შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თითქმის დაქორწინებული I


18-02-2018, 21:11
ავტორი The Dreamer
ნანახია 3 550

სიყვარულისთვის... ?!
აი, ნამდვილი სიყვარულისთვის ყოველთვის ღირს ბრძოლა და არავინ არ თქვას , რომ სიყვარული ომი არაა.
ომია სადაც დაჭრილიც კი უნდა წამოდგე , გულმოკლულმა ტკივილს უნდა გაუძლო.
ნამდვილი სიყვარული განშორებასაც უძლებს და ყოველდღიურ სიახლოვესაც. ნამდვილ სიყვარულს ბევრი მტერი ყავს და არავინ , თითქმის არავინ ახლობელი. ის იმდენად იშვიათია , რომ ხშირად მისი აღქმაც კი გვიჭირს.
შეუცნობლად მუდამ რაღაც ახალს ეძებ, რაღაცას ელი. კონკრეტულად რას არავინ იცის, მაგრამ მოლოდინში კი სულ ხარ… შეიძლება არც ფიქრობდე ამაზე, მაგრამ ქვეცნობიერად მაინც უჩვეულოს ელოდები… გინდა, რაღაც შეიცვალოს… მეც სწორედ ამ დღეში ვიყავი დღევანდელ დღემდე,მაგრამ ახლა ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ჩემი ცხოვრება ეტაპობრივად შეიცვლება..
ძლიერი ქალი?.. მე ცხოვრებამ არ მომცა საშიუალება ვყოფილიყავი სუსტი.. მე ბავშვობა ხელიდან გამომგლიჯეს.. მშობლების გარეშე ვიზრდებოდი და ჩემს ცხოვრებაში არ იყო „სისუსტის“ ადგილი..
-------------------------------------------------------------------------------------
მე და ჩემმა რამოდენიმე დაქალმა დავაარსეთ ივენთების ორგანიზების კომპანია,ასევე თითქმის ქალაქში არსებული ქორწილები,ნათლობები,ხელის თხოვნის ცერემონიალებსა და მსგავს საკითხებს ჩვენ ვხელმძღვანელობთ.. ჩვენ ვართ ქალები მაღალ ქუსლებზე,ანუ „ბიზნეს ვუმენები“ ან რაც გინდათ ის გვიწოდეთ.
გოგონებს ივენთი ჰქონდათ ამიტომ კლუბში მარტო მომიწია წასვლა,სადაც ყოველთვის დავდივართ..ბურბონი შვუკვეთე და ნელ ნელა ვწრუპავდი,თან მუსიკის რიტმს მივყვებოდი.კლუბში უკვე ყველა კარგად გვიცნობდა ჩვენს სამეულს (მარიამი,ნანაკო და მე.. განუყრელი სამეული და პარტნიორები) ასე ვთქვათ „ვიაიპ“ კლიენტები ვიყავით და უპირატესობებით ვსარგებლობდით..
-სოფია..-მომესმა ჩემი სახელი გვერდიდან,გავხედე.. მამაკაცი მე მიყურებდა და უცნაურად მიღიმოდა.შემდეგ უფრო დავაკვირდი მის წვერიან სახეს და ჩემი ბავშვობის მეგობარი,დაქალის ძმა და რაც მთავარია ჩემი მიტოვებული საქმრო შევიცანი.. რომელიც ეკლესის კარებთან დავტოვე და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი..
-შენ.. აქ.-ვეღარ დავაბოლოვე და ზურგი შევაქცია.მინდოდა აზრები მომეკრიბა,მან კი ხელი ჩამავლო და თავისკენ შემაბრუნა.
-ისევ უნდა გაიქცე?ჩვენ ხომ ბარში ვართ და არა საკურთხეველთან ცოტა მოიცადე.-დამცინა მან და თავისი სასმელი ერთიანად გადაჰკრა,თუმცა თვალი არ მოუშორებია ჩემთვის.
-არა.. მე უბრალოდ ძალიან გამიკვრდა შენი ნახვა,ვიცოდი რომ ამერიკაში წახვედი.
-მაგრამ დავბრუნდი.. ოდესღაც ყველა ბრუნდება სოფია.-გამიღიმა მან.
-შენ ისევ ნაწყენი ხარ?-დაეჭვებულმა ვკითხე
-გაბრაზებული? არა.. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა,შენ დაქორწინებულხარ და განქორწინებაც კი მოგისწრია.
-ჰო,როგორც ჩანს იმფორმირებული ხარ.-მივანიშნე მარიზე (ჩემს დაქალზე)
-ნამდვილად.. -კვლავ თვალისმომჭრელად გაიღიმა და ერთად დალევა შემომთავაზა..
არ ვიცი როგორ აგიხსნათ რა შეგრძნებაა ყოფილთან შეხვედრას და მასთან ერთად დალევას.. ხოლოდ ის ადამიანი გამიგებს ვინც მსგავს სიტუაციაში ყოფილა.
სიმართლე ვთქვა ძალიან მესიმპათიურა ჩემი ყოფილი საქმრო,არ ვიცი სასმელის ბრალი იყო თუ ამერიკაში პლასტიკური გაიკეთა,მაგრამ არც მანამდე იყო ურიგო..
მივატოვე,რადგან მეშინოდა..
ჩემს არეულ ცხოვრებაში დიტოს მსგავსი.. იდეალური ადამიანს ადგილი არ იყო..
ქორწინების არა,უბრალოდ მეშინოდა,თანაც იმ დროს ძალიან პატარა ვიყავი ასაკით და ვერ ვაანალიზებდი „ქორწინების საიდუმლოს“,სიმართლე ვთქვა როცა ნამდვილად გავთხოვდი ვერც მაშინ გავაანალიზე ეს მცნება და ძალიან მალევე ქმარს დავშორდი.
როდესაც უკვე შევთვერი,შევამჩნიე მისი ტვალები,რომელიც ისევ ისე მიყურებდნენ როგორც ადრე,როცა ჩემზე სიგიჟემდე იყო შეყვარებული.. შემეშინდა,კვლავ შემეშინდა წამიერი სისუსტე არ გამომევლინა ამიტომ დავემშვიდობე და გარეთ გამოვედი..
გამოვედი და სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.. შემდეგ ავტოსადგომზე გავედი და როცა მანქანის კარებს ვაღებდი ვიგრძენი შეხება და შემდეგ ცოტა ძლიერად მივენარცხე მანქანის კარებს,ვიგრძენი ხელები წელზე,შემდეგ მკერდზე და დიტოს ტუჩები.. ჩვენს შორის ვნებამ იხეთქა,სახლამდე „ძლივს“ მივედით.. ლიფტიდან უკვე ნახევრად შიშველი გავედით და სახლში შესვლისთანავე ჩვენი სამოსი ძირს მიიფანტ-მოიფანტა.. თმაში წამავლო ხელი და უფრო დაუფრო ახლოს მიზიდავდა,მკოცნიდა და მისი ხელები ჩემს სხეულზე დასრიალებდნენ..
ვნებით დაღლილებს აქტის შემდეგ ჩავეძინა..
დილით მაღვიძარამ დარეკა თუ არა,მაშინვე გიჟივით წამოვვარდი საწოლიდან და აბაზანას დავუწყე ძებნა თან ძირს დაყრილ ტანსაცმელებს შორის ჩემს ნივთებს ვეძებდი.მრცხვენოდა საკუთარი თავის..
შხაპი მივიღე და სასტუმრო ოთახში უკვე სასმსახურში წასასვლელად გამოწყობილი გამოვედი.ამ დროისავის დიტოს უკვე გაეღვიძებინა და ყავას ამზადებდა.
-გამიმზადე რა.-დავუძახე და სარკეში თმის დავარცხნა დავიწყე..
-არა.-მოკლედ მიპასუხა და აივანზე გავიდა..
მივხვდი ისიც ვერ გრძნობდა თავს კარგად,ამიტომ თავი დავანებე და დაუმშვიდობებლად წავედი სამსახურში.რა თქმა უნდა ჩემი დაგვიანება არავის გამორჩენია. მარიამი და ნანაკო სვავებივით ჩასაფრებულ სახით მიყურებდნენ როცა კაბინეტისაკენ მივდიოდი და კარები დაკეტილი არ მქონდა ორთავე,რომ შემოცვივდნენ და ჩემს წინ მდგარ სავარძლებში ჩახტნენ.
-რატომ მიყურებთ ასე?-თითქოს არაფერი მომხდარა ისე ვთქვი და ჩემს სავარძელში მოვკალათდი.
-დაიგვიანე.-თქვა ნანიკომ.
-მერე რა? ერთბაშად უფროსმა არ გამაგოს.-გავიცინე მე.
-თანაც გუშინდელი ტანსაცმელ გაცვია,ანუ ღამე სახლში არ გაგითევია..-წარბებაწეულმა აღნიშნა მარიმ.-ვისთან იყავი?
-გოგოებო რა გჭირთ?-დამტუქსველად გავხედე.-ბებომ დამირეკა და მასთან დავრჩი,ამ დილით კი სანამ კარგად არ ვისაუზმე არ გამომიშვა.საკმარისია?-ისე ვიცრუე რომ ეჭვი არ შეპარვიათ.
-ჰო რავიცი.ჩვენ გვეგონა რომ ვინმე ბიჭთან იყავი.
-თუნდაც ასე იყოს,უკვე დიდი გოგო ვარ და თავად მივხედავ.-ვთქვი თავდაჯერებულმა და საქმეს შევუდექი..
-კარგი,როგორც გინდა.. დღეს ერთი მნიშვნელოვანი კლიენტი გვეყოლება იმედია გაუმკლავდები.-თავი გადააქნია მარიმ და გავიდა..
თითქმის მთელი დღე ვმუშაობდი, ვცდილობდი დამევიწყებინა ის ფაქტი რაც დიტოსთან შემემთხვა.. არცერთი წამი არ დავიტოვე თავისუფალი,რომ ფიქრები სხვაგან არ გამქცეოდა.საღამოს კლიენტთან მქონდა შეხვედრა,რის შესახებაც მდივანმა შემატყობინა.
კლიენტთან შეხვედრის შემდეგ გოგოები ისევ შემოვიდნენ ჩემს კაბინეტში და მარიმ დაიწყო საუბარი.გვითხრა რომ მეგობრები იკრიბებოდნენ მასთან და „სიურპრიზი“ ჰქონდა.. კარგად ვიცოდი მის სიურპრიზს „დიტო“ ერქვა,მაგრამ არ შევიმჩნიე და დავთანხმდი.. საღამოს სურსათი ვიყიდეთ და მასთან წავედით..
-გოგონებო,კარგია რომ მოხვედით.. ისე პირველები თქვენ მოდით და სამზარეულოში მომეხმარეთ.-მოგვახარა მარიამმა,რა თქმა უნდა მე ცხვირი ავპრიხე,იმის ნიშნად რომ არასოდეს შევიდოდი სამზარეულოში მითუმეტეს მოსამზადებლად..
-გოგონებო მე სააბაზანოში შევალ ხელებს გადავიბან და ახლავე მოვალ..-ვეცადე თავი დამეძვრინა.
-კარგი მიდი.-სიცილით მითხრა მარიამმა,იცით გამიკვირდა,რადგან სულ ჩხუბი მოჰყვებოდა ჩემს ამ წინადადებას..
კიბეებზე ავირბინე და სააბაზანოს კარები თამამად შევაღე,პირი ღია დამრჩა როცა იქ დიტო დამხვდა პირსახოცშემოხვეული და წვერს ისწორებდა.ნამდვილად არ მოველოდი მის სააბაზანოში ნახვას,აი თურმე რატომ გამომიშვეს გოგონებმა ჩხუბის გარეშე,უნდოდათ დიტო ამ მდგომარეობაში მენახა,მათ რა იცოდნენ მე დიტო როგორ სიტუაციებში მყავს ნანახი.
-შემოხვალ ახლა თუ იდგები ასე პირღია?-თითქოს არაფერიო ისე მომმართა მან და მიტია ხელსაბანთან.
-ახლა უნდა შემოვიდე?
-როგორც შენ გინდა.
სააბაზანოში შევედი და ხელები გადავიბანე,რაკი პირსახოცი ვერსად ვნახე დიტოს წელზე შემოხვეულ პირსახოცზე შევიმშრალე.
-რას აკეთებ გოგო?-მკითხა ცოტა გაკვირვებულმა
-მაპატიე,ვაპირებდი შენთვის შემომეძრო და ისე გამეწმინდა ხელი,თუმცა ესეც წავა.-თვალი ჩავუკარი და გამოსვლა დავაპირე,მაგრამ გავჩერდი.-და კიდევ.. გოგონებმა არ იციან რომ შეგხვდი,მინდა ასეც გაგრძელდეს სანამ ქვემოთ არ ჩამოხვალ ჩაცმულ მდგომარეობაში.-ისე ვუთხარი მისთვის არც შემიხედავს და გარეთ გამოვედი.
ქვემოთ ისე ჩავედი,თითქოს უჩვეულო არაფერი მომხდარა,ისინი კი სიცილით ერთმანეთს ასკდებოდნენ,მე კი „ვერაფერი გავიგეს“ სახით ვუყურებდი..
დივანზე მოვკალათდი და ტელეფონში „ვიჩიჩქნებოდი“ როცა დიტოს ხრინწიანი,მამაკაცური ხმა მომესმა,მის ხმაზე გოგონები შემოვიდნენ სასტუმრო ოთახში ჩემი დიტოს ნახვის რეაქცია რომ შეეფასებინათ.მას გავხედე და ძალიან გავბრაზდი.
-დიტო ტანსაცმელი ვერ ნახე?-დატუქსა მარიამმა.
-არ მეგონა უკვე სტუმრები თუ მოვიდნენ,ამიტომ პირსახოცით ჩამოვირბინე.-მიმართა მას და შემდეგ მე გამომხედა.-სოფია,სოფია.-ჩემკენ გამოიწია ჩასახუტებლად,მაგრამ თითის „წვერებით“ შევაჩერე,სახე დავმანჭე და ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად.
-ძალიან გთხოვ მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოვიფარგლოთ.
-რას ამბობ,ძალიან მომენატრე და შენ ასე უნდა შემხვდე?-ხელი ჩამომართვა და მისკენ მიმიზიდა.ჩამეხუტა თითქოს პირველად დღეს,ახლა მნახა და ყრში ჩამჩურჩულა.-სანამ რამეს დამიკანონებ კარგად დაფიქრდი.
დიტომ თავისი „კონცერტი“ წარმატებით დაასრულა და ოთახში დაბრუნდა.. ის ცემზე ისევ ბრაზობდა,რადგან საკურთხეველთან მივატოვე,მიუხედავად გასული ვნებიანი ღამისა მისი სიბრაზე არა და არ ცხრებოდა.
გოგონებმა განიხილეს ჩვენი თითოეული შეხედვა და ის ფაქტი როგორ გადამეხვია შიშველი დიტო.
ყველა სტუმარი უკვე მოსული იყო,როცა ის სასტუმრო ოთახში დაბრუნდა..
ჩემს წინ დაჯდა და თვალს არ მაშორებდა,მე კი გამუდმებით ვცდილობდი თვალები დამემალა.. ხან ტელევიზორს გავხედე,ხანაც ტელეფონში რაღაცას უმიზნოდ ვეძებდი,სტუმრებსაც ვესაუბრე,მაგრამ არა მას..
-მე შენ გიცნობ.-აღნიშნა ერთ-ერთმა მარის სტუმარმა და გამიღიმა.
-შესაძლოა.
-მოიცა საიდან მახსოვხარ.. შენ დიზაინერი არ ხარ,ორგანიზატორული კომპანია გაქვს,ივენთები და ასეთი რამეები.
-კი მე და ჩემს სამეგობროს გვაქვს ასეთი კომპანია..
-დიახ.. მახსოვვხარ ერთ-ერთი წვეულებიდან,ძალიან მაგარი გარეგნობა გაქვს რა დამავიწყებდა შენს ტავს..-დიტოს რეაქცია დავამუღამე,მზად იყო ეს ტიპი დაეხრჩო როცა ჩემს გარეგნობაზე გადავიდა.ამიტომ მე კიდევ უფრო ჩავეძიე ამ სტუმარს.
-თქვენი სახელი?
-ნიკა მქვია,მარის და დიტოს დიდი ხნის მეგობარი ვარ.
-დიდი ხნის მეგობარი? მაშინ ჩვენ უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს,მაგრამ არ მახსოვხარ.
-ნიკა ჩემი მეგობარი იმ დროიდან არის რაც ერთმა ძუკნამ საკურთხეველთან მიმატოვა.-თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ნიკამ.
საუბრის გაგრძელებას აღარ ვაპირებდი,ამიტომ სამზარეულოში გავედი წყლის დასალევად.. როცა ონკანი მოვუშვი,უკან სიახლოვე ვიგრძენი.. ვიგრძენი როგორ შემეხო თმაზე ტუჩებით და ხელებს შორის მომიქცია.
-ანუ ძუკნა არა?-ზუსტად ვიცოდი ეს ვინც იყო
-შენ ჩემი ძუკნა ხარ სოფია,გინდა თუ არ გინდა ამას შენ არავნ გეკითხება.-ვეცადე მისკენ შევბრუნებულიყავი რომ ერთი გვარიანი დამერტყა,მაგრამ საშუალება არ მომცა.
-ძალიან ცდები.. რაც ჩვენს შორის იყო ეს წამიერი სისუსტე იყო.
-ჰოო? მე კი ყველაფერი სხვაგვარად მგონია.. წლები გავიდა,მაგრამ შენ მაინც უმანკო გოგოსავეთ ცახცახებ ჩემს შეხებაზე.. შეიძლება შენ გყავდა სხვა მაგრამ შენ მაინც მე მეკუთვნი,რაც უფრო მალე შეეგუები ამ აზრს შენთვის უფრო იოლი იქნება..
-და თუ არა?
-მე გირჩევ რომ ასე იყოს.
-მე არ მინდა.. ნუ მეხები,თორემ ვიყვირებ.
-სოფია შენც ხომ იცი,რომ არ იყვირებ.. წარმოიდგინე აქ სამზარეულოში რომ გიხმარო,მაინც არ ხარ ხმის ამომღები.
-ამაზრზენი ადამიანი ხარ,ახლავე გასწიე ხელები.
დიტომ თავისკენ შემაბრუნა და ისე ვნებიანად მაკოცა,თვალების გახელა აღარ მინდოდა,მაგრამ..



პ.ს როგორია?



აუ რა კაია :) მალე დადე კაი.მიყვარს მე ესთი ისტორიები. <3. გელოდები იცოდე. :)

 


№2 სტუმარი სტუმარი Lia

Sakvareli gogo xar.

Kargi istoriis dasawkisi hans.momewona.❤❤❤

 


№3  offline მოდერი The Dreamer

სულელი მეოცნებე
აუ რა კაია :) მალე დადე კაი.მიყვარს მე ესთი ისტორიები. <3. გელოდები იცოდე. :)

სტუმარი Lia
Sakvareli gogo xar.

Kargi istoriis dasawkisi hans.momewona.❤❤❤

მადლობა საყვარლებოო ხვალ შუადგისით დავდებ ახალ თავს იმედია მოგეწონებათ heart_eyes

 


№4 სტუმარი )))

Momwonsss dade ra ????????????

 


№5 სტუმარი სტუმარი nina

momwons ukveeee veli shemdeg tavsss

 


№6 სტუმარი სტუმარი The dreamer

)))
Momwonsss dade ra ????????????

სტუმარი nina
momwons ukveeee veli shemdeg tavsss

ხვალ შუადღისას დაიდება მომდევნო თავი.. მიხარია თუ მოგწონთ

 


№7 სტუმარი სტუმარი ლიზი

საინტერესო ჩანს!! გელოდები

 


№8 სტუმარი სტუმარი nako

სიტუაცია დაიძაბაააა კარგია გააგრძელე ნუ დაგვეკარგები ზოგიერთივით

 


№9  offline მოდერი The Dreamer

სტუმარი nako
სიტუაცია დაიძაბაააა კარგია გააგრძელე ნუ დაგვეკარგები ზოგიერთივით

არა რას ამბობ.. ყოველ დღე ვდებ სიახლეს.. დაგვიანება არ მიყვარს kissing_heart

 


№10  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

კაი ისტორია ჩანს უბრალოდ უფრო მრავალფარდოვანი სიტყვები გამოიყენე და გადაავლე ნაწერს თვალი რომ შეცდომები არ გქონდეს ♥არ დააგვიანო რაც ყვრლაზე მთავარია წარმატებები♥

 


№11  offline წევრი მართაა

წარმატებები, საინტერსო ისტორია ჩანს heart_eyes არ დაიგვინაო რა <3

 


№12 სტუმარი ani

Didi bodishi dges vkitxulob orive tavs ver movinele
movicale
Rac sheexeba tavs dzalian kargi dasawyisia aqcenti saqartveloze gaqvs gaketebuli istoriac sxva shinaarsit daiwye vidre wina ori momwons sheni mravll ferovani shemoqmedeba es ukve mesame temaa romelsac vkitxulob unichieresi adamiani xar warmatebebii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent