გულის ძახილი.თავი 5
არაფერზე არ ფიქრობდა და ისეთი დიდი სისწრაფით მიდიოდა გარდაუვალი იყო ჯარიმის აღება,მაგრამ ტირილი უნდოდა,ყვირილლიც უნდოდა რომ დაცლილიყო მასში დაგროვილი მთელი ტკივილისგან. -ეს ხომ შეუძლებელია,ჩემი გიორგი,ჩემი გიო.ჩაგეხუტები,რომ ნებისმიერმა ტკივილმა გაგიაროს,რომ აღარ გეტკინოს.წარმოდგენაც კი არ გაქვს რა ძნელი მოსასმენია ეს ყველაფერი ჩემთვის ჩემო მეგობარო.მე ავიტან ყველა ტკივილს,ავიტან შეურაცყოფასაც და გავუძლებ ყველა განსაცდელს,ეს ჩვენი რეალობაა,ჩვენი ამქვეყნიური სტუმრობაა,მაგრამ უშენობას ვერ გადავიტან გიორგი.ანდრეასთან საუბრიდან,რამდენიმე წუთში ლუკამ გულაჩქარებულმა და თვალებზე ცრემლმორეულმა შეაღო ანდრიას კაბინეტის კარი და უხმოდ დაჯდა ანდრეას წინ განადგურებული.მიხვდა ანდრეამ რომ უნდა ეთქვა ყველაფერი შეკითხვების დასმის გარეშე და ჩახლეჩილი,ჩამწყდარი ხმით თქვა. -რაც არ უნდა პარადოქსიულად ჟღერდეს,გიორგის გულმა მიაღწია იქამდე,სადაც მის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. -მაინც რა ჭირს ასეთი,რომ ოპერაცია არ შეიძლება და მხოლოდ დონორის უნდა ველოდოთ.ანდრეა დონორი რომ ვერ ვიპოვოთ,არც მინდა გავიფიქრო,მაგრამ გიორგის დავკარგავთ?კითხა თვალებჩაწითლებულმა ანდრეას. -ლუკა გიორგის გულის კუნთები ვეღარ ასრულებს სისხლის გადატუმბვის ფუნქციას,ამა თუ იმ ორგანოსთვის. -რამ გამოიწვია ეს ყველაფერი,რატომ დაემართა.ნუთუ მემკვიდრეობით არის? -არა,ოჯახში არავინი არ არის გულით დაავადებული.მე ვფიქრობ ეს გადატვირთული,დაუღალავი ფიზიკური დატვირთვის გამო არის.ფეხზე აქვს მოხდილი ინფარქტი,რა თქმა უნდა მსუბუქ ფორმებში,მაგრამ ეს უყურადღებობის შედეგად დაზიანდა კუნთი.მახსოვს ერთი პერიოდი მაღალ წნევებს უჩიოდა,ეს იმიდან იყო გამოწვეული,რომ ამ წნევებმა გამოიწვია კუნთის გადაძაბვა.ამ დაავადებისაგან შესაძლებელია ლუკა განიკურნოს ადამიანი,მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში საქმე არის ქრონიკულ დაავადებასთან გამოწვეულ გულის უკმარისობისაგან,რომლის მართვა შეიძლება,მაგრამ განკურნება ვერ ხერხდება. -ნეტავ შემეძლოს ანდრეა დახმარება და გეფიცები,დაუფიქრებლად მივცემდი ჩემი სხეულის მთავარ ნაწილს,ჩემს გულს გიოს. -განა,მეც შენს დღეში არ ვარ?რა თქმა უნდა ეწყინა ლუკას გიორგის ასეთი მდგომარეობა,მაგრამ თავი ხელში აიყვანა და ღიმილით შეაღო გიორგის პალატის კარი. -დასვენება გადაწყვიტე ჩვენგან?ჩვენ,რომ მაინც აქ ვიქნებით? -ხო,დავიღალე უკვე,მიქელამაც დამიძახა და მეც მინდა წასვლა,მაგრამ ანდრეამ აქ მიმაჯაჭვა ამ საწოლზე. -არც იფიქრო წასვლაზე,გესმის?ჩვენ ღრმა სიბერემდე ვიქნებით ერთად,ოთხი მოხუცებული მეგობარი რომ შევხვდებით ერთმანეთს.იცინოდა,არ იმჩნევდა მეგობრის ტკივილს მაგრამ გული ტკიოდა გიორგს ტკივილისგან შეკრულ წარბებს რომ შეასწრებდა თვალს.თითქმის შუა ღამე იყო გადასული,სახლში მივალო თქვა და წავიდა.გზად მიმავალმა მაღაზიას შეხედა,შევიდა მაღაზიაში და ერთი ბოთლი არაყი იყიდა და სახლში მისულმა კარები გააღო თუ არა,იქვე ჩაჯდა და არაყი დალია.ემწარა პირველად,მაგრამ შემდეგ წყალივით სვამდა ყლუპა-ყლუპა.თან ტიროდა,ტიროდა რომ არ შეეძლო დახმარებოდა გიორგის.გამთენიისას რამდენჯერმე ახმაურდა ტელეფონი,არ გასცა ხმა,არავინის ხმის გაგონება არ უნდოდა.დილის 8 საათზე კარზე ზარი იყო,გაუჭირდა ადგომა მაგრამ მყარად დადგა ფეხზე,კარი გააღო და კართან სახე წაშლილი სესილი იდგა. -რა გჭირს,გუშინ მთელი ღამე გირეკავდი. -შემოდი.უთხრა მოკლედ და გზა დაუთმო სახლში შესასვლელად.ლუკამ უძილობისგან და ტირილისგან ჩაწითლებული თვალებით შეხედა სესილის რომელიც გაოოცებული თვალებით ათვალიერებდა სახლს და ცდილობდა კიდევ ცარიელი არაყის ბოთლი ენახა,მაგრამ ერთის გარდა ვერ იპოვა. -დალიე წუხელ,მარტო დალიე?რა მოხდა,ლუკა რაღაც ცუდი მოხდა და ვხვდები ამიტომ ვერ მოერიე თავს.ლუკა იქვე ჩჯდა,თვალები დახუჭა და თქვა. -გიორგი,სესილი გიორგი ცუდად გვყავს.თქვა და ცრემლით დაენამა სახე.სესილიმ ხელი მიიფარა პირზე და ლუკას გვერდით დაჯდა ისიც იატაკზე გაოგნებული სახით. -დაწყნარდი ლუკა.რაც შეეძლო დააწყნარა სესილიმ. -როგორ დავწყნარდე,როგორ სესილი ის ხომ ჩემი ძმაა.მერე რა რომ ერთი დედა არ გვყავს,ის ჩემი სულის ნაწილია,ის ჩემი ბავშვობა და სიყმაწვილის წლებია.არ შემიძლია,ვერ ვიზამ,ვერ ვიქორწინებ სანამ ის ცუდად არის და ასე ძალიან ტკივა. -მე მესმის ლუკა შენი,რადგან შენი ყველა ტკივილი ჩემი ტკივილია.დავიცადოთ,გიორგი აუცილებლად გამოკეთდება და შემდეგ ყველამ ერთად გავიხაროთ.ახლა გთხოვ შეეცადო დაისვენო,წყალი გადაივლე,უკეთ გახდები,უძილარიც ხარ და ნასვამიც,ასე ვერ წახვალ სამსახურში.ლუკამ სესილის ხელი მოხვია,საფეთქელზე აკოცა და ჩუმად უთხრა. -დარჩები ჩემთან? -აქ ვარ,შენთან ერთად ვარ.შენ სანამ დაისვენებ,მე სახლს მივალაგებ. -გიორგი არ იმსახურებს ასეთ დიდ ტკივილს და რატომ,რატომ აირჩია ის უფალმა საწამებლად.როგორ უნდა ვუთხრა პატარას ან მის მშობლებს. -ვინ არის პატარა,ვის გულისხმობ. -გიორგის პატარა და ჰყავს,ჩვენი საერთო და,ჩვენი ქეთი.ის ჯერ მხოლოდ 15 წლისაა და ძმის ნებიერა,ასევე ჩვენი კუდრაჭა პრინცესა. -ღმერთო.ჩაილაპარაკა სესილიმ და შეეცადა ლუკა საძინებელში გაეყვანა.როგორც იქნა და შეძლო საწოლამდე მიყვანა,ლუკამ ხელი წაავლო სესილის და მის გვერდით მიიწვინა.ნანერვიულებს და ნამტირალებს მალე ჩაეძინა,სესილი ადგა და სახლი მიალაგა,შემდეგ კი ლუკას გამოღვიძებას დაელოდა და მასთან ერთად წავიდა გიორგის სანახავად.ყოველ დღე ერთი და იგივე ხდებოდა მთელი სამი თვის მანძილზე,დილით ლუკა შეუვლიდა გიორგის ცოტას გაართობდა და შემდეგ სამსახურში გარბოდა,ფიქრებით მაინც გიორგისთან იყო და სამსახურის შემდეგ ისევ გიორგისთან მიიჩქაროდა.რამდენიმე ღამე კი იქვე გაათენა გიორგის გვერდით საწოლზე,დაღლილს რომ ჩაეძინებოდა ანდრეა ფეხზე გახდიდა და პლედს გადააფარებდა.ერთ საღამოს როცა ისევ გიორგისთან მივიდა,ანდრეა გაღიმებული დახვდა და ლუკას აცნობა,რომ გიორგის მდგომარეობა შედარებით უკეთესობისაკენ მიდიოდა,და თუ ასე გაგრძელდებოდა მკურნალობა,მალე ყველასათვის სასურველ შედეგს მიაღწევდნენ.ისე გაუხარდა,სწორედ მაშინ მოიფიქრა რაღაც და საავადმყოფოდან წასული სიხარულით სავსემ მიაკითხა სესილის. -სესილი 10 დღეში,ზუსტად 10 დღეში ვიქორწინებთ. -როგორ ლუკა,გიორგი?შეეკითხა გაოცებულმა,მაგრამ ლუკამ უთხრა ახალი და სასიხარულო ამბავი და სესილიც ძალიან გაახარა.ლუკამ სესილის წელზე შემოხვია ხელი და მისკენ მიიზიდა,თმები გადაუწია ყურზე,ყელში აკოცა და ყურში ჩასჩურჩულა. -ვგიჟდები შენზე,სესილი მხოლოდ შენ ხარ ჩემი ცხოვრების აზრი და შენს მერეა ჩემი მეგობრები.ყველაზე წმინდა ვინც მიყვარს,ეს შენ ხარ და არავის არ მივცემ უფლებას ჩვენს შუა ჩადგეს,მხოლოდ სიკვდილის წინაშე ვარ უძლური,მხოლოდ მკვდარი ვერ შევძლებ შენს დაცვას.გახსოვდეს,თუ ასე მოხდა და ჩვენ მხოლოდ სიკვდილმა დაგვაშორა ერთმანეთს,ჩემი გული შენთან დარჩება,ამას თავად გაიგებ. -როგორ? -ჩემი გული თავად გიხმობს,ჩემი ,,გულის ძახილი'' გაგრძნობინებს შენში ჩემს არსებობას. -არა,ლუკა მე შენთან მინდა ყოფნა.შენთან და შენს გულთან ერთად. -მე აქ ვარ ჩემი გულით და სულ მალე კი გპირდები ჩვენს პატარასაც დავიჭერთ ხელში.ჩვენი სიყვარულს მხოლოდ მას გავუყოფ,მხოლოდ ის ჩადგება ჩვენს შორის და სხვა არავინ. -ღმერთმა ქნას ყველაფერი ისე იყოს,როგორც ჩავიფიქრეთ. -ყველაფერი კარგად იქნება,გპირდები.სესილი ვერ წარმოიდგენ როგორ მინდა ჩემი გაგხადო,როგორ ძალიან მინდა შენთან ყოფნა,მაგრამ თავს ვიკავებ სულ რაღაც რამდენიმე დღეში სამუდამოდ ჩემი იქნები.ლუკამ გემრიელად ჩაკოცნა სესილი და კარებისაკენ წავიდა,მაგრამ სესილის ხმამ შეაჩერა. -ლუკა არ გვინდა დიდი ქორწილი,გთხოვ მხოლოდ სამეგობრო და ოჯახის წევრები. -კარგი,როგორც შენ იტყვი.ღიმილით უთხრა ლუკამ და კარებში გაუჩინარდა.ისე მალა გაქრა თვალსა და ხელს შუა ეს 10 დღე ვერც კი გაიგეს და უკვე ნანატრი დღეც დგებოდა,ყველაფერი მზად იყო და მხოლოდ ის აკლდა გათენდებოდა და დიდი ხნის სურვილი და ოცნებაც ახდებოდა,ხვალიდან უკვე ლუკა და სესილი ოფიციალური ცოლი და ქმარი იქნებოდა.სესილი და ვიკა ყავას სვამდნენ და თან ტელევიზორში ფილმს უცქერდნენ,რომ ფილმის ჩვენება შეწყდა და ახალი ამბები ჩაერთო. -რამოდენიმე წუთის წინ სერიოზული,ავტო საგზაო შემთხვევა მოხდა გორის გზატკეცილზე.ძალიან ვწუხვართ,რომ მძიმედ დაშავდა ცნობილი იურისტი ლუკა ჯაფარიძე.ამჟამად გადაყვანილია ღუდუშაურის კლინიკაში.ბ-ნი ლუკას ჯამრთელობის შესახებ,ახალ ამბებში გაცნობებთ.სესილი გაშტერებული მისჩერებოდა ტელევიზორის ეკრანს და ცრემლები მოსდიოდა თვალებიდან.ანდრეა კაბინეტში იყო და პაციენტი ჰყავდა,რომ ლუკას ნომერი დაფიქსირდა მის ტელეფონზე,გათიშვა უნდოდა,მაგრამ უპასუხა და ჩქარა უთხრა. -ლუკა პაციენტი მყავს და ცოტა ხანში ოპერაციაზე შევდივარ,მე თავად გადმოგირეკავ. -უკაცრავად,მაიორი მაისურაძე გაწუხებთ.თვით ტელეფონის მფლობელმა გვითხრა თქვენთან დამერეკა,ავტო-საგზაო შემთხვევაა.მძღოლი მძიმედაა დაშავებული და თქვენთან შეხვედრას თხოულობს.უნდა იჩქაროთ,უნდა მოუსწროთ. -სასწრაფოდ,სასწრაფოდ ღუდუშაურში მოიყვანეთ.ჩასძახა ტელეფონში და აღელდა,სულ ერთიანად კანკალებდა.ვეღარ შევიდა ოპერაციაზე,გიორგი,გიორგი გაახსენდა და ექთანს დაუძახა.-არამც და არამც არ მისცეთ ნება გარეთ გამოვიდეს,ეს გადასხმა დაუდგით.5 საათი დაწოლილი უნდა იყოს,შემდეგ საძილე დაალევინეთ,რომ დაეძინოს.გასცა მკაცრი განკარგულება და საოპერაციოში წავიდა,მეგობარ კოლეგას სთხოვა ოპერაციის გაკეთება,რადგან თავად ერთიანად კანკალებდა.ყველაფერი მოაგვარა და ძირს ჩავიდა სასწრაფოს ლოდინში.სადღაც წუთებში სასწაფოც მოვიდა და ლუკა მოიყვანეს ერთიანად სისხლში ამოვლებული,არც დაფიქრებულა პირდაპირ საოპერაციოში შეიყვანა,თავის ხელით ჯერ სისხლისგან გაასუფთავა და მოულოდნელად ლუკამ ხელი დაუჭირა ანდრეას და სუსტი, ძლივს გასაგონი ხმით უთხრა. -ანდრეა ხვალ სიურპრიზი მქონდა შენთვის და გიორგისთვის. -რა სიურპრიზი ლუკა. -ხვალ ჩემი და სესილის ქორწილი უნდა ყოფილიყო.როგორც ჩანს,თვით თმერთსაც არ უნდოდა ჩვენი ერთად ყოფნა. -რას ამბობ.გაოცდა ანდრეა და ცრემლით აევსო თვალები. -ანდრეა გთხოვ,დამპირდი.თუ ვერ გამოვძვერი,თუ ვერ გადავრჩი.დამპირდი,დამპირდი ძმურად რომ ჩემს გულს გიორგის გადაუნერგავ.გიორგიმ უნდა იცოცხლოს,მას მშობლები ჰყავს,ქეთი ჰყავს და მე ვაჩუქებ მას ჩემი გულით სიცოცხლეს.ის გული, კი მის ხსეულიდან დარწმუნებული ვარ სესილის იპოვის. -რას ამბობ ლუკა გესმის? -მესმის ანდრეა.გახსოვს რომ გითხარი,ნეტავ შემეძლოს როგორმე დავეხმარო გიორგისთქო? -კი,მახსოვს.უჭირდა ანდრეას საუბარი და კბილს-კბილზე მაგრად აჭერდა რომ არ აღრიალებულიყო. -ხოდა,აი მოვიდა დრო რომ დავეხმარო გიოს.დამპირდი,რომ არაფერს არ ეტყვი ოპერაციამდე.დამპირდი, ხმა ამოიღე ანდრეა ბევრი დრო აღარ მაქვს. ანდრეამ ვეღრ შეაკავა ცრემლები,ჩუმად ქვითინებდა და თან ლუკას უცქერდა,ეფერებოდა თითქოს მისი სახის ნაკვთებს იმახსოვრებდა. -დამპირდი,ანდრეა ნუ ხარ ჩუმად.ვიცი ძნელია შენთვის,მაგრამ გადავარჩინოთ გიო და შევუნარჩუნოთ სიცოცხლე. -ლუკა გპირდები,რომ შენი გული გიოს სხეულში იცოცხლებს და შენ მუდამ ჩვენთან ერთად იქნები.ლუკას გაეღიმა და თქვა. -ანდრეა რომელი საათია,რატომ ჩამობნელდა ასე უცებ.ამ ოთახში რატომ არის ასეთი სიბნელე,თუმცა ვხვდები,ალბად უკვე ჩემი დროც ამოიწურა და მშვიდობით მეგობარო.სესილი,სესილიმ ცხოვრება გააგრძელოს ჩვენი ბედის წიგნში ჩვენი ერთად ყოფნა ალბად არ ეწერა.უთხა.....................ვეღარ დაასრულა სათქმელი,რომ ლუკას თვალები ჩაქრა,ჩაქრა სამუდამოდ. -ლუკა.ლუკააააა,ლუკაააააააააააა.ანდრეას ღრიალმა შეძრა მთელი საავადმყოფო,ყველა ექიმი,ექთანი თუ პაციენტო ფეხზე იდგა და საოპერაციოს კარს უცქერდნენ.ანდრეამ მისივე ხელით დაუხუჭა თვალები ლუკას,შემდეგ ორივე ხელით წამოსწია,გულზე მიიკრა და ჩაიხუტა,სახეს უკოცნიდა ჯერ კიდევ თბილ მეგობარს.ასე ჰყავდა რამოდენიმე საათი,შემდეგ ექიმი მეგობრებს რაღაც უთხრა და განადგურებულმა შეხედა საოპერაციოდან გასასვლელ კარს.საშინელება იყო ახლა გარეთ გასვლა,გარეთ სადაც სესილი ელოდებოდა.ძალა მოიკრიბა და გავიდა, კედელ-კედელ მიდიოდა და თან მასზე მოჩერებულ ხალხში ნაცნობ თვალებს ეძებდა,გიორგის ეძებდა მაგრამ იქვე მდგარ გიორგის ექთანმა ანიშნა,რომ გიო იქ არ იყო.ანდრეას წინ სესილი დადგა,მაგრამ მან ანდრეას თვალებში ამოიკითხა პასუხი და ხმაწართმეულმა უთხრა. -ანდრეა,ლუკა.თვალებით უთხრა სათქმელი ანდრეამ,თვალებდან წამოსულმა ცხელმა ცრემლის ნაკადმა მიახვედრა სიმართლეს სესილი და ისიც ანდრეას ფეხებში ჩაიკეცა.ისე გაიარა ამ მძიმე დღეებმა,რომ გიორგის არ გაუგია ლუკას ამბავი,მხოლოდ ერთხელ კითხა ანდრეას. -ლუკა სად არის ანდრეა.ანდრეა დაიბნა და უეცრად შეთხზული ტყუილი უთხრა. -მოულოდნელად მივლინებაში წავიდა და ალბად დაგირეკავს,ან შეტყობინებას გამოგიგზავნის.ბევრი საქმე დაუგროვდა და ალბად ვერ შეძლო დარეკვა,არც ჩემთან დაურეკავს. -გამიკვირდა უთქმელად რომ წავიდა. -შეეშვი ლუკაზე ფიქრს,არ იცი რა ჩაკეტილია ხანდახან?შესაძლოა თვეებიც არ გავახსენდეთ,ასე იცის როცა ბევრი საქმე აქვს.მომისმინე,შენთვის ახალი და სასიხარულო ამბავი მაქვს. -რა ამბავი,ქორწინდები?ჯერ ის კაცი დავაქორწინოთ მესამე წელი დაიწყო იმ გოგოს რომ აწამებს და მერე ვიფიქროთ შენს დაგვირგვინებაზე. -არა საიდან მოიტანე,სულ სხვა რამ მინდა გითხრა.გიორგი დონორი გამოჩნდა და ოპერაციის დღე უნდა დავგეგმოთ,ვფიქრობ რომ ხვალისათვის უნდა იყო მზად. -ანდრეა სერიოზულად ამბობ?ვინ არის.გაუხარდა გიორგის. -ვინ არის ამას ვერ გეტყვი მეგობარო,მაგრამ გეტყვი,რომ ჯამრთელი და ახალგაზრდა გული მოგცა მფლობელმა. -თავად რა შეემთხვა. -ზედმეტ კითხვებს სვამ,გიორგი ჩვენ ინფორმაციის გაცემის უფლება არ გვაქვს და ძალიან გთხოვ უხერხულში ნუ ჩამაყენებ. -კარგი,კარგი არ შეგეკითხები არაფერს.ლუკამ იცის,შეგეხმიანა? -მე არა,დემეტრეს შეეხმიანა და შენი ამბავი უკითხავს და საქმეზე უსაუბრიათ.მეტი არც მე არ ვიცი არაფერი. -კარგი,ესე იგი ხვალ არის ოპერაცია? -კი,ხვალ დილით.ოპერაციიდან რამოდენიმე საათში რომ გაიღვიძებ ახალი გულით ისუნთქებ.ანდრეას გასვლისას კი გიორგი დაფიქრდა,დააინტერესდა ვინ იყო დონორი,ვინ იყო ადამიანი ვინც სიცოცხლის შანსი მისცა,რატომ არ უმხელდა ანდრეა,არც მაშინ ეტყოდა რომ ეთხოვა.უეცრად კარი გაიღო და საოცრად ლამაზმა ცისფერმა თვალებმა შემოანათა,გაეღიმა და ორივე ხელები გაშალა,მის ხელებში ჩაიმალა მაღალი,სუსტი ცისფერთვალება გოგონა და სახე დაუკოცნა,მეორე ხელით კი ასევე თმაშევერცხლილ დედას შემოხვია და მოეფერა. -მამა როგორაა,სამი დღეა არ მოსულა. -წნევები ჰქონდა შვილო და ვერ მოვიდა,ქეთის კიდევ გამოცდები ჰქონდა და ძალით ვაჭმევ,გიო საერთოდ არ ჭამს ეს ბავშვი. -კარგი რა დედა,გიო დედას უნდა რომ გავსუქდე. -დედა რატომ აძალებ,სადაა მისაძალებელი და გასაფუჭებელი საჭმელი.თვალი ჩაუკრა დედას და გაეცინა.შემდეგ ქეთის შეხედა და წარბაწეულმა უთხრა. -გასუქებას თავი დაანებე ცოტა მომატება არ გაწყენდა,ისე რამეს ხომ არ მიმალავ? -არა,გეფიცები.უთხრა უცებ და გიორგის გაეცინა. -ნეტამც გავიგო,რომ რამეს ეშმაკობ და მე რამეს მიმალავ და იცოდე ვერ გადამირჩები. -გითხარი,არაფერს არ გიმალავთქო,მამა კიდევ აქაა და ექიმის სანახავად წავიდა. -ააა,აქააა?ნახავს აბა ანდრეას და მოვა.კარები გაიღო და ზუსტად გიორგისნაირი მაღალი,ცისფერთვალება მამაკაცი შემოვიდა გიორგის პალატაში.გიორგის გადაეხვია და სიხარულით უთხრა. -მიხარია,ფეხზე მდგარი რომ შეგხედე. -ანდრეა ნახე? -არა,არ იყო კაბინეტში.გასული არისო ექთანმა. -კარგია,მე დავასწრებ თქმას. -რა ხდება,რამე ახალი ამბავი გვაქვს? -კი გვაქვს და თან სასიხარულო.ხვალ ოპერაცია არის დაგეგმილი,დონორი გამოჩნდა და დღეს ისევ ამიღეს ხელახალი ანალიზები.ხვალ ალბად საათს ანდრეა გეტყვით,რომელზე გამიყვანებენ.გიორგის მამამ გულზე მიიდო ხელი და იქვე ჩამოჯდა.მიუხედავად იმისა ანდრეა არაფერი არ უთქვამს ემზარისთვის თავად მიხვდა,მიხვდა ვინც იყო დონორი და თავს იკავებდა,მაგრამ მაინც ვერ შეძლო ცრემლის შეჩერება.ცრემლის ნაკადს კი ხმით ტირილიც მიაყოლა.გიორგის ეგონა ეს ყველაფერი სიხარულისგან იყო გამოეწვეული,რა თქმა უნდა უხაროდა კიდეც,მაგრამ მას ხომ ლუკა ტკიოდა და ეს ტკივილი გაუსაძლისი ტკივილი იყო.გაოგნებული იდგა გიორგი და მამას ამშვიდებდა,მან ხომ არ იცოდა ის გული,ხვალიდან რომელიც მის სხეულში გააგრძელებდა სიცოცხლეს ლუკას გული იყო. -რა ხდება აქ.კარი ანდრეამ შემოაღო და გაფითრებული შემოვიდა პალატაში. -ხვალინდელი ოპერაცია ვუთხარი და სიხარულისგან ტირის. -კარგი,არა უშავს.შენ დაწექი ისევ გადასხმა უნდა დაგიდგა.დააწვინა გიორგი და გადასხმა დაუდგა თავის ხელით,შემდეგ კი უთხრა.-ემზარი ძიას მე მივხედავ.ანდრეამ ხელი მოკიდა ემზარის და თავის კაბინეტში წაიყვანა.დამამშვიდებელი მისცა და დაელოდა როდის დაწყნარდებოდა,შემდეგ კი უთხრა. -ძია ემზრ მე არაფერი მითქვამს და ეს ინფორმაცია საავადმყოფოს კედლებს არ უნდა გასცდეს,თქვენ მიხვდით ჩემს უთქმელად ყველაფერს,გიორგიმ არ უნდა გაიგოს სიმართლე. -ვეცდები,ვეცდები ანდრეა ძლიერი ვიყო.თქვენ სამივე ერთად ჩემს სახლში გაიზარდეთ,შვილები ხართ ჩემი და ძალიან ძნელი იყო როგორც შენთვის ასევე ჩემთვის ლუკას ასე მოულოდნელად და უდროოდ წასვლა. -შეიძლება შემოვიდე?ანდრეას კაბინეტის კარი დემეტრემ შემოაღო. -მობრძანდი დემეტრე.დემეტრემ ორივე მამაკაცი მოიკითხა და იქვე დაჯდა.პერანგის ღილები შეიხსნა,ოფლისგან დაცვარული შუბლი მოიწმინდა და ანდრეას თხოვნით შეხედა. -ანდრეა წყალი თუ შეიძლება.ანდრეა ფეხზე წამოდგა და დემეტრეს წყალი მიაწოდა და მოკლედ აუხსნა რა უნდა ეთქვა გიორგისთვის და დემეტრემაც მორჩილი ბავშვივით დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად.წუთიერად დუმილი ჩამოვარდა და დემეტრეს ხმა ექოსავით მოესმა მთელს ოთახში კედლებს. -ლუკა მოკლეს,ეს მკვლლელობა იყო,კარგად დაგეგმილი მკვლელობა. -ღმერთო რატომ,რისთვის.გაოცებულმა შეეკითხა ემზარიმ. -იცი?ერთხელ გაფითრებული მოვიდა ჩემთან ლუკა და მითხრა,თუ რამე დამემართოს ფრიდინი ძიას მიხედეთ,რადგან ჩემი არ ყოფნის შემდეგ მას გადაუვლიან და არავინი არ ჰყავს ისეთი ვინც დაიცავს და დაეხმარება იმ ადგილის შენარჩუნებაშიო. -სწორედ იმ საქმის შემდეგ გაუჩნდა ლუკას მტრები.თქვა დემეტრემ.-ვიპოვი,აუცილებლად ვიპოვი.ვიცი,რომ დიდი ომი მელოდება წინ,მაგრამ ვერ შეძლებს შემაჩეროს ვინმემ და გადამაფიქრებინოს,აუცილებლად ვიპოვი.მტკიცედ ჩაილაპარაკა დემეტრემ.-წავალ გიორგის ვნახავ და ხვალაც აქ მოვალ,აქ ვიქნები.ხო,რისთვის მოვედი.სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე ლუკამ დახურული კონვერტი მომცა და მითხრა,დემეტრე თუ რამე დამემართოს ეს კონვერტი შენთან იყოს,შემდეგ კი სესილის გადაეცი და ის კი ყველაფერს მიხვდებაო. -დარწმუნებული ხარ დემეტრე?გაუკვირდა ანდრეას ლუკას წინასწარმეტყველება. -დარწმუნებული ვარ ანდრეა.მე არ გამიხსნია,არ წამიკითხავს რა წერია იმ ქაღალდზე,მაგრამ მის შემდეგ ვცდილობ ჩამოვაშორი იმ კლიენტს,ვისთანაც მუშაობდა,მაგრამ ვერ შევძელი,ვერ ავაცილე ეს უბედურება ლუკას. -დემეტრე იმედია გამოძიება აღიძრება როგორც, განზრახ მკვლელობაზე. -რა თქმა უნდა ემზარი არავის არ შევარჩენ ლუკას სიცოცხლეს,ვინც კი გაბედა და შეეხო მას.გიორგის ვნახავ და წავალ.ემზარისთან ერთად დატოვა ანდრეას კაბინეტი და გიორგისთან შესვლამდე სახე დაიმშვიდა,ღრმად ამოისუნთქა და ღიმილით შევიდა გიორგისთან. -გიორგი ძალიან მიხარია,რომ ყველაფერი წარსულის ფურცლებზე დარჩება ხვალიდან. -მადლობა,მადლობა დემეტრე.ლუკა?ლუკა არ მოვა,ან იცის ეს ამბავი და არ დამირეკა? -ლუკა მეც იშვიათად მეხმიანება,ისეთ საქმეზეა წასული,რომ დრო არააქვს და ძალიან იღლება. -იმედია მალე დაბრუნდება და ეკუთნის უსიტყვოდ დასვენება საქმეზე თავდადებულ პროფესიონალს. -აუცილებლად,აბა წარმატებები.ხვალ შენს გვერდით ვართ ყველა.მეორე დღეს,ყველამ დილიდან მოინახულა გიორგი.ერეკლე და მედეაც იქ იყო სესილის გვერდით. -სესილი ვიცი რა ძნელია შენთვის,ჩემთვის და ყველასთვის ლუკას არ ყოფნა,მაგრამ თხოვნა მაქვს,რომ ჩვენში ღრმად ჩადებული ტკივილი გიორგიმ არ უნდა შეამჩნიოს.სესილიმ თავი ხელში აიყვანა,დაივიწყა ის მძიმე ტკივილი რასაც ყველა ატარებდა გულით და ყველას ტკიოდა და გიორგის გაღიმებული შეხვდა თავადაც.დადგა მძიმე წუთები,გიორგიმ ყველას გადაავლო თვალი და ხელის აწევით დაემშვიდობა ახლობლებს.ანდრეამ კი იქვე მდგარ ემზარისთან მივიდა და უთხრა. -ყველაფერი კარგად იქნება,დღეს თანამედროვე ტექნოლოგია ძალიან წინ არის წასული და დიდი მიღწევებით გამოირჩევა.გპირდებით,რომ ყველაფერი კარგად იქნება.ოპერაცია 8 საათი გაგრძელდა,გარეთ კი ყველასათვის ნაცნობი განცდაა,როცა საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშია.ყველა თავისთავად ჩაფიქრებულა,დემეტრე სავადმყოფოს გრძელ დერეფანში ბოლთას სცემს ახალი ამბის მოლოდინში.ღელვა უფრო ძლიერდება,როცა საათები ძალიან გაიწელა,დემეტრეს წუთები საუკუნედ ეჩვენებოდა.როგორც იქნა ყველაზე რთული და ხანგრძლივი ოპერაცია წარმატებით დასრულდა და ანდრეა დაღლილი,მაგრამ ღიმილიანი სახით წარსდგა ლოდინისგან დაღლილი ახლობლების წინაშე. -დაწყნარდით და მშვიდად ისუნთქეთ,გილოცავთ ყველაფერმა საუკეთესოდ ჩაიარა.ქეთიმ ვეღარ გაუძლო და ტირილით ჩაეხუტა ანდრეას მადლობის ნიშნად,ანდრეამაც მოხვია ხელები და თავზე აკოცა სამეგობროს პატარა პრინცესას. -რატომ დააგვიანდა ამდენი ოპერაციას ანდრეა.შეეკითხა სესილი. -ასეთ ოპერაციას,რა თქმა უნდა თავისი სპეციპიკა აქვს.ვიყენებთ ხანგრძლივ ნარკოზს,ამიტომ ის ჯერ კიდევ ნარკოზში იქნება.რამდენიმე საათში გავაღვიძებთ,მაგრამ ჯერ სუნთქვის აპატარზე იქნება შეერთებული.10-12 საათის შემდეგ შეგვიძლია მოვხსნათ აპარატს და ორ დღიანი დაკვირვების შემდეგ გადავიყვანთ თავის სამფლობელოში.ასე რომ,ყველაფერმა კარგად ჩაიარა.დღეს ვერ ნახავთ,ორი დღე უნდა დაელოდოთ და 10 დღეში კი სულ ჩვენს გვერდით იქნება. -წადით ყველამ,დაისვენეთ დილიდან აქ ხართ.მე დავრჩები,მე ვიქნები აქ.თქვა ემზარიმ. -ყველამ წადით,თქვენც წადით ძია ემზარი.აქ აზრი არ აქვს დღეს და ხვალ გაჩერებას,თუნდაც ზეგ.სამი დღე ვერ შეძლებთ გიორგის ნახვას,არ შეგიშვებენ.მე აქ ვარ,არ მივდივარ სახლში და თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდა შეგატყობინებთ.ნელა-ნელა იწყო დაშლა მეგობრებმა და ახლობლებმა და სესილიმ ფეხი შეიჩერა და უკვე კაბინეტში მიმავალ ანდრეას უთხრა. -ანდრეა არც მე არ შემიშვებ?ანდრეა გაშეშდა და გაკვირვებული,გაოცებული შებრუნდა სესილისკენ. -სესილი?შენ გინდა გიორგის ნახვა?რატომ სესილი,რატომ უნდა ნახო. -არ ვიცი,მართლა ვერ გაგცემ პასუხს,მაგრამ გული იქით მექაჩება და ძალიან მინდა ვნახო გიორგი.სიმართლე არ დაუფარავს სესილის და თავი დახარა ანდრეას გაოცებულ თვალებს რომ შეხედა. -არ ვიცი რა გითხრა,მაგრამ ახლა მართლა ვერ შეგიშვებ სესილი.ვერც შენ და ვერც სხვას.მედეამ ხელი მოკიდა სესილის და სახლში წაიყვანა.ანდრეამ მიხვდა სესილი რატომ იწევდა გიორგისკენ,მაგრამ თვით სესილი რატომ იწევდა გიორგის სანახავად ასე ძალიან,ეს თვით სესილისაც ვერ გაეგო,ერეკლე და მედეა კი გაოცებული უცქერდნენ დაბნეულ მეგობარს. -სესილი ვფიქრობ,რომ ძალიან დიდ შეცდომას უშვებ.უთხრა ერეკლემ და თვალებში ჩახედა.ერთი შეკითხვა მაქვს და იმედია არ გეწყინება.სესილიმ დაღლილი,უძილო თვალები მიანათა ერეკლეს და ჩუმი,ძლივს გასაგონი ხმით უთხრა. -არ მეწყინება შენგან არაფერი,ერკე გისმენ. -ნუთუ შესაძლებელია შენ გიორგი გიყვარს და ვერც ამჩნევდი აქამდე? -რა სისულელეს ამბობ ერკე გესმის თავად?ერეკლე მე ჩემი სიყვარული საყვარელ ადამიანთან ერთად დავმარხე კვირეების წინ.აღარ არის ჩემთვის ის ადამიანი ვისაც ვაღმერთებდი,მაგრამ გიორგის მიმართ მეც მიკვირს რატომ მაქვს ასეთი გრძნობა,რომ თითქოს სულ სხვა გრძნობა მქაჩავს მისკენ,თუმცა ტკივილიც არ ქრება გულში.ორად ვარ გახლეჩილი,წარსულის დაკარგულ სიყვარულსაც ვტირი და გიორგიზედაც ვფიქრობ.ჩემი ერთი ნაწილი მეუბნება გიორგის გვერდით უნდა ვიყო,მაგრამ ჩემი მეორე ნაწილი მეუბნება არ მივუახლოვდე.არ ვიცი რა მემართება მეშინია,მართლა მეშინია. -ყურადღებით დააკვირდი ყველაფერს სესილი და მთავარია პანიკაში არ ჩავარდე.შენ გაორებული ხარ და შენით უნდა გამოხვიდე ამ უცნაური მდგომარეობიდან.დაწყნარდი,ჩვენ არასდროს მიგატოვებთ და სულ შენს გვერდით ვიქნებით,იმიტომ რომ გვიყვარხარ.ერეკლემ სახლში მიიყვანა სესილი და დამამშვიდებელი დაალევინა,ცოტა ხანში ჩაეძინა,ვიკამ პლედი გადააფარა და საძინებელი ფრთხილი ნაბიჯებით დატოვა.ერეკლეს შეხედა და უთხრა. -იმედი მაქვს,როცა სესილის გვერდით ხარ ერეკლე.მტკივა,ძალიან დაიტანჯა.ჯერ 13 წლის ასაკში მშობლები მისი თვალის წინ ცოცხლად დაიწვნენ,შემდეგ შეუყვარდა,ძალიან შეუყვარდა და მისი სიყვარული წარსულის ფურცლებზე დარჩა დაწერილი.იმ დღეს,როცა ყველაზე ბედნიერი იყო და მოუთმენლად ელოდა მეორე დღის დადგომას. -გამოვა მდგომარეობიდან,ყველაფერი კარგად იქნება.დარწმუნებული ვარ,სესილი ამ ტკივილსაც გაუძლებს.ერეკლემ ხელი მოხვია ატირებულ და ერთიანად აკანკალებულ ვიკას და გულძე მიიკრა. -სესილის მეტი არავინი არ გამაჩნია11 წელია თავის თავს ებრძვის,ვინ იცის რამდენჯერ გაუთენებია თეთრად ღამეები.როცა გადაწყვიტა გაჰყოლოდა ბედის ბილიკებს,გზა აღარ გაგრძელდა ერკე.და ვინ იცის გაგრძელდება კი ოდესმე?ისევ იქნება ისეთი ბედნიერი,როგორიც იყო ეს ორი წელი?ახ ლუკა,ლუკა ცოცხლად დამისამარე სესილი და ისე დამიტოვე.სულ მარტო ვგრძნობ თავს და არც ის ვიცი რა გავაკეთო,როგორ ვუშველო.გული მეწვის,ტირილამდე მივყავარ მის მდგომარეობას რომ ვხედავ,როგორ ცუდად არის.კარებზე ზარის ხმა გაისმა და ორივემ ერთმანეთს შეხედა. -ელოდები ვინმეს?ვინ უნდა იყოს ასე გვიან. -არ ვიცი,არავის არ ველოდები.ერეკლე წამოდგა და კარებთან მივიდა,გააღო კარი და მის წინ მაღალი თაფლისფერთვალება,თმა შევერცხლილი მამაკაცი იდგა,რომელიც ერეკლეს გაოცებული უცქერდა.ერეკლე კი თავად გაოცებული უცქერდა მამაკაცს,რომლის თვალებში სესილის თვალებს ხედავდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.