სისხლიანი ძალაუფლება(1)
შესავალი სამყაროში ხალხს მხოლოდ ორი რამ აერთიანებს სისხლი და ძალაუფლება. ერთ დღეს ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობ მეორე დღეს კი ხვდები, რომ შენს სიცოხლის შეფასება იმაზე მარტივია ვიდრე ნიუ-იორკის ცენტრში მდებარე რომელიმე შენობის, სიცოცხლით ვაჭრობა ეს ისა რასაც ხალხი ამ ისტორიაში აკეთებს, ეს კი კეტრინ ბლეიქის ცხოვრების ისტორიაა, ცხოვრების რომელიც ერთ წამში საგიჟეთდ გადაიქცა. ისტორია კი ნიუ-იორკში მისი სახლის სამზარეულოში დაიწყო. თავი 1 ნიუ-იორკი დილის 10 საათიი -კეტ შვილო სად ხარ ამდენ ხანს ხომ არ გინდა სკოლაში დააგვიანო -მოვდივარ დედა, მაკიაჟს გავიკეთებ და მზად ვიქნები -ეკატერინა ელისონ ბლეიქ ახლავე ჩამოდი ქვევით -მოვდივარ დედა-გოგონამ სწარაფად ჩაირბინა კიბეები და სამზარეულოში ყავის ასაღებად შევიდა-დედა იცი როცა ჩემს სახელს სრულად წარმოთქვამ ეს უფრო მკაცრად სულაც არ ჟღერს -ამას მე გადავწყვეტ ჭკუისკოლოფო ახლა კი სკოლაში წადი -მივდივარ-კეტრინი გასასვლელიკენ გაემართა, კარი გააღო და იქ სიურპრიზი დახვდა -გამარჯობა მე ამელია ბლეიქს ვეძებ -ის დედაჩემია ახლავე დავუძახებ-ამ სიტყვებმა უცნობი სტუმარი თითქოს ფიქრების მორევში გადაისროლა-დედა აქ ვიღაც ქალია ამბობს რომ შენი ნახვა უნდა -მოვდივარ კეტ-ამელია სტუმრის სანახავად გამოვიდა, ნანახმა კი ძალიან ააფორიაქა, თითქოს წარსულის მოჩვენება დაინახა-კეტრინ ახლავე ზევით ადი -ხო მაგრამ დედა სკოლაში ვაგვიანებ -გააკეთე რასაც ვამბობ-ამელია ასეთი მრისხანე კეტრინს არასდროს უნახავს, ამიტომ უსიტყვოდ დაემორჩილა დედის სიტყვას და ზევით ავიდა -დრო მოვიდა ვისაუბროთ მეგობარო-უცნობი ქალი სახლში შემოპატიჟებას არ დაელოდა ამელიას გვერდი აუარა და სამზარეულოსკენ გაემართა -ჩვენ არაფერი გვაქ სალაპარაკო ბარბარა, წლების წინ მე ჩემი სათქმელი ვთქვი და სალემი დავტოვე -ახლა ყველაფერი შეიცვალა, წლების წინ მასთან ერთად წახვედი მაგრამ დროა ის უკან დააბრუნო, ის ოჯახს ჭირდება მის გარეშე მთელი ქალაქი დაიღუპება -არა მას ამაში ვერ გარევ, ის უბრალო სკოლის მოსწავლეა -ის უბრალო თინეიჯერი არ არის და ეს შენც კარგად იცი, ის განსაკუთრებულია ის ნიჭით დაიბადა ნიჭით რომელიც მას პასუხისმგებლობას აკისრებს -მე ვთქვი არა ბარბარა, კეტრინი ვერასოდეს გაიგებს ვინ არის სინამდვილეში -და იქნებ აზრი ჩემთვისაც გეკითხა დედა -შენ აქ არ უნდა იყო, აჯობებს ზევით ახვიდე -არა შენ ვერ მეტყვი რა გავაკეთო, მითუმეტეს მას შემდეგ რაც სახლში შენი მეგობარი გამოგვეცხადა რომელიც ამტკიცებს რომ ჩემგან ოჯახურ საიდუმლოს მალავ -მე შენ არაფერს გიმალავ ჩემი მეგობარი კი უკვე მიდის -მე წავალ ამელია მაგრამ წარსული მას იპოვნის ყველაფრის მიუხედავად და თუ ის მოუმზადებელი იქნება მოკვდება-უცნობი სტუმარი ისევე სწრაფად გაუჩინარდა როგორც გამოჩნდა -დედა რას გულისხმობდა ის ქალი? რომელ წარსულზე საუბრობდა? -ამას ყურადღებას ნუ მიაქცევ აჯობებს სკოლაში წახვიდე-კეტრინს უამარავი შეკითხვა ჰქონდა თუმცა მიხვდა რომ მათზე პასუხს დედისგან ვერ მიიღებდა, ამელიამაც იცოდა რაც მეტს დაუმალავდა კეტრინ ის უფრო მეტის გაგებას შეეცდებოდა, თუმცა კეტრინს არაფრის გაკეთება არ დასჭირდა სიმართლემ ის თავად იპოვა. ამელიას სახლიდან გასული ბარბარა ტელეფონით ვიღაცას დაუკავშირდა -არ გამომივიდა, ის უარზეა -უნდა დაარწმუნო გოგო გვჭირდება -ვწუხვარ მაგრამ ამელიას იცნობ ის არ ჩააგდებს ქალიშვილს საფრთხეში, ბოლოს როცა მისგან კეტრინის წაყვანა სცადეს შენი ძმა მოკვდა -მგონი შენს მეგობარს მოტივაცია სჭირდება -ხომ იცი კეტრინს ვერ შეეხები -მხოლოდ შევაშინებ, თუ ამელია ბლეიქი იფიქრებს რომ კეტრინის სიცოცხლე საფრთხეშია გადაწყვეტს იქ წაიყვანოს სადაც მის დაცვას შეძლებს -შენ მართალი ხარ ის სალემში დაბრუნდება-ამ საუბრის შემდეგ ბარბარა უკან სალემში დაბრუნდა, ამელიას ეგონა რომ მისი ძველი მეგობრის წასვლით ყველაფერი დასრულდა მას წარმოდგენაც არ ჰქონდა სიტუაცია როგორ გართულდა გასული წლების მანძილზე.რთულია წარსულისგან გაქცევა, რადგან ის გამუდმებით უკან მოგყვება და თუ ერთი წამით მაინც შეწყვეტ სირბილს ის დაგეწევა და ყველაფრის თავიდან დაწყება მოგიწევს, სწორედ ასე დაეწია წარსული ამელია ბლეიქს ის ერთი წამით შეჩერდა, ერთი უბრალო წამით რომელმაც შემდეგ მთელი მისი მომავალი ცხოვრება განსაზღვრა და არა მარტო მისი, მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანისაც. კეტრინს მოულოდნელი სტუმრის გამო სკოლის ავტობუსზე დააგვინდა, ამიტომ ფეხით წასვლა მოუხდა, სახლიდან არც ისე შორს იყო როდესაც მის წინ შავი ჯიპი წრაფად გაჩერდა, კეტრინს ყურადღება არ მიუქცევია რადგან სახლში მომხდარზე ფიქრობდა, მოულოდნელად მას გზა გადაუღობეს -კეტრინ ბლეიქ ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე-უცნობმა გოგონას ხელი ჩაავლო და მანქანაში ძალით ჩასვა -ვინ ხართ? ან ჩემგან რა გინდათ? -ამ კითხვებზე პასუხს სხივსაგ მიიღებ, ახლა კი მოკეტე და წყნარად იჯექი -ვისგან მივიღებ პასუხებს, ვინ არის ჩემს გატაცებაზე პასუხისგებელი, ჩემგან რა გინდათ მე ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ -კიდევ ერთ სიტყვას თუ იტყვი პირს აგიკრავ-უცნობი დამაჯერებლად საუბრობდა ამიტომ კეტრინმა გაჩუმება ამჯობინა, მაქანამ დიდი მანძილი გაიარა და მიყრუებულ ადგილას მდებარე საწყობში მივიდა. კეტრინის გამტაცებელი მანქანიდან გადავიდა -ჩემი ბრძანება შესარულე ენტონი? -ის მანქანაშია -რაღას უცდი გადმოიყვანე, დროა სტუმართმოყვარეობა გამოვიჩინოთ -დარწმუნებული ხარ? იმის ნახევარი მაინც თუა სიმართლე მის შესახებ რასაც ამბობენ, ეს გოგო ჩვენთვის ძალიან სახიფათოა -მე მგონი უკვე გითხარი რომ გოგონა მანქანიდან გადმოგეყვანა-ენტონი უსიტყვოდ გაემართა მანქანისკენ, მამაკაცს რომელიც კარგად ჩაცმული და კარგად აღზრდილი პიროვნების შტაბეჭდილებას ტოვებდა, მღელვარება დაეტყო, მისთვის ერთი წუთი ერთ საუკუნედ იქცა. ენტონიმ მაქანის კარი გააღო -გადმოდი-მკაცრად უბრძანა კეტრინს, ისიც უსიტყვოდ დაემორჩილა. მაქანიდან გადმოსული გოგონას დანახვამ მასპინძლის მღელვარება კიდევ უფრო გაზარდა, ეს მღელვარება არ იყო შიშით განპირობებული ეს რაღაც სხვა იყო, ის რაც მასპინზელს საუკუნეების მანძილზე არ განუცდია -ესე იგი ეს თქვენ ხართ ჩემი გატაცების ორგანიზატორი-კეტრინი ამაყად უყურებდა მის წინ მდგარ კაცს, რომელიც თითქოს ადგილზე გაშეშბულიყო -სამწუხაროდ ასეა მის კეტრინ, მე ნოა ჰარისი ვარ -ნოა გოგონას მიუახლოვდა და ხელზე ნაზად აკოცა-ვწუხვარ რომ ერთმანეთი ასეთ სიტუაციაში გავიცანით, გთხოვთ დაბრძანდით იმედია ჩემთან ჩაის დალევაზე უარს არ იტყვით -სიამოვნებით დავლევდი ჩაის, რადგან ვშიშობ სხვა არჩევანი არ მაქ-ნოამ გოგონა მდიდრულად გაწყობილ სუფრასთან მიიყვანა, რომელიც ორ კაცზე იყო გაშლილი. კეტრინს აოცებდა მისი გამტაცებლის ასეთი გალანტური საქციელი -იმედია ჩემი მეგობარი უხეშად არ მოგექცათ -ხო მან მე მანქანაში ძალით ჩამსვა და პირის აკვრით მემუქრებოდა, სხვა მხრივ შესანიშნავი თანამგზავრია -ახლა ვხედავ თქვენი წინაპრების კვალს თქვენში -არ მინდა იმედი გაგიცრუოთ მაგრამ ჩემი ოჯახის შესახებ არაფერი ვიცი, დღეს დილით აღმოვაჩინე, რომ დედაჩემი თვრამეტი წელია მატყუებს. ახლა კი იმაზე გადავიდეთ თუ თქვენ რა გინდათ ჩემგან -მხოლოდ და მხოლოდ დახმარება, სხვა გზა რომ არსებობდეს ამ საქმეში არ გაგრევდით-ნოამ კეტრინს თვალებში უყურებდა, ის მოხუბლული იყო გოგონას ენით აღუწერელი სილამაზით და მისი თავდაჯერებულობით, მას კეტრინში რაღაც იზიდავდა თუმცა ვერაფრით ხსნიდა რა იყო ეს. მის წინ მჯდომ სიცოცხლით სავსე გოგონას უყურებდა და ერთადერთი რაც სურდა მის გვერდით ყოფნა იყო -მე წარმოდგენა არ მაქ რით შემიძლია დაგეხმაროთ -ყველაფერს გაიგებ, თუმცა მანამდე ამელია უნდა დავარწმუნოთ რომ სახლში დაბრუნდეს -დედაჩემი სახლშია, თუ გნებავთ მისამართს მოგცემთ -მე თქვენს ნამდვილ სახლს ვგულისმობ და არა იმ ბინას რომელშიც ახლა ცხოვრობთ -ეს შესანიშნავია ყველამ ყველაფერი იცის ჩემს შესახებ ჩემს გარდა -როცა დრო მოვა ყველაფერს გაიგებ -არამგონია დედაჩემს ჩემთვის ამის მოყოლო უნდოდეს -თუ ის არ მოგიყვება მე ვიზრუნებ რომ სიმართლე შეიტყო -ამას რატომ აკეთებთ, აქ მომიყვანეთ და თავაზიანად მექცევით -ჩემმა ძმამ თვრამეტი წლის წინ შეცდომა დაუშვა არ მინდა მეც იგივე გავიმეორო -და რა ჩაიდინა მან? -შენი წაყვანა ძალით სცადა, რასაც მისი სიცოცხლე შეეწირა. ახლა კი მომიტევე შენს მობილურს ვითხოვებ-ნოამ ტელეფონი აიღო, კონტაქტებში ამელიას ნომერი მოძებნა და დარეკა -კეტ შვილო ყველაფერი რიგზეა? ასეთ დროს რატომ მირეკავ? -შუადღე მშვიდობისა ამელია ბლეიქ -შენ?! ეს როგორ?! რა გაუკეთე ჩემს ქალიშვილი? -მისთვის არაფერი დამიშავებია თუ ამას მეკითხები -როგორ გვიპოვე და ჩემგან რა გინდა ნოა ჰარის? -უბრალოდ მინდა სახლში დაბრუნდე -არ შემიძლია სალემი დიდი ხანია ჩემი სახლი აღარ არის -ეს ტყუილია ამელია და ეს შენც იცი, შეიძლება სალემი დატოვო მაგრამ ის არასოდეს დაგტოვებს -ვერ ვიჯერებ ეს ყველაფერი მარტო იმიტომ რომ უკან დავბრუნდე? -არა ეს ყველაფერი იმიტომ რომ შენი ქალიშვილი თავის ხალხს სჭირდება -როდიდან ზრუნავ ჯადოქრების ბედზე მონსტრო? -მას შემდეგ რაც ჩემი და შენი ხალხის ბედი ერთმანეთს გადაეჯაჭვა -რაც არ უნდა გქონდეს ჩაფიქრებული არაფერს გავაკეთებ მანამ სანამ არ მეცოდინება რომ ის კარგადაა-ნოამ ყურმილი კეტრინს მიაწოდა-კეტ ძვირფასო კარგად ხარ? რამე ხომ არ დაგიშავეს? -დედა დამშვიდდი კარგად ვარ, არაფერი დაუშავებია ჩემთვის -კეტ ჩემი ნაჩუქარი ყელსაბამი ისევ გიკეთია? -ახლა ეს რა შუაშია? -მიპასუხე გიკეთია თუ არა? -ხომ იცი რომ მას არ ვიხსნი-ამელიამ შვებით ამისუნთქა -ტელეფონი მას მიეცი-კეტრინმა ტელეფონი ნოას გადასცა-სალემში დავბრუნდები მაგრამ ჩემი შვილი უნდა დააბრუნო -ვწუხვარ ამელია მაგრამ ასე არ გამოვა ვერ მოგცემ უფლებას მასთან ერთად ისევ გაუჩინარდე -ეს რას ნიშნავს? -ეს იმას ნიშნავს რომ შენ შენი და კეტრინის ნივთებს ჩაალაგებ და სალემში გააემგზავრები, თანაც ახლავე, მე კი კეტრინს მეგზურობას გავუწევ, ხომ არ გვინდა რომ მგზავრობისას მოიწყინოს -კარგი ყველაფერს გავაკეთებ ოღონდ მას არ შეეხო -მაშინ შეხვედრამდე ამელია-ნოამ ტელეფონი გათიშა და კეტრინს დაუბრუნა -როგორც თქვენი საუბრიდან მივხვდი სალემში მივდივართ -დიახ მის კეტრინ, გზაში კომპანიას მე გაგიწევთ იმედია წინააღმდეგი არ ხართ -ვშიშობ არჩევანის უპირატესობა არ მაქ, როდის მივდივართ სალემში? -ახლავე-ნოამ კეტრინის მანქანის კარი გაუღო-გთხოვთ -მადლობა-კეტრინი ვერ ხვდებოდა რატომ იქცეოდა ნოა მასთან ასე კარგად , კაცი რომელმაც გაიტაცა მას თავაზიანად და კეთილად ექცეოდა- სალემის შესახებ მომიყვეთ მისტერ ჰარის -უბრალოდ ნოა დამიძახეთ მის კეტრინ -თქვენ კი კეტრინი -შევთანხმდით, აბა რის ცოდნა გინდათ სალემის შესახებ? -ყველაფრის -კარგი, მოდი იქედან დავიწყოთ რომ ლეგენდები რომლებიც სალემიდან იღებს სათავას უბრალო ისტორიები არ არის, ზებუნებრივი არსებები რომელთა კოსტიუმსაც ჰელოუინზე იცვამენ სალემში ნამდვილად არსებობენ. სიბნელე რომლითაც მშობლები ბავშვებს აშინებენ სალემში რეალურად არსებობს და მეც ამ სიბნელის ნაწილი ვარ -მაგარი მე მისტიურ საგიჟენთში დავიბადე და ახლა თქვენ იქ მიგყავართ -სამწუხაროდ კეტრინ შენ განსაკუთრებული ხარ, გასაკვირია დედაშენმა ჩვიდმეტი წელი როგორ შეძლო შენთვის სიმართლის დამალვა -ყველა გამუდმებით ამ სიმართლეზე საუბრობთ და იქნებ მეც მითხრათ რას გულისხმობთ -ეს ჩემი სათქმელი არ არის, ამის მოსმენა დედაშენისგან უფრო გენდომება, ახლა სალემს დავუბრუნდეთ. სალემი ყოველთვის იყო ზებუნებრივი არსებების თავშესაფარი, იქ ჩვენ დაცულები ვიყავით ბოლო წლების გამოკლებით -ნოა შენ თქვი ჩვენო, ანუ შენც ზებუნებრივი არსება ხარ? -კი მე ვამპირების კლანის მეთაური ვარ სალემში -მოიცა შენ რა ვამპირი ხარ? -დიახ მაგრამ ჩემი არ შეგეშინდეს, მე არაფერს დაგიშავებ -ეს უცნური და ამასთან ძალიან მაგარია, შეიძლება გავიგო რამდენი წლის ხარ -ვამპირად ათასი წლის წინ გადავიქეცი, ეს იმაზე დიდი დროა ვიდრე შენ შეგიძლია წარმოიდგინო -მოდი თავს ისე დავიჭერ რომ რასაც მეუბნები ჩემთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, წარსულ დროში რატომ თქვი რომ სალემში დაცული იყავი? -თვრამეტი წლის წინ სალემში დიდი არეულობა დაიწყო რომელიც დღემდე გრძელდება, შენი დაბადებისას სალემში მონადირეთა ოჯახი ჩამოვიდა, ისინი ჩვენნირებზე ნადირობდნენ მაშინაც და ახლაც -მოიცა ანუ როგორც ფილმებში, მშვილდისრებითა და სხვა იარაღებით შეიარაღებული ტიპები დაგდევენ? -დიახ, თუმცა ისინი მარტო ვაპირებს არ დასდევენ -მოდი გამოვიცნობ ჩემი უცნაური ოჯახი ისტორიის ეპიცენტრშია -სამწუხაროდ ასეა, დანარჩენს ამელია მოგიყვება -უკვე ვიცი რის თქმასაც არიდებ თავს, მონადირეთა ოჯახს მე ვჭირდები ხომ ასეა? -როცა შენი და შენი ოჯახის ისტორიას მოისმენ ყველაფერს მიხვდები -ამას თანხმობად მივიღებ, მათ მე ვჭირდები და შენ ახლა სალემში მიგყავარ, იმ ერთადერთ ადგილას მთელს დედამიწაზე სადაც არ უნდა ვიყო -კეტრინ მომისმინე, შენ ერთადერთი ხარ ვისაც სალემის გადარჩენა შეუძლია, სიტყვას გაძლევ რომ ვერავინ ვერაფერს დაგიშავებ -და მე სიტყვაზე უნდა გენდო? -გოგონა თუ ნოა ჰარისი სიტყვას გაძლევს ეს ყველაზე სანდო რამ არის -საუბარში ენტონი ჩერია -გასაგებია-კეტრინი ნოას მიუბრუნდა და თვალებში ჩხედა-სიტყვას მაძლევ რომ სალმეში უსაფრთხოდ ვიქნები? -სიტყვას გაძლევ რომ არავის მივცემ უფლებას რაიმე დაგიშავონ -მაგარია, ნოა შეიძლება რაღაც გკითხო? -გისმენ კეტრინ -როცა დედას ველაპარაკე მან მკითხა მეკეთა თუ არა ჩემი ყელსაბამი-კეტრინმა თმა გადაიწია და ყელზე დაკიდებულ ყელსაბამზე მიუთითა-იცი რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ყელსაბამი?-ნოა ყელსბამს შეეხო თუ არა ხელი დაეწვა -ვიცი, ყელსაბამში ვერბენაა -და ეგ რა არის? -ეს მცენარეა რომელიც ვამპირს საშუალებას არ აძლევს ადამიანის გონებაში შეაღწიოს -შენ რა გონებით მაინპულირება შეგიძლია? -კი შემიძლია, მაგრამ დედაშენმა ეს იცოდა და ამისგან მაგ კულონით დაგიცვა -არ მინდა საუბარი შეგაწყვეტინოთ მაგრა უკვე ადგილზე ვარ-ენტონიმ მანქანა ქალაქის ცენტრში გააჩერა, კეტრინი მოუთმენლობამ შეიპყრო და მანქანიდან გადმოვიდა, მის თვალწინ ჩვეულებრივი პატარა ქალაქი გადაიშალა, პატარა პარკებით, ქალაქის ცენტრში არსებული საათის კოშკით და ჩვეულებრივი ხალხით. -ერთი შეხედვით ჩვეულებრივად გამოიყურება-გაკვირვებით აღნიშნა კეტრინმა -ეს ამ ქალაქის საფარველია ძვირფასო, ასე რომ კეთილი იყოს შენი სახლში დაბრუნება ეკატერინა ბლეიქ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.