შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

love story (1 თავი)


14-03-2018, 18:02
ავტორი Tata_tata
ნანახია 1 476

მე ვარ ლილე, 19 წლის. საშუალო სიმაღლის, გამხდარი, ცისფერთვალება, ქერა გოგო. 1წლის წინ ჩამოვედი თბილისში ძმასთან ერთად, რადგან უნივერსიტეტში გაგვეგრძელებინა სწავლა, მაქამდე ვცხოვრობდით ერთ ძალაინ ლამაზ სოფელში. მე და ჩემი ძმა, ლუკა ტყუპები ვართ და ძალიან ვგავართ ერთმანეთს, ისიც ქერა და ცისფერთვალებაა,ოღონდ ჩემზე მაღალი, ხასიათიც ერთნაირი გვაქვს და ამიტომ კარგად ვუგებთ ერთმანეთს. მას ყოველთვის ყველაფერს ვუყვები. მამამ პატარაობაში მიგვატოვა და რუსეთში წავიდა, იმის შემდეგ აღარ შეგვხმიანებია, როგორც ვიცი იქ სხვა ცოლშვილი ჰყავს. დედამ სულ მარტომ დაგვზარდა მე და ლუკა, არაფერს გვაკლებდა, სკოლაში მასწავლებლად მუშაობის გარდა ბავშვებსაც ამზადებდა,რომ დამატებითი შემოსავალი გვქონოდა, მაგრამ რომ გავიზარდეთ უფრე მეტი გვჭირდებოდა,ამიტომ დედა ამერიკაში წავიდა სამუშაოდ, ჩვენ კი ბებია და ბაბუა გვზრდიდნენ. ჩემთვის და ლუკასთვის არც ისე ადვილი იყო ამ ყველაფრის გადატანა, ამიტომ ერთმანეთს ვამხნევებდით. ორივე კარგად ვსწავლობდით და უნივერსიტეტშიც 100% დაფინანსება ავიღეთ, ამან ძალიან გაგვახარა,რადგან დედას ოდნავ შევუმსუბუქეთ ტვირთი.
სოფელში ცხოვრების დროს მყავდა შეყვარებული, სკოლაში ყველაზე პოპულალური ბიჭი, რომელსაც ალექსი ჰქვია, ის ჩემზე ერთი წლით დიდი იყო. რაც თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად იშვიათად ვხვდებოდით ერთმანეთს, თითქოს ჩვენს შორის ურთიერთობა გაცივდა, ის ადრინდელივით თბილად აღარ მიყურებდა. როცა ვეკითხებოდი რა ხდებოდა, ის არაფერს მეუბნებოდა. თუმცა მე კი ვგრძნობდი რომ რაღაცას მიმალავდა. და დღეს როდესაც მისი ქორწილის მოსაწვევი მომივიდა, მივხვდი რომ ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი,როდესაც მას თავი გავუყადრე, თურმე ის ჩემი ღირსი არ ყოფილა. ვცდილობდი ამაში ჩემი თავი დამერწმუნებინა, მაგრამ რათქმაუნდა
გული მაინც მტკიოდა,რომ ამდენი ხანი ტყუილში გავატარე. ბარში წასვლა და დალევა მინდოდა,ამიტომ ჩემ საუკეთესო მეგობარს ანასტასიას(ტასოს) დავურეკე და მერე ერთად ბარში წავედით.
ბარში რო მივედით მე და ტასო ყველაზე მყუდრო და წყნარ ადგილას ფანჯარასთან დავჯექით, იქიდან ძალიან ლამაზი ხედი იყო. ტასო სასმელის მოსატანად წავიდა, მე ფიქრებში ვიყავი წასული,რომ ამ დროს ვიღაც არაამქვეყნიურად სიმპატიურმა ბიჭმა გამომაფხიზლა

-ლამაზო, იცო რომ ჩემი ადგილი დაიკავე?
-რას ნიშნავს შენი ადგილი დავიკავეე? შენზე წინ აქ მე მოვედი და ეს ადგილიც ჩემი გახდა, ამიტომ გთხოვ ნუ მაწუხებ(ძალიან უხეშად ვუპასუხე)
-კაი ნუ ბრაზობ, არ გართმევ ადგილს. უბრალოდ მეც აქ დავჯდები, შენ თუ წინააღმდეგი არ იქნები.(პასუხი არ მქონდა გაცემული რომ გვერდით მომიჯდა)
-წინააღმდეგი ვარ!
-კაი რა ლამაზო შენ თუ სხვამ გაგაბრაზა, ჩემზე რატო იყრი ჯაავრს?
-ჯერ ერთი მასე ნუ მომმართავ და მეორე შენით მიბრძანდები აქედან თუ დაცვას დავუძახო?
-კაი თუ არ გინდა მასე მოგმართო,მაშინ შენი სახელი მითხარი(გამიღიმა და თვალი ჩამიკრა)
-ანუ შენით არ აპირებ წაბრძანებას,ამიტომ დაცვას დავუძახებ(და მეც ირონიულად გავუღიმე)
-ძალიან გიხდება ღიმილი
-უკვე დაცვისთვის უნდა დამეძახა,რომ ამ დროს ტასო მოვიდა თავის ბიძაშვილ ირაკლისთან ერთად.
-ლილე როგორ ხაარ(ირაკლი)
-რავი ვარ რაა(ეხლა ირაკლი იმ იდიოტს მიუბრუნდა)
- აქ რა გინდაა? აკი სასმელი უნდა მოვიტანოო?!ერთი საათია გელოდები.
-ეე თქვენ იცნობთ ერთმანეეთს? (ტასომ გვკითხა)
-არააა (ერთდროულად ვთქვით)
-კაი მაშინ გაგაცნობთ. ლილე ეს მაქსიმეა ჩემი მეგობარი, მაქს ეს კიდე ლილეა ტასოს დაქალი. (ირაკლი)
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ლამაზო(ისე მელაპარაკებოდა თითქოს წეღან არფერი მომხდარა)
-ჩემთვის არა (ჩუმად ვთქვი)
-რამე მითხარიიი?(მაქსი)
-არაა!(და გავიფიქრე:აუ ეხა ამან მთელი საღამო უნდა მიშალოს ნერვებიი)
მერე ყველა ერთად დავსხედით, მაქსიმეც უკეთესად გავიცანი, ისეთი არ აღმოჩნდა როგორიც თავიდან მეგონა, დავმეგობრდით კიდევაც. იმ საღამოს ბევრი დავლიე ირაკლიც მიხვდა რატომ ვიქცეოდი ასე. ღამის 12 საათი იყო უკვე, რომ წამოვედით ბარიდან, მაქსი მანქანით იყო,ამიტომ იმან წამოგვიყვანა. ჯერ ირაკლი და ტასო მიიყვანა სახლებში ბოლოს კი მე. ფეხზე ძლივს ვიდექი, ჩემი ბინა კი 5სართულზე იყო, ლიფტიც არ მუშაობდა ალბად დენი არ იყო,ამიტომ მაქსიმემ ხელში აყვანილმა ამიყვანა სახლში. ჯერ კარზე ზარი დავრეკე, თუმცა მერე გამახსენდა რომ ლუკა დღეს სოფელში წავიდა. და კარი გასაღებით გავხსენი. მართლაც შუქი არ იყო და სახლში ძალიან ბნელოდა,მე კი ძალიან მეშინია სიბნელეში ყოფნის თანაც მარტო. მაქსი მიხვდა რომ ძალიან მეშინოდა, ამიტომ ჩემთან დარჩა. დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა და სამზარეულოში წყლის დასალევად რომ მივდიოდი, მისაღებში მდივანზე ჩაძინებული მაქსი დავინახე. მის დანახვაზე გულში სითბო ჩამეღვარა, ძალიან საყვარლად ეძინა, პლედი დავაფარე და ცოტახანი მას ვუყურებდი. მერე სამზარეულოში გავედი, ყავას ვსვავდი როცა ტელეფონის ხმა გავიგე, სწრაფად გავიქეცი რომ ტელეფონისთვის მეპასუხა, არ მინდოდა მაქსს გაღვიძებოდა. ტელეფონს ვუპასუხე.
-ლილეეეე აბა რას შვები?(ტასო)
-გოგო ნუ ყვირიხარ, ისედაც თავი მტკივაა
-აა კაი ხო, აბა რა გეგონა იმდენს რო სვავდიი :D
-კაი ნუ დამცინიი
-ლილე ქორწილში მიდიხარ?
-აუ არ მინდა წასვლა,მაგრამ სხვა გზა არ მაქ. შენც ხო მიდიხარ?
-კი აბა მარტოს ხო არ დაგტოვეებ?! ისე ვერ ვხვდები რატო მოყავს ის გოიმკა გოგო ცოლად, ჯერ რას გავს.
-საერთოდ არ მაინტერესებს, რაც უნდა ის ქნას, მე მხოლოდ ბედნიერებას ვუსურვებ
-და ქორწილში რას იცმეევ?
-რავი გოგო არაფერი მაქ და დღეს გავიაროთ მაღაზიაში.შეენ?
-მე უკვე მოვიფიქრე, კაბას ვიცმევ. აუ გოგო მე დღეს ირაკლისთან ერთად სოფელში მივდივარ და ქორწილშიც იქიდან წავალ.
-აუუ ანუ აქედან მარტო უნდა წამოვიდეე? შენც და ლუკაც მანდ იქნებით :( (ამ დროს ოთახში მაქსიმე შემოვიდა)
-ბოდიში მაქს გაგაღვიძე? (და ყურმილში გავიგე რამხელაზე დაიყვირა ტასომ)
-არა რა ბოდიში, მე წავალ.
-ჯერ ვისაუზმოთ და მერეე
-კაი
-სამზარეულოში შედი და მეც მოვალ.
-კაი ტასო წავე, მერე დაგირეკავ
-ლილეეე ამ ყველაფერს ამიხსნიიი
-შენ რაც იფიქრე ისე არაა
ტელეფონი გავთიშე და სამზარეულოში შევედი

ეს ისტორია ადრე დავწერე და ეხლა შემთხვევით ვნახე, იმედია მოგეწონებათ და ძალიან არ გამკიცხავთ <3 საკმაოდ პატარამ დავწერე დაა ცოტა შეიძლება ბავშურია



№1 სტუმარი მინიატურული პროზაიკოსი

კარი გავხსენი არა,გავაღე. მაქედან არა,მანდედან. იცმევ არა,იცვამ.ცოლ-შვილი დეფისით იწერება,რადგან სხვა რამეა და რათა-სხვა,პუნქტუაციასაც მიაქციე ყურადღება... კიდევ ბევრი შეცდომა გაქვს,ჯერჯერობით,ესენი დამამახსოვრდა მხოლოდ.

 


№2  offline წევრი Tata_tata

მადლობთ შესწორებისათვის და ვიღებ თქვენს რჩევას. მეც რო გადავიკითხე მივხვდი რო ბევრი შეცდომა იყო, მაგრამ არ გადამისწორებია პირდაპირ დავაკოპირე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent