შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეოცნებე (თავი 1)

14-03-2018, 15:34
ავტორი M A R I A M-K O R T I
ნანახია 1 242

თავი 1
ხმამაღალი მუსიკა ,ცეკვა, სიგიჟე, ალკოჰოლი, ბედნიერება, უსაზღვრო სიხარული და სიყვარული... კიდევ რა უნდა უნდოდეს ადამიანს სრული ბედნიერებისთვის? მე ყველაზე მეტად გამიმართლა, რადგან ვარ იმ ადამიანებთან ერთად ვინც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს და მათთვის შემიძლია თავიც კი გავწირო... დღეს 14 თებერვალია, სიყვარულის დღე. სწორედ ამ დღეს მოვევლინე ქვეყანას და სამყარო ნათელ ფერებში დავინახე... დედა მიყვებოდა ხოლმე, რომ ამ დღეს საერთოდ არ მელოდნენ, რადგან ერთი კვირის შემდეგ უნდა გავჩენილიყავი. მამიკოს დედა რესტორანში წაუყვანია ამ დღის აღსანიშნავად, ღამის 12 საათზე დედას ტკივილები დაეწყო და 14 თებერვლის რვა საათზე გავჩნდი მეც... სახელი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მოფიქრებული, მხოლოდ ორი დღის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ბეკი დაერქმიათ ჩემთვის. ბებო ამბობდა ისეთი საყვარელი ბეკეკას თვალები გქონდა, ყველაზე მეტად ეს სახელი შეგესაბამებოდაო. ბებო მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ოქროს დაბადების დღე უნდა მქონოდა. ყველა გაფაციცებით ემზადებოდა, როდესაც 13 თებერვალს ბებოს უეცრად წნევამ დაარტყა და ჩვენგან წავიდა. ის დღე მთელი ოჯახისთვის მწუხარებად და გლოვის დღედ იქცა. ახლა როცა ჩემი დაბადების დღის წინა დღეს ბებოს სულს მოვიხსენიებთ, გულში ყოველთვის უსაზღვრო ტკივილს ვგრძნობ, რადგან ის იყო ადამიანი, რომელიც ბავშვობიდანვე გვერდით მედგა და ჩემი ესმოდა ჭირშიც და ლხინშიც... მაგრამ რა უნდა ვქნათ? ბედის ბორბალი როგორც დატრიალდება ჩვენც იმ მხარეს უნდა დავტრიალდეთ. მწუხარების ქვაბშიც, რომ ვიხარშებოდეთ ყველაფერი მაინც ისე მოხდება როგორც ღმერთს სურს და ამას წინ ვერაფერი აღუდგება.
ბართან ვზივარ და ვუყურებ როგორ ერთობა ხალხი. ღამის ორი საათია და მეც საშინლად დავიღალე, მაგრამ ისინი მაინც არ ჩერდებიან. სვამენ, ჭამენ და ერთობიან ბოლო დონეზე. თვალებს ვატრიალებ და კიდევ ერთხელ ვავლებ კლუბს თვალს, რადგან მინდა ერთხელ მაინც მოვკრა თვალი იმ ადამიანს, რომელსაც მთელი დღე ველი. მინდა წამიერად მაინც დავიჭირო მისი თაფლისფერი თვალები და უსაზღვრო სიყვარული ამოვიკითხო, მაგრამ ვიცი, რომ ასე არასდროს მოხდება. სიყვარული ვერტიკალურია და თან ბუნდოვანი... სანამ თვალთახედვა არ გაგვეწმინდება და არ მივხვდებით, რომ კონკრეტული ადამიანი გვიყვარს მანამდე ყველანაირი სისულელის ჩადენას ვასწრებთ. დღეს სრულწლოვანი გავხდი, აქამდეც ხშირად დავფიქრებულვარ რაღაც რაღაცებზე. ადამიანურ ღირებულებებზე, რომლებიც მუდამ უნდა გვახსოვდეს და ერთ რამეს მივხვდი, როგორც არ უნდა მოვინდომო იმდენს ვერ მივაღწევ, რომ სიყვარული, რომლისკენაც ასე მივილტვი ჩემი გახდება. ერთი წელიც და სკოლას დავამთავრებ. მოვწყდები ამ შურით და სინანულით აღსავსე თვალებს. რა უნდა სჭირდებოდეს ადამიანს სრული ბედნიერებისთვის ოჯახისწევრების გარდა? გარშემომყოფები... ადამიანები, რომლებიც გაუგებენ და მათ გვერდით იქნებიან. მე კი ასეთი ადამიანი არ მყავს. მგონია, რომ არც ვარსებობ, არადა სიყვარულის დღეს დავიბადე. ალბათ ფიქრობთ რა ცოდოა ასე, რომ ფიქრობსო, შეუძლია გარშემო მიმოიხედოს და თვითონვე გააკეთოს თავისი თავისთვის ყველაფერი, ნუ ელოდება როდის მიაკითხავენ სხვები და მის გვერდით იქნებიანო, მაგრამ ვერ ვახერხებ. რამდენჯერაც ვცადე ადამიანთან დაახლოება ყოველთვის მიღალატა, ჯერ ჩემი გული დაიკავა, შემდეგ კი მიმატოვა და ტკივილისგან სული შემინძრია. წარმოიდგინეთ როგორი მტკივნეულია, როდესაც ადამიანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტად გიყვარს მისით სუნთქავ და ცოცხლობ, ადამიანადაც არ გაღიარებს, ეგ კი არა თუ არსებობ მაგაშიც ეჭვი ეპარება. ამ ყველაფრის შემდეგ როგორ უნდა ირწმუნო შენი თავის? როგორ უნდა გიყვარდეს გარშემომყოფები?
ნახევარი საათი ვიჯექი და ვათვალიერებდი გარემოს. ბოლოს დაღლილობამ თავისი ქნა და ნახევრად დახუჭული თვალებით დავემშვიდობე სტუმრებს და ჩემს ოთახში ავედი. ტანსაცმელი არც გამიხდია საწოლზე გავიშოტე და გათიშულმა დავიძინე.
ორშაბათი დილაც გათენდა. იმისდამიუხედავად, რომ საშინლად დაღლილი და კვლავ გამოუძინებელი ვიყავი დღეს საკონტროლო მქონდა მათემატიკაში, ამიტომ სკოლა ვერ გავაცდინე. ცხრის ნახევარი იყო დედაჩემმა, რომ დამიკივლა სწრაფად ადექი გაგვიანდებაო და მეც დაფეთებული წამოვვარდი ფეხზე და სააბაზანოში შევვარდი... სკოლამდე ცოცხალი თუ მივედი აღარც მახსოვს, ისეთი სისწრაფით მივრბოდი. კლასში ფეხი შევხდი და თან დაირეკა ზარიც. ჩემს მერხთან დავჯექი, სულ ბოლოში, ფანჯარასთან. სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი და თან ლიტერატურის წიგნს ვიღებდი. კლასში მასწავლებელი შემოვიდა და ბავშვებიც დაწყნარდნენ, როგორც ყოველთვის ჯერ გაკვეთილის გამოკითხვა დაიწყო. შუა გაკვეთილზე კარზე კაკუნის ხმა გაისმა, კლასში კი თაფლისფერმა თვალებმა შემოანათეს.
-უკაცრავად, დამაგვიანდა.-
-შენი ადგილი დაიკავე პეინ.- უხეშად უთხრა მასწავლებელმა. რატომღაც თავისი ადგილისკენ არ წასულა, ჩემკენ გამოემართა და უკან მდგარ მერხს მიუჯდა. როცა ვიაზრებდი, რომ ის ჩემთან ასე ახლოს იყო, ჩემს უკან იჯდა და თვალყურს მადევნებდა, გული გამალებით მიცემდა. ვიცი მისთის არაფერს ვნიშნავ, მაგრამ მასთან ახლოს ყოფნაც კი ცუდად მხდის. ეს ბიჭი ჩემი სუსტი წერტილია. მთელი გაკვეთილი მასწავლებლისთვის არც კი მომისმენია, ყურს ვუგდებდი ლიამის თითოეულ მოძრაობას და გახშირებული სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი.
პირვლი გაკვეთილი გამოვიდა თუ არა ლიამმა სწრაფად დატოვა კლასი. მასწავლებელმა დავალება მოგვცა და ისიც გავიდა. მე კვლავ ჩემს ადგილზე ვიჯექი. სახატავი რვეული ამოვიღე და რაღაცის ხატვა დავიწყე. ყოველთვის, როცა ამას ვაკეთებ ჩემს სხეულს და გონებას დასვენების უფლებას ვაძლევ. მინდა მომავალში ხელოვანი გამოვიდე, რადგან მიყვარს ხატვა. ჩემს ნამუშევარს შევხედე, რატომღაც ნახატი ლიამის თვალებს მივამსგავსე, ყოველთვის ასე ხდება. ჩემი ხელები მის თვალებს ავტომატურად ხატავენ.
ზარი დაირეკა და მეც სწრაფად შევინახე სახატავი რვეული, რადგან არ მინდოდა ვინმეს ენახა, განსაკუთრებით კი ლიამს. კლასი კვლავ შეივსო და გაკვეთილიც დაიწყო. დიდ დასვენებაზე ბუფეტში შევედი, ჩემი წილი ლანჩი ცარიელ მაგიდასთან მიმქონდა, როდესაც გავიგონე როგორ საუბრობდა ორი გოგო, დღეს საღამოს დაგეგმილ წვეულებაზე. როგორც გავარკვიე ლიამი აწყობდა თავის სახლში. ნეტა რა მიზეზი აქვს? მაგრამ ლიამს რაც უნდა და როგორც უნდა ყველაფერს ისე აწყოს. წვეულება საღამოს რვა საათზე იწყებოდა.
გაკვეთილებმა ჩვეულებრივ ჩაიარა და მეც სახლისკენ წავედი. გზაში ვფიქრობდი რა კარგი იქნებოდა, რომ კლასელებთან ნორმალური ურთიერთობა მქონდეს და მათთვის ვარსებობდე. წვეულებაზე წავიდოდი როგორც მათი თანაკლასელი და მეგობარი, მაგრამ ხომ შეიძლება წავიდე როგორც უცნობი? ეს იდეა ძალიან მომეწონა, მაგრამ ყველაფერი ისე უნდა დამეგეგმა, რომ არავინ არაფერს მიმხვდარიყო. გზად ბუტიკში შევიარე და შავი პარიკი ვიყიდე. სახლში მისვლისთანავე კი მომზადება დავიწყე. დღეს საღამოს ლიამ პეინს სურპრიზი ელოდება. ბეკი კუპერი კი სულ სხვა ადამიანი იქნება. გოგონა „მაღალ ქუსლებზე“, რომელიც ყველას ინტერესს გაუღვივებს და მოაჯადოვებს...

დააკომენტარეთ ყველას აზრი მაინტერესებს

№1  offline წევრი LaLiDze

აღიარება ხელისგულზე თუ გაქვს წაკითხული , ძალიან მაინტერესებს

№2 სტუმარი meamiti

LaLiDze
აღიარება ხელისგულზე თუ გაქვს წაკითხული , ძალიან მაინტერესებს

იცით მეც ესეთი განწყობა დამჩა რომ რაღაცნაირად იქიდან იყო

№3  offline წევრი LaLiDze

meamiti
LaLiDze
აღიარება ხელისგულზე თუ გაქვს წაკითხული , ძალიან მაინტერესებს

იცით მეც ესეთი განწყობა დამჩა რომ რაღაცნაირად იქიდან იყო

იქიდან იყო კი არა , რაღაცები აღებული აქვს. "გოგონა მაღალქუსლებზე" კლასელებთან არ აქვს ურთიერთობა <-- ძალიან ჰგავს თათულის წიგნს.
იმედია მეშლება და მართლა შენით მოიფიქრე 'გოგონა მაღალქუსლებზე' და არა თათულის მოპარე!!!!

№4 სტუმარი meamiti

ამას არც მე მოვითმენ მეც ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩემი საყვარელი წიგნიდან არაა მოპარული

№5  offline წევრი M A R I A M-K O R T I

დამშვიდდით არ მომიპარავს და სიმართლე გითხრათ არც მაქვს წაკითხული ეგ წიგნი არვიცი რატომ ჰგავს ალბათ მას აქვს წაკითხული ვინმაც ამ მოთხრობის დაწერის იდეა მომაწოდა ამიტო ჰგავს ალბათ

№6  offline მოდერი ბელუ შეროზია

იცი? არგამიკვირდება თუ მოიპარე. smirk პლაგიატორებს შორის ხომ პოპულარული ხარ, არა?
yum შენ იპარავდი მარგოს ისტორიას! ხომ არ ვცდები ? "ცივსისხლიანი" გეცნობა ალბათ smirk
მინდა გითხრა, სხვისი ნიჭით შენ სარგებლობას ვერნახავ! ვერც მკითხველების სიყვარულს მოიპოვებ ! შეიძლება სხვა ვერ მიხვდეს შენს გაიძვერულ საქციელს, თუმცა შენ თავთან ვერასდროს იქნები მართალი და ის კომენტარები რომელსაც იმ ისტორიაში გიტოვებდნენ მარგოს ეკუთვნის და არა შენ!!!

ბელუ შეროზია

უფფ მომეფხანა გულზე ამ კომენტარის ნახვის შემდებ❤მიყვარხარ ბელუ შეროზია!!!❤

№8  offline წევრი M A R I A M-K O R T I

ბელუ შეროზია
იცი? არგამიკვირდება თუ მოიპარე. smirk პლაგიატორებს შორის ხომ პოპულარული ხარ, არა?
yum შენ იპარავდი მარგოს ისტორიას! ხომ არ ვცდები ? "ცივსისხლიანი" გეცნობა ალბათ smirk
მინდა გითხრა, სხვისი ნიჭით შენ სარგებლობას ვერნახავ! ვერც მკითხველების სიყვარულს მოიპოვებ ! შეიძლება სხვა ვერ მიხვდეს შენს გაიძვერულ საქციელს, თუმცა შენ თავთან ვერასდროს იქნები მართალი და ის კომენტარები რომელსაც იმ ისტორიაში გიტოვებდნენ მარგოს ეკუთვნის და არა შენ!!!

ჰაიმეე ღმერთმა დაგიფაროთ და რა შუაში ამ ისტორიასთან მარგო ან მისი მოთხრობა? რადგან მეგონა რომ მე და მარგომ ყველაფერი მოვაგვარეთ ვფიქრობ თქვენი გამოქომაგება არაფრის მომტანი აღარაა რადგან არაფერს წარმოადგენთ პირადად ჩემთვის მე დავდე ჩემი ისტორია და თუ ვინმეს არ მოწონს შეუძლია ერთი ადგილი დააყენოს და დააიგნოროს რაც არ უნდა იყოს მოპარვვა თუ ქურდობა მე ჩემი ნაშრომი დავდე ახლა და სიმართლე გითხრათ აღარც ვაპირებ გაგრძელებას მადლობთ <3

№9  offline მოდერი ბელუ შეროზია

M A R I A M-K O R T I

ისე ჩემთვის ვინმეს მსგავსი რამ ტყუილუბრალოდ რომ დაებრალებინა საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებად. მე მაინც გავაგრძელებდი წერას! laughing
მაგრამ ვატყობ შენ სხვანაირად იქცევი smile იმიტომ ხომ არა რომ მართლები ვართ?
ჰაჰ ძალიან საინტერესოა! flushed ისე ჩვენი გამოქომაგება მართლაც არაფერს რომ წარმოადგენდეს შენთვის, არც გვიპასუხებდი, შენკი მოთხრობასაც კი წყვეტ ! confused

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent