შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამთხვევა4


24-03-2018, 00:22
ავტორი anonym dandelion
ნანახია 1 210

დილით ადრიანად ავდექი,გუშინდელი შემთხვევის იგნორირება მსურდა,თორნიკესთან ყოფნა კარგი იყო თუნდაც 24 საათით,მაგრამ უნდა მახსობდეს,რომ ეს თამაში იყო და არაფერი სხვა,კი წამომცდა საკუთარ თავთან გუშინ ,რომ თორნიკე მომწონდა მაგრამ ყველანაირად ვეცდები,რომ ეს ამბავი,აქვე დასრულდეს,ამიტომაც სამზარეულოში ღიღინ-ღიღინით ჩავედი და საუზმის მომზადება დავიწყე,ყავაც დავადგი და დავიწყე ლოდინი,როდის გაიღვიძებდა თორნიკე,დიდხანს მოცდა არ დამჭირვებია,მალევე ჩამოვიდა ,ახალგაღვიძებულზეც კი რა სიმპათიურია,სალომე თავი აკონტროლე
-დილამშვიდობისა,თორნიკე,-ვეცადე პოზიტივი გადმომეფრქვია
-დილამშვიდობისა,-ცოტათი ეჭვის თვალით მიყურებდა
-ხომ ისაუზმებ?-წამოვხტი მაშინვე და ორივესთვის თეფშზე გადმოვიღე საუზმე
-სალომე,გუშინდელთან დაკავშირებით ბოდიშის მოხდა მინდა.ნინის საქციელი...
-კარგი,-ღრმად ჩავისუნთქე,ასე მაშინ ვაკეთებ როცა დამშვიდებად ვცდილობ-ბოდიში მიღებულია,ახლა კი საუზმეს თუ არ შეჭამ ქიშპი და წყენა მერე ნახე,-თვალი ჩავუკარი .ამაზე გაეცინა.მშვიდად ვისაუზმეთ.დღეს მუშები უნდა ამოსულიყვნენ და სახლი გაერემონტებინათ,სანდრას ყურადღება კი ქორწილზე იყო გადატანილი,მაგრამ მაინც უნდა გამერკვია რა გეგმები ქონდა .ამიტომ დავურეკე,მალევე მიპასუხა
-უკაცრავად,ალექსი მინდოდა,-რაც შემეძლო ხმა დავიბოხე და ვეცადე ღიმილი შემეკავებინა,თორნიკე იცინოდა
-სალომე,იმედი მაქ ქორწილში მაინც არ დამიძახებ ასე-კისკისებდა სანდრა,
-ვნახოთ,რა განწყობაზე ვიქნები
-სალომე! არ ვიცოდი გეღვიძა თუ არა ამიტო ვერ დაგირეკე,გუშინდელის მერე როგორ ხარ,-ჯანდაბა,გუშინდელი საღამო
-კარგად,სანდრა,შენ რას შვრები ,რა გეგმები გაქ დღეს
-ოკ მე ვაპირებ.აგარაკზე ამოვიდე და შენი კაბა ვნახო,გინდა თუ არა ,შეგახსენებ პატარძალი ვარ,-ჯანდაბა ამოსვლა უნდა,იფიქრე სალომე,ჩემ შეჭმუხნულ წარბებზე თორნიკემ რა ხდებაო ჩუმად მკითხა
-არა.კი განახებდი,მაგრამ დღეს სახლში არ ვიქნები,საქმე მაქ და არ ვიცი როდის დავბრუნდები,-ჯანდაბა,უფრო საეჭვოა
-რა საქმე? სალომე,ახლავე მოყევი ყველაფერი
-ისეთი არაფერი,მერე მოგიყვები
-კაი თორნიკე ხომ იქნებადა მაინც მოვალ
-არა,თორნიკეც გადის ,-ვთქვი და თორნიკეს გავხედე,თორნიკე მაასინვე მიხვდა და გაეღიმა.
-რაღაც საეჭვოდ გადიხართ ორივე,თორნიკე მალე დაბრუნდება?
-იცი,სანდრა მე და თორნიკე ერთად მივდივართ,-აი, ეს უკვე მეტისმეტია სალომე
-აჰაა,ასეც ვიცოდი ,პაემანიაა? ხო არ იპარები გოგო,იცოდე ქორწილი არ დამასწრო,-კაკანებდა სანდრა
-ჩვენი ძველი კურსელის სანახავად მივდივართ,ბავშვი შეძენია-,უკვე თორნიკეც ხარხარებდა,მაგრამ ცდილობდა ხმა არ გამოეცა,ამიტო ძალიან სასაცილოდ გამოსიოდა,
-რა? სალომე რას მატყუებ
-რას გატყუებ,რა ეჭვიანკ ხარ სანდრა, დაიწყე ხო უკვე ცოლობა,-სანდრა გაჩუმდა ,მიზანში მოვარტყი,აი უკვე მე ვხარხარებდი
-ღმერთო,გამაგებინე,ამასთან რატო ვმეგობრობ,-ვგრძნობდი ,რომ ისიც იღიმოდა
-კაი წავედი,გვეჩქარება,-გავუთიშე და ამოვისუნთქე,
-ნამდვილი გიჟია ეს გოგო,-ორივე ვიცინოდით
-ანუ დღეს მთელი დღე სახლში ვართ ხო?-გაეღიმა თორნიკეს
-კი,თორემ სანდრამ მართლა სადმე თუ გვნახა,რაღა გააჩერებს მერე.უცებ კარზე ზარი გაისმა,მუშები მოვიდნენ
-კაი,მე ჩემ ოთახში ავალ,-ასპარეზი თორნიკეს დავუთმე.ლოგინზე წამოვწექიდა უმებურად გამახსენდა ჩვენი სტუდენტობა,პირველ კურსზე მალევე აღმოვაჩინე,რომ თორნიკეზე დიდი მექალთანე არავინ იყო,ყველა საგნის ლექციაზე სხვადახვა გოგო დაყავდა,ვის აღარ ეფლირტავებოდა,ერთხელ მახსოვს ლექციაზე დაგვიანებით შევედი და თორნიკეს და მისი ერთ-ერთი გოგოს ორი მერხის უკან მომიწია დაჯდომა,ხო მაგათ ზურგს კარგად ვხედავდი უკნიდან,ლექცია მოსაბეზრებელი იყო და ხატვა დავიწყე,ჩემი ნახატები არასდროს არავითვის მიჩვენებია,უცებ ჩემ წინ მჯდომი გგოგო მომიბრუნდა და რაღაც მკითხა,მე სასწრაფოდ ავწიე თავი და რომ დავინახე ეს გოგო ჩემკენ იყურებოდა,შეEინებულმა სასწრაფოდ დავაფარე ხელი ჩემ ნახატს და გაოცებულმა გავხედე და ვუპასუხე,ამ დროს ვნახე რომ თორნიკე მთელი ტანით იყო ჩემკენ შემობრუნებული და მიყურებდა,ჩემი სწრაფი რეაქცია,რომ დაინახა გაეცინა,მაგრამ მე იმან უფრო გამაოცა ,რომ მიყურებდა,გავუღიმე და თავი გავაბრუნე,თუმცა მოვასწარი და დავინახე მისმა გოგომ როგორ შემომხედა,წინ აღარ გამიხედავს
სულ უიღბლობას ვჩივი,მაგრამ ამ ყველაფრის მერე რაღა ვთქვა,თუმცა მოსაგონებლად ასეთი მარგალიტები ალბათ მარტო მე მაქ,რაც თავისთავად სასიამოვნოა,მეც კარგად შებერტყილი ვარ,მამა მია.
ცოტა ხანში,კარზე დააკაკუნეს
-მუშები წავიდნენ,ცივი ლუდი? -თორნიკე კარებში ორი ლუდის ბოთლით იდგა და მიღიმოდა
-შემოდი,ლუდი არ მინდა გმადლობ,-დივანზე დაეშვა თორნიკე,ერთი მოსვა და მითხრა
-მეორედ აღარ შემოგთავაზებ,-თან გამიღიმა,
-არ არსებობს,გახსოვს? -ალბათ წიწაკასავით გავწითლდი
თორნიკესთან მეგობრული ურთიერთობა არასდროს მქონია და რაღაც უკმარისობის გრძობა მაწუხებდა ამის გამოყოველთვის,ერთხელაც საკონტროლო ადრე დავწერე მათემატიკაში და დერეფანში მომიწია ლოდინი,მალევე გამოვიდა თორნიკეც,ხმა არ გაგვიცია ერთმანეთისთვის,უცებ ,ვერც ახლა ვხვდები რა დამემართა უცებ ვუთხარი
-არ გშია?
-რა?,არა,-ოდნავ გაოცებული ჩანდა ამ უწყინარი კითხვით
-იცოდე მეორედ არ შემოგთავაზებ,-ვუთხარი და გავუღიმე,რა თქმა უნდა ვეხუმრე და ამაზე გაეცინა ,კიდევ კაი მიხვდა,შვებით ამოვისუნთქე,უცებ დაიძრა ლიფტისკენ,ალბათ იფიქრა ეს ვერ არის,უნდა გავეცალოო,რამდენი ნაბიჯი გადადგა და შემობრუნდა
-არ მოდიხარ? -აი,მანდ უნდა გენახეთ,ისე გამიხარდა ლამის ავფრინდი
ახლა კი არ მჯეროდა,რომ ასეთი რაღაცები ახლოვდა,ამიტომ ხელი გავუწოდე ლუდისკენ,გაეცინა და გამომიწოდა
-ჩემი უცნაური საქციელების გადამკიდე,ბევრჯერ მიწევს უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა,ალაბათ უკვე შეამჩნიე,-ვთქვი და მოვსვი
-ხო,უცნაური ყოველთვის იყავი,მაგრამ კარგი უცანაური,-ოპა იმედი მაქ აღიარებების დღე არ გვაქ დღეს და რაღაც ეგეთები
-ეგრე ალბათ გამონაკლისები ფიქრობენ
-დამიჯერე,კარგად ვიცი,ვინ რას ფიქრობდა,-თქვა და მომაშტერდა
-ჰოო,მაინც კარგი იყო სტუდენტობა,იმდენად მომეწონა,რომ ვფიქრობ კიდევ ერთი წელი ავიღო უნივერსიტეტში თუ ვეძებო სამსახური,-იმედი მაქ თემას გავექეცი
-გვაბერებს მუშაობა,-გაეცინა.რამდენიმე საათი ვისხედით და ვსაუბრობდით,იტალიაზე და იქ სწავლაზე მეკითხებოდა,მე სამსხაურზე ვკითხე
-აი ძაღლი ახსენეო,თქვა და გავიდა,სამზარეულოში გავედი მოვამზადე კერძი და თორნიკეც გამოვიდა,ისევ გავაგრძელეთ საუბარი,სანდრა და გიორგიზე მიყვებოდა,თან ვჭამდით უცებ სანდრამ დარეკა
-საალ,სახლში ხართ
-კი სანდრა,მოვედით
-ძალიან კარგი,დღეს ადრე დაწექი ხვალ კაბა უნდა მოვიზომო და რაღაც სიურპრიზი მაქ,ამიტომ დილიდანვე მოდი
-რა სოურპრიზი? - პანიკური ხმა მქონდა
-მაგას ხვალ ნახავ,თორნიკე დამალაპარაკე,-ყურმილი თორნიკეს გავუწოდე.
-კარგად,სან,შენ? ... კი .დილიდანვე მანდ ვიქნებით..გადავცემ,-თქვა და გაეცინა,წარბი ავწიე,თორნიკემ გათიშა,ტელეფონი მომაწოდა
-სანდრამ თქვა,მაგ მაკარონიჭამიას დილით წყალი დაასხი და დაგვიანება არ გაბედოთ,თორემ ქორწილში არ მიგვიღებს ,-ამაზე ავხარხარდით ორივე.
-არა ეგ გოგო შეშლილი კია,მაგრამ არამგონია ამას ხუმრობდეს,ამიტომ სჯობს დავწვე,-თორნიკემ თავი დამიქნია,აბაზანაში შევედი მოვიწესრიგე თავი და ჩემი ხალათით სწრაფად ვაპირებდი ჩემ ოთახში შერბენას ისე რომ თორნიკს არ ვენახე,მაგრამ კარი გამოვაღე თუ არა,მაშინვე შევასკდი და უკან გადავქანდი,წონასწორობა მრავალწლიანი გამოცდილებით შევიკავე
-სალომე,სინათლის სიჩქარით რატო მოძრაობ,-გაიცინა და შემათვალიერა,აი ამაზე კი იტალიაში მოყვანილი პომიდორივით გავწითლდი.
-შენ კი აჩრდილივით მოძრაობ,-ეს ვთქვი და შევვარდი ჩემ ოთახში,ჯანდაბა,ისე უიღბლობების გადამკიდე ერთი დადებითი მაინც არის,ამ დღეებს თორნიკესთან ერთად ვატარებ,ღმერთო რა სულელი ვარ



№1  offline წევრი მოცინარი

ძალიან კარგია <3

 


№2  offline წევრი anonym dandelion

მოცინარი
ძალიან კარგია <3

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent