შეწყვეტილი კოცნა *სრულად*
და..მე.. წამებს ვითვლი. უსასრულობაში გაფანტულ შეწყვეტილ წამებს... უსასრულო დროს...დროს..შემდეგ შეხვედრამდე... და მახსოვს ამბორი...ამბორი რომელიც შეგვაწყვეტინეს. მახსოვს ის უკანასკნელი კოცნა... ის უსასრულო წამი... და...შეწყვეტილი კოცნა. *** 1. ზოგჯერ, ფანჯრის მიღმა შენი დაისი ჩანს, მაგრამ საჭიროა მინა კარგად გაწმინდო, თორემ ჭუჭყი მოგატყუებს და სიცრუის მკვეთრი ილუზია ოქრომკერდით ნაქარგ, მეწამული სხივების კასკადს, შემზარავ აბსტრაქციად მოგაჩვენებს. *ადრე* -გაიღვიძე! გაღვიძე, რომ გეუბნები!-ვწუწუნებ და მის მშვიდ, მძინარე სხეულს მუშტს ვურტყამ. -შემეშვი რა!-ბურდღუნებს და ხორბლისფერი კანი უმალ თოვლისფერი ზეწრით იფარება. -ღმერთო ჩემო! რომელი წყვილი ხვდება თავის პირველ დილას ასეთი ჯუჯღუნით?!-წარბებს ვკრავ და ამჯერად ბალიშს ვესვრი. -რომელი და ჭრელი!-მპასუხობს ზმულით. ოჰო, როგორც იქნა თავს საბნების გროვიდან ჰყოფს, სასწაული! -ელენე, რამდენჯერ გთხოვე, რომ წიკვინით არ გაგეღვიძებინე!-სერიოზული სახით მეუბნება და თაფლისფერ თვალებს იფშვნეტს. -ივანე, მეც ბევრჯერ გთხოვე, რომ ჩვენს ქოწილში მუდმივად ამოიღლიავებული არ გეტარებინე, მაგრამ შენ არ მომისმინე, ჰოდა მეც ყური დავიყრუე.-მართლა კაპასი ცოლივით ვუჯავრდები. -სულ ოთხჯერ აგიყვანე ხელში!-სასაცილოდ იქნევს ხელებს. -ნუ „მემარიაჟები“ იმით, რომ ჩემი აწევა შეგიძლია!-ენას ვუყოფ.-კარგი, მართალია ეს ტრადიციული თეფშების ჭახუნი მეზარება, თუმცა სავარაუდოდ მოქეიფეები კვლავ გვეწვევიან, ამიტომ ადექი და მოემზადე! -ბოლო-ბოლო ჩვენი, როგორც ცოლ-ქმრის პირველი დილაა, აუცილებელია, რომ საწოლიდან გარიჟრაჟზე წამოფრინდე?!-ბუზღუნებს ივანე. -ახლა გაგახსენდა?! ძილი, რომ გამოჭიმე და კოცნით გაღვიძების ნაცვლად საწოლიდან, რომ გადმოვვარდი მაშინ არ იყო პირველი დილა?!-მაინც მეცინება, როცა ქაოტურ სიტუაციას ვიხსენებ. -აღარასოდეს მექნება საქორწილო ცერემონია, რამხელა დავიდარაბაა! -მეორე ქორწილსაც გადაგახდევინებ იცოდე! -ვერ ეღირსები! -დროზე ახლა, ნუ მაყოვნებ! -არაფერი დაშავდება კიდევ ნახევარი საათით, რომ დაგაყოვნო.-მზაკვრულად იღიმის. დიდი ხლაფორთის შემდეგ, გაჩეჩილი ვენარცხები საწოლზე, ოღონდ მაინც და მაინც უკმაყოფილო გამომეტყველება არ მაქვს. *** *ახლა* კარს ჭოჭმანით ვაღებ და ვოხრავ. გული ისევ მწარედ მჩხვლეტს. ახალი სახლი. ამის გააზრება ერთიანად მაცლის ღონეს, თავის შეკავება მიჭირს, მინდა აქვე ჩავიკეცო და კარის ზღურბლზე დაჩოქილმა ვიქვითინო. თავს გამოცარიელებულ, ჩამონგრეულ სამოსახლოდ ვგრძნობ. -იმედია არ შეგეშინდება, მე ზემო სართულზე ვარ, თუ რამე დაგჭირდება შეგიძლია დამიძახო, არ მოგერიდოს.-ჩემზე ერთი თავით დაბალი, საყვარელი ნატა ბედნიერად მიღიმის. მგონი ერთადერთია, ვისაც ჩემს დანახვაზე ასე უბრწყინდება თვალები და არც ზურგს უკან ჭორაობს აღშფოთებული. -კარგი, დიდი მადლობა ნატა.-ნერწყვს ვყლაპავ, მხნეობას ვიკრებ და ოთახში შევდივარ. ნატას ნაბიჯების ხმა აღარ მესმის, სამაგიეროდ ჩემი გული გუგუნებს. ჩემოდნიდან ორ ხელ ტანსაცმელს ვიღებ, დღეს დალაგება მეზარება, ამიტომ ჩემოდანს საძინებლის კუთხეში ვისვრი, სპორტულ შარვალსა და ნაქსოვ თეთრ შარფში ვიფუთნები, სახლში გათბობას ვრთავ და მაცივრის ამოსავსებად მარკეტში ჩავდივარ. -გამარჯობა.-ნაძალადევი ღიმილით ვესალმები ჭორბიუროს სხდომას. როგორც ყველა კორპუსს, ჩემს ახალ სახლსაც (ამის გაფიქრებისას კვლავ ვიზაფრები) ჰყავს რამდენიმე დაგეშილი უსაქმური, რომლისთვისაც ახალი მოსახლე მეტად საინტერესო თემაა. -ეს ისაა ხო? -ვინ ის? -აი ის, ქმარს, რომ გაშორდა. ელენე ჰქვია მგონი. -კი ეგაა, განათხოვარია. ახლახანს განქორწინებულა. -მე როგორც ვიცი არ განქორწინებულა ოფიციალურად. უბრალოდ, სახლიდან წამოვიდა. -ალბათ თავაშვებული ცხოვრება უყვარს და ქმარს ვერ შეეგუა. -არა, დიდი ხნის ოჯახი დანგრევია. -იქნებ უღალატა? -ან უღალატეს? -რა მნიშვნელობა აქვს. ცრემლებს ვყლაპავ. მივეჩვიე. მართლა. ოღონდ მაინც მტკივნეულია. იმიტომ არა, რომ მართლა ვუღალატე, ან იმიტომ, რომ ამ ქალების აზრი მაინტერესებს. უბრალოდ „განათხოვარის“ იარლიყი მახსენებს, რომ რაღაც დავკარგე. რაღაც უსხეულო და უმატერიო. რაღაც აღუდგენელი. იარლიყი ივანეს მახსენებს. მის ღიმილს, თვალებს, მის გაუგებარ შეხედულებებს და ზოგჯერ სულელურ აკრძალვებს რაზეც გამუდმებით ვეკამათებოდი და არ ვეპუებოდი. ჩემს მეუღლე იავნეს მახსენებს ყველაფერი. ახალი სახლიც, ახალი ეზოც, ახალი ნაცნობებიც, ახალი თეთრეულიც, რომელიც მისი არომატით არაა გაჯერებული. ივანეს მახსენებს ნახევრად ცარიელი სააბაზანოს თაროებიც, რომლებზეც ჩემი ნივთები უპრობლემოდ ეტევა და კუთხეში საპარსი ქაფი და გელი არაა საცოდავად მიჭუჭყნილი. ყველაფერი ახალი მახსენებს ძველს. იმიტომ არა, რომ ახალი ძველს ჰგავს, არამედ იმიტომ, რომ ახალში ძველის ნაკლებობაა, იმიტომ, რომ ახალი ძველისაგან ერთიანად დაცლილია. ივანე აღარსადაა და მეც ყველგან მას ვხედავ. მე მისთვის მოვკვდი. და ალბათ ყველაზე მწარე ლახვრად სწორედ ის მესობა, რომ ეს განშორება ჩემი ბრალია. ჩემი არჩევანი ჩემივე არჩევანით მოვსპე. ის რისი შენებაც ავირჩიე, ნგრევის არჩევით გავაცამტვერე. ცეცხლს გავატანე ჩემი ცხოვვრება, მხოლოდ იმიტომ, რომ არარსებული მიზნისაკენ მივილტვოდი. გული დავუფლითე ყველას და საკუთარ თავს საერთოდ მკერდიდან ამოვგლიჯე. ნეტავ შემძლებოდა ივას შეძულება, ნეტავ სიძულვილის მიეზი მიეცა. თუმცა მე ივა მძულდა, მძულდა ჩემი ივა რადგან თავისი სიყვარულით არარაობად მაქცია, რადგან მიწასთან გამასწორა, მისადმი არამიწიერი გრძნობებით განმსჭვალულს საპასუხო დამიბრუნა და იმდენად არარეალური გავხდი, რომ რეალობა ვეღარ მივიღე. ჩემივე გაღვივებული ნაპერწკალი უმართავ ცეცხლად აბრიალდა. საშინელ, საზარელ, ალისფრად მოტკაცუნე ენების გროვად და მხუთავ აირად. ბედნიერი მოგონებები ბორკილებად გადამექცა, მშობლიური სახლი გალიად. არადა გალიიდან გამოშვებულმა თავისუფლება უფრო დიდ საპყრობილედ აღვიქვი. ახლა კი დღითიდღე ურო მეტად ვიფერფლები, მტვრად ვიქცევი და ხრწნას ვიწყებ. არავის დადანაშალება არ შემიძლია. მე ვარ დამნაშავე. თუმცა ეს ახალი ცხოვრებაა და რაოდენ ჭკუიდან შემშლელიცაა ეს ფაქტი, იმდენადვე უნდა ჩავებღაუჭო მას. ყოველი ახალი დღე, ახალი შანსია. შესაძლებლობა. *ადრე* -იქნებ ამიხსნა როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს?!-ღრიალებს მამაჩემი. -შენი საქმე არაა ვინ მოვა ჩემთან სტუმრად, გირჩევნია შენს აუარებელ საყვარლებს მიხედო!-საპასუხოდ ჰყვირის დედაჩემი. -ენა დაიმოკლე მეთქი!-მუშტს უღერებს მამა. -მიდი დამარტყი!-ციებ-ცხელებიანივით ატრიალებს დედა თვალებს,-დამარტყი და როცა დავლურჯდები ყველა დაინახავს რა ღორიც ხარ! საქონელი! ცხოველი! შენზე გული მერევა!-და პირდაპირ მამას ფეხებთან აფურთხებს ის. -შე...-გინების, ყვირილისა და გაანჩხლებული ბგერების კაკაფონია ყრებში მძლავრად ჩამესმის, თავი მიგუგუნებს და ხელები და ფეხები მიბუჟდება. -დედა! მამა ! გაჩერდით!-თავადაც შეტევაზე გადავდივარ და ფილტვების დასკდომამდე ვკივი. კიდურები უჩვეულოდ მიცივდება. კისერში ბოღმის გავარვარებული ბურთი მეჩხირება და სუნთქვა მიჭირს, სასუნთქ გზებზე ეკლიანი ქამანდი მაქვს შემოჭდობილი, თვალები ჩასისხლიანებული და აცრემლებული, თუმცა იხტიბარს არ ვიტეხ. -შენ მანდ გაჩუმდი და ოთახში შედი!-მკაცრად მიმითითებს მამა. -არ შევალ!- ხმას ორი ოქტავით ვუწევ.-საატესტატო გამოცდებს ვერ ჩავაბარებ და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი გრგვინვა ყველა კედელში აღწევს!-გაკაპასებული საცოდავად ვწივი. ცოტაც და დავიხრჩობი, სუნთქვა სულ უფრო და უფრო მიჭირს. ყელზე ხელს ვიჭერ და ვხავი. -ელენე მართალია, ხმას დაუწიე და ისე მელაპარაკე!-უხეშად უღრენს დედა. -ჰო, მეზობლებმა არ გაიგონ!-დამცინავად ვკისკისებ, გაოგნებულები მომჩერებიან. ისტერიკულ ხარხარს ვწყვეტ რათა გესლი ბოლომდე ამოვანთხიო.-თქვენ ხომ ერთმანეთს დასანახად ვერ იტანთ, თუმცა არ გინდათ, რომ ეს ვინმემ გაიგოს, ოჯახი რომ დაინგრეს რაღა გვეშველება!-ხელებს ვიქნევ, ცოტაც და ორივეს ჩემი ხელით გავგუდავ.-მეზიზღებით!-გააფთრებული ტორშერს ძირს ვანარცხებ.-წარმოუდგენლად მეზიზღებით! ვერ გიტანთ!- დაუფიქრებლად ვლეწავ ყველაფერს რაც ხელში მომხვდება, დროდადრო ნივთებს მშობლების მიმართულებით ვისვრი. მამა გამეხებული დგას, დედა აწურული მხრებით მიიწევს კუთხისაკენ.-თქვენ ჩემი ცხოვრება გაანადგურეთ! თქვენ მე სიცოცხლე წამართვით! თქვენს გამო სიძულვილით ვარ სავსე, თქვენი გულისთვის საშინელი ადამიანი ვარ! თქვენი ბრალია, რომ ფსიქოპატს ვგავარ! თქვენი ბრალია! თვქენი და მხოლოდ თქვენი!-ვტირი, მაგრამ ცრემლები ვერ მამშვიდებს, თავბრუ მესხმის თუმცა ჯიუტად ვაგრძელებ სულისშემძვრელ მონოლოგს, ჯიუტად ვაგრძელებ დაგროვებული ღვარძლის გამოდევნას.-თქვენმა სიძულვილმა ცოცხლად დამმარხა! თქვენთან ცხოვრებას ღია ცის ქვეშ ძილი მირჩევნია! მე თქვენი შვილი არ ვარ! მე არავისი არ ვარ! ობოლი ვარ! ობოლი! გაიგეეთ?! აღარასოდეს აღარ მომიკითხოთ, თქვენთვის მე მოვკვდი, ჩათვალეთ, რომ არც დავბადებულვარ! ყელში ამომივიდა ყოველდღიურობად ქცეული ჩხუბი! შენ ჭორიკანებთან ერთად წრუპავ ყავას და სხვის ცხოვრებას განიხილავ მაშინ როცა ზეცა თავზე გაქვს ჩამოქცეული! შენ კიდევ საყვარლებს ცხვირსახოცებივით იცვლი და საერთოდ არ განაღვლებს შენი ოჯახი! თქვენ მე კიარა საკუთარი თავიც არ გაინტერესებთ, თქვენ კომპენსაციას ერთურთის გამწარებით, ცრემლებითა და სიძულვილით იღებთ! ეს თქვენთვს კარგია?! ნუთუ ამდენად ვარ წუმპეში ჩაფლული?! ნუთუ აქამდე დავეშვი?! ნეტავ მოკვდეთ!-გაუაზრებად ვკივი.-ყველანი მოვკვდეთ! დავიხოცოთ! დავიწვათ! ჯოჯოხეთის ცეცხლში შეხრუკვას გისურვებთ! -გაავებული ჩანჩქერად ვიღვრები, მაგრამ ჯერ კიდევ არ ჩავმქრალვარ, ჩემი მრისხანება საკმარისად ელავს იმისათვის, რომ კარი გამოვგლიჯო და გარეთ გავვარდე, იქ კი უსულოდ ვიკეცები და თვალთ მიბნელდება. ზემოდან ალმასებით მოჭედილი ბნელი ზეცა დამყურებს. *** *ახლა* -თქვენი ყავა.-ღიმილით მაწვდის ფინჯანს მიმტანი. -გმადლობთ.-ჩამწყდარი ხმით ვაცხადებ. -კარგად ხართ? აწყილანებულ ქუთუთებს ერთმანეთს ძლიერად ვაჭერ. არაფრის გახსენება არ ღირდა. თუ ასე გავაგრძელებ ვერაფერს ვერ დავტოვებ წარსულში. -დიახ, უკაცრავად.-მეც ვუღიმი, ან ვცდილობ დავიღრიჯო მაინც. გოგონა შემწყნარებლური სახით მტოვებს. მდუღარე სითხეს საჩქაროდ ვსვამ და სახლისაკენ გავრბივარ. სააბაზაოში შევდივარ და გულისრევას ვგრძნობ, თუმცა თავის ხელში აყვანას თბილი წყ ლის ჭავლის ქვეშ ვახერხებ. თვალებს ვხუჭავ და წვეთებს ნებას ვაძლევ ჩემი სხეულის თეთრ უდაბნოში იმოგზაურონ. ოქოსფერი თმის ძირებიდან სუსტად, თავქვე ეშვება თავხედი ნამი, ლავიწის უფსკრულში იჩეხება თავისი დაუდევრობით. მეორე გეზს იცვლის, შეშინებული აწყდება მკერდი ძვლის დაღმართს, მაგრამ ვერც ის გაურბის საზარელ ბოლოს. ჩემსავითაა, მეც უფსკრული პირას ვდგავარ, ფეხი მისხლტება, შვეილებს ვეჭიდები, არ მინდა კლდეზე გადავიჩეხო, მაგრამ ყველაფერი მაინც ნათელია. ასე ვდგავარ და ვგრძნობ როგორ დასრიალებენ სითხის მოლეკულები, უნებურად ივანეს წარმოვიდგენ, მის მწველ მზერას. თბილ, ამ წვეთებზე ბევრად უფრო თბილ, ცხელ, მბურღავ თვალებს, მხურვალე მკლავებს, მთრთოლვარე ტუჩებს... ორი გულის აჩქარებულ ძგერას, ვენების ობობასავით გაბმულ ქსელში აჩქროლებული სისხლის შხუილს, მთვარის ვერცხლისფერი შუქით გასხივოსნებულ ოთახს, არაჩვეულებრივ სურნელს, რომელიც არცერთ სუნამოს არ გააჩნია და...ყველაფერი იმდენად რეალური ხდება, რომ ცხადად ვგრძნობ. ვგრძნობ. ჯანდაბა! წყალი ზედმეტად ცხელდება და ვიწვი. პირსახოცს მჭიდროდ ვიკრავ, აბურდულ თმას თითებით ვივარცხნი და დაორთქლილ სარკეს ვწმენდ. „შენ იცოდი რაც მოგელოდა, მარამ ივანე მაინც შეიწირე“ დაზაფრული ვხტები უკან, სარკე ელავს, ფეხი მიცურავს და ძირს მწარედ ვეცემი. თავს ვარტყამ, თეძოთი უხერხულად ვეცემი და დარწმუნებული ვარ, კანქვეშ იასამნისფრად გაფურჩქნილი სისხლჩაქცევით ვჯილდოვდები. შეშინებული ძლივს ვდგები და სარკეს მივჩერებივარ, ჩემი გაბურძგნილი, თვალებჩაწითლებული და ნახევრად სველი გამოსახულების გარდა იქ არაფერია, არადა რამდენიმე წამის წინ წარწერა დავინახე. აჰა, შიზოფრენიის ნიშნებს ვავლენ. დარწმუნებული ვარ ყველაფერი ჩემი ქვეცნობიერის ბრალია. ახლა იქ ნამდვილი განგაშია. ყველა ფსიქოლოგიური ტრამვა, დანაშაულისა და მარტოობის განცდა იერიშზე გადმოდის, შესაბამისად მოჩვენებები მეწყება. ჩემი მშობლები სულ ჩხუბობდნენ. ივანეს კი სულ ვიცნობდი, ამიტომ ჩავთვალე, რომ ცხრამეტი წლის ასაკში გათხოვება შემეძლო. ადრეც ბევრჯერ მითქვამს, რომ ნაადრევი ქორწინება საკუთარი მომავლის ნგრევაა, თუმცა მე საკმარისად მყარი ფსიქიკით შევხვდი ახალ ცხოვრებას და მშობლიურ სახლადაც სწორედ ის აღვიქვი, რადგან ჩემი დედმამისეული ბინა არაფერი იყო კედლების და ამ კედლებში გამომწყვდეული ღვარძლის გარდა. სახლიდან სიყვარულით გაქცევა, აი ეს იყო ჩემი თვითგანადგურების საწყისი. არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავდა ივანეს. სწავლა ორივემ ერთად გავაგრძელეთ, ოთხი წელი ვიყავით ცოლ-ქმარი და სიმშვიდეს სამი წლის განმავლობაში ვინარჩუნებდი. თუმცა ჩემში არამყარი ოჯახის შიში იყო გაბატონებული, ამ გრძნობამ ფესვები გაიდგა და ლამის ჭკუიდან შემშალა. მეშინოდა შვილების, ღალატის, კონფლიქტის და ამ შიშმა სწორედ კონფლიქტამდე მიმიყვანა. ოდნავ თუ შეაგვიანებდა პანიკაში ვვარდებოდი, ყველა მის ნაცნობში საყვარელი მელანდებოდა, ივანეს არასაკმარისად ვენდობოდი. ვხვდებოდი, რომ ჩიხში შევედი, საიდანაც გამოსვლა აღარ შემეძლო, რადგან უკან დასაბრუნებელი გზა მოვიჭერი. ბავშვური ლაზღანდარობა სერიოზულ დავაში გადაიზარდა, სანამ ივანეს არ განვუცხადე უვადოთ დავშორდეთ მეთქი. ჯერ განქორწინებული არ ვარ, თუმცა ეჭვი მეპარება კვლავ ვუყვარდე, თანაც სიყვარული არაფერს შეცვლის, მაშინ, როცა მე ისტერიულ მელანქოლიკად გარდავიქმენი. მე, ელენე, იმპულსური, საძაგელი არსება ვარ, რომელმაც თავისი ხელით ჩასცა მას ჟანგიანი დანა ბეჭებში. იქნებ აღარც კი მიყვარს?! არ ვიცი. 2. ერთ დღესაც, ღმერთი ფეხქვეშ მიწას გამოგაცლის, რათა ამოყირავებულმა სამყაროს სიმეტრია აღიქვა და მიხვდე რას ნიშნავს მყარი ნიადაგი. *** *ადრე* -არ მომწონს.-თავს ქეციანი ძაღლივით ვაქნევ.-ეგ ბაფთები კონტექსტიდან ამოვარდნილია. -მაგრამ უფრო ლამაზი ფერია !-არ მეპუება ივანე. -ცისფერი ჯობია!-მეც ჩემს პოზიციას ვინარჩუნებ. -მწვანე! -ცისფერი! -მწვანე მეთქი! -ცისფერი!-ვცხარდები.-ან ცისფერი ან ცოლად აღარ მოგყვები. -მანიპულატორო!-მეჯღანება ივა. -მაიძულე ასე მოგქცეოდი!-გამარჯვებულის ღიმილს ვიკრავ სახეზე. ფეხზე ვდგები, უეცრად წვრილ მაჯაზე თითების შემოჭდობას ვგრძნობ და ვყირავდები. წამში იატაკზე ვარ გართხმული, ივა ქვემოდან შემომყურებს, თვალები თაფლისფერი შუქით უბრწყინავს, ნათურასავით ჩახჩახებს, ბედნიერია. ვიხრები და სახე უფრო ახლოს მიმაქვს, ცოტაც და ლოყაზე ვკოცნი. იღუშება, იმედგაცრუებული ჩანს. -დაიმსახურე და მიიღებ! წავედი ახლა, დეკორაცია უნდა შევარჩიო და მეჯვარის კაბის ფერიც.-გონებაში სიას ვწერ, აუარება საქმე მაქვს, დრო კი გაუხედნავი ფაშატივით გარბის. -რა მნიშვნელობა აქვს მეჯვარის კაბის ფერს? მაინც ისეთს შეაკერინებ ან აყიდინებ, რომ მაქსიმალურად ცუდად ჩანდეს თვითონ და შენ მის ფონზე დედოფალივით გამოიყურებოდე.-მეღრიჯება ივანე, გაჭირვებით დგება და კისერს დაღლილი გამომეტყველებით იძენს. -რა სისულელეა!-ვაპროტესტებ მე.-უბრალოდ მინდა ფერთა გამა ერთამენთს ეხამებოდეს. -გადაწყვიტე ვინ იქნება შენი მეჯვარე?-უეცრად მეკითხება ის. ვიცი რატომ ორჭოფობდა ამ შეკითხვის დასმისას, რათქმაუნდა, ივა თავს დამნაშავედ გრძნობს, რადგან ჩემი „მეგობრების ნახევარი ჩემზე გაგულისებულია და ქორწილში მოსვლასაც მხოლოდ იმიტომ აპირებენ, რომ ჩემი კაბა, ვარცხნილობა და მაკიაჟი საპირფარეშოში შეურაცხჰყონ. როგორც აღმოჩნდა, მათი უმრავლესობა ივას ფან-კლუბის წევრი აღმოჩნდა. მოკლედ, დიდი იმედი მაქვს მხოლოდ ჭორაობას იკმარებენ და თმით არ მითრევენ. -ისე ჭიჭყინებ, თითქოს ფართო არჩევანი მქონდეს.-მხრებს უგერგილოდ ვიჩეჩ. ივანე წამში იქუფრება. ცუდია, ეს ძალიან ცუდია. მე ხუმრობა მინდოდა და ირონიულად გამომივიდა. სიტუაციის გამოსწორებას ვცდილობ. -ნამდვილი მეგობარი მხოლოდ ორი მყავს, აქედან ერთი ქორწილებს ჭირის დღესავით ვერ იტანს და მეჯვარეობა, რომ ვუხსენე კინაღამ ყველაზე დიდი ლარნაკი მხეთქა თავში, ხოლო მეორე თანახმაა, დანარჩენები კი უბრალოდ დეკორაციას წარმოადგენენ. -არ მესმის, შენთან რა პრობლემა აქვთ?-წარბებს დრამატულად სწევს საქმრო. -აუ დაივიწყე რა საერთოდ ეგენი! ერთი დიდი თეატრალური დადგმა იქნება ჩვენი ქორწილი!-ვფრუტუნებ გაცხარებული და ბაფთებს გამწარებული ვხვეტ იატაკიდან.-ჩათვალე ბალ-მასკარადს ვაწყობთ და ყველა ნიღაბით იქნება! ამხელა ქორწილი, რომ გადავწვიტეთ ისედაც მოსალოდნელი იყო მგონი, ასე, რომ წავედი ახლა ლენასთან მე, მერე მკერავსაც შვუვლი და სმოკინგს გამოგიტან, თან ჩემს კაბას დავხედავ.-სხაპა-სხუპით ვაყრი და ქურთუკს ვიცვამ. -არ მინდა, რომ ჩვენს ქორწილში ამხელა სპექტაკლი გათამაშდეს.-ბუზღუნებს ივანე. -არც მე, მაგრამ ეს მუდმივად ასე იყო!-ლოყაზე ხმაურით ვკოცნი.-გავქრი ახლა და ნუ ჩამოუშვი ცხვირი! არც ერთი მათგანი არაა დაკარგული, აი ნახავ, ორ კვირაში სელფს სელფზე გადაიღებენ ჩვენთან, თეთრ კაბას ნაფეხურებით ამიჭრელენ, ლოყიდან ტონალურს ჩამომაცლიან კოცნით და ნეკნებს ამატკიებენ ჩახუტებით. ყალბ ხალხთან, ნამდვილი ვერ იქნები! -თუ ასეთ იდიოტად მთვლიან, რაღას გჭამენ? -იმიტომ, რომ ბედი ჩავუკეტე!-ვხარხარებ. ლენასთან ტაქსით მივდივარ. ლენას შავი სურნელოვანი თმა ჩამოუშლია და კლასიკურ მუსიკაზე როკენროლს უბერავს. -გამოშტერებულო, ჩაუწიე!-ვღრიალებ. -პატარძალოოო!-სალამს მაძლევს ლენა და მუსიკას თიშავს.-მიდი, მითხარი რა გინდა, პრეტენზია არა მაქვს, ნებისმიერ ნაგავს ჩავიცვამ!-თვალები შოკოლადივით ულაპლაპებს, ძალიან საყვარელია! -მე მხოლოდ ფერს გეტყვი, არ გზღუდავ არანაირად.-მხრებს ვიჩეჩ. ოციოდე წუთის განმავლობაში, მე და ლენა ჟურნალებს ჩავკირკიტებთ. მე ლენას კაბის ესკიზს ვქმნი, მუქი ლურჯია, წვივებამდე და ძალიან თავისუფალი. ამ კაბაში ლენა ზღაპრული ფერიასავით იქნება. ნაჭრის ტექსტურას ლენასვე ვანდობ და ყავას ვადუღებ. -მოვრჩით.-ჯუჯღუნებს გოგო და ყველაფერს გვერდით სწევს. -მიირთვი.-თავის წილ მდუღარე სითხეს ცხვირწინ ვუდგამ, კომფორტულად ვეწყობი სავარძელში და ღიღილოსფერ, ფაიფურის კოხტა ფინჯანს ორივე ხელით ვებღაუჭები. -ძალიან ნიჭიერი ხარ ელე, შეგიძლია ტანსაცმლის დიზაინი შექმნა.-ღიმილით მეუბნება ლენა. -მეზარება.-მოკლედ ვუჭრი, თვალთ მხოლოდ მომავალი საქორწინო ცერემონია მიტრიალებს და მღელვარებისაგან თვაბრუსხვევას ვგრძნობ, ოღონდ ეს აშკარად არაა პატარძლებისათვის დამახასიათებელი წინასაქორწინო ვნებათაღელვა, ამას უფრო საზარელ წინათგრძნობას ვუწოდებდი, რომელიც შიგნეულს გულისგამაწვრილებლად მიღრღნის. -ნება შენია.-წყნარად მიცხადებს. წამიერად სახეზე ატმისფერი ზოლები ურბენს, უცნაურად ფითრდება და ტუჩს ნერვიულად იკვნეტს. -რამე ხდება?-იჭვნეულად ვეკითხები. -არა, ისეთი არაფერია.-უდარდელად მპასუხობს. კარზე გამაღიზიანებლად ბევრჯერ რეკავენ ზარს, გამწარებული მივიჩქარი რათა ხის ნაფოტი გამოვგლიჯო და შიგ სახეში ვურტყა ჩემს არანორმალურ დაქალს. -ეკა?! რატომ მომიწყვე ეს სამრეკლოს ზარების ინსპირაციით შექმნილი საოცარი კონცერტი, დასარტყამ ინსტრუმენტად კი პირდაპირ კარი რატომ გამოიყენე?-გაავებული ვკარკლავ თვალებს. -გაიწიე, თორემ ბართლომეს ღამეს მოგიწყობ!-აშკარად ზედმეტადაა გაფიცხებული ეკა. -რა ხდება?-ლენას თავი მისაღებიდან საზავო შეთანხმების ალამივითაა გამოფრიალებული. -მეორედ არ დავინახო მაგ ნაგავს ხმა გასცე, გაიგე?!-ცრემლმორეული ყვირის ეკა. -ვის?-შეშფოთებულს მაშინვე ივა მახსენდება, თუმცა ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ივა არასოდეს არ ჩაიდენდა რამე ისეთს, რომ ორ საათში ასე დაეძაბა სიტუაცია. -ნიტას ქორწილში თუ დავინახავ, იქიდან წიხლით გავისვრი, არ ვაპატიებ გაიგე?!-სკამზე ჯდება აქოშინებული გოგონა. -აიღე.-წყალს აწვდის გაოგნებული ლენა. -დამწყნარდი და ისე მოგვიყევი ყველაფერი.-ადეკვატური მდგომარეობის შენარჩუნებას ვცდილობ. ათი წუთი ვუცდით როდის გამოვა ეკა შოკიდან, მანამდე ტვინი ლამის ამიფეთქდეს, ფუტკრების სკასავით მიზუზუნებს. -მისმინე ელო,-ხელს ხელზე მადებს ეკა.-ნიტა ყველაზე დიდი ნაგავია მსოფლიოში, ამაზე ნერვიულობაც არ ღირს. -წესიერად აგვიხსენი! -მოკლედ, ეგ დამპალი არსება აქეთ-იქით დაეთრევა და აცხადებს, რომ თურმე ორსულად ხარ და ამიტომ მოყავხარ ივანეს ცოლად, თურმე ეგენი შენ დააშორე და თურმე საერთოდ მურმანის ეკალი ხარ ჩემო დაო!-თვალებიდან ცეცხლს ჰყრის გოგონა.-ყველაფერს გააკეთებს, რომ ქორწილი ჩაგიშალოთ, იცოდე, სულ მუხლებზე დაჩოქილმა, რომ მეხვეწო, თუ ეგ იქ ცხვირს შემოჰყოფს, ჩავაფრინდები იმ გაზინტლულ მატყლივით თმებში და ისე ვათრევ, სულ ძუნძგლიანი თმით ავაწმენდინებ იატაკს! აშკარად გამიმართლა, იმიტომ, რომ ლენასა და ეკას ნაირი მეგობრები მყავს. -არაა საჭირო ნერვებს აჰყვე.-ვეუბნები მე. -შენ გააფრინე? ეგ აქეთ გტენის თავის დანაშაულთა გრძელ ნუსხას, თან ფეხმძიმეც ხარ თურმე, მოგილოცო?-ამჯერად ლენა უშვებს კვამლს ყურებიან. -მაგას არავინ დაუჯერებს, ყველა გვიცნობს მე და ივანეს, თანაც, რომ არ მეყოლება ცხრა თვეში ბავშვი რას იზამს?-დროთა განმავლობაში ვეჩვევი ორპირ ხალხს და შესაბამისად, ასე მძაფრად არ აღვიქვამ ამ ისტორიას.-ნუთუ ამდენ ნერვიულობად მიღირს ეს ყოველივე? -არა, მაგრამ მაინც მივახრჩობ მაგ კოჭლ თხას!-იქადნის ლენა. -გამოშტერებული ბატი!-ამატებს ეკა. სიცილი მიტყდება და მათი შემყურე ვგრძნობ, რომ თუ მშობლებში არა, „უცხო“ ადამიანებში მაინც გამიმართლა. მაინც მეუფლება პატარძლისათვის დამახასიათებელი ბედნიერების განცდა. *** *ახლა* ვიღვიძებ, თვალები მზის მტვრიანი სხივებით მევსება, საძინებელში ოქროსფერი სინათლეა დაგუბებული. ქარვისფერი, ბლანტი შუქი მთელს სხეულზე მეფინება. ყველაფერს სჯობს ფარდები გადავწიო და საწოლში დავრჩე. უსიცოცხლოდ ვდგები ფეხზე და ლასლასით ვუახლოვდები ფანჯარას, მარტის დასაწყისისთვის დამახასიათებელი მატყუარა ამინდია. -რა სასიამოვნო ამინდია არა?!-მესმის ზურგს უკან ნათქვამი სიტყვები. სხეული გიჟივით მიხტის, კიდურები უეცრად მიცივდება და ელდანაცემი მკვეთრად ვტრიალდები. ყურებამდე გაღიმებული ნატას სახე მხვდება თვალში, საახალწლო მოსართვავივით კაშკაშებს. -ღმერთო, ნატა, სხვა დროს დააკაკუნე ხოლმე, თორემ გულის შეტევით გარდავიცვლები.-ნამდვილად არ ვაჭარბებ, ლამის ინფარქტი მარტყამს. -მაპატიე, დედამ კექსი გამოაცხო და ვიფიქრე, რომ გაგიხარდებოდა.-დარცხვენით მეუბნება გოგონა და ბოლოკისფერი ხდება. -არაუშავს, მოდი და ერთად მივირთვათ, დედას მადლობა გადაეცი, არ იყო ასე შეწუხება საჭირო!-გულთბილად ვუღიმი. არვიცი მზის სხივების ბრალია, კექსის არომატის თუ უბრალოდ ადამიანური თანადგომის, მაგრამ წამით საკუთარი პრობლემები მავიწყდება და ბედნიერი ვარ. სამზარეულოში ყავისათვის წყალს ვადუღებ, კექსს ლამაზად ვჭრი და ნატას ვუცხადებ, მოხარული ვიქნები დედაშენიც თუ მესტუმრება-მეთქი. ბოლოს ორივე მაგიდასთან ვკალათდებით. გარეთ მოიღრუბლა, ამიტომ გათბობას ვუწევ და შემცივნებული ხალათს ვისხამ მხრებზე. -როგორ მოეწყვე?-კვლავ ნატა იწყებს საუბარს. თავს ვაიძულებ ადამიანთან კონტაქტის ფორმები გავიხსენო და ნორმალური პასუხი გავცე. ძალიან მიჭირს, როგორც ჩანს ორთვიანმა ვაკუუმმა და ერთწლიანმა დეპრესიამ ჩემზე ღრმა ნაკვალევი დატოვა. -ვფიქრობ, აქაურობა მეტად მშვენიერია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც შენნაირი მეზობელი მყავს. გოგონა კვლავ იბადრება, არასოდეს შემხვედრია ასეთი პოზიტიური ადამიანი! -უღრმესი მადლობა. მინდა იცოდე, რომ მე, დედა, მამა და ჩემი ძმა უკვე ძალიან გაფასებთ. დედა ამბობს, ადამიანს ინტელექტი ყოველთვის ეტყობაო, მეც ვთვლი, რომ ძალიან დავმეგობრდებით. სხვა მეზობლებსაც გაგაცნობ, დამიჯერე კარგი ხალხია! -არამგონია ასე იყოს.-უხერხულად ვიშმუშნები, გონებაში ჩემს განათხოვრობაზე გაკეთებული კომენტარები ჩამესმის და ტვინში ნემსებივით მჩხვლეტს. რათქმაუნდა, ხალხი ყოველთვის ინტერესდება თუ ვის გვერდით მოუწევთ ცხოვრება. საწყალ ნატას ალბათ დაკითხვა მოუწყვეს და რადგან მეც არ დამიმალავს არაფერი, მათთვის ჩემი განათხოვრობი ამბავი ფრიად ხელმისაწვდომი გახდა. -შენს პირდაპირ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ცხოვრობს, მენდე, არაჩვეულებრივი გოგოა ქეთა! თანაც, ჩვენთვის შენს პირად ცხოვრებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ჩვენი საქმე არ არის, თუ მოგინდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში გვიამბობ რამეს, თუ არადა მე შენ ახლა გიცნობ, ადამიანში კი აწმყო და მომავალი უნდა მიიღო, თორემ წარსული უკვე ჩავლილია და მისი დეტალების ძიება არაფერს მოგიტანს, შენს წარსულზეც საკმარისი ვიცი!-უდარდელად იჩეჩს მხრებს, კვლავ გულიანად მიღიმის და თბილ ხელს ხელზე მადებს, ეს უბრალო ჟესტი მახსენებს, რომ მეც ადამიანი ვარ და ჩემთვის ყველაფერი დაკარგული არაა, ახალი ცხოვრება მიხმობს. მე და ნატა საუბარს მსუბუქ თემებზე ვაგრძელებთ. ელემენტარულ კითხვებს ვსვამთ, ზედმეტად არ ვიჩხრიკებით, უფრო სამომავლო მიზნებზე ვმსჯელობთ. ნატა სამედიცინოს სტუდენტია, თუმცა ჯერ ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა, არ იცის მაგისტრატურასა და რეზიდენტურას რას მოუხერხებს. მე ჩემი პროფესიით არ ვმუშაობ. იავნეს, რომ ცოლად გავყევი ორივე სტუდენტები ვიყავით, მალევე სამსახური ვიპოვნე, ერთგვარი ინტერნეტ-პლატფორმა იყო, რომელიც მნშვნელოვან თემებს ეხებოდა და სტატიების წერა მიწევდა. კვირაში ორი სტატიის წერას დიდი დრო არ სჭირდებოდა, თუ სხვის სამუშაოსაც ავიღებდი ჩემს თავზე მაშინ ბონუსიც მერიცხებოდა, ბოლოს გაზეთადაც გამოვუშვით და რედაქციაც გავხსენით, ოღონდ მე შენობაში სიარული არ მიყვარდა, მითუმეტეს ახლა, როცა ქალაქიდან გადავედი. რედაქტორის თხოვნით მუშაობას ინტერნეტით ვაგრძელებ, ათი კილომეტრის გავლა მეზარება, მაგრამ ორშაბათობით მაინც მომიწევს მისვლა. მშვენიერი ხელფასი მაქვს, მშვენიერი სამუშაო და მშვენიერი უფროსი მყავს. აქაც ვიპოვი რამეს, კარგი იურისტი ვარ, დიზაინზე მუშაობაც შემიძლია, ლენა ივენთ-მენეჯერია და ბევრჯერ დავხმარებივარ. შესაძლოა, სელენიელის უნივერსიტეტში გავაგრძელო სწავლა, თავზე საყრელი დრო მაქვს და მეორე პროფესაც არ იქნებოდა ურიგო. ნატას ვაცილებ და სააბაზანოში შედივარ. ცხელი წყალი ორგანიზმს მითბობს. შეშინებული პირსახოცშემოხვეული გამოვრბივარ ოთახიდან, ისე რომ სარკეში არ ვიხედები. თმის სწრაფად გაშრობის, ჯინსების, სპორტული მაისურისა და დუტის ქურთუკის მორგების შემგომ გარეთ გავდივარ. სელენიელის ქუჩებს ფეხით დავუყვები, კედელზე მიკრულ განცხადებებს ვაკვირდები. შესასვენებლად და ნაცხვირის დასაგემოვნებლად კაფეში შევდივარ, ჯიბეში ტელეფონი ზმუის. -გისმენთ. -სად ჯანდაბაში გაქვს მობილური?-ლენა გაღიზიანებულია. -ჯიბეში მიდევს.-მშრალად ვეუბნები. -აბა?-მგონი ეკაა.-რა ქენი, როგორია ახალი სახლი?-კი, ეკაა. -კარგი სახლია, პატრონებიც კარგი ჰყავს, სამეზობლოს ჯერ არ ვიცნობ. -გაიცნობ.-გადაჭრით ამბობს ლენა.-ახლა უნდა წავიდეთ, გკოცნით საძაგელო! -მეც გკოცნით!-ვემშვიდობები. ეკასა და ლენას ჩემი გამოშვება ყველაზე მეტად გაუჭირდათ, ვერც ჩემი ოჯახის დანგრევას შეეგუვნენ. ხმამაღლა არ მითქვამს, მაგრამ ივანე მათ დავუტოვე, იმედი მაქვს მოახერხებს სრულფასოვანი ცხოვრების აწყობას და დამივიწყებს, მაგრამ ეგოისტურად არ მინდა, რომ საერთოდ ამომშალოს მეხსიერებიდან, ამიტომ გოგონები სულ მასთან იტრიალებენ. დღის ბოლომდე სამსახურს ვპოულობ; ახლგაზრდა გოგონებს ფირმა აქვთ, რომელიც წვეულებებს აწყობს, დიზაინერი სჭირდებათ, მაინც და მაინც ცხრა დიპლომს არ ითხოვენ, შემოქმედებით ნატურას ეძებენ, რომელსაც დარბაზის ლამაზად გაფორმება, კარგი მენიუს შერჩევა და სხვა მგავსი კრტერიუმების დაკმაყოფილება გამოსდის. დაქანცული, სრულიად შემთხვევით ვაჭრი მათ ოფისში და ვკითხულობ ვაკანსია ხომ არ აქვთ, ისინიც ზოგად კითხვებს მაყრიან და გახარებულები მიყვანენ. თურმე ოთხი მეგობარი იყო, მაგრამ ერთ-ერთი საზღვარგარეთ წავიდა და ამიტომ, დამხმარე დასჭირდათ. მუშაობის დაწყებას ხვალვე ვგეგმავ და გახარებული მივდივარ სახლში. გემრიელ დესრეტს ვამზადებ, ხელსახოცს ვახევ და ჩემს პირდაპირ მაცხოვრებლებს ვსტუმრობ. ნატა მართალი აღმოჩნდა, ძალიან მხიარული და გულღია ხალხია. ორი ბავშვი ჰყვათ. ცოლ-ქმრის ყურებისას გულში ამოთხრილი ორმო ხახადაფჩენილი ღმუის, ბავშვების ცქერა კი დანაკარგებსა და სიცარიელეს მახსენებს, ასე მგონია საკუთარ ცხოვრებას ვუმზერ ფარდის მიღმა. წარმოუდგენელია, რაოდენ შეპყრობილი ვხდები წარსულის ჩიჩქვნით, უფრო სწორად კი წარსულის აწმყოში ძიებით. ცრემლმორეული ვემშვიდობები მათ და დასაძინებლად ვწვები. საბნის ქვეშ ისტერიკა მეწყება. ყველაფერი ჩემი ბრალია, სუსტი ფსიქიკა მაქვს და არ უნდა დავოჯახებულიყავი. საკუთარი ცნობიერი ჭკუიდან თავად შევშალე. არადა, რომ არა ჩემი მშობლების დაფეხვილი, ჩამოფშვნილი ურთიერთობა, მე კლანჭებს არ გამოვყოფდი და ემოციების მართვას შევძლებდი. მათმა აღზრდამ დაღი დამასვა. სულში საღებავი ჩამექცა და ყველაფერი მოსვარა. საკუთარი გონება იქცა ავბედით გუშაგად. ჩემივე „მეობის“ ტყვეობაში ვარ. *** ტელეფონი აუტანლად წკარუნობს. გვერდს ვიცვლი, ვტრიალდები, ვბორგავ, გაუჩერებლივ რეკს. თვალს გაჭირვებით ვახელ, ზარს ვპასუხობ. -ეკა, გეფიცები, თუ სერიოზული მიზეზი არ გაქვს ყელს გამოგჭრი, იცი, რომ ოთხი საათია და ძლივს ჩამეძინა?!-გაავებული ვჩხავი, ხმა მაქვს წართმეული და გამოფხიზლება მიჭირს. -უმიზეზოდ არ გაღვიძებ, ელენე...-ხმაზე ეტყობა, რომ ტირის. -ეკა, რა ხდება?-ზამბარასავით მეჭიმება სხეული. -ელე.. ივა..ელენე.. ივანე..-სიტყვებს ვერ აბამს ურთიერთს. -ივანეს რა სჭირს?!-თითქოს ცივი წყალი გადამასხესო, მომენტალურად ვფხიზლდები. თავი ქარხანასავით იწყებს გუგუნს, თვალწინ საზარელი ეპიზოდები მესახება, დუმილი ჭკუიდან მშლის. -ოო, მომეცი აქ!-ბურდღუნებს ლენა.-მოკლედ, ელენე, რაციონალურად შეხვდი ამ ამბავს, გამაგრდი, შეიძლება დაშორდით, ერთმაენთს ატყუებთ, რომ აღარ გიყვართ და რამე, მაგრამ რასაც ახლა მოისმენ შენთვის ადვილი არ იქნება, მზად ხარ?! თავს ისე ვუქნევ თითქოს დამინახავდეს. მეტყველებისა და აზროვნების უნარი წამერთვა. -ელე? -კი, მითხარი! -ივანე ავარიაში მოყვა, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ეს ვიცით, ტრაილერს შეასკდა, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. სხვა არაფრის მოსმენა აღარ მინდა, ვერც ჩემი ყურები ვეღარ აღიქვამს მეტს, სმენა მიგუბდება, ასე მგონია ყინულოვან წყალში ჩავყვინთე, ცხადად ვგრძნობ, როგორ მევსება ყურები ცივი წყ ლით, მხედველობა მიორდება და წყვდიადში ვიძირები. -ელე, ელენე, ელენე, კარგად ხარ?! გონებას ვკარგავ. *** გიჟივით მივრბივარ ფლურესენციური შუქით გაბრწყინებულ საავადმყოფოს დერეფანში, თეთრი შუქი თვალს მჭრის, მუხლები მეკვეთება, გაორებული და დისორიენტირებული თეთრხალათიან მედიკოსებს ვაწყდები, ვთელავ, მუჯლუგუნებს ვურტყამ და ერთიანად სახეალეწილი ვუყვირი გზიდან ჩამომეცალონ. გრძელ ჰოლს ბოლო არ უჩანს, თავბრუსხვევისა და გულისრევის შეგრძნება ყოველ წამს უფრო მძლავრი, განახლებული ენერგიით მიტევს. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს საზარელი მხეცი მომდევს, მე კი თვითგადარჩენის ისნტიქტი მექაჩება სიცოცხლისაკენ. უკან სიკვდილი მომდევს, ბნელი, ყომრალი, საწვიმარი ღრუბლისფერი არსება. გრძელი, გიშრისფერი მოსასხამი მოსთრევს. ვცდილობ სიკვდილს გავექცე, მას გადავუსწრო, გავეჯიბრო და მოვუგო, მაგრამ ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი მასუსტებს, სიკვდილს სურს, რომ თავისი მოკრუნჩხული, გაძვალტყავებული, ყინულივით ცივი თითები კისერში წამიჭიროს. მაგრამ რა ძლიერია სიცოცხლის სურვილი, რაოდენ მეხმარება ენერგიის მოკრებაში, მაინც მივილტვი, თავადაც გაცხოველებული ვანგრევ ყველაფერს რაც წინ მეღობება, რაც ხელს მიშლის,რაც მაბრკოლებს. თუმცა ეს ჩემი სიცოხლე არ არის, ეს ივანეს სიცოცხლეა, ეს მისი სუნთქვაა, ეს მას მისდევს სიკვდილი კვალდაკვალ. მე ივანეზე გადაბმული ვარ, მისი სიცოხლე ჩემიცაა, მეც მეკუთვნის, თუ დროზე მივალ, თუ ამ რბოლას მოვიგებ, თუ სიკვდილზე გავიმარჯვებ, ჩემს ივასაც ვიხსნი, მასაც გადავარჩენ, ამიტომ მექაჩება თითოეული უჯრედი მისკენ. რაღაც მაიძულებს არაადამიანური ძალისხმევით ვირბინო მაშინ, როდესაც აქვე უნდა ჩავიკეცო, სუნთქვა მიჭირს, ყურებში საკუთარი აჩქარებული გულისცემა მტკივნეულად ჩამესმის. ვიღაცის სილუეტს შუბლით ვეჯახები. -ელენე... ივანეს მამის ხმის გაგებისას ქვითინი მიტყდება. -სად არის?-საკუთარ ხმას ვეღარ ვცნობ.-რა სჭირს, როგორაა? მისი ნახვა შეიძლება? ხმა ამოიღეთ...-სასოწარკვეთილი, სტყვებს თავს ვერ ვუყრი. რეტდასხმული, დაპატარავებული და დაჭმუჭნილი ველოდები განაჩენს. ჩემი ქვეცნობიერი წინასწარ ემზადება საბოლოო ტყვიის მოსახვედრად, მაგრამ ვეწინააღმდეგები, არ ვტყდები, ვეურჩები. შეუძლებელია, არა არა და არა! ივა ცოცხალია, ივა ცოცხალია, ივა ცოცხალია... -ხმა ამოიღეთ!-უკანასკნელი ნოტის ჩახლეჩვამდე გავკივი. მუხლებზე ვეცემი და თავზე ზეცა ჩამომხობილი, გულისტკივილითა და ქაოტური სიცარიელით ამოვსებული ვუცდი როდის იტყვიან უკანასკნელ სიტყვას. არადა ზუსტად ვიცი, ზუსტად ვიცი, რომ თუ ივას სი...არა! ამის გაფიქრებაც კი არ შემიძლია, თუ ივაზე რამე ცუდს მეტყვიან ჩემგან აღარაფერი დარჩება, აღარაფერი გარდა ძველი ტკივილებისა, რადგან მე ვერ შევეგუები ახალ იარებს, ჭკუიდან შევიშლები. მამამისი მიახლოვდება. ჩემი მშობლებიც კი აქ არიან. მინდა ეს ერთმანეთში აზეელილი გამოსახულება გავაცალკევო. პირდაპირ მეუბნება, ყოველგვარი ზედმეტი ნუგეშის გარეშე. ირგვლივ შემოკრებილნი ისედაც მსგავს სიტყვებს გაიძახიან. -სამი ნეკნი აქვს გატეხილი, თავის ქალის ძვლები გაბზარული, ორივე ფეხი მოტეხილი, მარჯვენა ხელი მაჯაში აქვს გადამტვრეული, მთელი სხეული დაბეგვილი და დალუჯებული.-მამამისის ხმაში ნაკლები ნაღველი იგრძნობა, ბედთან შეუგუებულის ტონი აქვს. ეს არის მწუხარება მშობლისა, რომელმაც შვილი დაკარგა, გაცამტვერდა, ცეცხლში დაიწვა, საკუთარი ნაწილი მოჰგლიჯეს, მკერდი შუაზე გადიხსნა, მრისხანებისა და უსასოობისაგან თავადაც მოკვდა, შვილი გამოიგლოვა და როდესაც ყველაფერი დასრულებული ეგონა, სწორედ მაშინ შენიშნა ფენიქსის პაწია, ნაცარში ამოგანგლული ბარტყი, გაზაფხულის მოახლოების პირველი მწვანე კვირტი გადამხმარ ხეზე. სიმბოლო-თავიდან გამთლიანებისა და სიცოცხლისა. -მთავარია, რომ ცოცხალია.-ძლივს ვსუნთქავ. -კიდევ არის რაღაც.-ლენა ჩურჩულებს. თავს ვაქნევ. -ივანე კომაშია. კომა. სიტყვის გააზრება და ქარიშხალი ჯებირებს აწყდება. ძლივს აგებული, ჩამოქცეული, დაფეხვილი კაშხალი აზვირთებული ტალღების გროვას ვერ უმკლავდება და წამის მეასედში მავსებს მარილიანი წყალი, ნამსხვრევები გულში მესობა და ჩემდა გასაკვირად, ეს ტალღები ჯოჯოხეთურ ცეცხლად მედება ჭრილობებზე. თითქოს მეც ჩამიმტვრიეს ნეკნები, თითქოს მეც მოვიტეხე ორივე ფეხი და მეც ბოლომდე მშთანთქა ამ წარმოუდგენელმა ტკივილებმა. ამ წამიდან მეც კომაში ვარ. 3. *** შენი ცხოვრება მხოლოდ შენ გეკუთვნის, მისი მმართველი, გამგებელი შენ თავად ხარ, ასე, რომ როცა მას ანგრევ, ნუ მოძებნი დამნაშავეს სხვაში, ყოველთვის შენს თავში ეძიე და როდესაც იპოვნი, გაიხსენე რამ გაქცია ასეთად. ამ შემთხვევაში კი შეგიძლია სხვაც დააადანაშაულო, რადგან, ვიღაც აუცილებლადაა დამნაშავე შენს დამნაშავედ გადაქცევაში. *** *ადრე* სარკეში ჩემს სპორტულ სამოსს თვალს ვავლებ. წყალგაუმტარი ჟაკეტის ელვას ნიკაპამდე ვქაჩავ და ცხენის კუდად შეკრული თმის სწორებით გავდივარ ოთახიდან. სახლში სიცარიელეა, სამზარეულოს კედელზე დაკიდული საათის შემაწუხებელი წიკწიკისა და დასარეცხად დახვავებული ჭურჭლის ჩუმი წკარუნი მესმის. მიუხედავად ჩემი შემართებისა, ვითენთები და კარგად გამოძინება მინდება. -ელენე!-ივა მონდომებით ყვირის. -აქ ვარ! აბა, მზად ხარ თავგადასვლებისათვის?!-ცალ წარბს მედიდურად ვწევ ზემოთ. შემტევი ტონის ნაცვლად ჩემს ხმაში მუდარა ჟღერს. -სრულებითაც არა.-დანაღვლიანებული კალათდება კიბეზე. -კარგი რა ივა, ჰომ იცი, რომ მამაშენი გამოკეთდება, ლომივითაა, კი არადა მგელივით!-ჭეშმარიტი ცოლის მოვალეობას ვასრულებ და ნუგეშისცემისათის ვემზადები. მის გვერდით ვჯდები და მხარზე ხელს ვუთათუნებ. -შენ... არ გესმის.-ჩამქრალი თვალებით მიყურებს. -მამაშენი არანაკლებ მიყვარს, რა გინდა ამით, რომ თქვა ივანე?!-წამიერად ვინთები და შეურაცხოფილი სახით ვურტყამ ბეჭებში. -კარგი, კარგი. არ მინდოდა გწყენოდა.-საცოდავად აქნევს თავს. -მაგრამ მეწყინა!-ჯიუტად ვცხარობ. -დედა ძალიან აღელვებულია და მეც გადმომდო, დამიჯერე ელენე, არ მინდოდა ცუდად გამომსვლოდა, მე მხოლოდ მამაზე ვღელავ.-უკვე მართლა მეხვეწება. ივა არასოდეს იხდის ზედმეტ ბოდიშებს, ქვის ლოდივით მტკიცე და ვირივით ჯიუტია, რთულია დანაშაული აკისრებინო, ახლა კი უჩვეულოდ დანაღვლიანებულია მამის მდგომარეობით. -მე ექიმი არა ვარ, თუმცა ვიცი, რომ კუჭის ტკივილი შეიძლება ცუდმა საჭმელმაც გამოიწვიოს, რისი ფუფუნებაც ჩემს ხელში არ მოგაკლდებათ, ასე რომ დამშვიდი, ეს არ არის საშინელი დიაგნოზი. ივას პანიკიორობა პიკს აღწევს, არადა მამამისი ხარივით ჯანმრთელია. ივა ხარხარებს. გამოვიდა. ჩემი ხრიკი ჭრის. -ღმერთო, რა სულელი ხარ ელენე.-გულში მიკრავს. -არაჩვეულებრივი კომპლიმენტია.-ვბუზღუნებ. -კარგი, ადექი ახლა და ვირბინოთ!-გამოცოცხლებული, ჩემს მიერ შეთავაზებულ ჯანსაღი ცხოვრების წესს იხსენებს და ზეზე ხტება. -თუ გინდა სალათს მოგიმზადებ და...-აი, უკვე მესიკვდილება ვარჯიში. -არავითარ შემთხვევაში, მაინტერესებს შენს კუნთებს რა შეუძლია.-ეშმაკურად მიმზერს და ბილიკისაკენ მანიშნებს. -ჩემი კუნთების შესაძლებლობებზე მშვენივრად მოგეხსენება.-სარკასტულად ვესიტყვები და თვალებში დაჟინებით ვაშტერდები. -მე შენი კუნთების გამოწრთობაზე ვზრუნავ.- მიახლოვდება, ლამის ცხვირი დამადოს ზედ. ქვედა ტუჩზე ენას იტარებს და სველი კვალი რჩება. ფეხები მიდუნდება და მუცელი მკვეთრად მეკუმშება. ივანეს სუნთქვა სახეზე მცემს, აწ უკვე ხსენებული კუნთები ზამბარებივით დახტიან. -მათი გაწვრთნა სხვანაირადაც შეიძლება.-გამომწვევად ვუცხადებ, სულ ორი სანტიმეტრიც და თმაში ვნებამოეული ჩავაფრინდები. -რაღათქმაუნდა, არსებობს ბევრად უფრო ეფექტური მეთოდები შენნაირი დაუმორჩიებელი, ცელქი და ზარმაცი მოსწავლისათვის.-ოდნავ უკან იხევს, თუმცა ჯერ ისევ უკიაფებს თვალებში ცეცხლოვანი ალი. -მართლა?!-ამჯერადაც მე უნდა ვიმარჯვო, მისი მოძრაობის განსხვავებულ ინტერპრეტაციას ვთავაზობ და ტუჩს ვიკვნეტ. ნერწყვს ყლაპავს. -დიახ, თუმცა დღეს ორ კილომეტრს ირბენ და მწვრთნელთან ფლირტისთვის კიდევ ერთი კილომეტრით დაისჯები.-ლოყაზე, ტუჩთან ძალიან ახლოს მკოცნის და მშორდება. სხეული მომჩვარული, ნაჭრის თოჯინასავით მაქვს, საყრდენის გამოცლისას რეტდასხმული ვბარბაცებ. -მწვრთნელი თავად მეფლირტავება, ვაპროტესტებ.-ტუჩებს ჩემი ჭკუით საყვარლად ვბუსხავ. -მწვრთნელი კაცია და თქვენ მის შეცდენას ცდლობთ.-ხითხითებს. -მწვრთნელი ქმარია და ცოლის შეცდენას ცდილობს.-არ ვეპუები მე. -შენი კუნთების მოძრაობით უნდა დავტკბე, აბა ახლა მოუსვი აქედან და ირბინე!-ცხვირზე მკოცნის და თმაზე ხელს მისვამს. -დამპალო!-ვბურტყუენებ. დიდებულია! სამი კილომეტრი. ესეც შენი ნუგეშისცემა. საერთოდ არ ჩანს დაღონებული. დაეგდე რა ელენე სახლში და აცხვე ჩაცომებული ბისკვიტები! რატომ აიტეხავ ხოლმე?! *** -მორჩა!-გამწარებული ვხნეში და სახეს მაჯებით ვიწმენდ.-დავიღალე, უნდა ვჭამო! -ღორო,-დამცინის ივა.-რა აზრი ჰქონდა კალორიების დაწვას? -რა და ზედმეტად დაღლილი ვარ იმისთვის, რომ თავ-ყბა გაგიერთიანო!-ვიმუქრები და საძინებლისკენ მივიწევ. გზადაგზა ტანსაცმელს ვიხდი და ვყრი, ივა ნაჭრებს კრეფს და სიცილისაგან ორად მოკაკული ცრემლებამდე კიკინებს. წყ ლის გადავლებისა და სუფთა ტანსაცმლის ჩაცმის შემდგომ სამზარეულოსაკენ მივიწევ. ივანე ტელევიზორს უყურებს. -ცოლო, საჭმელი გამიკეთე!-ჩემს გასაღიზიანებლად ყროყინებს. -აეგდე და დამეხმარე.-მეც ვკივი. -ისე, მართლა რა ვჭამოთ?-თავს იქექს. -გინდა ხინკალი?-თვალები მიბრწყინდება. -არა!-კატეგორიულად აცხადებს ის.-შენ ცომს ვერ მოზელ წესიერად, საღამოს კი ჩემი მშობლები ჩხუბს დამიწყებენ, როგორ გამოთქვამ პრეტენზიებს ამ არაჩვეულებრივი, წვენში ჩაყრილი ცომისა და ხორცისაგან შემდგარი „ხინკალსუპას“ შესახებო!-ვითომ დამწუხრებით მეუბნება. -მაშინ შენ თავად მოამზადე.-ვიბუტები. -შეგიძლია სალათი მოამზადო, მაცივარში ქათამიცა, შევწვათ და შეკმაზოთ, დესერტად მაფინები გამოვაცხოთ და ეგაა.-მთავაზობს ივა. იდეა თვალში მომდის და ხორცს ვასხამ. ჯერ ქათამს უნდა მივხედოთ, ეგ ყველაზე სარისკოდ მეჩვენება. ნახევარ საათში ქათამი შემწვარია და საკმაზების დამატებას ვიწყებთ. მაფინები რთული გასაკეთებელი არაა, თუმცა ბლომად ფქვილში ვითხვრები, სიტუაციას მონდომებული, უნიჭო ქმარი ართულებს. -ივა, არ გინდა დაჯდე?-ვთავაზობ. -არა, ძალიან მაგარი შეგრძნებაა!-აღფრთოვანებულია ის. -რა, ფქვილის დიდღვნა? -ჰო, შენც სცადე! -ივანე, ცომს გამიფუჭებ! -ნუ მასწავლი!-გაბრაზებული სახეში ფქვილს მყრის. -რა?!-თვალებიდან თეთრი ნამქერი მოჩანს. ფქვილს მუჭით ვიღებ და იგივეს ვიმეორებ. ფქვილის ომი ცუდად სრულდება, ივას სამზარეულოს კედელზე ვყავარ აკრული ტუჩები კი ჩემს კისერზე აქვს აწებებული. სუნთქვის კონტროლი მიჭირს. -ცუდი მოწაფე ვარ?-შემომცინის. -ჩემი თეძოდან ხელი აიღე და დავფიქრდები.-ვუბღვერ. -ოჰოო. -წადი და სალათისთვის პური დაჭერი!-ვუბრძანებ. -რატომ? -ეს სასჯელია მზარეულთან ფლირტისათვის.-ნიშნიმოგებით ვკარკლავ თვალებს. -მზარეულმა დაიწყო.-ისევ ეცინება. -მოწაფეს ბრალი იყო, მიწვევდა. -მაცდუნა, მე არაფერ შუაში ვარ, მზარეული ცოლია! -მოწაფე ქმარია!-ენას ვუყოფ და ფქვილს ვიბერტყავ. დღეს კიდევ მომიწევს ბანაობა. **** *ახლა* საავადმყოფოს ფოიეში, პლასტიკატის სკამზე მოკუნტული ვიზვარ. თმები შარფით მაქვს გადაწეული და ზურგზე საშინლად გაწეწილი. ხელებს ვისრეს, ნერვიულობისაგან ხელისგულები მეყინება და სახრსრები მითეთრდება. ორმოცდარვა საათი. ორმოცდა რვა საათი უნდა გაუძლოს. ამის შემდეგ ივას მდგომარეობა სტაბილური გახდება. ჯერ-ჯერობით არ იციან, გამოვა თუ არა კომიდან, მაგრამ თუ ამ ორმოცდარვა საათს გადაიტანს, შედგომ მისი ორგანიზმი თანდათან მოძლიერდება და ოდესმე გაიღვიძებს კიდეც. მზად ვარ საუკუნეების განმავლობაში ვიცადო, აქედან არ ავდგე და მხოლოდ თითების მტვრევაში გავლიო დრო. ოღონდ ივანე გადამირჩეს, ოღონდ ივანე გამოკეთდეს, საკუთარ წილ სიცოცხლეს ახლავე ვუწილადებ. მასთან მინდა შესვლა, ორი წუთით, უბრალოდ დავხედავ და უკან გამოვბრუნდები, მაგრამ ამის უფლება არა მაქვს. ივანე ჩემთან მოდიოდა. ამიტომ მოყვა ავარიაში. ივანემ კვლავ გადააბიჯა საკუთარ პრინციპებს, საკუთარ მეობას, საკუთარ თავს. ისევ მან დათმო, ისევ მად გადმოდგა ნაბიჯი ჩემსკენ. მე, რომ არა ახლა სუნთქვის აპარატზე შეერთებული არ იწვებოდა. მე ვარ დამნაშავ, რომ ივანეს ნეკნები ჩაემსხვრა. ასეთი აუტანელი ტკივილი მე მივაყენე, ჩემი გულისთვისაა სიკვდილის პირას. თვალები ძლიერად მეწვება. ქუთუთოებს ერთმანეთს მძლავრად ვაჭერ, მინდა, რომ კანი დამილურჯდეს და აღარ გავახილო. არ მინდა დედამისის თვალებში ამხელა ტკივილს ვკითხულობდე. არ მინდა ლენას და ეკას გასაცოდავებულ სახეებს ვუმზურო. მსურს მხოლოდ მე დავიტანჯო, რადგან აქ დამნაშავე მე ვარ და არა ისინი. ცხელ სითხეს ვეღარ ვაკავებ, ცრემლები ღაპა-ღუპით მცვივა. სიმწრისაგან კბილს კბილზე ვაჭერ. -ეს შენი ბრალია!-წამიერად მგონია, რომ საკუთარი სინდისის ხმა მესმის, თუმცა მაშინვე ვცნობ ამ ბგერების გამომცემს. -ისევ შენ აგირჩია, ისევ შენ!-ჩემკენ სახეწაშლილი ნიტა მორბის, კისერში მაფრინდება და დამკივის.-აქვე უნდა დაგახრჩო! აქვე უნდა დალიო სული! ვუძალიანდები, თმას ვქაჩავ და საპასუხოდ ვუყვირი. -აღარ გაბედო ივანესთან მოსვლა!-ჩემს თავს ვერ ვცნობ. გაკაპასებული ვწივი, სრული ისტერიკა მაქვს. მხოლოდ მე არ დამინგრევია ჩემი ქორწინება. ცოლიან კაცთან ფლირტი როდის მერე გახდა ღირსეული საქციელი? -შენ?!-თვალები უფართობვდება.-ბედავ და ამას მე მეუბნები? ივა შენს გამოა ამ დღეში, სიკვდილს კლანჭებში შენი გახრწნილი ხელებით ჩაუგდე! ვერ ვიჯერებ, ვერ ვიჯერებ, რომ მე მადანაშაულებს! კიბატონო, ის ჩემთან მოდიოდა, მაგრამ ნიტას ყველაზე ნაკლებად აქვს ჩემი გაკრიტიკების უფლება. -შენ ის კი არ გაწუხებს, რომ ივანე ავარიაში მოყვა, შენ ის ვერ აგიტანია, რომ ჩემთან მოდიოდა, რომ მას ჩემთან შეხვედრა სურდა, რომ მან კვლავ უარგყო!-თუ ის არ მეპუება და მწარე სიმართლეს სახეში მირტყამს, არც მე ვაპირევ მორჩილად შევეგუო ამ მდგომარეობას. -ის გაიღვიძებს!-გადარეულივით მემუქრება.-როცა კომიდან გამოვა, გავიგებთ რატომ მოდიოდა შენთან! -გოგონებო, სირცხვილია!-ივანეს მამა გვიხლოვდება. გაანჩხლებული დედამისიც. მგონია, რომ ჩემმა დედამთილმა უნდა მიყვიროს და ვიბუზები. მისგან ვიმსახურბ, ყველაფერს ვიმსახურებ. -აქ რას აკეთებ?!- მაკო ნიტასკენ ტრიალდება. გოგო განცვიფრებულია. -მე..მე.. მე როგორ მეუბნებით ამას?! -ესენი, რომ დაშორდნენ შენი ბრალია!-ჩემკენ ანიშნებს მაკო.-შენ, როგორც კი ბზარი შეამჩნიე, მაშივე შეძვერი შიგნით. ბოლო დროს ელენე ცუდ ხასიათზე იყო, ივას ხშირად უმიზეზოდ ეჩხუბებოდა და შენც გველივით შემოძვერი მათ შორის! განა არ ვიცი?! ივანეს სწერდი, ურეკავდი, თავიდან თავს გარიდებდა, მაგრამ ზოგჯერ ადამიანს მოთმინების ფიალა გევსება. როცა დაშორდნენ, თავს ძლივს ვიკავებდი, რომ ჩემი მთავარი არგუმენტი არ გამომეყენებინა, მიდოდა ელენესთვის მეთქვა, მაგრამ თავი შევიკავე, მეგონა ივა თავს დაიცავდა, მინდოდა თავად გაერკვიათ ყველაფერი! ისინი სამუდამოდ არ განქორწინებულან, ეს პაუზა ორივეს დაანახებდათ სიმართლეს, ამიტომ აღარ გაბედო ჩემი რძლისთვის შეურაცხოფის მიყენება!-მაკო ცოტაც და თმით ითრევს ნიტას. გაოგნებული, ვბარბაცებ, თვალებს ვჭყეტ და კედელს ვეყრდნობი. -ივასაც მოსწონდა ჩემი შეტყობინებები, კაპასმა ცოლმა დღალა.-ტირილით ამბობს ნიტა. -ეს მათი საქმე იყო და რომ არა ის ტრაილერი, ავარია და უბედური შემთხვევა, გუშინ ყველაფერი მოგვარდებოდა. თავიდან მეც გავხარდი, მაგრამ ელენე რაშია დამნაშავე? მისი ბრალეულობა ისაა, რომ იგი ივანეს გონებაში იმყოფებოდა და არა მანქანაში. ელენე არ მჯდარა არც ტრაილერის და არც ჩემი შვილის მანქანის საჭესთან, ასე, რომ თავი მოთოკე, თუ გინდა, რომ საერთოდ გაიგო ივანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ!-მაკო ხელს მხვევს და წყნარად მეუბნება.-შენ კი, საკუთარი შეცდომები გაანალიზე და დაელოდე, როდის გამოფხიზლდება შენი ქმარი. ნიტა გადის. ისევ სკამზე ვჯდები და მაკოს ვეხუტები. ზომიერად მტუქსავს, მეუბნება, რომ უნდა მომეთმინა, რომ უნდა დავრწმუნებულიყავი გადაწყვეტილების სისწორეში. მხოლოდ სამდღიანი მიმოწერა ნიტასთან და ისიც მეგობრული, სამაგიერო ჩემი სამთვიანი ჩხუბისა და შარიანობისათვის. შემდეგ მე და მაკო ერთად ვტირით. *** სამი ან ოთხი წლის ვიქნები. მისაღებში ბარბაცით გავდივარ, ღია ყავისფერი, გაქერავებული კულულები მხრებზე მაყრია, სიცხე მაქვს, ხელში ფუნჩულა სათამაშო დათუნია ჩამიბღუჯავს. თვალები მებლიტება, ირგვლივ ყველაფერი თბილი ოქროსფერია. მცხელა, მზესავით ვვარვარებ. ყვირილი ჩამესმის, დედიკოსა და მამიკოს ხმებია. -მიდი, მიდი და კიდევ ერთხელ მიდი!!!-ქალია. -ამას კი არ გაპატიებ, აღარ დაგინახო მსგავსი რამ გაიმეორო, გაიგე?!-კაცია. დედიკო! გონებაში ვივლებ. დედასთან მინდა. მამა თითქოს ჩემს ფიქრებს ეპასუხება. -შენ რაღა გინდა? რამდენჯერ გითხარი დააძინე მეთქი ქალო?!-ავი ქოფაკივით იღრინება. -დედიკო!-ხმამაღლა ვტირი. მამა გააფთრებული მიბღვერს. -დროზე წაეთრიე ოთახში, თორემ შენც კედელზე შემოგახეთქებ!!! დარტყმის ხმა მესმის, მაგიდის ქვეშ ვძვრები, დათუნიას ვიხუტებ. ძირს ქალი გდია, ყბა დასისხლიანებული აქვს, ქერა თმა იატაკზე საზარელი, ოქროსფერი შარავანდივით გაშლილა და ალისფრადაა დაწინწკლული. მამა ფეხზე დგას, მხოლოდ ერთხელ დაარტყა,მაგრამ ძლიერად, თითებზე სახსრები აქვს გადაყვლეფილი და სისხლით მოსვრილი. სურათი უეცრად იცვლება, ამჯერად პატარა ქერა ბიჭუნაც გვერდით მიდგას და კანკალებს. თუმცა არა, ეს ჩემი და-ძმაა, მე კუთხეში, წიგნით ხელში ვზივარ და სიცხისაგან გაწმენდილი გონებით მივჩერებივარ სანახაობას. არაფრის კეთება არ შემიძლია. მივეჩვიე და თანაც ცემა იშვიათობაა, ძირითადად ყვირიან. სურათი კვლავ მკვეთრად იცვლება და ამჯერად ძირს დაგდებული ქალი დედაჩემი აღარაა, არც გამგელებული კაცია მამაჩემი. ბავშვებიც ძალიან მგვანან, თუმცა მაინც უცნობები არიან. კოშმარს ვცნობ. მინდა გავიღვიძო და ამ ხილვისაგან გავთავისუფლდე. გასისხლიანებული ქერა ქალი მე ვარ, ხოლო ავი მამაკაცი ივანეა. მე დედა ვარ, ის კი მამა. და ესენი ჩემი შვილები. ვხტები. თვალების გახელისას სუსტად ჩამესმის ჩემი კივილი. სიზმრისაგნ დაზაფრული ვტირი. უკვე წლებია ეს კოშმარი არ მასვენებს. უკვე წლებია საკუთარ მომავალს ასეთს ვხედავ. უკვე წლებია ივანეს ვუფრთხი. რადგან ეს შიში, ქვეცნობიერშია გაღვივებული და გაბარდული. ამხელა ვარჯის მქონე მცენარის ამოძირკვა კი რთულია. 4. შეწყვეტილი წამები ყველაზე ძვირფასია, რადგან მათ ვერ დააბრუნებ, თავიდან ვერ დაიწყებ, თუმცა გძალმიძს, რომ გააგრძელო. *ადრე* სააბაზანოს დანესტილ კედლებს შევყურებ. თხელი ფარდის მიღმა ვიმზირები. კედელსა და ფარდას შორის იოლად ვხედავ ივანეს სილუეტს. სახეზე ბრაზი აღბეჭდვია, თვალები ჩასისხლიანებული აქვს. თხელ, იასამნისფერ კაბას ნელა ვიხდი. ხელები უცნაურად მიკანკალებს. მატერიას ხელუკუღმა ვისვრი და წყ ლის წვეთებებს ვანთავისუფლებ. ცხელი სითხე სასიამოვნოდ მეწვეთება სხეულზე. ვდუნდები, ოქროსფერი თმა ტყვიასავით მძიმდება. -როდის მერე ვიქცევით ასე?-ივანეს ჩურჩული მესმის.-ასე როგორ დავეცით? ვკრთები, მაკანკალებს. ვხედავ როგორ იღებს ივანე ჩემს კაბას, ყნოსავს და ნაზად კიდებს. მგონი ვტირი. -თუ შეიძლება გადი.-ჩამწყდარი ხმით ვამბობ. თავს მაღლა ვეწევი, ნახევრად სველი, მზისფერი, ოქროს ძაფებივით გრძელი დალალები მთელს ტანზე მეფინება. -არა!-უეცრად სწევს ფარდას ივანე. ორგანიზმის თითოეული უჯრედი კივილს იწყებს. -რა ჯანდაბას აკეთებ?-ვცხარდები. -მე შენი ქმარი ვარ!-არც ის მაკლებს.-უკვე დიდი ხანია ამის ატანა მიწევს, იქნებ დროა, რომ ამიხსნა, რას ნიშნავს შენი საქციელი? მის შეჭმუხნულ წარბებს ვუყურებ. შუბლზე ნაოჭი უჩნდება. ვირხევი და ჩემს თმასც ვარხევ, წელზე მოსასხამივით დაფენილი კულულები მემორჩილება და უფრო მჭიდროდ მეკრობა. -ახლა გაგახსენდა ჩემი ქმარი, რომ ხარ? -მხოლოდ მესიჯი, მხოლოდ მესიჯი მომწერა ნიტამ! მეც ვუპასუხე! ეს არაფერია, ეს საერთოდ არაფერია!-ღრიალებს ივანე. -ყველაფერი ამით იწყება, ერთ დროს მეც მესიჯს მწერდი.-საპასუხოდ ვუკივი. -მომისმინე!-მკლავებზე მეხვევა. -ხელი გამიშვი! -შენ საერთოდ გადამიყვარე. სულ აღარ მელაპარაკებოდი, სულ მეჩხუბებოდი, მაპატიე ელენე, მაგრამ ამის ატანა რთულია. -განტვირთვა და შვება ნიტაში ჰპოვე?!-ცრემლები და წყალი ერთნაირად მისველებს სახეს. კარგია შხაპის ქვეშ ტირილი, ამ დროს შენი ცრემლების არავის სჯერა, შენც კი ეჭვით უყურებ სველ ღაწვებს. -მე შენთვის არ მიღალატია!-ივასაც ესხმება წყალი, სააბაზანო უფრო და უფრო ივსება შედედებული, ნისლისფერი ორთქლით. -ღმერთო ჩემო,-ვქვითინებ.-შენც ჰომ იცი რა ცხოვრება მქონდა ივანე! ჰომ, იცოდი ჩემმა მშობლებმა როგორ დამაშინეს, მეგონა მყარი ოჯახი არ არსებობდა! შენ არ იცი რა ბედნიერი ვიყავი, როცა თვალებში გიყურებდი და საკუთარ თავს ვხედავდი. არ იცი როგორ მსიამოვნებდა შენი ოჯახის ნაწილად, რომ ვგრძნობდი თავს! თუმცა ყოველ კოშმარში, ყოველ საზარელ კოშმარში ვხედავდი ჩემი ბედნიერების ნგრევას! პირველად, რომ მოხვედი მთვრალი მთელი ღამე ვტიროდი, პირველად, რომ არ წამიყვანე უნივერსიტეტში სამი დღე ვფიქრობდი აღარ ვუყვარვარ მეტქი! ყოველი ჩხუბი, ყვირილი და შფოთვა მაშინებდა, ჩემს საცოდავ დედ-მამას მახსენებდა და პარალელების გვალებისას ბოღმა მახრჩობდა.-ერთიანად ამოვხეთქე დარდისა და ტკივილისაგან. ივანეს რამდენი წელი ვუმალავ რა მემართება ყოველ წვრილმანზე. ლამისაა გავგიჟდე! -მაგრა ეს ყველაფერი გადავიტანეთ! შენ მიხვდი, რომ სახლში დაგვიანება ზოგჯერ მოგვიწევს, იმასაც მიხვდი, რომ ჩხუბი საჭიროა ურთიერთობაში! მე შენ მიყვარხარ ელენე, თუმცა მრავალი თვეა შენს თვალებში საკუთარ თავს ვეღარ ვხედავ. არც შენ იცი რა რთულია უყურო შენი საყვარელი ცოლის უსიცოცხლო სახეს, როგორ დაბორიალოსბ სახლში მოჩვენებასავით, როგორ ხტება ძილში, როგორ ყვირის და ბორგავს საწოლში! ეს მეც მიჭირს ელენე, არ ჯობია ერთმანეთს ველაპარაკოთ ჩვენ სევდაზე?! ნუთუ ასე ცალ-ცალკე უნდა ამოვიჭამოთ საკუთარი თავი?!-არც ივაა ნაკლებ დღეში. ჩარ-ჩქარა ლაპარაკობს და ნერვიულობისაგან ენაც კი ებმის. უეცრად მისი გრძელი წამწამების ქვემოთ საკუთარ თავს ვხედავ შოკოლადისფერ გარსში. ივანე მიახლოვდება, მეხვევა, მკოცნის. მლაშე ცრემლების გემოს ვგრძნობ. დილით შეწუხებული ვუყურებ ივას ბედნიერ სახეს. ისეტი მშვიდია ძილში, ისეტი საოცარი, რომ... თუმცა ეს თავდავიწყება შერიგება არ არაის, მე საკუთარ თავს ვეღარ ვენდობი, მე ყოველ დღე ვკვდები და თავს ვერ მოვიტყუებ. ეს ბედნიერების ილუზიაა, მე კი არ შემიძლია ილუზიებში ცხოვრება. საკმარისი სიცრუე ვნახე, დროა დავისვენო და ივაც გავანთავისუფლო ჩემი ბორკილებისაგან. უკანასკნელად ვკოცნი და მალევე ვჩერდები. *** *ახლა* მტანჯველი რამდენიმე საათი თანდათან იწურება, ჩემდა უნებურად იღვიძებს გულში იმედი, თუმცა, მე ისედაც ჯიუტად ვარწმუნებდი თავს, დანაშაულის გრძნობა, ჰომ არასოდეს მომცემს უფლებას ივას სიკვდილი დავუშვა. პალატაში მიშვებენ. -ღმერთო არა!-სახე მომენტალურად მეღმიჭება, გულში ლახვარი მესობა, კუჭი მტკივნეულად მეკუმშება, ნეკნებში მწარე მუშტის ჩარტყმას ვგრძნობ, არაადამიანურად ვხავი, ხმა ჩაწყვეტილი მაქვს, ძირს ვენარცხები, ვკანკალებ, თითქოს მუცელში წიხლი ჩააზილესო. -ეს რა გიყავი, ეს რა ჩავიდინე ივა!-წარმოუდგენელი ძალისხმევით ვაბამ სიტყვებს ერთმანეთს. ელდანაცემი ვიწვდენ ხელს ივასაკენ, მაგრამ შუა გზაში მიშეშდება. არ შემიძლია იასამნისფერი სისხლცაქცევებით დალურჯებულ სახეზე შევეხო. არ ვიცი რამდენი დრო გადის, შეიძლება მხოლოდ წუთები, საათები ან საუკუნეები იწელება ჩემს თვალწინ. დაზაფრული შევცქერი სულისშემძვრელ სნახაობას. მგონია, თუ თითს დავადებ მირაჟივით გაქრება, არადა ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი ივანე, ჩემი ქმარი რეალურია. შეუძლებელია. საკუთარ წარსულს, აწმყოსა და მომავალს ვხედავ. ივანემ უნდა გაიღვიძოს. *** *ადრე* უნივერსიტეტიდან გამოვდივარ, ზოს ვათვალიერებ და ივანეს ვურეკავ. -ივაა, კურსელებთან ერთად მივჯლაყუნებ კაფეში, შემაგვიანდება და იცოდე.-ვურაკრაკებ გახარებული. -გინდა ეჭვიანი ქმარი ჩავრთ?-იცინის ვაჟბატონი.-ისე, ძალიან არ გაუტიო, ნათლობაში მივდივართ და არ დაგავიწყდეს. -ქმარო, გკოცნი, არ დამავიწყდება.-ვიხთხითებ და გოგონების ჯგუფს ვერევი. სახლში რომ მივდივარ, ივა ცოფებს ყრის, ნათლობაში აშკარად გვაგვიანდება. -ნუ წუწუნებ!-ვბურტყუნებ. მაკოს ჩვენს „დაკა-დაკაზე“ ეცინება -შლარტუნა ხარ რა, ცოტა ადრე ვერ წამოხვედი ქალოო-განგებ მაღიზიანებს. -ქალოს დამიძახებ და გაგშორდები ივანე.-თითს ვუქნევ და ბორდოსფერ კაბაში ვეკვეტები. -გამშორდები და შეიკარი შენით.-ნიშნისმოგებით მიყურებს, მანამ, სანამ მე ელვას ვეჯაჯგურები. -ბავშვებო, ნუ წიჭყინებთ, არაა კამათის დრო.-გვეძახის მაკო. -სახლში მოვალთ და ნახე როგორ დაისჯები.-მემუქრება ჩურჩულით და სახეზე მზაკვრული ღიმილი დასთამაშებს. ოო, ეს უკვე არ მომწონს, მგონი კარგი იქნება თუ ძვირფას მეუღლეს გემრიელად გამოვათრობ, სახლში გათხლეშილს, რომ მოვიყვან, მერე ვნახოთ რისი ტავი ექნება ამ მოჭიკჭიკე ბეღურას! ჩემი გეგმა მთლად კარგად ვერ მიდის, როგორც ახალგამომცხვარ რძალს,ჭიქას ჭიქაზე მასმევენ. ასეთ ღრეობებში ვერასოდეს ვერ ვერთობი ხოლმე, მაგრამ სტატუსს ვიფერებ და ყველაზე „პაპსა“ მუსიკაზეც კი ვცეკვავ ივასტან ერთად. იავნე მწარედ დამცინის და მიწევს ყოველ ორ წუთში მუშტი ჩავათხლიშო, რომ მოვაკეტინო. -ლოთი ხარ ელენე, ლოთი!-ხარხარებს ქეიფის ბოლოს. ვერ ვეწნიააღმდეგები, სამ ივას ვხედავ და ვერ ვხვდები, რომელს ვეკამათო. -გოგო, გაასწორე თვალები და ფოკუსი, სირცხვილია ასე ამოტრიალებული თვალის კაკლებით როგორ დაგამშვიდობო ხალხს.-კაკანებს ბიჭი. -ოო, შემეშვი რა.-წითელ პომადას ვისწორებ სარკეში. ივა შეზარხოშებულა, თუმცა ჩემზე უკეთეს მდგომარეობაშია. -შენი დასჯა არ გამოვა, მნქანაშივე დაკარგავ გონებას, მკვდარივით ჩაგეძინება. არა ლოთი ცოლად რამ მომაყვანინა?-აგრძელებს ტირადას. -მოკეტე ივანე, სულ არ გეცოდები?-უკვე მეც მეცინება. მაკო ძალიან იღლება და სახლში მიდის, მეც ხავსს ვებღაუჭები და ზედმეტი მონდომებით ვთხოვ ქმარს სუფრაზე დარჩეს, დედამთილს სათადარიგო საბურავივით მივყვები კუდში. ძალიან ტკბილად მეძინება. არა, ივა არ ტყუის, ლოთი ვარ! *** *ახლა* დრო გადის. ივანეს ყოველ დღე ვეხვეწები გაიღვიძოს. ამბობენ, რომ ყველაფერი ესმის, იქნებ ცინიკურად ეცინება ცემს საცოდავ მდგომარობაზე. ერთ დღეს, მსურს ყველაფერი ვუთხრა, შემდეგ კი საერთოდ შევეშვა. უფლება აღარ მაქვს მის გვერდით ვიყო. -ივანე,-სერიოზულად ვიწყებ, კარგია როცა შენს თანამოსაუბრეს სძინავს, სითამამეც გემატება.-ძალიან მიყვარხარ. არ იფიქრო, რომ ამას დანაშაულის გრძნობა მალაპარაკებს, არც შერიგებას გპირდები, იმიტომ, რომ როცა გაიღვიძებ, ორმაგად შეგზიზღდები, მე კი არ შემიძლია შენში ზიზღს ვიწვევდე და ეს გადავიატნო, ამას ვერ გავუძლებ.მაპატიე, მე ისევ ძალიან სუსტი ვარ და საოცარია, როგორ შემიძლია ასე ძლიერად მიყვარდე?! არაფერს გთოვ ივა, ოღონდ გაიღვიძე, შენს ოჯახს დაუბრუნდი, თუნდაც სხვასთან შექმენი ოჯახი და მასთან იყავი ბედნიერი, ოღონდ ცოცხალი იყავი, ოღონდ საავადმყოფოს საწოლს ნუ მიეჯაჭვები. მე შენ განთავისუფლებ, ეს მაშინა არ მითქვია როცა შენგან წამოვედი,რადგან არ მინდოდა გამეში,ჩემთან ოფნის უფლებას არ გაძლევდიდა არ გიშვებდი. შენ ჩემი ტყვე არა ხარ ივანე, ახლა მხოლოდ გაღვიძება დაგრჩა. აღარ შეგაწუხებ, შენი ცოლი აღარ ვიქნები. იქნებ ნიტას მართლა შეუძლია შენი სრულფასოვანი ცოლი იყოს? თუ ასეა, დაე ასეც იყოს. უბრალოდ, არ დამივიწყო. გთხოვ, არასოდეს დამივიწყო. დამიმხსოვრე, თუნდაც საზიზღარი, თუნდაც არანორმალური ქალი, ოღონდ დამიმახსოვრე.-ლაპარაკს ვწყვეტ. ცრემლები ღაპა-ღუპით მცვივა. კისერში ბურთი მეჩხირება, ნერწყვს ვყლაპავ, უნდა გავაგრძელო.-შენს გონებაში შემინახე, გულიდან კი თუ გინდა განმდევნე. მშვიდობით ივანე! ფეხზე ვდგები, მრელვარებისაგან თავბრუ მესხმის. ვტოვებ. ისევ. კვლავ მე მივდივარ მისგან. *** *ადრე* -დაწყნარდი.-თმაზე ხელს მისვამს ივა.-ისინი მაინც შენები არიან, არ შეიძლება ასე! -მე მძულს ისინი. მათ მე უარმყვეს, აღარ შემიძლია იქ ცხოვრება ივა,თუმცა უფლებას არ მაძლევენ წამოვიდე. -შენ იცი.. -არა!-ვაწყვეტინებ.-არ მინდა გათხოვება გამოსავალი იყოს, არ მინდა შენ გაგაუბედურო. -ელენე, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, მთავარი მიზეზი ესაა, სხვა შემთხვევაშიც უარს მეტყოდი? სხვა შემთხვევაშიც მთხოვდი ხელს? *** კაფეში ვსხედვართ, ივა უცნაურად ღელავს. -რა გჭირს? -არაფერი. ჩემთან ბავშვები მოდიან, ხელში კალათებით უჭირავთ სურნელოვანი ყვავილები. ვბნევი. ერთი პატარა ბარათს მაწვდის. „ამას, საკუთარი ბედნიერების უარყოფა ქვია, ნუ აჭიანურებ! „ მეცინება. ოჰ, ივა, გაუღვიძია მასში რომატიკას. „შენს პრინს უარს რატომ ეუბნები?!“ მეორე ბარათი, ჰმმ, ამ ბიჭს თავში აქვს ავარდნილი. „გამომყვები ცოლად?“ -გამომყვები ცოლად?-ხმამაღლა აცხადებს მესამე ბარათის შინაარს. ისე უბრწყინავს თვალები, რომ შეუძლებელია ეს უბრალოდ ჩემი ჩიხიდან გამოსასვლელი გზა იყოს. შეიძლება გავრბივარ, ოღონდ სიყვარულით. ყველა ჩვენ გვიყურებს. *** *ახლა* ხელიდან შემთხვევით მივარდება ალბომი, ძირს ფოტოები ცვივა. -ვერასოდროს ვერ უნდა იპვო ადამიანმა კარადაში საჭირო ნივთი, ისე, რომ თავში რამე არ დაგეცეს.-ნატკენ ადგილს ვიზელ. ვიხრები და გაფანტულ სურათბს ვაკვირდები. ჩემი და ივას საქორწილო ფოტოა. თეთრი კაბა მაცვია და მე და ივა ვიჯღანებით. არაორდინალურია. შემდეგზე ოდნავ სერიოზული სახე გვაქვს, თუმცა შემთხვევითი კადრებიც ლამაზია. შეწყვიტე! ბრძანებას ვაჟღერებ. ივა სამი კვირის წინ მივატოვე, საბოლოოდ შევწყვიტე მისი სიყვარული. კარგი, ჯანდაბას არ შემიწყვეტია. კარზე ზარია. ეკა იქნება, ალბათ ისევ ნერვები უნდა მომიშალოს. -ნუ აბრახუნებ ხოლმე...-სიტყვები პირზე მაშრება. ივანეა. სახეზე პაწია ნაირავეი აქვს, ნახევრად შეუხორცებელი, თმა წამოზრდია, თვალები ულაპლაპებს და იქედნურად იღიმება. -ჰა..?-ამოვთქვამ. -ვიღაც მეხვეწებოდა გაიღვიძეო.-მისი ხმის გაგონება მარეტიანებს. -მოიცა, რა, და... -შენი მითხარი, რომ ოჯახის შექმნა ისევ შემიძლია, აი, ახლა ცოცხლებთან ვარ და არჩევანს ვაკეთებ.-ივა ფოტოებს ამჩნევს.-საყვარელო, მეორე ქორწილის გადახდის დროა. პ.ს მოკლედ, ეს ჩემი პირველი ისტორიაა, რომლეზეცთავისუფლად ვიტყვი, რომპერსონაჟები ძალიან რეალურები მეჩვენებიან. ნაადრევ ქორწინებაზე წერა აქამდე არ მნდომებია, მაგრამ გადავწყვიტე მეჩვენებინა რამხელა პრობლემას წარმოადგენს ზოგჯერ ეს გადაწყვეტილება. თანაც ბავშვობისას დანგრეულ ფსიქიკასაც შევეხე. იმედია, ძალიან მოსაწყენი, ბანალური და სულელური არ გამომივიდა და ვინმემ მაინც წაიკითხეთ ბოლომდე. ძალიან, ძალიან მინდა თქვენი აზრი გამიზიაროთ, უმორჩილესად გთხოვთ, გამიხარდება! თითოეული მკითხველი მიყვარს, ნეტავ სულ სრულად ვწერო ისტორიები, რომ ზოგჯერ არ გალოდინოთ! <3 და..მე.. წამებს ვითვლი. უსასრულობაში გაფანტულ შეწყვეტილ წამებს... უსასრულო დროს...დროს..შემდეგ შეხვედრამდე... და მახსოვს ამბორი...ამბორი რომელიც შეგვაწყვეტინეს. მახსოვს ის უკანასკნელი კოცნა... ის უსასრულო წამი... და...შეწყვეტილი კოცნა. *** 1. ზოგჯერ, ფანჯრის მიღმა შენი დაისი ჩანს, მაგრამ საჭიროა მინა კარგად გაწმინდო, თორემ ჭუჭყი მოგატყუებს და სიცრუის მკვეთრი ილუზია ოქრომკერდით ნაქარგ, მეწამული სხივების კასკადს, შემზარავ აბსტრაქციად მოგაჩვენებს. *ადრე* -გაიღვიძე! გაღვიძე, რომ გეუბნები!-ვწუწუნებ და მის მშვიდ, მძინარე სხეულს მუშტს ვურტყამ. -შემეშვი რა!-ბურდღუნებს და ხორბლისფერი კანი უმალ თოვლისფერი ზეწრით იფარება. -ღმერთო ჩემო! რომელი წყვილი ხვდება თავის პირველ დილას ასეთი ჯუჯღუნით?!-წარბებს ვკრავ და ამჯერად ბალიშს ვესვრი. -რომელი და ჭრელი!-მპასუხობს ზმულით. ოჰო, როგორც იქნა თავს საბნების გროვიდან ჰყოფს, სასწაული! -ელენე, რამდენჯერ გთხოვე, რომ წიკვინით არ გაგეღვიძებინე!-სერიოზული სახით მეუბნება და თაფლისფერ თვალებს იფშვნეტს. -ივანე, მეც ბევრჯერ გთხოვე, რომ ჩვენს ქოწილში მუდმივად ამოიღლიავებული არ გეტარებინე, მაგრამ შენ არ მომისმინე, ჰოდა მეც ყური დავიყრუე.-მართლა კაპასი ცოლივით ვუჯავრდები. -სულ ოთხჯერ აგიყვანე ხელში!-სასაცილოდ იქნევს ხელებს. -ნუ „მემარიაჟები“ იმით, რომ ჩემი აწევა შეგიძლია!-ენას ვუყოფ.-კარგი, მართალია ეს ტრადიციული თეფშების ჭახუნი მეზარება, თუმცა სავარაუდოდ მოქეიფეები კვლავ გვეწვევიან, ამიტომ ადექი და მოემზადე! -ბოლო-ბოლო ჩვენი, როგორც ცოლ-ქმრის პირველი დილაა, აუცილებელია, რომ საწოლიდან გარიჟრაჟზე წამოფრინდე?!-ბუზღუნებს ივანე. -ახლა გაგახსენდა?! ძილი, რომ გამოჭიმე და კოცნით გაღვიძების ნაცვლად საწოლიდან, რომ გადმოვვარდი მაშინ არ იყო პირველი დილა?!-მაინც მეცინება, როცა ქაოტურ სიტუაციას ვიხსენებ. -აღარასოდეს მექნება საქორწილო ცერემონია, რამხელა დავიდარაბაა! -მეორე ქორწილსაც გადაგახდევინებ იცოდე! -ვერ ეღირსები! -დროზე ახლა, ნუ მაყოვნებ! -არაფერი დაშავდება კიდევ ნახევარი საათით, რომ დაგაყოვნო.-მზაკვრულად იღიმის. დიდი ხლაფორთის შემდეგ, გაჩეჩილი ვენარცხები საწოლზე, ოღონდ მაინც და მაინც უკმაყოფილო გამომეტყველება არ მაქვს. *** *ახლა* კარს ჭოჭმანით ვაღებ და ვოხრავ. გული ისევ მწარედ მჩხვლეტს. ახალი სახლი. ამის გააზრება ერთიანად მაცლის ღონეს, თავის შეკავება მიჭირს, მინდა აქვე ჩავიკეცო და კარის ზღურბლზე დაჩოქილმა ვიქვითინო. თავს გამოცარიელებულ, ჩამონგრეულ სამოსახლოდ ვგრძნობ. -იმედია არ შეგეშინდება, მე ზემო სართულზე ვარ, თუ რამე დაგჭირდება შეგიძლია დამიძახო, არ მოგერიდოს.-ჩემზე ერთი თავით დაბალი, საყვარელი ნატა ბედნიერად მიღიმის. მგონი ერთადერთია, ვისაც ჩემს დანახვაზე ასე უბრწყინდება თვალები და არც ზურგს უკან ჭორაობს აღშფოთებული. -კარგი, დიდი მადლობა ნატა.-ნერწყვს ვყლაპავ, მხნეობას ვიკრებ და ოთახში შევდივარ. ნატას ნაბიჯების ხმა აღარ მესმის, სამაგიეროდ ჩემი გული გუგუნებს. ჩემოდნიდან ორ ხელ ტანსაცმელს ვიღებ, დღეს დალაგება მეზარება, ამიტომ ჩემოდანს საძინებლის კუთხეში ვისვრი, სპორტულ შარვალსა და ნაქსოვ თეთრ შარფში ვიფუთნები, სახლში გათბობას ვრთავ და მაცივრის ამოსავსებად მარკეტში ჩავდივარ. -გამარჯობა.-ნაძალადევი ღიმილით ვესალმები ჭორბიუროს სხდომას. როგორც ყველა კორპუსს, ჩემს ახალ სახლსაც (ამის გაფიქრებისას კვლავ ვიზაფრები) ჰყავს რამდენიმე დაგეშილი უსაქმური, რომლისთვისაც ახალი მოსახლე მეტად საინტერესო თემაა. -ეს ისაა ხო? -ვინ ის? -აი ის, ქმარს, რომ გაშორდა. ელენე ჰქვია მგონი. -კი ეგაა, განათხოვარია. ახლახანს განქორწინებულა. -მე როგორც ვიცი არ განქორწინებულა ოფიციალურად. უბრალოდ, სახლიდან წამოვიდა. -ალბათ თავაშვებული ცხოვრება უყვარს და ქმარს ვერ შეეგუა. -არა, დიდი ხნის ოჯახი დანგრევია. -იქნებ უღალატა? -ან უღალატეს? -რა მნიშვნელობა აქვს. ცრემლებს ვყლაპავ. მივეჩვიე. მართლა. ოღონდ მაინც მტკივნეულია. იმიტომ არა, რომ მართლა ვუღალატე, ან იმიტომ, რომ ამ ქალების აზრი მაინტერესებს. უბრალოდ „განათხოვარის“ იარლიყი მახსენებს, რომ რაღაც დავკარგე. რაღაც უსხეულო და უმატერიო. რაღაც აღუდგენელი. იარლიყი ივანეს მახსენებს. მის ღიმილს, თვალებს, მის გაუგებარ შეხედულებებს და ზოგჯერ სულელურ აკრძალვებს რაზეც გამუდმებით ვეკამათებოდი და არ ვეპუებოდი. ჩემს მეუღლე იავნეს მახსენებს ყველაფერი. ახალი სახლიც, ახალი ეზოც, ახალი ნაცნობებიც, ახალი თეთრეულიც, რომელიც მისი არომატით არაა გაჯერებული. ივანეს მახსენებს ნახევრად ცარიელი სააბაზანოს თაროებიც, რომლებზეც ჩემი ნივთები უპრობლემოდ ეტევა და კუთხეში საპარსი ქაფი და გელი არაა საცოდავად მიჭუჭყნილი. ყველაფერი ახალი მახსენებს ძველს. იმიტომ არა, რომ ახალი ძველს ჰგავს, არამედ იმიტომ, რომ ახალში ძველის ნაკლებობაა, იმიტომ, რომ ახალი ძველისაგან ერთიანად დაცლილია. ივანე აღარსადაა და მეც ყველგან მას ვხედავ. მე მისთვის მოვკვდი. და ალბათ ყველაზე მწარე ლახვრად სწორედ ის მესობა, რომ ეს განშორება ჩემი ბრალია. ჩემი არჩევანი ჩემივე არჩევანით მოვსპე. ის რისი შენებაც ავირჩიე, ნგრევის არჩევით გავაცამტვერე. ცეცხლს გავატანე ჩემი ცხოვვრება, მხოლოდ იმიტომ, რომ არარსებული მიზნისაკენ მივილტვოდი. გული დავუფლითე ყველას და საკუთარ თავს საერთოდ მკერდიდან ამოვგლიჯე. ნეტავ შემძლებოდა ივას შეძულება, ნეტავ სიძულვილის მიეზი მიეცა. თუმცა მე ივა მძულდა, მძულდა ჩემი ივა რადგან თავისი სიყვარულით არარაობად მაქცია, რადგან მიწასთან გამასწორა, მისადმი არამიწიერი გრძნობებით განმსჭვალულს საპასუხო დამიბრუნა და იმდენად არარეალური გავხდი, რომ რეალობა ვეღარ მივიღე. ჩემივე გაღვივებული ნაპერწკალი უმართავ ცეცხლად აბრიალდა. საშინელ, საზარელ, ალისფრად მოტკაცუნე ენების გროვად და მხუთავ აირად. ბედნიერი მოგონებები ბორკილებად გადამექცა, მშობლიური სახლი გალიად. არადა გალიიდან გამოშვებულმა თავისუფლება უფრო დიდ საპყრობილედ აღვიქვი. ახლა კი დღითიდღე ურო მეტად ვიფერფლები, მტვრად ვიქცევი და ხრწნას ვიწყებ. არავის დადანაშალება არ შემიძლია. მე ვარ დამნაშავე. თუმცა ეს ახალი ცხოვრებაა და რაოდენ ჭკუიდან შემშლელიცაა ეს ფაქტი, იმდენადვე უნდა ჩავებღაუჭო მას. ყოველი ახალი დღე, ახალი შანსია. შესაძლებლობა. *ადრე* -იქნებ ამიხსნა როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს?!-ღრიალებს მამაჩემი. -შენი საქმე არაა ვინ მოვა ჩემთან სტუმრად, გირჩევნია შენს აუარებელ საყვარლებს მიხედო!-საპასუხოდ ჰყვირის დედაჩემი. -ენა დაიმოკლე მეთქი!-მუშტს უღერებს მამა. -მიდი დამარტყი!-ციებ-ცხელებიანივით ატრიალებს დედა თვალებს,-დამარტყი და როცა დავლურჯდები ყველა დაინახავს რა ღორიც ხარ! საქონელი! ცხოველი! შენზე გული მერევა!-და პირდაპირ მამას ფეხებთან აფურთხებს ის. -შე...-გინების, ყვირილისა და გაანჩხლებული ბგერების კაკაფონია ყრებში მძლავრად ჩამესმის, თავი მიგუგუნებს და ხელები და ფეხები მიბუჟდება. -დედა! მამა ! გაჩერდით!-თავადაც შეტევაზე გადავდივარ და ფილტვების დასკდომამდე ვკივი. კიდურები უჩვეულოდ მიცივდება. კისერში ბოღმის გავარვარებული ბურთი მეჩხირება და სუნთქვა მიჭირს, სასუნთქ გზებზე ეკლიანი ქამანდი მაქვს შემოჭდობილი, თვალები ჩასისხლიანებული და აცრემლებული, თუმცა იხტიბარს არ ვიტეხ. -შენ მანდ გაჩუმდი და ოთახში შედი!-მკაცრად მიმითითებს მამა. -არ შევალ!- ხმას ორი ოქტავით ვუწევ.-საატესტატო გამოცდებს ვერ ჩავაბარებ და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი გრგვინვა ყველა კედელში აღწევს!-გაკაპასებული საცოდავად ვწივი. ცოტაც და დავიხრჩობი, სუნთქვა სულ უფრო და უფრო მიჭირს. ყელზე ხელს ვიჭერ და ვხავი. -ელენე მართალია, ხმას დაუწიე და ისე მელაპარაკე!-უხეშად უღრენს დედა. -ჰო, მეზობლებმა არ გაიგონ!-დამცინავად ვკისკისებ, გაოგნებულები მომჩერებიან. ისტერიკულ ხარხარს ვწყვეტ რათა გესლი ბოლომდე ამოვანთხიო.-თქვენ ხომ ერთმანეთს დასანახად ვერ იტანთ, თუმცა არ გინდათ, რომ ეს ვინმემ გაიგოს, ოჯახი რომ დაინგრეს რაღა გვეშველება!-ხელებს ვიქნევ, ცოტაც და ორივეს ჩემი ხელით გავგუდავ.-მეზიზღებით!-გააფთრებული ტორშერს ძირს ვანარცხებ.-წარმოუდგენლად მეზიზღებით! ვერ გიტანთ!- დაუფიქრებლად ვლეწავ ყველაფერს რაც ხელში მომხვდება, დროდადრო ნივთებს მშობლების მიმართულებით ვისვრი. მამა გამეხებული დგას, დედა აწურული მხრებით მიიწევს კუთხისაკენ.-თქვენ ჩემი ცხოვრება გაანადგურეთ! თქვენ მე სიცოცხლე წამართვით! თქვენს გამო სიძულვილით ვარ სავსე, თქვენი გულისთვის საშინელი ადამიანი ვარ! თქვენი ბრალია, რომ ფსიქოპატს ვგავარ! თქვენი ბრალია! თვქენი და მხოლოდ თქვენი!-ვტირი, მაგრამ ცრემლები ვერ მამშვიდებს, თავბრუ მესხმის თუმცა ჯიუტად ვაგრძელებ სულისშემძვრელ მონოლოგს, ჯიუტად ვაგრძელებ დაგროვებული ღვარძლის გამოდევნას.-თქვენმა სიძულვილმა ცოცხლად დამმარხა! თქვენთან ცხოვრებას ღია ცის ქვეშ ძილი მირჩევნია! მე თქვენი შვილი არ ვარ! მე არავისი არ ვარ! ობოლი ვარ! ობოლი! გაიგეეთ?! აღარასოდეს აღარ მომიკითხოთ, თქვენთვის მე მოვკვდი, ჩათვალეთ, რომ არც დავბადებულვარ! ყელში ამომივიდა ყოველდღიურობად ქცეული ჩხუბი! შენ ჭორიკანებთან ერთად წრუპავ ყავას და სხვის ცხოვრებას განიხილავ მაშინ როცა ზეცა თავზე გაქვს ჩამოქცეული! შენ კიდევ საყვარლებს ცხვირსახოცებივით იცვლი და საერთოდ არ განაღვლებს შენი ოჯახი! თქვენ მე კიარა საკუთარი თავიც არ გაინტერესებთ, თქვენ კომპენსაციას ერთურთის გამწარებით, ცრემლებითა და სიძულვილით იღებთ! ეს თქვენთვს კარგია?! ნუთუ ამდენად ვარ წუმპეში ჩაფლული?! ნუთუ აქამდე დავეშვი?! ნეტავ მოკვდეთ!-გაუაზრებად ვკივი.-ყველანი მოვკვდეთ! დავიხოცოთ! დავიწვათ! ჯოჯოხეთის ცეცხლში შეხრუკვას გისურვებთ! -გაავებული ჩანჩქერად ვიღვრები, მაგრამ ჯერ კიდევ არ ჩავმქრალვარ, ჩემი მრისხანება საკმარისად ელავს იმისათვის, რომ კარი გამოვგლიჯო და გარეთ გავვარდე, იქ კი უსულოდ ვიკეცები და თვალთ მიბნელდება. ზემოდან ალმასებით მოჭედილი ბნელი ზეცა დამყურებს. *** *ახლა* -თქვენი ყავა.-ღიმილით მაწვდის ფინჯანს მიმტანი. -გმადლობთ.-ჩამწყდარი ხმით ვაცხადებ. -კარგად ხართ? აწყილანებულ ქუთუთებს ერთმანეთს ძლიერად ვაჭერ. არაფრის გახსენება არ ღირდა. თუ ასე გავაგრძელებ ვერაფერს ვერ დავტოვებ წარსულში. -დიახ, უკაცრავად.-მეც ვუღიმი, ან ვცდილობ დავიღრიჯო მაინც. გოგონა შემწყნარებლური სახით მტოვებს. მდუღარე სითხეს საჩქაროდ ვსვამ და სახლისაკენ გავრბივარ. სააბაზაოში შევდივარ და გულისრევას ვგრძნობ, თუმცა თავის ხელში აყვანას თბილი წყ ლის ჭავლის ქვეშ ვახერხებ. თვალებს ვხუჭავ და წვეთებს ნებას ვაძლევ ჩემი სხეულის თეთრ უდაბნოში იმოგზაურონ. ოქოსფერი თმის ძირებიდან სუსტად, თავქვე ეშვება თავხედი ნამი, ლავიწის უფსკრულში იჩეხება თავისი დაუდევრობით. მეორე გეზს იცვლის, შეშინებული აწყდება მკერდი ძვლის დაღმართს, მაგრამ ვერც ის გაურბის საზარელ ბოლოს. ჩემსავითაა, მეც უფსკრული პირას ვდგავარ, ფეხი მისხლტება, შვეილებს ვეჭიდები, არ მინდა კლდეზე გადავიჩეხო, მაგრამ ყველაფერი მაინც ნათელია. ასე ვდგავარ და ვგრძნობ როგორ დასრიალებენ სითხის მოლეკულები, უნებურად ივანეს წარმოვიდგენ, მის მწველ მზერას. თბილ, ამ წვეთებზე ბევრად უფრო თბილ, ცხელ, მბურღავ თვალებს, მხურვალე მკლავებს, მთრთოლვარე ტუჩებს... ორი გულის აჩქარებულ ძგერას, ვენების ობობასავით გაბმულ ქსელში აჩქროლებული სისხლის შხუილს, მთვარის ვერცხლისფერი შუქით გასხივოსნებულ ოთახს, არაჩვეულებრივ სურნელს, რომელიც არცერთ სუნამოს არ გააჩნია და...ყველაფერი იმდენად რეალური ხდება, რომ ცხადად ვგრძნობ. ვგრძნობ. ჯანდაბა! წყალი ზედმეტად ცხელდება და ვიწვი. პირსახოცს მჭიდროდ ვიკრავ, აბურდულ თმას თითებით ვივარცხნი და დაორთქლილ სარკეს ვწმენდ. „შენ იცოდი რაც მოგელოდა, მარამ ივანე მაინც შეიწირე“ დაზაფრული ვხტები უკან, სარკე ელავს, ფეხი მიცურავს და ძირს მწარედ ვეცემი. თავს ვარტყამ, თეძოთი უხერხულად ვეცემი და დარწმუნებული ვარ, კანქვეშ იასამნისფრად გაფურჩქნილი სისხლჩაქცევით ვჯილდოვდები. შეშინებული ძლივს ვდგები და სარკეს მივჩერებივარ, ჩემი გაბურძგნილი, თვალებჩაწითლებული და ნახევრად სველი გამოსახულების გარდა იქ არაფერია, არადა რამდენიმე წამის წინ წარწერა დავინახე. აჰა, შიზოფრენიის ნიშნებს ვავლენ. დარწმუნებული ვარ ყველაფერი ჩემი ქვეცნობიერის ბრალია. ახლა იქ ნამდვილი განგაშია. ყველა ფსიქოლოგიური ტრამვა, დანაშაულისა და მარტოობის განცდა იერიშზე გადმოდის, შესაბამისად მოჩვენებები მეწყება. ჩემი მშობლები სულ ჩხუბობდნენ. ივანეს კი სულ ვიცნობდი, ამიტომ ჩავთვალე, რომ ცხრამეტი წლის ასაკში გათხოვება შემეძლო. ადრეც ბევრჯერ მითქვამს, რომ ნაადრევი ქორწინება საკუთარი მომავლის ნგრევაა, თუმცა მე საკმარისად მყარი ფსიქიკით შევხვდი ახალ ცხოვრებას და მშობლიურ სახლადაც სწორედ ის აღვიქვი, რადგან ჩემი დედმამისეული ბინა არაფერი იყო კედლების და ამ კედლებში გამომწყვდეული ღვარძლის გარდა. სახლიდან სიყვარულით გაქცევა, აი ეს იყო ჩემი თვითგანადგურების საწყისი. არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავდა ივანეს. სწავლა ორივემ ერთად გავაგრძელეთ, ოთხი წელი ვიყავით ცოლ-ქმარი და სიმშვიდეს სამი წლის განმავლობაში ვინარჩუნებდი. თუმცა ჩემში არამყარი ოჯახის შიში იყო გაბატონებული, ამ გრძნობამ ფესვები გაიდგა და ლამის ჭკუიდან შემშალა. მეშინოდა შვილების, ღალატის, კონფლიქტის და ამ შიშმა სწორედ კონფლიქტამდე მიმიყვანა. ოდნავ თუ შეაგვიანებდა პანიკაში ვვარდებოდი, ყველა მის ნაცნობში საყვარელი მელანდებოდა, ივანეს არასაკმარისად ვენდობოდი. ვხვდებოდი, რომ ჩიხში შევედი, საიდანაც გამოსვლა აღარ შემეძლო, რადგან უკან დასაბრუნებელი გზა მოვიჭერი. ბავშვური ლაზღანდარობა სერიოზულ დავაში გადაიზარდა, სანამ ივანეს არ განვუცხადე უვადოთ დავშორდეთ მეთქი. ჯერ განქორწინებული არ ვარ, თუმცა ეჭვი მეპარება კვლავ ვუყვარდე, თანაც სიყვარული არაფერს შეცვლის, მაშინ, როცა მე ისტერიულ მელანქოლიკად გარდავიქმენი. მე, ელენე, იმპულსური, საძაგელი არსება ვარ, რომელმაც თავისი ხელით ჩასცა მას ჟანგიანი დანა ბეჭებში. იქნებ აღარც კი მიყვარს?! არ ვიცი. 2. ერთ დღესაც, ღმერთი ფეხქვეშ მიწას გამოგაცლის, რათა ამოყირავებულმა სამყაროს სიმეტრია აღიქვა და მიხვდე რას ნიშნავს მყარი ნიადაგი. *** *ადრე* -არ მომწონს.-თავს ქეციანი ძაღლივით ვაქნევ.-ეგ ბაფთები კონტექსტიდან ამოვარდნილია. -მაგრამ უფრო ლამაზი ფერია !-არ მეპუება ივანე. -ცისფერი ჯობია!-მეც ჩემს პოზიციას ვინარჩუნებ. -მწვანე! -ცისფერი! -მწვანე მეთქი! -ცისფერი!-ვცხარდები.-ან ცისფერი ან ცოლად აღარ მოგყვები. -მანიპულატორო!-მეჯღანება ივა. -მაიძულე ასე მოგქცეოდი!-გამარჯვებულის ღიმილს ვიკრავ სახეზე. ფეხზე ვდგები, უეცრად წვრილ მაჯაზე თითების შემოჭდობას ვგრძნობ და ვყირავდები. წამში იატაკზე ვარ გართხმული, ივა ქვემოდან შემომყურებს, თვალები თაფლისფერი შუქით უბრწყინავს, ნათურასავით ჩახჩახებს, ბედნიერია. ვიხრები და სახე უფრო ახლოს მიმაქვს, ცოტაც და ლოყაზე ვკოცნი. იღუშება, იმედგაცრუებული ჩანს. -დაიმსახურე და მიიღებ! წავედი ახლა, დეკორაცია უნდა შევარჩიო და მეჯვარის კაბის ფერიც.-გონებაში სიას ვწერ, აუარება საქმე მაქვს, დრო კი გაუხედნავი ფაშატივით გარბის. -რა მნიშვნელობა აქვს მეჯვარის კაბის ფერს? მაინც ისეთს შეაკერინებ ან აყიდინებ, რომ მაქსიმალურად ცუდად ჩანდეს თვითონ და შენ მის ფონზე დედოფალივით გამოიყურებოდე.-მეღრიჯება ივანე, გაჭირვებით დგება და კისერს დაღლილი გამომეტყველებით იძენს. -რა სისულელეა!-ვაპროტესტებ მე.-უბრალოდ მინდა ფერთა გამა ერთამენთს ეხამებოდეს. -გადაწყვიტე ვინ იქნება შენი მეჯვარე?-უეცრად მეკითხება ის. ვიცი რატომ ორჭოფობდა ამ შეკითხვის დასმისას, რათქმაუნდა, ივა თავს დამნაშავედ გრძნობს, რადგან ჩემი „მეგობრების ნახევარი ჩემზე გაგულისებულია და ქორწილში მოსვლასაც მხოლოდ იმიტომ აპირებენ, რომ ჩემი კაბა, ვარცხნილობა და მაკიაჟი საპირფარეშოში შეურაცხჰყონ. როგორც აღმოჩნდა, მათი უმრავლესობა ივას ფან-კლუბის წევრი აღმოჩნდა. მოკლედ, დიდი იმედი მაქვს მხოლოდ ჭორაობას იკმარებენ და თმით არ მითრევენ. -ისე ჭიჭყინებ, თითქოს ფართო არჩევანი მქონდეს.-მხრებს უგერგილოდ ვიჩეჩ. ივანე წამში იქუფრება. ცუდია, ეს ძალიან ცუდია. მე ხუმრობა მინდოდა და ირონიულად გამომივიდა. სიტუაციის გამოსწორებას ვცდილობ. -ნამდვილი მეგობარი მხოლოდ ორი მყავს, აქედან ერთი ქორწილებს ჭირის დღესავით ვერ იტანს და მეჯვარეობა, რომ ვუხსენე კინაღამ ყველაზე დიდი ლარნაკი მხეთქა თავში, ხოლო მეორე თანახმაა, დანარჩენები კი უბრალოდ დეკორაციას წარმოადგენენ. -არ მესმის, შენთან რა პრობლემა აქვთ?-წარბებს დრამატულად სწევს საქმრო. -აუ დაივიწყე რა საერთოდ ეგენი! ერთი დიდი თეატრალური დადგმა იქნება ჩვენი ქორწილი!-ვფრუტუნებ გაცხარებული და ბაფთებს გამწარებული ვხვეტ იატაკიდან.-ჩათვალე ბალ-მასკარადს ვაწყობთ და ყველა ნიღაბით იქნება! ამხელა ქორწილი, რომ გადავწვიტეთ ისედაც მოსალოდნელი იყო მგონი, ასე, რომ წავედი ახლა ლენასთან მე, მერე მკერავსაც შვუვლი და სმოკინგს გამოგიტან, თან ჩემს კაბას დავხედავ.-სხაპა-სხუპით ვაყრი და ქურთუკს ვიცვამ. -არ მინდა, რომ ჩვენს ქორწილში ამხელა სპექტაკლი გათამაშდეს.-ბუზღუნებს ივანე. -არც მე, მაგრამ ეს მუდმივად ასე იყო!-ლოყაზე ხმაურით ვკოცნი.-გავქრი ახლა და ნუ ჩამოუშვი ცხვირი! არც ერთი მათგანი არაა დაკარგული, აი ნახავ, ორ კვირაში სელფს სელფზე გადაიღებენ ჩვენთან, თეთრ კაბას ნაფეხურებით ამიჭრელენ, ლოყიდან ტონალურს ჩამომაცლიან კოცნით და ნეკნებს ამატკიებენ ჩახუტებით. ყალბ ხალხთან, ნამდვილი ვერ იქნები! -თუ ასეთ იდიოტად მთვლიან, რაღას გჭამენ? -იმიტომ, რომ ბედი ჩავუკეტე!-ვხარხარებ. ლენასთან ტაქსით მივდივარ. ლენას შავი სურნელოვანი თმა ჩამოუშლია და კლასიკურ მუსიკაზე როკენროლს უბერავს. -გამოშტერებულო, ჩაუწიე!-ვღრიალებ. -პატარძალოოო!-სალამს მაძლევს ლენა და მუსიკას თიშავს.-მიდი, მითხარი რა გინდა, პრეტენზია არა მაქვს, ნებისმიერ ნაგავს ჩავიცვამ!-თვალები შოკოლადივით ულაპლაპებს, ძალიან საყვარელია! -მე მხოლოდ ფერს გეტყვი, არ გზღუდავ არანაირად.-მხრებს ვიჩეჩ. ოციოდე წუთის განმავლობაში, მე და ლენა ჟურნალებს ჩავკირკიტებთ. მე ლენას კაბის ესკიზს ვქმნი, მუქი ლურჯია, წვივებამდე და ძალიან თავისუფალი. ამ კაბაში ლენა ზღაპრული ფერიასავით იქნება. ნაჭრის ტექსტურას ლენასვე ვანდობ და ყავას ვადუღებ. -მოვრჩით.-ჯუჯღუნებს გოგო და ყველაფერს გვერდით სწევს. -მიირთვი.-თავის წილ მდუღარე სითხეს ცხვირწინ ვუდგამ, კომფორტულად ვეწყობი სავარძელში და ღიღილოსფერ, ფაიფურის კოხტა ფინჯანს ორივე ხელით ვებღაუჭები. -ძალიან ნიჭიერი ხარ ელე, შეგიძლია ტანსაცმლის დიზაინი შექმნა.-ღიმილით მეუბნება ლენა. -მეზარება.-მოკლედ ვუჭრი, თვალთ მხოლოდ მომავალი საქორწინო ცერემონია მიტრიალებს და მღელვარებისაგან თვაბრუსხვევას ვგრძნობ, ოღონდ ეს აშკარად არაა პატარძლებისათვის დამახასიათებელი წინასაქორწინო ვნებათაღელვა, ამას უფრო საზარელ წინათგრძნობას ვუწოდებდი, რომელიც შიგნეულს გულისგამაწვრილებლად მიღრღნის. -ნება შენია.-წყნარად მიცხადებს. წამიერად სახეზე ატმისფერი ზოლები ურბენს, უცნაურად ფითრდება და ტუჩს ნერვიულად იკვნეტს. -რამე ხდება?-იჭვნეულად ვეკითხები. -არა, ისეთი არაფერია.-უდარდელად მპასუხობს. კარზე გამაღიზიანებლად ბევრჯერ რეკავენ ზარს, გამწარებული მივიჩქარი რათა ხის ნაფოტი გამოვგლიჯო და შიგ სახეში ვურტყა ჩემს არანორმალურ დაქალს. -ეკა?! რატომ მომიწყვე ეს სამრეკლოს ზარების ინსპირაციით შექმნილი საოცარი კონცერტი, დასარტყამ ინსტრუმენტად კი პირდაპირ კარი რატომ გამოიყენე?-გაავებული ვკარკლავ თვალებს. -გაიწიე, თორემ ბართლომეს ღამეს მოგიწყობ!-აშკარად ზედმეტადაა გაფიცხებული ეკა. -რა ხდება?-ლენას თავი მისაღებიდან საზავო შეთანხმების ალამივითაა გამოფრიალებული. -მეორედ არ დავინახო მაგ ნაგავს ხმა გასცე, გაიგე?!-ცრემლმორეული ყვირის ეკა. -ვის?-შეშფოთებულს მაშინვე ივა მახსენდება, თუმცა ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ივა არასოდეს არ ჩაიდენდა რამე ისეთს, რომ ორ საათში ასე დაეძაბა სიტუაცია. -ნიტას ქორწილში თუ დავინახავ, იქიდან წიხლით გავისვრი, არ ვაპატიებ გაიგე?!-სკამზე ჯდება აქოშინებული გოგონა. -აიღე.-წყალს აწვდის გაოგნებული ლენა. -დამწყნარდი და ისე მოგვიყევი ყველაფერი.-ადეკვატური მდგომარეობის შენარჩუნებას ვცდილობ. ათი წუთი ვუცდით როდის გამოვა ეკა შოკიდან, მანამდე ტვინი ლამის ამიფეთქდეს, ფუტკრების სკასავით მიზუზუნებს. -მისმინე ელო,-ხელს ხელზე მადებს ეკა.-ნიტა ყველაზე დიდი ნაგავია მსოფლიოში, ამაზე ნერვიულობაც არ ღირს. -წესიერად აგვიხსენი! -მოკლედ, ეგ დამპალი არსება აქეთ-იქით დაეთრევა და აცხადებს, რომ თურმე ორსულად ხარ და ამიტომ მოყავხარ ივანეს ცოლად, თურმე ეგენი შენ დააშორე და თურმე საერთოდ მურმანის ეკალი ხარ ჩემო დაო!-თვალებიდან ცეცხლს ჰყრის გოგონა.-ყველაფერს გააკეთებს, რომ ქორწილი ჩაგიშალოთ, იცოდე, სულ მუხლებზე დაჩოქილმა, რომ მეხვეწო, თუ ეგ იქ ცხვირს შემოჰყოფს, ჩავაფრინდები იმ გაზინტლულ მატყლივით თმებში და ისე ვათრევ, სულ ძუნძგლიანი თმით ავაწმენდინებ იატაკს! აშკარად გამიმართლა, იმიტომ, რომ ლენასა და ეკას ნაირი მეგობრები მყავს. -არაა საჭირო ნერვებს აჰყვე.-ვეუბნები მე. -შენ გააფრინე? ეგ აქეთ გტენის თავის დანაშაულთა გრძელ ნუსხას, თან ფეხმძიმეც ხარ თურმე, მოგილოცო?-ამჯერად ლენა უშვებს კვამლს ყურებიან. -მაგას არავინ დაუჯერებს, ყველა გვიცნობს მე და ივანეს, თანაც, რომ არ მეყოლება ცხრა თვეში ბავშვი რას იზამს?-დროთა განმავლობაში ვეჩვევი ორპირ ხალხს და შესაბამისად, ასე მძაფრად არ აღვიქვამ ამ ისტორიას.-ნუთუ ამდენ ნერვიულობად მიღირს ეს ყოველივე? -არა, მაგრამ მაინც მივახრჩობ მაგ კოჭლ თხას!-იქადნის ლენა. -გამოშტერებული ბატი!-ამატებს ეკა. სიცილი მიტყდება და მათი შემყურე ვგრძნობ, რომ თუ მშობლებში არა, „უცხო“ ადამიანებში მაინც გამიმართლა. მაინც მეუფლება პატარძლისათვის დამახასიათებელი ბედნიერების განცდა. *** *ახლა* ვიღვიძებ, თვალები მზის მტვრიანი სხივებით მევსება, საძინებელში ოქროსფერი სინათლეა დაგუბებული. ქარვისფერი, ბლანტი შუქი მთელს სხეულზე მეფინება. ყველაფერს სჯობს ფარდები გადავწიო და საწოლში დავრჩე. უსიცოცხლოდ ვდგები ფეხზე და ლასლასით ვუახლოვდები ფანჯარას, მარტის დასაწყისისთვის დამახასიათებელი მატყუარა ამინდია. -რა სასიამოვნო ამინდია არა?!-მესმის ზურგს უკან ნათქვამი სიტყვები. სხეული გიჟივით მიხტის, კიდურები უეცრად მიცივდება და ელდანაცემი მკვეთრად ვტრიალდები. ყურებამდე გაღიმებული ნატას სახე მხვდება თვალში, საახალწლო მოსართვავივით კაშკაშებს. -ღმერთო, ნატა, სხვა დროს დააკაკუნე ხოლმე, თორემ გულის შეტევით გარდავიცვლები.-ნამდვილად არ ვაჭარბებ, ლამის ინფარქტი მარტყამს. -მაპატიე, დედამ კექსი გამოაცხო და ვიფიქრე, რომ გაგიხარდებოდა.-დარცხვენით მეუბნება გოგონა და ბოლოკისფერი ხდება. -არაუშავს, მოდი და ერთად მივირთვათ, დედას მადლობა გადაეცი, არ იყო ასე შეწუხება საჭირო!-გულთბილად ვუღიმი. არვიცი მზის სხივების ბრალია, კექსის არომატის თუ უბრალოდ ადამიანური თანადგომის, მაგრამ წამით საკუთარი პრობლემები მავიწყდება და ბედნიერი ვარ. სამზარეულოში ყავისათვის წყალს ვადუღებ, კექსს ლამაზად ვჭრი და ნატას ვუცხადებ, მოხარული ვიქნები დედაშენიც თუ მესტუმრება-მეთქი. ბოლოს ორივე მაგიდასთან ვკალათდებით. გარეთ მოიღრუბლა, ამიტომ გათბობას ვუწევ და შემცივნებული ხალათს ვისხამ მხრებზე. -როგორ მოეწყვე?-კვლავ ნატა იწყებს საუბარს. თავს ვაიძულებ ადამიანთან კონტაქტის ფორმები გავიხსენო და ნორმალური პასუხი გავცე. ძალიან მიჭირს, როგორც ჩანს ორთვიანმა ვაკუუმმა და ერთწლიანმა დეპრესიამ ჩემზე ღრმა ნაკვალევი დატოვა. -ვფიქრობ, აქაურობა მეტად მშვენიერია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც შენნაირი მეზობელი მყავს. გოგონა კვლავ იბადრება, არასოდეს შემხვედრია ასეთი პოზიტიური ადამიანი! -უღრმესი მადლობა. მინდა იცოდე, რომ მე, დედა, მამა და ჩემი ძმა უკვე ძალიან გაფასებთ. დედა ამბობს, ადამიანს ინტელექტი ყოველთვის ეტყობაო, მეც ვთვლი, რომ ძალიან დავმეგობრდებით. სხვა მეზობლებსაც გაგაცნობ, დამიჯერე კარგი ხალხია! -არამგონია ასე იყოს.-უხერხულად ვიშმუშნები, გონებაში ჩემს განათხოვრობაზე გაკეთებული კომენტარები ჩამესმის და ტვინში ნემსებივით მჩხვლეტს. რათქმაუნდა, ხალხი ყოველთვის ინტერესდება თუ ვის გვერდით მოუწევთ ცხოვრება. საწყალ ნატას ალბათ დაკითხვა მოუწყვეს და რადგან მეც არ დამიმალავს არაფერი, მათთვის ჩემი განათხოვრობი ამბავი ფრიად ხელმისაწვდომი გახდა. -შენს პირდაპირ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ცხოვრობს, მენდე, არაჩვეულებრივი გოგოა ქეთა! თანაც, ჩვენთვის შენს პირად ცხოვრებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ჩვენი საქმე არ არის, თუ მოგინდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში გვიამბობ რამეს, თუ არადა მე შენ ახლა გიცნობ, ადამიანში კი აწმყო და მომავალი უნდა მიიღო, თორემ წარსული უკვე ჩავლილია და მისი დეტალების ძიება არაფერს მოგიტანს, შენს წარსულზეც საკმარისი ვიცი!-უდარდელად იჩეჩს მხრებს, კვლავ გულიანად მიღიმის და თბილ ხელს ხელზე მადებს, ეს უბრალო ჟესტი მახსენებს, რომ მეც ადამიანი ვარ და ჩემთვის ყველაფერი დაკარგული არაა, ახალი ცხოვრება მიხმობს. მე და ნატა საუბარს მსუბუქ თემებზე ვაგრძელებთ. ელემენტარულ კითხვებს ვსვამთ, ზედმეტად არ ვიჩხრიკებით, უფრო სამომავლო მიზნებზე ვმსჯელობთ. ნატა სამედიცინოს სტუდენტია, თუმცა ჯერ ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა, არ იცის მაგისტრატურასა და რეზიდენტურას რას მოუხერხებს. მე ჩემი პროფესიით არ ვმუშაობ. იავნეს, რომ ცოლად გავყევი ორივე სტუდენტები ვიყავით, მალევე სამსახური ვიპოვნე, ერთგვარი ინტერნეტ-პლატფორმა იყო, რომელიც მნშვნელოვან თემებს ეხებოდა და სტატიების წერა მიწევდა. კვირაში ორი სტატიის წერას დიდი დრო არ სჭირდებოდა, თუ სხვის სამუშაოსაც ავიღებდი ჩემს თავზე მაშინ ბონუსიც მერიცხებოდა, ბოლოს გაზეთადაც გამოვუშვით და რედაქციაც გავხსენით, ოღონდ მე შენობაში სიარული არ მიყვარდა, მითუმეტეს ახლა, როცა ქალაქიდან გადავედი. რედაქტორის თხოვნით მუშაობას ინტერნეტით ვაგრძელებ, ათი კილომეტრის გავლა მეზარება, მაგრამ ორშაბათობით მაინც მომიწევს მისვლა. მშვენიერი ხელფასი მაქვს, მშვენიერი სამუშაო და მშვენიერი უფროსი მყავს. აქაც ვიპოვი რამეს, კარგი იურისტი ვარ, დიზაინზე მუშაობაც შემიძლია, ლენა ივენთ-მენეჯერია და ბევრჯერ დავხმარებივარ. შესაძლოა, სელენიელის უნივერსიტეტში გავაგრძელო სწავლა, თავზე საყრელი დრო მაქვს და მეორე პროფესაც არ იქნებოდა ურიგო. ნატას ვაცილებ და სააბაზანოში შედივარ. ცხელი წყალი ორგანიზმს მითბობს. შეშინებული პირსახოცშემოხვეული გამოვრბივარ ოთახიდან, ისე რომ სარკეში არ ვიხედები. თმის სწრაფად გაშრობის, ჯინსების, სპორტული მაისურისა და დუტის ქურთუკის მორგების შემგომ გარეთ გავდივარ. სელენიელის ქუჩებს ფეხით დავუყვები, კედელზე მიკრულ განცხადებებს ვაკვირდები. შესასვენებლად და ნაცხვირის დასაგემოვნებლად კაფეში შევდივარ, ჯიბეში ტელეფონი ზმუის. -გისმენთ. -სად ჯანდაბაში გაქვს მობილური?-ლენა გაღიზიანებულია. -ჯიბეში მიდევს.-მშრალად ვეუბნები. -აბა?-მგონი ეკაა.-რა ქენი, როგორია ახალი სახლი?-კი, ეკაა. -კარგი სახლია, პატრონებიც კარგი ჰყავს, სამეზობლოს ჯერ არ ვიცნობ. -გაიცნობ.-გადაჭრით ამბობს ლენა.-ახლა უნდა წავიდეთ, გკოცნით საძაგელო! -მეც გკოცნით!-ვემშვიდობები. ეკასა და ლენას ჩემი გამოშვება ყველაზე მეტად გაუჭირდათ, ვერც ჩემი ოჯახის დანგრევას შეეგუვნენ. ხმამაღლა არ მითქვამს, მაგრამ ივანე მათ დავუტოვე, იმედი მაქვს მოახერხებს სრულფასოვანი ცხოვრების აწყობას და დამივიწყებს, მაგრამ ეგოისტურად არ მინდა, რომ საერთოდ ამომშალოს მეხსიერებიდან, ამიტომ გოგონები სულ მასთან იტრიალებენ. დღის ბოლომდე სამსახურს ვპოულობ; ახლგაზრდა გოგონებს ფირმა აქვთ, რომელიც წვეულებებს აწყობს, დიზაინერი სჭირდებათ, მაინც და მაინც ცხრა დიპლომს არ ითხოვენ, შემოქმედებით ნატურას ეძებენ, რომელსაც დარბაზის ლამაზად გაფორმება, კარგი მენიუს შერჩევა და სხვა მგავსი კრტერიუმების დაკმაყოფილება გამოსდის. დაქანცული, სრულიად შემთხვევით ვაჭრი მათ ოფისში და ვკითხულობ ვაკანსია ხომ არ აქვთ, ისინიც ზოგად კითხვებს მაყრიან და გახარებულები მიყვანენ. თურმე ოთხი მეგობარი იყო, მაგრამ ერთ-ერთი საზღვარგარეთ წავიდა და ამიტომ, დამხმარე დასჭირდათ. მუშაობის დაწყებას ხვალვე ვგეგმავ და გახარებული მივდივარ სახლში. გემრიელ დესრეტს ვამზადებ, ხელსახოცს ვახევ და ჩემს პირდაპირ მაცხოვრებლებს ვსტუმრობ. ნატა მართალი აღმოჩნდა, ძალიან მხიარული და გულღია ხალხია. ორი ბავშვი ჰყვათ. ცოლ-ქმრის ყურებისას გულში ამოთხრილი ორმო ხახადაფჩენილი ღმუის, ბავშვების ცქერა კი დანაკარგებსა და სიცარიელეს მახსენებს, ასე მგონია საკუთარ ცხოვრებას ვუმზერ ფარდის მიღმა. წარმოუდგენელია, რაოდენ შეპყრობილი ვხდები წარსულის ჩიჩქვნით, უფრო სწორად კი წარსულის აწმყოში ძიებით. ცრემლმორეული ვემშვიდობები მათ და დასაძინებლად ვწვები. საბნის ქვეშ ისტერიკა მეწყება. ყველაფერი ჩემი ბრალია, სუსტი ფსიქიკა მაქვს და არ უნდა დავოჯახებულიყავი. საკუთარი ცნობიერი ჭკუიდან თავად შევშალე. არადა, რომ არა ჩემი მშობლების დაფეხვილი, ჩამოფშვნილი ურთიერთობა, მე კლანჭებს არ გამოვყოფდი და ემოციების მართვას შევძლებდი. მათმა აღზრდამ დაღი დამასვა. სულში საღებავი ჩამექცა და ყველაფერი მოსვარა. საკუთარი გონება იქცა ავბედით გუშაგად. ჩემივე „მეობის“ ტყვეობაში ვარ. *** ტელეფონი აუტანლად წკარუნობს. გვერდს ვიცვლი, ვტრიალდები, ვბორგავ, გაუჩერებლივ რეკს. თვალს გაჭირვებით ვახელ, ზარს ვპასუხობ. -ეკა, გეფიცები, თუ სერიოზული მიზეზი არ გაქვს ყელს გამოგჭრი, იცი, რომ ოთხი საათია და ძლივს ჩამეძინა?!-გაავებული ვჩხავი, ხმა მაქვს წართმეული და გამოფხიზლება მიჭირს. -უმიზეზოდ არ გაღვიძებ, ელენე...-ხმაზე ეტყობა, რომ ტირის. -ეკა, რა ხდება?-ზამბარასავით მეჭიმება სხეული. -ელე.. ივა..ელენე.. ივანე..-სიტყვებს ვერ აბამს ურთიერთს. -ივანეს რა სჭირს?!-თითქოს ცივი წყალი გადამასხესო, მომენტალურად ვფხიზლდები. თავი ქარხანასავით იწყებს გუგუნს, თვალწინ საზარელი ეპიზოდები მესახება, დუმილი ჭკუიდან მშლის. -ოო, მომეცი აქ!-ბურდღუნებს ლენა.-მოკლედ, ელენე, რაციონალურად შეხვდი ამ ამბავს, გამაგრდი, შეიძლება დაშორდით, ერთმაენთს ატყუებთ, რომ აღარ გიყვართ და რამე, მაგრამ რასაც ახლა მოისმენ შენთვის ადვილი არ იქნება, მზად ხარ?! თავს ისე ვუქნევ თითქოს დამინახავდეს. მეტყველებისა და აზროვნების უნარი წამერთვა. -ელე? -კი, მითხარი! -ივანე ავარიაში მოყვა, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ეს ვიცით, ტრაილერს შეასკდა, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. სხვა არაფრის მოსმენა აღარ მინდა, ვერც ჩემი ყურები ვეღარ აღიქვამს მეტს, სმენა მიგუბდება, ასე მგონია ყინულოვან წყალში ჩავყვინთე, ცხადად ვგრძნობ, როგორ მევსება ყურები ცივი წყ ლით, მხედველობა მიორდება და წყვდიადში ვიძირები. -ელე, ელენე, ელენე, კარგად ხარ?! გონებას ვკარგავ. *** გიჟივით მივრბივარ ფლურესენციური შუქით გაბრწყინებულ საავადმყოფოს დერეფანში, თეთრი შუქი თვალს მჭრის, მუხლები მეკვეთება, გაორებული და დისორიენტირებული თეთრხალათიან მედიკოსებს ვაწყდები, ვთელავ, მუჯლუგუნებს ვურტყამ და ერთიანად სახეალეწილი ვუყვირი გზიდან ჩამომეცალონ. გრძელ ჰოლს ბოლო არ უჩანს, თავბრუსხვევისა და გულისრევის შეგრძნება ყოველ წამს უფრო მძლავრი, განახლებული ენერგიით მიტევს. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს საზარელი მხეცი მომდევს, მე კი თვითგადარჩენის ისნტიქტი მექაჩება სიცოცხლისაკენ. უკან სიკვდილი მომდევს, ბნელი, ყომრალი, საწვიმარი ღრუბლისფერი არსება. გრძელი, გიშრისფერი მოსასხამი მოსთრევს. ვცდილობ სიკვდილს გავექცე, მას გადავუსწრო, გავეჯიბრო და მოვუგო, მაგრამ ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი მასუსტებს, სიკვდილს სურს, რომ თავისი მოკრუნჩხული, გაძვალტყავებული, ყინულივით ცივი თითები კისერში წამიჭიროს. მაგრამ რა ძლიერია სიცოცხლის სურვილი, რაოდენ მეხმარება ენერგიის მოკრებაში, მაინც მივილტვი, თავადაც გაცხოველებული ვანგრევ ყველაფერს რაც წინ მეღობება, რაც ხელს მიშლის,რაც მაბრკოლებს. თუმცა ეს ჩემი სიცოხლე არ არის, ეს ივანეს სიცოცხლეა, ეს მისი სუნთქვაა, ეს მას მისდევს სიკვდილი კვალდაკვალ. მე ივანეზე გადაბმული ვარ, მისი სიცოხლე ჩემიცაა, მეც მეკუთვნის, თუ დროზე მივალ, თუ ამ რბოლას მოვიგებ, თუ სიკვდილზე გავიმარჯვებ, ჩემს ივასაც ვიხსნი, მასაც გადავარჩენ, ამიტომ მექაჩება თითოეული უჯრედი მისკენ. რაღაც მაიძულებს არაადამიანური ძალისხმევით ვირბინო მაშინ, როდესაც აქვე უნდა ჩავიკეცო, სუნთქვა მიჭირს, ყურებში საკუთარი აჩქარებული გულისცემა მტკივნეულად ჩამესმის. ვიღაცის სილუეტს შუბლით ვეჯახები. -ელენე... ივანეს მამის ხმის გაგებისას ქვითინი მიტყდება. -სად არის?-საკუთარ ხმას ვეღარ ვცნობ.-რა სჭირს, როგორაა? მისი ნახვა შეიძლება? ხმა ამოიღეთ...-სასოწარკვეთილი, სტყვებს თავს ვერ ვუყრი. რეტდასხმული, დაპატარავებული და დაჭმუჭნილი ველოდები განაჩენს. ჩემი ქვეცნობიერი წინასწარ ემზადება საბოლოო ტყვიის მოსახვედრად, მაგრამ ვეწინააღმდეგები, არ ვტყდები, ვეურჩები. შეუძლებელია, არა არა და არა! ივა ცოცხალია, ივა ცოცხალია, ივა ცოცხალია... -ხმა ამოიღეთ!-უკანასკნელი ნოტის ჩახლეჩვამდე გავკივი. მუხლებზე ვეცემი და თავზე ზეცა ჩამომხობილი, გულისტკივილითა და ქაოტური სიცარიელით ამოვსებული ვუცდი როდის იტყვიან უკანასკნელ სიტყვას. არადა ზუსტად ვიცი, ზუსტად ვიცი, რომ თუ ივას სი...არა! ამის გაფიქრებაც კი არ შემიძლია, თუ ივაზე რამე ცუდს მეტყვიან ჩემგან აღარაფერი დარჩება, აღარაფერი გარდა ძველი ტკივილებისა, რადგან მე ვერ შევეგუები ახალ იარებს, ჭკუიდან შევიშლები. მამამისი მიახლოვდება. ჩემი მშობლებიც კი აქ არიან. მინდა ეს ერთმანეთში აზეელილი გამოსახულება გავაცალკევო. პირდაპირ მეუბნება, ყოველგვარი ზედმეტი ნუგეშის გარეშე. ირგვლივ შემოკრებილნი ისედაც მსგავს სიტყვებს გაიძახიან. -სამი ნეკნი აქვს გატეხილი, თავის ქალის ძვლები გაბზარული, ორივე ფეხი მოტეხილი, მარჯვენა ხელი მაჯაში აქვს გადამტვრეული, მთელი სხეული დაბეგვილი და დალუჯებული.-მამამისის ხმაში ნაკლები ნაღველი იგრძნობა, ბედთან შეუგუებულის ტონი აქვს. ეს არის მწუხარება მშობლისა, რომელმაც შვილი დაკარგა, გაცამტვერდა, ცეცხლში დაიწვა, საკუთარი ნაწილი მოჰგლიჯეს, მკერდი შუაზე გადიხსნა, მრისხანებისა და უსასოობისაგან თავადაც მოკვდა, შვილი გამოიგლოვა და როდესაც ყველაფერი დასრულებული ეგონა, სწორედ მაშინ შენიშნა ფენიქსის პაწია, ნაცარში ამოგანგლული ბარტყი, გაზაფხულის მოახლოების პირველი მწვანე კვირტი გადამხმარ ხეზე. სიმბოლო-თავიდან გამთლიანებისა და სიცოცხლისა. -მთავარია, რომ ცოცხალია.-ძლივს ვსუნთქავ. -კიდევ არის რაღაც.-ლენა ჩურჩულებს. თავს ვაქნევ. -ივანე კომაშია. კომა. სიტყვის გააზრება და ქარიშხალი ჯებირებს აწყდება. ძლივს აგებული, ჩამოქცეული, დაფეხვილი კაშხალი აზვირთებული ტალღების გროვას ვერ უმკლავდება და წამის მეასედში მავსებს მარილიანი წყალი, ნამსხვრევები გულში მესობა და ჩემდა გასაკვირად, ეს ტალღები ჯოჯოხეთურ ცეცხლად მედება ჭრილობებზე. თითქოს მეც ჩამიმტვრიეს ნეკნები, თითქოს მეც მოვიტეხე ორივე ფეხი და მეც ბოლომდე მშთანთქა ამ წარმოუდგენელმა ტკივილებმა. ამ წამიდან მეც კომაში ვარ. 3. *** შენი ცხოვრება მხოლოდ შენ გეკუთვნის, მისი მმართველი, გამგებელი შენ თავად ხარ, ასე, რომ როცა მას ანგრევ, ნუ მოძებნი დამნაშავეს სხვაში, ყოველთვის შენს თავში ეძიე და როდესაც იპოვნი, გაიხსენე რამ გაქცია ასეთად. ამ შემთხვევაში კი შეგიძლია სხვაც დააადანაშაულო, რადგან, ვიღაც აუცილებლადაა დამნაშავე შენს დამნაშავედ გადაქცევაში. *** *ადრე* სარკეში ჩემს სპორტულ სამოსს თვალს ვავლებ. წყალგაუმტარი ჟაკეტის ელვას ნიკაპამდე ვქაჩავ და ცხენის კუდად შეკრული თმის სწორებით გავდივარ ოთახიდან. სახლში სიცარიელეა, სამზარეულოს კედელზე დაკიდული საათის შემაწუხებელი წიკწიკისა და დასარეცხად დახვავებული ჭურჭლის ჩუმი წკარუნი მესმის. მიუხედავად ჩემი შემართებისა, ვითენთები და კარგად გამოძინება მინდება. -ელენე!-ივა მონდომებით ყვირის. -აქ ვარ! აბა, მზად ხარ თავგადასვლებისათვის?!-ცალ წარბს მედიდურად ვწევ ზემოთ. შემტევი ტონის ნაცვლად ჩემს ხმაში მუდარა ჟღერს. -სრულებითაც არა.-დანაღვლიანებული კალათდება კიბეზე. -კარგი რა ივა, ჰომ იცი, რომ მამაშენი გამოკეთდება, ლომივითაა, კი არადა მგელივით!-ჭეშმარიტი ცოლის მოვალეობას ვასრულებ და ნუგეშისცემისათის ვემზადები. მის გვერდით ვჯდები და მხარზე ხელს ვუთათუნებ. -შენ... არ გესმის.-ჩამქრალი თვალებით მიყურებს. -მამაშენი არანაკლებ მიყვარს, რა გინდა ამით, რომ თქვა ივანე?!-წამიერად ვინთები და შეურაცხოფილი სახით ვურტყამ ბეჭებში. -კარგი, კარგი. არ მინდოდა გწყენოდა.-საცოდავად აქნევს თავს. -მაგრამ მეწყინა!-ჯიუტად ვცხარობ. -დედა ძალიან აღელვებულია და მეც გადმომდო, დამიჯერე ელენე, არ მინდოდა ცუდად გამომსვლოდა, მე მხოლოდ მამაზე ვღელავ.-უკვე მართლა მეხვეწება. ივა არასოდეს იხდის ზედმეტ ბოდიშებს, ქვის ლოდივით მტკიცე და ვირივით ჯიუტია, რთულია დანაშაული აკისრებინო, ახლა კი უჩვეულოდ დანაღვლიანებულია მამის მდგომარეობით. -მე ექიმი არა ვარ, თუმცა ვიცი, რომ კუჭის ტკივილი შეიძლება ცუდმა საჭმელმაც გამოიწვიოს, რისი ფუფუნებაც ჩემს ხელში არ მოგაკლდებათ, ასე რომ დამშვიდი, ეს არ არის საშინელი დიაგნოზი. ივას პანიკიორობა პიკს აღწევს, არადა მამამისი ხარივით ჯანმრთელია. ივა ხარხარებს. გამოვიდა. ჩემი ხრიკი ჭრის. -ღმერთო, რა სულელი ხარ ელენე.-გულში მიკრავს. -არაჩვეულებრივი კომპლიმენტია.-ვბუზღუნებ. -კარგი, ადექი ახლა და ვირბინოთ!-გამოცოცხლებული, ჩემს მიერ შეთავაზებულ ჯანსაღი ცხოვრების წესს იხსენებს და ზეზე ხტება. -თუ გინდა სალათს მოგიმზადებ და...-აი, უკვე მესიკვდილება ვარჯიში. -არავითარ შემთხვევაში, მაინტერესებს შენს კუნთებს რა შეუძლია.-ეშმაკურად მიმზერს და ბილიკისაკენ მანიშნებს. -ჩემი კუნთების შესაძლებლობებზე მშვენივრად მოგეხსენება.-სარკასტულად ვესიტყვები და თვალებში დაჟინებით ვაშტერდები. -მე შენი კუნთების გამოწრთობაზე ვზრუნავ.- მიახლოვდება, ლამის ცხვირი დამადოს ზედ. ქვედა ტუჩზე ენას იტარებს და სველი კვალი რჩება. ფეხები მიდუნდება და მუცელი მკვეთრად მეკუმშება. ივანეს სუნთქვა სახეზე მცემს, აწ უკვე ხსენებული კუნთები ზამბარებივით დახტიან. -მათი გაწვრთნა სხვანაირადაც შეიძლება.-გამომწვევად ვუცხადებ, სულ ორი სანტიმეტრიც და თმაში ვნებამოეული ჩავაფრინდები. -რაღათქმაუნდა, არსებობს ბევრად უფრო ეფექტური მეთოდები შენნაირი დაუმორჩიებელი, ცელქი და ზარმაცი მოსწავლისათვის.-ოდნავ უკან იხევს, თუმცა ჯერ ისევ უკიაფებს თვალებში ცეცხლოვანი ალი. -მართლა?!-ამჯერადაც მე უნდა ვიმარჯვო, მისი მოძრაობის განსხვავებულ ინტერპრეტაციას ვთავაზობ და ტუჩს ვიკვნეტ. ნერწყვს ყლაპავს. -დიახ, თუმცა დღეს ორ კილომეტრს ირბენ და მწვრთნელთან ფლირტისთვის კიდევ ერთი კილომეტრით დაისჯები.-ლოყაზე, ტუჩთან ძალიან ახლოს მკოცნის და მშორდება. სხეული მომჩვარული, ნაჭრის თოჯინასავით მაქვს, საყრდენის გამოცლისას რეტდასხმული ვბარბაცებ. -მწვრთნელი თავად მეფლირტავება, ვაპროტესტებ.-ტუჩებს ჩემი ჭკუით საყვარლად ვბუსხავ. -მწვრთნელი კაცია და თქვენ მის შეცდენას ცდლობთ.-ხითხითებს. -მწვრთნელი ქმარია და ცოლის შეცდენას ცდილობს.-არ ვეპუები მე. -შენი კუნთების მოძრაობით უნდა დავტკბე, აბა ახლა მოუსვი აქედან და ირბინე!-ცხვირზე მკოცნის და თმაზე ხელს მისვამს. -დამპალო!-ვბურტყუენებ. დიდებულია! სამი კილომეტრი. ესეც შენი ნუგეშისცემა. საერთოდ არ ჩანს დაღონებული. დაეგდე რა ელენე სახლში და აცხვე ჩაცომებული ბისკვიტები! რატომ აიტეხავ ხოლმე?! *** -მორჩა!-გამწარებული ვხნეში და სახეს მაჯებით ვიწმენდ.-დავიღალე, უნდა ვჭამო! -ღორო,-დამცინის ივა.-რა აზრი ჰქონდა კალორიების დაწვას? -რა და ზედმეტად დაღლილი ვარ იმისთვის, რომ თავ-ყბა გაგიერთიანო!-ვიმუქრები და საძინებლისკენ მივიწევ. გზადაგზა ტანსაცმელს ვიხდი და ვყრი, ივა ნაჭრებს კრეფს და სიცილისაგან ორად მოკაკული ცრემლებამდე კიკინებს. წყ ლის გადავლებისა და სუფთა ტანსაცმლის ჩაცმის შემდგომ სამზარეულოსაკენ მივიწევ. ივანე ტელევიზორს უყურებს. -ცოლო, საჭმელი გამიკეთე!-ჩემს გასაღიზიანებლად ყროყინებს. -აეგდე და დამეხმარე.-მეც ვკივი. -ისე, მართლა რა ვჭამოთ?-თავს იქექს. -გინდა ხინკალი?-თვალები მიბრწყინდება. -არა!-კატეგორიულად აცხადებს ის.-შენ ცომს ვერ მოზელ წესიერად, საღამოს კი ჩემი მშობლები ჩხუბს დამიწყებენ, როგორ გამოთქვამ პრეტენზიებს ამ არაჩვეულებრივი, წვენში ჩაყრილი ცომისა და ხორცისაგან შემდგარი „ხინკალსუპას“ შესახებო!-ვითომ დამწუხრებით მეუბნება. -მაშინ შენ თავად მოამზადე.-ვიბუტები. -შეგიძლია სალათი მოამზადო, მაცივარში ქათამიცა, შევწვათ და შეკმაზოთ, დესერტად მაფინები გამოვაცხოთ და ეგაა.-მთავაზობს ივა. იდეა თვალში მომდის და ხორცს ვასხამ. ჯერ ქათამს უნდა მივხედოთ, ეგ ყველაზე სარისკოდ მეჩვენება. ნახევარ საათში ქათამი შემწვარია და საკმაზების დამატებას ვიწყებთ. მაფინები რთული გასაკეთებელი არაა, თუმცა ბლომად ფქვილში ვითხვრები, სიტუაციას მონდომებული, უნიჭო ქმარი ართულებს. -ივა, არ გინდა დაჯდე?-ვთავაზობ. -არა, ძალიან მაგარი შეგრძნებაა!-აღფრთოვანებულია ის. -რა, ფქვილის დიდღვნა? -ჰო, შენც სცადე! -ივანე, ცომს გამიფუჭებ! -ნუ მასწავლი!-გაბრაზებული სახეში ფქვილს მყრის. -რა?!-თვალებიდან თეთრი ნამქერი მოჩანს. ფქვილს მუჭით ვიღებ და იგივეს ვიმეორებ. ფქვილის ომი ცუდად სრულდება, ივას სამზარეულოს კედელზე ვყავარ აკრული ტუჩები კი ჩემს კისერზე აქვს აწებებული. სუნთქვის კონტროლი მიჭირს. -ცუდი მოწაფე ვარ?-შემომცინის. -ჩემი თეძოდან ხელი აიღე და დავფიქრდები.-ვუბღვერ. -ოჰოო. -წადი და სალათისთვის პური დაჭერი!-ვუბრძანებ. -რატომ? -ეს სასჯელია მზარეულთან ფლირტისათვის.-ნიშნიმოგებით ვკარკლავ თვალებს. -მზარეულმა დაიწყო.-ისევ ეცინება. -მოწაფეს ბრალი იყო, მიწვევდა. -მაცდუნა, მე არაფერ შუაში ვარ, მზარეული ცოლია! -მოწაფე ქმარია!-ენას ვუყოფ და ფქვილს ვიბერტყავ. დღეს კიდევ მომიწევს ბანაობა. **** *ახლა* საავადმყოფოს ფოიეში, პლასტიკატის სკამზე მოკუნტული ვიზვარ. თმები შარფით მაქვს გადაწეული და ზურგზე საშინლად გაწეწილი. ხელებს ვისრეს, ნერვიულობისაგან ხელისგულები მეყინება და სახრსრები მითეთრდება. ორმოცდარვა საათი. ორმოცდა რვა საათი უნდა გაუძლოს. ამის შემდეგ ივას მდგომარეობა სტაბილური გახდება. ჯერ-ჯერობით არ იციან, გამოვა თუ არა კომიდან, მაგრამ თუ ამ ორმოცდარვა საათს გადაიტანს, შედგომ მისი ორგანიზმი თანდათან მოძლიერდება და ოდესმე გაიღვიძებს კიდეც. მზად ვარ საუკუნეების განმავლობაში ვიცადო, აქედან არ ავდგე და მხოლოდ თითების მტვრევაში გავლიო დრო. ოღონდ ივანე გადამირჩეს, ოღონდ ივანე გამოკეთდეს, საკუთარ წილ სიცოცხლეს ახლავე ვუწილადებ. მასთან მინდა შესვლა, ორი წუთით, უბრალოდ დავხედავ და უკან გამოვბრუნდები, მაგრამ ამის უფლება არა მაქვს. ივანე ჩემთან მოდიოდა. ამიტომ მოყვა ავარიაში. ივანემ კვლავ გადააბიჯა საკუთარ პრინციპებს, საკუთარ მეობას, საკუთარ თავს. ისევ მან დათმო, ისევ მად გადმოდგა ნაბიჯი ჩემსკენ. მე, რომ არა ახლა სუნთქვის აპარატზე შეერთებული არ იწვებოდა. მე ვარ დამნაშავ, რომ ივანეს ნეკნები ჩაემსხვრა. ასეთი აუტანელი ტკივილი მე მივაყენე, ჩემი გულისთვისაა სიკვდილის პირას. თვალები ძლიერად მეწვება. ქუთუთოებს ერთმანეთს მძლავრად ვაჭერ, მინდა, რომ კანი დამილურჯდეს და აღარ გავახილო. არ მინდა დედამისის თვალებში ამხელა ტკივილს ვკითხულობდე. არ მინდა ლენას და ეკას გასაცოდავებულ სახეებს ვუმზურო. მსურს მხოლოდ მე დავიტანჯო, რადგან აქ დამნაშავე მე ვარ და არა ისინი. ცხელ სითხეს ვეღარ ვაკავებ, ცრემლები ღაპა-ღუპით მცვივა. სიმწრისაგან კბილს კბილზე ვაჭერ. -ეს შენი ბრალია!-წამიერად მგონია, რომ საკუთარი სინდისის ხმა მესმის, თუმცა მაშინვე ვცნობ ამ ბგერების გამომცემს. -ისევ შენ აგირჩია, ისევ შენ!-ჩემკენ სახეწაშლილი ნიტა მორბის, კისერში მაფრინდება და დამკივის.-აქვე უნდა დაგახრჩო! აქვე უნდა დალიო სული! ვუძალიანდები, თმას ვქაჩავ და საპასუხოდ ვუყვირი. -აღარ გაბედო ივანესთან მოსვლა!-ჩემს თავს ვერ ვცნობ. გაკაპასებული ვწივი, სრული ისტერიკა მაქვს. მხოლოდ მე არ დამინგრევია ჩემი ქორწინება. ცოლიან კაცთან ფლირტი როდის მერე გახდა ღირსეული საქციელი? -შენ?!-თვალები უფართობვდება.-ბედავ და ამას მე მეუბნები? ივა შენს გამოა ამ დღეში, სიკვდილს კლანჭებში შენი გახრწნილი ხელებით ჩაუგდე! ვერ ვიჯერებ, ვერ ვიჯერებ, რომ მე მადანაშაულებს! კიბატონო, ის ჩემთან მოდიოდა, მაგრამ ნიტას ყველაზე ნაკლებად აქვს ჩემი გაკრიტიკების უფლება. -შენ ის კი არ გაწუხებს, რომ ივანე ავარიაში მოყვა, შენ ის ვერ აგიტანია, რომ ჩემთან მოდიოდა, რომ მას ჩემთან შეხვედრა სურდა, რომ მან კვლავ უარგყო!-თუ ის არ მეპუება და მწარე სიმართლეს სახეში მირტყამს, არც მე ვაპირევ მორჩილად შევეგუო ამ მდგომარეობას. -ის გაიღვიძებს!-გადარეულივით მემუქრება.-როცა კომიდან გამოვა, გავიგებთ რატომ მოდიოდა შენთან! -გოგონებო, სირცხვილია!-ივანეს მამა გვიხლოვდება. გაანჩხლებული დედამისიც. მგონია, რომ ჩემმა დედამთილმა უნდა მიყვიროს და ვიბუზები. მისგან ვიმსახურბ, ყველაფერს ვიმსახურებ. -აქ რას აკეთებ?!- მაკო ნიტასკენ ტრიალდება. გოგო განცვიფრებულია. -მე..მე.. მე როგორ მეუბნებით ამას?! -ესენი, რომ დაშორდნენ შენი ბრალია!-ჩემკენ ანიშნებს მაკო.-შენ, როგორც კი ბზარი შეამჩნიე, მაშივე შეძვერი შიგნით. ბოლო დროს ელენე ცუდ ხასიათზე იყო, ივას ხშირად უმიზეზოდ ეჩხუბებოდა და შენც გველივით შემოძვერი მათ შორის! განა არ ვიცი?! ივანეს სწერდი, ურეკავდი, თავიდან თავს გარიდებდა, მაგრამ ზოგჯერ ადამიანს მოთმინების ფიალა გევსება. როცა დაშორდნენ, თავს ძლივს ვიკავებდი, რომ ჩემი მთავარი არგუმენტი არ გამომეყენებინა, მიდოდა ელენესთვის მეთქვა, მაგრამ თავი შევიკავე, მეგონა ივა თავს დაიცავდა, მინდოდა თავად გაერკვიათ ყველაფერი! ისინი სამუდამოდ არ განქორწინებულან, ეს პაუზა ორივეს დაანახებდათ სიმართლეს, ამიტომ აღარ გაბედო ჩემი რძლისთვის შეურაცხოფის მიყენება!-მაკო ცოტაც და თმით ითრევს ნიტას. გაოგნებული, ვბარბაცებ, თვალებს ვჭყეტ და კედელს ვეყრდნობი. -ივასაც მოსწონდა ჩემი შეტყობინებები, კაპასმა ცოლმა დღალა.-ტირილით ამბობს ნიტა. -ეს მათი საქმე იყო და რომ არა ის ტრაილერი, ავარია და უბედური შემთხვევა, გუშინ ყველაფერი მოგვარდებოდა. თავიდან მეც გავხარდი, მაგრამ ელენე რაშია დამნაშავე? მისი ბრალეულობა ისაა, რომ იგი ივანეს გონებაში იმყოფებოდა და არა მანქანაში. ელენე არ მჯდარა არც ტრაილერის და არც ჩემი შვილის მანქანის საჭესთან, ასე, რომ თავი მოთოკე, თუ გინდა, რომ საერთოდ გაიგო ივანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ!-მაკო ხელს მხვევს და წყნარად მეუბნება.-შენ კი, საკუთარი შეცდომები გაანალიზე და დაელოდე, როდის გამოფხიზლდება შენი ქმარი. ნიტა გადის. ისევ სკამზე ვჯდები და მაკოს ვეხუტები. ზომიერად მტუქსავს, მეუბნება, რომ უნდა მომეთმინა, რომ უნდა დავრწმუნებულიყავი გადაწყვეტილების სისწორეში. მხოლოდ სამდღიანი მიმოწერა ნიტასთან და ისიც მეგობრული, სამაგიერო ჩემი სამთვიანი ჩხუბისა და შარიანობისათვის. შემდეგ მე და მაკო ერთად ვტირით. *** სამი ან ოთხი წლის ვიქნები. მისაღებში ბარბაცით გავდივარ, ღია ყავისფერი, გაქერავებული კულულები მხრებზე მაყრია, სიცხე მაქვს, ხელში ფუნჩულა სათამაშო დათუნია ჩამიბღუჯავს. თვალები მებლიტება, ირგვლივ ყველაფერი თბილი ოქროსფერია. მცხელა, მზესავით ვვარვარებ. ყვირილი ჩამესმის, დედიკოსა და მამიკოს ხმებია. -მიდი, მიდი და კიდევ ერთხელ მიდი!!!-ქალია. -ამას კი არ გაპატიებ, აღარ დაგინახო მსგავსი რამ გაიმეორო, გაიგე?!-კაცია. დედიკო! გონებაში ვივლებ. დედასთან მინდა. მამა თითქოს ჩემს ფიქრებს ეპასუხება. -შენ რაღა გინდა? რამდენჯერ გითხარი დააძინე მეთქი ქალო?!-ავი ქოფაკივით იღრინება. -დედიკო!-ხმამაღლა ვტირი. მამა გააფთრებული მიბღვერს. -დროზე წაეთრიე ოთახში, თორემ შენც კედელზე შემოგახეთქებ!!! დარტყმის ხმა მესმის, მაგიდის ქვეშ ვძვრები, დათუნიას ვიხუტებ. ძირს ქალი გდია, ყბა დასისხლიანებული აქვს, ქერა თმა იატაკზე საზარელი, ოქროსფერი შარავანდივით გაშლილა და ალისფრადაა დაწინწკლული. მამა ფეხზე დგას, მხოლოდ ერთხელ დაარტყა,მაგრამ ძლიერად, თითებზე სახსრები აქვს გადაყვლეფილი და სისხლით მოსვრილი. სურათი უეცრად იცვლება, ამჯერად პატარა ქერა ბიჭუნაც გვერდით მიდგას და კანკალებს. თუმცა არა, ეს ჩემი და-ძმაა, მე კუთხეში, წიგნით ხელში ვზივარ და სიცხისაგან გაწმენდილი გონებით მივჩერებივარ სანახაობას. არაფრის კეთება არ შემიძლია. მივეჩვიე და თანაც ცემა იშვიათობაა, ძირითადად ყვირიან. სურათი კვლავ მკვეთრად იცვლება და ამჯერად ძირს დაგდებული ქალი დედაჩემი აღარაა, არც გამგელებული კაცია მამაჩემი. ბავშვებიც ძალიან მგვანან, თუმცა მაინც უცნობები არიან. კოშმარს ვცნობ. მინდა გავიღვიძო და ამ ხილვისაგან გავთავისუფლდე. გასისხლიანებული ქერა ქალი მე ვარ, ხოლო ავი მამაკაცი ივანეა. მე დედა ვარ, ის კი მამა. და ესენი ჩემი შვილები. ვხტები. თვალების გახელისას სუსტად ჩამესმის ჩემი კივილი. სიზმრისაგნ დაზაფრული ვტირი. უკვე წლებია ეს კოშმარი არ მასვენებს. უკვე წლებია საკუთარ მომავალს ასეთს ვხედავ. უკვე წლებია ივანეს ვუფრთხი. რადგან ეს შიში, ქვეცნობიერშია გაღვივებული და გაბარდული. ამხელა ვარჯის მქონე მცენარის ამოძირკვა კი რთულია. 4. შეწყვეტილი წამები ყველაზე ძვირფასია, რადგან მათ ვერ დააბრუნებ, თავიდან ვერ დაიწყებ, თუმცა გძალმიძს, რომ გააგრძელო. *ადრე* სააბაზანოს დანესტილ კედლებს შევყურებ. თხელი ფარდის მიღმა ვიმზირები. კედელსა და ფარდას შორის იოლად ვხედავ ივანეს სილუეტს. სახეზე ბრაზი აღბეჭდვია, თვალები ჩასისხლიანებული აქვს. თხელ, იასამნისფერ კაბას ნელა ვიხდი. ხელები უცნაურად მიკანკალებს. მატერიას ხელუკუღმა ვისვრი და წყ ლის წვეთებებს ვანთავისუფლებ. ცხელი სითხე სასიამოვნოდ მეწვეთება სხეულზე. ვდუნდები, ოქროსფერი თმა ტყვიასავით მძიმდება. -როდის მერე ვიქცევით ასე?-ივანეს ჩურჩული მესმის.-ასე როგორ დავეცით? ვკრთები, მაკანკალებს. ვხედავ როგორ იღებს ივანე ჩემს კაბას, ყნოსავს და ნაზად კიდებს. მგონი ვტირი. -თუ შეიძლება გადი.-ჩამწყდარი ხმით ვამბობ. თავს მაღლა ვეწევი, ნახევრად სველი, მზისფერი, ოქროს ძაფებივით გრძელი დალალები მთელს ტანზე მეფინება. -არა!-უეცრად სწევს ფარდას ივანე. ორგანიზმის თითოეული უჯრედი კივილს იწყებს. -რა ჯანდაბას აკეთებ?-ვცხარდები. -მე შენი ქმარი ვარ!-არც ის მაკლებს.-უკვე დიდი ხანია ამის ატანა მიწევს, იქნებ დროა, რომ ამიხსნა, რას ნიშნავს შენი საქციელი? მის შეჭმუხნულ წარბებს ვუყურებ. შუბლზე ნაოჭი უჩნდება. ვირხევი და ჩემს თმასც ვარხევ, წელზე მოსასხამივით დაფენილი კულულები მემორჩილება და უფრო მჭიდროდ მეკრობა. -ახლა გაგახსენდა ჩემი ქმარი, რომ ხარ? -მხოლოდ მესიჯი, მხოლოდ მესიჯი მომწერა ნიტამ! მეც ვუპასუხე! ეს არაფერია, ეს საერთოდ არაფერია!-ღრიალებს ივანე. -ყველაფერი ამით იწყება, ერთ დროს მეც მესიჯს მწერდი.-საპასუხოდ ვუკივი. -მომისმინე!-მკლავებზე მეხვევა. -ხელი გამიშვი! -შენ საერთოდ გადამიყვარე. სულ აღარ მელაპარაკებოდი, სულ მეჩხუბებოდი, მაპატიე ელენე, მაგრამ ამის ატანა რთულია. -განტვირთვა და შვება ნიტაში ჰპოვე?!-ცრემლები და წყალი ერთნაირად მისველებს სახეს. კარგია შხაპის ქვეშ ტირილი, ამ დროს შენი ცრემლების არავის სჯერა, შენც კი ეჭვით უყურებ სველ ღაწვებს. -მე შენთვის არ მიღალატია!-ივასაც ესხმება წყალი, სააბაზანო უფრო და უფრო ივსება შედედებული, ნისლისფერი ორთქლით. -ღმერთო ჩემო,-ვქვითინებ.-შენც ჰომ იცი რა ცხოვრება მქონდა ივანე! ჰომ, იცოდი ჩემმა მშობლებმა როგორ დამაშინეს, მეგონა მყარი ოჯახი არ არსებობდა! შენ არ იცი რა ბედნიერი ვიყავი, როცა თვალებში გიყურებდი და საკუთარ თავს ვხედავდი. არ იცი როგორ მსიამოვნებდა შენი ოჯახის ნაწილად, რომ ვგრძნობდი თავს! თუმცა ყოველ კოშმარში, ყოველ საზარელ კოშმარში ვხედავდი ჩემი ბედნიერების ნგრევას! პირველად, რომ მოხვედი მთვრალი მთელი ღამე ვტიროდი, პირველად, რომ არ წამიყვანე უნივერსიტეტში სამი დღე ვფიქრობდი აღარ ვუყვარვარ მეტქი! ყოველი ჩხუბი, ყვირილი და შფოთვა მაშინებდა, ჩემს საცოდავ დედ-მამას მახსენებდა და პარალელების გვალებისას ბოღმა მახრჩობდა.-ერთიანად ამოვხეთქე დარდისა და ტკივილისაგან. ივანეს რამდენი წელი ვუმალავ რა მემართება ყოველ წვრილმანზე. ლამისაა გავგიჟდე! -მაგრა ეს ყველაფერი გადავიტანეთ! შენ მიხვდი, რომ სახლში დაგვიანება ზოგჯერ მოგვიწევს, იმასაც მიხვდი, რომ ჩხუბი საჭიროა ურთიერთობაში! მე შენ მიყვარხარ ელენე, თუმცა მრავალი თვეა შენს თვალებში საკუთარ თავს ვეღარ ვხედავ. არც შენ იცი რა რთულია უყურო შენი საყვარელი ცოლის უსიცოცხლო სახეს, როგორ დაბორიალოსბ სახლში მოჩვენებასავით, როგორ ხტება ძილში, როგორ ყვირის და ბორგავს საწოლში! ეს მეც მიჭირს ელენე, არ ჯობია ერთმანეთს ველაპარაკოთ ჩვენ სევდაზე?! ნუთუ ასე ცალ-ცალკე უნდა ამოვიჭამოთ საკუთარი თავი?!-არც ივაა ნაკლებ დღეში. ჩარ-ჩქარა ლაპარაკობს და ნერვიულობისაგან ენაც კი ებმის. უეცრად მისი გრძელი წამწამების ქვემოთ საკუთარ თავს ვხედავ შოკოლადისფერ გარსში. ივანე მიახლოვდება, მეხვევა, მკოცნის. მლაშე ცრემლების გემოს ვგრძნობ. დილით შეწუხებული ვუყურებ ივას ბედნიერ სახეს. ისეტი მშვიდია ძილში, ისეტი საოცარი, რომ... თუმცა ეს თავდავიწყება შერიგება არ არაის, მე საკუთარ თავს ვეღარ ვენდობი, მე ყოველ დღე ვკვდები და თავს ვერ მოვიტყუებ. ეს ბედნიერების ილუზიაა, მე კი არ შემიძლია ილუზიებში ცხოვრება. საკმარისი სიცრუე ვნახე, დროა დავისვენო და ივაც გავანთავისუფლო ჩემი ბორკილებისაგან. უკანასკნელად ვკოცნი და მალევე ვჩერდები. *** *ახლა* მტანჯველი რამდენიმე საათი თანდათან იწურება, ჩემდა უნებურად იღვიძებს გულში იმედი, თუმცა, მე ისედაც ჯიუტად ვარწმუნებდი თავს, დანაშაულის გრძნობა, ჰომ არასოდეს მომცემს უფლებას ივას სიკვდილი დავუშვა. პალატაში მიშვებენ. -ღმერთო არა!-სახე მომენტალურად მეღმიჭება, გულში ლახვარი მესობა, კუჭი მტკივნეულად მეკუმშება, ნეკნებში მწარე მუშტის ჩარტყმას ვგრძნობ, არაადამიანურად ვხავი, ხმა ჩაწყვეტილი მაქვს, ძირს ვენარცხები, ვკანკალებ, თითქოს მუცელში წიხლი ჩააზილესო. -ეს რა გიყავი, ეს რა ჩავიდინე ივა!-წარმოუდგენელი ძალისხმევით ვაბამ სიტყვებს ერთმანეთს. ელდანაცემი ვიწვდენ ხელს ივასაკენ, მაგრამ შუა გზაში მიშეშდება. არ შემიძლია იასამნისფერი სისხლცაქცევებით დალურჯებულ სახეზე შევეხო. არ ვიცი რამდენი დრო გადის, შეიძლება მხოლოდ წუთები, საათები ან საუკუნეები იწელება ჩემს თვალწინ. დაზაფრული შევცქერი სულისშემძვრელ სნახაობას. მგონია, თუ თითს დავადებ მირაჟივით გაქრება, არადა ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი ივანე, ჩემი ქმარი რეალურია. შეუძლებელია. საკუთარ წარსულს, აწმყოსა და მომავალს ვხედავ. ივანემ უნდა გაიღვიძოს. *** *ადრე* უნივერსიტეტიდან გამოვდივარ, ზოს ვათვალიერებ და ივანეს ვურეკავ. -ივაა, კურსელებთან ერთად მივჯლაყუნებ კაფეში, შემაგვიანდება და იცოდე.-ვურაკრაკებ გახარებული. -გინდა ეჭვიანი ქმარი ჩავრთ?-იცინის ვაჟბატონი.-ისე, ძალიან არ გაუტიო, ნათლობაში მივდივართ და არ დაგავიწყდეს. -ქმარო, გკოცნი, არ დამავიწყდება.-ვიხთხითებ და გოგონების ჯგუფს ვერევი. სახლში რომ მივდივარ, ივა ცოფებს ყრის, ნათლობაში აშკარად გვაგვიანდება. -ნუ წუწუნებ!-ვბურტყუნებ. მაკოს ჩვენს „დაკა-დაკაზე“ ეცინება -შლარტუნა ხარ რა, ცოტა ადრე ვერ წამოხვედი ქალოო-განგებ მაღიზიანებს. -ქალოს დამიძახებ და გაგშორდები ივანე.-თითს ვუქნევ და ბორდოსფერ კაბაში ვეკვეტები. -გამშორდები და შეიკარი შენით.-ნიშნისმოგებით მიყურებს, მანამ, სანამ მე ელვას ვეჯაჯგურები. -ბავშვებო, ნუ წიჭყინებთ, არაა კამათის დრო.-გვეძახის მაკო. -სახლში მოვალთ და ნახე როგორ დაისჯები.-მემუქრება ჩურჩულით და სახეზე მზაკვრული ღიმილი დასთამაშებს. ოო, ეს უკვე არ მომწონს, მგონი კარგი იქნება თუ ძვირფას მეუღლეს გემრიელად გამოვათრობ, სახლში გათხლეშილს, რომ მოვიყვან, მერე ვნახოთ რისი ტავი ექნება ამ მოჭიკჭიკე ბეღურას! ჩემი გეგმა მთლად კარგად ვერ მიდის, როგორც ახალგამომცხვარ რძალს,ჭიქას ჭიქაზე მასმევენ. ასეთ ღრეობებში ვერასოდეს ვერ ვერთობი ხოლმე, მაგრამ სტატუსს ვიფერებ და ყველაზე „პაპსა“ მუსიკაზეც კი ვცეკვავ ივასტან ერთად. იავნე მწარედ დამცინის და მიწევს ყოველ ორ წუთში მუშტი ჩავათხლიშო, რომ მოვაკეტინო. -ლოთი ხარ ელენე, ლოთი!-ხარხარებს ქეიფის ბოლოს. ვერ ვეწნიააღმდეგები, სამ ივას ვხედავ და ვერ ვხვდები, რომელს ვეკამათო. -გოგო, გაასწორე თვალები და ფოკუსი, სირცხვილია ასე ამოტრიალებული თვალის კაკლებით როგორ დაგამშვიდობო ხალხს.-კაკანებს ბიჭი. -ოო, შემეშვი რა.-წითელ პომადას ვისწორებ სარკეში. ივა შეზარხოშებულა, თუმცა ჩემზე უკეთეს მდგომარეობაშია. -შენი დასჯა არ გამოვა, მნქანაშივე დაკარგავ გონებას, მკვდარივით ჩაგეძინება. არა ლოთი ცოლად რამ მომაყვანინა?-აგრძელებს ტირადას. -მოკეტე ივანე, სულ არ გეცოდები?-უკვე მეც მეცინება. მაკო ძალიან იღლება და სახლში მიდის, მეც ხავსს ვებღაუჭები და ზედმეტი მონდომებით ვთხოვ ქმარს სუფრაზე დარჩეს, დედამთილს სათადარიგო საბურავივით მივყვები კუდში. ძალიან ტკბილად მეძინება. არა, ივა არ ტყუის, ლოთი ვარ! *** *ახლა* დრო გადის. ივანეს ყოველ დღე ვეხვეწები გაიღვიძოს. ამბობენ, რომ ყველაფერი ესმის, იქნებ ცინიკურად ეცინება ცემს საცოდავ მდგომარობაზე. ერთ დღეს, მსურს ყველაფერი ვუთხრა, შემდეგ კი საერთოდ შევეშვა. უფლება აღარ მაქვს მის გვერდით ვიყო. -ივანე,-სერიოზულად ვიწყებ, კარგია როცა შენს თანამოსაუბრეს სძინავს, სითამამეც გემატება.-ძალიან მიყვარხარ. არ იფიქრო, რომ ამას დანაშაულის გრძნობა მალაპარაკებს, არც შერიგებას გპირდები, იმიტომ, რომ როცა გაიღვიძებ, ორმაგად შეგზიზღდები, მე კი არ შემიძლია შენში ზიზღს ვიწვევდე და ეს გადავიატნო, ამას ვერ გავუძლებ.მაპატიე, მე ისევ ძალიან სუსტი ვარ და საოცარია, როგორ შემიძლია ასე ძლიერად მიყვარდე?! არაფერს გთოვ ივა, ოღონდ გაიღვიძე, შენს ოჯახს დაუბრუნდი, თუნდაც სხვასთან შექმენი ოჯახი და მასთან იყავი ბედნიერი, ოღონდ ცოცხალი იყავი, ოღონდ საავადმყოფოს საწოლს ნუ მიეჯაჭვები. მე შენ განთავისუფლებ, ეს მაშინა არ მითქვია როცა შენგან წამოვედი,რადგან არ მინდოდა გამეში,ჩემთან ოფნის უფლებას არ გაძლევდიდა არ გიშვებდი. შენ ჩემი ტყვე არა ხარ ივანე, ახლა მხოლოდ გაღვიძება დაგრჩა. აღარ შეგაწუხებ, შენი ცოლი აღარ ვიქნები. იქნებ ნიტას მართლა შეუძლია შენი სრულფასოვანი ცოლი იყოს? თუ ასეა, დაე ასეც იყოს. უბრალოდ, არ დამივიწყო. გთხოვ, არასოდეს დამივიწყო. დამიმხსოვრე, თუნდაც საზიზღარი, თუნდაც არანორმალური ქალი, ოღონდ დამიმახსოვრე.-ლაპარაკს ვწყვეტ. ცრემლები ღაპა-ღუპით მცვივა. კისერში ბურთი მეჩხირება, ნერწყვს ვყლაპავ, უნდა გავაგრძელო.-შენს გონებაში შემინახე, გულიდან კი თუ გინდა განმდევნე. მშვიდობით ივანე! ფეხზე ვდგები, მრელვარებისაგან თავბრუ მესხმის. ვტოვებ. ისევ. კვლავ მე მივდივარ მისგან. *** *ადრე* -დაწყნარდი.-თმაზე ხელს მისვამს ივა.-ისინი მაინც შენები არიან, არ შეიძლება ასე! -მე მძულს ისინი. მათ მე უარმყვეს, აღარ შემიძლია იქ ცხოვრება ივა,თუმცა უფლებას არ მაძლევენ წამოვიდე. -შენ იცი.. -არა!-ვაწყვეტინებ.-არ მინდა გათხოვება გამოსავალი იყოს, არ მინდა შენ გაგაუბედურო. -ელენე, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, მთავარი მიზეზი ესაა, სხვა შემთხვევაშიც უარს მეტყოდი? სხვა შემთხვევაშიც მთხოვდი ხელს? *** კაფეში ვსხედვართ, ივა უცნაურად ღელავს. -რა გჭირს? -არაფერი. ჩემთან ბავშვები მოდიან, ხელში კალათებით უჭირავთ სურნელოვანი ყვავილები. ვბნევი. ერთი პატარა ბარათს მაწვდის. „ამას, საკუთარი ბედნიერების უარყოფა ქვია, ნუ აჭიანურებ! „ მეცინება. ოჰ, ივა, გაუღვიძია მასში რომატიკას. „შენს პრინს უარს რატომ ეუბნები?!“ მეორე ბარათი, ჰმმ, ამ ბიჭს თავში აქვს ავარდნილი. „გამომყვები ცოლად?“ -გამომყვები ცოლად?-ხმამაღლა აცხადებს მესამე ბარათის შინაარს. ისე უბრწყინავს თვალები, რომ შეუძლებელია ეს უბრალოდ ჩემი ჩიხიდან გამოსასვლელი გზა იყოს. შეიძლება გავრბივარ, ოღონდ სიყვარულით. ყველა ჩვენ გვიყურებს. *** *ახლა* ხელიდან შემთხვევით მივარდება ალბომი, ძირს ფოტოები ცვივა. -ვერასოდროს ვერ უნდა იპვო ადამიანმა კარადაში საჭირო ნივთი, ისე, რომ თავში რამე არ დაგეცეს.-ნატკენ ადგილს ვიზელ. ვიხრები და გაფანტულ სურათბს ვაკვირდები. ჩემი და ივას საქორწილო ფოტოა. თეთრი კაბა მაცვია და მე და ივა ვიჯღანებით. არაორდინალურია. შემდეგზე ოდნავ სერიოზული სახე გვაქვს, თუმცა შემთხვევითი კადრებიც ლამაზია. შეწყვიტე! ბრძანებას ვაჟღერებ. ივა სამი კვირის წინ მივატოვე, საბოლოოდ შევწყვიტე მისი სიყვარული. კარგი, ჯანდაბას არ შემიწყვეტია. კარზე ზარია. ეკა იქნება, ალბათ ისევ ნერვები უნდა მომიშალოს. -ნუ აბრახუნებ ხოლმე...-სიტყვები პირზე მაშრება. ივანეა. სახეზე პაწია ნაირავეი აქვს, ნახევრად შეუხორცებელი, თმა წამოზრდია, თვალები ულაპლაპებს და იქედნურად იღიმება. -ჰა..?-ამოვთქვამ. -ვიღაც მეხვეწებოდა გაიღვიძეო.-მისი ხმის გაგონება მარეტიანებს. -მოიცა, რა, და... -შენი მითხარი, რომ ოჯახის შექმნა ისევ შემიძლია, აი, ახლა ცოცხლებთან ვარ და არჩევანს ვაკეთებ.-ივა ფოტოებს ამჩნევს.-საყვარელო, მეორე ქორწილის გადახდის დროა. პ.ს მოკლედ, ეს ჩემი პირველი ისტორიაა, რომლეზეცთავისუფლად ვიტყვი, რომპერსონაჟები ძალიან რეალურები მეჩვენებიან. ნაადრევ ქორწინებაზე წერა აქამდე არ მნდომებია, მაგრამ გადავწყვიტე მეჩვენებინა რამხელა პრობლემას წარმოადგენს ზოგჯერ ეს გადაწყვეტილება. თანაც ბავშვობისას დანგრეულ ფსიქიკასაც შევეხე. იმედია, ძალიან მოსაწყენი, ბანალური და სულელური არ გამომივიდა და ვინმემ მაინც წაიკითხეთ ბოლომდე. ძალიან, ძალიან მინდა თქვენი აზრი გამიზიაროთ, უმორჩილესად გთხოვთ, გამიხარდება! თითოეული მკითხველი მიყვარს, ნეტავ სულ სრულად ვწერო ისტორიები, რომ ზოგჯერ არ გალოდინოთ! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.