შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმშვიდეში დაკარგული (ნაწყვეტი)


24-02-2018, 14:27
ავტორი Kalina
ნანახია 1 301

სახლში რომ მივიდა, უკვე დაძინებული დახვდა.
ან თავს აჩვენებდა, რომ ეძინა.
ალბათ უფრო მეორე.
-ბუბუ...
პასუხი არ იყო.
-ბუ...
ბუბუ თვითონ შეარქვა.
ეზარებოდა ყყოველ წამს მისთვის ბარბარეს დაძახება და ერთ დღესაც უნებურად წამოცდა ეს სახელი.
იმ დღის შემდეგ, ბარბარე-თი არასოდეს მიუმართავს.
საძინებლის კარს მიეყრდნო და ღრმად ჩაისუნთქა.
წამით მართლაც დაიჯერა რომ ეძინა, მცირე დეტალი რომ არა.
ვითომ ჩაძინებულს მხრები შეუმჩნევლად უცახცახებდა.
წარმოიდგინა მისი ტირილი და სიკვდილი მოუნდა.
ბუბუ ტიროდა.
გაგის პატარა ბუბუ ტიროდა.
-ბუბუ...
ლეკვივით დაუძახა და მისკენ წავიდა.
ნაბიჯების ხმის გაგონებაზე, უკვე მთლიანად აცახცახებულმა სხეულმა, თეთრი ხელით საბანი თავზე დაიფარა.
-ბუბუ. მოვედი. მისმენ? აღარსად აღარ მივდივარ. მოგვარდა ის საქმე, გესმის? ნუ ტირი. აღარ მოვიქცევი ისე საშინლად. ბუბუ, ნუ ტირი რა. გეხვეწები, შენს ცრემლებზე მეტად ხო იცი, არაფრის არ მეშინია. ჰო?
სხეულის კანკალი ოდნავ შეწყდა.
-ბუბუ მისმენ?
უკვე აკანკალებული ხელები მოხვია საბანგადაფარებულს.
მხოლოდ ეს ქსოვილი იყო მათ შორის ზღვარი.
-ბუბუ... ბოდიში რა. გესმის? მაპატიე.
საბნის ქვეშ სხეული შეირხა და მხარე იცვალა.
გაგის ხმაში ხრინწი შეეპარა.
ეს მხოლოდ ტირილის წინ იცოდა.
აბა, რა ექნა.
ატირებული ბუბუ მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ნანახი და ალბათ ვერც ერთი სიტყვა ვერ აღწერს ზუსტად იმ საშინელებას, რაც მაშინ განიცადა.
თითქოს დაიშალა. გამჭვირვალე გახდა და ატირებულს ვერ ეხვეოდა.
მანაც საწოლის კიდეზე დადო თავი და ბურტყუნი დაიწყო.
-ბუ... ბუბუ... მორჩა ყველაფერი, რა. რაღაც პრობლემა... აუ, არ შემიძლია. როგორ აგიხსნა... ვიცი, რა სიცივესაც გრძნობდი, ბუბუ, მარა მე ხო ძალით არ მდომებია... ყურადღებას საერთოდ ვერ გაქცევდი და ალბათ გული როგორ გატკინე, ზუსტად ვიცი. მარა... შენ ხო გაიგებ, არა? მარა სულ შენ როგორ უნდა გამიგო. მეც უნდა გაგიგო და თუ აღარ გენდომება რამე, არაფერს არ დაგაძალებ. ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გენდომება...
საბანგადაფარებული სხეული ცახცახებდა.
-ბუბუ... ერთს გაკოცებ რა. და გავალ მერე. ხო იცი, ძილის წინ რო არ გაკოცო, ვერ დავიძინებ მთელი ღამე.
-ეს ხუთი ღამე მშვიდად გეძინა.
გაგი ფეხზე წამოხტა მისი ჩახლეჩილი, უსიცოცხლო ხმის გაგონებისას.
-არა, ბუბუ... როგორ გეგონა... როგორ იფიქრე... მე ყოველ ღამე გკოცნიდი ბუბუ... შენ რო არ გაგეგო ისე... ბოლო ცრემლს რომ გადაყლაპავდი და ამასობაში გეძინებოდა მაშინ... არც ერთი ღამე არ გამომიტოვებია, ბუბუ, არც ერთი...
მისი საბნის გადახდას ცდილობდა, მაგრამ აკანკალებული სხეული ბოლომდე უძალიანდებოდა.
-არ მინდა, გაგი... ასე არ მინდა...
იმეორებდა მიმკვდარი ხმით.
გაგის თითქოს მეხი ეცემოდა მის ასეთ ხმაზე. ლამის გონდაკარგულს მხოლოდ მისი დამშვიდება შეეძლო:
-ბუბუ... ჩემო პატარა, ყველაფერი იქნება ისე, როგორც შენ იტყვი. გესმის, ბუ? თუ გინდა წავალ, სულ წავალ. საერთოდ არ მოგენატრები? ჩემი პატარა. რანაირად გატირე... ჩემ გამო როგორ უნდა იტირო, ბუბუ...
ნელა წამოდგა საწოლიდან ბუბუ და ოთახიდან გასვლა დააპირა, მაგრამ გაგი წინ გადაუდგა და მთელი ძალით მოეხვია საბანში გახვეულს.
-გაგი, გამიშვი...
გაგი არ უშვებდა. უფრო მჭიდროდ იკრავდა სხეულზე.
მხარზე ხელის ნაზი მოძრაობებით აგრძნობინებდა, რომ უკვე მის გვერდით იყო, რომ არასოდეს მიატოვებდა.
-მაპატიე. გესმის ბუბუ? ბოდიში. მოდი, დაწექი. მოდი. ბუბუ, წამომყევი. წამო, დავიძინოთ. მოდი, ჩემო პატარა.
ლოყებს ნაზად უკოცნიდა და ტუჩებზე მარილიან სითხეს გრძნობდა...
ბუბუ სლუკუნს ვერ წყვეტდა.
სულ ასეთი იყო. სევდიანი, ემოციური, გულჩვილი.
მისი თავი გაგის პატარა ბავშვს აგონებდა.
სულ უფრთხილდებოდა, არაფერს აკეთებდა ისეთს არასდროს, რაც ბუბუს გულს ატკენდა.
მაშინაც კი, როცა ოდნავ დადარდიანებულს დაინახავდა, შინაგანი ხმა გულს უღრღნიდა, რომ გაერკვია, ვინ იყო ბუბუს სევდიანი თვალების მიზეზი.
თუმცა ამავდროულად, სევდიანი ბუბუ არაამქვეყნიურად ლამაზი იყო. რცხვენოდა, საკუთარ თავთან ამის აღიარების, მაგრამ გაგი სულ ფიქრობდა, რომ სევდა ბუბუს ალამაზებდა.
ატირებული ბუბუ, როგორც უკვე ვთქვი, ერთადერთხელ ნახა, როცა შემთხვევით ქუჩაში გაყინულ ძაღლს წააწყდნენ.
ბუბუ ისე აქვითინდა, რომ გაგის გული ნაწილებად დაიშალა. აცრემლებული გოგონა გულზე მიიკრა. ამაოდ ცდილობდა მის დაწყნარებას.
ძლივს დააწყნარა.
გაგიმ ჩახუტებული ბუბუ ნელი ნაბიჯით წაიყვანა საწოლისკენ და ნაზად დააწვინა.
-ბუბუ... მოიხსენი ეს ხო? მოდი, აი აქ დავდოთ.
საბანი ოდნავ გადახადა და გვერდით დაუდო.
ბუბუ სლუკუნებდა.
-თავი მტკივა გაგი...
გაგის გული მოუკვდა მის აკანკალებულ, თითქოსდა დაუცველ ხმაზე.
-ჩემო პატარა... ტირილისგან, ალბათ. მოდი, აი, თავი მომადე. გათბები და გაგივლის. რა ცხელი გაქ, ბუბუ, ხელები.
ხელები ნაზად დაუკოცნა და ბუბუს ღრმა ამოოხვრაც მიიღო პასუხად.
-რაო, ბუბუ...
თავი მკერდზე ნაზად მიადო და გათბობა სცადა.
გაგიმ ნაზად მოხვია თბილი ხელები თავზე და რბილად აკოცა თმებზე.
-ბუბუ... მე უკვე აქ ვარ. არ მივდივარ არსად. ყველაფერი მორჩა. სულ აქ ვიქნები და მოგეფერები... გესმის? ბოდიში, რომ ვერ გათბობდი მთელი ეს დრო. აი, ჩაგეხუტები ეხლა და მერე ბევრს, ბევრს გაკოცებ. ოღონდ შენ აღარასდროს იტირო, ჰო? ჩემო სიყვარულო.
ბუბუს თვალები ისევ სევდით იყო სავსე.
პასუხი, რომ არ გასცა, გაგიმ ლამპა აანთო, რომ ბუბუს სახე დაენახა.
გოგონას აწითლებული და შეშუპებული თვალები ისევ ცრემლებით ავსებულიყო.
გული ეფლითებოდა, ასეთს რომ ხედავდა.
ნელა დაიხარა და ცრემლიანი თვალები დაუკოცნა.
-ჩშ... ნუ ტირი. პატარა, აღარ იტირო. ბუბუ, ვკვდები შენ რომ ტირი. არ გესმის? გინდა, რო მოვკვდე?
ბუბუ აქვითინდა.
გაგი მიხვდა, რომ ისევ გაანაწყენა. უფრო ძლიერად მიიხუტა და გადაწყვიტა, ზედმეტად აღარაფერი ეთქვა.
-როგორ მიყვარხარ... ბუბუ, მოიცა. ცხელი რატო ხარ? მოწიე შუბლი.
გავარვარებული შუბლის შეგრძნებისას გაგი გიჟივით წამოფრინდა.
ბუბუ შეკრთა.
-გაგი?
-ბუ... სიცხე გაქ მგონი. მოიცა, წავალ, თერმომეტრს მოვიტან ხო?
ბუბუ ასლუკუნდა.
-არა... გაგი, არ წახვიდე რა... არ მიმატოვო, გეხვეწები... არ დამტოვო, გაგი...
მიხვდა, რომ მაღალი ტემპერატურის გამო ბოდავდა.
შუბლზე ნაზად აკოცა.
-ბუბუ, მისმინე. ხო გინდა, რო სიცხემ დაგიწიოს?
ბუბუ არ ჩერდებოდა.
-გაგი, გეხვეწები... არ წახვიდე. მეც წამოვალ რა...
გაგიმ ამოიხვნეშა.
-კაი, ჰო. წამოდი, წამოდი.
საბანი მოახვია გავარვარებულ სხეულს და ოთახიდან გამოიყვანა.
თერმომეტრი და სიცხის დამწევი აბები წამოიღო და ისევ საძინებელში შებრუნდნენ.
ბუბუ იღიმოდა.
გაგისაც გაეღიმა.
-რაო, ბუბუ?
ბუბუს გაეცინა.
-მიყვარხარ.
გაგის გულმა ფართხალი დაიწყო.
-მეც მიყვარხარ ბუ. მეც ძალიან მიყვარხარ. მოდი, სიცხე გავიზომოთ.
ნელა ჩაუდო თერმომეტრი გავარვარებულ ხელში და თავისი ხელებიც ზედ შემოხვია, რომ აკანკალებული თითებისთვის თერმომეტრის დავარდნის საშუალება არ მიეცა.
გამუდმებით კოცნიდა ხელებზე.
გაგის უყვარდა ბუბუს ხელები. ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა იმას, მუდამ თბილად ჰქონდა ხელები თუ არა.
ახლა კი, ნატრობდა პირიქით ყოფილიყო.
თერმომეტრის წრიპინმა ორივე გამოაფხიზლა ფიქრებიდან.
გაგიმ ფრთხილად გამოართვა და უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა:
-39.5.
ბუბუმ ამოიოხრა.
მოდუნებული და მოთენთილი იყო.
გაგიმ აბები დაალევინა და ლამის ჩაძინებული სხეული კალთაში ჩაისვა.
წამით ვერ მოხუჭა გაგიმ თვალი. ბუბუს ყოველ სუნთქვას უსმენდა, წამდაუწუმ ეკითხებოდა, რამე ხომ არ სჭირდებოდა, რამე ხომ არ სტკიოდა.
ბუბუც ღიმილით პასუხობდა, რომ არ ენერვიულა.
გაგის გული იმ მომენტში განსაკუთრებით იყო სიყვარულითა და სითბოთი სავსე.
ხელები არ გაუჩერებია მთელი ღამე.
დაუღალავად ეფერებოდა სახის ყველა ნაკვთზე.
ორჯერ გაეღვიძა ღამით და ორივეჯერ გაგი გაღვიძებული დახვდა.
ბუბუ წამდაუწუმ ოხრავდა ძილში.
გაგი ხვდებოდა, რომ რაღაც აწუხებდა, სტკიოდა. მაგრამ ბუბუ ამას ასი წელი არ ეტყოდა, ზემდეტად რომ არ გაენერვიულებინა.
-ბუ... ბუბუ. გეხვეწები მითხარი, რა გჭირს. უნდა ვიცოდე, პატარა, რამე თუ გტკივა. აქ იმისთვის ვარ რომ შენ მოგიარო, გესმის? ბუბუ...
ბუბუმ ისევ ამოიოხრა.
-გაგი... მგონი ვკვდები.
გულუბრყვილო მზერით ახედა და შეშფოთებულ სახეზე დააკვირდა.
გაგის თავზარი დაეცა ამ სიტყვების გაგონებისას.
მხოლოდ წამით შეძლო ბუბუს გარეშე თავისი ცხოვრების წარმოდგენა და...
ალბათ ეს ერთი წამი მთელი 25 წლის ტკივილს უდრიდა.
გაგი უსიტყვოდ წამოდგა საწოლიდან, ბუბუს საბანი გაუსწორა და ოთახიდან გიჟივით გავარდა.
აივანზე შევარდა და რეკორდული რაოდენობის სიგარეტი მოწია.
ვერ იჯერებდა, რომ მის გვერდით ყოფნის დროსაც კი, ბუბუ სიკვდილზე ფიქრობდა. ეს აზრი ერთ მხრივ ანადგურებდა, ხოლო მეორე მხრივ აბრაზებდა.
სწორედ მეორე მხარის გამო გამოვარდა აივანზე და აგერ, უკვე მეოთხე სიგარეტი ჩააგდო საფერფლეში.
მერე მიხვდა, რომ სიცხიანი ბუბუ, რომელიც სისულელეებს ბოდავდა, ოთახში მარტო დატოვა.
დამთხვეულივით შევარდა ისევ ოთახში და იგივე პოზაში მწოლიარე ბუბუ დახვდა, რომელსაც თვალებიდან ცრემლები სდიოდა.
გაგი მასთან მივარდა და ხელები მოხვია.
-ბუბუ... მისმინე. მე არ მინდა, რომ შენ ოდესმე სიკვდილზე იფიქრო. მართლა არ მინდა. მითუმეტეს მაშინ, როცა შენ ჩემთან ხარ და ტყვიასაც გადავუდგები შენ გამო. გესმის?
ბუბუ ცნობისმოყვარე თვალებით აკვირდებოდა გაგის სახეს.
გაგი ვერ უძლებდა ასეთ ბუბუს. ახლაც ვერ გაუძლო და მთელი სახე დაუკოცნა.
-მე მთელ ქვეყნიერებას მირჩევნიხარ ბუბუ. მთელ სამყაროს.
სახე ხელებით გაუკავა და ახლადჩამოსრიალებულ ცრემლებზე ტუჩები მიაკრო სიცხიანს.
ბუბუ მიხვდა, რომ გაგის ძალიან აწყენინა და მკერდზე მიეყუდა.
-გაგი...
-ჰო.
-მეც მიყვარხარ. ხომ იცი?
-ვიცი, ბუბუ.
-ხომ იცი, რომ მეც ყველაფერს მირჩევნიხარ? მე... შენს გარეშე არაფერი არ ვარ. შენ რომ არ მყავდე... მე...
გაგიმ არ დააცადა ამ წინადადების დამთავრება.
ოდნავ, სულ ოდნავ, ნაზად შეეხო მის ტუჩებს.
ხელებს მის თმებში დაასრიალებდა.
ბუბუს კოცნისას ჩაეძინა.
გაგის ჩაეცინა.
უყვარდა.
უყვარდა ყველაფერზე მეტად.
და ამას ვერაფერი შეცვლიდა.





ეს ისტორია ძალიან მიყვარს,
იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ
ამ ნაწყვეტის წერის დროს მეც მიყვარდა და მეც ვუყვარდი ერთს.
მაგრამ, ყველაფერი ისე არ რჩება, როგორც ჩვენ გვინდა.
გააზრება იმისა, რომ თოკის ბოლოზე ხელი გეშვება, ყველაზე საშინელი გრზნობდაა,
დამეთანხმებით ალბათ.
მთლიან ისტორიას ვერ დავდებ,
იმიტომ, რომ ის ალბათ...
ჩემთვის დავწერე მხოლოდ.
ეს არის რისი შემოთავაზებაც შემიძლია ამ მომენტში.
მინდა, რომ ძლიერები იყოთ.
და გიყვარდეთ ყველაზე გულწრფელი გრძნობით.
ისე, როგორც მე მიყვარხართ.
ვიმედოვნებ, რომ ისე გათბება ამ ნაწყვეტით თქვენი გულები, როგორც ჩემი გათბა იმ პერიოდში.
სიყვარულით,
მარიკუნა <3



№1  offline წევრი TrustYourSoul

მართლა გამათბო❤️
ძალიან ტკბილი და მსუყე ისტორია იყო თუ ნაწყვეტი,ნუ რა მნიშვნელობა აქვს მთავარია გულში სითბო ჩამიღვარა❤️ ასეთი სიყვარულები თუ არსებობენ ბედნიერებას ვუსვურვებ❤️მაგრამ ცოტა ცოტა მეეჭვება❤️აი ისეთი გმირები გყავს ხოლმე ყველა ისტორიაში სამყაროს,რომ გწყვეტენ და სადღაც გადაგისვრიან,მოვარდისფრო სამყაროში..უფრო ლაღში❤️.
ისე მე ჩემი ნიკოლოზს და ტასუნასაც ველი :დდდდდ❤️❤️რაც შეეხება შენი სიყვაულის ისტორიას სიამოვნებით წავიკითხავდი თუ ამის გაზიარება გსურს❤️❤️ჩემი მატრაკვეცობა არ შეიმჩნიო❤️ :დდ

 


№2  offline წევრი Kalina

წარსული კვდება...
მართლა გამათბო❤️
ძალიან ტკბილი და მსუყე ისტორია იყო თუ ნაწყვეტი,ნუ რა მნიშვნელობა აქვს მთავარია გულში სითბო ჩამიღვარა❤️ ასეთი სიყვარულები თუ არსებობენ ბედნიერებას ვუსვურვებ❤️მაგრამ ცოტა ცოტა მეეჭვება❤️აი ისეთი გმირები გყავს ხოლმე ყველა ისტორიაში სამყაროს,რომ გწყვეტენ და სადღაც გადაგისვრიან,მოვარდისფრო სამყაროში..უფრო ლაღში❤️.
ისე მე ჩემი ნიკოლოზს და ტასუნასაც ველი :დდდდდ❤️❤️რაც შეეხება შენი სიყვაულის ისტორიას სიამოვნებით წავიკითხავდი თუ ამის გაზიარება გსურს❤️❤️ჩემი მატრაკვეცობა არ შეიმჩნიო❤️ :დდ

ჩემო საყვარელოოო♥️♥️ როგორ მიყვარს შენი კომენტარები,
ისე ვთბები, ისე...
მართლა ძალიან მიყვარხარ:)
არ ვიცი, ვნახოთ ????♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent