ცოდვების გამო?..(30) დასასრული
30. დასასრული. სანამ ბიჭები საუბრობდნენ და სიტუაციას აგვარებდნენ მე დაბნეული მოვთავსდი მანქანაში, გიგიმ მომიკითხა და ისევ საქმეს მიუბრუნდა,სესილი და ნინია გარეთ იყვნენ, დანის გამო სესილის თავის მართლება მოუწია.. სალო მალე შემომიერთდა და ლოდინში იმის მოყოლა მოასწრო როგორ იჩხუბა გიგიმ ნატალიასთან: -ვაიმე ელი, გიგის გაბრაზება სცოდნია, ახლაც მეშინია.. -რა? ვის გაუბრაზდა და რატომ? შეშინებულმა წამოვიყვირე და სალოს პასუხს დაველოდე: -რუხი შემოვიდა და გიგისთან მარტო დარჩენა მოითხოვა, საბამ და დიტომ უარი უთხრეს, მაგრამ გიგიმ გამოგვიშვა ყველანი. მერე ყვირილით და გინებით ადგა ფეხზე, მტვრევის ხმა რომ გავიგეთ დიტო და საბა ოთახში შევარდნენ.. -რას ამბობდა? -ირაკლის(დაცვას) დაუძახა, მერე ნატალიას უყვირა რა უთხარი ელისო, მანაც ამაყად უპასუხა -ის რასაც ვფიქრობო და ისე გაგიჟდა, რაც ხელში მოხვდა ყველაფერი დაამტვრია.. -და რას ფიქრობ ამის დედა შ*ი? რას ნატა? -ერთმანეთს საფრთხეს უქმნით და რაც მოხდა საკმარისია ამის მისახვედრად! ნატამ ბოლომდე დაასაბუთა თავისი აზრი ელი და გიგიმ კონტროლი საერთოდ დაკარაგა: -ნატალია, რაც მოხდა ეს ელის გაცნობამდეც მომსვლია არაერთხელ, მაგრამ არ გაგაია და ნუ მაიძულებ ისევ დაგიმალო. ეს ყველაფერი ელის ბრალი არ არის, მას კიდევ ბევრჯერ გადავეფარები თუ საჭირო იქნება. შენ კი წელიწადში ერთხელ თუ იმისთვის უნდა ჩამოხვიდე, რომ მე და ელის ცხოვრება დაგვიგეგმო შეგიძლია საერთოდ არ შეწუხდე! -გიგი ახალა ამაზე საუბარი, მითუმეტეს ყვირილი არ შეიძლება. ადამაც კი სთხოვა გაჩუმებულიყო, საერთოდ არ ჩარეულა როგოც იცის ხოლმე, პირიქით შუაში იდგა და გიგის ამშვიდებდა, მაგრამ ისეთი გაბრაზებული იცვამდა სპორტულ ზედას გიგი, რომ ხელი საერთოდ სტკიოდა, თუ არა ეჭვი შემეპარა. თან ყვიროდა: -ადა შენც შეგიძლია იგივე მითხრა, რაც ნატამ ელის და უფრო მეტიც უნდა მითხრა, მგარამ არ მეუბნები რატომ?.. ადამ ხმა არ ამოიღო, ყველანი გაოგნებული ვიყავით დიტოც კი ჩუმად უსმენდა ორივეს, შემდეგ ირაკლის მიუბრუნდა: -ელიმ, რამე გითხრა სანამ გავიდოდა? (დიტო) -არაფერი უთქვამს, ჰაერზე გავივლიო.. -მარტო რატომ გაუშვი, რატომ არ გაჰყევით რომელიმე!? გიგიმ საერთოდ ვერ მშვიდდებოდა. -მე ვიცი სადაც იქნება, შენ დამშვიდდი და საბა მოიყვანს.. მშობლების საფლავზე მიდის როცა ნერვიულობს.. ხმადაკარგულმა ამოილაპარაკა ადამ, მაგრამ გიგიმ მკაცრად უთხრა უარი და მერე რუხიც დაეთანხმა ადას: -დიახ დიღმის სასაფლაოზეა, ტაქსით წავიდა. ჩემი დცავა გავაყოლე და საშიში არაფერიაო. -ირაკლი წამოდი! დაუყვირა და ისე გავარდა უკან არ მოუხედავს, უცებ ირაკლი დაბრუნდა: -გიგიმ მითხრა, რომ გაგაფრთხილათ სახლში წადით და იქ მოვალთო. მერე სირბილით გაჰყვა გიგის. -ადა როგორ არის? -ახლა უკეთ. -ცუდად იყო ხომ?.. ცრემლები ვეღარ შევიკავე, სალომ ჩამიხუტა: -დამშვიდიდი კარგად არის და გველოდება.. მანქანის კარი გააღო გიგიმ და ჩემს გვერდით მოკალათდა და ჩამიხუტა, ყველანი მოთავსდნენ მანქანებში, უხმოდ ვიმგზაეთ, არ ვიმჩნევდი ნერვიულობას, თუმცა მარტივი ნამდვილად არ იყო, სახლში მისულს გული გამალებით მიცემდა ყველანი მისაღებში დაგვხვდა, მათ შორის ნატალიაც. ისეთი თვალებით მიყურებდა, რომ ცოტა შემეშინდა კიდეც, მაგრამ არაფერი უთქვამს, გურამმა გაბრაზებული და ხმამაღალი ტონით დაიწყო საუბარი: -რადგან ყველანი ოჯახის ახლობელი ხართ ამიტომ არ მინდა ამ საკითხზე საუბარი გადავდო.. ყველამ კარგად მომისმინეთ და მოვითხოვ, რასაც ვიტყვი ყველაფერი სწორად გაიგოთ! კაცი რომელიც სიმშვიდის განსახიერებაა ცოტახნით ეს სიმშვიდე დავიწყებული და სადღაც გაშვებული ჰქონდა,ისეთი გაბრაზებული იყო. ისედაც დაძაბული ვიყავი და გურამის გამოსვლამ უფო შემაშინა, ფერი დავკარგე ალბათ, გიგი წარბებ შეკრული მომიახლოვდა, გამიღიმა ჯანმრთელი ხელით ზურგიდან მომეხვია, მხარზე თავი ჩამომადო: -შარში ვართ, ბოლოს ასეთი გაბრაზებული თხუთმეტი წლის რომ ვიყავი მაშინ იყო. -დამამშვიდე. სიმწრით გავუღიმე, გაბრაზებულმა შემომხედა, ისე რომ თავი მხრიდან არ აუღია. -შენ რა მართლა ნერვიულობ? ნუ მინერვიულებ ბავშვს! ხელი მუცელზე შემიცურა და ლოყაზე მაკოცა, ნინიმ შეგვამჩნია და სესილის მხარი გაკრა, მაგრამ ვერაფერი თქვა, რადგან გურამმა განაგრძო საუბარი: -თქვენი საქციელი თამაშს გავს, რომელიც თქვენს ასაკში სირცხვილია! ეს თამაში არ არის და უკვე ყველანი დიდები ხართ იმისთვის, რომ ამის ახსნა არ უნდა მჭირდებოდეს, ყველაფერი რაც მოხდა იმან მაინც უნდა დაგაფიქროთ და შეცდომას შეცდომითვე არ უნდა პასუხობდეთ, გიგი შენს მდგომარეობაში მანქანების შეჯიბრში მონაწილებოა სასაცილო არ არის! -გურამ კარგად ვარ.. -ვეხდავ კარგად რომ ხარ, განსაკუთრებით მარცხენა ხელი გაქვს კარგად! -ასე კარგად არასოდეს ვყოფილვარ! თვალი ჩაუკრა მამას. -ცოტა გავერთეთ რა ძია.. -რას ჰქვია გაერთეთ დიტო? დანის არსებობას რით ახსნით? ან ეს გოგო რატომ დადის დანით? -ელის პირადი დაცვა ვარ ბატონო გურამ. მხრებში გამართულმა წამოიყვირა. -ეს არ არის მეთქი თამაში და ამის ახსნას ვცდილობ შვილო! -კარგით ბატონო გურამ, მსგავსი რამ აღარ განმეორდება. უცებ შეცვალა საუბრის მანერა სესილიმ და დასჯილი ბავშვივით თავი დახარა. მე კი ადას სიჩუმემ იმდენად გამაკვირვა, რომ საერთოდ დავკარგე აზროვნების უნარი, მხოლოდ ის მახსოვს რომ გიგიმ მოხვეული ხელი არ გამიშვა ისე მაიძულა საძინებელში ავსულიყავით, ოთახში შესულმა, სახე მაღლა ამაწევინა და წარბებ შეკრულმა მითხრა: -ელი შემომხედე! არაფერზე და მითუმეტეს არავისზე არ ინერვიულო, გარდა ერთისა, რომელიც აქ არის. ხელი სახიდან, წელზე ჩამიცურა და მოწყვეტით მაკოცა. -მამა მართალია. -მეც ვიცი, რომ მართალია, მაგრამ მომხდარზე ფიქრი და მითუმეტეს ნერვიულობა რას მოგცემს? -ეწყინება, რომ არ მოვუსმინეთ და აქ ამოვედით. -როგორმე გადავიტანთ კიდევ ერთ ჩხუბს. -რა კარგად მამშვიდებ. -აი გურამს რომ არ იცნობდე კიდე ხო, მაგრამ ხომ იცნობ და იცი რომ შენზე ჭკუას კარგავს? -ეგ რა შუაშია? -იმ შუაშია, რომ შენ გიცნობს, სჯერა და იცის ცუდს არაფერს გააკეთებ. -ეგ რომ ჩემი იდეა იყო, არ იცის და ვფიქრობ აზრს შეიცვლის. გამეღიმა მისი სახის წარმოდგენაზე, როგორ გაბრაზდებოდა. -კარგი რა ელი, ეგ ამბავი უკვე მოხდა და არაფერი ეშველება, დამშვიდდი კარგი! -გვიყვარხარ! -შენ სიუს უფრო!ისე მაინც შარში ხარ. -რატომ? -ორსულობის ამბავს რომ გაიგებს შენი „მამათილი“,ოოოო.... სულ მცირე რვა თვე კოშკი გამოგკეტავს ან არანომალური რაოდენობის დაცვით გატარებს. -გიგი ამის აუცილებლობა არ არის და იმედია შენც ასე არ ფიქრობ?.. -წამო სახვევი გამომიცვალე რა.. მტკივა. პასუხს თავი აარიდა და ყურადღება გადამატანინა ჭრილობაზე, ტკივილმა იმდენად შეაწუხა. მივეხმარე მოწესრიგებაში, სახვევი შევუცვალე, რადგან საავადმყოფოში აღარ დაბრუნდა დასარჩენად, ეგ საქმე მე შევითავსე. ცოტა რომ მოეშვა ტკივილი, გიგიმ სანამ ექიმთან ვიზიტისა და ბავშვის მდგომარება არ გაიგო კითხვების დასმა არ შეწყვიტა, მხოლოდ მაშინ გაჩერდა როცა ვუთხარი რომ რამდენიმე დღეში თვითონაც შეძლებდა ყველაფრის ნახვას. შემდეგ გიგისთან ერთად და სუფრას შევუერთდით. სტუმრების რაოდენობა მომატებული დაგვხვდა ყველანი დიდი სუფრის გარშემო ისხდნენ და ხუმრობდნენ. გემრიელ სადილებს თვალი როგორც კი მოვავლე, მადამ გაიღვიძა ჩემში იმდენი რამ მივირთვი. გაოცებულმა გიგიმ მუცელზე ხელი დამადო, სხვებითვის შეუმჩნევლად ჩუმად და მითხრა: -აქ ნამდვილად ბავშვია? -რაა? გაოგნებულმა შევხედე, ჩემი გაოცებული სახის გამო ბევრი იცინა: -კარგი ჭამეთ ორივემ, მიყვარს ბუთხუზა ბავშვები. თვალი ჩამიკრა. -შენ გგავს მადაშიც. ენა გამოვუყავი სიცილით. -მამასია და იმიტომ. -დედასიც! -დედაც მამასია! -კაი ერთი, მართლა? -არ იცოდი? -ახლა გავიგე. -მთავარია რომ გაიგე, ამათ როდის ვუთხრათ? -როცა გინდა. -მოგროვდეს ყველა ერთად და ახლავე ვუთხრათ. დავეთანხმე თავის ქნევით და ცოტა ხნით ავდექი. უკვე ჩასაფრებული სესილი წინ დამიდგა, ხელი ჩამავლო კაბინეტში შემიყვანა, ნინიც შემოგვყვა მომღიმარი სახით, სავარძელზე დამსვა კითხვიანი თვალებით, მაგრამ ხმა არ ამომიღია და წამოიყვირა: -იტყვი თუ გათქმევინოთ?! -რა ვთქვა? ფეხზე წამოვდექი და ზემოდან დავხედე თვალებ დაწვრილებულს, რომელიც ფიქრებით იმ ფაქტებს აკავშირებდა რაც რამდენიმე წუთის წინ მოხდა.. -გიგიმ რა განიშნა? რატომ გაწითლდი? რა ხდება? რა არ ვიცით ჩვენ? -სესილი ამოისუნთქე. გამეცინა. -დროს ნუ წელავ ლილე გელოვანო! -არა. ახლა ვერ გეტყვით.. -ააა.. რა მაგარია გილოცავ. -ჩშ რა გაყვირებს?! უკვე ჩემზე ჩახუტებულ სესილის, ნინიაც შეუერთდა, ცრემლიანი თვალებით რომ დამინახა კაბინეტში იმ წუთას შემოსულმა დიტომ, ორი გადარეულის სხეული მომაშორა და კითხვების დასმა მან დაიწყო: -სესილი რა გჭირს? ელი რა გატირებს? რატომ გაგიჟდით? რახდება? -არაფერი დიტო ძია, დედიკო ცოტა გულჩვილი გავხადეთ. (სესილი) -რას ბოდავ ერთი ვიცო... რა? ელი შენ... მართლა ელი? ორსულად ხარ? მე პატარა „ძმიშვილ-დიშვილი“ მეყოლება? აუ რა მაგარ „პონტში“ ვარ.. ისე ხომ იცი ლომიძეა და ეგ „მისწორდება“ უფრო! გოგოებო ხედავთ ისე ვუყვარვარ, რომ გვარს მიმრავლებს ჩემი ბოთე? წლების წინ ამას ვიფიქრებდი? არა! თან მეხუტებოდა, მკოცნიდა, ჯერ მე მიყურებდა, შემდეგ ცრემლიან გოგონებს და გაუჩერებლად საუბრობდა გაუგებარი აზრებით, თანმილოცავდა. შემდეგ გიგიმ დამიძახა, გაღიმებულმა დიტომ, ჩამიხუტა მაკოცა და ისე გავედით. გიგი ახალი ამბავის სათქმელად ფეხზე წამოდგა, ყურადღება და სიჩუმე მოითხოვა: -ერთი წუთით ვითხოვ ყურადღებას! ყველანი გაჩუმდნენ, ხელი გადამხვია თავზე მაკოცა, საუბარი ისე დაიწყო, რომ მე მიყურებდა და მის თვალებში, სითბოსთან ერთად ვხედავდი გრძნობას, რომელიც ასე ძალიან სურდა, ეს „მამობის სურვილი“ იყო.. -ამდენი ნერვიულობისა და ემოციური დღეების შემდეგ, ყველა ვიმსახურებთ კარგ ამბავს, რომელიც ელის დამსახურებაა! -ვისი დამსახურებაა მაგას, ჩვენ თვითონ მივხვდებით! სესილი ისევ მხიარული გამომეტყველებით თვალებს უწვრილებს გიგის. -მაცადე გოგო! -კარგი ჩუმად ვარ. ყველა იცინოდა, რადგან სესილიმ ტუჩები ერთად მოგროვა და ხელი მოუჭრა.. -მოკლედ ყველამ იცით, თუ როგორ ძალიან მინდა მყავდეს შვილები, თან ძალიან ბევრი! ჩემი ჩვილების დედაც იცით არჩეული მყავს და რამდენიმე თვეში ამ ბედნიერ წუთებს მაჩუქებს ის, ასევე თანახმაა, რომ ეს წუთები ბევრჯერ განმაცდევინოს! -რამ გაგამწარა ასე, უკვე მეორეზე რომ ფიქრობ ბიჭო? სესილიმ ენა გამოუყო და ჩაეხუტა მილოცვებით, ვითომ გაბრაზებულმა გიგიმ კი ანდრიას გახედა: -ანდრია როდის უნდა გააჩუმო ეს გოგო? და რას დგახართ მომილოცეთ მამა ვხდები! ნათქვამის გააზრებაში ისევ გიგი დაეხმარა ყველას და ემოციებით დატვირთული სიტყვები გვისახსოვრეს.. -ეს გოგო ასეთი მოსაუბრე გიყვართ თქვენც და ანდრიასაც რა.. მხრებში გაიმარათა და თავის სატრფოს მოწყვეტით აკოცა ლოყაზე. -ამას ჯერ კოცნა არ უსწავლია და გაჩუმებას ისწავლის? დათამ დასცინა უკვე ჩახუტებულ წყვილს და ჩვენსკენ წამოვიდა, ბედნიერებაა, როცა სიხარული ყველას სახეზე ბედნიერების ღიმილით აღიბეჭდა და ეს გულწრფელია ყველას მხრიდან, განსაკუთრებით კი გურამის ცრემლიან თვალებს ვამაყობდი, რომ ასე ძალიან უნდოდა და უხაროდა შვილიშვილი. ყველანი ჩვენთან დარჩნენ ან წასვლას რა აზრი ჰქონდა, რამდენიმე საათში გათენდებოდა.. დილის თერთმეტი საათი იყო გაღვიძება ნამდვილად მეზარებოდა, გიგის ხელი მეფერებოდა თმაზე, ხმა რომ მოგვესმა დერეფნიდან: -ელისთან მინდა დედა!.. -ანასტასია ცოდოა ელი, გვიან დაიძინა, ცოტა ხანში თვითონ გნახავს. ეჩურჩულებოდა სალო, მაგრამ ქალბატონი არ თმობდა პოზიციას. -მაშინ გიგი ძიასთან მინდა!.. -ღმერთო ეს ვინ არის? ორივეს სძინავს დე.. ხმა უფრო მოგვიახლოვდა, გიგი ადგა სპორტული შარვალი ჩაიცვა და კარი გაუღო, მე იმდენად მიჭირდა გაღვიძება, რომ არ ვიმჩნევდი ანასტასიას ჭირვეულობას: -დილამშვიდობის გოგოებო. -აი არ ძინავს! დილამშვიდობისა ძია. -იმხელაზე ყვირი დედი ვინ შეძლებს დაძინებას? გამარჯობა გიგი, ბოდიში გამომეპარა და აქ ძლივს დავიჭირე.. -რას ამბობ სალო, მე მივხედავ. შემოდი ქალბატონო და ჩუმად ვითამაშოთ კარგი? -კარგი. ელის რატომ სძინავს? ის ადრე დგება? თან ჩურჩულებდა და საწოლზე მოძვრებოდა. -რატომ და ძალიან დაიღალა. ორივე დაწვა, მაგარამ ისე რომ ცდილობდნენ ჩემთვის ძილი არ დაეფრთხოთ: -დედამ მითხრა პატარა ეყოლებაო. -ასეა და იცი რომ მინდა შენსავით ლამაზი იყოს? - რატომ ელი აღარ მოგწონს? გიგიმ სიცილით უპასუხა: -მომწონს და იმიტომ. თქვენ ხომ ერთმანეთს ჰგავხართ? -მართლა? რაკარგია.. ახლა სად არის ბა? -მუცელში. -ნახვა მინდა! -გაიღვიძოს და მერე. -გავიღვიძე უკვე, მაგრამ ხელი არ შეგიშალეთ. -ელი მომენატრე.. ჩამეხუტა და საბანში ჩაძვრა მუცელი მაჩვენეო, გიგიმ ისარგებლა ანასტასიას ინტერესით და მოწყვეტით მაკოცა, ანასტასიამ გაოცებულმა ამომხედა საბნის ქვემოდან და გადამხადა: -ელი, არ ჩანს ბა, მუცელი რატომ არის სწორი? რატომ არ გეტობა? -როგორ კითხვებს სვამ ქალბატონო? ჯერ პატარაა და იმიტომ. -ჩემ დედას მუცელი დიდი ჰქონდა. -ცოტა ხანში ესეც გაიზრდება. ახლა დაბლა ჩავიდეთ ძალიან მშია! წამოვდექი და მოვემზადე, გიგის სახვეი შევუცვალე და ანასტასია ყურადღებით გვადევნებდა თვალს, ისე მოსწონდა ამ საქმის ყურება ხმა არ ამოუღია. საუზმის შემდეგყველანი თავიანთ საქმეზე წავიდნენ, მე და ანასტასია გურამის ყვავილებს ვესტუმრეთ და გაზაფხულის ყვავილებით ვტკბებოდით, გიგიმ ძაღლები გამოუშვა და ათამაშებდა, რაზეც ანასტასია ხალისობდა კარგად გავერთეთ, გურამის კმაყოფილი მზერით ბედნიერების ტალღამ დამიარა სხეულში და უცებ მომინდა მას ჩავხუტებოდი, ასეც მოვიქეცი: -შვილო მიწით ვარ დასვილი და შენც დაგსვრი. -არაუშავს, ერთ დასვრასავიტანთ. ჩემი პასუხის შემდეგ, მკლავები გაბედულად მომხვია და თავზე მაკოცა: -ლილე ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი შვილი ოჯახს თუ ოდესმე შექმნიდა ის გოგოძალიან კარგი იქნებოდა, ეს სიტყვები ზოგადია თუმცა ბევრის მთქმელი და ვიცი მიხვდები რასაც ვგულისხმობ. ბოლოს იმდენი რამ მოხდა, მისი ბედნიერების იმედი აღარც მქონდა.. ამოიოხრა და თავი მაღლა ამაწევინა: -შენ ის გიგი დამიბრუნე რომელიც მეამაყებოდა! მიყვარხარ შვილო, შენი კეთილი გულით და სევდიანი, მაგრამ ულამაზესი თვალებით მიყვარხარ!როცაშენ მიყურებ ცხოვრება ნათდება და ლამზდება, ამიტომ მინდა იცოდეისევე მეამაყები როგორც ის! თვალიდან ცრემლი ისე ჩამომცვივდა ვერ გავიგე, მაგრამ გავიგე რას გრძნობდა და რის თქმას ცდილობდა გიგის მამა, კაცი რომელიც მოსიარულე სიკეთეა ჩემს თვალში და უნდა ვაღიარო, რომ მისი სულიერი სიძლიერე სწორედ ამ სიკეთეში გამოიხატება.. -ბედნიერი ვარ, ასე რომ ფიქრობთ და ამას ამბობთ. -ჩშუ ნუ ტირი, ეს ამისთვის არ მითქვამს. ეს ის ემოციაა რასაც ვგრძნობ, თუმცა ყველა ემოცია რთულია სიტყვებით სრულყოფილადგადმოსცე. -ჩემთვის ესეც საკმარისი და გასაგებია. -ძალიან კარგი, ახლა წამოდი ვისადილოთ. -კარგი. ეზოში საბა და სალო შემოვიდნენ, პატარა ანდრიასთან ერთად. სახლში შევედით, სადილის მზადებაში გართულ მაყვალას მივეხმარე, სუფრას ვალამაზებდი სალოსთან ერთად, მამიდა და ძიაც მოვიდნენ, ნატას თავი შორს ეჭირა, არც მე ვიჩენდი ინიციატივას.. ადა დაძაბული მომეჩვენა, იმასაც ვხვდებოდი რომ რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ თავს იკავებდაამიტომ სადილის შემდეგ ვცადე მარტო გვესაუბრა და კაბინეტში შევედით. -მამიდა რამე ხდება? -არაფერი ჩემო გოგო, ცოტა ვღელავ შენი მდგომარეობის გამო.. -ვიცი ადა, ყველაფერი შევამოწმეთ ლია დეიდამ ნახა და მითხრა, რომ მხოლოდ გემოგლობინი მაქვს დაბალი.. -დარწმუნებული ხარ? ცოტა დავიძაბე რადგან ადას კითხვამ დამაფიქრა. -ყველაფერს გავაკეთებ რაც საჭირო იქნება. თან მალე აღრიცხვაზე უნდა დავდგე და სრულყოფილ გამოკვლევას ჩამიტარებს ლია. -მჯერა რომ ასე მოიქცევი, მე ყურადღებას ნუ მომაქცევ ჩემო ლამაზო. -ადა ვიცი რაც გეწყინა და გთხოვ რომ ამაზე არ ინერვიულო, ნატასთან ურთიერთობას მოვაგვარებ. -ის გიგის მამიდაა და უნდა გაითვალისწინო.. -ვიცი ადა, ყველაფერს გავითვალისწინებ. -მოდი ჩემთან. -მიყვარხარ. -ჩემი ჭკვინაი გოგო ხარ. ოთახში ჩემი გოგონები შემოცვივდნენ, მოგვენატრეო და იმდენი იცანცარეს, რომადამ თავს ვუშველი, ლიასთან და მაყვალასთან ყავას დავლევო, სალომ ანდრია დააძინა ანა კი ჩვენთან ერთად თავის მუცელს ეფერებოდა და იცინოდა. -ბიჭები სად წავიდნენ? -გიგის ქალებში გავატარებთ და მოვალთო. სესილიმ ვითომ სერიოზული სახით მითხრა. -ანდრიაც გაუშვი ხომ? (ლილე) -ხო აბა რა, უნდა დაიხვეწოს სანამ ცოლად გაყვება. ნინიმ ხელები აიფარა ბალიში რომ არ მოხვედროდა სესილისგან. - მოდი აქ ჩამოსკუპდი რა.. გოგონებმა შუიაში ჩამსვეს და ხან ერთი მეფერებოდა მუცელზე ხან მეორე, სესილის მუცელზე ხელი არ მოუშორებია თავი მხარზე დამადო და ღრმად ამოისუნთქა: ხელი დამადო ნინიმაც და მაკოცა. -აუ რა მაგარია.. ეი პატარა, ნეტა როდის გნახავ? -ვაიმე სესილი რა ნახვა მოგინდა ჯერ ერთი ვიცოდე? ნინიმ სიცილით უთხრა, ფერებაში გართულ სესილის. -მეც მომეფერთ რომელიმე რა.. ანამ მოწყენით შეოგვხედა და წამოდგა, გვერდით დავისვი ერთი მე მეფერობოდა მეორე ანას და სესილიმ ყვირილი დაიწყო: -მომარტყა, ვაიმე რა მაგარი ვიღაცა ხარ მანდ! იცოდე მამას არ დაემსგავსო მარტო დედას რაა.. ნახე რა ლამაზი დედა გყავს!. -უკვე შეაშინე ბავშვი გოგო. -ნინია გვაცალე, ხომ ხედავ ვსაუბრობთ! აუ კიდე მომარტყი რაა. მარის ამბავი მაინტერესებდა და მუცელთან მოსაუბრე სესილის, ბიძამისთან შეხვედრაზე ვკითხე: -ბიძაშენთან შეხვედრამ როგორ ჩაიარა? -ძიასთან ვისაუბრე და გაირკვა ყველაფერი რაც დაემართა: გულის შეტევა, ოპერაცია და ამბები ყველაფერი, მარის ორსულობის გამო იყო, მარის და ნატას ცალ-ცალკე ვიზიტი ესპანეთიდან, როცა ძია ცუდად იყო.. როგორ ვერ მივხვდი ჩემს თავზე მეშლება ნერვები, იცი ბავშვიც კი არ ჰყავს ნანახი, მარის ისევ არ ელაპარაკება, თუმცა ბიცოლას არ უშლის მათთან საუბარს.. -იქნებ მეც გავიგო რა ხდება? ნინიმ მოთმინება დაკარგა და ფეხზე წამოდგა. ნინიას რეაქციაზე გაგვეღიმა.. -დაჯექი თორემ წაიქცევი! სესილიმ უთხრა დაწვრილებული თვალებით. -მორჩი ცანცარს და ისე მოთხარი!.. -დათას და მარის შვილი ჰყავთ 4 წლის და ეხლა გავიგეთ ყველამ, მათ შორის დათამაც! -ნინი, ნინი კარგად ხარ? სავარძელზე დავსვით, თუმცა მხოლოთ ფერი დაკარგა და ცოტა მეტი დრო დასჭირდა მის გონებას ყველაფერი ერთად გაეგო.. -ხომ გითხარი დაჯექი თქო? თან ისეთი სახე გაქვს ვიღაცას ეგონება საქმრო წაგართვეს, თუ წაგართვეს? ვაიმე ნინი არ მითხრა დათა მომწონსო. -ეს როგორ? რატომ არ უთხრა? მას ხომ უყვარს დათა? შვილი როგორ დაუმალა? -დაუმალა რა სათამაშო კი არ არის? უთხრა მაგრამ არ მოუსმინა. -არა დათა ამას არ იზამდა... ხმა დაეკარგა იმის წარმოდგენაზე, რომ დათამ უარი თქვა შვილზე. -შენ მემგონი მართლა მოგწონს დათა, იცავ კიდეც და უნდა ჩავინიშნო, გიოს ვუთხრა, რომ ანგელოზივით ბიჭს ატყუებ. შენ ხარ ქალი?.. -სესილი მორჩი ასე საუბარს და მოყევი ყველაფერი. გავუბრაზდი, რადგან ნინის რეაქციაზე ხალისობდა ისე შეიჭრა როლში ნინი საერთოდ არ შეიბრალა.. ყოველთვის პოულობს „მსხვერპლს“ ვისზეც შეუძლია იხალისოს, არც ნინი იყო გამონაკლისი. ღრმად ჩაისუნთქა ჟანგბადი და დაიწყო: -გელა ძიამ არ იცის დათას შვილი რომ არის პატარა დათა, არც მე მითქვამს ეს მათ უნდა თქვან!ერთ-ერთი მიზეზი გაბრაზების ეს ყოფილა, -„დათას ეტრფოდი და ვიღაცასთან როგორ დაიჭირე საქმეო“..ერთი კიცხადია უკვე ნანობს მარის ასე ცუდად რომ მოექცა და იტირა, როცა ვუთხარი თურქეთში ვნახეთქო, ძალიან ჭკიანი ბავშვია და ძალიან უნდა ყველას გაცნობა, საქრთველოში დაბრუნება მეთქი.. უცებ წამოიყვირა მერე ვინ უშლის აქ ჩამოსვლაში ხელსო, მეც ვისარგებლე შემთხვევით და პირდაპირ ვუთხარი შენ უშლი, შენი დამოკიდებულება უშლის ხელს.. -მერე რა გითხრა? -იტირა და რაც მთავარია ნანობს, უბრალოდ იმის გაგება რომ დათას შვილია ეს კიდევ დიდი შოკი ინქნება, თუმცა გაუხარდება.. ახლა კი დათას ჯერია იმან უნდა მოაგვაროს ყველასთან! -ასეა და ხომ იცი რომ მოაგვარებს? (ლილე) -იმედი მაქვს მარის ისევ უყვარს.. ნინიმ ამოილაპარაკა. -იმედი მაქვს ამ ვაჟბატონს აწუწუნებს! -სესილი დათამ ისედაც ბევრი იწუწუნა და დროა ბედნიერი იყოს. -აუ ელი შენმა ფილოსოფიამ დამტანჯა მთელი ცხოვრება რა! შენ რომ მარის ადგილას ყოფილიყავი რას იზამდი? -რაც მარიმ გააკეთა იმაზე მეტსაც! (ლილე) -აუუ, არ მინდა წარმოვიდგინო, თორემ როლში შევალ.. სესილიმ სიცილში აიყოლია ჯერ კიდევ გაოგნებული ანა და ნინი, კაბინეტში შემოსული ჩემი სიუს ღიმილით, მივხვდი რა მენატრებოდა. -ვის ჭორავთ გოგოებო? -ამ წუთას შენ შემებრალე და ისე დათას ვჭორავდით. გიორგის სახე შეეცვალა და ნინის ზემოდან დახედა, ჯერ კიდევ ჩაფიქრებული სახით რომ მიესალმა თავის რომეოს. -მე რატომ გებრალები? (გიგი) -გიო შენ არ ინერვიულო, დათას სხვა ქალიც უყვარდა და იმასთან ერთად ვჭორავდით. გიგი რატომ და ჩემი „დური“ რჩევა იქნება, რომ ელი არ გააბრაზო რაა. -რომელთანაც შვილი ჰყოლია და თან ოთხი წლის. ცრემლიანი თვალებით ახედა ნინიმ გიორგის. -რას ამბობ ნინი? -აი სერიალის მთავარი გმირი მოვიდა.. სესილი მივიდა დათას ჩაეხუტა. -რაო დავით როდის მივდივართო აბა? -სად? ყველამ ერთად იკითხა. -ესპანეთში, რა გჭირთ ხალხო? სეირალები საზღვრებს მიღმა იწერება კარგი, ქართული არ გამოდის ისეთი მძაფრი. -გოგო როდის უნდა გაიზარდო? -აი დათას რომ ჩამოიყვან, მერე ერთად დაგვზარდე. -ნეტა ჩამოვიყვანდე და ხუთ შენნაირს ავიტან კიდევ. ხელები მოხვია თავზე სესილის, თითქოს მისგან სურდა იმედის განმტკიცება. -მე რომ მარის ადგილას ვიყო ხომ იცი რასაც გიზამდი? ეშმაკური თვალებით ახედა ონიანს. -იმიტომაც არ ხარ! თმა მოუჩეჩა და სავარძელში ერთად ჩასხდნენ. -დათა მართლა მიდიხარ? -აუცილებლად გიგი, ჯერ გელას უნდა დაველაპარაკო და მერე წავალ. -ხომ იცი ძიას გულის ოპერაცია აქვს გაკეთებული? -ვიცი გადრეულო და ამიტომაც ვიკავებ აქამდე თავს. -ბავშვებო სადილი მზად არისო მაყვალა დეიდამ. სალო შემოვიდა ანდრიასთან ერთად და საბამ ხელში აიყვანა მისი პატარა, თან ესაუბრებოდა ისე გავიდა ოთახიდან, ყველანი უკან მივყევით, განსაკუთრებით მე გამიხარდა.. ბოლო პერიოდის მადით გაოცებულმა გიგიმ სუფრასთან მითხრა: -ასე თუ გააგრძელე, ლია დიეტაზე დაგსვამს. -რატომ? ჯერ არ ვარ მომატებული. -მალე იქნები. -არაფერიც არ ვიქნები. მეწყინა მაგრამ რატომ არ ვიცი, ალაც ვერ ვხვდები რა დამემართა. გაბრაზებულმა მაგიდა დავტოვე და უკან მომყვა ჩემი სიუ. -კარგი ნუ ბრაზობ, გეხუმრე.. მთავარია რომ კარგად ხართ ორივე. გაქცევა ვცადე, მისაღებში დამიჭირა სავარძელში მოთავსდა და მუხლებზე რომ არ დავესვი გვერდზე გადგომა ვცადე, ჩავცურდი იატაკზე გიგის ფეხებთან, ხელები დამიჭირა ნატკენი ხელით,მეორეთი სახე და იქამდე მკოცნიდა, სანამ არ გამეცინა: -შემირიგდი? -არა. -მაშინ არ გაგიშვებ! -დედა შვილო რას აკეთებ გიგი? ბავშვი ცოდოა. -მაყვალა დამშვიდდი. -მიშველე მაყვალა დე... არ მაცადა ყვირილი ისევ მაკოცა და გამაჩუმა. -მოდი ჩემო გოგო. დაანებე თავი ამ გოგოს! -მაცადე მაყვალა უნდა შევირიგო. -ეს რა შერიგებაა ნუ გადამრიე! გაგუდე ბავშვი, მუცელი არ მოეშალოს ასე როგორ გყავს? -რა?.. მუცელი?.. ელი.. უცებ წამოხტა ფეხზე გიგი და სავარძელზე დამსვა. -კარგად ხარ? -არა. -ელი?.. ისეთი თვალები ჰქონდა გამეცინა, ბედნიერმა თავზე ხელი მომხვია და ჩამიხუტა. -ღმერთო შენ მიშველე, გააგიჟებს ამ გოგოს ეს ბიჭი.. უკმაყოფილო სახით წავიდა სამზარეულოსკენ მაყვალა, გიგი კი მუცელზე მეფერებოდა და ყელში მკოცნიდა, თან პატარას ჩუმად ესაუბრებოდა როდის გნახავს მამაო.. რამდენიმე დღეც ისე მიილია, რომ ჩემი მთავარი საზრუნავი პატარებთან და სალოსთან ერთად ყოფნა იყო, რადგან გიგი გამოკეთდა, ენერგიულად ჩაერთო საქმეში, ბევრი საკითხი დაგროვდა მოსაგვარებელი, რომელსაც ბევრჯერ შეხვედრებზე სიარული და სიტუაციის კონტროლი სჭირდებოდა. მამიდამ და ძიამ წასვლა მხოლოდ იმ დღის შემდეგ დაგეგმეს მე რომ ექიმთან ვიზიტი მქონდა დანიშნული. ეს დღეც დადგა და გიგიმ დილით ადრე გამაღვიძა საავადმყოფოში ვართ წასასვლელიო, ისე ცქმუტავდა მეგონა თვითონ იყო კონსულტაციაზე ჩაწერილი, ანალიზების ჩაბარების შემდეგ ეხოსკოპიის კაბინეტში შევედით, ცოტა ვღელავდი პასუხების მეშინოდა, ისეთი რომ ეთქვათ რაც ნაყოფის განვითარებისთვის საშიში ყოფილიყო, იქვე მოვკვდებოდი: -ნუ გეშინია მეც იქ ვიქნები შვილო. -ლია დეიდა, შეიძლება გიგიც შემოვიდეს? -დავიჯერო აქ დაგელოდება? გაიკვირვა ლიამ და გიგის მიუბრუნდა: -გიგი არ შემოხვალ? -ელი, გინდა შემოვიდე? -კი მინდა და ნუ მაწვალებ! -კარგი რა, ხომგითხარი თავიდან ვერ მომიშორებთქო?! ჩემი შავთვალა ხარ, თან ბოთე შავთვალა! თავზე მაკოცა და ხელი მომკიდა ისე შევედით, საწოლზე დავწექი და ნერვიულად დაველოდეთ რადიოლოგისა და ლიას პასუხს როლმებიც ერთმანეთს უთანხმებდნენ რა უნდა ენახათ..მიუხედავად ყველას დიდი ინტერესისა, მხოლოდ ადა და გიგი იყო ჩემი თანმხლები პირების სრული შემადგენლობა, რადგან გიგიმ გააფრთხილა მთელი რაზმი არ არის საჭირო მოვალთ და აქ გეტყვით ყველაფერსო. ნუნუს ეს არც გაუგია, ისედაც ვერვინ ვერაფერს გაუბედავდა, ამდენი ხნის მოთმინებას ერთად დაკარგავდა, რადგან ამის გამო დარჩა კიდევ რამდენიმე დღით. -ნუ გეშინია ყველაფერი კარგად არის. ლია დეიდამმოგვმართა ორივეს, გიგის ხელი გაუცნოიერებლად მოვუჭირე, მანაც მომიჭირა და უცებ რადიოლოგი ეკითხება ლიას: -ლია, ამას ხედავ? -რა არის? შეშინებულმა თავი მაღლა ავწიე და მე მომიბრუნდა, რადგან ლია ისევ დაკვირვებით იყო დაკავებული: -ნათესაობაში ტყუპეპი გყვათ, რომელიმეს? -არა. გაოცდა გიგი. -კი მამა და მამიდა. -გილოცავთ. გამიღიმა ქალმა. -ორნი არიან დედი, ჩემო გოგო იცი რა კარგები არიან? -რა?... ორი? ტყუპები? ამოვილუღლუღე და გიგის შევხედე. -ორი ერთად? -დიახ მამიკო, ორინი ერთად. ახლავე გაჩვენებთ. რადიოლოგმა გაგვიღიმა, სუნთქვა ისე გამიხშირდა გიგიმ ხელზე მაკოცა. ეკრანიც განათდა და მოუსვენრად დავიწყეთ ყურება, ორი წერტილის დანახვა იყო საოცარი შეგრძნება, იმის გააზრება, რომ ის შენშია და გულისცემა რომ გავიგე საერთოდ გავოგნდი, შინაგანი მე მიმეორებდა დედა გახდები, შენ დედა გახდები! -ეს ნახე როგორ იმალება, მიდი გააწვალე კარგად რომ გამოჩდეს. -ეხლავე ლია. -ნუნუს დავუძახებ. -აი ორივე ჩანს. ხომ ხედავთ ბავშვებო? -დიახ. ჯერ კიდევ გაოგნებულმა ვუპასუხე. -გულისცემა კარგია, ანალიზებიც კარგი უნდა იყოს, რადგან პათოლოგია არაფერი ფიქსირდება შეგიძლიათ მშვიდად დაელოდოთ მათ. გილოცავთ! -მადლობა. -ლილე, როგორ ხარ? -კარგად ადა, ცოტა დავიბენი.. ავტირდი ემოციით დატვირთული. -რატომ? რა ხდება? -ნუნუ ორნი არიან! (ლია) -რა? ჩემო გოგო გილოცავ! გიგი გილოავთ დედი. გაფითრებული გიგის დანახვამ გამაცინა, უკვე მოწესრიგებული მივედი და მოვეხვიე. -გილოცავ მამიკო. -მეც გილოცავგრძელ თმიანო, ყოველთვის რომ მაოცებ გითხარი ხომ? -კი მაგრამ კიდევ მოვისმენ. ლიას კაბინეტში ვისხედით, ანალიზები უნდა მოეტანა, გიგი ისევ გაოგნებული იჯდა და მუცელზე ხელს მისვამადა, პერიოდულად მიღიმოდა და კარიც შემოაღო ლიამ, ადაც მოყვებოდა უკან ორივე ფურცელს დაჰყურებდნენ და იღიმოდნენ. -როგორ ვართ? ფეხზე წამოვდექი. -კარგად ხართ, მაგრამ ისევ გემოგლობინია დაბალი და ჟანგბადის ნაკლებობაც არის. (ლია) -ეს ყველაფერი მოგვარებადია. (ადა) -მოგვარებადია, საკვებითა და მედიკამენტებით მივეხმარებით, კარგი იქნება სადმე მთაში წახვიდეთ, ოღონდ ძალიან შორს არა! -მგზავრობა შეიძლება? გიგი მომეხვია ზურგიდან. -კი როგორ არა, მთავარია ფიზიკურად არ დაიტვირთოს თავი. -ყველაერს გავაკეთებთ რასაც მეტყვი. ისეთი აფორიაქებული ვიყავი, ცრემლებს ძლივს ვიჭერდი, რომ არ მეტირა. -მშობიარობამდე დროა, მაგრამ ხომ იცი მიღებული ტრამვების გამო საკეისრო კვეთა იქნება აუცილებელი. ჯერ კიდევ დაბნეულობა შეპარული ადა ლიას უყურებდა. -ვიცი ადა და გავითვალისწინებ, ნუ ხარ ასეთი სახით. სიცილით უთხრა და მერე მე მომმართა: - ახლა სახლში წაცუნცულდით და სხვასაც მივხედავ, დანარჩენს მერე გეტყვი ჩემო კარგო. მომეფერა ლია და ჩამიხუტა. -კარგი მადლობა ლია დეიდა. -რა მადლობა გოგო შვილიშვილებს ველოდები ქალი თან სამს ერთად!გამასწარით აქედან! სხვა დედიკოებიც მელოდბიან მე. -კარგი წავიდეთ! ლია „ძმა“ ხარ! თვალი ჩაუკრა გიგიმ. მთელი გზა ვცდილობდი კარგად გამეაზრა, რომ მალე დედა გავხდები და რამდენიმე თვეში საყვარელ მამაკაცს შვილებს გავუჩენდი, რომელიც იმ სიყვარულის გაგრძელება იქნებოდა, რაც ჩვენ გვაკავშირებდა.. სახლში მისულებს ისეთი სახეებით დაგვხვდნენ, თითქოს საშინელება უნდა გვეთქვა, გიგიმაც ისეთი სახე მიიღო, გურამს უთქმელობის გამო გულის შეტევა მოუვიდა თითქმის. ადამ ვეღარ მოითმინა: -ეს ბიჭი გადაგრევთ თქვენ. ყველაერი კარგად არის გურამ და გილოცავთ ორი შვილიშვილი გეყოლებათ მალე! -ტყუპებია? ყველამ ერთად დაიწყო ყვირილი, სესილი და ნინი მკოცნიდენ,ყველამ ჩამიხუტა მომილოცა..დემე და მარიც იყვნენ პატარებთან ერთად, ანსტასიამოთამაშე ბავშვებს მოშორდა და საბას საქციელს აკვირდებოდა, რადგან საბა წამოხტა და ჩამეხუტა, დამატრიალა და თან მკოცნიდა: -გილოცავ ელი, შენ ჩემი ყოჩაღი გოგო ხარ! ჩემი ელი. -საბა ცოტა ფრთხილად. რამე არ დაუშავო ძლივს მოაბა მაგ საქმეს თავი, ჩემმა ბიძაშვილმა. დიტოც მოვიდა ჩემთან მოსალოცად. -სამაგიეროდ შედეგი მაქვს მაგარი, ჩემო დიტო. საბასაც და დემესაც დავეწიე, თქვენ დროა მესამეზე იფიქროთ! -ეს რა უსამართლობაა ტო, ხუთწლიან ოჯაში ორი შვილი მყავს და ამან ერთ წელში გამასწრო ლამის, მარი ადექი მივდივართ სახლში! -ეგ საქმე საღამოსთვის გადავდოთ ჩემო ქმარო. -გავიდა კიდევ ხუთი წელი და გიგი შემოგვრჩა მრავაშვილიანი მხოლოდ. -დემე მორჩი ახლა. მარი სირცხვილისგან გაწითლდა და თვალები დაუბრიალა. ნატალიამ ამდენი ხნის შემდეგ გამოხატა ინიციატივა, რომ ჩემთან მოსულიყო: -გილოცავ ლილე, ბედნიერი დედა ყოფილიყავი. -დიდი მადლობა. -შეიძლება ჩაგეხუტო? -რათქმა უნდა. გამეღიმა და მე თვითონ მოვეხვიე.. დიტო, ჩამოუჯდა თავის ქალბატონს და აყვირდა: -ოოოოოო თვით ნატალია ლომიძე ითხოვს ჩახუტებას? ამას ვინ შეძლებდა თუ არა ლილე გელოვანი? ეს ისტორიული მოვლენა უნდა ავღნიშნოთ! გიგი თოფი მოიტანე თოფი!.. -დიმიტრი, ნუ ყვირი ბავშვს ეშინია! -კარგი რა ნატა, რა დღეში გაქვს ნერვები? შენი ქმარი უნდა ვცემო სულ გაგიფუჭა ისედაც უვარგისი ხასიათი. -დიტო დაისჯები! ნატას ხმით თქვა გიგიმ და ყველანი იცინოდნენ ნატა შუაში ჩაისვეს ძმიშვილებმა და აგრძელებდნენ: -გაერთეთ ჩემს ნერვებზე რა გენაღვლებათ თქვენ.. -ნატა შენ ნერვები იცი რა არის? ხელი გადახვია გიგიმ და როგორც სჩვევია თავზე აკოცა. -ვიცი რაც არის და ნუ მაცემინებთ თავს ორივე!.. მე ანასტასიას ხელი მოვკიდე და ამდენი ხნით ჩუმად მყოფ სალოს ჩამოვუსხედით: -ელი რაზე ლაპარაკობთ? -რაზე ჩემო ლამაზო და ორი პატარა მეყოლება. -მართლა? შეიძლება მერე? -კი შეიძლება, ერთად დაიბადებიან და ერთად გაიზრდებიან. -რა მაგარია, მე ხომ მოგეხმარები? -შენ თუ სურილი გექნება მომეხმარე. -მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ პატარა. ძალით გაღიმებულ სალოს მივუბრუნდი: -რამე მოხდა? -არაფერი. -რატომ გაქვს ასეთი ფერი? -ელი მე... -რა გჭირს? გინდა გავიდეთ? გოგონებისა და ბიჭების საუბარს, რომ ხელი არ შეეშალათ, უარის ნიშნად თავი გამიქნია და ანდრია გულზე უფრო მეტად მიიხუტა. -სალო.. თვალები ცრემლებით აევსო და უცებ წაიჩურჩულა: -ორსულად ვარ. -რა. ცოტა ხმამაღლა მომივიდა. -ჩშ.. -უი ბოდიშით, გააგრძელეთ. გავიღიმე მაგრამ საბას უკვე შემჩნეული ჰყავდა სალო და მის მუხლებთან აღმოჩნდა უცებ: -სალო რა გჭირს? პატარას რამე სჭირს? რამე მოხდა? გამეღიმა საბას სახის გამომეტყველებაზე და იმაზე, რომ გაიგებს რა რეაქცია ექნება. სალო კი უფრო ატირდა. -სალო ნუ გადამრიე, წამო გავიდეთ. ფეხზე წამოაყენა სიფრიფანა სხეული და ჩაიხუტა, მე ანდრია გამოვართვი და მივიხუტე, სალომ ისარგებლა მომენტით, რომ საბა მის თვალებს არ უყურებდა და უცებ უთხრა, თან თვალები მაგრად დახუჭა: -ორსულად ვარ საბა. -................... დუმილის გამო, სალო უფრო ატირდა, მერე მხრებში მოუჭირა ხელები და წარბებ შეკრულმა შეხედა, მოკანკალე სხეულს: -ამიტომ ტირი? -................ -ამის გამო ტირი გოგო? -მაპატიე, არ ვიცი რა ვთქვა, ანდრია მხოლოდ ოთხი თვისაა და... -დედი რა მოხდა ასე რატომ ტირი, შენ კიდევ რა გაყვირებს? დაელაპარაკე გოგოს ნორმალურად! ადა ჩაერია საუბარში. -დედა, სალო ორსულად არის! თვალებ ანთებულმა წამოიძახა. -რა? -ხალხნო კიდევ ერთი დევდარიანი! საბამ დაიყვირა უკვე გააზრებული სიხარულით. -ვაიმე საბა რა იყო სამშობიაროს ეზოშივე დაიწყე?.. სესილიმ ისეთი სახით იკითხა, მემგონი ყველამ „სცენა“ წარმოიდგინა, რადგან თვით ნუნუ და ნატალიაც კი იცინოდა. -ოხ სესილი! ანდრიამ თავი გააქნია უკმაყოფილოდ, მაგრამ სიცილი ვერ შეიკავა. სესილი კი მოეხვია საბას და მიულოცა, მაგრამ მაინც არ გაჩუმდა: -გაფიცებ ძმობას მითხარი, სამშობიაროს ეზოში რამ გაქნევინათ?.. -სესილი რომ იცოდე ეგ რამაგარია არ მკითხავდი. -ფუ, დამპალო! ხელი კრა საბას და სალოს ჩაეხუტა, რომელსაც ადა ისევ ამშვიდებდა: -რატომ ნერვიულობ შვილო, ყველაფერი კარგად იქნება, ალბათ უფალს ასე სურს. ადამ ჩაიხუტა და კოცნა საამაყო რძალი, რომელსაც ისევე უშრობს სისხლს, როგორც მე და საბას, მაგრამ მაინც ძალიან უყვარს. -ადა, სიბერე შემოგეპარა თუ რა ხდება? სად არის შენი შენიშვნები? საბაჟომ არ გამოგატანა? დიტომ ნატას შემდეგ ადაზე გაილაშქრა. -მაგას გიგის გამოჩენამ შეუცვალახასიათი. სერგო ძიაც აჰყვა ბიჭებს, რომელიც თავის შვილს იყო ჩახუტებული და ბედნიერი იღიმოდა. -შენც აჰყევი ახლა ამათ ხომ? -ჩემო ნუნუ, ხუთი შვილიშილის ბაბუა ვხდები და მე რამე ჭკუა უნდა მკითხოს კაცმა? ხელები მოხვია მეუღლეს და ცრემლები მოსწმინდა ქალს, კაცმა რომელიც ჩემთვის ისეთივე იმედია, როგორიც მამიდა და რომლის დიდი წვლილია ჩადებული ჩემს ბედნიერებაში, იმ წუთიდან რა დროსაც მე დავიბადე!.. თემოს სასამართლომდე რამდენიმე დღით ადრე წავიდა რუხი საქართველოდან, სასამართლო კი რამდენჯერმე გაიმართა, მე მხოლოდ ერთხელ მივედი პირველ სხდომაზე და იმდენი ვინერვიულე, მეორედ წასასვლეად მომზადებულს ჩემდა უნებურად მეფიქრებოდა ყველაფერზე, თემოს დამოკიდებულებაზე, მისი გამოხედვა, თემოს ადვოკატისა და დავითის სიტყვები გონებაში მიტრიალებდა უასიამოვნო მოგონებად: -„ბატონო მოსამართლე უნდა გავითვალისწინოთ ჩადენილ დანაშაულამდე, მსჯავრებულსა და დაზარალებულს შორის არსებული დამოკიდებულება. ისინი მეგობრები იყვნენ, მათი ურთიერთობა შეიცვალა მას შემდეგ რაც სამეგობრომ გაიცნო ქალი-ლილე გელოვანი. მე მინდა მას დავუსვა რამდენიმე კითხვა და თუ შეიძლება მოწმის სტატუსით დავკითხოთ ის.“ -მიღებულია მოთხოვნა! აუტანელი გრძნობების კორიანტელი იყო თავმოყრილი ჩემს სეულიში, ნახევარი არ მახსოვს, თუმცა დავითის სიტყვები არ დამავიწყდება არასოდეს! -ბატონო მოსამართლე ვაპროტესტებ, მოწმის მიმართ დასმულ კითხვას-„რა დამოკიდებულება ჰქონდა მსჯავრდებულის მიმართ ლილე გელოვანს“, რათქმაუნდა მეგობრული, რადგან სამეგობროს წევრი იყო! დააკმაყოფილა მოსამართლემ და სანამ ადგილს დავტოვებდი გავიგონე დავითის სიტყვები: -„დამნაშავეს წინასწარ ჰქონდა განზრახული თავისი ქმედება, რადგან მან გარკვევით წარმოსთქვა სიტყვები სანამ იარაღს გამოიყენებდა „-ქალბატონო ლილე ერთობი ხომ ჩემს „სამეგობროში“?! ....ისინი შენ დაგკარგავენ!“.... ისეთი დამთრგუნველი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ წასასვლელად მომზადებული ხმას ვერ ვიღებდი, არ მინდოდა მენახა დედამისი, არც მისი ნახვა მინდოდა, არც განცდილის თავიდან განცდა მსურდა. ალბათ იმიტომ რომ თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, გარკვეულ წილად ხომ მაინც, რადგან ჩემი გამოჩენით გაურთულდათ ურთიერთობა „მეგობრებს“.. მისაღებში სავარძელში ვიჯექი და ველოდი ბიჭებს, ფიქრები და აზრები ზოგჯერ თანმიმდევრობით, ზოგჯერ კი არეული ტრიალებდა გონებაში, ამის გამო სხეულში შეპარული კანკალი, გიგის შეუმჩნეველი არ დარჩენია და მოთმინება დაკარგა, სიბრაზისგან ხელში რაც მოხვდა დაამტვრია, ხმაურზე ისე შევხტი სავარძელში უნებურად შევკივლე და წამოვდექი. -კარგი ბიჭო რა გჭირს? შენ უფრო აშინებ ახლა!? დიტომ გააჩერა რომ შემთხვევით გადარჩენილი „ანტიკვარული“ ნივთების დამტვრევა არ გაეგრძელებინა გიგის. -რა მოხდა გიგი? შეშინებულმა ძლივს გასაგონად ვიკითხე და გული ისე მიცემდა, მეგონა სუნთქვას ვეღარ შევძლებდი, ალბათ იმიტომ რომ მისი გაბრაზების მიზეზი ვიცოდი და ისიც ვიცოდი რომ ამდენად არ უნდა გამომეხატა ჩემი ემოციები! -რას ჰქვია რა მოხდა ელი? ასეთ მდგომარეობაში როდემდე უნდა იყო? -კარგად ვარ, მალე გამივლის. -კარგად ხარ ელი? ამის დედაც! მატყუებ კიდეც? -არ გატყუებ, რატომ ხარ გაბრაზებული ვერ ვხვდები.. -ელი შენს მდგომარეობაში ნერვიულობა და მითუმეტეს თემოზე ფიქრი მაბრაზებს და შენ პროცესზე აღარ წამოხვალ! -უკვე გადაწყვიტე თუ მეკითხები? -გადავწყვიტე! -იქნებ გეკითხა. -დამეთანხმებოდი რომ მეკითხა? გაეღიმა დასმულ კითხვაზე, მაგრამ გაოცდა როცა ჩემი პასუხი მოისმინა: -კი. თავი დავხარე და ტირილი დავიწყე, უცებ სწრაფი ნაბიჯით მოვიდა ჩემთან და მის მკლავებში დამმალა, ძლიერად მიჭერდა თითქოს მთელი ძალით ცდილობდა ჩემს დამშვიდებას, თავზე მკოცნიდა და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ საკუთარი ფიქრებისგანაც მიცავდა, რომელიც ისე მტანჯავდა, როგორც სხეულში შეპარული სიცივე. -ბოდიში ვერ შევიკავე თავი, მაპატიებ? თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ტირილით ამოვილაპარაკე: -არ მინდა წამოსვლა.. -დამშვიდდი ყველაფერს მოვაგვარებ და შენ იქ არ წაგიყვან. -როგორ? -მერე გერტყვი, ახლა წავალთ, თორემ დაგვაგვიანდება და პროცეზე არ შემიშვებენ. -კარგი. -მალე დავბრუნდები. -მიყვარხარ! -შენმა სიუმ თქვა უფროო! შუბლზე კოცნით მითხრა, ჩემი ღიმილით გამაბედნიერა და გარეთ გასულ დიტოს ყვირილს, ყვირილითვე უპასუხა: -მოვდივარ რა გაყვირებს!? იქვე ჩუმად მოფ მაყვალას ხელი გადახვია და კარისკენ მიმავალმა გაიყოლა: -მიხედე რა და შეეცადე მარტო არ დატოვო, მე მალე მოვალ. -შენ არ ინერვიულო, მე და ლილე ვიჭორავებთ შვილო. მიეფერა თბილი ღიმილიანი სახით მაყვალა, რომელსაც არასოდეს არავისთვის ენანება სიყვარული და განსაკუთრებით გიგისთვის. უკან მობრუნებულმა იდეა მომაწოდა გემრიელი კერძების მომზადების, რაც ყველაზე კარგი საშუალება იყო, რომ ფიქრების გარეშე გამეყვანა დრო.. სახლში დაბრუნებულებს სუფრა გაშლილი დავახედრეთ და შექებაც დავიმსახურეთ. გიგის მომღიმარ სახეზე მივხვდი ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა, უკვე დამშვიდებული ავედევნე ოთახში მიმავალს, მაგრამ არაფერს არ ამბობდა და მოთმინებამ მიღალატა.. -როგორ ჩაიარა პროცესმა? -კარგად. -ისევ გადაიდო? -კი. -როდისთვის? -ზეგისთვის. -ჩემი არ ყოფნით პრობლემა ხომ არ შეგექმნათ? -არა. -გიგი! -რა? -მოვრჩეთ „ბლიც“ კითხვებს! -მოვრჩეთ მერე, მაგრად მშია. მითხრა ღიმილით. -მითხარი რა მოხდა. -ისეთი არაფერი მოყოლად რომ ღირდეს. ხელი გადამხვია და ოთახიდან გამიყვანა, ხელი არ გამიშვა კიბისკენ ისე წავიდა, რამდენიმე საფეხურის შემდეგ გავჩერდი და ნაწყენი თვალებით შევხედე, შეგრძნება გამიჩნდა რაღაცას მიმალავდა: -მაინტერესებს. -ასე რატომ მიყურებ? გგონია რამეს გიმალავ? თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, ჩემი ღიმილი და კოცნა მაჩუქა, მჭიდროდ მომხვია ხელები, შემდეგ თავია ამაწევინა, თვალებში ჩამხედა ისე მითხრა: -ზეგ დასრულდება სასამართლო და განაჩენს გამოუტანენ თემოს, შვიდიდან-თხუთმეტ წლამდეა და კიდევ მიმალვის მუხლიც.. შენ ისევ არ მოგიწევს წასვლა, რადგან ლიას სამედიცინო დასკვნით, დავითის შუამდგომლობა დააკმაყოფილეს, რომ შენ მხოლოდ ჩემს შვილებზე უნდა იზრუნო!. გამეცინა მის ხელზე რომელიც ჩემს მუცელზე ედო, თან დაიხარა და აკოცა. -მამას ბავშვები არ მინერვიულო კარგი? -კარგი. -ახალა ჩემზეც იზრუნე მშია! -მუცელა! ცხვირი გავუსვი მკერდზე ისე შევივსე ფილტვები საკუთარით წოდებული სურნელით -ეგ რაღაც ახალია? -რა არის ახალი, შენ რომ ჭამა გიყვარს? -ამას ჩემზე ამბობ? თან შენ? -მე იმიტომ ვჭამ ბევრს რომ სამი ვართ. -კარგი ასე იყოს. დაჯექი! მრავალ რიცხოვან სუფრასთან ვიდექით უკვე კამათში გართულები გიგიმ სკამისკენ, რომ მიბიძგა და მეც გემრიელად მოვკალათდი.. ჩვენი ყველას ცხოვრებამ მშვიდი სახე დაიბრუნა, მამიდა და ძია რომ გავაცილეთ, ყველანი ჩვენ საქმეებს მივუბრუნდით, მალევე გაფრინდა ნატალია, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ისევ მოვიგე მისი გული, ასე ამბობენ ბიჭები და ორივეს იქამდე გვაწვალებდნენ სანამ ნატალია არ გაუბრაზდებოდა. ადა ფორმას დაუბრუნდა და ამერიკიდან გვახსენებდა რომ მე, სალოს და საბას სწავლის საკითხი ჯერ კიდევ „შუა გზაზე“ გვქონდა მიტოვებული და მთელი დატვირთვით გადავეშვით სწავლაში, მე ნათიას დახმარებით მალე გავერკვიე სიტუაციაში და ის ფაქტი დამეხმარა, რომ პრაქტიკები გვქონდა ბოლო სემესტრის, თან ამაში არცერთს ორსულობა არ გვიშლიდა ხელს, ორივე მომატებული მადით ვისხედით სუფრასთან მეც და სალოც, ამიტომ ანას ფორმებს ისე დავეწიე ვერც ვგრძნობდი მატებას, ან არ ვუტყდებოდი საკუთარ თავს რომ ვიმატებდი.. გიგის საქმიანობაც დატვირთული იყო, იმდენად რომ ხშირად მოუწია მივლინებებში წასვლა, დიტო კი ანას გამო ვერ მიდიოდა, მაგრამ მონტრებული გიგი იმდენად მანებივრებდა, რომ ყველაფერი საჭიროზე ლამაზი ფერებით მეჩვენებოდა. თუმცა იყო საკითხი რასაც თემო ერქვა და გიგის მამა ცდილობდა ისევ სიკეთე გამოეჩინა, დახმარებოდა მას. ერთ დღეს გამოცდაზე ვიყავი წასასვლელი და დილით გიგის ვეძებდი, ვიცოდი კაბინეტში მელოდა და რომ შევედი მამა-შვილი კამათობდნენ: -შვილო თემოსთან კი არა, საკუთარსინდისთან მინდა ვიყო მართალი, რატომ არ გესმის? -მამა, ამ თემას ჩემთან ნუ განიხილავ! ძალიან გთხოვ. -მე გავაკეთებ ყველაფერს, უბრალოდ მინდა შენც იცოდე.. -გურამ, არ მინდა მაგ ტიპთან სერთოდ ურთიერთობა და რატომ არ მანებებ თავს? შემოდი ელი. რომ დამინახა, მანიშნა მივსულიყავი და შეეცადა გაეღიმა. -ჩემი რატომ არ გესმის შვილო? -რა უნდა მესმოდეს მამა? კაცი რომელიც ოჯახის წევრი მეგონა, ჩემს ცოლს როგორც ქალს ისე უყურებდა და შანსი ხელიდან არ გაუშვა რომ მოეკლა, სხვა დანარჩენზე არაფერს ვამბობ.. არა მამა, მე არ ვარ ამდენად კარგი, რომ თემოს დახმარების სურვილი გამოვთქვა! გურამმა ნაღვლიანად თავი დაუქნია და მე შემომხედა: -შვილო ბოდიში რომ ამ საუბრის მოსმენა მოგიწია.. -არაფერია მამა. ვცადე გამეღიმა და გიგის შევხედე, მანაც მანიშნა გავსულიყავით. მანქანაში კი ჩუმად ვისხედით, მე ისევ უსიამოვნო მოგონებები მახსენებდა თავს ალბათ გიგისაც, გაბრაზებული სახით მართავდა ავტომანქანას, ვეღარ მოვითმინე მისი ამ მდგომარეობაში ყოფნა უფრო მიმძაფრებდა განვლილ და განცდილ შეგრძნებებს.. -გიგი ნუ ბრაზობ რა.. -მაშინ, შენ ნუ ნერვიულობ! -არ ვნერვიულობ, საიდან მოიტანე? -ელი ფიქრობ რომ მე ვერ ვხვდები შენ რას გრძნობ და განიცდი? -არა მაგრამ მამასიც მესმის.. -არ გადამრიო ახლა და არ მითხრა, რომ შენც გინდა გურამი დაეხმაროს მას! ისედაც ძლივს შევიკავე თავი. -ნამდვილად არ მინდა ოდესმე თემოზე რამე გავიგო, მით უფრო არ მინდა მას შევხვდე, უბრალოდ მამა თავის მეგობარს ვერ ივიწყებს ალბათ და ვცდილობ გავუ... -ელი ეს თემა დახურულია! -კარგი. არცერთს ხმა არ ამოგვიღია ისევ ჩვენს ფიქრებს მივუბრუნდით, განერვიულებული ვიყავი და ისევ თემოს გამო, ისევ მის გამო ვიყავით დაძაბულები, თუმცა მანქანიდან სანამ გადავიდოდი სიუმ შემაჩერა: -შავთვალა შემომხედე. მისკენ შევბრუნდი. -გთხოვ არ ინერვიულო და პირობა მომეცი, რომ მხოლოდ გამოცდაზე იფიქრებ.. -და შენზე. გამეღიმა. -ჩემზე აუცილებლად! მაკოცა, მუცელზე მომეფერა და გამიშვა. მართლაც ვცდილობდი გამოცდაზე მეფიქრა, რამდენად გამომივიდა არ ვიცი რადგან შედეგები მოგვიენებით გახდებოდა ცნობილი, ორ კვირაში კი სწავლას სრულად ვამთავრებდი და ეს ფაქტი მახარებდა, თან ძალიან მინდოდა „მანტია“ ჩამეცვა, რომელიც დედას ოცნება იყო, ადაც ამიტომ იყო ჩემზე მეტად მონდომებული.. ეს დღეც მალე დადგა მე, საბას და სალოს ყველანი გვილოცავდნენ, ამის აღსანიშნავად ბარში დაგეგმეს დროსტარება, ყველანი იქ უნდა მივსულიყავით საღამომდე კი ადასთვის უნივერსიტეტში გადაღებული ფოტოების გაგზავნით ვიყავი გართული, როცა სესილი შემოიჭრა ჩემს ოთახში, მუცელზე მომეფერა და დაიწო: -გოგო დათა მიდის! -სად? -ესპანეთში მიდის, ორ დღეში. -მერე? -რა მერე, მე რა მეშველბა? -ვაიმე სესილი ეს ეჭვიანობაა თუ ეგოისტობა? -აუ არ ვიცი, რა მჭირს. ხომ იცი მასზე როგორ ვარ დამოკიდებული? მგონია რომ ჩემი სულის ის ნაწილი მიდის, რომელიც ცოტათი მაინც არის მშვიდი და ახლა დავრჩები მხოლოდ გადარეული ადამიანი, რომელსაც ვიღაცა მოკლავს თავისი უტაქტობით. -ამოისუნქე და ნუ მოთქვამ! -კარგი ვსუნთქავ. თან იმიტაციას აკეთებდა სუნთქვის, გამეცინა სესილის ასეთ ემოცებზიე.. -გინდა წყალი ამოგიტანო? -არ მინდა, აი მშვიდად ვარ. განაგრძო სუნთქვა. -ბიძაშენს დაელაპარაკა? -კი ილაპარაკეს და ძია ცუდად გახდა.. -რაა? სად არის? ახლა როგორ არის? -კარგად არის მხოლოდ წნევა ჰქონდა მაღალი და ბიცოლამ მიხედა. -დათას ეჩხუბა? -არა გოგო, გაუხარდა. ნუ თავიდან გაბრაზდა მაგარამ, ყველაფერი რომ გაიგო და დათა დაპირდა მარის აქ ჩამოვიყვან და მის ხელს თქვენ გთხოვთოოო.. ხომ იცი დათა როგორ უყვარს ამიტომ არაფერი უთქვამს. -რა გამოდის მარის არაფერს ეკითხებით? -აუ მეც ეგ ვუთხარი და დათამ გამაფრთხილა მარისთან საუბარს გიკრძალავო! -იცის რასაც ეტყვი და იმიტომ. სიცილით ვუთხარი. -კარგი მე ვეცდები თავი შევიკავო, მთავარია მალე დაბრუნდეს... აუ რომ არ დაბრუნდეს? -სესილი დამშვიდდი და დაველოდოთ რა მოხდება, კარგი? -ვეცდები. -დათას მშობლებმა რა თქვეს? -უფ არ თქვა.. მამამისმა არ დაგინახო შვილის გარეშე დაბრუნდეო! მაგათ იმედი აღარ ჰქონდათ, რომ დათა ცოლს მოიყვანდა და აი შვილიშვილი ჰყავთ თან რამხელა... -დათა ხომ მოვა ბარში? -კი მოვალო დაგემშვიდობებითო და.. -ვაიმე სესილი ტირი? მოდი ჩემთან. ნუ განიცდი ასე, შეეცადე სხვა რამეზე გადაიტანო ყურადღება კარგი? -წავალ და ვივარჯიშებ! -ახლა უნდა წავიდეთ და ეგ მერე. -კარგი წავიდეთ, წასვლამდე მოვეფერო ცოტა. -ანდრიას არსებობასაც ნუ დაივიწყებ. -ვაი, ჯერ კი არ იცის დათა რომ წავა რა ელოდება.. -მალე გაიგებს და უკვე მეცოდება. -ლილე ნუ დამცინი! -კარგი წამოდი. დაბლა ჩასულებს გიგი გველოდა, ანდრია უკვე ბარში იყო და ამიტომ სესილი ჩვენ წავიყვანეთ. ბარში მყოფებს დაკარგული ლაშაც შემოგვიერთდა და როგორც გავიგე შვილისთვის მწვავე აპენდიციტის გამო ოპერაცია გაუკეთა. ამიტომ არ ჩანდა, შემრცხვა ასეთი უყურადღებო რომ ვარ, ბოდიში მოვუხადე და ბავშვის ნახას დავპირდი, მანაც მშვიდად მითხრა რომ არ უნდა შევწუხდე, მაგრამ გიგიც ამ აზრზე იყო. რამდენიმე წუთში ყველაფერი მხირულებამ მოიცვა, დროსტარება საყვარელ ადამიანებთან ერთად ყველაზე დიდი ბედნიერებაა, მით უფრო როცა ყველაფერი მშვიდად იყო, გაიხსენეს ძველი დრო და ისიც თუ როგორ ვეჩხუბე საბას და დიტოს, იმ დღეს ჩადენილი ყველა დეტალი ჩემში სირცვილის გრძნობას იწვევდა მაშინ, მას შემდეგ კი იმდენი რამ მოხდა, რომ ახლა საერთოდ არაფერზე ვნერვიულობდი. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ყველაფერს ვეჩვევით ადამიანები და გადარჩენისთვის ვიბრძვით, ბრძოლის დროს კი ყველაფერს ამართლებ.. დათას ესპანეთში წასვლის ამბავიც გამოაცხადა სესილიმ და სადეგრძელოებით დახუნძლეს ბატონი, დათამ კი ანდრიას ჩააბარა სესილი: -აბა თქვენ იცით, ქორწილი ჩემს გარეშე არ გამართოთ. -შენ გელოდებით და მთლად სიბერეში ნუ გამათხოვებ რა.. -ვაიმე სესილი შენ ტირი? ეს რა მომესწრო. -ნუ დამცინი, თორემ მოგკლავ დათა! -კარგი გოგო რა მოგივიდა, ომში ხომ არ მიდის არა? -ეჰ ჩემო ანდრო, ომი შეიძლება ინატროს კიდეც ამან! -სესილი გაფრთხილებ, მარის ტვინს ხელი არ ახლო და შენს ჭკუაზე არ მომართო! -არ ვახლებ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ აქ მალე დაბრუნდეთ, თორემ შენ კი ვიცით რისი ღირსი ხარ! -მე წავალ თორემ შემომაკვდება ეს. -კარგი, კარგი ჩუმად ვარ და მალე ჩამოდი რა.. -ვეცდები გადარეულო. მაგრად ჩაიხუტა და თავზე აკოცა, მერე შემოგვხედა ჭიქით ხელში დაიწყო საუბარი ისე, რომ სესილისთვის ხელი არ გაუშვია, უფრო მეტად იკრავდა გულში. -მეგობრებო სანამ წავალ, მინდა ყველამ იცოდეთ ყველაფერი, რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ, რადგან ყველაზე დიდი სიმდიდრე რაც მაქვს ეს არის თქვენი არსებობა ჩემს ცხოვრებაში, თქვენ მივსებთ იმ სიცარიელეს რასც „დედისერთობა“ ჰქვია ჩვენთან. უმეტესობამ იცით, რომ მე ნინი მიყვარდა და ახლაც მიყვარს, როგორც ყველაზე პირდაპირი და ძლიერი ქალი. მას დიდ პატივს ვცემ, რადგან არასოდეს უცდია ჩემი გამოყენება და არც არასოდეს მოუცია ფუჭი იმედი, ასეთი რომ არის ამიტომაც უჭირავს თქვენს სამეგობროში მნიშვნელოვანი ადგილი! გახედა საბას და დიტოს, შემდეგ შეხედა სესილის და განაგრძო: -თქვენ ისიც იცით, რომ დედმამიშვილი არ მყავს და რომ ძალიან მინდოდა მყოლოდა, განსაკუთრებით კი და მინდოდა, რომელიც ამ „გიჟების დედოფალს“ უნდა მგვანებოდა, ეს ჩემი წარმოსახვის ნაწილი იყო.. ერთ დღესაც ვნახე ეს გადარეული, მაშინ მათეს ვუთახი ეს გოგო არის ჩემი და, რომელსაც დღეიდან აქვს უფლება ყველა სიგიჟის ჩადენის, რომელსაც ის მოისურვებსთქო და ასეც იყო.. გაუღიმა თავის გვერდში მყოფ მტირალ სესილის. -ვაიმე დათა ამას ახლა უნდა ვიგებდე? სულ მსაყვედურობდი გიჟივით ნუ იქცევიო. -შენთვის რომ ეგ ეთქვა, ახლა ორივე „გლდანში“ ან „კუკიაზე“ იქნებოდით. დიტომ თვალი ჩაუკრა სიცილით და დათამ დაამატა: -ხოოო კუკიას ბერვჯერ გადავურჩი და ეს ელის დამსახურებით. გამიღმა და ყველას თვალი მოავლო. -არა მარტო შენ, მთელი ჩვენი სამეგობრო! სინანულით სავსე თვალებით შემომხედა მათემ და გამიღიმა, მეც გავუღიმე საპასუხოდ, თავი დავხარე, გიგიმ წელზე მოხვეული ხელი მომიჭირა და თავის მკედზე მიმიხუტა. მისგან წამოსული სითბო მაბედნიერებდა.. -რაც შეეხება ელის, ის არის მეგობარი რომელიც ჩემთვის ყოველთვის იყო და იქნება იდეალი, რომლის რჩევა და გადაწყვეტილება ყოველთვის სწორია, მისი ასაკის მიუხედავად ის ჩემი საუკეთესო მრჩეველია, ჩემი სულის მეგობარი, რომელიც თავისი მოთმინებითა და სიჩუმითაც კი რჩევას მაძლევდა ყოველთვის, ის მხოლოდ ფიზიკურად კი არა, სულიერადაც ძალიან ლამაზია და ეს ყველამ კარგად იცით. ჩემთან მოვიდა დათა და ფეხზე წამოვდექი, მაგრად ჩამიხუტა და თავზე მაკოცა, იმდენად ემოციური იყო დათას გამოსვლა, რომ ავტირდი ყველანი სევიანი ღიმილით უყურებდა დათას, გიგიც ფეხზე ადგა და გადაეხვია: -ისე ნუ გვემშვიდობები, თითქოს დაბრუნებას არ აპირებდე! -შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ მე მაინც ვეცდები დაბრუნებას. გულამომჯდარ სესილის გახედა, რომელიც ანდრიას იყო ჩახუტებული და ანდრიას მიმართა: -ანდრია აბა შენ იცი, გამძლეობას გისურვებ და ჩემს გიჟების დედოფალს გაუფრთხილდი. -შევეცდებით ცოცხლები დაგხვდეთ. ყველას დაგვემშვიობა და ერთმანეთის დამშვიდობების შემდეგ გავაფრთხილა გაცილების გარეშე მივდივარ და იქ არ დაგინახოთო!.. დათას წასვლიდან მეორე დღეს ლაშასთან მივედით მე და გიგი, მშობლების სახლში სადაც პატარა ქალბატონი ნებივრობდა, საჩუქრებით მისული, რომ დაგვინახა ლაშამ გაბრაზებულა შემომედა: -რამე ხომ არ დაგრჩათ მოსატანი? -კი მაგრამ არ ვიცოდი, რა მოეწონებოდა და ამიტომ მას წავიყვან როცა კარგად იქნება. -დაბრძანდით ბავშვებო. ოთახში ლამაზი მაღალი ქალი შემოვიდა, რომლის თვალის ფერი და ნაკვთები იდენტური იყო ლაშას გარეგნობასთან, ძალიან თბილი და ყურადღებიანი ქალი აღმოჩნდა ლაშას დედა, თავიდან მეუხერხულა მასთან სახლში მისვლა, მაგრამ მასთან საუბარმა ყველა უსიამოვნო შეგრძნება მომიხსნა, შემდეგ პატრა მოვიკითხე და ოთახისკენ წავედით ორივე, ბიჭები საუბარში გაერთნენ, ამიტომ არ გვითქვამს მათთვის, ოთახში შევიდა ქლბატონი მაგდა და მეც მითხრა რომ შევსულიყავი: -ბები შენთან სტუმარია. -ვინ არის? ჯერ კიდევ კარის ზღურბლზე მყოფმა გავუღიმე და ისე მივმართე: -გამარჯობა, შეიძლება შემოვიდე? -დიახ შეიძლება. შევედი და ისეთ ლამაზ ბავშვს ვხედავდი, რომ წამით დავფიქრდი ასეთი სილამაზე როგორ შეიძლება აღწერო სიტყვებით თან ისე, რომ უკმარისობის გრძნობა არ დაგეუფლოს. დიდი ციფერი თვალები მომანათა, ძალიან სუფთა და გამჭვირვალე, ზუსტად ისეთი ზღვა რომ გეძახის და თითქოს ტალღებით ხელს გიქნევს, სიღრმისკენ მიჰყავხარ იმისთვის, რომ სამუდამოდ მისად დაგიგულოს. წარბებ შეკრულმა შემათვალიერა და უცებ გამიღიმა: -ლილე, როგორ ხარ? -კარგად. -ბებიკო ეს მამას მეგობარია და იცი რა ჰქვია? -არ ვიცი არ მინახავს, მაგრამ ძალიან ლამაზია! ეს თვალები შენია? გამეცინა მე მის თვალებზე ვფიქრობდი რამდენი ხანი და ის ჩემს თვალებს აკვირდებოდა თურმე: -თვალები ჩემია და მეც ლილე მქვია. -შენი სახელი მქვია? თვალები გამიფართოვდა, ისე დავიბენი ვერაფერი ვუთხარი, სახე გამიხურდა და ალბათ როგორ გავწითლდი. -ხო ბებიკო, ეს არის ლილე და შენს სახნახავად მოვიდა. -ახლა მომწონს ჩემი სახელი, მეც ასეთი ლამაზი ხომ ვიქნები როცა გავიზრდები? -შენ უფრო ლამაზი იქნები, მე შენი თვალები უფრო მომწონს! -მართლა მოგწონს? -შენ ისეთი ლამაზი ხარ, მარტო მე კი არა ყველას მოეწონები ვინც გნახავს. -რატომ არ მოხვედი ჩემთან სხვა დროს? -აქ არ ვცხოვრობდი და იმიტომ. -ახლა ხომ მოხვალ ხოლმე? -აუცილებლად მოვალ. ნახე საჩუქარი მოგიტანე არ ვიცი რა გიყვარს ამიტომ რაც ანასტასიას მოსწონს ისინი გიყიდე. -ანასტასია ვინ არის? -ჩემი ძმის შვილია, მამას ვუთხრათ, რომ ჩემთან მოგიყვანოს და გაგაცნობ. -შენთან რომ მოვიდე შეიძლება? -გამიხარდება თუ მოხვალ. ეს ნახე.. -რა მაგარია საძერწი დაფა და ბისერები? იცი ამით სამაჯურებს ვაკეთებ. ბისერების ნაკრებზე მიმითითა, უცებ გახსნა და კეთება დაიწყო. -მართლა? აბა მეც მასწავლე.. ხელსაწყოებით ისე მარტივად აკეთებდა და ისეთი ლამაზი სამაჯური გააკეთა, რომ გაოცებულმა შევხედე. შექებით ბედნიერმა ხელზე გამიკეთა, შემდეგ კმაყოფილმა თოჯინებს გადაავლო თვალი და ტანსაცმელზე გადაიტანა ყურადღება, ისე გავერთეთ რომ გარეთ გასული ბებო და ოთახში შემოსული ბიჭები ვერ შევამჩნიეთ, იქამდე სანამ თვითონ არ გამოიჩინეს ინიციატივა ჩვენთან „თამაშის“.. -მამა, ლილემ მითხრა ჩემთან მოდითო. -კარგად რომ გახდები წავიდეთ. გაუცინა ლაშამ, შემდეგ გიგი ჩაგვერთო საუბარში და მანქანაში დატოვებული დიდი სათამაშო დათვის შესახებ უთხრა და საწოლიდან ჩამოვიდა ფრთხილი მოძრაობით და აღფრთოვანებული თვალებით უყურებდა გიგის, რამდენიმე წუთიანი სიჩუმის თუ დაკვირვების შემდეგ ეკითხება: -ახლა სად არის დიდი დათვი? -მანქანაში დავტოვეთ ახლავე მოგიტან. გიგიმ ღიმილით თავზე ხელი გადაუსვა პატარას და გავიდა. მამასთან მივიდა ლილე ისევ ფრთხილი მოძრაობით და უკვე დახრილ ლაშას კისერზე მოხვია ხელები, თან ლოყაზე ხმაურით აკოცა: -კარგი მეგობრები არიან! -მიხარია რომ მოგწონს. -მე ლილეც მომწონს, ნახე რა ლამაზია! ასეთი ლამაზი თუ გახდები აღარ გაგიბრაზდები ეს სახელი, რომ მქვია. გაოცებულმა პირი დავაღე, ბავშვს სახელი იმდენად არ მოსწონდა, რომ მამას საყვედურობდა, ლაშამ ჩემი სახის გამომეტყველებაზე იცინა და ახსნა სცადა: -ბაღში ერთი ბიჭი ეპრანჭება და ვიღაც გოგოს მოსწონს თურმე ის ბიჭი და იმ გოგოს უთქვამს როგორ მოგწონს ლილე, სახელიც კი არ ჰქვია ლამაზიო, ეს ბრაზობდა იმ ბიჭმა არაფერი უთხრა და ალბათ არც მას მოსწონსო ტიროდა.. -ნიკა ჰქვია იმ ბიჭს! ატომ ვერ იმასხოვრებ ა? -არ უნდა რომ დაიმახსოროს. გამეცინა ლაშას შეკრულ წარბებზე, რომლითაც ხან მე მიყურებდა ხან პატარას: -ასე რატო მიყურებ? -ნუ ეპრანჭები იმ ნიკას და აღარ შემოგხედავ ასე! -მაკუნა რომ მოეწონოს მერრე? -ხოდა ძალიანაც კარგი მოეწონოს მაკუნა, ტოლები არიან და ერთად ივლიან სკოლაშიც. შენ კი ვისაც შენი სახელი მოეწონება იმასთან იმეგობრებ! -აუფფ მე ნიკასთან რო.. მინდა! -ერთი მაგრად რომ ვცემ მაგ ნიკას, მერე აღარ მოგინდება!.. გიგიც შემოგვიერთდა და გაჩაღებულ მამაშვილურ ომში გარკვევა სცადა: -რა მოხდა ორ წუთში ასეთი? რა სახე გაქვს ლაშა? -მამიკო ლაშა, ქალიშვილის „შეყვარებულზე“ ეჭვიანობს! სიცილით ვუთხარი გიგის, ლილე კი ატიტინდა გახარებული და მამისის გაბრაზებული სახე სულ დაავიწყდა: -რა ლამაზი დათვია, რამხელაა.. ეს სად დავდო? აქ? თუ აქ? მადლობა ძია. სიცილს ვერ ვიკავებდი, გიგიმაც რომ დასცინა ლაშას. -რა გამოდის ლაშა, ნიშნობისთვის უკვე მოვემზადოთ? ლაშა გაბრაზებული უყურებდა ნელი მოძრაობებით მოფუსფუსე ქალბატონს და მერე გიგის გამოხედა: -იმედი მაქვს ორიდან ერთ-ერთი მაინც იქნება გოგო და მერე გაგახსენებ ამ დღეს! გიგიმაც შეკრა წარბები და შემომხედა: -გოგა რომელიმე? -ორივე გოგა! -საიდან იცი? სახე უფრო დაუსერიოზულდა და ისე მკითხა, სიცილი ვეღარ შევიკავე და მანაც გაიცინა: -კარგი რა მნიშვნელობა აქვს, იქამდე დროა და როგორმე შევეჩვევი იმ აზრს, რომ ვიღაცას უნდა მოეწონოს აბა შინაბერა რად მინდა!? -რომ გაჩნდება და ხელში აიყვან მაშინ რას იგრძნობ ის მითხარი ახლა ჩუ! -კარგი რა ლაშა, ნუ გადარიე ეს კაცი ჯერ არ დაბადებულ შვილებზე! -მე ამ დღეს ვიმახსოვრებ. -უნდა ვაღიარო რთული იქნება. დანებდა გიგი და პატარასთან თამაში დაიწყო.. კარგად გატარებული დღის შემდეგ, სახლში დაბრუნებულს დაღლილობამ ისე იმოქმედა, რომ უკვე მოსული სტუმრები არ შემიმჩნევია, ბიჭების და გოგონების საუბარი, ხუმრობა და დროს ტარება მხოლოდ მესმოდა. გიგის მკლავები ვიგრძენი თუ არა დედამიწას დავუბრუნდი და მომღიმარი სახით მაიძულა ოთახში ავსულიყავი, მეც წინააღმდეგობა არ გამიწევია, რადგან დასვენებას სხეული მთხოვდა.. დილიდანვე მოვემზადე, რომ მამა გიორგისთან წავსულიყავი გიგიმ შეხვედრები გადადო და ერთად ვინახულეთ, მოძღვართან საუბარი, წირვაზე ყოფნა და ტაძრის სიმშვიდე დიდი შვება იყო ჩემთვის, ამიტომ ქალაქიდან გასვლამდე მისი ხშირი სტუმარი ვიყავი. განსაკუთრებით იმ რჩევამ დამაფიქრა რაც გურამის სურვილს უკავშირდებოდა. გურამის და გიგის კამათის შესახებ ორივესგან იცოდა და მე მკითხა რა აზრის ვიყავი.. -ლილე შვილო გურამზე შენც ნაწყენი ხარ? -არ ვარ ნაწყენი. თვითონ გითხრათ რამე? -განიცდის რომ შენც შეესწარი მათ საუბარს. -მე თემოს მიმართ რასაც ვგრძნობ ეს მხოლოდ სიძულვილია და იმედია ამას ცოდვაში არ ჩამითვლით. -ყველანი ვცოდავთ შვილო, მთავარია ამას ვხვდებოდეთ. -ვიცი, მაგრამ არ შემიძლია იმის დავიწყება, რომ ცხოველური ჟინისა თუ უბრალოდ ჯიბრის გამო მე შვილი დავკარგე, მის გამო.. ვერ შევძელი საუბარი, რადგან იმის გახსენება რაც გადავიტანე იგივე ჭრილობებს მახსენებს, ეს ძალიან რთულია. ჩემი ხელი დაიჭირა და ფერებით განაგრძო საუბარი მოძღვარმა: -მესმის შენი ტკივილი, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეს, რომ იმაზე დიდი დკივილი არაფერია ადამიანისთვის ვიდრე ხვდებოდე რომ მარტო დარჩი, თან ყველასგან და ყველაფრისგან არა დავიწყებული არამედ უარყოფილი! ეს კიდევ უფრო მეტ სინანულს ან სიძულვილს წარმოშობს ადამიანში. -ჩემგან რას ითხოვთ? ჩემს კითხვაზე გაეღიმა და მიპასუხა: -მე არაფერს ვითხოვ შვილო, თანაგრძნობისა და მიტევების არსს გიხსნი მხოლოდ. ის რაც გურამს სურს სიკეთეა და ეს სიკეთე, მხოლოდ მისთვის კი არა, არამედ თქვენთვისაც კარგია. -არ ვიცი რა უნდა ვთქვა ან გავაკეთო, როცა ვხვდები, რომ ჩემს ძალებს აღემატება მიტევება და თემოს მიმართ სიკეთის გამოხატვა.. -არაფერი გარდა იმისა, რომ ილოცო. დანარჩენს თვითონ უფალი და დრო გიჩვენებს. -გასაგებია, მამას როგორც სურს ისე მოიქცეს და თუ არ დავეხმარები წინააღმდეგიც არ ვიქნები. -ეს უკვე კარგია. მითხრა ღიმილით და თავზე ხელი დამისვა, დამლოცა და დამემშვიდობა, რადგან მრევლი ელოდა.. სახლში მისულს ბიჭები სრული შემადგენლობით დამხვდა და ზახფულის მხიარულად გატარების გეგმაზე ისაუბრეს ბიჭებმა და ისიც მალევე დაიგეგმა, რომ წიკლაურის დაჩაზე წყნეთში უნდა წავსულიყავით, სალოს ვეხმარებოდი ხოლმე წყნეთში, მარი და დემეტრე თავისი პატარებით იყვნენ, ორი გადარეული გოგოც გვეხმარებოდადა და მთელს წყნეთს თუ არა ახლოს მდებარე სახლებს კი აყრუებდნენ ხმაურით, თან ბიჭების თამაში, შემდეგ წაგებულის დასჯა და წვალება ხომ სესილის სტიქია იყო.. გიოს და-გვანცაც იქ იყო, ამიტომ ანასტასია კარგად ერთობოდა.. აუზი და მზის სხივები კი მე, ანას და სალოს მხოლოდ ცოტა ხნით გვქონდა დანიშნული ლიასგან. ერთ დღეს ძალიან მომინდა ტყემალი, რომელის ხეც მეზობლის ეზოში დავინახე, საძინებლის აივნიდან, თან იმ წუთას ისეთი ძლიერი სურვილი გამიჩნდა მომეკრიფა ან ვინმეს მოეტანა, რომ ემოციების კონტროლი გამიჭირდა და პირველად გადავწყვიტე გიგისთვის მეთხოვა, იქამდე არც არაფერი განსაკუთრებულის სურვილი არ მქონია: -გიგი რაღაც მინდა გთხოვო.. აუზიდან ამოსულ ბიჭებს თავზე დავადექი დოინჯით, ჩემი უკვე კარგად მოზრდილი მუცლით, რომელიც რომ გეკითხათ, მხოლოდ იმიტომ იყო დიდი, რომ ორნი იყვნენ, არადა ძალიან ბევრს მივირთმევდით. ჯერ კიდევ სველი გიგი შემობრუნდა ჩემსკენ და მუცელზე დამხედა, ბედნიერმა გაუღიმა „მათ“, შუბლზე მაკოცა და წელზე მოხვეული ხელებით დამხედა ზემოდან: -აბა რა გვინდა ისეთი, რომ ასეთი შეწუხებული სახე გაქვს? -ტყემალი მინდა. გიგისაც გაეღიმა, ყველამ სიცილი დაიწყო, განსაკუთრებით სესილი ახმაურდა: -აბა შენც იცი რა ნატვრა.. -ჩავიცვამ და მოგიტან ეხლავე. -პირველად ითხოვ თან რას ტყემალს? ნინიაახარხარდა. -მეზობლის ეზოშია და ის მინდა. -ხომ ვთქვი არა უფანტაზიო გოგათქო, რამე ისეთი მოინდომე გოგო სათქმელადაც რომ ღირდეს, თან ცოტა აწვალო. -სესილი ნუ კაკანებ და თუ ასე გემარტივება წადი და მომიკრიფე! -ეს ძალიან გაბრაზებულია და ასეთი რა ტყემალია უნდა ვნახო. დიტო ჩაფიქრებული წამოდგა ფეხზე. სანამ დიტო მობრუნდა გიგიმ სიცილით მითხრა: -წავალ და გიყიდი, მეზობლის ეზოებში რომ არ ვიარო ქურდივით. -შენ როდის მოხვალ ბიჭო ამას ახლა უნდა! სესილიმ დაძაბულმა ჩაილაპარაკა, ვითომ ნერვიულობდა. დიტოც მობრუნდა და სიცილით მეკითხება: -გოგო,ეკალ-ბარდები რომ არის იმიტომ გინდა ეგ ტყემალი? -მართლა? აი ეს სურვილი უკვე მომწონს! (სესილი) -ხოოოო დავალება უფრო რთულდება.. (ნინა) -მართლა ძალიან მინდა.. თავის მართლება დავიწყე, თან მომატებული სურვილი უფრო მეტად მტანჯავდა და მაშინ მივხვდი პირველად, რომ მართლაც შესაძლებელია მოგინდეს რაღაც, რამაც შეიძლება აგატიროს.. ძლივს ვიკავებდი თავს არ მეტირა და ის შეგრძნება კიდევ უფრო მაღიზიანებდა, რომ ჩემს სურვილს არასერიოზულად უყურებდნენ. -გიო ცხოვრობს ვინმე იმ სახლში, თუ დაკეტილია? -ასაკიანი ცოლ-ქმარი ცხოვრობს გიგი, მაგრამ არ ვიცი სახლში არიან თუ არა. თან ელი, ეგ ტყემალი გვიან მწიფდება და ძალიან მჟავეა ვერ შეჭამ. იმის გაგება, რომ მჟავეა ისე მესიამოვნა და კიდევ მეტად მომინდა, მაგრამ გიგიმ ისე მკითხა, თავი დამნაშავედ ვიგრძენი. -ელი რომ გიყიდო და მოგიტანო გაბრაზდებით? -არ გავბრაზდებით. -ეხლავე მოვალ. მაკოცა და სახლისკენ გაიქცა, გავყევი რომ ტანსაცმელი მიმეცა, მაგრამ სანამ მე კიბეზე ავედი, მას უკვე ეცვა და ჩამორბოდა, შემომხედა ღიმილით: -კიდევ რამე ხომ არ გინდა? უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და ვცადე გამეღიმა, მაგრამ ძალიან გამიჭირდა იმ შეგრძნების დამალვა, რომ ძალიან მინდოდა და მხოლოდ ის რაც დავინახე!.. მიუხედავად იმისა, რომ გიგი მალე დაბრუნდა და ტყემალიც მალე მომიტანა, ვერ შევჭამე, ახლა რომ ვიხსენებ სირცხვილით ვწითლდები, რადგან ვიტირე კიდეც ჩუმად.. საღამოს ვახშმის შემდეგ გართ ვისხედით და განერვიულებული ნინი გიორგიზე ძებნას აცხადებდა, რადგან ვერავინ ვერ გავიგეთ ისე წავიდა და არც ვახშამზე არ იყო, ტელეფონი კი მისაღებში ჰქონდა დატოვებული, ბიჭები თავიდან ნინის აწვალებდნენ, რომ ეჭვიანობდა, მაგრამ შებინდებამ და გიორგის ისევ არ გამოჩენამ გიგიც აანერვიულა, ის იყო ბიჭები გასვლას აპირებდნენ, რომ გიო მოეძებნათ, ეზოში შემოვიდა დიდი ჯამით ხელში და დიდი ბოტებით, რომელსაც ხელები სულ დაკაწრული ჰქონდა.. -სად ხარ და რატომ არ გაგვაფრთხილე?... -ეს რა არის? -ხელებზე რა გჭირს? -ეს ბოტები სად იპოვე ძმურად? ყველამ სათითაოდ დასვა კითხვა და მხოლოდ მე არ ამომიღია ხმა, რადგან გულში ვნატრობდი და თან თითქოს ვიცოდი, რომ „ჩემი ტყემლის“ მოსატანად იყო წასული, მივუახლოვდი გამოწვდილ ჯამს დავხედე და ბედნიერმა ცრემლებით დაცვარული თვალებით ვუთხარი მადლობა, ისე სწრაფად ავიღე რამდენიმე ცალი, რომ უკვე მივირთმევდი, გიორგიმ რომ მითხრა: -გასარეცხია, არ ჭამოო!... ბედნიერმა ლოყაზე ვაკოცე და სახლისკენ გავიქეცი, სასწრაფოდ გავრეცხე მთელი ჯამი დავიდე და ტელევიზორს ვუყურებდი, სადაც ბავშვებისთვის იყო ჩართული ზღაპარი. ყველანი სიცილით და ხმაურით შემოვიდნენ გიგი და საბა მომისხდნენ ჩუმად იყვნენ და საბამ მკითხა: -გემრიელია? -კი ძალიან. აიღე და ნახე, იცოდე ცოტა! საბამ რამდენიმე ცალი აიღო და სახე ისე შეეცვალა გამიკვირდა რატომ არ მოეწონა, გიორგი შემოვიდა უკვე მოწესრიგებული და უკან ნინია მოჰყვებოდა მალამოთი: -არ ჭამოთ ძალიან მჟავეა და ელი არ გაწყინოს ბევრი არ ჭამო რა. -მადლობა გიო. გავუღიმე. -გოგო ამას რა გაჭმევს, აუ ნახეთ რა მჟავეა და ამას რა ბედნიერი სახე აქვს. -საბა თუ არ გინდა არ გაძალებ. ყველამ დააგემოვნა, მაგრამ მხოლოდ მე და სალოს მოგვეწონა, დანარჩენი თვალსაც კი მარიდებდა როცა ტყემალი მეჭირა ხელში. ჭამით ბედნიერმა გიგის დაჟინებულ მზერას შევხედე, ისეთი ნაწენი თვალებით მიყურებდა შემეშინდა: -რა მოხდა გიგი? -ასე ძალიან გინდოდა ეგ ტყემალი? გამიკვირდა დასმულ კითხვას ვერ მივხვდი, წყენის მიზეზს მითუმეტეს, მხრები ავიჩეჩე. -კი.. ნაძალადევად გამიღიმა თავზე მაკოცა და გარეთ გავიდა, გაურკვეველი გრძნობა დამეუფლა, ოთახში მყოფებს თვალი მოვავლე, მხოლოდ ბავშვები, საბა და სალო იყვნენ დარჩენილი, გაოცებულმა შევხედე მათ, სალომაც მხრები აიჩეჩა, ავდექი და გიგის გავყევი მთავარი კარი ღია იყო სიგარეტს ეწეოდა სახლის ძელს იყო მიყრდნობილი, წელზე ხელები მოვხვიე: -რა მოხდა გიგი? -მაპატიე.. -ვერ გავიგე. ხელები გამაშვებინა, ჩემი სახე თავის დიდ ხელებში მოიქცია და თვალებში მიყურებდა: -მე უნდა გთხოვო პატიება, რომ სურვილი ვერ შეგისრულეთ, ვერ მიგიხვდით. ასეთი არეული არ ვყოფილვარ არასდროს, ვერ გავიგე რა უნდა მეთქვა, თავის მხრივ ალბათ გიგიც მართალი იყო, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი რომ ეს სანერვულო კი არ იყო არამედ სისულელე... -ამაზე ნერვიულობ მხოლოდ? -არ ვინერვიულო? -არა. რამდენიმე თვე წინ გვაქვს მამიკო სურვილებიც მოიმატებს. -მიყვარხართ სამივე! -სამივეს უფრო! ისეთი გრძნობით მაკოცა, ფეხებში ძალა დავკარგე და ღიმილით დამიჭირა, კოცნით მანებივრებდა, თან კმაყოფილმა ტუჩებთან მიჩურჩულა: -შენი რეაქციები მაგიჟებს. -მე კი შენ! ორივეს დაგვავიწყდა გარეთ რომ ვიყავით და დიტომ როგორც ყოველთვის მურმანის ეკალის ფუნქცია დაიბრუნა.. -აქვე ნუ იზამთ მაგას, არასრულწლოვანი ბავშვები გვყავს ოჯახში. -ოხ დიტო.. სიცილით ჩაილაპარაკა გიგიმ და ჩამიხუტა. -რა დიტო რა? რამე არასწორი ვთქვი ანუშკა? დახედა ახლად გამოსულ გაბერილ ანას და მოწყვეტით აკოცა. -შენ ნუღარ აკეთებ იგივეს რასაც ჩვენ გვიშლი! -ელი შენზე ვეჭვიანობ და მაცადე ნერვიულობა რა.. -მოგხვდება ერთხელაც ჩემგან და მერე ინერვიულე. -გული გამისკდა შიშით, ანა ხომ დამიცავ? გიგი ქალებს პატივს სცემს და იქნებ გადავრჩე.. - ეჭვი მაქვს ანას გაუხარდება შენი დასჯა! სიცილით შემოგვიერთდა საბა, თავის პატარა კაცთან ერთად, რომელიც თავისებურად გაცინებას ცდილობდა, თავისი გულუბრყვილო და ლაღი გამომეტყველებით. -ცოტა თუ არ დაჭკვიანადა გიგის დავეხმარები! სიცილით და კოცნით დაეთანხმა საბას, დიტოზე ჩახუტებული ანა. გიგიმ ვერ გაუძლო მოხალისე ანდრიას ყურებას, საბას გამოართვა პატარა ბურთი და ჩემთან ერთად ჩამოჯდა იქვე დივანზე. -ელი ნახე რა სიცოცხლეა. -შენი რომ გეყოლება ალბათ გაგუდავ, როგორც დათვი. -არ მეყოფა არცერთი! რამდენიც არ უნდა გვეყოლოს, მათი დაბადება და არსებობა ჩემთვის სიცოცხლის საწყისი იქნება. -დარწმუნებული ვარ ამაში და ვეცდები ბევრჯერ განიცადო. -მაბედნიერებ! ჩამიხუტა ანდრიასთან ერთად და თავზე მაკოცა. სახლიდან ხმაური მოგვესმა და არ დააყოვნა სესილი და გიორგი გამორბოდნენ სახლიდან, უკან ნინია მოყვებოდათ, უფრო სწორად მოსდევდათ დასვრილი სახით და ჯამით, რომელშიც სავარაუდოდ ნამცხვრის კერმი უნდა ყოფილიყო.. -სად გარბიხართ? რა უნამუსოები ხართ რა.. ორსულ ქალს უნდა ნამცხვარი და თქვენ შემიჭამეთ ყველაფერი. სალოც გამოჩნდა მაგრამ ისეთ მდგომარეობაში, რომ ვიფიქრე მიქსერის ფუნქცია ითავა თავით, თან სიცილს ვერაფერს უხერხებდა. -აუ საბა ხომ იცი როგორ მიყვარხარ? სანამ საბამ მოასწრო გაქცევა სალოს დაჭერილი ჰყავდა და ეხვეოდა მეუღლეს რომელიც იგივე თუ არა ნაკლებ მდგომარეობაში არ იყო, გაბრაზებულმა საბამ სალოს მოკიდა ხელი და იქვე აუზში ჩახტა ორივე, ამაზე გიორგი აყვირდა, აუზი გუშინ გავწმინდეო.. მაგრამ ნინიამ მასაც კრა ხელი და აუზში ამოყო თავი. -ოხ ნინი ნახე რა მოგივა ამისთვის!? -მეტი რა უნდა მომივიდეს ბიჭო? შენ თვითონ.. ვაი.. სესილი მიეპარა ნინას და ისიც აუზში აღმოჩნდა, ისე რომ სიტყვა ვერ დაასრულა. -არ მიყვარს გენდერული ბალანსი როცა ირღვევა, მით უფრო აუზში! -რა გაყვირებთ? ეზოში შემოსული ანდრია აუზში მყოფ წყვილებს დაჰყურებდა. -შენი ცოლი შემომაკვდება რომ იცოდე! -ვახ ნინი ჯერ ერთი ცოლი არ არის, მეორეც ამდეი წელი ვერ მოკალი და ახლა მე გინდა ამკიდო ცოდვა? -ეს ნახე რამდენს ლაპარაკობს.. ჩაფიქრებულმა თქვა გიგიმ თან პატარას თითებს ეფერებოდა: -სესილისგან ისწავლა! გამეცინა ისეთი თვალებით შემომხედეს ორივემ. -სესილი, აქაც ირღვევა გენდერული ბალანსი, ნახე შენი ბიჭიც მოვიდა და რომელს გვიმეტებ? დიტო მიუახლოვდა სესილის, მალევე მიუხვდა გიჟების დედოფალი მიზანს და გვედზე გადახტა, დიტოს მან კრა ხელი თვითონ აღმოჩნდა აუზში. -დიტო, ეგ თავდაცვა იყო მხოლოდ! ხმელეთზე ბალანსი არ დარღვეულა მე ორი ქალი ვარ ბოთე! ენა გამოუყო და ბედნიერი სახით მოვიდა ჩვენთან, პატარა ანდრიას ხელში აყვანა სცადა, მაგრამ გიგიმ არ მისცა დასვრიო. ყველანი მალე ამოვიდნენ აუზიდან, საღამოს დაჩაზე სიცივე იყო, სალო ბუზღუნით გაიქცა ოთახში, გამსაცვლედად და დანარჩენებიც მიყვნენ, სანამ სველი ჯარი დაბრუნდა სესილის ხელი გადახვია ანდრიამ: -აბა რა მიქარე სანამ თბილისში ვიყავი? -აუ ნინიას გიომ უთხრა ელის უნდა ნამცხვარიო და ერიდება იმდენი რამე ვთხოვე ვეღარ ვეტყვიო. -იმანაც არ უთხრათ ისე გავუკეთებო. -გიომ მას რაც უნდოდა ის უთხრა, რა ქვია დამავიწყდა „იდეა..“ თუ „მედო..“ რაღაცა, მაგრამ კრემი ისეთი გემრიელი იყო ჯერ სალომ გასინჯა, რომ მივხვდი ნინი არფერს უშლიდა მეც მივეხმარე, გიო გაგიჟდა აღაფერი დარჩაო და სულ შემოგვეჭამა. -თან ერთმანეთიც გაალამაზეთ. დასვრილ ტნსაცმელზე მივანიშნე. -იცი რა კარგი იყო? -მე კი ვიცი, მაგრამ შენ როდის უნდა ისწავლო? სახელები მაინც. -გოგო შენ არაფრის კეთება არ იცი? საოჯახო საქმის მაგავარი.. წარბები შეკრა ისე დახედა ანდრიამ გადარეულს. -კი ვიცი! შარვლის უბეს დაგიკემსავ ხოლმე.. ენა გამოუყო. -მაგას რატომ? რად მინდა? -ჭკვიანად რომ იყო! -ეეე.. აფრენ ახლა! -სულ აფრენს ეგ! დიტო გამოვიდა და ჩამომიჯდა: -ელი არ დაგინახო ამ კაცს კიდევ აკოცო! -რატომ დიტო? -ვეჭვიანობ მეთქი! შენი პირველი ქმარი მე ვარ და ჩემი უფლებები მაქვს! -ანა, მოდი მიხედე შენს ქმარს თორემ მართლა ვცემ! -უფლება მომიცია ცემე! -აუ ელი ნამცხვარი ვეღარ გამოგიცხვე, არ გეწყინოს და ხვალ გავაკეთებ რა.. -არა ნინია მე არ მინდოდა ნამცხვარი.. -ელი მწირავ? გიორგის გაეცინა და მოემზადა გასაქცევად. -მე კუბდარი მინდოდა შენი რეცეპტით. -მაგას ხვალ გაგიკეთებ ახლა გვიანია რა. -კარგი იყოს ხვალ! პირობას ვასრულებ გიო. -ძმა ხარ ელი. ხელი გამომიწოდა დასარტყამად და მიუახლოვდა ნინას ზურგიდან მოხვია მკლავები, რასაც ქალბატონის მინაბული თვალები მოჰყვა. -შენ მართლა იცი მაგის გაკეთება? -ვიცი. -ახლა აკრუტუნდება და სად შემიძლია მე, ბავშვი ვარ ჯერ. სესილიმ ფხუკუნი დაიწყო და გაიქცა, რადგან ხმაური ისმოდა სახლიდან, სადაც დემეტრე და მარი ჩხუბობდნენ, მაგრამ რაზე ვერაფრით გავიგეთ ვერცერთმა, ეს იმიტომ რომ არც მათ იცოდნენ. მტირალი მარი გიორგიმ ჩაიხუტა გიგიმ ანდრია მე დამაჭერინა და დემეტრე გაიყვანა ცალკე. ისე იყვნენ გაბრაზებულები, რომ მათი კამათის ფარგლებს აშკარად სცილდებოდა. მარი მეორე დღესაც ამტკიცებდა, მისღებში რომ გავედი: -გიო გეფიცები ქალის სუნი ასდის, მე ასეთს არ ვიყენებ! -კარგი დამშვიდდი მარი, ასე ვერაფერს გაიგებთ. -იმას არ სჯერა, არ მელაპარაკება.. -შენ არ უნდა ელაპარაკებოდე გოგო! სესილიმ სანამ გვერდი ამიარა მუცელზე მომეფერა და მარის რჩევაც მისცა.. -გამოდის რომ მართალია! გაოცებულმა შემომხედა სამივემ, უფრო გიოს გაუკვირდა. სესილიმ კი ხელი აიქნია, მაცივრიდან წვენის და სადილების გამოლაგებას შეუდგა: -პროფესიული პრაქტიკის დრო აქვს ამას და ხელიდან არ გაუშვებს ეს.. -ელი არ გჯერა ჩემი? -მარი მჯერა, მაგრამ დაფიქრდი რაზე იკამათეთ. -სუნამოს სუნზე. (გიო) -რომელიც შეიძლება რომელიმე ჩვენგანის იყოს! (ლილე) -გოგოებო ეს ზედა რატომ მაქვს მკლავებზე მოკლე ხომ არ იცით? გავრეცხე და ალბათ იმიტომ? -მხოლოდ მკლავებზე არა ნინი, საჯდომზეც. სესილიმ თვალები დააწვრილა და გამჭოლი მზერით დააკვირდა ნინის, რომელიც მოსაცმელის თვალიერებაში იყო გართული, ვერ ირგებდა მოსაცმელს, ძალიან მოკლე ჰქონდა მკლავებზე და სიგრძეშიც ვერ ჰქონდა ნორმალურად, თუმცა აშკარად მინახავს ეგ ზედა მის ტანზე და კარგად ჰქონდა.. სესილიმ გაიცინა და მარის ზედას ხელი მოკიდა, რომელიც იდენტურია რაც ნინიას ეცვა, იმ განსხვავებით, რომ მარის დიდი ჰქონდა, ნინის პატარა. სესილის სიცილმა დამარწმუნა, რომ მართლაც აერიათ ზედები და სუნამოც ნინიასი აწუხებდა მარის. გიორგიმ წარბების აწევით მკითხა რატომ ვიცინოდით, მე გიოს გადავულაპარაკე.. -ერთმანეთის აცვიათ. გიორგის და სესილის ემოციურ სიცილზე ბიჭები და ორსულებიც შემოვიდნენ კითხვებით, გადარეულმა არ დააყოვნა: -მარრრინაააა! ცოტა დიდი ხომ არ გაქვს რაც გაცვია? თან ვიღაც ქალის სუნი ასდის! აშკარად დემეტრემ მოაცვა იმ ქალს და გაგიდიდდა! -რატომ დამცინი? -ვაიმე მარი ჩემი გაცვია შენ და მე შენი. მარი წამოხტა და ნინის ყელთან ცხვირით ყნოსვა დაიწყო.. -ვაიმე დემეე...ტრე.. თავში ხელები შემოირტყა და იქვე მდგარს შემოეხვია. -მაპატიე, გეფიცები ასე აღარ მოვიქცევი, გეფიცები მოგისმენ, აღარ ვიეჭვიანებ, ქალთან რომ დაგინახო მაინც არ დავიჯერებ! ახლა გამიცინე გთხოვ.. დემეტრე არ განძრეულა, ისეთი გაბრაზებული უყურებდა შემეცოდა მარი, რომელიც ტირილს აპირებდა, სესილიმ წაიჩურჩულა და დემონსტრაციულად დაჯდა: -ახლა ისეთებს ნუ იტყვი რასაც შენს წინააღმდეგ გამოიყენებს! თეფშები მაგიდაზე დავალაგე და ყველანი სუფრას მივუსხედით, მხოლოდ მარი და დემე იდგნენ ფეხზე. ხელები გააშვებინა მარის, ისე რომ სახის მიმიკა არ შეცვლია. -დაჯექი ვისაუზმოთ! -დემეე... -ბაშვები ადგებიან უკვე და საუზმეს ვერ მოასწრებ! -დამელაპარაკე ნორმალურად. -მარი დაჯექი მეთქი! ისეთი ხმით უთხრა მარიც კი გაოგნებული დარჩა, მარის სუფრასთან ყოფნა ძალიან უჭირდა, მთელი დრო ცრემლებს ებრძოდა.. -ჭამე! ისევ მკაცრად უთხრა დემეტრემ, მეც და მარიც შევხტით რადგან გვერდზე ვიჯექი და გიგიმ მოთმინება დაკარგა, ჩანგალი მაგიდაზე დააგდო.. -რას ყვირი ბიჭო, როგორ იქცევი? -როგორც თვითონ იქცევა ისე. მარი წამოდგა ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა. -ბოდიში.. გავიდა სამზარეულოდან, სესილიც წამოდგა თუმცა უკან მობრუნდა, მოკვდებოდა დემეტრე, რომ „საჩუქრის“ გარეშე დაეტოვებინა.. -ეი ვაჟკაც, იცოდი რომ იდიოტის ხე ხარ? რათქმა უნდა არა. ხო და ახლა იცოდე! იდიოტი! გაბრაზებულმა დატოვა ოთახი, მეც ავდექი და როცა გავდიოდი გიგის ხმა გავიგე.. -ბედნიერი ხარ ამით? აღარ გავჩერდი მარის ოთახში შევედი პატარებს აწესრიგებდა და ცრემლიანი თვალებით გამომხედა სესილიც იქვე იყო, სტაცა ბავშვებს ხელი.. -ბავშვებო წამოდით ვითამაშოთ, რაღაც ახალი თამაში უნდა გასწავლოთ! -რა თამაში? -რამე, გზაში მოვიფიქრებ. -კარგი. კარგიი. კარი როგორც კი დახურა სესილიმ, მარიმ ტირილი თავისუფლად გამოუშვა სხეულიდან, კარი გაიღო და გადარეულმა თვალების ბრიალით გასცა ბრძანება: -გოგო არ გადამრიო ტირილით არ დაიხრჩო თავი და არც ეს დამიხრჩო, სამნი არიან და დიდი ცოდვა დაგედება, მერე გიგი შენს ქმარს მოკლავს შენ გიგის, დიტო კი შენ მოგიღებს ბოლოს, დიტოს შენი შვილები... ნუ მოკლედ არ გვინდა რა ეს სისხლის აღებებები და „თრილერები“ თორე მოვიტანე „პოპკორნი“. -სესილი ჩუმად რა, მობრუნდნენ ბავშვები. სიცილით უთხრა მარიმ. -წავედი და არ იტირო თორემ მართლა ვცემ იმ.. ოხ ლილე. კარი მივხურე სიცილით. -რა საყვარელია, სულ ასეთი როგორ არის? -არ ვიცი, ჯერ ვერ გავიგეთ. მივედი საწოლზე ჩამოვუჯექი და ჩავეხუტე, ტირილს რომ მორჩა ხელები გამიშვა, მაგრამ იმდენად ეწყინა დემეტრესგან ასეთი საქციელი, რომ ვერ შევძელი მისი დამშვიდება, ბავშვება ამოაკითხეს და აიძულეს დაბლა ჩასულიყო, ისე გამოიფიტა რამდენიმე წუთში, რომ მარის ვეღარ ვცნობდი, დემეტრე არ დალაპარაკებია აივანზე იჯდა თავისთვის და სიგარეტს ეწეოდა, ბიჭები ემზადებოდნენ პროდუქტების მოსატანად უნდა წასულიყვნენ და თბილისში საქმეების მოგვარებასაც გეგმავდნენ, უცებ სესილი გამოვარდა ყვირილით. -მეც წამიყვანეთ რა.. ნატა ჩამოვიდა უნდა ვნახო, არა უნდა მოვკლა როგორ არ მითხრა რომ მოდიოდა? -ნატა მარტო ჩამოვიდა? ნინიამ ჰკითხა. -ხო მარტო ვარო. გიო შეიძლება აქ ამოვიყვანო? ცოტა ხნით. -რამდენს გადაიხდის? -მე რა ვიცი, ფასზე მერე შეთანხმდით. ხელი აუქნია და მანქანაში მოთავსდა, გიგი მომეხვია ზურგიდან მუცელზე დამალაგა ხელები. -გინდათ რამე მოგიტანოთ? -ხილი გვინდა. -იყოს ხილი. -და კოცნა? -უი დამავიწყდა. -აჰა უყურე ერთი.. -კარგი გეხუმრე, ნუ ხარ ბოთე. სახე დამიკოცნა და ისიც მანქანაში მოთავსდა.. დემეტრე არ გაყოლია ოთახში იყო ბავშებს ეძინათ და მათ მიბაძა, ან კიდევ ნერვიულობდა. გოგონებმა სახლი მივალაგეთ, კუბდარებიც გამოვაცხვეთ, ტკბილეულიც და ბავშვებისათვის გააკეთა სალომ სადილი, ყველაფერს ნინია აკეთებდა ორსულები ვეხმარებოდით, მარი ცდილობდა დახმარებას, თუმცა ფიქრებით ოთახში იყო სადაც დემეტრე და ბავშვები იყვნენ, რა რთულია როცა გინდა სიტუაცია გაამარტივო და არ გამოგდის.. დემეტრე შეოვიდა სახე ძილისგან არეოდა, ისე როგორც თმა.. -გოგოებო, რას აკეთებთ? ოჰოო ყოჩაღ თქვენ! მარი წამოდგა ადგილი დაუთმო და თეფში დაუდო. -დაჯეჯი, შეჭამ კუბდარს? -არ მინდა ჯერ, მოვიდეს ყველა. -კარგი. ოთახიდან გასვლა დააპირა მარიმ, დემეტრემ ხელი მოხვია მუცელზე და მუხლებზე დაისვა. -რა გჭირს როგორი სახით მოძრაობ? -მაპატიე.. ტირილი დაიწყო. -ოხ მარი, როგორ გამაბრაზე! ყველამ ფეხაკრეფით დავიწყეთ გამოსვლა, ბავშვები დაბლა იყნენ უკვე და ეზოში შემოსულ ბიჭებს ყვირილით შეეგებნენ. -ნათლია მოვიდა. (მაშო) -ჩემი ნათლიაააა. (მიშო) -გიგი ნათლია, რა მომიტანე? -მაგარი თამაში მოგიტანე. -მონოპოლია? -როგორ მიხვდი? -მე რა ვიცი. მხრები აიჩეჩა პატარა კაცმა. -არ გინდა მაჩუქო ეგ ნათლია? სესილი ჩაერია საუბარში, რომელსაც ნატა უმშვენებდა გვერდს. -არა! ნატას გადავეხვიე, მოვიკითხე და ყველას გავაცანი, ეზოში ვიდექით ისევ, როცა დემეტრეს ყვირილი მოგესმა.. -მარი! მარი შემომხედე! -ესენი ისევ თუ ჩხუბობენ... ბავშვები არ შემოუშვათ! გიგიმ ისეთი სახით გამოგვხედა, შემეშინდა დავეწიე იმის სათქმელად, რომ შერიგდნენ. -გიგი მოიცადე არ იჩხუბო, შერიგდნენ და მარტო ჩვენ დავტოვეთ. -აბა რა სჭირთ?! -მარი როგორ ხარ? -კარგად ვარ დემე, ჰაერი არ მეყო.. ახლა კარგად ვარ. წყალი მივაწოდე და დემეტრეს შეშინებულ სახეზე გამეცინა. -ასე აღარ შემაშინო რა.. ნახე ელი დამცინის. -ოთახში მოისვენე მარი და უკეთ გახდები, წნევას გაგიზომავ. წამოდგომაში მივეხმარე მარის, დემემ გაგავაჩერა. -ელი მარტო ნერვიულობის გამო ასე შეიძლება დაემართოს? -მარტო?... შევიცხადე და დავეთანხმე: -შეიძლება დემე და გაითვალისწინე. -არის ქალბატონო ექიმო! ხელში აიყვანა მარი და კიბეებზე აარბენინა, მისაღებში გიორგის გავძახე: -გიო წნევის აპარატი არ გაქვს? -რად მინდა წნევის აპარატი გოგო, რამე შემატყვე ასაკის და არ ვიცი? -ასაკის არაფერი, პოტენციური ცოლის, პოტენციურ ორსულობაზე ვიფიქრე და რადგან წინდახედული ხარ.. -ერთი ამას უყურეთ, როგორ აღადავდა?.. თავისქნევით გახედა ნინის. ეშმაკური ღიმილით მოხვია ხელები და ვითომ ჩურჩულით უთხრა: -ისე კარგი აზრი უნდა იყოს ეგ ამბავი ჰა. -რა ამბავი გიო, ნინის რა უნდა უთხრა? გვანცა ჩაერია საუბარში, მაინც ვერ ეგუება ერთმანეთზე ჩახუტებულ ძმასა და მომავალ რძალს. -აუ გვანც რა უნდა გითხრა იცი? -რაა? -რა და კატო რომ არ მოგწონს სახელი და გვანცას მაძახებინებ ვბრაზობ!.. -მე კატოზე ვბრაზობ! -მოიცა ამას კატო ჰქვია? -არა არ მქვია! -რატომ ბრაზობ? -იმიტომ რომ კატას გავს!.. მათი ახსნა-განმარტებისთვის აღარ მომისმენია, სიცილით ავედი მეორე სართულზე, როგორი აზრები აქვსთ ბავშვებს.. მარის დემეტრე თავს დასტრიალებდა ფანჯრები გააღო, წყალი დავალევინე და კმაყოფილმა თავი დადო. -კარგად ვარ უკვე. -კარგი მაშინ გავალ, მაგრამ არ ადგე და საჭმელს აქ ამოგიტან. -მე ამოვუტან. -არა დემე აქ იყავი, რამე რომ დასჭირდეს, მე ამოვიტან რაც საჭიროა. სადილის შემდეგ ნატა ჩავიგდეთ ხელში და ვსაუბრობდით, სესილიმ კითხვები ერთი ამოსუნთქვით დაალაგა: -გოგო, როგორ არიან ბავშვი და მარი? დათა მოდიოდა ხოლმე თქვენთან სახლში? მარი ცოტას მაინც არ აწვალებს? იცოდე მოვკლავ! -სესილი ისუნთქე.. -მაცადე ლილე! -კარგი ჩუმად ვარ. -ძალიან კარგი. ნატა მოყევი! -პატარა ისე იქცევა ზოგჯერ მგონია სესილი ჩაუსახლდა სხეულში, არადა არ იყო ასეთი ცანცარა ახლა როგორც იქცევა.. ხელი მოიტეხა და იცი რატომ? მარი შეხვედრაზე რომ არ წასულიყო.. -ხომ ვუთხარი ფრთხილად ქენი და არ მოიტეხოთქო? მე მითხრა ვიღძეო მაგ მაკაკამ მომატყუა?... წამოხტა სესილი და წინდა უკან სიარული დაიწყო. -აი რატომ აღარ დამირეკა “ჩემმა დათვმა“ ახლა როგორ არის? -.... მოიცა შენ საიდან იცი?... შენ გადარიე ეგ ბავშვი? შენი ბრალია მარი, რომ ჭკუიდან გადაიყვანა? შენ ასწავლი მაგ ყველაფერს ხომ? ოხ სესილი გიკრძალავ მასთან საუბარს! -დაუშალე ნატო ბებიას, კუკიაზე რომ ახვალ! ის ხომ გაგიხარდა საავადმყოფოში ერთად რომ იყვნენ და მარი ნეტა ვის ეხუტებოდა მისი შვილის მამას თუ მე? არა მეც კი ჩავეხუტები, მაგარამ რა ხეირი რო... -ეს თამაში არ არის და დათამ შეიძლება სერიოზულად აღიქვას შენი მითითება. ის ცოტა რთული ბავშვია სესილი! -მე მინდა მალე ჩამოვიდნენ და მარიც მალე შეურიგდეს, მაგრამ ცოტა აწუწუნოს. -შენი ვერ გავიგე დათათი არიგებ და მარითი აშორებ? გაოცებულმა დავაღე პირი, რადგან სესილი მართავს სიტუაციას ეს კარგად არ დასრულდება.. -ცოტას ვერთობოდი რა იყო? ვციო აღარ ჩავერევი! -იმედია. (ლილე) -მოკლედ ისეთი სიტუაციაა, რომ ჩემი იქ გაჩერება აღარ შეიძლებოდა, აი მარიც თუ შენ გადარიე აღარ ვიცი რა გითხრა, ასეთი მარი არასოდეს ყოფილა... ისე იქცევა ზოგჯერ მგონია ვიღაცამ შეცვალა.. -ცხოვრებამ შეცვალა ნატა. -ვიცი ლილე, მაგრამ თუ შერიგებას აპირებს ასეც არ შეიძლება.. -როგორ არ შეიძლება? აბა ის შეიძლება? „-უი დათა მოხვედი? რა კარგია... მოდი შენი შვილი გაიცანი და რაც გინდა ისევ ის მიქენიო?“ -სესილი ამაზე არ ვსაუბრობ და დამაცადო ინქნებ?.. -აბა რაზე საუბრობ? ვინმე ჰყავს? ვაიმე მოკლავს დათა!.. თან ორივეს! -ზუსტად ამის მეშინია... -რაა, მართლა მოსწონს ვინმე? მარის მოსწონს? არ მჯერა! მერე დათა? (სესილი) -ფოტოგრაფი ჰყავს რომელიც მოსვენებას არ აძლევდა გაცნობის დღიდანი, იაგო ჰქვია და რამდენიმე თევა რაც ურთიერთობის აწყობის პროცეში არიან, თუმცა პატარა ისეთ დღეში აგდებს თუ რამე გამოუვათ მაგას ბავშვთა სახლში ჩაბარებს ის კაცი.. -ჩავაბარება მაგას, თან იმის იქითაც! (სესილი) -იცი რამდენი ფოტო აპარატი შეეწირა მარისთან ურთიერთობის მცდელობას, მე ვეღარ ვითვლი. (ნატა) -მერე შეეშვას. (სესილი) -ასეც იქნება დათას გამოჩენის გამო. ამდენი ხნით ჩუმად მყოფმა ნინიამ თქა დარწმუნებით. -ბავშვი როგორ შეხვდა მამას? (ლილე) -ეზოში ვთამაშობდით მე და დათა უცებ გაჩერდა, ბურთი ხელიდან გაუვარდა, გვერდი ცივად ამიარა ისე რომ ვიღაცას თვალს არ აშორებდა, მეგონა მარის ერთ-ერთი თაყავნისმცემელიათქო, რომლებსაც დათა ვერ იტანს! მაგრამ როცა მივიხედე დათა შემრჩა.. მეგონა მიწა გამომეცალა, თან დათას დოინჯით დგომა ხომ იცით, პატარაც ისევე დადგა. -გამარჯობა. -გამარჯობა, მაგრამ შენც თუ დედასთან ხარ გავბრაზდები! ძლივს მივუახლოვდი დათას თვალებმა საერთოდ გამანადგურა, ცრემლები წამოსცვივდა პატარას ხმაზე. -მე შენთან მოვედი... და... დედასთანაც თუ.. გაოცებულმა მე შემომხედა: -ჩემთან რატომ მოვიდა? რატომ ტირის ეს კაცი ნატა? -ნატა როგორ ხარ? -კარგად დათა შენ როგორ ხარ? -შენ ჩემ მამას გავხარ? ვერ შევძელი საუბარი და თავი დავუქნიე, დათამ ჩაიმუხლა და ხელი გაუწოდა, ისე ესიამოვნა ხელი რომ ჩამოართვა, გიჟდება როცა ხელის ჩამორთმევით ესალმებიან. ამბობს დიდი ვარ და ჩახუტება რაღად მინდაო.. მაგრამ იმდენად იმოქმედა დათას ცრემლებმა, რომ თვითონვე მოეხვია, თავისი პატარა ხელებით. -რატომ ტირი? მოგენატრე? -ძალიან მა. ძალიან მომენატრე! მაპატიებ?... -თუ არღარ წახვალ გაპატიებ! ამ დროს გარეთ გამოვიდა სიცილით მარი: -რა სიჩუმეა? დათაა! რა გააფუჭე? ხმას რატომ არ იღებთ შენ და დეიდაშენი?... მამა-შვილი, რომ დაინახა კინაღამ დაეცა, ეზოში მდგარ მაგიდას დაეყრდნო და ისე იყურებოდა, მეგონა გული გაუსკდებოდა. დათა ბავშვთან ერთად მივიდა მარისთან, მარიმ მაგიდას ხელი გაუშვა და სანამ წაიქცეოდა დათამ ხელით დაიჭირა, ხელები მაგრად მოხვია ჩაიხუტა და თავზე კოცნიდა, პატარამ ღიმილით უთხრა: -მე და ნატა წავალთ, მაგრამ ცოტა ხნით და არ იჩხუბოთ! -ჭკვიანი კაი ხარ მა. -ვიცი. სახლში ვიყავით და ვცდილობდი დათას გართობას, მაგრამ არ მისმენდა მერე ვეღარ მოითმინა და გარეთ გავიდა, როგორც მივხვდი დაინახა რომ ჩხუბობდნენ, უფრო სწორად სანამ იჩხუბებდნენ ეს ჩაერია, დათამ გაუღიმა და დაემშვიდობა სანამ ბინას მოვძებნი აქ მოვალო და მერე წაყვან ხოლმეო. შემეცოდა გაყოლა უნდოდა, მაგრამ მარის დანახვამ დაავიწყა სურვილი, დათას წასვლის შემდეგ დედამისს მოეხვია: -დედა რატომ ეჩხუბე მამას? ხომ მითხარი რომ ვუყვარვარ? -დათა გთხოვ გაჩუმდი და უბრალოდ ჩამეხუტე! გთხოვ დე.. -დედა ნუ ტირი! არ მიყვარს! შემდეგ დათას ჩამოსვლის ამბავი ფოტოგრაფმაც გაიგო და მოუხშირა სახლში სტუმრობას, ერთ დღეს იაგო და დათა ერთად მოვიდნენ დათამ ბავშვს წავიყვანო, წასვლამდე კი იაგოსთვის უთქვამს, იმ მაიმუნს: -ახლა დედა მე უნდა მომყვებოდეს მამასთან რომ მივდივარ და არა შენთანო. სახლში რომ მოვარდა მარი გამოიცვალა და ყვიროდა: -მოვკლავ! ასეთებს როგორ ასწავლის პატრას, რამ ათქმევინაო, ყველა ზღვარს გადავიდა უკვეო.. ვერაფერი გავიგე და რომ გარბოდა ვკითხე: -სად მიდიხარ გოგო ის მაინც მითხარი სად მოგძებნოთქო? -ესპანეთის სასაფალოები მოიარე, დათა ონიანისთვის საფლავი უნდა ვიყიდო და სადაც ადგილი იქნება იქ ვიქნები! რომ წავიდა დათას დავურეკე გაგიჟებულია და მოემზადე მეთქი.. მან სიცილით მითხრა: -ვიცი რატომაცო დათასგან გავიგე „ესპანელი რომეო“ გადაურევია. მარის კი ლამაზი ვახშამი დაახვედრეს და საოცარი საღამო მოუწყვეს მამა-შვილმა, ახლა აღარ ჩხუბობენ იმედია, მაგრამ პერიოდულად აქვს სიგიჟის სიმპტომები და ალბათ ამის ბრალია!.. -შენი წამოსვლით ისისნი თავისუფალი ომისთვის გაიმეტე? -არა ლილე, მე იმიტომ წამოვედი, რომ როცა ერთმანეთზე ბრაზდებიან ბავშვს მე მიტოვებდნენ და ახლა იძულებულები იქნებიან ცოტ-ცოტა დათმოს ორივემ. -ეს კარგი აზრია! ანუ აქ რჩები? -კი ჩემო გადარეულო ვრჩები და დავტკბები თქვენი ყურებით, ეს ეული ქალი. -გიშოვით ვინმეს! აი ლილეს იმდენი დაცვა ჰყავს რომელიმეს დაგიკლავს ან დაგიბამს სახლთან, ჯერ დაისვენე აქ დარჩი და მერე ეს საკითხიც მოვაგვაროთ. სესილი ისევ აცანცარდა. -გულზე რას იტყვი ქლბატონო სესილი?.. -აუუუ ამისმა ფილოსოფიამ თუ ფსიქოლოგიამ მომიღო ბოლო და ვერც მომიღო.. კარგი რა ლილე გელოვანო მაცალე ცხოვრება ჩემებური და ჩემეული! მოვიდა მაკოცა ლოყაზე და მუცელზე გადაიტანა ყურადღება.. ნატა ჩვენთან ერთად იყო დაჩაზე სადაც დიდ სყვარულს და ბედნიერებას მოეყარა თავი ყველას გულში, იყო კამათი და ერთმანეთზე გაბრაზება, შემდეგ შერიგება და საღამოს სიმღერებით დროს ტარაება, ჩვენი სიყვარული იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩვენი სხეულების მიღმაც ცდილობდა გაჭრას და ეს ყველა დაკვირვებული თვალისათვის იყო შესამჩნევი!.. საბას დაბადებისდღე თბილისში უნდა აღგვენიშნა, რადგან მამიდა და ძია ჩამოვიდნენ, როგორც წესი ყველაფერი საოცარი და ლამაზი იყო, პატარა ანდრია მოვნათლეთ დიტო მთელი ემოციით ბედნიერი ყვიროდა: -ჩემი პირველი ბიჭია ანდროო! პირველი ნათლულიო! -მრავალშვილიანობას ნუ იბრალებ, ჯერ ბევრი სამუშაო ქავს შენ! გიგი არ უთმობდა „პირველობას“ -რა იყო გიგი ტყუპები ვიცით და „ავბლატავდითო“?.. -ჩუმად ნუ უშლით მოძღვარს ხელს! უშედეგოდ ვცდილობდი მათი ხმების დახშობას და ჩვენ შემოგვრჩა კამათი: -შენს ქმარს უთხარი რამე, თორემ ვემ! (დიტო) -შენ თვითონ უთხარი! (ლილე) -მოღალატე! -ბუზღუნა! -ბოთე! -ჩუ! ...... ნათლობამ, რესტორანში გადაინაცვლა და იქ მყოფი საზოგადოების ნაწილი ჩვენი ოჯახის ნათესავები იყვნენ, მაგრამ ძალიან გამიკვირდა იმ ქალის სტუმრობა, რომელიც ჩემს დაობლებას გათხოვებით ანაცვლებდა (ყოვლის მცოდნე შორეული ბიძაშვილი).. გაოცებულმა მამიდას შევხედე და გამეღიმა, რადგან ძიასთან უკვე ჩხუბი ჰქონდა გაჩაღებული, აშკარად მის გაგდებას ან რაიმე საშინელების გაკეთებას აპირებდა და ძია ამის საშუალებას არ აძლევდა.. -რა სახე გაქვს ელი? ზურგიდან მოხვია ხელები გიგიმ. -ჩვენგან მარჯვნივ უკან გაიხედე და ქალს დააკვირდი, ჯერ არ გაიხედო! -კარგი. მერე? -ის ქალია მე რომ მათხოვებდა.. ხმა გამიწყდა ნერვიულობისგან. -შენ ისევ ნერვიულობ? რატომ ელი? -არ ვიცი გიგი. ხომ ყველაფერი ჩავლილი და დავიწყებული უნდა მქონოდა, მაგარამ იმის გაფიქრება რომ შესაძლოა მამიდას გავეწირე, ან კიდევ ძიას როგორც ზედმეტი ტვირთი. ამერიკაში კი არ წავეყვანე, არამედ „პატრონისთვის“ ჩავებარებინე. სახე დამებრიცა ბოლო სიტყვებზე, რაზეც გიგის გეცინა, ან კიდევ სიცილით სცადა ემოციების დამალვა.. -კარგად ამბობ „პატრონისთვის“. -ხშირად მიფიქრია რა ვიქნებოდი ახლა? -მერე რა პასუხი მიიღე? -არ ვიცი. ერთადერთი რაც ვიცი ის არის რომ „ვინ?“ კი არა.... არამედ „რა?“ ვიქნებოდი! ყოველგვარი ემოცებისა და ადამიანობის მიღმა დარჩენილი არსება. -ღმერთო ელი, ნუ ფიქრობ ამდენს! თან ასეთ სისიულელეზე. უნდა ვნახო ეგ ქალი! მაკოცა და წასასვლელად მომზადებული გიგის მკლავზე მოვკიდე ხელები, ძლივს შევაჩერე, თან მისი ყურადღება საბას ყვირილმა მიიქცია, რომელიც ადას და სერგოს ეკემათებოდა, მანაც ნახა „დაუპატიჟებელი სტუმარი“. ჩვენც მივედით: -დედა ამ ქალს აქ რა უნდა? -მართლა არ ვიცი შილო, მამაშენი მაკავებს თორემ ეგ რისი ღირსია ხომ იცი და ისიც ხომ იცი რომ გავაკეთებ!? ცოტა დამშიდდა საბა და ჩვენც შეგვამჩნია, რომ მივედით, მუსიკის ხმაში მხოლოდ იმათ ესმოდათ საუბარი ვინც ახლოს იდგა და ისინიც ჩვენი ბიჭები იყვნენ.. -უთხარი რომ წავიდეს! -არა მეთქი! -მამა... ელი ხომ იცი რომ მაგას აქ არავინ დაპატიჟებდა? მე მომიბრუნდა საბა, თავის მართლება რომ დაიწყო ხელკავი გავუკეთე და გარეთ გავედით დანარჩენებიც გამოგვყვნენ: -ვიცი და ვერ ვიტან ჩემთან თავს რომ იმართლებ! რამდენჯერ გითხრა ეს? -ვერ ვიტან ამ ქალს და მისი ბედი ჯერ არ დამილევია! -მორჩი საბა. -მამა უთხარით წავიდეს თორემ მე წავალ! -საბა რას გიშლის? -სანამ რამე უთქვამს და სანამ შემომაკვდება მანამდე მინდა წავიდეს თორემ იმ დღეს რაც დავაკელი ახლა გავაკეთებ! -ამას ამჯერად მე გავაკეთებ და თქვენ არ ჩაერევით! ისედაც ვერ გპატიობთ, რომ დამიმალეთ! -ხალხო როგორ ვერ ხვდებით აქ იმისთვის არის რომ ელის და გიგის აკვირდება? -ეგ არ მინდა ზუსტად მამა. რატომ უნდა დააკვირდეს? ვინ ტ*ს მაგას? -საბა! -კარგი რა ადა.. -დაგვაკვირდეს მერე, ნახოს როგორი ბედნიერი ვარ ჩემი გაბერილი ცოლით! ხელი გადამხვია გიგიმ და საფეთქელთან მაკოცა. მისი ერთი შეხება და თითქოს ყველა დაძაბულობა გაქრა.. -ისე თუ გაიგო რაც გამოვიარეთ რეციდივისტად შემრაცხავს არა? -უკვე შეგრაცხავდა, რაც თქვენზე დაიწერა და ითქვა ყველაფერი ჩაწერილი ექნება. -საბა მიუშვი გიჟი თავის ნებაზე და თვითონვე წავა.. -ძლივს ერთი ჭკვიანი კაცი ოჯახში რა.. გიგის მოეხვი ძია და სამივე ერთად ჩახუტებულები შევედით დარბაზში, სადაც დიტო და სალო სიმღერით იწონებდნენ თავს გიო და ნინია კი ცეკვით, ყველას ყურადღება მათკენ იყო.. -ნებას მომცემთ მეუღლეს ვეცეკვო? -მიდი შვილო, მე კი ჩემს ყინულის დედოფალს გავალღობ ცოტას, შევეცდები მაინც.. მხრების ჩეჩვით წავიდა სერგო ნუნუსკენ, გიგის სურნელი ღმად ჩავუშვი ფილტვებში და ბედნიერმა თავი მკერზე მივადე. მუსიკა რომ დასრულდა ჩვენ სცენიდან მოშორებით ვიდექით, ისე რომ ყველა კარგად ვერ გვხედავდა, ამით იმან ისარგებალა ვისაც არავინ ელოდა, ან კიდევ ველოდი.. -ლილე შვილო ხელს თუ არ შეგიშლით, იქნებ გამაცნო შენი მეუღლე. ცივად დამიარა სეხულში გიგის გამოხედვამ, ხელი დავუსვი მკერდზე და ქალბატონ ქეთინოს მივუბრუნდი, დიდი ძალისხმევით გავუღიმე და მეუღლეც გავაცანი, რომელსაც დაწვრილებული თვალებით უყურა ერთი-ორჯერ ათვალიერა და ისე თქვა თითქოს დასკვნებს აკეთებდა: -ვერაფერს იტყვი! მხოლოდ ფულს და დიდიებას ვერ დააბრალებს კაცი! -ეს მე იმ ტიპს მადარებს? მიჩურჩულა გიგიმ, თან წელზე მოხვეულ ელს მიჭერდა. მე მხრები ავიჩეჩე, რადგან ვერ გავიგე რაზე საუბრობდა ქეთინო. -ლილე ერთი მითხარი და წავალ. -გისმენთ. -ყველაფერი რაც გამოიარე გიღირდა იმად, რომ შენი მშობლების მკვლელის შთამომავლობა გემრავლებინა? რა ვიგრძენი იმ წუთას ვერ გადმოვცემ, ძალიან რთულია იმის გახსენება თუ როგორ მიყურებდა მუცელზე და შემდეგ თვალებში. გიგის თვალები, მისი დაჭიმული სხეული და მისი სიტყვები ბუნდოვნად მახსოვს.. -ქალბატონი ქეთინო, გთხოვთ წახვიდეთ სანამ დავივიწყე რომ ხართ ქალი, თან ბებიაჩემის ასაკის. შეშინებულმა ხელი მუცელზე დავიდე, თითქოს მათი დაცვა მინდოდა და ცრემლები წამომივიდა, მახრჩობდა გრძნობა რომელიც იმ ქალის მიმართ მიდუღდა სხეულში, არ ვიცი რამდენეად ბევრი მაგრამ ასეთი არამკითხე ცნობისმოყვარე ხალხი ხომ არსებობენ და ისიც იმიტომ რომ კარგის ფასი უკეთ შეიგრძნო.. ამით თავს ვიმშვიდებთ, თორემ ის სიტყვები, რაც გულს გვტკენს ლაქებად რჩება ჩვენს გონებაში და პერიოდულად გვახსენებს თავს. -წავალ აბა რა.. წონასწორობა დავკარგე და გიგიმ ხელები მომხვია, უცებ საბას ღრიალამა, ყველა და ყველაფერი დაფარა... -ნუთუ ვერ იკმარე რაც გითხარი წლების წინ.. -ქეთინო, სანამ ნუნუს გაუგია ეს ყველაფერი გირჩევ წახვიდე! სერგოს ნათქვამზე თვალები მოავლო ხალხს ალბათ ნუნუს ეძებდა, რომელიც იქ არ იყო და ნაჩქარევად დაიძრა გასასვლელისკენ. გასვლისას საბამ მიაძახა: -აქედან რომ გახვალ, იმ სი*ს გადაეცი მანქანაში რომ გელოდება, სადმე არ გადამეყაროს თორემ შენთვის დასარტყამ ხელსაც მისგან ამოვიღებ! ახლა კი წადი! იქნებ გინდა ახლავე გავაკეთო.. -არავინ მელოდება ვინ უნდა მელოდებოდეს? შენ ყოველთვის ასეთი უზრდელი იქნები!.. -მხოლოდ შენთვის! წავიდა მაგრამ უკმარისობის გრძნობამ ყელში მომიჭირა, არ მყოფნიდა ჰაერი რადგან ვერ შევძელი დაცვა საყვარელი ადამინის, რომელიც ვიღაცის არასწორი აზრის გამო ისმენდა უაზრობას. არაფრის მომცემ შეხედულებებსა და კომენტარებს.. სიტუაციას ისევ ის ფლობდა და ისევ მან საცადა ჩემი გამხიარულება მერე ხუმრობდნენ საბა და დიტო დაგვიწუნეს „სიძე კაციო“ ახალი უნდა ვეძებოთო, ხომ არ მოვაბრუნოთ ის ტიპი, მერე რა რომ ბებერიაო... შემდეგ იყო ჩემი დაბადების დღე, რომელიც გიგიმ დაგეგმა ერთი შეხედვით ჩვეულებრივ რესტორანში, ხათუნა და ემირი ჩამოივდნენ დილით ეზოში რომ მანქანა შემოვიდა და ხათუნას ხმა მომესმა გაოცებულმა კიბე როგორ ჩავირბინე არ მახსოვს. ხვევნა კოცნის შემდეგ გიგიმ საჩუქარი უნდა გაჩვენოო და ყველანი რაღაც მისამართზე დაიბარა... იქ მისულს ისეთი რამ დამხვდა რომ მართლა ვერ ვიფიქრებდი. ფსიქოლოგის კაბინეტი, მაგრამ კაბინეტზე მეტი იყო.. ბავშვებისთვის რამდენიმე ოთახი მოწყობილი, ერთი კინეტიკური ქვისშის ოთახი, ლამაზ ფერებში მოწყობილი და ძალიან ბევრი სათამაშო ნივთებით, მეორე ოთახში იყო მოლბერტები და სახატავი ნივთები, მესამე ოთახში იყო პატარა მოედანი მოწყობილი სადაც კონსტრუქციების ასაგები ნივთებიც იყო. ყველა ნივთი ისე იყო გათვლილი ბავშვებისთვის, რომ შეუძლებელია ეს გააკეთოს ადამიანმა რომელსაც ბავშვები მხოლოდ უყვარს, ბავშვებს უნდა გრძნობდე და მათი გესმოდეს! აი ასეთია გიორგი ლომიძე, ჩემი სიუ! იქ მიღებული მილოცვები და ემოციები გაგრძელდა რესტორანში სადაც ხელისმოწერის ცერემონიაც ჩავატარეთ, ქორწინების მოწმობით ხელდამშვენებული და ემოციებით სავსე დავბრუნდით გამთენიისას სახლში.. ხათუნა წასვლამდე სესილისთან მოლაპარაკებას ცდილობდა და მის დარწმუნებას, რომ მასთან წასულიყო ახალი კოლექციის შექმნაში, რომ დახმარებოდა. თავიდან უარი უთხრა: -ხათუნა ისე დაგეხმარები და მითითებებს ტელეფონითაც კი მოგცემ ჩემი იქ წამოსვლა რა საჭიროა? -არა სესილი ვერ გაიგე რას გთავაზობ თუ უბრალოდ გერიდბა? -რას სთავაზობ ხათო? აბა მე მითხარი! ჩაერია გიგი საუბარში, ეს გიჟიც აჰყვა: -დიახ დიახ ჩემს წარმომადგენელს ესაუბრეთ. მე დრო არ მაქვს.. -ხელშეკრულებას დავუდებ და 50%-იანი წილი თავისი შერჩეული სახელით გამოვუშვათ ახალი ხაზი, მე რაღაც ახალი მინდა და ეს ამას შეუძლია! (ხათუნა) -კარგი იდეაა და აქაც გავაკეთოთ პროდუქციის რეალიზაცია! (გიგი) -კარგი რა გიგი ეგ მართლა არ არის სახუმარო! (სესილი) -ეს დასერიოზულდა თუ მე მეჩვენება? (გიგი) -ზოგჯერ ემართება ხოლმე. სიცილი ვერ შევიკავე, ეგ მართლა სერიოზული საკითხი იყო სესილისთვის, რადგან მის ოცნებას ეხებოდა საქმე და ამის ემოციურად გამოხატვა ვერ შეძლო.. -სესილი დაფიქრდი გთხოვ. -არ ვიცი, მეშინია... ყველამ ისეთი ხმამაღალი სისიცილი ატეხა, რომ პირველად შერცხვა სესილის თავისი ნათქვამის, „სესილის ეშინია“-ს ამბობდა ყველა. როგორც შეთანხმდნენ აგვისტოს თვეში სესილი იმუშავებდა ესკიზებზე, რაც უკვე ჰქონა, მაგრამ არ თქვა და არც მე გამიმხელია, ალბათ რამის შეცვლას აპირებს და იმიტომ. ჩვენი ყველას ცხოვრება ნელ-ნელა ვითარდებოდა გრძნობები ღრმავდებოდა, მე ლიცენზიის აღებასა და რამდენიმე გამოცდილი ფსიქოლოგის აყვანას ვცდილობდი, რომელშიც პაატა ნათლია მონდომებით მეხმარებოდა.. ჩემი ორსულობა ნორმალურად მიდიოდა, ერთი პატარა ვიცოდით რომ ბიჭი იყო, მეორე არ გვენახებოდა, თუმცა გიგი ამობდა რომ გოგოა და მამას ფიფქიას ტანსაცმელები ბევრი უნდა ჰქონდესო, იმდენი ჰონდა შეძენილი არ იცი როდის მოასწრებენ ჩაცმას ჩემი ტყუპები.. ასევე იყო საკითხი თემო, რომელსაც როგორც გავიგე გურამი დაეხმარა და რეაბილიტაციის კურსს გადის, თუმცა როგორც მოძღვარმა მირჩია არც ჩავრეულვარ და არც აზრი მითქვამს ვინმესთვის. ეს თემა გიგის მოთხოვნით საბოლოოდ დაიხურა და მეც არ გამიმახვილებია ყურადღება.. იმ დროისთვის ჩემთვისაც და გიგისთვისაც ჩვენი პატარების მოლოდინი უფრო მნიშვნელოვანი იყო, რაც დრო გადიოდა მეტად მინდოდა მათი ნახვა... სესილიმ მთელი აგვისტოს თვეში იმდენი “ესკიზი” შექმნა, რომ მთელი წელი დასჭირდებოდა ხათუნას მათ შესაქმნელად, ისიც კმაყოფილი ურეკავდა და ყოველ ჯერზე „ხომ ჩამოხვალ?“-ს ეკითხებოდა. ესეც საკუთარ თავში რწმენას იღრმავებდა და რამდენიმე კვირიანი შრომის შემდეგ გამოაცხადა თურქეთში მივდივარო, მაგრამ ანდრიამ თუ ცოლად არ გამომყვები ვერსად წახვალ არ გაგიშვებო და 15 სექტემბერს დაინიშნა ქორწილი, იმის მიუხედავად რომ სესილის გრანდიოზული ქორწილი სურდა ყოველთვის, გაითვალისწინა ანდრიას შესაძლებლობები და ყველაზე სადა შეარჩია ყველაფერი. თუ რამეში შეიძლებოდა ფულის დაზოგვა ყველაფერს ანგარიში გაუწია, მიუხედავად იმისა რომ ყველას შეგვეძლო დხმარება, კატეგორიულად მოითხოვეს არავინ ჩავრეულიყავით ამ საქმეში და მხოლოდ საჩუქტრბის გაკეთების უფლება მოგვცეს. მეჯვარე მე და ნიკა ვიყავით.. მაინც გრანდიოზული იყო ყველაფერი, რადგან გრანდიოზულად დიდი სიყვარულით სავსე ჩანდა მათი გულები და თვალები. ყველაფერი სესილისეული მხიარული და ფერადი იყო.. სესილი რომ ულამაზესი იყო არ დავიწყებ აღწერას, სამი ორსული ვუმშვენებდით გვერდს ტაძარში, შემდეგ რესტორანში და ყველაზე საოცარი ის იყო დარბაზში, რომ დათა და მარი შემოვიდნენ, მოცეკვავე წყვილთან ახლოს მივიდა დათა და ყურში ჩასჩურჩულა: -ხომ გითხარი „გიჟების დედოფალო“ უჩემოდ არ გათხოვდე თქო!!! -ვაიმე დათა მომკლავს! მისი ხმა ჩამესმის ყურში. ანდრია შენც მოგკლავს რა გაცინებს? -შენს უკან დგას და დანა უჭირავს. -რა? ჰაააა.. ვიმე დედა. ისე მოეხვია დათას, რომ არავინ მიაკარა სანამ პატარა დათა არ ჩაეხუტა სესილის: -არცერთს ვაპატიებდი რომ არ ჩამოვეყვანე! -ჩემი დათვი, ჩემი ბუშტი, ჩემი მაკაკა... ღმერთო როგორ გამახარე! სიხარულით არ იცოდა რას საუბრობდა და აკეთებდა სესილი. დათას და მარის ისე ეხვეოდა ვისი ქორწილი იყო ვერ გაიგებდით, სესილის ულოცავდნენ თუ სესილი ულოცავდა მათ შერიგებას. -გილოცავთ შერიგებას! -არ მირიგდება ჯერ ადრეა მოლოცვა. -რას მიყურებ მერე ამხელა კაცი ადექი და აიძულე! -შენ მიხედე შენს „ქმარს“! -რაო მარი გავსწერვდითო უკვე? ხომ იცი ეგეთები არ ევასება და ისე ნუ იზამ მიგახრჩოს.. -რავი პატიოსნად იტანს ჯერ. -თუ ფიქრობთ რომ არ მესმის ცდებით! დათამ გადმოულაპარაკა გოგონებს, რომლებსაც ეგონათ რომ არ უსმენდა მთავარი გმირი და მარიც მაშინვე გაჩუმდა. უცემ ანამ წამოიკივლა და ხელები მაგრად მომიჭირა: -ვაი დედა.. ელი მიშველე! -ანა რა გჭირს? -დამეწყო, დიტოს დაუძახეთ! -ჯერ არაფერია საშიში, თანაბრად ისუნქე ლიაც და დიტოც მოდიან. -აუ რა მაგარია ჩემ ქორწილზე იბადება გოგო.. ქორწილმა საავადმყოფოს მიმღებში გადაინაცვლა და დიტოს განერვიულებული სახე რომ მახსენდება გულში სითბო მეღვრება, რადგან ანას ტკივილს ბოლომდე თუ არა მთელი არსებით იაზრებდა და ის ფაქტი, რომ დიდი დრო დასჭირდა პატარა ქალბატონის მოვლენას დილის 6 საათისთვის იყო ხმა რომლიც ყველას დაღლილობა ერთიანად გააქრო, დიტოც მალე გამოვიდა გარეთ, უფრო სწორად ლიამ გამოაგდო: -დედა ცოტა ხანიც რა.. ჩემს გოგონებთან მინდა! -არა მეთქი, დედა-შვილი მოსაწესრიგებელია და მერე ნახავ. -ანას მაინც ვნახავ და... კარი დაუხურა ლიამ სიცილით. -ოხ ლია! -მოდი ბოთე მოგილოცო! ჩემსკენ შემოვაბრუნე დიტო და ბედნიერი მამიკო ჩავკოცნე.. -ელი მამა ვარ. მე პატარა პრინცესა მყავს! მამას ქალი. ყველამ მივულოცეთ და როცა ლია გარეთ გამოვიდა მასთან მივედით, დიტომ ამით ისარგებლა, ანასთან და ბავშვთან შეიპარა, ლიაც უკან გაჰყვა ქოთქოთით. -ბიჭო რატომ არ გესმის, რამდენიმე წუთში გადავიყვანთ პალატაში და იქ დაგტოვებ რამდენი ხანიც გინდა. -კარგი რა ლია, ნუ მი*ბ, იცოდე შენ სახელს არ დავარქმევ! -ნუ გადარიე ეს გოგო, შენი როხროხით! დაღლილია და დაასვენე! ჩემ სახელს რატო არქმევ, იქნებ ჰკითხო ტკივილებისგან დატანჯულ ქალს რა სურს?.. უკვე პალატაში გადაჰყავდათ ანა თან დერეფანში კამათობდა დედა-შვილი. დიტომ ხელიგადახვია ლიას და დაკოცნა. -ხომ იცი ლია რომ ანას არაფერს დავაძალებ? -მე რა ვიცი, ზოგჯერ ისე იქცევით ყველა არაფერი ვიცი მე! -აუ ლია ატ*ბ, მიდი უთხარი, ბავშვი მომიყვანონ რა.. უკვე პალატაში დაიწყო წინ და უკან სიარული. -დიტო დაჯექი! ანამ ძლივს გასაგონად უთხრა, ესეც დაბნეული საწოლთან ჩამოუჯდა და თავზე ხელს უსვამდა, ხელზე კოცნით ეფერებოდა. -როგორ ხარ? -პატარას ნახვა მინდა.. კარიც გაიღო, საქორწინო კაბაში გამოწყობილ სესილის მოჰყავდა პატარა: -დაა..დაამ... აბა დედიკო და მამიკო სად არიანო? მე უკვე ქორწილებით დავიწყეოოო მამიკო.. -შენ როგორ განდეს ჩემი შვილი ტო?! -დიტო გავაბრუნო? -აუ არა რა ამაყვანინე, დამაჭერინე გოგო! ხელების კანკალით აიყვანა ხელიში საკუთარი პრინცესა, თავზე აკოცა და ცრემლებ მორეულ ანას ჩაუგორა ხელებში.. -ღმერთო რა ტკბილია... მადლობა რომ ჩემთან ხართ! სლუკუნებდა ანა და ისე მოგვმართა. ყველამ მივულოცეთ ჯერ კიდევ გაუაზრებელი სიხარული ერთმანეთს.. დიტოც ბედნიერი დაჰყურებდა პატარა ქალბატონს, რომელიც აკრუტუნდა დედის მკერდზე: -რაო მა? -გავიდეთ პატარას შია! გიგიმ გამოაცხადა და დიტო დავტოვეთ თავის პატარა ოჯახთან ერთად. სესილიმაც ისურვა კაბის გამოცვლა და ის ფაქტი რომ მეც უკვე შვიდი თვის ორსული ვიყავი, ფეხზე გომამ და ემოციებმა თავისი გაიტანა, შეშუპებული კიდურების გამო ლიამ წოლითი რეჟიმი მომთხოვა, გიგიმაც ბრძანების შესრულება იმ წუთიდანვე დაიწყო და კატეგოიულად გამოაცხადა ჩემი დაბადების დღე არ აღინიშნებაო, მაგრამ იმ დღეს ანა და პატარა ლიკა სახლში უნდა მოსულიყვნენ, დიახ დიტომ და ანამ ლიას პატივისცემის ნიშნად დაარქვეს, ესეც ლიამ მოითხოვა ლიკა მაინც დაარქვითო, აბა ლია რა სახელიაო... გადაწყდა, რომ გიგის იუბილე დიტოს და ანას სახლში აღინიშნებოდა, მაგრამ იმაზე ფიქრმა თუ რა უნდა მეჩუქებინა ჩემი სიუსთვის ვერ ვფიქრობდი, გარდა ერთისა, ჩვენი ერთად გადაღებული ყველა ფოტო მოვიძიე მათ შორის ბათუმსა და თურქეთში გადაღებული, ყველა დავბეჭედე, ალბომი გავაკეთე, სადაც ყველაფერი დროის მიხედვით დავალაგე და ჩარჩო დავამზადებინე ხელოსნებს, რომელზეც ხუთი წვრილი ძაფი იყო გაბმული და ამ ძაფებზე მინიატურული სარჭებით დავამაგრე ფოტოები, ჩვენი ბავშვობის რამდენიმე ფოტო და ის მნიშვნელოვანი ფოტოები სადაც მძაფრი შეგრძნებები უხვად იყო, საგულდაგულოდ შევფუთე და მეორე დღისთვის მოვემზადე... მაგრამ საღამოს გიგის ძალიან დაღლილმა სახემ შემაშინა, რადგან ვაშამზეც უარი თქვა: -როგორ ხართ? -კარგად ვართ. გშია? -აუ არა რა.. დავწვეთ დავიღალე. -რა მოხდა? -არაფერი. ხელი გადამხვია და საძინებელში უხმოდ შევედით, ყველაფერი რაც შეიძლებოდა ვიფიქრე, იმდენად დავიძაბე, რომ ვეღარც ვფიქრობიდი რაზე იყო განერვიულებული, ემოციებმა მაინც თავისი გაიტანეს, უკვე დაწოლილს ჩამოვუჯექი და ვკითხე: -გიგი რა მოხდა? -არაფერი, მოდი დაწექი მოგეფეროთ! მივუწექი და ვაცადე როდის იჯერებდა გულს მამიკო.. -აუ ელი როგორ ფიქრობ, მეორე რომ არ გვენახება მართლა გოგოა? -ალბათ.. -სახელი გადაწყვიტე რომ გურამი დაარქვა? -კი. -გოგოს? -შენ მოიფიქრე.. -რა გჭირს, ნერვიულობ რამეზე? -შენზე. -კარგი რა ელი, რა თვალებით მიყურებ?.. -მეშინია.. -საშიში არაფერია, საქმე მოითხოვს რომ თურქეთში უნდა წავიდე და ბაქოშიც მექნება შეხვედრები, ეს კი რამდენიმე კვირას ან თვეს მოითხოვს, ახლა დიტოს ვერაფერს ვთხოვ ის ანას სჭირდება, მამა მგზავრობას ვერ გაუძლებს, თითქმის გზაში უნდა იყოს და იფრინოს, ამიტომ ისინი აქ მიხედავენ ყველაფერს და მე კი შენი დატოვება არ მინდა.. საშინელი შეგრძნებაა რომ იგებ მარტო უნდა დარჩე და მითუმეტეს მე! ყოველთვის ბრძოლა მიწევს მარტო დარჩენილს, წამოვჯექი საწოლზე და მართალია ბავშურად მომივიდა მაგრამ იმ წუთას რასაც ვგრძნობდი ის ვთქვი: -მეც მჭირდები და რა ვქნა?... ამეტირა კიდეც გიგი წამოჯდა და ხელები მომხვია, მკოცნიდა მეფერებოდა და მამშვიდებდა.. -კარგი დამშვიდდი, არ წავალ მართლა ხომ არ დაგტოვებ, მით უმეტეს ახლა როცა უკვე ველოდებით.. -მე ვიცი! -რა იცი? -რა და ანდრია ხომ მიდის, სესილის ხომ მიჰყვება? ხოდა ის იყოს თქვენი წამომადგენელი, როცა საჭირო იქნება შენც ჩახვალ, მაგრამ არა დიდი ხნით!... ატირებული და აწითლებული ვესაუბრებოდი გიგის, ისიც მისმენდა ღიმილით, მერე დასერიოზულდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია, რამდენიმე წამი ველოდე მის პასუხს, შემდე შუბლზე მაკოცა: -ჩემი ჭკვიანი გოგო რომ ხარ გითხარი? მხოლო თავი დავუქნიე, ისევ მაკოცა: -ხო და კიდევ გეუბნები, გრძელთმიანო ჩემი ხარ მხოლოდ შენი სიუს საკუთრება! -მიყვარხარ! -სიუს უფრო! -ჩვენ სამმაგად! -ანუ ჩემზე მეტად? -აჰა. -ისე ეს როგორ ვერ მოიფიქრე? სხვანაირად ანდრია არ დამთანმდება და ამით ვისრგებლებ, ჩვენს ბიზნესში შემოვიტყუო. საუბრობდა ისე გასწორდა საწოლში. -ბიზნესი კი არა „სექტა“ გაქვს ლომიძეების. მეც მივუწქი და მოხვეული ხელით მხარზე მეფერებოდა, როგორ ჩამეძინა არ გამიგია.. ჯერ კიდევ ძილში ვიყავი ტკივილი, რომ შემაწუხებელი გახდა, წამოვჯექი საწოლში, რამდენიმე წუთი ველოდე ტკივილებს, რომელიც იმატებდა და პირველი რაც გონებაში გადავთვალე ორსულობის ასაკი იყო, შვიდი თვისას სურდათ ჩემს შვილებს სამყაროზე მოვლენა და თან მამის იუბილეზე!.. თუმცა იყო მაგრამ, ჩემი ფიზიოლოგიური მშობიარობა არ შეიძლებოდა მიღებული ტრამვების გამო.. -გიგი, გიგი გაიღვიძე რა.. -რა მოხდა ელი? დაბნეულმა შემომხედა, აშკარად არ მოეწონა ჩემი გამომეტყველება: -არ შეგეშინდეს გთხოვ, მშობიარობა დამეწყო...აი... -ჯერ?...ჯერ ხომ ადრეა? ელი რა უნდა ვქნა? გამეღიმა მის დაბნეულ სახეზე და საქციელზე, ისე წამოდგა საწოლიდან, რომ წონასწორობა დაკარგა. -გიგი ჯერ დამშვიდდი! ასე მალე არ იბადებიან ბავშვები, მერე ლიას დაურეკე და მომეხმარე დაბლა ჩავიდე. -კარგი ახლავე! მართლაც ყველა მითითებას ასრულებდა გიგი, თან ცდილობდა და გავემხნევებინე: -არ ინერვიულო, მალე მივალთ. მის მხარდაჭერას ვგრძნობდი და ეს დიდი იმედი იყო, თუმცა მას ისეთი შეშინებული თვალები ჰქონდა ჩემი ტკივილი მავიწყდებოდა და შიში მიპრობდა. შემდეგ ტკივილებმა ისე იმატა, რომ ჩემი შინაგანი შიშიც კი გააქრო და მხოლოდ ბავშვებზე ვფიქრობდი, ამას მომზადების პროცეში წ..ბის დაღვრაც მოჰყვა და ლიამ კატეგორიულად გააფრთხილა ყველა, განსაკუთრებით გიგი, რომელმაც კითხვებით დაღალა: -რატომ მოხდა ასე? ხომ კარგად იქნებიან? ელის რამე ხომ არ ემუქრება? -დამშვიდდი ყველაფერს გავაკეთებ გიგი! -ხომ იცი მთავარი ელია?! -გიგი ახლა გაჩუმდი და დამელოდე, იქამდე კი არავის ხმა არ გავიგო სანამ მე არ გამოვალ! კარები მიხურა და გიგის სახე სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვება.. -ელი მიყვარხართ! იმდენად სწრაფად იყო მოქმედება საჭირო, რომ ლია არ მისმენდა, თუმცა ახსოვდა რომ ნათქვამი მქონდა: -ჩემი შვილების პირველი ხმა უნდა გავიგო მეთქი. ასეც მოიქა ლია და „ნარკოზით“ არ დამაძინა.. მესაუბრებოდა და მეც კითხვებს რამდენიმე წუთში პატარას ხმა გავიგე, სიხარულის ცრემლები გაუცნობიერებლად წამომცვიდა და ხმით ამეტირა მეორეს ხმაც რომ მიჰყვა.. მათი ტირილს ლიას ხმა ერეოდა, თან მედდაც წონიდა ბავშვებს: -ესენი ნახე, რა გოჭები არიან?... მამრობითი, შეამოწმე! -წონა 1,9კგ. 40სმ. -ააააი შე პრანჭია რატომ იმალებოდი?.. მდედრობითი შეამოწმე! -წონა 1,8კგ. 40სმ. -ბიჭი და გოგოა! გილოცასვ დედი, ყოჩაღი გოგო ხარ! -მადლობა, როგორ მინდა ჩავიხუტო.. -ახლა დამშვიდდი და მალე ჩაიხუებ! ცოტა ხნით ინკუბატორში მოვათავსებთ.. რამდენიმე წუთიანი პროცედურის შემდეგ, მარტო დამტოვეს ოთახში, პალატაში გადასვლამდე არც არავინ შემოვიდოდა ალბათ ლიას ბრძანებით, მაგრამ გიგიმ და ლიამ ერთად „შემოგლიჯეს“ კარი.. -ლია რომ არ ვნახო არ წავალ! -ბიჭო რამდენიმე წუთი მეთქი.. -ლია ნერვებს მიშლი! -რა მოუთმენელი ხარ! კარებთან გაჩერდა, დამაკვირდა სახეზე, ვცადე ოდნავ წამოდგომა და მის თვალებში ჩამდგარი სითხე დავინახე, დავინახე და ვიგრძენი კიდეც, გამეღიმა მის ემოციაზე, რომ ბედნიერების კიდევ ერთ და უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავდიოდით, უკვე ოთხნი ერთად!.. -როგორ ხარ? -კარგად. დაბადების დღეს გილოცავ მამიკო! ჩამეხუტა მთელი ძალით მიკრავდა გულში და მისი მკლავები მაძლევდა ძალას ჯერ კიდევ სრულად გაუაზრებელი სიხარულის გამოხატვის ძალას. -მადლობა, ამას შენ თუ გააკეთებდი სხვა ვერა! -რას? ძალით ვიმშობიარე? სიცილით ვკითხე. -იმდენს იფიქრებდი საჩუქარზე, რომ ბავშვები მოგეხმარნენ. -ახლა დამცნი თუ მეჩვენება? -სულაც არა. მაგარი შეგრძნებაა სამივეს დაბადების დღე ერთად! -რა გიხარია, აწი რომ ბავშვთა გასართობ ცენტრში აღნიშნავ ასაკის მატებას? -ახლა შენ დამცინი? -სულაც არა. მაგარი შეგრძნებაა სამივეს საჩუქარი ერთ დღეს რომ უნდა ავარჩიო. მისივე ხმით ვთქვი, იცინოდა და მკოცნიდა: -საჩუქრების არჩევამდე სახელები ხომ არ ავარჩიოთ? -ჩემი აზრი იცი და შენ რას ფიქრობ? -აფერისტს რომ გეძახის დიტო? -დიტომ ჩემგან აიღო მაგალითი და რა უნდა მითხრას? -გაჩუმდი გოგო! ლიას ჰგონია მისი პატივისცემის ნიშნად დაარქვეს... -აჰა ამათ უყურე მოიცალეს ჩემთვის,გაიდეთ დროზე! -ორი წუთიც რა.. ისევ გარეთ გავიდა ლია. -კარგი მაშინ გოგოს ეკატერინე. -ლამაზი სახელია! -გოგო-ბიჭის დედობას გილოცავ შავთვალა! -მეც გილოცავ. ბოლოს ლიამ მოთმინება დაკარგულმა შემოაღო კარი და მუქარით გაიყვანა, საერთოდ არ გაჩვენებ თუ არ წახვალო!... პალატაში სანამ შემიყვანდნენ პატარების სანახავად გამიყვანა ლიამ, გიგიც ჩემთან ერთად იყო.. -ლია დეიდა, ხომ კარგად არიან? -ყველაფერი კარგად არის, ცოტა ხით გავაჩერებ აქ და მერე სულ შენთან იქნებიან. -რა პატარები აიან.. (ლილე) -მალე გაიზრდებიან. (გიგი) -იცი რა მონდომებულები და ყოჩაღები არიან დედი? (ლია) ამეტირა.. თან მთელი ემოცია მომაწვა, გაუაზრებლად წარმოვთქვი შიანაგანი განცდა: -მე დედა ვარ!.. -ყველაზე ლამაზი დედა! გილოცავ შვილო, ახლა დაისვენე და გამოგიყვან კიდევ. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, ყველანი დერეფანში იდგნენ და მათით გაკეთებულ დერეფანს მილოცვებით ვტოვებდი, პალატა კი საოცრად ლამაზი მორთული დამხვდა, ჯერ კიდევ მორთვაში გართული სალო მომეხვია და საწოლზე დაწოლაში მომეხმარა, უცებ გამქრალი გიგიც შემოვიდა დიდი ვარდების თაიგულით.. -აქ არ შეიძლება ამის შემოტანა! -უკვე ავიღე ნებართვა სალო. -გიჟი ხარ! სიცილით ვუთხარი. -მე სიუ უფრო მომწონს. -მეც.. ყველანი შემოვინენ რიგ-რიგობით და მილოცავდნენ, საოცარია როცა ამდენი ადამიანის სითბოსა და სიყვარულს გრძნობ, განცდა გეუფლება სიყვარულის და არსებობის სურვილის, მაგრამ ყველაზე მეტად გურამის შემოსვლა იყო დიდი სიამაყის შეგრძნება, როცა კაცი თავისი კეთილშობილებითა და მთელი გულით გილოცავს და გაგრძნობინებს რომ შენით ბედნიერია.. -ლილე შვილო, გილოცავ ჩემო ლამაზო, რომ იცოდე როგორ მიხარია შენი არსებობა ჩვენს ცხოვრებაში, ჩემი თავიდან დაბადება თუ შესაძლებელი იყო არ მეგონა, თუმცა ახალა ვხვდები ყველაფერია შესაძლებელი ცხოვრებაში... გიგი შემოვიდა ოთახში, ანიშნა ისიც მოსულიყო და ცაოლზე ჩამომიჯდა, გურამმა განაგრძო: -მიყვარხარ ორივე.. -ოთხი მამა! -ხო ოთხივე და კიდევ ბევრი.. გაგვეცინა, ცრემლი მომადგა მის ბედნიერ წამოძახილზე. -ბავშვებო თქვენ მაბედნიერებთ და მაიმედებთ, რომ ხცოვრებაში ბრძოლა საკუთარ თავთან აუცილებელია და აუცილებელია ცოდვების გამო შექმნილ პრობლემებთან ბრძოლაც, რადგან მიღებული შედეგია საწყისი ბედნიერებისა, ამაში კი შენ დამარწმუნე შვილო, ჩემო ლამაზო გოგო.. -ამან რომ იცოდეს ბავშვებს რა ჰქვიათ აღარ გაჩუმდება! -გიგი გაჩუმდი და აცადე კაცს საუბარი! -მამა ნახე რა მოვიტანე. ქურთუკის ჯიბიდან საგულაგულოდ დამალული ორი დაბადების მოწმობა ამოიღო და მისცა.. -ასე მალე როგორ... -ჩშ! ნახე რა სახე აქვს. რამდენიმე წუთი გაშლილ მოწმობებს უყურა კაცმა, ისეთი სახე ჰონდა ამის აღწერა შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია რომ ტიროდა.. მხრებში გაიმართა და გამოგვხედა, ისევ მოწმობებს მიუბრუნდა.. -გურამ და ეკატერინე ლომიძეები? ღიმილით ამოიკითხა, გიგი ჩემს ხელს ეფერებოდა და ისე დაიწყო მაიმუნობა: -მამა, შენც ფიქრობ ხომ, რომ ლილე აფერისტია? კაცმა გაოცებულმა ამოხედა დაბურული თვალებით, გიგიმ კი ბედნიერი სახით განაგრძო: -ყველა ეგრე ამბობს, მაგრამ შენგან არ ველოდი მამა!.. -რას ამბობ შვილო? სიხარულისაგან დაბნეული ვერ მიუხვდა გიგის და გაბრაზებულმა ცხვირზე თითები მოვუჭირე.. -აუ, მეტკინა! -მაშინ გაჩუმდი და ნუ ცანცარებ ორი შვილის მამა! -კარგი რა გიგი, რა საუბარია ეს? წამოდგა გიგი და მამაის მოეხვია. -მამა ხომ მიცნობ არა?.. შენ კი ქალბატონო, ბავშვებით ნუ მანიპულირებ! -ჯერ სად ხარ!.. ისეთივე დიდი ბენიერება მინდა გისურვოთ ყველას, როგორსაც განვიცდიდი იმ წუთას როცა დედობის გააზრებას ვცდილობდი და ველოდი ჩემს პირმშოებს, როდის ამოიყვანდნენ „ინკუბატორიდან“, ამას ერთი თვე დასჭირდა თითქმის, მათ გარემოსთან ვაგუებდით და ისინიც მონდომებულები იყვნენ ამაში. ადა და სერგო, რასაკვირველია ჩამოვიდნენ ამერიკიდან და იმდენჯერ მოხდა ბოლო პერიოდში, რომ დიტო კერძო თვითმფრინავის ყიდვაზე და მის მართვაზე იფიქრეო ადას აწვალებდა. ისიც დინჯად იტანდა ბიჭების ცელობას. ძალიან მალე გამოკეთდნენ პატარები, როგორც „დღენაკლული“ ახალშობილები მხოლოდ სიყვითლის პათოლოგია დაუდგინდათ და ესეც მალევე მოგვარდა.. სახლში დაბრუნებაც მელევე მოგვიწია და ასევე დაჩქარებული წესით დაასრულეს ბიჭებმა და გოგონებმა სესილის ხელმძღვანელობით ბავშვების ოთახი, რომელიც მხოლოდ დაწყებული იყო და რადგან დრო გვქონდა არ ვჩქარობდით მის მოწყობას, სასიამოვნო საჩუქარი იყო, ისეთი ლამაზი და სადა ფერებით გაწყობილი, გოგოს და ბიჭისთვის ყველა აუცილებელი ნივთი სწორად შერჩეული. ნარინჯისფერი და ნაცრისფერი, ლურჯი და თეთრი ერთმანეთში შერეული, მაგამ ზომიერად. დიდი საწოლებიც კი ედგათ, რომელიც სკოლის ასაკში გამოადგებოდათ მხოლოდ, მაგრამ შუაში იდგა გერდიგვერდ პატარა საწოლები, რომლებიც შუაში ისე იხსნებოდა, რომ „მანეჟს“ ემსგავსებოდა და ძალიან პრაქტიკული იყო, თუმცა, როგორც ჩვილები და ძალიან სუსტები ჯერ ჩვენს საძინებელში გვყავდა ორივე.. ადას ჩემთან ცხოვრება მოუწია და ლიასთან ერთად მეხმარებოდა პატარების მოვლაში, იმდენად პატარები იყვნენ, რომ თავიდან ძალიან მიჭირდა მათი მოვლა, ემოციურადაც განვიცდიდი, როცა ტირონენ, თუმცა მალევე გავიაზრე პასუხისმგებლობა და მთლიანად გადავეშვეშვი მათ მოვლაში, გიგი მამხნევებდა და რათქმაუნდა მეხმარებოდა. პატარა ქალბატონი ისეთი ემოციებით ხვდებოდა მამას, რომ ეგოისტურად ვბრაზობდი კიდეც, მაგრამ გურამიკო იყო ძალინ მშვიდი და დედას მკლავებში ყოფნას არ აპროტესტებდა ისე, როგორც ეკატერინე. როცა სახლში მოვიდოდა გიგი ეკატერინე ტირილს იწყებდა თუ ხელში არ აიყვანადა და ღამითაც ძნელად იძინებდა, თუ გიგის აგვიანდებოდა, ბევრჯერ სავარძელშიც ჩაძინებიათ მამა-შვილს, როცა გურამიკო ჭკიანად იწვა თავის საწოლში, რომელიც ჩემი საწოლის გვერდით მედგა.. ღამით გავიღვიძებდი, რომ საჭმელი მომემზადებინა და გიგის ვაღვიძებდი, ისიც ფრთხილად წვებოდა საწოლში, მაგრამ ეკატერინე როგორც კი დნაყრდებოდა მამას ეძებდა და თავის საწოლში არ ჩერდებოდა, ბედნიერიგიგიც გვერდით დააგორებდა პატარა ქალბატონს: -მოდი მამას ფერია, ჩუ არ იტირო მა. -გიგი.. -არაფერი არ გვითხრა დედიკო რა.. -კარგი ჩუმად ვარ, მაგრამ დედას კაცი რატომ უნდა დაიჩაგროს? -და ვინმე ჩაგრავს? მოიყვანე სწრაფად! მეც სიცილით დავუგორე მეორე „გოჭი“ და ბედნიერ მამას ღიმილით ვუყურებდი: -იცი ადა იხსენებდა ჩემს ბავშვობას და ამბობდა, რომ მეც ასე ვიყავი მიშას მიმართ. -ასეთი? -აჰა. -მოდი ჩემთან. წამოდგა და პატარების ფეხების ფერებაში გართულს მომეხვია.. -მომენატრე. -მეც. მოვეხვიე, მის მკერდს მივეყრდენი და პარაებს ვუყურებდით, ბოლოს ავხედე მომღიმარს: -რაზე ფიქრობ? -მიხარია, რომ შენ გგავს. -საიდან დაასკვენი ჯერ რა პატარაა.. -ახლა რომ ისე იქცევა, როგორც შენ პატარაობისას. ესეიგი შენ გგავს დარაც მთავარია მამაზე გიჟდება! -მამაზე ყველა გიჟდებით! -სიუს ბედნიერება ხართ. კმაყოფილმა ყელში კოცნა და მისი სუნით ტკბობა დავიწყე.. -ეს ძალიან სერიოზული გვყავს არა? -კი. ბაუას ჰგავს! -ბაბუას და არა მამას ხომ? -დიახ. -ელი! ახლა აქ მარტო მე ვარ და რა საჭიროა ეს აფრისტობები? -და რატომ ფიქრობ რომ ვაფირისტობ? უკვე სიცილის შეკავება მიჭირდა ფხიზელი ქალბატონის შიშით ხელს იფარებდი პირზე.. -შენ იმის თქმა გინდა, რომ გურამი მე არ მგავს? -რატომ ბრაზობ, ხომ შეიძლება მამას არ ჰგავდეს შვილი? -აბა ვის უნდა ჰგავდეს მეზობელს? -ახლა სერიოზულად მეკითხები თუ ხუმობ? -შენ რატომ მელაპარკები ასე? -ბოჭო მამაშენს ჰგავს მეთქი და არა მეზობელს, თან სარკეში თუ იხედები უნდა იცოდე ვის ჰგავხარ! -აუუ რა „გაასერიოზულე“ გოგო.. -თავი დამანბე! -კაიი... ისე მეფერებოდა, რომ გონების ყელა უჯრედს ემუქრებოდა მისი ქმედება და წამოდგომა ვცადე, მაგრამ უშედეგოდ... ახლა რა ხდება?... დღეს შვიდი დეკემბერია “დიდმოწამე ეკატერინე”-ს ხსენების დღე და ველოდებით მამიკოს სახლში მოსვლას, რომ ჩვენი პატარები უნდა მოვნათლოთ, მე და ეკატერინეს სესილის შეკერილი კაბები გვაცვია, გიგის და გურამს ერთი ფერის პერანგი, შარვალი და პიჯაკიც ერთნაირი... სესილი დიდი გოგოა და თურქეთში ხათუნასთან ერთად ცნობილ თურქულ მაღაზიებს აწვდის მის შექმნილ მოდელებს. სალო როგორც ორსული, ნინიაც და მარიც ჰყავდა წაყვანილი მოდელებად ჟურნალიც გამოუშვეს.. -აბა როგორ ხართ? მისაღებში გიგი შემოვიდა, ჯერ მე ჩამეხუტა და კოცნით მითხრა, რომ ყველაფერი მზად ჰონდათ ტაძარში.. -როგორ არის მამას ვაჟკაცი? უკვე დამინახე ქალბატონო? სიცილით აიყვანა ხელში ეკატერინე, რომელიც მამას ყოველთვის ისეთი ემოციებით ხვდება შეუძლებელია უყურადღებოდ დატოვო და გიგიც ბედნიერი ეჩურჩულებოდა „მამას ფერიას“.. -ბავშვებო წავიდეთ გველოდებიან. ოთახში გურამი შემოვიდა და პატარა კაცი მან აიყვანა, გიგიმ ბავშვების ჩანთებთან და პტარა ფერიასთან ერად დატოვა ოთახი, მეც ბედნიერმა მათთან ერთად დავტოვე სახლი... ნათლობის მთელი რიტუალი ორივე პატარამ სრულყოფილად მოისმინა, მაგრამ ბოლოს ტირილით დაასრულეს პროცესი. ნათლიები ორივესთვის მოძღვარი, გიორგი და ჩემი კურსელი ნათია იყვნენ. ნათლობამ რესტორანში გადაინაცვალ სადაც ყველანი სრული შემადგენლობით იყვნენ, განსაკუთრებით დიდი სიხარული იყო, როცა ყველას შენი შვილების არსებობა ახარებს და ყველანი იზიარებს შენს ბედნიერებას, ამიტომ გიგის ვთხოვე ჩემთან ერთად დამდაგარიყო და სანამ სიმღერას ვიმღერებდით ყურადღება ვთქოვე ყველას: -მეგობრებო დიდი მადლობა რომ არსებობთ და ჩემს გვერდით ხართ, როცა მე ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემს გვერდით იდექით, როცა მე მიჭირდა მადლობა ყველას რომ ისევე გიხარიათ ჩემი სიხარული როგორც მე და რომ „მე“ შეცვალა სიტყვამ „ჩვენ“ ამაში თქვენ მიგიძღვით დიდი წვლილი მიყვარხართ ყველა და გეფერებით. გიგის მკლავებს მივეყრდენი და ცრემლებს მივეცი საშუალება თავისუფლად ევლოთ, ამჯერად გიგიმ განაგრძო: -მეც მინდა გითხრათ მადლობა და გაგაფრთხილოთ, რომ ცხოვრებისეულ გამოწვევბსა თუ ცხოვრებისეულ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რადგან მას მოჰყვება შედეგი ბედნიერება! ეს თქვენი დახმარებითა და ჩემი ულამაზესი ელის დამსახურებაა! დასასრული. პ.ს. ჩემო ძვირფასებო დიდი მოწიწებით გიხდით ბოდიშს, რადგან თქვენთან ცუდად მოიქეცი გეტყვით, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობა მქონდა ჯანმრთელობა ეს არის მიზეზი რის გამოც საავადმყოფოს ხშირი სტუმარი ვიყავი ოჯახის ორი უმნიშვნელოვანესი წევრი მყვდა იქ... მადლობა მოთმინებისა და ყურადღებისათვის, მაპატიეთ შეცდომები არ გადამიხედავს დროის არ ქონის გამო, ძალიან ვღელავ და მიყვარხართ ლილე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.