შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ძმაკაცის შეყვარებულს შეყვარებული ავახიე ( თავი 5 )


22-02-2018, 00:06
ავტორი NatatuKa
ნანახია 2 540

რო გავიღვიძე 3 იყო დაწყებული. გუშინდელი გამახსენდა და გადავწყვიტე რო დღეს არ ჩავსულიყავი ქვემოთ. ლეპტოპი ავიღე და კინოს ყურება დავიწყე. ცოტახანში კიბეებზე ნაბიჯების ხმა გავიგე, ლეპტოპი დავხურე და თავი მოვიმძინარე, მაგრამ აშკარად ჩემკენ არ მოდიოდა არავინ და ისევ გავაგრძელე ფილმის ყურება. რამდენიმე წუთში იგივე განმეორდა და ნაბიჯების ხმა ჩემ კართან რო მიწყდა, მოქმედება გავიმეორე. ჩემი გოგოები იყვნენ და ზუსტად ვიცოდი რო ნებით თუ უნებლიედ მაინც ჩამიყვანდნენ ქვემოთ და ამიტომ არაფერი შევიმჩნიე.
-ამდენ ხანს როგორ სძინავს- აბუზღუნდა ნუცა
-ხო თქვეს ბიჭებმა გუშინ გვიანობამდე იყო ფეხზეო და აცადეთ ეძინოსო- გავიგე ანკას ხმა
-ძილში გაიპარა მგონი - შეამოწმა ნიამ ჩემი პულსაცია
-ხალხოო, გამოდით ნუ შეაწუხეთ- შემოყო თავი ვაკომ
-კარგი მოვდივართ ხო- აბუზღუნდა ნუცა და სამივე ერთმანეთის მიყოლებით გალაგდა..
ცოტა ხანი მოვიცადე და ისევ გავხსენი ლეპტოპი. ფილმი რო დამთავრდა წიგნი ავიღე და კითხვას შევუდექი. დაახლოებით ერთ საათში ისევ შემოვიდა ვიღაც. სუნით ვიგრძენი რო ვაკო იყო. საწოლზე ჩამომიჯდა და ლაპარაკი დამიწყო
-ვიცი რო არ გძინავს- აზრი არ ქონდა ჯანჯღავას მოტყუებას. შანსი არ იყო მაგისთვის რამე გამომეპარებინა, ამიტომ თვალები გავახილე მაგრამ ზედ არ შემიხედავს
-ანიტა რა გჭირს?
-არაფერი ცუდად ვარ
-ეხლა არ თქვა რეზის ოინი მეწყინა და მაგიტო არ ჩამოვდივარო
-რა სისულელეა- გამეცინა და მზერა გავუსწორე- ეგეთები როდის მერე მწყინს
-შენ რა, იტირე?- ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებზე დამაკვირდა
-ხო გითხარი ცუდად ვარ-თქო
-მერე ვერ მომწერე? წამალს ამოგიტანდი
-არა წამალი არ მინდა
-ანიტა ბოლოჯერ გეკითხები რა გჭირს
-ოდესმე შენი მეგობრის ისე შეგრცხვენია რო თვალებში შეხედვა კი არა შორიდან დანახვაც არ გინდოდეს?
-რამე მოხდა შენ და რატის შორის? თითქოს კარგ ხასიათზე დაბრუნდით- დაიწყო გუშინდელი სიტუაციის აღდგენა
-არა, ზოგადად გეკითხები
-ხო ვიცი რო ეგეთ კითხვებს ზოგადად არ სვამ
-სხვა დროს მოგიყვები კარგი? არ მინდა ეხლა ამაზე ლაპარაკი
-კარგი როგორც გინდა, ოღონდ აღარ იტირო რა- თვალებზე მაკოცა და წამოდგა- არ ჩამოხვალ ანუ?
-წოლა მირჩევნია- ავხედე საბრალო თვალებით და ეგრევე გაიღიმა
-ეგ მზერა რო არ გქონდეს რა გეშველებოდა
-ჩვენებს უთხარი ისევ სძინავსთქო, კარგი?
-კარგი- თვალი ჩამიკრა და ოთახიდან გავიდა.

ამასობაში მართლა ჩამეძინა. რო გავიღვიძე, სანამ თვალებს გავახელდი საოცრად ნაცნობი სუნი მეცა. რატი იყო ჩემს ოთახში? გავიფიქრე გონებაში და ეგრევე საწოლიდან წამოვიწიე. იქვე სავარძელში მართლა იჯდა ტვილდიანი და თვალს არ მაშორებდა.
-გუშინდელი დღის გამო მთელი არდადეგები ესე უნდა გაატარო?
-გუშინდელი დღე რა შუაშია- ვეცადე არ შემემჩნია და გაკვირვებული სახე მივიღე. რატიმ ჩაიცინა
-ანიტ,
-ხო ვიცი რო ვერაფერს გამოგაპარებ- დავუმთავრე ფრაზა- უბრალოდ როგორ გგონია დღეს ვითომ არაფერი, ესე ჩვეულებრივად ჩამოვიდოდი და ისევ ისე გავაგრძელებდით ურთიერთობას?-თვალები ამემღვრა
-ვაკომ ხო გაგაფრთხილა აღარ იტიროო- გამიღიმა და საწოლზე ჩამომიჯდა. შევიშმუშნე და უკან გავიწიე- ნუ გეშინია ხელს არ გახლებ
-რატო მოხვედი?
-უნდა მეთქვა რო არაფერი დამინახავს
-მატყუებ
-არ გატყუებ. უბრალოდ სილუეტი გავარჩიე, თორე ლიზის თავს ვფიცავარ არაფერი დამინახავს- ამ სიტყვებმა გულში რაღაცნაირად გამკრა
-როდის მერე იფიცები ლიზის თავს?
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს
-აქვს რატი, აქვს. ადრე სულ ჩემი ან გოგოების თავს იფიცებოდი ხოლმე და ეხლა უცბად ლიზი?
-თქვენ თავს იმ შემთხვევაშ ვიფიცებ, თუ 100%იან სიმართლეს ვლაპარაკობ- ვერ მივხვდი ამ სიტყვებს უნდა გავეხარებინე თუ დავეგრუზე
-აჰა , ანუ მომატყუე არ დამინახიხარო ხო?
-არა დანახვით დაგინახე, ოღონდ იმ სიბნელეში ძაანაც რო მომენდომებინა ნორმალურად ვერ გავარჩევდი. უბრალოდ იმას მივხვდი რო შიშველი იყავი და არ ვაპირებდი არაფრის თქმას მაგრამ არ მინდა რო სხვამაც გნახოს ეგეთ მდგომარეობაში, თუნდაც ვაკომ.
-ანუ არ უნდა მრცხვენოდეს?
-ჩემი სულელი გოგო- გამიცინა და გულზე მიმიხუტა, დენმა დამიარა მაგრამ არ შევიმჩნიე- არ უნდა გრცხვენოდეს. რამდენჯერ მყავხარ საცურაო კოსტუმში ნანახი
-ხო მაგრამ
-არავითარი მაგრამ, განსაკუთრებული არაფერი დამინახავს-თქო, ხო გითხარი
-კარგი გამოვიცვლი და ჩამოვალ
-...
-აქ უნდა მეჯდე?
-მაინც ვერაფერს ვნახავ ისეთს რაც აქამდე არ მინახავს- მხრები აიჩეჩა და ჩემი სახის შემხედვარე ეგრევე წამოდგა- აუ რა ჩერჩეტი ხარ გოგო, ვხუმრობ
-ხოდა ნუ ხუმრობ , ნუ მიხსენებ ვაფშე
-კარგი კარგი ვსო- დანებების ნიშნად ხელები აწია- მიდი გარეთ დაგელოდები და ერთად ჩავიდეთ
ოთახის კარი მიხურა თუ არა საწოლზე ჩამოვჯექი. ცოტახანი ესე ვიჯექი გაშტერებული, სანამ კარზე არ მომიკაკუნა:
-რა იყო მოსავალი მოგყავს თუ ეხლა იკერავ ტანსაცმელს
-ჩადი და ჩამოვალ
აბაზანაში შევედი. რო გამოვედი შავი შორტი და თეთრი მაიკა გამოვაძვრინე კარადიდან, კეტები მოვძებნე, თმა ჩამოვივარცხნე და გარეთ გავედი სადაც ტვილდიანი მელოდებოდა
-სად ხარ ამდენი ხანი, დეფილეზე მიდიხარ?
-ხო გითხარი ჩადი და ჩამოვალ-თქო- გავიმართლე თავი „მე რა შუაში ვარ, შენს თავს დააბრალე“ ინტონაციით
-წამო წამო - წინ გამიშვა და ქვემოთ ჩავედით.
-ვაიმე გვაღირსა- ხელები აწია ნუცამ
-როგორ მოახერხე ჩამოყვანა - შეხედა ცოტნემ ტვილდიანს
-ეგ მე ვიცი- თვალი ჩაუკრა და მე გადმომხედა
-რატიი,- გაიწელა ლიზამ და თავით ანიშნა გამომყევიო
სამზარეულოს კარი მიხურეს თუ არა ნია მომვარდა
-რა ხდება?
-რა უნდა ხდებოდეს?
-რამეს მიმალავ?- წარბი აქაჩა ზემოთ
-რას უნდა გიმალავდე?
-აბა ეს ორი წეღან მშვენივრად იყვნენ და შენი გამოჩენის მერე რატო დაიძაბა ქალბატონი?
-მე რას მეკითხები, მიდი და იმას კითხე
-მაინც?
-რა მაინც
-ვითომ არ იცი- გამომწვევად შემომხედა და ხელები გადაიჯვარედინა
-რას ჩურჩულებთ მანდ?- გამოგვძახა საბამ
-ეხლავე მოვალთ- გასძახა კენჭაძემ და ისევ მომიბრუნდა
-აუ რავი, გუშინ სასეირნოდ რო არავინ გამომყვა ბოლოს რატის ვთხოვე და რო დავბრუნდით ეგ დაგვხვდა აქ და ისე ამათვალიერა მგონი იეჭვიანა - მხრები ავიჩეჩე და ბავშვებისკენ წავედი
-ჩემი პრინცესაც მოსულა- შემეგება ვაკო და მაგის გვერდით ადგილზე მიმანიშნა. ჩამოვჯექი და თავი მხარზე დავადე- რაო იმან რა მინდაო
-რაღაც ხდება და მიმალავ გინდა თუ არაო- გულუბრყვილო ხმით ვაცნობე, თითქოს რაღაცაში მადანაშაულებდნენ
-ანიტ , გავიდეთ? - რეზიმ სიგარეტი ჩაწვა საფერფლეში
-სად?
-გუშინ რო შეგპირდი მოტოციკლეტზე ჯდომას გასწავლიო შენ გგონია დამავიწყდა?
-ნასვამი ხარ ბიჭო- გააწყვეტინა ვაკომ
-მერე რა
-მერე ის რო ნასვამს ვერ განდობ ვერანაირად
-კაი შე*ემა, პაკოს ქორწილში რო დავთვერი ეგრე ცხოვრებაში არ ვყოფილვარ და მაინც ჩამიჯექი მანქანაში
-მერე მე მე ვარ და ანიტას რო რამე დაემართოს.. იტოკში არა-თქო და ვსო- გამეღიმა ვაკოს მზრუნველობაზე
-შევპირდი-მეთქი და რა გავაკეთო?
-აი რატიმ ასწავლოს, არ დაულევია- ჩაერთო ბრძნული წინადადების ცოტნე, როგორც კი დაინახა რო წყვილი სამზარეულოდან გამოვიდა
-ვის რა უნდა ვასწავლო? - სიტუაციაში გარკვევას ეცადა ტვილდიანი
-ბიჭო, გუშინ რეზიმ ანიტას უთხრა სულ რო ფეხების ამპუტაცია დამჭირდეს მოტოციკლეტზე უეჭველი დაგსვამო და ეხლა ვაკო არ უშვებს ნასვამი ხარ და ვერ განდობო- აუხსნა საბამ
-კაი რა პრობლემაა , პროსტა ადი და თბილად ჩაიცვი- გამაფრთხილა და ლიზას ცალი ხელი წელზე მოხვია
-აუ მიყვარხართ- ამენთო თვალები და ზემოთ ავირბინე. შორტის მაგივრად შავი მაღალწელიანი შარვალი ამოვიცვი, ჩანთიდან რატის ჟაკეტი ამოვიღე და ქვემოთ ჩავირბინე. - წავედით? - მივაჩერდი რატის რომელსაც ჩემს დანახვაზე გაეღიმა
-ნახე რა, როცა უნდა სწრაფად ემზადება- გახედა ბიჭებს და სავარძლიდან წამოდგა- მალე მოვალთ
-ეგ რა ნაცნობი ჟაკეტი გაცვია- შენიშნა ნუცამ სანამ კარიდან გავიდოდით
-ხოო რატის დავაწერე- გავიღიმე კმაყოფილმა და კოცნა გავუგზავნე- ლიზ, არ ინერვიულო, იმედია მთელს დაგიბრუნებ- თვალი ჩავუკარი და მზერამ, რომლითაც მათვალიერებდა, ძალიან დამძაბა.
-მე მგონი ლიზა დაიგრუზა- შევნიშნე სახლიდან გამოსვლის მერე
-დაიკიდე, მაგისი წამალი ვიცი მე - გამიცინა და მიუხედავად იმისა, რო საერთოდ არ მეცინებოდა მეც გავუცინე.
მოტოციკლეტზე მოვკალათდი. ტვილდიანი უკნიდან მომიჯდა. ჩემს ხელებს თავისი დაადო და ზურგზე ამეკრო. აი ანიტ სად დაგერხა-თქო გავიფიქრე და როგორც ნანა ბებო იტყოდა, ეშმაკის მოწყობილობა ადგილიდან დავძარი. ცოტახანში საკაიფოდ ავითვისე, თუმცა რატის სუნთქვა, რომელიც კისერზე მხვდებოდა, მაბნევდა და რამდენჯერმე კინაღამ ავილეწეთ. უკან დაბრუნებისას ადგილები გავცვალეთ. ხელები წელზე შემოვხვიე და თავი დავადე. მომეჩვენა თუ არა დღემდე არ ვიცი, მაგრამ გულისცემა იმასაც გაუხშირდა.
სახლში რო დავბრუნდით ბედნიერმა შევგლიჯე კარები და რეზისკენ გავიქეცი
-აი საოცრება იყო- ვუთხარი თვალებანთებულმა
-ნახე რა, მე კი არ გადამიხადა მადლობა - გაეცინა ტვილდიანს
-აუ კაი რა იყო, დამავიწყდა- გავიკრიჭე - მადლობა
-ეხლა აღარ მინდა- „ეწყინა“ და ოთახს თვალი მოავლო- ჩემი გოგო სად არის?
-ზემოთ ავიდა რამდენიმე წუთის წინ - მოახსენა ანკამ და კიბეზე ასულს თვალი გააყოლა
-ჩემი გოგო სად არის?- გავაჯავრე და გოგოების შუაში ჩავსკუპდი- აუ რა მაგარი იყო თქვენ ხო აზრზე არ ხართ
-რა იყო მაგარი, ლიზას როჟებმა მთელი საღამო ჩაგვიმწარა- ასისინდა ნუცა
-აუ კაი რა, ეგ სერიოზულად ეჭვიანობს ? -გამეცინა და ნიას მუხლებზე დავდე თავი
-აი ხო გეუბნები ეს დასვენებები და ქალაქიდან ერთად გასვლები ყველაზე კარგად წარმოაჩენს ადამიანს. ხო ვითომ დახვეწილი და რაღაც მაგრამ სინამდვილეში მაგარი ბოღმა ვიღაცაა- შენიშნა კენჭაძემ და თავი ამაწევინა- გამატარე ყავა მინდა
-აუ მეც წამომიღე რა- საჰაერო კოცნა გავუგზავნე
-მეც მინდაა-ამყვა ნუცა
-ბარემ მეც- არ ჩამოგვრჩა ანკა
-მომსახურების 20% ემატება გადასახადს- თვალი ჩაგვიკრა და სამზარეულოში გასუნსულდა
-აუ ყველგან 10%ს ითხოვენ და შენთან რა სიძვირეა ეე- დააწია რეზიმ ხმა- ჩვენც გვინდა
-არ მაქვს ამდენი ხელი, და არც ჩაიდანია იმხელა რო ერთ ზახოდზე მოადუღოს ამდენი. მობრძანდით და გაიკეთეთ ვა- აბუზღუნდა ნია და კარი მიხურა.
-წამო დავეხმაროთ, ცოდოა- შემეცოდა დაქალი და უკან მივყევი
-რამე ხო არ უთქვამს -იდეაში დასახმარებლად შევედი და ეგრევე სკამზე მოვკალათდი
-ისეთი არაფერი..- დაიწყო ანკამ როცა შევაჩერე. სამზარეულოს კარი გავაღე და ბიჭებს გავხედე
-ცოტნე , მოდი დაგვეხმარე რა
-5 წუთში რა, ანიტ
-მერე გვიანი იქნება- გავაფრთხილე და ის-ის იყო კარი უნდა მიმეხურა, ციბაძე რო წამოდგა
-ჰო კაი მაცადე , მოვდივარ

-ააბა რაში დაგეხმაროთ?- ხელები ერთმანეთს გაუსვა და თვალი მოგვავლო
-დაჯექი
-აუ კაი რა ანიტ, იქ ვერ ვიჯექი?
-ხო გითხარი შეკრებებზე დაგიძახებ-თქო- გავახსენე მგზავრობის საუბარი
-ვა ვა, აბა რაო ვაწევრიანებთ კლანში?
-ჯერ ერთი ეგ არასდროს მოხდება, სულ რო საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 20%ით გაზარდონ
-რა ამბავია- შეეცოდა ცოტნეს წყვილი
-აუ სიტყვაზე ვთქვი ვა
-რატო რას ერჩით, მშვენიერი გოგოა
-აუ რაღაცნაირია რა, გეგონება ჯაშუშია და ჩვენს კლანში შემოაგზავნეს - გამოთქვა თავისი ბრძნული აზრი ვაშაყმაძემ
-ანკა, რა იდეები გაწუხებს?- გაგვეცინა ყველას
-კაი რა, რატის უღიმის და როცა რატი არაა სულ გვიბღვერს- მოუძებნა გამართლება თავის სიტყვებს- დავიჯერო მარტო მე შევამჩნიე ეგ?
-მე ვერ შევამჩნევდი, იმიტომ რომ რატის გარეშე არ მინახავს - მხრები ავიჩეჩე და ჭიქები გამოვალაგე
-იმიტო რო როცა რატი სახლში არ არის, სულ შენთან ერთადაა გასული- ჩამიტყა ნიამ და რაღაცნაირად გამომხედა
-აუ სულ ორჯერ მოხდა ეგრე ვა
-ორი დღეა რაც აქ ვართ და მე თუ მკითხავ ეგ ბევრიც არის
-რა ხდება ხალხო? - ავუწიე ტონს - ვის განვიხილავთ აქ, მე თუ ლიზას?
-უი რა საინტერესოა, შეიძლება მეც დავესწრო ჩემი განხილვის შეკრებას?- სამზარეულოში შემოვიდა ზემოთხსენებული და მაგიდასთან ჩამოგვიჯდა. გოგოები მოათვალიერა და ბოლოს ირონიული მზერა მე გამისწორა.



მიყვარს მე ეს მოთხრობა heart_eyes !უფფ როგირ მინდა იმ ლიზას ვწვდე იმ თმებში
!აუ ჩემი ხათრით ვინმეს ათრევინე რაა თმით თუნდაც ნუცას მოვიფხანო გული! joy joy

 


№2  offline წევრი NatatuKa

არ არიან ჩვენი გოგოები ქაჯები :დ მაგრამ არ ინერვიულო, მიიღებს მისაღებს :დ მამენტ შეყვარებული ეხევა და მეტი რაღა უნდა :დდ

მწვანეთვალებაგოგო
მიყვარს მე ეს მოთხრობა heart_eyes !უფფ როგირ მინდა იმ ლიზას ვწვდე იმ თმებში
!აუ ჩემი ხათრით ვინმეს ათრევინე რაა თმით თუნდაც ნუცას მოვიფხანო გული! joy joy

 


NatatuKa
არ არიან ჩვენი გოგოები ქაჯები :დ მაგრამ არ ინერვიულო, მიიღებს მისაღებს :დ მამენტ შეყვარებული ეხევა და მეტი რაღა უნდა :დდ

მწვანეთვალებაგოგო
მიყვარს მე ეს მოთხრობა heart_eyes !უფფ როგირ მინდა იმ ლიზას ვწვდე იმ თმებში
!აუ ჩემი ხათრით ვინმეს ათრევინე რაა თმით თუნდაც ნუცას მოვიფხანო გული! joy joy

მართალია joy

 


№4  offline წევრი kaisha13

ვაიმეე ჩემი რატიიი რა კაციაა...ასე საინტერესოდ გააგრძელე ბოლომდე რაა...ისე დამაინტერესა სანამ არ წავიკითხე არმოვეშვი და სამსახურშიც დავაგვიანეე...მაგრამ საყვედური ღირს ისე მესიამუვნა ეს თავიი...

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

მოგესალმები, საიტზე ახალი ავტორის გამოჩენა ყოველთვის კარგია და გვიხარია. რამდემნადაც ვხედავ შენს ისტორიას არც მკითხველები აკლია და არც კომენტარები, შესაბამისად არ დაგღლი იმაზე საუბრით, რომ კარგი ისტორია გაქვს. თუმცა რამდენიმე პატარა შენიშვნა მინდა მოგცე, იმედი მაქვს არ მიწყენ. მესმის რომ სიახლის დადებისას ჩქარობთ და ხშირად ტექსტის გადაკითხვის დროც არ გრჩებათ, მაგრამ კარგი იქნება მართლწერას ცოტა მეტ ყურადღებას თუ დაუთმობთ. წინადადების ბოლოს წერტილი ყოველთვის უნდა გამოიყენოთ. ასევე ახალი ისტროიის დადებისას სასურველია სათაური იყოს მოკლე, ლაკონური, იოლად დასამახსოვრებელი.ნაწილაკი "რო" არ გამოიყენება, უნდა გქონდეს "რომ". იმედია არ მიწყენ ამ პატარა შენიშვნებს, გელი ახალი ისტორიებით.

 


№6  offline წევრი NatatuKa

გმადლობ რჩევისთვის. ეგ ყველაფერი ვიცი, უბრალოდ საუბრისას ხშირად ვამბობთ იმიტო როს და არა იმიტომ, რომ-ს. მაგას მეც მივაქციე ყურადღება სანამ დავდებდი,
ზოგჯერ ისე ვწერ, ზოგჯერ ასე. უცოდინრობისგან ნამდვილად არ მომდის ეგ შეცდომები :დ თუმცა, რასაკვირველია, გავითვალისწინებ. სათაურს რაც შეეხება, ზუსტად ამ სათაურმა დააინტერესა მკითხველების უმეტესობა და ვფიქრობ, რომ ზუსტად შევურჩიე სახელწოდება. კიდევ ერთხელ გმადლობ აზრის დაფიქსირებისთვის ^^

murachashvili
მოგესალმები, საიტზე ახალი ავტორის გამოჩენა ყოველთვის კარგია და გვიხარია. რამდემნადაც ვხედავ შენს ისტორიას არც მკითხველები აკლია და არც კომენტარები, შესაბამისად არ დაგღლი იმაზე საუბრით, რომ კარგი ისტორია გაქვს. თუმცა რამდენიმე პატარა შენიშვნა მინდა მოგცე, იმედი მაქვს არ მიწყენ. მესმის რომ სიახლის დადებისას ჩქარობთ და ხშირად ტექსტის გადაკითხვის დროც არ გრჩებათ, მაგრამ კარგი იქნება მართლწერას ცოტა მეტ ყურადღებას თუ დაუთმობთ. წინადადების ბოლოს წერტილი ყოველთვის უნდა გამოიყენოთ. ასევე ახალი ისტროიის დადებისას სასურველია სათაური იყოს მოკლე, ლაკონური, იოლად დასამახსოვრებელი.ნაწილაკი "რო" არ გამოიყენება, უნდა გქონდეს "რომ". იმედია არ მიწყენ ამ პატარა შენიშვნებს, გელი ახალი ისტორიებით.


ვეცდები იმედები არ გაგიცრუო :დ <3 მიხარია რო ესე მოგწონს ^^

kaisha13
ვაიმეე ჩემი რატიიი რა კაციაა...ასე საინტერესოდ გააგრძელე ბოლომდე რაა...ისე დამაინტერესა სანამ არ წავიკითხე არმოვეშვი და სამსახურშიც დავაგვიანეე...მაგრამ საყვედური ღირს ისე მესიამუვნა ეს თავიი...

 


№7  offline წევრი blondeangel631

რა საყვარლეია ცოტნე უკვე კლანი ჰყავთ რომლებიც ჭორავენ ხალხს მაგარი ვიგაცეები არიან რაც ძალიან მახალისებს ანიტას გამოუჩინე ერთი კარგი ბიჭი რომელიც რატის დაეხმარება თავის გრძნობების გაგებაში და გამყარებაში ველოდები შემდეგ თავს heart_eyes heart_eyes

 


№8  offline წევრი NatatuKa

არ მინდა რო ისტორია გამიბანალურდეს და არც ის მინდა რო მალე დამთავრდეს.
რაღაც ისეთი მინდა ყველას რო შეუყვარდეს და ბევრჯერ წაკითხა არ ბეზრდებოდეთ.
გავითვალისწინებ შენს აზრს <3 გმადლობ ^^

blondeangel631
რა საყვარლეია ცოტნე უკვე კლანი ჰყავთ რომლებიც ჭორავენ ხალხს მაგარი ვიგაცეები არიან რაც ძალიან მახალისებს ანიტას გამოუჩინე ერთი კარგი ბიჭი რომელიც რატის დაეხმარება თავის გრძნობების გაგებაში და გამყარებაში ველოდები შემდეგ თავს heart_eyes heart_eyes

 


№10  offline წევრი NatatuKa

კი ბატონო ^^

მწვანეთვალებაგოგო
დღეს დადებ?

 


№11  offline წევრი Somebody

ცოტნე გამირიგეთ joy joy joy joy joy
--------------------
“ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში..”

- დალაი ლამა -

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent