შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პიცა გამოძახებით - თავი 3


20-03-2018, 19:34
ავტორი mimimimo
ნანახია 1 981

კესომ როგორღაც მოახერხა და გაცივდა. სიცხე ჰქონდა და ჩაი გავუკეთე, შემდეგ კი დემნას გავძახე.
-რა იყო? - დაფეთებული შემოვიდა.
-აუტანე ეს კესოს.
-სხვა ვერ ნახე? - ბუზღუნით მოკიდა ხელი და გავიდა ოთახიდან.

***

კესოს ნელ-ნელა ძილი ეპარებოდა. სიცხისგან საბანი ნახევრად ეფარა და რაღაცებს ბუტბუტებდა.
-კესო, - ჩუმად დაიჩურჩულა დემნამ და მიუახლოვდა. - კესო. - ჩაის ჭიქა დადო და ნაზად გადაუწია თმა სახიდან. საბანი კარგად გაუსწორა და საწოლზე ჩამოჯდა.
-ჰმ, - ამოიოხრა კესომ. - მწვანილის დაჭრა არ იცი? - ჩურჩულებდა თავისთვის.
-კესო, გაიღვიძე. - ეცინებოდა დემნას.
-ჰო, მწვანილს ვჭრი. - აგრძელებდა ბუტბუტს. - ვაიმე, - უცებ გამოფხიზლდა და თავი წამოყო. - რამე ვთქვი? - ტუჩებზე ხელი აიფარა.
-არა, არაფერი. - სიცილით გააქნია თავი დემნამ. ამოისუნთქა და ბალიშს მოჰხვია ხელები. - ჩაი მოგიტანე, დალიოსო სანდრამ.-დარჩი, რა. - თვალდახუჭულმა გასწია ხელი მისწენ. - გთხოვ. - სლუკუნით ამოილაპარაკა. თუმცა უკვე, აშკარად, ძილში ტიროდა.
-ჩემი სულელი. - თმაზე მოეფერა და ისევ ჩამოუჯდა.

***

დილით ადრე ავდექი და კესოს დავხედე. წყალი დავდგი და იქვე სკამზე ჩამოვჯექი.
-დილამშვიდობისა. - თორნიკე იყო. ავხედე და გავუღიმე.
-თორნიკე...
-ჰო?
-გავისეირნოთ, რა.
-ცივა. მოიცვი რამე და გავიდეთ. - ღიმილით თქვა. ოთახიდან ჟაკეტი ავიღე და გავედი.
-მზად ვარ.
-წამო. - ხელი მომხვია და სანაპიროზე გავედით. - ასე მგონია უნდა მომკლა და იმიტომ მექცევი ასე.
-ჰო, უნდა შეგჭამო.
-რა ბატი ხარ. - სიცილით მომქაჩა ლოყაზე.
-არ მინდა წასვლა. - ამოვიჩურჩულე მოწყენილმა. მხოლოდ 5 დღე დარჩა, მე კი - ისე შევეჩვიე ამ ყველაფერს.
-მოგენატრები, ვიცი. - თავდაჯერებულმა ჩაილაპარაკა.
-იდიოტო, ამ ზღვაში ჩაგძირავ. - სიცილით გავიშვირე ხელი ზღვისკენ.
-ვცადოთ? - წარბები ამიწია.
-არა! თორნიკე არ ქნა. - როდესაც მივხვდი რასაც აპირებდა, წამოვხტი და გავიქეცი. - ცოდო ვარ. ცურვა არ ვიცი. - გავრბოდი, მაგრამ დამეწია და ხელში ამიყვანა. - არა, არა. - ბოლოს დანებებულმა, ხელები და ფეხები შემოვხვიე. თავი მის ყელში ჩავრგე და ვიცინოდი. - თორნიკე, დავიხრჩობით და ერთად მოვკვდებით. - სიცილით ვჩურჩულებდი.

***

კესო ოთახიდან გამოფრატუნდა, მას კი თანია მიჰყვა.
-კესო, როგორ ხარ?
-ცუდად, შენ?
-კარგად. გინდა ჩაი დავლიოთ?
-დავლიოთ. - მგონი კესოს რაღაც სჭირს. ჯერ ასე თბილად არ მოქცევია ნათიას. არა, აშკარაა, რომ სიცხე აქვს.
-ეს შენია. - ჭიქა მიაწოდა.
-მადლობა.
-კესო, - დაიწყო ნათიამ. - ვიცი, რომ არ მოგწონვარ და ვხვდები ჩემ მიმართ ასეთი დამოკიდებულება რატომ გაქვს. - ღრმად ჩაისუნთქა და გააგრძელა. - უბრალოდ, არ მინდა ცუდი ურთიერთობა გვქონდეს, რადგან, სინამდვილეში... - ვეღარ დაასრულა, დემნა შემოვიდა ოთახში.
-ოჰ, გოგოებო. - გაკვირვებულმა გახედა მოლაპარაკეებს. ნათია გადაკოცნა და იქვე დაჯდა. - შენ არ გკოცნი, გადამდებ. - ჩაიცინა. - როგორ ხარ?
-როგორც მხედავ. - შეუბღვირა. - მე დაგტოვებთ. - თქვა და წამოდგა. როგორ აინტერესებდა რა უნდა ეთქვა ნათიას.
მალევე ბიჭებიც ადგნენ და ყველა შეიკრიბა. მხოლოდ თორნიკე და ალექსანდრა არ ჩანდნენ და შეამჩნიეს კიდევაც.
-ნეტავ, სად არიან? -იკითხა გოგამ და კარიც გაიღო.
-ძაღლი ახსენე, ჯოხი ხელში დაიჭირეო. - სიცილით თქვა ნიკამ.
-სად იყავით? - იკითხა სამზარეულოდან გამოსულმა ერეკლემ.
-სანაპიროზე ვსეირნობდით.

***

ამინდი შეიცვალა. ქალაქი ჩაბნელდა. გოგა და ნიკა გავიდნენ, გოგოებს უნდა შეხვედროდნენ. გადაწყვიტეს ეთამაშათ. არჩევანი კი - ჯოკერზე შეჩერდა. ლილე, ერეკლე, დემნა და კესომ დაიწყეს თამაში. ჩვენ შორიდან ვაკვირდებოდით. თავიდან, ერეკლე და ლილე იგებდნენ.
-კესო, გამოფხიზლდი, თორემ გაკოცებ. - შემოუძახა დემნამ სიცილით.
ნათიას გავხედე, თუმცა რეაქცია არ ჰქონია, პირიქით - გაეცინა. რაღაც საეჭვოდ მომეჩვენა.
საბოლოოდ, კესომ და დემნამ მოიგეს.
-კესოს კოცნის შეეშინდა. - სიცილით თქვა ლილემ.
-ვისა აქვს სურვილი ჩასაბარებელი, ვისაო? - დამპლურად გადახედა კესომ.
-არ ქნა რამე სისულელე იცოდე! - წამსვე მიხვდა ლილე და თვალები დაუქაჩა.
-რა ვქნათ? - გადახედა დემნას.
-მოვიფიქრებთ და ვიტყვით. საღამომდე გვაცადეთ.
საღამოს მოლოდინში ლილე ძალიან დაძაბული იყო და სულ ცქმუტავდა. კესოს და დემნას ერთი სიტყვაც არ დაუძრავთ, თითქოს უკვე იცოდნენ, რასაც იზამდნენ.
-მოკლედ, რადგან თქვენ ასე ძალიან გიყვართ ერთმანეთი და იმდენად გიყვართ, რომ სიყვარულისგან ლამისაა დაჭამოთ ერთმანეთი, დარჩენილი 5 დღე, თუ რამდენიცაა, ერთ ოთახში შეგასახლებთ. - სიტყვით გამოვიდა კესო. - ტაში სადაა? - ხელები შემოჰკრა ერთმანეთს. ერეკლემ და ლილემ ერთდროულად გახედეს ერთმანეთს.
-რაც ჩამოვედით ჩვენი ჩხუბი სად გაიგე, კესო?
-დემნა, მე მიჩალიჩებ ამას, ტო? - გახედა ერეკლემ.

***

ლილე და ერეკლე ერთ ოთახში მოათავსეს. ისიც გაითვალისწინეს, რომ ერთი საწოლის გარდა, სხვა არაფერი ყოფილიყო დასაწოლი. ყველანაირად ცდილობდნენ გვიან შესულიყვნენ დასაწოლად.
-არ დავწვეთ? დავიღალე უკვე. - ამოიწუწუნეს გოგოებმა.
-ცოტახანიც, რა. - ამოიკნავლა ლილემ.
-უიი, ლილეჩკა. პირველი ღამე ვის აქვსო დღეს, ვისაო? - იცინოდა ნატალი.
-აუ, კარგით, რა. კესო მელოდე იცოდე. - თითი დაუქნია გამაფრთხილებლად.
ოთახში ფეხაკრეფით შეიპარა და მოათვალიერა იქაურობა. ერეკლეც მაგ დროს შემოვიდა და დაფეთებული გახტა უკან.
-იძინებ?
-ჰო.
-კარგი. - დაწვნენ და ლილე ყველანაირად კიდისკენ იყო მიწეული. - ლილე, გადავარდები. - ფხუკუნით ჩაილაპარაკა ერეკლემ.
-მძინავს.
-მითუმეტეს, ძილში გაგორდები. - გაიცინა, ხელი მოხვია და ოდნავ თავისკენ მისწია. - ლილა.
-ჰო.
-გახსოვს, შარშან ზღვაში რომ გაყვინთავე?
-რა დამავიწყებს. - სიცილით გადმოტრიალდა ლილე. - ის გახსოვს, ვიღაც გოგო რომ მოვიდა და სილა გაგაწნა, თან რომ გიყვიროდა ეს როგორ გამიკეთეო?
-ეგ რა ფენომენი იყო, ახლაც ვერ ვხდები.
-კესოს ყოფილი რომ ვნახეთ?
-ვინ?
-აი, ის ტიპი, კესოს ღამე რომ დაადგა და სერენადა უმღერა. ბოლოს, მენატრები და დამიბრუნდიო. კესომ დამელოდეო, სახლში შევიდა, ტაშტით წყალი აავსო და მეორედან ზედ გადმოასხა საცოდავ ბიჭს, აქ აღარ დამენახოო. იმის შემდეგ მართლა აღარ გამოჩენილა. - ფხუკუნით თქვა ლილემ.
-შენ რომ იმ რუსთაველ პეჟოს ევასებოდი?
-გიჟი იყო ვიღაც, მაგრამ შემეცოდა.
-ამტკიცებდა კარენოი თბილისკი ვარო. ერთხელ დაბოლილი გაგვეჩითა ეგ და ისე მამაპაპურად მოგვიკითხა. ბოლოს რა გაგვიძრო? ის კარენოი თბილისკი ხოხობი ჯამბულიჩა იყო, ჩემი კარის მეზობელიო. თურმე ოჯახში მიმინო და ეგ ჯამბულიჩა ცხოვრობდნენ და ერთმანეთთან ვერ რიგდებოდნენ.
-კარენოი თბილისკი-ს აყოლებდა ყველა სიტყვაში. - სიცილით საუბრობდნენ. - მეძინება.
-დავიძინოთ. -ხელი მოხვია ერეკლემ და მისი თმების სურნელი შეისუნთქა.

***

ყველა ზღვაზე იყო გასული. კესოს ეძინა. მხოლოდ დემნა და ნათია ისხდნენ მისაღებში.
-დემნა, არ გინდა უთხრა სიმართლე?
-რატომ?
-ცოდოა. რა თვალებით გვიყურებს ვერ ხედავ?
-თვითონ ვერ ლაგდება საკუთარ თავში, ვერ ხედავ?
-და შენ ესე ეხმარები?
-დიახ. აბა, ისე, ვერ ხვდება რომ ვუყვარვარ.
-ღმერთო, რა სულელი ხარ. - ერთად იცინოდნენ.
-აუ, ნაათ, ძალიან მიყვარხარ, ხო იცი? - ხელი გადახვია დემნამ და ლოყაზე ტუჩები მიაკრო. ამ დროს კი კესო შევიდა მისაღებში.
-უკაცრავად, ხელი შეგიშალეთ. - თავდახრილმა ჩაიბუტბუტა და გავიდა. ოთახში შესულმა, თვალებზე ხელი გადაისვა და სარკესთან დადგა. - კესო, არ იტირებ! კესო, დაწყნარდი. - საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. - მორჩა! - მკაცრად ჩაილაპარაკა. სარაფანა ჩაიცვა, ფეხზე ზაფხულის ფეხსაცმელი მოირგო და გარეთ გავიდა. გოგოებს ეძებდა, გახარებულმა თვალი მოკრა და მათკენ დაიძრა.
-კესო?
-კარგად ვარ, სიცხე აღარ მაქვს.
-რამე მოხდა? - კესოს სახის გამომეტყველებით მიხვდნენ.
-არაფერი. - ჩუმად ჩაილაპარაკა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა.

ლილე:


ერეკლე:


&&&

ესეც მესამე თავი.
იმედია მოგეწონებათ.



№1 სტუმარი A

მომწონს მაგრამ არ მყოფნის.... პატარებია.....

 


№2  offline წევრი mia15

ძალიან კარგია.მომწონს.ველი შემდეგ თავს

 


№3  offline წევრი mimimimo

meocnebe avadmyopi
ძალიან მომეწონა შემდეგი არ დააგვიანო

შემდეგი ხვალ იქნება.
მადლობა.
A
მომწონს მაგრამ არ მყოფნის.... პატარებია.....

ვცდილობ ერთიანად არ მივაყარო ყველაფერი და ძალიან სწრაფად არ განვითარდეს მოვლენები.
ვერ შეგპირდები, თუმცა შევეცდები რომ შემდეგი თავი, მოცულობით შედარებით დიდი დავწერო.
მიხარია, რომ მოგწონს.
მადლობა.
mia15
ძალიან კარგია.მომწონს.ველი შემდეგ თავს

დიდი მადლობა.

 


№4 სტუმარი ))))

როდის დადებ შემდეგს?

 


№5  offline წევრი mimimimo

))))
როდის დადებ შემდეგს?

უკვე გაგზავნილი მაქვს.
ალბათ, მალე დადებენ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent