დაბრუნება (თავი1)
ისე მომეწონა ისე მივეჯაჭვე ისე მივეწებე ისე შემიყვარდა გონზე ვერ მოვედი. გიგი ნამდვილა კარგად რომ გავიცანი ჩვიდმეტი წლის ვიყავი, ამპარტავნებაში არ ჩამომართვათ მაგრამ ზედმეტად ლამაზიც,ცხოვრებით აღტაცებული,ბედნიერი და მხიარული დედის ერთა გოგო კესო მაისურაძე. გამყავდა დრო ისე როგორც შემეძლო, მითუმეტეს ზაფხულში. მარიშკასთან ჩემს დაქლთან, სახლში ვიჯექით ბავშვები,(მე,რატი მარიშკას ძმა, სანდრო ჩემი ბიძაშვილი და ნიკოლოზი ამათი ძმაკაცი) რაგბს ვუყურებდით, მე ისეთი გამწარებული ვიყავი, ისიც ვერ გავიგე ოთახში ერთი ადამიანი როგორ შემოგვემატა და ჩემს გვერდით როგორ მოკალათდა, უბრალოდ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, დაძაბული მომენტი იყო. ლელოს დადებისას წამოვხტი და დავბზრიალდი მაშინ მივხვდი, რომ მარიშკას იშვიათი ბიძაშვილი გიგი, იშვიათი ხასიათით,იშვიათად რომ მოდის ხოლმე ბიძაშვილთნ, იმ წუთას იქ იყო და მაინც და მაინც ჩემს გვერდით იჯდა და გაღიმებული მიყურებდა. ვიღას აინტერესებდა თამაში,სულ გადამავიწყდა ყველა ლელო და ყველა ჯარიმა, ვერ აღვწერ რა სიმპათიური იყო იმ დღეს. ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული, მუხლამდე შორტები ეცვა, ნაცრისფერი ზედა და ლურჯი კედები. ხელზე ჩემი საყვარელი საათი ეკეთა და შიგადაშიგ ან მაგიდაზე დადებულ ტელეფონს ამოწმებდა ან თავზე გადაისვამდა ხოლმე, ყავისფერ გადაპარსულ თმაზე.ბიჭებს ათას თემაზე ელაპარაკებოდა და არც მე მტოვებდა უყურადღებოდ. მას მანამდეც ვიცნობდი,ვიცოდი ის რომ ჩემი დაქალის ბიძაშვილი იყო და მაინც და მაინც ჩემი დანახვისას რომ ავიწყდებოდა ზრდილობა და გამარჯობის თქმა, ან ეზარებოდა ან იმდენად არ მოვწონდი, რომ არ მეუბნებოდა.(მე ყოველთვის მეორე ვარიანტზე ვჯერდებოდი)არასდროს ვიყავი ტკბილი მურაბა და გამარჯობის თქმით თავს აღარც მე ვიწუხებდი. თუმცა არვიცი იმ დღეს ის ზრდილობა დავიწყებული,ზარმაცი ან ჩემი ვერ ამტანი ადამიანი სად გაქრა, მაგრამ ფაქტი იყო ჩემს გვერდით არხეინად იჯდა, მელაპარაკებოდა,თვალს მიკრავდა. ამ დღის მერე რომ გავხდი ტკბილი მურაბა და თან ძალზედ ტკბილი, ცხადზე ცხადი იყო. ერთმანეთის ნახვა იმაზე ხშირად გვიწევდა ვიდრე ადრე, მე და მარიშკა დავყავდით ხოლმე მანქანით,გვასეირნებდა და გვდარაჯობდა როცა ეცლა. მორაგბე იყო და ეს რომ გავიგე მაშინ, დიდი შოკი მივიღე,მის თამაშებზე დავდიოდით, თავიდან ლელოებს გვიძღვნიდა, ნელ-ნელა მხოლოდ მე მიძღვნიდა და ერთხელაც ერთ ერთი მოგებული თამაშის შემდეგ, აუხსნელი გრძნობით,აუხსნელი სტატუსით,გახარებული სტადიონზე რომ შევედი მისალოცად ჩავეხუტე, ამაფრიალა დამსვა და გახარებულმა მითხრა -კესუნა მიყვარხარ და პაემანზე უნდა დაგპატიჟო. ყველანაირად უცნაური იყო გიგი,არანაირი რომანტიკა,სტადიონზე ამოგვანგლულმა ამიხსნა სიყვარული და პაემანი მერე დამინიშნა. უარს არავითარ შემთხვევაში არ ვეტყოდი მითუმეტეს რომ მე უკვე უგონოდ ვიყავი მასზე შეყვარებული. სითბო მხოლოდ ჩემთვის ემეტებოდა,კომპლლიმენტებს მხოლოდ მე მეუბნებოდა და ერთი წლით ადრე მხოლოდ ჩემთან ერთდ გეგმავდა დღეებს. 10.02.18 -კესო მისმენ?ყვირის ტელეფონის მეორე მხრიდან მარიშკა მეტრეველი. -ახლა რაღა მოხდა? ვხვნეში პიჟამოს ვიკეცავ და დივანში კომფორტულად ვჯდები. -გიგი ბრუნდება საფრანგეთიდან. კატეგორიული ხმით ამბობს დაძაბული თან ვხვდები როგორ ელოდება ჩემს არა ამ ქვეყნიურ რეაქციას . -გიგი შენი ბიძაშვილი? მეტრეველი? გაოგნებული ვეკითხები -ხო. -მერე რა ვქნა? დივნიდან ვდგები დაბნეული კანკალით ვუახლოვდები ფანჯარას. -რა რა უნდა ქნა?რომ ჩამოვა უნდა ილაპარაკოთ,მე იმას ვერაფერს ვერ ვეტყვი. აზრიც არ აქვს არ მომისმენს ხოდა შენ გაფრთხილებ,არ იჩხუბებთ არ დაჭამთ ერთმანეთს და საბოლოოდ შერიგდებით. მხიარულ ნოტაზე ასრულებს საუბარს და იცინის. მე ფანჯარას ვაღებ, მეშვიდე სართულიდან თავს ვყოფ, ჰაერს ღრმად ვუშვებ ფილტვებში და სასაუბრო ენერგიის ძებნას ვიწყებ. -მომისმინე მარიშ, შენი ბიძაშვილი რომ წავიდა არ დამლაპარაკებია,აზრიც არ უკითხავს,არც აუხსნია არაფერი, შენც ძალიან კარგად იცი ყველაფერი ,ახლა რომ ჩამოდის მაგას ან შენ თუ გგონიათ აეროპორტში დავხვდები ხელებს და სახეს დავუკოცნი და მონატრებისგან ვიტირებ ძაან შემცდარხართ. -ვიცი, ყველაფერი ვიცი, მე არაფერი არ მგონია, მაგრამ მაინც მოგიწევთ შეხვდრა და საუბარი.სთხოვე აგიხსნას იქნებ ჰქონდა მიზეზი. - ხო არ ვიცი, მაგრამ მის ასე ხუთი თვით გაქრობას და დაკარგვას არაფერი გაამართლებს. ვეუბნები დაღონებული და ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს ვიშორებ. - კაი წავედი ხვალ გნახავ და კიდევ ვილაპარაკოთ, მამაჩემი მელოდება, გკოცნი. ტელეფონს ვუთიშავ,ვდგები და საძინებელში შევდივარ რომ დავწვე და დავიძინო თუმცა ამ ზარის მერე მოვახერხებ თუ არა არ ვიცი.მარტო ცხოვრების კიდევ ერთი დიდი მინუსი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.