შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულის ძახილი.თავი 3


23-02-2018, 16:19
ავტორი zia-maria
ნანახია 3 433

მშვიდად დატოვა სესილის სახლი,მაგრამ როგორ აისახა თვით ლუკაზე ეს ზარი და მის ფსიქიკაზე გიორგი არ დაფიქრებულა წუთითაც.ლუკასთვის კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნაცნობებისა თუ მეგობრების ცხოვრებაში განვითარებული მოვლენები. შესაძლებელი იყო სერიოზული პრობლემები სიჩქარესთან გადამეტებით თვით ლუკას მოსვლოდა.დაძაბული იყო სანამ ადგილამდე მივიდოდა,კაბინეტამდე მისულმა მდივანმა შეაჩერა და უთხრა.
-ბ-ნო ლუკა კაბინეტში გელოდებიან.
-ვინ არის,რამე სერიოზულია?
-თქვენი მეგობრები არიან.ლუკამ გულზე ხელი მიიდო და სიბრაზით ანთებულმა შეაღო კაბინეტის კარი და გაოცებული დარჩა,მის წინ ორი არანორმალური და არა სერიოზული ადამიანი იჯდა და გულიანად ხარხარებდნენ.
-თქვენ საერთოდ ნორმალურები ხართ?დაიქუხა ლუკამ.
-ლუკაჩო რა გაყვირებს,არ მოგწონს ჩვენი ერთად ყოფნა?
-მითხარი,სასწრაფოდ მოდი მკვლელობააო,ვხედავ არ არის მკვლელობა,მაგრამ ახლა იქნება.უთხრა გიორგის და მისკენ წავიდა.
-არ მომიახლოვდე ლუკა თორემ ვიყვირებ.
-იყვირებ რა,გაუპატიურებენ?უთხრა გიორგის ანდრეამ და ახარხარდა.
-შენ დღეს ჩემი ხელიდან მოკვდები,მეშვიდე სართულიდან უნდა მოგისროლო,იდიოტო,უტვინო.
-მე მივდივარ,არ მინდა ამ საცოდაობას ვუყურო და უფრო მეტი,არ მინდა მოწმე ვიყო აქ დატრიალებული საშინელი მკვლელობის,დრო არ მაქვს სასამართლოებზე ვირბინო.ხელები ასწია ანდრეამ და კარებისკენ წავიდა.
-სად მიიპარები,შენ რა გგონია,ასე უბრალოდ წახვალ?ერთად მოილაპარაკეთ და დამატოვებინეთ ჩემთვის ბედნიერი სადილი.
-ეს იმიტომ,რომ მარტო ჭამდი ღორო.რატომ არ დაგვიძახე,რატომ არ გვითხარი ჩვენც?
-რა მეთქვა და ან სად წამეყვანეთ,როცა სერიოზული საუბარი მქონდა სესილისთან.
-ვაააუუუუ,გაიზარდე ძმაო.ქორწილზე ისაუბრეთ და ყველა წვრილმანი განიხილეთ?
-ვილაპარაკეთ,მაგრამ არა ქორწილზე.თქვა სევდიანად ლუკამ.ანდრეამ შეხედა ლუკას სევდიან და ჩამქრალ თვალებს,გიორგის შეხედა და ანიშნა ხელით შეჩერდიო,ლუკას კი სერიოზულად შეეკითხა.
-ლუკა რა ხდება,რამე სერიოზულია?
-იყო და გაიარა,ახლა კარგადაა სესილი.ეშინოდა,რომ ვერ გავუგებდი,მაგრამ მისი სიმართლის თქმით უფრო გამაოცა და უფრო დიდი ინტერესი,იმაზე მეტი სიმპატია გამიჩნდა მის მიმართ,რაც მქონდა.
-რა ჭირს,როგორც ექიმი,შემიძლია დაგეხმაროთ?
-არა,შენი სპეციალობით არ ჭირდება მკურნალობა.კარგი,თქვენ რატომ შეიყარეთ აქ თავი.ჩემს მდივანს მოხვდება აქ რომ შემოგიშვათ მაშინ,როცა მე ადგილზე არ ვარ.
-ვინ შეეკითხა მას,დავადეთ თავი და შემოვედით.გაეცინა გიორგის.
-ერთ დღეს ისე მაგრად გცემ, გიორგი ჩემს ხელს დაგამახსოვრებ.
-ნუ ბუზღუნებ და დაჯექი,ერთი კარგი იდეა მომივიდა თავში.
-ბააა,შენი თავი გაწვდის სერიოზულ და დასაფიქრებელ იდეებს?უთხრა ლუკამ გიორგის და წარბაწეულმა შეხედა,ჯერ კიდევ არ გაევლო სიბრაზეს და უბღვერდა შორიდან.
-შენ წარმოიდგინე მაწვდის და ახლაც მომაწოდა,შენი ბუზღუნისგან რომ დავისვენოთ,ამ საღამოს მივდივართ სესილისთან და ხელს თხოვ.
-რას ვიზამ?შეხედა ლუკამ თვალებგაფართოვებულმა გიორგის.
-შენ ხელს თხოვ სესილის და ჩვენ ქორწილს დავნიშნავთ,ნუ მიყურებ ასე გაოცებული თორემ ვიფიქრებ არ გინდა სესილიზე დაქორწინება და შენს ფიქრებს მე მიმიზნებ.არა,არა ძვირფასო,მე არ ვეტანები მამაკაცებს.გაეცინა გიორგის და ანდრეაც აიყოლა.
-ეს იდეა მეც მომწონს,კარგი იდეაა და აი ტელეფონი,დაურეკე პატარძალს,ბეჭედს მე ვყიდულობ.თქვა ანდრეამ.
-რა დალიეთ დღეს ან რა მოწიეთ,თქვენ სულ გააფრინეთ?
-რატომ?არ გინდა სესილისთან ერთად იცხოვრო?
-როგორ არ მინდა,მაგრამ ასე უცებ?
-უცებ გაკეთებულ საქმეს აქვს ძმაო მუღამი.აი ტელეფონი და სადმე დაპატიჟე კარგ ადგილას,თუნდაც იმ ჯუნგლებში რომ მიმიყვანეთ,სესილის უყვარს იქ ყოფნაო ასე გავიგე.ლუკა ჩააფიქრა გიორგის გიჟურმა იდეამ და ცოტა არ იყოს თავადაც კი მოეწონა.მაგრამ ვინ დააცადა,აართვა გიორგიმ ტელეფონი და სესილის ნომერი მოძებნა და დარეკა კიდეც.გაისმა თუ არა სესილის ხმა, ლუკას მიაჩეჩა ტელეფონი ხელში.
-ლუკა ყველაფერი კარგად არის?შეშფოთებული ხმა ჰქონდა სესილის.
-კი,კი ყველაფერი კარგადაა.ცრუ განგაში იყო ჩემ ორი არანორმალული მეგობრისგან.
-ძალიან ვინერვიულე ისე გახვედი აქედან.
-სესილი რა გეგმები გაქვს ამ საღამოს,გადიხარ სადმე?
-არა,სად უნდა გავიდე სახლში ვარ.
-მოემზადე 8სთ-ისთვის და გამოგივლი.
-რა ხდება,ვინმე იუბილარი გვყავს და ერთად მივდივართ?
-უფრო მნიშვნელოვანი და რომ გნახავ,მაშინ გეტყვი.არ შემიძლია ზედმეტი რამ გითხრა ახლა,როცა გნახავ შენ თვალებსი მინდა პასუხი დავინახო ის რაც მეც გამაბედნიერებს.ჩემს მოსვლამდე კი არ დაგავიწყდეს,მიყვარხარ.
-გინდა გული გამისკდეს?
-არა,მაგრამ თუ ასე მოხდა,არც დავფიქრდები ისე მოგცემ ჩემს გულს რომ სულ შენში იფეთქოს და შენთან იყოს.საღამომდე დამელოდე.
-ლუკა..............
-ზედმეტს ვერაფერს გეტყვი სესილი,ორი ვამპირი მადგას თავზე.
-კარგი საღამომდე ლუკა.გაეცინა სესილის და ტელეფონი გათიშა თუ არა იქვე მდგარ გიორგის და ანდრეას ჯერ კიდევ არ გასული სიბრაზით შეხედა და მკაცრი ხმით უთხრა.
-დღეს, არცერთი თქვენთაგანი,ჩემს სიახლოვეს არ გნახოთ.
-რატომ?ეს ხომ ჩემი იდეა იყო.გაუკვირდა გიორგის.
-ეეეე,რა დღეში ხარ ბეჭედი ხომ მე უნდა ვიყიდო.ფეხზე წამოდგა ასევე გაოცებული ანდრეა.
-არ მჭირდება თქვენი ნაყიდი ბეჭედი,მე თავად ვიყიდი.
-აუ ეს რა უჟმურია,გაუკეთე ახლა ასეთ ადამიანს სიკეთე.ეს ისეა გაბრაზებული ქორწილშიც არ მიგვიშვებს.
-მბაააა,როგორც აქ შემოსვლა ვიკითხეთ,ისე ვიკითხავთ ლუკას ქორწილში მისვლას არ მისვლას.გაეცინა გიორგის.ლუკამ უხმოდ დატოვა კაბინეტი და ერთხელაც არ მიუხედა მის გვერდით მყოფ მეგობრებს,უხმოდ გაშორდა და ბეჭედიც იყიდა.7 საათზე სესილის დაურეკა და უთხრა რომ უკვე გზაში იყო,რამოდენიმე წუთში კი ისევ ლუკას ნომერი დაფიქსირდა ტელეფონზე,სესილის გაეცინა და ხუმრობით უთხრა.
-რა დაგრჩა უთქმელი ძვირფასო,სულ ცოტაც და მოხვალ,მე გელოდები.
-უკაცრავად,თქვენი ნომერი ვნახეთ,სულ რამდენიმე წუთის წინ აქვს თქვენთან დანარეკი ტელეფონის მფლობელს.ვწუხვარ ქ-ნო,ავტო საგზაო შემთხვევაა და უახლოეს საავადმყოფოში მივიყვანთ დაშავებულს.
-გთხოვთ,მითხარით სად მიიყვანთ.ძალიან არის დაშავებული?
-ვეჭვობ,რომ კი.სესილი და ვიკა ერთად გავიდნენ სახლიდან და თან დემეტრეს დაურეკა ატირებულმა.
-სესილი რას ამბობ,ახლავეს მოვდივართ.მოესმა დემეტრეს შეშინებული ხმა.თითქმის ერთად მივიდნენ საავადმყოფოში სესილიც და დემეტრეც.სულ მალე კი სასწრაფო დახმარების მანქანა დიდი სიჩქარით შემოვიდა და ლუკა გადმოიყვანეს,უეცრად თვალი გაახილა და შეხედა სესილის რომელსაც თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე,ხელი მოკიდა ხელზე და უთხრა.
