შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულიერი გამოცდა (თავი 5)


13-03-2018, 00:04
ავტორი aanastasiaaa
ნანახია 1 451

- ჩემი ბრალია, მხოლოდ ჩემი.
ესღა მესმის და საბოლოოდ ვკარგავ გონებას.
რომ გამოვფხიზლდი ღამე იყო. თავთან ლიკა მეჯდა მოშორებით კი მაქსიმე. წამოჯდომისას მაქსიმეს გაეღვიძა და ლიკაც გააღვიძა.
- რა მოხდა? აქ რა მინდა?
- არაფერი გახსოვს?
მაქსიმე მომიახლოვდა
- მხოლოდ ის, რომ მანქანიდან გადამსვი.
თავი ჩავხარე
- მაპატიე ლიზა
ჩემი ხელი თავისაში მოაქცია
- შემდეგ რა მოხდა?
- ნიკამ დაძაბულობის გამო მანქანა ვერ შეამჩნია და გზიდან გადავარდით.
- არაფერ მახსოვს. ნიკა სად არის როგორაა?
- ფეხი აქვს მოტეხილი. სერიოზული არაფერია
- ლიკა როგორ იპოვეთ?
- არ შეიძლება შენთვის ამდენი ლაპარაკი.
მეჩვენება, რომ მაქსიმე ჩემზე ზრუნავს , ამის წარმოდენაც კი ბედნიერების სხივს მფენს სახეზე. ლიკამ ექიმს დაუძახა.
- თავი გტკივა შვილო?
- დიახ ცოტა
- ტვინის შერყევა გაქვს და ხელიც მოტეხილი. მურნალობის ფასები უკვე გადახდილია.
- კი მაგრამ ვინ გადაიხადა?
- მე პაციენტის დედა მეგონა.
ექიმა თქვა და მხრების ჩეჩვით დაგვტოვა
- დედა.
სიმწრით გამეცინა, ლიკა ქვასავით იჯდა აშკარა იყო რომ დემე წავიდა.
- წადით სახლში მე კარგად ვარ
- ლიზა მართალია ლიკ შენს სახლში წადი, აქ მე დავრჩები.
ხმა არ ამომიღია. ლიკამ უსიტყვოდ დაგვტოვა, მას მაქსიმეც მიყვა. ცოტა გამიკვირდა, თუმცა ჩემი ინტერესი მაშინ ჩაახშო, როდესაც პარკებით დახუნძლული შემოვიდა უკან.
- აქ მტოვებ სამუდამოდ?
სიცილი ამიტყდა.
- ჰო აბა შენ რა გაგიძლებს?
ისიც ამყვა.
- კარგი მოდი ახლა შეჭამე, უცებ დასერიოზულდა თავისი ხელით მაჭამა, ვგრძნობდი პულსის აჩქარებას და გარდატეხასაც სადღაც შიგნით, გარდატეხას, რომელიც აღარასოდეს დაუბრუნდებოდა პირველანდელ მდგომარეობას. საჭმელს გემო ვერ ჩავატანე ისეთი აფორიაქებული ვიყავი. შემდეგ თვითონ მომწმინდა ტუჩები და გამიღიმა.
- ხო გემრიელი იყო?
- კი საოცრად.
მომხდარზე დაფიქრების შემდეგ გავეცი პასუხი.
- მომიყევი გთხოვ რა მოხდა და ლიკა როგორ იპოვეთ.
- ავარიაში, რომ მოყევით მე ნინი კატო და სოფი აქ წამოვედით. ტასომ და იკამ კი ლიკა აგარაკზე იპოვეს, როგორც კი გაიგო რა მოხდა მაშინვე წამოვიდა. განადგურებული ტიროდა ირგვლივ კი, ყველაფერი დამტვრეული იყო.
- რაღა ახლა მოვყევი ამ ავარიაში რა.
გავბრაზდი ჩემს თავზე, თუმცა მე რა შუაში ვიყავი.
- ჩემი ბრალია.
ნაღვლიანად გამომხედა მაქსიმემ
- შენ რა შუაში ხარ?
გამიკვირდა..
- მე, რომ არა
- მართალი ხარ. მე, რომ არ გადაგესვი იქ ნინი იქნებოდა, ასე რომ როგორც მოხდა სჯობდა ისე მომხდარიყო.
ოთახში უცხო ქალი შემოდის.
- შეიძლება?
ასაკში შესული ქალბატონი იყო, მაგრამ ძალიან მოვლილი და ლამაზი.
- უკაცრავად ვინ გნებავთ?
მაქსიმესაც ისევე გაუკვირდა მისი აქ ყოფნა, როგორც მე.
- ლიზასთან ვარ შვილო.
- ჩემთან?
- როგორ გრძნობ თავს?
ჩემი კითხვა დააიგნორა უცნობმა
- კარგად მადლობა, ვინ ბრძანდებით თქვენ?
- იმედია მალე გამოჯანმრთელდები, დაგტოვებთ
ამ დროს ექიმი შემოდის პალატაში.
- აი ამ ქალბატონმა გადაიხადა მკურნალობის ფული.
ქალი სწრაფად ტოვებს პალატას. ექიმიც მას მიყვება.
- როგორ გგავდა
- რა სისულელეა.
- იქნებ მართლა დედაშენია?
- აუ არვიცი რა
საშინლად მინდოდა მეტირა, მაგრამ ცრემლები უკვე დამშრალი მქონდა
- კარგი ლიზა, არ ინერვიულო ნახე რა მაგრად იქნება ყველაფერი.
- ან იქნება და ან არა.
ჩავილაპარაკე ჩემთვის და ვეცადე გამეღიმა.
საავადმყოფოდან 3 დღეში გამომწერეს. ყველა თავს დამტრიალებდა. ღამე ხან ნინი რჩებოდა და ხან ანასტასია, მაქსიმე იშვიათად ჩნდებოდა ასპარეზზე მხოლოდ მირეკავდა ხოლმე და მკითხულობდა წამიერად. ლიკა თითქმის არ გამოდიოდა გარეთ. სულ ჩაიკეტა საკუთარ თავში და არავის გვიშვებდა მასთან სიახლოვეს, რობოტივით იქცეოდა. დემე ხშირად მირეკავდა და ბევრს მელაპარაკებოდა, ლიკაზე კი ხმასაც არ იღებდა, არც კითხულობდა.
ახლაც წამოწოლილი ვიყავი და დემეს ველაპარაკებოდი.
- აბა, ხელი როგორ გაქვს დამანახე.
თან დამცინოდა დემეტრე და თან ცდილობდა არ დაენახებინა მწუხარება ჩემთვის.
- შეიძლება სულ დამცინოდე?
ამოვიბუზღუნე.
- კარგი, ხო ბოდიში.
ისევ აგრძელებდა სიცილს.
- როდის ჩამოხვალ?
- არ ვიცი ლიზ, ყოველ შემთხვევაში დიდი ხანი არა.
- უი ბოდიში, კარზე არიან.
უცებ წამოვდექი ისე, რომ არც გამითიშია დემესთვის.
- ლიკუ, შენ ხარ? როგორ მოხდა?
მხოლოდ ახლა გამახსენდა, რომ დემეს ტელეფონი არ გავუთიშე და ძალიან გამიხარდა, შემეძლო ლიკა მელაპარაკებინა.
- ჰო რავიცი, დიდიხანია სახლიდან არ გავსულვარ.
- ლიკა არ შეიძლება ასე.
- როგორ ასე?
- არ შეიძლება ასე მოქცევა
- იცი ლიზა, დემეტრე უცხოეთშია. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვისუნთქებ თუ არა იმ ჰაერს, სადაც ჩემი დემე არ არის.
- ლიკა გთხოვ, დამშვიდდი წყალს მოგიტან.
- არა, არ ადგე არ შეიძლება შენთვის.
ცრელები მოიწმინდა.
- გეფიცები სიცოცხლეც კი არ მინდა, როცა ვიცი, რომ ვეღარ ჩავეხუტები.
ლიკას ვუსმენდი და თან პარალელურად ტელეფონს ვუყურებდი, არ გაუთიშია დემეს და გვისმენდა. მე კი ზუსტად ვიცოდი, რომ როცა დემეტრე ამას მოისმენდა, უცებ ჩამოფრინდებოდა.
- შენც ჩემს პრობლემებს გახვევ. ბოდიში.
- ნუ სულელობ ლიკა, მე არ ვწუხდები უბრალოდ მინდა, რომ კარგად იყო.
- არ გესმის ლიზა, რომ მე ისეთი შეცდომა დავუშვი, რომ ამას დემე არ მაპატიებს. ხანდახან სიკვდილზეც კი ვფიქრობ.
- ნუ ხარ სულელი. მოდი კარგზე მელაპარაკე, მალე შენი დაბადების დღეა და 20 წლის ხდები.
- საერთოდ არ ვაპირებ არაფერს.
- მითხარი რა გაჩუქო.
- არაფერი მინდა?
- რაღაც ხომ მაინც გენდომება?
- მხოლოდ დემეტრეს ხმის გაგონება მინდა, კარგი წავალ სამეცადინო მაქვს. რაღაცეები მოგიტანე და ნახე.
- ნუ წუხდები ლიკა, მე არაფერი მაკლია.
მხოლოდ ახლა გათიშა დემემ ტელეფონი. უკვე გული მიგრძნობდა რაც მოხდებოდა. ორ დღეში ლიკას დაბადების დღე იყო. იმდენად ცუდ გუნებაზე იყო , რომ არაფერს აპირებდა. ჩვენ კი ვემზადებოდით ძალიან დიდი სიურპრიზისთვის და დარწმუნებული ვარ ეს დღე საუკეთესო იქნებოდა მის ცხოვრებაში.
ორმა დღემ უცბად განვლო, დაბადების დღე არავის მიგვილოცია ლიკუნასთვის, მხოლოდ ტასო აკონტროლებდა, რომ სახლიდან არსად გასულიყო. დილას შევიკრიბეთ ყველა, ნიკუშა ყავარნებით იყო, მე სოფი მეხმარებოდა, რადგან ჯერ კიდევ მეხვეოდა თავბრუ. ვიყიდეთ ტორტი, ბუშტები, საჩუქები, ხილი, შოკოლადები მოკლედ ყველაფერი, რაც ლიკას უყვარდა და ავედით მასთან. სიმღერით შევუვარდით და ყველა ჩავეხუტეთ. ძალიან გაუხარდა ჩვენი დანახვა და ის, რომ არ დაგვავიწყდა. მალე გაშალეს სუფრა გოგოებმა, მე ტახტზე დამსვეს და არ მაყენებდნენ. მაქსიმე ავარიის შემდეგ პირველად აქ ვნახე, გადამკოცნა მისალმების ნიშნად და მერე კატოს მიუბრუნდა. სუფრა მალევე გაშალეს. ლიკა არ სვავდა, ვერც მე და ნიკა ვსვავდით წამლების გამო. უკვე ყველა შეზარხოშებულები იყვნენ. ლიკა მაინც არ იყო ისეთი ბედნიერი, როგორიც უნდა ყოფილიყო. კარებზე კაკუნი გავიგე, როცა საზარეულოში წყლის დასალევად გავედი. მეგონა მომეჩვენა, ამიტომ გადავამოწმე დიდი ყვავილების თაიგული ფარავდა იქ მდგომ ადამიანს. მაინც გავაღე კარი და გაკვირვებისაგან პირზე ხელი ავიფარე. კართან არც მეტი არც ნაკლები დემეტრე იდგა ყვავილებით და საჩუქრებით. დიდხანს ვეხუტებოდი. ჩუმად შემოვიყვანე და კარიც ჩუმადვე დავხურე.
- რა კარგი ბიჭი ხარ, შენ ხომ არ იცი
- ვიცი ლიზ, როგორ არ ვიცი.
სარკეში თმა გაისწორა და თამამად შეაბიჯა ოთახში. ლიკა ზურგით იდგა ალბათ სწორედ, ამიტომ ვერ შეამჩნია დემე და მე ვეგონე. დემემ საჩუქრები გამომიწოდა და ლიკასკენ წავიდა. თვალებზე ხელები ააფარა
- აბა, თუ მიხვდები ვინ ვარ ლიკუნ.
- არ მინდა ღმერთო, რომ ეს სიზმარი იყოს.
დემემ ხელი მოაშორა ლიკას თვალებიდან და შემოატრიალა. ატირებული გოგონაც წამში ჩაეხუტა. შეყვარებულებს ყველა ბედნიერი შევყურებდით. ლიკა ვერ შორდებოდა მონატრებულ სხეულს.
- როგორ მომენატრე იცი?
დემემ ხელში აიტაცა ლიკა და შემდეგ მოწყვეტით აკოცა.
- მაპატიე გთხოვ
კიდევ უფრო აუწყლიანდა თვალები
- ნახე რა მოგიტანე ანგელოზო
ლიკას სიტყვები დააიგნორა დემემ. ყვავილები და საჩუქრები მივაწოდე დემეს და ჩემს ადგილს დავუბრუნდი. კატო მაქსიმეზე იყო მიხუტებული. ჩახუთულობა, რომ ვიგრძენი აივანზე გავედი. ლიკას სახლიდან ძალიან ლამაზად მოჩანს მთელი თბილისი და ჩემი სახლიც . უკვე ძალიან შემიყვარდა ავლაბარი, გვიან საღამოს ხშირად ვსეირნობ ხოლმე და ვათვარიელებ გარემოს. გვერდით ვიღაც მომიდგა, გახედვის გარეშეც ვიგრძენი სუნამოს სუნით, რომ მაქსიმე იდგა სიგარეტით ხელში.
- თავს ხომ კარგად გრძნობ?
- გადასარევად.
- იცოდი დემეტრე, რომ ჩამოდიოდა?
- ველაპარაკე გუშინ და ლაპარაკიდან გამომდინარე მივხვდი.
- გამიხარდა რომ, შერიგდნენ.
- შენ და კატო დაშორებულხართ ოდესმე?
თვალებში შევხედე, აშკარად ეტყობოდა, რომ ნასვამი იყო.
- უთვალავჯერ
გაეცინა, ისე როგორც მე მიყვარდა, მაგრამ მე ხომ მისი ყველაფერი მიყვარდა. არა რა სისულელეა, უნდა ამომეგდო თავიდან ეს უაზრო ფიქრები
- ისე გიყვართ ერთმანეთი, რომ ერთად ყველაფერი გადალახეთ ჰო?
გავიღიმე გამომცდელად
- ეს რა კითხვაა ლიზა?
მომიახლოვდა და ეშმაკურად გამიღიმა. იმდენად ახლოს იყო ჩემთან, რომ მე მის სუნთქვას ვგრძნობდი. თმა ყურს უკან გადამიწია, გამიღიმა და დამტოვა. ჰო აი ასე უცნაურად დამტოვა და გავიდა. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, მის სურნელს ყველგან ვგრძნობდი. ოთახში ცოტახანში დავბრუნდი. ახლა, კი ნამდვილად ბედნიერი იყო ლიკა.
- ლიზ შენ სად სწავლობ?
- ჯავახიშვილში კატო.
- ნატა შენი კურსელია ხო?
ირონიულად გამიღიმა კატომ და სიგარეტს გაუკიდა. მაქსიმე კარგად დამაკვირდა აშკარა იყო ჩემს სახეზე ცვლილება. პასუხი ვერ გავეცი დაბნეულობის გამო.
- როგორ არ იცი? გიორგი, რომ არის იმის შეყვარებულია, ისიც შენი კურსელი უნდა იყოს.
მაქსიმეს ძარღვები დაეჭიმა, მან იცოდა ლეგენდარული ისტორიის შესახებ, სადაც მთავარი გმირები მე ნატა და გიო ვიყავით.
- ჰო ჩემი კურსელები არიან, შენ საიდან იცნობ მათ?
- ნატა ჩემი დაქალია
ჩემს პირისპირ იჯდა კატო.
- ყოველთვის სხვის შეყვარებულებს ეფლირტავები?
პირდაპირ სახეში შემაბოლა სიგარეტის კვამლი.
- კატოო?
გაკვირვებული ლიკა წამოდგა ფეხზე, მე კი ხმის ამოუღებლად წამოვდექი და იქიდან წამოვედი. ფეხით დავუყევი გზას რუსთაველიდან ავლაბრამდე, იქვე სხვერში ჩამოვჯექი სკოლის წინ. ყოველთვის მინდოდა მასწავლებლობა, თუმცა ალბათ ეს ჩემს აუხდენელ ოცნებად დარჩებოდა სამუდამოდ. არ ვიცი რა ძალამ მიმიყვანა, მაგრამ სკოლაშ შევედი, კიდევ კარგი შედარებით ფორმალურად მეცვა ლიკას დაბადების დღეზე. ირგვლივ სულ ბავშვები დარბოდნენ. საოცარი სითბო იგრძნობოდა პატარა ბავშვებისგან.
- ქალბატონო ვინ გნებავთ?
მეკითხება მამაკაცი და თან მიღიმის
- დირექტორს ვეძებ.
- ვინმეს მშობელი ხართ?
- არა უბრალოდ საქმე მაქვს
მაქსიმალურად ვცდილბ თავაზიანი ვიყო მის მიმართ.
- მე ვარ დირექტორი წამობრძანდით კაბინეტში.
- გმადლობთ.
კაბინეტში შესვლისას სწრაფადვე დავიწყე ახსნა.
- მათემატიკურზე ვსწავლობ, პირველ კურს ვამთავრებ, სამსახურს ვეძებ.
- მშვენიერია. რამდენი წლის ხარ?
- მე.. 18-ის
თავი ჩავხარე
- კარგია, ბავშვებს მოსწონთ ახალგაზრდა მასწავლებლები, 5 6 და 7 კლასებში შეგიშვებთ და ვნახოთ რას იზავ.
- მართლა? თუ ხუმრობთ?
- თქვენი სახელი?
- ლიზა.
- რატომ უნდა ვხუმრობდე ლიზა მასწავლებელო?
გამიცინა დირექტორმა. ემოციებით დატვირთული გამოვედი სკოლიდან საშინლად აფორიაქებული ვიყავი, სამყარო ჩემი მეგონა.თითქოს დავფრინავდი სიარულის ნაცვლად. ტელეფონი რეკავს მაქსიმეა.
- სად წახვედი ლიზა?
- საქმეზე, რა გინდა?
- ზუსტად სად ხარ?
- 43 სკოლასთან.
მაქსიმემ გამითიშა ტელეფონი და 5 წუთში ჩემთან გაჩნდა. ჩავჯექი მანქანაში.
- რატომ აქცევ ყურადღებას, იმას რას ამბობს?
- შენ არ მიაქცებდი ყურადღებას?
გავბრაზდი, რადგან აშკარად კატოს იცავდა.
- ხომ იცი, რომ სისულელეებს ამბობს?
- როგორ შეიძლება სულ ასე ამართლებდე მის საქციელებს?
ახლა უკვე ნამდვილად შემეტყო გაღიზიანება.
- მე არ მიკოცნია გიოსთვის.
- ვიცი მოხვდა ამისთვის.
- და ვისგან ?
- ვისგანაც საჭირო იყო.
- საჭირო არავისგან არ იყო, რადგან მე არავისთვის არაფერს არ წარმოვადგენ.
- მართლა ასე ფიქრობ?
ჩემსკენ წამოიწია და ტუჩები ჩემს საფერთქელს მიადო, შემდეგ უთქმელად სახლში მიმიყვანა და ისევ იმავე მანერით დამემშვიდობა. ეს იყო საოცარი გრძნობა, რომლის სახელიც კი არ ვიცოდი ან ვიცოდი და არ ვაღირებდი. მალე დავწექი და დავიძინე, რადგან ხვალიდან მე უკვე მასწავლებელი ვიყავი და ცხოვრებაში რაღაც მისიაც მეკისრებოდა...



№1  offline მოდერი Mathew

ძალიან მაგარი იყო.ისეთი ისტორიაა ყოლევი სიტყვის ბოლოს დაუგეგმავად,რომ ხდება მოვლენები.აი ზუსტად ასეთი რამ მითევს,შენ კი გამოგივიდა)))
ველოდები შემდეგს ))))

 


№2  offline წევრი mia15

ძალიან კარგი ისტორია.მომწონს და ველი შემდეგ თავს.

 


№3  offline წევრი aanastasiaaa

Girl with pretty smile
ძალიან მაგარი იყო.ისეთი ისტორიაა ყოლევი სიტყვის ბოლოს დაუგეგმავად,რომ ხდება მოვლენები.აი ზუსტად ასეთი რამ მითევს,შენ კი გამოგივიდა)))
ველოდები შემდეგს ))))



ძალიან გამახარა თქვენმა შეფასებამ, შემდეგს აუცილებლად მალე დავდებ. <3

mia15
ძალიან კარგი ისტორია.მომწონს და ველი შემდეგ თავს.



მადლობაა <3

 


№4  offline წევრი naniko mindia

Au male midi 15 tavamde ra veli moutmenlat
--------------------
lomidze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent