საიდუმლო ლექტორთან I თავი
-მიყვარხარ - ვნებიანად ამოიკვნესა კაცმა და თან ლოგინში მწოლიარე და თეთრ ზეწარში გახვეულ გოგონას თეძოზე ეფერებოდა -მეც მიყვარხარ - კოცნას განაგრძობდა გოგოც და შიშველ მამაკაცს ძლიერ მხრებზე ეფერებოდა -უნდა წავიდე -ცოტა ხანიც დარჩი - შეეხვეწა გოგონა ტელეფონში დაყენებული მაღვიძარის ხმა ახალ ჩაძინებულ გოგონას აღვიძებს და ისიც გაჭირვებით დგება ლოგინიდან.მთელი ღამე არ დაეძინა უნივერსიტეტის პირველ დღეზე ფიქრით,ახლა კი ძლივს დგებოდა. მაღვიძარა გათიშა და მოსული შეტყობინება წაიკითხა. ,,მენატრები,შემირიგდი".შეტყობინება ყოფილი შეყვარებულისგან იყო.გადაწყვიტა არ ეპასუხა.პირველ რიგში იმიტომ,რომ მის მიმართ არაფერს გრძნობდა და არავისთან ურთიერთობ არ სურდა.ტანსაცმელი ჩაიცვა და სამზარეულოში გავიდა. -დილამშვიდობის - მიესალმა მამინაცვალი,რომელიც ყავას სვამდა და გაზეთს კითხულობდა -დილამშვიდობის - მიესალმა ელენეც -როგორ გეძინა - ჰკითხა დედამ და ყავა დაუსვა -საშინლად.მთელი ღამე უნივერსიტეტზე ვფიქრობდი და გამთენიისას ჩამეძინა ელენემ ისაუზმა და წასასვლელად მოემზადა. -მე გაგიყვან - უთხრა მამინაცვალმა -არ მინდა,წავალ ჩემით.დროებით - დაიძახა კარიდან და გზას გაუდგა. სადარბაზო ჩაირბინა და მოულოდნელად თვალი ყოფილ შეყვარებულს მოკრა. -თორნიკე - გაოცდა ელენე - აქ რა გინდა? -მინდოდა წამეყვანე -ჩემით წავალ,არ მინდა -რატომ მებუტები?რა გავაკეთე ისეთი,რომ ასე იქცევი? - აედევნა თორნიკე -მეკითხები კიდეც? - გაუკვირდა ელენეს -ელენე,ვერ ხვდები,რომ ყველაფერზე უაზროდ ეჭვიანობ?მერამდენედ გიხსნი,რომ არაფერი არ მქონია არავისთან -გეხვეწები,წადი რა,არ მინდა ჩემებმა დაგინახონ -ხოდა წამომყევი,მე გაგიყვან -არ მჭირდება -მაშინ მთელი დღე აქ ვიქნები და შენები ყველაფერს გაიგებენ -რა უაზროდ იქცევი -წამომყევი - გუღიმა თორნიკემ -კარგი ნახევარ საათში უნივერსიტეტის შენობასთან იდგნენ. -კარგად და მადლობა - მანქანიდან გადადიოდა ელენე -საღამოს გავიდEთ სადმე - შეეხვეწა თორნიკე -ის,რომ წამოსვლაზე დაგთანხმდი,ავტომატურად შერიგებას არ ნიშნავს -იცი როგორ მომენატრე? ელენემ თვალი აარიდა. -გავიდეთ რა საღამოს.შენთან სექსიც მომენატრა - მის თმაში ჩარგო თორნიკემ თავი და ბოლო სამი სიტყვა ჩურჩულით წარმოსთქვა. -ვნახოთ - მოკლედ მოუჭრა ელენემ და მანქანიდან გადავიდა. თავისი აუდიტორია მოძებნა და ადგილი დაიკავა.გარშემო უცხო სტუდენტები იყვნენ.რამოდენიმე მათგანი გაიცნო კიდეც. -საღამოს ერთად შევიკრიბოთ სადმე და ავღნიშნოთ ჩვენი გაცნობა,რას იტყვით? - თქვა ერთ-ერთმა -კარგი აზრია - დაეთანხმნენ სხვები -ისე,ახალგაზრდა ლექტორები არიან? - იკითხა იგივე გოგონამ -რა იყო,ლექტორები უნდა დაკერო? - ახარხარდა ყველა -უბრალოდ ვიკითხე.მოკლედ,კეთილი იყოს ჩვენი ფეხი საჯარო მმართველობასა და პოლიტიკაში ცოტა ხანს კიდევ განაგრძეს საუბარი და ამასობაში აუდიტორიაში ლექტორი შემოვიდა.სიწყნარე ჩამოვარდა და ყველამ ლექტორს დაუგდო ყური. -გამარჯობათ ბავშვებო - გადახედა აუდიტორიას და მაგიდას მიეყუდა - კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენს უნივერსიტეტში.გილოცავთ პირველ სტუდენტურ დღეს - თბილად გაუღიმა მოსწავლეებს - მოკლედ,მე მქვია გიორგი და ევროგაერთიანებასა და საჯარო მმართველობას გასწავლით.იმედია კარგად გავუგებთ ერთმანეთს - თქვა ლექტორმა და სკამზე დაჯდა - ახლა შევუდგეთ მუშაობას. ლექტორს სათვალეები უფრო სერიოზულს აჩენდა.საშუალო ასაკის ან უფრო ნაკლების ჩანდა.საკმაოდ მაღალი და სასიამოვნო გარეგნობის იყო.აშკარად თბილი და მხიარული ჩანდა,სწორედ ამიტომ აუდიტორიაში ბევრი გოგოს სიმპათია დაიმსახურა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.