-სეს მაპატიე,შენთან მოვდიოდი მაგრამ ვეღარ მოვედი.
-ნუ ლაპარაკობ,არ შეიძლება გავნებს.უთხრა ტირილით სესილიმ და სახეზე ხელი დაუსვა.
-სესილი მომისმინე,ნახე რა მაქვს ჯიბეში.სესილიმ ხელი ჩაჰყო ლუკას პიჯაკის ჯიბეში და იქედან წითელი ლამაზი კოლოფი ამოიღო.-გახსენი სესილი.მექანიკურად მოძრაობდა სესილი და პატარა კოლოფი გახსნა.-გაიკეთე თითზე და თუ გადავრჩი,ვერავინი ვერ შეძლებს ჩვენს დაშორებას სიკვდილის გარდა.მიყვარხარ სესილი და თუ ვერ გადავრჩი,მაპატიე რომ მეც შენს წარსულ ტკივილად ვიქცევი.
-არ შეიძლება საუბარი,უნდა წავიყვანოთ.სესილიმ დაიხარა და ლუკას ბაგეებზე აკოცა და ჩასჩურჩულა.
-იბრძოლე,ჩემთვის იბრძოლე რომ ჩვენ მუდამ ერთად ვიყოთ და ერთნი ვიყოთ.ლუკა პირდაპირ საოპერაციოში შეიყვანეს,სესილი კი იქვე ჩაიკეცა და უეცრად საშინელი ხმა ამოუშვა ყელიდან.გიორგი და ანდრეა შეუწყვეტლივ რეკავდნენ ლუკას ტელეფონზე,არავინ პასუხობდა ბიჭებს და ბოლოს დემეტრემ უპასუხა ანდრეას ზარს.
-სად ხარ,რატომ არ გვპასუხობ.ხომ იცი,რომ მანდ მოვალთ და არ გაბრაზდე ლუკაჩო შენებურად.გაბრაზებულმა უთხრა ანდრეამ და პასუხს დაელოდა.დემეტრემ მიხვდა,რომ არაფერი არ იცოდა ბიჭებმა,ძალა მოიკრიბა და უთხრა აკანკალებული ხმით.
-ანდრეა არ ვარ ლუკა,ლუკა ამ წუთში საოპერაციოში ჰყავთ შეყვანილი.
-რააააა,რატომ,სად,რა მოხდა დემეტრე.მოკლედ აუხსნა დემეტრემ ანდრეას და უთხრა სადაც იყვნენ.რამდენიმე წუთში მოვიდა ორივე და გიორგის ფერი არ ედო სახეზე,ანდრეას არ მოეწონა გიორგის არც ფერი და არც სუნთქვა,მაგრამ ახლა წინ ლუკა ჰყავდათ სანერვიულო.ერთი შეხედა უცნაურად და საოპერაციოს კარებთან მივიდა.ვერ ისვენებდა,ვერც სუნთქავდა ჰაერი არ ჰყოფნიდა.უეცრად გიორგი გაახსენდა და შეშინებულმა შეხედა,ახლოს მივიდა და გიორგი მძიმედ სუნთქავდა,შუბლზე დაადო ხელი და შეშინებულმა უთხრა.
-გიო კარგად ხარ?წამოდი ექიმს ეჩვენე ფერი არ მომწონს შენი.
-გამივლის,ვინერვიულე და ალბად იმიტომ,ლუკა იყოს კარგად და მეც კარგად გავხდები.ლუკას გარეშე,არ შემიძლია ანდრეა.
-ლუკა კარგად იქნება,გამაგრდი სესილი ჩვენ უნდა გავამაგროთ.გიორგი გაამხნევა და შემდეგ სესილისთან მივიდა,სესილიმ შეხედა და თავად უთხრა.
-არ შემეკითხო როგორ ვარ,ყველაფერი მტკივა და მთელ ტანში მტეხავს.
-ნუ გეშინია,ლუკა ძლიერია გამოძვრება და ყველაფერი კარგად იქნება.ანდრეამ ცრემლები შეუმშრალა სესილის და გიორგის გვერდით დააჯინა,ორივეს ყავა მოუტანა და დამამშვიდებელიც მისცა.ტანჯული ორი საათის შემდეგ ექიმიც გამოვიდა და ანდრეამ ექიმს შეხედა.
-ბ-ნო ანდრეა აქ არ გელოდით.
-იქ ჩემი ახლო მეგობარი,უფრო მეტი ჩემი ძმა წევს ექიმო.
-ექიმი ხარ და ყველაზე კარგად გამიგებ,ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვი.როგორც ექიმი
ვიცი,რომ კარგად გესმის რა რთულია წინასწარ რამის თქმა,როცა არ ვიცით ხვალ რა დღე გველოდება.სერიოზული მიზეზები აქვს ტვინზე,თავი აქვს დარტყმული,ახლა მისთვის ძილი და სიმშვიდეა საჭირო.ორი თვე,მთელი ორი თვე საავადმყოფოში იყვნენ და თითქმის იმედიც კი გადაეწურათ,მაგრამ ერთ დღესაც მოხდა სასწაული,ლუკამ თვალი გაახილა,დაგვიბრუნდა,მაგრამ ვერ საუბრობდა.ყველას თვალებში მისჩერებოდა,ყველას სცნობდა,მაგრამ არ შეეძლო არაფლის თქმა.სრული 10 თვე გაატარა ასე და ერთ დღეს მასთან ანდრეა,გიორგი და დემეტრე მივიდა და სამივეს წვერი ჰქონდა სახეზე.ჯერ ანდრეას შეხედა,რომელიც წვერს საერთოდ ვერ იტანდა,ასევე დემეტრეც და გიორგის ფერი არ მოეწონა წვერთან ერთად,თუმცა მის სახეზე წვერს თვალი მიჩვეული იყო.ცალ-ცალკე აკვირდებოდა სამივეს და უსმენდა,მაგრამ მოულოდნელად დასვა უცნაური კითხვა.
-მოკვდა ვინმე და მე არ ვიცი?ჯერ გაოცდნენ და შემდეგ სიხარულისგან არ იცოდნენ რა ეთქვათ.
-არავინ არ მომკვდარა ლუკა.უთხრა დემეტრემ ბედნიერი ღიმილით.
-აბა ვის გლოვობთ,რას გავხართ,სარკეში არ იხედებით?მეორედ მასე არ მოხვიდეთ ჩემთან, გაბუძგულები.
-ვერ ვიჯერებ,ბუზღუნა დაგვიბრუნდიიი?უთხრა გიორგიმ და ძველებურად აუთამაშა წარბები.გაეცინათ და სამივემ გადაეხვია ერთდროულად ერთმანეთს.ნელა-ნელა ჩვეულ ცხოვრებასაც დაუბრუნდა ლუკა და სამსახურსაც,მაგრამ გვიან გაანალიზა,რომ ეს ავტო საგზაო შემთხვევა შემთხვევით მომხდარი არ იყო.ეს იყო მოწყობილი,ვიღაცას აწყობდა ლუკას მოშორება,რადგან მან ძალიან ბევრი იცოდა მის კლიენტებზე და ეს კლიენტი იყო ბოლო დროს აყვანილი უცნაური კლიენტი,მაგრამ ბედის ბორბალი ლუკას მხარეს დატრიალდა და გადარჩა.ლუკა ძალიან შეიცვალა ბოლო პერიოდი,მისი უცნაური ქცევები სესილის უკვირდა.ერთ დილით ლუკამ ჩქარი ნაბიჯით შევიდა საავადმყოფოში და დაუკაკუნრებლად შეაღო ანდრეას კაბინეტის კარი,ანდრეამ გაოცებულმა შეხედა გაფითრებულ ლუკას და თხოვა ცოტა ხნით დალოდებოდა რადგან პაციენტი ჰყავდა.გაუშვა თუ არა პაციენტი ლუკას გაკვირვებულმა შეხედა.
-რა ხდება,ლუკა ამ ბოლო დროს ვხვდები რომ რაღაც გაშინებს და თუ არ ვცდები არა რაღაც,არამედ ვიღაც.
-ანდრეა დიდი ხანია უკვე რაც დავრწმუნდი და ვიცი,რომ იმ დღეს ის შემთხვევა არ ყოფილა შემთხვევით,ვიღაცას უნდა გზიდან ჩამომიშოროს და ამას ახერხებს კიდეც ისე რომ არ ჩანს,თითქოს უჩინმაჩინი იყოს ისე ტრიალებს ჩემს გარშემო.
-რას ამბობ,ფიქრობ რომ მტერი გყავს?
-შესაძლებელია და თუ რამე დამემართოს,გიორგის უთხარი იზრუნოს ძია ფრიდონზე.იმ მოხუცზე, ვისაც არავნი არ ჰყავს გვერდით ვინც ზურგს გაუმაგრებს.იმ ადგილს ძალიან ბევრი ედავება და მათ კი არავინი არ ჰყავთ.
-ქორწილსაც გადადებ,არ დაქორწინდები სესილიზე?ხომ გიყვარს სესილი ლუკა.
-მიყვარს,მაგრამ მეშინია რამე არ დამართოს ვინმემ.
-იცი,ლუკა საავადმყოფოში რომ იყავი მაშინ მიეცი ბეჭედი ეს დემეტრემ მითხრა,მას შემდეგ დიდი დროა უკვე გასული და მოდი ნუღარ გადადებ დიდი ხნით და მიეცი შენს თავს ბედნიერების შანსი,დაფიქრდი გთხოვ.
-დავფიქრდები აუცილებლად,ანდრეა სულ ცოტა მადროვე და ქორწილიც იქნება.
-ასეთი არეული ტვინით,ვნახავ როდის იქნება.ჭკუაზე მჭრი ლუკა და მალე გამისტუმრებ სტუმრად დედაჩემთან და მამაჩემთამ.ლუკას გაეცინა და კარებში გასვლამდე უთხრა.
-დიდი ხანია ემზადები მშობლებთან სტუმრობისთვის?
-მარტო არ წავალ,შენც წაგიყვან.მამაშენიც იმათთანაა და გაუხარდებათ შენი ნახვაც.
-კარგი,ერთად გავფრინდეთ მაშინ.ისე შენები ორივე გულით გაფრინდნენ და შენც ამიტომ გადაწყვიტე გამხდარიყავი კარდეოლოგი?
-ლუკა წადი, სანამ ჯერ კიდევ ვინარჩუნებ სიმშვიდეს.
-მივდივარ,მაგრამ ორ თვეში რომ დაბადების დღე გაქვს გგონია დამავიწყდა?26 წლის ვირი ხდები და ეს უნდა ავღნიშნოთ,რატომ ხარ წუწურაქი მე ავღნიშნავ შენ უბრალოდ მოდი.
-ექიმო სასწრაფოდ საოპერაციოში.ანდრეას კაბინეტში ექთანი შემოვარდა და ისევ ისე გავარდა ლუკამ თვალიც კი ვერ შეავლო.ანდრეამ საჩქაროდ წამოდგა და ლუკას შეუბღვირა და მანაც ჩქარი ნაბიჯით დატოვა ლუკა.ლუკას კი გაეღიმა და ნელა-ნელა,აუჩქარებლად დატოვა საავადმყოფო და გაუცნობიერებლად მიადგა სესილის ბინას.ტელეფონზე დაურეკა.
-სესილი დაბლა ვარ ჩამოდი.მალე სესილი დაბლა იყო და ლუკასთან ერთად უმისამართოდ სეირნობდა.დუმილი კი ისევ ლუკამ დაარღვია.
-რაზე ფიქრობ სესილი.
-რაზე ვფიქრობ?ვფიქრობ რაა არის ამის მიზეზი,რომ ასე უთავბოლოდ დავსეირნობთ ქუჩებში,ჩუმად ვართ და მე ძირს გადასვლაც არ შემიძლია.
-რატომ?შეხედა გაკვირვებულმა სესილის და შემდეგ დააკვირდა,რომ სახლის ფუმფულა ჩუსტებით გამოსულიყო სესილი.-როგორც იყავი სახლში ისე გამოდი?უთხრა სიცილით.
-ახლავეს ჩამოდიო და მეც გამოვქანდი.
-ხოდა,შენ არ ვიცი რაზე ფიქრობ,მაგრამ მე უკვე დიდი ხანია ვფიქრობ.სესილი დროა უკვე ქორწილზე ვიფიქროთ.რას იტყვი, ქორწილამდე გადმოხვალ ჩემთან თუ ქორწილის შემდეგ?
-ლუკა სერიოზულად ამბობ?
-რა თქმა უნდა სერიოზულად,არა სერიოზულად ის უფრო მეჩვენება ამდენი დრო რომ დავკარგეთ.
-მიზეზი გვქონდა,ლუკა შენი ავადმყოფობა დაგავიწყდა?
-არა სესილი მაგრამ უკვე ძალიან გაიწელა,წელიწადი და 7 თვეა რაც ამ თემას ვაგვარებთ და ვეღარ მოვაგვარეთ.მომისმინე,სულ მალე არა,მაგრამ ორ თვეში ანდრეას დაბადების დღე აქვს და მოდი სიურპრიზი მოვუწყოთ.ქორწილი დიდი და ხმაურიანი არ მიყვარს,მაგრამ შენ თუ გინდა მე წინააღმდეგი არ ვარ,ქორწილის შემდეგ კი ერთი თვე გავქრეთ თბილისიდან.რას იტყვი?
-არ არის ცუდი იდეა,ორი თვე საკმაო დრო არის,ყველაფერი მოვასწროთ და გავაკეთოთ ისე,როგორც ჩვენ გვინდა.თან მგონი, შენი მეჯვარე ანდრეა არის ხომ?
-ხო ასეა და იმ დღეს ვეტყვი ამასაც.უნდა გავაშეშო ადგილზე და მე ვუყურო და ვიცინო.
-არც გიორგიმ არ უნდა იცოდეს არაფერი?გაკვირვებულმა შეეკითხა ლუკას სესილიმ.
-გაგიჟდება,მაგრამ არც მას ვეტყვი არაფერს.დღეს ანდრეასთან უნდა ავიდეთ,წამოხვალ თუ სახლში მიგიყვანო.
-ასე სად წამოვიდე,სახლში მიმიყვანე.დღეს სახლში  მირჩევნია ვიყო,ვიკაც ვერ იყო კარგად.
-კარგი,თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე.სესილი სახლში მიიყვანა და გიორგის დაურეკა,რომ ანდრეასთან მისულიყო ისიც.ანდრეა ახალი მოსული იყო სახლში,რომ კარზე ზარი იყო,არავის ელოდა და ამიტომ სერიოზული სახით  გააღო კარი,მაგრამ კარის ზღრუბლზე მდგარი გაღიმებული ლუკა რომ დაინახა შეუბღვირა,მაგრამ მერე თავადაც გაეცინა.
-არ გეყო დღეს ჩემს ნერვებზე თამაში და სახლში მომაკითხე?
-ნუ ბუზღუნებ,რა გაქვს საჭმელი თუ უკეთესია მოვიტანო გარედან.
-რომ მოდიოდი,ხომ იცოდი აქ ქალი არ მყავდა სახლში.
-აჰა,ესე იგი წავიდე და მოვიტანო.კარგი წავალ,შენს ბუზღუნს ჯობია წავიდე.ლუკა კარებისკენ წავიდა,მაგრამ ანდრეამ უყვირა.
-დაჯექი მანდ,ვაჟას დავურეკავ და ყველაფერს გამოაგზავნის,მხოლოდ მითხარი რას მიირთმევთ ბ-ნო ლუკა.
-შენ რაც გინდა,მაგრამ გიორგიც მოვა და სამზე შეუკვეთე ყველაფერი.
-დღეს,თქვენ ორმა რაღაც ჩაიფიქრეთ ხომ?ლუკას გაეცინა და სიცილით უთხრა ანდრეას.
-არა,არაფერი არ ჩამიფიქრებია,მიდი დარეკე თუ რეკავ.
-დავრეკავ,მაგრამ გიორგისთვის რა შევუკვეთო.
-შეუკვეთე რაც გინდა,არ იცი რა ღორიცაა საჭმელი იყოს და ყველაფერს ჭამს.შეუღრინა ანდრეას მოთმინება დაკარგულმა ლუკამ მაგრამ ცოტა ხანში ორივე იცინოდა და ამ დროს კარებზე ზარიც გაისმა.ანდრეამ კარი გააღო და სახლში შესულ ფერდაკარგულ და ტუჩებჩალურჯებულ გიორგის ხელი შეაშველა,თან სიცილით უთხრა.
-რა გჭირს,რას მორბოდი, მოგდევდნენ?
-საერთოდ არ მირბენია,კბეებზე ამოვედი როგორც ყოველთვის და რაღაც უცნაურად ვგრძნობ თავს.
-რამე გაწუხებს?ეჭვნარევი ხმით შეეკითხა ანდრეამ და წყალიც მოუტანა.
-არა,არაფერი არ მაწუხებს.ჩვეულებრივად უპასუხა გიორგიმ.
-გიორგიიიი იცი რომ ტყუილს ბავშვობიდან ვერ ამბობ?
-არ ვტყუი,ანდრეა მართლა არაფერი არ მტკვა.
-თვალებშიო მიყურებ და მატყუილებ,გიორგი სარკეში ჩაიხედე ბიჭო ტუჩები სულ გალურჯებული გაქვს.ასწი შარვლის ტოტები და ფეხის წვივები დავინახო.
-აუ წადი რა,შენ ექიმი ხარ,მაგრამ ყველაში შენს პაციენტს ნუ ხედავ,გაიგეეე?ანდრეამ ხელი დაუჭირა გიორგის და პულსი გაუსინჯა.
-გადაღლილი ხარ გიორგი და გულს ფიზიკური დატვირთვა აქვს.გულსისხლძარღვთა შევიწროვება,ხვალვე  მოხვალ კლინიკაში და გამოკვლევას ჩაიტარებ.
-ვსიო,დაგერხა გიო 27 წლის ასაკში.სიცილით უთხრა ლუკამ გიორგის და ბალიშიც მიიღო თავში გიორგიოსგან.
-შენ ღადაობ და მე მართლა მაშინებს ამ ჯიუტის მდგომარეობა.გაბრაზებულმა შეხედა გიორგის და გიორგიმ თვალი ჩაუკრა ანდრეას წამოდგა,ხელი გადახვია და უთხრა.
-ნუ გეშინია,მეც მეშინია და თუ წავალ თქვენზე ადრე,დალოცვილს დაგტოვებთ შვილებო ყველას.
-მოუვიდა ფერი და მობრუნდა საჩვენოსკენ.ანდრეა დაურეკე ვაჟას თუ ურეკავ,თუ არადა წავალ სახლში,შევწვავ კარტოფიულს და ვჭამ.ანდრეა ისევ გიორგიზე ფიქრობდა,წარბაწეულმა გადახედა ლუკას და შემდეგ უხმოდ ნაცნობ ვაჟას დაურეკა და შეკვეთა მისცა.ერთი საათი დასჭირდათ ლოდინი და ამ ერთ საათში წუთით არ შეუწყვეტია გიორგიზე ფიქრი.
-რომეო რას ფიქრობ ქორწილზე,თითქმის ორი წელია სესილი გიყვარს და როდის უნდა დაქორწინდე,ერთი პატარა საძმოში არ გვაწყენდა.პატარას ხსენებაზე ლუკას ხველა აუტყდა და ბიჭებს სიმართლე უთხრა,რაც სესილის აწუხებდა.
-იმდენად დიდია სიყვარული სესილის მიმართ,რომ ერთმანეთს ვავსებთ.არ ვწუწუნებ,თუ გაიმეტებდს უფალი და მაჩუქებს პატარას ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იარსებებს დედამიწაზე,თუ არადა რამდენი ოჯახს,მშობლებს და სითბოს,სიყვარულს მოკლებული პატარაა,ავიყვანთ და გავზრდით.სესილის გარეშე კი ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს.შუაღამემდე შემორჩნენ მეგობრები მაგიდას და საუბრობდნენ.დილით ლუკა ადრე ადგა და მოკლე შეტყობინება დაუტოვა ანდრეას.
-აიძულე და წაიყვანე ანალიზების და გამოკვლევების გასაკეთებლად,თორემ მაგას მკვდარს თუ შეიყვან საავადმყოფოს შენობაში.გამეცინა გუშინ,მაგრამ უნდა გამოგიტყდე,რომ მეც ძალიან შემაშინა მისმა ფერმა და ეს უკვე პირველად არ შემიმჩნევია.ანდრეა ველოდები შენგან გიორგის ანალიზების შედეგებს.ანდრეამ დაფიქრებულმა ჩაიკითხა წერილი,გადახია და გადააგდო,შემდეგ ყავა მოადუღა და სამზარეულოში იჯდა,რომ გიორგი შევიდა და პირდაპირ ყავის მოდუღებას შეუდგა,მაგრამ ანდრეამ სერიოზულად უთხრა.
-არც ყავა დალიო და არც არაფერი შეჭამო.დღეს ანალიზებს ავიღებთ და მის მიხედვით შევხედავთ რა გჭირს.
-რატომ ართულებ ყველაფერს ანდრეა.უთხრა გიორგიმ მაგრამ ანდრეამ მკაცრად შეხედა და გიორგიმაც აღარაფერი უთხრა,უხმოდ გავიდა და მოემზადა.სულ ცოტა ხანში კი ანდრეასთან ერთად ჩაირბინა კიბეები და გიორგის ისევ ისე დაეკარგა ფერი,რამაც ანდრეა კიდევ უფრო შეაშინა.როგორც ექიმი ხვდებოდა რაც ჭირდა და არ უნდოდა ანალიზების გარეშე დასკვნა მისით გამოეტანა.ყველა ანალიზზე თავად გაყვა და ყცელაფერს მისი მახვილი თვალით ამოწმებდა,რამდენიმე ანალიზის პასუხი იქვე იცოდა უკვე და გიორგის შეხედა.
-რა ხდება,რატომ მიყურებ ასე მართლა რამე მჭირს?
-გიორგი ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვი,მაგრამ თავი არ გადაიტვირთო ამ ათი დღის განმავლობაში.10 დღეში კი ყველა ანალიზზე გვეცოდინება პასუხი.
-კარგი,ახლა შემიძლია წავიდე?
-წადი და ეს წაიღე,დღესვე იყიდე და აუცილებლად მიიღე ამ ათ დღეში.გიო გთხოვ,ეს წამლები ძალიან მნიშვნელოვანია შენი გულისთვის.
-ესე იგი გულზე მაქვს პრობლემა.
-გაქვს,დაფარვას აზრი არააქვს,მაგრამ რა პრობლემაა ამას ანალიზები გვეტყვის და რამდენად რთულადაა შენი გულის სასიცოხლო ორგანო.
-კარგი,წავალ წამლებს ვიყიდი.გიორგის წასვლის შემდეგ ლუკას დაურეკა და უთხრა ყველაფერი.
-მართლა ყველაფერი ასე სერიოზულად არის?
-არის,ლუკა არის.მე კი ის მიკვირს,რატომ აქამდე ვერ შევამჩნიე.სულ ერთად ვიყავით და არასოდეს უთქვამს თუ გული აწუხებდა.ძალიან ძნელად გაიარა ათმა დღემ და გიორგიმაც ჩვეული ღიმილით შეაღო ანდრეას კაბინეტის კარი.ანდრეამ შეხედა და ინტერესით შეეკითხა.
-როგორ გრძნობ თავს,ამ წამლების შემდეგ?
-კარგად ანდრეა.ვგრძნობ,ვგრძნობ თავს.ისე აღარ მიჭირს სიარული და სიარულის დროს ჩვეულებრივად არა,მაგრამ უკეთესად ვსუნთქავ.
-ეს კარგია.მე გავალ და მოვიტან შენს ანალიზებს და ერთად გადავხედოთ.ანდრეა გავიდა და გიორგის დიდი ხნით მოუწია ცდამ და როგორც იქნა ანდრეაც დაბრუნდა.ვერ ვიტყვი,რომ მხიარული სახით,ადვილი შესამჩნევი იყო,რომ გიორგის ჯამრთელობა არც ისე სახარბიელო იყო.ანდრეა გიორგოს წინ დაჯდა და თვალებში შეხედა.
-თქვი ანდრეა.რაც არ უნდა ძნელი მოსასმენი უნდა იყოს ჩემი განაჩენი,მე უნდა ვიცოდე რა მჭირს.ბოდიში მინდა მოგიხადო,რომ გაცდევინე,მაგრამ მინდოდა კიდევ ერთხელ გადამეხედა შენი ანალიზებისთვის და გადამემოწმებინა ჩემს ერთ ძალიან ნიჭიერ კოლეგასთან ერთად,რომელმაც ჩემი ეჭვები ჩემს უთქმელად დამიზუსტა.
-მე ახლა შენს წინ პაციენტი ვზივარ ანდრეა.ამიტომ პირდაპირ თქვი,ნუ გიჭირს საუბარი.
-არა,არაფერს არ დაგიფარავ და პირდაპირი ვიქნები.მართლა მიჭირს ახლა შენ რომ ზიხარ ჩემს წინ,მაგრამ პირდაპირ გეტყვი,რომ მდგომარეობა ძალიან მძიმეა.იმაზე მძიმე და საშიში,ვიდრე ველოდი.გიო ყოველ წუთს უნდა ველოდოთ, შენი გული როდის შეწყვიტავს ფეთქვას.
-ასე ცუდად თუ იყო ჩემი გულის მდგომარეობა,არ მიფიქრია ამაზე.
-კი,გიორგი.შენი ჯამრთელობა სერიოზულ საფრთხეშია.არ შემიძლია გითხრა ტყუილი,ვერც იმედს მოგცემ,ვერ დაგაიმედებ,ვერც ვერაფერს ვერ შეგპირდები.
-არა,ეს არ შეიძლება.ყოველთვის მჯეროდა პირდაპირობის და სიმართლის.მინდა ვიცოდე,ანდრეა რამდენი მაქვს დრო,დრო ჩემი სიცოცხლისთვის.მითხარი,რამდენ ხანს ვიცოცხლებ კიდევ.ანდრეამ ჩაწითლებული თვალებით შეხედა გიორგის და ჩამწყდარი ხმით უთხრა.
-საავადმყოფოში უნდა დაწვე,ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყო და ამავე დროს,უნდა ვეძებოთ დონორი.გიორგის ჩაეცინა და ანდრეას უთხრა.
-ფიქრობ და იმედი გაქვს, რომ დონორი გამოჩნდება?
-რწმენა არ დავკარგოთ და ყველაფერი კარგად იქნება.
-ოპერაციას თუ არ ექვემდებარება,ყველაფერი კარგად როგორ იქნება ანდრეა.
-დროს ნუ გავუსწრებთ წინ და დრო თავად გვიჩვენებს გზას გადარჩენისაკენ.ანდრეამ ექთანს დაუძახა.
-გისმენთ ანდრეა ექიმო.
-საუკეთესო პალატა მოამზადეთ პაციენტისთვის.ექთანმა გიორგის შეხედა და ანდრეას თანხმობის ნიშნად დაბნეულად თავი დაუქნია.გიორგიმ შეხედა გოგონას და თვალი ჩაუკრა,ხმამაღლა კი უთხრა.
-რატომ გაგიკვირდა?რა, სიმპატიური ბიჭები არ ხდებიან ავად?
-არა,კი,მაგრამ არ ველოდი თქვენ თუ გნახავდით აქ როგორც პაციენტს.
-რას ვიზამთ,ხდება ხოლმე გაუთვალისწინებელი წუთებიც ჩვენს ცხოვრებაში.
-ანდრეა ექიმო,ისე არა მგონია ამ ყმაწვილის ადგილი აქ იყოს,ვფიქრობ კარგი იქნება თუ ფსიხიატრიულში მოვათავსებთ.
-ჯერ აქ ვუმკურნალოთ კატერინა და შემდეგ გპირდები გადავიყვან ფსიხიატრიულში.გაეცინა ანდრეას.
-შენ რა მართლა მაწვენ?მართლა აუცილებელია,რომ დავწვე?ანდრეამ ხმას აუწია და გიორგის მკაცრად უთხრა.
-შემომხედე,კარგად მხედავ?მე ვარ კარდიოლოგი თუ შენ.მაშინ შენ უკეთ უნდა იციდე რა გჭირს ან გჭირდება თუ არ გჭირდება აქ ყოფნა.დაემორჩილე ექთანს და გახსოვდეს,რომ შენი სიცოცხლე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.ყველა რომ დაივიწყო,მე და ლუკას ვერ დაგვივიწყებ,ვერ შეძლებ ამას გიორგი.
-საუკეთესო მეგობარი მყავხარ ჩემს ცხოვრებაში ანდრეა.
-მე არ ვარ შენი მეგობარი გიორგი.
-რა?არ ხარ მეგობარი?აბა,ვინ ხარ შენ ჩემი.
-მე შენი ძმა ვარ,ისე როგორც ლუკასი.ჩვენ ძმები ვართ და ჩვენ ერთმანეთის სიცოცხლე გვჭირდება,ერთმანეთის გვერდით დგომა,ეს არასდროს არ დაგავიწყდეს.ახლა კი გაყევი ექთანს და იქ დამელოდე,მე დაგიდგამ გადასხმას.გადაღლილი ხარ გიორგი და უნდა დაისვენო.გიორგიმ თავი დახარა და უხმოდ გავიდა ანდრეას კაბინეტიდან,მაგრამ მიუბრუნდა ანდრეას და უთხრა.
-მართალია ერთად გავიზარდეთ,მაგრამ ჩემი ცხოვრება ყოველთვის განსხვავებული იყო თქვენიდან.არ ვთაკილობდი არაფერს და ფიზიკურადაც ბევრჯერ მიმუშავია,რათა ჩემს პატარა დას არაფერი მოკლებოდა.ჩემი გულის ტკივილი იმ დღიდან დაიწყო,იმ საშინელ ავარიას რომ შევესწარი.არ შემიძლია იმ მომენტების დავიწყება,იმ დღეს საშინელი გულის ტკივილი ვიგრძენი,გულის მხარე თითქოს გამეყინა და არ მივაქციე ყურადღება.არ მეგონა და არც ვიფიქრებდი თუ ის პატარა,უმნიშვნელო ბწკენა გულზე ასეთ სერიოზულ სახეს მიიღებდა.არ შემიძლია,როცა გამახსენდება ის საშინელი ხმა მესმის ყურებში და საშინელი შიშით სავსე თვალები,რომლებიც შეშინებული უცქერდნენ ცეცხლ-მოკიდებულ მანქანას და მასთან ერთად მეც მტკიოდა იქ ორი ადამიანი რომ იწვოდა ცოცხლად.დარწმუნებული ვარ ანდრეა მათ, სანამ გული არ გაუჩერდათ ესმოდათ პატარა გოგონა როგორ ყვიროდა და წიოდა,როგორი ტკივილით ეძახდა მშობლებს.
-გიორგი ეს უკვე წარსულია და უნდა შეძლო,უნდა დაივიწყო.
-11 წელი გავიდა მას შემდეგ და ვერ შევძელი.ვეცადე,მაგრამ ის თვალები ვერ დავივიწყე და მითუმეტეს ახლა გამიჭირდება დავიწყება,რომ ვიპოვე,მაგრამ უკვე სხვისია.ანდრეამ თავად მიაცილა გიორგი მისთვის გამოყოფილ პალატამდე,თავად დააწვინა და გადასხმაც თავად დაუდგა.გამოვიდა თუ არა პალატიდან,ლუკას დაურეკა.
-გელოდებოდი,რა ხდება ანდრეა.
-შენ მართალი აღმოჩნდი,როგორც იფიქრე შენ და რასაც მე ვვარაუდობდი სწორედ ისაა,რისიც მეშინოდა.
-კარგი,მოვდივარ და შენთან ვილაპარაკოთ.გიორგის ნახვამდე შენ გნახავ.



№1  offline მოდერი zia-maria

შემეშალა,მესამე თავი შეცდომით აწერია,მეოთხე თავია.

 


№2  offline წევრი mia15

მართლა კარგი იყო.ველოდები შემდეგ თავს

 


№3 სტუმარი marina

ak ukve kvelsperi garkveulia.giorgi zedmetia da krima.❤❤❤❤

 


№4 სტუმარი სტუმარი Maka

Velodebi momdebno taavs moutmenlad????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent