სიყვარული როგორც ასეთი (თავი მესამე)
გემრიელად ვისაუზმეთქო ვერ ვიტყვი იმიტომ რომ არაფერი მიჭამია. ყველაფრისდა მიუხედავად გუშინდელი ვერ ამოვიგდე თავიდან ამიტომ გასეირნება გადავწყვიტე. სპორტულად ჩავიცვი თმა მაღლა ავიკარი და სახლიდან გამოვედი. სადარბაზოში ჩემი მეზობელი და ამავდროულად კარგი მეგობარი ლეო შემეჩეხა -დავიწყებულო ქალბატონო სად მიდიხარ?-მკითხა ღიმილით -სასეირნოდ-ვუთხარი მეც ღიმილით -წამო ერთად წავიდეთ თან ყავაზე დაგპატიჟებ(ლეო) -ოკ-ვუთხარი სიცილით და კიბეებზე დავეშვი. ქვემოთ კაფეში ყავა ვიყიდეთ და გზას გავუყევით თან ხელი გამოვდე. -აბა მომიყევი შენსკენ რახდება ლეო?-წამოვიწყე ლაპარაკი -შეყვარებულთან ვიჩხუბე-თქვა დანანებით -შენ რა თეას ეჩხუბე?-ვუთხარი გაბრაზებულმა -მე არ ვეჩხუბე ის მეჩხუბა-თქვა და თავი გვერძე გააქნია -აბა მომიყევი რაზე იჩხუბეთ (მარიამი) -ისეთი არაფერი საერთოდ უნდა დავშორდე რა გამიწყალა გული ტოო(ლეო) -ლეო ვერ გადამირჩები გპირდები-ვუთხარი და ყავა მოვსვი -გამირიგე ვინმე გოგო ვინმე ნორმლაური-ამოთქვა ლეომ და ყავა მოსვა -ჩემს დაქალს ანის გაგირიგებ-ვუთხარი სიცილით -ლამაზია?-მითხრა ეშმაკური ღიმილით -მაღალია ცისფერი თვალებით შავი თმით შეუდარებელი სხეული აქვს- ჩამოვურაკრაკე უცბად -უნდა გამაცნო აბა რაუნდა ქნა-მითხრა სიცილით და ტელეფონს უპასუხა. ლაპარაკის შემდეგ მე მომიბრუნდა -აუუ მარ მაპატიე რა წასასვლელი ვარ(ლეო) -წადი არაა პრობლემა-ვუთხარი გადავკოცნე და გზა გავაგრძელე. შემოდგომის ჩვეულებრივი დღე იყო რომელიც არაჩვეულებრივად მომეჩვენა. მხოლოდ ახლა დავაკვირდი რამდენად ლამაზ გარემოში დავსეირნობ, გარშემო ყველგან ხეები რომლებიდანაც ყვითელი ფოთლები ცვივა. გადაყვითლებული გარემო და ოდნავ სუსხიანი ნიავი. მიყვარს ჩემი საქართველო ულამაზესი ქვეყანაა და ყველას იზიდავს. იქვე შეყვარებული წყვილი იჯდა, ისე გაბრწყინებულები უყურებდნენ ერთმანეთს რომ მეც მომინდა ასეთი სიყვარულით მეცხოვრა. მათი შემხედვარე ალექსანდრე ამომიტივტივდა თავში და მასზე დავიწყე ფიქრი. რაღაცამ დამაინტერესა მასში თითქოს...ვაიმეეე რა დებილი ხარ მარიამ ნუ ფიქრობ მასზე მართალია გუშინ გადაგარჩინ მაგრამ მაინც იდიოტია.. უეცრად მხარში ვიღაცამ ჩამკიდა ხელი და მისკენ შემაბრუნა -ალექსანდრე რა მოხდა-ვუთხარი გაკვირვებულმა როდესაც გაცეცხლებული ალექსანდრე დამიდგა წინ -ეს რა არის-დაიღრიალა და ჩემი და ლეოს ფოტო მაჩვენა -ეს რა არის მეთქი-თქვა უფრო ხმამაღლა მეორეჯერ -ეს ეს ჩემი მეგობარია მაგრამ შენ რა მითვალთვალებ?-ეხლა გამოვერკვიე სიტუაციიდან -მარიამ მე-დაიბნა ისიც -იცოდე ახლოს აღარ გამეკარო-ვუთხარი გაბრაზებულმა და სახლისკენ წავედი -მარიამ მომისმინე მე უბრალოდ-დამედევნა უკან ალექსანდრე -რა შენ უბრალოდ რა ამიხსენი რას ნიშნავს ეს და ვინ მოგცა იმის უფლება რომ მითვალთვალო-დავიღრიალე გაბრაზებულმა -ჩემმა თავმა მომცა უფლება, შენ მომეცი უფლება იმ დღიდან როდესაც დაგინახე არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვი მე ის გავაკეთე რაც უნდა გამეკეთებინა-მითხრა და გაბრუნდა, თუმცა რაღაც მოხდა. უეცრად შებარბაცდა და მერომ არა ალბათ ძირს დაეცემოდა -ალექსანდრე კარგად ხარ?-ვუთხარი შეშინებულმა -კი კარგად ვარ უბრალოდ ასე ხდება ხოლმე-თქვა და გასწორდა -თუ გინდა შემოდი ჩემთან ცოტა დაისვენე(მარიამი) -ეს უკვე პროგრესია სახლშიც მეპატიჟება-თქვა ალექსანდრემ და გაიკრიჭა -ჰა ჰა ჰა ჰა ძალიან სასაცილოა(მარიამი) ცოტახანი სიჩუმე ჩამოვარდა, ვგრძნობდი როგორ მაკვირდებოდა ალექსანდრე, ჩემი სახის თითოეული ნაკვთი რაღაც ემოციას იწვევდა მასში.მაკვირდებოდა და ფიქრებში იყო წასული -შენთვის არავის უთქვამს რომ ლამაზი ხარ? კითხვამ გამაკვირვა, მისგან ზედმეტადაც არ მიველოდი ამას რაღაცნაირად გამიხარდა გული სიხარულით ამევსო -იყო რამდენიმე შემთხვევა-ვუთხარი და გავუღიმე -სახლში არ შემომიპატიჟებ?-მკითხა ეშმაკური ღიმილით -არა-მოვუჭერი მოკლედ და სადარბაზოში შევედი. მეორე სართულამდე მომყვებოდა კარი გავაღე და სახლშიც შემომყვა -მგონი გითხარი არათქო-გავაჩერე გაბრაზებულმა -შენ თვითონ მითხარი წყალი ხომ არ გინდაო ხოდა წყალიც მინდა და ყავაც-თქვა ირონიულად და ადგილი სავარძელზე დაიკავა -ღმერთო ვის გადავეყარე-ვთქვი და ცაში ავღმართე ხელები -საერთოდ ეგ შევედრება არ გიშველის-თქვა და საყვარლად გაიღიმა. ერთი გაბრაზებული მზერით გავხედე და სამზარეულოში შევედი, ყავის მომზადების დროს შემთხვევით ჭიქა და მივარდა და მთლიანად დაიმსხვრა -ჯანდაბა-დავიყვირე გაბრაზებულმა და ნამსხვრევების აღება დავიწყე -რამე მოხდა?-იმდენად შემაშინა ალექსანდრეს ხმამ რომ შემთხვევით ხელი გამეჭრა -შენ მე დამთარსე-ვთქვი გაბრაზებულმა და გაჭრილ თითს დავხედე -მე კიარ დაგრთასე შენ დაითარსე თავი-თქვა და სააფთიაქო ყუთი ჩამოიღო. ხელი შემიხვია და ფეხზე წამომაყენა -ყველაფერს ჯობია რამე ფილმს ვუყუროთ-თქვა და იქვე მდივანზე დაჯდა -არმინდა-ვუთხარი გაბრაზებულმა -საერთოდაც ლეოს უნდა დავურეკო-ვუთხარი გასაბრაზებლად ალექსანდრეს მისი ხსენებისას სახე შეეცვალა -არ დაურეკავ-მითხრა კატეგორიული ხმით -ვინმემ რამე გკითხა?-ვუთხარი აგდებით და ტელეფონი ავიღე. ისე უცბად გამომგლიჯა ხელიდან და ფანჯრიდან ისროლა ვერაფერი გავიგე -შენ ნორმალური ხარ?-ვუთხარი გაბრაზებულმა და ფეხზე წამოვვარდი -რო გითხარი არ დაურეკავთქო ესეიგი არ დაურეკავ-მითხრა ხმამაღალი ტონით -შენ არ შეგეკითხები-ვუთხარი და ცხვირი ავიბზუე-ვისაც მინდა იმას დავურეკავ, თან რაიცი შენ იქნებ პაემანზე მივდივარ-ვუთხარი გაბრაზებულმა -ნუ მაგიჟებ მარიამ, რეებს ლაპარაკობ რომ ვამბობ არათქო ესეიგი არა ნუ შემშლი ჭკუიდან-დაიღრიალა ბოლო ხმაზე და იმდენად შემაშინა რო დავჯექი და შეშინებული თვალებით შევხედე -რამოხდა-მითხრა ისევ ისეთი ტონით -მე... მე...შემეშინდა...-ვუთხარი და თვალებში ჩავხედე -ჩემი შეგეშინდა?-მკითხა და ხელი მისკენ გაიშვირა. ცოტახნიანი სიჩუმის შემდეგ თავი დავუქნიე -კარგი მარიამ რომ აღარ შეგეშინდეს ცხოვრებაში აღარ გაგეკარები საერთოდაც წავალ-თქვა ერთი ცინიკურად შემომხედა და სახლიდან გავიდა. ცოტახანი გაშტერებული ვუყურებდი ერთ ადგილს, მერე კი სიცილი ამიტყდა, ასე მემართება ამგვარ სიტუაციებში, დაახლოებით 10 წუთი ვიცინოდი რაც ტირილში გადამეზარდა. მხოლოდ ეხლა მივხვდი ალექსანდრეს გამოჩენამ როგორ შეცვალა ჩემი სიცოცხლე... პს.მაპატიეთ ბავშვებო უბრალოდ მართლა გადატვირთული გრაფიკი მაქვს,ისე რო ჩემი თავის მიხედვასაც ვერ ვასწრებ. ვიცი რომ ესეც პატარაა თუმცა მეტის დაწერა ვერ მოვასწარი❤ იმედია მოგეწონებათ❤ ველი შეფასებას ❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.