პიცა გამოძახებით - თავი 1
გუშინდელმა უძილობამ თავისი ქნა და მეორე დღეს საღამომდე მეძინა, სანამ ჩემი ძილი არ დამიფრთხეს. კარზე ზარია. -სანდრა, გააღე ჩემი ძმა მეძახის თავისი ოთახიდან. ჯერ კიდევ ნახევრად მეძინა, რომ ავიზლაზნე და კარებამდე მივაღწიე, გამოვაღე კართან კესო ასვეტილიყო . -შემოდი კესუნა. - გადავკოცნე დაქალი, -აბა, რას შვრებით? კლუბის ამბავი ხო არ გადაიფიქრეთ? - გაფაციცებით დაიწყო საუბარი კესომ. -არაა, რა გადავიფიქრეთ, დღეს ვერთობით ბოლომდე. - მეორე ოთახიდან პასუხი გასცა ერეკლემ.. -ეგ სულ დამავიწყდა... - ნამძინარევი ხმით ვუთხარი და თავში ხელი წამოვირტყი. -მოწესრიგდი და დავიწყოთ მზადება. -კარგი, მოვალ დამელოდე. სააბაზანოში გავედი და მოვწესრიგდი. -კესუუ, შემო რა მომეხმარე. - მალევე შემოფარფატდა. -ახლა ჩავიცვამ. მაკიაჟი და თმა შენზე იყოს. - თხოვნით მივმართე. -კარგი. -ეს ზაფხული კარგად დაიწყო. გამოცდებმაც შესანიშნავად ჩაიარა. ახლა მხოლოდ დადებითი პასუხები გვჭირდება ეროვნულებისგან და ეგაა. -ხო, ვგრძნობ რომ ეს ზაფხული შესანიშნავი იქნება. - კესომაც არ დააყოვნა პასუხი.. 8 საათისკენ ბიჭებიც მოვიდნენ: დემნა, გოგა, კოტე. მხოლოდ ნიკა გვაკლდა. ბიჭები ძმებივით არიან ჩემთვის. ჩემი ძმის მეგობრები არიან, ბავშვობიდან ერთად იზრდებიან, ოჯახებიც კი მეგობრობენ ერთმანეთთან. ნიკას გარდა ყველა კლუბში ვიყავით უკვე. ცოტა სასმელი, ცოტა ცეკვა და შესანიშნავ გუნებაზე ვიყავით. მაგიდას შემოვუსხედით და უბრალოდ საუბარი დავიწყეთ. დემნა ხშირად აპარებდა მზერას კესოსკენ, მაგრამ კესო არც კი იმჩნევდა, არადა როგორ გრძნობდა. მათი ისტორია ჯერ კიდევ შორეული წარსულიდან იწყება, სანამ კესო გახდებოდა ჩემი დაქალი. შემდეგ კესო ჩემს მეზობლად გადმოვიდა და ჩემი საუკეთესო დაქალიც გახდა. -ისე, თორნიკე როდის ჩამოდის რა თქვა? - კითხვით სავსე მზერა მიაპყრო კოტემ ერეკლეს. -ხვალ... ხვალ ჩამოდის ჩვენი ძმა. ხო იცი მაგის უჟმური ხასიათი და დასახვედრი წვეულების გარეშეო, რა. - სიცილით საუბრობდა ირაკლი.. -თორნიკე ვინაა? - ინტერესით მივაჩერდი ბიჭებს. -შენთვის ახალია სასტავში. - გაიცინა გოგამ. - ისე დიდი ხნის მეგობარია. უბრალოდ, ჩვენ უბანში იმდენად არ იჩითებოდა ხოლმე. - საუბარი გააგრძელეს და სხვადასხვა თემას მოედნენ. ამ დროს თვალი მოვკარი კლუბში შემოსულ ზურას და გიოს - ჩემი კლასელები იყვნენ. როგორ გამიხარდა მათი აქ ნახვა. შორიდანვე დავუქნიე ხელი, თავიდან ვერ შემამჩნიეს, მაგრამ შემდეგ ჩვენკენ წამოვიდნენ. -ვა, სანდრა აქ საიდან ტო? - მოგვიახლოვდნენ ბიჭები. ზურას მოვწონდი და ამას არც მალავდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ჩემი უარის შესახებ. ბიჭები დროებით ჩვენთან ჩამოსხდნენ, ერთმანეთი გავაცანი და გავაგრძელეთ გართობა. ვცეკვავდით, ვერთობოდით, ვსვამდით... ღამის ორი საათი იყო, სადარბაზოში რომ შევცვივდით სიცილით მე, კესო და ერეკლე. -ჩუ, ასე ნუ იცინი, თორემ ციალა მესამედან ქვაბს გესვრის. - სიცილით მითხრა ერეკლემ და უარესად ახარხარდა. ბოლოს, როგორც იქნა, ავაღწიეთ ბინამდე. კესო თავის ბინაში შევიდა, ჩვენ - ჩვენს ბინაში. -ერეკლე! ალექსანდრა! - გავიგეთ დედას მკაცრი ხმა. -ეკუშ, მიყვარხარ ტო. - მთვრალი ერეკლე ჩაეხუტა დედას. დედაც მოლბა და ჩაეღიმა. -სად იყავით ბავშვებო აქამდე? - ლევანიც აყვა მეუღლეს. -კარგი რა, მამა. მართლა ბავშვები კი არა ვართ. ხო, მოვედით. - ძმაკაცურად გადახვია ხელი მამას, რაზეც ყველას გაგვეცინა. -კარგი. მიდით, დაიძინეთ. - დედამ უცებ დაგვიცაცხანა. მეორე დღეს, თავი მისკდებოდა. კიდევ კარგი ზაფხული იყო და ვისვენებდი. ოთახიდან გავედი და დავინახე სამზარეულოსკენ მიმავალი ერეკლე. მივხვდი, მინერალურის ასაღებად მიდიოდა. წინ ჩავუქროლე. მაცივართან მივასწარი და ბოლო ბოთლიც მე ავიღე. -აუუ, სანდრა! მეც გამიყავი, მისკდება თავი. - აზმუვლდა ჩემი ვეშაპი ძამიკო. -ჰო, კარგი. ნუწუწუნებ ქალივით. - გამოვაჯავრე მეც და გავუნაწილე. სხვა დროს, ამიყვანდა ხელში და ცივ აბაზანაში ჩამაგდებდა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა გუშინდელი ღამის გავლენა. -ისე, დღეს ბიჭები ამოვლენ. გოგონებს დაურეკე, თუ ეცლებათ ამოვიდნენ ისინიც, გუშინ ხო ვერ წამოვიდნენ. - სწრაფად მითხრა და მისი ოთახში გაუჩინარდა. დედა და მამა სამსახურში იყვნენ უკვე. გოგონებს მივწერე. ამოვლენ ნატალი და ლილე, კესოც მეზობლადაა, უცებ გამოვა და ეგაა. სამზარეულოს მივუბრუნდი. ორნაირი სალათი გავაკეთე, ცოტა სასუსნავებიც ვიყიდე. ჩემი ძმა მეძახდა, მე კიდევ სამზარეულოში ფიქრებმა გამიტაცეს. -სანდრა, ხო არ ჩაგეძინა? - შემოვიდა სამზარეულოში ერეკლე. -რა გაყვირებს ბიჭო? ყრუ კი არ ვარ. - უცებ ავბუზღუნდი. -15 წუთია გეძახი და ვერ გაიგონე. - სიცილით მეუბნება და მეხვევა. -აი, რაღაცები მოვამზადე. რომელზე ამოვლენ ბიჭები? - კითხვით მივუბრუნდი. -5 საათზე ყველა აქ იქნება. - მითხრა და ტელეფონში დაიწყო ქექვა. კესო მოვიდა, გოგონებიც მალევე ამოვიდნენ, მხოლოდ ბიჭებს ველოდებოდით. მე, ნატალი, კესო და ლილე ვსაუბრობდით, ზოგჯერ ერეკლეც ჩაგვერთვებოდა. ბიჭებიც მოვიდნენ და შევივსეთ. პატარა სუფრაც გავშალე და შემოვუსხედით მაგიდას. - ვის ოჯახშიც შენ შეხვალ. - უცებ დაიწყო ლაპარაკი ნიკამ.. -მიშორებთ არა თავიდან? - სიცილით გავხედე. გამახსენდა რომ პიცის გაკეთება დამავიწყდა. -აუ, პიცა როგორ დამავიწყდა. - გაოცებული გამომხედა ერეკლემ, როდესაც ავწუწუნდი - გამოვიძახოთ, რა. -კარგი, დავრეკავ მე. - თქვა ერეკლემ და ტელეფონი მოიმარჯვა. -ყავას გავაკეთებ. - ვთქვი და სამზარეულოში გავედი. 10 წუთში კარზე ზარის ხმა გაისმა. კარი გავაღე და პიცით ხელში უსიმპათიურესი მამაკაცი დამხვდა. შეკვეთლი პიცაც მოიტანეს. -უკაცრავად, დამელოდეთ. - უცებ მივაყარე უცნობს, პიცა გამოვართვი და საფულის ასაღებად გავედი. -აი, ინებეთ. მადლობა პიცისთვის. - კარი მივხურე, გაოცებული კი მიყურებდა, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება, ეტყობა ზედმეტი ფული მივეცი. -პიცაა მოვიდა. - პიცით ხელში ოთახში შევედი.. კარზე კიდევ გაისმა ზარის ხმა. ისევ ის ტიპი იდგა კარებთან. -ერეკლე აქ ცხოვრობს? - გაოგნებული ვუყურებდი უცნობს, მაგრამ არ დავიბენი. -დიახ, რა გნებავთ? - წარბაწეულმა გავხედე. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ამიღ და გადამდგა. გაოცებული ვიყურებოდი სივრცეში და აზრზე ვერ მოვდიოდი, სანამ ბიჭების აჟიტირებული ხმა არ მომესმა. -თოკას გაუმარჯოს. გელოდებოდით ტო. რატომ დააგვიანე? - გავიგონე ნიკას ხმამაღალი საუბარი. უცებ ყველა სიტყვა გავაანალიზე და ჯერ სირცხვილით დავიწვი. შემდეგ გაოცებამ მომიცვა და სიბრაზემაც არ დააყოვნა. უხეში, თავხედი, უზრდელი! მეც შევაბიჯე სასტუმრო ოთახში. ირაკლიმ გოგონებს გააცნო თორნიკე და შემდეგ ჩემკენ მოტრიალდა. -ეს ალექსანდრაა - ჩემი და, სულ რომ ბუზღუნებს, წუწუნებს და სულ რომ რაღაც უნდა. - სიცილით გააცნო ჩემი თავი. თონიკეს ჩაეღიმა და გამომხედა. -სასიამოვნოა. - ერთხმად თქვეს გოგონებმა. -ჩემთვისაც. - გაიჟღერა მისმა ზედმეტად სასიამოვნო ხმამ. გოგონებისკენ მიმართულმა მზერამ კი კვლავ ჩემკენ გადმოინაცვლა. -ჩემთვის არც ისე. ალექსანდრა: კესო: &&& ესეც პირველი თავი. თავდაპირველად, იდეა მომაწოდა ჩვენმა მომხმარებელმა - Merri-მ, რომელსაც ამ ისტორიის წერაში წვლილი მიუძღვის და მადლობა მას. ველოდები თქვენს შეფასებას. იმედია მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.