შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოუხერხებელი საპატარძლო


11-03-2018, 23:41
ავტორი ნელიკო
ნანახია 1 330

მოგესალმებით, ამბავი, რომელიც ახლა მინდა გიამბოთ, დიდი ხნის წინ მოხდა. რადგანაც ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, ბუნებრივია, ჩემი გათხოვებაც წესებისა და ტრადიციების დაცვით უნდა მომხდარიყო. ამიტომ ჩემმა შეყვარებულმა გადაწყვიტა, რომ ჩემი ხელი ოფიციალურად ეთხოვა.
ნანატრი დღეც დადგა. ულამაზესი თეთრი სარაფანი ჩავიცვი, საგულდაგულოდ გამოვიპრანჭე და საქმროსა და მისი მშობლების მოსვლას გულის ფანცქალით დაველოდე.
თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა: ციბრუტივით ვბზრიალებ, ვცდილობ, სადედამთილოს თავი მოვაწონო. ისიც კმაყოფილო ღიმილით შემომცქერის, მშობლები- სიამაყით, საქმრო-სიყვარულით...და აი, ყავის რიგიც მოვიდა. წამოვხტი, ისევ დავტრიალდი, ელექტრომადუღარაში საჭირო ინგრედიენტებს ჩავუძახე და სადენი როზეტში შევაერთე. აი, მაშინ მოხდა რაც მოხდა! ეს ჩემი ცოდვით სავსე მადუღარა ზრიალით ახტა და ზედ არ შემომახტა?! მთელი ყავა ზედ გადმომევლო ( კიდევ კარგი გაცხელება ვერ მიასწრო ). შიშისა და მოულოდნელობისაგან უკან გადავხტი, რაღაცას წამოვედე და ძირს გავიშხლართე.ულამაზესი საპატარძლოდან ნამდვილ კრუელად გადავიქეცი. უცებ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ვაი შენ, ჩემო თავო!!! დავიღუპე!!! მორჩა, დამთავრდა ყველაფერი!!! დავრჩი გაუთხოვარი!!! აბა, ვის ენდომება ისეთი რძალი სახლში, რომელმაც წესიერად ყავის მოდუღებაც კი არ იცის?! კრუსუნით წამოვჟექი და თვალი სუფრისკენ გავაპარე. დედაჩემი სახეს იხოკავდა, მამაჩემი გაშეშებული იჯდა და ისე შემომყურებდა, სადედამთილო კი- გაოგნებული და ვერ გაერკვია, თუ რა მოხდა. ჩემი საქმრო კი იჯდა გაწითლებული, ლოყებდაბერილი და ისე იჭაჭებოდა, მივხვდი, სიცილს ძლივს რომ იკავებდა, ისეთი სასაცილო სანახავი იყო, თავი ვერ შვიკავე და ავხარხარდი. თითქოს ყველა ამას ელოდაო, იქ ამბავი ატყდააააა.... კედლებს სულ ზანზარი გაუდიოდა. ჩემმა საქმრომ ცოტა სული რომ მოითქვა, მომიახლოვდა, წამომაყენა, გაწეწილი თმები გამისწორა და მოთხუპნული სახე სუფთა ხელსახოცით მზრუნველად მომწმინდა. გადაიფიქრე ჩემი ცოლად მოყვანა? - ძლივს ამოვიწკმუტუნე და ისევ გადავბჟირდი. დამშვიდდი, ასეთი მოთხუპნული და მოთუთხნულიც ძალიან საყვარელი ხარო, ჩამჩურჩულა. შემდეგ ხელი მომკიდა, სუფრასთან მიმიყვანა და თითზე ულამაზესი საქორწინო ბეჭედიც გამიკეთა.
მას შემდეგ 20 წელი გავიდა. ჩვენ ისევ ერთად ვართ და 4 შვილიც გვყავს. ყავაზე მთელი ოჯახი ვგიჟდებით. ყავის დალევის პროცესი ჩვენთვის ნამდვილი რიტუალია. ბავშვებს ძალიან უყვართ, როდესაც მე და ჩემი მეუღლე ვიხსენებთ ხოლმე ჩემი გათხოვების ამბავს, ამბავს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო მოგონებად დაგვრჩა!!!


.............

მეგობრებო, ვერ ვიტყვი, რომ სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოვირჩევი, მაგრამ რატომღაც მომინდა, რომ თქვენთვის მომეთხრო პატარა ამბავი, რომელიც რეალურად გადამხდა თავს და რომლის გახსენებაც დღემდე ღიმილს მგვრის. რა ვიცი, ნახეთ, წაიკითხეთ, შეაფასეთ და თუ თქვენს მოწონებასაც დავიმსახურებ, მაგას რა ჯობს! სტიმული მომეცემა და შემდეგში პატარ-პატარა ამბებს ( თავი რომ არ მოგაბეზროთ ) კვლავ შემოგთავაზებთ❤



№1 სტუმარი მაკი

ძალიან ვიხალისე რატომაც არა იუმორი გაქვთ და თუ გაგვახალისებთ რა ჯობია. ისე მე ყავის მადუღარამ 8თვიანი გამაჩენინა ბავშვი

 


№2 სტუმარი manana

როგორ გავთბი, მადლობა.

 


№3 სტუმარი kati

Kargi iyo...siamovnebit davelodebi sxva istoriebsac...<3

 


№4  offline წევრი ნელიკო

manana
როგორ გავთბი, მადლობა.


პირიქით, მადლობა თქვენ ????????

kati
Kargi iyo...siamovnebit davelodebi sxva istoriebsac...<3

^_^ აუცილებლად დავწერ კიდევ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent