შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულიერი გამოცდა (თავი 9)


20-03-2018, 09:04
ავტორი aanastasiaaa
ნანახია 1 410

დილას ადრე გამეღვიძა, სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდი. მთელი დღე ასე გავატარე, გაკვეთილებიც ღიმილით ჩავატარე. ვერავინ ხვდებოდა ჩემი ხასიათის მიზეზს, გარდა ლუკასი, რომელმაც დიდ შესვენებაზე შემომიღო კლასის კარი.
- როგორ ხარ ლიზა?
- კარგად, ლუკა შენ?
- რა გჭირს დღეს?
- რამე მჭირს?
გაკვირვებულმა გავხედე.
- მთელი დღეა ბედნიერი ღიმილით იყურები, ასე შეგიყვარდა სკოლა?
- სკოლა მე ყოველთვის მიყვარდა შენგან განსხვავებით.
- კარგი, ახლა მითხარი რა ჰქვია შენი ღიმილის მიზეზს.
- გეყოფა ლუკა სისულელეების ლაპარაკი.
გამეცინა მის მიხვედრილობაზე.
- ააა... ეს ის ბიჭია სკოლასთან, რომ გაკითხავს ხოლმე? დღეს დავაკვირდები როგორია და გეტყვი მომწონს, თუ არა.
- ლუკა მოდი აქ.
კართან მისულ ბიჭს სიცილით დავაწიე სიტყვა.
- მას გაკვეთილი მეწყება უნდა წავიდე.
სერიოზულად გამცა პასუხი და ამაზე უფრო აგვიტყდა სიცილი. მასთან ზუსტად ისე ვგრძნობდი თავს, როგორც და ძმასთან.
სკოლიდან, რომ გამოვედი, მაქსიმე მანქანაზე მიყურებული დამხვდა. მისკენ წავედი და ხელები კისერზე შემოვხვიე, შემდეგ კი ლუკასკენ გავიხედე, ცერა თითი ჰაერში აეწია და ღიმილით მიყურებდა. მეც გავუღიმე და მაქსიმეს მოვშორდი.
- აბა წავედით?
- სადმე მივდივართ?
- შენ რა არ გინდა ჩვენი ამბავი, სხვებმაც რომ გაიგონ?
- ჰო...
სახის გამომეტყველება შემეცვალა.
- ლიზა რა ხდება?
- მეშინია მაქსიმე, რა უნდა ხდებოდეს?
- გეშინია?
გაეცინა
- რისი პატარავ?
- შენც კარგად იცი, რომ კატო არ შეგვარჩენს ბედნიერებას.
- მთავარია შენ ჩემი გჯეროდეს. გპირდები, რომ ჩვენს სიყვარულს ვერავინ დაანგრევს, თვით კატოც კი.
ბოლოს ისევ გაიცინა, ის საერთოდ არ აღიქვავდა კატოს, რთულ საკითხად ჩემგან განსხვავებით.
- ახლა კი წავიდეთ და დანარჩენებს ვახაროთ ჩვენი ამბავი. ლიზა ნახავ ყველაფერი, როგორ საოცრად იქნება.
- ვიცი.
ღიმილით გავხედე და მისი ხელი სახესთან მივიტანე. ყველა ლიკასთან იყვნენ. მაქსიმემ ხელი გადამხვია და ისე შევაბიჯეთ სახლში.
- ე დაკარგულ... თქვენ რა?
თვალებგაფართოებულმა იკამ გამოგვხედა.
- არ მჯერა.
ბედნიერი ლიკა ჩვენსკენ გამოემართა.
- ერთი წუთით ლიკა.
დემეტრეს ხმამ შეაჩერა ჩვენსკენ მომავალი.
- გოგოებო ცოტახნით, დაგვტოვეთ.
ნიკა ეცადა გაღიმებას.
- რა ხდება?
გაღიზიანებულმა ნინიმ გახედა ბიჭებს.
- უბრალოდ მაქსიმესთან რაღაც საქმე გვაქვს.
ხმა აღარ ამოგვიღია ისე გავედით სამზარეულოში.
- ალბათ ეჩხუბებიან კატოს, რომ დაშორდა.
უმისამართოდ გავიხედე და ღრმად ჩავისუნთქე.
- რა სისულელეა, ბიჭები ისევე ვერ იტანენ კატოს, როგორც ჩვენ.
დარწმუნებით გამომხედა სოფიმ.
- სავარაუდოდ მაქსიმეს გრძნობების გარკვევას ცდილობენ, რომ გული არ გატკინოს.
- ჰო მეც ასე ვფიქრობ.
დას დაეთანხმა ლიკაც.
- გოგოებო..
ნიკამ დაგვიძახა ოთახიდან და ყველა უკანვე დავბრუნდით.
- გილოცავ სიხარულო, მინდა, რომ სულ ბედნიერს გხედავდე.
გადამეხვია იკა.
- მადლობა იკუშ.
მეც ჩავეხუტე მას.
- გამოუშვი ახლა ჩემი გოგო ჩემთან.
- სულ შენი არაა?
გაუბრაზდა იკა მაქსიმეს და მასთან გამიშვა. მეც მაქსიმეს მივუჯექი გვერდით და თავი მივადე მხარზე. ყველა ბედნიერი გვიყურებდა და მათაც ისე უხაროდათ ჩვენი ერთად ყოფნა, როგორც ჩვენ.
- მოდი თითო ჭიქით დავლოცოთ ეს ახალი წყვილი.
წამოდგა ნიკუშა.
- ეს სულ დალევაზე რატომ უნდა ფიქრობდეს?
უკან დააბრუნდა ნინიმ ნიკა სიცილით.
- მე ვეთანხმები ჩემს ძმაკაცს.
გაეცინა დემეს და იკასთან ერთად მაღაზიაში ჩავიდა. სულ მზა საჭმელები ამოიტანეს, სასმელიც და ტკბილეულიც. გოგოებმაც სუფრის გაშლა დავიწყეთ. მაქსიმე არ სვავდა, მანქანით იყო. მე ცოტა დავლიე. ამ ხალხთან ყოფნა ძალიან მომწონდა და მიყვარდა ისინი, რადგან სწორედ მათ შეძლეს ჩემი საშინელი ჭაობიდან ამოყვანა. უნივერსიტეტი გამაცდენინეს. ცოტახანში მაქსიმე წამოდგა და აივანზე გავიდა, რომ აღარ დაბრუნდა მეც გავყევი. ტელეფონზე ლაპარაკობდა.
- კატო რა გინდა ამიხსნი? რატომ არ გინდა იმის შეგუება, რომ მე და შენ აღარ შევრიგდებით? არა რა შუაშია ლიზა. ისე მე არ დავრჩებოდი კატო. ლიზა თუ არა სხვა იქნებოდა. გეყოფა უაზრო მუქარა. ყველაფერი შენს თავს დააბრალე. შენი საქციელები, რომ არა მე ისევ, ისე მეყვარებოდი, როგორც თავიდან. ნუღარ ჩადგები ჩვენს შორის და გვაცადე ბედნიერება. დამიჯერე ნახავ შენც ადამიანს, რომელსაც გულწრფელად ეყვარები და გაგიგებს. უაზრო მუქარას თავი დაანებე და შენს ცხოვრებას მიხედე. აქ ლიზა არაფერ შუაშია, ჩვენ ამოვწურეთ ის სიყვარული რაც ერთმანეთის მიმართ გვქონდა. ჩვენი ერთად ყოფნა უბრალოდ ილუზიაა და ფარისევლობა იყო კატო. ასეთ ყოფნას რა აზრი ჰქონდა მითხარი, აბა? არც არანაირი. შენი უაზრო აკვიატება ვარ. დამივიწყე და ვცადე ცხოვრება გააგრძელო ისე, როგორც აქამდე აკეთებდი, როცა მღალატობდი და ჩემზე არც ფიქრობდი. კარგად.
ტელეფონი გათიშა და ჩემსკენ შემობრუნდა.
- ლიზა, შენ რა მისმენდი?
- დიახაც, გისმენდი. ვიცოდი, რომ რაღაც მოხებოდა. ჩვენი ყოფნა არასწორია.
- ბრძოლის გეშინია?
- ეს რა შუაშია?
- გეკითხები, ჩემთან ყოფნის გამო ბრძოლის გეშინია?
- არა, არ მეშინია.
- ხოდა იბრძოლე ჩემთან ერთად და თუ ერთად ვიქნებით, ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ბრძოლას.
- არ მინდა, რომ დაგკარგო.
ვთქვი და მივეხუტე.
- არ დამკარგავ, არასდროს.
შუბლზე მაკოცა და ხელი შემომხვია.
- მოიცა, როგორც მე შეგიყვარდი კატოსთან ყოფნის დროს, ისევე სხვა, რომ შეგიყვარდეს ჩემთან ყოფნის დროს?
- შენს თავს კატოს ადარებ გოგო?
- არა უბრალოდ
- უბრალოდ ეჭვიანიც ყოფილხარ.
გაეცინა მაქსიმეს. ოთახში დავბრუნდით და გავაგრძელეთ მხიარულება. გვიან დავიშალეთ. სახლში მაქსიმემ მიმიყვანა. მანქანიდან გადასვლა არ მინდოდა, არც მაქსიმეს უნდოდა ჩემი გაშვება. ამიტომ დიდხანს ვიჯექით მანქანაში და ათას სისულელეზე ვიცინოდით. საერთოდ ყველაფერი მავიწყდებოდა, როცა მასთან ვიყავი, მხოლოდ მაქსიმე მახსოვდა და ჩვენი სიყვარული. საბოლოოდ სახლში შესვლა მაინც მომიწია, არ მეძინებოდა, ამიტომ ჩაი მოვიმზადე და დივანზე ჩამოვჯექი. პლედში გავეხვიე და ცხელი ჩაით ვეცადე ხელების გათბობა. ერთი წლის წინ ჩემთვის ვინმეს, რომ ეთქვა, მეგობრებს შეიძენ, შეგიყვარდება ბიჭი და ბედნიერი იქნებიო სიცილადაც არ მეყოფოდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ერთ წელს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ზუსტად ამ ერთმა წელმა შეცვალა ჩემი ცხოვრება, ზუსდაც ამ ერთმა წელმა გამიჩინა სიცოცხლის სურვილი, ამ ერთმა წელმა დამისახა ცხოვრების მიზანი.
კარზე კაკუნმა გამომიყვანა ფიქრებიდან. ჩაი მაგიდაზე დავაბრუნე და კარისკენ წავედი. კარს მიღმა ქალი იყო.
- გამარჯობა. ბოდიში, რომ ასე გვიან გაწუხებთ.
- გამარჯობა. არაუშავს, რა გნებავთ?
- ლიზა ქალდანი არა?
- დიახ, გახლავართ.
- ეს წერილი თქვენთან გამომატანეს.
- ჩემთან? კი, მაგრამ ვინ?
- გახსენით და თქვენვე ნახავთ. მე დაგტოვებ, ღამე მშვიდობის.
გამიღიმა ქალმა და გამეცალა. კარები მივხურე და იქვე დავიწყე კონვერტის გახსნა. პირველივე სიტყვების წაკითხვისთანავე, ცრემლები წამომივიდა და იქვე კედელთან ჩავიკეცე.
"ლიზა დე გთხოვ ბოლომდე წაიკითხე ეს წერილი, ამ წერილით ყველა კითხვას გასცემ პასუხს, კითხვას, რომელიც აქამდე გაწუხებდა და მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ გაძლევდა. ლიზ, შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიმძიმს ამ წერილის დაწერა. იცი რამდენჯერ მინდოდა შენთვის "შვილო" დამეძახა? 5 წელი არ მეყო იმისთვის, რომ კარგად შემეგრძნე, როგორც ჩემი პატარა ლიზა. მაპატიე, მე ყველაზე კარგად ვიცი, რომ დამნაშავე უმეტეს წილად მე ვარ, მე დაგინგრიე ბავშობა, მე დავნებდი, შენ ეს არ გააკეთო, იბრძოლე გთხოვ! წერილი მაშინ დავწერე, როცა იმ დაწყევლილ ბავშთა სახლში მიგიყვანე. შენ ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მიჭირდა შენი იქ დატოვება იმდენ ხანს გეხუტებოდი, სანამ არ მთხოვე, რომ გამეშვი, რადგან ვეღარ სუნთქავდი. ალბათ არც კი გახსოვს, როგორ მეძახდი დედიკოს. ჩემი სახეც არ გახსოვს ალბათ, ასე ძალიან რომ გიყვარდა და ძილის წინ სულ რომ ეფერებოდი. 17 წლის ვიყავი ალექსანდრე, რომ გავიცანი კლასელის დაბადების დღეზე. მას შემდეგ ყოველთვის ცდილობდა, რომ ჩემი ყურადღება მიეპყრო, მაგრამ მე მხოლოდ სწავლაზე ვფიქრობდი. ყოველ დღე ათას საჩუქარს მიგზავნიდა, მე კი ერთიანად ყველას სანაგვე ურნაზე ვუყრიდი ხოლმე თავს. საბოლოოდ მომაწონა თავი, მომაწონა კი არა შემაყვარა. სწავლას თავი არ დავანებე, მაგრამ მაინც სულ ერთად ვიყავით. მსოფლიო ჩემი მეგონა, როცა მის გვერდით ვიყავი. მეგონა, რომ მთელი ცხოვრება მასთან ვიქნებოდი და სულ ასე გვეყვარებოდა ერთმანეთი. იმდენად ძლიერი იყო ჩვენი სიყვარული რომ ვერც კი აგიღწერ შვილო. მე არარაობა ვიყავი მის გარეშე, სწორედ ამით ისარგებლა ალბათ.
სკოლის დასრულების შემდეგ ცოლობა მთხოვა, წარმოგიდგენია დე? ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობდა. შემდეგ გავიგეთ, რომ თურმე ალექსანდრეს ოჯახს მე არ ვუნდოდი რძლად. ვერასდროს ვხვდებოდი ამის მიზეზს, რადგან მე შეძლებული ოჯახიდან ვიყავი, არც სწავლა-განათლება მაკლდა და არც გარეგნობა. ალექსანდრეს ეს უბრალოდ დედამისის ახირება ეგონა, ამიტომ მაინც დავქორწინდით და შევქმენით ულამაზესი ოჯახი. ცოტახანში გავიგე, რომ ჩვენს პატარა ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატებოდა. შენ იყავი ის, რომელიც ჩვენს ოჯახს კიდევ უფრო გაამყარებდა, მაგრამ ყველაფერ ბედნიერს, ხომ უბედურება მოჰყვება. ჰოდა ასე ლიზა ზუსტად იმ დღეს როცა ალექსისთვის უნდა მეთქვა, რომ მალე შენ გვეყოლებოდი გამომიცხადა, რომ ოჯახში ბრუნდებოდა, რომ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებოდით, რომ არჩევანში ოჯახი აერჩია და მტოვებდა. სამუდამოდ მტოვებდა. არ შეგეცვალოს მამაზე წარმოდგენა, უბრალოდ ამ შემთხვევაში უძლური იყო. დედას მივაკითხე ჩემი პრობლემით, მაგრამ უკანანვე გამომიშვეს, რადგან მე მათი შემარცხვენელი ვიყავი. აი ასე დავრჩი მარტო, მარტო შენთან ერთად. არ გეგონო, რომ ამის გამო დაგტოვე. დიდ გასაჭირში ვცხოვრობდით, მაგრამ ერთი წუთითაც კი არ მიფიქრია შენი მიტოვება დე, რადგან მე უკვე ვიცოდი რა იყო მიტოვებისაგან გამოწვეული ტკივილი. მუშაობა დავიწყე, სწავლას შევეშვი, რაღაცნაირად გამქონდა თავი. ფეხმძიმობის დროს ბევრს ვმუშაობდი, რომ მერე თავი გვერჩინა. ერთ წელიწადში, გავიგე რომ ცოლი მოიყვანა. სწორედ მაშინ მივხვდი, რატომ მიწუნებდა მისი ოჯახი. მათ სხვა უნდოდათ შვილისთვის. ალექსიც ვერ შეეწინააღმდეგა და ჩვენი სიყვარული გაწირა. მალევე ეყოლათ ბიჭი, სახელად ლუკა. გაშორებიდან მხოლოდ ერთხელ ვნახე მამაშენი, შენს დაბადების დღეს. გვარი მოგცა ჩემი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად. საოცრად გავხარ მამას. ხანდახან მის გარეშე იმდენად მიჭირდა, რომ მეგონა მოვკვდებოდი, მაგრამ შენ მაძლიერებდი დე. შენ, რომ გიყურებდი ყოველთვის მამაშენი მახსენდებოდა. იცი როგორ მენატრებოდა? იცი დე? მთელი ჩემი სხეული ტკივილს მოეცვა მისი მონატრება ყელში მიჭერდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა... 4 წლის იყავი, რომ გავიგე ის რამაც საბოლოოდ გამტეხა და გამანადურა. გავიგე,რომ სიმსივნე მქონდა და სულ ცოტა დრო მრჩებოდა. საერთოდ არ მიფიქრია ჩემს თავზე, მხოლოდ შენზე ვფიქრობდი დე. მტკიოდა, შენს ნაცვლადაც მე მტკიოდა. აპატიე დედას, აპატიე შენს დედიკოს, რომ დაგტოვა. მაპატიე არ მინდოდა ჩემო სიცოცხლევ. მე მხოლოდ შენთან ერთად მინდოდა, მაგრამ ცხოვრებამაც კი გამიმეტა, გაგვიმეტა სიხარულო. ეს ამბავი, რომ გავიგე, არავისთვის მითქვამს. მხოლოდ ჩემ დას დავუტოვე წერილი და ვთხოვე,რომ 18 წლის ასაკში შენთვის გადმოეცა. მაპატიე ჩემო ლამაზო, რომ ისე ვერ გაცხოვრე როგორც იმსახურებდი. ზაფხულში მიგიყვანე ბავშვთა სახლში და ტირილით დაგტოვე იქ. მერჩივნა მომვკვდარიყავი ოღონდ მანდ არ დამეტოვე, მაგრამ მე ხომ ისედაც ვკვდებოდი. მთელი დარჩენილი თვეების მანძილზე ყურებში შენი ტირილის ხმა ჩამესმოდა, რაც არა მარტო ფიზიკურად, სულიერადაც მკლავდა. მახსოვს მაშინ მკითხე:
- დედიკო სად მიდიხარ?
- საქმეზე დედი.
- მალე მოხვალ?
- ვერა დე ვეღარ მოვალ, მაგრამ ხომ იცი დედას როგორც უყვარხარ?
- მეც მიყვარს დედა
ეს თქვი და შენი პატარა ხელები შემომხვიე. არ გთხოვ, რომ წერილით შეგიყვარდე, მაგრამ გახსოვდეს დე, რომ მე შენ მთელი გულით მიყვარდი, მართალია ახლა შენთან არ ვარ, მაშინ როცა ყველაზე მეტად გჭირდები, მაგრამ იცოდე რომ ყველაზე მეტად მიყვარდი, მეყვარები და ზეციდან დაგიცავ. ეს ჩემი პირველი და ბოლო წერილია დე. კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს. დედაშენი მოკვდა, თუმცა მისი შენდამი სიყვარული არ მომკვდარა, მხოლოდ იმას გთხოვ, რომ არ გძულდე. ჩვენ ერთად ვიბრძოლეთ , ახლა კი მარტო გიწევს ბრძოლა ამ ბინძურ და უსამართლო სამყაროში, გაუძელი ლიზა. მე აქედან დაგიცავ. "
- არა, არა, გთხოვ დედა. გთხოვ არ დამტოვო. რატომ? რატომ მაინც და მაინც შენ?
ვყვირი, რაც შემიძლია ხმამაღლა. იქვე მდგარ ლარნაკს კედელს ვესვრი. კონვერტიდან რაღაც სურათები ცვივა. ფოტოს დავყურებ სადაც დედა და ალექსანდრე არიან გამოსახული, დიახ ალექსანდრე და არა მამა, რადგან მისი ბრალია ყველაფერი. მან მომიკლა დედა. მისი ბრალია მე, რომ ამ დღეში ვარ. ჩემი და დედას ფოტოებიც იყო საოცრად ლამაზი დედა მყოლია მე ვამაყობ მისით, დედაჩემი ძლიერი ქალი იყო, მან ყველა ტკივილს გაუძლო მხლოდ და მხოლოდ ჩემს გამო, მე კი მას ვადანაშაულებდი.
- რატომ ღმერთო? რატომ ვარ ასეთი სულელი?
იქვე მაგიდაზე ტელეფონს ვწვდები და ლუკას ნომერს ვკრიფავ.
- გისმენთ
აშკარად ეძინა, პრინციფში სხვას რას უნდა აკეთებდეს ღამის 3 საათზე.
- ლუკა
- ლიზა რა ხდება, რა გატირებს?
- გთხოვ უნდა მნახო საქმე მაქ შენთან. გთხოვ თორემ მოვკვდები.
- დამშვიდდი ახლავე მოგაკითხავ, მოემზადე.
გამითიშა. სული მიხურდა. მე ახლა პასუხს ვაგებინებდუ იმ კაცს, რომელმაც დედა გაიმეტა. რა მომზადება მინდოდა ჩანთაში ჩავდე წერილი, სურათები და გარეთ გავედი. სიცივეს ვერ ვგძნობდი იმდენად ძლიერი იყო სულის ტკივილი. ლუკას მისამართი მივწერე. მალევე შევამჩნიე ტაქსი, რომელიც ჩემს წინ შეჩერდა. იქიდან ლუკა გადმოვიდა და ჩემსკენ წამოვიდა.
- რა მოგივიდა ლიზა? ვინ გაწყენინა მითხარი.
- ვინ მაწყენინა? არც არავინ, მხოლოდ მამაშენმა გამინადგურა ცხოვრება.
- რა სისულელეებს ამბობ ლიზა?
- მიმიყვანე მასთან გთხოვ.
- კარგი დამშვიდდი წამოდი ჩემთან სახლში
- სახლში?
- ჰო დედა მივლინებაშია. მარტო მე და მამა ვართ.
ფეხით გავუყევით გზას, რადგან ახლა ყველაზე მეტად სუფთა ჰაერი მჭირდებოდა. ლუკამ ლამაზ სახლთან მიმიყვანა. სიმწრით გამეღიმა, აქ ახლა მე და დედას უნდა გვეცხოვრა, რომ არა ის ადამიანები რომლებმაც დედაჩემს ცხოვრება დაუნგრიეს.
კაბინეტში იჯდა ბატონი ალექსანდრე და კარის საპირისპირო მხარეს შეეტრიალებინა სავარძელი.
- მამა
ლუკამ გამოაფხიზლა მამამისი ფიქრებიდან.
- გისმენ ლუკ...
ჩემს დანახვაზე სიტყვა გაუწყდა.
- რატომ არის შენი მასწავლებელი აქ?
შეშფოთება დაეტყო სახეზე.
- მე მისი მასწავლებელი არ ვარ, მე ლუკას და ვარ.
მტკიცედ განვაცხადე.
- რას ამბობ?
- თავის დროზე არ გეყოთ ბრძოლის უნარი, თავის დროზე უნებისყოფო აღმოჩნდით. ახლაც არ აღიარებთ, რომ მე თქვენი და ქეთის შვილი ვარ.
- მამა, მართალს ამბობს ლიზა?
- მითხარით, რატომ გამიმეტეთ? რატომ გამიმეტეთ ასეთი ცხოვრებისთვის?
- სად არის ლიზა დედაშენი?
- დედაჩემი აღარ არის, გარდაიცვალა.
- ლიზა თქვი, რომ ხუმრობ.
- აბა თქვენ რა გგონიათ რატომ მიმატოვა დედამ? შეეშინდა ჩემი გაზრდის? უბრალოდ ის კვდებოდა
- რითი დაამტკიცებ ამას?
ჩანთიდან სურათები ამოვიღე და წინ დავუდე.
- მითხარით რომ არ ხართ ეს თქვენ, მიდით მითხარით.
შემდეგ წერილი ამოვიღე და მისი ხმამაღლა კითხვა დავიწყე, ბოლოში ისევ ცრემლებმა დამისველეს სახე.
- რა დაგიშავა დედაჩემმა? რატომ მომიკალი, მითხარი გთხოვ.
უკვე ვგძნობდი როგორ მტკივდებოდა გული. ლუკა სწრაფად მოვიდა ჩემთან და ხელი შემომხვია.
- ლიზა გაჩერდი, ასე არ შეიძლება ცუდად გახდები.
მე კი მისი დანარჩენი სიტყვები აღარც გამიგია, რადგან უკვე ცუდად გავხვდი და ყველაფერი ბნელმა მოიცვა...




ბოდიში მინდა მოგიხადოთ დაგვიანებისთვის. იმედია მოგეწონებათ. გთხოვთ აზრი დააფიქსიროთ კომენტარებში..



№1  offline წევრი mia15

საინტერესოა ძალიან.მომეწონა.ველი შემდეგ თავს.მალე დადე.

 


№2  offline წევრი naniko mindia

Moutmenlat veli shemdegs
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️malmale dade zam agvianeb. Kargad wer kargi istoria
--------------------
lomidze

 


№3 სტუმარი აანი

00:21 ამდროს თუვიტირებდი ნამდვილად არმეგონა❤აი რაღაც სასწაულია და აღარ დააგვიანო გთხოვ❤❤❤

 


№4  offline წევრი aanastasiaaa

აანი
00:21 ამდროს თუვიტირებდი ნამდვილად არმეგონა❤აი რაღაც სასწაულია და აღარ დააგვიანო გთხოვ❤❤❤



ძალიან გამიხარდა, თუ მოგეწონათ <3

naniko mindia
Moutmenlat veli shemdegs
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️malmale dade zam agvianeb. Kargad wer kargi istoria



აღარ დავაგვიანებ გპირდებით <3

mia15
საინტერესოა ძალიან.მომეწონა.ველი შემდეგ თავს.მალე დადე.




მადლობაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent