უჟმური და დარტყმული (დასასრული!)
ორი კვირა გავიდა იმ ამბის შემდეგ . დღეს უკვე ჩემი დაბადების დღე იყო . არაფერი ჩვეულებრივი . შუადღის ორ საათამდე მეძინა . ისიც გაგას რომ არ გავეღვიძებინე კიდევ მკვდარივით მეძინებოდა . - გილოცავ ნენსი , ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ! ადექი ახლა სადღაც უნდა წაგიყვანო , მიდი შენ რომ იცი ისე გამოიპრანჭე . - აუ კარგი რა . დამაძინე - ავწუწუნდი მე . - აბა ახლა , ჩქარა ადექი - მკაცრად მითხრა გაგამ და საბანი გადამაძრო . ეც იძულებული ვიყავი ამდგარიყავი . - რა ჩავიცვა ? სად მივდივართ? - ინტერესით მივაჩერდი . - რამე ლამაზი კაბა , მაგრამ არა მოკლე იცოდე - გამაფრთხილებლად დამიქნია ხელი და ოთახიდან გავიდა . მეც ორ საათიანი მზადების შემდეგ როგორც იქნა გამოვეწყვე მწვანე კაბაში , ფეხზე ბოტასებს არ ვღალატობდი და თმა გავიშალე . მაჯაზე საათი მოვირგე , ტელეფონი ავიღე და გაგასთან გავედი . - რა ლამაზი ხარ ნენ . - აღფრთოვანება ვერ დამალა გაგამ . - კარგი რა ნუ გამაწითლე ახლა . -კისკისით ვუთხარი . - კარგი ჰო , წამოდი წავედით . - ხელი მომხვია და სახლი ერთად დავტოვეთ . ... მანქანაში ჩავსხედით ... - სეგიძლია დაიძინო , დიდი გზა გვაქ გასავლელი . - თბილად მითხრა გაგამ . - სად ივდივართ ? - გავიკვირვე მე . - სიურპრიზია . - ესღა მითხრა და საჭეს მიუბრუნდა . ... ჯერ ქუჩაში ვიხედებოდი , შემდეგ ტელეფონში ჩავძვერი , ნუ მოკლედ ყველაფერი გავაკეთე რაც კი შემეძლო , ბოლოს კი დაღლილმა დავიძინე . ************************ უკვე ღამე იყო რომ გამომეღვიძა . გაგას გავხედე რომელიც აუღევლებლად მართავდა საჭეს . - მალე მივალთ ? - ვაა , გაიღვიძე ?! ხუთ წუთში მივალთ .- თბილად მითხრა გაგამ . - ის მაინც მითხარი სად ვართ ? თბილისში აშკარად არ ვართ . - ბათუმში . - ესღა თქა და მანქანა რესტორანთან შეაჩერა . - მადამ ! - კარები გამიღო და გადმომიყვანა . ... რესტოანში შევედით მაგრამ ყველაფერი ჩაბნელებული იყო . ის , ის იყო გაგასთვის უნდა მეკითხა რა ხდეათქო კედელზე ვიდეო რომ გამოჩნდა . სადაც მონაცვლეობით ადამიანები ერთი და იგივე წინადადებაას ამბობდნენ . ,,ნენსი შენ ალექსანდრეს უყვარხარ , გთხოვ აპატიე ! " ბოლოს თვითონ ალექსანდრე გამოჩნდა ეკრანზე და ლაპარაკი დაიწყო . - ერთადერთი ნათელი წერტილი შენ ხარ ჩემ ცხოვრებაში , რომელიც ცდილობს მომშორდეს , მაგრამ იმდენად ეგოისტი ვარ რომ არ შემიძლია გაგიშვა . მიყვარხარ! სიგიჟემდე მიყვარხარ! არვიცი როგორ , რანაირად , მაგრამ ფაქტია რომ მიყვარხარ . გინდა თუ არა შენი და ჩემი ბედი იქ ზეცაში გადაწყვეტილია! რაც არ უნდა თქვა და მოიმოქმედო , შენ ჩემი ხარ ! მე შენი ! მე და შენ უკვე ჩვენ ვართ და არავითარ შემთხვევაში ცალ-ცალკე . ვიცი რომ ბევრი შეცდომა დავუშვი შენთან ურთიერთობისას , მაგრამ იდეალური ადამიანი ხომ არ არასებობს . არავინ არ არის იდეალური და ყველა ვუშვებთ შეცდომებს! ვიცი არაერთხელ გატკინე და ვერ დაგპირდები , რომ აწი აღარ გატკენ , რადგან სრულიად უნებურად ხდება ყველაფერი. ერთდერთი რაც შემიძლია დაგპირდე არის ის რომ გამიზნულად არასდროს გატკენ! ... და მეყვარები ცხოვრების ბოლომდე ! აქაც და იქაც ... ზეცაში ! ასე დამთავრდა ვიდეო და დარბაზში შუქიც აინთო . მე ვტიროდი ... ალექსანდრე ჩემკენ მოდიოდა , გვერდით კი ის ქერა მოყვებოდა . - გაიცანი ნენსი , ჩემი მამიდაშვილი ეკა . - აცნობს ალექსანდრე გოგონას და მეც ტირილით ვეუბნები სასიამოვნოა-თქო . - აბა რას იტყვი , გამომყვები ცოლად ? - ცალ მუხლზე ჩემ წინ დგება ალექსანდრე და ბეჭედს მაჩვენებს . მეც დაუფიქრებლავ ვეხუტები . - ეს როგორ გავიგო ? - მეკითხება ის . - კი , კი . გამოგყვებიი . - სიხარულით ვეუბნები . - მიყვარხარ ალექსანდრე ! - მიყვარხარ ნენსი ! ... და აი არსე მთავრდება ეს ამბავიც , ალბათ ბანალურად , მაგრამ ჩემთვის გადასარევად . ვერ გეტყვით რომ ჩვენი ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი იყო , მაგრამ გეტყვით რომ ლექსანდრემ თავის პირობა შეასრულა და გამიზნულად არასროს მტკენდა . ასევე ვუყვარდი და მიყვარდა ცხოვრების ბოლომდე ... და ამის იქითაც !!! *********************************** ძალიან დიდი ბოდიში ! საერთოდ არც ვაპირები ამ ისტორიის დამთავრებას , ან თუ ვაპირებდი ასე ბანალურად არა მაგრამ , ასე გამოვიდა . გავიგებ თუ ამ ისტორიას არ წაიკითხავთ რადაგან ვიცი რომ ძალიან დავაგვიანე . გაგიგებთ თუ გამლანძღავთ , რადგან ყველაფრის ღირსივარ , მართლა ! სულ სხვა დასასრული გამომივიდა და სულ სხვა თავი, მაგრამ ასე გამომივიდა . მიყვარხართ ! და ვიცი რომ 1 ნახვაც არ ექნება ამ თავს მაგრამ მაინც ვდებ . ვიცი რომ უმოკლესი თავია , მაგრამ რა ვქნა არ ვიცი . არც ისე მიგდება მინდოდა . თან ახალი ისტორიის პირველი თავი უკვე დაწერილი მაქ , უნდა დამედო დღეს კიდევაც , მაგრამ შეტყობინება რომ ვნახე ამ ისტორიასთან დაკავშირებით სადაც თხოვდენ გააგრძელეო , მეც ავდექი და ამ ღამესვე დავწერე ეს თავი ყველანაირი რედაქტირების გარეშე , საიტზევე . კიდევ ერთხელ ძალიან დიდი ბოდიში და შემდეგ ისტორიაზე ამდენს ნამდვილად არ გაწვალებთ ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.