის იქნება ან ნაკლებიც ალბათ -ეკა ამბობს და ჩემი ერ-ერთი მეზობლის ქალიც მაშინვე მისახავს გეგმას რომელიც კომპოტის წვენს პირდაპირ ყელში აჩერებს და ხველა მიტყდება -ასე ახალგაზრდა თუა მარიამ გაეპრანჭე ვინ ეყოლება შენზე ჭკვიანი და წესიერი იქ ...რა დაგემართა გოგო რა გიტხარი ასეთი -სანდროს ხარხარიც რო ჩამესმა მეორე ოთახიდან მინდოდა მომეკლა. კვირას უკვე საათებს ვითვლიდი,არ მინდოდა წასვლა და ისევ თავიდან დაწყება. უკვე ერთი სული მაქვს როდის დაიწყება არდადეგები. დავიღალეე სახლში მინდა ჩემებთან .... მამას არ სცალია და სანდროს მივყავარ საღამოს მანქანით. რამდენიმე საათს რჩება ცემთან მერე თამარა მოდის და ბატონი მიბრძანდება . -წავედი აბა მე და ჭკვიანად იყავით დაქალებო - ორივეს გვკოცნის და ის ისაა სახლი უნდა დატოვოს ვიღაც რომ აკაკუნებს- ამ დროს ვინაა მარიამ? -მე რა ვიცი -აბა მე უნდა ვიცოდე? -თვითონ მიდის ჩემს წინ და კარს აღებს მიშო რომ ხვდება ჯერ წარბს სწევს მერე იღიმის -მეზობელო როგორ ბრძანდები? -ვა სანდროო კარგად შენ როგორ ხარ? არ ვიცოდი აქ თუ იყავი -მარიამის სანახავად მოხვედი თუ თამარა იცოდი აქ რომ იყო- ეს ბავშვი მაგიჟებს ხანდახან რა გველური ქცევა ააქვს ...საიდან დაასკვნა ახლა ეს. თამარას სახეზე ფერი ეცვლება და თვალებს მიბრიალებს ნეტა რა ჰგონია რო მე ვუთხარი რამე? -ორივე....შენ მიდიხარ უკვე? -ხო მეჩქარება ხვალ მასწთან ვარ ...აბა კარგად მიხედე ამ ორს ამას განსაკუთრებით თორე რაღაც ძაან დაფრინავს- ჩემზე ანიშნა თუ მე მომეჩვენა -აგაფრენ სიხარულიძე ცაში ანგელოზად... გამასწარი აქედან თვალით არ დამენახო -ვის მოვენატრები და ვინ დამირეკავს მალე ჩამოდიო ვნახავთ მაგასაც -გველო...დამპალო უზრდელო ბავშვო შენ -რა სიტყვებია ქალიშვილ გოგოს გეკადრება? სირცხვილი ...-ლიფტის ღილაკს აჭერს თითს და ელოდება .მერე მალე შერბის სანამ რამეს გავუქანებ უკვე კარის მიღმაა. -შემოვიდე? -რას მეკითხები შენ კიდე უუჰ სიძე ხარ ფაქტობრივად -მარიააამ ! არ მითქვამს მე მაგდენი ...რადგან არ ვეჩხუბები იმას არ ნიშნ... -ნუ ფრთხი ჩიტო მშვიდად - მიშო ლოყაზე კოცნის ხელს წელზე ხვევს და მიჰყავს. ვგიჟდები ამათზე მე...როგორ გაიტრუნა ქალბატონი ერთი შეხედეთ რა. მიშიკო ცოტა ხანს რჩება მერე მიბრძანდება იჟღურტულეთ თქვენო დაგვრთო ენბა და წაბრძანდა. ქალბატონს მართლა დიდხანს ველაპარაკე,მერე ჩაგვეძინა ორივეს... შინაგანად ვღელავდი როგორც ყოველთვის.ერთი კვირაზე მეტი გავიდა რაც ბატონი დამიანე არ მინახავს.ბოლო საუბრის შემდეგ ისედაც თავგზა ამერია ...ძილის წინ მაინც მეფიქრებდოა მასზე... დერეფანში მივდივარ ,შემდეგ აუდიტორიას ვუახლოვდები კარს ვაღებ და შევდივარ. მგონია რომ დავიგვიანე,მაგრამ იქ არავინაა. ცხრილს დავყურებ აუდიტორიის ნომერს ვამოწმებ და დაბნეული ვიყურები ირგვლივ როცა ზურგიდან ვიღაც მეხვევა. მისი სურნელი იმდენად ნაცნობია,მაგრამ ვერაფერს ვხედავ თვალებზე რაღაც შავი მეხვევა და გაბრუებული ორიენტაცია დაკარგული ძლიერად ვეჭიდები უცნობის ხელებს. მისი თითები იმდენად ცხელია რომ ჩემს გაყინულ სხეულს ათბობს. რაღაც ხმა ჩამესმის,მისტყვებს ვერ ვარცევ, მხოლოდ საკუთარი გახშირებული სუნთქვა ჩამესმის. სიტყვის თქმასაც ვერ ვახერხებ თიტები ურცხვად დაცოცავენ ჩემს მუცელზე სემდეგ მენჯზე მიჭერს და ქვემოთ მიიწევენ, მუცელი მეკუმშება უკან მეზნიქება საჯდომი და ვცდილობ გავიწიო. სუნთქვა ყელზე მეფრქვევა ვიღაც მკოცნის, კანს ტუჩებშორის იქცევს ენისწვერით მეხება, მკბენს მსუბუქად და შემდეგ ისევ მკოცნის.რამდენიმე ადგილას იმეორებს იგივეს მე კი უკვე უწონობის მდგომარეობაში ვარ. საერთოდ ვეღარ ვგრზნობ ვერაფერს , თითქოს დავფარფატებ. თვალებზე სახვევი რომ მძვრება და დამიანეს სახეს ვხედავ რომელიც ჩემი ტუჩებისკენ იწევს საკოცნელად ვიღაცის ხმა ჩამესმის -მარიააამ.... მარუსააა რა გაკრუტუნებს გოგო მარიამ გამოფხიზლდი? რა გესიზმრება ასეთი რომ იკლაკნები მარიააამ -მანჯღრევს თამარა და მთელს გამოსახულებას ერთიანად შლის . გონს ვერ მოვდივარ თვალებს ვწყეტ და გაოცებული ვიყურები ირგვლივ. დამიანეს გამსოახულების ნაცვლად თმაგაწეწილ თამარას ვხედავ და თვალებს ვხუჭავ. ნუთუ სიზმარი იყო...-გოგოოო ისევ იძინებ? გვაგვიანდება... არ გესმის შენ? ათი დაიწყო ათიო? ათი თქვა? ზუსტად გავიგე თუ მომესმა . თამარას ვიშორებ და ისე უცებ ვდგები საწოლიდან საბანიც მიმაქვს თან ,საბანზე მჯდომი თამარაც და ბოლოს კივილით მეცემა თავზე ნახევრად ჩაცმული ქალბატონი -ააააააააა გაგიჟდი გოგო შეეენ? -ვაიმეეე ვიგვიანებთ... გაიწიე გოგო სწრაფად უნდა ჩავიცვა -სულ სველი ხარ ქალო რა ჩაიცვა გადაივლე წყალი ეგრე სად მიდიხარ -ჰა ...ა ხო ხო ვაიმეე რა უბედურებაა ჯანდაბა შენ ჯანდაბა შენ ღმერთკაცო - ვკივი და სააბაზანოსკენ მივდივარ. სწრაფად ვივლებ წყალს და წამით ისევ მახსენდება ასეთი რეალური შეხება ...როგორ დაეცი რა დონეზე ხარ საერთოდ რა სიზმრებს ხედავ ჭკუა სულ გამოგეცალა! პირველივე კაბას ვიცვამ რომელიც ხელში მომყვა მოკლე ქურთუკს და ფეხსაცმელს . ჩანთაში წიგნებს ვყრი ყველაფერს ერთად და სარკეში ვიხედები.ისეთი წითელი მაქვს ლოყები ცხელი წყლის გამო მეეჭვება რამემ დამიკარგოს ფერი. თმას ვივარცხნი და საათს ვუყურებ.თამარა მშვიდად მიირთმევს ყავას -მიშო წაგვიყვანს..მომწერა ეგ ისე დადის ხო იცი 5 წუთში იქ ვართ ..მერ ემომიყვები რა გესიზმრა -ბოლოს მაინც არ ავიწყდება და გაკრეჭილი მოდის გასასვლელისკნ. მიშოს ვესალმები და მანქანაში ვჯდები. ქალბატონი წინ სკუპდება და ღვედს იკრავს -რა ჭირს ამას?რატოა ასეთი წითელი -ირბინა და -სად რბინა ამ წვიმაში -ოთახებს შორის...რა იყო არ შეიძლება? წწრაფად თორე დავაგვიანებთ -არის ქალბატონო ... მანქანიდან ისე გადავდივარ მადლობას სუა ეზოდან ვეძახი მიშოს .კორპუსში სწრაფად შევდივარ და უკვე სველ თმას ყურს უკან ვიწევ . ნაბიჯს ვერ გადავდგამ სანამ სუნთქვა არ დამირეგულირდება. ქურთუკს ვიხსნი რადგან უკვე მცხელა და წელში ვსწორდები. ასკარად ვიღაცას მივეჯახე, უკან თუ ვინმე იდგა რატომ ვერ გავიგე? ჩემს ყელთან რა უნდა...რა ჯანდაბა ისევ სიზმარში ვარ? სწრაფად შევბრუნდი და ჩემ წინ დამიანე რომ დავინახე უკვე სიზმრიდან სიზმარში გადასვლას ჰქონდა ადგილი -როგორ ხარ მარიამ?- არაა ნათლად ვხედავ მის სახეს, წვიმის წვეთები სუბლიდან ლოყაზე ინაცვლებს რომ შევეხო გაქრება ვითომ? რამე მოიფიქრე სასწრაფოდ -კარგად პატივცემულო თავად?- უცებ ვიწევი და ლოყაზე ვკოცნი.არადა სწრაფად უნდა შემემოწმებინა ცხადი იყო თუ სიზმარი. კადრი შენედა თუ რა არის? ინდური სერიალის გმირი ვარ თუ ტურქულის...იქნებ კატასტროფაა და მექსიკურია რამე.როდის მიმიწვიეს რატო არ მახსოვს? აი თურმე რატომაა ეს კაცი ასეთი სიმპატიური ,მსახიობია! -მარიამ -ისევ ისე მეძახის..რამე ჟღერადობა აქ ამ ჩემს სახელს თუ ეს რატო ამბობს ასე რაღაცნაირად -დიახ პატივცემულო... -რამე გინდა მითხრა თუ რატომ არ მაძლევ გავლის სასუალებას- რაო? რას არ ვაძლევ? გვერდით ვიხედები და მართლა მიმწყვდეული მყავს ...როდის მოვედი ამ კუთხეში? რანაირი შემოსასვლელია გვერდს ვერ აუვლი ადამიანს. -რა თქმა უნდა მინდა გითხრათ...მაინტერესებს რაღაც -რა გაინტერესებს?-რატომ ჩაიცინა ? რა უნდა ვერ გავიგე არ შეიძლება კითხვა მქონდეს? -გაასწორეთ ნაწერები უკვე? -არა ჯერ ...რამე მოხდა წერაზე? -არაა არაფერი როდის გაასწორებთ ? -დღეს დავიწყებ და იმედია ბევრი ნაშრომი იქნება ... -ხოო ... გასაგებია ანუ ამ კვირაში აუცილებლად გავიგებ პასუხს ...გმადლობთ ინფორმაციისთვის - უკან ვიხევ და ვუღიმი. უღიმი ახლა თორე შენც ჰოლივუდის ღიმილი არ გქონდეს მივდივარ და მომყვება... რა თქმა უნდა მასაც ხომ ლექცია აქვს .რა ტემპში მიდის ნაბიჯების ხმაც კი სასიამოვნოდ რომ მესმის ეს უკვე ავადმყოფობაა ხომ? -რა ხდება მარიამ? -რაზე ამბობთ? -არითმია გაქვს? - ისე მიყურებს მკერდზე თითქოს მე არ ვიცი სწრაფად რო ცემს გული, სუნტქვაც რო გამიხშირდა შესაბამისად და ახლა ეს მკერდი ისე ადის ჩამოდის თითქოს მექანიკურად ამოძრავებდეს ვინმე -სწრაფად ვიარე და მაგის ბრალია...კარგად ვარ არაჩვეულებრივად ...პულსის გაზომვა სხვაგვარად ხდება ისე თვალებით და თან აქ არა - ბოლოს ვამატებ და ისიც მჯაზე მავლებს ხელს - მე ბევრი მეთოდი ვიცი ...ტრადიციულ პოზებს არ ვიყენებ - პოზაო? რა პოზა რა შუაშია პოზააააა. გავგიჟდი მგონი ...ნამდვილად მაგნიტური დღეა დღეს ჩემი ქალღმერთი გაგიჯებულია - ისე გიცემს გული როგორც მიჯნურის დანახვისას შეყვარებულ ქალს -კარდეოლოგიური პრობლემები არ არსებულა მაშინ ბატონო დამიანე და ყველა გულით ავადმყოფი შეყვარებული ყოფილა! თქვენ შემთხვევით კარდეოლოგი ხომ არ ხართ -ცოტა ზემოთ ხარ ... გინეკოლოგი ვარ მე- ზემოთ ხარო??/ ვაიმე დამეცეს ახლა მეტეორი და გამაქროს . ღმერთო მომკალი ახლა ...ეს გინეკოლოგია? რატო არ ვარ ფეხმძიმედ? ან რამე მაინც მაწუხებდეს ...ციკლი მაინც ამერიოს მივიდოდი კლინიკაში ჯანდაბა ასეთი ავადმყოფი ხარ და მაინცადამაინც მსგავსი პრობლემა რატო არ გაწუხებს სიხარულიძე? -აი თურმე რატომ ვერ მიხვდით ჩემი პრობლემის მთავარ მიზეზს... ყველას თავისი პაციენტი ეჩვენება- ეს რომ ვუთხარი გაეღიმა , როგორ მოხდა ტუჩის კუთხის ჩატეხვას რომ გასცდა -მსგავსი მოჩვენებები მაწუხებს,ნუთუ ასე ფიქრობ? -რა მსგავსი ... ვაიმე სენ ამოგძვრა ენა მარიამ . თავიდან იწყებ ყველაფერს ხედავ?შეგიყოლია საუბარში ახლა კი ტლიკინებ და რომ მოგშორდება მერე ხომ დაგეწყება გულის წასვლები -მე ვფიქრობ რომ ლექციაზე დააგვიანებთ ... თქვენი სპეციალობის ექიმისთვის დაგვაინება არ შეიძლება .... -მეეჭვება რომელიმე სტუდენტს ნაადრევი მშობიარობა ჰქონდეს დაწყებული ... -წ....ბიც დაღვრილი აქვთ შეიძლება ... რომ იგვიანებთ -რომ ვიგვიანებ თუ ლექციაზე რომ ვარ... აი მე უკვე მოვედი შენ იფიქრე მაგაზე და ლექციაზე რომ შემოხვალ მიპასუხე- თვალს მიკრავს და აუდიტორიაში შედის.რაოოო? როგორ შეუძლია ასე ჩემი სიტყვებით თამაში და სიტუაციის სათავისოდ გამოყენება. ნეტა რა მაცინებს...მარა საოცრად მომაკეტინა და სასაცილო იყო რა ვიცი არ იყო აბა? რა მიხარია ნეტა გამაგებინა... მესამე ლექციამდე გაკრეჭილი ვეგდე . ყველას ვეკრიჭებოდი ყველის ვაჭარივით. გიგი ჩამოვიტოვე მგონი, ენა ვერ გავაჩუმე ლამის გამომაგდეს ლექციიდან. ვიღაც ორი დღის წინ დეპრესიის საწყისებს ამცნევდა და ახლა რა დამემართა. ღმერთკაცის ნახვამ მიშველა ვითო?თუ ჩემმა ქალღმერთმა რომ გაიღვიძა და გაიფურჩქნა ისაა მიზეზი. ფაქტია ანატომიაზე რომ შევედი და წინა მერხისკენ დავიძარი პატივცემული ფანჯარასთან იდგა და წვიმას უყურებდა. უყვარს ნეტავ? სულ იყურება ხოლმე წვიმის დროს გარეთ. კაბაზე ხალათი მოვირგე და ჩემს ადგილას დავჯექი. ის ისევ ფანჯარაში იყურებოდა. ბოლო სტუდენტიც შემოვიდა კარი მიხურეს, ზარი ჯერ კიდევ არ იყო დარეკილი ამიტომ საუბრობდნენ, ზოგი რაღაცას კითხულობდა .მოკლედ ლექტორს არავინ აქცევდა დიდად ყურადღებას. შემდეგ ზარის ხმა გაისმა, ინება ყურადღების გადმოტანა ჩვენზე. მოიცა მე არ მიყურებს? ჩხირები და კოლბები ერთად ამოაცალეს იმ შავი თვალებიდან? -თქვენი ნამუშევრები გავასწორე და ქულებს გეტყვით...აქტივობის ქულებთან ერთად -გაასწორეთ? -ბოლოს შესრულებული ტესტი და კოლოქვიუმები - მიყურებს და წარბშეკრული მეუბნება მიხვდა რომ ეჭვი შევიტანე მის სიტყვებში. - გამოცდის ნამუშევრები არა! აქტივობის ქულებშია კოლოქვიუმის შედეგები ...ტესტს ცალკე გეტყვით დაიწყო და აღარ დაასრლა ჩემთან რომ მოვიდა მერე გადავიტანე ყურადღება მასზე -სიხარულიძეს ჰყავს 0, 8, 8, 9, 10, 9, 8 შემდეგ დაასრულა სხვების ნიშნებიც და თავისი ბლოკნოტი აიღო შავი ყდით. -ტესტირებამ დამაკმაყოფილებელზე მაღალი შედეგი აჩვენა ჩვენთან ... იმდენად რომ დეკანი აღფრთოვანებული დარჩა . ეს იმას არ ნიშნავს რომ მე ვარ კმაყოფილი...უკეტესადაც შეიძლებოდა .ისევ წაიკიტხა ქულები და ჩემი გვარი რომ გამოტოვა ლამის ავიღე სკამი და თავში ჩავარტყი. -მე რა მივიღე პატივცემულო? -შენი ნაშრომი დეკანს აქვს...სხვა 100% ნამუშევრების გვერდით -როგორ? -ყველა კითხვაზე სწორი პასუხი გეწერა მარიამ -მე? -მარიამ სიხარულიძე ხართ კიდევ ვინმე? მილოცავდნენ მერე ბავშვები . თიტქოს ჯილდოა დაწესებული ისე „გაუხარდა „ ზოგს. რამე წავართვი მათ და არ ვიცი? -დამატებით ინფორმაციას დეკანი მოგაწვდით დღეს... დიდ დარბაზში ყველანი მიდით აუცილებლად ! ზარიც ირეკება და ყველანი ემშვიდობებიან ლექტორს. მეც ხალათს ვიხდი, ვკეცავ,ჩანტაში ვდებ. ქუთუკს ვიღებ და გასასვლელად ვემზადები რომ მაჩერებს -კითხვაზე პასუხს არ მეტყვი? -სხვების ნაცვლად პასუხს ვერ გაგცემთ პატივცემულო ჩემზე კი მაგ მხრივ ვერ მოქმედებთ ... -მხრებს მახლა ვწევ ძალიან დამწუხრებულ სახეს ვიღებ .თავს ვუხრი წამით და სემდეგ უკანსვლით მივდივარ-კარგად ბრძანდებოდეთ პატივცემულო გაბრაზებული მიყურებს მე კი ვუღიმი და ბოლოს ოთახს ვტოვებ. დარბაზში ვზივარ და ველი დეკანს. რა ხდება ნეტავ გამაგებინა,არ მიყვარს დამატებითი თავსატეხები ათასი საქმე მაქვს რა დროს შეკრება იყო. თან მთელი დარბაზი გაივსო მგონი ყველა პირველკურსელი იყო ვინც ანატომიას სწვალობს. რომ დაიწყო ამ ქალმა ხო აღარ გაჩუმდა ,არადა მგონია მე ვიცი ბევრი ლაპარაკი თურმე სად ხარ მარიამ. ბოლოს საქმეზე გადავიდა მთელს უნივერსიტეტზე,დეკანატზე,ლექტროებზე, პროგრამებზე და ჩვენს სწავლების მეთოდებზე საუბარი რომ დაასრულა -ყველა თქვენგანმა დაწერა ტესტი რომლის საშუალებითაც წამყვანი საგნის,ანატომიის ზოგადი ცოდნის შესახებ ინფორმაცია მივიღეთ. რამდენიმე სტუდენტმა მაღალი შეფასება მიიღო , მინდა გამოვარჩიო ჩვენი ახალი ლექტორის ბატონი დამიანეს სტუდენტები მაღალქულიანებს შორის სწორედ ისინი ჭარბობენ . აშკარად მონდომებულია ჩვენი ახლაგაზრდა ლექტორი ... გადავწყვიტეთ წაგახალისოთ ასეთი მაღალი შედეგებისთვის და თქვენს საყვარელ ლექტორთან ერთად ორდღიანი ლაშქრობა შემოგთავაზოთ. ტურთან დაკავშირებით მაია გაგესაუბრებათ მე დიდად ვერ ვერკვევი ამ ამბავში - ესენი ღადაობენ თუ რა უბედურებაა სად ანატომია და სად ექსკურსია თუ ჯანდაბა...რამელაშქრობება,ანატომია უნდა ვისწავლო აბა რა უნდა ვისწავლო სამედიცინოს სტუდენტმა ნეტავ ინგლისური? ფრანგული თუ ისტორია ან კიდევ ქართული ლიტერატურა ... მინდა გავიპარო მაგრამ დამიანეს ვხედავ და ისე შევყევი მის თვალეირებას და მისი მიმიკების შესწავლას მგონი ბოლო გავედი იქედან. -როგორც იქნა მე და შენ ერტად წავალთ სადღაც... - თამარა აჟიტირებულია და გიგიც უერთდდება ამ ორს ერთმანეთზე გადავაბავ და სადმე მოვისვრი -რა დროს ლაშქრობაა ხალხო .... ფინალურის მერე რომ იყოს კიდე ხო -არ უსმენდი გოგო? აბა ახლა რა დროს ლაშქრობაა წვიმს ჩამოდის ცა ძირს... მაისში წავალთ -ან წამოვალ ან არა..მაისში თუ უნდა წავსულიყავით რატო იჩქარეს ვერ გავიგე...ზოგი მეორე სემესტრში სულ ვერ გადავა საერთოდაც ვიჭრები იქნებ ...რა ჭკვიანები არიან ვგიჟდები -შენ ყველაფერსი პრობლემას როგორ ხედავ მე მაგაზე ვგიჟდები -არ მოვდივარ აქედანვე იცოდეტ და არცერტმა გამაგონოთ ხმა...მიწაზე ძლივს დავდივარ სწორ გზაზე და მთაში ხეტიალისთვის ვერ გავწირავ თავს. მინდა ექიმი გავხდე აქაურ სამყოფელში და იქ რო არ იყოს სწავლება ზეცაში მერე მე რა ვქნა ? -გიჟია ეს ხო ? -ცოტა...იცის ხოლმე ხანდახან ზედმეტად ემოციურია ხოლმე -წავედი მე ... სამეცადინო მაქვს -ორივეს ვაკოცე და სწრაფად დავტოვე შენობა. ისეთი წვიმა იყო ლამის მთლიანად გავიწუწე. მაღაზიაში ვიყავი რვეულის საყიდლად სანამ მოსაცდელთან მივიდოდი გზა უნდა გადამეჭრა,ისეთი წვიმა იყო ძლივს ვიხედებოდი, ტვალებდაწვრილებული მოფუზული გავრბოდი მუხრუჭების ხმა რომ გავიგე და ფეხზე შეხებაც ვიგრძენი აი ზუსტად დაამუხრუჭა ,მაგრამ მე ხო გამისკდა გული და მოვკვდი იქვე. მანქანისკენ რომ გავიხედე და უზარმაზარი ჯიპიდან ჩემი პატივცემული ლექტორი გადმოვიდა იქვე ჩაკეცვა მომინდა,რატო არ დავარტყი თავი? -მარიამ!- ვაიმეე სად დამთავრდა შენი სიცოცხლე მარიამ სიხარულიძე? ახლა ხელით მოგკლავს მანქანის მაგივრად.არადა აშკარად ჯობდა მეორე ვარიანტი...რას აკეთებს რატომ ვერ ვსუნთქავ სახეზეც აღარ მაწვიმს...ის რა ის ..ის მეხვევა. იმდენად ძლიერად რომ სუნთქვაც მეკვრის . გაშესებული ვდგავარ ,ის კი რაღაცას ლუღლუღებს და მხოლოდ მაშინ მშორდება როცა ყურს სიგნალის გაბმული ხმა მხვდება. საცობი შეიქმნა ჩვენ გამო შუქს ირეკლავს წვეთები და თვალები ისევ მეხუჭება . მისი თითების მკლავზე მეხვევიან -წამომყევი - არც კითხვაა არც თხოვნა,ბრზანებაა რომელსაც ინსტიქტურად ვერმორჩილები.განა მქონდა შეწინააღმდეგების ძალა ან სურვილი? ჟრუანტელი მივლიდა გაყინულ სხეულში ის კი სურლიად სველი მოთავსდა გვერდით სავარძელში და სწრაფად გააქროლა მანქანა ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით. გული ისე მიცემდა სხვა ხმა აღარც კი მესმოდა, მხოლოდ მის სველ სახეს აღვიქვამდი .მერე სადღაც გააჩერა ,ღრმად აოისუნთქა და თავი საჭეს მიაყრდნო ახლაღა შევამჩნიე როგორ ჰქონდა დაჭიმულ მთელი სხეული . არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავით ასე იქნებ დიდი დრო გავიდა ან სულაც რამდენიმე წამი ,თვალები დახუჭული მქონდა ისევ ჩახუტებისგან მიღებული სითბო ტრიალებდა მთელს სხეულში. -მე უნდა წავიდე ... -როგორც კი ამოვილუღლუღე მაშინვე გამომხედა სულ წითელი ჰქონდა თვალები არ მომეწონა,მისი შავი სფეროოების ირგვლივ წითელი ფერი -უნდა წახვიდე... უნდა წახვიდე ხო -წამოიწია და დაჰიპნოზებულივით გადმოიხარა ჩემკენ,მიყურებდა და გაყინულ თითებს სახეზე მისვამდა, ლოყიდან თმაში შეაცურა -დამიანე - თვალებმილულულმა ამოვიჩურჩულე და რომ გაჩერდა ფრთხილად შევხედე.თავი ოდნავ გვერდით გადაეხარა და ისევ ისე მიღიმოდა „ჩემი ღიმილით“ -დამიანე მე -ჩშშ ...-ამჯერად ტუჩებზე შემეხო სულ ოდნავ მეხებოდა მისი თითები ისიც წამით შემდეგ მტევანზე გადაინაცვლა ფრთხილად მომიჭირა თითები,თმას ისევ არ უშვებდა ახლა კი ხელისგულზე მაკოცა იმდენად ხანგრძლივად ,ფრთხილად და ნაზად რომ სიამოვკნებისგან სხეულში გამცრა. თვალები დახუჭული ჰქონდა, მერე ერთბაშად მომშორდა, ისე მოკალათდდა თითოქს არაფერი მომხდარა, არც სველი იყო, არც დრო გადიოდა .უბრალოდ მანქანა დაძრა და წავიდა -სად მივდივართ მე...სახლში უნდა წავიდე -სახლში მივდივართ - მშვიდად მიპასუხა და ჩემი უბნისკენ რომ გადაუხვია ორ წუთში გაოცებისგან არ ვიცოდი რა მეთქვა. აშკარა იყო რომ მისამართი მშვენივრად იცოდა, კითხვას აზრი არ ჰქონდა . მანქანა პირდაპირ სადარბაზოსთან გააჩერა, ისევ ისე ძლიერ წვიმდა ... გააჩერა საჭეს ხელები მოაშორა და მუხლებზე დაიდო. გამომხედა,მიყურებდა შემდეგ მეც გავხედე . უნდა გადავსულიყავი ,უნდა მოვსორებოდი მშვდიად სუნთქვა რომ შემძლებოდა ჩემს შებოჭილ სხეულს თავი რომ დაეხსნა ,მაგრამ იმდენი კითხვა მქონდა იმდენი რამ მინდოდა ეთქვა და მაინც ვერაფერს ვამბობდი.იქნებ პასუხები ისედაც ვიცოდი, იქნებ მისი თვალები ყველა სიტყვას ერთად შეკრებილს სჯობდა . მადლობა უნდა მეთქვა? მხოლოდ მადლობა მოყვანისთვის? რომ შეწუხდა? სისულელე იქნებოდა . ბოლოს ისევე ვუპასუხე როგორც თავად მპასუხობს ,გავუღიმე და მანქანიდან გადავედი. უკან არ მიმიხედავს, სადარბაზოსკენ გავიქეცი. რამდენიმე ნაბიჯი და უკვე შენობაში ვიყავი,მანქანის ხმა ისევ არ მესმოდა . როცა ლიფტთან მივედი მხოლოდ შემდეგ ჩამესმა ძრავის ხმა მე კი ოთხ კედელში მივიმალე... მთელი დარჩენილი დღე მისი მზერა, ქცევა,ჩახუტება და გაღიმება მიტრიალებდა თვალწინ. ვუყურებდი წიგნებს და მის გამოსახულებას ვხედავდი. მეორე დღეს მოვედი გონს... დილაადრიან გამეღვიძა . მზე ჯერ კიდევ არ იყო ამოსული , ფარდები გადავწიე და ბალიშში ჩაფლული ვუყურებდი როგორ ნათდდებოდა ნელ-ნელა არემარე . ვფიქრობდი განვლილ დღეზე. დილიდან რომ საოცრად დაიწყო და დავასკვენი რომ ჩემი სიზმრები ყოველთვის რაღაც საოცრებას მაუწყებს. ვხვდები რომ ყოველი თავდაჯერებული გამოსვლის შემდეგ რაღაც ისეთს მიმზადებს ბედი რაც უკონტროლოს ხდის სიტუაციას და უბრალოდ დინებას მივყვები. ვინ წარმოიდგენდა რომ მაინცადამაინც იქ გამახსენდებოდა რომ რვეულების მარაგი გამომელია და სწორედ უნივერსიტეტის წინ საკანცელარიოსი მომინდებოდა შეძენა ,არ დავიზარებდი თავსხმა წვიმაში გზის გადაჭრას და შემდეგ სწორედ დამიანე გამოჩნდებოდა სწორედ იმ დროს ... მისი ქცევა გამაოგნებელი იყო...უსაზღვროდ სასიამოვნო და უბრალოდ ბედნიერება იმის გააზრება რომ ჩემ გამო ამდენად ღელავდა, მისი თვალები ,წითელში ჩაფლული შავი სფეროები იყო პასუხი. ასე უბრალოდ მისი თვალებია ჩემთვის პასუხი ...ყველა კითხვის და ქცევის ახსნა შეუძლებელია ამის თამაში,წარმოუდგენელია მოგეჩვენოს და ვერ მიხვდე მათ სათქმელს. საოცარ განწყობაზე ვიყავი , უნივერსიტეტშიც ვასხივებდი ბედნიერებას ,მერე რა რომ ასე არ უნდა გამომეხატა და საერთოდაც არ უნდა გამხარებოდა ამდენად . მერე რა რომ სხვა რამეზეც უნდა მეფიქრა,მიხაროდა და არ მინდოდა ამ გრძნობასთან ჭიდილი. ლექციაზე მშვიდად ვიჯექი, ვუსმენდი სრულიად ანატომიაზე კონცენტრირებული. ლექციის შემდეგ მანიშნა რომ საუბარი უნდოდა და პირდაპირ მერხს მიეყრდნო და ზემოდან დამაცქერდა - კომპენსაცია მჭირდება -უკაცრავად? -გუშინ წვიმაში მივდიოდი მშვიდად , მუსიკის ჩართვას ვაპირებდი რომ გადმომიხტა ერთი სიფრიფანა გოგო წინ და ლამის მკვლელად მაქცია მორალური ,სულიერი ტრამვისთვის როგორმე უნდა მივიღო კომპენსაცია... -მოსამართლე გვჭირდება ... ბრალეულობა რომ დამიმტკიცოს -თავს დამნაშავედ არ თვლით ჩემს წინაშე? -დუმილის უფლებას გამოვიყენებ -რადგან არგუმენტები არ გაქვთ თავის დასაცავად ...ვინაიდან შენ უფანტაზიო ბავშვი ხარ და ვგრძნობ რომ ვალში დარჩებით ჩემთან ... -შემოთავაზება გაქვთ? ნუთუ -დიახ,დამაცადეთ გითხრათ მარიამ -სერიოზულ ტონს ინარჩუნებს და აგრძელებს. როგორ გინდა ყურებამდე გაბადრულმა არ უმზირო -გისმენთ -მზად ხარ მოისმინო განაჩენი? -მოსამართლეც და მსხვერპლიც ერთად გინდათ იყოთ?-შევიცხადე უცებ -რა საოცრებაა როცა მე ვარ მსხვერპლი შენ კი დამნაშავე ყველაფერი ერთად მეხვევა ირგვლივ და მთელი სხეულით ვიღიმი,მგონია რომ ყველა ნაწილით გამოვატავ ემოციას. მისგან წამოსული ტალღა საოცარი მუხტით მავსებს -შემიძლია მოსამართლე თავად გავხდე თუ სასჯელი გადამტებული იქნება -ნუთუ...- იღიმის „ჩემი ღიმილით“ როცა ვემზადები „სასჯელის მისაღებად“ მეუბნება - მოსამართლე სათათბიროდ უნდა გავიდეს - თვალს მიკრავს და კაბინეტში შემოსულ სტუდენტებზე მანიშნებს. იძულებული ვარ გავიდე ასე გაურკვეველ ვითარებაში დავტოვო აუდიტორია და ისევ მასზე ვიფიქრო მთელი დღე მგონია რომ უბრალოდ იხუმრა და მორიგი არაფრისმომცემი საუბარი იყო. უკვე უნივერსიტეტს ვტოვებდი მისი მანქანა რომ გაჩერდა, გადმობრძანდა და მანიშნა რომ მელოდა . მისკენ წავედი და შევეცადე დამეიგნორებინა ჩვენსკენ მოპყრობილი ათასი მზერა. -მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა...აღსრულების დროა -აღსრულებამდე ბრალდებულს უფლება აქვს... -ჩემი კანონები დანაშაულის სიმკაცრეს ითვალისწინებს და პირდაპირ აღსრულებაზე გადავდივართ რისთვისაც ჩემს კიდევ ერთ დაზარალებულ საკუთრებაში უნდა გადაინაცვლოთ...ძლივს გავწმინდე სველი სავარძლები -ღმერთო ჩემო ... დანაშაულის გრძნობა მთელი ცხოვრება თან გამყვება -იმდენად მხატვრულად გამომდის ფართოდ ეცინება/ კარს მიღებს და მეც ვჯდები . შემდეგ ტავად თავსდდება და მანქანას ძრავს. კიდევ კარგი მიშოს მსგავსად არ დაქრის თორემ ვერც გავიგებდი სად მივყავდი. რაღაც მშვიდი მელოდია ისმოდა სალონში, რასაც მისი სურნელი ემატებოდა. შეიძლება ადამიანს ყველაფერი უხდებოდეს? როგორ შეიძლება მანქანის მართვის დროს მოგწონდეს, ის როგორ ატარებს საჭეზე თითებს, როგორ ამოძრავებს ხელებს -ბრალდებული სასჯელის დამძიმებას აპირებს ვგონებ -როგორ თუ დამძიმებას -მოსამართლეს ზედმეტად ცბიერი მზერით აკვირდება იმდენად რომ მოსამართლე ითრგუნება ... მეტიც ჰგონია რომ ეს უკანასკნელი ფიზიკურადაც იძალადებს მასზე -მოსამართლე ხშირად ცდება ,როდესაც საქმე ამ კონკრეტულ დამნაშავეს ეხება და მეტიც მისი ბრალდებები ხშირად სიმართლეს მოკლებულია -მოსამართლემ ძალიან კარგად იცის დამნაშავის ნამდვილი სახე და ის არასდროს გამოიტანს ვერდიქტს მის საზიანოდ - მიცხადებს და ისე მიყურებს მგონია რომ მოკრებილი ძალა , მუხტი და ემოცია ერთიანად შებოჭა და წამართვა. -ნუთუ ... -სამსჯავროზე მოვედით ...-მიცხადებს და მანქანას აჩერებს. ჩემთვის უცხო ადგილას ვართ, მანქანიდან მშვიდად გადავდივარ და გვერდით მივყვები. საკმაოდ ცივა , ხელები მეყინება და ჯიბეებში ვიწყობ . რაც ა რუნდა გასაკვირი იყოს არც კი ვღელავ როცა კარს აღებს და ჩემთვის უცხო შენობაში შევდივარ. თბილი ჰაერი სწრაფად მეტაკება სახეზე და მსიამოვნებს. საოცრად მყუდრო კაფეში ამოვყავი თავი , ჩემი მოსამართლე ფრთხილად მადებს წელზე ხელს და მიმართულებას მაძლევს. დახვეული კიბით ზემოთ ავედით ტყავის სავარძლები იდგა მაგიდის ირგვლივ , უამრავი ფერადი ყვავილი და კლასიკური მუსიკა . მაგიდასთან მოვთავსდდი ქურთუკი გავიხადე და წინ მჯდომ დამიანეს მივაპყარი მზერა -აქ მართავ ხოლმე სასამართლოს? პასუხი ვერ მივიღე მიმტანი გოგონა მოვიდა ისე მისცა შეკვეთა არც უკითხავს მე რა მინდოდა ამ კაცის დომინანტობა ყველაფერში ზოგჯერ ნერვებს მაწყვეტს ,მაგრამ მაინც არ მიჩნდება გამოხატვის სურვილი . -ცხელი შოკოლადი აქ ყველაზე გემრიელი გამოსდით...იმედია გიყვარს .ამინდსაც უხდება -ფინჯანს თითებს შორის იქცევს და ცხელ სითხეს აგემოვნებს. მაგიდაზე დადგმულ ფინჯანს დავყურებ, სასიამოვნო სურნელი ნესტოებს მიწვავს, ცხელი ორთქლი ამოდის თითებს მითბობს და სასიამოვნო შეგრძნებას მგვრის. ფანჯრიდან ვუყურებ როგორ იწყება ისევ წვიმა ,ფოთლები ჰაერში ტრიალებს და წვიმის წვეთებს ეჯახება . -ასეთი სასჯელი თუ გაქვთ ყველასთან დანაშაულის რიცხვს გაზრდით პატივცემულო -მე მხოლოდ შენთან შეიძლება ვიყო მსხვერპლი- არ ველოდი ამ პასუხს. მშვიდს, დამაჯერებელს -მაბნევთ დამიანე ...ქაოსს იწვევთ ჩემს გონებაში და იქნებ მითხრათ როგორ ვუშველო თავს -აუცილებლად ! როდესაც საკუთარ გონებაში გავაქრობ შენს შექმნილ ქაოსს მაოგნებს...მაკვირვებს და იძულებულს მხდის მის სრულიად განსხვავებულ საუბარში ჩავერთო . ისევ ქუჩას ვუყურებ, ცხელ სითხეს ვაგემოვნებს რომელიც მთელს სხეულს მითბობს და საოაცრად მშველის -და ბოლოს რა არის ჩენი აქ ყოფნის მიზეზი ? რა გგნებავთ ბატონო დამიანე? - უბრალოდ დამიანეს და მარიამის საუბარი ... არა ბოროტი ლექტორისა და ჯიუტი სტუდენტის -ნამდვილად სწორად მოიქეცით როდესაც სასჯელად გააფორმეთ ეს შეხვედრა -ასე გეშინია?- ისევ მაკვირვებს მისი პირდაპირი შეკითხვა . რადგან ვიცი რას გულისხმობს, მაგრამ საინტერესო ის არის რომ ის ხვდება ყველაფერს და კარგად იცის რაზე უნდა მესაუბროს -მეშინია ...შენ არა? -იმის არა რისიც შენ -„უბრალოდ დამიანე და მარიამის“ გარდა რა არის თქვენი შიშის მიზეზი - შენ ! -როგორ მე გაშინებთ?-თავს ვერ ვიკავებ და ლაღად ვკისკისებ -შენი ფიქრები... გრძნობები და მომავალში მისაღები გადაწყვეტილებები მაშინებს -ნამდვილად გამოხვედით ლექტორის ამპლუიდან !- ხმა მიწყდება და შველას ისევ ცხელ სითხევს ვთხოვ,მაგრამ უმწეო ხდება ისიც ზის და მიყურებს ,ისე თითქოს ჩემს დახატვას აპირებს და ყველა ნაკვთს იმახსოვრებს ... -უბრალოდ რომ დაივიწყო ჩემი სტატუსი და მშვიდად მესაუბრო არ გინდა? -მშვიდად ვარ... -მარიამ, ისეთი დაძაბული ხარ სუნთქვაც კი არ გაქვს მშვიდი -ასე მარტივია ჩემი ქცევის გამოცნობა? ჩემი ფიქრების ... და ამ კმაყოფილი ღიმილით ცქერა -მხოლოდ იმიტომ მიბრაზდები რომ შენს გულწრფელ რეაქციებს ვხედავ ? შენი რეაქციები და ქცევა გადაშილი წიგნივითაა,მათი წაკითხვა მარტივია ,მაგრამ იმის გამოცნობა თუ რას მეტყვი, რად გააკეთებ ყველაზე რთულია -არ უნდა გაინტერესებდეთ ეს ყველაფერი ... გადაშლილ წიგნსაც არ უნდა დააკვირდეთ უბრალოდ უნდა დახუროთ და სხვა უფრო საინტერესო იპოვოთ.თქვენი გემოვნების შესაფერისი ,სათქვენო -მარიამ ... - იცი რა მემართება ასე რომ მეძახი ხომ?! -მხოლოდ ის ვიცი რასაც გამოხატავ ...რისი დანახვის უფლებაც მომეცი მე მეტი მინდა -ერთგვარ გაცვლას აკეთებ? შემიძლია კითხვები დაგისვათ და გავიგო როგორი ხარ ? -თუ არ გაინტერესებს ნამდვილი დამიანე შემიძლია გავჩუმდე ...მაგრამ მაინც არ გაგიშვებ! - კარგად იცი რომ არ მინდოდეს აქ არ ვიქნები და არაფერ შუაშია გაშვება არგაშვება - იმდენად არ გინდა შემომიშვა შენს ცხოვრებაში ყველა ღონეს ხმარობ ... მებრძვი მეც და საკუთარ თავსაც -დამარცხებისთვის ვარ განწირული ?! უპირატესობას ფლობ ,მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს.გგონია რომ ეს საუბარი რამეს შეცვლის? სასოწარკვეთილს ჰგავს შენი ქცევა. თუ გგონია რომ შენი მონათხრობი ჩემზე გავლენას მოახდენს ... ყველაფერი თუ გავიგე შენს შესახებ ინტერესს დაკარგავ მანამ თუ არ მოახერხე ჩემს არსებაში დამკვიდრება ვერც ვერასდროს მოხერხდება ეს და არც იქნება შესაძლებელი ! დასრულდა ცხელი შოკოლადი და სასჯელის მოხდის დროც- მაგიდას ხელისგულებით დავეყრდენი ,ზემოდან დავყურებდი .თვალებში მიცქერდა ჯერ ყბები დაეჭიმა სფეროები უფრო გაუმუქდა ისე დაებერა ძარღვები მეგონა რამეს დამიშავებდა,მაგრამ ყველაზე ძლიერი იმიტომ იყო რომ სიმშვიდის პოვნა,თავის შეკავება წამსვე შეეძლო. მისი ტვინი ყველაფერს მალევე ადექვატურად აღიქვამდა და როგორც სხვა დროს ახლაც „ჩემი ღიმილით“ დამაჯილდოვა. -ეს ღიმილი...ეს ღიმილი ჩემია იცოდე ! -შენ მთლიანად ჩემი ხარ ! ვიღაც აპირებდა დასრულებას...მან კი ისევ თავად დასვა წერტილი საუბრის ბოლოს და ძალიან მშვიდად დაიძრა გასასვლელისკენ. ასევე მშვიდად დაძრა მანქანა და ისე დასთამაშებდა სახეზე ღიმილი თითქოს ამ აფსურდული საუბრით რამე შეემატა ჩვენს ურტიერთობას ,რა ახარებდა ასე ვერ ვხვდები. იქნებ ახლა ვარ ზედმეტად დატვირთული ემოციისგან იმ გრძნობებისგან რის დაიგნორებასაც ვცდილობდი საუბარი რომ შემძლებოდა . ვიცი მთელი საღამო გაბრუებული ვიქნები და ისევ იქ იმ თბილ კაფეში ვიქნები დადიანის წინ მჯდომი მისი მზერით მონუსხული . ....... მიშოს გვერდით ყოფნა ერთი დიდი ბედნიერება... არ ვიცი ნებისმიერი დეტალი როგორ მახარებს,მაგრამ ყველაფერი ერთად იმდენად ძლიერ ემოციას ქმნის მგონია რომ მის გვერდით ყველაფერი შემიძლია. მეცადინეობა როგორც კი დავასრულე გადავწყვიტე ჩემი მუშაოისგან გადაღლილი დემონი მომენახულებინა. ჩაცმას ვასრულებდი მობილური რომ განათდდა -„მშვიდად იძინე ქალბტაონო ხვალ გნახავ „ ვინ იძინებს თორემ კი ბატონო. რომ არ მივწერო დამირეკავს ვიცი და ხმაზე შემატყობს რომ ვატყუებ და არ ვემზადები დასაძინებლად. ამიტომ მივწერ“მეგონა კლინიკიდან აღარ გიშვებდნენ , ახლა ნამდვილად მშვიდად დავიძინებ“ -„ტკბილი ძილი,დაგესიზმრები ! „ - საზიზღარი თუა რ ხარ მისურვე მაინც რომ დამესიმზრო , ეს დემონი პირდაპირ მიცხადებს, ნეტავ ჩემი სიზმრების მართვა ეხერხება თუ მართლა რატომ მესიზმრება სულ როცა ჩემთან არ არის . -„მე სიზმრად გნახავ შენ მთელი ღამე ჩემზე იფიქრებ! „ აღარ მწერს.უკვე ტაქსის ვაჩერებ და მისამართს ვეუბნები. რამდენიმე წუთში კლინიკასთან ვარ. პირდაპირ მესამე სართულისკენ მივდივარ და თან ვღიღინებ. დერეფანში რომ აღმოვჩნდი ქალბატონი ქეთევანის ნაბიჯების ხმა გავიგე ვიღაცას ესაუბრებოდა არ ვიცნობ იმ ექთანს ,რომ დამინახა გაიცინა -თოჯინააა როგორ ხარ? მოგენატრა პრინცი და მოხვედი ხომ? - მეხვევა კარგი დაქალივით და წარბებს ათამაშებს -კარგად შენ როგორ ხარ ქეთი? -მე მუდამ კარგად ვარ ჩემო საყავრელო... შენი პრინცი დერეფნის ბოლოს პალატაშია რთული პაციენტი ჰყავს კარგია რომ მოხვედი დაეხმარები ცოტას თორემ აშკარად დიდი დაპირისპირება იქნება ნატოსა და ლიას შორის -ნატო ვინ არის? -პაციენტი ... - მაშინვე მპასუხობს მე კი მობილურზე საუბარი მახსენდება როგორ უთხრა ვაჩეს რაღაც ნატაზე და ცოტა ვბრაზდები ,მერე გართობის სურვილი მიჩნდება ამდენმა სიტკბობ დიაბეტი არ დამმართოს. მიშიკოს შეშინების დრო დადგა -ასეთი გამომეტყველება რატომ გაქვს? მე მეგონა ეჭვიანობისგან იფეტქებდი და თავს დაატეხდი ქარიშხალს ბატონ ტირანიკოს -ვერ ვეჭვიანობ...მინდა ,მაგრამ არ გამომდის -როგორები ხართ საერთოდ ... ისიც ვერ ვაეჭვიანე სულ არ აქვს რეაქცია არაფერზე ! მგონი ვინმესთან რომ გნახოს მაინც არ დაიჯერებს რა გაუკეთე ასეთი ვერ მეტყვი? ან ეს რატომაა ასეთი ჭკვიანი ან მე რა დავაშავე - ბოლოს ისე თავისთვის ჩაილაპარაკა ვერაფერი გავიგე რას გულისხმობდა. მერე გაიღიმა ისევ მაკოცა და წავიდა . მე კი ბოლო კართან დავდექი,კედელს მივეყრდენი და დაველოდე . დიდხანს არ დამჭირვებია ლოდინი მალევე გამოვიდა, ჩვეული არაფრისმთქმელი გამომეტყველება ჰქონდა, ხელში ურცლები ეჭირა კარი გამოხურა და რომ დამინახა აი მერე კი ბევრისმთქმელი იყო მისი სახე -თამარა ...აქ რა გინდა? -ვიფიქრე სიურპრიზს გავუკეთებ-თქო ...გაეხარდება ჩემი ნახვა ამდენი ხანია კლინიკიდან არ გამოსულა გავულამაზებ საღამოს ჩემი კომპანიონობით-თქო ...ამდენ ხანს მაგ პალატაში რას აკეთებდი? მძიმე პაციენტია ძალიან ? არ გინდა მაჩვენო ?მაინტერესებს ძალიან -გამახარე ...მაგრამ ასე გვიან რომ დადიხარ ხომ იცი არ მომწონს ! რატომ არ მითხარი თუ მოდიოდი - ჩემკენ მოდის და მკოცნის -მომენატრე, შენ? -უზომოდ - ოხრავს და ცხვირს ლოყაზე მიხახუნებს მერე სურნელს ღრმად ისუნთქავს და წამსვე მშორდება- ოთახში დამელოდე ... მალე მოვალ -პაციენტს არ მაჩვენებ? მოხუცია? -არა ახალგაზრდა გოგონაა ... -ხოო? რა სჭირს? -ინტოქსიკაცია ... -რით? -ჩემი ნაცნობია ... -ყოყმანის შემდეგ რომ მეუბნება მაინც მინდა ჩავეხუტო და ბევრი ვაკოცო. ისეთი სახით მიყურებს თითქოს შემოტევას ელოდება -როგორი ნაცნობი? მეგობარია თუ ნათესავი? -არცერთი ... -შენ რა შენს ყოფილს მკურნალობ აქ ? რომელიც კაცმა არ იცის რისი მაღალი დოზის გამო წევს აქ? იმედია შენ გამო არ მოიწამლა თავი ... -აქ უნდა მეჩხუბო?! -ოჰ რა თქმა უნდა მე ხომ სიმშვიდე მევალება შენთან ვარ და როგორ შეიძლება ისევ იმპულსური ვიყო ...საერთოდ არ მჭირდება საუბარი მივდივარ! გყოლია აქ გოგო რომელსაც მოვლა სჭირდება უფრო დიდხანს დარჩი მალე გამოკეთდდება -ჰმ.--. ჯერ მიყურებს წარბებს კრავს მერე თავს გვერდით ხრის და იღიმის -რა არის აქ სასაცილო... ჩემი გაბრაზება მოგენატრა და სიამოვნებას იღებ ხომ დემონო -არა ეს შენ მოგენატრა ჩემი მიწასთან გასწორება და გინდა გამაგიჟო ... რისთვისაც დაისჯები ხომ იცი ! დროზე გამოდი როლიდან და წამომყევი - წინ მიდის და გვერდულად მიყურებს - თუ გინდა უცებ შეგირიგდე ამ მაიმუნობისთვის? -მაიმუნობად თვლი ამას? როლში ვარ ...როლში ? -მე შევალ ყავას გავამზადებ დავივიწყებ მომხდარს და დაგელოდები შენთვის არ მოვამზადებ...მალე უნდა წახვიდე სახლში- მიცხადებს სრულიად მშვიდად და კარში უჩინარდება. მაგიჯებს! ხომ ვთქვი რომ მაგიჯებს ...წკუიდან გადავყავარ...როგორ მიხვდა ,საიდან დაასკვნა რა თქმა უნდა ისე ვერ ვეჩხუბე როგორც ვიცოდი ...იქენბ გამომეტყველებაც არ მქონდა შესაფერისი . ჯანდაბა შენ დემონო ... როგორ ჩამიშალე ყველაფერი .ოთახში შევდივარ მაგიდასთან მოკალათებულს ვუყურებ ყავას ურევს კოვზს მშვიდად და თითებს მაგიდაზე ათამაშებს -როგორ მიხვდი ! -თვალები გყიდიან ... -ასე მარტივად? -რით ვერ შეეჩვიე იმ ფაქტს რომ ვერასდროს მომატყუებ ... არაჩვეულებრივად გიცნობ -ეს მე ვარ გადაშლილი წიგნივით გულღია და ემოციური თორემ ვერც ვერაფერს მიხვდებოდი ! -ტყუილის თქმა რომ არ შეგიძლია ... კარგი რომ ხარ და ბავშვური მაგიტომ ვარ შენი -ჩემი ? სუულ ჩემი ?! -როგორი ეგოისტი ბავშვი ხარ მოკლედ... ცუღლუტი ,მაიმუნი და მაინც არ წყვეტ -კარგი ...მორჩა ახლა უბრალოდ ჩამეხუტე მართლა მომენატრე -ასე ნუ მიყურებ ... რამდენჯერ გითხარი ცუდად მხდი - სწრაფად დგება და თავისკენ მიზიდავს. ლოყაზე მკოცნის,შემდეგ თვალთან ახლოს - მგონია რომ ტირილი გინდება ამ დროს და მტკივა -ისე მეუბნება გული მეკუმშება.როგორ შეუძლია ასეთი იყოს ...როგორ ! -არარსებული ხარ ... მხოლოდ ჩემთვის არსებობ შენ ჩემი საოცარი დემონი ხარ -ხელებს ყელზე ვხვევ და ძალიან ბევრს ვკოცნი ,ორივე ლოყას ვუკოცნი,ნიკაპს, ყელსაც ვწვდები ის კი იცინის -ბავშვივით მკოცნი იცი? კ-მე ვარ ბავშვი თუ შენ -მე მგონია თავი ბავშვი ... თავზე გადამისვი კიდევ ხელი და კარგი ბიჭი ხარო მითხარი ! -ბუზღუნა ხარ შენ იცი? სულ არ გაკოცებ აწი -მე გაკოცებ მარტო ...- არ მაძლევს უკან დახევის საშუალებას და ჩემს ყელში ეფლობა- აი აქ გაკოცებ კანთან ჩურჩულებს ტუჩები მეხება ,მაგრამ არ მკოცნის...-შეიძლება აქაც ...ვერ გადავწყვიტე დაფიქრება მჭირდება ...რამე მირჩია მაინც -მაწამებ...დაისჯები -წამება კვნესის გარეშე? -იღიმის ვგრძნობ,რატომაა ასეთი ბოროტი სულ არ ვეცოდები . ხანდახან სულ არ მიახლოვდება და ზოგჯერ რომ წამოუვლის სანამ არ ჩავადნები მკლავებში მანამ არ მშორდება - არც თხოვნაა შეწყალების შესახებ...დანდობა მთხოვე -როგორ ვერ გიტან ... -ცუდი გოგო...ცუდი თამარა - ამბობს და ენის წვერით მეხება კანზე თითქოს გემოს უგებს შემდეგ ისე იქცევს კანს ტუჩებშორის და ქაჩავს მოულოდნელობისგან ჩუმად ვკვნესი შემდგე მკოცნის და იმდენად ნაზად მეხება თითქოს წამის წინ ველურივით არ მეტაკა ...გიჟი არანორმალური თავხედი კაცი ეს -დემონოოო -როგორც კი მშორდება და იცინის მაშინვე ვბრაზდები გაბუტული ვკრავ მკერდზე ხელს- დამცინი ხომ? საზიზღარი ხარ ღირსი ხარ შენივე წესებით გებრძოლო -არც იფიქრო...მე არ მაქვს მოთმინების უნარი ესეც ზედმეტია ჩემგან .შემომეჭმები -უცებ აყოლებს ხელებს მხვევს და ძლიერად მეხვევა-შენ გამოწვევას მე ვერ გავუძლებ ! -იარაღს მიგდებ ხელში ფაქტობრივად -რომელიც მანამ არ უნდა გამოიყენო სანამ უკიდურესად სასურველს არ ჩათვლი ...დრო რომ მოვა მაშინ - თავზე მკოცნის და მერე ამ ცურლუტს ასრულებს. უბრალოდ მასთან ჩახუტებული ვზივარ საწოლზე კედელს მიყრდნობილი და თმაზე მეფერება -მაინც ვინ არის ის გოგო? -არც არავინ იყო და მითუმეტეს ახლა არ არის ! -კარგი ...და ლიკა რატომ არ გამოჩენილა ამდენ ხანს? -არ მიყვარს როცა თავისი ადგილი არ იციან და ყველას ვასწავლი სად უნდა იყვნენ და რისი უფლება აქვთ ! გასაგებია ?! -მერე ასე მარტივად იგებენ? -საუბარი მეხერხება საკუთარი დამოკიდებულების გამჟღავნებისთვის არაფერი მითქვამს ,მხარზე დავადე ისევ თავი და გავიტრუნე. დერეფანში კაკუნის ხმა რომ გაისმა ორივე მივხვდით ვინც მოდიოდა,კართან შეჩერდა და დააკაკუნა -შემოდი ქეთო -დარწმუნებული ხარ? ნახევრად შიშვლები არ დამხვდეთ იცოდეთ- თვალებზე ხელი აქვს აფარებული იცინის და თითებს შორის იხედება - გვრიტუნებოოო ასე ბარტყს ვერ გააკეთებთ თქვენ ...ყავა მინდა თორე ჩამეძინება მალე ისეთი უინტერესო პაციენტები მყავს -ის ნაავარიები ბიჭი აღარ გელაპარაკება? -ნუ გამახსენებ ...როგორც შენ იტყვი ტვინი მოტ*** რატომ არ ესმის ზოგს რომ არ მევასებიან მითუმეტეს ფეხმოტეხილი. არც ისეთი მიმზიდველი ღირსება აქვს ყველაფერთან ერთად -ამას რომ ამბობს თვალები შუბლზე ამდის . თითონ კი ისევ იცინის და ყავის მომზადებას იწყებს. მიშო თვალებს ატრიალებს და ხვნეშის ის კი აგრძელებს- აუუ მიშუნია მიშიკოოო არ გინდა გავცვალოთ პაციენტები? შენ მიხედე იმას არ გინდა? მე ვაფშე ყველას დავიტოვებ -მე არ მაქვს პრობლემა,მაგრამ ყველას ატანა უნდა შეგეძლოს - ვერაფერს რომ ვეუბნები ნერვები მეწეწბა შენსავით დასტონი კი არ ვარ ბაბუუუ ... წავედი ახლა დაგტოვებთ ...შეგიძლია წაიყვანო თამაღი როცა გინდა აქ ვარ მე ..არ გინდა არფერი ვიცი რო გიყვარვარ - თვალს უკრავს და მიკაკუნებს ისევ -ბავშვის მონათვლაზე პრეტენზია მექნება იცოდეთ ოდესმე თუ მოახერხებთ რამეს-გასვლამდე იძახის და კარს ხურავს -სულ ასეთია? -მთელი დღე ...როგორ არ იღლება მიკვირს -პოზიტიურია ადამიანია ... ერთეულებს შეუძლიათ მხოლოდ მტელი დღე კარგ განწყობაზე ყოფნა მითუმეტეს ასეთ სტრესულ ადგილას.ახლა მართლა მოვიდა ჩემი წასვლის დრო თორემ ჩამეძინება -წავედით ... -აუუ ისევ? ერთხელ მარტო რო გამიშვა არ გინდა? -ერთხელ რომ არ იწუწუნო იმაზე რაც მაინც იცი რომ მოხდება არ გინდა? -საზიზღარი ხარ იცი? -საყვარელი ხარ იცი?- ბოლოს მაინც ვნებდები და მივდივარ აბა რა ვქნა . რა თქმა უნდა 15 წუთში უკვე სახლში ვარ ბატონი აივანზე რომ მხედავს მხოლოდ შემდეგ მიბრძანდება თითქოს ვინმე მომიტაცებს ბინაში ასვლამდე. საწოლში ვწევარ უკვე მობილური რომ ამღერდა. ვინ იქნებოდა თუ არა ბატონი მიხეილი -მითხარი რომ ახლა მაინც იძინებ -უნდა დამესიზმრო და ვიძინებ... შენ არ შეწყვიტო ჩემზე ფიქრი დაივიწყე ირგვლივ მყოფი ლამაზი ექთნები და პაციენტები -დიდი ეშმაკუნა ვინმე ხარ თამრო -ძილს მიფრთხობ დემონო ...არ გათიშავ? -ნწ ...დაიძინე შენ მე გისმენ -ძილში არ ვლაპარაკობ შენ წარმოიდგინე -ვიბუტები ის კი იცინის-საზიზღარო -დადე მობილური ბალიშზე შენ სუნთქვას უნდა ვუსმინო ! -არა ხარ შენ ნორმალური სუნთქის მომსნეა რაღაა -ნეტავ თუ დადეგა ის დღე უბრალოდ რომ შეწყვეტ კამათს და დამემორჩილები -რა დამაძინებს როცა ვიცი რომ აქ ხარ და შემიძლია გელაპარაკო -მაშ ვილაპარაკოთ -სამსახურში ხარ და გამოგაგდებენ მანამ სანამ პირველ ხელფასს მოგცემენ -საქმეს ვასრულებ პირნათლად ასე რომ პრეტენზიას არავინ გამოთქვამს... -ხვალ რომელ საათზე მიხვალ სახლში? -დილით როცა გადავაბარებ პაციენტებს სხვას... -მერე რამდენ ხანს იძინებ? ხვალ რა გეგმები გაქვს? -კარი ღია მაქვს ხოლმე და თუ გინდა მძინარეს მიყურო მობრძანდი -შენი ყურება რათ მინდა ნეტავ...მითუმეტეს როცა გეძინება -ახლა მაინც მიყურე მძინარეს თორემ მერე ჩემზე ადრე ჩაგეძინება ჩემს მკერდზე თავდადებულს -ღმერთო ჩემოოო - შევიცხადე უცებ და ხმა ვერ გავაკონტროლე ის კი იცინოდა -მგონი ახლა აღარ დაგეძინება ..ბალიშის ნაცვლად ჩემი შიშველი გულ-მკერდი რომ წარმოიდგინო არ დაგეხმარება? -არ ვიცი მე შენი შიშველი-გულ მკერდი ! -ყველაზე დიდ სისულელეს რომ ვახეთქებ როგორ არ გაიცინებს -ლიფტში რომ გავშიშვლდი მაშინ ბრმა იყავი ? არა მე რომ აგიხილე თვალები ვიცი ,მაგრამ -ბოროტი ხარ...ნამდვილი სადისტი . უზრდელი,ტუტუცი ბიჭი -ჰმ, მაოცებ! ასე უცებ გაიხსენე და წარმოიდგინე ხო? ეგრე ძალიანაც ნუ მოეხვევი ბალიშს არ გასკდეს და ბუმბულები არ გადმოცვივცდეს -შენ...შენ ყველაზე ცუდი ხარ უზრდელოო ლუციფერ -ახლა გაკოცებდი მანდ რომ ვიყო -საკმარისად მაკოცე დღეს...ლოყები დამესუსხა სულ მაგ შენი წვერით -ამჯერად მაგ დაბუშტულ ტუჩებს მივხედავდი ...ფერმკრთალია ცოტა აწითლება მოუხდება -ახლა თუ ტუჩზე იკბინე დაშნიანო რომ გნახავ გეფიცები მოგათლი მაგ ტუჩებს -მეტი ბრაზი დამანახე ჩემო ქალღმერთო... ემოცია დაგაკლდა სულ ცოტაც და დავიჯერებ -არანორმალურო ... ვეხუტები ბალიშს და მობილურს გვერდით ვდებ... -საბანი დაიფარე ,სიცივეა -შენ დარწმუნებული ხარ რომ კლინიკაში ხარ? -კამერა მაქვს მანდ და გიყურებ... -ყველგან კამერებია დავიჯერო? რას შვებიან შენი პაციენტები -სძინავთ მშვიდად -შენ რას აკეთებ..დერეფანში დადიხარ? -ხო ნაბიჯების ხმა გესმის? -ისეთი ხმა აქვს მაგ ფეხსაცმელს ისმის...მარტო ხარ? -ქეთუშა დასაძინებლად გავუშვი...ერთ ორ საათს დავასვენებ სიმშვიდეა მაინც. ხვალ ლექციები აქვს -შენ როდის გაქვს გამოცდები... -ორშაბათიდან მეწყება -მერე არ უნდა იმეცადინო? -გადავხედავ ხვალ ღამე ... -სულ არ ღელავ? -წითელ დიპლომს მაინც ვერ ვიღებ და რაზე ვინერვიულო ...გამისწორდება ყველაფერი რომ დავწერო და ჩავაბარო ,მაგრამ ნერვიულობად არ ღირს -ახალ წელს სად იქნები? -სვანეთში ... შენ? -მამამ ახალ წელს სიძე პირველად იქნება ჩვენთანო და გრანდიოზულ ვახშამს გეგმავენ ... მაშინ რომ დაათრო საბამ ახლა უნდა ჩავახრჩო ღვინოში ვის გაუბედა მაგ ლაწირაკმაო - რომ გამახსენდა მამას სიტყვები მეც გამეცინა დაშნიანიც ხმამაღლა იცინოდა -აუუ რა სერკინებას ვტოვებ ...კი დალევდა მამაშენის ღვინოს კაცი -შენ რა იცი ... -საბას ჰქონდა სიმამრმა 50 ლიტრიანი მიპადარკაო -მთვრალი როდის იყავი ყოველ დღე გელაპარაკებოდი -აუცილებლად ისე უნდა გავილეშო სიტყვები რომ ამერიოს? -ეგრე ყოფილხარ ოდესმე? ალბათ ორი დღე სვამდი ...ნეტავ ღვიძლო როგორ გიძლებთ -რა ვიცია რ მაწუხებს ჯერ და მერე ღიპი რომ მექნება სიბერეში დავანებებ თავს..რა გაცინებს -ღიპიანი წარმოგიდგინე -აღირე რო ეგრეც მოგწონვარ -დათვს გავხარ...სულ არ მომწონხარ -როგორ გავსუქდე ახლა თორე დაგიმტკიცებდი რო ყველანაირი მოგეწონები -მე რომ მოვიმატო წონაში მოგეწონები? -უფრო მოიმატო ?სასწორის გატეხვას აპირებ? რა საზიზღარია ღმერთო ...როგორ გამიბლატავდა მეხუმრება აქ სულ და დამცინის .ჩემი წვალების ხერხებს ცვლის სულ. -აი თურმე რატო არ მღალატობ...გამხდარი გოგოები არ მოგწონს. გავავრცელებ ინფორმაციას და მოიმატებს ყველა წონაში -მერე რომ გიღალატო? შენზე ფუმფულა რომ გამოჩნდეს ვინმე?-დამპალიი როგორ მიშლის ნერვებს -მე ერთადერთი ვარ და თუ მიღალატებ შენი ტვინის დეგრადაციაზე მიგვანიშნებს ეგ ამბავი -მაოცებ ხანდახან... ხვალ მოხვალ? -არ ვიცი ... -ხომ იმეცადინე უკვე..ხვალ რას აკეთებ -დასვენება გჭირდება..მითუმეტეს გამოცდა გაქვს ორშაბათს -დიდი საწოლი მაქვს...შენც დაეტევი და არ შემიშლი ძილში ხელს -არ დავწვები მე შენს გვერდით -საწოლთან რამე გართულება გაქვს? მაგიდაზე ვერ გავწვები ნამდვილად ..ვერც იატაკზე ფუმფულა ხალიჩა მაქვს ,მაგრამ ისეთი დაღლილი ვარ ახლა იქ ძილი არ მინდა -როგორ გითხრა ახლა კიდე რო არანორმალური ხარ -კარს ღიას დავტოვებ -ვინმე რომ შემოიპაროს და მოგიწვეს გვერდით ? მერე შეცდენილს მიგიღებ გგონია? -მერე მე ვარ გიჟი... -გულიანად იცინის მე კი თვალები მეხუჭება - ჩემი გული არ გიღალატებს არასდროს შენთანაა უკვე და თავად თუ არ გაანადგურებ ვეღარაფერი დამაშორებს შენთან - მესმის მისი ხმა ,იმდენად თბილი ტემბრი აქვს ამ დროს იავნანასავით ჩამესმის .გააზრებას ვერ ვახერხებ ბოლო სიტყვების ,ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჩემთანაა ,გვერდით წევს მისი მშვიდი სუნთქვა ჩამესმის და ერთიანად ვდუნდები, ლამაზია სიზმრები დაშნიანთან ერთად... კვირა დღე ნამდვილად თავისუფალი მქონდა. დრო გამყავდა,ვცდილობდი დაშნიანის სახლისკენ ნაბიჯი არ გადამედგა. რა არ გავაკეთე ,ლამის მტელი სახლი დავალაგე ყველაფერს შევუცვალე ადგილი. ყველა საგანი თავიდან ვიმეცადინე ბოლოს გიჟივით წამოვვარდი ჩავიცვი ,ჩანთა ავიღე და რამდენიმე წუთში კორპუსის წინ ვიყავი ასვეტილი. მარიამი მომკლავს რომ გაიგებს იქ ვიყავი და მასთან არ ავედი,მაგრამ შემოვირიგებ როგორმე! ლიფტში შევდივარ და ის რამდენიმე წუთი ნერვებს მაწყვეტს... ასე როგორ შეიძლება მომნატრებოდა.მისი ბრალია დარწმუნებული ვარ მთელი დღე განგებ არ შემეხმიანა , მაგრამ ჯანდაბას ისე იყოს როგორც უნდა არ ვარ მისი ნახვით შეწუხებული ... კართან მივდივარ და სახელურს ვწევ.ღია მხვდება, არა ხომ ვიცოდი მელოდა-თქო ! .ჩუმად მივაბიჯებ , აშკარად არ არის არც საძინებელში,არც სამზარეულოში და აივანზე. სააბაზანოდანაც არ გამოდის ხმა. ანუ საძნებლისკენ მიწევს წასვლა ,ისევ ჩუმად მივაბიჯებ ,კარს ფრთხილად ვაღებ და შევდივარ. ფარდები ცამოფარებული აქვს, ოთახში ისეთი სიბნელეა ძლივს ვარჩევ მის სილუეტს,რა გასაკვირია ამდენ ხანს რომ სძინავს . საწოლი მართლაც უზარმაზარია, ბატონი შუაში წევს ხელები ბალიშზე აქვს მოხვეული საბანი მხრებამდე წვდება სიშველი ბეჭები და მხრები მოუჩანს . საწოლზე ავდივარ , მგონი არც კი ვსუნთქავ რომ არ გავაღვიძო არადა როგორ მინდა ჩავეხუტო . მისი მწვანე სფეროების ელვარება მინდაა დავინახო. ახლაღა ვამჩნევ რომ წვერი გაპარსული აქვს, ჯერ თვალში მეხამუშება მერე რომ ვაკვირდები ასეც მომწონს უფრო უკეთ უჩანს ნაკვთები, თითქოს ტუჩებიც უკეთ გამოიკვეთა . მეჩვენება თუ ისე მსვიდად აღარ სუნთქავს, გაიღვიძა დავიჯერო? არადა როგორ ფრთხილად შევედი ისეთი დაღლილი იქნება ასე მალე როგორ გაიღვიძებდა. ამ ფიქრებში ვარ ბალიშს რომ აშორებს ხელს ჩემს წელზე გადმოაქვს და თავისკენ მიზიდავს ,წამოკივლებას რომ არ დავაყოვნებდი ხვდებით ალბათ . მის მკლავებში მოქცეული აღმოვჩნდი ,ბალიშის ჩანაცვლება საოცრად გამოუვიდა -მიშოოო -რაოო თამარაა ... -ისე ახლოსაა ალბატ სულ წითელი ვარ, სუნტქვაგახსირებული და თვალებგაფართოებული საოცარი სანახავი ვიქნები. უფრო იხრება და ლოყაზე მკოცნის ჯერ ტუჩთან ახლოს სემდეგ კოცნით მიუყვება ყურისკენ ყბაზე გადადის , ყელზე და აქ უკვე ცუდად ვხდები-დაიგვიანე...ცუდი თამარა ხარ შენ - თავისი ტკბილი ხმით მეჩურჩულება და ისევ ზემოდან დამყურებს -არ მახსოვდა რაღაც დროზე სევთანხმებულიყავით ან პირობა მომეცა რომ მოვიდოდი-ვბურტყუნებ რაღაცას საცოდავად და ხელების ამოძრავებას ვცდილობ -თუ არ გაიწევი ცოტა ხელებს ვეღარ ავამოზრავებ -ისე სწევს ტანს ჭკუიდან გადავდივარ...რას მოვაშორე ხელები ახლა მისი შიშველი სხეული მეკვრის პირდაპირ -ასე კარგია ?- ვაიმე რა დამპალი ხარ შენ რისი ღირსი ხარ საერთოდ...როგორ მოვედი როგორ ვერ შევიკავე თავი , დემონო! -საერთოდაც უმჯობესი იქნება...უკეთესი თუ ... შენს ადგილს დაუბრუნდები -აქ ყველგან ჩემი ადგილია ...ხომ არ გავიწყდება სად ხარ -მაშინ მე წავალ... -როგორ იცი ხოლმე რა ... რო არ გამიფუჭო განწყობა მოკვდები !- ბრაზდება ხელს უკეთ მხვევს წელზე ისე რომ თავადაც დგება და მეც თან მივყავარ.იატაკზე მსვავს და მშორდება- ასე კარგია -დიახ! -ხოო? -ასე ნუ მიყურებ ...- თვალს ვარიდებ მის შიშველ სხეულს-მაისურის ჩაცმას არ აპირებ? ცივა აქ -ჩავიცვამ ხო თორე იმდენად წითელი ხარ ნამდვილ ფუმფულა წითელლოყება ბავშვს გავხარ-კარადას აღებს და რომ ვუყრუებ როგორ აქვს ტანსაცმელი დალაგებული მიკვირს -დამლაგებელი კარადასაც გილაგებს? -არ მყავს დამლაგებელი ... -მეუბნება და მაისურს იცვამს, შემდეგ სპორტულ მოსაცმელს და არეულ თმას სარკეში ისწორებს -არ გინდა ჩემთან გადმოხვიდე საცხოვრებლად?? შენ თუ ალაგებ ასე კარგად სახლს და ტანსაცმელსაც საჭმელსაც აკეთებ... მაინც ჩემთან ხარ სულ -ამას რომ ვეუბნები ისეთი სახით მიყურებს სარკიდან მგონია კისერს მომიგრეხს- რა არ გინდა ჩემთან ცხოვრება? -როგორ გიყვარს ჩემ ნერვებზე თამაში...ჯერ ეს ერთი მე სად გადმოვალ,მერე მეორე მოსამსახურე თუ გჭირდება დაგიქირავებ და მეოთხე შენთან ცხოვრება რომ მომინდება და შენც მზად იქნები ამ ლამაზ პატარა თითზე ბეჭედი გეკეთება და თამარა დაშნიანი იქნები - ჩემკენაა შემობრუნებული, ზემოდან დამყურებს და ისეთი სერიოზული ხმა აქვს პატარა კნუტს ვგავარ ალბათ მის წინ-გასაგებია? -ბოლოს ისე მეუბნება ვხვდები რომ გაღიმება უნდა,მერე ტუჩებს ერთმანეთზე აჭერს და წარბებს კრავს -დიდხანს მოგიხდება ლოდინი...სულ არ მინდა „ცოლი“ გავხდე ჩემს დასარწმუნებლად დიდ დრო დაგჭირდება- ყელმოღერებული ვუცხადებ და სებრუნებას ვაპირებ ხელს რომ მხვევს და ზურგიდან მეკვრის. ყელში მკოცნის -დროო ... ხომ იცი რომ დროს მე ვმართავ .რატომ მეჯიუტები როცა იცი რაც შემიძლია -რა შეგიძლია ვითომ...მომიტაცებ? -პირიქით შემიძლია ისეთ მდგომარეობაში ჩაგაგდო თავად დაგეგმო ჩემი მოტაცება - მიცხადებს და ყელში მკბენს .კვნესას და კივილს ერთად ვიწყებ -გადარეულო... ლუცფერი ხარ რა ნამდვილი .შენ საერთოდ... თავდაჯერებულო იდიოტო.ნარცისო შენ -როდის შეიყვარებ მწარე სიმართლეს ტკბილო?- წასვლის საშუალებას არ მაძლევს ისე მიჭერს ხელებს თეძოზე და უკან მწევს მთელი ძალით ვეჯახები ხელებს მუცელზე მხვევს და მთლიანად მის მკლავებში მოქცეული ვრჩები ...ნაკბენ ადგილას მკოცნის და მერე ჩემს თმაში მალავს სახეს - ფისო ხდები ხოლმე...ოღონდ პაწაწინა კნუტი ხარ რომელსაც ბრჭყალები უფუნქციოდ აქვს -შენ გაქვს ეშვები სამაგიეროდ და როდის დამგლეჯ კაცმა არ იცის -მე სულ მზად ვარ- ისე მატრიალებს მისკენ თავი პატარა ბუმბული მგონია რომელსაც საიტაც დაუბერავს იქეთ გაფრინდება - ნებისმიერ დორს შეიძლება შემომეჭამო... შენ კიდე სულ მიწვევ -გიწვევ? მეე?! -აი ახლაც ისე მიყურებ ფაქტობრივად მთხოვ გაკოცო -ყეყეჩო....უიმე როგორ მიშლი ნერვებს რა ცუდი ხარ საზიზღარი -სიტყვების მარაგი გამოგელია...რამე ახალი გჭირდება .სალანძღავ სიტყვათა ლექსიკონს გითრევ -საერთოდ არ დაგელაპარაკები ... -არაა...სულ არაა?- ლოყაზე მისვამს ტუჩებს და ლამის ვთხოვო რომ მაკოცოს- სულ სულ არა? კარგიიი მაინც მშიოდა საჭმელს მოვამზადებ და ჭამის დროს ლაპარაკი ისედაც არ შეიძლება- აი ასე მშვიდა დმშორდება, უკმაყოფილესი გამომეტყველება აქს, ხელს მხვევს და მივყავარ მაგრამ წაყვანასაც ხომ გააცნია რომ არ დამეწყო ჩხუბი როგორ გამეძლო. მხარზე გადამიდო პირდაპირ -დამსვი... დამსვი ველურო შენ ! -შეწყვიტე ჩხუბი და დაგსვამ ... -კიდევ რა გინდა... არ ხარ ღირსი თუ რა. როგორ იქცევი ... -ანუ გინდა ასე მყავდე ...კარგი რა პრობლემაა შენთან ერთადაც მსვენივრად მოვამზადებ რამეს -შენ ხო არ გაგიჟდი...არა რას გეკითხები როდის იყავი დალაგებული...აფრენ დაბადებიდან ველურო ... -მიდი მითხარი რომ მოგენატრე და იმიტომ მოხვედი...რომ ვეღარ ძლებ უჩემოდ ... რომ ხვდები რა ცუდად ვარ როცა მეჩხუბები და ჩემთან არ ხარ -ცუდად ხარ როგორ არა...რომ მოვედი ხომ რას ამბობ სულ არ მომისალე ნერვები- მაგიდაზე მსვავს ფრთხილად და მიყურებს - ნუ მიყურებ ასე ... საერთოდ არ ხარ არაფრის ღირსი შენ არსდროს მოეშვები ჩემს წვალებას -შენ მაწამებ და მე აღარც გაგაწვალო? სულ ცოტა ცოტა - ისე საყვარლად მეუბნება და ისე მიყურებს წამში ვდნები..უთავმოყვარეო ქალო თამარა ! -შენ ხო ხარ ჩემი გოგოოო ..მარტო ჩემი ჩემიი ჩემი გოგო - ნიკაპის ქვეშ მადებს თიტებს და თავს მაღლა მაწევინებს - ნუ მებუტები შევრიგდეთ ახლა დროა - ლოყაზე მეფერება ,მერე თმაზე გადადის იცის რას მმართებს და იყენებს -ისევ არ მელაპარაკები ? - ხელზე მკოცნის და ქვემოდან მიყურებს -იმასაც არ მეტყვი როგორ შემოგირიგო? ერთხელ ჩაგეხუტე და რა დღეში ჩავარდი საწოლში სხვა რამეს რომ გავაკეთებ მერე გამექცევი თუ რას იზავ...კარგიი ვჩუმდები სულ არ გეტყვი არაფერს ! -მშორდება და მტოვებს ასე მაგიდაზე დასკუპულს. სკამზე ჯდება და მიყურებს -თავხედი და ველური ხარ...ხომ იცი - მისკენ ვიწევი და მუხლებზე ვუჯდები. მერე ვეხუტები ისიც მიღიმის ხელებს მხვევს და თავზე მკოცნის -როდის ვუარყავი ? მაგ ველურის დედოფალი რომ ხარ იცი ? ! -სანამ არ გამოვიყენებ დედოფლის ძალას მანამ არ შეძვები ჩემს გაბრაზებას ხო? -მოინდომე ცოტა ...-მიღიმის და თვალებში მიყურებს გვიანამდე ვიყავი მასთან. ბოლოს დავტოვე თორემ ისე გავიდოდა გამოცდაზე სულ არ იმეცადინებდა. გაბადრული მივაბიჯებდი ქუჩაში მარიამი რომ გამოჩნდა . როგორც კი დამინახა მაშინვე ამატვალიერა და შეკრა წარბები -სად ბრძანდებოდი შენ ქალბატონო? -სოფელში არ წახვედი? კი არა გამოხვედი უკვე? -იქ იყავი და ჩემთან არ მოხვეიდ ხომ? კარგი ქალბატონო სულ ნუ მოხვალ აწი -აუუუ მაააარ ...მარიაააამ -ხმა არ გამცე საერთოდ ...გაბრაზებული ვარ ! არაფერს მოგიყვები ... სულ არაფერს -მიშოზე ეჭვიანობ შენ...არადა ვიღაც მის მხარეს იყო -სულ წამარტვა შენი თავი...ცუდი ბიჭია ეგ -აუუ მარიაამ რა გჭირს შენ? ვერა გცნობ ქალბატონო -არ გეტყვი არაფერს... -სულ არაფერს? -არა ! -შენთან რომ დავრჩე ? -ვინ დაგტოვებს ... მიბრძანდი იმასთან და დარჩი იქ -მარიამ ! -იდექი ახლა მანდ და მებუტბუტე ...წამოდი რას ელოდები - იცინის და წინ მიკუსკუსებს. რატოა ასეთ კარგ ხასიათზე რა მოხდა ნეტავ? სანამ არ გავიგებ რა მომასვენებს ... მშიაო, ვახშამი უნდა მოვამზადოო,უნდა მივალაგო მერე ვეღარ მოვიცლიო და კი დამაწყვიტა ნერვები . ბოლოს როგორ იქნა დაიწყო ....... ...................................... ორშაბათს უკვე ვიწყებთ ახალ ნაწილს საყრდენ მამოძრავებელი სისტემიდან-კუნთებს. იმდენად რთული დასამახსოვრებელი იყო ყველაფერი ერთმანეთში ამერია და ლექციამდე ჭკუიდან გადავედი . ალბათ იმიტომაც ვღელავდი გამოცდის ქულები რომ უნდა ეთქვა ალბათ რამე საოცრებას მეტყვის ან ისეთი სახე ექნება სჯობს სიევ რამე მითხრას. -ღმერთო გამაგებინე რა მივიღე თორე გასკდა გული ...- ყველა მხრიდან მსგავსი წინადადებები მესმის. ბოლოს შევდივარ ოთახში და ჩემი ადგილისკენ მივდივარ. მაგიდასთან ზის , როგორ გინდ მარიამ ისე დაჯდე რომ თვალში არ მოხვდე ჭყეტელა ფერი მაინც არ მეცვეს, ხალათიც ხო უნდა ჩავიცვა. მიყურებს თან ისე რომ აშკარად ძალიან დაბალი ქულა მაქვს . სიის ამოკითხვას იწყებს და უკომენტაროდ ხურავს ჟურნალს -კატაზტროფულად ცუდად რომ გიწერიათ იცით ალბათ ხომ? თუ ვერ ხვდებით -პატივცემულოო ცოტა რთული იყო და -გრიგოლ იცი ექიმობაც სულ ცოტა რთულია... -პატივცემულო ... გიგის აღარც მიაქცია ყურადღება პირდაპირ ქულები წაიკითხა 30 ქულიდან 22 მივიღე და რატომ მკლავდა მზერით ვერ გავიგე.ისე ამოვისუნთქე მგონი გაიგო ისიც ,მაგრამ არ მადროვა პირდაპირ გამოკითხვაზე გადავიდა და ჩემი გვარიც გააჟღერა -სიხარულიძე დაიწყებს მიმიკურ და საღეჭ კუნებს ვაი ჩემს დაწყებას ,ისე მიყურებდა ძლივს გადავაბი ორი სიტყვა ერთმანეთს. არაფერი უთქვამს მალევე დამსვა და 7 ქულა დამიწერა. შემდეგ 10 წუთში ნახევარი ჯგუფი გამოკითხა ყველას დაბალი ქულები დაწერა, გრიგოლი საერთოდ 5 ქულით დააჯილდოვა რადგან ბევრი შეეშალა და ჩემს მერე პირველი იყო ვინც გააწამა . ისე უყურებდა საყალი გიგი ერთი სული ჰქონდა რამე ჩაერტყა თავში,მაგრამ რას იზავდა დაჯდა და მერე პირველი გავიდა ზარის დარეკვისთანავე . თამარა დერეფანში დამხვდა -რა მიიღე? არ მიტხრა რო ძაან დაბალი გაქ -22 მივიღე -აბა რას იკლავდი თავს -ის მომკლავს... -რატო? -დაბალიაო არადა არ გვქონდა ეგეთი ცუდი ნაწერები...ახლა კუნთები გამოგვკითხა რა რთულია ...ხვალ მეორე ნახევარს მოგვაყოლებს -რა დაგიწერა -7 ქულა... არ მაინტერესებს ეგ ახლა.მიშოს როდის უმთავრდება გამოცდა -2 საათზე აქვს ... ახლა ჩვენ გვაქ და იმედია მეც არ ჩამქოლავს შენი ლექტორი თამუნა წუწუნით წავიდა. მე კი სხვა ლექციებს დავესწარი. ბოლო ლექცია რომ დასრულდა მობილურზე შეტყობინება მომივიდა „ ავტოსადგომზე გელოდები ,მარიამ“ ჯერ ვერ მივხვდი ვინ იყო შემდეგ გავიაზრე და დავურეკე -რა გგნებავთ პატივცემულო? -არ მოგწერე გასაგებად? გელოდები ! გამითიშა თუუ მე მეჩვენება ...არა ნამდვილად გათიშა.ხოდა მელოდოს ახლა. სულ არ მჭირდება მთელი უნივერსიტეტის დასანახად მისი მანქანით სეირნობა,რამდენჯერაც მოუნდება იმდენჯერ თავისუფალი ვერ ვიქნები. ავტობუსიდან მშვიდად ჩამოვდივარ, მაღაზიაში შევდივარ წვენს და პურს ვყიდულობ . შემდეგ კორპუსისკენ მივაბიჯებ და თან თამარას ვწერ რომ გავიგო მიშოს ამბავი თუ გაიგო რადგან თავად ბატონს ვერ ვუკავშირდები. უკვე კორპუსთან ვარ შავ ჯიპს რომ ვხედავ და მასთან მდგომ დამიანეს. ცოტა ხანს ვუყურებ,შემდეგ მშვიდად ვაგრძელებ გზას -აქ მელოდით? ასეც ვიცოდი -რადგან არ მოხვედი ჩემი სახლში დაპატიჟება მოგიწევს...მაინც მარტო ცხოვრობ და არავინ გაგიბრაზდება . ლიფტებს ვერ ვიტან ,ფეხით სიარული მირჩევნია მაგრამ მეცხრემზე მეზარება- მშვიდად მიცხადებს ჯიბეებში იწყობს ხელებს და მიყურებს -სხვაგან მოხვდით.... სტუმართმოყვარე გოგო არ ვარ ! შეგიძლიათ სხვა დროს მითხრათ სათქმელი,როცა თავსუფალი ვიქნები .ნახვამდის -დაუპატიჟებელი სტუმარი ვიქნები შენ ნუ ღელავ- მომყვება და სადარბაზოში პირველი შედის .იფტის ღილაკს თითს აჭერს და ელოდება ...შემდეგ შედის და ჯიბიდან ხურდას იღებს -გასაღები არ მაქვს შენი რკინის კარის და იქნებ წამოხვიდე -რის დამტკიცებას ცდილობ! -გვერდით ვუდგები და კარიც იხურება. არაფერს მპასუხობს,მშვიდად დგას და ელის როდის ავალთ. ასევე დინჯად ელოდება როდის გავაღებ კარს,არადა ხელები მიკანკალებს სულ გამეყინა თითები და ვერც კი მოვარგე გასაღები კარს,ის კი კედელზე მიყრდნობილი დგას და მიყურებს ,ირონიულ ღიმილს არ იშორებს -პირველად გყავს სტუმრად ბიჭი ?! -ვეჭვობ ბიჭი დიდი ხანია აღარ ხარ - კარს ვაღებ და შევდივარ. ისიც მომყვება. ფარდები ყველა ოთახში ჩამოფარებულია ამიტომ ბნელა, შუქს ვანთებ და მისაღებისკენ მივდივარ. -შენმა მშობლებმა იციან ცუდი მოსწავლე რომ ხარ და მაინც ასეთ კომფორტს გიქმნიან? -აიგნორებს ჩემს სიტყვებს და იქეთ მკბენს -დამსახურების მიხედვით არაფერს ვიღებ მშობლებისგან...ისინი კარ შვილად მთვლიან და ჩემს კეთილდღეობაზე მოთხოვნების გარეშე ზრუნავენ ! თანაც ცუდ მოსწავლედ არ ვთვლი თავს -ჩემთან ბრძოლას არ გირჩევნია ნორმალურად ვისაუბროთ? -ჩემი არჩევანი გავაკეთე ,მაგრამ ახლა თქვენ აქ ხართ ყურადღება არ მიაქციეთ ჩემს ქმედებას ... იმიტომ ხომ არა რომ მხოლოდ თქვენი სურვილები გადარდებთ და არა ჩემი! -იქნებ იმიტომ რომ უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა -მნახეთ დღეს მთელი 1 საათი მკვლელი მზერით მიმზერდი ისე თითქოს დიდი დანაშაული ჩავიდინე ! -საკუთარ თავთან დამნაშავე ხარ რადგან შენ პოტენციალს არ იყენებ ბოლომდე... მეტი შეგიძლია,მაგრამ იმით კმაყოფილდები რაც გაქვს ! -ინტერესი ხომ არ დავკარგე...ცუდი მოსწავლე რომ გავხდი- დივანზე დავჯექი და მის შავ თვალებს მივაპყარი მზერა,.გაიღიმა - როგორც ლექტორი ვბრაზობ! იმდენად რომ სემესტრის ბოლოს გაგატყავებ ! -შემაშინეთ...მაკანკალებს- მოჩვენებით ავაცახცახე თითები რაზეც ისევ გაეღიმა-ცხელ შოკოლადს ვერ მოგიმზადებთ ,მაგრამ ყავა შემიძლია შემოგთავაზოთ ...ჩაიც -თუ არ მომკლავს შენს მომზადებულ ყავას დავლევდი ;-მკვლელობა არ მინდა თორემ დიდი სიამოვნებით -რა გულახდილი ხარ ... ასე გაბრაზდი? ხომ იცი რომ არ იცოდი მასალა -შეგიძლია კომენტარის გარეშე დაწერო ქულა და არ ჩაგვქოლო...მე რომ არ ვღელავ იცი მაგრამ დანარჩენები გაგიჟებულები დადიან... გიგიმ რომ არ გისროლა ფანჯრიდან მიკვირს -რობოტი არ ვარ..სრული უფლება მაქვს კომენტარი გავაკეთო - ჯერ მისაღებიდან მესაუბრებოდა,შემდეგ მივხვდი რომ სამზარეულოსკენ დაიძრა . მალევე შემოვიდა და მაგდიასთან დაჯდა -აქ დავსხდეთ ... -სამზარეულო ოჯახისწევრებისთვისაა ...შაქარი რამდენი კოვზი? -ერთი ... და მურაბის დალევა არ შეიძლება...დიაბეტი დაგემართება -ტკბილი მიყვარს...ყველაფერი -მაინც არ გშველის შაქარი სხვა დამატკბობელი გჭირდება ვინმე-ვინმეს ხაზს უსვამს და რომ ვუბღვერ თავს იკატუნებს- რაა? -არ მჭირდება დატკბობა...საკმარისად ტკბილი ვარ ! თუმცა შენ ვერ გაიგებ -პასუხად იცინის და თითებს მაგიდაზე ათამაშებს... ტკბილეულს ვაწყობ, ხილს და ყავაც მზადდება. ფრთხილად იღებს ფინჯანს და ისე სუნთქავს მეცინება -იმედია ბოლო დღე არ მაქვს..იმდენი რამის გაკეთება მინდოდა კიდევ - ამბობს და ტუჩთან მიაქვს ფინჯანი. ერთ ყლუპს როგორც კი სინჯავს მაშინვე ხველა უტყდება -რა ..რა მოხდა? -ყავა მარილით... შესანიშნავია! -უუფს ეტყობა ამერია...არადა გამოხვედი და მიყურებდი როგორ ვამზადებდი. იქნებ მაგის ბრალია..დავიბენიი -ცუდი გოგო ხარ! -ყავა რადგან არ მოგეწონა ...მისაღებში გადავინაცვლოთ,ან იქნებ წახვიდე -არაა არ მეჩქარება - შოკოლადით სავსე ვაზას იღებს და მიდის. თავხედი! დივანზე დასკუპული მხვდება ჩემ შოკოლადებსაც აგემოვნებს და ძალიან კომფორტულადაა მოკალათებული. რამდენიმე წუთი ჩუმად ზის ,არაფერს ამბობს და უბრალოდ ნერვებზე მოქმედებს. თვალს რომ ვერ ვაშორებ მაინც ამაზე ვგიჟდები ! ისიც ისე გამომხედავს ხოლმე მეუბნება გხედავ და ვგრძნობ რომ მიყურებო. -ორივემ ვიცით რომ ერთმანეთის ყურება მოგვწონს ,მაგრამ ამას ლექციაზეც მშვენივრად ახერხებ -ცინიკოსი ხარ! -რომელიც ძალიან მოგწონს -ახალი თუ გინდა მითხრა რამე სხვა თემაზე უდნა მესაუბრო მაინც დავიწყე საუბარი, უაზრობა იყო უკვე მის გულწრფელ ნაბიჯზე ასეთი წინააღმდეგობის გაწევა.სასაცილოც კი ჩანდა ჩემი ქცევა რომ დავფიქრდი. საუბრის დროს ზარის ხმა გაისმა, ვიფიქრე მამაჩემი ან ჩემი ძმა თუ არის ჭკუიდან გადავლენ-თქო ,მაგრამ მიშო რომ დამხვდა საერთოდ უარესი მოხდა. პირდაპირ შემოაბიჯა და მისაღებისკენ დაიძრა -მიშოოო როგ... უკვე მისაღებში იდგა დამიანეს წინ და რაღაცას ეუბნებოდა. რომ შევედი გაჩუმდა და გამომხედა -სტუმარი გყოლია... რა სიურპრიზია -შენი გამოჩენაც ასეთივე სიურპრიზია... დაჯექი მარიამი ყავას გაამზადებს - დამიანე ისევ ჯდება დივანზე და მიშო მის სიტყვების გაგონებისას ტუჩის კუთხეს ტეხავს -წასვლა გსურს შენც და აღარ დავრჩები ! -აჰ მართლა? -რა არა? -რა თქმა უნდა წავალ... მაგრამ ახლა არა -მარუსა ყავა უშაქრო გამიკეთებ თუ დაგეხმარო ? -თქვენ ორს მგონი მე გეშლებით ვიღაც იდიოტში ... რა ხდება მიშო? -არაფერი რა უნდა ხდებოდეს...პატივცემული დამიანე და მე ერთ დროს მოვედით! ყავა მინდა ძალიან და არ დამალევინებ? მიშო სრულიად უემოციოდ ,მშვდიად მიცხადებს. დამიანე უყურებს და იღიმის. მერე მიშოც უყურებს და თვალს უკრავს. სავარძელს ეყრდნობა და კომფორტულად ჯდება... ყავა სანამ მოვამზადე და გავიტანე მანამ მეგონა მსიარებში ომი იყო გაჩაღებული,რომ გავედი მიშო ვიღაცას წერდა,დამიანე მშვიდად იჯდა და ჩემს პორტრეტს უყურებდა კედელზე რომ ეკიდა. -ძალიან გგავს..კარგი ნახატია -ჩემმა ძმამ დაახატვინა მის მეგობარს... -მადლობა მარ - ყავას მართმევს მიშო და მიღიმის. მშვდიად მიირთმევს,ისე ნელა როგორც არასდროს. ლამის შევიშალე და ორივე მივახრჩე. მერე დამემშვიდობა და წავიდა,დამიანე დარჩა. -მიშოსთან რა პრობლემა გაქვს -რა პრობლემა უნდა მქონდეს მიშოსთან? -მეც მაგას გეკითხებით -პასუხი არ არსებობს...ახლა კი მართლა დაგტოვებ თორემ უკვე გაცდენ - დგება და მიყურებს. -არ გამაცილებ? -დამიანე... -კარგი ჩემით მივაგნებ გასასვლელს, ბოლომდე ცუდი მასპინძელი ხარ ! - მიცხადებს და კარისკენ მიდის. მეც მივყვები უკან, უცებ ბრუნდება გასვლამდე წელზე ხელს მავლებს და ლოყაზე მკოცნის-ნახვამდის მარიამ საერთოდ ვერ გავიგე როგორ გავიდა...როდის გავიდა. რა უნდა რას მერჩის რა დავუშავე სულ რატო მიმტკიცებს რომ რამდენიც არ უნდა ველაპარაკო,რაც არ უნდა ვუთხრა როგორც არ უნდა მოვიქცე ბოლოს ერთი მისი შეხება, ერთი მონდომება და მთლიანად მის ხელში ვარ. მაინც ის მართავს სიტუაციას, უბრალოდ მაცდის თავი დავარწმუნო რომ მეც შემიძლია შევეწინააღმდეგო,თავი დავიცვა არ დავემორჩილო. თავს ვისულელებ... ვიტყუებ და სხვა არაფერი! მეორე დღეს ისე ვარ მოხოდილი თავად ვთხოვ გამიძახოს,იმდენი მოახერხა მაინც დამაბნია და ვერ ვუპასუხე,ისეთი გამარჯვებული ღიმილით მიცქერდა პატარა ბიჭს ჰგავდა. რომ გავაიზრე ყველა ჩვენ გვიყურებდა თვალები ისე დავუბრიალე მომშორდა და დაჯდომის ნება მომცა . მერე ალმაცერად მიყურებდა, მშვნეირე განწყოაბზე ვიყავი და ვერაფრით მივიღე სერიოზული გამომეტყველება. მერე შოთას ველაპარაკებოდი და ისე დაარტყა მაგიდაზე გაშლილი ხელი გეფიცებით გული მაგიდის ქვეშ იმალებოდა ისე შემეშინდა -ლექციაზე ხართ გახსოვს ბატონო შოთა ! -უკაცრავად პატივცემულო ... უბრალოდ -დრო იკარგება ... გააგრძელე მაკა - გოგონას უბრუნდება ისევ და ისიც აგრძელებს. ისეთ ნახტომებს აკეთებს აურია თავ გზა მაკუნასაც და ბოლოს დასვა. ყველას აშკტერებს და ვინ მოუყვება კარგად რა საინტერესოა. გიგი ორი დღეა ნორმალურად არ დამლაპარაკებია რაღაც სჭირს აშკრად.ახლაც ისე გათიშული მიაბიჯებს მგონია რომ რაღაც სერიოზული პრობლემა აქვს -გიგიკოო მოიცადე ერთ წუთს -მარ რა ხდება? -მეც მაგის კითხვა მინდა...კარგად ხარ ? -კი რატო კითხულობ ? -მე მატყუებ? -აუ რაღაც პრობლემა მაქ და ცოტა მოვიწყინე არაფერი ისეთი -თუ რამე შემიძლია ...მოსმენა მაინც თუ დაგჭირდება იცი როგორ მიპოვო ,თავს აღარ მოგაწყენ კარგად- ლოყაზე ვაკოცე და დავემშვიდობე მერე მიშო დავინახე მანქანისკენ მიდიოდა და მისკენ წასვლა მინდოდა მაინც ვერ გავიგე გამცოდაზე რა ქნა და ვიფიქრე ვკითხავთქო საიდანღაც დამიანე რომ გამოჩნდა მის მანქანასთან იდგა და ელოდა.კარგად ვხედავდი როგორ ირონიულად უღიმოდა და ნერვები დამაწყდა. მიშო ისე ელაპარაკებოდა იმ რამდენიმე წუთში სულ მეგონა რომ დაარტყავდა. მერე უბრალოდ რაღაც უთხრა და დამიანეც მოშორდა მანქანას. მიშო ჩაჯდა და მშვიდად დაძრა მანქანა. დამიანე კი იდგა და უყურებდა მერე თავის მანქანას მუშტი დაარტყა თითქოს წამიერად აფეთქდა მერე ჩაჯდა და წავიდა. უკვე ზუსტად ვიცოდი რომ რაღაცის გამო მიშო იყო გაბრაზებული და დამნაშავე დამიანე გამოდიოდა. იქნებ არც იყო არ ვიცი ,მაგრამ ფაქტია ლექტორი უხნსნიდა რაღაცას მიშო კი ზედმეტად შეუვალი იყო ! მიზეზი ვერ ვიპოვე მათი დაპირისპირებისთვის,მხოლოდ მე ვიყავი ერთადერთი რაც შეიძლება საერთო ჰქონოდათ . მიშოს სახლში შემოვარდნა და დამიანესთან საუბარი , ისე მოვიდა აშკარად იცოდა მისი მანქანა რომ იყო ჩემს კორპუსთან და პირდაპირ დაგვადგა. არ მიყვარს როცა ვერევი მსგავს ამბებში ,რადგან მგონია რომ თავად შეუძლიათ მოგვარონ ,მაგრამ ახლა ზედმეტად დარწმუნებული ვარ რომ ჩემ გამო ხდება ყველაფერი და მეზიზღება როცა მე ვარ მიზეზი დაპირისპირების. არასდროს ვყოფილვარ და არც გავხდები ვიმეს მტრობის მიზეზი. სახლში რომ მივედი ვიმეცადინე და დავმშვიდდი. შხაპი მივირე ცოტა გამოვფხიზლდი,შემდეგ სპორტულები მოვირგე და მიშოსკენ გავწიე.ვიცოდი ამ დროს სახლში უნდა ყოფილიყო. სადარბაზოსთან უცხო მანქანა იდგა,ვიფიქრე რომელიმე მეზობელმა იყიდა-თქო და გვერდი ავუარე.მეცხრეზე რომ ავედი გამახსენდა თამარას ნათქვამი კარი სულ ღია აქვს მაგ გადარეულსო და რატომღაც დაკაკუნების გარეშე შევედი. შიშველი დერეფანში არ დამხვდება და სხვა რა მოხდებოდა ისეთი ... დერეფანში როგორც კი შევდივარ ნაცნობი ხმა მესმის და გაოგნებული ვშეშდები ადგილზე ...გიგია მიშოსთან -გაუგებრად რას ვამბობ მეტყვი? -საერთოდ გაურკვევლობაში ხარ და შუეძლებელია შენ მე რამე დალაგებულად მითხრა აი მე კი გაფრთხილებ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რომ შეეშვა ქეთევანს ! მერე დემნასაც დავივიწყებ და შენც და მის საყვარელ ძამიკოსაც გაჩვენებთ როგორ უნდა ქალთან თამაში ! -ის არავის ეთამაშება რამდენჯერ უნდა გითხრა! -მაგას მე და ის გავარკვევთ როგორმე ! -შენ ყველა ეგეთს იცავ თუ რა ხდება ვერ გავიგე ...დავიჯერო თამარა არ გიყვარს და მაგასთან ხარ -მართალი იყო ქეთუშა იმპულსური ბავშვი ხარ ! არც კი ფიქრობ რას ამბობ... სისხლი გიდუღს ეჭვიანობ გიჟდები თუ რაც გჭირს მაგრად მე .უბრალოდ სანამ არ დამშვიდდები და არ მოწვავ რეალურად რა გინდა ნუ ერევი იმ გოგოს ცხოვრებაში , შეეშვი თორემ მესამედ აღარ ვილაპარაკებ ! ახლაც იცი ვის გამო გესაუბრები თორემ დიდი ხნის წინ გადახვედი ზღვარს ...მალე ჩემი ბრაზის ზღვარი გაწყდება -მე კი გიმეორებ რომ არ მინდა შენთან საქმე მქონდეს...უბრალოდ ნუ მიწესებ ზღვარს არ გაქ უფლება ჩემსა და მას შორის ჩაერიო...არავის აქვს უფლება ამქვეყნად ! -დიდი ხნის წინ ჩარიე ხალხი და თუ ასეთი მაგარი ბიჭი იყავი უნდა დაგეცვა შენი კაცობა ! მე მაგის გარჩევას არ ვაპირებ ახლა როგორც მოხვედი დაუკითხავად და დაუპატიჟებლად ისე გადი...კარი ღია დაგხვდება ! -ანუ აზრი არც ჰქონია ჩემს აქ მოსვლას ... - იცი როგორ გამახარებ ისევ თუ გააგრძელებ იგივეს? დიდი ხანია მინდა თავ ყბა გაგიერთიანო - მიშოს ცინიკური ხმა მაგიჟებს, ტემბრიც არ შეცვლია გიგი კი აშკარად გაგიჯებული იყო ყველაფერი ჩანდა მის ხმაში სასოწარკვეთილებაც, ბრაზიც,გაურკვევლობაც.... არ ვიცი რა გავაკეთო ...დამალვას აზრი არ აქვს ამიტომ გონს მოვდივარ და პირდაპირ მისაღებში შევდივარ.გიგის გაკვირვებული სახე აქვს მიშოს უკმაყოფილო. -მარიამ... -მაპატიეთ შემთხვევით მოგისმინეთ... აქამდე მეგონა რომ თამუნა იყო მიზეზი მე ჩარევას და ჭკუის დარიგებას არ ვაპირებ უბრალოდ არ მინდა იჩხუბოთ ,მგონია რომ რაღაც არასწორად გაიგეთ -მე წავალ... თუ დაივიწყებ ვაფშე მოსმენილს გამიხარდება- გიგი მიდის.მიშო კი დივანზე ჯდება და მანიშნებს რომ მეც დავჯდე -კარი უნდა ჩავკეტო აწი თორემ ყველა ვირთხა აქ ძვრება ... -მეეჭვება გიგის რამე დაეშავებინა ისეთი რომ ასე გაბრაზებულიყავი -ხშირად ასეთი ემოციური ხალხი ყველაზე მეტად ქარავენ ცხოვრებაში შეიძლება საკუთარ ტავს უშავებენ ,მაგრამ სხვებსაც აზარალებენ -ამის გამო არ გინდოდა ჩემთან რომ ყოფილიყო ახლოს? -მე არაფერი მითქვამს შენთვის ...არ მაქვს უფლება რამე აგიკრძალო შენი ნებაა -სამაგიეროდ შეგიძლია აი ასე მიხვიდე ესაუბრო და თავად ის მომაშორო ხომ? -შემიძლია ... თუმცა იშვიათად მივმართავ ამ ხერხს. ყველაფერი კარგადაა? რატომ მოხვედი რამეს დალევ? -გიგისთან რა პრობლემა გაქვს გავიგე და დამიანესთან კამათიც არ მეხება მე? -არ მიკამათია თორემ მინიმუმ ლურჯი თვალით მოვიდოდა ლექციაზე... -ბანზე მიგდებ სიტყვას? -დაახლოებით... არ ღირს მარუსააა უბრალოდ დაიკიდე ცემა-ტყეპას არ დავიწყებთ ნუ ღელავ -არ ვღელავ...მე უბრალოდ არ მინდა ჩემ გამო ურთიერთობა დაგეძაბოს ვინმესთან ! თუ მე ვარ კავშირში მირჩევნია ვიცოდე რა ხდება და თავად შევეცადო მოგვარება ! ამის სრული უფლება მაქვს რადგან ვთვლი რომ ჯერ თავად უნდა გაერკვიო შენს პრობლემაში -მართალი ხარ... -ანუ მეტყვი სიმართლეს? -მე ვერაფერს გეტყვი...იმის გარდა რომ შენ არაფერში ხარ დამნაშავე და არც არაფრის შეჩერება შეგიძლია ! ახლა კი გემრიელი ყავა მაქვს და დავლიოთ... -მართალია თამუნა... ნამდვილად დემონი ხარ შენ ! -ვიცი რომ მართალია... აი ასე სრულდება ბატონ მიხეილთან საუბარი ხომ ძაან ენაწყლიანია . რომ ხვდები რომ აზრიც არ აქვს ბევრ ჩაძიებას და ისევ თავისთავად სიტუაციის გარკვევას უნდა ელოდო ეგაა ყველაზე დიდი პრობლემა. თამარას რომ მოვუყევი თავიდან გაბრაზდა, მერე საღ გონებაზე აზროვნებას შეეცადა და არ ვეჩხუბებიო მითხრა. ქეთევანი კი ორივემ დავადგინეთ ვინც შეიძლება ყოფილიყო. -არა რა არ შემიძლია უნდა გავიგო რა ხდება რეალურად... -აბა არ ჩავერევიო? ხო დამპირდი გთხოვ ნუ ეჩხუბები მიშოს ხომ ხედავ შენ არაფერ შუაში ხარ და სულელურ ეჭვიანობის გამო არ უბვერდა გიგის. ალბატ რამე მნიშვნელოვანია -ხოდა მეც მაგას გეუბნები მნიშვნელოვანი რომ არის მე ორივეს ვიცნობ ქეთისაც და გიგისაც შენ ვერ წარმოიდგენ როგორ ერთნაირები არიან ...მაგათ თუ ერთმანეთი უყვართ ზე წყვილი იქნება და ამას რა უნდა ნეტავ რომ ერევა...ჩვენ ურთიერთობაში რო ეგრე ვინმე ჩაერიოს არ გადატეხავს ხერხემალში? -ნუ ქოთქოთებ დავიღალე -მეც დავიღალე ,მაგრამ ვერ მოვისვენებ -მე მგონია რომ სხვის საქმეში ცხვირი ჩაყოფა იქნება...თავად არ მიყვარს როცა უცხო ერევა ჩემს პირადში და ვფიქრობ მეც არ მაქვს უფლება -უცხო რატომ ხარ? კლასელი არაა გიგი? -არის ,მაგრამ არც იმდენად ახლოს ვართ მე მხოლოდ მოსმენა და რცევის მიცემა შემიძლია ისიც იმ შემთხვევაში თუ დავჭირდები .იქნებ სულ არ დაამშვიდოს ჩემმა ჩაძიებამ და ტვინის გაბურღვამ -კარგი ხო ამოისუნთქე უუფ ...მიაყარა უცებ. მე გავარკვევ ყველაფერს და არაფერი მკითხო მერე -მებუტები? -არა გოგო რა გებუტები... აუუ აი პროსტა რო იცნობდე ქეთას გეფიცები ზუსტად გიგის ორეულია უბრალოდ გოგო. -აპოკალიფსი იქნება ერტად ეგ ორი -ძალიან საყვარლები იქნებიან ...ორი ენერგოვულკანი -არ მიყვარს ხანუმობა ... -მაინც ჩემს აზრზე ვარ თან არ მინდა გიგის პრობლემას ასე ავუარო გვერდი და მიშოს ყბაში დავტოვო ... -შენი მობილური გასკდა - თამარა მაწოდებს მობილურს და წარბებს კრავს- უცხო ნომერიაა -ვინ არის ნეტავ?- მობილურის ეკრანს რომ ვუყურებ წამსვე მეცნობა ციფრები და ვანიშნებ გაჩუმდეს-გისმენთ -სახლში ხარ ? -სტუმარს ვერ მივიღებ !-რატოოო რატო ხარ ასეთი მარიამ? ვითომ არ გინდოდეს მისი ნახვა და საუბარი . რა აცინებს დამპალი! არა მე რო სუნთქვაზეც ვხვდები რო გაიცინა რა მჭირს?! -არც ვაპირებდი... შენი მარილიანი ყავა არ მომეწონა -ძალიან კარგი ნახვამდის! -ვუთიშავ და თვალებგაფართოებულ თამარას ვუყურებ-რა? -გოგო შენ თავი ხო არ მიარტყი რამეს ის იყო ვინც მგონია და ასე ელაპარაკე? მოგკლავს..აგკუწავს პარასკევს ლექციაზე გაგგლიჯავს. მეტის ღირსი ხარ მერე გიკვირს რატო ჩამაჯინდაო აიიი კიდე რეკავს - უცებ მიაყარა და ისევ ამრერებულ მობილურს რომ დავხედე გამეღიმა ,რა იდიოტი ვარ რაა აქ სასაცილო რა მიხარია -გისმენთ...-ისე ვპასუხობ თითქოს ისევ ვერ ვხვდბეი ვინ არის -ჩემი ნერვების დაგლეჯვაში 8 ქულა -მოკლედ 10 ქულას ვერ ვეღირსე რა უნდა გავაკეთო ნეტავ -არ მაცლი გასწავლო და ვერც ვერაფერში დაიმსაუხრებ უმარლეს შეფასებას ასე თუ გააგრძელებ -მგონი წითელს თითი ედება და მალე გაითიშება...სენსორი აქვს მოშლილი მობილურს...ალიოოო მგონი ხმა წყდება -გეყოს ! -უუუფს უკაცრავად სულ მავიწყდება რომ ჩემი ასაკის ბავშვი არ ხართ -შენს ასაკში გამოუცდელი ბავშვი არ ვიყავი...შენ ხარ ჩამორჩენილი განვთარებას- დამპალოოოოოოოოოოოო როგორ ვერ გიტააან ნეტა აქ იყო რამეს ჩაგარტყავდი თავში ...არ ვხვდებოდე მაინც რას გულისხმობ საზიზღარო! -ასაკის შესაფერისზე მეტად განვითარებულების რიგია თქვენს ირგვლივ პატივცემულო ... ამოგერჩიათ ვინმე თქვენთვის ზედგამოჭრილი -გადაწყვეტილების შეცვლა და არჩევანის გადაფიქრება არ მჩვევია! -რაღაც ყოველთვის პირველად ხდება ... -ნამდვილად...პირველად ვიყინები სადარბაზოს წინ თავხედი გოგოს გამო ! -რაა? სად იქ მანდ ... -მალე თუ მოხვალ ფილტვების ანთებას გადაარჩენ შენს საყვარელ ლექტორს სად ჯანდაბაში მივრბივარ...ლიფტი დამავიწყდა? მე ახლა ნრომალური ვარ? ფეხი რომ ამიცდეს ამ კიეზე და დავგორდე მერე რა მეშველება? ამოვარდა გული ჯანდაბა შენ უტვინო მარიამ...არა მანქანა არ ჰყავს? იყინება არა ის იმხელა მანქანაა სახლი არააქ ხალხს მაგხელა ფართობის . იქნება ახლა თბილად დასკუპული მე კიდე ისე გავრბივარ დებილი ბატივით წავიტეხავ ფრთას და დარჩები მერე მიწაზე გართხმული ქათამივით . გამორიცხულია ახლა ის ამ გამყინვარებაში არ იქნება იქ სადარბაზოსთან და არ მელოდება...შეუძლებელია ! სადაა მისი შავი რაში? ასე უცებ როგორ მივედი? მცივააა ღმერთო რა სიცივეა ეს კაცი გიჟია ? -არ ხარ ხო შენ ნორმალური -ასე უნდა გამათბო? რომ გამოიქეცი პლედი ვერ გამოაყოლე ხელს? -ისე მიყურებს მგონია რომ კმაყოფილების მწვერვალზე დგას და ზემოდან დამყურებს -საიდან დაასკვენი რომ გამოვიქეცი -ლამაზი ჩუსტებია - ჩემს ბანტებიან ლამაზ ჩუსტებს დაჰყურებს წამით მერ მეც ვხვდები რომ თხელი გრძელმკლავიანი მაისურის ამარა ვარ... აი თურმე რატო მაკანკალებდა . ეს შარვალი კიდე ტყუილად მაცვია ! - კარგი ჯანდაბას ისევ მე გაგათბობ- მეუბნება და სამოწყალოდ მეხვევა. მართლა მეხვევა? უკვე მეორედ ,ისე მიმიზიდა თავისკენ პირდაპირ ცხვირით დავეჯახე მის მკერდს. ახლა გამოკვეთილი კეხი მექნება,ურჩევნია საერთოდ არ მომშორდეს და ასე ვყავდე სულ . გინეკოლოგის ანცი თითები ხერხემალზე დათარეშობრენ,ტუჩები თავზე მეკრობა და ამ ყინვაში საერთოდ ვეღარ ვგრძნობ სიცივეს . -წვიმას იწყებს ...- კანზე წვეთების შეხებას რომ ვგრძნობ მაშინვე ვავლებ ხელს და კორპუსისკენ მიმყავს. მერე მოვიკლავ თავს ამის ჩადენისთვის ახლა უბრალოდ მინდა ჩემთან იყოს. ერთხელ რომ გავაკეთო ის რაც მინდა ხომ შეიძლება? არ უნდა ვიფიქრო სულ ცოტა ხანს არ უნდა ვიფიქრო -სადარბაზოში შესვლისთანავე მაჩერებს - არ მოდიხარ? -არ მიყვარს როცა სხვისი სურვილის საწინააღმდეგოდ ვმოქმედებ ... არ ვაპირებდი ამოსვლას-ისე მეუბნება აშკარად გულწრფელია -არაუშავს ახლა ამოხვალ! - ვუღიმი და თავს ოდნავ გვერდით ვხრი ისე ვუყურებ . თავზე ისვამს ხელს და ახლა ვამჩნევ რომ მასაც შავი სპორტლი მოსაცმელი აცვია კაპიუშონით. ჯინსის მუქი შარვალი და მაისური. - არ შეგაცდენ ნუ ღელავ ... მოძალადე არ ვარ -მარიამ... -აბა ამდენ ხანს რატომ დგახარ ერთ ადგილას?? ცივა აქ ! წამოდი ან წადი -ჩაიშიც მარილს ყრი ხოლმე? -წარწერები გავუკეთე და აღარ მერევა... - თვალს ვუკრავ და წინ მივდივარ. ლიფტში რომ შევდივარ მერე მახსენდება რომ ხურდა არ მაქვს .იცინის და ჯიბიდან საფულეს იღებს ხურდას პოულობს და ღილაკსაც აჭერს თითს. შემდეგ კედელს ეყრდნობა და მიყურებს ,ამიწვა სახე. გავხედე და მეც თვალმოუშორებლად ვუყურებდი, იღიმოდა მეც ვიღიმოდი. კართან რომ მივედი და ღია კარში ქარბორბალა სახელათ თამარა გამოვარდა მერე გამახსენდა მისი იქ ყოფნის შესახებ -სად გავარიდი გოგო სულ გაგიჟდი შენ? არა რო არ ხარ დალაგებული კი ვიცი ,მაგრამ .... ამდენ ხანს სად ხარ ლამის მიშოს დავურეკე ვიფიქრე მოიტაცა ის კაცი და დავრჩით ლექტორის გარეშ.... პატივცემულოოოო - თვალები რომ ვატრიალე 360 გრადუსით და გადავიტანე კეფაზე მერე გაიხედა და უცებ მოკუმა ტუჩები -დამშვიდდი თამარა ... რომ დააპირებს მოტაცებას წინააღმდეგობას გავუწევ! ბოლომდე ვიბრძოლებ - ბოლომდე იბრძოლებს ბიჭი ვაი შენს პატრონს ... ამოგძვრა თამარა ენა ამას ერთ სიტყვას რომ გეტყვის ისე დაატრიალებს სათავისოდ გამთიშა ხო ხედავთ. -თავს დაიხსნი და ამ დროს გამოგეღვიძება ... ლექციები ხომ ადრე გაქვს და მაღვიძარა აწკრიალდება - შეწუხებული სახით ვეუბნები , იცინის და უკან მომყვება. თამარა გაჩუმებულია იცის მოვკლავ და უბრალოდ მიბობღავს მისაღებისკენ. -თამარა მიხედე შენს საყვარელ ლექტორს... ჩაის მოვამზადებ მე ...თუ ყავა -მარილი თუ არ ექნება ყავა მირჩევნია ... -მეც თუ მომიმზადებ...- კნუტის თვალებით მიყურებს ეს ყავაზე დამოკიდებული ნარკომანი და მეც გავდივარ . მერე მახსენდება რომ ვახშმობას ვაპირებდით და დაწყებულიც მქონდა უკვე მზადება . კუჭიც აშკარად იწყებს ლანძღვა-გინებას მალე აყვირდება ... მისაღებში საუბრობენ წლის ლექტორი და სტუდენტი. ამას რატო ეჟღურტულება სულ და მე რატო მიბღვერს ლექციაზე ნეტავ გამაგებინა. ამას და მიშოს საყვარელი გოგოს დაქალებთან კარგი ურთიერთობის დამყარება უყვართ თუ მეჩვენება მე ! საყვარელი გოგო მე გავიფიქრე თუ სხვა იყო ვინმე...არა აშკარად სხვა მარიამი სახლობს კიდევ ჩემს სხეულშიდ ა სისულელეებს ფიქრობს მაგიდაზე ვაწყებ ყველაფერს ,ბატონი მიყურებს თან საუბრობს და თამარასთან რომ ვჯდები წარბებს კრავს . ყავის ფინჯანს იღებს და უყურებს, მეცინება -შენ რატო არ სვამ? -მარიამს არ უყვარს ყავა...ნატურალური წვენები ძირითადად-ოჰ ჩაუკაკლა უცებ ! რომ გავხედე გაჩუმდა თორე ეტყოდა ყველაფერს რა მიყვარს და რა არა- მე რომ მიყვარს ყავა გემრიელს ამზადებს -გემრიელს ... მარილით გიკეთებს შენც? -მე არ ვაბრაზებ ხოლმე... კარგი გოგო ვარ -მე ვარ ცუდი ბიჭი ? - ეს როდის გაკეკლუცდა? რას მეპრანჭება რა უნდა? მოიხსნა მუნჯის ნიღაბი და ალაპარაკდა თუ რა არის? რა საჭიროა ამდენი თავისუფლება და ჟღურტული და ნამდვილი სახის ჩვენება? ისე არ მომწონს თუ რა ? სულ უნდა გადამრიოს და მექცეს ღამის ზმანებად? -ცუდი მარტივი ნათქვამია - სანამ თამარა დაუტკბება ვასწრებ და ისიც წამსვე კრავს წარბებს.მერე მე გამოვხატავ ყველა ემოციას ჩემი მიმიკებით! თითონ რა დღეშია ეგრევე აბრიალებს თვალებს როგორც კი რამეს ვეტყვი -ყველა გოგოს მოსწონს შინაგანად ცუდი ბიჭი -ჩემი განვითარება ცოტა ჩამორჩენილია ალბათ რამდენიმე წელიწადში მეც მომეწონება-ვეუბნები და მშვიდად ვაგემოვნებ ნამცხვარს. კრემი მედება ტუჩზე და ენისწვრით ვიწმენდ...ის კი მიყურებს და ყავის ფინჯანი ტუჩებთან მიაქვს ცხელ სითხეს გასაგრილებლად უბერავს ტუჩებს ისე ამოძრავებს კრემი კი არა ტუჩები მოვიჭამე. -ვაიმეეე - თამარას კივილს მოვყავარ გონს. უცებ დგება სავარძლიდან მობილურს აფრიალებს ხელში -ახლა გამახსენდა...სახლში უნდა გავიქცე საბა და სალომე უნდა ვნახო ამ საღამოს მომკლავს ჩემი და ხო იცი როგორ მებუტება...მგრძნობიარე გახდა ამ ბოლო დროს ბატონო გინეკოლოგო ვითომ ფეხმძმედ იქნება უკვე თვეზე მეტი კი გავიდა და დავიჯერო ასე იყოჩაღა ჩემმა სიძემ ?- უცებ აყრის ორივეს გვაბრუებს მგონი იმდენად რომ მის შეჩერებას და მისი ხრიკის გამოცნობასაც ვერ ვასწრებ ისე მკოცნის მერე დამიანესაც მიეჭრა ლოყაზე ხმაურით აკოცა და გავარდა- ნახვამდიიიის -უკვე დერეფანში მყოფი კივის და მესმის როგორ ხურავს კარს.ისევ იქეთ ვიყურები და წინ რომ მიბრძანდება დამიანე მერე იმას ვაყოლებ თვალს სად მოდის... ჩემ გვერდით ჯდება? ისე ვიწევი უკან წელში ვტყდები მგონი. ხელს წელზე მიცურებს ,ფინჯანს ხელს არ უშვებს მაბრუნებს პირვანდელ პოზაში და მშვიდად აგემოვნებს ყავას -უმარილოდ აშკარად უფრო გემრიელია -ერთი შეცდომა სულ უნდა გამახსენო? -ცხელა აქ... - მიცხადებს და მოსაცმელს იხდის . სუნამოს სურნელს რომ აფრქვევს ამ მოძრაობის დროს და ნერვებს მაწყვეტს ეგ ამბავი დავაიგნოროთ. ამ ყინვაში მოკლემკლავიანი მაისური აცვია? გაიყინებოდა აბა რას იზავდა ... ცხელსისხლიანია თუ რა არის . ეს კუნთი მისია თუ იბერავს ხოლმე ..ნასოსი აქვს ალბათ სპეციალური რამე -დაღეჭილი გქონდა ის საკითხები ბოლი აგდიოდა რომ ყვებოდი და 22 ქულა როგორ მიიღე -თემას მიცვლის და თვალებს მიბრიალებს -შენ რა გაგიჟებს ნეტავ გამაგებინა- ამოვიფრუტუნე და სავარძელში კომფორტუად მოვკალათდდი. თავი მივაყრდენი საზურგეს ისე რომ მისთვის ნორმალურად შემეხედა -ვიცი მერე ინანებ რომ არ დაიხარჯე ბოლომდე და საერთოდაც არ მიყენებ... -არ გიყენებ? რა გინდა რომ გავაკეთო ? თუ გინდა გამოგიყენონ ნებისმიერს გაუღიმე და მოგთაფლავენ ისინი ...შემოგთავაზებენ საინტერესო რამეს -ყველაფერი უკუღმა როგორ გესმის -სულ ქარაგმებით მელაპარაკები და რა გიკვირს? -ახლაც გაუგებრად ვამბობ რამეს? ძალიან კარგად იცი რომ ტყუილად ნიშნანს არ დაგიწერ და არც ზუსტად გეტყვი საკითხებს ,მაგრამ ხომ შეიძლება დამატებით გამეცადინო -არ ვთვლი შენს შეწუხებას საჭიროდ... -მიშო რომ გამეცადინებს ეგ უფრო ჩვეულებრივი ამბავია ? წლები უნდა გავიდეს ჩვეულებრივი ადამიანივით რომ მომექცე? -როგორ უცებ ბრაზდები პირდაპირ გაოგნებული ვარ -მაბრაზებ ! -გაბრაზებული უფრო მომწონხარ- ეს მე ვუთხარი ? არა ნამდვილად ვიღაც არის იქ მეორე რომელიც ჩემს ტვინს მართავს- ასეთს შეჩვეული ვარ ... ნუ მიყურებ ასეე იცინის...თან ხმამაღლა და მერე ისე მქაცავს თავისკენ მგონია რომ გადავვარდები. მუხლებზე მისვამს და ისე მეხუტება . ლოყაზე რამდენჯერმე მკოცნის და ისევ იცინის -ასეთი საყვარელი და თან ჯუჯღუნა როგორ ხარ -რატომ ისარგებლე ჩემი გაბრუებით... გამიშვი ! -ასე რომ იჯდე მსოფლიო დანაშაულს ცადიხარ? -არ მომწონს ,არ მინდა ასე ჯდომა! -შენ ამქვეყნად რამე რომ მოგეწონოს აღიარებ? -რა თქმა უნდა -აბა რატომ არ მეუბნები რომ შენც მოგწონვარ -არ მომწონხარ და იმიტომ ... საერთოდაც არც შენ მოგწონვარ! თუ აკვირდები არაფერი მოგწონს ჩემში და რას ითხოვ ჩემგან ? სიყვარულიც ხომ არ აგიხსნა -რამდნეი ლაპარაკი გიყვარს ...ერთს გეუბნები და ინთები მაშინვე- ისევ ლოყაზე მეფერება, მერე ხელს უფრო მიჭერს წელზე და არ მაძლევს ადგომის საშუალებას-გაჩერდი ,თორემ გაგიშვებ ხელს და გადავარდები -იატაკზე მიხუტებას მიჩვეული ვარ ... -რადგან ბიჭთან ყოფნას მიჩვეული არ ხარ ახლა დისტანციის დაცვით გელაპარაკო სამუდამოდ? -შენ რა იცი მე რას ვარ მიჩვეული და რას არა საერთოდაც მუდმივობას ნუ ეხები ! -როგორ გამიბლატავდი ! -რომ ჰკითხო ჩვეულებრივა დმელაპარაკება უკვე მეორედ და არადა ყოველთვის ორ სიტყვას მიგდებს და მორჩა ! მარტო იმას მეუბნები რაც გაწყობს რომ მითხრა... მართლა პატარა სულელი თინეიჯერი მგონია თავი ბიჭთან კინკლავი რომ უხარია და ჰგონია ესაა სიყვარული -შენი ბრალია! -ნერვებს მიშლი ! -დამშვიდდი ... რა დღეში გაქვს ნერვები ამ პატარა ბავშვს ! დამშვიდება გჭირდება ბუნებრივი მეტოდებით, წამალი აღარ გიშველის შენ - მიცხადებს ურცხვად და ისევ დაატარებს ჩემს სახეზე და თმაში თავის გამოძერწილ თითებს -არაფერიც! შენ საერთოდ კი არ მამშვიდებ მაგიჟებ ... უკონტროლო ვხდები და ერთხელაც დაგმართებ რამეს -მართლა ხო არ მომიტაცებ? - ისე მეუბნება თითქოს ეშინია. გაიძვერა ! როგორ თამაშოსბს სიტუაციით ეს მე ვერ ვაკონტროლებ რას ვეუბნები თორემ თავად ძალიან კარგად მართავს სიტუაციასაც და მეც! -იმ გოგოს მახსენებ ძალიან რომ უნდა კაცი და თავს იფასებს , უბრალოდ კივის მოტაცების დროს და სინამდვილეში სალტოებს აკეთებს იმდენად უხარია რომ ეღირსება -აი ასეე... იმდენად გააოცა ჩემმა პასუხმა მისგან თავის დახსნაც მოვახერხე ჩემს ადგილს დავუბრუნდი და ნამცხვრის დაგემოვნება განვაგრძე რომელიც შემაწყვეტინა ბატონმა დამიანემ -უკვე ნამდვილად მეშინია ჩემზე არ იძალადო...მეცხრედან გადახტომა რომ დამჭირდეს ჩემი უბიწოების დასაცავად გადავრჩები ვითომ? -ჩვენ ორში ლამაზმანი შენ ხარ ...ვინ დამადანაშაულებს ...ყველა გამიგებს -შეგიძლია დაიწყო ... - ჩემკენ იხრება მაისურის ბოლოს ხელს კიდებს და ისე იწევს მგონია რომ მართლა გაიხდის და რა თქმა უნდა წამოვეგე. ისე ავიფარე ხელები სახეზე და წამოვიკივლე გავბზარე კედლები -დამიანეეეე -არ არსებობს ხო შენ? -რას ბოდავ ... გაგიჟდი შენ? რა იყო ეს რას ცანცარებ ამხელა კაცი? -გაახილე თვალები ასე არ მომწონხარ -მეც ახლა არ მქონდეს ბრიალა თვალები -მთავარია მე მომწონს და შენ ჩემი თვალები რომ გაგიჟებს ესეც საკმარისია -შენი თვალებიიი ... როგორ გითხრა ახლა რომ არ მომწონს საერთოდაც შენი თვალების გამო ხარ ახლა აქ -სხვა არაფერი ხო? -ჩემთვის თვალებია ყველაფერი...სულის სარკე და თავად სული ! სიმპატიური და მომხიბვლელი ბევრი იყოს შეიძლება ,მაგრამ შინაგანად ღმერთკაცი ცოტა. ვფიქრობ გესმის ჩემი -არადა მეგონა პირიქით იყო შენს შემთხვევაში ... ლექციაზე რა დაინახე ჩემში ისეთი რომ მოგწონებოდი -არ ვიცი... არც მაცლი გავიგო -არ ვაპირებდი...მართლა არაფერს ,მაგრამ იმ დღეს მანქანის წინ რომ დაგინახე ეგოისტურად მარტო ჩემს თავზე ვფიქრობდი . ზედმეტად რთული ხარ მარიამ იმდენად გულწრფელი იყო ყოველგვარი დაფიქრების გარეშე დავიწყე საუბარი -არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე ნორმალურად შენთან...ისედაც მიჭირს ვინმესთან დაახლოება და ნდობა შენ საერთოდ ...საერთოდ - ხელები მოვიშორე თვალებდახუჭული ვიდექი და ხელებს ჰაერში ვასავსავებდი -საერთოდ ... სხვა განზომილება ხარ . იმდენად ვეთიშები გარესამყაროს რომ მგონია სადღაც წყვდიადში ვიკარგები და ამჯერად არ აქვს მნიშვნელობა იმ ფაქტს რომ სასიამოვნოა შენზე ფიქრში გატარებული რამდნეიმე საათი ... უბრალოდ არ შემიძლია ასე მოვწყდე სამყაროს ...მინდა რომ შეწყვიტო ეს ყველაფერი მითუმეტეს ამ დოზით ....უნდა დავმშვიდდე, დავლაგდე, დავფიქრდე და ადექვატურ აზროვნებას რომ შევძლებ მერე ისევ თუ გექნება ინტერესი ჩემს მიმართ ! არ შემიძლია მე ასე... არ შემიძლია ერთ წუთში უემოციო ურჩხული ლექტორი იყო, შემდეგ ჩემს ირგვლივ ტრიალებდე სრულიად სხვანაირი და მთელი დღის განმავლობაში ათასი ხერხით გამაგიჟო! მე არ ვარ მიჩვეული და არც მქონია საერთოდ ვინმესთან ურტიერთობის მცდელობაც კი ... მეცადინეობის გარდა არაფერი მაინტერესებდა არასდროს უინტერესოდ ჟღერს ალბათ,მაგრამ ასეა ჩემში ყველაზე დიდი დოზით კარიერისტი მარიამია და არა რომანტიკოსი მარიამი. მეგობრებიც მას მერე მყავს რაც აფსოლიტურ ნდობას ვუცხადებ და მე არ შემიძლია იმპულსურად მოვიქცე ... ზღაპარში ვიცხოვრო ! უამრავი დაბრკოლება არსებობს ჩვენს შორის, რომლებზეც თვალს ვერ დავხუჭავ და როცა აღიმართება ჩვენს შორის კედელის სახით მერე ტირილით ვერ დავიწყებ ,ოთახში ვერ გამოვიკეტები და ყველაფრის გადაწყვეტას ვერ მოგანდობ .... ვერ დავხუჭავ თვალს როცა კარგად ვხედავ აშკარა მომავალს! მე რომ შენი სტუდენტი არ ვიყო რამდენიმე წლით დიდი, შემდგარი და ჩამოყალიბებული ქალი რომ ვიყო აუცილებლად ვცდიდი , არც დავფიქრდებოდი ალბათ მიუხედავად იმისა მომავალი ექნებოდა ჩვენს ურთიერთობას თუ არა.... მაგრამ ახლა არ შემიძლია ასე და თუ შემეწინააღმდეგები , თუ ვერ გამიგებ ეს უბრალოდ ჩემი სურვილის უგულებელყოფა არ იქნება ალბათ უზარმაზარი მონოლოგი გამომივიდა... უბრალოდ მინდოდა მეთქვა. არ შემეზლო ყველაფერი ისევ ისე გამეგრძელებინა ისევ გზაარეულს, დაბნეულს და იმპულსს მინდობილს. თითქოს უფსკრულის პირას ვიდექი და გადავარდნას ველოდი. მისი თვალები ყველაფერს მეუბნებოდნენ იმ წამს და ნამდვილად ბედნიერი ვიყავი...ვიცოდი რომ ესმოდა.ისიც ვიცოდი ჩვენი სამი შეხვედრა რატომ მოხდა ...გამიღიმა , ყველაზე მეტად შეიცავდა იმ დროს ტკივილს“ჩემი ღიმილი“ თითქოს ორივემ დავიწყეტ რეალობის აღქმა. იმ წამიდან ვიცოდი რომ იწყებოდა ... ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში... -მითხარი ...- ისეთი ხმა აქვს მინდება ყველა სიტყვა უკან დავაბრუნო .ჩემს წინ იდგა ,მზერით მეალერსებოდა, შემდეგ მისი თითები ჩემს სახეზე კონტურს ხაზავდნენ, უბრალოდ ვგრძნობდი ვერ ვუყურებდი.თვალები მივნაბე და ვტკბებოდი -რომ იცი... იცი რომ ჩემი გული შენი არის და იქნება მიუხედავად ყველაფრისა - ისევ დავიკარგე... ისევ გაჩერდა დრო , მისი თვალები იქცა სამყაროდ რომელშიც საკუთარ თავს ვხედავდი ... არ შემეძლო თვალის დახუჭვა და თავის მოკატუნება... თითებს ფრთხილად ვახებდი სახეზე,იმდენად ნელა რომ ყველა ნაკვთი შემეგრძნო, ხელისგლზე მაკოცა ისევ ისე ხანგრძლივად . ბოლოს მახსოვს როგორ შემეხო ტუჩებზე ცხელი , რბილი ბაგეები გეფიცებით არ იყო ეს კოცნა ეს რაღაც სხვა იყო, უფრო აღმატებული ყველაფერი იყო იმ წამს მისი შეხება ... „ჩემი ღიმილი“ მაჩუქა, „თავისი ღიმილი“ წაიღო ჩემგან და წავიდა. ……. მარიამის ბინა რომ დავტოვე ,მივხვდი სახლში წასვლა ამ დროს სულ არ მინდოდა და სწრაფად დავიძარი დაშნიანის კორპუსისკენ. როგორც იქნა ავაღწიე და ზარი დავრეკე. კარი ჩაკეტილი ჰქონდა ბატონს,როგორ მოხდა! მეათედ დავაჭირე ღილაკს მგონი,ნეტავ სახლში არ არის ? ამ დროს სად დაბრძანდება . აი ნაბიჯების ხმაა მგონი, როგორ ინება კარის გაღება რა საოცრებაა. გასაღები რომ გადატრიალდა,შემდეგ სახელური ჩამოიწია კარი გაიღო და თმააწეწილი მიშოს პერანგში გამოწყობილი ქეთა რომ დავინახე ყველაფერი დატრიალდა ირგვლივ -თამააღ შენ ხარ? შემო ... შემო რას დგახარ მანდ. რომელი საათია ? სულ ვერ გავიგე დრო როგორ გავიდა -უცებ აყრის და მიღიმის- გავიყინე შემოდი - ხელს მავლებს და სიგნით შევყავარ, უცებ ხურავს კარს და გასაღებით კეტავს- მიშიკო არ არის...მითხრა გვიან მოვალ დაიძინე შენო და თუ გინდა დავურეკავ -არაა ... არ მინდა. მეც გვიანია და მარიამთან ვიყავი მეთქი არ წავალ სახლში-თქო და -ასე გათიშული რატომ მელაპარაკები? არ მითხრა რომ სხვანაირად იფიქრე... ისე კი მიხდება ეს პერანგი ხო?- იკრიჭება და თავის აშოლტილ ფეხებს ათამაშებს - დავურეკოთ მართლა მიშოს თორე ეჭვი მაქვს საერთოდ არ მოვა -მიშო თუ არ არის...შენ რატომ ხარ აქ? -კლინიკიდან რომ გამოვედი შეუძლოდ ვიყავი და აქ მომიყვანა -მერე დაგტოვა? -უკეთ ვიყავი და...-აშკარად მატყუებდა. მისაღებში შევიდა და დივანზე დაჯდა - დარჩენა თუ გინდა მიშიკოს ოთახი ხომ იცი სად არის ...იქ შედი იცი მე ძალიან დაღლილი ვარ და თუ არ გეწყინება დავიძინებ-უცებ იძვრენს თავს და გასასვლელად ემზადება მეც მივყვები , აშკარად არ არის კარგად და არ მინდა უფრო ცუდ განწყობაზე დავაყენო. საძინებელში შედის და მიღიმის კარის დახურვამდე,თუმცა სულ არ ჰქონდა ის მუხტი რაც ყოველთვის. მიშოს ოთახში შევდივარ და მაშინვე ვგრძნობ სასიამოვნო სურნელს. იმდენად გვიანია რომ მეეჭვება საერთოდ მოვიდეს ბატონი მიხეილი. კარადას რომ შევხედე ინსტიქტურად გავიხადე და მისი ერთ-ერთი მაისური გადავიცვი. შემდეგ საწოლში მოვთავსდდი და საბანი ისე დავიფარე თითქოს მეტყოდა გაცივდებიო . მისი ბალიში ჩავიხუტე და სიამოვნებისგან გამაკანკალა,მისი სურნელი ტრიალებდა ირგვლივ. მალევე ჩამეძინა, ძილი კარის ხმამ დამიფრთხო. შემოსასვლელიდან მოდიოდა ხმა შემდეგ ნაბიჯების ხმა, კარი გაიღო ფრთხილად დაიხურა ,მაგრამ მე ხომ გამოფხიზლება არ შემიძლია ერთი საათი უნდა ვიძახო „ადექი,გაიღვიძე ,გამოფხიზლდი“ ხმა ჩამესმის თუმცა ვერ ვფხიზლდები .ბოლოს ვბრუნდები კარისკენ და ფანჯრიდან შემოსულილამპიონების შუქზე განათებულ ოთახში მდგომ ნახევრად შიშველ მიშოს ვხედავ,იმ წამს ბრუნდება ჩემკენ და უცებ ანთებს შუქს -თამარა?! - -თვალებგაფართოებული მიყურებს მე კი ისე მინდა ჩავძვრე საბანში და საერთოდ არ ამოვხედო...ჯანდაბა რა უღმერთოდ სიმპათიურია ბარემ ვწევარ და მაისურიც რომ გავიხადო არ შეიძლება? - ვაჩე რა დამალევინე ასეთი მოჩვენებები დამეწყო ... თუ მეჩვენები მაისური რატო გაცვია თამარა? - ჩემკენ მოდის თუ მე მეჩვენება -მიშოოო რა მოჩვენება ნამდვილი ვარ -ნწ არ ხარ ნამდვილი... -თუნდაც არ ვიყო უზრდელო რას აპირებ? -საწოლში ვწვები...ჩემს საწოლში -შიშველი? -საცვალს ვერ ხედავ ? თუ გინდა ახლავე გავიხდი- საწოლზე სანამ ამოვა ჩერდება -დაშნიანო გეყოფა თამაში ! ნუ ხარ უზრდელი ველური კაცი -რატომ ვარ ველური ... - ვაიმეე ვეღარ ვსუნთქავ ! რა მინდოდა რას მოვრბოდი ვერ დავრჩი იქ? გავსულიყავი საძნებელში და დამეტოვებინა ისე მარტო...ან სახლსი წავსულიყავი ან ქეთოსთან დავწოლილიყავი რა მინდოდაა . მცხელაა ეს საბანი ისე ავიტანე ყელამდე ამივიდა ბოლი -მთვრალი ხარ ? -თუ არ მეჩვენები არ ვარ...თუ მეჩვენები ვყოფილვარ და ვაჩეს მოვკლავ ხვალ -კარგი რააა მიშოოო ... -რა... -ნუ მიახლოვდები, ჩაიცვი და შებრუნდი მერე მეც რო ჩავიცვა -ახლა არ გაცვია? -მიშოოოოოოოოო გეყოს თამაში და გააკეთე რაც გითხარი,როგორ იქცევი ? -ვგიჟდები რომ ბრაზდები - ეს ხელი საიდან შემოაძვრინა საბნის ქვეშ, წელზე მომეხვია აშკარად და თავისკენ მიმიზიდა საბანს ხელს არ ვუშვებდი ისე ავეკარი-თვალები რომ გიმრგვალდება, სხეული გიცახცახებს და სულ მთლად წითლდები -დემონო გეყოს ჩემი გაწამებააა -ერთი მაკოცე და კიი -ისე მიყურებს შემიძლია დავახრჩო კოცნით , ლოყაზე საჩვენებელ თითს იდებს და ელის როდის ვაკოცებ -არ მაკოცებ? -მიშო რა დაგალევინა ვაჩემ ასეთი? -თეთრი ღვინო მამამისის ვენახებიდან ... ახლა მაკოცე ! თუ არ გინდა რომ ჩავიცვა მითხარი და დავწვები ახლავე -ჩაიცვი და მერე გაკოცებ -როგორ იცი ხოლმე შემიტყუებ ამ ბავშვურ კინკლავში ... სარგებლობ ჩემი სიმთვრალით ბურტყუნებს და შორდება ისევ საწოლს. თვალს ვაყოლებ და დიდ ნერწყვის გორგალს როგორღაც ვაგორებ ყელში. კარადის კარი უკვე ღია ჰქონდა ამიტომ პირდაპირ დაკეცილი შარვალი და მაისური აიღო სწრაფად ჩაიცვა და ისევე სწრაფად დაწვა ჩემ გვერდით -ახლა მართლა მთვრალი ვარ მე... გათიშულს დამეძინება, არც გავტოკდები და არ წახვიდე ტყუილად ქეთუშასთან ,მარტო იყოს ხო? -ბალიშზე უდევს თავი ქვემოდან მიყურებს და საყვარლად მიხამხამებს წამწამებს. მთვრალი კაცო რომელიც ფხიზელი ჩხუბობს და უერთიანებს-თავ ყბას ყვალას როგორაა ასეთი საყავრელი ვინმე ვერ მეტყვით? - არ შეხვიდე ქეთუსიასთან ,მარტო უნდა იმას ყოფნა. მეც არ უნდა მოვსულიყავი... არ დაწვები ნორმალურად? - თვალებს აწვრილებს და ისე მიყურებს - ისედაც არაფერი გიჩანს ნუ დაიგუდე ამ საბანში- ისე უცებ დაქაჩა და მომაშორა ყელიდან საბანი მე თითქოს არც ვუჭერდი თითებს, სად მაქ ძალა ? უცებ ჩავცოცდი ქვემოთ და კიდისკენ მივიწიე ,მაშინვე ასწია ტუჩის კუთხე ,გვერდით გახოხდა,ბალიშიც წაიღო ხელები მოხვია და ისე მიყურებდა-მოიწიე მაქეთ აღარაა ადგილი გადავარდები მერე შენი ამბავი რომ ვიცი- ღიმილით მეუბნება და თვალებთან ნაკეცები უჩნდება . მეც ვუყურებ და თვალს ვერ ვწყვეტ - ძილინებისა , ახლა თუ გინდა არ დაგესიზმრო შეიძლება შევიშალე, მაგრამ ახლა რომ არ ჩავეხუტო და ასე შორს დავიძნო ჭკუიდან შევიშლები.ვერც დავიძინებ ამიტომ აზრი აქ აქვს.თანაც ხომ დავპირდი გაკოცებ-თქო? თვალებს რომ ხუჭავს მაშინ ვიწევი მისკენ და ვეხუტები. ლოყაზე ვაკოცე და შემდეგ მკერდზე მივადე თავი. ვიგრძენი როგორ შეკრთა, მერე გაიღიმა, ხელები საბნის ზემოდან მომხვია და მკლავებში მომიქცია ,თავზე მაკოცა და შემდეგ ნამდვილად ღრმად და ტკბილად დავიძინე. ნამდვილად არ შერხეულა, როგორც დაიზინა ისე გაიღვიძა აი მე კი ოცჯერ დავტრიალდი და ბოლოს მაინც საწოლის ბოლოში ვწიექი იმ განსხვავებით რომ ჩემი მოშიშვლებული ფეხები მისკენ მქონდა მიშვერილი, ერთი საერთოდ დაშნიანის წელს იყო დაპატრონებული მეორეც იქვე იყო.როგორ მივაღწიე იქამდე ვერ გეტყვით ან რა ერქვა საერთოდ იმ პოზას მე რა პოზასიც მეძინა რაღაც ტანვარჯიშის ილეთს ვაკეთებდი ალბათ სიზმარში. თვალები უცებ დავხუჭე რომ მივხვდი იღვიძებდა, გამოზრავება ვეღარ გავბედე ჯანდაბამ გამაქვავა. მივხვდი როგორ შეირხა, წამოიწია და საბანი აწია ეტყობა წელზე გადებული ფეხის ამოცნობას აპირებდა მერე ფრთხილად შემეხო კოჭთან და საწოლზე გადმოდო ჩემი თავხედი ფეხი. მხოლოდ ამის შემდეგ გადმოიხარა ლოყაზე ნაზად მაკოცა და საწოლიდან ისე წამოდგა რომ მეღვიძა თორემ ვერც გავიგებდი თუ გატოკდა საერთოდ. თვალები სულ ოდნავ გავახილე, დავინახე როგორ აიღო მობილური და ფეხისწვერებზე სიარულით დაიძრა კარისკენ . უცებ მობილურზე დაურეკეს რომ დახედა სკამს გაარტყა ფეხი და ისე დაენარცხა იატაკზე კივილით წამოვვარდი ფეხი მოკეცილი ჰქონდა და ხტუნავდა ერთ ადგილას ყვირილის შეკავება უნდოდა ,მაგრამ რომ დამინახა წამსვე შეიგინა -ამის დედაც... მაინც გაგაღვიძე ბოდიში თამარა არ მინდოდა მართლა ვიფიქრე გავიპარები=თქო ახლა მართლა გაიპარება ჩემი გული -უცებ აყოლებს და თავიდან ფეხებამდე მათვალეირებს მერე თვალებს ხუჭავს და ისე ხვნეშის თითქოს რარაც საოცრება დაინახა -კარგად ხარ? ფეხი ძალიან გეტკინა? დაყრდნობა შეგიძლია თუ გტკივა -კარგად ვარ... არაჩვეულებრივად საერთოდ არ მტკივა ფეხი. გავალ მე ... ყავას ხო ყავას გაგიმზადებ ან რა ვიცი თუ გინდა დაიძინე შაბათია დღეს მაინც და - უცებ აყრის - ცოლი სანამ არ გახდები ჩემი მაისური არ ჩაიცვა თორემ გავგიჟდები ! -რაა? რატომ ვითომ ... რამდენ ქალს ცმია შენი პერანგი და მაისური ვინ იცის მე რომ ჩავიცვა რა ...უტაქტო გორილავ ! სად მიდიხარ? მიბრძანე და ახლა მიბრძანდები? ძალიანაც მომწონს მე შენი მაისური და ასე ვივლი აწი სულ თუ მომინდება ყველას ავიღებ -აიღებ ხომ? სხვებსაც ცმია თურმე... გიბრძანე და უფლება გაქვს- უცებ მავლებს წელზე ხელს კარზე მაკრავს ისე რომ ცოტაც და კვნესა აღმომხდება მერე სხეულზე მეკვრის იმდენად რომ სუნთქვა აღარ შემიძლია, წყლიდან ამოვარდნილი თევზივით ვაფჩენ პირს და ვაფართოებ თვალებს .იმდენად ახლოსაა მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მეფრქვევა,შემდეგ პირდაპირ ტუჩებზე - მე ხომ გითხარი მოთმინების უნარი არ მაქვს ... თამაში არ დაიწყო თქო ეს თამაში არააა უღმერთოდ სექსუალური ხარ ,მკლავ - ერთი ხელი წელიდან ქვემოთ მიაქვს მაისურის ბოლოსთან ჩერდება -რატომაა ასეთი მოკლე ეს პატარა ქალი რით ვერ დაგფარა... საჯდომი რომ გაქვს დიდი მაგის ბრალია !- მიცხადებს და ტუჩებს ისევ გვერდს უვლის, ლოყაზე ,ყბაზე და ყელზე მკოცნის. ისე სუნთქავს მგონი ჩემს ნაცვალდაც აკეთებს ჩასუნთქვებს -დემონო... -შჩჩშ- თითები ახლა ჩემს ტუჩებთან ჩნდება .ისე რომ ყელს არ შორდება თითებს ტუჩებზე მატარებს და გასაგიჟებლად აგრძელებს ჩემი ყელის დაგემოვნებას იმდენად რომ სადაცაა ხელში ჩავადნები. რომ მომშორდეს წავიქცევი ,ხელი წამით რომ შემიშვას იატაკზე გავიშოტები .როგორ მკოცნის ასე ...ასე ტკბილად, ნაზად და ასე ვნებიანად შეუკავებლად-ნამდვილი ცდუნება ხარ... ყველაზე დიდი ცდუნება მაგიჟებ -შენ არ იცი მე როგორ მაგიჟებს შენი შეცვლილი ხმა და სხელი ტუჩები . ხელებს ერთბაშად მაშორებს კარზე გადააქვს და თავსაც უკან სწევს ,მიყურებს წამით და შემდეგ უცებ მახლის- ჩაიცვი ... ისე გამოდი რამდენიმე წუთი რომ გათიშლი ვიყავი და ვერ ვაზროვნებდი მიხვდით ალბათ ხომ? შემდეგ ჩავიცვი როგორღაც და გავღოღდი აწითლებული და აფერადებული. სააბაზანოში შევედი ,წყალმაც არ უშველა ჩემს სიწითლეს, ყელზ ეკანი მეწვოდა სარკეში შევნიშნე სიწითლე ერთ ადგილას და თვალები გამიფართოვდა. ამის მერე ყოველ წამს თავიდან ვწითლდებოდი... სამზარეულოში იყო და შეკრული წარბებით ამზადებდა რაღაცას. მერე გამომხედა და წარბი მაღლა აზიდა -არ მოხვალ? თუ გაინტერესებს და ბრაზდები გეტყვი რომ არავინ იცვამს ჩემს მაისურებს და პერანგებს - თემა გადააქვს ახლა მე ხომ ვიცნობ არა? ვაშლს მოჭრა ერთი ნაჭერი და სწრაფად გააქანა ყბაში . მერე ისე დააქუცმაცა ნერვებს იმშვიდებდა ... მაგიდასთან დავჯექი და ვუყურებდი , ბოსტნეული გამოიღო და იმის დაჭრა დაიწყო. მერე სუფრის გაშლა დაიწყო და ნელ-ნელა იღებდა რაღაც-რაღაცეებს მაცივრიდან. ტოსტებიც გააკეთა და საათს დახედა. მხოლოდ ამის შემდეგ შეწვა კვერცხი და თეფშზე რომ გადმოიღო სწორედ ამ დროს გამოვიდა ქეთა. ისევ ისე ეცვა, ახლა უბრალოდ გრძელი კოპლებიანი წინდები ამოეცვა მუხლებამდე და ისე მოაბიჯებდა, თმა მაღლა ჰქონდა შეკრული,მაგრამ მაინც არ გამოიყურებოდა კარგად. -დილამშვიდობისა გვრიტებოოო ... მადლობთ რომ პატივი მეცით და წუხელ არ იცელქეთ. როდის მოხვედი ისე კი არ გამიგია -დილამშვიდობისაა- მაშნვე მივესალმე როგორც კი ამოისუნთქა და მაღალ სკამზე შემოსკუპდა . ეს პერანგი იმხელა აქვს მუხლამდე წვდება და ვერ გავიგე ჩემზე მაღალი რომაა როგორ აქვს ასეთ ზომაზე. -როგორ ხარ ? - მიშო უღიმის და თავზე კოცნის -კარგად ... საუზმე არ მინდა მე წყალს დავლევ და გავალ .ხელს არ შეგიშლით გემრიელად მიირთვით- მიშოს არ უყურებს ისე ამბობს წყალს ასხავს ჭიქაში და დგება ,მაგრამ მიშო მხარზე ადებს ხელს და უკან აბრუნებს -ისაუზმებ და მერე ! -დაშნიანო ნუ ახურებ გთხოოვ - გონებას დაკარგავ და მერე სამუდამო კომაში ჩავაგდებ ერთს ...ნუ მალაპარებ ზედმეტს! შენ რო გიყვარს მთლად ისეთი არაა პირველად გავაკეთე ეს ...მაგრამ წავა რა - სალათის თეფშს მისკენ აჩოჩებს მე კი ყავის ფინჯანს მიდებს წინ და დაბრაწულ ტოსტებს ვხვდები რომ ორივე დაძაბულია და არაფერს ვამბობ,არ მინდა ქეთას უხერხული სიტუაცია შევუქმნა. ჭამის გუნება კი არა ძალაც არ აქვს თითქოს, ისე ატრიალებს ჩანგალს თეფშზე, თითო-თითო კუბიკს იღებს და მანამ აგრძელებს ასე სანამ მიშოს ხმა არ ესმის -ნუ კენკავ გოგო -დაშნიანო რო მოვიხოდები ხო იცი რას გიზამ -მალე მოიხოდე გელოდები ქეთუსიი ... მიდი ჭამე რა მაგალითს აძლევ ბავშვს ჩემმა თამრომაც დაკარგა ჭამის მადა ხო ხედავ- უცებ ამბობს და ისე მწევს ჩემი სკამიანად მისკენ გონს ვერ მოვდივარ - გინდა ნუტელა? ტორტი არ მაქვს...არ მეგონა თუ მოხვიდოდი - ერთ ლოყაზე თითებით მეფერება მეორეზე მკოცნის .ისევ ვწითლდები ,თავს უხერხულად ვგრძნობ და გაბრაზებული ვუყურებ,თუ გამომივიდა არ ვიცი,მეჭვება რაღაც .მერე მშვიდად იღებს პურის ნაჭერს და ნუსს სქლად უსვამს ზემოდან ,პატარა ბავშვი ვარ თუ რა ხდება.ვაიმე როგორ დავიწყო ახლა ჩხუბი და ისტერიკა ქეთო რო ასე ცუდადაა თორე შენ გაჩვენებდი დაშნიანო როგორ უნდა მოქცევა- აჰაა ... -არ მინდა... -ისედაც ფუმფულა ხარ ერთი ნაჭერი არ გაგასუქებს ... მერე ვივარჯოშოთ მე და შენ კარგი ამინდები რომ იქნება -არ ვაპირებ! -ასე ფუმფულას აბა მე ვერ გაგიძლებ და გინდა წელში გადამტეხო? -ღმერთო ჩემოო ...არ არა დონის უზრდელი ხარ სულ არ გრცხვენია? -რისი ? -იცხადებს და ვაშლს ისე კბეჩს ლამის ვეტაკე და ვაკოცე . წვენით უსველდება ტუჩები და ილოკავს - ქეთა ნუ იპარები ...დაბრუნდი - ისე უცებ ამბობს ან როგორ შეხედა,ან როგორ შეამჩნია მე ვუზივარ გვერდით და ვერაფერი გავიგე და -არ შემიძლია მიშოო ... არ მინდა არააა - დგება და მირბის -შენი დედაც ქაჯაია ...შენი დედაც - გიგის გვარი რომ მესმის ძალიანაც არ მიკვირს. -დაშნიანო შეწყვეტ აქეთ იქით სიარულს და დამშვიდდები -არ გესმის ვერ გაიგებ ... -მე უფრო მესმის როგორაა შეყვარებული ქალი თუ შენ -შენ და იმას ერთნაირი სიტუაცია არ გაქვთ... გამო*ირებულის არაფერი მეტყობა და არც მოვქცეულვარ **ლესავით .ჯანდაბა! თავსაც ვეღარ ვიკავებ - წარბებს კრავს და ამჯერად დივანზე ეხეთქება -არ შემიძლია ვიჯდე და ვუყურო ასეთს არა როგორ არ ვცემე...რამ გამაჩერა -და რომ გეცემა ქეთი მშვიდად იქნებოდა? მაშინ წადი ,იპოვე და დაუსხვრიეთ ერთმანეთს ძვლები -არ უშველის ,მაგრამ თავის დროზე რომ გამეკეთებინა ეს და საუბარს არ დავჯერებოდი ახლა ასე არ იქნებოდა...ამ გოგოს არავინ ჰყავს ისეთი ვისაც ენდობა, ვინც გვერდით დაუდგება ყოველგვარი მლიქვნელობის გარეშე და არ მაქ უფლება არ დავიცვა როცა მე ძმასავით მიმიღო. -უცებ დამშვიდდა და ისე დაიწყო ახსნა ...სწორედ ის მიტხრა რაც საჭირო იყო ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე და ორმაგად შემიყვარდა- პირველი რაც მამამ მასწავლა ქალის პატივისცემა იყო მითხრა რომ ამქვეყნად ყველაზე წმინდა, სათაყვანებელი არსება ქალი შექმნა ღმერთმა და კაცებს დაგვავალა მათზე ზრუნვა,მათი დაცვა და გაბედნიერება. რომ ვუთხარი ჩემს ცოლს ყველასგან და ყველაფრისგან დავიცავ-თქო იცი რა მითხრა ? ნამდვილი კაცი მაშინ იქნები თუ ნებისმიერს ვისაც შენი დახმარება დასჭირდება , შენი ნდობა ექნება დაიცავ და ზურგს არ აქცევო ... შენ შეიძლება გგონია რომ ავადმყოფი, ველური მონსტრი ვარ ,მაგრამ როცა უმწეო ქალს შეურაცხყოფენ ნებისმიერი გზით არ აქვს მნიშვნელობა... სულ არ მინდება თავშეკავება და საუბარი პირდაპირ მინდა გავგლიჯო შუაზე ის არაკაცი რომ აღარასდროს მოიქცეს ვით ! -ნუთუ რეალური ხარ... -თამარა ... -უბრალოდ ნება მომეცი დაგეხმარო ... მეც ძალიან ვღელავ ქეთაზე და მგონია რომ გიგი უბრალოდ შეცდა და არ იმსახურებს მაინც ჩაქოლვას! მე დავრჩები ქეთისთან შენ შეგიძლია წახვიდე დაჩისთან...ან საბასთან სადმე წადი თორემ მგონია რომ მალე გაგიჟდები . სიმშვიდე მიყვარს მე შენში- ჩუმად ვეუბნები ვკოცნი და მხრებზე ვხვევ ხელებს. რა ძალა მაქვს ამ დროს ვხვდები ხოლმე, რომ იტრუნება და ერთბაშად უნათდდება თვალები. -გამოვიცვლი...იმათ მივხედავ და წავალ -იმათ მე მივხედავ ... შეგიძლია წახვიდე -მაგდებ უკვე ! -მიდის და შემდეგ მზად ყოფნაში ბრუნდება. -ისეც ნუ იზამ თითონ რო მოკლას ის იდიოტი ...-ბოლოს აყოლებს და სახლს ტოვებს. რამდენიმე წუთი დავიცადე შემდეგ კი მისი ოთახისკენ დავიძარი. კარზე ფრთხილად დავაკაკუნე და შემდეგ შევაღე. საწოლზე იწვა ემბრიონის ფორმაში და ტიროდა. როგორც კი შევიხედე მაშინვე შეიმშრალა ცრემლები არ ეგონა მე თუ ვიყავი -გთხოვ რა მიშოო ... ვიცი რომ სულელი ვარ ,ვიცი რომ სულ ტყუილად ვქმნი პანიკას რომ არ იმსახურებს გავიგე ,მაგრამ არ შემიძლია- უცებ ამბობს და მერე მიყურებს- თამარა შენ ხარ? შემო რა კარში დგახარ...ის ძაან გაგიჟებულია ხო? -გავუშვი... დამშვიდდება ნუ ღელავ მაგაზე . არ იფიქრო რომ ინფორმაციის გამოძალვას ვაპირებ...უბრალოდ აქ ვიქნები და შეგიზლია ნებისმიერი რამ მთხოვო.აღარ იტირო რა , არ ღირს და საერთოდ არ მომწონხარ ასეთი შენ ხომ მითხარი სულ კარგ განწყობაზე ვარო -რატო ხართ ორივე ასეთი ტკბილები? რამე არაამქვეყნიური არსებები ხართ? -მე ...მე არა და ჩემი დემონი შეიძლება -მოდი აქ მომიწექი გვერდით... არ ვიცი დაშნის საწოლი როგორია ,მაგრამ ეს ნამდვილად კომფორტულია - იღიმის და საწოლზე ატყაპუნებს ხელს. მეც ავდივარ და გვერდით ვწვები. საწოლის თავს ვეყრდნობი და ვუყურებ. ისევ ისე წევს ,არაფერს ამბობს თვალებს ხუჭავს და უბრალოდ ცდილობს დამშვიდდეს. ვხედავ როგორ მოსდის ლოყაზე ცრემლები და გული მეკუმშება, მისკენ ვიწევი და ცრემლებს ვუმშრალებ, თმაზე ვუსვამ ხელს და ისიც წამსვე მადებს თავს ფეხებზე. პატარა მიუსაფარ ბავშვს ჰგავს, დახმარებას რომ ითხოვს და უბრალოდ თბილი ღიმილიც ახარებს. კიდევ ერთხელ ვხვდები რამდენად ამოუცნობია ადამიანის არსება, რამდენ სახეს ატარებს და რამდენად დიდი ტკივილი შეიძლება იმალებოდეს ღიმილის მიღმა. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავით ასე... თანდათან დამშვიდდა და აღარც ტიროდა. მოულოდნელად დაიწყო საუბარი -მე და გიგი ორი წლის წინ ერთად ვიყავით. არც შეყვარებულის სტატუსი ჰქონია, არც ერთად გვივლია და რომანტიკული საღამოები გვქონია. უბრალოდ ორივეს გვიზიდავდა ერთმანეთი და სექ** გვქონდა . ყოველთვის ასეთი ვიყავი , მიმზიდველი,მაცდური და ისეთი ბევრ ბიჭს რომ იზიდავს.რომ წავიდა ჩემი ცხოვრებიდან და მეც გავუშვი შემდეგ მივხვდი რომ რაღაც ისე არ იყო, არაფერი იყო ისე როგორც უნდა ყოფილიყო. იმდენად მენატრებოდა მასთან გატარებული დღეები მისი სულელური საუბრები და ბოლო ხმაზე კისკისი ბნელ ქუჩებში ...იმდენად ვერ ვუშვებდი ვერავის ახლოს და თავისუფალი ურთიერთობა კი არა კოცნას რომ დააპირებდნენ მორცხვი ქალიშვილივით ვფრთხებოდი და თავიდან ვიშორებდი. გვიან მივხვდი რომ მიყვარდა,მაგრამ არც არაფერი გამიკეთებია მის დასაბრუნებლად. ახლა როცა ასე ახლოსაა ჭკუიდან გადავყავარ ,მეთამაშება ისე მელაპარაკება მინდება მოვკლა. მიშომ მაშინ დაგვიანახა რომ ვეჩხუბებოდი,უფრო სწორად ის ხელს მიჭერდა და რაღაცას მიყვიროდა უაზროდ,მიშო რომ მოვიდა და ხელიდან გამოგლიჯა ჩემი თავი ცინიკური საუბარი განაგრძო და დაშნიანიც მასე მერე დაინტერესდდა ამ ამბით. გუშინ თავისუფალი დრო მქონდა თაყვანისმცემელთან ერთად კლუბში წავედი,ვიფიქრე ცოტას გავერთობი თქო ისეთი საყვარელი ბიჭია მასთან სულ სასიამოვნოდ ვატარებ საღამოს .ის იდიოტიც იქ იყო ორ გოგოსთან ერთად იჯდა მაგიდასთან იმათ ეფერებოდა და მე მიყურებდა , მერე მოვიდა და ისეთები უთხრა იმ ბიჭს ალბათ აღარასდროს შემომხედავს. გააფთრებულმა დავარტყი და იქედან გამოვვარდი. ეზოში დამეწია და მაკოცა ,ისე მაკოცა ლამის ხელებში ჩავაკვდი იმ წამსვე მოიშორა ჩემი ხელები როგორც კი მოხვევა ვცადე და მითხრა იმათთან არაფერი გესაქმება ვისაც სერიოზულად უყვარხარ გასართობად გამოდგები მხოლოდო . ყველაფერი ერთად დამატყდა თავს, სახლში დედაჩემი და მამინაცვალი იყვნენ და ვერ მივიდოდი ამიტომ მიშოსთან ამოვედი... ახლა იმიტო მეტირება რო ისევ მიყვარს, არ ვიცი როგორ შეიძლება მაგრამ ახლა უფრო მიყვარს და იმდენად მტკივა მისი ერთი ნათქვამი სიტყვაც რომ ასე მგონია მკლავს. ბოლოს ისევ წამოუვიდა ცრემლები და სახე ხელებსი ჩამალა . ისეთი საყვარელია,ისეთი ემოციური რომ ლამის მეც ვიტირო . სულელი გიგი ... დარწმუნებული ვარ უყვარს და რას აკეთებს თითონაც არ იცის. -ვაიმე რა სულელი ვარ რის გამო ვტირი საერთოდ . ამ იდიოტს როგორ ვაფუჭებინებ განწყობას...რას დავემსგავსე საერთოდ. იმასაც ვერ ხვდება როგორი ვარ მე კიდე მისი ქცევის გამო როგორ ვარ...მიშო სად წავიდა? -არ ვიცი... -დაურეკე რა და უთხარი ქეთუშას გართობა უნდა და სადმე კარგ ადგილას თუ გაჩითავ ბოლომდე ვალში იქნება შენთან თქო ... - უცებ აყრის და ფეხზე დგება. -რას ვგავარ ღმერთო...თვალებიიიი გიგი გაგიხმა ეგ უტვინო თავი როგორ მეზიზღებიი როგორ ვერ გიტააან - კიოდა და დადიოდა აქეთ იქით. მერე რაღაცეები აიღო და გავიდა -დაურეკე მიშუნააას დავურეკე და მანაც მაშინვე მიპასუხა -გისმენ თამარა -სად ხარ? ქეთო გამოფხიზლდა მგონი გართობა მინდაო და სადმე წამიყვანოსო -რა უქენი დედას გაფიცებ... გუშინ ისე მოთქვამდა სიტყვა ვერ ვათქმევინე -არაფერი...თითონ გამოფხიზლდა.აბა მოხვალ? -ნახევარ საათში მანდ ვარ... შენც წამოხვალ ხო? -არაფერი მაქვს რო ჩავიცვა და ჯინსით სად წამოვიდე -აუუ თამარა გაგიყვან სახლში ეგ თუ გაწუხებს მარტო -შენ მე მელაპარაკები თო მოდიხარ -მოვდივარ და თან გელაპარაკბი..არ იცი რა მრავლისშემძლე ვარ? ყოვლისშემძლე ქვია მაგას -ყოვლისშემძლე ღმერთია მარტო..არა კი ვიცი რომ შენთვის ყველაფერი ვარ,მაგრამ -თავკერზა იდიოტო -ვიცი პატარავ რომ გიჯდები ჩემზე ამდენი გამოხატვა არ გინდა -დემონო..უზრდელო,ყეყეჩო , ცხოველო შენ გამითიშა? არ მჯერა რო გამითიშა ! დავაკლავ რომ მოვა... სანამ მე ვბრაზობ ქეთევანი შემოდის ჩვეულ ფორმაში. კაბა აცვია უმოკლესი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი , მაკიაჟი უკეთია და თმებიც დავარცხნილი აქვს. ასე თუ იყო გუშინ კლუბში კი გადარევდა იმ კაცს აბა რა იქნებოდა. ყბა ჩამომივარდა მქონი -აბა როგორია? მეტყობა თვალებზე შეშუპება? -ულამაზესი ხარ -ვაიმეე მადლობა ტკბილოოო...შენც ხო წამოხვალ? -არ ვიცი ... ჯერ ადრე არ არის კლუბისთვის? -რაღა ადრე შვიდი საათი კი არის უკვე და -ამდენი დრო გავიდა? -მეც ეგ მიკვირს ამდენ ხანს როგორ ვიქვითინე..კიდე ის მიკვირს დ ავერ ვიჯერებ რო მიშო მარტო ამ ამბის გამო იყო გაბრაზებული.რეალურად რომ ვიმსჯელოთ ისეთი არაფერი ჩაუდენია მესამე პირი რომ აგეგიჟებინა ...შენ არ იცი რა შეიძლება იყოს ნამდვილი მიზეზი? -არ ვიცი... მიშო ბევრს არ ლაპარაკობს -საერთოდ ლაპარაკობს? მე არ მელაპარაკება საერთოდ მისმენს და თავს მიქნევს თახმობსი ნიშნად ან „ხო...არა“ გაიძახის და არის ორი საათი გადის, მიშო მოდის , მივყავარ სახლსი. ქეთევანიც მოდის და მიშოს მისაღებშ ტოვებს მე მივხედავ თამარასო უცხადებს და იმწამს შემოსულ მარიამსაც ჩემ ოთახში კეტავს -რა ხდება? - გაოგნებული მიყურებს სიხარულიძე და მერე ქეთევანს ავლებს მზერას - სახლი შემეშალა მგონი ...ვიფიქრე ვიპოვი თამარას გუშინდელის გამო მოვკავ-თქო და -მე ქეთა ვარ შენ? შენ მოიცა წესით მარიამი უნდა იყო სიხარულძე . დამიანე დადიანის საყვარელი და უნივერსიტეტში ცნობილი სტუდენტი -უკაცრავად? - თვალები შუბლზე ასდის, ოღონდ ახლა ამათ ერთმანეთი არ მოკლან და მეტი არაფერი მინდა. მარიამს არ უყვარს როცა ამდენს ელაპარაკებიან თან ასეთი ტონით და თან სრულიად უცხო ადამიანები -კარგი დამშვიდდი გემრიელოო...დეპრესიის საწყისები მაქვს და საკუთარ თავს რომ ვუშველო მიშიკოს და მის ანგელოზს ვაიძულებ კლუბშ წამომყვნენ და შენც თუ წამოხვალ გამახარებ. უკეთ გაგიცნობ ...მაინტერესებხარ მე შენ -ხო მე აშკარად უნდა წავიდე...არასწორ ადგილას მოვხვდი არასწორ დროს- უცებ ამბობს ჩანთას ავლებს ხელს მკოცნის და გასვლას აპირებს ქეთა რომ ეღობება წინ -არაა არა და არა ვერსად წახვალ.ჩემი თამარას დაქალი ტყუილად ხარ? წამო რა გთხოოოვ სულ არ გინდა ჩემი გაცნობა? -გაგიცანი უკვე..სასიამოვნოა -ვაიმე ეს რა ჯმუხია ... დამჩიკოც შენნაირია ზუსტად -ვინ? -დამიანე...დამჩიკო -თქვენც გასწავლით? -უიმე არა ...მე არა ვიცნობ ისე ის იმ იდიოტის - რაღაცის თქმას აპირებდა მიშო რომ შემოვიდა -იცვამთ თუ ახლა იკერავთ კაბებს ! ბიჭები იქ არიან უკვე -ვინ ბიჭები? აიი სუპერ ბიჭი ხარ რა ამიყარე ხო ნაშობა ... იმ იდიოტმა კი გამიქცია კამფეტი ბიჭი და ახლა მინდა მე შველა -მიშო ესენი კიდევ დიდხანს ვერ დაასრულებენ და როგორც წლის სასიძოს არ გინდა მომავალ ცოლისდას გული მოულბო და სახლში გაიყვანო?- მარიამი კნუტის თვალებით უყურებს და მკლავზე ეხვევა-მიშოოო მოიცა რაო? წლის სასიძოო? რას ნიშნავს სასიძო...ვინ მისცა ნება სასიძო რომ უწოდა.! -არ წამოხვალ? უცხო არავინ იქნება ვაჩე და რატი მხოლოდ...სალომე და საბაც მოვლენ ალბათ -არ მინდა რა... ხო იცი არ მიყვარს -დალიე და თავზე დაიმხე კლუბი-თქო არ მითქვამს! -აუუ ნუ მიბღვერს თამარა უთხარი შენს ბიჭს ... -წამოხვალ ! შენ კიდე გადი აქ თ იდგები როგორ ჩავიცვამ ? თუ გინდა მიყურო კი ბატონო ახლავე გავიხდი- ეს მე ვთქვი? მეე? ნამდვილად მე ტამარამ ? ...წამსვე კრავს წარბებს და გადის. ქეთა ისე ატრიალებს ჩემ გარდერობს და ეძებს კაბებს მგონი მის სახლში ვარ, მისი კარადაა,მისი კაბებია და მოიცათ ეს კაბა ახლა რომ მაწებებს სხეულზე იქ იდო? ასე მოკლე კაბა? მგონი ჯაოქარია და გააჩინა საიდანრაც ...ისე რა ლამაზია. მგონი სალომეს კაბაა რომ წავართვი ის . -ჩაიცვიიიი სწრაფად ...მე მარიამს მივხედავ -მარიამს მიხედვა არ სჭირდება.... ასეც შემიშვებენ დრესკოტი არ იქნება კაბა მაცვია ისედაც -ამ გრზელ კაბაზე მეუბნები? -წარბს მაღლა სწევს -კანონია რომ კლუბში აუცილებლად უკანალს მიღწეული კაბით უნდა ვიყოთ? - არ ჩერდება ჩემი გოგო და ქეთაც სიცილს იწყებს. ხელებს მაღლა სწევს და უკან იხევს -კარგიი...მაშინ სულ ცოტას მაკიაჟს გაგიკეთებ . ასე გამოუძინებელი სახით დააფრთხობ ვინმეს..წუხელ ვინ იყო შენთან? რატო გაათენე ციცქნა?- სკამზე აჯენს სარკის წინ და ისე უცებ უჭერს სახეს და უსვამს სახეზე კრემს მარიამი ვერ აპროტესტებს. მერე ტუცები გამოწიეო და სანამ წამოვარდებოდა ტუჩსაცხიც წაუსვა-უკვე ქვედაზე გისვია და ზედა დავტოვოთ ისე? -ეს ქალი გიგი ორი რატომააა? - უცებ კივის მარიამი და ისიც უკან იხევს -იმ არსების სახელს ეს რატო მიხსენებს? აა რა თქმა უნდა სულ შენს გვერდით არ დადის? გვერდიდან არ გშორდება გიჟდება ეგ შენნაირ დასტოინ ,ჭკვიან და წესიერ გოგოებზე -მაპატიე თუ გაგანაწყენე ,მაგრამ ეჭვიანობის მიზეზი არ გაქვს -მაგ ვირთხაზე არასდროს ვიეჭვიანებ და შენზე მითუმეტეს. შენ არ უყვარხარ ...უბრალოდ ევასება შენნაირებთან მეგობრობა. თვითონ ჭკუა რომ არ აქვს ჰგონია ჭკვიანთან თუ იქნება რამე ეშველება ! უმარტივესი ეგ! გევედრები ესენი ჩაიცვი და იმენნა საოცრება ხარ თან მაგ შენს მუხლზე კაბაში და ტყავის ქურთუკში იქნები - ჩემს ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ ოდნავ ქუსლზე ფეხსაცმელს აძლევს -აბა მე რა ჩავიცვა?- კაბა რომ მოვირგე და ძლივს შევიკარი ავწუწუნდი -შენ ესენი რათ გინდა გოგო შენ წვრილქუსლიანზე უნდა შეგაყენო აი ესენი -მე რატომ უნდა მაწამო? რამე დაგიშავე? არ მინდა ესენი ... -შენ გინდა რომ მე დამეხმარო და მე მინდა რომ ესენი ჩაიცვააა...ჯანდაბააა იმ საზიზღარ კაცს როგორ შეუძლია ასე იპოვოს მარგალიტი რკინის კოლოფში დამალულიც კი. შენ რა გოგო ყოფილხარ თურმე -მათვალიერებს უკვე 10 სმ კოშკებზე შემდგარს და მერე მარიამს მიყენებს გვერდით-მოკლე კაბა რომ გეცვეს უფრო სექსი ქინებოდი..მაგრამ ახლაც არის შენში რაღაც მიმზიდველი...უყვართ ბიჭებს დამალული ხილი! იმ არაამქვეყნიურსაც მაგიტო მოსწონხარ ალბათ ვერ გეტყვი დამჩოს ხასიათი ვერასროს შევისწავლე ბოლომდე ეგ კაცი უბრალოდ მაოგნებს ...წავედით! აი ასე თავის ნებაზე მათამაშა, სრულიად მშვიდად გავედი და მარიამის ბუზღუნისთვის ვიყავი მზად. მაგრამ დივანზე მიწოლილ,მაგიდაზე ფეხებგაშლილ,მობილურში ჩამძვრალ მიშოს რომ გავხედე მომინდა მივვარდნილიყავი. ისე წამოდგა არც ამოუხედავს ტელეფონიდან -მივდივართ? როგორც იქნა დამაღირსე...აწი ამ ორთან ახლოს არ გაგაკარებ ქეთევან -ამბობს და წინ წასული ჩერდება, თითქოს ახლა შემოგვხედა ორივეს ავლებს თვალს და ბოლოს მე მიყურებს თავს გვერდით ხრის და პირდაპირ ჩემს ფეხებზე ჩაერებს მზერას აი ახლა ზუსტად კაბის ბოლოსთანაა მერე ზემოთ მოყვება და უცებ ვიკრავ მოკლე ტყავის ქურთუკს მკერდთან არა არაფერი ჩანდა ,მაგრამ რა ვიცი ისე სემომხედა მგონი კაბა გაალღო . რომ მგონია ახლა იფეტქებს და მეტყვის კაბა დაგავიწყდა შედი ჩაიცვიო , ტუჩებს ილოკავს უბრალოდ და ბრუნდება- სწრაფად თორემ ვაჩემ ტვინი შემიჭამა...ავაგდებ გოგოს და გავდივარ უკვე სად ხართ ამდენ ხანსოოო -კარგი ნუ ბუზღუნებ მამიკოო რა დღეში გაქ ნერვები? არავინ მოიტაცებს ჭკვიანი გოგოა ხო იცი- მხარზე ეკიდება ქეთა და ლოყაზე აკრავს წითელ ტუჩებს. მიშო წარბებს კრავს ლოყიდან პომადას იშორებს -დიდი ვერაგი ქალი ხარ და ის გამ**ირებული როგორ გაშტერებს ასე?! შემდეგ მანქანაში ვსხდებით.ნუ ქეთა და მარიამი უკან სკუპდებიან და მეც რომ უნდა დავჯდე კარს მიხურავენ. წინ რომ ჩავჯექი ჩემი კაბა ავიდა მუცლამდე ,ისევ არაფერი უთქვამს უბრალოდ გადმომხედავდა ხოლმე,როგორც ჩვევია ხელზე მეფერება ისევ და ოდნავ მიღიმის. ჩემ ფეხებს საერთოდ ვერ ამჩნევს დავიჯერო ? რანაირი კაცია სხვა რო იყოს მეტს არაფერს შეხედავდა ... მაარიამი ჩუმად ზის და ხმას არ იღებს. როგორც კი გადავდივართ და ჩემ გვერდით დგება წამსვე ბუზღუნებს -გუშინ საღამოს ლამის მოვკვდი და ახლა აქ უნდა ვიყო? რა დღეში ჩავიგდე თავი ვერ დავრჩი სახლში? რა მომარბენინებდა -ცოტა ხანს დავრცებით ნუ ღელავ... ვიცეკვებთ მე და შენ მერე ჩემთან წამოხვალ და მომიყვები გუშინ რა მოხდა -თუ გაინტერესებდა მთელი დღე სად იყავი რატომ არ მკითხე იქნებ მომიტაცა წუხელ -მერე ხელს ხო არ შეგიშლიდი გოგო... -თამარააა ნუ ასხავ ცეცხლზე ნავთს ! ბუზღუნს არ წყვეტს ,უკვე შენობაში ვართ. მიშო წელზე ხელს მხვევს და მანისნებს საით უნდა წავიდეთ. სიმღერის ხმა უკვე თავს მტკენს,მაგრამ მალე შევეჩვევი არაუშავს. ამ ხელზე ნაკვერჩხალი აქვს თუ რატო მწვავს -დიდებაააა თქვენს გამოცენას სად ხართ ამდენ ხანს...ქეთევან შენი ბრალი იქნება ვიცი მე ! აბა ეს ორი როდის იყო სადმე იგვიანებდა- ვაჩე აყრის და გოგოს ისე ეხვევა მეშინია არ გაჭყლიტოს. რატიც ესალმება და მერე მე მეხვევა -როგორ ხარ თამარჩიკ? -კარგად რატიკო შენ? -საკაიფოდ- თვალს მიკრავს და მარიამს უღიმის- ქალბატონო თქვენმა ნახვამ გამაკვირვა რაღა დაგიმალოთ და -მეც მიკვირს აქ რომ ვარ- მარიამი თავისუფალ ადგილას ჯდება მაგიდის თავში . მე და მიშო ტყავის დივანზე ვსხდებით გვერდი გვერდ. ქეთა რატისა და ვაჩეს შორის სკუპდება და პირდაპირ სასმელს ითხოვს -თქვენ რას დალევთ? -წვენს ... ფორთოხლის - მარიამი მაშივე პასუხობს აი მე კი ერთ ჭიქა კოქტეილს ვთხოვ ვაჩიკოს და ისიც მიდის. რამდენიმ წუთი უბრალოდ ვსაუბრობთ.მარიამსაც ავიწყდება გაბრაზება და ბიჭებს ესაუბრება. შემდეგ ჩემი სიძიკო და დაიკო მოდიან. -სიძეეეე ჩემო სიცოცხლე როგორ ხარ? -შენ რომ დაგინახე უკვე ცუდად -მიცხადებს და მერე მოჩვენებით იცხადებს- მიშოც აქ ყოფილააა ...ძმაო მე არ მითქვამს ეჭმაკმა მაიძულა- ისე მეხვევა გამჭყლიტა და არ გამიხარდა შენი ნახვაო თან მეუბნება -მეც მომენატრე სიძიკო -შენც ხო? შენ დასაც მოენატრე -ჩემთან მიშოს რატო ემსგავსები? -მიჩვეული ხარ და იმტომ.... მე მხოლოდ სალომესთან ვარ კაგრი ბიჭი - ამაყად აცხადებს და ჩემ დას წელზე ისე ხვევს ხელს მეეჭვება სალომე კარგად იყოს . დასხდნენ და დაიწყო. მე კი არა ქეთა და ვაჩეც საბაზე ნადირობდნენ. ის კი მშვიდად იჯდა და რეაქცია არ ჰქონდა, ჩემი საწყალი და ბრაზობდა მხოლოდ. მიშო ხანდახან იცინოდა,რატი სადღაც მოტყდა და ვაჩემ ქეთა წაიყვანა საცეკვაოდ,ორივე ისე იცინოდა და ეტმასნებოდა ცეკვის დროს ერთმანეთს რომ არ მცოდნოდა მეც დიდი ხნის შეყვარბეულები მეგონებოდნენ. -როგორ გთხოვე ნუ გამომიწვევ-თქო ..სულ არ ფიქრობ ჩემზე- ყურში რომ ჩამესმის მიშოს ხმა და იქვე მკოცნის მერე საერთოდ ქრება ყველა და ყველაფერი.თმას ყურს უკან მიწევს და მერე ყელსაც მიშიშვლებს, არ მეხება,მაგრამ უნდა გამაგიჟოს,უნდა რომ მისი შეხების ლოდინში მოვკვდე! -რას გულისხმობ? რამე არ მოგწონს? -ოხ თამარა რა ცუდი გოგო ხარ ! - ცხვირს თმაზე მისვამს საფეთქელთან ახლოს და მერე ყურის ნიჟარაზე მეხება მისი ტუჩები -ერთამნეთს შევეფერებით !- ვუყურებ და ამჯერად მე ვკოცნი ლოყაზე და შემდეგ ვშორდები -თურმე რატომ დამცინის... თავად აქვე აცდენს ჩემს ძმაკაცს და იმედია ემრე არ მიატოვებს რომ გამოიყენებს- საბა მიცხადებს მშვიდად და მიშოს ჩაცინება რომ ემატება ზედ უფრო ვბრაზდები. ეს ამას რატო არასდროს უბრაზდება ...სხვას კარგად უკრძალავს ჩემთან ხუმრობას და ჩემ გაბრაზებას? -ვიცეკვოთ ...-სალომეს გაჰყავს,ეშინია ალბათ გაბრაზებულზე რამე ისეთი არ ვუთხრა . მარიამი ზის და წრუპავს წვენს,შემდეგ ვიღაცას უყურებს და თვალები უფარტოვდება. ისეთი რეაქცია აქვს თითქოს სუნთქვა შეეკრა და მალე სპაზმა დაეწყება. მინდა ვკითხო რა ხდება ,მაგრამ მიშოს გავყავარ. იმდენად მოქმედებს ჩემზე ვეღარ ვაზროვნებ, განათება სიმღერა, მიშოს სხეული და ცეკვა. მაგიჟებს ! -მიშოოო... -ჰო -გაბრაზდი? -რაზე... -ეს კაბა რომ ჩავიცვი - პასუხს არ მცემს უბრალოდ იცინის მერე კი ხელებს მიშვებს მატრიალებს და ისევ მკერდზე მიკრავს. -ძალიან...ამ წამსვე რომ არ შემიძლია გაგხადო ვგიჟდები!- დიდი ხნის პაუზის შემდეგ მიჩურჩულა ყურში და ყელში მაკოცა...ღმერთო ეს ბიჭი არაამქვეყნიური არსებაა ხომ?! .............. არ ვიცი რა გავაკეთე... არც ის ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა. ვწევარ ვუყურებ ჭერს და მგონია რომ არასწორი ნაბიჯი გადავდგი! მინდება დავურეკო და ვუთხრა რომ ყველაფერი სისულელე იყო,პატარა მსიშარა გოგოს სიტყვები რომელსაც ეს დიდი გრძნობა და პასუხისმგებლობა ასინებს,რომელსაც ეს ურთიერთობა აშინებს ,რომ მოვიდეს და აღარასდროს წავიდეს. შემდეგ ვხვდები რომ ასე იყო საჭირო...რომ ეგოისტი ა რუნდა ვიყო და მასზეც ვიფიქრო. ვერ დავუშვებ მხოლოდ პრობლემები შეექმნას და იჭორაოს მთელმა უნივერსიტეტმა,ლაფში ამოვსვარო მისი სახელიც და საკუთარი რეპუტაციაც მასთან ერთად. დარწმუნებული უნდა ვიყო რომ ეს უბრალოდ გატაცება არ არის, რომ უბრალოდ კი არ მიზიდავს შემიძლია მის გამო ყველაფერზე წავიდე ,რომ ისაა ერთადერთი ჩემს ცხოვრებაში ვისაც გულს ვაჩუქებ! შემდეგ როცა მისი კოცნა მახსენდება საღი აზრი მიქრება,უბრალოდ ტუჩებზე ვისვამ თიტებს და ვიბადრები. მეძინება... თავზე მათენდება და მხოლოდ შემდეგ მოდის სიზმრები. იქ არ მტოვებს დადიანი,მასთან ვარ და მაბედნიერებს! მეორე დღე ისე გადის ისევ დავფარფატებ ფიქრებსი.საღამოს მახსენდება თამარა და მასთან მივდივარ, შემდეგ სრულ გაუგებრობაში ვხვდები და ისე აღმოვჩნდი კლუბში ვერც კი გავიაზრე. ასე ბავშვივით დავყევი ქეთას ნებას, როგორ შეიძლება მას და გიგის კონფლიქტი ჰქონდეთ ვერც კი ვხვდები . საღამოს დიდ ნაწილს მსვიდად ვატარებ, ბიჭებს ვესაუბრები, ვიცინი და ნელ-ნელა ვსვამ წვენს. ცეკვა რატომღაც ჯერ არ მინდა, სხეული უნებურად ყვება მელოდიას.. უეცრად ბართან მჯდომ სილუეტს ვხედავ, ბიჭია ...დამიანეა?! იქნებ მეჩვენება ... ამ დროს იქ ? ეს მიკვირს თუ ის რომ ვიღაც გოგო უზის გვერდით და მის შიშველ ფეხზე ურცხვად დააცურებს თითებს. სიმწრის ღიმილი მიპობს ბაგეს, გული ისე მტკივა თითქოს რაღაც საოცრებას ვხედავ,თითქოს მას არ აქვს ცხოვრების უფლება. მე ხომ გავუშვი,ის ჩემთან ვალდებული არ არის . მეორე გოგოც რომ უახლოვდება და მხარზე ხელს ადებს თვალები მებინდება, კოცნის აი ასე ერთი მხრიდან ერთი ეფერება მეორეც უახლოვდება და შემდეგ მათთან ერთად იწყებს ცეკვას. ცეკვას? მგონი ყველაფერი იყო ცეკვის გარდა. ისეთი განათებაა თითქმის ვერც ვხედავ,იქნებ სხვა არის...ვერ ვიჯერებ რომ ასე დამიანე იქცევა ! ის დამიანე მე რომ ვიცნობ? შეუძლებელია ! არ შეიძლება უბრალოდ... სუნთქვა მიჭირს... ვდგები და გავდივარ. არც კი ვიცი სად მივდივარ და რას ვაკეთებ. ბოლოს გრილი ჰაერი მშველის, მოაჯირს ვეყრდნობი და აკანკალებული ხელებით დავყურებ მობილურს. საოცრებების გჯერათ? მე არა ,მაგრამ ხდება. ვუყურებ დამიანეს ორ ქალთან ერთად და თან მირეკავს. მეჩვენება? ამას უფრო დავიჯერებ ვიდრე იმას რაც ხდება ... ზარი მეორედ რომ მეორდება სწრაფად ვტოვებ შენობას ვშორდები და ისე ვდგები რომ სიმრერის ხმამ ხელი არ შემიშალოს ,მისი ხმა უნდა გავიგო .აკანკალებულ თითს ვაჭერ ეკრანს და მისი ხმაც მესმის, შემიძლია დავიფიცო რომ ასე არასდროს გამხარებია,ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ -არ მახსოვს ამიკრძალე თუ არა დარეკვა...უბრალოდ შეგიძლია დამელაპარაკო? ამ ერთხელ და ორშაბათიდან გპირდეპი...როგორც კი ლექციაზე შემოვალ ლექტორი გავხდები -მომაკითხავ? ახლა რომ გთხოვო ჩემთან მოხვალ?- გიჟი ვარ? ეს ნორმალურია? საკუთარ სიტყვებს თავად ვუგულებელვყოფ. ეს ნორმალური ქცევაა? როგორ შემიძლია ასე მოვიქცე!-იცი კლუბში დაგინახე...სულელი ბავშვივით ვიეჭვიანე ...არ ვიცი ვინ არის,მოჩვენება იყო თუ არა ,მაგრამ ახლა როცა ვიცი რომ შენ არ იყავი უბრალოდ მინდა რომ ...მინდა ძალიან მაგრად მოგეხვიო .მეც არ ვიცი როგორ შემიძლია ასეთი სულელი ვიყო ...გუშინ გაგიშვი და დღეს...სად ხარ დამიანე ? -სახლში... -ყავის მომზადება იცი? -შენ რომ ყავა არ გიყვარს? -შენ თუ მოამზადებ დავლევ... -სამაგიერო რომ გადაგიხადო არ გეშინია?- იღიმის... ღმერთო ჩემი ღიმილით იღიმის მე კი ვხედავ მას,გეფიცებით ვხედავ. -არა ... ამ წამს არაფრის მეშინია -მოვალ...დამელოდე ველოდები...არ ვიცი რამდენ წუთს. უბრალოდ ძალიან მშვიდად, ვდგავარ და ველოდები. მანქანა ჩერდება ჩემს ფეხებთან,მიღიმის...ვუღიმი... ერთი დღე ცოტაა? როცა გენატრება ბევრია... როცა მასზე ფიქრობ...ტანჯვაა როცა გიყვარს ერთი წამიც მის გარეშე საუკუნეა ლოყაზე მკოცნის და უბრალოდ მიდის. ათი წუთის განმავლობაში თვალს არ ვაშორებ, ისიც მიყურებს შიგადაშიგ და მიღიმის. ჩემი ღიმილით არა,ისე უბრალოდ როგორც იცის ხოლმე ,მხოლოდ ტუჩის აწევას კმარობს. ეზოში აჩერებს მანქანს, დიდ და ლამაზ ეზოში. სახლიც ასეთივე ლამაზია , საშუალო ზომის და ძალიან მყუდრო. იქნებ მეჩვენება და იმიტომაა ასეთი კომფორტული რომ ისაა იქ ,ჩემ გვერდით. ასე მშვიდად შუაღამით მივაბიჯებ მის სახლში და საერთოდ არ ვფიქრობ. ვიცი რომ მხოლდო იმას ფიქრობს რაც არის. დივანზე ზის ჩემს გვერდით... ცხელი შოკოლადის ფინჯანი აქვს მოქცეული თითებს შორის და მიყურებს. მე კი ცხელ სითხეს ვაგემოვნებ და დივანს თავს ვადებ ,ვუყურებ და ვერ ვწყდები... მეფერება, ლოყაზე ნაზად მისვამს თითებს და თვალები მეხუჭება. არ ვიცი როგორ მოვხვდი იქ,მაგრამ მის მკერდზე მიდევს თავი,მისი გულისცემა მესმის. ისევ დივანზე ვზივართ...მის მკლავებში ვარ მოქცეული.ისევ მეფერება ,ამჯერად თმაზე ბურუსში ვარ...ყველაზე სასიამოვნო და ფერადია. მზის სხივები სახეზე დამთამაშებენ და გაღვიძება მიწევს. თვალებს ზანტად ვახელ, ნაცნობ ხედს რომ ვუყურებ მიკვირს. ჩემ ბალიშზე მაქვს ხელები მოხვეული,ცვეულ პოზაში ვწევარ, საკუთარ საძინებელში ვარ და ირგვლივ უცხო არაფერია. დამიანე არსადაა... დამესიზმრა? რატომ არ მახსოვს კლუბიდან როგორ გამოვედი...ნუთუ იქ მომხდარი ამბავიც სიზმარი იყო. შეუძლებელია ასე ნათლად მენახა...შეუძლებელია ! მობილურს ვეძებ,ვიღაც მირეკავს, თამარაა! -გაიღვიძე ქალბატონო? არა გუშინ რა დაგემართა ჰა? -რა დამემართა... რა მოხდა? -იმდენი იწუწუნე სახლში მინდაო წამოგიყვანა მიშომ! რა მოხდა სხვა..რომ დარჩენილიყავი რა იქნებოდა...იცი რა კარგი დრო გავატარე? საოცრება იყო ! ვაიმეეე არ იცი რა გამოტოვე ქეთა გიგიმ წაიყვანა! შენ რომ მისომ გაგიყვანა სადღაც იმ დროს რომ მოვიდა გაგიჟდა ქეთა სად არისო...გესმის გოგო? -რაა... მე მიშომ მომიყვანა სახლში? -ხოო ქალო ნახევრად ჩაძინებული ავიყვანეო ასე მითხრა ... რა დროს ეგაა მოკლედ საოცრება იყოო რაა იმ გიჟ გიგის წაუყვანია ქეთა სადღაც ღამის 2 საათი იქნებოდა . მიშო გავარდა გიჟივით ძლივს გავაჩერე,მანქანასთან იყო ვიღაცამ რომ დაურეკა..აზრზე არ ვარ ვინ იყო..რა ელაპარაკა სახეზე გამომეტყველება კი ეცვლებოდა ჯერ გაბრაზებული იყო მერე...დამშვიდდა ვითომ ჩაიცინა და მოგვახარა მე და ბიჭებს ქეთუსა გამითხოვდაო ! რძლებში მიმართლებს მარა სიძეები აშკარად გამოსასწორებლები მხვდებაო ბოლოს დააყოლა და ისე ჩამეხუტა მერე აღარ მახსოვს რა თქვეს... აუუ უნიში როდის გნახააავ ყველაფერს დეტალურად მოგიყვები..იმდენი ვიცინე ვგიჟდებიიი ვაფრნე ჩემ ბიჭზე არ ვიცი... არაფერი ვიცი მხოლოდ ის რომ ორშაბათს ჩავიცვი და ლექციებზე წავედი. ველოდი ანატომიის ლექციას, ლამის გონება დავკარგე სანამ შევედი ოთახში. რომ დავინახე მეგონა გონებას დავკარგავდი. ისე მიყურებდა როგორც ყოველთვის... არავითარი ყურადღება, არავითარი კომენტარი .ყველაფერი ისე იყო როგორც ჩვეოდა .მე კი ინსტიქტურად დავუბრუნდი ძველ მდგომაროებას, ვიჯექი ვუსმენდი, ვუყურებდი და ვტკბებოდი. ვუსმენ....ვუყურებ, ვაკვირდები ,ვსწავლობ ყველა მისნაბიჯს და უფრო ღრმად ვეფლობი ... მისი თვალები ყველაზე სუფთაა... მისი მზერა ყველაზე მეტყველი. მისი ღიმილი ისევ ჩემია... ყველგან სადაც კი შემხვდება ერთხელ მაინც მჩუქნის და შემდეგ მიდის. მიყვარს მისი დემონური სიტყვები.... მიყვარს როცა ვპასუხობ და როცა თვალები ენთება. მიყვარს მისი თავშეკავებული ქცევა,მაგრამ მისი ბრიალა თვალები როცა მგონია რომ მომვარდება და პასუხს მომთხოვს ყოველი სიტყვისთვის. მაგიჟებს მისი წამიერი სისუსტე,როცა ზურგიდან მომეხვევა ჩემი თმის სურნელს შეიგრძნობს , ღრმად ამოისუნთქავს და მტოვებს ცარიელ აუდიტორიაში. ისევ ისე გაშეშებულს, ისევ ისე დაბნეულს და შემდეგ მთელი დღე მგონია რომ ისევ მოხვეული აქვს მკლავები, ისევ მეკრობა სხეულზე და მათბობს. გამოცდებიც მოვიდა... ვასრულებ ერთ ეტაპს . არ ვღელავ წარმოგიდგენიათ? აი ასე უბრალოდ მშვიდი,ბედნიერი და ლაღი ვარ. მისით ვარ შეპყრობილი და არაფერი მადარდებს სხვა. ვმეცადინეობ და ვწერ... ვკითხულობ და ვყვები. ვასრულებ ერთ გამოცდას ვიწყებ მეორეს , მესამეს ,მეოთხეს,მეხუთეს თამარას მიშო აგიჟებს და მე თამარა.... ორივეს მიშო გვამშვიდებს და ბოლოს ჩვენი რეპეტიტორი დაშნიანი ისევ გვიხსნის ქიმიის გამოცდაზე. ანატომიას ისე ვმეცადინეობ როგორც არასდროს. რომ ვკითხულობ ასე მგონია ჩემთანაა და მერე ვრწმუნდბეი რომ შევიშალე , ვიცინი დიდხანს და მერე ვასრულებ სწავლას. სახლში მელიან... საახალწლო არდადგები იწყება მე კი ბოლო დღეს ანატომიის ლექცია მაქვს. 30 დეკემბერს ვსწავლობთ და დამიანეს ლექციაზე შევდივარ. თავაწეული ლაღად მივაბიჯებ პირველი რიადისკენ. ვჯდები და ველი როდის შემოვა. მახსენდება პირველი ლექცია და მეღიმება. რომ შემოდის ისევ ისე ფუსფუსებენ ბავშვები. ისევ ისეთი აჟიოტაჟია მისი დანახვისას და ის ისევ მე მიყურებს,მე კი მას! იმდენად აშკარად ვუღიმი ,თავს დაბლა ხრის და ქვემოდან მიყურებს, იცის რომ მაგიჟებს. არა არ შეუძლია ტუჩზე იკბინოს როცა მე მიყურებს, ენისწვერით ვისველებ ქვედა ტუჩს და თავს გვერდით ვხრი ,ჩემი ფანქარი ისევ ადგილზეა თითებში ვათამაშებ შემდეგ ტუჩთან მიმაქვს და თავს ქვედა ტუჩს ვადებ . მიყურებს და ვხედავ როგორ ყლაპავს ნერწყვს. მისი ყელი ,ისევ ისე მაგიჟებს როგორც პირველ დღეს, მინდა რომ ვაკოცო ,ტუჩები მეწვის ! ვბრაზდები! მახსენდება როგორ მიმიყვანა სახლში და გაითამაშა ყველაფერი. მიშოც აიყოლია,მიშომაც მიღალატა,მაგრამ მე ხომ ვიცი რომ იმ ღამეს მასთან ვიყავი, მის მკლავებში მოქცეულს დივანზე ჩამეძინა ის კი თმაზე მეფერებოდა და რაღაცას ლუღლუღებდა. აუცილებლად გადავუხდი ამისთვის სამაგიეროს! რომ აღარ ვუყურებ ბრაზობს. მაგიდისკენ მოდის, ისევ საუბრობს და ბოლო თემას ხსნის ამ ლექციისთვის. ძირითადად აჯამებს საკითხებს და ტოტალურ გამოკითხვას აწყობს . მაგიდას ხელებით ეყრდნობა,იმდენად ახლოსაა რომ უკან ვიწევი და სკამს ზურგით ვეყრდნობი,თავს მაღკა ვწევ და თვალებში ვუყურებ. ახლა ის იხედება სხვაგან და მე მაიგნორებს! ასე მიხდის სამაგიეროს? კიდევ ვერ ხვდება ჩემს დუმილში რომ ყველაზე დიდი იარაღი იმალება...მისკენ ვიწევი,და სრულიად შემთხვევით ვადებ ხელზე ხელს, ჩემი ფეხის შემთხვევით იწევა წინ და ებიჯება მის პრიალა ფეხსაცმელს. ჯერ სიამოვნებს შემდეგ ტკივა და ყბები ბრაზისგან ეჭიმება,წამით ჩუმდება და გააფთრებული დამყურებს. მე კი ტუჩებს ვბრიცავ და უკან ვიხევ. ლექციის ბოლოს ზურას ხმა მესმის რომელიც დიდი მოწიწებით პატიჟებს რესტორანში ბატონ დამიანეს. ის კი პასუხს ვერ ეუბნება... არ ვიცი ჯერ ჯერობით საღამოს გეგმების შესახებ გმადლობთ დაპატიჟებისთვისოო . ქეიფი როდის გადაწყვიტეს მე სად ვიყავი..მოკლედ გიგი რაც არ მყავს გვერდით სულ მოვწყდი ყველაფერს. როდის დაბრუნდება რაა... მოგვიანებით უნდა გადააბაროს გამოცდები და სად წავა! ახალ წელს აქეთ იქნება მე ხომ ვიცი არა?! არ იქნება და ჩამოვათრევ ყურით სადაცაა იქედან ! დერეფანში თამარა მხვდება ,მიშოც იქვეა და მოათრევს ჩემკენ -ერთად მივდივართ ყველანი საქეიფოდ ...ორი კვირა ვეღარ შევხვხდებით ორ დღეში ახალიწ ელიად ა ახლა რომ თქვა არ მოვდივარო და გამიცინო როგორც ბოლო ორი კვირაა მიცინი ჩემს დემონს ვეტყვი თავი წაგაჭრას და მერე ბურთს გავაკეთებ -შენი დემონი არავის აჭრის თავს და მითუმეტეს მე...რადგან შენს დემონს მე ძალიან ვუყვარვარ- მიშოს ვეხუტები და ლოყაზე ვკოცნი -დემონოოოო უთხარი რამე -ავადაა მარიამ ეს ნუ უსმენ ...უკვე მართლა ვეთანხმები ბებოს. ნამდვილად ყველა ტკივილს ერთი რამე უშველის,მაგრამ უარზეა -შენ ...შენ არ მახსოვს საერთოდ რამე შემოგეთავაზებინოს...ბებომ რაც თქვა ის კი არა ერთი კოცნა არ მაღირსე საერთოდაც აღიარე რომ პრობლემა გაქვს იქ - ეს ნამდვილად თამარაა? რა დაემართა...აი გაწითლდა,მიხვდა რაც თქვა და ახლა აუვა ბოლი.მიშო უშველე რამე , ვაიმეე რო არ გავიცინო მოვკვდები რა სახით დგას ...ის დროა დიდი ურო ვიპოვო იატაკი ჩავტეხო და სადმე მიწაში ჩავაძვრინო. -კარგი ასეც ნუ იდარდებ და ინერვიულებ მოესწრები ყველაფერს...რა სული მიგდის!- ვინ თქვა რომ უშველიდა? უარესად გაგაიჟა,ნუ დაავიწყა ის სიტყვები და თავიდან გააბრაზა,მაგრამ. ამათმა ,უფრო სწორად ტაამრას ჩხუბმა ხომ დამღალა რა რით ვერ მშვიდდება გავგიჟდი, მიშო კი ერთობა და ბოლოს რომ ჩაეხუტება და ისიც იტრუნება მერე მე ვერთობი და ვართ ასე... და აი ჩემი ხისთავინი ძმაც მირეკავს და ვტოვებ წყვილს -გისმენ წლის ბოლო დღესაც ხისთავიანო ორაგუტანგო -სად ხარ სახლში აღარ მოდიხარ? თუ წლის ბოლო დღეს მიკეთებს ვიღაც მადლიანი საჩუქარს და მოგიტაცეს -მოვალ მალე -სახლში ვარ და გახმა კუჭი...საჭმელი როგორ არასდროს გაქ...საწოლზე შენი საცვლები რომ ჰყრია არჩევანი ვერ გააკეთე თუ ვინმეს უნდა ენახე დღეს -შენ...შენ ავადმყოფი ხარ ხო? სად ყრია რა ყრია რა უნდა საცვლებს საწოლზე იდიოტოოო ... -კაი ხო მომეჩვენა ეტყობა... აბა ეს რაღაც პიჟამას შარვალია? მეთქი რა არის... მეგონა ბებოს საცვლებს პარავდი და იმიტო ვერ პოულობს ახალ საცვლებს -ავადყოფოოო ორაგუტანგო..შიმპანზე მაკაკა კაცო შენ -რომ ამოხვალ სოსისი ამოიტანე...პური და წვენი რამე სანამ წავალთ უნდა ვჭამო -კედლებს არ მაიდგე ჩემს ამოსვლამდე თაბაშირი გაწყენს... ან მარტო შპალერი აახიე ქაღალდი შენს კუჭს არაფერს უზამს -როგორი მზრუნველი ხარ პირდაპირ მაგიჟებ -მეც მაგიჟებ ..- ვეუბნები და გაბრაზებული ვთიშავ მობილურს. სად შევედი საერთოდ. კარი რო მივიხურე ცხვირ წინ და გაჩერებული ვდგავარ ამდენ ხანს. უკან მივიხედე და დამიანე რომ დავინახე ზუსტად ჩემ გვერდით მაგიდაზე მიყრდნობილი მარტო იმაზე ლოცვა დავიწყე მობილურიდან წამოსული ხმა მაინც არ გაეგო -ასეთ მოკლე შორტებს იცვამ საწოლში? -სანდრო სიხარულიძე ჩემი ცოდვით როგორ გინდა -საერთოდ არ ვიცვამ ... - ვუღიმი და ისე ვეუბნები .მაგიდაზე თიტებს ატამაშებს და ახლა ზემოდან ჯდება პატარა ბიჭივით . -რა დამთხვევააა...მიდიხარ უკვე ? -საღამოს წავალ... -გიხარია ალბათ მშობლიურ სახლში წასვლა...გამიგია ლამაზი სოფელიაო -ლამაზია ... -ვიცი რომ არ უნდა წავიდე, იმიტომ იგონებს ახალ მზიეზებს. მეც არ მინდა გასვლა. გვერდით ვუჯდები და მის ხელზე ჩემსას ვდებ , თითებზე ვეფერები მერე მათ შორის ვხლართავ თითებს და ხელისგულზე დავყურებ .ისეთი თბილი და დიდი ხელები აქვს ჩემი წვრილი თითები იკარგება ზედ...მეღიმება . ცოტა ხანს ვრჩები ,მაგრამ ხელს არ ვუშვებ .შემდეგ ძირს ჩავდივარ მის წინ ვდგები და ლოყაზე ვკოცნი -ნახვამდის პატივცემულო -ნახვამდის მარიამ- ჩამწყდარი ხმით მეუბნება და თვალებში მიყურებს. ოთახს ვტოვებ და სახლში მივდივარ. სანდრო ბატონი კარს მიღებს და ისე მეხვევა მგონია რომ გამჭყლიტავს -როგორც იქნა მოაღწიე სად ხარ ამდენ ხანს? ლექციია ერთი საათის წინ დაგიმთავრდა და აქამდე გამოსვლას ამდენი დრო უნდა?- მწევს ასე ჩვეულებრივად სახლში შემდგა ,კარი მიხურა და ცხრაჯერ რომ მაკოცა თავისი უზარმაზარი ტუჩებით მერე გამომართვა პარკები და გავარდა- შენც გშია ხო? -შენ ცოლს გადაყლაპავ... რომ მოგშივდეს და საჭმელი არ გაგიკეთოს -დიდი მკერდი თუ ექნა შეიძლება... -ქალს რო გიხსენებ მკერდი რატო გახსენდება სულ. -ასე ვარ მოწყობილი...რა გავაკეთო ახლა მაგაზე ვიფიქრო ფსიქოლოგო?- რაღაცას ჭრის, ხარშავს, წვავს ტრიალებს ბზრიალებს სანამ მე ხელები დავიბანე და გამოვიცვალე უკვე მზად იყო სადილი. სკამზე დავჯექი და სადილობა დავიწყე. ბატონმა შთანთქა თავისი წილი და ჩემსასაც გადმოწვდა -ჭამ შენ თუ კენკავ რა იყო -შენ ყბა გაქ თუ გადამამუშავებელი მანქანა... -ვიღაც სულ როგორ გირეკავს... ტვინს ხრავს შენი მობილურის ხმა ვინ ქინება თუ არა თამრო-აყოლებს უცებ და ჩემს პასუხობს- თამარ ქალო ნატვრის თვალოო რამ შეგაწუხაოოო? მეც მომენატრე ჩიტუნაა ... რავი ვარ რა .არა ჯერ არ წავსულვართ რა ხდება? რავი არაფერი უთქვამს მომყვება ხო .მე რას არ ვუშვებ გოგო არც გაატრ*** მეგის ბიჭი ვარ მე? ჩემი ადგილი თუ იქნება წამოვა ... მაინც დღეს ვიყიდე ახალი ზმანები .კაი გოგოები ჩთავს თქვენთან ხო? გამირიგებ? შენი გარიგებული რათ მინდა გოგო ... -აბა თუ დამიბრუნო მობილური...რა წესია რომ პასუხობ -რა იყო სხვის ნომერზე ხო არ გენქებოდა თამარას ფოტო .მაცადე გოგო ველაპარაკები ადამიანს რატომ ხარ უზრდელი გოგონი?- წარბებს კრავს და მინდა ჩავყლაპო არაა რა ასე რომ აკეთებს პატარა ბავშვივითაა . ყბაზე ვუჭერ ხელს და მერე ლოყაზე ვკოცნი, ვკბენ ყბაზეც ვკბენ ის კიდე კრუსუნებს- შემეშვი გოგო რამ გადაგრიააა... უიმე დედა შემჭამა ცოცხლად.ვიცი ტკბილი რომ ვარ,მაგრამ ასე? -აუუ როგორ მიყვარხარ შენ ხო არ იცი შე გორილა... შე მამონტო შენ - მის ფეხებზე ვსკუპდები და ვეხვევი. ერთ ხელს წელზე მხვევს მეორეთი ისევ მობილური უჭირავს -მოკლედ თამარააა შენ არ იდარდო ჩემო გოგო ამას მე მოვიყვან მანდ ...რომელ საათზე გავიჩითო ჩიტო? რვაა ბაზარი არაა რვამდე მოვასწრებ ყველაფერს . მე მინდა მომზადება აბა ეს ერთ კაბას გადაიცვამს და თავსაც არ ივარცხნის ისე მოდის...შეცდომითაა გოგო აუ რა ძმას გავჩითავდი აზრზე ხარ ეს რო ბიჭ იყოს? იმენა კაცური კაცი იქნებოდა.. შეხვედრამდე აბააა -გაუთიშე? მე ? არ მელაპარაკება? -რაოოო ვინ მიყვარსოო? რა არ ვიციოოოო ვინ არ იცისოოო მეე? - ხელში ავყავარ და მკოცნის. თავზე შუბლზე ლოყებზე. ისე უცებ და მაგრად მკოცნის ჯერ ხო ხმა სმის,მერე ლოყები მიწითლდება და ვკივი. საწოლზე რო მაგდებს ეს გიჟი უკვე ვიცი რასაც მიპირებს,უნდა მაწამოოოს >არაა ოღონდ ჩემს წელს არ მიუახლოვდეს ამის ტორბეი ...ვაიმეეე დავიხრჩობი -გამიშვი ...გამიში ბიჭო ვაიმეეე ამხელა ხმაზე რომ ვიცინი დაინგრევა კორპუსიიი სანდროოო.... სანდრო მომაშორე შენი თითები . ეს თითები თუ არ დაგამტვრიე აი ნახავ -ვგიჟდებიიი...აუ რა ხმა ამოგდის გოგოო ბიჭტან არ გაიცინო ვინმესთან თროე შინაბერა დამრჩები -მომშორდი მეთქი სანდროოო- ვკივი და როგორღაც ვუსხლტები,მაგრამ სად გაექცევი ამ მაიმუნს იმხელა ხელები აქ ყველა კუთხეს წვდება. -სად მიდიხარ გოგოონიიი..აბა სად მივდივართ ამ საღამოსოოო სადოო -არსად მივიდივარ მე და შენ წაბრძანდი როგორც მომავალი ექიმი -სად მივდივართოოო კარგად არ მესმის -სანდრო თუ არ შეწყვეტ მოვკვდებიიიიი- სიცილს ვაყოლებ დ აუკვე ცრემლიანი მაქ თვალები -მიდი მითხარი სად მივდივართ? კაბა გაქვს გოგო? თუ გავვარდეთ და გიყიდო..მაქ მე ფული არ დამიხარჯავს ყველა- უცებ ჩერდება,მაგრამ მიჭერს და ადგომის საშუალებას არ მაძლევს -არ მინდა მე შენი ფული და საერთოდაც არსად მივივარ-მეთქი გიტხარი -რატო ხარ ასეთი მუდო? აბა ეგდე სახლში დააკვდი მაგ წიგნებს და რომ გამოლენჩდები ნახავ! წახვალ და მორჩა...მეც წამოვალ თან და წამოგიყვან მაშნვე როგორც კი მოგინდება -სახლში უნდა წავსულიყავით დღეს...მამა გაბრაზდება არ მითქვამს -მე როცა ვარ აქ მამა რამეზე გაბრაზდება შენი აზრით? -ხო რა თქმა უნდა შენ ხომ გავლენა გაქვს -დიახაც და ასე აგდებით ნუ ლაპარაკობ -თითქოს დიდი არჩვენი იყო ერთი Y ქრომოსომით განსხვავდები და ამომიყვანეთ ყელში! არ ხარ შენ ჩემი უფროსი და ფეხებზე რა გინდა და რა არა . არსად მივდივარ თუ არ წამიყვან სახლში ტაქსით წავალ...ან ავტობუსი კიდევ იქნება -სულ რატო ჭედავ გამაგებინე ჩემი ბრალია ეს დედა მოტყ*** ბიჭი რო ვარ და მე მეტი პრივილეგიით ვსარგებლობ? რატო მიხურებ მე სულ რა არ უყვარხარ შენ არ გიჟდება შენზე თუ რა მე სულ მეჩხუბება და შენ ვაფშე რამეზე თუ უყვირია ერთხელ მე რო დამიღრიალებს მთელ სახლშ ისმის ხმა და შენ ისე გელაპარაკება ტკბება -არ მაინტერესებს! არ მინდა ლაპარაკი ,მორჩა ! მივდივარ მე სოფელში შენ მართლა შეგიძლია მიხვიდე ...არავინ დაგაკავებს ჩვეულებრივად შეგიშვებენ მიშოს დაურეკე ოღონდ! ჩემს ჩანთას ვიღებ და იმ ნივთებს ვალაგებ რაც მჭირდება. ის კი საწოლზე ზის და გაბრაზებული მიყურებს. მერე ჯიბიდან სიგარეტს იღებს და ფანჯარასთან დგება- ხო რა თქმა უნდა ყველაზე სუსტი ხო უნდა იყო შენ... ჯერ იგინე ახლა სიგარეტი მოწიე იმიტო რო შენმა უფროსმა დამ სათუთი გული გატკინა -რა გინდა მარიამ??! ნერვები მომიშალე უკვე და კიდე რატო მიმატებ? რატომ არ გინდა იქ მისვლა შენი ლექტორი გეჩითება თუ ვინმე სხვაა კიდე ამისგან განსხვავებით მართლა რო გაწუხებდეს -ვინ? ლექტორი რა შუაშია... -ჩაალეგ და წამოდი ! შენი სისულელეების ნერვები არ მაქ ! ყელში ამოვიდა უკვე . რამდენჯერაც ნერვები გიმტყუნებს რომ ივიწყებ შენს თავშეკავებას მხოლოდ ჩემთან და ერთიანად იფრქვევი.ოდესმე სხვასთანაც გამოდი მწყობრიდან და უთხარი ის რისი თქმაც ნამდვილად გინდა ! -სხვა არაა ჩემი ძმა -ძმა რომელიც ხვალ მაინც გაპატიებს..იმიტო რო თავადაც ათასი სისულელე აქვს შენთვის ნათქვამი.მაინცადამაინც ამ თვისებით რატო ვგავართ ერთმანეთს? -არ ვიცი.. -აი უკვე ნანობ რა საინტერესო ტიპაჟი ხარ...მე ცოტა რაჭველი ვარ გვიან ვხვდბეი რო მივქარე. აბა ბოდიში სად არის? -არ მაქვს ბოდიში... -იბურტყუნე ახლა და იარე ასე... მერე იზლუქუნე და საოცრად შევეგებოთ ახალ წელს. როგორ უცებ გეცვლება ხასიათი რა... ბავშობიდან ასე ხარ -სულ არ მიბრაზდები? -არ იტირო ახლა თვალები დაგისივდება...მერე იტირე რესტორნიდან რომ გამოვალთ- ხელებს მხვევს და თავზე მკოცნის - სათუთ გულზე კიდე მეტყვი რამეს და ენას ამოგაცლი...გიჯი თალიკო როგორ ჩამაგდო შენს ყბაში -რა გინდა თალიკო დეიდასთან? ბავშვობიდან შენიშნა როგორი კეთილი იყავი -შენ კიდე ყველაფერი როგორ ხასოვს -რა დამავიწყებდა გიჟი ვარ? საშინელი ? ვიცი ! სანდროსთან შეიძლება გავგიჟდე,გადავირიო,სისულელეები ვთქვა და მეორე წამში დავმშვიდდე. ურაყოფით ენერგია ხომ უნდა გამოვხატო როგორმე? დიდად ვგიჟდბეი ამ თვისაბაზეთქო ვერ გეტყვით,მაგრამ ფაქტია მეხმარება. ისევ კარგ ხასიათზე ვარ, შინაგანად არსებული ძის მონატრებაც ბოლომდე გავფანტე . ახლა რას ვაკეთებ? ახლა ვზივარ და ვუყურებ ჩემს ნარცის ძმას როგორ არჩევს ჩემს თვალწინ ახალტახალი პერანგებიდან რომელი ჩაიცვას. არადა ყველა კარგია, ყველა უხდება და საერთოდ რა აზრი აქვს ლურჯს ჩაიცვამს, ცისფერს, მუქ ლურჯს ღია ზოლებით თუ უბრალოდ თეთრს ... ან თეთრს მოკლე საყელოთი და წინ ღილებტან შავი ზოლით . კიდევ კარგი შარვლების მსგავსი არჩევანი არ იყო და ორი ჰქონდა მარტო ნაყიდი ერთი დაგლეჯილი ჯინსი იყო და იმით ვერ წამოვიდოდა. ერთი ეცვა უკვე და ასე ხო არ წამოვალოო და მესამე დარჩა შავი შარვალი ტანზე ისე ჰქონდა გამოყვანილი ვიფიქრე დახრისას შემოასკდება,ან ნაბიჯის გადადგმისას-თქო მაგრამისე დადგა და გაშალა ფეხები მაინც არაფერი დაემართა. ეტყობა ელასტიურია...ამ დამპალს რატო აქ ჩემზე კაგრი ფეხები ვინმე ამიხსნის? ფეხბურთს თამაშობს მითუმეტეს და ის მოსაზრება,ლეგენდა რო ყველა ფეხბურტელს გამრუდული ფეხები აქვს ამაზე რატომ გახდა არარეალური? ბოლოს ლურჯ პერანგი მოირგო რომელიც მესამედ დავაუთოვე სადღაც ნაკეცი უპოვა და კიდევ კაგრი მეოთხედ აღარ მომაწოდა თორემ იმ უთოს პირდაპირ ტანზე ავუსვამდი . შემდეგ ფეხსაცმელიც მოირგო რაღაც საოცრება სად იპოვნა მე რა ვიცი ლამის გავხადე და მე ჩავიცვი ისეთი კომფორტული და ამვე დროს დახვეწილი მოდელი იყო,მაგრამ მერე გამახსენდა რომ ჩემი ზომა 39 არის მისი კი 45 .ყველაზე დიდი უბედურება რაც მელოდა და ბოლოსთვის შემოიტოვა იყო მისი თმა. რაღაც საოცრად რომ აქვს და წარამარა ისწორებს და ისე უვლის ზოგი დედა არ უვლის შვილებს . რაღაც დაისხა დავარცხნის შემდეგ აზრზე არ ვარ რა და სარკეში ორი საათი აკვირდებოდა . -მგონი შინაგანად ქალი ხარ... სადნრო ხომ იცი არატრადიციული ორიენტაციის ხალხის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს..მითხარი და ყველანაირად დაგეხმარები.მამას ერთად ვუთხრათ იქნებ არც მოგაჭრას თავი...სანდრო მითხარი ჩემი რომელიმე კურსელი ბიჭი ხომ არ მოგწონს? არა ეგეთი კარგი საჯდომებიც არ აქვთ ,მაგრამ ზურა ხო სპორცმენია და ისეთი ნავარჯიშები სხეული აქვს ალბათ ცუდად გახდი რომ დაინახე ხო? -ღვთის სასჯელო ქალოოო.. მაინც არ აგყვები. დღეს საკმაოდ ვიჩხუბეთ ! შენ რას იცვამ უკუ ქალო -უკუ ქალი რა არის -რა არის და ქალები ძირიტადად ისე არიან შეფუთულები , დაფარული აქვთ კანი, წამწამები კი გაკეთებული აქვთ, მკერდი ან სილიკონითაა ან ლიფია სილიკონით. კაბა ისეთი აცვიათ რო ყველა ნაკლს უმალავდეს თმა ისე აქვთ რომ დაფაროს ის დარჩენილი ნიუანსიც სახეზე რაც არ მოსწონთ და რომ ხდი ხელში აღარაფერი რჩება. დილას მაკიაჟი თუ მოიშორა საერთოდ სხვა ვინმეა და შენ უკუ ხარ რა... რომ გაგხდის ,ვიმედოვნებ ქმარი, პირიქით უკეთესი შერჩები ,მართალია მაინცადამაინც დიდი გასაგიჟებელი უკანალი არ გაქვს,მაგრამ რას შენია შენია -არახარ შენ დალაგებული...საერთოდ ამ აბიტურიენტობამ სულ შეგშალა. ამ ბოლო დროს ზედმეტად ბევრს ყბედობ ქალებზე, მკერდზე, სექ** ვულგარულად საუბრობ და ბოლო ბოლო ჩამოყალიბდი კაცი გინდა თუ ქალი რო გიპოვო ვინმე და შემოგიგდო საწოლში -კაცი გყავდეს შენ და ქალი თუ მინდა შენი პოვნა არ მჭირდება ჯერ ეს ერთი .მერე მეორეც არაფერს ისეთს არ ვამბობ და მესამე ბოლოს და ბოლოს იტყვი რას იცვამ თუ შვიდ საათზე უნდა ვირბინო სადმე კაბა რომ გიყიდო როგორც მანჩოს ქორწილში -მანჩოს ქორწილში წამოსვლა არ მინდოდა..როგორმე გათხოდვებოდა უჩემოდ! -რომ წამობრძანდი მერე კარგად ლაპარაკობდა მთელი ორი რაიონის სამეზობლოები შენზე ! -რატო ლაპარაკობდნენ..მე რა შუაში ვიყავი ვერ გავიგე -ჩემი არჩეული კაბა გეცვა და გიხდებოდა...სხვა რა უნდა გაგეკეთებინა შენ! და დამღალე უკვე ამდენი ლაპარაკით ! აბა მონაზონო პატარავ ვნახოთ შენს უგემოვნობის პიკზე მყოფი ტვინით რა გაქვს გარდერობში .ახალი იყიდე საერთოდ წელს რამე? -არა ! თუ კი ...არ ვიცი -ღმერთოოოო ეს როგორ უნდ ამოვიშორო თავიდან.რომელ ნორმალურს მოეწონება... იმას არ გავაყოლებ აშკარად არაა ნორმალური -ვის არ გამაყოლებ! -ვისაც! კარადის კარს სანამ გაწევს მანამ ღრმად სუნთქავს და მტელი დრამატიზმით იყურება ჩემი წელს ზემოთ შიშველი აპოლონი ძმა . ეს იმიტო ავღნიშნე რომ გასვლამდე არც იკარებს ტანზე პერანგს,იჭმუჭნებაო ამბობს. ალერგია შეიძლება ჰქონდეს დაჭმუჭნულ პერანგზე ბიჭს? და თან ამ პერანგით ისე იჩხუბოს რო დაფლეთილი მიიტანოს სახლამდე?თან ფეხებზე ეკიდოს? -კატასტროფააა... ეს საშინელებააა. ეს ბებიას მოპარე? ეს კაბა არ ჩავაყოლეთ...კუბოდან ამოაცალე ისე მოგწონდა? უცხოპლანეტელები კაბებს იცვამენ და შენ ჩაიგდე ხელში? ეს შენია? - ამ კომენტარების შემდეგ ერთ ერთი კაბა გამოსწია და ცამოხსნა. ოღონდ ახლა რამე საოცრება არ მაჩვენოს სად იყო ეს კაბა? - ამას რომ იცვამ შენი ბურთები თუ არ ცვივა ძალიან ჩაიცვი ლამაზია -არ ვიცი ...არ ჩამიცვამს არასდროს. ეკამ მიყიდა ცოტა ხნის წინ -ჩაიცვი მერე... ვაიმეე ფეხსაცმელი მაღალ ქუსლზე ბანკეტზე რომ შედექი იმათ გარდა რამე გაქვს? აა ხო გაქვს...ეკუნამ გიყიდა მგონი.წამოღებული გაქვს ისინი თუ სახლში დატოვე -ჩანთაში ჩამიტენა რომ მოვდიოდი...მანდ იქნება სადმე ,მაგრამ არ მინდა იმათი ჩაცმა. სანამ ფეხსაცმელს იცვამს კაბას ვირგებ . შეიძლება უნდა გავდიოდე,მაგრამ ძაან მეზარება სანდრო ჩემი ტყუპისცალია ფაქტობრივად მეორე ნახევარია მერე რა რო ერთი წლით დიდი ვარ და სულ ვჩხუბობ მასზე ახლო არვაინ მყავს მე. -აი ვიპოვე... ღმერთო შენ მიშველეეეე რატოოო შვილოო რატოოოო -რა გინდაა..გავსუქდი?- მუცელზე ვიხედები წამსვე ,მაგრამ ცვლილებას ვერ ვხედავ. მენჯის ძვლები ისევ თავს იწონებენ, ნეკნების და საერთოდაც ისევ ისეთი ბრტყელია ჩემი მუცელი. -ასეთი დებილური ლიფი სად იშოვე... ფაქტობრივად არაფერია... ეს რო გეცვა საერთოდ თავებს მალავდა თუ მაგასაც არ აკეთებს -არააქვს სილიკონი... მცხელა იმაში -აი ავადმყოფი თუ არ იყოო მე მოვკვდე...უნდა შეგხედო ერთი ასეტ ლიფში როგორ ჩანს მკერდი...-თვალებს ჭუტავს და მაკვირდება -ავადმყოფო რა დროს ესაა შვიდი საათია უკვე იმდენ ხანს იცვამდი -შენ ლექციებზე რომ შედიხარ იქაც ასეთი თხელი ლიფები გაცვია? ის რაღაც ყელიანი შავი ზედა რომ გაქვს ის ხომ არ ჩაგიცვია ოდესმე -რა ზედა ...რა შუაშიაა რა გინდა? ხან რას იცვამო მეძახი და ახლა რა არ მოგწონს -გოგოოო წესიერად ცაცმა შიშველ სიარულს კი არ ნიშნავს. ლამაზი უნდა გეცვეს , არც მოკლე და არც კოჭამდე. არც გულღია და არც მთლად დახურული . მითხარი რო „ძუძებს თავისუფლება არ აჩუქე“ და ისე არ დაბორიალებ იქ . -შემომყევი ბარემ სააბაზანოში ...- კარს ვუხურავ ცხვირწინ და სანამ წყალს ვუშვებ კიდევ მესმის იმის ბურდღუნი -მე კიდე მიკვირდა რა მოეწონა ამ ჩემ დაში-თქო და ლამის დავუპადიეზდე იმ ჩემისას... სააბაზანოდან რომ გამოვედი კოლას მიირთმევდა დივანზე გაწოლილი და თან ტელევიზორს უყურებდა. სულ არ შევუმჩნევივარ , მობილურითაც წერდა ვიღაცას და იღიმოდა. ჩავიცვი და სარკის წინ დავდექი. თმა ახალი გამშრალი იყო და შესაბამისად ისე აფუვდა გაწეწილი ვიყავი . სახე გაწითლებული მქონდა და საერთოდ რას ვგავდი ...არ მინდა წასვლაა არაააა -ჩაიცვი ესენი ... - ფეხსაცმელი გამომიჩოჩა -საიდან გაჩნდი -ბავშვობიდან აქა ვზივააარ...ჩაიცვი გოგო დროზეე მეც ხო უნდა ჩავიცვა -აჰა ...მზად ვარ -ეკა შენ თუ უშველი დედიკონა დედაა ამას თორე ეს ეღირსებდოა ასეთი კაბის ჩაცმას? კარგი ხარ რა ვქნა? ჩემი და რომ ხარ გეტყობა ხედავ? გენი მაინც სხვააა მერე რა რო სულელი ხარ. თმას მოუხერხე რამე და სახეზეც წაისვი რამე თუ ღმერთი გწამს ასეთი წითელი ნუ ივლი თეთრო შენ- ის ემიყოფს ენას პატარა ბავშვს ჰგავს ისევ და სიცილს ვერ ვიკავებ- დედაა გახეთქა თავიი რა ხმა გაქ გოგოო რა იყოო- ბუზღუნებს და პერანგის ჩაცმას იწყებს გვეშველაა...ახლა ღილებს დააკვირდება, ყელს და მერე წამში იცვამს შარვალს და ფეხსაცმელს. აი ასე მარტივად ისეთ მდგომარეობაშ ჩამაგდო რომ უკვე მიხარია სახლიდან გასვლა. მანქანის კარს მიღებს ბატონი, როგორ ცყოველთვის ყველაფერი წკრიალებს იქ , მისი სუნამოს ფლაკონია სადღაც გატეხილი მგონი და იმიტომაა ასეთი სუნი . იმდენ ფულს აძლევს და ასე ასხავს ნეტა მანქანაში? ისე კარგი კია. დიდი კმაყოფილებით და სიამაყით მხვევს ხელს და ისე შევდივართ რესტორანში. თამარა და მიშო რომ დავინახე მათკენ წავედით. რა ლამაზები არიან ვგიჟდებიი ჭკუა მეკეტება ამ ორზე ახლა შაქარყინულად ვიქცევი . მისალმების და კომენტარების შემდეგ რასაც ჩემი ძმა აკეთებდა ისევ და მიშოს ეღიმებოდა ამ ყველაფერზე ვიღაც მომეხვია ზურგიდან და რომ დავაპირე მომექცია ხელი გიგი არ აღმოჩნდა? -ააა არ არსებობს დაბრუნდით? როგორ მომენატრე შე საზიზრარო ან წასვლა რა იყო ან მოსვლა ... - ვეხვევი და ერთად ვაყრი ყველაფერს.მის უკან დგას ქალბატონი ქეთევანი და ისეთი ლამაზია ენა მივარდება . -მეც მომენატრე მარჩიკოოოო რო არ წავსულიყავი აბა აქ არ მომასვენა ერთმა სულიერმა რამდენჯერაც შევიგინე და დავიყვირე იმდენჯერ მიბრიალა თვალები და დამსტრესა ბავშვი -გეყოფა მიშოს ნუღა კბენ რა გითხარი მე შენ? -კარგი დედა ჩუმად ვარ... არ ვკბენ და რას მიძაბავ შენ ცოლო? -ეს სულ ასე თუ ლაპარაკობს შენ არ ბრაზდები? თუ ახერხებ სიტყვის თქმას-მისო გიგის აიგნროებს და გვერდიდან მიხუტებულ ქეთას თვალს უკრავს რაზეც გიგი ბრაზდება -საერთოდაც არ ჰქონდა საუბრის დრო -შენ ლაპარაკობდი ხო სულ! -ამას რატო არ ეუბნები შეწყვიტოს ჩემთან თვალებით ომი? -არავინ არაფერს მიკრძალავს ,უფლება არ აქვტ და არ ვსაჭიროებ გრიგოლ! -არ მეტყვით სად იყავით? ან როგორ წახვედით საერთოდ მე აღარ ვიყავი იქ - ვწუწუნებ და ორივე ერთად იწყებს -მოკლედ რა მოხდა... მე ხო გამაგიჟა ამან -მოკლედ რა მოხდა ეს ხო გიჟდება ჩემზე და აღარ იცოდ... რა გაგაგიჟე გოგო? -ვინ გიჟდება ფაქტია ...ვინ მომადგა და ამიხსნა სიყვარული ორსაათიანი ლუღლუღის შემდეგ და ვინ იქცეოდა დებილივით ეჭვიანობის გამო -ასე თუ ლაპარაკობთ თქვენ სულ დიდი იდილეა გქონიატ ოჯახში - თამარა ამბობს და თვალებს ატრიალებს- თუმცა მშვიდად თქვენ ნამდვილად ვერ იქნებით -მთავარია შენ იქნები თამრო მშვიდად... ეს ისეთია თავს მოიკლავს და შენ არ გაგაბრაზებს -მაგისგან ნეტავ ისწავლო შენც ეგ - ქეთა ეჭყანება და მერე ეხვევა- მარტო ეგ... -მესმის როგორ ეჩურჩულება და ყელში კოცნის. ჩემი ძმა ჩუმად დგას და სიტუაციას სწავლობს,შიგადაშიგ იცინის და თან ვიღაცას უყურებს.ვის უყურებს,ღმერთო ასეთი პატარა და ასეთი ბაბნიკი როგორააა ! ან ამის დაკერილი გოგო როგორია...ტვინი თუ აქვს საერთოდ! რამდენიმე წუთი ვუსმენ მათ საუბარს და ღიმილს ვერ ვიშორებ სახიდან. შემდეგ კურსელებს ვნახულობ. სანდრო სადღაც გადის , არ ვაქცევ ყურადღებას . თამარაც თავის კურსელებთანაა. მიშო ბიჭებტან დგას,არ ვიცნობ ვინ არიან . წყვილი კი საერთოდ აორთქლდა ... საბა და სალომე მოდიან ,მათ ვნახულობ და შემდეგ ჩემთვის მარტო ვდგავარ აივანზე. მალე მბეზრდება ეს მოკითხვები და საუბრბეი ისე თითქოს მონატრებული მყავდეს რომელიმე. ყოველ დღე ვნახულობ ყველას ჩემი გიგიკოს გარდა ის კიდე გაუჩინარდა ქეთისთან ერთად. -როგორც ყოველთვის მარტო ხარ მშვენიერო ... -ნაცნობი ხმა რომ მესმის და ხელზე მეხება მისი თითები უსიამოვნო შეგრძნება მივლის სხეულშ -როგორ ხართ კონსკატნინე? -შენგან მივიწყებული არც თუ ისე კარგად... მეგონა წვეულებამდე შეგხვდებოდი,მაგრამ ვერსად გიპოვე ! -ახლა ხომ მიპოვეთ ... ხომ ხედავთ არც ისეთი მნიშვნელოვანი საქმე გქონიათ -იცინის ჩემი პასუხის მოსმენისას და ტუჩებს ილოკავს -საქმე ძალზედ მნიშვნელოვანია... თქვენი ნახვის სურვილი განა არ არის მნიშვნელოვანი ძვირფასო მარიამ?-მისი წარმოთქმული მარიამი ასე ძალიან რატომ მაღიზიანებს.არადა ჩვეულებრივად ამბობს.ისე აჟუჟუნებს თვალებს ნებისმიერს მოხიბლავს, უდავოდ სიმპატიურია,,მაგრამ ჩემზე ცუდად მოქმედებს. უარყოფითი ემოციით მავსებს და შემდეგ ცუდად ვხდები . არ მიყვარს ასეთ ადამიანებთან დიდხანს საუბარი როცა უმიზეზოდ მიჩნდება უარყოფითი დამოკიდბეულება არასდროს ვცდები. -ვერაფერს გეტყვით კონსტანტინე ...მე არც კი მიფიქრია თქვენზე და შეხვედრაზე მითუმეტეს. როგორც თქვით მარტო ვიყავი და შესაბამისად სურვილი მქონდა მარტოობის -მაგდებთ? ასეთი ცუდი მოსაუბრე ვარ დავიჯერო? -ასეთი ჩაღრმავება არაა საჭირო ... არც დასკვნების გამოტანა ერთის გარდა -და ის ერთი რა არის... -მარტო მინდა ყოფნა თქვენ კი ხელს მიშლით -საინტერესო ვინმე ხარ... ძალიან საინტერესო. თანდათან ვიგებ რატომ ინტერესდდებიან ასე შენით. მე კი ერთი სურვილი მაქვს იცი? სულ ახლახანს გამიჩნდა - ახლოს იწევს და მკლავზე მეხება. ხელს ვიშორებ და ისე ვუყურებ.დავიჯერო ვერ ამჩნევს ჩემ მზერას? ვერ ხვდება როგორ ვეუბნები ყველანაირად რომ არ მინდა მასთან საუბარი? ასეთი მიუხვედრელია?- ჩემით რომ დაინტერესდდე...ახალ წელს შენ ჩაგითქვამ სურვილად! სურვილები კი ყოველთვის მიხდება- ეს ტავხედ! როგორ მიბედავს, რა დიდი სიამოვნებით გაგფატრავდი ახლა ხელში დანა რომ მქონდეს მერე მაგ სახეს აგაცლიდი ასე ამაზრზენად რომ მიღიმი და იმ შენს სურვილების ამსრულებელსაც ზედ მიგაყოლებდი. - სურვილებს აგისრულებენ რა თქმა უნდა...პატარა ბავშვს არავინ აწყენინებს,მაგრამ მე არ მიყვარს ბავშვები . მაღიზიანებენ თავიანთი პრეტენზიებით, სურვილებით რომლებიც მიუწვდომელი, არარეალური და შეუძლებელია! ვინმე ისეთი იპოვნე ვისაც შენნაირი ჩამოუყალიბებელი ,ბავშვობაში ჩარჩენილი ბიჭები მოსწონს ! ემოციას ბოლომდე გამოვხატავ,,ალბათ სახეზე მაწერია როგორ გამაღიზიანა.ვშორდები იქაურობას ის კი მკლავში მავლებს ხელს და უკან მაბრუნებს -რაოოო? ვინო რა მითხარი? ბავშვიიი ... ღმერთო რა საოცრად თამაშობ .თავის დაფასების ყველაზე მაგარი შემსრულებელი ხარ გამაოცეე ბრავოოო - იცინის და ხელს არ მიშვებს . ის დროა რომ გამოვლანძღო ნამდვილად დამიანე რომ ჩნდება საიდანღაც. ჩემს ხელს ათავისუფლებს, შუაშ დგება და უყურებს-ვაააა დამიიიი შენც მოხვედი? აბა არ მოდისოოო გაიგე რომ ყველაზე მაგარი ჩიტი მოფრინავდა აქეთ და გამოყევი კვალზე ხომ? მაპატიე რა გამოცდილი მონადირე უფრო მალე პოლობს ჩიტს ,დაგაგვიანდა იცი? ახლა მეუბნებოდა მარიამი რომ ჩემთან ერთად უნდა საღამოს დასრულება. ყელში მაწვება ბურთი,მინდა ვიყვირო მინდა დავარტყა ვეჩხუბო. მაგრამ ისე მეჭიდება დამიანეს ხელი ისევ მხოლოდ მის ზურგს ვხედავ და ვგრძნობ როგორ ეჭიმება სხეული. მუშტს კრავს და მგონია რომ დაარტყავს, ხელზე თიტებს ვუჭერ და წამსვე ჩერდება. -ზღაპრების მოყოლას რომ დაასრულებ შემდეგ შევხვდებით - ხელს მისი მიმართულებით სწევს საჩვენებელ თითს მკერდზე კრავს და შემდეგ წელზე მხვევს ხელს. შენობაში ისე შევყავარ გაოცებული ვრჩები, ვხედავ როგორ მოემართება ჩემკენ მიშო, დაინახა ყველაფერი? -მაარ გარეთ იყავი?-მე მეუბნება და წამში დამიანეს უყურებს, რაღაცას თვალებით ლაპარაკობენ და აშკარად კოტეზე ანიშნებს ისე ეღრიცება სახე მიშოს მერ ემიყურებს და იღიმის- თამარა გეძებს ... სად დამეკარგა მარიამიო არ ანერვიულო -თვალს მიკრავს და გარეთ იყურება. ვიღაცას უყურებს,რა ტქმა უნდა კოტეს. შემდეგ კი ჩვენთან ერთად მოდის. -თამარას მეც ვნახავ... - დამიანე აცხადებს და ხელს ისე მიშვებს თითქოს არც შემხებია. თამარას კოცნის და ის გაკვირვებული უყურებს მიშოს ,ალბათ მასაც უკვირს ეს ორი ერთად როგორ საუბრობს -როგორ ხარ თამროო? -კარგად თავად? არ მეგონა თუ მოხვიდოდით -ბოლო წამს გავთავისუფლდი და წამოვედი- ამას რომ ამბობს მიყურებს, ისე თბილად როგორც იცის ხოლმე. საუბარი დაწყებული არ გვქონდა, ისევ ისე დაძაბული ვიყავი,მაგრამ წელზე ვიღაცის ხელი რომ მომეხვია და დამიანემ ამ ხელს დახედა სანდროს მიხრჩობა მომინდა. წარბებშეკრულმა რომ ახედა ჩემს ორმეტრიან ძმას,რომელიც სულ არ ჰგავს პატარა ბიჭს და ახლა მოუნდა ჩემი კოცნა მაინცადამაინც გული გადამიქანდა. -კიდევ ერთი ნაცნობი...არ გამაცნობ მარ ? -დამიანე დადიანი... ჩემი ლექტორი ეს კი სანდროა ჩემი ძმა - ძმაო რომ ვეუბნები მერე აშორებს სანდროს მზერას წარბს წამით მაღლა სწევს როგორც იცის ხოლმე გაკვირვებისას, ტუჩის კუთხეს სწევს და თავს ოდნავ გვერდით ხრის -სასიამოვნოა მარიამის ძმის გაცნობა...პატარა მეგონე - დამიანე ვინმეს ასე თბილად მიმართავს? ცემს ძმას აბრუებს თუ რა ხდება? ეს რატოა ასეთი მოღუშული -ჩემთვისაც სასიამოვნოა მარიამის ურჩხული ლექტორის გაცნობა- რაოოო? ურჩხულიო? უტაქტო როდის გახდა ჩემი ძმა? არაა როდის იყო ჰაერზე ისროდა ეს სიტყვებს,თან როგორ ჩამოართვა ხელი მეგონა მოტეხავდა აშკარად მოუჭირა. დამიანე ისევ ისე უყურებს , ტუჩის კუთხეს ვერ იმორჩილებს მე ხო ვიცი რო ესაა ამის სიცილი. -როგორც მივხვდი გსმენია ჩემზე... -საკაოზე ბევრი ... -რაოო? ესენი მინისნებებით სუაბრობენ თუ რა არის? -როგორი განვითარებული მოზარდია არა? - მიშო რომ ერთვება მერ ევუყურებ როგორ იცინის და ერთი ხარხარი აკლია თორე აშკარად კაიფობს სიტუაციით. თამარაც ამჩნევს ამ ყველაფერს აშკარად და თვალებით მელაპარაკება,ერთი სული აქვს როდის ავუხსნი ზუსტად რაც ხდება. -ნამდვილად ... კარგი თაობა მოდის- ისე ამბობს ჩემი ძმა შეიძლება აენთოს..ვერ იტანს როცა ბავშვივით ესაუბრებიან და მის ასაკზე ხაზს უსვამენ. არა დამიანემაც აშკარად იცის რომ აბრაზებს. ეს სამი შეიძლება ერთმანეთს დაერიოს მე და თამარა კი შუაში ვექცევით. თამარა მიშველე რამე -როგორ მიყვარს ეს სიმღერა... მიშოს ცეკვა არ უყვარს და საააან გთხოოვ მეცეკვე რაა - ხელს ავლებს ჩემს ძმას კნუტის თვალებს იღებს და მიჰყავს იცის უარს რომ ვერ ეტყვის. სანამ მოვბრუნდი მიშო აღარ იყო. დამიანე კი ღვინის ჭიქით ხელში იდგა და წითელ სითხეს წრუპავდა,შემდეგ ტუჩები გაილოკა და გამიღიმა -ძმაც როგორი ჭკვიანი გყავს... შენი მსობლები უფრო გამაოცებენ ალბათ -აპირებ გაცნობას რო?იქნებ არც დაგჭირდეს ჯერ არაფერი იცი -შენ ბევრი რამე არ იცი ,მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ მეც არ ვიცი ! ამის ქარაგმებმა გულის მანკი დამმართა.ერთხელაც იქნება ამ საშინლად მომაჯადოებელ ღიმილს გავუქრობ ! -სანამ მე არ გავიგებ...მანამ ვერც შენ გამოიყენებ მაგ ცოდნას პატივცემულო! -დარწმუნებული ხარ? -სრულებით! -არ ვიქნებოდი- მიცხადებს, ღვინის ჭიქას ტუჩებს აშორებს და როგორ არ ვიცი ,მაგრამ ჩემს ლოყას ეხება და ისე მიდის სიტყვას ვერ ვძრავ... მაგიჟებს მე ეს კაცი. მე მაბოდებს მასზე...მე მე უბრალოდ ვაღმერთებ ! როგორ შეიძლება ასეთი იყოს მიწიერი არსება, ის ხო ნამდვილად არამიწიერია და ჩემი! ჯერ მხოლოდ ღიმილი ,მაგრამ მალე მთლიანად ჩემი გახდება. მივისაკუთრებ და არასდროს მივცემ წასვლის ნებას. აი რა მაშინებს! ჩემი ხასიათი: ჩემი ეგოისტური ქცევა, ეჭვიანობა, მესაკუთრის ინსტიქტი რომელთან ბრძოლაც არ შემიძლია...ვიცი ვერ შევძლებ. თავს ვერ გავაკონტროლებ და შესაბამის პარტნიორობას ვერ გავუწევ. თავს მოვაბეზრებ, გავაგიჟებ და მის არსებულ გრძNობას თავადვე გავაქრობ! როცა ის ასეთი იდეალურია,როცა თავს იკავებს ჩემს სურვილს ითვალისწინებს. მხოლოდ ჩემზე ფიქრობს ,ჩემი სიმშვიდისთვის ასრულებს პირობას რომლის დარღვევაც წამსვე შეუძლია .მე ხომ კარგად ვიცი რომ წინააღმდეგობას ვერ გავუწევ,რომ მოინდომოს ნებისმიერ რამეზე დავთანხმდები,მაგრამ ის თავისუფლებას მინარჩუნებს, მხოლოდ იმიტომ რომ მე ვიყო ბოლომდე დარწმუნებული,თავდაჯერებული და მშვიდი. განა მასზე იდეალური ვინმე შეიძლება იყოს? მასზე კარგი... მე ხომ ვიცი რომ ჩემ გამო დამალა ის ღამე. მხოლოდ იმიტომ რომ ისევ არ არეულიყო ყველაფერი,თავი არ დამედანაშაულებინა,მაგრამ ისიც გავიაზრე რა ძლიერ მოქმედებს ჩემზე. როგორ მაბედნიერებს მასთან ყოფნა და ის გაუაზრებელი,დაუფიქრებელი ქცევა. გულის თქმას რომ მოვყვები და მასთან მივყავარ ყოველთვის ამაზე დიდი ნიშანი რა უნდა იყოს . ისევ არ ვიცი მისი ნამდვილი სახე,არც ბიოგრაფია არც ის რამდენი წლისაა.ისიც არ ვიცი დაბადების დღე როდის აქვს..თუ ჰყავს და ან ძმა, დედას და მამას რა ჰქვია. სულ ელემენტარული ისიც კი არ ვიცი რა უყვარს, რამეზე ალერგია თუ აქვს. საერთოდ არაფერი ვიცი მის შესახებ და მაინც ასე ძლიერ მინდა მასთან.მაინც ასე ვაღმერთებ და ვიცნობ მის ხასიათს. მისი სულის დანახვა შევძელი და სხვა დეტალი განა მნიშვნელოვანია? -გავიგეთ რომ მოგწონს,ისიც რატომ და ამდენ ხანს რომ უყურებ ყველამ გინდა გაიგოს?- სანდროს ხმა რომ მესმის და მერე ფხუკუნი მინდა დავახრჩო -რა გინდა ბატონო სანდრო? ვერავინ გააბრიყვე სამედიცინო ფაკულტეტიდად -ყოველთვის სულელურად არიდებდი თავს საუბარს ,მაგრამ ახლა გადააჭარბე მოლოდინს. სახლს თუ დამითმობ ამაღამ რამდენიმე ბავშვიც მყავდეს შეიძლება ცხრა თვეში... -ყეყეჩი ხარ...ნამდვილი ხისთავიანი- ვუცინი და ისე ვეუბნები.ისიც იცინის -არ წავიდეთ? -მეც ეგ მინდოდა ზუსტად...მიხვდი ხომ? როგორ მოხდა? -მე და შენ ხო სულიერი ტყუპები ვართ...შენი მესმის ჩემო ქალბატონო-მიცხადებს და მკოცნის. დამშვიდობების შემდეგ იქაურობას ვტოვებთ . სახლში რომ მივდივარ, ვიხდი, თავს ვიწესრიგებ და საწოლში ვწვები შემდეგ ვიაზრებ რომ აფორიაქებული ვარ. რაღაც მაწუხებს,იქნებ კონსტანტინეს გამოცენამ გამაღიზიანა,ან მიშოს და დამიანეს თვალებით საუბარმა დამძაბა. არ ვიცი ,მაგრამ ფაქტია ვერ ვიძნებ. მესმის კარის ხმა და ჩემი იდიოტი ძმა სადღაც მიიპარება თან ვიღაცას ეუბნება ათ წუთში შენთან ვარ პატარაო . არ მჯერა! არ მჯერა რომ ვიღაც გოგოსთან მიდის და ის გოგო იქ იყო წვეულებაზე ! ნუთუ ამდენად მოქმედებს ეს ყეყეჩი მდედრობით სქესზე...არა რა დროს ამის ქალია 17 წლის ღლაპი .გიჟია აბა რა არის ახლა ეს ? კაცობს აქ დიდი ჰგონია თავისი თავი . ნეტავ რამე შარში არ გაეხვეოდეს ამ თვისების გამო და არაფერი მინდა. არ ვიცი რა დრო გადის,მაგრამ როგორღაც ჩამეძინა. რამდნეიმე წამში კი კანზე კაკუნი დაიწყეს, ნახევრად მძინარე წამოვავრდი,ვიფიქრე სანდრო იყო და გული გამისკდა სანამ კარი გავაღე იქ კი დამიანე რომ დავიანახე თვალები შუბლზე ამივიდა -დამიანე? აქ რა გინდა - შუქს ვანთებ და მერე უფრო მიფართოვდება თვალები ვიღაც დადიანის მსგავს რომ ვხედავ ,მაგრამ ის არ არის. ჰგავს,მაგრამ არ არის.მისი მზერა, გამომეტყველება,ნაკვთებიც სხვანაირია თითქოს. -შენ ხარ მარიამი პრინცესა? -უკაცრავად გიცნობთ? იცით საერთოდ რა დროა? -გამიცნობ არაუშავს...ახლა კი დამიანეს ბედი თუ გადარდებს წამომყევი -რას ნიშნავს ... -ცუდადაა და სჭირდები ! წამოხვალ თუ არა დიდი დრო არ მაქვს შენთანს აასაუბროდ პრინცესა უბრალოდ ჩაიცვი რამე და წამომყევი -ცუდად არის დამიანე? და რა დაემართა ხომ ვერ მეტყვით? უფრო რომ დაგიჯეროთ -დაჭრეს...სახლში წევს და სისხლისგან იცლება ! ფოტო არ გადამიღია რომ გაჩვენო და ეს დაგაკმაყოფილებს რომ წამომყვე?- დაფულეს იღებს სადაც პირადობა დევს, დაბინდული თვალებით ვხედავ „დემნა დადიანი“ და წონასწორობას ვკარგავ. მერე აღარ ვიცი რას ვაკეთებ,მხოლოდ ის მახსოვს რომ მანქანაში ვზივარ და აკანკალებულ სხეულს ვერაფერს ვუხერხებ. შემდეგ ნაცნობ სახლს ვხედავ და ისე მივდივარ უკან არც ვიყურები. ისიც უკან მომყვება -საძინებელშია...-ყურში ჩამესმის და ინსტიქტურად მივყვები . კიბე ავიარე და ერთ-ერთ ოთახში შევყევი. საწოლზე მჯდომი ნახევრად შიშველი რომ დავინახე ისევ დავკარგე წონასწორობა -შენ სულ **ლევდი ბიჭო? სად ჯანდაბაში წახვედი ...წამალი მინდოდა და ახლა ამზადებ ლაბორატორიაში აფთიაქში არ იყო?- ღრიალებს და სისხლიან ბამბას ძირს აგდებს. მერე იყურება და მე რომ მხედავს თვალები უფართოვდა -წამალიც ვიპოვე და დამამშიდებელიც ... ჭრილობის გასაკერად არ გამოდგება პირველკურსელი ? -ყელს გამოგჭრი ხომ იცი- კბილების ღრჭიალით ეუბნება თითქმის მსგავს დადიანს და ის კიდე ისე უცინის ნამდვილად სატანაა დამიანე კი არა -მე წავედი...ხომ იცი სისხლზე ცუდად ვხდები- იცინის და ოთახიდან ქრება -მოეთრიე აქ და მარიამი წაიყვანე! დემნააა ...დემნა - რომ ყვირის ჭრილობა ტკივდება და კვნესის. თავის შეკავებას ცდილობს მაგრამ ხელი სისხლით ესვრება - ჯანდაბა! - ხელი მოაშორე ჭრილობას...- ეს მე ვთქვი? არ ვიცი ჩემს ხმას არ ჰგავს, ნორმალურად ვერც ვიხედები და ვერც ვიაზრებ რა ხდება ცემს ირგვლივ.იმედი მაქვს სიზმარია და ეს ჭრილობაც არ არსებობს,მაგრამ ფაქტია ვერ ვიღვიძებ. სისხლიან ხელს ვხედავ, დამიანე მკლავზე მიჭერს და მიყურებს -მარიამ არ გინდა...უბრალოდ გადი აქედან. შევიხვევ და გამოვალ...კარგად ვარ -ხელები მომაშორე და დაწექი თუ არ გინდა რომ ეს ჭრილობა გავაღრმავო...ახლა ისე ვარ ნამდვილად ვერ ვაზროვნებ- ისევ იგივე ხმა მაქვს. არ ვიცი გამომეტყველება როგორი მაქვს ,მაგრამ ხელებს რომ მიშვებს და წვება ვხედავ. ჭრილობას რომ შევხედე და ღრმა საერთოდ არ აღმოჩნდა საცოდავად გამეღიმა, ნელ-ნელა დავმშვიდდი და უბრალოდ სისხლდენა შევაჩერე. შემდეგ შევუხვიე და აქამდე გაჩუმებულ დადიანს გავხედე რომელიც თვალს არ მაშორებდა- არც ისეთი კარგი ბიჭი ყოფილხარ მე რომ მეგონა -მეტი არაფერი... სხვას არაფერს მეტყვი? ისტერიკა არ გაქვს? ნაზირალა...მკვლელი ან კიდევ რა ვიცი მატყუარა მაინც არ ვარ? -თუ გიშველის არ არის პრობლემა..უბრალოდ ახლა ძალა არ მაქვს და შემდეგ შეიძლება. კანკალს რომ შევწყვეტ და დავრწმუნდები რომ ნამდვილად კარგად ხარ - ვლუღლუღებ და ვგრძნობ რომ მალე დავეცემი.ჯდომაც აღარ შემიძლია იმდენად სუსტად ვგრძნობ თავს . -ძამიკოო შემოვდივარ და იმედი მაქვს შიშვლები არ ხართ... ხომ იცი სუსტი ნერვები მაქვს.ოუუ რა ჩქარი ყოფილხარ პრინცესაა უკვე დაასრულე ? -დემნა ! -რა ... თავი ხო არ გატკინე ბევრი ლაპარაკით. შენ რო მოხვედი და ჩემ საქმეში ჩაერიე კი ხედავ როგორც ხარ ! - ისე იღრიალა ლამის თავი გამისკდა -ორ წამს გაძლევ ესენი აიღე და აქედან აორთქლდი .ხომ იცი რასაც გიზამ მერე და საკუთარ სხეულზე წაკიდებულ ცეცხლს ნავთს ნუღა დაამატებ ზემოდან - ისე მშვიდი ხმით უთხრა ტკივილი თუ იყო შეპარული ჭრილობის გამო თორემ არც კი შეუცვლია ტონი. მეორე დადიანმა გაიცინა, იატაკიდან სისხლიანი ბამბები აიღო, ყველაერი გაიტანა რაც გადასაგდები იყო თვალი ჩამიკრა გასვლამდე და კარი მიხურა. დამიანე რომ წამოიწია წამსვე გამოვფხიზლდი -რას აკეთებ... გეტკინება -ნუ ღელავ...ხელებს დავიბან ჩავიცვამ და გაგიყვან- წამოიწია და სისხლიან ხელებზე მიმითითა -არ მინდა... -რა -არ მივდივარ ! -ხოო? -დიახ!- მის ღიმილშეპარულ ტონს ვაიგნორებ და მკაცრად ვუცხადებ,როგორც შემიძლია ამ ჩემი აკანკალებული ხმით . მაინც ადგა და იქვე გაემართა კარისკენ რომლის მიღმაც ალბატ სააბაზანო იყო. წყლის ხმა გავიგე ,მალევე გამოვიდა.მე კი ვერა და ვერ მოვდიოდი გონს. სხეულს ვერ ვიმორცილებ ხელები დამიბუჟდა . რომ წამომაყენა ვერ მივხვდი რას აკეთებდა -სისხლიანი ხარ...- მითხრა და თითონ დამბანა ხელები. ფრთხილად მისვამდა თითებს ,ჩემს უკან იდგა ,მისი სუნთქვა მესმოდა . იმდენად მოვდუნდი რომ წონასწორობა ვეღარ დავიცავი .ხელი მომხვია და საწოლისკენ წამიყვანა. სადღაც გამქრალიყო სისხლიანი გადასაფარებელი. საბანი გადასწია და დამაჯინა - მაპატიე რა... ჩემი არანორმალური ძმის ბრალია. გეფიცები ვერ წარმოვიდგენდი შენთან თუ მოვიდოდა. ასე გადამიხადა სამაგიერო..შენ ვერ გაიგებ ახლა !- ჩუმად მეუბნება და ისეთი თვალებით მიყურებს თითქოს ჩემი ანერვიულება დიდი დანაშაული იყოს. სახეზე მეფერება და მერე ხელზე მკოცნის. თავს ფეხებზე მადებს, ჩემ ხელს არ უშვებს ისევ მკოცნის- აღარ ინერვიულო მეტი... არ ღირს , მერე რა რომ ეგოისტურად მიხარია. უფრო მეტად მტკივა ასე რომ ღელავ. გინდა წაგიყვან...თუ გინდა მე დავწვები და დემნა წაგიყვანს. როგორც კი დავუძახებ მაშინვე შემოვა და წაგიყვანს უკან. ყველაფერს დაივიწყებ ,თითქოს სიზმარი იყო და მეტს აღარ ინერვიულებ - კიდევ რამდენჯერ დავივიწყო ამ სახლში გატარებული დრო დამიანე ... რამდენჯერ გახდი სიზმრად ჩემი ნერვიულობის მიზეზს- წამსვე სწევს თავს ,ქვემოდან მიყურებს .სახეზე ვეფერები , არ შემიძლია ვერ გავბუბრაზდები ზედმეტად პრიმიტიულია. ზედმეტად სულელური იქნება ,უაზრო ბრაზი რომელიც რამდენიმე საათში ჩაქრება სიტყვები კი დარჩება-არ მინდა დავიწყება...უნდა მახსოვდეს როგორ ვღელავ შენზე...უნდა ვიცოდე რომ ჭკუიდან ვიშლები როცა შენ ხარ ცუდად -ისევ ვეფერები , ის კი მიყურებს და დნება,ზუსტად ისე როგორც მე მემართება მისი შეხებისას. ხელისგულზე მკოცნის და თვალებს ხუჭავს -მეგონა დაგავიწყდა... -შენთან გატარებული დრო? შენი ჩახუტება და ცხელი შოკოლადი? არასოდეს ! -რჩები?- პაუზის შემდგე მიყურებს და მიღიმის...ჩემი ღიმილით -დავრჩები...- ვუღიმი და ხელს ვხვევ. ისიც დგება და მიყურებს. იგივე ფორმაში ვწვები როგორც ვზივარ. მეორე მხარეს ვბრუნდები და ველოდები როდის დაწვება...მოდის და ჩემ გვერდით თავსდდება. მიყურებს და მათბობს, მახარებს, მაგიჟებს, მამშვიდებს ... ვგრძნობ რომ მისი მზერაც ჩემია უკვე ! ვიცი რომ მანძილს არ გადალახავს..მაგრამ მინდა რომ ჩავეხუტო . მაისური რომ აცვია უკვე ამაზეც კი მეღიმება. მისკენ ვიწევი და თავს მხარზე ვადებ, კრთება თვალებში მიყურებს და შემდეგ ხვდება რაც მინდა, იღიმის ხელი ჩემი თმისკენ მოაქვს,ისევ ისე მეფერება როგორც მაშინ . ისევ მასთან ერთად მოდიან სიზმრები ვიცი რომ ტკბილად დამეძინება... -მითხარი რომ კარგად ხარ- ვლუღლუღებ სანამ ძილი წამართმევს თავს -ისე როგორც არასდროს - მეჩურჩულება და თავზე მკოცნის . ისევ მშვიდად მძინავს მის მკლავებში მოქცეულს ,ისე ტკბილად როგორც არასდროს. დილით მზის სხივები რომ მაღვიძებენ და გონს მოვდივარ ვლოცულობ რომ ისევ იქ იყოს ჩემ გვერდით . თვალებს ზანტად ვახელ ,ისევ იქ ვარ მის ოთახში მშვიდად სძინავს ჩემს გვერდით . აღარ მეხუტება ,უბრალოდ ახლოს წევს თავი ჩემკენ აქვს მობრუნებული და უდარდელად სძინავს. მიხარია რომ კარგადაა ,მინდა ჭრილობა ვნახო ,მაგრამ მაისურის ქვეშ ვერ შევზვრები ძანამ არ გაიღვიძებს. ოთახს ვათვალიერებს და ძალიან მომწონს ისევ საოცარი სიმყუდროვის შეგრძნება მიჩნდება . ვუყურებ და არ მყოფნის, თითებს ფრთხილა ვახებ სახეზე.ოდნავ მოზრდილ წვერზე ვუსვამ ისე რომ თმის ბოლოებს ვეხები მხოლოს, შემდეგ ყველა ნაკვთს ვეხები და იმდენად გატაცებული ვარ ჩემი საქმით რომ ვერ ვამჩნევ როგორ იღვიძებს, გონს რომ მოვდივარ მისი შავი თვალების ნათებას ვხედავ.იმდენად ახლოს ვარ რომ ცოტაც და ცხვირსი წვერზე შევეხები. უაკნ ვწევ თავს და ლოყაზე მიდებული ხელის გამოწევას ვაპირებ. მაჯაზე მხვევს თითებს და ხელისგულზე მკოცნის , ისევ აბრუნებს ლოყაზე ხელს ,მაგრამ არ მიშვებს -გააგრძელებ? -მე ...გაგაღვიძე -ალბათ სულ გავწითლდი ,მაგრამ არ მრცხვენია იმის რომ ვეფერებოდი საკუთარი სურვილების დამალვა სისულელეა! -ნატვრად ვაქცევ ყოველ დღე ასე რომ გამაღვიძო -დამიანე... -ჩშ... არ მითხრა უბრალოდ ცოტა ხანს იყავი . არაფერი შეიცვლება თუ შენ თვალებში სურვილს არ დავინახავ , გპირდები ! რამდენიმე წამს ვუყურებდი , შემდეგ ის ვთქვი რისი გახსენებაც არ მინდოდა. დროის გაჩერება მინდოდა რომ სულ იქ მის გვერდით ვყოფილიყავი, მისი თვალებისტვის მემზირა უბრალოდ . -სანდრო რომ დაბრუნდება სახლში უნდა დავხვდე... -წავიდეთ... კარგად ვარ - მშვიდად მეუბნება და ლოყაზე მკოცნის. რამდენიმე წუთში მისაღებში ვართ საიდანაც წელს ზემოთ შიშველი დემნა მობრძანდება, თავი აბურდული აქვს თვალები წითელი და ნახევრად სძინავს ,მაგრამ რომ დაგვინახა მაშინვე გამოფხიზლდა -ამ დილაადრიან რამ გაგაღვიძათ ტოო ... კი ვიცი ამას არაფრის თავი რო არააქ მარა სულ ვერ დაგღალა? ან ერთი ისე წამოგეკვნესა ხმა მაინც რო გამოსულიყო გარეთ.არ გინდა მადლობები ძმა რისთვის ვარ გაჭირვების დროს თუ არ გიშველე - სამსახიობო აქვს დამთავრებული და ოსკარზეა წარდგენილი თუ ამ ყველაფერს ასე საოცრად როგორ ამბობს. დამიანე არაფერს ეუბნება გასაღებს იღებს და გასასვლელისკენ მივყავარ -მარიამ რა უქენი ასეთი ახლა საერთოდ აღარ ლაპარაკობს...აქამდე მესალმებოდა მაინც -სახლიდან არ გახვიდე...მალე მოვალ!- დამიანე მხოლოდ ამას ეუბნება და კარს ხურავს- ყურადღებას ნუ მიაქცევ ასე ლაპარაკობს მთელი ცხოვრებაა -ძალიან გგავს....ტყუპები ხართ? -არა ... სამი წლით უფროსია . გარეგნულად ნამდვილად მგავს... ბევრს ვეშლებით ერთმანეთში -გუშინ რომ მოვიდა სანამ შუქი ავანთე მეც ამერიეთ ...- დარცხვენილი ვლუღლუღებ მას კი ეცინება-რატო იცინი -მერე რა რო აგერია... აწი აღარ შეგეშლება რადგან იცი მისი არსებობის შესახებ. -შენს ადგილას გავბრაზდებოდი.. -შენ ყველაფერზე ბრაზობ ...მე არა - ისევ მიღიმის და მანქანას ძრავს რვა ხდება უკვე კორპუსთან რომ ვართ . მიყურებს , მე კი ლოყაზე ვკოცნი და ვერ ვშორდები -ორ კვირაში შევხვდებით ... მანქანიდან გადავდივარ . მისი ღიმილი მიმაქვს ისევ და მზერა თან მიმყვება... ბინა ცარიელი მხვდება. ჩემი ძამიკო ისევ არ დაბრუნებულა! ჟაკეტს ვიხდი და საწოლში ვწვები. სულ რაღაც ათ წუთში კარი იღება და იპარება ბატონი სახლში. მეცინება როგორ ჩუმად დადის. იხდის და დივანზე ,თავის გამზადებულ საწოლზე წვება. მკვდარივით ეძინება,როგორც ყოველთვის მე კი ვეღარ ვითმენ და ვდგები. როგორც კი მოვწესრიგდი მაშინვე დავადექი და ისე დავიყვირე მისი სახელი ერთი წამოიძახა ვაიმეო და პირდაპირ იატაკზე გაიშოტა. ერთი სიამოვნება იყო მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვა -წასვლის დროა 31 დეკემბერია სხვათაშორის და დედას უნდა დავეხმარო! -შენ გოგო გადაირიე? ამ დილაადრიან რა დროს დახმარებააა... ნახევარ სააათში სახლშ ვინქებით რას გამაღვიძე -უკვე გღვიძავს ამიტომ წავიდეთ! ნახევარ საათში ყველაფერს ვაწესრიგებ,სახლს მილაგებულს ვტოვებ, ყველაფერს ვთიშავ და მივყვები ჩემს თვალებდასიებულ,,გამოუძინებელ ძმას,რომელიც ხმას არ მცემს სახლში მისვლამდე. ახალ წელს ყოველთვის დიდი სუფრა იშლება ჩვენთან. შუაღამით მხოლოდ ოჯახისწევრები ვხვდებით ერთად და ახალ წელს ვეგებებით. მეორე დღეს კი იწყება სტუმრების მოსვლა ,მეგობრები ,ნათესავები ორივე მხრიდან ვინც კი არ მინახავს მთელი წლის განმავლობაში ახალ წელს შანსი მეძლევა. ახლა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ვარ და ყველას ერთი კითხვა აკერია პირზე“ როგორ მიდის სწავლის საქმეები“ ბატონი სანდრო როგორც ბავშვობაში ახლაც ორი დღის განმავლობაში იმდენ რამეს აფეთქებს ალქაიდას წევრებს არ ჩამოუვარდება. მე ყველაფერი თავს მტკენს და ვიწყებთ ჩხუბს რაც რა თქმა უნდა მისი გამარჯვებით სრუდლება და ბოლოს მამაც უერთდდება თავისი თოფით. ერთი ბიჭის დაბადების დროს გაისროლა და მერე ყოველ ახალ წელს აგუგუნებს. კარგი ხო მწყერზე სანადიროდ დადის ხოლმე თუ არ დაეზარა და იქედან იმდენი ჩიტი მოჰყავს ცუდად ვხდები. ახლაც გარეთ გავდივართ და ველით ახალი წლის შემობრძანებას. შემდეგ ისეთი ხმები ისმის ყურები პროტესტს მიცხადებენ და აღარაფერი მესმის. მაინც ვუყურებ ათასფრად განათებულ ცას და მობილურს ვიღებ თამარას რომ მივულოცო, შეტყობინება მხვდება ჩემთვის კარგად ნაცნობი ნომრიდან და მეღიმება „ახალ წელს გილოცავ... მარიამ „ ყველაფერი თითქოს რუტინადაა ქცეული, მაგრამ მაინც ხდება ყოველ წელს ახალი რამ. ან წევრი გვემატება სუფრაზე მამიკოს ძმაკაცების სიძეების ან რძლების ანდაც შვილიშვილების სახით და მამა ისევ ეწუწუნება დედას რომ უფრო ადრე არ დათანხმდა ცოლობაზე .დედა ეუბნება საერთოდ რატომ წამოგყევიო, მერე მამა იბუტება და ბოლოს იმ აზრზე დგებიან რომ მალე უნდა გავთხოვდე, შემდეგ სანდრო იცხადებს ამას ვინ მოიყვანს ხო გააგიჟებს კაცსო. რა მამა რა თქმა უნდა ხუმრობს თორემ ჩემი გათხოვება რეალურად ერთი დიდი ტრაგედია იქნება მისთვის. კარგად შეზარხოშებული გვერდით მისვამს თავზე მკოცნის და საწყალი ხმით მეუბნება „მამი ჯერ ხო არ გამიფრინებდი?“ ამ დრომდე სულ დავცინოდი რა დროს ჩემი გათხოვებაა-თქო ათას რამეს ვამბობდი და ახლა არ ვიცი რა ვუთხრა. მთელი კვირა სვამს , 6 დეკემბერს საწყალ ღორს კლავენ და იმის მიუხედავად რომ უმძიმესი მარხვა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და სწორედ იმ დღეს უნდა იმარხულოს ყველამ ჩემს ოჯახშიი მინიმუმ 20 კაცი ქეიფობს საწყალი ღრუტუს მწვადებით. უნდა ვაღიარო მწვადი მეც მიყვარს მაგრამ 8-მდე არ ვჭამ . იმდენად დავიქანცე რომ ხმაურს ვეღარ ვუძლებ. საძინებელში ავდივარ და საწოლზე ვწვები. სიჩუმეში ყოფნა მსიამოვნებს და ავტომატურად ვიწყებ ფიქრს მასზე... ნეტავ სად არის ახლა რას აკეთებს,ვენატრები? მობილურს ვიღებ და ვურეკავ. არ მპასუხობს შემდეგ ვიღაც გოგოს ხმა ისმის და გული მეკუმშება -გისმენთ... -დამიანეს სთხოვეთ თუ შეიძლება -საყვარელო დამიანე მშობიარობას იღებს და მობილური კაბინეტში დატოვა რომ გამოვა გადავცემ რომ დაგირეკოთ... თუ სასწრაფო საქმეა შემიძლია გადავცე -არა ... არაფერია გმადლობთ ! მრავალ შობა ახალ წელს დაესწარით -მადლობა საყვარელო შენც ასევე- აშკარად ასაკის ქალია და მხოლოდ „გისმენთ“ ჟღერდა ახალგაზრდულად,ან მე მომეჩვენა ასე. მეღიმება...მერე ვიცინი ჩემი ეჭვიანობსი წამიერი შემოტევები მაგიჟებს. სასაცილო ვარ უკვე ! ე.ი ახალ წელსაც მუშაობს . ალბათ მაგარი შეგრძნებაა როცა ახალი სიცოცხლის დაბადებაში იღებ მონაწილეობას . ნეტავ მთელი კვირა კლინიკაში იყო? ალბათ ძალიან გადაღლილია . სანდროს ნაბიჯების ხმას გამოვყავარ ფიქრებიდან,მალე ოთახში შემოალაჯა და საწოლზე დაებერტყა ჩემ გვერდით -რაზე ფიქრობ მარო? -შენ რა გინდა აქ ? მოგბეზრდა ხმაური თუ დალევა არ გინდოდა და გამოიპარე -დღეს ისედაც არ ვსვამ მამას უნდა რო მამიდასთან წავიდეთ -მამიდასთან? მეც წამოვალ -წამობრძანდი ... და მაინც რაზე ფიქრობდი? თუ ვისზე -რა გინდა სანდრო? -სიმართლე ... -რა სიმართლე -გიყვარს? იმას უყვარხარ ! -შენ საიდან იცი ეგ -ვიცი ... -მიყვარს...ალბათ -ალბათ მიყვარს არ არსებობს მარო -არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული -ყოველთვის შენი ტვინი როგორ იმარჯვებს... -დამიჯერე ისეთი რამეც გამიკეტებია რასაც დაფიქრების შემთხვევაში დიდი ალბათობით არ ჩავიდენდი -ამას რომ ვეუბნები ისე სწევს თავს ბალიშიდან და აბრიალებს თვალებს მინდა ბალიში მოვცხო თავში -მითხარი ახლა რო ის არ გაგიკეთებია რაც ჩემი ტვინის გარყვნილმა ნაწილმა იფიქრა თორე თავს ჩამოვიხრჩობ -შენ რატო ჩამოიხრჩობ თავს ... საერთოდაც შენი ტვინის ეგ ნაწილი რასაც ფიქრობს მე იმათზე წარმოდგენაც არ მაქვს -სიტყვის მასალად ვთქვი გოგო! მომიყევი რამე თორემ ასე მგონია რომ ცუდი ძმა ვარ რომელსაც არ ენდობი -რა არის მოსაყოლი ...ის ლექტორია მე სტუდენტი -მაგას რა მნიშვნელობა აქვს ... იყენებს თავის სტატუსს და გავიწროებს თუ შენ ეტენები იმიტომ რომ ლექტორია! -როგორ არ აქვს ...შეიძლება გააგდონ კიდეც უნივერსიტეტიდან. მითქმა-მოთქმის მსხვერპლნი გავხდებით და ათას რამეს იტყვიან . -და შენ გეშინია რომ ვერ გაუძლებ? -იმედგაცრუების მეშინია, შეცდომების მეშინია -ყველა ადამიანც უცრუვდება იმედები, ყველა ცდება მაშინ არ უნდა იცხოვრო -შენთვის ყველაფერი მარტივია... -ზოგჯერ უდნა დაიკიდო ყველა და ყველაფერი საკუთარი თავის გარდა -მეგონა არ მოგეწონა..ისე უყურებდი -შენ გიყვარს და მე უნდა მომწონდეს? ვაფშე რო ვერ ვიტანდე რა მასტან საუბრისას ყოველთვის მშვიდდები და ვიცინი. არ შემიძლია ისე ვუსმინო იმდენად ლაღია,იმდენად თავისუფალია ასე მგონია მეც მეხვევა მისი ხასიათი და მისი მსგავსი ვხდები. -მე შენზე ვგიჟდები იცი? -ვიციი...-იცინის და მეხვევა- წავიდეთ დღეს ...მამიდასთან და მერე გაიპარე თუ გინდა ერთი საათით -სანდროოო -ისე გითხარი განა გიბიძგე იმ საწყალის ნახვისკენ რომელიც დარწმუნებული ვარ დღეებს ითვლის უკვე ! -რატომ ხარ დარწმუნებული... -მესამე თვალი ყველაფერს ხედავს...თქვენ ორნი კი ერთად ყველაფერზე მეტი ხართ -იქნებ არ არის კარგი -და შენ გიყვარს? -ზედმეტად ხარ ჩემში დარწმუნებული სანდრო -არა ეს შენ არ ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული...როდის მიხვდები საკუთარი თავის ფასს? -არ ვიცი... ალბათ ვერასდროს საღამოს ქალაქში მიდვივართ. მამიდასთან სტუმრობა ნამდვილად მახარებდა. სუფრასთან ვისხედით,უკვე ქეიფი იყო დაწყებული თავი ამტკივდა. სულ ის აზრი მიტრიალებდა გონებაში რომ დამიანე ამ დროს კლინიკაში იყო. მაგიდა დავტოვე, შემდეგ სახლი და ტაქსი გავაჩერე. რამდენიმე წუთში კლინიკის ეზოში მივაბიჯებდი. გული ისე მიცემდა მეგონა რომ ყველა გამვლელს ესმოდა ხმა. ყველგან საახალწლო განწყობა იგრძნობოდა, მიმღები მორთული იყო. გოგონა იღიმოდა და მიყურებდა -გისმენთ... -დამაინე დადიანი ...აქ არის?- ჩემი ხმა რომ მესმის ვხვდები როგორ ცუდად ვარ. გოგონა რაღაცას ამოწმებს და შემდეგ მიყურებს -ბატონი დამიანეს კაბინეტი მეორე სართულზეა ...ახლა პაციენტი ჰყავს დაცდა მოგიხდებათ -გმადლობთ... მეორე სართულზე ავდივარ დერეფანს მივუყვები და კარგად ვხედავ დიდი ასოებით დაწერილ მის სახელს და გვარს. კარის წინ სკამზე ვჯდები და ველოდები როდის გამოვა პაციენტი. დიდხანს ლოდინი არ მიწევს,კარი მალევე იღებდა და წყვილი გამოდის ,ქალს უზარმაზარი მუცელი აქვს და ძლივს მოძრაობს. კარის დახურვამდე გაღიმებული ემშვიდობება შიგნით მყოფ ექიმს და ბედნიერ შობა-ახალ წელს უსურვებს. ოთახის წენტრში მდგომ მაგიდასთან იჯდა ,თეთრ ხალათში გამოწყობილი თავდახრილი წერდა რაღაცას. კარი რომ მივხვურე და ამომხედა ის ეუბრალოდ წამოსწია თავი -მობრძანდით ... - ხელი ოდნავ ასწია სკამისკენ მიმითითა შემდეგ გაჩერდა ,მხრებში გასწორდა და შემომხედა. მიყურებდა და თვალსაც არ ახამხამებდა. ის გაოგნებული იყო მე კი დამშვიდებული. ახლა უკვე ვიცოდი რაც მინდოდა, რატომაც ვიყავი იქ და საერთოდ აღარ ვღელავდი. მისკენ დავიძარი, ისიც წამოდგა და მაგიდას ხელით დაეყრდნო-მარიამ -ახალ წელს გილოცავთ პატივცემულო - ლოყაზე ფრთხილად ვკოცნი ,მაგრამ უკან დახევის საშუალებას არ ამზელვს, გონს მოდის ,ხელებს მხვევს და გულში მიკრავს. მისი გულისცემა მესმის და ჩემი დამშვიდებული გულიც მის ტემპს ჰყვება. ამაზე დიდი საოცრება ამქვეყნად არ არსებობს. ხელებს წელზე ვხვევ და მის მკლავებსი ვიტრუნები -მარიამ...მარიამ - ჩემს სახელს ბუტბუტებს და თავზე მკოცნის. მეღიმება,ისევ ისე გაბადრული ვდგავარ ,თავი მის მკერდზე მაქვს მიდებული და ვტკბები მელოდიით. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავით ასე , გონს ისევ მისმა ხმამ მომიყვანა. სახეზე მეფერებოდა და მიღიმოდა -დაბრუნდი? -არა ... მამიდასთან ჩამოვედით და გამოვიპარე ,ცოტა ხნით- ეცინება -ჩემთან გამოიპარე? მერე მშობლები არ მოგძებნიან? რომ დაგტუქსონ -დამიანეეე- ვბრაზდები რომ დამცინის . გაბადრული მკოცნის ცხვირის წვერზე -სულ როდის დარჩები ჩემთან? ის იყო უნდა მეთქვა კარი რომ გაიღო და მწვანე ფორმაში გამოწყობილი ქალი შემოვარდა -დამიანე მშობიარე შემოიყვანეს...თქვენი პაციენტია და ითხოვს რომ თქვენ შეხვიდეთ ვიცი რო მორიგეობა დასრულდა თქვენი ,მაგრამ - წამით ჩერდება მე რომ მხედავს და იღიმის- მოგიწევთ თქვენი სტუმარი დატოვოთ! და ...დღეს თქვენთან დარეკეს...სანამ მობილური გაითიშებოდა-იცინის და გადის. დამიანე უცებ მეხვევა შუბლზე მკოცნის და მიღიმის -მაპატიე გთხოვ...ორ წუთში შემოვა დაელოდე ის წაგიყვანს იქ სადაც ეტყვი კარგი? -წადი ... ბავშვი გელის გამოსვლა უნდა - მეცინება ისიც იღიმის და უკანსვლით მიდის მეც ასე გაბადრული ვუყურებ სანამ დატოვებს კაბინეტს. დივანზე ვჯდები და კაბინეტს ვათვალიერებ. კარადაზე დიპლომები მჭრის თვალს ,კედლებზე ბავშვების და ფეხმძმეების ფოტოებია . მაგიდასთან ორი სავარძელი დევს და პატარა მინის მაგიდა. ერთი მხარე დაფარულია იქეთ საწოლი ჩანს ... ვერ ვახერხებ მეტის დანახვას. დადიანი ნომერი ორის ხმა რომ მესმის. მისი ნახვა აქ ნამდვილად გასაოცარი იყო შავი შარვალი ,ამავე ფერის კედები, ლურჯი პერანგი ეცვა ხელში ტყავის შავი ქურთუკი ეჭირა და იცინოდა -ვააახ მეც არ გამიკვირდა ვის წაყვანას მთხოვს ამ ჩემისას ში* ხო არააქ_თქო? რძალოოო აქ საიდან ? - რძალო ისე მომხდვა ყურში გული ამიფართხალდა. ჩემკენ იხრება და მკოცნის- ახალ წელს გილოცავ პრინცესა-თვალს მიკრავს და ზემოდან დამყურებს -მეც გილოცავ... იცი შეწუხება არ არის საჭირო უბრალოდ მთხოვა დარჩიო და ... შეგიძლია წახვიდე მე ტაქსით წავალ - მშვიდად ვეუბნები ის კიდე წარბებს კრავ -ღადაობ ტო ? გინდა გამატყაოს ცოცხლად? - ისე იცხადებს გეგონებათ მართლა გაატყაოს დამიანემ - თქვენს სამსახურში მიგულეთ პატარა ქალბატონო - ხელს მიწოდებს და მეც ვდგები ,მაგრამ ხელზე არ ვეხები ,იცინის . სულ არ ჰგავს დამიანეს სიცილს საერთოდ სხვა მუხტი მოაქვს, აი ზედ რო ეტყობა როგორი თავხედია ,მაგრამ ცუდ შეგრძნებას მაინც არ მიტოვებს,მომენტში საყვარელიც კია თვალები ზუსტად ისე ეჭუტება სიცილისას როგორც დამიანეს. მაგრამ ასე მოხარხალე დამიანე მე არასდროს მინახავს. -ვაახ შენ რა დასტოინი გოგო ხარ?! თავს მაწონებ მომავალ მაზლს? თავს ნუ შეიწუხებ მთავარია იმას მოსწონდე და ჩემი აზრი მაგრად ჰკიდია -ცდები ... არც დასტოინი ვარ ,მითუმეტეს არაფერს ვცდილობ და მეეჭვება შენი აზრი ეკიდოს -არ მიყვარს ასე რო მელაპარაკებიან,მაგრამ ამ ერთხელ გაგიტარებ - თვალს მიკრავს და დერეფანში გოგონებს უღიმის- ნახვამდის ლამაზებო -ნახვამდის ბატონო დემნა - ბატონოო? -ნუ იოცებ ექიმი არ ვარ ... კლინიკაა უბრალოდ ჩემი - ნუ იოცებო? რა არის ჩემიო? -არაფერი უთქვამს ვაფშე ხო? მაგიტო გიჟდება შენზე - იღიმის ამჯერად თბილად და მანქანისკენ მითითებს. შავი სპორტული მანქანააა აზრზე არ ვარ რა მოდელია რა ჰქვია საერთოდ . პულტით აღებს და საჭესთან ჯდება,რა თქმა უნდა კარის გაღება არც უფიქრია. თავად გავაღე და დავჯექი, ღვედი მაშინვე შევიკარი რადგან ვიგრძენი რომ ნელა არ წავიდოდა. სავარძელზე რომ დავიხედე ღვედის შეკვრისას , სადღაც შუაში ჩაკვეხებულ წითელ ლიფს რომ დავინახე ლამის კეფაზე გადამივიდა თვალები . უცებ ამოაძრო და უკან გადააგდო -უუფს ... - დიდად შეწუხებული სახე მიიღო და მანქანა აამუშავა.მოტორს სიეთი ხმა ჰქონდა გული გადამიქანდა .არც შევმცდარვარ ისე სწრაფად წავიდა მისამართი რომ ვუთხარი შეშინებული ვიყურებოდი წინ. სიმღერაც ჩართო და ვიღაცასაც ელაპარაკა .ის რა მრბოლელია თუ როგორ არ შევასკდი ჯერ კიდევ ხეს ან რომელიმე მანქანას. ნაცნობი ადგილი რომ დავინახე მაშინვე ვუთხარი აქ გააჩერე-თქო მანაც მომაქცია ყურადღება და წამსვე დაამუხრუჭა- ვააახ ... შენი მამიდაშვილი გოგა კვარაცხელია ხომ არაა შემთხვევით? -არის , იცნობ? - ჩემი გადაკარგული ბიძაშვილის სახელი რომ მითხრა შუბლზე ამივიდა თვალები კიდევ ერთხელ.იმდენი წელია წასულია აღარც კი მახსოვს სახეზე როგორია . -რა პატარაა ქვეყანა... გოგას ბიძაშვილი ,არც მეტი არც ნაკლები შენ ხარ ის პატარა მარუსა სულ რო ეჩხუბებოდა და ჭკუას არიგებდა !-არ უკითხავს თითქოს თავისთვის გაიხსენა და გაიცინა - აბა კარგად რძალო... -მადლობა... ნახვამდის - ვემშვიდობები და მანქანიდან გადმოვდივარ. მანამ არ მიდის სანამ სადარბაზოში არ შევდივარ შემდეგ კი ისევ სე წყდება ადგილს და მიქრის. სახლში ისე შევდივარ ვერავინ მამჩნევს. ფანჯარასთან ვდგები და ეზოს ვუყურებ ჩემი ძმა რომ მობრზანდება და ზურგიდან მეხუტება -რაოოო რომეომ მომენატრეოო? -რატომ გავს ცხრა თვალი და ყური? -სულ როგორ ცვლი თემას...ერთხელ მიპასუხე გოგო პირდაპირ დასმულ შეკითხვაზე-იცინის და ისე მკოცნის -დალიე შენ? საჭესთან ვინ ჯდება -მე...ერთი ჭიქა დავლიე როგორ მატყობ -წითელი გაქ ლოყები- ვკოცნი იმ წითელ ლოყაზე და ისევ გარეთ ვიყურები- გავახარე ...იცი როგორ მიყურებდა ? -ხოოო? - იდაყვს მხარზე მადებს და ვიცი იცინის -ნუ დამცინი საზიზღარო -არ დაგცინი..უბრალოდ ვერ ვიჯერებ რომ შენ ხარ შეყვარებული და თან იმასაც უყვარხარ. არადა ვაფშე არ ტოვებს უტვინოს შთაბეჭდილებას ...ერთი შეხედვით ძნელი ყოფილა ადამიანის სახის დანახვა -ნეტა თითონ იცის რატომ მოვწონვარ? -შენ მართლა ამბობ მაგას თუ ღადავში ამყევი -მართლა ვამბობ სანდრო... -გეფიცები ვერ ვხვდები რა გეშველება!- მიცხადებს და მერე ჩუმდება. გვიან ვბრუნდებით სახლში. გზაში ვფიქრობ როგორ დასრულდა იმ ქალის მშობიარობა, ალბათ კიდევ ერთი ბავშვი დაიბადა დამიანეს თვალწინ და კმაყოფილია. გზაში ჩამთვლიმა და ეზოში რომ შევედით კი მივხვდი,მაგრამ თვალების გახელა დამეზარა. ეკა თმაზე მეფერებოდა და ჩუმად ეუბნებოდა სანდროს აიყვანე მარიამიო. სანდრო ჯუჯღუნებდა მომწყვიტავს წელსო ,მაგრამ უკვე ხელში ვყავდი და იძახდა როგორ დამძიმებულა ვარდენას ქალიშვილიო , მერე დედას დაუძახა მამას მიხედე არ გამიცივდესო აკაკანდა ხმადაბლა და ჩემიანად აირბინა კიბე.ერთხელ იქნება დამამტვრევს...ველური ეს. საწოლზე დამაწვინა და მომშორდა -ჰე ახლა გაახილე თვალები მძინარე მზეთუნახავო ... თუ გგონია ბარემ გაგხდი და ჩაგაცვამ პიჟამას ცდები ძალიან! -ჩემთან წვები? -ისე ვატყობ მალე გამიფრინდები და მერე ვინ დამაწვენს შენს გვერდით...გამოვიყენებ დროს- აყრის უცებ ტანსაცმელს იხდის და საბანში ეხვევა . მეც ვიცვლი და მის გვერდით ვწვები. ნახევრად ძინავს ისე მხვევს ხელებს მკოცნის თავზე და დაიძინეო მელუღლუღება. თვალები დამეხუჭა და ნელ-ნელა გადავესვი სიზმრებში, მაგრამ მარტივად გავიგე მობილურზე მოსული შეტყობინების ხმა. ხელი გადავწიე ტუმბოსკენ და ინსტიქტურად დავხედე მობილურს,ტვინმა რომ აღიქვა ვინც მწერდა წამსვე მოვიშორე ჩემი ძმის ტორი და კომფორტულად მოვკალათდდი -„იმედია არც შენ გძინავს...ან გეძინა და მე გესიზმრებოდი“ -„რეალურად მეძინა და არ მესიზმრებოდი“ -„გულს მტკენ და სულ არ გეცოდები“ -„ბიჭი დაიბადა თუ გოგო?“ -„სულ არ გადარდებს ხო ჩემი გული“ -„კარგად ვზრუნავ მასზე ,შენ ნუ დარდობ“ -„ტყუპი გოგონები დაიბადნენ... მიხარია რომ ზრუნავ ,მაგრამ ასე შორს რომ არის ჩემ არსებას ანადგურებ“ -„ასე მარტივად ნებდები? იბრძოლე რომ არ „განადგურდე“ ! ტყუპები? საოცნებოო“ -„როგორი მაცდური ქალი ხარ ... საოცნებო? ერთ ოცნებას აგისრულებ ანუუ და სხვა კიდევ ?“ -„ამისრულებ? მოხუცებს ტყუპების ჩასახვა შეუძლიათ? თუ გენეტიკა გეძალება“ -„ბოლო შეტყობინებას არ კითხულობს მობილური... „ -„უკვე მხედველობაც დაგიქვეითდდა?“ -„აშკარად გინდა ჩემი ახალგაზრდული ძალის დემონსტრირება მოვახდინო და მიწვევ“ -„ამდენს რომ მწერ ნუთუ საუბარი გეზარება და თითების მუშაობა არა“ -„გინეკოლოგის თითები ,მსოფლიოში ცნობილი თავხედი თითები „ -„ღმერთო ჩემოოო „ -„აღიარებ რო მაღმერთებ ...ამ შეტყობინებას არქივში შევინახავ !“ -„კიდევ არქივებს იყენებ? „ -„გეყოს,ნუ განმარისხებ“ სიცილს ვერ ვიკავებ და მგონი ხმხმაღლა გამომდის ჩემი ბედოვლათი ძმა კი ახელს ცალ თვალს და მერე მეორესაც, მერე იწევა და განათებულ ეკრანს უყურებს -მესიზმრება მარო? -დაიძინე ... ნუ კითხულობ აუუ სანდროოოო - მობილურს მართმევს ეს დამპალი არსება და ისე აწვება ზემოდან და კითხულობს ვერაფერი მოვუხერხე,იმხელა ტორი აქვს რომ გასწია წინ ვერ მივწვდი.მეორე ხელით მომიგერია და კი წაიკითხა ყველაფერი .ხარხარებდა მერე -რა გაცინებს მამონტო -რა საყუარლებიიი ხააართ ! ყველაზე სულელური მიმოწერაა რაც კი ოდესმე მინახავს... გავგიჟდიი შეყვარებულების ყველა წესს არღვევთ .ორი მოხუცი ... ტყუპებს გიჩითავს რა გინდა? ვაი არ გაგიჩენია ტყუპები პირველივეზე და რო გავახსენებ ამ სიტყვებს -ნუ სულელობ სანდრო ! მომეცი მობილური -ოჰ არ დაიგვიანო მიწერა არ გაგებუტოს... -სულ აღარ მინდა უკვე მიწერა ...გამიფუჭე ხასიათი -ვამეე სად შეგვიძლიაააა - ინაზება და იცინის. მერე ბალიშს ხვევს ხელებს და ემხობა შიგ- ვიძნებ მე და ნუ წკაპუნებ ერთი ... დამაძინე-თქო უთხარი -მობილურს დავყურებ და შეტყობინებას რომ ვხედავ თვალები შუბლზე ამდის დამპალმა როდის მოახერხა ამის მიწერა“ შენი განრისხება არ ვიცი და ჩემ გვერდით მძინარე კაცს ძილი თუ დაერღვა ნამდვილად რისხვას დამატეხს თავს“ შეტყობინება წაკითხული არ მაქვს მობილური რომ ნათდდება ,მირეკავს. ღმერთო შენ გადამარჩინე, ეს რა ეჭვიანია სულელი აბა თუ მიხვდეს ახლა ვინ კაცი შეიძლება იყოს -გის... -მითხარი რომ სანდრო წევს შენს გვერდით და ეგ არანორმალური ბავშვია ამ შეტყობინების ავტორი -არა გავთხოვდი და ქმართან ერთად გწერ! -ახლა რა ეჭვიანობის გამო უნდა გამიბრაზდე? შენ ეგრე ჩემ ძმაზე იეჭვიანე იმიტომ რომ აგერიეთ -აბა არ ვბრაზობო? -არ ვბრაზობ უბრალოდ გახსენებ მოვლენებს -სამაგიეროდ მე გავბრაზდი და შეგიძლია დაივიწყო ჩემი ნომერი -მარიაამ ... -რა -სანდროს უთხარი რომ ცუდი საქციელია სხვისი შეტყობინებების კითხვა და სხვის ნაცვლად მიწერა... -ამის გამო შეწუხდით პატივცემულო? რა დიდი დოზიტაა თქვენში აღმზრდელობითი სულისკვეთება ხედავთ? -სწორედ ამიტომ უნდა იყო ჩემთან ...იმდენი რამე გაქვს სასწავლი ,მრავალ სფეროში -მეეჭვება რაიმეს სწავლა მინდოდეს თქვენგან..ანატომიის გარდა! -რომ შევხვდებით ზუსტად გეტყვი რისი სწავლება შემიძლია და დარწმუნებული ვარ შემოთავაზება დაგაინტერესებს! -აუცილებლად დაველოდები შეხვედრას... -ერთი კვირა მანდ უნდა იყო? -აჰაამ -მეორედ რომ გამოიპარო უკვე დაგტუქსავენ? -არ ღირს თორემ ავიტანდი სასჯელსაც კი -არ ღირს? ნუთუ -ჩემი სოფელი იმდენად ლამაზია რომ ბევრს უნდა დაათვალიეროს -ხოო? -დიახ! -გასაგებია... და გზააბნეულ ტურისტს შენს ოჯახში გაუმასპინძლდებიან თუ კარს ცხვირწინ მიუხურავენ -თუ ნამდვილად სჭირდება დახმარება მტერსაც კი დაეხმარებიან -მტერს? -ვისი გამოჩენაც ყველაზე მეტად ეშინია ოჯახის უფროსს...თავისი ბარტყი რომ არ მოსტაცოს -იმედი მაქვს მეც მეყოლება მაგ ბარტყისგან ბარტყები რომ გამოვცადო ეგ შიში -ტყუპები? -არა მხოლოდ... მეცინება...თავს ვერ ვიკავებ და ვკისკისებ. ისიც იცინის შემდეგ ჩუმდება და მისმენს. -ნებისმიერ მელოდიაზე საამოა შენი კისკისი ...- სრულიად სხვანაირი ხმა აქვს, ვიცი გამომეტყველებაც ეცვლება, თვალები...მისი მზერა იმდენად თბილია ახლა რომ მგონია მიყურებს და სხეული მეწვის. მინდა ჩემთან იყოს და მომეხვიოს, ისე მომეფეროს სახეზე როგორც ჩვევია და ჩემი ღიმილი მაჩუქოს -გაიღიმე გთხოვ...ჩემი ღიმილით -რომ ვერ მხედავ გავიწყდება? -დავინახავ ...უბრალოდ გაიღიმე -ჩუმდება..ირინდება სემდეგ სუნთქვა მესმის და ვხვდები რომ იღიმის . თვალებს ვხუჭავ და ისევ საწოლში ვბრუნდები თავს ბალიშზე ვდებ და ვუსმენ მის სუნთქვას-რაც არ უნდა მოხდეს ეგ ღიმილი ბოლომდე მე მეკუთნის იცოდე! -შენ ჩემთვის ხარ ... და იქნები დედამიწაზე .ახლა კი დაიძინე და სიზმარში მნახე ! -შენ? -მე ცხადშიც სულ შენ გხედავ .... როგორ შეიძლება ასე სრულდებოდეს ჩვენი ყოველი საუბარი...ბოლოს მაინც გულს მიჩერებდეს მისი ხმა,მისი თბილი ტემბრი და ვხვდებოდე რომ ისიც ჩემია ...მე მეკუთნის ! მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ყველგან მეჩვენებოდა სადაც კი გავიხედავდი,მერე საკუთარ თავს ვარწმუნებდი რომ ცუდად გავიგე მისი სიტყვები და სულაც არ გულისხმობდა გაზააბნეულ ტურისტში საკუთარ თავს. გიგიმ რომ დამირეკა და ორი საათი ხან ქეთა მელაპარაკებოდა ხანაც ბატონი გრიგოლი ისე ამირიეს ტვინი რა ვუთხარი აღარც კი ვიცი . ბოლოს დამემშვიდობეს და დედამ დმაიძახა რაღაცას ამზადებდა და დახმარება სჭირდებოდა. ეზოში ვიყავით ყველანი , ისე მციოდა მობუზული ვიდექი. ახალ წელს არ მოთოვა და მგონი ამაღამ მელის ჩემი საყვარელი ფიფქების ცქერა. წარმოვიდგინე როგორ დავჯდებოდი ცხელი შოკოლადით ხელში ფანჯრის რაფაზე და დიდხანს ვუმზერდი ამ საოცარ სანახაობას... მანქანა რომ გაჩერდა ჭიშკართან ვიფიქრე რომელიმე ნათესავი იყო ან მამიკოს ძმაკაცი და არ გამიხედავს. დედა გავიდა და მერე გიგის ხმა რომ გავიგე ლამის ავყირავდი . ეკას ეკითხებოდა ქალბატონი და ღრმად პატივცემული მარიამი აქ ცხოვრობს მშვენიერო ქალბატონოო? -გიგიიი - ეს არანორმალური ხმა მე ამოვუშვი დავიჯერო? ეზოში შემოსულ სხეულისკენ გავექანე და მოვეხვიე. -მარიჩუიიი ახალ წელს გილოცავ გოგოო... ჰე ახლა მაღიარე სიურპრიზების მამად -შენ უნდა გაღიაროს თუ მე ?! ჩემი იდეა არ იყო? -ქეთას ხმა მესმის და უკნიდან ისიც მეხვევა -აბაა მართლა აღნიშნავთ ძველით ახალ წელს სოფელში? - მომესმა ხო? თუ ეს ნამდვილად ვაჩეს ხმაა .მეორე მანქანიდან გადმოლაგებულ საბას, სალომეს ,თამარას და მიშოს რომ ვხედავ ადგილზე ვიყინები . აბა რომელს ჩავეხუტო პირველი? თუ უკვე მეხვევა თამარა? დამახრჩო მგონიი 14 დღეზე მეტხანს ვერ ვიცოცხლე ამ ახალ წელში? იმდენჯერ მაკოცა ლოყები ამეწვა, დაბინდული თვალებით შევხედე მიშოს რომელიც იღიმოდა . -როგორ მომენატრეეეე ...ესნეი ჩემთან იყვნენ ყველანი და მიპირებდნენ ასეთი საოცარი მასპინძლის მიტოვებას -ერთად არ ყოფილხართ? -არა გენაცვალე მე იმენნა შენთან მოვედი ჩემი ცოლით- გიგი მიცხადებს და მიშოს წარბაწეული უყურებს იმას რეაქცია არ აქვს. სანდრო სახლში პატიჟებს ყველას და ისინიც მოაბიჯებენ,თან დედაჩემს ებოდიშებიან ძალიან შეგაწუხეთ უბრალოდ ისე ვერ წავიდოდით მარიამი რო არ გვენახაო. დედა ისე იყო გახარებული ჩემი მეგობრების დანახვით რა შეწუხებაზე იყო საერთოდ საუბარი. ბუხართან დასხდნენ მე კიდე თამარას ვუყურებდი -საიდან გაჩნდნე ესენი შენთან -სიძე ხო მოიპატიჟა მამაჩემმა და დაიტოვა მთელი ორი კვირა... -ორი კვირაა შენთან არიან? -ნუ მთლად არა მარა 10 დღე ხო არის არა? ხოდა საბას ჩამოაკითხეს -საბას კი როგორ არა... -აუუ რო დავინახე მეგონა სიხარულისგან წავიქცეოდი. რომ გავექანე და შევაფრინდი მერე გაამხსენდა მამაჩემი რომ იყო უკან და ისე მოვშორდი თვალები გაუშავდა გეფიცები ! დედამ მოხმარება რაში მჭირდება მანდ იყავი ბავშვებთანო და ერთი საათიც არ იყო გასული უკვე არნახული სუფრა რომ გაშალა და გააგიჟა ჩემები . -შენც ასეთი დიასახლსიი ხარ ვითომ? მორჩა უნდა მოგიტაცო - ვაჩე მიცხადებს და მიშო რომ უბრიალებს თვალებს ჩუმდება -არა შვილო არ მოგატყუოს ვინმემ... მაგისთვის კარტოფილის გარდა საჭმელი არ არსებობს -დედააა... -რაა?- იცხადებს საყვარლად და ისინიც ფხუკუნებენ. -მამა მალე მოვა? -არ მიშვებენ ესენიო და თუ გამოვექეცი მოვალო...არ დამემელოდოთ ოჯახის უფროსად სანდროს ვნიშნავო- დედამ გაიცინა და ჩემ ძმას მხრებზე დაადო ხელები. -ხაჭაპური დამეწვა- უცებ გავარდა სამზარეულოში და მალევე მოვიდა ცხელი ხაჭაპურით... მოხიბლული იყო ბიჭებით და ვიცოდი მათი წასვლის შემდეგ სათითაოდ გამომკითხავდა დეტალებს.არადა ცოტ-ცოტა ყველაზე სმენია . ნუ სანდრო ხო ყველას იცნობდა და შესაბამისად ისე იყვნენ საერთოდ არ იგრძნობოდა ის ფაქტი რომ პირველად იყვნენ ჩვენთან. უკვე რამდენიმე ჭიქა ღვინის ეფექტში იყვნენ ბიჭები კარი რომ გაიღო და მამა შემოვიდა. მისთვის სტუმრის დანახავ იგივეა კაცი მილიონ დოლარს ერთად რომ უყურებს და კიდევ უფრო მეტია. პირველად საბას მიესალმა,სიძე მაინც პრივილეგიით სარგებლობს რა თქმა უნდა. შემდეგ თამარა და სალომე ჩაიკრა გულში და აბა გამაცანით ეს ბიჭებიო ომახიანად განაცხადა. შემდეგ დედას გახედა მერაბთან ისეთი ხალხი ვნახე აუცილებლად უნდა დამეპატიჟებინაო ...თქვენთვის სიურპრიზი მაქვს ბავშვებოოო მე და სანდროს გამოგვხედა. მერაბი მამიდას ქმარია, სოფელში იყვნენ გამოსულები და მამაც მათთან იყო როგორც ვიცი იქაც სუფრა იყო და ვიღაც მნიშვნელოვანი სტუმარია ვერ დავტოვებო რომ მითხრა ეჭვი კი შემეპარა ,მაგრამ სიურპრიზმა უკვე მაფიქრებინა რომ უძღები შვილი გოგა ბოლოს და ბოლოს დაბრუნდა სახლში. სანდრო ისე მიყურებდა ისიც იმავეს ფიქრობდა აშკარად. მანქანის ხმა რომ გავიგეთ მოვიდნენო მამამ თქვა და წამოდგა... კარში გოგა რომ დავინახე ცრემლები ვერ შევიკავე. ორ წამში მის მკერდზე ვიყავი აკრული ,ვერავის და ვერაფერს ვხედავდი ირგვლივ მხოლოდ დედიკოს ხმა მესმოდა საიდანღაც . ტირილნარევი ხმით ეფერებოდა შვილოო როგორც იქნა დაბრუნდიო თან მამიკოს ეჩხუბებოდა როგორ არ მითხარი გოგა თუ ჩამოვიდაო. ის კი ისე ძლიერ მიჭერდა ხელებს როგორც ჩვეოდა ,ტკივილამდე მეხვეოდა, ჰაერში ვიყავი თავზე მკოცნიდა და ჩემი პატარაო ლუღლუღებდა თავისი ბოხი ხმით. მხოლოდ მაშინ დავუბრუნდი სამყაროს მამას ხმა რომ გავიგე - ეკუნა სანამ გოგას მოშორდება მარიამი მისი მეგობრები უნდა გაგაცნო ... გოგას სახლს ეძებდნენ გზაში შემხვდნენ და თურმე მისი ძმაკაცები არ ჩავიგდე ხელში? დამიანე და დემნა დადიანები-მომესმა, მეგონა ნამდვილად მომესმა- -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ქალბატონო ეკა ... ბავშვობაში ბევრი მსმენია თქვენზე გოგასგან- დემნას ბოხი ხმა წვდება ყურებს . გათიშული ვიყურები ოთახში და მამაჩემის გვერდით მდგომ დამიანეს მზერას პირდაპირ ვაწყდები, მამას მის მხარზე ედო ხელი და იღიმოდა ის კი მე მიყურებდა ჩემი მზერით,ჩემი ღიმილით... არ ვიცი ამდენი ემოციისგან როგორ ვიდექი ფეხზე,როგორ არ დავკარგე გონება და მოვახერხე საუბარი. დედას უკვე ნათქვამი ჰქონდა „ნუთუ თქვენ მარიამის და თამარას ლექტორი ხართ“ და შესაბამისად მამამ კიდევ ერთხელ თქვა რა პატარაა ეს ქვეყანაო. წელზე რომ მომეხვია დაძარღვული ხელი და თავისკენ შემაბრუნა ლამის წამოვიკივლე, დემნამ ჩამიხუტა და შუბლზე მაკოცა -რძალო გილოცავ კიდევ ერთხელ ახალ წელს... შენთვის ახლაა ახალი წელიც და შობაც - ჩუმად მეჩურჩულება და ისე იცინის როგორც ჩვევია- თავი გაიმაგრე სულ ნუ ჩამოდნები! არ შემარცხვინო - თვალს მიკრავს და გოგას გვერდით ისე ჯდება რომ დამიანეს ადგილი ჩემს გვერდით რჩება. დედა სამზარეულოდან მეძახის მარიამ მოდი დამეხმარეო და ძლივს მივბარბაცებ, გვერდი რომ ავუარე ისე გამომხედა ლამის იქვე ჩავიკეცე. მაინცადამაინც მაშინ მთხოვა დახმარება მუდამ ენერგიით სავსე დედაჩემმა და ლამის თავიდან გამაშლევინა სუფრა, იმას ვერ ხედავს ძლივს რომ დავლასლასებ? ჩემს გასაგიჟებლად არ ჩუმდება გიგი და იძახის „ვის ოჯახშიც ეს შევაა ... შეხედე ცოლო როგორ ტრიალებს ისწავლე რამე“ კიდევ იმდენი რამე თქვა სანამ მკვლელი მზერით არ გავხედე ლამის გავუქანე ერთი თეფში და ქათმის ბარკალი პირდაპირ სახეში გავარტყი. -რას დაარბენინებ ბავშვს ... მისი სტუმრები არიან და აცადე დაჯდეს ჩვენთან ერთად- მამამ რომ უთხრა დედას არ ვიცოდი გამხარებოდა თუ არა= მოდი მაა სკამს ვწევ და ისე ვჯდები რომ არ ვუყურებ. ალბათ ისეთი გამომეტყველება მაქვს ამაზე ეცინება მეორე დადიანს. მამა რომ სვამდა მათ სადღეგრძელოს ლამის იქვე ჩავიფერფლე. შენ რო იცოდე დამიანე ვინ არის ნეტავ რას გააკეთებდი მამა? ძმებმა „სამადლობელი“ დალიეს. დემნა ბოლომდე ცლიდა ჭიქას და საოცარი ღვინაო არ ამის თქმა დავიწყებია მერე გოგამ დაუმატა ბიძაჩემს სულ მაგარი ღვინო აქვსო . ისე მინდოდა თამარასთან საუაბრი,ახლოს ყოფნა მაინც ის კი მეორე ბოლოში იჯდა და ვერანაირად დავეკონტაქტებოდი . რამხელაა მაინც ეს მაგიდა მეტის ღირსი ვარ მე არ ავარჩევინე? ისე მეწვის მარჯვენა მხარე ვიცი თვალს არ მაშორებს ,მაგრამ ხელს რომ სწევს თითებს ხელისზურგზე მისვამს სუნთქვა მიჩერდება. ჩემს ხელს თავის ტორში იქცევს და აი ასე მშვიდად მეფერება . ხელის დახსნას ვცდილობ მაგრამ არ მიშვებს, მშვიდად აგრძელებს მათთან ერთად დალევას სადღეგრძელოს ისე ლაკონურად და ლამაზად ამბობს მამაჩემი მოხიბლულია . მიშოსკენ გამირბის მზერა რომელიც მაშინვე ტუჩის კუთხეს სწევს და მიღიმის. შენ რაღა დაგემართა როდის შეურიგდი დადიანს! არ ვიცი რამდენი ხანი იყო გასული,მაგრამ თავი დავიძვრინე როგორღაც და ეზოში გავედი . თოვდა, ისე გამიხარდა ფანტელების დანახვა ლამის ყველა გრძნობა გაქრა,მაგრამ დიდხანს მოვისვენებდი როცა ის იყო ახლოს? -უდავოდ დიდი სიხარულით მიიღო შენმა ოჯახმა გზააბნეული ტურისტი - რის თქმას ვაპირებდი სიმშვიდეზე? -როგორ საშენოდ გამოიყენე სიტუაცია..ასე ძალიან გინდოდა ჩემი ნახვა? - ძლივს ვაბავ სიტყვებს,მერე რა რომ მაინც ვერ ვმალავ ემოციას და მის ღიმილს ვიწვევ. -ღმერთს შევებრალე და დახმარების ხელი გამომიწოდა ... -მიახლოვდება და თითს სახეზე მისვამს იმ ადგილას სადაც წამის წინ ფიფქი დამეცა-შენ არ გებრალები მხოლოდ იმდენად მიახლოვდება მგონია რომ მაკოცებს, მაგრამ სანდროს ხმა აჩერებს. ისევ სწორდება და ჩვენკენ მომავალ ალექსანდრეს უყურებს. -მამა გეძახის მაროო - მეეჭვება რაღაც... ისე მიყურებს უნდ არომ გავქრე იქედან. მივდივარ ...ისევ ვერ ვეუბნები სათქმელს.ეს უკვე რაღაც ნიშანია... მაგიდასთან საუბრობენ, მეც ვუერთდდები . საბას ვუსმენ ყურს რომ სწვდება დემნას ხმა -დეიდაშვილო დამდე პატივი და შენს ლამაზ ცოლს უთხარი ცოტა ხანს შეისვენოს ...ყურები ამტკივდა -მაზლო ტვინი მატკინე უკვე... სხვა სახუმარო ვერაფერი ნახე? ! - ქეთა ბრაზდება და დემნას უყურებს,ნამდვილად მაზლო უთხრა მან კი დეიდაშვილოო. მიშოს ვუყურებ, მანაც გაიგო ეს ყველაფერი და წამში შეეცვალა მზერა ,რა თქმა უნდა აი მთავარი მიზეზი მათი უთანხმოებისა... აი ის თამაში რაშიც ადანაშაულებდა... დემნას გამო ვიკავებ თავსო თქვენ ორს იმიტომ გინდობთო. ალბათ საშინელი გამომეტყველება მაქვს, იქ გაჩერება აღარ შემიძლია მინდა მოვკლა დამიანე, მინდა ბოლო ხმაზე ვუყვირო და ვუთხრა რომ ნაძირალაა. გიგის ენა ამოვაცალო ჩემი ღალატისთვის და ორივე გავაქრო ჩემი ცხოვრებიდან. სწრაფად გავდივარ მეორე ოთახში და ორ წუთში მიშოც შემოდის -იცოდი და არაფერი მითხარი! შენც არ გაპატეიებ... მე გკითხე შენ კი მომატყუე შენც მომატყუე -მარიამ ... არაა ისე როგორც შენ ფიქრობ! -აბა როგორაა ...რა თქმა უნდა განგებ მეკითხებოდა ყველაფერს. როგორ ვერ ვხვდებოდი ,რა სულელი ვარ არადა მეგონა რომ არ ვცდებოდი ადამიანებში -მარიამ გასაგებია რომ ბრაზობ... მხოლოდ იმიტომ შეგიძლია იყო ნაწყენი რომ არ გითხა არაფერი,მაგრამ განა სხვა რამე იცი მის შესახებ? არავითარი გეგმა არ ჰქონია დამიჯერე! რომ ჰქონოდათ შენი აზრით აქ ვიქნებოდი და მას დავიცავდი? -არ მაინტერესებს! მომატყუა ,დამიმალა ... უნდა ეთქვა . უნდა მცოდნოდა! -მაგიდასთან ვბრუდნები და გიგის გვერდით ვჯდები -აბა დეიდაშვილები რაზე საუბრობთ? -მე და ქეთას ნერვებს გვიშლის დემნა! უფრო ვიტყოდი სისხლს გვიშრობს -ხოო? დეიდაშვილია უნდა მოუთმინო აბა როგორ გინდა! დამიანე საერთოდ გაწამებს ლექციაზე,მაგრამ არაფერს ეუბნები - ამ დროს ოთახში შემოსულ ლექტორს ვუყურებ და წამსვე იჭერს ჩემს მზერას ,წარბებს კრავს და ისე მიმზერს - არამიკერძოებაც ასეთი უნდა...როგორი სამართლიანი კაცია პირდაპირ გაგიჟება შეიძლება -ლექციაზე ავიწყდება საერთოდ ნათესავი კი არა ნაცნობი რომ ვარ ! რადგან არ ჩავიჭერი რაღას დავეძებ- გიგი ისევ ისე ლაღად მიცხადებს .საერთოდ ვერ ხვდება რომ უნდა ვბრაზობდე? ვერ ამჩნევს რომ გაგიჟებული ვარ? ჩემს ადგილას რომ ვჯდები მაშინვე ჩემკენ იწევს -აგიხსნი ... -არ მჭირდება! -მარიამ გთხოვ... -უკვე შემხვდი ...შეგიძლია წახვიდე დანარჩენს გიგი მოგახსენებს -მართლა ასე ფიქრობ? -აჰ არ მითხრა რომ გული გატკინე...მე გაბრაზებული ვარ ,გაცოფებული ! -გილოცავ, მე განრისხებული ვარ ! -რისხვას ჩემგან უნდა ელოდე ...დამიჯერე არ აგივლის გვერდს ! უცებ მავლებს მკლავში ხელს,მაგრამ წამსვე მიშვებს რადგან დროუალდ იაზრებს სად არის. მე კი მთელი დარჩენილი დრო ზედაც არ ვუყურებ. ყველას ვესაუბრები, ვიცინი ვერთობი მას კი არც ვიმჩნევ. ისიც არ მეკონტაქტება, აღარც ხელზე მეხება და საერთოდ კარგად ერთობა ჩემებთან. თამარა მანიშნებს გამომყევიო და მეც გავრბივარ კი არ მივდივარ, -ზემოთ წამოდი ...- სწრაფად ვავლებ ხელს და მეორე სართულისკენ მიმყავს. საწოლზე ვსვამ და ვიწყებ- გიგი დადიანების დეიდაშვილია წარმოგიდგენია? მე კიდე მე სულელი არაფერს ვეკიტხებოდი რადგან მეგონა მისთვისაც არ იყო მთავარი ინფორმაცია ...უბრალოდ მე ვაინტერესებდი ისეთი როგორსაც მხედავდა ... თურმე ინფორმატოორი ჰყავს ბატონს ! ორ დღეში უნივერსიტეტში მივალ და მერე ორივეს გადავუხდი -დამშვიდდი... -იცოდი? -არა საიდან უნდა მცოდნოდა გოგო... =მიშომ იცოდა და არ მითხრა! მოვკლავ მაგასაც და დაგტოვებ კაცის გარეშე ... თორმე რატო უბღვერდა ორივეს -ახლა რომ შეურიგდა ხომ ხედავ... ე.ი არასწორად გაიგო და შენ რატომ ბრაზდები ასე ძალიან? -შენ ტვინი შეგიცვალა იმ ხისთავიანმა სვანმა? ყველაფერზე ბრაზდები და გიჯდები მე როგორ მეუბნები მაგას -ცოდოაა თანაც არ გეკადრება ასე ტყუილად გაგიჯდება...დარწმუნებული ვარ დამიანე ეგრე არ დაეცემა არასდროს სხვისგან მალულად რომ მიიღოს ინფორმაციები და ჯაშუშად შემოგიგზავნოს.გიგი უბრალოდ გეკითხებოდა ,რადგან ხვდებოდა ალბათ რამეს... დაფიქრდი უბრალოდ -მაინც ვბრაზობ! საერთოდ აღარ ვეტყვი იმას რის თქმასაც ვაპირებდი ...მისმენ საერთოდ?- მობილურში იჭყიტება უცებ და წამში ქრება ჩემი ოთახიდან. ვრჩები საწოლზე გაწოლილი და ვკივი-სად მიდიხარ თამარაა... ხმას რომ არ მცემს მუცელზე ვწვები, ფეხებს მუხლებში ვხრი და ვამოძრავებ,ნერვებს ვიმშვიდებ .მერე უცებ ვბრუნდები რადგან უცნაური შეგრძნება მეუფლება დამიანეს რომ კვხედავ გაოგნებული ვუყურებ. საწოლზე ჰორიზონტალურად ვწევარ,ის კი ისე დგას რომ ტერფებით ვეხები მის ფეხებს , ზემოდან დამყურებს ჩვეული მზერით. უკმაყოფილოა , ისეთი ცივი და არაფრისმთქმელი მზერა აქვს რომ ასე მგონია თავად გაბრაზდა . ისე რომ გამიხშირდა სუნთქვა სახეში მომხვდა მკერდი მერე მივხვდი რომ თვითკონტროლი მჭირდებოდა ,მაგრამ ვინ დამაცადა წამოდგომა, პირდაპირ კოჭებზე მომხვია ხელი და ისე დამასრიალა ძირს მერე ხელი მომხვია წელზე და უკვე მის სხეულზე აკრული ვიდექი გონს რომ მოვედი -კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინე... ამჯერად უფრო მძიმე ! რა გიყო ახლა მე შენ? როგორ დაგსაჯო? - მეუბნება ბოხი ,ხრინწიანი ხმით და ხელს არ მიშვებს -მომესმა ალბათ ხო? ნამდვილად მომესმა ...იმდენად ვარ გაოგნებული და გაცოფებული რომ არაადექვატურად მესმის სიტყვების წყობა... უნდა გეთქვა რომ დანაშაული ჩაიდინე და ფიქრობ იმაზრ როგორ დაგსჯი -ეჭვი მე შევიტანე შენში? მე გაგიბრაზდი უსაფუძვლოდ? პატარა იმპულსური ბავშვივით მე მოგექეცი? -მე პატარა ბავშვი ვარ ! ჯერ კიდევ ჩამოუყალ... -არ გაბედო შენი ასაკის გამოყენება! შენ არ ხარ ჩვეულებრივი ... არ აზროვნებ ტიპური მოზარდი გოგოშკას მსგავსად და შეურაცყოფას ნუ აყენებ საკუთარ თავს მათ რიცხვში რომ ერთიანდები! -ისე მეუბნება ყვირილის ტოლფასია,მერე რა რომ ხმას არ უწევს! სიტყვას ვეღარ ვეუბნები, სადაა ჩემი შემტევი ხასიათი? ჩემი მებრძოლი სული სად გაქრა, ფარი დააგდო,ხმალი გაუტყდა და ახლა ბრძოლის ველს ტოვებს? -გეშლება...ცდები შენ ჩემში ცდები და არ გინდა რომ აღიარო ! არ ვარ მე ისეთი როგორიც შენ გგონივარ, შენი წარმოდგენისგან სრულიად განსხვავებული ვარ და საერთოდ არ შეგეფერები...მე უბრ -შენ უბრალოდ ჩემთვის ხარ შექმნილი... იყავი და იქნები .ამას ვერ შეცვლი შენი ერთი კონკრეტული ქცევით ან სიტყვების წყობით , რომელსაც გაცოფებული მეტყვი. თუ ვინმეა შეუფერებელი ჩვენ შორის ყველაზე დიდი დოზით მე ვარ ,მაგრამ ვერაფერს ვიზავთ ან შენი ვიქნები ან არავის ! შენ უბრალოდ არჩევანიც არ გაქვს! კარგად დაიმახსოვრე ...ჩემ გარდა არჩევანი არ გაქვს - ასეთ სიტყვებს ასეთი ტემბრით როგორ მეუბნება, ვერ ვბრაზდები,ვერ ვგიჯდები.პირდაპირ მიბრძანებს,ისე მეუბნება თითქოს უსულო საგანი ვიყო ,მაგრამ მისი ტემბრი მეფერება აი ასე მტელს სხეულს ივლის მზერასთან ერთად,მისი სუნთქვა ტუჩებიდან რომ მოდის სახეზე მეფრქვევა, თვალებიდან მზერა ტუჩებზე გადააქვს, წამით ხსნის ბაგეებს მგონია რომ მაკოცებს, მერე ოთახში იხედება თითქოს იაზრებს სად არის და უკან იხევს. მიდის! როდემდე განაგრძობს ასე წასვლას როდის მობეზრდება ჩემთან კამათზე თავის არიდება ან მე როდემდე ვიქნები ასეთი მორჩილი! უკან რომ ვბრუნდები ეზოში გამოდიან ვაჩე მეხვევა და მკოცნის -მარუსიაა მივდივართ და ვიცი რო შენი გული მიმყვება ... ცოტა გაუძელი და მალე გნახავთ -შე ჩემა ისე ხო ტყ ჭამ ტვინს და მთვრალი ვაფშე ჭედავ უკვე - დემნა მშვიდად ეუბნება და ვაჩე იბუტება -ეს დასტოინი ბაბულიკები მაგრად მიტრაკებენ მარიამ ...- ჩუმად მეუბნება და მეცინება ინსტიქტურად. საბა მაცილებს ბოლოს და მეხვევა. ლამის გავგიჟდი დედაჩემს რო უფრო ემშიდობებოდნენ, აქებდნენ და ეხვეოდნენ ვიდრე მე. რატო ხდება სულ ასე? ხაჭაპურებზე და თბილ ღიმილზე მყიდიან! -დარწმუნებული ვარ კიდევ მომიხდება თქვენთან სტუმრობა მშვენიერო ქალბატონო ... ასე რომ დიდი ხნით არ გემშვიდობებით -ჩვენი სახლის კარი მუდამ ღიაა შვილო თქვენთვის - იღიმის დედიკო და იფერებს ამ ზესიმპატიური კაცის ქცევას. მამა უყურებს და თავს აქნევს მერე ჩუმად იცინის და ბიჭებთან საუბარს აგრძელებს. სანდრო თავის ამპლუაში იყო როგორც ყოველთვის ,ძალიან ლაღად საუბრობდა, ლაზღანდარობდა და იყო ერთ განცხრომაში. -შენ რომ ჩამოვალ ხვალ დაგელაპარაკები მერე... რომ გაიპარე სად გაიპარე !- თამარას ცუმად ვეჯუჯღუნები ის კიდე თვალბს მინაბავს -მე მიშომ მომწერა და ... -რა მოგწერა მაგ მოღალატემ -ნუ ეძახიი მოღალატეეეს-ისე მებუტება და უწყლიანდება თვალები თითქოს მართლა ძალიან დააშავა - ეზოში იყო და ჩამოდიო ასე მითხრა თოვსოო და მარტო არ მინდაოოო -ჩაგყლაპავ ახლა- უცებ ვეუბნები და ვეხვევი - ჩემი ბოთე ბავში ხარ შენ -აუუუ მარიიააამ -გაჩუმდი ახლა და ჩამეხუტეეე შემდეგ თვალში მხვდება დედაჩემი როგორ ეხვევა დამიანეს , ბარემ გაყვეს როგორ უღიმის რა გჭირს ეკა? რას მიკეთებ? მე მიკეთებ? ვის საკუთარ შვილს?ჰმ, დამპალი ლუციფერი როგორ უბრჭყვიალებს შავი თვალები და როგორ ფართოდ უღიმის რაღაცას ეუბნება და წამით მიყურებს .მე თუ ვერ შემირიგა დედაჩემს გავატან ... ნახევარ საათში ისევ მარტო ვართ სახლში. დედაჩემი მაგიდას ალაგებს და სათითაოდ ყველას აქებს და ადიდებს ოღონდ ხან ერთს ხან მეორეს მერე ისევ პირველს და ასე ქოთქოთით აჟიტირებული მოძრაობს წინ და უკან. გოგა ჩვენთან დარჩა და მამა-შვილ სიხარულიძეებთან ერთად დივანზე ზის. მერე მე მიხმობს და ისე მივკუსკუსებ როგორც ბავშობისას ვიცოდი. გვერდით რომ დავუჯექი ამაგდო და მუხლებზე დამისვა. მაგრად მომეხვია და დიდხანს მიყურებდა -რა ... -რამხელა გოგო ხარ უკვე... -ისე ამბობ ვითომ არ მელაპარაკებოდი სკაიპით... -რამდნეიმე თვეში ერთხელ... თან იქ სულ სხვანაირად ჩანდი . რას ვიფიქრებდიტ ბიძი ამხელა თუ გაიზრდებოდა ეს ჭიკარტი ჰა? -აბაა რა პატარა იყო გახსოვს? -მერე სანდრო რო ვნახე ვიფიქრე რო ბავში გაგიცვალეს... ბიცო იმ ლიფსიტას მერე ეს დათვი როგორ გააჩინე-თქო -ხედავ მარიამ? რომ გეუბნები იმ რამდნეიმე თვეში დაიხვეწნენ და იმიტო ვარ ასეთი კარგი თქო არ გესმის არ მიჯერებ !-წამოყო თავი მაიმუნმა -მოკეტე შენ ... -ისევ ისე ჩხუბობთ ?-იცინის გოგა და თავზე მკოცნის- არ აყვე ბაჭია გაბრაზებს ვერ ხედავ? -შენც დამცინი?! -რას ამბობ ბაჭიი -ნუ მეძახი ამ ბაჭიას... აღარ მაცვიას ის ფორმა თუ ხედავ -აუ რა ფორმა? -დაეტიე შენთვის შენ...ნუ გაქვს ყურები დაგრძელებული -გოგა მითხარი რა ფორმა? მე რატო არ მახსოვს? მთელი საღამო ეძახდა რ ფორმაზე ამბობო მაგრამ გოგოამ არ გაახსენა ის ერთი თვე თეთრი ბაჭიის ფორმა რომ ვერ გამხადეს და დავდიოდი დიდი ყურებით, კუდით, მთლიან კომპბინიზონში ტერფიდან ტხემამდე რომ მფარავდა და ვახრამუნებდი სტაფილოს. ჩემი ძმა ამ დროს არ ბრძანდებოდა სახლში ბებოსთან იყო და არ ახსოვს ეს ამბავი , ფოტოები კი ჰქონდა უხვად დედაჩემს მაგრამ ყველა ვიპოვე და ისე გადავმალე მეც არ მახსოვს სადაა. გვიან ღამით ავედით მეორე სართულზე. გოგაც ჩვენთან ერთად წამოვიდა დედამ ოთახი გაუმზადა და მანაც იქეთ აიღო გეზი. ყველა ჩვენს საძინებლებში ვიყავით, ვერ მოვისვენე საწოლში და ბოლოს მობილურზე ისე შემოეხვია თითები ვერც მე გავიაზრე მიზეზი .მერე ასე უბრალოდ დავიწყე შეტყობინების წერა,მაგრამ ისევ წავშალე . მობილური მოვიფრიალე საწოლის მეორე ბოლოში და ბალიში ჩავიხუტე. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ისევ ჩემს საძინებელშ იყო, საწოლთან იდგა და მიყურებდა, მისი სურნელი არ იყო ოთახში და ნერვები მომეშალა.რატომ არ ბანაობს სუნამოში რომ ყველგან დატოვოს კვალი სადაც კი გაივლის, რომ მიმიზიდოს იმიტომ ისხავს ორ წვეთს... მობილური რომ წრიპინებს ზუსტად იმ დროს ძლივს რომ დვამშვიდდიდ ა ცოტაღა მაკლდა დაძნებამდე ნერვებმოშლილი ვავლებ ხელს და წამსვე რატომ ვიბადრები „იმის“ შეტყობინება რომ მხვდება ვინმე მეტყვის? ჯადოქარია ის არარეალური არსება ხომ?! -„მომენატრე -მაინც ვბრაზობ“ ეს ახლა ნორმალური არის? თუ ბრაზობს რაღას მწერს მომენატრეო...ვენატრებოდე და იყოს . მეც მენატრება ,მაგრამ მივწერე? მოუნდა გულახდილობის საღამო...რაემესიჯება ამხელა კაცს ნეტავ საქმე თუ არ აქვს...საზიზღაროოოოოოოო რატო ხარ ასეთი ... ასეთი საშინლად საყვარელი! -„არ მომენატრე-მე უფრო ვბრაზობ!!!!“ -„უგულო ხარ - განმარისხე ისევ!“ -„ერთმა მითხრა ჩემი გული შენთან არისო და ახლა თავისივე სიტყვებს უგულებელყოფ?- ბრაზი ჩემი შექმნილია“ -„ შენ არ მიიღე და შესაბამისად ასე ჰაერში დაფარფატებს ახლა შენს ირგვლივ...თუ დაიჭერ შეიძლება აღარ იყო უგულო - მარტო რისი შემქმნელი ხარ შენ ბავშო,ბრაზი რომ შეგექმნა“ -„თითებს ფუნქცია თუ ვერ უპოვე რამე გამოძერწე ამ სიტყვების ჰაერში სროლას -შენთან ერთად მხოლოდ ბრაზს თუ შევქმნი ! „ -ძერწვა არ ეხერხება ჩემს თითებს...მხოლოდ ცოცხალი ნაძერწი სხეულის შესწავლა და გმადლობ იდეისთვის - მომავალი საქმის სიახლოვით ახურებული თითები“ მოვკლავ! ხომ იცით ჩემი ხელით გამოვჭრი ყელს. და დავაჭრი იმ თავხედ თითებს. როგორ მოაბრუნა სიტუაცია...რა მინდოდა რას წამოვიწყე მის თითებზე საუბარი? აღარ ვწერ . რამდნეიმე წუთი გადის ალბათ. რა უნდა მივწერო ახლა მივახვედრო რომ ვეჭვიანობ,ვგიჟდები ამ იდიოტობაზე და გამოვლანძღო ,დავემუქრო თუ რამე სხვა სისულელე ვუთხრა. დაძინება რომ არ გამომივიდა ხვდებით ალბათ ხომ? ისევ თავად მომწერა -„თითებს გაუბრაზდი და აღარ მწერ?-იდეის გამო ბრაზშენელებული „ -„ხელს არ შეგიშლით პატივცემულო იდეის განხორციელებაში „ -„იდეა გაბათილდა ისევ გაბრაზებული ვარ !“ -„ბაღის მასწავლებელი იპოვეთ გაბუტულ ადამაინებთან კონტაქტი მათ გამოსდით“ -„წარმოიდგინე რომ თანატოლები ვართ ხო?- მწარე მარიამი !“ -„უკვე წარმოვიდგენ როგორ ვიძინებ,სხვას ვერაფერს“ -„თავიდან მიშორებ როდესაც დარწმუნებული ხარ რომ ვერ დაიძინებ მანამ სანამ იცი რომ მე ვბრაზობ“ თავდაჯერებულოოოოოოოოოოოოოოოოოოო -„შენ ვერ იძინებ იმიტომ რომ მე ვბრაზობ ! -თავდაჯერებულო დამიანე“ -„რომ ჩამოხვალ ვისაუბრებთ შენს ბრაზთან დაკავშირებით „ -„და ახლა რას ვაკეთებთ“ -„ერთად გვათენდება „ -„არ შემიძლიხარ შენ მე ... „ გიჟია როგორც კი მიხვდა რომ მომთაფლა მირეკავს...ამ დროს ნორმალურია ახლა ეს? -შევიშალე ვიცი... არ დამელაპარაკო შენ და არ გააღვიძებ არავის -უცებ აყრის და მეცინება-ნუ დამცინი !ჩემ ხმას რომ გაიგებ ტკბილად დაგეძინება -ნერვებს მიშლი -ჩშშ ხმა არ გავიგო! როდის ბრუნდები -ხმა არ გაიღოო ასე მითხარი -ერთი სიტყვა უნდა გეთქვა ..მითხარი როდის ბრუნდები -ხვალ საღამოს ,ან ღამით ან ზეგ დილით სანამ პასუხს მეტყვის რაღაცის ხმა მესმის. მსხვრევის ,ყვირილის თუ არ ვიცი ხმაურია და ვერ ვარჩევ ,სხეული კი ერთიანად მეძაბება და ველი მის ხმას . უცებ დემნას ხმა მესმის და ვმშვიდდები -ვაახ ჩემი ძამიკოოოო ყოფილა აქ ....ხო მგავს გოგონებო? ტყუილად უყურებთ ასე . შეყვარებულია და მგონი ქორწილამდე ქალს არ გაეკარება -რა გინდა აქ ... უფრო სწორად ჩვენს სახლსი ამათ რა უნდათ -კაი შე ჩემა ძმა ხარ თუ ცოლი ... არ მეგონა თუ ათენებდი. დღეს მაინც ნახე შენი გულის ვარდი რა არ გაძინებს .. მე და ჩემი გოგოები წავალთ ჩემს ოთახში და შენ დაიძინე სადმე თუ რამე და სამნი არიან ერთს გამოვუშვებ... არ შეგეშინდეთ ვაჟიშვილი კი არაა ამან გამრყვნა მე თორე იცით რაა საწყალი წესიერი ბავშვი ვიყავი? -ტემბრს იცვლის ბოლოს და მერე ხარხარებს.დამიანე ისევ მშვიდადაა არაფერს ეუბნება არადა უნდა ურტყავდეს თავში რამეს -მე ვიცი ... გოგონებო გახვალთ სახლიდან ზუსტად იმ გზით რომლითაც მოხვედით ჩემი ძმა დღეს იმდენად მთვრალია რომ სამივეს ნამდვილად ვერ დაგაკმაყოფილებთ -რას აკეთებ დამიანეე- აი დემნა კი ნამდვილად წამსვე გამოვიდა მწყობრიდან. დამიანემ მგონი მართლა გაუშვა გოგონები და მერე კი ისე იღრიალა ლამის ყური მეტკინა -რას გავხარ ,რას აკეთებ, როგორ იქცევი ეს სახლია თუ ბორდელი . სხვა ადგილი ვერ იპოვე თუ სასტუმროებში აღარ გიშვებენ -შენ ოთახში ხო არ ვჟიმ*** რას შემ*** ვერ გავიგე ...თოვს გარეთ სად მეწანწალა ახლა . საერთოდ რატო არ გძინავს რო დაგენძრა უკვე თუ ხვდები სე საცოდაო შენნაირად დაყ*** მირჩევნია დავტკბე ცხოვრებით .ცოლად არ მოგიყვანია ჯერ და რა დღეშ ხარ რო მოიყვან მერე ხო ვაფშე დედას გიტირებს. ჯერ სად ნახე ეს აფთარი ტო შენთვის გინდა თუ მტრისთვის ეგ ვაფშე ამოუცნობია ტო 18 წლისაა და რა აზროვნება აქ და მერე ვაფშე დაგიჩმორებს შე ჩემისა შენა ... აუუუ როგორ მომეწონა ეს იდეააა როდის დაკერავ ცოლად რო გამოგყვეს ჩემო რომეო?- აშკარად რაღაცაზე დაეხეტქა თან იცინოდა.რატო ვუსმენ ამდენ ხანს? როგორი უზრდელი ბავშვი ვარ,მაგრამ რა ვქნა გული მიფრიალებს დემნას სიტყვებს რომ ვიაზრებ -ნეარდენტალელო მონა რომ მდომოდა მილიონი იყო და იქნება ჩემ ირგვლივ! შენ კიდე თუ გგონია ამ ორგიებით სიამოვნებას იღებ და ბედნიერი ხარ თავის მოტყუების სპეციალისტი ყოფილხარ და არ მცოდნია -რა გინდა ახლა პირდაპირ მითხარი გადმოაფრქვიე შენი ზე სერიოზული მოძღვრება ამჯერად რა არ მოგწონს...ახლაც ტყუილად ხო არ ვეჩხუბე ვინმეს მოვარდი და ჩამიხტი შუაში. ვერ გაგაგებინე მტელი ცხოვრება რო არაა ეს ქუჩური გარჩევა სენი საქმე სადაც ხროვა ესევა ორ კაცს. შენ მარტო კაცური გამოსვლის ატანა და მოგერიება შეგიძლია ! კიდე არ დამვიწყებია ის ამბავი და საერთოდაც შემეშვი არ მინდა შენი მოსმენა... რძალი მინდა და ბავშვები. მოვიტაცოთ მარიამი -ავადმყოფი ხარ შენ! -თუ არ გაგახსენდეს ჩემი სიტყვები ნახე...აბა შენ იმდენად ითვალისწინებ მის აზრს სურვილს და ნებას ეგ არასდროს გამოგყვება ცოლად . ტიპი არის შენნაირი კარიერისტკა ეგ რო ექიმი გახდება მაინც რა დედის ტყვ*** ამდენწლიანი სწავლა ჯერ შენ გამითეთრე სისხლი და ახლა ეგ რო დაამთავრებს ბავშვს ვეღარც გააკეთებ შე გაჭირვებულო -ისევ ხარხარებს , დამიანე ალბათ ისევ ურეაქციოდ უყურებს-მართლა მოსატაცებელი გაგიხდება აი ნახავ აუუ გოგა ჩაგცხრილავს... კი იჩხუბებდა მაგასთან კაცი..აუ რო მოიტაცო არ გინდა? სერიოზულად წაიყვანე სადმე მთაში გყავდეს იქ ცოტა ხანს მე ბავშვობას გავიხსენებ გოგუნას შევერკინები და მერე გამოჩნდით ისევ ..აუ თავი მისკდება ტო რა ღვინო ჰქონდათ სიხარულიძეებს არ ავარდა ეგრევე ტვინში? ეკატერინეზე ოფიციალურად ვარ შეყვარებული...-უცებ ამბობს და ამჯერად დამიანე იცინის -რა გაცინებს შე ს*** ქალის ეტალონია მთლიანად . არა რა მსობლები კარგი ჰყავს, ძმა ჯიგარია მარა თითონ გოგო გაგიმწარებს სიცოცხლეს ხო ვიცი მე ან დახოცავთ ერთმანეთს ან კიდევ ის მოგკლავს . წამოსვლის წინ რატო იყო გაბრაზებული -შენ ყველაფერს რატო ხედავ ! -არ მეტყვი ? აუუ ბორჯომიიიი მომინატეეე? სიცოცხლე ხარ ჩემი შენ..აი შენ რო არ მყავდე რა მეშველებოდა ! ამაგს მიფასებ ხო? - ასკარად ტირილის ინსცენირებას აკეთებს და მერე ალბატ ბორჯომს სვამს-ამოთქვი ახლა რაზე გააბრაზე. თუ აკვირდები და ამჩნევ რო აქამდე კითხვაში ათენებდი ახლა ძლივს შეეშვი და მის გამო ათენებ. გენატრება ათენებ, ნაწყენი ხარ ათენებ, ბრაზობ და ისევ შენ ათენებ მაგარი მურტალი რამეა ეს სიყვარული .კიდევ აკრგი ჩემნაირ ცოდვილებს ღმერთი არ უგზავნის ნამდვილ სიყვარულს თორე წარმომიდგინე ახლა ეგრე მე... -ნუ ამბობ მაგას! ხომ იცი ვერ ვიტან როცა მსგავს რამეს ამბობ -შემეშვი! უბრალოდ მითხარი რაზე გამიბრაზე სარძლო რომელმაც უნდა მოგათვინიეროს ნუ თუ არ გააკეთა ეგ უკვე -არ იცოდა გიგი ჩვენი დეიდაშვილი რომ არის... -რატო არ იცოდა...მაგაზე რა პონტში გაბრაზდა ტო .რძალოო შემარცხვინე? -მარტო მაგაზე არ გაბრაზებულა... გიგი ხომ იცი რა ტიპია მაშინ რომ გეუბნებოდი სტუდენტებზე და წამომცდა ერთი სიტყვაა მარიამი არ ჰგავს სხვებს-თქო აიტაცა მაგან და ალბათ ათასი რამე ჰკითხა -იმან კიტხა შენ რა შუაში ხარ.... ააა ჰგონია რო შენი დავალებით ებაზრებოდა ?ნუ რაღაც ეჭვი კი გაუჩნდებოდა ახლა ვაფშე როგორ უნდა გენდოს შენ ქალი..ორ სიტყვას არ ამბობ ერთმანეთზე მიყოლებულს - თითონ არ უნდოდა საუბარი თორემ მე ყველაფერს მოვუყვებოდი რასაც მკითხავდა -არა ხო ვამბობ შენნაირი არარეალური არსებაა-თქო აბა ახლა რომელი გოგო გაუშვებდა მაგ შანსს ხელიდან...მაგრამ ჭკვიანია ტიპშა იცის რო ხელში ჰყავხარ და როცა მოუნდები მაშინ გიხმობს. შენ ისეთი ხარ არც აკოცებდი და ქალიშვილობა რომ შეაწუხებს მერე თუ მოუნდები თორე ისე შანსი არ გაქ -ადამიანული ლაპარაკი შენთან შესაძლებელი იქნება ოდესმე? სულ მაგაზე როგორ ფიქრობ -რაზე ვიფიქრო აბა სულზე? ...რას აკეთებდი აქ დასკუპული..რა გოგოები გამაშვებინე შე სირ* ჩამიშხამე დღე -მარიამს ველაპარაკებოდი -მერე რო წამოფრინდი მობილური სად დააგდე აუუ ასე თუ ემშვიდობები სულ გაგიბრაზდება კი არა რო გელაპარაკება საერთოდ კიდე მადლობა უთხარი...წავედი მე დავიძნებ მაინც. ხვალ დილით დამახვედრებ წვინანს ჩემო ერთადერთო პატრონო და იმედო? -დაგახვედრებ...სად წავიღე მობილური.მაპოვნინე ბიჯო -ოოო იპოვე შენით სადმე ეგდება ძირს ნახე ხალიჩაზე ... არ ვიცი რა გავაკეთო...უბრალოდ გონზე არ ვარ მათი საუბრის გამო .ყველაფერს ბოლომდე ვერც ვიაზრებ ერთი ვიცი რომ ყურებამდე გაბადრული ვწევარ საწოლზე და ახლა ყველაზე მეტად მინდა იქ ვიყო იმ გიჟ დემნას მადლობა ვუთხრა ასე რომ უშლის ნერვებს დამიანეს და მერე ლექტორს მოვეხვიო ისე რომ არასდროს გამიშვას და ვუთხრა რომ აღარასდროს ვაწყენინებ,აღარასდროს გავაბრაზებ, ვატკენ და მოვანატრებ თავს. მობილურს ვთიშავ ,მაგრამ არ ვიცი როგორ დავუმალო რომ ვუსმენდი. აღარ მირეკავს უბრალოდ შეტყობინება მოდის „დემნა მოვიდა და ვეღარ დაგელაპარაკე, მაპატიე . ტკბილი ძილი „ ვერ მივწერე, არ შემიძლია რაიმეს დამალვა და მოტყუება. ვეტყვი აუცილებლად რომ ყველაფერი გავიგე ოღონდ ახლა არა, ახლა დადებითი მუხტით უნდა დავიძინო და მასაც მივცე მშვიდად ყოფნის საშუალება. ასე გაბადრულმა დავიძინე,მაგრამ გამოფხიზლებული უკეთ ვიყავი. საღამოს უნდა წავიდე და აუცილებლად ვნახავ . საწოლიდან სწრაფად წამოვდექი მოვწესრიგდი და უკვე მისაღებში მსხდომ ოჯახს მივესალმე. გიგის ყველაზე ბევრი ვაკოცე და მერე დედიკოს მოვეხმარე საუზმის გაწყობაში. მაგიდასთან ვიჯექი ბედნიერი,მშვიდი და ლაღი . მამამ რომ დაიწყო საუბარი -მა ახალი ამბავი გვაქვს შენთვის -რა ამბავი? -მე არაფერი ვიცოდი - ჩუმად მეუბნება ჩემი ძმა მამა კი აგრძელებს -გოგა შენ ეტყვი თუ მე ვუთხრა ?- გოგოას რატომ უყურებ მამა? ცოლი მოჰყავს დავიჯერო გოგუნას? -მარტო გადავდივარ საცხოვრებლად... უკვე მზადაა ყველაფერი და შენც ჩემთან გადმოხვალ სანამ სანდრო არ ჩააბარებს -მომესმა ალბათ ხომ? და შენ რატომ უნდა შეიზღუდო თავისუფლება თუ მარტო გადადიხარ და მამიდასთან და ბიძიასთან არ გინდა იცხოვრო ან მე რატომ უნდა დავტოვო ჩემი ბინა შევიცვალო გარემო და თავიდან დავიწყო ფაქტობრივად ყველაფერი...ხომ იცით როგორ მიჭირს გარემოს შეცვლა -მარტო ხარ და არ გვინდოდა თავიდანვე მარტო რომ ყოფილიყავი უბრალოდ ისეტი არავინ გვყავდა ვისაც ვანდობდით შენს თავს და გვეცოდინებოდა რომ დაგიცავდა ! ახლა გოგა რადგან დაბრუნდა და შემომთავაზა ეს წინადადება სიხარულით დავთანხმდი და შესაბამისად შენც მოგიხდება ახალ გარემოსთან შეგუება. ერთი სემესტრით, ზაფხულში სახლში იქნები სექტემბრიდან კი შენი ძმაც სტუდენტი იქნება ვიმეოდვნებ - მამამ მშვიდად ამიხსნა ,რა თქმა უნდა გასაჩივრებას და სიტყვის შებრუნებას არ ექვემდებარება მისი გადაწყვეტილებები ,მაგრამ რომ წარმოვიდგინე გოგასთან ცხოვრება ერთ სახლში ჩემი იდილიის დარღვევა და საერთოდ ყველაფერი თავდაყირა დადგა წამსვე წამოვვარდი -არ გადავალ! არ მინდა მე სხვაგან გადასვლა ზუსტად რომ ერთი სემესტრიღა დარჩა იმიტომ არ ღირს გადასვლა ამდენი თვის განმავლობაში თუ არ შემჭამეს, მომიტაცეს, იძალადეს ჩემზე, გამქურდეს და შემაცდინეს ახლაც არაფერი მემუქრება. მიშოა იქვე მეზობლად იმას მაინც ხომ იცნობთ არ თქვა ახლა რომ მაინც უცხოა... და ისე ვერ ენდობი როგორც გოგას! გევედრები არ მინდა გადასვლა -ისეთი შეგრძნება რატომ მრჩება ეკა რომ შენს ქალიშვილს სხვა მიზეზი აქვს მარტო ყოფნას რომ ვერ ელევა -რა სხვა მიზეზი მამა...მეთვალყურე მჭირდება თან სისხლით ნათესავი უნდა იყოს ! -ეკა გამაცალე შენი შვილი სანამ გავგიჟდები ... რომელიმემ გამაცალეთ -მივდივარ ისედაც..წამიყვანთ ვინმე აქედან ბარგი რომმ ჩავალაგო თუ გილიოტინაზე გამიყვანთ პირდაპირ სიხარულიძეეებო - სკამს ხმაურით ვწევ და კარისკენ მივდივარ. გული ყელში მებჯინება ვერ ვიტან,მეზიზღება ეს ყველაფერი .აღარ შემიძლია ამის ატანა, 18 წლის ვარ და მაინც ბავშვივით მექცევა.საძინებელში შევდივარ და ტირილი მივარდება. არ ვიცი რა მატირებს ყველაფერი ერთად მაწვება და ვზლუქუნებ მანამ სანამ სანდრო არ მიჯდება გვერდით და არ მეხვევა -კაი რა .... რა დროს ტირილია გოგო. მაროოოო შეწყვიტე რა გჭირს არ იცი როგორია? რა თქვა ეგეთი... გოგა ნახევარად სახლში არ იქნება შენ ხელს არ შეგიშლის. უბანიც უკეთესია ...ისეირნებ გარეთ ეზო მყუდროა ბინაც დიდია და რომც იყოს სახლშ მაინც მშვიდად იქნები შენ - მეფერებოდა და მელაპარაკებოდა- კაი რა მარიამ ესენიც არ გეცოდებიან? არ იცი როგორ არიან ? ამომიღეს ტვინი გაბურღეს და ისევ ჩადეს სულ იმას გაიძახიან მარტო როგორ გავუშვითო ცუდად რომ გახდესო,ვინმე რო აეკიდოსო, რამემ რომ შეაშინოსო, მიწისძვრაზე და წყალდიდობაზეც ლაპარაკობენ ხოლმე გეფიცები .ხო იცი ახლა გაბრაზებული იქნება და თითონ ამოვა შესარიგებლად -ნუ ამოვა! არ მინდა მე შერიგება ...საერთოდ არ მინდა დალაპარაკება .მივდივარ და იყვნენ მშვიდად -დედას რაღას ერჩი -მაგასაც უნდოდა გადავსულიყავი რომ არ სდრომოდა გადააფიქრბეინებდა მამას ბევრი წუწუნისა და ტირილის შემდეგ გოგას მანქანაში ვიჯექი და ქალაქისკენ მივდიოდი. ნახევარ საათში მიმიყვანა ბინაში ისეთი სიჩქარით იარა,მაგრამ არაფერი მიგრძვნია, გათიშული ვიჯექი,ასევე უსიტყვოდ გადავედი . ისიც არ მელაპარაკებოდა,იჯდა წარბშეკრული,მომყვებოდა წარბშეკრული. მეხმარებოდა ჩალაგებაში წარბშეკრული და ასევე შევკარით ჩანთები. ღამის 10 საათი იყო სადარბაზოდან რომ გავედით.ბოლო ჩანთები ჩადო საბარგულში და ჩაჯდომას ვაპირებდი მიშოს ხმა რომ გავიგე -საღამომშვიდობისაა... როგორ ხართ?- მეხვევა და სორიდან ესალმება გოგას.- რა ხდება?-ჩუმად მეუბნება სანამ ლოყაზე მკოცნის -გადავდივარ -სად?რატო? -გოგასთან...აღარ უნდათ რომ მარტო ვიყო -გასაგებია- მშვიდად ამბობს და გოგას უყურებს .მერე თავზე მკოცნის და მანქანის კარს თავად მიღებს-აბა კარგად... -კარგად... ხვალ ხო მოხვალ უნიში? -კი და გნახავ -მიღიმის ისე როგორც იცის ხოლმე ტუჩის კუთხეში თბილი მზერით მიყურებს .მერე ცოტა ხანს გოგას ესაუბრება,იმასაც ემშვიდობება მხარზე ხელს ურტყავს ეხვევა ფაქტობრივად ისევ მიქნევს ხელს სანამ გოგოა მანქანას დაძრავს და შემდეგ ვშორდებით იქაურობას. ბინა რეალურად მთელი სართული აღმოჩნდა, ზეკომფორტული და სვეცკური. ჩემი ოთახი იმხელა იყო გასვლა არ მოგინდებოდა გასეირნებაც გამოგივიდოდა რომ შემოგევლო მთლიანად. ვიცოდი არ დამეძინებოდა,ამიტომ პირდაპირ დავიწყე ნივთების ამოლაგება. კარადასთან იატაკზე ვიჯექი და ჩემოდნიდან ტანსაცმელს ვაწყობდი. სიმღერა მქონდა ჩართული და საერთოდ არ მესმოდა ხმა,არც დროის აღქმა შემეძლო. როცა მივხვდი რომ ძალა აღარ მქონდა უკვე დასრულებული მქონდა ამობარგება. გამოვიცვალე და საწოლში დავწექი. კარზე დამიკაკუნა და თავი შემოყო -იძინებ? -ხო -არ გინდოდა ვახშმობა? ან რამე -არაფერი ... დავიძინებ ხვალ ლექციები მაქვს -ბრაზობ? -არა -ეგ არა ახლა ვგიჟდების ნიშნავს...-ოთახსი შემოდის და საწოლზე ჯდება-პატარავ... ასე აჯობებს ყველასთვის -ვინ ყველასთვის -შენთვის, შენი მშობლებისთვის ,ჩემთვის... მშვიდად ვიქნებით ყველანი. შენ გარდა ვინ გვყავს ჩემო პატარავ? რათ გინდა მატო ყოფნა არ გბეზრდება ტო? საჭმელს მე დაგახვედრებ ვაფშე სახლს სხვა დაალაგებს მარტო მეცადინეობა დაგჭირდება .ცარიელ კედლებში ყოფნას ჩემთან ლაპარაკი არ სჯობს? ასეთი ცუდი ვარ შენთვისაც დავიჯერო?- ისე მიყურებს გული მეკუმშება.რატომ იცის ყველამ ჩემი სუსტი წერტილი,რატომ ?! -მეძინება...-ზურგს ვაქცევ პატარა ჯიუტი თინეიჯერივით და საბანს მკერდზე ვიკრავ. ცოტა ხანს ზის,შემდეგ დგება საბანს ზურგზე მააფარებს ,თავზე მკოცნის ,შუქს აქრობს და გადის. ხუთ წუთზე მეტხანს ვერ ვუძლებ, სწრაფად ვდგები ფუმფულა ხალათს ვიცვამ და აივანზე გავდივარ. ყინავს, თოვს მაგრამ დიდი ფანტელები არ მოდის . ვიყინები ,მაგრამ მსიამოვნებს. ცოტა ხანს ვუყურებ ამ უსიცოცხლო ოთხკუთხედ შენობებს და ვხვდბეი რომ ზამთარსაც არ აქვს აქ ხიბლი. სახლში ვბრუნდები საწოლში ვძვრები და მობილურს ვიღებ. წამსვე მპასუხობს,თითქოს მობილურს დაჰყურებდა და ჩემს ზარს ელოდა -საღამომშვიდობისა მარიამ -დავბრუნდი... -გინდა ახლა ვისაუბროთ? მოვიდე და სადმე გავიდეთ? თუმცა გვიანია უკვე -არ ვარ სახლში -აბა? -გოგასთან გადამიყვანეს ... -გოგასთან? -რატომ არ უკვირს ვერ ვხვდები- დროულად ჩამოსულა კვარაცხელია -რატომ იგებს ყველა ამ ნაბიჯს და მე რატომ ვერ ვხვდები რა მინდა აქ -ბრაზობ? სულ ტყუილად ...ისინი უბრალოდ შენ გიფრთხილდებიან ! სწორიცაა ახლა მეც ვიცი რომ კარგად იქნები -ზალიან კარგი თუ გიხარია საერთოდ ვერარ მნახავ და მხოლოდ ლექციებზე მეჩხუბე ... -ბავშვივით რომ იწყებ აზროვნებას და ქცევას უფრო საყვარელი ხდები.გულწრფელი და ემოციური -არავის აინტერესებს მე როგორ ვარ ყველა ერთნაირად ფიქრობთ ! -შენ არ ცდილობ იფიქრო თორემ შენც ისე იფიქრებდი როგორც ჩვენ -ყველა კაცი ერთნაირად აზროვნებთ ბოლოს -ხვალ გნახავ...დამშვიდდი და დაიძინე. ხვალ პირველი ჩემი ლექცია გაქვს -რომ დავიგვიანო არ შემომისვებ? -ხალათი რომ დაგრჩეს არც მაშინ -რა ლმობიერი ხარ -კარგი ექიმი რომ იქნები და ბევრ ადამიანს დაეხმარები მერე გაგახსენებ -ახლა სად ხარ? -სახლში -კონკრეტულად? -საძინებელში ... შენს მხარეს მიდევს თავი ბალიშს შენი სურნელი აღარ აქვს ,მაგრამ მივეჩვიე ამ ორ კვირაში ასე ძილს . ხერხემალი გამიმრუდდება და აღარ მოგეწონები ხომ??-მეღიმება ,ისე ვიბადრები ყველაფერი მავიწყდება. ისევ მოახერხა რომ მხოლოდ იმ წამზე დავიწყე ფიქრი,მასზე და სხვა არაფერზე. მალევე დამეხუჭა თვალები, მასაც ეზინებოდა. ალბათ მე უფრო მალე ჩამეძინა, მისი ხმა აღარ მესმოდა მხოლოდ სუნთქვა და მშვიდად ვეშვებოდი სიზმრების სამყაროში მეორე დღის მოლოდინში ! ..................... ორ კვირიანი არდადეგები ნამდვილად საოცრება იყო ჩემთვის. ყველაზე ბედნიერი ახალი წელი მქონდა. პირველ რიგში იმიტომ რომ ჩვენი სიძე ბატონი ჩვენთან იყო და ჩემი სალომე ბედნიერებისგან ანათებდა.რა თქმა უნდა ისე ვიხალისე რომ ცოტა ხანიც და სიძე მომკლავდა,მაგრამ მერე მომბეზრდა და უბრალოდ ვერთობოდი მათთან ერთად. ახალ წელს ჩემი სიძიკოს მშობლებიც ჩვენთან იყვნენ . ბებოც ჩვენთან დარჩა და კი იყო სახლი სავსე. შემდეგ მხოლოდ სიძე დაიტოვა მამამ აბა რა გეგონა სალომე რომ მოგყავდა ცოლად ბიჭი მე არ მყავს და პირველი სიძე შენ ხარ შენ უნდა იყო ჩვენთანო განუცხადა. მერე დაიწყო მეზობლების შემოსვლები ვისაც არ ჰყავდა ნანახი სიძე ბატონი იმათაც ნახეს და ვინც ქორწილში იყო იმათ მეორედ შეათვალიერეს . ვიცოდი რომ მიშო სვანეთში იყო თავის მშობლებთან და ძმასთან ერთად . მობილური ნორმალურად არ იჭერს და არ ინერვიულო რომ ვერ დამიკავშირდეო წინასწარ გამაფრთხილა,მაგრამ მოახერხა ადგილის პოვნა და ხშირად მირეკავდა. რომ ვეკითხებოდი როდის ბრუნდები-თქო არაფერს მეუბნებოდა და ჭკუიდან გადავყავდი. ვიღაც გოგომ მიპასუხა ერთხელ მეზობელი აღმოჩნდა და ლამის გადავძვერი მესტიაში გაბუტული ვიყავი სახლში და საწოლზე გაუნძრევლად ვიწექი ჩემი და რომ მომიწვა გვერდით -შენს ოთახში საწოლი არ არის თუ ჩატეხეთ უკვე...კიდევ კარგი ღრმა ძილი მაქვს -არ დაურეკავს დღეს მიშოს? =რა შუაშია... -რომ ვერ ხედავ და მისი ხმაც არ გესმის სულ ცუდად ხარ ... რატომღაც მესმის შენი - იცინის და მერე აგრძელებს-თუმცა საბა სულ ჩემთან იყო იმ რამდენიმე ზაფხულის არდადეგებს და მის ბანაკში გამგზავრებებს თუ არ ჩავთლით .ჰაერივით მჭირდებოდა მისი ხმის გაგონება ის კიდე ვერ მირეკავდა ხშირად და ხომ იცი როგორ ვიყავი -ვიცი ,მაგრამ მე ასე არ ვარ. უბრალოდ მენატრება,თუმცა ასე ნარკოტიკივით დამოკიდებული არ ვარ -ეს უარესია ... ნარკოტიკის გარეშე გაძლება შესაძლებელია მკურნალობის შემდეგ ის კი ჟანგბადია მას ვერაფერი შეცვლის და სრულიად ბუნებრივად გჭირდება რომ იარსებო -ასე კატასტროფულადაც არ ვარ ... -ხოო? -არ ვიციი არაფერი ვიცი მხოლოდ ის რომ დინებას მივყვები მშვდიად ყოფნას ვცდილობ და ტყუილად არ ვბრაზობ,ვცდილობ მის გაცნობას -სულ რომ არ იცოდე სკოლაში ვინ ასწავლიდა,ბაღში ვინ უყვარდა.რომელი ფერი უყვარს და უდებდა თუ არა ჭიკარტებს მასწავლებლებს შენ ის დეტალების გარეშე გიყვარს თამარა და რაც უფრო გვიან აღიარებ მით უფრო დაიტანჯები. მარტივია როცა იცი რომ გიყვარს და უბრალოდ ზრუნავ სიყვარულზე, ზრუნავ მასზე და საკუთარ თავზე. სიყვარულს გაფრთხილება სჭირდება რომ შეინარჩუნო რომ არ გაცვთეს და რუტინად არ იქცეს ყოველი დღე შენს ცხოვრებაში -მიშო ყველაფერს მარტოც ახერხებს -არ გეშინია რომ ერთ დღეს შენი ინერტულობა დაღლის? რომ ლოდინი მობეზრდება და რადიკალურ გადაწყვეტილებებს მიიღებს? -ლოდინმა საბაც დაღალა და მოგიტაცა -საჭირო იყო უკვე და იმიტომ ...მიშო უფრო მოუთმენელია, ვერასდროს დაემსგავსება საბას მიუხედავად იმისა რომ ბევრი ისწაველს ერთმანეთისგან,როგორც საბა ვერ გახდება მის მსგავსად მკაცრი და თავისუფალი. შენ ვერ წარმოიდგენ რამდენად სხვანაირი ხდება სენთან...მინახავს ბევრჯერ დაშნიანი ,ის კი მხოლოდ შენს გვერდითაა მშვიდი თვალებგაბრწყინებული , თავისუფალი და ლაღი . -ეგ ყველაფერი როდის შეამჩნიე... -რადგან არ ლაპარაკობს ბევრს და არ ლაზღანდარობს ვაჩეს მსგავსად გგონია მოწყენილი და დაბღვერილია? ვერ ხედავ როგორ უნათებს სახე შენი სიახლოვისას? როგორ გიყურებს და ტკბება? შენ გვერდით უფრთო ანგელოზი ხდება... თავშეკავებასაც უფრო დიდი დოზით ცდილობს. საბაც გაოცებულია რას წარმოვიდგენდი გიჟი თამარა თუ შეუყვარდებოდა და გაუთბობდა გულს ჩემს ლოდ ძმაკაცსო ...შენ კი ისევ არ აქტიურობ ისევ ელი მის ნაბიჯებს და სულ არ ახარებ -მან ისედაც იცის რომ მიყვარს -მაგრამ არასდროს გითქვამს...ბოლოს ეჭვი გაუჩნდება რომ თავად ცდება შენს გრძნობებსი რომ არ გიყვარს და ეს უბრალოდ ილუზიაა . მერე იმასაც იფიქრებს რომ უბრალოდ უნდა წავიდეს შენი ცხოვრებიდან და გაქრება ისე როგორც ადრე -რატომ არ გამიცნო ამდენი წლის განმავლობაში -საბას ვკითხე იცი? მაშინ რომ გამოჩნდა და ასე აქტიურად თან ვეჩხუბე საბას თუ იცოდი რომ ჩემი და მოსწონდა რატომ არ მითქახი-თქო რთული ხასიათი აქვს ჩემ დას რომ რამე დაუშაოს მერე რას გააკეთებ-თქო ... მიშოს უჭირს თავის კონტროლი , იმდენად ემოციური და ფეთქებადი ხასიათი აქვს იცოდა რომ თამარასთან თავის კონტროლს ვერ სეძლებდა რამეს ისეთს გააკეთებდა რაც ჯერ კიდევ ადრე იყოო თამრიკოს ცხოვრებაში და ერჩივნა მშვიდად ეცქრია შორიდანო ... სკაუთარი თავის წამება ურჩევნია საყვარელი ადამიანის ცხოვრების არევასო ასე მიპასუხა...ყოველთვის ასეთი იყო და ბოლომდე ასეტად დარჩებაო.მისთვის მთავარი სხვისი სიმშვიდე და ბედნიერებაა თავად კი შეუძლია დათმოს თუ მიხვდება რომ მასთან ბედნიერი ვერ იქნებაო . უბრალოდ ადგება და წავა მიუხედავად იმისა რომ ასე საკუთარ თავს გაინადგურებსო . ასეთია დაშნიანი ,კიდევ ბევრი უცნაური თვისება აქვს რაც ყველასგან განასხვავებს -ახლა რატომ მეუბნები ამ ყველაფერს -სხვა შესაფერისი დრო ვერ ვიპოვე... აქ არავინ გვიშლის ხელს -ცოლოოო სად ხარ? ოოოჰ თამრიკო ხომ კარგად ხარ?- უცებ სერიოზულდება სიძე,ვინ თქვა ხელს არ შეგვიშლიანო? კარში შემოდის და ზემოდან დამყურებს-კარგად ხარ თამარა?! რა დროს ცუდად ყოფნაა ვაჩემ დამირეკა დაშნიანებს უნდა დავადგე და წამოდითო შენი ცუდად ყოფნა შეიძლება? უშნეოდ რომ ჩავიდეთ მესტიაში ხომ გაუსკდა გული ჩემს საცოდავ მიშკოს -სად მიდიხართ? მე რატომ არ მითხარი აქამდე? როდის მიდიხართ? -ამ საღამოს ჩამოვა ვაჩე აქ და ხვალ დილას ჩვენი მანქანით წავალთ ნუ თუ გინდათ ...თუ არადა მარტო მე და ვაჩე წავალთ -თამრო წამოხვალ? -არ ვიცი... -რატო არ იცის ვინმე მეტყვის?-მშვიდად უყურებს ცოლს საბა და მერე თვალებს ატრიალებს-როგორ მეცოდები ძმაო რა გიშველო-ჩუმად ამბობს და გადის -მოიფიქრეთ თქვენ...მე და სიმამრი მწვადებს ვწვავთ ვაჩეს ჩამოსვლამდე .თუ მიეხმარებით ჩემს სიდედრს ზარმაცებო კაგრი იქნება -წლის სიძევ...შეგიძლია წახვიდე და მოაწონო თავი სიმამრს -მოვწონვარ ისედაც ცოლო -თვალს უკრავს და მალე ქრება იქედან. მე კი მხოლოდ ის აზრი მიტრიალებს გონებაში რომ მესტიაში წავალ პირველად ,ამ თოვლში და თან დაშნიანებთან. სალომე რაღაცას მეუბნება ,მაგრამ არ მესმის უცებ ვდგები და ენერგიით დამუხტული ვიწყებ ტანსაცმლის არჩევას. ნივთებს დავეძებ რაც შეიძლება დამჭირდეს და ჩანთაში ვაწყობ.მერე სალომეს ვაგდებ ოტახიდან და დედას ვეხმარებით ვახშმის მომზადებაში. ვაჩე მალე მოვიდა ტაქსით მობრძანდა მისი აღმატებულება.იმდენი პარკები ეჭირა ხელში გაავსო სახლი. გააგიჟა მამაჩემი და ბოლოს დაიწყო ლაქლაქი. მამა უკვე სიძეს ჰყავდა დარწმუნებული იმაში რომ მეც უნდა წავსულიყავი მათთან ერთად და საუბარი აღარც კი დამჭირდა. რა ძალა აქვს ამ ბიჭს ასეთი ! დაშნიანი ისევ არ მირეკავს და ჭკუიდან მშლის. საწოლში ვერ ვისვენებ ცალკე დილაზე ვფიქრობ ცალკე იმაზე თუ რატომ არ მირეკავს ბოლოს ისიც კი ვიფიქრე რომ რამე ცხოველმა ტყეში დაკბინა, ზვავი ჩამოწვა და რამე დაემართა, ან ყინულზე დაეცა და ხელი მოიტეხა, ან კიდევ იმ გოგომ მომტაცა მობილურზე რომ მიპასუხა . ბოლოს ვბღავი ბალიშში თავჩარგული და ვემუქრები დაშნიანს რომ ჩავალ ვაჩვენებ როგორ უდნა დავიწყება თვალებს ამოვთხრი მასაც და იმ გოგოსაც. მობილური რომ ამღერდა ცოტაც და ხტუნვას დავიწყებდი საწოლზე . არ ვუპასუხე, დიდხანს დავყურებდი მის ფოტოს, მოეშალოს ახლა ნერვები .... ხუთჯერ რომ დავატვალიერე მისი ფოტო ჩემს ეკრანზე რომ იღიმოდა და ყველა კბილი დავითვალერ აც უჩანდა მერე ვუპასუხე ძალიან მშვიდად -თამარა...სად ხარ ამდენ ხანს კარგად ხარ? რატომ არ მიპასუხე გოგო -უკაცრავად რომელი ხარ? -ვამთქნარებ და ხმას ვინაზებ -ერთი დღე ვერ დაგიკავშირდი და ასე მიხდი სამაგიეროს? -მე რომ დაგირეკე და სვამ მიპასუხა ეგ ხომ იყო კარგი !- უცებ ვეუბნები და მისი სიცილის ხმაც ჩამესმის -ვინ გიპასუხა თამრო? -მე რა ვიცი ვიღაც სვანის გოგომ... ლამაზია? -ძალიან... -თავხედოოო ,ველურო ...ამაზრზენო კაცო როგორ მეუბნები რომ ლამაზია . ხოდა თუ ლამაზია გყავდეს... „მიშუნააა გასულიააა“ შენნაირი ხე იქნება ეგეც - ვბაძავ გოგოს ხმაზე და ვქოთქოთებ ის კი მისმენს როგორც ჩვევია -მგლების მოსაკლავად ვიყავით ჩასაფრებულები ... ორი ძროხა დაგლიჯეს მეზობელთან . მე და ჩემი ძმა დავუდარაჯდით ამიტომ ვერ დაგირეკე -დღისით? -გუშინ ღამე წავედი შენ რომ გელაპარაკე მას მერე და აქამდე არ დავბრუნებულვარ თამარა!-უკვე ბრაზი ერევა ხმაში და ვიტყრუნები -მომენატრეეე - ვკრუტუნებ საწყლად და მისი ღრმა ამოსუნთქვა მესმის .მერე უცებ ვიაზრებ რაც მითხრა და ვკივი-მოიცა რააა? მგლებს დაუდარაჯდი? ასე გომურთან იყავით სადღაც შენ და შენი ძმა და მგლებს ელოდით ? მოკალით> ბევრი რომ ყოფილიყვნენ და დაეგლიჯეთ? რომ ესროდი და აგეცილებინა თავს დაგსხმოდა და რამე დაეშავებინა მერე? სულ არ ფიქრობ ხომ ჩემზე ეგოისტო, ველურო, ცხოველი ხარ შენც ის მგლები კი არა. სულ არ გაინტერესებდა ხომ ...წახვედი თითქოს კოღო უნდა მოგეკლა. ხომ იყავი ღრსი დაეგლიჯე ,მაგრამ მერე მე რა მეშველებოდა შე არაადამიანოოო უგულო ვამპირო... ლუციფერ...დემონო შენ . მითხარი ამდენ ხანს რატო ვერ დაბრუნდი გუშნ ღამე თუ წახვედი ცუდად ხარ? ტორი მოგარტყა? გბილი გაგკრა...მერე მოკალი და საავადმყოფოში იყავი? -ვწივი,ვკივი, ვტირი, ვჩურჩულებ ყველაფერი მემართება ის კი სიტყვის ჩაკვეხებასაც ვერ ახერხებს ისე სწრაფად ვაყრი სიტყვებს -თამარააა !- ბოლოს იქედან მიყვირის და მეც ვჩუმდები- ახლავე შეწყვიტე ეს ისტერიკა...რა ტორი დამარტყა და კბილი გამკრა გოგო ძაღლებთან ერთად ვიყავით იმათ დაიჭირეს და ისინი ეჩხუბნენ ჩვენ რომ მივედით და ვესროლეთ უკვე მოგუდული ჰყავდათ და საერთოდ რა აზრები გაწუხებს? არა არაფეირ უნდა გიტხრას შენ კაცმა ..მეტის ღირსი ვარ ,მაგრამ მერე მეტყვი არაფერს მეუბნებიო როგორ ნერვიულობ ხედავ? რა უნდა დამმართოდა -მალე დაბრუნდიიიი მანდ რო ხარ სულ ვნერვიულობ ასე მგონია რამე დაგემართება -ნუ ტირიი ჩემ გამო ნუ ტირი თორემ ახლავე წამოვალ იცოდე -რა ახლავე წამოხვალ..მანდ თოვლი არ არის? ამ შუაღამით სად წამოხვალ არც იფიქრო იცოდე! -რა გინდა თამარა ბოლოს და ბოლოს -ნუ იცინი ...ნუ დამცინი ნუ ხარ ასეთი ბოროტი და შემიბრალე ცოტა. არსად წახვიდე არც ინადირო, არც ტყეში იარო, არც მთაში .იჯექი სახლში მშვიდად და მალე დაბრუნდი -დამშვიდდი...ღრმად ისუნთქე გაიღიიმე მერე თვალები დახუჭე და წარმოიდგინე რომ მანდ ვარ -არ მინდა დაძინება -ნუ დაიძინებ მერე... -ასე რომ მეუბნები მერე სულ მეძინებაა...მე შენთან ლაპარაკი მინდაა -ისევ კრუტუნებ და მანდ რომ ვიყო ... -რა აქ რომ იყო რას გააკეთებდი -ჩაგეხუტებოდი და ყელში გაკოცებდი...გიკბენდი ძალიან მაგრად ისე რომ სუნთქვა შეგეწყვიტა მაგიჟებს...მისი ხმა უცებ რომ ერევა ხრინწი და ვხვდები როგორ უელავს მწვანე თვალები, როგორ ულოკავს ტუჩებს და ყელი მწევის. კანი სადაც მკოცნის ხოლმე და მერე მთელი სახე ვიცი აქ რომ იყოს ყველგან მაკოცებს ...ტუჩების გარდა. ისე მეძინება მასთან საუბარში გართულს თითქოს ვერც ვიგებ ვერაფერს. დილით ჩემი და მაღვიძებს. სიძეს ჩანთები გააქვს. დედა და მამა მემსვიდობებიან,მერე იმათ კოცნიან,ვაჩე ჩემ გვერდით თავსდდება ,სალომე საბუკას უჯდება გვერდით და მივდივართ. ნელა სიარული გვიწევს, ვაჩე მაბრუებს იმდენს ვიცინით ხმა არარ მაქვს . მერე ეძინება პატარა ბავშვივით თავი ჩემ მხარზე უდევს და მშვდიად ფშვინავს. საბა სარკიდან უყურებს და იცინის -სულ ასე ძინავს... გიჟი ! სალო დაიძინე შენც ... არ გიძინია საერთოდ - ლოყაზე ეფერება ერთი ხელით და შემდეგ ისევ გზას უყურებს -თუ ღმერთი გწამს რომიო წინ იყურე ეგ სულ ლოგინშ გყავს და ქი ეფერე ვინ გეცილება -გაჩუმდი შენ მანდ! მადლობა მითხარი რომ მომყავხარ -უკაცრავად? შენ მიტხარი მადლობა ამ შენს მანქანაში რო შემოვდგი ფეხის აერთოდ და დავჯექი ...სირცხვილი გქონდეთ ხალხოო რა დღეში ხართ ამდენი ხანია დაქორწინდით და რით ვერ დამშვიდდით მე ამას გეუბნებით მხოლოდ -იმ დღეს მომასწრო დაშნიანმა ხელში ჩაგიგდოს და მერე რა დაგამშვდიებს მაგასაც ვნახავ! -მაფრთხილებ ახლა შენ მე თუ რა არის ვითომ ეს - ვუბრიალებ თვალებს ის კი იცინის. სალომე ჩუმად ზის აღარ ერევა უკვე ჩვენს საუბრებში. მალე მართლა ეძინება,მე ვერაფრით ვისვენებ ახლა რომ ჩამეძინოს და ეს ჩემი სიძე რამეს შეასკდეს ძილში მოვკვდე? არადა დავიქანცე ხერხემალი ამტკივდა უკვე ...რა არის რამხელა გზაა ღმერთო ჩემო ! 4 საათი იყო რომ ავარწიეთ მესტიაში. გზაში ვაჩემ გაიღვიძა რა თქმა უნდა და იმდენ ადგილს გადაუღო ფოტო საბა გააგიჟა . მესტიაში რომ შევედით სადღაც ჩიხებში იარა და ბოლოს ქვის გალავანთან გაჩერდა შავი ჭიშკარი იყო გალავნის შუაში მქოცეული. ეზოში კოშკი ჩანდა და გალავანთან ისეთ სინთეზს ქმნიდა თითქოს ერთდროულად აშენდაო. ვაჩე გადავიდა და ჭიშკარი გააღო. შემდეგ უკვე სახლიც გამოჩნდა. ორსართულიანი აგურით ნაშენები სახლი რომელიც დეკორატიულად ისე გაეფორმებინათ რომ ისიც კოშკს ჰგავდა. სადა და ლამაზი იყო ძალიან. თოვლით იყო მთლიანად ეზო დაფარული,მხოლოდ მანქანის შესასველლად იყო გაწმენდილი ადგილი. თეთრი საფარველია სე უხდებოდეს შენობას პირველად ვნახე. მანქანიდან რომ გადავედი მერე მივხვდი როგორ მიცემდა გული, ეზოში ჯერ კიდევ არავინ ჩანდა სახლისკენ დავიძარით.ნუ პირველი ვაჩე შევარდა და მისი როხროხი შიგნიდან ისმოდა. რასაც ქალის ხმა სეემატა, კაციც საუბრობდა საბაც შევიდა .მე და სალომე კი უკან ვიყავით. ბიჭებს ისე თბილად შეხვდა ცოლ-ქმარი უნებურად გამეღიმა. სახლში ძალიან თბილოდა, ბუხარი ენთოთ მისაღებში და შეშის სურნელი ტრიალებდა. ყველაფერი ხის იყო სიგნით და საოცარ სინტეზს ქმნიდა. ყველაფერი წამში აღიქვა თვალმა მხოლოდ მიშო არ ჩანდა არსად. საბამ ჯერ სალომე გააცნო ცოლ-ქმარს. შემდეგ ჩემი თავი წარუდგინა და კიდევ ერთხელ გავიგე ეს ნაზი წკრიალა ხმა რომელსაც მწვანეთვალება ქალი გამსოცემდა. ახლა გასაგებაი ვის ჰგავს დაშნიანი -როგორ მიხარია თქვენი აქ ნახვა გოგონებო... კაცი კი ხასიათის დონორია აშკარად. მიშოს მსგავსად შეკრული წარბებით გვიყურებს, რომ გეგონება უნდა მოგკლასო მერე ტუჩის კუთხეს ტეხავს და ორივეს ფრთხილად გვეხვევა. ერთი სული მაქვს როდის გავიგებ მიშო სად არის და როგორც იქნა -მიშო საღამომდე არ დაბრუნდება ... არც ვიცით სად არის . ბიჭები უნდა ენახა მგონი და საჯირითოდ წასულიყო ხომ იცით ამ დროს უყვარს უშგულისკენ ცხენით წასვლა -არ იჯერებს რომ საშიშია ამ დროს ...თან წვიმას იწყებს მგონი ეს რომ გავიგე ლამის იქვე მოვკვდი და მერე იმით დავიმშვიდე თავი დაშნიანს რას ვუზამდი დაბრუნების შემდეგ. თურმე ცხენით დასეირნობს ამ თოვლშ ბიჭ, წვიმას რომ დაიწყებს აქ და მთები ჩამოიშლება გარეთ უნდა იყოს ის ტყის კაცი ? დამშიდიო მე მეუბნება ამ დროს ! მოვკლავ,არა ნამდვილად მოვკლავ ოღონდ საღ-სალამათი დაბრუნდეს. ოთახებს გვაჩვენებს ქალი მოეწყვეთო გვეუბნება და გადის. მე მეორე სართულზე ამიშვეს დანარჩენები პირველზე დარჩნენ . როგორც კი შევედი მაშინვე დავდე ცანტა და საწოლზე დავწექი. ძვლები ,თავი ,ნერვები და გული ერთად მტეხდა . დაძინება არ დამაცადეს ,სალომემ დამიძახა სადილი გაამზადეს და სირცხვილია ჩამოდიო. რა თქმა უნდა სემდეგ სუფრაზე აღმოვჩნდი,კუბრარი რომ დავინახე გულები მცვიოდა თვალებდიან და იმ წამს მიშო რომ დამენახა მაინც არ გავუშვებდი ამ გემრიელობას ხელს. სითბო , სავსე კუჭი, კარგი ატმოსფერო და მასპინძლების მიერ შემოთავაზებული საძნებელი. ყველანი გავიდნენ ,დაქანცულები ვიყავით და არ იყო გასაკვირი ეს ამბავი ასე რომ უხერხულიც არაფერი იყო.არ მინდოდა დაძინება ,მაგ არმ ყველაფერმა იმოქმედა. ოთახში ციოდა, საბანში გავეხვიე და მთლიანად გავთბი მხოლოდ სახეზე მციოდა.საოცარ სინთეზს ქმნიდა გარეთ ცივი ჰაერი და თბილი სხეული. რომ გამეღვიძა გარეთ უკვე ბნელოდა. საიდანღაც მგლების ხმა ისმოდა, შორიდან ,მაგრამ მაინც ისმოდა. დაფეთებული წამოვდექი, სწრაფად დავივარცხნე თავი,თბილ ჟაკეტში გავეხვიე ,ქუდი ჩამოვიფხატე და გარეთ გავედი. არ წვიმდა,მაგრამ თოვდა ისე როგორც არსად არასდროს. დიდი ფანტელები ცვიოდა და უკვე არსებულ თოვლს კიდევ ემატებოდა. ყველაფერი იმდენად ლამაზი იყო თოვლი ანათებდა და ცაზე არსბეული ვარსკვლავებს ერთვოდა თითქოს. კიბე ჩავიარე და პირველ სართულზე შევედი. მისაღებიდან ხმა ისმოდა -რატომ არ მითხარით წამოსვლას თუ გეგმავდით!- მიშოს ხმა მესმის რომელსაც ვაჩე ფარავს უცებ -სიურპრიზიი მოგიწყვეთ დაშნიიი რა იყო არ გაგიხარდა ჩვენი დანახვა? -სალომესი კი თქვენი არა -ოოოჰ ჰგავს ერთ გოგოს და იმიტომ? - მოიცა ამათ არ უთხრეს მეც რომ ჩამოვედი? -ვის გავს? მიშიკოს გოგოს? - ვიღაც ახალგაზრდა ბიჭის ხმა მესმის ალბათ მიშოს ძმა არის მირიანი - -ბავშვს არაფერს ეუბნები ხო? შენნაირი ძმა მტერს რა... ამის გოგო სალომეს და არის მიროოო -მართლა? ქორწილში რო ეცეკვა ხო? -შენ არ იყავი და რა იცი ეგ -ფოტო ჰქონდა ცეკვის დროს გადარებული...ისე უყურებდა .არა ხო ვამბობდი -იცინის ბიჭი.წარმოვიდგენ ახლა როგორი სახე აქვს მიშოს და მეცინება. უკან გავდივარ ,ეზოში ვბრუნდები და მობილურიც ზუზუნებს. მიშო მირეკავს -საღამომშვიდობისა მხედარო ... როგორ მოიარე უშგული თოვლში და ქარბუქში? -რა უშგული ... რატომ არ მითხარი წუხელ თუ მოდიოდნენ? -სიურპრიზი ჩამეშალა? -რომ მითხარი მომენატრეო მომატყუე?! -მატყუარა როდის გავხდი... -მაშინ აქ იქნებოდი...რომ გენატრებოდე სულ ცოტა მაინც წამოხვიდოდი -არ მენატრები ხომ? შე დემონოო როგორ მეუბნები მაგას ექვსი საათზე მეტხანს ვიყავი მგონი გზაში ხერხემალი ჩემი აღარაა ლამის ფეხზე ჩამეძინა ...მერე მითხრეს უშგულში წაბრძანდაო რომ ვგეგმავდი მოგხვეოდი და მაგრად მეკოცნა სად დამხვდი თურმე აჭენებ ცხენს ამ მთებში ადრენალინიიიი და ამბები მე კიდე რომ ვნერვიულობ არაფერი -სად ხარ ? -გარეთ გამოიხედე და გაიგებ - მობილურს გაბრაზებული ვუთიშავ და თოვლში მივაბიჯებ. კარის გაღების ხმა , თოვლში ნაბიჯების დადგმის და ჰაერში აღმოჩენა . წამში მიტაცებს ხელში,მის სხეულზე ვარ აკრული ჩემს ყელში აქვს სახე ჩაფლული და იცინის . მერე მთელს სახეს მიკოცნის აქ ხარო ჩემთანო იძახის ჩუმად და ისევ ძირს უნდა რომ დამაბრუნოს, მაგრამ ასე ამ ადგილას, ამ საოცარ ადგილას არ მინნდა შეწყვეტა. ხელებს ყელზე ვხვევ ისევ ვეკრობი სხეულზე და მის ცხელ ტუჩებს ჩემსას ვახებ. სულ ოდნავ ,მაგრამ ესეც მყოფნის . უკან ვიხევ ალბათ სულ წითელი ვარ - მომენატრე -ვბუტბუტებ ისევ რომ ვგრძნობ მისი ტუჩების შეხებას.ისე მკოცნის რომ ხელში ვადნები, ისეთი ვნებით მიკოცნის ბაგეებს მონაცვლეობით რომ თავი არაამქვეყნიური არსება მგონია. მთლიანად ვიკარგები მის მკლავებში, ვფარფატებ და მინაბული ვცდილობ ავყვე,მაგრამ რა ვიცი გამომდის? როგორ არ გამოგივა კოცნა როცა დაშნიანი გკოცნის ხელოვანია მგონი. ჩახუტებულები ვიდექით ეზოში მისი მშობლები რომ შემოვიდნენ,თავი უხერხულად ვიგრძენი და სწრაფად გავითავისუფლე თავი . მთელი საღამო თვალებით მჭამდა , ლოყებიდან წითელი ფერი არ გადამსვლია ალბათ. მირიანი საერთოდ არ ჰგავს მიშოს გარეგნულად,ხასიათითაც დედის ასლია. თუმცა არც იმდენად ლაღი და გიჟია როგორც ვაჩე ... ბიჭი დიდხანს მელაპარაკა, კარგად გავიცანი და ძალიანაც მომეწონა. ისე საუბრობს შეგიტყუებს და ვეღარ ჩუმდები. დიდი უარის მიუხედავად მე და სალო მაგიდის ალაგებაში მოვეხმარეთ ნათიას . დაშნიანი მიყურებდა როგორ დავდიოდი ოთახებს შორის თეფშებით და ერთ-ერთ გამოსვლის დროს ხელი ჩამავლო. სადღაც შემიყვანა და პირდაპირ კარზე ამაკრო .ზემოდან არწივივით დამყურებდა შემდეგ ტუჩებზე დამაცხრა და სანამ კვნესა არ დავიწყე არ შემეშვა. მერე გაიღიმა,მომშორდა და ტუჩები ისე გაილოკა ლამის თავად დავაბრუნე უკან -რა...ეს რა... მე სად -არ უნდა გეკოცნა...ახლა შეჩვევა მოგიწევს . რომ გეუბნები არ შემიძლია თავის შეკავება-თქო არასდროს მიჯერებ .მიწვევ და ახლა დატკბი - ტუჩს კბილებშორის იქცევს და მიყურებს - ტუჩებს შეეშვი !-მე მეუბნება? თითონ რას აკეთებს და მე მეუბნება ტუჩებს შეეშვიო დასიებულ ტუჩზე ენა რომ გადავისვი? ისიც წამით? -გამიშვი ! -ნწ...-თავს აქნევს და ხელბს წელზე დააცოცებს- სამზარეულოში რომ ტრიალებ მინდება მალე გადმოცხოვრდე ჩემთან და დღეში ერტხელ მაინც მომიმზადო ყავა...სხვა თუ არაფერი -შენ რასაც დაინახავ და გემოს გაუგებ მერე ყველაფერი დიდი დოზით უნდა მიიღო? -არ მითხრა რომ არ მოგეწონა - ეშმაკურად მიღიმის ზუსტად იმ ადგილას მკოცნის სადაც წითელი ვარ ,ისე მკოცნის რომ მაგიჟებს ,ტუჩებს უახლოვდება მგონია რომ მაკოცებს, ღრმად ვსუნთქავ და ველი როდის შემეხება,მაგრამ მხოლოდ ცხელი ჰაერი მეფრქვევა -მითხარი -მაკოცე ნუ ხარ დემონი - კეფაზე ვხვევ ხელს და ტუჩებზე ვკოცნი. ისევ იცინის ,ამჯერად უფრო ვნებიანად მკოცნის, ქვედა ტუჩზე ვკბენ რადგან თავს ვერაფერს ვუხერხებ,თითქოს არ მყოფნის ვკოცნი და კიდევ მინდა . გმინავს და ხელს წელზე ისე მიჭერს სიამოვნებისგან ვკვნესი .კბილებისგან როგორც კი ვათავისუფლებ მის ტუჩს ვკოცნი .მიყურებს ...მიყურებს და ისევ იღიმის -ვიცოდი რომ ველური იყავი...მაგრამ ასეთი პოტენციალიც თუ გქონდა არ მეგონა- ამბობს და ნაკბენ ტუჩზე თითს ისვამს-ასე შემოგეჭმები... -მეეჭვება მთლიანად გემრიელი იყო...- გაგათამამა ეშმაკმა თამარა შენ! ვის ეთამაშები, რა თამაშს ეთამაშები. აკოცე ბიჭს მოვიდა ახალი წელი და გაგიჟდი ხო? როგორ გიყურებს თუ ხედავ, მოვკლავ როგორ მიყურებს გული გამისკდება მალე ისე ჩქარა ფეთქავს . რომ ვუყურებ სულ კოცნა რატომ მიტრიალებს თავში ორი წუთის წინ არ ვკოცნიდი? ახლა ვხვდები რას გულისხმობდა თავშეუკავებლობაში მე კიდე მისი არ მესმოდა. ასე უჭირს სულ თავის გაკონტროლება როგორც მე? თითქოს ყველა უჯრედი ყვირის შიგნიდან რო ვაკოცოო. -მგონი იმდენს მოახერხებ რომ აქედან ჩემი ცოლის სტატუსით წახვალ-მიცხადებს და თითებით ჩემი სახის შესწავლას იწყებს, ახლა სრულიად სხვა მუხტს ვგრძნობ ,აქამდეც მაგიჟებდნენ მისი თიტები მაგრამ ახლა მგონია რომ ცეცხლი აქვს და მწვავს. ჯერ ერთი კვირაა ახალიწ ელი დაიწყო და რა დღეში ვარ მერე რა მელის ღმერთო ? შემშლის ხო? არაა ახლაც შეშლილი ვარ . როდის გავაღწიე იქედან არ ვიცი,მაგრამ სულ წითელი რომ ვიყავი და არეული ვიცი. ის დემონი რომ მშვიდად მიაბიჯებდა,კმაყოფილი იწვალებდა ტუცებს მე რომ გამომხედავდა და თვალებს ისე მიციმციმებდა როგორც არასდროს ეგ ნამდვილად ვიცი . საბამ რომ ეს შეამჩნია ,სალომემაც და ორივე ჩუმად იცინოდა მაგან გამაგიჟა. ვაჩე კიდევ კაგრი უკვე საწოლში იყო თავის ოთახში და არაფერი გაუგია. მალე დავემშვიდობე ყველას ,პირველ სართულზე დავტოვე თავიანთი ოთახებისკენ მიმავალი და მეორე სართულისკენ მიმავალ კიბეს ავუყევი. მალე ისიც ამომიდგა გვერდით და გაბრაზებულმა გავხედე. ჯიბეებში ჰქონდა ხელები ჩაწყობილი და მშვიდად მოაბიჯებდა -სად მოდიხარ -ჩემს ოთახში ... თუ გინდა სხვაგან წავალ -მთვრალი ხარ?სამმა ჭიქამ დაგათრო? -სამმა კოცნამ ! ზედმეტად მათრობელა არიან რა ჩემი ბრალია -ტუჩებზე მიყურებს და წამში ვდნები. არავარ ხალხო კარგად ! კარამდე როგორ მივდივარ არ ვიცი ... გვერდით ოთახთან ჩერდება და მიყურებს -ძილინებისა ...- ჩუმად ვეუბნები და კარს ვაღებ რომ შევიდე . -ტკბილი ძილი -მაბრუნებს ,მკოცნის და ქრება თავის ოთახში. თუ შევძელი მოძრაობდა და დაწოლა დავიძნებ ალბათ კი... ვწევარ ვუყურებ ჭერს, კედლებს, ვტრიალებ, იმდენჯერ ვიცვალე გვერდი რომ მალე ჭრიჭინს დაიწყებს საწოლი. გარეთ თოვს ალბატ ისევ ისე ცივა. საბნიდან ფეხი რომ გამოვყავი გავიყინე. როგორღაც დამეძინა ,გამტენიისას მგონი . დილით უხერხულმა შეგრძნებამ გამაღვიძა,თითქოს რაღაც მბოჭავდა. მერე მივხვდი რომ ვიღაც მიყურებდა, ეს ვიღაც ვინ იქნებოდა თუ არა მიშო. თვალები რომ გავახილე ჩემ გვერდით იწვა საბანზე და მიყურებდა. თვალები დავხუჭე ისევ,გვერდი ვიცვალე და უკეთ გავეხვიე საბანში...გაიცინა ,ზურგიდან მომეხვია და თავზე მაკოცა -სულ ნუ დაიმალები საბანში თორემ მანდ შემოვწვები -თავხედო! -ტკბილო -უზრდელო -გემრიელო -ნუ მაგიჟებ -მე უკვე გავგიჟდი - ჩემს თმაში სახეს მალავს და სურნელს ისრუტავს - ზამთარში, სვანეთში ქორწილზე არასდროს გიოცნებია? -ზაფხულში, ზღვაზე ქორწილზე კი -გავიგე რო ახლა არ გინდა გათხოვება მაგრამ ასე სხვანაირად?-იცხადებს უცებ ისეთი საყვარელია მეცინება და ისევ მისკენ ვბრუნდები -მოშორდი ჩემი საწოლიდან...სირცხვილია რას იფიქრებენ -ზემოთ არავინ ამოვა...მე რომ მძინავს ვერვაინ მაწუხებს -მიყურებს და სახეზე მეფერება -თმა არეული მაქვს?- საბანში ვძვრები ისე რომ მხოლოდ თვალები მიჩანს, იცინის -ბუდე გაქვს ... კიდევ კარგი ზაფხული არ არის თორემ ჩიტი ბარტყებს დატოვებდა შიგნით -ბოროტო! -მემალები? -წადი ! -გამებუტე? -ხო -ღმერთო როგორ მაგიჟებს- უცებ ამბობს საბანს მაშორებს და მკოცნის ,ლოყას რომ აწითლებს მერე მიდის -მალე ჩაიცვი და ჩამოდი ქვემოთ რომ ჩავედი კიბესთან დამხვდა, ასე მშვიდად დამავლო ხელი და წამიყვანა -სად მივდივართ...მოიცადე არავინ მინახავს მივესალმები მაინც მიშოოო რას იფიქრებენ -იმას რაც არის -რა არის -მესტიას გათვალიერებინებ -ეს ცხენია? -ჩემია... -იმედია არც კი გიფიქრია რომ ამ არსებას მივეკარები -ვიცი რომ გეშინია ასე რომ არ მიფიქრია... ფეხით წავალთ -ფეხით? -ხო ! -ამ თოვლში გინდა დავიკარგო? ჩემსიმაღლეა -მხრებზე დაგისვამ გინდა? -ნუ ხარ საზიზღარი ! ნუ დამცინი -სულ არ მოგწონს აქაურობა? ზღვა გიყვარს მარტო? -ხო ! აქ სენ გამო ვარ თორე ეს თოვლი, მეწყერ, ზვავი, ტალახი და საერთოდ სიცივე არ მიყვარს -მარტო მე რომ გიყვარვარ ეგეც მახარებს,მაგრამ სვანეთიც უნდა შეგაყვარო.მარტო ლამაზ ბიჭს რომ აღმიქვავ ცუდია.. გარემოს აღქმაც უნდა შეგეძლოს -ნარცისო! მკლავზე ვურტყამ ის კი უფრო მეხვევა, ჩემს გაყინულ თითებს თავის ტორში მალავს და ისე მივყვებით გზას. ვინ თქვა მთა და თოვლი არ მიყვარსო? ისე შემოვიარე ყველაფერი სულ არ მკგრზვნია სიცივე, მართალია რამდენჯერმე ავყირავდი და ცოტა მაკლდა თოვლში ჩაშვებამდე ,მაგრამ ჩემმა მხსნელმა გადამარჩინა და ბოლოს ცენტრში გავჩერდით. დავიღალე და შესვენება მინდოდა.ბავშვები გუნდაობდნენ , უცებ ჰაერში გამოჩნდა გუნდა და პირდაპირ დასნიანის ბეჭებს მიეხატა. ისე უცებ გაჩერდა სიცილი ამიტყდა, უკან მიიხედა და საყვარელი შავთვალა გოგონა რომ დაინახა აწურული მეგონა გაგიჟდებოდა. ჯერ უყურებდა,მერე ბავშვი ტირილის ზღვარზე რომ მივიდა მისკენ დაიძრა და მასთან ჩაიმუხლა -სროლა მამიკომ გასწავლა? -ხოო... არ მინდოდა ბოდიში -მამაშენს ვეტყვი რომ მისმა ლამაზმა გოგომ დამჭრა ... თუ ჩემს ჭრილობას არ უშველი -როგოოორ?- ის ეუყურებდა ბავშვი ლამის მივახრჩე ეს საზიზღარი .მერე იქვე ჩავიკეცებოდი დიდი სიამოვნებით ,მაგრამ გავიყინე ადგილზე ღიმილით რომ მიუშვირა ლოყა და საჩვენებელი თითი მიიდო -ერთი მაკოცე და მეც გეთამაშებით -მართლა?- გოგონა უცებ აკისკისდდა -აბა სად არის კოცნა ლანა?-ბავშვს იცნობს და მაინც ასე შეაშინა? გოგომ ხელები მოხვია ყელზე და ლოყაზე აკოცა. მან კიდე თავისი ტორები მოხვია და სულ დაფარა ეს ციცქნა გოგო,ხელში აიყვანა და ლოყაზე აკოცა-სველი ხარ ... დედიკო გეძებს ალბათ ლანა როდემდე უნდა სდიო უკან ბიჭებს? ხომ გითხარი ნუ აბრაზებ დედიკოს-თქო? -თამაში მინდოდა და ჩემი პატარა ძმა კიდე არ მეთამაშება -შენც ვერ თამაშობდი მისი ხნის რომ იყავი -სახლში უნდა წამიყვანო?-იმდენად გამოკვეთილი კილოთი უთხრა გამეცინა .წამსვე შეკრა წარბები სვანის გოგომ -ეს ვინ არის? - თამარაა...შენსავით ცელქი გოგოა და მაბრაზებს ხოლმე! -მასაც კუთხეში აყენებ? ბავშვს გულწრფელად უკვირს და თვალები უფართოვდება. მიშო ხმამაღლა იცინის და მიყურებს -კარგი აზრია არა? თუ სხვა დასჯის მეთოდი გაწყობს?- მიყურებს და ტუჩის კუთხეს კბილებს ასობს. აი ახლა მაინც რატომ არ ვწუხდები? დატრიალდეს ყველაფერი და გავიშოტო ამ თოვლში! ბავშვს ერთ-ერთ სახლთან სვამს და უშვებს . ისიც ემშვიდობება ხელს უქნევს და კოცნას უგზავნის -რა იყო ეს დემონო? -რა -ბავშვებთან სულ ასეთი ტკბილი ხარ? -შენთან მწარე ვარ? -რა...მე ეგ არ მითქვამს მე -რა შენ...რა- მიყურებს და სიამოვნებს რომ ვიბნევი და ვწითლდები.ამ ტეთრ ფონზე ჭარხალს ვგავარ ალბათ. სვიტრის ყელს მაღლა ვიწევ ,ქუდსაც ძირს ვწევ და მხოლოდ თვალები მიჩანს ბოლოს. იცინის და ისე მომყვება გვერდით-რაოოო მემალებიიი ისეევ? -მცივა...სახლში წავიდეთ -წავიდეთ...თან უნდა ჭამო თორემ ისედაც ძვალი ხარ მარტო ხმას არ ვცემ ,გაბუტული მივაბიჯებ და ღრმად ვსუნთქავ გრილ ჰაერს. უცებ ხმა მესმის ,ნაცნობი ხმა და ნერვები მეწეწება.არადა რა მსვიდად ვიყავი,როგორ ეძახის, მისი სახელიც არ უნდა ახსენოს ვინმემ მოვკლავ ამ ქათამს თმისგან გავცლი...ეს ფეხები მისია?უკანონო მიშენებაა აშკარად, აქ უკანონო მიშენებებს არ ანგრევენ? -მიშოოოოო ....მიშოოოო დამელოდეეე -ლელა ... გამარჯობა -როგორ ხაარ- ყელზე ეხვევა გოგო და კოცნის. გამახსენეთ ლოყა რომ მოვბანო სახლშ რომ მივალთ შხამი არ ჰქონდეს იმ ქალს ტუჩებზე რამე არ დამართოს ჩემ მიშოს! -მეგონა თბილისში დაბრუნდი -გადავწყვიტე დავრჩე...შენ გამოგყვები მერე -რაოოო? ვის გავყვებიო? მეტი საქმე არ მაქვს მიშოს მანქანით გამგზავრო მასთან ერთად მთელი ექვსი საათი და მეტი .მისი სუნამოს სურნელიც ა რუნდ აიცოდე შენ! -მიშო ჩემთან ერთად ბრუნდება...სამწუხაროდ თქვენს წაყვანას ვერ მოახერხებს. ლელა ხომ? მე თამარი ვარ ორი დღის წინ რომ გესაუბრეთ მიშოს მობილურს რომ უპასუხეთ -თამარი? ! ხო გამახსენდა.. კარგი მე წავალ . ნახვამდის ! -ნახვამდიიის - ხელს ვუქნევ . მიშოს არ ვუყურებ ისე ვაგრძელებ გზას. უკან მომყვება და სანამ რამეს ვეტყვი მანამ მასწრებს -როდის ელაპარაკე ? -ორი დღის წინ შენი მობილური იყო მაგასთან მეზობელი ვარო ...არ გითხრა რომ დაგირეკე -მითხარი დაგირეკე და არ მიპასუხეო და რა ვიცოდი ვინ გიპასუხა -როგორ მოხდა რომ არ იცოდი! საკუთარ მობილურს ვერ უვლი და ისე კი იგებ ყველაფერს -ნუ ეჭვიანობ-თქო! -არ ვეჭვიანობ ! ვბრაზობ მასზე ...ახლა აღარ ! -რა იცი რომ მეც მოვდივარ? -მართლა მოდიხარ? -ხო ... თუ გინდა მარტოს გაგიშვებ და კიდე დიდხანს დავრჩები -მიშოოო -ერთი დღე დარჩები კიდევ? - ისე მიყურებს ერთი დღე კი არა საუკუნე დავრჩები -მამას რა ვუთხრა? დედა გაგიჟდება -იმათაც დავტოვებ...შენ თუ გინდა დარჩენა -არ მიყვარს თოვლი ! ცივა აქ ძალიან...ძველბი მეყინება შეიძლება გავცივდე -კარგი წავიდეთ ხვალ დილას- გაბუტული მეუბნება და წინ მიდის. უკა მივყვები დასჯილი ბავშივით და მხარზე ხელს ვხვევ ,გვერდიდან ვეხუტები და ლოყაზე ვკოცნი -ხშირად თუ ჩამეხუტები გავთბები და გავუძლებ მთელს ზამთარსაც - ცხვირს ყელზე ვუსვამ და იქვე ვკოცნი . ვგრძNობ როგორ უჩქარდება პულსი. ანთებული თვალებით დამყურებს ზემოდან და ისე უცებ იწევს რომ მგონია მაკოცებს.ლოყაზე მაკრავს ტუუჩებს და ფართოდ მიღიმის. საუზმობის დროს მიყურებს, თითებს ჩემკენ აცურებს და ხელზე მეფერება. საუბარში ერთვება და ყველაფერს ეთად ახერხებს. უკვე მეორედ ყველანი ერთად გავდივართ. უფრო ცივა საღამოს. იმდენი მაცვია თავიდან ფეხებამდე შეფუთული ვარ. რომ მიყურებენ იცინიან , მიშოს მხოლოდ ერთი ქურთუკი აცვია და თვალები მიფართოვდება, ქუდს ვაფხატავ თავზე და წარბშეკრული ვუყურებ -ყინავს გარეთ! -კარგი დედიკო დამშვიდდი ეგ ტიტველი დარბის გარეთ მთელი ზამთარი არ გაცივდება- იცინის ვაჩე და მიროც ჰყვება -მართლა არ იდარდო ... ეგ კაჟივითაა -არ გაბედო და არ მოიშორო- ჩუმად ვეუბნები და სალომეს მივყვები წინ. ქუჩაში მივაბიჯებდი , უკან ვიყავი. დედამ დამირეკა ველაპარაკებოდი და ჩამოვრჩი იმათ . მობილური გათიშული არ მქონდა ისევ დარიგებებს ვისმენდი, -კაშნე მოიხვიე,ქუდი კარგად დაიფარე, ყურებზე არ შეგცივდეს აგტკივდება მერე შენი ამბავი რომ ვიცი ... ცხელი ჩაი დალიე საღამოს მაინც ყელი არ აგტკივდეს. ფრთხილად იარე მოყინული რომ იყოს თოვლი ფეხია რ აგიცდეს შნეი ამბავი რომ ვიცი მე დაებერტყები და არ მოტეხო რამე ნუ ჩაუშლი გართობას ბავშვებს -ხო დედა შენ მარრო სიძეზე იფიქრე. რატო გიყვარს ასე ეს მათხოჯი ჰა? -ოქროს ბიჭია და იმიტო .... როგორ არ უნდ ამიყვარდეს ჩემი შვილი გააბედნიერა გოგო! შენც მანახე ვინმე ვინც დაგამშვიდებს,გაგახარებს და შევიყვარებ იმასაც -დედააა რა გინდა ? წავედი მე თორე გამასწრეს იმათ -მარტო მიდიხარ გოგო? არ დაგავლოს ვინმემ ხელი და არ მოგიტაცოს -რომელი საუკუნეა -მე რა ვიცი მანდ მთის კანონებია ისევ იქნებ კი მოეწონო ვინმეს და გაგიგდოს ცხენზე -აუუ დედაა კაი რა- ვკისკისებ ისე რო მგონი დავძარი ზვავი მტაზე და ჩამოვა მალე -ნუ კაკანებ გოგო დაინგრა მთები ...წადი მიდი ჰე გკოცნი- ის იყო უნდა გამეთიშა საბოლოოდ დავმშვიდობებოდი ცხენის ჭიხვინის და ფლოქვების ხმა რომ გავიგე .ვიღაცის შეძახილები ,შტვენა და უკან შებრუნებულს ჩემკენ მომავალი ცხენი რომ მხვდება რომელიც ისე მორბის მგონი დოღის ხაზზე მოვხვდი. ვშეშდები,ადგილს ვეყინები და მხოლოს საკუთარი გულსიცემა მესმის, უკვე გამოვიგლოვე საკუთარი თავიც ყველა პანაშვიდზე ვიყავი, მიწასაც მაყრიან ჩემ საბრალო მიშოს იქედან ვლოცავ და მერე ჰაერში მაგდებს ვიღაც , ვკივი და ტრიალით მივყვები ვიღაცასთან ერთად დაღმართს, თოვლში გუნდასავით მივგორავ და ბოლოს ვჩერდები . ვიღაცას ვეცემი ზემოდან ეს ვიღაც მიშო რომ არის...ჩემი დაშნიანი ჩემი პრინცი ჩემი გმირი ჩემი სუნტქვა და ისევ ცოცხალი ვარ მთელი ძალით ვეხვევი -მიშოოო... ის ის მოდიოდა ჩემკენ მე გავშეშდი მე მესინია როგორ მეშინია.მიშოოო კარგად ხარ როგორ იქ როგორ მოხვედი ...დემონო /...ჩემო დემონო რამე იტკინე? ეს სისხლია? - ხელიდან მომავალ სისხლს რომ ვხედავ მის ხელს ვიშორებ და ვაკვირდები მეორე ხელით მეფერება და ხმას არ იღებს. ისიც შოკშია და სულ გაფითრებულია . მერე მაგრად მიკრავს მკერდზე და თავზე მკოცნის . -შენ რო რამე მოგსვლოდა...ჩემო სუნთქვავ - მხოლოდ ამას ვარჩევ და მერე ჩემი დის ხმა მესმის ტირის და საბა ძლივს ამშვიდებს. მეხვევა და მკოცნის -კარგად ხარ? ყველაფერი შენ როგორ უნდა დაგემართოს გოგო...გული გამიხეთქე ღმერთორ ომ დაგორდით ...ცხენი რომ დავინახე მერე მარტო რომ დგაინახე...მერე მიშო რომ გამოიქცა მეგონა ვერ მოასწრებდა... -დამშვიდდი ...კარგად ვარ შენ რაღა გჭირს საბა დაამშვიდე გაგიჟდა მგონი კარგად ვარ !- უცებ ვეუბნები ვშორდები და აკანკალებულ სხეულს მივაღოღებ მიშოსკენ. ვაჩეს რომ ჰყავს გამოჭერილი და ხელზე დაჰყურებს საიდანაც სისხლი თქრიალით მოსდის,ღმერთო ახლა გული გამისკდება. ცრემლები მომდის და მალე ვსლუკუნებ . თვალები მებინდება ის კი მეფერება და რაღაცას მეუბნება ბოლოს ხმამაღლა ამბობს -თამარა ! ცუდად ხარ რამე გტკივა -შენ გტკივააა -ვსლუკუნებ და თვალებს ვახამხამებ, ნორმალურად ვერ ვხედავ ,მაგრამ რომ იცინის ვამჩნევ მერე უცებ მწევს თავისკენ და ტუჩებს მიკოცნის. ნუთუ აქ შუა ქალაქში ყველას თვალწინ მკოცნის დაშნიანი ! აშკარად ემოციების ბრალია. ღმერთო რა დროს ესაა..როგორ მკოცნის ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად გასაგიჟებლად ახლა სულს განვუტევებ . -აღარ მტკივა...წავედით - ხელს მხვევს იმ ოთხ გაოცებულს უყურებს და თვალებს უბრიალებს -ხო წავედით ...წავედით ხელს მივხედოთ ექიმები კი გვყავს ბლომად - ვაჩე მუხტავს სიტუაციას. ათ წუთში სახლში ვართ. ნათია ხელს რომ ხედავს გული მისდის,თურმე სისხლის ეშინია თუა რ ვიცი რა არის ,მაგრამ ფაქტია ცალკე მოსაბრუნებელი გახდა. მირო ასულიერებდა , მიშომ მალე გამოფხიზლდება არაფერიაო ,მაგრამ ისე უყურებდა მეგონა მივარდებოდა და ატირდებოდა. საბამ რომ გაიყვანა ცუდად გახდება ისევ რომ დაინახავს სისხლსო მეც უკან გავყევი . სწრაფად გაუწმინდა ხელი და გადაუხვია -არაფერია...სისხლი მოდიოდა უბრალოდ ბევრი თორემ ჭრილობა ღრმა არ არის -კაი მართლა? -შენ არ გეუბნები დაშნი ცოლისდას ვაწყნარებ მადროვე კაცო ეს რო მოკვდეს ნერვიულობსი ნიადაგზე ხო დამეტანჯა ცოლი . უყვარს ეს ქაჯი -ამან როდის ამოიდგა ენა? ხო ვიზახდი გატყუებს არაა ანგელოზი-თქო არ მიჯერებდა ჩემი და- ველაპარაკები და თან ხელზე ვუყურებ დაშნიანს. მაჯაზე ვეფერები და ბინტით დაფარულ ხელისგულს დავყურებ. იღიმის ისევ-რა გაცინებს შენ ! -მიყვარს რომ ნერვიულობ ჩემზე -შენც ძალიან ნერვიულობდი ...ცოტა ხნის წინ- ვეუბნები და თვალებში ვუყურებ -მოიცადეთ ახლა სანამ გავალ ნუ გაგიჟდებით ყურება არ მიყვარს ... - საბა იძახის და გადის მიშო ბალიშს ესვრის . -ჩემი გმირი ხარ შენ... გადამრჩენელი, მხსნელი - ვეუბნები და ვკოცნის ჯერ ლოყაზე მერე ყელში და ბოლოს მხარზე ვადებ თავს და ყელის დაგემოვნებას ვაგრძელებ -გეყოფა ... ეს ჭრილობა ხელს ვერ შემიშლის - თავს უკან სწევს ,მეცინება მის დახორკლილ კანს და აჩქარებულ გულისცემას რომ აღვიქვამ . ვკბენ და მერე ვშორდები-სად მიდიხარ -ნათიას ვნახავ... -სადედამთილოს დაკერვა არაა საჭირო ...ისედაც კარგია დედაჩემი -დემონოოო გეყოფა ჩემი გაბრაზება ! დღეს მხსნელი ხარ და არ გეჩხუბები- კოცნას ვუგზავნი და კუსკუსით მივდივარ.ვაი ისეტ კუსკუსსს ისევ მიკანკალებს სხეული. კარს ვეყუდები და ცოტა ხანში გავდივარ მისაღებში. ნათია მოსულიერებულია და ისე მოქრის ჩემი დანახვისას მგონია რომ მისი შვილის გამო უნდა მომკლავს,მერე მეხვევა და რომ მეფერება გული მიჩუყდება -ჩემო საყვარელოო ...როგორ შეუშინებიხარ იმ პირუტყვს.ვიძახი ვინმეს დააზიანებენ ეს ცხენები-თქო მაგრამ არ ესმით . ძალიან შეგეშინდა ჩემო გოგო? ხო კარგად ხარ სენ...რამე ხო არ გტკივა? დამშვიდდი დაჯექი და დააკვირდი აღელვებული რომ ხარ ვერ გაიგებ იქნებ რამე გეტკინა ხომ არ მოურტყავს სენთვისაც ფეხი? -მე...კარგად ვარ მართლა . მიშო დროულად მოვიდა და -ეგ არ მიკვრის ... ეგრე დასდევდა სულ ცხენებს და შენო გამოყვანა არ გაუწირდებოდა. შენ ხო ხარ კარგად თორე მაგას მთელი ტანი დაკაწრული ჰქონდა ზაფხულში... უუნაგიროდ აჭენებდა ცხენებს ველური ეგ - უცებ აყოლებს თან ისევ მეფერება და მიშო რომ შემოდის წარბაწეული უყურებს- როგორ ხარ? -შენ? - გამომაცალა ქალი ხელიდან და ისე მოეხვია დაფარა სულ- არმეგონა აქ თუ იქნებოდი თორე არ შემოვიდოდი. ვეღარ ვიფიქრე ბოდიში დე - ისეთი თბილი ხმა აქვს გული მიჩერდება. ქალს კოცნის და ისიც ისე იტრუნება მეღიმება რა საყვარლები არიან ღმერთო ჩემო რამდენიმე საათში ბოლომდე მივლის ღელვა და მშვიდად ვუყურებ ფანჯრიდან თოვას. -არ მიყვარს თოვლიო? - რომ ვუყურებ მიყვარს ... გტკივა?- ხელზე ვუყურებ თვალებს ატრიალებს -ნაკაწრია უბრალოდ ... ამ სახვევსაც მოვიხსნი ხვალ . ნუ ნერვიულობ ტყუილად! რამდენჯერ უნდა გითხრა თამარა?- სიგარეტს იღებს ჯიბიდან და ფანჯარას აღებს. რაფაზე ჯდება , ერთი ფეხი მუხლში აქვს მოხლილი მასზე ნატკენი ხელი უდევს და ზურგით მინას ეყრდნობა . მიყურებს და ეწევა .მე კი ისევ ფიფქებს ვუყურებ, ერთმანეთში რომ ირევიან ქარის გამო და სწრაფად ეშვებიან ძირს. სხვა განზომილებაში გადავდივარ ... მიშო სიგარეტს აგდებს ხელს მხვევს და თავის გვერდით მსვავს , ზურგით მას ვეყრდნობი, თითებს ჩემს თმაში აცურებს და მეფერება. მკოცნის შიგადაშიგ და ნელ-ნელა უფრო ვბრუვდები -ხვალ მივდივართ? -არ გინდა წასვლა? -არ ვიცი... -ანუ ეჭვი გეპარება...როგორ არ გიყვარს სვანეთი -მიყვარს ,მაგრამ ზაფხულში -ზაფხულში , ჯვრისწერა მთაში არა ? -შეიძლება... რამდენიმე ზაფხული რომ გავა შემდეგ -მე ზღვა არ მიყვარს... -რატომ -თითქოს სიცოცხლე უნდა რომ წაგართვას...გატყუებს შენკენ მოდის გიტყუებს სიღრმისკენ და მერე გშთანთქავს. მთა კი სიცოცხლეა ჩემთვის ყველაფერი მიყვარს მთაში. ზღვის სანაპიროზე ჯდომა კი მხოლოდ მზის ჩასვლის დროს მომწონს როცა მზის წითელი ნათება ზღვის სილურჯეში იკარგება ... -მე ასეთი რადიკალური დამოკიდებულება არასდროს მქონია...ორივე მიყვარს ოღონდ ზაფხულში. მე უბრალოდ სიცივე არ მიყვარს... სულ ვიყინები და აღქმის უნარი მიქვეითდდება -ამდენს რომ იცვამ იმიტომ გცივა ასე ძალიან...ეგ ტანსაცმელი გართმევს მთელს სითბოს - ღიმილით მეუბნება და თავზე მკოცნის -შიშველი რომ გავიდე არ შემცივდება? -არ ვიცი შეგცივდება თუ არა...მე რომ დავიწვები დარწმუნებული ვარ=ყელში მკოცნის და იცინის. მეც მეცინება ,მერე უბრალოდ ვეხუტები და ვდუნდები. მისი ხელი ჩემს მუცელზე დევს , ცისფერ ვენებს მივაყოლებ თითებს ..... -ასე ჩამეძინება... -დაიძინე - ჩუმად მეუბნება და თვალები უფრო მეხუჭება. დიდხანს ვგრძნობ მისი თიტების მძრაობას თმაში,შემდეგ ხელსი ავყავარ ნელა მიაბიჯებს , სახეზე მკოცნის სადაც შეუძლია და საწოლში მაწვენს. შემდეგ ვითიშები და დილამდე თვალს არ ვახელ. საუზმობისას მივხვდი რომ გული მწყდებოდა,არ მინდოდა მათი დატოვება. დაშნიანები გვაცილებდნენ. ჩემი ჩანთა მიშოს მანქანაში იდო უკვე პირველებმა დავტოვეთ ეზო. საბა უკან მოგვყვებოდა. ჩუმად ვიჯექი და ვუყურებდი დაშნიანს,ის კი გზას არ აშორებდა თვალს თითქოს ყველაფერს ემშიდობებოდა... მის ხელს თითებს ვხვევ და ვუჭერ -არ უნდა წამოსულიყავი... კიდევ გქონდა დრო -ყველაფერზე მეტად შენთან ყოფნა მინდა...ერთ წუთსაც ნებისმიერ რამეზე გავცვლი - ხელზე მკოცნის და ისევ უკან აბრუნებს . ვერაფერს ვამბობ, უბრალოდ ვდუმდები და თვალებს ვხუჭავ. გზას ვუყურებ,საოცარ გარემოს ვათვალიერებ და შემდეგ ისე მეძინება თითქოს გამთიშეს. უკვე ქალაქში ვართ თვალებს რომ ვახელ... -ამდენ ხანს მეზინა? -ძილისგუდა ხარ ...- მიღიმის და მანქანას აჩერებს- წავიხემსოთ სანამ სასახლეში დაგტოვებ - მიღიმის და საჭმელად კი არა ჯოჯოხეთში გავყვები . მანქანიდან გადავდივარ და გვერდით მივყვები. მომშიებია თურმე... ჩუმად მივირთმევთ. ყველაფერი იცის რა მიყვარს და მეღიმება. ვაკვირდები თავად რას უკვეთავს და უკვე მეც ვხვდები რა მოსწონს. ეს და ამის ვაშლი ...წვენსაც ვაშლისას პოულობს თუ წვენს ყიდულობს და იმას მიირთმევს. შოკოლადის ტორტი დესერტად არ ავიწყდება, ჩემთან ერთად ისიც მიირთმევს და შემდეგ მივდივართ. ვაკვირდები რომ ნელა მიჰყავს მანქანა და ვუყურებ -ოთხი დღე და დავბრუნდები... -ოთხო დღე ცოტაა შენთვის? -გაუძლებ როგორმე -მე უფრო მენატრები !-დასკვნა გამოაქვს და გაბუსხული უყურებს გზას. ვგიჟდები ასე რომ კრავს წარბებს, ტუჩებიც ერთ ზოლს ქმნის, ყბების უფრო გამოკვეტილი აქვს და მინდება ყველგან ვაკოცო...უი უკვე ვკოცნი? ასე თუ გავაგრძელებ დავიმტვრევით,მაგრამ არ მადარდებს -არ მაძლევ მონატრებსი საშუალებას... არ მაძლევ ტკივილის განცდის საშუალებას და იმტომ ვგიჟდები შენზე - ვეუბნები და უცებ ვშორდები -რა იყო ეს -მომინდა და გაკოცე ... მეკრძალება? -რა თქმა უნდა ! -უკაცრავად? -მე როცა ვერ გაკოცებ რა თქმა უნდა გეკრძალება. საჭესთან რომ ვზივარ როგორ მოგეფერო! -ღმერთო ჩემო- სიცილი მიტყდება და ვერ ვჩერდები -ღმერთო თუ უყურებ რატომ არ მეხმარები? მაწამებს...ჯერ მაკოცა ახლა იცინის უნდა გამთიშოს და რამეს შევასკდე მერე თითონ წავა ანგელოზად და მე ჯოჯოხეთში უნდა დავიწვა ! მაგიჟეებს.... ჭკუიდან მშლის ... მიყვარს... მაბოდებს... სახლში რომ მივყავარ ,მამა გამოდის და სახლში სეჰყავს, არ უნდოდა მაგრამ დაუსხლტებოდა ხელიდან? ვაჩე უკვე სუფრის თავში იყო წამოსკუპული თამადა ვარო განაცხადა.მამამ იმდენი მოახერხა მიშოს გაშვება კი არა ღვინოში ჩახრჩობა განიზრახა მგონი,ვითომ ხვდება რომ ვუყვარვარ და წინასწარ იშორებს თავიდან?ეგრე საბა მოეშორებინა იმან არ წაართვა გოგო? ! სადაა სამართალი...არა ესეც რამდენს სვამს? რა იყოთ კუჭია თუ კასრი .... გაგიჟება შეიზლება. ჩემი სიძე კი კაიფობს ორი ჭიქა დალია კარგი ევროპელივით წრუპ-წრუპობით ისაუბრა .. ისიამოვნა მერე სალომე გავიდა ისიც გაცუნცულდა და როდის დაბრუნდნენ უკან აღარც მიმიქცევია ყურადღება რომ გავლიან აღარ ბრუნდბეიან საუკუნე! კიდევ კაგრი სახლში ხმა არ ვრცელდება მარტივად თორემ რა გვეშველებოდა ! ბოლოს რა მოხდა? ხო რა თქმა უნდა არც იყო გასაკვირი ერთი წინადადება „ნასვამს ,ასეთ დროს ვერ გაგიშვებთ ბიჭებო.ამაღამ აქ დარჩით ხვალ გაგიშვებთ !“ აბა გაებედათ და შეწინააღმდეგებოდნენ,კი სცადეს ახსნა ,მაგრამ მამამ განაცხადა ჩემ სიძისაცაა ეს სახლი და დავიჯერო მასთან არ რჩებით ხოლმეო? ნუ მოკლედ ბოლოს ორივე საძინებლის მომზადება მე მომიხდა ... დერეფანში რომ გავედი მიშო ფანჯარასთან იდგა , ეწეოდა მეც მივედი და რაფაზე შემოვსკუპდი მიყურებდა და იღიმოდა -მეორე ღამე ერთ სახლში... არ გინდა ეს რიცხვი უსასრულოდ გავაგრძელოთ? -კვამლს აყოლებს სიტყვებს და ისე მიყურებს რომ სიგარეტი კი არა მე ვიფერფლები -ძილის დროა დაშნიანო - ლოყაზე ვკოცნი და ჩემი ოთახისკენ მივდივარ. ვიცი რომ მიყურებს , შესვლამდე ვუღიმი და შემდეგ კარს ვხურავ. მეორე დღეს რომ გავიღვიძე უკვე საუზმობდნენ. მეც შევუერთდდი და სწორედ ამ დროს მითხრეს რომ მარიამთან წასვალს აპირებდნენ. ლამის ხტუნვა დავიწყე,რაღა ლამის ვხტუნავდი და ეგ იყო. რამდნეიმე წუთში კი უკვე მანქანაში ვიჯექი და წამებს ვითვლიდი მარიამთან მისვლამდე. აი იქ კი უკვე შოკი მივიღე ჩვეულებრივი,სადღა მახსოვდა მიშო ჩემ საწყალ მარიამს ვაკვირდებოდი და მის ადგილას რომ წარმოვიდგენდი თავს გული მიჩერდებოდა. ვერც მოვახერხე მისი დამშვიდება ისე წამოვედი იქედან . მეორე დღეს ხომ საერთოდ ქალაქში დავბრუნდით და გავიგე რომ გოგოასთან გადავიდა, საკუთარი თავიც გამოვიგლოვე მთელი შვიდი თვე მასთან ვერ დავრჩები ...ეს გოგა ვინღაა რაღა ახლა ჩამოვიდა! დემნას რომ შევხედე გული გამიჩერდა სამივეს ვაკვირდებოდი და ჩემი დემონი ყველაზე კეთილი ჩანდა მათ შორის . და აიიიი დაიწყო მეორე სემესტრიც...ცხრილს რომ გადავხედე მივხვდი რომ პირველი განვლილი სემსტრი ზღაპრი იყო უბრალოდ. იმდენი რამე მაქვს სასწავლი ალბათ მოვკვდები...იქნებ გავყოლოდი ცოლად დაშნიანს. სადარბაზოსთან რომ მხვდება გული სალტოებს აკეთებს. მისკენ მივდივარ და ვეხვევი , მორჩა მთელი დღე კარგად ვიქნები! -აბა მზად ხართ ქალბატონო მეორე სემესტრთან შესარკინებლად? 6 საგანი არავითარი დანდობა -ნუ მაშინებ -ყველაფერი კარგად იქნება...მთავარია დამშვიდდე- შუბლზე მკოცნის და მანქანის კარს მიღებს. -მითხარი რამე ლექტორებზე ... დაიწყე -რომლები გაქვს დღეს? -ბიოლოგია...ანატომია... კიდევ ბიოფიზიკა ესრაღაჯანდაბად მინდა მეზიზღება უკვე და კიდევ ორგანული ქიმია ვგონებ -ჯოჯოხეთი გქონია! გინდა ანგელოზად შემოგყვები -რატომ ხარ დემონი? ერთხელ მაინც მანუგეშე -განუგეშო? გინდა რომ განუგეშო? თავად მითხარი თორემ მე საერთოდ არ ვაპირებდი ღმერთია მოწამე -ამდენს რატომ მელაპარაკები ამ ბოლო დროს რა განწყობით მოძრ...- სანამ ვლაქლაქებ ჩემკენ იწევა და ტუჩებს მიკოცნის. აიი ახლა ნამდვილად ვიცი რომ ანგელოზად გამომყვება- ნუგეში... ხშირად მანუგეშე ,დამჭირდება- ვლუღლუღებ ის კი იღიმის და ისევ უბრუნდება საჭეს . ერთად შევდივართ შენობაში. არ ვიცი აქ რატომ არის დღეს,მაგრამ ფაქტია რომ მომყვება და ჩემს თითებში ხლართავს თავის გრძელ თითებს. ყველა ჩვენ გვიყურებს ,ის უბრალოდ ესალმება ხალხს და შეუჩერებლად მეფერება ხელსი ზურგზე. -წარმატებულ დღეს გისურვებ თამარა- ლოყაზე მკოცნის ტვალს მიკრავს და მიდის.მას შემდეგ რაც ოთახში შევდივარ... ............. ფაქტობრივად არც მიძინია , დილით დროულად ავდექი.მოვწესრიგდი და მისაღებსი გავედი. გოგა სამზარეულოსი იყო და რაღაცას ამზადებდა ,დრო კიდევ მქონდა წასვლამდე ამიტომ ტელევიზორი ჩავრთე -საუზმე მზადააა მარუსა -არ ვსაუზმობ -ყავასაც არ დალევ? ან ჩაის... -არა -კარგიი... ლექცია ათზე გეწყება ალბათ ხო? -ხო -პატარა ბავშვივით დიდხანს უნდა გამებუტო ალბათ ხო? -ხო... -პატარა რომ იყავი მაშინ არ იქცეოდი ასე და ახლა უსამართლოდ რატომ მიბრაზდება ჩემი მარიამი? -ხომ იცი რომ მიჭირს ასე უაზროდ ქცევა...როცა ჩემს ნერვულ სისტემაზე ყველაფერი მოქმედებს -ნუთუ ასეთი ცუდი დასანახი ვარ დილით...რა გგონია რომ მეთვალყურე ვიქნები და დესპოტი მამიდაშვილი რომელიც ყველაფერს აგიკრძალავს? აკრძალვის უფლება არ მაქვს და არც ვაპირებ 18 წლის ჭკვიანი გოგო ხარ რომელსაც არ სჭირდება ჩემი მიტითებები . მე უბრალოდ დაგეხმარები ,მაგრამ თუ შენთვის დამთრგუნველი არ არის მარტო ცხოვრება როცა არავინ გესაუბრება თუ მობილურზე არ დაგირეკეს, ავტობუსით სიარული , საცდელებში ყურყუტი და არც თავისუფალ დროს გართობა გინდა ბარგი არც ისე ბევრი გაქვს რომ უკან დაბრუნება ვერ შეძლო . ნუ თუ შენს მოხუც მამიდაშვილს მარტოს მიაგდებ რომელსაც ყელში აქვს უკვე ამდენხანს მარტო ყოფნა და ისე ჰყავხარ მონატრებული ერთი კვირა მაინც არსად გაგიშვებს როგორ მინდოდა არ მეტირა,მაგრამ ისევ გადმოვუშვი შადრევანი თვალებიდან. როგორ ვიცი ხოლმე ბავშვივით გაბუტვა და რეალობაზე თვალების დახუჭვა. როგორ მეხუტება ეს გორილა,ჩამიმსხვრია ნეკნები...დაიშალა ხერხემალი. რა თბილია,როგორ მიყვარს ეს ველური! -აბაა წამიყვან თუ დაკავებული ხართ ბატონო გოგა? -მომავალი რამდენიმე კვირა მხოლოდ შენით ვიქნები დაკავებული ქალბატონო მარუსააა- მკოცნის და ქურთუკს იღებს- დილით საუზმობა უნდა დაიწყო ... მერე იტყვიან სუსტი ბავშვიაო დილით რომ არ საუზმობ მაგის ბრალია -გოგა ექიმო კიდევ რას მირჩევთ? -არ ვიციი...ნამდვილად არ ვიცი -რა ... -შენ ვინ მოგარჯულებს! მე ვერ შევძლებდი ... -ველურ ცხოველს ვგავარ? -არ დაიწყო ახლა ეს ფემინისტური გამოხტომები ძალიან გთხოვ...დილის განწყობა მჭირდება -როგორ დამღალეთ ამ სიმშვიდის შენარჩუნებით... უნივერსიტეტთან რომ მიმიყვანა მისმა უდიდებულესობამ და გადმოვიდა თან გადმოჰყვა ეზოშ შეკრებილების მზერაც. ამ ამბავმა გამამხიარულა, ლოყაზე მაკოცა და წასვლის საშუალება მომცა მე ნაცნობებს ვნახავო განმიცხადა . პირველი ანატომიის ლექცია მქონდა. ვიჯექი და ველოდი როდის შემოვიდოდა. ნაბიჯების ხმა რომ გავიგე ინსტიქტურად გამოვცოცხლდი,თითქოს ენერგია მოჰქონდა თან . ღიმილით მოგვესალმა ,წარმატება გვისურვა და გეგმები გაგვაცნო. ამჯერად ყურადღებით ვუსმენდი და ყველაფერს ვიმახსოვრებდი. ხშირად მიყურებდა და ამ დროს თვალები უნათებდა. მე კი სახეგანათებული ვიჯექი და ველოდი როდის დასრულდებოდა ლექცია. როგორც იქნა დასრულდა, მეც გავედი ოთახიდან შეუძლებელი იყო უბრალოდ იქ დარჩენა . დერეფანში მივაბიჯებდი შეტყობინება რომ გამომიგზავნა“ლექციების შემდეგ არაფერი დაგეგმო !“ ესეც საკმარისია იმისთვის რომ მოუთმენლობა მიპყრობს, ველი როდის დასრულდება ლექციები და შევძლებ მასთან შეხვედრას. ლექცია როგორც კი დასრულდა ჩანთა ავიღე და გასასვლელისკენ წავედი გოგას მანქანა დავინახე და ადგილზე მივეყინე . აი რა პრობლემას შემიქმნის გოგა ბატონი,საიდან იცოდა როდის მიმთავრდებოდა ლექციები?! მეც არ ვიცი ცხრილი ჯერ ... ვიღაცას ესაუბრება ,რომ დამინახა ხელი დამიქნია და მეც წავედი აბა რა გზა მქონდა! -როგორ ჩაიარა დღემ პატარავ? -ჩვეულებრივად...-ბიჭი მიღიმის ,რა უნდა? ვინ არის საერთოდ - სახლში წამოსვლას არ ვაპირებდი -კარგი და სად მიდიხარ? გაგიყვან და მერე მეგობართან მივდივარ -მე წავალ გოგა ...ნახვამდის გამიხარდა შენი ნახვა- ბიჭი მიდის სანამ ვუპასუხებ. -აბა სად მივდივართ? ვისთან აპირებდი შეხვედრას ჩიტო?- მიყურებს და სიტყვის თქმას ვერ ვასწრებ ხელზე რომ მეხება ვიღაც. -ჩემთან მოდიოდა... როგორ ხარ გოგა?- ისაა? ჩემს გვერდით დგას ? ახლა და ამ ყველაფერს გოგოას ეუბნება? ღმერთო მერედ მოსვლა დაიწყება მალე . როგორ ახედა კვარაცხელიამ , გაგიჟდება ვითომ? -დამიანეე ... კარგად თავად როგორ ბრძანდები პატივცემულო ექიმო? -კარგად ,გმადლობ! -რამე საქმე გაქვთ სტუდენტს და ლექტორს? ალბათ შემეცნებითი - ცინიკური ღიმილი დასთამაშებს სახეზე და დამიანეს უყურებს. ისევ ეს თვალებით საუბარი ამათ რა ხარისხი აქვთ დაცული ? -რაღაც უნდა ავუხსნა ... ვერ გაერკვა . მე მოვიყვან სახლში არ ინერვიულო -მარუსა ალბათ არ ვიქნები სახლში საღამომდე ... გასაღები გაქვს -მშვიდად მეუბნება და მიდის. მართლა წავიდა -ის... რა წავიდა? -და არ უნდა წასულიყო?- გაკვირვებული მიცხადებს და მანქანის კარს მიღებს -მხოლოდ დემნას მეგობარია თუ- როგორც კი ჯდება მანქანაში მაშინვე ვეკითხები რადგან ვერ ვისვენებ იმდენად მაოცებს ეს ამბავი -დემნა სისხლითაა მხოლოდ ჩემი ძმა ისე კი გოგას ტყუპისცალი იყო ყოველთვის ... მეც დიდი დროის გატარება მიწევდა მათთან ერთად დემნამ გამზარდა ფაქტობრივად და იმიტომ - ეს რომ თქვა თითქოს ხმა დაუსუსტდდა. აღარ მიკითხავს, უბრალოდ გზას ვუყურებდი და ჩვენს პირველ მგზავრობას ვიხსენებდი. სულ ცოტა დრო იყო გასული ,მაგრამ ახლა ნამდვილად მშვიდად ვიყავი და აღარც გაურკვევლობა იყო ჩემს ირგვლივ. ქალაქიდან რომ გავიდა მხოლოდ შემდეგ გავხედე და მანაც წამსვე გამომხედა-შენს მოტაცებას არ ვაპირებ ნუ ღელავ -ისე მიღიმი მე კი გავითიშე და თუ გინდა მომიტაცე არ მაქვს პრეტენზია-მალე მივალთ... რამდენიმე წუთში ერთსართულიან ლამაზ სახლში ვიყავით ,კარიც კი არ იყო ჩაკეტილი -მიშოს სახლია... აქამდე აქ ცხოვრობდა რამდენიმე თვე საქმეები აქვს და ქალაქში გადმოცხოვრდა ისევ. მეც მიყვარს ეს ადგილი როცა ის არ არის სიმშვიდეა -როცა არის? -ზედმეტად ბევრი ქალია ხოლმე - თვალებს ატრიალებს და მერე იღიმის - ზედმეტად ქალების მოყვარული ძმა მყავს ბაბნიკიც აღარ ქვია უკვე 30 წლისაა -30? -ახლა ჩემს ასაკს ითვლი ხო? 27 წლის ვარ - ისევ მიღიმის ,რარაცას რთავს და ბუხარიც წითელი ალით ინთება-ვინაიდან რამდენიმე წელი ისევ ჩემი მასწავლებლის ზედამხედველობის ქვეშ მომიწევს საქმის გაკეთება მაღალი ხელფასი არ მაქვს და გადავწყვიტე მეორე საქმე შემეთავსებინა ,რომელზეც ადრეც ვფიქრობდი ასე გავხდი ლექტორი -დიდხანს არ იქნები? -ორი წელი მაინც ...ან იქნებ მომდევნო წელს სხვამ გასწავლოს -ამიტომაა შენთვის ეს ურთიერთობა მარტივი? შეგეძლო აქამდე გეთქვა -შენ საუბარს ფაქტობრივად მიკრძალავდი მარიამ! მივხვდი რომ უნდა მეთქვა რაღაც-რაღაცეები და ახლა სანამ კიდევ რამეს გაიგებ არასწორად ინფორმაციას მოგაწოდებ -მაგ ამბავთან დაკავშირებით... -ვიცი რომ აღარ ბრაზობ და უბრალოდ თავიდან გაგიჟდი ... რომ დავფიქრდი გავიგე როგორ იყავი -მიყვარს როცა საუბარი არ მჭირდება ... და ისედაც ესმით -ხოო? -რაღაც უნდა გითხრა- მიყურებდა,ჩუმად ვიყავით უცებ გასწორდა და ისეთი გამომეტყველება მიიღო თითქოს მიხვდა რომ რაღაც ცუდს ვეტყოდი -ოო ისეთი გამომეტყველება გაქვს ვიცი გამაბრაზებ! არ მითხრაა რაა კარგ ხასიათზე ვარ არ მინდა განრისხება ... -უცებ გეტყვი და არ განრისხდე... უბრალოდ უნდა იცოდე რომ იმ ღამით მობილური არ გაგითიშავს ძირს დავარდა და მე ყველაფერი გავიგე . ისე გელაპარაკებოდა დემნა გავმხიარულდი და ვეღარ გავთიშე ,მაპატიე -ახლა არ უნდა ვიფიქრო რომ იმ ყველაფრის შემდეგ მაპატიე? -საპატიებელი გქონდა რამე? -კარგიიი... გავიგე დავივიწყოთ- მიყურებს და მერე დივანს ეყრდნობა ისევ. თავს უკან სწევს და ჭერს უყურებს. ყელი ისე კარგად უჩანს რომ მინდა ვაკოცო, ჯანდაბა რატომ ვერ ვისვენებ. -მაინც ბრაზობ ხო? -ცოტას ... არ მიყვარს როცა ჩუმად მისმენენ მითუმეტეს როცა შეგეძლო ყველაფერი პირდაპირ ჩემგან გაგეგო და არ მოისურვე -ეს დრო მჭირდებოდა... უნდა დამელაგებინა აზრები -გრძნობებს როდის დაალაგებ მარიამ? -ვეღარ ითმენ? -ასე რატომ მიღიმი? გიხარია რომ ვეღარ ვითმენ? -მაინტერესებს რამდენ ხანს მოითმენ და ასე მშვიდად დაჰყვები ჩემს ნებას...ისე ცოტა მართალიცაა დემნა -გინდა მოგიტაცო? ძალადობა და მე იმდენად შორს ვართ რომ მტხოვო მაინც ვერ მოგიტაცებ -კარგი მე მოგიტაცებ..ჩვენ შორის ხომ შენ ხარ ლამაზმანი -მარიაამ გეყოს ... კარგ ხასიათზე რატომ ხარ? ასე გიხარია გოგასთან გადასვლა? -რატო გამახსენე ?! -ტყუილად ბრაზობ ... გოგას კარგად ვიცნობ -აბა ცოტა ხანს ვატარებდი მასთანო? -სამაგიეროდ ჩემს ძმასთან გავატარე 27 წელი და ხომ გითხარი ტყუპებივით არიან ! დემნას კი საკუთარი ხუთი თითივით ვიცნობ. უკუღმა რომ ამბობს მე უკვე სწორად მესმის მისი ნათქვამი ... როგორ აგიხსნა „გრუზინების“ ბუნებას კარგად ვარ გაცნობილი -დემნას გაზრდილი ვარო რომ მითხარი რა იგულისხმე... მაშინ შენც რატომ არ გავხარ მათ? -დემნამ გამზარდა...პირდაპირი მნიშვნელობით .ვინც ვარ და როგორიც ვარ მისი დამსახურებით ვარ -მომიყევი- ისე შემომხედა მივხვი აინტერესებდა უნდა გაეგრძელებინა თუ არა -იმედია განწყობას არ გაგიფუჭებ და მთლად ტრაგიკულადაც არ შეხედავ ჩვენს ისტორიას ... მამა ოთხი წლის ვიყავი რომ გარდაიცვალა , საერთოდ არ მახსოვს როგორი იყო .ყველაფერი ჩემს მეხსიერებაში დემნას დამსახურებით შეიქმნა . დედა მუშაობდა ყველგან სადაც კი შეიძლებოდა, უბრალოდ დიასახლისი იყო და რთული საქმის შესრულება უწევდა ჩვენ რომ მშივრები არ ვყოფილიყავით. დემნა იყო ჩემთან , დედა მხოლოდ ღამით მოდიოდა მთელი დღე კი ის ზრუნავდა ჩემზე. როგორც მეუბნება ჭირვეული ბავშვი არ ვიყავი, სულ მშვდიად იჯექი და კითხვაში ხელს არ მიშლიდიო . მე კი მახსოვს რომ სულ რარაცას ვუფუჭებდი და ხელსაც ვუშლიდი უბრალოდ ის ამბობს რომ არასდროს შემიწუხებია და მსვენიერი ბავშვობა ჰქონდა. არასდროს აღიარებს რომ ბევრი რამე ჩემ გამო დაკარგა ... იმიტომ რომ 4 წლის ბავშვის მოვლა უწევდა . კარგად სწავლობდა, სულ ასეთი გიჟი იყო ,მაგრამ წიგნებს არასდროს შორდებოდა ზუსტად იცოდა რა უნდოდა და მერე მეც მასწავლა რომ წიგნის გარეშე არაფერი გამომივიდოდა. ახლა იძახის ჩემი ბრალია ასეთი წიგნისჭია რომ ხარ დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს ჩემთან ერთად დაგაყუდებდი ქუჩაში და გაგიხალისებდი ცხოვრებასო ... -გაეცინა მეც გამეღიმა ,ვხვდებოდი როგორ უყვარდა თავისი ძმა ,როგორი ურტიერთობა ჰქონდათ,წარმოვიდგინე რა ძნელი იყო მათთვის ცხოვრება . როგორ იქნებოდა მათი დედა და წამით ბურთიც მომაწვა ყელში ,მაგრამ მალევე გადავაგორე და ისევ განვაგრძე მოსმენა. ოთახში იმდენად სასიამოვნო განათება იყო ბუხრის დამსახურებით რომ საოცარ სიშვიდეს ვგრძნობდი . მისი ხმაც ისე საამოდ ჩამესმოდა - წარმოგიდგენია დემნა რომ გეტყვის ცუდი სიტყვა არ უნდა თქვაო? მართალია დედა ორივეს გვასწავლიდა როგორ უნდა მოვქცეულიყავით საზოგადოებაში, როგორ უნდა გვესაუბრა უფროსებთან, ქალებთან თუნდაც მოხუცებთან ,მაგრამ ის არაფერს ითვალისწინებდა როცა ბიჭებთან იყო. მე რომ მეთქვა ერთი ცუდი სიტყვა ისე დამიყვირებდა ბრუნვებს ვაკეთებდი, გამხდარი ვიყავი და დამცინოდა კიდევ კარგი წიგნებით სავსე ჩანთით დადიხარ თორე ქარი წაგიღებს და სად გეძებო მერე მეო ... -არ მჯერა ... -უცებ ვთქვი და ტუჩზე ვიკბინე -რა არ გჯერა -რა და დემნა რომ ასეთი იყო...ამდენი რამ გადაიტანეთ და მაინც არ ხართ სხვა ობლების მსგავსად... კიდევ ისიც რომ ამდენად გამხდარი იყავი -დედა გვეუბნებოდა რომ არ უნდა გვეგლოვა,რადგან ეს მამას სულს დაამძიმებდა, თუ გვინდოდა რომ ის ზეცაში კარგად ყოფილიყო უბრალოდ უნდა გვებრძოლა ცხოვრებაში წარმატებისტვის მიგვეღწია და ისეთები გავმხდარიყავით რომ ეამაყა ჩვენით. კიდევ ამბობდა რომ მისი დანაბარები ასრულდებოდა,მაგრამ მე არ ვიცოდი რაზე ამბობდა... დემნამ იცოდა და ასრულებდა კიდეც. თურმე მამა ხშირად ეუბნებოდა როცა ეფერებოდა „ისე იცხოვრე რომ კაცი იყო და არა არაკაციო“ -დედა... დედაზე მეტი მომიყევი -გვიან დაქორწინდნენ ... 35 წლის იყო დედა დემნა რომ გააჩინა მამა მასზე უფროსი იყო რამდნეიმე წლით. ამიტომ უჭირდა მუშაობაც , დასუსტდა და ამდენი საქმისგან უფრო ასაკოვანს ჰგავდა, მისი თვალები იმდენად სევდიანი იყო რომ ვუყურებდი სულ მინდოდა მისი დარდი გამექრო .მაგრამ ვერ მოვასწარი...არ გვადროვა ღმერთმა და ისიც წაგვართვა. მაშინ როცა უკვე დიდები ვიყავით და ჩვენ დავიწყეთ მასზე ზრუნვა რომ ბედნიერი ყოფილიყო, მშვიდი და ტკბილი მოხუცობა ჰქონოდა სწორედ მაშინ უმტყუნა გულმა. მე და დემნა სახლში არ ვიყავით ... ორივე უნივერსიტეტში ვიყავით. ცუდად არ იყო , ან უბრალოდ არ იმჩნევდა სახლში პირველი მე დავბრუნდი უამრავი ხალხი იყო ბინასთან და გამიკვირდა. მახსოვს კართან რომ მივედი ყველაფერი გაჩერდა. ბოლომდე ვარწმუნებდი თავს რომ ცოცხალი დამხვდებოდა ... მერე მახსოვს დემნა რომ შემოვარდა ღრიალით გამიშვითო ყვიროდა ჩემ სახელს იძახდა თურმე ეგონა რომ მე მჭირდა რაღაც...დედა სახლში არ უნდა ყოფილიყო იმ დროს მეგობართან წასვალს აპირებდა . დედა რომ დაინახა გაჩუმდა ... ჩემგან განსხვავებით არც უყვირია არც უტირია მე კიდევ ვკანკალებდი ის კი გაშეშებული იდგა, სუნთქვაშეკრული მოვიდა უბრალოდ ეხვეოდა რაღაცას ეჩურჩულებოდა მერე ადგა ხელი მომხვია და იმის მერე მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ...ჩვენ ორივე მამას ვგავართ მაგრამ მას დედას თვალები აქვს ...ზოგჯერ ჩემსავით შავი , ყავისფერი ან ნაცრისფერი ერთხელ მითხრა დედა და მამა არ დაგავიწყდება არასდროს მამას სარკეში დაინახავ როცა საკუთარ თავს შეხედავ დედას კი ჩემი თვალების დანახვისასო. დაკრძალვიდან სამ დღე იყო გასული ოთახსი რომ შემომივარდა და წიგნები დამაყარა თავზე მამა და დედა ერტად ელოდებიან როდის გახდები ექიმი და ასე თუ იწვები და იტირებ ცრემლში დაახრჩობ იმათაც და მეც სხვა ვერაფერს გააკეთებო .რომ ვუთხარი არ ვტირი-თქო ისეთი სახე გაქვს იმათთან ცრემლებად მივა და რას მომსდევ სიტყვებზეო .... მოკლედ ასე იყო მგონი არც ისე მოკლედ მოგიყევი -არადა მეგონა შენი გიჟი ძმა იმ ჩვენს ტყუპებს გამიგიჟებდა -ამას რომ ვეუბნები იცინის . მეც გული მითბება ისე მინდოდა გაეღიმა და არ მოეწყინა რომ ყველაფერზე თანახმა ვიყავი -პირველივე რომ არ გამოვიდეს ტყუპები -მარტო ორი ბავში გინდა? იმდენის დაბადებას უყურე უკვე რო შენი აღარ გინდა დავიჯერო? -იმდენს ვუყურე უკვე ქალები მეცოდებიან -ეგ ჩემი საქმეა და შენ ვინ გაწყვეტინებს საერთოდ -ხოო? შენ ჩემს დაბერებას ელი და მერე მართლა აღარ იქნება ჩემი გადასაწყვეტი - მეგობრებზე რას მეტყვი? -კონტაქტური ,გახსნილი და გულღია კაცი რომ არ ვარ მიხვდებოდი ალბათ -რატომღაც მივხვდი ...თუმცა მე საწუწუნო არაფერი მაქვს აშკარად -კარგია მაგასაც რომ ხვდები ამიტომ მევასები - უცებ იძახის და ეს“მევასები“იმდენად უცხო მოსასმენია ლექტორისგან კისკისი მიტყდება და ძლივს ვჩერდები -რა ვთქვი ასეთი -მევასებიიი...როგორ შეიძლება ლექტორო? -დამცინით ანუ ქალბატონო? -გააგრძელე საუბარი თუ შეიძლება... -არ მითხრა მეჩქარებაო...ხვალისთვის არაფერი გაქვს სასწავლი -შენი ლექცია რატომ მაქვს კვირის ბოლოს? -ყოველ დღე გინდა მნახო ქალბატონო? -რა ვერ გნახავ? ლექციაზე ისედაც ურჩხული ხარ სულ ნუ შემოხვალ -წავალ და მოგენატრები იცოდე ისეთი ლექტორი მოვა -რა მეორე ახალგაზრდა ლექტორი არ იქნება დავიჯერო? -რომც იყოს მე არ ვიქნები და შენთვის ესეც საკმარისი იქნება ტანჯვისთვის -თავდაჯერებულო! იცინის და შემდეგ აგრძელებს მოყოლას -არ მიყვარს ყალბი ურთიერთობები ჩემთვის მეგობრობა,სიყვარული და ყველა კავშირი ნამდვილია ამიტომ ერთადერთი მეგობარი მყავს ჩემი ძმის გარდა რომელმაც მიმატოვა და როდის ჩამობრძანდება კაცმა არ იცის -რა ჰქვია? სად გაიცანი და მაინცადამაინც ის რატომაა ერთადერთი -უბრალოდ მივხვდი რომ ის იყო ... ანდრეა ჰქვია ბატონს ისიც ექიმია ერთად ვსწავლობდით. მერე წავიდა ცოდის ასამაღლებლად მოეწონა ამერიკელი გოგოები ,კლინიკები ,იქაური ანაზღაურება და დარჩა . არაპატრიოტია ! - ისე საყვარლად ლაპარაკობს ვიბადრები . -რამდენი ხანია რაც წასულია -ორი წელია -ორი? მეგონა დიდი დრო იყო გასული ისე ლაპარაკობდი -დიდი დროა ჩემთვის ორი წელი ... ორი წელი რომ ვერ მნახო კარგად იქნები? -მშვენივრად... გამიგია სიკვდილის შემდეგ იქაც კარგად არიანო - ბოლოს ვეუბნები თვალებს რომ მიბრიალებს და მერე ისე უცებ ეღიმება მე თუ არ ვაკოცებ ის ნამდვილად მეფერება -როგორ გიყვარს ჩემს გულთან თამაში -ჩემია და უფლება მაქვს -მერე მე ვარ თავდაჯერებული! -შენ სულ არაფერი გაინტერესებს? -მგონი ყველაფერი ვიცი რაც მჭირდება და დეტალებს შემდეგ გავიგებ -გიგი თუ დეიდაშვილია მათზე რატო არაფერს მიყვები -ისინი ქალაქშია რ ცხოვრობდნენ და ვერც გვეხმარებოდნენ...დეიდა დედაზე ბევრად პატარა იყო და თავად ვერც ვერაფერს გააკეთებდა. მამას მშობლები გარდაცლილი იყვნე უკვე...დედას მშობლები კი ხანდაზმულები . ისინიც გვეხმარებოდნენ ,გარკვეულწილად მაგრამ მაინც მარტო ყოფნა გვიწევდა. -გოგა სად გაიცნო დემნამ? -ისინიც კურსელები არიან ....მანამდეც იცნობნენ ერთმანეთს ერთ უბანში ვცხოვრობდით ადრე სანამ დედა გარდაიცვლებოდა .მეზობლად არა ,მაგრამ მათ გაიცნეს ერთმანეთი. -ეკონომისტია დემნა? -დემნა როგორ გითხრა ეკონომისტიცააა, მუშაცაა, ბიზნესმენიცაა, ხელოსანიც , ექიმიც თუ დასჭირდა და კიდევ ყველაფერი რაც დაჭირდება. ყველაფერი ეხერხება და გამოუვალ მდგომარეობაში თუ ჩავარდა ნებისმიერ რამეს გააკეთებს თავი რომ დაიხსნას. ადრეც ასე იყო , მაგრამ ახლა იპოვა თავისი საქმე . იმდენად მოხერხებული იყო ყოველთვის რომ არ სჭირდებოდა ზედმეტი კითხვა და ღამეების თენება. ზუსტად იმას სწავლობდა რაც პრაქტიკაში დასჭირდებოდა კაპიტალი დააგროვა და როგორც იცი კლინიკა სადაც ვმუშაობ მისია. ყველაფერი კლინიკაში დააბანდა, გამიკვირდა ძალიან რადგან მეგონა სხვა რამეს მოიფიქრებდა. მერე ვეჩხუბე ჩემ გამო იყიდე ცდები თუ გგონია რომ იქ დავიწყებ მუშაობას და დამოუკიდებლად ვერაფერს ვიპოვი-თქო ..ერთი საათი ვყვიროდი იჯდა და მისმენდა მერე განმიცხადა ყველაზე მომგებიანი საქმეა ავადმყოფი სამწუხაროდ ყოველთვის იქნება, კლინიკა უკვე მყარად დგას, საუკეთესო კადრები გვყავს შენ ექიმი ხარ და მეტი უკეთესი რა მენახა გადავიდებ ფეხი ფეხზე და ვიცხოვრებ მშვიდადო.ხუთი წელია მშვიდადაა ზუსტად მისი კაპიტალის შესახებ არ ვიცი და არც ვინტერესდდები ,მაგრამ შიმშილით აშკარად არ კვდება . სხვათაშორის მანქანა მან მაჩუქა რეზიდენტურაც რომ დავამთავრე მაშინ თორე მე ღარიბი ბიჭი ვარ ...ექიმებს მიზერულს თანხას გვიხდიან საქართველოში თუ 20 წლის სტაჟი არ გაქ -ღატაკი იყავი თუ გინდა ოღონდ ასეთი იდეალური დარჩი ცხოვრების ბოლომდე- ეს ხმამაღლა ვუთხარი და თან გამომეტყველებაზეც მეტყობა რომ გულებს ვისვრი თვალებიდნა ხო?-ანუ დემნა კლინიკაში არ მიმიღებს უმცროს ექიმად რო რამე? -დემნა მიგიღებს ...უბრალოდ მე არ მივცემ ნებას თუ კარგი გოგო არ იქნები -შენ იმდენს იზავ დიპლომს არ მომცემენ ! ბოროტი ლექტორიიი ცუდი ლექტორიი - რომ ვეუბნები თვალებს ხუჭავს და თავს უკან სწევს . რა იყო ახლა ეს?! -ასეთი გამომეტყველებით,ხმით და მზერით ნუ მელაპარაკები ! -რატომ? -ცუდად მხდი ! -გვესმის ერთმანეთი...იმ განსხვავებით რომ მე სულ ეგრე ვარ ... დარწმუნებული ვარ უფრო ცუდადაც კი -ხოო? -აი ახლაც.. ასე ნუ მიყურებ შენი თვალები უბრალოდ ... -ნუ კრუტუნებ მარიამ -რას ვშვები? -კრუტუნებ... -გეჩვენებათ აშკარად -ნუ მეკამათები ! -დიქტატორო ! -ოდესმე დამემორჩილები? -მეტად როგორ დაგემორჩილო პირდაპირ მონა ვხდები როგორც კი შემომხედავ...ესეც ხმამაღლა ვთქვი ? -მე რატომ ვერ ვგრძნობ მაგას ... -მშვენივრად გრძნობ და ხვდები ყველაფერს - ვბურტყუნებ საწყლად და თვალები მეხუჭება,ისე მეფერება ლოყაზე ჭკუიდან მშლის და კიდევ კარგი სახეს არ ცდება მისი „თავხედი თითები“ თორემ წარმოდგენაც არ მინდა რა დემამრთება -შენ გრძნობ? -რას... -მე რა მემართება როცა ახლოს ხარ და ვერ გეხები, როცა გიყურებ და ვერ გიახლოვდები... -არ ვიცი ... -მგონია რომ შევიშალე - ჩუმად ამბობს და ჩემკენ იწევს ,იმდენად ახლოსაა რომ ცხვირით ლოყაზე მეხება , ყელისკენ მიდის და არ მკოცნის - ვერ ვხვდები როდის შემიწყალებ მარიამ...შენ გარეშე ვინ ვარ -სიმშვიდემდე შეშლილი -სიმშვიდემდე... სიმშვიდეც შენშია-ტუჩის კუთხეში მკოცნის ,შემდეგ ლოყაზე ყბამდე ისე ნელა მიდის რომ ვინაბები . ნეტარებაში ვიყავი სანამ მობილური არ ამღერდა. ჩემი არ იყო, შეწუხებული სახით უპასუხა და მაშინვე ფეხზე წამოიჭრა როგორც კი ნომერი დაინახა . არ მესმოდა რა უთხრეს მხოლოდ ის გავიგე როგორ თქვა ნახევარ საათში კლინიკაში ვიქნებიო და მივხვდი რომ უნდა წავსულიყავით. უკვე ჩანთით ვიდექი რომ გამომხედა -წავედით... -მინდოდა ერთად გვევახშმა , მაგრამ რთულია ექიმი როცა ხარ მითუმეტეს უკონტროლო პაციენტის ... წესით ორ კვირაში უნდა დაწყებოდა მშობიარობა ,მაგრამ ისეთი მოუსვენარი ბავშვი ჰყავდა ველოდი კიდეც რომ ვერ გაჩერდებოდა - თავისთვის უფრო თქვა ვიდრე ჩემთვის და მანქანისკენ გაიქცა. კარი რომ გამიღო გამეცინა,ასე ეჩქარება და რა დროს ეს იყო. გზიდან ელაპარაებოდა მორიგე ექიმს თუ ექთანს არ ვიცი,მაგრამ ფაქტია მდგომარეობას იგებდა და მითითებებს აძლევდა. ნახევარ საათში არა მაგრამ 15 წუთში ქალაქში ვიყავით. კიდევ რომ დაურეკეს და უთხრეს უკვე წ....ბი დაღვარაო -ჯანდაბა! შეიყვანეთ სამშობიაროში ყველაფერი მოამზადეთ ...პედიატრი გამოიძახეთ -მეც წამოვალ..უბრალოდ კლინიკაში წადი ! -მარიამ... -რა მნიშვნელობა აქვს სად ვიქნები დამიანე ? კაბინეტში დაგელოდები ... -ყოველთვის უცნაურად მთავრდება ჩვენი შეხვედრა -მე პრეტენზია არ მაქვს ...არ მაინტერესებს როგორ დასრულდება ისიც საკმარისია რომ გხვდები და შენთვის სხვაგვარადაა ? -ჩემთვის ისიც საკმარისია რომ გიყურებ , ხელს რომ მიშლიან არ მიყვარს ... აბაა იმედია ჩემ კაბინეტში როგორმე გაიყვან დროს . წასვლაა რ გაბედო გვიანია უკვე არ მანერვიულო იცოდე! - ისე საყვარლად მიაყარა მაკოცა და გავარდა შენობისკენ მემგონი სუპერმენია. მშვიდად შევედი კლინიკაში იქ გოგონა დამხვდა ბატონი დამიანეს კაბინეტამდე მიგაცილებთო მითხრა და ნაცნობი ოთახისკენ გამიძღვა. -თუ რამე დაგჭირდებათ შეგიძლიათ მითხრათ ... -გმადლობთ ..უკვე შევიდა სამშობიარო ბლოკში? -დიახ უკვე იქ არის...მაგრამ როდის გამოვა ვერ გეტყვით ყოველთვის სხვადასხვა დრო სჭირდება შეიძლება საათი ან რამდენიმე საათი დაჭირდეს. ერთხელ დილამდეც კი გაგრძელდა გოგონა წავიდა მე კი დივანზე დავჯექი და თამარას დავურეკე . მასთან საუბარში დრო სწრაფად გავიდა.ყველაფერი მოვუყევი რისი თქმაც მინდოდა. მისგანაც მივიღე ინფორმაციები , დამიანე ისევ არ ჩანდა . შემდეგ ჩემი თამარა ტვალებდახუჭული რომ მელაპარაკებოდა დავემშვიდობე და ძილის საშუალება მივეცი მე კი კაფეტერიას მივაშურე. ყავა ვიყიდე და ისევ კაბინეტში დავბრუნდი. მის მაგიდაზე ვდებდი ერთ ქილას კარი რომ გაიღო და შემოვიდა. ფრომა ეცვა , შუბლი დაცვარული ჰქონდა და ისეტი დაღლილი სახით შემომხედა ჩახუტება მომინდა, მერე გამიღიმა და ჩემკენ წამოვიდა -კაგრი გოგო ხარ რომ დამელოდე და ბოდიში რომ გალოდინე ..იმედია არ მოიწყინე ძალიან - ხელები მომხვია ფრთხილად და ლოყაზე მაკოცა -ყველაფერმა კარგად ჩაიარა? -კი ორივე კარგად არიან უბრალოდ ბავშვი წონით ძალიან დიდია და ცოტა აწვალა დედიკო -აქ უნდა დარჩე ღამით? -შემიძლია წავიდე ...მაგრამ ვრჩები ყოველთვის . გართულება რომ მოხდეს მე უკეთ მივხედავ ,რადგან ზეპირად ვიცი ყველას მდგომარეობა - მშვიდად მითხრა და ყავას რომ შეხედა გაეცინა- ყავა ჩემია? -მარილი არ ჩამიყარეს ...ამიტომ გემრიელი იქნება -ცუდები ...როგორ არ ჩაყარეს მარილი - თავი გააქნია და გაიღიმა- წავალ გამოვცვი და მოვალ ათ წუთში გზაში ვიყავით . მშვიდად მიდიოდა და ხშირად მიყურებდა ,სადარბაზოსთან რომ გააჩერა მანქანა ჩემკენ შემობრუნდა -პირობას ვერ მოგცემ რომ სხვა შეხვედრებიც მსგავსად არ დასულდება,მაგრამ შენი გამგზავრების ამბავზე ვიზრუნებ -მაგაზე ფიქრი საჭირო არ არის...მიყვარს კლინიკაში ყოფნა როცა თავად არ ვარ პაციენტი ...იმედი მაქვს კიდევ გამონახავ დროს ჩემთან შესახვედრად -ოღონდ შენ ისურვე -მაშ ნახვამდის - ისევ ისე უაზროდ გაღიმებული ვუყურებ და არც ვაპირებ სერიოზული გამომეტყველების მიღებას. შიგნიდან ვანათებ და ვერ ვიკავებ თავს. მისკენ გადავიხარე მოვეხვიე ლოყაზე ვაკოცე და მანქანის კარი გავაღე -მარიამ... -ჰოო -რომ ახვალ აივნიდან გადმომხედე ,გთხოვ- ისე მითხრა თითქოს საოცრებას ითხოვდა. არაფერი მითქვამს ,სწრაფად წავედი კორპუსისკენ ბინაში რომ ავედი სულ გადამავიწყდა აივანზე გასვლა . საძინებელში რომ შევედი მერე გამახსენდა და კისრიტეხვით გავვარდი გარეთ .ამ ყინვაში მანქანასთან იდგა ზემოთ იყურებოდა, აშკარად ეგონა რომ რამე დამემართა კიბეზე ასვლის დროს ,როგორ შეიძლება ასეთი გათიშული ვიყო ,ალბათ ვანერვიულე ! რომ დამინახა მგონი გავიგე როგორ ამოისუნთქა ისე მიყურებდა მზერით მემუქრებოდა . შებრუნდა და მანქანაში დაბრუნდა, მე კი შეტყობინება მომივიდა მობილურზე „ ვიცოდი რომ გაბრაზდებოდი,მაგრამ ასე სამაგიეროს გადახდაც არ იყო საჭირო!-გავბრაზდი“ ღმერთო ამ კაცს ჩემი გაგიჟება რატომ შეუძლია? რატომ მიეცი ეს ძალა? კი არ გავბრაზდი მესიამოვნა,მაგრამ ერთის მხრივ უკვე მღლის ეს გადამეტებული „მზრუნველობა’მარტო არ იცხოვრო, გვიან ღამით არ იარო, რომ ახვალ დამირეკე,რომ მიხვალ დამირეკე, რომ ჩამოხვალ ,რომ წახვალ მაგრამ მისგან არაფერი მაღიზიანებს და პროტესტის გრძნობის გარეშე მონა რომ ვხდები ვხვდები ღმერთო? დილით დისორიენტირებული ვმოძრაობ, საძნებელს რომ ვტოვებ და სააბაზანოსკენ მივდივარ ვიცი. აი კარი რომ ჩემს ცხვირ წინ ჩაიქროლებს და იქედან ნახევრად შიშველი დემნა გამოდის აი მერე ნამდვილად ვითიშები იმიტომ რომ დილის მზერით დამიანე მგონია და გული მიჩერდება მერე რომ ვხვდებირ ომ ის გაჩერება არ არის როგორც ვიცი ხოლმე და ის გიჟიც მეკრიჭება თავის ქექვით უკან ვიხევ -ოჰოოო რძალო რა ფორმაში ხაროოოო იმედია ჩემს ძმას ასეთი არ უნახიხარ ხო? -ვერც ეღირსება კარგა ხანს ... სტრიპტიზი უნდა უცეკვო თუ რას აესვეტე წინ - გოგას ხმა მესმის და თვალები შუბლსა და კეფას შორის იწყებს ხტუნვას . რაო იმან ვინ რას ვერ ეღირსებაო? -შეიძლება გავიგო რატომ იცის ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია ყველამ -ყველა არ ვარ მე! -ოუუ აშკარად სჯობს დილის მრისხანე მარიამს გავეცალო ..თორემ ამაძრობს კანს. დამალევინე ყავა შე ჩემა და წავალ სახლში გასკდა თავი ვაახ ! არა და ხო გთხარი წავალ სახლში_თქო -ძლივს იდექი ფეხზე მანქანაში როგორ ჩამესვი და მე გამოყოლა მეზარებოდა- ხმა მესმის ისევ სანამ წყალს მოვუშვებ აი მერე უკვე გამოფხიზლებას ვიწყებ და გონს მოსული რომ გავდივარ დემნა მაგიდასთან ზის და ყავას მიირთმევს მშვიდად,თან ვიღაცას წერს . გოგა კი დივანზეა გაშოტილი და ლუდის ქილა აქვს მიყუდებული. გვერდს ვუვლი ამ სანახაობას და საძინებელში შევდივარ. თავის მოწესრიგებამ დიდი დრო წამართვა ამიტომ გასვლისთანავე წასვლა მომიხდა . იმათ ჩემი წაყვანის თავი რომ არ ჰქონდათ ფაქტია ხომ? ანუ ავტობუსში შევედი და ისეთი გაჭედილი იყო შევეკვეხე უფრო სწორი ნათქვამია,სუნთქვის ამდენ ხანს შეკავება თუ შემეძლო არ ვიცოდი თორემ რეკორდებში ჩავწერდი საკუთარ სახელს. კიდევ კარგი ორივე ფეხსაცმლით ჩამოვედი ძირს! დამიანეს ლექცია არ მქონდა და მთელი დღე მოწყენილი დავაბოტებდი, ლექტორს ერთი შეტყობინების გამოგზავნაც არ გახსენებია და სულ მთლად მოვიღუშე ბოლოს. ლექციების დასრულებსი შემდეგ სახლში წავედი, გოგა არ იყო რა თქმა უნდა. მე კი ჩემი ტამარას ნახვა მინდოდა და ვიხმე. როგორც იქნა მოაღწია და ქოთქოთით შემოვიდა -შოკოლადები მოგიტანე...ძლივს ამოვაღწიე რა უბედურებაა რა არის. აბა ბინააო? ოჰ შენს გოგუნას აპარტამენტი მოუწყვია აქ სად შეგვიძლია ამდენიი -დივანზე დაეშვა და ამოისუნთქა - მართლა ცუდად მაქ გული ...ყავაა შემასხი ერთი ორი წვეთი -გულისცემა აჩქარებული გაქვს კიდე ყავა გინდა? -უიმე ქალო სანამ შენ მოამზადებ მანამ არ დავმშვიდდები? შოკოლადები ნახე? -მადროვეე - სამზარეულოსი გავედი ყველაფერი რაც კი ტკბილი მქონდა თეფშებზე დავაწყვე ყავის მომზადებაც დავიწყე და მერე გაამხსენდა რომ ნამცხვარიც მეპოვებოდა მაცივარში. გამორების პროცესში ვიყავი ბატონი რომ მობრძანდა და ჩემი საწყალი ტამარა იატაკზე გაიშოტა პირდაპირ. ნუ მე დაცემის ხმა გავიგე და მერე გოგას სიცილი -ასეთი საშიში ვარ დავიჯერო? მარიაამ უშველე შენს დაქალს მგონი ენა გადაყლაპა -ნუ დარდობ შენ არაფერი მომსვლია...უბრალოდ ისე უცებ შემოხვედი არ გელოდი -ხო ისე გქონდა ჩემი დივანი ათვსიებული აშკარად არ მელოდი ...ფეხი ხო არ გტკივა? -არაა ... -ძალიან კარგი ...მარიამი სამზარეულოშია ხო? -აქ ვარ და გამოაღწიე ნუ მომიკლავ ერთადერთ დაქალს - რომ დავუზახე მალევე შემოვიდა პარკები ეჭირა ხელში -რა არის ეს? -ხორცია ...თევზი და ბოსტნეული -მაგათი მომზადება ვინ იცის მერე? -მე ! -ხოდა მოამზადე ვინ გიშლის -რატო ხარ ასეთი მწარე როდის დატკბები? -შენთვის არასდროს ... -უსამართლო ხარ ჩემს მიმართ! - გასვლისას მომაძახა მე კი ჩემს თამარასთან დავჯექი და წვენის ჭიქა დავითრიე . გოგა ჩვენთან არ შემოსულა თითქოს არც იყო სახლსი მხოლოდ მაშინ გამოჩნდა ვიღაცამ რომ დააკაკუნა კარზე და ის ვიღაც ორი დადიანი რომ აღმოჩნდა თვალები გამიფართოვდა. ახლა რა ასე უნდა იარონ ამათ? გოგა წინააღმდეგი არ არის? ხელს მიწყობს დამიანეს ნახვაში თუ მიშვლის ვერ გავიგე! -თამარ ქალო სალამიი ...როგრ ხარ ? -კარგად დემნა შენ? -პერფექტოოდ... ამოიღე ბიჭო ხმა რა იყო გავიგეთ რო მუნჯდები მარიამის დანახვისას ,მაგრამ ასეც არ შეიძლება მარცხვენ უკვე დაქალი დაგიწუნებს -დემნა- თვალებს უბრიალებს და მერე თამარას კოცნის- თამარა როგორ ხარ? -კარგად პატივცემულო თავად? -აუუ შენ რა მონსტრი ვინმე ხარ ტო ასე გეძახიან ყველგან შენი სტუდენტები? მოდი ერთ თამარჩიკ მომიყევი როგორ ატარებს ლექციებს აგინებენ წყევლიან და ლანძღავენ ხო? -უი არა რას ამბობ ...ყველა გიჯდება ამაზე -გოგოებზე არ ვამბობ მე ბიჭებზე ვიძახი თუ ასე გაპიდარასდდა ყველა -ნუ გააგიჟებ ახლა გოგოს ! -მე რას გავაგიჟებ მიშკამ თუ ვერ გადარია აქამდე - იცინის და სავარძელში წვება ფაქტობრივად სიე იწევა წინ და შლის ფეხებს - რამე დასალევი არ გვეპოვება სახლში გოგა? -ნახევარი საათით ხარ და რა დალევა გინდა სულ გალოთდდი რაც მე წავედი? -ოოჰ შენ ხო გამოკეთთდი იქ ასეა ჩაიგდებენ ქერა ქალებს ხელში და როგორც კი დაინახავენ მათ მოღეღილ სხეულს კაი ბიჭები ხდებიან სანამ დემნა ლაპარაკობდა გოგა დადიოდა ოთახენს შორის ბოლოს დადგა უკვე მზად ყოფნაში და თავით ანიშნა გამოდიო -მივდივართ მე და დემნა ....დამიანეს გიტოვებთ. ხიხიაა ქალები და სასმელიო თორემ მე კი დავპატიჟე . აბა არივედეჩი !- დემნას ხელი მაირტყა მხარზე და წინ გააგდო -მარუსაა სანდრომ დამირეკა და შეიძლება მოვიდეო გასაღები არ აქვს და შუაღამეზე თუ დაგადგა ეგ იქნება იცოდე - უცებ შემოყო თავი და მერე მართლა წავიდა -ადგილიდან არ გაინძრე...არავითარი საქმე და მიშო ან კიდევ სალომე და საბასთან გაქცევა !- დაქალს ვუბრუნდები როგორც კი მარტო ვრჩებით სახლში წამსვე იხევს უკან და ჩუმდება . დამიანე კი ჩუმად იცინის - რას დალევთ პატივცემულო? -ჩაის ,თუ არ შეგაწუხებ -ჩაის? კარგიი იყოს ჩაი ვიპოვი იმედია .თამარა არ გაინძრე იცოდე -ასე ეშინია ჩემთან მარტო დარჩენა? - ეს ცინიკოსი დაუბრუნდა ჩვეულ სახეს თან თამარას რო ეკითხება -მე შენ გამო მეშინია...ცქერას რომ ვერ გაუძლო და ამ სიბერეში რამე დაგემართოს - მშვიდად ვეუბნები ვუღიმი და კმაყოფილი ვტოვებ ოთახს. ჩაი როგორღაც მოვამზადე და ფინჯანი გავიტანე. მაგიდაზე დავდგი და მერე მივხვდი რომ თვალები წითელი ჰქონდა, სახეზეც წამოწითლებული იყო -მადლობა... -გაციებული ხარ? -ხედავ თამარა? ერთიშ ეხედვით სვამს დიაგნოზს პირდაპირ ტალანტია ...ასე რომ იყოს ლექციებზეც სტუდენტი ვერ აჯობებდა -როდის გაცივდი გუშინ კარგად იყავი... მერე კლინიკაში რომ დარჩი? -ორ წუთში მომკლავ იმდენს ლაპარაკობ .... ვიცი რომ ჩემზე ღალავ მაგრამ ასეთი არაადეკვატურიც ნუ იქნები -რა კარგ ხასიათზე ხართ დღეს პატვცემულო? ვირუსი შეგეყარათ ცინიკური ჩართვების გამოვლენით? -ცინიკური ? ასეთი არაფერი გამიგია ახალი ვირუსია ალბათ რამე ...გემრიელია - ჩაის მშვიდად აგემოვნებს და ცხელ ორთქლსაც ისუნთქავს , თითქოს მეც მივლის ცხელი სითხისგან გამოწვეული ტალღა მთელს სხეულში. თამარას გვერდით ვჯდები და ვუყურებ. რაღაცას ეკითხება და ისიც პასუხობს,მშვიდად საუბრობენ მე კი მხოლოდ იმაზე ვფიქრობ რომ ცუდადაა. ალბათ კლინიკიდან პირდაპირ ჩემთან წამოვიდა. უკვე ცხრა საათი იყო ხშირად ისვამდა შუბლზე ხელს,ალბათ თავი სტკივა . თამარა ნამდვილად უნდ აწასულიყო უკვე, ვიცოდი რომ არაფერს იგონებდა და წასვლის ნება მივეცი. დამიანემ შესთავაზა გაყვანა მაგრამ კატეგორიული უარი განუცხადა, მიშომ უნდა მომაკითხოსო მეც გავყევი და სადარბაზოსთან მიშიკო რომ დავინახე ისე გამიხარდა ყელზე ჩამოვეკიდე -მარიკოო როგორ ბრძანდები ქალბატონო? -კარგად მიშიკო შენ? -მეც კარგად... ხო არ გაგაგიჟა ჩემმა თამარამ? -ენას ამოგაცლი და გაგაგიჟებ მერე- მაშინვე გაიგო თამარამ და მანქანიდან გამოსძახა -ნუ ფრთხი ჩიტო მშვიდად ,წყნარად - მეცინება მიშოს სიტყვებზე ის კი ისევ აგრძელებს- მალე მოვალ და მოვკლავ შენს მონატრებას -სადმე მიგყავს? -არ უთქვამს? კლინიკაში რაღაც საღამოს აწყობენ ...რამდნეიმე წლის იუბილეა დაარსებიდან და ...მოკლედ მერე მოგიყვება რა ახლა დროში ვიწვებით . -კარგი აღარ გაგაჩერებთ...კარგი დრო გაატარეთ -ჭკვიანად - ლოყაზე მკოცნის და მიდის. ბინაში რომ ვბრუნდები ბატონი დამიანე დივანზე ზის თავი უკან აქვს გადაწეული და თვალები დახუჭული აქვს. გვერდით ვუჯდები ,ძალიან ახლოს და სახეზე ხელს ვუსვამ წვერგაპარსულს ისეთი სასიამოვნო კანი აქვს ინსტიქტურად ვაგრძელებ მისი სახის შესწავლას -სიცხის გაზომვას ცდილობ ალბათ ხო?- ჩუმად ამბობს და ტუჩის კუთხეს ტეხავს -არ გაქვს სიცხე ... მაგრამ ყელი აშკარად გტკივა -შუაღამით მომიხდა გარეთ გასვლა პირდაპირ კლინიკიდან მანქანაში ჰქონდა დაწყებული ქალს მშობიარობა ...წუხელ ნამდვილად რთული ღამე იყო .ბავშვი მძიმედაა ძალიან პატარა დაიბადა გვიან მოიყვანეს კლინიკაში და ეზოში დაიბადა . -აქამდე გქონია მსგავსი შემთხვევა? -კლინიკის ეზოში არავინ მიმშობიარებია სიმართლე გითხრა...მაგრამ სხვა გზა არ იყო ჩანდა თავი უკვე 1 კგ 500 გრ გოგო დაიბადა -ასე პატარა? -ხო ... მაგრამ გადარჩება ვიცი -თავიდან ძალიან გიჭირდა ემოციურად? -არა ... იცი იმ დროს იქ საოპერაციოში ვერ ვგრძნობ, მხოლოდ მერე როცა იქაურობას ვტოვებ .თუმცა არც ისე დიდი გამოცდილება მაქვს რომ საშინელებები მენახა... ჯერ ჯერობით გამოუვალ მდგოამრეობაში არ ვყოფილვარ ძირითადად იმ პაციეტებს ვიღებ ვინც ჩემთან არიან კონსულტაციებზე . ახლა ყველაფერი შეიცვალა -არ გბეზრდებოდა ხოლმე? სწავლის პროცესში როცა არადა არ ილევა სამეცადინო -ზარმაცი ხარ-თქო რომ გეუბნები ბრაზდები -კაგრი რა შენ არ გეზარებოდა დავიჯერო? -პირველ კურსზე არა... ცოტა მოგვიანებით კი როცა თავზე მათენდებოდა მეზიზღებოდა ყველაფერი . დემნა ცალკე მეძახდა მოკვდები ასე ,ან დაბრმავდები ან დაშტერდები ექიმი და მკურნალობა თითონ დაგჭირდებაო -მე არ ვიქნები ეგრე ...მშვიდად იყავი -არ იქნები და ძლიერი ექიმიც ვერ იქნები..ორმაგი დროის დახარჯვა მოგიწევს რომ პაციენტი არ დაკარგო .თავად მიხვდები რომ არ იცი და გაჩერდები უკან დაიხევ ვერ იბრძოლებ ეს გინდა? -ოო აბა სულ ხო ვერ ვიმეცადინებ...მალე მბეზრდება , ვიღლები ..სუსტი ვარ მე -წუწუნა ხარ შენ ... მაქსიმუმი არ გინდა და იმიტომ ! აპარატზე სეერთებულ კაცს ეტყვი ხომ სუნთქავ რაღა გინდაო -ნუ დამცინი ეგრე არ ვიქნები ... -არაა? - მიღიმის და ლოყაზე მკოცნის - აბა როგორი იქნები ...იცი საერთოდ რისი ექიმი გინდა იყო? -არა ჯერ... -მე ვიცოდი პირველ კურსზე -რა გარყვნილი უნდა იყო და როგორ უნდა აზროვნებდე გინეკოლოგობა რომ გინდოდეს პირველ კურსელ ბიჭს ... -სახეს ვმანჭავ ის კიდე ხარხარებს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით-არა კიდევ რომ იცინის - ბავსვის დაბადებაზე დიდი პროცესი რამე არსებობს? ამაზე საინტერესო და კარგი .ჩემთვის არ არსებობდა და ამიტომაც ავირჩიე გინეკოლოგია . ფეხმძიმე ქალთან ურთიერთობა მასთან საუბარი, ბავშვის დანახვა ,გულისცმეის მოსმენა და იმაზე ზრუნვა რომ ჯანმრთელი დაიბადოს საინტერესო და სასიამოვნო არ არის შენი აზრით? ან როცა ქალს ეხმარები ყველაზე მნისვნელოვანი საქმის გაკეთებაში მკურნალობ რომ შვილის გაჩენა შეძლოს. ორი წელია მე ვიღებ მშობიარობას დამოუკიდებლად სამი წელი ექიმთან ერთად ვიყავი და იმდენი ბედნიერი წამი მქონდა დამიჯერე ათასჯერ რომ დავბრუნდე უკან სხვას არაფერს ავირჩევ -მგონი შენი კოლეგა გავხდდები ... აქამდე მაგ თემაზე ამდენი არ მიფიქრია ძალიან რთული პროცესია და ვიფიქრე რომ ემოციურად ვერ გავუძლებდი, როგორც ქალი -მომავალ წელს თუ ჭკვიანად მოიქცევი და დაიმსახურებ დასწრების უფლებას მოგცემ -ჭკვიანად მოქცევაში რას გულისხმობ - მხოლოდ სწავლას სხვას არაფერს ! თუ მივხვდები რომ ზედმეტად ზარმაცობ ჩაგტოვებ გეფიცები ! დათვურ სამსახურს არ გაგიცევ იცოდე -როგორ მაშინებ რა ნამდვილი მონსტრი ხარ...იმის ნაცვლად რომ მეხმარებოდე -როცა ცოდნა გექნება ნამდვილი ცოდნა და არა უბრალოდ დაზუთხული წინადადებები დახმარება გაწეული იქნება დამიჯერე ! -არეულ წინადადებებს რომ ამბობ იაზრებ? თან ნაწყვეტ ნაწყვეტ -დიაგნოზს სვამ და თან მარწმუნებ ამ დიაგნოზის სიზუტსეში? -თავი დივანზე ჰქონდა ჩამოდებული პირი უშრებოდა და თვალები ეხუჭებოდა - ჩემი წასვლის დროა ... - უცებ თქვა ლოყაზე მაკოცა და წამოდგა -აირჩევანის დროა -რა?- ჩემმა უეცარმა წამოძახილმა გააჩერა ჩემკენ სემობრუნდა და ზემოდან დამხედა -აირჩიე ან მე წამოვალ შენთან ან შენ დარჩები აქ სანამ უკეთ არ გახდები ! -არ მიყვარს ასე რომ ღელავ უბრალო ამბის გამო ! -აირჩიე დამიანე ... -ავირჩიე უკვე...მე მივდივარ სახლში შენ რჩები აქ და ისვენებ ან რა ვიცი გოგას მოსვლას დაელოდე- ლაპარაკის დროს თვალები ეხუჭებდა აშკარად თავის ტკიოდა იმდენჯერ მოისვა შუბლზე ხელი -კარგად ვარ მე -დამიანე -პატარა ბავშვი ხომ არ ვარ -არ ხარ პატარა ბავშვი...მე ვარ პატარა ბავშვი რომლის გაბრაზება და აღელვება არ შეიძლება- ახლოს მივედი ხელები ყელზე მოვხვიე და რომ მივხვდი როგორ მოდუნდა გაღიმებულმა განვაგრძე -არ მინდა რომ წახვიდე ,ძალიან ადრეა - ლოყაზე ვკოცნი ხანგრძლივად და შემდეგ თითებს ყელიდან მკერდზე ვასრიალებ უცებ გადავდივარ მის მკლავებზე და ხელისგულზე მივასრიალებ თიტებს -ხომ დარჩები ...მინდა რომ დარჩე რამდენიმე წამში დივანზე რომ იჯდა ისევ და მიყურებდა ხვდებით ალბათ ხომ? მე კი სამზარეულოდან კიდევ ერთი ფინჯანი ჩაით დავბრუნდი და ხელში მივაჩეჩე -მარიაამ -ცხელი შოკოლადი გირჩევნია? ან რძე -რძეს ვერ ვიტან- სახე ისე დამანჭა რომ არ მეკოცნა ორ წამში გული გამიჩერდებოდა- ეს რისთვის რძეს რომ ვერ ვიტან იმიტომ? - გაეღიმა და ქვემოდან ამომხედა,ხო აშკარად არ ვარ კარგ პოზაში მისი ფეხებიდან გამოძრომა და წელში გასწორება მჭირდება აშკარად -მომინდა -მოგინდი ... -სიტყვებს ნუ ატრიალებ ! - დავდივარ და თან ველაპარაკები,როგორც იქნა ვიპოვე თერმომეტრი და ხელში მივაჩეჩე -არ მაქვს სიც.. -ვნახავ მეც -ისე ვუყურებ ხაფანგში მომწყვდეულივით მართმევს თერმომეტრს,ვინაიან ხუთჯერ მაინც მივადე შუბლზე ხელი სანამ თერმომეტრი არკვევდა ტემპერატურას და ვიცოდი რომ სიცხე ჰქონდა .წამლის ძებნაც დავიწყე .გაოცებული კი ვარ ,მაგრამ მსგავსი პაციენტი არ არსებობს ალბათ ისეთი სახით მიყურებდა წამალი რომ დავუდე ხელისგულზე ორი წლის ბავშვს ჰგავდა -ექიმი რომელიც წამლებს არ სვამს? -ცუდი გემო აქვს! -39? - თერმომეტრს რომ დავხედე ისე წამოვიყვირე ყურიც ვატკინე ალბათ- და ასე აპირებდი წასვლას? -ჩშ! წამალს ვსვამ - ისე უცებ გამაჩუმა მივხვდი რო არ უნდა დამეწყო ქოთქოთი მაგრამ რა გამაჩერებდა ლამის ენა მოვიჭამე ჩუმად რომ ვყოფილიყავი ,მერე საათს გავხედე და დრო დავინიშნე კიდევ რომ შემემოწმებინა ტემპერატურა. - საზიზღარი გემო აქვს ,აღიარე -არც მე მიყვარს წამლები...ბავშვობაში მთელი ოჯახი მევედრებოდა რომ დამელია ერთი ტაბლეტი ..გცივა? -და ამის მერე მე მეუბნები როგორი ექიმი ხარო? -თემას ცვლის და წარბებს კრავს- ბავშობაშიც ჯიუტი ყოფილხარ. მე ვუჯერებდი დემნას ,თუმცა წამლების დალევა იშვიათად მიწევდა -მე ძალიან ხშირად ვიყავი გაციებული ან მოწამლული ვირუსებს მაგნიტივით ვიზიდავდი ამიტო სულ წამლებს მაყლაებდნენ ...გამიწამეს ბავშვობა -ახლაც სულ რაღაცაზე არ წუწუნებ? -ახლა გადაღლილობა მაწუხებს და ნუ დამცინი შენ ! ახლა შენ მანდ დაწვები ,მე პლედს მოგიტან რადგან კანკალებ უკვე და ტყუილად მალავ,არ გამოგდის . მერე ჩაის დალევ ბოლომდე და მელაპარაკები -თითიც დამიქნიე და პატარა ბავშვი ვიქნები ... რას მოვდიოდი რა მინდოდა ,სიცხის ბრალი იყო თურმე მე კიდე მეგონა შენ რო ვერ გნახე იმიტო ვიყავი ცუდად -ენა როგორ ამოგაცალო მაგაზე სიცხე რომ დაგიწევს მერე მოვიფიქრებ- თვალებს ვუბრიალებ და გავდივარ. იძულებული რომ ხდება დამიჯეროს და უკვე სულელური გამოდის მისი წუწუნი და ლაპარაკიც ეზარება ,ნუ მე ვის ვერ დავღლი საუბრით? პლედს ვაფარებ და დივანზე ვსკუპდები მის ხელს ვიღებ და თითებს ზურგზე ვატარებ ისეთი ცხელია რომ ახლა პირდაპირი მნიშვნელობით მწვავს. ცოტა ხანს მიყურებდა და ოდნავ იღიმოდა მერე წამოიწია და თვალები რომ გავაფართოვე დამცინა -იქ დაჯექი გათიშული ვიწევი და ვჯები ის კი ბალიშის ფუნქციას მანიჭებს და თითონ მეფერება ხელზე იმ განსვავებით რომ ხშირად მკოცნის . მერე ქვემოდან მიყურებს და ცუდად ვხდები მისი შავი სფეროების ირგვლივ სიწითლეს რომ ვხედავ. -შენთან ის მემართება რაც არავისთან ... -უდროო დროს გაწყვეტილ შეხვედრებს და მესამედ შენ მკურნალობაში ჩართვას გულისხმობ? -ხო ! -ძალიან სუსტი ხარ ექიმო -შენი ბრალია... -ჩემი როგორ -დაფიქრდი და მიხვდები ! -ასე ნუ მიყურებ ,რამდენჯერ უნდა გითხრა - ისე მიმზერს სუნთქვა მეკვრის უკვე -სხვანაირად არ შემიძლია ...იცი რა ლამაზი ხარ? -წამალს უკუჩვენება აქვს და ტემპერატურამ აგიწია? -უცებ ვახლი სისულელეს ის კი წარბებს კრავს და ისე მიყურებს -მე მაინც დამიჯერე ! სულარაა აუცილებელი საკუთარი თავი მოგწონდეს ,მე ორივეს მაგივრად მომწონხარ -აი უკვე ბოდავ...როგორ გისველო მითხარი -მაკოცე არ გინდა? -არ მინდა ! -სულ არა ? -სულ არა ... -საერთოდ ?- რატომ იწევა? ამას სიცხე არ აქვს? არ მოქმედებს თუ რა არის ვინმე მეტყვის -ჩემი „მინდა“ ორივეს გვეყოფა - ყელში მკოცნის გათიშულს და მგონი მე დავიწყებ ბოდვას ,ნიკაპის ქვეშ მეხება მისი ცხელი ტუჩები და მერე მიუყვება ქვემოთ ჩაღრმავებისკენ ,ახლა გული გამიჩერდება ასე კოცნა როგორ შეუძლია . ლავიწზე მკოცნის და ტავს მხარზე მადებს, უკვე მთლიანად ყელის ოკუპაციას ახდენს -და მი ანე- რატო ვკვნესი ასე საცოდავად ? მგონი ვეღარასდროს მოვალ გონს -ჩშ-ტუჩებზე მისი თითები რომ მეხება უკვე სხეულს ვეღარ ვგრძნობ- ისუნთქე ...-იღიმის ,კანზე ვგრძნობ როგორ ამოძრავებს ტუჩებს ,მაგრამ აღარ მკოცნის ეს კი წამების ტოლფასია მგონი ვეღარასდროს დავილაპარაკებ. თავი დივანს მივადე და გავიტრუნე. მისი ღრმა სუნთქვა მესმის , მისი სიმხურვალე მწვავს ეს კი წარმოუდგენლად სასიამოვნოა. მთელი არსებით ვგრნობ და ვტკბები. თითებს მის მოლე თმაში ვხლართავ და ვგრძნობ როგორ ეკვრება წამით სუნთქვა. -სიმშვიდემდე შეშლილი მისი ხმა ჩამესმის, ჩუმი, ხრინწიანი და უზომოდ თბილი . ბურუსში ვიკარები, დრო ჩერდება,ყველაფერი ქრება მხოლოდ ლექტორი და მე ....მხოლოდ სტუდენტი და ლექტორი ,დამიანე და მარიამი ვრჩებით. ......... რესტორანში მივდივართ მე და ჩემი დემონი ... ცოტას ვნერვიულობ, იქ ყველა იქნება ვინც მის ირგვლივ ტრიალებს და ჩემი პირველი გამოსვლაა საზოგადოებაში მასთან ერთად. იმედია უკანასკნელი არ იქნება ,ამ დაშვებით ვმშვიდდები და მზადებას განვაგრძობ. მიხეილის ხმა უკვე მეათედ მესმის -გეფიცები შემოოვალ და ჩემი ხელით ჩაგაცმევ... -ხუთ წუთში გამოვალ მადროვე -ქორწილში მეორე დღეს მოხვალ ალბათ ხო? -ქორწილს ვიხდით? -თამარააააა დაგტოვე რომ მომზადებულიყავი წავედი სახლში ჩავიცვი ისევ გამოვედი და ერთი საათია გელოდები! -რამდენს ლაპარაკობ დაშნიანო? მოვდივარ და არაფერი მოხდება ნახევარი საათით თუ დაიგვიანებ - სარკის წინ ვტრიალებ ,ჩემი თავი მომწონს ნამდვილად და შემდეგ კარსაც ვაღებ. მშვიდად გავდივარ ბატონი კარის წინ კედელეა მიყუდებული ხელები შარვლის ჯიბეში აქვს ჩაწყობილი და იატაკს უყურებს.ისევ არ ელოდა ჩემს გამოჩენას აი ახლა კი ტერფიდან თმის ღერამდე მათვალიერებს -მგონი პირდაპირ იუსტიციაში წავიდეთ და ხელი მოვაწეროთ სჯობს...- ხავის და წამში ფარავს მანძილს - რას იტყვი? -ასეთი ლამაზი ვარ? და უმაკიაჟოდ რომ ვიქნები ხვალ გამეყრები? -აშკარად არაა ლაპარაკი შენთვის საჭირო საქმე- ამბობს და ტუჩებზე ისე მეძგერება რომ მგონი ქორწილზეც ტანახმა ვარ და საერთოდ ყველა მის შემოთავაზებაზე. როგორი სატანაცაა სიე სატანურად მშორდება ტუჩებზე თითს ისვამს მერე ილოკავს და დემონურად კმაყოფილი მიღიმის-ახლა შეგვიძლია წავიდეთ -ასე კიდე ერთხელ მომშორდები და გეფიცები ვეღარასდროს მაკოცებ ! -ისეთ რამე ნუ ამბობ რასაც ვერ შეასრულებ...ჩიტოოო როგორ ფრთხიი - ყურთან მეჩურჩულება და იქვე მკოცნის .არა მე ცოცხალი ვერ მივაღწევ იმ ადგილამდე ამან თუ ასე გააგრძელა, ხომ მეუბნებოდა ნუ გამომიწვევი აი მეტის ღირსი ვარ მე არ მეხებოდა,არ მკოცნიდა ვიყავი მშვიდად ახლა კიდე ჭკუიდან გადავყავარ ! მანქანაში რამდენიმე წუთი ვიჯექით ისე მიქროდა და ამ დროის განმავლობაში ჩემ სახეს უყურებდა თუ გზას არ ვიცი. კიდევ კარგი მრთელი გადმოვედით მანქანიდან და შენობაშიც შევაღწიეთ. მერე უბრალოდ ამაყი ვიყავი ასეთი საოცარი ადამიანი რომ მყავდა გვერდით. ისეთ დამოკიდებულებას ვგრძნობდი თითოეული ადამიანისგან ვინც კი შეგვხვდა იქ , იმდენად კარგად ვხედავდი როგორ აფასებდნენ მიშოს ,როგორ უყვარდათ ექიმებს. გაბადრული დავდიოდი და მიხაროდა ...უზომოდ მიხაროდა ასეთი ბიჭი რომ მყავდა. რამდენიმე ჭიქა დალია ექიმებთან ერთად ,მაგრამ წამით არ მაშორებდა მზერას. ხელზე მეფერებოდა, შიგადაშიგ მკოცნიდა და მიღიმოდა . გიგი და ქეთევანიც ბრძანდებოდნენ რა თქმა უნდა, მაგრამ იმდენად ცოტა ხანს იყვნენ უბრალოდ მოიქროლეს მოგვესალმნენ ჩაგვკოცნეს და გაიქცნენ .არ ვიცი რა ხდება,მაგრამ მშვიდობა ნამდვილად იყო ისეთი გაბრწყინებულები მოძრაობდნენ. რას გაუგებ მაგათ ? -დემონი აღარ ვარ?-ხელი ჩამკიდა წამომაყენა და მოცეკვავეებისკენ დაიძრა -დემონი რომელიც კარგი ექიმია და მიხარია რომ მხოლოდ ჩემი დემონია -აჰა ე.ი კარგი ბიჭი რომ ვარ უკვე მიმისაკუთრე და ცუდი არ გინდოდი! -დაშნიანო - რომ ვებუტები იცინის და ლოყაზე მკოცნის -მე ხო ვიცი რომ ყველანაირი გიყვარვარ -ვინ გითხრა რომ მიყვარხარ?- მივყვები და შემდეგ ხელებს ყელზე ვხვევ, ის კი წელზე მხვევს თავის ტორებს და მელოდიას ვყვებით - ცალმხრივია ჩემი გრძნობა? -არ მიყვარხარ ... შეუძლებელია მიყვარდე ,არ შეიძლება მე შენ მიყვარდე- ამას რომ ვეუბნები სახიდან ღიმილი ეშლება. აშკარად სერიოზული გამომეტყველება მქონდა . ხელები დაეჭიმა ,მთელი სხეული გაუქვავდა მგონი მომშორდა აი ასე უბრალოდ უკან დაიხია ხელი მაჯაზე ცამკიდა და იქედან წამიყვანა. იმდენად სწრაფად რომ სიტყვის თქმაც ვერ მოვახერხე. ჩემ წინ იდგა , საშინლად ციოდა, ქარი ქროდა და ტვალებს მიწვავდა. ის კი გაყინული მზერით მიცქერდა ,თითქოს მისმა მწვანეებმა ნათება დაკარგეს -დემონო... -რატომ...რატომ არ შეგიძლია უბრალოდ გიყვარდე .რა უნდა გავაკეთო მეტი, როგორ უნდა მოვიქცე მხოლოდ შენთან ვარ ასეთი ასეთი მშვიდი, ბუნებრივი, დამთმობი და აზრი არ აქვს ხო ?! -ახლა ამ წამს თუ არ გაჩუმდები გეფიცები მოგკლავ ან მოვკვდები ! შემომხედე , უბრალოდ შემომხედე და მითხარი როგორ შეიძლება მიყვარდე - მისი სახე ხელებში მოვიქციე და ვაიძულე შემოეხედა, გაცოფებული იყო აი ისე ყველაფრის დანგრევა რომ შეეძლო ,მაგრამ მაინც იკავებდა თავს - შენ არაამქვეყნიური ხარ , არარსებულად კარგი ხარ , საოცრება ხარ ჩემ ცხოვრებაში და უბრალოდ მე შენზე გაგიჟებულ თამარას რომ უყვარდე არ შეიძლება ეს სიყვარული არაა...უბრალოდ „მიყვარხარ“ რომ გითხრა არ შემიძლია შენზე დამოკიდებული ვარ ისე როგორც ჟანგბადზე, წყალზე ,საკვებზე რომლის გარეშეც ვერ გავძლებ. ყველაფერი ხარ გაღმერთებ ,ყველაფერს შენში ვაღმერთებ თითოეული უჯრედი მიყვარს ! ესენი განსაკუთრებით-ვკოცნი და ისიც მყვება. ისე ეხება ჩემს ტუჩებს მგონი აქამდე კოცნა არც უცდია და უბრალოდ ტუჩებზე მეხებოდა. აი ახლა ნამდვილად არ ვარ კარგად ... მანქანაში როდის ჩამსვა? მანქანა როდის დაძრა? ქალაქი როდის დავტოვეთ? მე რა მეძინა? თვალები რატომ მაქვს ღია და საერთოდ რატომ მეფერება მისი ხელი ლოყაზე ,ხელზე რატო მკოცნის და ასე გაბრწყინებული დაშნიანი რამე კატასტროფას გვაუწყებს? ვკითხე უკვე სად მივდივართ თუ არა? რა ჯანდაბა მჭირს? არა აშკარად იმ კოცნამ იმოქმედა, იმედია კიდე გაიმეორებს ! ეს სიმღერაც როგორ მომქედებს, ყველა უჯრედს თიშავს და ასე ჰაერში მოფარფატე ჩიტს ვემსგავსები . მგონი რაღაც ძლიერი ტრანკვილიზატორი დავლიე ! არაა არა ვარ კარგად აქ თოვლია თუ მეჩვენება? არააა აშკარად ახლაც თოვს. ღმერთო რამხელა ფანტელებიააა რალამაზია . ფარები ანათებს და ყველაფერი ბრჭყვიალებს ,საოცრებააა ... სინათლე მჭრის თვალს და მაიძულებს რომ გამოვფხიზლდე.რამდენიმე წუთი თვალებს არ ვახელ ვიხსენებ ყველაფერს და ბოლო რაც მახსოვს ისევ თოვლიანი გზაა. ვგრძნობ როგორ მოძრაობს ჩემს თმაში დაშნაინის თითები, იმდენად ახლოსაა რომ მის სუნთქვას ვგრძნობ, ლოყაზე მკოცნის, ტუჩთან ახლოს და შემდეგ ჩერდება. თითებით მეხება და ისევ მკოცნის -თამარაა -მისი ხმა თვალების გახელას მაიძულებს და აქ სრულდება ჩემი ფრენა?-გაიღვიძე -დაშნიანო ... -დილამშვიდობისა -მიღიმის... რა არაამქვეყნიურად იცის ხოლმე გაღიმება დილით რომ მიყურებს. -სად ვართ დემონო? -ჩემთან -სვანეთში ვართ? -დიახ -რა გვინდა აქ? -გავისეირნოთ არ გინდა? -აქ ამოღწევა ამ დროს შესაძლებელი თუ იყო არ ვიცოდი -ვლუღლუღებ და მის გვერდით ვდგები. რამდენიმე წუთში წელამდე თოვლში ვიდექი, შუაში გზა თავისუფალი იყო მაგრამ ირგვლივ მხოლოდ თოვლი , თეთრი მთები და ულაამზესი გარემო იყო. მიშოს თიტები ჩემს თიტებშ იყო ახლართული და მშვიდად მივაბიჯებდით ეზოში -აბა რატომ ვართ აქ? - ვუყურებ და ველი როდის მიპასუხებს -ორი მიზეზიდან ერთი უნდა აირჩიო ...მე ორივე პასუხს მივიღებ უბრალოდ ...შენ უბრალოდ ის აირჩიე რომელიც გინდა -დემონო -ჯვრისწერა იანვარში, თეთრი საფარველით დაფარულ მთაზე ან უბრალოდ რამდენიმე დღიანი დასვენება შენს დემონთან ერთად წამით წონასწორობა დავკარგე , მეგონა მომესმა ან ხუმრობდა და ესეც წინას მსგავსად უბრალოდ სიტყვები იყო ,მაგრამ ის იმდენად სერიოზული მშვიდი და დარწმუნებული იყო საკუთარ სიტყვებში რომ ნამდვილად ორი არჩევანი მქონდა. სიგიჟეა... დიდი ხანია გავიგიჟდი 19 წლის ვარ ... პირველკურსელი , ცხოვრება ჯერ კიდევ წინ მაქვს. შემიძლია ნებისმიერ დროს გავყვე ის ხო ასე არ წავა ამის გამო არ დამშორდება ! რატომ მინდა დავთანხმდე , რატომ ახლა ...არა არ შემიძლია მჭირდება ! მის გარეშე უბრალოდ არ შემიძლია და სისულელეა თავისუფლება, ყველაფერი მასშია თავისუფლებაც,ბედნიერებაც, სიმშვიდეც ყველაფერი ისაა, ჩემი დემონი ! ისა აუნდა ვუთხრა ბეჭედის გარეშე როგორ მთხოვ ცოლობას თქო მის ხელში მოქცეულ ყუთს და იქედან მანათობელ ბეჭდებს რომ ვხედავ. წარმოუდგენელია! ის რა მზად იყო ამისთვის? არ მჯერა ! ხომ ვამბობ არარეალურია-თქო! -მზად ხარ სამოთხისთვის ჯოჯოხეთის ელემენტებით? - ყურებამდე გაკრეჭილი ვუცხადებ და ვეხვევი - მიპასუხე თორემ დუმილს თანხმობად ვიღებ და შემდეგ გავეყაროთ,ვეღარ გიძლებ, ძალას მაცლი, ასე აღარ შემიძლია, დამიმონე და ეგეთები არ გავიგო დემონო! - ცხვირით ვეხები ლოყაზე და სწრაფად ვეუბნები მაგრამ ისე ჩუმად რომ ალბათ რამე კარგი ჰგონია და ჩუმადაა. არაა ვინ ამბობდა რომ ჩუმად იყო? თუ არ დამსვავს ან კოცნას თუ არ შეწყვეტს თოვლში ჩავვარდებით...ჯანდაბა ! არ გაჩერდეს თორემ მოვკვდები ! როგორ არის ასეთი საოცრებაა -დარწმუნებული ხარ?- მსვავს როგორც იქნა ხმელეთზე , თავის ცხელ ხელბს სახეზე მადებს და თვალებში მიყურებს - ხომ იცი რომ დაგელოდები -დარწმუნებული ვარ თუ არა რომ შენგან შორს ყოფნა აღარ მინდა? თუ იმაში რომ ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული ხარ და რაც არ უნდა მოხდეს უშენოდ ვერ ვიცხოვრებ მიღიმის და ისევ მკოცნის .მერე ფიფქებსაც აღვიქვამ და მაღლა ვიხედები. საოცარია , მეგონა რომ ზაფხულში სითბოში ვიქორწინებდი . ხელსაც რომ მთხოვდნენ სიფრიფანა ნაჭრისგან სეკერილი კაბა მეცმეოდა ახლა კი სითეთრეში ჩაკარგული, ხელებგაყინული, ცხვირაწითლებული ვდგავარ და თავზე მათოვს. ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი იმდენად ამშვენებდა ჩემს თითს რომ თვალი ვერ მოვწყვიტე კარგახანს. ბუხრის წინ ვსხედვართს, თავი მის მხარზე მიდევს და თითზე წამოცმულ ბეჭედს ვაკვირდები -ბეჭდები როდის იყიდე? ჩემი ზომა საიდან იცოდი ან გუშინ როგორ მიხვდი რომ ესენი დაგჭირდებოდა -დიდი ხნის წინ ვიყიდე ... მანქანაში მქონდა და წინასწარ ნამდვილად არ ვიცოდი როდის გთხოვდი ცოლობას. უარისთვისაც მზად ვიყავი და გავიგებდი ,მართლა -ვიცი რომ მზად იყავი ... კაბის გარეშე არ დავიწერთ იმედია ჯვარს. თეთრ კაბას ვერ დავთმობ ! -არც მიფიქრია ! - იღიმის და მკოცნია -ისევ თოვს... ალბათ აქედან ვერ გავალთ ვერც ამოვლენ -ნუ ღელავ რომ მივხვდი რა სიტუაციაც იყო გავაფრთხილე საჭირო ხალხი -ვინ ხალხი ...სიძეს უთხარი ხო? სალომე გაგიჟდებოდა რა უთხარი -თუ არ დაგირეკავ სვანეთში ამოსვლა მოგიწევთ და საყვარელი სიმამრის შემზადება-თქო -მამა გაგიჟდება...დედაც ბებიას გაუხარდება -მაგაზეც ვიფიქრე და ნუ დარდობ -რა იფიქრე? ! მამას ელაპარაკე ? -შენი სიმშვიდისთვის ქალაბატონო... ჩემი სიმშვიდისთვის... ორი დღე კი არა იმხელა თოვლი იყო მთელი კვირა მოვწყდით გარესამყაროს. ცოლ-ქმრობის რა გითხრათ და დასვენება ნამდვილად გამოგვივიდა. ვინაიდან მარტო დაქორწინება არ გამოგვივიდოდა და ვაჩე ,მარიამი გვჭირდებოდა მეჯვარეების სახით თორემ ორივე დაგვხოცავდნენ,ვერც ვუკავშირდებოდით იმათ და მითუმეტეს აქ ამოღწევა არ შეეძლოთ . საერთოდ არ მიდარდია სიმართლე გითხრათ, სიცივესაც შევეჩვიე და ბედნიერი დავაბიჯებდი თოვლში . დაშნიანსაც ვეგუნდავებოდი ყოველ დღე და სანამ არ ჩამმარხა თოვლში არ შევეშვი მერე ისევ მისი წასაყვანი გავხდი და დამატარებდა ასე. კიდევ კარგი ჩემმა სიცილმა ზვავი არ გამოიწვია და გადავრჩით . ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი ერთი კვირა იყო როდესაც არაფერზე და არავისზე ვფიქრობდი.არაფერი მადარდებდა და მაინტერესებდა უბრალოდ ვცხოვრობდი იმ დღით,იმ წამით და ჩემი დაშნიანით... .................. კაბინეტში იჯდა , წინა დღის ღამენათევს თავი უსკდებოდა,მაგრამ საქმე არ იცდიდა. უკვე მეორე ფინჯან ყავას მიირთმევდა და საბუთებში თავჩარგული კალამს მაგიდაზე აკაკუნებდა. უკვე მოთმინება ეწურებოდა, ისე უნდოდა იმ კედლებს გაქცეოდა და გასართობად წასულიყო. იცოდა გოგაც დაკავებული იქნებოდა საქმეებით ამიტომ დარჩენა არჩია და ახალი საქაღალდეც აიღო . უკვე საღამო იყო , სამუშაო საათები დასრულებული და მშვიდად ყოფნაც შეეძლო . კაბინეტში ლამაზი ქალბატონის შესვლითაც არაფერი დაშავდებოდა და საკუთარ დადგენილ წესებსაც ვერ დაარღვევდა. მიიღო კიდეც გრძელფეხება ლამაზმანი ,რომელმაც რამდენიმე წამში გაუქრო დაღლილობა დოკუმენტების ნაცვლად მოთავსდდა მაგიდაზე და დადიანის ტუჩებს წაეტანა. სისხლი აუდუღდა, ქალის კაბის სესაკრავი გახსნა და ის იყო უნდა გაეშიშვლებინა კაბინეტში ფეხსაცმლის კაკუნით რომ შევიდა ვიღაც. ხმა იმდენად ნაცნობი და მკაფიო იყო რომ უბრალოდ ვერ დააიგნორებდა -რომ გახვალთ მდივანს უთხარით ყავა შემოგვიტანოს - და აი გაისმა კიდეც მისი ხმა ვინაც ნეტარების წამები ჩაუშალა დადიანს . ქალი მაგიდიდან გაქრა, აღარც მის მკლავებში იყო მოქცეული და ახლა გააფთრებული უყურებდა წითელ კლასიკურ შარვალსა და შავ პერანგში გამოწყობილ ქალს. ცხვირაწეული რომ უცქერდა და გოგოს გასვლას ელოდა . -ყავამ მეეჭვება მიშველოს და აბა შეეცადე იქნებ შეძლო იმ ლამაზმანის საქმის შეთავსება კაბინეტიდან რომ გამიგდე! რა გინდა აქ მეტყვი? რა უფლებით ,მერამდენედ შემოდიხარ დაუკაკუნებლად და ისე თითქოს შენი იყოს ყველაფერი ! ვაი დედოფალო მარიაააა -ღრიალს მორჩი, უფლებებს საკუთარი თავი მანიჭებს და ლამაზმანი აშკარად არ იცი რას ნიშნავს - მისკენ დაიძრა და მაგიდას ისე მიეყრდნო რომ პირდაპირ მის ფეხებს შორის მოექცა , ხის ზედაპირს ხელისგულებით დაეყრდნო ,ფეხები გადააჯვარედინა და წარბები მაღლა ასწია- მზად ხარ სასაუბროდ თუ ჯერ არა - ირონიულად მოავლო მზერა და თითები აათამაშა. მისი სიმსვიდე წამში გაქრა როცა დემნამ სკამი მაგიდისკენ მისწია და ისე ახლოს აღმოჩნდა მასთან რომ წონასწორობა დაკარგული პირდაპირ მის ფეხზე დასკუპული აღმოჩნდა. დადიანმა ერთი ხელი წელზე მოხვია მეორე ნიკაპზე მოუჭირა და სახე ახლოს მიუტანა -მორჩი ჩემთან თამაშს და გაიხსენე რომ დიდი ხნის წინ წაგამტვრიე რქები ალქაჯო! -ხელი გამიშვი ... - ხმაჩამწყდარმა უთხრა და მქასიმალურად შეეცადა მტკიცედ გამოსვლოდა -ისე მეუბნები რომ საპირისპიროს მთხოვ, სურვილს დაგიკმაყოფილებდი მაგრამ ასე მარტივად ვერ გაგაბედნიერებ -ნამდვილი ველური... უტვინო , პრიმატი ხარ ! - სწრაფად წამოხტა გოგო და მაგიდის მეორე მხარეს გადაინაცვლა . დემნა კი სავაერძელში გადაწოლილი ხარხარებდა -როდის შეეგუები იმ ფაქტს რომ არ მიზიდავ? ისევ შენ წვალობ და დაუკმაყოფილებელი რჩები ... რა ცუდი შეგრძნებაა ალბათ როცა სველდები და გაგრძელება არა და არ გეღირსა - შენ... შენ ღმერთო ჩემო როგორი უტაქტო, უზრდელი და ცხოველი უნდა იყო -ღრმად ისუნთქე ...წყალი გინდა? ჩამოჯექი ან თუ გინდა გადი სააბაზანოში მიხედე თავს დამშვიდდი და მერე დაბრუნდი - ისევ ისე უმზერდა და ირონიული ღიმილის ფონზე ესაუბრებოდა სულ აწითლებულ, გაგიჟებულ ქალს წუთების წინ არსებული თავდაჭერილი გამომეტყველება რომ წაშლოდა სახიდან. კაბინეტში მდივანი შევიდა ყავა შეიტანა მაგიდაზე დადო ორი ფინჯანი და ისევ გავიდა. ამ რამდენიმე წამმა განმუხტა სიტუაცია. გოგო სავარძელში დაჯდა მაგიდის წინ და დამშვიდებას შეეცადა. დემნა ისევ მშვიდად შეექცეოდა ყავას და ვიღაცას წერდა. ისე მოქმედებდა ნერვებზე რომ გოგო ლამის გაგიჟდა -აბაა მარიააატერეზა მეტყვი რამ მოგიყვანა თუ თავად გამოვიცნო -ყოველგვარი ცინიკური ჩართვების გარეშე უბრალოდ მომისმინე ! -რამე რომ მთხოვ აღმაგზნებ სულ ცოტა იცი? -მომისმენ თუ მზად ხარ დაკარგო კლინიკა! -ხმას ნუ უწევ! - უცებ გასწორდა და მაგიდაზე ხელით დაეყრდნო- კლინიკა რა შუაშია -ხომ იცი რომ მამაჩემს არ უნდა ექიმი ვიყო -მაგრამ მე მაინც მიგიღე სამსახურში რადგან სრული უფლება მქონდა ...მადლობა არ მინდა-თქო გითხარი ერთხელ -ახალი გეგმა მაოიფიქრა და ის აღარ ეყო ყველა კლინიკის უფროსს რომ აუკრძალა ჩემი მიღება ...ახლა შენს მოქრთამვასაც აპირებს -მაგისთვის გამაშვებინე ის გოგო? პასუხი არ იცი ? სანამ ვინმეს არ მოკლავ *ლეზე მამაშენის სურვილი , აქედან არ გაგაგდებ ! -შენს წილში ორმაგ თანხას შემოგტავაზებს...შეიძლება ოთხმაგსაც იმდენს რომ სამ ასეთ კლინიკას იყიდი და მილიონებს დააგროვებ ! აი ახლა რამდენიმე საათში ან წუთში დაგირეკავს და სახლშ დაგიბარებს შენ თუ უარს ეტყვი შეიძლება თავისი წილი შემოგთავაზოს ანდაც უბრალოდ თანამდებობიდან მოგხსნას და მეწილედ დაგტოვოს მმართველის ნაცვლად ... -გინდა რომ არ დავთანხმდე , მაგრამ რის სანაცვლოდ? რას შემომთავაზებ საინტერესოს ისეთს რომ უარი ვუთხრა შენს მამიკოს? -ხომ იცი რომ მუშაობის გარდა არაფერი მინდა ! ნებისმიერ რამეზე თანახმა ვარ რაც გინდა -რაც მინდა? თამამი განაცხადია მეეჭვება შენ ჩემი სურვილების დაკმაყოფილება შეძლო -დემნა -უტაქტო ,უზრდელი ცხოველი აღარ ვარ? რა საინტერესოა აფერიზმის სუნი მცემს ... მლიქვნელობის სუნით ყარს აქაურობა უკვე ვერ გრძნობ? ფანჯარას გავაღებდი უბრალოდ გარეთ ყინავს -არ შეგიძლია რომ პირდაპირ მითხრა და თავად წავიდე აქედან სანამ მამაჩემის კმაყოფილ სახეს შევხედავ რომელიც მეტყვის რომ მაინც გაიმარჯვა და ჩემში არსებული ერთადერთი ბედნიერებაც მოკლა? ხომ შეგიძლია , გასაგებია რა თქმა უნდა არ იტყვი მილიონებზე უარს ექიმის გამო რომლის შემცვლელს მარტივად იპოვი და რომელსაც ვერ იტან დასაბამიდან -კადრების განყოფილება დახურულია... ამ დროს სამსახურიდან ვერ წახვალ .ხვალ შეგილია განცხადება დაწერო ქალი გათიშული მიაბიჯებდა დერეფანში ,ბოლომდე ეგონა რომ დემნა დაეხმარებოდა რადგან მან იცოდა ,ყოველთვის იცოდა როგორ უყვარდა თავისი საქმე ანა-მარიას. გულისსიღრმეში არსებული იმედი ბოლომდე გაქრა. სახლში წავიდა, ბინის კარი რომ გააღო ჩაბნელებული დერეფანი გაიარა რამე ძლიერი ალკოჰოლის დალევა უნდოდა . მისაღებში სინათლე რომ აინთო და მის წინ ორი პატარა ბიჭი გამოვარდა კივილით ლამის იქვე წაიქცა ბედნიერებისგან. იატაკზე მუხლებით დაეშვა პატარებს მოეხვია და სათითაოდ დაუწყო კოცნა -დეეეეეე -დედიკოოოო მოგვენატრეე -დედას სიხარულებო აქ რა გინდათ? როგორ მოენატრეთ დედას ღმერთო რა ტკბილები ხართ ...როგორი კარგები . რამხელები ხართ დე ერთ თვეში ასე გაიზარდეთ ?- კოცნიდა და ვერ ძღებოდა. -გადავწყვიტე დედიკოსთან წამომეყვანა რადგან საცხოვრებელში ტერაქტი მოაწყვეს მასწავლებლები გააგიჟეს და გამორიცხეს- ახალგაზრდა გოგონა იდგა კედელტან აყუდებული . ბავშვები წამში დამნაშავის სახით დადგნენ გაბრაზებული დედიკოს წინ -არ გვინდოდა უბრალოდ ის ქალი გაგიჟდა დეე -ხო დეე ის ქალი გაგიჟდა -გაგიჟდებდოა აბა რა იქნებოდა ბაყაყი დაუჭერიათ ტბაში და -ორი ბაყაყი- თითით აჩვენა პატარამ -ორიი გამრავლებული ათზე ბაყაყი დაუჭერიათ პარკში ჩაუსვამთ წყლიან უზარმაზარ პარკში და სხვა ბავშვებიც აუყოლიებიათ მძინარე ქალს კარიდან ესროლეს პარკი რომელიც გასკდა და ბაყაყებით გაივსო ოთახი -რაა? ბაყაყები? ოთახში? თან სკოლის დირექტორის ოთახში? -მასწავლებლების ოთახებშიც ... -ყველაფერს ნუ ეტყვი! -არ გვინდოდა დედა ასე გამოსულიყო უბრალოდ იქაურმა წესებმა ... მკაცრები არიან ეს ამდენი ქცევის ნორმა ასე იარე ასე ილაპარაკე 6 წლისაც არ ვართ ჯერ -ღმერთო ჩემოო არც კი ნანობთ ხომ? -ღირსები იყვნენ...სხვაგან შეგვიყვანე -ნახეს გამოსავალი...ვერავინ შეგედრებათ ამაში.ორი მოხერხებული ველურიი - ამოთქვა და სავარძელში ჩაეშვა - ნინიც შეაწუხეთ ტქვენს გამო ჩამოფრინდა -ისედაც ვაპირებდი წამოსვლას...რომ დამირეკეს ვიფიქრე სიურპრიზს გაგიკეთებდი და აღარ დაგირეკე მაინც ვერაფერს შეცვლიდი .ახლა წავალ ხო? ბარგი საძინებელში დევს შენთან -მადლობა ნიი მერე დაგირეკავ ხო? გოგონა გააცილა და უკან დაბრუნდა. ორივე დივანზე იჯდა და ნაცრისფერ თვალებს აბრიალებდნენ . ვერ უბრაზდებოდა, არ შეეძლო ახლა ამდენი ხნსი მერე რომ ხედავდა მათ ისე უხაროდა ვერ ეჩხუბებოდა.არც ჰქონდა საუბრის ძალა უბრალოდ მათი ჩახუტება უნდოდა და სხვა არაფერი მერე მოიფიქრებდა რამეს . -გამოვიცვალოთ და გემრიელად ვივახშმოთ ხო? არ მოგენატრათ დედიკოს მომზადებული კერძები? ისეთი ყიჟინა დასცეს რო მთელ ბინაშ ისმოდა მათი ხმა. ინსტიქტურად გაბედნიერდა ყველაფერი დაავიწყდა, დიდი ხნსი მერე სამზარუელოსი ფუსფუსი დაიწყო. ორივე მაგიდასთან გრძელ სკამებზე ისხდნენ ამბებს უყვებოდნენ მორიგეობით და აკვირდებოდნენ. მერე მიირთვეს ,იმდენი ჭამეს ანამარია სიცილს ვერ იკავებდა მათ მოსვრილ ხელებს და სახეს რომ უყურებდა. -უგემრიელესი იყო... ტორტიიი კიდე არ გვაქ? -არააა ახლა უნდა დაიბანოთ...ასე ჭამდით იქაც? -აუუ დედააა ხუთის ვართ ჯერ -სამ ენაზე საუბრობთ ... გამართულად თან , ყველაზე საოცარ რამეებს იფიქრებთ და როცა გინდათ არაჩვეულებრივად აზროვნებთ და არ ხართ 5 წლისები! სწრაფად სააბაზანოში ... ბარემ გაბანავებთ და დავწვეთ ხო? დაღლილია დედიკო -ხო არ დავიძინებთ ჯერ? -არა უბრალოდ დავწვეთ ... -ჩვენით დავიბანთ -კარგით..უბრალოდ შემოვალ ბოლოს გაწუწეს დედიკო მთელი სააბაზანოც და საწოლზეც დაიწყეს ხტუნვა. ძლივს ჩააცვა პიჟამას შარვლები და მერე ცალკე ზედის ჩაცმის დროს დასდევდა მთელს ოთახში. ბოლოს დაიყვირა ახლავე მოდითო და ისინიც წამსვე მორჩნენ კისკისს და წინ აესვეტნენ . რამდენიმე წუთში ერთად იწვნენ საწოლში .შუაში დააწვინეს დედიკო ორივეს მის მხარზე ედო თავი ის კი გრძელ დატალღულ თმაზე ეფერებოდა და ელაპარაკებოდა. -კარზე ზარიაა არ გესმის დე? -ქვემოდან ამოდის ალბათ ახლა ჩემთან არ იქნება -აუუ აკაკუნებენ კიდეც ... -კარგი ხო ვნახავ... აქ იყავით მალე მოვალ -წამოიზლაზნა ხალათი მოიცვა და ისე გავიდა . კარი სწრაფად გამოაღო და ჩარჩოზე მიყრდნობილი დადიანი რომ დაინახა ენა ჩაუვარდა. ისე გასწია ბიჭმა და შეაბიჯა ბინაში თითქოს საკუთარ სახლში იყო . კარიც მიხურა და რამდენჯერმე შეათვალიერა კიდეც ანამარია -ამდენ ხანს რატომ არ მირებდი კარს? ვინმე გყავს იქ მარიატერეზა? -აქ რა გინდა შენ ?! -კარგი ასეც ნუ ნერვიულობ მოიცდის ის ... მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ . არ შევუვარდები ხო იცი კგუფური მხოლოდ ორი ქალით მიყვარს - მშვიდად განაცხადა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი წავიდა მისაღებისკენ - რამე დასალევი არ გაქვს? აქ უნდა იყოს სადღაც- თავადვე უპასუხა კითხვას და ბარს შემოუარა ჭიქები და ვისკი აიღო დაასხა და წამსვე დაცალა -რა უფლება გაქვს ასე რომ მოძრაობ ჩემს ბინაში? -ასე რატო მეჩურჩულები? ეჭვიანია შენი კაცი? ახასიათებთ თურმე კაცებს რომლებიც ქალს ვერ აკმაყოფილებენ ! -რისთვის მოხვედი ! -მამაშენს ველაპარაკე -ვიცი მერე? კლინიკას იტოვებ თუ ფულს -შენ გიტოვებ ! -რა? -რა თქმა უნდა ამჯერად უსასყიდლოდ არა ... -არ მჭირდება აქედან მივდივარ ... -უკაცრავად ,მაგრამ ვერსად წახვალ შენ შემომტავაზე მე პასუხი არ მომიცია ახლა გპასუხობ და შენ ჩემი ხარ ! იმუშავებ შენს საყვარელ თანამდებობაზე და თან მე მომემსახურები ეს რომ უთხრა ჯერ უყურებდა მერე კი ისტერიული სიცილი აუტყდა -რას ვიზამ? შენ სულ გაგიჟებულხარ მაგას მირჩევნია მამაჩემის ფული განვკარგო „მოვემსახურო“ -ტყუილად გაგიხარდა შენთან დაწოლას არ ვაპირებ ...მეტჯერ ! ცუდად მახსოვს ... უბრალოდ ჩემთან გადმოხვალ და ერთი წელი მომემსახურები ატასი სურვილი მაქვს რომელთა შესრულებასაც შესანიშნავად მოახერხებ -გინდა შენი მონა გავხდე? რა სასაცილო ვინმე ხარ ...ფანტაზიამ მეტი გასაქანი არ მოგცა ხო შე გლუვტვინიანო ცხოველო! ისე ვერ მმართავ და გგონია დაგთანხმდები?! -სხვა გზა არ გაქვს...ვერ იარსებებ კლინიკის გარეშე... შენთვის ჰაერივითაა დაჭრილ-დაჩეხილი ხალხის გადარჩენა იქ მიმღებში რეანიმატოლოგად მუშაობა და იქაურობის განკარგვა ჟანგბადია შენთვის რის გამოც ყველაფერზე უარი თქვი და ახლაც იტყვი! -ის ვერ მოინელე შენთან რომ არ დავრჩი და ისევ ეჭვიანობ ჩემს პროფესიაზე ხომ? -შენ ავადმყოფი იყო და სისხლი გიყვარდეს მე რა ... საერთოდ აღარ მაინტერესებს შენში არსებული ქალი ! საკმარისზე მეტად დაგაგემოვნე ...იმდენად რომ ცოტა მაკლდა მოშხამვამდე -მის წინ იდგა და ირონიული ღიმილით უცქერდა. - მოკლედ როდიდან გადმობარგდები ალქაჯო ჩემთან? ხო მართლა ქალაქში არა აგარაკზე ვცხოვრობ სუფთა ჰაერზე ..არც იფიქრო დამიანესთან ერთად გავჩერდეთ და იმან გიშველოს ! -არ ვარ თანახმა ... -ხარ როგორ არა ...ახლა უბრალოდ არ შეგიძლია თანხმობა მითხრა.მიეჩვევი მაგასაც ნელ-ნელა -რა საცოდავი ხარ თუ ხვდები ... ასე მამაჩემზე უარესი ხდები ! შენც შენი მიზნისთვის მიყენებ -ასე ორივე ჩვენებურად ვიგებთ...ტყუილად ცდილობ შენგან სხვა არაფერი მინდა იმის გარდა რომ დამნებდე! -ასე მოგენატრა ჩემთან ერთად ცხოვრება? -შენტან ერთად არ მიცხოვრია ! ეტყობა რამე გესიზმრა და რეალობა გეგონა ...კარგი ვისკია , წავედი ახლა აღარ მოგაცდენ- ირონიულად ჩაიცინა ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დაახეთქა და გასასვლელისკენ დაიძრა. ანამარია ლოცულობდა რომ მალე წასულიყო. წამებს ითვლიდა გულისფანცქალით მიჰყვებოდა ,მაგრამ არაფერი გამოუვიდა. სულ ერთი ღამე ჭირდებოდა რომ წასულიყო ბავშვებთან ერთად ,რამდენიმე წუთი რომ დემნას სახლი დაეტოვებინა. როგორც კი მისაღებიდან გავიდა საძინებლიდან გამოსულ ბიჭებს შეხედა და ადგილზე გაშეშდა. ორ მსგავს,მაგრამ არაიდენტურ ბიჭს ხედავდა, ერთნაირ პიჟამაში გამოწყობილებს, მუქიყავისფერი თმით ,თავარეულებს ....ნაცრისფერთვალება ბიჭებს რომლებიც ანტებულ თვალებს არ აშორებდნენ მაღალ სილუეტს -დედა ვინ არის ეს კაცი?- ერთ ერთმა თქვა და კედელზე მიყრდნობილ ქალს მხოლოდ სემდეგ გახედა დადიანმა . ფერი არ ედო ანამარიას , ბავშვებს უყურებდა და ხმას ვერ იღებდა -რატომაა აქ ამ დროს?- მეორემაც იგივე ტონით თქვა და დემნას წინ დადგნენ წარბშეკრულები დადიანის ცხოვრება იმ წამს შეიცვალა, შემობრუნდა, დაიმსხვრა გარდაიქმნა. რაღაც საოცრებას გრძნობდა, არარეალურს, ჯერ რომ არ განეცადა ასეთი რამ. საოცარ ბედნიერებას გრძნობდა, მთელს სხეულს რომ ივლიდა და გულს უთბობდა. კითხვაც კი არ ჰქონდა, არც გასჩენია ვერც იტყოდა უბრალოდ ორ ბიჭს უყურებდა და თავისი ბავშობა ახსენდებოდა, დამიანეც ახსენდებოდა. ორი ცალი ჰყავდა თვალწინ, რეალურები და თავისები! -დემნა გთხოვ...დემნა ვერ გაიგებენ - ის იყო უნდა ეთქვა მამა ვარო მკლავზე რომ მოეჭიდა ქალის სუსტი ხელები,მისი ხმა იმდენად უსუსური იყო იმ წამს, მისი მზერა რომ გული შეეკუმშა -გთხოვ დემნა ,გევედრები- ჩუმად ეუბნებოდა და აწყლიანებული თვალებით უყურებდა .წამსვე გააშვებინა ხელი და ბავშვებთან ჩაიმუხლა -მე ... მეგობარი ვარ დემნა მქვია შეიძლება ჩაგეხუტოთ ? - საკუთარ ხმას ვერ ცნობდა, გული მისდიოდა სურვილით ისე უნდოდა ამ ორი პატარას მკლავებში მოქცევა მათი სურნელის შეგრძნობა იმდენად რომ ვეღარ ითმენდა.ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და მერე დედას -არ გვიყვარს ჩვენ ჩახუტება ... -ერთ-ერთმა განუცხადა და თვალებში ჩააშტერდა- მაგრამ -გვინდა-მეორემ უთხრა და ისე უცებ მოეხვია რომ სუნთქვა შეეკრა. მთელი სხეული უკანკალებდა, ზალა წაერთვა. მათ პატარა სხეულებს ხელს ხვევდა, ფრთხილად მაგრამ უნდოდა ძლიერად ცაეკრა ორივე გულში და არ გაეშვა, თავზე კოცნიდა, ყელში აკოცა. შემდეგ სახეზე მოეფერა და მათ გაკვირვებულ სახეებს რომ შეხედა უცებ გაჩერდა. მუშტები შეკრა და იატაკს დააბჯინა -ახლა წავიდეს ! ხომ ჩავეხუტეთ ...გვიანია უნდა დავძნოთ ჩვენ , დედამაც უნდა დაიძინოს ჩვენთან ერთად -მეორემ უთხრა მუდამ წარბშეკრული რომ იდგა -დავიძნოთ.... გვიანია ხო ძალიან გვიანია დაღლილები ხართ - ბავშვებს ხელი მოხვია და საძინებლისკენ წაიყვანა,შესვლამდე გამოხედა დადიანს და ოთახში შეიყვანა ორივე. მაგრად იკრავდ აგულში ბავშვებს და გამტყდარი ხმით უკითხავდა ზღაპარს. დაღლილებს მალევე ჩაეძნათ ისე რომ აღარც გახსენებიათ სახლში მყოფი „ძია“. როგორც კი დარწმუნდა რომ ორივეს ღრმად ეძინა საწოლიდან წამოდგა და ოთახიდან გავიდა კართან იდგა დადიანი და მთელი ამ დროის განმავლობაში უყურებდა . ისეთი მზერა ჰქონდა როგორც არასდროს, ნაბიჯის გადადგმაც არ აცადა კარი თავად დახურა და მკლავში ჩაავლო.კი არ მიჰყავდა მიათრევდა ყველაზე მოშორებით მდებარე ოთახში შეაგდო და კარი მიხურა მეორე ხელი ყელსი მოუჭირა და კარზე ააკრა -ბავშვები როგორ წამართვი.... ბავშვები როგორ დამიმალე! ეს როგორ გააკეთე როგორ მოიფიქრე მითხარი ! ამდენი წელი როგორ დამიმალე -დემნა გამიშვი ... -მოგკლავდი ახლა არ იცი რა დიდი სიამოვნებით მგახრჩობდი .... ის ორი რომ არაა . რატო გამიკეთე ეს რატო მითხარი რისთვის ... რამე დაგიშავე? არაკაცივით მოგექეცი რომლისთვისაც შვილები უნდა წაგერთმია? მიპასუხეეე გოგოო მიპასუხე რამე მითხარი თორე თავს ვერ ვაკონტროლებ იცოდე და იმათზეც არ ვიფიქრებ ისე მოგიგრეხ კისერს -არაფერი დაგიშავებია ... არაფერიიი და შეიძლება არც იმსახურებდი ,მაგრამ არც ბავშვები გჭირდებოდა ! მე მჭირდებოდა და ძალიან მარტივადაც მოვახერხე შენი გამოყენება ! ესაა სიმართლე შვილები მინდოდა მხოლოდ შენი გენეტიკური მასალა სრულიად მაკმაყოფილებდა თანაც ყველაზე მარტივი იყო შენნაირი მექალთანის შებმა ... იქეთ შემაბი ვითომ ფიქრობდი ერთი ორი თვე გავერთობი და მერე დავემშვიდობებიო ,მაგრამ რომ დაგასწარი გაგიჟდი ! ამდენი წელია ვერ მოინელე ხომ?! რაში გჭირდებოდა შენ ბავშვები ... არ მითხრა ახლა ოჯახი და თბილი კერა მინდოდა ყოველთვისო შენ გართობისთვის ხარ გაჩენილი აი ასე უნდა იცვალო ქალები ,იცეკვო, დალიო გაილეშო დატკბე ცხოვრებით. -მადლობაც ხომ არ გითხრა ... თურმე ბავშვები უნდოდა და გამომიყენა ! -აღიარე რომ არცერთს გვინდოდა ოჯახი...არცერთს გვჯერა სიყვარულის და ამ აღმაფრენის ხოო ბავშვები გყავს ორი ბიჭი თუ გაინტერესებს შენნაირი ველურები არიან ისინიც ვერ ვიმორჩილებ ,მაგრამ ჩემები არიან მხოლოდ ჩემები და საერთოდ არ ვნანობ რომ არ გაჩვენე ამდენ ხანს ! -არ ნანობ ხომ? აბა ასე სუნთქვაშეკრული და მკვდრის გამომეტყველებით რომ მიყურებ ეგ რა არის... სინანულის ცრემლები არ არის?არ ნანობდი ხომ? რომ წახვედი და დამტოვე არ ნანობდი , არც იმაზე გიფიქრია როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება ბავშვებზე რომ მცოდნოდა -შემეშვი! ახლა არაფერი შეიცვლება . უბრალოდ გავაგრძელოთ ისე როგორც არის... რაში გჭირდება თავსატეხი ორი ხუთი წლის ბავშვის სახით...ვეტყვი რომ მამა ხარ შეგიძლია მწიერო ,დაელაპარაკო რა ვიცი საჩუქრები გაუგზავნე მარტივად არ უყვარდებათ ,მაგრამ თუ მოინდომებ როცა მოგბეზრდება გართობა მოვლენ შენთანაც ხოლმე -ალქაჯი ხარ ! ნამდვილი უგულო ალქაჯი ...რეაქცია არარ გაქვს ხო ამდენი მკვდრის ან მომაკვდავის ყურების შემდეგ ! ახლაც რეანიმატოლოგი ხარ ხო? მიდი აბა მიშველე , ვკვდები ახლა და მიშველე ვერ ვსუნთქავ ისე მინდა მოგკლა ამ სიტყვებისთვის ,ა მ ქცევისთვის ყველაფრისთვის! -აღიარე უბრალოდ -რა ვაღიარო რომ ბავშვები არ მჭირდება? ხო არ მინდა ოჯახი...არ მიყვარს და იმიტომ, არ მინდა თავისუფლების შეზღუდვა და ქალი სახლში მისი წიკები და ჯოჯოხეთური ცხოვრება მაგრამ ბავშვები რომლებიც უკვე არსებობენ ... შენ ვერ წარმოიდგენ ხო ახლა მე როგორ ვარ არანორმალური ხარ ! შენ ხარ ალქაჯი, ცხოველიც უგულოც მაგრმა ყველაფერს გამოასწორებ ...გეფიცები განანებ ,ყოველ დღეს რაც მათ გარეშე გავატარე და ყველაფერს რაც კი შენი სიგიჟის გამო გადავიტანე ! -რას აკეთებ... -მალე ჩემთან გადმოხვალ...შემოთავაზება ძალაშა ერთი წლის მერე ბავშვებს მე დავიტოვებ შენ მაინც მიგდებული გყავს და ახლა ახლსო მაინც გეყოლება სხვა ქვეყანაში გადამალვის მაგიერ! -არ ვარ თანახმა -ნუ მაცინებ...გგონია რამეს გეკითხები? ისე გააკეთებ როგორც გეუბნები თუ გინდა საერთოდ გაჩვენო ბავშვები ! ხომ იცი კანონის ხსენებაც არ უნდა გაბედო ...იცი რა შემიძლია და თუ მაიძულებ ორივეს წავიყვან ! -დემნაა... -რამდენიც გინდა იყვირე .... ხო მართლა შეგიძლია დივანზე დაიძინო . ბავშვებთან მე ვწვები ამაღამ ხუთი წელია არ ჩავხუტებივარ და -ხომ არ წამართმევ...დემნა -სად დაკარგე რქები ალქაჯო? რაოო ახლა აღარ ხარ მაღალ ფეხზე? -გთხოვ... ხომ იცი -მერე რა რომ ვიცი... სანამ თავად არ აღიარებ და არ შეეშვები ამ ქედმაღლურ ქცევას არაფერი ვიცი ,არაფერი მესმის , ვერაფერს ვხედავ ! ამდენი ლაპარაკის ღირსიც არ ხარ შენ ! ძალიან ჩუმად დადიოდა, საწოლზე დაწვა და ფრთხილად მოეხვია ორივეს. უყურებდა და ვერ კმაყოფილდებოდა, ყველა წერტილი უნდოდა შეესწავლა,თითოეული ნაკვთი ორივეს უყურებდა და ერთმანეთს ადარებდა. მათი სახელებიც არ იცოდა,ეს რომ გაიაზრა ყელში ბურთი მოაწვა ბრაზიი რომელსაც ძლივს ახშობდა. კარი რომ გაიღო და ანამარია შევიდა მაშინვე წამოიწია , ქალი შედგა ერთხანს უყურებდა იმდენად სევდიანი თვალები ჰქონდა ვერ გაუძლო არასდროს შეეძლო ქალთან ჩხუბი, ახლა მითუმეტეს, მასთან ხომ საერთოდ. ყველა სიტყვა უჭერდა ყელში რაც კი უთხრა ,რაც კი მოისმინა. მერე რა რომ უარესის ღირსი იყო ,არ შეეძლო დადიანს ასე. საწოლის მეორე მხარეს დაწვა მანაც მოხვია ხელი ბავშვებს , ისე მოიკეცა თითქოს ერთ წერტილში დაეტეოდა. ბავშვებს უყურებდა და თვალები თანდათან ევსებოდა ცრემლით -რა ჰქვიათ ... -მაქსიმე და ალექსი მთელი ღამე არ ეძინა, არც ანამარიას მოუხუჭავს თვალი. თავზე რომ დაათენდათ შემდეგ ჩაეძინათ. ხელის ქვეშ მოძრაობა რომ იგრძნო წამში გაახილა თვალები . ორივეს ეღვიძა და თვალების ფშვნეტით უყურებდნენ კუთხეში მწოლიარე მამაკაცს. მერე მძინარე დედას გადახედეს და არეულ თავზე ზუსტად ერთდროულად გადაისვეს ხელი -აქ რა უნდა ? -მე რა ვიცი ,კითხე - ერთმანეთს რომ ელაპარაკებოდნენ გაეღიმა დემნას, ისეთი საყვარლები იყვნენ ლოყები სულ წითელი ჰქონდათ და თმები მაინც არეულად ეყარათ თავზე. -შენ კითხე ! -დედა გაიღვიძებს და გვეტყვის - საბნიდან ამოძვრა და ბოლოსკენ მიხოხავდა მაისური აეკეცა და პატარა ღიპი გამოუჩნდა -სად მიდიხარ -მშია ,შენ არა? -მეც მაგრამ ეს აქ დავტოვოთ? უკვე აღარ შეეძლო ამ ორის საუბრის მოსმენა იმდენად საყვარლები იყვნენ ორივეს მოხვია ხელი,ერთი საწოლის ბოლოდან აიყვანა ,მეორე საბნნიდან ამოაძვრინა ხელში დაიჭირა და საწოლიდან ჩავიდა -არც დედიკოსთან დავრჩები და თქვენც დაგანაყრებთ გაწყობთ? -ნუ გვკოცნი, არ გვიყვარს კოცნა ! -არც მე მიყვარდა ბავშვობაში ! მხოლოდ ლამაზი გოგოების კოცნა არ ითვლება სააბაზანოში შეიყვანა ორივე და წამსვე მის ფეხებს შორის გაძრომა სცადეს,მაგრამ დადიანს ასე მარტივად ვინ გაექცეოდა ,კარი ცხვირწინ მიუხურა ორივეს და წყალი მოუშვა -აბა ? ხელ პირს ვინ დაიბანს პირველი? -არ ვაპირებთ... არაფერი გვაცხია -შენ დაიბანე ჩვენ გავალთ - კარის გაღება სცადა მაქსმა ,მაგრამ დადიანის ხელი ისევ იქ იყო და როგორ მოახერხებდა - გაგვიშვი -გემრიელი საუზმე თუ გინდათ თქვენს ადგილას სწრაფად დავიბანდი ვეღარ ითმენდა უბრალოდ, არ იცოდა როგორ უნდა ეთქვა სიმართლე და უბრალოდ დრო გაჰყავდა იმ საქმით რაც დამატებით ახარებდა. უყურებდა როგორ გაბუტულები იბანდნენ ხელ პირს, მერე პირსახოცი ვერ აიღეს მაღლა იყო და გაღიმებულმა მიაწოდა . სწრაფად გაიქცნენ იქედან თან შარვლებს ისწორებდნენ და თმაზე წარა მარა ისვამდნენ ხელს. მაგიდასთან დასხდნენ და ხელების ტყაპუნი დაიწყეს -გვშიააააააა ...გვშიიიააა საჭმეელიიი საჭმელიიი -ორი კანიბალი რა ნაცნობი სიტუაციაა ღმერთო - სულ არ ჰქონია მათ სიგიჟეზე რეაქცია ის გააკეთა რაც თავად უყვარდა და მალევე დაუდო ბავშვებს წინ. -საიდან იცოდა ასე რომ გვიყვარს შემწვარი კვერცხი? -ისევ დიალოგი დაიწყეს ტყუპებმა -დედამ უთხრა ალბათ... -ის არასდროს გავჭმევს დილით გერკულესის გარდა რამეს -ჭამე სანამ მოსულა და დაგვტოვა იმ ფაფაზე -მართალია ალექსი ... შიმშილის მოთმენა არაა კაგრი აზრი - კარადაში ყავას ეძებდა ძლივს იპოვა და თავისთვის გაიმზადა . კარადასთან იდგა და უყურებდა როგორ მიირთმევდნენ ტან ეცინებოდა თან უნდოდა ეთქვა რომ ნორმალურად ეჭამათ ისე ატრიალებდნენ ჩანგლებს პაატარა თითებით ხანდახან ეშნოდა რამე არ იტკინონო. მერე ერთმანეთის თეფშებს გადაწყვდნენ, კარაქიანი პურებით ომი რომ გამოიცნო უცებ აართვა ორივეს ნაჭრები და სკამებით უკან გასწია -აბაა ტერორისტული აქტი ახლავე შეწყვიტეთ -რა ? -ანუ ... სამზარეულოს თავზე დამხობა არ შეიძლება -რა იცოდა ?! -მე რა ვიცი ... ჯადოქარია მგონი -ჯადოქარი დედათქვენია ... ახლა კი ჩავიცვათ ,არ გინდათ ქალაქში გასეირნება? ამბობენ მოთოვსო -თოვლი იქნება? ნამდვილი? შეიძლება ვიგუნდაოთ? გვეგუნდავები? - რა თქმა უნდა -დედა დავტოვოთ? სულ რომ დედას ახსენდებნენ ეს აღიზიანებდა ,რადგან არ იცოდა რა უნდა ეთქვა ,მაგრამ ხმას ვერ იღებდა. დერეფანში რომ გამოვარდა ანამარია და ბავშვების დანახვისას ლამის ტირილი დაიწყო გული შეეკუმშა. -აქ ხართ? დე სად იყავით? რატო არ გამაღვიძეთ? -დემნამ გვასაუზმა -ხელ-პირიც დავიბანეთ -გერკულესი გაგვიკეთე-თქო ვუთხარით ,მაგრამ არ ვიციო და -უცებ მოატყუა მაქსმა და გაეკრიჭა -ჩავიცვამთ ჩვენ - ალექსმა ხელი ჩაავლო ძმას და საძინებელში შევიდა. -რა საცოდავი ხარ ნეტა იცოდე ! გეგონა წავიყვანდი ხო? ასე მოვკიდებდი ხელს და დავმალავდი,შენნაირი სულმდაბალი არ ვარ ,გაგიმართლა ! -რამე უთხარი? -ხო პირდაპირ დილაადრიან ვაჯახე გამარჯობათ ბავშვებო იცით მე მამათქვენი ვარ თქვენმა ალქაჯმა დედამ რომ დაგაშორათ და დაგიმალათ აი ის მამა-თქო ყველაფრით მე მგავხართ და გული მისკდება რომ ვფიქრობ განვლილ ხუთ წელზე თქვენ გარეშე რაც გავატარე-თქო ესეც მივაყოლე ! -არაფერი იციან მამაზე ... რომ მეკითხებოდნენ უბრალოდ არაფერს ვეუბნებოდი და შემდეგ კითხვაც არ დაუსვამთ -კიდევ კარგი მკვდრეთით ადგომა არ დამჭირდა ! ძალიან კარგი ახლა რომ გამოვლენ დაჯდები და ეტყვი ,როგორც გინდა შენ უკეთ იცნობ ორივეს მიუხედავად იმისა რომ წელიწადის ნახევარ დროს მარტოები ატარებდნენ რაღაც დედამოტყ... ადგილას - კბილებსი ცრიდა სიტყვებს , კედელთან ჰყავდა მიმწყვდეული ანამარია და მაქსიმალურად ცდილობდა არ ეღრიალა -მზად ვართ ჩვენ... - ხმა როგორც კი გაიგო მაშინვე მოშორდა ქალს და ბავშვებს გაუღიმა -რისთვის ხართ მზად? -დემნას სასეირნოდ მივყავართ...შეძლება თოვლი წამოვიდესო -ხო გაგვიშვებ?- ალექსმა ჰკითხა მაქსს არც ჰქონია კითხვა -დედიკოს რაღაც აქვს სათქმელი კიდევ...ხო მარია? -რა უნდა გვითხრა? -შევიდეთ...ოთახში ხო ? შევიდეთ და მე...მერე გეტყვით მისაღებში ისხდნენ ბიჭები, ვერ ისვენებდნენ ჯერ ფეხებს ათამაშებდნენ მერე დივანზე ავიდნენ და ისე უყურებდნენ დედას,რომელიც წყლის ჭიქით დადიოდა დამშიდებას ცდილობდა ,მაგრამ ხელები ისე უკანკალებდა ვერაფერს უხერხებდა თავს. დემნა ერთხანს უყურებდა, მერე მაჯაში ჩაავლო ხელი და სავარძელში ჩასვა -უთხარი თორემ ისეთ რამეს ვეტყვი შენკენ არც კი გამოიხედავენ...ჩემნაირები არიან კარგად ვიცი რას როგორ გააკეთებენ! შანსი გამოიყენე ,მეტი არ გექნება ! -დემნა გთხოვ... -ნუ მთხოოვ...არ გაქვს უფლება - რიმილით უთხრა და არეულ თმაზე ხელი გადაუსვა ბავშვებს რომ რამე არ ეფიქრათ- გვიყურებენ და სჯობს სანამ კითხვებს დაგაყრიან მოიფიქრო რას ეტყვი ... გეგმის დაწყობა შენზე უკეთ ვინ იცის - მაჯაზე ხელს უჭერდა და თან ლოყაზე კოცნიდა- მიდი ალქაჯო მოთმინებას ნუ მიკარგავ -ბავშვებო დასხედით ნორმალურად ხო? -აუუ დროზე გვითხარი რა უნდა წავიდეთ -ხო რაა უცებ გვითხარი -გახსოვსთ ... ადრე სულ ადრე მამაზე რომ მეკითხებოდით.სად არისო რომ მითხარით,რატომ არ არისო ჩვენთან ,რატომ არ მოდისო მაშინ არ მქონდა პასუხი და ახლა ... ახლა გაიგო და მოვიდა , აქაა და თქვენთან უნდა ყოფნა , უყვარხართ და ალბათ არასდროს დაგტოვებთ - მათთან იყო ჩამუხლული, ხალიჩაზე იდგა და ორივეს ხელს ეჭიდებოდა - დემნაა მამათქვენი და მას თქვენთან უნდა ყოფნა ბავშვები გაჩერდნენ, დედას და დემნას მონაცვლეობით უყურებდნენ მერე ისევ საუბარი დაიწყეს -ხომ გეუბნებოდი... ისე არ ეცოდინებოდა არაფერი. ზუსტად ჩვენნაირი თვალები აქვს და გვგავს-თქო . ისე არ იქნებოდა აქ თქო არ გითხარი ? - ალექსი სანამ ბუტბუტებდა მაქსი წამოვარდა და დემნასკენ გაიქცა -ამდენ ხანს სად იყავი?! აქამდე თუ არ გიყვარდით ახლა რატომ მოხვედი? ვერაფერი გავიგე დედა არ გიყვარს? -აქამდე არ ვიცოდი თქვენს შესახებ...ახლა ვიცი და მინდა ჩემთან იყოთ -დედა? -დედაც თქვენთან იქნება...მაგრამ არა ჩემთან -ეგ როგორ ! -არ გინდათ ჩემი უკეთ გაცნობა არ გაინტერესებთ როგორია მამა? -ძლივს აბავდა სიტყვებს თავს...არ იცოდა სწორად როგორ უნდა ესაუბრა ისე რომ ბავშვები გარკვეულიყვნენ -გვინდა ...მე მინდა ,მასაც უნდა უბრალოდ არ ჯერა რომ აქ ხარ ,ჩვენთან - ალექსიც მათთან იყო უკვე და პირველი ჩაეხუტა -ჩვენნაირი სუნი აქ -უცებ თქვა და მხარზე თავი დაადო. დემნა ხმას ვერ იღებდა, თვალები აეწვა ,სუნთქვა შეეკრა უბრალოდ ძლიერად ეხვეოდა ბავშვებს და სათითაოდ კოცნიდა . გვიან გახედა დივანთან ჩაკეცილ ქალს, თავი ხელებში რომ ჩაერგო და ტიროდა, მთელი სხეულით თრთოდა და ირწეოდა. -აბა მზად ხართ ახალ სახლში გადასასვლელად? -ახლა წავიდეთ? -ხო ახლა წავიდეთ... თქვენს ჩანთებს წავიღებ .დედიკოც წამოვა თუ უნდა - ქალს გადახედა ცრემლები რომ სეეშრო და ცდილობდა ბავშვებისთვის ღიმილიანი სახით ეცქირა -ხომ წამოხვალ? -წამოვა თუ უნდა თქვენთან ყოფნა! -დედაა არ წამოხვალ? -წამოვალ... წამოვალ ჩავალაგებ და წამოვალ - ძლივს თქვა და ოთახიდან გალასლასდდა. ბავშვები მისაღებში დახტოდნენ. მარია ჩანთაში ყრიდა ტანსაცმელს და ცრემლებს მუჭით იმშრალებდა -არ ტიროდი ხოლმე ალქაჯო ... ახლა აღარ გრცხვენია ცრემლებად დაღვრა თავის შეცოდებისთვის? -არაკაცი ხარ... ბავშვებს მართმევ იცი რომ პატარები არიან ვერ იაზრებენ მომხდარს და მართმევ დემნამ სიცილი დაიწყო და წამში მიეჭრა -მე გართმევ? მეეე არ გრცხვენია გოგო მაგას რომ მეუბნები? შენ რაც გააკეთე იმის მერე საერთოდ მადლობა უნდა მითხრა უფლებას რომ გაძლევ ჩემ სახლში ფეხის დადგმის ! შენი დანახვა გულსმიერევს უკვე და მაინც სიკეთეს ვიჩენ და კიდევ მელაპარაკები? -ხელი გამიშვი ,მტკივა -მეც მტკივა...მთელი სხეული მტკივა რომ ვუყურებ და არ ვიცი არაფერი მათზე, არაფერი მინახავს ყველაფერი გამოვტოვე მთელი ხუთი წელი და შენც გამოტოვე, იმიტომ რომ გული არ გაქვს მარტო იმიტო გააჩინე რო სიბერეში მარტოს სიკვდილი არ გინდოდა თორემ შენ სისხლში ცურვა გირჩევნია საავადმყოფოში გათენება და მანქანად ქცევა. ექიმი ხარ შენ მხოლოდ ადამიანი არა ! დიდი ხანია აღარ ხარ ,ავადმყოფი ხარ და ახლა გიჯდები თორემ კლინიკაში რომ შეხვალ არც კი გაგახსენდება სად არის შენი შვილები ! ეს ხარ შენ და უბრალოდ თავს იმშვიდებ იმით რომ მე ვერ მოვუვლი,რომ მე ა რმინდა ისინი ! ...ათ წუთში ქვემოთ იყავი თორემ უშენოდ წავალთ ,ხომ იცი გამომყვებიან -ხელი უშვა და ოთახიდან გავიდა. მანქანაში ისხდნენ და ვერ ისვენებდნენ.ათასი კითხვა დაუსვეს სანამ სახლთან გაჩერდნენ . დემნამ ბავშვების ჩანთები აიღო და გვერდით მდგომ ბიჭებს გადახედა -ბიძია სახლში იქნება? -ისიც ჩვენ გვგავს? -ხომ გითხარით ჩვენნაირია-თქო ... ალბათ სახლში იქნება კარი გააღო და ჩემოდნები იქვე დადო. ბავშვები შევიდნენ და ყველაფერს აკვირდებოდნენ მარია ძლივს მიაბიჯებდა . -დამიანეეე ... დამიი -ოოჰ მობრძანდი ბატონო? გირეკავ მთელი დილაა სად დაიკარგე? - დამიანე ყავის ფინჯანით გამოვიდა სამზარეულოდან თან რაღაცას კითხულობდ ამობილურში უცებ ბავშებს რომ შეხედა ვერ გაიაზრა და ისევ მობილურს მიუბრუნდა მერე წინ მდგომებს დახედა ისინიც უყურებდნენ და თვალს არ აშორებდნენ -ჩემები არიან ნუ გეშინია ... - სიცილით უთხრა დემნამ და ორივეს ხელი მოხვია- ალექსი და მაქსი გაიცანი ...გამოფხიზლდი ახლა შვილები კი არ არიან რო გამოშტერდი ძმისშვილები არიან -გაჩუმდი ადამიანო ! ღმერთო როგორები არიან... - თავზე უსვამდა ხელს და იცინოდა -ოთხი ერთნაირი ვართ ხედავ? -ხოო ... მაქსი და ალექსი -ამას ისეთი რეაქციები აქვს ვერ გავიგე გაუხარდა თუ ეწყინა... ასეა ნეტა სულ? - ალექსმა გადაულაპარაკა მაქსს და დემნას ხარხარიც გამოიწვია -ნუ გააგიჟე ბავშვები უჟმურო -რო ჩავეხუტო გაბრაზდებიან? -ერთხელ შეიძლება..თუ გინდა - მაქსმა გაუცინა და მოეხვია .. დიდხანს ეხუტებოდა ბავშვებს და კოცნია -რა მაგრები არიან... გავგჟდი. -ნუ რა თქმა უნდა.. -დედა ? დედა სად არის - ჩუმად უბრიალა თვალები ძმას და ლამის მოკლა- წამოიყვანე ბიჭო? წაართვი? -დედა მოდიოდა სადღაც შემაოღწევს ალბათ...ბავშვებს ზემოთ ავიყვან მე ... ოთახს ვაჩვენებ რამდენიმე დღე მოგიწევთ მხოლოდ ასე ყოფნა მერე მამიკო თქვენს ოთახს გააკეთებს აბა გავიქცეთ - ჩანთებს ხელი დაავლო და კიბეზე გაიქცა მათთან ერთად. - ამოდი დამაინე და დამეხმარე მე არ ვიცი სად რა არის გესმიიის? -ხოოო მადროვე - კარისკენ წავიდა აინტერესებდა ბავშვების დედა ვინ იყო ეზოში ,კართან მდგომი ანამარია რომ დაინახა თვალები გაუფართოვდა -ანა ? შენ - ხო დამი მე ვარ მათი დედა -და არაფერი გითქვამს... -შენც უნდა ჩამქოლო? -მე ..მე უფლება არ მაქვს , საკმარისი გაუკეთებია დემნას - ჩუმად თქვა და ჩანთა გამოართვა- შემოდი ... კარგად ხარ? -უკეთესადაც ვყოფილვარ...გადავიტან -ზემოთ ავიდეთ იქ არიან კიბეს მიუყვებდოა და ქალს აკვირდებოდა. რამდენჯერმე ხელის შეშველებაც სცადა ისე სუსტად მიაბიჯებდა მარია. ბავშვების ხმა გამოდიოდა ოთახიდან საწოლზე დახტოდნენ და მერე დაინახეს როგორ დაეცნენ თავზე დემნას მანაც ორივეს მოხვია ხელები და დაიჭირა . ისე თამაშობდნენ არც მიუქცევიათ ყურადღება იქ მყოფებისთვის. დამიანემ მარიას აჩვენა ოთახი და იქ დატოვა. თითონ კი ბავშვების ოთახში შევიდა და სანამ ისინი გიჟობდნენ მოაწესრიგა კიდეც,თან უყურებდა და იცინოდა. -ვაახ ჩემი ...ესენი ვინ არიან ძალა გამომაცალეს ასეთიც არ ვყოფილვარ ახლა აღიარე -უარესი იყო ,გატყუებთ -დამაინე! -სიმართლეს ვამბობ ! -დღეს თავისუფალი ხარ? -კი -წამოგყვები მე და ბავშვებს ? -სად ? -სასეირნოდ... -ამ სიცივეში ? არ გაცივდნენ - აუუუ ნუ გაახურებ ახლა რა გააციებთ შიშვლები კი არ მიმყავს! სათამაშოებს ვუყიდი აა ამ მოჟამულ ოთახში ხო არ გავაჩერებ... საწოლებსაც შევარჩევ და ბევრ შოკოლადს ვაჭმევ...იქნებ ნაყინიც -ნაყინი გინდა აჭამო ? -არა ეს ისე ვთქვი და ნუ ბრიალებ დამიანე ! -არ გვაჭმევ ნაყინს? -არა რა თქმა უნდა...არც ეგეთი კარგი მამიკო ვარ. ბურგერები შეიძლება , ფრი და კოლაც ცოტა რომ დამშვიდდნენ,მილაგდნენ და სახლიც მოირბინეს ბავშვებმა გიჟ მამიკოს თანხლებით . ანამარიაც გაახსენდა უბრალოდ უთხრა ბავშვები მიმყავსო ქუდები დააფარა, კაშნები მოახვია, ქურთუკები კარგად შეუკრა დააკვირდა და მერე ასე შეხვეულები გაიყვანა სახლიდან. -დამიანე მიხედე გთხოვ რამე არ მოსწიოს ბავშვებს .... -დაისვენე და დამშვიდდი... არ ინერვიულო ხო? კარგად იქნებიან -მოგწერ ხოლმე კარგი? -კარგი , დამშვიდდი! ქალაქის ქუჩებში მიაბიჯებდნენ ბავშვები შუაში ჰყავდათ და უხსნიდნენ სად რა იყო . შიგადაშიგ გარბოდნენ,მაგრამ დემნა წამსვე აჩერებდა ან თავადაც მიჰყვებოდა . სათამაშოების მაღაზია თავდაყირა დააყენეს , კონსულტანტები გააგიჟეს დემნას კიდე რეაქცია არ ჰქონდა. დამაინე კი გაოცებული უყურებდა და თვალსაც ვერ ავლებდა ისე სწრაფად მოძრაობდნენ. ბოლოს დახუნძლულები გამოვიდნენ თუმცა ის გართობა უფრო უხაროდათ ვიდრე სათამაშოები. ყველაფერი დემნას შეაჩეჩეს და კიდე გავისეირნოთო უთხრეს. მანქანით მიდიოდნენ ამჯერად რადგან თოვა დაიწყო. შემდეგ მაკდონალდსში დასხდნენ,უფრო სწორად ბავშვები ისევ არ ისვენებდნენ დემნა მენიუს არჩევდა დამაინე კი მათ მიჰყვებოდა ფეხდაფეხ. ......... გოგამ უნივერსიტეტში წამიყვანა, თამარას ვერ ვუკავშირდები. ლექციები სრუდლება ის კიდევ ისევ არ ჩანს. ყველაფერი მაღიზიანებს, ვერ ვმშვიდდები სალომე არ მინდა შევაშინო და მასაც არ ვურეკავ. ბინაში მივდივარ არ მხვდება, უკვე სერიოზულად ვღელავ, მიშოსაც დავურეკე და რომ არ მიპასუხა ცოტა დავმშვიდდი, მივხვდი რომ ერთად იქნებოდნენ. მაგრამ უკვე ვბრაზობდი რომ არ მითხრა სად იყვნენ. სახლში ფეხი არ მქონდა შედგმული გოგამ ხელი რომ დამავლო ჩანთა ისევ დამკიდა მხარზე და გამიყვანა -წამო წამოოო სადღაც უნდა წაგიყვანო -დაღლილი ვარ გოგა სად მირბიხარ გაგიჟდი? -მოიცადე რაა მადროვე ! წამო კარტოფილს გაჭმევ არ გინდა -აუუ არ მინდა არაა დავიღალე მართლა... უკვე მანქნააში ვარ და რაღას ვამბობ ისე- ეზოში გავაბიჯე და მანქანაში ცავჯექი აბა რა მექნა. ისე ცქმუტავდა გამაგიჟა . -სად მივიდვართ? -გაგიხარდება შენც ნუ ღელავ! -აუუ გოგააააა -ნუ წუწუნებ გოგო ... სამეცადინო არ გექნებოდა ჯერ -მქონდა -ღამე იმეცადინე ... -რას ცქმუტავ ამხელა კაცი -მეც არ ვიცი..რარაც ხდება და რომ გავიგებ გეტყვი - მანქანა ნაცნობი გზისკენ რომ წაიყვანა თვალები გამიფართოვდა -დადიანთან მიდვივართ? -ხო ... დამიანეც სახლში იქნება ალბათ ან მოვა სად წავა -არ მინდოდა იქნებ მისი ნახვა -ხო როგორ არა ! -ასე ჩქარა ნუ მიდიხარ რა ვწუწუნებ ,მაგრამ რა აზრი აქვს უკვე სახლთან აჩერებს მანქანას და გადადის. მეც მივყვები აბა რა ვქნა, მაინტერესებს თან როგორაა დღეს იმედია სიცხე აღარ აქვს . იქნებ ცუდადაა და ეს გიჟი იმიტომ მიმარბენინებდა. სახლში შევარდა და სადღაც გაიქცა . მე რომ შევედი კარისკენ ორი ბავშვი მორბოდა და ლამის იქვე ჩავიკეცე ორ დამაინეს მსგავსს რომ შევხედე . არა მთლად ასლები არ არიან , იდენტურებიც არ არიან ,მაგრამ ისე გვანან შეუძლებელად. მეჩვენება თუ რა ხდება არა არ მეჩვენება მიყურებენ და ერთმანეთს რაღაცას ეუბნებიან , თან თვალს არ მაშორებენ მერე დამიანესკენ გარბიან და ეხვევიან ახლა მოვკვდები! ტვინო არ იფიქროოო...ტვინო გაჩერდი -მარიამ , როგორ ხარ?- მკოცნის და მიღიმის -მე..კარგად შენ -მეც კარგად! გაიცანი მაქსიმე და ალექსი დადიანები -სასიამოვნოა- ერთ ერთი ,მგონი მაქსი მოდის ჩემს ხელს იღებს და მკოცნის , მერე მეორეც იგივეს იმეორებს და თვალებს მიჟუჟუნებენ ახლა ვაკვირდები,ორივე ნაცრისფერთვალაა და ისე მიყურებენ ინსტიქტურად ვდნები . ღმერთო რა საოცრებები არიან- თქვენ ჩვენი დამიანეს შეყვარებული ხართ ლამაზო ქალბატონო? -ბეჭედი არ უკეთია ...ალბათ შეყვარებულია -მეორე ასკვნის და უფრო მეცინება -ბავშვებო ადროვეთ შემოვიდეს... ახლავე ნუ გააგიჟებთ -კარგიი ხოო ჩვენ იმ ბიძიას ვნახავთ დემნას ოთახისკენ რომ გაიჭრა -ორივე გარბის მე კი გაღიმებული დამიანე მრჩება . რომელიც მიახლოვდება და ისევ მკოცნის ლოყაზე -ისუნთქეე და დამშვიდდი... -ისინი ... როგორ გვანან ერთმანეთს -და მე? -ხო და შენ -მერე?- მკოცნის და თიტებს ქურთუკის ქვეშ აცურებს. ელვა როდის გახსნა? ახლა მხდის? ცუდად ვარ ,ისე სწრაფად მშორდება და საკიდზე კიდებ ქურთუკს სიცრიელე მაგიჟებს ,მერე წელზე მხვევს ხელს და მისაღებისკენ მივყავარ -რა მერე... მერე ვინ არიან? -დადიანები ... -მივხვდი რომ დადიანები არიან -ჩემი კოლეგის შვილები არიან -რომელი კოლეგის -ანამარია ჰქვია, არ იცნობ შენ ზემოთა ახლა საძინებელში რომ ჩამოვა გაგაცნობ -ზემოთ...საძინებელში , გამაცნობ -დაზუთხულივით ვიმეორებ მის სიტყვებს და ვგრძნობ რომ არ ვარ კარგად. -ხო რა თქმა უნდა გაგაცნობ -მიღიმის ტუჩის კუთხეში და დივანზე მსვავს -რას დალევ ? ყავას ჩაის,,წვენს -შენს სისხლს ...არ გაქვს ჩამოსხმული? მაშინ გადავჭრი ვენებს და ჭიქას ავავსებ...რაზე ვფიქრობ არ არსებობს მისი შვილები რომ იყვნენ ასე გაამცნობდა? აქამდე ხომ მეცოდინებოდა ,დამიმალავდა? ამდენ ხანს ? ან ახლა ასე რატომ მეტყოდა . ღმერთო შევიშლები ახლა, ისეთი ბავშვები არიან ვერც ვბრაზდები ...მოვკლავ, როგორ მიყურებს ხვდება რასაც ვფიქრობ და მაინც არაფერს მეუბნება ზის და ეშმაკური ღიმილით მიცქერს. გოგა შემოდის ბავშვებთან ერთად,ორივე ხელში უჭირავს და ელაპარაკება -მარიამ ბავშვები ნახე? რა საოცრებები არიან გავგიჟდი..როგორ გვანან დამის არა?- თვალებს უხამხამებს ლექტორს და მერე იატაკზე სვამს ორივეს- ხასიათი დემნასი აქვთ... სისხლი თავისას შვება რომ დავინახე მეგონა გუშინდელი თრობის ბრალი იყო -ხოო გვანან ... ძალიან -ის სად წავიდა ამდენ ხანს ... გავალ მოვიყვან - გოგა სიევ გადის და ბავშვებს ეძახის- რამე არ დაამსხვრიოთ ფრთხილად ! არც ერთმანეთიი -ნამდვილები არიან ? დღეს ისეთები ხდება იქნებ სიზმარია... თამარა მინდა -საცოდავად ვლუღლუღებ ის კი ჩემკენ იწევა და ყელში მკოცნის -ესეც გესიზმრება ხოლმე? -არაა... -ჩემი ტყუპები შენიც იქნება ... ისინი შენები არიან? -არააა... არ არიან,მაგრამ -მაგრამ? -დამიანეეე -დამშვიდდი ... არ არიან ჩემები , ჩემები არიან მაგრამ შვილები არა , დემნას ვერ წავართმევ - ლოყაზე მეფერება და ისევ მკოცნის -დემნას შვილეებიი ჰყავს? -ჩვენები ასეთი ცელქები არ იქნებიან , მაგრამ მსგავსები შეიძლება თუ შენ არ დაგემსგავსებიან -მეჩურჩულება და მაბრუებს,თვალები მეხუჭება -დამიანე ბავშვები სად არიან?- ქალის ხმა მესმის და წამში ვფხიზლდები ოთახში შემოდის და რომ გვხედავს ჩერდება- მაპატიე არ ვიცოდი სტუმარი თუ გყავდა -ბავშვები დემნას ოთახში უნდა იყვნენ ... გაიცანი მარიამ სიხარულიძე ეს კი ტყუპების დედაა ანამარია -სასიამოვნოა -ჩემთვისაც ...-ისეთი ლამაზია და მოწყენილი რომ ცუდად ვხდები. ვერაფერი გავიგე რატომაა ასე ცუდად? - ბავშვებს ვნახავ ხო? უკაცრავად -ოთახიდან გადის ,სიარულზეც კი ეტყობა რომ ცუდადაა -რა სჭირს? -გუშინ გაიგო დემნამ ბავშვების შესახებ, სრულიად შემთხვევით. ანამარია ამდენი ხანი უმალავდა მათი არსებობის შესახებ და წარმოდგენაც არ მაქვს რა უთხრა დემნამ ,ან აქ ცხოვრებაზე როგორ დაითანხმა -ფაქტია კარგი არაფერი უთქვამს -არ უნდა დაემალა... არ შეიძლება უბრალოდ მამას შვილები წაართვა -და ასე რომ მოექცე ქალს ეს ნორმალურია? დემნას ამართლებ? ვერ ხედავ როგორაა ის გოგო? -როგორც უნდა იყოს დემნა და ანამარია მოგვარებენ. შენ კი ტყუილად მეჩხუბები -რთული დღე მაქვს... არ ვიცი ალბათ განწყობის ბრალია -რამე პრობლემა გაქვს?შემიძლია დაგეხმარო? -არაფერია ...მეც არ ვიცი .ისეთი შეგრძნება მაქვს რომ რაღაც უნდა მოხდეს ,არ ვიცი ვერ ვხსნი ბავშვები შემოდიან დემნასთან ერთად. გოგაც მათ მოჰყვება და ერთად ელაპარაკებიან უკვე ბავშვებს. ვგიჟდები ანამარიას რომ არ აქცევს ყურადღებას დემნა! ვბრაზდები და მტკივა. არ ვიცი ქალური სოლიდარობაა თუ მის ადგილას მარტივად წარმოვიდგინე თავი. შეიძლება ჩემი რაღაც ნაწილი დავინახე მასში ,იქნებ მეც მის მსგავსად მოვქცეულიყავი. რატომ ვამართლებ ? მხოლოდ ის ვიცი რომ მისი მზერა გულამდე აღწევს. -გვშია ჩვენ ! არ ვივახშმოთ? გოგა ბიძია და დამინეს შეყვარებულიც დარჩებიან- შეყვარებული იმდენად მხვდება ყურში რომ ვღიზიანდები. გოგას რეაქცია არ აქვს, არც არავინ რეაგირებს ამაზე მხოლოდ მე. არავის აინტერესებს ის ფაქტი რომ არაფერი ხდება ჩვენ შორის? დაწერილი კანონია რომ აუცილებლად „რძალი „ გავხდები და რომ ახლა „შეყვარებული „ ვარ? ყუში ჩამესმის დემნას ხმა დამიანე მოგვიმზადებს ვახშამს და ყველანი ერთად დავსხდებით , აღსაღნიშნად ახლა მაინც მაქვს საქმეო . ვერ ვიაზრებ ისე მხვევს ხელს დამიანე და სამზარეულოში გავყავარ. -რას აკეთებ -გოგამ მარიამიც დაგეხმარებაო? ვერ გაიგონე? კარგად ხარ? თუ გეზარება უბრალოდ აქ იჯექი -გოგამ თქვა? სამზარეულოში ფუსფუსსაც დავიწყებ რა პრობლემაა -მარიამ კარგად ხარ? -მაპატიე უბრალოდ ... არაფერია დაივიწყე ! პერანგის მკლავებს იკეცავს, ხელთათმანებს ირგებს ახლადაბანილ ხელებზე, წინსაფარსაც იკეთებს და ხორცის მომზადებას იწყებს. აზრზე არ ვარ რას აკეთებს უბრალოდ ვუყურებ.ბოლომდე ვერც ვადევნებ თვალს კონტენტრაციას ვერ ვახდენ ათას რამეზე ვფიქრობ ერთდროულად, თავს ცუდად ვგრძნობ და იმასაც ვერ ვხვდები რატომაა ასე. იქნებ წინა ღამემ იმოქმედა, შემდეგ ტავზე დამათენდა და დილიდან ასე ამიტომ ვარ. თამარაც გაქრა! დედაც არ მირეკავს მთელი დღეა , მამას ისედაც არ ველაპარაკები, სანდრო გადარბენაზეა და რამე თუ არ უნდა ისე არ მომიკითხავდა, ნოსტალგიის ბრალია შეიძლება. მაგიდაზე ხელებს ვდებ და შუბლით ვეყრდნობი . ასე თითქოს შვებას ვგრძნობ, თავი საშინლად მტკივა . მალე თმაზე შეხებას ვგრძნობ და თავს გვერდით ვაბრუნებ -თავი გტკივა? -ხო -დღეს რამე ჭამე?სახლში ისადილე ? -არა ..არ მახსოვს -მარიამ ,შიმშილობ მთელი დღეა და მერე გიკვირს ცუდად რატომ ხარ? - ტოსტს ისე უცებ ამზადებს მგონი მისი თითები მზარეულობაშია განსწავლული და გინეკოლოგიასთან კავშირში არაა. რამდნეიმე წუთში თეფშს მიდებს წინ და წვენსაც მისხავს. არ მინდა ,მაგრამ ისე მიყურებს ვიცი დიდი დავა მოგვიწევს და არ მინდა ახლა ბავშვური გამოსვლები. ძალით ვიტენი ლუკმებს პირში და ძლივს ვყლაპავ. წვენს ვაყოლებ და ისევ ვხრი თავს. ისე მიყურებს მგონი ჩემზე მეტად აწუხებს რაღაც . თვაზე მეფერება და კი ვერ ხვდება რომ აქვე შეიძლება ჩამეძინოს, გოგა შემოდის და ყველაფერს აფუჭებს -გვრიტებო მალე მოამზადებთ ვახშამს? -ათ წუთში მზად იქნება... -დაგეხმარო? -არა არა საჭირო ! -კარგიი როგორც გგნებავს პატივცემულო- თვალს უკრავს ჭიქას წყლით ავსებს და გადის. შემდეგ მაგიდასთან ვსხედვართ, მესმის რომ ბედნიერია , შვილები ჰყავს თან ორი , ტყუპები ბიჭები ,მაგრამ რატომ არ ფიქრობს ქალზე რომელმაც ეს ბავშვები აჩუქა. ბავშვები გემრიელად მიირთმევენ , ანამარიას კოცნიან ხოლმე და ისიც ამით კმაყოფილდება. ისეთი გიჟები არიან ლამის მთელი მაგიდა თავდაყირა დააყენეს, ანას არ უსმენენ დემნას უხარია ასე რომ იქცევიან და პირიქით აქეზებს . შემდეგ სათამაშოებზე გადადიან, მანქანებს პულტით მართავენ და ლამის ყველაფერს დააჯახეს ავტომობილები. გოგა რომ ადგა და შეუერთდდა ,ხმებსაც კი გამოსცემდა ავტომობილის ნაცვლად ლამის გავგიჟდი. ეს ორი მართლა ერთნაირები არიან. დამიანე ანამარიას ეუბნება რაღაცას ეს უკანასკნელიც მშვიდად ტოვებს მაგიდას და მიდის . დემნა უყურებს ,მხოლოდ წამით შემდეგ წარბებს კრავს და მორიგ ჭიქა ღვინოს ცლის . -იმედია გოგა მალე მოწყდება ბავშვებს - ვჩურჩულებ ჩემთვის ,მაგრამ დამიანეს ესმის -წასვლა გინდა? -დაღლილი ვარ ... მიხარია ძმისშვილები რომ გყავს ,მაგრამ არ მიმაჩნია გამართლებულად ჩვენი აქ ყოფნა .ალბატ ბავშვებს უჭირთ ახალ გარემოსთან შეგუება და დამატებით კიდევ ახალი ბიძიების და დეიდების ნახვა. ანამარიაც არაა კარგად და შენ ძმასაც დაფიქრება ,დამშვიდება სჭირდება -არ გბეზრდება სულ ცივი გონებით ფიქრი? ასე შორიდან ყურება ყველა სიტუაციის და გრძნობების ჩახშობა? -ახლა ერთადერთი რაც მჭირდება იმის გარკვევაა სად და როგორაა ჩემი თამარა ! სხვა ყველაფერი მოგვარდება ჩემ გარეშეც ! -ბავშვებიც არ გიყვარს? -კიდე ვინ არ მიყვარს -მე -ბავშვები მიყვარს ,მაგრამ მეეჭვება ჩემი მოფერება უნდოდეთ იმათ მე კი ბიჭებთან თამაში არასდროს მიყვარდა ,არ გამომდის უბრალოდ . ხოო ბიცოლად აშკარად არ გამოვდგები -გოგა კიდევ დიდხანს არ წამოვა სახლში , გაგიყვან თუ ასე ძალიან გეჩქარება და არ შეგიძლია აქ გაჩერება -არ მინდა ... გასეირნება მირჩევნია ! გოგას უთხარი რომ წავედი -მარიამ ... -ხომ შეიძლება დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალება მომცეთ , ნახვამდის ! -შეგიძლია წახვიდე ... - ხელები გაშალა და კარისკენ მანიშნა . სიცივე უნდა მეგრძნო? არ მქონია რეაქცია , ალბათ ჩემი ქცევის შემდეგ არც უნდა მქონოდა. საშინელ დაღლილობას ვგრძნობ,ყველაფერი რაც ირგვლივაა მაღიზიანებს. მარტო ყოფნა მინდა ,სიმშვიდე მჭირდება. ყველაფერი მოქმედებს უკვე, თამარა გაქრა, მიშოც არ ჩანს ვერც ვუკავშირდები. გუშინდელი საღამო ,ლექტორის ეს ამოუცნობი ქცევა.არ შეუძლია ასე მოვიდეს მაკოცოს და ჩემი გაბრუება სცადოს, სცადოს და გამოუვიდეს. არაა ეს ნორმალური ჩემთვის, არც ისაა ნორმალური ქალი ბავშვებს მამას რომ უმალავს და შემდეგ განადგურებული დააბიჯებს კაცის სახლში რომელთან ცხოვრებაც ეჭვი მაქვს არ უნდა, სადაა საკუთარი ცხოვრების მართვის უფლება 1 როგორ შეუძლია გოგას იქ იყოს როცა ასეთი დაძაბული მდგომარეობაა, ნუთუ არავინ ფიქრობს ბავშვებზე რომლებსაც ერთ დღეში გამოუჩნდათ მამა და ახლა როგორც არ უნდა მოიქცნენ მაინც უცნაურია ყველაფერი მათთვის. მივდივარ ფეხით სავსე ქუჩაში და საშინლად მცივა,მაგრამ მსიამოვნებს. თოვას იწყებს, მართალია დიდი ლამაზი ფანტელებით არა ,მაგრამ მაინც თოვს და ცა განსაკუთრებით ლამაზია. არ მინდა გოგოას ბინაში მისვლა, ვერ ვეგუები იმ ფაქტს რომ იქ უნდა ვიყო კიდევ ექვსი თვე ,მთელი ნახევარი წელი იქ უნდა გავატარო როცა საკუთარი ბინა მაქვს სადაც მშვიდად ყოფნა შემეძლო, ადგილი რომელსაც შევეჩვიე და სადაც მყუდროდ ვგრძნობდი თავს. -ზამთარს გავხარ ! - გვერდიდან ხმა მესმის და ახლაღა ვიაზრებ რომ დამიანეა ჩემ გვერდით.მომყვებოდა? გვერდით არ იყო დარწმუნებული ვარ , ნუთუ წამომყვა. -მერე ...ზამთარს შეიყვარებ თუ გაზაფხულს დაელოდები -ზამთარი მიყვარს დიდი ხანია , უბრალოდ მზიან ამინდს დაველოდები -ზამთრის მზე უბრალოდ ანათებს და საერთოდ არ ათბობს ,აზრი არ აქვს ლოდინს -იები თებერვალში იწყებენ ამოსვლას ,სწორედ ზამთრის მზის ქვეშ თოვლში ამოყოფენ თავს და გაზაფხულს ხვდებიან -ურჩხული ლექტორი გამოუსწორებელი რომანტიკოსია? -ჯიტი სტუდენტი ბოლომდე არ ნებდება? -მეტად არ შემიძლია... -სითბოს თავისუფლად გამოხატვა, სიყვარულის არსებობა და უსაზღვროდ გაცემა , წამით ცხოვრება და გეგმების გარეშე , წესების გარეშე სუნთქვა დანაშაულია? ვერასდროს მოიპოვებ სიმშვიდეს ...უბრალოდ შეშლილი იქნები -შეშლილი როგორ გაგხდის „სიმშვიდემდე შეშლილს“ ... მე ვერ ვიქნები შენი“ სიმშვიდე „ -ყოველთვის მართალი არ ხარ , ამჯერადაც ცდები! -იქნებ შენ ცდები ...რატომ არ აკეთებ დაშვებას -მე ყველანაირი დაშვება გავაკეთე , მაგრამ ბოლოს ერთნაირი დასკვნამდე მივედი და ხედავ სადაც ვარ -არ შემიძლია რატომ არ გესმის -რა გთხოვე რომ ვერ შეძელი -ითხოვ თან რამდენს ... -ეს შენ სთხოვ საკუთარ თავს ბევრს ,შენ და არა მე ! -ურთიერთობა ითხოვს... ყველაფერი მსხვერპლს მოითხოვს და მე უბრალოდ არ მინდა შენ გაიღო ყოველთვის ,მხოლოდ იმიტომ რომ მე შევტოპე ღრმად, ვერ ვახერხებ კონტროლს, არ მანებებ -ერთადერთი რამის გააზრება გჭირდება ... უნდა მიხვდე რომ ცხოვრებაში არაფერია კონტროლირებადი,ვერაფერს მართავ, ვერაფერს სადაც გრძნობებია -აქამდე გამომდიოდა... მთელი 18 წელი გამომდიოდა -არ ვარსებობდი შენს ცხოვრებაში და იმიტომ ! -და რა იცი რომ სხვა არ არსებობდა -თუ გააკონტროლე ე.ი აზრი არ ჰქონდა მის არსებობას შენს ცხოვრებაში -ასე მარტივად? -თუ მარტივია ე.ი უაზროა , არაფრისმომცემია! სირთულის გადალახვა,ქაოსის კონტროლია მთავარი -აი თურმე რატომ დაინტერესდდი ჩემით ... რთული ვარ -მიზეზს მნიშვნელობა ეკარგება... ფაქტია ურყევი ! -არასდროს შეიცვლება ეგ ფაქტი? -გინდა შეიცვალოს? -არ ვიცი ... -იცი ! -არა არ ვიცი ... არ ვიცი ისევ ვერ ვხვდები... ვერ ვრწმუნდები -როგორ გინდა რომ დარწმუნდე ... სიკვდილის ზღვარზე მყოფი უნდა მნახო აუცილებლად თუ სხვასთან წავიდე. არცერთი მოხდება და არცმეორე ! -ასეთი რომ არ იყო დავინტერესდდებოდი შენით? ლექტორი რომ არ იყო ყურადღებას მოგაცევდი ? ამაზე არ გიფიქრია? -მე მხოლოდ ის ვიცი რომ სადაც არ უნდა მენახე, რა სტატუსითაც არ უნდა ვყოფილიყავით მე ისევ ისე აქ ვიქნებოდი, შენს გვერდით! -სულ არ აქვს მნიშვნელობა მე რა მენდომებოდა? იქნებ უბრალოდ შემდგარი , პროფესიონალი,განათლებული, სიმპათიური და ყველასთვის სასურველი კაცი მომწონს რადგან იდეალური ხარ პირდაპირ ხომ არ ნიშნავს რომ უნდა მიყვარდე ! იქნებ არ ხარ ის ვისთვისაც შემქმნა ღმერთმა -იდეალური რომ გგონივარ სწორედ მაგაშია საქმე -მეჩვენები ანუ? -იდეალური ადამიანი არ არსებობს ! -თემას ვცვლით? -სადამდე მივალთ შენი აზრით... შემდეგ ჩუმად მივაბიჯებთ, ფიფქები უფრო იზრდება და უზარმაზარი ფანტელები ცვივა . ვჩერდები და მაღლა ვიყურები სახეზე მეცემა ფიფქები და წამში დნებიან. ხელისგულზებს ვუშვერ ფიფქებს და ვგღძNობ რომ მშიწრდება მსთან ყოფნა ,მაგრამ არ ვიცი რატომ. ვიცი რომ ახლა მინდა მომეხვიოს და ვიგრძნო რომ ჩემთანა, მისი სითბო მჭირდება ის არუწერელი გრზნობა რასაც მიზიარებს „ჩემი ღიმილით“ ვიცი რომ მისი მზერა მიყვარს „ჩემი მზერა“ იქნებ მისი „იდეალურობა“ მაშინებს, ის რომ მის გვერდით უბრალოდ მარიამი ვარ . ის ცხრა წელიც მაშინებს ჩვენს შორის რომ არის, მისი სტატუსი და ხასიათიც მაფიქრებს. მინდა რომ შევწყვიტო ფიქრი? მსჯელობა და განსჯა ? მინდა ვიცხოვრო წამით? ამ წამს გავაჩერებდი , აი ახლა ქუჩაში ტროტუარზე მდგომ ჩემს ლექტორს მოვეხვეოდი და არასდროს გავუშვებდი. რამდენჯერ დავთმე წამი... მე ხომ ბევრჯერ მოვეხვიე უკვე, ბევრჯერ გავუღიმე, ბევრჯერ მოვიქეცი „არამარიამისეულად“ და ახლა მაინც „მარიამი“ იმარჯვებს ჩემში? ყოველ ჯერზე თავიდან იწყებს და მაინც ვერ ვშორდები ლექტორს. უბრალოდ ვერ ვშორდები ,მასთან მინდა ვიყო ! უბრალოდ დადიანთან მინდა ...დადიანი მინდა აი ასე უცებ? მივალ მოვეხვევი და ვეტყვი რომ მორჩა ჩემი სიჯიუტე? გაქრა ჩემი ზღვარი და აი ასე უბრალოდ დაიწყება ... შეყვარებული ვიქნები? მე მისი შეყვარებული? ღმერთო არადა როგორ ვერ ვიტან ამ სიტყვას... პატარა მოსწავლე მახსენდება წამსვე და გონებაარეული თინეიჯერები ! ასეთი ვიქნები? სისულელეა! მე ხომ ლექტორი მიყვარს . მიყვარს? ის თუ არ მიყვარს, ეს თუ არ არის სიყვარული აბა რა არის? რა შეიძლება უფრო აღმატებული ვიგრძნო , მეტად აუხსნელი დამემართოს , მეტად ამიძგეროს გული ... ცხოვრებაში პირველად დინებას გავყვე? ის მომენტია როცა მასთან ერთად ჩაძირვაზეც თანახმა ვარ ...არ მჯერა ,მაგრამ ასეა ! ნებისმიერ წამს მოვკვდები მის გამო...ყველაფერზე დავთანხმდები მისთვის. ეს ხომ კარგად ვიცი არა? დიდი ხანია ვიცი ,იმ წამიდან როცა დაჭრილი ვნახე ! ფიფქები ისევ ჩემს კანზე დნებიან, არ ჩერდებიან ერთს მეორე ენაცვლება და სახეს მისველებს.მცივა,მაგრამ არ მინდა სითბოში არ მინდა ფიფქებს გავექცე . მასთან მინდა ამ ხნის განმავლობაში უბრალოდ რომ იდგა და მზერას არ მაშორებდა, „ჩემ მზერას“ და მიღიმოდა ,“ჩემი ღიმილით“ მის გულისცემას ვგრძნობ...ვიცი როგორ ძლიერ ფეთქავს მისი გული რადგან ჩემიც მის რიტმს უერთდდება . ვიცი როგორ უნდა ახლოს მოვიდეს, მოვიდეს და მაკოცოს , ბევრჯერ მაკოცოს და მომეხვიოს ტკივილამდე ,ძვლების ატკიებამდე მომეხვიოს. მითხრას რომ არ გამშვებს , რომ არაფერს აქვს მნიშვნელობა ..განა აქვს ? ის რომ წავიდეს...ის რომ აღარ იყოს ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელობა არსებობასაც არ ექნება. ვუახლოვდები, ხელებს გაყინულ სახეზე ვახებ .მიყურებს და არც კი ირხევა , თვალს არ მაშორებს . მის ტუჩებს ვუახლოვდები , მის სუნთქვას ვგრძნობ როგორი ხშირია და მაინც არ მოძრაობს, უბრალოდ ელოდება, მე მელოდება -არ ვიცი რატომ დღეს ,რატომ ახლა მაგრამ ვიცი რომ უკანასკნელი ნაბიჯია ჩემი .მცდარიც რომ იყოს არ ვინანებ, არასდროს ! მთელი არსებით ვგრძნობ რომ მჭირდები ,მიყვარხარ ან იქნებ უფრო მეტიც ....მე შენთან ვიქნები თუ შენ არ წახვალ , იქნებ არც გაგიშვა- არ მინდა რამე მითხრას,არ მჭირდება მისი სიტყვები არც არასდროს მჭირდებოდა ! ისე მიყურებს,ღმერთო მის თვალებში სამყაროს ვხედავ ! მისი ტუჩები ფიფქებთან ერთად ეხებიან ჩემს ტუჩებს . მათბობს ... გული სხვანაირად ჩემს...თითქოს ჩემში აღარ არის და მის სხეულში გადავიდა ,დამტოვა ასე უკითხავად, ურცხვად და წავიდა . შევიშალე ... მან შემშალა ,მთელი ჩემი არსება შეიშალა მისი გამოჩენისას,პირველივე დანახვის წამიდან სიმშვიდემდე შევიშალე! ......... მეორე განსხვავებულ ღამეს ათენებდა. ახალი ცხოვრების მეორე ღამეს. დიახ ,ახალი ცხოვრების რომელიც უკვე უყვარდა. უყურებდა ორ მძინარე ანგელოზს და იღიმოდა . ფრთხილად ეფერებოდა და კოცნიდა . მათი სურნელით გაჟღენთილ ჰაერს ისუნთქავდა და ახსენდებოდა „ჩვენნაირი სუნი აქვს, ხომ გითხარი მამაა-თქო ! ...ზუსტად ჩვენნაირია!“ ორი დღის წინ,სულ რაღაც 48 საათის წინ ერთადერთი ადამიანი ჰყავდა ვის გამოც სიცოცხლე უხაროდა, ვის გამოც მთებს დაძრავდა ახლა კი ორი ჰყავდა ,ორი ცალი რომელიც მის ერთცალსაც საოცრად ჰგავდა და საკუთართავსაც ხედავდა მათში. ინსტიქტურად გაახსენდა დამიანე მათ ასაკში და ლამის ხარხარი აუტყდა იმდენად განსხვავდებოდა ეს „ორი ცალი“ მისგან. ღმერთს მადლობას უხდიდა ამ საჩუქარისთვის ... მხოლოდ ღმერთს? ანა-მარია? არ უნდოდა მასზე ფიქრი, უნდოდა საკმარისად გაბრაზებულიყო, გაგიჟებულიყო ისე როგორც იმსახურებდა . უნდოდა ,მაგრამ გამოსდიოდა? არასდროს უყვარდა ტყუილი დადიანს, დემნა დადიანი საკუთარ თავს არასდროს ატყუებდა! იცოდა ვინ იყო ანა-მარია მის ცხოვრებაში აქამდე, ახლა და შემდეგ ! იცოდა და გგონიათ აპირებდა რამე შეეცვალა ?! დანმაშავისთვის ეპატიებინა? პირველი ნაბიჯი თავად გადაედგა? უკან დაეხია და მისი დანაშაული ეპატიებინა ისე რომ თხოვნა არ მოესმინა? აღიარება და სიმართლე ? ამათ გარეშე იმოქმედებდა? წარმოუდგენელი იყო და არც მოხდებოდა! ლოდინი შეეძლო, დაცდა მოქმედებასთან ერთად ყველას როდი ძალუძს ! დერეფანი გაიარა, საძინებლის კარი ისე გააღო თითქოს იქ შესვლის უფლება ჰქონდა ,იქ ელოდნენ და ეჩქარებოდა. ფანჯრის რაფაზე მჯდომ ქალს სიგარეტით ხელში რომ შეხედა ესეც ურეაქციოდ მიიღო, მისი გაფართოებული თვალები არად ჩააგდო უკითხავად მოხვია წელზე ხელი წამში დაჯდა მის ზურგს უკან და სიგარეტი გამოართვა, ტუჩებშორის მოიქცია და მისი გემო ირგძნო შემდეგ ფილტვებისკენ გაუშვა აირი და თვალები დახუჭა . აფართხალებულ ქალს ისე მოუჭირა ხელი წამსვე გააჩერა , ფანჯრიდან შემოსული სიცივე ორივეს უყინავდა სხეულს, არცერთი გრძნობდა რადგან ორივე იწვოდა. ქალი რომ შემობრუნდა მის ფეხებზე მოკალათდდა და წელზე მოეხვია არც ეს გაკვირვებია, ისევ სიგარეტს აბოლებდა და კვამლს პირდაპირ მისი მიმართულებით უშვებდა ,შემდეგ მიიწია და ცხვირის წვერზე შეეხო -რაოო დავმშვიდდითოოო ,აღარ გვინდა ტირილიო? ძალაც ხომ არ ვიპოვეთო შემთხვევით -ჩემი ძალა არც დაკარგულა ! -მაგიჟებს... შენი ნიღბები -გგონია ასე ცუდად ვიქნები? საქმე გამიმარტივე , ბავშვებს შენზე უკეთ ვინ გაუგებს მაინც სამი სკოლიდან გამოაგდეს ერთი წლის განმავლობაში! ჩემთან ახლოს იქნებიან ისე რომ შენ მოუვლი მე მოვალ მოვეფერები ,ვაკოცებ ზღაპრებს მოვუყვები მერე წავალ ვიმუშავებ ჩემი საქმით ვისიამოვნებ ...მშვიდად და თავისუფლად. აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე შენზე უკეთეს მომვლელს ვიპოვიდი განა? ზუსტად მათ მსგავსად აზროვნებ! საბედნიეროდ იმათ ჩემი გენებიც აქვთ და შენსავით არ ჩარჩებიან ხუთი წლის ასაკში - თითებს სახეზე უსვამსა ისე რომ მხოლოდ ბალიშებით ეხებოდა ისე ახლოს მიიწია თითქოს კოცნას აპირებდა მერე კი თვალის დახამხამებაში მოშორდა და სიგარეტის ღერიც თან გაიყოლა. ტუჩები ისე მოუჭირა თითქოს დემნას გემოს იგებდა. შემდეგ კვამლი გამოუშვა და ფანჯრიდან მოისროლა . წელამდე ჩამოშლილი თმა თვალისდახამხამებაში დაახვია და სამაგრიჯოხით გააჩერა. იცოდა , არ გაკვირვებია ,ელოდა დემნას ზურგს უკან. მის ხელებსაც მუცელზე და თმები ისევ წელზე ეყარა სამაგრი კი დადიანის ხელში იყო . -ისევ იაფფასიანი ხრიკები... -შენ კი ანკესს ისევ წამსვე ეგები ! -ანკესის გადაყლაპვაც შემიძლია და იმისაც ვის ხელშიცაა ! შეგიძლია ხვალვე გახვიდე სამსახურში...არ მინდა სისხლი მოგენატროს და რომელიმე აქ მცხოვრებს გამოგვჭრა ყელი სემდეგ ინტუბაცია რომ გაგვიკეთო -რომ მომინდება წავალ... ჯერ -ჯერობით ბავშვებთან ყოფნა მირჩევნია! ბოლოს და ბოლოს კლინიკის მმართველის სახლში მძინავს,მისივე საწოლში -ჩემ საწოლში არასდროს გეძინა ! -საწოლში რომ გტოვებდი და მივდიოდი ეგ ფაქტიც ჩარჩა შენს სათუთ გულში ხომ? ამისთვის ღირდა ეს ერთწლიანი თამაში? -ირონიულად უღიმოდა ქალი. დემნა კი ხმამაღლა იცინოდა -არადა მეგონა პატარა ბიჭის კომპლექსები აღარ გაწუხებდა - წინადადება ვერ განაგრძო დემნას სიცილის შეწყვეტასთან ერთად ყბაზე მისი თითების მოჭერა იგრძნო და კედელსაც დაეჯახა . -როგორ გინდა მაგ ბიჭის გამოწვევა... კვდები სურვილისგან ,ტყავიდან ძვრები ექვსი წელია დაუღალავად , შეუპოვრად არადა იცი რომ ვერ დაბრუნდები ...იცი რომ მეორე შანსი არ გაქვს -პირველი რომელი იყო რომ მევედრებოდი ის? ეგ შანსი მე უნდა მომეცა თუ სწორად მახსოვს - მის ხელს თავისი მოუჭირა და მოიშორა . აგიჯებდა დადიანს, იცოდა სხვამ ვინ იცოდა თუ არა მარიამ ! მისი ყოველი ამოსუნთქვა იცოდა - მაგრამ წავედი ! საერთოდ არ ვნანობ ექვსი წელია მადლობას ველი ,მე რომ დავრჩენილიყავი ცოლობასაც კი მთხოვდი , მე რომ მეთხოვა სხვას არც კი გახედავდი და მთელს შენს სექსუალურ ცხოვრებას გავანადგურებდი , რა მოსაწყენი იქნებოდი ქალების და ორგიების გარეშე წარმოიდგინე ! -როგორ გიყვარს შენი ოცნებების სხვისთვის შეტენვა , ჭკვიანი იყავი იცოდი სულ რამდენიმე კვირა ან მაქსიმუმ თვე რომ გქონდა მერე მომბეზრდებოდი და მორჩებოდა შენც თავს ძალა დაატანე რომ თავმოყვარეობა გადაგერჩინა , სხვებისგან გამორჩეულად გეგრძნო ისევ თავი და ჩემი გასაკეთებელი ტავად გააკეთე ! მაგისთვის მადლობა არ მითქვამს ხომ? რა გულმავიწყი ვარ ამის დედაც ... აბა ის მითხარი როდის გაიგე რომ ფეხმძიმედ იყავი და არასდროს დაგივიწყებ ! -რა მნიშვნელობა აქვს -მიპასუხე რომ გეკითხები! -მეკითხები? შენ კითხვების დასმაც იცი? რა სიანტერესოა... ახლა მხოლოდ ღრიალი მესმის და ძალიან მეძინება . იყავი კარგი მასპინძელი შენი შვილების დედას გამოძინება ადროვე, ხვალიდან ხომ უნდა მოგემსახურო არა? - მის წინ იდგა ისევ, მის მკლავებში მოქცეული კედელზე მიბჯენილ ხელს შეხედა თითები ააყოლა, ძირს ჩამოაწევინა შემდეგ გაუშვა გრძელი ზოლიანი პერანგის ღილები ერთი ხელის მოსმით გახსნა , წინდები ფეხების ერთმანეთზე გასმით მოიშორა და ნახევრად შიშველმა აუარა გვერდი.მიაბიჯებდა მშვიდად , თმები ირხეოდა წელზე ეფინებოდა მანამ სანამ საწოლზე არ ავიდა მისკენ არ შემობრუნდა და მოწყვეტით არ დაეშვა ზეწარზე, წამში საბანში გაეხვია ერთადერთი სანათი ჩააქრო რომელიც ოთახს ანათებდა და სუნთქვაც კი შეწყვიტა. ყველა უჯრებს ერთიანად ატრიალებდა ის ალქაჯი წამის წინ გვერდით რომ ჩაუარა ნახევრად შიშველმა,მაგრამ არც გადაუდგამს მისკენ ნაბიჯი კარისკენ დაიძრა და წამში გაქრა ოთახიდან. დილით დაადგა თავზე და საბანი ერთი ხელის მოსმით მოაშორა. წამში გამოფხიზლდა ქალი,ინსტიქტურად მოიხვია შიშველ მკერდზე ხელი და გაფართოებული თვალებით ახედა წინ მდგომს -რა ჯანდაბაა ! -სად გაგონილა მემსახურებოდე და გეძინოს იმ დროს როცა მე მღვიძავს...იქნებ და რა მომინდა დილაადრიან -დილით ისევ გი**ება ? სხვა არაფერი გინდა ხოლმე მე კი ეს არ მევალება შეთანხმების მიხედვით -ვიცი გინდა საკუთარ თავზე იზრუნო ,მაგრამ ხელი უნდა შეგიშალო. საუზმე უნდა მოამზადო,ჩემი ოთახი არეულია დ აუკვე მაწუხებს იცი? ბავშვები სანამ გაიღვიძებენ ხომ უნდა იყოს ყველაფერი მზად -რა საცოდაობაა...გგონია ასე გამაწამებ ? სახლს რომ გადაგიწვავ არ იცი? -გავიგე ისწავლა საჭმლის მომზადებაო... მაქსმა მითხრა უგემრიელეს კერძებს ამზადებს დედიკოო -მოგატყუა ალბათ -ჩემი ასლია... -იმიტომ ამბობს თვალისდაუხამხამებლად ტყუილს ისე უცებ იფიქრებს რომ წამიც არ გადის ,თავადაც სჯერა თან იმდენად კარგად გამოსდის -დედა რომ ჰყავდა გვერდით და ასწავლიდა რომ ტყუილი ცუდია იმიტომ გამოსდის ალბათ ასე კარგად! -მამასგან გამოყოლილ გენს როგორ შეეწინაარმდეგებოდა დედა. ზოგჯერ წრთვნა რას უზამს თუ ბუნებამაც არ უშველაოოო ... გაგიგია ცხოველო? -ჩვენ ორ შორის მოციქული არის ტყვია ... ეგ რომ გითხარი ისევ რატომ დაბრუნდი ? -ვიცი რომ მიზანს ვერასდროს არტყავ და იმიტომ ! კიბეზე დაეშვა და შემდეგ დემნას საძინებელში შევიდა. მართლა დალაგებას აპირებდა ვითომ? უკან მიჰყვებოდა ,მაგრამ მისი იატაკზე დაყრილი ტანსაცმელი უკვე ნაგავში ჰქონდა ჩაყრილი და კარადას აღებდა -უუუფს აქაც როგორი არეულობაა... ქალების საცვლებს ისევ ინახავ? -როდის ვინახავდი ...-ისე უცებ შეიცხადა ვერც გაიაზრა . მარიამ რომ გაიცინა მერე მიხვდა დანაშაულს ,მაგრამ რაღას გამოასწორებდა-იმიტომ დადიოდი საცვლების გარეშე ჩემთან ხომ? -ვერასდროს მხდიდი ლიფს და შენი ჯაჯგურის ნერვები არ მქონდა ! საქმეს გიმარტივებდი,არ მინდოდა ხელმოცარულად გეგრძნო თავი ...ახლა ხომ ვერარ დაგიმალავ -მე მეგონა ყველა შენი ტრუსი გავხიე და უბრალოდ კოლექციას უფრთხილდებოდი და მოთმენა აღარ შეგეძლო ჩემი შეხებისას -ერთხელაც ვერ გაარტყი ხედავ? -ტყუპები მყავს ...ორივე ბიჭი და ჩემზე კარგად თუ გაარტყა ვინმემ სად გყავს დანარჩენი შვილები -შენს მერე ყველა კაცი ცხოველი მგონია და გოგოებზე გადავედი -ღმერთო ნუ უსმენს რამეთუ არ იცის რას ამბობს - ხარხარებდა დადიანი და საწოლზე იკეცებოდა ოთხად. უცებ რომ გამოაცალა ზეწარი ქალმა და ლამის იატაკზე დავარდა-ფრთხილად გოგო! -ასეთი ნაზო როდის გახდი? ვინმემ ხომ არ იძალადა შენზე? -ახალი ზეწარი ისე ააფრიალა თავზე გადააფარა და მასაც ადგომის გარდა რა გზა ჰქონდა. დივანზე გადაჯდა იქაც მიადგა ბალიშები ზედ თავზე დაალაგა . მერე საწოლის ქვემოდან ლიფი რომ გამოიღო სიცილი დაიწყო-ტრანსგენდერებთან დადიხარ თუ ასე უმკერდო ქალებიც არსებობენ ! -მკერდი რა არის წარმოდგენა გაქვს საერთოდ მარიატერეზა? -კი როგორ არა აი ეს... და კიდევ ეს - თითით ანიშნა და გაუღიმა - გაგახსენდა თუ გინდა გაჩვენო -დემნაა მარია სად არის? ბავშვებმა გაიღვიძეს და ეძებენ იცოდე თუ ცუდადაა - დამაინემ შემოგლიჯა კარი და მართალია ხმასაც არ უწევდა მაგრამ ისე უყურებდა დემნას სანამ კარის უკან მდგომი მარია არ გამოჩნდა-აქ ხარ? -ოთახს ალაგებს ... -რა? -ერთწლიანი კონტრაქტით მყავს ...ხომ საყვარელია ? სამსახურში კიდევ არ მიდიხარ? ავეჯი მოიტანეს თუ ჯერ არა? -ხელოსნები მოვლენ მალე! -ასე ნუ მიყურებ ...არაფერი დამიძალებია ღმერთმა იცის , თავად დადო ხელშეკრულება ეშმაკთან ,დიდი ხნის წინ -მე ხელოსნებს დავხვდები...ოთახს ვაჩვენებ ! -გავიგე რომ ჩვენი ნერვები არ გაქვს და გიჟი ვარ არაა საჭირო ამ შავი თვალების ბრიალი ისედაც მოტყნ*** მაქ ტვინი ვერ ხედავ? -ვხედავ,დიდი ხანია თან ! საღამომდე პირველსართულზე იყვნენ,მეორეზე მუშები არემონტებდნენ ბავშვების ოტახს, შპალერს აკრავდნენ და ჭერზე ჭაღებს ვარსკვლავებისფორმებით ამაგრებდნენ. გარეთ ცუდი ამინდი იყო შესაბამისად მამა და შვილები მანქანებით თამაშობდნენ. სახლში აფრენდნენ თვითმფრინავს, მამიკომ პულტით მართვა ვერ მოახერხა და ლამის ყველა მინა ჩაამსხვრია. სამაგიეროდ ბავშვები გახალისდნენ. ბურთი რომ გამოიტანა შესასვლელი გაათავისუფლა და ერთ კედელზე უზარმაზარი ქარალდი მიამაგრა კარის გამოსახულებით ,რომელიც ხელდახელ დახატა უკვე პიკი იყო. ბოლოს დაქანცულები დაეშვნენ ხალიჩაზე და ჭიდაობდნენ ბუხრის წინ. მაგიდიდან ვაზამ ფრენა რომ დაიწყო და ჰაერსი დაიჭირა მარიამ მანდ მიხვდა რომ უნდა გაჩერებულიყო ,მაგრამ ბავშვები ისევ ენერგიით იყვნენ სავსე. ოთახის ნახვა უნდოდათ , ვერ ისვენებდნენ და ხომ უნდა გადაეტანათ ყურადრება არა? ბოლოს მაგიდასთან ისხდნენ და ხატავდნენ. დემნამ ბავშვები რომ დახატა ტყუპები გაგიჟდნენ.ორივე მოეხვია და ლამის მხრებზე დაჯდნენ. -მამაააა დედიკო დახატე რააა .... გთხოოოოვ -დიდებს ვერ ვხატავ...მხოლოდ ბავშვებს -იტყუები ! -საიდან მოტანე მაქს? -ტონალობას ვცნობ! დედა გვინდა დახატო -დედას არ უნდა რომ დამხატოს! ვახშამი მზადაა ზემოთ ადით დამაინეს დაუძახეთ და უცებ ჩამოდით -სახლში არ არის... საავადმყოფოში წავიდაო მამამ -კარგით მაშინ ხელები დაიბანეთ და მოდით ბავშვები გავიდნენ თავად კი ისევ სამზარეულოში დაბრუნდა და სუფრის გაწყობა დაიწყო. -ისეთი მონდომებული ხარ რომ ეჭვი მიჩნდება...მგონი ისევ გინდა ჩემს სახლში დიასახლისად ყოფნა -ერთ ოცნებას მაინც აგისრულებ... ცოტა ხნით შენს კუჭს ამოვავსებ ! -რა ტკბილი ხარ ... შენზე ტკბილის დედას შევ*** -რა ზრდილობიანი ხარ ! -როგორც ყოველთვის პატარავ - ხელი წელზე მოავლო და თავისკენ მიიზიდა ქალი რომ დადნა ტუჩიდან ნამცეცი მოაშორა და თითს ენა აუსვა- ჩემი შოკოლადიანი ნამცხვარი მიირთვი მარიატერეზა? უნდა დაგაჯარიმო -თითი ქვედა ტუჩზე მიადო და ნიკაპისკენ გადმოუწია მერე მთელ სიგრძეზე გადაატარა და ის იყო აკრუტუნებული ქალისთვის უნდა ეკოცნა ბავშვების ხმა რომ გაიგო და მოშორდა. ვახშმის დროს სხვადასხვა ფიგურებს უმზადებდა საჭმლისგან ბიჭებს ისინიც ბოლომდე მიირთმევდნენ და ბოლო ხმაზე იცინოდნენ. თავს ვერ იკავებდა და სათითაოდ უკოცნიდა ლოყებს რამდენჯერმე უკბინა და ისინიც წუწუნებდნენ, ცდილობდნენ ეჩქიმიტათ მისთვის მაგრამ ვერაფერი აგრძნობინეს და მერე უარესად ბრაზდებოდნენ. -დედაა არ ტკივაა მამას? ვჩქმეტთ და რეაქცია არ აქვს -მხოლოდ კბენაზე რეაგირებს და კოცნაზე - ისე უცებ თქვა კაცის ჩაცინება რომ გაიგო მერე აატრიალა თვალები -ენა გავიწყდება...როგორ შეიძლება საკუთარი მთავარი იარაღის დავიწყება - ყურში უჩურჩულა რამდენიმე წუთის შემდეგ როცა ეგონა ყურადღებას არ მაქცევსო და იქვე სველი კოცნის კვალი დაუტოვა- გაიხსენე აბა კარგად -მახსოვს! უბრალოდ შენთვის არ გამოვიყენებ - ხელი მუხლზე დაადო და შემდეგ ზემოთ აუყვა -კარგია თუ გახსოვს- ზუსტად იგივე გაიმეორა დემნამ ორონდ ისე უჭერდა თითებს ლამის მთელი სხეული აუცახცახდა. -რა ახსოვს მა? -ის რომ დედიკომ თქვენი საყვარელი კექსი გამოაცხო და უნდა გაჭამოთ სანამ დაიძინებთ- უცებ წამოდგა მას მერე ისე დარბოდა დემნას რომ არ გაკარებოდა. ბავშვების ბანაობას აპირებდა მაგრამ ისე დარბოდნენ ოთახში ვერაფერი მოახერხა ცოტაც და შეიშლებოდა -გაჩერდით თორემ შევიშლები -მაუგლი ვარ ააააააააააააააააააააააა - საწოლზე ახტა ალექსი და ისეთ ხმას გამოსცემდა მკერდზე ხელების რტყმევასთან ერთად სმენა რომ დაკარგა ფაქტი იყო -ტარზანი ახლა ჩანჩქერში იბანავებს ... -დედიკოოო არ მოდიხარ? -მოდი დედიკო , მამიკო სპილო იქნება დიდი ხორთუმით - ისე უცებ მოხვია ხელი და დუშის ქვეშ შეაგდო ბავშვებთან ერთად კივილის გარდა ვერაფერი მოახერხა- მშრალი არ ამოუშვა მდინარიდან მაუგლი ბავშვებმა იბანავეს მამიკომ პირსახოცები მოახვია ორივეს ხელში აიყვანა და სირბილით გაიქცა საწოლისკენ ისე მიუხურა კაბინის კარები მარიას ქალს ფეხი აუცდა და ძლივს შეიკავა თავი. როგორღაც გამოაღწია გაწუწულმა, სუნთქვაშეკრულა, ორთქლისგან აწითლებულმა. ბავშვები უკვე პიჟამაში იყვნენ გამოწყობილები და საწოლში წვებოდნენ . -მა ზღაპარს მოგვიყვები? -ცხოველები ზღაპრებს არ ყვებიან...რა იცის სპილომ ზღაპარი , ხორთუმში აქვს ტვინი და მისი მოხმარების გარდა არაფერი იცის ! -დედიკო სპილოში მხოლოდ ხორთუმს ხედავს და მისკენ ილტვის და ეს სრულიად არაფერს ნიშნავს ! სიმართლე გითხრათ ეს ზღაპრები არ ვიცი დამიანეს ქართულებს ვუყვებოდი კომბლე,ნაცარქექია ,ხუთკუნჭულა კიდე რაღაც იყო აღარ მახსოვს -ჩვენ არ ვიცით ეგენი მოგვიყვები? -ბავშვებმა ნაცარქექია არ იციან? -საერთოდაც ზღაპრები არ უყვარდათ აქამდე და ახლა რატო უნდათ მოუყვე არ ვიცი ! რას მომყვები ძალიან საინტერესოა ...ბავშვები ზღაპარს ელიან -შენზე უკეთესი მეზღაპრე ვერ ვიქნები პირდაპირ ცხოვრებაში თხზავ ამბებს ,მაგრამ მოვიფიქრებ რამეს ...გაწუწულ ქათამს გავხარ -იდიოტოოო ...ცხოველო იქ გამოკეტვისთვის გადაგიხდი -გადახდაზე მე არ უნდა მელაპარაკებოდა ...არც უნდა ამხსენებდე საერთოდ -რაო ვერ გამაწამე მზარეულობით და დამლაგებლის საქმის შესრულებით? მეტს ვერ გაგიქაჩავს გონება -რატო მე ვისიამოვნე... ქანცგაწყვეტილი სხვა საქმისგან არასდროს მყავდი ნანახი -მერე ? -ჩემი ნამუშევარის შემდეგ უკეთესად გამოიყურებოდი ! ბავშვები ის ეუსმენდნენ ზღაპარს არც დაიძნეს. ბოლოს ისევ თქვეს გვეძნებაო და მშვიდად დაიძინეს თორემ ზღაპარი ნაკლებად მოქმედებდა. მეორე დღეს საერთოდ არ იყო საუბრის განწყობაზე, პროვოკაციას არ აჰყვა და ბავშვებთან ერთად გაატარა დღე. მომდევნო რამდნეიმე დღეც ჭკუიდან შლიდა ქალს .ბოლოს ისევ ანამარია გააგიჟა და ისე ესროლა თეფში სამზარეულოს ბოლოდან სანტიმეტრით აცდა ,კედელს მიეჯახა და ნამსხვრევები მის ფეხებთან დაიყარა -თეფში მესროლე? -უუფს ავაცდინე...არადა მეგონა სისხლი იჩქეფებდა შენი ცარიელი თავიდან სადაც მხოლოდ სისხლძარღვებია დახვეული -გინდა რომ მოგკლა და ვერ ისვენებ ! -მომკლა ? შენ ?მე ? სიკვდილის მნიშვნელობა კარგად ვერ გაგიგია ! -სიკვდილი შენთვის ჩვეულებრივი ამბავია ხო? როგორ ამბობთ? სიკვდილის დროოო 17 :03 და მორჩა მერე გკიდია იქ ვის ტოვებ -ვინც იგლოვებს ისიც ეყოფა მე მისი პანაშვიდები რომ მოვაწყო და ცრემლებად დავიღვარო სხვა ცოცხლების მის ბედს გაიზიარებენ და ხო ჩვეულებრივი ამბავია სიკვდილი ჩემთვის ! -კიდევ ერთი ამცდა... -არ მომიახლოვდე ... -რატომ? მინდა სიკვდილს თვალებში ჩახედო იქნებ და ნაცრისფერებია -ხო შეიძლება მიქელას ნათესავი იყო...არაა გამორიცხული .სულ მეგონა რომ რაღაც გენეტიკური გარღვევა იყო შენსა და დამაინეს შორის ! -დამიანე მე გავზარდე სხვათაშორის და შენ გაზრდილებსა და მას შორის სხვაობას ვერ ხედავ? -ისინი შენი შვილები არიან...დამიანე კიდე თავისთავად იყო ასეთი კარგი - მაგიდის ირგვლივ დარბოდა და შუაში დაწყობილ თეფშებს მორიგეობით ესროდა ისეთი ხმა იყო მესამე მსოფლიო ომი გეგონებოდათ დემნა კი უბრალოდ იცილბდა მათ და დინჯად მიჰყვებოდა ქალს ,უყურებდა როგორ უჩქარდებოდა სუნთქვა და ელოდა მსხვერპლის დაქანცვას -შენი გენი არ აქვთ იმათ? აა როგორ არა ტყუილს შესანიშნავად ამბობს მაქსი , თვალისდაუხამხამებლად ბევრი მუშაობა დამჭირდება მე რომ დამემსგავსოს და შენსავით არაადამიანი არ გახდეს მერე -არაადამიანი შენ ხარ და ჩემი შვილები მხოლოდ გარეგნულად იქნებიან შენი მსგავსი ! -იოცნებე ... უფასოაა სრულიააად უფასო და ვერც ვერავინ დაგიშლის -ვერ გიტან ! -ანუ გესმის ჩემი -მეზიზღები ... ყველაფრისთვის -ყველაფრისთვის? შენ რა ჩემს სათქმელს ამბობ? -არ მომეკარო -უიიი თეფშები აღარ გაქვს? კარადა იქეთაა -აქედან გავალ კარია ახლოს -ბავშვები არიან იქეთ ... ხმა ხომ იცი კარგად ვრცელდება იქედან კვნესის განსაკუთრებით... სად გარბიხარ არ გაინტერესებს ტკივილისგან აკვნესებას მოახერხებ თუ არა? მე მეეჭვება რაღაც შეგრძნება გაგაჩნდეს თუ ფეხებშორის არაფერი შედის - ხელი ისე უცებ დაავლო და მიიმწყვდია კუთხეში სუნტქვაარეულ ქალს გაქცევის მცდელობაც აღარ შეეძლო - აბაა რას ვამბობდით? -მტკივააა იდიოტოო ცხოველო მტკივა -არ გტკივა...სიმულირებას აქვს ადგილი! შენ თვალებში ტკივილს ვერ ვხედავ? მიდი მიყურე და ნახე რა არის ტკივილი ! - ყბაზე უჭერდა თავი უკან გადააწევინა და ისე უყურებდა -სულ უმადური იყავი ... -არ გაბედო იგივე გაიმეორო ! ენას ამოგაცლიიი -როგორ გიყვარს ღრიალი ... გსიამოვნებს ხო? - ხელი ყელზე მოუჭირა ,მაგრამ რეაქცია არ ჰქონია დადიანს,უბრალოდ დახედა და უფრო მიაწება კედელს-თავი მაგარი გგონია -როდის მოგბეზრდება...მთელი ცხოვრებაა იმას ლაპარაკობ რასაც არ ფიქრობ ! ერთხელ ცადე იქნებ გამოგივიდეს შენი აზრის დაფიქსირება ... მოფერება დაგავიწყდა თუ რას აკეთებს შენი ხელი ჩემს ყელზე? ვიცი რომ გინდა გაკოცო ,მაგრამ ასე უჭკუოდ თამაში არ გეკადრება...ტემპი დაკარგე იცი? -ტემპი ? იოცნებე რომ შენთან მომინდეს ...რომ გიყურებ ცუდად ვხდები -გეტყობა როგორც -შენც გეტყობა როგორ ბრაზობ პირდაპირ თვალებით მხდი -შიშველი ხარ ისედაც ამას მე ნუ მაბრალებ- მაისურის ქვეშ ისე შეუცურა ხელი და მოუჭირა მკერდზე თითქოს არაფერი გაუკეთებია- დარწმუნებული ვარ ქვევითაც შიშველი ხარ აქ მაინც ვის ელოდები...კლინიკაშ კი გიდგას რიგი თითომ ერთი დოლარი რომ მოგცეს მილიონერი გახდები არ გიფიქრია ისე დავიჯერო?- ეს რომ უთხრა ისე გაარტყა ექიმმა ყბა მოეღრიცა სიცილი დაიწყო და სანამ სიტყვას ეტყოდა ისევ უკან დააბრუნა -ნაბიჭვ... -სიმართლეს როგორ ვერასდროს იტან...იდეა მოგაწოდე და არ იღებ.კეთილ ნებას ვიჩენ შენ კიდე მირტყამ? -ვერ გიტან ! არაკაცი ხარ... ! - ხელებს ურტყამდა და ყვიროდა . -ძლიივს ნამდვილი ემოცია ...შეგძლებია მიდი კიდევ უფრო მეტი დამანახე და მერე ჩემსას გაჩვენებ ახლა მაინც ვერ გამექცევი ! - გარეთ ხმა ისმის ...ბავშვებს ამდენ ხანს სიმღერის მოსმენა აღარ უნდათ და ან მოშორდით ერთმანეთს ან იმათ აქ შემოვუშვებ და ბარემ ხუთი წლის ბავშვებთან დახოცეთ ერთმანეთი! - კარში იდგა დამიანე და მშვიდად უყურებდა -აირჩიეთ ! -რა დროს იცი ხოლმე გამოჩენა -მაპატიე თქვენი ჟღურტული ჩავშალე ! -შენც მომიშალე ახლა ნერვები! მიდი მიეხმარე იმას ქალების გულშემატკივარო გინეკოლოგო! -კიდე არ უშვებ ?! -მარიამი ხო უნდა ნახო დღეს? -მერე? -აჩვენე მარიამს როგორი იქნება ტყუპების მოვლა როცა თქვენები 5 წლის იქნებიან! თუ იმას დაემსგავსებიან და არა შენ ! -გინდა ბავში არასდროს გამიჩინოს? -რა ირონიის შემოტევა გაქვს შე ჩემისა შენა ... რამ გადაგრია ! წაიყვანე ბავშვები და წადი! ველაპარაკები ადამიანს ვერ ხედავ? -ვერ ვხედავ! -აჰა არ ვკლავ ... - ერთ ხელს უჭერდა მხოლოდ მკლავზე ისე კი შორს იდგა და დამაინეს უღიმოდა- დამშვიდდი მამიკო? თბილად ჩააცვი ბავშვებს და შეეცადე მარიამმა არ დახოცოს ორივე ! დამიანე წავიდა . რამდენიმე წუთი კიდევ უყურებდა ანამარიას შემდეგ ხელი ჩაკიდა და სამზარეულოდან გაიყვანა.ისიც მიჰყვებოდა -დავიღალე აღარ შეწყვეტ ამ თამაშს? -ვზივარ მშვიდად რა გინდა მარიატერეზა? -გაინტერესებს როდის გავიგე ბავსვების არსებობის სესახებ? -ახლა რამე სისულელე უნდა მითხრა კიდევ? -შეეშვი ამ არაყს არ შეიძლება? მალე ციროზი დაგემართება -არ მითხრა ვდარდობო! მიდი მომიყევი ახლა რა მოიფიქრე როდის გაიგე რომ ფეხმზიმედ იყავი -მაშინ როცა მამაჩემის დამსახურებით უნივერსიტეტიდან გამომაგდეს! როცა რეზიდენტურა ვერ დავამთავრე და ქვეყნიდან გაქცევა როცა დამჭირდა მაშინ! შენთვის რომ მეთქვა და მამას გაეგო ბავშვს ველოდებოდი თანაც შენგან მეც მომკლავდა და შენც ! აღარც ბავშვები იქნებოდნენ და აღარც მე და შენ ვიქნებოდით ის ვინც ვართ! უნდა წავსულიყავი და იქ გამეჩინა ბავშვები, უნდა წავსულიყავი და გამეკეთებინა ის საქმე რაც მინდოდა, უნდა წავსულიყავი შენი ცხოვრებიდან რადგან ორივე ერთად ვერაფერს მოვახერხებდით მე და შენ ერთმანეთს ძალას ვაცლით. მე და შენ ერთად რომ ვყოფილიყავით ერთმანეთის გარდა არაფერი გვენდომებოდა ვერ დავკმაყოფილდებოდით ვერასდროს ,არაფერი სხვა არ მოგვინდებოდა , არც სამსახურში ღამისთენება , არც ბიზნესზე ფიქრი და არაფერი ვიქნებოდით დღეს ! ერთმანეთი მოგვბეზრდებოდა? არ ვიცი ალბათ არა ...ახლა არ მითხრა ,გთხოვ ნუ მეტყვი რომ მოგბეზრდებოდი და ისე გამიშვებდი შენი ცხოვრებიდან როგორც სხვა ათობით ქალი. არც მე წავსულვარ უბრალოდ , ვერც შენ გამიშვი ! საშინელი ადამიანი ვარ რომ შვილები მოგტაცე ,ვიცი ! ვიცი და მაინც არ ვნანობ ...ხო მეც არ ვყოფილვარ მათთან , უბრალოდ ცხრა თვე მუცლით ვატარე ,ერთი წელი გვრიდიდან არ ვშორდებოდი და შემდეგ მეც არ ვყოფილვარ მათთან. იმიტომ რომ არ შემიძლია ეს ჩემი წყეული საქმე დავტოვო რადგან ვიცი რომ ამისთვის მომცა ღმერთმა ნიჭი და ვჭირდები იმათ გადასარჩენად ვინც უნდა რომ დარჩეს ამქვეყნად. შენ კი უბრალოდ გინდა სამაგიერო გადამიხადო იმისთვის რის გამოც დიდი ხანია ვაგე პასუხი მამაჩემის დამსახურებით. შენ კი ,შენ არ შეგიძლია ჩემზე შურისძიება თორემ არაფერს დაელოდებოდი ,არცერთ წუთს დახარჯავდი ჩემთან კატა-თაგვობანას თამაშზე. არ გინდა დავაჩქაროთ მოვლენები უბრალოდ გავაგრძელო ცხოვრება, ორივემ ვიზრუნოთ ბავშვებზე მე კი ისე ვიცხოვრებ როგორც ადრე .ორივე მივხედავთ ჩვენს ცხოვრებას ბავშვები იყვნენ შენთან და დამიანესთან თუ გინდა წინააღმდეგი არ ვარ! ჯანდაბას ვაღიარებ რომ შენზე უკეთ ვერავინ აღზრდის ვერცერთი მასწავლებელი და აღმზრდელი რა გამოცდილებაც არ უნდ აჰქონდეს რადგან ზუსტად შენნაირები არიან და იცი როგორ მოექცე რომ არ აჯანყდნენ... ხვალიდან გავალ კლინიკაში და მერე ხომ იცი კლინიკაში მძინავს ,ვჭამ და ვსვამ . ჩემი ტანსაცმელი სად იქნება სულერთია -არ მომწონს ეგ იდეა და ახლა რას მეტყვი? -არაფერს ! მაინც ასე იქნება შენ მოგწონს თუ არა -ვერ გიტან ასეთს -მთელი ცხოვრებაა ასეთი ვარ და შენ მე ვერ შემცვლი არ ვარ პატარა ბავში ვისაც სწორ გზას აჩვენებ და ხასიათს ჩამოუყალიბებ ! -ასეთი როგორი ... ასეთი რობოტი, უგულო, ცივი და ქედმაღალი? თავდაჯერებული გიჟი იყავი ყოველთვის მაგრამ არა ასეთი ცივი და დაუნახავი .ახლა ვერარაფერს აღიქვამ გინდა ლოდად იქცე და იქცევი კიდეც მალე ! კლინიკაში მთელს განყოფილებას ცოფავ, შენთან რეზიდენტებიც ვერ მოდიან შიშით სხვა კლინიკაში უნდა ყველას წასვლა, ექთნები მთხოვენ სხვაგან გადავიყვანო არაადამიანურად იქცევი და იმიტომ ! ყოველთვის ყველაფერში მართალი ხარ გგონია ხომ? უკაცრავად დიდი ბოდიში დედოფალო მარია მაგრამ არაფერში ხარ მართალი, სულ ცდები ყველგან და ყველაფერში! აქამდე სულ ფეხებზე მეკიდა რას აკეთებდი და ახლა როცა ჩემი შვილების დედა აღმოჩნდი და შენი ქცევა პირდაპირ მოქმედებს იმ ორის ცხოვრებაზე ,რადგან არ იმჩნევენ და არ გეუბნებიან რომ ენატრები , რომ შენთან უნდათ ყოფნა და ამოუვიდათ ყელში მუდამ სხვაგან ცხოვრება იმას არ ნიშნავს რომ მათ განწყობაზე ,ხასიათზე არ მოქმედებს ეს ყველაფერი. რომ გაიზრდებიან და მეტ რამეს დააკვირდებიან არც ის მოეწონებათ კლინიკაში მისულებს ყოველი მეორე დედას საყვარელი რომ დახვდებათ! გეტყვიან ვერ ვიტან ჩახუტებასო , კოცნა არ გვინდა დიდი ბიჭები ვართო მაგრამ ორივე უნდათ შენგან ... როგორც გინდა ისე მოიქეცი უბრალოდ ბავშვებს ფსიქოლოგიურად ნუ გამინადგურებ ! -ნაბიჯი არ გადადგა ! -კაი ტოოო მართლა? რატომ გაბრაზდი ? -არ გაქვს უფლება ასე მელპარაკო მეც ძალიან კარგად ვციი რა სურთ ჩემს შვილებს და არაფერს ვაკეთებ ისეთს თავი შეურაცხყოფილად რომ იგრძნობ, რომ შერცხვეთ ჩემ გამო და თავმოყვარეობა შეელახოთ როცა კაცები იქნებიან ! შენ კი ჭორებს იჯერებ , რადგან აქამდე პასუხი არ დაგიბრუნე, მეგონა უბრალოდ ხუმრობდი და თურმე მაგ გლუვი ტვინით მართლა გჯერა რომ იმ საცოდავებს მოკარების უფლება მივეცი და ყველა არ შენი აზრით? თუ უბრალოდ გინდა გჯეროდეს რომ ასე ვირთობ თავს კლინიკიდან გაუსვლელად ვიწყობ სექსუალურ ცხოვრებას და როცა მომაკვდავები აღარ მყავს გასაცოცხლებლად კაბინეტში პაციენტის ნაცვალდ ვწვები საწოლზე და ფეხებს ვშლი ! იდიოტი ხარ , არაფერი გაგეგება და არაფერი იცი თუ გგონია რომ... -ახლა რომ მიხსნი რაღაცას ხვდები შენ? ხვდები და მაინც აგრძელებ? რა საოცრებაა- ისევ დაწვდა ბოთლს და სიცილით მიიყუდა- მაგ ჭკუაზე ვარ ვიცოდე ის სირ*** გჟი*** და მრთელი ვატარო რომელიმე ! - საძინებლისკენ დაიძრა ისევ -როგორ ვერ ვიტან იმას რომ მაკეთებინებ რასაც ელი... -ვერ იტან ,მაგრამ ბოლოს მაინც ისე იქცევი როგორც თავიდანვე ჩავიფიქრებ! ბავშვებიც მინდოდა ერთ დროს ... სხვანაირად ამისრულე ,მაგრამ მაინც გამიჩინე ! იმასაც მეუბნებოდი ერთ დროს შენგან შილის გაჩენას მაიმუნი გავაჩინო სჯობს ...ერთნაირი გორილები იქნებიან მაინცო და რა ვიცი გვანან გორილებს ? -ყველაზე საზიზღარი კაცი ხარ ამქვეყნად! - ვიცი გიჟდები ,მაგრამ ხომ იცი მე ვმართავ შენს ცხოვრებას როცა მომინდება მაშინ ! ისიცხომ იცი შენი ცხოვრების ყველა ნათელი წერტილი ჩემი შექმნილია -ყველაზე ცინიკოსი ...ცხოველი და არამზადა -ბევრთან გქონია ურთიერთობა ჩემ გარდა? ბევრ ჩემნაირ ცხოველს იცნობ ? - მიახლოებულ ქალს ზემოდან დახედა და ისევ ისე გაიცინა როცა მისი გახშირებული სუნთქვა იგრძნო - გინდა გიპასუხო? - ცხვირი ლოყაზე გაუსვა და ისე უცებ მოსდო ტუჩები ყურის ბიბილოზე კვნესა აღმოხდა ქალს. ენისწვერი აუსვა და კბილები ჩაარჭო . მკლავებზე რომ მოეჭიდა მოსაშორებლად ქალი მაშინვე სხეულზე აიკრა - არცერთი ! არავინ ....სულ არავინ მხოლოდ მე ... მარტო მე... სულ მე .ყოველთვის ადრეც ,ახლაც ,მერეც! -მის ტუჩებთან საუბრობდა, ისე რომ არ ეხებოდა თვალებში უყურებდა და ტკბებოდა ქალის რეაქციებით - მე მოვინდომე ასე და იმიტომ! გახსოვს გითხარი როცა პირველად შეგხვდი „კარგად დაიმახსოვრე ჩემი სახე ლამაზო ,რადგამ მე ვიქნები შენი პირველი მამაკაცი ,ყველა დანარჩენი ბოლომდე და ბოლო ! „ მას მერე ბევრი რამ მითხარი ,მაგრამ მხოლოდ სიტყვებით დაარღვიე ჩემი წინასწარმეტყველება! შემეძლო მეთქვა „ჩემი ერთადერთი ქალი იქნები“,მაგრამ არ გინდოდა და არც იქნები! - უცებ მიახალა გონებადაბინდულს ხელი უშვა და უკან დაიხია - რჩევას მოგცემ გინდა? აწი იმაზე იფიქრე მე რა მინდა რომ პირდაპირ ასრულება დაიწყო , ჩემი „მინდას“ მართვას შეეცადე იქნებ გამოგივიდეს რამე ! -არ შეიძლება... არა არ შეიძლება ... -რა არ შეიძლება -ღიმილით უყურებდა ქალს -ჩემი სიყვარული რომ გდომოდა -მეორე შეხვედრისას გითხარი „ვერაფერს გახდები მაინც შეგიყვარდები!“ გინდა გაგახსენო კიდევ რა გითხარი მესამე შეხვედრისას ? „ ჩემი ცოლი გახდები,არ ვიცი რამდენი წლის ვიქნებით 25 თუ 85 უბრალოდ ვიცი რომ შენ ცოლი იქნები მე ქმარი“ კლინიკაში ბავშვებს რომ უვლიდი მაშინ ყურში ჩაგჩურჩულე კოცნის თანხლებით „ერთი გოგო და სამი ბიჭი გვეყოლება, ყველა ბავშვს ჩემი თვალები ექნება !“ კიდევ გახსოვს რა გითხარი? მე აღარ მახსოვს მეტი - ხმა გაუწყდა თითქოს სურვილს ებრძოდა და მთელი სხეული ტკიოდა ! ქალი ისევ თრთოდა, გაფითრებული იდგა და მთელი სხეულით კრთოდა მხოლოდ თვალს არ აშორებდა წინ მდგომ დადიანს ,რომელიც თანდათან უფრო უკან იხევდა ,მეტად შორდებოდა -„ვენებში მოძრავ სისხლად მექეცი , ვერ აორთქლდები, ვერ გაიქცევი, ვერსად წახვალ თუ ბოლო წვეთამდე არ დაცლი ჩემს სხეულს !“ მე შენი სისხლი კიდევ ორ სხეულში გავამრავლე -კიდევ ხომ არ იხსენებთ რამეს ექიმო ... -დემნა...გთხოვ -შენც არ იცი რას მთხოვ -შენი „მინდა“ რომ გავხდე ჩემგან მთლიანად ‘მე’ რომ გინდოდეს -ბოდავთ ექიმო -დემნა - ისეთი ხმა ჰქონდა ,ისეთი მზერა დადიანს გულს უჩერებდა -სად გაქრა თქვენი სიტყვები ექიმო...მხოლოდ სამსახური ,მხოლოდ კლინიკა, იქ ძილი ...არ აქვს მნიშვნელობა ტანსაცმელი სად იქნება. მე და შენ ოჯახი არ გვჭირდება,მე და შენ ერთმანეთს გავანადგურებთ... მე და შენ ერთად ვერ იარსებებს....შენ სიყვარული არ შეგიძლია,არც მე შემიძლია , კიდევ რამდენი რამ გითქვამს ექიმოო ჩემთვის .ნუთუ ასე ქაოტურად იცვლება ასრები თქვენს ტვინში და გგონიათ რომ თქვენს მორიგ ბოდვას მოვუსმენ. შენ ახლა გაურკვევლობაში ხარ, უდაბნოში დაკარგულ პატარა ბავშვს გავხარ რომელიც გზას ვერ პოულობს შენი ბედუინი არ ვიქნები, არც ოაზისად გადავიქცევი , არც წვიმად მოვალ . ჩემი მინდა არასდროს ყოფილხარ და არც იქნები ! შენი არასდროს ვყოფილვარ და არც მომავალში ვიქნები , არ იმსახურებ! -შენ მხოლოდ მე გეკუთნი ! სხვა არავინ ....არასდროს ! ჩემ გარდა არჩევანი არ გაქვს... არ გვაქვს ! ხო შენ ასე გინდოდა... მეც მინდოდა -ექიმი ოცნებებს მიეცა ... -მიყვარხარ -ვიცი -გიყვარვარ ვიცი ! -მე შენ ? -შენ მე -შენ აფრენ -მე ვაფრენ -ჩვენ ვაფრენთ? -ჩვენი პირველი ღამე მახსოვს! მახსოვს რომ გითხარი „ მგონი შევიშალე „ შენ კი მითხარი “ ჩვენ გავაფრენთ- ჩვენ გვეყვარება!“ …. ერთი კვირა ,წარმოგიდგენიათ? მთელი კვირა თამარას გარეშე ! და რა ვიცოდი ? მხოლოდ ის რომ მიშოსთან ერთად იყო სვანეთში . როგორ მინდოდა მასთან საუბარი , ყველა დეტალის მოყოლა რაც კი ხდებოდა იმ ერთი კვირის განმავლობაში. ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ახლა დავიწყე ცხოვრება ,სულ რაღაც ერთი კვირაა და იმხელა სიმსუბუქეს ვგრძნობ რომ ზოგჯერ მეშინია ღრუბლებიდან არ ჩამოვვარდე და მწარედ არ დავენარცხო მიწაზე,მაგრამ ამის ნებას ლექტორი არ მომცემს. ბავშვები რომ დადიან მუდამ ღიმილიანი სახეებით თუ არ გააბრაზებ და ხელისგულზე ატარებ აი დაახლოებით ასე ვიყავი. ყველაფერს ნათელ ფერებში ვხედავდი,აღარც გოგასთან ცხოვრება მიქმნიდა პრობლემას, ჩემებსაც დღეში ხუთჯერ ველაპარაკებოდი . ერთხმად აღნიშნავდა ყველა რომ ვანათებდი და მეც ისე ვინაზებოდი მგონი ახლა გაცოცხლდა ჩემშ მორცხვი გოგონა. ამ ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დღე ვხვდები დამიანეს. ამდენი კარგი ადგილი თუ იყო ქალაქში წარმოდგენაც არ მქონდა. ბავშვებთან ერთად რომ მოვიდა ჯერ შემესინდა ,ვიფიქრე ეს ყაჩაღები ამკუწავენ-თქო ,მაგრამ ისე მხიარულად აგვატარე მათთან ერტად დღე რომ სიცილისგან ხმა აღარ მქონდა, კუნთებიც მტკიოდა ამდენი სირბილის გამო და ბოლოს დაქანცული მივესვენე მანქანის სავარძელზე.ის ორი კი უკან იჯდა ღვედს უკრავდა დამიანე და მაინც ვერ ისვენებდნენ. მერე მღეროდნენ და დამიანე გააგიჟეს ,უბრაზდებოდა ვითომ მაგრამ ტუჩებს ვერ იმორჩილებდა და იცინოდა . ისინიც იმანჭებოდნენ და აგრძელებდნენ ცეკვა-სიმღერას. როგორც იქნა გამოანათა ნანატრმა მზემ ,მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიდარა და იმათტან დაკავშირებაც შევძელი. უფრო სწორად თამარამ დამირეკა ზუსტად იმ დროს დამიანესთან ერთად „ჩვენს კაფეში“ რომ ვიჯექი და ყურებამდე გაღიმებული ვისმენდი .მობილურს უინტერესოდ დავხედე ,მაგრამ მისი სახე რომ დავინახე მეგონა კივილს დავიწყებდი -თამარააა როგორც იქნაა მეგონა მგლებმა შეგჭამეს ან კიდევ დაშნიანმა და შენ დახოცეთ ერთმანეთი...არა როგორ წახვედი ისე რომ არაფერი მითხარი... მე წვეულებაზე გაგიშვი და შენ სვანეთში ამოყავი გოგო თავი ? რომ დაბრუნდებით მაგას უთხარი არ დამენახოს თვალით -რომ ამოხვალ თავად უთხარი ... -სად ამოვალ გოგო -აქ ... ნუ თუ გინდა ჩემი მეჯვარე იყო -ვინ ვიყო? სად ვიყო რა? ჰა? - ფეხზე ისე წამოვდექი და დავიწყე სიარული ვერც გავიაზრე დამიანეც რომ მისმენდა -ვქორწინდებით მე და მიშო ! ახლა დიდხანს ვერ გელაპარაკები ერთი თხოვნა მაქვს შენთან... -ვერ მელაპარაკები? რატო ვერ მელაპარაკები მოგიტაცა მაგ გიჟმა? არა წარმოუდგენელია ! ჩემი ხელით გამოვჭრი ყელს გეფიცები -ხო არ გაგიჟდი მარიამ მაქვრივებ გათხოვებამდე? -თამარააა -არ იტირო ახლა ... მე ბედნიერებისგან დავფრინავ და შენ რა გატირებს გოგო ! კაბა მჭირდება... შენ უნდა შემირჩიო დღესვე. ხვალ ვიწერთ ჯვარს და ამ ღამესვე უნდა იყოთ აქ . ახლა შენთან საბა მოვა ფულს მოგცემს და წახვალ კაბის ასარჩევად. სალომე ვერ იყიდის ნორმალურს მე ხომ ვიცი და საერთოდ არ გაიკარო ახლოს . მარიამ გესმის? -არავარ კარგად ... -მარიაამ შემისრულებ თხოვნას? -სულელო აბა რას ვიზამ ...ვაიმეე მართლა მიყვები ? -მიყვარხააარ ...გელოდები ჩემო სიცოცხლეე . მიყვარხარ მიყვარხარ გყვარობ მე შეეენ -მიკივის იქედან და მერე ხმა წყდება -თამარაა /.... თამროო ..გაითიშა - ვბურტყუნებ და სავარეძელში ვეხეთქები- რამე ცივი მინდა..ლექტორო მიშველე -ვკნავი და დისორიენტირებული ვატრიალებ ვალებს აქეთ-იქით . წყალს თითონ მალევინებს და სახეზე ხელს მისვამ, თან მიღიმის თან შეშინებულია -რაოო გაგიფრინდა დაქალი? -ხოოო -რა გატირებს -არანორმალური რომაა იიის აბა რა დროს გათხოვება იყოოოო... არა ჭკუათმყოფელი გათხოვდებოდა ახლა? -ახლა რა ხდება სეზონი არაა? -დამცინით პატივცემულო? სულ არ გაინტერესებს ხო რომ ვნერვიულობ -რა განერვიულებს ? უნდა გიხაროდეს... დაქალი გაგიბედნიერდა -ისედაც ბედნიერი იყო სხვათაშორის ! -ახლა უფრო ბედნიერი იქნება - მიღიმის აი ისე პატარა ჭირვეულ ბავშვს რომ უღიმიან და მოფერება რომ უნდებათ და ჩახუტება. მე რტაომ ვარ ეგ პატარა ბავშვი? ჯანდაბას ვიყო,გული ამიჩუყდა არ შეიძლება? -იცინე ხო იცინე ... მე კაბა მაქვს შესარჩევი თან საღამოს აქ უნდა იყოთო რომელი საათია -12 საათია..კაბას შენ შეარჩევ? სალომე არა? -სალომე ვერ აარჩევსო ... მარტო ხო არ წავალ აუუ გავგიჟდები ახლა ! კაბის არჩევა რომ მეზარება იმიტომ ვიძახი მთელი ცხოვრებაა ქორწილი არ მექნება-თქო და ეს რას მიკეთებს, არ ვაპატიებ მოიცა ჩავიდე ვითრევ თმით...არა ახლა თამარას რომ ვგავარ ხედავ? -ქორწილი მხოლოდ მაგიტომ თუ არ გინდა კაბას მე შეგირჩევ- მშვიდად მიცხადებს და აფორიაქებულს ზურგიდან მეხუტება- თანახმა ხარ? -ახლა ცოლობა არ მთხოვო თორემ ეჭვი მაქვს ისე გავითისე დაგტანხმდები და მერე უარს გეტყვი ისევ რომ გამოვხიზლები-თავს უკან ვწევ და ისიც ყელსი მკოცნის. რა ხმა მაქვს პირდაპირ კატა არ კრუტუნებს ასე . ის კი კოცნასთან ერთად ღიმილს ასწრებს და მერე მობილური ზუზუნებს . უნდა ვუპასუხო ხო? ვუპასუხე უკვე -მარიამ გამარჯობა..დაგირეკა ალბათ ჩემმა უნიკალურმა ცოლისდამ უკვე -საბაა ...დამირეკა კი ახლა ვაპირებ წასვლას კაბაზე -მისამართი მომწერე სად ხარ და მოვალ კაი? -კარგი ...მოგწერ - ვბურტყუნებ და მობილურს ვთიშავ.შემდეგ მისამართს ვწერ ის კი ისევ მკოცნის -მე წაგიყვან! -თანახმა ვარ ! საბა რამდენიმე წუთში მოდის , დადიანებსაც პატიჟებს და მალევე მიდის. მე კი ისეთი სისწრაფით მიწევს ფიქრი სად წავიდე კაბის ასარჩევად რომ ნამდვილად ადრენალინი მამოძრავებს. როგორც კი შევდივარ მაღაზიაში მაშინვე მოდის კონსულტანტი და ვიწყებ კაბების დათვალიერებას. მერე რამდენიმე წუთი ვჩერდები და დამიანეს ვუყურებ -რა ხდება -მადროვე დავმშვიდდე და ვიფიქრო -ასე მშვიდდები? -ჩშშ - ვბურტყუნებ და ვეხვევი . თვალებს ვხუჭავ და ვიხსენებ თამარას ყველა სიტყვას რაც კი ოდესმე ქორწილზე და კაბაზე უთქვამს .ყველგან დიდი ფუშფუსა კაბა დომინირებდა რადგან უზარმაზარი ქორწილი სურდა ახლა კი მთაში უნდა დაიწეროს ჯვარი. არა ნამდვილად არ უნდა გქონდეს გეგმები სიყვარულთან დაკავშირებით ... არა არ მჯერა რომ საკუთარი ხელით მიმაქვს მისთვის კაბა! იქნებ ისე წავიდე და გადაიფიქროს? ისევ მიშოს იმედი თუ მექნება რომ დაასტაბილუროს ყველაფერი თორემ თამარა შეიძლება ორ წამში აფეთქდეს . არა მე ვისზე რას ვამბობ! -მარიაამ ვიცი რომ ითიშები როცა მეხუტები,მაგრამ დრო არ იცდის - ყურში მეჩურჩულება ეს საზიზღარი და მზად ვარ მოვკლა ! -შენ აირჩიე ასე მარტივი თუ არის! -რა პრობლემაა კაბა უნდა იყოს სადა, ტანზე გამოყვანილი უფრო უყვარს თუ აი ისეთი წელიდან რო იშლება -შენ ექსპერტი ხარ მოდის საკითხებში? -თოვლია იქ ანუ მკლავი გრძელი უნდა ჰქონდეს...სასურველია გიპიურის მაქმანით - განაგრძობს და მაგიჟებს. ისე უცებ მაწვდის კაბას ვიცვამ და ვხვდები რომ საუცხოოდ იქნება თამარა ქორწილში კიდე მინდება ტირილი, ჯანდაბა მარიამ რა გემართება! როგორ რა მემართება სულ ხო არ მითხოვდება ერთადერთი დაქალი ... მივაბიჯებ გარეთ და ჩემი ლექტორის მზერას ვაწყდები . ისე მიყურებს მგონი მეც ვთხოვდები და დროა საჩემდოაც შეარჩიოს ვინმემ კაბა. არ შემიძლია, ვერ ვუძლებ ასე უსიტყვოდ რომ მიხსნის სიყვარულს ფრთები გამომდის და დავფრინავ ! ჩვეულებრივად მმართავს თავად მივდივარ და ვკოცნი ,ყბაზე ყურთან ახლოს -ვიცი რომ ჩემი ცქერა გთიშავს,მაგრამ დრო არ გვაქვს - ვეჩურჩულები და ისიც წამსვე ახელს მინაბულ თვალებს - ზომას გეტყვით ...ვყიდულობთ ამ კაბას აი ასეე მარტივად შევარჩიე ჩემი თამარასთვის კაბა. მიშოს რომ დაატყვევებს დარწმუნებული ვარ ! ფეხსაცმელი უსწრაფესად ვიყიდე და შემდეგ თეთრეულის მაღაზიაში შევიჭერი ჩემი საჩუქარიც შევარჩიე, ისეთი პენუარი ვუყიდე ამას რომ დაინახავს სამაგიერო გარკვეული დოზით გადახდილი იქნება . -შენთვის არ არჩევ ?- ყურთან რომ მესმის მისი გამაბრუებელი ხმა არ ვიცი მივახრჩო თუ კოცნით დავახრჩო . გარეთ არ დავტოვე ეს მე? რა უნდა აქ. ან ამ იისფერ გამჭირვალე საცვლებს რატომ მიფრიალებს თვალწინ ისე რომ ორივე ხელი უკვე ჩემზე აქვს მოხვეული და მთელი უკანა მხარე დამწვა ,ასეთი ცხელია ეს სულ ხო?!- ეს მოგიხდება -ანუ მომიხდება...გავითვალისწინებ და საცვლებს არასდროს გავიხდი შენთან ! - ოოჰ ჩემოო ტვინოოო როგორ ვგიჟდბეი შენზე ამ ენას რომ არ აჩუმებ და ხმას თუ ვერ ვაკონტროლებ სიტყვებს მაინც რომ ვისვრი მიზანში. მისკენ შევბრუნდი საცვლები გამოვართვი და კონსულტანტს მივაწოდე- ესეც ჩადე თუ შეიძლება -კაბებიც გიხდება , ესენიც მოგიხდება ,მაგრამ შიშველი აშკარად ... -ამდენჯერ აზრის ცვლილება არ შეიძლება... ბავშვი რომ დაიბადება უკან ხომ ვეღარ აბრუნებ არა? აი ახლა ნამდვილად მომკლავს, როგორ დამყურებს ზემოდან . ხო ვაღიაროთ რომ გჯდება ჩემს ირონიულ ღიმილზე ! მაღაზიიდან რიტმული ნაბიჯებით გავდივარ და მუცელზე რომ მეხვევა ხელი მხოლოდ მაშინ ვჩერდები -რა .. -მეჯვარის კაბა გავიწყდება -მეჯვარეს კაბები აქვს ...აქვს? ! არ არსებობს მეზარებაა - ახლა ვიყვირებ ! ვერ ვიტან ჩემთვსი რომ ვყიდულობ რამეს ვერააა . მოიცა სად მივყავარ? რას აკეთებს -მადლობას მოგვიანებით მივიღე ,მარტო რომ დავრჩებით !-მიცხადებს და ქაღალდის ყუთს მაწვდის ,ორს - ფეხსაცმელიც ხომ სჭირდება კაბას -ხო მაგრამ...როგორ როდის სად -დროოო დროოო გადის ჩვენ კი სვანეთის გრძელი გზა გველის ! თუ არ ენდობი ჩემს გემოვნებას შეგიძლია სხვა იყიდო -მივდივარ! სახლში გამიყვანე უცებ ჩავალაგებ და მერე გოგა წამიყვანს ალბ... -გოგამ მაგ ჭირვეულის ატანა არ შემიძლია შენ მიხედეო როდის მითხრა ? -„შენ მიხედე“- გაბრაზებული ვაჯავრებ და წინ მივიწევ -მხოლოდ გოგას სიტყვებს ვციტირებ!- მშვიდად მიცხადებს და წინ მისწრებს მანქანის კარს მიღებს და მიღიმის- გთხოვთ -ნუ ციტირებ ისეთ სიტყვებს რომლებიც მაბრაზებს ! უპასუხოდ მტოვებს რა თქმა უნდა. საჭესთან იკავენს ადგილს ლოყაზე სწრაფად მკოცნის და უფრო სწრაფად ძრავს მანქანას. შემდეგ უბრალოდ ვაგრძენებ ჩემს გადარბენას , გოგა სახლში არ არის ,მაგრამ სანამ ნივთებს ვიღებ მოდის და მზადებას იწყებს. სანდრო რომ მადგება თვალები მიფართოვდება -ჩანგალზე კი არ მოვდივარ მარო დამპატიჟეს ! -რომელი წამიყვანთ? - ჩემი ძმის მკლავებიდან თავს ვწევ და სამივეს ვუყურებ. სანდრო და გოგა ხელს დამიანესკენ იშვერს და მიღიმის -ნეტავ გზიდან მოგიტაცებდეს და სადმე წაგიყვანდეს...იმედი არ უნდა მქონდეს ხო?- სანდრო დამიანეს უბრუნდება უეცრად და ჩემი თვალების ბრიალი სულ არ აქცევს ყურადღებას -მე ველოდები შენი და როდის მომიტაცებს !-აი რომ მგონია დამიცავს და ენას ჩააგდებინებს ეს რას მიკეთებს ხედავთ? თან ისე სერიოზულად ეუბნება მგონი გეგმა მაქვს უკვე და ხვალ ნაბადში გავახვევ ,ცხენზე შევსვამ და მოვიტაცებ . გოგას ხარხარი რომ სწვდება სმენას აი მანდ უკვე ცუდად ვარ. კიდევ კარგი დადიანო მანქანასთან ხარ უკვე და გვერდით არ დგეხარ თორე მიგახრჩობდი -ორი ტაკიმასხარა ! - ვბურდღუნებ გვერდს ვუვლი ჩემს ძმას და მამიდაშვილს სწრაფად ვჯდები მანქანაში და სანამ კარს დახურავს დამიანე მკვლელ მზერას არ ვიშურებ -დამშვიდდი მარიამ ხომ იცი შენთან დავრჩები და ბევრს არ ვიყვირებ - თვალს მიკრავს ქვედა ტუჩს კბილებშორის იქცევს და სანამ ნერწყვის ყლაპვით დავიხრჩობი უკვე ჩემს გვერდითაა და მანქანაც მიქრის გზაზე. ქალაქიდან რომ გავდივართ აღარაფერი მოქმედებს, აღარც სასიამოვნო მელოდია, აღარც დამიანეს არსებობა (ნუ კარგი ეგ სულ მოქმედებს) მხოლოდ თამარაზე ვფიქრობ და ვერაფერს ვუხერხებ თავს. აღარ ვიცი უკვე რა გავაკეთო , ხომ მიხარია მათ გამო ,ვიცი რომ ერთად იქნებიან,ვიცი რომ სიგიჟემდე უყვართ მაგრამ ვერ ვხვდები ასე უცებ ქორწილი რა საჭიროა. ვცდილობ გამოვრთო „მარიამი“ მაგრამ არ შემიძლია . დამიანეც ჩუმადაა ,როგორც ყოველთვის ხელს არ მიშლის და უბრალოდ შიგადაშიგ ხელზე მეფერება . -კარგად იქნება ხომ იცი არა? მიშოს მიჰყვება ,მიშო დაშნიანს მარიამ. კაცს რომელიც მოკვდება თუ ეცოდინება რომ თამარა ამით ბედნიერი იქნება ! ვერ ვპასუხობ უბრალოდ ვმშვიდდები და გზის დასასრულამდე . აი შემდეგ ისევ მივლის მღელვარების ტალღა. მესტიაში ისინიც გვიერთდდებიან და დაშნიანის სახლში ერთდროულად მივდივართ. ვერ ვხვდები როგორ არიან ასე მშვიდად თამარას მშობლები , მაგრამ კარგია რომ პრობლემა ამ მხრივაც არ ექმნება ჩემს გოგოს. იმხელა თოვლია მეშინია არ ჩავეფლო,მაგრამ მანქანაში რა გამაჩერებდა. ყუთები დამაინეს დავუტოვე და პირდაპირ სახლისკენ დავიძარი. მაპატიოს დედიკომ,მამიკომ,დაიკომ და საერთოდ ყველამ მაგრამ თამარა რომ არ ვნახო პირველმა მოვკვდები! როგორ მომნატრებიაა ჩემიი გოგოოო , ცოტა ხანს რომ მყავდეს ასე არ შეიძლება? -მარუსააა ....როგორც იქნა მოაღწიეთ მოვკვდი ნერვიულობით -შენ ? კიდე შენ ნერვიულობ გოგო? - ვებუზღუნები და ლოყაზე ვკოცნი- მალე მოიშორე ყველა და დამელაპარაკე იცოდე ! - უცებ ვეუბნები და მიშიკოს ვეხვევი . თამარას მზერას ვაშორებ , არ მინდა მათ შეხვედრას ვადევნო თვალი ,მღლის ეს მილოცვები ვიცით ისედაც რომ ყველას გვიხარია მე რომ ლაპარაკი მინდა ჩემს დაქალთან ვინმემ იცის საერთოდ? არავის ესმის დავიჯერო? რა იქნებოდა თუ არა ქეიფი... ნეტავ ის მანახა პირველად სუფრა ვინც მოიგონა და მერე ვინაც დანერგა ქორწილის წინ, ქორწილზე, იმის შემდეგ, ბავშვი ჩაისახა ქეიფი, ორი თვისაა ქეიფი, მოინათლა ქეიფი, პირველი ნაბიჯები ,ქეიფი . დაბადების დღე ქეიფი ! მე ხომ მიჩვეული ვარ, ეს ბუნებრივი მოვლენაა უნდა დავმშვიდდე და დაველოდო როდის დალევენ, დათვრებიან. მერე მიხვდებიან რომ ხვალაა ქორწილი და საძინებლებში გადაინაცვლებენ . იმედია უკვე მიშოს გვერდით არ იძნებს და ამაღამ მე მეყოლება თამარა! თუ იძნებს და მერე რა ამაღამ მაინც მე მეყოლება, ქორწილია ხვალ და ერთი საძნებლიდან ხომ არ გამოვლენ? არა არ ვარ მე სრულ ჭკუაზე. სჯობს ისევ ბავშვებს გავყვე სადღაც რომ გაიქცნენ,აშკარად არავინ აქცევთ ყურადღებას. ნეტავ სად გაქრნენ ასე უცებ . ეზოში გავიდნენ ვითომ ამ ღამეში? გამაგიჟებენ ესენი ! -ალეექს ... მაააქს სად ხართ? - ძალიანაც არ ვყვირი მთელი დასახლება რომ არ გავაღვიძო , წინ მივდივარ ,რა გინდა ამ თოვლში რომ დაინახო მარიამ? ყველაფერი თეთრია დაანათებს . ზუსტად შუა ეზოში ვარ და კიდევ ერტხელ ვიმეორებ სახელებს რაღაც დიდი სიჩქარით რომ მოქრის , შქუილის ხმაც ისმის და პირდაპირ ჩემს მკერდს ეჯახება. ღმერთო ჩემოო ამ გუნდამ ჩემი ორიცალი ერთდროულად გააბრტყელა მგონი. რა დროს მკერდზე ფიქრია მკერდის ძვალი გატყდა მგონი,ვეღარ ვსუნთქავ ექიმი მჭირდება! -ათიანში გაარტყიიი ... -რა ჭირს? თავში ხო არ მოარტყი ბიჭო -როდის ავაცდინე ბოლოს ... ძუძუზე დავუმიზნე და მოვარტყი - ესენი ხუთის არიან თუ მატყუებენ. მოიცა თვქენ გაჩვენებთ როგორ უნდა გუნდის დამიზნება. - გითხარი უკნიდან ესროლე-თქო და არ დამიჯერე ! -მარიიააამ კარგად ხარ? -ამოიღე ხმა თორე გაგვატყავებს დამაინე... -ბიძია არაფერს გვეტყვის ... -მამამ ხო იცი რა გვითხრა მარიამი რომ გააბრაზოთ გაგატყავებთ დამიანეოოო ეგ ახლა გიღიმით თორე მის გოგოს რო შეეხოთ ურჩხული გახდებაო- ჩუმად ბურტყუნებს ალექსი და ქვემოდან მიყურებს ახლა ჩავყლაპავ, როგორ ახამხამებს თვალებს თავი უკან აქვს გადაწეული წარბებსაც მაღლა სწევს -გინდა გაკოცებ და მოგირჩება- მაქსიმე მაინც არ ჩუმდება და აგრძელებს აი ეს ნამდვილი დემნას ასლია როგორ მინდა ორივე თოვლში ჩავაგდო,მაგრამ ხუთი წლის ბავშვები ამ ყინვაში როგორ დავასველო. არც ანამარიაა აქ , რომც იყოს გიჟი ხომ არ ვარ . მერე გაგისწორდებით,მოვიფიქრებ რამეს. -მარიიამ ... რა ხდება? ბიჭებო რა დაუშავეთ ?- დამიანეს ხმა მესმის და მუცელზე ხელს მხვევს -ჩვენ...ჩვენ -გუნდა ვესროლე ალექსს და შემთხვევით მარიამი ჩაგვიდგა შუაში - ეს ბავშვი გამაგიჟებს მალე ! -დარწმუნებული ვარ ცუდ დროს გამოჩნდა ! კარგი ადგილი შეგირჩევიათ სამიზნედ... -ხო არა?- მკერდიდან თოვლს მაშორებს მე კი ხელს ვიშორებ და ვუყურებ -ჩვენ სახლში შევააალთ - ხმა მესმის და მშვიდად ვხლართავ ფეხს ჩემზე მოშტერებულ დამიანეს ფეხებშორის ისიც წონასწორობას ვერ იჭერს მიფრინავს თოვლისკენ ,მოიცა მე რატომ მივყვები? წელიიიი,წელზე ხელი რატომ არ გაითვალისწინე! ჯანდაბაა უფრო დიდი თოვლი ყოფილა ვიდრე ჩანდა -მარიიააამ -ვაიმეეეეეეეეეეეე - პირზე ხელს მაფარებს და თვალებს ვახელ ჩემს ქვემოთაა მოქცეული და თვალებს მიბრიალებს -როგორ მოვექცე ცელქ მარიამს? - მიცხადებს ეშმაკური ღიმილით, წეხან გაბრაზებული არ იყო? უფრო ცახუტება თუ შეიძლებოდა არ მეგონა ,აშკარად შესაძლებელი ყოფილა . ეს ჩემი ქურთუკი გაქრა თუ მაინც რატომ ვგრძნობ მის ხელებს წელზე, აჰ გადაულახავს ბარიერი ! -დამიანე გამიშვი ახლავე! -ბოდიში მჭირდება... რამე ტკბილი ბოდიში ზურგის ტკივილიც რომ დაამოს ისეთი -შოკოლადი მაქვს ჩანთაში გამიშვი და მოგცემ - წლის სულელური ფრაზა ! მაღიარეთ -უფანტაზიო ხარ-თქო როდის გითხარი გაიხსენე! - მეუბნება და ისე მაცხრება ტუჩებზე მგონი სვანეთის ჰავა აგიჟებს! აი თურმე რატომ ქორწინდებიან ისინი , აქაურობის ბრალია ! ღმერთო ეს კაცი კოცნისთვის შექმენი? არა საოცრად გამოსდის და იმიტომ ვამბობ თორემ , თუ არ შეწყვეტს მე აზრზე მოსვლას ვეღარ მოვახერხებ და მერე მატაროს ხელით . მგონი ვდგავართ უკვე,ისევ მკოცნის და მერე ხელს მიშვებს -მიყვარს ვალში რომ არ რჩები ! ანგარიში გასწორებულია ! - თოვლს იშორებს ,მეც მაშორებს და ქრება- როგორღაც გამოვფხიზლდი , ზუსტად იმ დროს თამარასთან მარტო დარჩენა რომ მოვახერხე და ავაღწიე მის საძინებელში ! -როგორც იქნა ...მეგონა ვეღარ დაგელაპარაკებოდი!- კარს ზურგით ეყრდნობა და მიცინის . გაგაცინებ უკანასკნელად ამოსუნთქვა მადროვე ოღონდ -თამარააა -მოიცა კაბა უნდა ვნახო... ისე დამაცხრნენ თავს კაბაც ვერ ვნახე. ყველას ხომ არ ვაჩვენებდი, დამიანემ ნახა ხო მხოლოდ თუ ვინ აგარჩევინა? - უცებ იღებს ყუთს მე კი ხელიდან ვაცლი - რას აკეთებ -ჯერ ვილაპარაკებთ ! იქნებ გადაიფიქრო და შეგინახავ მე კაბას -გაგიჟდი? მივხვდი რომ დამიანესთან ხარ ,მაგრამ ვიფიქრე დაგამშვიდებდა შენ კიდე უარესი დაგემართა? -მე და დამიანე არაფერ შუაში ვართ ახლა! მე არ ვთხოვდები ხვალ ! -ვიცი ახლა რაც უნდა მითხრა მე კი მოკლედ გეტყვი , უბრალოდ არ მინდა არცერთი წამის მის გარეშე გატარება. არ მინდა ველოდო როდის მოიცლის რომ ვანხო რადგან სწორედ იმიტომ რომ სტუდენტი ვარ, სწორედ იმიტომ რომ დრო აღარ მექნება მასთან პაემნებზე სასიარულოდ და ცხოვრება უნდა გავიწამო მისგან შორს ყოფნით ცოლად მივყვები . ყოველ დილას მასთან ერთად დავიწყებ,ყოველ დღეს მის გვერდით დავასრულებ შესაბამისად მთელი დღე ბედნიერი ვიქნები ,მთელი ღამე მშვიდი . უფრო მობილიზებული გავხდები,მეტად მოტივირებული რადგან ჩემი ენერგიის წყარო ჩემი დემონია ! მასზე უკეთ ვერავინ დამეხმარება,ვერავინ გამიგებს , ვერავინ დამამშვიდებს და ყველა პრობლემა წინასწარ აღიკვეთება რაც შეიძლება ქორწინებამდე გვქონოდა! -ამ ყველაფერზე დიდხანს ფიქრობდი სანამ დათანხმდებოდი? -არა ეს უბრალოდ ვიცოდი და ახლა შენთვის ავმეტყველდი მხოლოდ! -მეტი არ მინდა გაწყენინოს ჩემი ხელით მოვკლავ! ამის თავად არ მჯერა,მაგრამ ისე ვთქვი სიტყვსი მასალად - უცებ ვაყრი და ვეხვევი.,მერე ბევრი ვაკოცე და ყუთი თავად გავხსენი - თუ ა რმოგეწონება პირდაპირ არ მომკლა, დამიანეს ვნახავ უკანასკნელად და მერე რაც გინდა -ღმერთო რა ლამაზიააა.... - ის რა ტირის? რატოო ტირის! კაბას იხუტებს და ცრემლებს ღვრის . მერე მეხვევა და სველი ტუჩებით მკოცნის . ლოყები მლაშე მაქ ვიცი! - საუკეთესო ხარ საუკეთესოთა შორის...ეს ფეხსაცმელია ხო? -ყველაფერი აქაა რაც შეიძლება დაგჭირდეს ...ხო და კიდევ ეს ის ყელსაბამია სულ რომ მოგწონდა. მინდოდა დაბადებისდღის საჩუქარი ყოფილიყო დიდი ხანია ვინახავ ,მაგრამ კაბას უფრო მოუხდება - ყუთს ვაჩეჩებ ხელში და სანამ ისევ აქვითინნდა ცაცმას ვაიძულებ.მერე მეც მის ზურგსუკან ვდგავარ სარკეში ვუყურებ მის ანარეკლს და მეც შუშის თვალები მაქვს. ჩემი თამარა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პატარძალი იქნება! -ღმერთო რა ლამაზი ხაარ- სალომეს ხმა მესმის და მერე ისე ეხვევა დაგლიჯა საწყალი კაბა. ოჰ ეს დების სენტიმენტები! ღამით მასთან ჩახუტებულს მძინავს,დილით პირველი ვიღვიძებ და მგონი მე უფრო ვნერვიულობ ვიდრე ის . ასეთი მშვიდი როგორაა, ჩემი თამარაათუ კლონი გააკეთა დაშნაინმა. უბრალოდ ბრწყინავს, აი ასე დადის თმაარეული პიჟამაში გამოწყობილი და ბედნიერებას ასხივებს . მეც ხო არ გავთხოვდე ? ეს არ მიფიქრია ისე ვთქვი უბრალოდ! სანამ მე და სალომე დავქრივართ ოთახში ხან რას ვედებით ხან რას ის მშვიდად დგას , იცვამს, ჩერდება სანამ მაკიაჟს და თმას უკეთებს სალომე. ყელსაბამს ირგებს მიღიმის, სარკის წინ რომ დგება მიხარია რომ მაკიაჟი არ გავიკეთე და ერთ ორ კურცხალს ვიწმენდ . მეჯვარეთა შორის მეჯვარე ვარ, ჯერ დედოფალი მოემზადა და მერე დავიწყე მე. კაბაც რომ არ მინახავს ეგ ფაქტი ავღნიშნე? ყუთს სანამ გავხსნი ვლოცულობ რამე საოცრება არ იყოს . მერე უბრალოდ ვიცი რომ სხვა შანსი არ მაქვს თვალდახუჭული ვიღებ და პირდაპირ ვიცვამ . ელვას არ ვკრავ ისე ვდგები სარკის წინ და ვითიშები. რატომაა ასეთი კარგი ,როგორ შეუძლია?! თამარასთან ერთად გავდივარ სახლიდან. ფეხით უნდა გავიაროთ გზა ტაძრამდე, თამარამ ეს იცის და მაინც მშვიდადაა. თამარას რომელიც თოვლში თხემით ტერფამდე შეხვეული გამოდის ახლაა აპირებს ფეხით გაიაროს კილომეტრიანი გზა .ღმერთო რა ლამაზები არიან ერთად , ერთმანეთს რომ უყურებენ მგონია რომ სიყვარულის ისტორიას ყვებიან. ვუყურებ და ვიღიმი, ყველა იგივეს ფიქრობს და მათ შესცქერის. მე კი დადიანი მიახლოვდება თითებს ხელზე მხვევს და ჩემს თითებში თავისას ხლართავს . ვუყურებ „ჩემი ღიმილით“მიღიმის ისე მიყურებს უთვალავ კომპლიმენტს უდრის .ვწითლდები ,იღიმის! ცერას ხელისზურგზე მისვამს და ასე ვაგრძელებთ გზას თოვლში . თეთრი სპეტაკი თოვლი, ულამაზესი მთები , მათ შორის აღმართული ტაძარი ყველაფერი ერთად სამოთხეა ,სიყვარულის სურნელით გაჟღენთილი. წყვილს ვუყურებ, ორივე დუმს თამარაც მზერით ესაუბრება დაშნიანს და მთელი გზის განმავლობაში მათ ხელებს ვუყურებ რამდნეიმე წამში ერთხელ რომ კოცნის მიშო და ისიც დნება. თეთრი კაბის ბოლო თოვლზე კვალს ტოვებს, ტაძარში შევდივართ….. ვთავისუფლდები . თითქოს ანგელოზები ტრიალებენ ჩვენს თავზე . ცერემონია იწყება , ყველა დუმს უბრალოდ ტკბებიან სანახაობით . უბრლაოდ მივყვები მითითებებს და რეალურად ვერაფერს ვიაზრებ, მხოლოდ წყვილს ვუყურებ და ვგრძნობ ჩემი ლექტორის მზერას. ბოლოს როცა თამარა და მიშო ღვთის წინაშე ცოლ-ქმარი ხდებიან დადიანს ვუყურებ , მიღიმის და მიახლოვდება, წელზე ხელს ფრთხილად მხვევს წყვილს ულოცავს და შემდეგ ყურში მეჩურჩულება -მეჯვარეც კარგი ხარ, მაგრამ პატარძლის ამპლუაა შენთვის -გავითვალისწინებ როცა დრო იქნება- ვუღიმი და ჩუმად ვეუბნები მთელი დღე ისე სასიამოვნოდ გადის რომ ღიმილი არ მშორდება სახიდან. საუბარიც არ მინდა იმდენად მშვიდად ვარ . კამერას ვუღიმი და მორიგ ფოტოს ვიღებ თამარასთან ერთად როცა მაჯაზე ხელი მეხვევა მიმართულებას ვიცვლი და დადიანის სხეულზე აკრული ,გაღიმებული ვრჩები ფოტოგრაფის წინ. მერე ბავშვები მორბიან და ჩვენს წინ დგებიან -ბიცოსთან სურათი გვინდაა -დემნას ენას ამოვგლეჯ!- გაღიმებული ვცრი კბილებში რაზეც ლექტორიც ვერ იკავებს თავს -ძლივს შეურიგდა მარიას ახლა სჭირდება ენა !-თვალს მიკრავს და წინ გაქცეულ ბავშვებს უყურებს ანამარიაც გამოჩნდა თურმე სად გარბოდნენ. დემნა წეხან რომ გაქრა თურმე მასთან ყოფილა. ახლა თამარაც რომ დაიწყებს გაქრობებს მერე რა მეშველება მე? არა რაზე ვფიქრობ რა დროს ესაა ... ყველაზე ბოლოს ვტოვებთ დაშნიანის სახლს . თამარას ვეხვევი და ვუღიმი -ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა მგონი რაც კი ცხოვრებაშ მიგიღია... ნათლული არ მყავს ხომ იცი? -მარიიამ -რა გაკვნესებს თამარა? - ვიცინი და ტუჩებს ვკბენ ხარხარი რო არ დავიწყო ისე მიყურებს თითქოს მე ვუშველი - მალე დაბრუნდით , მომენატრები ! ჭკვიანად იცოდე და ნუ გააგიჟებ იმ ბიჭს გთხოვ. მიყვარხარ ,უზოომოდ -მიდიხარ? -არა დავრჩები და ამაღამ შენ გვერდით დავიძინებ...დამიანეს მივუწვენ დაშნის არ გინდა? -რომ გაგიხსენებ ამ დაცინვას ხომ იცი? -რა თქმა უნდა ვიცი ...აბა წავედი თორემ ღამდება უკვე და თოვასაც იწყებს საშიშია ამ დროს სიარული - ვეხვევი ისევ და ლოყებს ვუკოცნი. რამდენიმე წუთში დაშნის და დადიანს ვეჩრები საუბარში და ჩემს ლექტორს მკლავზე ვეხვევი -წასვლის დროა ... თამარა ჩემ დანაბარებს გადმოგცემს და შესრულებაზე იზრუნე იცოდე ! - ქალბატონი უცებ აბრიალებს თვალებს და წითლდება , ხო ვიცი წლის საშინელი დაქალი ვარ,მაგრამ არაუშავს მაპატიებს ჩემი თამარა. დაშნიანი ლოყაზე მკოცნის და ჩუმად მეუბნება -შენ თუ გაზრდი შეფუთულს მოგიყვანთ ცხრათვეში -მე? მე რომ შემეძლოს გაზრდა არ მოვიტაცებდი ლექტორს? - წაგძვრა ენა მარიამ ძირში. ეს რამ წამომაყვირებინა? გაწითლდი ახლა და იყავი . თამარას კისკისი კი მიხვრეტს ყურს და კიდევ კარგი დადიანს არაფერი უთქვამს იმ წამს . დაშნიანი კი იღიმის და თამარას ხელს ხვევს -მალე დაბრუნდი დაშნიანო ისე ჩანს ჩემი საქმე შენი დასაცავი ვიქნები რომ არ მომიტაცონ! - მხარზე ურტყამს ხელს და მერე სანამ რამეს ვეტყვი მანქანისკენ მივყავარ- შეხვედრამდეე მანქანიდან ვუყურებ წყვილს და შემდეგ ეზოსაც ვტოვებთ, ისე იწყებს თოვას სანამ გავალთ მესტიიდან გზა იკეტება .წინ საცობია და გაჩერებას გვთხოვენ -რა ხდება? -გავიგებ ,დამშვიდდი - მიღიმის და მანქანიდან აგდადის. ისე თოვს მის სილუეტს ძლივს ვარჩევ . მალე ბრუნდება და გაყინული კანკალებს- ვერ წავალთ! ზვავი ჩამოწოლილა გზაზე და კაცმა არ იცის როდის გაიხსნება გზა -რაა? აქ უნდა დვარჩეთ? -უკან დავბრუნდეთ... -სად უკან -მესტიაში... სანამ სასტუმროები შეივსება სჯობს წავიდეთ . სხვა ალტერნატივა თუ გაქვს შეგიძლია მითხრა -მანქანაში დაძინებას და ლოდინს თავზე როდის დაგვეცემა უზარმაზარი თოვლის მასა წასვლა სჯობს აშკარად... მობილური დაიჭერს ვითომ?სანდროს მაინც დავურეკო თორემ რომ ვერ დაგვინახავს გზაში დაბრუნდებიან ვიცი -აჰა ჩემი მობილური იჭერს- ტელეფონს მაწვდის და მანქანას სწრაფად აბრუნებს. რამდენიმე წუთი ვცდილობდ აკავშირებას ბოლოს პასუხობს -სანდორ კარგად ხართ? გზაზე სვავიჩამოწვა და თქვენ ხო გახვედით? ჩვენ ვეღარ მოვდივართ -ჩვენ კარგად ვართ ...მოიცა სად ვერ მოდიხარ გოგო აბა თამარასთან რჩები? -არა რა თამარასთან სულელო ...სასტუმროში დავრჩებით ამაღამ და ხვალ წამოვალთ ,იმედია -ლექტორი სადაა? -ჩემ გვერდით...საჭესთანაა -მობილური მიეცი -მომივლის სანდრო ნუ ღელავ - გოგოო მოვლა რათ გინდა უბრალოდ მობილური მიეცი ...- ისე მეუბნება ნერვებს მაწყვეტს და რა გზა მაქვს სხვა მობილურს დამიანეს ვაწოდებ. რაღაცას ეუბნება რაც ლექტორის ტუჩებს გაძინებისკენ უბიძგებს კარგიო ეუბნება და მობილურს თიშავს. რამდენიმე სასტუმრო უკვე სასვე იყო , ბოლოს როგორც იქნა იპოვა ორი თავისუფალი ნომერი და მეც გადავედი მანქანიდან. სნეობაში შესვლამდე თოვლისბაბუას ვგავდი ისე დამათოვა.იმდენი ტურისტი ირეოდა ირგვლივ გაოცებული ვიყავი. დამიანემ ყველაფერი მოაგვარა და ჩვენი ოთახისკენ დავიძარით. -ესაა შენი ნომერი... წინაა ჩემი - გასაღები მომცა და წინა კარისკენ მიმითითა-დაისვენე, მერე სავახშმოდ ჩავიდეთ -ლოყაზე მაკოცა და თავისი კარისკენ შებრუნდა -მარტო ყოფნა არ მიყვარს ...მალე გამოდი იცოდე თორემ შემოგივარდები ოთახში -არის ქალბატონო - მიღიმის და ოთახში შედის.მეც ვხურავ კარს და ვაკვირდები ოთახს. ასეთ ნომერს თუ ეძებდა სად იქნებოდა თავისუფალი. ისეთი გარემოა გასვლა სულ არ მინდა. უზარმაზარი ფანჯრიდან მთები და კოშკები ჩანს ,ბარდნის. მზერას ვერ ვაშორებ ხედს,მონუსხული ვუყურებ დიდხანს და მეღიმება. დიდხანს ნამდვილად ვერ ვითმენ , საწოლიდან ვდგები და ლექტორთან გასვლას ვაპირებ კარზე რომ აკაკუნებს . იგრძნო ნეტავ რომ მივდიოდი ? კარი სწრაფად გავაღე და შემოვატარე. ხელში პარკები რომ ეჭირა გამიკვირდა -ახლა ვაპირებდი გამოსვლას... ესენი რა არის? -ტანსაცმელია... -გარეთ იყავი გასული? -აქვე იყო მაღაზია ... -დასვენება არ გჭირდებოდა? -როდის დავიღალე რომ დამესვენა? - მიღიმის და ხელებს წელზე მხვევს- მარტო რატომ ვერ გაძელი ქალბატონო? -უცხო ადგილებში მარტო ყოფნა არ მიყვარს...შენი ოთახიც ასეთია? -დაახლოებით...-მკოცნის ლოყაზე და თან მელაპარაკება- ჩავიდეთ ქვემოთ? -აქ რომ ვივახშმოთ? არ მინდა სხვებთან ერთად ,თან საოცარი ხედია -როგორც გინდა მარიამ- ყბაზე მკოცნის მე კი თმაზე ვუსვამ თითებს და ვიტრუნები - მთელი დღეა არ მიკოცნია ...შენ კი სულ არ მოგენატრე -ორივეს მაგივრად გენატრებოდა -ცუდი მარიამი... -წარბშეკრული მშორდება , ვახშამს უკვეთავს და სავარძელს ფანჯრის წინ დგამს . მეც მივდივარ და ვჯდები , რა მინდოდა? ხო ვიცოდი რასაც გააკეთებდა? ორი წამიც არ დამტოვა ამაგდო თითონ დაჯდა და მე ჩამისვა . ხო არ გავაპროტესტებდი? თავი მხარზე დავადე ყელში ვაკოცე და ისევ ფიფქების ცვენას მივაპყარი მზერა. საოცარ შეგრძნებას მგვრიდა ოთახში ,სითბოში ვახშმობა საყვარელ მამაკაცთან ერთად ,უზარმაზარი მინის წინ რომლის მიღმაც ქარი ფიფქებს თავის ნებაზე ატრიალებდა და ყველაფერს უზარმაზარი თოვლის ფენით ფარავდა. ყველაზე მშვიდი და სასიამოვნო საუბარი იმ ღამით გვქონდა გარემოს დამსახურებით. მგონი გავგიჟდი ,მაგრამ ისე მინდოდა გარეთ გასვლა ვერ მოვითმინე ხელი ჩავკიდე ჩემს ლექტორს აივნის უზარმაზარი კარი გავაღე და გარეთ გავაბიჯე. თავზე გვათოვდა მე კი უკვე მეორედ ვაგემოვნებდი მის ბაგეებს ფიფქების ქვეშ ,მაგრამ ამჯერად სვანეთში. ხელები მაგრად მომხვია და გაყინულ ცხვირზე მაკოცა -გამეყინები... -სულ ცოტაც და შევიდეთ - სახე ფიფქებს შევუშვირე და ზეცას გავუღიმე . მაინც არ მადროვა ჰაერში ამწია და ოთახში შემსვა . კარი სწრაფად მიხურა და გადაკეტა - დამიანეე -გამიცივდები! ხვალ გავიდეთ ,თბილად ჩაიცვამ და ისე -ცუდი ხარ შენ! -ბუტია ბავშვი ხარ შენ?- ასე რომ მიყურებს მინდა კოცნით დავახრჩო- ჩემი გოგოო -ყელში მაკოცა და ისევ სავარძელში ჩაეშვა ჩემიანად. მერე აღარ მოვშორებივარ, ისე ჩამეძინა ვერც კი გავიგე. საწოლში რომ დამაწვინა გვერდი ვიცვალე და ღრმად გადავეშვი სიზმრების სამყაროში ისე რომ დილამდე არც შევტოკებულვარ. დილით მარტოს გამეღვიძა, გარეთ აღარ თოვდა. მზე ანათებდა და ისეთი ლამაზი იყო ყველაფერი საწოლში ვეღარ ......... ქორწილის დღე... უბრალოდ ფრთები მაქვს და დავფრინავ... არ ვღელავდი არც კაბაზე, არც იმაზე თუ როგორ გამოვიყურებოდი, წამით არ დავფიქრებულვარ ღირდა თუ არა, მინდოდა თუ არა. კითხვები არ არსებობდა ,მხოლოდ წამები რომლებსაც ვითვლიდი სანამ ჩემი დემონი თეთრ კაბაში მნახავდა და მის გაბრწყინებულ თვალებს დავინახავდი. ღელავდა, ვგრძნობდი რომ მთელი კვირა მაკვირდებოდა და ფიქრობდა რომ იჩქარა. მინდოდა ჩემს თვალებში დაენახა სიმართლე და აღარასდროს გაევლო გონებაში ის ფაქტი რომ ჩემთვის სხვა გადაწყვეტილება იქნებოდა უკეთესი. მის გვერდით ყველაზე ბედნიერი ვიქნები, არ აქვს მნიშვნელობა გარემოს უბრალოდ ჩემი დემონი მყავდეს. ჩემი მარიამი რომ არ ცდილობს გადამარწმუნოს მიხარია, მეგონა რომ ყველა ღონეს იხმარდა და ყველაფერს მეტყოდა აზრი რომ შემეცვალა . მის ცხოვრებაშიც ცვლილებაა ,უდიდესი ცვლილება და მგონი მიხვდა რომ სიყვარულზე ძლიერი ამქვეყნად არაფერი არსებობს ყოველგვარ ლოგიკას აბათილებს და არ არსებობს სწორი და მცდარი ნაბიჯები . ოთახიდან რომ გავედი დერეფანი სწრაფად გავიარე და მის საძინებელში შევედი. ვიცოდი იქ იქნებოდა ,არ მინდოდა სხვების თანდასწრებით მენახა. პირველად ის უნდა დატკბეს ჩემი ცქერით . ფანჯარასთან იდგა და ეწეოდა , თავზე ხელს ისვამდა ვგრძნობდი როგორ ჰქონდა სხეული დაჭიმული,ვხვდებოდი როგორ უჭირდა სუნთქვა. წამში დავფარე მანძილი და რომ შემობრუნდა უკვე მის წინ ვიდექი . ისე მიყურებდა უფრო ფართოდ მეღიმებოდა, თვალს არ ვაშორებდი მის მწვანეებს ის კი მონუსხული მიცქერდა სანამ ხელები ყელზე არ მოვხვიე -ჩემო დემონო მზად ხარ ჩემი ქმარი გახდე? მზად ხარ სამუდამოდ შენი გავხდე ? -თამარაა - ისე ხავის ჩემ სახელს მგონი ცუდადაა , სახეზე ახურებულ ხელისგულს მადებს და ისე მეფერება თავი ფაიფურის თოჯინა მგონია -ჩემო მშვენიერო ტამარა ტუჩებზე ფრთხილად ვეხები და ისე ვშორდები თვალებდახუჭულს თითქოს იქ არც ვყოფილვარ. გასვლამდე მისი მზერას ვეჩეხები არ უნდა რომ წავიდე მე კი თვალს ვუკრავ კოცნას ვუგზავნი და ოთახიდან ვქრები. შემდეგ უკვე ჩვეული გამომეტყველებით,მშიდი და თავდაჯერებული მხვდება. შუბლზე მკოცნის შემდეგ ჩემს ხელს თავის ტორში იქცევს და იმ საოცარ მდგომარეობაში აგდავდივარ რომელსაც სიტყვებით ვერასდროს ავხსნი. მხოლოდ მის თვალებს აღვიქვავ,მის მზერას და სითბოს ჩვენი ხელებიდან მთელს სხეულში რომ ვრცელდება. ცერემონიის შემდეგ პორველი გამოფხიზლება მქონდა როცა ჩემები გულში მიკრავდნენ და მილოცავდნენ. დედამიწაზე კი მაშინ დავბრუნდი მარიამმა და დამიანემაც რომ დაგვტოვეს. ეზოში ვიდექით , წელზე მისი ხელი მეხვეოდა, ბეჭით მკერდზე ვყავდი მიკრული . თავი დახარა და ლოყაზე მაკოცა . ფიფქებმა ისე სწრაფად იწყეს სვლა თითქოს ამ წამს ელოდნენ. იმდენად ლამაზი იყო ყველაფერი ღიმილი ვერ შევიკავე. დაშნიანსაც გაეღიმა , მკლავზე თიტები მომხვია და დამატრიალა. მკერდზე მიმიკრა და ხელები წელზე მომხვია, ვალსის პოზიცია რომ მივიღეთ გვიან გავიაზრე,მაშინ როცა ფიფქების ქვეშ მოძრაობა დაიწყო ჩვენმა სხეულებმა. თავი უკან გადავწიე , ვიცინოდი ის კი ყელში მკოცნიდა და ტრიალებდა. შუა ეზოში ვიდექით თავზე გვათოვდა, ირგვლივ უზარმაზარი თოვლი იდო კოშკები და მთები დაგვცქეროდნენ თავზე, ჩემი დემონი მანამ აგრძელებდა ტრიალს სანამ არ ვაკოცე . უცებ გავასწორე თავი და მის ცივ ,ფიფქებით დანამულ ტუჩებს დავეწაფე. კიდევ ერთი განცდა რომლის ახსნაც არ შემიძლია , უბრალოდ დაშნიანი ქმნის და შესაბამისად არაამქვეყნიურია. დედოფალი ხარ, ის კი ერთდროულად შენი სურვილების მმართველი და მეფეა .არამიწიერი არსება რომელიც არაამქვეყნიურ სიამოვნებას მანიჭებს. როცა უბრალოდ დედამიწაზე ყოფნა შეუძლებელია, სხვა განზომილებაში გადადიხარ, სხეული თავისუფლდება თითქოს სულიც მაღლდება ,ფრთები გაქვს და სულ უფრო მაღლა მიფრინავ. მხოლოდ ამაღლებული გრძნობებია და არაფერი მიწიერი ,ისეთი რაც შეიძლება სხვა დროს განიცადო . დროის შეგრძნება ქრება, მოვლენათა თანმიმდევრობა უმნიშვნელოა იმდენად რომ აღარც კი გახსოვს. მხოლოდ მომენტები იბეჭდება გონებაში ,ძალიან ღრმად ისე რომ არასდროს დაგავიწყდეს.მისი თითოეული ამბორი, შეხება და სიტყვა ....... დილით დაჟინებული მზერა რომ გაღვიძებს ,რომელიცდადებითი მუხტით გავსებს იმ დღეს საოცარი გაგრძელება მოელის . ღიმილით რომ იწყებ,ღიმილით რომელსაც მიზეზი არ სჭირდება უყურებ და გეღიმება ,მერე ალბათ გავწითლდი ხელი სახეზე ავიფარე და თითებშორის ვიჭყიტებოდი ისევ ვიღიმოდი , ის კი უკვე იცინოდა და ჩემს თმებზე თამაშს აგრძელებდა შემდეგ კანზე გადავიდა, ხერხემალს მიჰყვებოდა თითებით ნეკნებისკენ გადაინაცვლა მუცელზე გადავიდა და წრე შემოხაზა შემდეგ მკერდის გავლით ყელთან მივიდა ცერით ქვედა ტუჩს შეეხო .ხელი თავისთავად მოვაშორე სახეს და იმ თითზე ვაკოცე ტუჩზე რომ მეხებოდა. სიჩუმით ამდენი რამის თქმა ,გამოხატვა ,გადმოცემა თუ შესაზლებელი იყო ვერასდროს წარმოვიდგენდი ის კი შეუძლებელი მეგონა რომ მე შევძლებდი ამას, მე მოვისურვებდი რომ უსიტყვოდ მესაუბრა .ვცდებოდი , ამაზე კარგი დიალოგი არასდროს მქონია .სულ რამდენიმე სიტყვა და უამრავი გრძნობით გაჟღენთილი ჟესტი . მეცინება როცა ვხვდები რომ მაკვირდება, ღელავს და აინტერესებს თავს როგორ ვგრძნობ. მეცინება ასეთ დემონს რომ ვხედავ და თავი უნდა შევიკავო? მერე რა რომ მიბრაზდება და მიბღვერს , ფანჯარასთან მიდის და სიგარეტს აბოლებს. მოვშორდი დივანს და ზურგიდან ჩავეხუტე,ყელში ვაკოცე და რამდენიმე წუთიანი ბუტბუტის შემდეგ კი არ შემოვირიგე უკვე მადნებოდა ხელში, სასიამოვნო შეგრძნებაა როცა შენს მდგომარეობას იზიარებენ. გარეთ მზე ანათებს ,მაგრამ მაინც ცივა . სამზარეულოშია ბატონი და რაღაცას მიმზადებს. მეც ვუერთდდები და მაგიდაზე ვჯდები. მიყურებს და ლამის თითებს აყოლებს ხორცს . ხო ასე დაჯდომა კარგი აზრი არ იყო ალბათ ,დანას ხელიდან ვაცლი ძირს ჩავდივარ და მის ხელებს შორის ვძვრები -ერთად მოვამზადოთ... თითები რომ დაკარგო რამეშველება - თავს ვაბრუნებ და სანამ რამეს მეტყვის ვკოცნი -არ ხარ შენ ნორმალური ! -ახლა დაასკვენი? არა დილაადრიან ცხენთან რომ გახვედი ქორწილის პირველ დღეს ... იქნებ ვკვდებოდი სად გაიქეცი -სააბაზანოში იყავი ... არ შემოხვიდეო და რას ერჩი ჩემს გოგოს? -გოგოს? უკაცრავად უნდა შეგახსენო რომ შენი გოგო ერთადერთი დედამიწის ზურგზე მე ვარ -შიმშილით ხომ არ მოვკლავდი იმსი გამო რომ მასზე ეჭვიანობ? რომ დამინახა იციი როგორ გაუხარდა? -ჰმ, გეპრანჭებოდა ხო? -დიახ- თავს მხარზე მადებს და ყელში მკოცნის - იცი როგორ ვუყვარვარ? -მხოლოდ ის ვიცი რომ თითების აგრეშე სტომატოლოგი ვერ გავხდები ! - ვბურტყუნებ და თავი ის ემივარდება გვერდით მგონი კუნთები გაქრნენ იქ ... -აბა ვნახოთ რა სჭირს თითებს- ყელზე ცხვირით მეხება ჩემი თიტები ტუჩებთან მიაქვს და სათითაოდ მკოცნის ყველაზე ,მერე ხელისგულზე გადადის - არაფერია მგონი ხომ?! -უნდა გვეჭამა ჩვენ... -მე ვნაყრდები ...შენ შეგიძლია დაჭრა განაგრძო - ხელს მუცელზე მხვევს და ისევ აგრძელებს ჩემი ყელის მწამებლური სიჩქარით შესწავლას . როგორღაც მოვახერხე და მივირთვით. შემდეგ როგორღაც მაოხერხა და გარეთ გამიყვანა. ცხენი რომ დავინახე ლამის ვცემე უცებ მითხრა უბრალოდ გარეთ გამოვიყვანე ჩვენ ფეხით გავისეირნოთო და კაპიუშონი წამოიფარა, ასე უფრო უნათებს თვალები მე მიკეთებს ამას? მეხვევა და ისე მივსეირნებთ თოვლიან ქუჩებში. უკვე მიყვარს აქაურობა, კოშკებს ვუყურებ და მგონია რომ თავიანთ ისტორიას მიყვებიან. უკვე ცენტრალურ ნაწილში ვიყავით რარაცას მიყვებოდა დაშნიანი ერთ-ერთ სასტუმროს აივანზე ნაცნობი სახე რომ დვაინახე . მეგონა მომეჩვენა ,მაგრამ მეორე ნაცნობი სახეც გამოჩნდა და აბა როგორ მომეჩვენებოდა ? მზე პირდაპირ მათკენ ანათებდა და თვალები ამიბრჭყვიალდა, ამ საღამოს რა დროს ნათება იყო მზეო? -იქ ხედავ იმათ? -ვის? სასტუმროა ეგ ვინმე ტურისტი იქნება თამარა -მარიამია ... და დამიანე -ვიცი რომ გენატრება,მაგრამ დამიანე სასტუმროში არ გამოკეტავდა მხოლოდ იმიტომ რომ აქ დაეტოვებინა! არაა დადიანი მაგის კაცი? რა ჯანდაბაა რა უნდათ იქ -შენც დაინახე ხომ? ავიდეთ? -სად ახვიდე...მე და შენ თაფლობის ორი კვირა გვაქ გამოცდებამდე .თანაც იდილეას დაურღვევ დაქალს -დემონო... რა იდილეა მარიამიი მინდაა -არა აშკარად საეჭვიანო მაქვს ! არ ღირს -რა არ ღირს დაშნიანო? რა გგონია ნეტავ იქ ისინი ერთად არიან? მაქსიმუმ ტანსაცმელში აგხვეული ჩახუტების უფლება მისცეს ! -გავისეირნოთ და მერე მივიდეთ ... კოშკზე მინდა აგიყვანო -კარგიი ხო ნუ მიყურებ ასე - ლოყაზე ვკოცნი და გზას ვაგრძელებთ. თავიდან ვერ ვხვდები რა დარჩენია იმ კოშკში,რომ ავდივართ და სულ სახურავიდან მზის ჩასვლას ვხედავ როგორ იმალება მთის უკან და ფერები ერთმანეთს ერევა უბრალოდ ვშეშდები. სასტუმროში მისვლა აღარ მინდოდა, საერთოდ იქედან ჩამოსვლა არ მინდოდა ისეთი სანახაობა იყო ჩემს თვალწინ. -მგონი შემიყვარდა ზამთარში სვანეთი ... -კიდევ უფრო შეგაყვარებ ! -ისე როგორც შენ გიყვარს? -მე რომ მიყვარს ისე ვერ შეგიყვარდება...ასე მხოლოდ ამ მიწის შვილებს უყვართ ! წავიდეთ ვნახოთ შენი საყვარელი მარიამი ? ვიცი ვერ მოისვენებ მაინც -ნუ დამცინი ... შენ არ გინდა ნახო? -მინდა ,მაგრამ შენ ხო უფრო გეჩქარება -წავედიით უკვე ლამპიონები ანათებდა, ანუ საკმარისზე დიდხანს დავრჩით კოშკზე . სასტუმროში რომ შევედით გაირკვა რომ იქ აღარ იყვნენ. რა გაეწყობოდა დავბრუნდით სახლში და უკვე ისეთი დაქანცული ვიყავი საწოლზე დაშვება და დაშნიანისკენ მიხოხება შევძელი გათიშვამდე. მინდოდა ორი კვირა დარჩენა,მანამ სანამ მას ჰქონდა თავისუფალი დრო ,მაგრამ გამოცდებისტვის მეცადინეობა გჭირდებაო და ჩამიშალა თაფლობის ორი კვირა და მხოლოდ ერთი დატოვა. ზაფხულში ორმაგად ავანაზღაურებო დამპირდა და ასე დავემშვიდობეთ სვანეთს, მეორედ ვტოვებდი უკვე ამ ადგილს და ახლა უფრო მიჭირდა ვიდრე პირველ ჯერზე. დაბრუნებული არ ვიყავით მიშოს მშობლების სახლში რომ აღმოვჩნდით და იქ ყველა ჩვენიანი შეიკრიბა. დავემშვიდობე სიმშვიდეს და ხალხმრავლობას დავუბრუნდი. ორი კვირის შემდეგ გამიჭირდა ცოტა, მაგრამ მე ხომ ვგიჟდები ხალხმრავლობაზე! ჩემი მარიამი ჰაერივით მჭირდებოდა ამიტომ მივწერე ცუდად ვარ ჩვენთან ბინაში გელოდები თუ არ მოხვალ მოვკვდებითქო და დაველოდე როდის მოვარდებოდა. ……………………………………………………………………………. მზის ამოსვლასთან ერთად ვიღვიძებ და ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან დღეს ვიწყებ. დღეს მარიამ სიხარულიძე ექვსწლიან სწავლებას ასრულებს და დიპლომიც რამდენიმე საათში მის ხელში აღმოჩნდება. დღე დადგა რომელსაც ამდენ ხანს ველოდი, ვოცნებობდი, წარმოვიდგენდი და როგორც იქნა დადგა . მზე ისე ანათებს ჩემს განწყობას ითვალისწინებს და ესეც კი მიმაღლებს განწყობას. მომზადებას ვიწყებ , სიმღერას ვრთავ და გარეგნობაზე ზრუნვასთან ერთად ცეკვაც გამომდის. ორ საათში სარკის წინ ვდგავარ და საკუთარ თავს ვუყურებ. ინსტიქტურად მახსენდება უნივერსიტეტის პირველი დღე და მეღიმება , გაღვიძების პროცესიც კი გიჟური იყო . საოცრად დავიწყე და ასევე ვასრულებ. თითქოს ისევ ისეთი ვარ , იგივე ნაკვთებია ,იგივე მზერა ,მაგრამ მაინც უდიდესი მეტამორფოზი განვიცადე. უკვე ჩამოყალიბებული, დახვეწილი და შემდგარი ქალი ვარ. ცხოვრების მთავარ გეგმას ვასრულებ და შემდეგი ნაბიჯისკენ შეუფერხებლად მივიწევ .თვითკმაყოფილება მიპყრობს , საკუთარი თავი ამ წამს ყოვლისშემძლე მგონია. სიმბოლურად ისევ ლურჯი კაბა მაცვია, გრძელი თმა შეკრული მაქვს და სახეს ამასთან ერთად მკრთალი მაკიაჟიც გამოკვეთს. თითქოს უბრალოდ თაფლისფერი სფეროები ბოლო ხუთი წელია იმდენად ლამაზი მეჩვენება რომ ჩემი შავთვალას სფეროების ელვარებასაც კი აჭარბებს. სახლს გასვლამდე თვალს ვავლებ , კარს ვხურავ და ლიფტში შევდივარ. რამდენიმე წუთში ჩემი „რაშისკენ“ მივემართები და კარს ვაღებ. მამიკომ ჩემი ხელფასის შენახვის საშუალება მომცა ისევ განაგრძო ჩემი ჯიბის შევსება და დანაზოგით მანქანის ყიდვა გადავწყვიტე. საერთოდ არ მქონდა გეგმაში ერთ ინდივიდს ტარება რომ არ ესწავლებინა ზაფხულში უსაქმურობის ჟამს , ალექსანდრეს ნასწავლები რამე წარმოგიდგენიათ? გამაგიჟა მომანდომა და დამტოვა შუა გზაში ამიტომ ჩემს საუკეთესო მასწავლებელს „პატივცემულს“ ვთხოვე დახმარება ,ანუ არაჩვეულებრივად შევითვისე ეს საქმეც . სამი წელია კლინიკაში ვმუშაობ, იმდენი პოსტი გამოვიცვალე და იმდენი რამ გავაკეთე ექიმის თანაშემწემდე რომ მიმეღწია დემნა დადიანის ჩემი ხელით სიკვდილი არავის გაუკვირდება. პატივცემული საერთოდ კლინიკაში შესვლის დღიდან ტერორში მამყოფებდა , ახლა მგონი კმაყოფილია ჩემი შრომისუნარიანობით და ლმობიერი გახდა. მეტის ღირსი ვიყავი დაასრულა ლექტორის კარიერა, შეწყვიტა ჩვენთვის სწავლება და უკან კლინიკაში გავყევი . რას ველოდი ურჩხული ლექტორისგან . ორი წელი სისხლი რომ გამითეთრა და ყველა ასპექტში ჭკუიდან შემშალა არ ვიკმარე , სახლში რომ იყო ტკბილი და თბილი ისე მირევდა გონებას სულ მეგონა რომ საქმის დროსაც გამოიჩენდა სიკეთეს, მაგრამ შევცდი ! მე და ჩემი ლექტორი ერთად ვიწევდით კარიერის მწვერვალისკენ. პატივცემული უკვე მწვერვალზეა , პროფესორის სტატუსი აქვს , წარმატებული გინეკოლოგია და სიამაყით მავსებს მისი მიღწევები ,მაგრამ არც ისე მარტივი იყო ეს ყველაფერი. ყველაზე რთული მეოთხე კურსი იყო რომლის გაგრძელებაც გერმანიაში გადავწყვიტე, გეგმის მიხედვით რომელიც პირველივე კურსიდან მქონდა ენა შევისწავლე, წარჩინებული სტუდენტი გავხდი და მიწვევაც მივიღე. უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი ,სიხარულისგან ვკიოდი და მანამ ვეხვეოდი დადიანს სანამ არ გავაიზრე რომ მისი დატოვება მიწევდა. როცა მივხვდი რომ ისიც ბედნიერი იყო ჩემი მიღწევით და მილოცავდა ლამის გავგიჟდი. როგორ მიშვებდა ერთი წლით როცა იმდენად ხშირად მხვდებოდა და მელაპარაკებოდა დღის განმავლობაში ლამის საოპერაციოშიც ტელეფონი ჰქონდა ყურთან ან იქვე ვყავდი ექთნის სტატუსით. ერთი თვე გაფრენამდე კოშმარი იყო, გვერდიდან არ ვშორდებოდი ისეთიშ ეგრძნება მქონდა თითქოს სამუდამოდ ვტოვებდი , ვგიჟდებოდი როცა იგივე ემოციას მასში ვერ ვხედავდი . ერთხელ ვეჩხუბე კიდეც ,როგორც ყოველთვის მე ამოვაფქრვიე ჩემი გრძნობები ის კი მშვიდად იჯდა მისმენდა და ბოლოს მითხრა ერთადერთი წინადადება“ შენს კარიერაზე არასდროს ვიეჭვიანებ , დაშორება ზოგჯერ სულაც არ არის დაშორება“ ვერაფერი გავიგე უბრალოდ გავჩუმდი ,რადგან ძალა აღარ მქონდა. აეროპორტში ყველა იყო დედა ტიროდა , ერთი წელი როგორ გავძლებო. მამა ჭკუას მარიგებდა, სანდრო ნერვებს მაწყვეტდდა. თამარა წუწუნებდა და მიშოს აგიჟებდა, დემნა ბავშვები და ანამარია კი უბრალოდ მაცილებდნენ. ბავშვები მეხვეოდნენ და არ მშორდებოდნენ . პატივცემულთან გამომშვიდობება კი წინა დღეს მქონდა, შემდეგ მუშაობდა და ვიცოდი ვერ გამოვიდოდა არც მითხოვია . არ მინდოდა მასთან დამშვიდობება. მახსოვს თვალებდახუჭული ვიჯექი და ველოდი როდის აფრინდებოდა თვითმფრინავი. ნაბიჯების ხმა , ნაცნობი სურნელი და გვერდით მჯდომი დადიანი ! მომენტი რომლის აღწერაც უბრალოდ არ შემიძლია. ყველაფერს ერთად განვიცდიდი ის კი „ჩემი ღიმილით“ მიღიმოდა „ჩემი მზერით“ მიყურებდა მხოლოდ ერთი საათის მერე მითხრა რომ სწორედ იმ დროს გადაწყვიტა გერმანიაში ცოდნის ასამაღლებლად ,პრაქტიკების გასავლელად წასვლა და სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა იმავე ქალაქში სადაც ჩემი უნივერსიტეტი იყო. ბოლო მომენტი იყო როცა ვღელავდი, მას მერე უბრალოდ ვიცი რომ დამიანე დადიანი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ მე მშვიდად ვიყო. შევიშლები სიმშვიდემდე ,რომელიც მასშია. უნივერსიტეტის შენობაში შესვლისას პირველი ნაბიჯები მახსენდება და ისევ მეცინება. აუდიტორიაში ნაცნობ სახეებს ვხედავ, განახევრებული შემადგენლობით მაგრამ უკვე შეჩვეულ შესისლხორცებულ ხალხს ვუყურებ და მიხარია რომ მათი კოლეგა ვარ. უნივერსიტეტის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კურსს გრანდიოზულ გაცილებას გვიწყობენ და დილიდან სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს. თეთრ ხალათებში გამოწყობილები ვსხედვართ უზარმაზარ აუდიტორიაში ყველას ბედნიერი სახე გვაქვს ისეტი როგორიც ექვსწლიანი წამების დასასრულს უნდა გვქონდეს. ბოლო წუთზე იღება კარი და გიგი შემორბის, პირდაპირ ჩემ გვერდით ეშვება და ლოყაზე მკოცნის -მეგონა აღარ მოხვიდოდი -ძლივს გადმოვღოღდი მეექვსე კურსზე შენი ურჩხული კაცის დამსახურებით და აქ არ მოვიდოდი? ეს დღე ბოლომდე უნდა შევირგო ! -ქეთევანი და ჩემი ნათლული მოვლენ? -შენი ნათლული არაა ჯერ ეს ერთი... ქეთომ დამიანეს ვანათლინებო ვიომეთ მაგაზე და თუ არ გინდა ცოლი გამეყაროს ორივემ უნდა მონათლოთ და მეორეც...მოვა აბა არ მოვა? რაც ეგ მე დამცინოდა დიპლომის აღებას ვერ მოესწრები ექვსი კი არა 13 წელი ისწავლიო ახლა მთელი დღე არ დავაყუდებ აქ და არ ვაყურებინებ ყველა ცერემონიას? გაიხსენოს შარშანდელი ბანძი სიტუაცია და მიხვდეს რო მე უფრო პომპეზურად მაცილებენ- ბუტბუტებს სანამ დაიწყებს რექტორი საუბარს და მერე ჩუმდება. რაც არ შეცვლილა ისევ ის ემოციაა გიგი რომ ტოვებს, უსმენ და ღიმილს ვერ იკავებ. ამ ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მაგარი შენაძენი ჩემს ირგვლივ პირველი და საოცრება გიგისა და ქეთევანის ერთობლივი ნამუშევარი მისი აღმატებულება“პრინცესა ელიზაბეტია“ ნამდვილი პრინცესა ,ნაზი , სფრიფანა და მშვიდი. პარადოქსია ...ქეთას და გიგის შვილი მშვიდი ,მაგრამ ეჭვი არ შეიტანება იმ ფაქტში რომ მათი შვილია მთელი ცხრა თვე ყველა ვაკვირდებოდით მუცელში მის გაზრდას, მერე მსობიარობას დერეფანში ველოდით და ქეთას კივილი დამიანეს რომ უყვიროდა რა გინეკოლოგი ხარ მიშველე რამეო, ყველას გვახსოვს. წინა წელს ორი დიპლომიანი ქალბატონი გვყავდა , ჩემი თამარა და ქალბატონი ქეთევანი. თამარა თავის სტომატოლოგის კარიერას უკვე მაგისტრატურაში ეუფლება და მხოლოდ სწავლით შემოიფარგლება ჯერ -ჯერობით რადგან ყველაზე დიდი და სასიამოვნო საქმე აქვს შეთვისებული , ჩემი ნათლულის აღზრდა მარტივი დავალება როდია. 3 წლის ბიჭი რომელიც ერთდროულად მიშოს და თამარას გენეტიკის მატარებელი და ჩემი ნათლულია წარმოგიდგენიათ როგორია? ძალიან ცდებით თუ გგონიათ რომ თამარას ჰგავს და ბევრს ლაპარაკობს, მასსავით გიჟია და მომენტებში სვანი ხდება . ან მე ,ნათლიას მგავს და საშუალო განვითარების სამი წლის ბავშია . მიშო დაშნიანია უბრალოდ სამი წლისაა ჯერ ! არაფერი არცერთი ნაკვთი არ აქვს თამარასი, არც ერთი ქცევა უბრალოდ გჟდება დედაზე და ამითაც კი მამიკოს ჰგავს. იმდენად მშვიდი იყო პატარაც კი სახლშ ბავშვი თუ იყო ვერ გაიგებდი, მშვიდად შეგეძლო ყოფნა უბრალოდ რაც ჭირდებოდა ყველაფერი უნდა გაგეკეთებინა და შემდეგ თავისთვის მშვიდად იწვა ეძინა ან ღუღუნებდა ჩვენთვის გაუგებარ სიტყვებს. იმდენად კარგი ბავშვი იყო თავიდანვე რომ ნათლიასაც კი მომყავდა სახლში და მთელი დღე გვერდიდან არ შორდებოდა. ვიწექი ვუყურებდი ,ვეფერებოდი ველაპარაკებოდი და თამამად შემიძლია გითხრათ რომ ანდრო დაშნიანი ჩემი პატარა კაცია. ნათლიაც გიჟდება და ნათლიაზეც გიჟდება. გვიყვარს ჩვენ ერთმანეთი მსოფლიოში საუკეთესო ნათლია და ნათლული ვართ! ანდროს რომ ვუყურებდი ბავშვი მინდებოდა , მერე დადიანთან სახლშ აღმოჩნდებოდი მის ყაჩაღ ძმისშვილებს დავინახავდი და საერთოდ ბავშვების გაქრობა მინდოდა დედამიწიდან სადმე სხვა კონტინენტზე გადასახლება სანამ არ გაიზრდებოდნენ. როგორ შეიძლებოდა ასაკი მოჰმატებოდათ და უფრო გიჟები გამხდარიყვნენ არ ვიცი, იზრდებოდნენ ჭკუა ემატებოდათ და უფრო მეტ სიგიჟეს იფიქრებდნენ. ანამარია ხომ არასდროს იყო სახლში, დემნაც არ იყო და ესენი დამოუკიდებლად აკეთებდნენ ყველაფერს ამაზე რა რეაქციაც მქონდა ალბათ წარმოგიდგენიათ. დამიანე რომ გადავიდა ცალკე საერთოდ გავგჟდი ბავშვებს მარტო როგორ ტოვებ-თქო რომ ვუთხარი ცოტა ხანს გაოცებული მიყურებდა მერე მივხვდი რომ ძმასთან და რძალთან ერთად არ უნდა ყოფილიყო . სამი სკოლიდან გამორიცხეს ჯერ კიდევ პირველ კლასში. ერთხელ ნოეს კიდობანი გააცოცხლეს სკოლაში, ერთხელ სამასწავლებლოში საღებავის ქილები დაკიდეს ყველა კართან და ყველა შეღებეს ბოლო სკოლაში ხანძარი გააჩინეს პირდაპირ დირექტორის კაბინეტში აი შემდეგ დემნამ არ ვიცი რა გააკეთა მაგრამ მთელი მეორე წლის განმავლობაშ ერთ სკოლაშ იყვნენ. ახლა მეექვსე კლასში არიან და იმდენჯერ ვიყავი მარტო მე მათი დირექტორის კაბინეტში დათვლაც აღარ შემიძლია, დამიანეზე ხომ საუაბრი ზედმეტია . ანამარიას ძირითადად კლინიკაში ვნახულობ, ბავშვებიც იქ ხვდებიან და კიდევ კარგი დემნაც სამსახურშია თორემ ეჭვი მაქვს არც ეცოდინებოდათ რომ ერთად არიან. რამდენჯერმე მოვხვდი ანამარიასთან განყოფილებაში, ზოგადად არ ვაპირებ გადაუდებელი დახმარების ცენტრში მუშაობას ,მაგრამ პრაქტიკების დროს ყველგან შესვლა მომიხდა იქ მე რასაც ვხედავდი არასდროს დამავიწყდება ალბათ, მივხვდი რომ ერთ დღესაც ვერ გავუძლებდი იქ ექიმის სტატუსით ყოფნას, მითუმეტეს განყოფილების უფროსის რომელსაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. ანამარია უბრალოდ თავისი საქმის პროფესიონალი არ არის , ამ საქმისთვისაა შექმნილი და სხვა განხრის ექიმი ვერ იქნებოდა. ასე იყო თუ ისე ფაქტია მე და დადიანი ჯერ კიდევ არაფორმალურად დანიშნული წყვილი ვართ. სტატსების გარეშე არ შეუძლიათ ჩვენს გარემოცვაში მყოფებს თორემ რეალურად ხელის თხოვნის ცერემონიაც არ ყოფილა,არც ბეჭედს ვატარებ და არც გვქონია ქორწილზე საუბარი. ორივემ ვიცით რომ ამის დრო არ იყო და არც გვინდოდა. ჩვენი ურთიერთობა იმდენად შეესაბამებოდა ჩვენი ცხოვრების წესს ,რომ სხვა ფაზაში გადასვლა მთლიანად დაგვინგრევდა კომფორტულ ზონას. თითოეული წელი რაღაცის მომცემი იყო, ყოველწელს ახალს ვსწავლობდი ჩვენი ურთიერთობიდან. ის ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ ხდებოდა ცოლ-ქმრის სტატუსით რომ გადაგვეტანა ალბათ ერთად არც ვიქნებოდით, მინიმუმ ვიჩხუბებდით და ყველაფერი აირეოდა. იმდენი დაძაბული დღე , თვე და დრო გვქონდა რომ გახსენებაც კი მიჭირს.ერთი რაც არასდროს შეცვლილა ნდობა იყო, ერთად ყოფნა ყოველი პრობლემის წინ და სიყვარული რომელიც თავის შესაძლებლობებს ყოველწამს მაცნობს. დღის მთავარ ნაწილზე გადავდივართ, უამრავი სტუდენტისა და უბრალოდ ნაცნობის თანდასწრებით დიპლომების გადაცემის ცერემონია იწყება. ერთი ფურცელი რომ ამხელა ძალას ატარებს ხელის შეხების მომენტიც კი ამაღელვებელია. რექტორს ხელს ვართმევ კამერას ვუღიმი და მაყურებელთა შორის ჩემს საყვარელ სახეებს ვხედავ. სანდროს მოვკლავ რომ არ გამაფრთხილა წინასწარ. რომ გეკითხათ ისვენებდა და სოფელში მიტოვებულ მშობლებთან გაიქცა ახლა კი მათთან ერთად იდგა და ხელს მიქნევდა. რამდენიმე წუთში თავზე მორგებული ქუდი მოვიშორე მანტიასთან ერთად და ყველას რომ მივულოცე ჩემებისკენ დავიძარი. -ჩემო გოგოო გილოცავ -რატომ არ მითხარით თუ მოდიოდით? -სიურპრიზი მოვუწყოთო შენმა ძმამ ... -როგორც იქნაა გვაღირსე ჩვენო მუდმივო სტუდენტო და აიღე დიპლომი... ვეღარ ვითვლი უკვე რამდენ ხანს სწავლობდი და მგონი ერთი ორჯერ ჩარჩი კიდეც- ჩემი გორილა ძმა მეხვევა და მკოცნის- ჭკუა რომ არ გექნება კაცს და სამედიცინოზე ჩააბარებ ასე იცის... ჭაღარაც შეგერევა მალეე - ცრემლს იწმენდს ჩემი ეკონომისტი ძამიკო რომელიც უკვე ბანკში მუშაობს , ლექტორის სტატუსი მოეწონა და ახლა აიჩემა უნდა გავიარო გადამზადება და უმაღლესი მათემატიკა უნდა ვასწავლო ბავშვებსო. რა ენაღვლება უფასოზე ჩააბარა, ერთი თეთრი არ გადაუხდია და პირიქით სტიპენდიას იღებდა . იმდენ ადგილას დააგზავნა სივები ერთ წელს ოთხი ადგილიდან მიიღო მიწვევა ბოლოს საუკეთესო აარჩია ,არ ვიცი იქ რა გააკეთა ,მაგრამ ფაქტია რომ მუშაობს და წლებთან ერთად დაწინაურება რომ ელის ეჭვიც არ მეპარება,ჯერ უბრალოდ ძალიან პატარაა მაღალი თანამდებობისთვის. სამაგიეროდ გოგონების გულის დასაპყრობლადაა დიდი ,თურმე და ვერც კი წარმოიდგენთ იმ 4 წლის განმავლობაში რაც უნივერსიტეტში სწავლობდა რამდენ სტუდენტთან ჰქონდა ურთიერთობა, რამდენი ატირებული და გულგატეხილი გოგო მხვდებოდა . მერე სამსახურშიც დაიმატა გოგონების არმია და ერთი წელია უკვე არამზადა ბაბნიკის სტატუსი მივაკერე ჩემს გორილა ძმას ,დღემდ ერომ ვერ ამოვხსენი რა ტვინის ქალებს მოსწონთ ეს არსება. მადლობა ღმერთს ცოლი არ მოჰყავს თორემ ჩემი მშობლები იმ გოგოსთან ვისაც ეს შეუყვარდება აპოკალიფსი იქნება. ფიქრებში გართული ვშორდები ჩემს ძმას და ვიღაცის ფართო მკლავებშ ვექცევი -უკვეე მეორეედ ვესწრები ამ ცერემონიას... დაიხვეწა ყველაფერი . ღმერთო მეტჯერ ნუ მომასწრებ რა იქნება ჩემი შვილები,ძმისშვილები ყველა აშორე ამ საქმეს სამი ექიმი ოჯახში მყოფნის და გამიგონე რა იქნება- დემნა ყოფილა ვინ იქნებოდა სხვა. -მარიკოოო გილოცავთ...-ბავშვების ხმა მესმის, არა როგორ გავუბრაზდე ამათ რომ შეხედავ ანგელოზები არიან აბრიალებენ ნაცრისფერ თვალებს და ყველას ყურადღებას იქცევენ. 11 წლისები უკვე ჩემ სიმაღლეები რომ არიან და ყველას დიდები ჰგონიათ ამაზე არ ვსაუბრობ, არც იმაზე ყველა გოგო რომ ამათზეა სკოლაში შეყვარებული და არც იმაზე რომ საოცრებები არიან. -მადლობა ბავშვებოო ...სკოლა გაააცდინეთ? -დავამთავრეთ უკვე ჩვენ .ხომ ხედავ იმდენი ხანია არ გინახივართ რომ ეგეც არ იცი..საერთოდ აქ არ უნდა ვიყოთ გაბრაზებულები ვართ რომ დაგვივიწყე, მაგრამ კეთილი გული გვაქ ხომ იცი არა? -ანუ მერე გადაგიხდიან სამაგიეროს ...ფრთხილად იყავი გთხოვ- დემნა მეუბნება და ბავშვეს უკან სწევს- არ უნდა ამდენი მოხვევა დაიხრჩო გავიგეთ რომ მოგენატრათ დაუტოვეტ ბიძათქვენს თორე თუ გაქრა ვინრას მოეხვიოს მერე...სადაა ისე ამდენ ხანს ეგ ჩემისა მოვალო და -კლინიკაში გადატვირთული დღე აქვს...ვერ მოვიდოდა -საღამოს რესტორანში იკრიბებით ხო? -აჰაამ...ახლა თავისუფალი ვართ უკვე შეგვიძლია წავიდეთ -გაგიყვანო თუ მანქანით ხარ? -მანქანით ვარ და ჩემებიც აქ არიან -დავინახე ,მაგრამ გავიდნენ უკვე მერე ვნახავ ...სანდროც წავიდა მგონი გიგისთანაა -ხო აბა ისე როგორ ერთნაირი გიჟები შეხვდნენ ერთმანეთს - ვიცინი და უამრავ ხალხში მშობლების დანახვას ვცდილობ ალბათ ბინაში წავიდნენ. ვიცი არ უყვართ ამდენ ხანს ხალხში ყოფნა. მამა ცალკე აღნიშვნას მოითხოვს დარწმუნებული ვარ და სახლშ ცასვლისას დამხვდება მტელი მისი საძმაკაცო და ჩვენი სანათესაო სუფრასთან შეკრებილი. ისევ დაიწყებენ იმაზე საუბარს თუ როდის გავყვები დამიანეს რომ ამდენ ხანს ლოდინი როგორ შეუძლია იმ ბიჭს და დარწმუნებული ვარ ათას ჭორს ატრიალებენ ზურგს უკან, რაზეც ზალიან ვხალისობ. არ ვიცი, წარმოდგენაც კი არ მაქვს მამა რატომ ხვდება ამ ამბავს მშვიდად რატომ არასდროს განიხილავს და რა უთხრა ასეთი დადიანმა ,მაგრამ ფაქტია რომ პრობლემას არ მიქმნის . ერთადერთი ვინც მინდა რომ აქ იყოს ჩემი თამარაა , მაგრამ დაშნიანები სვანეთში არიან. მიშომ ზაფხულში იქაურ კლინიკასი მუშაობა გადაწყვიტა რომ დაეხმაროს იქაურებს და რაღაც პროგრამასაც ახორციელებს რომლის მიხედვითაც მთიან სოფლებში ჯანდაცვის სფეროს განვითარებას უწყობს ხელს. ეზოს თავისუფალი ნაწილისკენ გავდივარ, ძლივს გავიარე ბრბოში და როცა უნდა ამომესუნთქა ზურგიდან მომეხვია ვიღაც. ჩემს ყელში ჩამალა სახე და მაკოცა -პატივცემულო თქვენ აქ ხართ?-ვლუღლუღებ სიამოვნებისგან გათიშული ,მინდა შევბრუნდე მაგრამ არ მაცლის -აბა ამ კადრებს ვინ დააფიქსირებდა თუ არა მე - ყურში მისი ხმა რომ მესმის და წინ ვუყურებ კადრებს გული სალტოებს აკეთებს. ხელებს მხვევს და სხეულზე მიკრავს- მეამაყები - მხოლოდ ეს მესმის და მერე მკოცნის. აი რა მაკლდა მთელი დღის განმავლობაში! ხელებს ვხვევ და ვუღიმი -კიდევ ერთი ჩემი მიღწევა ? დიდი კოლაჟი გამოგივათ პატივცემულო -ჯერ კიდევ ცოტაა ... მე მეტს ველოდები შენგან ხომ იცი არა?- მიღიმის „ჩემი ღიმილით“ მისი ხმა თავბრუს მახვევს ზუსტად ისე როგორც პირველად .შუბლზე მკოცნის და ისევ მეხვევა. -სამსახურიდან როგორ გამოხვედი -იმედით რომ ჩემ მისვლამდე არავინ იმშობიარებს! -პატივცემულო რა უყურადღებობაა პაციენტების მიმართ? -საღამომდე გეყოფიი ნუ ღელავ - სრულიად სხვა რამეს მიცხადებს როგორც იცის მადუმებს და ლოყაზე მკოცნის- ღამით კარს ღიას დავტოვებ ერთი გოგონა ბაკალავრის დიპლომით თუ მოვა პირად საჩუქარსაც გადავცემ -ამხელა წინადადება რომ გჭირდება ჩემს შესატყუებლად ხვდები? მგონი დაბერდით პატივცემულო ! ხომ არ გეშინიატ რომ თქვენი კონკურენტი გავხდები? -შიშებს ამაღამ განვიხილავთ- მიცხადებს, მკოცნის ისე რომ საღამომდეც და ორი კვირაც მეყოფა ალბათ. მთიშავს, მაბრუებს, მიგიჟებს ყველა უჯრედს და ისე ქრება როგორც გამოჩნდა . აი ასე ერთდროულად შეუძლია იყოს ჩემ გვერდით და თან არ იყოს ,საკუთარ საქმეს არ მოშორდეს და თან გამაბედნიეროს. მობილურზე ზარი არ გამკვირვებია არც ჩემი ტამარას ხმა -გილოცააააავ ჩემოოოო მარუსაააა როგორც იქნა. მიყვარხარ...მომენატრეეეე ვაიმე როგორ მინდოდა შენ გვერდით ვყოფილიყავიიიი იმედია გადაიღო ბატონმა დამაინემ ვიდეო და ვნახავ ამ ამბავს თორმე გული გამისკდება გეფიცები. არა უნდა წამოვსულიყავი რა... რატომ დავუჯერე დაშნიანს? წაბრძანდა თითონ უშგულში წაიყვანა ბავშვიც , გიჟმა გადარეულმა ცხოველმა უნდა ანდროც თავისსავით ჰყავდეს ტყეში მე კიდე განმიცხადა პატარას ავნებს ამდენი სიარულიო..ვეუბნები არ ვარ ფეხმძიმედ თქო და კია რ მასუხობს ნუ ფრთხი ჩიტოო მეუბნება- აყრის უცებ და ჯერ კიდევ მომზადებულ მადლობას და დამამშვიდებელ ფრაზებს კივილით ვცვლი -მოიცა რააოოოო? ფეხმძიმეო? მეორე . დაშნიანს ელოდები თამარა? -რა მეორე დაშნიანს არავის ველოდები მე მყავს ერთი დაშნიანი რომელიც წმინდა სისხლის სვანია და ეგღა მაკლია ველურები გავუმრავლო რაა... კიდე ბიჭი თუ გავაჩინე და არ დამემსგავსა არაფრით გეფიცები გავგიჟდები.როგორ შეიძლება ასეეე მეუბნება ხომ გითხარი გოგონები იქნებიან შენი მსგავსებიო და არ მიჯერებო ! ორ დღეში მექნება ციკლი და მივაკლავ მერე იმას...ერთხელ ვაღებინე და გადამაყოლა თან -მაშინაც ეგრე ამბობდი ანდროზე რომ დაფეხმძმდი იკლავდი თავს ისევ არაფერი გამოდის არ უნდა გავჩერებულიყავი თავიდანვე უნდა გამეჩინაო , ხვდება ეგ ბიჭი შენ რომ ფეხმძმედ ხარ და ფრთხილად იყავი იცოდე თავს გაუფრთხილდი.დიდი ხნიტ წავიდა უშგულში? -არა რა დიდი ხნით საღამოს მოვლენ... ბავშვს ცხენზე რომ სვამს გითხარი? ვაიმე შეემშვიი რომ მახსენდება ჭკუიდან გადავდივარ ისე იცი რა საყვარელი იყო? ლამის ავზლუქუნდი ორივე რომ დვაიანხეე -შეეშვი ტუჩებს... მართლა ფეხმძიმედ ხაღ? ვაიმეე არ მჯერა -მომიყევი რა ხდებოდა და შემეშვი საერთოდ! -არაფერი იგივე სიტუაცია იყო თითქმის რაც შარშან...მერ ემოგიყვები დეტალებს ახლა სახლში უნდა წავიდე ჩემები მელოდებიან -ჩამოვიდნენ? აბა არ მოდიანო? -სანდრომ ჩააკითხა და ჩამოიყვანა ხომ იცი რა ტიპია -ვაიმეე შოკოლადის ბიჭიიი ... კაი წავედი ჩემი დედამთილი მოვიდა და მივეხმარები თან შია რაღაც ძალიან. კუბდარს გავაკეთებ და შევჭამ ან იქნებ დედამთილს გავაკეთებინო ..ის რაღაც გემრიელს აკეთებს უფრო ...გკოცნი მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე...მერე დამირეკე იცოდე -მეც მიყვარხარ...ფრტხილად და ჭკვიანად იცოდე. ანდროს უთხარი ნათლიას უყვარხარ-თქო.მიშოს კიდე გადაეცი რომ სუპერ სიძეა მეორე ბავშვსაც რომ მისრულებს -რა გისრულებს გოგო ... -არ დაიქყო ახლა შენი გააჩინე მე რომ მაძლევ შეკვეთებსო ძალიან გთხოვ რა..წავედი გკოცნი- გავუთიშე სანამ ისე დაიწყებდა ქოთქოთს რა ქნას აქვს პერიოდები რომ ისევ ისე ფრთხის. თუმცა როცა უნდა ლაპარაკობდეს მაშინ მშვიდად უყურებს დაშნიანს და მაგ დროს ჭკუიდან ვიშლები ისეთი საოცრები არიან. სანდროს ვპოულობ, კურსელებთან ერთად „ფოტოსესიაში“ ვერთვები . რამდენიმე საათით კიდევ ვრჩებით უნივერსიტეტში ,ჩემი ძამიკო არ მტოვებს ვიღაცას „უთვალთვალებს“ ვიცი ,მაგრამ ვის ვერ დავადგინე . დემნა და ბავშვები მიდიან , ბატონები ცურვაზე დადიან და აგვიანდებოდათ ,გვიან მივიდოდით მაგრამ დღეს ცეკვაზე და კალათბურთზე ვართო უცებ მიაყარეს ,ორივემ მაკოცა და წავიდნენ. სახლში მშობლებთან ერთად ორი საათი გავატარე, მონატრებულებს დიდხანს ვესაუბრე. სანდრო ვიღაცას წერდა დივანზე გაწოლილი და არც შეტოკებულა. ბოლოს ინება და მათთან ერთად წავიდა. სოფელში ვბრუნდები და ჭვიანადო დამიბარა ,მომეხვია, მაკოცა და დატოვა ბინა. ერთი საათი მეძინა , წინასწარ გავითვალისწინე საღამოს გასავითარებელი მოვლენები და დასვენება ვამჯობინე ყველაფერს. კიდევ ერთხელ დავიწყე მომზადება, ამჯერად გრანდიოზული სამზადისი გამომივიდა . ზუსტად 9 საათზე შეტყობინება გავგზავნე და სახლი დავტოვე. ვიცოდი სადარბაზოსთან იქნებოდა და ზარსაც არ დავლოდებივარ. მანქანიდან იმ წამს გადმოვიდა შავი შარვალი და ლურჯი თეთრი პერანგი ეცვა რომ შემობრუნდა წამით შეყოვნდა შემათვალიერა უკვე ჩვეული ცეცხლოვანი მზერა მთელს სხეულზე ამაყოლა და თავი გვერდით გადახარა . მასთან მალევე მივედი ხელები ყელზე მოვხვიე და ლოყაზე ტუჩის კუთხეში ვაკოცე ,წარბები შეკრა მაგრამ გონს მოსვლამდე უკვე მანქანის მეორე მხარეს ვიყავით -წავიდეთ პატივცემულო ....არ დვაიგვიანოთ -მარიააამ -ჯერ კიდევ მყოფნის თქვენი კოცნა... -მე არ მეყო - ისევ იწევა მაგრამ ნებას არ ვაძლევ- ვგრძნობ ამაღამ განმარისხებ ...მარიამ მანქანას ძრავს და რამდენიმე წუთში დანიშნულების ადგილამდე ვაღწევთ. კიდევ ერთ შეტყობინებას ვწერ სანამ დამაინე მოვა და შემდეგ წელზე ხელი მეხვევა.. ერთად შევდივართ რესტორანში , ბევრის ყურადღებას ვიპყრობთ თუმცა ეს არაფერია პირველ გამოჩენასთან შედარებით. როცა ერთად მივედით უნივერსიტეტში ხელი ჩამკიდა და ისე შევედით აუდიტორიაში სადაც ანატომიის ლექცია მიტარდებოდა , სკამამდე მიმაცილა და შემდეგ დაიკავა თავისი ადგილი ვიგრძენი რომ ყველაფერი შეიცვლებოდა,მაგრამ რეალურად არაფერი შეცვლილა. ესეც დადიანის დამსახურებით. უბრალოდ საუბრობდნენ ბევრს ,ყველაფერს და რეალურად არაფერი ხდებოდა. არავითარი პრობლემა, ისევ ისე მექცეოდა ლექციაზე ეს ბუნებრივი ჰქონდა ბრაზდებოდა რომ ვერ ვპასუხობდი და იქვე მცემდა პასუხს,მეც არ ვაკლებდი და ხშირად მიდიოდა დებატები რომელსაც 90% თავად იგებდა . ლექტორები, სტუდენტები, დეკანი, რექტორი უკვე ყველა მიცნობს . მათთან მისვლა და მისალმება მიწევს კიდევ ერთხელ, დამიანეს გვერდით ყოფნა ამ მხრივ დამღლელია იმდენ ვინმეს იცნობს ვერ ამოისუნთქავ. როგორღაც ვაღწევ თავს და კურსელებთან მივდივარ. მინდა ორ საათში ყველასთან საუბარი მოვასწრო, ვიცეკვო კიდეც გავერთო და შემდეგ ...შემდეგ რა ვიცი რა იქნება. ორ საათში მათტან საუბარს ნამდვიალდ ვასწრებ და ერთ ცეკვასაც ვასრულებ პატივცემულთან ერთად. შემდეგ ვხვდები რომ დროა , ხელს ვკიდებ მის თითებში ვხლარტავ საკუთარ თითებს და მოცეკვავეებს შორის მივდივარ -სად მივდივართ? -გარეთ გავიდეთ - ვეჩურჩულები და ისიც მომყვება. უკვირს,მაგრამა რ მეწინააღმდეგება. მანქანისკენ მივდივარ და ვჩერდები -ნუთუ ვეღარ ითმენთ საჩუქრის მიღებამდე -ძალიან დავიღალე და მინდა წავიდეთ ... არ შეიძლება?- ყელზე ვხვევ ხელებს და ვკოცნი. ხო ეს ნამდვილად კარგად გამომდის, ვიცი როგორ გავაბრუო ,სულ რამდენიმე წამით,მაგრამ მაინც. -მბრძანებელი შენ ხარ ...- მეჩურჩულება კოცნის თანხლებით და ვერც იაზრებს ისე ვშორდები და საჭესთან ვიკავებ ადგილს -წავიდეთ ... -მოცა რა? -უუფს დამავიწყდა რომ ჩემი მანქანით არ ვართ...აუ ვერ გადმოვალ ახლა დაჯექი რა -მარიაამ -არ შეიძლება შენი მანქანის საჭესთან ვიჯდე? -როგორ არა ,მაგრამ ნუ მატყუებ მაინც ! -სიმართლე გინდა? მაშინ დაიკავე ადგილი ჩემს გვერდით - ვუცხადებ ისიც გაკვირვებული მაგრამ მაინც ჯდება გვერდით ღვედს იკრავს და მეც მანქანას ვძრავ. ჩუმადაა , ელის მოვლენების განვითარებას სრულიად მშვიდად და ოდნავ გაკვირვებული უყურებს გზას ქალაქს რომ ვტოვებთ -ხოოო... სიმართლე აშკარად მომეწონება-აცხადებს და ჩემკენ იწევა- რას მიპირებთ ქალბატონო მარიამ?- ყელში მკოცნის ,მგონი უნდა რომ ხეს შევასკდეთ -აღარ მახსოვს უკვე... დაუბრუნდი შენს ადგილს -ასეთი მკაცრი ექიმი ...ნწ ნწ ნწ რა საშინელებაა ვინ მოგცა შენ დიპლომი -ცინიკოსო გიჯობს არ გამაბრაზო -მიჯობს გაგაბრაზო... მიყვარს როგორც გირიგდები -ისე არა ხომ? -ისე ვგიჟდები ... ასე მიყვარს! და მაინც საით მივდივართ ქალბატონო მარიამ? -იქ სადაც ყველაზე მეტად გინდა ზაფხულის გატარება -საწოლამდე მისვლას ქალაქის დატოვება როდიდან სჭირდება? -დადიანო ! -არაა? -კიიი -პაციენტები მყავს... ჯერ კიდევ არ მაქვს შვებულება მეორე ექიმი არ გამოსულა ! რა გჭირს მარიამ? შენც ხო ხარ ხვალ მორიგე -ღელავთ ამაზე პატივცემულო? -მე შენზე ვღელავ...პირველი შემთხვევაა სამსახურის გაცდენისკენ რომ მიბიძგებ ! საწოლიდან მაგდებდი ბავშვებს გამოსვლა უნდათ და არ ეხმარებიო და ახლა -პანიკა ბუნებრივი ამბავია... არც პირველი ხარ არც უკანასკნელი -პანიკა? -ხო პანიკა -რომელი პანიკა -როგორი ? -თუნდაც როგორი -მოტაცების დროს რომ აქვთ ისეთი...არ ინერვიულო ხომ იცი ჩემს გარდა არავინ მიგიღებს, ჩემი ხარ უკვე ! -სერიოზული გამომეტყველებით ვუცხადებ და ვუყურებ. წამით შეშდება მერე კი ხარხარებს -მომიტაცე? უკვე შემაცდინე დაა ხლა მიტაცებ? გინდა სახელი ბოლომდე გამიტეხო ხო და აღარცერთი ქალი მომეკაროს -დამშვიდდი...არაფერს გატკენ ხომ მიცნობ არა? პირველი იქნება თუ უკანასკნელი - ფეხზე ხელს ვადებ და მენჯისკენ ვასრიალებ ხო ვიცი ახლა რა რეაქციაც ექნება ...რა მინდოდა რაა ? -მარიაამ ...მანქანა გააჩერე ! -უნდა გაიქცე? -მარიაამ-სიცილი ეპარება ისევ ხმაში და მანქანას ვაჩერებ, უბრალოდ მინდა ვაკოცო თორემ ასე უცებ კი არ ვემორჩილები . ხმის ამოღებამდე ტუჩებს ფუნქციას ვასრულებინებ და მერე ისე უცებ ვჩნდები მის მუხლებზე რომ გააზრებას ვერ ვასწრებ . ისე მკოცნის სუნთქვაც მავიწყდება და დედამიწაზე რომ ვარ ისიც-გადმოდი - ღიმილით მიცხადებს და მანქანიდან ჩემიანად გადადის. ძირს მსვავს ისე რომ ხელს არ მიშვებს. სახეზე მეფერება და კიდევ მკოცნის , თან ჩემს ტუჩებთან საუბრობს და თვალებში მიყურებს, მისი შავი სფეროები არაამქვეყნიურად ანათებს -ცოლად მომყვები მარიამ! - აი ასე მტკიცებითი ფორმით განაცხადა და „ჩემი ღიმილით“ დამაჯილდოვა -ცოლად მოგყვებით პატივცემულო ! არაფერი იყო საჭირო... არცერთი კითხვა , არაფრის დაზუსტება, არცერთი დეტალი უბრალოდ ეს სამი სიტყვა და სხვა არაფერი. ისევ კოცნა , ისევ გათიშული გონება და შემდეგ გზა ,რომელსაც ჩემი „მოტაცებული“ აგრძელებს . მე კი მშვიდად ვთავსდდები საყავრელ ადგილას საიდანაც უკეთ ვაკვირდები , მთელი გზა ვუყურებ, ხელზე მეფერება, მკოცნის, მიღიმის, სიმღერის სასიამოვნო რიტმები თავბრუს მახვევს და ყველაფერი რომანტიკულ ელფერს იღებს. დილას ყაზბეგში ვიწყებ, ამ ადგილთან განსაკუთრებული მოგონებები არ მაკავშირებს ერთადერთხელ ვიყავი კლასელებთან ერთად მოვიხიბლე და შემდგე დავივიწყე , დავივიწყე მანამ სანამ არ გავიგე რომ დადიანები გიჟდებოდნენ ამ ადგილზე. მათ ბაბუას ჰქონდა პატარა სახლი და დასასვენებლად მოჰყავდა შვილები, შემდეგ კი დემნას დაჰყავდა დამიანე . როცა მიყვებოდა იმ ეზოზე რომელთანაც ბავშობის ლამაზი მოგონებები აკავშირებდა ,ენატრებოდა და ჩასვლას ვერ ახერხებდა მივხვდი რომ ჩვენი თანაცხოვრების პირველი რამდენიმე დღე იქ უნდა გაგვეტარებინა. არც კი ვიცი როგორი სახლია, იქნებ არცარაფერი დაგვხვდეს იქ , იქნებ აღარც ახსოვს ზუსტად მისი ეზოს მდებარეობა. სასტუმროში დავრჩებით და შემდეგ ვიპოვით დადიანების სახლს,მთავარია რომ მთებს ნახავს რომელიც უყვარს, ადგილს სადაც ბედნიერი იყო. სასტუმროში ვართ,როგორც ვივარაუდე. დაღლილობისგან ისეთი ღრმა ძლი დამჩემდა რომ ვერაფერი გავიგე. ახლა ვუყურებ აივანზე მდგომ ნახევრად შიშველ დადიანს ,სიგარეტის ღერით ხელში და ვერ ვხვდები რატომ ეწევა. ნუთუ ამდენად ამაღელვებელია მისთვის აქ ყოფნა, იქნებ ეს ადგილი არ უნდა შემერჩია . საწოლიდან ვდგები ,მის პერანგს ვიცვამ რამდნეიმე ღილს ვიკრავ და აივანზე გავდივარ. ზურგიდან ვეკვრები და ყელში ვკოცნი. -ცუდად მოვიქეცი აქ რომ წამოგიყვანე? -რატომ გინდა აქ დავქორწინდეთ...ამდენი წლის მერე მარტოებმა დავიწეროთ ჯვარი? - მკოცნის და შემდეგ ზემოდან დამყურებს . -თუ გინდა საერთოდ არ დავქორწინდეთ... ან უზარმაზარი ქორწილი გადავიხადოთ... აქედან უბრალოდ დავბრუნდეთ თბილისში სულერთია უბრალოდ ვიცი რომ შენთან ცხოვრება მინდა ... შავთვალა ტყუპები მინდა -ორი დღით დავრჩეთ...ერთ თვეში ვიქროწინოთ -ერთი თვე ? -კაბას მე შევარჩევ ხომ გახსოვს -კარგი რაა... მეგონა მეხუმრე გინდა 500 კაციანი ქორწილი უცნობი ხალხით? -მამაშენს შენი ხელი უნდა ვთხოვო ... -დამცინით პატივცემულო?- უცებ ვიშორებ თავიდან და კოცნის ნებას არ ვაძლევ- რა ხელისთხოვნა აუუ კაგრი რაა რა ბანალურიიაა -უბრალოდ გაჩუმდი და მაკოცე...ერთ თვის შემდეგ ამ დროს ჩემი ცოლი იქნები ! - მიცხადებს პერანგის ქვეშ ხელს აცურებს,ჯერ ჩემს წელზე დათარეშობენ მისი თავხედი თითები შემდეგ კი მთელს სხეულს სწავლობენ და შეშლის ზღვარამდე მივდივარ. აივნიდან საძინებელში ინაცვლებს და საერთოდ მიქრება ფიქრის უნარი. აშკარად არ უნდა ვიფიქრო ქორწილზე, მე უკვე მოვიტაცე და ახლა თავად იზრუნოს ყველაფერზე ! სასტუმროს რესტორანში ვსაუზმობთ , ყველგან მინის კედლებია და ხედით ტკბობა შეგვიძლია. კიდევ მრავალი ადგილია რისით სარგებლობაც შეგვიძლია ,აუზით დავიწყებდი,მაგრამ გასეირნება მერჩივნა. დადიანიც დავითანხმე და ფეხით დავიწყეთ სეირნობა. მოღრუბლული იყო , თითქოს ღრუბლები პირდაპირ მთებს ფარავდა. ისეთი მონუსხული ვიყავი სანახაობით რომ ვერც კი გავიაზრე როგორ გაჩერდა დადიანი ერთ ეზოსთან. მწვანე ბალახს დაეფარა ყველაფერი , ბევრი ფერადი ყვავილი და ეზოს ცენტრში პატარა ხის სახლი რომლის უკან ღრუბლებში ჩაფლული უზარმაზარი მთები აღმართულიყვნენ.მათ ფონზე სახლი უფრო პატარა ჩანდა ,მაგრმა იმხელა მუხტს ასხივებდა რომ სუნთქვა შემეკრა. დადიანს ხელი ჩავკიდე და მზერა მივაპყარი. ისე უყურებდა ეზოს თითქოს იქ გატარებულ დღეებს ხედავდა . არაფერი მითქვამს ,ხის ძველი ჭიშკარი გავაღე და ეზოში შევედი. ის ისევ იდგა და მიყურებდა მისკენ შევბრუნდი და ხელი გავუწოდე .წამში დაფარა მანძილი ჩვენ შორის ხელში ამიყვანა და ტუჩებზე დამაცხრა. -მადლობა...ამ წამებისთვის -დადიანოო შენი გული ჩემთანაა... ყველაფერს გავაკეთებ რომ სიხარულისგან ორმაგად ცემდეს - თავზე ვუსვამ ხელს კეფასთან ვჩერდები და ისევ ვკოცნი - შევიდეთ სახლში? -გასაღები რომ არ გვაქვს? -მოვახერხებთ რამეს - ხელი ჩავკიდე და მასთან ერთად გავაირე ყვავილებით დაფარული მინდორი. წლების შემდეგ მწვანეში ნაბიჯების კვალი გაჩნდა . სახლი იმდენად ძველი იყო რომმეგონა კიბეები ფეხქვეშ გამომეცლებოდა. ხეები ჭრიჭინებდა და კართან მისვლამდე ფრთხილად ვმოძრაობდი. დადიანმა მტვრიანი ფანჯარა ხელით გაწმინდა და სახლში შეიხედა. კარს რომ მივაწექი თავისით გაიღო წამსვე გამომხედა და შემდეგ სახლში შეიხედა. -რამდენი წელია აქ არ ვყოფილვარ...აღარც კი მახსოვს . მხოლოდ ფრაგმენტები ხის, სიძველის ,მტვერის და ეზოდან შემოსული ყვავილების სურნელი ერთმანეთს ერევა და საოცარ სინთეზს ქმნის. ხის ძველი მრგვალი მაგიდა, ირგვლივ რამდნეიმე სკამით. კედელთან მდგომი კარადა მის გვერდით ხის ოთხკუთხედი საწოლი ძველი გადასაფარებლით, მის ზემოთ კედელზე ხალიჩააზე მიმაგრებული ძველებური იარღებით. იატაკი მოძრაობისას ჭრიჭინებს ,დადიანი კარს აღებს და სხვა ოთახებში გადის. სულ ორი საძინებელი და ერთი პატარა სამზარეულო შეადგენს მთელს სახლს. ერთ-ერთ საძინებელში ხის სკივრი დგას დადიანი მისი დანახვისას ფართოდ იცინის და ვერ ვიგებ რატომ -ბებო ამ სკივრში ინახავდა თავის კაბებს, სამკაულებს და რაღაც ნივთებს. დემნამ ერთხელ კაბა მოჰპარა თურმე და თავის ძაღლს მოახვია წვიმაში გაწუწული რომ გაემშრალებინა, ბებოს რომ დაინახავს ლამის შეწუხებულა. დემნა დაუსჯიათ, მამას ეცინებოდა თურმე მხოლოდ დატუქსვის დროს. ერთხელ მე ჩავუსულვარ სკივრში ,მერე ბებო შემოსულა და თავი დაუხურავს. კაბებში ვყოფილვარ დამალულიზემოდან მეფარა ალბათ . ყველა დამეძებდა, მთელი ეზო და სახლი მოუვლიათ დედას გონება დაუკარგავს დემნა სახლში არ ყოფილა გვიან მოსულა და რომ გაუგია ეს ამბავი გიჟივით დამეძებდა თურმე ბოლოს ოთახში შემოვარდნილა და სკივრიდან ნახევრად გაგუდული ამოვუყვანივარ. სულ მაყვედრის თავიდანვე საშიში ბავშვი იყავიო ორი წლისამ ძლივს გაიარე და რა მიგაბოდიალებდა სკივრთანო -ფერადი კაბები გაინტერესებდა ალბათ ... -რეალურად ხის თოფი ჩამვარდა და იმას ჩავყევი... 2 წლის პუტკუნა ვიყავი და ეტყობა ღიპმა მძლია ... ჩემი ფოტოები უნდა იყოს აქ ...თუ თაგვებმა არ გაანადგურეს - უცებ ამბობს და სკივრს ხსნის . იქ რაღაც ნივთები მართლაც აწყვია ერთი პატარა ყუტი აიღო და გახსნა . შიგნით ფოტოები იდო ძირითადად შავთეთრი . საწოლზე ჩამოჯდა და მეც მუხლებზე დავუსკუპდი. პირველად ვნახავდი მისი ოჯახისწევრების ფოტოებს. სახლში მხოლოდ მოზრდილობისას გადარებული ფოტოები ჰქონდა და რამდენიმე მშობლების ფოტო. აქ კი მთელი არქივი იყო, მშობლების, ბებია-ბაბუის და უამრავი დემნას ფოტო. თავისი ფოტოებიც მაჩვენა მართლა ისეთი ღიპი ჰქონდა და ისეთი საყვარლეი იყო ვერ დვაიჯერე რომ მოზარდობისას ასეთი სუსტი იყო . დიდ თვალებს აბრიალებდა და ყველა ფოტოში იცინოდა დემნასგან განსხვავებით ,იმას სულ ხელი ჰქონდა ჩაკიდებული ძისტვის და კამერას უბღვერდა. დიდხანს ვიყავით იქ, ყველა კუთხეს ათვალიერებდა და ძირითადად დემნას მონათხრობ ამბებს მიყვებოდა. შემდეგ როცა დემნასთან ერტად იყო ყველაფერი ახსოვდა ,მაგრამ იმდენად დინჯი იყო სასაცილო ნამდვილად არაფერი იყო. ბავშობისას უფრო მოუსვენარი იყო აშკარად. ეზოში ვისხედით ,მინდორზე ძველი პლედი დააფინა და ზედ დამსვა. ბოლოს მინდორში ვიწექი მის მხარზე მედო თავი და მეგონა სამოთხეში ვიყავი. მართალია ყვავილების კრეფა ჩემი სტილი არ არის და არც დიდად ვგიჟდები რომ მჩუქნის ხოლმე დადიანი . ისე ვხვდებოდი სულ ამ ბოლო დროს მნიშვნელოვან თარიღებზეც აღარ მჩუქნის არაფერს. მე თუ ვარ საჩუქარი აქ ვარო მიცხადებს და მკოცნის...აშკარდ ორივე კმაყოფილები ვრჩებით შემდეგ. გვირილები რომ დავკრიფე და პლედზე დავაწყვე გაკვირვებულმა გამომხედა -გუშინ მოგიტაცე და დღეს ყვავილები რო გაჩუქო გაგიკვირდება?- ისე ვუცხადებ ხარხარს იწყებს და ყვავილებს მაცლის -ადროვეთ გინეკოლოგს მისი ყოვლისშემძლე თითები გვირგვინს გაუკეთებს თავის დედოფალს -ნუთუ... აუ მე კი არ ვიცი როგორ კეთდდება. შენ რატო იცი გვირგვინის გაკეთება ! -დემნა შეყვარებულს შეხვდა ერთხელ და მეც წამიყვანა, იმ გოგოს ყვავილებზე ჭკუა ეკეტებოდა და ჩემმა ძმამ მაიძლა გვირგვინის გაკეთება მესწავლა. მიყენებდა გოგოების დასაკერად -საზიზღარი შენ გაკეთებინებდა თაიგულებს? - ვიცხადებ და მერე სიცილი მიტყდება - კაი მართლა დაყავდი პაემნებზე? -ხუთის რომ ვიყავი მაშინ წამიყვანა..ვერ დამტოვა სახლში და -თითონ რვა წლის იყო მაგ დროს -მაგას სულ ჰყავდა შეყვარებული ! მგონი რომ დაიბადა იქ პატარებს ელაპარაკებოდა -რა მიკვირს ... ორ ცოცხალ მაგალითს არ ვხედავ? -ესენი უფრო დახვეწილები არიან...მამას აჯობეს უკვე - თან მელაპრააკება ტან ყვავილებს ატრიალებს აზრზე არ ვარ რას უშვება ბოლოს ფერად გვირგვინს ვხედავ და ნამდვილად პატარა ბავშივით მიხარია . თავზე მიკეთებს და მკოცნის-ლამაზო - ცხვირზე მკოცნის და იცინის. მერე ფოტოს მიღებს და თავს არ მანებებს სანამ არ ვუღიმი. -ვერ ვიტან ფოტოს გადაღებას! -მემილიონედ მეუბნები ! -მერე რატომ არ გესმის? -მე მიყვარს შენი ფოტო რომ მაქვს და შესაბამისად არ მესმის როგორ ეწინააღმდეგები ცემს სურვილს -ურჩხულო! - ვუბღვერ და ფეხზე ვდგები - წავიდეთ? იწვიმებს მგონი ... გამიცივდები სახლის კარს კეტავს და ხელში მაფრიალებს. სულ გაგიჟდა მგონი ხელში აყვანილი უნდა მატაროს? -რას აკეთებ... -მივდივართ... -დამსვი... -ასე მინდა, შენც გინდა! -კიდე რა მინდა -რომ გაკოცო -კიდევ -ბევრი რომ გაკოცო სასტუმრომდე უნდა მივაღწიოთ... აქ საშინელი წვიმა იქნება,დამიჯერე ცუდად წავა ჩვენი საქმე! ჯანდაბა იწყებს - უცებ მიცხადებს ძირს მსვავს ხელს მავლებს და ისე მიმარბენინებს რომ უარყოფასაც ვერ ვასწრებ. არ იცოდეს მაინც ჩემი ამბავი ,არ ვიცი ეს სირბილი კუნთები მიჩერდება ,გული ამოვარდნას მაქვს . თავზე გვაწვიმს და სულელივით მეცინება. რა არის რა სისულელეც აქამდე არ ჩამიდენია ახლა უნდა გავაკეთო? მთელ სხეული მისველდება, ხუთ წუთში ვიწუწებით ორივე და მე გიჟივით მეცინება.ხო აშკარად არ ვარ ჭკუაზე ! ვგიჟდები წვიმისგან გაყინულ ტუჩებს რომ ვუკოცნი. ;შენობაში შესვლისას წამით ყველა ჩვენ გვიყურებს, მერე კი თავიანთ საქმეს აგრძელებენ. ლიფტში შევდივართ, ვეყრდნობი და სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობ. რომ გავდივართ დერეფანში უკვე მშვიდა დმივაბიჯებ , ხელზე ვეხვევი და მხარზე თავს ვადებ. გქონიათ მომენტი როცა უბრალოდ გეღიმებათ, უყურებთ და იღიმით. მე ყოველთვის მაქვს მთელი ხუთი წლის განმავლობაში როცა მარტო ვართ ,როცა ვუახლოვდები, ვხედავ უბრალოდ ვიღიმი ,თვალებით , სხეულით, მთელი სხით და წამში ყველაფერი მარტივდება. ჩვენს ცხოვრებაში ყოველი დღე განსხვავებულია და თან მსგავს ემოციას ატარებს ,რადგან ყველგან ,მთელს ჩემს არსებაში „ჩემი შავთვალა“ ჭარბობს . ზოგჯერ მგონია რომ სისხლზე მეტი ჩემს ორგანიზმში დადიანია აი ასე მოძრაობს ვენებში და ყველა უჯრედს აცოცხლებს. არასდროს მტოვებს და რომ წავიდეს ვიცი ვერ ვიცოცხლებ. მეორე დღეს დავბრუნდით , მეგონა ხუმრობდა ხელისთხოვნა რომ ახსენა .უბრალოდ დავივიწყე ყველაფერი ერთი თვით და ყოველდღიურობას დვაუბრუნდი. ერთ კვირაში შვებულება ავიღე ,ამ ზაფხულს დასვენება მჭირდება მეყო სამწლიანი მუშაობა შეუსვენებლად. სოფელში წავედი და რომ ვიგრძენი როგორი მონატრებული იყო ყველა კუთხე-კუნჭული ვინანე რომ ყოველ თავისუფალ დღეს იქ არ ვატარებდი , მქონდა რო ? ეზოში რომ შევედი ხეების ჩრდილში გაშლილი სუფრა დავინახე, ესეც კი მომნატრებია. მამას მეგობრები იყვნენ შეკრებილნი დედა ხაჭაპურის თეფშით მიიწევდა მაგიდისკენ რომ დამინახა და გამოიქცა. მხოლოდ ამ დროს ვერ ვიტან ჩემს პროფესიას, როცა დედა ტირის . მინდა სულ თავისუფალი ვიყო, მასთან ვიყო ისევ 16 წლის ვიყო და გვერდიდან არ ვშორდებოდე. ამ დროს ვაიზრებ რომ გავიზარდე, რომ არაფერია ისე როგორც ადრე . ზლიერად ვეხვევი და ვკოცნი , მისი სურნელი ამქვეყნად ყველაზე ტკბილია. მამა ამშვიდებს და თან მე მეხვევა.შემდეგ სხვებსაც ვხვდები და მათთან ერთად ვჯდები სუფრაზე. ძირითადად კითხვებით მავსებენ, ბოლოს დამიანეზეც მეკითხებიან და მეცინება რას გვიმალავ იმ ბიჭსო რომ მეუბნებიან. ჩემი ძმა საღამოს მობრძანდება სახლში თურმე მთელი დღე მდინარეზე ბრძანდებოდა ბიჭებთან ერთად და შეხრუკული მოვიდა ზაგარი კი არ ჰქონდა უბრალოდ. -ჩემო ქალბატონოოო სოფელში ჩამობრძანებისთვის დრო საიდან? დიდ დოხტურებს შვებულებას აძლევენ? -დიდი დოხტური სამსახურშია ახლაც ... მე კი შემიძლია შვებულების აღება თავისუფლად -ოოუუ სად შეგვიძლია ...რაო სიძე ბატონი კიდევ ერთ ქალს ამშობიარებს? ნეტა რა მომენტია ვაფშე რეაქცია აქ რო გიყურებს შიშველს? - ჩუმად მეუბნება და რომ უნდა ამოვუღო ხორცი უკან იწევა- აპ აპ აპ ჩქმეტები არ გვინდა რაა ... სიმართლეს ვიძახი რა გაფსიხებს? -ავადმყოფი ხარ შენ! -დაავადებას რა ჰქვია? -„ქალომანია „ -კიდე კაი ფობია არაა რა გადარდებს შენ ? აუ მართლა არ გამოვლენ აქეთ? რამდენი ხანია მაგათთან ერტად არსად ვყოფილვარ! დემნა მაინც გამოვიდეს -დაურეკე და გამოვა რა აქვს საქმე... -რძალიც შენნაირი უნდა რა... - მელაპარაკება თან ვირაცას წერს,როგორ ახერხებს იმაზე სიცილს თან მესიჯობას ,თან ხაჭაპურის დიდი ნაჭრის დათრევას და ცემ გაგიჟებას არ ვიცი ,მაგრამ გამოცდილი რომ არის ეგ ფაქტია. მერე დგება და მიდის -სად მიდიხარ... -მობილურით გასაუბრება მაქვს ... შენ ხო არ მოგასმენინებ გავალ და მოვალ -დაჟე ელაპარაკები კიდეც? რამე ახალია? -მისი გაბრაზებული ხმის მოსმენა სიამოვნებას მანიჭებს - მიცხადებს და მიდის . გაბრაზებაო? ვის აბრაზებ ნეტავ .. რაღაც ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევა ნუთუ ვინმე სერიოზულად მოსწონს. ფიქრებში წასულს ჩემი მებილური მახსენებს თავს და მალევე ვპასუხობ -საღამომშვიდობისა პროფესორო -სახლში ხარ? -სოფელში მივდივარ_თქო ხო გითხარი -ხოდა სახლსი ხარ თუ ვინმე ნათესავთან -არაა ...სახლში ვარ ხვალ ვაპირებ გასვლას .ჰამაკში ვწევარ და ჩემ ბედოვლათს ვუყურებ როგორ ელაპარაკება ვიღაც გოგოს .შენ დაასრულე ოპერაციები? -კი და ერთი დაუგეგმავიცი მივიღე დღეს გოგოების დღეა ერთი ბიჭი დაიბადა მხოლოდ ისიც 2 კილოა ისეთი პატარაა ,მაგრამ ჯანმრთელი - იცინის , როცა ბავშვებზე საუბრობს სულ ეღიმება . -მანქანაში ხარ? ბავშვების ხმა რატო მესმის? -ჩემთან არიან -სად მიდიხართ? -სადღაც -სად მიდიხარ დადიანო ? -ერთ გოგოსთან ... -ვინ გოგოსთან -ერთია რა -პატივცემულო მაცოფებთ! -ჭიშკარს გამიღებ თუ ბავშვები გადმოვუშვა- მანქანა რომ გაჩერდა ლამის ამოვაყირავე ჰამაკი ისე უცებ წამოვავრდი .როგორ შემიძლია ორი დღის უნახავსაც საუკუნე გასულივით მოვეხვიო არ ვიცი ,მაგრამ ფაქტია ამ დროს ვგრზნობ როგორ მენატრება. ყელსი მკოცნის და ხელებს მხვევს. სამყარო ამ დროს ჩემია ! დემნა ,ანამარია და ბავშვებიც გადმოდიან მანქანიდან. ბიჭები სანდროს ეხვევიან ესენი ერთად მაცოფებენ ,პირდაპირ ნაღმია რომელსაც მე ვაფეთქებ თუ არ მომასვენებენ! საზიზღარი ბიცოლა ვიქნები ! სახლში შევიდვართ, დედა სამზარეულოსი გაფრენას რომ აპირებს დამიანე ხელზე ნაზად უჭერს და უღიმის ამათი ჟღურტული მაგიჟებს, დედაჩემი დნება პირდაპირ რომ უყურებს და უსმენს დადიანს. -ჯერ რაღაც უნდა გითხრათ ..დარჩით -კარგიი და რა ხდება?- მამას გვერდით ჯდება ისიც გვაქცევს ყურადღებას , დადიანი ხელს მკიდებს და ხელისზურგზე მკოცნის მერე მიჭერს თითებს ვგრძნობ რომ ახლა სიცილით მოვკვდები. არა როგორ შეეძლო მოსულიყო და ცოლობა ეთხოვა, არადა მე ცივილიზებული ტიპი მგონია თავი ეს კიდე ისე თხოვს ჩემ ხელს თითქოს პირველად მხედავს და გარიგებით მივყავარ სახლში. მამაც გაოცებულია, ეღიმება და სანამ სიტყვას იტყვის ჩემი პირადი ,ოჯახის მასხარა ყვირის შამპანიური გახსენით ჩემი სინაბერა სახლიდან მშორდება როგორც იქნაო ,ამ დროს სულ მისი მოკვლა მინდება ასე ბავშივით რომ იქცევა . სოკსი ვარ ჯერ და იქნებ მადროვოს? არა მე კი არ მეკითხება, მოვიტაცე და გონია არ გადავიფიქრებ? მამაც რომ არ ახსენებს ჩემ სურვილს ! რას ვიფიქრებდი ასეთი გასაოცარი დღე თუ მელოდა წინ და საკუთარი ნიშნობის სუფრაზე აღმოვჩნდებოდი ულამაზესი ბეჭდით თითზე. ამის შესარჩევად როდის წავიდა სულ ჩემ თვალწინ ტრიალებდა, ალბათ დღეს იყიდა წამოსვლამდე. მაგიდას ვტოვებ და ვანიშნებ რომ გამომყვეს. ხუთ წუთში ზურგიდან მეხვევა და ყელში მკოცნის -მაღიარებ ბოლოს და ბოლოს? -შოკირებული ვარ... -არ მითხრა რომ არ მოგეწონა -მომეწონა, ვისიამოვნე დადებითად დავიმუხტე -გამომივიდა ანუ... -ბეჭედი როდის იყიდე? -სულ ჩემ გვერდითაც არ ხარ... -ანუ იპარები ხოლმე კლინიკიდან ? სად დაძვრები დადიანო? -სად არ ... პროფესიის გამო ხომ არ გამშორდები არა?- ღმერთო რა დამპალი კაცია,როგორ მოაბრუნა ჩემი დაწყებული თამაში თავის სასარგებლოდ. -პატივცემულო ... გეყოთ -ბეჭედი დედაჩემისაა... არ მიყიდია მან დამიტოვა პირადად შენთვის - სერიოზული გამომეტყველება აქვს, არ შეუძლია უბრალოდ ისაუბროს დედაზე ! ბეჭედს კიდევ ერთხელ ვაკვირდები და ახლა სრულიად სხვა განწყობა მიჩნდება, მეტად მომწონს , მეტად ძვირფასი ხდება .ლოყაზე მკოცნის და მეც ვდნები-მაპატიე რომ დაშნიანები არ არიან აქ ... უბრალოდ არ ვიცოდი როდის „მომიტაცებდი“ -არაუშავს...თამარა რომ გაიგებს ვთხოვდები ავტომატურად გაპატიებს ჩვენთან რჩებიან ღამით და ბავშვები დედაჩემს აგიჯებენ, ჩემგან განსხვავებით მათ დატოვებას თხოვს მარიას. ზაფხულშ ჩემთან გამოუშვიო ეს რა საოცარი ბავშვებია რიანო, არა რა მიკვირს სანდრო ჰყავს გაზრდილი და არ მოუკლავს ეს ორი როგორ არ მოეწონებოდა. ბავშვებმაც გვინდა ჩვენ დარჩენა არდადეგები გვაქვსო ისე გამომხედეს მივხვდი ჩემს ნერვებს არ შეევებოდნენ მთელი თვე . საძინებელში ვიყავი ,გახდა მქონდა დაწყებული რაღაც რომ შემომიგდეს ოთახში პირდაპირ ფეხებში ამებლანდა და მაისურში ხელებგაყრილი ავყიარავდი ,პირდაპირ საწოლზე დავეცი კივილით -დემნაააა მომაშორეეე ესენი თორე მოვკალი ორივეეეეეეეე -კაი ბიცოო რას გვერჩი? ბურთი შემოგვივარდა ავიღებთ და გავალთ -ჩემ გასაწამებლად რჩებით ხომ აქ? - ძლივს მოვიშორე მაისური და მკერდზე ჩამოვიწიე. დამიანე შემოვიდა ეძინა ალბათ უკვე მარტო შორტი ეცვა რომ წამოადგა თავზე ტყუპებს და ისინიც წამსვე თვალების ფახუნით უმზერდნენ -რა ხდება ბიჭებო? -არაფერი... ბურთი შემოგვივარდა ოთახში და მარიამი საწოლზე დაეცა გავედით ჩვენ ...ხვალამდე ბიცოოო- კოცნას მიგზავნიან და თვალს მიკრავენ. ამათ მოვკლავ მე , ხო ნამდვილად მოვკლავ ! -რა მოხდა? -ბურთი მესროლეს მაისურს ვიხდიდი და დავეცი საწოლზე ჩემს მკერდს ერჩიან შენი ძმისშვილები ! -მარიიაამ ასე ნუ მიყურებ და საერთოდ მკერდს ნუ ეხები- მიხებულ ხელს აშორებს მკერდს და ზემოდან დამყურებს- წავედი მე -შენთან ძინავთ იმათ და მიხედე !მართლა მტკივაა მთელი ძალით დავეცი -გადაგივლის ...- უცებ მიცხადებს და გარბის მე კი სიცილს ვერ ვიკავებ. შემდეგ მშვიდად ვიძინებ ,არა დემნა და ანამარია ქვემოთ არ უნდა დაეწვინა დედაჩემს ! დილას რაღაც მეცემა სახეზე და რომ ვხვდები ეს რაღაც მოძრაობას როგორ იწყებს ყელისკენ და მერე მკერდისკენ თვალებგაფართოებული,სუნტქვაშეკრული დავყურებ პირდაპირ მკერდზე მყავს დასკუპული უზარმაზარი ობობა ჯერ კივილს ვაპირებ მერე მახსენდება რომ ტარანტულები არ არიან ამ ტერიტორიაზე ხელს ვკიდებ ობობას და საწოლის მეორე მხარეს დამალულ ორ ტყუპს პირდაპირ მაისურებში ვწვდები ფეხზე ვაგდებ და ვუღიმი -დილამშვიდობისაა ბიცოოო -რა კაგრია რომ მოხვედით თქვენთვის საქმე მაქვს -რა საქმე?-ორი ზარმაცი ...ამათ თამაში უნდათ და ჰქონიათ სტადიონს ავათვისებინებ! ვერ მოგართვით ერთი თვე მეყოფა თქვენს მოსარჯულად ,იმედია!- ობობა დაგვეკკარგა ბიცო და მოგვე რა -ობობა? აბა ობობა -არ დაგვიბრუნებ? -საქმის შემდეგ ვიფიქრებ -გვაშანტაჟებ? -არ ვიცი შეიძლება -მეორეც გვაქ დაიტოვე ბიცო- მაქსი ეშმაკურად მიღიმის ლოყაზე მკოცნსი თვალს მიკრავს საწოლზე თავისი მტვრიანი ფეხსაცმლით გადადის ალექსიც მიჰყვება და ასე სირბილით ტოვებენ ჩემს ოთახს. დადიანს მოვკლავ! მორჩა გადავიფიქრე მე დაქორწინება, ეს მტვერი ამდილაადრიან სად იპოვეს გააშავა საბანი ქვემოთ ჩავდივარ , მერ ევხვდები რომ უკვე პირველი საათია და დამიანეს მოკვლა მინდა რომ არ გამარვიძა -რატო არ გამაღვიძე! -შენ საძინებელში ხო არ შემოვიდოდი! -ვის ატყუებ ნეტა! -შეთანხმებაა... -თვალს მიკრავს და ლოყაზე მკოცნის -ბავშები რატო ამოუშვი ზემოთ? -გაგაღვიძეს? -სულ მგონია რომ შენთან შეთანხმებით მოქმედებენ! -ასეთს რას აკეთებენ? -დადიანო! ლაპარაკს არ მაცლიან. თურმე მიემგზავრებიან. დემნა მაბრუნებს თავისკენ და ზემოდან დამყურებს -წავიყვანო ისინი თუ დავტოვო...ეკას რამეს ვეტყვი რო არ ეწყინოს -დატოვე ... -კარგი...თუ რამე ჩვენ ორი კვირით გავდივართ ქალაქიდან და დამიანესთან დაკავშირება მოგიწევს მაგათ რომ გააგდებ -არ გავაგდებ არ იდარდო -ერთი თვე გაგვიძლებს... ხო ბიცო?- წელზე მხვევს ორივე ხელს შუაში მიქცევენ და ლოყებს მიკოცნიან -როგორ ვერ გაგიძლებთ.... მოკლედ ვიტოვებ- ხელი მოხვვიე მხრებზე ბავშვებს და თავზე ვაკოცე . ვერ იტანენ ,თმაც ავურიე და ისე მიყურებენ სამაგიეროს გადამიხდიან ვიცი ! -მართლა იტოვებ? -დამიანე... როდის გნახავ კიდე? -სამ კვირაში- სანამ რამეს ვეტყვი მანამ მკოცნის და მიდის.თან ლოყაზე მკოცნის ! სამი კვირა ეს მეყოფა? -უუუ ვიღაც გაბრაზდააა ... კაი ბიცო რა იყო აქ ხო არ დაიწყებდით კოცნაობას- მაქსი მეუბნება და თავში რო ვუტყაპუნებ ხელს სიცილით მშორდება. მთელი დღე ვუსმენ როგორ აქებს დედა, ისე ელაპარაკებიან იმასთან ანგელოზები ჩანან. სანდრო ხო საერთოდ გიჟდება ამათზე და მთელი დღე იმასთან იყვნენ. საღამოს ნათესავთან წასვლა მინდოდა და მანქანაში ჩასკუპდნენ. რა თქმა უნდა იქაც ზეზრდილობიან ბავშვებს თამაშობდნენ და ისე ინაბებოდნენ ლამის მეც დამაჯერეს როგორი კარგები არიან. სახლში რომ დავბრუნდი ვიცოდი მამა მარანში რაღაც-რაღაცეების დალაგებას იწყებდა და ისინიც იქ გავუშვი დაეხმარეთ-თქო . გაბრაზდნენ ,მაგრამ დამთანხმდნენ. რომშევედი ვნახო ერთი ხომ არ დაამსხვრიეს ყველაფერი-თქო მამასთან ერთად ისხდნენ და ღვინის დალევას აპირებდნენ -მამაა ! -რა -ბავშვებს ღვინოს ალევინებ? -ერთ ჭიქას გავასინჯებ რა იყო -პატარები არიან ... 11 წლის არიან ჯერ ამათ კიდე ღვინო უნდათ? - ორივეს გამოვაცალე ჭიქა ხელიდან და სახეზე დავაკვირდი-დალიეთ უკვე? -არა! -თვალებს ნუ მიბრიალებ შენ !- მაქსს სევუბღვირე და ორივე გავიყვანე იქედან -რა შენი შვილებივით ეჩხუბები ამ ბავშვებს... -ჩემები არიან აბა ვისი - მამას მივაძახე და ორივემ რომ გაიცინა მერ ემივხვდი რაც ვთქვი -ჩვენც გვიყვარხარ ბიცოო -ვინ გითხრათ რომ მიყვარხარ...ორი გიჟი- ვბუზღუნებ ისინი კი მეხუტებიან და ლოყებზეც მწვდებიან -კაი ხო გეყოთ...წამოდით მოედანზე წავიდეთ ბავშვები იქნებიან იქ და ითამაშეთ,არავინ ცემოთ, არავის ეჩხუბოთ და არაფერი მოსწიოთ -მოვდივართ- წამსვე გაავრდნენ ბურთი აიღეს და წინ ამესვეტნენ . -მალე დაღამდება და თავია რ მაძებნინოთ... ლამპიონები არ არის იქ -კარგი -სერიოზულად გეუბნებით... რომ გამაბრაზოთ სახლში გამოგკეტავთ -ალქაჯო -გიჟებო -ეკა ბებო გაგვიშვებს -ბებო ? -ხოო ბებო დაგვიძახეო ასე მითხრა.. -არ გვყავს ჩვენ ბებო და დავუძახებთ ეკას არ შეიძლება? -ალექსმა მითხრა და ისე შემომხედა გულს რო მითბობდა -თუ გითხრათ დაუძახეთ- ლოყაზე ვაკოცე და ხელი მოვხვვიე -არავის რო არ ვიცნობთ? -მიდით და გაიცანით მერე ... მე აქვე ვიქნები -უხერხული არ იქნება? გვათამაშებენ? -გათამაშებენ აი მოდიან ...- მეზობლის ბავსვებმა რომ დამიანხეს ჩემკენ გამოიქცნენ მომიკითხეს, მომეხვივნენ და მერე ბიჭები გავაცანი. ერთად წავიდნენ მოედანისკენ მე კი იქვე ჩამოვჯექი ხის სკამზე სხვა მშობლებთან ერთად რომლებიც „ აბირჟავებდნენ“ -როგორ ხარ მარიამ? -კარგად ნათელა ბებო თქვენ როგორ ხართ? -რა ვიცი შვილო ბებერი როგორ უნდა იყოს... ვინ არიან ეს ლამაზი ბავშვები ? -დამიანე ხომ იცით...მისი ძმისშვილები არიან -უიი ასე იტოვებ შენთან ხოლმე? ეს ბეჭედი ნიშნობისაა? თხოვდები ბებო? -ხო ვთხოვდები- გავუღიმე მოხუცს და მერე გოგონებთან საუბარი განვაგრძე. ძირითადად ჩემს დამიანეზე მეკითხებოდნენ , ყველას ჰყავდა ერთხელ მაინც ნანახი და რომ ლაპარაკობდნენ სახე უცინოდათ ,როგორც ყოველთვის ყველას. ფეხბურთს თამაშობდნენ ბავშვები ,მათთან ერთად მოზრდილებიც იყვნენ ერთ ერთმა შემთხვევით ფეხი მოარტყა მაქსს და ისიც მინდორზე დაეცა. რომ დავინახე ისე წამოვვარდი და გავიქეცი თითქოს მსგავსი არაფერი მენახა მანამდე. გულაღმა იწვა და ალექსი დასცქეროდა თავზე -კარგად ხარ? მაქს შემომხედე...სისხლი ხო არ მოგდის..თავი ხო არ გტკივა- სახეზე ვუსმავდი ხელს,ცხვირზე დავაკვირდი,თვალის უპეები ჩამოვუწიე ყურები შევუმოწმე ხელები და წამში დავმშვიდი. ის კი იცინოდა , საზიზღარი ბავშვი -შეგაშინეეე ბიცოოო -მსაჯი არ გყავთ ? წითელი ბარატი მისცეს იმ ბიჭს -წესებში აშკარად ვერ ერკვევი ლამაზო- ეს საიდანღა გამოხტა ვინაა ,ქვემოდან ავხედე მაღალ გამხდარ სილუეტს ეს აშკარად არ თამაშობდა ბავშვის შესახედაობა არ აქვს -არამკითხე მოამბეს ვცნობ სამაგიეროდ... ბავშვებო განაგრძობთ თამაშს თუ წავიდეთ -ვითამაშებთ ჯერ ... -დავამთავრებთ და მერე წავიდეთ ბიცო -ალექსი თუ მავედრებელ მზერას მესროდა მაქსი უკვე ფეხზე იდგა და ბიჭს უყურებდა ბიცოო ისე თქვა სიცილი ძლივს სევიკავე. არა ესენი დამიანეს ჯაშუშები რომ არიან ზედმეტი განსჯა უნდა? მივდივარ ის ბიჭიც მომყვება -აქაური ხართ? -აქ დავიბადე და გავიზარდე , თქვენ ჩამოსული ბრძანდებით ალბათ -ვერ მცნობ დავიჯერო მარიამ?- ჩემ წინ დგება და თვალებში მიყურებს, უნდა ვცნობდე? ჩემი კლასელი არ არის და სხვა არ მაინტერესებს -არ მახსენდებით...უკაცრავად -კაი მართლა ვერ მიხსენებ? -რამე მეტყობა თამაშის? -ვჯდები და ისიც გვერდით მიჯდება . ეს ქალებიც ახლა შევიდნენ სახლში როგორ ვერ ვიტან თავს რომ მაბეზრებენ ეს კი აბეზარაა ვიღაც -გიოო სად გავარდი ბიჭო ... სანდროსთან წასვლას არ ვაპირებდით? - მათე მოდის <ჩემი მეზობელი და მერე უცებ მიღიმის- ვაა მარუუს შენ აქ ხარ? როდის გამოხვედი ქალბატონო ექიმო? -როგორ ხარ მათე? -ვარ რა... შენთან მოვდიოდით ახლა და კი უპოვიხარ ამას ისედაც -ვერ მიხსენებს -სანდრო სახლშია შეგიძლიათ წახვიდეთ -უფრო ჯიუტი გამხდარა...სილამაზესთან ერთად -აუ შე ჩემა ახლა არ დაიწყო თავიდან თქვენი ნერვები არ მაქვს...წავედით ჩევნს სანდრინიოს ვნახავთ- ბიჭს ხელი ჩაავლო მათემ და გაამშორა . გასვლამდე მიყურებდა მერე მათემ უთხრა რაღაც და აღარ გამოუხედავს. ბავშვებმა დაასრულეს თამაში და დაქანცულები, აწითლებულები და მტვერში ამოსვრილები დაბრუნდნენ. ბურთს კენწლიდა კიდე გზაში მაქსი , და ამ მტვერის კორიანტელით ვაგრძელებდით გზას -გააჩერე ამტკივდა ტვინი -იმ ბიჭმა არ გატკინა ტვინი? ვინაა ?! -აზრზე არ ვარ ... რომმივალთ ხუთ წუთში შევარდებით სააბაზანოში და მოწესრიგდებით რას დაემსგავსეთ -ისე გიყურებდა ლამის გაგხადა თვალებით -ნუ კაცობ-თქო მილიონჯერ გითხარი 11 წლის ხარ და წარმოდგენა არ გაქვს შენ რას ნიშნავს თვალებით ქალის გახდა! -რადგან არ ვაკეთებ იმას არ ნიშნავს რომ ვერ ვხვდები! ნუ გეშინია დამიანეს რეაქცია არ ექნება მაინც - თვალს მიკრავს და ბურთს კიდევ ერთხელ ისვრის მიწისკენ. მერე ალექსი უერთდდება და გზაში თამაშობენ. ეზოში ჩემამდე შედიან მესმის ეკა როგორ ეგებება და ისინიც ეკრიჭებიან. სახლში შევდივარ ბავშვებს თავიანთი საყავრელი წვენი რომ მოვუმზადო და მისაღებში შეკრებილ ბიჭებს რომ ვხედავ ვჩერდები , ფეხზე იშლებიან და ჩემკენ მოდიან.ძირითადად სანდროს კლასელები არიან და მათი ნახვა მახარებს. მერე დაჟინებული მზერა მაღიზიანებს დ აპირდაპირ იმ ვიღაც გიორგის ვუყურებ . თავხედურად მიღიმის,დავიჯერო ასეთი გამომეტყველება მაქვს რომ სასაცილოდ მიეცა საქმე? თავშ ქვა უხლია რაში მაინტერესებს. ბიჭებს ვემშვიდობები და სამზარუელოში გავდივარ, წვენს ვამზადებ ვიღაც რომ შემოდის და ჩემ უკან დგება . -ასეთი თავხედი და შეუგნებელი რომ ხარ ალბათ ამიტომ არ მახსოვხარ!-მისკენ ვბრუნდები და ვუყურებ . იღიმის ისევ -როგორ შეიძლება ასე დაგავიწყდეს შენი ერთგული თაყვანისმცემელი -ძალიან მარტივად... -ბიცოოო ჩვენ სააბაზანოში შევდივართ და ეკა ბებომ პირსახოცები მოგცეთო წამოხვალ?- ალექსი შემოდის და მიღიმის -ახლავე ... ტანსაცმელი ჩამოიტანეთ? -არააა... -მე მოგიტანთ ... ქვემოთ იყავით და დაისვენეთ ცოტა - გარეთ გამყავს და მაქსის გვერდით ვსვამ- შეეშვი ამ ბურთს მტვრიანია - ხელიდან ვართმევ და კედელთან ვდებ,კუთხეში. მალე ვუშვებ სააბაზანოში და ეზოში ვჯდები მათ გამოსვლამდე. ისევ მოდის ახლა შემიძლია რამე ჩავარტყა თავში -კარგი ბავშვები არიან... ვინ არიან? -ჩემები არიაან ... -მე მითხრეს შვილები არ ჰყავსო -იმასაც გეტყოდნენ ვინ მყავს და ისინი ვინ არიან ასე რომ მორჩი სასაუბრო თემის სულელურ წამოწყებას -ნებისმიერი შეიძლება გაქრეს ცხოვრებიდან და უცებ აღარ გყავდეს -მხოლოდ ისინი ქრებიან მეხსიერებიდან და ვინც არც ყოფილა შენს ცხოვრებაში . შეუძლებელია ის გააქრო ვინც შენი ცხოვრებაა ! შენ კი გირჩევნია თავს გაუფრთხილდე და ზედმეტად თვალში არ გამეჩხირო , გეცოდინება რომ არ მიყვარს როცა ჩემს შეწუხებას ცდილობენ ! ბავშვები დავინახე როგორ გამოვიდნენ და მაშინვე საძინებელში შევიყვანე -თმას გაგიშრობთ...საღამოა უკვე ას ევერ გატარებთ - ფენი ჩავრთე და ორივე ძალით დავაყენე კედელთან. ბუზღუნებდნენ ,მაგრამ ვერაფერი მაოხერხეს რამდენჯერად გაიწიეს იმდენჯერ ჩავავლე ხელი და უკან დავაბრუნე. მერე სპორტული ზედები მოვაცვი და ქუდები თავზე წამოვაფარე- ბიჭებთან ერთად იყავით სახლში ... სანდროს მიუჯექით გვერდით საღამოს თუ გინდათ მამამ ჭადრაკი გეთამაშოთ -ისედდაც გვეთამაშება ..დაგვპირდა -თუ ვეტყვი არ გეთამაშებათ დღეს ... -იქ მერე ცუდ სიტყვებს რომ იტყვიან რა ვქნათ? -არ იტყვიან... -მაშინ შენც წამოდი და იქ დაჯექი ! -მე საქმე მაქვს... -რა საქმე -მაქს გააკეთე რაც გითხარით..აჰა მობილურები აიღეთ ან ლეპტოპთან დაჯექით და ითამაშეთ. დაისვენეთ ცოტა წვენით სავსე ჭიქები მივაჩეცე ორივეს და სანდროსთან დავტოვე მე კი მეორე სართულზე ავედი,აივანზე დავჯექი და პატივცმეულს დავურეკე. წესით თავისუფალი უნდ აყოფილიყო ამ დროს -გისმენ -ასეთი დაკავებული იყავი მთელი დღე რომ არ დამირეკე? -ვერ წარმოიდგენ როგორი დაღლილი ვარ... -ხმაზე ვერაფერს გატყობ... სად ხარ?სიმღერების ხმა როდიდანაა კლინიკაში?ნუთუ მსობიარობისას ჩართეს ეს მუსიკა -კლუბში ვარ -წინასაქორწილო ღალატს გეგმავ დადიანო? -სოფელში რა ხდება? ნახე ნათესავები ,ნაცნობები და დავიწყებული ხალხი? -ბავშვები მოედანზე მყავდა... ფეხბურთი ითამაშეს. ძალიან არ მაბრაზებენ... იქ ერთი ვიღაც ვნახე , ვერც გავიხსენე ვინ არის -მე რატო მეუბნები მაგას...სამი კვირა მართლა რა გაუძლებს უშენობას-მეგონა ბავშვებმა უთხრეს რამე , შევცდი? არ გინდა გამოიპარო? -შენ რომ მოხვიდე ? -არ შემიძლია... -მანდ მართლა რა გინდა? -ბექას დაბადების დღეა -კარგი აბა აღარ მოგაცდენ...გაერთე . გკოცნი -სახლში რო მივალ დაგირეკავ...არ დაიძინო -ჯერ არ დამეძინება ისედაც...სტუმრები ჰყავს ჩემს ძმას,კლასელები -კარგი ...გკოცნი იქ სადაც შენ გიყვარს - ისე მეუბნება ვგრძნობ ყელი როგორ მიცხელდება. ოხ დადიანო როგორ იცი ჩემი გრძნობებით თამაში. სავარძელში ვეფლობი და მეღიმება. თამარასთან ჭორაობა მინდება და ვურეკავ, არ გადის ამიტომ ვეშვები,ალბათ არ იჭერს ისევ. მერე სახლში შევდივარ და ბავშვებისთვის საინტერესო წიგნს ვეძებ. ანამარიას რომ ვკითხე კითხვა თუ უყვარს ბავშვებს-თქო არ ვიციო ასე მიპასუხა და ვცდი იქნებ უყვართ. მისაღებში ისევ თამაშობდნენ ბიჭები, ლაპარაკობდნენ და ლუდს აგემოვნებდნენ. მაქსი ჭადრაკს ეთამაშებოდა ჩემი ძმის ერთ ნიჭიერ კლასელს ეს ბიჭი ყოველთვის მომწონდა სიეთი დინჯი და საზრიანი ბავშვი იყო. ჩაფიქრებული იჯდა და პაიკებს დაჰყურებდა. მაქსიც მშვიდად იჯდა, ცხოვრებაში ერტადერთი მომენტი როცა სრულიად მობილიზებულია ჭადრაკის თამაშის დროა. ალექსი სანდროსთან იჯდა და ბანქოს თამაშს აკვირდებოდა. -სანდრო რას აკეთებ?- ჩუმად ვეუბნები ყურთან ისე რომ სხვამ არ გაიგოს -კარტის თამაშს არ ვასწავლი..თან უბრალოდ ვთამაშობთ ფულზე კი არა -მერე რა ბავშვები არიან ესენი არასწორ ინტერპერტაციას გაუკეთებენ -ნუ ნერვიულობ დამშვიდდი...მათი მშობლები ენდობიან ამ ბავსვებს და დამოუკიდებლობას აჩვევენ ყველაფერი რომ გამოცადონ -მერე დაგელაპარაკები! მაქს მალე დაასრულებთ თუ არ იცი? -კიი ორი სვლა და წააგებს -გეგონოს პატარა ეშმაკო ...აუ ტო რას მიშვება არ ვიცი თამაშიო კარგადო და ესაა ? მომატყუა მარიამ -დამშვიდდი ვის არ წაუგია ... -მაქს კორექტულად ... შენზე უფროსია და ნუ ყოყლოჩინობ -კაი რა მარიამ რატო უხურებ ბავშვებს? -არ ვუხურებ მათე ... წვენი დალიეთ? გინდა კიდე მოგიტანოთ? -მე მოვიტან თუ გინდა -არა საყვარელო იჯექი შენ- ალექს თავზე ვაკოცე და სამზრეულოსკენ წავედი. ჭიქები ისევ ავუვსე და გავუტანე . მერე უცებ ლუდი გამახსენდა და სანდროს დავხედე - ამათ ხო არ დაალევინეთ? -არაა ...არ გვინდაო მარიამი მოგვკლავსო -ისე შესთავაზე ხო? -11 წლის რო ვიყავი ლუდი გასინჯული მქონდა -იმიტო გაქ ტვინის უჯრედები განლეული! - სავარძელში დავჯექი და დაველოდე როდის დაასრულებდნენ თამაშს მაქსი და რეზო . მართლა ორი სვლა გააკეთა რეზიმ და წააგო . გაგიჟებული იყო ეს როგორო მაქსი კი იცინოდა მერე წამოდგა ხელი გაუწოდა -კაგრი თამაში იყო...კიდევ შევერკინოთ თუ გინდათ ახლა ბიცო მელოდება ვერ ვალოდინებ . ბიძიამ მითხრა არ გააბრაზო ჩემი გოგოო და უნდა შევასრულო თორემ მარიამს ვინც აბრაზებს ცუდ დღეში აყენებს- ეს რომ თქვა და გიორგის გახედა აღარ ვიცოდი გამეცინა თუ მიმეტყიპა ეს მაიმუნი ბავშვი. -ალეექს წავედიით -სად მივდივართ? ხო არ ვიძინებთ ჯერ? -არაა ... ზემოთ ავიდეთ -მაცივრიდან მათი საყვარელი შოკოლადები გამოვიღე და ისინიც სირბილით გავარდნენ ოთახიდან-დამელოდეთ...თავზე ქუდი წამოიფარეთ ოხ როგორ მოგცხებთ რომ მოვალ -კაი მარიკოო რა იყოოო ამდენი ჯუჯღუნისგან ნაოჭები გაგიჩნდება -შენ ნუ დარდობ მაგაზე! -მერე ხომ იტყვიან ბიჭი სჯობსო -ნუ ტლიკინებ შენ ! -ნახე თვალებს როგორ აბრიალებს ... - ალექსს გადახედა და ახარხარდა. თვალები სულ ეხუჭება ვაიმეე ახლა ამის კოცნა რომ მინდა და იმ ლოყის მოკბეჩა ნორმალური ვარ მე? ერთი რო ვაკოცო ეგრევე გაგიჟდება ამიტო წიგნებს მივცემ -წიგნები მაქვს თქვენთვის... ახალ ავტორებს არ ვიცნობ სამწუხაროდ და ჩემ ბავშვობაში ეს მოსწონდათ წაიკითხავთ? საინტერესოა თან სწრაფად კითხვას ისწავლით -ვიცით ისედაც კითხვა -მე ვთქვი სწრაფად კითხვა ... არ მიკადრებია რომ არ იცით -ინგლისური არ გაქვს რამე? -ქართულადაა ნათარგმნი ... გინდათ წაიკითხოთ? -მთელი დღე ამის კითხვას თუ არ მოგვთხოვ საღამოს წავიკითხავ მე -შენ ალექს? -თუ არ მომეწონება სხვა რომ წავიკითხო? - როგორც გინდა...არ გაძალებთ თუ არ გინდათ -გავიგეთ... -ნუ მეკრიჭები -რა არ მიხდება? ხო საყვარელი ვარ -საყვარელი არა ის -ცხვირს რო წევ მაგარი ტიპი ხარ - ისევ ხარხარებს და დივანზე წვება ისე რო თავს ფეხებზე მადებს -ახლა არ მითხრა დაწოლილმა არ დაიწყო კითხვაო ... ისე მეზარება ძილის წინ რო დავიწყო კითხვა ? -როგორც გინდა ... მე სულ მაინტერესებდა ხოლმე რამდენ ხანში წავიკითხავდი სანდროს ვეჯიბრებოდი ხოლმე -მერე შენ იგებდი ხო? რამდენ დღეში კითხულობდი 200 გვერდს? გინდა წამოვეგო შენს ანკესზე და შენი რეკორდი მოვხსნა? -ორ ან სამ დღეში ვკიხულობდი თუ მთელს დღეს არ ვუთმობდი -გადავიფიქრე ... ორ დღეში წაკითხვა არ მინდა -არ გინდა თუ ვერ გინდა - ხო იცი დებილი ბავშვივით არ წამოვეგები -იცით მე აქ ვკითხულობ და ხელს მიშლით გვრიტებო -აუუ ძმურაააად რააა- ისე ეკრიჭება მაქსი რო სიცილს ვერ ვიკავებ - მე საძინებელში შევალ მომწონს მგონი და წავიკითხავ ამას... რომ შემოხვალ არ გამაღვიძო ჩაძინებული თუ ვიქნები და წიგნში გევრდი ჩანიშნე -არის ჩავნიშნო გვერდი ...-ალექსი გადის ბატონი კი ისევ ისე წევს და ქვემოდან მიყურებს- მე არ მეძინება ჯერ და ხო შეიძლება ასე ვიყო?- როდიდან მეკითხები -რავი არ მინდა გაგაბრაზო -რამეს თუ არ მესვრი არ ვბრაზდები -ობობა? რა საყავრლად მიცოცავდა ჩამიშალე ბავშვს გეგმები -ნამდვილი ხვლიკი რომ შემომისვი შარშან ეგ არ მავიწყდება იცოდე -ხო მოგიბოდიშე...დამაინესთან ვუშვებდით რა ვიცოდი შენც თუ იქ იყავი?არც ის ვიცოდი თუ ვერ იტანდი ხვლიკებს.მაგას არასდროს მაპატიებ? -გაპატიე უკვე - ვუღიმი და შუბლზე ვკოცნი. არეულ თმაზე ხელს ვუსვამ და გასწორებას ვცდილობ - თავი უნდა დაგევარცხნა რომ გაგიშრე აიბურდა არაფერს მპასუხობს საპირისპირო მხარეს ბრუნდება და ემბრიონის ფორმაში წვება,თავი ისევ ჩემს ფეხზე უდევს . -მართლა მიჰყვები ცოლად დამიანეს? -მივყვები ...არ გინდა რომ გავყვე? -ძალიან უყვარხარ დამიანეს ... ხომ იცი? -ვიცი ...მეც ძალიან მიყვარს ხომ იცი? -ვიცი ...შენც მათ მსგავსად უნდა იყო? -როგორ ...ვის მსგავსად -დედას და მამას ...იმათაც ძალიან უყვართ ერთმანეთი არ დაქორწინებულან ,მაგრამ მაინც. -მერე რა რომ არ დაქორწინებულან ... -შენც ასე უნდა იყო? -ისევ მიმეორებს კითხვას და აგრძელებს- შვილები რომ გეყოლებათ მერეც კლინიკაში იქნებით სულ ? შენ ბავშვებს ვინ მიხედავს მერე ? ჩვენ შენ და დამიანე გვყავხარ და მერე შენც რომ სულ კლინიკაში იქნები როცა ექიმი გახდები -გინდა რომ შენთან იყვნენ? თქვენ ხო გიყვართ თავისუფლება ...ახლა ისე იქცევით როგორც გინდათ -ისე ვიქცევით როგორც მამამ გვითხრა ... შენს გაბრაზებას თუ არ ჩავთვლით! არ გვიყვარს თავისუფლება ,დედა უფრო გვიყვარს. არ დატოვო რა ბავშვები ,მოენატრებით ...ხომ არ დატოვებ? - იმდენად დაუწვრილდა ხმა რომ ყელში ბურთი მომაწვა. ყოველთვის ვიცოდი როგორ ენატრებოდათ დედა ,მაგრამ ახლა დავრწმუნდი . ისინი თავს იმით იმშვიდებენ რომ არაფერს აშავებენ ბავშვები ,სკოლასიც კარგი ნიშნები აქვთ და სახლის გარდა არსად დადიან მარტო. სინამდვილეში კი მხოლოდ მშობლებთან ყოფნა უნდათ ,ჯერ კიდევ იმ დროიდან როცა პატარები იყვნენ ,ვხედავდი როგორ აცილებდნენ ანამარიას კლინიკაში მათ თვალებში ყველაფერს ვხედავდი. -არ დავტოვებ...არასდროს!- საფეთქელზე ვაკოცე და მერე თავზე -ალექსს ძალიან უყვარხარ... სულ შენთან უნდა იყოს .უყვარს რომ მოდიხარ ჩვენთან და დამიანესთან ერთად შენც რჩები -მეც მიყვარს თქვენთან ყოფნა -რომ გაბრაზებ მაინც? -დამიანეც მაბრაზებს ,მაგრამ უზომოდ მიყვარს -მართლა გიყვარვართ მე და ალექსი? -შენ არ გიყვარს ბიცო? -ბიცო ერთ შვილს გააჩენს მხოლოდ თუ ბევრ ბიძაშვილს მოგვიყვანს? -დამიანემ რა გითხრა ბევრს მოგიყვანთო? -მარიამს კითხეო...ასე მითხრა იმან უნდა გაზარდოს მუცელში შენი ბიძაშვილებიო... მარტო ერთი უნდა გაზარდო მუცელში? ღიმილს ვერ ვიკავებ იმდენად საყვარელია. და ინსტიქტურად ვპასუხობ- არაა ბევრი ბევრი უნდა გავზარდო. შენ გინდა კიდე რომ გყავდეს ძმა? -არა ! -რატომ?-მიკვირს იმდენად უხეშად მპასუხობს და უფრო მაშორებს მზერას -იმასაც დატოვებენ და იმიტომ ! მე ალექსი მყავს და იმასთან სულ არავინ იქნება ...ვერც ჩვენ ვიქნებით , არ გვცალია -ხომ ხედავ...თქვენ არ გცალიათ და წარმოიდგინე აბა დედიკო როგორი დაკავებულია. იცი დედიკო ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება -ვიცი... არ მინდა რომდ აეხმაროს. სულ ხომ არ უნდა დაეხმაროს კვირაში ერთი დღე მოდის სახლში და მაშინაც ურეკავენ . ღამე მოდის ხოლმე ,გვკოცნის და მერე გვეძინება დილას აღარ არის მიუხედავად იმსია რომ ძალიან ადრე ვიღვიძებთ...ალექსი გარბის ხოლმე მათ საძინებელტან ,მაგრამ იქ არ არის არასდროს ! ის კიდე სულ მოწყენილია ხომ იცი როგორია -ანამარიასთვის გითქვამს რომ გენატრება? რომ არ გინდა სამსახურსი იყოს? -რა აზრი აქვს...მამა ხშირად ეუბნება, ბევრჯერ იჩხუბეს ,მაგრამ არაფერი ესმის.არავის უჯერებს ,არც მამას -უნდა უთხრა ... შენ და ალექსი რომ ეტყვით დაგიჯერებთ აი ნახავ! ხომ იცი სიგიჟემდე უყვარხართ -არ ვიცი... -მააქს როგორ არ იცი...შენ ხომ ჭკვიანი ბიჭი ხარ -მერე რა რომ ვუყვარვარ მაინც თავის ავადმყოფებთანაა ...იმ ექთნებტან უფრო დიდხანსაა ვიდრე ჩვენთან! დამიც ექიმია,მაგრამ სახლში ხშირადაა შენს სანახავად იცლის და სულ შენთანაა როცა ენატრები ! -მასაც ენატრებით... მთელი დღე არ ისვენებს იცი როგორ იღლება? მასაც უდნა თქვენი მოფერება და ჩახუტება შენ კი ყოველთვის ცივი ხარ -შენ გიყვარს მოფერება და სულ იმის ძახილი რომ გიყვარს? -არა ,მაგრამ -აბა მე რატო უნდა მიყვარდეს ... სულელი ბავშვივით ვერ ვიზლუქუნებ მისი წასვლის დროს -მე რომ მენატრება , ცუდად რომ ვარ და საერთოდ რაც არ უნდა მჭირდეს დამიანე ხვდება ... შენ კი არ ცდილობ ვინმეს დაანახო როცა რამე გაწუხებს -ის არ არის და როგორ დაინახავს. რომ ვურეკავთ მობილურზე მაშინაც ვირაცას ჭრის ან პირში რაღაცას უდგამს არც გვისმენს ნორმალურად -ახლა ხომ ჰქონდა შვებულება რატომ არ წახვედით მათთან ერთად..აქ ხომ სხვა დროსაც შეძლებდით დარჩენას როცა დედა სამსახურში დაბრუნდებოდა -მამას ეჩხუბა და უნდა შეერიგებინა ! ჩვენ რო წავყოლოდით ისევ დახოცავდნენ ერთმანეთს. თითქოს ვერ ვიგებთ რომ ჩხუბობენ სასაცილოები არიან ისე უყურებენ ერთმანეთს ..მერე მამა დაიჭერს ხოლმე და კოცნის -ასე რატო ამბობ მეც ხო ვკოცნი დამიანეს ...ეს ცუდია? -შენ ლოყაზე კოცნი ან ყელში ..ის კიდე კი არ კოცნის რა ვიცი რას შვება სულ გაგიჟდნენ? ბავშვების თვალწინ კოცნიან ერთმანეთს? იმათი კოცნა რომ ვიცი გაუგიჟებიათ ბავშვები და ესაა -დამიანეს რომ გავყვები გინდათ ჩემთან დარჩეთ როცა დედა სახლში არ იქნება? -რაა? -არ გინდა? ჩემზე ბრაზდები სულ რომ შენიშნვას გაძლევ და გეჯუჯღუნები? -საყვარელი ხარ რომ ბრაზდები...ბავშვივით ხარ შენც -მართლა? აბა გადმოხვალ? -თქვენ მარტო ყოფნა არ გინდათ? -მარტო ვიწყენთ ხოლმე ...დამიანე ხშირად ამბობს რომ ენატრება თქვენთან ერთად საღამოს გატარება -ხო სულ გვეთამაშება და გვიგებს ხოლმე ...ხანდახან მოვალთ და დავრჩებით . როდის იქნება ქორწილი? -მალე ... -დამიანემ მითხრა თქვენმა ბიცოლამ მომიტაცა და უფრთხილდითო -მართლა ასე გითხრა? -ხო ..ნუ გააბრაზებთ თორემ ეგ თუ გაბრაზდა მეც კი მეშინიაო .მართლა აშინებ ხოლმე? -რა გაცინებს...- ხელზე ვუჩქმიტე სულ ოდნავ ის კი ისევ იცინოდა ჩემკენ გადმობრუნდა, ისვე ზურგზე დაწვა და ქვემოდან მიყურებდა- ყალთაბანდო -გამებუტე? -დიახაც ! წადი ახლა დაიძინე... შენ ძმასაც ძინავს ალბათ. აქ რო ცაგეძინოს დაგტოვებ იცოდე და გაიყინები -რა ბოროტი ბიცოლა ხარ -ენას ნუ მიყოფ ... უზრდელო -ალქაჯი ბიცოლა მეყოლება საწყალი ბიძია - სიცილით წავიდა კარისკენ .მეც გავყევი და ძლივს ვკუმავდი ტუჩებს. დერეფანში ვიყავით რომ მომიბრუნდა და მომეხვია - ეს ალქაჯი მიყვარს მე -ამ ალქაჯსაც უყვარხარ შენ -ვიცი -მეც ვიცი - ზუსტად ისე ვუყოფ ენას როგორც ის და მერე საძინებელში იმალება - იცოდე საბანი დაიფარე ...სიცივიეა ღამე შემოვალ და რომ არ გეფარებათ სამს დაგაფარებ ერთად და დაგგუდავ საძინებელში შესული სულ მის სიტყვებზე ვფიქრობ და წამით ჩემ შვილებს წარმოვიდგენ. ამ ხუთი წლის განმავლობაში რომ გავყოლოდი დამიანეს ახლა ჩემი შვილებიც მათ მდგომარეობაში იქნებოდნენ. უბრალოდ ვერ შევძლებდი საქმის მიტოვებას, ახლა კი დაბალანსება შემიძლია და დროც მექნება. შემიძლია ერთი წელი საერთოდ არ ვიმუშაო და უბრალოდ ვისწავლო, საკმაო გამოცდილება მივიღე, მივეჩვიე კიდეც იქაურ გარემოს,დამიანეც უფრო მყარად დგას ,კვალიფიკაცია აიმაღლა და სწავლა ,ზედმეტი კურსების გავლა და რომელიმე ქვეყანაში დიდი ხნით გამგზავრება აღარ უხდება .თუ რამდენიმე დღეს არ ჩავთვლით . მობილური ნათდდება, ბატონი მირეკავს სახლში დაბრუნდა როგორც ჩანს -ხომ არ გაგაღვიძე ? -დალიეთ პატივცემულო? -აჰაამ -მომენატრე იცი? -ჩემნაირები ხომ გყავს მანდ იმათ ჩაეხუტე -რომ ვუყურებ უფრო მენატრები ... -მაინც რამდენად -იმდენად რომ შეიძლება ახლა ავდგე , მანქანაში ჩავჯდე და შენთან წამოვიდე .შენ რამდენად გენატრები -იმდენად რომ ავდექი , კლუბში ლამაზი გოგონები დავტოვე, მანქანაში ჩავჯექი ღვედი გადავიკარი, ძრავი ავამუშავე და ერთ სოფელში ,ერთ ლამაზ სახლთან აღმოვჩნდი... აივანზე დაწექი ამოვალ ნაბადში გაგახვევ და ჩემი შავი რაშით მოგიტაცებ ...გავრასხოდდეთ -აქ ხარ დადიანო? -სად მანდ? აბა დამენახე -შენ ...შენ -ვიცი რომ გაგიჟებ - იცინის მე კი სწრაფად გავდივარ აივანზე და მანქანაზე მიყუდებულ „ჩემი ღიმილით“ მომზირალ დადიანს ვუყურებ . რამდენიმე წამში კი მის მკლავებში ვიმალები და მონატრებულ ტუჩებს ვაგემოვნებ -გამეყინები პატარავ- მეჩურჩულება ნაცნობ სიტყვებს და ხელში ავყავარ. მეც ვიტრუნები, არაფერი მაინტერესებს უბრალოდ ვითიშები, ვტკბები, ვდნები და ვკოცნი . დადიანზე დიდი ბედნიერება არ არსებობს ! ....... სახეზე თბილი ,პაწაწინა ხელი მეხება და მეფერება, შემდეგ ლოყაზე ტუჩებს მახებს თავისებურად მკოცნის და იცინის . თმაზე ხელს მისვამს და ამქვეყნად ყველაზე საოცარ სიტყვას მეძახის -დეე ...დეედიკოოო გაიგიძეე - შეიძლება ამ წკრიალა ხმის გაგონების შემდეგ დღე ცუდად გაგრძელდეს? ბედნიერება მასშია , ჩემს პატარა დაშნიანში და იმ დიდ დემონში მისი ხელი რომ მეხვევა მუცელზე და ჩემყელში თავჩარგულს რომ სძინავს -დილამშვიდობისა დედას უფლისწულო... - ვუღიმი და საწოლიდან ამმძვრალს ისევ ვაფარებ საბანს, ფუმფულა ხელებზე ვკოცნი მერე ლოყაზე ახალგაღვძებულს რომ ასწითლებია და არეულ დატალღულ თმაში თითებს ვუცურებ - დედას უყვარხარ -მეც მიკალქალ... -შია დედას უფლისწულს? -მამას ბიჭი - ისე უცებ მართმევს ბავშვს და ისვამს მუცელზე ვბრაზდები, წეხან არ ეძინა? ისიც რომ ეხუტება ხელებს ხვევს და ლოყაზე კოცნის. რატომ უხარია მისი დანახვა უფრო ვიდრე ჩემი ! ვეჭვიანობ ! როგორ შეიძლება მამა უფრო უყვარდეს ვიდრე დედა, დაშნიანს ვაწამებ მალე- მე და მამას კაცი ერთად მივდივართ დღეს...დედიკო საგზალს გაგვიმზადებს -სად მიგყავს ბავშვი? გუშინ არ გყავდა უშგულში? -არ ავსულვართ უშგულში ისე გავისეირნეთ ... -სამი წლისაა სხვათაშორის და ცხენზე ჯდომა არ შეიძლება -მამიკო პედიატრია სხვათაშორის და უკეთ იცის ვიდრე ეჭვიანმა დედიკომ ... ჩიტო ჩიტოო ჩიტუნაოო როგორ ფრთხიოოო - პირდაპირ მკერდზე მკოცნის და ჩერდება- გული დაიმშვიდეე არ გაგიფრინდეს ჩიტუნა- კოცნით მიუყვება ყელისკენ და მე რომ ვადნები ხელში ხვდებით ხომ? - მამას ბიჭს მამიკო მოუვლის...შეგიძლია დაისვენო -არ მინდა დასვენება...თავად მოვუვლი -გჭირდება - მუცელზე მიცურებს თავისუფალ ხელს და მეფერება -კლინიკაში თქვენთან აკეთებენ ფეხმძიმობაზე ტესტს? რომ დაიჯერო რომ არ ვარ ფეხმძიმედ -არ მესმის არაფერიიი - სააბაზანოდან მეძახის და ბავშვის კისკისი მესმის შემდეგ მხოლოდ. რამდენიმე წუთში შემოჰყავს საწოლზე სვამს პირსახოცში გახვეულს და ყველაფერი მოაქვს რაც სჭირდება. როცა სახლშია სულ თითონ უცვლის, ბანს, უვლის ,ეთამაშება და აბა ჩემთან ყოფნა უფრო როგორ ეყვარება ბავშვს. ახლაც გამოაწყო , თმა დავარცხნა, კრემები წაუსვა აკოცა და მხრებზე მოისვა-გავუკეთოთ დედიკოს საუზმე? ისე გვიყურებს უეჭველი მიირთმევს შებრაწულ კვერცხს და სოსისს სწრაფად ვდგები საწოლიდან და სააბაზანოსკენ მივრბივარ,იმდენად მერევა გული ასე მგონია რომ კვერცხის სუნს ვგრძნობ და ირგვლივ ტრიალებს. უნიტაზზე მიხუტებულს დაშნიანის ხელები რომ მეხვევა კიდევ ერთხელ ვაფრქვევ ჩანჩქერს და მერე ხველა მიტყდება,ვეღარ ვსუნტქავ,ყელი მეწვის. პირზე წყალს მასხამს, პეშვით მიმქავს პირთან და ვივლებ. თავბრუსხვევას ისევ ვგრძნობ და სანამ დავეცემი ხელში ავყავარ. შუბლზე მკოცნის და რაღაცას მეუბნება მერე საწოლში ვწვები და გაორებულად ვხედავ საწოლზე მჯდომ ანდროს . არ ვიცი როდის მაგრამ გამოსახულება ნელ ნელა გაიწმინდა, სმენაც და დანახვაც შემეძლო . თმაზე მეფერებოდა დაშნიანი და ხელს მიკოცნიდა -უკეთ ხარ? -კი -ბავშვს დავტოვებ... საუზმეს ამოგიტან ასე ვერ წავალთ თუ არ შეჭამე -სად მივდივართ? -ქალაქში ვბრუდნებით ...ექიმთან უნდა მივიდეთ -მერე საქმე? -სხვა მიხედავს ... - ლოყაზე მეფერება და ტუჩებზე ოდნავ მეხება - მამას ფერია გვეუბნება აქ ვარ და მომაქციეთ ყურადღებაო- მუცელზე მეფერება, მკოცნის და თავს მადებს -ბავშვიც ხო არ წავიყვანო?მა დედიკოს ხო არ გააბრაზებ? -არაა... -ჩემი პატარა კაცი... იცის დედიკო რომ არ უნდა გააბრაზოს . მიდი ჩაეხუტე დედიკოს და მამიკო მოგიტანთ საუზმეს ხო მა? -ხოო- ჩემკენ მოღოღავს და მეხუტება . რა თბილია, როგორი ტკბილი , ვკოცნი და ისიც იტრუნება. დედას ჭკვიანი ბიჭია ...იმიტო ჰგავს მამიკოს ასე ძალიან, შეიძლება ნათლიასაც ჰგავს რომელსაც სიურპრიზს გავუკეთებ და არ ვეტყვი რომ ვბრუნდები. საღამოს ქალაქში ვარ, კლინიკაში შევდივარ და დამიანეს კაბინეტში ვყოფ თავს. ჩვენი დანახვა უკვირს წამში დგება და პირველად ბავშვს მართმევს ხელიდან -პატარა დაშნიანოოო როგორ ხარ?-ხელს უწოდებს ისიც თავის პაწაწო ხელს ურტყავს ხელისგულზე და მერე ეხუტება -კაქათ შენ? -მეც კარგად... რა ხდება ? რატო დაბრუნდით სვანეთიდან? - უფროს დასნიანს ხელს ართმევს მერე მე მკოცნის ლოყაზე და სკამისკენ მითითებს. ბავშვს ისევ არ უშვებს -ჩემი ღრმა რწმენით მეორე დაშნიანს ველოდებით და დანარჩენი შენ უნდა გაარკვიო -უჰ გული გამიხეთქეთ მეთქი რამე ხდება...აბა ვნახოთ პატარა დაშნიანი -ანალიზი არ გავიკეთო? -ექოსკოპიას გადავიღებთ და პირდაპირ ვნახავ ტამარა რა გჭირს? სუსტად ხარ? მელაპარაკე თან მომიყევი სიმპტომები -არ მაქვს...ორჯერ მქონდა ღებინება ერთკვირიანი ინტერვალით. თავბრუსხვევა და რაიმე პრეტენზიები არ მაქვს -შენ გგონია ეგრე... სენტიმენტალური გახდა და ისევ ისე ქოთქოტებს როგორც ადრე -მაქოთქოთებ და იმიტომ! -ფორმაში ხართ - დადიანი გვიცხადებს. მე კი საწოლზე ვწვები და მაისურს ვიკეცავ . ეს ცივი გელი ყოველთვის უსიამოვნო შეგრზნებას მიტოვებს, არ ვიცი რატომ დავიჟინე ,მაგრამ მგონია რომ აღარ დავფეხმძიმდები და ახლაც ტვინის რაღაც ნაწილი არ მაძლევს იმ ყველაფრის გააზრების ნებას რაც ჩემ ირგვლივ ხდება. რამდენიმე წამში კარგად ნაცნობ გამოსახულებას ვხედავ ეკრანზე გულისცემაც მესმის და დადიანიც გაბადრული გვაუწყებს რომ ოთხი კვირის ფეხმძიმე ვარ. დაშნიანი მკოცნის და თვალებგაბრწყინებული მიყურებს. შემდეგ ვენებს მიჩხუტავენ ანალიზებისთვის, დადიანი გამოკითხვას იწყებს მსინჯავს ისევ სანამ პასუხები იქნება კაფეტერიაში მივყავართ. კვება გჭირდებაო მიცხადებს და უკვე მეორედ მიდგენს კვების რაციონს, რომელსაც ისევ არ დავიცავ ნორმალურად და ბავშვს სოკოლადებით ართობს. მარიამს უნდა დავურეკოო რომ თქვა მაშინვე გავაჩერე და ამ დროს დამირეკა ზუსტად -ქალბატონოო თამარაა გირეკავ ორი დღეა სად დაიკარგე? -მოგენატრე ქალბატონო ხო? -ახალი ამბავი მაქვს -მეც -მოიცა რა ამბავი.... დაშნიანი მართალი იყო ხომ? სად ხარ? -ქალაქში ... შენ? -მე სოფელში ვარ დადიანი იყო აქ ..ვაიმე რა მნიშვნელობა აქ მართლა ფეხმძმედ ხარ? მეორეს ელოდები? სად ხარ ადამიანო -დადიანტან ვარ კლინიკაში და ანალიზის პასუხებს ველოდები ...და ხო ფეხმძიმედ ვარ ხმამაღლა ნუ იყვირებ გთხოვ- მაინც კივის და მერე ვირაცას ეუბნება თამარა ფეხმძიმედააო . მერე მილოცავს, ქოთქოტებს და ბოლოს აყოლებს ქორწილში ანუ ორი ბავში გეყოლება ერტი მუცელში ერთი ხელშიო -მოიცა ქორწილი დაგეგმეთ უკვე? =ეგ ბატონი მართლა მოვიდა და ჩემეს ხელი თხოვა... მერე წავიდნენ და ორი გიჟი დამიტოვეს.წუხელ დამადგა შუაღამით და ისე გავითიშე ახლა მოვედი გონს ...ეგ კიდე მანდ არის ისე წავიდა არც დამემშვიდობა,მაგრმა ვაპატიებ უთხარი ........ჩამოდით ჩემტან რააა გთხოოოოოოოოოოვთ -მადროვე გავიგებ პასუხებს მოვალ გონს და მერე ვნახოთ - დამშვიდდი და რომ გაიგებ ანალიზის პასუხებს და დაგიწერს პატივცემული დანიშნულებას დამირეკე -კარგი ... ცვლილებები ამჯერადაც არ აღმომაჩნდა, რამდენიმე ვიტამინი დამინიშნა , რაციონი შემიდგინა და მერე მშობიარესთან გავარდა. გოგონა ისე კიოდა გამახსენდა ანდროს დაბადება, ისე გამაჟრჟოლა თითქოს ისევ მტკიოდა. ბავშვი სათამაშო რობოტს ატრიალებდა ხელში და წინ მიაბიჯებდა. მთელმა სამმა წელმა თვალწინ გამირბინა პირველმა ნაბიჯებმა , პირველად ნათქვამმა“დედა“ თუმცა პირველად „მამა“ თქვა არადა სულ ვეძახდი დედას მიშომ ერთხელაც არ ასწავლა მამა რა მნიშვნელობა აქ როდის დამიზახებსო და მაინც პირველი სიტყვა მამა და მერე მიჩო თქვა. იმდენჯერ ვიძახდი დღის განმავლობაში მიშოს მაგის ბრალი იყო ალბათ. ყველაზე ხშირად ჩემი ლაპარაკი ესმოდა და მე მიშოს გარდა ვის ვახსენებდი,კიდევ კარგი დემონო რომ არ დაუძახა. სიარული ერთი წლისამ დაიწყო, ხალიაჩაზე დავსვით ცოტა ხანს ხოხავდა და მერე კედელს გაჰყვა ბოლოს კი დედას ზახილით წამობაჯბაჯდა ჩემკენ. ისე ვკიოდი შევაშინე ბავშვი,გაოცებული მიყურებდა . დაშნიანი სახლში არ იყო იმ დღეს მორიგე გახლდათ საღამოს რომ დაბრუნდა და ბავში მისკენ გავუშვი,ისე შეეშინდა არ წაიქცესო ლამის გული წაუვიდა სანამ გაიაზრა რო თავისით მიდიოდა. იმდენად პუტკუნა იყო მალე იღლებოდა და სიარულის დროს პირდაპირ შუა გზაში ჯდებოდა ან ჩერდებოდა, თუ სახლში იყო იატაკზე ეშვებოდა თუ ქუჩაში უბრალოდ ფეხზე მეხვეოდა და ისე მიყურებდა წამსვე ამყავდა ხელში. უკვე ბინაში ვიყავით. ლიფტში შესვლა არ მინდოდა და კიბეს ავუყევი.დაშნიანიც უხმოდ გამომყვა ბავშვით ხელში. არ ვიცი რა მჭირს ,მაგრამ ვერ ვიჯერებ ვერ ვიაზრებ ერთი წელია დაფეხმზიმებას ვცდილობ და უკვე მეგონა რომ მკურნალობა დამჭირდებოდა ,მართალია დამიანე მარწმუნებდა რომ გართულება არ მოჰყოლია მშობიარობას და არანაირი პრობლემა მქონდა . -თამარა... -ჰოო -ჩუმად რომ ხარ ორი ვარიანტი განიხილება ჩემს ტვინში ან რაღაც გტიკვა ან ისეთ რამეზე ფიქრობ რაც იცი რომ გამაბრაზებს და გინდა რომ როგორმე შემომაპარო... მერე მაინც პირდაპირ მეტყვი და არ გინდა ახლაც შესავლების გარეშე მითხრა ? -უბრალოდ ვფიქრობ -რაზე... -ბავშვზე -არ გიხარია? ხომ გინდოდა... ლამის ძალით დაანიშნინე მკურნალობა დამიანეს ახლა ფეხმძმედ ხარ, ბავშვი კარგადაა, შენც და რაზე ღელავ? ყოველდღიური სამეცადინო არ გექნება, არც რაიმე განსაკუთრებული საქმე რაც შეგაფერხებს, არც ტოქსიკოზი გაქვს -მგონი ახლა მემართება ყველა სახის ცვლილება რაც კი ფეხმძიმობისას შეიძლება განვითარდეს .მიხარია უბრალოდ ვერ გამოვხატავ -შენ ვერ გამოხატავ... -ხო... მე ვერ გამოვხატავ. მაკოცე რა გთხოვ და დამშვიდდი მინდა ,მიხარია და უკვე მიყვარს ეს ბავშვი - კნუტის თვალებით ვუყურებ ისიც წამსი მხვევს ხელებს და ნაზად მკოცნის. დიდხანს არ მშორდება მერე ოთახში ანდრო შემოდის და ნაბიჯების ხმა რომ გვესმის მას ვუყურებთ -რაოო მა .. -აგალ წავალთ სვანეთჩი? ცხენი მინდა -შენი პონი არ გყავს იქ ? -ეს სათამაჩოა ...მე ნამდვილი მინდა არ მინდა აქ ... მთაჩი მინდა -ბებო და ბაბუც აქ არიან და რატომ გინდა სვანეთში მა? -მიკალც იქ ... აქ ალ მიკალც ! მთაჩი მინდაა წამიკანე მამა რაა -მა ჯერ ვერ წაგიყვან ... მე და დედიკოს აქ გვაქვს საქმეები . ხო უნდა ვიმუშაოთ მა...ხომ იცი მე და დედიკო შენნაირ ბავშვებს ვუვლით როცა რამე ტკივათ მა -იქ ალ ტივათ ბავჩებს? -იქ სხვა ბიძია უმკურნალებს -აქ უმკულალოც ცხვა ბიძიამ! წარბებს რომ კრავს აი მანდ უკვე ღიმილს ვერ ვიკავებ. მალე სიცილი მიტყდება ის კიდ ეუფრო იბუსხება და მიბღვერს. სანამ ვკისკისებ მიშო რაღაცას ეჩურჩულება ის კიდე მორბის და ფეხებზე მეხვევა -დეე -ხოო ჩემო პრინცოო -მალთლა მომიკანთ დას -არ ვიცი...შეიძლება ძმას ...შენ და გინდა? -მამიკომ მითქლა ფელია იქნებაო... ლამაზიო და საკალელიო ჩენ უნდა მოუალოო -როდის გითხრა დე -ადლე მითქლა ... -დედიკო დაიკოს სხვა დროს მოგიყვანს... ახლა ძამიკო იქნება აქ დე -მთაჩი ლო წავიდეთ ეტკინება ჩემ ძამიკოც?- დუმილის შემდეგ მიყურებს და წარბებს ისე წკეპს მინდა ჩავყლაპო. ხელში ამყავს და ბევრს ვკოცნი -როგორ უყვარს დედაას...როგორ . დედაას ბიჭიი ... დედას პრინცი - ხელში ვაფრიალებდი და ვკოცნიდი დაშნიანმა მანზილი გადმოლახა და ბავშვი ამართვა-რას აკეთებ -მძიმეა ! -ახლა გიჟი მამა უნდა იყო? -მაშინ არ გყავდა ბავშვი და არც არაფერი გქონდა კითხვის გარდა საქმე ... ბავშვს მე მოვუვლი დღეიდან ზაფხულია ახლა მაინც და სახლშ ვიქნები -სახლში რატო იქნები ... მუშაობას არ იწყებდი? -სექტემბერში დავიყწებ -სექტემბერში უფრო არ გამიჭირდება? ეგრე სულ არ დაიწყო დაჯექი სახლშ მე ვისწავლი და შენ მოუარე ბავშვებს - დედიკო მაგრად ბუზღუნებს...ნახე ახლა დაიწყებს ქოთქოთს ის კი არ იცის რომ მამიკო მაინც ისე გააკეთებს როგორც უნდა -მამიკო დედიკოს აბრაზებს ... -დედიკოს ახლა ჭამის დრო აქვს ... მამას კაცსაც და მამიკო რამეს მოამზადებს -დედიკოს მარიამი უნდა -მარიამი მეც მინდა...ნათლიაცთან წამიკანთ? -ვჭამოთ და წავიდეთ...ვნახოთ შენი გიჟი ნათლია -ალაა ჩემი ნათლია გიჯი...მე კაქი ნათლია მკავც -ხო მაა აბა რა ...ყველაზე მაგარი ნათლია გყავს შენ - უკან მივყვები და მეღიმება. ამატი საუბრები სულ კარგ ხასიათზე მაყენებს. - სად მობრზანდბეი ქალბატონო? -სამზარეულოში...მშია -ხო და მერე გინდა სოფელში ცქსვლამდე კიდე მანქანაში იჯდე და დაიქანცო ხო? -აუუ არ მინდა დაწოლააა და ნუ იწყებ-თქო გითხარი -კარგი ქალბატონო როგორც გგნებავტ ისე მოიქეცით მერე წელი რომ გეტკინება არ მეწუწუნო! -აუუუ ... ცუდი ხარ ცუდი დემონი- ვბურტყუნებ და საზინებელში ვბრუნდები ვიცი რო მართალია მარა არ მინდა დაწოლა. მარიამს ვწერ სანამ საჭმელს ამზადებენ დაშნაინები და უკვე წუთებს ვითვლი როდის ვნახავ ჩემ გოგოს. რა თქმა უნდა ვიტამინეტბით სავსე სალათს მახვედრებს, მე ხორცის შეწვას ვთხოვ იმასაც მიმზადებს და ორივეს ჭამა მიწევს ბოლოს . ბავშვის ნივთებს ვალაგებ , ჩემს ნივთებსაც ვიღებ და დაშნიანისთვის ერთ შარვალს და მაისურს მხოლოდ. მეეჭვება დარჩეს დიდხანს. აი მე კი იქედან წამოსვლას არ ვაპირებ! ჩემი სიზე და დაიკოც ჩამობრზანდებიან ორ კვრიაშ და მერე იქეთ გადავინაცვლებ. გზაში მართლა ვიღლები,მაგრამ სახლს რომ ვხედავ წამში ვხალისდები. მარიამი ჭიშკართან გვხვდება და ისე მეხვევა ბავში გაჭყლიტა მგონი მუცელში. ორი გიჟი დადიანიც მეტუზება წინ და ერთად მეტაკებიან,ქაჯები . -ქაჯებო ფრთხილად ბავშია მანდ ... შეირყა -აუუუ მართლა ? ესმის რო ვუთხრათ რამე? -არ ესმის ჯერ... არ გახსოვს ანდრეა რო იყო იქ სანამ არ დაგვარტყა ფეხი მანამ არაფერი ესმოდა -გენიოსო ალექს მაგდენი არ მახსოვდა უკაცრავად - მაქსი ეჭყანება ძმას და მერ ეისევ წარბების თამაშით მიყურებს- ბიჭია თუ გოგო? -არ ვიცით ჯერ... ბავვსი არ დამიმტვრიოთ. ფრთხილად -როდის დაგვიმტვრევია ! -ჩემ თვალწინ იტრიალეთ არ გამაგიჟოთ -თუ გამოვგლიჯეთ მარიამს ხელიდან საერთოოდ- ახლა გავხედე მარიამი როგორ კოცნიდა ანდროს და ისიც იცინოდა. მერე ჩაეხუტა და სულ არ გამოუხედავს რომელიმეს ჩემკენ.არა ამათი ერტად ყოფნის დროს ვეჭიანობ ორივეზე, არცერთს ვახსენდები ! ეკა ბიცოლას ვხვდები და მერე სანდროს მკლავებსი ვეფლობი, ეს მგონი კიდე იზრდება რამხელაა ეს აყლაყუდა ეს. -ყოჩაღ თამარა ქალო ყოჩაღ ...ხედავ გოგო ? ამრავლებს დაშნიანებს სენი დაქალი და შენ რას ერჩი ამ დადიანებს ერთი ჭინკა ბავში ვაიმც გაუჩინე იმ საწყალ კაცს დაბერდა შენ ლოდინში -ახლა მაინც დაისვენე სანდრო ხო თხოვდება -ხუთ წელშ რამდენ ბავშვს გააჩენდა დედა...ეს რო გაყვება მოეწყობა სახლში შეეჩვევა ახლა გარემოს, ცოლის სტატუსს და მერე იფიქრებს ორივე რომ ბავშვის დროა მეც მოვიყვან ცოლს და ორ ბავშს გავაეკეთებ -შენი ცოლი არ ვიცი მე ! -რატო ვითომ - რატო და ერთი არანორმალური ყოფნი ოჯახს მეორე არ დაიმატო ... -უკაცრავად? ანუ არ გიდნათ რძალი ეკუნა ? -მე ეგ არ მითქვმს მარიამმა გითხრა -ხედავ დაშნი როგორ მაწვებიან? მოვიყვან ცოლს და სულ არ გაჩვენებთ დედა-შვილს ბავშვს შენკენგამოვუშვებ მარიამ არ გინდა -ერთი მიშო გაიგე რა უტრიალებს ამას თავში ძაან ხშირად ახსენებს ცოლს და ბავშვებს ხო არ ეტენება ვინმე შემთხვევით ..იქნებ ფეხმძიმედაა უკვე ვინმე და არ ვიცით -გეტყდი ახლა პასუხს მარა ბავშვები გვისმენენ და მეტყვი მერე დადიანებს ნუ აგიჟებო! მარიამი ბავშვს არ უშვებს და ყოველწამს კოცნის . მერე შოკოლადები მიაქვს და სანამ დავუბრიალებ ტვალებს ნახევარს ტყუპებს აძლევს. ისინიც ბავშვის ირგვლივ ტრიიალებენ და ელოდებიან მარიამი როდის დაუთმობს ანდროს. დიდხანს მოუხდებათ ლოდინი მინიმუმ ორი დღე ბავშვს ხელს არ გაუშვებს . საღამომდე ვეჭორავები მარიამს, წამოწოლილი ვარ არაფერი მაწუხებს. ბავშვს მარიამი უვლის ან მიშო . ბიჭებიც ჩუმად არიან რადგან ჩემი შეწუხება არ უნდათ . მიშო და სანდრო სადღაც გავიდნენ ვენახშიო თუ მარანშიო არ ვიცი. მერე ბიჭები შეიკრიბნენ, სანდროს მეგობრები და მარიამმა თვალები რომ აატრიალა ერთის დანახვისას მივხვდი ის მომაბეზრებელი არსება ვინც იყო . მე გამახსენდა და ამას რა დაემარტა. მთელი აბიტურიენტობის განმავლობაში კუდივით დაყვებოდა, ყველგან ჩნდბეოდა სადაც მარიამი იყო. მე ვეუბნებოდი შენ დაგყვება-ტქოდ ა ეს არაფრად აგდებდა. რეაქციაც არ ჰქონია,როგორც ყოველთვის. ახლა იმიტომ არ ახსოვს ! შორიდან უყურებს ახლაც და ეს ყურადღებას არ აქცევს ... მე არასდროს შემეზლო ასე ყოფნა. სანამ არ მოვიშორებდი ტავიდან და მის მზერასაც თან არ გავაყოლებდი მარიამს კი იგნორის საოცარი უნარი აქვს. შეიძლება ადამიანმა ისიც იფიქროს რომ აღარ არსებობს. აი ეზოში დადიანი რომ ჩნდება იმ წამსვე სახე უნათდდება , სულ სხვანაირად უბრწყინავს თვალები ბავშვს ჰამაკში მისვამს და მისკენ მირბის . ისე ეხვევა ყელზე თითქოს გუშინ არ ნახა, მას რომხ ედავს არარაფერი ადარდებს, აღარც წესები აღარც ის რომ ყველა მას უყურებს უბრალოდ დადიანთან უნდა და მორჩა. ისეთი საყავრლები არიან მეღიმება და ჩემს დაშნიანს ვუყურებ რომელიც ისე უცქერს იმ ბიჭს ვიცი უთქმელად მიხვდა ყველაფერს, მისი ეს ნიჭი დღემდე გაოცებას იწვევს ჩემში. დადიანი ბიჭებს ესალმება და მერე ჩემკენ მოდის -როგორ მყავს ფეხმძიმე ცოლისდა? -განცხრომაში ... -რას ფიქრობ ისევ ისეთი მაგარი ფეხმძმობა გექნება თუ მეორე ტოქსიკოზით წავა -ესეც მამას ჰგავს ...არ მაწუხებს საერთოდ . ისე ბიჭი იქნება ნეტავ? -ჯერ ვერაფერს გეტყვი ... ეკუნა სად არის? -ოჰ რომ არ ნახო ისე არ გაჩერდე- მარიამი მისი მხრიდან იღებს თავს და უბღვერს. არ გვაცლის ეკა დადიანის შეყოვნებას ეზოში კი არ შმეოდის მოქრის და წამში ეხვევა დადიანს. ესენი მაგიჟებენ -დამიიი ... როგორ ხარ? რატო არ მიტხრეს თუ მოხვიდოდი? მარიაამ მოგკლავ - ბოჭს კოცნის და ისე იღიმის მეც ვიბადრები -არ ვიცოდი დედა მეც... საერთოდ გავალთ ჩვენ და იჟღურტულეთ თქვენ -ამ გოგოს ეშველება რამე დამი ? -საშველი რა მჭირს დედა? -რა არ ... დამიი ხო დარჩები დღეს? -არა ისე შემოვირბინე ღამე მორიგე ვარ დრო მქონდა და ცოტახანს დავრჩები -ვაიმეე მარიაამ გზაშია მამაშენი და ანუ ვერ ცამოვა? მიშო ხო მაინც რცება დღეს? -მიშო ამაღამ დარჩება ალბათ... დავტოვებ მე არ იდარდოთ თქვენ -ანუ გირჩევნია მამას მოსვლამდე გაიქცე ტორე იმან სუფრასთან თუ დაგსვა ხომ ციი მთვრას ლაგგიშვებს - მარიამი აცხადებს და ლოყაზე კოცნის -დღესაც რატო ხარ მორიგე? -გავუცვალე მორიგეობა... ეს სამი კვირა მე ვიქნები სულ -თაფლობის თვის ამბავში ემზადება მარიამ რა ვერ ხვდები შენ კიდე -მართლა?- ჩემი სიტყვები გონებაშ უვარდება ამრიამს და დადიანს ისე უღიმის ჩამოდნება მალე . შემდეგ ეზოში მაგიდასთან ვსხდებით ყველანი, მარიამი დადიანს ისე უჯდება გვერდით მათ წინ მჯდომი ბიჭი არც კი ადარდებს, კი არ აიგნორებს ზუსტად ვიცი არც კი ახსოვს მისი არსებობა. მხოლოდ მაშინ უყურებს ის რომ რაღაც უადგილო კომენტარს აყოლებს თავხედური ტონით და პირდაპირ თვალებში უყურებს მარიამს. ცოტა ვიძაბები,არ მინდა დადიანი გაბრაზდეს მას კი რეაქცია არ აქვს, ისეც მარიამის ხელი აქვს მოქცეული მარჯვენასი და ცერა თითს უსვამს მერე მშვიდად ეუბნება პასუხს და მას მერე ბიჭი ხმასაც არ იღებს. სამაგიეროდ დაშნიანი და დადიანი საუბრობენ თვალებით ორ წუთს . ეს კარგად რომ არ დამთავრდება ვიცი, მაგრამ ყურადღების მქცევა არც ღირს, ჩვენ მაინც ვერაფერს გავიგებთ ისე „იმუშავებენ“. ერთ საათში მიდის დადიანი. ბიჭები უკვე აღარ არიან ეზოში , მხოლოდ ჩვენ ვართ. მარიამი აცილებს და წასვლამდე რაღაც ისეთს ეუბნება ყურში დადიანს თვალები ენთება. ამ გოგოს „ცელქობა“ პირდაპირ გასაგიჟებელია. ვის და მარიამის ასეთ სახეცვლილებას ვერ წარმოვიდგენდი. დადიანთან თორე ისე ისევ ისეთია ! -გაუშვი ახლა თორე ჩაგვესიძება მალე ... მე შნეი გაშება მინდა სახლდიან ახალის დამატება კი არა -ენას ამოგგლიჯავ სანდრო- იქედან ემუქრება და დადიანს ელს უქნევს. -როგორც იქნა მოგვხედე ჩვენც... აუუ ახლა ანდროს შეჭამს.აცადე მაგ ბავშვს ხო ხედავ გაითიშა იმდენჯერ აკოცე -ანდრო იცი სანდრო ძიას შენზე მცირე ცოდნა აქვს...ტყუილად ისვრის სიტყვებს -უი უიი ლანზღვის ხარისხიც რო ვერ გააუმჯობესა ბერდება მალე - გინდობს სანდრო და შეიფერე- დაშნიანი ეუბნება და უკვე მასზე ერთვება -მოკლედ მარიამ ყველა შენ გიცავს... სიძეც შენს მხარეს გყავს ხო? მე ვერაფერი მომხიერხე თორე -თამაში გვინდა ...გვეთამაშები?- ალექსი ბურთს ესვრის სანდროს ისიც წამში იჭერს. კალათბურთზე როგორ იტყოდა უარს. დაშნიანიც დაითანხმეს და ეზოს მეორე ნაწილისკენ გადაინაცველს. ჩემი პატარა კაციც დიდი ყურადღებით უყურებდა მე კი ნერწყვს ვყლაპავდი დაშნიანის ცქერისას სხვას ვერც ვუყურებდი. ბავშვები იყენებდნენ ტავიანთ სიმაღლეს და ისე დაძვრებოდნენ ნამდვილად გაუწიეს წინააღმდეგობა ბიჭებს. -მარიამ აქ ხარ? -დადიანს ვწერ მადროვე -წეხან არ გაუში? -რა წეხან ახლა ჩავიდა და ხო უნდა გამეგო როგორ იმგზავრა... -ქორწილისთვის მზადებას არ იწყებ? -დამიანემ დაელოდე ერთი თვე როდის გავაო და მეც ველოდები -ქორწილს ვიხდიდე და ასე მშიდად ვიყო? -არ გახსოვს სენ როგორ იყავი? -მე ქორწილს არ ვიხდიდი და უამრავ ხალხს არ ვეპატიჟებოდი -არც მე ვიცი ვის ვეპატიჟები -გიჟი ხარ -რატომ? რომ არ მაინტერესებს? რა მნისვნელობა აქ რამდენი ხალხი იქნება, ვინ იქნება მთავარია მე და დადიანი ვიქნებით -მეჯვარე ვინ იქნება? ჩამოვა ვითომ მისი ძმაკაცი? -ალბათ..მის გარდა რომა რავინ იქნება ვიცი -და შენი მეჯვარე ვინ იქნება? ყველა გავთხოვდით -დედიკოს მამიდაშვილი ელეონორა იქნება ჩემი მეჯვარე -მოცეკვავე რომ არის? -აჰაამ -ულამაზესი გოგოა... -ახლა უფრო დაიხვეწა... რამდენი ხანია არ გინახავს საოცრებაა -ქორწილში გაბერილი არ ვიქნები და ვიცეკვებ მეც... -ისე ნეტავ ბიჭია კიდევ? -მე ბიჭი მგონია...არ ვიცი რტომ მაგრამ ვგრძნობ -პირველ ჯერზე გამოიცანი და ალბათ ახლაც ბიჭია... სწავლაზე რას იზამ? -რა უნდა ვქნა.. გავაგრზელებ. ანდროზე რო ვიყავი ფეხმძიმედ იმდენი რამე მქონდა სასწავლი ახლა არაფერია იმასთან შედარებით -მაშინ დაშნიანი გამეცადინებდა და ახლა რა იცის -მოვახერხებ რამეს...შენ რას აპირებ -რაზე -ბავშვზე რაზე ... -რას უნდა ვაპირებდე თამარა? -შენ არასდროს გამოგელევა საქმე და არ გააჩენ კიდე? -ცოლად რატომ მივყვები ...მინდა ბოლომდე ბედნიერი ვიყო და სრულყოფილი ურტიერთობა გვქონდეს. ხომ იცი ჭკუა ეკეტება ბავშვებზე და შენი აზრით კიდე დავიცდით? მეც მინდა ხომ იცი არა? იმედია სანამ მეორე ბიჭს გააჩენ მანამ მოვასწრებთ -ოოჰ გეგმები ჰქონია ქალბატონს -რეალურად არც ვფიქორბ ეგეთ რარაცეებზე ახლა უბრალოდ გითხარი -შენ აღარაფერზე ფიქრობ ბოლო წლებია..ადრე გიჟდებოდი ყველაფერზე როგორ მახსოვს ნერვები დაწყვეტილი გვქონდა ორივეს -სიმშვიდემდე შეშლილიიიი მიღიმის და ბავშვს გაღიმებული უყურებს ,მერე დადიანებისკენ გადააქვს მზერა მისკენ რომ მორბიან და გაწუწულები ეხვევიან. ................................... ბავშვებზე დიდი ბედნიერება ამქვეყნად არ არსებობს. ბავშვები არიან ყველაზე წმინდა არსებები დედამიწაზე ,მათი თვალები იმდენად სუფთაა მათი სული იმდენად თავისუფალი რომ შეუძლებელია ბედნიერებას არ აფრქვევდეს ირგვლივ. დილას მზის სხივები მაღვიძებს და ჩემზე შემოხვეულ ორ სხეულს ვუყურებ. მეღიმება მათ აწითლებულ ლოყებს რომ ვხედავ ,თმა იმდენად აქვთ არეული რომ შუბლი საერთოდ აღარ უჩანთ . ალექსი ჩემს ხელზეა მოხვეული , მაქსს მხარზე უდევს თავი მუცელზე კი ჩემი სიცოცხლე ანდრიკო მაწევს, თავი ჩემს მკერდზე უდევს, თავისი ბუთქუნა ხელი პენუარის ქვეშ ჩაუცურებია , აშკარად დედიკოში ავერიე . წვიმა თუ მოიყვანდა ამათ ჩემთან ვერ წარმოვიდგენდი, მართალია ვიცი რომ საბაბად გამოიყენეს წვიმა და საერთოდ არ ეშინიათ ღამე მარტო ძილის ,მაგრამ მაინც მადლობა წვიმას. მობილური ზუზუნებს და ხელს ფრთხილად ვწევ რომ ავიღო -გისმენ-ვჩურჩულებ და ბიჭებს ვუყურებ, ორივე ერთდროულად ბრუნდება და ბალიშს ეხვევა -რატო ჩურჩულებ -ბავშვებს ზინავთ...მერე დამირეკე -ბავშვებს? -ხოო -არ მითხრა რომ ანდროსთან ერტად ალექსიც შენ გვერდითაა...დატოვა მაქსი მარტო ? -არაა -აბა? შენ შეგიშვეს ოთახში? -არაა -მაქსიც მანდაა? -ხოოო -არ გინდა ფოტო გადაუღო? -არააა -არ გაბრაზდება მიდი გთხოვ ...წავედი მე მერე დაგირეკავ , უყვარხარ შენს ბიჭს -ბიჭს? -მარიამ ! -ეგ ბიჭი თავის გოგოს უფრო უყვარს -ისევ ჩუმად ვეუბნები მობილურს ვთისავ და ენერგიით დამუხტული ანდროს ვკოცნი. ისეთი ძილი იცის მაინც არ გაეღვიძება ამიტომ თამამად ვეფერები, ბიჭებს უბრალოდ ვუყურებ, ისევ ერთდროულად ბრუნდებიან ჩემკენ ხელებს შლიან ,მე და ანდროს გვეხვევიან ჩემკენ იწევიან უფრო მეტმასნებიან და ძილს კიდევ ერთსაათს აგრძელებენ. იღვიძებენ და თვალების ფშვნეტას იწყებენ მერე ერთდროულად ჯდებიან და მიყურებენ . -დილამშვიდობისა ბიცო- ერთხმაში მეუბნებიან და მიღიმიან -ახლა რომ ვაკოცო გაგიჟდებიან ვითომ? -ბიცო წუხელ გაჭყლიტეთ ...ბიცო გასამრჯელოს მოითხოვს ღამის თბილად და მსვიდად გატარებისთვის და კომპენსაციას ოკუპირებული საწოლის გამო -ასეც ვიცოდი რომ რამეს გვთხოვდი - მაქსი სახეს მანჭავს და მერე თვალებს ატრიალებს- ალექსი გაკოცებს ჩემ ნაცვლად - საწოლიდან გაპარვას აპირებს ხელზე რომ ვავლებ ისევ მეჭყანება და ისე მკოცნის ლოყაზე- კოცნას მპარავ ალქაჯო ბიცოლა! -მეც მიყვარხართ -ბატონი მიდის მე კი ალექსს ვეხვევი და ბავშვს საწოლში ვაწვენ. ორი საათი კიდევ იძინებს ასე რომ შემიძლია ბიჭებს მივხედო .საწოლიდან ვდგები , ბავშვის ირგვლივ ბალისების ჯებირს ვაკეთებ და ოთახიდან გავდივარ. ბიჭები ალბათ სააბაზანოში იქნებიან უკვე , დერეფანში მივდივარ,მაგრამ სანდროს ოთახიდან გამოსული ხმა მაჩერებს -რას ნიშნავს არ იცი სად არის... აბა მე უნდა ვიცოდე? ბიჭო შენ ხო არ ანძ*** ჩემი და დაკარგული იყოს და არ ვიცოდე სად არის? ჩემთან გეგონა ? ჩემთან როდის დარჩა ღამე მითხარიიი რო მიყურებს ჭარხალს ემსგავსება და ჩემთან დავტოვებდი ? *ირი ხარ-თქო რომ გეუბნები გიჟდები მერე სანამ ჩამოვალ იპოვე თორე მოგკლავ... რა გაცინებს შე ავადმყოფო მოიცა რა... არ მითხრა რო მეხუმრე .არ წამოვიდე კი არა ცოცხალი არ დამხვდე თავი მოიკალი ახალაძე სანამ წამებით ამოგხდი სულს! დილაადრიან მეხუმრა ბიჭი ...სამაგიერო რისთვის! ფერია და? გართმევ ? წაგართმევ სიცოცხლეს შე განუვითარებელო მოგივარდებოდი და დაგალურჯებდი მარა გადავრევ გოგოს ...ვფიქრობ დიახაც . შენ მართლა გააფრინე მგონია რა მოვიტაცო . დამიანეს რო ვეუბნებოდი მერე ჩემი ქაჯი მარიამი და ემილია ერთნაირები არიან? გაჩუმდი ახლა თორე მოგკლავ რო გნახავ ! დილიდან მომიტ*** ხასიათი რა-მობილური მოიფრიალა და სიგარეტი ამოიღო კოლოფიდან, ხელი ისე უკანკალებდა სანთებელა ძლივს აანთო ,რამდენჯერმე შეიკურთხა და ბოლოს კვამლი ფილტვებისკენ გაუშვა - შენ კიდე როდიდან მისმენ მარო? -როდის მომიყვები ? -არასდროს... -ანუ საღამოს -მივდივარ საღამოს -ალექსანდრექე! -კარგი ხო ...შემეში ახლა ცუდად ვარ -მიჯნურობას ვინ მოუკლავს ჩემო გორილა- ვუცინი და მის ოთახს ვტოვებ. ბავშვები დერეფანშ მორბიან სანამ მე ნაბიჯს გადავდგამ - დაიბანეთ? -კიიი... ჩავიცვამთ და გვაჭამე - უცებ მეძახის ამქსი და ოთახში შედის, ალექსი უკვე იქ არის. ჯუნგლები არიან რა... სამზარეულოში შესულს ქალბატონი თამარა მაგიდასთან მჯდომი მხვდება და პირდაპირ ეხუტება ქათამს... ამ დილაადრიან ჭამას რომ იწყებს ამ დროს მეკეტება. ზურგიდან ვეპარები და ლოყებს ვუკოცნი -ჩემიი ბუთქუუუ -რა ბუთქუ ქალო ... ორი თვის არაა ჯერ -გადაყლაპეე ბუთქუუუუ არ დაიხრჩო -ჩემი ბიჭი რომ მომტაცე სად დამიტოვე -ძინავს შენს ბიჭს მშვიდად ,ნათლიას ისე მიეხუტა წუხელ გული გაუთბო -რას აკეთებ?- სამზარეულოში ტრიალი რომ დავიწყე ამომხედა- ეკუნა სად არის? -ეკუნა დღეს არ იქნება სახლში ... ბებოსთან წაიყვანდა დილით მამიკო. მე კი ტარზანებს საუზმე უნდა გავუმზადო -იმდენი საჭმელია რაღას ამზადებ -არ უყვართ ეგენი ხო იცი... „ყიყლიყო“ უნდა გავუკეთო - ისე იცინის ნერვებს მიშლის , ხო ვიცი ახლა რასაც ფიქრობს- რა გინდა თამარა? -არაფერი... -ცუდად ვიქცევი მათზე რო ვფიქრობ თუ რა არის ვერ გავიგე...ყველა რატო ხართ გაკვირვებული ! -ნუ ბუზღუნებ... საუკეთესო ბიცო ხარ და ყველაზე მეტად უყვარხარ ორივეს -სულ არ მინდა ასე იყოს ...უბრალოდ ვერ ვეგუები -ვიცი რომ ყვლაფერი წესისამებრ მოგწონს...მაგრამ არ შეუძლია იმქალს სახლში ჯდომა და რას ითხოვ? -მე არაფერს! -რას ადგეხარ ტაფას თავზე ისე არ შეიწვება? -უნდა გადაწითლდეს...ისე არ უყვარს მაქსს და მაინც არ შეჭამს. აღარ ჭამს ბიჭი ამ ბოლო დროს...ფიგურას უფრთხილდება -გახსოვს როგორი მოცომილები იყვნენ... წითელლოყებები -ჩვენზე ლაპარაკობ თამრიკო?- უცებ შემოდის და თამარას ლოყაზე კოცნის-დილამშვიდობისა როგორ ხართ?- მუცელზე ადებს ხელს -კიდე არ გაზრდილა? -ერთ დღეში რა გაზრდიდა- ალექსი ეუბნება თვალების ტრიალით და ისიც კოცნის თამარას. მერე ორივე სუნს მოყვებიან და ჩემ გვერდით დგებიან- ყიყლიყოს გვიკეთებ ბიცო? -გვრთამავ? რა ხდება? -საიდან მოიტან ხოლმე მაქს ასეთ რაღაცეებს? -აბა შენ რატო აკეთებ საუზმეს დამიანეს გარდა არავის უმზადებ საუზმეს და ახლა რა ხდება? -ეკა არ არის სახლში გენიოსო არ თქვა წუხელ მივდივარ და მარიამს დააკვირდით სახლი არ გადამიწვასო? - ალექსი ეუბნება და ისევ იწყებენ ლაპარაკს...ამას ვერ გადაეჩვევიან ალბატ ვერასდროს -აუუ ეკა ბებო არ იქნება დღეს? ეს მართლა გადაწვავს ვითომ სახლს? რა ვიცი დამიანემ გემრიელად აკეთებს ყველაფერს ნუ გაქ მწარე ენაო ლამის მომკლა იმ დღეს და -რა მოგკლა ორი სიტყვა გითხრა სულ -ისე მიბრიალებდა თვალებს სიტყვა რათ უნდოდა... ტელეფონია და უპასუხე ბიცოლა-უცებ მიბრუნდება და მიბღვერს- ნუ გვისმენ რო ვლაპარაკობტ -ჩვენც აქ ვართ გენიოსო როგორ არ მოგისმინოთ-თამარა ეუბნება და სკამს წევს რომ დასვას ბატონი . ახლა უკვე ლიმონათს აგემოვნებს და სკამს ისე ეყრდნობა მგონი სუნთქვა უჭირს იმდენი ჭამა. მობილურზე ანამარიას სახეს რომ ვხედავ მიკვირს , ბავშვებს რატომ არ დაურეკა ნეტავ -გისმენ -მარიამ ბავშვებთან თუ ხარ ახლავე გადი კარგი? -კარგი... ორი წუთით დაიცადე ..თამარა მიხედავ საუზმეს? -კიი ახლავე ..- სწრაფად დგება და თან აინტერესებს რა ხდება . ეზოში გავდივარ და სკამზე ვჯდები -რა ხდება? -ბავშვები ვერ მიმყავს... თურქეთში მიწევს გადაფრენა...კლინიკიდან გამომიძახეს და აუცილებლად უნდა წავიდე. შეიძლება ქორწილამდე ვერც დავბრუნდე. დემნა ჩამოვა და წაიყვანს ბავშვებს თუ ძალიან შეგაწუხეს . არ მინდოდა გაეგოთ და იმიტომ გაგაფრთხილე...აბა ჩამოვიდეს დემნა თუ დაიტოვებ კიდევ? -ლეკვები ან კნუტები არ არიან რომ დავიტოვო ან არ დავიტოვო. ჩემთან რჩებიან და იქნებიან რამდენ ხანსაც უნდათ ანამარია... არ იყო გამოსვლა საჭირო ,ისედაც ელოდნენ რომ არ ჩამოხვიდოდი! თუ მხოლოდ ეს უნდა გეთქვა ახლა წავალ უნდა ვისაუზმოთ და უჩემოდ არ დაიწყებენ ! -მარიამ... -მე ნუ ამიხსნი ძალიან გთხოვ...მე და შენ არაფერი გვაქ გასარჩევი . მხოლოდ შენს შვილებს უნდა ესაუბრო ,იმათ ვისთანაც გეშლება და აარა მე ! ნახვამდის, მშვიდობიან მგზავრობას გისურვებ ! - არ შემიძლია ხომ იცით , თვალთმაქცობა მკლავს. არც არასდროს დამიმალავს ჩემი დამოკიდებულება და არც მადარდებს რას იფიქრებს ჩემზე, უტაქტო ვიყო თუნდაც. წესით კარგად უნდა მიცნობდეს და მეგობარიც უნდა იყოს ჩემი ,მაგრამ შვილებს არ ნახულობს ნორმალურად და მე საიდან გამიცნობდა. ფაქტობრივად შენიშვნას უცხო ქალისგან იღებს ... ბავშვები მაგიდასთან სხედან და მელოდებიან. ბევრჯერ მითქვამს რომ უჩემოდ დაიწყონ ,მაგრამ არასდროს მისმენენ. ახლაც მშვიდად ისაუზმეს, როგორც ჩვევიათ ნუ მე სიმშვიდე მგონია ყველაფრის არევა და თამაში ჭამის დროს. ვერთობი კიდეც, რას ვიფიქრებდი ამას თუ შევეჩვეოდი. თუმცა პროგრესია, ერთანეთს აღარ ესვრიან საჭმელს უბრალდო თეფშებს ატრიალებენ მაგიდაზე და თამაშობენ. თამარა ორივეს რომ პარავს თითო ნაჭერს სამივე ერთად დავცინით და გვიბრაზდება. ფეხმძიმობაში რომ უსაყვარლესი ხდება ჩვენი თამრო გითხარით უკვე? ნამდვილი საყვარელი ფუმფულა ფისუნია ხდება . საოცარი ამ დროს დაშნიანია ,ისედაც ხომ სასწაულად ექცევა და დამტკბარი უყურებს ,მაგრამ ფეხმძიმობისას საერთოდ შაქარყინულად იქცევა. თითქოს ხომ იგივეა,ისევ ის ტონი,ისევ ისეთი საუბრის მანერა, მაგრამ მზერა ...მზერა აქვს საოცარი. ვინაიდან მშობლები არ არიან ყველაფრის გაკეთება მე მიწევს, ჩემი ძმა ქუჩაში რომ გადის უკან აღარ ბრუნდება. თამარა ბავშვს უვლის და რა თქმა უნდა დახმარებას არც ვთავაზობ. სამაგიეროდ ბიჭები მომყვებიან როგორც კი ვტოვებ სახლს და გაოცებისგან აღარ ვიცი რა გავაკეთო. მეხმარებიან ფრინველების და ცხოველების დაპურებაში. ცოტა გამიგიჟეს პატარა ხბო,მაგრამ მაინც კარგად იქცეოდნენ. მერე მინდორში ბურთითაც წაითამაშეს და ისე გამომყვნენ უკან. ბურთს კენწლავდა და არც მიყურებდა ისე დაიწყო საუბარი ალექსმა -დედამ დაგირეკა ხო? რაო არ მოდის? -სადმე მიდის თუ კლინიკაში დაბრუნდა პირდაპირ -უბრალოდ გვითხარი მარიამ- ალექსი მეუბნება და ისევ არ აშორებს ბურთს თვალს, მთელი ძალით ისვრის მიწისკენ და თავს ისე ხრის გული მეკუმშება -თურქეთში მიდის... დაურეკეთ წასვლამდე ბედნიერი მგზავრობა უსურვეთ -მამას დავურეკავ და ვეტყვი რომ წაგვიყვანოს ! - ისევ ალექსი მეუბნება, მაქსი უბრალოდ მიაბიჯებს და ძმას უყურებს -წასვლა გინდა? -ვიცით რომ სტუმრობასაც აქვს დრო ... სალომე და საბა რომ ჩამოვლენ მამაც იქნება და წავყვებით იქედან პირდაპირ -თქვენ ჩემი სტუმრები არ ხართ ... ამ სახლში და იქ სადაც მე ვიქნები არასდროს იქნებით სტუმრები ხომ იცით -დედაჩვენი არ ატარებს ამდენ დროს ჩვენთან და შენ რა ვალდებული ხარ მთელი თვე აგვიტანო? -აგიტანოთ? ალექს რას ნიშნავს ეგ -იმას რომ ის ვერ იტანს ჩვენთან ყოფნას...ბეზრდება ,იღლება.მხოლოდ მოფერება უნდოდა ყოველთვის მოვიდოდა გვაკოცებდა ჩაგვეხუტებოდა ერთი დღე და მერე მორჩა მონატრებას რომელიც გააჩნდა იქრობდა და უკვე გაქცევა უნდოდა ყოველთვის! ახლა პატარა ბუთხუზა ბავშვები აღარ ვართ და ჰგონია რომ ის ერთი მოხვევა კმარა. ის დედაა ჩვენი ... ყველაზე მეტად ვუყვარვართ ალბათ და ის არ ჩერდება ჩვენთან დიდხანს ...შენ კიდე ძლივს ისვენებ და იმასაც არ გაცლით! -ნუ სულელობ- მაქსმა დაუბრიალა თვალები და მერე მე გამომხედა- ნუ უსმენ...ურევს ამ ბოლო დროს ,მაგრამ მაინც წავალთ ხვალ ! მამამ ზღვაზე წაგიყვანთ ერთი კვირითო გვითხრა და შევახსენებთ დანაპირებს... ემახსოვრება,მაგრამ დროს შევუთანხმებთ. -და გააკეთებთ იმას რაც არ გინდათ? -ამ ორ კვირაში მამაც მოგვენატრა უკვე... მასთან დასვენებაზე უარს არ ვიტყვით -მერეც შეგეძლოთ წასვლა მაგალითად აგვიწტოში ,ქორწილის შემდეგ.ახლა უბრალოდ იხტიბარს არ იტეხავთ და იჯერებთ რომ მე თქვენთან ყოფნა მაწუხებს ...არ ვაპირებ საწინააღმდეგო დაგიმტკიცოთ ! - მშვიდად განვუცხადე ,როგორც შევძელი და წინ წავედი. -რატომ ...რატომ არ გვიმტკიცებ საპირისპიროს -თავს მხოლოდ დამნაშავეები იცავენ ... ან მხოლოდ იმასთან ვისაც არაფერი ესმის ,ვერაფერს გრძნობს და ხედავს! თქვენ კარგი მსენელები ხართ, შესანიშნავად გრძNობთ და ხედავთ ყველაფერს ! როგორც გინდათ ისე მოიქეცით მე სიმართლე ვიცი და სხვას არ აქვს მნიშვნელობა-ისევ გავაგრძელე გზა უცებ რომ მომეხვია გამხდარი ხელები , ორივე ჩამეხუტა. ასე ჩუმად ,უსიტყვოდ მეხვეოდნენ. მერე მომშორდნენ და სახლისკენ გაიქცნენ ანდროს უნდა ვეთამაშოთო. საღამომდე მეც და ბავშვებიც დავიქანცეთ. თამარამ და ანდრომ ადრიანად დაიძინეს ,მეორე დღეს ადრე მოაკითხავდათ დაშნი ამიტომ გამოძინება გადაწყვიტეს. მე კი ცივი ყავა გავიმზადე ნაყინით და ეზოში გაბმულ ჰამაკში შავჯექი. ბატონი სანდრინიო რომ მობრძანდა ვაიძულე გვერდით დამჯდარიყო და ყველაფერი დაეფრქვა -ვინ გიყვარს ყმაწვილო ? -მულური უნდა ჩართო? ნუ ღელავ ჯერ ცოლი არ გახდება -მე რატომ უნდა ვიღელვო შენ გიყვარს შენ უნდა ფიქრობდე ყველაფერზე ახლა ... კაცის უპირველესი მოვალეობა ამქვეყნად ქალის გაბედნიერებაა,ქალის რომელიც უყვარს. -შენ რომეოს გინდა დავემსგავსო? -ჩემ რომეოს ვერავინ დაემსგავსება..ერთადერთია და ისიც ჩემია - ყელმოღერებული ვუცხადებ და მერე ხარხარს რომ იწყებს ვჩქმეტ -ახლაძის და მიყვარს ... -ვინ არის ახალაძე -ძმის ძმაკაცი რომ არ გეცოდინება...დამიანეს ყველა ზმაკაცს ხო კარგად იცნობ -შენსავით ყველას ძმაკაცს არ ეძახის დამიანე მას კიდე იმდენი ნაცნობი ჰყავს ეგრე ყველას არც გავიცნობ ... -ვამეეე სად სეგვიძლია ეს იდეალური ხალხიიიი -ნუ იტყლარწები და თემას ნუ ცვლი ... შენ ათასი ნაცნობი გყავს, ყველანაირები და ამით ვერ ვიმსჯელებ ის გოგო როგორია -ეგრე მოყოლილითაც არ მსჯელობ შენ -ხოდა მაგას გიხსნი მეც ...როდის გამაცნობ! -რა გინდა რო არასდროს შემომხედოს? -არ მომეწონება ანუ? -შენ არ მოეწონები...შეაშინებ -ბავშვია?-ისე შევიცხადე თიტქოს დამიანე 9 წლით უფროსი არ იყოს ! -20 წლის ბავშვია -კატასტროფა! -ნუ ხარ ალქაჯი! -აბა შენ და ბავშვი ერთად შეიძლება? მითუმეტეს ხასიათით თუ ბავშვურია ...საწყალი გოგო ! -მოიცა ის რატოა საწყალი ! -შენ რო გიყვარს იმიტო ! იმედია ისე არ ელაპარაკები როგორც მე -ზოგადად როგორც ვსაუბრობ ისე ველაპარაკები... სპექტაკლს ხო არ დავდგამ .საერთოდაც არაფერი გვაქ ვერ გავიგე როგორ დავიწყო ურთიერთობა ზედმეტად სათუთია,ნაზი და ემოციური . -ყველა ქალი ემოციურია ... -ის როგორი ემოციურია იცი? აი შენ რო არასდროს ყოფილხარ ისეთი... -მე რას მერჩი ადამიანო რა გინდაა ... ჩემნაირი ხო არ იქნება -უი ღმერთმა დამიფაროს შენ შეგადაროს...ის როგორია იცი? აი გზაში პატარა მიუსაფარი კნუტი რომ დაინახოს შეიძლება იტიროს ,აიყვანოს აჭამოს მოეფეროს და მერე რო დატოვებს ტირილით თვალები დაისიოს -დედაა ,მამაა სად გაგიმართლათ? ძლივს მოიშორებთ ალქაჯ ქალიშვილს და მიიღებთ ანგელოზ რძალს -დამცინი? -ღმერთმა დამიფაროს ...როგორ გეკადრება -არა რა იმ დამიანემ სულ გაგაფუჭა...ცინიკოსო გახდი! როდის წაგიყვანს ერთი მოგიშორო ტავიდან -ძმაკაცის და როგორ შეგიყვარდა ბიჭო -სულ არ ვიცოდი ახალაძის და თუ იყო . უნივერსიტეტში გავიცანი შემთხვევით პირველ კურსზე იყო მაშინ და აუდიტორიას ეძებდა დაბნეული წინ რომ ავესვეტე და ლამის დამეჯახა. ისე მიყურებდა ნახევარი საათი დავშტერდი ... მერე არაფერი განსაკუთრებული ჩვეულებრივ გოგოებს არ დავსდევდი ხო იცი .უბრალოდ ნაცნობის დონეზე ვიყავით -მჯერა ხო როგორ არა -კაი ხო ხანდახან გავეჩითებოდი ხოლმე და ვაწითლებდი.. -არ მითხრა რეებს ეუბნებოდი და რას აკეთებდი! -იმიტო კი არა რო დამეკერა გოგო... უბრალოდ რა. ვაფშე ცოტა ხნის წინ მივხვდი რო მიყავარს და მერე გავიგე რო ახალაძის და იყო . ვეტყოდი ასე უცებ ,მაგრამ მონაყოლი მქონდა და რომ დავიანხე მის სახლში იმ დამპალმა ეგრევე მოწვა. -კითხვა დაგისვი მე ! -ხოდა როგორ გაგაცნო მითხარი შეყვარებული კი არაა რა ვუთხრა ჩემ ურჩხულ დას შენი გაცნობა უნდა რომ ჩაგყლაპოს და ოცი თვალით დაგაკვირდეს-თქო თუ რა ვქნა -ქორწილში დაპატიჟე! -ქორწილი შენ არ იცი როდის გექნება არანორმალურო! -რატო ვარ არანორმალური თავს რომ არ ვიღლი სულელური სამზადისით რომელსაც არანაირი მნიშვნელობა აქვს? ნუ გავერთობი მხოლოდ იმ დღეს -ხო ახლა პირველი ღამის შენ არ გეშინია და რა აგანერვიულებს... თეთრი კი არა იმდენი კაბა ექნება გახდილი გინეკოლოგის გამოცდილ თითებს რომ ემოციურად რა გადაგღლის -უაზრობის პიკზე ხარ -ვიცი მეც მიყვარხარ... -გორილა... კინკონგო...ნეარდენტალელო ნუ მეხვევი - ხელები რომ მომხვია და კოცნა დამიწყო გავებუტე ,მაგრამ მალევე გავიყუჩე და ჩავეხუტე- ჩემი გიჟი შეყვარებულია... -რა გიხარია..მაინც არ შევიცვლები .შენ რომ გაგტეხა დადიანმა ისე კი არ იქნება -ვნახავთ ! -ვნახავთ დიახაც... -ხოდა დაველოდები ! -დაელოდე -მიყვარხარ -ნუ ახლა საუკეტესო ძმა რომ გყავს როგორ არ გეყვარება -დამპალო -მე უფრო ...ყველაზე ყველაზე მეტად მიყვარხარ- მაგრად მიჭერს ხელებს მხრებზე და თავზე მკოცნის -მართლა თხოვდები გოგო? -რავიცი მე მოვიტაცე და ის კიდ ედარბის აქეთ იქით... ელოდა როდის მოვიტაცებდი და ახლა ჭკუაზე აღარაა! -ნეტა გისმენდეს მოგაკეტინებდა უცებ ! -არაფერიც! -კი კი ...უცებ გაგაჩუმებდა- იცინის და ჰამაკის ქანავს განაგრძობს. აი ასე ვიყავი ნახევარი ღამე ,მერე ჩამეძინა და კიდევ კარგი გარეთ არ გამყინა იმ გორილამ ყველაზე მეტად რომ მიყვარს. ........დღეს ქალბატონი სალომე და ბატონი საბა სამშობლოში ბრუნდებიან .პირდაპირ სოფელში წამოვლენ და ჩვენც იქ დავხვდებით. იმედია ოდესმე სამსობლოში დაბრუნდებიან და აქ განაგრზობენ მოღვაწეობას,თორემ ასე ზაფხულობით ჩამოსვლა თამარას და დაშნიანს სულ არ მოსწონთ. თამუნა დილით მიდის, დაშნი მობრძანდება და მიჰყავს ცოლ-შვილი. მე და ტყუპები ვრჩებით სახლში რადგან სანდრო სადღაც გაქრა. მთელს დღეს მათთან ერთად ვატარებ, წიგნი დაასრულეს და გადავწყვიტე მომესმინა რომელი ნაწილი მოეწონათ. ეზოში ვიჯექით ხილს მივირთმევდით და თან წიგნებზე ვსაუბრობდით. ვინაოდან ორივეს წაკითხული ჰქონდა გარჩევაც დაიწყეს ,შინაარსს რომ საოცრად გადმოსცემენ ამაზე საუბარიც კი არ ღირს. უბრალოდ გსიამოვნებს რომ უსმენ. მერე გადაწყვიტეს უცოდინარი ბიცოლასთვის ჭადრაკი ესწავლებინათ, მაგრამ ბიცოს ტვინმა ვერ „გაქაჩა“ და შეეშვნენ. ოღონდ ბევრიდ ასცინეს ,გააბრაზეს და შემდეგ -კაიი რა მარუსაა სეგვირიგდი... -ხო რა ...რა ჩვენი ბრალია თი ვერ დაიმახსოვრე... -რა ვქნათ თუ ვერ დაძლიე ჭადრაკის სირთულე -რა უზრდელები ხართ... თქვენ ორი თვე სწავლობდით და მე ერთ საათში გინდათ ვისწავლოთ? - შენ რა იცი ! -როგორ არ ვიცი... ექვსი წლიდან თამაშობთ და მეჯიბრებიან ახლა აქ მე ! სულ არ მჭირდება თქვენი ჭადრაკი -დედამ არც იცოდა ჭადრაკს თუ ვთამაშობდით... რომ ვუთხარი მეთამაშე-თქო ასე მითხრა რთულია და ახლა ვერ გასწავლითო - ალექსმა ბურდღუნით თქვა და სკამზე დაეშვა -პირველად მიხვდი რო არ გიცნობს ის ქალი თუ რა ჯანდაბა გჭირს შენ ! - მაქსმა რომ დაუყვირა აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა -მაქს... -დავიღალე აბა ყოველწამს ახსენებს...არ შეუძლია გაერთოს და დაივიწყოს. ადროვე მოენატრები მოოვა გაკოცებს ერთ ორს მიადნები შენც ხელებში და კარგად მოეჭიდე იმ დროს რო ერთი საათით დიდხანს დარჩეს! გეფიცები კიდე თუ მოიქცევი ასე გაგიშვებ აქედან ! -გამახსენდა უბრალოდ... არ შეიძლება? -არ შეიძლება ! -ბიჭებო.. -ახლა არ თქვა რომ უნდა გავუგოთ და საქმე აქვს! ბევრს აქვს საქმე ყველა ჩვენი კლასელის დედა მუშაობს თითქმის მაგრამ იცლიან შვილებისთვის. ზოგჯერ აგვიანდებათ კონცერტებზე, გამოსვლებზე მაგრამ მაინც იცლიან. ექიმებიც არიან ,მაგრამ დრო აქვთ! მოძველდა თქვენი არგუმენტები, ვეღარ გაამართლებ, აღარ ვტყუვდებით გაიგე და შეეშვი მის გამართლებას, შენ არ გევალება ეგ ! -მდინარეზე რომ წავიდეთ არ შეიძლება? სანამ საღამო მოვა -გამოვიცვალოთ და წავიდეთ... ნახევარ საათში მდინარისკენ მიმავალ გზაზე ვიდექით. ზურგჩანთა მქონდა მოკიდებული და ვუყურებდი როგორ მიაბიჯებდნენ ჩემ გვერდით ბიჭები. ყველა გვესალმებოდა, უკვე ცნობდნენ ბავშვებს და ისინიც ყველას უღიმოდნენ . ორ მოცურავეს ცურვას ვერ ავუკრზალავდი და ისინიც პირდაპირ გადაეშვნენ მდინარეში . მერე მეც შევედი,მაგრამ როგორც არმცოდნემ ლამის სალტოები ვაკეთე წყალში. ქვაზე ფეხი ამიცდა და პირდაპირ ღრმა წყალში გადავეშვი . კიდევ კარგი დამინახეს და უცებ მოცურა ორივემ -ბიცოოო -კარგად ვარ... კარგად ნუ გეშინიათ- რამდენჯერმე დავახველე და დიდ ქვაზე დავჯექი. წადით თქვენ გაცურეთ... შორს არ გახვიდეთ ოღონდ რომ დაგიძახებთ გამოდიტ -რო დაგტოვოთ და წაიქცე მერე ბიცოო? -ნუ დამცინი ლაწირაკოო -ლაწირაკოოო- გამაჯავრა მაშნვე და სანამ თავშ წამოვარტყი მანამ ისკუპა წყალში. ალექსიც მიჰყვა. ახლოს ცურავდნენ და იქედან მეჭყანებოდნენ. მერე არ ვიცი საიდან გაჩნდა ის არსება ჩემ გვერდით ,მაგრამ აშკარად ნახევრად შიშველი დაბრძანდა და მზერა მომაპყრო . შორტით და მაისურით ვიჯექი , საცურაო კოსტიუმი რომ მცმოდა ალბათ ჩამყლაპავდა ,რა უბედურებაა. -ცურვა ისევ არ იცი? -გაქრობა ისევ არ იცი? -შენი ბრალია... ასეთი კარგი არ უნდა იყო! -სასაცილოა როცა ყველანაირად ცდილობ შენი სისულელე წარმოაჩინო ! -მაგრამ შენ არ იცინი! ახლაც არ მიღიმი -დაცინვა არ მხიბლავს და სასაცილო არაფერია! -მეგონა აინტერესებდი იმ შენს ექიმს...იცის რომ მომწონხარ და კიდია -გამიკვირდებოდა რომ არ ეკოდოს -ამდენად უმიშვნელოდ მთვლის თუ ამდენად გენდობა -ორივე! -მითხრეს შეიცვალაო ... რატომ ხარ ისევ ისეთი ცივი ! სიტყვასაც კი ძალით ამბობ -რომ ხვდები და მაინც აგრძელებ რაღა გქვია ვერ ვიგებ ! -არც მაშინ შეეშინდება რომ მოგიტაცო? მაშინაც უმნიშვნელო ვიქნები ,მაშინაც ექნება ნდობა როცა გაიგებს რომ ჩემთან ხარ?! -არც ეგეთი სულელი მეგონე! რჩევას მოგცემ, უბრალოდ შეეშვი ცეცხლტან თამაშს თორემ კოცონი ხანძარში თუ გადაიზარდა ისეთ კვალს დატოვებს ვერასდროს რომ ვერ მოიშორებ! დაფიქრდი ღირს თუ არა უშედეგო , კრახისთვის განწირული ცეცხლთან თამაში. -როგორ შეიძლება არ მიყვარდე! -სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ უყვარდებათ , მე არ ვარ ის ერთი -საიდან იცი -სხვისთვის შემქმნა ღმერთმა , მისი ნაწილი ვარ უკვე და ამას ვერაფერი შეცვლის ! -რომ გითხრა ბედნიერი მინდა იყო-თქო დამიჯერებ? -რომც არ გინდოდეს მაინც ვიქნები ასე რომ გმადლობ - იღიმის და მიდის. მე კი ისევ ბავშვებზე გადამაქვს ყურადღება , ჩემკენ მოცურავენ და წყალს ისე მასხამენ თვალებს ვერ ვახელ, ხელებს ვიქნევ საწყლად და ვკივი მერე ვიღაც ჰაერში მიყვანს . ნაცნობ სურნელს რომ ვგრძნობ სხეულზე ვეკვრი და იქვე ვკოცნი. ჯერ ყელში მერე ყბაზე და ლოყაზე გადავდივარ -ხომ დამპირდით არ გავაბარაზებ მარიამსო... -საიდან გამოჩნდბეი ხოლმე რა ... ვერთობოდით -მეც მომენატრეთ!- ხელს ისევ არ მიშვებს ბავსვებს ელაპარაკება და მერე მკოცნის -წასვლის დროა მილედი. -არ მაკოცებ? - ყურში ვეჩურჩულები და ასკარად არ მახსოვს მდინარეზე შეკრებილი ორი სოფლის ხალხი რომ გვიყურებს -იმდენს რომ კვნესისგან ხმა ჩაგიწყდეს- არ სეუძლია, არ შეუძლია ეს მითხრას და მერე ხელი გამიშვას. ეს წამებააა ...ეს არააადამიანობაააა. მანქანაში გაბრაზებული ვკდები , უკან ბავშვების გვერდით ვარ ის კი სარკიდან მიყურებს ,თვალებით დამცინის და არ იცის რომ ვიძიებ შურს. ერთ საათში თამარასთან ვართ სახლში და ყველაფერი მავიწყდება. ყველანი ერთად ვიკრიბებით და ველით მონატრებული მეგობრების გამოჩენას. როგორღაც მოაღწიეს და შემდეგ დაუვიწყარი დრო გავატარეთ. მაინც ვერ მიიღეს ქორწილის შესახებ ინფორმაცია და ისევ თამარას ფეხმძიმობას განიხილავდნენ. რა გზა ჰქონდათ რო? ბავშვები ეზოში თამაშობდნენ , ტყუპებს ჰყავდათ პატარები და მშობლებიც მშვიდად ისხდნენ. აი ტყუპებს ვინ მოუვლიდა მაგაზე არავინ ფიქრობდა. -გავალ ბავშვებს ვნახავ -ნე ნერვილობ სულ... -უბრალოდ ვნახავუ...უკან გავიდნენ მგონი - ქეთა დავტოვე და ეზოში გავედი. ბავშვები წინ არ იყვნენ , ამიტომ სახლის მეორე მხარეს წავედი ალექსის ხმა რომ გავიგე გული გამიჩერდა -მაააქს ... მაქს გტკივა? მაქს- ალექსის ხმას მაქსიმეს ყვირილიც რომ დაერთო მერ ეუკვე გავრბოდი. ეზოს ბოლოში იყვნენ ხეების ქვეშ. ბავშვები მაქსის ირგვლივ იყვნენ და ვერ ვხედავდი. რომ მივუახლოვდი დავინახე რომ მინდროზე იწვა თვაიდან სისხლი სდიოდა და თვალებს ძლივს ახელდა . ექიმის ინსტიქტიც რომ გამიქრა მივხვდი რომ ზედმეტად სუსტი ვიყავი . მახსოვს როგორ მოვარდა დემნა და შემდეგ დანარჩენები. ბავში გაუნძრევლად გადაიყვანეს ხელი მოტეხილი ჰქონდა ,წამალი არ გვქონდა და ვერც დავალევინებდით შეიძლებოდა შინაგანი სისხლდენა ჰქონოდა. გონზე იყო და ძალიან ტკიოდა. მოტეხილ ხელზე სახელდახელო იმობილიზაცია ,თავი შეხვეული და ყველაფერი ერდროულად ტკიოდა. ალექსიც ტიროდა და ჩუმად სლუკუნებდა. კლინიკაში რომ შევედით მერე ექიმებმა გადაიბარეს ჩვენ კი დერეფანსი დავრჩით. შესვლის ზალა არ მქონდა თორემ დამიშვებდნენ ალექსს ვჭირდებოდი. დემნა გაგიჟებული დადიოდა დერეფანში და ბავშვზე ვერც კი ფიქრობდა . კუთხეში იჯდა და ტიროდა -მე უნდა ავსულიყავი... უფრო გამხდარი ვარ და არ ჩამოტყდებოდა ტოტი - როგორც კი დავჯექი მაშნვე მომეხვია და ამოიტირა -კარგად იქნება და რამდენიმე კვირა მეფესავით იქნება ... მოემზადე რომ გავუძლოთ - თავზე ვაკოცე და ცრემლები სვეუმშრალე -მართლა? -ხელი აქვს მოტეხილი... პირველად ხომ არაა? -მაშინ სკეიტიდან ჩამოვარდა ... -ხეზე რას აკეთებდა! -რა გაღრიალებს - დემნას ისე გავხედე წამში გაიწია უკან ნეტა ალექსს რას დააფრინდა ,გიჟი! -თითმფრინავი გაიჭედა ტოტებს შორის და ჩამოღება უნდოდა... -რა გატირებს? -უყვირი და აბა რა ქნას დემნა? -აუ ჩემი ეს გამაგიჟებს მომაშორე დამიანე ! -რო დაჯდე არ გინდა? ხომ გითხარი რომ კარგადაა... -თავიდან სისხლი რომ სდიოდა? შერყევა რომ ჰქონდეს? -დაბადებიდან შერყეული ხარ და რა მერე? ამათ დიალოგებს ახლა ვერ მივაქცევდი ყურადღებას ალექსი როგორღაც დავამშვიდე და შემდეგ მაქსთან შევედით. უკვე თაბაშირიანი ხელით იწვა , წვეთოვანი ედგა და თავიც გადახვეული ჰქონდა. -როგორ ხარ მა? -ქორწილამდე თაბაშირს არ მომხსნიან ? ბიძიას ქორწილში ასე ხო არ ვიქნები -ბიძია ქორწილს გადადებს მაგათთვის სულერთია მაინც- ბავშვს კოცნის და სავარძელში ეშვება - არა რამდენჯერ გითხარი გამხმარ ხეზე არ აძვრე გადმოვარდები-თქო ! -მეგონა გამიძლებდა...თან თვითმფრინავი გაიჭედა .შენ რა იყო რას გიგავს თვალები - ძმას შეუბღვირა გაყურსული რომ იჯდა საწოლზე და უყურებდა -აბაა მოვიტანოთ ფლომასტერი და მოვხატოთ თაბაშირი?- გიგი შემობრძანდა და ცისარტყელას ფერები დაყარა საწოლზე -მოწიე ხელი ვაჟკაც -მომაშორეთ ეს კაცი ვინმემ- ისე ამოიდუდღუნა ღიმილი ვერ შევიკავე -ფუ მთლად შენნაირი ცივია ესეც მარიამ ! -მოშორდი ბავშვს სანამ საკუთარი ხელზე მოხვეული თაბაშირი მოგიხატე ! -მაშინებს ბიცოლაშენი...კაი ხო რა იყოთ თქვენ ხო ბავშვები არ ხართ ვიფიქრე გავულამაზებ თაბაშირს-თქო არადა რა კარგად იხატება მაგაზე.წავედი ცოლი მირეკავს მოვუყვე რო კარგად ხარ თორე სახლში აღარ შემიშვებს -შეგიძლია წახვდიე და ისე მოუყვე... ვიცი რო საქმეები გქონდა ნუ მოცდები კარგადაა მაქსი! -წავიდე? მართლა? -სწრაფად ... -დაგირეკავ ვაჟკააც- თავზე კოცნის და მიდის. საღამომდე კლინიკაში ვიყავით . მობილური არ გაჩერებულა და უკვე ზარი ცუდად მხდიდა. შემდეგ სახლში წავიყვანეთ ბავშვები . მათ ოთახს ვაწესრიგებდი თან მაქსს ველაპარაკებოდი , ალექსიც მის გვერდით იწვა და პატარა ბურთს კედელს ესროდა . -რომ აგტკივდება მითხარი და წამალს მოგცემ ... -გავიგე მარიაამ -უიმე ჯუჯღუნა ! -შია მაგ ჯუჯღუნას იქ ისეთი დებილური საჭმელი იყო კუჭი მტკივა -შენს მშობლებს უთხარი რომ სასადილოს ბიუჯეტი გაზარდოს -თქვენც ასეთ საშინელებებს გაჭმევენ?-ისე საყვარლად შეიცხადა სიცილი ვერ შევიკავე -რას შეჭამთ ბატონო მაქსიკო? -შენ მომმზადებ? -რამე საოცრებას თუ არ მეტყვი -დიდი სიამოვნებით მოვიფქრებდი რამე საოცრებას ახლა ,მაგრამ შენი გაბრაზებისთვის არ მცხელა. კარტოფილი შემიწვი რა ... -ხორცთან ერთად ხო? -ხო -რა ხდება აქ? დაქანცეთ მარიამი? -არა უბრალოდ გვშია და -წეხან არ გკითხეთ რა მოგიმზადოთ-თქო? -დემნა რაღაც არ მახსოვს იმას ვაკეთებდე ოდესმე რაც არ მინდა და შენ რატომ მარიდებ საქმეს რისი გაკეთებაც მსიამოვნებს? -კარგი ...გავდივარ ხელებს ვწევ მორჩა ! შენი პრინცი წავიდა ... მაღაზიაში გავგზავნე პროდუქტებს იყიდის და მოვა გასვლამდე მომაძახა შემდეგ კი ბავშვებს მიუწვა გვერდით. სამზარეულოში ვიყავი დამიანეც მოვიდა, ჩვენთვისაც დავიწყე ვახშმის მზადება. ჩუმად ალაგებდა პროდუქტებს სანამ მე ვამზადებდი და პარალელურად ვიღაცას წერდა -რა გჭირს დამიანე? -ანამარიაზე ვფიქრობდი ... -კარისკენ გაიხედა და მაგიდასთან დაჯდა.ისე მიყურებდა ვხვდებოდი რომ რაღაც საიდუმლო უნდა ეთქვა . -გისმენ -ფეხმზიმედაა 90 % დარწმუნებული ვარ...სიმპტომებს ვაკვირდებოდი კლინიკაში და მინიმუმ 4 თვისაა -შენს ცოდნაშ ეჭვი არ მეპარება,მაგრამ ორი კვირა ერთად იყვნენ და ოთხი თვის ფეხმძმე ცოლს ვერ შეამჩნევდა დემნა? -ხომ იცი რომ შეიძლება ოდნავ ეტყობოდეს მუცელი ისეთი ფორმა აქვს ამ დროს წონის მომატებას ჰგავს უბრალოდ ნებისმიერი თვალისთვის . -ეგ ქალი ოდესმე მოშორდება იმ ბლოკს? ნარკოდამოკიდებულს ჰგავს... -უბრალოდ შენ არ გგავს და იმიტომ ფიქრობ ასე -სადაა ლოგიკა რა შუაში ვარ მე ...როგორ შეიძლება საქმისგან მიიღო სიამოვნება როცა ასეთი შვილები გყავს და მათგან შორს ხარ. დემნა მაინც არ ეცოდება? ხუთი წლით რომ დაუმალა შვილები არ ეყო? ახლა ფეხმძიმედაა და კიდევ არ ეუბნება მხოლოდ იმიტომ რომ კლინიკაში დიდხანს დარჩეს? ეშმაკსაც წაუღია საქმე ...ვეღარ ვაკონტროლებ თავს ! -ამოვისუნთქე და სკამზე დავეშვი-დემნას არ ეტყვი? -მე უნდა ვუთხრა შენი აზრით? -იცი ხუთი წელია ვუყურებთ და არ ვერევით.. პროგრესს მე ვერ ვხედავ იჩხუბებენ გამოლანძღავენ ერთმანეთს, ისე რომ მე ვერც წარმომიდგენია მასგავსი რამე მითხრას კაცმა და მერე საერთოდ ადამიანად ჩავთვალო... მე რომ ვთქვა ხომ საერთოდ -ყველა ადამიანს ვერ გაუგებ..მითუმეტეს ისეთს რომელიც ცამდე განსხვავებულია შენგან -როგორ უძლებ... ბავშვებს რომ უყურებ და ხვდები როგორ არიან -ობლობა უფრო მარტივია თუ ის რომ მშობლები გყავს და შორს არიან არ ვიცი ! მათ ალბათ ჰგონიათ რომ ჩვენ უფრო ბედნიერები ვიყავით, მაგრამ ასე არაა დამიჯერე დედის ლოდინი სჯობს იმის ცოდნას როცა იცი რომ აღარასდროს მოვა ! -ბიცოოო -ჩამოხვედი? რატომ ადექი დემნა სად არის? -აღარ მტკივა თავი დივანზე დავწვები... -კაგრი ხო... ოღონდ ახლავე დაწვები! -ბიძია უთხარიი რამე -გინდა კლინიკაში დაბრუნდე? -აუუ კაიიი ხოოო ორივე ერთნაირები ხართ - ბუზღუნით დაწვა დივანზე . ბალიშები დავუდე რომ წამომჯდარიყო ცოტა და იქვე გავაწყვე მაგიდა. გვერდით ვეჯექი და ვაჭმევდი ,რამდნეიმე წამალი ჭამის დროს უნდა დაელია და იმათ ვაწოდებდი კარი რომ გაიღო და სირბილით შემოვიდა ანამარია. რომ დამინახა წამით შედგა მერე ბავშვისკენ წამოვიდა და მოეხვია . დიდხანს ეფრებოდა და კოცნიდა ,მერე ალექსს მოხვია ხელი და ისიც ჩაიხუტა -ვერ გავიგე ბავშვების მოვლის დრო თუ არ გქონდათ რატომ დაიტოვე იქ მე ხომ გითხარი რომ ჩამოვიდოდა დემნა და წაიყვანდა . არ დაიტოვო-თქო რომ გითხარი იქეთ მესწერვე! ვინ გასინჯა... ტომოგრაფია გადაუღეს? მაღლიდან გადმოვარდა ? რომ დაეცი სისხლი დიდხანს მოგდიოდა თუ კაპილარული იყო ... გონება დაკარგე თეფშით ხელში ვიდექი და გაოგნებული ვუყურებდი. შემდეგ გონს მოვედი მაგიდაზე დავდე თეფში და უკან დავიხიე . დამიანემ ხელი ჩამკიდა მომხვია და თავისკენ მიმწია . -მეც იქ ვიყავი და არაფერი სჭირს... შენ გარდაც არიან იქ ექიმები. ყველა ანალიზი გაუკეთეს და ხელი ვის არ მოუტეხია ! -ხო რა თქმა უნდა შენნაირი მხეცისთვის პრობლემა არაა დავაყენოთ მაშინ ალექსიც იმასაც მოვტეხოთ . მერე იქ თუ იყავი მარტო დალევაზე და ძმაკაცებთან დროსტარებაზე რომ ფიქრობ ბავშვებსაც უნდა გახედო ხოლმე. არაფერი დააკლდებათ შენს მეგობრებს მატთან ბაასი რომ შეწყვიტო ხოლმე. გითხარი მე შენ რომ ბავშვებისთვის მიგეხედა ან შენ ან აგვეყვანა ძიძა, რომელიც თვალყურს ადევნებდა ვალდებული იქნებოდა ეზრუნა და არ მიგეგდო ვიღაცისთვის -ენა ჩაიგდე სანამ ვაზროვნებ თორე თუ გადამეკეტა გეფიცები შემომაკვდები! შენ ვაფშე როგორ მეუბნები ბავშვებს მიხედეო ერთი დღე გაგიტარებია ამათთან დილიდან დილამდე? 24 საათი გიყურებია იმის მერე რაც მეორე კლასში გადავიდნენ ? მიპასუხე? ვიღაცა შენ უფრო ხარ ვიდრე მარიამი ! -მივაშვილოთ მარიამს მაშინ ორივე ... შესანიშნავი დედა იქნება გაჩენა მაინც ეზარება და გაზრდილები კი არიან უკვე რა პრობლემაა . მე რომ ვიცოდი ჩვენი ცხოვრების წესი გითხარი რომ პანსიონში შეგვეყვანა განათლებასაც ნორმალურს მიღებდნენ და ვიღაცეებს არ ჩააბარებდნენ გაკვეთილებს, გზაში არ იხეტიალებდნენ და ქცევას ისწავლიდნენ! აღარ შემეძო ,უბრალოდ ამ ქალის სიგიჟის მოსმენა დაუფიქრებელი საუბრის ყურება აღარ შემეძლო. მისი სიტყვებიც კი აღარ მოქმედებდნენ რადგან ისე ვიღებდი როგორც ნაბოდვარს, აზროვნება დაკარგული ქალის ბოდვას. დამიანეს დაძარღვული ხელიდან თავი დავიხსენი ლოყაზე ვაკოცე, დამშვიდებისკენ მოვუწოდე შემდეგ ჩანთა ავიღე და გაშეშებულ ბავშვებს ვაკოცე -დაგირეკავთ დაძინებამდე ... - ლოყაზე მოვეფერე მაქსს და გავუღიმე .რომ გავიმართე და გასასვლელისკენ ნაბიჯი გადავდგი მკლავში მწვდა დამიანეს ხმა გავიგე ,მაგრამ მკლავზე მაქსი მიჭერდა -არ წახვიდე რა... მეც წამოვალ ,წამიყვან ? ხომ მითხარი როცა გინდა მაშინ დარჩიო წამოვალ გთხოვ - როგორ შემეძლო მშიდად მეყურებინა ამ ბავშვისთვის.ჩემ დანაშაულსაც ვგრძნობდი, სიჩუმისგან გამოწვეულ დანაშაულს . ამდენ ხანს რომ ვუყურებდი ამ ქალს და ხმას არ ვიღებდი,რომ ველოდი და უშედეგოდ ვუშვებდი დროს. მაქსი რომ ჩამეხუტა ალექსიც წამოვიდა ჩემკენ ანამარიამ სიცილი დაიწყო -ღმერთო ჩემოო თურმე რა დღეში ვყოფილვარ და არ მცოდნია...ჩვენი სრულყოფილება მარიამი საკუთარ შვილებს მართმევს. თუ წამართვა უკვე ! არა აშკარად ვერ შევაფასე სწორად სიტუაცია , დამისთვის შესაფერისი ქალი ჩემთვის მეტოქე გამოდა. შვილებს მართმევს რომელიც კლინიკაში რეანიმაციულ ბლოკში გავაჩინე პაციენტების გარემოცვაში, რომელიც ძლივს გავზარდე იმიტომ რომ სამუშაოს გარეშე დარჩენილი მარტო მიგდებული ძლივს ვუვლიდი ... ახლა მადანაშაულებთ რომ სამსახურს არ ვშორდები და იმიტომ არ გიყვარვართ რომ თავს არ გევლებით, არ შემიძლია ასე გამოვხატო სიყვარული და იმიტომ. ჯერ არ გამხდარი ბიცოლასგან შენიშვნებსაც კი იღებთ და მე რომ რამე შეგისწოროთ ორივე იკიდებთ... მარიამისგან ყველაფერი მოსულია რადგან თავისუფალი დრო აქვს და საყვარელი მამაკაცის ორ მიგდებულ ძმისშვილს ყურადღებას აქცევს. ახლა რა გავაკეთო წამოვიდე იმ თქვენთვის დაწყევლილი კლინიკიდან ბოლოს და ბოლოს შევწყვიტო ხელშეკრულება ჩემს წყეულ მამას თავი დავაღწიო ,მისი კლანჭებიდან გამოვძვრე თუ წავიდე ისევ იქ და მესამე ბავშვიც მიმღებში გავაჩინო ! - ვხედავდი როგორ ეხუჭებოდა თვალები, მთელი საუბრის განმავლობაში შუბლზე იჭერდა ხელს. მაქსი რომ დავსვი მისკენ გავიხედე ის იყო დემნა უნდა აფეთქებულიყო დამიანემ ხელი რომ მოხვია და დაცემამდე დაიჭირა. გონს ვერ მოვედი ისე აიტაცა ხელში და გასასვლელისკენ გაიქცა, იატაკზე სისხლის წვეთები რომ დავინახე მხოლოდ სი მოვახერხე რომ მაგიდაზე დადებული თეფშები იატაკზე მომესროლა. დემნა უკვე ოთახში აღარ იყო. ბავშვები შეშინებულები ისხდნენ მე კი რამდნეიმე წამი ალბატ სიტყვის თქმასაც ვერ მოვახერხებდი. -ბავშვებო მომისმინეთ...დედა აწი სულ თქვენთან იქნება.აღარ წავა, ეს ყველაფერი რაც თქვა უბრალოდ დაივიწყეთ , მას მე ვუყვარვარ და ჩემთან პრობლემა არ აქვს. ახლა უბრალოდ ძალიან იყო აღელვებული და ვერ აკონტროლებდა სიტყვებს...ხომ იცით როგორი ემოციურია. უყვარხართ , სიგიჟემდე უყვარხართ და არ აქვს მნიშვნელობა რამდენხანს იქნება თქვენთან . -გონება დაკარგა...ცუდადაა? რამე სჭირს? -არაფერი ...უბრალოდ ნერვიულობის გამო დაემართა. თან თურქეთიდან იფრინა და დაიღალა ალბათ. ბიძია მიხედავს და დილით თქვენს გვერდით იქნება -არ იქნება...ნუ გვატყუებ შენ მაინც ნუ გვატყუებ მარიამ -იქნება, პირობას გაძლევთ . ახლა კი წამოთ ავიდეთ... აქეთ არ წამოხვიდეთ ნამსხვრევებია, ხელი მომიხვდა თეფშზე და ... არაუშავს გადაიტანს სამზარეულო ერთი თეფშის დაკარგვას. -მართლა კარგად იქნება? არ მოვიდეს უბრალოდ კარგად იყოს.. შენთან რომ მოვდიოდი იმიტომ გახდა ცუდად? ეწყინა? -არა ჩემო საყვარელო...მაგიტომ არა.უბრალოდ დაიღალა ,ძალიან დაიღალა. კარგად იქნება ... თქვენც ხო კარგად უნდა იყოთ არა? საძინებელში ავიყვანე,ორივე დაწვა და ერთმანეთს ჩაეხუტა. ვიცოდი არ დაიძნებდნენ ამიტომ მათ გვერდით დავწექი და დაველოდე სანამ ჩაეძინებოდათ. ღამის 12 საათი იყო უკვე ღრმად რომ ეძინათ. საწოლიდან ფრთხილად წამოვდექი და კლინიკაში დავრეკე ვიცოდი დამიანეს ჩემთვის არ ეცლებოდა ამიტომ მის ექთანს დავუკავშირდი -ციცი გამარჯობა... -მარ როგორ ხარ? -არამიშავს ციცი ... დამიანე ანამარიას მოიყვანდა მანდ და შეგიძლია მითხრა რა ხდება? -არაფერი საგანგაშო...გამოკვლევები ჩაუტარა ახლა სტაბილურია მდგომარეობა. უარესი სისხლდენებიც შეუჩერებია ჩვენს პროფესორს! მალე პალატაში გადავიყვანთ... ამაღამ აქ დარჩება ალბათ. ბატონი დემნა ოღონდ არ ვიცი როგორ გავაჩეროთ გიჟს ჰგავს... მთელი დერეფანი თავდაყირა დააყენა .დამიანემ არ შეუშვა და სულ გაგიჟდა ! -ანამარიას მალე გამოიყვანენ? -დიახ ... ახლა მოამზადებენ და გადაიყვანენ . ათ წუთში პალატაში იქნება . - კარგი მადლობა ციცი ... დივანზე დიდხანს ვიჯექი და სისხლის წვეთებს ვუყურებდი. მერე ყველაფერი მივალაგე და მობილურზე სანდროს სახე რომ დავინახე სწრაფად ვუპასუხე -სახლში რატო არ ხარ ცუნცულ? -ბინაში ხარ? -ხოო დამიანესთან რჩები შენ? -გამო რა გთხოვ დემნასთან ... -მანდ რა ხდება? მაქსიკო ხო კარგადაა? აბა მარტო ხელი მოიტეხა და არაფერია? -კარგადაა ნუ ღელავ გამოდი და გეტყვი .სწრაფად ოღონდ რა -კაი ათ წუთში მანდ ვარ -ნუ იფრენ ახლა! სანდროს ქალაქსა და სოფელს შორის ბოდიალი თუ გამომადგებოდა რას ვფიიქრებდი. ათ წუთში ჩემთან იყო და როგორც კი გაიგო რაც ხდებოდა მაშინვე მითხრა ბავშვებთან მე დავრცებიო და მანქანის გასაღები მომცა. რამდნეიმე წუთში დამიანეს კაბინეტში ვიყავი და მეც ვისმენდი მის დიაგნოს. დემნა ხმას არ იღებდა არ ვიცი ძმები ერთმანეთს რას ეუბნებოდნენ მზერით ,მაგრამ წარმოდგენა რომ არ შემეძლო მისი განცდების ზუსტად ვიცი. მე ისიც კი არ ვიცოდი მარიანას პატიება შეიძლებოდა თუა რა, მხოლოდ იმაში ვიყავი დარწმუნებული რომ იმ ქალს ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა ქმარ-შვილის დახმარება,რადგან ყველაფერი იმაზე რთულად იყო ვიდრე ყველას გვეგონა. დემნა კაბინეტიდან გავიდა , ალბათ მარიასთან შვეიდოდა პალატაში მე კი დამიანეს ჩავეხუტე და დიდხანს ვიყავი მის მკლავებში მოქცეული. -ბავშვი გადარჩება? -დადიანები ძლიერები ვართ ! -ძალიან ინერვიულე ხომ? - ლოყაზე ვაკოცე და ისევ მის ყელში ჩავმალე სახე- ვიცი რომ გამოხვიდოდი როგორ იქნებოდი ... ახლა როგორ ხარ? -ვხვდები რომ იმ ბავშვთან დამნაშავე ვარ ! -შენ უბრალოდ ჩარევა არ გინდოდა... -ჩემი ძმის საქმეში არ ვერეოდი?! -პირადში რომელიც მხოლოდ ორს უნდა ეხებოდეს ! -ვერც ის გავიგე ანამარიას თავს რა ხდებოდა... ისიც არ ვიცოდი მამამისი ისევ თუ გამოჩნდა,არც დემნამ იცოდა. ის კაცი როდის შეეშვება მარიას ! რა ადამიანია -არ უშველა ალბატ თქვენთან საუბარმა ... ახლა უბრალოდ ის დროა რომდ ავივიწყოთ წარსული და შევეცადოთ მომავალი იყოს კარგი ! -დაივიწყებ? შენ ხომ არ ივიწყებ შეურაცყოფას ! -რომელ შეურაცყოფას...არაფერი მახსოვს, სასოწარკვეტული, გონებაარეული ქალის ისტერიული შეტევის გარდა, რომელიც ფეხმძიმედაა და მე კი ფეხმძიმეების სიგიჟე გამართლებულად მიმაჩნია . დემნა დადიანის ნაშიერი ჰყავს ორგანიზმში ბოლოს და ბოლოს -ხომ იცი -ვიცი -არა არ იცი ... -ვიცი ! ვიცი რომ გაგიჟებ და სიმშვიდე ვარ ! ტუჩები საერთო წერტილს პოულობენ და საბოლოოდ ფანტავენ უაროფითს , დადებითის დანახვა ყოველთვის შეიძლება იქ სადაც სიყვარულია, მრავალი სიყვარული, ფერადი და ძლიერი! .......... წამლების სუნით გაჟღენთილ პალატაში იჯდა . სუნთქვაშეკრული უყურებდა ფერმკრთალ,ძალაგამოცლილ ქალს და ერთად განიცდიდა ყველაფერს: ბრაზს, ტკივილს, სასოწარკვეთას, სინანულს , დანაშაულის გრძნობას და სიხარულს , რომელიც გულს უჩქარებდა ,ერთიანად იზრდებოდა და ყველა სხვა დანარჩენს თრგუნავდა. სულ ოდნავ გამოწეულ მუცელზე შეეხო ქალს, ჯერ ხელი დაადო, შემდეგ დაიხარა და ტუჩები მიაკრო.თავი დაადო და ასე იწვა. უყურებდა მძინარე ქალს და მუცელზე ეფერებოდა. არც მაშინ შერხეულა თვალები რომ გაახლა მარიამ, შეშინებულს მაშინვე ცრემლები წამოუვიდა -დემნა... -ბავშვი კარგადაა... -მართლა? -ხო -მე ... მე მაპატიე გთხოვ ის ..ის მოვიდა და მითხრა რომ თუ ახლა დატოვებ სამსახურს არარავინ გეყოლება ვისთანაც წახვალო. თქვენი სიცოცხლით დამემუქრა...მე ვერ გეტყოდი ,რომ მეთქვა დაუპირისპირდებოდი ... მას შეეძლო შენი მოკვლა შეეძლო -ჩშშ... ახლა არ გვინდა ! მერე ...მერე ვილაპარაკოთ როცა უკეთ იქნები - ცრემლები შეუმშრალა და გაუხეშებულ ტუჩებზე აკოცა - მოვკლავ... იცოდე რომ არ ვაცოცხლებ უკვე მეორედ ვერ გავიხარე შენი ფეხმძიმობით.ერთხელაც ვერ გავიგე როგორია როცა მხოლოდ სიხარულს გრძნობ და სხვას არაფერს -არ დაგჭირდება... ის თურქეთში კლინიკაში გარდაიცვალა. მის ამოსაცნობად წავედი იქ ... რომ დავინახე ცუდად გავხდი მთელი ჩემი ცხოვრება დაანგრია და ისე მოკვდა რომ ბოლომდე მაწამებდა - ისევ ჩურჩულებდა ჩამწყდარი ხმით და ტიროდა. -როცა გავიაზრე რომ შევბა ვიგრძენი ...მივხვდი რომ საშინელი ადამიანი ვიყავი შემდეგ, რომ დამირეკე და ბავშვზე მითხარი მეგონა ცუდად იყო და მიმალავდი . აღარ შემიძლია დემნა...დავიღალე გაქცევით ,ცხოვრებისგან გაქცევით დავიღალე მშვიდად მინდა ცხოვრება მეშინია რომ მათაც შევძულდები ისე როგორც მე მამაჩემი... მეშინია ავადმყოფურად მეშინია -ბიჭებმა დამაბარეს ჩვენ სულ დაველოდებით ოღონდ კარგად იყოსო...არსად წავალთ თუ ამიტომ გახდა ცუდად ,არ წამოვალთ შენთანო -მარიამ ... -პატივცემულმა ექიმმა მითხრა რომ დილას სახლში წასვლას შეძლებ თუ წოლით რეჟიმს დაიცავ ერთი კვირა მაინც . ვფიქრობ ბავშვებს დილით შენი ნახვა ყველაფერს დაავიწყებს -მაპატიე უბრალოდ... -გოგო თუ იქნება სახელს დავარქმევ და მერე ყველაფრის დავიწყებას შევძლებ -ბიჭია...დიდი ალბათობით -პატივცემულო რატომ მიშლით მოლაპარაკებაში ხელს? -თქვენ არ ხართ რეალურები! -შენთვის ამდენი ლაპარაკი მიზანშეწონილი არ არის... -თუმცა არც აკრძალული... -ექიმი აქ მე ვარ ! -დილით მართლა შემეძლება წასვლა? -კლინიკის დატოვება თუ გინდა ... -დიდი ხნით ... სამუდამოდ არა ,მაგრამ ძალიან დიდხანს აღარ მოვალ! ხელში აყვანილი მიჰყავდა დემნას . საძინებელში შეიყვანა და საწოლზე ფრთხილად დააწვინა . ჯერ კიდევ დილის ცხრა იყო ...ბავშვებს რომ გაეღვიძათ მაშინვე ერთდროულად წამოდგნენ და დერეფანში გავიდნენ. მშობლების საძინებლის კარი ღია რომ დაინახეს მაშინვე იქეთ წავიდნენ საწოლზე დედა რომ შენიშნეს ჯერ ერთმანეთს უყურებდნენ მერე კი მისკენ გაიქცნენ და მოეხვივნენ. -კარგად ხარ ? მართლა მოხვედი მარიამი მართალი იყო -ხო მოვედი...და აღარსად წავალ -მართლა? -არ მოსულა! -დემნაა... -რა ...ნუ ატყუებ ბავშვებს -არ ვატყუებ ხომ იციი... ჩვენ ხო ვისაუბრეთ მე -ბავშვებო იცით დედიკო მარტო არ მოსულა ...ისინი მოვიდნენ და სულ ჩვენთან დარჩებიან - მუცელზე დაადო ხელი ქალს და გაიცინა -ვერაფერი გავიგე ... ვინ მოვიდა -მე რა ვიცი კითხე !- ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ ტყუპები მერე მამას გახედეს-ხელი რატომ უდევს მუცელზე? -კითხეო არ თქვი? -სანამ დისკუსიას განაგრძობთ არ გიდნათ მომისმინოთ? -დემნა იქნებ სხვა დროს ... სხვანაირად რომ გაიგონ რომ იმოქმედოს ისედაც ... -დედიკოს ჰგონია რომ არ გაგეხარდებათ არადა მე ზუსტად ვიცი რომ თქვენ ,ჩემი ასლები მომავალი ძამიკოს დაბადებას სიხარულით შეხვდებით და დედიკოს გაანებივრებთ ჩემთან ერთად. რაღა დაგიმალოთ და ფეხმძმე ცოლც პირველად უნდა მოვუარო და დახმარება დამჭირდება -ბავშვი ეყოლება? -ბიჭი? -დამიანეს თუ ვენდობით ხო... ბიჭი უნდა იყოს -იმასაც ჩვენსავით დატოვებ ხოლმე? -არაა მე მე მართლა აღარ წავალ გეფიცებით ... არსად წავალ -ნუ ატირებთ დედიკოს ... უთხარით რომ შეურიგდით თუ რამე რომ იმშობიარებს მერე ერთად გავუსწორდეთ -ნუ აგიჟებ ბავშვეებს-ამოიტირა თან ცრემლებს იმშრალებდა-ისევ ისე ვარ...თავს ვერ ვიკავეებ -არ იტირო...შეგირიგდებით ,მართლა... მაგრამ მარიამთან წასვლა არ დაგვიშალო რა. გვიყვარს მარიამიც -შენ უფრო გვიყვარხარ ...დედაჩვენი ხარ ,მაგრამ ისიც გვიყვარს არ შეიძლება? -როგორ არ შეიძლება მა..აბა მარტო ბიძიას ხო არ ეყვარება .მარუსა ყველას გვიყვარს ჩვეეენ სხვათაშორის მარუსას ქორწილში ყველანი საღები უნდა მივიდეთ თორე ვიდეოს რომ ვნახავთ ოცი წლის მერე დაგვცინებს ჩვენი ბიჭი ... რა დალეწილები მიდით ქორწილშიო არ შეგრცხვათო? -მე კარგად ვარ...დედიკოც ხო კარგადაა და ქორწილამდე უკეთ ვიქნებით! ბიძიამ გვითხრა უნდა იცეკვოთო და ვიცეკვებთ კიდეც მთელი დღე ოთახში იყვნენ და მარიას ელაპარაკებოდნენ. დემნა ყველას ერთად უვლიდა, ხელმოტეხილ მაქსს და ფეხმზიმე მარიას. ალექსი კი ეხმარებოდა,მაგრამ ისიც წუწუნებდა და ბოლოს საწოლზე გაწოლილი გასცემდა ბრძანებებს. დამიანე კლინიკაში იყო და საღამომდე არ მისულა,თუმცა შორიდან ამხნევებდა ძმას. ..... დილით ჩემ საყვარელ სურნელს ,შეხებას და სითბოს რომ ვგრძნობ სიზმარი მგონია. თვალებს არ ვახელ ,არ მინდა გაქრეს მაგრამ სუნთქვაც რომ მეფრქვევა ყელზე და სიმძიმესაც ვგრძნობ ბედნიერებისგან გული სალტოებს აკეთებს. მიყვარს, ასე რომ მოიპარება დამღლელი ღამის შემდეგ და ჩუმად მომიწვება გვერდით.წოლის პოზა? ყოველთვის ერთნაირი, თითქოს მთლიანად უნდა მომიცვას თავი ჩემს თავთან უდევს ისე რომ მის სუნთქვას ყელზე ვგრზნობ ,იმდენად ახლოსაა რომ ცხვირისწვერით კანზე მეხება , მისი ხელი ჩემს მუცელზეა მოხვეული და ერთი მხარე მთლიანად მიხურს მისგან წამოსული ტემპერატურის გამო. დარწმუნებული ვარ ახლახანს ჩაიძინა ,არ მინდა გავაღვიძო ,მაგრამ მოვკვდები ახლა რომ არ ვაკოცო ! სულ ოდნავ ვეხები ტუჩებზე ,ყოველთვის მგონია რომ ესეც მეყოფა ,მაგრამ არ შემიძლია უბრალოდ ვაკოცო და მოვშორდე . თმაზე ვეხები, ლოყაზე ვკოცნი ტუჩის კუთხიდან ყბისკენ ვინაცვლებ .წვერი ოდნავ აქვს მოზრდილი რომ ვეხები მჩხვლეტს და მინდება საპასუხოდ ვუკბინო,მაგრამ არ შემიძლია.ისევ ფრთხილად ვკოცნი ამჯერად თვალებზე ,უკვე ვიცი რომ გაიღვიძა და მალე შემომანათებს თავის შავ სფეროებს. „ჩემი ღიმილით“ გამიღიმებს და ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დილა იქნება ჩემს ცხოვრებაში. ხელს მუცლიდან წელისკენ აცოცებს შემდეგ ზურგზე მიასრიალებს და უფრო მიკრავს სხეულზე. თვალებს ახელს და მიღიმის ,ჯერ მზერით შემდეგ ტუჩების კუთხეს ტეხს და მკოცნის . ბალიშზე თავით ვეშვები და ის უკვე ჩემს ზემოთ არის მოთავზებული, კოცნას არ წყვეტს მაგრამ ტუჩებს არ შორდება მერე ხელებს ბალიშზე აწყობს და ზემოდან დამყურებს -მზად ხარ? -რისთვის -მზად ხარ მარიამ?!- თავს გვერდით წევს ,მიღიმის და თვალებში მიყურებს ! არააა შეუძლებელია , დავიჯერო დღესაა ჩვენი ქორილი? ასე უცებ გავიდა დრო? მერე რა რომ მაქსის თაბაშირი გაქრა , ანამარია კარგადაა და საერთოდაც უკვე თვეზე მეტი გავიდა“მოტაცების“ დღიდან ! მიყურებს ისევ და ჭკუიდან გადავყავარ,როგორ შეუძლია ასეთი მზერა ჰქონდეს -მიპასუხეე- ეს ხმა...როგორ შეიძლება პასუხი მქონდეს ! -აქ არ უნდა იყო... -არ ვარ... მზად ხარ? -ხოო -უბრალოდ ხო? -მზად ვარ ყოველი დილა შენთან ერთად დავიწყო -მხოლოდ დაიწყო? -ყოველი ღამე შენთან გავატარო ... იქ კლინიკაშიც , კლუბშიც, მეგობრებთან, ყველგან სადაც იქნები ,ყოველთვის ცხოვრების ბოლომდე არ მპასუხობს,ისე მკოცნის გონებას რომ მიკარგავს მერე ...მერე აღარ არის .მიდის ,ოთახიდან ქრება. ყველაფერს ვაკვირდები , ვცდილობ ,მაგრამ ფიქრიც არ გამომდის .უბრალოდ ჩემი ოთახი წამში ივსება. თამარა , ქეთა და ეკა შემოდიან. ყველამ იცოდა ჩემ გარდა? არაჩვეულებრივია სულ ცოტა ხანსაც არ მანერვიულა ! იმედია ახლა არ დამეწყება ...არა სულ ცოტა მაინც ვინერვიულო რა ხდება? მე ხო პანიკები მაქვს ყოველთვის! -ვიზაჟისტი და სტილისტი გელოდებიან... -ამას ვარჩევ მხოლოდ მათი საუბრიდან მნიშვნელოვანს და სარკის წინ სკამზე ვეშვები. მერე ცხოვრებაში პირველად , მშვიდად ვარ როცა ჩემს „ გარდასახვას“ იწყებენ და ველი როდის დაასრულებენ . შეუძლებელია ეს კაცი ! ყველანი გადიან ,მხოლოდ მე და უზარმაზარი ყუთი ვრჩებით პირისპირ. რამდნეიმე წამი ვუყურებ და შემდეგ ფრთხილად ვუყურებ თეთრ ნაჭერს. ხელს ვახებ საოცარ ქსოვილს და ყუთიდან სწრაფად ვიღებ ,იმაზე დიდი ვიდრე წარმოვიდგენდი . არა ზუსტად ისეთია როგორიც შეიძლება ამერჩია, როგორიც შეიძლება მომწონებოდა და ქორწილში ჩამეცვა. ერთდროულად ყველაფერს იტევს, სადა, ელეგანტური, გრანდიოზული და ლამაზია. -შეჩერდი ! -რა ... რა ხდება ტამარა -ჩემი საჩუქარი წინასწარ უნდა გახსნა სანამ კაბას მოირგებ!- თვალებზე ხელაფარებული შემოდის და ხელში მოქცეულ შეკვარს მიწოდებს. - მალეეე თორე ვკვდები მოლოდინით...დადიანები ნახევარ საათში აქ იქნებიან ! ზუსტად ნახევარ საათში ... - აყრის უცებ და კარისკენ ბრუნდება-ასე ჩემ ქორწილში არ მინერვიულია ..ა.ხლა ვხვდები რას გრძნობდი მაშინ ! რა იქნებოდა მისი საჩუქარი თუ არა სამაგიერო , თეთრ საოცრად სექსუალურ თეთრეულს ვხედავ და კიდევ ერთი შეკვრაა რომელსაც არ ვეხები . სიცილს ვერ ვიკავებ ,უბრალოდ ვირგებ სხეულზე და ისე ვიცვამ კაბას რომ სარკისკენ არც კი ვაპარებ მზერას. უზარმაზარ კაბაში გამოწყობილი ისე ვდგავარ თითქოს ფრიალა სარაფანი მაცვია და მსუბუქად დავატარებ . ფატას აშკარად ვერ მოვირგებ დამოუკიდებლად , თუმცა რატომაც არა შესანიშნავი სამაგრი აქვს. ულამაზესი ნაქარგები აქვს ხელს რომ ვახებ ინსტიქტურად მეღიმება,თუმცა უკვე რამდენიმე საათია მსგავსი „გაღიმებები“ მაქვს. პირველი დედოფალი ვარ ისტორიაში ,რომელიც სამზადისის ,ღელვის , სიგიჟეების გარეშე ტკბება საკუთარი დღით. ვიცი როგორ მელიდ დადიანი, მინდა სწრაფად დავასრულო და ოთახიდან გავიდე! უბრალოდ საკუთარ სხეულს ვაკვირდები და სარკეს თვალდახუჭული ვშორდები , დადიანის თვალები მეტყვიან როგორ გამოვიყურები არ მჭირდება სარკის წინ ტრიალი და ყველა დეტალის შემოწმება. ისედაც იდეალურია ყველაფერი... დერეფანში მივდივარ, მინდა გავიქცე,მაგრამ მაინც დინჯად მივაბიჯებ. გული გარბის მთელი სხეულის ნაცვლად. კიბის თავში რომ ვდგები და მორთულ სახლს ვხედავ კიდევ ერთხელ ვიღიმი ამჯერად უფრო ფართოდ და „მისი ღიმილით“ დიახ , ზუსტად“მისი ღიმილით“ რადგან ის ქვემოთ დგას მიყურებს და სხვა ყველა ქრება . მხოლოდ მე,ის და „ჩემი ღიმილი“ ვრჩებით . ასეთი არასდროს მინახავს, სანამ ვუახლოვდები წამებს ვითვლი, მინდა ყველა საფეხური გაქრეს და მალე შევძლო მისი შეხება. მინდა ვაკოცო და ვუთხრა რომ კიდევ ერთხელ „სიმშვიდემდე შევიშალე“ ლოყაზე მკოცნის, ისე ხანგრძლივად და გრძნობით როგორც პირველად. იმ წამს მთელი ჩვენი განვლილი ექვსი წელი კადრებივით ჩანს ჩემს წინ და არცერთ დღეს ვნანობ.ახლა ,ამ წამს ვხვდები რომ სრულყოფილებისთვის ყოველი წამი საჭირო იყო, ყვეაფერი რაც ერთად გამოვიარეთ გაურკვევლობა... ფიქრი.... ლოდინი... შიში... ჩემი პირველი ნაბიჯი... მისი მოთმინებით დამყარებული მმართველობა! დუმილით ახსნილი გრძნობები... „ჩემი ღიმილი“ „ჩემი მზერა“ „მისი ღიმილი „ ჩემი გული სამუდამოდ მას ეჯაჭვება, მთელი არსებით მისი ვხდები... ის უბრალოდ იდეალურია, მასთან მეც იდეალური ვხდები... ყოველთვის მის გვერდით ვარ ,როცა ვჭირდები უბრალოდ გრძნობს რომ მჭირდება და არასდროს იგვიანებს ,სწორედ მაშინ მხვევს ხელს როცა უნდა დავეცე. მაშინ მაფხიზლებს როცა უნდა ჩამეძინოს, მაშინ მამხნევებს როცა ძალას ვკარგავ ბრძოლისთვის და ბოლოს ჩემთან ერთად ხვდება შედეგს. მაბედნიერებს... ვაბედნიერებ სიმშვიდე მასშია...მისთვის სიმშვიდე მე ვარ მასზე დამოკიდებული ვარ... ვაღმერთებ! ***ყველაფერი თითქოს ბევრჯერ ნანახია, ყველა ქორწილისთვის საერთო მილოცვები, დალოცვა, ბედნიერი სახეები ირგვლივ. დედის ცრემლები , მამის ჩახუტება და ჩემი ძმის ტორები , ღიმილი და დუმილი. ჩემი გორილა ძმა სულ არაფერს მეუბნება ,მხევევა და შუბლზე მკოცნის ... ბევრი ფოტო, ცხოვრებაში პირველად სიამოვნებას ვიღებ და მინდა რაც შეიძლება მეტი ამ დღის ამსახველი კადრი მქონდეს. ყველა წამი სიამოვნებას მანიჭებს... მე და ის ღვთის წინაშე ... სამუდამოდ ილექება ჩემს გონებაში მისი ანთებული შავი სფეროები ,მხოლოდ საკუთარ თავს რომ ვხედავ და ისევ დუმილით ნათქვამი სიტყვები. იცის რომ მაბედნიერებს... იცის რომ ერთადერთია, იცის რომ მხოლოდ ჩემია ერთია და ისიც ჩემთვის შექმნა ღმერთმა. ხელისმოწერა და ის უამრავი სიტყვა რომელის ყველა ასპექტი უკვე შევასრილეთ , უკვე გამოვცადეთ ჭირში და ლხინში, მოწყენილობის, ბედნიერების, ტკივილის, სასოწარკვეთილების, ნოსტალგიის, დაღლის , სიგიჟის დროსაც კი ერთად ვიყავით. ღიმილით ვისმენ ყველაფერს და ბოლო წამს ველი ,რომ ვაკოცო და დღის გამორჩეული დასასრულისკენ გადავინაცვლოთ. ვიცი ისიც იმავეს ფიქრობს, უფრო მეცინება და იმედია ახლა კისკისს არ დავიწყებ. რესტორანი და ულამაზესი გარემო . ხალხი ვინც მიყვარს,ვინც გვიყვარს, ვინც უყვარს. ყველას სურვილი რომ სრულდება კიდევ ერთხელ ვერ ვიკავებ სიცილს, ახლა წარმოვიდგინე პატარა ალაფურშეტი რომ მოგვეწყო მამას როგორ დაემართებოდა გულის შეტევა, პარალელურად ვუყურებ კმაყოფილ კაცს როგორ ასახელებს თამადას და პირველ ჭიქა ღვინოს ამ დღეს თავად მიირთმევს. ყველაფერი ტრადიციისამებრ მიდის და ამჯერად ეს ყველაფერი საერთოდ არ მაღიზიანებს, არც დამღლელი მეჩვენება და მეტიც ველი როდის მოვა ჩვენი ცეკვის დრო. არარსებულია დადიანმა იცეკვოს ! „ქართულის“ მელოდია რომ ისმის დაჩი მხრებში გამართული ირგებს პოზიციას და ისე ცეკვავს მგონი ის დროა რომ დედოფალი გაქრეს, არაა შეუძლებელია ...რაღაც მაგია აქვს ამ დღეს აბა მე როგორ ვცეკვავ. მე მარიამ სიხარულიძე? თან ასე გატაცებით ვყვები მელოდიას და ის , დამიანე დადიანი მიმშვენებს გვერდს? პირველად ვგრძნობ ამ მელოდიას მთელი სხეულით ,მუხტს , გრძNობას ყველაფერს რასაც შეიცავს და მთელი სხეული მუხტით ივსება. -შეუძლებელია... -დემნამ მაიძულა...ქორწილი ცეკვის გარეშე არ შეიძლებაო. ეს მართლა არ იყო ჩემი გეგმა ! ეს ერთი მაპატიე - უცებ მეუბნება და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობს -შეუდარებელი ხარ- ყელზე ვხვევ ხელებს და ამჯერად ვალსის მელოდიას ვაყოლებ სხეულს. კაბა იმდენად დიდია რომ ნორმალურად ვერ ვეხვევი , ხო აი ახლა ნამდვილად ვგრძნობ დისკომფორტს, მაგრამ მისი ხელები ჩემს წელზე ყველაფერს აქრობს ირგვლივ- შეუძლებელი ხარ და მხოლოდ ჩემი ! - ბოლოს ბგერას ვამბობ და ჰაერში ვიწევი თავზე ფერადი ფურცლები მეყრება და დადიანის ტუჩებს მოწყურებული ვეწაფები. ის ტაშის ხმა და ოვაციებიც კი თავისებურ მუხტს ატარებს . თურმე პატარძლისთვის ყველაფერი ემოციური ყოფილა , არადა მეგონა სულელური ჟივილ ხივილი სიედაც დაქანცლ წყვილს უარესად ტკენდა თავს. თურმე დაღლილობა არ არსებობს ! ეიფორია ქრება , ცხრება და სხვა ტალღაზე გადადის როცა უზარმაზარ კაბას ვიხდი. ქორწილის ერთ ნაწილს,ყველაზე ბრჭყვიალას ემოციურს ვასრულებ. ისევ თეთრ კაბას ვირგებ ,ამჯერად სწორედ ისეთს როგორსაც ვატარებ ხოლმე , თავისუფალს წელიდან გაშლილს, მუხლამდე და ლამაზი დეკოლტით. ახლა ვისმენ თამარას ქოთქოთს, მუცელზე ვეფერები,დამშვიდებისკენ მოვუწოდებ და ცრემლებს მესამედ ვწმენდ -შენ..ვერ წარმიდგენ რა არაჩვეულებრივი ხარ. როგორ მაბედნირებ -ღიპუც უკვე გაგებიტები...როგორ მიყვარხარ ჩემო ღიპუც -მე ალ გიკალვალ? - ანდრო მობრძანდება და გაკვირვებული მიიყურებს- სად წავიდა ჩენი ფუჩფუჩა კაბა და ის ფატა? -ახლა ნათლიამ უნდა იცეკვოს ბევრი...უნდა გაერთოს და ის კაბა კიდე ცოტა დიდი იყო ასეთი არ მოგწონს ნათლია ჩემო პატარა კაცო? -კიიი მომწონს ... მე მეცეკვები? დედიკო მამიკოს ეცეკვება და მე არ გინდა შენ მეცეკვო? -დეეე დამიანეს ჰკითხე ტუ დაგითმობს -დედიკოს ნუ უსმენ ნათლი...რა თქმა უნდა მე და შენ ვიცეკვებთ -ხელს ვკიდებ ბავშვს და ოთახს ვტოვებთ. დადიანი ბიჭებთან ერთად დგას, ყელიდან შავი „ბაბთა“ მოუშორები ,მკლავებზე პერანგი აუკეცავს და ახლა უფრო რომ მესექსუალურება მე ვარ გაგიჟებული თუ მართლა ასეა? -ბავშვს უყურე ...ეგ რამდენიმე საათში შენს ხელში იქნება და მერე ჩაყლაპე თუ გინდა- ელეონორა ჩნდება საიდანღაც და მიცხადებს. ელეონორააა...ჩემი ულამაზესი გიჟი გოგო! მისი გამოჩენა ცალკე საოცრება იყო , საშუალო სიმაღლის გამოძერწილი სხეულით, ულამაზესი ნაკვთებით ლურჯი თვალებით და მსხვილი ტუჩებით მთელს კაცთა მოდგმას გულს უჩერებს. -მართალია ელეონორა ... -თამარაა შენც ამის მხარეს ხარ? -ჯერ სად ხარ ...ახლა ვიწყებთ ჩვენ გართობას ! ახლა იწყება თავდავიწყებააა -მზად ვარ ხომ იცი არა? -რა თქმა უნდა ვიცი... უბრალოდ მაინც არ გავჩერდები ! კიდევ უნდა მოვასწრო და გითხრა რომ თქვენს ქმრებს ამქვეყნად ყველაზე სექსუალური საძმაკაცო ჰყავთ და ახლა უცებ რომ ჩამომითვალოთ რომელს ჰყავს ცოლი და რომელს არა შეგიძლიათ? -ვიღაცას იმდენად მოეწონა შენი ქორწილი მარუსა თავადაც მოუნდა მგონი გათხოვება ...ან უფრო არაკორექტულად რომ ვთქვათ კაცი - ელეონორას წვრილ წელს დაჩის ხელი რომ ეხვევა,გოგო კრთება ,მე და თამარა კი სიცილს ვერ ვიკავებთ!-ჩემით დავიწყოთ ...მე არ მყავს ცოლი... -შენ იმათთან არ იდექი ასე რომ მხოლოდ მათ ვგულისხმობ ... -იმათ ყველას ჰყავს ცოლი ! -მგონი მე კი არა შენ მოგინდა ამათ შემხედვარეს ქალი...ვაჟიშვილების გატანჯული ცხოვრება! - აი ამას რომ ამბობს,და როგორც ამბობს ვხვდებით რომ გაქრობის დროა სანამ ფეხმძიმე თამარა და დედოფალი,მე დავზარალდებით . -ეს ორი გიჟი სად შეახვედრეთ ერთმანეთს- კისკისებს თამრო და დაშნიანი რომ მოემართება ჩვენკენ იბადრება-წავედი მე ჩემს დემონ უნდა ვეცეკვო...ბავშვს მიმიხედე ! -უცებ ამბობს და მისკენ მიდის, შემდეგ ყელზე ხვევს ხელებს და მელოდიას ყვება -მე და შენ არ უნდა ვიცეკვოთ პატარავ? -ვიცეკოთ...- ხელში ამყავს ისიც მეხუტება და მასთან ერთად ვყვები მელოდიას . ვგრძნობ რომ დადიანი მიყურებს, მეღიმება,შემდგე ვიბადრები,მაგრამ არ ვუყურებ თვალები დახუჭული მაქვს და ჩემს ანდროს ვეხვევი. ირგვლივ მოცეკვავე წყვილებს ვუყურებ, მე და ანდრო ცენტრში ვდგავართ . ყველა ცეკვავს ,ჩვენს მარჯვნივ თამარა და მიშო , ქეთა და გიგი ცეკვავენ. მარცხნივ საბა და სალომე არიან. გოგა ჩემს მამიდაშვილს ეცეკვება , დემნა და ანამარია სხვა გალაქტიკაში არიან. ვაჩეს დადიანის ნათესავი გოგო ჰყავს მკლავებში მოქცეული და რაღაცაზე იცინის. დედა და მამაც ცეკვავენ ისეთი საყვარლები არიან მეღიმება. ბოლოს სანდროს ვხედავ,ჩემს საოცრება ძმას როგორ მოჰყავს საცეკვაოდ გოგონა რომელიც პირველად შევამჩნიე ამ ხნის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ ჯვრისწერაზე არ ყოფილა ,არც ხელისმოწერაზე . მოკლე სპილენძისფერი ხუჭუჭამ თმა აქვს , თეთრი ფითქინა კანი და საყვარელი ჭორფლები . მწვანე ყვავილებიანი კაბა აცვია და ნამდვილ ფერიას ჰგავს სანდრო ზემოდან დასცქერის და ისე ჰყავს მკლავებში მოქცეული სულ მთლად ფარავს გოგონას. რაღაცას ეუბნება ყურში ,გოგოს თვალები უფართოვდება წითლდება და თავს ხრის . მელოდია სრულდება ,ჩემი ბიჭი მკოცნის მშობლებისკენ მირბის . ისაა მაგისიკენ უნდა დავიძრა მუსიკა რომ ირთვება „ხევსურული ბალადაა“ თუ არ ვცდები ,შოკირებული ვრჩები მარტოდ მარტო როცა ტყუპები საიდანღაც ხტებიან და ცეკვას იწყებენ , ჩემი საოცრებები არიან ესენი. ისე მიტყუებენ ცეკვაში რომ სიცილს ვერ ვიკავებ ,გაბადრული ვუყურებ ბოლსო სუნთქვაარეული ვჩერდები და ორივე მეხვვეიან -ბიცოოო ნახეე როგორ ცეკვავას? -საღოოოლ ბიცოოო- ორივე ერთად იკრიჭება და ხელზე მკოცნიან- ქალბატონოოო კიდევ ერთ ცეკვას ვერ მაჩუქებთ? - მაქსი მექკრიჭება ქვემოდან წელში მოხრილია და ჩემი მარჯვენა ხელი თითებში აქვს მოქცეული -თუ არ ასუნთქებთ ცოტას ცუდად გახდება დე... ნახეთ როგორაა -აბა შენ გვეცეკვე ... მოვიწყენთ მალე ! - ვალსი მხოლოდ... ისე არ შეიძლება მისთვის აქტიური მოძრაობები - დემნა ჩნდება და წელზე ხვევს ხელს ანამარიას -რა შუაშია ახლა ცეკვა... ნუ უსმენთ მამათქვენს ვიცეკვოთ . თითონ ა რიცის ცეკვა და იმიტომ ამბობს ამას ! -სისულელეაა... თავად ვერ ცეკვავს კარგად და არ უნდა რომ მე ვიცეკვო -შენ რამე იცი და არ იყენებ გოგოების გასაგიჟებლად? -ხომ ვერ დავაჯერე რომ აღარავის ვაგიჟებ... ეჭვიანი ფეხმზიმე ხარ რა ! -ბოლოს და ბოლოს მეცეკვებით რომელიმე თუ თქვენს ჟღურტულს უნდა ვუსმინო -ისე უყურებენ ერთმანეთს აკოცებენ მალე და ვაღებინებ -ალექს!- ორივე ერთად უბღვერს ბავშვები კი იცინიან და დედიკო საცეკვაოდ მიჰყავთ. მათი ერთად ყოფნა მახარებს, ასეთი ლაღები ბავშვები არასდროს მინახავს. ანამარიაც სულ სხვანაირად იქცეოდა, მართალია ისევ ვბრაზობდი მისი ძველი ქცევების გამო ,მაგრამ რომ ვაპატიო მგონი არაფერი დაშავდება. გონს რომ მოვდივარ დადიანის მზერას ვაწყდები . ჩემ წინ დგას ჯიბეებშ ხელებჩაწყობილი და მიყურებს. მეღიმება ,მერე მეცინება.წარბებს ისე კრავს ცუდად ვხდები და წამსვე ვაწყობ ხელებს მხრებზე -ქორწილის დღეს რომ არ უნდა დათვრეს სიძე არ იცი? -მე,სიძე არასდროს ვთვრები! -ნუთუ ... - ქვედა ტუჩს კბილებშორის ვიქცევს და მზერაც შესაბამისად მასზე გადააქვს -პირველი ღამის მომლოდინე წყვილივით გავიპარებით ? -პირველი ღამის მომლოდინე წყვილი ვართ?!- ისევ ტუჩებზე მიყურებს და ხმის გასაწმენდად ახველებს. მერე ტუჩებს ისველებს და ახლოს იწევა,ხელებს ისევ არ ამოძრავებს არადა სიგიჟემდე მინდა მომეხვიოს-თუ ეს ქორწილი გამოვიდა ბანალურად ყველას მსგავსი! -უბრალოდ ის რომ გააკეთო რაც მინდა ხომ შეიძლება ! - ვეღარ ვითმენ და პირდაპირ ვახლი, იცინის, ვერ ვიტან ასე რომ მექცევა ! ხომ შეეძლო უბრალოდ ეკოცნა, ხომ იცოდა რაც მინდოდა . -და რაა გინდაა? -აღარაფერი -მეგონა მე გინდოდი...უკვე უსულო ვარ? გული წაიღე და სულსაც მართმევ ?!- რა საზიზრარი კაცია, ღმერთო როგორი ...როგორი არ შემიძლია ასე ახლოს რომაა ვერ ვფიქრობ. ეს განათებაც იცვლება, რაღაც ენერგიული მელოდია ისმის, ახალგაზრდების შეძახილები, ყვირილი და ჩვენ შენობას ვტოვებთ. აივანზე ვართ ,შემდეგ თავისკენ მიზიდავს წელზე მოხვეული ხელით და ტუჩებზე მაცხრება ! კვნესა წამსკდა და მაშინვე მოვხვიე ხელები ყელზე, ტუჩზე კბილები მოვდე და ჩემკენ მივიზიდე ამოიგმინა და მერე გაიღიმა. უკან დავიხიე,მოაჯირს მივეყრდენი და კოცნის შეწყვეტის ნება არ მივეცი სანამ არ დავტკბი ბოლომდე . -ახლა შემიძლია გართობა განვაგრძოო , ვიცეკვოთ პატივცემულო? -ვიცეკვოთ , ჩემ ქორწილში მოსულა - თვალს მიკრავს ტუჩებს ილოკავს და ისევ უკან მაბრუნებს. ბრბოს ვერევით, მაშინვე ყურადღების ცენტრში ვართ, სხეული თავისთავად იწყებს ცეკვას , დადიანს ვეკვრი და თავდავიწყებაში ვვარდები. ერთს მეორე მელოდია ცვლის, განათება ისევ მაბრუებს და რაღაც საოცარ მუხტს ქმნის. დადიანი ჩემს ყელში დააცოცებს ტუჩებს და წელზე შემოხვეულ ხელებს ისე ასრიალებს ჭკუას ვკარგავ ! მაგიდამდე ვაღწევ როგორღაც და ისევ ჩემს ადგილას ვჯდები. უკვე სტუმრბეის ნახევარი წასულია, ალბათ ღამის პირველი საათი იქნება ან მეტი. მხოლოდ ჩემი კურსელები,კლასელები ჩემი გიჟი ძმა, გადარეული გოგა, სანდროს ძმაკაცები და დადიანების სასტავი.ახლა ვხვდბეი რომ ძალიან დიდიი ქორწილი გამოვიდა საერთო ჯამში ,თუმცა ისეთი ვინც უცნობი იყო არავინ მინახავს. ყველას დანახვამ გამახარა და საერთოდაც ეს ჟღალი გოგონა სანდრო რომ დასტრიალებს თავს ისე მიზიდავს რომ მგონი მალე მივალ და გავიცნობ. -არც იფიქრო... -რა... -რიჟა ლამაზმანის გაცნობა... სანდრო თავად შეარჩევს დროს -შეამჩნიე რა თქმა უნდა... -ცეკვის დროს გამამწყვიტა წელში და ისე რას მიზამს... ეს ამორძალი სად მომიყვანე რძალოო?-დაჩი სავარძელში ჩაეშვა ,უკან კი ელეონორა სიცილით მოაბიჯებდა -ასე უცებ თუ იღლებოდა კაცი არც კი ვიცოდი ! გინდა წვენს დაგისხამ...სასმელმა გული არ აგიჩქაროს არითმია ... -ასე ქალს ჩემი ხელში ჩაგდება უნდოდეეს ...პირველია ! -უნდა ვაღიარო შენც ძაან აფრენ0 ელეონორა კისკისებს და ისევ ცეკვას იწყებს მარტოა,სხეულს ისე არხევს გოგოებიც კი ნერწყვის ყლაპვით უყურებენ. დაჩი იცინის უბრალოდ და თავს აქნევს -მაგიჟებს... -რა იყო! - დამიანე თვალებს უბრიალებს ის კიდე გოგოს უყურებს და იცინის -მაცადე რა ძლივს ვიპოვე ჩემი ჭკუის ...შენნაირი ძმაკაცის მერე ამოვისუნთქავ ,მაცადე ცხოვრება დადიანო ! -თვალს უკრავს, ისევ ფეხზე დგება და გოგოსთან ჩნდება მანამ სანამ ვიღაც ბიჭი არ მიუახლოვდება, დემნას მეგობარია ვიღაც სახელი აღარ მახოსვს. ისე ატრიალებს პირდაპირ მკერდზე იკრავს, ხელებს წელზე ხვევს და ერთად იწყებენ მოძრაობას. -ეს ცეკვაა ?- გაოცებულს მხდება და თვალებს ვახამხამებ -სიძე შენს ძმაკაცს ელე მოსწონს?-თამარა ჯდება დაჩის ადგილას და თვალების ჟუჟნით უყურებს წყვილს -რთული დასაჯერებელი კი იქნება ,მაგრამ არ მოსწონს ! -რატო ვითომ... -როცა მოსწონს სხვანაირად იქცევა ... ეგ მეგობრებთანაა ასეთი ცანცარა მხოლოდ ! -რადგან შენ ამბობ...ე-ი ასეცაა მოცეკვავეებიდან მზერა სანდროზე გადავიტანე. გოგონას მიჰყვებოდა უკან ,ალბათ სახლში აცილებს. ისე მიჰყვება გვერდით ხელითაც კი არ ეხება, მეღიმება. -ბიცოოო უთხარი არ წაგვიყვანონ რაა - მაქსი მოდის ჩემთან და წუწუნებს-არ გვეძინება...ამათ კიდე უკვე გვიანიაოო . არ შეიძლება დავრჩეთ? ამ ერთხელ -რჩებით მამა რჩებით და ნუ წუწუნებ ! -მართლა? -ხო ! მარიამ ორი საათით თუ დააგვიანებენ დაძინებას არაუშავსო,ერთად დავბრუნდეთო და ისე ჩვენში რომ დარჩეს გაპარვას არ აპირებთ გვრიტებო? -სად გინდა რომ გავიპარო! -უიმეე სად შეგვიძლიიაააა დამჩიიიკ ,ბოლომდე ვერთობით და რამე? -ნუ ცანცარებ! -საყვარელი ვარ აღიარეთ ! ახლა რომ გიყურებთ ქორწილი მომინდა და ხო არ დავქორწინდეთ ჩემო მუდმივო ‘ერლფრენდო?“ მესამე ბავშვს ვაჩენთ უკვე უკანონოდ -ქორწილს მაზლი თუ დამიგეგმავს კი... -მარიამს ეზარებოდა და იმიტომ ... -ხოდა მეც მეზარება და მიბაზე შენს ძმას არ გინდა? -გადამინდა... -მე მომინდა... თუმცა რაღა სიურპრიზი იქნება. დავტოვოთ ერთადერთ ქორწილად რომელიც სიძემ დაგეგმა . -სიძემ აბა კიი ..უთხარი რომ ყველაფერში გეხმარებოდი ვინდაიდან ერთადერთი თავისუფალი კაცი გყავდი გვერდით - დაჩი მოვიდა ისევ და გაიცინა -აღიარეე -ნათელი არ იყო ისედაც მარტო რომ ვერ მოვახერხებდი? -ხომ მაგრამ დემნაც ხომ გყავს... -დემნა დაკავებულია ოჯახით შესაბამისად შენი ხელი მჭირდებოდა -ტვინი ...გონება, გემოვნება. კაბა სხვათაშორის მე არ მინახავს დანარჩენი ჩემი მოგვარებულია -იმიტომ მომეწონა კაბა ყველაზე მეტად ? არაა მართლა ყველაფერი საუცხოო იყო მეჯვარეების ჩათვლით - ელეონორა თვალს უკრავს დაჩის და მხარზე ეყრდნობა-მაგრამ ვაღიაროთ რომ გოგონები ვჯობივართ -კაი ამათთან სიყვარული ბრმა არის და მარიამია ლამაზი ,მაგრამ შენ რატომ მჯობიხარ ვითომ? ბიჭი მეჯვარე რა კარგიაო ყველა ასე ამბობს...გოგო კარგად ცეკვავსო მხოლოდ ეგ გავიგე -ნარცისიც ხარ ... მგონიდაკარგული ტყუპისცალი ვიპოვე.რამდენი წლის ხარ დაჩი? -შენზე დიდი ,ბევრად ! -40? -ვაიმეე წყალიიი...მიშველეეეთ ეს რა მაკადრააააააა თვალით არ დამანახოთ როგორ ყველა სიმი გაწყვიტა...არადა მეგონა მეგობარი ავაგდეეეე არ დამანახოთ თვალიიით 40იოოოოოოოოოო ეს ის მომენტი იყო დამიანეც რომ ხარხარებდა და ყველა ჩვენ გვიყურებდა, სიმღერის ხმაც გადავფარეთ . დაჩის ასაკი მაინც ვერ გავიგეთ , ნუ მე კი ვიცი და დაახლოებით 12 წლით დიდია ელეონორაზე . ჩემი ძამიკო დაბრუნდა, მერე გვერდიდან არ მშორდებოდა. იმდენი იცეკვა და დალია მართლა აღნიშნა ჩემი გათხოვება რა. ნუ გაუთავებლად რომ ლაზღანდარობდა და ამდლობას უხდიდა დამიანეს ჩემი წაყვანისთვის არ გაგიკვირდებათ ხო? თაიგულის სროლაა , ასე არ მიხალისია რამდენი ხანია. ყველა ჩემს უკან იდგა და რომ გადავხედე ხალხს არ ვიცოდი საით მესროლა -რა ვქნა? იმდენი ვარიანტია აღარ ვიცი ვის ვესროლო. დამიანეეე -უბრალოდ ისროლე ერთხელ იღბალზეც იყოს ეს თაიგულის დაჭერა -პირდაპირ გოგას რომ ვესროლო არ შეიძლება? დამიბერდა ბიჭი -მარიამ! -კარგი ხოო ვისვრი რა იყოთ - ვიცინი და ისევ ვბრუნდები. მეხუთე ჯერზე მოვიფრიალე , ვისროლე და სად გადავარდაა კაცმა არ იცის. იმედია არ დაბრდღვნიან-თქო გავიფიქრე და ვაჩეს ხელში მოქცეულ ყვავილებს რომ შევხედე სიცილი ამიტყდა -ვაააა თხოვდები პაწუუუ -გიგი დასცინის და ტუჩებს წინ სწევს -ცოლი რათ მინდა ეეე... მარიამ არ გრცხვენია? მღუპავ ? მე მიკეთებ ამას? დაქალები შეთანხმდით ხო? იმანაც მე მესროლა აიგული- აკისკისებულ თამარასკენ იწევა- ვაიმეე გაგპუტავდი ახლა პროსტა ჩემი ნათლულის და არ იჯდეს მანდ ...პროსტააა თუ გაპატიოოთ -კა დამშვიდდი სიცოცხლე... ჩვენი ქორწინება ჯერ საქართველოს კანონმდებლობით არ შეიძლება - რატი ეხვევა ყელზე და წუ=ინ გამობურცულ ტუჩებს ლოყაზე აკრავს თან ხელს უჭერს სახეზე რომ არ გაქეცეს- ანუ ქორწილი არ იქნება ჩემო ბაჭიიიააა -გაიტანეთ ეს სანამ მოვკალიიიი ....ფუუუუ მომაშორეეთ ამ და სხვა მრავალი სიგიჟის ფონზე ტორტიც ისე გაქრა რომ მხოლოდ ვიდეო და ფოტომასალა მაუწყებდა რომ საერთოდ რაღაც გავჭერით. დანის დადება და ტორტით დაწყებული ომი ერთი იყო. რა თქმა უნდა მე და დამიანე სუფთები ვიყავით. დაშნიანი და გოგა მოგიჯდნენ გვერდით და ჩვენთან ერთად ტკბებოდნენ სანახაობით. სიცილისგან ძალა გამომეცალა,გეფიცებით დავიღალე.სახის კუნთები მტკიოდა უკვე ,ცოტაც და ცრემლები წამომივიდოდა. მერე ისევ ცეკვა და ბოლოს არ მინდოდა ,პირველი პატარძალი რომელსაც არსად ეჩქარებოდა . დარჩენა მინდოდა და გართობის გაგრძელება,მაგრამ ცოტაც და გაგვაგდებდნენ ამიტომ წასვლა ვარჩიეთ. თენდებოდა, ჩვენ კი ეზოში მივაბიჯებდით . ციოდა, სასიამოვნოდ დამეხორკლა კანი და დადიანს მივეკარი .გიჟი რომ ვარ ვიცი ,მაგრამ ძაიანაც კარგი გადაწყვეტილება იყო ფეხით წასვლა, ამ ხედს ხომ ვეღარ დვაინახავდი მანქანით რომ მივსულიყავით დადიანთან? უფრო მაგარი იქნებოდა ისევ სადედოფლო კაბა რომ მცმოდა, მაგრამ არაუშავს ესეც წავა რა. -გზა აგვერია პატივცემულო?! -დავიკარგო და თან შენთან ერთად? -სად მივდივართ ? არ გინდა ქორწინების პირველი ღამე გვქონდეს დადიანო?! აქვე ვიძალადებ იცოდე , პირველს გავიხსენებ ლამაზმანო ! კარგი რა აბაროტს მიღებ და ახლა შენ მიტაცებ? -პასუხს არ მცემს რა თქმა უნდა,ასე რომ ვსულელობ უბრალოდ იცინის. -ბინა აღრ მაქვს უკვე ერთი თვეა...შესაბამისად იქ ვერ მივალთ. სამაგიეროდ ჩვენი საერთო ოცნების სახლზე რას იტყვი? ვჩერდები, შუა ქუჩაში ვდგები და ირგვლივ ვიხედები სულ სახლებია . წინ კი დიდი შავი ჭიშკარია ,ლამაზი ღობე და დადიანი რკინის კარს აღებს . -წარმოუდგენელია...ერთ თვეში სახლიც გაარემონტე? -სასწაულმოქმედ ვგავარ? -არ გავხარ ....სასწაული ხარ შენ! -ისეთი როგორიც ვიყიდე ...გადაკეთებისთვის დრო გვექნება . თუ არ გვეყოფა ჩვენ და ოთხ ბავშვს სხვას ვიპოვით არაფერს ვპასუხობ, არ ვაპროტესტებ მის „ოთხს“ შეიძლება მეტიც დაეტიოს ამ სახლში ამ განწყობას თუ შევინარჩუნებ პროფესიონალ ექიმთან ერთად პროფესიონალი დედაც გავხდები. -სახლი დავათვალიეროთ რა...- შესვლისთანავე ვეუბნები და ფეხსაცმლიდან მაშნვე ჩამოვდივარ. ცივ მეთლახზე შიშელი ტერფებით მივაბიჯებ და ყველაფერს ერთი თვალის მოვლებით ვათვალიერებ. ისიც მშიდად მომყვება ,ჯიბეებში აქვს ხელები ჩაწყობილი და ღიმილით მიყურებს როგორ დავბორიალებ წინ და უკან. ბოლოს ვასკვნი რომ სახლში 6 ბავშიც მშვენივრად დაეტევა-გათენდა...- აივანზე გასვლისას ვამბობ და მეცინება- ქორწინების პირველი დილა გვექნება ... მანამდე ეს ყველაფერი უნდა ჩამოვირეცხო სახიდან და თმიდან - ვიცხადებ და მოწყვეტით ვკოცნი ,როდის იყო უცებ კოცნა შემეძლო? რომ გადავდგი ნაბიჯი ისევ მივბრუნდი და გიჟივით დავეტაკე . ხამი რომ იქნები მთელი ცხოვრება ! -იქნებ ლამაზი დავრჩე და არ მოვიშორო მაკიაჟი? - ვლუღლუღებ და ნიკაპზე ვკოცნი -ხომ ვიცით ორივემ როგორ ვერ იტან მაკიაჟით დიდხანს სიარულს ... მე და შენ კი არასდროს ვაკეთებთ იმას რაც გვეზიზღება ...ტუჩსაცხის გარეშე შენი ტუჩები უფრო გემრიელია ,თვალები ლამაზია შეღებვის გარეშეც და აწითლებული ლოყებიც გიხდება -ლოყები როდის მიწითლდება? -მალე თუ მიგიყვანე საწოლამდე გეტყვი - ყელში მკოცნის და იცინის ,საზიზღარი! არა სირცხვილისგან გაწითლებას რომ არ გულისხმობს ეგ ფაქტია, მე და სირცხვილი თან დადიანთან? არარსებული ამბავია! რეალურ პირველ ღამესაც არ მქონიდა სიამოვნების გარდა სხვა შეგრძნება და მორცხვობა ხომ საერთოდ . ჯანდაბა! რა დროს ამის გახსენება იყო ახლა სააბაზანოში წავიყოლებ დადიანს და ვატყობ მოუწევს ჩემი გაგიჟება! როგორღაც ვახერხებ სააბაზანოში შესვლას, „სხეულს თავისუფლებას“ ვანიჭებ და პირდაპირი მნიშვნელობით თავისუფალი ვტოვებ იქაურობას. დადიანი აივნის კარზეა მიყრდნობილი და გარეთ იყურება, უყვარს დილის პეიზაჟით ტკბობა თანაც ჩვენი სახლიდან ლამაზი ხედია. თუმცა ყველაზე მეტად ჩემით ტკბობა უყვარს და როგორც კი ნაბიჯების ხმა ესმის მაშინვე მზერას მაპყრობს ღრმად ისუნთქავს და გახსნილ პერანგში რომ ვუცურებ თითებს სხეული ეჭიმება, ვგიჟდები მის რეაქციებზე ,მისი სხეული ისე მოქმედებს ჩემი შეხებისას სიამოვნების ცალკე განზომლებაა -შევქმნათ შენს დაბადების დღეზე ტყუპები?- თითებს ყელიდან მკერდისკენ მიასრიალებს და გონებაარეულს მისი სიტყვების გააზრება არ შემიძლია. სხეულზე ვეკვრი და მისით ტკბობას ვიწყებ. შეიძლება ადამიანი ყოველთვის გაგიჟებდეს? მისი ერთი შეხებაც ყველა უჯრედს აფეთქებდეს, თითქოს შიგნით ყვავილები იშლება ფეთქდება და სისხლის ნაცვლად ელექ მოძრაობს ძარღვებში. ფიქრების ნაცვლას მისი სიტყვები ილექება გონებაში, მეხსიერება მხოლოდ მის შეხებას იმახსოვრებს. ძალაგამოცლილი ვეხვევი და დაბუჟებულ ტუჩებს ყელზე ვაწებებ. რომ მშორდება მიკვირს, დადიანი ჩემ მოფერებას წყვეტდეს სანამ ჩამეძინება? ბალიშზე დამხობილი ვაყოლებ თვალს . კედელზე დამაგრებულ ტელევიზორს რთავს თუ მე დამეწყო მოჩვენებები. ბრუნდება პულტს ხელს აჭერს და ჩემი ხმა ისმის .ჩვენს კაფეში ვსხედვართ, შოკოლადით სავსე ფინჯანი მიჭირავს და გაკრეჭილი ვუხსნი როგორ მიყვარს, ერთად იმდენ სიტყვას ვამბობ რომ ბოლოს ვეღარ ვსუნთქავ ბოლოს ბუზღუნით ვუცხადებ შენ მაინც მობილურში ხარ ჩამძვრალი ბოროტო ლექტორო-თქო და ვებუტები. მოძრაობა ვერ შევძელი ისევ ისე ვიწექი, ისც ჩემს წინ იყო მიყურებდა, ცხვირით ვეხებოდი იმდენად ახლოს იყო . ახურებული ტუჩები კიდევ ერთხელ შემახო და შემდეგ იქვე დაიჩურჩულა -დაბადების დღეს გილოცავ მარიამ დადიანო 23-დან ვიწყებთ ათვლას ,83-ის რომ იქნები შენს გვერდით ვიქნები და ჩვენი ქორწინების მესამოცე წელს შევეგებები ! არ შემიხედავს კადრებისთვის ,რომელიც მხოლოდ ჩვენი იყო . სხვა არავის ჰქონდა მოსმენილი ,არავის უნახავს და ვერც ვერასდროს ნახავს. ჩემი ვიდეოებიც ჰქონდა მოპარული და მისი ხმაც მესმოდა .უბრალოდ თვალებში ვუყურებდი და ჩვენს ხუთწლიან სიგიჟეშეპარულსიმშვიდეშიგადაზრდილ ბედნიერებას ვხედავდი. ... „თაფლობის თვე“ სახლში გავატარეთ. ერთი სეხედვით მოსაწყენი უნდ აყოფილიყო,თუმცა სიგიჟეების მოყვარულები ისედაც არ ვართ . ემოციურად კი სხვას ვერაფერს ვინატრებდი ჩემი „ბუდის“ ჩვენს ნებაზე მოწყობის გარდა. სახლი იმდენად მომწონდა გასვლა არ მინდოდა გარეთ. ისე გამოვიდა რომ ყველას დასასვენებლად წასულები ვეგონეთ და ჩვენც არაფერი გვითქვამს იმ მობილშემოტევებისას რომელიც არ წყდებოდა. ბოლოს თამარამ „დამწვა“ და ზუსტად ორ საათში ანდრო დარბოდა ეზოში . -დადი ფეხმძიმედაა და უარი ვერ ვუთხარი თორე ხო იცი არ დაგადგებოდით - დაშნიანი ხელებს წევს შემოსვლისთანავე და ყველაფერს ისე უყურებს აშკარად არ უკვირს. სამაგიეროთ თამარა მოქოთქოთებს და ისე მეხვევა მე და ბავში მუცელშ ვიგუდებით -მოგკლავდი ამ დამალვისთვის,მაგრამ გაპატიებ ბოლოს და ბოლოს ცოტა ხანს ერთად ხო უნდა ყოფილიყავით... სახლის დათვალიერება მინდა -მე არ მნახავ თამრო? -სიძეეე შე მაგაროოო როგორ ხარ? ხო არ ნანობ უკვე ? თუ გინდა წავიყვან ჩემთან ჩემს გოგოს მაინც არ მინდა გაგიყო ! -მე არ ვარ თანახმა !- დაშნიანი აცხადებს სანამ ხმას ამოვიღებ და ხის ძირში დაწნულ სკამზე ჯდება. ვისკის ბოთლს იღებს ყუთიდან -არ დავასველოთ თქვენი ახალსახლობა დადი? -დაასველებ და ამაღამ მეორე საძინებელში დაიძინებ!-თამარა თვალს უკრავს და მკლავზე მექაჩება- სახლიი მაჩვენე გოგო -მოვდივარ მადროვე- ბავშვს ვიყვან ხელში ვკოცნი და მერე მივყვები. თამარას სახლი მოსწონს, ჩვენს საძინებელშიც იჭრება და ეგრევე მიჟუჟუნებს თვალებს -აბაა დაიწყეთ პროქეტი სახელად პატარა დადიანი? -თეორიულად შეიძლება უკვე შესრულებულიცააა -ხოოო? ნუ ახლა ქორწილამდე იმდენი იგულავე ახლა დროს აღარ დაკარგავ ...ჩემმა საჩუქარმა იმოქმედა? -არ ჩამიცვია საერთოდ -დამპალოოოო...რა დაუწუნე სხვა ჩაიცვი რამე? -არა საერთოდა რ ვიცვამ პენუარებს ღამით... დადიანის მკლავი მათბობს - ტუჩებს ვილოკავ და თამარს დაქაჩულ თვალებზე ვხარხარებ -გაფუჭებულო ქალოოო ... ყველას რო კლდემა ქალი ჰგონიხარ . ტუტუცოოო ქალო შენ ! გაწითლდე მაინც -მაპატიე ახლა ქალიშვილური შეტევები არ მაქვს... -რა ვქნათ ახლა ჩემი ქმარი სხვა აზროვნების კაცია და ქორწილამდე თითი არ დამაკარა..>შენ გენაცვალე გათხოვება არ გინდოდა და არც ის გინდოდა რომ ეღალატა -უფრო სწორად მასთან დაწოლაც მინდოდა ყველაფერთან ერთად ! ამ ოთახს ბავშვებისთვის მოვაწყობთ შემდეგ - მეორე საძნებელში შევდივარ - ცარიელს დავტოვებთ რა აზრი აქ ახლა რომ გადავაკეთო -რამეს გადააკეთებ ? -არაა ...პროექტი ძალიან მომწონს...ავეჯს თუ შევცვლი ან გადავაადგილებ თორე სხვა არაფერი! -თვალები გიბრჭყვიალებს...ძალიან გინდა ხო ბაია? -ახლა რომ ვიცი და მზად ვარ რომ არ ამყვეს მალე ალბათ გავგიჟდები. გუშინ ვუთხარი ხომ არ გინდა გამსინჯო-თქო ... -ქალო შენ ნორმალური არ ხარ ხო? ჯერ იყო და ქორწილამდე მიხვედი გათხოვება მინდა ექიმო და ნახეთ ხომაა წესრიგში ჩემი საშვილოსნოო? გადარიე დადიანი და ახლა კიდე აგრძელებ? -მაშინ რომ გავესინჯე და თვალების ბრიალი არ დაეწყო ახლა ამაზე არ ვიფიქრებდი. რეალურად დაზღვეული ვარ რო? შეიძლება ვერ დავფეხმძმდე ... -შენ თავს არ გავხარ იცი? მაგ სისულელეს ჩემი მარიამი არ იტყოდა! გაჩუმდი ახლა საერთოდ არ გამაგონო მსგავსი სისულელე იმედია დადიანისთვის არ გითქვამს ეგ -როდის იყო რამეს ვფიქრობდი და არ ვეუბნებოდი -რაო მერე -აბა გამოიცანი... იჯდა მშვიდად მისმენდა ვიქოთქოთე დრამა დავდგი და რომ ამოვისუნთქე მეთქი რამე მითხარი გინეკოლოგი ხარ ბოლო-ბოლო თქო ხო არი რეალურად შანსი რო პრობლემა შემექმნეს-თქო .ორი წუთი მიყურა მერე ხელი დამავლო და ენერგიას ტყუილად ნუ ხარჯავო ...ორი კურდღელის დაჭერას გასწავლიო - რომ გამახსენდა ორი დღის წინანდელი ინსტიქტურად ვიკბინე ტუჩზე. თამარა კი ისე კისკისებდა ეჭვი მაქვს მეზობლებიც გაიგებენ. სანამ ეზოს დაპროექტების გეგმას ვაცნობდი თამარას გარეთაც გავედით. მაგიდასთან ორი კაცის ნაცვლად ოთხი რომ დამხვდა მეგონა გაორება მქონდა. თუმცა ერთ-ერთმა გორილა რომაა იმან ისე უცებ ამიტაცა ჰაერში და ჩამკოცნა დედამიწაზე დამაბრუნა -რას ვიფიქრებდი თუ მომენატრებოდი მაროოოოო....მაგრამ მომენატრე შენ თავს ვფიცავარ. აუუუ წამო ჩემთან სახლში ისევ არ გინდა? ხო გაერთეთ ამ დღეებში არ გეყო? ასეთი ხამი ხარ დავიჯერო? -გართულებულა მდგომარეობა...ახლა უფრო აფრენ ვიდრე ორი კვირის წინ! -სულ არ მოგენატრე მარო?-ისე მიყურებს ახლა ავფეთქდები და იმდენს ვაკოცებ ევრავინ გამომგლეჯს ხელიდან- სულ სულ არა? -მოვკლავ, დავახრჩობ. ნუ მიყურებს ასე... -მაროოოო -მიმიშვი რძალთან თორე შემორბენით ვარ ...ცოლ-შვილი ქალაქიდანგამყავს სულ რაღაც ერთ საათში და მეჩქარება.შენნაირი მოცლილი კი არ ვართ შვილო ხალხი- დემნა მაცლის ჩემს გორილას და მეხვევა- როგორ ხარ რზალო? თავს არ მოგაწყენ პროსტა იმიტო შმეოგირბინეთ რო გავიგო ჩემი ბიჭი ხო არ მარცხვენს და ხო არ გაბრაზებს ... თუ რამე მე მითხარი ხო იცი -ეს ორი არანორმალური სად იყო? ერთად რატო ხართ თქვენ? -ვეშვილე დემნას..ორივემ დავკარგეთ დედმამიშვილები და გავუგეტ ერთმანეთშ...საერთო სულის ტკივილი გვაქ- ცრემლებს იწმენდს სანდრო და დემნას მხარზე ხვევს ხელს - გვერდით უნდა დვაუდგეთ ერთმანეთს ,გავამხნევოთ -ეს ბავსვებს დიდხანს არ აჩვენო გააგიჟებს იმათ!სად მიდიხართ ისე? -ბორჯომში...ზღვაზე მინდოდა ,მაგრამ წუჭყიან წყალში ბავშვების და ფეხმძმის წაყვანა არასახარბიელოდ მომეჩვენა ... ანამარიამ კიდე ბავშვებმა მადა დაკარგესო და მთაში წავიდეთო . ჩემი გენია დეიდაშვილიც იქაა თავისი დინჯი ბავშვიტოთი და მოკლედ ბაღი იქნება იქ ! -ვიზიარებ ძმა ვიზიარებ.. -შენც გაყევი სანდრიკა ...სადაც სამი მეოთხე ბავშვიც ასატანია - დაშნიანი ეუბნება ძაან მშვიდად და ვისკის წრუპავს -თქვენ მიშველეთ მამიკო არ გინდა? სადაც ორი იქ მესამეც მოგემატებით ... ტირილით არ ვიტირებ, ცოლს არ წაგართმევ...პროსტა მაჭამე მასვი რა.ანდრიუშასაც მივხედავ ხოლმე -ბოლო რო არ გეთქვა დავფიქრდებოდი ! დემნა წავიდა, სანდროს ვინ გააგდებს ჩემი სახლდიან ვერ გეტყვით. მე და დადიანს შუაში ჩაგვიჯდა და ისე ჩამეხუტა სუნთქვა შემეკრა. ბოლოს წასვლა რომ გადაწყვიტა მაგრად მომეხვია და ხვალ საღამოს სტუმართან ერთად გესტუმრები მოემზადეო,მითხრა და წავიდა. თამარა და დაშნიანი სვანეთში გამგზავრებას გეგმავდნენ მეორე დილას . კიდევ დიდხანს ვერ ვნახავდი, იქ რომ მიდიან მერე ჩამოსვლა აღარუდნათ. ნუ გინეკოლოგთან მეორე ვიზიტამდე მაინც. -წავალ ვახსამს მოვამზადებ... -არ გეზარება? რესტორანში გავიდეთ - ყელში მკოცნის და თითებს სარაფნის ქვეშ მიცურებს ფეხს მიუყვება და საჭმლის ნაცვლად დასანაყრებელ ობიექტს ვიპოვი მგონი -არ მინდა რესტორანში...იქ ვერ მოგეფერები და აქ როცა მინდა მაშინ- მაისურს ვხდი და ზურგზე ფრჩხილებს ვუსვამ - რა მოვუმზადო საყვარელ მეუღლეს? -რამე შენი გემოვნებით- მეუბნება და მისაღების მაგიდაზე მაჯენს. ხო აშკარად გამომივა ვახშმის მომზადება ! -დავფიქრდები...- კაბას ვიხდი და თითებს სხეულზე ვიტარებ- სადღაც აქ უნდა იყოს -ოოხ მარიააამ ...მარიაამ როგორი მოუთმენელი ხარ! - ჩემს ტუჩებთან ამბობს და ისე მკოცნის რომ მგონია მომკბეჩს . ავეჯი ხარიასხიანი გვაქვს ნაყიდი, ყველაფერი რაც შევამოწმეთ უმაღლესი ხარისხისაა, საოხარი გამძლეობით და ალბათ მათ შეცვლას გადავიფიქრებ ! სამზარეულოში რომ უნდა გადავსულიყავით დედიკომ დამირეკა და მასთან საუაბრს შევყევი. რომ ვუთხარი სახლში ვარ_თქო ჯერ გაგიჟდა რანაირი ხარ სახლში როგორ დარჩიო,თუ არ გბეზრდებაო. მერე მივაყოლე ახალ გარემოში ვარ-თქო .სულ გაგიჟდა სახლი თუ იყიდა როგორ არ მითხარიო , ბოლოს სიძის ქება დიდებას რომ მოჰყვა ხმამაღალზე ჩავრთე და სამზარეულოში მოფუსფუსე დადიანს მოვასმენინე. სიძე ბატონი გაიბადრა და მობილურისკენ მოიწია -ეკუუუნ მეც მიყვარხარ -აქ ხარ ჩემო ბიჭოო? -არ გინდათ ქალიშვილის ნახვა?! ქალიშვილის არა მაგას შნეი ნახვა უფრო უნდა- ვეჭყანები და ეკა რო იწყებს ქოთქოთს მერე ვაყოლებ- დეეე უთხარი მამიკოს და ჩამოდით რაა... სახლს გაჩვენებ თან ვახშამს ვამზადებთ და დაგვეწვევით -ხოოო შენ ისე არ გააკეთო არაფერი...დარწმუნებული ვარ ჩემი ოქროს ბიჭი აკეთებს ყველაფერს. რამდენ ხანს გაგიძლებს როგორ მაინტერესებს ერთი ... -შენ ისიც არ გეგონა ამდენ ხანს თუ არ დამშორდებოდა დედა... -მაზოხისტია დედა ალბათ...ამდენი კარგი თვისება აქ და ერთი ცუდი არ შევარჩინო ახლა? -სხვა დაშვებას ვერ აკეთებ ხო? -რა თქმა უნდა ! კი მინდა შენი ნახვა მარა გიჟი დედასავით არ გამოვა? -აუუ დედააა რა გიჟი დედაა? ხო იცი რო არ უნდოდეს არ გეტყოდა ვაფშე -არა ეგ კი ვიცი მარა ...მაინც ახალ სახლში ხართ და ასე მოვიდე? -დედა მთავარი ოჯახის წევრი შენი გაჩენილი ვარ და მეტი რა უნდა მოიტანო? -ოოჰ სად შეგვიძლია ამდენი ... ნარცისი გახდი შენ დედიკო? -ეკუნა რატო დამცინი? თუ არ გინდა მოსვლა და ჩემი ნახვა ნუ მაბრაზებ მაინც -დედა შენი ნახვა კი მინდა მაგრამ ...მერე მამაშენი დათვრება მანდ ხო ვიცი და გინდა ახლა შენ ამის ლოთობის ყურება? -მაგის ლოთობას ჯერ ეს ერთი მთელი 24 წელია ვუყურებ და მეორეც სულ არაა ლოთი შენ რა გაწუხებს პატივცემული ქმარი დალევს ჩემი -შენ ნორმალური არ ხარ ხო? -რა გინდა დედაა? -ახალი გათხოვილი რომ ვიყავი მამაშენს ჭიქებს ვაცლიდი ხელიდან შემთხვევით რომ არ დავფეხმძმებულიყავი და ბავშვი პრობლემებით არ გაჩენილიყო... შენ კიდე არ გინდა შვილი? გინდა მოვკვდე ხო? მითხარი პირდაპირ რა იქნება დედა? -მთვრალი ააცდენს თუ რა გინდა ეკუნა?- ამას რო ვეუბნები დადიანი ლამის ხელს იჭრის, ასე ხო ჩემი ასეთი გამოსვლები უფრო უკვირს ვიდრე ეკუნას ქოთქოთი, გეფიცებით ეს ორი გიჟები არიან ერთად და მე მაგიჟებენ. -დედააა მომკალი ღმერთოოო უზრდელოო... ტუტუცოოო. იმედია დამიანე აღარ გვისმენს ხო? სირცხვილოო -აუუ ეკუუუნ ჩამოხვალთ თუ არა -არ ვიცი...ვნახავ მამაშენს ეზოში იყო და თუ წამოვა მოვალთ.მისამართი მომწერე შენ . აკოცე დამიანეს , ჭკვიანად და ნუ იზამ ისე რო ერთ თვეზე ადრე გამოგაგდოს სირცხვილია დედა -გელოდებით!-მობილურს მაგიდაზე ვდებ და დადიანს ვუყურებ- ეს ქალი გაგიჟდა ამ ბოლო დროს...ადრე არ იყო ასეთი -ადრე არ ჰყავდა ჩემნაირი სიძე !რატო გაგიჟდა რას ერჩი მარიამ?შვილიშვილი რომ უნდა დანაშაულია? -უნდა კარგია...მეც მინდა -ჩშ... -მათქმევინ... -ჩშშშ- თვალებს მიბრიალებს და მეც ვიბუტები -კარგი ბატონო არ ვამბობ არაფერს. მშია და თუ მალე გააკეთებ დამავალებ ! -ისინიც მოვლენ და ერთად ვივახშმოთ არა? -მანამდე შევჭამ მე ცოტას...მშია ძაან- პურის ნატეხს ვჭამ და ტყემალში ვუწობ- სხვათაშორის მე უფრო მალე ვამზადებ -ხომ გაიღიარე უკვე როგორც საუკეთესო მზარეული ? -ხანდახან მგონია რომ უგემურს ვამზადებ და უბრალოდ არ მეუბნები! -ხანდახან მგონია რომ სულელური აზრები გონებას გირევს! -ნუ ხოო ...რასაც ვერ ვაკეთებ ეგრევე მაჯახებ როდის იყო მიფრთხილდებოდი . წამკბენ და მომშხამავ იმ წამსვე , ურჩხულო! -რით ვერ დაივიწყე შენი სიზარმაცის გამოვლინებაზე ჩემი პასუხები? -ჩემი სიზარმაცე? არ იცოდე მაინც როგორ ვმეცადინეობდი ანატომიას -რომ ვიცი იმიტომ გეუბნები -შკოლნიკი კაცი თუ შემიყვარდებოდა რას ვიფიქრებდი ! -გჯეროდეს მაინც რას ამბობ - იცინის და ჩემ გვერდით ჯდება. ვერ ვითმენ და მეც ვიწყებ კერძების მომზადებას, მამაჩემს მაინც გავახარებ თორე რა გაუძლებს იმის ცინიკურ ჩარტყმებს ჩემს უსაქმურობა-უცოდინრობა-მოუხერხებლობაზე. მამიკოს მანქანას რომ ვხედავ ვხვდები რომ ძაიან მომენატრნენ. მერე მათკენ გავრბივარ და ვეხვევი. -მამიკოს პრინცესა ...როგორ ხარ მა?- აი როგორი ტონით მეუბნება იცით? ცოტაც და რომ უნდა იტიროს ისეთი. მამისთვის რა მომენტია ქალიშილის გათხოვება კიდე ვერ ვხსნი, თან რომ უხარიათ და თან რომ წყინთ აი ეგეთია რაღაც. სანამ მამიკოს ვეხვევი დედაჩემი და დადიანი ერთმანეთს ეხუტებიან. დედა ქოთქოთებს ის კიდე გაბადრული უყურებს. სახლის დათვალირების შემდეგ ჩემს მომზადებულ კერძებს აკვირდებიან და დადიანის გამოტეხვას ცდილობენ , ვერ დავაჯერე რომ მე მოვამზადე და თან არავის დაუძალებია. ბოლოს მაინც დადიანის მიღწევად ჩათვალეს ... დედა მართალი იყო,მამა დალევის გარეშე ვერ გაძლებდა თანაც დადიანს კარგი ღვინო აღმოაჩნდა,საიდან არ ვიცი ! უკვე გვიანი იყო ამიტომ დარჩენა შევთავაზე რაზეც მამაჩემს სიეთი რეაქცია ჰქონდა თითქოს სიძის სახლში ჩასახლებას ვთხოვდი . რა თქმა უნდა მაინც წავიდა, მე კი დროის გასვლას ველოდი მიახლოებით რომ გამეგო მივიდნენ თუ არა სახლში. -რატო არ დარჩა ვერ ვხვდები -ეგეთი ტიპია... -ანუ მე რო ვრჩებოდი ხოლმე არც ეგ მოსწონდა? -არაა რომ არ დარჩე გაგიჟდება , მაგრამ თითონ არსად რჩება ღამით ნუ თუ სასტუმრო არაა და აუცილებლად თუ არ უწევს ღამის გათენება! ისე დედიკოს სახლში არცერთხელ არ დარჩენილა , სახლში სადაც სიდედრია დაძინება არ შეიძლება ჩემნაირი სიძისთვისო . აუუ რატო ეწევიი?- აივანზე წამოჭიმულს დავადექი და სანამ დავჯდებოდი სიგარეტი გამოვართვი -ასე ჯობს...- მუხლებზე ვუსკუპდები და სხეულზე ვეკვრი .თვალები დახუჭა და თავი უკან გადასწია ,უყვარს სიმშვიდე და რა გავაკეთოთ? მთვრალი უფრო მდუმარე და საყვარელი რატომაა ვინმე ამიხსნის? -გინდა ხვალ ყვავილები ვიყიდოთ... -ამ დროს დარგული არ გაიხარებს... -ქოთნის ყვავილები ვიყიდოთ სახლისთვის მინდაო ხო თქვი -ბევრი ყვავილი მინდა ... არ დამავიწყო ოღონდ მოვლისწესები ჩავიწერო თორე დამავიწყდება და რომელიმე რომ გახმეს გავგიჟდები -კარგი არ დაგავიწყებ -ნუ დამცინიიიი - მუცელზე ვუჩქმიტე და ვერაფერი გაიგო -გეძინება? -შენ არა? -ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ -მე მაცლი და შენ ივსები მაგ ენერგიით -შენ უბრალოდ ასაკში ხარ უკვე -არც შენ ხარ ბავშვი - მხარზე მიდებს პირდაპირი მნიშნელობით და მშვიდად მიაბიჯებს საძინებლისკენ. წამში მხდის კაბას და თავადაც იხდის -მოიცა ჩავიცვა -არ გინდა... - სხეულზე მიკრავს და თვალებს ხუჭავს -დილას არ გამაღვიძო იცოდე ! მეორე დღეს მთელი სახლი ფერადი გახდა, იმდენად მომწონდა ყველაფერი რომ პატარა ბავშვივით მიხაროდა. ეზოსთვისაც შევარჩიეთ რამდენიმე მცენარე და კმაყოფილების პიკზე ვიყავი. თამარა სვანეთიდან დამცინოდა ნამდვილი ოჯახის ქალი გახდიო და მაბრაზებდა. მერე ისევ წუწუნს იწყებდა მიშოს ბავშვი წაყვანილი ჰყავს და ცხენს სიკვდილით ემუქრებოდა. საღამოს ყველაფერი მზად მქონდა და ველდოი ჩემს გიჟ ძმას. უკვე რომ მეგონა მომატყუა-თქო ჭიშკარი გაიღო და შემობრძანდა. მზის შუქზე უფრო ანათებდა გოგოს ჟღალი თმა ,ისევ ყვავილებიანი მოკლე სარაფანი ეცვა,მართლა ბავშვს გავდა . ხუჭუჭა თმაზე ხუთჯერ მაინს გაისვა ხელი სანამ მოვიდოდნენ სახლამდე -აი ჩემი პატარა ჯიუტი ფისო რომელიც პატრონს ჩავაბარე - გოგოს რომ წარუდგინა ჩემი თავი მერე მივხვდი რომ ჟღალთმიანი გაოცებული მიყურებდა. სანდროს ახედა და ისე საყვარლად ააფახუნა თვალები სიცილი მომინდა -სანდრო -რაა ფისო არ არის? თან რა საყვარელი პატრონი ჰყავს იცი? ხელისგულზე ატარებს? გინახავს სადმე კატა პატრონს თავისნებაზე ატარებდეს? ეს უნივერსალური ფისოა...მარტო პატრონთან კრუტუნებს ღამით ასეთი აკრუტუნება შენც შეგიძლია ... მერე ვიმუშაოთ მაგაზე ჩემო ჟღალო -გეყოს სანდრო! - გოგო რომ გაწითლდა და მივხვდი უხერხულად გრძნობდა თავს ჩემი გორილა მოვაშორე და ლოყაზე ვაკოცე- გამიხარდა სტუმარი რომ მომიყვანა თან ასეთი ლამაზი...მე მარიამი ვარ ამ არსების და -უკაცრავად რომ შემოგეჭერით მე ...სხვა რამე მითხრა კნუტი მინდოდა და მე ვიციო და მე ... -სახლში თუ არ შემოხვალთ შემჭრად მაშინ ჩავთვლი... -არა იცით მე წავალ... -სად წახვალ ჟღალო ? გინდა მარო გააბრაზო? გაგცლის მაგ წითელი პრუჟუნებისგან მერე მე რაზე ვითამაშო? - ხელი მოავლო წელზე და სახლში შესვა პირდაპირი მნიშვნელობით. გიჟი,არანორმალური, როგორ ექცევა გოგოს ! მოვკლავდი მის ადგილას ის კიდე დაბნეულია და არ იცის რა გააკეთოს .არა სად იპოვა ასეთი? -მარო უნივერსალური ფისოა-თქო ხომ გითხარი ყავის მომზადებაც იცის...ჟღალს ტკბილი არ უყვარს მაროო შაქარი არ ჩაუყარო ვაფშეეე - მისაღებისკენ დაიძრა და გოგოც წაიყვანა.რარაცას ჩუმად ეჩხუბებოდა ჟღალი,ისეთი საყვარელი იყო სიცილი ვერ შევიკავე -ვინ მოვიდა მარ? -სანდრო და ემილია ... -მართლა? -აჰაამ... -რა გაცინებს -უთქვამს ფისოს გაჩვენებო და ფისო ვინ აღმოჩნდა შენი აზრით? -გიჟია ! -ვერ შეგედავები! რამდნეიმე წუთში მისაღებში ვისხედით ,გოგო ისევ აწურული იჯდა და სანდროს რეპლიკებზე წითლდებოდა. ძლივს დავარწმუნე რომ არ მაწუხებდა თავისი სტუმრობით და საუბარში შევიტყუე. დადიანმა სანდრო რომ წაიყვანა მერე ნორმალურად ამეტყველდა და მივხვდი რომ სულ არ იყო სულელი პატარა ბავშვი. აი სანდრო რომ გამოჩნდა ისევ ისე დაემართა, სიცილის შეკავება არ შემეძლო . ეს იდიოტი ყურებამდეა შეყვარებული ისე ელაპარაკება და უყურებს გულებს ისვრის პირდაპირ. გოგონა რომ გავაცილე მივხვდი რომ ძალიან ცხელოდა გარეთ, ისე რომ ყველაფერი იწვოდა. დადიანს მივუბრუნდი და გავეკრიჭე -არ გინდა ბორჯომში წავიდეთ? -მარიამ თაფლებოს თვეში რამდენმე დღეს ქმრის ძმისშვილებთან და დეიდაშვილისშვილთან გინდა გაატარო? -რატო მამეორებინებ დადიანო,რომ მთელი ცხოვრება თაფლობის თვე იქნება შენთან ერთად და ახლავე დავიწყოთ ნორმალური ცხოვრება. რადგან ახლა მომიყვანე ცოლად ეიფორიაში უნდა ვიყო ? -ბარგის ჩალაგებას რომ ვერ ვიტან ხომ იცი -მე ჩავალაგებ - ვკოცნი და მივკუსკუსებ მეორე სართულისკენ. დილით ვტოვებთ სახლს და 10 საათზე უკვე მათ ნაქირავებ სახლში შევდივარ. კარის გაღებისას გაბერილ მარიას ვხედავ ქლიავით სავსე თასით რომ დააბიჯებს და ისე კბეჭს ხილს თითქოს სიამოვნებისგან გიჟდება. -ბავშვებოოო ჩამოდით მზადაა საუზმეე... გიგისთან ოთახში არ შეხვიდეთ ისე დაუკაკუნეთ -კიბეს სორდება და ბრუნდება მერე კივის და ჩვენკენ მობაჯბაჯებს -დამიიიი ....მარუსააა -მარუსაოოოო ბიცოოოოოოოოოოო - მეორე სართულიდან ყვირიან ტყუპები და ღიპუცას შემდეგ ისინი მეხვევიან- ბიცოოოო რატო არ გვითხარი ? მოგვენატრე -აბა გიგიმ ეგენი არსად გავლენ კიდე დიდხანსო? -მამიკომ კი გითხრა რომ ბიცოს ცელქობა მობეზრებული ჰქონდა უკვე და შეიძლებოდა ჩამოსულიყვნენ- საიდანღაც გამოდის დადიანი და ძმას უყურებს .ესენი ხო თვალებით ლაპარაკობენ,თითქოს მინი მოკითხვას ატარებენ . -ვააა ჩემიიი კამფეტებიი მოსულაან..>შოკოლადის ბიჭო რატომ არ მითხარი ? გავბრაზდი !- ქეთუშა მოქრის და პირველს დადიანს ეხვევა.გიგი რომ მოროხროხებს იმხელაზე უყვირის ბავსვი რატო დატოვეო შემეშინდა გეფიცებით. -არ მეგონა ჩვენზე მეტს თუ ვინმე ჩხუბობდა...თურმე დეიდასვილები ერთმანეთზე უარესები არიან. ერთი წესიერი ჰყავთ ოჯახში და ისიც შენია მარიამ - მარია მეუბნება და ქლიავს მიწოდებს- გინდა? -არაა ... -საუზმე ახლა მოვამზადე და თქვენც მშივრები იქნებით. მააქს სააბაზანო აჩვენე ხელებს დაიბანენ ვისაუზმოთ და მერე ოთახს გაჩვენებთ -მომბეზრდა უკვე ამის დიასახლისობა...ყველაფერს მაღალი ხარისხით აკეთებს და დადის ასე დილიდან საღამომდე ბავშვები შეაწუხა . -თავისუფლება მოენატრათ დადიანებს... ვერ მოგართვით- აცხადებს და მიკუსკუსებს სადღაც. რამდნეიმე საათის შემდეგ პარკში ვსეირნობდით, ბავშვები ატრაქციონებით ირთობდნენ თავს. ეშმაკის ბორმალამდე მთაზე უნდა ავსულიყავით. საბაგიროთი ვერ წამოვალო მარიამ და ის ქვემოთ დარჩა დემნასთან ერთად ჩვენ კი მთაზე ავედით. იქედან საოცარი ხედი იშლებოდა. ისეთი სიმშვიდეა, სილამაზე და კარგი გარემო რომ ნამდვილად დასასვენებელი ადგილია. ისეთი სიგრილე იყო ყველაფერთან ერთად რომ სახლში დაბრუნება აღარ გვინდოდა. მდინარე იქვე ჩამოდიოდა, ახლოს მდგომ სკამებზე ვისხედით , ბატიბუტს ვაგემოვნებდი ბავშვები აქეთ იქით დაქროდნენ. მარია საყვარლად წუწუნებდა, სულ ჭამა უნდოდა და დემნას დაარბენინებდა წინ და უკან . თამარა მაკლდა სრული იდლიისთვის ,ჩემი ანდრიუშა და დაშნიანიც. სვანეთიდან იმათი ჩამოყვანის შანსი ნულია, დაშნიანი სხვა მთებს არ აღიარებს,არ ცნობს საერთოდ. შესაბამისად რამე უნდა მოვიფიქრო რომ მთელი არდადეგები მათ გარეშე არ გავატარო,ისიც დასაშვებია რომ გამონაკლისის სახით ერთი თვე ბოდიალში გავატარო დადიანს უყვარს სვანეთი როგორც ვიცი და იქნებ ბორჯომის შემდეგ სვანეთში გასეირნებაზე დავითანხმო! ვიფიქრებ მაგაზე მონატრებისგან რომ გავგიჟდბეი მაშინ. მონატრებამ ზუსტად ერთ კვირაში გამაგიჯა და მივხვდი რომ ყველა მიყვარდა ,მაგრამ ჩემი თამარა მაინც ერთადერთი და განუმეორებელია ჩამთვის. იქედან რომ მიყვებოდა ამბებს და მაგიჟბებდა, უფრო მომინდა წასვლა. დილით ადრე გამეღვიძა , მაშინვე წამოვდექი და აივანზე გავედი .მოაჯირზე დაყრდნობილი ვუყურებდი ტყეს და სუფთა ჰაერს ღრმად ვუშვებდი ფილტვებში. სიცივე რომ იგრძნო კანმა სწორედ იმ დროს მომეხვია დადიანის მკლავები მუცელზე,ზურგიდან ამეკრო და ყელში მაკოცა. სრული ნეტარება... -ისე მოგენატრა თამრო აღმოსავლურ ტურს კურორტიდან კურორტზე შევეშვათ? -დატოვებ შენებს და დაშნიანს შეუსახლდები რამდენიმე დღით? -დაშნი მიმიღებს ...ჩერეზ შენით -ვგრძნობ რომ იცინის, კოცნას ისევ აგრძელებს ამჯერად მხარს მიშიშვლებს და ტუჩებით ათბობს კანს-დღეს დავრჩეთ ის ადგილი ვნახოთ გიგი რომ გვიყვებოდა და ხვალ წავიდეთ - მისკენ რომ ვბრუნდები კოცნამდე ამბობს და მერე ტუჩები იმდენად დაკავებული აქვს რომ სიტყვის თქმას უბრალოდ ვერ ახერხებს. ახლომახლო თუ სადმე წასვლა შეიძლებოდა ყველგან ვიყავით, იმდენნაირი მჟავე წყალი დავლიეთ გიგი დამცინოდა მარიამი უფრო მწარე გახდება რა გევშველებაო. არაფერს ვეუბნებოდი და ისიც აგრძელებდა, ისეთებს იტყოდა ხოლმე სიცილს ვერ ვიკავებდი.ჩემ ნაცვლად პატივცემული კბენდა ორი სიტყვით და ისეთებს რომ ერთი ორი საათი მინიმუმ ხმას აღარ იღებდა. ასეა უფროსი დეიდაშვილი რომ გყავს რომელსაც ბავშვი ახსოვხარ,კომპრომატებს ფლობს ! დადიანი იმდენად მოხერხებულად იყენებდა აქრივს რომელიც გააჩნდა გიგის წინააღმდეგ რომ პირდაპირ ქეთას ყბაში ისროდა, ქეთევანს ვინ გააჩერებდა გიგის დაცინვის და გაგიჟების საბაბი ჰქონოდა და მოისვენებდა? შეუძლებელი ამბავია უბრალოდ,მერე ბავშვს ჩვენ ვიტოვებდით და სახლის დამპროექტებელს მადლობას ვუხდიდით კედლები რომ სქელი გააკეთა იმდენად რომ მათი საძინებლიდან ხმა არ გამოდიოდა ,ნუ პირდაპირ იმ ოთახის ქვემოთ თუ არ აღმოჩნდებოდით სადაც გიგი შეაგდებდა ქეთევანს. ტყეში ფეხით წასვლა რომ დაგვჭირდა მთელი გზა ის ტური მახსენდებოდა ანატომიის ტესტის მაღალი შეფასებით რომ დავიმსახურეთ . მაშინაც მთელი გზა დადიანის მკლავზე ვიყავი ჩამოკიდბეული,ფაქტობრივად მივყავდი კი არ მივდიოდი. ყველა ჩვენზე ლაპარაკობდა ,რამდენჯერაც მოვშორდი იმდენჯერ ფეხი გადამიბრუდნა,ან დავეცი ან დავცოცდი მთიდან . გიგიმ მე ჩემი თავი ძლივს მიმყავსო გამეცალა,ასე შევრჩი დადიანს. გოგოები ლექტორის ჯელტმენობაზე საუბრობდნენ და მთელი გზა ეს სპორტცმენი ქალებიც კოჭის ტკივილებს უჩიოდნენ, მე კი სიცილს ვერ ვიკავებდი დადიანი მაინც ჩემთან რომ რჩებოდა დ აიმათ ყურადღებას არ აქცევდა. -აშკარად იმოქმედა ჩვენამა ერთობლივმა ვარჯიშმა... მაშინ მართლა მე მიმყავდი ახლა უბრალოდ დაიღალე -ვარჯიშს ნუ მახსენებ... მკლავდი მთელი წელი და რისთვის -მკერდი და საჯდომი გაგიმკვრივდა - მშიდად მიცხადებს და სანამ შევიცხადებ მკოცნის- ბაზას ვამზადებდი სამუშაოებისთვის -უზრდელო...ისე არ მოგწონდი ხო? ახლა რომ არ ვვარჯიშობ ხომ რას ამბობ -რომელი ტრენაჟორი გაწვევინებდა იმდენ კალორიას რამდენსაც მე ყოველ ღამით -ანუ მე ვწვავ კალორიებს ... მსუქანიც ხომ არ ვარ -ნეტა იყო ... მესამე კურსზე ისე გახდი იმის მერე ვერაფერი გიშველე- ისეთი „ტკივილით“ ამბობს ლამისაა დავამშიდო და ვანუგეშო -ნეტა ვინ მათენებინებდა ღამეებს ...თან კითხვაში -რომ ამთავრებდი მეცადინეობას მერე ხომ გიტარებდი პრაქტიკულ სწავლებას? -მერე გიკვირს კიდე რატო გახდიო ... ჯერ ტვინი ხომ მეღლებოდა ამდნეი კითხვით და მერე დარჩენილ ენერგიასაც მართმევდი -თითქოს მე გაცდუნებდი... -არც კი გრცხვენია? - გავჩერდი გულამოვარდნილი და დავუყვირე . კიდევ კარგი ისინი წინ იყვნენ და არ ესმოდათ -ასეთი სექსუალური რომ ვარ და სულ რომ გინდივარ იმიტომ ? -ნარცისო! - რომ მივხვდი ხალისობდ აუკვე ჩემი გაგიჟებით და აზრია რ ჰქონდა სიტყვებს მაინც დამადუმებდა ზურგი ვაქციე და წინ გავიჭერი. გაჭრა იყო და გაჭრა ხეზე აკრული რომ აღმოვჩნდი და ტუჩების შეგრძნება რომ საერთოდ გამიქრა მარტო იმის იმედი მქონდა რომ ჩემი კვნესა ტყეში ძალიან კატასტროფულად არ ისმოდა. რა ვქნა ას ეველურივით რომ მეტაკება და მკოცნის ხმას ვერ ვაკონტროლებ. მერე რომ მშორდება გათიშული მივყვები, ყველგან სადაც მიაბიჯებს და შეგრძნებები მიქრება საერთოდ. პიკნიკს ვაწყობთ შუა ტყეში. ქალბატონი მარია სკუპდება გასაშლელს სკამზე და ბავშვებიც გვერდით უჯდებიან. ორ დადიანს ჩვენს თვალწინ და ერთს მუცელში აპურებს ,ისეტი საყვარელია ბავშვებს ჭამას რომ აძალებს ყველა მაგაზე ვიცინოდით. ისინიც წუწუნებდნენ მეტი არ გვინდაო და ბოლოს მართლა შეეშვა. -ახლა რატო შეგვეშვა იცი? თითონ არ ეყო და ჩვენი ულუფაც იმ ღორს უნდა აჭამოს მუცელში რომ ჰყავს- ალექსი იცინის და მაქსიც ყვება -უკვე გვეშინია რომ დაიბადება ჩვენც არ შეგვჭამოს - მაქსი ისწა....ბს თავს და დემნა რომ იცინის მარიანა იმას უბრაზდება -იმის მაგივრად ბავშვებს თავიანთი ძმა შეაყვარო იცინი ? ვერასდროს გაიზრდები შენ ! -მე რომ ვზრდი ბავშვებს ისე ვინ გაზრდის...მადროვე რა ბოლოს შედეგს გაჩვენებ ! -დამაინე რო არ გყავდეს მაგალითად რა გეშველებოდა ნეტავ... -ახლა არ თქვა ბუნებრვივადაა ასეტი კაგრიო... მერე ვისი გენები აქვს ჩემიი ესენი კიდე სულ არ მინდა ამის მსგავსად მუდოები იყვნენ...ვაუმჯობესებ ნელ-ნელა აღზრდის მეტოდებს სანამ დემნა ტრაბახობდა დამიანე ჩუმად იცინოდა ,პარალელურად პატარა გიგის ასლს ეფერებოდა და აჭმევდა. ბავშვებთან ერთად რომ ვხედავ უფრო მიმძაფრდება შვილის ყოლის სურვილი. პარანოია მაქ უკვე, გავგიჟდი მგონი... დილით დადიანი მაღვიძებს, იმდენად მინდოდა ძილის გაგრძელება ძლივს წამოვიზლაზნე საწოლიდან. მანქანაში ჩამეძინა და რომ გავიღვიძე უკვე სვანეთში ვიყავით. ჩემი პირველი გამოძინება იყო მგზავრობისას,მითუმეტეს ასეთი ღრმა ძილით. ზოგადად არ შემიძლია მგზავრობისას მანქანაში დაძინება ... ამაზე არ მიფიქრია ისე უცებ გამოვფხიზლდი,დადიანიც დამავიწყდა და ჩემ შეფუმფულებულ დაქალს მოვეხვიე,რომელიც კიოდა და ხტუნვის დაწყებას აპირებდა კიდევ კარგი გაახსენდა ბავშვი და გაჩერდა ჩემი კამფეტი...ჩემი ტკბილი ჩემი სიცოცხლეე ჩემი შოკოლადის ტორტიი არ მჯერა რო აქ ხარ ...ახლა თან აქ აუუუ უყველაზეკარგესი ხარ -მომენატრეე გაბერილო ... უკვე გეტყობა მუცელი . მოძრაობა დაიწყო თუ ჯერ არა?- მუცელზე ვეფერები და თან ლოყებს ვუკოცნი. ვიკარგები დროსა და სივრცეში .აზრზე არ ვარ ბიჭები სად არიან მარტო მე და თამარა ვართ. კოშკზე ავდივართ სულ მაღლა სახურავზე ვსხდებით და იქ ვიწყებთ ჩვენებურ რამდნეიმესაათიან ჭორაობას სანამ არ დაიანხავს ცხენებს ეზოში და ისევ გიჟდება -დაშნიანოოოოოოო- ისე კივის მეშინია არ გადახტეს კოშკიდან .ზემოდან დაყურებს ჭორიკანა მეზობელივით და ისიც უყურებს უკვე ცხენზე ამხედრებული , წინ ბავში უზის . დადიანი ვერ იგებს რატო კივის თამარა და ცხენზე დაჯდომისგან თავს იკავებს -ნუ ღელავ არაფერი ტკივა... უბრალოდ ცხენებს ვერ იტანს ! - მესმის როგორ ეუბნება დაშნიანი დამიანეს და მერ ეთამარას უყურებს ისევ- ჩიტოო განაგრძე ჭიკჭიკი ხელს არ შეგიშლით ჩვენ -დემონოო გეფიცები მოგკლავ...მეორე ბავშვშვის გაჩენამდე გამოგჭრი ყელს და მერ ებავშვს ვეტყვი ცხენმა შეიწირა მამათქვენი-თქო რომ ვერ ჩამოვაგდე იქედან და შენი ძმის გატყიურება რომ ვერ დავაშლევინე-თქო . რა გინდა რააა გამაგებინე მაინცადამაინც უნდა გადავიდე ჭკუდიან? როგორ გინდა რომ წავიყვანო აქედან ანდრეა? იქ რომ მომთხოვს ცხენს ეგ საშინელი არსება წავათრიო და კორპუსთან მივაბა მერე შევსვა ცხენზე და ბაღში წავიყვანო შავი რაშით? გეფიცები შენ თუ ვერ გაგიმეტე მაგ დამპალ ცხენს მოვკლავ და მერე რას იზამ ძალიან მაინტერესებს -არ შეგეშინდეს ჩემო ლამაზო..მართლა კი არ მოგკლავს ასე ხუმრობს ხოლმე. მე ხო ვუყვარვარ და მეც ასე მეხუმრება ხოლმე- ცხენს ეფერება დაშნიანი და სიცილს ძლივს ვიკავებ თამარას გაფართოებულ თვალებზე -ეგაა ხომ ლამაზი საყვარელი და მე ვხუმრობ. სერიოზულად იმას ხომ მიიღებ საძინებელს რომ არ გაგაკარებ ახლოს...შენს ველურ შვილს მიუწექი გვერდით ეგეც შენნაირი მდუმარე, ველური სვანია და გყავდეს ! მე მეორე მეყოლება და გავზრდი ისე როგორც მინდა -მაინც მე ვეყვარები ყველაზე მეტად შენ თუ დაგემსგავსება ... ანდროს კიდე შენ უყვარხარ იმიტომ რომ მე მგავს როგორ სეიძლება ასე ელაპარაკონ ერთმანეთს ამ დისტანციიდან,არც კი შეეტყოს აღელვება კაცს და ისე დაამშვიდოს მოატკბოს და გაადნოს ჩემი გიჟი გოგო . წამში რომ იბადრება, ინაბება და საყვარელ ბავშვს ემსგავსება ამ დროს ვკარგავ ჭკუას. -მწვანე ვაშლი აღარ გვაქ ... მოსვლამდე შეიარე მაღაზიაში და იყიდე თორემ შუაღამით რომ მოუნდეს ანდროს წასვლა მოგიწევს.მალე დაბრუნდით არ მანერვიულო იცოდე ! -იმ დროს მოვალ როცა სალაპარაკო თემა აღარ გექნება -საერთოდ თუ არ აპირებ დაბრუნებას მითხარი და დამიანეს მაინც დაიტოვებს მარიამი!- წამში იფოფრება ისევ ,მაგრამ ბიჭები ეზოში აღარ ჩანან. დადიანს ცხენზე ამხედრებულს რომ ვხედავ მთაში ცხოვრება მინდება, საოცრებები რომ მინდა ხანდახან ამჩნევთ ალბათ. თუმცა ბევრჯერ მიფიქრია ამსთან ერთად სადმე მყუდრო ადგილას ცხოვრებაზე , მთაში სადაც არავინ და არაფერი იქნებოდა ჩვენს გარდა. როცა მოხუცი ვიქნები და მუშაობას ვეღარ შევძლებ აუცილებლად წავალთო მითხრა პატივცემულმა და მეც ვიცი რომ სიტყვას შეასრულებს. -ერთი კვირის წინ ვიღაც გოგო მოიყვანა სახლში - უცებ ბრუნდება სკამზე ჯდება და მოყოლას იწყებს. ხელში ჰყავდა აყვანილი და ისე მოაბიჯებდა რომ დავინახე გული გადამიქანდა ,გეფიცები არ მიეჭვიანია უბრალოდ დიდი მუცელი ჰქონდა და როგორ გითხრა შემეშინდა რომ რაღაც სჭირდა. დივანზე რომ დააწვინა და ნიშადურის მოტანა მთხოვა ძლივს წავედი. სანამ გოგო არ გამოაფხიზლა სიტყვის თქმა ვერ გავბედე,პულს უზომავდა წნევაც გაუსინჯა და ნახევრად გონებადაკარგულს დაჰყურებდა. გოგო პანიკასი ცავარდა ჯერ რომ დაინახა და კივილი დაიწყო არაფერი დამიშავოოო მერე რომ უთხრა მე ზაზას მეგობარი ვარ აქ უსაფრთხოდ ხარო გაჩერდა -და ვინ იყო ბოლოს და ბოლოს ...იცნობ იმ ზაზას? -რომელიღაც სოფლიდან იყვნენ... მის ქმარს მოსაკლავად დაეძებენ და ეს ჩაუგდიათ ხელში მისი მოკვლაც სდომიათ დაშნიანს რომ მიუსწრია. არ ვიცი ჩემმა დემონმა რა შარში გაჰყო თავი მაგრამ მადლობა ღმერთს გადაარჩინა ის გოგო. მე კი გული გამისკდა რომ უთხრა შენი წასვლის დროაო...მეთქი სად უშვებ მოსაკლაავდ თუ დაეძბენთქო , ნუღელავო მხოლოდ ეს მითხრა და წაიყვანა. მგონი სადღაც გაუშვა ორივე ცოლ-ქმარი ზუსტად არ მითხრა სად ,მაგრამ ორივე უსაფრთხოდ არიანო. რაც ჩამოვედით გეფიცები ყოველ დღე რაღაც საოცრებას აკეთებს უკვე ვეღარ გავიგე მხიაროდეს ასეთი კაგრი რომ არის თუ ვღელავდე რამე შარში არ გაეხვეს. დიდხანს ვერც ვბრაზდბეი ხომ ხედავ ... საფრთხე რომ იყოს აქ მეყოლებითო? მეკითხება და მაჩუმებს -მართალი უთქვამს...რამე რომ ხდებოდეს მნშვნელოვანი ხომ გაგიშვებდათ აქედან .ის კი მშვდიად დადის ბავშვთან ერთად ტყე-ღრე . არ ინერვიულო ტყუილად ჩემო თამარა . -არ ვინევრიულებ...ახლა მშია რამე მოვამზადოთ რა . ხო დარჩებით ცოტა ხანს? -რამდენ ხანს მიმიღებს დაშნიკო გააჩნია -მაგას ვინ ეკითხება მე ვარ აქ გლავნი- იკრიჭება და ნელა დგება. მერე ფრთხილად ჩავდივართ ქვემოთ . სამზარეულოში ისევ ვაგრძელებთ საუბარს, რა გაგვაჩუმებდა აბა. წამდაუწუმ ვკოცნი ისეთი ტიპია მზადების დროს ჭამს ყველაფერს და პირგამოტენილი ბურტყუნებს. მერე სალომე ურეკავს იმას ელაპრაკება და რომ აწვალებს სიცილს ვერ ვიკავებ. ცოტა ხანს ჩუმად ვუყურებ როგორ დაფრატუნებს ოთახიდან ოთახში და ვხვდები რომ ჩვენი გაცნობის დღიდან არ ყოფილა წამი როცა ჩემთან არ იყო, არაფერი მომხდარა რაც არ იცოდა. არასდროს მინერვიულია თამარას გამხნევების გარეშე. ჩემი ცხოვრების ბრილიანტია თამარა! მასთან გატარებული ყოველი საათი სულ რომ დუმილშ გავატაროთ მაინც არაა მოსაწყენი და ყოველთვის დასამახსოვრებელია. თავადაა იმდენად ფერადი რომ შეუძლებელია ერთფეროვნება იგრძნო . მთელი საღამო დადიანს არ შორდებოდა ჩემი ანდრო,ისე გავბრაზდი ეჭვიანობისგან რომ დადიანს ვეჩხუბე. ის და დაშნიანი ერთხმაში იცინოდნენ და ვინატრე თამარას გაგიჟება მცოდნოდა ორივეს გამოვლანძღავდი კარგად. ეს ორი განსხვავებული კაცი ისე მშვიდა დიყვნენ ჭკუაზე არ ვიყავი. არცერთი ლაპარაკობდა როცა მე და თამარა ვიქაფებოდით ერთ ორ წინადადებას იტყოდნენ და მორჩა. ზირითადად საქმესთან დაკავშირებით საუბრობდნენ რაზეც თამარა წუწუნებდა. დადიანს რა ენაღვლება კია წამოჭიმული კაბინეტში ჩვენ ყველა ვსწვალობთო. დაშნიანმა იმდენი მოახერხა დადიანის დახმარებით რომ ბოლო ორი დღე მეც ცხენზე ამხედრებულმა გავატარე . ნუ ეზოში დავდიოდი ძირითადად და ეზოში მოკალათებულ თამარას გაბუსხულ სახეზე ვიცინოდი. საოცარი იყო ყველაფერი მათ პატარა ოჯახში : დაშნიანი და თამარა ხომ საოცრებები არიან და ბევრჯერ მითქვამს რომ მიშოს თვალები თამარას ცქერისას საოცრება ხდებიან,მაგრამ სულ სხვა განზომილებაა როცა ანდროსთან ერთადაა. თითქოს მამა,მეგობარი,მრჩეველი,მასწვალებელი ყველაფერი ერთადაა ბავშვი ხდება მასთან ერთად. დილით შემთხვევით ადრე გაღვიძებულს მისაღებში ხალიჩაზე მწოლიარე დამხვდა ბავშვი წინ ეჯინა და ეთამაშებოდა . ირგვლივ სულ სათამაშოები ეყარა ზოგი თავზეც ჰქონდა და ორივე იცინოდნენ. თამარას ამ დროს მშვიდად ეძინა და 11 საათზე გამოფრატუნდა ისიც იმიტომ რომ მის მბრძანებელს მუცელში საშინლად მოშივდა. .რომ ვუთხარი დაშნიანი ეთამაშებოდა-თქო არ გაკვირვებია ეგრე ბავშვივით თამაშობს სულ ეგ ,მაგრამ რამე რომ უთხრა მაინც ჩვეულებრივ პასუხს გაგცემსო . თითქოს მშვიდი და აუღელვებელი, უშიშარი მამიკო რომელიც დაფეთებული არ დასდევდა ბავშვს ფეხებში წამში ისე ანერვიულდებოდა ნამდვილი პანიკიორი გეგონებოდათ. ანდრომ კოშკში ასვლა სცადა, ისე უცებ გაიქცა წამში აღარ იყო ეზოში დაშნიანის სახე რომ გენახათ იმ წამს ათასი გრძნობა შეგიპყრობდათ ერთად. შეუძლებელი იყო ამ კაცს გაბრაზებოდი, სრულიად ბუნებრივად იქცეოდა თამარა როცა ორ წამში ურიგდებოდა ,თუმცა რეალურად არც ბრაზდებოდა .თვალდახუჭული რომ ენდობი და არაფრის გეშინია მის გვერდით ასე იყო ჩემი თამარა თავის დემონთან . სვანეთში ბოლო ღამეს ვატარებდი , თამარას გვერდით ვიჯექი ისევ კოშკზე და უკვე მზის ჩასვლას ვუყურებდი . ორივე ჩუმად ვიყავით , არ ვიცი თამარა რაზე ფიქრობდა მე კი მხოლოდ ჩემს თავს არსებულ მოვლენებს ვაჯამებდი და სიმშვიდის შენარჩუნებას ვცდილობდი . -დამიანეც ამჩვენს იმ სიმპტომებს რაც გაქვს? -რა? -მარიაამ -შენ რა სიმპტომები შეამჩნიე -საყვარელი ხარ... როგორც ჩემი დემონი ამბობს ფეხმძიმე ქალები სხვანაირად თბილები არიან, სულ სხვანაირი მზერა აქვთ და მხოლოდ საყვარელი მამკაცის დანახვისას კი არ ბრწყინავენ უბრალოდ ანათებენ. შენ კი მგონია რომ სწორედ ეგრე ხარ -არ მინდა გიჟი ქალივით დავიწყო ორი თვეც არაა გასული ჯერ -რა მნიშვნელობა აქვს დროს...ხომ იცი ჩვენ რომ გადავწყვიტეთ გაჩენა იმ დღესვე ჩაისახა ანდრიკო! თუმცა მართალი ხარ სანამ ანალიზს არ გაიკეთებ ნუ გავგიჟდებით -ერთი კვირა დავიცდი კიდე ... ვიცი მერე ვინერვიულებ უარყოფითი რომ იყოს პასუხი -ერთ კვირაში მეც დავბრუნდები -იცინის და თვალებს აბრიალებს- ღმერთო რამდენი ხანია თქვენს ბავშვს ველი , იმდენჯერ წარმოვიდგინე უკვე გავგიჟდები. შე დედის ამპლუააში უბრალოდ საოცრება იქნები - კარგი რა ... რომელი დედა არ არის ეგრე -შენ მაინც ყველასგან განსხვავებული დედა იქნები! მე ბევრ დროს ვერ ვატარებდი ანდროსთან,მიშო უფრო ხშირად იყო მასთან აი შენ კი ისეთ ეტაპზე ხარ რომ არცერთ წამს გამოტოვებ. -შენ რა გამოტოვე რამდენიმე საათით რომ ტოვებდი ლექციების გამო? გეყოს ეჭვიანობა შენ არ ამბობ სულ? ძნელია ჩემი დემონი არ გიყვარდესო? -ნუ დამცინი...დიახაც ძნელია იმიტომ რომ არაამქვეყნიურია ! -საყვარლად ბრიცავს ტუჩებს და კიბეზე ნაბიჯების ხმა რომ ესმის ქვემოთ იხედება. მალე ამოდის დაშნიანი კალათი მოაქვს უზარმაზარი. დადიანს ბავში მოჰყავს და ხედს უყურებს მერე მე მიღიმის „ჩემი ღიმილით“ გულს მითბობს. ვახშამი კოშკზე გვქონდა ,ულამაზესი ხედის ფონზე. გვიან ღამემდე იქ ვიყავით დაშნიანს სანათები ჰქონდა დამონტაჟებული და მთვარეც გვინათებდა გარემოს. გამახსენდა დაშნიანი რომ ეუბნებოდა თამარას „სვანეთში სხვანაირად ლამაზია ღამე“ ,ვარსკვლავებს ვუყურებ და დადიანს მხარზე ვადებ თავს. ანდრო იძინებს თამარას მკერდზე მიხუტებული და რაღაცას ამბობს სიზმარში წასული. დადიანი ცისფერ პლედს აფარებს და გაღიმებული კოცნის თავზე. მერე თამარას უტოვებს ტუჩებზე კოცნის კვალს და ისიც კომფორტულად თავსდდება მის მკლავებში. ............................................ სვანეთიდან დაბრუნების შემდეგ ორი კვირა იმდენად დატვირტული მაქვს რომ ვერც კი ვიგებ დრო ისე გადის. დილით დაჟინებულ მზერას ვგრძნობ და ღიმილით ვიღვიძებ როცა ჩემი ლექტორი მკოცნის -გაიღვიძე მარიამ -მეძინებაა -ვკრუტუნებ და მის ყელში ვმალავ სახეს-დავიძინოთ რა -ჯერ სადღაც უნდა წავიდეთ და მერე ... -მერე აღარ დამეძინება ხომ იცი- ვბუტბუტებ და ვინაბები, სახეზე მეფერება ვიცი რომ იღიმის ლოყაზე მკოცნის და ისე წვება რომ სახე ჩემს წინ აქვს-აღარ მაკოცებ? -მისკენ ვწევ ტუჩებს და ვკოცნი. მიყვარს ...მაგიჟებს -დროა ... -ახლა მხოლოდ ძილის დროა- ისევ ვკოცნი და მერე ვჭყიტავ თვალებს-რისი დროა? -გინეკოლოგთან ვიზიტის ... -სახეზე ჩამოყრილ თმას მიწევს და ისევ მეფერება -სიმპტომები რომ არ მაქვს? რადგან ციკლი არ მაქვს ეს ხომ არ ნიშნავს რომ ფეხმძიმედ ვარ -აუცილებლად ღებინება უნდა გქონცეს და ყოველ წამს გონებას კარგავდე? - იღიმის თან ისე პატარა ბავშვს რომ უცინიან რამე სისულელეს რომ იტყვის. - უბრალოდ უმჯობესი იქნება თავიდანვე გინეკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ იყო -არ მინდა...რომ არ ვიყო ფეხმძიმედ? -არც არაფერი მოხდება ,მაგრამ ხომ შეიძლება მამიკოს ინსტიქტს ენდო? -მამიკოს? მამებს რა ინსტიქტი აქვთ სულ ქალები უკეთებენ სიურპრიზებს შენ და მიშო რამე ახალი სახეობა ხართ? -როცა ყოველ წამს აკვირდები საყვარელი ქალის ცხოვრებაში ძნელია რ არის ცვლილებების შემჩნევა უბრალოდ კაცისთვისაც მითუმეტეს თუ ეს კაცი გინეკოლოგია -ისე მშვიდად მესაუბრება ვმშვიდდები, ვტკბები და როგორც ყოველთვის მის ნებას ვემორჩილები. ერთ საათში კლინიკაში ვართ. მომნატრებია აქაურობა, დადიანს გზაში აფერხებენ ,მაგრამ მაინც კარგად ვხედავ რომ მიმართულებას თავისი კაბინეტისკენ არ იღებს -სად მივდივართ? ანალიზებს იქეთ არ აკეტებს შენი ციცი? -გიას დავურეკე უკვე და გველოდება... -შენ არ იქნები ჩემი ექიმი? -ბავშვი მამა ვიქნები საკმარისი არ არის? -ნუ მიცინი! ამჯერად არ შევიცვლი აზრს ! არ ვაპირებ გიასთან შესვლას! არ შემიძლია ხომ იცი არა? - ჩუმად ვეჩხუბები ყველას ყურადღება რომ არ მივიქციო,მერე ვხვდები რომ ვბრაზდები და თავისი კაბინეტისკენ მივათრევ-წამოდი იქ დაგელაპარაკები ! -მარიამ .. -წამომყევი ნუ მაბრაზებ! -ნელა იარე-თქო ამის თქმა მინდოდა -ხო რა თქმა უნდა ახლა დამემორჩილება და მერე დამიმორჩილებს ბოლოს ისეთ რამეს მეტყვის . კაბინეტის კარს აღებს და წინ მიშვებს. კარს როგორც კი ხურავს მაშინვე კატეგორიულად ვუცხადებ -ან შენ იქნები ჩემი ექიმი ან არავინ ! სანამ არ გამეზრდება მუცელი მანამ დავიცდი! -და მოიქცევი ისე როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უპასუხისმგებლო დედა? შეუძლებელია ეგ რომ გააკეთო ასე რომ მუქარა არ გამოგივა! -და ბავშვი მაშინ არ იქნება ცუდად დედა თუ არაკომფორტულად იგრზნობს თავს? კომპლექსი მაქვს ხომ იცი,არ შემიძლია თერაპევტთან ვერ ვიწევ მაისურს და გინდა რომ ყოველი ვიზიტისას ცუდად გავხდე? განწყობა უნდა გავიფუჭო ამის გამო? -გინეკოლოგი რომ არ გყოლოდა ქმარი რას გააკეთებდი! -არ მიფიქრია მაგაზე სანამ შენ არ გამოჩნდებოდი ჩემს ცხოვრებაში და ვინაიდან შენ ხარ ერთადერთი ვისაც შვილები უნდა ვაჩუქო სხვა ვარაუდი არც არსებობს! -ქვის ადამიანი ვარ შენი აზრით? როგორ წარმოგიდგენია ანერვიულებული ექიმის დასმული დიაგნოზი. სულ იმის შიშში უნდა ვიყო რომ რაღაც ვერ შევამჩნიე, რაღაც ემოციის გამო გადავწყვიტე და საერთოდ მშობიარობა რომ დაგეწყება საკუთარი თავი დავამშვიდო თუ თქვენზე ვიფიქრო! -სიგიჟეა ამაზე ახლა საუბარი როცა არც კი ვიცი ფეხმძიმედ ვარ თუა რა. ჯერ ანალიზები რომ გავიკეთო და პასუხის გაგების შემდეგ გადავწყვიტოთ! -გადაწყვეტილია უკვე ! და ანალიზების გაკეთება მერეც შეიძლება ახლა ავიდეთ გიასთან -არ მინდაა ... -მარიამ ყველა ჩვენი ნაცნობის ექიმი მე ვიყავი და ეგრე რომ დაეწყოთ რა გამოვიდოდა ბოლოს -შენ სხვა ხარ ... -არ მყავს ისეთი ექიმი რომელსაც იცნობ და თან ბოლომდე ვენდობი! -რა იქნება ერთხელ რომ გააკეტო ის რაც მე მინდა...არ მინდა ვგრძნობ დარწმუნებული ვარ რომ შენ შეძლებ ყველაფერი სწორად გააკეთო არც ემოციას აყვები და ყველაფერი კარგად იქნება . ახლა უნდა გავიგოთ ფეხმძიმედ ვარ თუ არა და იმის ნაცვლად რომ სიხარულისგან ვკიოდე შენი დარწმუნება მიწევს - რა ჯანდაბა მჭირს ხმაზე, ნუთუ თვალები ცრემლებმა დამიბინდა და ახლა პატარა ბავშვივით ვზლუქუნებ. -რა ...რა მე რა შენ რა გაცინეეებს ისე გამაბრაზე ვტირი და შენ რა გაცინეეებს - უკვე ვღრიალებ და ცრემლების მოწმენდას ვერ ვასწრებ ისევ რომ მოდის სულ დამისველდა ლოყები, კისერიც და ცხვირი ალბათ ისე გამიწითლდა პატარა გაბუტული ბავშვის ასლი ვარ-ჩამეხუტეეე თორეე გავგიჟდებიიი დამიანეეეეე -მალე მეხვევა , თავის მკლავებში მმალავს, ცრემლებით მაისურს ვუსველებ ის კი მკოცნის თავზე და ვიცი ისევ იღიმის .გავიგეთ რომ ნორმალური არ არის ,მაგრამ ყველაფერს ასე სხვანაირად როგორ აღიქვამს რა უხარია რა !-მითხარი რო შენ იქნები ჩემი ექიმი...მითხარიიი თორე გავგიჟდებიი გეფიცები -დამშვიდდი...ჩშშ- ცრემლებს მწმენდს და ტუჩებს მიკოცნის-თურმე ტირილიც გიხდება...როცა უმიზეზოდ ტირი. სიხარულისგან რომ იტირებ ნამდვილი ქალღმერთი იქნები - სახეს მიკოცნის და ვგრძNობ რომ ვბრაზდები ! თან ძალიან ვბრაზდები -თემას ცვლი? გეფიცები გავგიჟდები შენ თუ არ იქნები ჩემი ექიმი. მინდა ასე და იქნება ასე ! მე უნდა გავაჩინო ბავშვი, მე უნდა ვიზრუნო მის და ჩემს განწყობაზე, მშიდად უნდა ვიყო ბავშვები ყველაფერს გრძნობენ და შენ ხელს არ შეუშლი ჩვენს სიმშვიდეს და ჯანდაბააა გამაგებინე ბოლოს და ბოლოს არის აქ „ჩვენი ერთი ცალი“ თუ არააა -მესამე ეტაპი ალბათ ჩემი ცემა იქნება ხო? -დადიანოოო ახლა მხოოდ იმას ვგრძNობ რომ ისევ ვიტირებ -ერთის გულსცემას მოვუსმინოთ - მკოცნის ისე რომ მამშვიდებს და შემდეგ მის საწოლზე ვჩნდები რომელზეც უამრავი ფეხმძმე მინახავს . გული ისე ამიჩქარდა სიტყვის თქმა ვეღარ შევძელი. ყურებაც არ შემეძლო თვალები დავხუჭე და უბრალოდ დაველოდე ...დადიანის გახშირებული სუნთქვა მესმოდა ,მე საერთოდ არ ვსუნთქვდი მგონი შემდეგ კი ყველაფერი იმ საოცარმა ხმამ გადაფარა წამში რომ ყველაფერი გააქრო ირგვლივ მხოლოდ ის იყო ის „ჩვენი ერთი ცალი“ იმდენად ძლიერად ისმოდა ხმა ყველა უჯრედი მოიცვა. მუცელზე ფრთხილადვიდებ ხელს დადიანი არაფერს ამბობს მისი თვალები,მისი გამომეტყველება სიტყვებზე მეტია. თავს მუცელზე მადებს თავისი ტორებით ფარავს მუცელს და თან მკოცნის იმდენად ნაზად თითქოს ბავშვს ეფერება. ხელები და ტუჩები გაყინული აქვს . ვხედავ როგორ ემღვრევა შავი სფეროები და თვალებს ხუჭავს .ძლივს ვახერხებ მოძრაობას უბრალოდ მის სახეს ხელებში ვიქცევ და ვკოცნი . ჩვენი ყველაზე მეტყველი კოცნა იყო! რომ დამშვიდდა , არ ვიცი როდის რა დრო გავიდა მაგრამ მერე იმდენი ანალიზი გამიკეთა, იმდენი რამე მთხრა რომ გამაგიჟა. ისიც ვუთხარი გადავიფიქრე გია ექიმთან ავიდეთ-თქო კარგი ხო არ მითქვამს,რა თქმა უნდა. მერე თამარასთან დარეკვა მოვახერხე და თქმაც ვერ მოვახერხე ისე გამათიშინა . მმარკეტში ორი საათი დადიოდა მგონი და ისეთ რაღაცეებს ყიდულობდა იმათ ჭამას რომ ვერ მაიძლებდა ვერანაირი საშუალებით. -სახლში წამიყვან თუ ბარემ ტანსაცმელიც ვუყიდოთ? ცხრა თვე ისე ცოტაა რომ -ცხრა არა ... -აბა? -შვიდი! ორი თვეა არსებობს და მე კიდე ახლა მოვედი გონს, სვანეთში წაგიყვანე და ცხენზე ჯირითობდი ! რამე რომ მოგსვლოდა? შენ კიდე ახლაც არ გინდოდა წამოსვლა - ხო ჩვეულებრივი ტონი აქვს არც ღელვა ეტყობა თითქოს ,მაგრამ ისე აქვს წარბები შეკრული ცუდად ვხდები. ეზოში რომ შევდივარ სახლის კართან აყურებულ თამარას ვხედავ და გადახტომას რომ ვაპირებ მერე მახსენდება რომ არ შეიძლება. მეღიმება და ასე გაბადრული მივაბიჯებ მინდორზე -ხო მოსეირნობ ქალბატონო/ დამირეკე მოდი სასწრაფოდ ჩემთანო ჩვენო და გამითიშე. გამოვვარდი ავყარე ოჯახი და ორი საათი გელოდები.მობილური მაინც ჩაგერთო გოგოოო ფეხმძიმე ქალის ლოდინი როგორ შეიძლება თან ბავშვით ვარ და დაშნიანი ნერვებს მიშლის კიდე -თუ ფეხმძიმე ალოდინებს შეიძლება -როგორ შეიძლ...ვინ რა მძიმე შენ ის და შენ ვაიმეეე ჩემი გოგოო დედიკო ხდება? ჩემი ნანინანატრი ბავშვი ჩაისახა? ღმერთოოო როგორც იქნააა - მეხვევა და იმდენს მკოცნის სუნთქვა მიჭირს. დადიანი და დაშნიანი ხის ჩრდილში არიან გაკრეჭილი მიშო რაღაცას ეუბნება და მანქანა რომ შემოდის ეზოში ყურადღება გადამაქვს,ჯერ შემოფრინდა მანქანა და მერე აგდმოფრინდა დემნა გავიგე როგორ ჩაავლო მხრებში ხელი დადიანს და დაკვირვება რომ დაუწყო მივხვდი ჩემს საშინლად ბოროტ ქმარს რაღაც საოცრება ჰქონდა მისთვის ნათქვამი -რა გჭირს... კარგად ხარ? ამოიღე ხმა ან რამე მანიშნე მაინც ენა გადაყლაპე? გინდა მოვკვდე ადამიანო? ანამარიას მშობიარობა დაეწყება მალე ისე შევაშინე რომ გამოვვარდი და მოიღე ხმა -ახლა სამი ტყუპი რომ გააჩინოს მარიამმა რა გამოვა რომ დაგეწიე და აღარ მეტრაბახები მერე? არცერთი სიტყვა, საერთოდ არაფერი უთქვამს წარმოგიდგენიათ? ორი წამი უყურებდა მერე ისე მოეხვია ,ისე ძლიერ მოხვია ხელები პატარა ბიჭივით ეხვეოდა, თავზე რამდენჯერმე აკოცა და მერე რაღაც უთხრა არ ვიცი უბრალოდ იმდენად მიყვარს ჩემი ამათი ურთიერთობა რომ სიტყვებით ვერ აღვწერ. -ჩემი სუპეერ რძალი ვინ არისოო? დედიკო ვინ გახდებაოოო ვინ გააჩენს პატარა დადიანებსო? ვინოო- აი სამაგიეროდ მე მელაპარაკებოდა და მერე უცებ გაჩერდა- მოიცა მართლა სამ ტყუპს ელოდები? -არა ტყუპები არ არიან... -ნუ ახლაა კლასიიი მხოლოდ შენს ძამიკოს შეუძლია - იჯგიმება და ეზოში შემოვარდნილ დაჩის რომ ხედავს დამიანეს უყურებს- ესეც ისე შეაშინე? -უფრო მეტად... -მოგკლავს -ვიცი - ჩუმად თქვა და დაჩის გახედა -რა ჯანდაბაა ტო ყველა აქ ხართ? რა ხდება რა მოხდა რა ჯანდაბა გინდოდა საავადმყოფოში ვაფშე რა შეკრებაა აქ სწრაფად მოდი მჭირდებიო და მე გჭირდებოდი თუ მთელი საძმაკაცო -სულ როგორ ეჭვიანობ -გაეჭვიანებ ახლა მე შენ ...გეტყოდი ახლა მარა ზედმეტად ბევრნი არიან ამოღერღე ახლა რო გამომაქცუნე აგარაკიდან და ჩამიშალე გართობა რა გინდოდა ,მეჩქარება გოგოები მელოდებიან.თუ მნიშვნელოვანი არ არის და ტყუილად წამომიყვანე დაგასახიჩრებ! ...რატო მიყურებ ისეთი სახით თითქოს რაღაც კარგი უნდა მითხრა? რატოა ასეთ გასწორებულში შენი ქმარი მარიამ? -ხშირადაა ხოლმე გასწორებულში? -ერთხელ წითელი დიპლომი რო აიღო მაშინ იყო...ერთხელ რეზიდენტურა რო დაამთავრა და ერთხელ დემნას ტყუპებზე რომ მითხრა . ახლა თუ ვიმსჯელეთბ სასწავლი აღარაფერი აქ და დავიჯერო პატარა დამჩიკაზე იჩალიჩეთ უკვე? ასეთი სპეცია ახლა ეს? დავიჯერო ? ნათლული გამიჩითეთ ტო? ე ბიჯო მითხარი ამომზვრა სული -ამის ნათლული უნდა იყოს ნაღდად? აუუ სად დაერხა ბავშვს? ის მეორეც გიჟია როორც ვიცი მე... ცოლი მირეკავს ვაიმე გავვარდი მე თორე მომკლავს მუცელი ტკიოდა დღეს და არ დამტოვოოო მითხრა მერე რო გამოვვარდი ინერვიულებდა და 7 თვიანი თუ დაიბადება ჩემი ბიჭი იცოდე გავაფრენ- დემნა უცებ აყრის და მობილურს პასუხობს.არ ვიცი რას ამბობს მე დაჩის ვუსმენ და შემდეგ ვხედავ როგორ ავლებს ხელს დამიანეს და მანქანისკენ მიარბენინებს. დაშნიანიც სწრაფად დგება აქამდე მშვიდად რომ იჯდა და მათკენ მიდის მხოლოდ ის მესმის დრომ მარიას ტკივილები აქვს და დადიანი დარჩენას მთხოვს . როგორც კი ნაბიჯს ვდგავ. მე და თამარა ვრჩებით ისევ -შვიდი თვის არ არის? ვაიმე ნეტა მშობიარობა დაეწყო? -არ ვიცი...არა როგორ არ წამიყვანა...მანქანის გასაღები ნეტა არ დატოვეს ამათ? -დამშიდდი ახლა შენი ნერვიულობა არ შეიძლება. დაველოდოთ დამიანე მიხედავს ყველაფერს. -იქნებ და რა ჭირდება ... -დაჯექი-თქო გოგო ...მოკლედ არაფერი მშიდად და რომანტიკუალდ არ ხდება შენს ცხოვრებაში რა! როგორი უცნაურიც ხარ ისეა ყველაფერი...რამდენი ხნის ფეხმძიმე ხარ -11 კვირის -რააა? ანუ რომ მოიტაცე და ყაზბეგში გააქანე პატივცემული იმ ღამეს დაფეხმზიმდი? მთელი თვე სოფელში რომ დაბორიალებდი, ბავსვებს დასდევდი მერე ჩემთან იყავი ცხენზე დაჯირითობდი, ტყე-ღრე დადიოდი ბორჯომში ფეხმძმედ იყავი? -კიდე უფრო აქოთქოთდდი და შენც დაგეწყება მშობიარობა ! -ყოჩაღ მაგ ბავშვს... მამიკოს ჰგავს ალბატ ჯანმრთელი კიდევ კარგი,მადლობა ღმერთს. ახლავე დაჯექი გოგო ნუ დადიხარ წინ და უკან თქო . ყველაფერი კარგად იქნება ...ანდრო დეე მოიყვანე შენი მანქანა და აქ ითამაშე მანდ მზეა ... -სახლში შევიდეთ ცხელა აქ...რამეს მაინც დავლევ თქვენც გაყურყუტეთ აქ. დამიანემ იმდენი რამე იყიდა -ვაიმეე საყვარელიიი...წარმომიდგენია მომავალი 6 თვე როგორი იქნება . ჩემა დემონი ყოველდილას ელაპარაკება ბავშვს ვეუბნები დილით ნუ მაღვიძებ-თქო და შენნაირ ზარმაცს ხო არ გავზრდი ბავშვს ახლავე მიეჩვიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს ჩემი ფერიაო...ნეტა მარიას ბიჭი მართლა დღეს აპირებს დაბადებას?- დივანში ჩაეშვა და მერე დაწვა- რაღაც წელი ამტკივდა, ამდენი ემოცია შემიწირავს. -დაჩის დავურეკავ..ის მაინც მეტყვის რა სიტუაციაა- უცებ ვეზებ მობილურს და ვურეკავ. მალევე მპასუხობს -დამშვიდდი რძალო...ყველაფერი რიგზეა..უბრალოდ ცრუგანგაში იყო. ახლა სინჯავს დამჩიკო და ალბათ სახლშიც გაუშვებს . სიმშვიდეა დემნიკოც დავაწყნარეთ და მოვალთ ერთ ორ საათში... არ მოიწყნოთ მნად თქვენ ხუთმა - ხუთიო რო თქვა გამეღიმა -მართლა კარგადაა თუ არ მანერვიულებ -კარგადაა...ცუდად რო იყოს ასეთი ხმა მექნებოდა? ისე მაგრად ვხალისობ ახლა დემნიკოს სახეზე,რა სიფორთხლეა რო ნერვიულობს ნეტა იცოდე საკალელი ეც...აუ გაიგო რძალო მიშველეთ ვინმემ ახლა გამაბრტყელებს ამ მოწმენდილ იატაკზე . დედაა როგორ დაგირჩა შვილი უცოლშვილოოდ ვეღარ ეღირსები შვილიშვილების კალტაში ჩაგორებაას - გიჟია,როგორ შეიძლება ამას უსმინო და არ გახალისდე -დაგირეკავ კიდე და იცოდე მალე მიპასუხე -ჰმ, შე უგულო ქალოო რა ბიჭს მკლავს შენი მაზლი და დაგრეკავ მიპასუხეო კიდე იმას გაიძახი? არა პროსტა პატარა დამჩიკოს არ ატარებდე მუცლით პროსტააა რას გიზავდი რო იცოდე -დაჩიიი -კაი ხო კაი... დამშვიდდით.იჭორავეთ იღუღუნეტ და მოვალთ ჩვენ .რამე წამოვუღო ჩემს ნათლულს? -არაფერი -უიმეე ფეხმძიმეც როგორი უინტერესო ხარ რა ...რამე პრეტენზია წამოაყენე ამჩატდდი ცოტა ქალო რა გჭირს რაა -ღმერთო რა გეშველება...წავედი მე ნუ ამატკიებ თავს -ცივი ცივიი ქვაა -ბურდრუნებს და მერე კოცნის ხმები მესმის და მითიშავს კიდე- გაკოცეეეეე დამშვიდებული ვიწყებ მანქანიდან პარკების ამოლაგებას და თამარასთან ერთად ვფუსფუსებ. ის თუ ყველაფერს სანსლავდა რასაც კი წააწყდა მე საერთოდ არ მინდოდა და ამაზე ცალკე ქოთქოთებდა რანაირი ფეხმძმიმე ხარო მართალია დაჩი ახლა მაინც იყავი წუწუნა და ბუზღუნა რა იქნებაო. განგებ ვთხოვდი ხანდახან ჩემ დემონს საოცარ კერძებსო რომ მითხრა სიცილი ვერ შევიკავე. არა კი იცოდა რო არ მინდოდა მარა მაინც მშვიდად მიდიოდა და სხვა რაღაცეებიც მოჰქონდაო. საშინელი შილი ვარ ,ხო ვიცი მაგრამ რა ვქნა იმდენი რამე მოხდა ვეღარ გავიხსენე მშობლები. დედამ რომ დამირეკა მერე მივხვდი რომ არაფერი მითქვამს. ხო ვფიქრობდი მთელი საუბრის განმავლობაში როგორ მეთქვა და ბოლოს რომ ჩამყვირა ყურში მითხარი გოგო რამეო პორდაპირ ვაჯახე „დედა, დედა ვხდები“ ხუთი წუთი ზუსტად ჩუმად იყო მეგონა გაითიშა მერე კიოდა და იმდენ რამეს იძახდა ვერაფერი გავიგე. აშკარად ყველანი ერთად იყვნენ მამიკოს მეგობრებიც მათ შორის და ჩვენ თუ ვერ აღვნიშნეთ აი ისინი რომ ლოცავდნენ იქედან ჯერ არ დაბადებულ ბავშვს კარგად მესმოდა. ორ საათში ყველა ჩვენთან იყვნენ და ვერ ვხვდებოდი მომწონდა ამდენი ყურადღება თუ არა, მხოლოდ სიხარულს ვგრძნობდი და მუცელს ხელს ვერ ვაშორებდი ,თიტქოს სადმე გაიქცეოდა ჩვენი „ერთი ცალი“ -ბიცოოო ... ბიჭი გეყოლება თუ გოგო არ იცი ხო? -ისე რა მაგარია ყველას გეყოლებათ პატარები და ჩვენც გავერთობით -იმედია ანდროს მსგავსად ჭკვიანები იქნებიან... -ჩვენნაირები რომ იყვნენენ რა მაგარი იქნება არა? ბიძიას თუ დაემსგავსება გარეგნულად ანუ ჩვენნაირი იქნეა ზუსტად- უცებ გაიცინა მაქსმა და მუცელს მზერა მოაშორა- ჯერ არ გაიძრევა ხო? სულ არ გეტყობა მუცელი -შენ კიდე რა ვერ დაიმახსოვრე რო თავიდან პატარააა და მერე იწყებს მოზრაობასაც .დედამ თქვა არ აქვს თავიდან ხელებიო ერთი პაწაწინა ბურთია მერე იცვლის ფორმას ნელ ნელა იზრდებაო და გვემსგავსება ჩვენო -დედიკოს ჭკვიანი ბიჭიი ვინ არისოო ვინოოო შენსავით ყურადღებით არ ვუსმენდი და ნუ დამღალე ! დღეს ვინერვიულე ისედაც... ისე ატკივდა მუცელი ,ვერ გავიგე რატო ტკიოდა არც უნერვიულია არც დაცემულა არაფერი უტკენია . როგორც გვითხრეს მშვიდადაც იყო და რა მოხდა? -გარემოს ბრალი არ არის უბრალოდ იქ რაღაც არ მოეწონა თქვენს ძამიკოს და ცოტა აურია -დედა იძახის თქვენ არ დაგემსგავსება ჩემნაირი იქნებაო...მაგრამ ვიცი ისიც ჩვენნაირი იქნება! მამამ თქვა დედამ არ იცის ეგო კიდევ დიდხანს მელაპარაკებოდნენ ჩემი გადარეულები. ბევრი ვიცინე , ანდროც გვერდით მყავდა დასმული და ვეფერებოდი. რა თქმა უნდა მშვიდად იყო თავს მკერდზე დამადო ბოლოს და ჩაეძინა. ანამარიაც მობაჯბაჯდა და დივანზე დაჯდა ჩემ გვერდით. იმდენი კითხვა დამისვა ის მეგონა გინეკოლოგი,მერე უცებ გაჩუმდა ისე ვინერვიულე თავს ვეღარ ვაკონტროლებ სულ გავგიჟდიო .მერე მსხალი მინდაო და ალექსიც გავარდა მაგიდისკენ.რომ დავინახე მეც მომინდა და ბოლოს სამივე ვჭამდით დიდი თასზე დაწყობილ მსხალს. მარტონი რომ დავრჩით საწოლზე ვიწექი და ახლა უკვე სხვანაირად ვგრძნობდი მის არსებობას. დამიანე სააბაზანოში იყო რომ გამოვიდა ანამარიას დაურეკა მდგომარეობა გადაამოწმა და მერე გვერდით მომიწვა. მეგონა მაკოცებდა მუცლისკენ რომ გადაინაცვლა თავი დამადო და ხელები წელზე მომხვია ქვემოდან მიყურებდა მე კიდე მეღიმებოდა -იცი ყაზბეგსი ყოფნის დროს დაფეხმძიმებულა დედა ჩემზე ... დემნამ მითხრა -ახლა უფრო მიხარია რომ მოგიტაცე და იქ წაგიყვანე -მართლა არ მივიდეთ სხვა ექიმთან? -დადიანო! -კარგი ...როგორც შენ გინდა ისე იყოს - ისე წვება როგორც ყოველთვის, თავს ჩემს ბალიშზე დებს ხელს მუცელზე მადებს და მერე მკოცნის - ხვალიდან ვმშვიდდებით და ვიწყებთ ... -რას ...არ მითხრა რომ გიჟი მამა იქნები -რადგან გადაწყვიტე შენი ექიმი ვიყო ...ყველაფერს თვალს ვადევნებ როგორც ექიმი! -ჩემ სიტყვებს ჩემს წინააღმდეგ გამოყენებას როდის შეწყვეტ? -არ გინდა რომ ჯანსაღად იკვებო, ხშირად ისეირნო, დადებით განწყობაზე იყო და ბავშვი მშვიდად იყოს? -მინდა უბრალოდ ექიმი რომ ხდები მაშინებ... - ისე ვიბუტები ვხვდები რომ მე არ ვარ...არაა ჩემი და დამიანეც რომ იღიმის და ისე მკოცნის უკვე პიკზე ვარ- რა მემართებააა -ხასიათს გიცვლის ჩვენი პატარა...დიდხანს არ გაგრძელდება ნუ ღელავ. ჭკვიანი ბავშვია და არ გაწვალებს ხომ ხედავ -ანუ შენ გგავს...იმედია შავი თვალები ექნება . ნეტა გოგოა თუ ბიჭი? სახელი რა უნდა დავარქვათ? ბავშვებთან დაკავშირებით არაფერი რომ არ ვიცი ? საშინელი დედა ვიქნები ხო? თამარას რომ ვაგიჟებდი წიგნებს რომ კითხულობდა ის წიგნები უნდა ვიყიდო ...ხვალ წავიდეთ ოთახის მომზადება როდის უნდა დავიწყოთ? იქნებ მეშვიდეთეზე დამეწყოს მსობიარობა არაფერი რომ არ მექნება მზად ბავშვს გარემო ხომ უდნა დახვდეს -ისუნთქე...დაბრუნდი საწოლში და დამშვიდდი -რა დამამშვიდებს... სულელი ქალივით ვიქცევი. ვერ ვაკონტროლებ თავს . ბავშვი მინდოდა და იმზეც კი არ მიფიქრია რომ დაბანაც კი არ ვიცი როგორ უნდა ... შენ კიდე მშვიდად ხარ . რა გაცინეებს აუ დამიანეეე ექვს თვეში ვისწავლი ყველაფერს? -იმ წამსვე ისწვალი ყველაფერს როგორც კი ხელში დაიჭერ ,მკერდზე მიიკრავ და მის არსებობას იგრძნობ! ისევ ვბრუნდები ჩემს ადგილას და დადიანს ვეხვევი. დიდხანს ველაპარაკები, ბოლოს თვალები მეხუჭება, ისევ ვაგრძელებ ბუტბუტს და გაუაზრებლად ვეშვები სიზმრების სამყაროში . დრო გადის , ყველაფერზე დაკვირვებას ვიწყებ და მგრძნობიარე ვხდები ყველაფრის მიმართ რაც ჩვენს პატარას ეხება. ყოველგავრი ღელვა და პანიკა მიქრება, უბრალოდ ვტკბები ამ საოცარი პერიოდით და ყველაფერზე პატარა ბავშვივით ვრეაგირებ. გამოცდილი დედიკო თამარა დამცინის და მერე ვებუტები. ჩემი პატარა იზრდება, მუცელი უკვე მეტყობა ამ დროს პატარა ლუკა დადიანი იბადება, დაშნიანის ბატონი იმდენად აქტიური ხდება დედიკოს მუცელში გაჩერებას დიდხანს არ გეგმავს მგონი. ყველანი პატარა დადიანის ირგვლივ ვტრიალებთ. ბავშვი რომ არ ჰგავს უფროს ძმებს ამას ყველა ვამჩნევთ,მარია გაბადრული აჯავრებს დემნას და სულ უმეორებს ხომ გეუბნებოდი მე დამემსგავსებაო. ტყუპები ძმას გვერდიდან არ შორდებიან , არავის აქცევენ ყურადღებას სულ მასთან არიან და აკვირდებიან. როცა აღმოვაჩინე რომ ბავშვის დაჭერა ,მოვლა და ბანაობაც კი არაჩვეულებრივად გამომდიოდა ბედნიერებისგან ხტუნვასაც შევძლებდი რომ არა ჩემი გამობერილი მუცელი. ჩემი ხტუნვის რა გითხრათ და „ჩვენი ერთი ცალი“ უკვე მოზრაობს. იქედან გვეკონტაქტება და ყოველ მნისვნელოვან, ემოციურ მომენტში იწყებს მოძრაობას. პირველად რომ ვიგრძენი მისი დარტყმა სამზარეულოში ვიჯექი და დადიანის მომზადებულ ვიტამინებით სავსე კერძს ამრეზით დავყურებდი, ის იყო წუწუნი უნდა დამეწყო პატივცემული ჩემს ტუჩებს რომ დააცხრა და პარალელურად ჩვენი პატარაც შეგვეხმიანა. ჩემი პატარა ექვსი თვის ხდება , მე კი ვიწყებ მისთვის ტანსაცმელების ყიდვას. გვერდს ვერ ვუვლი ბავშვების განყოფილებას და ყოველი გასვლისას ერთ ბოდეს მაინც ვყიდულობ. შოპაჰოლიკი გავხდი ჩვეულებრივი ,უბრალოდ ჩემთვის ისევ არაფერს ვყიდულობ. ყველაფერი მომწონს და ყველაფერი მინდა. დედა დამცინის, მაბრაზებს და თან იმდენს მეფერება რომ ცოტაც და გამიგიჟებს ბავშვს.ისეთებს ელაპარაკებიან მამიკოს გარდა ყველა ცდილობს არანორმალური იყოს ჩემი პატარა. სანდრო თავის ჟღალთან ერთადაა. არ ვიცი რა ძალით ,მაგრამ ოფიციალურ შეყვარებულად გამოაცხადა ჟღალი ემილიანა და ახლა სიეთი დამტკბარია პირდაპირ თაფლადაა ქცეული. ბავშვის ამბავზე იმდენს ლაზღანდარობს ხანდახან მინდება მივახრჩო, როგორც კი ვახსენებ ემილის მაშინვე ინაბება და იწყებს..აი რომ დაიწყებს აღარ ჩუმდება მანამ სანამ ვინმე არ მოვა და არ მიშველის. სქესს ვერ ვიგებთ, რამდენჯერაც დავაპირეთ იმდენჯერ ზურგი გვაქცია. მამიკო მართალია ვარაუდობს რომ ბიჭი უნდა იყოს ,მაგრამ ზუსტად არ ვიცით. კიდევ ერთხელ რომ უნდა გადაეღო ჯერ ელაპრაკებოდა მამიკო დაგვენახე ხომ უნდა ვიცოდეთ ვინ ხარო ,იცოდე ოთახი ვარდისფერი თუ დაგხვდება არ გაგვიბრაზდებიო, ან კიდევ ცისფერი თუ იქნება შენ კიდე გოგო ხარ დედიკოს მსგავსად არ გამყინავ მზერიტო. იმდენ ხანს ვიცინე მგონი ბავში მე თითონ ვაიძლე რომ შებრუნებულიყო. მერე დაასკვნა ჯიუტი ხარ ,დედიკოს გავხარო და შევეშვით . გიგი გვეტრაბახებოდა ერთი გოგო მყავს ამდენ ბიჭებშიო, რა გჭირთ რა დაგემართათო დამუსიამაც ბიჭი გააკეთაო ჩემი გოგო დედოფალივით იქნებაო და არავინ რომ არ ჰყვებოდა მის პროვოკაციას მერე გიჟდებოდა. ორი გიჟი ვინც ჩვენს ირგვლივ ტრიალებდა ელეონორა და დაჩი იყვნენ. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ნათლულის მითვისებაში. ორივე სახლში ჩაგვისახლდა მას ემრე რაც მუცელი გამეზარდა ისეთებს ამბობდნენ სიცილში ვატარებდი მთელს დღეს. არ ვიყავი ჭირვეული ფეხმძიმე, არ მქონდა ტკივილები, არ მქონდა არავითარი დარღვევა არც მე და არც ჩვენს პატარას, ვიკვებებოდი სწორად, ვსეირნობდი, ბოლო თვეებში ვვარჯიშობდით მე და თამრო ერთად , წონაში სულ ოდნავ მოვიმატე. თამარა როგორც ყოველთვის ისეთი ფუშფუშა გახდა რომ როგორც კი დავიანხავდი მაშინვე მეღიმებოდა. სადმე რომ მივდიოდით ყველა ეკითხებოდა „ტყუპებს ელოდებით?“ რა ექნა თუ გიგანტ ბავშვებს აჩენდა ? მუცელი მეც დიდი მქონდა , უფრო სწორად სხეულის დანარჩენი ნაწილების ფონზე ჩანდა ზედმეტად დიდი. კიდევ ერთი საოცრება რაც დამემართა იყო ფოტოების გადაღების სურვილი. ბოლოს მივხვდი რომ მშობიარობამდე მილიონი ფოტო მექნებოდა და რაოდენობა შევამცირე. დადიანი მენატრებოდა, სამსახურში დაბრუნდა უფროს წორად ყველანი დაბრუნდნენ და დავრჩით ფეხმძიმეები და ახლად ნამშობიარები მარია ბავშვებთან ერთად. ქალბატონი ქეთრინი მუშაობდა, ელეონორა ხომ სულ თავის მოცეკვავეებთან იყო , ერთადერთი ჩემი ჟღალი სარძლო გვსტუმრობდა და ჩემი დედიკო ჩამოდიოდა . არ შემიძლია არ ავღნიშნო ჩემი დედიკოს დამოკიდებულება ჟღალი ქალბატონის მიმართ. მეორედ დავიწყე ეჭვიანობა,ამჯერად სანდროც შემომიერთდდა და ორივე ერთხმად ვბუზღუნებდით რომ ისინი უფრო უყვარდა ვიდრე ჩვენ! მერე გვეტყოდა თქვენ გიყვართ და მე ორმაგად მიყვარს შესაბამისადო. სახლში დავდიოდი და სიმღერას ვუსმენდი,ბავშვს ველაპარაკებოდი თან ვცდილობდი ხილის წვენი მომემზადებინა .კიდევ რაღაც მინდოდა და უნდა გამომეცნო რა, ყველაფერს ვაკვირდებოდი და ვერადა ვერ მივხვდი რა მინდოდა. ბოლოს შუა ოთახში გავჩერდი - ვერ გავიგეე რა გინდა დე...მითხარი ან მანიშნეე უუუფ თორე ვწუხვარ ასე,ვერ ვისვენებ- ვისვამ ხელს ზემოდან დავყურებ ცხვირწინ გამოწეულ მუცელს და თმას უფრო მაღლა ვიწევ. იმდენი ვიარე ოთახებს შორის დამცხა უკვე. საათს ვუყურებ , მალე უნდა მოვიდეს დადიანი.არა უკვე აქ უნდა იყოს , ის კი არ ჩანს. მობილურის ასაღებად ვიხრები კარი რომ იღება და „ჩემი ღიმილი“ მხვდება თვალში. -დავიგვიანე? -მამიკოოო ...მომენატრეე - მისკენ მივდივარ და ყელზე ვეხვევი. როგორც კი მკოცნის ის აუხსნელი სურვილი ქრება და ვხვდები რაც მინდოდა. რა თქმა უნდა კოცნის პარალელურად თმას მიშლის ,მეფერება და მერე მუცელზე მაწებებს ტუჩებს .როგორც კი სწორდება მაშინვე ვხედავთ ჩვენი პატარს ხელს მუჭად შეკრულს რომ ადებს კედელს და ამოძრავებს. შეგრძნება რომელსაც ამქვეყნად არაფერი შეედრება. დადიანის ღიმილი „ჩვენ ერთ ცალს რომ ეკუთნის“ ის ღიმილი და განმეორებული ამბორი. გამოიცვალა, სხაპი მიიღო და ჩემ გვერდით დაწვა -მარტო რატომ ხარ? თამარა რატომ არ არის? -თამარამ დღეს დილიდან არ ისვენებს ჩემი ბიჭი და დამიანეს უთხარი ჩაცმული დაწვეს ნებისმიერ დროს შეიძლება დამეწყოს მშობიარობაო. დაშნიანი სამსახურში არ გაუშვა და მთელი დღეა ყოველ დარტყმაზე კივისო მიშომ. ბავშვის ჩანთა მანქანაში ჩამადებინა და მეათასედ მეუბნება ანდრო მალე მივიყვანო რომ იმშობიარებსო. -ვუთხარი ორი კვირა არ დაგეწყება-თქო და დამიჯერა? -ანდროზეც ეგრე არ იყო? მთელი კვირა სახლში იყო გამაგრებული და მიშოსაც არ უშვებდა გარეთ ვაჩეს მიჰქონდა საჭმელიც კი... სანდრომ მითხრა დღეს მოვალო და არ ჩანს... - გვიან მოვა ალბათ...სამსახურიდან არ იქნება ჯერ გამოსული -დაიღალე ძალიან? - სახეზე ვეფერები და თვალებს ვუკოცნი- რამდენი ბაია დაიბადა დღეს? -დღეს მხოლოდ ერთი... საკეისრო კვეთით. დანარჩენები კონსულტაციაზე იყვნენ ...რამდენიმეს დარღვევები აქვს ანალიზებში და მკურნალობა დავუნიშნე. ერთ-ერთი 16 წლისაა და რომ ვუხსნიდი რაღაცეებს მითხრა მეორეს ველოდები და ყველაფერი ვიციო -მეორესო? -აჰაამ... მოგვიანებით ქმარიც მოვიდა -ისიც ბავშვია? -ბავშვი შენ იყავი მაგ ასაკში! -ძალიანაც კმაყოფილი ვარ ... დიდხანს ვიყავი ბავშვი და საერთოდ ყველა ეტაპი ბოლომდე შევირგე ! რატომ მითხარი ეგ? -რთული მდგომაროება აქვს და იმიტომ...პირველი ბავშვი მხოლოდ 5 თვისაა და რთული მშობიარობა ჰქონდა რიგი გართულებებით ახლაც წოლითი რეჟიმი სჭირდება და იმედი მაქვს ყველაფერს ბოლომდე შეასრულებს -თუ არ შეასრულებს -დიდი ალბათობით ნაყოფს საფრთხე დაემუქრება. შენნაირი ჯიუტი ბავშვია... ქმარმა თქვა არ მიჯერებსო დაწოლილი ვერ ძლებსო -სულაც არ ვარ ჯიუტი -ლოყაზე ვუსვამ თითებს ის კი ჩემ ყელში მალავს სახეს და მკოცნის. ვიცი როგორ ღელავს როცა მსგავსი რთული მდგომარეობაა, ზოგადად მხოლოდ მაშინ მიყვება როცა ასე ხდება . რამდენჯერმე ვერ შეძლო ნაყოფის გადარჩენა და მთელი კვირა მოწყენილი დადიოდა. -კარგად იქნება ყველაფერი ნუ ღელავ... „ჩვენი“ კარგად არის და ისევე კარგად მოიქცევა გამოსვლის დროს როგორც მუცელში ყოფნის დროს-პატარა ბავშვივით ვეტიტინები და თავზე ვეფერები, თმა რომ გადაიპარსა გავებუტე ,მაგრამ ახლა მომწონს არც ისე დაბალზე აქვს და ასე უფრო სიმპათიურია - არ გშია? პიცა მაქვს ცოტა ხნის წინ გავაკეთე -არ მინდა...მერე რომ ჩავალთ ქვემოთ მაშინ გავსინჯავ- ჩემს ყელში ბუტბუტებს და მკოცნის -რამე ხდება კიდევ? -რამდენიმე უკვე ელოდება და დღეს ისეთი გრძნობა მაქვს რომ მთელი ღამე დატვირტული იქნება. დღე იმდენად მშვიდი იყო ვგრძნობ რაღაც მოხდება -ასე რომ ამბობ მეშინია ხოლმე...სულ მართლდება შენი სიტყვები და იმიტომ -გია გაფრთხილებული მყავს და თუ რამე ისიც მოვა. მორიგე ექიმიც იქ არის ასე რომ არაფერი მოხდება და ამჯერადაც გავაკონტროლებ ყველაფერს. -ვიცი რომ მოახერხებ...უბრალოდ მე არ მიყვარს როცა ჩემ გვერდით არ ხარ - ტუჩებს ვბრიცავ და ფეხების ბაკუნიღა მაკლია თორემ 5 წლის ბავშვი ვარ. -ხომ იცი თუ რამე მოხდება, ოდნავადაც რომ გეტკინოს ან დისკომფორტი გაგიჩნდეს ერთდროულად ურეკავ დემნას და დაჩის -ვაიმე ორივეს სცალია ყოველთვის და რა საჭიროა ორივესთან დარეკვა? -დემნას თავისი სამი ჰყავს და შეიძლება რამე მოხდეს და ვერ გიპასუხოს ...დაჩი კიდე სად ათევს რამეს კაცმა არ იცის მობილური კი ამ დროს ეშმაკმა უწყის ოთახის რომელ ბოლოში დაგდებულ შარვალში აქვს -ეგ ჩვეულებრივ დროს ... ახლა კი ორი კვირაა სტარტზე გყავს ორივე ჩემს ნომერს რომ ხედავენ პირველს იმას მეკითხებიან „რა ხდება მოდის დამიჩი? „ დემნა კი პირდაპირ მახლის „ ჰა გამოვვარდე ჩემი სიამიყის ვაჟკაცი მოდის? „ -დავტუქსავ ორივეს - იცინის ყელში მორიგ კოცნას მიტოვებს -ჰეიიიი მაროოოოოო სად დაბაჯბაჯეეებ . მაროოოო მარო მარუსაააა -სანდროს დოდღინი მესმის ზუსტად იმ დროს დადიანი რომ იძინებს.მოვკლავ რომ გააღვიძოს. ძლივს ვდგები და გარეთ გავდივარ-ოოჰ ბაჯბაჯა აქ ხარ? -ჩშ.. -რა ხდება -დამიანეს ძინავს...ნუ ყვირი . მერამდენე სათამაშოა, ახლა რამდენჯერაც მოხვალ ასე უნდა იარო?- ხელიდან ფუმფულა იხვი გამოვართვი და ოთახში შევიტანე -ბავშვი რომ იკითხავს ძიამ რა დამახვედრაო ხო უნდა აჩვენო რამე? რაოო როდის ვაპირებთო გამოსვლასო? -ორ თვეში -რაამბავია ორი თვე...ამდენხანს რა მოითმენს . როგორ იცდით საერთოდ -პირიქით სწრაფად გადის დრო... -რაო ბატონმა ...- კიბეზე მიაბიჯებდა და თან მელაპარაკებოდა -რაზე ... -ფიზიოლოგიურად იმშობიარებ თუ საკეისროთი -არ ვიცით ჯერ-ჯერობით ყველაფერი რიგზეა -ის არ გირჩევნია? რა ქვია დამავიწყდა აი ნახევრად საკეისრო როა რა გღვძავს უყურებ ბავშვს მარა ვერ გრძნობ -შენ გეშინია ჩემ მაგივრად მგონი - ვიცინი ის კიდე მიბღვერს -დიახაც მეშინია ... მეორე შენნაირი არ მყავს ! -ისევ არ მითხრა სხვა ექიმმა მოგხედოსო თორე გავგიჟდები ... ივახშმე დღეს საერთოდ? -ნწ...ახლა გამოვედი სამსახურიდან . დავიღალეე აღარ შემიძლია. სხვა პროფესია უნდა ამერჩია -ახლა ჩააბარე არ გინდა? გახდი ექიმი არ მოგაკლდება ექსტრიმი და მოძრაობაში იქნები სულ -არ გაგიჟდე ! -რატო? -10 წელი კიდე ვისწავლო? ისე კი იქნება მაგარი შეგრძნება რეანიმატოლოგად მუშაობა ,მაგრაამ არ მინდა .შენ როდის აგრძელებ სწავლას ქალბატონო? -ერთი წელი ისედაც ვაპირებდი დასვენებას და მომდევნო წელს ისევ სწავლის პრცესში ვიქნები ! -ისევ რეპროდუქტოლოგიას აწვები? რამხელა სახელია დამაწყდა ნერვები. ან ამ ცოლ ქმარს მეტი ადგილი ადამიანშა რ გაინტერესებთ თუ რა უბედურებაა გული,ფილტვი,ღვიძლი რა ვიცი მილიონი რამეა.დაჯექი გოგო მანდ მე ვიპოვი თითონ ყველაფერს...წვენი არ გინდა გაბერილო? -მინდა ...არ დამიმსხვრიო იცოდე თეფშები -ისე ამბობ ვითომ სახლში მოსამსახურე მყავდეს -დარწმუნებული ვარ საღორეს დაამსგავსე მთელი ბინა...ემილი არ მიიყვანო იქ -იყო ერთხელ და სულ არ შეშინებია დამცინოდა -ისიც კაგრად აფრენს...აბა შენ ნორმალურს როგორ შეუყვარდებოდი და ამდენ ხანს როგორ გაგიძლებდა -ფუ ფუ ფუ თვალი არ მეცეს ...მართლა რო დამშორდეს იცოდე ორი თვით ადრე გამოგაგდებიებ ბავშვს- მაგიდაზე აკაკუნებს და იმანჭება -იმედია ახლა ძინავს ბავშვს და არ გისმენს ! დიდხანს ვეჯუჯღუნებით ერთმანეთს მერე დამიანე ჩამოდის ვახშმობს მაგრამ დანაყრებას ვერ ახერხებს კლინიკიდან ურეკავენ და სწრაფად გარბის. დამშიდებას ვერ ვახერხებ, ვიცი რომ იქ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება. ვგრზნობ რომ დამიანე ცუდადაა. სანდრო ჩემთან რჩება, მარტო არ მტოვებს ბატონი. შუაღამით ვურეკავ დამიანეს და რომელ ჯერზე მიპასუხა არ ვიცი მაგრამ ისე გამიხარდა მისი ხმის აგგება რომ აღარაფერი მადარდებდა. ცოტა ხანს ვესაუბრე,დამტუქსა რომ არ მეძინა და მერე შემოვლაზე წავიდა. .... ყოველი დილა საოცრად იწყებოდა დაშნიანებთან. პირველად ანდრო იღვიძებდა , საწოლიდან პიჟამათი დგებოდა ნახევრად მძნარე მიბაჯბაჯებდა მშობლების ოთახში ამოწმებდა პატარას ისევ იქ ეძინა თუ არა, მიეფერებოდა და შემდეგ მშობლების საწოლში წვებოდა. დედას ეკვროდა მკერდზე და ისევ აგრძელებდა ძილს. სამაგიეროდ უმცროსი იღვიძებდა ღუღუნს იწყებდა და არ ტიროდა ,მაგრამ დედიკოს მაინც ეღვიძებოდა. ჯერ უმცროს დადიანს კოცნიდა შემდეგ უფროსს ,ბოლოს პაწაწუნას იყვანდა ხელში და ისიც წამში პოულობდა საკვებს. -მეც ასე მაჭმევდა დედა? -ანდრო მამიკოს უყურებდა და როგორც კი ღიმილი შეეპარა მიშოს მაშინვე სეკრა წარბები- არ მახსოვს -ხო სენც ასე გაჭმევდა...ერთი წელი -მერე ? -მერე ..მერე დედიკოს რძე აღარ მოგეწონა ფაფები მირჩევნიაო და ხომ არ შეგეწინააღმდეგებოდით ბელადო? თანაც შენს ძმას მერე რა ეშველებოდა? -ხოო ... ის პატარაა კბილებიც არ აქვს ვერაფერს შეჭამს. დედას არ ტკივა? -არაა დედიკოს არ სტკივა...ჩემო პრინცოო არ გინდა შენს ძმას მოეფერო? - მამა-შვილის საუბარში ჩაერთო და ანდროს ლოყები დაუკოცნა. -მამამ მითხრა ფრთხილად უნდა შეეხოო... -სწორი უთქვამს მამიკოს ... -მიყურებს? რომ ველაპარაკები რატომ არ მიყურებს? გავიგე რო ვერ ლაპარაკობს მაგრამ მიყუროს მაინც -არ გაუბრაზდე დე...ჯერ ვერ იგებს სად არის და ვინ ხარ. მალე მიხვდება რომ მისი საყვარელი ძამიკო ხარ და ძალიან შეუყვარდები -მალე მინდა გაიზარდოს და მეთამაშოს... მივცემ ჩემს სათამაშოებს ,მართლა -ჩემი პრინცი ხარ შენ...- ისევ აკოცა და მერე დაშნიანს გადახედა ,რომელსაც ისევ ბალიშზე ედო თავი და გაუნძრევლად უყურებდა სამ ბედნიერებას- მამიკოს ისევ სძინავს მგონი ...წუხელ ისეთ დროს დაბრუნდა ვერ იღვიძებს! -მამიკომ გითხრა რომ საქმე ჰქონდა -მამიკოს რა საქმე ჰქონდა ... სუნამოს კონტეინერში იბანავა თუ რატო ჰქონდა ქალის სუნი უთხარი ერთი! -დედიკოს საკუთარი სუნამოს სუნი აღარ ახსოვს ... -თავხედო ... თუ არ გრცხვენია ! -მა დედიკო მგონი დაიკოს მოგიყვანს მალე ასე გულმავიწყი ხდება და აღარ ახსოვს მეფეს მხოლოდ ერთი დედოფალი რომ ჰყავს -ერთი დედოფალი და უამრავი საყვარელი ... -ტუ არ გაჩუმდება დედიკო მამიკო დაივიწყებს სად არის და დაადუმებს -ხო რა თქმა უნდა..არც კი მომაქციო ყურადღება ! საერთოდ არ მიკვირს 100 კილო თამარა რა საცქერია!- ტუჩებდაბრეცილი,ტირილის ზღავრზე მყოფი წამოდგა საწოლდიან.მძინარე ბავში დააწვინა და ხელში ანდრო აიყვანა- წავიდეთ პრინცო ხელ-პირი დავიბანოთ,ჩავიცვათ და მერე ვისაუზმოთ. დედიკოს ცუდად ეძინა და კვება სჭირდება ენერგიის აღსადგენად თორემ ლუკა მშიერი დაგვრჩება მერე - ბავშვი გაკვირვებული იყურებოდა ვერ გაეგო რა ხდებოდა. სააბაზანოში იყო , ანდრო მოაწესრიგა სათამაშოებთან დატოვა და თავად შხაპის მისაღებად შევიდა .იხდიდა კარი რომ გაიღო,წამში დაიხურა და გადაიკეტა კიდეც. მობრუნება მოასწრო მხოლოდ შემდეგ ჰაერში აღმოჩნდა , ცივ კედელს ეკრო შიშველი ზურგით წინიდან კი დაშნიანი მიეწება -რა ...რა გინდა აქ . მოიცა გამოვიცნობ... რამდენიმე თვე ვერ ძლებ და ახლა ხელსაყრელი პირობები გაქვს. -ორ წუთში თუ არ გაჩუმდები..ყველა სულელურ აზრს თუ არ გაიქრობ ტვინიდან და ჩემი თამარა არ დამიბრუნდება გეფიცები -რა რას მეფიცები ...სიმართლე ყოველთვის გაგიჟდებდა და ახლაც ასე იქცევი! აღიარე რომ აღარ მოგწონვარ...გავსუქდი, მთელი თვეა ღამეებს ვათენებ სულ ბავშვი მიჭირავს ხელში და ყურადღებას არ გაქცევ. მითხარი რომ წუხელ სხვასთან იყავი იმიტომ რომ დაიღალე ჩვენი მოვლით ... -არ იტირო! - ისე უთხრა სუნთქვაც შეწყვიტა. მერე მისი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე დააცხრა. თავიდან ეწინააღმდეგებოდა ,მერე თითონაც აყვა და მოდუნდა-ულამაზესი ხარ, ყველაზე სექსუალური და ხო ერთი სული მაქვს როდის დამშვიდდება ჩვენი ბიჭი რომ შენით დატკბობა შევძლო. ყველაზე მეტად მიყვარს თქვენზე რომ ვზრუნავ , კმაყოფილებისგან ვგიჟდები მათი დაძინება, მათთვის საჭმლის მომზადება და მათი ბანაობა რომ შემიძლია. ანდრო რომ ჩემ გვერდით რჩება და სხვა ბავშვებივით სულ შენს კალთას არაა მიკრული ყველაზე მეტად მისწორდება...ბრმა ვარ და შენს გარდა ვერავის ვხედავ , ყრუც ვარ მხოლოდ შენი ხმა მესმის და უგრძნობიც,მხოლოდ შენს შეხებაზე ვრეაგირებ.დავდივარ იმიტომ რომ შენთან მოვიდე . ახლა როცა ჩემი თამარა ჩემი თამარას მსგავსად არ იქცევა ვბრაზდები,მალე გავცოფდები და ჩემი თამარა დაისჯება ...შევრიგდეთ? გაკოცო? -მალე ....ბევრი ... -მიყვარს როცა პოზიციებს ვცვლით მე ვლაპარაკობ შენ ჩუმად ხარ,მაგრამ სიყვარულსა მალვა უნდა - თავისებურად იღიმოდა დადიანი.თითებს განაბული თამარას სახეზე დაატარებდა, შემდეგ ტუჩებზე წაეტანა და დიდხანს კოცნიდა. მანამ სანამ ბავსვების არსებობა არ გაახსენდათ ,მადლობა ღმერთს ორივე მშვიდი იყო. ერთი თამაშობდა, მეორეს ეძინა და მათთვის თვალის მოშორება პრობლემას არ წარმოადგენდნე, სანდრო ბავშვები იყვნენ! დღის თავისუფალი ნაწილი ერთად გაატარეს. ყოველ საღამოს ოჯახი ერთად იყო,მაგრამ დასვენების დღეებში განსაკუთრებულად დიდ დროს ატარებდა მამიკო ბავშვებთან ერთად. სასეირნოდ დადიოდნენ და დედიკოს ათასგვარი ხერხით ახარებდნენ. მართალია ბოლომდ ეჭკვიანი ბიჭი ვერ გახდა, ისევ ვერ მოეშვა თავის გარჩევებს რაც აგიჟებდა თამარ ქალს. ვერც ცდილობდა ჩარევას, ასეთი უყვარდა არ შეეცდებოდა მის შეცვლას და ვერც შეძლებდა. უბრალოდ ასეთი დაშნიანი უყვარდა,თავისი დემონი დინჯი, მშვიდი გაწონასწორებული როცა არავინ უშლიდა სიმშვიდეს, აი როცა ვინმე გამოჩნდებოდა ვინც აშავებდა წამში ჩნდებოდა დემონი მასში. ყოველდღიურობას წარმოადგენდნენ განუყრელი მეგობრები საბა და ვაჩე. არ არსებობდა მათ გარეშე მიშო დაშნიანი. ვერ იარსებებდნენ დაშნის გარეშე და შესაბამისად ხშირად იყვნენ მათი სტუმრები. იმდენი მოახერხა საბა და სალომე უკან დააბრუნა, ცოლიც გაახარა და დანაკლისიც აინაზრაურა, არ შეეძლო საბასგან შორს ყოფნა და მოწყენილი ვაჩეს ყურება. მერე ყველაფერი შეიკრა, ჯაჭვში ყველა რგოლი ადგილზე იყო. .............. გაზაფხულის შხაპუნა წვიმა ასველებდა აყვავებულ ხეებს, სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა ირგვლივ. ღია ფანჯრიდან გრილი ჰაერი შემოდიოდა, თხელი ხალათი მოვიცვი პენუარზე და აივანზე მდგომი დადიანისკენ დავიძარი. ნაბიჯი გადადგმული არ მქონდა ფეხი რომ დამარტყა, დილიდან მოძრაობდა და ყურადღება აღარ მივაქციე. ის იყო აივანზე გავედი ,დადიანს უნდა მოვხვეოდი და მეთქვა რაზე ფიქრობ-თქო ტკივილი რომ ვიგრძენი , იმდენად მოულოდნელი და მძაფრი იყო რომ მოვიკეცე, კედელს მივეყრდენი და წამოვიკივლე. -მტკივააა ... მტკივა- სუნთქვას ვცდილობდი,ყველაფერს ვიხსენებდი რაც კი ნათქვამი ჰქონდა და ვუყურებდი. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამაშტერდა -ღრმად ისუნთქე და უბრალოდ იფიქრე...იფიქრე იმაზე რომ მალე ჩვენს ბიჭს ნახავ -აბა გოგოაოოო... -ვკნავი და მხარზე ავდებ თავს - მტკივა...მართლა ძალიან მტკივა -ვიცი რომ გტკივა...კიდევ ცოტა გაუძელი - მკოცნის და მერე იმდენად სწრაფად ვითარდება ყველაფერი ფაქტობრივად გააზრებასაც ვერ ვახერხებ. დამიანე მელაპარაკება, მისი სიმშვიდე მოქმედებს და ისე ვაკეთებ ყველაფერს თითქოს კარგად ნაცნობ ტკივილს განვიცდი. ტკივილები მქონდა მაგრამ ჯერ კიდევ არ აპირებდა ჩვენთან შეხვედრას ჩემი დადიანი. პალატაში დავდიოდი და ხელს არ ვუშვებდი დადიანს -როდის დაიწყება...ასე ხომ ხომ შეიძლება რამდენიმე საათიც არ დამეწყოს ისიც შეიძლება რომ ...შეიძლება- გახშირებული სუნთქვის გამო სიტყვებსაც ძლივს ვამბობ როგორ ვფიქრობ და როგორ მახსენდება ყველაფერი არ ვიცი,მაგრამ პანიკის მეორე ტალღა მივლის. აშკარად უფრო მარტივია როცა არაფერი იცი და უბრალოდ გტკივა. -კარგადაა...შენც კარგად იქნები -საწოლზე მსვავს .ისევ მსინჯავს , ბავშვის გულისცემას უსმენს ხელით მუცელზე მაწვება მერე მკოცნის და მეფერება- დიდხანს არ აწვალო დედიკო,გთხოვ მა -რა დროს გაჩერეებაა გაგიჟდი მიშო? ჩემი მარიამი იქაა და ტკივააა დიდი არ აწვალებს და პატარა აგიჟებს უნდა შევიდე აბა აქ ვიქნები ? ხო გავგიჟდბეი მანამდე - თამარას ხმა მესმის დერეფნიდან და მალე ოთახშიც შემოდის. მაშინვე მეხვევა და ლამის მომაგლიჯა ხელიდან ნემსი- ძალიან გტკივა? მარუსააა არაუშავს ხო იცი ყველაფერი კარგად იქნება. ანდროზე... -ანდროზე სამი საათი იყავი ასეეე -მე ვიყავი ,მაგრამ იმას ხო არ ნიშნავს რომ შენიც ამდენ ხანს არ წამოვა. ესენი რო არიან ერთნაირები ბავშვებიც ასე ხო არ იქნებიან... ყველაფერი კარგადაა. მე შენთან ვარ , დამიანეც არ ნერვიულობს ხო ხედავ ე.ი ბავში კარგადაა - თავზე რომ მისვამს ხელს მერე ვიაზრებ რომ სულ სველი ვარ. ვიწვი ყველაფერთან ერტად, უკვე იმდენ რამეს ვგრძნობ ვეღარც კი ვარჩევ ერთმანეთისგან. ყველაფრის აღქმა მიქრება, განათება იცვლება ჩემს თავზე პალატიდან სამშობიარო ბლოკში გადავყავართ დამიანეს სახეს ვხედავ მეორე მხარეს თამარა დგას,უკვე ორივეს ლურჯი ფორმა აცვია . მტკივა , მტკივა , ვყვირი , ვყვირი ვღრიალებ და ყოველ წამოწევაზე საწოლს ისე ვუჭერ ხელს რომ ყველაფერი მტკივა -კარგი გოგო ხარ ... მაგარი გოგო ხარ - თამარა თავზე მისვამს ხელს და სიტყვის თქმას ვერ ვახერხებ ისევ რომ იწყება შეტევა, წამით ადრე დამიანეს ხმას ვარჩევ -თავს ვხედავ...კიდევ ერთხელ მარიამ და ჩვენთან იქნება წინ ვიწევი ხელებს ფეხებზე ვიჭერ და მთელი ძალას ვიკრებ . ძალაგამოცლილი ვეშვები უკან და დაბინდული თვალებით ვხედავ დადიანის ხელებში მოქცეულ პატარას, მამიკოს ამღვრეულ თვალებს და სიცილს „ჩვენი ღიმილი“ . მხოლოდ ტირილის ხმა მესმის და ვეღარაფერს ვგრძნობ ბედნიერების გარდა. ნამდვილი ბედნიერება მკერდზე რომ გიწევს და თავისი პატარა სხეულით მთელს არსებას გითბობს. ერთადერთი ხდება სენს ცხოვრებაში ,სამუდამო ადგილს იკავებს და ხვდები რომ მის გამო არსებობდი . ხელზე ვკოცნი და ცრემლიანი თვალებით ვაკვირდები შეშუპებულ თვალებს, წითელ კანს და ხელებს გაურკვევლად რომ აცეცებს. გაუგებარ ბგერებს გამოსცემს და ტირილს წყვეტს მას მერე რაც ვეხები. დამიანეს მაშინ ვამჩნევ როცა მკოცნის და მიღიმის. შემდეგ ყველაფერი სტანდარტულად მიდის. ბავში მიჰყავთ, მეც მომაწესრიგეს. წამლები, პალატა და ნახევრად მძინარე მდგომაროება. სიმშვიდე ... სიმშვიდე და მხოლოდ სიმშვიდე. არ ვიცი გარეთ რა ხდება, არცააქვს მნიშვნელობა იქ ვინ არის ალბათ აღნიშნავენ ბავშვს ნახულობენ, დედა ტირის. ბაბუა ვაჟკაცის დაბადებას აღნიშნავს ბიძა როხროხებს და ყველა ერთად დადიანს ულოცავს. ის კი ჩემთან მოდის სულ მალე ,ახლა რომ ვუყურებ და მახსენდება მისი სახე ვხვდები რომ საშინლად ღელავდა. სავარძელში ჯდება და ლოყაზე მეფერება .მანამ იწყებს საუბარს სანამ კითხვას დავუსვამ. ტუჩები ისე მაქვს გამშრალი ალბათ ვერაფერს ვიტყვი -გოლიათია ჩვენი „ერთი ცალი“ , ძლიერი ბიჭია და მალე მოვა დედიკოსთან ,რომელიც მამიკოს პირადი სასწაულია. - მისი ხმა ისევ მამშვიდებს, ყოველგვარ დაძაბულობას მიხსნის, თვალებს ვხუჭავ და მის შეხებას შევიგრძნობ. -ნახვა მინდაა...მალე მოიყვანონ რა გთხოვ.მეშინია რო დამეძინება, ხომ ეშიება უნდა ვაჭამო - ხმაც აღარ მაქვს ,აღარც ძალა და ჩუმად ვჩურჩულებ . ვგრძნობ რომ იღიმის, კოცნისას ვხვდები . -ნუ გეშინია ორ წუთში მოიყვანენ ... მერე ერთად დაიძინებთ-ლოყაზე მკოცნის, იმდენად ტკბილად რომ ყოველ ჯერზე მეტ ენერგიას ვიღებ ,მეღიმება და ვინაბები. კარის ხმა რომ მესმის წამში ვფხიზლდები,ზუსტად იმ წამს გავხედე კარს ვიგრძენი რომ მოჰყავდათ . ექთნის ნაცვლად ქალბატონი ანამარია რომ ამოვიცანი გამეღიმა. ჩემი პატარა ისე იყო მის მკლავებში არც კი ჩანდა . ქალბატონსაც მხოლოდ თვალები უჩანდა -დედიკოოო მე მოვედიი ვაჟკაცურად მოვითმინე უშენობა და ბევრი არ ვიტირეე - მარია ფრთხილად მიწვენს მკლავებში ჩემს ბიჭს და მეც წამში ვივსები მუხტით. ბუთქუნა,პაწაწო თითები მომუშტული აქვს ,როგორც კი მკერდზე ვიკრავ მაშინვე მოძრაობას იწყებს . ღუღუნებს,კრუტუნებს საოცარ ხმებს გამოსცემს თვალები ნახევრად დახუჭული აქვს კანი ბუსუსებით აქვს დაფარული და თავზე შავი თმა აქვს . მამიკოს ჰგავს...- წავედი დედიკო ... თუ რამე დაგჭირდებათ აწი მამიკო მოგხედავთ. არ მივდივართ ჯერ ჩვენ - დემნას ეუბნება მხარზე ხელს ადებს მერე ჩვენ გვიყურებს და გადის. მე ისევ ბავშვს დავყურებ და ფრთხილად ვეფერები, მეგონა ხელში დაწერის დროს უხერხული შეგრძნება მექნებოდა,მაგრამ მართლა გოლიათია ან უბრალოდ ვგრძნობ როგორ მოსწონს. -შენ გგავს ... -შავი თმა რომ აქვს? -მართლა შენ გგავს - ვწუწუნებ და ამჯერად თითებზე ვკოცნი - ასეც მინდოდა და ნუ მეწინააღმდეგები- ისე ველაპარაკები ბავშვს წამით არ ვაშორებ თვალს. მინდა ყველა მისი ქცევა დავიმახსოვრო,ყველა ნაკვთი კარგად შევისწავლო. ტირილს რომ იწყებს გულისცემა ინსტიქტურად მიჩქარდება -შია? -შენ კი ათვალიერებ და არ აჭმევ -ხომ შეიძლება რომ არ ეყოს ან ვერ ჭამოს...ან არ შეიძლებოდეს . იქნებ ხომ ხდება ხოლმე ალერგია რომ აქვთ ...ან ვიტამინებით არ არის მდიდარი და პირიქით ასუსტებს ბავშვს..კარგი პანიკა სისულელეა ვიცი უბრალოდ უნდა ვაჭამო - დამიანეს მზერას რომ ვიჭერ ვდუდღუნებ და პერანგის მკლავს ვწევ-რომ გადასცდეს? -უბრალოდ მოითმინე - ღიმილშეპარული მიყურებს ,მერ ეისევ ბავშვზე გადამაქვს ყურადღება. რამდენიმე წამი ჩუმად ვუყურებ, შევაბასაც ვგრძნობ მალე ჭამის დროს ხმების გამოცემას იწყებს და აშკარად ფუჭი იყო ჩემი ამდენხნიანი ღელვა ამ საკითხთან დაკავშირებით. ისეთი საყვარელია,მინდა მოვეფერო ,მაგრამ მეშინია ხელი არ შევუშალო და უბრალოდ გაკრეჭილი ვუყურებ - მადით აშკარად შენ გგავს -პატივცემულო ნუ გაქვთ მწარე ენა ... ისედაც დიდი ბიჭი ვარ მამიკო და რა თქმა უნდა მადაც მაქვს პირველად ვჭამ და მადროვე-ისე ვიწყებ ლაპარაკს ვერც ვიაზრებ. პატარა ბავშვსვ რო ვგავარ ვიცი , მაგრამ არ მაინტერესებს. ჭამის დროს რომ ეძინება კიდევ უფრო მეღიმება. ფრთხილად ვაწვენ საწოლში და ამჯერად დამიანეს ვაპყრობ მზერას. ისევ იქ სავარძელში ზის და მიყურებს -დაიძინე ... მე აქ ვიქნები - კი მინდა ვუთხრა რომ არ მეძინება ,მაგრამ თვალები იხუჭებიან დამოუკიდებლად. მის შეხებას ძილშიც ვგრძნობ და ტკბილად ვიძინებ ბავშვის გაღვიძებამდე. საღამოს უკვე ჩემთან ერთად ყველა იწყებს ბავშვზე დაკვირვებას. დედაჩემი ამტკიცებს რომ მე მგავს , მამა ამბობს რომ ჯერ ვერაფერს გავიგებთ და დედიკოს აჩუმებს. თამარა შემოდის შეხვეული და აღარ გადის მანამ სანამ დაშნიანი არ ახსენებს რომ საკუთარი ბავშვები ელიან სახლში . ბუზრუნით მიდის ერთ დღეს ვერ მიხედო ახლა ბავშვსო, ისიც პასუხობს რაღაცას ჩუმად მარტო იმას ვხედავ როგორ წითლდება თამარა პირს აფჩენს სიტყვის სათქმელად ,მაგრამა შკარად არ ჰქონდა ხმამაღლა გასაჟღერებელი პასუხი და უბრალოდ მობილურს თიშავს და მემშვიდობება. ანამარია სახლშია ბავშვთან სამაგიეროდ გვიან მამა -შვილები შემოდიან . ტყუპები დინჯად მოაბიჯებენ და მშვიდად აკვირდებიან ბავშვს,უკვე გამცოდილება აქვთ და არც კი ეხებიან უბრალოდ უყურებენ . ხან მე მამსგავსებენ ხან დამაინეს ბოლოს ჩიხსი შედიან და ასკვნიან რომ რამდნეიმე თვე სჭირდებათ ზუსტი პასუხისთვის. და მაინც „ჩვენი ერთი ცალი“ არ ვიცი ვის უფრო მე თუ დამიანეს, მაგრამ საოცრებას ჩვენს ცხოვრებაში მოვლენილს ნამდვილად ჰგავს... სახელზე ყურადღება აღარ გაგვიმახვილებია, ორივემ კარგად ვიცოდით რომ ნიკოლოზ დადიანს ველოდით. ნიკოლოზს თავისი ოთახიც ელოდა მიუხედავად იმისა რომ ჩვენთან დარჩებოდა კიდევ დიდხანს,მაინც საუცხოოდ გამოიყურებოდა მისი საძინებელი. ერთი თვის განმავლობაში ძილის და კვების გრაფიკს ვარეგულირებთ. ზოგჯერ მთელი ღამე ეღვიძა და დღეს ძილში ატარებდა. იყო დღეები როცა სულ ტიროდა , მუცელი ტკიოდა და ხელში აყვანილს დავასეირნებდით. ხელშიც სხვადასხვა პოზაში უნდა გვყოლოდა თორემ ამაზეც გვიბრაზდებოდა. ზოგჯერ მამიკოსთან უნდოდა ან საერთოდ არ მშორდებოდა. ბოლოს დამსვიდდა, კვების რეჟიმიც ჩამოუყალიბდა ღამე ორჯერ ვაჭმევდი , დღის განმავლობაში საათები გვქონდა განსაზღვრული ისე კი ეძინა და მხოლოდ მაშინ ფხიზლდებოდა ვინმე თუ შეაწუხებდა ერთს ახედავდა და ისევ აგრძელებდა ძილს. ისეთი საყვარელია ვერ ვშორდები, დადიანი მთელს თვეს ჩვენთან ატარებს ზოგჯერ ვბრაზდები იმდენად კარგად აკეთებს ყველაფერს. ვერ ვიტყვი რომ სულ ის უვლის ბავშვს ,მაგრამ ხშირად როცა სასეირნოდ გაჰყავს ყველაფერს თავად აკეთებს. ერთი თვე მეც დამშვიდებას და ფორმაში ჩადგომას მოვანდომე, სულ მეძინებოდა, სუსტად ვიყავი და ძალის მოკრება მიჭირდა. კარგად კვება მჭირდებოდა ,მაგრამ მომატებული წონაც მადარდებდა. თამარას ვეწუწუნებოდი შენ ასე უცებ როგორ იკლებ თქო ის კიდე მეჯუჯღუნებოდა რა დავიკელი გასიებული ვარო მერე ან დაშნიანი გვაჩუმებდა ან დადიანი,გააჩნია რომელი გამოჩნდებოდა პერიმეტრზე. პატარა დაშნიანი და დადიანი ერთ დღეს მოვნათლეთ. ერთი თვის მერე პირველად შევიკრიბეთ ყველანი ერთად. ახლა უკვე დაბადებულ ბავშვებზე პაექრობა მიდიოდა ნათლიებს შორის. -ბებოს სიხარულიი როგორი ტკბილი ხარ ბეეე როდის დაგტოვებენ ბებო ჩემთან ...შენი დედიკო სახლს არ გაშორებს ხელს არ გიშვებს ვითომ თითონ სხვამ გაზარდა -ისიც ახსოვს სანდრო რომ გაზარდეთ და ეშინია ალბათ- გიგი ეკრიჭება და ჩემ ძმას ნერვზე უკაკუნებს,თუმცა ის სულ არ იმჩნევს . ჟღალთან თვალების ჟუჟუნსა და ბავშვის თვალიერებითაა გართული. თავის ტორებშ რომ მოიქცია პირველად „ჩვენი ერთი ცალი“ მეგონა შვილი დავკარგე , მაგრამ ისე ნაზად ეჭირა და ისე ეფერებოდა ლამის ტირილი დავიწყე. თუმცა ყველაზე ამაღელვებლად მაშინ გამოიყურებოდა ჩვენს სანახავად მოსული ემილი ბავშვით ხელში რომ დაინახა. ისე უმზერდა სიტყვებით ვერ აღვწერ,მერე აკოცა და ჩუმად უთხრა რაღაც რაზეც გოგონა გაწითლდა და თავი დახარა . ისეთი საყვარლები არიან ერთად რომ გული მითბება. ვეღარ ვითმენ და ბავშვს ისევ მე ვიყვან . გვერდით კალათში ვაწვენ და მშვიდად ძილის საშუალებას ვაძლევ. გიჟი დედა თამარა კი ქმარის გვერდით ზის მისი ორივე ბავშვი სხვადასხვა მხარესაა ერთი თამაშობს ტყუპებთან მეორე კიდე ვაჩეს ჰყავს ხელში და არც იშორებს გვერდიდან. -ძინავს? მოკლედ ხომ ვერ ავიყვანე ნათლული ხელში რა ხალხი ხართ - ჯუჯღუნებს დაჩი და იმ წამს მოსულ ელიკოს წარბებს უთამაშებს- ვის ელაპარაკებოდი ელიკო? -ნუ მელაპარაკები საერთოდ ,თავს ნუ მახსენებ თორე მოგკლავ- მეორედ ვისმენ მსგავსი შინაარსის დიალოგს დღეს .ელეონორა ჩემ გვერდით ჯდება და წვენს სვამს, მობილურს მაგიდაზე დებს და თითებს აკაკუნებს -რა ხდება? რატომ ხარ გაბრაზებული დაჩიზე? -შეყვარებულია და იმდენად ვე რიჯერებს რომ მე მეჩხუბება -შეყვარებული? - იცხადებს უცებ და ცოტა აკლია არ იყვიროს ...-დაგელაპარაკები მე შენ მოღალატევ! შენც თუ მეგობარი ხარ ... დამპალო მოღალატევ ...გამყიდა ,ზურგში დანა ჩამცხო რა გამიკეთა -რა გავუკეთე ნწ ნწ ნწ ჩემს ერთ მარტოსულ მეგობარს მეორე მარტოსული მეგობარი გავაცნე და მერე იმ მეორე მეგობარმა იმდენი მოახერხა რომ ეს ჭკუიდან გადაიყვანა და ახლა მე მეჩხუბება ! მადლობის მაგიერია? ქალო კაცი მოგიყვანე ჩაგიგდე ხელში თან რა კაცი ცეცხლი..იმას კი ვერ დაღლი გაგასავათებს ,ნუ ცეკვა არ იცის მარა საწოლში დაგანთებინებს ცეცხლს მაგაზე პასუხისმგებელი მე ვარ! - ჩუმად ლაპარაკობს ითვალისწინებს რომ სუფრაზე ვართ ,მე კი სიცილს ვეღარ ვიკავებ ელეს გამომეტყვლების გამო -თუ არ გრცხვენია ! რომ მაცნობდი ვის მაცნობდი ...ჯერ მოტყუებით მიმიყვანა მითხრა მარტო ვაგდივარ საცოდავად უპონტოდ არავის ვახსენდები ელიკო და შენ მაინც მოდიო.მივედი და თურმე საძმაკაცო ჰყავს შეკრებილი და სვამენ... სხვათაშორის შენი მეუღლეც ბრძანდებოდა იქ ! კიდე მას ვეცი პატივი თორე ამას და იმ იმ...იმ ეშმაკს ერთმანეთზე გადავაბავდი და ვისროდი მეცხრედან. დადიანი მალე წავიდა და რომ შევუტიე ამას რომელიღაც საძინებელში შევიყვანე და იქ აღმოვაჩინე რო თურმე ამის სახლში კი არ ვარ იმ იმ ეშმაკთან ვარ ...და საერთოდ ის ეშმაკი ..ის სატანა ...ის ლურციფერი რომ მოკვდება ჩემი ხელით მერე დაისვენებ! არ დამელაპარაკო საერთოდ...იმის ხელში რომ ჩამაგდე და გამიმეტე იმ სატანას კლანჭებისთვის მაშინ დამთავრდა ჩვენი მეგობრობა! - ელეონორას რომ ვუსმენ ვხვდები რომ სრული სერიოზულობით საუბრობს და ვიხსენებ რომ მისი გაბრაზება სამუდამოდ შეიძლება გაგრძელდეს. რამდენადაც მხიარულია იმდენად ბრაზიანია.დაჩი არაფერს ეუბნება,აშკარად კმაყოფილია მისი გაბრაზებით და ხალისობს. ალბათ ათი წუთიც არ იყო გასული დადიანმა რომ მაკოცა ლოყაზე და მიჩურჩულა ვიღაც უნდა გაგაცნოო. ფეხზე წამოვდექი და ჩვენნკენ მომავალ მაღალ მამაკაცს მზერა გავუსწორე. ისეთი მზერა ჰქონდა სულს რომ გაგიყინავდა, წარბშეკრული მოდიოდა, დადიანი ხომ არის სერიოზული, დაშნი ხომ უფრო საშინელ გამომეტყველებას იღებს როცა ბრაზობს მაგრამ აი ეს კაცი ორივეს ერთად აღემატება. მხოლოდ მაშინ იღიმის ისიც ოდნავ დადიანს რომ ეხვევა მერე ხელზე მეამბორება და საშინლად ბოხი ხმით მიცხადებს რომ უხარია ჩემი გაცნობა. -სად ხარ შე ჩემა ამდენ ხანს რა საქმე გქონდა ამდენი შენ და შენმა მინისტრებმა ტვინი მოტყ.... - დემნა მოდის და ეხვევა -როგორ ხარ დემნა? -მაგრად ! შენ როგორ გიკითხო? ჩამოვიდაო გავიგე და ეგ იყო და ეგ დამიანემ გამოგიჭირა სახლში და მერე ვსიო ... გეკადრება თორნიკე? - ნუ ეწუწუნები ახლა და აცადე დაჯდეს ! მერე ვილაპარაკოთ - დაჩი ეუბნება და სკამს სწევს ელეონორასა და თავის სკამს შორის - დაჯექი თორნიკე ახლაღა ვამჩნევ ელეონორას დაძაბულ მზერას, სხეულს და მაგიდაზე გაშტერებულ მზერას. ღღმად ,მძიმედ სუნთქავს და ზუსტად იმ დროს სწევს სკამს როცა თორნიკე უახლოვდება და დაჯდომას აპირებს. ისე უყურებს ცეცხლს ისვრის , კაცი წამით უმზერს და პიჯაკის ღილებს იხსნის მშვიდად ჯდება. -სად მიდიხარ ელიკო?-დაჩის არც პასუხობს ჩანთას ირებს და პირდაპირ ჩვენკენ მოდის. დამაინეს კოცნის და მერე ჩემკენ იხრება -მივდივარ მე ... ვიცი არ გაბრაზდებით ხვალ შემოგივლით ბავშვს ვნახავ - პატარა ხელში აჰყავს კოცნის და მიდის . მხოლოდ დაჩის დუდღუნი მესმის -უშვებ ბიჭო? ასე მარტივად უშვებ? გამო*ირდი?- მისი ხმა არ მესმის, არაფერს პასუხობს იმაზე მდუმარეა ვიდრე წარმომედგინა. უბრალოდ უყურებს,ისიც წამით და მორჩა! ...სახლში ფრთხილად შევდივარ, ბავშვის გაღვიძება არ მინდა . ნელა ვდებ კალათს საწოლზე და ფრთხილად ვიყვან ხელში . ტუჩებს ამოძრავებს და გაურკვეველ ბგერებს გამოსცემს,საწოლში ვაწვენ და თავის პლედს ვაფარებ . დადიანი აივანზე დგას ეწევა და ქიედან გვიყურებს. მისკენ მივდივარ და ყელზე ვეხვევი, თამბაქოს გემო დაჰკრავს ტუჩებზე და უფრო მაგიჟებს. ვეღარ ვწყდები მის ბაგეებს ,თითებს ზურგზე დაატარებს და ბოლოს წელზე მხვევს -ძალიან დაიღალე?- გულზე მიკრავს ,თავზე მკოცნის და ხელს ლოყაზე მისვამს -დიდი ხანია ხალხმრავლობაში აღარ ვყოფილვარ და ცოტა თავი ამტკივდა ....დადიანოო -ჰოო -თორნიკე ვინ არის? -კარგი კაცია ! - როგორც ყოველთვის თემის გავრცობის საჭიროება აღარ არის. უბრალოდ ვიტრუნები მის მკლავებში და ვარსკვლავებით მოჭედილი ცისკენ ვაპარებ მზერას . -ხვალ ივარჯიშებ ჩემთან ერთად? - ქვემოდან ვუყურებ ,სახეზე მისვამს ხელს ისევ იცინის და შუბლზე მკოცნის მერე ლოყაზე და ყელში - დამიანეე -ნწ ... -მარტო მეზარება ... -ენერგია გჭირდება ... 58 კილო ხარ ! -ნუ მახსენებ ... -ვკრუტუნებ და მისი ალერსისგან გაბრუებული წუწუნსაც ვერ ვახერხებ -ორ თვეში დაიწყე ,ბავშვი უფრო გაიზრდება და შენც დამშვიდდები -მშვიდად ვარ ! -არა ...არ ხარ -არ მაქვს ეს მშობიარობის შემდეგი დეპრესია და რა გავაკეთო? არაჩვეულებრივად ვარ -არაჩვეულებრივი ხარ ...ნამდვილად- ლუღლუღებს და ჩემს ყელს ისევ არ შორდება კანს მწოვს და მერე მკბენს .ისე მკოცნის გონება მებინდება- ორი საათი გვაქ ... რამდენიმე ათას კალორიას ვებრძოლოთ? -მეკითხება კიდეც? არა რა იცის რო მაგიჟებს ასე რო აკეთებსდა განგებ იქცევა ასე ! კოცნას რომ წყვეტს უფლება ვინ მისცა? -დადიანო !- ვკნავი და იმ ჩატეხლ ტუჩზე ვკბენ ზუსტად . ვაკოცებ არ უნდა? ვერ მივართვი გამწარდეს მოვიდეს გონს აი ასე ! ოუუ ჯანდაბა ორი საათის შემდეგ მე საწოლიდანა დგომას ვერ მოვახერხებ ,არაა არა და არა არ შეიძლება ასე მკოცნიდეს. ამ კაბებს ასე უცბე როგორ მხდის თან მრთელია ყველა, მისი თითების შესაძლებლობები კიდევ ვერ შევისწავლე... .........ნიკოლოზის ხმა მესმის აშკარად ჩემს გვერდითაა და ფართხალებს. მერე მკერდზე ხელი მხვდება და მეღიმება . ბოლოს ტირილს იწყებს და ისევ აგრძელებს ბუთქუნა ხელის ტყაპუნს. ახლა ჩავყლაპავ და მერე რა მეშელება? როგორი ტკბილია, როგორი კარგია . -ნუ გადაყლაპავ ! -დადიანის სიცილშეპარული სერიოზული ხმა მესმის და ახლაღა ვიხედები მაღლა , საწოლთან დგას შარვლისამარა და ხელში დაცლილი ბოთლი უჭირავს- არ ეყო ეს ... რძე მინდაო - მხრებს იჩეცავს საყვარლად მიყურებს და საწოლზე ეშვება .ბოთლს ტუმბოზე დებს და მხარზე მკოცნის -მალე ვიეჭვიანებ - პენუარის ბრეტელს აწვალებს და ყელზე მკოცნის მერე შიშველ მხარზე გადადის -დადიანო გეყოს! -რა ... -რაც -მაინც? -დადიანოოო -სახელს უკეთ კვნესი -აუუუუ დამიანეეე -აი ხომ გეუბნები - იცინის და თითებს ჩემს ფეხზე დაასრიალებს ის რა პიანინოდ იქცა და მე ვერ შევამჩნიე? ნორმალურად არც მეხება მხოლოდ თითის ბალიშებს დაატარებს და მგონი ბახის რომელიღაც ნაწარმოებს ასრულებს ! სწრაფად ვშორდები , ბავშვს თავის საწოლში ვაწვენ და პენუარს ვისწორებ. როგორც კი ვშორდები ბავშვს და ოთახიდან გავდივარ და კარებთან აყურებული მხვდება, ხელები ჯიბეებში აქვს ჩაწყობილი, კედელს მხრითაა მიყრდნობილი და მიყურებს -მარიაამ ...რას ვერ იტანს თქვენი მეუღლე ყველაზე მეტად? როდის შეუძლია რომ სასტიკად დაგსაჯოთ? - კადელზე ის არ იყო მიყრდნობილი? მე როგორ აღმოვჩნდი აქ? ჯანდაბა სუნთქვა მიჭირს, ცხვირისწვერით მეხება ლოყაზე და მერ ეპირდაპირ ყურში ცამჩურჩულებს სიტყვებს -მიპასუხე ! -როცა ... -როცა - როგორ მაწამებს...როგორი არაადამიანია! როდის გადაეჩვევა ამას? ისევ ის კაბინეტის ამბები მახსენდება რა ჯანდაბაა ისევ სტუდენტი ხომ არ ვარ ! -გტოვებ... -ტყუილია ! -როცა მოფერების საშუალებას არ გაძლევ და გავრბივარ -ისევ ტყუილია ... -დამიანეე - ვკვნესი ხმაჩავარდნილი როცა ყურის ნიჟარაზე მკბენს ისე სწრაფად მშორდება და მიდის მგონია რომ ძალაგამოცლილი გავიშოტები იატაკზე...იატაკზე ვდგავარ საერთოდ? მგონი ჰაერში ვარ რა ჯანდაბაააა . მშვიდად მიაბიჯებს დერეფანში ,მერე კიბესთან ჩერდება სანამ ჩავა მიყურებს , ტუჩებს ისველებს,თვალს მიკრავს და წამში მიაბიჯებს საფეხურებზე. ქვემოთ ჩავდივარ, სამზარეულოში მხვდება იმ საზიზღარ წვენს ამზადებს ყოველდღე რომ მაძალებს დალევას და თან ვიღაცას ელაპარაკება მობილურით, მხარზე უდევს და ისეთ რაღაცეებს ეუბნება აშკარად პაციენტია . -ლილი მომისმინეთ...მე კლინიკაში არ ვარ და შესაბამისად ვერ გაგსინჯავთ...არა რას ბრძანებთ კარგი ექიმია რა თქმა უნდა. გიტყდებათ? ტრიქომონიაზით ვერ გააკვირვებთ გინეკოლოგს მერწმუნეთ...მობილურით დიაგნოზს ვერ დავსვამ და მკურნალობას ვერ დაგინშნავთ ...რა თქმა უნდა გადასდებთ .იმკურნალეთ და შემდეგ დაკავდით სექ*ით ... ორ დღეში თხოვდებით ?...დიდი ალბათობით თქვენი მომავალი მეუღლისგან დაავადდით და ... არა? იცით აშკარად სჯობს მიხვიდეთ ექიმთან რომელიც გირჩიეთ ლილი - სანამ მე ვისმენ და სიცილს ძლივს ვიკავებ დადიანი ჩვეულებრივი საქმიანი ტონით საუბრობს და ერთხელაც კი არ შეუცვლია ტონი. ბოლოს მობილური დადო და ჭიქა გამომიწოდა -რაო სხვამ გადამდოო? -და შენ გინეკოლოგობას აპირებ? -კარგი რა ეგ ლილი ის ხომ არ არის მაშინ რომ იყო მაშინ ქლამიდიაზი არ ჰქონდა? მე ვაჩვენე ანალიზები და მახსოვს... -სხვა რამის გამო ხომ არ გახსოვს... -გინეკოლოგს რომ ეპრანჭები და თან ქლამიდიაზი გაქვს ეგეთ ქალზე როგორ უნდა მეეჭვიანა? უბრალოდ ძალიან სექსუალური გოგოა ..ვისთან გაუშვი? -გიასთან...-ისე მელაპარაკება აშკარად ეზარება ზედმეტის თქმა -ეგ სანამ რამე საშინელებას არ აიკიდებს ვერ მოისვენებს -მარიამ რა გაგაფრთხილე?! -არ ვლაპარაკობთ პაციენტებზე ...მითუმეტეს არ ვეხებით მატ პირად ცხოვრებას . წესი ნომერი პირველი -საშინელი რეზიდენტი იქნები...წინასწარ მეცოდება ის ექიმი ვისთანაც გაგიშვებენ ! -შენნაირი ბოროტი ლექტორი მეორე არ დადის და არც მეყოლება ვიცი! -ვერც გამიწევ კონკურენციას ...მითუმეტეს მეანობა არ გინდა! -იქნებ მომინდეს -მარიამ აქამდე უნდა მოგდომებოდა! ახლა ყველაფერი გინდა ? -ნუ დამცინი ! -წვენი დალიე და გაბრაზებულ მეუღლეს უარესად ნუ აბრაზებ - მიცხადებს და ვაშლს აგემოვნებს, კარადას ეყრდნობა და ფეხებს აჯვარედინებს -მეც მინდა ვაშლი - მისკენ მივდივარ ხელს წელზე ვუცურებ და სხეულზე ვეკვრი . ვაშლს ვკბეჩ და გადაყლაპვას ვერ ვასწრებ ისე მშორდება მერე ზურგიდან მეკვრის და ის ისაა უნდა ჩამოვდნე ცხვირწინ რომ მიფრიალებს ჭიქას , თან მუცელზე მიცურებს ხელს რომ არ გავექცე და სხეულზე ისე მიკრავს შეიძლება დავიხრჩო ახლა ეს საშინელება რომ დავლიო. -დალიე! -სხვაგვარად დამითანხმე...იქნებ გამოგივიდეს -არ ვაპირებ- ყურთან მეფრქვევა მისი სუნტქვა, სხეული მიდუღს ისე მინდა მაკოცოს ის კი უფრალოდ მეკრობა არ მკოცნის არც ხელს ამოძრავებს ჭკუიდან მშლის! -ახალნამშობიარები ქალის წამება არ შეიძლება! -ვინ გასწავლა ეგ ! -პირადი გამოცდილება ... -პირადი გამოცდილება დაგღუპავს და მოგიწევს თავიდან დაწყება რეზიდენტურის - მიცხადებს, მშორდება და ნერვებს მაწიწკნის ,მაგლიჯავს და ვესვრი ახლა ამ ჭიქას -დღეს რა თავიდან უნდა დაიწყო ? ხო არ გეშინია რომ პაციენტებს წაგართმევ? -ნეტა წამართმევდე ...-მშვიდად მიცხადებს,არა ერთხელ ჩხუბი დამიწყოს,ამყვეს და ცოტა გამახალისოს არა არაფრით არ შეუძლია ! არხეინად ეყრდნობა სკამის საზურგეს და ისე ჯდება ნერვებს მაწყვეტს უარესად. -შენ იმასაც ამბობდი ზარმაცი ხარ და გერმანიაში ვინ მიგიღებსო ! იმასაც მეუბნებოდი შენნაირი სტუდენტები ექიმები ვერ ხდებიანო ...დიპლომს არავინ გაღირსებს სიხარულიძე ანატომია თუ არ გეცოდინებაო და კიდევ... - წლის ჯიუტი და თავხედი სტუდენტი ხარ სიხარულიძე-თქო ამასაც გეუბნებოდი -რომ ვლაპარაკობ ნუ მაწყვეტინებ ! -კოცნით გინდა ხომ? როგორი გაუმაძღარი ხარ! -რა თქმა უნდა..ა.სე მიხდი სამაგიეროს ! ამაღამ რომ არ მოგიშვებ ახლოს მოიფიქრე ხვალ როგორ მაგებინებ პასუხს -მე თუ არ ჩაგეხუტები პასუხისგება იქნება ისედაც...გამოუძინებელს დილით საოცარი გამომეტყველება გაქვს- ისევ ისე ზის და მშვიდად მელაპარაკება. თვეში ერთხელ რომ არ გაგიჟდეს და ასე არ ამშალოს ნერვებზე არ შეუძლია! -ბოროტო!- სულლი ბავშივით რატო ვიქცევი? რა ჯანდაბას მიკეთებს ასეთ! გაბუტული ვცლი ჭიქას მაგიდაზე ხმაურით ვდებ და ოთახიდან გავდივარ. არა არ გამომყვეს, როგორ ეკადრება საზიზღარი თავდაჯერებული მონსტრი ეს ! -სიმამრმა რომ ნახოს გაბრაზებული ხარ ხომ ჩაასხა ჩემი სისხლი ჭიქებში ღვინის ნაცვლად- გვერდით მიდგას და ისე ამბობს. მოიცა რაო? ვინო? სადო ? არ მჯერა ნუთუ სოფელში მივყავარ! -ორი დღით ჩასვლას აზრი არ აქვს -ერთი კვირით ? -დასვენების ბოლო კვირას იქ გაატარებ ? -მომენატრა ეკუნა და თეთრი ღვინო მაქვსო სიმამრმა სპეციალურად შენთვისო...არ ვხსნი სანამ არ ჩამოხვალო. სანდრომ ჟღალი მიმყავს სოფელშიო და გამოტოვებ ამ საოცარ მომენტს?- მიყურებს და თვალებს მიჟუჟუნებს. ხო სწორედ ეს შავი სფეროებია თავის ნებაზე რომ მატარებენ. რა უნდა ვუთხრა? ვერაფერს ვეტყვი,კოცნა მინდა და ვაკოცებ ! ბევრს ვაკოცებ,მანამ სანამ ჩემი ღმერთკაცით ტკბობა არ მომბეზრდება და მეორე ღმერთკაცი არ გაიღვიძებს. .... ბავშვი ბებოს ჰყავს, ხელს არ უშვებს და პირველი შემთხვევაა როცა სამზარეულოში არ ფუსფუსებს. რა გაეწყობოდა მშიოდა და რამე ხომ უნდა მეჭამა, დამაინე მამასთან ერტად მუსაოფობდა და რომ მეთქვა დამეხმარე-თქო მამაჩემი შეიშლებოდა. თამარას ველაპარაკებოდი მობლურით მექოთქოთებოდა სანამ დაშნიანი არ მივიდა და არ წამართვა მისი თავი. რა მექნა ახლა სრულიად მარო ვიყავი სამზარეულოში მობილურითაც ვერ ვისაუბრე რა. -დაგეხმარები...- ვაიმეეე ანგელოზი მოფრთხიალდა, როგორი ტკბილი ხმა აქვს . მიღიმის და თვალები უბრწყინავს -არა საყვარელო მარტოც მოვახერხებ ...სანდროს არ დაუჯერო ყველაფერს კარგად ვაკეთებ და არც მეზარება ! ვიცი გეტყოდა უმაქნისიაო და დამიანე უკეთებს ყველაფერს სახლშიო -მითხრა დადიანი ხელისგულზე ატარებს ჩემს ზარმაცოს და არ აძლევს ნიჭის გამოვლენის საშუალებას სამზარეულოშიო ...სამაგიეროდ მე მოგცემ ნებას ჩემს სამზარეულოში ტრიალისო ...- ისე უცებ სხაპასხუპით მითხრა , როგორი თავისუფალი ლაღი და გულწრფელია მაგიჟებს . იღიმის ისევ და ლოყები ეჩხვლიტება ,როგორ იკავებს ჩემი ძმა თავს სულ რო არ კოცნის არ ვიცი, მე მინდება ჩავეხუტო ... საერთოდ არ ჰგავს 21 წლის გოგოს გეფიცებით, თავისი მოკლე კულულა ჟღალი თმებით, კომბინიზონებით, ფერადი მაისურებით, ყვავილებიანი კაბებით ...სულ ფერადია სულით-ხორცამდე -მართლა არ მინდა დახმარება... -მე რომ მინდა ? ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი თუ დაღლილი არ ვარ. მთელი დღეა სანდრო ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ მაძლევს -ხოო შევამჩნიე სულ თითონ დარბის აქეთ-იქით.სხვათაშორის უნდა დაუფასო... ეგ ისეთი ზარმაცია იშვიათად ვინმეს გამო შეიწუხოს თავი -ჩემთან სულ სხვანაირი ხდება ... თავის უწმაწურ ხუმრობებს თუ არ ჩავთვლით- რა საყვარელია რაღაც ახსენდება და ლოყები წამსვე უფერადდება. ჭორფლები აქვს ცხვირზე და თვალებთან რაც უფრო პატარა ბავშის იერს აძლევს. რამდენიმე წუთის დაწყებული ჰქონდა სტაფილოს დაჭრა ახმახი რომ შემოვარდა სამზარეულოში -ალქაჯო სად წაიყვანე ჩემი წითური? იცოდე სადმე თუ გამოკეტე ... აქ გყავს ხო? ფუიი შეგირცხვა სახელი შენ გეზარება ყველაფერი და ჩემი პატარა დაასაქმე ხო? ექსპლუატატორო შენ! ნახე ხო მორჩილი ბავშვი და იყენებ - არა ხოა ახლა ეს ღირსი ვატაკო ტაფა თავში, ბევრჯერ. გოგოს მანამ ეხვევა სანამ გონს მოვა და ლოყაზე ხმაურით კოცნის-დავტოვოთ აქაურობა ჟღალო თორემ ისეთი გემრიელი მეჩვენები აქ შეიძლება შემომეჭამო და დაგიტოვებ ცოლად,სახლშ კი ვართ უკვე - ჩუმად ეუბნება მაგრამ მაინც მესმის ,გოგოს პომიდვრის ფერი აქვს სახეზე და წარბებს ისე კრავს მეღიმება -სანდრო გეყოს ცანცარი ! როგორ ელაპარაკები მარიამს , გრცხვენოდეს -ხელებიდან უძვრება და ცხვირაბზეკილი განაგრძობს საქმეს. სანდრო წარბებს კრავს და რომ მგონია დატოვებს უცებ ატრიალებს თავისკენ -მრცხვენოდეს ! - კმაყოფილი ხმა აქვს, ასე მხოლოდ მაშინ იქცევა როცა რაღაც ვერაგობას გეგმავს. ხორცს ვურევ და წყვილს უბრალოდ ვუსმენ . გოგოს მსუბუქი წამოკივლების და მერე მოგუდული ხმებიი რომ მესმის ვხვდები კოცნის ! რომ ფართხალებს და ხელებს უტყაპუნებს ესეც ისმის რა გავაკეტო? რომ შევბრუნდე გასასვლელთან ისე ვერ მივალ თუ მათკენ არ წავედიდ ა სჯობს ას ევიდგე და მივხედო კერძს. -ღმერთო ...შენ ..>შენ შენ არ როგორ ...უზრდელოო ,თავხედო მე მე ხომ - ამოსუნტქვას და სიტყვების მიყრას ერთს შვება. ნამდვილი ბავშვია,საყვარელი ბავშვი- ასე ნუ მიყურებ! -ჩშშ თორე იმ ფისოდ გადაგაქცევ შენ რომ ასე ძალიან გიყვარს ... ჩემზე უფრო რომ გიყვარს იმ ფისოდ და გაკრუტუნებ ! ... ნუ შვები ტუჩებს ეგრე...წარბებს შეეშვი, თითებსაც და საერთოდ ნუ მიწვევ ! - უცებ აყრის და გადის . რომ ვბრუნდები ისიც იმიტომ რომ ჩემი კერძი უკვე მზადაა და მწვანილების დამატებას საჭიროებს გოგო თვალებაფახუნებული იდგა სანდროს გავლილ ადგილს უყურებდა,სულ წითელი იყო და მსხვილი ვარდისფერი ტუჩები სისხლისფერი ჰქონდა. ღიმილს ვერ ვიკავებ რა გავაკეთო? -მე ...მე ღმერთო როგორ მრცხვენია -მიყურებს და თვალები უწყლიანდება, მეგონა მეჩვენებოდა ,მაგრამ არა მართლა თავს ხრის და დასჯილი ბავშივით დაჰყურებს ერთმანეთში ახლართულ თითებს,ცოტაც და რომ დაატყდება იმ თითებს. -წარმოდგენა მაინც გაქვს როგორი კარგი ხარ? - თავს ვერ ვიკავებ და მშვიდად ვუცხადებ. ისევ თვალების ფახუნით მიყურებს ,თვალები უმრგვალდება და იღიმის.ხო აშკარად სახეზეც მეტყობა რომ მიყვარს ეს ბავშვი- ცამდე ბედნიერი ვარ ჩემი გორილას ცხოვრებაში რომ არსებობ და იცოდე ერთხელაც რომ არ გითხრას „მიყვარხარ“ ამქვეყნად ყველაზე მეტად შენ უყვარხარ ... ჩემზე მეტადაც კი - ბოლოს ვაყოლებ და ვიცინი აბა ისეთი სერიოზული ვარ მე შევაშინო იქნებ. - მართლა არ უთქვამს ...იცოდი? -მიუხედავად იმისა რომ სულ ლაპარაკობს იმაზე არასდროს საუბრობს რასაც გრძნობს... გინდა დესპოტი მულის სიმპათიები სამუდამოდ მოიპოვო? - უცებ ვსერიოზულდები ,როგორი ბოროტი ვარ ხანდახან. დაფრთხა წამში და მზერა მომაპყრო - სულ მასთან იყავი და საკუთარი ბედნიერებით გააბედნიერე ! რამდენიმე წამი მიყურებდა, მე საქმე განვაგრძე შემდეგ შევბრუნდი ბავშვთან გასვლა მინდოდა რომ მომეხვია და მისი ჟღალი კულულები მომედნენ სახეზე.როგორი თბილია, როგორი კარგია ... პოზიტივია ,მოსიარულე პოზიტივი. უცებ მშორდება,ეტყობა რომ არ მოვეხვიე იფიქრა გავაბრაზეო -მაპატიე უბრალოდ..>შენ ძალიან კარგი ხარ! მითხრა სანდრომ ჩახუტება არ უყვარსო დამავიწყდა...მე მიყვარს და - ბუტბუტებს და უკან იხევს- სჯობს განვაგრძო თორემ ვერასდროს დავასრულებ ამ სალათს . -არ იდარდო ...ეკა პრეტენზიული არ არის ! - თვალს ვუკრავ და სამზარეულოდან გავდივარ. ჩემი ბიჭი რომ არ ვნხაო გული გამისკდება, მინდა ვაკოცო და ვერ ვითმენ.. ვუყურებ როგორ ფართხალებს მამიკოს მკლავებში და ახლა ორივეს მინდა ვაკოცო,არა უფრო „ჩვენს ერთ ცალს“ ,დამიანეს რომ ვაკოცო მერე დოზას ვერ გავიგებ ! -მარტო დამიტოვე ემილია? - დედაჩემმა ისე შეიცხადა აშკარად კონკურენტი გამომიჩნდა- ღმერთო შენ მიშველე -აბა რა გითხარი დედა იმას აკეთებინებს ყველაფერს დამიცაგრა ბავშვი -სანდრო ენა ჩაყლაპე სანამ გადაგაყლაპე - ვბურტყუნებ და ჩემს სიცოცხლეს ლოყებს ვუკოცნი , ისიც მიცინის . დედაჩემი კი ქოთქოთით მიდის სამზარეულოსკენ . გააგიჟებს იმ საწყალ გოგოს არ მაცლიან მოკლედ ბავშვთან ყოფნას. -რა ქენი მამა გადაწვი სამზარეულო? -დამიანე უთხარი რო ყველაფერს მე ვაკეთებ სახლში და არ დამიწვია ჯერ არაფერი ...- პატარა ბავშვივით ავბუზღუნდი ხო? ისე მიყურებს აშკარად ასეა! -დამიანე რა თქმა უნდა ეგრე იტყვის ... აბრმავებს სიყვარულიო ამ საწყალ ბიჭზეა ზუსტად ნათქვამი ,მაგრამ ასე ყველა შეგრძნება როგორ გაუქრა პირდაპირ მიკვირს -მამაააააა ნუ დამცინიი -არაა მამა ხო არ გაგიჟდი მე დაგცინი? როგორ გეკადრება, ფაქტს ავღნიშნავ უბრალოდ -ჯიგარი ხარ მამა ! - სანდრო როხროხებს და მიძუნძულებს სახლისკენ სანამ რამეს გავუქანებ -ყველა მე მაბრაზებს დე უსმენ ამათ? - ეს ბავშვი გამაგიჟებს ისე მიცინის ჭკუიდან გადავყავარ როგორ არ ვაკოცო მითხარით ვინმემ.. ხელში ამყავს მკერდზე ვიკრავ და ვკოცნი დადიანი თვალებს ატრიალებს და სკამზე ეშვება ვიცი მალე მეტყვის ნუ გადაყლაპავო და მერე ისევ უნდა გამომართვას ამიტომ მოვასწრებ და ჩავკბიჩავ ჩემს პუტკუნას ,რომელსაც მგონი ისევ შია და მკერდზე ხელს მიფათურებს . სახლში მიმყავს რომ ვაჭამო ,რომ ნაყრდება შემდეგ ვბრუნდები ეზოში და იქ სანდროს სამეგობრო მხვდება. იმდენი არიან და ისე როხროხებენ ნორმალურად სახეებს ვერც ვარჩევ. მხოლოდ დედაჩემს და თეფშების ფრიალს ვხედავ. მაინც ვერ მოისვენა ! -ვააა მარუუუს როგორ გიხდება გოგო ბავშვი -ზუუურ როგორ ხარ? -საკაიფოდ - მეკრიჭება და ბავშვს კოცნის- ეს ბურთი ნაღდად შენია გოგონი? აუუ რა მაგარი ბავშვია ეე იმენა კაცური კაცი -ნუ ეჯღანები შე ჩემა გაგიჟდა ბავშვი ... ძლივს გვაღირსა ჩემმა შინაბერამ- ჩემი გორილას როხროხი მესმის საიდანღაც და მერე წკმუტუნი- ჟღალო მეტკინაა რა თქმა უნდა ერთ საათში სუფრასთან ვისხედით ჩემი პატივცემულიც ლოთობდა და ის გიჟებიც რა თქმა უნდა ,მამიკოს თამადობით. შუაღამით წავიდნენ , მე ბავშვთან ვიყავი საძინებელში . ემილიც ჩემთან იყო და გაბადრული უყურებდა ჩემს მძინარე უფლისწულს -როგორი საყვარელია...მიუხედავად შავი თმისა და თვალებისა მაინც შენ გგავს არა? -ხო ასე ამბობენ ... მთავარია მამიკოს თვალები აქვს -ოჰ ოჰ ოჰ ვითომ მაგ მამიკოსი მეტი არაფერი მოსწონს ჟღალო გესმის? -სანდრო ნუ ჭიხვინებ გამიღვიძებ ბავშვს- თვალებს ვუბრიალებ კარში აღმართულ გორილას თავისი ყბედობის საპირისპირო გამომეტყველება რომ აქვს, მზერა ჟღალზე აქვს მიპყრობილი და ისეთი სითბოთი უმზერს მეღიმება . მერე მისკენ მიდის საწოლისკენ იხრება და ნიკუშას გვერდით მწოლიარე არსება ხელში აჰყავს. -რას...რას აკეთებ სანდრო..სანდრო დამსვო გაგიჟდი სანდრო? როგორ იქცევი სანდ- მაშინვე ჩუმად ჩხუბს იწყებს და ფართხალებს, ჩემს გორილას სად გაექცეოდა უფრო მიიკრა მკერდზე და თავზე აკოცა პატარა ბავშვივით -უნდა წაგიყვანო თორემ დიდხანს თუ გიყურე ბავშვის გვერდით მე და შენ მოგვიწევს ვიცელქოთ -საზიზღარი ბიჭი ხარ...გეფიცები აქედან რომ წავალთ ხმასაც არ გაგცემ იმიტომ რომ პირობას არღვევ ყოველ წამს -რა გითხარი ისეთი... რატო მებუტები ვერ გავიგე ჩემო წითელო ვარდო ნუ მიყურებ ასე რაა- უკვე ოთახიდან გასულები იყვნენ დერეფნიდან მესმოდა სანდროს შეცვლილი ხმა. ასე მხოლოდ ბავშვობისას წუწუნებდა ისიც დედასთან და მხოლოდ მაშინ როცა დიდი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი და სიტყვის თქმა რცხვენოდა. ჩემი ძმის მეტამორფოზა ყოველწამს მომწონს. -დეე შენი გიჟმაჟუნა ბიძია მგონი ერთმა ლამაზმა გოგომ დააჭკვიანა...აი ნახავ მალე მოიყვანს ჭკუაზე- ბავშვისკენ ვიხრები თხელ საბანს ვაფარებ და ღიმილით ვშორდები. გარეთ გასულს დადიანი მამიკოს გვერდით მხვდება. ორივე ეზოში სხედან და რაღაცაზე საუბრობენ . ამათი მშვიდი დიალოგები ცალკე განზომილებაა,სანამ მატთან მივალ დედაჩემი ჩნდება ჰორიზონტზე და დიალოგიც იცვლება მეორე განზომილებაში გადადის. სიგიჟემდე მიხარია ჩემი დადიანი ასე რომ უყვართ . -რაზე საუბრობთ? - დადიანის გვერდით ვჯდები და ხელზე ვეხვევი - ისევ მე მლანძღავთ ხო? -არააა... დამიანე გვეუბნებოდა შენს გეგმებზე -აჰაამ და რაო მერე მოგწონთ ჩემი გადაწყვეტილება? -ისე გამიკვირდა რო აღარ ვიცი როგორ გამოვხატო შენ თუ შეჩერდებოდი და მიხვდებოდი რომ სახლში ყოფნაც არ არის ცუდი რას ვიფიქრებდი -ორი წელი... ალბათ მეტი არა მერე ჩავაბარებ გამოცდებს და განვაგრძობ სწავლას -ძალიან კარგია დე ... ორ წლამდე სჭირდები ბავშვს სულ გვერდით და მერე უკვე ძიძაც მოუვლის..თან თუ მუშაობას თავიდანვე არ დაიწყებ მასთან იქნები ფაქტობრივად მთელი დღე. ვიცი შენ ყველაფერს მოახერხებ დე თუ მოინდომებ -როცა ისეთი ადამიანი გყავს გვერდით რომელიც ყველა შენს გადაწყვეტილებას მხარს უჭერს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ბედნიერი იყო ყველაფერს მოახერხებ!- მამა ღიმილით აცხადებს მე კი ჩემს დადიანს უფრო მეტად ვეკრობი. თავს მის მხარზე ვდებ და ვიტრუნები როცა ხელს მხვევს და მისი ხმა ჩამესმის -შეუძლებელია იმ ადამიანს არ დაუჭირო მხარი, რომელიც თავად არის შენი საყრდენი! ..... დრო იმდენად სწრაფად გადის რომ აღარც კი ვიცი მომწონს ეს სიჩქარე თუ არა. მინდა ვხედავდე როგორი იქნება როცა გაიზრდება, იზრდება და ისევ პატარა მინდა იყოს, რადგან ვიცი რომ ყველაფერი დროსთან ერთად შეიცვლება, ზოგჯერ მეშინია ცვლილებების რაც შეიძლება მოხდეს. ეჭვიანი დედა ვიქნები ? არ მინდა, გეფიცებით არ მინდა გიჟი დედა ვიყო ,მაგრამ ფიქრებს ვერ ვაკონტროლებ, ექმოციებს ვერ ვმართავ მხოლოდ ქმედებას და ისიც დადიანის დამსახურებით. ყველაფერზე ვღელავდი, ახალ კერძს რომ ვაჭმევდი ამაზეც კი შემეძლო რაიმე საოცარის მოფიქრება და ლამის ალერგოლოგთან მივარბენინებდი უკვე გაჩენილი კითხვებით თხილზე ხომ არ აქვს ალერგია? იქნებ ნუშზე? იქნებ ზღვის პროდუქტებზე? მერე რა რომ ერთი წელი ბუნებრივ კვებაზე იყო და ამის გარდა რძის პროდუქტებსაც მიირთმევს? ...ამ და სხვა კითხვებით ჩემი ტვინი დამძიმებული იყო სწორედ იმ წუთებსი სანამ კერზს ვამზადებდი . შემდეგ როგორღაც ვმშვიდდებოდი, ეს „როგორღაც“ საიდანღაც გამოჩენილი დადიანი იყო რომელიც ჩემს სახეზე ამოიკითხავდა ფიქრებს და მშვიდად მეტყოდა „ჩვენს ერთ ცალს ნუ აშიმშილებ, ცოტა სწრაფად!“ პირველად რომ აუწია ტემპერატურამ და ვიგრძენი როგორი ცხელი იყო ლამის ყველა დაავადება ერთად ამომიტივტივდ აგონებაში რაც კი მაღალი სიცხით ხასიათდდებოდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ შვილთან მიახლოებისას უნდა დაივიწყო ცოდნა რაც კი გაგაჩნია ... ყოველ დახველებაზე და დაცემინებაზე ვაკვირდებოდი ,იმ დღეებში ღამეც კი ვერ ვიძინებდი ჩემ გვერდით მყავდა დაწვენილი და ტემპერატურას ყოველ ნახევარ საათში ვამომწებდი. კიდევ კარგი თერმომეტრით არ ვაწუხებდი ბავშვს და ხელისშეხებას ვჯერდებოდი. ხოხვა რომ დაიწყო და თან იმდენად სწრაფად რომ ოთახის ცენტრიდან კიბესთან თვალის დახამხამებაში ჩნდებოდა მივხვდი რომ ოთახში პატარა მესერი მჭირდებოდა და კიბე გადავღობე, ყველაფერი ავალაგე კარადებიდან და მაღლა შემოვაწყვე, შემდეგ ავეჯზე აძვრა და აი იქ უკვე ვფიქრობდი რომ მთელი სახლიდან გამეტანა ავეჯი ,ყველაფერი გარდა საწოლისა. საკუთარი საწოლიდან გადმოსული რომ დამხვდა და მეტიც უკვე კართან იყო მობობღებული და ქვემოდან სიცილით ამომყურებდა ისევ ყველა გრძNობა ერთად მომაწვა, მეცინებოდა, კოცნა მინდოდა თან იმაზე ვფიქრობდი ოთახიდან რომ გასულიყო და კიბემდე მისულიყო აი იქ უკვე ტვინი გავთიშე და უბრალოდ ბავშვთან ერთად წავედი სტუმრებთან. პირველად რომ დედა დამიძახა მეგონა ამაზე მეტად არაფერი გამახარებდა , ეგ მაშინაც მეგონა როცა პირველად დავინახე, როცა პირველად იტირა, როცა პირველად გამიცინა და შემდეგ როცა პირველად გაიარა . საწყალ ბავშვს კამერით დავსდევდი ლამის დადიანს დაემსგავსა და ისე გამიჭედა რომ აღარც კი დგამდა ნაბიჯს . დაინახავდა პატივცემულს მირბოდა მისკენ, დამინახავდა მე ჩერდებოდა იმ წამს და ხელში მაკვრიდებოდა თუ კამერა არ მქონდა დედასაც დამიძახებდა და ისე წამობაჯბაჯდებოდა. მიხაროდა რამდენიმე კვირა ...აი სემდეგ უკვე კარგად რომ ისწავლა სიარული თავისთავში დარწმუნებული დააბიჯებდა და მივხვდი რომ ყველგან შეეზლო მისვლა და მეტიც თავისი სიმაღლის გამო კარის სახელურამდეც კი იწევდა ,ანუ ერთადერთი ბარიერიც მოხსნილი იყო კიდევ ერთმა ტალღამ შემომიტია. სად მიდის? კარი რომ გააღოს და ამ სიცივეში გარეთ გავიდეს ხომ გაიყინება დამიანე? - ამ და სხვა სულელური კითხვით ორ წამში რომ მივმართე დადიანს ჩვეულებისამებრ მშიდად გახედა ბავშვს და მითხრა -ყოველთვის ასე თუ ინერვიულებ მეორე ბავშვი ცოლს მომიკლავს და ალბათ მხოლოდ ნიკოლოზი გვეყოლება ! იქ დამემართა თუ დამემართა. ჯერ ვიფიქრე ხომ არ გაგიჟდა მინიმუმ სამი შვილი უნდა მყავდეს და აქედან ორნი ტყუპები უნდა იყვნენ-თქო ,მერე მივხვდი რომ ნამდვილად ზედმეტი მომდიოდა და თუ ასე გავაგრძელებდი დადიანის წინასწარმეტყველება აღსრულდებოდა. აი მანდ დავასრულე გონებრივი ღელვაც და მას მერე ფიქრშიაც კი არ ვგიჟდებოდი ტყუილად. მე თუ გონებაში ქარიშხალი მიტრიალებდა ყოველწამს და ბავშვს გვერდიდან არ ვშორდებოდი ჩემი გამოცდილი დედა თამარა, სრულიად მშვიდი იყო . მერე რა რომ ყოველ ნახევარ საათში გამოწერილივით შეეძლო აქოთქოთება ყველა დაშნიანს ერთად გამოლანძღავდა და მერე დამშვიდდებოდა. რეალურად ჩემს მეათიათასედსაც არ ღელავდა, მხოლოდ მაშინ რეალურად თუ არსებობდა პრობლემა. ბაღში დაეცა ანდრო და მასწავლებელმა რომ დაურეკა ერთად ვასეირნებდით ბავშვებს ისე დაკარგა ფერი მეგონა რაღაც საშინელება მოხდა. ბაღში მისვლამდე ლამის ხელში ჩამაკვდა და მერე ხომ საერთოდ გაგიჟდა ანდროს სხეულზე ნაკაწრები რომ ნახა. მეგონა გამადიდებელს მოიტანდა და ყველა წერტილს დაუთვალიერებდა ბავშვს ოდნავი სიწითლეც რომ შეემჩნია სადმე. ორივეს საერთო „პრობლემა“ იყო ერთი -მოდიოდნენ მამები გარბოდნენ ბავშვები. როგორ შეიძლებოდა ასე უცებ დაევიწყებინა ჩვენი არსებობა ამ სამს არ ვიცი ,მაგრამ ფაქტია დაშნიანი და დადიანი რომ გამოჩნდებოდნენ დედები აღარ ვარსებობდით. აღმოჩნდა რომ ბატონ დემნასაც მსგავსი მიზიდულობა ჰქონდა რაზეც ანამარია მუდამ ჩხუბობდა ჩვენგან განსხვავებით, მთელი ორი თვე იმაზე კამათობდნენ თუ რატომ უნდოდა პატარა დადიანს დემნასთან ყოფნა მერე რამე სხვაც გაახსენდებოდათ და ომი იწყებოდა ჩვეულებრივი რა დროსაც საწყალ სამ ბავშვს კეთილი ბიძა და ბიცოლა ვიფარებდით. ხუთი დადიანი ერთად და მე .... ეს უკვე სამოთხე იყო .ჩემი პირადი სამოთხე. ყველა რომ ერთმანეთს გავდა და ყველა ჩემს პატივცემულს რა თქმა უნდა ყველაფერი ამით არის ნათქვამი,მაგრამ მაინც ტყუპები ჩემი გადარეულები არიან,პირადად ჩემი ! უმცროსი დადიანები კი უბრალოდ იმდენად ერთნაირები მეჩვენებიან ხოლმე მე და ანამარია იმ წამსვე „ცუდ“ გუნებაზე ვდგებით რადგან ვხვდებით რომ ისინიც მამებს გვანან. ბოლოს დასკვნას ვდებთ „ როგორი ნაკვთებიც არ უნდა ჰქონდეთ დადიანების იერი მაინც ერთია, ერთნაირად სიმპათიურები არიან და ამიტომ გვეჩვენებიან მსგავსები!“ დადიანები ერთმანეთს გვანან და გიგი ქეთუშას შვილი ყველას გვგავს მშობლებსი გარდა, ერთი სიტყვით რომ ვთქვა „უმშვიდესი“ არსებაა! რაზეც მშობლები აცხადებენ რომ დამიანემ ბავშვი გაუცვალა! ან ექთანს აერია, ან გამოყვანის დროს ვიღაცამ მოჰპარათ თავისი გოგონა და მოუყვანა ვიღაც ორი მდუმარეს უფრო მდუმარე შვილი! ... უთუოდ დავიჯერებდით ამ ამბავს გარეგნულად რომ არ იყოს ორივეს ნაზავი და თან საოცრად გამოკვეთილი ნაკვთებით! ერთი რამ ცხადზე ცხადია - სიმშვიდე მათშია.... საყვარელი მშობლები ვისზე მიჯაჭვულიც ცხოვრების ბოლომდე რჩები ,ვისი აზრიც ყოველთვის მნიშვნელოვანია ვის გამოც ყველაფერს გააკეთებ! ძმა-რომელიც უბრალოდ ძმა არ არის, უნივერსალური არსებაა და შეუძლია იყოს ყველანაირი ადამიანი თუ შენ დაგჭირდება ეგ კი არა ადამიანად ყოფნაც აღარ სურს ხოლმე და ჩემი გორილა ხდება, ჩემი მამონტი, დინოზავრი ... ჩემი არანორმალური და შეშლილი ძმა რომელიც ახალ წერტილს აჩენს ჩემს სულში სახელად ემილია. გოგონა რომელიც უბრალოდ იმიტომ მიყვარს რომ იმ ჩემს გორილას მისი დანახვისას თვალები უბრწყინავს, გულისცემა უჩქარდება და მორჩილ საყვარელ ბავშვს ემსგავსება. ვხვდები რატომ აქვს ასეთი კარგი ურთიერთობა დამიანესთან , მე მიყვარს და სწორედ ამიტომ ასე უბრალოდ უყვარს მასაც ! თამარა.... თამარა უბრალოდ თამარაა უბრალო და ამავე დროს ყველაზე „ბრალიანი“ ადამიანი რომლის ადგილსაც ვერავინ ვერასდროს შეცვლის ,რომელიც მუდამ ჩემს ცხოვრებაში იქნება ისევე როგორც მე მის ცხოვრებაში.... თამარა ...თამარააა და მორჩა! მეგობრები რომლებიც ოჯახისწევრები გახდნენ ... რამდენიმე ბედნიერება ერთად და მეჯვარეები, ცალკე რატომ? დაჩი და ელეონორა ცალკე განზომილებააა და იმიტომ! აი ასე უბრალოდ სხვა გალაქტიკაა...სხვაგან არიან და თან ჩვენთან არიან. მიუხედავად დაჩის ყოველთვიური ფრეებისა ... რომელიც ზოგჯერ ყოველკვირეული ან ყოველდღიური ხდება მაინც სულ ჩვენთან არიან. და უფრო მეტად ერთად არიან ვიდრე ჩვენთან.ხომ არსებობენ აკვნიდან მეგობრები,ბავშობის მეგობრები , ბაღის მეგობრები, სკოლის მეგობრები, უნივერსიტეტის მეგობრები აი ესენი კი „მეჯვარე მეგობრები“ არიან რომლებიც ჩვენს ქორწილამდე ერთმანეთს არცკი იცნობდნენ სწორედ იმ დღეს გაიცნეს ერთმანეთი და არ ვიცი როგორ რა გზით ,მაგრამ საუკეთესო მეგობრებად რომ იქცნენ ფაქტია. პასუხი საერთო აქვთ „ხომ არსებობენ წყვილები რომლებიც ერთმანეთისთვის გაჩნდნენ ხოდა ისიც ჩემთვის გაჩნდა უბრალოდ მეგობრად რა... ახლა მთლად ცოლობაც/ქმრობა არ არგუნა ღმერთმა აი მანდ იცი რა პონტი იყო? გაყრა შეიძლება მოხდეს და მეგობრები ვეჩნად იქნებით და მაგ პონტში რა ...“ ორივე რომ ერთ ტექტსს ამბობს მიხვდით ხომ? ახლა ამ წამს დადიანის მკლავებში მოქცეული ჩვენი პატარას შვიდ ძილს ვაკვირდები. შემდეგ ხელში აყვანილი გავყავარ ოთახიდან ბავშვი რომ არ გააღვიძოს და ასე თავის მკლავებში მოქცეულს მაწვენს საწოლში. კიდევ ერთ დღეს ვასრულებ ჩემს დადიანთან ერთად ...დღეს რომელიც „ჩემი ღიმილით“ .....***** ისევ სვანეთში ვართ! მგონი დაშნიანის სიყვარულთან ერთად სვანეთისადმი მიჯაჭვულობაც მივიღე და ახლა მეც ვერ ვწყდები აქაურობას. პირველად მიშოსთან ერთად მოვედი -ერთი დემონი და მე! უბედნიერესი ქალი გავხდი გავაჩინე ჩემი მეორე საკუთარი დაშნიანი და გავხდით-ორი დემონიდა მე დაშნიანი რომ გავიცანი ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი...ჩემს მარიამს თუ დავუჯერებთ ცოლადაც ბავშვი გავყევი...მასთან ერთად ვსწავლობდი, მისი დიდი დამსახურებით დავასრულე 5 წლიანი სწავლება. ამ ხუთ წელში დედაც გავხდი , ჩემი პრინციც გაიზარდა. შემდეგ მეორე პრინციც დაიბადა , უკვე სამი დემონი მყავდა და სვანეთი სამ დემონს და მე გვხედავდა. ჩემი ორი დემონი იზრდებოდა... პრინცები უფლისწულები ხდებოდნენ ჩემი მეფე მუდამ ფორმაში იყო და დედოფალმა თავისი პროფესია იმდენად კარგად შეისწავლა რომ თავად მარიამიც კი მასთან მიდის კბილის ტკივილის დროს . კარგი ხო ,კიდევ კაგრი ერთხელ ასტკივდა მხოლოდ, კარგია ხშირად რომ არ აწუხებს ,მაგრამ მთავარია რომ ჩემთან მოვიდა მე კი კარგად მახსოვს როგორ მითხრა თუ არ გაღიარებ კბილის ტკივილის დროს შენი კაბინეტის სიახლოვესაც ვერ მნახავ არათუ კაბინეტშიო ... ჩემი ორი პრინცი მეფეს დაემსგავსა....ორივე მეფეს და არცერთი თამარას! როცა აშკარა იყო რომ მეორე პრინციც მამას ემსგავსებოდა ორივემ გადავწყვიტეთ რომ მესამე იქნებოდა პრინცესა და დედიკოს მსგავსი! ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მივღეთ ... ჩემს დემონს კი ყოველთვის ყველაფერი ახსოვს არ აქვს მნიშვნელობა ვსაუბრობთ ამასთან დაკავსირებით თუ არა. როცა არაამქვეყნიური არსება არის შენი ქმარი დამიჯერეთ ყველაფერი მარტივია... როცა თავად ასრულებს უნივერსიტეტს, აბარებს პარალელურად გამოცდებს და აგრძელებს სწავლას. ამ ყველაფრის პარალელურად ნახევრად თავად ზრდის ბავშვს რადგან შენ ამ დროს ლექციებზე ზიხარ და უკლებლივ ყველას ესწრები ...ხო მეთანხმებით რომ არაამქვეყნიური არსებაა? ამ არსებამ შეძლო ყველა გამოცდის საოცარი შედეგებით ჩაბარება, მუშაობის სწავლის და ქმრობის ერთდროულად შეთვსება და იდეალურის ტიტულის ბოლომდე გამართლება. თავად კი ამბობს რომ ვერ იმუშავებდა მე რომ ისტერიკები მომეწყო ,მე რომ ღამეები არ მეთენებინა წუწუნის გარეშე და საერთოდ ვერაფერს გააკეთებდა მე რომ არ ვარსებობდე მის ცხოვრებაში ,მაგრამ მე ვერ ვიგრძენი ის დაღლილობა და საქმისაგან გამოწვეული ტკივილი რასაც თავად აღმიწერს. ზოგჯერ მგონია რომ არც არაფერს ვაკეთებ და რაღაცეებს იგონებს, არ ვიცი ფაქტია რომ მის გვერდით დაღლას ვერ ვგრძნობ, ყველაფერს ვაკეთებ როცა ჩემი სამი დემონი ჩემთანაა. მგონი მეც არაამქვეყნიური ქნილება გავხდი ! დაშნიანი როდისაა ცამდე ბედნიერი,მშვიდი და არაამქვეყნიურად მხიარული? როცა ჩვენთან საბა და ვაჩე არიან,რა თქმა უნდა საბა ჩემს დაიკოსთან ერთად ვაჩე კი მარტოდ მარტო ისევ და ისევ. როგორც ამბობს ბავშვები მის მეგობრებს იმდენი ჰყავთ რომ თავად „გაკეთებაზე“ და შემდეგ ცოლის ჭირვეულობაზე დროის ხარჯვა არ სჭირდება. მგელი მგლობას არ იშლის დაშნიანი კი დემონობას , ცოხვრების ბოლომდე ისეთი იქნება როგორიც გავიცანი ! სხვას არაფერს ვიტყვი რადგან კარგად იცით როგორი იყო ... ფაქტია ჩემი დემონი დღეს ერთ-ერთი ცნობილი პედეატრია თავის ასაკთან შედარებით რეკორდულად ცნობილიც კი. ბატონმა დემნამ იმდენ ხანს „ეჩალიჩა“ ბოლოს მაინც თავის კლინიკაში გადაიყვანა . მეც რადგან ყველა ჩემი მეგობარი იქ მუშაობდა გადავწყვიტე რომ მისი მაღალი სტანდარტი დამეკმაყოფილებინა და უუუუსაშინლესი უუუუუუურთულესი გამოცდები ჩავაბარე შემდეგ ვეღირსე მისი სტომატოლოგიურ განყოფილებაში ერთ კაბინეტს და იმედი მაქვს დიდხანს შევინარჩუნებ.არა მაინც ყოველ თვე მგონი გამოცდებს ატარებს, შემოწმებებზე და დესპოტიზმზე ხომ აღარაფერს ვამბობ. კიდევ კარგად უზლებს ანამარია. არა მე რასაც ვუყურებ ხომ ურჩხულია,მაგრამ ორმაგად მარიანას აწამებს. კიდევ კარგი მთელი დღეები კლინიკაში არ არის თორემ დახოცავდნენ ერთმანეთს! ახლა მარტივად ვყვები მაგრამ პირველ დღეს სამსახურში რომ გავდიოდი იმდენი ვინერვიულე, ბავშვების ამდენი ხნით დატოვების გამო დავიწყე და ბოლოს ჩემს პროფესიონალიზმშიც ეჭვი შევიტანე ლამის ისტერიკა დამეწყო კიდევ კარგი დაშნიანი მყავს თორემ ახლაც პრაქტიკანტად ვივლიდი ან დავდგებოდი და უბრალოდ ვუყურებდი მემილიონედ გავაკეთებდი ათას პროცედურას ,მაგრამ ისევ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ავტომატის ხმა რომ მაღვიძებს შაბათ დღეს შეჩვეული ვარ-თქო როგორ გითხრათ არ ვიცი ,მაგრამ ქვეცნობიერმა იცის რომ ნამდვილი არ არის და ისე უბრალოდ ვხტები ნახევრად შიშველი საწოლიდან და ბოლოს დერეფანში კედელზე აყუდებული ვასრულებ სირბილს კივილის თანხლებით,ჩემს წინ სამი დემონი დგას სიმაღლის მიხედვით დაწყობილები და პისტოლეტებს მიმიზნებენ . -უიშვიათესი ჩიტი ჩვენს ხელთაა ახლა შეგვიძლია ვისაუზმოთ მეომრებო! მისია შესრულებულია- ჩემი დემონი აცხადებს მშვიდად და ისე მიყურებს მგონი პენუარი არ მაცვია,არადა ზუსტად მახსოვს რომ მეცვა. მიახლოვდება, სუნთქვა მეკვრის. ხელს მხვევს ვიწვი, ბავშვები გარბიაან ყიჟინით ის კი თვალის დახამხამებას არ მაცლის ისე მეძგერება და მკოცნის. როდის უნდა შეეშვას ჩემს დილაადრიან გაგიჟებას არ ვიცი! -დემონოოო ...დემონო ჩემი ხელით მოკვდებით იცოდეთ -შენი დემონის გული დიდი ხანია განგმირე ჩიტუნავ ... ყველა ჩემი ორგანო შენ გემორჩილება განა სხვა გზა არსებობს თქვენი პპირადი დემონის გასანადგურებლად? -ო ღმერთო როგორ გინდა რომ ბავშვებს მარტო საუზმობა მოუხდეთ მსობლების დაგვიანების და შიმშილისგან გაგიჟების გამო დაიწყონ საუზმობა -ღმერთი ..ამ შემთხვევაში თქვენი დემონი ამას არ დაუშვებს ძლივს ყველანი ერთად სახლში ვართ მთელი დღით - უცებ აცხადებს და მხარზე მიგდებს. საჯდომზე ხელს ის მირტყამს კივილს ვერ ვიკავებ -დაშნიანოოო ნუ ხარ არანორმალური...ველური ცხოველი დამსვიიი -ნუ ფრთხი ჩიტუნიააააა ...დამშვიდდი ფრთა არ დაიზიანოოო- თიტებს ისე დაატარებს ჩემს სხეულზე უნდა გამაგიჟოს ...არა უკვე გამაგიჟა რომ მაკოცა ,მაგრამ ასეც არ შეიძლება! -დეეეე მამიკოს შენ რომ დაყავხარ ხელით და ჩვენ გვეუბნება დიდი ბიჭები ხართო დამოუკიდებლად უნდა გააკეთოთ ყველაფერიო რა წესია?- ანდროს ბურდღუნი მესმის და სიცილს ვერ ვიკავებ . -მამიკოს ჰკითხეთ! -დედიკო იმდენადაა ჩემზე დამოკიდებული უკვე რომ შეუძლებელია თავი დაიხსნას... ასე რომ ხელისგულზე უნდა ვატარო სულ ...მთელი დარჩენილი ცხოვრება ღმერთო ამ კაცს ყოველ წამს როგორ შეუძლია ჩემი გაბედნიერება იმ რამდენიმე სიტყვით და მზერით მე რომ მიყურებს. ჩემი სამი დემონი და მე .... მე და ჩემი დაშნიანები! -იცი რომ მიყვარხარ? - ბავშვების მოფერებით გული რომ ვიჯერე ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი და დაშნიანს ჩუმად ვუთხარი . -სიგიჟემდე?-თვალებში მიყურებს და იღიმის -უკვე გავგიჟდით დაშნიანოოო მე სიმშვიდემდე მიყვარხართ შენ ჩვენი ორი პრინცი და პრინცესა -პრინცესა?- უცებ ერკვევა თვალებს ახამხამებს და ვერ იჯერებს .რას დაიჯერებს მოვიკალი თავი სანამ ბიჭები არ გაიზრდებიან და ორივეს არ შეეძლება დაიკოს გაზრდაში მონაწილეობის მიღება მე ბავშვს არ გავაჩენ-თქო ეს გაგიჟება ორი კვირის წინ იყო ზუსტად მაშინ რომ მითხრა ისე ბრწყინავ როგორც იმ ორჯერ დაშნიანებს რომ ატარებდი მუცლითო. მე როგორი თამუნა ვიქნებოდი ერთხელ,მესამე ჯერზე მაინც რომ არ გამეკეთებინა სიურპრიზი და არ მენახა როგორია გაოცებული ქმრის სახე როცა იგებს რომ საყვარელი მეუღლე ფეხმძიმედაა. აი სად გამომადგა დინჯი შვილები, ხომ ასწავლე მამიკო რომ ბევრი საუბარი არ შეიძლება და საიდუმლო უნდა შეინახო . ბავშვებს ვესაუბრე, ორივეს ვუთხარი შესავალიც გავაკეთე ისედაც უნდოდათ დაიკო და ახლა საერთოდ გაგიჟდნენ . ბატონი დემონი კი გავაოცე! გიჟი ვარ მესამე შვილს რომ ვაჩენ ,მასაც ასე უცებ ,მაგრამ ვგიჟდები დაშნიანებს რომ ვატარებ მუცლით, მიყვარს და ყველაზე ბედნიერი ვარ როცა ვხედავ ჩვენს საერთო შემოქმედებას . ისე ხელს თუ არ გამიშვებს დაგვგიდავს მეც და ჩვენს პატარასაც. თურმე რამხელა ემოცია ჰქონია და სად იყო აქამდე? რა ვიცი ისე მშვიდად მიცხადებდა ფეხმძმედ ხარო , ბიჭი იქნებაო და მე მემსგავსებაო ახლა გაგიჟდა და გადაირია გოგო რომ ვუთხარი და თან მე მემსგავსებათქო? ისე რა ვიცი იქნებ კიდე ბიჭია? ვითომ? მეოთხეც მომიწევს ნეტავ? არაა მე მართლა გამაგიჟა ამ კაცმა ! ......... დადგა დრო , როცა ერთდროულად რამდენიმე ქალი უნდა გავხდე და ამავე დროს ყველა იყოს მარიამი ! პირველი რაც მინდოდა იყო ექიმობა , არ ვიცი როდის მკითხეს პირველად „რომ გაიზრდები ვინ გინდა გამოხვიდე?“ მაგრამ ვიცი რა ვუპასუხე -ექიმი! .ვუპასუხე თანაც არაერთხელ! უბრალოდ პასუხი ოცნებად იქცა, ოცნება მიზნად გადაიქცა და შემდეგ გზა ,მიზნისკენ მიმავალი გზა . ყოველთვის ვამბობდი რომ ეს გზა იქნებოდა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზა ცხოვრებაში და ასეც აღმოჩნდა, სწორედ ამ გზაზე გადადგმული პირველივე ნაბიჯი დამიანესთან მივიდა... მივიდა და გაგრძელდა მასთან ერთად. ორი გზა განვაგრძე ერთდროულად და არცერთ მათგანს შეუფერხებივარ . „ცოლი და ექიმი“გადაიზარდა ყველაზე საოცარ, მნიშნელოვან და ამქვეყნად ყველაზე ამაღელვებელ „დედად“ რომელსაც ყველაფრის გაბათილება შეუძლია რადგან თავად მოიცავს ყველაფერს. და როცა გიყვარს სამი რამ რაც უპირატესობის მოპოვებას ითხოვს შენ კი გინდა სამივე ერთდროულად გიყვარდეს შეუძლებელია არ ღელავდე. ორი წლის შემდეგ დადგა დრო როცა ექიმი, ცოლი და დედა ერთდროულად უნდა ვიყო .ცალ-ცალკე და ერთად ... ყოველთვის ვფიქრობდი რომ შეუძლებელი იყო ... შეუძლებლის მიღწევაზე პრეტენზია არასდროს მქონია ახლა კი ახლა ყველა გზა ერთ წერტილში იკვეთება და შემდეგ უნდა განვაგრძო .... განვაგრძო სიცოცხლის ბოლომდე. -რომ ვერ შევძლო? იქნებ ბაღის ასაკამდე მოვითმინო ახალგაზრდა ვარ ჯერ რა მნიშვნელობა აქვს სამ-ოთხ წელს .არ მინდა ნიკოლოზის ძიძასთან დატოვება - ამოსუნთქვას არ ვაცლი ისე ვაყრი და თვალებს რომ აბრიალებს ვბრაზდები- დადიანოო -მუშაობას არ იწყებ,სულ რამდენიმე საათით მოგიწევს ბავშვის დატოვება ძიძასთან რომელიც ორი თვის განმავლობაში ძლივს აარჩიე და რომელიც საუკეთესოა საუკეთესოთა შორის . -იქნებ ნიკოლოზი ვერ შეეჩვიოს და მის ფსიქიკაზე იმოქმედოს ჩემგან შორს ყოფნამ -ნუ იქცევი ნევროზიანი დედის მსგავსად -ნუ მექცევი ასე... -როდის დაკარგე საკუთარი თავის რწმენა? -არ დამიკარგავს...რა შუაშია -ყველაფერს შევძლებთ ერთად ... მე და შენ . შენ არაჩვეულებრივი დედა ხარ და ასეთივე კარგი ექიმი იქნები და არ ღირს კიდევ ერთი წლის გაცდენა -კარგი ...სულ დაღლილი რომ ვიქნები , დაქანცული და ძალაგამოცლილი ,ნიკოლოზის გარდა არაფერს რომ არ შევეხები სახლში მოსვლის შემდეგ პრეტენზიას ნუ გამოთქვამ -ზოგჯერ მაოცებ ისეთ საოცრებას იტყვი ხოლმე -როგორ მიშლი ნერვებს -გინდოდა გეთქვა როგორ მიყვარხარ დადიანო -ნუ მკოცნი ... გაბრაზებული ვარ - როგორც კი ყელზე მეწებება მისი ტუჩები და თითები პენუარის ქვეშ მიძვრებიან მაშინვე ვდუნდები ,მაგრამ მაინც არ ვნებდები... რა თქმა უნდა ის ჩემს სიტყვებს არ უსმენს, მხოლოდ ემოციებს ხედავს ,რეაქციებს აღიქვამს და იმას აკეთებს რაც ნამდვილად სურს, რასაც ჩემი მთელი არსება სთხოვს. რაღა თქმა უნდა იმ ღამით ჩემს ტვინი არცერთ პრობლემას ცნობდა,მხოლოდ სიამოვნებას აღიქვამდა და შემდეგ ტკბებოდა სიმშვიდით... -ნიკოლოზს დილით შენ აჭმევ- ვუცხადებ დაძინებამდე ისიც სიცილით მკოცნის,მეთანხმება და შემდეგ მორფეოსის სამყაროში ვეშვები ---აი ასე დავასრულე ბოლო წუწუნი დამიანესთან,რომლის დასასრულიც კარგად ვიცოდი ,მაგრამ მაინც დავიწყე. ...ხომ შეიძლება ჩემი ტვინი ოდესმე მღალატობდეს? არა და არა . ეს არასდროს მოხდება დილით დროულად ვიღვიძებ , მძინარე დადიანს ღიმილით ვუყურებ და მაშინვე ვკოცნი. წამსვე რეაგირებს და ინსტიქტურად მყვება. -დაიძინე ...ჯერ ადრეა- მეჩურჩულება ჩახლეჩილი ხმით და თავისკენ მიზიდავს. ჩემს ყელში მალავს სახეს და მკოცნის . რამდენიმე წამში ისევ ისე მშვიდად ძინავს, საწოლიდან ფრთხილად ვდგები. ხალათს ვიცვამ თავს ვიწესრიგებ და ჩემი ანგელოზის საძინებელში გავდივარ. ტკბილად ძინავს ჩემს სიცოცხლეს. ლოყები აწითლებული აქვს, თმა არეული და ტუჩები გახსნილი. საბნიდან ფეხი გამოყოფილი აქვს და ლოყა ხელისგულზე უდევს მეორე ხელი კი საბანზე . რომ ვაკოცო გაღვიძება ,თავის შეკავება მიჭირს ,მაგრამ როგორღაც ვახერხებ. საუზმეს ვამზადებ და ორი შავთვალება ერთნაირად თმაარეული მოაბიჯებს სამზარეულოსკენ. დადიანი „ჩემს ღიმილს“ მაგებებს, პატარა დადიანი კი მორბის და მეხვევა. მერე ყელაფერი ჩერდება სანამ მისი მოფერებით გულს არ ვიჯერებ,ან დამიანე არ ამართმევს იქვე სამზარეულოს მაგიდაზე არ დასვამს ,მაკოცებს ლოყაზე ხანგრძლივად და ტკბილად ,შემდეგ ყელში და წამში ქრება . მაგიდასთან ორივე ერთნაირად წელშიგამართული ზის. ჩვენი პატარა თავის სკამზე სკუპდება და თეფშს დაჰყურებს . ვინაიდან ვიცი რომ გაღვძებისთანავე მიდის სააბაზანოში ხელ-პირს იბანს და შემდეგ მორბის ჩემთან პირდაპირ გერკულესით სავსე თეფშს ვუდგამ წინ , ულუფა პატარაა და შესაბამისად იცის რომ არ უნდა იწუწუნოს . წამახალისებელი ბლინები წინ უდევს და უფრო სწრაფად ჭამს ფაფას შემდეგ საყვარელი ტკბილეული რომ შეახრამუნოს. საუზმობის დროს ორივე დუმს , შიგადაშიგ არეულ თამაში იცურებენ თიტებს და შუბლიდან იშორებენ. შეიძლება ამ სანახაობას უყურებდე ყოველ დილით და შემდეგ ძალა არ გქონდეს? ენერგიით სავსე არ იყო და ბედნიერებისგან გაბადრულმა არ იარო? მე არ შემიძლია და ვერც შევძლებ, ვხვდებ რომ ჩემი პაივცემული ამჯერადაც მართალი იყო და როცა ვამბობდი ვერაფერს შევძლებ-თქო ვცდებოდი. -დავამთავრე... -უცებ დებს კოვზს და ტუჩებს ილოკავს . პატარაა ჯერ და ვერ მიეჩვია ხელსაწმენდის გამოყენებას . ბლინებს იღებს ნუთელას წვდება და კოვზს სასაცილოდ უჭერს თითებს. ვიცი სულ დაისვრება არ გამოსდის ჯერ . მამიკო უსმევს ნუთელას ბლინზე და ისიც კმაყოფილიშეექცევა, სულ შოკოლადით ესვრება ტუჩები და ისეთი სასაცილოა რომ დამიანეც ვერ იკავებს თავს. თმას უარესად ურევს და ლოყებს უკოცნის -შოკოლადის ულვაშები გაქვს მა ... -კიდე მინდა... -ერთი და მორჩა ...თორემ ხომ იცი რომ შენი ღიპი ყოველ ჯერზე თანდათან იბერება -მაქცმა მითხრა მაინც მოეწონები გოგოებსო ... ბევრი ჭამე დიდი ბიჭი იქნები და მერე ერთად ვითამაშოთ ფეგბულთიო- მაქსიმალურად ცდილლობს სწორად თქვას სიტყვები რაზეც ისევ მეღიმება და იმ ტკბილლოყებს ვესხმი თავს ასე გემრიელად რომ მეჩვენება. -აუუ დედაააა -უყვარხარ დედას ... - ხელში ამყავს და მუხლებზე ვისვამ -არ მინდა აცე ჭამა... ჩემ სკამზე მინდა -ცოტა ხანს რა დეე... - ყელში ვკოცნი და იმანჭება . წარბებს რომ შეკრავს მერე მორჩა , როგორ დავაბრალო დადიანს როცა მე მგავს,თუ რამე არ უნდა გააკეთოს შეჯდება ვირზე და მერე სანამ ხერხს არ მოუფიქრებ ყველაფერი უშედეგოა. -მა წვენი არ გინდა?- გრაფინიდან ხილის წვენს უსხავს დადიანი და თეფშის წინ უდგავს. რა თქმა უნდა წამსვე ცლის და ახლა უკვე წვენით დასვრილ ტუჩებს ილოკავს. -მორჩა..გავძექი .დგეს წავალთ ლუკაცთან? უკვე მისაღებში მყოფი იძახის -საღამოს წავალთ-დამაინე ეძახის, მერე ჰაერში ვჩნდები დადიანის სხეულს ვეკვრი და ამოსუნთქვას ვერ ვასწრებ ისე მაცხრება ტუჩებზე- გემრიელო... რეზიდენტურის პირველ დღეს გილოცავ - მეჩურჩულება და ყელში მოცნის, მერე ლავიწზე და მკერდსაც წვდება არადა კარგად მქონდა ხალათი შეკრული - მე ვერ წაგიყვან... 9 ზე კლინიკაში უნდა ვიყო... პაციენტები მყავს -საღამოს 6 ზე სახლში უნდა იყო! -არის დედოფალო - მოწყვეტით მკოცნის ტუჩებზე , ქამარს მიკრავს და მისაღებისკენ მიდის-ნიკუუშ - ეზოშიი ვაარ მანქანით ვთამაჩობ სწრაფად ვალაგებ მაგიდას და მეც ეზოში გავდივარ. ორივე მანქანით თამაშობს, დისტანციური პულტი ნიკოს უჭირავს დადიანი კი ეხმარება. -დეე ...ნახე როგორ დამყავს -ჩემი ყოჩაღი ბიჭი ხარ შენ... ნიკუუშ -ხო -დე ხომ გახსოვს რომ დღეს ნატა დეიდა მოვა ჩვენთან მე კი კლინიკაში უნდა წავიდე -მახსოვს... ნატა დეიდა იქნება ჩემთან შენ კი ისწავლი როგორ უნდა გახდე მამიკოს მსგავსად კარგი ექიმი და დაეხმარო ადამიანებც - მირაკრაკებს უცებ მიღიმის და შემდეგ ისევ მანქანას უბრუნდება. მერე დადიანი რაღაცას ეჩურჩულება ყურში . ისიც იღიმის და მიყურებს- კარგად ვიქნები არ ინერვიულო შენ დედიკო და კარგად ისწავლე .. თორე მამიკო დაგსჯის -მამიკოს გასაბრაზებლად ყოველთვის მზად ვარ ... -დადიანი ისე მიყურებს თითქოს აქაც არაფერი. შემდეგ ეზოში ნატა შემოდის და ყველანი მას ვაპყყრობთ ყურადღებას. ძძას მართლა დიდხანს ვარჩევდი რადგან არ მინდოდა ყოველთვეში სხვადასხვა ქალთან შეგუება დასჭირვებოდა ნიკოლოზს, ამიტომ საუკეთესო ვარიანტი შევარჩიე. ჩემს კომუნიკაბელურ ბიჭს ნატასთან ურთიერთობა არ გაუჭირდება. ნატამ ყველაფერი იცის რაც უყვარს დადიანს ,სად სეირნობს , რას ჭამს, რას ტამაშობს იმდენი რამე მოვუყევი მგონი არაფერი გამოვტოვე . ნიკუშა ნატასთან დავტოვე და დადიანთან წავედი,რომელიც პერანგის ღილებს იკრავდა და თან ვიღაცას ელაპარაკებოდა, ამიტომ დავეხმარე და თავად შევუკარი ღილები , ერთხელ ვაკოცე კიდეც და საათიც მივაწოდე.მობილური რომ გამორთო მაშინვე მაკოცა ,ვიცი ეჩქარება მისი საუბრიდან დავასკვენი რომ რთული პაციენტი ელის -წარმატებულ დღეს გისურვებ... -შენც წარმატებულ დღეს გისურვებ- ვუღიმი ისევ ვკოცნი და შემდეგ გარბის. მიჩვეული ვარ უკვე მის სირბილს ,შუაღამით გაქცევასაც კი. არც თავიდან მიჩნდებოდა პრეტენზია ინსტიქტურად მახსენდება ჩემი პირველი დღე უნივერსიტეტში,მაშინ მხოლოდ სწავლა მევალებოდა ახლა კი ბევრ სასიამოვნო „საქმეს“ ვაკეთებ , მაშინ დადიანს არ ვიცნობდი ახლა კი მასთან ერთად ვიწყებ დღეს . ნიკოლოზთან ვატარებ დარჩენილ დროს შემდეგ ვემშვიდობები და ისიც წარმატებულ დღეს მისურვებს, ალე დაბრუნდიო ბოლოს აყოლებს და მსოფლიოში ყველაზე ტკბილ კოცნას ვიღებ. მანქანაში ვჯდები და სანამ ეზოდან გავალ ვუყურებ როგორ მიქნევს თავის პატარა ხელს და მემეშვიდობება. გაოცებული ვრჩები ოცა დადიანის კლინიკაში შევდივარ. სხვა რეზიდენტებთან ერთად ვრჩები დერეფანში და ველი როდის გამოჩნდება ჩემი ახალი „ლექტორი“ არ ვიცი რატომ მაგრამ სულ ის კადრი მიტრიალებს გონებაში პირველად ანატომიის კაბინეტში რომ აღმოვჩნდი და მის გამოჩენას ველოდი. სამი გოგო და ორი ბიჭი ვდგავართ თეთრ ხალათებში გამოწყობილი და უკვე ნახევარი საათია მის გამოჩენას ველით. საერთოდ რა გაურკვევლობაა როგორ არ უნდა მცოდნოდა აქამდე პირველ ხუთეულში თუ მოვხვდი ქულების მიხედვით. -იმედია ისეთი მოხუცი არ არის რომ დავავიწყდეთ -მე პირიქით მითხრეს... ძალიან ახალგაზრდააო და რა ახლა ჩემზე მცირე გამოცდილების კაცმა უნდა მასწავლოს? -გეყოთ ჭორაობა რომ მოვიდეს და გაიგოს? დიალოგს ვუსმენ და ის ისაა უნდა წავიდე დემნასთან და გავიგო ვის ველი ამდენ ხანს დერეფანში ნაბიჯების ხმა ისმის...ნაცნობი ხმა ის ხმა ჭკუიდან რომ მშლის და გულისცემას მიჩერებს. არ შეიძლება არაა ეს წარმოუდგენელია! მისი ხმაა ...ისააა ფურცელს დაჰყურებს და კითხოლობს ჩვენს სახელებს. მარიამს სწრაფად ამბობს გვარს რომ ხედავს აშკარად აკვირდება ჩერდება და მიყურებს. თავიდან იწყება ...მე ისევ ვაკვირდები. ისევ მაგიჟებს, მიფორიაქებს სულს . ამჯერად მისი ტუჩები მინდა უბრალოდ კი არ მომწონს,ვიცი მათი გემო და თავის შეკავება მიჭირს. სუნთქვა მეკვრის როცა საუბრის დროს თავს გვერდით წევს ,მინდა ყელი დავუკოცნო ტუჩები მეწვის სურვილისგან! შევიშლები ..ნამდვილად შევიშლები! მეორედ ...უკვე მეორედ ის ლექტორია მე სტუდენტი! მისი გამომეტყველება ისევ ისეთია როგორც მაშინ, მშვიდი გაწონასწორებული, არაფრისმთქმელი,მაგრამ მზერა „ჩემი მზერა“ შეუძლებელია მიყურებდეს და ისევ ისეთი მზერა ჰქონდეს როგორც ყოველთვის, შეუძლებელია ახლოს ვიყო და მშვიდად გრძნობდეს თავს,მაგრამ მაინც კმაყოფილია ვგრძნობ როგორ ახარებს ჩემი მოსალოდნელი წამება. იცის რომ მეც არ დავრცები ვალში ,მაგრამ მაინც ის ურჩხული ლექტორია და თავხედ სტუდენტს ბოლოს იმორჩილებს! დერეფანში მივდივარ მის გვერდით ვდგავარ, ღიმილს ვერ ვიკავებ .ზემოდან დამყურებს ტუჩის კუთხეს ტეხს და შემდეგ ისე ისეველებს მხოლოდ მე რომ შევამჩნევ, მაგიჟებს! მზერას ვარიდებ ,დერეფანს გავყურებ ვიცი რომ იცინის . დამიანე ...დამიანე დადიანი... ჩემი ღმერთია ... მხოლოდ ჩემია ! სიმშვიდეა მე კი სიმშვიდემდე შეშლილი ვარ მასთან ერთად 05.2017 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.