შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თითქმის დაქორწინებული VIII


27-02-2018, 15:56
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 871

ახლა? ახლა ქორწილამდე მხოლოდ სამი დღეა დარჩენილი.. დიტო კი არსად ჩანს...
საათის წიკწიკს ჭკუიდან გადავყავდი.. წუთებს საათები ცვლიდა,საათებს-დღე,დღე განშორებამ და სასოწარკვეთილებამ ჩაანაცვლა..
ის წავიდა...
ქორწილამდე ერთი დღე იყო დარჩენილი ის კი ჩემს გვერდით არ იყო..
ვერ დავადანაშაულრბდი.. ვხვდებოდი რასაც გრძნობდა და განიცდიდა,მაგრამ ის არც კი ფიქრობდა,რომ მე გაასმაგებულად განვიცადე.. იმის მიუხედავად რომ მე საკუთარი ნებით მოვუსწრაფე სცოცხლე საკუთარ შვილს.. მე მაინც უფრო ძლიერად მტკიოდა და დროსთან ერთად კი არ ინკურნებოდა ჩემი ტკივილი არამედ უფრო და უფრო იზრდებოდა..მან არც კი იცოდა იმ შვილის არსებობის შესახებ,მაგრამ ისე იქცეოდა თითქოს მხოლოდ თავად ყოფილიყო დაზარალებული..
გოგონებმა დამირეკეს და მითხრეს,რომ დიტოს ქორწილი არ გაუუქმებია მაგრამ ვერ უკავშირდებოდნენ..
ერთი დღე დარჩა ქორწილამდე მე კი მოთმინება ამომეწურა.. ლოდინმა დამღალა.. ისე იქცეოდდა თითქოს მარტო მან განიცადა და შეაწუხა ამ ამბავმა.. მომბეზრდა ყველაფერი რაც მას უკავშირდებოდა.. დამღალა იმ გარემოებამ,რომ მისი დანაშაულებების გამო სულ მე მიწევს გაქცევა,შემდეგ დამნაშავე ისევ მე გამოვდივარ..
მას რომ არ ეღალატა და მე რომ არ გამეგო ამის შესახებ დიდიხნის დაქორწინებულები ვიქნებოდით.. მე არ მომიწევდა საკურთხეველთან მისი მიტოვება.. არ მომიწევდა მთელი ღამე ტირილი და წვიმაში ხეტიალია.. არ გავცივდებოდი და არ ავიკიდებდი ვირუსებს.. შესაბამისად სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი არ დადგებოდა და მე ბავშვს გავაჩენდი,მაგრამ ის მხოლოდ ერთ წერტილს უყურებდა,რომ მე ეს ნაბიჯი გადავდგი და ბავშვი მოვიშრე და არა იმ გარემოებას,რამაც ეს ნაბიჯი გადამადგმევინა..
ბარგი ჩავალაგე და ჩემს სახლშ დავბრუნდი...
დილით გოგოები მოვიდნენ ჩემთან..
-სახლში მოვედით და რომ არ დაგვხვდი,ვინერვიულეთ.-მითხრა ნანაკომ.
-იქ გაჩერების აზრს ვერ ვხედავდი..
-მაგრამ დღეს თქვენი ქორწილია.-აღმოხვდა მარიამს გაოცებული.
-მაგრამ ის არ მოვა მარიამ,ხომ ხედავ ოთხი დღე არც კი გამოჩენილა,არც კი დაურეკავს..
-ჰო გასაგებია,თუმცა ის განიცდის.
-მარიამ მე არ განვიცდი? არ განვიცადე? ტკივილი მე არ გადავიტანე? მთელი ღამეები ვინ ტიროდა დაკარგულ სიყვარულსა და მოკლულ ბავშვზე.. დეპრესიაში მე ვიყავი და მე ვტანჯულობდი,როცა მას ყველაფერი ფეხებზე ეკიდა და ამერიკაში საყვარლებს ერთი-მეორეს მიყოლებით იცვლიდა.. არც კი გახსენებია სოფია.. არც კი უკითხავს რატომ მივატოვე. კიდევ მას აქვს უფლება რაიმეს თქმის? განა მე არ ვიცი რომ საშინელი ცოდვა ჩავიდინე? საშინელი დანაშაული? კიდევ ფეხებით უნდა შემდგეს ადამიანი და შემაწმინდოს? მისი თქმის გარეშეც ვიცი ჩემი დანაშაულის შესახებ.. არც ის არის საჭირო წარამარა მახსენოთ ეს ამბავი,ნუ ღელავთ არ მავიწყდება უთქვენოდაც..-ვუყვიროდი ორთავეს.. ისინი კი იდგნენ და მიყურებდნენ,ხმას ვერ იღებდნენ.
-საყვარელო ნუ ფიქრობ ამ საკითხზე.. წამოდი მოემზადე,დარწმუნებული ვარ დიტო მოვა..-თავისი ჭკუით მანუგეშებდა ნანაკო.
-რომელ ქორწინებაზეა საუბარი ნანაკო? ის არ მოვა..
გოგონებმა იმდენი ქნეს,რომ წამიყვანეს მაინც და საქორწინოდ გამომაწყვეს..
თეთრი თავისუფალი სტილის კაბა მეცვა.. სწორი შიფონი გადაჰკვროდა არშიებად.. სადა და ნაზი იყო.. არ ვიცი რა არ გამიკეთეს.. მაგრამ განწყობა არ მქონდა,არც ქორწინება მინდოდა და აღარც დიტოს დანახვა..
უკვე მოსაღამოვდა.. ტაძარში ვიყავი და ველოდებოდი..
მამაომ უიმედო თვალებით ბევრჯერ შემათვალიერა და ბოლოს ჩემთან მოვიდა.
-შვილო,ვფიქრობ ჯვრისწერა უნდა გადავდოთ.. სიძე მოსვლას არ აპირებს.-ძლივს გავუღიმე და ცრემლები თავისთვის გადმომცვივდა..
ტაძრიდან გავდიოდი,როცა კარებში დიტოს შევეფეთე.. უემოციო,ცივი თვალებით შემომხედა.უღიმღამო განწყობა ჰქონდა და თან სასმელის სუნი დაჰკრავდა..
-ისევ გარბიხარ?-მკითხა მან.
-მე.. არა,მაგრამ უკვე გვიანია.. -დიტომ ხელში ამიტაცა და უკან საკურთხეველთან მივყავდი.
-მე გადავწყვეტ რა არის გვიანი და რა არა!
მამაო უკან დააბრუნეს და ცერემონია დააჩქარებინეს..
ზოგადად ჯვრისწერა 40-50 წუთი გრძელდება,ჩვენ კი 25 წუთში დავიწერეთ ჯვარი და პირდაპირ რესტორანში წავედით.
დიტო ჩემს ახლოს არც კი ჩერდებოდა,თუ მოვიდოდა სიტყვიერად დამგესლავდა და ისევ მის საძმაკაცოს უბრუნდებოდა.. როგორც ჩანს ხუთდღიანი „თერაპიის“ კურსი ჩაუტარეს ძმაკაცებმა სასმელით და ისე მოიყვანეს ტაძარში.. უკვე გულს მირევდა ეს სიტუაცია..
იმდენად ცუდად ვგრძნობდი თავს,რომ თავბრუც კი დამეხვა..
უყურადღებოდ ვიყავი.. საქორწინო სუფრიდან დედოფალი რომ წასულიყო ვერც კი შეამჩნევდნენ,განსაკუთრებით კი სიძე ვერაფერს გაიგებდა..
მობეზრებული სახით ავდექი სუფრიდან და მთავარი გასასვლელიდან ისე გავედი არავის შეუმჩნევია..
ზედმეტიუთანხმოება,რომ ამეცილებინა თავიდან ხმოლოდ ამიტომ წავედი დიტოს სახლში..
გამოვიცვალე,შხაპი მივიღე და ორი აბი დამაძინებელი აბი დავლიე,რომ მშვიდად ჩამძინებოდა სანამ ის ფსიქოფატი დაბრუნდებოდა სახლში,რა თქმა უნდა ტელეფონი გავთიშე და სიმ ბარათი ამოვაძვრე,რადგან მისი ფროფესიის გათვალისწინებით ჩემი პოვნა გათიშული ტელეფონითაც არ გაუჭირდებოდა..
დილით გაბრუებულმა გავიღვიძე..
ავდექი და ატლასის ხალათი მოვიცვი ისე გავედი მისაღებ ოთახში,საიდანაც საუბრის ხმა მესმოდა..
სასტუმრო ოთახში ისხდნენ დიტო და მისი საძმაკაცო,კიდევ რამოდენიმე ჩემთვის უცნობი ადამიანი..
-დედოფალს გაუღვიძია..-ყურადღება არ მივაქციე მათ ისე შევედი სამზარეულოში დავლიე წყალი და უკან გამოვფრიალდი-შენ გესაუბრები!
-მართლა? მე ვფიქრობდი,რომ არა.-ირონიულად ვუპასუხე და გზა გავაგრძელე,მაგრამ დიტო სავარძლიდან წამოვარდა და მკლავში ჩამავლო.
-ნორმალურად მელაპარაკე.-გამოსცრა კბილებში.
-რომ არა რას იზამ?
-მგონი „რამსები“ აგერია შენ არა?
-არაფერი ამრევია.. თავი დამანებე!
-მთელი ღამე გეძებდით,სად აღარ ვიყავით და შენ სახლში მოხვედი და დაიძინე?-მიყვიროდა დიტო ისე რომ „სტუმრების“ არც კი მორიდებია.
-აი მაგრად დიტო შენ რა გააკეთე და რა არა.. და აი კიდევ ისიც აქ რომ სცენებს აწყობ და ამ იდიოტებს ასეირებ..
-გკიდია არა?-მკითხა ირონიულად,მე კი თანხმობის ნისნად თავი დავუქნიე.-ძალიან კარგი..ბარგი ჩაალაგე ორ საათში რაჭაში მივდივართ!
-არა მეთქი..
-მე არ მიკითხავს ტკბილო!
-კარგი,წავიდეთ.. მაგრამ მანამდე სალონში უნდა გავიდე.-დროის მოგების მიზნიტ მივმართე ასეთ ხერხს..
-სალონში რა გინდა?
-საქმე მაქვს!
-კარგი წადი და ერთ საათში მოდი.-თავი დავუქნიე და ირონიულად გამეცინა.
სალონში საქმე მართლა არ მქონდა,მაგრამ გადავწყვიტე მისთვის საძულველ ფერზე შემეღება თმა.. „წითურიებს“ არ წყალობდა დიტო,ამიტომ არც მე შევიწყალებდი მას..
ჩემს ოქროსფერ თმას ძაიანმალე მოეკიდა საღებავი და სალონიდან მართლაც ერთ საათში გამოვედი..
სახლში მისულს დიტო კვლავ ურეაქციოდ დამხვდა,მაგრამ კარგად რომ შემავლო თვალი სიცილი ვერ შეიკავა..
-ეს რა გიქნია თმისთვის სულელო.
-სულელი შენ ხარ.. მე ეს ფერი მომწონს..
-მართლა ძალიან გიხდება..-შუბლზე მაკოცა და კვლავ სიცილით შევიდა საძინებელში..
ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა,ის მართლა ვერ იტანდა ამ ფერის თმას,მაგრამ შესაძლებელია ახლა თავს მაჩვენებდა..
ბარგი მანქანაში ჩააწყო და თაფლობისთვის გასატარებლად გავემგზავრეთ ჩემთვის საძულველ რაჭაში..
კარგად ვხვდებოდი იქ რაც მელოდა.დიტო ჯოჯოხეთს გამომატარებდა,მაგრამ ვალში არც მე დავრჩებოდი..


პ.ს როგორია?
ხვალ უნდა დამედო,რადგან ვთვლიდი პატარა თავი იყო მაგრამ ვერ მოვითმინე და რაც მეწერა გამოვაქვეყნე.. იმედია მოგეწონათ..
გამიზიარეთ თქვენი შეხედულებები..



№1 სტუმარი ani

Miyvars es wyvili cota bavsvzec rom esaubrat kargi iqneboda madloba rom dadeeeee

 


№2  offline მოდერი The Dreamer

ani
Miyvars es wyvili cota bavsvzec rom esaubrat kargi iqneboda madloba rom dadeeeee

იმედია მომდევნო თავში იპოვნი რასაც ელოდი. heart_eyes

 


ამას ნამდვილად არ მოველოდი.ისე სიმართლე გითხრა ცოტათი არ მომწონს ჩვენი გოგოს დამოკიდებულება დიტოსადმი.ვიცი,რომ სწორია და მისი ბრალი არაგერია მაგრამ ეს ცივი ლაპარაკი არ მსიამოვნებს,თუმცა ამას რა აზრი აქვს??მაიმც საოცრებაა!!

 


№4 სტუმარი Ani

Dzaliam momwons rogorc wer., magram michirs aseti xalxis gageba ra sachiroa ertad yofna roca ertmanets pativs ar scemen.. rogorc ar unda vgijdebode sayvarel adamianze mainc ar vapatiebdi aset mobyrobas. Mitumetes rom dito damnashavea da ar cdilobs gaugos sayvarel qals.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent