შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

IN IMAGINATION


12-03-2018, 03:01
ავტორი teona184
ნანახია 869

შუა ღამე იყო წვიმა და ქარიშხალი ერთმანეთში ერეოდა, ჭექა ქუხილის გარდა არაფრის ხმა ისმოდა, ნიტას ვწერდი მის ხვალინდელ დაბადების დღეზე მწერდა წყნეთში მივდივართ ძალიან მიხარია. წვეულებების მოყვარული ჩვეულებრივი გოგონა ვარ, მაგრამ ვცდილობ არ ვიყო მხოლოდ ჩვეულებრივი მე მთელი მსოფლიო უნდა მიცნობდეს, მე მომღერალი გამოვალ ჩემი მიზანია ვიყო გამორჩეული არა იმიტომ რომ საკუთარ თავს ვცემ პატივს იმიტომ რომ არ მინდა ვიყო ჩვეულებრივი ყველა ჩვეულებრივია და მათ გარეგნობა ანსხვავებთ ერთმანეთისგან მე კი ჩემი შავი თმის, მწვანე თვალებისა და ხორბლისფერი კანის გარდა მინდა სხვა რამითაც ვიყო გამორჩეული მაგალითად იმით რომ მე სხვებისგან განსხვავებული ხმა და მანერები
მაქვს, უცებ ნიტამ მომწერა ტელეფონი ავიღე მაგრამ წვიმის გამო ინტერნეტი გამეთიშა. ტელეფონი გადავდე და ფიქრებში ჩამეძინა დილით გავიღვიძე და უნივერსტეტში წავედი
-თეკლა!
დაიყვირა ნიტამ და ჩემსკენ წამოვიდა
-ნიტა გილოცავ
ვუთხარი და გადავეხვიე აუდიტორიაში შევედი და მერხზე თავი დავდე თვალები მეხუჭებოდა მაგრამ ნიტას გაუჩერებელი ლაპარაკი მაფხიზლებდა
-ცოტახანს ვერ გაჩუმდები
ღიმილით ავხედე ნიტას
-თეკლა არ მისმენდი ხო?
-კი როგორ არა
ვთქვი და თავი მეორე მხერეს შევაბრუნე
-აბა რას გიყვებოდი
-იოზე მიყვებოდი რაღაცას
-ვერ გაარტყი
მითხრა და ორვემ გავიცინეთ ლექციის შემდეგ დერეფანში ფანჯარასთან ვიდექით მე ნიტა და ნიკა(ნიკა ჩვენი საუკეთესო მეგობარია) უცებ სიმპატიურმა ბიჭმა გაიარა რომელსაც მუქი ქერა თმა და ყავისფერი თვალები ქონდა მხოლოდ მე გავაყოლე თვალი მომღიმარმა სხვები უხეში, ცივი ან დამცინავი მზერით უყურებდნენ ნიკას გავხედე და შევეკითხე
-რატომ ამდენი სასტიკი მზერა მის მიმართ?
-არ იცი ეს ვინ არის?
ღიმილი შეეპარა ნიკას
-ნამდვილად არა
-დანიელ მესხი ამბობენ არანორმალურიაო თითქმის სულ ჩვეულებრივია მაგრამ ადამიანმა შეიძლება ისეთი რაღაც დაარწმუნოს როგორიც ადამიანის მოკვლაა. რთულია მისი ცხოვრება მას შემდეგ რაც მისი ოჯახი ავარიას შეეწირა მაშინ გაგიჟდა საჭესთან თვითონ იჯდა დიდი ტრავმა გადაიტანა და გაგიჟდა ერთი წლის წინ გამოწერეს ფსიქიატრიულიდან თუმცა გარეთ გასვლის უფლება მხოლოდ ახლა მისცეს როცა დარწმუნდნენ რომ ნამდვილად ჯანმრთელია
მის მონაყოლ ისტორიაზე ცრემლები მომადგა
-მაგრამ მაინც ვერ გავიგე რატომ ეზიზღებათ?
-ადამიანებს მხოლოდ საკუთარი თავი უყვართ
ამჯერად ნიტამ თქვა და მიმიხუტა
სემინარმაც რომ ჩაიარა ქასთინგზე წავედი გოგოს არჩევდნენ ვიზუალურად ჩემნაირს ჭირდებოდათ სერიალისთვის კარგი ხმით ეს იყო მთავარი მივედი კარზე დავაკაკუნე და ოდნავ შევაღე
-შეიძლება?
-მობრძანდით
-გამარჯობა
ვთქვი და სკამზე დავჯექი რომელიც დარფაზის ცენტრში იდგა
-გიოცნებიათ მსახიობობაზე?
-მე ყველაფერზე მიოცნებია თუმცა მიზნად მხოლოდ ერთი რამ მაქვს
-მომღერლობაზე?
-ზუსტად ეგ ვიგულისხმე ჩემს მიზანში
-შეგიძლია გვიმღერო?
-რა თქმა უნდა
-გისმენთ
წამოვდექი მიკროფონი მომაწოდეს და ფონოგრამა ჩამირთეს.
სიმღერა დავასრულე რამდენიმე წამით სიჩუმე იყო, შემდეგ რეჟისორი ფეხზე წამოდგა და ტაშის დაკვრა ნელი ტემბრით დაიწყო, ნელ-ნელა ასწრაფებდა სცენარისტიც აყვა, მთელი დარბაზი აყვა, დამლაგებელიც კი აყვა მთალი აუდიტორია არ ვიცი რა დავარქვა ყველა ტაშს უკრავდა ყველა მე მიყურებდა თავი ზღაპარში მეგონა ცრემლები ისე მომდიოდა ვერც კი ვაცნობიერებდი...
ტაში შეწყდა და სცენარისტმა თქვა
-მადლობა დაგიკავშირდებით
რეჟისორმა კი კარში გასვლის დროს მომაძახა
-აუცილებლად დაგიკავშირდებით
ბედნიერი, მომღიმარი სახით წავედი ნიტასთან გზაში საჩუქარიც ავურჩიე ნიკაც იქ დამხვდა სამივე ერთად მივიდოდით ფართიზე
-აბა რა მოხდა?
-თუ არ ჩავთვლით იმას რომ მოვეწონე ისეთი არაფერი
-რა!
დაიყვირა ნიტამ და ჩამეხუტა მერე ნიკაც მოვიდა და ორივეს ერთად ჩაგვეხუტა
-დარწმუნებული ვარ დაგირეკავენ
თქვა ნიკამ და ლოყაზე მაკოცა მე ამაზე ღიმილით და ასევე კოცნით ვუპასუხე
-წავედით?
თქვა ნიკამ
-ბავშვებო საქმე მაქვს წადით თქვენ და მოვალ ერთ 15 წუთში
-კარგი
მითხრა ნიტამ და გავიდნენ
სინამდვილეში არანაირი საქმე არ მქონია, უბრალოდ მარტო მომინდა ყოფნა რამდენიმე წუთით. მივედი და კარი დანიელმა გააღო არ მეგონა იქ თუ იქნებოდა და რომ დავინახე სახეზე ოდნავ გაკვირვება შემეტყო რაზეც დანიელმა ჩაიცინა
-გამარჯობა
ვთქვი და სახლში შევაბიჯე დანიელმა პალტო გამხადა და ჩანთა გამომართვა
-მადლობა
ვთქვი და ოდნავ გავიღიმე მივედი ნიტას და ნიკას შუაში ჩავუჯექი
-დანიელი საყვარელი ბიჭია ვბრაზდები ასე სატიკად რომ ექცევიან
დანიელი ჩემს მოპირდაპირე მხარეს იჯდა თვალებით ვანიშნე გავიდეთ მეთქი და ეზოში გავიყვანე
-შენთან საუბარი მომინდა
ვთქვი და საყვარლად გავუღიმე
-ერთი წლის განვმალობაში ექთანებისა და ფსიქოლოგების გარდა რომლებმაც ათასი წამლით და ნემსებით გამაბრუეს პირველი ადამიანი ხარ ვინც ჩემთან ლაპარაკი მოინდომა
თქვა და ცინიკურად გაიღიმა
-თავხედობაში ნუ ჩამითვლი არ გაწუხებს როცა არანორმალურს გეძახიან?
-სიმართლე არასდროს მაწუხებს
-მე არ მჯერა რომ ეგ სიმართლეა შენ უბრალოდ ნერვიულობისგან იყავი ცუდად მე მჯერა რომ შენ სხვებისგან გამორჩეული ხარ მაგრამ არა სიგიჟით შენ სხვებზე უკეთესი ხარ
მისი ხელი ავიღე და გულზე მივადებინე
-ყოველთვის საკუთარ თავს მოუსმინე და არა იმ ფსიქოლოგებს, ექთნებსა და არაადამიანებს
ვუთხარი და გავუღიმე მას ცრემლი წამოუვიდა მე მოვწმინდე და ღიმილით შევხედე მანაც გამიღიმა და ჩამეხუტა
-მადლობა
-მე უბრალოდ...
შემაწყვეტინა და თქვა
-არაფრის თქმა აღარ არის საჭირო
შევედით და ჩვენს ადგილებს დავუბრუნდით საღამო კარგად მიდიოდა
ყველა ცეკვავდა მხოლოდ მე და დანიელი ვისხედით ბართან ავდექი და მისკენ წავედი
-გინდა ვიცეკვოთ?
ვკითხე მხიარულად
-სიამოვნებით
ბარიდან ჩამოხტა და უბრალოდ ცეკვა დავიწეთ ღიმილით ვუყურებდით ერთმანეთს მოულოდნელად
დანიელი ხელებიდან გამომაცალეს ვიღაც ბიჭმა კედელზე ააყუდა და სასტიკად ცემა დაუწო ამ ბიჭს ხელებს ვურტყავდი და ვცდილობდი მომეცილებინა მაგრამ დანა ამოიღო და უკან დახევა მაიძულა დანა დანიელს გაუყარა და გაიქცა დანიელი მოიკეცა და ძირს დავარდა მასთან მივარდი და ჩემს ფეხებზე დავადებინე თავი ტელეფონი ამოვიღე და სასწრაფო გამოვიძახე ექიმები რომ მოვიდნენ და საკაცეზე აწვენდნენ ნიკამ გამაჩერა
-რამე მოხდა თქვენს შორის?
-არა, არა არაფერი აბსოლიტურად არაფერი მე მხოლოდ იმას ვუმტკიცებდი რომ ჩვეულებრივი ადამიანია
ვთქვი და სასწრაფოში ჩავჯექი არ ვიცი რატომ მომდიოდა ცრემლები ან რატომ მეჭირა მისი ხელი ჩემს ხელში? საკუთარ თავს ვეკითხებოდი რა ხდებოდა მაგრამ ვერ ვაცნობიერებდი ბოლომდე მას მივყვებოდი უკან მივსდევდი ექიმებს და როცა რეანიმაციას მივუახლოვდით შემაჩერეს ექიმი ჩემთან მოვიდა და კითხვების დასმა დამიწყო
-მისი შეყვარებული ხარ?
-არა
ძლივს ამოვღერღე ეს სიტყვა ტირილისგან ჩახლეჩილი ხმით
-ძმაა?
-უბრალოდ მეგობარია
-მის ოჯახის წევრებს უნდა გავაგებინოთ ნომერს ვერ მეტყვით
-არ ყავს არავინ არ ყავს
-მაშინ მისი სახელი გვარი და დაბადების თარიღი რომ გვითხრათ
-დანიელ მესხი თუ არ ვცდები 27 მარტი წელი არ ვიცი
-მადლობა
სკამზე ლამის ჩამეძინა ბებიაჩემი მირეკავდა
-სად ხარ გოგო გათენდეს ლამისაა! გაგიჟდება დედაშენი ეგ რომ ვუთხრა ლამის ამერიკიდან წამოგეწიოს ისე გაგიჟდება მოდი სახლში თუ არ გინდა მთელი ოჯახი აგინერვიულო!
-მშვიდად ლენა მშვიდად დამავიწყდა გაფრთხილება ნიტასთან დავრჩი და საშინლად მეძინება გთხოვ მალე მოვალ
-ვერ მითხარი თავიდანვე?
დაიყვირა და გათიშა დანიელი გამოიყვანეს და უკან გავყევი პალატაში გადაიყვანეს
-როგორ არის
-მძიმე ოპერაცია იყო მისთვის თუმცა სტაბილურად უკაცრავად არ შეიძლება შესვლა თუ ოჯახის წევრი არ ხართ
-ძალიან გთხოვთ
ბევრი თხოვნის შემდეგ როგორც იქნა დავითანხმე გვერძე დავუჯექი და ხელი მოვკიდე თვალები დახუჭული მქონდა და ხელზე მოჭერა ვიგრძენი თვალები გავახილე და მომღიმარი დანიელი დავინახე მეც გავუღიმე მან მეორე ხელით ცრემლები მომწმინდა და მითხრა
-მშია
-ჩავალ რამეს ამოვიტან
ერთი გაყინული იოგურტი ვიყიდე ჩემთვის და ვიკითხე რა შეიძლებოდა დანიელისთვის რაც მომცეს ის წავუღე წვნიანი იყო
-მადლობა
მითხრა და ოდნავ წამოიწია ხელი გამომიწია ნიშნად მომაწოდე წვნიანიო
-არ მინდა დაიტვირთო მე გაჭმევ
გავიღიმე და წვნიანი ხელში ავიღე სული შევუბერე და პირში ჩავუდე მეცინებოდა სასაცილო შეგრძნება იყო ჩემი პატარა ბიძაშვილის გარდა არც ერთი ბიჭისთვის არ მიჭმევია საჭმელი
-მადლობა
-დანიელ წასვლა არ მინდა მაგრამ იძულებული ვარ საღამოს მოვალ ვთქვი და წამოვდექი მან უცებ ხელი მომკიდა და დამაბრუნა მის სახესთან მიმატანინა ჩემი სახე და მიყურებდა დიდხანს მიყურებდა მაკოცა... უცებ ექთანი შემოვიდა
-უკაცრავად წამალი უნდა გამეკეთებინა თუმცა...
თქვა და გაიღიმა
-უკვე მივდიოდი, არაფერზე ინერვიულო
ვუთხარი და გავუღიმე
-არც შენ...
მითხრა და გამოვედი ტაქსი გავაჩერე ყურსასმენები გავიკეთე და მუსიკის მოსმენა დავიწყე სახლში შევედი და ბიძაჩემმა მკაცრი ტონით მკითხა
-სად იყავი?
-ნიტასთან
-ნიტასთან დავრეკე და დედამისმა მითხრა აქ არ არისო
დამიყვირა და ჩემსკენ წამოვიდა მთვრალი იყო და მეშინოდა ხელები დამიჭირა და მიჭერდა
-სად იყავი მეთქი გოგო!
მიღრიალებდა და ხელებს უფრო და უფრო მიჭერდა
-ნი..ნიასთან გუშინ გავიცანი
-და ესე დაწანწალებ ახალ გაცნობილ გოგოებთან ოჯახში ესე!
-მა...მაპატ...მაპატიე
ვთქვი და ტირილი დავიწყე გუგამ სახეში გამარტყა და უცებ ჩემი ძმა გამოვარდა ოთახიდან ხელებიდან გამოაცალა ჩემი თავი და ჩამეხუტა
-ჩემს დას აღარ გაეკარო თორე დედაჩემს ვეტყვი! შე ლოთო!
მე მასზე მიჯაჭვული ვიყავი და ვტიროდი
-ეკატერინეთი მაშინებ ბიჭო
გაიცინა და უთხრა ბექას
-ხო იცი რაც მოგივა
გუგამ ხმა აღარ ამოიღო ბექამ ოთახში შემიყვანა და მშვიდად მეუბნებოდა
-მინდა ყველაფერი ამიხსნა რომ დაგეხმარო
თან მეფერებოდა
-ვიცი შენ ეს არ მოგეწონება მე დანიელ მესხთან ვიყავი ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ ხალხს გიჟი გონია მე კი მინდა დავამტკიცო რომ ის სრულიად უსაფრთხოა
-არ მინდა თავი საფრთხეში ჩაიგდო მაგრამ სრულწლოვანი ხარ მინდა შენთვითონ წყვიტავდე როგორი შეცდომაც არ უნდა დაუშვა მე ყოველთვის დაგიცავ და ასევე არასდროს მივცემ ლენას და გუგას უფლებას ჩემს პატარა დაიკოს შეეხონ
თქვა და ჩამეხუტა
-ბექა
ტირილს მოვუმატე
-ჩემო პატარა
ლოგინზე დამაწვინე შუბლზე მაკოცა და მითხრა
-დაისვენე
5 საათზე გამეღვიძა წყალი გადავივლე გამოვიცვალე და თმა ავიწიე
-ბექა მივდივარ
ვუთხარი და გავუღიმე
-დაიმახსოვრე ლენა და გუგა ვერასდროს შეგეხებიან
მითხრა და ოდნავ წამოსული ცრემლი მომწმინდა
ავტობუსში ჩავჯექი და ისვე მუსიკების მოსმენა დავიწყე. საავამდყოფოში შევედი და დანიელის პალატაში ავედი ეძინა გვერძე მოვუჯექი და ხელი ნაზად მოვკიდე ათი წუთი ასე ვიჯექი უცებ დანიელი საწრაფად წამოჯდა ჩქარი სუნთქვა დაიწყო
-კარგად ხარ?
დავაწვინე რომ ჭრილოდა არ ტკენოდა
-უბრალოდ ცუდი სიზმარი დამესიზმრა
-დანიელ ყველაფერი კარგად არის ნუ ფიქრობ ამაზე
უცებ ჭრილობაზე ხელი მიიდო
-გტკივა?
-ძალიან
გადასაფარებელი გადავხადე და დავინახე მთელი ლოგინი სისხლით იყო დასვრილი სასწრაფოდ დავუძახე ექიმს ინფექცია ქონდა შეჭრილი ხელს ვერ ვუშვებდი მინდოდა არასოდეს გამეშვა მასზე ხელი უცებ ხელი მომიჭირა
-გტკივა ხო?
-არაუშავს
მითხრა და ძალით გაიღიმა თავი მხარზე დავადე…



№1  offline წევრი nucikoo

მომეწონა შემდეგ, თავს ველოდებიი!

 


№2 სტუმარი იახში ხანუმ

სისულელე,უაზრო შინაარსი,არანაირი პუნქტუაცია,ადმინი კი ისევ არ ჩანს:დდდ

 


№3  offline წევრი teona184

nucikoo
მომეწონა შემდეგ, თავს ველოდებიი!

შემდეგი თავი არ დაიდება ეს საცდელი თავია და თუ გამოხმაურება მოყვება სრულად დაიდება მადლობაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent